კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია...

24
მიხაილ ედიშერაშვილი კონსორციუმი

Upload: others

Post on 10-Oct-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

მიხაილ ედიშერაშვილი

კონსორციუმი

Page 2: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

პროლოგი:

,,იქ, სადაც სუფრა იყო გაშლილი, ახლა კუბო დგას.“

- დერჟავინის ოდა ,,თავად მეშჩერსკის გარდაცვალებაზე“

Page 3: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

1.

ოფისში, დაახლოებით, შვიდი ადამიანი ვისხედით, შვიდივე - მამაკაცი, და ამ დროს

კარი გაიხსნა. კარი გაიხსნა და, რახან კარი გაიხნა, ლოგიკურია, ვინმე უნდა შემოსულიყო,

მაგრამ ეს ვინმე კი არ შემოვიდა, არამედ ამ ვინმემ შემოაბიჯა, შემოალაჯა და, რა ვიცი, კიდევ

რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად, თუმცა, მოდით, ახლა ზემოთ

დაწერილ ორ შემასმენელს დავჯერდები. ქალი იყო, მუხლს ზემოთ უმთავრდებოდა კაბა;

ყველაზე სწორი და, ალბათ, ყველაზე პირწმინდად გაპარსული ფეხები ჰქონდა, რაც კი მანამდე

მინახავს. ფეხების დანახვით მივხვდი, რომ ოფისში ლამაზმა ქალმა შემოაბიჯა, შემოალაჯა,

როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ მისი სახე არ დამინახავს - განა იმიტომ, რომ ან დაფარული

ჰქონდა, ან რაიმე დაბრკოლების გამო არ ხერხდებოდა დანახვა, არამედ იმიტომ, რომ მე

ოფისში მყოფ დანარჩენ ექვს კაცს დავუწყე ყურება. იმ დღეს ამოჩემებული მქონდა იდეა, რომ

ფსიქოლოგი ვიყავი, ჰოდა, როგორც წესი, როცა ოთახში ლამაზი ქალი შემოდის, ჭეშმარიტი

ფსიქოლოგი ქალს კი არა, ოთახში შეკრებილი საზოგადოების რეაქციას აკვირდება; ერთმა

თვალები მოჭუტა, მეორემ ღრმად ჩაისუნთქა, მესამემ სრულიად უმიზეზოდ - თუ მთავარ,

შხვართ მიზეზს არ ჩავთვლით - გაისვა საჩვენებელი თითი ცხვირის წვერზე, მეოთხემ თითები

დაიტკაცუნა, მეხუთემ დავიწყებული ნერწყვი ხმამაღლა გადაყლაპა, ხოლო მეექვსე მე

მომჩერებოდა. ეს ტიპი ან გეია, ან საქმისთვის თავდადებული-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მერე

გულთან ახლოს თითქოს რაღაც ჩამწყდა - ეგებ, ის ჩემზე უფრო ძლიერი, მაღალი დონის

ფსიქოლოგი იყო, რომელიც დამკვირვებელსაც კი - ამ შემთხვევაში, მე - მაკვირდებოდა?!

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის თავშეკავებული ადამიანი ვიყავი, არასდროს არავისთვის

არაფერი მომითმენია, ჰოდა ეს მეექვსე კაცი ვინღა იყო, მისთვის რომ შემერჩინა ყველაფერი,

რაც დამმართა?! ხომ მაკვირდებოდა, და მეც ავდექი და ენა გამოვუყავი. შეცბა, თუმცა მერე

თვითონაც ენა გამომიყო, თან უცნაურად ხშირი ამპლიტუდით არხევდა. აჰ, გეია-მეთქი,

გავიფიქრე, და დავწყნარდი - ვერავის ვაპატიებდი, ჩემზე უკეთესი რომ ყოფილიყო. ამასობაში

ქალი ოფისის კუთხეში მივიდა, მისთვის განკუთვნილი მერხიდან რაღაც საბუთები აიღო,

ემძიმა და ძირს დაყარა, მერე ორივე ლოყაზე ორივე ხელი შემოირტყა და მუნკის ,,კივილის“*

გმირის გამომეტყველება მიიღო, თანაც მართლა დაიკივლა.

- მე მოგეხმარებით! - დაიყვირა ერთმა ჩემმა თანამშრომელმა, თუმცაღა მერე მივხვდი,

რომ ხუთს დაუყვირია იმ დონეზე ერთხმად, რომ ერთი კაცის ხმა მეგონა.

ხუთი თეთრპერანგიანი და ლურჯჰალსტუხიანი - ან, იქნებ, ყლინჯიანი - მამაკაცი

ერთდროულად წამოხტა ხასხასა ლურჯი სკამებიდან, ერთდროულად მიცვივდა ქალთან -

კერძოდ, მის დახატულ ფეხებთან - და ერთდროულად დაიწყეს ქაღალდების შეგროვება.

ქალის სახე უცნაურ კმაყოფილებას გამოხატავდა, მაგრამ, თუ დავფიქრდებით, ამ

კმაყოფილებაში უცნაური არაფერია. მოულოდნელად შედგა ერთ-ერთ მამაკაცზე ქუსლიანი

ფეხსაცმელი, მეორე კი ჰალსტუხით - ან, იქნებ, ყლინჯით - დაიჭირა, და შეუღრინა, ოღონდ

თქვენ არ გეგონოთ, რომ გამომწვევად ან რამე მსგავსად შეიღრინა, არამედ მართლა, ლომივით,

ანდაც ვეფხვივით - ჰო, გამძვინვარებული ძუ ვეფხვივით - დაიღრიალა. მამაკაცები ძირს

შიშითა და მოწიწებით გაწვნენ, და ხოხვა-ხოხვით გააგრძელეს ქაღალდების შეგროვება. ერთს,

ალბათ, წელი რომ წამოსტკივდა, წამოიკნავლა, მაგრამ წამსვე ქალის რისხვა დაატყდა თავს,

ამიტომ ისევ მორჩილად გააგრძელა საქმე და, მიუხედავად ამისა, სახეზე ტკივილის კვალი

Page 4: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

მაინც დაიტოვა - ვაიდა, შევეცოდოო. მოკლედ, ბევრს რომ არ მივედ-მოვედო, როგორც იქნა,

შეაგროვეს საბუთები, და ხუთივემ ერთად გადასცა ქალბატონს დიდი პორტფოლიო და აქა-იქ

თაბახის ნახევრად დაკუჭული ფურცლები. ქალმა გამოართვა, ცოტა ხანი გაკვირვებით უყურა

მის ხელში შეჩეჩებულ ქაღალდებს, და მერე ისევ ღრიალით დააგდო ძირს. პროცესი ხელახლა

განმეორდა და, ალბათ, არ გაგიკვრიდებათ, თუ გეტყვით, რომ დასასრულიც იგივე იყო - ისევ

მისცეს საბუთები ქალბატონს, და ამან ისევ ძირს დაყარა, თან დაიღრიალა. მესამეჯერაც რომ

იგივე მოხდა, ჩემს გეი თანამშრომელს, რომელიც, თავის მხრივ, ადგილიდან არ დაძრულიყო,

ანერვიულება შევატყვე. მე ის კაცი არ ვარ, ვინმე ანერვიულებული დავინახვო და არ

დავაყწნარო, ამიტომ მივედი და დავუყვავე. ამ დროს ერთ-ერთი იმ ხუთთაგანი მიხვდა, რომ

რაღაც უნდა მოემოქმედებინათ, თორემ ასე უსასრულოდ გაგრძელდებოდა ერთი და იგივე და,

საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდა, რომ ვერ გაუძლებდნენ. ეტყობოდა, როგორ დაძაბა გონება, და

მერე, სრულიად მოულოდნელად, იატაკიდან წამოხტა, კედლისკენ გაექანა და ლოკვა დაუწყო,

ოღონდ ლოკავდა არა უაზროდ, არამედ თავისი მოყვითალო ნერწყვით კედელზე

მართკუთხედის ფორმას ქმნიდა. საქმე რომ მოათავა, თანამშრომლებს დაუბრუნდა,

შეგროვებული საბუთები თვითონ გამოართვა და, მუხლზე დაჩოქილმა, მიართვა ქალბატონს.

ქალბატონს სახე გაცისკროვნებოდა. ისე გაუხარდა, რომ ჰაერშიც კი აიწია, დაახლოებით,

ნახევარ მეტრზე, მერე ხელები გაშალა, თავისი საბუთები აქა-იქ მიმოფანტა და გადაიკისკისა.

რამდენიმე წამში გამომეტყველების ცვლილება დაეწყო - ბედნიერი სახე შეშინებულმა და

სასოწარკვეთილმა შეუცვალა. ამის შემდეგ ხელები ისევ ისე შემოიწყო ლოყებზე, როგორც

თავდაპირველად - მუნკის ,,კივილის“ გმირივით, ხომ გახსოვთ - და ასე შეშფოთებული,

როგორც ომიანობის დროს ევროპის წამყვანი ქვეყნის ლიდერი, იმ ერთ-ერთი თანამშრომლის

მიერ ნერწყვით შემოსაზღვრულ მართკუთხედს მიენარცხა. ლოდის ლოდზე დაჯახების ხმა

გაისმა, თუმცა უხეშობა ნელ-ნელა სირბილებ გადაფარა, და ქალი ისე შეერწყა კედელს,

როგორც სპირტი ერევა წყალს, თითქოს ყოველთვის მისი ნაწილი ყოფილიყოს და ახლაც,

შესაბამისად, განსხვავებას შეუიარაღებელი თვალი ვერ აღიქვამს. ნერწვით გაკეთებულმა

მართკუთხედმა მალე ოქროსფერი შეფერილობა მიიღო, შემდეგ კედლიდან ამოიზნიქა,

მოპირკეთდა, ჩუქურთმები გაუჩნდა, და ოქროს ჩარჩოდ იქცა, კედელს ტილო აეფარა, ხოლო

ქალი, მთელი თავისი გამომეტყველებითა და ტკბილზე ტკბილი ფეხებით, ტილოზე

გადმოვიდა და მისი განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენს ოფისს ახალი ნახატი შეემატა. მალე

კარი ისევ გაიღო, ოღონდ, ამ ჯერად, ჩვენი ერთ-ერთი უფროსი იყო - ისე, რომ იცოდეთ,

ნამეტანი ბევრი უფროსი გვყავდა.

- ფანჯიკიძე! - დაიძახა.

- დიახ, - გამოეპასუხა ის კაცი, თითქმის გადაუჭრელი საქმე ენის ერთი მოსმით რომ

მოაგვარა.

- ჩემთან გელოდები, კაბინეტში.

ფანჯიკიძე თავიდან დაღვრემილი იყო - ალბათ, ეგონა, გამაგდებენ ან დამაქვეითებენო

- მაგრამ თანამშრომლებმა გზაში შეაგულიანეს, ასეთი დიდებული საქმისთვის აუცილებლად

დაგაწინაურებსო უფროსი. სახე გაუნათდა, და ისე გავიდა ოფისიდან. უკან ათჯერ უფრო

გახარებული დაბრუნდა - მართლა დაუწინარებიათ!.. ერთი კვირა რომ გავიდა, ფანჯიკიძე

Page 5: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

სამსახურში აღარ გამოჩენილა, და იმის მერე არც ერთ ჩვენგანს არ უნახავს - მე კი არ მივსულვარ

სამსახურში ერთი კვირის მერე და, შესაბამისად, არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ასე მგონია; ნუ,

ბოლო-ბოლო, ფსიქოლოგობა მქონდა ამოჩემებული.

- ეი, - დამიძახა ჩემმა გეი თანამშრომელმა, რომელიც, ეს-ეს იყო, ჩემს მხარს

მოშორებოდა.

- რა იყო? - ცივად შევეკითხე.

- ამ საღამოს გცალია? - აინტერესებდა.

- არა, - მოკლედ მოვუჭერი.

- ჰმმ, - ხმამაღლა გააჟღერა თავისი შეფიქრიანებული მდგომარეობა, მერე კი, რომ ვერ

მოითმინა, მაინც მკითხა: - რატომ? რას აკეთებ?

- ცოლთან ერთად ვვახშმობ, - გულწრფელად გავანდე.

- უი, ცოლი გყავს?.. - თითქოს არ დაიჯერა.

- კი და, სხვათა შორის, აქ მუშაობს, - არც ეს დამიმალავს.

ხელებით ჰაერში რაღაც გაურკვეველი მოძრაობა გააკეთა, მაგრამ მე მაინც გავარკვიე,

რას გულისხმობდა - იმ დღეს ხომ აკვიატებული მქონდა, ფსიქოლოგი ვარ-მეთქი?

- ყველანი ეგეთები ხართ!.. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, და ლეპტოპში გახსნილ

,,ექსელის“ ფაილს მიუბრუნდა.

ერთი გაფიქრება ჩემთვის გავიფიქრე, ვინ ყველანი-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს -

ან კი რა უნდა მეთქვა?

Page 6: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

2.

მეორე დღეს ფსიქოლოგობაზე უარი ვთქვი, მაგრამ, გათენების შემდეგ საათებს რომ

თავი გავანებოთ, უკეთესი იქნება - მინდა, ისევ იმ დღეზე მოგიყვეთ.

სამუშაო დღის ბოლოს ჩემი განყოფილებიდან ჩემი ცოლის განყოფილებაში გადავედი -

მე შედარებით ადრე ვამთავრებდი, და მინდოდა, მომენახულებინა. ლელა იატაკზე იჯდა,

ლეგოებით რაღაცას აწყობდა. რომ დამინახა, გაუხარდა, თუმცა არ წამომდგარა - მე დავიხარე,

და ერთმანეთს მხურვალედ შევაწებეთ ტუჩები. მიყვარდა. ლელა ფილფანი - ჩემი ცოლი; ორი

თვის წინ შევუღლდით და, წარმოიდგინეთ, ორი თვის შემდეგაც ერთად ვიყავით, თან განა

რამე განელებულიყო ჩვენ შორის, არამედ პირიქით - დღითიდღე იმატებდა ყველაფერი ის,

რაზეც შეუღლებისას ვფიქრობდი, მოიკლებს-მეთქი. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ

- სულ ექვსნი ვიყავით: მე, ლელა, ჩემი ორი მეჯვარე და, თუ ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ

ლელას ორი მეჯვარეც იქ იყო. იმდენი წითელი ღვინო ვსვით, ბოლოს ექვსივეს წნევამ აგვიწია.

გიორგი და გიორგი - ჩემი მეჯვარეები - იმ ღამეს ჩვენთან დარჩნენ ისევე, როგორც ნათია და ნია

- ლელას მეჯვარეები. ისე, ჯვრისწერის დროს სულ გიორგი მედგა თვალწინ, ოღონდ სხვა

გიორგი - ჩემი ბავშვობის მეგობარი; თოთხმეტი წლის რომ გავხდი, ვუთხარი, ჩემი მეჯვარე შენ

უნდა იყო-მეთქი ჩემს ქორწილში, მაგრამ მერე თავი ჩამოიხრჩო და, აბა, როგორ მოახერხებდა

მეჯვარეობას? სამაგიეროდ, კიდევ ორი გიორგი მყავდა - ზოგადად, საქართველოში გიორგის

რა გამოლევს.

- დემე, დღეს წითელ ღვინოს ვსვამთ, ვაყოლებთ სტეიკს, ცეზარს და ცოტაოდენ

კამასუტრას, - მითხრა ლელამ, როცა მის გვერდზე მივჯექი და ლეგოებს მეც ხელი შევავლე.

- ოკეი, მე მაწყობს, - დავეთანხმე, - ოღონდ კამასუტრა სულ ოდნავ უნდა აღემატებოდეს

წითელ ღვინოს.

- ისე, ,,კამასუტრა“ რა სახელია... - ჩაფიქრდა, - кама с утра - დილიდან კამა? კამას

ნიახური არ ჯობია? მეორედ მაინც მოვა...

- სიმართლე გითხრა, მეორედ მოსული ნიახური მე ჯერ არ მინახავს, - გამოვუტყდი.

- ქრისტე რომ მოვა მეორედ, აი, ნიახურიც მაშინ მოვა, - საინტერესო მიგნება

შემომთავაზა.

- აუ, დღეს ჩვენთან რა მოხდა!.. - შევიცხადე, და მომინდა, ზემოთ რომ აღვწერე, ის

ამბავი მომეყოლა ლელასთვის, მაგრამ ეგრევე გადავიფიქრე, რახან მეშინოდა, ვახშამზე

სალაპარაკო თემა არ გამოგვლეოდა, ეს ამბავი კი მერეც გამომადგებოდა.

- რა? - დაინტერესდა, თუმცა ლეგოებიდან თავი არ აუწევია.

- არაფერი ისეთი... - დავამუხრუჭე, - მალე მორჩები?

- აი, ერთი ფიგურა დამრჩა დასადგმელი... - ნიკაპზე თითებს ისვამდა, თვალებში კი

ცხოველური ჟინი ჩასდგომოდა, - და მერე თავისუფალი ვარ. ,,სპარში“ გავიდეთ თუ

,,ელდორადოში“?

Page 7: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

- ჯერ ,,ელდორადოში“, მერე ,,სპარში“, - ვუთხარი, - ერთგან რაც აქვთ, მეორეგან ის არ

აქვთ და, მეორეგან რაც აქვთ, ის ერთგან უეჭველი არ ექნებათ.

- ჰო, მართალია, - დამეთანხმა. რამდენიმე წამში ლეგოს ერთ ფიგურას დაავლო ხელი,

ნაგებობას თავზე წამოაცვა, და გამარჯვებულმა შესძახა: - აეგრე! - დიდი ხანი იფშვნეტდა

ხელებს გამარჯვების ნიშნად, ბოლოს მე შემომხედა, - გიყვარვარ? - მკითხა.

- კი, - მოკლედ ვუთხარი, და არც მომიტყუებია.

- ძაანაც კაი, - თქვა, ფეხზე წამოდგა, ლეგოს ნაგებობა კომპიუტერს ესროლა, რომელიც

შიგ შევარდა, მერე PDF ფაილში შეინახა, ჩანთა აიღო და მომადგა: - წავედით?

- წავედით, - მის ნებას დავყევი, თან ჩემი ბავშვობის ბალიშივით რბილ ლოყაზე ვაკოცე.

ჩამეხუტა, და იმ წამს, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებისდა გამო, გული მომიკვდა.

მგონია, რომ არც ერთი ბალიში არასდროს ისეთი რბილი აღარ იქნება, როგორიც ჩვენს

ბავშვობაში იყო.

Page 8: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

3.

მე და ჩემი ცოლი ლელა - ან, ნაკლებეგოისტურად რომ ჟღერდეს, ჩემი ცოლი ლელა და

მე - სახლში მოვედით. ,,სპარშიც“ ვიყავით და, როგორც ვუთხარი, ,,ელდორადოშიც“, ოღონდ

ჯერ ,,ელდორადოში“, შემდეგ - ,,სპარში“. სასტეიკე ხორცი, ორი საშუალოზე დიდი ნაჭერი,

,,ელდორადოში“ ვიყიდეთ, წითელი ღვინო და კიდევ რაღაცები - ,,სპარში“. შინ ფეხის

შემოდგმისთანავე ლელამ ფეხზეც გაიხადა, ტანზეც, და ბოლოს შარვალიც ჩვენს

საძიენებელში, ორკაციან საწოლზე მიაგდო თავის თეთრ პერანგთან ერთად. ლელა როცა

სახლში მოდიოდა, ყოველთვის ასე შიშვლდებოდა ან თითქმის ყოველთვის - ვგულისხმობ, თუ

კონდიციები შესაბამისი იყო და ტემპერატურას თბილი ეთქმოდა - შიშვლდებოდა და ასე,

შიშველ ტანზე, მხოლოდ ტრუსებისა და ბიუსჰალტერის ამარა დარჩენილი, ჩემს რომელიმე

პერანგს იღებდა კარადიდან, და იმას იცვამდა. იმ დღესაც სახლში ფეხშიშველი

დატანტალებდა, ჩემი კუბოკრული პერანგი შემოეცვა, რომელიც, რეალურად, რამდენიმე

ზომით დიდი კი ჰქონდა, მაგრამ ისე უხდებოდა... თითქოს ეს პერანგი მისი საჯდომის

ფორმასაც გამოკვეთდა ხოლმე - გეგონებოდათ, ტანისსამოსი თავისი პატრონის ინტერესებს

იცავსო და, რა თქმა უნდა, რომ მის საჯდომზე ვგიჟდებოდი. თუმცა უკანალი არ იყო ის

ერთადერთი ნაწილი, ჩემს დიდ სიმპათიას რომ იმსახურებდა, რადგან ერთ-ერთი და, ალბათ,

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი ტერფები - შემეძლო, ღამის თერთმეტ საათზე მის

თხელ, ორმოც ზომა ტერფებთან თავი დამედო, და ასე თავაუღებლად ვყოფილიყავი განა

მეორე, არამედ მესამე დღის ოცდასამ საათამდე, თან ისე, რომ არაფერზე მეფიქრა მისი

ტერფების გარდა. მაშინაც, როცა ასეთ ფორმაში გამოწყობილი ლელა დავინახე, იმ წამსვე

ერექცია მქონდა - ჩემი ასო ორგზის მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდელის ბიცეფსივით

გამაგრდა. ვერ მოვითმინე - მივედი და ვაკოცე ისე, რომ ჩემი მარჯვენა ხელი მის მარცხენა

დუნდულს შემოვაჭდე, ხოლო მარცხენა ხელი მენჯის ძვალთან შემოვხვიე. არ მინდოდა,

თუნდაც ჩასუნთქვის მიზნით მოგვეშორებინა ტუჩები ერთმანეთს, მაგრამ მერე თვითონ

ლელამ გამაჩერა და მითხრა, სუფრას მივხედოთო. აღმოვაჩინე, რომ საერთოდ დამვიწყებია იმ

წამს, ვახშამი რომ გვქონდა დაგეგმილი, ამიტომ ჩემი გულმავიწყობის გამოსწორება საქმის

გულმოდგინე შესრულებით გადავწყვიტე. სამზარეულოში გავედი, პოლიეთილენის

ცელოფნიდან ერთჯერად კონტეინერებში ჩალაგებული ხორცი ამოვიღე, და რატომღაც

დანარჩენი ნავაჭრი ისევ ცელოფანში დავტოვე. ცელოფანში კიდევ იყო რაღაცები - მაგალითად,

კვერცხი. ასი წელი არ მომაფიქრდებოდა, კვერცხი მეყიდა, მაგრამ ლელამ მითხრა,

ხვალისთვის საჭმელი არ გვაქვს, მაცივარი ცარიელია - ლელას არ უყვარს, როცა მაცივარი

ცარიელია - და კვერცხი მაინც ვიყიდოთ, დილით რომ უცებ შევწვათო. ჰო, მოკლედ, ორი

ნაჭერი ხორცი იმ ერთჯერადი კონტეინერებიდანაც ამოვიღე, და ბეგვა დავუწყე. თქვენ, ალბათ,

იკითხავთ, თუ სასტეიკე ხორცი იყიდეს, რაღატომ ბეგვავს ეს კაცი - ეგ ხომ ისედაც

დაბეგვილიაო, და მე გიპასუხებთ, რომ ყველა სუპერმარკეტის მიმართ უნდობლობას ვგრძნობ,

ხოლო გამონაკლისი არც ,,ელდორადო“ იყო. ლელა ამ დროს კვერცხს ალაგებდა მაცივრის

კარში ჩატანებული სპეციალურ განყოფილებაში, რომელიც აშკარად მხოლოდ კვერცხისთვის

იყო განკუთვნილი. გადავწყვიტე, ხორცს ჩემს ინგედიენტებსაც დავამატებ-მეთქი - ზოგადად,

ექსპერიმენტები მიყვარს, მითუმეტეს კულინარიაში - ჰოდა ხორცი ბაბუაჩემის წითელ

ღვინოში, საკუჭნაოში რომ მედგა ათ ლიტრიანით, ჩავალბე. სანამ იკითხავთ, რატომ არ ვსვამთ

ბაბუაჩემის ღვინოს და რატომ ვიყიდეთ რომელიღაც ფირმის საფერავი, მანამდე გეტყვით:

Page 9: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

თანამედროვე კაპიტალისტურმა სამყარომ მოიტანა ის, რომ რომანტიკულ ვახშამზე, თეფშსა

და თეფშს შორის, აუცილებლად ბოთლის, დაბეჭდილი ღვინო უნდა იდოს. მოკლედ, ჩავალბე

ხორცი ბაბუაჩემის ღვინოში. კარგად რომ გაიჟღინთა, ამოვიღე, დიდ თეფშზე დავდე, ხოლო

ზევიდან სუფრის და სვანური მარილი ერთად მოვაყარე, არც სტანდარტული მარილის

ნაკლებობა რომ განეცადა და, ამასთან ერთად, სვანური მარილის არომატიც რომ გასჯდომოდა.

გადავწყვიტე, სილამაზისთვის მწვანილიც მექნა, მაგრამ მერე გადავიფიქრე იმიტომ, რომ

გრილში ფოთლები დაიწვებოდა და, ლამაზის მაგივრად, საკმარისზე მეტად მახინჯი

გამოჩნდებოდა. მივედი იმ აზრამდე, რომ, როცა შეიწვებოდა, მერე ვუზამდი მწვანილს, ჰოდა

აღარ დავაყოვნე - ორსართულიან გრილში ორი ნაჭერი ხორცი ზევით-ქვევით შევდგი. ,,სპარში“

რომ ვიყავით, ლელა გამომიტყდა, სალათის გაკეთება ძალიან მეზარება და, იქნებ,

გამზადებული ,,ოლივიე“ ვიყიდოთო. რა თქმა უნდა, არ შევწინააღმდეგებივარ. ზუსტად მაგ

ოლივიეს იღებდა ჩემი მეუღლე ერთ დიდ, მოოვალო-მოოთხკუთხედო თეფშზე პატარა

კონტეინერიდან, რომელიც ჩემთვის ყოველთვის გადარბენაზე მყოფი მოუცლელი კაცის

ნაჩქარევ სადილთან ასოცირდებოდა. თეფშზე სხვანაირად გამოიყურება-მეთქი, გავიფიქრე,

თან ლელამ მთელ ულუფას წრიული ფორმა მისცა. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი ვახშამი არა

მხოლოდ გემოვნური თვისებებით, არამედ ესთეტიურადაც საკმაოდ დახვეწილი იქნებოდა -

ამაში ორივენი დარწმუნებულები ვიყავით.

სანამ ხორცი მზადდებოდა, მე ჩემს სექსუალურ ლტოლვებს ვებრძოდი - მინდოდა,

სექსი ჭამამდე გვქონოდა, იმ წუთშივე. იმ მომენტში რომ დავფიქრდი, გონებაში ვთქვი, ჩემი

სურვილი ლოგიკურია - ენერგიისგან დაცლილს საჭმელი ათმაგ სიამოვნებას მოგვანიჭებს-

მეთქი - თუმცა მერე თვითონვე მოვიფიქრე, რომ ეგ ჭამა რომანტიკული კი არა, ცხოველური

გამოვიდოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ერთი ჩვენგანი ხორცის დანა-ჩანგლით ჭამას

არ შეუდგებოდა, არამედ, როგორც მშიერი ლომი - ზებრას, ისე შევესეოდით. ახლა მინდოდა

მეთქვა, ჩემი ლტოლვები მოვთოკე-მეთქი, მაგრამ მთლად ეგრეც არ ყოფილა - თუ ფალოსით არ

ვაქტიურობდი, სამაგიეროდ, ტუჩებს ვიყენებდი მთელი ენერგიით და, მგონი, ყველგან

ვკოცნიდი ლელას, სადაც კი კოცნა შემეძლო. ცოტა ხანში ლელაც ამყვა - ყელზე ხელი

შემომაჭდო და ხორხზე ენა ამისვა - და ზუსტად იმ დროს, როცა მთელ ჩემს თავდაპირველ

გადაწყვეტილებაზე, თავშეკავებულობასთან დაკავშირებით, უარი უნდა მეთქვა და

რომანტიკული ვახშამი ცხოველურად მექცია, გრილის ზარმა დარეკა. ცოტა უკმაყოფილოებმა

შევწყვიტეთ კოცნა, მაგრამ, გრილის ახმაურებასთან ერთად რომ ჩვენი კუჭებიც ახმაურდა,

ორივენი მივხვდით, ცუდი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. კარადა გამოვხსენი, ორი თეფში

გადმოვიღე, მერე მაცივარი გავაღე და იქიდან სალათის ორი ფურცელი ავიღე, წყალი გავავლე

და თეფშებზე დაფნის ფოთოლივით გავაფინე, შემდეგ გრილს თავი ავხადე, სამზარეულოს

ხელთათმანები წამოვიცვი, და ისე გადმოვიტანე თითო ნაჭერი თითო მოხდენილ თეფშზე

დაფენილ სალათის ფურცლებზე, რომელიც ისე ეფარებოდა წითელი ხორცის დაბრაწულ

ნაჭერს, თითქოს თეფშის ცივი ზედაპირისგან იცავსო. პირვანდელი საწადელიც ავისრულე, და

ხორცს, სილამაზისთვის, მწვანილის რამდენიმე პატარა ფოთოლი დავადე თავზე, რომელიც

უბრალოდ თვალს ესიამოვნებოდა, თორემ კერძს გემოს ვერ შეუცვლიდა. სამზარეულოდან ეს

ორი თეფში სასტუმრო ოთახში გამოვიტანე და ოთახის ცენტრში მდგომ მრგვალ მაგიდაზე

პოლარულად განვალაგე. ლელამ დიდ თეფშზე გადანაწილებული ,,ოლივიე“ და გაუხსნელი

საფერავი შემოიტანა. სპირალური სახსნელი ავიღე. ბოთლს საცობს რომ ვხსნიდი, თან

Page 10: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

მეშინოდა, უხარისხო არ იყოს და ღვინოში ჩაგდება არ მომიწიოს-მეთქი, მაგრამ, საბედნიეროდ,

ყველაფერი კარგად დასრულდა, და სითხე ჭიქებში ხმაურიანად ჩამოვასხი. დავსხედით. დანა-

ჩანგალი ავიღე, როცა ლელამ შეჰკივლა:

- სანთელი!..

ერთადერთი, რაც ვიგრძენი, სირცხვილი იყო. ისედაც მეგონა, რომ ლელას შესაბამისად

კარგ ქმრობას ვერ ვუწევდი, ეს კი მაგ დებულების გასამყარებლად მშვენიერი არგუმენტი

იქნებოდა. სანთლის ყიდვა დამავიწყდა. თავზე ხელი რომ შემოიკრა ლელამ, წამოვდექი და

ვთქვი:

- ჩავირბენ და ამოვიტან, - თან მოძრაობა უკვე დაწყებული მქონდა.

- არა, არა, ხორცი გაცივდება... - გამაჩერა. - ერთი წუთით მოიცადე, - ლელა საკუჭნაოში

გავიდა. იქექებოდა. დაახლოებით, ნახევარ წუთში დაბრუნდა უკან, ხელში ცვილის სანთელი

ეჭირა - არა წითელი, არა სურნელოვანი, არამედ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული

ცვილის სანთელი. - არაფერია, დემე, არ ინერვიულო, - დაყვავებით მითხრა, ჩემთან მოვიდა და

ყვრიმალთან მაკოცა.

კიდევ ერთხელ მომიკვდა გული. გული ბევრჯერ კვდება.

ვჭამდით სტეიკს, და ნელ-ნელა, შიგადაშიგ ,,ოლივიესაც“ ვაშველებდით. ღვინოს მე

ვასხამდი. ლელა ერთი ხელით ჭამდა, მეორე კი ხანდახან მაგიდაზე ედო, და თუ ეს ასე იყო, მე

ჩავჭიდებდი ხოლმე. პირველი ნაჭერი რომ ჩაკბიჩა, მითხრა, უგემრიელესიაო, და თვალები

მილულა. მადლობა გადავუხადე, და მაგიდაზე დადებულ ხელზე ვაკოცე. ლელამ თბილად

გამიღიმა. დავინახე თუ არა ღიმილი მის სახეზე, შემეშინა - მეგონა, რომ მან რაღაც დათმო, ის

კომპრომისზე წავიდა იმის გამო, რომ მე სანთლის ყიდვა დამავიწყდა; მეშინოდა, როგორც უკვე

ვთქვი, და გულ-გვამს არასრულფასოვნების გაუმაძღარი ჭია მიღრღნიდა.

ჩემი აზრით, ჩვენ უფრო ლამაზ, ვიდრე გემრიელ, ხოლო, ლელას აზრით, უგემრიელეს

ვახშამს შევექცეოდით. ოფისში მომხდარი ამბის შესახებ მოვუყევი. ბევრი ვიცინეთ და, თან

ორივეს გაურკვევლობის გრძნობა დაგვეუფლა.

- რამდენი ხანია, ჩემები არ მინახავს... - ჩაილაპარაკა საყოველთაო სევდით. ეს სიტყვები

ისეთი მოულოდნელი იყო, როგორიც ბიძაჩემის ნაადრევი გარდაცვალება.

მადა დამეკარგა. ლელა ფილფანმა და მისმა მშობლებმა ჩემ გამო იჩხუბეს, ამის მერე კი

ერთმანეთთან არც ულაპარაკიათ. მადა კი დამეკარგა, მაგრამ არ მინდოდა, ლელასთვის

მეწყენინებინა, ამიტომ ჭამა გავაგრძელე, თუმცა ჩემი რეცეპტორები თითქმის ხელოვნების

ნიმუშად ქცეულ ხორცის ნაჭერს ისე აღიქვამდნენ, როგორც - ტალახის ულუფას.

ჭამა რომ დავამთავრეთ, ლელამ ინიციატივა გამოიჩინა, მე გავიტანო თეფშებს, მაგრამ

გავაჩერე და ვუთხარი, შენ იჯექი - მე მივხედავ-მეთქი. როცა უკან დავბრუნდი ცარიელ

მაგიდასთან - მაგიდასთან, სადაც მხოლოდ სანთელი და ბოთლი ღვინოღა იდო თავის

ჭიქებიანად - ლელა მომაჩერდა.

Page 11: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

- დესერტი?.. - მკითხა.

ვიგრძენი, მუხლებში როგორ წამერთვა ძალა. იმ დონეზე წარმეკვეთა სასო, რომ

ხმამაღლა გამოვთქვი ჩემი ფიქრები:

- ვაიმე... კიდევ რაღაც დამავიწყდა?..

სავარაუდოდ, ლელამ ჩემი სახის სიფერმკრთალე და ჩემს ხმაში გაჩენილი ბზარები

შეამჩნია.

- რა სულელი ხარ!.. - მითხრა და წამოხტა, მომვარდა, კისერზე ჩამომეკიდა, - დესერტი

ხომ კამასუტრაა!

მომეშვა, მაგრამ თავიდან საწოლში მე მე არ ვყოფილვარ. დემეტრე სიმონიშვილს ლელა

ფილფანი ყოველთვის უყვარდა, მაშასადამე, მე ლელა ფილფანი ყოველთვის მიყვარდა. ეს რომ

გავიხსენე, რა თქმა უნდა, მერე ლოგინშიც მხეცი ვიყავი. დასაძინებლად რომ დავდე თავი

ბალიშზე, მაგარი მეჩვენა და, ბავშვობაში რომ ბალიში მქონდა, ის გამახსენდა. ბოლო დროს

სულ ასე მემართებოდა.

Page 12: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

4.

იჟიჟრიბანდა.

ვინც აქამდე ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ ,,თიბისი ბანკში“ ვმუშაობდით მეც და

ლელაც. ამას ახლა იმიტომ ვამბობ, რომ, როცა გამეღვიძა, პირველი ის გავიფიქრე, მე ხომ

,,თიბისი ბანკში“ ვმუშაობ-მეთქი. სიზმრად არაფერი მინახავს ისეთი, რაც მომავალ საფრთხეზე

მიმანიშნებდა, უბრალოდ ფერადი ყვავილებით სავსე მდელო ვნახე, სადაც მერე დიდი შავი

ვეშაპი გამოჩნდა, რომელიც, თავის მხრივ, ჩემკენ მოდიოდა და პირიდან ცეცხლს აფრქვევდა.

რა თქმა უნდა, ასეთი უწყინარი სიზმრის ნახვის შემდეგ არავინ იფიქრებდა, ბანკში გავალ და

ეს ყველაფერი მოხდებაო, მაგრამ მე ბანკში რომ გავედი, ეგ ყველაფერი მართლაც მოხდა.

კბილების გახეხვის დროს ყოველთვის გულისრევის ძლიერი შეგრძნება მაქვს ხოლმე,

რადგან კბილის პასტა სასაზე მედება, ეს კი მაიძულებს, ჭლექიანივით ვახველო. საერთოდ,

კბილის პასტა მატლს ჰგავს - იმ მატლს, საფლავში ჩვენს ხორცს რომ არსობის პურად გაიხდის.

დრო არ გვქონდა, რომ გვესაუზმა, ამიტომ დილითვე ვისადილეთ, რათა მშივრები არ

წავსულიყავით სამუშაოზე. წამით ორივემ ვიფიქრეთ, დღეს ხომ არ დავრჩეთ-ჩვენთქი სახლში,

მაგრამ, რა საკვირველია, მაგ ფიქრის დროს უკვე პერანგებს ვიკრავდით და, შესაბამისად, ათ

წუთში უკვე სამსახურშიც ვიყავით. ბანკი ახლოა ჩვენს სახლთან ან, რახან ჯერ ბანკი იყო და

შემდეგ - ჩვენი სახლი, ჩვენი სახლია ბანკთან ახლოს. სანამ ჩვენ-ჩვენს განყოფილებებში

წავიდოდით და, ლოგიკურად, შეერთების პერსპექტივით დავიშლებოდით, ერთმანეთს

მხურვალედ ვაკოცეთ. იცით, უცნაურია, მაგრამ თითქოს ჩვენს ტუჩებს ერთმანეთის ფიქრები

ესმოდათ ან ჩვენგან დამოუკიდებლად ლაპარაკობდნენ, ისე შეთანხმებულად მოქმედებდენ

ხოლმე - ერთხელაც კი არ გვქონია შემთხვევა, რომ, ვთქვათ, ზედა ტუჩზე მდომებოდა კოცნა

და მას ქვედა ტუჩი შემოეგებებინა ჩემთვის ან, თუნდაც, ენის შეყოფა ნდომებოდა და მე პირი

უკვე ღიად არ დამეხვედრებინა.

- სალამი ბიჭებს! - მივმართე ომახიანად ყველას. ყველამ ტუფლებზე დაიხედა.

- არავის უჭერს! - მომაძახა ერთმა - სახელი დამავიწყდა.

სიჩუმე ჩამოვარდა და, სანამ დავჯდებოდი, ანდრო დადიანმა - გეი იყო-მეთქი, რომ

ვთქვი სულ თავში, გეხსომებათ - ხელი მორცხვად აიწია.

- მე მიჭერს, - აღიარა.

- გაიხადე, თასმები მოუშვი და მერე ისევ ჩაიცვი, - შევთავზე.

- სუნი მაქვს... - ვერ დამალა.

- ერთ-ორ წუთს გავუძლებთ როგორმე, - ვუთხარი ღიმილით, - მითუმეტეს, რომ ჩვენ

ყველას გვიჭერს რაღაც ან რაღაცის, - თვალი ჩავუკარი, და ამით, ალბათ, შევაგულიანე, რახან

მეტი თავდაჯერებით გაიხადა ფეხსაცმელი, თასმები მოუშვა და ისევ ჩაიცვა. - უკეთესია? -

ვკითხე.

Page 13: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

- უკეთესია, - გამიღიმა. ჩემს ადგილზე რომ დავჯექი, ჩემკენ გადმოიწია და მკითხა: -

ცოლი ისევ გყავს?

- გუშინ მყავდა და, ლოგიკურად, დღესაც მყავს, - ავუხსენი ოდნავ გაკვირვებულმა.

- ჰო, რავი, იქნებ, დაშორდი... - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, და საქმეს მიუბრუნდა.

- მოგიტყან დედის გულ-ღვიძლი! - მამაკაცის მჭექარე ხმა გაისმა უცებ ოფისში.

სიჩუმე ჩამოვარდა. რახან ამ დღეს უფროსობა მქონდა ამოჩემებული, ფეხზე ავდექი და

იმ ტიპს გავხედე, ვინც სავარაუდო ეჭვმიტანილი იყო. ვანიშნე, ადექი-მეთქი. ადგა.

- რისთვის შეიგინე, ვის შეაგინე და რატომ მაინც და მაინც გულ-ღვიძლი?! - მკაცრად

დავუსვი კითხვა, გამომეტყველებაც ასეთივე მქონდა.

შეშინებული ჩანდა. კედელთან იყო ატუზული, და პატარა გოგონას პოზა ჰქონდა

მიღებული, შარდს რომ ძლივს იკავებს.

- მმმმმმმმმმმმმმმმმმოგმეეეეეე....... - აებნა ასოები, სიტყვები და, რა ვიცი, მოკლედ.

- ვინ მოგმე? - არ ჩამოვუვარდი.

- მე არ მითქვამს, - გაოფლიანებულმა და დაპანიკებულმა თქვა. გულ-მკერდი

გამალებით აუდ-ჩაუდიოდა.

მისი პერანგის მარცხენა მხარეს, მკერდის თავზე გავაპარე თვალი, სადაც მისი გვარი

ეწერა.

- რევიშვილი! - დავიყვირე მერე. შეხტა. - შენ თუ არ გითქვამს, აბა, ვინ თქვა? - ისეთი

კილო მქონდა, აი, გამოგიჭირე-მეთქი.

- აა...ა...ააამან! - და ხელი კედლისკენ გაიშვირა, სადაც ულამაზესი ნახატი იყო

ჩამოკიდებული, რომელზეც, თავის მხრივ, მუნკის ,,კივილის“ მდედრი ვარიანტი გამოესახათ.

მოულოდნელად გაიხსნა ჩვენი კაბინეტის კარი. როგორც ადრე გითხარით, ბევრი

უფროსი გვყავდა, ჰოდა ერთ-ერთი შემოვიდა - ქერა ქალი იყო, მოკუმული ტუჩები, წვეტიანი

ცხვირი და ოთხკუთხედი სათვალეები ჰქონდა. ასაკში იყო, მაგრამ სექსუალურობას არ

ჰკარგავდა; ეს ქალი სამი თუ ოთხი დღის წინ აიყვანეს სამსახურში ჩვენი უფროსის

თანამდებობაზე. ამ ქალთან ერთად, იმ დღესვე, კიდევ ორი ახალი ტიპი მოვიდა სამსახურში -

მანდატური და მუშა. ბანკებში მანდატურები ერთი თვის წინ შემოუშვეს, თუ გაინტერესებთ,

ხოლო მუშები თავიდანვე ბანკებში იყვნენ, უბრალოდ არ იცოდნენ. ჰო, მოკლედ: კაბინეტში ეს

ქალი - ახალი უფროსი - და ახალი მუშა შემოვიდნენ. მუშას ხელში ფარგალი, სახაზავი და

გლობუსი ეჭირა.

- აი, აქეთ, აქეთ, - მიჰყავდა მუშა აშკარად ნახატისკენ.

- ახლავე ზომებს ჯერ ავიღებ, შემდეგ მივიღებ, - თქვა მუშამ, და უფროსს თვალი ჩაუკრა.

Page 14: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

ეუჰ-მეთქი, მახსოვს, გავიფიქრე, როცა ჯერ კიდევ სახაზავს ატოლებდა ნახატს თუ

ნახატის ოქროს ჩარჩოს. აჰა, გასაგებიაო, დროდადრო ჩაიბურტყუნებდა ხოლმე. მერე ნახატი

კედლიდან მოხსნა, ძირს დადო, ფარგალი გაშალა, მარცხნივ და მარჯვნივ თითო წრე მიახატა,

ბოლოს ჯიბიდან ფანქარი დააძრო, და ეს ორი წრე ისე შეაერთა, რომ ფალოსი გამოვიდა,

ოღონდ - ისეთი, სკოლის მერხებზე რომ ხატავენ მეხუთე კლასელი ბიჭები. მიუხედავად იმისა,

რომ ფსიქოლოგი აღარ ვიყავი, მამაკაცებს მაინც ვაკვირდებოდი, და ვხედავდი, როგორ

სტკიოდათ ნახატის ყოველი შეურაცხყოფა. მუშამ გლობუსს სფერო მოხსნა და მხოლოდ ღერძი

დატოვა, თუმცა მეორე წამსვე ღერძიდან გრძელი რკინა ამოიზნიქა და ხმაურიანად დაიწყო

ბრუნვა, ბურღივით. ამ ბურღით მუშამ ნახატზე გამოსახულ ქალს ჭიპი გაუხვრიტა. ჩვენმა

უფროსმა თავისი საყურე მოიხსნა და მუშას მუჭში ჩაუდო, რომელმაც, თავის მხრივ, ნახატის

ნახვრეტზე ჩამოკიდა. უფროსი კმაყოფილი იყო. მუშამ ნახატი რომ იღლიაში ამოიდო და

გასასვლელი კარისკენ დაიძრა, უფროსმა მე შემომხედა, და ისეთი ბოროტებით გაიღიმა, რომ

ტანში გამცრა. შემეშინდა. მუშამ კარი გამოაღო, და უკვე უნდა გასულიყო, როცა იმ ტიპმა,

ოქროს ჩარჩო რომ თავისი ენით შექმნა, მისკენ გაიწია. თანამშრომელმა მამაკაცებმა დროულად

დააკავეს, მაგრამ ფანჯიკიძე მაინც იწევდა, თან ყვიროდა:

- მიყვარხარ!

ნახატიდან სულის შემძვრელი კივილი გაისმა. ჩვენმა უფროსმა ტილოს წიხლი ამოჰკრა,

მერე გაკავებულ ფანჯიკიძეს მოუბრუნდა და სახეში შეაფურთხა. კარი გაიჯახუნეს. ფანჯიკიძე

მეორე წამსვე კომპიუტერში გაშლილ ფაილს მიუბრუნდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

Page 15: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

5.

სამუშაო დღე ჩვეულებრივად გრძელდებოდა მანამ, სანამ ლელამ არ დააკაკუნა

კაბინეტის კარზე. დააკაკუნა და არ შემოვიდა, რადგან ჩვენს კაბინეტში ქალების შემოსვლა

აკრძალულია, თუ უფროსობას არ ჩავთვლით. თავი შემოყო და მითხრა, ორი წუთით გამოდიო.

,,ვორდის“ ფაილი ჩავკეცე და გარეთ გავედი.

- ბაკურიანში მივდივარ, - გამომიცხადა. უცნაურად გახარებული იყო.

- როდის? - ვკითხე.

- ახლა.

- და... - რატომღაც არ მესიამოვნა, მაგრამ არ მინდოდა, რამე ცუდად გამომსვლოდა, -

ვისთან ერთად?..

- ჩვენი განყოფილების გოგოები და რამდენიმე ჩვენი კოლეგა ,,საქართველოს

ბანკიდან“, - მიპასუხა.

- ბარგი... არ უნდა ჩაალაგო?.. - ოდნავ დაბნეული გახლდით.

- არა, არ მჭირდება - მხოლოდ ლეგოები მიმაქვს და კიდევ რამდენიმე აუცილებელი

საბუთი, რაც იქ დაგვჭირდება, - მითხრა და დიდი ჩანთა მანახვა, ხელში რომ ეჭირა.

- ა, ანუ, საქმიანი ვიზიტია... მეც არა ვთქვი, გაგანია მაისში ბაკურიანში რა უნდათ-

მეთქი... და ,,თიბისის“ ,,საქართველოს ბანკთან“ რა ესაქმება?.. - ძალიან, ძალიან

ვფრთხილობდი.

- რავი, ასე მითხრეს, ერთობლივი პროექტიაო. ხვალ ამ დროს აქ ვიქნები. - თვალები

უციმციმებდა.

საათს დავხედე - მეშინოდა, რომ წუთი მაინც გადაეცილებინა ჩამოსვლის დროისთვის

- თორმეტს აკლდა თხუთმეტი. დავიმახსოვრე. ზოგადად, ასეთი რაღაცები მავიწყდება ხოლმე,

მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, დავიმახსოვრებდი და ბოლომდე მემახსოვრებოდა.

მაინც შიში მიღრღნიდა გულ-მუცელს - ვაიდა, წავიდეს და აღარ დაბრუნდეს-მეთქი ჩემთან?..

ამიტომაც გავრისკე:

- შეგიძლია მითხრა, ვინ და ვინ მიდიხართ აქედან?.. უბრალოდ მაინტერესებს, - თავი

უდანაშაულოდ მოვაჩვენე.

- მე, თათული, სოფო და ანი, - თავისი განყოფილების სამი გოგოს სახელი მითხრა.

- ოკეი, ოკეი, - ვუთხარი სასხვათაშორისოდ, - კეთილი მგზავრობა და, თუ რამე

დაგჭირდეს, დარეკე.

- ძილის წინ ხომ დამირეკავ? - მკითხა და ისე გამიღიმა... თვითონ ლელა რომ არ

მყოფოდა, თავს აუცილებლად მოვიკლავდი.

Page 16: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

- დაგირეკავ, - ვუთხარი და, შუბლზე რომ ვაკოცე, ყნოსვა გავთიშე - არ მინდოდა, მისი

თმების უტკბილესი სუნი მეგრძნო, რომელიც ჩემში დანაშაულის გრძნობას გააასმაგებდა.

თვითონ ტუჩებში მაკოცა, და მე არ შევწინააღმდეგებივარ. რომ შებრუნდა და კუნტრუშით

წავიდა თავისი კაბინეტისკენ, მივაძახე: - ლელა!

- ჰოუ, - შემობრუნდა და ადგილზე შედგა.

- რამდენ ხანში გადიხართ? - დავაზუსტე მაინც.

- ზუსტად ოც წუთში ,,საქართველოს ბანკის“ ბიჭები აქ, გაჩერებასთან იდგებიან, -

მიპასუხა და გაბრუნდა.

ბიჭები. ბიჭებიო. სუნთქვა შემეკვრა. ,,იქნებ, ვინმე ისეთი იყოს მაგ ბიჭებში, რომელიც

დაანახვებს, რომ ჩემზე უკეთესებიც არსებობენ? იქნებ, მასთან მოეწონოს და, რომ ჩამოვა,

მითხრას, უნდა დავშორდეთო? თან ამითი თავის მშობლებსაც შემოირიგებს... ღმერთო, რამე

უნდა ვქნა!“ - ვფიქრობდი, მახსოვს. რამე მართლა უნდა მექნა. მოვიფიქრე კიდეც რაღაც, თუმცა

ასე მარტივად ვერ გავქრებოდი სამსახურიდან - შემამჩნევდნენ და, უკეთეს შემთხვევაში, დიდ

საყვედურსაც გამომიწერდნენ ან, უარეს შემთხვევაში, გამაგდებდნენ - ამიტომ ჯერ კაბინეტში

შევედი და ჩემს ლეპტოპს მივუჯექი. ,,ვორდის“ ახალი ფაილი გავხსენი და სამი-ოთხი წუთის

განმავლობაში უაზროდ ვაკაკუნებდი თითებს კლავიატურაზე, ჩემს თანამშრომლებს რომ

ჰგონებოდათ, ვმუშაობდი. მერე მუცელზე ხელი შემოვიჭირე და ამოვიღნავლე. ვახ, ვახ,

ტუალეტში უნდა გავიდე-მეთქი, დავიძახე ყველას გასაგონად, გავხსენი კაბინეტის კარი, და

ისე, რომ ბოლომდე არც მომიკეტავს, გავვარდი. გასასვლელში ერთ-ერთმა უფროსმა რომ

მკითხა, სად მიდიხარო, ვუთხარი, ,,მაკდონალდსში“ უნდა გადავირბინო - ძალიან მინდა-

მეთქი ტუალეტში. ჩემი ხელი მუცელზე მიდებული რომ დაინახა, დაიჯერა, მაგრამ მაინც

მკითხა, ჩვენც ხომ გვაქვს ტუალეტი - ,,მაკდონალდსში“ რატომ გადარბიხარო. ჩვენი

დაკავებულია, მე კი აქვე მოვკვდები, თუ ახლავე ტუალეტში არ გამიშვებთ-მეთქი. დამნებდა.

გზაზე გადავირბინე. ვგრძნობდი, როგორ გამომაყოლა მზერა უფროსმა, ამიტომ მართლაც

შევედი ,,მაკდონალდსში“, რომ არაფერი ეეჭვა. მერე უკანა კარიდან გავიქეცი და

,,მეტრომარტის“ ქვევით გავჩერდი, ტაქსის დაველოდე. ერთ წუთში მოვიდა, და შიგ ჩავხტი.

- სასაფლაოზე ავიდეთ - რაც შეიძლება, სწრაფად, - ვუთხარი, და ღვედი ელვის

სისწრაფით გადავიჭირე.

ტაქსისტმა გაზის პედალს მიადგა ფეხი, და გავქროლდით. ხუთ წუთში უკვე

სასაფლაოებზე ვიყავით. ლელაზე ძალიან ვბრაზობდი, და მერე ჩემს თავს ვუბრაზდებოდი,

რახან ლელაზე ვბრაზობდი.

- კონკრეტულად, სად გინდა? - მკითხა.

მივიხედ-მოვიხედე და, ერთი ლამაზი საფლავი რომ შევნიშნე, ვუთხარი, აქ გააჩერე და

ორი წუთი დამელოდე-მეთქი. ათი წუთი კიდევ მქონდა იქამდე, სანამ ლელას ,,საქართველოს

ბანკის“ ბიჭები - ღმერთო ჩემო, ბიჭები! - მოაკითხავდნენ. თუ ხუთ წუთში აქ ამოვედით, ხუთ

წუთში უკანაც დავბრუნდებით-მეთქი, გავიფიქრე, ამიტომ საქმისთვისაც ხუთი წუთი

მრჩებოდა. აბიბინებულ საფლავთან მივირბინე. მოუვლელი იყო, მაგრამ მაინც ლამაზად

Page 17: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

გამოიყურებოდა, თუმცა ამითი ტკბობისთვის დრო არ მქონდა. ბალახ-ბულახში ერთი-ორი

ყვავილი გამორეულიყო. დავკრიფე. გადავირბინე მეორე საფლავზე, იქაც რამდენიმე

მოვწყვიტე. ამის შემდეგ სულ ან მოვლილი, ან მოუვლელი, მაგრამ ხრიოკი საფლავები

მოდიოდა, თუმცა ჰორიზონტზე ახალი საფლავი რომ გამოჩნდა, იმისკენ გავიქეცი.

ამობურცულ მიწაზე ზედ მიეყარათ ლამაზი თაიგულები, და თითო თაიგულიდან თითო

ყვავილი ამოვაძრე, რათა ჩემი კონისთვის მიმემატებინა. საათს დავხედე - სამი წუთი მქონდა,

თუ მგზავრობის ხუთ წუთს არ ჩავთვლით. თავიდან გადავწყვიტე, არ მეჩქარა, მაგრამ მერე

ახალი იდეა მომივიდა, ამიტომ ტაქსიში ჩავხტი და შევუძახე, მეგობრობის გამზირზე რომ

,,თიბისი ბანკია“, დროზე იქ წადი-მეთქი. ,,რას ვაკეთებ,“ - ვფიქრობდი, მაგრამ დრო არ მქონდა.

ვერც მივხვდი, როგორ მივედით ბანკამდე - მძღოლმა მითხრა, მოვედითო, და მაშინღა

გამოვერკვიე. საფულედან ორმოცდაათლარიანი კუპიურა ამოვიღე და ისე მივეცი, ხურდას არ

დავლოდებივარ. გადმოვხტი მანქანიდან. ბანკის წინ, გაჩერებაზე, როგორც ლელამ თქვა,

,,საქართველოს ბანკის“ მინი-ვენი ეყენა. წინა კარს ვიღაც თავგადაპარსული და სათვალიანი

ტიპი მიჰყუდებოდა, რომელიც ლელას დანახვაზე ისე გაიბადრა და ისე მოიხსნა სათვალე,

გეგონებოდათ, მისი უკეთ დანახვა უნდაო.

- ლუკა! - დაიძახა ლელამ, და მაგ ტიპს ჩაეხუტა.

გულ-მუცელი ამომიტრიალდა, მაგრამ ლელასკენ მაინც დავიძარი. რომ დამინახა, ჯერ

გაუკვირდა, მერე კი სიცილი აუტყდა. მეგონა, დამცინოდა, მაგრამ, ალბათ, არ დამცინოდა.

- ეს შენ, - ვუთხარი, ყვავილების კონა მივაწოდე და თავი დავხარე.

- დემეტრე, რა საყვარელი ხარ! - ჩამეხუტა. - ეს სად დაკრიფე?! გიჟი ხარ?! ვაი!.. - და

მაკოცა.

აი, ეგრე-მეთქი, გავიფიქრე, შენს თანდასწრებით მაკოცა-მეთქი, და თვალი იმ ტიპისკენ

გავაპარე. ვახ!.. ეს ის ლუკა იყო!.. გვარი დამავიწყდა... მგონი - მუდამყლეზებზრიალაშვილი.

მთელი სკოლაში სწავლის პერიოდი ლელას ლუკა უყვარდა, მაგრამ, მერე რა მოხდა, არ ვიცი.

ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია - მე მინდოდა, გვესაუბრა, მაგრამ ლელას არ უნდოდა, ამიტომ

არც ვთხოვდი ხოლმე და არც ზედმეტი კითხვებით ვუწყალებდი გულს. ერთია, რომ მისი აქ

დანახვა ნამდვილად არ მესიამოვნა. ათმაგად გავბრაზდი. ჩემს ცოლს ვუთხარი, შევალ, შენ და

გოგოებს ნივთების გამოტანაში დაგეხმარებით-მეთქი, და ასეც მოვიქეცი. როცა ბანკში

შევდიოდი, კიბეებიდან თვალი უკან გამოვაპარე, და დავინახე, როგორ ყნოსავდა ლელა

ყვავილებს, თან სიყვარულით იღიმოდა. იმედი მქონდა, რომ მკვდრის სუნი არც ერთს არ

ასდიოდა. რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი. მათ კაბინეტში შევედი - ჩვენგან განსხვავებით, ქალების

კაბინეტში მამაკაცის შესვლა შეიძლება - და, როცა დავინახე, რომ გოგოები შიგნით არ იყვნენ,

ხოლო მათი ბარგი იქ იდო, დავფაცურდი, თითოეულ მათგანს ერთი ნივთი მოვპარე და მათ

კაბინეტში მდგარი ტყავის შავი დივნის ქვეშ ისე შევაწყვე, რომ არაფერი გამოჩენოდათ.

ამასობაში სოფო, თათული და ანი კაბინეტში შემოვიდნენ.

- მოგეხმაროთ? - შევთავაზე.

- აი, ერთ წუთში ჩავლაგებით და მერე ჰო, თუ შეგიძლია, - მიპასუხა თათულიმ.

Page 18: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

- ოკეი, - ვთქვი.

- ჩემს ფაილებს ვერ ვპოულობ, - თქვა სოფომ უკმაყოფილო გამომეტყველებით.

- ჩემი ლეგოებიც არ ჩანს, - ანიმ სახე ისე შეჭმუხნა, თითქოს მთელი ლიმონი პირში

ჩაედო.

- და ჩემი დოკუმენტები სადღაც გაქრა, - დაუმატა თათულიმ, და ხელები ერთმანეთს

შემოკრა.

- ვა, სად უნდა წასულიყო ასე ერთიანად, ნწ, ნწ, - დაფიქრებული სახით ვთქვი.

ამ დროს გოგოების კაბინეტში ლუკა შემოვიდა. სახე წამსვე შემეცვალა, მაგრამ, როგორც

კი ლელა შემოჰყვა, ისევ ჩვეულ გამომეტყველებას დავუბრუნდი.

- რა ხდება? - იკითხა მუდამყლეზებზრიალაშვილმა.

- მე დოკუმენტებს ვერ ვპოულობ, ანი - ლეგოებს, სოფო - ფაილებს, - ჩამოუკაკლა

თათულიმ ერთი წინადადებით.

- ფაილებით სავსე ყუთი მოგვაქვს, ლეგოები ლელას აქვს ბლომად, დოკუმენტები კიდე,

თუ ლეპტოპში გაქვს, წამოიღე და, ჩვენ რახან პრინტერი გვაქვს, იქ ამობეჭდე, - შესთავაზა იმან.

არ მინდა, სახელი ვთქვა.

- ე, მაგარია! - სახე გაუცისკროვნდა ანის, მერე მე მომიბრუნდა: - დემე, ბარგი არ მიგვაქვს

და არ გვჭირდება შენი დახმარება. აბა, ჰე! - და გადამკოცნა. მერე თათულიმაც გადამკოცნა.

გადამკოცნა სოფომაც.

ასე ერთი ხელის მოსმით მოაგვარა ის, რასაც მე ამდენი ხანი ვხლართავდი! ალბათ,

მასთან ყოფნა მოუნდებოდა ლელას; მოუნდებოდა, მისნაირი პრაქტიკული მამაკაცი ჰყოლოდა

გვერდში და არა ჩემნაირი გაუწონასწორებელი. საფეთქლებში შემომაწვა სისხლი, და ირგვლივ

ყველაფერს წითლად ვხედავდი მანამ, სანამ ლელამ ჩემი სახე თავის ხელებში არ მოიქცია და

ტუჩებში არ მაკოცა. ყვავილები ფეხებს შორის ჰქონდა გაჩრილი.

- ძალიან მიყვარხარ, - მითხრა, მერე ყვავილები ხელში აიღო და ჩემს თანდასწრებითაც

დაყნოსა, - ლამაზებია და, მგონი, ყველას კარგი სუნი აქვს. - გამიღიმა. - ახლა წავედი და, აბა,

შენ იცი. უჩემოდ არ მოიწყინო. კვერცხი შეიწვი, სახლში რომ მიხვალ - ვერაფრის ყიდვა ვერ

მოვასწარი, რახან ახლახანს გადაწყდა ჩემი გამგზავრებაც...

- ჰო, მოვახერხებ რამეს, - ძლივს ვუთხარი და ძლივსვე გავუღიმე. კოცნა ვერ გავბედე.

წავიდა. ისე გაქრა, როგორც ,,რაფაელოს“ ზედაპირიდან გადმოვარდნილი ქოქოსის

ერთი ფანტელი. იმედი მქონდა, რომ, როგორც ამ ფანტელს ვპოულობთ ხოლმე დალაგების

დროს, მეც მეორე დღეს ვიპოვიდი ლელას, თუმცა, განსხვავებით ,,რაფაელოს“ ფანტელისა, არა

ლოგინის ქვეშ, არამედ ლოგინში, ჩემს გვერდზე მწოლიარეს, ტკბილად მძინარეს. მიყვარდა,

და გული მტკიოდა.

Page 19: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

ჯერ გოგოების დივანზე ჩამოვჯექი და უაზროდ მივაჩერდი სივრცეს, მერე კი, როცა

თავში დამარტყა, სად ვიყავი, ფეხზე ავდექი, დივანი ავწიე და მის ქვეშ შემალული ნივთები

ამოვალაგე. რომ ვალაგებდი, შემრცხვა. მერე კარი გამოვაღე, დერეფანი გავიარე და ჩემს

კაბინეტში დავბრუნდი, სადაც კაცები მელოდებოდნენ. ჩემი გამოჩენა არ გაჰკვირვებიათ და,

საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, დრო რომ მოვიდოდა, არც ჩემი გაქრობა გაუკვირდებოდათ.

Page 20: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

6.

უკვე ორი თვე ხდებოდა, რაც მაისი იყო.

არ მიყვარს, როცა სამუშაო ჩვეულ რიტმში გრძელდება ხოლმე, მაგრამ, როგორც უკვე

მიხვდებოდით, სამუშაო ჩვეულ რიტმში გაგრძელდა. არც ერთ ჩემს თანამშრომელს არც ერთი

ჩემი სხვა თანამშრომელი არ აინტერესებდა. მომენტში, ალბათ, არც ისინი აინტერესებდათ,

ვისთვისაც მუშაობდნენ - საკუთარი თავის ჩათვლით - და, ბოლო-ბოლო, რისთვის რას

აკეთებდნენ, არც მე ვიცოდი და, ეჭვი მაქვს, არც თვითონ იცოდნენ. არადა ასეთი ხალხი მერე

თავისი უაზრო მიზნისთვის, რომელიც ან არსებობს და ან არა, მოგკლავს კიდეც. რაც მე

მიყვარს, იმას ყველა ფეხქვეშ თელავს, და ხანდახან ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს, რა გიყვარს.

მეც აუცილებლად ვთელავ რაღაც ისეთს, რაც სხვას უყვარს - ეს უნებლიე, მაგრამ ჯერ-

ჯერობით გარდაუვალი ქმედებაა. ასე გრძელდება დაუსრულებლად - ყველანი ერთმანეთის

სიწმინდეს ვთელავთ, და ბოლოს ხელში აღარაფერი გვიჭირავს. ასეთ დროს მიზანი, ალბათ,

უბრალოდ პრინციპია, და პრინციპები საიდან მოდის და რა ფუძე აქვს, ეგ კიდევ სხვა საკითხია,

რაც უფრო აღრმავებს კიდეც იმ აზრს, რომ ყველანაირი მიზნის მისაღწევად გათელვა

სისულელეა. არ არსებობს პრინციპი, რომელიც, საკმარისი გონიერების და გრძნობის ფონზე,

არ გაქრება და, რახან პრინციპი ქრება, ის მყარი და ხელჩასაჭიდი არ ყოფილა, ჩვენ კი მაგ

არამყარი და არასაიმედო ობიექტის გამო ერთმანეთს, როგორც უკვე ვთქვი, ვთელავთ,

ვანადგურებთ ერთმანეთის რწმენას, იმედს და სიყვარულს - ყველაფერ იმას, რისთვისაც

ვცოცხლობთ. და ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, რომ ხელში აღარაფერი გვრჩება, სიცოცხლე კი

უაზრობად გვეჩვენება. ჩემი სიცოცხლის არსი ლელა იყო, ლელა ფილფანი - ჩემი მეუღლე.

თვითონვე ვფიქრობდი, რომ სიცოცხლის არსად ადამიანის ქცევა ყველაზე სუსტი და, ალბათ,

სახიფათო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ შესაცვლელად ვერაფერს ვაკეთებდი იმ მარტივი

მიზეზის გამო, რომ, უბრალოდ, არ მინდოდა. მაშინ კი, როცა ლელა იმ ლუკასთან ერთად

წავიდა ბაკურიანში... ღმერთო ჩემო! ყურები გაზქურაზე შემოდგმული ახალადუღებული

ჩაიდანივით მიწუოდა, შიგნეულობა კი მაგ ჩაიდანში ჩასხმული წყალივით მიდუღდა. თავს

საშინლად ვგრძნობდი. რატომღაც გამიელვა გონებაში, ნეტავ, ფანჯიკიძის საყვარელი ქალი

მაინც არ გაეტანათ-მეთქი ჩვენი ოთახიდან - მეგონა, იმ ნახატს რომ შევხედავდი,

დავმშვიდდებოდი. ძალიან, ძალიან მომინდა, ნახატისთვის შემეხედა, მაგრამ, რაც არ იყო, იმას

არსაიდან ხომ არ გავაჩენდი? ფანჯიკიძეს რომ გავხედე და მისი უემოციო სახე დავინახე,

მომინდა, ლეპტოპი თავზე გადამელეწა მისთვის და მეთქვა, თუ არ გეტკინა, არ გამკვირვებია,

შე არაადამიანო-მეთქი. ქალი მომტაცონ და ასე მშვიდად ვიჯდე?!. აგერ, არც მოუტაცებიათ,

მაგრამ გულის ფიცარს ეჭვის სინესტე მილპობდა, როგორც ძველი სახლის სახურავს - თავსხმა

წვიმა.

- აქეთ, აქეთ, აქეთ! - დაიძახა ვიღაცამ ჩვენს კართან. ახალი უფროსი ვიცანი, და მივხვდი,

რომ ვიღაცას ან, სულაც, ვიღაცებს ჩვენი კაბინეტისკენ იხმობდა.

არ შევმცდარვარ. კარი რომ გაიღო, მანდატური და მუშა - აი, ადრე რომ ვთქვი, ჩვენი

ახალი თანამშრომლები არიან-მეთქი - შემოვიდნენ ოთახში, ხოლო უკან ჩვენი უფროსი

მოჰყვებოდა. მანდატური წინ მოდიოდა, და სახეზე ეტყობოდა, რომ ოდნავ მორცხვად იყო,

ხოლო უკან მუშა მოჰყვებოდა. ხელები ორივეს თავს ზემოთ აეშვირათ, და მართკუთხედის

Page 21: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

ფორმის ოქროს ჩარჩოში ჩასმულ, სავარაუდოდ, ნახატს ისე მოასვენებდნენ, როგორც

მიცვალებულს; გეგონებოდათ, მათი საკულტო პიროვნება გარდაიცვალა, და ცრემლებს ძლივს

იკავებენო, ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ. ნახატი რომ კედელს მიაყუდეს და ორივემ

წელზე შემოირტყა ხელი, აი, მაშინ მივხვდი, რომ უბრალოდ მძიმე იყო, და ეს აიძულებდა მათ

სახეებს, შეწუხებული ყოფილიყო.

- დიდი ხანი ძირს არ უნდა იყოს! - შთაგონებული მწერალივით აღნიშნა უფროსმა, უცებ

რომ წამოიყვირებს, რა მაგარი იდეა მომივიდაო.

- ხომ არ მოგეხმაროთ?.. - შესთავაზა ერთმა ჩემმა თანამშრომელმა.

- აიტ! - თითი გამოიშვირა ქალმა, და ეს ტიპი ადგილზევე გააქვავა, - არც კი გაბედო! შენ!

- ჩემს გეი თანამშრომელს მიუბრუნდა, - ათი სანთელი მოიტანე, დროზე!

ანდრო დადიანი დაფეთებული წამოხტა ლურჯი სკამიდან, და კაბინეტიდან გარეთ

გავარდა - სავარაუდოდ, საწყობში. ორი წუთის შემდეგ, როცა დადიანი უკან დაბრუნდა, მუშა

და მანდატური ნახატის ასაღებად დაიხარნენ. მაშინღა შევნიშნე, რომ ტილოზე მამაკაცი იყო

გამოსახული, ტანსრული; ოქროსფერ ტანისსამოსზე ოქროსივე დიდი მედალიონი

უბრწყინავდა, რომელიც გულთან ანათებდა და თავის სინათლეს ყველა მხარეზე თანაბრად

ანაწილებდა; ოქროსივე სარტყელი ერტყა შუბლზე, და შუაში მასზეც ბრწყინავდა რაღაც

თანაბრად; მარჯვენა ხელი წინ და ცოტათი მაღლა გაეშვირა ისე, თითქოს ბრბოს მიმართავსო,

თუმცა მტევანი ოდნავ ქვევით ჩამოეშვა ისე, იფიქრებდით, ხალხს მიმართულებას უჩვენებს,

სად უნდა წავიდნენო; მარცხენა ხელი ას ოთხმოცი გრადუსით ჰქონდა გაშლილი, პირდაპირ

ქვემოთ დაშვებული; მის უკან ქვიშის ზვინი და პირამიდა მოჩანდა, მაგრამ კაცზე ვერ

იტყოდით გადაჭრით, ქვიშაზე დგასო - ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, ან ჰაერში იყო

აწეული, ან სპეციალურად შემაღლებულ ადგილზე იდგა. ამ ნახატს ჰკიდებდნენ - შემიძლია

ვთქვა, რომ ძლივს - კედლის ზუსტად იმ ნაწილზე, სადაც ადრე ფანჯიკიძის საყვარელი ქალი

ეკიდა.

- ეს ვინ არის? - იკითხა დადიანმა, თან ორივე ხელი შემოეჭდო ცვილის

სანთლებისთვის, და ისე იდგა ოთახის შუაგულში, რომ ნახატს მიშტერებოდა.

კაბინეტში წამით სიჩუმემ დაისადგურა - ალბათ, ნახატზე მძიმე ეს სიჩუმე იყო; მუშა და

მანდატურიც კი გაჩერდნენ, და დადიანისკენ გამოიხედეს. უფროსის ისედაც მკაცრი სახე

კიდევ უფრო გამკაცრდა და, ჩემი აზრით, მრიცხანეც კი გახდა. ქალს სუნთქვა გაუხშირდა,

ცხვირის წვრილი ნესტოები შეძლებისდაგვარად დაებერა. სათვალე მოიხსნა და მარცხენა

ხელით ჩაბღუჯა ისე, რომ შუშები შემოატყდა, ხელი გაეჭრა, ხოლო მისი სისხლი წვეთ-

წვეთობით მიჰყვებოდა პატრონს, როცა უფროსი დაიძრა. ქალი ანდროსთან მივიდა, წამით

ადგილზე გაჩერდა, თვალები მოჭუტა, ბოლოს კი დადიანს იმხელაზე გააწნა სილა, რომ ანდრო

- მოულოდნელობისგან უფრო, ვიდრე ძალისგან - ძირს დაეცა.

- შე ნაბიჭვარო! - კბილებში გამოსცრა ქალმა, - ეს ხომ ზარასტროა!*

ამის გაგონებაზე ყველა სწორდიზე მოეწყო, თითქოს კოდური სიტყვა გაიგონეს და ახლა

გენერლის ან მაგისტრის შემოსვლას ელოდებიანო. ყველამ ზარასტროს პორტრეტს გაუსწორა

Page 22: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

თვალი, როცა მანდატურმა და მუშამ ნახატი კედელზე ჩამოკიდეს და თითო აკოცეს

მოწიწებისა და დიდების ნიშნად, მერე კი უკან დაიხიეს.

- ყველანი რკალზე გაეწყვეთ! - მოგვცა მითითება უფროსმა.

ასეც მოვიქეცით. ანდრო დადიანს ხელში ისევ სანთლები ეჭირა. უფროსმა უფლება

მისცა, სანთლები რკალზე დამდგარი თანამშრომლებისთვის ჩამოერიგებინა. ანდრომ

დავალება შეასრულა. ხელში ერთი სანთელი დარჩა, და მაგაზე ქალმა უთხრა, შენთვის

დაიტოვე და რკალს შეუერთდიო. რკალი ზარასტროს სურათის პირისპირ იდგა. ჩვენგან

ჩრდილო-დასავლეთით იდგა მანდატური, ჩრდილო-აღმოსავლეთით - მუშა, და

ჩრდილოეთით, მათ შუაში, ჩვენი უფროსი. წინა სამ ადამიანს სანთელი ხელში არ ეჭირა;

მანდატურს და მუშას თავები ჩახრილი ჰქონდათ, ხოლო ქალს თავი და ხელები მაღლა აეწია,

არა მავედრებელ, არამედ მადიდებელ პოზაში. ჩვენც თავები და თვალები დახრილი გვქონდა,

მაგრამ მე თვალებს ვერ ვასვენებდი - ვუყურებდი ხოლმე ნახატსაც და ჩემს წინ მდგარ სამ

ადამიანსაც.

- დედოფალო ღამისაო სინათლე ხარ თვალისაო! - დაიძახა უფროსმა. გულზე

ზარასტროსავით დაებნია რაღაც ოქროსი.

ამ დროს, რახან მე, სხვებისგან განსხვავებით, თვალები არ მქონდა დახრილი, დავინახე,

როგორ გაინძრა ზარასტრო - თავი ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ გადაწია, თითქოს კისრის

დატკაცუნება უნდაო, შემდეგ თითოეულ ჩვენგანს მოავლო თვალი, ბოლოს კი ჩვენს უფროსს

მიაჩერდა. ასე უყურა ერთი-ორი წუთი მანამ, სანამ უფროსი არ მიხვდა, რომ თავი მასაც უნდა

დაეხარა. ზარასტრო თავისი ბანით ამღერდა, თან მარჯვენა მტევანს ლენინივით* იქნევდა და,

საერთოდაც, ლენინივით მოძრაობდა:

- O Isis und Osiris, schenket der Weisheit Geist dem neuen Paar! Die ihr der Wand'rer Schritte

lenket, stärkt mit Geduld sie in Gefahr!*

- Stärkt mit Geduld sie in Gefahr! - სიმღერით ვუპასუხეთ ჩვენ.

- Lasst sie der Prüfung Früchte sehen; doch sollten sie zu Grabe gehen, - გააგრძელა

ზარასტრომ, - so lohnt der Tugend kühnen Lauf, nehmt sie in euren Wohnsitz auf…*

- Nehmt sie in euren Wohnsitz auf… - იყო პასუხი ჩვენგან.

მერე ზარასტრომ თავი მაღლა ასწია, თვალები მშვიდად დახუჭა და გაახილა. ოთახში

ინათა. დარწმუნებული ვიყავი, ყველამ სიმშვიდე და სინათლე შეიცნო, ჩემ გარდა.

მეორე წუთში ყველანი მაგიდებს ვუსხედით და ვემზადებოდით, საქმე გაგვეკეთებინა.

მხოლოდ მე ვყოყმანობდი, რადგან რაღაც ძალიან არ მასვენებდა. მაშინაც ვფიქრობდი და

ახლაც ვფიქრობ, რომ ეგ რაღაც ლელა იყო. ,,ნეტავ, როგორ არის? სად არის? ავტობაზრობას

გასცდნენ უკვე? ის ტიპი რას შვრება?.. ფუ!.. ნეტავ, ლელას ამის მერეც ვეყვარები?.. რო

დაღამდება, გოგოებმა და მეორე ბიჭმა რომ გარეთ გასვლა მოინდომონ და ლელა და ლუკა -

გული მერევა მის სახელზე - სახლში მარტოები დარჩნენ?.. რა უნდა ვქნა! ხომ არ ჩავაკითხო?..

არა, ასე არ ივარგებს. ჯობია, ვიტანჯო, ვიდრე ლელას საქმე გავუფუჭო... გიჟური ღამე რომ

Page 23: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

გაატაროს იმასთან, მერეც მოუნდება ჩემთან ყოფნა?.. შვილს გამიჩენს ოდესმე?.. მოიცა, თუ

გამიჩენს და თან იმასთან... ღმერთო ჩემო... ანუ, ჩემი შვილი იქიდან გამოძვრება, სადაც ვიღაცა

ლუკამ თავისი ჭუჭუებით იმოგზაურა?!. ახლა მოვკვდები!.. ლელა, გაიყიდები?.. იქნებ, ჩემზე

დიდი ჰქონდეს... ან რამე ხერხები იცოდეს... ლელა, არ დამტოვო...“ - ეს იყო ჩემი ფიქრები იმ

მომენტში. ალბათ, კიდევ გავაგრძელებდი მსგავს სტილში ფიქრს, ჩემი უფროსი, მანდატური

და მუშა რომ არა, რომლებიც თან ოთახიდან გავიდნენ, მაგრამ, დამეფიცება, ისევ ოთახში

დარჩნენ; არ ვიტყუები - აი, ასე, თავიანთი სხეულებიდან გავიდნენ და მერე ჩვენი კაბინეტიც

დატოვეს, მაგრამ, თითქოს მიტოზურად გაიყვნენო, ისევ იქ იდგნენ, ოთახის ცენტრში. მეგონა,

მორიგი ხრიკი იყო, თუმცა, როცა ჩემს თანამშრომლებს გადავხედე, მივხვდი, რომ ისინი

ვერაფერს ხედავდნენ. წამითაც არ დამიშვია, რომ ვგიჟდებოდი იმიტომ, რომ არ ვგიჟდებოდი

და მორჩა. გადავწყვიტე, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა. ასეც ვიზამდი, მაგრამ არ

დამცადდა - ჩემი უფროსი მომვარდა და, თავი რომ ჩავხარე, ხელი ნიკაპში ჩამავლო და თავი

ზევით ამაწევინა. ამ სამმა რაღაცა ჯადოსნური ბგერების გამოცემა დაიწყო - მეგონა, ფლეიტაზე

უკრავდნენ. უცებ აჰყვნენ სხეულით, და ცეკვა გაახურეს. ხელებს და ფეხებს უცნაურად

ღუნავდნენ, ერთმანეთში იხლართებოდნენ და თავს მაინც იძვრენდნენ. მუშამ თვალებში

ხელები იტაკა და, ნაცვლად იმისა, რომ კაკლები ბუდეებიდან გადმოეყარა, შიგ უფრო ღრმად

ჩაითხარა ისე, რომ ბოლოს მხოლოდ სიცარიელეღა ჩანდა მის თვალებში, წითელ ბუდეებს თუ

არ ჩავთვლით, ჰოდა ცეკვა გააგრძელა; მანდატურმა მარჯვენა ხელი ლოყაზე ჩაიჭიდა, მაგრამ,

რახან ვერ მოერია, მარცხენაც მიახმარა, ლოყას მოქაჩა და, დაახლოებით, კედლამდე გაწელა,

მერე ხელიც გაეწელა, და გაწელილი ხელით თავის გაწელილ ლოყას ეთომარებოდა, ისე

ცეკვავდა; უფროსმა კაბიდან დანა დააძრო, ტანზე ცეკვა-ცეკვით გაიხადა, მარცხენა მკერდი

მოიჭრა, ჰაერში ააგდო, ახტა, დაიჭირა და ჩამოხტა, ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა, ისევ

ააგდო, ისევ ახტა, დაიჭირა და ისევ ჩამოხტა და, როცა მუსიკის რიტმში ჩაჯდა, ასე განაგრძო

ცეკვა. ოდნავ შეწუხებული მივჩერებოდი და, ალბათ, უფრო - გაკვირვებული. არ მინდოდა,

კიდევ მეყურებინა მათი ცეკვისთვის, მაგრამ თქმას ვერ ვბედავდი. ამ ფიქრის გაკრთომა იყო,

და ჯადოსნური მუსიკა შეწყდა. უფროსი ჩემკენ გამოიქცა, ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია,

და არანორმალური თვალებით მომაჩერდა:

- გგონია, ქალების შემოსვლა არ შეიძლება აქ?! - მკითხა ყვირილით.

არაფერი ვუპასუხე, რადგან ოდნავ შემეშინდა.

- მიპასუხე! - დამიყვირა, - მიპასუხე, - ახლა უკვე იღიმოდა, თან სახეზე მეფერებოდა, -

არაფერს დაგიშავებ, დემეტრე.

- ჰო, - გამოვუტყდი, თან სახეზე გავწითლდი აშკარად, - მგონია, რომ აქ ქალების

შემოსვლა არ შეიძლება... ოდითგანვე ასე იყო, და მხოლოდ მაგიტომ ვფიქრობ ეგრე, თორემ მე

თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ქალბატონო...

- ბარბელო.

- დიახ... მე თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ქალბატონო ბარბელო... - პირველად

მივმართე სახელით.

Page 24: კონსორციუმი · რამდენი ზმნა შემიძლია ვიხმარო მისი მოქმედების აღსაწერად,

- იცი... - დაფიქრდა, მერე კი ჰაერში ახტა, ბრუნი გააკეთა და აკრობატის პოზიციაში

დადგა. ჰაერში რომ იყო, მისი მკერდიდან წამოსული სისხლი სახეში შემესხა, - მართალი ხარ!

- იღრიალა მთელ ხმაზე, - აქ ქალების შემოსვლა არ შეიძლება! - აქეთ-იქით დარბოდა ოთახში,

მერე ჩემ წინ გაჩერდა, მომიახლოვდა, კაბა აიწია, ქვეშ ხელი შეიყო, უზარმაზარი ფალოსი

ამოიღო და სახეში გამარტყა, - აქ ქალი არავინაა! - თქვა. სახეს მიბეგვავდა, არ ჩერდებოდა, -

იმხელა მაქვს, სიმაღლეში დაგატოლებ, გაიგე?! გაიგე?! მიპასუხე!

- გავიგე, - ხმამაღლა მომივიდა.

ბარბელო გაჩერდა, მერე ქოშინიც შეწყვიტა, და ოთახში სრული სიჩუმე ჩამოწვა ხშირი

ნისლივით. მეგონა, იმდენად ხმამაღლა ვთქვი, გავიგე-მეთქი, რომ ახლა დასჯას მიპირებდა, ის

კი ჩემთან მოვიდა, ამაყენა, სახეზე მომისვა ხელი ალერსიანად, და მითხრა:

- მიდი მერე, დაეტოლე, რას ელოდები.

მის უშველებელ ფალოსს დავეტოლე. ჩემსიმაღლე არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც

უშველებელი იყო. ბარბელო კმაყოფილი ჩანდა - თბილად იღიმოდა. მერე თავისი ასო ისევ

კაბის ქვეშ შეიტენა, მხარზე ხელი მეგობრულად მომითათუნა, მოჭრილი მკერდი მიიმაგრა,

ნელა ჩაიცვა ტანსაცმელი და, ახლა უკვე ნამდვილად, ისიც გავიდა ოთახიდან, მანდატურიც და

მუშაც.