ƒ¡ააგენტოს... · web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137...

31
ssip “samoqalaqo aviaciis saagentos” 2013 wlis saqmianobis angariSi სსსს - სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსს, სსსსსსსსსს სს სსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს, სსსსს, სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს. ICAO-s auditi 2013 სსსს ICAO-ს სსსსსს 21-29 სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსს სს სსს სსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსს. სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს სსსს "სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს“, "სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსს“ სს სსსსსსსსს სსსსსსსსს. სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსს 2007 სსსს სსსსსსს. სსსსსსსსს სსსსსსსსსსს, 2013 სსსს სსსსსსს სსსსსსსს, 2007 სსსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს 30%-სს სსსსსსსსსსს. სსსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს. SAFA-s auditi 2013 სსსს 16-20 სსსსსსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს (EASA) სსსს სსსსსსსსსს სსსს სსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს (SAFA) სსსსსსსსსსსსსსს სსსსსს. სსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსს, აა ააააააააააა ააააააა ააააააააააა, სსს სსსსსსს სსსსსსსსსსსს SAFA-ს სსსსსსსსს სსსსსსსს სსსს სსსსსსსს სსსსს. სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს, სსსსსსსსს სსსს სსსსს სსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს (06.11.13), სსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სს სსსს სსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს. saagentos samarTalSemoqmedebiTi saqmianoba GCAA Annual Report 2013 Page 1

Upload: others

Post on 24-Dec-2019

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

ssip “samoqalaqo aviaciis saagentos” 2013 wlis saqmianobis angariSi

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური რეგულირება, რაც გულისხმობს სამოქალაქო ავიაციის სფეროს უსაფრთხოების მიზნით მარეგულირებელი ნორმატიული ქტების შემუშავებას, გამოცემასა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე, ავიაციის სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებას, ნებრათვის გაცემას და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას.

ICAO-s auditi

2013 წელს ICAO-ს აუდიტი 21-29 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მის მიზანს საქართველოს საავიაციო სისტემის შემოწმება წარმოადგენდა. სამოქალაქო ავიაციის სისტემის ყოვლისმომცველი აუდიტის ფარგლებში შემოწმდა სსიპ "სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“, "საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო“ და საავიაციო ინდუსტრია. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოვლისმომცველი აუდიტი საქართველოში ბოლოს 2007 წელს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის აუდიტის შედეგები, 2007 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგებთან შედარებით 30%-ით გაუმჯობესდა. ამჟამად, სააგენტოში მიმდინარეობს აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებები.

SAFA-s auditi

2013 წლის 16-20 სექტემბერს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ წარმატებით გაიარა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ ჩატარებული უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების შეფასების პროგრამის (SAFA) სტანდარტიზაციის აუდიტი. ზემოაღნიშნული აუდიტის დროს, არ გამოვლენილა არცერთი ნაკლოვანება, რაც პირველი პრეცენდენტია SAFA-ს პროგრამის მონაწილე წევრ ქვეყნებს შორის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ უკვე მიიღო ევროპის საავიციო უსაფრთხოების სააგენტოსგან საბოლოო დასკვნა (06.11.13), სადაც აშკარადაა გამოკვეთილი სააგენტოს წინსვლა და უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების შეფასების პროგრამაში ჩართული თანამშრომლების მიღწევები.

saagentos samarTalSemoqmedebiTi saqmianoba

2013 წლის 12 ივლისს მიღებულ იქნა და 6 აგვისტოს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „ “. საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს საჰაერო

: კოდექსში შევიდა შემდეგი ცვლილებები

GCAA Annual Report 2013 Page 1

Page 2: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

კოდექსის მე-2 მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საქართველო, როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია დროულად, შესაბამისი დოკუმენტებით დადგენილ ვადებში, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონვენციის, მისი დანართების, მათი შესწორებების მოთხოვნებთან1.

სააგენტო განისაზღვრა სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის მარეგულირებელ და ზედამხედველობის განმახორცილებელ ორგანოდ (მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი).

ახლებურად ჩამოყალიბდა კოდექსის 81 მუხლი, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას, მოხდა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის და SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციების დაზუსტება და ICAO- Doc 9734 Doc 9774 ს და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

კოდექსს დაემატა 82 მუხლი - საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, უსაფრთხოების მართვის სისტემა. წარმოდგენილი მუხლის დამატების საჭიროება განაპირობა ICAO- ს მიერ ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის - „უსაფრთხოების მართვა“ მიღებამ (Effective date: 15.07.2013, Applicable date: 14.11.2013). წარმოდგენილი მუხლის რედაქციით განისაზღვრა საავიაციო უსაფრთხოების პროგრამისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის ცნებები, ასევე ქვეყანაში საავიაციო უსაფრთხოების პროგრამის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი ორგანო - საქართველოს მთავრობა და უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესების შემმუშავებელი უწყება - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის („უსაფრთხოების მართვა“) მიღებამ გამოიწვია აგრეთვე ახალი 83 მუხლის - საავიაციო მოვლენა და მისი შეტყობინების წესი დამატება. წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრა საავიაციო მოვლენის არსი, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი უწყება - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და მისი როლი საავიაციო მოვლენათა შეგროვების, ანალიზის და დამუშავების პროცესში.

კოდექსს დაემატა 101 მუხლი - სააერნაოსნო მომსახურება. განიმარტა სააერნაოსნო მომსახურების ცნება და სააგენტო განისაზღვრა სააერნაოსნო მომსახურების წესების დამდგენ უწყებად.

ჩიკაგოს კონვენციის 83bis მუხლის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კოდექსის 55-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, სააგენტო უზრუნველყოფს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის ჩიკაგოს კონვენციის 83 bis მუხლის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოწმობის, საჰაერო ხომალდის ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობის აღიარებას.

შეიცვალა კოდექსის 56-ე მუხლი - სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში, კერძოდ, სერტიფიცირებას დაექვემდებარა სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმოები, ხოლო მუხლიდან ამოღებულ იქნა საჰაერო ტრასები და ჰაერსანაოსნო და საჰაერო მოძრაობის მართვის საშუალებები, ვინაიდან ისინი არ ექვემდებარება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებას. დაზუსტდა 56-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, სადაც განსაზღვრული იყო, რომ სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირების წესებს ადგენს სააგენტო, მაგრამ არ იყო განსაზღვრული სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანო. მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციად განისაზღვრა სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად დანიშვნა. სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლის დამნიშვნელი ორგანოს განსაზღვრა სავალდებულოა ICAO-ს და ევროპული რეგულაციების მოთხოვნით.

საჰაერო კოდექსის 103-ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, საავიაციო ძებნა-შველის სამუშაოები განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის შესაბამისად.

შეიცვალა საჰაერო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის რედაქცია ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის („საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა“) შესაბამისად.

1 საქართველოს, როგორც კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს, კონვენციის დანართებში შეტანილი ცვლილებების ICAO- -‘’State Letter’“, თაობაზე ეგზავნება ს სახელმწიფო წერილი სადაც მითითებულია მათი დანერგვის

/ .ვალდებულება საკანონმდებლო ან და კანონქვემდებარე აქტებში და შესაბამისი ვადები

GCAA Annual Report 2013 Page 2

Page 3: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

შეიცვალა საჰაერო კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის რედაქცია. ცვლილების შესაბამისად სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი და/ან ავიასაწარმო და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

2013 წლის 6 სექტემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილებები ამოქმედდა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან და მათი მიღება განპირობებული იყო საკანონმდებლო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამასთან გარდამავალი დებულებით, სათანადო უწყებებს დაევალათ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში იმ სამართლებრივი აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, რომლებიც გამომდინარეობენ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებიდან. შესაბამისად:

ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა 2013 წლის 24 დეკემბერს. სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე იურიდიული ძალა დაკარგა ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემულმა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებამ საჰაერო სივრცის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.

2013 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა და 30 დეკემბერს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საჰაერო კოდექსში შეტანილ იქნა შემდეგი სახის ცვლილებები:

კოდექსს დაემატა 102 მუხლი „სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა“, რომლის თანახმად დაზუსტდა სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” ფუნქცია - სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა. აღნიშნული ცვლილების მიზანია სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ინსპექტირება და მონიტორინგი.

ახლებურად ჩამოყალიბდა კოდექსის მე-17 მუხლი. კერძოდ, სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპების დანერგვის მიზნით, დგინდება მისი საკანონმდებლო საფუძველი და წესდება გამონაკლისი - სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საჰაერო ხომალდები, საჰაერო ხომალდები რომლებიც გამოიყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და ავარიების დროს ადამიანების, სახელმწიფო, კერძო ქონების გადარჩენისას, ასევე საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, და საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე და ამ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში გათავისუფლებული ფრენები. აღნიშნულის გარდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ე.წ. ჩიკაგოს კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, დაზუსტდა სახელმწიფო საჰაერო ხომალდების კლასიციფიცირების პრინციპი, რომელიც აისახა საჰაერო კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილში.

სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინიციატივითა და ტექნიკურ დეპარტამენტებთან კონსულტაციების შემდგომ, მომზადდა ბრძანების პროექტი „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის N1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების თანახმად ტექნიკური რეგლამენტების ნუსხიდან ამოღებულ იქნა ის მარეგულირებელი აქტები რომლებიც არ შეიცავდნენ ტექნიკურ ნორმებს. შესაბამისად, ნუსხაში დარჩა ის ტექნიკური რეგლამენტები (11 რეგლამენტიდან დარჩა 3), რომლებიც შეესაბამებიან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ მოყვანილ ტექნიკური რეგლამენტების არსს. 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით სამოქალაქო ავიაციის დაგრის ტექნიკურ რეგლამენტებს განეკუთვნება:

GCAA Annual Report 2013 Page 3

Page 4: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

ა) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;

ბ) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების / ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“ (ტექნიკური რეგლამენტი არ არსებობს, შექმნილია მუშა ჯგუფი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავების თაობაზე);

გ) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შესაბამის უწყებებს დაევალათ საქართველოს მთავრობისთვის 2013 წლის 31 დეკემბრამდე მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტების წარდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მითითებული ვადების დაცვით, შემდგომი მსვლელობის მიცემის მიზნით გადაეგზავნა მთავრობის შესაბამისი დადგენილებების პროექტები.

საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 9 დეკემბრს მიღებულ იქნა N325 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის" დამტკიცების თაობაზე;

მთავრობის N53 დადგენილება „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე მიღებულ იქნა 2014 წლის 14 იანვარს.

ნორმატიული აქტები, რომლებიც ამოღებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტების მოქმედი ნუსხიდან მოითხოვდა წესების სახით გადამტკიცებას სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებებით. ტექნიკური დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარეს სამართლებრივი რევიზია. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2013 წლის ბოლოს (2014 წლის დასაწყისში) სააგენტოს მიერ დამტკიცდა (რიგ შემთხვევაში ცვლილებებით) შემდეგი წესები:

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 3 იანვრის N01 ბრძანება „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის N262 ბრძანება "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების თაობაზე;

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 6 იანვრის N02 ბრძანება „გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №261 ბრძანება ,,სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანება ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე;

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანება „აეროდრომის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის N263 ბრძანება "საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის"დამტკიცების შესახებ;

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №264 ბრძანება „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ

ICAO- 2013 (21-30 ) ს წლის ყოვლისმომცველი სისტემური აუდიტისთვის ოქტომბერი მზადების , პროცესში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების LEG - პროტოკოლ კითხვარის მოთხოვნებთან

2007 შესაბამისობაში მოყვანის კუთხით და წლის აუდიტით გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცდა შემდეგი წესები:

GCAA Annual Report 2013 Page 4

Page 5: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანება ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ;

სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს N137 ბრძანება "სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის" დამტკიცების შესახებ;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანება "თვითფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანება "ვერტფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ;

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის N202 ბრძანება "ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ";

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N209 ბრძანება "საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობისა და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის" დამტკიცების შესახებ;

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის N205 ბრძანება "საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის" დამტკიცების შესახებ;

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N208 ბრძანება "საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის წესის" დამტკიცების შესახებ

„საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახემლწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ’’ (ECAA) შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში:

ECAA III დანართით გათვალისწინებული რეგულაციის - (ევროპარლამენტისა და ევრო საბჭოს 2006 წლის 5 ივლისის N1107/2006 (EC) საფუძველზე, 2013 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის N16 ბრძანება „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის’’ დამტკიცების შესახებ. წესის პროექტზე იმუშავა გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტმა.

ნორმატიული აქტის მოქმედება ვრცელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან აპირებენ ისარგებლონ სამგზავრო კომერციული საჰაერო მომსახურებით საქართველოს აეროპორტებში, გამგზავრების, დაფრენის, ტრანზიტის და/ან ტრანსფერის დროს, აგრეთვე შეზღუდლი შესაძლებლობების მქონე იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნების აეროპორტებიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს ავიაგადმზიდველის/ მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით.წესის მიზანს, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ოპერატორისა და მომსახურე ავიაგაგადამზიდველის ვალდებულებები ზემოთაღნიშნულ პირებთან მიმართებაში, ხოლო ზედამხედველობა, წესით დაკისრებული მოთხოვნების შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეკისრება,

ICAO-სა და სხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მოთხოვნების გათვალისწინებით 2013 წელს, სააგენტომ შეიმუშავა შიდა სახელმძღვანელოები, პროცედურები და წესები. უზრუნველყო არსებულის დახვეწა და გაუმჯობესება2.

sahaero gadayvana-gadazidvebi

2013 წელს საქართველოდან პირდაპირი რეისები ხორციელდებოდა 47 მიმართულებით, მსოფლიოს 22 ქვეყანაში, კვირაში 229 სიხშირით. მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთბრუნვის ზრდის მიმართულებით. 2013 წლის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილია 1 436 046 მგზავრი, რაც 17.79%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. 16%-ით გაიზარდა აგრეთვე გადაზიდული ტვირთების რაოდენობა (19,123 ტონა). 2 დაწვრილებით: „ხარისხის მართვა“ გვერდი 22

GCAA Annual Report 2013 Page 5

Page 6: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

GCAA Annual Report 2013 Page 6

Page 7: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

GCAA Annual Report 2013 Page 7

Page 8: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

2013 წელს, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ სამგზავრო გადაზიდვებს ახორციელებდა 2 ქართული („ჯორჯიან ეარვეისი“ და „ფლაი ჯორჯია“) და 24 უცხო ქვეყნის ავიაკომპანია. ქართულ ავიაკომპანიებს 2013 წლის შეჯამებული მონაცემებით, ათვისებული ჰქონდათ ბაზრის 15% („ჯორჯიან ეარვეისი“ 208 641 მგზავრი 12%, „ფლაი ჯორჯია“ 52 391 მგზავრი 3%).

GCAA Annual Report 2013 Page 8

Page 9: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

ბოლო ერთი წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და ჩარტერული რეისების განხორციელება დაიწყეს შემდეგმა უცხოურმა კომპანიებმა: ISRAIR, Al Naser Airlines, Iraqi Airways, aironix, Travel Service (Czech Republic), Atlasjet და დაბალ ბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან - ვარშავის, დონეცკის, კიევის, ხარკოვისა და კატოვიცას მიმართულებით.

გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის მიერ:

- გაიცა 1278 არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ნებართვა ეროვნულ და უცხო ქვეყნის ავიაკომპანიებზე;

- გაიცა 327 რეგულარული საჰაერო გადაყვანა გადაზიდვების ნებართვა საქართველოდან ეროვნულ და უცხო ქვეყნის ავიაკომპანიებზე;

- განხორციელდა საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დავიშვნა უცხო ქვეყნის ავიაბაზარზე 30 მიმართულებით;

- განხილულ იქნა 15 საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის განცხადება ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემისას და სერტიფიკატის ვადის გაგრძელებისას სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით;

- განხორციელდა 2 ეროვნული ავიაკომპანიის საინსპექციო შემოწმება ბაქანზე თბილისის აეროპორტში სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- განხორციელდა 2 ეროვნული ავიაკომპანიის საინსპექციო შემოწმება დუბაის აეროპორტში სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებზე გაიცა 12 ფასიანი და 21 უფასო (გადაფრენა) ,,გათავისუფლება“ სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- განხორციელდა 10 უცხო ავიაკომპანიის შემოწმება ბაქანზე თბილისის აეროპორტში სახიფათო ტვირთების გადაზიდვებისას ,,სახიფათო ტვირთის გადაზიდვების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

- განხორციელდა 15 ეროვნული ავიაგადამზიდველის საბაზო შემოწმება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- განხორციელდა 8 ეროვნული ავიაგადამზიდველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დამტკიცება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

GCAA Annual Report 2013 Page 9

საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა ავიაკომპანიების

მიხედვით2013 წელი

Page 10: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

- სააგენტოს კომპლექსური კომისიის შემადგენლობაში განხორციელდა, ქ.თბილისის, ქ.ბათუმის და ქ. ქუთაისის აეროპორტების შემოწმება მგზავრთა მომსახურების(მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მგზავრების) და სახიფათო ნივთების, ნაკეთობების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- განხილულ იქნა და დამტკიცდა 2 ეროვნული და 23 უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგი;- მომზადდა და იკაოს გადაეგზავნა 2013 წლის ეროვნული ავიაგადამზიდველების სტატისტიკური მონაცემები;- განხორციელდა სამი საავიაციო სატვირთო ტერმინალის 6 გეგმიური და ორი საინსპექციო შემოწმება;- განხორციელდა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ევროპარლამენტის შემდეგი რეგულაციებისა და

დირექტივების საფუძველზე: 2002 წლის 13 მაისის N889/2002 რეგულაცია; 2004 წლის 21 აპრილის N785/2004 რეგულაცია; 2008 წლის 24 სექტემბრის N1008/2008 რეგულაცია; 1996 წლის 15 ოქომბრის N96/67 რეგულაცია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სფეროს რეგულირებისა და მასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტების დახვეწის თვალსაზრისით. 2013 წლის 2 სექტემბერს, დამტკიცდა სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების და ავიასაწარმოების შემოწმების პროცედურა და საკონტროლო ბარათები.

სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის სპეციალისტებმა გაიარეს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების სასწავლო კურსი, რომლის გავლა ICAO-ს ტექნიკური ინსტრუქციების მოთხოვნების თანახმად, აუცილებელია ორ წელიწადში ერთხელ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებისათვის. აღნიშნული კატეგორიის სერტიფიკატი, სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვების ტექნოლოგიური პროცესების ფართო სპექტრით ინსპექტირება.

aeroportebi

საქართველოში მოქმედი სააეროპორტო ქსელი შედგება 3 საერთაშორისო (თბილისი, ბათუმი ქუთაისი) და ერთი ადგილობრივი (მესტია) დანიშნულების აეროპორტისაგან, რომლებსაც გააჩნიათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატები, რითაც დასტურდება მათი უნარი უზრუნველყონ საჰაერო ხომალდების, მგზავრების, მათი ბარგისა და ტვირთის მომსახურება უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვით.

2013 წლის მონაცემებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ განხორციელდა შემდეგი საინსპექციო შემოწმებები:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - 4; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 3; ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში - 3; მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში - 2; ვერტოდრომ „სოლოლაკზე“ - 1;

2013 წელს შემდეგ საწარმოებზე გაიცა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ გასამართი საწარმოს სერტიფიკატები:

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“; სპს „საითაძე და კახაბრელი“; შპს „ჯორჯიან ეარვეისი“; შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“

ავიასაწვავ-გასამართ საწარმოებზე (შპს „ეარ ბიპი ჯორჯია“, სპს „საითიძე და კახაბრელი“, შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „ჯორჯიან ეარვეისი“), საერთო ჯამში განხორციელდა 5 საინსპექციო შემოწმება.

GCAA Annual Report 2013 Page 10

Page 11: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

აეროპორტებისა და აეროდრომების დეპარტამენტის სპეციალისტები მუშაობენ ნორმატიული აქტების შემდეგ პროექტებზე:

„სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ნორმები“ - შემუშავების პროცესშია;

„ცოცხალი ბუნებით გამოწვეული საფრთხის შემცირების მეთოდები და ფრინველებთან შეჯახების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი“ - შემუშავების პროცესშია;

„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მოწესრიგების წესების“ პროექტი - შემუშავების პროცესშია;

„აეროდრომის ინსპექტორის სახელმძღვანელო“ - შემუშავების პროცესშია; აეროდრომების სერტიფიცირების პროცედურა - შემუშავების პროცესშია; დაბრკოლებების შეთანხმებების პროცედურა - შემუშავების პროცესშია.

აეროპორტებისა და აეროდრომების დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა დაბრკოლების სიმაღლის შეთანხმების 13 საქმე, რომელთაგან 8 შეთანხმდა, ხოლო ერთს ეთქვა უარი, ასევე 4 მათგანს მოეთხოვათ სააერნაოსნო გამოკვლევის (ე.წ. „Aeronautical Study“) ჩატარება.

გაწეულ იქნა კონსულტაციები აეროდრომების, ვერტოდრომების დაპროექტებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით:

შპს „ფლაი ველნეს“ - ქ. თბილისში სოფ. წავკისში (ვერტოდრომი); საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - ქ. თელავში (აეროდრომი); შპს „ლეჩკომბინატი“ - ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი #5-ში (ვერტოდრომი).

განხორციელდა შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამის“ შეთანხმება. გაიცა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის 33 მოწმობა.

მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა დასავლეთ საქართველოში არსებულ ძველ აეროდრომებზე და საფრენ მოედნებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება.

mcire aviaciis ganviTareba

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება 2013 წლის აპრილიდან თავის სტრუქტურაში შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალება შექმნას საქართველოში მცირე ავიაციის განვითარების კონცეფცია და შიდა ფრენების განმახორციელებელი ავიაკომპანიების ნორმატიული ბაზა. ასევე უნდა აღირიცხოს და შესწავლილ იქნეს საქართველოში არსებული აეროდრომების, ვერტოდრომების და ასაფრენ/დასაფრენი ბილიკების მდგომარეობა, მოხდეს მათი კლასიფიკაცია - თუ რომელი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შიდა სამგზავრო რეგულარული რეისებისათვის (ნატახტარი; ჩიხარეში; ზუგდიდი; თელავი; ახალქალაქი და სხვა) და რომელი სასოფლო–სამეურნეო ფრენებისათვის (შირაქი ).მცირე ავიაციის ხელს შეუწყობს ქვეყნის ინფრასტრუქტურის და დარგის ისეთი მიმართულებების განვითარებას როგორიცაა:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ავიაცია; სასწავლო და სამოყვარულო ავიაცია; საპატრულო ავიაცია; სპორტული ავიაცია; მცირე რაოდენობის პროდუქტის, ფოსტის და ტვირთის გადამზიდი ავიაცია; ტოპოგრაფიული და გადაღებებისათვის საჭირო ავიაცია; ტურიზმისათვის განკუთვნილი ავიაცია; საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ავიაცია; სამედიცინო დახმარების ავიაცია და ა.შ.

შიდა გადაყვანა-გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე დაიწყო მაღალმთიანი რეგიონების საავიაციო ინფრასტრუქტურის ადგილზე შესწავლა (ომალო, ახალქალაქი, მესტია, ამბროლაური, ონი).

GCAA Annual Report 2013 Page 11

Page 12: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

frenis standartebi, sertificireba, inspeqtireba

ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:

1. საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების სერტიფიცირებები (პირველადი სერტიფიცირება, სხ-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება) და ინსპექტირებები (წინასასერტიფიკაციო, შუალედური-გეგმიური და არაგეგმიური)

2012 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული იყო 15 ავიაკომპანია, ესენია: შპს ”ავიაკომპანია თუშეთი”, შპს ”სკაი ტრეველი”, შპს ”ვისტა ჯორჯია”, შპს ”სერვისეირი”, შპს ”ეიჯ ეირ”-ი, შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”, შპს ”ჯორჯიან ეარვეისი”, შპს ”ჯავ-ავია”, შპს ”ავიაკომპანია ”გლობალ აირი”, შპს ”ქართული”, შპს ”აირზენა”, შპს ”სატვირთო ავიაკომპანია” შპს ”ფლაი ჯორჯია”, შპს ”ავიასერვისი”.2013 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუდმივი ზედამხედველობა შემდეგ ავიაკომპანიებზე:

შპს ”ავიაკომპანია თუშეთი”, შპს ”სკაი ტრეველი”, შპს ”ვისტა ჯორჯია”, შპს ”სერვისეირი”, შპს ”ეიჯ ეირ”-ი, შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”, შპს ”ჯორჯიან ეარვეისი”, შპს ”ჯავ-ავია”, შპს ”ავიაკომპანია ”გლობალ აირი”, შპს ”ქართული”, შპს ”სატვირთო ავიაკომპანია” შპს ”ფლაი ჯორჯია”, შპს ”ავიასერვისი”, შპს ”აირზენა”, შპს ”ქართული”.

აღნიშნული ავიაკომპანიებიდან 2013 წელს სერტიფიცირების ვადების დარღვების გამო განხორციელდა შპს ”სატვირთო ავიაკომპანიის” და შპს ”ჯავ-ავიას” ხელახალი სერტიფიცირება, ასევე 2012 წელს გაუქმებული შპს ”ავიასერვისის” პირველადი სერტიფიცირება, ხოლო 2013 წლის 21 მაისს ზემსუბუქი სხ-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატიდან, ჩვეულებრივი, სხ-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებისთვის რესერტიფიცირება. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაგრძელებაზე განცხადება არ წარმოუდგენია შპს ”აირზენას” (სერტიფიკატის №075, მოქმედების ვადა 14.06.2012-14.06.2013წწ.) და შესაბამისად მისი ექსპლუატანტის სერტიფიკატი ჩაითვალა ძალადაკარგულად. 2013 წლის 11 თებერვალს სააგნტოს დირექტორის №25 (11.02.2013წ.) ბრძანებით გაუქმდა ავიაკომპანია ”ქართული”, სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 17 ოქტომბრის №215 ბრძანებით გაუქმდა შპს ”ფლაი ჯორჯიას” საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის №077 სერტიფიკატი. 2013 წელს განხორციელდა შპს ”Air Caucasus”-ის და შპს ”ბრავო აირ”-ის პირველადი სერტიფიცირება.საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად, მიმდინარეობდა შპს ”ავიაკომპანია თუშეთის”, შპს ”სკაი ტრეველის”, შპს ”ვისტა ჯორჯიას”, შპს ”სერვისეირის”, შპს ”ეიჯ ეირ”-ის, შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის”, შპს ”ჯორჯიან ეარვეისის”, შპს ”ჯავ-ავიას”, შპს ”ავიაკომპანია ”გლობალ აირის”, შპს ”სატვირთო ავიაკომპანიის”,შპს ”ფლაი ჯორჯიას”, შპს ”ავიასერვისის”, შპს ”Air Caucasus”-ის და შპს ”ბრავო აირ”-ის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ვადის გაგრძელების/პირველადი სერტიფიცირების განაცხადების განხილვა, სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება, წინასასერტიფიკაციო საბაზო ობიექტების ინსპექტირებები, შესაბამისად სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტოს დირექტორის ბრძანებებით მოქმედების ვადა გაუგრძელდა/გაიცა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატ(ი)ს. სერტიფიცირების IV ეტაპის (მუდმივი ზედამხედველობა) შესაბამისად, ჩამოთვლილ ავიაკომპანიებზე განხორციელდა გეგმიური-შუალედური შემოწმებები, მათ მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების ბაქანზე და მარშრუტზე ინსპექტირებები, რის თაობაზეც მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის თვმჯდომარის მიერ სპეციალური ფორმის (დავალება ინსპექტირების ჩატარებაზე) საშუალებით განისაზღვრა სააგენტოს ინსპექტირებისგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფები, კონკრეტულ ავიასაწარმოზე ზედამხედველ ინსპექტორად, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დანიშნული, ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინწპექტირების დეპარტამენტის კონკრეტული ინსპექტორის ხელმძღვანელობით. ინსპექტირებისას სააგენტოს ინსპექტორების მიერ

GCAA Annual Report 2013 Page 12

Page 13: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

შევსებული იქნა სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი საკონტროლო ბარათები (Check List) და შედგა ანგარიშები.ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მუდმივი ზედამხედველობა ზემოთ ჩამოთვლილ ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილ სასერტიფიკაციო დოკუმენტაციაზე, რაც ”საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის” შესაბამისად სააგენტოში ინახება 7 წლის განმავლობაში, ასევე მიმდინარეობდა ზემოაღნიშნული ავიაკომპანიების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების სადაზღვევო პოლისების და საფრენად ვარგისობის მოწმობების ვადებზე ზედამხედველობა ამისთვის სპეციალურად შედგენილი ელექტრონული ცხრილის მეშვეობით და მათი განცხადებების შესაბამისად (საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანა, საჰაერო ხომალდის დამატება/ამოღება) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და/ან №1 დანართში ცვლილებების შეტანა დაადგენილი პროცედურის შესაბამისად. ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირების და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შედგენილია თითოეული სერტიფიცირების პროცესის ჩანაწერები, სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმებაზე მუდმივმოქმეედი სასერტიფიკაციო კომისიის მიერ, სააგენტოს ურთიერთკოორდინაციის შესაბამისად, შედგენილი შევსებული მიმართვები, დავალებები შემოწმების ჩატარებაზე, შემოწმების საკონტროლო ბარათები (Check list), შემოწმების ანგარიშები, მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმები და სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებები (ორიგინალები, ელექტრონული ჩანაწერები).

2014 წლის 01 იანვრისთვის სერტიფიცირებული ავიაკომპანიები შპს „თუშეთი“; შპს „სკაი ტრეველი“; შპს ”აირკომპანი გლობალ აირი”; შპს ”ვისტა ჯორჯია”; შპს ”სერვისეირი“; შპს „ეიჯ ეირ”-ი; შპს „ავიასერვისი“ შპს „ჯავ ავია“; შპს ”სატვირთო ავიაკომპანია”; შპს ”ბრავო აირი” ; შპს ”ეარ კავკასუსი” ; შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”; შპს ”ლუფტლაინ ჯორჯია”; შპს ”ჯორჯიან ეარვეისი”

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანა, საჰაერო ხომალდის დამატება/ამოღება

საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანა წლის განმავლობაში -6; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ს შეტანა - 14; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაცემა - 8; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართიდა სხ-ს ამოღება - 8.

2013 წლის განმავლობაში განხორციელებული ინსპექტირებები (შუალედური/გეგმიური) შპს ”ავიაკომპანია თუშეთს”, შპს ”სკაი ტრეველს”, შპს ”ვისტა ჯორჯიას”, შპს ”სერვისეირს”, შპს ”ეიჯ ეირ”-ს, შპს

”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს”, შპს ”ჯორჯიან ეარვეისს”, შპს ”ჯავ-ავიას”, შპს ”ავიაკომპანია ”გლობალ აირს”, შპს ”სატვირთო ავიაკომპანიას” და შპს ”ავიასერვისს” ჩაუტარდა საბაზო ობიექტების გეგმიური (6 თვეში ერთხელ) სავალდებულო ინსპექტირება.

2013 წლის განმავლობაში განხორციელებული არაგეგმიური ინსპექტირებები შპს ”ბრავო აირს” და შპს ”ეარ კავკასუსს” ჩაუტარდა არაგეგმიური ინსპექტირება, როგორც ახალ შექმნილ

ავიასაწარმოებს (სერტიფიკატის მინიჭების 3 თვის შემდეგ);

GCAA Annual Report 2013 Page 13

Page 14: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

საზღვარგარეთ ბაზირებული ავიასაწარმოების საბაზო ობიექტებზე არაგეგმიური ინსპექტირება ჩაუტარდა შემდეგ ექსპლუატანტებს:- შპს ”ვისტა ჯორჯია” (თბილისი);- შპს „ეიჯ ეარი“ (თბილისი, (შარჟა - არაბეთის გაერთიანებული საემიროები)) ;- შპს ”სატვირთო ავიაკომპანია” (თბილისი, (შარჟა - არაბეთის გაერთიანებული საემიროები));- შპს ”ბრავო აირი” (თბილისი, (ფუჯეირა, დუბაი - არაბეთის გაერთიანებული საემიროები)).

2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის შეჩერება/გაუქმება/აღდგენა: 2013 წლის განმავლობაში ექსპლუატანტის მოწმობა გაუუქმდა შპს ”ფლაი ჯორჯიას” (სააგენტოს დირექტორის

2013 წლის 17 ოქტომბრის №215 ბრძანება), ხოლო შპს ”ბრავო აირს” ექსპლუატანტის მოწმობის მოქმედება დროებით შეუჩერდა (ბრძანება№251 06.12.2013), რომელიც ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ აღდგენილია (ბრძანება №259 26.12.2013წ.); ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაგრძელებაზე განცხადება არ წარმოუდგენია შპს ”აირზენას” (სერტიფიკატის №075, მოქმედების ვადა 14.06.2012-14.06.2013წწ.) და შესაბამისად მისი ექსპლუატანტის სერტიფიკატი ჩაითვალა ძალადაკარგულად. 2013 წლის 11 თებერვალს სააგნტოს დირექტორის №25 (11.02.2013წ.) ბრძანებით გაუქმდა ავიაკომპანია ”ქართული”.

3. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის გაცემის თაობაზე უარის თქმა: 2013 წლის 27 ივლისის თვეში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შპს ”საქართველოს საერთაშორისო

ავიახაზების” მიერ შემოტანილი იყო განცხადება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებასთან დაკავშირებით. სერტიფიცირების პროცესში ხარვეზების აღმოჩენის გამო 2013 წლის დეკემბერში ავიასაწარმოს უარი ეთქვა ექსპლუატანტის მინიჭების თაობაზე სააგენტოს დირექტორის ბრძანება №249 29.11.2013წ.).

4. ბაქანზე საჰაერო ხომალდების ინსპექტირებები: 2013 წლის განმავლობაში ბაქანზე შემოწმდა შემდეგი ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდები:

- შპს „ეიჯ ეარი“ (1 ს/ხ);- შპს ”სატვირთო ავიაკომპანია” (1 ს/ხ);- შპს ”ბრავო აირი” (1 ს/ხ);- შპს ”ჯორჯიან ეარვეისი” (6 ს/ხ);- შპს ”ეარ კავკასუსი” (2 ს/ხ).

5. მარშრუტზე საჰაერო ხომალდების ინსპექტირებები: 2013 წლის განმავლობაში მარშრუტზე შემოწმდა შემდეგი ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდები:

- შპს ”ჯორჯიან ეარვეისი“ (მარშრუტები: TBS-TLV-TBS; TBS-AMS-TBS; TBS-TLV-BUS-TBS);- შპს ”ეიჯ ეირ” -ი (ქ. დუბაი, ქ. ამანი).

6. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება/ზედამხედველობა 2013 წელს გაიცა სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების 4 სერტიფიკატი, განხორციელდა

სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის დანართში 7 ცვლილება. გაიცა სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატები:

- შპს „თბილისის საერთაშორისო საავიაციო სასწავლო ცენტრი“ (7 ნოემბერი, 2013 წ.);- შპს „სერვის ეირი“ (22 მარტი, 2013 წ.);- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ (19 აგვისტო, 2013 წ.);- შპს „ფლაი ჯორჯია“ (5 სექტემბერი, 2013 წ.);

განხორციელდა ცვლილებები შემდეგი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიკატის დანართებში:- შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი“ – 4 ცვლილება;- შპს „თბილისის საერთაშორისო საავიაციო სასწავლო ცენტრი“ – 1 ცვლილება;- სს „სასწავლო ავიაცენტრი“ – 1 ცვლილება;- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ – 1 ცვლილება.

7. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების ინსპექტირებები (გეგმიური/არაგეგმიური) 2013 წელს განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების 4 წინასასერტიფიკაციო

შემოწმება, აგრეთვე - 7 გეგმიური შუალედური შემოწმება, მოხდა შესაბამისი შენიშვნების შეტყობინებისა და მათი აღმოფხვრის მოთხოვნის შესახებ დაწესებულებების ინფორმირება, რასაც მოყვა ადექვატური რეაგირება სასწავლო დაწესებულებების მხრიდან.

8. სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულების აღიარება

GCAA Annual Report 2013 Page 14

Page 15: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

2013 წელს განხორციელდა სხვა ქვეყნების 14 სასწავლო დაწესებულების აღიარება, რომელთა შორის იყო როგორც საფრენოსნო, ისე ტექნიკური მომსახურების მიმართულებით ავიასპეციალისტთა მომზადების სასწავლო დაწესებულებები.

9. შპს ”აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის” შემოწმებები 2013 წლის განმავლობაში ავიასპევიალისტების ავიასამედიცინო სერტიფიცირების პროცესის შემოწმება

განხორციელდა კვარტალში ერთხელ.

10. შემუშავებული და განხილვის სტადიაში მყოფი პროცედურები და მათი შესაბამისი შემოწმების კითხვარები (Check lists)

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცედურა (ბრძანება №112 05.07.2013წ., გადამუშავდა - ბრძანება №237 15.11.2013წ);

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანის, დანართი №2-ის გაცემის/გაუქმების პროცედურა (ბრძანება №111 05.07.2013წ.);

სათადარიგო აეროდრომამდე გაზრდილი დროის წესებით (EDTO) ფრენებზე დაშვების პროცედურა (ბრძანება №182 25.09.2013წ.);

დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენების (LVO) კატეგორიის მინიჭების პროცედურა (ბრძანება №181 25.09.2013წ.);

ზონალური ნავიგაციის (RNAV) სისტემით ფრენებზე დაშვების პროცედურა (ბრძანება №108 05.07.2013წ.); ვერტიკალური ეშელონირების შემცირებული მინიმუმის (RVSM) ზონაში დაშვების პროცედურა (ბრძანება №110

05.07.2013წ.); საჰაერო ხომალდის იჯარით (ლიზინგით) გადაცემის პროცედურა (ბრძანება №183 25.09.2013წ.); საჰაერო ხომალდის იჯარით გადაცემის ხელშეკრულების შემოწმების სამუშაო ინსტრუქცია (ბრძანება №237

15.11.2013წ.); სხვა ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცედურა (შემუშავებულია,

დასამტკიცებელია); შემუშავდა და ძალაში შევიდა „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესები“, რომლის

მოთხოვნები შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს. აგრეთვე, ამოქმედებულია შესაბამისი სამედიცინო პროცედურები (ბრძანება №188 39.09.2013წ.), რომელთა შესაბამისად 2013 წლის ოქტომბრის თვიდან გაიცემა განახლებული სამედიცინო სერტიფიკატები;

„ავიაკომპანიის ბორტგამყოლთა სახელმძღვანელოს შემოწმების ინსტრუქცია“ (ბრძანება №165 12.09.2013წ.);

„ბორტგამყოლთა სახელმძღვანელოს შემოწმების კითხვარი“ (ბრძანება №165 12.09.2013წ.); EDTO-ის წესებით ფრენებზე დაშვების პროცედურის კითხვარი FSD05-16; RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვების პროცედურის კითხვარი FSD05-13; RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებართვის მიღების კითხვარი FSD05-12; ავიასამედიცინო გამომცდელების აუდიტის კითხვარი FSD05-15; ავიასამედიცინო ცენტრის აუდიტის კითხვარი FSD05-14; დაბალი ხილვადობის პირობებში კატეგორიის (LVO) მინიჭების პროცედურის კითხვარი FSD05-18;

ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო:

ICAO-ს მე-2 დანართის ქართულ ვერსიის პროექტის მომზადებაში; ICAO-ს ოფიციალური წერილების მართვის წესის პროცედურების შექმნაში.

GCAA Annual Report 2013 Page 15

Page 16: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

11. ავიასპეციალისტებზე მოწმობების გაცემა, გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება და საკვალიფიკაციო აღნიშვნები

2013 წლის განმავლობაში სულ გაიცა 52 ავიასპეციალისტის მოწმობა, მოქმედების ვადა გაუგრძელდა სამოქალაქო ავიაციის სხვადასხვა ავიასპეციალისტების 153 მოწმობას, აგრეთვე არსებულ მოწმობებში შეტანილი სხვადასხვა სახის საკვალიფიკაციო აღნიშვნები განმცხადებელთა მოთხოვნებიდან გამომდინარე.

12. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობების აღიარება წლის განმავლობაში განხორციელდა სხვა ქვეყნის 205 ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება.

13. მასწავლებლების მოწმობების გაცემა და სასწავლო პროგრამების შეთანხმება 2013 წელს შესაბამისი განაცხადებისა და შუამდგომლობის საფუძველზე გაიცა 38 მასწავლებლის მოწმობა; დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასწავლო

პროგრამების შეთანხმების ორგანიზება. სულ სააგეტოში 2013 წლის განმავლობაში, წინასასერტიფიკაციოდ და, სდ-ის სერტიფიკატში სასწავლო პროგრამის დამატებით შეტანის მიზნით შეთანხმებულია 57 სასწავლო პროგრამა.

sahaero xomaldebis vargisoba da registracia

საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ 2013 წლის განმავლობაში განხორციელდა:

სერტიფიცირებები, ინსპექტირებები და ცვლილებების შეთანხმებები

- საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არსებული საჰაერო ხომალდების გეგმიური და სასერტიფიკაციო შემოწმება (ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაგრძელების მიზნით);

- ტექნიკური მომსახურეობის საწარმოების გეგმიური და სასერტიფიკაციო შემოწმება;- უცხო ქვეყნების მიერ სერტიფიცირებული ტექმომსახურეობის საწარმოების აღიარება;- ტექნიკური მომსახურების პროგრამების (MP) ახალი რედაქციის და ცვლილებების შეთანხმება;- მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის (MEL) ახალი რედაქციის და ცვლილებების შეთანხმება;- სავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების მართვის სახელმძღვანელოს/ტექმომსახურების მართის

სახელმძღვანელოს (MCM/MOE) ახალი რედაქციის და ცვლილებების შეთანხმება;- უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების პროგრამით (SAFA) პროგრამით გაწერილი ინსპექტირება (46

ინსპექტირება).

saaernaosno momsaxureba

სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს (შპს „საქაერონავიგაცია“) მუდვიმ კონტროლს და ზედამხედველობას, რაც ძირითადად ხორციელდება საინსპექციო შემოწმებებით, აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საქაერონავიგაციის მიერ წარმოდგენილი მაკორეკტირებელი ღონისძიებების შეთანხმებისა და საწარმოს სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემატური კონსულტაცების გაწევის და სამუშაო შეხვედრების ჩატარების გზით.

2013 წელს დეპარტამენტმა ჩაატარა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შპს „საქაერონავიგაციის“ შვიდი გეგმიური და ერთი არაგეგმიური აუდიტი სხვადასხვა სფეროში. მათ შორის - საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM), ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომსახურების (AIS), კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურების (CNS), მეტეოროლოგიურ (MET) უზრუნველყოფა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში. მუდმივად მიმდინარობს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების ზედამხედველობა. დაიგეგმა 2014 წლის ინსპექტირების გეგმა.

GCAA Annual Report 2013 Page 16

Page 17: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

დეპარტამენტის მიერ გრძელდება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი სააერნაოსნო სფეროს რვა არსებული დანართის ასახვა/განახლება ეროვნულ კანონმდებლობაში. შემუშავდა და დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“, (ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართი). შემუშავდა „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმა“, რომელშიც აისახა ჩიკაგოს კონვენციის მე-12 დანართის საერთაშორისო სტნადარტები. გეგმა დამტკიცდება უახლოეს მომავალში. დაიწყო „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ განახლება, რომელიც კონვენციის მე-2 დანართის თანამედროვე სტანდარტებს ასახავს. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა არსებული „საჰაერო მოძრაობის მართვის წესების“ განახლებაზე. დამატებით მიდის კონვენციით აღებული დანარჩენი ვალდებულებების შესწავლა, ანალიზი და დღემდე არსებული მუშაობის პროცესების დახვეწა, რათა მოხდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტის სააერნაოსნო მომსახურების სფეროს მარეგულირებელ ბაზაში გადმოტანა.

დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს შიდა პროცესების დახვეწაზე. შემუშავდა “სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის ინსპექტირების სახელმძღვანელო“, „საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარების პროცედურა“, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) ახალი ინფორმაციის შეტანის ან/და განახლების წესზე.

დეპარტამენტი ჩართულია როგორც საერთაშორისო, ასევე სააგენტოს და ეროვნულ პროექტებში. ერთ-ერთი მათგანი „საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) განხორციელების პროექტია“, პროექტის გეგმა უკვე შემუშავდა და უახლოვდება დამტკიცების სტადიას.

გატარებული სამუშაოების ფონზე სააგენტოსა და შპს „საქაერონავიაციას“ შორის ურთიერთობები ატარებს პარტნიორულ ხასიათს. დეპარტამენტმა აქტიურად იმუშავა და აგრძელებს საიმედო და სანდო ზედამხედველობის ორგანოს შექმნაზე.

სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან. 2014 წლიდან განსაკუთრებით გაღრმავდა ევროკონტროლთან თანამშრომლობა. ნაყოფიერი მუშაობის შედეგად ხელი მოეწერა სპეციალურ შეთანხმებას სააგენტოს ხელშეწყობის შესახებ. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მისი ძირითადი ამოცანების შესრულება. ესენია:

არსებული ნორმატიული ბაზის ევროპულთან ჰარმონიზაცია; საავიაციო ინციდენტების შეტყობინების თანამედროვე ჩარჩოს და არადამსჯელობითი გარემოს შექმნა; საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების და შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების ლიცენზირება; საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და მისი მოქნილი სარგებლობის ეფექტური მექანიზმის შექმნა/ამუშავება.

გრძელდება ადგილობრივი ერთიანი ცის (LSSIP) დანერგვის პროცესის სფეროს ყველა დაინტერესბულ მხარესთან (შპს “საქაერონავიგაცია“, ტავ-ურბან ჯორჯია, თავდაცვის სამინისტრო) კოორდინირება. ასევე გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის რეგიონალურ საპროექტო მეტეოროლოგიური ჯგუფის (PT/EAST METG) თავჯდომარეობა. გარდა ამისა, დეპარტამენტის სპეციალისტები აქტიურ მონაწილეობენ ევროპულ სააერნასონო საპროექტო (EANPG) ჯგუფში და ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA)-ს კანონშემოქმედებით ჯგუფში.

saaviacio uSiSroeba

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიციო უშიშროების დეპარტამენტი საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევის პრევენციული ღონისძიებების გატარების, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნით აეროპორტებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების) საქმიანობის კონტროლის ფარგლებში, როგორც გასულ ისე მიმდინარე წელს:

გეგმიურად და არაგეგმიურად ამოწმებს აეროპორტებს, აეროპორტის მოიჯარეებს, ავიაგადამზიდველებს (ეროვნულსა და უცხო ქვეყნისას, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე), საწვავგასამართ სადგურებს, სატვირთო ტერმინალებს, კვების ბლოკებს, სასწავლო

GCAA Annual Report 2013 Page 17

Page 18: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

დაწესებულებებს და სხვა ავიასაწარმოებს - ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისობის მიზნით;

ზედამხედველობს სასწავლო დაწესებულებებს, ამოწმებს მათი პროგრამების მოთხოვნებთან შესაბამისობას;

აწარმოებს საიდუმლო საქმიანობას, მონაწილეობას იღებს როგორც ეროვნული, ისე უცხო ქვეყნების ლიტერული რეისების ნებართვების გაცემასა და შესრულებაში.

2013 წელს სააგენტოს საავიაციო უშიშრების დეპარტამენტმა:

განახორციელა შემდეგი საწვავგასამართი და ბორტკვების ობიექტების ინსპექტირება:

- 2013 წლის დეკემბერში შემოწმდა სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ თბილისში და ბათუმში; - 2013 წლის დეკემბერში განხორციელდა შპს „ბი თი ეი ჯორჯიას“ გეგმიური შემოწმება;- 2013 წლის დეკემბერში შპს „ეი თი იუ ჯორჯიას“ გეგმიური შემოწმება;- 2013 წლის აპრილში- შპს „ეარ ბიპ ჯორჯია“;- 2013 წლის მაისში შემოწმდა - შპს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” - 2013 წლის მაისში შპს „ჯორჯიან პეტროლიუმის“ სასერტიფიკაციო შემოწმება განხორციელდა თბილისსა და

ქუთაისში. ასევე, განხორციელდა შპს „ეი თი იუ ჯორჯიას“-ში გეგმიური შემოწმება;- 2013 წლის 25 ივლისს შემოწმდა შპს „სქაი ინნ“;- 2013 წლის ივლისში განხორციელდა სპს „საითაძე და კახაბრელი“-ს საწვავგასამართი საწარმოს

კომპლექსური შემოწმება;- 2013 წლის სექტემბერში განახორციელდა შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ს საწვავგასამართი საწარმოს

სასერტიფიკაციო შემოწმება და შპს „ჯორჯიან ეარსერვისის“ გეგმიური შემოწმება;- 2013 წლის ოქტომბერში განხორციელდა შპს „საითაძე და კახაბრელი“-ს საწვავგასამართი საწარმოს

სასერტიფიკაციო შემოწმება.

განახორციელა ავიაგადამზიდველების შემოწმება:- 2013 წლის 5 ნოემბერს- ,,ფლაი ჯორჯია’’- 2013 წლის 4 ნოემბერს- ,,ეიჯ ეარი’’- 2013 წლის 9 აგვისტოს - ,,ლუფთლაინ ჯორჯია’’- 2013 წლის 24 დეკემბერს - ,,თუშეთი“- 2013 წლის 6 ნოემბერს- ,,ვისტა ჯორჯაი’’- 2013 წლის 15 მარტს -,,გლობალ ეირი“- 2013 წლის 5 ნოემბერს - ,,ბრავო ეირი“- 2013 წლის 14 მაისს -,, ავიასერვისი“- 2013 წლის 8 ნოემბერს - ,,სატვირთო ავიაკომპანია’’- 2013 წლის 4 ივლისსა და 19 დეკემბერს- ,,ეარ კაუკასუსი“- 2013 წლის 6 ნოემბერს- ,, ვისტა ჯორჯია’’

დეპარტამენტმა შეამოწმა სატვირთო ტერმინალები:- ,,ლასარე“- 2013 წლის 26 აპრილსა და 9 ოქტომბერს.- ,,საქართველოს ფოსტა“ – 6 თებერვალს,9 ივლისსა და 19 ნოემბერს

დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის კომპლექსურ და საინსპექციო შემოწმებებში.

- ბათუმი 2013 წლის 20-22 მარტი- ქუთაისი 20მარტი, 30-31მაისი, 07-08 ოქტომბერი- თბილისი 13-24მაისი, 12-20 დეკემბერი

განახორციელა ივლისის თვეში ბათუმის, ხოლო დეკემბრის თვეში თბილისის აეროპორტის განათების შემოწმება და დადო დასკვნა.

განახორციელა ზედამხედველობა შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე საავიაციო უშიშროების პერსონალის სერტიფიცირების პროცესზე და

GCAA Annual Report 2013 Page 18

Page 19: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

გასცა ამ დაწესებულების მიერ მომზადებული პერსონალისათვის 291 სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა/სერტიფიკატი).

შეითანხმა ავიასაწარმოების: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ბათუმის ბაზის, „ჯორჯიან პეტროლიუმის“ ქუთაისის და თბილისის ბაზის, ,,ბრავო ეარის“, ,,ავიასერვისის“, ,, აირ კაუკასუსის“. ,,ვისტა ჯორჯიას“, ,,საქართველოს საერთაშორისო ავიახაზების“, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, პროგრამა;

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უშიშროების კომიტეტის დებულება“ დასაქართველოს აეროპორტებში საშვების დამზადების,შენახვის, გაცემის და ამოღების ინსტრუქცია.

შეითანხმა შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ს საავისიო უშიშროების პროგრამაში შესატანი ცვლილებები.

გასცა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი 291 ცალი საფრენოსნო საშვი, 33 ცალი პიროვნების მუდმივი საშვი-სააგენტოს თანამშრომლებზე, 4 ცალი პიროვნების დროებითი საშვი, 33 ცალი მანქანის მუდმივი საშვი სააგენტოს თანამშრომლებისათვის. გააკეთა 740 განაცხადი ერთჯერად და 52 განაცხადი მატერიალურ საშვებზე.

დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო როგორც ეროვნული, ასევე უცხო ქვეყნების ლიტერული რეისების ნებართვების გაცემასა და შესრულებაში.

xarisxis marTva

2013 წელს ხარისხის მართვის დეპარტამენტის მიერ შემუშავდა და დამტკიცდა ხარისხის სისტემის შემდეგი დოკუმენტაცია:

ხარისხის მართვის დეპარტამენტი

დოკუმენტი დამტკიცების თარიღიხარისხის მართვის სახელმძღვანელო QMD 01-1 2013-07-26შიდა აუდიტის პროცედურა QMD 03-1 2013-07-26დოკუმენტების და ჩანაწერების მართვის წესი QMD 01-2 2013-07-26ხელმძღვანელობის მიერ ხარისხის სისტემის მის პერიოდული ანალიზის პროცედურა QMD 03-2

2013-07-26

ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს შემოწმების სამუშაო ინსტრუქცია QMD 04-5

2013-04-23

შიდა აუდიტის შედეგების მონაცემთა ბაზის მართვა QMD 04-1 2013-07-26ელექტრონული ბიბლიოთეკით საგებლობის წესი QMD 04-3 2013-07-26ICAO-ს პორტალით სარგებლობის წესი QMS 04-2 2013-07-26სამუშაო ინსტრუქცია QMD 05-12 2013-07-26პროცედურის შაბლონი QMD 05-11 2013-07-26სახელმძღვანელო დოკუმენტის შაბლონი QMD 05-10 2013-06-27ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს შემოწმების კითხვარი QMD 05-15 2013-07-26ხელმძღვანელობის მიერ ხარისხის სისტემის განხივლის ანგარიშის შაბლონი QMS 05-14

2013-07-26

აუდიტის შეფასების კითხვარი QMD 05-9 2013-07-26შიდა აუდიტის ანგარიში QMD 05-8 2013-07-26ხარისხის სისტემის შიდა აუდიტის ჩანაწერი QMD 05-6 2013-07-26მოხსენება შეუსაბამობის შესახებ QMD 05-5 2013-07-26აუდიტის შეტყობინების ფორმა QMD 05-4 2013-07-26ხარისხის სისტემის აუდიტის კითხვარი QMD 05-3 2013-07-26ხარისხის სისტემის აუდიტის გეგმა QMD 05-2 2013-07-26ხარისხის სისტემის აუდიტის წლიური პროგრამა QMD 05-1 2013-07-26

GCAA Annual Report 2013 Page 19

Page 20: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

შიდა დოკუმენტაციის ჩამონათვალი QMD 05-13 2013-07-26

გარდა ხარისხის მართვის სისტემის პროცესების ამსახველი დოკუმენტაციისა, ხარისხის მართვის დეპარტამენტი მონაწილეობას იღებდა სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მათი საქმიანობის ძირითადი პროცესების ამსახველი სახელმძღვანელოების, პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების შემუშავებაში:

საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის და რეგისტრაციის დეპარტამენტისაავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შეთანხმების წესი AIR 03-6

2013-10-17

საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროგრამის შეთანხმების პროცედურა AIR 03-5

2013-10-17

სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურა AIR 03-3

2013-09-30

საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის პროცედურა AIR 03-2

2013-09-30

სხ-ის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოს შეთანხმების წესი AIR 03-1

2013-03-29

ფრენის სტანდარტების, ინსპექტირების და სერტიფიცირების დეპარტამენტისაჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცესი FSD 02-1 2013-07-04სამედიცინო პროცედურები FSD 03-13 2013-09-30საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერთიფიცირების პროცედურა FSD 03-1

2013-11-15

საჰაერო ხომალდის იჯარით (ლიზინგით) გადაცემის პროცედურა FSD 03-12 2013-09-25სათადარიგო აეროდრომამდე გაზრდილი დროის წესებით ფრენებზე (EDTO) დაშვების პროცედურა FSD 03-11

2013-09-25

დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენის კატეგორიის (LVO) მინიჭების პროცედურა FSD 03-6

2013-09-25

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანის, დანართი №2-ის გაცემის/გაუქმების პროცედურა FSD 03-10 2013-07-05ზონალური ნავიგაციის (RNAV) სისტემით ფრენებზე დაშვების პროცედურა FSD 03-7

2013-07-05

ვერტიკალური ეშელონირების შემცირებული მინიმუმის(RVSM) ზონაში ფრენებზე დაშვების პროცედურა FSD 03-5

2013-07-05

ავიაკომპანიების ბორტგამყოლის სახელმძღვანელოს შემოწმების ინსტრუქცია FSD 04-1

2013-09-12

მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის მიმართვა FSD 05-8/- 2013-11-15ურთიერთკოორდინაციის სქემა სხვა დეპარტამენტებთან FSD 05-10 2013-11-05EDTO-ის წესებით ფრენებზე დაშვების პროცედურის კითხვარი FSD 05-16 2013-09-25RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვების პროცედურის კითხვარი FSD 05-13 2013-07-04RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებართვის მიღების კითხვარი FSD 05-12 2013-07-04ავიასამედიცინო გამომცდელების აუდიტის კითხვარი FSD 05-15 2013-09-30ავიასამედიცინო ცენტრის აუდიტის კითხვარი FSD 05-14 2013-09-30დაბალი ხილვადობის პირობებში კატეგორიის (LVO) მინიჭებისპროცედურის კითხვარი FSD 05-18

2013-09-25

მარშრუტზე შემოწმების კითხვარი FSD 05-4 2012-01-20საბაზო ობიექტის ინსპექტირების კითხვარი FSD 05-2 2012-01-20გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტისახიფათო ტვირთის გადაზიდვების უფლების მინიჭების პროცედურა ATD 03-2

2013-09-12

სახიფათო ტვირთების შემოწმების პროცედურა ATD 03-1 2013-09-02სააერნაოსნო მომსახურეობის დეპარტამენტისააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და მის მიერ გაწეული სააერნაოსნო მომსახურების ინსპექტირების პროცედურა ANS 03-01 2013-10-17

GCAA Annual Report 2013 Page 20

Page 21: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

ინსპექტირების საკონტროლო ბარათი 05-04 2013-10-17საინსპექციო შემოწმების ანგარიში ANS 05-05 2013-10-17ინსპექტირების პროცედურა - გეგმა ANS 05-03 2013-10-17ინსპექტირების პროცედურა - წლის გეგმა ANS 05-02 2013-10-17ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების დაგეგვმის ახელმძღვანელო ADM 03-3 2013-08-07ICAO-ს ოფიციალური წერილის მართვის წესი ADM 03-1 2013-08-07სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ნორმატიული აქტის მომზადების წესი ADM 03-2

2013-06-05

მუდმივი ზედამხედველობის პროცესის ფარგლებში ხარისხის მართვის დეპარტამენტი მონაწილეობს ავიაკომპანიების საბაზო ინსპექტირებისას ორგანიზაციის ხარისხის სისტემის შემოწმების პროცესში.

2013 წლის მანძილზე დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო შემდეგი ავიაკომპანიების საბაზო ობიექტების ინსპექტირებებში:

- ჯორჯიან ეარვეისი - 08.10.2013- ფლაი ჯორჯია - 02.08.2013

ხარისხის მართვის დეპარტამენტი ითანხმებს ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილ ხარისხის მართვის სახელმძღვანელოებს და მათში შეტანილ ცვლილებებს.

2013 წლის მანძილზე ხარისხის მართვის დეპარტამენტმა განიხილა და შეითანხმა შემდეგი ავიაკომპანიების სახელმძღვანელოები:

- ა/კ „ვისტა“- ა/კ „სერვის აირ“- ა/კ „ფლაი ჯორჯია“- ა/კ ავიასერვისი“- ა/კ „ლუფთლაინი“- ა/კ „საქართველოს საერთაშორისო ავიაზახები“- ა/კ „ბრავო აირ“- ა/კ „აირ კაუკასუს“- ა/კ „გლობალ აირ“- ა/კ „თუშეთი“- ა/კ „აირზენა“- ა/კ „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი“- ა/კ „ჯავ ავია“

saerTaSoriso urTierTobebi

2013 წლის 12-13 მარტს, სააგენტომ ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ფარგლებში ორგანიზებულ სემინარს უმასპინძლა. „საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლებისა და შემოწმების პრინციპების“ შესახებ სემინარში თხუტმეტამდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

სემინარის ფარგლებში, მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ტექნიკური მოწყობილობების შემოწმების თანამედროვე სტანდარტებსა და მეთოდოლოგიას, ლაბორატორიული ტესტირების ჩატარების,

GCAA Annual Report 2013 Page 21

Page 22: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

მოწყობილობების სერტიფიცირებისა და მათი პერიოდული შემოწმების პროცედურებს. სააგენტოდან სემინარს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ;

2013 წლის 25 მარტს ერაყსა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის საფუძველზე, შესაბამისი ქვეყნების ავიაკომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ განახორციელონ ფრენები მხარეთა შორის საავიაციო მიმოსვლის სფეროში შეთანხმების გაფორმებამდე. ამასთან, არ იარსებებს შეზღუდვა დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე და ქვეყნებს შორის დანიშნულების პუნქტებზე. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, რეისებს უკვე ახორციელებენ Georgian Airways, Al Naser Airlines და Iraqi Airways.

2013 წლის 3 აპრილს, სააგენტოს EUROCONTROL IANS (Institute of Air Navigation Services) -ის დირექტორი ალექს ვანდელსი და სწავლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბ-ნი ჰენდრიკ დერმონტი ეწვივნენ.

სტუმარმა სააგენტოს დირექტორს და თანამშრომლებს წარმოუდგინა პრეზენტაცია ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც ჯერჯერობით ევროკონტროლის არაწევრი ქვეყნის აქტიური მონაწილეობა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლების მაღალი აკადემიური მოსწრება არსებულ სასწავლო პროგრამებში;

ავიაციისა და კოსმოსისადმი მიძღვნილი 50-ე საერთშორისო გამოფენას (პარიზი, 17-23 ივნისი, 2013) საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლების გენერალური დირექტორის პატრიკ განდილის მოწვევით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია დაესწრო.

გამოფენის ფორმატის შესაბამისად, ქართულმა მხარემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ღონისძიების მასპინძელ - საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლების ხელმძღვანელ პატრიკ განდილთან და თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფენი ზოლის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი კომპანიის ADPi-ის პრეზიდენტთან გიიონ საუვესთან.

სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას, ქვეყნებს შორის ავიაციის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისათვის, სხვადასხვა პროექტებში ქართული მხარის ჩართვისა და ტექნიკური დახმარებისათვის (Thales, ENAC, ADPi, Airbus, Eurocopter). ბატონმა განდილმა თავის მხრივ, გამოთქვა მზადყოფნა კვლავაც ითანამშრომლოს საქართველოს საავიაციო უწყებებთან, კონსულტაციების გაწევის, გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების გაზიარების კუთხით. ADPi-ის ხელმძღვანელთან შეხვედრისას, უცხოური მხარის მიერ გამოითქვა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, ასევე, კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, ქართული მხარის დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთოს თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებელი კომპანიის შერჩევისა და მშენებლობის ზედამხედველობის პროცესებში.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა აშშ-ს, მონტენეგროსა და უკრაინის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს. ურთიერთდა-ხმარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაიგეგმა საავიაციო ხელისუფლებებს შორის მემორანდუმების გაფორმების პროცესის დაწყება;

2013 წლის 8 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალური დირექტორი ფრენკ ბრენერი ესტუმრა. გაიმართა შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შპს ,,საქაერონავიგაციის“

GCAA Annual Report 2013 Page 22

Page 23: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

ხელმძღვანელობასთან. სამუშაო შეხვედრისას განიხილეს საქართველოს EUROCONTROL-ში გაწევრიანების საკითხები და სამოქალაქო ავიაციის განვითარების სამომავლო პერსპექტივები;

მიმდინარე წლის 27 ივლისს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს აშშ-ს დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აშშ ელჩი საქართველოში, ბატონი რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ს შეიარაღებული ძალების ტრანსპორტირების სარდლობის ხელმძღვანელი გენერალი უილიამ ფრეიზერი.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ბატონ ლევან კარანაძეს. ვიზიტის მიზანს, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გაცნობის ფარგლებში, კოპიტნარის აეროდრომზე არსებული მდგომა-რეობისა და სანავიგაციო ინფრასტრუქტურის ადგილზე მონახულება წარმოადგენდა.

2013 წლის 1 აგვისტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს შორის გაფორმდა ახალი სამუშაო ხელშეკრულება „ევროგაერთიანების, მისი არა-წევრი SAFA-ს პროგრამაში ჩართული სახელმწიფოების აეროპორტებსა და საქართველოს აეროპორტებში დაშვებული საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის შესახებ“.

ზემოთაღნიშნული შეთანხმებისა და მისი წინამორბედი (საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს შორის 2006 წლის 14 დეკემბრის) შეთანხმების, აგრეთვე ევროპის კომისიის 2008 წლის 16 აპრილის N2008/49/EC დირექტივის შესაბამისად, სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას SAFA-ს პროგრამის შესაბამისად.

სააგენტოს წარმომადგენლები (დირექტორი ბ-ნი გურამ ჯალაღონია, მოადგილე ბ-ნი ლევან კარანაძე, დირექტორის მრჩეველი ქ-ნი თამარ არჩუაძე) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით 38-ე ასამბლეას დაესწრნენ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში (მ.წ. 22-30 სექტემბერი) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აღმასრულებელი კომიტეტისა და ტექნიკური კომისიის მუშაობაში.

ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საბჭოს არჩევნები, რომელზეც ქართულმა მხარემ დააფიქისირა თავისი პოზიცია ქვეყნის შესაბამის უწყებებთან ერთობლივი შეხვედრის შედეგების შესაბამისად.

ამასთან, ღონისძიების ფორმატმა, ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა მისცა გაემართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებისა და ფრენის უსაფრთხოების ზედამხედველობის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან და გამოეხატა მათთვის მადლიერება სააგენტოს საქმიანობის სრულყოფისა და კადრების მომზადება-გადამზადების კუთხით გაწეული დახმარებისათვის.

ასამბლეის მსვლელობისას, Black Sea Caspian Group (BSCG) ინიციატივის ფარგლებში, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ჯგუფის მონაწილე ქვეყნების წამომადგენლებს შორის ICAO-ს სააერნაოსნო კომისიაში კანდიდატურის წარდგენის მიზნით.

3 დეკემბერს, ბრიუსელში, 2014 წლის 1 იანვრიდან ევროკონტროლში საქართველოს გაწევრიანების აღსანიშნავად მიღება გაიმართა. ღონისძიებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ პირველი პირები ესწრებოდნენ. მიღება, ევროპის საარნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის (Eurocontrol) მუდმივმოქმედი საბჭოს მე-40 სხდომის ფარგლებში ჩატარდა და მას

GCAA Annual Report 2013 Page 23

Page 24: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

მასპინძლობა EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა ფრენკ ბრენერმა პირადად გაუწია.

სხდომაზე აღინიშნა ქართული მხარის წინსვლა ფრენის უსაფრთხოების ამაღლების, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ევროპულ სანავიგაციო სისტემასთან ინტეგრაციის, აგრეთვე, შესაბამის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

TWINNING-is gasuli da momavali proeqtebis Sesaxeb

2013 წლის 17 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში Twinning-ის პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა. პროექტი -„საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ საავიაციო კანონმდებლობასთან“ 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა (დაიწყო 2011 წლის აპრილში).

მისიის ძირითად კომპონენტს წარმოადგენდა სამართლებრივი ჰარმონიზაცია, რაც ითვალისწინებდა ევროპული რეგულაციებისა და დირექტივების გადმოტანაში ქართული მხარის დახმარებას. პროექტის მსვლელობისას ჩატარებული ანალიზისა და ურთიერთშეხვედრების შემდეგ, მხარეები შეჯერდნენ, რომ თავდაპირველი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 18 თვეში კანონმდებლობის სრულ ჰარმონიზაციას ევროპულ საავიაციო კანონმდებლობასთან, იყო საკმაოდ ამბიციური განაცხადი და პროექტი ვერ გაამართლებდა ამგვარ მოლოდინს. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ აქცენტები გაკეთებულიყო ქვეყნის ძირითადი საავიაციო კანონის (საჰაერო კოდექსი) დახვეწასა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. ამასთან დაიწყო მუშაობა რამდენიმე კონკრეტული რეგულაციისა და ერთი დირექტივის ტრანსპოზიციაზე. ტვინინგის ფარგლებში შემუშავდა აღნიშნული რეგულაციების დანერგვის გეგმა საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დპერტამენტისთვის (Implementation plan). სააგენტოსთვის გაწეულ იქნა კონსულტაციები ტექნიკური სახელმძღვანელოებისა და შესაბამისი პროცედურების დანერგვის თვალსაზრისითაც (Part-147, Part-66, Airworthiness, EU-OPS). შემუშავდა OPS ინსპექტორის ცნობარი. პროექტში ჩართულ უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციით სააგენტომ შეიმუშავა ტრეინინგ პროგრამა.

Twinning-ის პროექტის ფარგლებში სააგენტოს 54 თანამშრომელი იმყოფებოდა მივლინებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (სასწავლო მივლინება, სემინარი, შეხვედრა). 24 სპეციალისტს ადგილზე ჩაუტარდა ტრეინინგი. პროექტის ეგიდით სულ ჩატარდა ექსპერტთა 115 მისია. სააგენტოს თანამშრომლებისათვის დაიგეგმა 79-მდე სასწავლო მივლინება (თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 20 ვიზიტი, შემდგომში გადაწყდა ვიზიტების რაოდენობის გაზრდა), რომელთა ფარგლებშიც სააგენტოს სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ ევროპული სტანდარტების ორგანიზაციაში (AUSTRO CONTROL) დანერგილ სამუშაო პროცესებსა და სიახლეებს.

ვინაიდან პროექტის ძირითადი კომპონენტი მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა (დანერგვის პროცესი არ დასრულებულა, გასაგრძელებელია კანონშემოქმედებითი საქმიანობა ევროპული სტანდარტების ქართულ საავიაციო კანონმდებლობაში, პროცედურებსა და სახელმძღვანელოებში ასახვის კუთხით), მისიის საბოლოო ანგარიშში, ევროპულმა მხარემ გასცა რეკომენდაცია რიგით მეორე პროექტის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ.

2013 წლის 16-27 დეკემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სამუშაო მივლინებით სამოქალაქო ავიაციის ექსპერტი ბატონი ლუის გერლინი იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს მომავალი Twinning-ის პროექტის სამოქმედო გეგმის (twinning fiche) შემუშავება წარმოადგენდა.

2 კვირიანი ერთობლივი მუშაობის ფარგლებში, ექსპერტის მიერ შემუშავებულ იქნა Twinning-ის პროექტის სამოქმედო გეგმის წინანსწარი პროექტი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის. დოკუმენტში გაიწერა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სავალდებულო შედეგები, რომელთა მისაღწევადაც თავის მხრივ დეტალურად იქნა ჩამოყალიბებული ქმედებები.

GCAA Annual Report 2013 Page 24

Page 25: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

TanamSromelTa profesiuli momzadeba/gadamzadeba

თანამშრომელთა სწავლებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადების პოლიტიკის (15.03.12) განხორციელების მიზნით, თითოეული დეპარტამენტისათვის დგება მომზადება/გადამზადების პროგრამა, რომლის თანახმადაც თითოეული თანამდებობისათვის განისაზღვრება აუცილებელი ცოდნის სფეროები და დონე. პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა მოიცავს პირველად, ძირითად, პრაქტიკულ, განმეორებით/შემდგომ და დამატებით კურსებს, რომელთა კომპლექსური განხორციელება, თანამშრომლის ძირითად განათლებასთან ერთად უზრუნველყოფს მის შესაბამის კვალიფიკაციას. სააგენტოს მომზადება/გადამზადების პროგრამის თანახმად ყოველწლიურად დგება პერსონალის მომზადება/გადამზადების გეგმა, რომელიც წარმოადგენს კონკრეტული თანამშრომლის სწავლებისა და მომზადება/გადამზადების საჭიროებაზე მორგებულ დროში გაწერილ სწავლებების ერთობლიობას. აღნიშნული გეგმა დგება თითოეული თანამდებობისათვის, დადგენილ მოთხოვნებსა და კანდიდატის ფაქტიურ ცოდნას შორის არსებული შესაბამისობიდან გამომდინარე, ინდივიდუალური სახით.

2013 წელს, ორგანიზაციის დაფინანსებითა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე Twinning-ის პროექტის ფარგლებში გადამზადდა სააგენტოს თანამშრომელთა უმრავლესობა.

2013 წლის შეჯამებული მონაცემებით, თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების ყოველწლიური გეგმის თანახმად სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ტრეინინგებისა და სემინარების რაოდენობა (Twining Project; Institute of Air Navigation Services; ALSA - Luxembourg Aviation Safety Agency; JAA Training Organization; EU TRACECA II; TRACECA II / Egis Avia; SAA - Singapore Developing Countries Training Programme; Singapore Aviation Academy; SOFEMA - Aviation Services; ICAO Paris Office; Bureau Veritas; ECAC; TIATC - Tbilisi International Aviation Training Center; SABIT / US Department of Commerce; INSARAG - International Search and Rescue Advisory Group; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი) შეადგენს 80-ს (მათ შორის 7 შიდა ტრეინინგი).

ამასთან, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამამ საქართველოში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, 2013 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ჩაატარა მოკლევადიანი სასწავლო კურსები საშუალო და მაღალი რგოლის საჯარო მოხელეებისთვის მმართველობისა და მენეჯმენტის წამყვან სფეროებში. ტრეინიგები ჩატარდა საქართველოს საზოგადობრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრში (CTC), პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფსა (PMCG) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს შემდეგი კურსები: საჯარო მმართველობა; ღია მმართველობის პარტნიორობა; ეთიკა საჯარო სექტორში; პროექტის მენეჯმენტი; ადამიანური რესურსების მართვა; სტრატეგიული დაგეგმარება; სამართლებრივი ჩარჩო საქართველოში; პრეზენტაციის უნარები და წერის ტექნიკა; მოსახლეობის თანამონაწილეობა მმართველობაში; საჯარო პოლიტიკა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი თემაზე: „შრომის სამართალი“ გაიარეს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, სპეციალისტებმა (იურისტი, HR) და დირექტორის მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში.

saagentos saqmianobis gamWvirvalobis uzrunveyofa

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. სხვა საჯარო დაწესებულებებთან ერთად, სპეციალური ჯილდო ნომინაციაში „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ გადაეცა სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. კვლევის შედეგები წარმოდგენილია 2012 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით.

GCAA Annual Report 2013 Page 25

Page 26: ƒ¡ააგენტოს... · Web view5% 1% 0% 5% 1% 0% 0% 2% 7% 0% 2% 0% 208641 734 69137 31072 327912 7551 26641 161168 33563 4253 15141 35910 52391 39669 48178 6916 13448

2013 წლის 26 აგვისტოს, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის N219 დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. დადგენილება ამოქმედდა 1 სექტემბრიდან. ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ დადგენილების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება ელექტრონულ რესურსზე 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 29 აგვისტოს N148 ბრძანებით დამტკიცდა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა ინფორმაციის მიწოდების ვადებით (დანართი N1), სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი N2) და განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპეციალისტი ელისო ასლანიშვილი.

მთავრობის დადგენილებით დაწესებულ ვადებში, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ვებ-გვერდზე აიტვირთა ნუსხით განსაზღვრული ინფორმაცია: სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ყოველწლიური ანგარიში; საკადრო უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვები; ბიუჯეტი; (კანონმდებლობის ატვირთვა ხორცილდება 2011 წლიდან, ხოლო, 2013 საქმიანობის ანგარიში აიტვირთება 1 მარტამდე).

2013 წლის 2 ივლისს ძალაში შევიდა სააგენტოს დირექტორის N104 ბრძანება „სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ნორმატიული აქტის მომზადების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ან/და მათში ცვლილებების პროექტების შემუშავების პროცესში საავიაციო საწარმოების ჩართვას.

ინფორმაციის ღია და დაუბრკოლებელი გაცვლის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების განთავსება ხდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gcaa.ge) სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ განყოფილებაში („ნორმატიული აქტების პროექტები“). სააგენტოს მიერ, ყოველი ახალი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავების თაობაზე ავიაკომპანიებს ეცნობებათ წერილობით, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის მითითებით.

შენიშვნების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, ნორმატიული აქტის პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი ეცნობა და აანალიზებს ავიასაწარმოების მიერ მოწოდებულ შენიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებას სათანადო ცვლილებების ინიცირებას ნორმატიული აქტის პროექტში.

სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა ასევე სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ცვლილების წარდგენის ფორმა (გადმოსატვირთი ვერსია), ფორმის შევსების ინსტრუქცია და მაგალითი.

GCAA Annual Report 2013 Page 26