giorgi macharashvili, the life of st. thomas, patriarch of jerusalem (viii-ix centuries) (abstract...

2
1 + ცხოვრება და ღვაწლი წმიდისა თომა იერუსალიმელ პატრიარქისა გიორგი მაჭარაშვილი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი თომა იერუსალიმელი პატრიარქი (VIII-IX სს.) მისი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, როგორც ჩანს, ძველად წმიდანად იყო შერაცხილი. ჟამთასიავის გამო, მისი ხსენების დღე ბერძნულ საეკლესიო კალენდრებში არ შემონახულა. ხოლო მისი ცხოვრება, როგორც ძველად იტყოდნენ, ‘მიეცა სიღრმესა დავიწყებისასა’. იოანე-ზოსიმეს კალენდარი ერთადერთია, რომელშიც თომა იერუსალიმელი პატრიარქის ხსენების დღე (16 მაისი) არის ჩაწერილი. ამ ფაქტს კარგა ხნის წინ მიაქციეს ყურადღება დასავლელმა მეცნიერებმა. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა საისტორიო წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში გაბნეული ცნობები თომა იერუსალიმელი პატრიარქის შესახებ და აი, ჩვენს წინ წარმოდგა ‘ახოვანი მოღვაწე’. თომა იერუსალიმელი პატრიარქი მოიხსენება ‘თეოდორე აბუკურას ცხოვრებასა’ და ‘მიქაელ საბაწმიდელის მარტვილობაში’, ასევე სხვა აღმოსავლურ საბუთებში. სანამ იერუსალიმის პატრიარქად აირჩევდნენ, თომა ჯერ ხარიტონის ლავრის, ხოლო შემდგომ საბაწმიდის წინამძღვარი იყო - ‘ლავრასა სწავლითა მორწყვიდა, დაფარულსა მონაზონთასა ხედვიდა, საბაწმიდით იერიქოს მოწაფეთა სცვიდა’. ეტყობა, თომა პატრიარქს საღვთისმეტყველოსთან ერთად სამედიცინო განათლებაც ჰქონდა მიღებული. ცნობილია, რომ იგი პირდად წამლობდა 796 წელს მუსლიმთაგან ცეცხლით ნაწამებ საბაწმიდელ ბერებს. პატრიარქად არჩევის შემდგომ თომამ აღადგინა მაცხოვრის საფლავის ტაძრის გუმბათი, რომელიც მიწისძვრის შედეგად იყო დაქცეული. ამის გამო მუსლიმებმა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. თომა პატრიარქი აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელ თეოლოგიურ დისკუსებში სომხებთან, ხატმებროლებთან და ფრანკებთან. ძველ ქართულ ხელნაწერებში მოგვეპოვება ‘ეპისტოლე სასომხეთოჲსა მწვალებელთა მიმართ, წარგზავნილი ნეტარისა თომაჲს მიერ, იერუსალიმისა პატრიარხისა’. გვაქვს ასევე ერთი მეტად საინტერესო თხზულება, რომლის სათაურია ‘მეფობასა კოსტანტინესსა და დედისა მისისა ირინასსა’ (Q52, 12v-26v, H1000, 169v -178v). როგორც ძეგლის შესწავლით გამოჩნდა, ეს არის კიდევ ერთი ანტიკათოლიკური პოლემიკური თხზულების ძველი ქართული თარგმანი, რომლის ანტიკათოლიკურობის შესახებ ადრე ცნობილი არ იყო.

Upload: giorgi-macharashvili-

Post on 02-Jan-2016

41 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია «ბიზანტინოლოგია საქართველოში – 4»ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტითბილისი-ბათუმი-კაბადოკია, 24-30 სექტემბერი, 2013 წ.

TRANSCRIPT

Page 1: Giorgi Macharashvili, The Life of St. Thomas, Patriarch of Jerusalem (VIII-IX centuries) (abstract in Georgian language) /// გიორგი მაჭარაშვილი, ცხოვრება

1

+

ცხოვრება და ღვაწლი წმიდისა თომა

იერუსალიმელ პატრიარქისა გიორგი მაჭარაშვილი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი

თომა იერუსალიმელი პატრიარქი (VIII-IX სს.) მისი განსაკუთრებული ღვაწლისთვის,

როგორც ჩანს, ძველად წმიდანად იყო შერაცხილი. ჟამთასიავის გამო, მისი ხსენების დღე

ბერძნულ საეკლესიო კალენდრებში არ შემონახულა. ხოლო მისი ცხოვრება, როგორც ძველად

იტყოდნენ, ‘მიეცა სიღრმესა დავიწყებისასა’.

იოანე-ზოსიმეს კალენდარი ერთადერთია, რომელშიც თომა იერუსალიმელი პატრიარქის

ხსენების დღე (16 მაისი) არის ჩაწერილი. ამ ფაქტს კარგა ხნის წინ მიაქციეს ყურადღება

დასავლელმა მეცნიერებმა. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა საისტორიო წყაროებსა და

სამეცნიერო ლიტერატურაში გაბნეული ცნობები თომა იერუსალიმელი პატრიარქის შესახებ

და აი, ჩვენს წინ წარმოდგა ‘ახოვანი მოღვაწე’.

თომა იერუსალიმელი პატრიარქი მოიხსენება ‘თეოდორე აბუკურას ცხოვრებასა’ და ‘მიქაელ

საბაწმიდელის მარტვილობაში’, ასევე სხვა აღმოსავლურ საბუთებში.

სანამ იერუსალიმის პატრიარქად აირჩევდნენ, თომა ჯერ ხარიტონის ლავრის, ხოლო

შემდგომ საბაწმიდის წინამძღვარი იყო - ‘ლავრასა სწავლითა მორწყვიდა, დაფარულსა

მონაზონთასა ხედვიდა, საბაწმიდით იერიქოს მოწაფეთა სცვიდა’.

ეტყობა, თომა პატრიარქს საღვთისმეტყველოსთან ერთად სამედიცინო განათლებაც ჰქონდა

მიღებული. ცნობილია, რომ იგი პირდად წამლობდა 796 წელს მუსლიმთაგან ცეცხლით

ნაწამებ საბაწმიდელ ბერებს.

პატრიარქად არჩევის შემდგომ თომამ აღადგინა მაცხოვრის საფლავის ტაძრის გუმბათი,

რომელიც მიწისძვრის შედეგად იყო დაქცეული. ამის გამო მუსლიმებმა შეიპყრეს და

საპყრობილეში ჩააგდეს.

თომა პატრიარქი აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელ თეოლოგიურ დისკუსებში

სომხებთან, ხატმებროლებთან და ფრანკებთან.

ძველ ქართულ ხელნაწერებში მოგვეპოვება ‘ეპისტოლე სასომხეთოჲსა მწვალებელთა

მიმართ, წარგზავნილი ნეტარისა თომაჲს მიერ, იერუსალიმისა პატრიარხისა’.

გვაქვს ასევე ერთი მეტად საინტერესო თხზულება, რომლის სათაურია ‘მეფობასა

კოსტანტინესსა და დედისა მისისა ირინასსა’ (Q52, 12v-26v, H1000, 169v -178v). როგორც

ძეგლის შესწავლით გამოჩნდა, ეს არის კიდევ ერთი ანტიკათოლიკური პოლემიკური

თხზულების ძველი ქართული თარგმანი, რომლის ანტიკათოლიკურობის შესახებ ადრე

ცნობილი არ იყო.

Page 2: Giorgi Macharashvili, The Life of St. Thomas, Patriarch of Jerusalem (VIII-IX centuries) (abstract in Georgian language) /// გიორგი მაჭარაშვილი, ცხოვრება

2

ამ თხზულებიდან ვიგებთ, რომ სულიწმიდის გამომავლობის თაობაზე თომა პატრიარქს

მიმოწერა ჰქონდა რომის პაპ ლეონ მესამესთან, რომელმაც, როგორც ცნობილია, მრწამსის

უცვალებლობის დაცვის მიზნით დაამზადა ვერცხლის დაფები, ზედ ამოტვიფრა ნიკეა-

კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლო ყოველგვარი ლათინური ჩანართის გარეშე და

დაამაგრა რომში წმიდა პეტრეს ბაზილიკის კარიბჭეზე.

თომა იერუსალიმელი არის პირველი აღმოსავლელი პატრიარქი, რომელმაც თავის

სინოდთან ერთად დაგმო ლათინური დოგმატი სულიწმიდის ძისაგანაც გამომავლობის

შესახებ. და ეს გაცილებით ადრე მოხდა (IX საუკუნის დასაწყსში), ვიდრე ამას

კონსტანტინეპოლის პატრიარქები გააკეთებდნენ.

ანტიკათოლიკური თხზულების ძველი ქართული თარგმანი, რომელშიც ვხვდებით

ზემოხსენებულ ცნობებს თომა იერუსალიმელი პატრიარქის შესახებ, მრავალმხრივ არის

საინტერესო. ჩვენი აზრით, იგი შეგვიძლია დავაყენოთ ისეთი თხზულების გვერდით,

როგორიც არის ‘მოთხრობაჲ უმშვენიერესი მონასტრისათჳს ივერთაჲსა, რომლისა თანამდებ

არიან ცნობად ყოველნი მონაზონნი’. ორივე ეს ძეგლი თარგმნილია ბერძნულიდან იმ დროს,

როცა ქართულ მწერლობას დაქვეითების პერიოდი ჰქონდა, იშვათად თუ რამე

ითარგმნებოდა ან დაიწერებოდა. მიუხედავად ამისა, ორივე ძეგლი დაწერილია ხალასი,

კლასიკურთან მიახლოებული ქართულით. ამასთან, ორივე არის ისტორიული შინაარსისა და

კათოლიკობის წინააღმდეგ მიმართული.