n gabunia mogonebebi-r

99
ნნნნნ ნნნნნნნ, ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნ 1 ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნნნნ: მმმმმმმმ................................1 მმმ-მმმმმმ “მმმმმმ”...............7 მმმმმმმ........................7 მმმმმმმმ.......................8 მმმმმმ.........................9 მმმმმმ........................10 მმმმმ.........................11 მმმმ მმმმმმ მმმმ................16 მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმ. .18 მმმმმმ........................19 მმმმმმმმ........................................................ .............................. მმმმმ............................................................... ............................. მმმმმმმმ................................................................................. ნნნნნნნნნნნ.......................................25 ნნნნნ.............................................26 ნნნნნნნნ..........................................27 ნნნ...............................................28 ნნნნ..............................................29 ნნნნნ ნნნნნნ......................................30 ნნნნნ ნნნნნნნნ....................................31 ნნნნნ............................................ ............................................................ ......... ნნნნ..............................................33 ნნნნნნნნნნნნ......................................35 ნნნნნ.............................................37 ნნნნნნნ?..........................................39 ნნნნნნნ ნნნნნნნ...................................41 ნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ.......................43 ნნნნნნნ ნნნნნნ....................................43 ნნნნნნნნ..........................................44 ნნნნ-ნნნნნნნ......................................48 ნნნნნნნნნ.........................................49

Upload: nodar-gabunia

Post on 27-Apr-2015

421 views

Category:

Documents


4 download

TRANSCRIPT

Page 1: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა1

მოგონებანი გარდასულ დღეთა

შერმადინი: მაკარუზო.................................................................1 პურ-მარილი “გემოში”............................................7 იპოლიტე...............................................................7 ნადირობა..............................................................8 იუბილე..................................................................9 ვალეტა................................................................10 პეტრე..................................................................11 დიდი მწვანე ველი...............................................16 როცა მაყურებელი დარბაზს ტოვებს.....................18 ტრესტი................................................................19 საზანსკი..................................................................

.................... სეიფი.....................................................................

....................... ღირსეული..............................................................

...................გაზოაპარატი............................................................................25გოგლა.....................................................................................26გურჯიევი..................................................................................27ენა...........................................................................................28ლადი.......................................................................................29იოანე მინჩხი............................................................................30რამაზ ჩხიკვაძე.........................................................................31

სარკე.................................................................................................................

რიგი........................................................................................33გალაკტიონობა........................................................................35ბადრი......................................................................................37სიზმარი?..................................................................................39ჩემეული ტესტები.....................................................................41ბებიას გამომცხვარი ხაჭაპური..................................................43მეგრული კუპატი......................................................................43თამაშები..................................................................................44ალკა-სელცერი........................................................................48რობერტინო.............................................................................49ირაკლი! ირაკლიიი!................................................................50გაკვეთილების განრიგი............................................................53იქნება ვეფხის დედაჲ...............................................................55

Page 2: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა2

შერმადინიმაკარუზო

შერმადინმა გამიყოლა თავისი ყოფილი თანამშრომლის დაკრძალვაზე რაიონში. პირველად მივდიოდით ერთად ასეთ ამბავზე და თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი. როდესაც შემომთავაზა, უარი ვერ ვკადრე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გეგმები მქონდა. სამგლოვიარო ცერემონიების მუდმივი მონაწილე, პარტორგი ციცინო, და მე უკანა სავარძლიდან უსიტყვოდ ვიმზირებოდით ფანჯრიდან. ასე გავცდით აეროდრომს. შერმადინი შემობრუნდა ჩვენკენ:

– რამეს ხომ არ ეშმაკობთ მანდ, რაღაც ზედმეტად გაყუჩებულები მეჩვენებით.

– რას ბრძანებთ, ბატონო შერმადინ! ნოდარი, როგორც პატარა ძმა, ისე მიყვარს (მაშინ ასე 25 წლით იყო ჩემზე უფროსი).

– ვიცი, ვიცი თქვენი უანგარო ქალური სიყვარული, მაგრამ მერე ვიღაც-ვიღაცეები იბადებიან და იმარჩიელე, შერმადინ, ვისგან და რატომ... თუმცა... ჩემნაირ ლომს ადრე უნდა გადაყროდი, ეხლა კაი დროსია.

– ეეეჰ, – ამოიოხრა ციცინომ და ამაში ჩააქსოვა ისიც, ისიც და ისიც. – მშივრები ხომ არ მივადგებით იმ ხალხს?! გვეჭამა რამე, დილიდან

ლუკმა არ ჩამიდია. მძღოლს ორჯერ გამეორება არ დასჭირვებია – მიაყენა მანქანა

ვაზიანის საკმაოდ პრესტიჟულ სასაუზმეს. პერსონალმა, ეტყობა, იცნო, ვინც მივიდა, გამოეგებნენ მიმტანებ-მზარეულ-დირექტორიანად და შეგვიძღვნენ ფრიად საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ კუპეში. 8-10 კვადრატულმეტრიან ოთახში 2 კონდიციონერი იდგა. შემინულ კარადაში ფაქიზი გემოვნებით შერჩეული სერვიზი გამოეფინათ, ხოლო ჭაღს ყველაზე ჭირვეული მეუღლეც კი ვერ დაიწუნებდა, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია – უზადო სისუფთავე.

– კახეთში მივდივართ გასვენებაში. ამის თქმა აღმოჩნდა საკმარისი, რომ სუფრაზე მოეტანათ ზუსტად ის

და იმდენი, რაც საჭირო იყო. ერთადერთი კითხვა დაისვა:– დასალევს რას მიირთმევთ? – ორი შამპანური მოიტანე, თორემ ამას მეტი თუ მოუწია, – ჩემკენ

მოიხედა, –შეიძლება იქ სიმღერა წამოიწყოს. – შეგვეწიოს უფალი.შეუდგა მინი თამადობას. მიირთვით, მიირთვით, – გულიანად

გვთავაზობდა (თვითონ არაფერს გაკარებია სასმელის გარდა). – ესაა ლუკმა არ ჩამიდიაო? – მაცალეთ ცოტა, ქალბატონო, და ვნახოთ. – ნათელი დაადგეს ილოს – წესიერ, მშრომელ და ოჯახის უზომოთ

მოყვარულ კაცს.ჩვენც იგივე გავიმეორეთ.– ხსოვნა-არდავიწყება ილოს და თითოეული ჩვენგანის ოჯახებიდან

წასულთ.

Page 3: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა3

– აკმაროს ილოს ახლობლებს გლოვა, ძალზე დიდი ხნით, და მშვიდობა ვუსურვოთ მის დანატოვარს.

გამოვედით . გვაცილებდა უკლებლივ ყველა. – ორ ბოთლ შამპანურში ქელეხის ჩატევასაც დავესწარი, – წაიღადავა

მძღოლმა.– შენ შესანდობარს წინასწარ კი არა, ქელეხშიც არ შესვავს ბევრი. იმ

ცხონებულმა მშრომელი ხალხი ატარა ზევით-ქვევით მთელი ცხოვრება და თვითონაც ბევრი ოფლი ღვარა; შენ კი უფროსის გარდა, არც ერთ მანქანაზე არ მჯდარხარ და ლაზღანდარობის მეტი არაფერი გიკეთებია.

– ისე კი რა უქნა ნეტავი თავის ორმომძებნს? – თითქოს თავის თავს შეეკითხა შერმადინი.

– რას, ბატონო შერმადინ? – ჩაეძია ციცინო.– ნოდარია, გრძელი გზა გველის და წვრილად მოვყვები, მეტი რა

საქმე გვაქვს. ილო მუშაობდა უბნის სპეცმანქანის მძღოლად და, ამავე დროს, იყო

ელშემდუღებელიც. ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ორივე პროფესიას სამიანზე ფლობდა. 4-5 წლის წინ სამმართველო სულ ახალი ჩამოყალიბებული გვქონდა, უნდა შევხვედროდი ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას საზღვარზე, იორზე. ბედად ისეთმა წვიმამ დაცხო, რომ ეშმაკის ხევში, რომელიც აუცილებლად უნდა გაგვევლო, ჩვენი კი არა, ორხიდიანი მანქანებიც ვერ გადიოდნენ. გამახსენდა ილო და მისი სამხიდიანი სპეცმანქანა. ვინაიდან შაბათი დღე იყო, მას სახლში დავადექით მე და უბნის უფროსი, ანდრო. ავუხსენით მისვლის მიზეზი. ერთი წამით არ შეყოყმანებულა, უბრალოდ, სახლში პირველად ხართ და პატივისცემის გარეშე ვერ გაგიშვებთო. შევპირდი, უკან გზობაზე შენ განკარგულებაში ვარ, ახლა კი გამორიცხულია, ისე მეჩქარება-მეთქი. კარგი ბატონო, მხოლოდ, ცოლი საბძელში ძროხას წველის, გავაფრთხილებ მაინც, მივდივარო. დიასახლისი უმალ ჩვენთან გაჩნდა, თან ცოლ-ქმარს ვეებერთელა ალუმინის ბიდონი მოჰქონდა ახლადმოწველილი რძით, – გზაში გამოგადგებათო.

ჩავსხედით მის მანქანაში და გავწიეთ ივრისკენ. ვიდრე მთავარი გზიდან მოხრეშილზე გადავიდოდით, ერთი ორმო არ გამოუტოვებია, ყველაში ჩაარტყა. თან ამორტიზაციაც ვერ იყო, მგონი, სრულ წესრიგში და ჯანჯღარმა რომ იმატა, ვუთხარი ორმომძებნი გამორთე-მეთქი. რააა? – შენსავით შემეკითხა. ის ხელსაწყო, რითაც ორმოებს ასე უშეცდომოდ პოულობ-მეთქი. მიხვდა და ბავშვივით დაიმორცხვა, რა ვქნა დიდი მანქანაა და გზებიც არ გვივარგაო.

ეეჰ, ეს თურმე უვერტიურა იყო. ჯანჯღარ-ბრახუნი მაშინ უნდა გენახათ, მოხრეშილზე რომ

გადავედით. მოკლედ, ჩავაღწიეთ ადგილამდე 2-2,5 საათში. აზერბაიჯანელი

სამმართველოს უფროსი უკვე მელოდა – ცოტა ადრე მოსულიყო. სწრაფად გადავწყვიტეთ საპრობლემო საკითხები. მან საათს დახედა:

– შესვენების დროა, თითო ჭიქა ჩაი დავლიოთ.(თანამედროვე ქართულზე ეს ნიშნავს ზღაპრულ პურმარილს

უმაღლესი დონის კახური ღვინით. მაინც მუსლიმები არიან და ღვინო,

Page 4: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა4

ჩვენსავით, ეროვნული სიამაყის რანგში არ ჰყავთ აყვანილი. ერთადერთი ჰაიამი იყო, რომელიც აქებ-ადიდებდა, თან საკმაოდ ხშირადაც მიირთმევდა ნუნუას).

რადგან ილოსათვის სიტყვა მქონდა მიცემული, თან, გულშიც რომ არ გაევლო, ჩემს სუფრას არ კადრულობსო, დაპატიჟებაზე მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი; მოვიმიზეზე, მინისტრი ჩემგან პასუხს ელის-მეთქი. შევატყვე, როგორ ესიამოვნა, ჩემს სატკივარს მინისტრის დონეზე განიხილავენო. პირობა ჩამომართვა, მომავალ შეხვედრაზე არსად იჩქარებო და მინგეჩაურის წყალსაცავზე მიმიწვია. რა იცოდა, სეზონზე ოთხჯერ-ხუთჯერ დავდიოდი იქ სანადიროდ და სათევზაოდ. შევთავაზე – ნამგზავრი ბრძანდებით და იქნებ ახლადმოწველილი რძე გესიამოვნოთ-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა: რა იცოდი, ახალი და თანაც აუდუღარი რძე რომ ჩემი სუსტი ადგილიაო. ეხლა მე გავიჯგიმე, ათიანში რომ გავარტყი. ე, ბიჭო, ილო, დროზე ჩამოასხი, კაცს რძე ჰყვარებია-მეთქი; თან სტუმრის მოცემული საგზაო მათარა მივაწოდე გასავსებად. მოხადა ბიდონს თავსახური და სახეზე შევატყვე უსაზღვრო გაწბილება. ვერ მიხვდი, რა უნდა მომხდარიყო. სანამ ათიოდე ნაბიჯს გადავდგამდი, ათასი რამ წარმოვიდგინე: რძის მაგივრად შეცდომით წყლის გამოტანება, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში რაღაცის ჩაძრომა, ძირის გახვრეტა და რძის დაღვრა...

თითეული ვერსია ესადაგებოდა ილოს სახის გამომეტყველებას. კანკალით ჩავიხედე და რძის მაგივრად საკმაოდ გამჭვირვალე სითხეში კარაქივით ნამცეცებად მიმოფანტული მასა შემრჩა. დავამშვიდე – არ იდარდო, იმ ჯანჯღარმა მე ამდღვიბა და რძეს რას უზამდა-მეთქი. სტუმარს ავუხსენი, რაც მოხდა, თან ვთხოვე, კარაქს გაგატან, თქვენები ფლავს ხშირად ხარშავენ და ცხიმი ფასობს-მეთქი. გაეცინა:

– კარაქი იმდენი მაქვს, აღარც ვიცი, ვის გავუგზავნო, ამიტომაც ზურგს უკან მოსიარულე საკარაქეს მეძახიან, თანაც, მუდამ სავსეს, – დაამატა.…

დავემშვიდობე და ავბობღდი სპეცმანქანაზე. ალბათ იფიქრა, ამ საცოდავს რა მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, პერსონალური მანქანაც კი არ ჰყავსო.

მივადექით ილოს კარ-მიდამოს, მოვწესრიგდით და დავსხედით სუფრაზე. ვიყავით, ასე, 10-12 კაცი. თუ რამ დასაკლავი იყო, ყველაფერი დაეკლათ და მოემზადებინათ – ილოს უფროსი შეიძლება გვესტუმროსო (აბა, რა იცოდნენ, ვეგეტარიანელი რომ ვიყავი). უნდა გენახათ დიასახლისის შეწუხებული სახე, როდესაც ეს შეიტყო. მაშ, რას მიირთმევთ? – ძლივს აიძულა თავი წარმოეთქვა. ნუ წუხდებით, ყველაფერი არის-მეთქი. დაალაგეს ჩემ ირგვლივ თევზეულ-ფხალეულ-მწნილეულ-ნიგვზეულ-ხილეული. მარტო სოკო იყო ორი თუ სამი სახის. აღარ ვიცოდი, უხერხულობისგან როგორ მოვქცეულიყავი. დაილოცოს ჩვენი ღვინო, სამ-ოთხ ჭიქაში მოაწესრიგა ყველაფერი: კარგი მოსაუბრე უფრო უკეთ ალაპარაკდა, იუმორის პატრონმა მოსწრებულად იხუმრა, დინჯი უფრო დადინჯდა, მოტარტარე (რა გამოლევს) ჩაჩუმდა. მოკლედ, ყველას თავისი ადგილი მიუჩინა და ერთი სუფრის წევრებად გვაქცია. ჯერი მიდგა სიმღერაზე და თავიდან დაბალ ხმაზე ნამღერი მალე ზეცას შეწვდა. ჩემ მოპირდაპირედ მჯდომ, სუსტი აღნაგობის, ჩვენსავე

Page 5: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა5

თანამშრომელს აღმოაჩნდა ხმა, რომელიც პატრონს გამორჩეულთა ხვედრს არგუნებს და თან მძვინვარე შურის ობიექტად აქცევს.

ეეჰ, რა ძალისხმევაა საჭირო ორივეს ერთდროულ ზემოქმედებას გაუძლო.

ანდროს არ გამოჰპარვია მომღერლით ჩემი დაინტერესება, გადმოიხარა და ჩამჩურჩულა:

– ეს მაკარუზოა, ჩვენი რადისტი, ცოტა უიღბლო, ცოტა ჯიუტი და ცოტა დაფსტვენილი, ილოს ცოლისძმა.

ამასობაში მივადექით ილოს სახლ-კარს. შერმადინმა შეწყვიტა თხრობა და ალალი ცრემლებით მიუსამძიმრა ახლობლებს.

ქელეხში, თამადის გვერდით (თამადა, რასაკვირველია, შერმადინი იყო), ზუსტად ჩემ პირდაპირ, იჯდა ფერმკრთალი, სიმპათიური, გამხდარი კაცი. გამოვიანგარიშე - მაკარუზო. ცოტა გამიკვირდა. მერე გავიხსენე მონაყოლიდან – ილოს ცოლისძმა. ალბათ, გვერდით ზის როგორც ნათესავი, თამადას აუცილებლად გასახსენებელი ხალხის სახელები რომ უკარნახოს-მეთქი (თუმცა მერე და მერე დავრწმუნდი, შერმადინს სუფრაზე დახმარება არ ჭირდებოდა; ისეთ ხალხს მოიგონებდა, მგონი ახლობლებსაც აღარ ახსოვდათ). სუფრამ ნორმალურად ჩაიარა. მოსაგონარი უკლებლივ ყველა მოიგონეს და დასალოცი უკლებლივ ყველა დალოცეს. წამოვედით თბილისში. შერმადინმა კი გააგრძელა თხრობა:

– გავიდა დრო და მიმავიწყდა მომღერალიც და მისი სახეც; მხოლოდ მისი ხმა ჩამესმოდა ხოლმე ხანდახან ძილ-ღვიძილში.

ერთხელაც, ჭაჭუნაზე ვიყავით კაკბებზე სანადიროდ. ვერაფერი ვერ მოვინადირეთ, პაპანაქება სიცხეში დავიქანცეთ და შევიარეთ ივრის წყალსაქაჩში, რომელიც რამოდენიმე კილომეტრზეა იმ ადგილებიდან. წყალსაქაჩს ვეძახით, თორემ ისე, ოთხი ჰექტარია შემოღობილი სანზონად, წყალგამწმენდი ვეებერთელა ჰიდროტექნიკური ნაგებობებით, ელექტრო ქვესადგურით, სახელოსნოებით, საცხოვრებელი სახლებით, დამხმარე შენობებით და სტაციონარული რადიოსადგურით.

– ამათ ზეპირად იციან, შენთვის ვამბობ ნოდარ-ბატონო. ისე, დროა ყველა ობიექტი ნახო და შეისწავლო. შენი მოვალეობაც არის.

– ვარ ნამყოფი, ბატონო შერმადინ. – ბიჭოს, როდის მოასწარი?– “ჩათმის” უბნის საქმიან ეზოში გადასატანი ელსადგური შევაკეთეთ,

იქედან ხომ ათიოდე კილომეტრია, ბარემ ვნახავ-მეთქი.– მერე არ უნდა გეთქვა?– რა უნდა მეთქვა? თქვენ არ ბრძანეთ, შენი მოვალეობააო. ენა ნამდვილად მაქვს, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. ვიყავით ხუთი-

ექვსი, იმ დღეს ხელმოცარული, მონადირე და არც ერთს არაფრის არც თავი გვქონდა და არც სურვილი. სატუმბო სადგურის სიგრილეში ხელ-პირი გადავიბანეთ და ცოტა მოგვიბრუნდა ცხოვრებაზე გული. შემოგვეხვივნენ იქაური მომუშავეები და კახურად ალალმართლად გვკითხეს, რამდენი ხნით შეგიძლიათ დარჩეთო. ვუპასუხე, ორადორი კაკაბი გვყავს მონადირებული ერთ ლეგიონ მონადირეს და სირცხვილით ქალაქში როგორ ჩავიდეთ, იმაზე ვფიქრობთ-მეთქი. ნახევარი საათი

Page 6: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა6

გვადროვეთო. გაიშალა სუფრა, მაგრამ რა სუფრა – მე რომ მიყვარს ისეთი: კახური უზარმაზარი ნივრის, წიწაკის, კომბოსტო-პამიდორის წნილეული კახურივე ზეთით, გამოყვანილიც და შებოლილიც შამაია, ცოცხალი, კიტრი-პამიდორი მთელ-მთელად და სალათად, დედას პურები, ნაღდი ალვანული გუდის ყველი. ამას შუა სუფრაზე დაემატა ხაშლამა, ხახვში ჩაშუშული კურდღელი, კაკბის ჩახოხბილი, ღადარში შეწვარი გაუფცქვნელი კარტოფილი, ქიზიყის წარაფზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სულ ოხოხოს და იფიფის ძახილით მიირთმევდნენ მონადირეები. არადა, მათში ერთიც არ ერია რაიმე გაჰკვირვებოდა, მით უმეტეს, პურ-მარილი. ბოლოს, როცა წალამზე შემწვარი ახლადდაკლული ბატკნის მწვადი გადაიღეს, ვერც ერთმა თავი ვერ შეიკავა და თითქმის ერთდროულად მისაყვედურეს:

– ბაბაია, თუ ყოველ ჩამოსვლაზე ასე გიმასპინძლდებიან, თბილისში რა გაძლებინებს?.

თუმცაღა, ძირითად თემას გადავუხვიე; ამას იმიტომ არ ვყვები, ივრისპირელთა კულინარულ შესაძლებლობებს უფასო რეკლამა გავუკეთო.

ზუსტათ 6 საათზე, გაიღო რადიოსადგურის შეჯავშნული კარი და შემრჩა ხელში მაკარუზო. ბოდიში მომიხადა, კი ვიცოდი აქ ბრძანდებოდით, მაგრამ ხუთიდან ექვსამდე სეანსი მაქვს და რადიოსადგურს ხომ არ დავტოვებდიო. ისე, თქვენი აქ ყოფნის შესახებ უფროსს გადავეციო.

– უფროსი ჯერჯერობით მე გახლავართ და გეკითხა, იქნებ არ მინდოდა ყველას ცოდნოდა, აქ რომ ვარ.

– არა, თქვენ ყველაფრის უფროსი ბრძანდებით ის კი ჩემი, უშუალო. ხომ გაიგებდა და მეტყოდა, იცოდი და რად დამიმალეო.

– რკინის ლოგიკაა.ვთქვი და რომ მეგრძნობინებინა, მოჩვენებით გავუბრაზდი, ვთხოვე,

როგორც მასპინძელს, გაძღოლოდა სუფრას. აბა იმან ითამადა თუ ითამადა. ასეთ მადლიან ქართულს ძნელად

მოისმენს კაცი. ყოველ გააზრებულ, ბრძნულ სადღეგრძელოს ვაჟას, აკაკის, გალაკტიონის ლექსით ამკობდა. ამანაც შეუწყო ხელი სუფრაზე გამორჩეულად კარგი ატმოსფეროს შექმნას. ისე, კარგი თამადა, კარგი საჭმელი და კარგი ღვინო ნებისმიერი შემადგენლობის სუფრის მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას იძლევა.

სიმღერის დრო როცა მოვიდა, წინდაწინ განვიცდიდი სიამოვნებას ჩემ თანმხლებთა გაოცებული სახეების წარმოდგენით, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, როდესაც მაკარუზომ “წინწყარო” წამოიწყო. ჩემებმა ჯერ მაგნიტოფონს დაუწყეს თვალებით ძებნა – გონაშვილია, ცოტა სხვა ტონალობაში ჩაწერილიო, და რომ მიხვდნენ თამადა მღეროდა, დააფჩინეს პირები. ორ-სამს შესანიშნავი ხმა აქვს და ისეთი სიმღერები დააგუგუნეს, თავი კავსაძის იუბილეზე გეგონებოდა.

ამასობაში ანდროც შემოგვესწრო:– რატომ წინდაწინ არ გამაფრთხილეთ, მოვემზადებოდი.მე ვუთხარი, თუ დააკლებდი, თორემ ვერაფერს დაუმატებდი, ისეთი

სუფრაა-მეთქი. გადახედა და კმაყოფილი დარჩა.

Page 7: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა7

– ცოტა ღვინო და ხილი მაქვს სახელდახელოდ წამოღებული, აბა, რომ მცოდნოდა...

დაახვავა და დაახვავა მაგიდაზე, თუ რამ ხილი მოდის კახეთში და კახეთში კი, კარგად მოგეხსენებათ, ანანასის და ბანანის გარდა, ყველაფერი ხარობს.

ისე ლამაზად აეწყო ყველაფერი, დაშლა არ გვინდოდა არც ერთს, მაგრამ შემოგვაღამდა, წინ კი საკმაო გზა გვქონდა გასავლელი. მე და ანდრო ჩემი მანქანით წამოვედით.

– ანდრო ბატონო, კარგად მახსოვს შენი სიტყვები: უიღბლო, ჯიუტი, დაფსტვენილი. დაფსტვენილის კი არაფერი ეტყობა, მაგრამ რად არის უიღბლო და, საერთოდ, რად ჰქვია მაკარუზო?

– სულყველაფერი ერთად არა. გრძელი ისტორიაა და შევეცდები მოკლედ მოვყვე. დავიწყებ სახელით:

ჩვენ და სიღნაღი ოდითგან ვეჯიბრებით ერთმანეთს ყველაფერში – ხან ჩვენ ვართ ზემოთ, ხან ისინი; ხან ჩვენა ვართ მათთან, ხან ისინი ჩვენთან. ყოველი ჩასვლა-ჩამოსვლა მთავრდება მამაპაპური პურისჭამით. ერთ-ერთი სტუმრობისას, ერთმა სიღნაღელმა აიჩემა, ვანო სარაჯიშვილი მსოფლიოში პირველი მომღერალი იყოო. ერთი ათჯერ გაიმეორა. უსმინა, უსმინა გოგიამ (მაშინ ასე ერქვა), ვეღარ მოზომა ხმა და მთელი სუფრის გასაგონად იყვირა: მა კარუზო? მას მერე აღარავინ უწოდებს გოგის, ყველა მაკარუზოს ეძახის. სიჯიუტეს რაც შეეხება. თავისნათქვამაა. ბავშვობაში მგონი ტყუილზე აცრეს. თეთრზე შავს ვერ ათქმევინებ, სულ რომ ოქროში ჩასვა. მოძალადეს პირში მიახლის სიმართლეს, ამისათვის ციმბირიც რომ ელოდეს. თავისი პირდაპირობის გამო, ცხოვრებაში უამრავი რამ აქვს დაკარგული. უიღბლობას კი მოკლედ ვერ გადმოვცემ, შეუმოკლებლად მოვყვები.

მე და გოგი თავიდანვე ერთ კლასში ვსწავლობდით. საოცარი ბავშვი იყო. ხომ ეტყობა ეხლაც, რომ კარგი შესახედავი იყო. დაუმატეთ მართლაც გამორჩეული ხმა. ტანმორჩილობის მიუხედავად, სკოლის თვალს ეძახდნენ. მეცხრე-მეათე კლასში შეუყვარდა ჩვენივე კლასელი გოგო. დღეს და ღამეს მის გვერდით ატარებდა. ცოტას თუ დაიგვიანებდა, ადგილს ვერ პოულობდა, რაიმე ხომ არ შეემთხვაო. სიმღერებს უძღვნიდა და თვითონვე უმღეროდა. სულ ერთად იყვნენ. ისე შევეჩვიეთ მათ ერთად ყოფნას, ცალ-ცალკე რომ დავინახავდით, მეორეს ვეძებდით – გვეგონა ისიც სადმე ახლოს იქნებოდა. დავამთავრეთ სკოლა და შევუტიეთ თბილისის უმაღლესებს. გოგიას შეყვარებულიც აბარებდა. გოგია კი დარჩა აქ – ჩემი და ახალი გათხოვილია და მშობლებს ხმის გამცემის გარეშე ხომ ვერ დავტოვებო. (სინამდვილეში კი, ერთადერთი მუშა მამაკაცი ოჯახში ის იყო. მამამისი ესპანეთიდან მძიმედ დაჭრილი ჩამოიყვანეს. ჯერ ვიცოდით, უკრაინაში დაიჭრაო,მაგრამ მერე გაირკვა – ესპანეთში).

– რა, შინსახკომში მუშაობდა თუ?– არა. ჩვენ სამხედრო ნაწილში იყო მძღოლად – შავია და

ხუჭუჭთმიანი, ვერავინ გამოარჩევს იქაური ადგილობრივებისგანო, ალბათ.

Page 8: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა8

ჰოდა, ბევრი ვეხვეწეთ, – წამოგვყევი, ხმა მაინც მოასმენინე კონსერვატორიაში ვინმეს, უგამოცდოდ ჩაგრიცხავენო. კონსერვატორიაში არც ვაპირებო. მოკლედ, ვერ დავიყოლიეთ. აი, ამის მერე იწყება ის, რამაც აქაურობის თვალი, უიღბლოთა და დაფსტვენილთა რიგებში შეუქცევლად ჩააყენა, სოფლის გადმოსახედიდან. გამოცდების დროს გოგიას შეყვარებული და ერთი ჩვენივე კლასელი, რომლებიც (რა ვიცი, შემთხვევით?) ერთ უმაღლესში აბარებდნენ, ზედმეტად დაახლოვდნენ. ვერც ერთი ვერ მოხვდა და ეტყობა ამან უფრო დააახლოა. გოგიას ყურამდე რომ მივიდა, არ დაიჯერა, ჭორებს უყრიანო და გოგოსთან ისურვა გარკვევა. იმან უპასუხა, უკვე გვიანია და მრავალმნიშვნელოვნად დააყოლა – ძალიანო, თანაც ვთხოვდებიო. გოგია რისი გოგიაა და – ყველაფერი გაუგებრობას მივაწეროთ და დავივიწყოთო. (ეს იმ დროს, როდესაც მსგავს რამეზე ლამის კოცონზე წვავდნენ). გოგოს ნათქვამი და ვაჟის პასუხი რაღაც ჯადო მანქანების წყალობით, გახმაურდა და მაშინ ითქვა პირველად, გოგია მთლად სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყოსო. გოგო გათხოვდა და მალევე გამოთხოვდა. გოგიამ კიდევ ერთხელ შესთავაზა თავი. ორჭოფობა რომ შეატყო (ქალისას რას გაიგებ), ფრონტს შეაფარა თავი (ომი ახალი დაწყებული იყო, მაგრამ გაწვევა მხოლოდ მომდევნო წელს უწევდა), ქვეყანას დავიცავ და დარდიც არ გამგუდავსო, – იფიქრა ალბათ.

დანარჩენი ერთი ჩვენი თანასოფლელის გადმოცემიდან ვიცი, რომელიც მასთან ერთად იყო ჯარში.

აბა, მისგან რა კაცისმკვლელი დადგებოდა, ქათამს რომ დააკვლევინებდნენ, სამი დღე ფერზე არ იყო. რომ შეატყვეს, სუვოროვი მისგან არ გამოვაო, მიაბარეს რადისტს დამხმარედ – თან, იქნებ რამე ასწავლოსო. უცებ აუღო ალღო მორზეს ანბანს და ქალებს. ხმა კი აქვს სირინოზის და სულ მალე გახდა უფროსი შემადგენლობის არც თუ ისე ხშირი, მაგრამ რეგულარული ინკოგნიტო თავყრილობების შეუცვლელი წევრი.

ომი, თითქოს სხვა ოპერიდან იყო, დამთავრდა და დაბრუნდა გოგიაც საღ-სალამათი. კიდევ უნდოდა იმ ქალთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ მეორედ გათხოვილი დახვდა და საბოლოოდ ამოიღო გულიდან – ესე იგი ჩემი ბედის არ არისო. ეს არის, რომ ოჯახს არ მოჰკიდებია. არაკეთილმოსურნეებმა ხმები დაუყარეს, ქალებთან პრობლემები აქვსო, მაგრამ ძირშივე მოისპო ჭორები ერთი ისტორიის შემდეგ. (მოვყვები რააა??? უშუალო კავშირი აქვს გოგიასთან, – ისე შემეხვეწა, თითქოს უარს ვეტყოდი).

ომის მერე, და არა მხოლოდ ომის მერე, გზის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ პატიმარი ქალები. დასხამდნენ სატვირთო მანქანის ღია ძარაზე, მიუყვანდნენ საგზაოს უფროსს და ცხვრებივით, თვლით აბარებდნენ. ჯაბა-ჯუბაში ჩაფუთნილებს, პირველად ვერც კი გაარჩევდი, კაცი იყო თუ ქალი. იმხანად ინსტრუქტორად ვიყავი რაიკომში. ინსტიტუტის ჯგუფელმა, რომელიც ქალთა კოლონიაში მსახურობდა, მთხოვა, – მანდ ერთი ქალია, წელიწადზე ნაკლები დარჩა და იქნებ იოლ სამუშაოზე გადააყვანინოო. ცოტა მსუბუქი ყოფაქცევის არის, სასჯელსაც ამიტომ იხდისო. შე კაცო, მაგისთვის ვის იყო რომ იჭერდნენ, ეტყობა

Page 9: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა9

უბნის რწმუნებულს არ ჩაუწვა საწოლში-მეთქი. სახეზე უკმაყოფილება რომ შევატყვე, დავეჭვდი: – ბიჭო,შენც ხომ არ . . . – აღარ დავამთავრე. თხოვნა შევუსრულე და ქალი მუშათა სასადილოში მიმტანად მოვაწყვეთ. ადამიანურად ჩაიცვა და ყველამ დავინახეთ, რომ საოცრად ეშხიანი იყო. ეს იყო, მის ენას ძვალი არა ჰქონდა. იმ დღიდან პარიკმახერებს ერთი სამად მოემატათ სამუშაო. უნდა გენახათ, რა გაპარსულ-გალამაზებულები შედიოდნენ სასადილოში მუშები და არა მარტო ისინი.

– ბიჭო, შენც ხომ არ...– არა, ჩემო ბატონო, ჯერ ერთი, ძმაკაცმა ჩამაბარა, მეორეც

პრესტიჟს და სამსახურს მაგრად ვუფრთხილდებოდი. თავს არ დავდებ, მონაზონივით ცხოვრობდა-მეთქი, მაგრამ არც ჰაი-ჰარალად იკარებდა ვინმეს. თან ისეთი მწარე პასუხი იცოდა, უბატონოდ ხმას ვეღარ სცემდა ვერავინ.

გოგიამ დაბრუნების მერე სმას საგრძნობლად უმატა, ხმის გამოც – ბევრ სუფრაზე უხდებოდა ყოფნა. სწორედ იმხანად შეერქვა მაკარუზო, თორემ ადრე მეტსახელს ვინ ჰკადრებდა?

არავის გაჰკვირვებია, როდესაც მიმტანის და მაკარუზოს გზები გადაიკვეთნენ (ორივე პირში მთქმელი, ორივე მშვენიერი შესახედაობის, ორივე ცოტა უცნაური და ორივე სოფლის მიერ მეორეხარისხოვნებში ჩაწერილი), ხშირად ჩნდებოდნენ ერთად.

ერთხელაც სასადილოში ვიღაცეებმა გოგია აუგად მოიხსენიეს. ქალმა არც აცია, არც აცხელა, თქვენ რომ მაკარუზოს მსგავსი მამაკაცური ღირსება გქონდეთ, ასე ქალებივით არ იჭორავებდითო. შენ რა იციო? აბა, მე ვიცი, თუ ვიცი, თორემ თქვენს ხაშლამის უზომოდ ჭამისგან ჩამრგვალებულ ცოლებს საიდან ეცოდინებათო.

დიდი ხანი, ადრე კვირაში ერთხელ ჩამომსვლელ ჩემს ძმაკაცსაც აღარ იკარებდა, მაგრამ ეტყობა ორგანოების მუშაკებს ზემოქმედების თავიანთი მეთოდები, ინფორმაცია და უტყუარი ბერკეტები აქვთ და ქალიც სხვაგან გადავიდა, თუ გადაიყვანეს. ყველაფერს ნაჩვევ გოგიას არც გაჰკვირვებია, უბრალოდ, მაშინათვე ჩააკითხა ახალ ადგილზე. ქალს პირდაპირ უთხრეს, თუ ვინმე უცხო პირი კიდევ ერთხელ გამოჩნდება შენს ახლომახლოს, თავის თავს დააბრალოსო. იცოდა, რომ ყველაფრის მკისრებლები იყვნენ და თავისივე დაჟინებული მოთხოვნით, შეაწყვეტინა კაცს ყოველგვარი ურთიერთობა. ეს კი ვეღარ გაიგო გოგიამ, მხოლოდ სმას უმატა ერთიორად. ისე, ხმა კი დაირხა, ქალების პათოლოგიური მუსუსიაო. ვიღას არ აწერდნენ – მერი პიქფორდიდან დაწყებული ჩვენი რაიკომის 150 კილოგრამიანი დამლაგებლით დამთავრებული.

დრო ყველაფრის მკურნალიაო, ტყუილად არ ამბობენ, და მაკარუზომაც უკლო სმას. ერთი კია, ბევრად უფრო ჩაიკეტა საკუთარ თავში.

დიდი დრო გავიდა და (რაღა აღარ ხდება ამ ცხოვრებაში?) მე რაიკომის მდივნობიდან, მაკარუზომ კი ილოს თხოვნით, თქვენს სამმართველოში დავიწყეთ მუშაობა, – დაასრულა ანდრომ თხრობა. ხმისამოუღებლად ვიჯექი და მოსმენილზე ვფიქრობდი. ანდრომ, ალბათ, დაიღალაო და არ მაწუხებდა – დაისვენოსო. ჩამოვსვით ის თავის სახლთან და თბილისამდე (რა თბილისამდე, დღემდე) თავიდან არ

Page 10: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა10

გამომდიოდა მონაყოლი. სწორედ რომ შეუცნობადია გზანნი შენი, უფალო.

პურ-მარილი ”გემოში”

ეს ამბავი მიამბო ლევან ჭაჭიაშვილმა, ერთი სიტყვაც არ ჩამიმატებია; ასე რომ, მე მხოლოდ გადმომცემი ვარ:

ანდრო და ზურია (ანდრო ჟორდანია – უდიდესი საფეხბურთო მწვრთნელი, ღოღობერიძე-მესხი-იამანიძე-ბარქაიას გუნდის შემქმნელი; ზურია ჭაჭიაშვილი – შესანიშნავი ადვოკატი და ერთ-ერთი გამორჩეული თამადა, ლევანის მამა) ყოველი თვის ბოლოს (უწყისების დახურვის დროს) კახეთის გზატკეცილის თბილისთან გადაკვეთის ადგილას, ეგრეთ წოდებულ მოსახვევში, გულის ფანცქალით ელოდნენ შერმადინს, რომელიც იმხანად ყვარელში მუშაობდა. მძღოლი, რომელსაც არც უფლება ჰქონდა და არც ცოდნა ქალაქში მოძრაობისა, მიაბრუნებდა უკან მანქანას (რასაკვირველია, სატვირთოს – მსუბუქებით, ძირითადად, მხოლოდ შინსახკომელები სარგებლობდნენ), ხოლო შერმადინი თავისი უფროსი მეგობრებით ჩადიოდნენ იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე მიღებულ რესტორანში “გემო”, სადაც უგემრიელესად ამზადებდნენ, მაგრამ რესტორნის სტატუსი ჰქონდა თუ არა, დღესაც არავინ იცის, მით უმეტეს, რომ ერთი ოცდაათი წელია, რაც დაანგრიეს. მიუსხდებოდნენ საკმაოდ ძნელად მოსაძებნ თავისუფალ მაგიდას და შერმადინი, ტრადიციისამებრ, აძლევდა მიმტანს შეკვეთას: 3 მწვადი, 3 ზუთხი შამფურზე, 3 კუპატი (მაშინ ვეგეტარიანელი არ იყო), და ორ-ორი ბოთლი რვა ნომერი, – დღეს მეტს ვერ დავლევ, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელიო. მოულხენდნენ და როდესაც გადახდის დრო დადგებოდა, შერმადინი გასძახებდა:

– აფიციააანტ! სანამ ის დანახარჯს დაიანგარიშებდა და მოვიდოდა, ზურია ნახევარი

ხმით, ვითომ მხოლოდ ანდროს გასაგონად, შეეკითხებოდა: – ანდრო, მართლა ეგრეთი მაგარი იყო? (შერმადინი ადრე

“დინამოში” თამაშობდა). – აუუუ, როგორც კი ოდნავ გამიჭირდებოდა, ვეტყოდი, – გადი

მოედანზე, იქნება რაიმე გვეშველოს და თამაშის ბედი შემოაბრუნო-მეთქი. გამეორება არ სჭირდებოდა, ორ წამში მინდორზე იყო. რომ დაინახავდნენ, შერმადინი გამოვიდაო, მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს ელეთ-მელეთი ემართებოდათ, პირველივე მიღებულ ბურთს ისე ძუმპავდა მეტოქის კარისკენ, მეკარე შიშისგან...

ამასობაში მომტანიც მოვიდოდა ანგარიშით ხელში. – რაია მაგი, ვერ ხედავ ყელი გაგვიშრა, ორ-ორი ბოთლი კიდევ

მოგვიტანე და სუფრას მიხედე, ნუ დაგვხოცე მშიერი. ვინ ვის კერავდა ალაჰმა უწყის... ფაქტია ყოველთვე ერთი და იგივე

მეორდებოდა.

იპოლიტე

უფროსი და მთავარი ინჟინერი თუ წასულები იყვნენ, მე ვრჩებოდი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირად და პასუხის გამცემად. ჩემს

Page 11: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა11

ოთახში ვიჯექი და რაღაცას ვსაქმიანობდი, უფრო სწორად, დროს ვკლავდი სამუშაოს დამთავრებამდე, როდესაც დერეფანში შერმადინი იკითხეს. მდივანმა, – უბანზეა, შეიძლება დააგვიანდესო. შებრძანდით, ბატონო იპოლიტე მთავარ ენერგეტიკოსთან, იქნებ უფრო მეტი იცოდესო. არა, შერმადინს დაველოდები, მასთან მაქვს საქმეო. გავხედე, მე ხომ ვერ დაგეხმარებით, იქნებ ძალიან დააგვიანდეს-მეთქი, – უნდა მეთქვა და ხელში შემრჩა იპოლიტე ხვიჩია.

– შემობრძანდით ჩემ ოთახში, ბევრად უფრო გრილა, იქ დაელოდეთ, – აღარ ჩავეძიე, იქნებ რა საქმე ჰქონდა.

თვითონ წამოიწყო.– ნეტავ 5 საათამდე მოვიდოდეს, მანქანა მაინც არ მყავდეს

დაბარებული, – თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა.– რაშია საქმე, ბატონო იპოლიტე, მე ვერ დაგეხმარებით?– ნახმარ მილებს დამპირდა ამ გაზაფხულზე, სააგარაკო ნაკვეთი

მაქვს შემოსაღობი.– რა უშლის ხელს? საქმის კურსში ვარ, მილებიც კარგა ხანია

გამზადებულია, თქვენთვის რომ იყო არ ვიცოდით, ისე, კი თქვა, მეგობარმა მთხოვაო.

– უმისოდ რომ წავიღო, ხომ გაბრაზდება.– ცარიელი რომ გაგიშვათ, გაბრაზება მერე ნახეთ.ამ ლაპარაკში რომ ვიყავით, შემოვიდა სიცხისა და 100 გრამის

გადაკვრისაგან ლოყებშეფარკლული ჩვენი საწყობის გამგე, საშა. შეთქმულის იერით გამიხმო გარეთ და გამანდო:

– ჯემალამ (ჩვენ შემოღობვის კედელზე გარედან მიდგმული ლუდის, ძეხვის და არყის ფარდულის გამყიდველ-მსმელი) თქვა, ოღონდ იპოლიტემ არ იუკადრისოს ჩემი დუქანი (ასე ვეძახდით მის “ბუდკას”) და დანარჩენი ჩემზე იყოსო.

გადავეცი ბატონ იპოლიტეს, ასე და ასე-მეთქი. მანქანის მოსვლამდე გინდ აქ ვყოფილვართ გინდ იქ, რა მნიშვნელობა აქვს, თან კაცი გულით და სულით გეპატიჟებათ-მეთქი.

– ისე ამ სიცხეში თითო კათხა ცივ ლუდს კი დალევდა კაცი.სანამ მივიდოდით, ჯემალის გაემზადებინა სალათა, დაეჭრა

საგულდაგულოდ შემონახული სათალი, ყველი, დაეწყო მწვანილი და შემწვარ ძეხვს კვერცხებს ახლიდა. ახალი კასრი გახსნა.

– ამაში ახალთახალი, გაუფილტრავი, რუსთავის ლუდია, ერთმა დიდი ჩაწყობით გამომატანინა.

– რამდენი გადაგახდევინეს? – ჰკითხა საშამ.– აბა-აბა, ეგეთები არ იყოს. მე გეკითხები ცემენტს და ბენზინს

რამდენად ასუხარებ-თქო?ყოველგვარი კომპლექსების გარეშე შესკუპდა ბატონი იპოლიტე

ცარიელ კასრზე (ჩვენსავით, ვინაიდან ჯემალის ფარდულს, ტაბელთა რანგით, სკამები არ ეკუთვნოდა). ვისხედით საკმაოდ გრილ, სუფთა სათავსოში.

– სკამზე დაბრძანდით, ერთი ცალი მაქვს, რევიზორისთვის.

Page 12: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა12

– რევიზორს ძაან ვგავარ ? ბევრი როლი შემისრულებია ცხოვრებაში, მაგრამ არც ერთ რეჟისორს არ შემოუთავაზებია რევიზორის – ვერ იხატები სახეშიო.

ისეთი საინტერესო მოსაუბრე გამოდგა, ისე გაიარა სამმა საათმა და მოვიდა ექვსი, ვერც შევატყვეთ. გადავიხედე ეზოში. არც შერმადინი ჩანდა და არც იპოლიტეს დაბარებული მანქანა. ჩვენები კი უკვე დაბრუნებულიყვენ უბნიდან. ერთზე დავატვირთვინე მუშებს მილები (რასაკვირველია, წაიწუწუნეს, სამუშაო დრო დამთავრდაო, მაგრამ რომ გაიგეს, ვისიც იყო, ლამის სიამოვნებით ჩატვირთეს – ისე უყვარდა ხალხს).

ჯემალი თავისი ფარდულიდან დიდხანს გაჯგიმული იყურებოდა, რა მაგარი ვარ, ეს რა მოვიფიქრეო.

ნადირობა

სანადირო გარემო ჰქმნიდა ასპარეზს, სადაც ჩანდა თითოეულის ვაჟკაცური ბუნებისათვის დამახასიათებელი დინჯი თავდაჯერებულობა და საკმაოდ აუღელვებელი მოქმედება კრიტიკულ სიტუაციაში. დიდ დაკვირვებას არ საჭიროებდა მიხვედრა, თუ ვინ ლიდერობდა და ვის განკარგულებებს ასრულებდა უსიტყვოდ ყველა იქ მყოფი. დღესაც ყურში მიდგას შერმადინის ომახიანი, გამოკვეთილი ხმა. რაღაც საოცარი ურთიერთგაგება სუფებდა შემსრულებლებსა და ბრძანებების გამცემს შორის და მიღწეულ იყო კოლექტიური ქმედების ეფექტიანობა, შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ სრული ჰარმონიის შემთხვევაში. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ყველა ერთის გუნება-განწყობილებას ემორჩილებოდა რობოტივით, რაც გასართობად წასული ხალხისთვის, დღეს თუ არა ხვალ, იქცეოდა დამთრგუნავ, მოსაწყენ პროცედურად. არა! თითოეულს ჰქონდა იმპროვიზაციის აბსოლუტური შესაძლებლობა, ოღონდ თამაშის წესების ფარგლებში და მათი განუხრელი დაცვით. წესებისა, რომელიც ყოველმა მათგანმა ზეპირად იცოდა, ვინაიდან თავიანთივე შექმნილი იყო და ეყრდნობოდა საკითხის აბსოლუტურ ცოდნას, მრავალწლიან გამოცდილებასა და პიროვნულ თვისებებს. სროლის რიგითობა, მიმართულება, ინტენსიობა, მონადირეთა ეთიკა, მათი განლაგება და მრავალი სხვა, რასაც მთლიანობაში მხოლოდ დრო და ვარჯიში არ იძლევა (...თუ ბუნებამც არ უშველა).

პირველად რომ შემომთავაზა, მსმენოდა რა, ბევრი რამ მათი ნადირობის თითქმის რიტუალური ხასიათის შესახებ, მივხვდი რა პატივი მხვდა წილად. არა იმიტომ, რომ თანამდებობრივად, საზოგადოებრივი მდგომარეობით და თუნდაც ასაკით ჩემზე ბევრად მაღლა იდგნენ, – ნდობის გამოცხადების გამო. ამას მარტო შერმადინი, მათთან შეუთანხმებლად, ვერ გადაწყვეტდა.

დედაჩემს ვთხოვე: საგზალი მოგვიმზადე, ხვალ სანადიროდ მივდივართ-მეთქი. რამდენ კაცზეო. არ ვიცოდი და შერმადინს გადავურეკე – სულ რამდენი კაცი ვიქნებით-მეთქი. მძღოლებიანად ათამდე, – რატომ მეკითხებიო. დედაჩემმა, საგზალი რამდენ კაცზე გავამზადოო. ჩემგან გადაეცი, ნუ წუხდება, ყველას რაღაც მოაქვს-თქო.

აბა, იმას რა გააჩერებდა? ხაჭაპურები, ნიგვზიანები და შემწვარ-მოხრაკულები იმდენი გამატანა, ლეგიონს დააპურებდა (ოღონდ

Page 13: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა13

ყველაფერი სამარხვო - ხორცი თვითონვე უნდა მოიპოვოთ, აბა, ტყუილად ხომ არ მიდიხართო).

მწყრის პერიოდი იდგა. შერმადინმა შემაიარაღა მძღოლის, თავისივე ნაჩუქარი, მაუზერით, – არ სჭირდება, სროლა მაინც არ იცისო (თვითონ ჰოლანდ-ჰოლანდი ჰქონდა) და დავიწყეთ წალკის ახლად აღებულ პურის ყანებში ნადირობა. ოცი პატრონა გამომეყო და თორმეტი მწყერი ჩავაბარე.

– დასაწყისისთვის არა უშავს, ჩემს პირველ ნადირობაზე ორჯერ მეტი ტყვია-წამალი დამეხარჯა და ოთხჯერ ნაკლები ყვავი მოვინადირე. აბა, გურიაში მწყერს ვინ მომართმევდა?

მზემ რომ კარგა მაგრად დააჭირა, გამოცხადდა პირველი შესვენება. ჩრდილს შევაფარეთ თავი, გავშალეთ სუფრა და შევუდექით სამხარს. შევნიშნე, რომ ჩემს დალაგებულს არავინ ეკარებოდა. შერმადინს დაბალ ხმაზე ვუთხარი:

– ყველაფერი ახალთახალია, თქვენ რომ დაგირეკეთ, მერეა გაკეთებული.

– ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ მოგვაწყურებს და დავიღლებით.ვერ მივხვდი, ნიგვზიანი ბადრიჯნის ჭამით დაღლილი ადამიანი ვერც

კი წარმოვიდგინე.ყოველივეს სულ მალე ჩავწვდი. ვინაიდან ნიგვზიანებს, წნილიც

მივაყოლე, ზეთისხილიც და ბლომად წყალიც, ვერ ავუბი მხარი ოცი წლის ყმაწვილებივით მოძრავ, სამოც წელს გადაცილებულ მონადირეებს, ოფლად ვიღვრებოდი და მხოლოდ მათ ზურგებს ვხედავდი, ისიც ბუნდოვნად.

ის დღე იყო და ის. მას მერე ნადირობისას ცხარეს, მჟავეს და მარილიანს აღარ ვეკარები.

იუბილე

შერმადინი სამოცი წლის რომ შესრულდა, რამოდენიმე თვის დაწყებული მქონდა მუშაობა და მისგან პერსონალურმა მიწვევამ, ცოტა არ იყოს, შემაცბუნა – რა დამსახურების გამო, ალბათ ვინმე ჰყავს ნათესაობაში ჩემი ასაკის გოგო და მათი დაჟინებული თხოვნით, უნდა გამირიგონ-მეთქი. მეტი ახსნა ვერ მოვნახე. დათქმულ დღეს, დათქმულ დროს, დათქმულ მისამართზე, გაპრანჭულ-გალამაზებული (არსებული რეალობის ფარგლებში) ვწევ ეზოში გაშლილ სეფის ფარდა-კარებს, შევდივარ და... ვხვდები სხვა პლანეტაზე, უბრალოდ, ჩემთვის ნაცნობი უამრავი ხალხით. გაჩახჩახებული სეფა შიგნიდან ბევრად დიდი აღმოჩნდა, ვიდრე გარედან ჩანდა. სამრიგად გაშლილი სუფრების დანახვა აძლიერებდა ეფექტს, აპატარავებდა საკუთარ ზომებამდე ადამიანს და უბიძგებდა დროულად მოეძებნა ადგილი, რომ ნაკლებად თვალშისაცემი ყოფილიყო. დავჯექი პირველსავე თავისუფალ სკამზე და ის იყო მოშინაურება უნდა დამეწყო, იუბილარმა სუფრების მეორე ბოლოდან დასჭექა:

– ნოდარია! მოდი აქ, ახლოდან დამენახვე, არ უნდა მომილოცო? მომავალ წელსაც კი არ გავხდები სამოცის.

Page 14: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა14

გარიგების ვერსია უფრო გამყარდა და თვალებით დავუწყე ძებნა იმ ბედნიერს. შერმადინმა გვერდით დამისვა და წარმადგინა თავის უახლოეს მეგობრებთან:

– ჩემი ახალი თანამშრომელი, პერსპექტიული ინჟინერი და შეუცვლელი თანამოსუფრე, არალოთი.

ძებნა-ძებნაში დავინახე მამაჩემიც, მასავით სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად. აქ მინისტრის სამივე მოადგილეც იყო. მინისტრი არ ჩანდა. სუფრის არდაწყების მიზეზად ეს მივიჩნიე და სულაც არ გამკვირვებია, განვაგრძე ბედნიერის ძებნა.

ამასობაში გადაიწია სეფის ფარდა-კარი (რაც გნებავთ ის უწოდეთ) და მთელი სივრცე შეავსო ზურია ჭაჭიაშვილმა. თურმე თამადობა მას უნდა გაეწია.

– ტრანსპორტმა დამაგვიანა (საათს დავხედე, ჩემდა უნებურად, – ერთადერთი წუთი იყო გადაცილებული), ზოგიერთივით გაზიზინებული ვოლგა კი არ მემსახურება.

– გშუუურს, ზურია?– რო გითხრა, არა თქვა, რა, დამიჯერებ?დინჯად შეუდგა მოვალეობის შესრულებას. არც არავინ აუყვანია ცაში

და არც არავის დამსახურება დაუკნინებია. არამოჩვენებითი ღირსების შეგრძნებით გამსჭვალული თითოეული მისი სიტყვა უშეცდომოდ ჰპოულობდა გზას თანამესუფრეების იმ გრძნობებამდე, რომლებიც განწყობილების ამაღლებას, საკუთარი თავის უფრო მეტად დაფასებას იწვევს. ღმერთმა დამხმარედ, ძირითადად, წყალთა მეურნეობის თანამშრომლებისა და შერმადინის მეგობრებისაგან შემდგარი გვერდითი სუფრა მოუვლინა, საიდანაც ისეთი სიმღერები წამოვიდა, ერთმა ხუმრობანარევი სერიოზულობით თქვა: ქობულია (ჩვენი მინისტრი) კადრებს ვოკალური მონაცემებით არჩევს და დროა მუსკომედიის თეატრიც მას ჩავაბაროთ, თუ ვოკალს არა, დონეს მაინც აუწევსო. გარიგების ვერსიამ ჩაილურის წყალი შესვა. ისე, სუფრა იმდენად ლაზათიანად წარიმართა, რომ სერიოზული დისონანსის შეტანა, რამოდენიმე ნასვამი, შერმადინის შვილების ახლო ნაცნობი, ახალგაზრდა მსახიობის მოსვლამ (იმ დროს ნაკლებად ცნობილი, შემდგომში ძალზე პოპულარული) და არაადექვატურმა ქცევამაც კი ვერ შეძლო.

შერმადინი შეეცადა მათი უკბილო ხუმრობების გაბათილებას. არ გამოუვიდა, თამადის წყრომაც კი დაიმსახურა.

– შაარმაადიიინ!ამ ერთადერთი სიტყვისაგან შემდგარ, გამაფრთხილებელი ტონით

წარმოთქმულ მიმართვაში ჩაქსოვილი იყო ბევრად მეტი, ვიდრე ზოგიერთის მიერ სიტყვების ნაკადის კორიანტელის დაყენებაში (რომ ვერც მიხვდები, რის თქმას აპირებდნენ) – მე აქ ვარ და შენ, შენს თავს უფლებას აძლევ, ვინმე პირველმა დატუქსო, არ იფიქრებს ხალხი, ამ კაცს ავტორიტეტი სულ არ ჰქონიაო?

გამგებმა მყისიერად გაიგო. საგრძნობლად დაპატარავდა საკმაოდ წარმოსადეგი კაცი – მართალია, ჩემი დღეობაა, მაგრამ უმცროს-უფროსობა რამ დამარღვევინაო.

Page 15: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა15

– ყმაწვილებო, დაწყნარდით და გვადროვეთ! – თქვა თამადამ მშვიდად, მაგრამ იმდენად დამაჯერებლად, ყმაწვილებს სუფრის ბოლომდე ხმა აღარ ამოუღიათ, თამადას შეციცინებდნენ თვალებში, ნეტავ, ახლა რას იტყვისო.

ვალეტა

12 წლის ერთგული სამსახურის შემდეგ ვალეტა იმდენად დაუძლურდა, რომ ნადირობაც კი აღარ ახალისებდა. თავის ბუნაგიდან მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად თუ მიბობღდებოდა, ისიც დიდი ძალისხმევით, დათქმულ ერთსა და იმავე ადგილთან. რა საოცრებაა ჯიში?! ვერც ძალით, ვერც მოფერებით, ვერც საჭმლით ვერ აიძულებდი დაეტოვებინა ბუნაგი, მაგრამ თავისი საცხოვრისი ერთხელაც არ დაუბინძურებია.

გამახსენდა დრო – სულ რაღაც ხუთი-ექვსი წლის წინ სიცოცხლით სავსე ვალეტა შემოხტებოდა შერმადინის სამონადირო ორხიდიანი მანქანის უკანა სავარძელზე და მოიკალათებდა თაროზე, რომლის დაკავების უფლება მხოლოდ მას ჰქონდა. ერთხელაც, ადრე მოსული თანამონადირის კურცხაარი იწვა იმ ადგილზე. ყოველგვარი ღრენა-კბენის გარეშე ვალეტამ კბილები ჩაავლო ყურში, გააძევა მანქანიდან და დაიკავა პოზა, აუცილებელი არ არის კინოლოგი ყოფილიყავი, რომ მიმხვდარიყავი: ერთხელ კიდევ გაბედავ, მისცემ შენს თავს მსგავსი თავხედობის უფლებას, იცოდე, ასე ადვილად ვერ გადამირჩებიო.

მანძილი სანადირო ადგილებამდე, რომლებიც ხანდახან საქართველოს ფარგლებს სცილდებოდა, აღემატებოდა 250-300 კილომეტრს. გზას უნდებოდა სამ-ოთხ საათზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში ვალეტა იწვა თავის სამფლობელოში და თვლემდა. ხანდახან, როგორც ადამიანი, ამოიოხრებდა, თითქოს მთელი სული და გული ამოაყოლაო, – მხოლოდ ამით ვგრძნობდით მის ჩვენთან ყოფნას. სამაგიეროდ, როგორც კი გავჩერდებოდით მისთვის ნაცნობ ადგილებში და გავუღებდით მანქანის კარებს, წინ და უკან გახარებული დარბოდა, ვიდრე შერმადინი არ შეუძახებდა:

– ვალეტ, ჩემთან!შუა ნახტომში შემობრუნდებოდა უკან და უმალ მასთან ჩნდებოდა.

ნადირობის უმცირესი ნიუანსების გამრჩევზე იფიქრებდი, ეს შემთხვევით არის გაჩენილი დრადხაარად; და თვალწინ წაროგიდგებოდა უამრავი ვინმე, ვინც დანამდვილებით შემთხვევით არის გაჩენილი ადამიანად.

ვალეტა ამქვეყნად არსებობის ბოლო დღეებს ატარებდა. შერმადინმა – სუფთა ჰაერზე მაინც დალიოსო საცოდავმა სული – მოიყვანა სამმართველოში, დააბინავებინა თავისსავე სადგომში, მიამაგრა პერსონალური მომვლელი. საწყობის გამგემ თქვა, ასეთი მოვლა, რომ მქონოდა ჯეელობაში, ჩემგან კაცი დადგებოდაო. მიუტანეს ენა საიდუმლოს საიმედოდ შემნახავებმა შერმადინს. დაიბარა საწყობის გამგე და უთხრა:

– შე კაი დედ-მამის შვილო, საკუთარი ბებია-ბაბუის ზემოთ ვინც იყო, მათი სახელებიც რომ არ იცი, ჩაიხედე ვალეტას პასპორტში, მისი წინაპრების ათი თაობაა მითითებული. შენ რა მოსავლელი იყავი, შენ

Page 16: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა16

მაგივრათ ერთი ვალეტასნაირი რომ აღეზარდათ, სიბერეს მაინც არ ჩაუშხამებდათ.

ვადა რომ ამოიწურება, აღარაფერი არ შველის. სამი-ოთხი დღით სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ – არა, ესეც საკამათოა. მსჯელობა შორს წაგვიყვანს.

კვირის თავზე მოახსენეს შერმადინს, ვალეტა აღარ სუნთქავს, მგონი... ისაო.

იხმო საწყობის გამგე და უთხრა: – გზატკეცილს გადაღმა გადაიყვანე მუშები, ღრმა ორმო

ამოათხრევინე. ა, შენ 50 მანეთი და არავის შეაკურთხებინო, ძაღლის საფლავს გვათხრევინებენ, თან მუქთადო. გინდათ შესანდობარი დაარქვით, გინდათ, რაც გინდათ ის, დღეს თავისუფლები ხართ.

შევედი, ცოტა არ იყოს დაბნეული. არ ვიცოდი, მიმესამძიმრებინა, თუ გაჩუმებული ვმჯდარიყავი მუდოსავით. ისევ თვითონ მიშველა:

– დამაკლდება... წამოდი იაღლუჯაზე (ჩვენი უბანი) გავიდეთ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ.

საბოლოოდ, მოვხვდით იმირში. გოგისვანიძეები ქუთაისთან, და იმირი მარნეულთან – იკითხავთ, რა კავშირი აქვთო? თუ კი ვინმეს დაფასება გინდოდა ზღაპრული პურ-მარილით, წიფის გვირაბს იქით გოგისვანიძეებს, ხოლო აქეთ იმირს მიაკითხავდი. ისე ჩაიარა სამიოდე საათმა ვალეტა არც ერთს არ გვიხსენებია.

ესაა, ერთ-ერთი სადღეგრძელოს მერე, რომელიც არსით შესანდობარია, ღვინის შესმის წინ პაუზა გააკეთა – ვერ გეტყვით, იქნებ გულში თავისი საოცრად ერთგული, უტყვი მეგობარი ახსენა.

პეტრე

პირველად რომ შევიხედე ფარდებჩამოფარებულ, ჩაბნელებულ საყარაულოში, თვალში მეცა კედელზე ჩამოკიდებული არაორდინალური თოფი.

– ვის ეძებ, ჯეელო? – მკითხა ხმამ. ეხლაღა შევნიშნე საწოლზე წამოწოლილი, ოთხმოცს

დანამდვილებით გადაცილებული, თუშურქუდიანი მოხუცი.– დამლაგებელს, აქ იქნებაო. – დამლაგებელს აქ რა უნდა, ვერა ხედავ საყარაულოა.– ნახე, ნაღდათ იქ არისო.– ყურუმსაღი საწყობის გამგე გეტყოდა, სიმთვრალეში რაღაცეები

ეჩვენება, ისეეე ... რად გინდა დამლაგებელი? – ოთახი უნდა დამილაგოს. – აქ იწყებ მუშაობას?– დიახ.– რად?– ინჟინრად.– რა, წაქაძე მიდის?– ის მთავარი ინჟინერია, მე კი მუშაობას ვიწყებ უბრალო ინჟინრად. – ვა, ინჟინერი სად გაგონილა უბრალო.

Page 17: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა17

როგორც კი შეიტყო მათთან ვიწყებდი მუშაობას, სკამზე დაჯდა და იქედან განაგრძო საუბარი.

– შეგატყვე, თოფით დაინტერესდი.– მშვენიერი თოფია.– ერკვევი?– ცოტ-ცოტას.– საყარაულოს კარს არასდროს არ ვკეტავდი, ერთი წუთით გავედი,

პურის საყიდლად. ალბათ, ბავშვებმა დრო იხელთეს და ყარაულის თოფი მომპარეს. შევწუხდი. შერმადინ სამსონიჩმა (პირველად მესმოდა მამის სახელით, ისიც რუსულ ყაიდაზე მისი მოხსენიება) რომ შეიტყო, გაიცინა: უთოფო ყარაული ვის უნახავს, მე გაჩუქებ თოფს, ოღონდ ზუსტად არ მიაქვსო. მომიტანა, დავშალე, მიზეზი დავადგინე,

– ერკვევით?– ცოტ-ცოტას.– გავასწორე და უკან დავუბრუნე: ასეთ ძვირფას საჩუქარს ვერ

მივიღებ-მეთქი. ყოველივე ძვირფასი მცოდნესთან უნდა იყოს, უვიცისთვის არამია, არასგზით არ დაიბრუნა. მას მერე კარებს ორი გასაღებით ვკეტავ.

ფრთხილად ჩამოხსნა კედლიდან. ასე სათუთად რელიკვიას ან სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთს ეპყრობიან. მოსევადებულ ტულის თოფს ამოტვიფრული ჰქონდა “საჩუქრად” – ვის და ვისგან, არ იყო მინიშნებული.

დავახლოვდით. მშვენიერი მთხრობელი და მსმენელი აღმოჩნდა. ჩემში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევდა ოთხმოცდაათს მიღწეული ადამიანის საოცარი მეხსიერება. იმდენად სხარტად გადმოცემდა მოსაყოლს, პირველად ვფიქრობდი, იმ წუთში ხომ არ თხზავს-მეთქი, მაგრამ რამოდენიმეჯერ რომ შევადარე, სულ სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, მას მერე მის ყოველ სიტყვას გადაუმოწმებლად ვუჯერებდი. მრავალი წელი აბრაგობაში გაეტარებინა. გატაცებული საქონელი დაღესტანში, ხან ინგუშეთში, ხან ოსეთში და ხან ყაბარდოში გადაჰყავდა – გააჩნია საიდან გაიტაცებდა; იქაურით კი საქართველოს, სომხეთს ან აზერბაიჯანს ამარაგებდა. ამ სახიფათო გაცვლა-გამოცვლაში შეისწავლა კავკასიონზე გადამავალი ყოველი საცალფეხო ბილიკი, კახეთზე და ბორჩალოზე გამავალი ყველა ნაკლებად საშიში გზა, ყოველივე, რაც კი იარაღს შეეხება, სიფრთხილის კანონები, რამოდენიმე ენა. ჩასწვდა სანდო ადამიანის ღირებულებას. მისი დაფასება გამოცდილებამ პირველ ადგილზე დააყენებინა. თვითოეულ ქვეყანაში ჰყავდა კანონიერი მეუღლე (თუ ქრისტიან კაცს ეს ეპატიება), ოღონდ არც ერთი შვილი: ახალი სიცოცხლის შექმნა, უდიდეს პასუხისმგებლობას გაკისრებს , თუ ეს გათვითცნობიერებული გაქვს, თავს უფლებას არ მისცემ საჭოჭმანოდ დააყენო მისი კეთილდღეობა, შენი წუთიერი სიამოვნების გამოო.

– რევოლუციებს ორმოც წელს მიტანებული შევხვდი. მეშველა, როგორც იქნა, სამართლიანობამ იზეიმა, ამიერიდან ყაჩაღობას თავს ვანებებ, პატიოსანი შრომით ვირჩენ თავს, ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს და წარმოშობაც-მეთქი. პირველი ეჭვი ბოლშევიკების “რევოლუციამ” გამიჩინა. ხიშტებზე დაყრდნობილი ძმობა მკვდრადშობილია, ჩემზე უკეთ

Page 18: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა18

ვინ იცის. დროთა განმავლობაში ეჭვები გამიღრმავდა და იქცა სინამდვილედ, რასაც მტკიცება აღარ სჭირდებოდა. საბოლოო წერტილი დაესვა ერთ-ერთი თებერვლის (დამთხვევაა?) სუსხიან დღეს, როცა რევკომის შენობის წინ ფარაჯიანმა და წითელკოკარდიანმა, ოთხმა თუ ხუთმა, წიხლების ცემით სული ამოჰხადეს კაცს. მკვდარსაც, შეშლილის სახეებით, გამეტებით ურტყავდნენ ჩექმიან ფეხებს. იქ მდგომებმა: რას შვებით, ხალხი არა ხართო; და ვისაა, რომ ესარჩლებით, ეს იცით ვინ არის? თეთრგვარდიელიაო.

ამათ არაადამიანურ წარმომავლობას მთელ რუსეთში მიმოფანტული ჩემი ნაცნობების მონათხრობებმა ეჭვების საბურველი მოაშორა და მივხვდი, თუ რა მძიმე განსაცდელის წინ დაგვაყენა უფალმა. მაშინ გამახსენდა ერთი რამ, რომ არ მოგიყვე, არ იქნება:

ვლადიკავკაზიდან საქონელს მოვდენიდი სტეფანწმინდაში. ამ დროს არ იცის ხოლმე, მაგრამ დიდი თოვლი წამოვიდა. სამი-ოთხი ვერსიღა მქონდა დარჩენილი, როდესაც ქვევით 5-6 ადამიანი დავინახე. მონადირეებად აღვითქვი. დავაკვირდი და მათ შორის სტეფანწმინდის ბოქაული ვიცანი. ბინდებოდა. შინ დასაბრუნებელი ერთადერთი გზა მეწყერს წაეღო და ხაფანგში მომწყვდეული ნადირივით აქეთ-იქით აწყდებოდნენ გამოსავლის ძიებაში. არა და ერთადერთი შველა იყო, ჩემს ბილიკს თუ ამოაღწევდნენ, მაგრამ ამაში, კიდეც რომ სცოდნოდათ მისი არსებობა, პიტალო კლდე უშლიდათ ხელს. წამითაც არ დავფიქრდებოდი, შველას შევეცდებოდი, სხვები რომ ყოფილიყვენ, მაგრამ ჩემი გამომზეურება დაღუპვის ტოლფასი იქნებოდა. ჩემი სურათებით ყველა ბოძი იყო დამშვენებული, ჯილდოდ საკმაოდ დიდი თანხის შეპირებით. მათი მიტოვება ბედის ანაბარად, მათი გარდუვალი დაღუპვა იყო, რადგან გაზაფხულის დასაწყისში მოშიებული მტაცებელი ისეა დაგეშილი, ნიკოლოზის მთელი თოფ-იარაღიც ვერ უშველიდათ. ნადირიც ურიცხვი იყო და ბოქაულებიც, ყველა – კარგად ნაპატივები. მოვიხვიე სახეზე ყაბალახი, მივაბი მოშორებით საქონელი, რომ არ გამოჩენილიყო, და ჩავუშვი ჩემი განუყრელი, მოწნული თოკის კიბე. მიუხედავად კარგა გვარიანი სიგრძისა, არ ჩასწვდა. იძულებული გავხდი იქედან ჩამეშვა, საიდანაც მიწვდებოდა. ვერ მხედავდნენ, თან თოვაც უშლიდათ ხელს. ჩავძახე, მანდ კიბეა და ამოჰყევით-მეთქი. აღარ გამოვჩნდებოდი, მაგრამ ბილიკი თოვლს დაეფარა და საით გადაეხვიათ, უნდა მესწავლებინა.

ერთხმად მიხდიდნენ მადლობას, ჯიხვზე წამოვედით სანადიროდ და ლამის ჩვენ მოგვინადირესო. დამშვიდობებისას ბოქაულმა გვერდზე გამიხმო და ხმადაბლა მითხრა: ბრიყვად რომ არ ჩამთვალო, არ გეგონოს, ვერ გიცანი, მაგრამ შემდეგი შეხვედრისას დღევანდელი დღე ვერ გიშველისო.

შემდეგი შეხვედრა არ შემდგარა. სტეფანწმინდის გზა საერთოდ დავივიწყე.

თებერვლის ამ საბედისწერო დღის შემდეგ გონებით ჩავწვდი, ამათთან არც ძმობა ივარგებს და არც მტრობა-მეთქი და ჩირგვებში წავედი კურდღელივით.

Page 19: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა19

დიდი მწვანე ველი

სექტემბრის ბოლოს შირაქში ტრანსფორმატორი დაგვეწვა. ჩვენდა ბედად, შირაქი-ელდარის და ყარღო-ნატბეურას საძოვრები ზამთრის საძოვრებია, სადაც მთიანი რაიონების ცხვარი იზამთრებს და სატუმბო სადგურს მთელი დატვირთვით მუშაობა ოქტომბრის შუა რიცხვებში, ცხვრის დაბინავებამდე ერთი-ორი დღით ადრე, ეწყება. ვადა გვქონდა ორად ორი კვირა. ვეებერთელა დანადგარი ჩვეულებრივ სატვირთო მანქანაზე არ დაეტეოდა და მოგვიხდა დიდი მაზის დაქირავება. ჩავიტანეთ ზაჰესის ელმოწყობილობათა შემკეთებელ ქარხანაში და მუხლების კანკალით შევიტანე მიმართვა თხოვნით შეკეთებაზე დირექტორთან (ერთი, ცრემლების კვალი არ ეტყობოდა, თორემ ჩვენი სავალალო მდგომარება, სრულად იყო გადმოცემული. მუხლები იმიტომ მიკანკალებდა, გამაფრთხილეს, ძველი ყაიდის კაცია, თუ თავიანთი სისტემის აგრეგატების შეკეთებას ვერ აუდიან, შენს შეკვეთას, ცეკას მდივანიც რომ ჩართო, არ მიიღებსო. ყურადღებით გაეცნო მიმართვას, რაღაც წააწერა ზემოდან და მკითხა:

– ერთი ეს გამაგებინე, ჩემსობას ცხვარს არც ტრანსფორმატორი სჭირდებოდა და არც ელექტრობა, მაგრამ ხორცი ულევი იყო, ხორციებათ მეტი, თუ რა?

დამიბრუნა მიმართვა უკან.არც დამიხედავს რეზოლუციისთვის, მასვე ვკითხე:– ახლა რა გავაკეთო?– შეიტანე ტექნიკურ განყოფილებაში, შენ კი თავისუფალი ხარ.შიშით წავიკითხე რეზოლუცია: – შეასრულეთ პირველ რიგში. გ. ხუციშვილი 26.09. 1967წ. ათ დღეში სრულიად განახლებული აგრეგატი დილაუთენია

მიგვქონდა უკან. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მანქანას მე თვითონ ჩავუჯექი.

ორმოცს არ აგვიცილებია, ისე ჩავედით ხუთ საათში ივრის სატუმბო სადგურში. მორიგე ელექტრიკოსი, ალვანის მეურნეობის ბინებში, რომელიც ჩვენი ქვესადგურიდან იკვებებოდა, გავაგზავნე აბრით {არ აძვრეთ! ძაბვაა!}: ჩამოკიდე ანძაზე და სანამ დენი არ მოვა, არ წამოხვიდე. სიტყვიერად გადაეცი, თუ რაიმემ არ დაგვაღალატა, ღამე დენი გექნებათ-თქო. ჩვენ ცოტა დავახანეთ და შევუდექით ტრანსფორმატორის მონტაჟს. მოვრჩით და ჩავრთეთ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სიბნელე სინათლით შეიცვალა, ერთხმად გამარჯვების ყიჟინა დავჭექეთ. (სიბნელის სინათლით შეცვლით გამოწვეული, სიხარულის შეგრძნება, მრავალი წლის მერე კვლავ განგვაცდევინა “ხალხის სურვილით” დაბრუნებულმა, რომელმაც მოახერხა და მეოცე საუკუნის მიწურულს ჰიდრორესურსებით ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაში ელექტროენერგიის და სასმელი წყლის ისეთი დეფიციტის შექმნა, რომ საფრანგეთ-რუსეთ-საჰარიდან შემოტანილი სასმელი წყლის ბიზნესი რენტაბელური გახდა, ხოლო, რაც შეეხება ელექტროენერგიას, საღამოჟამს დენის ჩართვა იწვევდა ისეთ ყიჟინას, ივრისპირული სად მივა მასთან).

Page 20: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა20

ცოტაც ვადროვეთ, დავრწმუნდით ყველაფერი წესრიგში იყო, ჩავრთეთ ალვანის ხაზიც. ნაამაგარით ამაყებს, ახლაღა გაგვახსენდა, რომ დილიდან ლუკმა არ ჩაგვედო პირში და პირადად მე ისე მომშივდა, გასახმობად ჩამოკიდებულ შამაიებს თვალი ვერ მოვწყვიტე. თითქოს ჩემს გულში ზისო – ამდენი მოგითმენიათ, ცოტაც მოითმინეთო, – სატუმბო სადგურის უფროსმა. გამეცინა და სულხან-საბას არაკის ჩემეული ვერსია შევთავაზე: რომ არ მოვითმინო, რა, მეც რესტორანში არ მელოდნენ-მეთქი. უბნის უფროსი და მე რადიოსადგურში შევედით. ჩვენი სეანსების დრო კარგა ხნის გადაცილებული იყო. ყოველ დარღვევაზე მოდიოდა მკაცრი გაფრთხილებები, ამიტომ დათქმული გვქონდა ორად ორი ნიშანი: წერტილი ნიშნავდა კარგს, ტირე – ცუდს. ეს მაკარუზომ გვასწავლა, მოწინაღმდეგე რომ არ მიხვედრილიყო. კონსპირატიულობის გამო, ნიშნების აზრი ყოველდღე იცვლებოდა. ჩვენც უნდა გვემარჩიელა, ვეღარ ვიგებდით, კარგს გადმოგვცემდნენ, თუ ცუდს, ამიტომაც შევეშვით.

ვინაიდან ჩვენს მოწინააღმდეგეს სულ ფეხებზე ეკიდა კარგად ვიყავით, თუ ცუდად, ყურადღებას არ გვაქცევდა. ერთადერთხელ მოვიდა შეტყობინება: ეგ ჩვენი მოგონილია, მაგ მიქარ-მოქარვებს შეეშვით, თორემ მიგიხურავთ მაგ რადიოსადგურებსო. შევეშვით. უბრალოდ იმ დღეს რომ არ გამოგვეყენებინა, არ იქნებოდა. გადავეცით. გამოვედით თუ არა, მოგვადგა შერმადინის მანქანა.

– ხუთი წუთია გადმოგეცით, ყველაფერი წესრიგშია-თქო და ასე უცებ როგორ მოასწარით ჩამოსვლა?

– აბა იქ რა გამაძლებინებდა.შერმადინს მოჰყვა ალვანელებით დაძეძგვილი პლატფორმიანი

მოტოროლერი – ბიჭები მთელი დღეა შრომობენ, მოშივდებოდათო. სუფრას ალვანელთა მოტანილი შეემატა.გაიშალა იმდროინდელი ნამდვილი კახური პურ-მარილი ზღაპრული

ღვინით, საკვების შეზღუდული თავებით, მაგრამ ისეთი ბარაქიანი, ხუთ ჩვენდენს გაისტუმრებდა და იმდენი დარჩებოდა, ერთ-ორ მაგიდას კიდევ გააწყობდა.

ჩვენ ყველამ, რა თქმა უნდა, შერმადინის ინიციატივით, თამადობა ვთხოვეთ მაკარუზოს. იგი მიუბრუნდა და მხოლოდ შერმადინს მიმართა:

– თქვენ ბრძანდებით სუფრასთან, რომ ვითამადო, მხოლოდ უზრდელობა კი არა, თავხედობაც იქნება. ერთხელ მივეცი ჩემს თავს უფლება, ისიც თქვენი დაჟინებული მოთხოვნით.

– ეგ რომ სხვას ზუსტად იმავე სიტყვებით ეთქვა, უფროსს ეპირფერებაო, ვიტყოდი, მაგრამ შენ თქვი და სულ სხვა დატვირთვა აქვს. უღრმესი მადლობა ჩემი მცირედის ესოდენ დიდი შეფასებისათვის. შევუდგეთ საქმეს.

სიმართლე გითხრათ, მაკარუზოს თამადობა გულით მსურდა, შერმადინის მონაყოლის გამო. მიკვირდა, პეტრე ბოკერიას, ზურია ჭაჭიაშვილის, ნიკოლოზ ჩაჩანიძის თამადობის შემსწრეს, ვისი რა უნდა გაჰკვირვებოდა.

აღმოჩენა იყო ალვანელ, უფრო ზუსტად, ლალისყურელ მწყემსთა სიდარბაისლე ქცევაში, საუბარში, კითხვა-პასუხში, სმაში. ამ სიდარბაისლემ შექმნა “შენ ხარ ვენახი,” “მრავალჟამიერი”, “ვეფხი და

Page 21: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა21

მოყმე”, სვეტიცხოველი, ასო-მთავრული. დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ცოტნე დადიანის ფენომენი. დიდმა გალაკტიონმა გგონიათ მხოლოდ ნიკორწმინდას მიუძღვნა: რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგოო.

ალბათ ფიქრობთ, იმიტომ ცდილობს თავისი საწარმოს წვრილმანები აღგვიწეროს, რომ დაგვარწმუნოს თავის შეუცვლელობაში პრობლემათა მოწესრიგებისას, ანაც, სულ მცირე, დეტალურად გადმოცემს პროცესებს, რომ ტექნიკური ინტელექტის დონით იტრაბახოსო.

არა, ბატონო, ეს ყოველივე მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ გაზეთ “კომუნისტში”, კომპარტიის რუპორში, სულ რაღაც ერთი წლის მერე წავიკითხე მთელ გვერდზე დაბეჭდილი სტატია:

როცა მაყურებელი დარბაზს ტოვებს

პირველი რეაქცია იყო, მომენახა ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი, დამერწმუნებინა, დარბაზს ტოვებს უმნიშვნელოდ მცირე ნაწილი, უმეტესობა კი შესაშური ყურადღებით ადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს და მათი აზრის გამოხატვა სტატიის ავტორის გეგმებში სულაც არ შედის, თან ვერც გამოხატავს-მეთქი. მერე რამდენიმე რამემ გამიელვა თავში: პირველი, ისე ღვარძლიანად წერს, ეტყობა დოდომ ან მერაბმა ადრე გვარიანად სცემეს და ბოღმას ანთხევს; მეორე, ფილმი არც უნახავს და ვიღაც უცოდინარის მონაყოლით ხელმძღვანელობს, მესამე დაავალეს, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენეს, მეოთხე კი, ან კიდე შეგნებულად გვმტრობს-მეთქი.

შემდეგ ვიფიქრე, კაცი არც კი გიცნობს (დღესაც არ მიცნობს), შენ კი იცნობ, მაგრამ განა ეს საკმარისია, გამოეცხადო და როგორც ახლობელს, უთანაგრძნო იმის გამო, რომ მართლაცდა ყოვლად დაუმსახურებლად შეურაცხყოფა მიაყენეს. დავიმშვიდე თავი – ჯერ ეს ერთი, ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ხალხური სიბრძნეა, მეორეც, იმდენი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს, რეალურ სურათს ადვილად დაანახებენ-მეთქი. შევცდი. მხოლოდ სანახევროდ აღმოვჩნდი მართალი. ნაცნობისა და მეგობრის მცნებების ერთმანეთში აღრევა, რბილად რომ ვთქვათ, ძალზე დიდ გაუგებრობას იწვევს. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ეს იმდენად ცხადად დამანახა, მტკიცებასაც არ მოითხოვს. (მეგობარი შეიძლება გყავდეს ორი-სამი, ჰა-ჰა ათი. ომარ ჰაიამმა, გასაგებად აზრის გამოთქმის დიდოსტატმა ეს ჩემზე ცოტათი ადრე ბრძანა).

სტატიაში ყველაზე მეტად მოთმინებიდან გამომიყვანა ფრაზამ: სოსანა თავისი ძროხების თვალით შესცქერის სამყაროსო. შე მამაცხონებულო, თუ საკუთარი ერის ან შრომის დაფასება დასაცინია, მართალი ბრძანდები, მაგრამ სოსანა აკადემიკოსი არ არის, რომ აინშტაინის თვალებით შეხედოს ქვეყნიერებას და არც პელე, მსაჯის თვალებით, ერთი ალალ-მართალი მწყემსია, საქონლის თვალით და მასზე ზრუნვით უნდა მიუდგეს ყოველივეს, თორემ თქვენი მთავარი რედაქტორის თვალით თუ უცქირა, დღეს კოკოჩაშვილის მოთხრას უბრძანებენ, ხვალ ვაჟა-ილიასი, ზეგ... არ დავწერ, მკრეხელობაში არ ჩამეთვალოს. ისე, მათ რაც უფრო ღირსეულის, დიდის და მიუწვდომლის განქიქება უხდებათ, მით მეტ სულიერ კმაყოფილებას განიცდიან, თუკი საერთოდ სული გააჩნიათ. იმაზე მაინც არ გიფიქრია როდესმე, შენს

Page 22: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა22

შვილიშვილს რომ წააკითხოს ვინმემ შენივე ნაჯღაბნი, არ იტყვის: დედა სულ მატყუებდა, პაპაშენი ნაკითხი და ჭკვიანი პიროვნება იყოო. საბრალო, ბრიყვი ყოფილა (თუ მეტი არაო).

ფილმზე რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. (პეტროსავით გამომდის, ეს დიდი ერისკაცი, უპატიოსნესი ადამიანი, გამორჩეული ვაჟკაცი, შესანიშნავი საბავშვო მწერალი, სახასიათო როლების უბადლო შემსრულებელი, მშვენიერი ფეხბურთელი, ლიანა ისაკაძეს ასწავლიდა ვიოლინოს დაკავებას; კარგი ბატონო, ლაპარაკს).

დოდო აბაშიძის, ლია კაპანაძის, ილია ბაკაკურის, მზია მაღლაკელიძის მიერ შექმნილია საუკეთესო სახეები ქართულ კინემატოგრაფიაში (რომელიც, ბოდიში და არავის უდებს ტოლს).

ყოველგვარი ყალბი პრანჭვა-გრეხვისა და მოჩვენებითი თავმდაბლობის გარეშე ერთი რიგითი მაყურებლის გადმოსახედიდან განვაცხადებ: სულით-ხორცამდე შემძრა ფილმმა. ერთი იმიტომ, რომ გასაოცარ დონეზეა გადაღებული და ჩემს ქებას არ საჭიროებს, მეორეც, იქ დაყენებული პრობლემები ჩემთვის უცხო არ არის და, ძირითადად, შიგნიდან ვიცნობ. ერთადერთმა გამაკვირვა, მერაბ ელიოზიშვილისთვის მეცხვარეთა თემა ახალი არ არის, ადრინდელი ფილმის გარდა, ორჯერ-სამჯერ იალაღებზეც მყავს ნანახი და ჩვენთანაც არის სამმართველოში ნამყოფი შერმადინის სანახავად, მაგრამ ამ ჭავჭავაძეთა და მათგან მეფეთა შთამომავალმა მერაბ კოკოჩაშვილმა, როგორ შეისისხლხორცა ყოველივე, რომ ასე ცხოვრებისეულად და დამაჯერებლად გადმოსცა. რა, ჩვენთან ერთად იჯდა სუფრასთან და უსიტყვოდ ტკბებოდა მათი სიდარბაისლით, რომ მათსავით განიცდის მათ სატკივარს-მეთქი.

შერმადინს გავუზიარე ნაფიქრალი. მითხრა:– ქართველ მეფეებს თქვენობით ხალხი არასდროს არ მიმართავდა,

მხოლოდ შენობით, და არა იმიტომ, რომ მრავლობითი რიცხვი არ არსებობდა. როდესმე მოგსვლია აზრად, მშობლისთვის ან ახლობლისთვის თქვენობით მიგემართა? ასეთ ახლობლად აღითქვამდა ყველა მეფეს. ის ეგულებოდათ დამცველად და კამათის მომწესრიგებლად. ჩვენი მეფეები, ხმალამოწვდილნი, წინ მიუძღოდნენ ლაშქარს, დაღუპვის საფრთხე, ყველაზე მეტად, მათ ემუქრებოდათ. ამდენად ნურც მათი შთამომავლის გიკვირს.

ტრესტი

1971 წლის დასაწყისში შუა აზიის რომელიღაც რესპუბლიკაში ჩატარდა საძოვრების გაუმჯობესების თემებისადმი მიძღვნილი საკავშირო კონფერენცია. საქართველოს წარმოადგენდნენ მელიორაციის და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ზაქარია ბიძინაშვილი და საძოვრების სისტემათა სამმართველოს უფროსი, ბატონი შერმადინ სიხარულიძე. როგორც ყოველთვის, ჩაატარეს, მოისმინეს – კრება დარჩა კმაყოფილი. მოხდა მრავალნაირი სახეობის ფლავის, მრავალი ფინჯანი ჩაის (და არა მარტო ჩაის), ბევრნაირი ჯიშის ცხოველის მწვადის და საოცარი შუააზიური ხილის ათვისება. შედგა ურთიერთსაინტერესო აზრთა გაზიარება-გაცვლა-გამოცვლა, რომელთაგან უმეტესობა შერმადინს სამმართველოს შექმნის პირველივე დღიდან ჰქონდა ჩადებული და

Page 23: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა23

განხორციელებული. იტყვით, აბა ტყუილად მოცდენილა ეს კაციო. არა, ბატონო. ჩამოიტანა იდეა, რომელიც იმ დღიდან მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.

იმ ხუთივე რესპუბლიკას თუ აქვს საძოვრების სისტემების ტრესტი, ჩვენი თხა რითია მათზე ნაკლებიო.

– ვინაიდან, ტრესტი უნდა შედგებოდეს სულ მცირე სამი სამმართველოსგან, ერთი იქნება ექსპლოატაციის, რომლის უფროსი იქნება მიტროფანე (მიტროფანე წაქაძე, ბრწყინვალე ჰიდროტექნიკოსი, ჩვენი მთავარი ინჟინერი); მეორე, ბურღვის, (სპეციალიზირებული), უფროსს შევარჩევ; მესამე სამმართველოს შევქმნით ვერტიკალური დრენაჟის თელავის და მანავი-ბადიაურის უბნების ბაზაზე, რომლის უფროსი იქნები შენ. ტრესტის მმართველი კი, თქვენის ნებართვით, მე.

– დიპლომი რომ არ მაქვს. (პოლიტექნიკურ ინსიტუტის 8 წლის სტუდენტობის სტაჟის მქონეს, დიპლომი ჯერაც არ მქონდა, მაგრამ ეს სხვა თემაა).

– მოფიქრებული მაქვს. ერთ-ორ თვეში მოსკოვში, ტიმირიაზევის აკადემიაში, იწყება სოფლის მეურნეობის მუშაკთა ხელმძვანელი კადრების კვალიფიკაციის ამაღლების რამდენიმეთვიანი კურსები. დიპლომს იძლევიან, ქვას გახეთქავს – უამრავი ბეჭდით და ტროფიმე ლისენკოს ხელმოწერით. შენსავით მოცლილი ვიყავი და მეც მაქვს გავლილი. ამ ეტაპზე საკმარისია, მაგრამ შენ საქმეს უფრო სერიოზულად მიუდექი.

– ლისენკო კიდევ არის?– მაგ ახლა ყველაფერზე ნაკლებად მადარდებს. შენ ჩამოიტანე,

რასაც გეუბნებიან. ტყუილად არ გააცდინო ეგ თვეები, ისწავლე რამე, მარტო ქალებს ნუ გადაჰყვები.

მოვიდა გამგზავრების დროც. დამიბარა შერმადინმა კაბინეტში. – აბა, შენ იცი, როგორ ივაჟკაცებ. ა, შენ, 500 მანათი, ერთი ამდენი

სამივლინებო ავანსი აიღე, ბილეთებიანად მეტს ვერ გაქაჩავ. შენი ხელფასი აქ, შეგენახება. შენხელა რომ ვიყავი, ამდენი ფარა მქონოდა, ვინ იქნებოდა როკფელერი და ვინ სიხარულიძე, ამასაც ვნახავდით. ერთ დღეში ნუ დაახარჯავ ქალებს, გამოიზოგე, ხომ იცი, ორი დღით არ მიდიხარ. თუმცააა... რა ჩემი სადარდებელია. ორი დავალება მაქვს:

პირველი, ერთი თელაველი ბიჭია, იმავე საერთო საცხოვრებელშია, შენ სადაც იცხოვრებ. ერთი თვეა, წასულია უფრო დაბალი რანგის კურსებზე. მშობლებმა მთხოვეს, შეგვეხმიანოს, რაიმე ხომ არ უჭირსო. ისე, უცნაური ხალხი ხართ, ერთხელ მაინც დარეკე შე ოჯახაშენებულო, ხელები მოგტყდება?

მეორე, უნდა ტექნიკის მიღებას ჩაუყარო საფუძველი. ვიცი, წელიწადი უკვე დაწყებულია, განაცხადები ადრე უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ საკავშირო ტექმომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსი დაგვეხმარება – ჩემი მეგობარია. ზოგსაც აქ რეზერვიდან გამოგვიყოფენ, მომავალ წელს კი დროულად ვიზრუნებთ.

ჩავფრინდი მოსკოვში და გამოვცხადდი აკადემიაში. დამიმოწმეს სამივლინებო, ჩაიწერეს ჩემი მონაცემები და გამიშვეს ასპირანტების საერთო საცხოვრებელში 8 მარტის ქუჩაზე. გზად შემთხვევით გავიარე

Page 24: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა24

იპოდრომის გვერდით, არავითარი ემოცია. იპოდრომზე ერთხელ ვიყავი ნამყოფი, ისიც თბილისში – ბატონმა კაპიტონ ნაჭყებიამ (სტალინის პირადი მცველი; ეს მან მიიქცია, კარგი შესახედაობის გამო, თეირანის კონფერენციის მონაწილეთა ყურადღება; თბილისის იპოდრომის იმჟამინდელი დირექტორი) მამაჩემს გამოუგზავნა მუდმივმოქმედი აბონემენტები. დავესწარით ჩემი ძმა და მე. რატომღაც მას მერე აზრადაც არ მომსვლია იქ მისვლა.

საერთო საცხოვრებელი უძახე და მოსკოვში ბევრს არა აქვს ასეთი ბინა: ნათელი, იზოლირებული, ოროთახიანი, სათავსოებით – მოკლედ მარტოხელა კაცის ოცნება. მოვშინაურდი და პირველ რიგში მოვძებნე შერმადინის თელაველი პროტეჟე. დავაკაკუნე. კარი გამიღო მომცრო ტანის, მონღოლოიდური გარეგნობის ახალგაზრდამ. ესა და ეს აქ ცხოვრობს-მეთქი, ვკითხე. დაფიქრდა. გვერდზე უნდა ცხოვრობდეს, მარტო ერთი გვყავს ეგეთიო. შევცბი. ისე თქვა ეგეთიო, წარმოვიდგინე დჟმუხი, კოტიტა, ბანდჟგვლიანი, შავი-შავი. შემრჩა ხელში, ჩვენი კინორეჟისორები ქე რომ არჩევენ გადასაღებად ქართველი მამაკაცის ეტალონად, მაღალ-მაღალი, სწორნაკვთებიანი, წაბლისფერთმიანი, ფრიად სანდომიანი, მოკლედ, ქართლოს მარადაშვილის იერის ჯეელი. ამოღამებულ თვალებზე ჩანდა სამ ცვლაში უწყვეტი მუშაობის კვალი. გადავეცი დანაბარები. გულიანად ვერც ვუსაყვედურე, მშობლებს რად არ ურეკავ-მეთქი. სად ექნებოდა მაგის დრო.

კარისკაცს ვკითხე, აქ რომ იპოდრომია, რომელ საათებში მუშაობს-მეთქი. ოთხშაბათს და პარასკევს საღამოს რვა საათიდან, კვირას კი დილის პირველიდან. მხოლოდ ამ დღეს მცალია და ერთიც არ გამიცდენიაო. ოთხშაბათი იყო. დავხედე საათს. ექვსი სრულდებოდა. ან იპოდრომი რა ჯადომ დამანახა, ან კარისკაცზე რამ მაკითხვინა. ასეა თუ ისე, რვა არ იყო და იპოდრომზე ვიყავი. ზღვა ხალხი იდგა რიგში. მეც ჩავდექი. გვერდზე სარკმელთან კანტი-კუნტად მიდიოდა ხალხი, რაღაცას იღებდნენ და წყნარად მიდიოდნენ იპოდრომის შესასვლელისაკენ. იქ რა ხდება-მეთქი. იქაც სალაროა, ოღონდ მილიონრების, ებრაელების და ქართველებისთვის. იქ ლოჟის ბილეთები იყიდება, ორჯერ ძვირიაო. ვისარგებლე ქართველობით. შევედი, დავდექი ფინთი გოემივით სალაროებთან, რადგან შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. შევნიშნე 16-17 წლის ორი ყმაწვილი, გაცხარებით კამათობდნენ ფსონი რაზე დაედოთ, ვერ თანხმდებოდნენ. ვთხოვე, პირველად ვარ და ამიხსენით, რა გავაკეთო-მეთქი. რა და, ორი სახეობაა მორიგეობით: რბოლა და ჯირითი. ბილეთია სამი სახის. მოგებულია, ვინც გამოიცნობს: პირველ ადგილზე მოსულს – ამას ჰქვია ერთმაგი; ერთ შეჯიბრში პირველ-მეორე ადგილზე მოსულს, ამას ჰქვია ექსპრესი; და ორ ერთმანეთის მიყოლებულ შეჯიბრში პირველ ადგილზე გასულებს, ამას ჰქვია გრძელი. აი, პროგრამა. რაც მოგეწონებათ, იყიდეთ იმაზე ბილეთები, დანარჩენი იღბალზეა დამოკიდებულიო. მივხვდი ყველაფერს. ავიღე სამივე სახეობის ერთნაირი სამ-სამი ბილეთი, ტვინი ტყუილად, რომ არ მეჭყლიტა. რაც მომივიდა აზრად, ის ნომრები ვთხოვე. შევედი ლოჟაში და დავიწყე ცდა. პირველი შედგა ჯირითი. გაგეცინებათ და პირველ-მეორე ადგილზე მიმდევრობის დაცვით მოვიდნენ ჩემი ცხენები. მომდევნო სახეობა იყო

Page 25: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა25

რბოლა. ჩვენებაზე გამოვიდა ყველა ეკიპაჟი. დააყარეს სიცილი ექვს ნომერს, ეტყობა რბოლას ვერ აკომპლექტებდნენ და ძეხვის ქარხნიდან გამოიწვიესო. ერთი შეხედეთ, რა სირი უნდა იყო, დასდო, თუნდაც კაპიკი, ამ ჯაგლაგზეო. დავხედე ბილეთს და თურმე ის სირი მე არ ვყოფილვარ? თავი დავიმშვიდე, უკვე ხომ მაინც მოგებული ვიყავი.

დაიწყო რბოლა. დაცინვა ჩემ ჯილაზე არ წყდებოდა. უყურე, უყურე, მართალია მეექვსეა, მაგრამ რა დინჯად მიემართება პირდაპირ ძეხვის საამქროსკენო. ფინიშის სწორზე, ალბათ ზედმეტი დაძაბულობის გამო, პირველ ხუთ ცხენს, ზოგს გარბენი მოუვიდა, ზოგს სვლა აერია და ზოგმაც ფეხები აჰყარა, ეს კი თურმე ნიშნავს შეჯიბრებიდან მოხსნას. სამარისებულ სიჩუმეში ოლიმპიური სიმშვიდით ფინიშის ხაზი გამარჯვებულის სტატუსით გადაკვეთა ჩემმა ცხენმა. ისეთი ღრიანცელი ატყდა, ყველაზე ცენზურული იყო ერთსართულიანი გინება. მანდილოსნებს აღარ ერიდებოდნენ, ისე იგინებოდნენ მამაკაცები. რა მორიდება, რის მორიდება, ქალები იგინებოდნენ, შემირცხვენია ბევრი კაცი.

სპონტალური გინება გადაიზარდა მოწესრიგებულ სკანდირებაში: აფერისტიიიიიი, რასაც მთელი იპოდრომი (ჩემ გარდა) ერთსულოვნად გაიძახოდა ათიოდე წუთი. სირის თემა შეიცვალა ჩაწყობის თემით. არავის სჯეროდა შემთხვევითობის. არადა, მგონი მართლა შემთხვევითობა იყო, მამაძაღლობით შემდგომში გაგრძელებით. ვინც ყველაზე ახლოა მიწერასთან, იმათ გააჩერებ, ასეთი ბარაქიანი ლუკმა თუ ჩაუვარდათ? ახლოს კი საკმაო რაოდენობაა. თითომ რომ ორი-სამი მიაწეროს, ალბათ, ბილეთი ბოლოჯამში, სულ მცირე, ათჯერ მაინც დავარდება ფასში (ბევრს ვერ მიაწერენ ჩავარდნის შიშით).

ისე კი, ვის ხელშიც არის ჩაწყობა, ან შტერი უნდა იყოს ან პათოლოგიურად ხარბი, გამოკვეთილ ჯაგლაგზე დახარჯოს დრო და რესურსები. ციგნობა ხდება დაახლოებით თანაბარი სიძლიერის მქონე ცხენებზე, რომ ვერავინ მოგედავოს. ნებისმიერი, რაგინდ მაღალი რანგის, მოთამაშის ფული, თუ იგი პატიოსნად თამაშობს, ადრე თუ გვიან, თამაშის ორგანიზატორებთან გადადის. ეს არის მათი გარანტირებული შემოსავლის წყარო, რაღაც ავანტიურის გამო, ამას რისკის ქვეშ არ დააყენებენ და არც დააყენებინებენ ისინი, ვინც აღლუმს ხელმძღვანელობს.

მომდევნო ჯირითის დაწყება რატომღაც დაგვიანდა თხუთმეტი წუთით. ამან გამოიწვია მორიგი ხმაურიანი ტალღის აგორება მოთამაშეებში:

– აფერისტებო!! ვერ გაიყავით ფული!!მივიკითხ-მოვიკითხე. მუდმივმა დამსწრეებმა გაიხსენეს, ერთხელ

მოხდა შეფერხება დენის წასვლის გამო და ისიც სულ ხუთი წუთითო. ტაბლოზე როგორც იქნა დაიწერა მოგების ოდენობა: 372-52, სამას სამოცდათორმეტი მანეთი კაპიკებით. ამან სულ დააბნია მოთამაშეები, ჩაწყობილისთვის ძალზე დიდი გაცემაა, შემთხვევით მორტყმისთვის კი ძალზე პატარა. მარტო ერთმა, ნიკოლოზისდროინდელმა მოთამაშემ ხმამაღლა გამოხატა თავისი აზრი და დაადასტურა ჩემი ეჭვები: ვიღაცა შტერს, მარი პეტროვნას იღბალზე, ჰქონდა ეს ბილეთი აღებული და დანარჩენები კი მიაწერესო. მოკლედ, ცხრავე ბილეთზე შემხვდა 1269

Page 26: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა26

მანეთი. ოც მანეთამდე მოლარეს დავუტოვე. მითხრა: მეათე წელია აქ ვმუშაობ. ხურდები დაუტოვებიათ, მაგრამ ამდენი არავის უჩუქნებიაო. მოვნახე მასწავლებლები და ოცდახუთ-ოცდახუთი მივეცი თითოს, თან ავუხსენი რატომ. ერთი ეცა მეორეს: ეხლაც არ გჯერა ჩემი ინტუიციის? ხომ გეუბნებოდი, ეგ ბილეთები, იმას ექნება-თქო. სამჯერ-ოთხჯერ კიდევ დავდე, ახლოსაც არ გაჰკარებია. შევირგე არიფის ხელზე მოგებული, აღარ წავაგე, და ფინანსებს მივეცი უფრო სწორი გეზი. მას მერე მოსკოვში იპოდრომს სათამაშოდ ახლოს აღარ გავკარებივარ. ბევრად უკეთესი ადგილებია გასართობად, თუკი დრო გაძლევს ამის საშუალებას.

გამიგრძელდა იპოდრომის თემა.ამ პერიოდში მოსკოვი წარმოადგენდა პარტელიტისთვის

საჩვენებელ, სანიმუშო ქალაქს. მიმდინარეობდა კომპარტიის ოცდამეოთხე ყრილობა. საბჭოთა კავშირში ყველაფერი იყო მოჩვენებითი, სუკის გარდა. იმ დღეებშიც ქალაქის მომარაგება ქმნიდა ყველაფრის სიჭარბის ილუზიას. არა, მოსკოვის მომარაგება სხვაზე ყოველთვის ორი-სამი საფეხურით მაღლა იდგა, მაგრამ იმ დღეებში...

თქვე გენიოსებო, თქვენა, პერიფერიებიდან ჩამოსულია ხალხი, რომელიც, თვეობით ვერ ხედავს ხორცს და კარაქს, თუ ის რეგიონი არ აწარმოებს; ხილ- ბოსტნეულს, თუ იქ არ მოდის; თევზეულს, თუ იქ არ იჭირება. რაა, ბნელააა!? ზედა ფენამ მშვენივრად იცოდა რაშიც იყო საქმე და ქვედა ფენისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობდა: ა, ბიძია კარგ შრომას რა მოაქვსო. ის, რომ სტალინისეული სიჭარბე მიღწეულ იქნა წარმოებულ პროდუქციაზე გაწეული შრომის საფასურის წმინდა სიმბოლური ანაზღაურებით და ხიშტებით შენარჩულებული დისციპლინით; ბრეჟნევისეული კი ენერგომატარებლების ბარბაროსული მოპოვება-რეალიზაციით, – ამაზე ხმასაც არ იღებდნენ. ხრუშჩოვზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ, მგონი თვითონაც არ იცოდა, რა ჯანდაბა უნდოდა. შიგადაშიგ, ვაკითხავდი სამინისტროს მომარაგებას და შერმადინის მეორე დავალების შესრულებას ვცდილობდი.

პოლიტიკა გვერდზე იყოს და რას არ ნახავდით უნივერმაღ-მაღაზია-რესტორნებში. მოკლედ ორი-სამი თვე გავატარე როგორც კარგ სიზმარში. მაისობის მერე, სადემონსტრაციო მოწოდებებთან ერთად, გაქრა ტკბილი ცხოვრების შემადგენელი ნაწილები, ხოლო ივლისის დასაწყისში მოსკოვში უკვე აღარ დაიდგომება, თან სწავლის ვადაც ამოიწურა.

დავბრუნდი თბილისში. ახლობლებმა – ისეთი დაწყნარებული და კმაყოფილი გამომეტყველება გაქვს, კაცს ეგონება მოსკოვიდან კი არა პარიზიდან ჩამოვიდაო. (მაშინ ყველაფერი შებრუნებული იყო. აბა, ეხლა ჩადი მოსკოვში, თუ კაი ბიჭი ხარ, პარიზში – პაჟააალსტა). მეუბნებოდენ, რომ მათზე მოვახდინე წარუშლელი შთაბეჭდილება

სამსახურმა კი ჩემზე მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება. მთელი საქმიანი ეზო სავსე იყო ახალი ტექნიკით. სხვადასხვა პროფილის ავტომობილებიდან დაწყებული საგზაო და საბურღი აგრეგატებით დამთავრებული. საწყობში მოტოციკლ-მოტოროლერებს, გადასატან ელექტროსადგურებს, შესადუღებელ აპარატებს თვლა არ ჰქონდა. წლის ბოლოსათვის ტექნიკის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. მომდევნო დრო დასჭირდა ბურღვის სპეციალიზებული სამმართველოს

Page 27: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა27

ადმინისტრაციული შენობის, საწყობების, სათავსოების, საქმიანი ეზოს აშენება-მოწყობას და ტექნიკით სრულად აღჭურვას, რასაც საბოლოო სახის მისაღებად, სამი წელი დასჭირდა. მესამე-მეოთხე კვარტალში დაგეგმილი იყო ვერტიკალური დრენაჟის სამმართველოს შექმნა, ტრესტის ფორმირება და გაფორმება დამოუკიდებელ იურიდიულ ერთეულად.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. 1972 წლის ბოლოს საქართველოში მთავრობა შეიცვალა. შერმადინ სიხარულიძეს წაუყენეს ულტიმატუმი: ან ერთი სამმართველოს უფროსობა აირჩიე ან მეორის, ტრესტი კი სამუდამოდ დაივიწყეო. ასე დარჩნენ შუა აზიის ტრესტის მმართველები კავკასიელი კოლეგის გარეშე, ხოლო საძოვრების სამმართველო – უფროსის.

საზანსკი

სამთვიანი ბატალიების შემდეგ მთავარი ბუღალტერი საძებნი გაგვიხდა უფროსს და მე. მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს ვთხოვე დახმარება: რუსთაველი ხარ, მთელი რუსთავი გიცნობს და იცნობ, იქნებ ვინმე შესაფერისი გეგულება, არაფერ ოდნავ სარისკოზეც კი ხელს არ მოვაწერინებთ და თვითონაც უკმაყოფილო არ დარჩება-მეთქი. როგორ არ მეგულება – მცოდნე და უპატიოსნესი ჩემი მეზობელი, მაგრამ პენსიაზეა, წამოვა თუ არა, ვერ გეტყვიო. შემახვედრე და გავარკვევთ-მეთქი.

მეორე დღეს ზუსტად დათქმულ დროს კაბინეტში შემოვიდა.სანდომიანი გარეგნობის, შუახანს ოდნავ გადაცილებული მამაკაცი

გამეცნო და ყოველგვარი შესავლის გარეშე მკითხა, აქ თუ ეწევიანო. ვუპასუხე, აბრა {არამწეველთათვისთვის შესვლა აკრძალულია} არ წაგიკითხავთ ეტყობა, აბრის {მთავარი ინჟინერი} გვერდზე კიდია-მეთქი. მაპატიეთ, ვერ შევნიშნე, ჩემი უყურადღებობის ბრალიაო.

პირველივე წუთიდან გავუგეთ ერთმანეთს. უკვე ორი-სამი თვის მერე მეგონა, ასი წელია ვიცნობდი. ასაკში ოცდახუთწლიანი სხვაობა სრულიად არ იგრძნობოდა, იმდენად ცოცხალი პიროვნება იყო. ახლა ცოდნას არ იკითხავთ? იმდენად ერუდირებული იყო, თავის ყველაფრისმცოდნეობას თვითონვე დასცინოდა: ენციკლოპედია ვარ, ოღონდ გასულ (მეცხრამეტე) საუკუნეში გამოცემული, როცა ტელევიზორის არსებობაც კი ვერ წარმოედგინათო. ბუღალტერიაში ხომ მისთვის თეთრი ლაქები არ არსებობდა. ეს მისგან ჩავწვდი გონებით – სწორი აღრიცხვიანობის აუცილებლობას.

ბუღალტერია არსებობს მხოლოდ ერთი, დანარჩენ ’შემცვლელებისთვის’ გამოიყენება ზუსტი სახელები: ორმაგი, შავი, ჩვენთვის აუცილებელი. ჩამიტარა ლექცია, როგორც პატარას. იმდენად მარტივად და არამენტორულად, წყენა აზრადაც არ მომსვლია.

იუმორის გრძნობა? შემოიჭრა ერთხელ ჩემთან უფროსის გადაწყვეტილებით აღშფოთებული. მე ვუთხარი, სრულიად გეთანხმებით-მეთქი. ჰოდა, შევალ ახლა და დავუმტკიცებო. ხუთ წუთში გამოვიდა დამნაშავე ბავშვის გამომეტყველებით.

Page 28: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა28

– ბატონო ნოდარ. ხალხურმა სიბრძნემ ამჯერადაც დამარწმუნა თავის სრულ შეუცდომლობაში.

– რომელმა?– უფროსთან შედიხარ შენი, ხოლო გამოდიხარ მისი შეხედულებებით.როდესაც დავინტერესდი, მასზე შევიტყვე ბევრად მეტი: ერთ-ერთი

უდიდესი ავტორიტეტის მქონე სპეციალისტი, რომელსაც რეგულარულად იწვევდნენ კონსულტანტად ყველაზე ჩახლართული საქმეების გასაშუქებლად; ქრთამის პრინციპული მოწინააღმდეგე (ქრთამს იმიტომ იძლევიან, თავიანთი ჩასვრილ-ჩაოხრებული დაფარონო; უმეტესად, მისი ოდენობა არც კი შეესაბამება ჩადენილ ბოროტებასო; ქრთამის ფული წესიერი ხალხის გაცუცურაკებით გროვდებაო, და ასე შემდეგ – ძალზე ბევრი არგუმენტი თავისი პოზიციის განსამტკიცებელ-განსამარტავად). ოქრო-ვერცხლის მაგივრად, უკომპრომისობის გამო, ურიცხვი აშკარა თუ ფარული მტერი შეიძინა.

თანაც, დანაშაულის მხილებაში მონაწილეობის მიღებამ მიიღო უცაბედ დამთხვევათა საეჭვოდ კანონზომიერი სახე:

ზოგმა გმირის ვარსკვლავი დაიკიდა, ღვინის ქარხნებში ჭარხლის წვენის მასიურ შეზიდვაზე, სულ მცირე, თვალის დახუჭვით, რასაც მეორე წელსვე მოჰყვა შემმოწმებელ-მაკონტროლირებელი სამსახურების სრული დარბევა; ზოგი მოსპეს; ზოგმა თავი მოიკლა; ზოგი უგზო-უკვლოდ გაქრა და დღესაც ეძებენ ახლობლები.

ბევრი, ვინც გადარჩა, მაგრამ ჩასწვდა უმსგავსობის სრულ მასშტაბს, ვერ მოერია საკუთარ თავს, ვერ გაუძლო ფიზიკურად და მორალურად.

საზანსკიმ, ემანდ, მეც ზედ არ მიმაყოლონო, პენსიაში დურთა თავი სამოცი წლის ასაკში (რაც მისი დონის სპეციალისტისთვის, სრულიად გამორიცხული იყო).

– რამოდენიმე თვე გავძელი ბუზების თვლასა და რაღაც-რაღაცეებში მახათის გაყრაში. თქვენი წინადადება რომ მივიღე, უყოყმანოდ წამოვედი ყოველგვარი მატერიალური წინაპირობის გარკვევის გარეშე. ისე, საიდან მაქვს ასეთი მაღალი ხელფასი და საიდან მოდის ჩემი ფულადი დანამატი, ცხრაუცნობიანი განტოლებაა ჩემთვის. ყველა სამუშაოს რეალურად ასრულებთ და, ასე ვთქვათ, დამაკმაყოფილებლად.

– წესიერი ხალხის გაცუცურაკებით. ისე, ხეზე აძრომაც თუ გასწავლეთ, რა იცი, რა ხდება.

უდიდესი სპეციალისტიც კი ვერ ჩასწვდა ბოლომდე შერმადინის მიერ, მოსკოვში ჩაზიდული, კონიაკ-არაყ-ლიმონ-მანდარინების მაგიურ ძალას, რამაც ჩვენი სამმართველო, მრავალი და მრავალი წლით, აქცია ცხრაუცნობიან განტოლებად ნებისმიერი დონის შემმოწმებლისთვის.

ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია დღემდე და ვერც ვერასოდეს ვაპატიებ სისუსტეს (რომელიც ხშირად დანაშაულის ტოლფასია), მის მიმართ რომ გამოვიჩინე.

სამი წლის ერთად მუშაობის შემდეგ პირველად დაიჩივლა რაიმეზე: წუხელ მთელი ღამე ვერ დავიძინე, ისეთი ტკივილები მქონდაო მუცლის არეში. რაიმე გაწყენდათ, მაგრამ დასაზღვევად ექიმს ეჩვენეთ-მეთქი. ორიოდე დღის მერე საკმაოდ შეფერთხილმა – აქ ზუსტი დიაგნოზი ვერ დამისვეს, ხან ესაო, ხან ისაო, მირჩიეს, მოსკოვში წადი, ჯობიაო.

Page 29: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა29

გავაცილეთ. აეროპორტში ვუთხარი, ნურაფრის დარდი ნუ გაქვთ, იმდენს ეწევით, ბოლმა მუცელში შეაღწია და ის გაწუხებთ, ისე კი ქალებს ნუ ებდღვნებით, იქნებ ეგეთ დროს ზოგ-ზოგი მოძრაობა აკრძალულიც კი იყოს-მეთქი.მისი გამჭრიახი გონება უცებ ჩასწვდა, გულს რომ ვუმაგრებდი და თან რა შეწუხებულიც ვიყავი მისი მდგომარეობით.

– რა უცებ გაირბინა სამმა წელმა, მგონი მართლა ვბერდები.იყო მისი ბოლო სიტყვები. ბევრი რამ ჩააქსოვა მათში. მეორე დღეს ველაპარაკე მის მეუღლეს – კუჭქვეშა ჯირკვალზე აქვთ

დიდი ეჭვი და საავადმყოფოში დატოვესო. მოვამზადებთ და პირველსავე საოპერაციო დღეს გავკვეთთო.

უფროსს ვუთხარი: შაბათს ჩავფრინდები მოსკოვში, საზანსკის ვინახულებ. ორ-სამ დღეში ოპერაციას უკეთებენ დაგავამხნევებ-მეთქი.

– შენი გამხნევება რად უნდა, ცოლ-შვილი იქ არა ჰყავს, თან რაიკომის მდივანს შევპირდი, ამ შაბათს მთავარი ინჟინერი და მე (პირველად და ერთადერთხელ მოვისმინე მისგან ამგვარი მიმდევრობა) ავალთ დავით-გარეჯში და მათ პრობლემას საბოლოოდ გადავწყვეტთ, ხომ იცი მაგათთან ხუმრობა არ ვარგა.

(მგონი ეჭვიანობდა, მთავარი ბუღალტერი და მთავარი ინჟინერი ისე შეეწყვენ ერთმანეთს ჩემს წინააღმდეგ ზურგს უკან, რამე არ ჩახლართონო).

გაუკეთეს ოპერაცია და დარჩა მაგიდაზე ეს ბუმბერაზი პიროვნება.მინისტრს დავეთხოვე ერთი კვირით (ვიფიქრე, უფროსი არ

შემომაკვდეს ხელში-მეთქი) და აბასთუმანს შევაფარე თავი უახლოეს მეგობართან.

ჩემს თავზე ვცოფდებოდი: თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მოსკოვში ხართ შენ და გუჯა (მეორე ჩემი უახლოესი მეგობარი) ისე, რომ ცოლთანაც კი არ ათანხმებ და რაღა ახლა მოგინდა ვინმესთან შეთანხმება, შე ოხერო-მეთქი.

სეიფი

1986 წლის მეორე კვარტალის ბოლო დღეა. უკვე ერთ წელზე მეტია, ახალი უფროსი (ჩემთვის, რიგით მესამე) და მე ერთად ვმუშაობთ. მე ისევ მთავარ ინჟინრად. რად ვუსვამ ხაზს? უფრო დაწვრილებით უნდა გადმოვცე, გასაგები იყოს, თორემ მე რომ ვიგებ, საკმარისი არ არის, თქვენც უნდა გაიგოთ, რაზეა საუბარი.

1985 წლის 12 მაისს მითავდებოდა ბიულეტენზე ყოფნის ვადა. რომ ვწერდი, 1985 წლის 3 იანვარს შარში გავეხვიე, კინაღამ ყველაფერი უკან დამრჩა-მეთქი, ბიულეტენზეც, იმის გამო ვიმყოფებოდი. სულ რომ არ დაგაბნიოთ, სამ იანვარს ათი მილიციელი დაგვადგა თავს იქ, სადაც უნდა გვეთამაშა. უნდა გვეთამაშა-მეთქი იმიტომ ვწერ, ერთი პულკა მორჩენილი ვიყავით და მაგიდაზე არც ფული იდო, არც ბანქოს ქაღალდები. ეს ყველაფერი ჯიბეებიდან, თაროებიდან და ნაწილიც ვაზებიდან ამოიღეს. გაშალეს მთელ მაგიდაზე და გადაუღეს სურათები; მაგარი კადრები გამოვიდა, თან კარგა ბლომად ფული იყო. როცა შემოლაგდნენ, ისეთი უწყინარი სურათი დახვდათ, დაიბნენ, მაგრამ ინფორმატორისგან ხომ იცოდენ, რაც ხდებოდა, და დაიწყო უკანონობის დახვავება უკანონობაზე.

Page 30: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა30

ჯერ ერთი აზარტული თამაშები არ იყო იურიდიული დანაშაული. დადგენილება მიღებულ იქნა ოთხი დღით ადრე და წაკითხული 31 დეკემბერს, ტელედიქტორ დავით სოკოლოვის მიერ. დადგენილებას იურიდიული ძალა აქვს პრესაში გამოქვეყნების შემდეგ, ის კი პირველად დაიბეჭდა 1985 წლის 18 იანვარს, ანუ “დანაშაულის” ჩადენიდან, ორი კვირის შემდეგ, ისიც “სოფლის ცხოვრებაში.” თქვე კაი ხალხო, იქნებ ტელევიზორი სულ არ მაქვს, უნდა დამიჭირო და ციხეში ჩამსვა? გამოგვჭიმეს ტელევიზიაში, რუბრიკით: ”აი, ვინ გვარცხვენს”. ისე, რა მძიმე ცხოვრება მაქვს გადატანილი, სამი-ოთხი წლის შემდეგ თბილისში სახლი არ დარჩა, კაზინო ან სათამაშო ავტომატები არ ყოფილიყო შიგ განთავსებული. ისე ნუ გამიგებთ, მოთამაშეობას ვუმღეროდე სადიდებელს, უბრალოდ, ვისაც ორი თხა ჰყავს მოსავლელად მიბარებული, ხშირად ისეთ უმსგავსობას ჩადის, თამაში, მასთან შედარებით, უმანკო ბავშვის ცელქობად მოგეჩვენებათ. მოსამართლემ ორ-ორი წელი (ჩემ გარდა, მე ბიულეტენზე ვიყავი და, ამის გამო, ჩემი საქმე გამოყვეს) ჩამოურიგა ყველას უტყუარი სამხილით: ფანჯარაში რომ გაიხედო და დაინახო სველი ქუჩა, ესე იგი უწვიმია, სხვა რა დასკვნა უნდა გააკეთოო. მოსამართლის (იურისტის) სიტყვებია, ჩემი მოგონილი არ გეგონოთ.

გამოაგზავნეს ჩემს შემცვლელად სხვა. (უფროსმა: ხვალ ხომ შეიძლება, მეც “შემცვალონო”, განთავისუფლებაზე დაწერა განცხადება და მოცოცხა.) მეტი რა გზა იყო, ის სხვა დანიშნეს უფროსად და მე დავრჩი ჩემს ადგილზე, მით უმეტეს არც რაიკომი და არც მილიცია აღარ მედავებოდა.

ერთ სამსახურში ოცი წელი რომ იმუშავებ, სულ რომ ხისთავა იყო, აუღებ ალღოს. შევეწყვეთ ერთმანეთს. ქალაქელი კაცი იყო და უამრავი ნაცნობი აღმოგვაჩნდა საერთო. ერთი წლის განმავლობაში ერთი შეკამათება არ მოგვსვლია. თან ჩვენ სისტემაში არ იყო ნამუშევარი და რომ შეატყო, მე საკმაო გამოცდილება მქონდა აქ დაგროვილი და არაფერს მისთვის მიუღებელს არ ვაკეთებდი, ნელ-ნელა დავახლოვდით.

1986 წლის 30 ივნისი იყო, ორშაბათი. ვისაც იმ დროს უმუშავია, იცის, რომ, თუ ბანკში კვარტლის ბოლო დღეს დააგვიანებდი, 2 საათამდე არ მიიტანდი საბუთებს, ყველაფერი გადადიოდა დეპოზიტზე და იწყებოდა ის, რასაც დღეს ეწოდება კომუნისტური ბიუროკრატობა. ვერც ხელფასებს აიღებდი დროულად, ვერც გადარიცხვებს შეასრულებდი. ფიქსირდებოდა ურიცხვ ადგილზე და იხატებოდა სურათი, რომ ეს შენ დაანგრიე საბჭოთა ეკონომიკა, ცხადია, თავისი არასასიამოვნო გაგრძელებებით. ამიტომ ყოველნაირად ვცდილობდით აგვეცილებინა შარი თავიდან. საბუთების წარდგენა ბოლო დღისთვის არასდროს მოგვიტოვებია, მაგრამ შაბათ-კვირა დაემთხვა. მართალია, 10 საათისთვის ყველაფერი მზად გვქონდა და გარდაბნამდე, სადაც ბანკის ფილიალია, ჩასვლას სულ ნახევარი საათი სჭირდებოდა, მაგრამ უფროსი არ ჩანდა. არადა, ბეჭედი სეიფში ჰქონდა ჩაკეტილი. უბეჭდოდ კი ნებისმიერი რამ არის ფარატინა ქაღალდი, რომლის ფასი გახვრეტილი შაურია. გავაგზავნე შემხვედრი მიმართულებით მანქანა. ვეცი ტელეფონს, მაგრამ ოჯახშიც არაფერი იცოდნენ. გამახსენდა, რამოდენიმე თვის წინ პარტკომის სეიფის

Page 31: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა31

გასაღებმა გააღო პროფკომის სეიფი, როცა ამ უკანასკნელს გასაღები სახლში დარჩა. გავუკეთეთ მობილიზაცია სამმართველოს ყველა სეიფის გასაღებს, იქნებ ალიას ყისმათზე, რომელიმემ გააღოს-თქო და, მართლაც, კადრების გაყოფილების სეიფის გასაღებმა არ გახსნა? მოვიყვანეთ საბუთები წესრიგში. დამშვიდებულმა გავამგზავრე მთავარი ბუღალტერი და მოლარე ბანკში. ვკეტავდი სეიფს და სულ ქვევითა თაროზე თვალში მომხვდა ოდნავ გამოწეული, თითქოს სპეციალურად დადებული, წინა უფროსის მიერ კრუიზიდან ჩამოტანილი იაპონური საქაღალდე, რომელშიც ინახავდა საჩოთირო საბუთებს. სამ-ოთხჯერ ჩემთვის საჩვენებლად ამოუღია რამე – დასმენა, ანონიმური წერილი, შავი სია. არადა, დანამდვილებით ის საქაღალდე იყო. არ მომითმინა გულმა, გავხსენი. სულ რამოდენიმე ფურცელიღა იდო. ზემოდან ორი საბუთი ეწყო, რომელიც ადრეც ნანახი მქონდა და არავითარ ფასეულობას აღარ წარმოადგენდა, მესამე კი იყო მინისტრის სახელზე გაგზავნილი ანონიმური წერილის ქსეროასლი, დათარიღებული 1980 წლის 1 აპრილით. (თარიღი რავალია, ჰაა?) დავხედე თუ არა, ვიცანი ჩვენი იმდროინდელი მთავარი ბუღალტრის ხელწერა. (გამართლება არა აქვს, მაგრამ რამაც დააწერინა, სხვა დროს მოვყვები). წერილი დაწერილი იყო სანიმუშო რუსული კალიგრაფიით რუსულად, მაგრამ არარუსის მიერ, რაც რეალურად ასეც იყო. წერილი დაწერილი იყო საკლასო უჯრებიანი რვეულის სამ გვერდზე. პირველი გვერდის შინაარსი მოსმენილი მქონდა, ვინაიდან, ჩემს ცოდვებს შეეხებოდა, ისიც გვერდის მეოთხედი, დანარჩენი ორნახევარი გვერდი ეძღვნებოდა უფროსის ცოდვებს. თავის დროზე, ვისი დაწერილიც იყო, ამის გაგების საშუალება არ მომეცა და აი, რატომ: ანონიმურ წერილს უფროსსა და მე გვიკითხავდა სამინისტროს სარევიზიო სამმართველოს უფროსი. მე საკმაოდ შორს ვიჯექი, გრძელ მისადგმელ სექციიანი საწერი მაგიდის ბოლოში. კი ვხედავდი, რომ წერილი ლამაზი რუსული კალიგრაფიით იყო ნაწერი, მაგრამ მეტს, სიშორის გამო, ვერ ვარჩევდი. როდესაც მოვინდომე მიახლოება, დაბრკოლება დამხვდა ჩემი უფროსის სახით, რომელიც ჩვენს შორის იჯდა. ჭიდაობას ხომ არ დავუწყებდი. არადა, როგორმე უნდა მივხვედრილიყავი. ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო, რომ ვერ გამეგო, ვისი ნამოქმედარი იყო ყოველივე და, ამავე დროს, მაგრად გავღიზიანებულიყავი, ვინაიდან რაც წაიკითხეს, ჩემზე იყო აქცენტი. რა, შეთქმულება იყო ჩემს წინააღმდეგ? თუ რაიმეში მითრევდნენ სურვილის საწინააღმდეგოდ? ათას ერთ ღამესავით რომ არ გამომივიდეს, სადაც ერთი ეპიზოდი გადადის მეორეში, მეორე – მესამეში, რომ ინტერესმა იმატოს და შახარაზადამ თავისას მიაღწიოს, თავიდან დავიწყებ და მოვყვები დაწვრილებით, ხოლო საქაღალდის “შემთხვევით” დატოვება ნიშნავდა:

აი, ასე გაბაიბურებდი მთელი ეს წლები, შე ქლიავო, შენა.1972 წლის ბოლოს შეიცვალა არა მარტო საქართველო პირველი

პირი, არამედ ჩვენი სამმართველოსიც. შერმადინ სიხარულიძის ადგილზე დანიშნეს ადამიანი, სანთლით რომ ეძებო, ვერ იპოვი ბუნებით უფრო განსხვავევებულ ორ პიროვნებას:

თუ შერადინი იყო დიდი გაქანების, ეს იყო ძალზე შეზღუდული;შერმადინი უზომოდ ხელგაშლილი, ეს უზომოდ წუწურაქი;

Page 32: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა32

შერმადინი უბოროტო და გულგახსნილი, ეს ბოროტი, გულღრძო;შერმადინი დაუფიქრებლად, ორი ხელით სიკეთის მთესველი, ეს

ხელს არ გაანძრევდა, თუ პირად სარგებელს ვერ ხედავდა;შერმადინი არავის დაღუპავდა, მით უმეტეს თავის ინტერესების გამო,

ეს, პირიქით;შერმადინი, წყენას მეორე დღესვე ივიწყებდა, ეს იმახსოვრებდა და

შესაფერ დროს უცდიდა, სამაგიერო ერთი ათად გადაეხადა;შერმადინს ერთი დღე არ შეეძლო გაძლება ხალხის გარეშე, ეს მგონი

გამოქვაბულში იცხოვრებდა, მრავალი წელი მარტო.პროკოფი კესარიელივით არ გამომივიდეს, მთელი დღე იუსტინიანეს

ქება-დიდებას და მისი ნამოქმედარზე ხოტბის შესხმას რომ უნდებოდა, ღამე კი იჯდა და საიდუმლო ისტორიებს წერდა იუსტინიანესავე მოსათხრელად. თავის დასამშვიდებლად ისღა მაქვს, არც ერთ თანამდებობაზე ყოფნისას, ერთხელაც კი არ მიქია საპირფეროდ ან გამორჩენის მიზნით, იმის გამო, რომ ჯერ ერთი, ბუნებით არ მახასიათებს, და მეორეც: ვინც არ არის შერმადინი, მას ვერ შევრაცხ შერმადინად.

გაიკვირვებთ, რეზულტატი, დისციპლინის მხრივ, ორივესთან იყო ზუსტად ერთნაირი.

ერთ რაიმეშიც ჰგავდნენ ერთმანეთს – ცოდნაში.იტყვით, რა გაძლებინებდა, თუ ასეთი ვინმე იყოო. ორი მიზეზი:ეს თვისებები, ერთ დღეში არ ვლინდება, წლები უნდა

გამოსააშკარებლად და საბოლოოდ, მხოლოდ 1986 წლის 30 ივნისს გავარკვიე.

მეორეც, შერმადინმა, მოვითმინოთ, ყველაფერი ჩაწყნარდება, მე ის კაცი არ ვარ, პირველივე დაბრკოლებამ ჩანაფიქრზე უარი მათქმევინოს. მანდ იყავი, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებსო.

აბა დააყენა?ისარგებლა ანონიმური წერილით, მშვენივრად იცოდა ვისი

დაწერილიც იყო, და მის სატანურ გონებაში დაიბადა გეგმა, გადაებრალებინა ყველაფერი მთავარი მექანიკოსისთვის, ვინც რამდენიმე წელი მოსვენებას არ აძლევდა, არადა, მისი ეშინოდა, რადგან ერთ-ერთი ჩვენი ზემდგომის პროტეჟე იყო, რომელიც სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. წერილი დისპეჩერის (მთავარი მექანიკოსის დაქვემდებარებაში მყოფი რუსი ქალბატონი, მშვენიერი კალიგრაფიით) დაწერილია მთავარი მექანიკოსის კარნახით და ამიტომ არის ასე დეტალურად მითითებული ცუღლუტობები, ამას წყალი არ გაუვაო. ცდილობდა ხშირ-ხშირი გამეორებით ჩაებეჭდა ეს ჩემს გონებაში. გამორიცხულია-მეთქი. მთავარი მექანიკოსი, როდესაც მიხვდა დასმენას მას აბრალებდენ, მიუვარდა მთავარ ბუღალტერს მოსაკლავად: გამოტყდი, რომ შენი გაკეთებულია, თორემ თავს წაგაცლიო. იმდენად თავხედი ნაძირალა აღმოჩნდა უფროსი, მომენტალურად შეცვალა აზრი. სამივეს ერთდოულად დაბეზღებულები ვართ და, რომ მივუხვდით, ახლა უნდათ მარტო მთავარმა ბუღალტერმა აიღოს თავის თავზე, ხომ ხედავ მოკვლით ემუქრებიანო. ვიფიქრე, რაღა მაინცადამაინც მთავარ ბუღალტერს მიუვარდა-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, უფროსის სეიფს თურმე ისევე აღებდა, როგორც საკუთარს. ნახა ანონიმკა, იმწამსვე იცნო ხელი და დამწერს ეცა.

Page 33: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა33

მიხვდა მთავარი ინტრიგანი, საიდანაც ჰქონდა მექანიკოსს ინფორმაცია, რომ სეიფი გაუხსნეს, და ჩაატარა მორიგი სვლა, ინტრიგანების მსოფლიოს ჩემპიონსაც კი შეშურდებოდა.

საერთოდ, ანონიმური წერილის შინაარსი იციან მხოლოდ: დამწერმა, მიმღებმა, წამკითხავმა და ჩვენ შემთხვევაში, კიდევ ერთმა, ვინც სეიფი მალულად გახსნა. თურმე დაიბარა უფროსმა ხელფასების ბუღალტერი, დაავალა ნაჩივლები, საეჭვო უწყისებიდან ასლების მოხსნა, ზემოდან დაადებინა მთავარი მექანიკოსის განყოფილების უწყისის ასლი, რომელიც ანონიმურ წერილში საერთოდ არ ყოფილა თურმე ნახსენები, და უთხრა: ჩემს მდივანთან დადექი, უწყისები გამოსაჩენად გეჭიროს, ნურც ნურავის ნურაფერს დაუმალავ. როცა გეტყვი, შემომიტანეო. მე დამირეკა და მთხოვა, ცოტა ხნით ჩემს მდივანთან დადექი და მთავარი მექანიკოსი რას იზამს, დააკვირდიო. გამოვედი ჩემი კაბინეტიდან, ვხედავ ხელფასების ბუღალტერი დგას და ხელში რაღაც უწყისები უკავია, არც მიმიქცევია ყურადღება, თუ რა. იმავე წამს იღება კარები, შემოდის უფროსის მიერ დაბარებული, მთავარი მექანიკოსი. მდივანმა უთხრა (რაები ჩაახვია, ამ არაკაცმა): უფროსი დაკავებულია, რევიზორს ელაპარაკება. თქვენზე თქვა, ორ-სამ წუთში შემოვიდესო. მიიხედა, მოიხედა და ბუღალტერს ხელში დაუნახა თავისივე უწყისის ასლი. ჰკითხა, ეგ რა უწყისები გიკავიაო. უფროსმა დამავალა, ნაჩივლები უწყისებიდან ასლები მოხსენი, რევიზორი ითხოვსო. ამას აქ რა უნდაო. რაც დამავალა, ის ამოვწერეო. როდესაც მარტო დავრჩით, უფროსმა, ვითომ სხვათა შორის მკითხა, რაო მექანიკოსმა? “ამას აქ რა უნდაო”. ჰოდა, თუ თავისი დაწერილი არ არის, საიდან იცის რომელ უწყისზეა ნაჩივლები და რომელზე არა. სპეციალურად შევატანინე ბუღალტერს, რაც იქ ნახსენებიც არ არის, აბა, თავის თავზე ხომ არ იჩივლებდაო. ერთი სიკვდილი გავათავე.

მთავარი ბუღალტერი და მთავარი მექანიკოსი სხვა სამმართველოებში გადააყვანინა. მთავარი მექანიკოსი, მისივე მფარველის ჩარევით, დაწინაურებით, მთავარ ინჟინრად, მაგრამ ის სამმართველოები ჩვენთან მიმართებაში იგივეა, რაც ჩვეულებრივი ტელეანძები ეიფელის კოშკთან მიმართებით. იტყვით, ეს რა ძალა ჰქონიაო. მართალი იქნებით. მართლაც უბადლოდ ფლობდა ხელოვნებას, რაც ჯოჯოხეთსაც კი ანათებს.

ღირსეული

პარასკევია. შერმადინი სამსახურში თორმეტ საათზე მოვიდა და პირდაპირ ჩემთან შემოვიდა.

– ე, ბიჭო, წაიყვანე საწყობის გამგე და სასწრაფოდ მოაბით თავი წამოღებას, ჩვენი ექვსივე მოტოციკლი მოვიდა, ამ წუთას ცლიან საწყობში, იქიდან მოვდივარ, ამიტომაცაა რომ დამაგვიანდა. ბევრი ვეხვეწე მომარაგების სამმართველოს უფროსს, ნუ დააცლევინებ მანქანებს, წავიყვან ჩემთან, ბოლოს ხომ მაინც იქ მოხვდება-მეთქი. არ იცნობ, თუ რა. როგორც წესი და რიგია გააფორმეთ მატერიალურ პასუხისმგებელ პირზე, მინდობილობით, მიღება-ჩაბარების აქტით. თქვენია, რა დაუდგება წინ, წაიყვანეთ ძამიკო და მშვიდობაში მოიხმარეთო.

Page 34: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა34

– ხვალ შაბათია, ზეგ კვირა. ორ დღეში თვითონვე იმამაძაღლებენ, ვისაც მოვლა-პატრონობა ევალება, გადააბრალებენ ყველაფერს “სოფლტექნიკას”. წადი და უმტკიცე. არადა ისეთი გაკრიალებულებია, კოცნა მომინდა. ტყვილა არ ჩამიწიკწიკებია მოსკოვში ერთი ვაგონი კონიაკი. თითო უბანს თითო მივცეთ – ეს ხუთი, მეექვსე შენთვის მიჩუქნია. გინდა დაიტოვე, გინდა, გადაეცი შენი შეხედულებისამებრ ვისაც გინდა, მე არ ჩავერევი. ეს იქნება შენი ჯილდო.

მივაბით მისაბმელი პლატფომა მორიგე მანქანას, წავიყვანე მუშები და 2-3 საათში ჩავაბარე შერმადინს თავისივე ნაამაგარი.

– პატივი მეცი, უბნებზე შეტყობინებები დააგზავნე: ჩამობრძანდით, წაიღეთ-თქო. ხუთი, ხომ იცი, სიტყვა-სიტყვაა.

– ყველას გადავეცით.– მხოლოდ უდაბნოს უბნის უფროსი დაგვხვდა რადიოსადგურში –

კარბიდი და ელექტროდი მითავდება, ორშაბათს ჩამოვდივარ, რამდენს გამომატანთო. რომ წაიკითხა ჩვენი რადიოგრამა, აგაშენათ ღმერთმაო.

– აბა, მე კი არ მაქვს ბედი, მასეთი სასიხარულო ამბავი შემატყობინონ, – დაიჩივლა რადიოკავშირის უფროსმა.

– შენი ცოდვით რამოდენიმე თვეა ვიწვებით. ხან ძრავი გიფუჭდება, ხან სიჩქარის კოლოფი. ეზოს გარეთ ვერ გაგიყვანია მოტოციკლეტი, ამიტომ შერმადინმა თქვა, ერთი – რადისტსო.

არ დაიჯერა, დამცინითო. – ორშაბათი და ხვალეო, ოღონდ ჯერ ნუ გააბაზრებ, რაიმემ ხელი არ

შეუშალოს. შერმადინსაც უზომო მადლობას ნუ გადაუხდი, ხომ იცი, თავის მოვალეობად თვლის, მლიქვნელობაში არ ჩამოგართვას.

(როდესაც მუშაობა დავიწყე, რადისტი მოტოციკლეტით დადიოდა ყველგან, მგონი, ტუალეტშიც. 6-7 წლის დანჯღრეული კ-750 ჰყავდა. ნახევარ დროს რადიოსეანსების ჩატარებას უნდებოდა, მეორე ნახევარს – მოტოციკლეტის რემონტს, შესვენებაზე – ჭადრაკს. ახალი მოტოციკლეტი ნამდვილად სჭირდებოდა. რატომღაც, შერმადინი, მას არ ენდობოდა. ერთხელ ვუთხარი, ფული მივცეთ სათადარიგო ნაწილები იყიდოს-მეთქი. მითხრა – ნოდარია, ნაღდის მიცემა, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველია, ყველა რადისტი სუკის თანამშრომელია, მაკარუზოს გარდა. ხომ გაგიგია, გამონაკლისი განამტკიცებს წესს. არ იფიქრო მათი ორგანიზაციისადმი ტენდენციურიაო, უბრალოდ ასეთი სამსახური აქვთ.)

– შენ ისე ლაპარაკობ, კაცმა შეიძლება მართლა დაიჯეროს.ორშაბათს ხუთივე უბნის უფროსი დილაუთენია ჩამოვიდა და

მოუთმენლად გველოდა ეზოში. შერმადინმა ხუთივე მოტოციკლეტის ძრავის ნომერი ამოაბეჭდვინა მდივანს, ჩაყარა პეტრეს (ყარაული) ქუდში, კარგად აურია და შუაში დაიჭირა:

– ა, ბიძიკო, თქვენი ჭინჭყლობის თავი არ მაქვს. თქვენ თვითონ ამოიღეთ, ვისაც რომელს გარგუნებთ ბედი, იმას წაიყვანთ. ისე, ნამცეცი განსხვავება არაა ერთმანეთში.

ყოველ კვირის ბოლოს საწვავის გაცემას ამოწმებდა შერმადინი. მითხრა, ამას მაგათთვის ვაკეთებ – უკონტროლობამ რამე სისულელეზე არ უბიძგოთო.

Page 35: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა35

თვალში მოხვდა რადისტის გვარი. ამას საწვავი რაში სჭირდება, მთელი წელია მოტოციკლეტზე არ მჯდარაო. საწყობის გამგემ – რა ვიცი, საწყობიდან კი გაატანინა ნოდარიმ ახალთახალი მოტოციკლეტი, ჯერ გაწერილიც კი არ არისო.

– უსაბუთოდ როგორ გაეცი?– ეგეთები გაგვიცია?– შენ ჭკუას მოუხმე, როცა ლაპარაკობ, თორემ როგორც მოგაბრძანე,

ისე მიგაბრძანებ.ძალზე გაღიზიანებული იყო. მისთვის აღარაფერი უკითხავს. როდესაც შევიტანე მოთხოვნა და მიღება-ჩაბარების აქტი რადისტის

მოტოციკლზე, დახედა, გაეცნო საბუთებს და მითხრა:– უღირსს რომ ღირსეულად მოექცევი, ამით ღირსეულს ექცევი

უღირსად. – რაზე ბრძანებთ, ბატონო შერმადინ?– კარგადაც იცი, რაზეც ვბრძანებ.– ვინაიდან ჩემს არჩევანს არ ეთანხმებით, დღესვე დავაბრუნებინებ

საწყობში.– ჩემს პირობას არ დავარღვევ და არც შენ მოგცემ უფლებას,

დაარღვიო შენი.

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ. რამდენჯერ წავიტეხე ცხოვრებაში კისერი, შერმადინის მარტივ, მაგრამ ბრძნულ შეგონებებს ნებსით თუ უნებლიეთ როდესაც ვარღვევდი.

გაზოაპარატიმიიწურა გაზაფხული და გაიღვიძა უაგარაკოთა დროებით

მიძინებულმა პრობლემამ – ამ ზაფხულს რა გავაკეთოთ? დედა ფიქრობდა შვილზე, მამა – ფულზე, სტუდენტი – საკუთარ თავზე, მოწაფე – სადაც წაიყვანდენ, ბებია-ბაბუასთვის კი, საკუთარი თავისთვის, სულერთი იყო. ეს ეხება თბილისს, სადაც ივლის-აგვისტოში ტემპერატურა 37-38 გრადუსს აღწევს (ამინდის ბიუროს ცნობებით, თორემ ხშირათ ორმოცსაც სჭარბობს).

ხალხი ამბობდა:– იმიტომ არ აცხადებენ მეტს, რომ კონსტიტუციაში სწერია, ორმოცს

ზემოთ მუშაობა არ შეიძლებაო.ჩავიხედე, გარკვევა მინდოდა, ასე იყო თუ არა. ისეთი კაი-კაი

რაღაცეები ეწერა, ეჭვი შემეპარა, გარეკანს დავხედე, სხვა ქვეყნისას ხომ არ ვკითხულობ- მეთქი. თქვე დალოცვილებო, სხვა თუ არაფერი, თერმომეტრი ყველა ოჯახს ჰქონდა. ისე კი, ზოგი ამბობდა – ჩრდილშიო, ზოგიც – მზეზეო.

ისევ ის ხალხი ამბობდა: – ესაო იმიტომ არის მოგონილი, რომ დაგვაბნიონ, თორემ ჩვენი

თერმომეტრი, სახლშიც ორმოცზე მეტს უჩვენებსო.ოფიციოზი:

Page 36: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა36

– იაკუტიაში მინუს ორმოცდაათს სჭარბობს, სირდარია-ამუდარიაში პლიუს ორმოცდაათს, თქვენთვის პატარ-პატარა კონსტიტუციუშკებს ხომ არ შემოიღებენ, ყველა რომ კმაყოფილი დარჩეთო.

ხალხი არ ისვენებდა:– ჰოდა, ჩვენც მანდა ვართ, ამხელა ქიმერის შექმნა და შემდეგ

მართვა, დაუშვებელიაო. ოფიციოზი: – მთავარი კლიმატური კი არა, იდეური ერთობააო. ხალხი:– ერთ პირობებში გაზრდილებს უფრო მეტი არ ექნებათ საერთო? ოფიციოზი:– ნუ ხართ ბურჟუაზიული დემაგოგები.ხალხი:– ჩვენ ვართ დემაგოგები?(ერთი რამ ახალი გამახსენდა:რამოდენიმე თვის ნაინსულტარი ვარ. ის-ის იყო პატარა ბაიასავით

ავიდგი ფეხი. ვამოწმებდი, ყავარჯნით სადამდე მივიდოდი. სად მიიყვანდა მოთამაშეს ფეხები? კაზინოში. ჰოდა ვდგევარ კაზინო “საქართველოს” წინ, ვუყურებ და არ მჯერა, სულ რაღაც 5-6 თვის წინ, თავისუფლად ავდიოდი კიბეებზე, ჰოლში, ხან მარჯვნივ გავუხვევდი კაზინოსაკენ, ხან მარცხნივ რესტორნისაკენ. ახლა კი ერთ საფეხურსაც ვერ დავძლევ.

კიბის თავი მთლიანად უკავია ორმეტრიან გოლიათ მცველ-შვეიცარ-პორტიეს. შუბლზე აწერია, რომ არის ახლო წარსულში სპორტსმენი, სავარაუდოდ მოჭიდავე, კახური ღვინის დამფასებელ-მომხმარებელი, გულღია და ალალი, როგორც გოლიათების უმეტესობა. მოდის ბენდენებით თავშებურული, სამი-ოთხი ჩია ტანის ახალგაზრდა, ნასვამების იერით, საერთო წონით არა უმეტესი ჩვენი მცველ-შვეიცარ-პორტიესი.

უდიდესი მოწიწებით ეკითხება:– სად მიბრძანდებით?– კაზინოში.– კაზინოში ნასვამი არ შეიძლება, გამაფრთხილეს.– ბიჭო, მე იცი ვინა ვარ?– მაპატიეთ, ადმინისტრატორმა ნასვამი თუ შემოუშვი, შენს თავს

დააბრალეო.– გამატარე, თორემ მე ვიცი, შე პიდარასტო, შენა.დაიბნა. ყველაფერს ელოდა, ამას არა. შეჰღაღადა ქვევით

გამვლელ-გამომვლელს:– ხალხოოოო!! შემოგვხედეთ. მე ვარ პიდარასი, თუ ესა.გარკვეულ მიზეზთა გამო, ეს სიტყვა, ნაბეჭდი, არც ერთს არ ჰქონდა

წაკითხული, არც მეორეს.ალბათ ხალხიც ასევე დაიბნა, დემაგოგი რომ უწოდეს.)როგორც ყოველთვის, მაგრად გადავუხვიე ძირითადს. მოგონება

ეხება ზაფხულს, დასვენებას, ფინანსებს. ყველამ კარგად იცის, რომ ამათში, გადამწყვეტი ადგილი უჭირავს მესამეს. ზაფხულში, ივნისში და ივლისის შუა რიცხვებამდე, თვენახევარი ვმუშაობდით, ივლის-აგვისტოში

Page 37: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა37

ამ ფულით ვგრიალებდით ბათუმ-გაგრა-სოჭ-იურმალაში, გააჩნია საბანი სადამდე გაგვწვდებოდა.

ეს ახლაა ჩვეულებრივი ამბავი, თორემ შორეულ, სუსხიან 1963 წელს, ნოუ ჰაუ იყო, სხვადასხვა გარემოებათა გამო: ჯერ ეს ერთი, სამუშაოს ვერ იშოვნიდი ასეთი მცირე დროით; მეორეც, რომც გეშოვა, ფულს ჯერ კიდევ ფასი ჰქონდა და იმდენს ვერ გამოიმუშავებდი, სექტემბრამდე გყოფნოდა. გამიმართლა. ჩვენმა მეზობელმა და ნათესავმა, იმ დროს ლილოს რკინა-ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორმა, თავისი ქარხნის ტექნიკურ განყოფილებაში მიმიღო, მზა ნაწარმის ინჟინრის თანაშემწედ, თან დააყოლა, ინჟინერი თუ ვერ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო.

განყოფილება დირექტორის კაბინეტის სართულზე იმყოფებოდა. იმდენი ხალხი შემოდიოდა ვიზით ”გამოუწერეთ”, რომ შეფი ვეღარ აუდიოდა და მეც ჩამრთო, მასწავლა და გამაფრთხილა – თუ ძმა ხარ ყურადღებით ავსე, არ შეგეშალოსო. არაფერი იყო შესაშლელი და საქმეც ჩქარა წავიდა წინ. ერთი იყო, ბევრი ითხოვდა, სარიც გამომიწერეო, როცა საქმეში ჩავერთე, “სარის” ბარათი კარგა ხნის დახურული იყო. როგორც კი ცოტა ამოვისუნთქე, ვკითხე:

– ეს სარი რაღა არის, ან რატომ არის ასეთი დიდი მოთხოვნილება?– რკინა-ბეტონის პატარა ბოძებია ვენახის სარების შემცვლელი,

შარშან ავითვისეთ, მაღალხარისხიანია, უცებ დაიმკვიდრა ადგილი და მოთხოვნილებაც იმიტომ აქვს დიდი.

– მერე გაზარდეთ გამოშვების რაოდენობა, ყველა მაგას თხოულობს, ტერიტორია იმხელაა, დაიტევს.

გამოცდილი სპეციალისტივით ვურჩიე. – ასე ადვილი იყოს, გიყვარდეს, მაგრამ მათი წარმოებისათვის

აუცილებლად საჭირო დეტალს გაზოაპარატის ქარხანა გვაწვდის, ნარჩენებისგან შტამპავენ, ისიც შეზღუდულად, მოთხოვნა ბევრად მეტია.

სიონში ზაფხულში ჩემი ძმა და მე ვმუშაობდით მთავარი მექანიკოსის და მთავარი ენერგეტიკოსის განყოფილების საამქროებში, ის – ზეინკლის, მე – ხარატის მოწაფედ. მოწაფე უძახე და ორმოც-ორმოცი მანეთობით (მაშინდელი 400მან.), ორნახევარ თვეში გროვდებოდა ისეთი სერიოზული თანხა, მოგვდიოდა ორ-ორი წყვილი უმაღლესი ხარისხის (არა მარტო ჩვენი შეფასებით) ფეხსაცმელი, ორ-ორი ჩინური წარმოების მაღალხარისხიანი შარვალ-პერანგ-კეტები, ხუთ-ხუთი წყვილი ნატურალური ბამბის და შალის წინდები. არ გაგეცინოთ, ცოტაც გვრჩებოდა სკოლის ბუფეტში დასახარჯად.

ჩემმა მასწავლებელმა (ნიკალაი ვასილიჩი, ჩემდა სასირცხვილოდ, გვარი აღარ მახსოვს), ჩარხის გარდა, საშტამპავ აგრეგატზეც მასწავლა მუშაობა: რა იცი, რაში გამოგადგესო. დირექტორს ვთხოვე, მგონი ასეთ აგრეგატზე ნამუშევარი ვარ, ცალი თვალით შემახედეთ მომწოდებელს, იქნებ მივხვდე მათ გასაჭირს და თქვენც გამოგადგეთ-მეთქი. სკეპტიკურად მიუდგა ჩემს ნათქვამს, მაგრამ მეორე დღეს მაინც წარმადგინა ქარხანა “გაზოაპარატის” დირექტორთან – ჩვენი ახალი თანამშრომელია, საშტამპავი აგრეგატების სპეციალისტი, დახმარებას დაგვპირდაო. მანაც ეჭვის თვალით ამათვალ-ჩამათვალიერა, ალბათ, ასაკის გამოც: ჩვენც

Page 38: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა38

ბევრს ვეცადეთ, არაფერი გამოგვივიდა. ისე, თუ ამათ ტირილს ამაშორებ, ჩემზე იყოსო.

შევედით საამქროში. მივედით პატარა აგრეგატთან, რომელზეც რკინა-ბეტონის ქარხნისათვის საჭირო დეტალებს შტამპავდნენ.

– სერაფიონოვიჩ, ამ წუთას წაიღეს 4 ვედრა სავსე, 4000 ცალი.– ამაზე არ ვართ შემოსულები. რამდენ ცალს აკეთებ დღეში და

რამდენი შეგიძლია გააკეთო, თუ კარგად მოინდომე?– 1700-1800 ცალს. გუშინ 4 საათით მეტი ვიმუშავე, პროფკომს ნუ

უსაყვედურებთ. მაგრად ვთხოვე, ცოლ-შვილი სოფელში გავუშვი, თან ფეხბურთი მხოლოდ ხვალ არის, საქმე არაფერი მაქვს, ზედმეტს ვიმუშავებ-მეთქი.

– არც მაგაზე ვართ მოსული. ეს ახალგაზრდა სპეციალისტი მოგვეხმარება, რომ შრომის ნაყოფიერება (ყველაზე ხშირად ხმარებადი სიტყვათა ტანდემი ნიკიტას ეპოქაში) ორმაგად გაიზარდოს.

იმანაც ეჭვის თვალით შემომხედა და როცა მთავრობა წავიდა, იმ დროს ძალზე პოპულარული ანეგდოტით შემეკითხა:

– როგორ უნდა მომეხმარო, რა საჯდომზე ფანრებს დამამაგრებ, ღამეც რომ ვიმუშავო?

დავამშვიდე, მტრად არ ვარ მოსული, ერთად ვეძებოთ გამოსავალი-მეთქი.

გაჭრა. თუ კარგად მოვინდომე, ორი ათას ხუთასს დავშტამპავ დღეში, მაგრამ მოსაწევად არ უნდა გავიდე (უკვე იმ დროს, საამქროებში, თეორიულად, მოწევა აკრძალული იყო. ნახევრადჩაბნელებულ დერეფნებში იდგა უფასო გაზირებული წყლის აგრეგატები და ტუალეტების წინ მწეველებს ადგილი ჰქონდათ გამოყოფილი).

რომ შევეჩვიე იქაურობას, მივიხედ-მოვიხედე. იქვე მთად, ლამის ჭერამდე, დახვავებული იყო დეტალებისთვის საჭირო ნარჩენები. ესე იგი, საჭირო მასალების ნაკლებობა არ იყო. ჩემს ’მისახმარებელს’ შევეკითხე, რა სიმძლავრის არის აგრეგატი-მეთქი. რა ვიცი, რაღაცა კი აწერია უკან, თუ გაარჩევო. ბენზინიანი ჩვრით გავაკრიალე მოთუთიებული რკინის აბრა-პასპორტი, სადაც ეწერა სიმძლავრე, წარმადობა და დასაშტამპი ნაკეთობის დასაშვები მაქსიმუმი - 1 მილიმეტრი. სულ მცირე რვა-ათჯერ ნაკლები, ჩემმა ოსტატმა რაზეც მასწავლა მუშაობა. ისევ ვკითხე, ესეთი და ესეთი დამშტამპავი აგრეგატი ხომ არ გაქვთ ქარხანაში-მეთქი. არა, მაგრამ მე რომ ამ ოთხი წლის წინ დავიწყე მუშაობა, მგონი, დაახლოებით მასეთი რაღაც იდგა გვერდით საამქროში, მაგრამ გაფუჭდა. გავიდეთ, ვნახოთ, თუ ჯართად არ ჩააბარესო. ვნახეთ იმავე მონაცემების, რასაც ვეძებდი, გერმანული დანადგარი, გაფრთხილებით: თითები არ შეყოთ, ცოტა სახიფათოაო!!

დავახვიეთ ზედ მთელი რკინა-ბეტონის ქარხანა. ორ დღეში დანადგარი სრულ წესრიგში მოიყვანეს. ძრავიც შეიცვალა და რამოდენიმე კბილანაც. აგრეგატის პრეზენტაცია (ეს სიტყვა მაშინ არ იხმარებოდა, რომ გეთქვა, გინება ეგონებოდა ვინმეს და შეიძლება შარში გახვეულიყავი) მე მერგო წილად. მივუჯექი და საჩვენებლად ასამდე ეგზემპლარი დავშტამპე. სულ ეს არისო? ვიღაცას საათი დაენიშნა, რომ შეადარა ძველ ნამუშევარს, უმნიშვნელო განსხვავება ნახა.

Page 39: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა39

მეორე დღესვე ჩააბარეს დირექტორს ანგარიში, სულ ტყუილად გავწვალდითო.

მე კი ამასობაში, ჩემი ოსტატის (ნათელში ამყოფოს მისი სული გამჩენმა იმ ქვეყნად) გამოცდილებას მშვენივრად ვიყენებდი: თუ დრო არ ითმენდა, ექვს-ექვს ნახევარ მილიმეტრიან ფურცელს დააწყობდა ერთმანეთზე და ექვს დეტალს შტამპავდა ერთდროულად (დანადგარი იძლეოდა ამის საშუალებას, 5 მმ ჰქონდა ზღვარი), მე კი შეწეპებულ დეტალებს ვაშორიშორებდი.

საღამოს დირექტორის მძღოლი მოვიდა ჩვენთან. უფროსმა – მე ვერ ამოვალ, დაღლილი ვარ და თუ არ შეწუხდება, ჩამოვიდესო. ჩავუჯექი ზიმში. მძღოლი გარეთ იცდიდა – ეტყობა, სერიოზული სალაპარაკო აქვთო.

– ეეჰ, როგორ დავიმედდი, არაფერი გამოდის, არა?– დღეს პირველი დღე იყო და მოვასწარი მხოლოდ და მხოლოდ

თორმეტ ათასამდე, ხვალ ამოვქაჩავ.– რამტონიიი!? რაფერ?დაკვირვებული ვარ, სულ რომ თბილისში იყოს კაცი დაბადებულ-

გაზრდილი, როცა რაიმე გაუკვირდება-გაუხარდება-ეწყინება, თავისი კუთხის კილოკავზე თავისდაუნებურად წარმოთქვამს ხოლმე ორ-სამ სიტყვას.

დანაპირებს შესრულება უნდა. ორ დღეში თხუთმეტ ათასზე ავწიე გამომუშავება გრძელი ფურცლების გამოყენების ხარჯზე, ჩადებაში დრო რომ არ დამეკარგა. კიდევ რაღაცეების დანერგვას ვაპირებდი, მაგრამ დიდის ბოდიშებით მოვიდა ჭაღარათმიანი ზეინკალი და მითხრა:

– ისეთი ყოჩაღი ჩანხარ, ორჯერ მეტსაც დაამზადებ, შენ საქმეს მორჩები და წახვალ, ჩვენ კი ორჯერ შეგვიკვეცავენ ტარიფებს, და არა მარტო მაგაზე. მამა-შვილურად, დღეში ათი ათასზე მეტს ნუ გააკეთებ, კისრამდე საკმარისია.

იმდენად მარტივად და გასაგებად თქვა, არდაჯერება აზრადაც არ მომსვლია. თან მოთხოვნილ რაოდენობას ისედაც ვამეტებდი. ერთადერთი ჩემს გამომუშავებას მატერიალურად ამცირებდა, რაც არასოდეს დამიყენებია პირველ ადგილზე.

ეჰ, ნეტავ ყოველთვის ასე ჩქარა ჭამოს სამართალმა პური. ორმოცად ორმოც სამუშაო დღეში ერთგან 600 და მეორეგან 300 მანეთი მომცეს ბოდიშებით – მეტი გეკუთვნის, მაგრამ ვინმე გვიჩივლებს, თავისიანია და მიტომო.

ამდენი ფული ერთად არც მინახავს. ვიფიქრე, ამას რა დახარჯავს-მეთქი.

დავხარჯე.

გოგლაუმცროსი გოგლას დაბადების დღე.უმცროსი გოგლას (გიორგი ლეონიძის შვილიშვილი) დაბადების

დღეს მის ოჯახში თხუთმეტ კაცამდე ახლო ნაცნობი აღვნიშნავდით. გოგლას დავუახლოვდით ჩვენი ბავშვობის მეგობრის წყალობით,

Page 40: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა40

რომელიც მისი ჯგუფელი იყო უნივერსიტეტში, სადაც ბევრი ჩვენგანი სწავლობდა. ამიტომ სუფრა შედგებოდა იუბილარის ბავშვობის და ახლადშეძენილი მეგობრებისგან. შორიდან ყველა ვიცნობდით ერთმანეთს. წარდგენაში დრო არ დაგვკარგვია და შემოვუსხედით მაგიდას. საკმაოდ მალე გავარკვიე, რომ ჩემი წარმოდგენა მათზე, რაც ვიზუალურ აღქმას ეყრდნობოდა, იყო სრულიად მცდარი. თითოეული მათგანი, გამოკვეთილი ინდივიდუალურობის გარდა, ფლობდა არაზედაპირულ ცოდნას და გამოირჩეოდა სრული კეთილგანწყობით ირგვლივ მყოფთა მიმართ. მივხვდი, მოჩვენებითი სიცივე იყო ფარი გარესამყაროს მოულოდნელობებისაგან თავდასაცავად, რისგანაც არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული, მით უმეტეს, თუკი ხვდება მისთვის შეუჩვეველ გარემოში.

ამან და უზადო ღვინომ განაპირობეს მრავალჟამიერის დროული შემოჭრა სუფრაზე. ამ დროს კარები გაიღო და შემოვიდა უფროსი გოგლა (ეს მის საპატივცემულოდ უწოდებდნენ შვილიშვილსაც გოგლას).

ბევრი ჩვენგანი ახლოდან პირველად ვხედავდით საქვეყნოდ ცნობილ პოეტს.

– კიბეებზევე მესმოდა თქვენი სიმღერის ხმა. გამახსენა ბავშვობა და პატარძეული (გოგლა პატარძეულიდან, კახეთიდან, იყო. ვინ, ვინ და კახელებმა კი იციან მშვენიერი სიმღერა, ამავე დროს აქვთ ბრწყინვალე სიმღერები. ტყუილად კი არ გააგზავნეს კოსმოსში კაცობრიობის სახელით “ჩაკრულო” – ა, ბიძია, მოისმინეთ, დედამიწაზე როგორი ჰანგები გვაქვსო).

შემოგვიერთდა. სუფრის ფასმა ერთისამად იმატა. თამადამ შესვა შემოსწრებულის სადღეგრძელო და გააგრძელა სუფრა, ოღონდ მორიგი სადღეგრძელო დაამთავრა ლეონიძის ლექსით. უნდა გენახათ პოეტის მადლიერებით გაცისკროვნებული სახე – ჩემ ლექსებს ჩემი შვილიშვილის მეგობრები ზეპირად წარმოთქვამენო. ისე, სიცოცხლის ელექსირი ჩვენამდე, მგონი, გარკვეული დოზით უკვე მიღებული ჰქონდა. ამ გულითად ატმოსფეროში არავის შეუმჩნევია დოქების დაცლა. წავწვდით სასმისების შესავსებად და ხელში შეგვრჩა ცარიელი დოქები. აბა, პოეტი რისი პოეტია და ექსპრომტად მიმართა შვილიშვილს:

ჩემო გოგი, დღეგრძელ იყავ, ჩამოგვისხი ღვინო,გვერდს გიმშვენებს ღირსეულთა, წინაპართა სწორი,შენივ სიყრმის მეგობარი, აბაშიძე ჩინო...

ალბათ განსაჯა, დავიწყებ და ძველებურად ლექსი თავისით მოვაო.არ მოვიდა. ჰოკუ იმ დროს არ იყო დიდ პატივში. ლექსი უნდა

შემდგარი ყოფილიყო ოთხი სტრიქონიდან, მაგრამ მეოთხემ გააფიჩინა ფეხები.

ხომ უნდა დაემთავრებინა. ამიტომ მაჟორულად დაწყებული მინორში დაასრულა – იქნებ ვერ გაიგონო:

გაგვახარა თვის აქ ყოფნით, გული მოგვიმადლიერა.(ჩინო აბაშიძე – შესანიშნავი პოეტის, დიდი ერისკაცის, გრიგოლ

აბაშიძის ვაჟი).წარბიც არ შეგვტოკებია, ვითომ არ შეგვიმჩნევია, მაგრამ თვითონ

ხომ იცოდა? აიჭრა.

Page 41: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა41

– ეს ყანწები, ზემოთ რომ ჰკიდია, – შეგვახედა ჯვარედინად ჩამოკიდებულ ორ დიდ ყანწზე, – ილია ჭავჭავაძის ნაბოძარია (რიტუალური ნივთების ჩუქება ესტაფეტის გადაცემის და პიროვნების თავის შემცვლელად აღიარების ტოლფასია. ილია რომ მოკლეს, გოგლა იქნებოდა ასე ექვსი-შვიდი წლის). ზედ აწერია: “ვინც დამლიოს-წამიღოს.” სამშობლოსი და ჩვენი წინაპრების სადღეგრძელოები მხოლოდ მაგით ისმებოდა.

– კაი, მაგარი მოგზაური ყანწები ყოფილან. ეს სადღეგრძელოები ხომ ქართულ სუფრაზე ოდითგან ისმეოდა და ისმევა და... – სცადა შექმნილი უხერხული სიტუაციის განმუხტვა საჯაიამ. (არჩილ საჯაია – უდროოდ დაღუპული უნიჭიერესი პოეტის, ალექსანდრე საჯაიას ვაჟი).

– კი, ბიძიკო, მაგრამ ყველა კი ვერ დაცლიდა შუა სმაში ამხელა სასმისებს. პაშა! პაშააა! (მოსამსახურე) – გასძახა, – ჩამოიღე და და კარგად გამორეცხე ორთავე.

– პაპა, იქნებ არ გვინდა?– მამაპაპურ ადათ-წესებს ხომ ვერ დავარღვევთ.თითო ორლიტრიანი დოქი ორ ყანწს ავსებდა. როდესაც

თხუთმეტიდან ათმა ყანწს წვეთიც არ შეარჩინა და ჯერი მეთერთმეტე-მეთორმეტეზე მიდგა, გოგლამ, –ამგენმა მეორეც არ მიაყოლონო, – შვილიშვილს მიმართა:

– მშვენიერი ახალგაზრდობა გვეზრდება, ჯანმთელი. წავალ, პაპა, დავისვენებ, დილიდან მუხლი არ მომიკეცავს.

დაგვემშვიდობა და დაგვტოვა საკმაოდ შეჭიკჭიკებული (თუ მეტი არა) ჯეელები.

გურჯიევი1964 წელს გაზეთ “კომუნისტში” (საქართველოში ყველაზე

დიდტირაჟიანი და კითხვადი ყოველდღიური გამოცემა) დაიბეჭდა სტატია სათაურით: ”ვინ არის გურჯიევი?” მთელი გვერდი ეკავა და იმდენად საინტერსო თემებს ეხებოდა, ყველა დააინტერესა, მათ შორის ჩვენც. დასმული კითხვებიდან მრავალი პასუხგაუცემელი დარჩა. ვისგან უნდა მიგვეღო პასუხი თუ არა გიორგი ლეონიძისგან. ვთხოვეთ, განემარტა. რატომღაც შეყოყმანდა, გადმოგვხედა, დარწმუნდა, რომ ყველანი გოგლას მეგობრები ვიყავით და დაიწყო თხრობა:

1918 წელს, ნოე ჟორდანიას მთავრობის დროს, თბილისში გაიხსნა სახელმწიფო უნივერსიტეტი და თქვენ წარმოიდგინეთ, პრესტიჟით ბევრად არანაკლები, ტიბეტურ სიბრძეზე დაყრდნობილი, უმაღლესი სასწავლებელი, თულეს სკოლის სახელით ცნობილი, რომლის დამფუძნებელი და რექტორი იყო გიორგი გურჯიევი. ოციან წლებში ხმები დადიოდა სტალინის (თორემ მანამდე ვინ იცნობდა) თანასემინარიელიაო. ოცდაერთ თუ ოცდაორ წელს, ისევ გურჯიევის თავკაცობით, სკოლამ ან პარიზში ან მიუნხენში, დანამდვილებით არ ვიცი, განაახლა ფუნქციონირება. ამბობენ ვერმახტის წევრთა უმეტესობას აქ საფუძვლიანი სწავლება აქვს გავლილიო. ეგ არ ვიცი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის

Page 42: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა42

შემდეგ რომ გურჯიევის სახელის ხსენებაზე ციმბირი უკან დაგრჩებოდა, ფაქტია, ამიტომ გურჯიევის ცნობილი ნაწარმოები “ბატონ ბელვედერის მოგზაურობა დედამიწაზე” საიმედოდ შევინახე და ერთ-ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობის ფუძემდებელი, ამოვიღე ჩემი ლექსიკონიდან და, საერთოდ, ხმარებიდან. შეიძლება დამცინოთ და გულში ლაჩარიც კი მიწოდოთ, მაგრამ ვის თავზეც, და არა მოყოლით, ოცდაჩვიდმეტ წელს გადაუვლია, უდავოთ მიმიხვდება და გამიგებს: მცნებათა სრული აღრევა-შებრუნება, კაცობაზე წარმოდგენის გაუკუღმართება, არარაობათა აღზევება, რასაც მოჰყვა მათი გემოვნება-შეხედულებათა გამეფება.

ჩაღუნა თავი და ერთხანს ხმა არ ამოუღია. რაღაც გაახსენდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა. უცებ, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო:

– გურჯიევზე მკითხეთ არა? ეტყობა გვარმა შეიყვანა ბევრი შეცდომაში-ქართველიაო. თქვე კაი ხალხო, ესე იგი ყველა ებრალიძე ებრაელია, ყველა რუსიშვილი – რუსი, ყველა სომხიშვილი – სომეხი, ყველა თათარაშვილი – თათარი, ყველა ოსიძე – ოსი? აღარას ვამბობ სვანიძე-იმერლიშვილ-რაჭველიშვილ-მეგრელიშვილებზე. კახეთელიძე გვყავდა მზარეული, კახეთი საით იყო, არ იცოდა. მართალია, გურჯიევი ქართულად მშვენივრად მეტყველებდა, მაგრამ ერთმა რაიმემ დამაეჭვა, ბევრი რამ სომხურ ენაზე ჰქონდა დაწერილი. ისე დედა, დანამდვილებით, სომეხი ჰყავდა. მამა ბერძენი იყოო, – ამბობდნენ. მან ისეთი ზეგავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში ყველაფერზე, ანალოგის პოვნა მიჭირს. საოცარი წიაღსვლები ჰქონდა, ხშირად ქრისტიანული რელიგიის საპირისპირო.

– ბატონო გიორგი, თუ საიდუმლო არ არის, გურჯიევის წიგნი როგორ ჩაგივარდათ ხელში?

– შვილო, ეს მერე და მერე გახდა პრობლემა, თორემ ოც-ოცდაათიან წლებში კანტ-ფრეიდ-ნიცშეს წიგნებიდან დაწყებული კამა-სუტრით დამთავრებული – ყველაფერი ეწყო მაღაზიებში, ოღონდ გეყიდა.

ენაარ მახსოვს დაწყების პირველადი მიზეზი, მაგრამ ცხარე კამათი

ქართული ენის სიწმინდემ გამოიწვია. ჩოხა-ახალუხის დამცველები უკან დახევის გარეშე ხმის ჩახლეჩამდე ამტიცებდნენ ქართული ენის ყველა ენის მიმართ უპირატესობას და მოწინააღმდეგეთა აზრს არა თუ არ უსმენდნენ, სიცილად იგდებდნენ მათ ყოველ არგუმენტს. უსმინა, უსმინა ბესომ (გამსახურდიას მთავრობაში უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი) და თავის ჩვეულ მანერაში, ყოველგვარი რევერანსებისა და შელამაზების გარეშე რეკა:

– თქვენ რომ ცოტათი მეტი განათლება გქონდეთ, ბურთის გორების გარდა, სხვა რამეც გაინტერესებდეთ, თან წიგნებთან შეუქცევლად გაბუტულები არ იყოთ, გეცოდინებოდათ, რომ დღესდღეობით სალაპარაკო და სალიტერატურო ენაში დამკვიდრებულ სიტყვათა ალბათ

Page 43: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა43

მეოთხედი არაქართული წარმოშობისაა. ისეთი ძვალრბილში გამჯდარი სიტყვები, როგორიცაა, ოჯახი, ნამუსი, ფანჯარა – მათი ჩამოთვლა, აიიი, ეგერ, იქ წაგვიყვანს, – ზოგი სპარსული, ზოგი არაბული, ზოგიც თურქული ენებიდან არის შემოსული. არ დაუჯერეს (ეტყობა ბესოს ასე უწერია ბედის დავთარში).

არბიტრად გიორგი ლეონიძეზე კომპეტენტურს და ობიექტურს, აბა, ვის ავირჩევდით (აკაკი შანიძე და კორნელი კეკელიძე კი იყვნენ ცოცხლები, მაგრამ ჩვენ ჩვენი შინაური მსაჯი ვამჯობინეთ).

– ენა ცოცხალი ორგანიზმია და როგორც ყოველივე ცოცხალს სჭირდება სასიცოცხლო გარემო, – დაიწყო მან. შემდეგ განავრცო თემა. სამი საათის განმავლობაში გასუსულები ვისხედით და ვყლაპავდით საკმაოდ იოლად ასათვისებელ ჭეშმარიტებებს, რასაც სიტყვის დიდოსტატი უმარტივესი ენით გადმოცემდა.

– სასიცოცხლო გარემოში მოიაზრება ერი. განვრცობის არეალი, უწყვეტი განვითარება, შიდა და გარე ფაქტორები – ნებისმიერ მათგანის უგულებელყოფა იწვევს ენის გარდუვალ კვდომას. ასე დაემართათ უბრყინვალეს ლათინურს, შუმერულს, ეტრუსკულს და დღესდღეობით ჩვენთვის ნაკლებად ან სრულიად უცნობ ენებს. ერთ დროს სიცოცხლით, სიბრძნით და სილამაზით გამორჩეული ლათინური, გადაიქცა ვიწრო სპეციალისტთა ენად. ისე, როგორც ყოველ მარცვალს არ უწერია აღმოცენება, ეტყობა, ყოველ ენასაც არ ეწერა გადარჩენა. მათ ჩვენამდე მოღწევის მიზეზთა ერთობლიობას, ენის სიცოცხლისუნარიანობას ვუწოდებ. მართალია, ჯუნგლების კანონი ჩვენს მსოფლმხედველობას არ შეესაბამება, მაგრამ ძალზე ცხოვრებისეულია: როდესაც მგლებს, ირმების დაუძინებელ მტრებს, სასიცოცხლოდ შეუტიეს სხვადასხვა მიზეზთა გამო და თითო-ოროლა დატოვეს, ისიც შემთხვევით, ირემთა მოდგმა დაძაბუნდა და გადაშენება იწყო. ასევეა ენაც. სასათბურო პირობების შექმნით დათვურ სამსახურს უწევ. აბა, სად მინდვრის ყვავილების და სად სათბურში გამოყვანილი ტიტების გამძლეობა? ტიტები ლარნაკში სამი-ოთხი დღის შემდეგ გადასაგდები ხდება, ხოლო მინდვრის ყვავილები წლობით ინახება და, მით უმეტეს, თუ სასიამოვნო მოგონებებს აღგიძრავთ, რაგინდ იერშეცვლილნი არ იყვნენ, ხელი არ გემორჩილება მათ გადასაყრელად. ლირიკული გადახვევაა. ხომ არ დაგღალეთ? მაშინ გავაგრძელებ:

– ენა არსებობის მანძილზე განუწყვეტელ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებს დამპყრობლების, მოძალადეების, შეგნებულად დამმახინჯებლების, უვიცების და ათასი ჯურის თაღლითების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა არც მოჩანს. აი, დაბინძურებამ თუ დასაშვებ ზღვარს გადააცილა, ენა ისე მძიმდება, შესაძლოა თავისივე წონამ სძლიოს და დავიწყების მორევის ფსკერზე მოაქციოს. დაბინძურებად, ერთის წამით ნუ იფიქრებთ, მეტყველებაში ახალი სიტყვების ან გამოთქმების შესვლას ვგულისხმობდე. ეს ბუნებრივი პროცესია, მათთან ბრძოლა უაზრობაა. ყველაფერი თანაფარდობაშია. ენამ იმდენი უნდა შეითვისოს, რომ დაძლევა მოახერხოს, თორემ ერთი ერის შვილებმა თუ ერთმანეთის ნათქვამი ვერ გაიგეს, ბაბილონის გოდოლიც კი მონაგონი გახდება. მრავალზე მრავალი სიტყვა ჩვენ მეზობელ ერთა ენებიდან შემოვიდა,

Page 44: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა44

ხოლო ჩვენი მათთან დამკვიდრდა. თვითეულს საწყის მფლობელობაზე ჩვენ-ჩვენი სიმართლე გვაქვს და ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელი თუ არა, ძალზე რთულია, ტექნიკის დღევანდელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. საუკუნეთა მანძილზე ჩვენს მეტყველებას ისე შეერწყა ოჯახი, ნამუსი, ვერც კი წარმომიდგენია, მათ აღსანიშნავად, ადრე რას ხმარობდნენ.

– ბესომაც იგივე თქვა.პაატას ვაჟს სხვა როგორ უნდა ეთქვა?– ქართული ენა ხელწამოსაკრავი არც არასოდეს ყოფილა და არც

იქნება. თუკი იოანე-ზოსიმემ დააყენა მოწინავეთა რიგში ჩვენი ენა, ასე ვთქვათ, თეორიულად, გურამიშვილმა შექმნა საოცრება, ათკუპლეტიანი ლექსი “იესოს ჯვარცმა” და რა პოტენციაა ჩვენს ენაში დაგვანახა, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად. ლექსი შედგება ორმოცი გარითმული სტრიქონიდან, აქედან რვა კუპლეტი, ანუ ოცდათორმეტი სტრიქონი, ბოლოვდება რითმით იესო. რითმებში მაცხოვრის სახელად იესო გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, დანარჩენში კი — სთქვი ესო, შეანგრიესო, მიიწვიესო, მღვრიესო, ხოლო ორი კუპლეტი, ანუ რვა სტრიქონი, რითმით აესო – დაესო, ხმა ესო. უსაგნო კამათის მოყვარულებმა, რა მოხდა, სხვათა-სიტყვის ო-ა და იმიტომ ირითმებაო. კი, ბატონო, მოაშორეთ -ო, რა ამით დაწერილის ან სიტყვის შინაარსი იცვლება, თუ ისე მახინჯდება, რომ ვერ მიხვდე რა იყო. თქვი ’ეს’ – შეანგრიეს, მიიწვიეს, მღვრიეს. დავით გურამიშვილს, ლექსის წერას ვერ ასწავლის, მე კი არა, ვერავინ, უფლის სახელს ხომ არ შეცვლიდა. შევისვენებ, ამ თემას, როდესაც ვეხები, მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის, რატომღაც მაციებს და უცებ ვიღლები.

არც არავის დასაცინად, არც თვალებში თითის სატაკებლად, მით უმეტეს არც რომელიმე ენის სიდიადის დასაკნინებლად განვაცხადებ: არ მგონია დედამიწის ზურგზე არსებობდეს ენა, რომელზეც დაიწეროს ორმოცსტროფიანი ლექსი ნებისმერ თემაზე, ნებისმიერ ბრუნვაში, ნებისმიერი ერთი სიტყვის რითმად გამოყენებით, ოღონდ, რასაკვირველია, გარითმულის სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვით, როგორც ეს გურამიშვილს აქვს. თუკი მეშლება და ასე არ არის, საჯაროდ მოვუხდი ყველას ბოდიშს, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი კატეგორიული ტონი.

ლადიასე უწოდებდნენ ჯერ ახლობლები, შემდეგ მთელი საქართველო,

ცნობილ მათემატიკოსს, ვლადიმერ ჭელიძეს, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის განკუთვნილი მათემატიკური სახელმძღვანელოს თანაავტორს.

წიგნმა დაიმკვიდრა სახელი “ლომჯარია, ხახუბია, ჭელიძე”, ავტორთა გვარების მიხედვით. არც პროფილს, არც დანიშნულებას მითითება არ სჭირდებოდა, იმდენად პოპულარული სახელმძღვანელო

Page 45: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა45

იყო. უსადავესი ენით, მარტივად (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია) გადმოცემული მათემატიკური ცნებები დაინტერესებულთა აღფრთოვანებას იწვევდა და, ალბათ, დღესაც იწვევს.

უნივერსიტეტში სწავლის ხანმოკლე პერიოდი ჩემთვის ორი რამით იყო ღირსშესანიშნავი: მათემატიკას მიკითხავდა ლადი ჭელიძე, ფიზიკას კი ალეკო იშხნელი. ორი, მოწოდებით და არა მარტო პროფესიით, პედაგოგი, რობერტ ტეილორის შესახედაობის, უზადოდ ჩაცმულ-დახურული, მოწესრიგებული პიროვნება რომ დადგებოდა დაფის წინ, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში, რომც არ გდომოდა, მთელი გულისყურით მოუსმენდი, ყოველ შემთხვევაში, გვერდით მჯდომთან გადალაპარაკება, აზრადაც არ მოგივიდოდა.

ჩემდა ბედად, პირველი და ერთადერთი კონსპექტის მეტი არ ჩამიწერია ლადის ლექციაზე.

პრაქტიკულებს ახალგაზრდობის უსაყვარლესი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი, აჩიკო სულაქველიძე, გვიტარებდა. წინდაწინ გაგვაფრთხილა: მხოლოდ თქვენს მეხსიერებას ნუ დაენდობით, ჩემი სემინარისთვის “ლომჯარია-ჭელიძე”-ში ჩაიხედეთო. ჩავიხედე და სახტად დავრჩი. ზუსტად ისე შესრულებული სქემები და გრაფიკები, რასაც ბატონი ლადი დაფაზე ხაზავდა, ლაკონური განმარტებები, არც ერთი ზედმეტი სიტყვა, წიგნი და კონსპექტი, ტყუპისცალებივით იმეორებდნენ ერთმანეთს. პირველად, დაუზეპირებია-მეთქი. უფრო ღრმად რომ დავუფიქრდი, მივხვდი, თავისსავე შექმნილ შედევრს, ვერც რას დაუმატებდა და ვერც რას დააკლებდა.

მას თავისი არსებობით მიუწვდომელ სიმაღლეებზე აჰყავდა პატივისცემა პროფესიისადმი. საოცარი ადამიანი იყო.

დრომ, ყველაზე მიუკერძოებელმა მსაჯულმა, ეს დაამტკიცა.

იოანე მინჩხიალეკო ჟღენტი (ერთადერთხელ, ხალხის მიერ არჩეული)

პარლამენტის წევრი, გარდა იმისა, რომ არის ერისკაცი, არის შესანიშნავი რეჟისორი და შესანიშნავი მწერალი. თუკი ვინმე ფიქრობს, იმიტომ უკმევს გუნდრუკს, მისი ბავშობის მეგობარიაო, ცდება. გადაავლოს თვალი მის საქმიანობას, დაუინტერესებელი თვალითაც კი მიხვდება ამას. მოგონება ეხება არა იმდენად ჟღენტის მოღვაწეობას ან მის ადგილს საქართველოს დღევანდელ რეალობაში, არამედ მას, როგორც კინოსცენარისტს. ავტორს სცენარებისა, რომელთაგან ზოგი შეიქმნა და განხორციელდა კიდეც, ზოგი კი, ამა თუ იმ მიზეზთა გამო, ვერა.

სკოლას ვამთავრებდით და ჯერ გარკვეული არ იყო, ვინ რა გზით აპირებდა ცხოვრებაში თვითრეალიზებას. ბევრი ნიჭი არ უნდა დააფერთხო ზოგ-ზოგს, თორემ იბნევა – რას მიანიჭოს უპირატესობა არ იცის, რაც ამ ასაკში ასე ადვილი მისახვედრიც არ არის.

ერთი მეზობელი გვყავდა, სულ ყიდვა-გაყიდვაზე ეჭირა თვალი. ზაფხულის არდადეგებიდან რომ ბრუნდებოდა, ჰქონდა ხოლმე ერთი-ორი

Page 46: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა46

ზომით დიდი ფეხსაცმელი, სვიტრები, ერთი-ორი ზომით პატარა (ჭამისგან, ცოტა ზომაზე მეტად ჩაპუტკუნებული გახლდათ), ახალთახალი სკოლის ფორმები, რომელიც არ “მოერგო” და ურიცხვი რაოდენობის ქალის კაპრონის წინდა. სკოლა რომ დავამთავრეთ, უყოყმანოდ შეიტანა საბუთები ეკონომიკი ფაკულტეტზე (კონკურსიც არ იყო, გამოცდებსაც იოლად იბარებენო, ამბობდნენ, მაგრამ ვინ აბარებდა რო?). რომ დაამთავრა, ათიოდე წლის მერე, ერთ-ერთი რაიონის უნივერმაღის დირექტორობას გამოჰკრა ხელი. რა აღარ იყო იქ. ძალიან სერიოზული გახდა. ყველაზე გავლენიანი პირების ნაცნობობას წკიპურტებივით ხმარობდა ჩვენთან, არარსებული ავტორიტეტის მოპოვება- მიღწევა-დასამკვიდრებლად, მაგრამ შეუდრეკელმა, კორუფციასთან და ყოველგვარ დარღვევებთან გამუდმებით “მებრძოლმა”, გაუგო ხრიკები და გამოამწყვდია იქ, სადაც, ბოლო-ბოლო, თვითონაც არ ასცდება ყურყუტი, თუკი, რასაკვირველია, მანამდე გაძლო.

ჟღენტზე ვაპირებდი და წავედი სრულიად საწინააღმდეგო მხარეს. როდესაც გონება გიჭრის, ნაკითხი ხარ, კალამს უბადლოდ

ხმარობ, გაქვს აბსოლუტური სმენა, ზედვე კარგად ხატავ, დაიბნევი, აბა, რა ჯანდაბა მოგივა. ბევრი ეპოპეის დაძლევის შემდგომ დაამთავრა კიევის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და გადაიღო არც თუ ხელწამოსაკრავი ფილმები, ღრმად გამსჭვალული ეროვნული სულისკვეთებით.

არც ამაზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას. ვინაიდან მოგონება ეხება კინოსცენარს, რომლის დაწერასაც იგი აპირებდა, გასაოცარი ფანტაზიით, საკითხში ღრმადჩახედულ, დაღვინებულ ხელოვნისთვის მისაღები გადმოსახედიდან. ამ დროს კი ვიყავით სულ რაღაც 16-17 წლის.

საქართველოში რენესანსის დაწყებამ მოიცვა მრავალი მიმართულება, რაც შემდეგ უკიდეგანო ტოლერანტობაში, იმ დროისათვის არსად არ არსებულ მმართველობის დემოკრატიზებაში, ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაში, “ვეფხისტყაოსანში”, სვეტიცხოველში, საეკლესიო საგალობლებსა თუ ფერწერაში და კიდევ ბევრ რამეში გამოიხატა. ამ ხანას უკავშირდება მრავალი დიდი ადამიანის მოღვაწეობა, რომელთა შორის იმ დროის უდიდესი ლოტბარი, იოანე მინჩხი, სიდარბაისლით და განსწავლულობით გამორჩეული, პირველებთა შორის იდგა. ფერისცვალებას, დაიბარა თავისი შვიდი უნიჭიერესი მოწაფე და დაუფარავი სიამაყით ამცნო: თქვენის არსებობით დაამტკიცეთ, რომ თითოეულ თქვენგანს, გეკუთვნით პირველობა, რაშიც ჩემი შრომის კვალსაც ვხედავ. დღეს თუ არა ხვალ, ერთ-ერთს მოგიწევთ ჩემი შეცვლა. ერის წინაშე, თავს შეცდომის უფლებას ვერ მივცემ. მოიარეთ საქართველოს შვიდივე კუთხე, შექმენით საგალობელი ერის სადიდებლად, რომელშიც უნდა ჩანდეს ქვეყნისა და ხალხის სილამაზე და მარადიულობა. დე, საუკეთესოს შემქმნელს შეხვდეს პირველობა, სამართლიანიც იქნება და საიმედოც. საშობაოდ მასწავლებელს თავიანთი ნამოღვაწარი სათითაოდ წარუდგინეს შესაფასებლად. ლოტბარმა თვითოეულს შრომა ფრიად მოუწონა, მაგრამ არც ის დამალა – რაღაც აკლიათ, შედევრებს რომ გაუტოლდენო.

Page 47: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა47

დააყენა ყველა ერთ ქოროდ, ერთად შეასრულეთ შვიდივემ თქვენ-თქვენი ნაღვაწიო.

ასე შეიქმნა ”შენ ხარ ვენახი”.

რამაზ ჩხიკვაძე1975 წელს, დადგმისთანავე, შევძელი “კავკასიური ცარცის წრე”

მენახა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მაყურებელი, უფრო კონკრეტულად, ჩემი თაობის მაყურებელი, შეჩვეული იყო და თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იღებდა, რომ საშუალება ჰქონდა თეატრის სცენაზე ეხილა აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე, ცოტა მოგვიანებით, სესილია თაყაიშვილი – რამაზ ჩხიკვაძის აზდაკმა სულ სხვა თვალით შეახედა რეალობას. პირადად მე, ჩემს წარმოდგენაში, ამამაღლა და ირგვლივ ბუტაფორიულის, მოჩვენებითის და, რაც ყველაზე საწყენია, მდარე გემოვნების, მასიური დამკვიდრების გაუთავებელი მცდელობების საპირწონედ მომევლინა. ბატონი რამაზის ტალანტით ბედნიერება მქონდა ადრეც მოვხიბლულიყავი – ისეთი სახეებით, როგორიც იყო, დიეგო, ქოსიკო, კირილე, ყვარყვარე, მაგრამ აზდაკი სულ სხვა სიმაღლეა და ვის მიუძღვის უფრო მეტი ღვაწლი ამ სახის გამოქანდაკებაში, ბერტოლდ ბრეხტს, რობიკო სტურუას თუ რამაზ ჩხიკვაძეს, ჩემი დონე ვერ განსაზღვრავს – მგონი, სამივეს თანაბრად. აზდაკი, ეს სოფლის ლოთი მოსამართლე, რომ სოლომონ ბრძენის სამართლიანობის განსახიერებაა, ჩვენ შემთხვევაში, კავკასიიაში, კერძოდ საქართველოში, შენიღბვის გარეშე ჩანს დედობის (არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ ჭეშმარიტი) სოლომონისეულ დადგენაში – ვისაც შენზე ამოსდის მზე და მთვარე, გასახლეჩად ვერ გაგწირავს, დათმობს თავის კანონიერ უფლებებს, ოღონდ შენ იყავი კარგად.

რამაზ ჩხიკვაძის ფენომენი მრავალმხრივ არის შესასწავლი. პოლიკარპე კაკაბაძის, რობერტ სტურუას და მათ ნიჭთა ზეგავლენით ხალხმა მიიღო, რომ ყვარყვარე იყო ვასილ მჟავანაძე და მასვე შეერქვა მეტსახელად ყვარყვარე.

დრომ თავისი კორექტივი შეიტანა – ხალხმა იხილა, თუ ვინ არის რეალურად ყვარყვარე; თუ ვის ძალუძს, თავისი პირადი ინტერესების გულისთვის, ფეხქვეშ გათელოს ერის ინტერესები.

“კავკასიურში” კი პირდაპირ დარბაზს და არა მსახიობ-ჩაფრებს მიმართა:

– მშიერმუცელა მონეებოოო!!!დარბაზი გაისუსა. რა რეაგირება ექნება პატრონს? ედიკამ, როგორც

სჩვევია,მილიციონერულად (თვალები აბსოლუტურად ცივი) გაიცინა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ატეხილიყო პარტერში ერთი სიცილ-

ხორხოცი. არადა პრემიერას ესწრებოდა თითქმის მთელი მისი გარემოცვა.

ბატონი რამაზი, სანახევროდ იყო მართალი – მონები, ოღონდ არა მშიერ-მუცელა. ორ წელიწადში საკმაოდ მოასწრეს დანაყრება.

Page 48: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა48

ყველაფერი ეს ნათლად წარმომიდგა თვალწინ და კიდევ ბევრი სხვა რამ. თითქოს გუშინ მომხდარიყო, როდესაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა, თუ საუკეთესომ არა, ტელეჟურნალისტმა, ქალბატონმა ნინო ჟიჟილაშვილმა, მოიწვია სტუდიაში ბატონი რამაზ ჩხიკვაძე. მათ გვაჩუქეს სიმართლით და შესანიშნავი მეტყველებით (როგორც მათ ჩვეულებრივ სჩვევიათ) მდიდარი ერთი საათი, რამაც პირადად მე გარკვეული ხანი დამმუხტა დადებითი ემოციით და მეყო, სულ მცირე, ერთი კვირა.

რამაზ ჩხიკვაძის სისხლსავსე ცხოვრების ბევრ საინტერესო ამბავთა შორის ქალბატონმა ნინომ გაიხსენა, როგორ დაესწრო ბავშვობაში დედასთან ერთად “კავკასიურ ცარცის წრეს”. ის, თუ რა იმპროვიზაციები იყო მოსალოდნელი მისგან, კერძოდ, როგორ მიმართა ჟუჟუნას როლის შემსრულებელს: ”შენ, ჟუჟუნა ხარ, თუ ვიღაცა”, რაც ტექსტში დანამდვილებით არ იყოო.

რამაზს სახეზე ეტყობოდა ვერ გაიხსენა რაზე იყო საუბარი, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტ მამაკაცს შეეფერება, იხტიბარი არ გაუტეხა მანდილოსანს და ისეთი იერი მიიღო, თითქოს გაიხსენა.

აი, ნინოს, რომ რამაზის თაობის იუმორით ეთქვა: ”ჟუჟუნა ხარ, თუ პრუჟუნა”, იმწამსვე გაიხსენებდა ბატონი რამაზი. ეგ კი არა, გუმანით შეიგრძნობდა სცენის სპეციფიკურ სუნსაც კი, იმ მომენტსაც დეტალურად აღიდგენდა, რამაც ეს ათქმევინა.

აზდაკის ჟუჟუნა-პრუჟუნა, კირილეს კოსტაია-პროსტაია იმდენად ორგანულად არის სპექტაკლებში ჩამჯდარი, რომ იგივე, სხვა ნებისმიერი დიდი მსახიობის მიერ წარმოთქმული, გამოიწვევდა სულ სხვა ასოციაციებს, არ მივცემ თავს უფლებას, ვთქვა, ნაკლებად გამომხატველს, მაგრამ ურამაზოდ, ეს მე ვერც კი წარმომიდგენია.

სარკე

გასაკვირია, რით დავიმსახურე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მიწევდა არსებობა გამოკვეთილი ინდივიდუალური მონაცემების პიროვნებათა შორის, თანდაყოლილ და შეძენილ თვისებათა იმ ნაზავის მფლობელებში, რაც ცივილიზებულ სამყაროში თანაცხოვრებისათვის აუცილებელია.

შემიძლია ვიამაყო, ბევრი საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი, მწერალი, სპორტსმენი, ბოჰემის, მოწოდებით თუ იძულებით მსახური, ან ადამიანი, რომელმაც დიდი პატივისცემა მოიპოვა, მაგრამ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებს არ მიეკუთვნება, არის ჩემი, სულ მცირე, ახლო ნაცნობი. მათთან ურთიერთობისას აზრადაც არ მომსვლია ქვევიდან ზევით მეცქირა, არა იმიტომ, რომ ამპარტავანი ვარ ან არ ვიცი ჩემი ადგილი, არამედ იმიტომ,რომ ისინი აადვილებენ მათთან ურთიერთობას. ადამიანი, რაც უფრო დიდ სიმაღლეს აღწევს, საკუთარ შრომაზე და თავის პირად მონაცემებზე დაყრდნობით, ხდება მით უფრო თავმდაბალი და სხვისი გასაჭირის გამგები. ერთადერთი რასაც ვერ წვდებიან, რად არ აღწევს უფრო მეტი შრომით სხვა მსგავს შედეგს. ის რომ შრომის უნარი არის

Page 49: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა49

ღვთის მიერ ნაბოძები ჯილდო, არანაკლები მათი გონება-შესაძლებლობებისა, მგონია, არ აქვთ ბოლომდე გათვითცნობიერებული.

და ვინც ყოველთვის ყველაზე მთავარია, ეს არის ხალხი. ისინი ცნობად სახეებს არ წარმოადგენენ, მაგრამ მათ ყოვლისგამძლე მხრებს აწევს ტვირთი, რაც ერის სიძლიერის, პატიოსნების და მარადიულობის საწინდარია.

მავანი და მავანი იტყვის, ხალხს იმიტომ ახსენებს, ეპირფერება, იცის მათზე დანდობა მომგებიანიაო.

პირფერობა მათ სჭირდებათ, ვინც იმდენად დაშორდა ხალხს, ჰგონიათ უაზრო ლოზუნგებით, ყვლეფით, დემაგოგიით, თვალში ნაცრის შეყრის გამუდმებული მცდელობით, ქადასთან ყოველთვის, ყველაზე ახლოს ისხდებიან.

რომ აინტერესებდეთ, გადახედავდნენ კაცობრიობის ისტორიას. ერთ მაგალითსაც ვერ ნახავენ, თაღლითს და ბოროტს დაუსჯელად შერჩენოდეს ყველაფერი ბოლომდე. ორმოცდაათი და გნებავთ ასი წელიწადი საკმარისი არ არის ყოველივეს გასააზრებლად და თავის ადგილზე დასაწყობად. უმეტესობამ ამქვეყნად, ახლოდან შეიცნო ჯოჯოხეთის სატანჯველები. დანარჩენებზე ჩემგან, თავხედობა იქნება, დანამდვილებით რაიმეს თქმა, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მათ დანატოვართ არ ულხინთ.

არავინ იფიქროს, ყოველივე ამას ნიშნისმოგებით ვამბობდე. არა, ბოროტ ადამიანზე უბედური, არავინ მეგულება. ბოროტს თავისი სიბოროტე ერთი წამითაც არ აძლევს მოსვენებას. ნებისმიერი გარშემომყოფის წარმატებისა შურს. ჩვეულებრივი ადამიანური სიხარული მისთვის მიუწვდომელია. კმაყოფილებას ანიჭებს მხოლოდ სხვისი უბედურება.

არაფერს ახალს არ ვამბობ – ერი არის სარკე, რომელიც არეკლავს არა მოჩვენებებს და ამბიციებს, არამედ რეალობას. როგორც აბაზანის სარკე ბანაობისას ცხელი ორთქლით რომ იბინდება და მხოლოდ დრო ან მზრუნველი ხელი თუ დაუბრუნებს თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას, ასევე ერიც ფუნქციას კი არ კარგავს, არამედ დროებით იბინდება, რომ არ ასახოს მისთვის არასასურველი გარე ძალების შემოტევით მოსალოდნელი დამახინჯება. (ეს არ არის კომპრომისი, ეს არის დამცავი რეაქცია.) მეც მინდა სარკეში ჩავიხედო და გრეგორი პეკის გარეგნობის მამაკაცი დავინახო, მაგრამ...

ერს ისევე, როგორც სარკეს, არ შეუძლია კომპრომისი, შეთავსება და მოჩვენებითობა, ირეკლავს ზუსტად იმას, რაც მის წინ რეალურად დგას.

გამათბობელს მუსიკის დაკვრა რომ შეეძლოს, იქნებოდა მაგნიტოფონი, თუმცაღა ისეთი დრო დადგა, ყველაფერია მოსალოდნელი.

შორს წასვლა არ დაგვჭირდება, ჯერ მარტო მობილურში იმდენი რამ არის შეთავსებული, ორმოცი წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს, უმალ ეტყოდით: ე-ე-ე, ტუტუც!!!

წავუმატე, როგორც ყოველთვის – რა ორმოცი, რის ორმოცი.

Page 50: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა50

რიგისამოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში მორიგი ფუნქცია შემემატა

– ოჯახში ახალი რძის და მაწვნის მომტანის. დილის რვა საათამდე თუ ვერ მოასწრებდი აღებას, თავდებოდა რძის ნაწარმი და იწყებოდა ბავშვების გამოკვების პრობლემა. ამიტომ კეთილი უნდა გენება, ექვს საათზე ჩამდგარიყავი რიგში, რომ პირში ჩალაგამოვლებული არ დარჩენილიყავი. რიგში ჩადგომას ელემენტალური ზნეობრივი პატიოსნება გავალებდა, ვინაიდან რიგში იდგნენ აკადემიკოსები, სახალხო არტისტები, მეორე მსოფლიო ომის გმირები (არა ისეთები, ომის დამთავრებიდან ოცდაათიოდე წლის შემდეგ რომ გახდნენ გმირები და, მგონი, არა ერთგზის), ნამდვილი გენერლები (არა ისეთი ფუყეები, ოთხმოცდაათიანებში რომ გაჩნდნენ, ვიღაც-ვიღაცეებისთვის ძალაუფლების მიტაცებაში დასახმარებლად და აღშფოთებული ხალხის დასაშინებელ-დასაშოშმინებლად), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები (მათ შორის რამოდენიმე არაერთგზის) და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, დიასახლისებიც.

სამი-ოთხი წელი მომიწია ძროხის მოვალეობის შესრულება. ამ ხნის განმავლობაში ღრმად დავაფასე კოლეგის უანგარო, მხოლოდ და მხოლოდ ბალახის ცოხნისთვის გაწეული შრომა. აგრეთვე, დიდებული პიროვნებების თავმდაბლობა და აუღელვებელი მოთმინება, ურიგოდ გაძრომის თავხედი მოყვარულების მიმართ, რომელთა ფანტაზიას საზღვარი არა აქვს – ზოგს ცოლი ჰყავს საავადმყოფოში და ექიმმა გამოუწერა ზუსტად ეს რძე და მაწონი, ზოგს ქმარი ჰყავს ნაავარიები და მისი ურძეობა დაუშვებელია, ზოგს დედა უწევს მიცვალებული სახლში და ბავშვებიც მშივრები ეღუპება. სამოცდაათს მიტანებულმ, უნივერსიტეტის კათედრის გამგემ დაზუსტება სცადა:

– მმმომიტევეთ, რამდენი დედა გყავთ? სამიოდ თვის წინ არ გაასვენეთ, ასე არ ბრძანეთ?

– ვა, შენ რას კლაუზნიკობ! რძე მინდა, ღვინო ხომ არა. – შე ლაწირაკო, რძეს და ღვინოს ვერა, მაგრამ ძმარს კი გადენ მაგ

თავხედი ცხვირიდან, – ევროპის ექს-ჩემპიონმა.თავხედი გაიძურწა. მიხვდა, რომ ადენდა.ჩემპიონმა, როგორ მივეცი თავს უფლებაო, რიგს ტოვებდა და

მიდიოდა.ქალებმა ძლივს გააჩერეს – მასე არ გეთქვა, სხვანაირად ვერც

გაიგებდაო.წელიწადის სხვადასხვა დრო სხვადასხვა იყო რიგში

მდგომელებისთვის. თუ გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე ექვს საათზე გვარიანად ციოდა და თან ბნელოდა და მათ მხოლოდ ინტუიციით ვარჩევდი, წლის დანარჩენ დროს შორიდანვე ვცნობდი უმეტესობას მიხრა-მოხრის, თავის დაჭერის, სიარულის თავთავიანთი სტილით და რაღაცით, რასაც სიტყვიერად ვერ გადმოვცემ და უფრო ასოციაციური შეგრძნება აkვს.

Page 51: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა51

რიგში ვიგებდი სიახლეებს, რომელთა ნაწილი ჭორი აღმოჩნდებოდა, მაგრამ უმეტესობა აბსოლუტურად მართალი. რა თემაზე არ მიდიოდა ბჭობა: გასაოცარ მიღწევებზე კოსმოსის ათვისებაში, არნახულ წარმატებებზე თანამედროვე მედიცინაში, ოლიმპიურ თამაშებში ჩვენი წარგზავნილების რეგულარული გამარჯვებების მიზეზების ანალიზზე, ჩვენი ფეხბურთის აღორძინებაზე, ნონა გაფრინდაშვილის და ვიქტორ სანეევის ფენომენზე, “მზიურზე”, მუმიეს სასწაულქმედებაზე, ტორტის ცხობაში მიღწევებზე...

მოკლედ, ყველაფერზე იყო სჯა-ბაასი, გარდა პოლიტიკისა. ბევრს კარგად ახსოვდა ოცდაჩვიდმეტი. ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს გაცნობიერებული აქვს, პარანოიდული იდეებით შეპყრობილის ირგვლივ შემოკრებილი არარაობები რისი ჩამდენებიი არიან თავიანთი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. არ არსებობს სისაძაგლე, მათ და მათ მიერ წახალისებულ ნაძირლებს არ მოსვლოდათ ავადმყოფ თავში და არ განეხორციელებინათ. ბევრი რამ, მანამდე წარმოუდგენელი, მათი დანერგილიც იყო. არაკაცობა იქცა ცხოვრების სტილად. უნიჭიერესი და უწესიერესი ხალხის განადგურებაზე თვალის დახუჭვა ვერ აპატიეს საკუთარ თავს, შინაგანი ღერძი ჩაემტვრათ. მე წესიერი ხალხი მყავს მხედველობაში, თორემ უზნეო ქამელეონებს, სადა აქვთ ან შინაგანი ღერძი, ან რაიმე მისი შემცვლელი.

ბევრი დრო გავიდა, მაგრამ უმძიმეს კითხვებზე ვერ პასუხობენ: – თანდაყოლილი თუ შეძენილი თვისებების გამო ვერ გავეცი პასუხი

ენითაუწერელ ძალადობას და აშკარა უსამართლობას?– სიმხდალით თუ რაღაც ბუნებისეული კანონზომიერებით იყო

განპირობებული ჩემი სიჩუმე? – სირაქლემის პოზამ ხელები ხომ არ გაუხსნა ამ ავაზაკებს?– ცხოველური შიშის ან საკუთარი სინდისის მოსატყუებლად ხომ არ

ვეფარებოდი ახლობლების კეთილდღეობას?– თვალის დახუჭვით მეც ხომ არ ვარ თანამონაწილე იმისა, რაც ამ

არაადამიანებმა ჩაიდინეს?არის რამოდენიმე ვერსია და დამკვიდრებული გამოთქმა, რომელიც

მათ სრულფასოვანი ცხოვრების არა, მაგრამ არსებობის საშუალებას აძლევს:

– მოსახდენი მაინც მოხდება.– ჩათრევას, ჩაყოლა სჯობს.– დათვი რომ მოგერევა, ბაბა უნდა დუძახო.– ძალა აღმართს ხნავს.მაგრამ არაფერი არ შველის, როდესაც ბალიშზე თავს დებ და

საკუთარ სინდისთან ერთი ერთზე რჩები. იმავ წამს ფოტოგრაფიული სიზუსტით წარმოგიდგება თვალწინ შენი გამზრდელის და გზაზე დამყენებლის, უწესიერესი და უპატიოსნესი ადამიანის, შენი მხცოვანი პროფესორის დასაპატიმრებლად მოსულმა ერთუჯრედიანებმა როგორ გადაატრიალეს მთელი სახლი, კითხვაზე: რას ეძებთ? – მიიღო პასუხი: დაეგდე მანდ და ბევრს ნუ ლაპარაკობო. მიუხედავად ასაკისა, მასში პირველ ადგილზე მდგომმა ადამიანური ღირსების გრძნობამ უკან ვერ დაიხია: წესიერად ილაპარაკეთ და, კეთილი ინებეთ, თქვენობით

Page 52: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა52

მომმართეთო, რაზეც ზურგში კონდახის ჩარტყმა მიიღო. არც ამან გატეხა: რამე მქონდეს, ცოცხალს არ დაგტოვებდით არც ერთს, თქვე ტ..ოო! ჩაიფახეს კაცობის წინაშე არაკაცებმა – რომ მიიყვანეს თავიანთ დილეგში, მხოლოდ იქ მოვიდნენ ფერზე და ყველასთვის სათაყვანებელი კაცი დასვეს წატეხილ ბოთლზე.

ფარღალალა ტიხარს მიღმა რაც ხდებოდა, დანახვაც არ იყო საჭირო, ისე ისმოდა ყველაფერი. რამ მოგკვეთა მუხლები, რა ცხოველურმა შიშმა აგიტანა, დაუფიქრებლად არ ეცი ნაჯახს და რაც მოხდებოდა, მომხდარიყო.

ჩვენი წინაპარი შიშს რომ ვერ მორეოდა, არც ენა გვექნებოდა და არც მამული. როგორ დავკნინდით ისე, რომ ბრბო გვაშინებს?

ბრბო და ხალხის თავშეყრა არ შევადაროთ ერთმანეთს. მათ სულ სხვადასხვა შემადგენელები სჭირდებათ.

მაკარუზო, ილო, გუგულა, ვაზიკა, გურამი, შერმადინი, პაატა, კონსტანტინე, ზურია, ბადრი, ლადი, პეტრე, ალისა, ხუციშვილი, საზანსკი, რურუა, ნადირაშვილი, სანიკიძე, აბულაძე, კოკოჩაშვილი, ლეონიძე, კიკვაძე –ვერასგზით ბრბოს ვერ შექმნიან, ბევრსაც რომ ეცადონ.

თუ ლილი, ნატოს ქართულის მასწავლებელი, ჩემი რიგით მეორე უფროსი, წესრიგის ფსევდო დამცველები, მოწოდებით სუკის აგენტები, ენის მიმტანები და კიდევ ბევრი ამ თვისებებით შემკული ერთად დადგა – ბრბოს შექმნის საფუძველი ჩაყრილია.

საკმარისია ოდნავი მიზეზიც კი, რომ ბრბომ აჩვენოს თავისი ნამდვილი სახე. არ სჭირდებათ არც მასწავლებელი, არც ორგანიზატორი, არც წამქეზებელი. მისი შემადგენლობა არ განისაზღვრება არც წარმომავლობით, არც სქესით, არც გარეგანი მახასიათებლებით, მით უმეტეს, არც ჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით. უბრალოდ, ისინი შინაგანად მზად არიან მებისმიერი უზნეობის ჩასადენად. ეს ის კატეგორიაა, ვისთვისაც არ არსებობს დამამუხრუჭებელი ზღვარი, თუკი ჩათვალეს, რომ მათი ინტერესები იზღუდება. მათთვის რაოდენობრივი სიჭარბეა გადამწყვეტი. უნდა ნახოთ, რა მაგარი ვაჟკაცები არიან, ხუთნი თუ ერთს ურტყავენ, ან ფიზიკურად და სულიერად დაჩაგრულებთან თუ უწევთ “ყარაჩოღლობის” გამოჩენა.

ყველაფრის ჩამდენნი არიან. ფარისევლობა, ჯაშუშობა, ღალატი, ბოროტება, კაცისკვლა – მათი მიზნის მისაღწევი ჩვეულებრივი საშუალებებია. (რასაკვირველია, თუკი არ გახმაურდა. არ იფიქროთ, გახმაურებას მორალური ფაქტორის გამო ერიდებიანო. უბრალოდ თავიანთი ფსიქიკიდან გამომდინარე, ცხოველური შიში აქვთ, მეორე მხარემ არ ჩააძაღლოს).

როგორც კი ეძლევათ საშუალება, თითოეული პირად დაცვას ქმნის – ხუთ-ექვს კაცს ინახავს, თუ მეტს არა. ახლობლებსაც იმიტომ ამაგრებენ დაცვას, ვინმემ მათნაირმა შეცდომით იმ შინაურზე არ იყაროს შური, რომელიც მისთვის ფასეულია, თორემ დანარჩენები არც კი ანაღვლებთ.

შვილის დაკარგვაც კი, რაც ჩვეულებრივ ადამიანს სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით აგდებს კალაპოტიდან, ბევრი მათგანისთვის არ არის ასეთი გამანადგურებელი. გარშემომყოფთ ეშლებათ და ამას მათ ამტანუნარიანობას აწერენ. აბა, ერთი საყვარელი კიტელიდან ღილი

Page 53: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა53

დაჰკარგონ, ძაღლი ან კატა დაჰკარგონ, რომელზეც მართლა მიბმულები არიან, მერე იხილავთ მათ ამტანუნარიანობას.

შესაძლოა ისე გალიონ სიცოცხლე, ერთ-ერთი საშუალება არ გამოიყენონ იმიტომ, რომ არ დასჭირდეთ, მაგრამ თუ დასჭირდათ, უკან დამხევნი არაფერზე არიან. არავის ვურჩევ მათ გზაზე ყოფნას.

ეს ის თვისებებია, დროის გარკვეულ მონაკვეთში რომ უპირატესობას ანიჭებთ და უმტკიცებთ რწმენას უძლეველობაში, მაგრამ მათდა სავალალოდ, რაც უფრო მაღლა ადიან, მით უფრო მწარეა გარდუვალი დაცემა. აბსოლუტური უმეტესობისთვის ეს სრული განადგურებაა.

ნუ ჩამითვლით გაზვიადებაში, არ იფიქროთ, აბსტრაქტულად ვლაპარაკობდე. ყოველი სიტყვის უკან დგას კონკრეტული ადრესატი.

ისევ მაგრად გავრეკე. არა და მოგონება ეხება რძის პროდუქტებზე რიგს.

იტყვით, სად არის ასეთი მოწესრიგებული, არარეალურად კორექტული და განათლებული ხალხით შექმნილი რიგიო. სადა, ბატონო, და გასტრონომ “ავრორაში” ზამთარში და “ავრორასთან” თბილ ამინდებში.

შვიდის ნახევარზე მოდიოდა გამყიდველი ანია. ხუთ წუთში მოაწესრიგებდა ადგილს სარეალიზაციოდ და აღებდა გასტრონომის კარებს. გათოშილებისთვის ეს იყო ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების ტოლფასი. თხუთმეტ წუთში მოდიოდნენ გასტრონომის დირექტორი კუპრავა და რძის ნაწარმის დამტარებელი – ხან ერთი ასწრებდა და ხან მეორე ერთი წუთით.

სტანდარტულ პლასტმასის ყუთებში ჩაწყობილ პროდუქციას სახეობების მიხედვით შემოალაგებდნენ ანიას მაგიდის ირგვლივ. ისიც აიკაპიწებდა თეთრი ხალათის სახელოებს და იწყებოდა ერთ-ერთი ყველაზე აზარტული თამაში სახელწოდებით: შემხვდება თუ არ შემხვდება?

მასში რიგის პირველი ნახევარი არ იღებდა მონაწილეობას, აი, მეორე ნახევრის ბედი, განსაკუთრებით გვიან მოსულების, როგორც ბატონი ლადი ბრძანებდა, იყო ფუნქცია დამოკიდებული მრავალ არგუმენტზე:

– წინმდგომთა თავისთვის ასაღებ რაოდენობაზე;– რამდენი დააბარეს მეზობლებმა;– ახლობლის ვისი დღეობა იყო მალე;– სახეობათა ასორტიმენტზე;– ფინანსურ მდგომარეობაზე.რიგი რაც უფრო თხელდებოდა, სავსე ყუთების რაოდენობა

მცირდებოდა. როცა მოვიდოდა მყიდველის ჯერი, აღმოჩნდებოდა, რომ არ დარჩა რაღაც, ან დარჩა მხოლოდ ერთი სახეობა. იძულებული იყო ეს მაინც ორჯერ მეტი აეღო იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობს გაუცვლიდა, რაც ყოველთვის არ ხერხდებოდა. ოჯახში იწყებოდა ბუზღუნი სკლეროზის თემებზე. გულში, მეორე დღეს რიგში ყველაზე ადრე მისვლის პირობა იდებოდა.

ოთხი წელი ვასრულებდი ჩემს საპატიო მოვალეობას, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში იქ არაფერი შეცვლილა: ექვსზე მომსვლელი მოდიოდა ექვსზე, შვიდზე მომსვლელი – შვიდზე, რვისა – რვაზე.

Page 54: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა54

არადა, სადმე ათი წუთით ადრე მისვლა რამხელა შეღავათს მოგცემდათ ცხოვრებაში, ან ათი წუთით დაგვიანება რამხელა უსიამოვნებას აგაშორებდათ?

გალაკტიონობაოთხმოციანი წლების ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში, ხუტა

ყუფარაძის სამზარეულოში ის, გუჯა და მე სამყაროს საიდუმლოთა ამოხსნის მორიგ, მამაკაცურ მცდელობას ვატარებდით ჭიქით ხელში. ხუტას მეუღლემ, გაგვიწყო სუფრა, გადაამოწმა, რაიმე ხომ არ დაავიწყდა და დაგვტოვა, რომ ხელი არ შეეშალა. მიუხედავად ხელისშემწყობი პირობებისა, ამოცანა ვერ ამოვხსენით, მაგრამ ოჯახის უფროსმა გაგვანდო დიდი ხნის ოცნება, ვინაიდან ახლოვდებოდა 17 ნოემბერი, აღგვენიშნა გალაკტიონის დაბადების დღე.

– რა გინდათ, ხელს არ გაგანძრევინებთ, თქვენგან მხოლოდ სპონსორობაა საჭირო.

– რამდენია სპონსორი? იკითხა გუჯამ.– ჯერჯერობით თქვენ ორი.– შენ?– ყველას თავისი დანიშნულება აქვს ამ ქვეყანაზე, ყველაფერს ხომ

ვერ გაწვდები, მე ვარ იდეის ავტორი, სპონსორების შემგროვებელი და საიუბილეო ბანკეტის მომწყობი, განა არ კმარა? თუ გსურს, რომ კარგად გამოვიდეს, ვისაც რა შეუძლია, ის უნდა აკეთოს.

– ვერაფერს ვერ იტყვი, მსჯელობს დიდი კაცივით. ვინ და რამდენი იქნება ბანკეტის წევრი?

ახლა მე ვკითხე.– აი, ეს მესმის, უკვე საქმიანი შეკითხვაა. გააჩნია სპონსორთა

რაოდენობას და მათ სპონსორუნარიანობას.– როდის გაირკვევა?– ახლავე შევუდგები საქმიანობას.გადარეკა, გადმორეკა და კმაყოფილმა მოგვახსენა:– ძირითადი ბირთვი გამოიკვეთა. მეტიც რომ არ შეგროვდეს ოც-

ოცდახუთ კაცთან არ შევრცხვებით.– როგორც სპონსორს, ერთი სტუმრის დაპატიჟების უფლება

მეძლევა?– არ დამიწყო ეხლა ქალებიო. არა, თუ გალაქტიონთან აქვთ

კავშირი, კი ბატონო.– ჩემო ხუტა, გალაკტიონთან რომ ჰქონდათ კავშირი, ის

მანდილოსნები, რა ხანია, კუკიაზე იმყოფებიან. მურმან ლებანიძე მინდა დავპატიჟო, ბევრად აიწევს ჩვენი ღირებულება.

– შენ თუ არ ხუმრობ და მაგას მოაბამ თავს, შეიძლება სპონსორობიდანაც კი გაგათავისუფლო.

Page 55: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა55

მოვიწიე ტელეფონი და მესამე ცდაზე მივაგენი ბატონ მურმანს. ავუხსენი რაზეც ვაწუხებდი, ვთხოვე ჩვიდმეტისთვის არაფერი დაეგეგმა და ჩვენთან ყოფილიყო. უზომოდ გაუხარდა: ორი დიდი გალაკტიონოლოგი რომ მოვიყვანო, თავხედობაში ხომ არ ჩამეთვლებაო. ვინ-მეთქი ხომ არ ვკითხავდი? მივიღე თანხმობა და რას ბრძანებთ-მეთქი. ვმარჩიელობდით, ვინა ჰყავდა მხედველობაში.

ხუტამ თავისი დანაპირები სანიმუშოდ შეასრულა, ბატონმა მურმანმა –თავისი. მურმანი მობრძანდა ბატონების, ლევან სანიკიძისა და ვახტანგ ჯავახაძის თანხლებით. ჩვენ კი არა, გალასაც გაუხარდებოდა მათი ხილვა. “ივერიას” მეთექვსმეტე სართული გვმასპიმძლობდა ორმოცზე მეტ ადამიანს და დიტო კიკვაძის უბადლო თამადობით საფუძველი ჩაეყარა რეგულარულ თორმეტწლიან შეხვედრებს წელიწადში ორჯერ – გალაკტიონის დაბადების და გარდაცვალების დღის აღსანიშნავად, რის ინიციატორად უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დარჩა უდიდესი პოეტის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი და მისი შემოქმედების ბრწყინვალე მცოდნე, თვითონაც სულით პოეტი – ხუტა ყუფარაძე.

სრულიად არ მსურს ჩემი მოგონება იქცეს ტრაგიკული განწყობილების შემქმნელად. როდესაც ამას ვწერ, იმდენი ჩემი ახლობელია იმქვეყნად, მგონი, რაოდენობით და შინარსობრივად – აქ მყოფებზე მეტი. ეს ბუნებრივიცაა და არაფერია ამაში განსაკუთრებული. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ რაც უფრო ასაკში შედიხარ ადამიანი, ვის გვერდითაც გაგიტარებია ცხოვრების უმეტესი ნაწილი, ცოცხალია ის თუ არა, ყოველდღე ნახულობ თუ არა, არა აქვს არავითარი მნიშვნელობა – იგი ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ზოგიერთი, შენ ირგვლივ მყოფი.

ამას სკლეროზთან არავითარი კავშირი არა აქვს.პირველმა ჩვენმა გალაკტიონობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დიტომ გაწია ისეთი თამადობა, რომელსაც მის საკმაოდ მდიდარ

პრაქტიკაშიც კი გამორჩეულად მიიჩნევს ყველა, ვინც ხშირად დასწრებია სუფრებს, რომელთა გაძღოლაც მას უწევდა. გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე მოსაუბრეა, არის პროფესიონალი ლიტერატორი და რა სადღეგრძელოებსაც გალაკტიონის შესახებ წარმოთქვამდა, თვით იყო უშუალო მომსწრე ყველაფრის. ეს ეხება პოეტის გარდაცვალების შემდგომ წლებს, როდესაც მისი ბუმბერაზობა თვალნათლივ გამოიკვეთა და მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ფლაგმანად უკამათოდ იქნა აღიარებული.

ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში, რაც კი რამ განხორციელებულა გალაკტიონის სადიდებლად, არა მოყოლით იცის, არამედ თვით მიუღია მონაწილეობა. დიდი მწერლების უმეტესობას, რომელთაგან ზოგიერთის ნაწარმოები მაქვს წაკითხული და ბევრის მხოლოდ სახელი მაქვს გაგონილი, პირადად შეჰხვედრია და იცნობს. ამდენად, ბევრის დამატება არ სჭირდებოდა, უბრალოდ იხსენებდა მათ მოწიწებულ გამონათქმებს სასიქადულო პოეტზე. მათი ნააზრევი გადმოიცემოდა იმდენად მიმზიდველად და ღრმად, რომ არ გინდოდა დამთავრებულიყო. ნამდვილად ძნელი იყო მისი საოცარი სადღეგრძელოების მერე, რაიმე ღირებული გეთქვა.

Page 56: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა56

სუფრას ემუქრებოდა გადაქცევა ერთი ადამიანის ორკესტრად, რომ არა ბატონი ლევან სანიკიძე. მისმა მწერლურმა შეუმცდარმა ალღომ უკარნახა თემა, რომელიც არ უნდა მდგარიყო შორს მაგიდის წევრების განწყობილებიდან, მაგრამ არასგზით არ უნდა ყოფილიყო ნათქვამის გამეორება.

ეს გახლდათ ქუთაისში სიდარბაისლით, გონებით, კაცობით, პატივისცემა მოპოვებული, პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი, ბატონი დავით ინოზემცევი.

ქუთაისში ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ჩაწყობით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი, გარდა ხალხის ღრმა პატივისცემისა და უანგარო სიყვარულისა ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.

ბატონი ლევანი ყვებოდა კურიოზებს მისი ცხოვრებიდან. უსმენდი მონაყოლს და გეუფლებოდა მრავალწახნაგა შეგრძნება:

– შენ წინაშეა დიდი მწერალი;– ამ ადამიანს აქვს მსახიობობის უბადლო ნიჭი; – ყვება სრულ სიმართლეს;– ვიზეც ყვება, მას ძალზე ახლოს იცნობს;– ყოველივე არა იმდენად თავისი გადმოცემის, არამედ იმ

პიროვნების სიდიადის დამსახურებაა, ვიზეც ყვება.დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, ვინაიდან სიტყვიერად

შეუძლებელია ლევან სანიკიძის მონათხრობის გადმოცემა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამორჩეული მწერალია. უბრალოდ, იქ უნდა მჯდარიყავი და ერთიანად უნდა აგეთვისებინა მისი მონაყოლი, პლასტიკა, მიმიკა, ჟესტიკულაცია და პაუზები.

აი, ასეთი საჩუქარი მოგვიმზადა მურმანმა, რომელთანაც იმხანად ოცდახუთწლიანი ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, ანუ დრო, როდესაც ის ჯერ კიდევ არ იყო მურმან ლებანიძე.

მას მერე ჩატარდა მრავალი გალაკტიონობა. “ივერიაში”, “ქალაქურში”, ხუტას ახალ ბინაში (-ბ კორპუსში) ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონები: ირაკლი აბაშიძე, ოთარ მამფორია, ტარიელ ჭანტურია, თამაზ წივწივაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ლერი ალიმონაკი, ჟანრი ლოლაშვილი, ზურაბ ქაფიანიძე,

მუდმივი დამსწრენი ბატონები: მურმან ლებანიძე, ლევან სანიკიძე, ვახტანგ ჯავახაძე. ითქვა ბევრი ისეთი რამ, რაც მთელი ცხოვრება გაგყვება, მრავალჯერ შესრულდა ოთარ სალუქვაძის, რეზო ქუთათელაძის, გურამ ჟვანიას პირველობით და სუფრის მიერ ხელის არ შეშლით “მერი”, “წყალტუბოდან ქუთაისში”...

პირველივე იუბილეზე მაღლა გადებული თამაsა შედგომში ოდნავი მოდუნების უფლებასაც არ იძლეოდა. ყოველწლიურად კულინარიულად, შეძლებისდაგვარად, ვხვეწდით და ვაუმჯობესებდით სუფრას.

მაგრამ ლეტაში შესვლა მხოლოდ ერთხელ ხდება.

Page 57: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა57

ბადრიბადრის დაღუპვამ ცხარე ცრემლი ადინა სრულიად საქართველოს.

უცნობმა ხალხმაც კი, ვისაც არავითარი შეხება არ ჰქონია მასთან, საოცრად ახლო მიიტანა გულთან და აღიქვა, რომ დაკარგა ახლობელი, თან ახლობელი, რომელიც ძვირფასია არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი ერისთვის.

მისი მიმართებით დამკვიდრდა ადამიანის ვაჟასეული ორი უმაღლესი შეფასება:

ზოგჯერ ათასსა ცოცხალსაათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.

ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი.

თითქოს პირი შეკრესო, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, წარმომავლობისა, განათლებისა, დიდი თუ პატარა სამძიმარს უცხადებდა მის ოჯახს და, ასევე, საკუთარ თავსაც ესოდენ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო.

ნიუ-იორკში ვიქტორ ტოპოლერთან ტელეგადაცემის დასასრულს, გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე, ბადრიმ ტელეწამყვანს სთხოვა, ნება მომეცი, გადაცემა დავამთავრო ჩემი საყვარელი ლექსითო:

ცა – ფირუზ, ხმელეთ – ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო,შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,შენზედვე მგლოვიარეო

სამშობლო მხარემ, სიცოცხლეში ვერაფერი უშველა, მაგრამ როგორც გვჩვევია ხოლმე (და არა მარტო ჩვენ) ერმა მისი დაკარგვა სამასი ათას ადამიანზე ბევრად მეტი გლოვით აღნიშნა. ამდენი ხალხი მხოლოდ მერაბ კოსტავას დაკრძალვას ესწრებოდა.

სურათი მანამდეა ისეთი, როგორადაც შენ აღითქვამ ან გინდა, რომ აღითქვა; ან ქმნი ილუზიას, რომ ასეა, შენი ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდრე თოფი მყარად გიჭირავს, მერე კი აღმოჩნდება, რომ რეალობა სულ სხვა ყოფილა: შემქმნელს სულ სხვანაირად შეუქმნია – ტილოზე თურმე სჭარბობს მწვანე ფერები, რომელთაც ოდითგან ვერ იტანდი, ყვითელი კი მინიმუმია, რაც ბავშვობიდან გაწყნარებდა; მდინარე მაცხნიდან მარჯვნივ მიემართება და არა პირიქით, როგორც შენი ურიცხვი მეხოტბეები, შენსავე ხედვაზე დაყრდნობით, ამტკიცებდნენ; ხოლო მთა, რაზედაც სუპერსააკადემიკოსო დისერტაცია დაიცავი, თურმე მთა კი არა, ახლადმოთიბული ბალახის ზვინი ყოფილა. ფიზიკის კანონებიდან ერთადერთი გაქვს შესისხლხორცებული, ისიც, ნაწილობრივ: ყოველი

Page 58: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა58

ქმედება იწვევს უკუქმედებას. ესეც იმიტომ, რომ შემთხვევით შენზე ძლიერზე არ აღმართო ხელი.

სიზმარი?და რამოდენიმე მოგონება.არ მინდა დავიჯერო, რომ სიზმარი იყო. ამიტომაც მაქვს სათაურში

დასმული კითხვის ნიშანი. არადა, იმდენად რეალურად ვკითხულობდი ყოველივე იქ მოწოდებულს, იმდენად ემთხვეოდა ჩემს ხედვას, თვალებზე ცრემლიც კი მომადგა – ხომ მართალი ვყოფილვარ-მეთქი. მას მერე, რაც ფიზიკურად ძალზე დავსუსტდი, მთელ დროს ვატარებ კომპუტერთან. ის არის ჩემი აქტიური ცხოვრების შემცვლელი. ეტყობა გადავიღალე, ჩავყვინთე და ვნახე სიზმარი. ეჰეე, კარგად ყოფილა შენი საქმე, თუ ცხადს და სიზმარს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევო – იტყვით. არადა, რა უნდა მრავალსერიანი სიზმრის ნახვას, სულ რაღაც წამის მეათასედი. მაინც დავუჯერე გონებრივი განვითარებით საკმაოდ მაღალ საფეხურზე მდგომ, ყოველთვის საღად მოაზროვნე, ჩემს უახლოეს მეგობარს: მელას, რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო.

სიტყვას [[ვ ი თ ო მ]] არსად არ ვიხმარ. კომპუტერში ვკითხულობ სამეცნიერო ნაშრომს, მიძღვნილს თამაშში გამართლება-არგამართლებისადმი.

ამერიკის კონგრესმა დააფინანსა 1991 წელს 4,5 მილიარდი დოლარით თხუთმეტწლიანი პროექტი,რომელსაც პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, გამართლება არის შემთხვევითობა, თუ რაიმე წინაპირობები არსებობს, რომ გაგიმართლოს. კასპაროვი რომ ასიდან ასს პარტიას მომიგებს ჭადრაკში, ბექჰემი ასჯერ ჩემზე მეტჯერ აკენწლავს ბურთს – ეს მათი გამართლების კი არა, მათი ტალანტის და ოსტატობის დამსახურებაა, რომლის უკან ბუნებრივი მონაცემები, მრავალი უძილო ღამე და თავდაუზოგავი შრომა დევს. გამართლება არის, რომ ეტყვი მეორე ოთახში მყოფს, მარჯვენა ხელში გაქვს რაღაცო და მარჯვენაში ხელში რომ აღმოაჩნდება. (რასაკვირველია, მე მხედველობაში არ მაქვს მამაძაღლობა). შეიქმნა მონაცემთა უდიდესი ბანკი, რაც დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლეოდა: ყოველი 10 000 მოთამაშიდან ერთს უმართლებს ასიდან ორმოცდათერთმეტჯერ; 100 000-დან ერთს ასიდან – ორმოცდათორმეტჯერ; 300 000-დან ერთს ასიდან – 53-ჯერ; 500 000-დან ერთს – ასიდან 54-ჯერ; მილიონში ერთს – ასიდან 55-ჯერ.

ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ არის კატეგორია ხალხის, რომელსაც რაღაცის გამო უფრო მეტად უმართლებს, ვიდრე სხვას. თამაშში, მრავალწლიანი დაკვირვებით, მეც ეს აზრი შემექმნა. ეს არ უნდა იყოს ჩემი სუბიექტური მოსაზრება – არ მგონია, რომ მეჩვენებოდეს. კარგად მოსვლა არ არის დამოკიდებული არც კლასზე, არც გარეგან შესახედაობაზე და არც კარგ ბიჭობაზე.

რასაკვირველია, საღი გონების მქონეთა გადამწყვეტი უმეტესობის აზრია,

Page 59: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა59

რომ გამართლება ფიქსირდება პოსტ ფაქტუმ.მე კი, რამოდენიმე მაგალითს მოვიტან, რაც თამაშში გამართლება-

არგამართლებას უკავშირდება. პირადად შემმთხვევია და ჩემ მიერ გადამოწმებას ნამდვილად არ საჭიროებს.

პირველი მოგონებაა, როდესაც მოსკოვში სამოცდაათიან წლებში ჩემს ბავშვობის მეგობარს მივაკითხე, რომელიც იმ დროს საკანდიდატო დისერტაციას წერდა. დიდი ხანი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი და ორივემ გავიხარეთ. ლაპარაკ-ლაპარაკში ისე გავიდა დრო, ვერც შევამჩნიეთ. დავხედე საათს, ღამის პირველი საათი იყო. არ გამომიშვა – ასეთ დროს აქ, ტაქსსაც ვერ დაიჭერ, ისევ სჯობს დარჩე. თან დღეს დასვენების უფლებას მივცემ თავს, სულ რომ არ გამოვიფიტო, მაგრამ ისე შევეჩვიე ღამით მუშაობას, სამ-ოთხ საათამდე ვერ ვიძინებ და უნდა გამიძლო. თან გაგართობ, პოკერს გეთამაშებიო. ვკითხე, რამდენი ხანია არ გითამაშია-მეთქი. სკოლის მერე ხან მიკრობიოლოგიას ვზუთხავდი, ხან ლათინურს, ახლა ინგლისურს, ბანქოს დრო სადა მქონდაო. აბა, კომბინაციებიც არ გემახსოვრება, ამიტომ თუ ხუთი ხელიდან ორს მომიგებ, შენ იქნები მოგებული-მეთქი (ხუთივეს მოგებაში ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ, შეურაცხყოფას ხომ არ მივაყენებდი). როცა ზედიზედ ორი ხელი მომიგო, შემომთავაზა: სამი პარტიაღა დარჩა, ეს ორი დავივიწყოთ, ვინც ამ სამში გაიმარჯვებს, ის იყოს გამარჯვებულიო. აღარ ვეთამაშე, დანამდვილებით მომიგებდა. არადა, მართლაც აღარ ახსოვდა, რა რას უგებდა – მე მეკითხებოდა. უბრალოდ, რამდენჯერაც კომბინაცია მომივიდა, იმდენჯერ ერთი საფეხურით მაღალი დამახვედრა. ვცადე ლურჯში თამაში, მაგრამ ოთხ-ოთხს ცვლიდა და, სულ მცირე, სამიანს აკეთებდა.

ეს იმიტომ არ გავიხსენე, დავამტკიცო, ჩემი მეგობარი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც მაგრად უმართლებს-მეთქი. არა, ჩემივე მრწამსის საწინააღმდეგოდ მოვყევი, თუ რა შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში, ყოველგვარი მისტიკის გარეშე, თორემ მე არ ვიცი, რა ყისმათაც ეგ არი?

მეორე მოგონება ემთხვევა უჯოკერო კუნკენის შემოსვლას თბილისში. მართლაც ყისმათა ჩემს ძალიან ახლობელს ვუმტკიცებდი შედარებით მარტივი თამაშია, მაგრამ როგორც ყველაფერს ამ ცხოვრებაში, ამასაც დიდი ცოდნა უნდა-მეთქი. სადემონსტრაციოდ მას მივეცი ჩემზე ორჯერ უარესი კომბინაცია ისე, რომ ვერ ხვდებოდა და ვუთხარი: ათიდან სულ მცირე, ექვსჯერ წააგებ-მეთქი.

ათიდან რვა რომ მომიგო, გამახსენდა კახელის ანეგდოტი, როდესაც ვაჟიშვილებს ისრების მაგალითზე უხსნიდა ხალხურ სიბრძნეს:

– ძალა ერთობაშია. დააწყებინა ერთი ისრის გადატეხვით, რომელიც საკმაოდ იოლად

გადატყდა, მერე ორით, მერე ათით და ასე შემდეგ, მაგრამ, როდესაც სავსე, მთელი კონა გადატეხეს, შესძახა: ვირები ხააართ, თქვე ოხრებო, რა უნდა გელაპარაკოთო!

მესამე მოგონება ეხება კაზინოს. შენ რომ რაიმე უპირატესობა გქონდეს, იგი აღარ იარსებებს – აბსოლუტურად ყველა კაზინო გაკოტრდება. ეს სისტემა ნელ-ნელა, შეუმჩნევლად, მაგრამ დანამდვილებით მოთამაშის წაგებაზეა აწყობილი. კაზინოს რომ

Page 60: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა60

გადამწყვეტი უპირატესობა ჰქონდეს, აღარავინ შევა იქ და ამ შემთხვევაშიც გაკოტრდება. ახალს არაფერს ვამბობ, მრავალჯერ და ბევრგან არის ყოველივე დაწერილი. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება. როდესაც რულეტკაზე თამაშობ და ციფრზე დებ ფსონს, კაზინოს უპირატესობაა 2,82%; როდესაც, ეგრეთ წოდებულ, შანსზე დებ – 1,41%. (ლუწ-კენტი, წითელი-შავი, დიდ-პატარა. ლაპარაკია 37’ციფრიან ევროპულ რულეტკაზე, ამერიკულ 38’ციფრიან რულეტკაზე, ბუნებრივია, პროცენტული მონაცემები სხვაა). სწორედ ეს, ვითომცდა, მცირე უპირატესობა იმის საწინდარია, რომ მოთამაშემ მუდმივად თუ ითამაშა და, რაც მთავარია, პატიოსნად, ვერანაირი იღბალი ან კლასი ვერ უშველის – მთელი მისი დოვლათი გადავა კაზინოს მომწყობთა მფლობელობაში. სწორედ ამის ახსნა მინდოდა ადგილზე ჩემი ნაცნობისთვის და შევყევი კაზინოში. ახსნა-ახსნაში ისე ღრმად შევტოპე, კინაღამ მე თვითონ გავხდი დასაბმელი. ტყვილად არ ჰქვია ეშმაკის ბორბალი. თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ ქალაქის სათამაშო ადგილებში, არა კაზინოებში, ოდითგან წასაგებად განწირული თამაშის ძირეული პრინციპების არმცოდნეები შიგადაშიგ კარგად იგებდნენ, მე კი უფრო ხშირად ვაგებდი და თუ მოვიგებდი, უმნიშვნელოდ ცოტას, გასახსენებლადაც არ ღირს. რაიმე ხომ არ მეშლება-მეთქი – და უფრო ღრმად ვცადე გარკვევა. ის, რომ “ბლეკ-ჯეიკში” (უცხოური, ოცდაერთის პრინციპებზე აგებული თამაში) კრუპიეზე ადრე იწვები, წესებში ჩადებული ვერანაირი შეღავათით ვერ კომპენსირდება. აქ კრუპიეს უპირატესობა, ალბათ, 6%-ზე მეტია, მაგრამ ნებისმიერ კაზინოს გადაუჯოკრა ინტერნეტის “ბლეკ-ჯეიკმა”. (ფულიანზე მაქვს საუბარი, უფულო თამაშებს არ ეხება. ეს უკანასკნელნი, მგონი, შესატყუებლად არის ჩადებული). აქ ნებისმიერ რამეს უნდა ელოდო. ათიდან ცხრაჯერ, თუ იყიდი კარტს თორმეტში, ეგრევე იწვები. საშუალოდ უნდა ჩაიწვა ათიდან, ასე, სამ-ოთხჯერ. ყოველ შენს ოცზე გარანტირებული გაქვს კრუპიეს ოცდაერთი. ასეთ მონაცემებს თუ “მიაღწია” კაზინომ, მას ვიღა გაეკარება. არა, იმედია, ინტერნეტში დროთა განმავლობაში დაიხვეწება ტექნიკა და ნაკლებად თვალშისაცემი გახდება “ნებისმიერ” რიცხვთა გენერატორის “ობიექტურობა”.

ჰოლდემ პოკერებზე არას ვამბობ, მგონი, არხს გააჩნია. ასევე, ცალკე სასაუბრო თემაა “დონ” თამაშები, სადაც კაზინოს თემას ცალკეულ მოთამაშეთა ჯგუფების “იმპროვიზაციებიც” ემთხვევა.

მეოთხე მოგონება ეხება ხალხს, რომელიც წლების განმავლობაში იგებს. გავიმეორებ, საუბარი არ ეხება იმათ, ვინც ათასნაირი არაპატიოსანი ხრიკებითაღწევს უპირატესობას:

პირველი მეთოდია სელექცია. ყოველთვის ცდილობენ შეარჩიონ პარტნიორები მათზე ბევრად დაბალი კლასის. ამას რამოდენიმე ხელშემწყობი პირობა სჭირდება:

1. შენ უნდა იყო რეალურად მაღალი დონის მოთამაშე; 2. უნდა გაგაჩნდეს თამაშების ჩატარების შესაძლებლობა და დიდი

ნიჭი. 3. გქონდეს მაღალი ავტორიტეტი, დაითხოვო შენთვის

არასასურველი პარტნიორი, რომლის თამაშის კლასმა აიწია

Page 61: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა61

დროთა განმავლობაში, ან შენთვის მიუღებელია სხვა მოტივების გამო;

4. ორიენტირება მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე, ყოველგვარი სენტიმენტალურობის გარეშე;

5. რაც ყველაფრისთვის საჭიროა ცხოვრებაში: ფინანსები და რკინის ნერვები.

მეორე მეთოდია: 1. ისევ მაღალი დონე; 2. სახისმეტყველების ენის (язык телодвижения, body language)

უბადლო ფლობა, თანაც, ბევრად ადრე, ვიდრე სხვები დაეუფლენ ან დაეუფლებიან;

მესამეა (მეთოდსაც ვერ დავარქმევ): მოთამაშის განგებით იმ უნიკალური თვისებებით დაჯილდოება, რაც მრავალი და მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ.

მეხუთე მოგონება ეხება ხალხს, რომელიც წლების განმავლობაში აგებს. ეს ის კატეგორიაა, ვისაც ხელები უკანკალებს ან ვერ აჩერებს, უზომოდ წითლდება, ან ფითრდება; დიდი კომბინაცია როდესაც აქვთ, ცქმუტავენ და თითქოს ამბობენ: ეხლა ნახე შენი სეირიო; ერთ ხელში უნდათ ყველაფრის მოგება, რაც ცხოვრებაში წაუგიათ; როცა არაფერი არ აქვთ, ძალით უნდათ გაიტანონ ფსონი და ისე არალოგიკურად ბლეფობენ, პატარა ბავშვიც კი მიხვდება (შესაძლოა როდესღაც ვინმესთან გაუმართლათ – გადააყრევინეს კარტი და სულ იმ ტკბილი მოგონების ტყვეობაში არიან); წაგებულზე ვერ დაამთავრებინებ თამაშს, მილიონი რომც წააგონ, სანამ მოწინააღმდეგე არ დაანებებს თამაშს თავს. რა ფულს აგებენ ან როგორ გადაიხდიან წაგებულს, ვითომ სხვისი საფიქრალი იყოს. მოკლედ ცვაიგის, კუპრინის, დოსტოევსკის და ბევრი სხვის მიერ აღწერილი მოთამაშე, რომელთაც სათამაშო ადგილებში, მომიტევონ და, კლიენტებს უწოდებენ.

ჩემეული ტესტებისაკმაო დრო სჭირდება გაიგო, თუ რეალურად როგორია შენთან

მიმართებაში ესა თუ ის ადამიანი: აინტერესებ, სიმპათიით არის შენდამი განწყობილი, სულერთი ხარ მისთვის, თუ აღიზიანებ. ბევრს არც კი იცნობ, მაგრამ რაღაც გუმანით ხვდები, რომ კეთილგანწყობილია შენ მიმართ. ბევრს იცნობ და, სულ სხვადასხვა მიზეზის გამო, ან არ, ან ვერ ამჟღავნებს, თუ როგორ აღიზიანებს შენი არსებობაც კი. დროთა განმავლობაში მის მიერ შენი ხედვა შესაძლოა შეიცვალოს, რადიკალურადაც კი, მაგრამ მე მაქვს საუბარი იმ კონკრეტულ დროზე, როდესაც, ყოველგვარი ბოროტი ზრახვის გარეშე, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვიყენებდი მათ. არსი იმაში მდგომარეობს, რომ თეთრზე უნდა თქვა შავიაო, ოღონდ დარწმუნებული უნდა იყო, რომ მოპირდაპირემ დანამდვილებით იცის, რომ თეთრია. და უნდა დაელოდო ვიზავის რეაქციას. კეთილადგანწყობილი ან არ შეიმჩნევს (ვითომ ვერც

Page 62: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა62

გაიგო, რა თქვი), ან უზომოდ დელიკატურად – მგონი თეთრიაო იტყვის. არაკეთილადგანწყობილი კი თითქოს ამას ელოდაო მთელი ცხოვრება, გეცემა ყელში: რამ დაგაბრმავა, ვერა ხედავ თეთრიაო. (გამოთქმის სიმკვახე შეირჩევა იმის მიხედვით, რისი უფლებაც მას აქვს). უფრო ღრმად ჩასაწვდომად ეს ტესტები, ალბათ, სიმარტივის გამო, არ გამოდგება. იტყვით – შენ ყოფილხარ ვოლფ მესინგი. ეგ თუ იცოდი, აქამდე სად იყავიო. არა, უბრალოდ, გარკვეულ სიტუაციაში ადამიანი ვერ მალავს თავის ბუნებრივ რეაქციას, ჩემი ტესტები კი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს ამ მომენტის დაჩქარებას.

მაგალითები:

1. უნივერსიტეტიდან წავედით და კინოთეატრ “სპარტაკში” 5-6 ადამიანი ვუყურებდით მშვენიერ პოლონურ ფილმს “წარსულის ძიებაში”. ვინაიდან არავითარი გამოკვეთილი დამოკიდებულება არ გვაკავშირებდა, ვისხედით ვისაც სად მოგვიწია. ჩემ გვერდზე აღმოჩნდა ქალიშვილი, რომლისთვისაც ოდითგან არავითარ ინტერესს არ წარმოვადგენდი და, მგონი, ვაღიზიანებდი კიდეც (ჩემი დაკვირვებით). ვისარგებლე მომენტით და ვცადე ჩემი მოსაზრების შემოწმება. (ეხლა იტყვით, რა დროს ემაგეები იყო, მიგეცა ხელებისთვის თავისუფლება და ყველაფერი თავისით გაირკვეოდაო. რა ვქნათ, ბატონო, ყველას თავისი მეთოდები აქვს). ფილმში ერთი კადრია, სადაც მთავარი გმირი სკვერში, შოპენის ქანდაკების წინ დგას. ვითომ ჩემთვის ჩავილაპარაკე – მიცკევიჩი. უნდა გესმინათ, რა მრისხანებით და ხმამაღლა შემომძახეს:

– შოპეეენ!(ვაი, შენ პატრონს და შენ ინტელექტს, შოპენს და მიცკევიჩს რომ ვერ

არჩევ ერთმანეთისგანო).

2. ისევე, როგორც ბებიათა უმეტესობა, კულინარიის დიდოსტატი, ჩემი ბებია ბოლო 25 წელი ცხოვრობდა თბილისში. იმერეთში, მოგეხსენებათ, რა დონეზეა აყვანილი სუფრის ხარისხობრივი, შინაარსობრივი, ვიზუალური სიდიადე. საქართველოს ყოველი მხარე გამორჩეულია რაღაც განსაკუთრებული კერძით, რაც იქაურობის სიამაყეს წარმოადგენს, მაგრამ ყველაფერმა ამან თავი მოიყარა ქუთაისში, იქიდან თბილისში და ამ გზით დაუბრუნდა ისევ მთელ საქართველოს. მეც კი მახსოვს, სამოციანი წლებიდან მოყოლებული, თანდათან, თუ როგორ იცვლებოდა და იზრდებოდა, სხვადასხვა კუთხეში სუფრების მრავალფეროვნება. იმერული ხაჭაპური ისეთივე აუცილებელი ატრიბუტი გახდა კახეთში, როგორც ალვანური გუდისყველი ყოველ სუფრაზე. აღარავის უკვირს ღომის, ხაშლამის, აბხაზურას, აჩმას, შხმერულის ან ხინკლის შემოტანა სუფრაზე – ნებისმიერ სოფელში თუ ქალაქში. არადა, ადრე თვითეული რომელიმე კუთხის სავიზიტო ბარათი იყო.

ბრტყლად ვიცი ხოლმე გადმოცემა, მაგრამ რახან იმერული ხაჭაპური ვახსენე, ესე იგი მთავარ თემას ვუახლოვდები. ბებიაჩემ ანიჩკას ოთხივე შვილი, ოჯახებით, თბილისში ცხოვრობდა. ხან ერთთან იყო, ხან მეორესთან. იყო ერთი ტაციაობა მის ’ჩემთან’ ყოფნაზე. თუკი რაიმე მიზეზის გამო, რომელიმესთან მეტ ხანს მოუწევდა ყოფნა, იწყებოდა

Page 63: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა63

ეჭვიანობა თემებზე: შენ უფრო უყვარხარ ვიდრე მე, შენთან ყოველთვის მეტხანს არის, ვიდრე ჩემთან, და ასე შემდეგ. არადა, იმდენად დიდი ბუნების ადამიანი იყო, გამორიცხულია, მაგრამ, რომც დავუშვათ ასეთი რამ, შვილებს არ აგრძნობინებდა. სიყვარულის ულევი რაოდენობიდან თითოეულს იმდენს გვახვედრებდა, ყველას გვეგონან – მე ვუყვარვარ ყველაზე მეტადო. ცხოვრებისეული ოპტიმიზმი სჭარბობდა მასში, თუ სიყვარული, დღესაც ვერ გამირკვევია. შვილებიან, შვილიშვილებიან, შვილთაშვილებიანად რომელს უფრო გვიყვარდა, ეგეც გაურკვეველია.

ვინაიდან დანამდვილებით დარწმუნებული ვიყავი მის სიყვარულში ჩემდამი, უფრო სანდოს ვერც ვიოცნებებდი ჩემი მოსაზრების დასასაბუთებლად. შესავალში კულინარიაზე და იმერეთზე ტყუილა არ წამოვიწყე საუბარი. ანიჩკა ბებია აცხობდა, და ისიც სარეკორდოდ მოკლე დროში, იმერულ ხაჭაპურებს. ამხნის კაცი ვარ და უკეთესი არ შემხვედრია. იმავე დონის შეიძლება, მაგრამ უკეთესი არა. ჰოდა, ვუთხარი იმერული ხაჭაპური ქარხნის ყველიდან უკეთესი გამოდის-მეთქი. კი არ მეცა, რასაა რომ ლაპარაკობო, შეცბუნებულმა, ძლივს გასაგონად თქვა: არა მგონია, არ მიცდიაო. ვიხუმრე-მეთქი – ვკოცნე და ვკოცნე. ნოდარიკო, შენი გემოვნების პატრონისგან ნამდვილად გამიკვირდა, არადა ხაჭაპური ჭრინტი ყველის გარეშე, ალბათ, იგივეა რაც საცივი უნიგვზოდ. ანალოგიური, გარკვეული დროის მერე, მეგობრის ცოლს რომ ვუთხარი, რომელსაც ნაღდად არ ვეხატები გულზე, რასაა, რომ ბჟუტურობ, ტვინი გაანძრიეო. მერე კი მიხადა და მიხადა ბოდიშები, ც ო ტ ა უხეშად გამომივიდაო, რა იცოდა, რომ ზოგადსაკაცობრიო ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას.

3. ტესტის ძირითადი ქმედითუნარიანობაა ის, რომ არ უნდა გადაამეტო. თეთრზე არ უნდა თქვა გემრიელია ან ცივია. თეთრზე უნდა თქვა, ჰა, ჰა, შავი. ცოტათი ახლოს მაინც უნდა იყოს.

ჩემი მეგობარი რამოდენიმე წელი მსახურობდა გემზე. რომ დაბრუნდა, ჩვენს კარგ ურთიერთდამოკიდებულებაში, რაც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ერთად სწავლის პერიოდში გამყარდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც შევეცადე დავრწმუნებულიყავი.

მის კაბინეტში მაგიდაზე იდო მოდილიანისადმი მიძღვნილი ილუსტრირებული ფრანგული გამოცემა. ვინც ფრანგულ ნაწერს ინგლისურივით წაიკითხავს, გამოუვა: რენაუტ, პეჟაუტ და ასე შემდეგ, ხოლო თუ რუსულით, სულაც: რენაუტე, პეჟაუტე.

ჰოდა, ვკითხე, მოდიგლიანი ვინ არის-მეთქი. ვერ გააცნობიერა, რას ვეკითხებოდი. არადა, სხვა თუ არაფერი, “მონპარნას 19” არ ჩამოდიოდა თბილისის კინოეკრანებიდან ვიდრე იგი გემით ხან ერთი, ხან მეორე კონტინენტისკენ მიცურავდა. ვერც წარმოიდგინა, ჩვენ წრეში ვინმეს ამედეო მოდილიანი არ გაეგონა და მასზე წარმოდგენაც არ ჰქონოდა, მაგრამ კი არ დასცინა ჩემს არცოდნას, პირიქით, თვითონ ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში. იდგა კუთხეში, ხელებს, ვერაფერი ვერ გავიგეს მოძრაობით, ასავსავებდა და თითქოს თავის თავს მიმართავსო, იმეორებდა: როგორ, კაცოოო, მოდილიანი? მოდიი? მოდიი? მივხვდი, რომ ზედმეტად შევტოპე, თან სიმართლეც ვერ გავუმხილე, არ ეწყინოს-მეთქი – სანამ იქით-აქით დავცურავდი, ეს რა უკბილო ხუმრობები

Page 64: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა64

დაუწყიათო. გადავიტანე სულ სხვა თემაზე საუბარი, ხოლო ტესტებს კარგა ხნით აღარ ვიყენებდი.

ბებიას გამომცხვარი ხაჭაპურიამას წინათ ვუყურებ ტელევიზორში გონებით, ინტელექტით და

ლოგიკური მსჯელობით ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ პიროვნებას.

მსჯელობა მიდიოდა პროფესიონალიზმზე. მან ასეთი ფრაზა წარმოთქვა ცოტა აგდებულად: აბა, სად პროფესიონალის და სად ბებიას გამომცხვარი ხაჭაპურიო. რომ გაშალა თემა, მერე მივხვდი, რომ შებრუნებით აღვითქვი, თურმე პროფესიონალის მზარეულობასთან, სად მივა ბებიას ხელობაო.

არასოდეს მიფიქრია ან არგუმენტად არ გამომიყენებია, ჩემი მხოლოდ იმიტომ სჯობია სხვისას, რომ ჩემიაო. ასეთი ლოგიკა შორს ვერ წაგვიყვანს. მაგრამ არის კულინარიაში ბევრი ისეთი რამე, რაშიც სხვას ვჯობივართ და ეს არც ტრაბახია და არც ცარიელი ბაქი-ბუქი. ერთ-ერთია შროშის კეცებზე ბუხარში, ბებიების მიერ გამომცხვარი იმერული ხაჭაპური. იგივეს გავიმეორებ აჭარულ ხაჭაპურზე. ტყვილა არ არის ნათქვამი: ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლებაო. ამით მან ბებიების კულინარობას კი არ მიაყენა ჩრდილი, არამედ საკუთარი ბებიის კულინარობას.

ისე პირის გემო, მართლაცდა, წმინდად ინდივიდუალურია. ჩვენ ოჯახში კვების ერი ვართ (ისევე, როგორც ძალზე ბევრი სხვა ერი) და ღმერთმა ეს ნურც მოგვიშალოს. ჩვენი გემოვნება ყალიბდება ბავშვობიდან, დედის მზარეულობიდან, მისი კი თავისი დედის მზარეულობიდან. ამიტომ არის ბებიის დამზადებული კერძები, კიდევაც რომ მასთან არ იზრდებოდე, შენთვის ასე შინაური. შესაძლოა საკვებში ცოტათი მეტს ან ქონდარს, ან ძმარს, ან ნიორს, ან წიწაკას ხმარობდნენ. სხვის კულინარიაში სწორედ ის ცოტა გვაკლდება და არის ხოლმე რომ ყოვლად სანაქებო სუფრაზე საგულდაგულოდ მომზადებულ საჭმელს ზოგი წიწაკას აყრის, ზოგიც – მარილს. ერთმა ზღაპარი ჩახოხბილი ხელახლა შეკმაზა. უმეტესობა ცდილობს, თავისი მოსაწონი გემო მისცეს ბავშვობიდან შეჩვეულ საკვებს, თორემ გინახავთ ან გაგიგონიათ სადმე, როდესმე, ვინმეს რამე დაეყაროს ჩინურ კალიებზე, ფრანგულ ბაყაყებზე, იაპონურ ხვლიკებზე, გამხმარ ჭიაყელებზე ან კუს სუფზე? ისე ჩაახრამუნებენ, იფიქრებ, დაბადებიდან ამის ჭამის მეტი არაფერი უკეთებიათო.

მეგრული კუპატიჩემმა ძმამ, რომელიც იმ ხანებში ფოთის თეატრის მსახიობი იყო,

ჩამოიტანა მეგრული კუპატი, კეფალი, კამბალა და სულგუნი. მეტი რაღა

Page 65: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა65

გვინდოდა და შევეხმიანეთ მეგობრებს – მეგრული პურ-მარილის დეგუსტაციაა გაბუნიებთან-თქო. ჩიტომ კეფალი შეწვა, კამბალა ჩააწყო ბაჟაში, თადარიგი ჩაუყარა ღომის ღომს. კუპატს – ბიჭები, როგორც კი მოვლენ, მაშინვე დავდებ გასაცხელებლადო. “ბიჭებმა” დიდი ხანი არ ალოდინეს და კუპატი მალე აღმოჩნდა ვეებერთელა ტაფაზე. ისეთი მადისაღმძვრელი სუნი გაუშვა, ვიღას ახსოვდა სხვა. ერთი სული ჰქონდათ, როდის შემოიტანდა ჩიტო. კისრები მოეღრიცათ სამზარეულოსკენ მოხედვით.

სათანადო კონდიციამდე მისული კუპატი, არ გაცივდესო, ტაფითვე დაიდო მაგიდის შუაში. თავსახური რომ ახადეს, მაშინ უნდა გენახათ, რა სურნელება დააყენა ირგვლივ. ერთმანეთს ასწრებდნენ გადაღებას. მე, კამბალით ვიყავი დაკავებული და კუპატის გადმოღება შემაგვიანდა. თითო ლუკმა რომ აითვისეს, ყველამ შეწყვიტა ჭამა. ერთადერთი, ქალაქში ცნობილი წიწაკის მოყვარული, გულო განაგრძობდა გემრიელად ღეჭვას. სახეზე ოფლმა გამოასხა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. შეისვენა, გახედა სუფრას, ყველა გაჩერებულია და მისჩერებია მას.

– რას მიყურებთ, ჭამეთ, გემრიელია, ცოტა წიწაკიანია.– რა ცოტა, რის ცოტა, ცარიელი წიწაკაა, როგორა ჭამ, მოკალული

გაქვს კუჭი?მოვინდომე გასინჯვა, ასეთი რა არის-მეთქი, მაგრამ, რომ იცოდნენ

წიწაკიანს, განსაკუთრებით ზედმეტად წიწაკიანს, ვერ ვჭამ, გადამაფიქრებინეს:

– შენ, რომ ეგ გასინჯო, ფანჯარაში გადაფრინდები და სად გეძებოთ?გამახსენდა: გულო, რომელიც დახვეწილი ინგლისური იუმორით არ

გამოირჩევა, შეხვდა ბაზარში სუფრის გასაწყობად გაგზავნილ ერთ ნაცნობს. იმან სთხოვა: შენ აღიარებული ხარ როგორც დიდი მცოდნე, ამარჩევინე, რომელი წიწაკა ვიყიდოო. აურჩია და ერთი ჩაკბიჩა გასასინჯად. ჩურჩხელასავით მიირთმევდა. ენის წვერი დაადო ნაცნობმა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოსასულიერებელი გამხდარიყო. მკლაააავ?! – სუნთქვა როცა აღუდგა, ძლივს ამოილუღლუღა. ოოო, ამაზე უკეთესი წიწაკა, ამ ბაზარში ნაღდად არ არის. შენ არ მთხოვე, ამირჩიეო, – იხტიბარი არ გაიტეხა.

ბიჭები ისე იყვენ კუპატზე აწყობილები, მცირე ხნით გუნება წაუხდათ, მაგრამ მალევე ჩადგნენ კალაპოტში.

გულო ზედმეტად წამოწითლდა და ოფლსაც ხშირ-ხშირად იწმენდდა.

– პირველად ვნახე გულო გაწითლებული, ლატარიაში მანქანას ჩავუთქვამ, იქნებ ამიხდეს.

ერთდროულად გაამხილა რამოდენიმემ თავისი ფარული ოცნება. მესიამოვნა, ოცნებაში მარტო არ ვყოფილვარ-მეთქი.

რაც ტაფაზე არ დაეტია კუპატები, ჩიტომ სათავსოში ჩამოკიდა – სამეგრელოდან გვესტუმრებიან წიწაკის დამფასებლები, ეს მათ იციან, ცოტა მეტი წიწაკის ხმარება კერძებშიო.

მეკუპატეს შევუთვალეთ: ყველაფერი ისევე დატოვე, ოღონდ ნაკლები წიწაკით შეკმაზე, ჩვენთვის მეტია-თქო. იმან შემოგვითვალა: ახლა, თქვენი გულისთვის ხელს ვერ გავიფუჭებო.

Page 66: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა66

სამეგრელოდან რა მოგახსენოთ, თბილისელი დამფასებელი კი ძალზე ჩქარა გვესტუმრა: შემთხვევით, კუპატი ცოტა კიდევ ხომ არ დარჩაო.

დედაჩემმა – შვილო, შენთვისაც კი ცხარეა, თორემ კი არ მენანებაო. – ჩიტო დეიდა, სიდედრს იდეა ფიქსი გაუჩნდა წიწაკიანებს

გადავაჩვიოთ, არ დავიღუპოთ, კუჭის წყლული არ გაუჩნდესო. მიმზადებენ უმარილოს, უწიწაკოს, უშაქროს, უცხიმოს. კი, ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ არ ჯობია მრავალი წლის მერე სავარაუდო კუჭის წყლულით დაღუპვა, ძალზე მალე უეჭველი შიმშილით სიკვდილს? ოღონდ ჯანმრთელად? აგერ მეზობელი მყავდა. თავის დღეში სასმელს, ხორცს, მარილიანს, წიწაკიანს არ გაკარებია. იჯდა ხილზე, თაფლზე, ბოსტნეულზე, უმარილოზე. ორმოცი წლის ასაკში იმხელა წყლული აღმოაჩნდა, ეგნატემაც ვერ უშველა. იმას კი არ ვამტკიცებ, ისე უნდა და ასე არა-თქო, უბრალოდ, ბედის წიგნში რაც წერია, არ აგცდება, ბევრიც ეცადო.

ასე რომ, გამიცხელეთ ჩემი წილი კუპატი, პავლოვის ძაღლის არ იყოს, ნერწყვი მომდის პირიდან.

თამაშებიწყნეთში1988 წლის ზაფხული იწურებოდა. ვემზადებოდით ჩვენი სეზონის

შესახვედრად.ახალი დაბრუნებული ვიყავი ობიექტიდან, სადაც მუშაობდნენ

საჩვენებელი მეურნეობის მკვებავი მილსადენის აღსადგენად. რომ გავჭერით ტრანშეა, აღმოჩნდა დაზიანებები, რომელსაც დროებით მალე აღვადგენდით, მაგრამ ვინაიდან მილსადენი გადიოდა დამარილებულ ნიადაგში, საიმედო არ იყო და სამ-ოთხ კვირაში სხვა ადგილებზე დაზიანდებოდა, ვიდრე კაპიტალურად, 250 მეტრ მაგისტრალურ მილსადენს არ შევცვლიდით.

კაბინეტში არც შევსულვარ, ისე ავედი სახელოსნოებში. ხარატს და ზეინკალს მივეცი დავალება, რაც უნდა გაეკეთებინათ და რაც გვჭირდებოდა, ის იყო მილების დავტვირთვას შევუდექით, რომ აქოშინებული ამოვიდა მდივანი, მოითქვა სული და მითხრა: ამან და ამან დარეკა, რა წამს გამოჩნდება, დამირეკოსო. გამიკვირდა, ჩვენი სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს, ჩემს ძალზე დიდი ხნის ნაცნობს, რომელსაც სამინისტროში ხშირად ვნახულობდი, რა საქმე გაუჩნდა ასე სასწრაფო-მეთქი. დავურეკე სამსახურში. შენთან სალაპარაკო მაქვს, როდის შეიძლება შევხვდეთო. 15-20 წუთში დავალებებს მოვრჩები და გამოვდივარ, მაქსიმუმ 1 საათში მანდ ვიქნები-მეთქი.

ასეც მოხდა და დათქმულ დროზე მის კაბინეტში ვისხედით ორნი. სხვების თანდასწრებით საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევდი შენობით რომ მიმემართა, მარტო კი სხვა საკითხია. მართალია, ასაკით რამოდენიმე წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ 30 წლის ნაცნობობა

Page 67: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა67

გვაკავშირებდა და ძალზე კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. ვატყობდი ლაპარაკის დაწყება უმძიმდა, გამოთქმებს არჩევდა, რაც საკმაოდ არაბუნებრივად გამოსდიოდა.

– თუ მასე გააგრძელე, თან ვერ ვიგებ, თან ვერ ვხვდები ჩემს დანიშნულებას. ჯობია თითო ყავა ვთხოვოთ მდივანს, აზრები დაეწყობა და იქნებ ჩავწვდე რამეს.

– აგაშენა ღმერთმა.მდივანმა ყავა მოგვიდუღა, თან მიიღო განკარგულება, ცოტა ხნით

არავინ შემაწუხოსო. გავედით მოსასვენებელ ოთახში, სადაც ჩვეულებრივ ხდებოდა ყავა-ჩაი-ბორჯომის სმა. შეჩვეულ გარემოში თავისუფლად ვიგრძენით თავი.

– შესავლის გარეშე ვიწყებ, უფრო გამიადვილდება. მოკლედ ძალიან ცუდი ფული წავაგე, მობარებული.

– რამდენი?– 80 000.ცხონებული შერმადინის ძირითადი შეგონება გავიხსენე: ლაპარაკში,

მოსაუბრეს მოუსმინე ყურადღებით, შენი აზრის გამოთქმას, ყოველთვის მოასწრებ.

– ეხლა, რაიმე გეგმა გაქვს მდგომარეობის გამოსასწორებლად?– სწორედ მაგიტომ მივეცი თავს უფლება, დარდი შენთვის

გამეზიარებინა. თუ ვერაფრით დამეხმარები, ცოტათი მომეშვება მაინც, თორემ ერთი თვეა არ მიძინია, ვერც ვერავის ვუმხელ, გასივდა გული.

– კი მოვკარი ყური, ბევრს აგებსო, მაგრამ ხომ იცი, მოთამაშეებს გაზვიადება უყვართ, თანაც რაოდენობას ბევრად ნაკლებს ასახელებდნენ.

– ნახევარი ბოლო ერთ თვეში წავაგე, ეტყობა, ჯერ ხმები არ გავრცელებულა. ეეეჰ, ხომ გაგიგია, მამა შვილს იმიტომ კი არ სცემდა, რომ თამაშობ და აგებ, იმიტომ, რომ ამოქაჩვას ცდილობო. თავში ხელის ცემის დრო აღარ მაქვს. ფული ოცი ათასიღა დამრჩა. ერთად ვითამაშოთ. შენი არაფერია საჭირო. წაგებაში არაფერს წააგებ. თუ გაგვიმართლა, მოგებულის მეხუთედი შენი იქნება, თუ არა და.. ..

– მეც მომისმინე. მთავარი ჩემი კი არა, შენი მატერიალური ინტერესია. რომელი შულერი მე ვარ, დანამდვილებით მოვიგო. ილუზიები არ გამოგვადგება. ამხელა თანხა წასაგებად არის იოლი, თორემ მოსაგებად ძნელია. ერთად თამაშს როგორ დაგაყვედრი, ოღონდ წაგების მეათედზე პასუხისმგებელი ვიქნები ჩემი ფულით, მოგებულსაც ავიღებ მეათედს. თუ კარგად წავიდა ყველაფერი და ჩემი წილი შენთვის საჭირო გახდა, ისიც იქნება შენს განკარგულებაში და დაგედება ვალად. ერთი თხოვნაც მექნება, არსად არ წამოგცდეს, რომ მეათედ წილში ვარ, ჩემთვის უხერხულია – თანაბრად ვართ.

– ახლა, შენ მომისმინე! ყველაფერში გეთანხმები, ოღონდ ფულს მარტო მე გადავიხდი.

– მაშინ მოლაპარაკება არ შედგება.– მეტი რა გზა მაქვს, უნდა შენებურად გადაწყდეს.– ძალიან გასაიდუმლოებული გაქვთ და არც კი ვიცი, ვისთან

თამაშობ, რეგულარულად ვინ დადის, რა ხალხია.

Page 68: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა68

ჩამოთვალა და ნეტავ არ ჩამოეთვალა. ორთან არათუ მწვავე, საერთოდ თამაში არ მქონდა და ჩემი იქ ყოფნით ხელისშემშლელი ვიქნებოდი, არათუ მომხმარე.

– რა მოხდა, ორივე ერთად ხომ არ მოვა, ერთთან კი ძმურად მოიქეცი.

ისევ ავუხსენი, რომ მე მინდა, არ მინდა, ძალაუნებურად ხელს შევუშლიდი.

– ახლობლებს ვთხოვ, 3-4 თვე სხვაგან ეძიონ სათამაშო, მაგრამ დამთანხმდებიან კი, ეგეც საკითხავია. ჩემს მუდმივ პარტნიორს შეგახვედრებ, პოკერში დანამდვილებით ჩემზე ძლიერია, უწესიერესი პიროვნებაა, სანდო, შენც კარგად იცნობ და თქვენი ერთად ყოფნა არავის გაუკვირდება.

მეორე დღეს ჰქონდათ თამაში. მოველაპარაკე ჩემს პარტნიორს, ავუხსენი სიტუაცია, დეტალები არ მითქვამს. რვის ნახევარზე დავთქვით შეხვედრა, ჩემს სახლთან, სადაც მოხდებოდა ახალი ტანდემის შექმნა. ვსხედვართ მანქანაში რვის ნახევარისთვის და ველოდებით ჩემს ძველ პარტნიორს. რვას აკლია ოცი:

– მეტი დაცდა აღარ შემიძლია, წყნეთამდე ასვლას თხუთმეტი წუთი სჭირდება, რვაზე თუ დავაგვიანე, ამოვარდნილი ვარ შემადგენლობიდან.

მეტი რა გზა იყო, წავყევი მე. თან ვნერვიულობდი, ასეთმა პუნქტუალურმა კაცმა რატომ დაიგვიანა, რაიმე ხომ არ შეემთხვა-მეთქი. დროულად მივედით. ყველა ნაცნობი აღმოჩნდა. მათში ჩემი ახლობელი არც ერთი არ ერია. დავთქვით, ერთი დღე ვითამაშოთ, გაირკვევა ჩემი პარტნიორის დაგვიანების მიზეზი და ისე გაგრძელდება მომავალში, როგორც მოვილაპარაკეთ-მეთქი.

თამაში მართლაც დიდი იყო. 2000-ის დადება და ისიც ყველაფერი წინ. (იმ დროს ჩვენი ხელფასი 300-500 მანეთს არ აღემატებოდა). დაიწყო ახალმა პარტნიორმა. ის 2000 მალე წააგო. დაახლოებით დონე ვიცოდი, მაგრამ არ ველოდი, თუ ასე განსხვავებულად ვუდგებოდით ერთსა და იმავეს. რასაც ის აკეთებდა, მე არასოდეს გავაკეთებდი და, ალბათ, შებრუნებითაც. დანამდვილებით ვერ დავამტკიცებ, რომელი სტილი სჯობია, მაინც თამაშია და გამართლებას გადამწყვეტი როლი ენიჭება, ორ ექვსიანში რომ აქტიურობ სამ ტუზთან, თუ მიაყიდე კიდევ ორი ექვსიანი, იცოცხლე, ძალიან ბევრს მოიგებ, მაგრამ მიყიდვა არ გინდა? ვაცალე კიდევ ორი ათასის გაქრობა და შევცვალე სტილი. კარგად მომცა კარტმა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ, რაც წასაგები იყო, მინიმუმს ვაგებდი, რაც მოსაგები-მაქსიმუმს ვიგებდი. აი, ეს არის უდავო გამართლება.

ის პულკა 1800 მოვიგეთ. მეორეშიც, დაახლოებით, იგივე განმეორდა: დაიწყო – 4000 დაწვა, შევცვალე – 2100 მოვიგეთ. ჯამში 3900. პატარა ბავშვივით იყო გახარებული:

– ამდენი კარგა ხანია არ შემხვედრია, გადავეჩვიე. მე რომ ხელი არ შემეშალა შენთვის, სამჯერ მეტი იქნებოდა.

– გამართლება-არგამართლება თანაბრად არის გადანაწილებული პარტნიორებზე. რაც მოხდა, ის მოხდებოდა, ამიტომ, ვის მეტი დამსახურება აქვს, ვის – ნაკლები, ამოუხსნელი ამოცანაა.

Page 69: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა69

მოთამაშეები ცრურწმენის მონები ვართ – მოვილაპარაკეთ, შემდეგი თამაშისთვის არაფერი შეგვეცვალა, ანუ ისევ მე ვყოფილიყავი.

ჩემს ძირითად პარტნიორს საბურავი დაშვებია სანაპიროზე. რომ მოვედი, წასულები იყავით, სად მომენახეთ, ისიც არ ვიცოდიო. რეზულტატი ვუთხარი, შემდეგ შეხვედრაშიც მე ვიქნები, მერე შენ ჩაერთე-მეთქი. ახლობელ მოთამაშეებს დავუკავშირდი, 2-3 თამაში ნუ მოხვალთ-მეთქი. ორივემ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მკითხა, შენ რა შუაში ხარო. ავუხსენი: მე და თქვენი პარტნიორი წილში ვართ და ჩვენ კი ერთმანეთს მხოლოდ ხელს შევუშლით-მეთქი. ანდაზაც კი ერთი და იგივე იხმარეს: ეგ რა გამოდის, გარეული მოვიდა და შინაური გააგდოო. რა მეპასუხა?

მგონი საერთოდ არც აპირებდნენ ამოსვლას, მაგრამ ცნობისმოყვარეობას რა ვუთხარი, ორივე იქ დამხვდა. კიდევ კარგი, ერთ ხელზე მოუწიათ თამაში. იმავე სცენარით წარიმართა ყველაფერი, ოღონდ შევიცვალეთ 2000 წაგებაზე.

იმ დღესაც მოვიგეთ, ჯამში 2500 მანეთი. მესამე მისვლაზეც მოვიგეთ, დაახლოებით ამდენივე. ასე რომ, იქაურობას მე შევრჩი. შევატყვე, ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც დიდი ამბიციისა და მცირე ალღოს პატრონად იყო ჩემ მიერ ყოველთვის აღქმული, ჩემს გადაყრილ კარტს ჩუმჩუმად ამოწმებდა, რისი უფლებაც არავის არა აქვს, ამიტომ როცა არაფერი მქონდა და ვბლეფობდი, კარტს დასტაში ვურევდი, რომ ვერ შეემოწმებინა, ხოლო როცა კარგი კარტი მქონდა, ისე ვაგდებდი, ადვილად ენახა. ჩიტმა ხმა მომიტანა, მას უთქვამს: ხომ გეუბნებოდით, იშვიათი იღბლიანია, ყოველ ხელზე კომბინაციები აქვსო. ამაზე ერთმა მაგარმა შებერტყილმა უპასუხა: ეგ კი არა, ფიშერივით, მგონი გაბუნია ოთხ-ოთხ ათასს ფორას გვაძლევს და მერე ორი მაგდენს გვიგებსო. ასეა თუ ისე, სამ თვეში ნახევარზე მეტი ამოვქაჩეთ. სახე დაუწყნარდა. გამომიტყდა, ეს ყველა ათასიანი ჩეკი ჩემია, აღარ დარჩათ და ფულის ჩადებაზე გადავიდნენო. ისევ ის თავდაჯერება დაუბრუნდა. ოღონდ ნოემბრის ბოლოს დამირეკა: ბედი არ გინდა, ათი დღით მოსკოვში მივდივარ. ცეკა ხელმძღვანელი კადრების საკავშირო აქტივს ატარებს და არდასწრება გამორიცხულია. არადა, რა კარგად აეწყო ყველაფერი, ეხლა ამის დრო იყოო. დავამშვიდე, დიდი-დიდი რვა თამაშს გამოტოვებ, მე უშენოდ ვითამაშებ, იმავე პირობებით და ამასობაში შენც ჩამოხვალ-მეთქი. წავიდა. მე მარტო ავედი. თითქოს ამას ელოდაო, მომცა, მაგრამ რა მომცა. ტირილი და თავში ხელის ცემა უნდა გენახათ სულ ყველასი, გამონაკლისის გარეშე. ავუსრულე სიტყვები ჩემი კარტების შემმოწმებელს – მაგისი ძალა, მხოლოდ იღბალშიაო. იმ დღეებში დავრწმუნდი, თუ რა განუზომელი ძალა აქვს კარგ მოსვლას. დასამალი აღარაფერი მქონდა, ფინიშის სწორზე ვიყავი გასული და აღარც კარტებს ვმალავდი, არც კარგს და არც ცუდს. მთელი ჩემი ალღო და გამოცდილება ჩავაქსოვე, ყველაფერი გამომდიოდა, როგორც უსუსურ ბავშვებს, ისე ვაბაიბურებდი. რვა თამაშში 40 000-მდე მოვიგე. სათამაშო დღეში ოთხ-ექვს ათასს ვამატებდი მარაგს.

პარტნიორმა აეროდრომიდანვე დამირეკა სამსახურში ახლახან ჩამოვფრინდი, ბარგს ავიღებ, და რვის ნახევარზე შენ სახლთან ვიქნები,

Page 70: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა70

წესით უნდა მოვასწროო. ეცადე მოასწრო, რაღაც სასიამოვნო უნდა შეგატყობინო-მეთქი. მეტი ვერ ვუთხარი, უბნის უფროსი მეჯდა კაბინეტში.

ჩავჯექი მის მანქანაში, მივაწოდე საგანგებოდ გახვეული საკმაოდ დიდი შეკვრა – შენი წილია, ჩემი უკვე ავაკელი-მეთქი. ათმანეთიანები ეგონა და იმ ასოციაციითაც მაგრად გაუხარდა: ლომი ხარ, მაგრად გიშრომიაო. რომ ვუთხარი, ოცდათხუთმეტ ათასზე ცოტა მეტია, არ დაიჯერა, გახსნა და ასიანებმა და ორმოცდაათიანებმა, რომ გამოანათეს, ენა ჩაუვარდა, ისღა მოახერხა ეთქვა: გ ა დ ა ვ რ ჩ ი ი ი. მთელი გზა წყნეთამდე იმას მიამბობდა, იმიტომ არ ვრეკავდი, სულსწრაფობაში არ ჩამომართვას, მაგრად კი მაინტერესებდა, სული და გული აქ მქონდაო. წყნეთში რომ შევედით, გადააყენა მანქანა და ჩვენი სამი თვის წინანდელი საუბრის სტილით დაიწყო რაღაცის გადმოცემა, რომელშიაც ერთმანეთში იყო არეული მადლობა, შეპირება, სამომავლო გეგმები, უხერხულობის გრძნობა, ისევ მადლობა, შეპირება, სამომავლო გეგმები, უხერხულობა. დალაგებულად თქვი, ნამდვილად ვერ ვიგებ-მეთქი. რა და დღეიდან თანაბარი წილით ვითამაშოთ, ვიგებთ, ვიგებთ, მთელი ფული მე მხვდება, შენ კი კაპიკები.

– კარგად იცი, მე ფულის საკეთებლად არ მოვსულვარ აქ. სწორეა, ეხლა ასე იქნება სამართლიანი. თან მუდმივ პარტნიორს ჩააწვეთეს, აშენდაო გაბუნია, ნამდვილი სურათი არც მაგან იცის, არ მითქვამს. ჩემს ნახევარ წილს მას შევთავაზებ, თუ დამთანხმდა.

დავიწყეთ. ხან ასე ვიცვლებოდით, ხან ისე. რა არ ვცადეთ, არაფერი გამოვიდა. სამი თვის განმავლობაში პირველად წავაგეთ. ქალაქში რომ ვბრუნდებოდით, პარტნიორმა, ისე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ვერ წარმოიდგენ, ნეტავ ხმა სულ არ ამომეღოო. იქით მომიწია დაწყნარება:

– ეგეთები წამიგია? რას იზამ, სულ ხომ ვერ მოვიგებთ. ერთხელაც ვცადოთ, თუ არაფერი გამოვა, დავიშალოთ, ნიშანივით იქნება, ჩვენ-ჩვენი გეგმა შევასრულეთ, მიზანიც ხომ ეგ იყო.

მესამე დღეს, სათამაშოდ რომ მივდიოდით, ვეღარ ვიცანი. წაგება თუ ასე შეცვლიდა ადამიანს, არც კი გამივლია გულში.

– რა გჭირს?– წუხელ ბევრი მომიწია დალევა და მთელი დღე ცუდად ვარ.– თუ ცუდად ხარ, დღეს აღარ ვითამაშოთ, ქვეყანა არ დაიქცევა ამით.– არა უშავს, გამივლის.– ალკა-სელცერი ხომ არ გინდა, მძიმე ნასმურები ვიცი და სულ ჯიბით

დამაქვს.– არა, თავისით გამივლის.ცოტა ყასიდად მიპასუხა.ორივე პულკა წავაგეთ. ჩემთვის გადავიანგარიშე, ჯამში

უმნიშვნელოდ იყო წაგებული. არც მე ვიყავი მოგებული. ვუთხარი: ეტყობა, ჩვენ-ჩვენი შესაძლებლობები ერთად თამაშის ამოვწურეთ და აჯობებს დავიშალოთ-მეთქი.

დამეთანხმა. ცოტა ცივად დავშორდით ერთმანეთს. სულ მალე გავიგე გაუცხოების ნამდვილი მიზეზი. იმ ორ დღეში, ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენს პირველსა და მეორე შეხვედრებს შორის, ზოგმა მოთამაშემ ვითომ

Page 71: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა71

სხვათაშორის ჰკითხა: გაფულიანდით არა? მარტო ჩამოსვლის მერე თითოს ორმოცდაათ-ორმოცდაათი გერგოთო.

ამან ალბათ იფიქრა, ესე იგი ასი ათასი მოუგია, იმათ რა იცოდნენ, რომ მეათედი მეკუთვნოდა, პირობის თანახმად, ჩემი იყო ოთხმოცდაათი ათასი და მივიღე ოცდათხუთმეტი, ანუ ორმოცდათხუთმეტი ათასით ნაკლებიო.

ისევ ჩემი სულიერი მამის, შერმადინის, შეგონებამ მიშველა:– ახლობელზე წყენა არ ჩაიდო გულში და არც მას ჩაადებინო,

სასწრაფოდ უნდა გაარკვიო, იქნებ სულ სხვაგვარად არის ვითარება, ვიდრე შენ გგონია.

შევხვდი. ვთხოვე, ორი წუთი არ გამაწყვეტინო ლაპარაკი, ეხლა მე მიჭირს დაწყება-მეთქი:

– რვა პულკაზე მეტს ხომ ვერ მოვასწრებდი, თითოში ხუთ-ხუთი ათასს ვიგებდი, რამ გაფიქრებინა მეტი მოიგო და დამაკლოო, დაბოღ..

– ეგ არც მიფიქრია, უბრ..– ხომ გთხოვე, არ შემაწყვეტინო, ძალიან მიჭირს ლაპარაკი.ორ-სამ წუთს მოვუნდი, რომ გამეგრძელებინა. ამ ხნის

განმავლობაში, თითომ, სულ მცირე, თითო სიგარეტი მოვწიეთ.– რაღა იმ ცხოვრებაზე დაბოღმილებს დაუჯერე, სხვებისთვისაც

გეკითხა. რვა პულკაში ვინმეს ორმოცი ათასი მოუგია როდესმე, იქნებ მე არ მსმენია და შევეკითხოთ ყველაფრის მცოდნეებს.

წამოვედი. მისი ბოლო სიტყვები იყო, დავივიწყოთ, ვითომც არ მომხდარაო.

ეეჰ, სათქმელად ადვილია. თუ გინდა ადამიანი პირდაპირ გულში დაკოდო, ის უნდა დასწამო, რაც მის ბუნებაში საერთოდ არ დევს.

საუკუნეებით შემოწმებული მეთოდია.

ალკა – სელცერიან სად იშოვნეს, ან ვინ ჩადგა მათ ცოდვაში ფეხი, მაგრამ ფაქტია,

რომ ჩვენც კარგა გვარიანად დავზარალდით და შესაძლებელი იყო უფრო მეტად არასასიამოვნო ყოფილიყო შედეგები, თუ არა ჩვენი მოკალული კუჭები, რომლებმაც გმირულად გაუძლეს რაღაც არადასალევის შემოჭრას ორგანიზმში.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენ გვერდზე აეროდრომის ბუფეტ-ბარის მბრუნავ მაგიდაზე იქით-აქეთ ორ-ორი ადგილი თავისუფალი იყო, დანარჩენი ყველა დაკავებული. შემოვიდნენ სამნი, სამი საკვოიაჟი კედელთან მიაწყვეს, მაგიდასთან დადგნენ და ორჭოფობდნენ, როგორ დამსხდარიყვნენ. გადავჯექი თავისუფალ სკამზე და გავუთავისუფლე მესამე ადგილიც, ერთიმეორის მიყოლებით. მადლობა ქართულ ენაზე გადამიხადეს. დავაკვირდი და ჩვენი თვითმფრინავის მგზავრები შევიცანი. პირველი რეისით გადმოვფრინდით გუჯა და მე. ამ დროს აეროპორტში ცოტა ხალხია და მგზავრებს ძალაუნებურად იმახსოვრებ.

გავესაუბრეთ ერთმანეთს და ყველაფერი იმით დამთავრდა, ერთ-ერთი საკვოიაჟიდან ორი ბოთლი კონიაკი აღმოჩნდა ჩვენ წინ. ეს

Page 72: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა72

ნაცნობმა გამოგვატანია ქარხნიდან, აქ დაგვჭირდებაო. ორივე ბოთლი ხუთ “პეპსი-კოლას” ჭიქაში ჩაეტია. ჩვენი გაცნობის იყოსო. თავპატიჟი აღარ დავიდეთ და სულმოუთქმელად, რუსულად, დავცალეთ. კონიაკის მეტი რა დამილევია, მაგრამ ეს, კონიაკი ნაღდად არ იყო. დავხედე ბოთლებს, ”ენისელი” კი ეწერა, ოღონდ ეტიკეტები სხვადასხვა სიმაღლეზე ჰქონდა დაწეპებული. რომ შეატყვეს, ბოთლს შევხედე – კონიაკის სპირტია. ნაცნობმა გაგვაფრთხილა, ძალიან მაგარიაო. არც კონიაკის სპირტი იყო. შევატყვე ისინიც პირველად სვამდნენ. შეგვაბრუა. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანაში და ჩვენს სასტუმროში წამოვედით. თერთმეტზე დავიძინე და ხუთზე რაღაც კოშმარმა გამაღვიძა/ მომეჩვენა, თუ რა იყო, ენა ისეთი გასიებული მქონდა, თითქოს ძალით ჩამტენა ვინმემ პირშიო. გუჯაც ჩემს დღეში იყო.

როგორც იყო მივაღწიეთ სასტუმრო “კოსმოსის” საუნას, მოვიდინეთ ცხრა პირი ოფლი, ორ-ორჯერ გაგვიკეთეს მასაჟი – ხან შარკოო, ხან ჰიდრო პროცედურები, არავითარი გაუმჯობესება. გუჯამ, რამაც დაგვბრიდა, ის თუ გვიშველისო. გავედით ბასეინის ბარში, ვცადეთ ფრანგული შამპანური, მოვწრუპეთ და დავდგით. დავასხმევინეთ ორ-ორი “მარტელი”. ცოტ-ცოტა მოვსვით. არ მიიღო ორგანიზმმა. დავასხმევინეთ საექსპორტო, ბრწყინვალე რუსული არაყი. იგივე შედეგი. გავამზადებინეთ ჯინ-ტონიკი, ისიც ვერ შევსვით. “ბორჯომზე” და ლუდზე, ხომ საუბარიც არ გვქონდა. არა და საღამოსთვის ფორმაში უნდა ვყოფილიყავით. ჩასვენებული ვართ შეზლონგებში უაზროდ, რა გვეღონა, აღარ ვიცოდით. იმის გახსენების თავიც არ გვქონდა, ვისი ინიციატივით, რატომ, რისთვის ან როგორ მოვხვდით აეროდრომის ბარში. მოგვიახლოვდა ცოტა მუქი პირისახის, ხუჭუჭთმიანი, სანდომიანი, დაახლოებით ჩვენი ასაკის მამაკაცი. ჩვენეული აქცენტით რუსულად მოგვმართა:

– გიყურებთ, როგორ იტანჯებით, მეც მძიმე “პახმელიები” მაქვს, მარტო ეს მშველის, დალიეთ, თქვენც გიშველით.

გახსნა მასიური პორტსიგარი, ამოიღო რაღაც დიდი ტაბლეტები, ბარმენს მოატანინა ორი დიდი ჭიქით ჩვეულებრივი ონკანის წყალი (მოსკოვში, ონკანიდან წყალი არც დამილევია, სასმელი წყლის ბოთლებში ჩამოსხმა კი, ჯერ კიდევ არ იყო შემოსული) და ჩაუშვა შიგ ტაბლეტები. წყალმა შიშხინი იწყო და შამპანურივით აქაფდა.

– მგონი მორფზე გვპატიჟებს.ქართულად გადმომილაპარაკა გუჯამ. ვინაიდან მორფი ყველა ენაზე

მორფია, მან რუსულად გვიპასუხა:– მორფი არ არის, ალკა-სელცერია, მოგიხსნით სინდრომს.– თუ რაიმე შეუქმნია ძვირადღირებული კაცობრიობას მაგ სინდრომის

მოსახსნელად, ყველაფერი ვცადეთ და არ გვიშველა, მოსკოვის წყალში გახსნილი ტაბლეტები გვიშველის?

– დალიეთ, დალიეთ.ისე დამაჯერებლად წარმოთქვა, თითქოს შედეგში უეჭველად

დარწმუნებულიაო. ამან დადებითად იმოქმედა ჩვენზე და დავცალეთ ორას-ორასი გრამი, ბოლობოლო, წყალი.

Page 73: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა73

ორ-სამ წუთში ადამიანებს დავემსგავსეთ. დაგვიბრუნდა ცხოვრების ხალისი. ბასეინშიც გავცურ-გამოვცურეთ. სკოლის მოწაფეებივით მივუჩოჩდით ორი მხრიდან ჩვენ მშველელს, რა დაგვალევინე-თქო:

– ალკა-სელცერი. ჯერ ყველამ არ იცის, ინგლისურია. როგორც ნარკოტიკს პირველად ნარკომანები სცნობენ, ასევე “საპახმელიო” საშუალებებს – ლოთები. უცებ ავუღე ალღო.

– თუ ყველამ არ იცის, თქვენ საიდან გაქვთ?– ბაღდადში მაგას კი არა, თუ სურვილი და ფინანსები გაქვს,

უკვდავების წყაროს წყალს იშოვი, ორიგინალში.– ერაყელი ბრძანდებით?– კავკასიელი გვეგონეთ.– ირანმა დაგვიწყო ომი. დღეს მივფრინავ, შემოვიარე, ძალიან

მიყვარს ეს ბასეინი. ერთი ალაჰმა იცის, როდის მომიწევს კიდევ ნახვა და მომიწევს კია? – ნაღვლიანად წარმოთქვა. გულთმისანივით იწინასწარმეტყველა.

ისე, რა აომებდა ორ, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ენერგომატარებელ ქვეყანას? პროდუქციის გასაღების ბაზრები? არა მგონია. ორივეს პროდუქცია სტვენა-სტვენით გადიოდა მსოფლიოში, ოღონდ ეწარმოებინათ, მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ. მიუნგრ-მოუნგრიეს ერთმანეთს ნავთობსარეწები. არც ურთიერთპრეტენზიები არის სერიოზულად სათვალავში მისაღები. აბა, რააა?? მას მერე, დროის ინტერვალებით, ერაყი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი, დიდწილად თითიდან გამოწოვილი, მოგონილი მიზეზებით, ისე გააპარტახეს, აღდგება თუ არა, საეჭვოა. არც ირანის, მსოფლიო ცივილიზაციის იმავე მნიშვნელობის უძველესი ბუდის, საქმეებია მთლად სახარბიელო მდგომარეობაში. მართალია, ამას ალექსანდრე მაკედონელის ფენომენმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ეს როდის იყო, აუუუ...

გამოვაცილეთ ღრმა პატივისცემის გრძნობით არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვიშველა, არამედ არასრულ ერთ საათში მოახერხა ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილების დატოვება, გამოავლინა საოცარი სიდარბაისლე, კაცთმოყვარეობა, ინტელექტი, შესაშური თავმდაბლობა, ბევრს ამისათვის თვეები დასჭირდება და საერთოდაც შეძლებს თუ არა, ეგეც საკითხავია.

რობერტინოორმოცდაათიანების ბოლოს და სამოციანი წლების დასაწყისში

სპორტის სასახლე ჩადგა ხალხის უსაყვარლეს თავშეყრის ადგილთა თბილისის ხუთეულში – “დინამოს” სტადიონს, კინოთეატრ “რუსთაველს”, ოპერისა და ბალეტის თეატრს, რუსთაველის თეატრს, დაემატა სპორტის სასახლეც. მუდმივ დამსწრეთა რაოდენობა და შემადგენლობა ძირითადში სრულიად განსხვავდებოდა ურთიერთისაგან, მაგრამ ერთში გაჭრილი ვაშლივით გავდნენ ერთმანეთს, ეს იყო უზომო სიყვარული.

Page 74: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა74

სპორტის სასახლის სწრაფი აღზევება გამოიწვია ჩვენი კალათბურთელების და ხელბურთელების ფენომენალურმა მიღწევებმა. კალათბურთელი ვაჟები, ჯერ იყვნენ ფინალისტები, 1960 წელს, და შემდეგ, 1962 წელს, მოიპოვეს ევროპის ჩემპიონობა, საკლუბო გუნდებს შორის, ხელბურთელი ვაჟები კი სამი წლის განმავლობაში, 1961-62-63 წლებში, არავის უთმობდნენ სსრკ-ს ჩემპიონობას და, უნდა ითქვას, კლასით მოწინააღმდეგეზე მაღლა იდგნენ.

დღეს არავინ დაიჯერებს, მაგრამ მაშინ თითოეულზე ბილეთის ქონა, ნიშნავდა გამორჩეულთა შორის ყოფნას. ალბერტა და იოსკა, თუ ძველი ნაცნობობით გენდობოდნენ და გაშოვნინებდნენ ბილეთს კინოთეატრ “რუსთაველში”, თორემ დანარჩენებში ყველაფერი მხოლოდ გამართლებაზე იყო დამოკიდებული.

ბალტიისპირელთა კალათბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა სილამაზით და ჩვენთვის ძალზე ახლობელი, ტექნიკური თამაშით. ერთმანეთში შეჯიბრი ყოველთვის იყო პატარა დღესასწაული, რასაც კალათბურთის გულშემატკივარი დიდი ხნით ადრე მოუთმენლად ელოდა, მაგრამ სეზონის ძირითად მოვლენას მუდამ წარმოადგენდა მოსკოვის “ცსკას” და თბილისის “დინამოს” შეხვედრა. ორივე გუნდი, დაკომპლექტებული ბრწყინვალე კალათბურთელებით, მოლოდინს არ უმტყუნებდა გულშემატკივარს, უჩვენებდა თამაშს, თითქმის ამერიკული კალათბურთის დონისას.

მოხდა ისე, რომ სწორედ ამ თამაშზე აღმოვჩნდით ჩემი ძმა და მე ყოვლად უიმედო-უბილეთო, არც თუ ისე მცირე, გულშემატკივართა რიგებში. ყველა ღონე ვიხმარეთ, მაგრამ, ააფრინე ალალიო…

არა და მეორე დღეს თამაში იყო. შევეხვეწეთ დედაჩვენს, ქუთაისლები ხართ შენც და ოთარ ქორქიაც (წარსულში უდიდესი კალათბურთელი, იმხანად სპორტის სასახლის დირექტორი). იქნებ რამე გვიშველო-თქო. თუ დაგვეხმარება, ისევ ჩემი კლასელი, ცუცა, მგონი ოთარის ნათესავიც არის და ახლო მეგობარიცო. ვაფრინეთ ცუცა ოთარისთან დიდი იმედებით. ვიდრე ცუცა დაბრუნდებოდა, ჩემმა ძმამ ვერ მოითმინა და მთელ ეზოს მოსდო, ორი ბილეთი გარანტირებული გვაქვსო. კარგა გვიან მოვიდა ცუცა. ოთარმა – ცოტათი ადრე ვერ მოხვედი, ყველა შესაძლებლობა ამოწურული მაქვს, ის კი არა, ხუთი კაცის შემოყვანის უფლებაც მაქვს და ოცია რიგში, იქნებ რაიმე მოუვიდეს ვინმეს და მე მეშველოსო. ამჯერად, ბოდიში მოუხადე, ჩემს მაგივრად, ჩიტოს, დღე-დღეზე რობერტინო ლორეტი ჩამოდის და პირველ რიგში ჩიტოს ვაჟებს დავაკმაყოფილებო. რამით ხომ უნდა გაემართლებია უბილეთობა? ჩემმა ძმამ ეზოში სიტყვა- სიტყვით გაიმეორა ქორქიას ნათქვამი.

იმხანად რობერტინო ლორეტის პოპულარობა საბჭოთა კავშირში, ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე კარუზოს, კალასის, შალიაპინის, პელეს, ბრუმელის, არმსტრონგის, პრესლის, უტიოსოვ-ბერნესის ერთად აღებული. ყოველი ღია ფანჯრიდან ისმოდა მხოლოდ და მხოლოთ: ჯამაააააიკა, ჯამაააიკა.

არ ჩამოვიდა თბილისში რობერტინო და გაირკა, რომ არც ჩამოვა.სამაგიეროდ ჩვენს მეგობრებში ყველაზე კვიმატი ენის პატრონს,

გურამს, ძალზე დიდი ხანი, რა გააჩერებდა?

Page 75: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა75

– ჩვენ ვიკითხოთ, უპატრონოებმა, თორემ გაბუნიებს რა ენაღვლებათ, თავი ქუდში აქვთ, რობერტინო ლორეტიზე ბილეთები განაღდებული აქვთ.

ირაკლი! ირაკლიიი!რესტავრირებული, უფრო სწორად, ახლად აგებული სტადიონის

გახსნიდან ერთი-ორი წლის წლის შემდეგ თბილისის “დინამომ” თავქვე თავისუფალი ვარდნა ისეთი სიჩქარით იწყო, რომ არა ნოდარ ახალკაცის არსებობა ამქვეყნად, გუნდი – ეროვნული ენერგიის პირუთვნელი გამომხატველი, რომლის მიერ დაკავებული ადგილი სატურნირო გათამაშებაში იოტისხელა გავლენას ვერ ახდენდა ჭეშმარიტი გულშემატკივარის (და ასეთი იყო დიდი უმრავლესობა) ერთგულებაზე, უზომო სიყვარულსა და ღრმად ობიექტურ გულშემატკივრობაზე – თუ მეტი არა, ძნელად საცნობი გახდებოდა. ვერანაირმა მწვრთნელთა ხშირმა ცვლამ ვერ უშველა. ეს გუნდი თეორიულადაც ვერ შეძლებდა საფეხბურთო ოლიმპზე დაბრუნებას, რაც გამოიხატა 1981 წელს ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასის მოპოვებაში, თუ არა ფეხბურთის უდიდესი სპეციალისტის, თვითონაც წარსულში უჭკვიანესი ფეხბურთელის, ნოდარ ახალკაცის გამოჩენა, რომელიც სათავეში ჩაუდგა “დინამოს” 1976 წელს. მის ხელში სრული ძალით გამოჩნდა დავით ყიფიანის ტალანტი. მანამდე კი ჩვენმა გუნდმა,რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ულამაზესი თამაშით, მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა 1964 წელს. 1965 წელს მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონ ბრაზილიის ნაკრებთან, ფეხბურთის იმდროინდელ კანონმდებელთან, შეხვედრის მეორე ტაიმის საკმაო პერიოდი საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა ექვსი ქართველი. ხუთ-ექვს წელიწადში შეუძლებელია ასეთი ფერისცვალება. ეტყობა, სხვა მიზეზების ბრალიაო, ბრძანებთ. ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით. დიდი ფეხბურთიდან წავიდნენ კორიფეები: მესხი, მეტრეველი, იამანიძე,ჩოხელი, ბარქაია, მაგრამ სამაგიეროდ მოვიდნენ თვითნაბადი ტალანტები : ხურცილავა, ასათიანი, კუტივაძე, ნოდია, მაჩაიძე, ძოძუაშვილი. თაობათა ცვლას ნაკლებ მტკივნეულად უნდა ჩაევლო, თუ არა ყოვლად არაკომპეტენტური, უზომოდ ამბიციური მილიციელების (სპორტსაზოგადოება “დინამო” მათია) ზედა ეშელონის ჩარევა ფეხბურთის საქმეებში. ეს ორ-სამ დღეში არ გამოჩნდება, მაგრამ თავის დამანგრეველ ზეგავლენას, უთუოდ მოახდენს უახლოეს ხანში.

მე პრეტენზია არა მაქვს თბილისის “დინამოს” მემატიანობაზე, მოგონება ეხება ორ მეგობარს, ორ ნამდვილ გულშემატკივარს: ირაკლი აბაშიძეს და ვასილ მჟავანაძეს, რომლებიც ფეხბურთს სულ ერთად ესწრებოდნენ და თან ერთ თამაშსაც კი არ აცდენდნენ.

სამოცდაათიან წლებში 75 ათასი გულშემატკივრის უწყვეტი, საათნახევრიანი გამამხნევებელი სკანდირების: “დი-ნა-მო”, “დი-ნა-მო”-ს მიუხედავად, გუნდმა უღიმღამოდ ითამაშა და გამარჯვება აზეიმებინა მორიგ მოწინააღმდეგეს. დანაღვლიანებულები ფეხით მოდიან ორივენი ერთადერთი მცველ-მძღოლის თანხლებით, მათსავით დადარდიანებულ

Page 76: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა76

გულშემატკივართა გარემოცვაში. არც ერთი ხმას არ იღებს. ბოლოს სიჩუმე დაარღვია ბატონმა ირაკლიმ:

– ვასო-ბატონო, ეს ასი ათასი (გვიყვარს ქართველებს ცოტა წამატება) კაცი, რომ გაიძახოდა: დინამო, დინამოო, რა წარმოვიდგინე იცი – დამაყენეთ სადმე, ირგვლივ შემომარტყით ალყა ქვეყნის ულამაზესი მანდილოსნებით და მიძახონ ირაკლიიი! ირაკლიიი! რა, რაიმე შეიცვლება ამით? ვუძახოთ დინამო-დინამო, არ შეუძლიათ და რა ქნან?

გაკვეთილების განრიგიიპოლიტეს გიმნაზიაში (ასე ეძახდნენ 55-ე სკოლას, ყოფილ მე-6

ვაჟთას), ჩემსობას მოხვედრაც და სწავლაც საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა. ეს სახელი იპოლიტე სურგულაძის, მართლაც არაერთგვაროვანი პიროვნების, დირექტორობისას შეერქვა ისევე, როგორც პირველ, 24-ე, 51-ე, 53-ე გამორჩეულ სკოლებს, რომლებიც თავთავიანთი თავკაცების (თავქალების – ეს სიტყვა ჩემი მოგონილია, არავინ შემეცილოს) გიმნაზიის სახელით იყვნენ ცნობილი ქალაქში, და თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო ქალაქში.

ყველაფერი – პედაგოგებით, დისციპლინით, სწავლების დონით დაწყებული გაკრიალებული სასწავლო ოთახ-დერეფნებით დამთავრებული – შეესაბამებოდა დონეს, ვლადიმერ ილიჩი ძილის წინ რომ ოცნებობდა.

მაგრამ, მიუხედავად იპოლიტეს გამუდმებული მცდელობისა, საქათმეში, მაინც იპარებოდა მელა და სანამ შეატყობდა მელა იყო შესული, ერთი-ორ ქათამს ის უკვე წააბუნძულებდა სოროში.

მერვე კლასში ვიყავით. სწავლა სულ ახალი დაწყებული გვქონდა, სკოლის მორიგემ: სასწავლო ნაწილის გამგე გიბარებსო. ფეხები უკან მრჩებოდა: ეტყობა, რადიოთი (ყველა საკლასო ოთახი რადიოფიცირებული იყო) მოისმინა საქოს (ასე ვეძახდით ისტორიის მასწავლებელს; ისტორიის და არა მარტო ისტორიის უდიდეს მცოდნეს და შესანიშნავ პიროვნებას, მაგრამ ტრადიციულად ასე მოდიოდა, გაკვეთილებზე წესრიგს ვერ ამყარებდა) რომ ვურევდი და, სულ მცირე, პედსაბჭო არ ამცდება-მეთქი.

შემიყვანეს მის კაბინეტში. რაღაცას წერდა. შიშით ხმას ვერ ვიღებდი. ველოდი, როდის დამელაპარაკებოდა. მომეჩვენა, თუ რა, კარგა ხნის მერე ასწია თავი და შემომხედა

– გაბუნია, მირიანმა (ხაზვის მასწავლებელი), ყველაზე კარგად ეგ ხაზავს მთელ სკოლაში, მაგას დაავალეთო.

უცებ ვერ გადავერთე მაგრად საცემიდან ფრიად საჭიროს მდგომარეობაზე.

– ვერ გაიგე რა გითხარი, რა ბლეყესავით დგახარ და მიყურებ?– რა დაავალეთო, ლილი მასწავლებელო? (ჩვენ ზევით მდგომთ,

ყველას მასწავლებლებს ვეძახდით, პიონერხელმძღვანელებიან-ზედამხედველებიანად, ოღონდ ამ უკანასკნელთ შემოკლებით –მასწ).

Page 77: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა77

– რას და მთელი (გამოყოფილად ხაზგასმით, ერთი საფეხურით ხმამაღლა წარმოთქვა) სკოლის გეგმა-პროგრამაა შესადგენი და ერთ დიდ ვატმანის ქაღალდზე შესატანი, რომ თვალნათლივ ჩანდეს.

ისე ვიყავი გახარებული, პირდაპირ შევუდექი საქმის განხილვას.– რა ფორმატის არის სახაზავი ქაღალდი, ლილი მასწავლებელო?– 2,5 მეტრი 2 მეტრზე. მთლიანი, შეწებების გარეშე.წარმოვიდგინე და ცოტა მედიდა.– არსებობს ამ ზომის ქაღალდი?– ჰოდა, ნაწილობრივ ამიტომაც დაგიძახე, მამაშენი ხომ

საპროექტოშია?უცებ ყველაფერს მივხვდი. ჩვენი პირადი საქმეები წინ არ უდევთ,

სადაც მითითებულია მამების (დედები არ მუშაობდნენ) სამსახურის ადგილი. (შერისხული მამაჩემი, იმ დროს, საპროექტოში მუშაობდა)?

მამაჩემს რომ ვუთხარი, გულიანად გაეცინა, 30 წლის სტაჟის მქონე ინჟინერი ვარ და ასეთი ზომის სახაზავი ქაღალდი თუ არსებობდა, პირველად გავიგეო. ისე, მეგობარი კაცი მუშაობს მინისტრთა საბჭოში და ვკითხავ, იქნებ მომარაგებაში ჰქონდეთ, მაგრამ ეჭვი მეპარებაო.

დაურეკა და მეორე დღესვე მიიღო პასუხი, თქვენ ბედად მაგ ზომის ორი ქაღალდი დევს საწყობში, პარტიის თეზისების დასაწერად ჩამოიტანეს მოსკოვიდან, მაგრამ რატომღაც აღარ დასჭირდათო.

მესამე დღეს ავტობუსი მოგვადგა. ორმა კაცმა ლამაზად შეფუთული, რაღაც ძალიან მსუბუქი საგანი ძლივს დაატია მისაღებში. დედას მოუბოდიშეს, იმიტომ დავაგვიანეთ, არც ერთ მსუბუქში არ ჩაეტიაო. ჩიტომ (დედაჩემი) მადლობა გადაუხადა და რომ წავიდნენ, მკითხა, რას მებოდიშებოდნენ ან ეს რა არისო. ავუხსენი. მთელი ოჯახი გვეხმარებოდა ფრიად საპასუხისმგებლო დავალების შესრულებაში. ჩიტომ ხაჭაპურები დააცხო, ბიჭები მთელ ღამეს მოუნდებიან ხაზვას, მოშივდებათო.

არ ეტეოდა და მოგვიწია ქუთაისური მაგიდის გაშლა, რომ ზედ გვეხაზა.

მირიანის მიერ მოცემული წერილობითი ინსტრუქციებით, სახაზავი სპეცკალმებით, ფერად-ფერადი ტუშით, სხვადასხვა სისქით დახაზული წვრილ-წვრილი უჯრებით დავფარეთ ეს ვეება ქაღალდი ჩემმა ძმამ და მე. მთელ ღამეს მოვუნდით, მაგრამ შესრულებულით კმაყოფილებმა, გულიანად გამოვიძინეთ, თანაც კვირა დღე იყო.

ორშაბათს ალეკომ (ჩემი ძმა, ერთ კლასში ვიყავით) და მე ფრთხილად შევიტანეთ სამასწავლებლოში ჩვენი ნამუშევარი. ძველებური უზარმაზარი კარადის გვერდით მივაყუდეთ და ამაყად გავწიე სასწავლო ნაწილის გამგესთან – თქვენი დავალება შესრულებულია-მეთქი.

ათი დღე გქონდა მოცემული: რა ჩქარა მოასწარი, ეტყობა ძალიან ადვილი იყოო.

კმაყოფილებას ვერ მალავდა, სასწრაფოდ წავიდა სანახავად.მესამე დღეს აფორიაქებული სკოლის მორიგე მოიჭრა, სასწავლო

ნაწილი გიბარებს, ეხლავე აქ მომგვარეთო, კიდევ დააშავე რამე ხომ?– ყმაწვილო, ხაზვა თუ არ იცოდი, გეთქვა და სხვას დავავალებდი,

აჯღა- ბუჯღად რომ გაქვს ყველაფერი გაკეთებული.მოკლედ, ერთი კვირა მომიცია.

Page 78: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა78

– რა შემეშალა ლილი მასწავლებელო? მაჩვენეთ, იგივე რომ არ გავიმეორო.

– მეტი საქმე არა მაქვს შენი ნაჯღაბნები ვინახო, დავწვი და გადავაგდე. თუ ერთ კვირაში არ ჩამაბარებ, მერე მე ვიცი და ჩემმა ქალობამ.

ერთს ვერ ჩავწვდი, თუ დაწვა, როგორ გადააგდო-მეთქი. მუქარით მოცემულ დავალებას უხალისო შრომით მართლა ერთ კვირას მოვუნდით. ის კი არა, ერთი დღე გადავაცილეთ. შეავსო ვიღაცამ მშვენიერი კალიგრაფიით, დაამშვენა ჩვენი დახაზული, ჩამოკიდეს სამასწავლებლოში და სულ მცირე, ვიდრე სკოლა არ დავამთავრეთ, ის იყო სკოლის მთავარი კარაბადინი, მხოლოდ ახალ მასწავლებელთა გვარ-სახელი ჩაიწერა, ისიც ორ-სამჯერ. დაგვიანებას ვაბრალებდი ქიმიაში (ლილი ქიმიასაც გვასწავლიდა იმ წელს) თითქმის რეგულარულად ორიანების წერას. ზოგი ჭირი მარგებელიაო. არაობიექტურობას (რბილად თუ ვიტყვით) მისგან ხშირად ვაწყდებოდი. ვიფიქრე, ამან საშემოდგომო არ მწეპოს, ზაფხული არ ჩამიმწაროს-მეთქი და ორგანულ ქიმიას ისე მივაწექი, მენდელეევის ტაბულაც კი ახლაც მშვენივრად მახსოვს – ყოველ შემთხვევაში მისი შედგენის საფუძვლები და ძირითადი პრინციპები. ეეჰ, არაორგანულშიც მოეცა ვინმეს რამე დასახაზად. რა ქიმიკოსი დაკარგა სამშობლომ. . .

სკოლას რომ ვამთავრებდით, რამოდენიმე მანქანით ახალი ავეჯი მოიტანეს. რა არ იყო იქ – ახალი ყაიდის მერხები და მაგიდები, ელეგანტური კარადები და ლამაზი დაფები. იპოლიტემ მეათეკლასელები შეგვყარა ერთად – ჯანი კი მოუცია გამჩენს თქვენთვის, ჭკუის რა მოგახსენოთ, ყველაფერი ზევით ამოზიდეთ. აბა, ბაღნებს წელს ხომ არ მოვაწყვეტინებო.

თვითონ ხელმძღვანელობდა განაწილებას, ეს იქ შეიტანეთ, ის აქო. სამასწავლებლოში ბლომად მაგიდები და კარადები შეგვატანინა: აბა, ამათ სჭირდებათ, თუ სჭირდებათ, თორემ მე რა ჯანდაბად მინდაო. ეს ძველისძველი, დანჯღრეული კარადა მომაცილეთ თავიდან, სულ ამბროსის (ყოფილი დირექტორი) მაგონებსო. დავეჯაჯგურეთ ექვსი ჯანი, მაგრამ ძვრაც ვერ ვუყავით მუხის მასიურ, ვეებერთელა კარადას. დამხმარე მუშა ძალების შემწეობით, როგორც იქნა კედელს მოვაშორეთ. რაღაც ჩავარდა კარადის უკან. უნებლიეთ შევიხედე – მტვერსა და ჭუჭყში უცებ ვიცანი იატაკის საწმენდი ჯოხით ჩატენილი ჩვენ მიერ დახაზული, უკვე საკმაოდ გაყვითლებული, უშველებელი ქაღალდი. გავშალე და ვიცანი ლილის მართლა აჯღა-ბუჯღა ხელწერა. მელნით საათების გრაფებში – გაკვეთილები, გაკვეთილების გრაფებში – მასწავლებლების გვარები, მასწავლებლების გრაფებში –მორიგეები შეეტანა. რომ მიადგა განრიგს, შეცდომა მაშინ შეამჩნია და ამოშლა იწყო. აბა, მელნით ნაწერს შენ ამოშლი? მაგას მხოლოდ მატა ჰარი ან საბჭოთა მზვერავები თუ შეძლებდნენ, ისიც ფილმში.

ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დალაგდა: შეუწყნარებლობაც, მოწოლაც, დაუფარავი ზიზღიც. როგორ გაბედა, სიტყვაზე არ მენდო ამხელა თანამდებობის პატრონს, პე-და- გოგს და . . . მაჩვენეო, თავხედმა.

Page 79: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა79

ქურდს ქუდი ეწვის.ალეკოსთვის არც მითქვამს. იმ დღეს სინჯებზე იყო – აბულაძე

ზურიკელას როლის შემსრულებელს ეძებდა. ზედმეტად ემოციურია და თმებით არ ითრიოს-მეთქი.

არა არს რა ქვეყანაზე დაფარულ იქმნეს.

იქნება ვეფხის დედაჲ....ქართულ ლიტერატურაში ნატოს (ჩემი ქალიშვილი, მისი დაბადება

ქართველი ერის პროტესტია ცხრა აპრილს დატრიალებული ტრაგედიის გამო) მეექვსე კლასში მოუწია თემების წერა, რომლებსაც მარიამ დოჭვირი (ქართული ენისა და ლიტერატურის ჩვენი მასწავლებელი, საგნის ერთ-ერთი გამორჩეული მცოდნე მთელ საქართველოში) მეცხრეშიაც არ გვაწერინებდა –ჯერ ადრეაო. მიჯნურობის თემა “ვეფხისტყაოსანში”, ვაჟა-ფშაველა და მისი მსოფლმხედველობა, ილია ჭავჭავაძის როლი ქართული თვითშემეცნების ამაღლებაში, გალაქტიონის პოეზია, კონსტანტინე გამსახურდიას პროზა, მიხეილ ჯავახიშვილის ნოველები და ბევრი სხვა თემა, რომლებთანაც შეხება დიდ სიფრთხილეს და, რაც მთავარია, საკმარის ცოდნას მოითხოვს. მისი შემხედვარე ორმაგი გრძნობა მეუფლებოდა: პირველი, მამობრივი სიამაყის, ბავშვის ესოდენ აჩქარებულ დროში მოხვედრის გამო, და მეორე, ჯერ კიდევ შეუმოწმებელი არსებულის სწორ მიმართულებაზე. ასეთ მკვეთრ გარდაქმნებს მხოლოდ ძალაუფლება და სურვილი არ ჰყოფნის. იგი უნდა ეყრდნობოდეს ერის სასიცოცხლო ინტერესებზე უანგარო ზრუნვას (და არა შენს პირად გამორჩენას), არასაკამათო წანამძღვრებს, ღრმა ჩახედულობას, სწორ გათვლებს და გარდაქმნების რეალურ აუცილებლობას. ცნებებით – ალბათ, მგონი, დავიწყოთ და მერე ვნახოთ – სარგებლობა ასეთი ფაქიზი საკითხების გადაწყვეტისას მიუღებელია, თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნია. თუკი არა, რა გენაღვლება რა, მიდი და მიდი.

ფილოსოფოსობანას მივყავი ხელი... არადა, მოგონება ეხება კონკრეტულ შემთხვევას. დამთხვევაა თუ კანონზომიერება, ახლაც ვერ გამირკვევია.

ნატო ამუშავებდა თემას “ვეფხი და მოყმე”. ვთხოვე, ქართული ხალხური ზეპირსიტყვაობის გამორჩეული ქმნილებაა, რომ დაწერ, მაჩვენე-მეთქი.

გავოცდი ბავშვის სწორი ხედვით. მართალია, მარტივად, მაგრამ ხაზგასმით იყო აღნიშნული დედის დამოკიდებულება, რამაც მშვენივრად გადმოცემული, ოღონდ ჰეროიკული თქმულება, აიყვანა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა სიმაღლეზე:

წავიდე, ნუგეშინ ვუთხრადედას, მოკლულის შვილისაიქნება ვეფხის დედაჲჩემზედ ვარესად სტირისა.

Page 80: n Gabunia Mogonebebi-R

ნოდარ გაბუნია, მოგონებანი გარდასულ დღეთა80

ვერ დავმალე აღტაცება, ვაკოცე და მისთვის მოულოდნელად გადამალული სნიკერსით დავაჯილდოვე.

სკოლიდან დაღვრემილი დაბრუნდა. მასწავლებელმა თემა დამიწუნა და გადაასწორეო, მითხრა. მოყმის დედა არაკის მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, ვეფხვის დედასთან წავა, თუ პეტრესთან, ის კი არ არის მთავარი, ძირითადია, რომ არ შედრკა და გმირი შვილით ამაყობსო:

ერთი შვილ მაინც გავზარდე, ვეფხვებთან მეომარია.ყურს არ დავუჯერე, იქნებ ბავშვმა ვერ გაიგო, ან რაიმეს ამეტებს-

მეთქი.– არა, მამა, მასწავლებელივით ეწერა რამოდენიმე ბავშვს და ხუთები

მიიღეს.დავიბენი. აღარ ვიცოდი რა მეღონა. მასწავლებელზე მეთქვა, უვიცია-

მეთქი, არ იყო პედაგოგიური. მათ ასაკში მასწავლებელი ურყევი ავტორიტეტია. პედაგოგთა ინსტიტუტზე ეჭვის მიტანაც კი მიზანშეუწონლად ჩავთვალე, დანამდვილებით უკუშედეგების მიღების გამო. არადა, ბავშვს გვიმახინჯებდა. მეუღლეს ვთხოვე, სასწრაფოდ გაარკვიე, რაშია საქმე და ვინ არის-მეთქი.

ჩვენდა ბედად, მალე გადაიყვანეს სხვაგან.კი, მაგრამ სადაც მივიდა, მათ რა დააშავეს?ლილი მოკვდა, მაგრამ მისი საქმე ცოცხლობს.ქვეყნად რა გამოლევს ამ ჯოჯოებს, ზნეობრივ და სულიერ

კასტრატებს.