saqartvelos teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqartvelos teatris, musikis,...

56
saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi kargareTelis #6

Upload: others

Post on 21-Sep-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo

muzeumi – xelovnebis sasaxle

angariSi – 2015

Tbilisi

kargareTelis #6

Page 2: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

1

Gg a m o f e n e b i

Page 3: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

2

კუკური მეტრეველის ფოტო-გამოფენა

2014 წლის 24 თებერვალს, ხელოვნების სასახლეში, თბილისში პირველად ჯავახეთისადმი

მიძღვნილი კუკური მეტრეველის ფოტო-გამოფენა „მთვარე მზიანი ჯავახეთი“გაიხსნა. ჯავახეთის

ისტორიული წარსულისა და რეგიონში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი

ასეთი მასშტაბური ექსპოზიცია დამთვალიერებელს მანამდე არ უხილავს.

ხელოვნების სასახლის დავით არსენიშვილის და ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საგამოფენო

დარბაზებში წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფ კუკური მეტრეველის მიერ წლების განმავლობაში

შექმნილი უნიკალური ფოტოკოლექცია. 160 ძვირფასი ფოტო დღეს ისტორიული წარსულის ამსახველი

უნიკალური მასალაა რადგან ფოტო-ობიექტივით დაფიქსირებულმა ბევრმა ისტორიულმა ძეგლმა დღეს

სახე იცვალა.

Page 4: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

3

Page 5: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

4

ფიროსმანისა და პიკასოს ორიგინალები ხელოვნების სასახლეში

15 მარტს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინიციატივით, ნიკო

ფიროსმანიშვილის მირზაანის სახლმუზეუმიდან ხელოვნების სასახლეში გადმოტანილ იქნა ფიროსმანის

15 ორიგინალი. აღნიშნული კოლექცია, თბილისში 1978 წლის შემდეგ არ გამოფენილა. საყურადღებოა ისიც,

რომ პირველად, ნიკალას ორიგინალებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ესპანელი მხატვრისა და

სკულპტორის პაბლო რუის ი პიკასოს მიერ 1972 წელს შექმნილი ფიროსმანის უნიკალური გრაფიკული

პორტრეტი.

გარდა სახვითი ხელოვნების ნიმუშებისა, ხელოვნების სასახლემ წარმოადგინა, მსოფლიოს სხვადასხვა

ქვეყანაში განხორციელებული ფიროსმანის პერსონალური გამოფენების აფიშები.

Page 6: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

5

ვერნერ რუდიგერის პერსონალური გამოფენა

15 აპრილს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლეში, თანამედროვე გერმანელი

მხატვრის ვერნერ რუდიგერის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

მხატვარი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში, ქმნის საქართველოს

ისტორიული ძეგლების სრულ კოლაჟს. ემოციებისა და შთაბეჭდილებების ტილოზე გადატანის მთავარი

მაპროვოცირებელი კი მისი 1980იან წლებში საქართველოში მოგზაურობაა.

ვერნერ რუდიგერმა მოინახულა და ტილოზე აღბეჭდა როგორც დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე

არსებული მნიშვნელოვანი ეკლესია-მონასტრები, ასევე ტაოკლარჯეთში შემორჩენილი ქართული უნიკალური

ისტორიული ძეგლები.

ექსპოზიცია 40 ნამუშევრისაგან შედგებოდა და 1 კვირა გაგრძელდა.

Page 7: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

6

rusudan fetviaSvilis personaluri gamofena

‘netar arian mSvidobismyofelni’

25 აპრილს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში, რუსუდან ფეტვიაშვილის

პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ‘ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი’ გაიხსნა. გამოფენა მამის,

მოქანდაკე ვახტანგ ფეტვიაშვილის ხსონვნას მიეძღვნა.

ხატვის გამორჩეული სტილით რუსუდან ფეტიაშვილმა მსოფლიო ბავშვობიდანვე აალაპარაკა. ხატვა 2 წლისამ

დაიწყო. 6 წლის ასაკში თბილისში მისი პირველი გამოფენა მოეწყო, რასაც მოჰყვა მოსკოვი, ვენა, ბუდაპეშტი,

მადრიდი, ლონდონი, აშშ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მხატვარს დამსახურებული ადგილი უკავია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ

გამოცემულ წიგნში- ‘XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი’. მისი მონაწილეობით შეიქმნა

წმინდა სამების დიდ საკათედრო ტაძარში დაბრძანებული უდიდესი წმინდა ოთხთავის უნიკალური

ხელნაწერის ეგზემპლიარი. მის მიერ ილუსტრირებულ ‘ვეფხისტყაოსანს’ ‘უსიტყვო პროზასაც’ უწოდებენ.

ხელოვნების სასახლეში ექსპოზიცია 2 კვირა გაგრძელდა, რის შემდეგაც ნამუშევრები საფრანგეთში კერძოდ

კი პარიზსა და სანტროპეში გამოიფინა.

Page 8: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

7

dadianebis saganZuri xelovnebis sasaxleSi

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების

სასახლეში სამეგრელოს მთავართა-დადიანების სასახლიდან გადმოტანილი უნიკალური საგანძურის

გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიცია უნიკალური იყო მისი ვიზუალური მახასიათებლებითა და მსოფლიო მნიშვნელობით.

ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სამაგიდო მოწყობილობა, ნიკო დადიანის სასახლისეული ფაიფურის

ჭურჭელი, ფრაჟეს შანდლები, გრავიურები, საომარი იარაღი დავით დადიანის უნიკალური კოლექციიდან-

ხმლები, დამბაჩები, სატევარა, დადიანების დინასტიის საოჯახო ფოტოები და სხვა.

განსაკუთრებულ ყურადღება დაიმსახურა ნაპოლეონ I-ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბმა, რომელიც

ანატომიის პროფესორმა, ფრანჩესკო ანტომარკმა 1833 წელს პარიზში ჩამოასხმევინა. აღსანიშნავია, რომ

ნიღაბი საქართველოში სალომე დადიანი-მიურატის მეშვეობით აღმოჩნდა.

დადიანების სასახლიდან გადმოტანილი საგანძური ხელოვნების სასახლეში 3თვე, ხოლო საფრანგეთის

იმპერატორის ნიღაბი 1 თვე იყო განთავსებული.

Page 9: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

8

G germaneli mxatvrebi kavkasiaSi

20 ივლისს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლეში გამოფენა ‘გერმანელი

მხატვრები კავკასიაში’ გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა XIX საუკუნის გერმანელი მხატვრების ფრიდრიხ ფრიშის, ფრანც

კრიუგერის, პაულ და ჰელენ ფონ ფრანკენების ტილოები, რომლებიც კავკასიის ბევრი ქალაქისა თუ სოფლის

პეიზაჟებს გადმოგვცემენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ხელოვანთა ნამუშევრები მხატვრულ

ღირებულებასთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებს წარმოადგენენ, რამდენადაც XIX

საუკუნის საქართველოს და აქ განვითარებულ მრავალ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასა თუ პიროვნებას

ასახავენ.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 თვე გაგრძელდა.

Page 10: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

9

5 სექტემბერს, 19 საათზე, ხელოვნების

სასახლეში, კულტურის სამინისტროსა და ბაია

გალერეას მხარდაჭერით ირაკლი ფარჯიანის

პერსონალური გამოფენა „მარკოზისა და იოანეს

სახარება“ გაიხსნა.

მხატვრის ოჯახის ინიციატივითა და

სურვილით, პირველად საქართველოში,

ხელოვნების სასახლეში „სახარების“ ირაკლი

ფარჯიანის ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

ფარჯიანის მიერ, გასული საუკუნის 80-იან

წლებში შესრულებული ხელნაწერი წიგნი

„იოანეს და მარკოზის სახარება“ თანამედროვე

ქართული ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს

წარმოადგენს, რომელიც უკვე XX საუკუნის

კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური

ძეგლია.

შუასაუკუნეების ხელნაწერი წიგნების

მსგავსად, ფარჯიანისეული სახარება

გაფორმებულია ილუსტრაციებით,

თავსართებისა და ბოლოსართების დეკორით,

რომელიც კანონიკური იკონოგრაფიითა და

მისი საავტორო ინტერპრეტაციით,

ერთდროულად ტრადიციულიცაა და

ნოვატორულიც.

Page 11: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

10

26 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში თეოდორ შალიაპინის ფოტო გამოფენა

გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანის მოღვაწეობისა და პირადი

ცხოვრების ამსახველი ფოტო-მასალა. მეოცე საუკუნის რუსი საოპერო მომღერალი

ძლიერი და მოქნილი ბასის და მომაჯადოვებელ სასცენო თამაშის წყალობით,

ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს შემსრულებლად ითვლება. მას ხშირად

ხელოვნების ამ დარგში ბუნებრივი თამაშის დამკვიდრება მიეწერება.

Page 12: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

11

10 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,

ხელოვნების სასახლეში იოსებ სუმბათაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნლი გამოფენა

გაიხსნა. ექსპოზიციაზე წაროდგენილი იყო მხატვრის მიერ შექმნილი კინოსა და

თეატრისათვის შექმნილი ესკიზები, ასევე მედეა ჯაფარიძისათვის შექმნილი ჯულიეტას

კოსტუმი სპექტაკლიდან ‘რომეო და ჯულიეტა’. ხელოვნების სასახლის, ხელოვნების

მუზეუმის, არჩილ გელოვანისა და ალექსანდრე ბაგრატიონის პირად კოლექციებში დაცულ

ნამუშევრებს ხელოვნების სასახლის საექსპოზიციო სივრცემ ერთი კვირის განმავლობაში

უმასპინძლა.

Page 13: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

12

25 დეკემბერს, პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლის საექსპოზიციო

სივრცეში. ქართული მულტიპლიკაციის 170-ზე მეტი უნიკალური ესკიზი გამიფინა.

საახალწლო პროგრამის ფარგლებში, მოზარდებს საშუალება აქვთ ისარგებლონ

საგანმანათლებლო პროგრამითაც, რაც თავის მხრივ ბავშვებისათვის ქართული

ანიმაციის საწყისების გაცნობასა და შთაბეჭდილებების ფურცელზე გადმოტანას

გულისხმობს.

Page 14: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

13

2015 წლის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

მხარდაჭერით, სასახლეში ფუნქციონირებდა ოთხი სახის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი.

’ქართული ტანსაცმელი’,

‘ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები’

‘მხატვრის როლი თეატრსა და კინოში’

‘ქართული ანიმაცია’

‘საახალწლო ცოცხალი ბარათები

saganmanaTleblo proeqtebi

Page 15: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

14

Page 16: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

15

ხელოვნების სასახლეში მე-19-20 საუკუნეების მიჯნის საახალწლო მისალოცი ბარათების

უნიკალური კოლექცია ინახება. გადმოცემის მიხედვით მათ ბედნიერების მოტანა შეეძლოთ-

ზოგი ხორაგს და სიმდიდრეს დაგაბედებდა, ზოგი წარმატებას და სიყვარულს გაუწყებდა, ზოგიც

კი დაუვიწყარ სიხარულს და სიკეთეს გაჩუქებდა! ამიტომ ასეთ მისალოცებს ძველ

საქართველოში ცოცხალ ბარათებს ეძახდნენ, ისინი მართლაც ცოცხლები იყვნენ, რადგან

ადამიანების საუკეთესო გრძნობებსა და სურვილებს დაატარებდნენ!

ხელოვნების სასახლემ ძველი ტრადიცია აღადგინა და საახალწლოდ სკოლის მოსწავლეთათვის

ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. პატარებს საოცარი თავგადასავალი ელოდებათ. მათ

საშუალება ეძლევათ მუზეუმში დაცული უძველესი მისალოცი ბარათების ასლები საკუთარი

ხელით შექმნან, გააცოცხლონ ეს ლამაზი ტრადიცია და საყვარელ ადამიანებს შობა-ახალი წელი

ცოცხალი ბარათებით მიულოცონ

Page 17: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

16

vaxtang Wabukianis saiubileo saRamo

27თებერვალს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში

ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის, ბალეტმეისტერისა და სახალხო

არტისტის ვახტანგ ჭაბუკიანის საიუბილეო საღამო გაიმართა. საზოგადოებას საშუალება

ჰქონდა ხელოვნის შემოქმედების ამსახველი უნიკალური კადრები ენახა. სპეციალურად ამ

დღისათვის ჭაბუკიანის სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა სპეკტაკლიდან რამოდენიმე

კომპოზიცია შეასრულეს.

RonisZiebebi

Page 18: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

17

‘mandarinebi’-s SemoqmedebiTi jgufi xelovnebis

sasaxleSi

4 მარტს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს

ხელოვნების სასახლის ორგანიზებით ხელოვნების სასახლეში ოსკარზე ნომინირებული

ფიმის ’მადარინები’-ს შემოქმედებითი ჯგუფის მიღება გაიმართა.მოეწყო პრესკონფერენცია

და ფოტოგამოფენა. კითხვა-პასუხის რეჟიმში მთავარი როლის შემსრულებლის მიშა მესხისა

და რეჟისორის ზაზა ურუშაძის მხრიდან მოხდა დოლბის თეატრში 87-ე ცერემონიალზე

მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება.

RonisZiebebi

Page 19: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

18

iakob tripolskis bareliefi xelovnebis sasaxlis

ukvdavTa baRSi

7 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,

ხელოვნების სასახლეში იაკობ ტრიპოლსკისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გაიმართა.უკვდავთა ბაღში ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილ ბარელიეფი გაიხსნა. გარდა

ამისა, მოეწყო ფოტოგამოფენა, ნაჩვენები იყო როგორც ტრიპოლსკის პირადი ფოტომასალა,

ასევე კინოსა და მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობის ამსახველი კადრები.სტუმრებს

საშუალება ჰქონდათ ეხილათ მსახიობის შესრულებული როლებიდან ორი კოსტიუმი.

RonisZiebebi

Page 20: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

19

Oomar kelaptriSvilis biusti xelovnebis sasaxlis

ukvdavTa baRSi

4 მაისს, 17 საათზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში

საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილისადმი მიძღვნილი

ღონისძიება გაიმართა.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ხელოვანის ბიუსტის გაiხსნა. შეკრებილმა

საზოგადოებამ გაიხსენა ვირტუოზის შემოქმედება და მისი დამსახურებას ქვეყნის

წინაშე.

Page 21: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

20

Gguram lorTqifaniZis bareliefi xelovnebis

sasaxlis ukvdavTa baRSi

6 მაისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების

სასახლეში საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის,

გურამ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ხელოვანის ბარელიეფის გაიხსნა. ხელოვანის

მეგობრებმა გაიხსენეს მსახიობის შემოქმედება და მოღვაწეობა.

RonisZiebebi

Page 22: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

21

7 ივნისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების

სასახლეში საქართველოს დამსახურებული არტისტის, ზეიკო ბოცვაძისადმი

მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში, კულტურის სამინისტროს

წარმომადგენლებთან ერთად, ხელოვანის ბარელიეფის გაიხსნა.

26 ივნისს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში,

სახალხო არტისტის, გიული ჭოხონელიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება

‘ცხოვრების ფურცლები’ გაიმართა. საღამო ჩატარდა კომპანია ‘სევეეთის’

ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და თბილისის მერიის

კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. მუზეუმს საჩუქრად

ანთიმოზ ივერიელისა და ბაგრატიონის კინო-კოსტიუმები გადაეცა.

zeiko bocvaZis bareliefi

giuli WoxoneliZis biusti

Page 23: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

22

‘veneras axali dabadeba’

2015 წლის დასაწყისში ხელვონების სასახლემ გრანდიოზული არტეფაქტის პრეზენტაცია

მოაწყო.

ბუხარი "ვენერა" გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია და

დამზადებულია რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატების მიერ ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ

იაკობის ძე ლისოვსკის საქვეყნოდ განთქმულ ქარხანაში. ბუხარი თავდაპირველად

განთავსებული იყო იამანიძის ქუჩაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში,

რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გრაფ ოლდენბურგს ეკუთვნოდა.

ხელოვნების ნიმუშს მკვლევარმა, ვანო ჯახუამ, 2014 წლის 9 ივლისს მიაკვლია და მუზეუმის

ადმინისტრაციას აცნობა. ბუხრის განსაკუთრებული ეროვნული და მხატვრული

ღირებულებიდან გამომდინარე, მუზეუმის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურის და

ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა, მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო

უნიკალური ნივთის დემონტაჟი და მისი სამუზეუმო სივრცეში გადმოტანა. აღნიშნული

პროცესი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკის და

იუსტიციის სამინისტროების, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით.

Page 24: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

23

დავით არსენიშვილის ძეგლის საზეიმო გახსნა

4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,

ხელოვნების სასახლეში მუზეუმის დამაარსებლის დავით არსენიშვილის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.

დაბადებიდან 110 წლის იუბილის აღსანიშნავად მონუმენტი მოქანდაკე დადა არსენიშვილმა შექმნა,

ხოლო ფინანსური მხარდაჭერა მუზეუმს მზრუნველთა საბჭოს წევრმა გია ბაძღაძემ გაუწია. მრავლი

ეროვნული მნიშვნელობის საქმესთან ერთად განსაკუთრებულია დავით არსენიშვილის ღვაწლი

უნიკალური სიძველეთსაცავის შექმნასა და გადარჩენაში. 1927 წელს მან თანამოაზრეებთან ერთად

500 სამუზეუმო ექსპონატით, რომელიც მის პირად საკუთრებას წარმოადგენდა ამიერკავკასიაში

პირველი თეატრალური მუზეუმი დააარსა.

ღონისძებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე,

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, არსენიშვილის ახლო

ნათესავი სამხატვრო აკადეემიის პროფესორი ნანა იაშვილი და ქართული ინტელიგენციისა და

სამეცნიერო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ.

Page 25: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

24

ფრანგული პრესის LE FIGARO-s

წარმომადგენლებმა ხელოვნების სასახლისშესახებ სტატიები „Le Point“, „IDEAT“, „The

Good Life“ და „GALA “.- ში გამოაქვეყნეს

ტურიზმის ეროვნული სააგენტოსხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძესტუმრად ხელოვნების სასახლეში

4 მაისს, ხელოვნების სასახლეს მეუფე ნიკოლოზი, ხალხური შემოქმედების მუზეუმის დირექტორისმოადგილე ხელოვნებათმცოდნე ნინო ყიფშიძე და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და

ქორეოგრაფიის სახლემწიფო მუზეუმის დამაარსებლის, დავით არსენიშვილის შთამომავალი ნანა იაშვილიესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი მუზეუმის დამაარსებლის დავით არსენიშვილის 120 წლისთავის

იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო.

Page 26: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

25

18 ივნისს, ხელოვნების სასახლეს, გერმანიის

კულტურის ატაშე ქრისტოფერ ფრონცეკი და

კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის

კოორდინატორი თეა ვარდოსანიძე ესტუმრნენ.

გერმანელი მხატვრების (Paul Von Franken, Franz

Kruger, Fhridrikh Frish, Irina Shtenberg) ნამუშევრების

დათვალიერების შემდგომ სტუმრებმა

დაათვალიერეს სასახლეში წარმოდგენილი

სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატი, რომლებიც ხაზს

უსვამენ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან

კულტურულ ურთიერთობებს, მათ შორის იყო პრინც

ოლდენბურგის ბიბლიოთეკაში შემავალი 16-ე

საუკუნის გერმანული წიგნები.

როგორც ხელოვნების სასახლის ასევე გერმანიის

საელჩოს მხრიდან ნათლად გამოიხატა სამომავლო

კულტურული ურთიერთობებისა და

თანამშრომლობის სურვილი.

4 ივნისს, ხელოვნების სასახლემ თურქეთის ელჩს საქართველოში, ლევენთ გურმუქჩუსა და მის მეუღლეს სიმაი გუმრუქჩუს უმასპინძლა.სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც საექსპოზიციო დარბაზები ასევე სასახლის ფონდებში დაცული ქართულ-თურქული ისტორიულ-კულტურული კავშირის ამსახველი უნიკალური მასალა.შეხვედრის შედეგად ორივე მხრიდან გამოიკვეთა სურვილი, მომავალში

განსახორციელებელი აქტივობების ერთობლივად ჩატარებისა, რაც საზოგადოებას მისცემს საშუალებას კიდევ უფრო მრავლისმომცველი და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობებზე

Page 27: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

26

8 სექტემბერს, საქართველოს ისუტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და კულტურისა და

ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნების სასახლეში არსებული ეროვნული

საგანძური დაათვალიერეს.

8 დეკემბერს, ხელოვნების სასახლეს ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის 'ევროპა

ნოსტრა'-ს ვიცე-პრეზიდენტი პიტ ჯასპაერტი ეწვია. სტუმარმა დაათვალიერა სასახლის როგორც

ისტორიული ასევე ადმინისტრაციული ნაწილი და გაეცნო იმ რთულ და საპასუხისმგებლო

პროცესის დეტალებს როგორიც სასახლისა და მუზეუმის სარეაბილიტაციო-აღდგენითი

სამუშაოებია.

Page 28: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

27

11 ივნისს ხელოვნების სასახლეში ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისათვის

ინფო-ტური გაიმართა. სტუმრება დაათვალიერეს როგორც მუდმივი ასევე დროებითი

საგამოფენო დარბაზები, გაეცვნენ სასახლის ისტორიულ წარსულს და მის სამომავლო გეგმებს.

შეხვედრის შედეგად ნათლად გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი სურვილი,

რათა უცხოეთიდან შემოსულ ტურისტებს მიეცეთ საშუალება ხელოვნების სასახლის სახით

კიდევ ერთი უნიკალური კულტურული სანახაობა მოინახულონ.

15 თებერვალს, საქართველოს ხელოვნების სასახლესა და საქართველოს

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის

მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად აღნიშნული ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობენ

ხელს საქართველოს კინემატოგრაფიული საგანძურის შენახვასა და გაფრთხილებას.

Page 29: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

28

საქართველოს კულტურისა სამინისტროს ხელშეწყობით, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა

და კულტუროლოგიური კვლევის ასოციაციის ორგანიზებით, 2015 წლის 13-16 ივლისს თბილისის

სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე განხორციელდა ტრეინინგები საქართველოს მუზეუმების

წარმომადგენლებისათვის თემაზე: „მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising)

საკითხები“. პროექტი იყო გაგრძელება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

დაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზატორობით 2008-2014 წლებში ჩატარებული

ტრეინინგების სერიისა (11 ტრეინინგი) საქართველოს მუზეუმების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40 მუზეუმის თანამშრომლები გაივლიან

თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising),

საპროექტო განაცხადის შემუშავებისა და პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით, გაეცნობიან სამუზეუმო

მარკეტინგის სტრატეგიებს და თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის

გაუმჯობესებას მუზეუმში დამატებითი დაფინანსების მოზიდვისა და გარკვეული კომერციული უნარ-

ჩვევების გამომუშავებას. ტრეინინგების ორგანიზება ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმებში ქმედითი

რეფორმის განხორციელებას, სამუზეუმო მენეჯმენტისდონისამაღლებას,

განვითარების ინოვაციური სტანდარტების დანერგვას, მუზეუმებში კულტურულ-საგანმანათლებლო და

სხვა პროგრამების განვითარებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც დიდად წაადგება

ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას XXI საუკუნის მოთხოვნებისა და

გამოწვევების საპასუხოდ.

Page 30: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

29

bavSvTa dacvis saerTaSoriso dRe xelovnebis sasaxleSi

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით,

ხელოვნების სასახლეში მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი საბავშვო პროექტის ‘ქართული

ანიმაციის’ ფარგლებში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში

მოზარდებს საშუალება ჰქონდათ ქართული ანიმაციის ისტორიისა და მისი განვითარების ეტაპების

გაცნობის შემდეგ, საკუთარი შთაბეჭდილებები ფურცელზე გადმოეტანათ. 2500-მდე ნამუშევრიდან

შეირჩა 350 საუკეთესო, რომლებიც 1 ივნისს ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში გამოიფინა.

გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო 41

ნამუშევარი, რომლებიც დაჯილდოვნენ სიგელებითა და საჩუქრებით.

Page 31: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

30

samecniero da kvleviTi samuSaoebi

2015 წელი ხელოვნების სასახლისათვის, სამეცნიერო და კვლევითი სამუშაოების მხრივ

განსაკუთრებით დატვირთული იყო. გამოიცა ისეთი მნიშვნელოვანი და ღირებული ნაშრომები

როგორებიცაა: საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო

მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა (წიგნი V); ‘გერმანელი მხატვრები

და კავკასია’; ‘აკაკი წერეთელი’(მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული კატალოგი); ‘იოსებ

სუმბათაშვილი’; გარდა ამისა მუზეუმის დირექტორის გიორგი კალანდიას ავტორობით გამოიცა 24

ტომეულის ‘საქართველოს ილუსტრირებული ისტორია’ მეშვიდე ტომი -‘ ქართული კინო და

თეატრი’, ასევე, გიორგი კალანდიას ავტორობით, არტარეას ბაზაზე კომპანია ბორჯომის

მხარდაჭერით მოხდა დოკუმენტური ფილმის ‘ზაქარია ფალიაშვილი’-ს გადაღება.

Page 32: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

31

filmis "zaqaria faliaSvili" prezentacia.

avtori- giorgi kalandia

Page 33: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

32

qarTuli istoriuli qsovilis aRdgena

პროექტი ‘ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა’ ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი

კალანდიას ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით

ხორციელდება. იდეა, თავის მხრივ მოიცავს იმ ქსოვილის ისტორიული ფაქტურის აღდგენას რომლითაც

შემოსილნი არიან საქართველოს მასშტაბით ეკლესია-მონასტრების ფრესკებზე გამოსახული საერო

პირები.

ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად კვლევითი სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობს და ამ

დროისათვის 1500-მდე გადმოხატული ფრესკისა და განხორციელებული სამეცნიერო სამუშაოების

შედეგად შესაძლებელი ხდება ისტორიული ქსოვილების სერიული წარმოებაც დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის აღდგენილია თამარ მეფის, გიორგი III-ის, რატი სურამელის, გურჯი

ხათუნის და ლევან დადიანის ქსოვილები.

Page 34: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

33

gasvliTi RonisZiebebi

2015 წლის განმავლობაში ხელოვნების სასახლემ მონაწილეობა მიიღო 7 გარე კულტურულ

ღონისძიებაში.

Mმირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმი (გამოფენისათვის ხელოვნების სასახლიდან

დროებით გატანილ იქნა საჭირო ფოტო-მასალა)

ზუგდიდის დადიანების სასახლე (გაფორმდა მემორანდუმი სამომავლო

ურთიერთთანამშრომლობაზე)

ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული (გამოფენისათვის

ხელოვნების სასახლიდან დროებით გატანილ იქნა საჭირო ციფრული ფოტო-მასალა)

რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრი (გამოფენისათვის ხელოვნების

სასახლიდან დროებით გატანილ იქნა საჭირო ციფრული ფოტო-მასალა)

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძი სახელობის ეროვნული გალერეა

(ექსპოზიცია ‘მალშტრემი’-სათვის ხელოვნების სასახლიდან დროებით გატანილ იქნა ი.გამრეკელის,

პ.ოცხელის, კ.ზდანევიჩის, ე.ახვლედიანის, დ. კაკაბაძის შემოქმედების ამსახველი მასალა)

ალექსანდრე ბახრუშინის რუსეთის თეატრალური მუზეუმი (დელეგაციის გასვლის

შედეგად, ხელოვნების სასახლემ, ბახრუშინის მუზეუმისაგან ქართული თეატრალური საგანძურის

ელექტრონული ასლების ნაწილი მიიღო. ხელოვნების სასახლემ თავის მხრივ მუზეუმს, თეოდორ

შალიაპინის თბილისში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტების ელექტრონული ვერსია გადასცა)

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძი სახელობის ეროვნული

გალერეა(‘სამეულის’ წევრების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ექსპოზიციისათვის,

ხელოვნების სასახლიდან გატანილ იქნა 26 ტილო ‘სამეულის’ შემოქმედებიდან)

აღსანიშნავია, ხელოვნების სასახლის პერმანენტული ჩართულობა კულტურის სამინისტროს

მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის

დ.შევარდნაძის სახელობის

ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების

სასახლის სახვითი ხელოვნების

ფონდიდან მოხდა პეტრე ოცხელის,

ირაკლი გამრეკელის, კირილე

ზდანევიჩის, ლადო გუდიაშვილის,

ელენე ახვლედიანისა და დავით

კაკაბაძის ნამუშევრების

გატანა/გამოფენა. აღსანიშნავია, რომ

გრიგოლ რობაქიძის დრამების

კრებული, რომელიც იყო ბიძგი

‘მალშტრემი’-ს კატალოგის

გამოცემისა, სწორედ ხელოვნების

სასახლეში ინახება .

Page 35: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

34

ხელოვნების სასახლის დელეგაციამ,

ალ.ბახრუშინის რუსეთის

თეატრალური მუზეუმში

დაათვალიერა ისეთი მნიშვნელოვანი

ქართველი მხატვრების მიერ

შექმნილი თეატრალური ესკიზები

როგორებიც არიან: პეტრე ოცხელი,

ირაკლი გამრეკელი, იოსებ

სუმბათაშვილი, ასევე სანდრო

ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის

მოღვაწეობის ამსახველი საარქივო

მასალა.

ხელოვნების სასახლემ, ბახრუშინის

მუზეუმისაგან ქართული

თეატრალური საგანძურის

ელექტრონული ასლების ნაწილი

მიიღო, ხელოვნების სასახლემ თავის

მხრივ, მუზეუმს თეოდორ შალიაპინის

თბილისში მოღვაწეობის ამსახველი

დოკუმენტების ელექტრონული ვერსია

გადასცა.

Page 36: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

35

2015 წლის 13-29 ნოემბერს, ხელოვნების სასახლემ მონაწილეობა მიიღო Tallinn Black Nights Film

Festival 2015 (ტალინის კინო-ფესტივალი ‘ბნელი ღამეები’) მუზეუმის აფიშების ფონდში დაცული

70 000 ექსპონატიდან, საგანგებოდ ტალინის კინოფესტივალისათვის შეირჩა და საგამოფენო

სივრცეში განთავსდა 70 კინო-აფიშა. სასახლიდან გამგზავრებული დელეგაცია კულტურის

მინსტრთან მიხეი გიორგაძესთან და ესტონეთში საქართველოს ელჩთან თეა ახვლედიანთან

დაესწრო ფესტივალის გახსნასა და აფიშების გამოფენას.

2015წლის ნოემბერში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძი სახელობის

ეროვნული გალერეაში ‘სამეულის’ წევრების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

ექსპოზიციისათვის, ხელოვნების სასახლიდან დროებით გატანილ იქნა ‘სამეულის’

შემოქმედების ამსახველი 26 ტილო.

Page 37: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

36

16 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრში აკაკი

წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ‘აკაკი წერეთელი ქართულ სცენაზე’

გაიმართა. ხელოვნების სასახლიდან ექსპოზიციისათვის დროებით გატანილ იქნა 3 კინო

კოსტუმი და დ.მირიანაშვილის, დ.თავაძისა და კ. კვალიაშვილის კინო-ესკიზები

ფილმისათვის ბაში-აჩუკი.

25 სექტემბერს, კომპანია „არტპალასის“

ორგანიზებით პროექტ „აცეკვებული

ფერწერის“ ფარგლებში აჭარის ხელოვნების

მუზეუმში სოლიკო ვირსალაძის მიერ

სუხიშვილებისთვის შექმნილი ესკიზებისა და

ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ხელოვნების სასახლის სახვითი ხელოვნების

ფონდიდან აჭარის ხელოვნების მუზეუმში

ექსპოზიციისათვის დროებით გატანილ იქნა

ესკიზები საბალეტო დადგმებისათვის

‘აბესალომ და ეთერი’, ‘ივანე მრისხანე’, ‘რომეო

და ჯულიეტა’ და ‘ოტელო’

Page 38: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

37

sarestavracio samuSaoebi 2015 წლის განმავლობაში, ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო განყოფილებაში ინტენსიური სამუშაო პროცესი

მიმდინარეობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა მუზეუმში დაცული ექსპონატებისა, აქ რესტავრაცია/კონსერვაცია

უტარდება სხვა მუზეუმებში დაცულ ექსპონატებსაც.

ქაღალდის რესტავრატორ რუიზან კასრაძის მიერ რესტავრირებულ იქნა:

ხელნაწერები -21 ერთეული

აფიშა - 23 ერთეული

სახვითი ფონდის ესკიზები -32 ერთეული

ფერწერული გრაფიკა - 11 ერთეული (ზუგდიდის დადანების სასახლის საკუთრება)

რესტავრატორ ნათია ლომიას მიერ განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები:

წიგნის ყუის აღდგენა - 312 ერთეული

წიგნის ახალ ყდაში ჩასმა - 33 ერთეული

ხელნაწერი პარტიტურის ვ. დოლიძის ‘ქეთო და კოტე’ -ქაღალდის რესტავრაცია, აკინძვა, ახალ ყდაში ჩასმა.

Page 39: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

38

რესტავრატორ მარიამ იმედაშილის მიერ სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა 14

ფერწერულ ტილოსა და 1 ხატს.

Page 40: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

39

2015 წლის ივნისში, ხელოვნების სასახლეში დაცულ უნიკალური თეატრალური ფარდას, რომელიც „თავისუფალი

თეატრისათვის“ მხატვარმა კონსტანტინე სომოვმა შექმნა და მე-20 საუკუნის 30 იან წლებში მუზეუმის

დამაარსებელმა დავით არსენიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა, ხელოვნების სასახლის შიდა ეზოში, სათანადო

ტემპერატურული რეჟიმისა და განათების დადგომის შემდეგ, სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე

რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ სრული მონიტორინგი ჩაუტარდა. სრულად აღიწერა ყველა

მნიშვნელოვანი დაზიანების ადგილი და მოხდა ფარდის სრული დიგიტალიზაცია. განსაკუთრებული ზომების გამო

(11მ. 6მ.-ზე) წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ფარდის სრულად გაშლა, სათანადო ფოტოფიქსაცია, ზუსტი

ზომების აღება და სარესტავრაციო მონიტორინგი. 2016 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და

სამხატვრო აკადემიის სპეციალისტებთან ერთად დაგეგმილია ძვირფასი ექსპონატის სრული რესტავრაცია.

Page 41: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

40

ვაჟა-ფშაველას საწერი მაგიდა რესტავრაციამდე და მის შემდეგ

afiSebis fondis reinventarizacia

ხელოვნების სასახლის აფიშების ფონდში აქტიურად მიმდინარეობს რეინვენტარიზაციის პროცესი.

ფონდის მცველის უშანგი რუხაძისა და ფონდების მთავარი მცველის ირინა მოისწრაფიშვილის ფონდში

მიერ განხორციელდა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სამუშაო. გარდა მხატვრული აფიშების

ფოტოფიქსაციისა, მოხდა 10 000-მდე სააფიშო ერთეულის აღრიცხვა-დალაგება კულტურული

ორგანიზაციების მიხედვით.

Page 42: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

41

gadmocemuli/SeZenili arqivebi da xelovnebis

nimuSebi

mემორიალურ და ხელოვნების ნიმუშთა ფონდში შემოვიდა 153 ახალი ექსპონატი, მათ შორის დავით

თორაძისა და ვახტანგ ბახტაძის პირადი ჭურჭელი, პიერ კობახიძისა და ვ. ბახტაძის ჯილდოები,

ნ.ცისკარიძის, ო. კელაპტრიშვილისა და გიული ჭოხონელიძის სასცენო კოსტიუმები.

მიმდინარე წელს სახვითი ხელოვნების ფონდისათვი პრიორიტეტული იყო ქართული ანიმაციური

კოლექციის შევსება და გამდიდრება. ამ მიზნით შეგროვდა ნიმუშები ქართული დიაფილმების ესკიზებიდან,

თუმცა ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცნობილი მულტიპლიკატორის ვახტანგ ბახტაძის არქივის

გადმოცემა, საინტერსო ხელნაწერებისა და საარქივო დოკუმენტების გარდა, არქივი შეიცავს ძვირფას

ესკიზებს ისეთი ცნობილი ნახატი ფილმებიდან როგორებიცაა "ხელმარჯვე ოსტატი", "ყურშა", "ნარცისი" და

სხვა. გარდა ამისა, წლის ბოლოს სასახლემ მზრუნველთა საბჭოს თავჯდომარის არჩილ გელოვნაისაგან

საჩუქრად მიიღო ლადო გუდიაშვილის მიერ შექმნილი პირველი ქართული ანიმაციური ფილმის

‘არგონავტები’-ს ესკიზი.

ფოტო და ფოტონეგატივების ფონდმა მიიღო 1571 ახალი ფოტო. Aსევე, მოხდა 651 აქამდე გაუტარებელი

ფოტომასალის აღრიცხვა.

ბიბლიოთეკისა და რარიტეტულ გამოცემათა ფონდში შემოვიდა 1555 ახალი წიგნი.

Page 43: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

42

ხელოვნების სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივმა წევრმა არჩილ გელოვანმა მუზეუმს

გრიგოლ გაგარინის ალბომის ‘კავკასიის კოსტიუმების’ მაღალპოლიგრაფიულ დონეზე

შესრულებული ზუსტი ასლები გადასცა. Mგარდა ამისა არჩილ გელოვნამა ბიბლიოთეკისა და

რარიტეტულ გამოცემათა ფონდს 1841 წელს სანკტ-პეტერბურგში დაბეჭდილი შოთა რუსთაველის

‘ვეფხისტყაოსანი’ უსახსოვრა.

Page 44: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

43

ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხელოვნბენის სასახლეს

‘დადიანის არქივი’ გადასცა

ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი

კალანდიას შუამავლობითა და დახმარებთ

ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მუზეუმს ე.წ

”დადიანის არქივი” გადასცა. ეს არის უნიკალური

დოკუმენტების კოლექცია, რომელიც სამეგრელოს

სამთავროსა და დადიანთა ისტორიას აღწერს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქვეყნოდ

განთქმული გაზეთის ”The Times"

კორესპონდენციები ახალგაზრდა პრინცის ნიკოლოზ

დადიანის შესახებ.

სამეგრელოს უფლისწული დახასიათებულია

როგორც უაღრესად პროგრესული და ლიბერალური

ფასეულობების მატარებელი ადამიანი. კოლექციაში

წარმოდგენილია ის საგაზეთო სტატიებიც რომელიც სამეგრელოს დედოფალს,

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილს ეკატერინე დადიანს შეეხება. მაგალითად 1855

წელს ოქსფორდში დაბეჭდილ საგაზეთო სტატიაში ნათქვამია რომ ” სამეგრელოს

დედოფალი განსაკუთრებული სილამაზის ქალბატონი იყო”.

„დადიანის არქივი” ძვირფას ცნობებს შეიცავს სამეგრელოსდა კერძოდ, ზუგდიდის

შესახებ. არაერთ დოკუმენტში აღწერილია სასახლეების არქიტექტურა და იქ

დავანებული საგანძური. კოლექციის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი პირველ

ქართველ მოჭადრაკეს, პრინც ანდრია დადიანსა და მის საჭადრაკო პარტიებს

ეძღვნება. გიორგი კალანდიას ირლანდიაში მოგზაურობის შედეგად 100-ზე მეტი

დოკუმენტის ბეჭდური ასლი უკვე ხელოვნების სასახლის კუთვნილებაა.

Page 45: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

44

მერაბ სარალიძის არქივი

27 ნოემბერს საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრის, მერაბ

სარალიძის ოჯახმა ხელოვნების სასახლეს მხატვრის არქივი გადასცა. არქივი მოიცავს ისეთ

მულტიპლიკაციური ფილმების ორიგინალ ფირებს როგორებიცაა ” სიზმარა”, ” სოფლის

მაშენებლები”’ ”ტყის კვარტეტი” და სხვა.

Page 46: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

45

omar kelaptriSvilis

sasaceno kostiumi

nika ciskariZis sasceno

kostiumi

Page 47: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

46

16 იანვარს, ხელოვნების სასახლის

მზრუნველთა საბჭოს წევრმა,

გალერისტმა ნანა ბალავაძემ

ხელოვნების სასახლეს 70-იან

წლებში ზუგდიდის ფაიფურის

ქარხანაში დამზადებული ლარნაკი

‘ქართველი ქალი გადასცა’.

Mმუზეუმის მზრუნველთა საბჭოს

თავჯდომარემ არჩილ გელოვანმა

სიძველთსაცავის ცნობილი ქართველი

მხატვრის თამარ აბაკელიას შესანიშნავი

გრაფიკული ნამუშევარი უსახსოვრა.

Eესკიზი 1925 წლით თარიღდება.

Page 48: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

47

ხელოვნების სასახლემ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზაურ

თეთრუაშვილისაგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო, რომელიც 1939 ნატურალური

ძაფებით მისი დედის მიერა არის მოქსოვილი.

საყურადღებოა ისიც, რომ ფარდაგი ერთგვარად უკავშირდება დიდი ქართველი მსახიობის

გიორგი შავგულიძის ხსოვნას.

როდესაც ფარდაგის მფლობელ სოფელ არანისში იღებდნენ კინოფილმს „დავით

გურამიშვილი“, გიორგი შავგულიძე ზაურ თეთრუაშვილის სახლში ცხოვრობდა და ეს

ფარდაგი სწორედ იმ ოთახის კედელზე იყო გაკრული,რომელშიც მსახიობი დაბინავდა.

ფარდაგის ხასხასა, გასაოცარი გემოვნებით შერწყმულ ფერებს დიდი მსახიობის ყურადღება

დანახვისთანავე მიუპყრია და მისი შემქმნელისათვის ქათინაურები არ დაუშურებია.

Page 49: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

48

ილია რეპინის მიერ შექმნილი ანა

ბაგრატიონის პორტრეტი ხელოვნების

სასახლეს იგორ ობოლენსკიმ გადასცა

მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავჯდომარემ, არჩილ გელოვანმა ხელოვნების სასახლეს საჩუქრად, პირველი ქართული ანიმაციის "არგონავტები"-ს ესკიზი

გადასცა, რომლის ავტორიც ლადო გუდიაშვილია.

.

.

Page 50: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

49

SeZenili eqsponatebi

2015 წლის განმავლობაში ხელოვნების სასახლემ შეიძინა 27 სამუზეუმო

ექპონატი. Aაქედან მემორიალურ და ხელოვნების ნიმუშთა ფონდისათვის შეძენილ იქნა

11, ხოლო სახვითი ხელოვნების ფონდისათვის 16 ექსპონატი. შეძენილი ნივთებიდან

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის

სამინისტროს დახმარებით შეძენილი ხელოვნების უნიკალური ნიმუში - ‘სერგო

ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი’ რომელიც აქამდე მისი ნათესავისა და

მოსწავლის ილია რეპინის ოჯახში ინახებოდა. Aასევე, დასადგამი საათი ინიციალებით

ვ.ს. რომელიც სავარაუდოდ ვანოს სარაჯიშვილის საკუთრებას წარმოადგენდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლემ, „სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი“ შეიძინა. ძვირფასი ტილო სერგო ქობულაძის ნათესავისა და მოსწავლის, მხატვარ ილია ტატიშვილის მიერაა დასრულებული და მის ოჯახში ინახებოდა.

დასადგამი საათი

ინიციალებთვ.ს.

(სავარაუოდ ვანო

სარაჯიშილს)

Page 51: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

50

26 ნოემბერს, ხელოვნების სასახლემ ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის,

დიმიტრი თავაძის სამი ნამუშევარი შეიძინა.

Page 52: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

51

saremonto sareabilitacio samuSaoebi

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით

ხელოვნების სასახლის ისტორიულ ფლიგელში სამ საგამოფეო დარბაზს

სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. Mმოხდა ძველი დარბაზების იატაკის,

კედლებისა და ჭერის განახლებაც.

Page 53: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

52

1-2 სართულის შიდა დამაკავშირებელი კიბე

Page 54: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

53

Page 55: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

54

Page 56: saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis ...€¦ · saqarTvelos Teatris, musikis, kinosa da qoreografiis saxelmwifo muzeumi – xelovnebis sasaxle angariSi – 2015 Tbilisi

55

2015 წლის განმავლობაში ხელოვნების სასახლეს ეწვია 32 348

დამთვალიერებელი.

მუზეუმის საკუთარი, გამოფენებიდან მიღებული შემოსავალი

განისაზღვრა დაახლოებით 32 000 ლარით.