ორგანიზაციული სტრუქტურის და...

56
ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია და კონკურსის ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად

Upload: others

Post on 05-Mar-2020

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

ორგანიზაციული  სტრუქტურის  ოპტიმიზაცია  და  კონკურსის  ორგანიზაცია  ადგილობრივი  თვითმმართველობის  მოხელის  ვაკანტურ  თანამდებობათა  

დასაკავებლად    

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების

შეტანის შესახებ  

•  მუხლი 2. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ ა ნ ო ნ ი ს მ ე - 2 მ უ ხ ლ ი თ გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე , რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს და რ ო მ ე ლ ზ ე დ ა ც დ ა ნ ი შ ნ უ ლ ი ა დ რ ო ე ბ ი თ მოვალეობის შემსრულებელი, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს 2014 წლის 1 ივლისამდე, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ ს ხ ვ ა თ ა ნ ა მ დ ე ბ ო ბ ა ზ ე , რ ო მ ე ლ ზ ე დ ა ც დ ა ნ ი შ ნ უ ლ ი ა დ რ ო ე ბ ი თ მ ო ვ ა ლ ე ო ბ ი ს შემსრულებელი, − 2014 წლის 1 იანვრამდე.“  

ვინ ექვემდებარება კონკურსს?  მუხლი 29. თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით 1. პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. 2. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ამ დაწესებულებაში გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი  29.  თანამდებობაზე    კონკურსის  წესით  დანიშვნა  (29.06.2012.  N6611  ამოქმედდეს  გამოქვეყნებიდან  30-­‐ე  დღეს)  1.  პირი  თანამდებობაზე  შეიძლება  დაინიშნოს  მხოლოდ  კონკურსის  შედეგად,  გარდა  ამ  კანონის  30-­‐ე  მუხლით  გათვალისწინებული  შემთხვევებისა.  2.  კონკურსის  ჩატარების  წესი  განისაზღვრება  საქართველოს  მთავრობის  დადგენილებით.  (20.09.2013)  

მუხლი  30.  თანამდებობაზე  უკონკურსოდ  დანიშვნა    

ა) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები; ბ) მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები და მრჩევლები; გ) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები; დ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს; ე) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში; ვ) რეზერვში ჩარიცხული პირები.

ორგანიზაციული  სტრუქტურის  ოპტიმიზაცია  

კონკურსის ჩატარების საფუძვლები  

•  ორგანიზაციული სტრუქტურების ოპტიმიზაცია

•  თვითმმართველობის მოხელეთა შტატების ოპტიმიზაცია

•  კონკურსის ჩატარების ნორმატიული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა  

მართვის  ორგანიზაციული  სტრუქტურა    

•  „ხელისუფლების  ადგილობრივი  ორგანოები  უფლებამოსილნი  არიან  განსაზღვრონ  თავიანთი  შიდა  ადმინისტრაციული  სტრუქტურები  იმ  მიზნით,  რომ  მოხდეს  მათი  მისადაგება  ადგილობრივ  საჭიროებებთან  და  უზრუნველყოფილ  იქნეს  ეფექტური  მართვა.“

•  ოპტიმალური  ორგანიზაციული  სტრუქტურის  აგებისას  განმსაზღვრელია  არა  მხოლოდ  ინსტიტუციის  სტრუქტურულ  ერთეულებს  შორის  ფუნქციათა  სწორი  გადანაწილება,  არამედ  მათ  შორის  კავშირისა  და  კოორდინაციის  ქმედითი  მექანიზმების  არსებობა  

ორგანიზაციული სტრუქტურის აგების ეტაპები  

1.  სტრუქტურის მიზნების განსაზღვრა  2.  საერთო მიზნიდან გამომდინარე ძირითადი

მიმართულებების განსაზღვრა და ამ მიმართულებების მიხედვით ფუნქციებისა და ამოცანების დაჯგუფება  

3.  ფუნქციების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება და სტრუქტურის ძირითადი რგოლების განსაზღვრა;  

4.  სტრუქტურაში თითოეული დანაყოფის ადგილის, მისი შიდა სტრუქტურის და საშტატო ოდენობის განსაზღვრა;  

5.  ორგანიზაციული სტრუქტურის მარეგლამენტირებელი დოკუმენტების (დებულებები, თანამდებობრივი ინსტრუქციები, სამუშაო გეგმები და ა.შ.) მომზადება.  

სტრუქტურის მიზნების განსაზღვრა  

ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა      მოსახლეობის ცხოვრებისათვის სასიკეთო გარემოს შექმნა  

       მიმართულება   მიზანი   ამოცანები  

    ქალაქთმშენებლობა   მოსახლეობის ცხოვრებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა   1. დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარება;  2. მიწათსარგებლობის დაგეგმვა;  3. კეთილმოწყობა;  4. გამწვანება;  5. მშენებლობათა რეგულაცია  6. დასახლებებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება და ნუმერაცია  

    კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფა   მოსახლეობისათვის ხარისხიანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება  

1. მუნიციპალური ტრანსპორტი, სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა  2. ვაჭრობა და ბაზრობების რეგულირება;  3. კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემები  4. გარე განათება;  5. დასუფთავება;  6. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მოვლა-პატრონობა  

    უსაფრთხოება   მოსახლეობისათვის ცხოვრების უსაფრთხო პირობების შექმნა   1. მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოება და სამაშველო ღონისძიებები  2. საგზაო მოძრაობის დაგეგმარება  

    სოციალური პოლიტიკა     

    დასაქმება   მოსახლეობის შრომითი მოწყობის ხელსაყრელი პირობების შექმნა  

1. ინვესტიციების მოზიდვა;  2. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა;  3. დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება  

    კულტურა და განათლება   მოსახლეობისათვის სკოლამდელი აღზრდის, პროფესიული და დამატებითი განათლების მიღების, კულტურული ფასეულობების გაცნობისთვის სათანადო პირობების შექმნა  

1. ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების საქმიანობის ორგანიზება  2. სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნა, პროფესიული სწავლების ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა  

    ახალგაზრდობის საქმეები, სპორტი და დასვენება   ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისათვის და მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა  

1. ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერა  2. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება  3. რეკრეაციული ზონების შექმნა  

    ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება   ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა   1. დაავადებების გავრცელების პრევენციულ ღონისძიებათა გატარება;  2. ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  

ფუნქციების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება  

•  ფუნქციების  რაოდენობრივი  შეფასების  დროს  ხდება  ამ  ფუნქციის  მნიშვნელობის,  მოცულობისა  და  დატვირთვის  ხარისხის  განსაზღვრა  

•  ფუნქციის  ხარისხობრივი  შეფასების  დროს  ხდება  ფუნქციის  ტიპის  განსაზღვრა,  თუ  ორგანიზაციული  სტრუქტურის  რომელ  რგოლში  უნდა  შევიდეს  ეს  ფუნქცია.  

ფუნქციების ხარისხობრივი ნიშნით დაყოფა  •  1)  დარგობრივი  ნიშნით  –  სამსახურები,  რომლებიც  

უზრუნველყოფენ  კონკრეტული  დარგის  მართვას.  მაგალითად,  სპორტისა  და  ახალგაზრდულ  საქმეთა  სამსახური,  მშენებლობისა  და  არქიტექტურის  სამსახური  და  ა.შ.  

•  2)  ფუნქციური  ნიშნით  –  სამსახურები,  რომლებიც  უზრუნველყოფენ  ცალკეული  ხასიათის  მმართველობითი  ფუნქციის  განხორციელებას.  მაგალითად,  ზედამხედველობის  სამსახური,  საფინანსო  სამსახური,  ქონების  მართვის  სამსახური  და  ა.შ.    

•  3)  საქმიანობის  უზრუნველყოფის  ნიშნით  –  ეს  არის  ის  ერთეულები,  რომლებიც  უზრუნველყოფენ  თვითმმართველი  ერთეულის  ორგანოების  ფუნქციონირებას.  მაგალითად,  საკადრო  სამსახური,  იურიდიული  სამსახური,  საქმისწარმოების  სამსახური  და  ა.შ.  

•  4)  ტერიტორიული  ნიშნით  –  ტერიტორიული  ორგანოები,  რომლებიც  უზრუნველყოფენ  შესაბამის  ტერიტორიაზე  საერთო  კომპეტენციის  მმართველობითი  ფუნქციების  განხორციელებას.  

ორგანიზაციული  სტრუქტურის  ძირითადი  პრინციპები  •  მიზანმიმართულობა  –  ორგანიზაციული  სტრუქტურა  უნდა  

უზრუნველყოფდეს  თვითმმართველი  ერთეულის  მიზნის  მიღწევას •  პერსპექტიული  განვითარება  –ორგანიზაციულ  სტრუქტურაში  

გათვალისწინებული  უნდა  იქნეს  გარკვეული  რგოლი  და  ერთეულები,  რომელთა  მეშვეობითაც  შესაძლებელი  გახდება განვითარების  სტრატეგიის  დაგეგმვა

•  ადაპტირება  –საჭიროა  ადმინისტრაციული  სტრუქტურის  მოქნილობისა  და  ელასტიურობისთვის,  რათა  მან  შეძლოს  სწრაფი  ადაპტაცია  შეცვლილ  პირობებთან.

•  კომპლექსურობა  –  ორგანიზაციული  სტრუქტურის  აგების  დროს  აუცილებელია  აისახოს  მმართველობითი  საქმიანობის  ყველა  ეტაპი (ანალიზი, გადაწყვეტილება, შესრულება, შეფასება)

•  სპეციფიურობა  –  თვითმმართველი  ერთეულის  ადმინისტრაციული  სტრუქტურების  აგება  უნდა  ეფუძნებოდეს  და  ითვალისწინებდეს  შესაბამისი  თვითმმართველი  ერთეულის  სპეციფიკას.  

•  ეკონომიურობა  –  ორგანიზაციული  სტრუქტურა  უნდა  უზრუნველყოფდეს  შესაძლებლობას  მინიმალური  დანახარჯებით  მიღწეულ  იქნეს  მაქსიმალური  შედეგი.

•  კოორდინირება  –  ორგანიზაციული  სტრუქტურის  აგებულება  უნდა  იძლეოდეს  სტრუქტურულ  ქვედანაყოფთა  საქმიანობის  კოორდინირების  შესაძლებლობას.  

ორგანიზაციული  სტრუქტურის  განმაპირობებელი  ფაქტორები  

•  გარე  ფაქტორები - თვითმმართველი  ერთეულის  მიზნები,  რომლის  შესრულებასაც  უნდა  ემსახურებოდეს  ორგანიზაციული  სტრუქტურა,  ორგანიზაციული  სტრუქტურის  მიმართ  დადგენილი  საკანონმდებლო  მოთხოვნები,  თვითმმართველი  ერთეულის  თავისებურებები  და  ადგილობრივი  პირობები,  მოსახლეობის  ინტერესები,  მართვის  პრინციპები.

•  შიდა  ფაქტორები -  კადრების  კომპეტენცია  და  ადამიანური  რესურსების  მართვა,  შრომის  ორგანიზაცია,  მართვის  პროცესის  ავტომატიზაცია  და  ტექნოლოგიური  დონე,  მართვის  ფორმები  და  მეთოდები.  

ადგილობრივი სპეციფიკური

პირობები (ისტორიული,

დემოგრაფიული, ბუნებრივ-

კლიმატური და ა.შ.)  

მართვის ობიექტები (სოციალური სფერო, კომუნალური სფერო

და ა.შ.)  

ორგანიზაციული

სტრუქტურა  

საკანონმდებლო მოთხოვნები  

ადგილობრივი ინტერესები  

მმართველობითი სამუშაოს

სახეები (მათი

შრომატევადობის და სირთულის

გათვალისწინებით)  

ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირების პრინციპები  

ორგანიზაციული  სტრუქტურის  განმაპირობებებლი  შიდა  ფაქტორები  

•  შიდა ფაქტორები - კადრების  კვალიფიკაცია,  მართვის  ავტომატიზაციისა  და  ტექნოლოგიური  განვითარების  დონე,  შრომის  ორგანიზაცია,  მართვის  ფორმები  და  მეთოდები

•  მართვის  დიაპაზონი   - განსაზღვრავს  როგორც  სტრუქტურულ  ერთეულში  მომუშავე  მოსამსახურეთა,  ისე  თავად  სტრუქტურული  და  ტერიტორიული  ორგანოების  იმ  მაქსიმალურ  რაოდენობას,  რომელიც  შეიძლება  ეფექტიანად  იმართებოდეს  ერთი  ხელმძღვანელის  მიერ.  

ორგანიზაციული  სტრუქტურის  განმაპირობებელი  შიდა  ფაქტორების  სქემა  

ორგანიზაციული  სტრუქტურის  რეგლამენტაცია  

•  ორგანიზაციული  სტრუქტურის  რეგლამენტაცია  მოიცავს:

•  სტრუქტურული  და  ტერიტორიული  ორგანოების  ფუნქციების  გაწერას  და  მათ  ურთიერთკავშირის  (დაქვემდებარებულობის,  ურთიერთობის)  დადგენას;    

•  სტრუქტურული  და  ტერიტორიული  ორგანოების  საქმიანობის  კოორდინაციის  მექანიზმების  განსაზღვრას;    

•  ცალკეულ,  სპეციფიურ  სამუშაოთა  შესასრულებლად  საჭირო  პროცედურების  განსაზღვრას  (მმართველობის  საქმიანობიდან  გამოიყოფა  ის  საკითხები,  რომელთა  გადაწყვეტაც  მოითხოვს  სხვადასხვა  სამსახურის  ან  სხვადასხვა  ორგანოს  წარმომადგენლების  ერთობლივ  საქმიანობასა  (მაგ;  კომისიების  შექმნა)  

ორგანიზაციული  სტრუქტურის  ფორმირების  პროცესის  სქემა  

მმართველობის  ეფექტიანობის  მაჩვენებლები  

მმართველობის  ეფექტიანობის  შეფასების    კრიტერიუმები  

•  ქმედითობა  –  განსაზღვრავს  მმართველობის  სისტემის  მიერ  დასახული  მიზნების  მიღწევის  დონეს.

•  პროდუქტიულობა  −  გულისხმობს  გამოყენებული  რესურსით  მაქსიმალური  შედეგისა  და  ხარისხის  მიღწევას;  

•  ეკონომიურობა  –  გულისხმობს  მინიმალური  რესურსის  გამოყენებით  შესაბამისი  შედეგისა  და  ხარისხის  მიღწევას.  

•  ხარისხი  –  განისაზღვრება  მართვის  სისტემის  შესაბამისობის  დონე-­‐მოთხოვნებთან  და  თავდაპირველ  მოლოდინთან.  

•  მიღებული  შედეგებისა  და  მასზე  გაწეული  ხარჯების  თანაფარდობა  –  განისაზღვრება  გაწეული  მომსახურებისა  (ქმედითობის)  და  მასზე  გაწეული  ხარჯების  (ეკონომიურობის)  თანაფარდობით;  

•  სამუშაო  პირობების  დამაკმაყოფილებლობა  –  განისაზღვრება  მუნიციპალური  სამსახურის  პრესტიჟულობითა  და  სტაბილურობით;  

•  ინოვაციების  დონე  –  განსაზღვრავს  მართვის  სისტემაში  ახალი  ტექნოლოგიების  გამოყენებასა  და  მათ  დანერგვას;  

 

მართვის  სისტემის  ეფექტიანობის  საზომები  

•  ზოგადი  სოციალური  ეფექტიანობა,  რომლის  საზომია  მოსახლეობის  ცხოვრების  დონე.  

•  მართვის  ორგანიზაციის  ეფექტიანობა,  რომლის  საზომია:  •  მართვის  პროცესის  ორგანიზება  და  მასზე  გაწეული  ხარჯები;  

•  ორგანიზაციული  სტრუქტურის  რაციონალურობა;  •  მართვის  სისტემის  ორგანიზაციულ-­‐ტექნიკური  დონე;  •  მუნიციპალური  მართვის  სისტემის  ეფექტიანობა,  რომლის  საზომია:  

•  დასახული  მიზნების  შესრულების  დონე;  •  საჭიროებების,  შედეგებისა  და  ხარჯების  ურთიერთთანაფარდობა;  

•  მართვის  თითოეული  სტრუქტურული  ერთეულის  ეფექტიანობა.  

მართვის  პროცესის  ეფექტიანობის  მაჩვენებლები  •  ოპერატიულობა  –  განისაზღვრება  გადაწყვეტილების  დროულობით,  გადაწყვეტილების  მიღების  პროცესში  გამოვლენილი  ხარვეზების  აღმოფხვრით,  ბიუროკრატიული  ბარიერების  მოხსნით;  

•  ეკონომიურობა  –  განისაზღვრება  მმართველობით  საქმიანობაზე  გაწეული  ხარჯების  (თანამშრომელთა  შრომის  ანაზღაურება,  ადმინისტრაციული  შენობის  მოწყობაზე  გაწეული  და  სხვა  ადმინისტრაციული  ხარჯები)  წილით  ადგილობრივი  ბიუჯეტით  გათვალისწინებულ  მთლიან  ხარჯებთან;    

•  ადაპტაცია  და  მოქნილობა  –  განისაზღვრება  სტრუქტურის  უნარით,  რამდენად  სწრაფად  შეუძლია  მას  მოახდინოს  რეაგირება  შეცვლილ  გარემოსთან;  

•  საიმედოობა  –  განისაზღვრება  საქმიანობის  შეუფერხებლობით,  მიუხედავად  სხვადასხვა  გარე  ფაქტორისა  სტრუქტურის  მიერ  დაგეგმილი  ღონისძიებების  დადგენილ  ვადაში  შესრულებით.  

ორგანიზაციული  სისტემის  რაციონალობის  მაჩვენებლები  

•  მიზნებისა  და  ფუნქციების  შესაბამისობა;    •  სამუშაოს  მოცულობისა  და  საშტატო  რაოდენობის  შესაბამისობა;  

 •  მართვის  პროცესის  ავტომატიზაცია  და  მართვის  პროცესის  ტექნიკური  საშუალებებით  უზრუნველყოფის  დონე.  

მართვის  ორგანიზაციულ-­‐ტექნიკური  დონის  მაჩვენებლები  •  შრომის  განაწილების  დონე   - თანამდებობრივი  ინსტრუქციით  მომუშავე  თანამშრომელთა  

რაოდენობის  შეფარდებით  თანამშრომელთა  საერთო  რაოდენობასთან;  •  მეთოდოლოგიური  უზრუნველყოფის  დონე   -  სტრუქტურის  ინსტრუქციებით  ან  სხვა  

მეთოდოლოგიური  მასალით  უზრუნველყოფილი  ფუნქციების  შეფარდებით  ამ  სტრუქტურის  საერთო  ფუნქციებთან;  

•  კონტროლის  (ანგარიშგების)  დონე   -  სისტემატურ  კონტროლს  დაქვემდებარებული  მოქმედებების  რაოდენობის  შეფარდებით  ამ  სტრუქტურის  მიერ  შესრულებული  მოქმედებების  საერთო  რაოდენობასთან;  

•  დაგეგმარების  დონე   - წინასწარი  გეგმის  საფუძველზე  მოქმედ  თანამშრომელთა  რაოდენობის  შეფარდებით  თანამშრომელთა  საერთო  რაოდენობასთან;  

•  შეფასების  დონე  -  იმ  თანამშრომელთა  რაოდენობის  შეფარდებით,  რომელთა  საქმიანობაც  პერიოდულად  ფასდება,  თანამშრომელთა  საერთო  რაოდენობასთან;  

•  სტაბილურობის  დონე  -  პროცენტულად.  წლის  განმავლობაში  განთავისუფლებულ  თანამშრომელთა  რაოდენობის  შეფარდებით  თანამშრომელთა  საერთო  რაოდენობასთან;  

•  დისციპლინის  დონე  -  პროცენტულად  წლის  განმავლობაში  დისციპლინური  პასუხისმგებლობა დაკისრებულ  თანამშრომელთა  რაოდენობის  შეფარდებით  თანამშრომელთა  საერთო  რაოდენობასთან;  

•  სამუშაო  პირობების  დონე   -  პროცენტულად  იმ  თანამშრომელთა  რაოდენობის  შეფარდებით,  რომელთა  სამუშაო  პირობები  საჭიროებს  გაუმჯობესებას  (განათება,  გათბობა-­‐კონდიცირება,  სამუშაო  ფართობი,  სამუშაო  აღჭურვილობა  და  ა.შ.)  თანამშრომელთა  საერთო  რაოდენობასთან;  

•  ტექნიკური  აღჭურვილობის  დონე   -  პროცენტულად  პერსონალურ  კომპიუტერით  უზრუნველყოფილ  თანამშრომელთა  რაოდენობის  შეფარდებით  თანამშრომელთა  საერთო  რაოდენობასთან;  

•  კვალიფიკაციის  ამაღლების  ორგანიზაციის  დონე   - პროცენტულად  წლის  განმავლობაში  კვალიფიკაციის  ამაღლების  კურსებგავლილ  თანამშრომელთა  რაოდენობის  შეფარდებით  თანამშრომელთა  საერთო  რაოდენობასთან;  

•  შემოსულ  განცხადებებსა  და  მოთხოვნებზე  რეაგირების  დონე   -  პროცენტულად  კანონით  დადგენილ  ვადებში  მიღებული  გადაწყვეტილებებისა  და  პასუხების  რაოდენობის  შეფარდებით  შემოსული  განცხადებებისა  და  მიმართვების  რაოდენობასთან.  

მართვის  ორგანიზაციის  ეფექტიანობის  სქემა  

ადგილობრივი  თვითმმართველობის  მოხელეთა  კონკურსი  

კონკურსის  ცნება  

•  კონკურსი  წარმოადგენს  საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  საჯარო  მოხელის  ვაკანტურ  თანამდებობის  დასაკავებლად  კანდიდატთა  შერჩევის  წესს,  კანდიდატების  ვაკანტურ  თანამდებობასთან  გამოცხადებულ  მოთხოვნებთან  შესაბამისობის  დადგენის  და  მათ  შორის  საუკეთესოს  გამოვლენის  მიზნით.  

კონკურსის  მიზნები  და  ამოცანები  •  კონკურსის  მიზნებია:  •  ა)  საქართველოს  მოქალაქეთა  კონსტიტუციური  უფლების  უზრუნველყოფა  დაიკავოს  ნებისმიერი  საჯარო  თანამდებობა,  თუ  იგი  აკმაყოფილებს  კანონმდებლობით  დადგენილ  მოთხოვნებს;  

•  ბ)  ვაკანტური  თანამდებობის  მოთხოვნათა  გათვალისწინებით  შესაბამისი  და  საუკეთესო  კანდიდატის  შერჩევა;  

•  გ)  მაღალპროფესიული  საკადრო  კორპუსის  ფორმირება.  •  კონკურსის  ამოცანებია:  •  ა)  კანდიდატის  კვალიფიკაციის,  პროფესიული  დონის,  შესაძლებ-­‐ლობებისა  და  პიროვნული  თვისებების  შეფასება;  

•  ბ)  კანდიდატის  პროფესიული  ჩვევების,  კვალიფიკაციის,  შესაძლებლო-­‐ბე-­‐ბისა  და  პიროვნული  თვისებების  დასაკავებელი  თანამდებობის  მოთხოვნებ-­‐თან  შესაბამისობის  დონის  განსაზღვრა.  

კონკურსის  პრინციპები  •  ობიექტურობა  -­‐  კონკურსის  პროცედურები  უნდა  იყოს  არადისკრიმი-­‐ნაციული  

და  მაქსიმალურად  გამოირიცხოს  სუბიექტური  გადაწყვეტილების  მიღების  შესაძლებლობა;  კონკურსის  შედეგები  უნდა  დაეფუძნოს  ისეთ  ინფორმაციას,  რომელიც  ექვემდებარება  გაზომვას,  შემოწმებასა  და  გადამოწმებას;  

•  გამჭვირვალობა  -­‐  გამოყენებული  პროცედურები,  მეთოდები  და  შეფასების  კრიტერიუმები  უნდა  იყოს  ნათლად  ფორმულირებული,  გასაგები  და  აღქმადი  ყველა  კანდიდატისათვის;  კანდიდატს,  რომელიც  არ  ეთანხმება  კონკურსის  შედეგს,  უფლება  აქვს  მოითხოვოს  ამ  შედეგების  გადამოწმება  და  მიიღოს  შესაბამისი  განმარტება;  

•  თანასწორობა  -­‐  კონკურსის  ჩატარება  უნდა  ეფუძნებოდეს  მოქალაქეთა  თანასწორობას  განურჩევლად  რასის,  სქესის,  რელიგიის,  პოლიტიკური  და  სხვა  შეხედულებებისა,  საზოგადოებაში  მათი  მდგომარეობის,  ეროვნული,  ეთნიკური  და  სოციალუ-­‐რი  კუთვნილებისა,  წარმოშობისა,  ქონებრივი  და  წოდებრივი  მდგომარეობისა,  საცხოვრებელი  ადგილისა;  

•  საჯაროობა  -­‐  კონკურსის  პროცედურასთან  დაკავშირებული  სამართლებრივი  აქტები,  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  სხდომის  ოქმები  და  კონკურსის  შედეგები  ხელმი-­‐საწვდომი  უნდა  იყოს  ყველა  დაინტერესებული  პირისათვის;  

•  კოლეგიურობა  -­‐  კონკურსის  ეტაპები  უნდა  ჩაატარდეს  და  შედეგები  უნდა  დამტკი-­‐ცდეს  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  მიერ  კენჭისყრის  საშუალებით;  

•  კორექტულობა  -­‐  კონკურსის  ჩატარების  ფორმები  და  მეთოდები,  დასმული  შეკითხვები  უნდა  იყოს  კორექტული,  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისია  უნდა  იყოს  კეთილ-­‐განწყობილი  და  არ  ახდენდეს  კანდიდატზე  ფსიქოლოგიურ  ზეწოლას.  

კონკურსის  ჩატარების  ეტაპები  

•  მოსამზადებელი  ეტაპი;  •  ძირითადი  ეტაპი  •  დასკვნითი  ეტაპი.  

კონკურსის  მოსამზადებელი  ეტაპი    •  ა)  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  თავმჯდომარის  დანიშვნას  და  

საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  ფორმირებას;  •  ბ)  საპრეტენზიო  კომისიის  თავმჯდომარის  დანიშვნას  და  საპრეტენზიო  

კომისიის  ფორმირებას;  •  გ)  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  სამდივნოს  შექმნას;  •  დ)  თვითმმართველობის  მოხელეთა  დამატებითი  საკვალიფიკაციო  

მოთხოვნების  დადგენას;  •  ე)  ვაკანტური  თანამდებობის  შესაბამისი  საკონკურსო  მოთხოვნების  

მომზადებას;  •  ვ)  კონკურსის  ჩატარების  ფორმების  განსაზღვრას  და  გამოქვეყნებას;  •  ზ)  კონკურსის  ჩატარების  გრაფიკის  დადგენას  და  გამოქვეყნებას;  •  თ)  ვაკანტური  თანამდებობების  მიხედვით  საკონკურსო  პროგრამის  

მომზადებასა  და  გამოქვეყნებას;  •  ი)  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  მოხელეთა  ტესტირების  და  

გასაუბრების  წესის“  მომზადებასა  და  გამოქვეყნებას;  •  კ)  საკვალიფიკაციო  მოთხოვნებიდან  გამომდინარე  ტესტების  

მომზადებასა  და  მათ  შესაძლო  გამოქვეყნებას;  •  ლ)  წერითი  დავალების  თემატიკის  განსაზღვრას;  •  მ)  კონკურსის  გამოცხადებას.  

კონკურსის  ძირითადი  ეტაპი  •  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  მიერ  კონკურსზე  შემოტანილი  განცხადებების  და  თანდართული  მასალების  განხილვას,  შემოწმებას,  დაზუსტებას  და  გადაწყვეტილების  მიღებას  პირის  კონკურსში  კანდიდატად  ჩართვის  ან  უარის  თქმის  შესახებ;  

 •  კანდიდატთა  ცოდნის  დონისა  და  უნარ-­‐ჩვევების  შემოწმებას  წერითი  დავალების,  ტესტირების,  გასაუბრების  ფორმების  გამოყენებით.  

კონკურსის  დასკვნითი  ეტაპი    

•  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  მიერ  კონკურსის  შედეგების  შეჯამებას

•  საპრეტენზიო  კომისიისაგან  მიღებული  წინადადებების  განხილვას

•  გადაწყვეტილების  მიღებას  საუკეთესო  კანდიდატის  გამოვლენისა  და  თანამდებობაზე  დასანიშნად  წარდგენის  ან  კონკურსის  ჩაშლილად  გამოცხადების  შესახებ  

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფორმირება  

•  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესი  

•  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და კომისიის წევრთა დანიშვნის წესი  

•  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ჩატარების წესი  

საკონკურსო  კომისიის  თავმჯდომარის უფლებამოსილება  

•  ა)  იწვევს  და  თავმჯდომარეობს  კომისიის  სხდომებს;  •  ბ)  ანაწილებს  ფუნქციებს  კომისიის  წევრთა  შორის;  •  გ)  კომისიის  შემადგენლობიდან  ნიშნავს  და  ათავისუფლებს  კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილეს;  

•  დ)  საჭიროების  შემთხვევაში  ქმნის  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  სპეციალიზირებულ  შემადგენლობას  და  ნიშნავს  მის  თავმჯდომარეს;  

•  ე)  კომისიის  წევრებთან  შეთანხმებით  განსაზღვრავს  საკითხთა  განხილვის  თანმიმდევრობას;  

•  ვ)  ხელს  აწერს  კომისიის  გადაწყვეტილებებს,  სხდომის  ოქმებს  და  სხვა  ოფიციალურ  დოკუმენტაციას;  

•  ზ)  საკონკურსო  კომისიის  წევრებს  შორის  ხმების  თანაბრად  გაყოფის  შემთხვევაში  აქვს  უპირატესი  ხმის  უფლება  

საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  სამდივნო  •  უზრუნველყოფს  საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიღებას,  რეგისტრაციას  და    

მათ  დამუშავებას;  •  ამოწმებს  საკონკურსო  დოკუმენტაციის  სისრულეს  და  მის  შესაბამისობას  

საკონკურსო  მოთხოვნებთან,  ახდენს  მიღებული  დოკუმენტაციის  სისწორის  შემოწმებასა  და  გადამოწმებას;  ამზადებს  კომისიის  გადაწყვეტილების  პროექტებს  საკონკურსო  დოკუმენტაციასთან  დაკავშირებით;

 •  უზრუნველყოფს  კომისიის  წევრთა  გაფრთხილებას  კომისიის  სხდომის  

ჩატარების  ადგილისა  და  დროის  შესახებ;   •  ორგანიზებას  უწევს  კომისიის  სხდომის  დარბაზის  მოწყობას,  მასალების  

გამრავლებასა  და  დარიგებას,  კომისიის  სხდომის  ოქმის  შედგენას;  •  ახდენს  კონკურსანტთა  რეგისტრაციას;  •  უზრუნველყოფს  წერითი  დავალების,  ტესტირებისა  და  გასაუბრების  

გავლის  ორგანიზებას  და  ამ  წესით  განსაზღვრულ  სამუშაოთა  შესრულებას;  

საპრეტენზიო  კომისია  

•  შექმნის წესი

•  უფლებამოსილება  

თვითმმართველობის  მოხელეთა  დამატებითი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნების  დადგენა  

•  თვითმმართველობის  მოხელეთა  სამუშაოთა  აღწერილობა •  დამატებითი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები  მოიცავს:  •  ა)  პროფესიული  ცოდნის  მოთხოვნებს;  •  ბ)  ზოგადი  უნარების  მოთხოვნებს;  •  გ)  პროფესიული  უნარების  მოთხოვნებს.  •  დამატებითი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები  იყოფა  ორ  ჯგუფად:  

•  ა)  მინიმალური  (საერთო)  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები,  რომელიც  საერთოა  თვითმმართველობის  ყველა  მოხელისათვის;  

•  ბ)  სპეციალური  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები,  რომელიც  დგინდება  მოხელეთა  თანამდებობრივი  რანგებისა  და  სამუშაოთა  აღწერილობების  შესაბამისად.    

კონკურსის  ჩატარების  ფორმები  •  წერითი  დავალება  გულისხმობს  კონკურსანტის  მიერ  წერითი  

ნამუშევრის  შესრულებას,  წარდგენასა  და  დაცვას  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  მიერ  განსაზღვრულ  თემაზე.  წერითი  დავალება  ძირითადად  გამოიყენება  თვითმმართველობის  ხელმძღვანელ  თანამდებობაზე  გამოცხადებულ  კონკურსის  ჩატარებისას.

•  ტესტირება  წარმოადგენს  კონკურსანტთა  პროფესიული  ცოდნის  დონისა  და  უნარების    შემოწმებას  ტესტების  მეშვეობით.

 •  გასაუბრება  წარმოადგენს  კონკურსანტის  ზეპირ  გამოცდას,  

რომელიც  ტარდება  კომისიის  მიერ  კონკურსანტის  პირადი  და  პრაქტიკული  უნარჩვევების  დადგენის  მიზნით.

•  აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა წარმოადგენს კომისიის მიერ კონკურსანტთა მიერ შემოტანილი დოკუმენტების შეფასებას.  

კონკურსის ჩატარების ფორმების შერჩევა  

•  თანამდებობის ტიპი •  თანამდებობის რანგი •  ვაკანსიის შევსების ვადა •  კონკურსის ჩატარებისათვის გამოყოფილი

რესურსები •  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა

გამოცდილება.  

კონკურსის  ჩატარების  გრაფიკი  

•  კონკურსის  ჩატარების  გრაფიკით განისაზღვრება: •  ა)  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  სხდომების

ჩატარების  დრო;  •  ბ)  კონკურსთან  დაკავშირებული  ღონისძიებების  ვადები  და  თანმიმდევრობა;  

•  გ)  კონკურსის  თითოეული  ეტაპის  ჩატარების  დრო  

კონკურსის  ჩატარების  გრაფიკი  

N ღონისძიება დრო

1. საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  სხდომა  წერითი  დავალების  საკითხის  დასადგენად

-­‐-­‐-­‐-­‐  -­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐

2. კონკურსანტებისთვის  წერითი  დავალების  მიცემა -­‐-­‐-­‐  დან  -­‐-­‐-­‐-­‐  მდე

3. საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  სხდომა  წერითი  დავალების  განსახილველად

-­‐-­‐-­‐-­‐  -­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐

4. წერითი  დავალების  პრეზენტაცია  და  დაცვა -­‐-­‐-­‐-­‐  -­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐

5.   საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  სხდომა  წერითი  დავალების  შესაფასებლად -­‐-­‐-­‐-­‐-­‐  -­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐

6.   წერითი  დავალების  შეფასების  გამოქვეყნება -­‐-­‐-­‐-­‐-­‐    -­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐-­‐

     

     

     

     

     

საკონკურსო  პროგრამის  მომზადება  

•  საკონკურსო  პროგრამით  განისაზღვრება  საკანონმდებლო  და  კანონქვემდებარე  აქტებში  მოცემული  ის  საკითხები,  რომლის  ცოდნაც  მოეთხოვებათ  კონკურსანტებს  

საკონკურსო  პროგრამა  # საკანონმდებლო ან

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დასახელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნისათვის დადგენილი სავალდებულო საკითხები

                              1

                              

საქართველოს კონსტიტუცია

1.საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა  2.ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა  3.ადგილობრივი თვითმმართველობა  4.საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და მოვალეობანი  5. საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები  6.საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები  7 . საქართველოს მთავრობის სტატუსი , ფორმირების წესი და უფლებამოსილებები  8. სასამართლო ხელისუფლების სისტემა  9. ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი პრინციპები  10. სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი, გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესი  11. სახელმწიფოს თავდაცვის ძირითადი პრინციპები, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტატუსი  12. კონსტიტუციის გადასინჯვის წესი

                  2

                  ე ვ რ ო პ უ ლ ი ქ ა რ ტ ი ა ა დ გ ი ლ ო ბ რ ი ვ ი თვითმმართველობის შესახებ

1.ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძველი  2. ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია  3. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების სფერო  4. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები  5.ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული საზღვრები  6. ადგილობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები  7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ადმინისტრაციული ზედამხედველობა  8. ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური სახსრები  9. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება გაერთიანებაზე  10. ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი დაცვა

ტესტების სტრუქტურა  საკითხი კითხვა

1.   საქართველოს კონსტიტუცია 5

2.   ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 5

3.   საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 30

4.   საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 20

5.   საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 5

6.   საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 20

7.   საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ 5

8.  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების საქმისწარმოების ინსტრუქცია                                  10

სულ 100

კონკურსის  გამოცხადება  •  კონკურსის გამოცხადების წესი  •  კონკურსის  შესახებ  შეტყობინება  უნდა  შეიცავდეს  შემდეგ  მონაცემებს  მაინც:    

•  ა)  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოს  და  კონკურსის  წესით  შესავსები  თანამდებობის  დასახელებები;  

•  ბ)  კანდიდატის  მიმართ  წაყენებული  მოთხოვნები;  •  გ)  შესასრულებელი  სამუშაო;  •  დ)  თანამდებობრივი  სარგოს  ოდენობა;  •  ე)  განცხადებისა  და  სხვა  აუცილებელი  დოკუმენტების  ჩამონათვალი  და  წარდგენის  ვადა;  

•  ვ)  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  მისამართი.  

კონკურსში  მონაწილეობისათვის  წარსადგენი  დოკუმენტები  

•  განცხადება  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ;  

•  Curriculum  Vitae  (CV);  •  საქართველოს  მოქალაქის  პირადობის  მოწმობის  ასლი;  

•  განათლების  ან  შესაბამისი  კვალიფიკაციის  მოწმობის  ასლი.  

 

კანდიდატთა  განცხადებების  მიღება  და  განხილვა  

•  ვადების ათვლა (კონკურსის გამოცხადების დღე)  

•  განცხადებების  მიღება  და  რეგისტრაცია  •  განცხადებების  განხილვა  •  განცხადებებთან  დაკავშირებით  გადაწყვეტილების  მიღება  

კონკურსის  ჩატარების  საჯაროობა  •  კონკურსის  პროცედურასთან  დაკავშირებული  სამართლებრივი  აქტები,  საკონკურსო-­‐საატესტაციო  კომისიის  სხდომის  ოქმები  და  კონკურსის  შედეგები  ხელმი-­‐საწვდომი  უნდა  იყოს  ყველა  დაინტერესებული  პირისათვის

 •  დამკვირვებლები. მათი რეგისტრაცია და

უფლება-მოვალეობები.     •  საკონკურსო  დოკუმენტების  გამოქვეყნების  წესი  

ადგილობრივი თვითმმართველობის

მოხელეთა  წერითი დავალების,

ტესტირების და გასაუბრების ჩატარების წესი  

 

წერითი დავალება  

•  წერითი დავალების ფორმა  •  წერითი დავალების განხილვა  •  წერითი დავალების წარდგენა და დაცვა  •  წერითი დავალების შეფასების წესი  

წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები  

N შეფასების კრიტერიუმები 1 2 3 4 5

1. დასაბუთებულობა          

2. სრულყოფილება          

3. არსებული მდგომარეობის შეფასების სისწორე          

4. ანალიზის უნარი          

5. შემოთავაზებული წინადადებების რეალურობა          

6. პრეზენტაციისას მასალის ნათლად, ლოგიკურად და დასაბუთებულად გადმოცემის უნარი

         

7. პასუხების არგუმენტირებლობა          

სულ ქულათა რაოდენობა  

ტესტირება  •  ტესტის ფორმა, სტრუქტურა და კითხვათა რაოდენობა  •  ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო  •  ტესტების შედგენა  •  ტესტების დარიგების წესი  •  სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე  •  აკრძალვები ტესტირების პროცესში  •  ტესტირებაზე გამოცხადების წესი  •  ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგი  •  საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი  •  საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება  •  ტესტირების პასუხის ფურცლების შევსების წესი  •  ტესტირების შედეგების შეჯამება  •  ტესტირების შედეგების გაპროტესტება  

გასაუბრება  

•  გასაუბრების ჩატარების წესი  

გასაუბრების შეფასების ფორმა  N კითხვები კითხვის მიზნები 1 2 3 4 5

1. ჩ ა მ ო თ ვ ა ლ ე თ ი ს ო რ ი უმთავრესი მიღწევა რაც თქვენ შეძელით თქვენი მუშაობის პერიოდში?

დადგინდეს:  ა ) პ რ ო ფ ე ს ი უ ლ ი კომპეტენტურობის დონე;  ბ) შეფასების უნარი;  გ) კრიტიკულობის დონე

         

2. ამ თანამდებობის სამუშაოთა ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი დ ა ნ გ ა მ ო მ დ ი ნ ა რ ე თ ქ ვ ე ნ ი გამოცდილება რომელ ს ფ ე რ ო ე ბ შ ი ი ქ ნ ე ბ ა გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ სასარგებლო და რატომ?

ა ) თ ა ნ ა მ დ ე ბ ო ბ ი თ გ ა თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე ბ უ ლ ი სამუშაოთა ცოდნის დონე;  ბ ) ს ა კ უ თ ა რ ი შესაძლებლობების შეფასების უნარი  გ) არგუმენტირების დონე

         

3. რაში მდგომარეობს თქვენი უ პ ი რ ა ტ ე ს ო ბ ა ს ხ ვ ა კ ო ნ კ უ რ ს ა ნ ტ ე ბ თ ა ნ მიმართებით?

ა) შეფასების უნარი  ბ) თვითკრიტიკულობის დონე  გ) გულწრფელობის დონე

         

4. რითი დაიწყებთ თქვენ პირველ სამუშაო დღეს?

ა) ორგანიზებულობის დონე;  ბ ) პ რ ი ო რ ი ტ ე ტ უ ლ ი ღირებულობები  გ ) ს ა მ უ შ ა ო ს ა დ მ ი დამოკიდებულების ხარისხი

         

5. რითი არის თქვენთვის ეს სამუშაო საინტერესო და რატომ?

ა) გულწრფელობის დონე  ბ ) ს ა მ უ შ ა ო ს ა დ მ ი დამოკიდებულების ხარისხი  გ) არგუმენტირების დონე

         

ზოგადი შეფასება   კითხვებს პასუხობს ზუსტად             აზრს აყალიბებს ლოგიკურად და არგუმენტირებულად             პასუხობს მშვიდად             პასუხობს დამაჯერებლად             საუბრობს გასაგებად          

სულ ქულათა რაოდენობა