saxviti da gamoyenebiti xelovneba 1 - mes.gov.ge i_masw... · გაკვეთილი 19...

7
maswavleblis wigni is 1 maswavl li lebli maswavlebl lebl saxviTi da gamoyenebiTi xelovneba nino miqaberiZe nino ciciSvili nana kunWulia maia mexaSiSvili

Upload: others

Post on 25-Sep-2019

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: saxviTi da gamoyenebiTi xelovneba 1 - mes.gov.ge I_masw... · გაკვეთილი 19 ნახევარწრე 40 წრე 41 გაკვეთილი 20 ვიპოვოთ

maswavleblis wigniis

1maswavl lileblimaswavlebllebl

saxviTi da gamoyenebiTi xelovneba

nino miqaberiZenino ciciSvili

დაფინანსებულია „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში

1 klasi saxviT

i da g

amoyeneb

iTi xel

ovneb

a

nana kunWuliamaia mexaSiSvili

Page 2: saxviTi da gamoyenebiTi xelovneba 1 - mes.gov.ge I_masw... · გაკვეთილი 19 ნახევარწრე 40 წრე 41 გაკვეთილი 20 ვიპოვოთ

სარჩევიშესავალი 5წიგნის კონცეფცია და სტრუქტურა 6სწავლების ძირითადი სტრატეგიები 7შეფასება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში 8პროექტები 13თემატური ბლოკები 14დამხმარე საგანმანათლებლო ელოქტრონული რესურსი 15გაკვეთილების სცენარები 16ჩვენ ვხატავთ 16გაკვეთილი 1 გამოფენისათვის მზადება 16გაკვეთილი 2 მხატვრის სახელოსნო 17გაკვეთილი 3 ზაფხულის მოგონებები 18 სწორი და კლაკნილი ხაზები 20გაკვეთილი 4 ხვეულები 20გაკვეთილი 5 სხვადასხვა ხაზი 22გაკვეთილი 6 მხიარული სახლი 23გაკვეთილი 7 დაკარგული ნაწილები (შემაჯამებელი გაკვეთილი) 24მარაოსებრი ხაზები 25გაკვეთილი 8 რითი გავს ერთმანეთს 25გაკვეთილი 9 წითელქუდას ტყე 26გაკვეთილი 10 ოქროსფერი შემოდგომა 27გაკვეთილი 11 მოიგონე სამყარო (შემაჯამებელი გაკვეთილი) 28ბადისებრი ხაზები 30გაკვეთილი 12 დავხატოთ ბადე 30გაკვეთილი 13 მხიარული კედელი 31ზიგზაგი 33გაკვეთილი 14 ზიგზაგი 33გაკვეთილი 15 დახატული მუსიკა (შემაჯამებელი გაკვეთილი) 34გაკვეთილი 16 ვითამაშოთ პლასტილინით 35ფერი 37გაკვეთილი 17 ფერადი სამყარო 37გაკვეთილი 18 ფერების პანო (შემაჯამებელი გაკვეთილი) 38ნახევარწრე 40გაკვეთილი 19 ნახევარწრე 40წრე 41გაკვეთილი 20 ვიპოვოთ მრგვალი საგნები 41გაკვეთილი 21 ბურთების სამყარო 43გაკვეთილი 22 მეგობრები 44გაკვეთილი 23 მხიარული და მოწყენილი მზე 45გაკვეთილი 24 ჩემი საყვარელი ხილი 46გაკვეთილი 25 ბავშვები (შემაჯამებელი გაკვეთილი) 47ნივთები 49გაკვეთილი 26 ჩვენი ნივთები 49გაკვეთილი 27 ზამთარი და ზაფხული 50სპირალი 52გაკვეთილი 28 სპირალი 52

Page 3: saxviTi da gamoyenebiTi xelovneba 1 - mes.gov.ge I_masw... · გაკვეთილი 19 ნახევარწრე 40 წრე 41 გაკვეთილი 20 ვიპოვოთ

გაკვეთილი 29 ფერადი განწყობა 53გაკვეთილი 30 გასართობი ზამთარი (შემაჯამებელი გაკვეთილი) 54გაკვეთილი 31 პლასტილინის ზოლები 56გაკვეთილი 32 ასე უფრო ლამაზია 57ცხოველები 58გაკვეთილი 33 ცხოველები 58გაკვეთილი 34 ბუნება და ცხოველები 60გაკვეთილი 35 სამი გოჭის ზღაპარი 61გაკვეთილი 36 გასეირნება ზოოპარკში (შემაჯამებელი გაკვეთილი) 61გაკვეთილი 37 გასეირნება ზოოპარკში 63სიმეტრია 63გაკვეთილი 38 მთლიანი და ნაწილი 63სამკუთხედი, ოთხკუთხედი, სახლი 65გაკვეთილი 39 დავხატოთ სახლები 65გაკვეთილი 40-41 ავაშენოთ სახლები 66გაკვეთილი 42 ჩემი სახლი 68გაკვეთილი 43 საიდუმლო ნახატი 68ფერი 70გაკვეთილი 44 ძირითადი ფერები 70გაკვეთილი 45 შედგენილი ფერები (შემაჯამებელი გაკვეთილი) 71ჭურჭელი და ტკბილეული 73გაკვეთილი 46 კანფეტების წვიმა 73გაკვეთილი 47 გემრიელი ტორტი 74გაკვეთილი 48 ჭურჭელი 75ყვავილები 77გაკვეთილი 49 თაიგული 77გაკვეთილი 50 გაზაფხულის მდელო 78გაკვეთილი 51 საყვარელი გაზაფხული 79გაკვეთილი 52 ია ჩრდილოეთ პოლუსზე (შემაჯამებელი გაkვეთილი) 81რა ვისწავლეთ 83გაკვეთილი 53 ჯადოსნური ხალიჩა (შემაჯამებელი გაკვეთილი) 83გაკვეთილი 54, 55, 56 ჩვენი ქალაქი (შემაჯამებელი გაკვეთილი) 84გაკვეთილი 57 უცხო ფრინველი 85გაკვეთილი 58 “ცოცხალი” სურათები (გაკვეთილი I) 86გაკვეთილი 59 “ცოცხალი” სურათები (გაკვეთილი II) 88გაკვეთილი 60 ცოცხალი სურათები (გაკვეთილი III) 88

საგნის სწავლების მიზნების, ამოცანების, სტანდარტის შედეგების მიღწევისა და შინაარსის ურთიერთკავშირის მატრიცა 90

I კლასის საგნობრივი სტანდარტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში 98ლექსიკონი 101

Page 4: saxviTi da gamoyenebiTi xelovneba 1 - mes.gov.ge I_masw... · გაკვეთილი 19 ნახევარწრე 40 წრე 41 გაკვეთილი 20 ვიპოვოთ

16

გაკვეთილების სცენარები

ჩვენ ვხატავთ

გაკვეთილი 1გამოფენისათვის მზადება

გაკვეთილის თემა: სასწავლო პროცესის ორგანიზება.გაკვეთილის მიზანი:

• მოსწავლემ გაიგოს, რა მოეთხოვება სახვითი ხელოვნების გაკვეთილებზე. გაუჩნდეს გაკვეთილზე მუშაობის სურვილი;

• განუვითარდეს გაკვეთილზე თავისი საქმიანობის ორგანიზების უნარი;• შეძლოს მარტივი გამოსახულების დახატვა.

• შეძლოს საკუთარ ნამუშევარზე საუბარი.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ს. გ. I.1, ს. გ. I.3სასწავლო რესურსები: სახატავი ფურცლები, ფაილები, ფერადი ფანქრები.გაკვეთილის ხანგრძლივობა: 35 წთ.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა I - 5 წთ.(აქტივობის მიზანია, მოსწავლემ გაიგოს, რას შეისწავლის სახვითი

ხელოვნების გაკვეთილზე და მონაწილეობა მიიღოს სწავლის ორგანიზებაში.)მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოიმარაგოს იმდენი ფაილი, რამდენი

Page 5: saxviTi da gamoyenebiTi xelovneba 1 - mes.gov.ge I_masw... · გაკვეთილი 19 ნახევარწრე 40 წრე 41 გაკვეთილი 20 ვიპოვოთ

17

მოსწავლეცაა კლასში, სადაც წლის განმავლობაში მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს შეინახავს. (სასურველია, გარკვეული პერიო-დულობით კლასში მოეწყოს გამოფენა, რომელზეც მოწვეული იქნებიან მშობლები. დაგროვილი ნამუშევრებიდან მასწავლებელმა ბავშვებს თავად უნდა აარჩევინოს ის ნამუშევრები, რომლებსაც გამოფენენ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითშეფასების უნარის განვითარებას).

მასწავლებელი მიესალმება მოსწავლეებს და უხსნის, რომ სახვითი ხელოვნების გაკვეთილებზე ისინი ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გააკე -თე ბენ: დახატავენ, გამოძერწავენ, შექმნიან აპლიკაციებს, დაათვალიერებენ სურათებს და ა. შ.

შემდეგ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რა დასჭირდებათ იმისთვის, რომ გაკვეთილზე მუშაობა შეძლონ (მოსწავლის ალბომი, სახატავი ალბომი, ფერადი ფანქრები, აკვარელის, გუაშის საღებავები, პლასტილინი და ა. შ.).

აქტივობა II - 20 წთ.(აქტივობის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს მარტივი გამოსახულების დახატვა.)მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოიფიქრონ და დახატონ რაიმე

ფიგურა: ყვავილი, ხილი, ცხოველი ან ადამიანი, ან ის, რაც მათ მოსწონთ. მოსწავლეები პატარა ზომის ფურცლებზე ხატავენ გამოსახულებებს, რომელსაც მოსწავლის ფაილებზე დააკრავენ.

აქტივობა III - 10 წთ.(აქტივობის მიზანია, მოსწავლეს გაუჩნდეს მუშაობის მოტივაცია,

განუვითარდეს გაკვეთილზე თავისი საქმიანობის ორგანიზების უნარი.)ხატვის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები მასწავლებელს უჩვენებენ

თავიანთ დახატულ ფიგურებს და მასწავლებლის თხოვნით განმარტავენ, თუ რატომ დახატეს სწორედ ასეთი გამოსახულება. მოსწავლეები ნახატებს ფაილებზე აწებებენ.

მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლეს მათ მარტივი გამოსახულებების დახატვა და საკუთარი მოსაზრების გამოთქმა.

გაკვეთილი 2მხატვრის სახელოსნო

გაკვეთილის თემა: სახატავი ნივთების გაცნობა, ხატვა.გაკვეთილის მიზანი:• მოსწავლემ გაიგოს სახატავი ნივთების დასახელება და მათი

დანიშნულება;• შეძლოს საკუთარი მოსაზრების გამოთქმა; • შეძლოს ნახატის დახატვა.

Page 6: saxviTi da gamoyenebiTi xelovneba 1 - mes.gov.ge I_masw... · გაკვეთილი 19 ნახევარწრე 40 წრე 41 გაკვეთილი 20 ვიპოვოთ

18

• განუვითარდეს წარმოსახვის უნარი.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ს. გ. I.1, ს. გ. I.3სასწავლო რესურსები: ფერადი ფანქრები, გუაშის საღებავები, სახატავი

ალბომი, საშლელი.გაკვეთილის ხანგრძლივობა: 35 წთ.

აქტივობა I - 10 წთ.(აქტივობის მიზანია, მოსწავლემ გაიგოს სახატავი ნივთების სახელწოდება

და მათი დანიშნულება.)მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ ის ნივთები,

რომლებსაც ხატვის დროს იყენებენ. შემდეგ მასწავლებელი თავად უჩვენებს რაიმე ნივთს და სთხოვს მოსწავლეებს, განმარტონ მისი დანიშნულება (რისთვის იყენებენ მას).

აქტივობა II - 25 წთ.(აქტივობის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს ნახატის დახატვა, განუვითარ-

დეს ხელის მოტორიკა, განუვითარდეს წარმოსახვის და მსჯელობის უნარი, შეძლოს საკუთარი მოსაზრებისს გამოთქმა.)

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თავისუფალ თემაზე დახატონ რაიმე ნახატი. სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ისაუბრონ საკუთარი ნახატების შესახებ.

მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეები უნდა შეფასდნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად გაიგეს სახატავი ნივთების დანიშნულება, რამდენად შეძლეს ნახატის დახატვა და საკუთარი მოსაზრების გამოთქმა.

გაკვეთილი 3ზაფხულის მოგონებები

გაკვეთილის თემა: წარმოსახვით ნახატის დახატვა.გაკვეთილის მიზანი:• მოსწავლემ შეძლოს საკუთარ შთაბეჭდილებებზე საუბარი.• მოსწავლემ შეძლოს მეხსიერებით და წარმოსახვით ნახატის დახატვა.• შეძლოს განმარტოს, თუ რის გადმოცემა სურდა ნამუშევარში.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ს. გ. I.1, ს. გ. I.3სასწავლო რესურსები: სახატავი ალბომი, ფერადი ფანქრები, გუაშის ან

აკვარელის საღებავები.გაკვეთილის ხანგრძლივობა: 35 წთ.

Page 7: saxviTi da gamoyenebiTi xelovneba 1 - mes.gov.ge I_masw... · გაკვეთილი 19 ნახევარწრე 40 წრე 41 გაკვეთილი 20 ვიპოვოთ

19

აქტივობა I - 5 წთ.(აქტივობის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს საკუთარ შთაბეჭდილებებზე

საუბარი.)მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, როგორ გაატარეს

ზაფხული. მასწავლებელი: “გაიხსენეთ ყველაზე ლამაზი ბუნების სურათი, რომელიც ზაფხულის მანძილზე ნახეთ: მზის ჩასვლა ზღვაზე, ლამაზი მინდორი და ა. შ. მოსწავლეები ჰყვებიან თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ. მასწავლებელი:

“სახატავ ალბომში დახატეთ თქვენ მიერ ნანახი ბუნების სურათი. შეეცადეთ, გამოიყენოთ ის ფერები, რომლებიც დაგამახსოვრდათ”.

აქტივობა II - 20 წთ.(აქტივობის მიზანია, მოსწავლემ თავისი მეხსიერებით და წარმოსახვით

დახატოს ნამუშევარი.)მოსწავლეები ხატავენ სახატავ ალბომში.

აქტივობა III - 10 წთ.(აქტივობის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს განმარტოს, თუ რის გადმოცემა

უნდოდა თავის ნამუშევარში.)მასწავლებელი ათვალიერებს მოსწავლეთა ნამუშევრებს და ეკითხება, რას

ნიშნავს ესა თუ ის გამოსახულება ან რატომ გამოიყენა მოსწავლემ ასეთი ფერები და ა. შ.

მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეები უნდა შეფასდნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლეს საუბარი თავიანთ შთაბეჭდილებებსა და ნამუშევარზე და ნახატის წარმოსახვით დახატვა.