g 040

6
გაკვეთილი N 40 საშინაო დავალების შემოწმება 2. ა) იზრდება. ეს ელემენტები მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში. მთავარ ქვეჯგუფებში კი ელემენტების მეტალური ბუნება იზრდება ზემოდან ქვემოთ. Mბ) ანალოგიური მიზეზების გამო იზრდება. გ) მცირდება, რადგან ეს ელემენტები განლაგებულია მესამე პერიოდში. პერიოდებში კი ელემენტების მეტალური ბუნება მცირდება მარცხნიდან მარჯვნივ. 3. ელემენტების არამეტალური ბუნება მცირდება მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ და პერიოდებში იზრდება მარცხნიდან მარჯვნივ. ამიტომ: ა) მცირდება. ბ) მცირდება გ) იზრდება VI ტესტის პასუხები: 1. 4 2. 3 3. 2 4. 3 5. 4 6. 2 7. 1 8. 4 9. 2 10. 1 ელემენტთა პერიოდული სისტემა ატომის აღნაგობის შუქზე (გაგრძელება) ელემენტთა პერიოდული სისტემის შესწავლისას ავღნიშნეთ, რომ ჯგუფის ნომერი რიცხობრივად ემთხვევა ამ ჯგუფში მოთავსებული ელემენტების მაქსიმალური ვალენტობის სიდიდეს. უფრო სწორი იქნებოდა თუ ნაცვლად ვალენტობისა ვილაპარაკებთ ელემენტების დაჟანგულობის ხარისხის მაქსიმალურ სიდიდეზე. ატომის აღნაგობის შესწავლისას ვნახეთ, რომ II და III პერიოდის ელემენტებს გარე შრეზე იმდენივე ელექტრონი აქვთ, რამდენიცაა იმ ჯგუფის ნომრის სიდიდე, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული. I ჯგუფის ელემენტებს (Li და Na) გარე შრეზე ერთი ელექტრონი აქვთ. ამ ელექტრონის გაცემის შედეგად მათ შეუძლიათ გამოავლინონ +1 დაჟანგულობის ხარისხი: Li - e 0 +1 Li Na - e 0 +1 Na

Upload: datiko43

Post on 25-May-2015

3.214 views

Category:

Documents


4 download

TRANSCRIPT

გაკვეთილი N 40

საშინაო დავალების შემოწმება

2. ა) იზრდება. ეს ელემენტები მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში. მთავარ ქვეჯგუფებში კი ელემენტების მეტალური ბუნება იზრდება ზემოდან ქვემოთ. Mბ) ანალოგიური მიზეზების გამო იზრდება. გ) მცირდება, რადგან ეს ელემენტები განლაგებულია მესამე პერიოდში. პერიოდებში კი ელემენტების მეტალური ბუნება მცირდება მარცხნიდან მარჯვნივ.

3. ელემენტების არამეტალური ბუნება მცირდება მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ და პერიოდებში იზრდება მარცხნიდან მარჯვნივ. ამიტომ: ა) მცირდება. ბ) მცირდება გ) იზრდება

VI ტესტის პასუხები:

1. 4 2. 3 3. 2 4. 3 5. 4

6. 2 7. 1 8. 4 9. 2 10. 1

ელემენტთა პერიოდული სისტემა

ატომის აღნაგობის შუქზე (გაგრძელება)

ელემენტთა პერიოდული სისტემის შესწავლისას ავღნიშნეთ, რომ ჯგუფის ნომერი

რიცხობრივად ემთხვევა ამ ჯგუფში მოთავსებული ელემენტების მაქსიმალური ვალენტობის სიდიდეს. უფრო სწორი იქნებოდა თუ ნაცვლად ვალენტობისა ვილაპარაკებთ ელემენტების დაჟანგულობის ხარისხის მაქსიმალურ სიდიდეზე.

ატომის აღნაგობის შესწავლისას ვნახეთ, რომ II და III პერიოდის ელემენტებს გარე შრეზე იმდენივე ელექტრონი აქვთ, რამდენიცაა იმ ჯგუფის ნომრის სიდიდე, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული.

I ჯგუფის ელემენტებს (Li და Na) გარე შრეზე ერთი ელექტრონი აქვთ. ამ ელექტრონის გაცემის შედეგად მათ შეუძლიათ გამოავლინონ +1 დაჟანგულობის ხარისხი:

Li - e0 +1

Li Na - e0 +1

Na

II ჯგუფის ელემენტებს (Be და Mg) გარე შრეზე ორი ელექტრონი აქვთ. ამ ორი ელექტრონის გაცემის შედეგად მათ შეუძლიათ გამოავლინონ +2 დაჟანგულობის ხარისხი:

Be - 2e0 +2

Be Mg - 2e0 +2

Mg ასევეა III ჯგუფის ელემენტებისთვის – მათ გარე შრეზე სამი ელექტრონი აქვთ და

+3 დაჟანგულობის ხარისხს ავლენენ:

B - 3e 0 +3

B Al - 3e0 +3

Al IV და V ჯგუფის ელემენტებს გარე შრეზე შესაბამისად 4 და 5 ელექტრონი აქვთ და

მათი გაცემის შედეგად ამ ელემენტებს შესაბამისად +4 და +5 დაჟანგულობის ხარისხების გამომჟღავნება შეუძლიათ:

C - 4e 0 +4

C N - 5e0 +5

N

Si - 4e 0 +4

Si P - 5e0 +5

P VI ჯგუფის ელემენტებს (O და S) გარე შრეზე 6-6 ელექტრონი აქვთ. ჟანგბადის

ატომს ელექტრონის გაცემის უნარი არ გააჩნია (გამონაკლისის გარდა. მაგ: F2O-1 +2

), ხოლო გოგირდის ატომს შეუძლია გასცეს 6 ელექტრონი:

S - 6e 0 +6

S VII ჯგუფის ელემენტებს (F და Cl) გარე შრეზე 7-7 ელექტრონი აქვთ. ფტორი ყველა

ელემენტზე უფრო მაღალი ელექტროუარყოფითობის მქონეა, ამიტომ ის არ გასცემს ელექტრონებს და არ იღებს დადებით დაჟანგულობის ხარისხს, ხოლო ქლორის ატომს იშვიათად, მაგრამ მაინც შეუძლია გასცეს შვიდი ელექტრონი და გამოამჟღავნოს მაქსიმალური +7 დაჟანგულობის ხარისხი:

Cl - 7e 0 +7

Cl IV პერიოდი ორ მწკრივადაა გაყოფილი. ზედა მწკრივის ელემენტებია: K, Ca, Se, Ti,

V, Cr, Mn, Fe, Co, Ni. ხოლო ქვედა მწკრივი კი შედგება ელემენტებისგან: Cu, Zn, Ga, Ge, As, Se, Br, Kr. ზედა მწკრივის პირველი ორი ელემნტების აღნაგობაა:

K მოთავსებული I ჯგუფში.

+19 2 8

K L

8

M

K 1

N

K - e0 +1

K

Ca მოთავსებული II ჯგუფში.

+20 2 8

K L

8

M

Ca 2

N

Ca - 2e0 +2

Ca

ეს ორი ელემენტი მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია. როგორც ვხედავთ ჯგუფის

ნომერი რიცხობრივად ამ ელემენტების ატომების გარე შრეზე მოთავსებული ელექტრონების რაოდენობას და შესაბამისად დაჟანგულობის ხარისახის ტოლი სიდიდეა.

ამ მწკრივის დანარჩენი ელემენტები თანაურ ქვეჯგუფს მიეკუთვნებიან. მაგ: III ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ელემენტებია სკანდიუმი (Sc), რომლის ატომის აღნაგობაა:

+21 2 8

K L

9

M

Sc 2

N

სხვაგვარად 1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d1 4s2

ამ ელემენტებს შეუძლიათ გასცენ გარე შრის 2 (4s2) და ბოლოს წინა (მესამე შრის)

ერთი (3d1) ელექტრონი, რის შედეგადაც შეუძლიათ ჯგუფის ნომრის სიდიდის ტოლი მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხის გამოვლენა:

Sc - 3e0 +3

Sc ანალოგიურადაა ელემენტ ტიტანის (Ti) შემთხვევეაშიც. ეს ელემენტი IV ჯგუფის

თანაური ქვეჯგუფშია მოთავსებული. მისი ატომის აღნაგობა შეიძლება შემდეგნაირად გამოვსახოთ:

+22 2 8

K L

10

M

Ti 2

N

სხვაგვარად 1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d2 4s2

ტიტანის ატომი გასცემს გარე შრის ორ (4s2) და ბოლოს წინა ორ (3d2) ელექტრონს

და ამჟღავნებს +4 მაქსიმალურ დაჟანგულობის ხარისხს, რაც რიცხობრივად შესაბამის ჯგუფის ნომერს ემთხვევა:

Ti - 4e 0 +4

Ti ასევეა V ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ელემენტის ვანადიუმის შემთხვევაშიც:

+23 2 8

K L

11

M

V 2

N

1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d3 4s2

ამ ელემენტის ატომს შეუძლია გასცეს 5 ელექტრონი (4s2 და 3d3). ასე რომ

ვანადიუმის დაჟანგულობის ხარისხის მაქსიმალური მნიშვნელობაა +5.

V - 5e0 +5

V თითქმის ასევეა Cr-ის შემთხვევაშიც, რომელიც VI ჯგუფის თანაურ ქვეჯგუფშია

მოთავსებული და ამჟღავნებს + 6 მაქსიმალურ დაჟანგულობის ხარისხს:

+24 2 8

K L

13

M

Cr 1

N

1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d5 4s1

(ქრომის ატომს ყველა წინამორბედი თანაური ქვეჯგუფის ელემენტებისგან

განსხვავებით გარე შრეზე ერთი ელექტრონი აქვს) ქრომის ატომს შეუძლია გასცეს გარე შრის ერთი და ბოლოსწინა შრის 5

ელექტრონი (4s1 და 3d5) და გამოამჟღავნოს +6 დაჟანგულობის ხარისხი. შემდეგი ელემენტი მანგანუმი (Mn) მოთავსებულია VII ჯგუფის თანაურ

ქვეჯგუფში. მისი ატომის აღნაგობა ასე შეიძლება ჩაიწეროს:

+19 2 8

K L

13

M

Mn 2

N

1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d5 4s2

მანგანუმის ატომს შეუძლია გასცეს გარე შრის ორი და ბოლოს წინა შრის 5

ელექტრონი (4s2 და 3d5), გამოამჟღავნოს მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხი +7, რაც რიცხობრივად შესაბამისი ჯგუფის ნომრის სიდიდეს ემთხვევა.

Mn - 7e 0 +7

Mn შემდეგი სამი ელემენტი რკინა (Fe), კობალტი (Co), ნიკელი (Ni) VIII ჯგუფის

თანაურ ქვეჯგუფში არიან მოთავსებულნი, თუმცა ეს ელემენტები +8 დაჟანგულობის ხარისხს არ ამჟღავნებენ.

IV პერიოდის ქვედა მწკრივის ყველა ელემენტის ატომების ელექტრონული გარსის პირველ სამ ენერგეტიკულ დონეზე 2, 8, 18 ელექტრონია მოთავსებული, ხოლო გარე შრეზე მარცხნიდან მარჯვნივ ელექტრონების რიცხვი თანდათანობით იმატებს 1-დან 8-მდე, ანუ გარე შრეზე ელექტრონების რიცხვი ნებისმიერი ელემენტისთვის ემთხვევა იმ ჯგუფის ნომერს, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული. შესაბამისია

ელემენტის მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხის სიდიდეც, რადგან ამ ელემენტებს შეუძლიათ გასცენ გარე შრის ელექტრონები.

მაგ: ელემენტი Ga მოთავსებულია III ჯგუფში.

+31 2 8

K L

18

M

Ga 3

N

Ga - 3e0 +3

Ga

(ამ წესიდან გამონაკლისია სპილენძი, რომელიც I ჯგუფშია მოთავსებული, მაგრამ

მას მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხი +2 ახასითებს, თუმცა გვხვდება ისეთი ნაერთებიც, რომლებშიც სპილენძის დაჟანგულობის ხარისხი არის +1)

VIII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია კრიპტონი (Kr), რომელსაც დასრულებული ელექტრონული გარსი აქვს და არავითარ ნულისგან განსხვავებულ დაჟანგულობის ხარისხის არ ამჟღავნებს.

+36 2 8

K L

18

M

Kr 8

N

ზუსტად ასევეა V პერიოდის ელემენტებისთვის და თითქმის ანალოგიურადაა VI

და VII პერიოდის ელემენტებისთვის. დავიმახსოვროთ! ელექტრონებს, რომლებიც მონაწილეობენ ქიმიური ბმების

წარმოქმნაში, სავალენტო ელექტრონები ეწოდებათ. მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებისათვის სავალენტო ელექტრონებია ბოლო შრის ელექტრონებია (s და p). თანაური ქვეჯგუფის ელემენტებისათვის კი ბოლო შრის s და ბოლოსწინა შრის d ელექტრონები.

აქვე აღვნიშნოთ, რომ I-A და II-A ქვეჯგუფების ელემენტებს s ელემენტები ეწოდებათ, რადგან ამ ელემენტების სავალეტო ელექტრონები s- ქვედონეზეა მოთავსებული. მთავარი ქვეჯგუფების დანარჩენი ელემენტები p ელემენტებია. ამ ელემენტების სავალეტო ელექტრონები s- და p- ქვედონეებზეა მოთავსებული. თანაური ქვეჯგუფების ელემენტები Dd ელემენტებია, რადგან ამ ელემენტების სავალეტო ელექტრონები ბოლო შრის s- ქვედონეზე და ბოლოსწინა შრის d- ქვედონეზეა მოთავსებული. ლანთანოიდები და აქტინოიდები კი f ელემენტებია.

საშინაო დავალება:

1. როგორია მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხი ელემენტებისთვის Zn, Ge,

As? პასუხი დაასაბუთეთ.

2. რომელ პერიოდში, რომელ ჯგუფსა და ქვეჯგუფშია მოთავსებული ელემენტები Zr და Sb. როგორია მათი მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხი? პასუხი დაასაბუთეთ.