sainformacio biuleteni #8 - civics.ge kakheti region .pdf · 2018-07-26 · 4 e...

4
sainformacio biuleteni #8

Upload: others

Post on 10-Jul-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: sainformacio biuleteni #8 - Civics.Ge Kakheti region .pdf · 2018-07-26 · 4 e პედაგოგათა ფორუმი 2014 წლის 3 მაისს თბილისში,

sainformacio biuleteni #8

Page 2: sainformacio biuleteni #8 - Civics.Ge Kakheti region .pdf · 2018-07-26 · 4 e პედაგოგათა ფორუმი 2014 წლის 3 მაისს თბილისში,

b i u l e t e n i2სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სტუმრად პატარა ჩაილურის სკოლაში

გავაზის კლუბის წარმატება

გავაზის საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია სკოლაში დედაენის დღისა და სიყვარულის დღის აღსანიშნავად ატარებს საქველმოქმედო კონცერტს, რომლიდან შემოსული თანხაც სხვადასხვა სოციალური მიმართულებით ნაწილდება, გასულ წელს სამოქალაქო კლუბი საბავშვო ბაღს დაეხმარა, ხოლო წელს ღონისძიება მიეძღვნა თანასოფლელი სოციალურად დაუცველი, განსაკუთრებული საჭიროები მქონე ადამიანს, რომელსაც არ ქონდა ეტლი. ბავშვებმა დაიწყეს მზადება საქველმოქმედო კონცერტისთვის, დაამზადეს ბილეთები და გაყიდეს, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხით კი მოამზადეს ტკბილეული რომელიც კონცერტზე სიმბოლურ ფასად გაყიდეს. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ბავშვებმა Facebook - ის გვერდზე დააანონსეს საკუთარი ინიციატივა, როელსაც მოულოდნელად სპონსორი

გამოუჩნდა საამშენებლო კომპანია არქი ჯგუფის სახით, რომელმაც საქველმოქმედო ღონისძიებაზე ეტლი მოიტანა საჩუქრად იმ ბენეფიციარისთვის, რომლის დასახმარებლადაც იმართებოდა კონცერტი. არქი ჯგუფის ამ ინიციატივას დამსწრე საზოგადოება ოვაციით შეხვდა. ღონისძიებიდან სამოქალაქო კლუბმა გამოიმუშავა სულ 551 ლარი და 25 თეთრი. ვინაიდან ბენეფიციარისთვის ეტლი უკვე მიიღეს, ქველმოქმედებით შეგროვილი თანხა ბავშვებმა გადაწყვიტეს ამავე სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასური გადაიხადონ წინასწარ. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრებოდა. ღონისძიების უსაფრთხოებას კი პოლიციის ჯგუფი აკონტროლებდა, რომელიც სამოქალაქო კლუბის მიერ იქნა მოწვეული, უსაფრთხების ნორმების დასაცავად.

5 მაისს პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მოგეხსენებათ იგი გახლავთ ამ სკოლის კურსდამთავრებული და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სამოქალაქო განათლების კლუბმა გადაწყვიტა მისი მოწვევა სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდნენ პატარა ჩაილურის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის და ზოგადად სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე მოწვეული იყვნენ მეზობელი სოფლის (დიდი ჩაილური) სკოლის მოსწავლეები, მუნიციპალიტეტის გამგებელი და რესურსცენტრის ხელ მძღვანელი. შეხვედრაზე პირველ ეტაპზე განხორციელდა სამოქალაქო განათლების კლუბის საქმიანობის პრეზენტაცია, ბ.ნ -მა უჩამ მოინახულა სამოქალაქო კლუბის ოთახი და დეტალურად გაეცნო საკლუბო მუშაობას. შემდგომ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა სახალხო დამცველის ფუნქცია - მოვალეობანი, ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაციული კანონი, დევნლითა და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, გენდერული თანასწორობა და ა.შ. ბავშვებმა სახალხო დამცველს დაუსვევ ასევე პირადი კითხვები, მაგ: როგორ მიაღწია წარმატებას და სამომავლო გეგმები.შვედრის ბოლოს სახალხო დამცველმა ბავშვებს წარმატებები უსურვა „გისურვებთ, რომ არასდროს მოგემართოთ, როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც თქვეენი მეგობარი და თანასოფლელი“ - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს უჩა ნანუაშვილმა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მანანა ცუცქირიძემ კლუბის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის, წევრებს კი წარმატებები უსურვა სწავლასა და საქამიანობაში. შეხვედრა ორგანიზებულ იქნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი ჰარმონია, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

Page 3: sainformacio biuleteni #8 - Civics.Ge Kakheti region .pdf · 2018-07-26 · 4 e პედაგოგათა ფორუმი 2014 წლის 3 მაისს თბილისში,

b i u l e t e n i 3

კაჭრეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეები 27-28 აპრილს ადგილობრივ ხელისუფლებას, დაეხმარნენ გამწვანების აქციაში და მონაწილეობა მიიღეს, სოფელში მარადმწვანე ნარგავების დარგვაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მათ თავის მხრივ 15 ნერგი გადასცა, სკოლის ეზოს გასამწვანებლად, რომლის დარგვაც 29 აპრილს განხორციელდა.

ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც 170 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის კახეთის 56 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელები - ლია ბაზიერაშვილი, მანანა ცუცქირიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აკაკი ნათალიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი იმედა კევლიშვილი, ნატოს საინფორმაციო ცენტრის კუთხის ხელმძღვანელი ერეკლე როსებიშვილი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის წარმომადგენელი ეკა ობოლაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები: მაია ფურცხვანიძე და ლიკა იმერლიშვილი, თელავის ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი მაია დათუნაშვილი, თელავის უნივერსიტეტის ლექტორი მათე ჯავახიშვილი ასევე მედიის წარმომადგენლები: თელავის ტელეკომპანია თანამგზავრის, ვებ პორტალი ლოკალ ინფოს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს სამსახური. დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პროექტის სამწლიანი მუშაობის თვლადი შედეგები, ხოლო თავად სკოლების წარმომადგენლებმა კონკრეტული წარმატებული შედეგების პრეზენტაციები გააკეთეს საუკეთესო კლუბის მაგალითი წარმოადგინა აფენის #1 საჯარო სკოლამ, მცირე გრანტის წარმატებული მაგალითი წარმოადგინა: თელავის #1-მა სკოლამ და სოფ. ყარაჯლის სკოლამ, გადაწყევტილება წარმოადგინა გავაზისა და საქობოს სკოლებმა, ფორუმის შედეგები აჩვენეს ახმეტისა და საგარეჯოს გუნდებმა, სოციალური მედიის კომპონენტში მიღწეული წარმატება წარმოადგინეს კონკურსში გამარჯვებულმა პირველ ადგილოსნებმა თელავის #1 სკოლის მოსწავლეებმა გიგა თეგერაშვილმა და თაკო ძულიაშვილმა ხოლო პედაგოგთა ფორუმის რეგიონალურმა კოორდინატორმა ზეინაბ კაკალაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგთა ფორუმის მიერ განხორციელებული შედეგები და მიღწევები, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ვარდისუბნის სკოლის დირექტორი - მანანა ბახტურიძე და ისაუბრა დირექტორების სახელით პროექტის შესახებ, ასევე სიტყვით გამოვიდა თელავის საკრებულოს იურისტი და ბავშვებთან და პროექტთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა ასევე გურჯაანის #2 სკოლის მოსწავლემ ანზორ ჯავახიშვილმა და მიმოიხილა ბანაკებში მიღებული გამოცდილება და მისი დადებითი გავლენა ახალგაზრდებზე. შეხვედრის ბოლოს PH ის წარმომადგენელმა მანანა ყუბანეიშვილმა გამოაცხადა ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული კლუბების ვინაობა და გადასცა შესაბამისი სერთიფიკატები.

16.05.2014

სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს მასშტაბით, გამარჯვება მოიპოვეს თელავის #1 სკოლის მოსწავლეებმა გიგა თეგერაშვილმა და თამარ ძულიაშვილმა. ნომინაციებში: თამარ ძულიაშვილი - ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი, გიგა თეგერაშვილი - ბუნების დამცველი. ბავშვებმა დაიკავეს პირველი ადგილი და საჩუქრად მიიღეს პლანშეტური კომპიუტერები.

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება კახეთში

გამწვანება კაჭრეთის სკოლაში

ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები

Page 4: sainformacio biuleteni #8 - Civics.Ge Kakheti region .pdf · 2018-07-26 · 4 e პედაგოგათა ფორუმი 2014 წლის 3 მაისს თბილისში,

b i u l e t e n i4პედაგოგათა ფორუმი

2014 წლის 3 მაისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში”, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა ჩატარდა.კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 350-მა პედაგოგმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. სტუმრები გაეცნენ სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს, მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი, ბ-ნი სტივენ ჰეიკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე.ქალბატონმა მარინა უშვერიძემ ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საქმიანობაზე და შედეგებზე.სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობაზე ისაუბრა ქალბატონმა ნინო ბესელიამ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის თავმჯდომარემ. სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების განვითარების შესახებ ისაუბრა ბატონმა ნიკოლოზ სილაგაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების დეპარტამენტის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა. პედაგოგების პროფესიული განვითარების განახლებული სქემა გააცნო ფორუმის მონაწილეებს ქალბატონმა მანანა რატიანმა, პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა.სტუმრებმა და მონაწილეებმა დაათვალიერეს სამოქალაქო კლუბების საქმიანობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.ფორუმის მონაწილე პედაგოგები, მათი ინტერესების გათვალისწინებით, დაესწრნენ სემინარებს, რომელთა სადისკუსიო თემები იყო: სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების გამოყენება (ფასილიტატორები: ნინი ბესელია, ნონა ფიფია), გენდერული განზომილება თანამედროვე მოქალაქის აღზრდაში (ფასილიტატორი: ნინო გოგოლაძე), დებატები, მიზანი თუ საშუალება (ფასილიტატორები: თეა ლობჟანიძე, მარი აბულაძე), სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამები (ფასილიტატორი: ნიკო სილაგაძე).კონფერენციის დასასრულს წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სამოქალაქო განათლების ფორუმის საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი გადაეცა თერთმეტი რეგიონის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგს. ასევე, დასახელდნენ სხვა ნომინაციებში გამარჯვებული პედაგოგები - სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე, წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგი, სიგელი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის და სიგელი ნოვატორი პედაგოგისათვის. კახეთში დაჯილდოვდნენ ნომინაციებში:წლის საუკეთესო პედაგოგი - ველისციხის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ნანა ნიკოლაშვილისაუკეთესო კლუბის მეურვე - საქობოს სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მანანა გეჯაძე წარმატებული პედაგოგი - მთვარისა ჯანგიძედამატებით ნომინაცია, ადგილობრივ ბიზნესთან და მთავრობასთან თანამშრომლობით საზოგადოებისთვის სასარგებლოო საქმიანობაში შეტანილი წვლილი, გადაეცა აფენის #1 სკოლის დირექტორსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს თამარ ცქიფურიშვილს.

დედამიწის დღესთან დაკავშირები სამოქალაქო კლუბის მეცხრე კლასელმა მოსწავლებმა პატარა მეგობრებისათვი ჩაატარეს გაცნობითი ხასიათის საუბრები.მისი მიზანი იყო მომავალი თაობებისათვის შეეხსენებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ გარემოს დაცვა ,სადაც იზრდებიან და ვითარდებიან.დამზადდა მათვის გასაგებ ენაზე პლაკატები და სამახსოვრო ბროშურები. ასევე მიეწოდა მათ ინფორმაცია 22 აპრილს დედამიწის საათის მნიშვნელობის შესახებ. პატარებმა ინტერესით მიიღეს იგი და გამოთქვეს სურვილ მასში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

დედამიწის დღე გურჯაანის მე-4 სკოლაში