n46/36 - sao · ~v a m t k i c e b”...

58
~v a m t k i c e b” ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი ,,---05-~-----------10----------“ 2017 weli ეგზ. № 1 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01 00) და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის" (პროგრამის კოდი 03.00) პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N46/36 2017 წელი

Upload: others

Post on 06-Feb-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

~v a m t k i c e b”

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების

ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის

უფროსი

გიორგი მამრიკიშვილი

,,---05-~-----------10----------“ 2017 weli

ეგზ. № 1

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური

აუდიტის და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი

ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01 00) და „ინფრასტრუქტურის

მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის" (პროგრამის კოდი 03.00)

პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

N46/36

2017 წელი

Page 2: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

2

სარჩევიმნიშვნელოვანი შედეგები ........................................................................................................................................3

რეკომენდაციები:........................................................................................................................................................5

შესავალი ნაწილი .......................................................................................................................................................6

აუდიტის საგანი და სახეობა .............................................................................................................................6

აუდიტის მიზანი ...................................................................................................................................................7

აუდიტის მასშტაბი................................................................................................................................................7

აუდიტის ანგარიშის დანიშნულება ...................................................................................................................8

ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ..............................................................................................................8

აუდიტორის პასუხისმგებლობა..........................................................................................................................8

აუდიტის ობიექტის აღწერა.................................................................................................................................9

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (01 00)...............................................9

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების პროგრამის ფარგლებშიგამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები .......................................................................................................11

საკრებულოს წევრების ხარჯის ანაზღაურება ...........................................................................................11

სატრანსპორტო საშუალებები .......................................................................................................................12

წარმომადგენლობითი ხარჯები ...................................................................................................................13

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (03 00) ...............................................14

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა......................................................16

მოსახლეობის ჩართულობა პრიორიტეტების არჩევაში ..........................................................................18

ინფრასტრუქტურის განვითარების სამწლიანი გეგმა..............................................................................19

ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვა ..............................................................................................20

მიმწოდებლების შერჩევა ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში ....................................................20

ქალაქ ზუგდიდში გარე განათების ქსელისა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისრეაბილიტაციის სამუშაოები ........................................................................................................................21

ანდრია დადიანის სახელობის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ................................................24

ხელშეკრულებების შესრულება და კონტროლი ...........................................................................................25

ქ. ზუგდიდში ყინულის მოედნის მოწყობის სამუშაოები .......................................................................26

ანდრია დადიანის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები...............................................27

მრავალასართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები ......................................28

ქ. ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული მიწისქვეშა გადასასვლელისსარეაბილიტაციო სამუშაოები ......................................................................................................................30

ქალაქ ზუგდიდში ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოები ..........................................................31

2016 წლის ფინანსური ანგარიშგების პირობითი მოსაზრების საფუძვლები..................................................32

Page 3: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

3

მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებითა და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვაშემოსავლებით .....................................................................................................................................................33

მოთხოვნები აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით .......................................................................33

სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნები ................................................................................................34

დაუმთავრებელი ძირითადი აქტივები...........................................................................................................34

საქონლისა და მომსახურების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებები............................................35

აქტივების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებები ..............................................................................35

სხვა საქონელი და მომსახურება .......................................................................................................................35

აუდიტის დასკვნა.....................................................................................................................................................36

აუდიტის ანგარიშის გასაჩვრების წესი ................................................................................................................58

აუდიტის ჯგუფის წევრების ხელმოწერები ........................................................................................................58

მნიშვნელოვანი შედეგები საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე ხარჯების

ანაზღაურების სახით დახარჯული თანხა სულ 39.4 ათას ლარს შეადგენს, მათშორის, 2015 წელს - 21.7 ათას ლარს, 2016 წელს - 17.7 ათას ლარს. ანაზღაურებაგაცემულია ისე, რომ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ხარჯისდამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები.

2015-2016 წლებში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოსთავმჯდომარე სარგებლობდა პირადი და სამსახურის ავტომანქანით დაშესაბამისად, მათთვის განსაზღვრული იყო საწვავის ორი ლიმიტი. მერისსარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიერ გახარჯულია 13.7 ათასილიტრი დიზელი და 3.8 ათასი ლიტრი ბენზინი, ხოლო საკრებულოსთავმჯდომარისთვის - 3.6 ათასი ლიტრი ბენზინი და 11.8 ათასი ლიტრიდიზელი. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, რომ არისშემთხვევები, როდესაც მერის მომსახურე ორივე ავტომობილში ერთსა და იმავედროს საწვავი ჩასხმულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

2015 წელს მუნიციპალიტეტმა საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსა ფრაქცია„ქართული ოცნების“ წევრების მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებშისტუმრების გამასპინძლება. ჯამში 10 პერსონის გამასპინძლებაზე გაწეულია 1.2ათასი ლარის ხარჯი. კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციისმუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრის ხარჯები არ შეიძლებადაფინანსებული იყოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რადგან მისი საქმიანობადა მოსახლეობასთან შეხვედრა არ არის უშუალოდ დაკავშირებულიმუნიციპალიტეტის საქმიანობასთან, მის მიზნებთან და ამოცანებთან.

Page 4: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

4

2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საკონკურსო-საატესტაციოკომისიის წევრების კვებით მომსახურებაზე გახარჯულია 2.6 ათასი ლარი.იქედან გამომდინარე, რომ კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირებიასრულებენ მათ სამსახურებრივ მოვალეობას, ხოლო დამატებითშესრულებული სამუშაოები ანაზღაურებადია, არ არის მიზანშეწონილი„წარმომადგენლობითი ხარჯის“ მუხლიდან თანხების გამოყოფა მათი კვებითიუზრუნველყოფისათვის.

საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, მიმწოდებელს შესაძლოა ერთი დაიმავე სამუშაოს ღირებულება ჰქონდეს განსხვავებული და შესაბამისად,ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს იდენტურ სამუშაოზე დაფიქსირდესსხვადასხვა ფასი. სამუშაოების ელექტრონული ტენდერით შესყიდვისას,პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საბოლოო ფასის მიხედვითდაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა, ხოლო თითოეულ პუნქტში ერთეულისღირებულების განსაზღვრა მისი პრეროგატივაა. მერიის სატენდერომოთხოვნამ ერთსა და იმავე სამუშაოებზე იდენტური ფასებისდაფიქსირებასთან დაკავშირებით, შეზღუდა მიმწოდებლების უფლება -დამოუკიდებლად განსაზღვრონ ერთეულის ღირებულებები. შედეგად, 2016წელს ორ შემთხვევაში ხელშეკრულებები გაუფორმდა პრეტენდენტებს,რომელთაც კონკურენტებთან შედარებით 138.3 ათასი ლარით მეტი ფასიდააფიქსირეს.

2016 წლის იანვარში მოსული თოვლის გამო, მერიამ მიიღო გადაწყვეტილებამოეხდინა ყინულის მოედნის მემბრანული გადახურვის ჩაფუშვა, რადგანპასუხისმგებელი პირის განმარტებით, გადახურვის გათბობის სისტემამ ვერუზრუნველყო მოსული ნალექის დადნობა და სახურავის გათავისუფლებათოვლის საფარისგან. შედეგად, დაზიანდა გადახურვის შიგნით არსებულიობიექტები და გადახურვის მასალა, რომლის აღსადგენად მერიის ბიუჯეტიდანგადახდილია 152.8 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს არშეუსწავლია საკითხი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ყინულის მოედნისდაზიანება - არასწორმა დაგეგმვამ, სამუშაოების არასათანადო შესრულებამ თუობიექტების არასწორმა ექსპლუატაციამ. შესაბამისად, არც ღონისძიებებიგაუტარებია პასუხისმგებელი პირების მიმართ.

მერიამ 2015 წელს გააფორმა ხელშეკრულება შპს „პროგრესი-2008-სთან“მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისრეაბილიტაციისათვის. აუდიტის ჯგუფის მიერ სამუშაოებისდათვალიერებისას გამოვლინდა, რომ ჩიქოვანის ქუჩა N40/2-ში მდებარე

Page 5: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

5

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტირებული სახურავი,რომლის შეკეთებაშიც გადახდილია 61.7 ათასი ლარი, ნაწილობრივდაზიანებულია და წვიმის დროს წყალი აღწევს საცხოვრებელ სახლებში.მიუხედავად იმისა, რომ ობიექტს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა,მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს, ხოლო მიმწოდებელს არ გამოუსწორებიაგამოვლენილი ხარვეზი. აუდიტის სამსახურის მიერ საკითხით დაინტერესებისშემდგომ, მერიამ მიმწოდებელს მოსთხოვა აღნიშნული ობიექტის შეკეთება, რისშედეგადაც შემსრულებელმა 2017 წლის ივნისში მოახდინა დაზიანებულიობიექტის შეკეთება.

2015 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ქ. ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზემდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები,ღირებულებით -124.6 ათასი ლარი. სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისშედეგად აღმოჩნდა, რომ მინამაგნეზიტის ფილით შესრულებული ჭერისმოწყობის სამუშაოები, ღირებულებით 4.5 ათასი ლარი, დაზიანებულია.მიუხედავად იმისა, რომ ობიექტს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა,მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს, ხოლო მიმწოდებელს არ გამოუსწორებიაგამოვლენილი ხარვეზი. აუდიტის სამსახურის მიერ საკითხით დაინტერესებისშემდგომ, მერიამ 2017 წლის ივნისში შეაკეთა არსებული დაზიანება.

2015 წელს მუნიციპალიტეტმა გააფორმა N145 ხელშეკრულება ქ. ზუგდიდისმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტროტუარების სარეაბილიტაციოსამუშაოების შესყიდვისთვის. ხელშეკრულება სხვა სამუშაოებთან ერთადითვალისწინებდა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე გზის ორივე მხარეს დათეატრის ქუჩის მონაკვეთზე მილკვადრატების მოწყობას ბეტონში და მასზებაგირის გაჭიმვას, ღირებულებით 13.7 ათასი ლარი. ობიექტის ადგილზედათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოღობვის სამუშაოებინაწილობრივ დაზიანებულია.

რეკომენდაციები:1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ, აღმასრულებელ

ორგანოსთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით,შეიმუშაოს წესი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლადსაჭირო ავტოპარკის გადანაწილების, სატრანსპორტო საშუალებებისკლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ. აღნიშნული წესით, რომელიცდაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე. უნდა დარეგულირდეს,სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მათზე საწვავის გაცემის ლიმიტები,

Page 6: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

6

სარემონტო და სხვა მოვლა-შენახვის ხარჯები. ამასთანავე, მიზანშეწონილია,შემუშავებული წესი თავსებადი იყოს მთავრობის დადგენილებასთან.

2. მუნიციპალიტეტმა განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისშერჩევის პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყოს მოსახლეობის ჩართულობათვითმმართველობის განხორციელებაში, მოქალაქეთა მონაწილეობისსხვადასხვა ფორმების გამოყენებით. აღნიშნული ხელს შეუწყობსადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას და ინფრასტრუქტურულიპროექტების დაგეგმვა - განხორციელებას, პრიორიტეტულობის პრინციპიდანგამომდინარე.

3. მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურის სამწლიანი გეგმის შემუშავებისას,დაგეგმოს საკუთარი სახსრებით განსახორციელებლი კონკრეტულიპროექტები, სადაც აღწერილი იქნება პროექტის დასახელება, განხორციელებისადგილი, აქტივობის ხანგრძლივობა და მისი შემდგომი განვითარება.აღნიშნული ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარების გრძლევადიანისტრატეგიის შემუშავებას და განხორციელებას.

4. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვისას დანერგოს/განახორციელოსკონტროლის პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნებისმიღებას იმის შესახებ, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდახელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები. რეგულარულადგანახორციელოს შესყიდული სამშენებლო ობიექტების მდგომარეობისმონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, გაატაროს სათანადოღონისძიებები არსებული ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრისმიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდული ობიექტების გამართულფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისმიწოდებას ხარვეზების გარეშე.

შესავალი ნაწილიაუდიტის საგანი და სახეობა

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგებისფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი დააღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01 00) და„ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“(პროგრამის კოდი 03 00) პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობისაუდიტი.

Page 7: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

7

აუდიტის მიზანია) დასაბუთებული რწმუნების მოპოვება იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება

შეიცავს თუ არა განზრახ ან უნებლიე შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას,რაც აუდიტორს შესაძლებლობას მისცემს, გამოთქვას მოსაზრება აუდიტის ობიექტისფინანსური ანგარიშგების სისწორეზე - შედგენილია თუ არა ყველა არსებითი ასპექტისგათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენისშესაფერისი საფუძვლების შესაბამისად;

ბ) აუდიტის საგნის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან და სხვამარეგულირებელ ნორმებთან (შემდგომში - კრიტერიუმი) შესაბამისობის შესახებდასკვნების გაკეთება, რეკომენდაციების შემუშავება და აუდიტის ანგარიშის გაცემა.

აუდიტის ანგარიშში, მათი გამოვლენის შემთხვევაში, აისახება:

მოქმედ კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობა -ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, საქმიანობისწარმართვის, საჯარო რესურსების გამოყენების და საბიუჯეტო პროცესისმარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებისმოთხოვნების დაუცველობა.

საქმიანობის არაეფექტიანობა - აუდიტის ობიექტის მიერ ეკონომიურობისადა პროდუქტიულობის პრინციპების დაუცველობა.

შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის სისუსტეები ან/დანაკლოვანებები.

ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვსსაჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად ან/და საჯარო სექტორშიერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად.

აუდიტის თანდაყოლილი შეზღუდვების გამო, ანგარიში ვერ უზრუნველყოფსაბსოლუტურ რწმუნებას აუდიტის საგნის კრიტერიუმ(ებ)თან სრული შესაბამისობისშესახებ. ამასთანავე, აუდიტი დაიგეგმა და ჩატარდა პროფესიული განსჯისსაფუძველზე, ხარისხობრივი და რაოდენობრივი შერჩევის პრინციპებზედაყრდნობით და შესაძლებელია არ მოიცვას აუდიტის საგნის ყველა ელემენტი.

აუდიტის მასშტაბიაუდიტის მასშტაბად განისაზღვრა 2015-2016 წლებში წარმომადგენლობითი და

აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა,რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის პროგრამების ფარგლებში ქალაქ ზუგდიდისმუნიციპალიტეტის საქმიანობისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის მოქმედ

Page 8: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

8

კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა. აუდიტმამოიცვა მუნიციპალიტეტის მიერ 2015-2016 წლებში აღნიშნული პროგრამებისფარგლებში გაწეული გადასახდელები, ჯამში 32 843.8 ათასი ლარი. ასევე, ჩატარდამუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი.

აუდიტის ანგარიშის დანიშნულებააუდიტის ანგარიშის დანიშნულებაა, აუდიტის ანგარიშის მომხმარებლებს

მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომელიც რისკების, შეუსაბამობებისან/და ნაკლოვანების სახით გამოვლენილ იქნა განსაზღვრული აუდიტის მასშტაბიდან.

ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობააუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია 2016 წლის ფინანსური

ანგარიშგების, 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელიორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისადა ექსპლოატაციის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისმოქმედი კანონმდებლობითა და სხვა მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვრულმოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

ხელმძღვანელობის ვალდებულება ასევე მოიცავს შიდა კონტროლის სისტემისშემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა საფინანსო-ეკონომიკურისაქმიანობის პროცესის იმგვარი წარმართვისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომითან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეულ არსებით კანონშეუსაბამობებს.

აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია სახელმწიფო აუდიტისსამსახურისათვის აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე მიწოდებული ინფორმაციისსისრულესა და სისწორეზე.

აუდიტორის პასუხისმგებლობააუდიტორი პასუხისმგებელია აუდიტის ანგარიშში ასახული ფაქტობრივი

გარემოებების სისწორესა და მიზანშეწონილობაზე. აუდიტი წარიმართა უმაღლესიაუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად, რაცგულისხმობს პროფესიული ეთიკის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვას, ასევეაუდიტის დაგეგმვასა და ჩატარებას გონივრული რწმუნების მისაღებად იმის შესახებ,რომ აუდიტის ობიექტის მიერ 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი,აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის,რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში განხორციელებულისაქმიანობა არ შეიცავს მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთანარსებითი შეუსაბამობის ფაქტებს. აუდიტორული პროცედურები ჩატარდააუდიტორის პროფესიულ მსჯელობაზე დაყრდნობით, რაც მოიცავს პროცედურების

Page 9: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

9

ჩატარებას იმ შეფასებულ მნიშვნელოვან კანონშეუსაბამობების რისკებზე, რომლებიცგამოწვეულია შეცდომით.

აუდიტის ობიექტის აღწერათვითმმართველი ქალაქი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი შეიქმნა საქართველოს

პარლამენტის დადგენილებით1, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისსაფუძველზე, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისარჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელისაჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს აღმასრულებელი დაწარმომადგენლობითი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება და ბიუჯეტი.მუნიციპალიტეტი აერთიანებს 5 ადმინისტრაციულ ერთეულს, ხოლოადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზუგდიდი.

2015-2018 წლებში მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობაადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალურიპირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლებისსრულყოფას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. კულტურისა დასპორტის განვითარებას.

აუდიტის ფარგლებში შემოწმდა:

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (01 00). ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (03 00.)

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (01 00)2

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2015 წელს მუნიციპალიტეტის მიერგახარჯულია 4484.5 ათასი ლარი, რაც მთლიანი გადასახდელების 20.2% შეადგენს.2016 წელს პროგრამის დაფინანსებამ შეადგინა მთლიანი გადასახდელების 17,2% , ანუ4814.2 ათასი ლარი.

1 საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება N2205-IIს „მუნიციპალიტეტების გაყოფისა დათვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“.2 წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა, გარდა 01.00 პროგრამისა, დაფინანსებულია აგრეთვეთავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების (02.00) პროგრამის ფარგლებში. 2015-2016 წლებში 02 00 პროგრამისგადასახდელებმა 1350.2 ათასი ლარი შეადგინა.

Page 10: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

10

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანხა ძირითადად დახარჯულია შემდეგიმიმართულებებით:

მერიისა და მისი სამსახურების შენახვა. საკრებულოს აპარატის შენახვა. წინა პეროდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და

სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსურიუზრუნველყოფა.

2015 წელს მუნიციპალიტეტში სულ დასაქმებული იყო 180 თანამშრომელი,რომელთაგან 23 შტატგარეშე მოსამსახურეა. წლის განმავლობაში შრომისანაზღაურების სახით გაცემულია 2771.9 ათასი ლარი, მათ შორის, პრემია - 558.4ათასი ლარი. 2016 წელს მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა163 ერთეულამდე, მათ შორის, 16 შტატგარეშე თანამშრომელია. მუნიციპალიტეტშიშრომის ანაზღაურების სახით წლის განმავლობაში გაიცა 3129.7 ათასი ლარი, მათშორის, პრემია - 632.8 ათასი ლარი.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში „საქონლისა და მომსახურების“ მუხლიდანგაწეული სხვა ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილის სახით:

ცხრილი N1. „საქონლისა და მომსახურების“ მუხლის სხვა ხარჯები - 2015-2016 წწ. (ათასი ლარი)

2015 2016მივლინებები 8,7 9,3ოფისის ხარჯები 200,8 273,2წარმომადგენლობითი ხარჯები 16,3 18ტრანსპორტის,ტექნიკის, იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები

141,2 155,2

სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 204,3 209,2

0500

10001500200025003000

მერიისა და მისისამსახურების შენახვა

საკრებულოს აპარატისშენახვა

წინა პეროდში წარმოქმნილივალდებულებების დაფარვა

და სასამართლოსგადაწყვეტილებების

აღსრულების ფინანსურიუზრუნველყოფა

2581,6

924,4 978,5

2984,3

932,7 897,3

დიაგრამა№1. 2015-2016 წლებში ქვეპროგრამების მიხედვით თანხების ხარჯვა

2015 2016

Page 11: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

11

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების პროგრამისფარგლებში გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები

საკრებულოს წევრების ხარჯის ანაზღაურებაკრიტერიუმი: მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თავის უფლებამოსილებას

ახორციელებს უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა3. კანონმდებლობა ითვალისწინებსსაკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე მუნიციპალიტეტის საქმიანობასთანდაკავშირებული ხარჯის ანაზღაურებას. მუნიციპალიტეტი ანაზღაურებსსაკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისათვის,ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებისშესრულებისათვის ყოველთვიურად გაწეულ ხარჯებს. გამგეობის მიერ აღნიშნულიხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს საკრებულოს წევრის მიერწარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებისსაფუძველზე.

ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს პირველადი აღრიცხვისდოკუმენტი, სადაც აღინიშნება დოკუმენტის (ფორმის) დასახელება, მისი შედგენისთარიღი, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, რაოდენობა, ფასი, თანხა, სამეურნეოოპერაციაში მონაწილე მხარეთა დასახელება, დოკუმენტის სწორად გაფორმებისათვისპასუხიმგებელ პირთა ხელმოწერები და სხვა მონაცემები.4

გარემოება: მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე ხარჯების ანაზღაურებისსახით საანგარიშო პერიოდში დახარჯული თანხა, სულ შეადგენს 39.4 ათას ლარს, მათშორის, 2015 წელს - 21.7 ათასი ლარს, 2016 წელს - 17.7 ათასი ლარს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლისდადგენილებით მიღებული აქვს საკრებულოს წევრების უფლებამოსილებისგანხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯის ანაზღაურების წესი. დადგენილებისმიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და მისი ორგანოების მუშაობაში მონაწილეობისმისაღებად, ასევე თითოეული დავალების შესრულებასთან დაკავშირებით,საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) განესაზღვრათ ხარჯებისანაზღაურების ზღვრული მოცულობა 500 ლარი.

საკრებულოს თავმჯდომარის აპარატი საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა დაცალკეული დავალების შესრულების მიხედვით ადასტურებს საკრებულოს წევრების

3 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 41, პუნქტი 1.4 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერს №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიურირესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფიორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-5 მუხლი.

Page 12: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

12

ხარჯების ანაზღაურებას. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოსწევრებზე ხარჯები ანაზღაურებულია ისე, რომ მათ არ წარმოუდგენიათ ხარჯისდამადასტურებელი დოკუმენტები.

სატრანსპორტო საშუალებებიკრიტერიუმი 1: მუნიციპალიტეტს ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება საკუთარი

ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რიცხოვნობათვითმმართველობებისათვის კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის.საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დადგენილება, სადაც საბიუჯეტოორგანიზაციებში განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზღვრულიოდენობა, ავტოპარკის გადანაწილების, სატრანსპორტო საშუალებებისკლასიფიკაციისა და შესყიდვის ფორმა. ავტომანქანების ზღვრული ოდენობადამოკიდებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო რიცხოვნობაზე. მთავრობისდადგენილება თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცასაბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვიდან გამომდინარე,მიზანშეწონილია მისი შესრულება.

არსებული რეკომენდაციით, 2015-2016 წლებში ზუგდიდისმუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლადრეკომენდებული იყო 8 ავტომანქანა.

გარემოება: 2015 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამსახურებრივიუფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 8 დაიჯარით დაქირავებული 22 ერთეული ავტომანქანით. 2016 წელს მუნიციპალიტეტისარგებლობდა საკუთარი 8 და დაქირავებული 39 ავტომანქანით. აღნიშნულიავტომანქანების ექსპლუატაციისათვის, მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებულისაწვავის მოხმარების ლიმიტების შესაბამისად, 2015-2016 წლებში დახარჯულია 220.7ათასი ლარი.

ამდენად, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებისგანსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობააღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

რეკომენდაცია: მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომაღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპისგათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი სამსახურებრივი უფლებამოსილებისგანსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, სატრანსპორტოსაშუალებების კლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ. აღნიშნული წესით, რომელიც

Page 13: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

13

დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, უნდა დარეგულირდეს,სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მათზე საწვავის გაცემის ლიმიტები,სარემონტო და სხვა მოვლა-შენახვის ხარჯები. ამასთანავე, მიზანშეწონილიაშემუშავებული წესი თავსებადი იყოს მთავრობის დადგენილებასთან.

კრიტერიუმი 2: 2015-2016 წლებში გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულპირებზე შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია საწვავის ხარჯვისთვიური ლიმიტები. მიღებული წესით კონკრეტულად არიან განსაზღვრული ისპირები, რომლებმაც უნდა ისარგებლონ გამოყოფილი საწვავით.

გარემოება: მერის საქმიანობის უზრუნველსაყოფად, 2015-2016 წლებშიშესაბამისი ნორმატიული აქტით, დადგენილი იყო დიზელის თვიური ლიმიტი 600ლიტრის ოდენობით და ბენზინის თვიური ლიმიტი 200 ლიტრის ოდენობით, ხოლოსაკრებულოს თავმჯდომარისათვის - 150 ლიტრი ბენზინი და 600 ლიტრი დიზელი.აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარესარგებლობდნენ მათთვის გამოყოფილი ორივე სახის საწვავის ლიმიტით. დიზელისსაწვავის გამოყენება ხდებოდა მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისათვის,ხოლო ბენზინის, მათ პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილისთვის. 2015-2016წლებში მუნიციპალიტეტის მერის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიერგახარჯულია 13.7 ათასი ლიტრი დიზელი და 3.8 ათასი ლიტრი ბენზინი, ხოლოსაკრებულოს თავმჯდომარის მანქანებისათვის - 3.6 ათასი ლიტრი ბენზინი და 11.8ათასი ლიტრი დიზელი. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა,რომ არის შემთხვევები, როდესაც მერის მომსახურე ორივე ავტომობილში ერთსა დაიმავე დროს საწვავი ჩასხმულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

წარმომადგენლობითი ხარჯები

კრიტერიუმი 1: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, წარმომადგენლობითიხარჯი მოიცავს სტუმრის მიღების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის(პრეზენტაციები, ოფიციალური სადილები და ა.შ.), საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენა/დამზადების, სატრანსპორტომომსახურებისა და მგზავრობის, სასტუმროში მომსახურების ხარჯებს. ამასთანავემნიშვნელოვანია, რომ სტუმრების ვიზიტის მიზანი უკავშირდებოდეს უშუალოდმუნიციპალიტეტის საქმიანობას. აღნიშნული მუხლიდან ასევე შესაძლებელიადაფინანსდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტისპოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის ზრდას და სხვ.

გარემოება: 2015 წელს მუნიციპალიტეტმა საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსაფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში

Page 14: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

14

სტუმრების გამასპინძლება. ჯამში 10 პერსონის გამასპინძლებაზე გაწეულია 1.2 ათასილარის ხარჯი. კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის მუნიციპალიტეტისმოსახლეობასთან შეხვედრის ხარჯები არ შეიძლება დაფინანსებული იყოსადგილობრივი ბიუჯეტიდან, რადგან მისი საქმიანობა და მოსახლეობასთან შეხვედრაარ არის უშუალოდ დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან, მისმიზნებთან და ამოცანებთან.

კრიტერიუმი 2: საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრებს თავიანთი უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე, ევალებათ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობისმიღება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრს უწევს დამატებითი ფუნქციებისშესრულება, იღებს შესაბამის ანაზღაურებას. მერიის შესაბამისი ორგანოები უნდაუზრუნველყოფდნენ საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას

გარემოება: 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების კვებით მომსახურებაზე გახარჯულია 2.6 ათასილარი. კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირები ასრულებენ სამსახურებრივმოვალეობას, ხოლო დამატებით შესრულებული სამუშაოები, ანაზღაურებადია.შესაბამისად, არ უნდა განხორციელებულიყო „წარმომადგენლობითი ხარჯის“მუხლიდან თანხების გამოყოფა მათი კვებით უზრუნველყოფისათვის.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (03 00)ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ურბანული

განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალურიინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტისერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდასაგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე არსებულიინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდა მათ ექსპლუატაციასთანდაკავშირებული ხარჯები. გარდა ამისა, განხორციელდა ქალაქის მრავალბინიანისაცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და სახურავების, დასასვენებელი პარკებისრეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრში არსებული ტროტუარების კეთილმოწყობა და სხვ.ქალაქის ურბანული განვითარების ერთ - ერთ პრიორიტეტს ასევე წარმოადგენს გარეგანათების არსებული სისტემის მოვლა - შენახვა და ქსელის გაფართოება, სანიაღვრედა წყალარინების სისტემების მოდერნიზაცია და რეაბილიტაცია.ინფრასტრუქტურისათვის თანხები გამოიყოფა სახელმწიფო და ადგილობრივიბიუჯეტიდან.

2015 წელს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 9284.5 ათასი ლარი, რაცმუნიციპლიტეტის მთლიანი გადასახდელების 41,7% შეადგენს. 2016 წელს თანხაგანისაზღვრა 14259.7 ათასი ლარით და შეადგინა მთლიანი გადასახდელების 51%.

Page 15: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

15

აღნიშნული პროგრამიდან თანხები ძირითადად გახარჯულია შემდეგიმიმართულებებით:

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა.

კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები. სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობა. საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები და სხვ.

აღნიშნულ ღონისძებებზე 2015-2016 წლებში განაწილებული თანხებიმოცემულია დიაგრამის სახით:

დიაგრამა 2: 03 00 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 2015 წელს განხორციელდა ყინულის მოედნისმშენებლობა, თანხით - 936.6 ათასი ლარი. ასევე, ფეხბურთის სტადიონისმშენებლობისათვის 2015-2016 წლებში გამოიყო 6 656.4 ათასი ლარი.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების პრიორიტეტებისდოკუმენტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა დაექსპლუატაციის პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:

მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.

0500

1000150020002500300035004000

საგზაოინფრასტრუქტურის

მშენებლობა,რეაბილიტაცია და

მოვლა-შენახვა

კომუნალურიინფრასტრუქტურის

მშენებლობა

ქალაქ ზუგდიდისმუნიციპალიტეტის

კეთილმოწყობისღონისძიებები

სანიაღვრე არხებისმშენებლობა,

რეაბილიტაცია დაექსპლუატაცია

საკუთრებაშიარსებული აქტივების

კეთილმოწყობა

საპროექტოდოკუმენტაციისა და

საექსპერტომომსახურების

შესყიდვა

სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციოღონისძიებები

983,7

3582

1447,8

628

96,6346,2 283,5

825,5

3791,5

1992,8

812,6

22,6349,7

555

2015 წელი2016 წელი

Page 16: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

16

სკოლებთან, ჯანდაცვის და ტურისტულ ობიექტებთან მოსახლეობისმარტივად დაკავშირების ხელშეწყობა.

მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კეთილმოწყობილი და განათებული ქალაქი. ქალაქის ინფრასტრუქტურის იერსახის გაუმჯობესება. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოსახლეობის დასვენების ადგილების გაუმჯობესება და სხვ.

პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგებისშეფასების ინდიკატორებია:

რეაბილიტირებული და ახალი გზების/ხიდების რაოდენობრივიმაჩვენებლის ზრდა.

გაუმჯობესებული და კეთილმოწყობილი დასვენებისა და გართობისადგილები.

განათებული ქუჩების და საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისრაოდენობის ზრდა.

გამწვანებული და მოვლილი ტერიტორიების რაოდენობის ზრდა. მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას მუნიციპალიტეტი

ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოსმთავრობის N23 დადგენილებით განსაზღვრული წესით5. აღნიშნული ნორმატიულიაქტების მოთხონების გათვალისწინებით, განსახორციელებელი პროექტების შერჩევადა დაგეგმვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

I ეტაპი: მერიის ქალაქმშნებლობის სამსახური, არსებული პრობლემების

შესწავლის გზით ახდენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურისრეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის აუცილებლობის დასაბუთებას. სამსახური ასევეახორციელებს პრობლემების მონაცემთა ბაზის ფორმირებას შემოსული წერილებისა დამოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე. შესწავლის შედეგად სამსახური ადგენსწინადადებებს შესაძლო განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

5 „სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანდასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების დაკრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“.

Page 17: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

17

II ეტაპი: მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობის, ეკონომიკისა დაინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა დამშენებლობის სამსახურები ქალაქის მერთან და მის მოადგილეებთან ერთად ახდენენარსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას. შედეგად, შეირჩევაისეთი პროექტები, რომლებიც არსებული ფინანსური რესურსებისა და მნიშვნელობისგათვალისიწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს დასაგეგმი პერიოდისათვის.

III ეტაპი: შერჩეული პროექტები განსახილველად წარედგინება საკრებულოს,რომელიც აფასებს წარდგენილ პროექტებს და მოწონების შემთხვევაში, გამოსცემსგანკარგულებას პროექტის განსახორციელებლად შემდგომი ღონისძიებებისგატარების მიზნით.

IV ეტაპი: საკრებულოს მიერ მოწონებული პროექტები, რომელთაგანხორციელება მუნიციპალიტეტს შეუძლია საკუთარი რესურსებით,გათვალისწინებულია შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტსა და შესყიდვების გეგმაში.იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკმარისი რესურსი პროექტისგანსახორციელებლად, მიმართავს სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილსაკონსულტაციო საბჭოს განსახორციელებელი პროექტების განხილვისათვის.

V ეტაპი: დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტებისშესახებ წინადადებას ამზადებს მუნიციპალიტეტი და წერილობით მიმართავსსაქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.საქართველოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისია განიხილავსპროექტებს და წინადადების შესახებ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში,პროექტის დაფინანსების მიზნით, სახსრების გამოყოფაზე გასცემს რეკომენდაციას.

VI ეტაპი: შერჩეული პროექტი აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დაშესაბამისად, მიმდინარე წლის შესყიდვების გეგმაში.

Page 18: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

18

სქემა 1: პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვის პროცესი

განსახორციელებელი პროექტების ყოველწლიური გეგმის გარდა,მუნიციპალიტეტი ასევე ადგენს ინფრასტრუქტურის განვითრების სამწლიანსტრატეგიას, სადაც აღწერილია მომდევნო სამი წლის განმავლობაშიინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.სამოქმედო გეგმა წარედგინება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს, რომელიცაღნიშნულის საფუძველზე ახდენს რეგიონალური განვითარების სტრატეგიისსამოქმედო გეგმის შემუშავებას.

დაგეგმვის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები

ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვის ეტაპზე განსაკუთრებულიმნიშვნელობა ენიჭება, შერჩეული პროექტი მაქსიმალურად პასუხობდესმოსახლეობის საჭიროებებს. შესაბამისად, სათანადოდ განხორციელებულიმოსახლეობის აზრის გამოკვლევა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მათი პირველირიგის საჭიროებების გამოვლენას. მერია ვალდებულია მშენებლობის პროცესიდაგეგმოს ისე, რომ შესყიდულმა სამუშაოებმა სრულად უზრუნველყოს არსებულიპრობლემების გადაწყვეტა.

მოსახლეობის ჩართულობა პრიორიტეტების არჩევაშიკრიტერიუმი: მუნიციპალიტეტის ორგანოები და მუნიციპალიტეტის

ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მოქალაქეთამაქსიმალური ჩართულობა მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში და

• არსებული პრობლემების შესწავლაI

ეტაპი:

• მერია არჩევს მიმდინარე წელს განსახორციელებელპროექტებს

IIეტაპი:

• საკრებულო განიხილავს და იწონებს შერჩეულ პროექტებსIIIეტაპი:

• პროექტები განიხილება სამხარეო საკონსულტაციოსაბჭოსთან

IVეტაპი:

• მერი დასაფინანსებელი პროექტის შესახებ წერილობითმიმართავს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა

და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

Vეტაპი:

• შერჩეული პროექტი აისახება მუნიციპალიტეტისბიუჯეტში და შესაბამისად, მიმდინარე წლის შესყიდვების

გეგმაში.

VIეტაპი:

Page 19: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

19

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისმიზნით, განახორციელონ სათანადო ღონისძიებები. აღნიშნული ხელს შეუწყობსმოსახლების პირველი რიგის საჭიროებების გამოვლენას და გადაწყვეტილებათამიღების პროცესის გამჭვირვალობას.

თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ -ერთი ფორმაა საერთო კრების ჩატარება. დასახლების საერთო კრებისუფლებამოსილებაა განიხილოს განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტისბიუჯეტში მათ ასახვამდე და წარადგინოს დასაბუთებული შენიშვნები დაწინადადებები.

გარემოება: ჩატარებული აუდიტორული პროცედურებით გამოვლინდა, რომარსებული პრობლემების გამოკვლევას ახდენს მერიის შესაბამისი სამსახური, რაცგამოიხატება ინფრასტრუქტურული ობიექტების ადგილზე დათვალირებით დამოქალაქეებიდან შემოსული განცხადებების შესწავლით. განსახორციელებელიპროექტების შესარჩევად მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია დასახლების საერთოკრება. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია იმით,რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია 2015-2016 წლებში არ იყო დაყოფილიადმინისტრაციულ ერთეულებად. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულერთეულებად დაყოფა განხორციელდა 2017 წლის 7 აპრილს.

მუნიციპალიტეტი ვერ ადასტურებს, არსებული პრაქტიკით რამდენადუზრუნველყოფს კონკრეტულ ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტებისარჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურჩართულობას.

რეკომენდაცია: მუნიციპალიტეტმა განსახორციელებელიინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის პროცესში მაქსიმალურადუზრუნველყოს მოსახლეობის ჩართულობა, გამოიყენოს თვითმმართველობისგანხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები. აღნიშნულიხელს შეუწყობს ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას და ინფრასტრუქტურულიპროექტების დაგეგმვა-განხორციელებას პრიორიტეტულობის პრინციპიდანგამომდინარე.

ინფრასტრუქტურის განვითარების სამწლიანი გეგმაკრიტერიუმი: საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აგვისტოს N1750

განკარგულების მიხედვით, ინფრასტრუქტურის განვითარების სამწლიანი გეგმაუნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

Page 20: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

20

პროექტის/აქტივობის დასახელება; მოსალოდნელი შედეგი; პროექტის/აქტივობის განხორციელების ადგილი; პროექტის/აქტივობის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო(ებ)ი (მითითებით:

სახელმწიფო ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები, დონორ(ებ)ისდაფინანსება და კერძო სექტორის დაფინანსება);

პროექტის/აქტივობის ხანგრძლივობა და პროგრესი; პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო; პროექტის მოკლე აღწერა/შენიშვნა.

გარემოება: 2015 წელს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა და სამხარეოსაკონსულტაციო საბჭოს წარუდგინა 2015-2017 წლების ინფრასტრუქტურულიღონისძიებების სამწლიანი გეგმა. დოკუმენტში ასახულია ბიუჯეტითგათვალისწინებული „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია დაექსპლოატაციის“ პროგრამაში შემავალი ქვეპროგრამების ფარგლებში გასაწევიგადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლები. გეგმა არ მოიცავს საკუთარი სახსრებითგანსახორციელებელი კონკრეტული პროექტების და აქტივობების დასახელებას დააღწერას. ინფრასტრუქტურის განვითარების სამწლიან გეგმაში წარმოდგენილიაინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვა საშუალოვადიან პერსპექტივაში.შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გეგმა იყოს კონკრეტული და დეტალურადმოიცავდეს დაგეგმილი პროექტების აღწერას. იმ შემთხვევაში, თუ მასშიკონკრეტულად არ არის მითითებული განსახორციელებელი ღონისძიებები, გეგმა არპასუხობს დასახულ მიზანს.

რეკომენდაცია: მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურის სამწლიანი გეგმისშემუშავებისას, დაგეგმოს საკუთარი სახსრებით განსახორციელებლი კონკრეტულიპროექტები, სადაც აღწერილი იქნება პროექტის დასახელება, განხორციელებისადგილი, აქტივობის ხანგრძლივობა და მისი შემდგომი განვითარება. აღნიშნულიხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარების გრძლევადიანი სტრატეგიისშემუშავებას და განხორციელებას.

ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვამიმწოდებლების შერჩევა ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში

მუნიციპალიტეტი ახორციელებს შერჩეული ინფრასტრუქტურულიპროექტების შესყიდვას სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად.შემსყიდველი ორგანიზაცია დადგენილი მონეტარული ზღვრების გათვალისწინებით,

Page 21: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

21

არჩევს შესყიდვის საშუალებას და იწყებს სათანადო პროცედურების ჩატარებასშესყიდვის ორგანიზებისათვის. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ტენდერის ანგამარტივებული შესყიდვის გზით. სახელმწიფო შესყიდის ტენდერითგანხორციელების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი აწესებს პირობებს, რომლებიცუშუალოდ არ უკავშირდება კავშირში არ არის კონკრეტული საქონლის/სამუშაოსხარისხთან, ღირებულებასთან და მოცულობებთან, ამავდროულად, შესაძლოაიწვევდეს კონკურენციის შეზღუდვას. კერძოდ, ყველა ტენდერში მოთხოვნილიამიმწოდებლების მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ერთნაირი ტიპისსამუშაოებზე დაფიქსირებული იყოს ერთი და იგივე ფასი, ასევე ზოგიერთშემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილია პერსონალის ან ფირმისისეთი გამოცდილება, რომლის აუცილებლობაც მუნიციპალიტეტის მიერ არ არისსათანადოდ დასაბუთებული.

მუნიციპალიტეტში მიმწოდებლების შერჩევის პროცესი ორგანიზებულია ისე,რომ სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული პირობები შესაძლებელია ხელსუშლიდს კონკურენტული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვნად ზღუდავდესპოტენციური მიმწოდებლების რიცხვს. ასევე, აღნიშნულის შედეგად შესაძლებელიამოხდეს დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია და საბიუჯეტოსახსრების არაეკონომიური ხარჯვა.

ქალაქ ზუგდიდში გარე განათების ქსელისა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისრეაბილიტაციის სამუშაოები

კრიტერიუმი: სამშენებლო სამუშაოების ელექტრონული ტენდერის მეშვეობითშესყიდვის შემთხვევაში, „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისასზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ შესახებსაქართველოს მთავრობის N55 დადგენილების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდშემსყიდველ ორგანიზაციაზე, რომელმაც უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული წესითშესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას, ხოლოელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებული არ არის ტენდერშიხარჯთაღრიცხვის წარდგენისას გაითვალისწინოს ამავე დადგენილებისმოთხოვნები.

აღნიშნული დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებამიმწოდებლებისათვის სავალდებულოა მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის დროსხარჯთაღრიცხვის შედგენისას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებისელექტრონული ტენდერით შესყიდვისას, პრეტენდენტები ვაჭრობის შედეგადაფიქსირებენ საბოლოო ფასს, რომლის მიხედვითაც დგება შესყიდვის ობიექტის

Page 22: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

22

ხარჯთაღრიცხვა. მნიშვნელოვანია, რომ პრეტენდენტების მიერ შედგენილიდაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა შეესაბამებოდეს მათ მიერ დაფიქსირებულსაბოლოო ფასს, ხოლო ხარჯთაღრიცხვის ცალკეულ პუნქტში დაფიქსირებულიერთეულის ღირებულებების განსაზღვრა მიმწოდებლის უფლებაა.

გარემოება 1: 2016 წლის თებერვალში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმაგამოაცხადა შესყიდვა 57 ქუჩის გარე განათების ქსელის მოწყობაზე, სავარაუდოღირებულებით 700.7 ათასი ლარი. აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილეობდა ორიპრეტენდენტი: შპს „აკაენერჯი“, რომელმაც საბოლოო ფასად დააფიქსირა 645.5 ათასილარი, და შპს „ემჯი ჯგუფი“, საბოლოო თანხით - 560.6 ათასი ლარი. სატენდეროკომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს შემდეგიმიზეზების გამო:

1. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, მიმწოდებელს წარმოდგენილხარჯთაღრიცხვაში გეგმური მოგება და ზედნადები ხარჯები არ ჰქონდადათვლილი „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადებიხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მიხედვით. კერძოდ,მიმწოდებელს გეგმური მოგების განსაზღვრისას, პირდაპირი ხარჯებისა დაზედნადები ხარჯების ჯამისათვის უნდა გამოეკლო მოწყობილობებისღირებულება და მასზე დაერიცხა არა უმეტეს 8%-ისა.

2. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აუცილებელი მოთხოვნა იყო,მიმწოდებელს ხარჯთაღრიცხვაში ერთნაირი ტიპის სამუშაოებზედაეფიქსირებინა ერთი და იგივე ფასი. შპს „ემჯი ჯგუფის“ მიერ ატვირთულხარჯთაღრიცხვის ზოგიერთ მუხლში ერთნაირ სამუშაოებზე დაფიქსირებულიიყო სხვადასხვა ღირებულება, რამაც გამოიწვია სატენდერო კომისიის მიერზემოაღნიშნული პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიცირება.

შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას,საქართველოს მთავრობის N55 დადგენილება - „სამშენებლო სამუშაოებისსახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრისწესი“, მუნიციპალიტეტმა უნდა გამოიყენოს სავარაუდო ღირებულებისგაანგარიშებისათვის, ხოლო მიმწოდებელი უფლებამოსილია დამოუკიდებლადგანსაზღვროს სავარაუდო ღირებულების ფარგლებში ზედნადები ხარჯების დაგეგმური დაგროვების ნორმები. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მიმწოდებელსხარჯთაღრიცხვაში გეგმური მოგების ნორმა არ ჰქონდა გაანგარიშებული აღნიშნულირეგლამენტის მიხედვით, არ შეიძლებოდა გამხდარიყო პრეტენდენტისდისკვალიფიცირების მიზეზი.

Page 23: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

23

საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, მიმწოდებელს შესაძლოა ერთი დაიმავე სამუშაოს ღირებულება ჰქონდეს განსხვავებული და შესაბამისად,ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს იდენტურ სამუშაოზე დაფიქსირდეს სხვადასხვაფასი. სამუშაოების ელექტრონული ტენდერით შესყიდვისას, პრეტენდენტივალდებულია წარმოადგინოს საბოლოო ფასის მიხედვით დაზუსტებულიხარჯთაღრიცხვა, ხოლო თითოეულ პუნქტში ერთეულის ღირებულების განსაზღვრამისი პრეროგატივაა. თავის მხრივ, შემსყიდველი ორგანიზაცია ამოწმებსპრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ვაჭრობის შედეგადდაფიქსირებული ღირებულების შესაბამისობას და არ არის უფლებამოსილი ჩაერიოსსამუშაოების ერთეულის ფასების განსაზღვრაში.

შესაბამისად, თუ მერია სატენდერო დოკუმენტაციით ერთსა და იმავესამუშაოებზე არ მოითხოვდა იდენტური ფასის დაფიქსირებას, ქალაქ ზუგდიდში 57ქუჩის გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულებას გააფორმებდაშპს „ემჯი ჯგუფთან“, რომელმაც ვაჭრობის შედეგად გამარჯვებულ პრეტენდენტზე84.9 ათასი ლარით ნაკლები ფასი დააფიქსირა.

გარემოება 2: 2016 წლის 13 ივლისს ზუგდიდის მერიამ გამოაცხადა შესყიდვაქალაქში კორპუსების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სავარაუდოღირებულებით 619.4 ათასი ლარი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,მიმწოდებელი ვალდებული იყო ერთნაირ სამშენებლო სამუშაოებზე ან მიწოდებულსაქონელზე ხარჯთაღრიცხვის ყველა პუნქტში ერთი და იგივე ფასი დაეფიქსირებინა.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პრეტენდენტმა, რომელთაგან ყველაზედაბალი ფასი დააფიქსირა შპს „ბელამ“ - 566.0 ათასი ლარი. სატენდერო კომისიამმოახდინა აღნიშნული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რადგან მან ერთ-ერთსატრანსპორტო საშუალებაზე ვერ წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულება დახარჯთაღრიცხვაში იდენტურ სამუშაოებზე სხვადასხვა ფასი ჰქონდადაფიქსირებული. აღნიშნულ პრეტენდენტზე ერთი ლარით მეტი ფასი დააფიქსირაშპს „კოლხიდამ“, რომელიც ტენდერიდან მოიხსნა იმის გამო, რომ ერთნაირსამშენებლო სამუშაოებზე/საქონელზე, ხარჯთაღრიცხვის სხვადასხვა პუნქტშიდაფიქსირებული ჰქონდა განსხვავებული ფასი. საბოლოოდ, მერიამ გამარჯვებულადგამოაცხადა შპს „ხომერიკი და კომპანია“ რომლის წინადადების ღირებულება იყო619.4 ათასი ლარი.

საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, მიმწოდებელს შესაძლოა ერთი დაიმავე სამუშაოს ღირებულება ჰქონდეს განსხვავებული და შესაბამისად,ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს იდენტურ სამუშაოზე დაფიქსირდეს სხვადასხვაფასი. სამუშაოების ელექტრონული ტენდერით შესყიდვისას, პრეტენდენტივალდებულია წარმოადგინოს საბოლოო ფასის მიხედვით დაზუსტებული

Page 24: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

24

ხარჯთაღრიცხვა, ხოლო თითოეულ პუნქტში ერთეულის ღირებულების განსაზღვრამისი პრეროგატივაა. თავის მხრივ, შემსყიდველი ორგანიზაცია ამოწმებსპრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ვაჭრობის შედეგადდაფიქსირებული ღირებულების შესაბამისობას და არ არის უფლებამოსილი ჩაერიოსსამუშაოების ერთეულის ფასების განსაზღვრაში.

მერიის სატენდერო მოთხოვნამ ერთსა და იმავე სამუშაოებზე იდენტურიფასების დაფიქსირებასთან დაკავშირებით, შეზღუდა მიმწოდებლების უფლებადამოუკიდებლად განსაზღვროს ერთეულის ღირებულებები. შედეგად,არასათანადოდ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, გარე განათებისქსელის მოწყობის სამუშაოებზე მერიამ ხელშეკრულება გააფორმა იმ პრეტენდენტთან,რომლის ფასიც 84.9 ათასი ლარით აღემატებოდა კონკურენტის მიერ დაფიქსირებულღირებულებას. ასევე ბინების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებზე ხელშეკრულებაგაფორმდა იმ პრეტენდენტთან, რომლის შემოთავაზებაც 53.4 ათასი ლარით უფროძვირი იყო კონკურენტის ფასზე.

ანდრია დადიანის სახელობის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებიკრიტერიუმი: მუნიციპალიტეტი თითოეული შესყიდვის განხორციელებისას

სატენდერო დოკუმენტაციით მოითხოვს სამუშაოების შესასრულებლად საჭიროტექნიკურ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდესპრეტენდენტი. სატენდერო მოთხოვნების მიზანია, შემსყიდველმა ორგანიზაციამმიიღოს ისეთი ხარისხის სამუშაოები, რომელიც მას ჰქონდა დაგეგმილი. შესაბამისად,მუნიციპალიტეტის მიერ პრეტენდენტების მიმართ განსაზღვრული სატენდერომოთხოვნები უნდა გამომდინარეობდეს სამუშაოს შესრულების სირთულიდან, იყოსობიექტური და სამართლიანი.

გამოვლენილი გარემოება: 2015 წლის მაისში, გამარტივებული ელექტრონულიტენდერის საშუალებით, გამოცხადდა ანდრია დადიანის სახელობის სკვერისკეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, სავარუდო ღირებულებით - 250.8 ათასილარი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერით გათვალისწინებულისამუშაოების შესასრულებლად პრეტენდენტს მოეთხოვებოდა შესაბამისი პროფილისკვალიფიციური თანამშრომლები და ასევე, პროფესიონალი მოქანდაკე. შესყიდვებშიმონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა, ი/მ ჯუმბერ ჯიქიამ, რომელმაც სრულადდააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები და ხელშერულება გაუფორმდა 250.8 ათასლარზე.

ხელშეკრულების მიხედვით, დადიანის სახელობის სკვერის კეთილმოწყობისსამუშაოები მოიცავდა:

დემონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოებს; მიწის სამუშაოებს და სანიაღვრე სისტემის მოწყობას;

Page 25: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

25

წყალმომარაგებას და სარწყავ სისტემას; ელექტრომომარაგებას და განათებას; მოედნის კეთილმოწყობას; მცირე არქიტექტურული ფორმის სკამებისა და მაგიდების მოწყობას.

მიმწოდებელმა სამუშაოები სრულად გადასცა ქვეკონტრაქტორს შპს „მგმ - ს“,თანხით 222.9 ათასი ლარი.

აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერი მტკიცებულება იმისა,თუ რატომ განისაზღვრა აუცილებელ პირობად თანამშრომელთა შორის მოქანდაკისარსებობა. სატენდერო მოთხოვნამ შესაძლოა გამოიწვია ის, რომ ტენდერი ჩატარდაუკონკურენტო გარემოში - მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა დაარ მომხდარა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების შემცირება. თავის მხრივ,კონკურენტული გარემოს შექმნა ხელს უწყობს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისკლებას და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

ხელშეკრულებების შესრულება და კონტროლიინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის ხელშეკრულების

გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლები იწყებენ პროექტების განხორციელებას.მუნიციპალიტეტს უფლება აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისშესრულებაზე კონტროლი განახორციელოს ნებისმიერ დროს, რისთვისაც შექმნილიაინსპექტირების ჯგუფი. ინსპექტირების ჯგუფი ახორციელებს მიწოდების ვადების,სამუშაოს მოცულობებისა და ხარისხის კონტროლს. გაფორმებული ხელშეკრულებებიითვალისწინებს შესრულებული სამუშაოების საექსპერტო კვლევას, ასევე ზოგიერთშემთხვევაში, ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარმოდგენას.

წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისმიმდინარეობის პროცესში დანერგილი კონტროლის მექანიზმები, ყველა შემთხვევაშივერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სათანადო ხარისხისა დამოცულობის სამუშაოების მიღებას. სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესშიგამოვლინდა, რომ არსებული კონტროლის სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს:

სათანადო ხარისხის სამუშაოების მიღებას; ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების დადგენას; საგარანტიო ვადაში დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების

გამოვლენას და შემდგომ რეაგირებას.

Page 26: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

26

ქ. ზუგდიდში ყინულის მოედნის მოწყობის სამუშაოები

კრიტერიუმი: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებისშესახებ” საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების მიხედვით, კონკრეტულიობიექტის დამპროექტებელ არქიტექტორს არა აქვს უფლება განახორციელოს ამავეობიექტზე სამშენებლო საქმიანობის ექსპერტის ფუნქციები6.

გარემოება: ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 28 მაისს გამოაცხადატენდერი გამსახურდიას გამზირზე, N10-ში ყინულის მოედნის საბოლოო ეტაპისსამშენებლო სამუშაოებზე, სავარაუდო ღირებულებით - 914.5 ათასი ლარი. ტენდერშიგამარჯვებულად გამოცხადდა შპს „გილანი XXI“, რომელსაც გაუფორმდახელშეკრულება, ღირებულებით - 835 ათასი ლარი7. საბოლოოდ სამუშაოებიდასრულდა 2015 წლის 18 დეკემბერს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამშეადგინა 816.1 ათასი ლარი.

ყინულის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინა შპს „ზუგდიდმშენექსპერტიზამ“.შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ექსპერტიზა განახორციელა შპს„ზუგდიდექსპერტიზამ“.8 წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომსაბოლოოდ, შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობდნენუშუალოდ ის პირები, რომლებმაც შეადგინეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაცია. შედეგად, დაირღვა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა დასანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებითგანსაზღვრული მოთხოვნები.

კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარიქონების სათანადო მოვლა-პატრონობა და ქონების ექსპლუატაციის პროცესიგანახორციელოს ისე, რომ საკუთარი ქმდებით ან უმოქმედობით ზიანი არ მიადგესმუნიციპალურ საკუთრებას.

გარემოება: ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყინულის მოედნის გადახურვამოწყობილია გუმბათოვანი ფორმის ორმაგი ჰერმეტული მემბრანით. ყინულისმოედანი შიგნიდან აღჭურვილია გადახურვის დაცვის სპეციალური სისტემით.აღნიშნული სისტემა თოვლის მოსვლის შემთხვევაში უზრუნველყოფს გადახურვის

6 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 მარტის N57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვოპირობების შესახებ“, მუხლი 22.7 2015 წლის ხელშეკრულება N 112.8 შპს „ზუგდიდექსპერტიზის“ დირექტორი ფლობს შპს „ზუგდიდმშენექსპერტიზის“ 30%-იან წილს.

Page 27: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

27

გათბობას, რის შედეგადაც ხდება თოვლის საფარის დადნობა და სახურავისნალექისგან გათავისუფლება.

2016 წლის იანვარში მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ყინულისმოედნის გადახურვის ჩაფუშვის შესახებ. პასუხისმგებელი პირის განმარტებით,გადახურვა დაფარული იყო დიდი მოცულობის თოვლით, ხოლო გათბობის სისტემამ,რომელსაც უნდა მოეხდინა ნალექის დადნობა, ვერ უზრუნველყო სახურავისსათანადოდ გათბობა და მემბრანული გადახურვის თოვლის საფარისგანგათავისუფლება. მუნიციპალიტეტმა ასევე, ვერ უზრუნველყო ნაგებობის თოვლისგანგაწმენდის სამუშაოების ჩატარება და მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეფუშა ყინულისმოედნის გადახურვა ნგრევის თავიდან აცილების მიზნით. ჩაფუშვის შედეგადდაზიანდა როგორც გადახურვის მასალა, ასევე კონსტრუქციის შიგნით არსებულიობიექტები.

2016 წლის 30 აგვისტოს მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება9

სახურავის ჩაფუშვის შედეგად დაზიანებული ყინულის მოედნის სარეაბილიტაციოსამუშაოებისთვის, საერთო ღირებულებით - 154.1 ათასი ლარი. ხელშეკრულებისფარგლებში 152.8 ათასი ლარი დაიხარჯა დაზიანებული ობიექტების აღსადგენად,ხოლო 1.3 ათასი ლარით გადახურვას დაემატა ისეთი ელემენტები, რომლებიცამარტივებს სახურავის თოვლისგან გაწმენდას იმ შემთხვევაში, თუ შიდა გათბობისსისტემამ ვერ უზრუნველყო სახურავზე თოვლის საფარის დადნობა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია საკითხი იმის შესახებ, თურამ გამოიწვია ყინულის მოედნის დაზიანება: არასწორმა დაგეგმვამ, სამუშაოებისარასათანადო შესრულებამ თუ ობიექტების არასწორმა ექსპლოატაციამ. შესაბამისად,არც ღონისძიებები გაუტარებია პასუხისმგებელი პირების მიმართ. მიზანშეწონილია,მერიამ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და გაატაროს კანონმდებლობითგათვალისწინებული ღონისძიებები.

ანდრია დადიანის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებიკრიტერიუმი: სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის თანახმად,

სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაციის შესაბამისად. სამუშაოების მოცულობა, ღირებულება და შინაარსიშესაძლოა შეიცვალოს მხარეებს შორის სათანადო შეთანხმებით. მუნიციპალიტეტივალდებულია კონტროლი დააწესოს ხელშეკრულების შესრულების პროცესზე დაუზრუნველყოს მიღებული საქონლის/მომსახურების ან შესრულებული სამუშაოებისმოცულობის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ასევე,მუნიციპალიტეტმა საქონლის/მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვის პროცესი უნდა

9 2016 წლის N154 ხელშეკრულება.

Page 28: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

28

განახორციელოს ისე, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების ხარჯვა მოხდესრაციონალურად და ეკონომიურად.

გარემოება: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს ხელშეკრულებაგააფორმა ანდრია დადიანის სახელობის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებზე,ღირებულებით 250.8 ათასი ლარი10. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბეტონისსკამები და მაგიდები უნდა მოპირკეთებულიყო ბუნებრივი გრანიტის ქვის 30 მმსისქის ღია ნაცრისფერი ფილებით. აუდიტის ჯგუფის მიერ მუნიციპალიტეტისწარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომმაგიდები და სკამები მოპირკეთებულია 20 მმ სისქის ღია ნაცრისფერი ფილებით,ნაცვლად 30 მმ სისქისა. აღნიშნული სამუშაო, თანხით 5.7 ათასი ლარი,დადასტურებულია როგორც ექსპერტიზის, ასევე ინსპექტირების ჯგუფის მიერ დაშესაბამისად, ანაზღაურებულია.

გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით, მოედნის კეთილმოწყობა 150 კვ. მ-ზეუნდა განხორციელებულიყო 30 მმ სისქის ბუნებრივი გრანიტის მოწითალო ფილებით,საერთო ღირებულებით - 19.2 ათასი ლარი. ხელშეკრულებაში შესული ცვლილებისშედეგად, ფილების სისქე შემცირდა 20 მმ-მდე. მიუხედავად ფილების სისქისშემცირებისა, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს აუნაზღაურა 30 მმ სისქისფილებისათვის განსაზღვრული თანხა - 19.2 ათასი ლარის ოდენობით. აუდიტისჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმის შესახებ, თუროგორ განსაზღვრა მუნიციპალიტეტმა დასაგები ფილების ღირებულება დაუცვლელად უნდა დარჩენილიყო თუ არა ერთეულის ფასი, ფილების სისქისშემცირების პირობებში.

მრავალასართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოებიკრიტერიუმი 1: 2015 წლის 6 ოქტომბერს მუნიციპალიტეტმა N163

ხელშეკრულება გააფორმა შპს „პროგრესი 2008-სთან“. ხელშეკრულებაითვალისწინებდა ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავისრეაბილიტაციის შესყიდვას. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელმასამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების დატექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, დროულად დახარისხიანად. სამუშაოების სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადაშეადგენს 5 წელს, რომლის განმავლობაშიც რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, თუდადგინდება, რომ აღნიშნული ხარვეზი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით,მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 7 დღეში აღმოფხვრასუხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით გამოწვეული ნაკლოვანებები.

10 2015 წლის N117 ხელშეკრულება.

Page 29: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

29

გარემოება: შპს „პროგრესი-2008-სთან“ გაფორმებული ხელშეკრულებისფარგლებში უნდა განხორციელებულიყო ქ. ზუგდიდში, სტალინის ქუჩის N5-ში დაჩიქოვანის ქუჩის N40/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების სახურავებისრეაბილიტაცია.

2017 წლის 26 აპრილს აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთანერთად დაათვალიერა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულისამუშაოები. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩიქოვანის ქუჩის N40/2-შიმდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტირებული სახურავი,რომლის შეკეთებაშიც გადახდილია 61.7 ათასი ლარი, ნაწილობრივ დაზიანებულია დაწვიმის დროს წყალი აღწევს საცხოვრებელ სახლებში.

სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 22თებერვალს. სამუშაოების სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადაშეადგენს 2021 წლის 22 თებერვლამდე პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოებიდაზიანებული იყო აუდიტის მიმდინარეობისას, შემსყიდველს არ მიუმართავს, ხოლომიმწოდებელს არ გამოუსწორებია გამოვლენილი ხარვეზები.

ამრიგად 61.7 ათასი ლარის გადახურვის სამუშაოები ნაწილობრივდაზიანებულია საგარანტიო ვადაში. მიუხედავად ამისა, გამოვლენილინაკლოვანებები აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისათვის არ არის გამოსწორებული.აუდიტის სამსახურის საკითხით დაინტერესების შემდგომ, მერიამ მიმართამიმწოდებელს აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რის შედეგადაც 2017წლის ივნისში განხორციელდა დაზიანების შეკეთება.

სურათი N1. ჩიქოვანის ქუჩა N40/2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნალექის ჩამოსვლისშედეგად დაზიანებული ჭერი

კრიტერიუმი 2: მუნიციპალიტეტსა და შპს „პროგრესი 2008-ს“ შორის 2015 წლის6 ოქტომბერს გაფორმებული N163 ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელსა დაშემსყიდველს შორის საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული

Page 30: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

30

სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის შესახებ აკრედიტებული საექსპერტოორგანიზაციის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

გარემოება: მიმწოდებელმა წარმოადგინა შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის მიერგაცემული ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის მიხედვით, მიმწოდებელს საექსპერტოორგანიზაციისთვის არ დაუკვეთავს შესრულებულ სამუშაოთა ხარისხის შემოწმება.დოკუმენტში წარმოდგენილია მხოლოდ ინფორმაცია ფაქტობრივად შესრულებულისამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომმიმწოდებელს არ წარმოუდგენია ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებულისამუშაოების ხარისხის დამადასტურებელი ექსპერტიზა, მას მაინც აუნაზღაურდასამუშაოების ღირებულება სრულად, 138.4 ათასი ლარის ოდენობით.

ქ. ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული მიწისქვეშა გადასასვლელისსარეაბილიტაციო სამუშაოები

კრიტერიუმი: 2015 წლის 29 ივლისს მუნიციპალიტეტმა N141 ხელშეკრულებაგააფორმა ი/მ გოჩა ქირათელიძესთან, რომელიც ითვალისწინებდა რუსთაველისქუჩაზე განთავსებული მიწისქვეშა გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების სრულფასოვანიფუნქციონირების საგარანტიო ვადა შეადგენდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან 5 წელს, რომლის განმავლობაშიც რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაშითუ დადგინდება, რომ აღნიშნული ხარვეზი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით,მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 20 დღეში აღმოფხვრასუხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით გამოწვეული ნაკლოვანებები.

გარემოება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ რუსთაველის ქუჩაზე მდებარემიწისქვეშა გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გადახდილია 124.6 ათასილარი. სამუშაოების ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომმინამაგნეზიტის ფილით შესრულებული ჭერის მოწყობის სამუშაოები,ღირებულებით 4.5 ათასი ლარი, დაზიანებულია. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტიგაფორმდა 2015 წლის 19 ოქტომბერს, შესაბამისად, სამუშაოების საგარანტიო ვადაგანისაზღვრა 2017 წლის 19 ოქტომბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოებსგააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, შემსყიდველს არ მიუმართავს, ხოლომიმწოდებელს არ გამოუსწორებია გამოვლენილი ხარვეზები. აუდიტის სამსახურისმიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ივნისშიმოახდინა არსებული დაზიანების შეკეთება.

Page 31: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

31

სურათი N2. რუსთაველის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის სარეაბილიტაციოსამუშაოები

ქალაქ ზუგდიდში ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოებიკრიტერიუმი: სამუშაოების შესყიდვისას შესრულებული სამუშაოები უნდა იყოს

ხარისხიანი, მისგან მიღებული შედეგი დადებითად უნდა აისახებოდესმოსახლეობაზე და გონივრულ პერიოდში შესაძლებელი უნდა იყოს ამ შედეგითსარგებლობა.

ობიექტის დაზიანება შესაძლებელია გამოწვეული იყოს შესრულებულისამუშაოების უხარისხობით ან არასწორი ექსპლუატაციის (ვანდალიზმის) შედეგად.უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების მიზნით, მიმწოდებელთანგაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოებისსაგარანტიო ვადას. აღნიშნულ პერიოდში შემსყიდველს შეუძლია მიმწოდებელსმოსთხოვოს ხარვეზების გამოსწორება მისივე ხარჯებით. ობიექტის არასწორიექსპლუატაციის (ვანდალიზმის) შედეგად დაზიანების შემთხვევაში, შემსყიდველიორგანიზაცია ვალდებულია გაატაროს კანონით გათვალისწინებული შესაბამისიღონისძიებები.

გარემოება: 2015 წელს მუნიციპალიტეტმა გააფორმა N145 ხელშეკრულება ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტროტუარების სარეაბილიტაციოსამუშაოების შესყიდვისთვის. შესრულებული სამუშაოების სრულფასოვანიფუნქციონირების საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს. საგარანტიო ვადის გასვლამდერაიმე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ აღნიშნულიგამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრასგამოლენილი ხარვეზები. ხელშეკრულება სხვა სამუშაოებთან ერთადითვალისწინებდა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე გზის ორივე მხარეს და თეატრის

Page 32: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

32

ქუჩის მონაკვეთზე მილკვადრატების მოწყობას ბეტონში და მასზე ბაგირის გაჭიმვას,ღირებულებით - 13.7 ათასი ლარი.

2017 წლის 20 აპრილს, აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტისწარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ტროტუარის მოწყობის სამუშაოები.დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო მილკვადრატებზეგაჭიმული ბაგირის სამუშაოები, რომლის შესრულებაშიც მუნიციპალიტეტსგადახდილი აქვს 13.7 ათასი ლარი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნულიგამოწვეულია მოსახლეობის არასათანადო მოპყრობის შედეგად.

იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზები გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებულისამუშაოებით (ობიექტს გააჩნია მოქმედი საგარანტიო ვადა), მერიას უნდა მიემართამიმწოდებლისათვის დაზიანების გამოსწორების მიზნით, ხოლო ვანდალიზმისდადასტურების შემთხვევაში, გაეტარებინა შესაბამისი სამართლებრივიღონისძიებები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდაცია: მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვისასდანერგოს/განახორციელოს კონტროლის პროცედურები, რომლებიცუზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას იმის შესახებ, თუ რამდენადხარისხიანად შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულისამუშაოები. რეგულარულად განახორციელოს შესყიდული სამშენებლო ობიექტებისმდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, გაატაროსსათანადო ღონისძიებები არსებული ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრისმიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდული ობიექტების გამართულფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისმიწოდებას ხარვეზების გარეშე.

2016 წლის ფინანსური ანგარიშგების პირობითი მოსაზრების საფუძვლებისახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თვითმმართველი ქალაქ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსურიაუდიტი. აუდიტის ობიექტის ფინანსური ანგარიშგების ფორმები, რომლებზეც გაიცააუდიტორული მოსაზრება, მოიცავს:

1. ბალანსს.2. ანგარიშს - ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით.3. ანგარიშს - არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ.4. ანგარიშს - ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების

შესახებ.5. ანგარიშს - წმინდა ღირებულების შესახებ.

Page 33: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

33

6. ანგარიშს - არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობისშესახებ.

7. ანგარიშს - მიზნობრივი დაფინანსებისა და მიზნობრივი გრანტების შესახებ.8. ანგარიშს - არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ.9. ანგარიშს - არასაოპერაციო შემოსავლებისა და არასაოპერაციო ხარჯების

შედეგად ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებების შესახებ.10. ინფორმაციას - არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე.11. ინფორმაციას - ანგარიშებზე რიცხულ დებიტორულ დავალიანებათა შესახებ.12. ინფორმაციას - ანგარიშებზე რიცხულ კრედიტორულ დავალიანებათა შესახებ.13. ინფორმაციას - დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში.14. ინფორმაციას კრედიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ

ჭრილში.აუდიტის ჯგუფი არ გამოთქვამს მოსაზრებას 2016 წლის ფინანსურ

ანგარიშგებაში წარმოდგენილი საწყისი ნაშთების სისწორეზე.

მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებითა და საკუთრებასთანდაკავშირებული სხვა შემოსავლებით

გარემოება. 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქალაქ ზუგდიდისმუნიციპალიტეტს ერიცხება საიჯარო ქირის მიუღებელი თანხა, სულ 12.5 ათასილარი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის N1321 ბრძანებით დამტკიცებულიინსტრუქციით11, ანგარიშზე „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით დასაკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით”, აღირიცხება გადასახადებთანდა საკუთრების სხვა შემოსავლებთან დაკავშირებით წარმოქმნილი მოკლევადიანიმოთხოვნები. მიუღებელი საიჯარო ქირა მუნიციპალიტეტის მიერ არ არისაღრიცხული ბუღალტრულად და შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ფინანსურანგარიშგებაში.

გავლენაo ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა N1) „მოთხოვნები დარიცხული

ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვაშემოსავლების“ მუხლი შემცირებულია 12.5 ათასი ლარით.

მოთხოვნები აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებითგარემოება. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2016 წლის დასაწყისში ერიცხება

მიმწოდებლებისათვის12 ავანსის სახით გადარიცხული დებიტორული დავალიანება

11„ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზემყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.12 2015 წლის ხელშეკრულებები NN 174, 177.

Page 34: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

34

989.73 ათასი ლარი, რომელიც წარმოდგენილი არ არის ფინანსური ანგარიშგებისშესაბამის მუხლში.

გავლენა

o ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა N1) მუხლი - „მოთხოვნებიაქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდები“, წლის დასაწყისისათვისშემცირებულია 989.73 ათასი ლარით.

სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნებიგარემოება. სხვადასხვა პროექტის დაფინანსებისთვის ააიპ-ებზე გადარიცხულია

თანხები. 2016 წლის დასაწყისში აღნიშნული თანხაა 6.98 ათასი ლარი, ხოლო 2016წლის ბოლოს - 19.0 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოდგენილი არ არის „სხვა დანარჩენიმოკლევადიანი მოთხოვნების“ მუხლში.

გავლენა

o ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა N1) „სხვა დანარჩენიმოკლევადიანი მოთხოვნების“ მუხლი წლის დასაწყისისათვის შემცირებულია6.98 ათასი ლარით, ხოლო წლის ბოლოსათვის შემცირებულია 19.0 ათასილარით.

დაუმთავრებელი ძირითადი აქტივებიგარემოება 1. მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში

შეისყიდა სამუშაოები, რომლებიც არ დასრულებულა მიმდინარე წელს და მოხდამათი მიღება-ჩაბარების თარიღის გადავადება მომდევნო წლისათვის. 2017 წლის 1იანვრისათვის 182.4 ათასი ლარის13 ღირებულების სამუშაოები ფინანსურანგარიშგებაში ნაცვლად „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების“ მუხლისა,წარმოდგენილია „შენობა-ნაგებობების“ შესაბამის მუხლებში.

გავლენა

o ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა N 1 და ბალანსის დანართი ფორმაN 5) „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლის ნაშთი წლის ბოლოსათვისშემცირებულია 182.4 ათასი ლარით.

o ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა N 1; ბალანსის დანართი ფორმა N2-1, ფორმა N5) „შენობა-ნაგებობების“ შესაბამისი მუხლები გაზრდილია 182.4ათასი ლარით.

გარემოება 2. 2016 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა 345.5 ათასი ლარისისეთი საპროექტო მომსახურების შესყიდვა, რომელთა პროექტითგათვალისწინებული სამუშაოები არ განხორციელდა ან მოხდა სამუშაოების

13 2016 წელი- ხელშეკრულება N182, N189.

Page 35: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

35

გადავადება, საპროექტო მომსახურების ღირებულება ნაცლად „შენობა-ნაგებობების“მუხლისა, წარმოდგენილი უნდა იყოს „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“მუხლში.

გავლენა

o ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა N1, ბალანსის დანართი ფორმა N5)„დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლი შემცირებულია 345.5 ათასილარით, ხოლო იმავე თანხით გაზრდილია „შენობა-ნაგებობების“ მუხლი.

საქონლისა და მომსახურების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებებიგარემოება. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტს 2016 წლის

დასაწყისში ერიცხება საქონლის/მომსახურების მიწოდებით დარიცხულიკრედიტორული დავალიანება 0.21 ათასი ლარი, ხოლო 2016 წლის ბოლოსათვის - 4.77ათასი ლარი. აღნიშნული ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია 790.4 ათასილარით.

გავლენა

o ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა N1) „საქონლისა და მომსახურებისმიწოდებით დარიცხული ვალდებულებების“ მუხლი წლის დასაწყისშიშემცირებულია 0.21 ათასი ლარით, ხოლო წლის ბოლოსათვის გაზრდილია785.6 ათასი ლარით.

აქტივების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებებიგარემოება. მუნიციპალიტეტს 2016 წლის დასაწყისში ერიცხება აქტივების

მიწოდებით დარიცხული ვალდებულებები 912.1 ათასი ლარი, ხოლო წლის ბოლოს -928.1 ათასი ლარი. აღნიშნული ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი არ არის„აქტივების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებების“ მუხლში.

გავლენა

o ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა N1) „აქტივების მიწოდებითდარიცხული ვალდებულებების“ მუხლი წლის დასაწყისში შემცირებულია 912.1ათასი ლარით, ხოლო წლის ბოლოსათვის - 928.1 ათასი ლარით.

სხვა საქონელი და მომსახურებაგარემოება 1: 2015 წელს საკრებულოს დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილებისგანხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი14.წარმოდგენილი დოკუმენტაციით, 2016 წელს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს წევრებს ხარჯის ანაზღაურების სახით (ხარჯის დამადასტურებელი

14 საკრებულოს დადგენილება N11, 2015 წლის 6 თებერვალი.

Page 36: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების

36

დოკუმენტების წარდგენის გარეშე) სულ მიღებული აქვთ 17.7 ათასი ლარი.აღნიშნული თანხა კლასიფიცირებულია „სხვა დანარჩენი საქონლისა დამომსახურების“ მუხლში. რადგან ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არისწარმოდგენილი, ვერ დგინდება, რომელი მუხლით უნდა აღირიცხოს გაწეულიდანახარჯი.გავლენა

o ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - დანართი ფორმა N2, N3) „სხვა დანარჩენისაქონლისა და მომსახურების“ მუხლი გაზრდილია 17.7 ათასი ლარით.

გარემოება 2: 2016 წელს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლისგანშეისყიდა ბანერი და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები, ღირებულებით -7.4 ათასი ლარი. ბანერი, თანხით 2.1 ათასი ლარი, წარმოდგენილია „არაფინანსურიაქტივის“ შესაბამის მუხლში, ხოლო „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურებისმუხლში“ წარმოდგენილია სრული 7.4 ათასი ლარი, ნაცვლად - 5.3 ათასი ლარისა.

გავლენაo ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - დანართი ფორმა N2, N3) „სხვა დანარჩენი

საქონლისა და მომსახურების“ მუხლი გაზრდილია 5.3 ათასი ლარით.

აუდიტის დასკვნასახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, გარდა იმ შესაძლო გავლენისა,

რომელსაც მოახდენდა პირობითი დასკვნის გაცემის საფუძველში მოცემულისაკითხები, წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება 2017 წლის 1 იანვრისმდგომარეობით, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შესაბამისობაშიამოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან:

„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6თებერვლის N70 ბრძანებულება;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა დაადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფიორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქცია“.

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრულიანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის2008 წლის 16 აპრილის N364 ბრძანება.

Page 37: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 38: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 39: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 40: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 41: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 42: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 43: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 44: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 45: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 46: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 47: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 48: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 49: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 50: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 51: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 52: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 53: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 54: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 55: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 56: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 57: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების
Page 58: N46/36 - SAO · ~v a m t k i c e b” ადგილობრივითვითმმართველიერთეულების