ცნობის ფურცელი - gnfc · 2017-06-26 · kinowarmoeba...

22
№4, 2015 ცნობის ფურცელი

Upload: others

Post on 13-Jul-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

№4, 2015

ცნობის

ფურცელი

Page 2: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

konkursebi

2015 წლის III - IV კვარტალში ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაცხადა კონკურსები შემდეგ კატეგორიებში:

1. 2015 წლის 7 ივლისს გამოცხადდა კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2016 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით. ( საკონკურსო ფონდი 1 500 000 ლარი) პროექტების შემოტანის ბოლო ვადა იყო 2015 წლის 10 ნოემბერი. შემოვიდა 14 პროექტი და განსახილველად გადაეცა საექსპერტო კომისიას.

2. 2015 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2016 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით. (საკონკურსო ფონდი 600 000 ლარი), პროექტების შემოტანის ბოლო ვადა იყო 2015 წლის 10 დეკემბერი.

შემოვიდა 22 პროექტი და განსახილველად გადაეცა საექსპერტო კომისიას.

3. 2015 წლის 29 სექტემბერს გამოცხადდა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსი (საკონკურსო ფონდი 150 000 ლარი), პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 11 იანვარი.

2

Page 3: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

kinowarmoeba

mimdinare proeqtebi

• მოსამზადებელ პერიოდშია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მეზობლები“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „არტიზმი“, რეჟისორი - გრიგოლ აბაშიძე).

• მოსამზადებელ პერიოდშია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „Polare Film”, რეჟისორები - ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროს).

• გადაღების პერიოდშია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დედე“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „20 Steps productions”, რეჟისორი - მარიამ ხაჭვანი).

• გადაღების პერიოდშია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „აღლუმი“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ახალი ქართული ფილმი“, რეჟისორი - ნინო ჟვანია).

• გადაღების პერიოდშია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (სამუშაო სათაური ,,უცხო’’) „მეტამორფოზა“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „მილიმეტრ ფილმი“, რეჟისორი - დიმიტრი მამულია).

• გადაღების პერიოდშია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ბაქანი გრეხილი ავეჯი“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,არტეფაქტ პროდაქშენი”, რეჟისორები - ნინო ორჯონიკიძე, ივანე არსენიშვილი).

• გადაღების პერიოდშია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,ქალები, რომლებიც ცურავენ” (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ჯემინი”, რეჟისორი - ანა ბუკია).

• გადაღების პერიოდშია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,პიონერთა სასახლე“ (საპროდიუსერო კომპანია - ააიპ ,,Matchhouse Film’’, რეჟისორი - ანა ციმინტია).

www.gnfc.ge

,,ნიკო“, რეჟ. გიგა ბაინდურაშვილი, ალესანდრე ნავერიანი

Page 4: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

• გადაღების პერიოდშია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,ვსაუბრობთ ფულზე” (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ზაზარ ფილმი”, რეჟისორები - სებასტიან ვინკელსი, ზაზა რუსაძე).

• გადაღების პერიოდშია ერთობლივი ქართულ - უცხოური სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მძევლები“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს“ 20 Steps Productions“, რეჟისორი - რევაზ გიგინეიშვილი).

• სამონტაჟო პერიოდშია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ანდრო“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,პანსიონატი”, რეჟისორი - თორნიკე გოგრიჭიანი).

• სამონტაჟო პერიოდშია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,ნიკო“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „რეფრეშ სტუდია“, რეჟისორი - გიგა ბაინდურაშვილი, ალექსანდრე ნავერიანი.

• სამონტაჟო პერიოდშია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,ანა“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ფოკუს პროდაქშენს“, რეჟისორი - მარგალიტა ზუბაშვილი).

• სამონტაჟო პერიოდშია მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „მეთევზე და გოგონა“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „20 Steps Productions“, რეჟისორი - მამუკა ტყეშელაშვილი)

• სამონტაჟო პერიოდშია მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „შეყვარებული ბაყაყი“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ელიენ ქინდ“, რეჟისორი - ვალ ხარიტონაშვილი)

• დასრულდა პირველი ვერსია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „მზის ქალაქი“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ონელი ფილმ ასოციაცია“, რეჟისორი - რატი ონელი).

• დასრულდა პირველი ვერსია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „პური და სანახაობა“ (საპროდიუსერო კომპანია - ააიპ „საავტორო ფილმების სტუდია“, რეჟისორი - ზურაბ ინაშვილი).

• სამონტჟო პერიოდშია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,მოუსმინე სიჩუმეს” (საპროდიუსერო კომპანია - ააიპ ,,ოპიოდოკი”, რეჟისორი - მარიამ ჭაჭია).

„მეტამორფოზა“, რეჟ. დიმიტრი მამულია„ჯინო“, რეჟ. დათო კიკნაველიძე

kinowarmoeba

4

Page 5: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

kinowarmoebakinowarmoeba

„ბერლინის ახალი კედელი“, რეჟ. თომა ჩაგელიშვილი

• დასრულდა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რამაზ ჩხიკვაძე“ (საპროდიუსერო კომპანია - ინდ/მეწარმე „რატი რეხვიაშვილი“, რეჟისორი - ალექსანდრე რეხვიაშვილი).

• სამონტაჟო პერიოდშია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მისტერ ჯონსონ“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „სტუდია ლოკოკინა“, რეჟისორი - თამარ მშვენიერაძე).

• დასრულდა სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ორნი” (საპროდიუსერო კომპანია - საქ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, რეჟისორი - ნათია გოგალაძე).

• დასრულდა პირველი ვერსია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „დევნილი გემი ენგური“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ნალი“, რეჟისორი - ვახტანგ ვარაზი).

• სამონტაჟო პერიოდშია სრულმეტრაჟიანი ქართულ - გერმანულ - უკრაინულ - ბულგარული პროექტი „ურსუს“ - ი (საპროდიუსერო კომპანია - შპს „სტუდიო ო“, რეჟისორი - ოთარ შამათავა).

• დასრულდა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ჩეჩნეთის გზაჯვარედინი“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „სტუდია ლოკოკინა“, რეჟისორი - ალექსანდრე კვატაშიძე).

• სამონტაჟო პერიოდშია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ფიქრი“ (საპროდიუსერო კომპანია - ფ/პირი ირაკლი ბაღათურია, რეჟისორი - გელა კანდელაკი).

• დასრულდა პირველი ვერსია მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ (საპროდიუსერო კომპანია - ფ/პირი „გიორგი ვასაძე“, რეჟისორ/ანიმატორი - ვლადიმერ სულაქველიძე).

• დასულდა პირველი ვერსია მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ჯინო“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება ლირა პროდაქშენი” , რეჟისორი - დათო კიკნაველიძე).

• სამონტაჟო პერიოდშია სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გაპიკოება“ (საპროდიუსერო კომპანია - ინდ/მეწარმე გიო მგელაძე - კატმანდუ, რეჟისორი - გიორგი მგელაძე).

5

Page 6: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

kinowarmoeba

• დასრულდა პირველი ვერსია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის (სამუშაო სათაური„არხი“) „დაისის მიზიდულობა“ (საპროდიუსერო კომპანია - ააიპ საქდოკ ფილმი, რეჟისორი - სალომე ჯაში).

• სამონტაჟო პერიოდშია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ნივთები“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „CINEMARKK“, რეჟისორი - ნინო გოგუა).

• დასრულდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „თვე, როგორც ერთი დღე“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ლაკუმი“, რეჟისორი - რეზო ესაძე).

• დასრულდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (სამუშაო სათაური „შიშველი“) „ანას ცხოვრება “ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „სტუდია 99“, რეჟისორი - ნინო ბასილია).

• დასრულდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ძილის გაკვეთილები“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს კავკასიური ფილმოდრომი, რეჟისორი - რუსუდან პირველი).

• დასრულდა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სამი საფეხური“ (საპროდუსერო კომპანია - შპს ,,ახალი ქართული ფილმი”, რეჟისორი - იოსებ ბლიაძე).

• დასრულდა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ციხის აღსარებები“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „კინო იბერიკა“, რეჟისორი - ლევან კოღუაშვილი).

• დასრულდა ქართულ საბავშვო წიგნზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის პროექტი „ზოლემია“ (საპროდიუსერო კომპანია - ი/მ ქეთევან ჯანელიძე, რეჟისორი - ნინა სამანიშვილი).

• დასრულდა ქართულ საბავშვო წიგნზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის პროექტი ,,სათაგური“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ურო“, რეჟისორი - ილია აგლაძე).

• დასრულდა ქართულ საბავშვო წიგნზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის პროექტი ,,წერილი ნაძვებს“ (საპროდიუსერო კომპანია ფ/პ ნიკოლოზ გელაშვილი, რეჟისორი - ნიკოლოზ

„პური და სანახაობა“, რეჟ. ზურაბ ინაშვილი„თვე, როგორც ერთი დღე“, რეჟ. რეზო ესაძე

6

Page 7: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

kinowarmoeba

გელაშვილი).• განვითარების პერიოდშია კომედიური ჟანრის და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული

ფილმის სცენარის განვითარების პროექტი “სიზმარვიზია“ (საპროდიუსერო კომპანია - ფ/პირი თამარ სხვიტარიძე, სცენარის ავტორი - პაატა ამონაშვილი).

• განვითარების პერიოდშია კომედიური ჟანრის და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების პროექტი „გაუმარჯოს“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ვარს სტუდიო“, სცენარის ავტორი - გიორგი ვარსიმაშვილი).

• განვითარების პერიოდშია კომედიური ჟანრის და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების პროექტი „გაცხადებული სიზმარი“ საპროდიუსერო კომპანია - ააიპ „საავტორო ფილმების სტუდია“, სცენარის ავტორი - ზურაბ ინაშვილი).

• განვითარების პერიოდშია კომედიური ჟანრის და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების პროექტი „კოსტას კანტორა“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „სტუდიო 99, სცენარის ავტორები - ნანა ჯორჯაძე, თამარ ბართაია).

• განვითარების პერიოდშია კომედიური ჟანრის და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების პროექტი „რაგბი ლელო“ (საპროდიუსერო კომპანია - ააიპ „პილოტები“, სცენარის ავტორები - დავით ქემხაძე, თამარ სულამანიძე).

• განვითარების პერიოდშია კომედიური ჟანრის და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების პროექტი „როგორ გაჩნდნენ ციცინათელები“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „5 პერსონს სტუდიო“, სცენარის ავტორი - სალომე ბენიძე).

• განვითარების პერიოდშია კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი ,,სანამ მამა დაბრუნდება’’ ( საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,მიდი ფილმი’’, რეჟისორი და სცენარის ავტორი - მარი გულბიანი).

• განვითარების პერიოდშია კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი ,,ტერორისტი’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,, ვიზუალური ხელოვნების ცენტრი’’, რეჟისორი და სცენარის ავტორი - ირაკლი მახარაძე).

• განვითარების პერიოდშია კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი ,,ორი სამყარო’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ევროპული ბიზნეს ცენტრი’’, რეჟისორი - შალვა შენგელი, სცენარის ავტორი - ნინო ჩუტკერაშვილი).

• განვითარების პერიოდშია კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი ,,რინგი’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,რეალ ი - თი ფილმსი’’, რეჟისორი და სცენარის ავტორი - შორენა თევზაძე).

• განვითარების პერიოდშია კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი „ქალაქი PSU” (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ბისსტუდია”, რეჟისორი და სცენარის ავტორი - ბესო სოლომანაშვილი).

• განვითარების პერიოდშია კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი “უხილავი დინებები’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ინტერდოკი’’, რეჟისორი და სცენარის ავტორი - თამთა ხალვაში).

7

Page 8: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

kinowarmoeba

• განვითარების პერიოდშია კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი ,,ზედმეტი ადამიანები’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ჭიაურელი ბრაზერს არტ სტუდიო’’, რეჟისორი და სცენარის ავტორი - ანდრო ჭიაურელი).

• განვითარების პერიოდშია კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი ,,თაობა’’ (საპროდიუსერო კომპანია - ი/მ ნინო ქოიავა - შარაშენიძე, რეჟისორი - თათია ახლაშენაშვილი, სცენარის ავტორი - ანუკი ბურდული).

• განვითარების პერიოდშია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი ,,ბალიაური’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „სტუდია - 99“, სცენარის ავტორები - ვაჟა გიგაშვილი, დავით ჯანელიძე).

• განვითარების პერიოდშია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი „ქაქუცა“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება ლირა ფროდაქშენი“, სცენარის ავტორი - მიხო მოსულიშვილი).

• განვითარების პერიოდშია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი „მეფე“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ნალი’’, სცენარის ავტორი - ირაკლი სოლომანაშვილი).

• განვითარების პერიოდშია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი „წვიმა ორ ნაპირზე“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ბათუმის საავტორო ფილმების დამოუკიდებელი სტუდია“, სცენარის ავტორი - ზაზა ხალვაში).

• განვითარების პერიოდშია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი ,,გაბრაზებული პარფიუმერი’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს ,,ბისსტუდიო’’, სცენარის ავტორები - ბესიკ სოლომანაშვილი, რუსუდან შარაძე).

• განვითარების პერიოდშია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი ,,ქვეყნის მტერი’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ვარს - სტუდია“, სცენარის ავტორი - გიორგი ვარსიმაშვილი).

• განვითარების პერიოდშია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი „ერგეაშვა“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „აბკ სტუდია“, სცენარის ავტორი - დავით ქვარცხავა).

• განვითარების პერიოდშია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი ,,შავი მერცხლის ფრენა’’ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „კავკასიური ფილმოდრომი“, სცენარის ავტორი - გივი (ბესო) ოდიშარია).

• განვითარების პერიოდშია 21-ე საუკუნეში შექმნილი და გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „ასინქრონი“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ნიკე სტუდიო“, სცენარის ავტორი - ეკატერინე ტოგონიძე).

8

Page 9: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

kinowarmoeba

• განვითარების პერიოდშია 21-ე საუკუნეში შექმნილი და გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „უღელტეხილი “ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „ალამდარი“, სცენარის ავტორი - გურამ ოდიშარია).

• განვითარების პერიოდშია 21-ე საუკუნეში შექმნილი და გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „დიდი ძუ დათვი“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება ლირა ფროდაქშენი“, ლალი კიკნაველიძე, სცენარის ავტორი - მიხეილ მოსულიშვილი).

• განვითარების პერიოდშია 21-ე საუკუნეში შექმნილი და გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „მოქალაქე წმინდანი “(საპროდიუსერო კომპანია - შპს „არტიზმი“, სცენარის ავტორები - გია ალავიძე, თინათინ ყაჯრიშვილი).

• განვითარების პერიოდშია 21-ე საუკუნეში შექმნილი და გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „კავკასიური ფოქსტროტი“ (საპროდიუსერო კომპანია - შპს „თეიქს ფილმი“, სცენარის ავტორები - ირაკლი შავლიაშვილი,ზურაბ ქარუმიძე).

„დედე“, რეჟ. მარიამ ხაჭვანი„ანას ცხოვრება“, რეჟ. ნინო ბასილია

9

Page 10: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

სამთავრობო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ახალი მიმართულება “გადაიღესაქართველოში” დაემატა , რაც ახალი საშეღავათო სისტემის დახმარებით ხელს შეუწყობს ქვეყანაშიქართული ფილმწარმოების განვითარებას, უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვას დასაქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციად აქცევს.

Cash Rebate - ეს არის ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემა, რომლის თანახმად, წინასწარდადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის წარმოების ხარჯებიდან შესაძლოა გამოიყოსკვალიფიციური ხარჯი. ამ ხარჯის 20% კი ფილმის მწარმოებელ კომპანიას უკან დაუბრუნდება.

კვალიფიციურია ყველა ის ხარჯი, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზედა იბეგრება სახელმწიფოს მიერ გადასახადებით. მაგ: კინო - აპარატურის დაქირავება, საქართველოსმოქალაქეების დასაქმება, მგზავრობა - სასტუმროს ხარჯები ქვეყნის შიგნით და ა.შ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კინოპროექტებს.კვალიფიციური ხარჯის მინიმალური ზღვარია: 500 000 ლარი - მხატვრული ფილმი, სატელევიზიო ფილმი, ტელესერიალი/მინისერიალი,ანიმაცია 300 000 ლარი - დოკუმენტური ფილმი, სარეკლამო ვიდეო პროდუქცია, რელითი შოუ,მუსიკალური კლიპი.

ასევე არსებობს პოპულარიზაციის კომპონენტისთვის განკუთვნილი დამატებით მთლიანიკვალიფიციური ხარჯის 2 - 5 % - იანი ანაზღაურება, რომელიც გულისხმობს პროცესის შემდეგგანვითარებას:

პირველი ეტაპი - თუ ფილმის გადაღება მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, გაიწიაკვალიფიციური ხარჯი და დაიბეგრა საქართველოს სახელმწიფოს მიერ - მაშინ ფილმის მწარმოებელკომპანიას ავტომატურად უბრუნდება კვალიფიციური ხარჯის 20 %.

მეორე ეტაპი - როდესაც ფილმი უკვე დასრულებულია და გამოდის კინოთეატრებში, ხდება მისიწინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეფასება.

მაგ: წარმოჩენილია თუ არა საქართველო პოზიტიურად, მოხდა თუ არა საქართველოს ცნობილილოკაციების გამოყენება, რამდენი ქვეყანის კინოთეატრში აჩვენეს ფილმი და ა.შ.

თუ ფილმი აკმაყოფილებს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 წინასწარ დადგენილ კრიტერიუმს, ხდებადამატებით მთლიანი კვალიფიციური ხარჯის 2 - 5 % - ის ანაზღაურება.

gadaiRe saqarTveloSi! - samTavrobo programis axali mimarTuleba

10

Page 11: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

festivalebi

საქართველო ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუსში

ტალინის ბნელი ღამეების მე - 19 კინოფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი წელს საქართველოიყო. 13 - 29 ნოემბერს ესტონეთმა ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალსუმასპინძლა, რომელსაც წელს ა კლასის (უმაღლესი) სტატუსი მიენიჭა.

კინოფესტივალი კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმით - „ჩემი ბებია”(1929) გაიხსნა. გახსნისცერემონიალს მუსიკალურად აფორმებდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრინიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

წელს ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში შედგა ვანო ბურდულის ფილმის„გაყინული შადრევნების წელიწადი“ საპრემიერო ჩვენება . ფილმი მონაწილეობას იღებდაფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში.

ქართული ფილმების რეტროსპექტივა ოთარ იოსელიანის ბოლო ნამუშევრით „ზამთრის სიმღერა”გაიხსნა. ფოკუსის პროგრამაში სულ 13 ქართული ფილმი აჩვენეს.

ქართული ანიმაცია ფესტივალზე სპეციალურ, ექსკლუზიურ პროგრამაში იქნა წარმოდგენილი,ასევე ფესტივალის ფარგლებში შედგა სტუდენტური ფილმების სპეციალური ფოკუსი დარეტროსპექტივა.

11

Page 12: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

ლევან თუთბერიძე აზიური ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ლევან თუთბერიძე აზიური ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. რეჟისორის ბოლო ნამუშევარმა “მოირა” საუკეთესო ფილმის ჯილდო ლოს ანჯელესში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალზე წარდგენილი 30 ნამუშევრიდან 17 ოსკარის 2016 წლის კანდიდატი ფილმი იყო. ამასგარდა, “მოირამ” ამერიკის კინოაკადემის წევრებისთვის დამატებითი ჩვენების უფლებაც მოიპოვა, რომელიც ოსკარის კამპანიის ფარგლებში, დეკემბერში გაიმართა. „მოირა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის საფესტივალო კარიერის დაგეგმვა და პრომოუშენი კი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ლევან თუთბერიძის ფილმი ირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

ლევან თუთბერიძის კიდევ ერთი ნამუშევარი ირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს. “ცხრა მთას იქით” კინოფესტივალის აზიურ სექციაში საუკეთესო ფილმად აღიარეს და “ოქროს ჟასმინი” გადასცეს. “ცხრა მთას იქით” ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმია, რომლის პრემიერაც სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე თვის წინ შედგა.

“როცა დედამიწა მსუბუქია” - ქართული ფილმი ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დააჯილდოვეს

ქართული ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია” ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დააჯილდოვეს. ფილმმა პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის აიღო.“როცა დედამიწა მსუბუქია” სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. IDFA მსოფლიოში დოკუმენტური ფილმების ერთ - ერთ ყველაზე მასშტაბურ კინოფესტივალად არის აღიარებული, რომელიც 1988 წლიდან ამსტერდამში იმართება. წელს ფესტივალზე რამდენიმე ქართული პროექტი და ფილმი იყო წარდგენილი. ფესტივალის კონკურსში მონაწილეობას იღებდა უგის ოლტეს “ორმაგი უცხოები”, რომელიც ქართულ - ლატვიური კოპროდუქციაა. ცირა გვასალიამ პროექტით “ოთახები” მონაწილეობა მიიღო ფორუმში IDFAacademy.500 პროექტს შორის შეარჩიეს რატი ონელის “მზის ქალაქი”, რომელიც დახურულ ექსკლუზიურ

festivalebi

12

Page 13: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

ფორმატში Round Table Pitch წარსდგა, რაც დაინტერესებული პირებისთვის (სელექტორები, აგენტები) პროექტის პრეზენტაციას გულისხმობს. თომა ჩაგელიშვილის პროექტი “ბერლინის ახალი კედელი” ფესტივალის მარკეტზე იყო მიწვეული. პროექტი სარაევოს კინოფესტივალზე IDFA Award - ით დაჯილდოვდა, რასაც მარკეტზე მიწვევა მოჰყვა. ასევე, ფესტივალის მარკეტზე Docs for sale მონაწილეობას იღებდა ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმი “მადონა”, რომელიც IDFA - ზე ჩეხეთის დოკუმენტური ფილმების ინსტიტუტის მიწვევით მოხვდა.

ქართული ფილმების ფესტივალი ლონდონში 2015 წლის 1 - 7 ოქტომბერს ლონდონის ვესტენდში, კინოთეატრ REGENT STREET CINEMA - ში ჩატარდა ქართული ფილმების რიგით მე - 4 ფესტივალი „კინოში ასახული ცხოვრება”. ბრიტანელ მაყურებელს წელს კვლავ მიეცა საშუალება, გაცნობოდა თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართულ კინოკლასიკას და ძველი შედევრების აღდგენილ ნიმუშებს. ფესტივალი, რომელსაც უკვე 10 წლიანი ისტორია აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული კულტურული მოვლენაა ბრიტანეთში. ბრიტანელი მაყურებელი უნიკალურ ქართულ კულტურასა და ლანდშაფტს ეცნობა, ხოლო უცხოელ რეჟისორებსა და პროდიუსერებს უჩნდებათ სურვილი გადაიღონ ფილმები საქართველოში, დაგეგმონ ახალი კოპროდუქციები...

ქართული ფილმები და პროექტები კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე

კოტბუსის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც გერმანიის ქალაქ კოტბუსში 3 - 8 ნოემბერს ჩატარდა, ქართული ფილმები სხვადასხვა პროგრამაში იყო წარმოდგენილი. ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა” მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იღებდა მონაწილეობას, მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი” - სექციაში Specials . რუსუდან ჭყონიას პროექტი „ვენეცია” კი მოხვდა ინდუსტრიულ სექციაში Connecting Cottbus (coco). პროექტმა გაიმარჯვა და პოსტპროდუქციის ჯილდო მიიღო 25 000 ევროს იდენობით.

მიშა გომიაშვილი APSA აზია - წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვების ნომინანტი გახდა მიშა გომიაშვილი APSA აზია - წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვების ნომინანტი გახდა. ფილმში “პრეზიდენტი” შესრულებული როლისთვის იგი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში წარადგინეს.

festivalebi

13

Page 14: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

APSA აზია - წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვება 2007 წლიდან ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბანში იმართება და მას აზიურ ოსკარსაც კი უწოდებენ. ფილმები კინოდაჯილდოვებისთვის მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ირჩევა. 2012 წელს სალომე ჯაშის ფილმი “ბახმარო” ნომინირებული იყო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში, წელს კი ამ პრესტიჟულ ჯილდოზე ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი კიდევ 4 ნომინანტთან ერთად წარადგინეს. დაჯილდოვების ცერემონიალი 26 ნოემბერს გაიმართა, გამარჯვება კი გომიაშვილის კორეელმა კოლეგამ Jung Jaeyoung მოიპოვა.

ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი 16 – 19 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საერთაშორისო კინოფესტივალი “ჯიფონი - საქართველო” გაიმართა. ფესტივალს მსოფლიოს 5 ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, იტალია, ხორვატია) 13 - 18 წლის 500 ახალგაზრდა დაესწრო, მათ შორის საქართველოს ისეთი მაღალმთიანი და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან როგორებიცაა : ერგნეთი, ნიქოზი, პანკისის ხეობა, უშგული... 4 დღის განმავლობაში ბავშვები უყურებდნენ ჯიფონის კინოფესტივალის მიერ შერჩეულ ფილმებს, რის შემდეგაც იმართებოდა დისკუსიები (ინგლისურ ენაზე). ჩატარდა „სუხიშვილების” მასტერკლასი, ამირან შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა, ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”, კომპიუტერული თამაშების, ფოტოგრაფიის, TV რეპორტაჟის შექმნის, ხატვის, ანიმაციის, კადრირების ვორქშოფები და სხვ. ფესტივალს საპატიო სტუმრების რანგში ესწრებოდნენ : კახი კავსაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი და სხვა ცნობილი ქართველი რეჟისორები თუ მსახიობები. ეროვნული კინოცენტრის მოწვევით „ჯიფონი - საქართველოს” ფარგლებში სპიკერებმა წაიკითხეს ლექციები სხვადასხვა თემაზე: ლევან ბერძენიშვილი - კინო და ლიტერატურა, მიშა მდინარაძე - კინომუსიკა, რატი ამაღლობელი - პოეზია, ზაზა აბაშიძე - ისტორიის ცნობილი და უცნობი პირები, გურამ წიბახაშვილი - ფოტოხელოვნება. ფესტივალის პროგრამა ასევე, დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი და მუსიკალური აქტივობით. „ჯიფონი” - ეს არის მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც რანგით ისეთ ცნობილ კინოფესტივალებს უტოლდება, როგორებიცაა კანი და ბერლინალე. ეროვნული კინოცენტირს ძალისხმევით, კინოფესტივალის ჩატარების უფლება კავკასიის რეგიონში მხოლოდ საქართველომ მოიპოვა და გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ფესტივალს ყოველგვარი საწევრო გადასახადის გარეშე ატარებს.

festivalebi

14

Page 15: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კინოთეატრ „რუსთაველის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეთექვსმეტედ ჩატარდა. წელს ფესტივალი ქალთა უფლებებს და გენდერული დემოკრატიის განვითარებას მიეძღვნა. საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაინსი იყო.

კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ:• “ოქროს პრომეთე” საუკეთესო ფილმისთვის - “სამშობლო” (სენემ თიუზენი)• “ვერცხლის პრომეთე” საუკეთესო რეჟისორი - იონას კაპრინიანო (ფილმისთვის

„ხმელთაშუაზღვისპირეთი“ )• ეროვნული კონკურსი - „პრომეთე“ საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის - “სოლომონი” (ზაზა

ხალვაში) • ეროვნული კონკურსი - „პრომეთე“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის - “როცა დედამიწა

მსუბუქია”(სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი)• ეროვნული კონკურსი - „პრომეთე“ საუკეთესო მოკლემეტრჟიანი ფილმისთვის

- “მექელეხე” (თორნიკე ბზიავა)• ასევე, მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „პრომეთე“

გადაეცათ ლანა ღოღობერიძეს და ჰარუთიუნ ხაჩატრიანს.

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC Tbilisi 21 - 25 ოქტომბერს თბილისში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი CinéDOC - Tbilisi 2015 გაიმართა, რომელიც კავკასიაში დოკუმენტური ფილმების ერთადერთი ფესტივალის მესამე გამოშვებაა. ფესტივალს ცნობილი რეჟისორები ეწვიენ და წარადგინეს ფილმები ევროპიდან, ისრაელიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კავკასიის რეგიონიდან. ამასთანავე, ფესტივალი ორგანიზებას უწევდა მასტერკლასებსა და პრეზენტაციებს, რომელსაც მოწვეული სტუმრები მართავდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის გამარჯვებულთა შორის მოხვდა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ქართულ - ლატვიური კოპროდუქცია „ორმაგი უცხოები“ (რეჟისორი უგის ოლტე).

festivalebi

15

Page 16: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

vizitebi

ევრიმაჟის რიგით 140-ე სამუშაო შეხვედრის მასპინძელი საქართველოა

12 - 16 ოქტომბერს საქართველომ ევრიმაჟის რიგით 140-ე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ევროპის კავშირის კინოს მხარდაჭერის და განვითარების ფონდის გასვლითი სესია თბილისში პირველად გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მასპინძლობდა.

თბილისში ევრიმაჟის წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, გაიმართა დახურული სესია და გადაწყდა ამ პერიოდისთვის წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების საკითხი.

ნინო ჟვანიას პროექტი „აღლლუმი“, რომელიც ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გა-მარჯვებული პროექტია, ევრიმაჟმა დამატებით 110 000 ევროთი დააჯილდოვა.

ბერლინალეს დირექტორი - დიტერ კოსლიკი თბილისში

თბილისს სამუშაო ვიზიტით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი ეწვია. მასთან ერთად საქართველოში კავკასიის რეგიონის სელექტორი - ნიკოლაი ნიკიტინი ჩამოვიდა. ბერლინალეს დირექტორმა სურვილი გამოთქვა, თავად ენახა საქართველო, გაცნობოდა ადგილობრივ კულტურას, გასაუბრებოდა სახელმწიფო პირებს და კინოსექტორის წარმომადგენლებს.

დიტერ კოსლიკი დღეს ევროპული კინოს ერთ - ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. იგი ბერლინალეს დირექტორის პოსტს 2001 წლიდან იკავებს.

ბოლო წლების განმავლობაში, ეროვნული კინოცენტრი ბერლინალესთან მჭიდროდ თანამშრომლობს. კინოფესტივალმა დიდი როლი ითამაშა ახალი ქართული ფილმების პრომოუშენში.

16

Page 17: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

vizitebi

კინო და სოციალური ცვლილებები

პროექტის „კინო და სოციალური ცვლილებები“ ფარგლებში თბილისს ცნობილი პოლონელი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ესეისტი და ისტორიკოსი ადამ მიხნიკი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ნიუ იორკის კინოფესტივალის დირექტორი (1988 - 2012) რიჩარდ პენია ესტუმრნენ.

,,კინო და სოციალური ცვლილებები“ საერთაშორისო კინოპროექტია, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ და სრულმეტრაჟიან ფილმებს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური თემატიკის გარშემო. იგი ასევე მოიცავს დისკუსიებს, ლექციებს, დებატებს და მასტერკლასებს. პროექტის პრეზენტაცია თბილისში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში შედგა.

რიჩარდ პენიამ კინოპროფესიონალებისთვის, კინომოყვარულებისთვის და სტუდენტებისთვის მასტერკლასები ჩაატარა. ადამ მიხნიკმა კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე „ევროკავშირი - რეალობა და მოლოდინები“ ლექცია - დისკუსია მოაწყო.

17

Page 18: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

ქართველ კინემატოგრაფისტებთან სამუშაოდ თბილისში ცნობილი სკრიპტ - დოქტორი ჩამოვიდა

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ცნობილი სკრიპტ - დოქტორი და ფილმის კონსულტანტი კრისტიან რუთი ჩამოვიდა. იგი ამჟამად კატალონიაში, ესპანეთში მოღვაწეობს და მუშაობს სცენარებზე ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან: პიტერ ვებერი (“იმპერატორი”), იასმილა ზბანიკი (“სიყვარულის კუნძული”) და სალი პოტერი (“ჯინჯერი და როზა”).

კრისტიან რუთმა 16 - 19 ნოემბერს ეროვნული კინოცენტრის კომედიური და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად იმუშავა და მათ სცენარების განვითარებაში დაეხმარა.

გერმანიიდან მოწვეულმა რეჟისორმა ეროვნულ კინოცენტრში მონტაჟის ვორქშოპი ჩაატარა

გერმანიიდან მოწვეულმა რეჟისორმა დერეკ ჰოვარდმა ეროვნულ კინოცენტრში მონტაჟის ვორქშოპი ჩაატარა. ვორქშოპში მონაწილეობას კინოცენტრის მიერ დაფინანსებული და წარმოებაში ჩაშვებული პროექტების ავტორები იღებდნენ.

დერეკ ჰოვარდი გერმანელი რეჟისორი, მემონტაჟე და კინემატოგრაფია. იგი თანამშრომლობს ისეთ კინოფესტივალებთან , როგორებიცაა ვენეციის , ტორონტოს , სანდენსის კინოფესტივალები.

sxva proeqtebi

18

Page 19: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

პროექტის „კინო სკოლაში“ სეზონის დახურვას საქართველოს ყველა რეგიონიდან 2000 - მდე კინოსკოლელი დაესწრო

პროექტის „კინო სკოლაში“ სეზონის დახურვა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დასკვნითი ღონისძიებით აღინიშნა. სეზონის დახურვას საქართველოს ყველა რეგიონიდან 2000 - მდე კინოსკოლელი დაესწრო. ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართა.

„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრებოდნენ ღონისძიებას. ასევე, ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

კინოჩვენებებისა და დისუსიების გარდა, პროექტის ფარგლებში კინოსკოლელების მიერ 150 კინოპოსტერი შეიქმნა. საუკეთესო 10 ნამუშევარი პროფესიონალების მიერ გამოვლინდა. გამარჯვებული კინოსკოლელები საქართველოს 10 რეგიონიდან მათივე რეგიონების წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე დააჯილდოვეს. პროექტში მონაწილე სკოლებს კი სპეციალური სერთიფიკატები გადაეცა.

ღონიძიებაზე შედგა კინოსკოლელების მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებისა და ქართველი პროფესიონალი რეჟისორების - დათა ფირცხალავას და ტატო კოტეტიშილის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ასევე აჩვენეს მერაბ კოკოჩაშვილის „ღვინის აკვანი“. ფილმში მონაწილე ცნობილი ქართველი მსახიობები - კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი ესწრებოდნენ ჩვენებას. ფილმის დასრულების შემდეგ კი კინოსკოლელებს მათთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.

„კინო სკოლაში“ ახალ სეზონს 2016 წლის მარტის თვეში დაიწყებს.

ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტები კინოსკოლელებს სტუმრობენ

პროექტის „კინო სკოლაში“ სეზონის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 20 ნოემბერს ნანა ჯანელიძე და კახი კავსაძე რუსთავში კინოსკოლელებს ესტუმრნენ.

sxva proeqtebi

19

Page 20: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

რუსთაველმა კინოსკოლელებმა ფილმი “ნეტავი იქ თეატრი არის?!” ნახეს. ფილმის რეჟისორი ნანა ჯანელიძე და ყველასათვის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე თავად ესწრებოდნენ ჩვენებას. კინოსკოლელებმა სტუმრებს სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“ წარუდგინეს, რის შემდეგაც ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

7 ნოემბერს კი ქუთაისში, ახალგაზრდულ ცენტრ “სულიკოს” დარბაზში გაიმართა ლევან კოღუაშვილის ახალი ქართული ფილმის “შემთხვევითი პაემნები” ჩვენება. რეჟისორი თავად ესწრებოდა ჩვენებას, რის შემდეგაც მან კინოსკოლელების შეკითხვებს უპასუხა.

ქართული ფილმების რეტროსპეტივაქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 13 - 16 ოქტომბერს გდანსკში ქართული კინოს

დღეები გაიმართა. ღონისძიება ნუცა ალექსი - მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტით” გაიხსნა. ფილმი რეჟისორმა თავად წარადგინა. ქართული კინოს დღეების ფარგლებში პოლონელმა მაყურებელმა კიდევ სამი სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი იხილა:

• გიორგი ოვაშვილის - “სიმინდის კუნძული”• ლევან კოღუაშვილის - “შემთხვევითი პაემნები”• თინათინ ყაჯრიშვილის - “პატარძლები”

ქართული ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო უკრაინაშიც. 21 ნოემბერს კიევში ახალი ქართული კინოს XI ფესტივალი ნუცა ალექსი - მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტით“ გაიხსნა. ქართული ფილმების რეტროსპექტივა 1 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. ფესტივალის ფარგლებში შედგა შემდეგი ქართული ფილმების ჩვენება: „კრედიტის ლიმიტი“, „ცხრა მთას იქით“, „გაღმა ნაპირი“, „პატარძლები“, „ვერის უბნის მელოდიები“, „მაგდანას ლურჯა“.

გავლენიანი უცხოური გამოცემები ქართული კინოს შესახებ

ქართული კინოს წარმატებები აქტიურად შუქდება ისეთი გავლენიანი უცხოური გამოცემების მიერ, როგორებიცაა : The Variety, The Independent, The Wrap, Cineuropa, Filmneweurope.com…

ბრიტანული გამოცემა THE INDEPENDENT:

“ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ახლა კინემატოგრაფის ცხელი წერტილია. ქართული ფილმების სანახავად უკეთეს დროს ვერ შეარჩევდით. ბოლო ორი წელია ქართული ფილმები ჯილდოვდებიან სხვადასხვა ფესტივალზე. ქართული კინოს წარმატებას თუ გადავხედავთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს შორის საქართველომ რუმინეთი ჩაანაცვლა და იქცა ქვეყანად, სადაც მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ფილმები იქმნება.“

პარალელუარდ ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესახებ ვრცელი მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართულ კინოინდუსტრიაში რენესანსის ეპოქა დაიწყო.“

sxva proeqtebi

20

Page 21: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

FILM PRINT

28 ოქტომბერს, „ჩაის სახლში“ ჟურნალ FILM PRINT - ის მე - 17 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის შემოდგომის ნომერში აქცენტი სპეც პროექტზე „ხუთი გრძნობა” და ფოტოპროექტზე „ცხოვრების წესი” გაკეთდა. მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა წაიკითხა საინტერესო ინტერვიუები შტეფან ტოლცთან და ნიკი კარიმთან, გაცნობოდა მიმოხილვებს, რეცენზიებს, ნანა ჯორჯაძის მასტერკლასს და ა.შ.

2015 წლის შემოდგომის ნომრის რედაქტორები იყვნენ კინომცოდნეები ნინო კალანდია და სალომე კიკალეიშვილი.

29 დეკემბერს, „ბოჰემაში“ FILM PRINT - ის კიდევ ერთი, რიგით მე - 18 ნომრის პრეზენტაცია შედგა. ზამთრის ნომრის რედაქტორები კინომცოდნეები ლელა ოჩიაური და გიორგი რაზმაძე არიან.

ჟურნალში მიმოხილულია ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები, გამოქვეყნებულია რეცენზიები ახალ ქართულ ფილმებზე, ინტერვიუები ნანა ჯანელიძესთან, თამარ ტატიშვილთან, ქეთი დევდარიანთან, ნინო კასრაძესთან, თამუნა ინგოროყვასთან და ა.შ.

FILM PRINT - ში მკითხველი ასევე იხილავს საინტერესო რეპორტაჟებს გადასაღები მოედნიდან.

FILM PRINT - ის ახალი ნომრის პრეზენტაციასთან ერთად ეროვნულმა კინოცენტრმა საზოგადოებას ასევე წარუდგინა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MOMA) ბუკლეტი “აღმოაჩინე ქართული კინო” და ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგი.

sxva proeqtebi

21

Page 22: ცნობის ფურცელი - GNFC · 2017-06-26 · kinowarmoeba გელაშვილი). • განვითარების პერიოდშია კომედიური

www.gnfc.ge

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

ზ. გამსახურდიას სანაპირო #4 თბილისი 0105, საქართველო

ტელ: +995 32 299 92 00 ფაქსი: +995 32 299 91 02

[email protected]

www.gnfc.ge

www.filmcommission.ge