saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03...

21
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge 1 თბილისის სააპელაციო სასამართლო საქართველოს სახელით 3ბ/118-13 13 ივნისი, 2014 წელი . თბილისი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი აპელანტი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმომადგენელი - . . აპელანტი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური წარმომადგენელი - . . აპელანტი - . . წარმომადგენლები - . ., . . მესამე პირი - ქ. თბილისის მერია წარმომადგენელი - . . დავის საგანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება 1.აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მოთხოვნა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

Upload: others

Post on 03-Jul-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

1

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა საქართველოს სახელით

3ბ/118-13 13 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი

აპელანტი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმომადგენელი - ა. თ. აპელანტი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური წარმომადგენელი - ა. თ. აპელანტი - ლ. ჯ. წარმომადგენლები - ნ. მ., ბ. მ. მესამე პირი - ქ. თბილისის მერია წარმომადგენელი - ბ. ნ. დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება 1.აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მოთხოვნა – გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

Page 2: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

2

აპელანტ ლ. ჯ.-ს მოთხოვნა – გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის №433XX ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ჯ.-ს წარმომადგენლების ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ამ ეტაპზე ეთქვა უარი. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე ლ. ჯ.-ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა. ლ. ჯ.-ს დაუბრუნდა ნ. მ.-ს მიერ მის სარჩელთან დაკავშირებით 2013 წლის 18 მარტს, საგადახდო დავალება №1, გადამხდელის ანგარიში GE81BR00000107008164XX, ბანკის კოდი XXPLGEXX, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 3007731XX, ბანკის კოდი XXESGEXX, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ლ. ჯ.-ს უარი ეთქვა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე (ტ. 2, ს.ფ. 256-268). დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.1.1. 1997 წლის 29 მარტის №01-101 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ს.-ს ქ. №XX, ბინა №X, საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.XXX, 32.00 კვ.მ. ფართზე დარეგისტრირდა ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლება. 2.1.2. 2008 წლის 01 აპრილს, ლ. ჯ.-მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული იყო ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანება, რომლის თანახმად, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბ.№X-ზე უნებართვოდ მიშენება-დაშენება. ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებია: მიშენების ფართი - 32.19 კვ.მ., დაშენების ფართი - 162.80 კვ.მ. 2008 წლის 25 იანვარს გაცემული ტექნიკური ნახაზის (სასარგებლო ფართი 212.27 კვ.მ) თანახმად, საცხოვრებლის I სართ. გეგმა სასარგებლო ფართი შედგება 119.50 კვ.მ., საცხოვრებლის II სართ. გეგმა სასარგებლო ფართი 92.77 კვ.მ, ხოლო 2008 წლის 25 იანვარს გაცემული ტექნიკური ნახაზის (სასარგებლო ფართი 162,80 კვ.მ.) თანახმად, სხვენის გეგმა სასარგებლო ფართი შედგება 162.80 კვ.მ. ორივე ზემოხსენებული ტექნიკური ნახაზი დამოწმებულია ბეჭდით, სადაც მითითებულია, რომ ლეგალიზებულია ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 20.03.2008წ. №4XX

Page 3: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

3

ბრძანებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 04 აპრილის №882008089740-XX გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა კორექტირებული უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა. იმ მოტივით, რომ აღმოფხვრილი იყო რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 07 აპრილის №882008089740-XX გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და ამავე სამსახურის 07.04.2008წ. რეგისტრაციის შესახებ №882008089740-XX გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ს.-ს ქ.XX, ბინა №X, საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.007 212.XX კვ.მ. ფართზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრების უფლება. სარეგისტრაციო წარმოების მასალებში წარდგენილ იქნა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანება, რომლის თანახმად, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბ.№X-ზე უნებართვოდ მიშენება-დაშენება. თუმცა ამ ბრძანებაში შეცვლილია ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებია, კერძოდ, მითითებულია მიშენებული აივნის ფართი - 18 კვ.მ., დაშენების ფართი _ 92.77 კვ.მ. სხვენის ფართი 162,80 კვ.მ. 2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ზემოხსენებული ლეგალიზაციის ბრძანების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08 ივლისის №882009193373-XX გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ს.-ს ქ. №XX, სხვენი 162.80 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.5XX, დარეგისტრირდა ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლება. 2.1.4. ქ. თბილისის მერიაში, 2009 წლის 07 სექტემბერს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან გადაიგზავნა მ. ფ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ 4XX ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის 2009 წლის 28 სექტემბრის №08/634XX-X წერილით ქალაქ თბილისის პროკურატურას ეცნობა, რომ ზემოხსენებული საჩივრის განხილვისას წარმოდგენილ იქნა ორი სადავო აქტი ერთი და იგივე თარიღითა და ნომრით, სხვაობა მათ შორის იყო მხოლოდ ფართში. კერძოდ, ერთი ბრძანება ითვალისწინებს თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბინა №X-ში მიშენების ფართი 32,19 კვ.მ. და დაშენების ფართი 162,80 კვ.მ., ხოლო მეორე თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბინა №X-ში მიშენებული აივნის ფართი 18 კვ.მ., დაშენების ფართი 92,77 კვ.მ. და სხვენის ფართი 162,80 კვ.მ.. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურში ინახება მხოლოდ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანება, რომლითაც ლეგალიზებულია ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX ბინა №X-ში მიშენების ფართი 32,19 კვ.მ. და დაშენების ფართი 162,80 კვმ, სხვა ბრძანება პროექტში არ ინახება. წერილის ავტორმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ამ ნაწილში საკითხის შესწავლა სცილდება ქ. თბილისის მერიის კომპეტენციის ფარგლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე,

Page 4: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

4

პროკურატურას გადაეგზავნა განსახილველად საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები. ზემოხსენებული საჩივრის განხილვისას სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპეციალისტების მიერ განხორციელდა ს.-ს ქ. №XX-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დაშენებული ფართის ადგილზე დათვალიერება, რაზედაც შედგა ოქმი, რომლითაც დადგინდა, რომ ის ფართი, რაზეც მ. ფ. ითხოვდა ლეგალიზებას, წარმოდგენდა ლ. ჯ.-სათვის ქ. თბილისის მერიის უბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანებით ლეგალიზებული ფართის ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით, საპირისპირო მტკიცებულება არ არსებობდა. ასევე საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ ორ ბრძანებასთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამსახურში ინახება მხოლოდ ის ბრძანება, რომლითაც განხორციელდა მიშენების ფართის 32.19 კვ.მ. და დაშენების 162.80 ფართის ლეგალიზება. ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 26 ოქტომბრის №15XX განკარგულებით მ. ფ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანება 162,80 კვ.მ. დაშენების ფართის 70 კვ.მ. ნაწილში. სასამართლომ 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მერიის არქიტეტურის საქალაქო სამსახურიდან გამოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანებისა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მასალის დამოწმებული ასლი, რაც სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2013 წლის 08 ნოემბერს. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბ.№X-ზე უნებართვოდ მიშენება-დაშენება. ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებია: მიშენების ფართი - 32.19 კვ.მ., დაშენების ფართი - 162.80 კვ.მ. აღნიშნულ წარმოებას ასევე ერთვის 2008 წლის 25 იანვარს გაცემული ტექნიკური ნახაზები, რომლის მიხედვითაც (სასარგებლო ფართი 212.27 კვ.მ) თანახმად, საცხოვრებლის I სართ. გეგმა სასარგებლო ფართი შედგება 119.50 კვ.მ., საცხოვრებლის II სართ. გეგმა სასარგებლო ფართი 92.77 კვ.მ, ხოლო 2008 წლის 25 იანვარს გაცემული ტექნიკური ნახაზის ( სასარგებლო ფართი 162,80 კვ.მ. ) თანახმად, სხვენის გეგმა სასარგებლო ფართი შედგება 162.80 კვ.მ. ორივე ზემოხსენებული ტექნიკური ნახაზი დამოწმებულია ბეჭდით, სადაც მითითებულია, რომ ლეგალიზებულია ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 20.03.2008წ. №4XX ბრძანებით. 2.1.5. ლ. ჯ.-მ 2009 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 26 ოქტომბრის №15XX განკარგულების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/3666-XX) ლ. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებით. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011

Page 5: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

5

წლის 01 ივნისის განჩინებით ლ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარს უარი ეთქვა განსახილველად დაშვებაზე. 2.1.6. ლ. ჯ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სადავო გახადა მ. ფ.-ს სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების კანონიერების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/3037-XX) ლ. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით ლ. ჯ.-ს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე. 2.1.7. მ. ფ.-მ 2011 წლის 09 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ლ. ჯ.-ს სახელზე რეგისტრირებული ფართის გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილებით 1. ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX-ში მდებარე №X ბინაზე 162.80 კვ.მ. დაშენების ფართიდან 70 კვ.მ. ნაწილში ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №882008089740-XX); 2. ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX-ში მდებარე სხვენზე (საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.5XX) ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №882009193373-XX); ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებები განხორციელდეს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 თებერვლის №882013078255-XX რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და უძრავ ნივთზე მდებარე:ქ. თბილისი, ს. ც.-ს ქ. №X, საკადასტრო კოდით:01.10.17.003.006.01.0XX ლ. ჯ.-ს სახელზე დარეგისტრირდა ბინა №X, ფართი 142,27 კვ.მ. ხოლო უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ს.-ს ქ. XX სხვენი 162.80 საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.5XX 2011 წლის 02 სექტემბერს გაუქმდა ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2.1.8. 2013 წლის 08 იანვარს, ლ. ჯ.-ს წარმომადგენლებმა ნ. მ.-მ და ბ. მ.-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოს და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობა და მისი შემდეგი სახით ჩამოყალიბება: ა) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლ. ჯ.-ს სახელზე რეგისტრირებული სხვენიდან - მთლიანი 162.80 კვ.მ. ფართიდან (მდებარე ქ. თბილისი, ს.-ს ქ. №XX-ში, საკადასტრო კოდი ოდია:01.10.17.003.006.01.5XX) მხოლოდ 70 კვ.მ. ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდით ლ. ჯ.-ს სახელზე დარჩეს 92,80 კვ.მ. ფართი; ბ) უცვლელად დარჩეს ლ. ჯ.-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ს.-ს ქ. №XX, ბინა №X, 212,27 კვ.მ. ფართით, საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.0XX. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის №433XX ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31

Page 6: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

6

აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდნენ, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.2.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე და აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის №433XX წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც ის ითხოვდა, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ხსენებული წერილის კანონიერების საკითხი, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის ავტორს უარი უთხრა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის - საჩივრის განხილვაზე. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული წერილი წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. 2.2.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ხსენებული საკანონმდებლო აქტის 29-ე მუხლით რეგლამენტირებულია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ

Page 7: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

7

რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების სხვაგვარ წესს ადგენს. კერძოდ, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჩივრდება სასამართლო წესით, ხოლო უძრავ ნივთთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი. ანუ ცალსახაა, რომ თუ საკითხი არ ეხება რეგისტრაციის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.5 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ დაექვემდებარება საკითხი სასამართლოს უწყებრივად განსახილველად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ჯ.-ს წარმომადგენლებმა ნ. მ.-მ და ბ. მ.-მ 2013 წლის 08 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობა და მისი სხვა შინაარსით ჩამოყალიბება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციები და დადგინდა შესაბამისი ცვლილების განხორციელება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიცა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა გასაჩივრებას საჯარო რეესტრში. ხოლო მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი წესით ემსჯელა წარდგენილ საჩივარზე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხოლოდ ამის შემდეგ სასამართლოში გასაჩივრების წესი, მართებულად იქნა განმარტებული ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილებაში. 2.2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და

Page 8: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

8

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის №433XX ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ემსჯელა ლ. ჯ.-ს წარმომადგენლების ნ. მ.-ს და ბ. მ.-ს 2013 წლის 08 იანვარს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე, შეეფასებინა გასაჩივრებული აქტის კანონთან შესაბამისობა, გამოეკვლია თანხვედრაში იყო თუ არა უფლების დამდგენი დოკუმენტები ტექნიკურ ნახაზებთან (რომელიც დამოწმებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ) და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით №01.10.17.003.006.01.0XX განხორციელებული ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერების საკითხი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა აღნიშნული აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში, ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: 3.1.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლო ვერ ასაბუთებს თუ საქმისათვის რა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები არ გამოიკვლია სარეგისტრაციო სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელთა გამოკვლევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (სსკ 394. "ე") 3.1.2. აპელანტების მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2011 წლის 9 აგვისტოს მ. ფ.-ს მიერ წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მერიის 2009 წლის 26 ოქტომბრის №15XX განკარგულება მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომლის არსებობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ განხორციელდებოდა ქ. თბილისში, ს.-ს ქ.№XX-ში მდებარე სხვენზე (საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.5XX) და ამავე მისამართზე მდებარე №X ბინაზე რეგისტრირებული უფლების ცვლილების რეგისტრაცია. აპელანტების მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 54-ე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ პუნქტის, 95-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად, 1. ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX-ში მდებარე №X ბინაზე 162.80

Page 9: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

9

კვ.მ დაშენების ფართიდან 70 კვ.მ.-ის ნაწილში ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №882008089740-XX). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX-ში მდებარე სხვენზე (საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.5XX) ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №882009193373-XX ) გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა, რომ (4.1.5) მოსარჩელე ლ. ჯ.-ს მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 26 ოქტომბრის №15XX განკარგულება. აღნიშნული განკარგულებით კი დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელდა მხოლოდ ორი ერთეულის, კერძოდ მიშენების ფართის 32.19 კვ.მ და დაშენების 162.80 ფართის ლეგალიზება. აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, აპელანტებისათვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტი ძალაშია, რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს მარეგისტრირებელმა ორგანომ და რომელი გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. 3.1.3. აპელანტების მოსაზრებით, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა" ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვა, ასევე გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს სადავო გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველი. ლ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: 3.2.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო საერთოდ არ უთითებს 2010 წლის 18 მაისის №3/3666-XX გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე იმის შესახებ, რომ ლ. ჯ.-ს ბინა, აზომვითი ნახაზისა და ლეგ-4XX ბრძანების თანახმად შედგება: მეოთხე სართულზე 18 კვ.მ. აივნის მიშენებისა და მასზე დაშენებული 92,8 კვ.მ. ფართებისაგან, რომელიც ერთ დამოუკიდებელ უძრავ ქონებას წარმოადგენს, საკადასტრო კოდით 01.10.17.003.006.01.0XX და ცალკე უძრავ ნივთად დარეგისტრირებული სხვენის ფართის (162,80კვ.მ.) დაშენებისაგან, საკადასტრო კოდით: 01.10.17.003.006.01.5XX. 3.2.2. სასამართლო, ასევე, არ უთითებს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც იგი უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ ლ. ჯ.-ს საკუთრებას წარმოადგენს ორი დამოუკიდებელი უძრავი ქონება (სხვადასხვა საკადასტრო კოდებით),

Page 10: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

10

რომლებიც №ლეგ-4XX ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, და შედგება 18 კვ.მ. მიშენების, 92,80კვ.მ. დაშენების და ცალკე არსებული სხვენისაგან, ფართით 162,80კვ.მ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ სასამართლო სხდომებზე მრავალჯერ იქნა ყურადღება გამახვილებული. მოსამართლემ გამოითხოვა კიდეც ორივე ზემოაღნიშნული საქმის მასალები სასამართლოს არქივიდან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს იგნორირება გაუკეთა ამ ფაქტებს. 3.2.3. აპელანტის მითითებით, სასამართლო საერთოდ იგნორირებას უკეთებს ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, როგორიცაა 1997 წლის 12 დეკემბრის არქიტექტურის სამსახურის მიერ (დ. ა.-ს ხელმოწერით) გაცემული ნებართვა, რომლის საფუძველზეც მოხდა 18 კვ.მ. აივნის, 92,80 კვ.მ. დაშენებისა და 162,80 კვ.მ. სხვენის აზომვითი ნახაზების შედგენა, მათი ლეგალიზაცია ლეგ-4XX ბრძანებით, და შემდგომში ამ ფართების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. აპელანტის მოსაზრებით, საჯარო რეესტრი არ დაარეგისტრირებდა უძრავ ქონებას ისე, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ ყოფილიყო შესაბამისობაში ლეგალიზაციის ბრძანებაში მითითებულ ფართებთან და ნახაზებთან, რაც თავად საჯარო რეესტრის წარმომადგენელმაც დაადასტურა მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე გაცემულ პასუხში. 3.2.4. სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.2. პუნქტში არასწორად მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, თითქოს ლ. ჯ.-მ 2008 წლის 01 აპრილს საჯარო რეესტრში წარადგინა ლეგალიზაციის 20.03.2008წ. №ლეგ-4XX ის ბრძანება, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 32,19კვ.მ-ის მიშენება და 162,80კვ.მ. ფართის დაშენება, ხოლო შემდგომში კი, საჯარო რეესტრის დავალებით, წარადგინა სხვა №ლეგ-4XX ბრძანება, შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით: მიშენების ფართი 18კვ.მ. დაშენების 92,77კვ.მ და სხვენი -162,80კვ.მ. ფაქტიურად, საჯარო რეესტრის 04.04.2008წლის №882008089740-XX გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ განმცხადებელის მიერ წარდგენილი ყოფილიყო კორექტირებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, მაგრამ რომელ დოკუმენტზეა საუბარი, არც საქმის მასალებიდან ჩანს, და არც _ №882008089740-XX შეჩერების გადაწყვეტილებაში. ლ. ჯ.-ს განმარტებით, მას დაევალა მხოლოდ მერიიდან დამატებითი ,,ცნობის” წარდგენა, რის შემდეგაც, საჯარო რეესტრმა კვლავ განაახლა სარეგისტრაციო წარმოება თავისი №882008089740-XX გადაწყვეტილებით. ამრიგად, ლ. ჯ.-მ საჯარო რეესტრში 2008 წლის აპრილში დაარეგისტრირა მხოლოდ 18კვ.მ, აივანი და 92,77კვ.მ დაშენება (სულ 212,27კვ.მ.), რომელსაც მიენიჭა საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.0XX, ხოლო 2009 წლის ივლისში კი _ სხვენი 162,80კვ.მ. საკადასტრო კოდით: 01.10.17.003.006.01.5XX. ის მტკიცებულებები, რასაც სასამართლო 4.1.2. პუნქტში ეყრდნობა, ამის ნათელი დადასტურებაა. კერძოდ, 25.01.2008წ გაცემული ტექნიკური ნახაზები: საცხოვრებელი სახლის I სართული - 119,50კვ.მ, II სართული - 92,77კვ,მ (სულ 212,27კვ.მ.), და სხვენი - 162,80კვ.მ. სწორედ ეს მაჩვენებლები შეესაბამება არქიტექტურის სამსახურის მიერ 12.12.1997წ. გაცემულ ნებართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუსაბამო ნახაზებსა და ლეგალიზაციის ბრძანებას საჯარო რეესტრი არც დაარეგისტრირებდა ორ უძრავ ქონებად, დამოუკიდებელი საკადასტრო კოდებით.

Page 11: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

11

სასამართლო სხდომებზე, მოსამართლის კითხვაზე, თუ როგორი მათემატიკური ანგარიშით მიიღო საჯარო რეესტრმა ზემოაღნიშნული ციფრები, რითაც დაარეგისტრირა ეს ფართები, თუ მათ გათვალისწინებული ჰქონდათ ის ლეგ-4XX ბრძანება, სადაც მხოლოდ ორი ფართი იყო მითითებული (32,19კვ.მ. და 162,80კვ.მ), საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქმეს არ იცნობდა და არ ჰქონდა დაანგარიშებული. შემდგომში, გადადებულ სხდომებზე კი მოსამართლესთან ერთობლივად ანგარიშობდნენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. 3.2.5. სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.5.-ე და 4.1.6-ე პუნქტებში მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.05.2010წ. №3/3666-XX და 30.10.2010წ. №3/3037-XX გადაწყვეტილებებზე, რითაც ლ. ჯ.-ს უარი ეთქვა თბილისის მერიის 26.10.2009წ. №15XX განკარგულების ბათილად ცნობაზე, მაგრამ არ მიუთითებს ამ გადაწყვეტილების იმ სამართლებრივ მხარეზე, რომელიც საშუალებას მისცემდა მას თავად მიეღო გადაწყვეტილება. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებებით დადგინდა, რომ უნდა გაუქმდეს VI სართულზე მდებარე, ცალკე არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით: 01.10.17.003.006.01.5XX) – სხვენის მთლიანი 162,80კვ.მ. ფართიდან მხოლოდ 70კვ.მ. ფართი, რადგან არქიტექტურის სამსახურის მიერ დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ მხოლოდ სხვენის 70კვ.მ. ფართი იყო სადაო, რადგან მ. ფ. ამ ფართს თავის საკუთრებად თვლიდა, რაც მიეკუთვნა კიდევაც ზემოაღნიშნული 2010 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებებით. 3.2.6. რაც შეეხება ლ. ჯ.-ს სახელზე დარეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინას, რომელიც მდებარეობს IV და V სართულებზე (დუპლექსის ტიპის), წარმოადგენს ცალკე არსებულ უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით: 01.10.17.003.006.01.0XX, და მასზე დავა საერთოდ არ ყოფილა. ამ ფართის ირგვლივ მსჯელობა არ ყოფილა არც ერთ სასამართლო სხდომაზე, არც მერიის №15XX განკარგულებაში. მ. ფ.-ს ინტერესებში შედიოდა მხოლოდ სხვენი მთლიანად, მაგრამ დაუკმაყოფილეს ნაწილობრივ, ანუ, მიაკუთვნეს მხოლოდ 70კვ.მ. ამიტომაც არ ჩართო მოსამართლემ იგი მესამე პირად, რადგან სასარჩელო მოთხოვნით, მოსარჩელე ფაქტიურად ითხოვდა მერიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. 3.2.7. სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.7. პუნქტში ამახინჯებს ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, იგი დაეთანხმა საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრმა, 2013 წლის 25 თებერვლის №882013078255-XX რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი ჩაასწორა უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 01.10.17.003.006.01.0XX, რითაც ლ. ჯ.-ს საცხოვრებელი 212,27კვ.მ.-დან გაუუქმა 70კვ.მ. ფართი და დაუტოვა მხოლოდ 142,27კვ.მ. თითქოსდა, ეს ე.წ. ,,შესწორება” გამომდინარეობდა მათივე 2011 წლის №1326XX გადაწვეტილების მეორე პუნქტის (2011წლის 31 აგვისტოს) არშესრულების გამო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ამ ფაქტობრივი გარემოების განსამტკიცებლად, თავადვე მიუთითებს ორ დოკუმენტზე: 25.02.2013წ.-სა და 02.09.2011წ. ამონაწერებზე საჯარო რეესტრიდან, არ აქცევს ყურადღებას თარიღებს, ანუ, დროის იმ ხანგრძლივობას, რა პერიოდშიც იქნა განხორციელებული ზემოთ აღნიშნული ჩანაწერები. მათ შორის სხვაობა 2 წელი და 6 თვეა, რაც აშკარად მეტყველებს ხანდაზმულობაზე. ანუ, საჯარო რეესტრს არანაირი უფლება არ ჰქონდა, განეხორციელებინა ე.წ. ,,შესწორება” სარეგისტრაციო ჩანაწერში რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოების გარეშე.

Page 12: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

12

3.2.8. სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.8. პუნქტში მიუთითებს, რომ 08.01.2013წ. ლ. ჯ.-ს წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსხურის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილება, რაზედაც მათ თითქოსდა უარი ეთქვათ 2013 წლის 15 მარტის №433XX ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აპელანტის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურმა შეგნებულად არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათი 08 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის არც დაკმაყოფილებაზე, და არც უარის თქმის შესახებ. 3.2.9. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.4 პუნქტში არასწორად მსჯელობს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ 2013 წ. 23 ოქტომბრის განჩინებით თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურიდან გამოითხოვა 2008 წლის 20 მარტის ლეგ-4XX ბრძანება და მასთან დაკავშირებული სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალები. სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომელიც მერიამ არასრულად წარადგინა სხდომაზე. მერიამ წარადგინა მხოლოდ ის ლეგ-4XX ბრძანება, რომელშიც ფიგურირებდა 2 ფართი: მიშენების 32,19კვ.მ. და დაშენების 162,80კვ.მ. და განაცხადა, რომ სხვა ლეგ-4XX ბრძანება მათთან არ ინახებოდა. მერიის წარმომადგენელმა სასამართლოს არასრულად წარუდგინა მის ხელთ არსებული მასალები, რითაც დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20-ე მუხლი, რაც სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა. 3.2.10. სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას, გვ.10, II აბზაცში მიუთითებს, რომ დაინტერესებულმა პირმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნული ნორმა ლ. ჯ.-ს მიერ დაცულია. მან 08.01.2013წ. გაასაჩივრა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 31.08.2011წ. №1326XX გადაწყვეტილება (იხ. ლ. ჯ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი). აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა იმაშიც იკვეთება, რომ (გვ.10) თითქოს მხარეს ადმინისტრაციული წესით უნდა გაესაჩივრებინა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. ფაქტიურად, აპელანტის მიერ 2013წ. 08 იანვარს გასაჩივრდა საჯარო რეესტრის 2011წ. №1326XX გადაწყვეტილება. შემდგომში, როდესაც სარჩელით მიმართეს სასამართლოს, და სარჩელი წამოებაში იქნა მიღებული, საჯარო რეესტრმა გამოსცა 25.02.2013წ. №8820138782XX რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რითაც ლ. ჯ.-ს სულ სხვა უძრავ ნივთზე გამოაკლო 70კვ.მ. ფართი. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წესით ვეღარ გაასაჩივრებდნენ, რადგან საქმე უკვე სასამართლოს ჰქონდა მიღებული წარმოებაში. ამასთან, მათი სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს სწორედ ამ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მისი მიღებისთანავე. 3.2.11. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ და საჯარო რეესტრში დანერგილი პრაქტიკა, კერძოდ: თუ მოქალაქის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება საკუთრების მოწმობაში (ლეგ-4XX ბრძანება) მითითებულ მონაცემებს, პრაქტიკულად ვერ მოხდებოდა მისი რეგისტრაცია. ზუსტად შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მეორე ყალბი ლეგ-4XX ბრძანებით, რომელშიც მითითებულია 32,19კვ.მ. და 162,80კვ.მ. ფართები, ვერ მოხდებოდა

Page 13: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

13

საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რადგან ეს ფართები არ შეესაბამება საჯარო რეესტრის მიერ დარეგისტრირებულ ფართებს და აზომვით ნახაზებს. სწორი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში, სასამართლოს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, და არ უნდა დაებრუნებინა იგი საჯარო რეესტრისათვის შესასწავლად და გამოსაკვლევად. 3.2.12. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი, რადგან საჯარო რეესტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეულია მათი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ლახავს მის ინტერესებს. სასამართლოს უნდა დაევალებინა საჯარო რეესტრისათვის, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კონკრეტული ვადის მითითებით. 3.2.13. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების 8.2 და 8.3. პუნქტებში არასწორად მსჯელობს საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებითაც. მას ერთმანეთში ერევა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი ქვითრები. სარჩელზე თანდართული 500 ლარიანი გადახდის ქვითარი (№60640XX) არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარს. აღნიშნული თანხა - 500 ლარი ჩარიცხული იყო მოსარჩელე ლ. ჯ.-ს მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის ადვოკატის საბანკო რეკვიზიტებზე. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება: სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად. ფაქტობრივი დასაბუთება: 4.1.1. 1997 წლის 29 მარტის №01-101 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ს.-ს ქ. №XX, ბინა №X, საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.0XX, 32.00 კვ.მ. ფართზე დარეგისტრირდა ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლება (ტ.2. ს.ფ. 42-48, ტ.2. ს.ფ.63). 4.1.2. 2008 წლის 01 აპრილს, ლ. ჯ.-მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული იყო ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანება, რომლის თანახმად, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბ.№X-ზე უნებართვოდ მიშენება-დაშენება. ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებია: მიშენების ფართი - 32.19 კვ.მ., დაშენების ფართი - 162.80 კვ.მ. 2008 წლის 25 იანვარს გაცემული ტექნიკური ნახაზის (სასარგებლო ფართი 212.27 კვ.მ) თანახმად, საცხოვრებლის I სართ. გეგმა სასარგებლო ფართი შედგება 119.50

Page 14: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

14

კვ.მ., საცხოვრებლის II სართ. გეგმა სასარგებლო ფართი 92.77 კვ.მ, ხოლო 2008 წლის 25 იანვარს გაცემული ტექნიკური ნახაზის (სასარგებლო ფართი 162,80 კვ.მ.) თანახმად, სხვენის გეგმა სასარგებლო ფართი შედგება 162.80 კვ.მ. ორივე ზემოხსენებული ტექნიკური ნახაზი დამოწმებულია ბეჭდით, სადაც მითითებულია, რომ ლეგალიზებულია ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 20.03.2008წ. №4XX ბრძანებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 04 აპრილის №882008089740-XX გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა კორექტირებული უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა. იმ მოტივით, რომ აღმოფხვრილია რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 07 აპრილის №882008089740-XX გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და ამავე სამსახურის 07.04.2008წ. რეგიტრაციის შესახებ №882008089740-XX გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ს.-ს ქ.XX, ბინა №X, საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.0XX 212.27 კვ.მ. ფართზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრების უფლება. სარეგისტრაციო წარმოების მასალებში წარდგენილ იქნა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანება, რომლის თანახმად, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბ.№X-ზე უნებართვოდ მიშენება-დაშენება. თუმცა, ამ ბრძანებაში შეცვლილია ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ, მითითებულია მიშენებული აივნის ფართი _ 18 კვ.მ., დაშენების ფართი _ 92.77 კვ.მ. სხვენის ფართი 162,80 კვ.მ. (ტ.2. ს.ფ.50-75, ტ.2. ს.ფ. 78-79, ტ.2, ს.ფ. 255, ტ.1 ს.ფ.161). 4.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ზემოხსენებული ლეგალიზაციის ბრძანების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08 ივლისის №882009193373-XX გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ს.-ს ქ. №XX, სხვენი 162.80 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.5XX, დარეგისტრირდა ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ.110-138, ტ.2, ს.ფ. 254, ტ.1, ს.ფ.159). 4.1.4. ქ. თბილისის მერიაში, 2009 წლის 07 სექტემბერს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან გადაიგზავნა მ. ფ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ 4XX ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის 2009 წლის 28 სექტემბრის №08/634XX-X წერილით ქალაქ თბილისის პროკურატურას ეცნობა, რომ ზემოხსენებული საჩივრის განხილვისას წარმოდგენილ იქნა ორი სადავო აქტი ერთიდაიგივე თარიღითა და ნომრით, სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ ფართში. კერძოდ, ერთი ბრძანება ითვალისწინებს თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბინა №X-ში მიშენების ფართი 32,19 კვ.მ. და დაშენების ფართი 162,80 კვ.მ., ხოლო მეორე თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბინა №X-ში მიშენებული აივნის ფართი 18 კვ.მ., დაშენების ფართი 92,77 კვ.მ. და სხვენის ფართი 162,80 კვ.მ. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტერურის სამსახუში ინახება მხოლოდ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანება, რომლითაც ლეგალიზებულია ქ.

Page 15: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

15

თბილისში, ს.-ს ქ. №XX ბინა №X-ში მიშენების ფართი 32,19 კვ.მ. და დაშენების ფართი 162,80 კვმ, სხვა ბრძანება პროექტში არ ინახება. წერილის ავტორმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ამ ნაწილში საკითხის შესწავლა სცილდება ქ. თბილისის მერიის კომპენციის ფარგლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე პროკურატურას გადაეგზავნა განსახილველად საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები (ტ.1 ს.ფ.142). ზემოხსენებული საჩივრის განხილვისას სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპეციალისტების მიერ განხორციელდა ს.-ს ქ. №XX-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე დაშენებული ფართის ადგილზე დათვალიერება, რაზედაც შედგა ოქმი, რომლითაც დადგინდა, რომ ის ფართი, რაზეც მ. ფ. ითხოვდა ლეგალიზებას, წარმოდგენს ლ. ჯ.-სათვის ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანებით ლეგალიზებული ფართის ნაწილს. მოცემულ შემთხევაში ამ ფაქტთან დაკავშირებით საპირისპირო მტკიცებულება არ არსებობს. ასევე საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ ორ ბრძანებასთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამსახურში ინახება მხოლოდ ის ბრძანება, რომლითაც განხორციელდა მიშენების ფართის 32.19 კვ.მ. და დაშენების 162.80 ფართის ლეგალიზება. ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 26 ოქტომბრის №15XX განკარგულებით მ. ფ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანება 162,80 კვ.მ. დაშენების ფართის 70 კვ.მ. ნაწილში. სასამართლომ 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მერიის არქიტეტურის საქალაქო სამსახურიდან გამოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანებისა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მასალის დამოწმებული ასლი. რაც სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2013 წლის 08 ნოემბერს. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის №ლეგ-4XX ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX, ბ.№X-ზე უნებართვოდ მიშენება-დაშენება. ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებია: მიშენების ფართი - 32.19 კვ.მ., დაშენების ფართი - 162.80 კვ.მ. აღნიშნულ წარმოებას ასევე ერთვის 2008 წლის 25 იანვარს გაცემული ტექნიკური ნახაზები, რომლის მიხედვითაც (სასარგებლო ფართი 212.27 კვ.მ) თანახმად, საცხოვრებლის I სართ. გეგმა სასარგებლო ფართი შედგება 119.50 კვ.მ., საცხოვრებლის II სართ. გეგმა სასარგებლო ფართი 92.77 კვ.მ, ხოლო 2008 წლის 25 იანვარს გაცემული ტექნიკური ნახაზის ( სასარგებლო ფართი 162,80 კვ.მ. ) თანახმად, სხვენის გეგმა სასარგებლო ფართი შედგება 162.80 კვ.მ. ორივე ზემოხსენებული ტექნიკური ნახაზი დამოწმებულია ბეჭდით, სადაც მითითებულია, რომ ლეგალიზებულია ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 20.03.2008წ. №4XX ბრძანებით (ტ.2. ს.ფ. 174, ტ.2. ს.ფ. 181-210). 4.1.5. ლ. ჯ.-მ 2009 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 26 ოქტომბრის №15XX განკარგულების ბათილად ცნობა.

Page 16: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

16

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/3666-XX) ლ. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის 2008 წლის 08 მაისის ამონაწერის (მიწის საკადასტრო კოდი N01.10.17.003.006.01.0XXბ) თანახმად ქ. თბილისი, ს.-ს ქ. NXX-ში პირველი სადარბაზოს მე-X სართული, ბინა NXXბ (70 კვ.მ.) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ. ფ.-ს სახელზე. აღნიშნული ფართის ლეგალიზაცია განხორციელდა ლ. ჯ.-ს სახელზე, თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის Nლეგ 4XX ბრძანებით, რაც სასამართლომ საკუთრების უფლების უხეშ დარღვევად მიიჩნია. თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 1969 კვ.მ. მ. ფ. არის ნაკვეთის შესაბამისი წილის მესაკუთრე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არც გაუქმებული (ბათილად ცნობილი) ბრძანების გამოცემისას, არც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ქ. თბილისის მერიაში) საჩივრის განხილვის დროს და არც სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი ყველა მესაკუთრის, მათ შორის მ. ფ.-ს თანხმობა, რაც ეწინააღმდეგებოდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებს (ტ.1 ს.ფ. 32-37). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებით. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 01 ივნისის განჩინებით ლ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარს უარი ეთქვა განსახილველად დაშვებაზე (ტ.1 ს.ფ. 38-46, ადმინისტრაციული საქმე №3/3666-XX ს.ფ. 394-396); 4.1.6. ლ. ჯ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სადავო გახადა მ. ფ.-ს სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების კანონიერების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/3037-XX) ლ. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ამხანაგობა „პ.-ს“ წევრის - მ. ფ.-ს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ამავე ამხანაგობის მიერ აშენებული და ამხანაგობის წევრთა მიერ გამოყოფილ ფართზე (ტ.1, ს.ფ. 168-175). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით ლ. ჯ.-ს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე (ტ.1, ს.ფ. 180-195, ტ. 2, ს.ფ.37-39); 4.1.7. მ. ფ.-მ 2011 წლის 09 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ლ. ჯ.-ს სახელზე რეგისტრირებული ფართის გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილებით 1. ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX-ში მდებარე №X ბინაზე 162.80 კვ.მ. დაშენების ფართიდან 70 კვ.მ. ნაწილში ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება

Page 17: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

17

№882008089740-XX); 2. ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისში, ს.-ს ქ. №XX-ში მდებარე სხვენზე (საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.5XX) ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №882009193373-XX); ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებები განხორციელდეს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 თებერვლის №882013078255-XX რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და უძრავ ნივთზე მდებარე:ქ. თბილისი, ს. ც.-ს ქ. №X, საკადასტრო კოდით:01.10.17.003.006.01.0XX ლ. ჯ.-ს სახელზე დარეგისტრირდა ბინა №X ფართი 142,27 კვ.მ. ხოლო უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ს.-ს ქ. XX სხვენი 162.80 საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.5XX 2011 წლის 02 სექტემბერს გაუქმდა ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 139-140, ტ.1. ს.ფ.224-226, ტ.1. ს.ფ. 104, ტ.1. ს.ფ.105-106, ტ.1. ს.ფ.107-108). 4.1.8. 2013 წლის 08 იანვარს, ლ. ჯ.-ს წარმომადგენლებმა ნ. მ.-მ და ბ. მ.-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოს და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობა და შემდეგი სახით ჩამოყალიბება: ა) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლ. ჯ.-ს სახელზე რეგისტრირებული სხვენიდან - მთლიანი 162.80 კვ.მ. ფართიდან (მდრბარე ქ. თბილისი, ს.-ს ქ. №XX-ში, საკადასტრო კოდი ოდია:01.10.17.003.006.01.5XX) მხოლოდ 70 კვ.მ. ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდით ლ. ჯ.-ს სახელზე დარჩეს 92,80 კვ.მ. ფართი; ბ) უცვლელად დარჩეს ლ. ჯ.-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ს.-ს ქ. №XX, ბინა №X, 212,27 კვ.მ. ფართით, საკადასტრო კოდი: 01.10.17.003.006.01.0XX. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის №433XX ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდნენ, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით (ტ.1. ს.ფ. 227-229, ტ.1. ს.ფ.258). სამართლებრივი დასაბუთება: 4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება; 4.2.2. სააპელაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ დავის საგანს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის

Page 18: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

18

ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის №433XX წერილის კანონიერების საკითხი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც ის ითხოვდა, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული წერილით ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის ავტორს უარი უთხრა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის - საჩივრის განხილვაზე. 4.2.3. პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში, გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. 4.2.4. სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჩივრდება სასამართლო წესით, ხოლო უძრავ ნივთთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, თუ საკითხი არ ეხება რეგისტრაციის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.5 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ დაექვემდებარება საკითხი სასამართლოს უწყებრივად განსახილველად. 4.2.5. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ჯ.-ს წარმომადგენლებმა ნ. მ.-მ და ბ. მ.-მ 2013 წლის 08 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობა და მისი სხვა შინაარსით ჩამოყალიბება. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციები და დადგინდა შესაბამისი ცვლილების განხორციელება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიცა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა გასაჩივრებას საჯარო რეესტრში. ხოლო მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო,

Page 19: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

19

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი წესით ემსჯელა წარდგენილ საჩივარზე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხოლოდ ამის შემდეგ სასამართლოში გასაჩივრების წესი, მართებულად იქნა განმარტებული ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილებაში. 4.2.6. სააპელაციო პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლზე და განმრტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უგულვებელყოფილი იქნა. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლზე, რომელშიც მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. საქმეში დაცული მტკიცებულებების გადამოწმების შედეგი პალატას აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავო აქტების შეფასების პროცესში არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად სცნო ბათილად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის №433XX ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დააევალა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ იმსჯელოს ლ. ჯ.-ს წარმომადგენლების 2013 წლის 08 იანვარს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე, შეაფასოს გასაჩივრებული აქტის კანონთან შესაბამისობა, გამოიკვლიოს თანხვედრაშია თუ არა უფლების დამდგენი დოკუმენტები ტექნიკურ ნახაზებთან (რომელიც დამოწმებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ) და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. 4.2.7. პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 აგვისტოს №1326XX გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით №01.10.17.003.006.01.0XX განხორციელებული ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერების საკითხი. ამდენად, მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელის მოთხოვნა ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

Page 20: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

20

4.2.8. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: 5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლო ხარჯები: 5.2. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო არ არსებობს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ლ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; 2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება; 3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; 4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები

Page 21: saqme # 2/98-08w - court.gelibrary.court.ge/judgements/20312015-01-22.pdf2.1.3. 2009 წლის 03 ივლისს, ლ. ჯ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

21

ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად; მოსამართლე ნათია ქუთათელაძე