mzia tsereteli geo -...

91
მზია წერეთელი ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობა საქართველოში თბილისი 2015

Upload: others

Post on 04-Jan-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

მ ზ ი ა წ ერ ეთ ელი

ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა

ინტერკულტურული სენსიტიურობა

საქართველოში

თბილისი

2015

კვლევა ჩატარდა პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მხარდაჭერით.

პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მიზანია სამხრეთ კავკასიაში

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარება სხვადასხვა აქტივობებისა და

ღონისძიებების მეშვეობით, როგორებიცაა: კვლევითი პროექტების დაფინანსება, ტრენინგების

ჩატარება, სხვადასხვა სასწავლო და კვლევითი გრანტების გაცემა. პროგრამა ხელს უწყობს

ნიჭიერი მკვლევარების ახალი თაობის აღმოცენებას და მათ საერთაშორისო აკადემიურ ქსელში

ინტეგრაციას. პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიურ ქსელს” ახორციელებს შვეიცარიის

ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური

ინსტიტუტი. პროგრამას აფინანსებს ”გებერტ რიუფის ფონდი”, რომელიც დაფუძნებულია

ბაზელში.

პროექტის ხელმძღვანელი: მზია წერეთელი

პროექტში მონაწილეობდნენ: ნინო შარაშენიძე, ირინე გედევანიშვილი, თინა გელაშვილი,

მანანა შარაძე, თათია ფოფხაძე, ია ლომინაშვილი,

გვანცა ტოროშელიძე, ლაშა ხოჯანაშვილი,

ვახტანგ ბერძენიშვილი

მზია წერეთლი 2015. ქართველ, სომეხ და აზიერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული

სენსიტიურობა საქართველოში.

ISBN 978-9941-0-7509-4

რედაქტორი: ნინო შარაშენიძე

წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, ასევე სამოქალაქო

ცნობიერებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების,

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აგრეთვე კულტურათაშორისი ურთიერთობების

საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის

სარჩევი

შესავალი 5

1. ინტერკულტურული სენსიტიურობა და ღირებულებები 8

2. კვლევის მიზანი და ამოცანები 13

3. კვლევის მეთოდოლოგია 15

3.1. საზომი ინსტრუმენტების შემუშავება 15

3.2. კვლევის მონაწილეები 16

4. კვლევის შედეგები 19

4.1. ინტერკულტრული სენსიტიურობისა და ღირებულებათა სკალები 19

4.1.1. ინტერკულტურული სენსიტიურობის დებულებათა ფაქტორული ანალიზი 20

4.1.2. ღირებულებათა დებულებების ფაქტორული ანალიზი 24

4.1.3. გამოყოფილ ფაქტორთა სახელდება 26

4.2. ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული

სენსიტიურობის ინდექსები თითოეულ სკალაზე

32

4.3. სხვადასხვა ეროვნების სტუდენტთა მიერ გამოვლენილი ინტერკულტურული

სენსიტიურობის ზოგადი სურათი

45

4.4. სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობა რეგიონისა და სწავლების

საფეხურის მიხედვით

53

4.5. ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ღირებულებების ინდექსები 63

4.6. ღირებულებების კავშირი ინტერკულტურულ სენსიტიურობასთან 66

5. კვლევის ძირითადი შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები 72

გამოყენებული ლიტერატურა 80

დანართი #1 – ანკეტის ნიმუში (ეთნიკურად ქართველი რესპონდენტისთვის) 83

დანართი #2 – ღირებულებების საშუალოთა შორის სხვაობების შედეგები 90

5

შესავალი

საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა. დომინანტური მოსახლეობის – ქართველების გარდა, აქ სახლობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარ-მომადგენლები: აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები, რუსები, ქურთები, ებრაელები, ბერძნები და სხვ. ეთნიკურ უმცირესობათა შორის სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევიან აზერბაიჯანელები და სომხები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამ-სახურის ოფიციალური ცნობით, მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, ეთნიკური უმცი-რესობები საქართველოს მოსახლეობის 16,2%-ს შეადგენენ. ამათგან 6,6% არიან აზერბაი-ჯანლები, ხოლო სომეხები კი – 5,7%. მათი უმეტესობა კომპაქტურად არის დასახლებული საქართველოს ორ რეგიონში – შესაბამისად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

სომხებისა და აზერბაიჯანელების ჩამოსახლება საქართველოში ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეთნიკური აზერბაიჯანელების სოფლები ძირითადად თურქეთთან მიმდინარე ომების ფონზე შეიქმნა. სომხების გადმოსახლებაც ძველი დროიდან მიმდინარეობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში საქართველოს გარკვეულ ნაწილებში ღვთისმსახურება მიდიოდა როგორც ქართულ, ასევე – სომხურ ენაზე. ისტორიის განმავლობაში პერიოდულად ხორციელდებოდა სომეხთა დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე. 1829-1930 წლებში 90 000 სომეხი გადმოსახლდა თურქეთიდან სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, კი – სამცხე ჯავახეთში (მელიქიშვილი 1998; თოფჩიშვილი 1999).

ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებასთან ერთად, საქართველოს ლინ-გვისტური მრავალფეროვნებაც ახასიათებს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული ენა სახელმწიფო ენაა, თუმცა აქ გავრცელებულია სხვა იბერიულ-კავკასიური, ინდოევ-როპული, თურქული და სემიტური ენებიც (გაბუნია და სხვ. 2010).

ამდენად, ქართული ენა არ არის ერთადერთი საკომუნიკაციო ენა მოსახლეობისთვის. სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა ენები მათი დასახლების ტერიტორიების მიხედვით სხვადასხვა ინტენსივობითა და სიხშირით არის გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს ენები გამოიყენება სოციალური ცხოვრების სხვადასხვა დონეზე – საოჯახო, ყოფით თუ ოფიციალურ ურთიერთობებში. ამ ენებს განსხვავებული სტატუსი და ფუნქცია აქვთ. ეს განსაკუთრებით ეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს. აქ მოსახლე-ობის დიდი ნაწილისთვის საოჯახო და ყოფით საკომუნიკაციო ენას მათი მშობლიური ენა წარმოადგენს. კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა სრულიად არ იცის ან ცუდად იცის სახელმწიფო – ქართული ენა. ამდენად, მისი გამოყენება ვერ ხერხდება ვერც ოფიციალურ დონეზე და ვერც დომინანტური კულტურის (ქართველების) წარმომადგენლებთან საკომუნიკაციოდ. შედეგად საქართვე-ლოს რეგიონებში კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობები ხშირად ჩაკე-ტილნი არიან საკუთარ საკომუნიკაციო სივრცეში, მოწყვეტილნი არიან ქვეყნის საზოგა-დოებრივ ცხოვრებას და ნაკლებად ან სრულიად ვერ იღებენ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

6

საბჭოთა კავშირის დროს თუმცა ქვეყნის სახელმწიფო ენა ქართული იყო, მაგრამ დომინანტურ მოსახლეობასა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის საკომუნიკაციო ენას რუსული ენა წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებ-ლობის შედეგად რუსული ენა ვეღარ ასრულებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა შორის საკომუნიკაციო ენის ფუნქციას. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდა თაობას, რომლებმაც ცუდად ან საერთოდ არ იციან რუსული ენა. სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ეთნიკური უმცირესობების მიერ ვერ მოხერხდა ქართული ენის ათვისება და ისინი ფაქტობრივად მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრებისგან. ამან კიდევ უფრო ხელი შეუწყო არასახარბიელო ეთნიკური სტერეოტიპების განმტკიცებას და ჯგუფთაშორის სოციალურ დისტანცირებას (გაბუნია და სხვ. 2010; მელიქიშვილი 2011; წერეთელი 2008).

ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და რეფორმების ფონზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის და მისი განვი-თარებისთვის მეტად აქტუალური გახდა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა ჰარმონიული თანაცხოვრება და სამოქალაქო ინტეგრაცია. ამ ფონზე დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის ცხოვრების ყველა დონეზე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა და რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა. უნდა ითქვას, რომ ამისათვის სახელმწიფოსა და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არაერთი პროექტი და პროგრამა განხორციელდა. მათ შორისაა საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სახელმწიფო ენის შესწავლის მრავალფეროვანი პროგრამები, აგრეთვე, კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკურ გააქტიურებაზე მიმართული პროექტები.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის ფლობის დონე, რის გამოც მათი უმეტესობა ვერ იღებს უმაღლეს განათლებას საქართველოში. ისინი ძირითადად ორიენტირებულნი არიან სომხეთში, აზერბაიჯანში ან რუსეთში განათლების მიღებაზე, რაც კიდევ ერთი ბარიერია მათი ინტეგრაციისთვის (მელიქიშვილი 2011).

ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის კიდევ ერთი საგულისხმო ბარიერია ეთნიკური სტერეოტიპები და განწყობები, რომლებიც რიგი კვლევების მიხედვით, არც თუ ისე სახარბიელოა და ხელს უშლის ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციას (ხარშილაძე 2004; მელიქიშვილის კვლევები 1998; 2011; წერეთლის კვლევები 2006, 2008, 2010).

2010 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლებას, რათა მათ შეძლონ უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამა მოიცავს „ერთი პლუს ოთხი“ ტიპის სწავლებას, რომლის დროსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უმაღლეს სასწავლებლებში პირველ წელს ასწავლიან ქართულ ენას მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში და რის შემდეგაც ისინი უკვე ქართულ ენაზე აგრძელებენ სწავლას სხვა სტუდენტებთან ერთად მათ მიერ არჩეულ ფაკულტეტებზე.

7

ამდენად, ერთი მხრივ, პროგრამა ხელს უწყობს ქართული ენის მაღალ დონეზე ათვისებას, მეორე მხრივ კი, ეთნიკურად არაქართველი სტუდენტების ჩართვას საერთო სტუდენტურ ცხოვრებაში და ამდენად, მათ ინტეგრაციას. პროგრამა საშუალებას იძლევა ქართველმა და არაქართველმა სტუდენტებმა ერთ სივრცეში ისწავლონ, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ არაქართველი ახალგაზრდების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას, არამედ განაპირობებს ეთნიკური უმრავლესობისა და უმცირესობების ახალგაზრდების თანა-ცხოვრებას და ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობას.

კულტურათა ინტეგრაციის, ეფექტური კომუნიკაციის და ჰარმონიული თანაცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე (Bennet 2004; Blue et al. 1996-7; Chen 1997; Sinicrope et al. 2007; Spitzberg and Changnon 2009). ამდენად, მისი შეფასება და განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი მულტიკულტუ-რული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. განსაკუთრებით საინტერესოა ამ თვალსაზ-რისით ახალგაზრდების კვლევა, რადგან ისინი საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრები არიან და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ ქვეყნის მომავალს. ამიტომ კვლევა ფოკუსირდა საქართველოში მცხოვრებ სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის შესწავლაზე.

8

1. ინტერკულტურული სენსიტიურობა და ღირებულებები

ზოგადად, ინტერკულტურული სენსიტიურობა წარმოადგენს ინდივიდის უნარს მიიღოს განსხვავებული კულტურის და ენის მქონე ადამიანების მსოფლხედვა, გაითავისოს ის და შეეძლოს მათთან ეფექტური კომუნიკაცია. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ინტერკუტურული სენსიტიურობა ამ სფეროში არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაში ინტერკულტურული კომუნიკაციის კონტექსტში განიხილება და არსებობს მისი არა ერთი განსაზღვრება და მეტ-ნაკლებად ეკვივალენტური ცნებები (Sinicrope et al. 2007; Spitzberg and Changnon 2009; Chen1997). ზოგიერთი ავტორის აზრით, ინტერკულტურული სენსიტიურობა ინტერკულ-ტურული კომპეტენტურობის შემადგენელ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და მოიცავს მხოლოდ ემოციურ ასპექტს (Chen 1997; Portalla and Chen 2010), ზოგი მათგანის განსაზღვრების თანხმად კი, იგი ინტერკულტურული კომპეტენტურობის ცნების ანალოგია და თავის თავში აერთიანებს ქცევით, ემოციურ და კოგნიტურ ასპექტებს (Bennet’s research 1991; 1993; 1994; Blue et al, 1996-7). აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ავტორის მიერ ინტერკულტურული სენსიტიურობის განსაზღვრებები და ოპერაციონალიზაცია დამო-კიდებულია კვლევით ამოცანებზე (Bhawuk and Brislin 1992; Kupka et al. 2009). თუმცა ყველა მათგანი აღნიშნავს მის მნიშვნელობას კულტურათა ინტერაქციის პროცესში და მას ეფექტური ინტერკულტურული კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოვლინებად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ინტერკულტურული სენსიტიურობა ადამიანის თანდაყოლილი თვისება არ არის და შესაძლებელია მისი სწავლა და განვითარება (Spitzberg and Changnon

2009). სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება ბენეტის ინტერკულტრული სენსიტიურობის განვითარების მოდელი (Bennet’s research 1993; 2004). ამ მოდელის აგებისას იგი გამოყოფს ადამიანის უნარს განივითაროს ინტერკულტურული სენსიტიურობა სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ინტერაქციის შედეგად და კულტურული სხვაობები საკუთარი ცნობიერების ნაწილად აქციოს.

ბენეტი (Bennet’s research 1991; 1993; 1994; 2004) გამოყოფს ინტერკულტურული სენსიტიურობის განვითარების ორ ძირითად ფაზას: ეთნოცენტრულსა და ეთნო-რელატიურს, რომლებიც, თავის მხრივ, სამ-სამ საფეხურად იყოფა. ეთნოცენტრული ფაზის პირველ საფეხურზე – უარყოფა, კულტურული სხვაობების იგნორირება ხდება და ამდენად, ეს საფეხური ინტერკულტურული სენსიტიურობის ყველაზე დაბალი დონეა. მეორე საფეხურისთვის დამახასიათებელია კულტურული სხვაობების აღიარება, თუმცა განსხვავებული კულტურის შეფასება ხდება ნეგატიურ ასპექტში საკუთარი კულტურის უპირატესობის პოზიციიდან. ამ საფეხურს ბენეტი კულტურული სხვაობებისგან თავდაცვის საფეხურს უწოდებს. მესამე საფეხურისთვის დამახასიათებელია კულტურული სხვაობების მინიმიზაცია, რაც გულისხმობს მათთვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭებას და როგორც უმნიშვნელოს ინტერპრეტაციას საერთო ადამიანური თვისებების ან უნივერსალური კონსტრუქტების საფუძველზე. შემდეგ მოდის ეთნორელატიური ფაზის საფეხურები,

9

რომელთაგანაც პირველზე – მიმღებლობა, ყალიბდება სხვაობების მიმღებლობა და სხვა კულტურათა წამომადგენლების ქცევებისა და ღირებულებების პატივისცემა. მეხუთე საფეხურზე – ადაპტაცია, ადგილი აქვს სხვაობებისადმი ადაპტაციას და კულტურათა შორის ეფექტურ კომუნიკაციას. მეექვსე, ინტერკულტურული სენსიტიურობის ყველზე მაღალ განვითარებული საფეხურისთვის – ინტეგრაცია, დამახასიათებელია კულტურული სხვაობების ინტეგრაცია, რაც ორ სრულიად განსხვავებულ კულტურაში თანაბრად ეფექტურ ფუნქციონირებასა და კომუნიკაციაში ვლინდება.

ბენეტის მოდელი გრადაციულია. მასში გამოყოფილია ინტერკულტურული სენსიტიურობის ორი ფაზა და ექვსი საფეხური. თავის მხრივ, საფეხურები იყოფა ქვესაფეხურებად. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი (Bennet 1993).

ინტერკულტურული სენსიტიურობის უარყოფის საფეხური, რომელიც კულტურული სხვაობების შემჩნევის უუნარობით ხასიათდება, ბენეტის მიხედვით, იყოფა ორ ქვესაფეხურად. ესენია: უარყოფა/იზოლაცია და უარყოფა/სეპარაცია. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან უარყოფის საფუძვლით. პირველის შემთხვევაში კულტურული სხვაობების ”ვერ შემჩნევა“ ხდება ფიზიკური იზოლაციის გამო და შესაბამისად, არ არსებობს კულტურული სხვაობების აღქმის შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში კულტურული სხვაობებისგან მიზანმიმართულ გამოყოფას აქვს ადგილი. ამგვარად, უარყოფის საფეხურზე კულტურული სხვაობების კოგნიტური კატეგორია ან საერთოდ არ არის ან ძალიან ფართო და ზოგადია. ნიშანდობლივია ის, რომ ინდივიდს არ აქვს სხვა კულტურისადმი ინტერესი.

ეთნოცენტრული ფაზის მეორე საფეხურისთვის – თავდაცვა, დამახასიათებელია კულტურული სხვაობების არსებობის აღიარება და სხვა კულტურასთან დაპირისპირება. ამ ეტაპისთვის ტიპურია „ჩვენ“ და „სხვები“-ს კოგნიტური კატეგორიები და შესაბამისად, დამახა-სიათებელია საკუთრი კულტურის აღიარება და სხვა კულტურისადმი ნეგატიური სტერეო-ტიპები. ეს საფეხური სამი ქვესაფეხურისგან შედგება. ესენია: თავდაცვა/ცილისწამება, თავდაცვა/უპირატესობის განცდა და თავდაცვა/რევერსი. პირველისთვის დამახასია-თებელია საკუთარი კულტურის წინ წამოწევა სხვისი ცილისწამების, დაკნინების ხარჯზე. მეორე საფეხურისთვის ტიპურია საკუთარი კულტურის პოზიტიური ასპექტების გაზვიადება. მესამე საფეხურისთვის კი დამახასიათებელია თავდაცვა სხვა კულტურის უპირატესად აღიარების და საკუთარი კულტურის ცილისწამების ხარჯზე. სწორედ ამიტომ ეწოდება მას თავდაცვა/რევერსი.

ეთნოცენტრული ფაზის მესამე საფეხური – მინიმიზაცია, ის კონსტრუქტია, რომლის ფარგლებშიც ხდება მხოლოდ ზედაპირული კულტურული სხვაობების აღიარება და ადამიანების მსგავსების ხაზგასმა. კულტურული სხვაობები გადამუშავდება როგორც უმნიშვნელო, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები ერთნაირები არიან და მათ ერთნაირი არსებითი ღირებულებები გააჩნიათ. ამ საფეხურზე გამოყოფილია ორი ქვესაფეხური: ფიზიკური უნივერსალიზმი და ტრანსცენდენტული უნივერსალიზმი. პირ-ველისთვის დამახასიათებელია კულტურული სხვაობების მინიმუმამდე დაყვანა ადამიანთა ფიზიკური მსგავსების საფუძველზე, ხოლო მეორესთვის კი – სხვაობათა მინიმიზაცია ისეთი საერთო უნივერსალური კატეგორიების საფუძველზე, როგორიცაა, ღმერთი, ფილო-სოფიური მსოფლხედვა, რელიგია, მორალი, პოლიტიკა და სხვ.

10

ეთნორელატიური ფაზის პირველი საფეხურისთვის – სხვაობათა მიმღებლობისთვის – დამახასიათებელია კულტურული რელატივიზმი, სხვა კულტურისადმი ინტერესი, კულტურული სხვაობების აღიარება და დაფასება ქცევასა და ღირებულებებში. შესაბამისად, ეს საფეხური ორ ქვესაფეხურად – მიმღებლობა/ქცევითი რელატივიზმი და მიმღებლობა/ღირებულებათა რელატივიზმი – იყოფა.

ინტერკულტურული სენსიტიურობის კიდევ უფრო მაღალ საფეხურს წარმოადგენს ეთნორელატიური ფაზის ადაპტაციის საფეხური. მისთვის დამახასიათებელია ინტერ-კულტურული კომუნიკაციის კარგი უნარები, ინტერკულტურული მოქნილობა, თანაგრძნობა, სხვა კულტურის წარმომადგენლების აზრების გაგებისა და მათთვის საკუთარი შეხედულებების გაგებინების უნარი. ეს საფეხური ორ ქვესაფეხურად იყოფა. ესენია: ადაპტაცია/თანაგრძნობა და ადაპტაცია პლურალიზმი. პირველისთვის დამახასიათებელია უნარი ცნობიერად გაითვალისწინო სხვა კულტურის მსოფლხედვა მოვლენების შეფასებისას. მეორისთვის კი დამახასიათებელია სხვადასხვა კულტურათა მსოფლხედვის გათვალისწინება ცნობიერი ძალისხმევის გარეშე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კონსტრუქტის არსებობისას ადგილი აქვს ერთზე მეტი მსოფლხედვის გათავისებას და ცნობიერი ძალისხმევის გარეშე ქცევების აქტუალურ კულტურულ კონტექსტთან მორგებას.

ინტერკულტურული სენსიტიურობის უმაღლესი საფეხურისთვის – ინტეგრაცია –დამახასიათებელია ბიკულტურული ან მულტიკულტურული ცნობიერება, იდენტობა, რომელიც „მარგინალურია“ ნებისმიერ კულტურაში. ბენეტი გამოყოფს ინტეგრაციის ორ ქვესაფეხურს: ინტეგრაცია კონტექსტუალური შეფასება და ინტეგრაცია კონსტრუქტული მარგინალობა. პირველისთვის ტიპურია კონტექსტუალური რელატივიზმი – მოვლენათა შეფასების უნარი რამდენიმე კულტურის თვალსაზრისით, ხოლო მეორესთვის კი იდენტობა არა კულტურული კატეგორიების, არამედ მსოფლმხედველობრივი კონსტრუქტების მიხედვით.

ამგვარად, ბენეტის მოდელი ეყრდნობა ინტერკულტურული სენსიტიურობის საფეხუ-რების, როგორც მისი განვითარების სხვადასხვა დონის გამოვლინების გაგებას. შესაბამისად, რაც უფრო მეტად აქვს განვითარებული ადამიანს ინტერკულტურული სენსიტიურობა, მით უფრო მაღალ საფეხურზეა იგი.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ინტერკულტურული სენსიტიურობა არ არის თანდაყოლილი პიროვნული ნიშანი და იგი სხვა კულტურებთან ინტერაქციაში ვითარდება. მისი დონის გაზრდა შესაძლებელია განათლების სპეციალური პროგრამებითა თუ ტრენინგებით. დადგენილია, რომ ინტერკულტურულ სენსიტიურობაზე მოქმედებს უცხო ენების ცოდნა ან სხვა კულტურაში მუშაობის და ცხოვრების გამოცდილებაც (Penbek et al.

2009; Olson and Kroeger 2001). ამდენად, ინტეკულტურული სენსიტიურობა ინტერაქციაში ყალიბდება და ამავდროულად ინტერაქციაში ვლინდება. პიროვნული ქცევა კი განპირობებულია მისი მოტივებით, სოციალური მიზნებით, ანუ ღირებულებებით. ამის გათვალისწინებით, ვვარაუდობთ, რომ სწორედ პრიორიტეტულ ღირებულებათა იერარქია, რომელიც წარმოადგენს ქცევის ძირითად მოტივატორებს, განაპირობებს ინტერკულტურული სენსიტიურობის დონეს. შვარცი (Schwartz 2012) თავის თეორიაში გამოყოფს ათ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებას, რომლებიც დაფუძნებულია

11

ადამიანის სამ ძირითად მოთხოვნილებაზე – ადამიანის, როგორც ბიოლოგიური არსების მოთხოვნილებაზე, სოციალური ინტერაქციის კოორდინაციის მოთხოვნაზე და ადამიანთა ჯგუფების თვითგადარჩენისა და კეთილდღეობის მოთხოვნილებაზე. ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად “ადამიანებმა უნდა შეიმუშაონ მიზნები, იმისთვის, რომ მისდიონ მათ, იურთიერთონ სხვებთან მათთან დაკავშირებით და ითანამშრომლონ მათ მისაღწევად. ღირებულებები არის სოციალურად სასურველი კონცეპტები, რომლებიც გამოიყენება ამ მიზნების აზრობრივად წარმოსადგენად და ლექსიკონი, რომელიც გამოიყენება სოციალურ ინტერაქციაში მათ გამოსახატავად“ (Schwartz 2012:12).

ამგვარად, კონკრეტულ სოციალურ-პოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტში გარ-კვეული კულტურის წარმომადგენელთა პრიორიტეტული ღირებულებები განაპირობებს მეორესთან ინტერაქციის ხასიათს.

ამასთანავე, ამ თეორიის მიხედვით (Schwartz 2012), ძირითადი ათი მოტივი (თვითმარ-თვა, სტიმულაცია, ჰედონიზმი, მიღწევა, ძალაუფლება, უსაფრთხოება, კონფორმულობა, ტრადიცია, გულმოწყალება, უნივერსალიზმი) ქმნის წრიულ (ცირკულარულ) მოტივაციურ კონტინიუმს. რაც უფრო ახლოს არის ღირებულებები ამ კონტინიუმში ერთმანეთთან, მით უფრო მსგავსია მათ საფუძვლად მდებარე მოტივები და პირიქით, რაც უფრო დაშორებულია ღირებულებები ერთმანეთისგან, მით უფრო ანტაგონისტურია მოტივები. ამ ღირებულებებს შვარცი ალაგებს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო განზომილებაზე: ცვლილე-ბებისადმი ღიაობა კონსერვაციის წინააღმდეგ და თვითგაძლიერება თვითტრანსცენ-დენტურობის წინააღმდეგ. ამასთანავე, შვარცი გამოყოფს მეორე პრინციპსაც – ინტერესს, რომელსაც ემსახურებიან ღირებულებები. ამ თვალსაზრისით იგი ასხვავებს პიროვნული ინტერესებისა და სოციალური ინტერესების გამომხატველ ღირებულებებს. პიროვნული ინტერესების გამომხატველი ღირებულებებია მიღწევა, ძალაუფლება, ჰედონიზმი, სტიმულაცია და თვითმართვა, ხოლო სოციალურ ინტერესებს კი გამოხატავენ შემდეგი ღირებულებები: უსაფრთხოება, კონფორმულობა, ტრადიცია, უნივერსალობა და გულმოწყალება. ღირებულებათა ორგანიზაციის მესამე პრინციპია – შფოთვა. ამ თვალსაზრისით იგი გამოყოფს შფოთვის შემცველ ღირებულებებს, ე. წ. თავდაცვით ღირებულებებს და შფოთვისგან თავისუფალ ღირებულებებს, რომლებიც მიმართულნი არიან გაზრდაზე და თვით-განვითარებაზე. შფოთვის შემცველი ღირებულებებია მიღწევა, ძალაუფლება, უსაფრთხოება, კონფორმულობა და ტრადიცია. ისინი მიმართულია მიზნის დაკარგვის პრევენციაზე და საფრთხისგან თავდაცვაზე. შფოთვისგან თავისუფალი ღირებულებებია ჰედონიზმი, სტიმულაცია, თვითმართვა, უნივერსალიზმი და გულმოწყალება. ისინი მიმართულია მიზნის მიღწევის ხელშეწყობაზე, თვითგანვითარებასა და გაზრდაზე. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც ინტერკულტურული სენსიტიურობა, ღირებულებებიც შეთვისებულია. თუმცა გამოცდილებასთან ერთად ადამიანს უყალიბდება ღირებულებათა სისტემები, რომლებშიც ისინი უპირატესობების მიხედვით ლაგდება. კვლევები ადასტურებენ, რომ ღირებულებები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს მოზარდობისა და მოზრდილობის ხანაში, განსაკუთრებით კი სტუდენტობის პერიოდში. სოციალური ინტერაქციის შედეგად, ახალმა სიტუაციამ, ახალმა სოციალურმა კონტექსტმა, ახალმა გამოწვევებმა და შესაძლებლობებმა შეიძლება

12

გამოიწვიოს ღირებულებათა პრიორიტეტების ცვლილებები (Parks and Guay 2009; Rokeach 1973). „ინდივიდუალური ღირებულებათა პრიორიტეტები არის საერთო კულტურისა და უნიკალური პერსონალური გამოცდილების ერთობლივი პროდუქტი. საზოგადოების საერთო კულტურა ხელს უწყობს ინსტიტუტებში იმ პირობების ჩამოყალიბებას, რომელსაც ადამიანები უნდა მოერგონ. შედეგად, ყოველი კულტურის წარმომადგენლებს აქვთ საერთო ღირებულებების შესაბამისი გამოცდილება და ისინი სოციალიზაციას გადიან საერთო სოციალური ღირებულებების მიღებით“ (Schwartz 1999: 25-26).

შვარცის სხვა კვლევაში (Schwartz and Bardi 1997) გამოვლინდა, რომ ღირებულებებზე გავლენას ახდენს სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა, რელიგია და ისტორიული კონტექსტი. ღირებულებები ადაპტირდება და ერგება არსებულ შესაძ-ლებლობებსა და სიტუაციას.

ამგვარად, ღირებულებათა იერარქიაზე ზეგავლენას ახდენს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, პიროვნების შესაძლებლობათა არეალი, მათ შორის მათი შეზღუდვა თუ გაფართოება. შესაბამისად, ღირებულებათა იერარქიის ცვლილება ასევე უნდა იწვევდეს ინტერკულტურული სენსიტიურობის დონის ცვლილებასაც. ამ მოსაზრებას ამყარებს კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ღირებულებები მჭიდროდ უკავშირდება ინტერკულტურულ სენსიტიურობას (Blue et al.1996-7; Bhawuk and Brislin1992), ჯგუფთა შორის სტერეოტიპებს და მათ შორის დისტანციებს (Dobewall and Stask 2011).

13

2. კვლევის მიზანი და ამოცანები კვლევის მიზანს წარმოადგენს შევისწავლოთ საქართველოში არსებული ინტერკულ-

ტურული სენსიტიურობის დონე ჩვენი ქვეყენის სპეციფიკიდან გამომდინარე და აგრეთვე ზემოთ აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით. ქვეყანაში არსებული ეთნიკური მრავა-ლფეროვნების ფონზე მნიშვნელოვანია ეთნიკურ ჯგუფთა შორის არსებული ფსიქო-ლოგიური კლიმატის შეფასება და იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არიან მზად სხვადასხვა კულტურული ჯგუფები ინტეგრაციისთვის. ამდენად, ინტერკულტურული სენსიტიურობის გასაზომად დავეყრდნობი ბენეტის ინტერკულტურული სენსიტიურობის განვითარების მოდელს (Bennet’s research 1991, 1993, 1994, 2004).

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ჩატარებული ეთნოლოგიური და ეთნოფსიქოლოგიური კვლევები გვიჩვენებენ, რომ არსებობს განსხვავებული მიმღებლობა, სტერეოტიპები და სოციალური დისტანციები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის (ხარშილაძე 2004; მელიქიშვილის კვლევები 1998, 2011; წერეთლის კვლევები 2006, 2008, 2010). ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა (გედევანიშვილი და სხვ. 2011; წერეთელი და გედევანიშვილი 2011) ასევე გამოავლინა, რომ ქართველი სტუდენტები საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ განსახვავებული დონის ინტერკულტურულ სენსიტიურობას ავლენენ, კერძოდ, ქართველი სტუდენტები უფრო სენსი-ტიურები აღმოჩდნენ სომხების მიმართ, ვიდრე – აზერბაიჯანელების მიმართ. განსხვავებული სტერეოტიპები და განწყობები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ გამოვლინდა ჩვენი წინასწარი კვლევის შედეგადაც. ამდენად, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მცხოვრები სომეხი ეთნიკურის უმცირესობის ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე განსხვავებული იყოს ქართველისა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ. ასევე, მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობის წარმომად-გენლების ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე განსხვავებული იყოს ქართველისა და საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართ. ამის გათვალისწინებით, კვლევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ინტერკულტურული სენსიტიურობის საზომი ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც ვალიდური იქნება არა ზოგადად განსხვავებული კულტურის მიმართ, არამედ შეძლებს გაზომოს მოცემულ ჯგუფთა შორის ინტერკულტურული სენსიტიურობის სპეციფიკურობა.

ამავდროულად, საქართველოში არსებული მულტიკულტურული კონტექსტის ფონზე აქტუალურია საკითხი იმის თაობაზე, თუ რა განაპირობებს ინტერკულტურული სენსი-ტურობის ამა თუ იმ დონეს სხვადასხვა კულტურის მიმართ. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ღირებულებები მჭიდროდ უკავშირდება ინტერკულტურულ სენსიტიურობას; ღირებულებები – ეს არის სოციალურად სასურველი მიზნები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირო-ბებენ ინტერაქციის ხასიათს სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ამის გათვალის-წინებით, მიგვაჩნია, რომ ღირებულებები უნდა განაპირობებდნენ ინტერკულტურული სენსიტიურობის სპეციფიკურობასაც.

14

ამგვარად, კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერკულტურული ცნობიერების შესწავლა, კერძოდ კი სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ სტუდენტთა ერთმანეთის მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის დონის გაზომვა და მათთან დაკავშირებული ღირებულებების გამოვლენა და შეფასება. იმ ფაქტორების გათვალისწინებით (სოციალური ინტერაქცია, ენისა და კულტურის გაცნობა და ა.შ.), რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ინტერკულტურული სენსიტიურობის განვითარებაზე, კვლევის მიზანია ამ საკითხების კვლევა ქართველ სტუდენტებთან და იმ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ პროგრამით „ერთი პლუს ოთხი“.

კვლევის ჰიპოთეზებია: 1. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ინტერკულტურული სენსი-

ტიურობა ერთმანეთისგან განსხვავებულია, კერძოდ, მათი ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე სხვადასხვა კულტურის მიმართ განსხვავებულია;

2. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების – სომეხი და აზერბაიჯანელი სტუ-დენტების, ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე უფრო მაღალია ქართველი სტუდენტების მიმართ, ვიდრე – ერთმანეთის მიმართ და ქართველი სტუდენტებისა – მათ მიმართ;

3. იმ სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე უფრო მაღალია, რომლებსაც აქვთ კულტურულად შერეულ საუნივერსიტეტო ჯგუფებში სწავლის ორწლიანი გამოცდილება, ვიდრე იმ სტუდენტებისა, რომლებ-საც ასეთი გამოცდილება არ აქვთ (პირველ, მოსამზადებელ საფეხურზე არიან).

4. ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს განსხვავებული მოტივაციური ღირებულებები აქვთ.

5. სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე განპირობებულია მათი ღირებულებებით;

ამ ჰიპოთეზების შესამოწმებლად კვლევის ამოცანებს შეადგენდა კვლევის საზომი ინსტრუმენტების შემუშავება, მათი საშუალებით სომეხ, ქართველ და აზერბაიჯანელ სტუ-დენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის და მასთან დაკავშირებული ღირებულებების შეფასება, აგრეთვე, ღირებულებათა კავშირის დადგენა ინტერკულტურული სენსიტიურობის დონესთან.

15

3. კვლევის მეთოდოლოგია

3.1. საზომი ინსტრუმენტების შემუშავება კვლევის ინსტრუმენტების შესამუშავებლად ჩატარდა ხანგრძლივი და შრომატევადი

სამუშაო. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა შეფასებულიყო თითოეული რესპონდენტის

ღირებულებები და დანარჩენი ორი კულტურისადმი ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე. ამდენად, უნდა შემუშავებულიყო ინტერკულტურული სენსიტიურობის ეკვივალენტური დებულებები, რომლებიც გამოხატავდა ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ ინტერკულტურულ სენსიტიურობას და აგრეთვე დებულებები, რომლებიც გაზომავდა რესპონდენტის ღირებულებებს.

კვლევის ინსტრუმენტის ჩამოსაყალიბებლად ბენეტის ინსტრკულტურული სენსიტიურობის მოდელზე დაყრდნობით შემუშავდა დიდი რაოდენობით დებულებები. ისინი შეიქმნა ზემოთ განხილული სამეცნიერო ლიტერატურისა და კვლევების საფუძველზე. ნაწილი დებულებებისა ვისესხეთ ამ ავტორების მიერ ჩამოყალიბებული კითხვარებიდან. დებულებების წყაროს წარმოადგენდა, აგრეთვე, ინტერვიუები და ფოკუსირებული დისკუსიები, რომელიც ჩატარდა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებთან ქ. თბილისსა და ქ. ახალციხეში. შემუშავებული ინტერკულტურული სენსიტიურობის 400-მდე დებულება რამდენჯერმე შეფასდა და გადაირჩა ექსპერტების მიერ, ერთი მხრივ, მათი ინტერკულტურული სენსიტიურობის სკალასთან შესაბამისობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, სამიზნე ჯგუფის – მოსამზადებელი პროგრამის სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენ-ტების ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. დებულებები დაიხვეწა ენობრივად სუბიექტური და ობიექტური აღქმის პარამეტრების გათვალისწინებითაც. ექსპერტულ შეფასებაში მონაწილეობას იღებდნენ ფსიქოლოგები, ეთნოლოგები, ლინგვისტები, აგრეთვე, ეთნიკურ უმცირესობათა განათლების საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები. ამ სამუშაოს შედეგად შეიქმნა 150-დებულებიანი ინტერკულტურული სენსიტიურობის კითხვარი (75-75 დებულება თითოეული კულტურის მიმართ სენსიტიურობის შესაფასებლად), რომლის პარალელური (ეკვივალენტური) ვარიანტები მომზადდა სპეციალურად ცალ-ცალკე ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტის მიმართ ინტერკულტრული სენსიტიურობის დონის ლაიკერტის ტიპის 5 ქულიან სკალაზე გასაზომად.

ღირებულებათა სკალის ჩამოსაყალიბებლად შვარცის (Schwartz et al. 2001; Cieciuch and Davidov 2012) 40-კითხვიანი ინსტრუმენტის (The Portrait Values Questionnaire – PVQ) დებულებებიდან, ათივე უნივერსალური ღირებულების დაფარვის პრინციპის გათვალისწინებით, გადაირჩა ისინი, რომლებიც ექსპერტული შეფასების საფუძველზე მიჩნეულ იქნა ინტერკულტურული სენსიტიურობის ამა თუ იმ საფეხურის გამომხატველად. მიღებული 25 დებულება ენობრივად გაიმართა და ადაპტირდა სამიზნე ჯგუფის – მოსამზადებელი პროგრამის სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ენობრივი შესაძ-ლებლობების გათვალისწინებით.

16

ამგვარად, თითოეული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს უნდა შეევსო დანარჩენი ორი კულტურის მიმართ სენსიტიურობის კითხვარი და კითხვარი საკუთარი კულტურის წარმომადგენელთა ღირებულებების შესახებ.

ექსპერტულ საფუძველზე შექმნილ კითხვარებს ორჯერ პილოტირების შედეგად საბოლოო სახე მიეცათ: კითხვარის თითოეული ვარიანტი შედგებოდა ინტერკულტურული სენსიტიურობის საზომი 130 (ორი კულტურიდან თითოეულის შესაფასებლად ეკვივალენ-ტური 65-65) დებულებისგან და საკუთარი კულტურის ღირებულებების საზომი 22 დებუ-ლებისგან. კითხვარი აგრეთვე მოიცავდა დამატებით ცვლადებს, ისეთებს, როგორებიცაა, ასაკი, სქესი, ეროვნება, მშობლიური ენა (დედის და მამის მშობლიური ენა), ოჯახში საკომუნიკაციო ენა, სწავლების წელი, ქალაქი (თბილისი, ახალციხე), რომელშიც უმაღლესი სასწავლებელი მდებარეობს, ენების ცოდნა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი თანაკურსელების ყოლა და სხვ.

3.2. კვლევის მონაწილეები კვლევა ჩატარდა ქალაქ თბილისსა და ახალციხეში. რესპონდენტები იყვნენ ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის და ქ. ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ „ოთხი პლუს ერთი“ მოსამზადებელი პროგრამის სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები, აგრეთვე ისინი, ვინც ამ პროგრამის გავლის შედეგად სწავლა გააგრძელეს ბაკალავრიატში. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ბაკალავრიატის ქართველი სტუდენტებიც. კვლევა ჩატარდა 2013/14 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. მასში მონაწილეობა მიიღო სულ 588 რესპოდენტმა (სტუდენტმა), მათ შორის 330 ქალმა (56%) და 255 ვაჟმა (43%), ხოლო 3 რესპონდენტის სქესი არ არის იდენტიფიცირებული. ქ. ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ამ დროისათვის ირიცხებოდა 44 სტუდენტი. გენერალური ერთობლიობის სიმცირის გამო გამოკითხვა ჩაუტარდა თითქმის ყველა სტუდენტს, გამონაკლისს წარმოადგენდნენ ის სტუდენტები, რომლებიც საველე სამუშაოს დროს არ იყვნენ აქტიური სტუდენტები (ჰქონდათ აკადემიური შვებულება, შეჩერებული სტატუსი და ა.შ.). ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ირიცხებოდა 284 სტუდენტი, რომელთა დაახლოებით ნახევარი იყო გამოკითხული. აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ რესპონდენტთა განაწილება სწავლების საფეხურის (ენის მოსამზადებელი პროგრამა, ბაკალავრიატი), სქესისა და დედაქალაქსა თუ რეგიონში უმაღლესი სასწავლებლის ადგილმდებარეობის მიხედვით (ქ. თბილისი, ქ. ახალციხე) წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში #1 და დიაგრამებზე #1-3.

17

ცხრილი #1 – რესპონდენტთა განაწილება სქესის, ეროვნებისა და რეგიონის მიხედვით

თბილისი ახალციხე

გოგო ბიჭი გამოტ. გოგო ბიჭი გამოტ. სულ

სომეხი 71 39 42 24 1 177

აზერბაიჯანელი 89 110 2 201

ქართველი 76 43 52 39 210

სულ 236 192 2 94 63 1 588

დიაგრამა #1 – აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ რესპონდენტთა განაწილება სწავლების

საფეხურის მიხედვით

18

დიაგრამა #2 – აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ რესპონდენტთა განაწილება სქესის მიხედვით

დიაგრამა #3 – აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ რესპოდენტთა განაწილება თბილისსა და ახალციხეში

რესპონდენტთა საშუალო ასაკი იყო 20.5 წელი. გამოკითხვა მიმდინარეობდა როგორც ჯგუფურად, ასევე – ინდივიდუალურადაც

„ფურცლისა და ფანქრის“ მეთოდით. თითოეული ანკეტის შევსების დრო ვარირებდა 20-დან

40 წთ-მდე.

19

4. კვლევის შედეგები

4.1. ინტერკულტრული სენსიტიურობისა და ღირებულებათა სკალები კვლევის შემდგომ ეტაპზე განხორციელდა მონაცემთა შეგროვება და მათი სტატისტი-

კური ანალიზი. ამისთვის მოვახდინეთ მონაცემთა რეორგანიზაცია. კერძოდ, საწყისი მონაცემთა ბაზის საფუძველზე, სადაც თითოეული ეროვნების წარმომადგენელი აფასებდა დანარჩენი ორი ეროვნებისადმი მიმართულ დებულებებს, შეიქმნა ექვსი მონაცემთა ბაზა. მონაცემები დაიყო ე.წ. შემფასებლისა და ე.წ. შეფასებული ეროვნებების მიხედვით. ამ-გვარად, მივიღეთ ექვსი ჯგუფი (მონაცემთა ბაზა), რომლებიც ქვემოთ არის წარმოდგენილი ცხრილში #2.

ცხრილი # 2 – მონაცემთა ბაზების გაერთიანების სქემა

მონაცემთა ბაზა შემფასებელი შეფასებული

1 ქართველი აზერბაიჯანელი

2 ქართველი სომეხი

3 აზერბაიჯანელი ქართველი

4 აზერბაიჯანელი სომეხი

5 სომეხი აზერბაიჯანელი

6 სომეხი ქართველი

შემდეგ მოხდა ამ მონაცემთა ბაზების გაერთიანება, რომელშიც აისახა სამივე ეროვ-

ნების წარმომადგენელ რესპონდენტთა მიერ დანარჩენი ორი ეროვნების მიმართ გაკე-თებული შეფასებები. ამგვარად, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავ-ლობის რესპონდენტთა მიერ იდენტური დებულების შეფასებების ურთიერთშედარება. ქვემოთ მოცემულ ცხრილში #3 წარმოდგენილია მონაცემთა განაწილება რესპონდენტთა და შეფასებულია ეროვნებების მიხედვით.

ცხრილი #3 – მონაცემთა განაწილება რესპონდენტთა და შეფასებული ეროვნებების მიხედვით

დებულებები მიმართულია

აზერბაიჯანელის მიმართ

ქართველის მიმართ

სომხის მიმართ სულ

სომეხი 177 177 0 354აზერბაიჯანელი 0 201 201 402

რესპონდენტის ეროვნება

ქართველი 210 0 210 420სულ 387 378 411 1176

20

4.1.1. ინტერკულტურული სენსიტიურობის დებულებათა ფაქტორული ანალიზი ფაქტორული ანალიზი განხორციელდა ინტერკულტურული სენსიტიურობის თითო-

ეული საფეხურის შესაბამისი დებულებების ჯგუფისთვის ცალ-ცალკე. ანალიზში გაერთიანდა ინტერკულტურული სენსიტიურობის თითოეული საფეხურის ყველა დებულება იმისდა მიუხედავად, თუ რომელი ეთნიკური ჯგუფისადმი იყო იგი მიმართული. ფაქტორული ანალიზისას, იმ ეკვივალენტ დებულებათა მონაცემები, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტული ეროვნებების (ეთნიკურობის) მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის გასაზომად, განხილულ იქნა როგორც ერთი კონსტრუქტის მონაცემები. შესაბამისად, ისინი გაერთიანდა ერთი საერთო სახელით, რომელიც ჩამოყალიბდა იმავე დებულების სახით. ამდენად, ქვემოთ მოყვანილ დებულებებში ნაცვლად კონკრეტული ეროვნებისა, ჩასმულია გამოთქმა „სხვა ეროვნება“.

კომპიუტერული სტატისტიკური პროგრამა SPSS – 21-ის გამოყენებით განხორციელდა აღწერითი ფაქტორული ანალიზი (ძირითადი კომპონენტების ანალიზი, ბრუნვის მეთოდი – ვარიმაქსი). ფაქტორში მოხვედრილ დებულებათა მინიმალურ წონად განისაზღვრა 0.4.

ინტერკულტურული სენსიტიურობის პირველი საფეხურის – უარყოფის შესაბამისი დებულებების ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოიყო ორი ფაქტორი, რომელიც მოიცავს შვიდ დებულებას და ხსნის სტანდარტული გადახრის 71.4%-ს. გამოვლენილი ფაქტორები და მათზე ატვირთული დებულებები შესაბამისი წონებით წარმოდგენილია ცხრილში # 4.

ცხრილი #4 – უარყოფის საფეხურზე გამოყოფილი ფაქტორების შესაბამისი დებულებები და წონები

# უარყოფის საფეხურის დებულებები F_1 F_2 D.54 „სხვა ეროვნებები“ თავისთვის ცხოვრობენ, ჩვენ – ჩვენთვის. .64 D.55 მე არ მაინტერესებს „სხვა ეროვნება“. .68 D.43 არ ვიცნობ “სხვა ეროვნების“ კულტურას. .73

D.89 „სხვა ეროვნებების“ წეს-ჩვეულებების შესახებ თითქმის არაფერი ვიცი.

.74

D.30 „სხვა ეროვნების“ კულტურის გაცნობისთვის ჩემთვის საკმარისია მათ ხელოვნებას და მუსიკას გავეცნო.

.68

D.66 ჩვენსა და „სხვა ეროვნებას“ შორის თითქმის ვერ ვამჩნევ განსხვავებას.

.69

D.77 ვფიქრობ, რომ „სხვა ეროვნებებსა“ და ჩვენს შორის სხვაობებს პიროვნული ხასიათი განაპირობებს და არა კულტურა.

.71

21

ინტერკულტურული სენსიტიურობის მეორე საფეხურის – თავდაცვის შესაბამისი დებულებების ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოიყო ორი ფაქტორი, რომელიც მოიცავს ცხრა დებულებას და ხსნის სტანდარტული გადახრის 68.1%-ს. გამოვლენილი ფაქტორები და მათზე ატვირთული დებულებები შესაბამისი წონებით წარმოდგენილია ცხრილში #5.

ცხრილი #5 – თავდაცვის საფეხურზე გამოყოფილი ფაქტორების შესაბამისი დებულებები და წონები

# თავდაცვის საფეხურის დებულებები F_1 F_2 DF.2 „სხვა ეროვნების“ ახალგაზრდებთან ურთიერთობის შემდეგ

უფრო მეტად მომწონს ჩემი ხალხი. .52

DF67 „სხვა ეროვნებები“ ყოველთვის გვეჯიბრებიან. .53 DF118 „სხვა ეროვნებას“ ჩემთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებები აქვთ. .59 DF90 „სხვა ეროვნებები“ ჩვენ მიმართ აგრესიულები არიან. .62 DF108 „სხვა ეროვნებას“ არ ვენდობი. .74 DF113 არ ვისურვებდი „სხვა ეროვნებების“ ყოფნას ჩემს

სამეგობროში. 74

DF127 ვფიქრობ, რომ „სხვა ეროვნებისგან“ ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

.68

DF29 კავკასიურ კულტურებში “ამ ეროვნების” კულტურა გამორჩეულია.

.74

DF99 „სხვა ეროვნების“ ახალგაზრდები უფრო პროგრესულები არიან, ვიდრე – ჩვენ.

.74

ინტერკულტურული სენსიტიურობის მესამე საფეხურის – მინიმიზაციის შესაბამისი

დებულებების ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოიყო ორი ფაქტორი, რომელიც მოიცავს შვიდ დებულებას და ხსნის სტანდარტული გადახრის 73.6%-ს. გამოვლენილი ფაქტორები და მათზე ატვირთული დებულებები შესაბამისი წონებით წარმოდგენილია ცხრილში # 6.

ცხრილი #6 – მინიმიზაციის საფეხურზე გამოყოფილი ფაქტორების შესაბამისი დებულებები და წონები

# მინიმიზაციის საფეხურის დებულებები F_1 F_2 M21 მე ვფიქრობ, რომ ჩვენ „სხვა ეროვნებისგან“ მხოლოდ ენით

განვსხვავდებით. .75

M91 ვფიქრობ, „სხვა ეროვნებებს“ ისეთივე შეხედულებები აქვთ, როგორიც – ჩვენ.

.76

M45 ჩვენ და „სხვა ეროვნებებს“ ბევრი საერთო ტრადიცია გვაქვს. .80

22

M68 „სხვა ეროვნებებსა“ და ჩვენს შორის უფრო მეტ მსგავსებას ვამჩნევ, ვიდრე – განსხვავებას.

.83

M.98 ყველა კულტურაში შეხვდები „კარგ“ და „ცუდ“ ადამიანებს. .60M.28 კულტურული განსხვავების მიუხედავად, კავკასიელებს

საერთო ინტერესები გვქვს. .68

M.33 არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კულტურის წარმომადგენელი ხარ, ადამიანები ძირითადად ერთნაირები არიან.

.68

ინტერკულტურული სენსიტიურობის მეოთხე საფეხურის – მიმღებლობის შესაბამისი

დებულებების ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოიყო ერთი ფაქტორი, რომელიც მოიცავს ცხრა დებულებას და ხსნის სტანდარტული გადახრის 77.8-%-ს. გამოვლენილი ფაქტორი და მათზე ატვირთული დებულებები შესაბამისი წონებით წარმოდგენილია ცხრილში # 7.

ცხრილი #7 – მიმღებლობის საფეხურზე გამოყოფილი ფაქტორების შესაბამისი დებულებები და წონები

# მიმღებლობის საფეხურის დებულებები F_1

A92 „სხვა ეროვნების“ კულტურა ამდიდრებს კავკასიურ კულტურას. .72

A39 პატივს ვცემ „სხვა ეროვნების“ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. .74

A97 როდესაც „სხვა ეროვნებასთან“ ერთად ვარ, ვცდილობ ვილაპარაკო მათთვის გასაგებ ენაზე.

.74

A69 მინდა რომ უფრო კარგი ურთიერთობა მქონდეს „სხვა ეროვნებასთან“

.76

A51 სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას „სხვა ეროვნების“ დღესასწაულებში.

.78

A74 „სხვა ეროვნებას“ პატივი უნდა ვცეთ. .78 A9 მინდა კარგად ვიცნობდე „სხვა ეროვნების“ კულტურას. .80 A105 ჩვენ და „სხვა ეროვნებას“ შეგვიძლია ერთმანეთის გაგება. .82 A46 ჩემთვის საინტერესოა „სხვა ეროვნებასთან“ ურთიერთობა. .85

ინტერკულტურული სენსიტიურობის მეხუთე საფეხურის – ადაპტაციის შესაბამისი დებულებების ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოიყო ორი ფაქტორი, რომელიც მოიცავს ცხრა დებულებას და ხსნის სტანდარტული გადახრის 78.1-%-ს. გამოვლენილი ფაქტორები და მათზე ატვირთული დებულებები შესაბამისი წონებით წარმოდგენილია ცხრილში # 8.

23

ცხრილი #8 – ადაპტაციის საფეხურზე გამოყოფილი ფაქტორების შესაბამისი დებულებები და წონები

# ადაპტაციის საფეხურის დებულებები F_1 F_2

AD26 როცა „სხვა ეროვნებასთან“ ვურთიერთობ, ვცდილობ თავი მათი კულტურის წევრად წარმოვიდგინო.

.72

AD70 ადვილად შემიძლია შევიდე ურთიერთობაში „სხვა ეროვნებასთან“.

.72

AD73 „სხვა ეროვნებასთან“ ვითანამშრომლებდი. .72

AD50 „სხვა ეროვნებასთან“ ურთიერთობაში გახსნილი და გულღია ვარ.

.77

AD35 ვცდილობ ვისწავლო მეტი „სხვა ეროვნებასთან“ შესახებ, რადგან ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

.80

AD17 თავს კომფორტულად ვგრძნობ „სხვა ეროვნებასთან“ ურთიერთობისას.

.81

AD5 სიამოვნებით ვმეგობრობ „სხვა ეროვნებასთან“ . .83

AD.103 მიუხედავად იმისა, რომ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ვფიქრობ, რომ მათ თანაცხოვრება შეუძლიათ.

.60

AD59 მე შემიძლია შევინარჩუნო ჩემი ღირებულებები „სხვა ეროვნებასთან“ ურთიერთობაში.

.82

ინტერკულტურული სენსიტიურობის მეექვსე საფეხურის – ინტეგრაციის შესაბამისი

დებულებების ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოიყო ორი ფაქტორი, რომელიც მოიცავს თერთმეტ დებულებას და ხსნის სტანდარტული გადახრის 68.4-%-ს. გამოვლენილი ფაქტორები და მათზე ატვირთული დებულებები შესაბამისი წონებით წარმოდგენილია ცხრილში # 9.

ცხრილი #9 – ინტეგრაციის საფეხურზე გამოყოფილი ფაქტორების შესაბამისი დებულებები და წონები

# ინტეგრაციის საფეხურის დებულებები F_1 F_2

I.24 მე მჯერა, რომ „ამ ეროვნების” შეხედულებები ისეთივე სწორია, როგორიც – ჩემი.

.73

I.36 გარკვეულ სიტუაციებში შემიძლია თავი „ამ ეროვნების“ადგილზე წარმოვიდგინო.

.69

I.48 „ამ ეროვნებასთან“ქორწინება ჩემთვის მისაღებია. .69

I.60 ჩემში აღფრთოვანებას იწვევს „ამ ეროვნების“ კულტურა. .75

I.71 მე სიამოვნებას ვიღებ „ამ ეროვნებასთან “ურთიერთობით. .84

24

I.72 ზუსტად ისევე შემიძლია „ამ ეროვნებასთან“ ურთიერთობა, როგორც ჩემი ეროვნების წარმომადგენელთან.

.80

I.7 მომწონს, რომ საქართველოში ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

.43

I.37 მე შემიძლია ნებისმიერ სიტუაციას სხვადასხვა კულტურული პოზიციიდან შევხედო.

.57

I.83 ურთიერთობისას ჩემთვის პიროვნული თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – ეთნიკური წარმომავლობა.

.51

I.61 ჩემი შეხედეულებები ჩამოყალიბდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად.

.65

I.95 კონფლიქტურ სიტუაციაში მე შემიძლია ვესაუბრო სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს და ვიპოვო გამოსავალი.

.70

4.1.2. ღირებულებათა დებულებების ფაქტორული ანალიზი ანალიზის დროს, ისევე როგორც ეს მოხდა ინტერკულტურული სენსიტიურობის

დებულებების შემთხვევაში, გაერთიანდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ღირებულებათა თვითშეფასების ე. წ. ეკვივალენტური დებულებები. იმისდა მიუხედავად, თუ რომელი ეთნი-კური ჯგუფისადმი იყო ისინი მიმართული, ფაქტორული ანალიზისას განხილულ იქნა რო-გორც ერთი კონსტრუქტის მონაცემები. შესაბამისად, ისინი გაერთიანდა ერთი საერთო სახე-ლით, რომელიც ჩამოყალიბდა იმავე დებულების სახით. ამგვარად, ქვემოთ წარმოდგენილ დებულებებში ნაცვლად კონკრეტული ეროვნებისა, ჩასმულია სიტყვა „იგი/ამ/მას“.

ამ შემთხვევაშიც გამოყენებულ იქნა აღწერითი ფაქტორული ანალიზი (ძირითადი კომპონენტების ანალიზი, ბრუნვის მეთოდი – ვარიმაქსი). ფაქტორში მოხვედრილ დებულებათა მინიმალურ წონად განისაზღვრა 0.4.

ღირებულებათა შესაბამისი დებულებების ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოიყო ექვსი ფაქტორი, რომელიც მოიცავს 22 დებულებას და ხსნის სტანდარტული გადახრის 71.8-%-ს. გამოვლენილი ფაქტორები და მათზე ატვირთული დებულებები შესაბამისი წონებით წარმოდგენილია ცხრილში # 10.

ცხრილი # 10 – ღირებულებათა დებულებების საფუძველზე გამოყოფილი ფაქტორები

# ღირებულებათა დებულებები F_1 F_2 F_3 F_4 F_5 F_6 SCH9 „იგი“ცდილობს ყოველთვის დაეხმაროს

თავისიანებს. .52

SCH13 „მას“არ ეშინია ცვლილებების. .58 SCH12 „იგი“ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე და

უსაფრთხოება. .68

25

SCH16 „მას“მოსწონს იყოს მოწესრიგებული და სუფთა.

.70

SCH10 „ამ“ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში წარმატების მიღწევა.

.71

SCH17 „იგი“არის ინტერესიანი. .72 SCH11 „იგი“ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. .75 SCH18 „იგი“ცდილობს საკუთარი

განსაკუთრებულობის ხაზგასმას (აქცენტირებას, წარმოჩენას, დამტკიცებას).

.63

SCH14 „იგი“ცდილობს ისე მოიქცეს, რომ თავი მოაწონოს სხვებს.

.64

SCH22 „მას“ მოსწონს ლიდერობა. .66 SCH19 „იგი“ უფრო მეტად საკუთარ სიამოვნებაზე

ზრუნავს. .69

SCH15 „მას“ მოსწონს, როცა მართავს სხვებს. .77 SCH5 „იგი“ ყურადღებით უსმენს განსხვავებულ

ადამიანებს და ცდილობს გაუგოს მათ. .66

SCH3

„იგი“ მაშინაც კი იცავს წესებს, როცა არავინ აკონტროლებს.

.74

SCH4 „იგი“ ყურადღებით უსმენს განსხვავებულ ადამიანებს, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება.

.78

SCH6 „იგი“ კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. .51 SCH7 „იგი“ ახალგაზრდა ცდილობს

დამოუკიდებლად დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება.

.75

SCH8 „იგი“ ახალგაზრდა ცდილობს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.

.79

SCH2 „იგი“ ახალგაზრდისთვის ახალი გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია.

.74

SCH1 აზერბაიჯანელს, სომეხს და ქართველს განვითარებისთვის თანაბარი პირობები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს.

.83

SCH21 „იგი“ ცდილობს მოერგოს გარემოს. .70SCH20 „იგი“ ადვილად ივიწყებს წყენას. .79

26

ამგვარად, ანალიზში გამოყენებული ინტერკულტურული სენსიტიურობის 65 დებუ-ლებიდან (და მისი პარალელური/ეკვივალენტური ვარიანტებიდან) ფაქტორულ ანალიზში გაერთიანდა 52 დებულება, ხოლო ღირებულებათა სკალიდან 22-ვე დებულება გაერთიანდა რომელიმე ფაქტორში.

4.1.3. გამოყოფილ ფაქტორთა სახელდება კვლევის შემდგომ ეტაპზე განხორციელდა გამოყოფილ ფაქტორთა შინაარსობრივი

ანალიზი და მათი სახელდება. როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, ინტერკულტურული სენსიტიურობის პირველი

საფეხურის – უარყოფის – დებულებების ანალიზის შედეგად გამოიყო 2 ფაქტორი. პირველ ფაქტორში გაერთიანდა შემდეგი დებულებები: „სხვა ეროვნებები“ თავისთვის ცხოვრობენ, ჩვენ – ჩვენთვის; მე არ მაინტერესებს „სხვა ეროვნება“; არ ვიცნობ “სხვა ეროვნების“ კულტურას; „სხვა ეროვნებების“ წეს-ჩვეულებების შესახებ თითქმის არაფერი ვიცი.

ხოლო მეორე ფაქტორში გაერთიანდა დებულებები:

„სხვა ეროვნების“ კულტურის გაცნობისთვის ჩემთვის საკმარისია მათ ხელოვნებას და მუსიკას გავეცნო;

ჩვენსა და „სხვა ეროვნებას“ შორის თითქმის ვერ ვამჩნევ განსხვავებას; ვფიქრობ, რომ „სხვა ეროვნებებსა“ და ჩვენს შორის სხვაობებს პიროვნული ხასიათი

განაპირობებს და არა კულტურა. უარყოფა ინტერკულტურული სენსიტიურობის ყველაზე დაბალი საფეხურია. იგი

ეთნოცენტრული ფაზის პირველ საფეხურს წარმოადგენს. ბენეტი ინტერკულტურული სენსიტიურობის უარყოფის საფეხურზე გამოყოფს ორ ქვესაფეხურს: უარყოფა- იზოლაციას და უარყოფა -სეპარაციას. ორივე მათგანი წარმოადგენს კულტურულ სხვაობათა უარყოფის გამოვლენას, თუმცა ისინი განსხვავდებიან იმით, რომ იზოლაციის შემთხვევაში ადგილი აქვს კულტურულ სხვაობათა კოგნიტური სტრუქტურის არარსებობას, ე.წ. „სუფთა“ არცოდნას, ხოლო სეპარაციის შემთხვევაში კი – უფრო მეტად კულტურულ სხვაობათა მიზანმიმართულ უარყოფას.

პირველ ფაქტორში გაერთიანებული დებულებები გამოხატავს სხვაობათა აღიარებას და მათი მიუღებლობის ღია, აშკარა პოზიციას. მეორე ფაქტორში გაერთიანებული დებულებები გამოხატავენ სხვაობების არსებობისგან თითქოსდა თავის არიდების, მათი ვერ შემჩნევის ტენდენციას. ამგვარად, პირველ ფაქტორში გაერთიანებულ დებულებებში ღიად ფიქსირდება უარყოფის პოზიცია, სხვა კულტურასთან გამიჯვნა (არ უნდა, საჭიროდ არ მიაჩნია მათთან არანაირი ურთიერთობა); მეორე ფაქტორში გაერთიანებული დებუ-ლებებიც, ასევე, სხვაობათა უარყოფას გამოხატავენ, თუმცა, პირველისგან განსხვავებით, აქ

27

უფრო მეტად სხვაობებზე „თვალის დახუჭვა“, მათი „ვერ შემჩნევის“ და ამ გზით, კულტუ-რული სხვაობების უარყოფის ტენდენცია ვლინდება.

ამ თვალსაზრისით, მიღებული ფაქტორებიდან პირველი შეესატყვისება ბენეტის უარყოფა-სეპარაციას. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, საქართველოში არსებული მულტი-კულტურული გარემოს და აგრეთვე, სხვადასხვა კულტურათა თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ მისთვის შესაბამისია გაუცნობიერებელი უარყოფის სახელის მინიჭება.

ინტერკულტურული სენსიტიურობის მეორე საფეხურის – თავდაცვის, დებულებების ანალიზის შედეგადაც გამოიყო 2 ფაქტორი. პირველ ფაქტორში გაერთიანდა შემდეგი დებულებები: „სხვა ეროვნების“ ახალგაზრდებთან ურთიერთობის შემდეგ უფრო მეტად მომწონს

ჩემი ხალხი; „სხვა ეროვნებები“ ყოველთვის გვეჯიბრებიან; „სხვა ეროვნებას“ ჩემთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებები აქვთ; „სხვა ეროვნებები“ ჩვენ მიმართ აგრესიულები არიან; „სხვა ეროვნებას“ არ ვენდობი. არ ვისურვებდი „სხვა ეროვნებების“ ყოფნას ჩემს სამეგობროში. თავდაცვის დებულებების ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოვლენილ მეორე

ფაქტორში კი გაერთიანდა შემდეგი სამი დებულება: ვფიქრობ, რომ „სხვა ეროვნებისგან“ ბევრი რამის სწავლა შეიძლება; კავკასიურ კულტურებში “ამ ეროვნების” კულტურა გამორჩეულია; „სხვა ეროვნების“ ახალგაზრდები უფრო პროგრესულები არიან, ვიდრე – ჩვენ. მიღებული შედეგების ბენეტის ინტერკულტურული სენსიტიურობის მოდელის

თავდაცვის საფეხურთან შედარების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კვლევაში გამოვლენილი მეორე ფაქტორი სრულად შეესატყვისება თავდაცვა/რევერსის ქვესაფეხურს. როგორც ცნობილია, ამ ქვესაფეხურზე მყოფ ადამიანებს სხვისი კულტურის უპირატესად აღქმისა და საკუთარი კულტურის ცილისწამების ტენდენცია ახასიათებთ. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ქვესაფეხურს თავდაცვა/რევერსი. ზემოთ წარმოდგენილი მეორე ფაქტორის დებულებებში სხვა კულტურისათვის სწორედ ასეთი უპირატესობის მინიჭებისა და საკუთარი კულტურის დაკნინების ტენდენცია ვლინდება. ამიტომ, ამ ფაქტორის სახელდებაც შესაბამისად განხორციელდა და მას თავდაცვა-რევერსი ვუწოდე.

რაც შეეხება პირველ ფაქტორში გაერთიანებულ დებულებებს, ისინი მოიცავენ როგორ ე.წ. „ცილისწამების“, ასევე „ პრივილეგიის“ გამომხატველ დებულებებს. ჩვენს შემთხვევაში ბენეტის ეს ორი ქვესაფეხური ერთ კონსტრუქტში გაერთიანდა. ამ ფაქტორში გაერთიანებული დებულებების შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე იკვეთება მათთვის დამახასიათებელი ერთი საერთო ნიშანი – უნდობლობა. შესაბამისად, ფაქტორს თავდაცვა/უნდობლობა ვუწოდე.

ინტერკულტურული სენსიტიურობის მესამე საფეხურის – მინიმიზაციის – დებულებებიც ორ ფაქტორში გაერთიანდა. პირველი ფაქტორის შესატყვისი დებულებებია: მე ვფიქრობ, რომ ჩვენ „სხვა ეროვნებისგან“ მხოლოდ ენით განვსხვავდებით;

28

ვფიქრობ, „სხვა ეროვნებებს“ ისეთივე შეხედულებები აქვთ, როგორიც – ჩვენ; ჩვენ და „სხვა ეროვნებებს“ ბევრი საერთო ტრადიცია გვაქვს; „სხვა ეროვნებებსა“ და ჩვენს შორის უფრო მეტ მსგავსებას ვამჩნევ, ვიდრე –

განსხვავებას. მეორე ფაქტორის დებულებებია: ყველა კულტურაში შეხვდები "კარგ" და "ცუდ" ადამიანებს; კულტურული განსხვავების მიუხედავად, კავკასიელებს საერთო ინტერესები გვაქვს; არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კულტურის წარმომადგენელი ხარ, ადამიანები

ძირითადად ერთნაირები არიან. მეორე ფაქტორში გაერთიანებული დებულებები ჰგავს ბენეტის მიერ გამოყოფილ

ქვესაფეხურს მინიმიზაცია/ფიზიკური უნივერსალიზმი, ხოლო პირველში გაერთიანებული დებულებები კი – მინიმიზაცია/ტრანსცენდენტულ უნივერსალიზმს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მინიმიზაციის ამ ფაქტორებისთვის ბენეტის მინიმიზაციის ზემოთხსენებული ქვესაფეხურების მისადაგება ხელოვნური იქნება. თითოეულ ფაქტორში გაერთიანებული დებულებების შინაარსიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პირველ ფაქტორში გაერთიანებული დებულებები კულტურულ სხვაობათა მინიმიზაციას გამოხატავენ მაგავსების საფუძველზე, ხოლო მეორე ფაქტორში გაერთიანებული დებულებები კი უფრო ზოგადია და კულტურულ სხვაობათა მინიმიზაციას გამოხატავენ ზოგადკულტურულ დონეზე. ამიტომ პირველ ფაქტორს ვუწოდე მინიმიზაცია/მსგავსება, ხოლო მეორეს კი – ზოგადკულტურული მინიმიზაცია.

ინტერკულტურული სენსიტიურობის მეოთხე საფეხურის – მიმღებლობის – დებულებები ერთ ფაქტორში გაერთიანდა. ეს დებულებებია: „სხვა ეროვნების“ კულტურა ამდიდრებს კავკასიურ კულტურას; პატივს ვცემ „სხვა ეროვნების“ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს; როდესაც „სხვა ეროვნებასთან“ ერთად ვარ, ვცდილობ ვილაპარაკო მათთვის

გასაგებ ენაზე; მინდა, რომ უფრო კარგი ურთიერთობა მქონდეს “სხვა ეროვნებასთან“; სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას "სხვა ეროვნების“ დღესასწაულებში; „სხვა ეროვნებას“ პატივი უნდა ვცეთ; მინდა კარგად ვიცნობდე „სხვა ეროვნების“ კულტურას; ჩვენ და „სხვა ეროვნებას“ შეგვიძლია ერთმანეთის გაგება; ჩემთვის საინტერესოა „სხვა ეროვნებასთან“ ურთიერთობა. როგორც ცნობილია, მიმღებლობა – ეს არის ეთნორელატიური ფაზის პირველი

საფეხური, რომელზეც ყალიბდება სხვაობების მიმღებლობა და სხვა კულტურათა წარმომადგენლების ქცევებისა და ღირებულებების პატივისცემა. შესაბამისად, ბენეტი გამოყოფს მიმღებლობის ორ ქვესაფეხურს: მიმღებლობა/ქცევითი რელატივიზმი და მიმღებლობა/ღირებულებათა რელატივიზმი.

ბენეტის მოდელისგან განსხვავებით, აქ არ მოხდა მიმღებლობის საფეხურის ქვესაფე-ხურებად დაყოფა და ქცევითი და ღირებულებითი დებულებები ერთ კონსტრუქტში გაერ-

29

თიანდა. შესაბამისად, ამ ფაქტორის შესაბამისი დებულებებით გამოხატული კონსტრუქტის დამატებით სახელდება საჭირო არ არის.

ინტერკულტურული სენსიტიურობის მეხუთე საფეხურის – ადაპტაციის დებულებები ორ ფაქტორში გაერთიანდა. პირველი ფაქტორის შესატყვისი დებულებებია: როცა „სხვა ეროვნებასთან“ ვურთიერთობ, ვცდილობ თავი მათი კულტურის წევრად

წარმოვიდგინო; ადვილად შემიძლია შევიდე ურთიერთობაში „სხვა ეროვნებასთან“; „სხვა ეროვნებასთან“ ვითანამშრომლებდი; „სხვა ეროვნებასთან“ ურთიერთობაში გახსნილი და გულღია ვარ; ვცდილობ ვისწავლო მეტი „სხვა ეროვნებასთან“ შესახებ, რადგან ჩვენ ერთ

ქვეყანაში ვცხოვრობთ. თავს კომფორტულად ვგრძნობ „სხვა ეროვნებასთან“ ურთიერთობისას; სიამოვნებით ვმეგობრობ „სხვა ეროვნებასთან“;

მეორე ფაქტორში გაერთიანებული დებულებებია:

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ვფიქრობ, რომ მათ თანაცხოვრება შეუძლიათ;

მე შემიძლია შევინარჩუნო ჩემი ღირებულებები „სხვა ეროვნებასთან“ ურთიერთობაში.

თითოეული ფაქტორში გაერთიანებული დებულებების ანალიზის შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ პირველი ფაქტორისთვის ადეკვატური სახელია გაცნობიერებული (ცნობიერი) ადაპტაცია, ხოლო მეორე კი ესადაგება ბენეტის მიერ გამოყოფილ ქვესაფეხურს – პლურალიზმი.

ინტერკულტურული სენსიტიურობის ბოლო, მეექვსე საფეხურის – ინტეგრაციის –დებულებებიც ორ ფაქტორში გაერთიანდა. პირველი ფაქტორის შესატყვისი დებულებებია: მე მჯერა, რომ „ამ ეროვნების“ შეხედულებები ისეთივე სწორია, როგორიც – ჩემი; გარკვეულ სიტუაციებში შემიძლია თავი „ამ ეროვნების“ ადგილზე წარმოვიდგინო; „ამ ეროვნებასთან“ ქორწინება ჩემთვის მისაღებია; ჩემში აღფრთოვანებას იწვევს „ამ ეროვნების“ კულტურა; მე სიამოვნებას ვიღებ „ამ ეროვნებასთან“ ურთიერთობით; ზუსტად ისევე შემიძლია „ამ ეროვნებასთან“ ურთერთობა, როგორც ჩემი ეროვნების

წარმომადგენელთან.

მეორე ფაქტორში გაერთიანებული დებულებებია: მომწონს, რომ საქართველოში ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. მე შემიძლია ნებისმიერ სიტუაციას სხვადასხვა კულტურული პოზიციიდან შევხედო; ურთიერთობისას ჩემთვის პიროვნული თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე –

ეთნიკური წარმომავლობა; ჩემი შეხედეულებები ჩამოყალიბდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან

ურთიერთობის შედეგად;

30

კონფლიქტურ სიტუაციაში მე შემიძლია ვესაუბრო სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს და ვიპოვო გამოსავალი.

ფაქტორთა მისადაგება ბენეტის ინტეგრაციის ორ ქვესაფეხურთან შესაძლებელია, თუმცა დებულებების შინაარსობრივი ანალიზის შედეგად აშკარა ხდება, რომ აქ, ამ ორი ფაქტორის სახით, უფრო მეტად წარმოდგენილია ინტეგრაციის ზოგადი და კონკრეტული კონსტრუქტები, ვიდრე მისი განვითარების საფეხურები. მართლაც, პირველ ფაქტორში გაერთიანებული დებულებები უფრო კონკრეტულია, კონკრეტულ ქმედებებზეა დაფუძნებული და ცხოვრებისეული ინტერაქციის გამომხატველია. მეორე ფაქტორში გაერთიანებული დებულებები კი უფრო ზოგადია და ინტეგრაციის უფრო ზოგად იდეას გამოხატავს. ამის გათვალისწინებით, პირველ ფაქტორს კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია ვუწოდე, ხოლო მეორეს კი – უნივერსალური ინტეგრაცია.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ღირებულებათა საზომი დებულებების მიხედვით მიღებული შედეგების ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოიყო ექვსი ფაქტორი. პირველ ფაქტორში გაერთიანდა შემდეგი დებულებები: „იგი“ცდილობს ყოველთვის დაეხმაროს თავისიანებს; „მას“არ ეშინია ცვლილებების. „იგი“ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე და უსაფრთხოება; „მას“ მოსწონს იყოს მოწესრიგებული და სუფთა. „ამ“ ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში წარმატების მიღწევა; „იგი“არის ინტერესიანი; „იგი“ ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. აღმოჩნდა, რომ ამ ფაქტორში გაერთიანდა დებულებები, რომლებიც სხვადასხვა

ღირებულებების გამოსახატად იყო გამიზნული. ეს ღირებულებებია უსაფრთხოება, მიღწევა, სტიმულაცია და გულმოწყალება. ემპირიულად ერთ კონსტრუქტში გაერთიანებული დებულებების შინაარსობირივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიღებულ კონსტრუქტს ყველაზე მეტად შეესაბამება სახელი – სტაბილურობა.

მეორე ფაქტორში გაერთიანდა თავდაპირველად ძალაუფლების, მიღწევისა და ჰედონიზიმის გამოსავლენად გამიზნული შემდეგი დებულებები: „იგი“ცდილობს საკუთარი განსაკუთრებულობის ხაზგასმას (აქცენტირებას,

წარმოჩენას, დამტკიცებას). „იგი“ცდილობს ისე მოიქცეს, რომ თავი მოაწონოს სხვებს. „მას“ მოსწონს ლიდერობა. „იგი“ უფრო მეტად საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნავს. „მას“ მოსწონს, როცა მართავს სხვებს. როგორც დებულებებიდან ჩანს, ამ ფაქტორის შესატყვის კონსტრუქტში

აქცენტირებულია სხვებზე უპირატესობის განცდა და ზეგავლენის სურვილი, ამავდროულად, საკუთარ თავზე და სიამოვნებაზე ორიენტაცია, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ფაქტორი ძალაუფლების ღირებულების გამომხატველია.

მესამე ფაქტორში გაერთიანდა შემდეგი დებულებები: „იგი“ ყურადღებით უსმენს განსხვავებულ ადამიანებს და ცდილობს გაუგოს მათ.

31

„იგი“ მაშინაც კი იცავს წესებს, როცა არავინ აკონტროლებს. „იგი“ ყურადღებით უსმენს განსხვავებულ ადამიანებს, მაშინაც კი, როცა არ

ეთანხმება. ამ დებულებათაგან პირველი და მესამე გულმოწყალების დებულებებია, ხოლო

მეორე კი კონფორმულობის შესაფასებლადაა გამიზნული. დებულებათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიღებული

ფაქტორი და შესაბამისი კონსტრუქტი გამოხატავს გულმოწყალებას, მაგრამ ამ შემთხვევაში შეუსაბამოა მეორე დებულება. მეორე დებულება მიუთითებს კონსტრუქტის განსაკუთრებულ ნიშანზე – შინაგან, პიროვნებაში გამჯდარი გარკვეული წესების დაცვის მოთხოვნილებაზე, რაც დიდწილად შეიძლება ტრადიციული კულტურით იყოს განპირობებული. მეორე მხრივ, იმავე კავკასიური ტრადიციული კულტურის ნაწილია ზრდილობა, სხვა ადამიანის მოსმენა, მაშინაც კი, როცა არ გაინტერესებს შინაარსი ან არ ეთანხმები მას. ამ თვალსაზრისით ეს დებულებები და შესაბამისი კონსტრუქტი შეიძლება ტრადიციული კავკასიური კულტურის გამოხატულებად მივიჩნიოთ, ხოლო ფაქტორს კი ტრადიციული მენტალობა (ან შინაგანი წესიერება) ვუწოდოთ.

მეოთხე ფაქტორში გაერთიანდა ტრადიციისა და თვითმართვის შესაფასებლად გამიზნული შემდეგი დებულებები: „იგი“ კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. „იგი“ ახალგაზრდა ცდილობს დამოუკიდებლად დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება. „იგი“ ახალგაზრდა ცდილობს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. ფაქტორის შინაარსობრივი ანალიზის შედეგად, ამ დებულებებით გამოხატულ

კონსტრუქტს დამოუკიდებლობა ვუწოდე. მეხუთე ფაქტორში გაერთიანდა ორი დებულება, აქედან ერთი უნივერსალიზმის

შესატყვისია, ხოლო მეორე კი სტიმულაციის. ეს დებულებებია: „ამ“ ახალგაზრდისთვის ახალი გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია; აზერბაიჯანელს, სომეხს და ქართველს განვითარებისთვის თანაბარი პირობები და

შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს. აშკარაა, რომ დებულებებით გამოხატული კონსტრუქტი დაკავშირებულია

განვითარების ღირებულებასთან და შესაბამისად, მას განვითარება ვუწოდე. მეექვსე ფაქტორში კი გაერთიანდა კონფორმულობისა და გულმოწყალების

შესაფასებლად გამიზნული შემდეგი დებულებები: „იგი“ ცდილობს მოერგოს გარემოს; „იგი“ ადვილად ივიწყებს წყენას. ეს დებულებები კი აშკარად დამთმობლობის ღირებულების შესატყვისია. ამგვარად, ინტერკულტურული სენსიტიურობის საზომი ინსტრუმენტის შემთხვევაში

მივიღეთ შემდეგი სკალები და სუბსკალები: 1. უარყოფა: გაუცნობიერებელი უარყოფა უარყოფა სეპარატიზმი

32

2. თავდაცვა: თავდაცვა/უნდობლობა თავდაცვა/რევერსი

3. მინიმიზაცია: მინიმიზაცია/მსგავსება ზოგადკულტურული მინიმიზაცია

4. მიმღებლობა 5. ადაპტაცია: გაცნობიერებული ადაპტაცია პლურალიზმი

6. ინტეგრაცია: კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია უნივერსალური ინტეგრაცია

ღირებულებების საზომი ინსტრუმენტის შემთხვევაში კი მივიღეთ შემდეგი სკალები:

1. სტაბილურობა; 2. ძალაუფლება; 3. ტრადიციული მენტალობა; 4. დამოუკიდებლობა; 5. განვითარება; 6. დამთმობლობა.

ამგვარად, მივიღეთ 52 დებულებიანი ინტერკულტურული სენსიტიურობის საზომი ინსტრუმენტი, რომელიც ინტერკულტურულ სენსიტიურობას აფასებს თერთმეტ სკალაზე და 22 დებულებიანი ღირებულებათა საზომი ინსტრუმენტი, რომელიც ექვს სკალაზე აფასებს ღირებულებებს. ინტერკულტურული სენსიტიურობის საზომი ინსტრუმენტის სანდოობის კოეფიციენტია (კრონბახის ალფა) α=0.915, ხოლო ღირებულებათა საზომი ინსტრუმენტის სანდოობის კოეფიციენტია α=0.804. შემუშავებული ინსტრუმენტი – ანკეტა – იხ. დანართში #2, სადაც ნიმუშის სახით წარმოდგენილია ეთნიკურად ქართველი რესპონდენტისათვის განკუთვნილი ანკეტის ვარიანტი.

4.2. ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ნტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსები თითოეულ სკალაზე

აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველს სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის

გასაზომად განხორციელდა მონაცემთა შემდგომი ფსიქომეტრული ანალიზი: კერძოდ, ინტერკულტურული სენსიტიურობის ყოველი სკალის (საფეხურის) შესატყვისი ფაქტო-რებისთვის მოხდა ფაქტორთა საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებისთვის.

33

ანალიზის შემდგომ ეტაპზე ფაქტორთა შესაბამისი ინდექსების გამოყოფის მიზნით თითოეული რესპონდენტისთვის მონაცემთა წრფივი გარდაქმნებით მოვახდინეთ სკალირება და ინდექსის გამოყვანა. ინდექსის ნორმირება განხორციელდა რიცხვით მონა-ცემში 0-სა და 1-ს შორის, იმ პირობით, რომ ინდექსი მნიშვნელობა 0-ს იღებს მაშინ, როცა შესაბამის ფაქტორში შემავალი ყველა დებულება შეფასებულია მინიმალური ქულით (1), ხოლო მნიშვნელობა 1-ს მაშინ, როცა ფაქტორში შემავალი ყველა დებულება (პარამეტრი) იღებს მაქსიმალურ მნიშვნელობას (5). ფაქტორში გაერთიანებული პარამეტრების წონა ამ ფაქტორის შესაბამისი ინდექსის ფორმირებისას განისაზღვრება ამ პარამეტრის B კოეფიციენტით ფაქტორის განსაზღვრაში წრფივი რეგრესიული ანალიზის დროს. ანალიზის შემდეგი საფეხური იყო სკალირების შედეგად მიღებულ ინდექსთა პროცენტებში გადაყვანა.

მიღებული შედეგები თითოეული საკვლევი ჯგუფისთვის ინტერკულტურული სენ-სიტიურობის ყოველი სკალისთვის (საფეხურისა და ქვესაფეხურისთვის), აგრეთვე, ღირებუ-ლებათა სკალისთვის წარმოდგენილია ცხრილებში #11-16 და შესაბამის დიაგრამებში #4-9.

ცხრილი # 11 – კულტურულ სხვაობათა უარყოფის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები პროცენტებში

კულტურულ სხვაობათა უარყოფის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები რესპონდენტი შეფასებული უარყოფა/

სეპარაცია გაუცნობიერებელი

უარყოფა აზერბაიჯანელი 53.3% 32.8%

ქართველი 30.0% 53.4%

სომეხი

სულ 41.7% 43.1% ქართველი 30.5% 49.8%

სომეხი 61.3% 30.3%

აზერბაიჯანელი

სულ 45.9% 40.0% აზერბაიჯანელი 50.2% 33.2%

სომეხი 47.6% 34.6%

ქართველი

სულ 48.9% 33.9%

უარყოფის ინდექსების საშუალოთა შორის განსხვავების სანდოობის დადგენის მიზნით მოხდა ANOVA-ს გამოყენება. ანალიზმა აჩვენა, რომ ქართველ სტუდენტთა მიერ აზერბაი-ჯანელებისა და სომხების მიმართ გამოხატული უარყოფის ორივე ქვესაფეხურის ინდექსების საშუალოების გარდა, ყველა სხვა ინდექსის საშუალო არითმეტიკულებს შორის განსხვავება სტატისტიკურად სანდოა. სომეხი რესპონდენტების შემთხვევაში უარყოფა/სეპარაციის ინ-დექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F (1, 352)=118.224, p=.000, ხოლო გაუცნობიერე-ბელი უარყოფის ინდექსების საშუალო მნიშვნელობისთვის F(1, 352)=126.166, p=.000, აზერ-ბაიჯანელი რესპონდენტების შემთხვევაში უარყოფა/სეპარაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F (1, 400)=218.829, p=.000, ხოლო გაუცნობიერებელი უარყოფის ინდექსების საშუალო მნიშვნელობებისთვის F(1, 400)=122.935, p=.000, ქართველი რესპონ-

34

დენტების შემთხვევაში კი – უარყოფა/სეპარაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკუ-ლებისთვის F(1, 418)=1.989, p=.309, ხოლო გაუცნობიერებელი უარყოფის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 418)=.705, p= .401.

დიაგრამა #4 – კულტურულ სხვაობათა უარყოფის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები

პროცენტებში1

ამგვარად, სომხების ინტერკულტურული სენსიტიურობის უარყოფის საფეხურის

პირველი ქვესაფეხურის – უარყოფა-სეპარაციის მაჩვენებელი (ინდექსი) აზერბაიჯანელების მიმართ არის 53.3, ხოლო ქართველების მიმართ კი – 30. უარყოფის მეორე ქვესაფეხურის – გაუცნობიერებელი უარყოფის ინტერკულტურული სენსიტიურობის მაჩვენებელი ქარ-თველების მიმართ შედარებით მაღალია – 53.4, ხოლო აზერბაიჯანელების მიმართ კი – შედარებით დაბალი ( 32.8). მიღებული მონაცემებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სომეხ სტუდენტებში ინტერკულტურული სენსიტიურობის უარყოფის საფეხური საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული, თუმცა ქართველებისა და აზერბაიჯანელების მიმართ იგი განსხვავებულად ვლინდება. ამ საფეხურზე აზერბაიჯანელების მიმართ წამყვანია უარყოფა-სეპარაცია, ხოლო ქართველების მიმართ წამყვანია გაუცნობიერებელი უარყოფა.

მსგავსი შედეგებია მიღებული აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ გაკეთებულ შეფასებებშიც. კერძოდ, აზერბაიჯანელი სტუდენტების უარყოფა-სეპარაციის მაჩვენებელი ქართველების მიმართ არის 30.5, ხოლო სომხების მიმართ თითქმის ორჯერ მაღალი – 61.3, მეორე ქვესაფეხურზე კი ქართველების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის მაჩვენებელი მაღალია – 49.8, ხოლო სომხების მიმართ მაჩვენებელი – თითქმის ორჯერ

1 აქაც და შემდგომაც, გამოყენებულია შემდეგი აღნიშვნები: G – ქართველის მიმართ, S – სომეხის მიმართ, A – აზერბაიჯანელის მიმართ.

35

დაბალი – 30.3. ამგვარად, ისევე, როგორც სომეხი სტუდენტების შემთხვევაში, აზერბაიჯა-ნელ სტუდენტებშიც ინტერკულტურული სენსიტიურობის უარყოფის დონე საკმაოდ მაღა-ლია. აქაც, ქართველების მიმართ ჭარბობს გაუცნობიერებელი უარყოფა, მაშინ როცა სომეხი სტუდენტების მიმართ წამყვანია უარყოფა-სეპარატიზმი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანელი სტუდენტების სომხების მიმართ უარყოფა-სეპარაცია უფრო ძლიერია, ვიდრე სომეხი სტუდენტების მიერ აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი უარყოფა-სეპარაცია.

რაც შეეხება ქართველი სტუდენტების მიერ გამოვლენილ კულტურულ სხვაობათა გაუცნობიერებელი უარყოფისა და უარყოფა/სეპარაციის ქვედონეებს, ამ მხრივ სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ ერთნაირი მგრძნობელობაა გამოვლენილი, თუმცა ორივე შემთხვევაში უარყოფა/სეპარაციის ქვედონე უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე – გაუცნობიერებელი უარყოფა.

ამგვარად, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის ქართველთან მიმართებით წამყვანია გაუცნობიერებელი უარყოფა, ხოლო ქართველისთვის კი მათთან მიმართებით უარყოფა-სეპარაცია.

ცხრილი # 12 – კულტურულ სხვაობათაგან თავდაცვის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები პროცენტებში

კულტურულ სხვაობათაგან თავდაცვის ინდექსები რესპონდენტი შეფასებული თავდაცვა/უნდობლობა თავდაცვა/რევერსი

აზერბაიჯანელი 48.0% 28.3% ქართველი 31.1% 50.6%

სომეხი

სულ 39.5% 39.5% ქართველი 33.5% 54.0% სომეხი 47.7% 25.6%

აზერბაიჯანელი

სულ 40.6% 39.8% აზერბაიჯანელი 32.6% 33.9% სომეხი 38.2% 30.5%

ქართველი

სულ 35.4% 32.2% თავდაცვის ინდექსების საშუალოთა შორის განსხვავებათა სანდოობის დადგენის

მიზნით განხორციელებულმა ანალიზმა (ANOVA-ს გამოყენებით) აჩვენა, რომ ყველა ინდექ-სის საშუალო არითმეტიკულებს შორის განსხვავება სტატისტიკურად სანდოა. სომეხი რეს-პონდენტების შემთხვევაში თავდაცვა-უნდობლობის ინდექსების საშუალო არითმეტიკულე-ბისთვის F(1, 352) = 81.689, p = .000, ხოლო თავდაცვა-რევერსის ინდექსების საშუალო მნიშვ-ნელობისთვის F(1, 352) = 153.714, p = .000, აზერბაიჯანელი რესპონდენტების შემთხვევაში თავდაცვა-უნდობლობის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 400) = 60.733, p = .000, ხოლო თავდაცვა-რევერსის ინდექსების საშუალო მნიშვნელობისთვის F(1, 400) = 266.967, p = .000, ქართველი რესპონდენტების შემთხვევაში კი თავდაცვა-უნდობლობის

36

ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 418) = 10.220, p = .001, ხოლო თავდაცვა-რევერსის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 418) = 4.939, p = .027.

დიაგრამა # 5 – კულტურულ სხვაობათა თავდაცვის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები პროცენტებში

ამგვარად, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა კულტურულ სხვაო-ბათაგან თავდაცვის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც თავდაცვა/უნდობლობის, ასევე თავდაცვა/რევერსის შემთხვევაში. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ სომეხი სტუდენტების თავდაცვა-უნდობლობის ინდექსი საკმაოდ მაღალია აზერბაიჯანელების მიმართ (48), ისევე, როგორც აზერბაიჯანელი სტუდენტების – სომხების მიმართ (47.7). ქართველების მიმართ კი ორივე ჯგუფს თავდაცვა-უნდობლობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ (31.1 და 33.5). რაც შეეხება ქართველი სტუდენტების თავდაცვა-უნდობლობას, აღმოჩნდა, რომ იგი გაცილებით უფრო მაღალია სომეხი სტუდენტების მიმართ, ვიდრე აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმართ (შესაბამისად, 38.2 და 32.6). უნდა ითქვას ისიც, რომ ქართველს აზერბაიჯანელისადმი თითქმის ისეთივე უნდობლობის ინდექსი აქვს, როგორიც აზერბაიჯანელს ქართველისადმი (შესაბამისად, 32.6 და 33.5), ხოლო სომხის მიმართ კი ქართველის თავდაცვა-უნდობლობა უფრო ძლიერად არის გამოხატული, ვიდრე სომხისა – ქართველის მიმართ (შესაბამისად, 38.2 და 31.1).

საინტერესო შედეგებია მიღებული თავდაცვა/რევერსის ინტერკულტურული სენსიტიუ-რობის დონეზეც. მონაცემებიდან ჩანს, რომ როგორც სომეხ, ასევე აზერბაიჯანელ სტუდენ-ტებსაც ქართველის მიმართ თავდაცვა/რევერსი საკმაოდ ძლიერად აქვს გამოხატული (შე-საბამისად, 50.6 და 54), მაშინ, როცა ამ ტიპის თავდაცვას ქართველი სტუდენტები შედარებით ნაკლები ინტენსივობით ავლენენ როგორც სომხების, ასევე აზერბაიჯანელების მიმართაც (შესაბამისად, 33.9 და 30.5).

37

ცხრილი # 13 – კულტურულ სხვაობათა მინიმიზაციის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები პროცენტებში

კულტურულ სხვაობათა მინიმიზაციის ინდექსები

რესპონდენტი შეფასებული მინიმიზაცია/მსგავსება ზოგადკულტურული

მინიმიზაცია

აზერბაიჯანელი 22.6% 80.6%

ქართველი 60.5% 80.5%

სომეხი

სულ 41.6% 80.6%

ქართველი 55.7% 80.3%

სომეხი 25.8% 80.3%

აზერბაიჯანელი

სულ 40.7% 80.3%

აზერბაიჯანელი 31.1% 70.9%

სომეხი 33.0% 70.9%

ქართველი

სულ 32.0% 70.9%

დიაგრამა # 6 – კულტურულ სხვაობათა მინიმიზაციის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები პროცენტებში

მინიმიზაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის საფეხურის ინდექსების საშუალოთა

შორის განსხვავებათა სანდოობის დადგენის მიზნით ANOVA-ს გამოყენებით განხორციე-ლებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მინიმიზაცია/მსგავსების ინდექსების საშუალო არითმეტი-კულებს შორის განსხვავება სტატისტიკურად სანდოა სომეხი და აზერბაიჯანელი რესპონ-დენტების შემთხვევაში, ქართველების შემთხვევაში კი მინიმიზაცია/მსგავსების ინდექსების

38

საშუალო არითმეტიკულებს შორის განსხვავება არ არის. ქვესაფეხურის – ზოგადკულ-ტურული მინიმიზაცია, შემთხვევაში კი არც ერთი ჯგუფის საშუალო მაჩვენებელს შორის სტატისტიკურად სანდო განსხვავება არ გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ჯგუფის საშუალო მაჩვენებელი ერთნაირია. სომეხი რესპონდენტების შემთხვევაში მინიმი-ზაცია/მსგავსების ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 352) = 522.483, p = .000, ხოლო ზოგადკულტურული მინიმიზაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 350) = .000, p = 1.000, აზერბაიჯანელი რესპონდენტების შემთხვევაში მინიმიზაცია/მსგავსების ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 400) = 286.653, p = .000, ხოლო ზოგად-კულტურული მინიმიზაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 392) = 0.000, p = 1.000, ქართველი რესპონდენტების შემთხვევაში კი მინიმიზაცია/მსგავსების ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 418) = 1.546, p = .214, ხოლო ზოგადკულტურული მინიმიზაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 406) = 0.000, p = 1.000.

ამგვარად, კულტურულ სხვაობათა მინიმიზაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის ქვესაფეხურებისათვის მიღებული შედეგების მიხედვით, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუ-დენტთა ზოგადკულტურული მინიმიზაციის ინდექსები ძალიან მაღალია და ამავდროულად ერთნაირია: სომეხი სტუდენტების შემთხვევაში 80.6, ხოლო აზერბაიჯანელი სტუდენტების შემთხვევაში 80.3. ასევე მაღალი და ერთნაირია ქართველი სტუდენტების მიერ სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი ზოგადკულტურული მინიმიზაცია: 70.9.

რაც შეეხება მინიმიზაცია/მსგავსებას, ამ თვალსაზრისით, სურათი განსხვავებულია სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების შემთხვევაში, კერძოდ, სომეხი სტუდენტის მიერ გამოვლენილი მინიმიზაცია/მსგავსება აზერბაიჯანელის მიმართ საკმაოდ დაბალია (22.6), ისევე, როგორც დაბალია აზერბაიჯანელი სტუდენტის მიერ გამოვლენილი მსგავსება/ მინიმიზაცია სომხის მიმართ (25.8). ქართველის მიმართ ორივე ეროვნების სტუდენტები გაცი-ლებით უფრო ძლიერად გამოხატულ მინიმიზაცია/მსგავსებას ავლენენ (სომეხი სტუდენ-ტების ინდექსია 60.5, ხოლო აზერბაიჯანელების კი – 55.7). ქართველ სტუდენტებს კი სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ მსგავსება/მინიმიზაციის ინდექსები ერთნაირი და შედარებით დაბალია (შესაბამისად, 33.0 და 31.1).

ამგვარად, მინიმიზაციის საფეხურზე სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულ-ტურულ სენსიტიურობაში საკამოდ ძლიერადაა გამოხატული მსგავსება ქართველებთან, მაშინ, როცა ქართველთან ინტერკულტურული სენსიტიურობის ეს ქვესაფეხური ნაკლებად არის გამოვლენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე ეროვნების სტუდენტებისთვის განსა-კუთრებით ძლიერად არის გამოხატული ზოგადკულტურული მინიმიზაცია, რაც, როგორც ჩანს, საერთო კავკასიურ კულტურასთან იდენტიფიკაციის შედეგია.

39

ცხრილი # 14 -კულტურული სხვაობების მიმღებლობის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები პროცენტებში

კულტურული სხვაობების მიმღებლობის ინდექსები რესპონდენტი შეფასებული მიმღებლობა

აზერბაიჯანელი 44.1% ქართველი 82.1%

სომეხი

სულ 63.1% ქართველი 80.5% სომეხი 36.2%

აზერბაიჯანელი

სულ 58.3% აზერბაიჯანელი 57.9% სომეხი 56.7%

ქართველი

სულ 57.3%

დიაგრამა # 7 – კულტურული სხვაობების მიმღებლობის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები

პროცენტებში

საინტერესო შედეგებია მიღებული ინტერკულტურული სენსიტიურობის მიმღებლობის დონეზეც. კერძოდ, მიმღებლობის საფეხურის ინდექსების ANOVA-ს საშუალებით ანალიზმა აჩვენა, რომ ქართველ სტუდენტთა მიერ აზერბაიჯანელებისა და სომხების მიმართ გამოხატული მიმღებლობის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებს შორის განსხვავება არ არის, ხოლო სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ გამოვლენილი მიმღებლობის საშუალო არითმეტიკულები სტატისტიკურად სანდოდ განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რომელი ეროვნების მიმართ არის იგი გამოხატული. სომეხი რესპონდენტების შემთხვევაში

40

მიმღებლობის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 352)=423.670, p=.000, აზერბაიჯანელი რესპოდენტების შემთხვევაში მიმღებლობის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 400)=637.139, p=.000, ქართველი რესპონდენტების შემთხვევაში კი მიმღებლობის საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 418)=.480, p=.489.

ამგვარად, აღმოჩნდა, რომ ქართველ სტუდენტთა მიმღებლობის დონე ერთნაირი და საკმაოდ მაღალია როგორც სომხების, ასევე აზერბაიჯანელების მიმართ (შესაბამისად, 57.9 და 56.7). თუმცა სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ქართველების მიმართ მიმღებლობა გაცილებით უფრო ძლიერად არის გამოხატული (შესაბამისად, 82.1 და 80.5), მათი მიმღებლობა ერთმანეთის მიმართ საშუალოზე დაბალია. ამასთან, სომეხი სტუდენტების მიერ აზერბაიჯანელის მიმღებლობა უფრო გამოხატულია (44.1), ვიდრე აზერბაიჯანელი სტუდენტის მიერ – სომხის მიმღებლობა (36.2).

ცხრილი #15 – კულტურული სხვაობებისადმი ადაპტაციის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები პროცენტებში

კულტურული სხვაობებისადმი ადაპტაციის ინდექსები რესპონდენტი შეფასებული გაცნობიერებული ადაპტაცია პლურალიზმი

აზერბაიჯანელი 32.6% 67.4% ქართველი 71.5% 71.3%

სომეხი

სულ 52.0% 69.3% ქართველი 75.0% 66.1% სომეხი 32.5% 61.9%

აზერბაიჯანელი

სულ 53.7% 64.0% აზერბაიჯანელი 45.9% 74.7% სომეხი 47.0% 77.0%

ქართველი

სულ 46.5% 75.9%

ადაპტაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის ქვესაფეხურების ინდექსების საშუა-ლოთა შორის განსხვავების გამოსავლენად ANOVA-ს საშუალებით განხორციელებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გაცნობიერებული ადაპტაციის ფაქტორის შემთხვევაში სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა მიერ დანარჩენი ორი ეროვნების მიმართ გამოვ-ლენილ ინტერკულტურულ სენსიტიურობას შორის განსხვავება სტატისტიკურად სანდოა, ხოლო ქართველ სტუდენტთა მიერ გამოვლენილ გაცნობიერებული ადაპტაციის საშუალო არითმეტიკულებს შორის განსხვავება ეროვნებების მიხედვით სტატისტიკურად სანდო არ არის. რაც შეეხება ზოგადკულტურულ ადაპტაციას, ამ თვალსაზრისით, სტატისტიკურად სანდო განსხვავება არც ერთ ჯგუფში არ გამოვლენილა. სომეხი რესპონდენტების შემთხვე-ვაში გაცნობიერებული ადაპტაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 352) = 442.569, p = .000, ხოლო ზოგადკულტურული ადაპტაციის ინდექსების საშუალო არითმეტი-კულებისთვის F(1, 352) = 3.313, p = .070, აზერბაიჯანელი რესპონდენტების შემთხვევაში გაცნობიერებული ადაპტაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 400) =

41

665.066, p =.000, ხოლო ზოგადკულტურული ადაპტაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკუ-ლებისთვის F(1, 400) = 3.286, p = .071, ქართველი რესპონდენტების შემთხვევაში კი გაც-ნობიერებული ადაპტაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 418) = .356, p = .551, ხოლო ზოგადკულტურული ადაპტაციის ინდექსების საშუალო მნიშვნელობისთვის F(1, 418) = 1.686, p = .195.

დიაგრამა # 8 – კულტურული სხვაობებისადმი ადაპტაციის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები პროცენტებში

ამრიგად, სომეხი სტუდენტების მიერ ქართველებისა და აზერბაიჯანელების მიმართ

გამოვლენილი გაცნობიერებული ადაპტაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექ-სები ერთმანეთისგან განსხვავებულია, კერძოდ, ქართველის მიმართ საკმაოდ მაღალია (71.5), ხოლო აზერბაიჯანელის მიმართ კი – საკმაოდ დაბალი (32.6). ზუსტად ასეთივე დაბალი გაცნობიერებული ადაპტაციის ინდექსი აქვთ აზერბაიჯანელ სტუდენტებს სომხების მიმართ (32.5), ქართველების მიმართ კი მათი გაცნობიერებული ადაპტაციის ინდექსი საკმაოდ მაღალია (75.0).

რაც შეეხება ქართველ სტუდენტთა გაცნობიერებული ადაპტაციის დონეს, იგი სომ-ხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ ერთნაირია და ამავდროულად, საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული (შესაბამისად, 45.9 და 47.0).

საინტერესოა კულტურული სხვაობებისადმი ადაპტაციის პლურალიზმის ქვესაფე-ხურზე მიღებული შედეგებიც. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ქართველ, სომეხ და აზერ-ბაიჯანელ სტუდენტთა მიერ ამ თვალსაზრისით დანარჩენი ორი კულტურისადმი გამოვ-ლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელ სტუდენტთა პლურალიზმის

42

ინდექსები ქართველებსა და სომხებთან შედარებით დაბალია, სამივე ეროვნების რესპონ-დენტებთან იგი საკამოდ ძლიერად არის გამოხატული.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სომეხი სტუდენტების ქართველის მიმართ გამოვლენილი გაცნობიერებული ადაპტაციისა და პლურალიზმის ინდექსები, ფაქტობრი-ვად, ერთნაირია (შესაბამისად, 71.5 და 71.3), აზერბაიჯანელის მიმართ გამოვლენილი გაცნობიერებული ადაპტაცია კი ორჯერ ნაკლებია პლურალიზმზე (შესაბამისად, 32.6 და 67.4). თითქმის იგივე სურათია აზერბაიჯანელის მიერ სომხისა და ქართველის მიმართ გამოვლენილი გაცნობიერებული ადაპტაციისა და პლურალიზმის თვალსაზრისით (ქართვე-ლის მიმართ, შესაბამისად, 75.0 და 66.1, ხოლო სომხების მიმართ, შესაბამისად, 32.5 და 61.9). ქართველი სტუდენტების შემთხვევაში კი პლურალიზმსა და გაცნობიერებულ ადაპტაციას შორის მკაფიო განსხვავებაა. პლურალიზმის ინდიკატორები ორივე კულტუ-რისადმი მაღალია (აზერბაიჯანელებისადმი 74.7, ხოლო სომხებისადმი 75.9), გაცნობიე-aრებული ადაპტაცია კი მაღალი არ არის, თუმცა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული (აზერბაიჯანელებისადმი 45.9 და სომხებისადმი 47.0).

ამგვარი მონაცემები, ჩემი აზრით, იმით არის გამოწვეული, რომ კონსტრუქტი, რომელიც პლურალიზმს გამოხატავს, უფრო ზოგადია, ხოლო გაცნობიერებული ადაპ–ტა-ციის კონსტრუქტი კი უფრო კონკრეტული (იხ. ფაქტორთა სახელდების ქვეთავი 4.1.3). ამის გათვალისწინებით, პლურალიზმი უფრო მეტად ადაპტაციისადმი ზოგად მზაობას ან მის ზოგად იდეას უნდა გამოხატავდეს, რაც, როგორც ჩანს, სამივე კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებს კარგად აქვთ გათავისებული.

ცხრილი #16 – კულტურული სხვაობებისადმი ინტეგრაციის ინდექსების საშუალო

მაჩვენებლები პროცენტებში

კულტურული სხვაობებისადმი ინტეგრაციის ინდექსები

რესპონდენტი შეფასებული კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია

უნივერსალური ინტეგრაცია

აზერბაიჯანელი 26.1% 66.5% ქართველი 63.1% 66.5%

სომეხი

სულ 44.6% 66.5% ქართველი 65.6% 68.2% სომეხი 25.2% 68.4%

აზერბაიჯანელი

სულ 45.4% 68.3% აზერბაიჯანელი 40.4% 61.6% სომეხი 40.3% 61.6%

ქართველი

სულ 40.4% 61.6%

43

დიაგრამა #9 – კულტურული სხვაობებისადმი ინტეგრაციის ინდექსების საშუალო მაჩვენებლები პროცენტებში

ინტეგრაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის ქვესაფეხურების ინდექსების საშუ-ალოთა შორის განსხვავებათა სანდოობის დადგენაც ANOVA-ს გამოყენებით გან-ხორციელდა. ანალიზმა აჩვენა, რომ ქართველ სტუდენტთა მიერ აზერბაიჯანელებისა და სომხების მიმართ გამოხატული ინტეგრაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულებს შორის სტატისტიკურად სანდო განსხვავება არ არის არც კონკრეტული კულტურისადმი ინტეგრაციისა და არც უნივერსალური ინტეგრაციის შემთხვევაში), ხოლო აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტთა მიერ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის ინტეგრაციის ინდექსთა საშუალო არითმეტიკულებს შორის განსხვავება სტატისტიკურად სანდოა მხოლოდ კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის ქვესაფეხურის შემთხვევაში. სომეხი რესპონდენტების კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 352) = 444.820, p = .000, ხოლო უნივერსალური ინტეგრაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 352) = .003, p = .958, აზერბაიჯანელი რესპონდენტების შემთხვევაში კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის ინდექსების საშუ-ალო არითმეტიკულებისთვის F(1, 400) = 622.888, p = .000, ხოლო უნივერსალური ინტეგ-რაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 400) = .035, p = .852, ქართველი რესპონდენტების შემთხვევაში კი კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის ინდექსების საშუ-ალო არითმეტიკულებისთვის F(1, 418) = .003, p = .953, ხოლო უნივერსალური ინტეგრაციის ინდექსების საშუალო არითმეტიკულებისთვის F(1, 418) = .000, p = .997.

44

ამგვარად, კვლევის შედეგების მიხედვით, სომეხი რესპონდენტების კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის ინდექსები განსხვავებულია იმისდა მიხედვით, აზერბაიჯანე-ლების მიმართ არის ის გამოვლენილი, თუ ქართველების მიმართ. კერძოდ, ქართველების მიმართ გამოხატული კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია თითქმის ორ-ნახევარჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე – აზერბაიჯანელის მიმართ (შესაბამისად, 63.1 და 26.1). ანალოგიური სურათია აზერბაიჯანელი სტუდენტების შემთხვევაშიც. ქართველების მიმართ გამოვლენილი კონკრეტული კულტურისადმი ინტეგრაციის ინდექსი 65.6-ია, ხოლო სომხის მიმართ კი – 25.2. ქართველი სტუდენტების სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმართ გამოხატული კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის ინდექსები კი ერთნაირია და საშუალოზე დაბლია (40.4).

რაც შეეხება უნივერსალური ინტეგრაციის დონეს, აქ მიღებული შედეგები ადაპტაციის პლურალიზმის დონეზე მიღებული შედეგების ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ მონაცემები შედარებით დაბალია. კერძოდ, სომეხი სტუდენტების მიერ აზერბაიჯანელებისა და ქართველების მიმართ გამოვლენილი უნივერსალური ინტეგრაცია ერთნაირია (შესაბამისად, 66.5-66.5), ისევე, როგორც აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ სომხებისა და ქართველების მიმართ გამოვლენილი უნივერსალური ინტეგრაცია (შესაბამისად, 68.4-68.2). ასევე ერთნაირია ქართველების მიერ სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი უნივერსალური ინტეგრაციის მაჩვენებელიც (61.6-61.6). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველი სტუდენტების მიერ გამოვლენილი უნივერსალური ინტეგრაციის ინდექსები უფრო მაღალი არ არის, როგორც ეს ადაპტაციის პლურალიზმის ქვესაფეხურის შემთხვევაში იყო; პირიქით, ქართველების მიერ გამოვლენილი უნივერსალური ინტეგრაცია უფრო დაბალია, ვიდრე სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ გამოვლენილი უნივერსალური ინტეგრაცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სომეხი სტუდენტების ქართველის მიმართ გამოვლენილი კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციისა და უნივერსალური ინტეგრაციის ინდექსები ფაქტობრივად ერთნაირია (შესაბამისად, 63.1 და 66.5), აზერბაიჯანელის მიმართ გამოვლენილი კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია კი თითქმის ორ-ნახევარჯერ ნაკლებია უნივერსალურ ინტეგრაციაზე (შესაბამისად, 26.1 და 66.5). თითქმის იგივე სურათია აზერბაიჯანელის მიერ სომხებისა და ქართველების მიმართ გამოვლენილ კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის და უნივერსალური ინტეგრაციის თვალსაზრისით (ქართველის მიმართ, შესაბამისად, 65.6 და 68.2, ხოლო სომხის მიმართ, შესაბამისად, 25.2 და 68.4). ქართველი სტუდენტების შემთხვევაში კი კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციასა და უნივერსალურ ინტეგრაციას შორის მკაფიო განსხვავებაა. უნივერსალური ინტეგრაციის ინდიკატორები ორივე კულტურისადმი ერთნაირად მაღალია (61.6), კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია კი საშუალოდ არის გამოხატული (40.4).

ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, უნივერსალური ინტეგრაციის შემთხვევაში, ინტეგრაციის უფრო ზოგად ცნებასთან და მასთან დაკავშირებულ ფასეულობასთან, ხოლო მეორე მხრივ კი, უფრო კონკრეტულ კონსტრუქტთან, რომელიც კონკრეტული კულტურისადმი ადაპტაციის გამომხატველია.

45

ამგვარად, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რომელი კულტურისადმი არის იგი მიმართული, დადასტურდა. დადასტურდა აგრეთვე ჰიპოთეზა იმის თაობაზე, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ქართველების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის უფრო მაღალ დონეს ავლენენ, ვიდრე – ერთმანეთის მიმართ.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია აგრეთვე დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებულ კონტექსტში ინტერკულტურული სენსიტიურობის საფეხურებისა და ქვესაფეხურების თანმიმდევრობის პრინციპმა არ იმუშავა. ბენეტის მოდელის მიხედვით, სკალებსა და სუბსკალებზე თანმიმდევრულად დალაგებული, მზარდი ან კლებადი მო-ნაცემების სურათი უნდა მიგვეღო. ამასთან, რომელიმე სუბსკალის მნიშვნელობა, რომელიც საუკეთესოდ დაახასიათებდა მოცემული რესპონდენტის ინტერკულტურული სენსიტი-ურობის განვითარების დონეს, უნდა ყოფილიყო პიკური. სინამდვილეში ეს ასე არ მოხდა და ყველა სკალაზე გამოვლინდა ინტერკულტურული სენსიტიურობის მეტ-ნაკლები ხარისხი. აღმოჩნდა, რომ მიღებული სკალები ერთმანეთს ავსებენ – ერთის მაღალი მაჩვენებელი არ გულისხმობს მეორის – დაბალს და არ გამორიცხავს იმას, რომ მეორეც მაღალი იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანად მივიჩნიე, გამეანალიზებინა თითოეული ეროვნების წარმო-მადგენელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის მთლიანი სურათი. ეს საკითხი დეტალურად ქვემოთ იქნება განხილული.

4.3. სხვადასხვა ეროვნების სტუდენტთა მიერ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის საერთო სურათი განვიხილოთ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ გამოვლე-

ნილი ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსები ინტერკულტურული სენსიტიურობის ყველა სკალის (საფეხურისა და ქვესაფეხურის) მიხედვით.

ქვემოთ წარმოდგენილ დიაგრამებზე მოცემულია რესპონდენტების მიერ ინტერკულ-ტურული სენსიტიურობის სხვადასხვა ქვესაფეხურზე გამოვლენილი ინდექსები, რომლებიც დალაგებულია ზრდის მიხედვით. შედეგების ამგვარი ორგანიზება საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ, თითოეული ეროვნების სტუდენტების ჯგუფისთვის რომელი ქვესაფე-ხურის ინდექსი არის შედარებით ნაკლებად გამოხატული და რომლის – შედარებით მეტად.

სომეხი სტუდენტების მიერ აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი ინტერკულ-ტურული სენსიტიურობის სურათის მიხედვით (იხ. დიაგრამა #10), ყველაზე სუსტია მინიმიზაცია/მსგავსება (22.6), ხოლო ყველაზე ძლიერად ზოგადკულტურული მინიმიზაციის სკალაა გამოხატული(80.6), რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსება/მინიმიზაციის შესატყვისი საფეხურის ინტერკულტურული სენსიტიურობა ყველაზე ნაკლებად ვლინდება, ხოლო ზოგადკულტურული მინიმიზაცია კი ყველაზე მეტად. აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანელების მიმართ სომეხი სტუდენტების მიერ გამოხატული ინტერკულტურული

46

სენსიტიურობის მაღალი მაჩვენებლები დაკავშირებულია უფრო ზოგადი, აბსტრაქტული კატეგორიების შესატყვის კონსტრუქტებთან, როგორებიცაა, უნივერსალური ინტეგრაცია, პლურალიზმი და ზოგადკულტურული მინიმიზაცია. კონკრეტულ კულტურასთან ან კონტექსტთან მეტად მიბმული კონსტრუქტები კი საკმაოდ მწირად არის გამოხატული. საშუალოზე მაღალია უარყოფა/სეპარაციის ინდექსიც (53.3). საკმაოდ მაღალია თავდაცვა/უნდობლობის მაჩვენებელიც (48.0). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიმღებლობის ინდექსი 44.1%-ია, რაც არც ისე დაბალია.

დიაგრამა #10 – სომეხი სტუდენტების მიერ აზერბაიჯანელებისადმი გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსები

47

აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ სომხების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიუ-რობის ინდექსებიც (იხ. დიაგრამა #11) გამოვლენის ინტენსივობის მიხედვით ისეთივეა, როგორც სომეხი სტუდენტებისა – აზერბაიჯანელების მიმართ. ყველაზე დაბალი ინდექსი აქვს კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციას (25.2), თავდაცვა/რევერსს (25.6) და მინიმიზაცია/მსგავსებას (25.8). პლურალიზმის (61.9), უნივერსალური ინტეგრაციის (68.4) და ზოგადკულტურული მინიმიზაციის (80.3) ქვესაფეხურები ამ ჯგუფშიც საშუალოზე ძლიერად არის გამოხატული. ამ მონაცემებმა შეიძლება გვაფიქრებინონ, რომ აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობა განვითარების მაღალ დონეზეა და იგი დიდწილად ეთნორელატიურ ფაზაშია. მაგრამ მაშინ გაუგებარი ხდება კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის და გაცნობიერებული ადაპტაციის ასეთი დაბალი ინდექსები (შესაბამისად, 26.1 და 32.6). ვფიქრობ, ისევე, როგორც სომეხი სტუდენტების აზერბაიჯანელების მიმართ სენსიტიურობის საერთო სურათის შემთხვევაში, აქაც, ადგილი აქვს ე.წ. ორი ტიპის სენსიტიურობის არსებობას. ერთი – ეს არის ზოგადი კატეგორია, რომელსაც ზოგადი შეხედულებების, აბსტრაქტული ან დეკლარირებული ცოდნის სახე აქვს, ხოლო მეორე კი – კონკრეტულ სიტუაციასთან, კონკრეტულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტთან მიმართებით არსებობს და კონკრეტულ ქმედებებში ვლინდება.

ამდენად, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთმანეთის მიმართ ავლენენ, ერთი მხრივ, მცირედ გამოხატულ მიმღებლობას (შესაბამისად, 36.2 და 44.1), უფრო მეტად გამოხატულ თავდაცვა/უნდობლობას (შესაბამისად, 47.7 და 48.0) და საშუალოზე ძლიერად გამოხატულ უარყოფა/სეპარაციას (შესაბამისად, 61.9 და 53.3). მეორე მხრივ, კი ვლინდება ძლიერად გამოხატული ინტერკულტურული სენსიტიურობის გამოვლენის აუცილებლობის ზოგადი, დეკლარირებული იდეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიღებულ შედეგებში ინტერკულტურული სენსიტიურობის თვისობრიობის მსგავსების მიუხედავად, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობა ინტენსივობის თვალსაზრისით იდენტური არ არის. კერძოდ, სომეხი სტუდენტების მიმღებლობა აზერბაიჯანელების მიმართ უფრო მეტია (44.1), ვიდრე აზერბაიჯანელებისა – სომხების მიმართ (36.2). ხოლო სომეხი სტუდენტების მიერ გამოვლენილი უარყოფა/სეპარაციის ინდექსი კი უფრო ნაკლებია (53.3), ვიდრე აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ სომხების მიმართ გამოვლენილი უარყოფა/სეპარაცია (61.3).

სომეხი სტუდენტების ქართველების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის ყველა სკალის (ქვესაფეხურის) ზოგადი სურათი განსხვავდება მათ მიერ აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის (იხ. დიაგრამა #12) ზოგადი სურათისგან. ქართველების მიმართ სომეხი სტუდენტებისთვის წამყვანია მიმღებლობა (82.1). იგი თითქმის ორჯერ უფრო ძლიერია ქართველების მიმართ, ვიდრე – აზერბაიჯანე-ლის მიმართ (44.1). ყველაზე მცირედ, ანუ ნაკლებად გამოხატულია უარყოფა/სეპარაციისა (30.0) და თავდაცვა/უნდობლობის (31.1) ინდექსები.

48

დიაგრამა #11 – აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ სომხებისადმი გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსები

მნიშვნელოვანია, რომ აქაც ძლიერად არის გამოხატული ინტერკულტურული სენსიტიურობის იმ სკალების ინდექსები, რომლებიც კულტურულ სხვაობათა აღიარებისა და მიღების ზოგად კატეგორიებს შეესატყვისება. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ასეთებია ზოგადკულტურული მინიმიზაცია, პლურალიზმი და უნივერსალური ინტეგრაცია. თუმცა, სომეხი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ ძლიერად არის გამოვლენილი ეთნორელატიური ფაზის შესატყვისი კონკრეტულ სიტუაციაზე, კონტექსტზე, კონკრეტულ კულტურასთან დაკავშირებული ქვესაფეხურებიც. ესენია: კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია (63.1) და გაცნობიერებული ადაპტაცია (71.5). ეს კი სომეხი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ აშკარა ეთნორელატიური განწყობების არსებობაზე მიუთითებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ სომეხ სტუდენტებში ინტერკულტურული სენსიტიურობის ყველა სკალა, გარდა უარყოფა-სეპარაციისა და თავდაცვა უნდობლობისა, საკმაოდ ძლიერად (საშუალოზე მეტად) არის გამოხატული.

49

დიაგრამა #12 – სომეხი სტუდენტების მიერ ქართველებისადმი გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსები

რაც შეეხება ქართველ სტუდენტთა სომხების მიმართ სენსიტიურობის საერთო სურათს (იხ. დიაგრამა #13), იგი სომხების მიერ მათ მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსი-ტიურობის იდენტური არ არის. ქართველ სტუდენტებში სომხების მიმართ ყველაზე სუსტად არის გამოვლენილი თავდაცვა/რევერსი (30.5), მინიმიზაცია/მსგავსება (33.0) და გაუცნობიერებელი უარყოფა (34.6). საშუალოზე მაღალი ინდექსები აქვს ოთხ კონსტრუქტს. აქედან სამი – უნივერ-სალური ინტეგრაცია (61.1),ზოგადკულტურული მინიმიზაცია (70.9) და პლურალიზმი (77.0) ინტერკულტურული სენსიტიურობის აბსტრაქტულ კატეგორიებს მიეკუთვნება. მეოთხე ძლიერი კონსტრუქტია მიმღებლობა (56.7), რომელიც ეთნორელატიურ ფაზას ეკუთვნის და შესაბამი-სად, ქართველ სტუდენტთა სომხების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის განვითარე-ბის შედარებით მაღალ დონეზე მიუთითებს. თუმცა იგი გაცილებით უფრო სუსტად არის გამოხა-ტული, ვიდრე ის არის სომეხი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ გამოვლენილი (82.1), რაც იმაზე მიუთითებს, რომ სომეხ სტუდენტებს ქართველების მიმართ ინტერკულტურული

50

სენსიტიურობის უფრო განვითარებული დონე ახასიათებთ, ვიდრე ქართველებს – სომხების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველთა მხრიდან უარყოფა/სეპარაცია გაცილებით უფრო ძლიერად არის გამოხატული (47.6), ვიდრე – სომეხი სტუდენტების მხრიდან (30).

დიაგრამა #13 – ქართველი სტუდენტების მიერ სომხების მიმართ გამოვლენილი

ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსები

აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ გამოვლენილი ინტერ-

კულტურული სენსიტიურობის საერთო სურათი (იხ. დიაგრამა #14) ძალიან ჰგავს სომეხი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ გამოვლენილ ინტერკულტურულ სენსიტი-ურობას. აქაც, ყველაზე მეტად არის გამოვლენილი მიმღებლობა (80.5). იგი ორჯერ უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე სომხების მიმართ (36.2). ყველაზე მცირე მაჩვენებელი აქვს

51

უარყოფა/სეპარაციასა (30.5) და თავდაცვა/უნდობლობას (33.5). დანარჩენი საფეხურების ინდექსები საშუალო ან საშუალოზე მაღალია.

დიაგრამა #14 – აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ გამოვლენილი

ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსები

აზერბაიჯანელი სტუდენტების ქართველების მიმართ სენსიტიურობის საერთო სურათიდან იკვეთება, რომ აქაც, ისევე, როგორც სომეხი სტუდენტების ქართველების მიმართ სენსიტიურობის შემთხვევაში, ძლიერად არის გამოხატული ინტერკულტურული სენსიტიურობის ზოგადი, აბსტრაქტული კონსტრუქტები – პლურალიზმი, უნივერსალური ინტეგრაცია და ზოგადკულტურული მინიმიზაცია. თუმცა, ასევე ძლიერად არის გამოხატული ეთნორელატიური ფაზის კონტექსტის, კონკრეტული სიტუაციის მომცველი ქვესაფეხურებიც – კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია (65.6) და გაცნობიერებული ადაპტაცია (75.0). ამის გათვალისწინებით, უნდა დავასკვნათ, რომ აზერბაიჯანელი, ისევე როგორც სომეხი

52

სტუდენტები, ქართველების მიმართ ავლენენ შედარებით მაღალ, ეთნორელატივიზმზე დაფუძნებული ინტერკულტურული სენსიტიურობის დონეს.

დიაგრამა #15 – ქართველი სტუდენტების მიერ აზერბაიჯანელებისადმი გამოვლენილი

ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსები

საინტერესოა, რომ ქართველი სტუდენტების აზერბაიჯანელების მიმართ სენსიტიუ-რობის ზოგადი სურათი (იხ. დიაგრამა # 15) აზერბაიჯანელების მიერ ქართველების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის იდენტური არ არის, თუმცა იგი თითქმის იდენტურია ქართველების მიერ სომხების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის სურათისა.

ქართველი სტუდენტების მხრიდან აზერბაიჯანელების მიმართ ყველაზე ნაკლებად არის გამოხატული მინიმიზაცია/მსგავსება (31.1), თავდაცვა/უნდობლობა (32.6), გაუცნობიერებელი უარყოფა (33.2) და თავდაცვა/რევერსი (33.9). საშუალოზე მაღალი ინდექსი აქვს ხუთ კონსტრუქტს, რომელთაგანაც სამი – უნივერსალური ინტეგრაცია, ზოგადკულტურული მინიმიზაცია და პლურალიზმი – ზოგადი, აბსტრაქტული ინტერკულტურული სენსიტიურობის

53

გამომხატველია. ისევე, როგორც ქართველების მიერ სომხების მიმართ გამოხატული ინტერკულტურული სენსიტიურობის შემთხვევაში, აზერბაიჯანელების მიმართაც ქართველებს საშუალოზე მაღალია მიმღებლობა (57.9) აქვთ, თუმცა იგი გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე აზერბაიჯანელი სტუდენტების მხრიდან ქართველების მიმართ გამოხატული მიმღებლობა (80.5). აზერბაიჯანელების მიმართ ქართველების უარყოფა/სეპარაციის ინდექსი კი აქ ცოტა უფრო მეტად არის გამოვლენილი (50.2), ვიდრე – ქართველებისა სომხების მიმართ (47.6).

საბოლოო ჯამში, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველი სტუდენტების აზერბაიჯა-ნელთა მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობა, ერთი მხრივ, შედარებით მაღალ, ეთნორელატიურ ფაზას შეესატყვისება, ხოლო მეორე მხრივ, კი, ისევე, როგორც სომხების მიმართ, არსებობს მკაფიოდ გამოხატული უარყოფა-სეპარაციის ტენდენცია.

სომეხ, ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის ყველა სკალის მიხედვით საერთო სურათის განხილვამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ მათი ინტერკულტურული სენსიტიურობა ერთმანეთის მიმართ განსხვავებულია. ამასთან, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს ინტერკულტურული სენსიტიურობა უფრო მეტად აქვთ განვითარებული ქართველების მიმართ, ვიდრე – ერთმანეთის მიმართ. აშკარაა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი საქართველოში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ინტერკულტურულ სენსიტიურობაზეც აისახა. მეორე მხრივ, ქართველების მიმართ სენსიტიურობის მაღალი დონე ეთნიკური უმცირესობის დომინანტურ მოსახლეობასთან მორგების, ადაპტაციის მზაობის მაჩვენებელია.

4.4. სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობა რეგიონისა და სწავლების საფეხურის მიხედვით კვლევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა სტუდენტთა ინტერკულტურული სენსი-

ტიურობის შეფასება რეგიონისა და სწავლების საფეხურის მიხედვით. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ინტერკულტურული სენსიტიურობა პიროვნების თანდაყოლილი თვისება არ არის და შესაძლებელია მისი განვითარება. ინტერკულტურულ სენსიტიურობაზე ზემოქმედი მრავალრიცხოვანი ფაქტორებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კულტურათაშორისი ინტერაქცია. სწორედ ამიტომ, კვლევის მიზანს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, გაგვერკვია, არსებობს თუ არა განსხვავება ქ. ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიუ-რობის დონეებს შორის და მეორე მხრივ, შეგვეფასებინა სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტ-თა ინტერკულტურული სენსიტიურობის შესაძლო ცვლილებები, რომლებიც უნდა გამოეწვია მათ სწავლას ქართველ სტუდენტებთან ერთად ერთიან საუნივერსიტეტო სივრცეში.

ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსების საშუალოთა შორის რეგიონისა და სწავლების საფეხურის მიხედვით განსხვა-ვების დადგენის მიზნით გამოყენებული იყო ANOVA. აღმოჩნდა, რომ ინტერკულტურული სენსიტიურობის ზოგიერთი საფეხურის შემთხვევაში ადგილი აქვს სტატისტიკურად სანდო

54

განსხვავებას. ქვემოთ წარმოდგენილია მიღებული შედეგები რეგიონისა და სწავლების დონის მიხედვით ცალ-ცალკე.

სომეხი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის სანდო სხვაობები გამოვლინდა პლურალიზმისა (F (1,175) = 4.729, p= .03) და უნივერსალური ინტეგრაციის ( F (1,175) =4.050, p= .046) სკალებზე (იხ. დიაგრამა #16). კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ორივე კონსტრუქტი ქ. თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებში უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე – ქ. ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ის სომეხი სტუდენტები, რომლებიც ქ. თბილისში სწავლობენ, უფრო მეტად სენსიტიურები არიან ქართველების მიმართ, ვიდრე ისინი – ვინც ქ. ახალციხეში სწავლობენ. რაც შეეხება განსხვავების სპეციფიკას, იგი გამოხატულია სენსიტიურობის მაღალ საფეხურზე, თუმცა ვლინდება მხოლოდ ე.წ. ზოგადი, აბსტრაქტული კონსტრუქტების დონეზე.

დიაგრამა #16 – სომეხი სტუდენტების ქართველების მიმართ გამოვლენილი

ინტერკულტურული სენსიტიურობის სხვაობები ქ. თბილისსა და ქ. ახალციხეში

თბილისსა და ახალციხეში განსხვავებული აღმოჩნდა სომეხი სტუდენტების აზერბაიჯა-

ნელების მიმართ გამოხატული ინტერკულტურული სენსიტიურობაც. კერძოდ, ეს განსხვავე-ბები დაფიქსირდა შემდეგ სკალებზე: გაუცნობიერებელი უარყოფა (F (1,175) =12.583, p= .000) თავდაცვა/უნდობლობა (F (1,175) =14.747, p=.000) მიმღებლობა (F (1,175) =7.800, p=.006) გაცნობიერებული ადაპტაცია (F(1,175) =14.893, p=.000) ინტეგრაცია კონკრეტულ კულტურასთან (F (1,175) =10.473, p=.001);

55

მიღებული შედეგები (იხ. დიაგრამა # 17) ნათლად გვიჩვენებს, რომ ქ. თბილისში, ახალ-ციხესთან შედარებით, სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობა გაცილებით უფრო მაღალია. ეს ვლინდება ე.წ. ეთნოცენტრულ სკალებზე ქ. თბილისში ახალციხესთან შედა-რებით უფრო მცირე ინდექსებში და პირიქით, ე. წ. ეთნორელატიურ სკალებზე შედარებით მაღალ მაჩვენებლებში.

ამგვარად, იმ სომეხი სტუდენტების სენსიტიურობა აზერბაიჯანელების მიმართ, რომლებიც ქ. თბილისში სწავლობენ, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ სტუდენტებისა, რომლებიც ქ. ახალციხეში სწავლობენ. ამასთან, ქართველების მიმართ სენსიტიურობისგან განსხვავებით, აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი სენსიტიურობის სხვაობები თვი-სებრივად უფრო მეტადაა გამოხატული, რადგან აისახება ხუთ სკალაზე და ხუთივე მათგანი ქმედითი, კონკრეტულ კულტურასთან და კონტექსტთან დაკავშირებული სკალაა.

დიაგრამა #17 – სომეხი სტუდენტების აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის სხვაობები ქ. თბილისსა და ქ. ახალციხეში

56

ქართველი სტუდენტების აზერბაიჯანელების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიუ-რობაც გარკვეული სკალების მიხედვით განსხვავდება ქ. თბილისსა და ქ. ახალციხეში. კერძოდ, ეს სხვაობები გამოიხატება შემდეგ სკალებზე: თავდაცვა/უნდობლობა (F (1,208) =20.076, p=.000); მიმღებლობა (F (1,208) = 22.621, p= .000); გაცნობიერებული ადაპტაცია (F (1,208) = 14.825, p= .000); პლურალიზმი (F (1,208)=6.007, p=.015); ინტეგრაცია კონკრეტულ კულტურასთან (F (1,208)=25.963, p=.000).

მიღებული სხვაობები წარმოდგენილია დიაგრამაზე #18.

დიაგრამა #18 – ქართველი სტუდენტების აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის სხვაობები ქ. თბილისსა და ქ. ახალციხეში

როგორც ვხედავთ, ქართველ სტუდენტებთანაც თბილისსა და ახალციხის მონაცემებს

შორის სხვაობების ისეთივე სურათია, როგორც ეს იყო სომეხი სტუდენტების შემთხვევაში. თავდაცვა/უნდობლობის ინდექსი უფრო მაღალია იმ სტუდენტებთან, რომლებიც ახალციხეში

57

სწავლობენ, ხოლო მიმღებლობა, გაცნობიერებული ადაპტაცია, პლურალიზმი და ინტეგ-რაცია კონკრეტულ კულტურასთან თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე – ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ამგვარად, იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც თბილისში სწავლობენ, აზერბაიჯანელების მიმართ ინტერ-კულტურული სენსიტიურობა გაცილებით უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე იმ სტუდენტებს, რომლებიც ახალციხეში სწავლობენ.

ქართველი სტუდენტების სომხების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის სხვაობები თბილისსა და ქ. ახალციხეში ვლინდება შემდეგ სკალებზე (იხ. დიაგრამა #19):

თავდაცვა/უნდობლობა (F (1,208) =10.518, p= .001); მინიმიზაცია/მსგავსება (F (1,208) =4.104, p= .044); მიმღებლობა (F (1,208) =9.890, p= .002); პლურალიზმი (F (1,208) =5.735, p= .018); კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია (F (1,208) =8.787, p= .003).

დიაგრამა #19 – ქართველი სტუდენტების სომხების მიმართ გამოვლენილი

ინტერკულტურული სენსიტიურობის სხვაობები ქ. თბილისსა და ქ. ახალციხეში

58

როგორც ვხედავთ, თავდაცვა/უნდობლობის სკალაზე თბილისში უფრო დაბალი ინდექსია, ვიდრე – ახალციხეში. მიმღებლობის, პლურალიზმისა და კონკრეტულ კულ-ტურასთან ინტეგრაციის სკალებზე კი იმ სტუდენტებს უფრო მაღალი ინდექსები აქვთ, რომლებიც თბილისში სწავლობენ, ვიდრე იმათ, ვინც ახალციხეში სწავლობს. საერთო კონტექსტიდან თითქოს ამოვარდნილია მინიმიზაცია /მსგავსების ახალციხესთან შედარებით მაღალი მაჩვენებელი თბილისში. თუმცა თავად მინიმიზაცია და შესაბამისი სკალა შეიძლება ეთნოცენტრული ფაზიდან ეთნორელატიური ფაზისკენ ე.წ. გარდამავალ საფეხურად მივიჩნიოთ ამ კონსტრუქტში გაერთიანებული დებულებების შინაარსიდან გამომდინარე.

ამგვარად, ქ. თბილისისა და ქ. ახალციხის სტუდენტების შედარების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქ. თბილისის სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიუ-რობის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე – ქ. ახალციხის სტუდენტებისა. აღსა-ნიშნავია, რომ ეს კანონზომიერება, ზოგადად, მუშაობს როგორც ქართველ, ასევე სომეხ სტუდენტთა შემთხვევაში. სავარაუდოა, რომ თბილისის სტუდენტთა უფრო განვითარებული სენსიტიურობა დაკავშირებულია თბილისში არსებული მულტიკულტურული გარემოს სპეციფიკასთან, თანაცხოვრების უფრო ფართო შესაძლებლობებთან და დედაქალაქში ცხოვრებით განპირობებულ მეტად ეთნორელატიურ განწყობებთან.

კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა შეგვეფასებინა სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის ცვლილებები მულტიკულ-ტურული საუნივერსიტეტო გარემოს ზეგავლენით. კერძოდ, ჩვენი მიზანი იყო გამოგვევლინა სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის ის შესაძლო ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოეწვია ქართულ უნივერსიტეტში „ოთხი პლუს ერთი“ პროგრამის ფარგლებში და შემდგომ, ბაკალავრიატში მათ სწავლას.

მოსამზადებელი პროგრამისა და ბაკალავრიატის სომეხ და აზერბაიჯანელ სტუ-დენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის შესაფასებლად გამოვთვალეთ საშუალოთა შორის განსხვავების სანდოობა ANOVA-ს გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ სომეხი სტუდენ-ტების ინტერკულტურული სენსიტიურობის ინდექსების საშუალოები, სკალათა უმრავ-ლესობის მიხედვით, განსხვავებულია ენის მოსამზადებელი პროგრამისა და ბაკალავრიატის სტუდენტთა შორის. სტატისტიკურად სანდო ცვლილებები გამოვლინდა შემდეგ სკალებზე: გაუცნობიერებელი უარყოფა (F (1,175) =4.827, p= .029); უარყოფა/სეპარატიზმი (F (1,175) =4.448, p= .036); თავდაცვა/უნდობლობა (F (1,175) =5.068, p= .026); თავდაცვა/რევერსი (F (1,175) =13.256, p= .000); მინიმიზაცია/მსგავსება (F (1,175) =8.602, p= .004); მიმღებლობა (F (1,175) =19.051, p= .000); გაცნობიერებული ადაპტაცია (F (1,175) =25.200, p= .000); კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია (F (1,175) =17.545, p= .000)

მიღებული შედეგები გვიჩვენებს (იხ. დიაგრამა # 20), რომ ე.წ. ეთნორელატიური ფაზის

შესატყვისი სკალების ინდექსები – მიმღბლობა, გაცნობიერებული ადაპტაცია და კონკრე-ტულ კულტურასთან ინტეგრაცია – ენის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებთან

59

შედარებით ბაკალავრიატის სტუდენტების მონაცემებში მნიშვნელოვნად მომატებულია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთობლივი სწავლების გამოცდილება დადებით ზეგავლენას ახდენს სომეხი სტუდენტების აზერბაიჯანელების მიმართ ინტერკულტურული სენსი-ტიურობის განვითარებაზე. დანარჩენ, ე.წ. ეთნოცენტრულ, სკალებზე მიღებული შედეგები, ერთი შეხედვით, არაერთგვაროვანია. გაუცნობიერებელი უარყოფა ბაკალავრიატის სტუდენტებში გაცილებით უფრო ნაკლებად ვლინდება, ვიდრე ენის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებში; სამაგიეროდ, გაზრდილია უარყოფა/სეპარატიზმი. როგორც ჩანს, სომეხი სტუდენტების აზერბაიჯანელ სტუდენტებთან საუნივერსიტეტო სივრცეში კომუნი-კაციამ მკაფიო და ცხადი გახადა ინტერკულტურული სხვაობები, რამაც გამოიწვია გაუც-ნობიერებელი საფეხურიდან სენსიტიურობის უფრო მაღალ, გაცნობიერებულ საფეხურზე გადასვლა. უარყოფა/სეპარატიზმი სწორად ასეთ საფეხურს წარმოადგენს და, შესაბამისად, ამით აიხსნება ამ სკალაზე მონაცემების გაზრდა. საინტერესო შედეგებია მიღებული თავდაცვის სკალებზეც. აღმოჩნდა, რომ მონაცემები თავდაცვა/უნდობლობის სკალაზე შემცირდა, მაგრამ გაიზარდა თავდაცვა/რევერსის სკალაზე. როგორც ჩანს, ენის მოსამზადებელი პროგრამის სომეხ სტუდენტებთან შედარებით ბაკალავრიატის სტუდენტები უფრო ნაკლებად მიმართავენ კულტურული სხვაობებისაგან უნდობლობით თავდაცვას და უფრო ხშირად იყენებენ თავდაცვა/რევერსის კოგნიტურ ინსტრუმენტს. საინტერესოა მინიმიზაცია/მსგავსების სკალაზე მიღებული შედეგიც. ბაკალავრიატის სომეხი სტუდენტები აზერბაიჯანელების მიმართ უფრო მეტად ავლენენ მინიმიზაცია/მსგავსების ინტერკულ-ტურულ სენსიტიურობას, ვიდრე – ენის მოსამზადებელი პროგრამის სომეხი სტუდენტები.

ამგვარად, სომეხი სტუდენტების აზერბაიჯანელების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის საერთო სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბაკალავრიატის სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე მკვეთრად გაზრდილია ენის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებთან შედარებით. ეს კი ადასტუ-რებს ჩვენს ჰიპოთეზას იმის თაობაზე, რომ სომეხ, ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა საერთო საუნივერსიტეტო სივრცეში სოციალურ ინტერაქციას უნდა გამოეწვია ინტერკულტუ-რული სენსიტიურობის განვითარება. ეს მონაცემი, გარკვეულწილად შესაძლებელია „ერთი პლუს ოთხი“ ენის მოსამზადებელი პროგრამის სოციალური ასპექტის შესაფასებლადაც გამოდგეს. აშკარაა, რომ კულტურათაშორისი ინტეგრაციის თავლსაზრისით, პროგრამას დადებითი ზეგავლენა აქვს.

რაც შეეხება სომეხი სტუდენტების ქართველების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის სხვაობებს მოსამზადებელი პროგრამისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს შორის, ამ მხრივ სტატისტიკურად სანდო სხვაობები არ გამოვლენილა. ამგვარად, სომეხი სტუდენტების ქართველების მიმართ სენსიტიურობის დონეზე ზეგავლენას არ ახდენს ერთიან საუნივერსიტეტო სივრცეში მათი სწავლა. ეს ფაქტი იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ სომეხი სტუდენტების სენსიტიურობა ქართველების მიმართ მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრულია. ამ მოსაზრებას ამყარებს ქ.თბილისსა და ქ. ახალციხეში მიღებული შედეგებიც. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, რეგიონის მიხედვით ცვლილებები გამოიხატა მხოლოდ ე.წ. ზოგად, აბსტრაქტულ კატეგორიებს შორის სხვაობებში, კონკრეტული, ქცევით სიტუაციებთან დაკავშირებული კონსტრუქტები კი ორივე რეგიონში ერთნაირია.

60

დიაგრამა #20 – სომეხი სტუდენტების აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის სხვაობები მოსამზადებელ საფეხურსა და

ბაკალავრიატზე

ენის მოსამზადებელი პროგრამისა და ბაკალავრიატის აზერბაიჯანელი სტუდენტების ქართველების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის სხვაობათა თავლსაზრისით მიღებული შედეგები წარმოდგენილია დიაგრამაზე #21. როგორც ვხედავთ, სტატისტიკურად სანდო განსხვავება გამოვლინდა მხოლოდ პლურალიზმის სკალზე (F (1,199) = 4.117, p= .044), რომელიც, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ცნობიერებაში არსებულ ინტერკულტურული სენსიტიურობის შესახებ ზოგად, აბსტრაქტულ კონსტრუქტს მიეკუთვნება. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ისევე, როგორც სომეხი, ასევე აზერ-ბაიჯანელი სტუდენტების ქართველების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობა მკაფიო და ჩამოყალიბებულია; მასზე ზეგავლენას არ ახდენს ქართველ სტუდენტებთან დამატებითი სოციალური ინტერაქცია.

61

დიაგრამა #21 – აზერბაიჯანელი სტუდენტების ქართველების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის მოსამზადებელ საფეხურსა და ბაკალავრიატში

რაც შეეხება აზერბაიჯანელი სტუდენტების სომხების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის სხვაობებს მოსამზადებელ საფეხურსა და ბაკალავ-რიტში, ამ თვალსაზრისით მიღებულია სტატისტიკურად სანდო განსხვავებები სამ სკალაზე (იხ. დიაგრამა #22). ესენია:

1. თავდაცვა/უნდობლობა (F (1,199) = 5.097, p = .025); 2. თავდაცვა/რევერსი (F (1,199) = 14.630, p = .000); 3. მიმღებლობა (F (1,199) = 7.046, p = .009).

აღსანიშნავია, რომ მიღებული შედეგები აშკარად მიუთითებს ბაკალავრიატზე აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის განვითარებაზე მოსამზა-დებელ საფეხურთან შედარებით. თავდაცვა/უნდობლობის სკალაზე მოსამზადებელი პროგ-რამის სტუდენტებს უფრო მაღალი ინდექსი აქვთ, ვიდრე ბაკალავრიატისას, მაშინ, როცა რევერსით თავდაცვის სკალის მონაცემი, პირიქით, უფრო მაღალია ბაკალავრიატის სტუდენტებში. აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმღებლობაც სომხების მიმართ უფრო განვი-თარებულია ბაკალავრიატის სტუდენტებში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებთან შედარებით.

62

დიაგრამა #22 – აზერბაიჯანელი სტუდენტების სომხების მიმართ გამოვლენილი ინტერკულტურული სენსიტიურობის მოსამზადებელ საფეხურსა და ბაკალავრიატზე

საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს სანდო სტატისტიკური სხვაობები ქ.თბილისისა და ქ. ახალციხის, აგრეთვე, ენის მოსამზადებელი პროგრამისა და ბაკალავრიატის სტუდენტების ინტერკულტურულ სენსიტიურობას შორის, თუმცა ეს სხვაობები მეტად გამოხატულია სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ერთმანეთის მიმართ ინტერკულტურულ სენსიტიურობაში. ამდენად, გამართლდა ჩვენი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ იმ სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე უფრო მაღალია, რომლებსაც აქვთ კულტურულად შერეულ საუნივერსიტეტო ჯგუფებში სწავლის გამოცდილება, ვიდრე იმ სტუდენტებისა, რომელებიც ენის მოსამზადებელ საფეხურზე არიან და შესაბამისად, ასეთი გამოცდილება არ აქვთ. ქართველების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობა ქ. თბილისსა და ახალციხეში, ისევე, როგორც ენის მოსამზადებელი პროგრამისა და ბაკალავრიატის სტუდენტებში, ძირითადად ერთნაირია. ქართველი სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიურობა კი სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ განსხვავდება თბილისსა და ახალციხეში. ეს, ერთი მხრივ, იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ახალციხეში სტუდენტებს არ უწევთ არანაირი კონტაქტი აზერბაიჯანელებთან და შესაბამისად, მათი ინტერკულტურული სენსიტიურობა დაფუძნებულია ზოგად სტერეოტიპებზე და უფრო ხისტია თბილისთან შედარებით, სადაც

63

სტუდენტებს კომუნიკაცია უწევთ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან, მათ შორის, აზერბაიჯანელებთანაც.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ პროგრამას „ერთი პლუს ოთხი“ დადებითი ზეგავ-ლენა აქვს სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდნეტების ერთმანეთის მიმართ ინტერ-კულტურული სენსიტიურობის განვითარებაზე, ისევე, როგორც ქართველი სტუდენტების სომხებისა და აზერბიაჯანელების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის ამაღლებაზე.

4.5. ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ღირებულებების ინდექსები

ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ღირებულებების სკალის მონაცემების ანალიზის მიზნით მოხდა მიღებულ ფაქტორთა საშუალო არითმეტიკულების გამოთვალა. ანალიზის შემდგომ ეტაპზე კი, ისევე, როგორც ინტერკულტურული სენსიტიურობის დონის გასაზომად, ფაქტორთა შესაბამისი ინდექსების გამოყოფის მიზნით თითოეული რესპოდენტისთვის მონაცემთა წრფივი გარდაქმნებით მოხდა სკალირება და ინდექსის გამოყვანა. ინდექსის ნორმირება განხორციელდა რიცხვით მონაცემში 0-სა და 1-ს შორის, იმ პირობით, რომ ინდექსი მნიშვნელობას 0 იღებს, მაშინ, როცა შესაბამის ფაქტორში შემავალი ყველა დებულება შეფასებულია მინიმალური ქულით (1), ხოლო მნიშვნელობას – 1, მაშინ, როცა ფაქტორში შემავალი ყველა დებულება (პარამეტრი) იღებს მაქსიმალურ მნიშვნელობას (5). ფაქტორში გაერთიანებული პარამეტრების წონა ამ ფაქტორის შესაბამისი ინდექსის ფორმირებაში განისაზღვრება ამ პარამეტრის B კოეფიციენტით ფაქტორის განსაზღვრაში წრფივი რეგრესიული ანალიზის დროს. ანალიზის შემდეგ საფეხურზე მოხდა სკალირების შედეგად მიღებულ ინდექსთა პროცენტებში გადაყვანა.

მიღებული შედეგები თითოეული საკვლევი ჯგუფისთვის ღირებულებათა სკალაზე წარმოდგენილია ცხრილში # 17 და შესაბამის დიაგრამაზე #23. ცხრილი #17 – ღირებულებათა ინდექსების საშუალო მაჩვენებლები ეროვნებების მიხედვით

სტუდენტების ეროვნება ღირებულებები

სომეხი აზერბაიჯანელი ქართველი სტაბილურობა 81.9% 80.1% 68.5% ძალაუფლება 57.6% 57.6% 70.3% ტრადიციული მენტალობა 72.4% 68.8% 44.1% დამოუკიდებლობა 70.4% 71.1% 53.5% განვითარება 77.7% 76.4% 79.4% დამთმობლობა 58.8% 63.6% 58.7%

64

საშუალოთა შორის განსხვავებათა სანდოობის დადგენის მიზნით ANOVA-ს გამოყე-ნებით განხორციელებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუ-დენტთა ღირებულებათა ინდექსების საშუალო არითმეტიკულებს შორის სტატისტიკურად სანდო განსხვავებაა. უფრო დეტალურმა ანალიზმა (LSD) კი გამოავლინა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი კონკრეტული სხვა-ობები. ღირებულებების საშუალოთა სხვაობების ANOVA-ს და LSD-ს შედეგები მოცემულია დანართში # 2.

დიაგრამა #23 -ღირებულებათა ინდექსების საშუალო მაჩვენებლები ეროვნებების მიხედვით

მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულებაა სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის. ამასთან, ამ სტუდენტების სტაბილურობის ღირებულება ერთნაირია (p = .105) და მისი ინდექსი ძალიან მაღალია (სომეხი სტუდენტებისთვის 81.9, ხოლო აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის კი 80.1). ქართვე-ლებს სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისგან სტატისტიკურად სანდოდ განსხვავებული (p = .000) სტაბილურობის ინდექსი აქვთ; ქართველ სტუდენტთა სტაბილურობის ინდექსიც მაღალია (68.5), თუმცა სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 10 ერთეულით დაბალია.

65

ძალაუფლების ღირებულება სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს ერთნაირი აქვთ (p=. 985). ქართველი სტუდენტების ძალაუფლების ღირებულების ინდექსი სტატისტიკურად სანდოდ განსხვავდება (p=. 000) ამ სკალაზე სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მონაცემისგან. ამასთან, ქართველ სტუდენტებში ძალაუფლება გაცილებით უფრო მეტად არის გამოხატული (70.3), ვიდრე სომეხ (57.6) და აზერბაიჯანელ (57.6) სტუდენტებში.

საინტერესო შედეგებია მიღებული ტრადიციული მენტალობის ღირებულების თვალსაზრისით: ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ღირებულებების მონაცემები ამ სკალაზე სტატისტიკურად სანდოდ განსხვავებულია (შესაბამისად, p=.000; p=.015; p=.000). ტრადიციული მენტალობის ღირებულება ყველაზე მეტად არის გამოხატული სომეხ სტუდენტებთან (72.4) და ყველაზე ნაკლებად კი – ქართველ სტუდენტებთან (44.1). ამ სკალაზე აზერბაიჯანელი სტუდენტების ინდექსი (68.8) სომხებთან შედარებით დაბალია, მაგრამ ქართველ სტუდენტებთან მიმართებით დაახლოებით ერთ-ნახევარჯერ უფრო მაღალია. აღსანიშნავია, რომ ეს ღირებულება ყველაზე ნაკლებგამოხატულია ქართველი სტუდენტებისთვის.

სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების დამოუკიდებლობის ღირებულებების ინ-დექსები ერთნაირია (p = .633), ხოლო ქართველი სტუდენტების დამოუკიდებლობის ინდექსი კი მათგან განსხვავებული (p = .000). საინტერესოა ისიც, რომ დამოუკიდებლობა სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა (შესაბამისად, 70.4 და 71.1), ვიდრე ქართველი სტუდენტებისთვის (53.5).

რაც შეეხება განვითარების ღირებულებას, იგი სამივე ეთნიკური ჯგუფის სტუდენ-ტებისთვის დაახლოებით ერთნაირად მაღალია. თუმცა სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ განვითარების ღირებულების თვალსაზრისით ლიდერობენ ქართველი სტუდენტები (79.4), თითქმის ასეთივე სიძლიერისაა სომეხი სტუდენტების განვითარების ღირებულება. რაც შეეხება აზერბაიჯანელი სტუდენტების განვითარების ღირებულებას, იგი, შედარებით ნაკლებადაა გამოვლენილი (76.4).

დამთმობლობის ღირებულება ყველაზე მეტად (p=.000) გამოხატულია აზერბაიჯანელ სტუდენტებთან (63.6), ქართველ და სომეხ სტუდენტებში კი იგი საშუალოზე მეტად და ერთნაირად (p=.934) არის გამოხატული (შესაბამისად, 58.8 და 58.7).

ამგვარად, ქართველ სტუდენტთა ღირებულებებში წამყვანია განვითარება, ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია ტრადიციული მენტალობა. სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებ-თან ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ძალაუფლება, ხოლო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სტაბილურობა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათთვის განვითარება თითქმის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი სტუდენტებისთვის.

მიღებული შედეგების სრულფასოვანი ანალიზი შვარცის მიერ შემოთავაზებულ ღირებულებათა განმასხვავებელი პრინციპების მიხედვით რთულია, რადგან კვლევაში, მისი სპეციფიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ იყო გამოყენებული შვარცის ორიგინალური კითხვარი. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი ღირებულება – განვითარება, პიროვნული ინტერესის გამომხატველი და ამავდროულად, შფოთვისგან თავისუფალია. სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებში

66

ყველაზე მეტად გამოხატული ღირებულება, სტაბილურობა, კი – სოციალური ინტერესისა და შფოთვის შემცველი ღირებულებაა.

4.6. ღირებულებების კავშირი ინტერკულტურულ სენსიტიურობასთან კვლევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა სტუდენტთა ღირებულებებსა და

ინტერკულტურულ სენსიტიურობას შორის კავშირის დადგენა. ამ მიზნით, ანალიზის შემდგომ ეტაპზე განხორციელდა მრავლობითი რეგრესიული ანალიზი. ანალიზის მიზანი იყო პასუხი გაგვეცა კითხვისთვის, განაპირობებს თუ არა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ღირებულებები ინტერკულტურულ სენსიტიურობას და თუ განაპირობებს, როგორია მათ შორის მიმართება ან რამდენად ძლიერია ეს მიმართება.

კვლევის მონაცემთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ღირებულებები განაპირობებენ ინტერკულტურული სენსიტიურობის დონეს; გამოვლინდა ღირებულებათა კონკრეტული ნაკრებები, რომლებიც წარმოადგენენ ინტერკულტურული სენსიტიურობის პრედიქტორებს და განისაზღვრა თითოეული ღირებულების ზეგავლენის წილი ღირებულებათა პრედიქტორულ ნაკრებში. ქვემოთ განხილულია მიღებული შედეგები ინტერკულტურული სენსიტიურობის თითოეული სკალისთვის.

უარყოფა/სეპარატიზმისა და ღირებულებათა სკალის მონაცემთა რეგრესიული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მოდელი სტატისტიკურად სანდო არ არის, კერძოდ, R2= .01, F(6)= 1.281, p= .263. მიუხედავად ამისა, მეორე ფაქტორს – ძალაუფლებას – აღმოაჩნდა სანდო და მაღალი პრედიქტორული ღირებულება (β= .057, p= .052) უარყოფა/სეპარაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის მიმართ. კერძოდ, ეს ფაქტორი ხსნის დისპერსიის 49,2%-ს.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძალაუფლების ღირებულების არსებობა მაღალი პრედიქტორული წონით განაპირობებს უარყოფა/სეპარატიზმის ინტერკულტურულ სენსიტიურობას.

გაუცნობიერებელი უარყოფის და ღირებულებათა სკალის მონაცემთა რეგრესიული ანალიზის შედეგად მივიღეთ, რომ მოდელი სტატისტიკურად სანდოა (R²=.038, F(6)= 7.656, p= .000). აღმოჩნდა, რომ გაუცნობიერებელ უარყოფაზე ზეგავლენას ახდენს სამი ღირებულება: ძალაუფლების ღირებულებას მნიშვნელოვანი უკუგავლენა აქვს (β= -.067, p = .019). მისი წილი დისპერსიის ახსნაში 12%-ია. დადებითი ეფექტის მქონე პრედიქტორია განვითარების ღირებულება (β = .092, p = .001). მისი წილი დისპერსიის ახსნაში 22.2% შეადგენს. გაუცნობიერებელ უარყოფაზე დადებითი გავლენა აქვს, ასევე, დამთმობლობის ღირებულებას (β = .74, p = .01). მისი წილი დისპერსიის ახსნაში 14.5%-ია.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გაუცნობიერებელი უარყოფის ჩამოყალიბების და მისი სიძლიერის განმაპირობებელი ღირებულებებია: განვითარება და დამთმობლობა. ძალა-

67

უფლების ღირებულება კი მნიშვნელოვნად ამცირებს გაუცნობიერებელი უარყოფის გამოვ-ლენის სიძლიერეს.

ამგვარად, უარყოფის ინტერკულტურული სენსიტიურობის საფეხურისათვის მივიღეთ, რომ:

ძალაუფლების ღირებულების არსებობა განაპირობებს უარყოფა/სეპარატიზმის ინტერკულტურულ სენსიტიურობას;

განვითარებისა და დამთმობლობის ღირებულებების ქონა იძლევა გაუცნო-ბიერებელი უარყოფის ინტერკულტურულ სენსიტიურობას და ეს უკანასკნელი მით უფრო მეტად არის გამოხატული, რაც უფრო სუსტია ძალაუფლების ღირებულება.

თავდაცვა/უნდობლობისა და ღირებულებათა სკალის მონაცემთა ანალიზის შედეგად მიღებული მოდელიც სტატისტიკურად სანდოა (R2 = .066, F(6) = 13.862, p = .000). ინტერკულ-ტურული სენსიტიურობის ამ ქვესაფეხურისათვისაც განმაპირობებელი აღმოჩნდა სამი ღირებულება, რომელთაგანაც ორი დადებითი ეფექტის მქონეა, ხოლო მესამე კი – მნიშ-ვნელოვანი უკუგავლენის. ძლიერი დადებითი ეფექტის მქონე პრედიქტორია ტრადიციული მენტალობის ღირებულება (β = .16, p = .000). იგი ხსნის დისპერსიის 38,6%-ს. სიძლიერის ძალით შემდეგია სტაბილურობის ღირებულება (β = .142, p = .000). ამ ღირებულებასაც საკ-მაოდ მაღალი პრედიქტორული წონა აქვს, რადგან იგი ხსნის დისპერსიის 30,4%-ს. მესამე ღირებულებას კი – განვითარება – მნიშვნელოვანი უკუგავლენა (25%) აქვს თავ-დაცვა/უნდობლობის ინტერკულტურულ სენსიტიურობაზე (β = – .129, p = .000).

ამგვარად, თავდაცვა/უნდობლობის ინტერკულტურული სენსიტიურობის ქვესაფე-ხურის ჩამოყალიბებისა და გამოვლენის ხარისხის განმაპირობებელი ღირებულებებია ტრადიციული მენტალობა და სტაბილურობის ღირებულება. განვითარების ღირებულება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ინტერკულტურული სენსიტიურობის თავდაცვა/უნდობლობის გამოვლენის ალბათობას.

თავდაცვა/რევერსის ინტერკულტურული სენსიტიურობის და ღირებულებათა სკალის მონაცემთა რეგრესიული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მოდელი სტატისტიკურად სანდოა (R2= .029, F(6) = 5.761, p = .000). თავდაცვა/რევერსზე დადებითი პრედიქტორული ძალა აღმოაჩნდათ განვითარებისა (β = .107, p = .000) და ტრადიციული მენტალობის (β = .096, p = .001) ღირებულებებს. მათი წონა დისპერსიის ახსნაში საკმაოდ მაღალია (შესა-ბამისად, 39,9% და 32,3%). თავდაცვა/რევერსზე მნიშვნელოვანი უკუგავლენა აღმოაჩნდა ძალაუფლების ღირებულებას (β = – .075, p = .01) – იგი დისპერსიის 19,5% -ს ხსნის.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თავდაცვა/რევერსის ინტერკულტურული სენსიტიურობის ქვესაფეხურის ჩამოყალიბებისა და გამოვლენის სიძლიერის განმაპირობებელი ღირე-ბულებებია განვითარებისა და ტრადიციული მენტალობის ღირებულებები. ძალაუფლების ღირებულება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ინტერკულტურული სენსიტიურობის თავდაცვა/რევერსის გამოვლენის სიძლიერეს.

ამგვარად, თავდაცვის ინტერკულტურული სენსიტიურობის საფეხურისათვის მივიღეთ, რომ: ერთი მხრივ, ტრადიციული მენტალობის და სტაბილურობის ღირებულებების არსე-

ბობა იძლევა თავდაცვა/უნდობლობის ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამასთან,

68

უნდობლობა მით უფრო მეტად ვლინდება, რაც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია განვითარების ღირებულება.

მეორე მხრივ კი, განვითარებისა და ტრადიციული მენტალობის ღირებულებების არსებობა იძლევა თავდაცვა/რევერსის ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამასთან, თავდაცვა-რევერსი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია ძალაუფლების ღირებულება.

მინიმიზაცია/მსგავსების ინტერკულტურული სენსიტიურობისა და ღირებულებათა სკა-

ლის მონაცემთა რეგრესიული ანალიზის შედეგად მივიღეთ, რომ მოდელი სტატისტიკურად სანდოა (R2= .034, F(6) = 6.893, p = .000). აღმოჩნდა, რომ მინიმიზაცია/მსგავსებაზე დადებითი პრედიქტორული მოქმედება აქვს სამ ღირებულებას. ესენია: დამთმობლობა (β = .073, p = .011), ტრადიციული მენტალობა (β = .073, p = .011) და დამოუკიდებლობა (β = .069, p = .017). ისინი ხსნიან დისპერსიის, შესაბამისად, 15.7%, 15,6% და 13,8%-ს. აღსანიშნავია, რომ მინიმი-ზაცია/მსგავსების შემთხვევაში განსაკუთრებით გამოკვეთილია პრედიქტორულ ღირებულე-ბათა უკუგავლენის ეფექტი. კერძოდ, ძალაუფლების ღირებულებას აქვს (β = – .108, p = .000) ძლიერი უკუგავლენა მინიმიზაცია/მსგავსების ინტერკულტურულ სენსიტიურობაზე. იგი ხსნის დისპერსიის 33,9%-ს. მნიშვნელოვანი უკუგავლენა (13.5%) აქვს, აგრეთვე, სტაბილურობის ღირებულებასაც (β = – .068, p = .018).

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინიმიზაცია/მსგავსების ინტერკულტურული სენსიტიურობის ქვესაფეხურის ჩამოყალიბებისა და გამოვლენის სიძლიერეს განაპირობებს დამთმობლობის, ტრადიციული მენტალობისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები. ძალაუფლებისა და სტაბილურობის ღირებულებები კი მნიშვნელოვნად ამცირებენ ინტერკულტურული სენსიტიურობის მინიმიზაცია/მსგავსების გამოვლენის სიძლიერეს.

ზოგადკულტურული მინიმიზაციის ინტერკულტურული სენსიტიურობისა და ღირებულებათა სკალის მონაცემთა რეგრესიული ანალიზის შედეგად მიღებული მოდელიც სტატისტიკურად სანდოა (R2= .091, F(6) = 19.405, p = .000). აქ სტაბილურობის ღირებულებას (β = .197, p = .000) ყველაზე მაღალი პრედიქტორული წონა აქვს. იგი ხსნის დისპერსიის 42,7%-ს. ზოგადკულტურული მინიმიზაციისათვის ასევე პრედიქტორული ღირებულებებია ტრადიციული მენტალობა (β = .142, p = .000), რომელიც დისპერსიის 22.1%-ს ხსნის, განვითარება (β = .118, p = .000), რომელიც დისპერსიის 15,4%-ს ხსნის და დამოუკიდებლობა (β = .09, p = .001). ეს უკანასკნელი ხსნის დისპერსიის 8,9%-ს. აღსანიშნავია, რომ ძალაუფლების ღირებულება (β = – .09, p = .001) ამ შემთხვევაშიც, თუმცა არაძლიერი, მაგრამ მნიშვნელოვანი (8,9%) უარყოფითი გავლენის მქონე პრედიქტორია.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზოგადკულტურული მინიმიზაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის ჩამოყალიბებასა და მის სიძლიერეს განაპირობებს სტაბილურობის, ტრადიციული მენტალობის, განვითარებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები. ძალაუფლების ღირებულება კი ამცირებს ინტერკულტურული სენსიტიურობის ზოგადკულტურული მინიმიზაციის გამოვლენის სიძლიერეს.

ამგვარად, მინიმიზაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის საფეხურისათვის მივი-ღეთ, რომ:

69

დამთმობლობის, ტრადიციული მენტალობისა და დამოუკიდებლობის ღირებუ-ლებების არსებობა იძლევა მინიმიზაცია/მსგავსების ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამასთან, მინიმიზაცია/მსგავსება მით უფრო მეტად ვლინდება, რაც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ძალაუფლებისა და სტაბილურობის ღირებულებები.

სტაბილურობის, ტრადიციული მენტალობის, განვითარებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებების არსებობა იძლევა ზოგადკულტურულ მინიმიზაციას. ამასთან იგი მით უფრო ძლიერად ვლინდება, რაც უფრო სუსტია ძალაუფლების ღირებულება. მიმღებლობის ინტერკულტურული სენსიტიურობისა და ღირებულებათა სკალის

მონაცემთა რეგრესიული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მოდელი სტატისტიკურად სანდოა (R2 = .076, F(6) = 15.983, p = .000). გამოვლინდა მიმღებლობის ძალიან ძლიერი პრედიქტორული ღირებულება – განვითარება (β = .249, p = .000). იგი დისპერსიის 81,8%-ს ხსნის. გამოვლინდა აგრეთვე მეორე პრედიქტორიც – ძალაუფლება (β = – .099, p = .000), თუმცა მას უკუგავლენის ეფექტი აქვს მიმღებლობის ინტერკულტურულ სენსიტიურობაზე. ძალაუფლების ღირებულება ხსნის დისპერსიის 12,8%-ს.

მიმღებლობის ინტერკულტურული სენსიტიურობის ჩამოყალიბებასა და მის სიძლიერეს მაღალი ხარისხით განაპირობებს განვითარების ღირებულება. ძალაუფლების ღირებულება კი ამცირებს ინტერკულტურული სენსიტიურობის მიმღებლობის გამოვლენის სიძლიერეს.

ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განვითარების ღირებულების არსებობა იძლევა მიმღებლობის ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამასთან, მიმღებლობა უფრო მე-ტად ვლინდება იმ რესპონდენტებთან, ვისთვისაც ძალაუფლება ნაკლებად მნიშვნელოვანია.

გაცნობიერებული ადაპტაციის ინტერკულტურული სენსიტიურობისა და ღირებუ-ლებათა სკალის რეგრესიული ანალიზის შედეგად მიღებული მოდელი სტატისტიკურად სანდოა (R2 = .029, F(6) = 5.807, p = .000). გამოვლინდა გაცნობიერებული ადაპტაციის პრედიქტორული ღირებულებებიც: განვითარება (β = .129, p = .000), დამთმობლობა (β = .066, p = .022) და ძალაუფლება (β = – .086, p = .003). ამასთან, პირველი ორი პრედიქტორი დადებითი გავლენის მატარებელია, ხოლო ძალაუფლება კი – უარყოფითის. განვითარების ღირებულება ხსნის დისპერსიის 57.3%-ს, დამთმობლობის ღირებულება – 15%-ს, ძალა-უფლების ღირებულების უკუგავლენის ძალა კი 25.4%-ია.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გაცნობიერებული ადაპტაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის ჩამოყალიბებასა და მის სიძლიერეს მნიშვნელოვნად განაპირობებს განვითარების და დამთმობლობის ღირებულებები. ძალაუფლების ღირებულება კი ამცირებს ინტერკულტურული სენსიტიურობის გაცნობიერებული ადაპტაციის გამოვლენის სიძლიერეს. უნდა ითქვას, რომ ღირებულებათა იგივე ნაკრები წარმოადგენს გაუცნობი-ერებელი უარყოფის პრედიქტორს. განსხვავება ისაა, რომ გაცნობიერებული ადაპტაციის პრედიქტორთა ნაკრებში განვითარების ღირებულების წონა თითქმის სამჯერ უფრო მეტია, ძალაუფლების ღირებულების უკუგავლენა კი ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე გაუცნობიე-რებელი უარყოფის შემთხვევაში. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთნაირი დამ-თმობლობის ღირებულების ფონზე, საშუალოდ გამოხატული განვითარების და ასევე საშუალოდ გამოხატული ძალაუფლების ღირებულება განაპირობებენ გაუცნობიერებელი

70

უარყოფის დონის ინტერკულტურულ სენსიტიურობას, ხოლო ძლიერად გამოხატული განვითარების ღირებულება და სუსტად გამოხატული ძალაუფლების ღირებულება – გაცნობიერებულ ადაპტაციას.

პლურალიზმისა და ღირებულებათა სკალის რეგრესიული ანალიზის საფუძველზე მივიღეთ, რომ მოდელი სტატისტიკურად სანდოა (R2 = .112, F(6) = 25.804, p = .000). გამოვლენილი პრედიქტორული ღირებულებებიდან წამყვანია განვითარების ღირებულება (β = .307, p = .000). იგი დისპერსიის 80.4%-ს ხსნის. დანარჩენი ორი პრედიქტორული ღირებულება უარყოფითი გავლენის მქონეა. ესენია ტრადიციული მენტალობა (β = – .106, p = .000) და დამოუკიდებლობა (β = – .097, p = .000). ისინი ხსნიან დისპერსიის, შესაბამისად, 9.5%-ს და 8%-ს.

მიღებული შედეგებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პლურალიზმის ინტერკულ-ტურული სენსიტიურობის ჩამოყალიბებასა და მის სიძლიერეს მნიშვნელოვნად განა-პირობებს განვითარების ღირებულება. ტრადიციული მენტალობისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები კი ამცირებენ ინტერკულტურული სენსიტიურობის პლურალიზმის გამოვ-ლენის სიძლიერეს.

ამგვარად, ადაპტაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის საფეხურისათვის მივიღეთ, რომ: ერთი მხრივ, დამთმობლობისა და განვითარების ძლიერად გამოხატული ღირებუ-

ლებების არსებობა იძლევა გაცნობიერებული ადაპტაციის ინტერკულტურულ სენსიტი-ურობას. ამასთან, გაცნობიერებული ადაპტაცია მით უფრო მეტად ვლინდება, რაც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ძალაუფლების ღირებულება.

მეორე მხრივ, იმავე განვითარების ღირებულება დამოუკიდებლობისა და ტრა-დიციული მენტალობის სუსტად გამოვლენის პირობებში იძლევა პლურალიზმის ინტერკულტურულ სენსიტიურობას. კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციისა და ღირებულებების სკალის რეგრესიული

ანალიზის შედეგად მიღებული მოდელიც სტატისტიკურად სანდოა (R2 = .042, F(6) = 8.645, p = .000). გამოვლინდა სამი პრედიქტორული ღირებულება, ამასთან ერთი წარმოადგენს დადებითი ეფექტის მქონე პრედიქტორს, დანარჩენი ორი კი უარყოფითი გავლენის მატარებელია. აქაც, ისევე, როგორც ერთნორელატიური ფაზის დანარჩენ ორ სკალაზე, განვითარების ღირებულებას (β = .142, p = .000) აქვს მაღალი პრედიქტორული წონა. იგი ხსნის დისპერსიის 47,3%-ს. ძლიერი უკუგავლენა აქვთ სტაბილურობისა (β = – .105, p = .000) და ძალაუფლების (β = – .086, p = .003) ღირებულებებს. ისინი ხსნიან დისპერსიის, შესაბა-მისად, 26,1% და 17,5%-ს.

კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის სენსიტიურობის ჩამოყალიბებასა და მის სიძლიერეს მნიშვნელოვნად განაპირობებს განვითარების ღირებულება. სტაბილურობისა და ძალაუფლების ღირებულებები კი ამცირებენ ინტერკულტურული სენსიტიურობის კონ-კრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის გამოვლენის სიძლიერეს.

უნივერსალური ინტეგრაციის და ღირებულებების სკალის რეგრესიული ანალიზის შედეგად მიღებული მოდელიც სტატისტიკურად სანდოა (R2 = .057, F(6) = 12.747, p = .000). გამოვლინდა ორი პრედიქტორული ღირებულება: განვითარება (β = .216, p = .000, რო-

71

მელიც დისპერსიის 76.2%-ს ხსნის და სტაბილურობა (β = .078, p = .006), რომელიც დისპერსიის 9.8%-ს ხსნის.

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უნივერსალური ინტეგრაციის სენსიტიურობის ჩამოყალიბებასა და მის სიძლიერეს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს განვითარების ღირებულება. უნივერსალური ინტეგრაციის სენსიტიურობის ჩამოყალიბებაში მცირე წვლილი შეაქვს სტაბილურობის ღირებულებასაც.

ამგვარად, ინტეგრაციის ინტერკულტურული სენსიტიურობის საფეხურისათვის მივი-ღეთ, რომ: ერთი მხრივ, განვითარების ღირებულების არსებობა სტაბილურობისა და ძალაუფლე-

ბის ღირებულებების სუსტი გამოვლენის პირობებში იძლევა კონკრეტულ კულტუ-რასთან ინტეგრაციის ინტერკულტურულ სენსიტიურობას;

მეორე მხრივ, იგივე განვითარების ღირებულების სტაბილურობის ღირებულებასთან ერთად არსებობა იძლევა უნივერსალური ინტეგრაციის ინტერკულტურულ სენსი-ტიურობას.

72

5. კვლევის ძირითადი შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები

კვლევამ წარმოაჩინა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერ-

კულტურული სენსიტიურობის მნიშვნელოვანი ასპექტები. 1. ინტერკულტურული სენსიტიურობის უარყოფის სკალაზე მივიღეთ, რომ:

სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებში ინტერკულტურული სენსიტიურობის უარყოფის საფეხურზე ერთმანეთის მიმართ წამყვანია უარყოფა/სეპარატიზმი, ქართველების მიმართ კი – გაუცნობიერებელი უარყოფა.

აზერბაიჯანელი სტუდენტების სომხების მიმართ უარყოფა/სეპარატიზმი უფრო ძლიერია, ვიდრე სომეხი სტუდენტების მიერ აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი უარყოფა/სეპარატიზმი;

ქართველი სტუდენტების მიერ კულტურულ სხვაობათა გაუცნობიერებელი უარყოფისა და უარყოფა/სეპარატიზმის ერთნაირი მგრძნობელობაა გამოვლენილი სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ, თუმცა ორივე შემთხვევაში უარყოფა/სეპარატიზმი უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე – გაუცნობიერებელი უარყოფა; ბენეტის ინტერკულტურული სენსიტიურობის სკალის მიხედვით, გამოყოფილია

უარყოფის ორი საფეხური: უარყოფა/იზოლაცია და უარყოფა/სეპარატიზმი. ბენეტს მიაჩნია, რომ უარყოფა/იზოლაცია წარმოადგენს ინტერკულტურული სენსიტიურობის პირველ, ყველაზე დაბალ საფეხურს, რადგანაც იგი დამახასიათებელია იმათთვის, ვისაც არანაირი წარმოდგენა არ აქვს კულტურულ სხვაობათა არსებობის შესახებ სხვა კულტურათა წარმომადგენლებისაგან იზოლირებულად ცხოვრების გამო. ამავდროულად, იგი აღნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ეს საფეხური ძალიან იშვიათად ვლინდება, რადგანაც შეუძლებე-ლია კულტურული სხვაობებისაგან სრული იზოლაცია. უარყოფა/სეპარატიზმი სენსი-ტიურობის (უარყოფის) შემდგომი ქვესაფეხურია, რომელზეც ინდივიდი აშკარად, ცნობიერად ემიჯნება სხვა კულტურას და უარყოფს მას. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მიმაჩნია, რომ ამ კვლევაში გამოვლენილი გაუცნობიერებელი უარყოფა იმითაც განსხვავდება უარყოფა/იზოლაციისგან, რომ წარმოადგენს უარყოფა/სეპარატიზმის არა წინა, არამედ – შემდგომ საფეხურს. იგი გამოხატავს გარკვეულ „გამოსავალს“, რომელიც შეიძლება მოიძებნოს დაბალი ინტერკულტურული სენსიტიურობის პირობებში სხვა კულტურასთან თანაცხოვრების დროს. ასეა თუ ისე, უარყოფა/სეპარატიზმის ნეგატიური ნიშანი (დაპირის-პირება, გამიჯვნა) უფრო გამოხატულია, ვიდრე – გაუცნობიერებელი უარყოფისა და ამდენად, საინტერესოა ის, რომ უარყოფის ამ მეტად მკაფიო და მყარ პოზიციას სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები უფრო მეტად ერთმანეთის მიმართ ავლენენ, ხოლო ქარ-თველები კი – მათ მიმართ.

73

2. ინტერკულტურული სენსიტიურობის თავდაცვის სკალაზე მივიღეთ, რომ: სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მკაფიოდ გამო-

ხატული თავდაცვა/უნდობლობა ახასიათებთ. ქართველების მიმართ კი ორივე ჯგუფი თავდაცვა-უნდობლობას შედარებით ნაკლებად გამოხატავენ;

ქართველი სტუდენტების თავდაცვა/უნდობლობა უფრო მაღალია სომეხი სტუდენტების მიმართ, ვიდრე – აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმართ. ამასთან, ქართველ სტუდენტებს აზერბაიჯანელისადმი თითქმის ისეთივე უნდობლობის ინდექსი აქვს, როგორიც აზერ-ბაიჯანელებს – ქართველებისადმი, ხოლო სომხების მიმართ ქართველების თავდაც-ვა/უნდობლობა უფრო ძლიერად არის გამოხატული, ვიდრე სომხებისა – ქართველების მიმართ;

სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს ქართველების მიმართ თავდაცვა/რევერსი საკმაოდ ძლიერად აქვს გამოხატული, მაშინ როცა ამ ტიპის თავდაცვას ქართველი სტუდენტები შედარებით ნაკლები ინტენსივობით ავლენენ როგორც სომხების, ასევე აზერბაიჯანელების მიმართ. თავდაცვა/რევერსის და თავდაცვა/უნდობლობის სკალები კარგად ავლენენ

ქართველების, როგორც დომინანტური მოსახლეობის უპირატესობის განცდას. ამიტომაა, როგორც ჩანს, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს გამოხატული აქვთ თავდაცვა/რევერსი, მაშინ როცა ქართველები იმავეს არ ავლენენ მათ მიმართ. თავდაცვა/რევერსი – ეს არის უმცირესობაში მყოფი კულტურის თავდაცვის მექანიზმი. საინტერესოა, მივიღებდით თუ არა მსგავსს შედეგებს სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები სტუდენტების გამოკითხვისას? სავარაუდოდ, არა. უფრო მეტიც, ქართველს სტუდენტებს რომ მიეწოდოთ წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვლევაში იმ სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს ვგულისხმობთ, რომელებიც საკუთარ სამშობლოში ცხოვრობენ, მოსალოდნელია ქართველების მხრიდან განსხვავებული შეფასება. ამდენად, ვფიქრობ, რომ თანაცხოვრება (ერთ სახელმწიფოში ცხოვრება) და ამასთან დაკავშირებული სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალთა გადანაწილება განაპირობებს ერთი კულტურის წარმომადგენლის მეორის მიმართ გარკვეული ტიპისა და ინტენსივობის თავდაცვის გამოვლენას. ჩვენს შემთხვევაში, აქ მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მხრიდან ვლინდება თავდაცვა/რევერსი, რომელიც დომინანტურ მოსახლეობასთან გარკვეულწილად მორგების აუცილებლობით შეიძლება აიხსნას. ამავდროულად, ეს პროცესი შესაძლებელია ცნო-ბიერად ან გაუცნობიერებლად მიმდინარეობდეს სოციალური ნორმებისა და საზოგადოების წამყვანი ღირებულებების ზეგავლენით.

ამგვარად, საქართველოში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ცდილობენ „თავი დაიცვან“ იმით, რომ ქართველი მოიწონონ, მიიღონ მისი წეს-ჩვეულებები, ისწავლონ მისგან და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ „ქართველების მსგავსნი“ გახდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ცდილობენ ძირითადი პარამეტრების მიხედვით იყვნენ ისეთივენი, როგორიც დანარჩენი საზოგადოებაა.

74

3. ინტერკულტურული სენსიტიურობის მინიმიზაციის სკალაზე მივიღეთ, რომ: სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი

მინიმიზაცია/მსგავსება საკმაოდ დაბალია. ქართველების მიმართ მათი მინიმიზა-ცია/მსგავსება ორჯერ უფრო ძლიერადაა გამოხატული. ქართველ სტუდენტებს კი სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ მსგავსება/მინიმიზაციის ინდექსები ერთნაირი და შედარებით დაბალი აქვთ;

სამივე ეროვნების სტუდენტებისთვის განსაკუთრებით ძლიერად არის გამოხატული ზოგადკულტურული მინიმიზაცია, რაც, როგორც ჩანს, საერთო კავკასიურ კულტურასთან იდენტიფიკაციის შედეგია. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ არსებობს გარკვეული სოციალურ-ფსიქო-

ლოგიური დისტანცია ერთი მხრივ, ქართველ სტუდენტებსა და მეორე მხრივ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შორის. ამასთან სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებში გამოკვეთილია ქართველებთან ამ დისტანციის შემცირების აშკარა ტენდენცია. ქართველი სტუდენტები კი, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით უფრო ინერტულები არიან.

მეორე მხრივ, კვლევა გვიჩვენებს სამივე კულტურის სტუდენტთა იდენტობისა და მსგავსების საერთო პლატფორმას: სომეხი, ქართველი და აზერბაიჯანელი სტუდენტების შეხედულებათა თანხვედრა-თანაკვეთა საერთო კავკასიურ კულტურასთან არის დაკავში-რებული. ამდენად, გაერთიანება და თანხვედრა შესაძლებელია ისეთი ზოგადკულტურული ქუდის ქვეშ, როგორიცაა, კავკასიური კულტურა, ფასეულობები, ღირებულებები და წეს-ჩვეულებები. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ ერთმანეთის მი-მართ გამოვლენილი ზოგადკულტურული მინიმიზაციის მაღალი დონე ცნობიერების სწორედ ასეთ თანხვედრაზე მიუთითებს. ამდენად, მინიმიზაციის სკალაზე მიღებული ეს შედეგი გარკვეული ნიშნით გამოვლენილი იდენტობის მაჩვენებელია. იგი ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული მგრძნობელობის განვითარების ნაყო-ფიერი ნიადაგი და შესაბამისად, მათი თანაცხოვრების ერთ-ერთი მეტად საგულისხმო საფუძველია.

4. ინტერკულტურული სენსიტიურობის მიმღებლობის სკალაზე მივიღეთ, რომ: სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ქართველების მიმართ მიმღებლობა ძალიან

ძლიერად არის გამოხატული, ერთმანეთის მიმართ კი – საშუალოზე ნაკლებად. ქართველ სტუდენტთა მიმღებლობის დონე ერთნაირი და საკმაოდ მაღალია, როგორც

სომხების, ასევე – აზერბაიჯანელების მიმართ. სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს მიმღებლობა ქართველის მიმართ რომ საკმაოდ

მაღალი აქვთ, ესეც მათი მხრიდან თანაცხოვრების მზაობაზე მიუთითებს და საკმაოდ ოპტიმისტურ საფუძველს ქმნის კულტურათაშორისი სენსიტიურობის დონის ამაღლე-ბისთვის, ინტეგრაციისთვის. ასე ძლიერად გამოხატული არ არის, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია ქართველ სტუდენტთა მიმღებლობა სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმართ. ყურადსაღებია ისიც, რომ არც სომხებისა და აზერბაიჯანელების ერთმანეთის მიმ-ღებლობის დონეა ძალიან დაბალი (თუმცა აზერბაიჯანელების მიმღებლობა სომხების მიმართ უფრო დაბალია, ვიდრე სომხებისა – აზერბაიჯანელების მიმართ). აღსანიშნავია

75

ისიც, რომ ეს დამოკიდებულება გამოვლინდა წინასწარი კვლევის დროსაც – ინტერვიუებსა და ფოკუსირებულ დისკუსიებში.

5. ინტერკულტურული სენსიტიურობის ადაპტაციის სკალაზე მივიღეთ, რომ: სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ გამოვლენილი

გაცნობიერებული ადაპტაცია საკმაოდ მაღალია, ერთმანეთის მიმართ კი – საკმაოდ დაბალი;

ქართველი სტუდენტების გაცნობიერებული ადაპტაციის დონე სომხებისა და აზერბაიჯა-ნელების მიმართ ერთნაირია და საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული (საშუალოზე ოდნავ დაბალია);

აზერბაიჯანელ სტუდენტთა პლურალიზმის ინდექსები ქართველებსა და სომხებთან შედარებით დაბალია, თუმცა სამივე ეროვნების რესპონდენტებთან იგი საკამოდ ძლიერად არის გამოხატული; აღსანიშნავია, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ერთმანეთის მიმართ

გამოვლენილი გაცნობიერებული ადაპტაცია ორჯერ ნაკლებია პლურალიზმზე; ქართველის მიმართ გაცნობიერებული ადაპტაციისა და პლურალიზმის ინდექსები კი ერთნაირად მაღალია. ამგვარი მონაცემები, ჩემი აზრით, იმით არის გამოწვეული, რომ კონსტრუქტი, რომელიც პლურალიზმს გამოხატავს, უფრო ზოგადია, ხოლო გაცნობიერებული ადაპტაციის კონსტრუქტი კი – უფრო კონკრეტული. ამის გათვალისწინებით, პლურალიზმი უფრო მეტად ადაპტაციისადმი ზოგად მზაობას ან მის ზოგად იდეას უნდა გამოხატავდეს. სწორად ამით შეიძლება აიხსნას აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტების ძლიერად გამოხატული პლურალიზმი მცირედ გამოხატულ გაცნობიერებულ ადაპტაციასთან კომპლექსში. ნიშანდობლივია, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ქართველების მიმართ გაცნობიერებული ადაპტაცია და პლურალიზმი თითქმის ერთნაირია. ეს კი ქართველებთან მათი ადაპტაციის რეალურ მზაობაზე უნდა მიუთითებდეს. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ, არც ქართველი სტუდენტების მონაცემებია ძალიან დაბალი. თუმცა, მთელ კვლევაში ჩანს, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ქართველის მიმართ უფრო მეტად სენსიტიურია, ვიდრე ქართველი სტუდენტები მათ მიმართ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართველი სტუდენტები ნაკლებად სენსიტიურები არიან სომხებისა და აზერბაიჯანელების კულტურული სხვაობებისადმი და ნაკლებად ზრუნავენ მათთან ადაპტაციაზე. ესეც იმით უნდა აიხსნას, რომ ქართველი დომინანტური ერია საქართველოში. იგი თავის თავს ქვეყნის პატრონად მიიჩნევს, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სომეხსა და აზერბაიჯანელს – ე.წ. „სხვად“ და შესაბამისად, ნაკლებად ფიქრობს, ან „არ თვლის საჭიროდ“, რომ იზრუნოს ადაპტაცია-ინტეგრაციაზე.

მნიშვნელოვანია, მონაცემები გაანალიზდეს დეკლარირებული და რეალური ქცევის ჭრილშიც. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, პლურალიზმი დაკავშირებულია სწორედ დეკლარირებულთან, იმასთან, რაც მიღებულია, რაც წესიერებასთან ან შინაგან წესრიგთან არის დაკავშირებული (მაგ.: ტრადიციული კავკასიური კულტურა, მენტალობა). ეს არის კულტურა, რომლის დემონსტრირებასაც ვახდენთ, ეს არის კულტურა „სხვებისთვის“, ხოლო გაცნობიერებული ადაპტაცია კი არის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული. საინტე-რესოა, რომ ეს ე.წ. დეკლარირებული „ფასადური“ ადაპტაცია ყველაზე მაღალი აქვს

76

ქართველ სტუდენტებს. შესაძლებელია, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი, როგორც დომი-ნანტური კულტურის წარმომადგენლები „აცნობიერებენ“ და იღებენ მეტ პასუხისმგებლობას ადაპტაციაზე. თუმცა, ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ამ პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს, სამივე ეროვნების ახალგაზრდები აცნობიერებენ. განსხვავება ისაა, რომ სომხებისა და აზერბაიჯანელების ე.წ. ზოგადი ადაპტაცია, ანუ პლურალიზმი, თითქმის ემთხვევა რეალურ, ანუ გაცნობიერებულ ადაპტაციას ქართველის მიმართ. სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ერთმანეთის მიმართ „დეკლარირებული“ ადაპტაცია კი არის მაღალ დონეზე, მაგრამ რეალობა, როგორც ჩანს, სხვაგვარია, ანუ გაცნობიერებული ადაპტაცია დაბალია, ხოლო „დეკლარირებული“, ე.წ. მიღებული – მაღალი. ეს მაინც არ არის ცუდი შედეგი, რადგანაც კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების შეთხვევაში, არსებობს ერთმანეთის მიმართ ინტერკულტურული სენსიტიუ-რობის ადაპტაციის, თუნდაც, „დეკლარირებულის“, მაღალი მზაობა, რომელიც შეიძლება იყოს რეალური ადაპტაციის დონის მომატების საფუძველი, ცხადია, შესაბამისი სიტუაციისა და პირობების შექმნის შემთხვევაში.

იგივე სურათია ქართველების შემთხვევაშიც. მართალია, გაცნობიერებული ადაპტაცია ისეთი მაღალი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ პლურალიზმის ინდექსები საკმაოდ მაღალია, იმაზე მიანიშნებს, რომ არსებობს ადაპტაციისადმი მზაობის გარკვეული ზოგადი კონსტრუქტი, რომელზეც შესაძლებელია დაშენდეს რეალური ადაპტაცია.

6. ინტერკულტურული სენსიტიურობის ინტეგრაციის სკალაზე მივიღეთ, რომ: სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია

მაღალია ქართველების მიმართ, ხოლო ერთმანეთის მიმართ კი – დაბალი. კერძოდ, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ქართველების მიმართ გამოხატული კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია თითქმის ორ-ნახევარჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე – ერთმანეთის მიმართ;

ქართველი სტუდენტების სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმართ გამოხატული კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაციის ინდექსები კი ერთნაირია და საშუალოზე დაბლია;

უნივერსალური ინტეგრაციის სკალაზე ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ გამოვლენილია მაღალი, თითქმის ერთნაირი მაჩვენებლები;

სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ქართველის მიმართ გამოვლენილი კონკრე-ტულ კულტურასთან ინტეგრაციისა და უნივერსალური ინტეგრაციის ინდექსები, ფაქტობ-რივად, ერთნაირია, ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია კი თითქმის ორ-ნახევარჯერ ნაკლებია უნივერსალურ ინტეგრაციაზე;

ქართველი სტუდენტების შემთხვევაში კი კონკრეტულ კულტურასთან უნივერსალური ინტეგრაციის ინდიკატორები ორივე კულტურისადმი ერთნაირად მაღალია, კონკრეტულ კულტურასთან ინტეგრაცია კი საშუალოდ არის გამოხატული. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, ინტეგრაციის უფრო ზოგად

ცნებასთან და მასთან დაკავშირებულ ფასეულობასთან, ხოლო მეორე მხრივ, კი უფრო კონკრეტულ კონსტრუქტთან, რომელიც კონკრეტული კულტურისადმი ადაპტაციის გამომ-ხატველია. სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ ინტეგ-

77

რაციის სკალაზე გამოვლენილი მაღალი მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს დასკვნას, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიურობა ქართველების მიმართ საკამოდ კარგად არის განვითარებული. ეს კი, შესაბამისი სწორი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პირობებში კეთილსაიმედო ნიადაგს ქმნის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის.

ინტერკულტურული სენსიტიურობის საერთო სურათის მიხედვით მივიღეთ, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ერთმანეთის მიმართ გამოხატული ინტერკულ-ტურული სენსიტიურობის მაღალი მაჩვენებლები დაკავშირებულია უფრო ზოგადი, აბსტრაქტული კატეგორიების შესატყვის კონსტრუქტებთან. კონკრეტულ კულტურასთან ან კონტექსტთან მეტად მიბმული კონსტრუქტები კი საკმაოდ მწირად არის გამოხატული. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ვფიქრობ, აქ ვლინდება ე.წ. ორი ტიპის სენსიტიურობის არსებობა. ერთი – ეს არის ზოგადი კატეგორია, რომელსაც ზოგადი შეხედულებების, აბსტრაქტული ან დეკლარირებული ცოდნის სახე აქვს, ხოლო მეორე – კი კონკრეტულ სიტუაციასთან, კონკრეტულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტთან მიმართებით არსებობს და კონკრეტულ ქმედებებში ვლინდება.

ამდენად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტების მხრიდან საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, ერთმანეთის მიმართ მცირედ განვითარებულ კულ-ტურულ სხვაობათა მიმღებლობასთან და მეორე მხრივ, კი ძლიერად გამოხატულ ინტერ-კულტურული სენსიტივობის გამოვლენის აუცილებლობის ზოგად, დეკლარირებულ იდეასთან.

ქართველებთან მიმართებით კი სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მხრიდან ძლიერად არის გამოხატული როგორც ზოგადი, ასევე ეთნორელატიური ფაზის შესატყვისი და კონკრეტულ სიტუაციასთან, კონტექსტთან დაკავშირებული სკალებიც. ეს კი სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ ქართველების მიმართ აშკარა ეთნორელატიური განწყობების არსებობაზე მიუთითებს.

ინტერკულტურული სენსიტიურობის საერთო სურათის მიხედვით, ქართველ სტუდენ-ტებთან სომხების და აზერბაიჯანელების მიმართ წამყვანია ე.წ. ზოგადი, აბსტრაქტული კონსტრუქტების შესატყვისი სკალები. ძლიერი კონსტრუქტია მიმღებლობაც, რომელიც ეთნორელატიურ ფაზას ეკუთვნის და შესაბამისად, ქართველ სტუდენტთა სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის განვითარების შედარებით მაღალ დონეზე მიუთითებს, თუმცა არსებობს მკაფიოდ გამოხატული უარყოფა-სეპარაციის ტენდენციაც.

სომეხ, ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის ყველა სკალის მიხედვით საერთო სურათის განხილვამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ მათი ინტერკულტურული სენსიტიურობა ერთმანეთის მიმართ განსხვავებულია. ამას-თან, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს ინტერკულტურული სენსიტიურობა უფრო მეტად აქვთ განვითარებული ქართველების მიმართ, ვიდრე – ერთმანეთის მიმართ. აშკარაა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი საქართველოში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ინტერკულტურულ სენსიტიურობაზეც აისახა.

78

მეორე მხრივ, ქართველების მიმართ სენსიტიურობის მაღალი დონე ეთნიკური უმცირესობის დომინანტურ მოსახლეობასთან მორგების, ადაპტაციის მზაობის მაჩვენებელია.

საინტერესო შედეგებია მიღებული ქ. თბილისისა და ქ. ახალციხის სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიურობის შედარების საფუძველზე: ქ. თბილისის სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიურობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე – ქ. ახალციხის სტუდენტებისა. აღსანიშნავია, რომ ეს კანონზომიერება ზოგადად მუშაობს როგორც ქარ-თველ, ასევე სომეხ სტუდენტთა შემთხვევაში. სავარაუდოა, რომ თბილისის სტუდენტთა უფრო განვითარებული სენსიტიურობა დაკავშირებულია თბილისში არსებულ უფრო ფარ-თო მულტიკულტურულ გარემოსთან და საზოგადოების მეტად განვითარებულ სამოქა-ლაქო ცნობიერებასთან.

კვლევამ, აგრეთვე, გამოავლინა, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ბაკალავრიატის სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიურობის დონე მკვეთრად გაზრდილია ენის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებთან შედარებით. ამდენად, პროგრამას „ერთი პლუს ოთხი“ დადებითი ზეგავლენა აქვს სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის განვითარებაზე. ასე რომ, ამ პროგრამის განვითარება და შემდგომი მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის.

ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ღირებულებებისა და ინტერ-კულტურულ სენსიტიურობასთან ამ ღირებულებების კავშირის კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ: ქართველ სტუდენტთა ღირებულებებში წამყვანია განვითარება, ყველაზე ნაკლებ

მნიშვნელოვანი კი – ტრადიციული მენტალობა. სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებთან ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ძალაუფლება, ხოლო ყველაზე მეტად მნიშვნე-ლოვანია სტაბილურობა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათთვის განვითარება თითქმის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი სტუდენტებისთვის;

ძალაუფლების ღირებულების არსებობა განაპირობებს უარყოფა/სეპარატიზმის ინტერკულტურულ სენსიტიურობას;

ტრადიციული მენტალობის მკაფიოდ გამოხატული ღირებულება, განვითარებისა და დამთმობლობის ღირებულებებთან ერთად, იძლევა გაუცნობიერებელი უარყოფის ინტერკულტურულ სენსიტიურობას და ეს უკანასკნელი მით უფრო მეტად არის გამო-ხატული, რაც უფრო სუსტია ძალაუფლების ღირებულება;

ტრადიციული მენტალობის და სტაბილურობის ღირებულებების არსებობა იძლევა თავდაცვა/უნდობლობის ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამასთან, უნდობლობა მით უფრო მეტად ვლინდება, რაც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია განვითარების ღირე-ბულება;

განვითარებისა და ტრადიციული მენტალობის ღირებულებების არსებობა იძლევა თავდაცვა/რევერსის ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამასთან, თავდაცვა-რევერსი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია ძალაუფლების ღირებულება;

დამთმობლობის, ტრადიციული მენტალობისა და დამოუკიდებლობის ღირებულებების არსებობა იძლევა მინიმიზაცია/მსგავსების ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამასთან,

79

მინიმიზაცია/მსგავსება მით უფრო მეტად ვლინდება, რაც უფრო ნაკლებად მნიშვნელო-ვანია ძალაუფლებისა და სტაბილურობის ღირებულებები;

სტაბილურობის, ტრადიციული მენტალობის, განვითარებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებების არსებობა იძლევა ზოგადკულტურულ მინიმიზაციას. ამასთან, იგი მით უფრო ძლიერად ვლინდება, რაც უფრო სუსტია ძალაუფლების ღირებულება;

განვითარების ღირებულების არსებობა იძლევა მიმღებლობის ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამასთან, მიმღებლობა უფრო მეტად ვლინდება იმ რესპონდენტებთან, ვისთვისაც ძალაუფლება ნაკლებად მნიშვნელოვანია;

დამთმობლობისა და განვითარების ძლიერად გამოხატული ღირებულებების არსებობა იძლევა გაცნობიერებული ადაპტაციის ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამასთან, გაცნობიერებული ადაპტაცია მით უფრო მეტად ვლინდება, რაც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ძალაუფლების ღირებულება;

განვითარების ღირებულება დამოუკიდებლობისა და ტრადიციული მენტალობის სუსტად გამოვლენის პირობებში იძლევა პლურალიზმის ინტერკულტურულ სენსტიუ-რობას;

განვითარების ღირებულების არსებობა სტაბილურობისა და ძალაუფლების ღირებუ-ლებების სუსტი გამოვლენის პირობებში იძლევა კონკრეტულ კულტურასთან ინტეგ-რაციის ინტერკულტურულ სენსიტიურობას;

განვითარების ღირებულების სტაბილურობის ღირებულებასთან ერთად არსებობა იძლევა უნივერსალური ინტეგრაციის ინტერკულტურულ სენსიტიურობას. ამგვარად, სტუდენტთა ღირებულებების კვლევამ გამოვლინა, რომ განვითარების

ღირებულება მეტად წონადია როგორც ქართველი, ასევე სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის. მეორე მხრივ, ღირებულებებისა და ინტერკულტურული სენსტიურობის კავშირის შესწავლამ გვიჩვენა, რომ განვითარების ღირებულება წარმოადგენს ინტერკულ-ტურული სენსიტიურობის ეთნორელატიური გამოვლინების ერთ-ერთ უმთავრეს განმა-პირობებელ ფაქტორს. ამდენად, განვითარების ღირებულების მხარდაჭერა და შემდგომი გაძლიერება – ახალგაზრდებისთვის ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის პირობების წარმოჩენა და განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის განვითარებას და შესაბამისად, მათ ინტეგრაციას ქართული სახელმწიფოს ერთიან სივრცეში.

80

ლიტერატურა

1. გაბუნია, კახა, ლია ეზუგბაია & ჭაბუკი ქირია 2010. ლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე

საქართველოში. თბილისი: საიმედო.

2. გედევანიშვილი, ირინე, მზია წერეთელი & მარიამ შურღაია 2011. ინტერკულტურული

მგრძნობელობის გაზომვა ქართველ სტუდენტებში. ბილინგვური განათლება, 5, 2-9.

3. თოფჩიშვილი, როლანდ 1999. საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა,

კრ.: ქართველური მემკვიდრეობა. ქუთაისი: სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომ-

ცემლობა.

4. მელიქიშვილი, ლია (რედ.) 1998. კონფლიქტური სიტუაცია პოლიეთნიკურ

საზოგადოებაში. თბილისი: მწიგნობარი.

5. მელიქიშვილი, ლია (რედ.) 2011. სოციალური უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტები

პოლიეთნიკურ საზოგადოებაში, ეთნოუმცირესობები და სამოქალაქო საზოგადოება

ქვემო ქართლში. თბილისი: მწიგნობარი.

6. ხარშილაძე, მაკა 2004. ეთნიკურ სტერეოტიპთა თავისებურებების საკითხისათვის,

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, 1, 189-191.

7. წერეთელი, მზია 2010. წალკის რაიონში არსებული ჯგუფთაშორისი ურთიერთობების

ფსიქოლოგიური თავისებურებების საკითხისთვის, ბილინგვური განათლება, 2, 21-29.

8. წერეთელი, მზია & ირინე გედევანიშვილი 2011. ქართველს სტუდენტთა აფხაზების

მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის გაზომვა. ბილინგვური განათლება, 6, 9-17

9. Bennett, J. Milton 1991. Developing Intercultural Sensitivity. Training and Culture Newsletter,

3(5), 4-16.

10. Bennett, J. Milton 1993. Towards Ethnorelativism: A Development Model of Intercultural Sensi-

tivity. In: Piage M.R (ed.) Education for the Intercultural Experience. Yarmouth ME: Intercultural

Press.

11. Bennet, J. Milton 1994. A Developmental Model of Intercultural Sensitivity. Perry Network

Newsletters, 16(1), 6-7

81

12. Bennett, J. Milton 2004. Becoming Interculturally Competent. In: Wurzel J. (ed.) Toward Multi-

culturalism: A reader in Multicultural Education. 2nd ed. Newton MA: Intercultural Resources

Corporation.

13. Bhawuk, P.S. Dharm & Richard Brislin 1992.The Measurement of Intercultural Sensitivity Using

the Concepts of Individualism and Collectivism. International Journal of Intercultural Rela-

tions,16, 413-436.

14. Blue, Janet, Suraj Kapoor & Mark Comadena 1996-7. Using Cultural Values as a Measure of

Intercultural Sensitivity. Intercultural Communication Studies, 6 (2), 77-93.

15. Chen, Guo-Ming 1997. A Review of the Concept of Intercultural Sensitivity. Presented at the Bi-

ennial Convention of the Pacific and Asian Communication Association, Honolulu, HI.

16. Cieciuch, Jan & Eldad Davidov 2012. A Comparison of the invariance properties of the PVQ-

40 and PVQ-21 to measure the human values across German and Polish Samples. Survey Re-

search Methods, 6(1), 37-48.

17. Dobewall, Henrik & Micha Stack 2011. Cultural Values Differences, Value Stereotypes, and Di-

verging Identities in Intergroup Conflicts: The Estonian Example. International Journal of Con-

flict and Violence, 5(1), 211-223.

18. Kupka, Bernd, Andere M. Everett, Lynne Walters, Tim Walters, Andera Graf, L. Brooks Hill,

Carley Dodd & Jurgen Bilten 2009.The Intercultural Communication Motivation Scale: An in-

strument to Assess Motivational Training Needs of Candidates for International Assignments.

Human Resource Management, 48(5), 717-744.

19. Olson, Chista L. & Kent R. Kroeger 2001. Global Competency and Intercultural Sensitivity.

Journal of Studies in International Education, 5(2), 116-137.

20. Parks, Laura & Russell P. Guay 2009. Personality, values and motivation. Personality and Indi-

vidual Differences, 47, 675-684.

21. Penbek, Sebnem, Dicle Yurdakul & Guldem A. Cerit 2009. Intercultural Communication Com-

petence: A Study about the Intercultural Sensitivity of University Students Based of their Educa-

tion and International Experiences. European and Mediterranean Conference on Information Sys-

tems 2009. Crowne Plaza Hotel, Izmir.

22. Portalla, Tamra &Giu-Ming Chen 2010. The Development and Validation the Intercultural Ef-

fectiveness Scale. Intercultural Communication Studies, 19(3), 21-37.

23. Rokeach, Milton 1973. The Nature of human values. New York: Free Press.

24. Schwartz, H. Shalom 1999. A Theory of Cultural Values and Some Implications for Work. Ap-

plied Psychology: An International Review, 48 (1), 23-47

82

25. Schwartz, H. Shalom 2012. An Overview of the Schwartz Theory of Basic Values. Online

Readings in Psychology and Culture, 2(1),12. http://dx.doi.org/10.97.07/2307-0919.1116.

26. Schwartz, H. Shalom & Anat Bardi 1997. Influences of Adaptation to Communist Rule on

Values Priorities in Eastern Europe. Political Psychology, 18(2), 385-410.

27. Schwartz, H. Shalom, Gila Melech, Arielle Lehmann, Steven Burgess, Mari Harris & Viski

Owens 2001. Extending the cross-cultural validity of the theory of basic human values with a

different method of measurement. Journal of Cross-Cultural Psychology, 32 (5), 519-532.

28. Sinicrope, Castle, Jone Norris, & Yukiko Watanabe 2007. Understanding and Assessing In-

tercultural competence: A summary of Theory, Research, and Practice (Technical Report for

the Foreign language program evaluation project), Second Language Studies, 26(1), 1-58.

29. Spitzberg, Brian H. & Gabrielle Changnon 2009. Conceptualizing Intercultural Competence. In:

Darla K. Deardorff (ed.) The Sage Handbook of Intercultural Competence. California: Sage Publi-

cations.

30. Tsereteli, Mzia 2008. Teachers' Attitudes and Values in Multicultural Regions of Georgia. Acta et

commentationes colegii Narovenis, 9(2), 209-215.

31. Церетели Мзия 2006. Сравнительный Анализ Гендерно-Ролевых Идеологий Представите-

лей Различных Религий (на примере Грузии). В: Ирина Тартаковская (ред.) Гендерные ис-

следования. Москва: Вариант.

83

დანართი #1 – ანკეტის ნიმუში (ეთნიკურად ქართველი რესპონდენტისთვის)

მოგესალმებით, ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომლის მიზანიც არის ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შორის დამოკიდებულებების და ურთიერთობების ასახვა. გთხოვთ, გულახდილად უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს და ინსტრუქციის მიხედვით შეაფასოთ დებულებები. მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისთვის. Q1. სქესი

1. მდედრობითი 2. მამრობითი

Q2. დაბადების წელი _______ Q3. რა ეროვნების ხართ?

1. ქართველი 2. სომეხი 3. აზერბაიჯანელი

Q4. რომელ უნივერსიტეტში სწავლობთ?

1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

Q5.რომელ კურსზე ხართ?

1. მოსამზადებელ კურსზე 2. I კურსზე 3. II კურსზე 4. III კურსზე 5. IV კურსზე (თუ ხართ მოსამზადებელ კურსზე, Q6 კითხვა გამოტოვეთ და გადადით Q7.1კითხვაზე)

84

Q6. რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ? 1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 5. მედიცინის ფაკულტეტი 6. იურიდიული ფაკულტეტი 7. სხვა ____________________________

Q7. თქვენს მეგობრებს შორის რამდენია: ქართველი _______ (ჩაწერეთ)

სომეხი _________ (ჩაწერეთ)

აზერბაიჯანელი______ (ჩაწერეთ)

Q8.1 რამდენად კარგად იცით შემდეგი ენები? (შეაფასეთ შესაბამისი ქულით)

საერთოდ არ ვიცი

არ ვიცი საშუალოდ

ვიცი კარგად ვიცი

ძალიან კარგად ვიცი

აზერბაიჯანული 1 2 3 4 5 სომხური 1 2 3 4 5 ქართული 1 2 3 4 5 Q8.2 კიდევ რომელი ენები იცით? (შესაძლოა რამდენიმე პასუხი)

1. რუსული 2. გერმანული 3. ინგლისური 4. ფრანგული 5. სხვა ________________________

Q9. რომელია თქვენი მშობლიური ენა?

1. აზერბაიჯანული 2. სომხური 3. ქართული 4. რუსული

Q10. რა ენაზე საუბრობთ ოჯახში? (შესაძლოა რამდენიმე პასუხი)

1. აზერბაიჯანულად 2. სომხურად 3. ქართულად 4. რუსულად

85

Q11. გყოლიათ ან გყავთ თუ არა შემდეგი ეროვნების წარმომადგენელი ჯგუფში? (შესაძლოა რამდენიმე პასუხი)

1. სომეხი 2. აზერბაიჯანელი 3. არცერთი 4. სხვა __________

ქვემოთ მოცემულია დებულებები, რომლებიც ასახავს თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი

და სხვა კულტურების მიმართ.

დებულებები ფასდება 1-დან 5-მდე, სადაც:

1 ნიშნავს „საერთოდ არ ვეთანხმები“

2 – „არ ვეთანხმები“

3 – „ნაწილობრივ ვეთანხმები, ნაწილობრივ – არა“

4 – „ვეთანხმები“

5 – „სრულიად ვეთანხმები“.

მაგალითად, თუ დებულებას: „ქართული კულტურა ძალიან განსხვავდება ჩვენი

კულტურისაგან.”- სრულიად ეთანხმებით და ის ზუსტად გამოხატავს თქვენს აზრს,

შემოხაზეთ „5“, თუ ეთანხმებით, შემოხაზეთ „4“, თუ ნაწილობრივ ეთანხმებით, ნაწილობრივ

-არა – „3“, თუ არ ეთანხმებით – „2“, ხოლო, თუ სრულიად არ ეთანხმებით – „1“

1 2 3 4 5

სრულიად არ ვეთანხმები

არ ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები,

ნაწილობრივ – არა ვეთანხმები

სრულიად ვეთანხმები

M.28 კულტურული განსხვავების მიუხედავად, კავკასიელებს საერთო ინტერესები გვქვს.

1 2 3 4 5

M.33 არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კულტურის წარმომადგენელი ხარ, ადამიანები ძირითადად ერთნაირები არიან.

1 2 3 4 5

I.37 მე შემიძლია ნებისმიერ სიტუაციას სხვადასხვა კულტურული პოზიციიდან შევხედო.

1 2 3 4 5

I.83 ურთიერთობისას ჩემთვის პიროვნული თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – ეთნიკური წარმომავლობა.

1 2 3 4 5

I.61 ჩემი შეხედეულებები ჩამოყალიბდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად.

1 2 3 4 5

I.95 კონფლიქტურ სიტუაციაში მე შემიძლია ვესაუბრო სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს და ვიპოვო გამოსავალი.

1 2 3 4 5

M.98 ყველა კულტურაში შეხვდები "კარგ" და "ცუდ" ადამიანებს. 1 2 3 4 5

86

AD.103 მიუხედავად იმისა, რომ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ვფიქრობ, რომ მათ თანაცხოვრება შეუძლიათ.

1 2 3 4 5

I.7 მომწონს, რომ საქართველოში ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

1 2 3 4 5

SDF.2 სომეხ ახალგაზრდებთან ურთიერთობის შემდეგ უფრო მეტად მომწონს ჩემი ხალხი.

1 2 3 4 5

SAD.5 სიამოვნებით ვმეგობრობ სომხებთან. 1 2 3 4 5 SA.9 მინდა კარგად ვიცნობდე სომხურ კულტურას. 1 2 3 4 5 SAD.17 თავს კომფორტულად ვგრძნობ სომხებთან ურთიერთობისას. 1 2 3 4 5

SM.21 მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სომხებისგან მხოლოდ ენით განვსხვავდებით.

1 2 3 4 5

SI.24 მე მჯერა, რომ სომხების შეხედულებები ისეთივე სწორია, როგორიც – ჩემი.

1 2 3 4 5

SAD.26 როცა სომხებთან ვურთიერთობ, ვცდილობ თავი მათი კულტურის წევრად წარმოვიდგინო.

1 2 3 4 5

SDF.29 კავკასიურ კულტურებში სომხური კულტურა გამორჩეულია. 1 2 3 4 5

SD.30 სომხური კულტურის გაცნობისთვის ჩემთვის საკმარისია მათ ხელოვნებას და მუსიკას გავეცნო.

1 2 3 4 5

SAD.35 ვცდილობ ვისწავლო მეტი სომხების შესახებ, რადგან ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

1 2 3 4 5

SI.36 გარკვეულ სიტუაციებში შემიძლია თავი სომეხის ადგილზე წარმოვიდგინო.

1 2 3 4 5

SA.39 პატივს ვცემ სომხების რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. 1 2 3 4 5 SD.43 არ ვიცნობ სომხურ კულტურას. 1 2 3 4 5 SM.45 ჩვენ და სომხებს ბევრი საერთო ტრადიცია გვაქვს. 1 2 3 4 5 SA.46 ჩემთვის საინტერესოა სომხებთან ურთიერთობა. 1 2 3 4 5 SI.48 სომეხთან ქორწინება ჩემთვის მისაღებია. 1 2 3 4 5 SAD.50 სომხებთან ურთიერთობაში გახსნილი და გულღია ვარ. 1 2 3 4 5

SA.51 სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას სომხურ დღესასწაულებში.

1 2 3 4 5

SD.54 სომხები თავისთვის ცხოვრობენ, ჩვენ – ჩვენთვის. 1 2 3 4 5 SD.55 მე არ მაინტერესებს სომხები. 1 2 3 4 5

SAD.59 მე შემიძლია შევინარჩუნო ჩემი ღირებულებები სომხებთან ურთიერთობაში.

1 2 3 4 5

SI.60 ჩემში აღფრთოვანებას იწვევს სომხური კულტურა. 1 2 3 4 5 SD.66 ჩვენსა და სომხებს შორის თითქმის ვერ ვამჩნევ განსხვავებას. 1 2 3 4 5 SDF.67 სომხები ყოველთვის გვეჯიბრებიან. 1 2 3 4 5

SM.68 სომხებსა და ჩვენს შორის უფრო მეტ მსგავსებას ვამჩნევ, ვიდრე – განსხვავებას.

1 2 3 4 5

SA.69 მინდა რომ უფრო კარგი ურთიერთობა მქონდეს სომხებთან. 1 2 3 4 5 SAD.70 ადვილად შემიძლია შევიდე ურთიერთობაში სომეხთან. 1 2 3 4 5

87

SI.71 მე სიამოვნებას ვიღებ სომეხთან ურთიერთობით. 1 2 3 4 5

SI.72 ზუსტად ისევე შემიძლია სომეხთან ურთერთობა, როგორც ჩემი ეროვნების წარმომადგენელთან.

1 2 3 4 5

SAD.73 სომეხთან ვითანამშრომლებდი. 1 2 3 4 5 SA.74 სომხებს პატივი უნდა ვცეთ. 1 2 3 4 5

SD.77 ვფიქრობ, რომ სომხებსა და ჩვენს შორის სხვაობებს პიროვნული ხასიათი განაპირობებს და არა კულტურა.

1 2 3 4 5

SD.89 სომხების წეს-ჩვეულებების შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. 1 2 3 4 5 SDF.90 სომხები ჩვენ მიმართ აგრესიულები არიან. 1 2 3 4 5 SM.91 ვფიქრობ, სომხებს ისეთივე შეხედულებები აქვთ, როგორიც ჩვენ. 1 2 3 4 5 SA.92 სომხური კულტურა ამდიდრებს კავკასიურ კულტურას. 1 2 3 4 5

SA.97 როდესაც სომხებთან ერთად ვარ, ვცდილობ ვილაპარაკო მათთვის გასაგებ ენაზე.

1 2 3 4 5

SDF.99 სომეხი ახალგაზრდები უფრო პროგრესულები არიან, ვიდრე – ჩვენ.

1 2 3 4 5

SA.105 ჩვენ და სომხებს შეგვიძლია ერთმანეთის გაგება. 1 2 3 4 5 SDF.108 სომხებს არ ვენდობი. 1 2 3 4 5 SDF.113 არ ვისურვებდი სომხების ყოფნას ჩემს სამეგობროში. 1 2 3 4 5 SDF.118 სომხებს ჩემთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებები აქვთ. 1 2 3 4 5 SDF.127 ვფიქრობ, რომ სომხებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. 1 2 3 4 5

ADF.2 აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან ურთიერთობის შემდეგ უფრო მეტად მომწონს ჩემი ხალხი.

1 2 3 4 5

AAD.5 სიამოვნებით ვმეგობრობ აზერბაიჯანელებთან. 1 2 3 4 5 AA.9 მინდა კარგად ვიცნობდე აზერბაიჯანულ კულტურას. 1 2 3 4 5

AAD.17 თავს კომფორტულად ვგრძნობ აზერბაიჯანელებთან ურთიერთობისას.

1 2 3 4 5

AM.21 მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აზერბაიჯანელებისგან მხოლოდ ენით განვსხვავდებით.

1 2 3 4 5

AI.24 მე მჯერა, რომ აზერბაიჯანელების შეხედულებები ისეთივე სწორია, როგორიც – ჩემი.

1 2 3 4 5

AAD.26 როცა აზერბაიჯანელებთან ვურთიერთობ, ვცდილობ თავი მათი კულტურის წევრად წარმოვიდგინო.

1 2 3 4 5

ADF.29 კავკასიურ კულტურებში აზერბაიჯანული კულტურა გამორჩეულია. 1 2 3 4 5

AD.30 აზერბაიჯანული კულტურის გაცნობისთვის ჩემთვის საკმარისია მათ ხელოვნებას და მუსიკას გავეცნო.

1 2 3 4 5

AAD.35 ვცდილობ ვისწავლო მეტი აზერბაიჯანელების შესახებ, რადგან ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

1 2 3 4 5

AI.36 გარკვეულ სიტუაციებში შემიძლია თავი აზერბაიჯანელის ადგილზე წარმოვიდგინო.

1 2 3 4 5

AA.39 პატივს ვცემ აზერბაიჯანელების რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. 1 2 3 4 5 AD.43 არ ვიცნობ აზერბაიჯანულ კულტურას. 1 2 3 4 5 AM.45 ჩვენ და აზერბაიჯანელებს ბევრი საერთო ტრადიცია გვაქვს. 1 2 3 4 5

88

AA.46 ჩემთვის საინტერესოა აზერბაიჯანელებთან ურთიერთობა. 1 2 3 4 5 AI.48 აზერბაიჯანელთან ქორწინება ჩემთვის მისაღებია. 1 2 3 4 5

AAD.50 აზერბაიჯანელებთან ურთიერთობაში გახსნილი და გულღია ვარ. 1 2 3 4 5

AA.51 სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას აზერბაიჯანულ დღესასწაულებში.

1 2 3 4 5

AD.54 აზერბაიჯანელები თავისთვის ცხოვრობენ, ჩვენ – ჩვენთვის. 1 2 3 4 5 AD.55 მე არ მაინტერესებს აზერბაიჯანელები. 1 2 3 4 5

AAD.59 მე შემიძლია შევინარჩუნო ჩემი ღირებულებები აზერბაიჯანელებთან ურთიერთობაში.

1 2 3 4 5

AI.60 ჩემში აღფრთოვანებას იწვევს აზერბაიჯანული კულტურა. 1 2 3 4 5

AD.66 ჩვენსა და აზერბაიჯანელს შორის თითქმის ვერ ვამჩნევ განსხვავებას.

1 2 3 4 5

ADF.67 აზერბაიჯანელები ყოველთვის გვეჯიბრებიან. 1 2 3 4 5

AM.68 აზერბაიჯანელებსა და ჩვენს შორის უფრო მეტ მსგავსებას ვამჩნევ, ვიდრე – განსხვავებას.

1 2 3 4 5

AA.69 მინდა რომ უფრო კარგი ურთიერთობა მქონდეს აზერბაიჯანელებთან.

1 2 3 4 5

AAD.70 ადვილად შემიძლია შევიდე ურთიერთობაში აზერბაიჯანელებთან. 1 2 3 4 5 AI.71 მე სიამოვნებას ვიღებ აზერბაიჯანელებთან ურთიერთობით. 1 2 3 4 5

AI.72 ზუსტად ისევე შემიძლია აზერბაიჯანელთან ურთერთობა, როგორც ჩემი ეროვნების წარმომადგენელთან.

1 2 3 4 5

AAD.73 აზერბაიჯანელთან ვითანამშრომლებდი. 1 2 3 4 5 AA.74 აზერბაიჯანელებს პატივი უნდა ვცეთ. 1 2 3 4 5

AD.77 ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანელებსა და ჩვენს შორის სხვაობებს პიროვნული ხასიათი განაპირობებს და არა კულტურა.

1 2 3 4 5

AD.89 აზერბაიჯანელების წეს-ჩვეულებების შესახებ თითქმის არაფერი ვიცი.

1 2 3 4 5

ADF.90 აზერბაიჯანელები ჩვენ მიმართ აგრესიულები არიან. 1 2 3 4 5

AM.91 ვფიქრობ, აზერბაიჯანელებს ისეთივე შეხედულებები აქვთ, როგორიც ჩვენ.

1 2 3 4 5

AA.92 აზერბაიჯანული კულტურა ამდიდრებს კავკასიურ კულტურას. 1 2 3 4 5

AA.97 როდესაც აზერბაიჯანელებთან ერთად ვარ, ვცდილობ ვილაპარაკო მათთვის გასაგებ ენაზე.

1 2 3 4 5

ADF.99 აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უფრო პროგრესულები არიან, ვიდრე – ჩვენ.

1 2 3 4 5

AA.105 ჩვენ და აზერბაიჯანელებს შეგვიძლია ერთმანეთის გაგება. 1 2 3 4 5 ADF.108 აზერბაიჯანელებს არ ვენდობი. 1 2 3 4 5 ADF.113 არ ვისურვებდი აზერბაიჯანელის ყოფნას ჩემს სამეგობროში. 1 2 3 4 5 ADF.118 აზერბაიჯანელებს ჩემთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებები აქვთ. 1 2 3 4 5

ADF.127 ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

1 2 3 4 5

89

SCH.1 აზერბაიჯანელს, სომეხს და ქართველს განვითარებისთვის თანაბარი პირობები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს.

1 2 3 4 5

SCH.2 ქართველი ახალგაზრდისთვის ახალი გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია.

1 2 3 4 5

SCH.3 ქართველი მაშინაც კი იცავს წესებს, როცა არავინ აკონტროლებს. 1 2 3 4 5

SCH.4 ქართველი ყურადღებით უსმენს განსხვავებულ ადამიანებს, მაშინაც კი როცა არ ეთანხმება.

1 2 3 4 5

SCH.5 ქართველი ყურადღებით უსმენს განსხვავებულ ადამიანებს და ცდილობს გაუგოს მათ.

1 2 3 4 5

SCH.6 ქართველი კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. 1 2 3 4 5 SCH.7 ქართველი ახალგაზრდა ცდილობს დამოუკიდებლად დაგეგმოს

საკუთარი ცხოვრება. 1 2 3 4 5

SCH.8 ქართველი ახალგაზრდა ცდილობს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.

1 2 3 4 5

SCH.9 ქართველი ცდილობს ყოველთვის დაეხმაროს თვისიანებს. 1 2 3 4 5

SCH.10 ქართველი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში წარმატების მიღწევა.

1 2 3 4 5

SCH.11 ქართველი ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. 1 2 3 4 5

SCH.12 ქართველი ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე და უსაფრთხოება. 1 2 3 4 5 SCH.13 ქართველს არ ეშინია ცვლილებების. 1 2 3 4 5

SCH.14 ქართველი ცდილობს ისე მოიქცეს, რომ თავი მოაწონოს სხვებს. 1 2 3 4 5 SCH.15 ქართველს მოსწონს, როცა მართავს სხვებს. 1 2 3 4 5

SCH.16 ქართველს მოსწონს იყოს მოწესრიგებული და სუფთა. 1 2 3 4 5

SCH.17 ქართველი არის ინტერესიანი. 1 2 3 4 5 SCH.18 ქართველი ცდილობს საკუთარი განსაკუთრებულობის ხაზგასმას

(აქცენტირებას, წარმოჩენას, დამტკიცებას). 1 2 3 4 5

SCH.19 ქართველი უფრო მეტად საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნავს. 1 2 3 4 5 SCH.20 ქართველი ადვილად ივიწყებს წყენას. 1 2 3 4 5 SCH.21 ქართველი ცდილობს მოერგოს გარემოს. 1 2 3 4 5 SCH.22 ქართველს მოსწონს ლიდერობა. 1 2 3 4 5

90

დანართი #2 – ღირებულებების საშუალოთა შორის სხვაობების შედეგები

ANOVA

Sum of Squares df Mean Square F Sig.

Between Groups 4.238 2 2.119 92.389 .000Within Groups 26.906 1173 .023 სტაბილურობა Total 31.145 1175 Between Groups 4.406 2 2.203 71.201 .000Within Groups 36.291 1173 .031 ძალაუფლება Total 40.697 1175 Between Groups 18.942 2 9.471 226.601 .000Within Groups 49.026 1173 .042

ტრადიცული მენტალობა

Total 67.968 1175 Between Groups 8.098 2 4.049 108.698 .000Within Groups 43.692 1173 .037 დამოუკიდებლობა Total 51.790 1175 Between Groups .179 2 .090 2.561 .078Within Groups 41.004 1173 .035 განვითარება Total 41.183 1175 Between Groups .643 2 .322 8.800 .000Within Groups 42.885 1173 .037 დამთმობლობა Total 43.529 1175

Multiple Comparisons

LSD 95% Confidence

Interval Dependent Variable (I) Q3 (J) Q3

Mean Differ-ence (I-J)

Std. Error

Sig. Lower Bound

Upper Bound

სომეხი -.13391* .01093 .000 -.1553 -.1125ქართველი

აზერბაიჯანელი -.11602* .01057 .000 -.1368 -.0953

ქართველი .13391* .01093 .000 .1125 .1553სომეხი

აზერბაიჯანელი .01788 .01104 .105 -.0038 .0395

ქართველი .11602* .01057 .000 .0953 .1368

სტაბილურობა

აზერბაიჯანელი სომეხი -.01788 .01104 .105 -.0395 .0038

სომეხი .12761* .01269 .000 .1027 .1525ქართველი

აზერბაიჯანელი .12785* .01227 .000 .1038 .1519

ქართველი -.12761* .01269 .000 -.1525 -.1027სომეხი

აზერბაიჯანელი .00024 .01282 .985 -.0249 .0254

ქართველი -.12785* .01227 .000 -.1519 -.1038

ძალაუფლება

აზერბაიჯანელი სომეხი -.00024 .01282 .985 -.0254 .0249

სომეხი -.28249* .01475 .000 -.3114 -.2535ქართველი

აზერბაიჯანელი -.24605* .01426 .000 -.2740 -.2181

ქართველი .28249* .01475 .000 .2535 .3114

ტრადიციული მენტალობა

სომეხი აზერბაიჯანელი .03644* .01490 .015 .0072 .0657

91

ქართველი .24605* .01426 .000 .2181 .2740აზერბაიჯანელი

სომეხი -.03644* .01490 .015 -.0657 -.0072

სომეხი -.16952* .01393 .000 -.1968 -.1422ქართველი

აზერბაიჯანელი -.17623* .01347 .000 -.2027 -.1498

ქართველი .16952* .01393 .000 .1422 .1968სომეხი

აზერბაიჯანელი -.00671 .01407 .633 -.0343 .0209

ქართველი .17623* .01347 .000 .1498 .2027

დამოუკიდებლობა

აზერბაიჯანელი სომეხი .00671 .01407 .633 -.0209 .0343

სომეხი .01649 .01349 .222 -.0100 .0430ქართველი

აზერბაიჯანელი .02944* .01305 .024 .0038 .0550

ქართველი -.01649 .01349 .222 -.0430 .0100სომეხი

აზერბაიჯანელი .01295 .01363 .342 -.0138 .0397

ქართველი -.02944* .01305 .024 -.0550 -.0038

განვითარება

აზერბაიჯანელი სომეხი -.01295 .01363 .342 -.0397 .0138

სომეხი -.00115 .01380 .934 -.0282 .0259ქართველი

აზერბაიჯანელი -.04983* .01334 .000 -.0760 -.0237

ქართველი .00115 .01380 .934 -.0259 .0282სომეხი

აზერბაიჯანელი -.04868* .01394 .000 -.0760 -.0213

ქართველი .04983* .01334 .000 .0237 .0760

დამთმობლობა

აზერბაიჯანელი სომეხი .04868* .01394 .000 .0213 .0760

*. The mean difference is significant at the 0.05 level.