დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. ·...

38
დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №381 - ვებგვერდი, 10.08.2017. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში სამსახური) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა პლანშეტი №1 ესკიზი 1. სამსახურის გერბი 2. სამსახურის დროშა

Upload: others

Post on 01-Jan-2021

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №381 - ვებგვერდი, 10.08.2017წ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური) მოსამსახურეთა ფორმის

ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა

პლანშეტი №1

ესკიზი

1. სამსახურის გერბი

2. სამსახურის დროშა

Page 2: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

3. სასწავლო ცენტრის გერბი

აღწერილობა

1. სამსახურის გერბი

სამსახურის გერბი არის ჰერალდიკური მრგვალი ფარი, რომლის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს

ლაჟვარდის ველზე გამოსახული ოქროს არწივი, რომელსაც კლანჭებით უპყრია ოქროს ხმალი. ოქროს არწივის

მკერდზე გამოსახულია წითელი ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე

ოთხქიმიანი ვარსკვლავი. გერბს გარშემოუყვება შავი არშია, რომელსაც შიდა და გარე მხარეს გარშემოუყვება

ვიწრო ოქროს კანტი. არშიის ქვედა ნაწილში გამოსახულია ოქროს მუხის ფოთლების გვირგვინი, რომლის

ცენტრშიც მოთავსებულია ოქროს წრეში ჩასმული ოქროს ჰერალდიკური ჯვარი. არშიის დანარჩენ ნაწილზე

გაკეთებულია ოქროს წარწერა - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

2. სამსახურის დროშა

ოქროს ველზე განთავსებულია სამ კუწუბოიანი ლაჟვარდის ველი. ლაჟვარდის ველზე გამოსახულია

ოქროს არწივი, რომელსაც კლანჭებით უპყრია ოქროს ხმალი. ოქროს არწივის მკერდზე გამოსახულია წითელი

ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ოთხქიმიანი ვარსკვლავი.

დროშის პროპორცია 3x4.

3. სასწავლო ცენტრის გერბი

სასწავლო ცენტრის გერბი არის ჰერალდიკური მრგვალი ფარი, რომელზეც გამოსახულია ოქროს

კანტში ჩასმული წითელი ფერის ჯვარი, რომელიც ფერალდიკურ ფარს ყოფს ოთხ ტოლ ნაწილად, თითოეულ

ნაწილში თეთრ ველზე გამოსახულია წითელი ოთხქიმიანი ვარსკვლავი. ჯვრის ცენტრალურ ნაწილში

გამოსახულია წითელი ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია გადაშლილი წიგნი ლაჟვარდისფერი

წარწერით „სდსს“.გერბს გარშემოუყვება ლაჟვარდისფერი არშია, რომელსაც შიდა და გარე მხარეს

გარშემოუყვება ოქროს კანტი. ლაჟვარდისფერ არშიაზე წრიულად, ქართულ და ინგლისურ ენაზე

გაკეთებულია წარწერა სასწავლო ცენტრი, ქართულ და ინგლისურ ასოებს შორის გაკეთებულია თეთრი

გამყოფები.

Page 3: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №2

უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე (შემდეგში – გენერალი)

(საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი)

ესკიზი

აღწერილობა

1. სააღლუმო ფორმა – შავი შარვალი, რუხი ორბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით, რუხი

შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი,

შავი ლაქის ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი

შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი,

შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი

შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი,

ქამარი, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

Page 4: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №3

გენერალი

(ზამთრის სეზონი)

ესკიზი

აღწერილობა

1. სააღლუმო ფორმა – რუხი პალტო ოქროსფერი აქსელბანდით, შავი შარვალი, რუხი

ორბორტიანი პიჯაკი, რუხი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი

პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი, შავი ლაქის ფეხსაცმელი, თეთრი ხელთათმანი, გენერლის წოდების

შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი,

მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი

ჰალსტუხი, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, თეთრი ყელსახვევი, თეთრი ხელთათმანი, გენერლის წოდების

შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი

შარვალი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი

(ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, შავი ყელსახვევი, გენერლის წოდების

შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

Page 5: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №4

გენერალი

(ზაფხულის სეზონი)

ესკიზი

აღწერილობა

1. სააღლუმო ფორმა – შავი შარვალი, თეთრი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით,

მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი წითელი აქსელბანდით, შავი ჰალსტუხი სამაგრით, ქამარი, შავი

ლაქის ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, თეთრი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი

კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, შავი ფეხსაცმელი, ქამარი,

გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი

ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, ქამარი, შავი

ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

Page 6: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №5

უფროსი, საშუალო და უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე

(საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი)

ესკიზი

აღწერილობა

1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი) ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი ლურჯი

შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი

თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ლაქის ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი

ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი,

მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი

ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი

ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი

ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

Page 7: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №6

უფროსი, საშუალო და უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე

(ზამთრის სეზონი)

ესკიზი

აღწერილობა

1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი პალტო ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი ლურჯი პიჯაკი

(ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი

კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, თეთრი ხელთათმანი, შავი ლაქის

ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი

შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი

თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, თეთრი ყელსახვევი, თეთრი ხელთათმანი,

სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი გრძელი დათბილული ქურთუკი, მუქი ლურჯი

პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, პულოვერი, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით,

გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ხელთათმანი,

სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

Page 8: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №7

უფროსი, საშუალო და უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე

(ზაფხულის სეზონი)

ესკიზი

აღწერილობა

1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, თეთრი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი

ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი წითელი აქსელბანდით, შავი ჰალსტუხი

სამაგრით, შავი ლაქის ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ წითელი ფერის წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს“ (სამსახურის

აბრევიატურა).

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, თეთრი შვიდწახნაგიანი

წინაფრიანი ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, შავი

ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა

ჯიბის ზემოთ წითელი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა).

3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი)

კოკარდით, მოკლემკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების

შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ თეთრი წარწერა ქართულ

ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა).

Page 9: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №8

ესკორტირებისა და გადაადგილების მარშრუტების დაცვის განმახორციელებელი დანაყოფები

ესკიზი

1. ყოველდღიური ფორმა 2. ყოველდღიური ფორმა

(ზაფხულის სეზონი) (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი)

აღწერილობა

1. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, შავი ქამარი, მუქი ლურჯი

მოკლემკლავიანი მაისური 3 ღილზე შეკრული საყელოთი ან/და ლურჯი მოკლემკლავიანი პერანგი წინა

მხარეს ორი ჯიბით, მარჯვენა მხარზე – საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების მცირე ზომის

დანაკერი, პერანგის მარცხენა მხარზე – მცირე ზომის შევრონი ოქროსფერი (ყვითელი) კანტით, ჯიბის ზემოთ

თეთრი წარწერა ქართულ ენაზე: „სდსს“ (სამსახურის აბრევიატურა), შავი ჰალსტუხი სამაგრით, მუქი ლურჯი

ქუდი (კეპი) კოკარდით, შავი ფეხსაცმელი, წოდებისა და დანაყოფის შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, შავი ქამარი,

მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი მაისური 3 ღილზე შეკრული საყელოთი ან/და ლურჯი გრძელმკლავიანი

პერანგი წინა მხარეს ორი ჯიბით, მარჯვენა მხარზე – საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების

მცირე ზომის დანაკერი, პერანგის მარცხენა მხარზე – მცირე ზომის შევრონი ოქროსფერი (ყვითელი) კანტით,

შავი ჰალსტუხი სამაგრით, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით, შავი ფეხსაცმელი, წოდებისა და დანაყოფის

შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

Page 10: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №9

ესკორტირებისა და გადაადგილების მარშრუტების დაცვის განმახორციელებელი დანაყოფები

(ზამთრის სეზონი)

ესკიზი

1. ყოველდღიური ფორმა 2. ჟილეტი

(ზამთრის სეზონი) (ყველა სეზონი)

აღწერილობა

1. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, შავი ქამარი, მუქი ლურჯი

გრძელმკლავიანი მაისური 3 ღილზე შეკრული საყელოთი ან/და ლურჯი გრძელმკლავიანი პერანგი წინა

მხარეს ორი ჯიბით, მარჯვენა მხარზე – საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების მცირე ზომის

დანაკერი, პერანგის მარცხენა მხარზე – მცირე ზომის შევრონი ოქროსფერი (ყვითელი) კანტით, შავი ჰალსტუხი

სამაგრით, მუქი ლურჯი დათბილული ქუდი მეტალის კოკარდით, შავი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი გრძელი

დაშვებული ქურთუკი გამოსაკრავით ორი ჩაჭრილი ჯიბით, ელვა შესაკრავით, წოდებისა და დანაყოფის

შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ჟილეტი (ყველა სეზონი) – შავი ფერის ჟილეტი გაწყობილი შუქამრეკლი ზოლებით. ჟილეტს ორივე

მხარეს აქვს დანაკერი – „სდსს“ სამსახურის აბრევიატურა.

Page 11: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №10

სპეციალური დანიშნულების დანაყოფები

ესკიზი

აღწერილობა

1. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი):

ა) ხაკისფერი მოკლემკლავიანი მაისური შესაკრავი საყელოთი, ხაკისფერი შარვალი,

ქამარი, ხაკისფერი დაბალყელიანი ფეხსაცმელი, ხაკისფერი ჟილეტი, ხაკისფერი კეპი;

ბ) კომუფლირებული საველე ქურთუკი, კომუფლირებული საველე შარვალი, ქამარი,

კომუფლირებული ფართოფარფლიანი საველე ქუდი, კომუფლირებული მაისური, ხაკისფერი

მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ხელთათმანი, საწვიმარი (პარკა კომუფლირებული), სპეციალური

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – კომუფლირებული საველე

ქურთუკი, კომუფლირებული საველე შარვალი, ქამარი, კომუფლირებული ფართოფარფლიანი

საველე ქუდი, კომუფლირებული მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ხელთათმანი,

საწვიმარი (პარკა კომუფლირებული), სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და

ფურნიტურა.

Page 12: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №11

სპეციალური დანიშნულების დანაყოფები

ესკიზი

აღწერილობა

ყოველდღიური ფორმა (ზამთრის სეზონი) – შავი საველე სვიტრი წინა მარცხენა მხარეს

დაკერებული ჯიბით, შავი დათბილული შარვალი, ქამარი, შავი ნაქსოვი ნიღაბი, შავი მაღალყელიანი

ფეხსაცმელი, ხელთათმანი, შავი დათბილული ქურთუკი, შავი მაისური, შავი ქუდი (კეპი), შავი

საველე ქურთუკი, შავი საველე შარვალი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და

ფურნიტურა.

Page 13: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №12

სამსახურის საპატიო განაწესი

ესკიზი

აღწერილობა

1. სამსახურებრივი ფორმა (ზამთრის სეზონი) – მუქი ლურჯი პალტო ოქროსფერი

აქსელბანდით, მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, ხელთათმანი, მუქი

ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი პერანგი, შავი

ჰალსტუხი, შავი ლაქის ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. სამსახურებრივი ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი პიჯაკი

(ფრენჩი) ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი

წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ლაქის

ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. სამსახურებრივი ფორმა (ზაფხულის სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, თეთრი

შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი

სამაგრით, შავი ლაქის ფეხსაცმელი, წითელი აქსელბანდი, სპეციალური წოდების შესაბამისი

ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ წითელი წარწერა ქართულ ენაზე:

„სდსს” (სამსახურის აბრევიატურა).

Page 14: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №13

მოსამსახურე ქალის ფორმა

(საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი)

ესკიზი

აღწერილობა

1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი

ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ლაქის

ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი კაბა, მუქი

ლურჯი ქუდი, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი კაბა, მუქი

ლურჯი ქუდი, გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ყელსახვევი, ხელთათმანი, შავი

ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა

Page 15: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №14

მოსამსახურე ქალის ფორმა

(ზამთრის სეზონი)

ესკიზი

აღწერილობა

1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი პალტო ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი ლურჯი

ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი,

შავი ყელსახვევი, შავი ლაქის ფეხსაცმელი, თეთრი ხელთათმანი, სპეციალური წოდების შესაბამისი

ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი

ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი

ფეხსაცმელი, ხელთათმანი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი

ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, გრძელმკლავიანი ლურჯი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი

ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

Page 16: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №15

მოსამსახურე ქალის ფორმა

(ზაფხულის სეზონი)

ესკიზი

აღწერილობა

1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი კაბა, ლურჯი ქუდი, მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი

წითელი აქსელბანდით, შავი ლაქის ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და

ფურნიტურა. პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ წითელი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის

აბრევიატურა).

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი კაბა, ლურჯი ქუდი, მოკლემკლავიანი თეთრი

პერანგი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის

მარცხენა ჯიბის ზემოთ წითელი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა).

3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, მოკლემკლავიანი ლურჯი (ღია)

პერანგი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის

მარცხენა ჯიბის ზემოთ თეთრი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა).

Page 17: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №16

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის ცალკეული დანაყოფები

ესკიზი

1. ყოველდღიური ფორმა 2. ყოველდღიური ფორმა 3. ყოველდღიური ფორმა

(ზაფხულის სეზონის) (ზამთრის სეზონის) (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონის)

აღწერილობა

1. ყოველდღიური ფორმა - ღია ყავისფერი (კოიოტის ფერი) შარვალი, შავი ქამარი, შავი ქუდი (კეპი)

კოკარდით, მოკლემკლავიანი შავი მაისური შესაკრავი საყელოთი, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წოდების

შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური ფორმა - ღია ყავისფერი (კოიოტის ფერი) შარვალი, შავი ქამარი, შავი ქუდი (კეპი)

კოკარდით, გრძელმკლავიანი შავი მაისური შესაკრავი საყელოთი, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი

დათბილული ქურთუკი წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3. ყოველდღიური ფორმა - ღია ყავისფერი (კოიოტის ფერი) შარვალი, შავი ქამარი, შავი ქუდი (კეპი)

კოკარდით, გრძელმკლავიანი შავი მაისური შესაკრავი საყელოთი, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი

ქურთუკი წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

Page 18: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №17

საერთო სააღლუმო ფორმა

ესკიზი

1. სააღლუმო ფორმა მამაკაცებისთვის 2. სააღლუმო ფორმა ქალებისთვის

აღწერილობა

1. მუქი ლურჯი პიჯაკი (ე.წ. ფრენჩი) კლასიკური საყელოთი და ოთხი ჯიბით შეკრული ოთხ

ღილზე, მუქი ლურჯი კლასიკური სტილის სწორი შარვალი, გვერდებზე ჩაჭრილი ჯიბეებით, თეთრი

პერანგი სამხედრო ყაიდის ჯიბეებით, ექვს ღილზე როგორც გრძელი ასევე მოკლე მკლავებით, შავი

ჰალსტუხი, ბერეტი მუქი ლურჯი ფერის, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და

ფურნიტურა.

2. მუქი ლურჯი პიჯაკი (ე.წ. ფრენჩი) კლასიკური საყელოთი ორი ჯიბით, მუქი ლურჯი

კლასიკური სტილის სწორი კაბა, უკან ჩაჭრილი, თეთრი პერანგი სამხედრო ყაიდის ჯიბეებით, ექვს

ღილზე, როგორც გრძელი ასევე მოკლე მკლავებით, შავი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი ბერეტი,

სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

Page 19: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №18

სამსახურებრივი ემბლემა

(გამოყენების არეალი, შავ-თეთრი)

ესკიზი

აღწერილობა

1. ფერადი (მინანქრით).

2. კონტურული.

Page 20: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №19

საპრეზენტაციო ფარი სამსახურის ემბლემით

ესკიზი

Page 21: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №20

სამხრეები საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმისათვის

ესკიზი

Page 22: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

აღწერილობა

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“

ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით;

ბ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის

წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით;

გ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის

წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

2. უფროსი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ მცირე

ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;

ბ) სახელმწიფო დაცვის ვიცე–პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“

მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;

გ) სახელმწიფო დაცვის მაიორი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ მცირე

ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – მუქ ლურჯ ველზე ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი

ვარსკვლავი;

ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე სამი შვიდქიმიანი

ოქროსფერი ვარსკვლავი;

გ) სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი

ვარსკვლავი;

დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ერთი შვიდქიმიანი

ოქროსფერი ვარსკვლავი.

4. უმცროსი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ოთხი თამასა;

ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი

სამი თამასა;

გ) სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ორი თამასა;

დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი

ერთი თამასა;

ე) სახელმწიფო დაცვის რიგითი – მუქი ლურჯი ველი.

Page 23: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №21

სამხრეები ზაფხულის ფორმისათვის

ესკიზი

Page 24: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

აღწერილობა

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის

წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით;

ბ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი

,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით;

გ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი

,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

2. უფროსი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის

წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;

ბ) სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის

წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;

გ) სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“

მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოთხი შვიდქიმიანი

ოქროსფერი ვარსკვლავი;

ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე სამი შვიდქიმიანი

ოქროსფერი ვარსკვლავი;

გ) სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ორი შვიდქიმიანი

ოქროსფერი ვარსკვლავი;

დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ერთი

შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

4. უმცროსი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი

ოთხი თამასა;

ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ყვითელი

ცისფერკანტიანი სამი თამასა;

გ) სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი

ორი თამასა;

დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ყვითელი

ცისფერკანტიანი ერთი თამასა;

ე) სახელმწიფო დაცვის რიგითი – მანჟეტის მუქი ლურჯი ველი.

Page 25: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №22

სპეციალური წოდების აღმნიშვნელი ემბლემები სპეციალური დანიშნულების

დანაყოფების ფორმისათვის

ესკიზი

Page 26: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

აღწერილობა

სპეციალური წოდების აღმნიშვნელი სამკერდე ემბლემა სპეციალური დანიშნულების დანაყოფების

ფორმისათვის

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი,

ორი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი;

ბ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე ,,ვაზის წნულის“

ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი;

გ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე ,,ვაზის წნულის“

ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

2. უფროსი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე ,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი,

სამი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი;

ბ) სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე ,,ვაზის წნულის“ მცირე

ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი;

გ) სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე ,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი

შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – შევრონის შავ ველზე სამი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი

ხვეულიანი თამასა;

ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე ორი მწვანე ლურჯკანტიანი

თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა;

გ) სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე ერთი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი

ხვეულიანი თამასა;

დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე ერთი ხვეულიანი თამასა.

4. უმცროსი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – შევრონის შავ ველზე ოთხი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა;

ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე სამი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა;

გ) სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – შევრონის შავ ველზე ორი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა;

დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე ერთი მწვანე ლურჯკანტიანი

თამასა;

ე) სახელმწიფო დაცვის რიგითი – შევრონის შავი ველი.

შენიშვნა: ამ პლანშეტით განსაზღვრული ემბლემები №10 პლანშეტით გათვალისწინებული

კომუფლირებული ფორმისათვის შეიძლება დამზადდეს ერთ ფერში, ხაკისფერ

ქსოვილზე ხაკისფერი ნაქარგის სახით.

Page 27: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №23

სპეციალური წოდების აღმნიშვნელი სამკლაურები სააღლუმო ფორმისათვის

ესკიზი

Page 28: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

აღწერილობა

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – შავ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“

ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით;

ბ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – შავ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“

ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით;

გ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – შავ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“

ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

2. უფროსი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – შავ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ მცირე

ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;

ბ) სახელმწიფო დაცვის ვიცე–პოლკოვნიკი – შავ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ მცირე

ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;

გ) სახელმწიფო დაცვის მაიორი – შავ ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი,

ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – შავ ველზე ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;

ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – შავ ველზე სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი

ვარსკვლავი;

გ) სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – შავ ველზე ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;

დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – შავ ველზე ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი

ვარსკვლავი.

4. უმცროსი სპეციალური წოდება:

ა) სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – შავ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ოთხი თამასა;

ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – შავ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი სამი თამასა;

გ) სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – შავ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ორი თამასა;

დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – შავ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ერთი

თამასა;

ე) სახელმწიფო დაცვის რიგითი – შავი ველი.

Page 29: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №24

სარიტუალო ფურნიტურა

ესკიზი

აღწერილობა

1. ოქროსფერი შეფერილობის აქსელბანდი.

2. მოოქროვილი სარიტუალო ხმალი.

პლანშეტი №25

ფურნიტურა

ესკიზი

აღწერილობა

გენერლის კოკარდა ,,ვაზის წნულის“ ორნამენტზე გამოსახულია სამსახურის გერბის

ცენტრალური ფარი, რომლის მუქ წითელ ველზე გამოსახულია ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი.

Page 30: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №26

ქუდის ემბლემა (კოკარდა)

ესკიზი

აღწერილობა

1. ვერცხლისფერ (თეთრი) ჰერალდიკურ ფარზე მოთავსებულია ლურჯარშიაშემოვლებული

ოქროსფერი მრგვალი ფარი, ფარის წარმომდგენია ოქროს არწივი, რომელიც გამოსახულია ფარს

ზემოთ. ფარის ლურჯ არშიაში წერია: ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური SSPS’’. ქართულ

და ინგლისურ ენებზე წარწერებს ერთმანეთისაგან ყოფს თითო შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ლურჯ

არშიას შიდა და გარე მხარეს აქვს ოქროსფერი ქობა. ოქროსფერი ფარის ცენტრში გამოსახულია

ოქროსფერქობაშემოვლებული ჰერალდიკური ფარი, რომლის წითელ ველზე გამოსახულია ჯვრის

ფორმის ოქროს ვარსკვლავი, ხოლო მის მკლავებს შორის – თითო მცირე ზომის ირიბი ვარსკვლავი,

არწივის მკერდზე, ოქროსფერ ველზე, ლურჯად წერია: ,,საქართველო’’.

2. ვერცხლისფერ (თეთრი) ჰერალდიკურ ფარზე მოთავსებულია ლურჯარშიაშემოვლებული

ოქროსფერი მრგვალი ფარი; ფარის წარმომდგენია ოქროსფერი არწივი, რომელიც გამოსახულია ფარს

ზემოთ; ფარის ლურჯ არშიაში წერია: ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური SSPS’’. ქართულ

და ინგლისურ ენებზე წარწერებს ერთმანეთისაგან ყოფს თითო შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ლურჯ

არშიას შიდა და გარე მხარეს აქვს ოქროსფერი ქობა; ოქროსფერი ფარის ცენტრში გამოსახულია

ოქროსფერქობაშემოვლებული ჰერალდიკური ფარი, რომლის წითელ ველზე გამოსახულია ჯვრის

ფორმის ოქროს ვარსკვლავი, ხოლო მის მკლავებს შორის თითო მცირე ზომის ირიბი ვარსკვლავი.

3. ოქროსფერქობაშემოვლებული ჰერალდიკური ფარი, რომლის წითელ ველზე

გამოსახულია ჯვრის ფორმის ოქროს ვარსკვლავი, ხოლო მის მკლავებს შორის თითო მცირე ზომის

ირიბი ვარსკვლავი.

Page 31: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №27

ფურნიტურა

ესკიზი

აღწერილობა

1. გენერლის ღილკილო – ,,ვაზის წნულის“ ორნამენტის კომპოზიცია.

2. უფროსი ოფიცრის ღილკილო – ორი გადაჯვარედინებული აფთი, ცისფერი არშიით.

3. უმცროსი ოფიცრის ღილკილო – ორი გადაჯვარედინებული აფთი.

Page 32: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №28

ფურნიტურა

ესკიზი

აღწერილობა

1. წინაფრიანი ქუდის ქამარი.

2. გენერლის ქუდის წინაფრის ორნამენტი ,,ვაზის წნულის“ გამოსახულებით.

3. ღილი (დიდი და პატარა) გერბის ცენტრალური კომპოზიციის გამოსახულებით.

4. ჰალსტუხის სამაგრი სამსახურის გერბის გამოსახულებით.

Page 33: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №29

ფურნიტურა სპეციალური დანიშნულების დანაყოფებისათვის

ესკიზი

აღწერილობა

1. სამკლავური ემბლემა (შევრონი) – გერბი ტრანსფორმირებული ფარით და მცირე შევრონი

წარწერით: ,,საქართველო“ (საერთო სპეციალური დანიშნულების დანაყოფებისთვის).

2. სამკლავური ემბლემა (შევრონი) – მრგვალი ჰერალდიკური ფარის შავ ველზე გამოსახულია

სამსახურის გერბის დეტალი (არწივი, რომელსაც უპყრია ჰერალდიკური ფარი, მარცხნიდან მარჯვნივ

დაშვებულია ელვის ორი შავი სიმბოლური გამოსახულება. ემბლემის ქვედა ნაწილში გამოსახულია

სპეციალური დანიშნულების დანაყოფის აბრევიატურა ქართულ და ინგლისურ ენებზე (სდდ; SMD)

და მცირე შევრონი საქართველოს დროშის გამოსახულებით.

შენიშვნა: ამ პლანშეტით განსაზღვრული ემბლემები №10 პლანშეტით გათვალისწინებული

კომუფლირებული ფორმისათვის მზადდება ერთ ფერში, ხაკისფერ ქსოვილზე

ხაკისფერი ნაქარგის სახით.

Page 34: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №30

ფურნიტურა

ესკიზი

აღწერილობა

1. საერთო სამკლავური ემბლემა (შევრონი) – მცირე შევრონი წარწერით: ,,საქართველო“ და

გერბი ტრანსფორმირებული ფარით.

2. სამკლავურისა და შევრონის განლაგება მარცხენა მკლავზე.

Page 35: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №31

ფურნიტურა

ესკიზი

აღწერილობა

1. მარჯვენა სამკლავური ემბლემა (შევრონი) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის

განმახორციელებელი დანაყოფების (გარდა რეგიონული დანაყოფებისა) მოსამსახურეებისათვის –

ტრანსფორმირებული ჰერალდიკური ფარის შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი ლურჯი

ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა მარჯვენა კუთხეში – გადაჯვარედინებული აფთები.

2. მარჯვენა სამკლავური ემბლემა (შევრონი) ესკორტირების განმახორციელებელი დანაყოფების

მოსამსახურეებისათვის – ტრანსფორმირებული ჰერალდიკური ფარის შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ

დაშვებული ხუთი მუქი წითელი (შინდისფერი) ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა მარჯვენა კუთხეში გერბის

დეტალი – არწივი, რომელსაც უპყრია ხმალი და ფარი.

3. მარჯვენა სამკლავური ემბლემა (შევრონი) რეგიონული დანაყოფების მოსამსახურეებისათვის –

ტრანსფორმირებული ჰერალდიკური ფარის შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი ოქროსფერი

ზოლი (ფერითი განსხვავება), ზედა ცენტრალურ ნაწილში გერბის დეტალი – ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი,

მარჯვნიდან მარცხნივ კი ირიბად გამოსახულია საქართველოს რუკის კონტური.

შენიშვნა: ამ პლანშეტით გათვალისწინებული სამკლავური ემბლემა (შევრონი) უნდა განთავსდეს

მარჯვენა მხარზე საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების მცირე ზომის

დანაკერის ქვემოთ.

Page 36: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №32

სპეციალური სამკერდე ნიშნები სამოქალაქო ფორმისთვის

ესკიზი

აღწერილობა

1. სპეციალური დანიშნულების სამკერდე ნიშანი – მრგვალი მედალიონი, რომლის წითელ

ველზე (მინანქარი) გამოსახულია სამსახურის გერბის ცენტრალური კომპოზიცია, გარშემო წარწერა:

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური” და ამოტვიფრული შვიდქიმიანი

ვარსკვლავი.

2. სპეციალური დანიშნულების სამკერდე ნიშანი – მრგვალი მედალიონი, რომლის მწვანე

ველზე (მინანქარი) გამოსახულია სამსახურის გერბის ცენტრალური კომპოზიცია, გარშემო წარწერა:

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური” და ამოტვიფრული შვიდქიმიანი

ვარსკვლავი.

3. სპეციალური დანიშნულების სამკერდე ნიშანი – მრგვალი მედალიონი, რომლის ლურჯ

ველზე (მინანქარი) გამოსახულია სამსახურის გერბის დეტალი – არწივი, რომელსაც უპყრია ხმალი და

ფარი ცენტრალური კომპოზიციით, გარშემო წარწერა: „საქართველოს სახელმწიფო დაცვის

სპეციალური სამსახური” და ამოტვიფრული შვიდქიმიანი ვარსკვლავი.

Page 37: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №33

ესკორტირების განმახორციელებელი დანაყოფების ავტომანქანების ექსტერიერის ფერითი

დიზაინი

Page 38: დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017

პლანშეტი №34

საწვიმარი ლაბადა

ესკიზი

აღწერილობა

საწვიმარი ლაბადა: გრძელი, შესაკრავი კაპიუშონით, ელვა-შესაკრავით და ბორტის

დამჭერებით, გვერდებზე ჯიბით, ყვითელი წყალგაუმტარი ქსოვილი, შიდა პირი დაფარულია

სპეციალური ლაქით. წინ, მარცხენა მხარეს წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის

აბრევიატურა), იგივე წარწერა, დიდი ზომის, აქვს ზურგზე.