ბიზნესის ეფექტურობის...

19
ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგები ისწავლე რომ შეცვალო

Upload: others

Post on 02-Nov-2019

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგები

ისწავლე რომ შეცვალო

Page 2: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

SavvY Consulting არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებასა და ბიზნესის მართვის თანამედროვე, პროფესიონალური სტანდარტების დანერგვას. ჩვენ ვამაყობთ საკუთარი შესაძლებლობით, ეფექტურად გამოვიყენოთ ინდუსტრიათა სიღრმისეული ცოდნა, სწორად დავინახოთ პერსპექტივები და მოვარგოთ კონკრეტულ ბიზნეს ვითარებას. ჩვენი სტრატეგიაა ადამიანური რესურსების გამოყენებით ღირებულების შექმნა. დასახული მიზნების მისაღწევად კი უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მუდმივ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას, ამიტომაც, კომპანიამ დააარსა საქართველოში ინოვაციური ტრენინგებისა და ვორქშოპების ცენტრი, SavvY Education, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ბიზნეს განათლებისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ დიდი ენთუზიაზმის მიუხედავად, ადამიანთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო ვერ აღწევს დასახულ მიზანს. ხშირ შემთხვევაში არასაკმარისი ცოდნა შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღების შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცეს. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს შეცვალონ ქცევის მოდელი, ხედვა, საქმის მიმართ დამოკიდებულება და მიიღონ თავიანთი საჭიროების შესაბამისი ცოდნა, რაც მათ ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის გაზრდაში, ეფექტურობის ამაღლებასა და კარიერულ წინსვლაში. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდი კი ნებისმიერი კომპანიის ზრდისა და წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია. ჩვენ ვაფასებთ თქვენს საქმიანობას და აქ ვართ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნეს სამყაროში არსებულ უახლეს გამოწვევებს.

ჩვენს ძვირფას მომხმარებელს

მარიამ ქოიავა SavvY Consulting-ის მმართველი პარტნიორი

Page 3: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

როგორ გეხმარებით ზრდაში

უპასუხე ახალ გამოწვევებს

გარდაქმენი საკუთარი თავი განავითარე შენი გუნდი და ბიზნესი

მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი

ტრენინგები და ვორქშოპები, რომლებიც პასუხობს თქვენს საჭიროებას.

მუდმივად განვითარებადი ბიზნეს გარემო მოითხოვს ახალ უნარ-ჩვევებს, გახდი გამორჩეული კონკურენტებს შორის.

SavvY Education-ის პროდუქტები და SavvY Consulting-ის მომსახურებები შექმნილია იმისათვის, რომ აამაღლოს თანამშრომელთა კვალიფიკაცია და გახადოს თქვენი ბიზნესი უფრო წარმატებული.

ჩვენი უპირატესობაა სწავლების უახლესი მეთოდოლოგია და ქეისები, რომელთა ანალოგიც ბაზარზე არ მოიძებნება.

Page 4: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

როგორ ვაკეთებთ ამას

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სამ პრინციპს: •  ტრენინგები, რომელსაც მოაქვს რეალური და გრძელვადიანი სარგებელი

•  SavvY Education-ის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგის შემდგომ მუდმივ თანამშრომლობას

•  მოქნილობა, რაც განაპირობებს ჩვენს შესაძლებლობას ნებისმიერ დროს ზუსტად ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს

Page 5: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

რატომ SavvY Education

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის ფინანსური და დროითი რესურსები, რომელსაც გამოყოფთ თქვენი განვითარებისათვის, ამიტომაც ვქმნით ღირებულებას, რომელიც აღემატება თქვენს დანახარჯებს.

ჩვენი პროდუქტები მსოფლიოში არსებული საუკეთესო კურსებისა და ჩვენი მრავალფეროვანი გამოცდილებიდან დაგროვილ პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით, შევქმენით ტრენინგები, რომელთა ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. ჩვენს ტრენინგებსა და ვორქშოპებს აქვს პრაქტიკული ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახურში დაბრუნებისას თქვენ შეძლებთ განხილული თეორიული მასალიდან და პრაქტიკული მაგალითებიდან მიღებული ცოდნის ეფექტურად გამოყენებასა და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის ახალი მეთოდების პრაქტიკაში დანერგვას.

ტრენერებიმართალია, ,,ექსპერტი’’ და ,,პროფესიონალი’’ ხშირად და არც თუ ისე სამართლიანად გამოყენებული ტერმინებია , თუმცა , თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს ორი განსაზღვრება ზუსტად ახასიათებს ჩვენი გუნდის წევრებს. ჩვენი ტრენერების უპირატესობა მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება და თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა.

მომსახურებათქვენ მოგემსახურებიან ადამიანები, რომლებიც იზრუნებენ იმაზე, რომ ტრენინგამდე და ტრენინგის შემდომი გამოცდილება თქვენთვის იყოს სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.

სასწავლო მასალები თქვენ მიიღებთ SavvY Education-ის მიერ მომზადებულ სასწავლო მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მუდმივად განვავითაროთ და განვაახლოთ ეს მასალები, რათა მოგაწოდოთ იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება თქვენს საჭიროებას.

ტრენინგის შემდგომი მხარდაჭერა ჩვენ სურვილი გვაქვს, თქვენთან გრძელვადიან პერიოდში ვითანამშრომლოთ. ამიტომაც, ჩვენს ტრენინგებზე დასწრების შემდგომ თქვენ შეძლებთ გახდეთ SavvY Education-ის საზოგადოების წევრი. საზოგადოება შექმნილია მსგავსი მიზნებისა და პროფესიული განვითარების სურვილის მქონე ადამიანების გაერთიანების მიზნით. გაწევრიანების შედეგად თქვენ გექნებათ შემდეგი უპირატესობები: მუდმივი თანამშრომლობა SavvY-ის ტრენერებთან, საქართველოში არსებულ სხვადასხვა წამყვან კომპანიაში დასაქმებულ პროფესიონალებთან ეფექტური კომუნიკაცია, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. გარდა ამისა, თქვენ გექნებათ წვდომა სპეციალურად ამ ჯგუფის წევრებისთვის შექმნილ სასწავლო მასალებთან.

1

2

3

4

5

Page 6: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

ჩვენი პროდუქტები

ბიზნეს ეფექტურობა

IFRS

ინტნენსიური ტრენინგი ფასს-ში

სამდღიანი ტრენინგი

კვირაში 3 დღე

ჯამში 14 საათი

200 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

პრაქტიკული კურსი ფასს-ში

5 კვირიანი ტრენინგი

კვირაში 2 დღე

ჯამში 30 საათი

650 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

ფინანსური ანალიზი

ფინანსური ანალიზი და

მაკროეკონომიკა

ორდღიანი ტრენინგი

კვირაში 2 დღე

ჯამში 14 საათი

200 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

ფინანსური პროგნოზირება

4 კვირიანი ტრენინგი

კვირაში 2 დღე

ჯამში 16 საათი

350 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

ფინანსური კოეფიციენტების

ანალიზი

2 კვირიანი ტრენინგი

კვირაში 2 დღე

ჯამში 8 საათი

220 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

ფინანსური უწყისების შედგენა და ანალიზი

4 კვირიანი ტრენინგი

კვირაში 2 დღე

ჯამში 16 საათი

350 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

ჩვენთვის პრიორიტეტულია შევქმნათ მაღალი ხარისხის პროდუქტი, შესაბამისად, ვკონცენტრირდებით მხოლოდ ორ მიმართულებაზე, რომელშიც ვართ საუკეთესოები: ბიზნესის ეფექტურობა და პიროვნული ეფექტურობა.

პიროვნული ეფექტურობა

Page 7: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

პრაქტიკული კურსი ფასს-ში სერტიფიცირებული

არის თუ არა ეს კურსი ჩემთვის? პრაქტიკული კურსი ფასს-ში განკუთვნილია კარიერული წინსვლით დაინტერესებული დამწყები და გამოცდილი ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვისა და ფინანსისტებისთვის. თქვენ მიიღებთ არა მარტო ცოდნას დიდი გამოცდილების მქონე და სპეციალიზებული პროფესიონალებისგან, არამედ ისწავლით, როგორ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო სიტუაციებში. ჩვენი კურსი მოიცავს საკმაოდ კომპლექსურ პროგრამას, რომელიც ეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს და პასუხობს დღევანდელ საბაზრო მოთხოვნებს. რას ვისწავლი? •  გაიგებთ და ახსნით ფასს-ის სტრუქტურასა და კონცეპტუალურ ჩარჩოს; •  პრაქტიკული მაგალითებისა და ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზის საფუძველზე სიღრმისეულად შეისწავლით განხილულ სტანდარტებს;

•  განასხვავებთ ფასს-სა და ფასს-ს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის; •  გაიუმჯობესებთ უნარებს, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კომპანიაში ფასს-ის ეფექტურად გამოყენებასა და მართვაში;

•  შესწავლილ სტანდარტებს მოარგებთ ფინანსური უწყისების მთავარ ელემენტებს; •  გაეცნობით კომპანიების ფინანსურ უწყისებსა და შენიშვნებში გასამჟღავნებელ ინფორმაციას; •  ფინანსისტები შეძლებენ კომპანიის პროცესების კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და შემოწმებას.

კურსის ფარგლებში განხილულ თითოეულ თემაზე შეძენილ თეორიულ ცოდნას გაამყარებთ დეტალური პრაქტიკული მაგალითებით. მაგალითებზე მუშაობას შეძლებთ, როგორც ჯგუფთან ერთად, ისე ინდივიდუალურად, რათა სამუშაო გარემოში დაბრუნების შემდეგ შეძლოთ შეძენილი ცოდნისა და უნარების ეფექტურად გამოყენება.

ჩვენ გთავაზობთ: •  30 საათიან ინტერაქტიულ კურსს 15-20 კაციან ჯგუფებში;

•  SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას;

•  ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს; •  სავარჯიშოების კრებულს (პასუხებით); •  ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტს; •  ორენოვან სერტიფიკატს; •  შესვენებას ყავაზე.

•  კურსის ხანგრძლივობა: 5 კვირა •  ჯგუფი 1: 14 ნოემბერი-16 დეკემბერი; სამშაბათი(19:00) - შაბათი(14:00-17:00)

•  ჯგუფი 2: 24 ნოემბერი- 25 დეკემბერი; ორშაბათი - პარასკევი; 17:30 – 20:30

•  ფასი: 650 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) შენიშვნა: ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი დამსწრის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://edu.savvy.ge/ კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით: [email protected] ტელეფონი: +995 598 770 660

Page 8: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

მოდულები მთავარი თემები განსახილველი საკითხები შეძენილი კომპეტენცია

მოდული

1

კურსის შესავალი

ძირითადი დაშვებები და ცნებები

•  მოკლე მიმოხილვა სტანდარტების სტრუქტურასთან დაკავშირებით. •  კონცეპტუალური ჩარჩო. •  ბასს 1 ფინანსური ანგარიშგების პრეზენტაცია.

ფინანსური ანგარიშგების მომზადების სტილისტური მხარე

მოდული

2

ფინანსური მდგომარეობის უწყისის ელემენტები

ბასს 2: მარაგები •  განსხვავება მარაგებსა და ძირითად საშუალებებს შორის. •  მარაგების აღიარების, შეფასებისა და მართვის კრიტერიუმები. სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვა

ბასს 16: ძირითადი საშუალებები

•  აღიარების კრიტერიუმები. •  ცვეთის მეთოდები. •  პირველადი აღიარების ტექნიკები. •  ძირითადი საშუალებების შემდგომი შეფასების ტექნიკები. •  ბასს 40 საინვესტიციო ქონება. •  ექსელის დახმარებით ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული

პროცედურების ჩატარება.

ძირითადი საშუალებების გადასვლა ფასს-ზე

ბასს 36: აქტივების გაუფასურება

•  გაუფასურების კრიტერიუმები. •  გაუფასურების ტესტის ჩატარების პროცედურები. •  ფსგე-ს განსაზღვრა. •  გაუფასურების ხარჯის დათვლა და ფინანსურ ანგარიშგებაში გათვალისწინება.

გაუფასურების ტესტის პრაქტიკული მომზადება

ბასს 38: არამატერიალური აქტივები

•  არამატერიალური აქტივების კაპიტალიზაცია. •  ქართულ ბიზნეს სექტორში არსებული რეალური მაგალითების განხილვა. კვლევისა და განვითარების ხარჯების გამიჯნვა

ბასს 41: ბიოლოგიური აქტივები •  ბიოლოგიური აქტივების აღიარების, შეფასებისა და მართვის საკითხი. ბიოლოგიური აქტივების მართვა

ბასს 37: გარესაბალანსო ელემენტების აღრიცხვა

•  ანარიცხები. •  პირობითი აქტივები და ვალდებულებები.

ფინანსური უწყისების მიღმა ანალიტიკური მსჯელობა

მოდული

3

მოგება-ზარალისა და სრული შემოსავლების უწყისის ელემენტები

ბასს 18 და ფასს 15 •  ბასს 18 შემოსავლის აღიარების სტანდარტი და ფასს 15 კონტრაქტიდან

მიღებული შემოსავალი. •  ძირითადი ცნებები და სიახლეები.

შემოსავლის გენერირების კონტრაქტის ანალიზი

ბასს 23: საპროცენტო ხარჯების კაპიტალიზაცია

•  კაპიტალიზაციის კრიტერიუმები. •  განსაკუთრებული აქტივის განსაზღვრა.

საპროცენტო ხარჯების კაპიტალიაციის გამოთვლა

მოდული

4

ზოგადი საკითხები

ფასს 1: ფასს-ის პირველადი გამოყენება •  ფასს-ზე გადასვლის ძირითადი გამონაკლისების მიმოხილვა. ფასს -ზე გადასვლის დაგეგმვის უნარის

გამომუშავება

ფასს 10: კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება

•  მთავარი განსაზღვრებები. •  კონსოლიდაციის პროცედურები. კონსოლიდირებული უწყისების მომზადება

პრაქტიკული კურსი ფასს-ში სერტიფიცირებული

Page 9: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

ინტენსიური ტრენინგი ფასს-ში სერტიფიცირებული არის თუ არა ეს ტრენინგი ჩემთვის? ინტენსიური ტრენინგი ფასს-ში განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვის, ფინანსისტებისთვისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბუღალტერიის საბაზისო ცოდნას ფლობენ და სურთ შეიძინონ ან გაიღრმავონ ფასს-თან სამუშაო უნარები. მონაწილეებს ექნებათ სხვა პროფესიონალებთან კომუნიკაციისა და აზრების გაცვლის შესაძლებლობა.

რას ვისწავლი? •  შეძლებთ გაიაზროთ ფასს-ის პრინციპები და კონცეფციები. •  შეძლებთ სტანდარტებთან დამოუკიდებლად მუშაობას და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. •  შეაფასებთ სტანდარტის გავლენას კომპანიაზე. •  შეძენილი ცოდნა დაგეხმარებათ სტანდარტებთან დაკავშირებულ ანალიტიკურ მსჯელობაში.

ჩვენ გთავაზობთ: •  14 საათიან ინტენსიურ ტრენინგს; •  SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას; •  ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს; •  ორენოვან სერტიფიკატს; •  შესვენებას ყავაზე.

ჯგუფი 1: 12-13-14 ოქტომბერი 09:00-13:30 ჯგუფი 2: 30 ნოემბერი-1-2 დეკემბერი 09:00-13:30 3 დღე ჯამში 14 საათი: 200 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) შენიშვნა: ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი დამსწრის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით: [email protected] ტელეფონი: +995 598 770 660

Page 10: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

ინტენსიური ტრენინგი ფასს-ში სერტიფიცირებული

მოდულები მთავარი თემები განსახილველი საკითხები შეძენილი კომპეტენცია

მოდული

1

კურსის შესავალი ძირითადი დაშვებები და ცნებები •  მოკლე მიმოხილვა სტანდარტების სტრუქტურასთან დაკავშირებით. •  კონცეპტუალური ჩარჩო. •  ბასს 1 ფინანსური ანგარიშგების პრეზენტაცია.

ფინანსური ანგარიშგების მომზადების სტილისტური მხარე

მოდული

2

ფინანსური მდგომარეობის უწყისის ელემენტები

ბასს 2: მარაგები •  აღიარების კრიტერიუმები. •  შეფასებისა და შემდგომი შეფასების ტექნიკები. •  აღიარების შეწყვეტა.

სასაქონლო-მატერიალური მარაგების ზოგადი მართვა

ბასს 16: ძირითადი საშუალებები

•  აღიარების კრიტერიუმები. •  ცვეთის მეთოდები. •  პირველადი აღიარების ტექნიკები. •  ძირითადი საშუალებების შემდგომი შეფასების ტექნიკები. •  აღიარების შეწყვეტა.

ძირითადი საშუალებების შეფასების მეთოდები და ცვეთის მეთოდები

ბასს 36: აქტივების გაუფასურება •  გაუფასურების კრიტერიუმები. •  გაუფასურების ტესტის ჩატარების პროცედურების მიმოხილვა. გაუფასურების შიდა და გარე ინდიკატორები

ბასს 38: არამატერიალური აქტივები •  არამატერიალური აქტივების კაპიტალიზაცია. შეძენილი და შექმნილი არამატერიალური აქტივები

ბასს 41: ბიოლოგიური აქტივები •  ბიოლოგიური აქტივების აღიარების, შეფასებისა და მართვის საკითხი.

განსხვავება ძირითად საშუალებას , მარაგსა და ბიოლოგიურ აქტივს შორის

ბასს 37: გარესაბალანსო ელემენტების აღრიცხვა

•  ანარიცხები. •  პირობითი აქტივები და ვალდებულებები. ანარიცხების არსი და მართვის თავისებურებები

მოდული

3

მოგება-ზარალისა და სრული შემოსავლების უწყისის

ელემენტები

ბასს 18 და ფასს 15 •  სტანდარტების მიმოხილვა: ბასს 18 შემოსავლის აღიარების სტანდარტი და ფასს 15 კონტრაქტიდან მიღებული შემოსავალი. შემოსავლის აღიარების თავისებურებები

ბასს 23: საპროცენტო ხარჯების კაპიტალიზაცია

•  კაპიტალიზაციის კრიტერიუმები. •  განსაკუთრებული აქტივის განსაზღვრა.

საპროცენტო ხარჯების კაპიტალიზაციის დაშვებების მართვა

Page 11: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

ფინანსური ანალიზი და მაკროეკონომიკა სერტიფიცირებული

არის თუ არა ეს ტრენინგი ჩემთვის? ინტენსიური ტრენინგი განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, ბიზნესის მფლობელთათვის, ფინანსისტებისთვის, ფინანსური ანალიტიკოსებისთვის, ბიზნეს კონსულტანტებისთვის, ეკონომისტებისთვისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ფინანსების საბაზისო ცოდნას ფლობენ და სურთ სწრაფად გაიუმჯობესონ უნარები ფინანსური ანალიზის კუთხით.

რას ვისწავლი? •  გაეცნობით ფინანსური უწყისების ანალიზის მეთოდებს; •  შეძლებთ უწყისებთან დამოუკიდებლად მუშაობასა და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენებას; •  შეისწავლით მაკროეკონომიკის საფუძვლებს და შეაფასებთ მის გავლენას ფინანსურ

ანალიზზე; •  გაეცნობით კოეფიციენტების ანალიზსა და პროგნოზირების საფუძვლებს; •  შეაფასებთ სათანადო ფინანსური ანალიზის გავლენას კომპანიაზე.

სწრაფად განვითარებად ბიზნეს სფეროში ინფორმირებული ბიზნეს და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ფინანსური მონაცემები გაანალიზდეს და ინტრეპრეტირდეს სწორად. ფინანსური ანალიზისა და მაკროეკონომიკის ინტერსიური ტრენინგის გავლით, თქვენ შეიძენთ იმ უნარებს, რომელიც აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხელშეწყობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ: •  14 საათიან ინტენსიურ ტრენინგს; •  SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას; •  ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს; •  ორენოვან სერტიფიკატს; •  შესვენებას ყავაზე.

3 დღე ჯამში14 საათი ფასი: 200 ლარი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს

Page 12: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

მოდულები მთავარი თემები განსახილველი საკითხები შეძენილი კომპეტენცია

მოდული

1 კურსის შესავალი

ძირითადი ცნებები •  ფინანსური ანალიზის საფუძვლები. •  ფინანსური ანგარიშგება და წლიური ანგარიში. ფინანსური ანგარიშგების აღქმის უნარი

მოდული

2

ფინანსური უწყისები

მოგება-ზარალის უწყისი

•  კომპონენტები და სტრუქტურა. •  ზოგადი პრინციპები. •  შემოსავლების აღიარება. •  უწყისის ანალიზი. •  COMMON-SIZE ანალიზი. •  კოეფიციენტები. •  სრული შემოსავლები.

მოგება-ზარალის კრიტიკული ანალიზის უნარი

ფინანსური მდგომარეობის უწყისი

•  კომპონენტები და სტრუქტურა. •  აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება. •  COMMON-SIZE ანალიზი. •  კოეფიციენტები.

ფინანსური მდგომარეობის უწყისის ლიკვიდურობის ანალიზი

კავშირები •  დამოკიდებულება მოგება-ზარალის უწყისსა და ფინანსური მდგომარეობის უწყისს შორის. ფინანსური უწყისების ერთიანობაში აღქმა

ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი

•  კომპონენტები და სტრუქტურა. •  მომზადების მეთოდები

ფულდი ნაკადების უწყისის კრიტიკული ანალიზის უნარი

მოდული

3

მაკროეკონომიკა

მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო საქართველოში

•  როგორ არის ორგანიზებული მონეტარული პოლიტიკა საქართველოში. •  მონეტარული პოლიტიკის მთავარი მიზნები და ინსტრუმენტები. •  მონეტარული პოლიტიკის გავლენა ფასებზე, საპროცენტო განაკვეთებსა და

ერთობლივ მოთხოვნაზე.

შემოსავლის გენერირების კონტრაქტის ანალიზი

გაცვლითი კურსის რეჟიმები •  რატომ ირჩევს საქართველო მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს. •  როგორ ყალიბდება ლარის გაცვლითი კურსი ბაზარზე. •  რა ფუნდამენტური ფაქტორები ახდენს გავლენას კურსის ფორმირებაზე.

საპროცენტო ხარჯების კაპიტალიაციის გამოთვლა

მოდული

4

კოეფიციენტები

ფინანსური ანალიზი

•  COMMON-SIZE ანალიზი. •  CROSS-SECTIONAL ანალიზი. •  ტრენდის ანალიზი. •  რეგრესიის ანალიზი. •  კრედიტის ანალიზი.

ფასს-ზე გადასვლის დაგეგმვის უნარის გამომუშავება

კოეფიციენტების ანალიზი •  მომგებიანობა. •  ლიკვიდურობა. •  ლევერიჯი.

კონსოლიდირებული უწყისების მომზადება

მოდული

5

პროგნოზირება

ფინანსური ანალიზი

•  კოეფიციენტების საშუალებით სამომავლო საოპერაციო ფულისა და სესხის მომსახურების პროგნოზირება. ფასს-ზე გადასვლის დაგეგმვის უნარის გამომუშავება

ფინანსური მოდელირება და პროგნოზები

•  სენსიტიურობის ანალიზი. •  SCENARIO ANALYSIS. კონსოლიდირებული უწყისების მომზადება

ფინანსური ანალიზი და მაკროეკონომიკა სერტიფიცირებული

Page 13: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

ფინანსური უწყისების შედგენა და ანალიზი სერტიფიცირებული

არის თუ არა ეს კურსი ჩემთვის? კურსი განკუთვნილია კარიერული წინსვლით დაინტერესებული ბუღალტრებისთვის , ფინანსისტებისთვის, ფინანსური ანალიტიკოსებისთვის, ბიზნეს კონსულტანტებისთვის, ეკონომისტებისთვისა და ბიზნესის მფლობელთათვის.

რას ვისწავლი? •  დეტალურად შეისწავლით ფინანსური უწყისების კომპონენტებსა და სტრუქტურას; •  თავად შეადგენთ და გააანალიზებთ ფინანსურ უწყისებს, რაც სამუშაო გარემოში დაბრუნებისას დაგეხმარებათ უწყისების მომზადებასა და ანალიზზე დახარჯული დროისა და ძალისხმევის შემცირებაში;

•  განიხილავთ დამოკიდებულებას მოგება-ზარალის უწყისსა და ფინანსური მდგომარეობის უწყისს შორის;

•  გაეცნობით ფინანსური უწყისების სხვადასხვა ანალიზის მეთოდს და თავად მოახდენთ ფინანსური ინფორმაციის ინტერპრეტაციას;

•  გაეცნობით სხვადასხვა კომპანიის ფინანსურ უწყისებს და მათ მაგალითზე განსაზღვრავთ კომპანიის სუსტ და ძლიერ მხარეებს;

•  გაიუმჯობესებთ ფინანსური ანალიზის უნარებს და შეძლებთ განსაზღვროთ კომპანიის პოზიცია ინდუსტრიაში, რაც დაგეხმარებათ ქმედითი გეგმების დასახვასა და რისკების შემამსუბუქებელი ფაქტორების იდენტიფიცირებაში.

ფინანსური ანალიზი ბიზნესის მომავალი ზრდისთვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, ამიტომაც, აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს დაეხმაროს ფინანსური ანალიზის კუთხით ცოდნის გაღრმავებასა და დამოუკიდებლად მუშაობისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში.

ჩვენ გთავაზობთ: •  16 საათიან ინტერაქტიულ კურსს; •  S a v v Y E d u c a t i o n -ის საზოგადოების

წევრობას; •  ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს; •  ორენოვან სერტიფიკატს; •  შესვენებას ყავაზე.

• კურსის ხანგრძლივობა: 3 კვირა • ფასი: 350 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) •  დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს •  შენიშვნა: ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი დამსწრის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება

Page 14: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

ფინანსური უწყისების შედგენა და ანალიზი სერტიფიცირებული

მოდულები მთავარი თემები განსახილველი ს აკითხები შეძენილი კომპეტენცია

მოდული

1

კურსის შესავალი

ძირითადი ცნებები

• ფინანსური ანალიზის საფუძვლები. • ფინანსური ანგარიშგება და წლიური ანგარიში.

ფინანსური ანგარიშგების აღქმის უნარი

მოდული

2

უწყისების შედგენა

ფინანსური მდგომარეობის უწყისი

• კომპონენტებისა და სტრუქტურის შესწავლა. • ფინანსური მდგომარეობის უწყისის შედგენა.

ფინანსური მდგომარეობის უწყისის შედგენა

მოგება-ზარალის უწყისი

• კომპონენტებისა და სტრუქტურის შესწავლა. • მოგება-ზარალის უწყისის შედგენა.

მოგება-ზარალის კრიტიკული ანალიზის და შედგენის უნარი

კავშირები

• დამოკიდებულება მოგება-ზარალის უწყისსა და ფინანსური მდგომარეობის უწყისს შორის.

ფინანსური უწყისების ერთიანობაში აღქმა

ფულადი ნაკადების მოძრაობის

უწყისი

• კომპონენტებისა და სტრუქტურის შესწავლა. • ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისის შედგენა: პირდაპირი

და არაპირდაპირი მეთოდი.

ფულდი ნაკადების უწყისის კრიტიკული ანალიზის

და შედგენის უნარი

მოდული

3

უწყისების ანალიზი

ანალიზის მეთოდები

• ბიზნესის რისკის ანალიზი. • 7 მთავარი მიმართულების ანალიზი. •  GENERIC ANALYSIS TOOLS.

რისკის შეფასების და მართვის უნარი

ისტორიული ფინანსური

მონაცემების ანალიზი

• სტრუქტურული მიდგომა ისტორიული ფინანსური უწყისების ანალიზის დროს და ტრენდების იდენტიფიცირება.

წარსული ტრენდების შეფასება

• ისტორიული ფინანსური მონაცემების კრიტიკული შეფასება, მომავალი შედეგების პროგნოზი და ფინანსური ანალიზის დროს დასაშვები კორექტირებები.

დაშვებების განსაზრვრის უნარი

Page 15: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი

სერტიფიცირებული

არის თუ არა ეს კურსი ჩემთვის? კურსი განკუთვნილია კარიერული წინსვლით დაინტერესებული ბუღალტრებისთვის , ფინანსისტებისთვის, ფინანსური ანალიტიკოსებისთვის, ბიზნეს კონსულტანტებისთვისა და ბიზნესის მფლობელთათვის.

რას ვისწავლი? •  ისწავლით კრიტიკული ფინანსური კოეფიციენტების გამოთვლასა და ინტერპრეტირებას; •  განიხილავთ კოეფიციენტების ანალიზის დადებით და უარყოფით მხარეებს; •  გაიაზრებთ კოეფიციენტების ანალიზის მნიშვნელობასა და მათ ურთიერთდამოკიდებულებას; •  პრაქტიკულად გამოითვლით და გააანალიზებთ მომგებიანობის, ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და ლევერიჯის კოეფიციენტებს;

•  გააანალიზებთ იმ ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ კოეფიციენტების დასაშვებ დონეზე დაბლა დაწევაზე;

•  კოეფიციენტებს გამოიყენებთ სამომავლო საოპერაციო ფულისა და სესხის მომსახურების პროგნოზირებისთვის.

მენეჯმენტი ხშირად იღებს ფინანსურ, საინვესტიციო და საოპერაციო გადაწყვეტილებებს, რომელთა შედეგიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებებზე მოქმედი ფაქტორების ანალიზზე. ფინანსური კოეფიციენტების ანალიზის პრაქტიკული კურსის ფარგლებში თქვენ გამოიანგარიშებთ და გაანალიზებთ მთავარ ფინანსურ კოეფიციენტებს , და შეაფასებთ კომპანიის სიცოცხლიუნარიანობას, სტაბილურობასა და მომგებიანობას. ასევე, გაიაზრებთ, რა მნიშვნელობა აქვს კოეფიციენტების ანალიზის შედეგების კონტროლს და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კოეფიციენტების მაჩვენებლის მნიშვნელოვან ცვლილებას.

ჩვენ გთავაზობთ: •  8 საათიან პრაქტიკულ კურსს. •  SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას. •  ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს. •  ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტს. •  ორენოვან სერტიფიკატს. •  შესვენებას ყავაზე.

• კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა • ფასი: 220 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) •  დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს შენიშვნა: ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი დამსწრის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება

Page 16: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

მოდულები მთავარი თემები განსახილველი საკითხები შეძენილი კომპეტენცია

მოდული

1

კურსის შესავალი ანგარიშების მიმოხილვა

•  ფინანსური ანალიზის საფუძვლები. •  ფინანსური ანგარიშგება და წლიური ანგარიში.

ფინანსური ანგარიშგების აღქმის უნარი

მოდული

2

ფინანსური უწყისები კავშირები

•  დამოკიდებულება მოგება-ზარალის უწყისსა და ფინანსური მდგომარეობის უწყისს შორის.

ფინანსური უწყისების ერთიანობაში აღქმა

მოდული

3

კოეფიციენტები კოეფიციენტების ანალიზი

•  მომგებიანობა.

კაპიტალის უკუგების კოეფიციენტის ანალიზი •  ლიკვიდურობა.

•  ეფექტურობა და ლევერიჯი.

მოდული

4

პროგნოზირება კოეფიციენტების გამოყენება •  კოეფიციენტების საშუალებით სამომავლო საოპერაციო ფულისა და სესხის მომსახურების პროგნოზირება. კოეფიციენტები პროგნოზირების დროს

ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი სერტიფიცირებული

Page 17: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

ფინანსური პროგნოზირება სერტიფიცირებული

არის თუ არა ეს კურსი ჩემთვის? კურსი განკუთვნილია კარიერული წინსვლით დაინტერესებული ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვის, ფინანსისტებისთვის, ფინანსური ანალიტიკოსებისთვის, ბიზნეს კონსულტანტებისთვის, ეკონომისტებისთვისა და ბიზნესის მფლობელთათვის.

რას ვისწავლი? •  გაეცნობით ფინანსურ უწყისებსა. გაანალიზებთ ფინანსურ უწყისებს შორის კავშირს; •  შეისწავლით მაკროეკონომიკის საფუძვლებს და შეაფასებთ მის გავლენას ფინანსურ ანალიზზე;

•  დეტალურად გაეცნობით ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისის კომპონენტებს, სტრუქტურასა და მომზადების მეთოდებს;

•  შეიძენთ პროგნოზირებისთვის საჭირო უნარებს, მოამზადებთ Free Cash Flow-ს პროგნოზს და გაეცნობით პროგნოზირებასთან დაკავშირებულ შეცდომებს;

•  პრაქტიკულად შეისწავლით პროექტის შეფასების მეთოდებს და შეიტყობთ ფინანსური მოდელირებისთვის საჭირო საკითხების შესახებ.

კურსის ფარგლებში ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან გამოიმუშავოთ ან გაიუმჯობესოთ ის ანალიტიკური უნარები, რაც საჭიროა გონივრული ფინანსური პროგნოზების გასაკეთებლად და დაშვებათა ცვლილებების პირობებში ამ პროგნოზების კორექტირებისთვის, რათა გათვლები შეესაბამებოდეს რეალურ ვითარებას.

ჩვენ გთავაზობთ: •  16 საათიან პრაქტიკულ კურსს; •  SavvY Educa t ion-ის საზოგადოების

წევრობას; •  ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს; •  ორენოვან სერტიფიკატს; •  შესვენებას ყავაზე.

• კურსის ხანგრძლივობა: 3 კვირა • ფასი: 350 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) •  დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს შენიშვნა: ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი დამსწრის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება

Page 18: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

მოდულები მთავარი თემები განსახილველი საკითხები შეძენილი კომპეტენცია

მოდული

1

კურსის შესავალი

ძირითადი დაშვებები და

ცნებები

• ბიზნეს გარემოს და რისკების შეფასების ტექნიკების მიმოხილვა.

რისკების შეფასების უნარი

მოდული

2

მაკროეკონომიკა

მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო საქართველოში

• როგორ არის ორგანიზებული მონეტარული პოლიტიკა საქართველოში. • მონეტარული პოლიტიკის მთავარი მიზნები და ინსტრუმენტები. • მონეტარული პოლიტიკის გავლენა ფასებზე, საპროცენტო განაკვეთებსა და

ერთობლივ მოთხოვნაზე.

მონეტარული პოლიტიკის შემადგენელი კომპონენტები

გაცვლითი კურსის რეჟიმები

• რატომ ირჩევს საქართველო მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს. • როგორ ყალიბდება ლარის გაცვლითი კურსი ბაზარზე. • რა ფუნდამენტური ფაქტორები ახდენს გავლენას კურსის ფორმირებაზე.

გაცვილითი კურსი საქართველოში

მოდული

3

ფულადი ნაკადების ანალიზი

ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი

• კომპონენტები და სტრუქტურა. • მომზადების მეთოდები.

ფულდი ნაკადების უწყისის კრიტიკული ანალიზი

ფულადი ნაკადების პროფილი

• მზარდი და რეცესიაში მყოფი კომპანიების ფულადი ნაკადების

ტიპიური პროფილი.

ინდუსტრიის და კომპანიის განვითარების

ფინანსური შეფასება

ფულადი ნაკადების პროგნოზირება

• Free Cash Flow-ს პროგნოზის მომზადება.

ფინანსური დაშვებების გაკეთების სისწორე

მოდული

4

პროგნოზირება

პროექტის შეფასების

მეთოდები

•  NPV. •  IRR. •  Payback და სხვა.

პროექტის ფინანსური შეფასების უნარი

ფინანსური მოდელირება და პროგნოზები

• სენსიტიურობის ანალიზი. •  SCENARIO ANALYSIS.

ფინანსური მოდელის შექმნის საფუძვლები

ფინანსური პროგნოზირება სერტიფიცირებული

Page 19: ბიზნესის ეფექტურობის ტრენინგებიesavvy.ge/wp-content/uploads/2017/11/SavvY-Education-Broshura.pdf · SavvY Consulting არის

h(ps://www.facebook.com/edusavvy/

[email protected]

+995597343440

თბილისი, ბოჭორიშვილის 88/15

edu.savvy.ge