მარტინ იდენი თავი პირველი კარი...

261
მარტინ იდენი თავი პირველი კარი ამერიკული გასაღებით გააღო და შევიდა, ყმაწვილი კაცი შეჰყვა, რომელმაც სახლში შესვლისას უხერხულად მოიხადა ქუდი. ხეშეში ტანსაცმელი ეცვა ამ ყმაწვილს, ზღვის სუნი ასდიოდა, ერთბაშად ამოდენა დარბაზში რომ აღმოჩნდა, დაიბნა, აღარ იცოდა, სად წასულიყო, ვეღარც ქუდისთვის მოეხერხებინა რამე; ის იყო, ჯიბისკენ წაიღო, რომ იმ მეორემ გამოართვა. ისე წყნარად და ბუნებრივად მოხდა ეს, რომ ყმაწვილმა ხელად გაუგო: მიმიხვდა, — გაიფიქრა მან, — არ გამწირავს. ფეხები უნებურად გაეჩაჩხა ჭაბუკს, რწევით მისდევდა თანამგზავრს, თითქოს იატაკი ზღვის ზვირთებივით ადი-ჩადისო. ეს გაჭიმული ოთახები მეტისმეტად ვიწრო ჩანდა მისი აცაბაცა სიარულისათვის, სულ იმის შიშში იყო, კარს არ წამოსდებოდა ფართო მხარ-ბეჭით ან დაბალი ბუხრიდან ძვირფასი ნივთები არ წამოეხვეტა. დაფეთებული აქეთ-იქით ეხეთქებოდა და ამით კიდევ უფრო ზრდიდა საშიშროებას, რაც ფაქტობრივად მხოლოდ მის თავში არსებობდა. როიალსა და წიგნებით დახვავებულ მაგიდას შორის ექვსი კაცი თავისუფლად გაეტეოდა, ამან კი შიშის კანკალით გაიარა. მსხვილი მკლავები მოწყვეტილივით ჩამოჰკიდებოდა, ვეღარც ის მოეფიქრებინა, მკლავებისა და ხელებისათვის რა ექნა, და როცა მოეჩვენა, ცალი მკლავი მაგიდაზე დახვავებულ წიგნებს წამოვდეო, დაფეთებული ცხენივით შეხტა, კინაღამ როიალის სკამი წამოაყირავა. წინ გაიხედა და ერთბაშად შენიშნა, რა თავისუფლად მოძრაობდა თანამგზავრი, ახლაღა მიხვდა, რომ თვითონ სულ განსხვავებულად დადიოდა, ყველასაგან განსხვავებულად. წამიერად სირცხვილით წამოენთო, შუბლზე სიმწრის ოფლი დაასხა, შედგა და ცხვირსახოცით მოიწმინდა სახე. ჰეი, ართურ, მოიხედე, ბიჭო, — ხუმრობით სცადა მღელვარების დაფარვა, _ მეტისმეტი მომივა ასე ერთბაშად. დამაცა, გონს მოვეგო. აკი გეუბნებოდი, არ წამოვალ-მეთქი, მგონი არც თქვენებს მისდით სული ჩემს სანახავად. კარგი, თუ ღმერთი გწამს! — დაამშვიდა თანამგზავრმა, — ჩვენი შიში ნუ გექნება. უბრალო ხალხი ვართ... ოჰო, წერილი მომსვლია. მაგიდასთან მიბრუნდა, კონვერტი გახსნა და წერილის კითხვა დაიწყო, დამშვიდების დრო მისცა სტუმარს. ისიც მაშინვე მიუხვდა და მადლობელი დარჩა. მიხვედრილი კაცი იყო, გულისხმიერი, და, გარეგნული მღელვარების მიუხედავად, ეს ნიჭი ახლაც გამოამჟღავნა. შუბლი მოიწმინდა და თავშეკავებულად მიიხედ- მოიხედა, თუმცა თვალებში კვლავ ხაფანგით დაფეთებული ნადირის შიში ედგა. უცხო გარემოში მოხვდა, ეშინოდა, რა მომელისო, რა ექნა არ იცოდა, გრძნობდა, რომ მოუხეშავად დააბოტებდა, და იმისი შიშიც არ ასვენებდა, ვაითუ მარტო სიარულში კი არა, ყველაფერში მეტყობოდეს ეს მოუხეშაობაო. მეტისმეტად გამახვილებული ჰქონდა მგრძნობიარობა, ზედმეტი დაეჭვებით წონიდა ყოველ მოქმედებას, და ახლა წერილს ზემოდან მალულად გამოცურებული ცბიერი მზერა რომ დაიჭირა, გული 1

Upload: others

Post on 10-Jan-2020

14 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • მარტინ იდენი

    თავი პირველი

    კარი ამერიკული გასაღებით გააღო და შევიდა,ყმაწვილი კაცი შეჰყვა, რომელმაც

    სახლში შესვლისას უხერხულად მოიხადა ქუდი. ხეშეშიტანსაცმელი ეცვა ამყმაწვილს, ზღვის სუნი ასდიოდა, ერთბაშად ამოდენა დარბაზში რომ აღმოჩნდა, დაიბნა, აღარ იცოდა, სად წასულიყო, ვეღარც ქუდისთვის მოეხერხებინა რამე; ისიყო, ჯიბისკენ წაიღო, რომ იმ მეორემ გამოართვა. ისე წყნარად და ბუნებრივადმოხდა ეს, რომ ყმაწვილმა ხელად გაუგო: მიმიხვდა, — გაიფიქრა მან, — არგამწირავს .

    ფეხები უნებურად გაეჩაჩხა ჭაბუკს, რწევით მისდევდა თანამგზავრს, თითქოსიატაკი ზღვის ზვირთებივით ადი-ჩადისო. ეს გაჭიმული ოთახები მეტისმეტადვიწრო ჩანდა მისი აცაბაცა სიარულისათვის, სულ იმის შიშში იყო, კარს არწამოსდებოდა ფართო მხარ-ბეჭით ან დაბალი ბუხრიდან ძვირფასი ნივთები არწამოეხვეტა. დაფეთებული აქეთ-იქით ეხეთქებოდა და ამით კიდევ უფრო ზრდიდასაშიშროებას, რაც ფაქტობრივად მხოლოდ მის თავში არსებობდა. როიალსა დაწიგნებით დახვავებულ მაგიდას შორის ექვსი კაცი თავისუფლად გაეტეოდა, ამან კიშიშის კანკალით გაიარა. მსხვილი მკლავები მოწყვეტილივით ჩამოჰკიდებოდა, ვეღარც ის მოეფიქრებინა, მკლავებისა და ხელებისათვის რა ექნა, და როცა მოეჩვენა, ცალი მკლავი მაგიდაზე დახვავებულ წიგნებს წამოვდეო, დაფეთებული ცხენივითშეხტა, კინაღამ როიალის სკამი წამოაყირავა. წინ გაიხედა და ერთბაშად შენიშნა, რათავისუფლად მოძრაობდა თანამგზავრი, ახლაღა მიხვდა, რომ თვითონ სულგანსხვავებულად დადიოდა, ყველასაგან განსხვავებულად. წამიერად სირცხვილითწამოენთო, შუბლზე სიმწრის ოფლი დაასხა, შედგა და ცხვირსახოცით მოიწმინდასახე.

    — ჰეი, ართურ, მოიხედე, ბიჭო, — ხუმრობით სცადა მღელვარების დაფარვა, _ მეტისმეტი მომივა ასე ერთბაშად. დამაცა, გონს მოვეგო. აკი გეუბნებოდი, არწამოვალ-მეთქი, მგონი არც თქვენებს მისდით სული ჩემს სანახავად.

    — კარგი, თუ ღმერთი გწამს! — დაამშვიდა თანამგზავრმა, — ჩვენი შიში ნუგექნება. უბრალო ხალხი ვართ... ოჰო, წერილი მომსვლია.

    მაგიდასთან მიბრუნდა, კონვერტი გახსნა და წერილის კითხვა დაიწყო, დამშვიდების დრო მისცა სტუმარს. ისიც მაშინვე მიუხვდა და მადლობელი დარჩა. მიხვედრილი კაცი იყო, გულისხმიერი, და, გარეგნული მღელვარების მიუხედავად, ეს ნიჭი ახლაც გამოამჟღავნა. შუბლი მოიწმინდა და თავშეკავებულად მიიხედ-მოიხედა, თუმცა თვალებში კვლავ ხაფანგით დაფეთებული ნადირის შიში ედგა. უცხო გარემოში მოხვდა, ეშინოდა, რა მომელისო, რა ექნა არ იცოდა, გრძნობდა, რომმოუხეშავად დააბოტებდა, და იმისი შიშიც არ ასვენებდა, ვაითუ მარტო სიარულშიკი არა, ყველაფერში მეტყობოდეს ეს მოუხეშაობაო. მეტისმეტად გამახვილებულიჰქონდა მგრძნობიარობა, ზედმეტი დაეჭვებით წონიდა ყოველ მოქმედებას, და ახლაწერილს ზემოდან მალულად გამოცურებული ცბიერი მზერა რომ დაიჭირა, გული

    1

  • ხანჯალივით გაუსერა. შენიშნა კი ეს გამოხედვა, მაგრამ არ შეიმჩნია, რადგან იმსაგანთა შორის, რისი შესწავლაც მას უკვე მოესწრო, ერთ-ერთი დისციპლინაც იყო. სიამაყეც დაუკოდა ამ ხანჯალმა. თავბედი დაიწყევლა, აქ რამ მომიყვანაო. მაგრამ თანისიც მტკიცედ გადაწყვიტა _ რაკიღა მოვედი, მოხდეს, რაც მოსახდენია, ყველაფერიუნდა ავიტანოო. სახე მოეღუშა და თვალებიც მრისხანებით აენთო. ახლა უფროგულგრილად მიიხედ-მოიხედა, კარგად დააკვირდა და გონებაში ჩაიბეჭდა ყველაწვრილმანი, რასაც ამ ლამაზ გარემოში ხედავდა. არაფერი გამოჰპარვია მის ფართოდგახელილ თვალებს; და რასაც მეტს იწოვდა ამ სილამაზეს, მრისხანების ნაპერწკალითანდათან ჩაუქრა და მისი ადგილი თბილმა ელვარებამ დაიჭირა. სილამაზისმიმართ მუდამ მგრძნობიარე იყო და აქ კი ამისი საფუძველი უხვად მიეცა.

    მისი ყურადღება ზეთის საღებავებით დახატულმა სურათმა მიიპყრო. მძიმეტალღები გამეტებით ეხეთქებოდა და ემსხვრეოდა გამოშვერილ კლდეს; ქარიშხლისმომასწავებელი ღრუბლები დაბლა ჩამოწეულიყო და მთელი ცა დაეფარა; აზვირთებულ ტალღებზე ატყორცნილი პატარა კარჭაპი თითქოს ჩამავალი მზისსხივებით შეფერადებულ საავდროდ გამზადებულ ცისკენ მიიწევსო; ისეწამოფერდებულიყო, რომ ბანი ხელისგულივით ჩანდა. ეს იყო ნამდვილი სილამაზედა მიტომაც გაიტაცა ჭაბუკი. გადაავიწყდა, რომ ულაზათოდ დააბოტებდა, ახლოსმივიდა სურათთან, სულ ახლოს. სილამაზე ერთბაშად გაქრა. გაოგნებული ჭაბუკიდაუდევრად ათხუპნილ ტილოს დააშტერდა, მერე უკან დაიწია. მთელი სილამაზეხელადვე აღსდგა ტილოზე. სახუმარო სურათი ყოფილა , გაიფიქრა მან დაგამობრუნდა, თუმცა ამდენი შთაბეჭდილების მიუხედავად გული მაინც ეტკინა, ასეთი დიდი სილამაზე უბრალო ხუმრობისთვის როგორ გასწირესო. მხატვრობისაარაფერი გაეგებოდა. ლითოგრაფიული ნახატებისთვის ჰქონდა თვალი შეჩვეული, რომლებიც, შორიდანაც და ახლოდანაც, ერთნაირი მკაფიობით ჩანს. ზეთისსაღებავებით დახატული სურათებიც ენახა მაღაზიის ვიტრინებში, მაგრამ მინაუშლიდა ხელს მის ხარბ თვალებს, რომ უფრო ახლო დაეთვალიერებინა.

    მეგობარს გახედა, რომელიც კვლავ წერილს ჩაშტერებოდა, და უნებურად წიგნებიშენიშნა მაგიდაზე. თვალები ერთბაშად აენთო და გაუბრწყინდა, დიდი ხნისდამშეულ ადამიანს რომ მოუვა ხოლმე საჭმლის დანახვაზე. ერთბაშად მოსწყდაადგილს და მაგიდასთან გაჩნდა, გატაცებით დაუწყო წიგნებს სინჯვა. ჯერსახელწოდებებსა და ავტორის გვარს წაიკითხავდა, მერე გადაშლიდა და ტექსტსჩახედავდა, ხელებით და თვალებით ეალერსებოდა, ერთი წიგნი იცნო კიდეც, ადრეწაეკითხა. დანარჩენები უცნობი გამოდგა, არც წიგნი ენახა, არც ავტორის გვარიგაეგონა. სუინბერნის ლექსები მოხვდა ხელში და გატაცებით დაიწყო კითხვა, სახეწამოენთო, აღარც კი ახსოვდა, სად იმყოფებოდა. ორჯერ დაკეცა წიგნი, გადაშლილგვერდზე სალოკი თითი მიაყოლა და ავტორის გვარს დახედა. სუინბერნი! აღარდაავიწყდება ეს გვარი! მახვილი თვალი ჰქონია ამ სუინბერნს, კარგად შეუნიშნავსფერებიცა და გამოსახულებანიც. მაგრამ ვინ არის, ნეტავ? ეგეც ასი წლის წინათმოკვდა, სხვა პოეტების მსგავსად, თუ ახლაც ცოცხალია და ისევ წერს? სატიტულოფურცლის მეორე გვერდს დახედა. ჰო, სხვა წიგნებიც ჰქონია. ხვალ დილითვე, როგორც კი გათენდება, საჯარო ბიბლიოთეკაში წავა და მოიკითხავს, იქნებ იქიშოვოს სუინბერნის რომელიმე წიგნი. ისევ გადაშალა და კითხვა განაგრძო, მთელიარსებით შთაინთქა. არც კი შეუნიშნავს, როგორ შემოვიდა ოთახში ახალგაზრდაქალი. ართურის ხმამღა გამოაფხიზლა.

    — აი, მისტერ იდენიც, რუთ!

    2

  • წიგნი ხელადვე დახურა, მაგრამ მობრუნებაც ვერ მოასწრო ჭაბუკმა, რომ კვლავახალი შთაბეჭდილების ჟრუანტელმა დაუარა. ქალის შემოსვლას კი არ აღუძრავს ესშთაბეჭდილება. მისი ძმის სიტყვებმა გამოიწვია. მეტისმეტად გაფაქიზებულმგრძნობიარობას დაესადგურებინა ამ კუნთებით დაძარღვულ სხეულში. ოდნავიგაღიზიანება კმაროდა, რომ მისი გრძნობები და ფიქრები მოცახცახე სანთელივითანთებულიყო. საოცრად გაფაქიზებული ჰქონდა აღქმისა და განცდის უნარი. მისიმგზნებარე წარმოსახვა განუწყვეტლად მუშაობდა, რათა კავშირი დაემყარებინასაგნებსა და მოვლენებს შორის, მათი მსგავსება თუ განსხვავება გაერკვია. მისტერიდენის  გაგონებამ ერთბაშად შეაკრთო. აქამდე, მთელი თავისი დღე და მოსწრება, მხოლოდ იდენს  ეძახდნენ, ან მარტინ იდენს , ან უბრალოდ მარტინს . ახლა კიერთბაშად მისტერი!  რაღაცას უნდა მოასწავებდეს ეს , თავისებურად ახსნა მან. გონება უცებ თითქოს უშველებელ ფოტოკამერად ექცა, და დაუსრულებელკადრებად გადაუშალა განვლილი ცხოვრების ნაცნობი სურათები —საცეცხლფარეშოები, ტრიუმები, ნავმისადგომები, მეჩეჩები, საპატიმროები დასამიკიტნოები, საავადმყოფოები და ღატაკთა ქოხმახები. ეს იყო მოგონებათაასოციაციების ძაფი, ერთბაშად გაიხსენა, როგორ მიმართავდა მას სულ სხვადასხვახალხი სხვადასხვა დროს.

    უცებ მობრუნდა და ახალგაზრდა ქალი დაინახა. ჭაბუკის წარმოსახვაში არეულისურათები ხელადვე გაქრა. ფერმიხდილი, ჰაეროვანი ქმნილება იყო ეს ქალი. დიდი, ზეშთაგონებული ლურჯი თვალები და ხშირი, ოქროსფერი თმა ჰქონდა. რა ეცვა, ესარ დაუნახავს ჭაბუკს, მაგრამ ტანსაცმელიც რომ ისეთივე მშვენიერი იყო, როგორცთვითონ ქალი, ეს მაშინვე შენიშნა. წვრილ ღეროზე გაშლილი ოქროსფერი ყვავილიმოაგონა. არა, ეს უფრო ცითმოვლენილი სული იყო, ღვთაება, ღმერთქალი. ასეთიამაღლებული სილამაზე მიწიერი ვერ იქნება. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება მართალიცეწერა წიგნებში, მაღალ საზოგადოებაში იქნებ მართლაც ბევრი იყოს ასეთი ქალი. აიამისთვის უნდა ემღერა სუინბერნს. ალბათ ის გოგოც ასეთი ჰყავდა წარმოდგენილი, ის იზოლდა, აგერ ამ წიგნში რომ დაუხატავს. ამ ფიქრებმა, განცდებმა და სურათებმათვალის დახამხამებაში გაუელვეს, ერთმანეთის მონაცვლეობით. სხვა არავისშეუმჩნევია ეს, ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. ჭაბუკმა დაინახა, როგორგამოუწოდა ქალმა ხელი, რა ვაჟკაცური გულგახსნილობით ჩამოართვა და როგორგაუსწორა ამ დროს თვალი. სხვა ქალები, ვინც კი ადრე სცნობია, ასე არ ართმევენხელს. ის კი არადა, მათმა უმრავლესობამ სულაც არ იცის ხელის ჩამორთმევა. დაკვლავ ერთმანეთს გადაება ათასნაირი სურათები და ასოციაციები: ვის სადშეხვედრია იმ ქალთაგან, ვინა სცნობია... ნიაღვარივით მოასკდა ეს მოგონებები დალამის წალეკვით დაემუქრა. მაგრამ ხელადვე მოიშორა და ქალს შეხედა. თავისდღეში არ ენახა ასეთი ქალი. ის ქალები, ვინც ადრე სცნობია!.. ხელადვე გვერდშიგაუმწკრივდნენ ამ ქალს ისინი, აქეთ-იქით ამოუდგნენ. ერთი წამის განმავლობაში, რაც მას მარადისობად მოეჩვენა, სურათების გალერეაში წარმოუდგა თავი, საცა ესქალი გამორჩეულ ადგილას იდგა. შუაში, ირგვლივ კი ქალთა მთელი კრებულიშემოხვეოდა. ჭაბუკი სათითაოდ შეავლებდა ხოლმე თვალს, ამ ქალთან შეფარდებითწონიდა და ზომავდა ყოველ მათგანს. შეჰყურებდა ფაბრიკებში მომუშავე ქალებისგამხდარ-გაცრეცილ სახეებს, სამხრეთ ბაზრის ჭიჭყინა, ღმეჭია გოგოებს; აქვე იყვნენრანჩოების დედაკაცები და მექსიკელი შავტუხა გოგონები, რომელთაც ეროთთავადპაპიროსი ჰქონდათ პირში გაჩრილი; ესენი, თავის მხრივ, ხის ქოშებზეაკინკილებულმა, ტიკინებივით გამოწკეპილმა იაპონელმა ქალებმა შეცვალეს; მათმოჰყვა ნაკვთებჩამოქნილი ევრაზიელი ქალები, რომელთაც სახეზე გადაგვარების

    3

  • ნიშანი აღბეჭდოდათ; სამხრეთ ზღვის კუნძულების ჩასუქებული, ყვავილებისგვირგვინებით თავშემკული, მზეზე გარუჯული დედაკაცები... და უცებ ახალმანიაღვარმა წალეკა ესენი, წამოვიდა საშინელი, ძრწოლისმომგვრელი ბრბო, ჯინითგაბერილი, ჩამობრანძულ-ჩამოგლეჯილი ქაჯები, უაიტჩეპელის ქუჩებისა დასაროსკიპოების ბინადარნი, ჯოჯოხეთის მაშხალები, ქალის მოდგმასდამსგავსებული, მეზღვაურებზე გამწარებით მონადირე ყიამყრალი და ბილწიმაწანწალები, ნავსადგურების ნაძირალები, ადამიანური მოდგმის ქაფი და ნალექი.

    — დაბრძანდით, მისტერ იდენ. — მიმართა ქალმა, — რაც ართურმა თქვენიგმირობის ამბავი გვითხრა, ერთი სული მქონდა, მანამ გაგიცნობდით. რა მამაცობაგამოიჩინეთ...

    ჭაბუკმა ხელი გაიქნია და შეაჩერა, ეს რა მამაცობა იყოო, წაიდუდუნა, ვინც არუნდა ყოფილიყო, ყველა ასე მოიქცეოდაო. ქალმა ჭაბუკის ზეაწეულ ხელზე, რამდენიმე ადგილას, ჯერ კიდევ მოუშუშებელი ნაჭრილობევი შენიშნა. მეორეხელზე დახედა — იმაზედაც ასეთივე ნაჭდევები! მერე კისრისკენ გაექცაცნობისმოყვარე თვალი და იქაც დაუნახა ნაიარევი. მეორე ნაიარევი თმიდანგამოდიოდა და შუბლზეც აჩნდა, მესამე — გახამებულ საყელოში იკარგებოდა. მზითგარუჯული კისერი საყელოს გაეხეხა და წითელი ზოლი დაეჩნია, ეტყობოდა, დაჩვეული არ იყო გახამებულ საყელოს. ქალმა ღიმილი ძლივს შეიკავა. მის ქალურთვალს არც ჭაბუკის მდარე და ულაზათოდ შეკერილი ტანსაცმელი გამოჰპარვია; ბეჭებზე ერთიანად დანაოჭებოდა კოსტიუმი და ასეთივე ნაოჭები აჯდასახელოებსაც, რომელიც მკლავის კუნთებს გამოებურცა.

    თან წაიდუდუნა, ეს რა მამაცობა იყოო, და თან ქალის მიპატიჟებაზე სკამისკენგადადგა ნაბიჯი. აღფრთოვანებით შენიშნა, რა მოხდენილი უბრალოებით დაეშვაქალი სკამზე, და კიდევ უფრო აირია, რადგან წარმოიდგინა, თვითონ რა უშნოდდააბოტებდა. ეს იყო სავსებით უცნობი განცდა. თავის დღეში არ დაფიქრებულა, უშნოდ დავდივარ თუ შნოიანადო. აქამდე ერთხელაც არ მოსვლია ამნაირი ფიქრი. ფრთხილად ჩამოჯდა სკამის ძგიდეზე. ახლა ხელები აწუხებდა, აღარ იცოდა, რამოეხერხებინა. საითაც არ გასწია, ყველგან უშნოდ ეჩხირებოდა თვალში. ამასობაშიართურიც გავიდა ოთახიდან და მარტინ იდენს გული ჩაწყდა, ნაღვლიანი თვალიგააყოლა. სულ უთვისტომოდ იგრძნო თავი ოთახში, ამ მიბნედილ გოგონასთანმარტოდ დარჩენილმა. ვერც დახლს ხედავდა, რომ სასმელი მოეთხოვა, არც პატარაბიჭი ჩანდა სადმე, რომ ლუდისთვის გაეგზავნა და ამით მაინც მოეხერხებინამეგობრული საუბრის გაბმა.

    — კისერზე ნაიარევი გაჩნიათ, მისტერ იდენ, — დაიწყო ქალმა, — ეტყობა, რაიმეფათერაკს გადაეყარეთ!

    — ერთმა მექსიკელმა დანა დამკრა, ქალბატონო, — მიუგო ჭაბუკმა, გამშრალიტუჩები ენით დაისველა და ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა, — მაგარი ჩხუბი იყო, დანარომ წავართვი, ცხვირის მოჭმა დამიპირა.

    უბრალოდ თქვა ეს, მშრალად და შეუფერადებლად, მაგრამ თვალწინგაუცოცხლდა იმ შეხუთული, ვარსკვლავიანი ღამის სურათი, სალინა კრუცში: თეთრად გაჭიმული სანაპირო ზოლი, ნავსადგურში ჩამომდგარი, გაჩახჩახებულიშაქრის გემები, მთვრალი მეზღვაურების შორეული ღრიანცელი, მტვირთავებისრიარია, მექსიკელის ბრაზით ანთებული სახე, მისი თვალების მხეცური ბრიალივარსკვლავების მკრთალ შუქზე, კისერში ლითონის ჩხვლეტა, სისხლის თქრიალი, ხალხის ალიაქოთი და ყვირილი, ქვიშაში მოფართხალე ორი, ერთმანეთზეგადაჭდობილი სხეული — მექსიკელისა და მისი, — და შორიდან მოსული ტკბილი

    4

  • ხმა გიტარისა... ასეთი იყო ეს სურათი, მოგონებაზეც კი შეაჟრჟოლა. ნეტა ის კაცი თუმოახერხებდა ამის დახატვას, ეგერ კარჭაპი რომ დაუხატავსო, გაიფიქრა. მართლაცრომ კარგი გამოვიდოდა, _ სანაპიროს თეთრი ზოლი, ვარსკვლავები, გაჩახჩახებულიშაქრის გემები, შუაში კი ჩამუქებული ბრბო, რომელიც მოჩხუბრებს შემოხვევია. დანაც უნდა გამოჩნდესო, გადაწყვიტა, ვარსკვლავების შუქზე კარგად გამოვა დანისლაპლაპი. ეს ისე გაიფიქრა, — თქმით არაფერი უთქვამს.

    — ცხვირის მოჭმა დამიპირა, — გაიმეორა მან. — ო! — ნაზად შეჰკივლა ქალმა, და ჭაბუკმა მის მეტყველ სახეზე შეძრწუნება

    შენიშნა. თვითონაც შეცბა ერთბაშად და მზით გარუჯულ ღაწვებზე ოდნავი სიწითლე

    მოერია, თუმცა ისე აეწვა სახე, თითქოს საქვაბე ოთახში მდგარიყოს, ღია ღუმელთან. ეტყობოდა, დანების ტრიალსა და საერთოდ ასეთ უხამს ამბებზე საუბარი მაღალისაზოგადოების ქალბატონებთან არ გამოდგებოდა. აკი წიგნებშიც ამისთანა ქალებიასეთ რამეებზე არ ლაპარაკობდნენ, ალბათ არც კი გაუგონიათ, ამგვარი რამ თუხდება.

    ძლივს წამოწყებული საუბარი ცოტა ხნით ისევ გაწყდა. და კვლავ ქალმა სცადაგანახლება. ახლა მეორე ნაიარევზე ჰკითხა, ღაწვზე რომ აჩნდა. ჭაბუკი მაშინვემიუხვდა — ცდილობს ჩემს ენაზე მელაპარაკოსო. და გადაწყვიტა, ამას რომუპასუხებდა, მერე სწორედ ქალის ენაზე გადაეტანა საუბარი.

    — შემთხვევით მომიხდა, — მიუგო ჭაბუკმა და ხელი ღაწვზე ჩამოისვა, — ერთღამეს. მაგარ ღელვაში გროტი მოწყდა და გემის მთელი აღკაზმულობაც მოწყვიტა, მავთულის ბაგირი გველივით სხმარტალებდა, აქეთ-იქით ეტლაშუნებოდა. ძალიანდაქიჩმაჩდნენ მეზღვაურები, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, ვერ მოავლეს ხელი. მეპირდაპირ მივვარდი და ჩავაფრინდი, მაგრამ ბაგირმა ბოლო მოიქნია და შიგ სახეშიმთხლიშა.

    — ო! — შეჰკივლა ქალმა, ამჯერად ერთგვარი თანაგრძნობით, თუმცა ჭაბუკისსიტყვებს ვერაფერი გაუგო, პირველად ესმოდა გროტიცა  და თხლიშაც .

    — ეს სვაინბერნი... — სცადა ჭაბუკმა საუბრის თემის შეცვლა, მაგრამ პოეტისგვარი დაამახინჯა.

    — ვინა? — სვაინბერნი, — კვლავ შეცდომით გაიმეორა ჭაბუკმა, — პოეტი. — სუინბერნი, — გაუსწორა ქალმა. — ჰო, ისა, — ბორძიკით წარმოთქვა ჭაბუკმა და სახეზე კვლავ წამოენთო, —

    დიდი ხანია მოკვდა? — არ ვიცი, — მიუგო ქალმა და გაკვირვებით მიაშტერდა, — მოკვდა განა? არც კი

    გამიგია. თქვენ სად გაიცანით? — თვალითაც არ მინახავს, — იყო პასუხი, — მანამ თქვენ შემოხვიდოდით,

    რამდენიმე ლექსი წავიკითხე, ეგერ მაგიდაზე რომ წიგნია. ეს არის და ეს. მოგწონთმისი ლექსები?

    ქალი ცოცხლად და თავისუფლად ლაპარაკობდა იმ თემაზე, რაც თვითონ ჭაბუკმაშეარჩია. ამიტომ უფრო მეტი თავისუფლება იგრძნო ჭაბუკმა, ხალვათად გასწორდა, უკან გადააწვა სავარძელს, ოღონდ სახელურებზე მაინც მაგრად ჰქონდა ხელიჩაფრენილი, თითქოს ეშინია, არ გამომეცალოს და ძირს არ დავენარცხოო. მოახერხა, ქალი საკუთარ ენაზე აემეტყველებინა, და მანამ იგი სხაპასხუპით ლაპარაკობდა, ჭაბუკი დაძაბული უსმენდა, მაგრამ ბევრი უცნობი სიტყვა, რაც ასე თავისუფლადწყდებოდა ქალის ბაგეს, მას არ ესმოდა, ცალკეული შენიშვნები და ნააზრევიც

    5

  • სავსებით უცხო იყო, მაგრამ მაინც აიძულებდა ჭაბუკს, ყურადღება დაეძაბა და უფროჩაჰკვირვებოდა. აი, გონებრივი ცხოვრება, გაიფიქრა მან, აი ნამდვილი სილამაზე —სანუკვარი და საარაკო, რაც მას სიზმარშიაც არ მოლანდებია. საკუთარი თავიცგადაავიწყდა, ხარბი თვალებით მისჩერებოდა ქალს. აი, რისთვის ღირს სიცოცხლე, შრომა, ბრძოლა და... სიკვდილიც კი. წიგნები არა ტყუიან. მართლა ყოფილან ასეთიქალები. აჰა, ერთი მათგანი, ქალმა ფრთები შეასხა მის ოცნებას, დიდი, განათებულიეკრანი გადაუშალა წინ, რომელზედაც სიყვარულის, სილამაზისა და გმირულისაქმეეების გამომხატველი ვეება გამოსახულებანი მოძრაობდნენ — და ყველაფერი ესფერმიხდილი ქალის, ოქროს პატარა ყვავილის გულისთვის ხდებოდა. ამ მოცახცახესილუეტებსა და ზღაპრულ მირაჟს იქით კი იგი შეჰყურებდა ხორცშესხმულქმნილებას, ნამდვილ ქალს, რომელიც იქვე იჯდა და ლიტერატურასა დახელოვნებაზე ლაპარაკობდა. გულისყურით უსმენდა და ხარბად მისჩერებოდა, ანგარიშსაც არ უწევდა იმას, რომ თვალები მამაკაცური გზნებით ანთებოდა. ქალსსაამისო გამოცდილება არა ჰქონია, მაგრამ ქალური გუმანით იგრძნო ჭაბუკისმგზნებარე გამოხედვა. აქამდე ერთხელაც არ შეეხედა მამაკაცს ასე მისთვის, დადაიბნა, ენა აერია, გაჩუმდა, მსჯელობის ძაფი აებურდა. ამ კაცმა ერთბაშად შეაშინადა თან, ასეთი ხარბი ცქერით, ჯერ არგანცდილი სიამოვნებაც მოჰგვარა. აღზრდითგამომუშავებული სიფრთხილე ქალს უკარნახებდა, მორიდებოდა იმ იდუმალ, შემპარავსა და საშიშ ცთუნებას, მაგრამ ინსტინქტი მთელი ხმით რეკდა მის არსებაში, აქეზებდა, ყოველგვარი ზღუდე გადაელახა, და უცხო სამყაროდან მოვლენილ, ჭრილობებით ხელებდასერილ, გახამებულ საყელოს შეუჩვევლობით კისერგახეხილ, მოუხეშავ ჭაბუკს შეჰგებებოდა, რომელსაც ზედვე აჩნდა ტლანქი და გაუხარებელიცხოვრების მთელი მანკი და ბიწიერება. ქალი ფაქიზი იყო და ახლა ეს სიფაქიზე მასვეამხედრებდა. მაგრამ იგი ამავე დროს ქალი იყო, და ქალის პარადოქსული ბუნებისშეცნობა სწორედ ახლახან დაეწყო.

    — ერთი სიტყვით... რაო, რას ვამბობდი? — ერთბაშად გაუწყდა სათქმელი დათავის დაბნეულობაზე თვითონვე მხიარულად გაეცინა.

    — თქვენ ამბობდით, ეს სუინბერნი იმიტომ ვერ გახდა დიდი პოეტი, რომ... და აქშეჩერდით, ქალბატონო, — ესა თქვა და უცებ თითქოს შიმშილმა წამოუარა, ქალისსიცილზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ვერცხლივით წკრიალებს, ვერცხლის ზარივით, გაიფიქრა მან. და ერთბაშად, სულ ერთის წამით, იგი შორეულქვეყანაში გადავიდა: იჯდა იქ ვარდისფრად შეფეთქილ ალუბლის ძირში, პაპიროსსაბოლებდა და ინდურ წოწოლა ეკლესიიდან ზარის ხმას ისმენდა, რაცჩალისსანდლებიან მლოცველებს სალოცავად უხმობდა.

    — ჰო... გმადლობთ, — მიუგო ქალმა, _ სუინბერნი დიდი პოეტი ვერ გახდა, მართალი თუ გინდათ, იმიტომ, რომ... ტლანქია. რამდენი ლექსი აქვს ისეთი, წაკითხვაც არ შეიძლება. ნამდვილი პოეტის ყოველი სტრიქონი მომხიბლავისიმართლით არის გამსჭვალული, და რაც კი ადამიანს ამაღლებული დაკეთილშობილური მოეპოვება, იმას ეხმაურება ხოლმე. ერთ სტრიქონსაც ვერ ამოიღებდიდი პოეტის შემოქმედებიდან, ეს იქნებოდა უდიდესი დანაკლისი მთელიმსოფლიოსათვის.

    — მე კი ძალიან კარგი მომეჩვენა, _ გაუბედავად თქვა ჭაბუკმა, — თუმცა სულერთი-ორი ლექსი წავიკითხე. ვერც წარმომედგინა, ასეთი... ასეთი საშინელი თუ იყო. ალბათ სხვა წიგნები აქვს ასეთი.

    — მაგ წიგნიდანაც, თქვენ რომ კითხულობდით, რამდენსაც გინდათ ამოიღებთ დამაინც არაფერი დააკლდება, — მტკიცედ და გადაჭრით განაცხადა ქალმა.

    6

  • — ეტყობა, მე არ შემხვდა ის ლექსები, — უპასუხა ჭაბუკმა, — რაც მე წავიკითხე, დიდებული იყო. ნათელი და ბრწყინვალე, გული გამინათა და გამიხალისა, თითქოსმზე ყოფილიყოს ან შუქურა. მე კი ასე მომეჩვენა და... ეტყობა, ლექსებისა ბევრიარაფერი გამეგება, ქალბატონო.

    მორცხვად შეჩერდა. იგრძნო, რომ არეულად ბლუყუნებდა და საშინლადშეწუხდა. რაც ახლა მან წაიკითხა, იმაში ცხოვრების მთელი ელვარება და სიდიადეგამოსჭვიოდა, მაგრამ სიტყვები არ ეყო ამ აზრის გამოსახატავად. რასაც გრძნობდა, იმისი გამოთქმა არ შეეძლო, უცხო გემზე მოხვედრილ მეზღვაურს ვგავარო, ფიქრობდა, სიბნელეში აქეთ-იქით ვაწყდები და დავბორიალებო. ასე იყოს, გადაწყვიტა მან, მით უფრო საჭიროა ახალ სამყაროს გავეცნო! ერთხელაც არმომხდარა, გულში რამე ამოეჭრას და არ შეესრულებინოს. ახლა კი დრო დადგა, ისეშეესწავლა თავისი ფიქრებისა და განცდების გადმოცემა, რომ აგერ ამქალიშვილისთვის გაეგებინებინა. მთელი ჰორიზონტი დაუჩრდილა ამ ქალმა.

    — აგერ, თუნდაც ლონგფელო... — დაიწყო ქალმა. — დიახ, წამიკითხავს, — სწრაფად შეაწყვეტინა ჭაბუკმა, ხელსაყრელი შემთხვევა

    არ გაუშვა, რომ თავისი მცირე ლიტერატურული ცოდნა გამოეჩინა, გულით უნდოდა, ქალს მთლად ბრიყვად და უვიცად არ ჩვენებოდა. — სიცოცხლის საგალობელი , ექსცელსიორი  და... მგონი, მეტი აღარაფერი...

    ქალმა თავი დაუქნია და გაიღიმა. ჭაბუკს მოეჩვენა, რომ ეს თანაგრძნობისღიმილი იყო, თანაგრძნობის საცოდავი ღიმილი. სისულელე მოუვიდა. რომ ამითმოინდომა თავის გამოჩენა. იმ ლონგფელოს ალბათ ქვეყნის წიგნები და ლექსებიექნება.

    — მაპატიეთ, ქალბატონო, რომ ასეთ რამეებზე დავიწყე თქვენთან ლაპარაკი. განაარ ვიცი, რომ ამეებისა არაფერი გამეგება. ჩემნაირი ხალხის საქმე არც არის ეს. მაგრამმივაღწევ კი, რომ ჩემი საქმე გახდეს.

    ეს სიტყვები მუქარასავით გაისმა. ხმას სიმტკიცე მიეცა, თვალები წამოენთო, სახისნაკვთები უფრო გამოეკვეთა. ქალს ისიც კი მოეჩვენა, ყბა წინ გამოეწიაო. გამომეტყველება რაღაცნაირად უსიამოვნო და გამომწვევი გაუხდა. ამასთან, ვაჟკაცური ძალა და სიმტკიცე თითქოს ტალღასავით დაიძრა ჭაბუკის სხეულიდან დაქალი შიგ გაახვია.

    — ვგრძნობ, რომ მიაღწევთ... თქვენც მიაღწევთ ამას, — გაეცინა ქალს, — თქვენისეთი ძლიერი ხართ!

    მისი მზერა წამიერად ჭაბუკის მზით დამწვარ, მსხვილ, მოზვერივით დაძარღვულკისერზე შეჩერდა, რომელიც თითქოს ჯანსა და ღონეს აფრქვევდა. და მიუხედავადიმისა, რომ ასე დაბნეული და დარცხვენილი იჯდა, ქალს კიდევ ერთხელ გაუწიაგულმა მისკენ. თავში ისეთმა ახირებულმა აზრმა გაჰკრა, რომ თვითონვე გაუკვირდა: ახლა, ამ კისერს რომ ხელები შემოვაჭდო, მთელი მისი ძალა და ენერგია ჩემსსხეულში გადმოიღვრებაო. ერთბაშად შეაკრთო ამ ფიქრმა. თითქოს აქამდე უცნობიბიწიერება აღმოეჩინოს თავის არსებაში. თანაც, ფიზიკური ძალა მას მუდამ უხეშ დამხეცურ რამედ მიაჩნდა. მამაკაცის სილამაზის იდეალად მოხდენილი მიხრა-მოხრაწარმოედგინა. მაგრამ ეს ფიქრი მაინც არ შორდებოდა თავიდან. გაოგნებულიყო — ამმზით გარუჯულ კისერზე ხელის მოხვევა რამ მაფიქრებინაო. საქმე ის იყო, რომ, თვითონ სუსტსა და უღონოს, ძალა და ღონე იზიდავდა, ის, რაც მის სხეულს აკლდა. მაგრამ ეს ვერ შეეგნო. იმასღა გრძნობდა, რომ ჯერ არც ერთ მამაკაცს ასეთი ძალით არემოქმედა მასზე, როგორც აგერ ამ ჭაბუკს, რომლის ტლანქი მეტყველება ყურშიეკალივით ესობოდა.

    7

  • — მადლობა ღმერთს, საპყარი არა ვარ, — თქვა ჭაბუკმა, — თუ გაჭირდა, რკინასაცმოვინელებ. მაგრამ ახლა თითქოს კუჭი მომიდუნდა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ნახევარზე მეტიც ვეღარ მომინელებია. ამნაირი რამეები კაციშვილს არ უსწავლებიაჩემთვის. წიგნები და ლექსები კი მიყვარს, და როცა მოვიხელთებ, მუდამვკითხულობ ხოლმე, მაგრამ ახლა თქვენ რომ ილაპარაკეთ, ასეთი ფიქრები ამწიგნებზე ჩემს დღეში არ მომსვლია. იმიტომაც ვერ გადამიბამს ერთმანეთზესათქმელი. თითქოს უცხო ზღვაში მოხვედრილი მეზღვაური ვიყო, ურუკოდ დაუკომპასოდ. მინდა გავიგო, სადა ვარ, როგორა ვარ. იქნებ თქვენ დამაყენოთ გზაზე! ამდენი რამე სად გისწავლიათ?

    _ სკოლაში დავდიოდი, ვკითხულობდი, — უპასუხა ქალმა. _ სკოლაში მეც მივლია, როცა ბავშვი ვიყავი, — შეესიტყვა ჭაბუკი. — დიახ, მაგრამ მე საშუალო სკოლას ვგულისხმობ, მერე უნივერსიტეტი,

    ლექციები... — უნივერსიტეტშიაც ყოფილხართ? _ ჰკითხა გაკვირვებულმა ჭაბუკმა. ერთბაშად

    თითქოს მილიონი მილით მაინც დაშორდა მას ქალი. — ახლაც დავდივარ. ინგლისურის სპეციალურ კურსს ვისმენ. ვერ გაიგო, ინგლისურის სპეციალური კურსი  რას ნიშნავდა, მაგრამ არაფერი

    უთქვამს, გუნებაში დაიმახსოვრა, და ქალს ჰკითხა: — რამდენ ხანს უნდა ვიმეცადინო, რომ უნივერსიტეტში მოვხვდე? ქალმა გადაწყვიტა გაემხნევებინა ცოდნასმოწყურებული ჭაბუკი და უპასუხა: _ ეგ იმაზეა დამოკიდებული, აქამდე რამდენი გისწავლიათ. საშუალო სკოლაში

    სულ არ ყოფილხართ? თუმცა საიდან იქნებოდით? არც დაწყებითი სკოლადაგიმთავრებიათ?

    — ორი წელიწადიღა მაკლდა დამთავრებას, თავი რომ დავანებე, — მიუგოჭაბუკმა, — ისე კი, მუდამ ქებას ვიმსახურებდი.

    და ბაქიაობისათვის საკუთარ თავზე გულმოსულმა, ისე მოუჭირა ხელისავარძლის სახელურებს, რომ თითებმა ტეხა დაუწყო. იმავე წუთში ჭაბუკმა თვალიმოჰკრა მეორე ქალს, რომელიც ოთახში შემოდიოდა. გოგონა ხელად წამოხტასკამიდან და მკვირცხლად მიეგება ახალშემოსულს. ქალებმა ერთმანეთს აკოცეს და, წელზე ხელმოხვეულები, ჭაბუკისაკენ გაემართნენ. დედა იქნება, გაიფიქრა მან. ქერაქალი იყო, მაღალი, მოხდენილი, წარმოსადეგი და ლამაზი. ტანსაცმელიც სახლისშესაფერი ეცვა. კაბის კოხტა ზოლები თვალში სასიამოვნოდ მოხვდა ჭაბუკს. სცენაზენანახი ქალები მოაგონა ქალმაც და იმისმა მორთულობამაც. მერე ისიც გაახსენდა, როგორ ნახა ასეთივე დიდებული ქალბატონები ლონდონის თეატრებისშესასვლელთან, როგორ თვალდაჭყეტილი შეჰყურებდა მათ და მერე როგორგააჩიქჩიქა პოლიციელმა გარეთ, წვიმაში. ბოლოს მოგონებამ იოკოჰამის გრანდ-ოტელში გადააფრინა — იქაც მოუკრავს თვალი ასეთი ქალბატონებისათვის. და უცებთვალწინ იოკოჰამის ნავსადგურისა და თვით ქალაქის ათასფერადი სურათებიაუელვარდა. მაგრამ თავს ძალა დაატანა და მოგონებათა კალეიდოსკოპი ხელადვედახურა, მთელი გულისყური ამ ახალ მოვლენაზე დაძაბა. იცოდა, რომ ქალისგასაცნობად უნდა წამომდგარიყო. ძლივძლივობით წამოიწია, შარვალი მუხლებზეგამოებერა, ხელები სასაცილოდ ჩამოეკიდა, ახალი განსაცდელის მოლოდინშიშუბლი შეეჭმუხნა.

    თავი მეორე

    8

  • სასადილო ოთახში გასვლა საშინელი სატანჯველი გამოდგა ჭაბუკისათვის. ფეხებს ძლივს მიათრევდა, ბანცალებდა, საცოდავად ირწეოდა, აღარ ეგონა, მეორეოთახში თუ გააღწევდა. მაგრამ როგორც იქნა გააღწია და ახლა სუფრასთან იჯდაქალიშვილის გვერდით. ზედიზედ ჩამწკრივებულმა დანა-ჩანგალმა დააფრთხო: რაღაც გამოუცნობ საფრთხეს უმზადებდნენ ისინი. მონუსხულივით დაჰყურებდაჭაბუკი, მანამ თვალი არ აუჭრელა მათმა ბრჭყვიალმა, და ამ ელვარე ფონზე გემისბანი არ გამოესახა — აგერ შაშხს შემოსხდომიან ისა და მისი ამხანაგი მეზღვაურები, ჯიბის დანა მოუმარჯვებიათ და არხეინად შეექცევიან, თითებსაც კარგად ახმარენ; ანარადა თუნუქის ჯამიდან რკინის დაგრეხილი კოვზებით მუხუდოს სქელ სუპსხვრეპენ. ცხვირში დამპალი ხორცის სუნი სცემს, ყურებში კი, გემის ჭრიალთანერთად, მეზღვაურების პირის წკლაპუნი ჩაესმის. კარგად დააკვირდა ამმეზღვაურებს და ახლაღა მიხვდა, რომ ისინი ღორებივით თქვლეფდნენ. არა, სიფრთხილე მართებს აქ. პირი არ უნდა აწკლაპუნოს. გულისყურით უნდა იყოს.

    მიიხედ-მოიხედა. მის პირდაპირ ართური და იმისი ძმა ნორმანი ისხდნენ. მაშინვეის გაიფიქრა _ ამ გოგონას ძმები არიანო, და გულში მათ მიმართ განსაკუთრებულისითბო ჩაეღვარა. როგორ უყვართ ერთმანეთი და-ძმებსა და დედა-შვილებს! გაახსენდა, როგორ შეხვდა ქალი დედას, როგორ აკოცეს ერთმანეთს დახელგადახვეულები მისკენ წამოვიდნენ. მშობლებსა და შვილებს შორის ასეთი სინაზეუცხო იყო იმ სამყაროსათვის, რომელსაც ჭაბუკი ეკუთვნოდა. ახალ აღმოჩენასაჰგავდა, იმის უტყუარ ნიშანს, თუ რა ამაღლებული გრძნობებისათვის მიეღწია ამსაზოგადოებას. ჯერ ხომ წამიერად შეავლო თვალი ამ სამყაროს, და ყველაზე უფროსწორედ ეგ მოეწონა. გული აუჩქროლდა, პატივისცემისა და სინაზის გრძნობითგანიმსჭვალა. თავისი დღე და მოსწრება ნამდვილ სიყვარულს იყო დანატრებული, მთელი არსებით სწყუროდა, შინაგან მოთხოვნილებად ჰქონდა გადაქცეული; მაგრამერთხელაც არ ღირსებია ეს გრძნობა და მარტოობაში გული გაქვავებოდა. თუმცათავად არა ჰქონია შეგნებული, ასე თუ საჭიროებდა სიყვარულს. არც ამჟამადუგრძვნია ეს. უბრალოდ, დაინახა სიყვარული და გული აუჩქროლდა, მოეწონა, ბრწყინვალე და ამაღლებული ეჩვენა.

    ესიამოვნა, რომ მისტერ მორზი შინ არ იყო. ჯერ ისიც რა ძნელი გამოდგა, რომერთბაშად რუთსაც გაეცნო, მის დედასაც და ნორმანსაც. ართურს, ასე თუ ისე, უკვეიცნობდა. მამის გაცნობაც _ მეტისმეტი იქნებოდა. ამდენი ჯაფა ჩემს დღეში არდამდგომიაო, ფიქრობდა. ყველაზე მძიმე სამუშაოც კი, ამასთან შედარებით, ბავშვურთამაშად ჩანდა. შუბლი დაენამა, ამდენი უჩვეულო დაძაბულობისაგან პერანგიოფლით გაეწუწა. ისე უნდა ეჭამა სადილი, როგორც თავის სიცოცხლეში ერთხელაცარ უჭამია, რაღაც უცნაური იარაღები უნდა ეხმარა, მალულად უნდა ედევნებინათვალყური სხვებისათვის და ენახა, როგორ ჭამდნენ, როგორ იქცეოდნენ. უწყვეტადმომდინარე შთაბეჭდილებების ნიაღვარი უნდა შეეწოვა და შეეთვისებინა, აეწონ-დაეწონა, თავისი ადგილი მიეჩინა ყველასათვის. თან იმასაც გრძნობდა, როგორგაშმაგებით მიუწევდა გული ახალგაცნობილ ქალიშვილისკენ, რომელსაც მთელიმისი არსება რაღაც ბუნდოვანი და მტკივნეული მღელვარებით აეფორიაქებინა; გულში დაოკებული სურვილი ჩხვლეტდა, თვითონაც იმ საზოგადოებაშიგარეულიყო, სადაც ეს ქალი ტრიალებდა, და გონებას ძაბავდა, გამწარებითფიქრობდა, ბუნდოვან გეგმებს აწყობდა, როგორ მოეხერხებინა ეს. მოპირდაპირემხარეს მჯდარ ნორმანს, ან რომელიმე სხვას რომ გადახედავდა მალულად, რათაგაეგო, რომელი დანისა თუ ჩანგლის აღება იყო ამჟამად საჭირო, თან გონებისთვალით მისი სახის ნაკვთებს აკვირდებოდა და იმახსოვრებდა, თავისდა უნებურად

    9

  • ცდილობდა გამოეცნო, რა დამოკიდებულება ჰქონდა ამ გოგონასთან. უნდაელაპარაკა, უნდა მოესმინა, რას ეუბნებოდნენ მას, ან სხვები ერთმანეთში რასლაპარაკობდნენ, უნდა ეპასუხა, როცა ჰკითხავდნენ რამეს, და ერთთავად დაძაბულიუნდა ყოფილიყო, რომ თავისუფალ ლაქლაქს დაჩვეულ ენას უხამსი რამე არწამოეყრანტალებინა. ამდენ დავიდარაბას ერთი განსაცდელი კიდევ დაემატა: სადიყო, სად არა, უცებ მსახური გამოჩნდებოდა ხოლმე, ფეხაკრეფით წამოვიდოდა დაზედ სკამთან აეტუზებოდა, განუწყვეტელ საშიშროებას უქადდა, საშინელისფინქსივით ისეთ ამოცანებს აძლევდა, რაც დაუყოვნებლივ გადაწყვეტასმოითხოვდა. და კიდევ ერთი აკვიატებული მტანჯველი ფიქრი, რომელიც მთელისადილის განმავლობაში ვერა და ვერ მოიშორა — თითების წასაბან პატარა ჯამებსროდის შემოიტანენ, ან როგორია ნეტა ის ჯამებიო. სადღაც გაეგონა ასეთი ჯამებისარსებობა და ელოდა, ადრე თუ გვიან, იქნებ ამ წუთშიაც კი, შემოიტანონო, საკუთარითვალით ნახავდა; ბოლოს და ბოლოს, ისეთ ოჯახში იყო, სადაც ამ ჯამებს წარამარახმარობდნენ, და, აგერ, თვითონაც ჩაჰყოფდა შიგ თითებს. მაგრამ ყველაზე დიდისაზრუნავი მაინც ის იყო და ყველაზე უფრო ის ფიქრი არ ასვენებდა, თუ როგორსჭეროდა თავი ამ ხალხში? რა ექნა, როგორ მოქცეულიყო? თავს იმტვრევდა, სიმწრისოფლში ცურავდა, ცდილობდა, როგორმე ეს ამოცანა გადაეწყვიტა. ზოგჯერსულმოკლე სურვილი წამოუვლიდა _ ტოლად მოეჩვენებინა თავი, მაგრამ მეორე, კიდევ უფრო ლაჩრული მოსაზრება მაშინვე დათრგუნავდა — არ გამოგივა, უარესადშერცხვებიო: თვალთმაქცობას არა ყოფილა დაჩვეული და ტყუილად თავსგაისულელებდა.

    ამ ფიქრებში გართულმა, სადილის პირველი ნახევარი ისე გაატარა, რომგარეგნული სიმშვიდე არ დაურღვევია. რა იცოდა, რომ ამ სიმშვიდით ართურისსიტყვებს აქარწყლებდა, რომელმაც წინა დღით თავისიანებს განუცხადა — ხვალ, სადილად ერთი ველური ადამიანის მოყვანას ვაპირებ და ნუ შეგეშინდებათ, საინტერესო ველურიაო. მაშინ რას იფიქრებდა მარტინ იდენი, რომ ამ ქალის ძმა ასეთღალატს გასწევდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჭაბუკმა განსაცდელისაგან იხსნა იგი. ასე რომ, სუფრას უჯდა, თავისივე მოუხეშაობის გამო სიმწრის ოფლში ცურავდა დათან მოხიბლული იყო ყველაფრით, რაც ირგვლივ ხდებოდა. მთელ თავისსიცოცხლეში პირველად ახლაღა მიხვდა, რომ ჭამა მარტო შიმშილის მოკვლა კი არყოფილა, არამედ რაღაც უფრო მეტი. აქამდე არც კი უკვირდებოდა ხოლმე, რასაჭამდა. საჭმელი — საჭმელიაო, ფიქრობდა. მაგრამ აქ, ამ სუფრასთან, იგი დარწმუნდა, რომ ჭამასაც შეიძლებოდა ესთეტიკური ფუნქცია ჰქონოდა და გაიხარა, რადგანყოველგვარ სილამაზეს თაყვანს სცემდა. და განა მარტო ესთეტიკური ფუნქცია —ინტელექტუალურიც! გონება დაეძაბა. ისმენდა სიტყვებს, რისიც მას არაფერიგაეგებოდა, ან მხოლოდ წიგნებში თუ ჰქონდა ამოკითხული, მოსმენით კი თავისდღეში არ მოესმინა. აქ კი, ამ საკვირველ ოჯახში, ამ ქალის ოჯახში, ისე თავისუფლადისროდნენ ამგვარ სიტყვებს, რომ ჭაბუკს სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა. მთელირომანტიკა, სილამაზე, ყველაფერი ის ამაღლებული, რაც მას მხოლოდ წიგნებშიამოეკითხა — თურმე სინამდვილე ყოფილა. ისეთ იშვიათ, ნეტარ წუთებს განიცდიდაჭაბუკი, როცა ადამიანის ოცნებას სიზმრის საბურველი ჩამოეხსნება ხოლმე დასინამდვილედ იქცევა.

    არასოდეს ასე ამაღლებულად არ უგრძვნია თავი, და ცდილობდა ნაკლებიყურადღება მიექცია; ისმენდა, აკვირდებოდა, გული სიამოვნებით ევსებოდა; შეკითხვებზე მოკლედ უპასუხებდა ხოლმე; დიახ, მისს , არა, მისს  _ როცა ქალითვითონ ჰკითხავდა რამეს; ან დიახ, მემ , არა, მემ , როცა ქალის დედა

    10

  • შეეკითხებოდა. ცდილობდა თავი შეეკავებინა და ენაზე მომდგარი სიტყვებით არმიემართა ძმებისათვის — დიახ, სერ , არა, სერ , რაც მას საზღვაო სამსახურისდისციპლინით ჰქონდა შესისხლხორცებული. გრძნობდა, რომ ეს შეუფერებელიიქნებოდა, დამცირება გამოვიდოდა, თავის დამცირება კი არასდიდებით არშეიძლებოდა, თუკი მართლა ლამობდა ქალის გულის მონადირებას. სიამაყეც ამასვეუკარნახებდა. ღმერთმა შემარცხვინოს , გაიფიქრა მან ერთი პირობა, ამათზეუარესი თუ ვიყო! თუ ვისწავლო!  მაგრამ იმავე წუთში, როცა ქალი ან დედა მისტერიდენს  ეტყოდა, გამომწვევი სიამაყე ხელადვე ავიწყდებოდა და სიამოვნებისაგანთვალები გაუბრწყინდებოდა. ესეც ხომ ცივილიზებული ადამიანია! აი, თუ არა _ აგერ, გვერდით მოსჯდომია ხალხს, რომელთა არსებობა მან მხოლოდ წიგნებითიცოდა, და მათთან ერთად სადილს შეექცევა. თვითონაც წიგნებში წარმოედგინათავი და აკინძულ ტომებში, ნაბეჭდი ფურცლიდან ფურცელზე, არხეინადდააბოტებდა.

    ართურის ვარაუდი სულ გააქარწყლა ჭაბუკმა — ახლა, სუფრასთან, უწყინარკრავს უფრო ჰგავდა იგი, ვიდრე ველურ ადამიანს. იჯდა და გამწარებით იმტვრევდათავს, რა ექნა და როგორ მოქცეულიყო. სინამდვილეში, უწყინარი კრავი სულაც არყოფილა და მეორეხარისხოვანი როლი ოდნავადაც არ ეგუებოდა მის ძლიერ ბუნებასადა მაღალ მისწრაფებებს. ლაპარაკს ერიდებოდა, მხოლოდ მაშინ გაიღებდა ხმას, როცა სხვა გზა არ იყო, და სასადილო ოთახში გასვლას ჰგავდა მისი მეტყველება: იმგვარადვე ბორძიკობდა, დაბანცალებდა და შიშის კანკალით არჩევდა სიტყვებსთავის მრავალენოვან ლექსიკონში, ყოყმანობდა — ვაითუ, ამ საუბრისთვის შესაფერისიტყვები სათანადოდ ვერ გამოვთქვაო, სხვა სიტყვები კი ამ ხალხისთვის გაუგებარიან ტლანქი გამომდგარიყო. მოსვენებას არ აძლევდა იმის ფიქრი, ვაითუ ასეთმასიფრთხილემ და ენის ამგვარმა დაბმამ სასაცილო გამხადოსო; ხელს უშლიდა თავისინამდვილი აზრი და შეხედულება გამოეთქვა. თანაც თავისი ლაღი ბუნების ასეთიძალდატანებითი შეზღუდვა იმგვარადვე აღიზიანებდა, როგორც გახამებულმასაყელომ გაუღიზიანა კისერი. გრძნობდა, რომ დიდხანს ვერ აიტანდა ამას. ბუნებითმგრძნობიარე და ფიქრიანი კაცი იყო, და ახლა ლამის დაახრჩო მოზღვავებულმაგრძნობამ და სათქმელმა, გარეთ მოიწევდა, გადმოხეთქვასა და რაიმე ფორმაშიჩამოყალიბებას ლამობდა. ერთბაშად გადაავიწყდა თავისი არსებობაცა და ისიც, ამჟამად სად იმყოფებოდა, და უნებურად ძველი, ნაცნობი სიტყვა წამოსცდა.

    ზურგს უკან ატუზული მსახური მოსვენებას არ აძლევდა. რაღაც კერძს აწოდებდა, უარის ნიშნად კი ჭაბუკმა მოკლედ და ენერგიულად მოუჭრა:

    — პაუ! ყველამ ყური ცქვიტა და მოლოდინში გაირინდა, მსახური, ეტყობოდა,

    ნასიამოვნები დარჩა — ცბიერად გაიბადრა. მაგრამ ჭაბუკი ხელადვე მოეგო გონს. — კანაკური გამოთქმაა, — განმარტა მან, — მეყოფას  ნიშნავს. ისე წამომცდა. უცებ ქალიშვილის ცნობისმოყვარე მზერა დაიჭირა, ჭაბუკს ხელებზე

    მისჩერებოდა. რაკიღა ერთხელ აეშალა საღერღელი, განაგრძო: — წყნარი ოკეანის ერთ-ერთ საფოსტო გემს ჩამოვყევი ამ დღეებში. ძალიან

    იგვიანებდა და ზანგებივით გვამუშავეს პიუჯეტის უბეში, მთელი ტვირთიგადმოგვაწყობინეს... სწორედ მაშინ გადავიტყავე.

    — მაგაზე არც კი შემიხედავს, — სწრაფად მიუგო ქალმა, — თქვენი ხელებისხეულთან შედარებით ძალიან პატარა ჩანს.

    ჭაბუკი სახეზე წამოენთო. აჰა, ერთი ნაკლი კიდევ გამომიაშკარავესო, იფიქრა.

    11

  • — დიახ, — წყენით თქვა მან, — მუშტები მართლაც პატარა მაქვს, დიდ დაძაბვასვერ უძლებს. მკლავსა და მხრებში კი, გაგიხარია, ჯორის ღონე მაქვს. ყბაში რომმოვდებ ვინმეს და ჩავულეწავ, მუშტებიც ტეხას მიწყებენ ხოლმე.

    თქვა და მაშინვე ინანა, საკუთარი თავი შეეზიზღა. ნებაზე მიუშვა ენა დაუკადრისი რამეები წამოაყრანტალა!

    — რა მამაცობა გამოიჩინეთ, ართურს რომ მიეშველეთ. მით უმეტეს, სულ უცხოიყო თქვენთვის! _ თავაზიანად მიაშველა ქალმა, რომელმაც შეცბუნება კი შენიშნაჭაბუკს, მაგრამ მიზეზს ვერ ჩაწვდა.

    ჭაბუკიც მაშინვე მიუხვდა და მადლიერების მღელვარე გრძნობამ ისე გაუვსოგული, რომ ენაზე კბილის დაჭერა კვლავ დაავიწყდა.

    — ეგეც რომ დიდი რამეა! — მიუგო მან, — ვინც არ უნდა მოხვედრილიყო იქა, ამასვე იზამდა. შარზე იყვნენ არამზადები. ართურს ხმაც არ გაუცია. მივარდნენ დაპირდაპირ თხლიშეს, მეც ხელად ვეცი და ისეთი ვთხლიშე, რომ სულ თავგზაავუბნიე. ხელები კი გადამეყვლიფა ცოტათი, მაგრამ სამაგიეროდ რამდენიმევაჟბატონი უკბილოდ დავტოვე. იქ რომ არ ვყოფილიყავი, უფრო დამწყდებოდაგული, თუ დავინახე, რომ...

    და უცებ გაწყვიტა სათქმელი, პირი გაღებული დაურჩა, საკუთარი უმწეობისა დაუბადრუკობის უფსკრულში იგრძნო თავი. რა ღირსი ვარ, მე და ეს ქალი ერთიჰაერით ვსუნთქავდეთო, იფიქრა. და მანამ ართური გააგრძელებდა ამბავს, მეოცედმაინც ყვებოდა, როგორ დაესხნენ თავს ბორანზე მთვრალი არამზადები, როგორმოვარდა უცებ მარტინ იდენი და იხსნა იგი, თ�