school newspaper

15

Upload: ika-ika

Post on 29-Mar-2016

217 views

Category:

Documents


4 download

DESCRIPTION

Schoolnewspaper

TRANSCRIPT

Page 1: School Newspaper
Page 2: School Newspaper

„სახალხო კრების“ აქტივისტები ზუგდიდში ზუგდიდში, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის

ორგანიზაციული ბიუროდან ავტო კოლონა ჩამოვიდა. „სახალხო კრების“ აქტივისტებმა ქალაქი „სამართალი მოდის“ შეძახილებით შემოიარეს. კოლონის ბოლო გაჩერება ზუგდიდში რუსთაველის #89 არსებულ რეგიონალურ ოფისში იყო. როგორც პარტიის წევრებმა გვითხრეს მათი ეს მსვლელობა არის ქვეყანაში არსებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების წინაპირობა. ასევე მათი თქმით სულ რამდენიმე დღეში იგეგმება სხვა ტიპის აქტივობები, რაშიც საზოგადოება ჩაერთვება. „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მანანა მანაგაძის თქმით – ჩვენი ჩამოსვლა არის ზოგადად იმ დიდი დაუმორჩილებლობის ერთერთი ეტაპი, რომლისკენაც მივდივართ ჩვენ ყველანი. ჩვენი პარტიის კონკრეტული გეგმები გამოცხადდება 2 მაისს და გაიგებს სრულიად საქართველო იმ გეგმების და თარიღის შესახებ, როდესაც სრულიად საქართველო შემოუერთდება ამ პროცესებს. „სამეგრელოს ქრონიკის“ კითხვაზე, მსვლელობისას იყო თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი. გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით მზგავს ქმედებას ადგილი არ ქონია. –პირიქით მე ძალიან მსიამოვნებს ის განწყობა , რომელიც ჩვენ გზაზე გვხვდება. განცხადება, რასაც აკეთებს ხელისუფლება, რომ ხალხში უნდობლობაა და საზოგადოება არ არის მზად ცვლილებებში მონაწილეობის მისაღებად და დაბალი იქნება აქტივობა, მინდა უთხრა მათ, რომ ნამდვილად გაუცრუვდებათ იმედები. ის განწყობა, რაც ჩვენ ამ გზის გავლაში ვნახეთ არის ძალიან დადებითი და საზოგადოება ნამდვილად არის მზად იმ პროცესებთან მიერთებისთვის, რასაც „სახალხო კრება“ და მთლიანად დაუმორჩილებლობა ქვია. პარტიის ახალგაზრდულ რიგებში კი თვლიან, რომ მათი გაერთიანება ბოლოს მოუღებს ქვეყანაში არსებულ რეჟიმს. მათი მთავარი ლოზუნგი არის, „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ და „ ძალადობა ბოროტებაა!“ ახალგაზრდული კომიტეტის წევრი გოჩა მესხიას თქმით – გვინდა, რომ ამ რეჟიმს დაუპირისპირდეთ და ბოლო მოუღოთ ძალადობას. ხალხის განწყობა არის ძალიან დადებითი, რაც საბრძოლო მუხტს გვმატებს. ჩვენ ახალგაზრდები გაერთიანებულები ვართ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

Page 3: School Newspaper

ბავშვთა საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში

ზუგდიდიში, სავაჭრო ცენტრ “კოლხა”-ში გაიმართა შეხვედრა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროექტის - ბავშთა საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების ხელშეწყობა ქართულ მედიაში-ს ფარგლებში. პროექტის მიზანია- ბავშვთა უფლებების დაცვა ჟურნალისტთა პროფესიული განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით. შეხვედრას უძღვებოდნენ: სამოქალაქო განვითარების ისტიტუტი-ია ანთაძე, ესპერტები - გოგი გვახარია, ნინია კაკაბაძე. მრგავალი მაგიდის გარშემო გაიმართა დისკუსია, ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების პრობლმებზე და ბავშვთა უფლებების დაცვაზე.მედიის მხრიდან ისიც ითქვა, რომ მზგავსი ტიპის შეხვედრები არამარტო ჟურნალისტებისთვის არამედ მედია მფლობელებისთვისაც უნდა მოეწყოს, რადგან ყველა მედიასაშუალებას საკუთარი მიდგომა და მედია პოლიტიკა აქვს. ქალბატონი ია ანთაძეს თქმით – საკითხი რომლის გარშემო შევიკრიბეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული რეალობისთვის. ჩვენ ჟურნალისტებს გვაქვს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, როცა ბავშვების საკითხს ვაშუქებთ, ვიდრე იმ შემთხვევაში როდესაც ზრდასრული ადამინების საკითხებს ვაშუქებთ. რათქმაუნდა ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ სტანდარტი, უნდა დავიცვათ ეთიკის ნორმა, მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს ბავშვი არის საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენის წარმომადგენელი ის თავს ჩვენგან ვერასდროს დაიცავს. ამიტომ როდესაც მათ ეხება საკითხი ჩვენ უნდა ვიყოთ მათი პირველი დამცველები.ასევე, ანთაძის თქმით, პროექტის ფარგლებში ათი შეხვედრაა დაგეგმილი და ეს მეხუთე შეხვედრაა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.ექსპერტი, გიორგი გვახარიას თქმით კი - ჟურნალისტი ყოველთვის უნდა გამოვიდეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი არის ბავშვი. თუ ჩვენ ცოცხალ ბავშვთან გვაქვს საქმე სასურველია ყოველთვის პირველი ბავშვისგან მივიღოთ უფლება რას ვაკეთებთ, მაგრამ ამით არ დავკმაყოფილდეთ. ნებისმიერ ჟურნალისტს ვურჩევ როცა ბავშვზე აკეთებენ სიუჟეტს მშობლებთან და ბავშვების ფსიქოლოგებთან იქონიონ ურთიერთობა.

Page 4: School Newspaper

ზუგდიდისა და ფოთის სათემო ცენტრებმა სათემო პროექტები წარმატებით განახორციელა

პროექტი ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“,პროექტი „სათემო ცენტრები კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის საქართველოში“ ევროკავშირის ფინანსური დახმარებითა და ასოციაცია „ათინათთან პარტნიორობით ზუგდიდსა და ფოთში წარმატებით განხორციელდა პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ,გარდა შემეცნებითისა,თემში სათემო პროექტების განხორციელება იყო,რომელიც ადგილობრივი და დევნილი თემის ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით ზუგდიდსა და ფოთში სათემო ცენტრები პროექტის დაწყებიდანვე შეუდგნენ მუშაობას. სათემო პროექტებზე მუშაობა თემის თანამონაწილეობითი მოკვლევით დაიწყო. მათ მიერ გამოვლენილი პრიორიტეტული საჭიროებების მოსაგვარებლად ევროკავშირმა ფულადი დახმარება გამოყო.

ზუგდიდსა და ფოთში პროექტის ფარგლებში დაარსებულმა სათემო ცენტრებმა 8 სათემო პროექტი განახორციელეს:ზუგდიდში გაიხსნა ორი საბავშვო სკვერი,კომბინატისა და ფაიფურის დასახლებაში. გარემონტდა ფაიფურის დასახლებაში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი და აღიჭურვა საჭირო ავეჯითა და ნივთებით. გაკეთდა არტ-კლუბი მე-7 საჯარო სკოლაში. ფოთშიც 4 სათემო პროექტი გაკეთდა: სათამაშო მოედანი აღმაშენებლის ქუჩაზე,სკვერი ნაბალას უბანსა და მალთაყვაში,ბერდინსკის დასახლებაშ კი მრავალსართულიანი კორპუსი კეთილმოეწყო. აღსანიშნავია,რომ ამ პროექტების განხორციელებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ზუგდიდის გამგეობასა და ფოთის თვითმმართველობასა და მერიას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 30,000 ლარი გამოყო ამ პროექტებისათვის. ეს იყო პროექტი,რომელმაც თავისი მიზანი სამართლიანად განახორციელა და ამით არ

ამოწურულა,არსებობს სამომავლო პერსპექტივა იმისა,რომ ეს პროექტები ხანგრძლივი დროით შეასრულებს დიდ ფუნქციას,რასაც ადგილობრივი თემის ინტეგრასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ჰქვია.

სირიაში 30 დემონსტრანტი მოკლეს

Page 5: School Newspaper

სირიაში გუშინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის 30 მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.მათგან 15 ქალაქ ხომსში, 6 – ხამში, 5 კი ლატაკიაში მოკლეს. დაღუპულები არიან სხვა ქალაქებშიც. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დემონსტრანტებს საბრძოლო ტყვიებს ესროდნენ. "ალ-ჯაზირა" კი უფლებადამცველი ჯგუფის Insan ინფორმაციაზე დაყრდნობით 26 მოკლულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამასთან, სირიის ინფორმაციის სამინისტროს პრესმდივანმა რიმ ჰადადმა მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შესახებ უინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისთვის არაფერია ცნობილი.ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ხომსში ჯარისკაცებისა და ოთხი პოლიციელის დაღუპვის შესახებ. სააგენტო შანა-ს ინფორმაციით, ისინი შეიარაღებულმა დამნაშავეებმა ქალაქის შესასვლელში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმისას დახოცეს. სააგენტოს მონაცემებით, 6 მაისს სულ 10 პოლიციელი და ჯარისკაცი მოკლეს. ბოლო თვენახევრის განმავლობაში სირიაში სულ 580-ზე მეტი სამოქალაქო პირი და 100 სამხედრო მოკლეს.

იაპონია ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმას არ აპირებს

ატომურ რეაქტორ "ჰამაოკაზე" სამუშაოების შეჩერება სულაც არ ნიშნავს, რომ იაპონიის ხელისუფლება ატომურ ენერგეტიკაზე საბოლოოდ უარს აცხადებს. ამის შესახებ იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელის თანაშემწე ჰოსი ხოსონო აცხადებს.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ ამ ატომურ რეაქტორზე, სხვა რეაქტორებთან შედარებით, 8 მაგნიტუდის მიწისძვრის რისკი დიდია.იაპონიის მინისტრთა კაბინეტმა ტოკიოს სამხრეთით მდებარე რეაქტორ ჰამაოკას დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რათა ამით უსაფრთხოების სისტემა გაუმჯობესდეს. სეისმოლოგების პროგნოზით, ამ რეგიონში ძლიერი მიწისძვრების ალბათობა უახლოესი 30 წლის განმავლობაში 87%-ია. იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ამ რეაქტორზე ავარია მოხდება, ეს მთელი ქვეყნისთვის მძიმე შედეგით დასრულდება.

ირანის სულიერი ლიდერი პრეზიდენტ მაჰმუდ აჯმადინეჯადის გადადგომას მოითხოვს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი პრეზიდენტ მაჰმუდ აჯმადინეჯადის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ არაბული მედიასაშუალებები იტყობინებიან.არაბული პრესის ინფორმაციით, აჰმადინეჯადის გარემოცვის რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს. მოსალოდნელია, რომ თავად პრეზიდენტი პოსტს უახლოეს ხანში დატოვებს.შეგახსენებთ, ჰამენეისა და აჰმადინეჯადს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. მედიასაშუალებებში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ემზადებიან.დაახლოებით 300 დეპუტატმა აჰმადინეჯადის სახელზე წერილი დაწერა, სადაც ისინი აჰმადინეჯადს სულიერი ლიდერის აზრის გაზიარებისკენ მოუწოდებენ.

Page 6: School Newspaper

ბინ ლადენის ,,გონება’’ შურისძიებისთვის ემზადება

ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამან ბინ ლადენის  ლიკვიდაციამ, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.  მართალია ,,ალ ქაიდას’’ ლიდერი, მსოფლიოს ვერცერთი მოქალაქის სიცოცხლეს  ვეღარ შეუქმნის საფრთხეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა დასრულდა. ექსპერტები, ბინ ლადენის შემცვლელზე უკვე ალაპარაკდნენ.          ვინ არის ახალი პირველი ტერორისტი და ვინ გახდება ბინ ლადენის შემცვლელი?  დასავლური მედია ამ თემაზე უკვე აქტიურად ალაპარაკდა. ოსამა ბინ ლადენის შემცვლელად  აიამან ალ ზავაჰირი სახელდება. მას ბინ ლადენის ,,გონებას’’ უწოდებენ. ვინ არის ალ ზავაჰირი, რომელიც ბინ ლადენის ,,გონება’’,  მარჯვენა ხელი და პირადი ექიმი იყო?  ის ამ დრომდე ტერორისტული ორგანიზაცია „ეგვიპტური ისლამისტური ჯიჰადის” ლიდერია. აიმან ალ-ზავაჰირს ასევე იცნობენ მეტსახელებით: დოქტორი, მასწავლებელი, აბუ მუჰამმადი, აბუ ფატიმა, მუჰამმად იბრაგიმი, აბუ აბდალლა, აბუ ალ-მუიზი, ნური, იუსტაზი, აბუ მუჰამმედ ნურ ად-დინი და აბდელ მუაზი. იგი ფლობს არაბულ და ფრანგულ ენებს. ბინ ლადენის ,,გონება’’ ეგვიპტეში დაიბადა 1951 წლის 19 ივნისს, ცნობილი სწავლულებისა და მედიკოსების ოჯახში. 15 წლის ასაკში ალ-ზავაჰირი უკვე თანამშრომლობდა ეგვიპტის რადიკალურ ისლამისტურ ორგანიაზაციასთან “ძმები მუსულმანები”. იმ პერიოდში ეს მოძრაობა აკრძალული იყო.  პირველად იგი სწორედ ამ მიზეზით დააპატიმრეს. 17 წლის ასაკში, აიმან ალ-ზავაჰირი ციხიდან გამოვიდა და ქაიროს უნივერსიტეტთან არსებულ სამხედრო-სამედიცინო სასწავლებელში ჩააბარა. 1973 წელს დიპლომირებული ქირურგი გახდა. მან რამდენიმე წიგნიც გამოსცა, რომელთაგან ერთერთში “ძმები მუსულმანები” გააკრიტიკა.  ალ-ზავაჰირის ცხოვრება მკვეთრად 80-ან წლებში შეიცვალა, როდესაც საპატიო დოქტორობიდან იგი ავღანელი ხალხის ნაციონალური  გათავისუფლებისთვის მებრძოლად იქცა. რამდენიმე წლის მანძილზე ის ავღანეთის ტერიტორიაზე, საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა.80-ანი წლების მიწურულს, როდესაც საბჭოთა ჯარები ავღანეთიდან გამოვიდნენ, ალ-ზავაჰირი ეგვიპტეში დაბრუნდა, სადაც სათავეში ჩაუდგა ტერორისტულ ორგანიზაციას “ისლამური ჯიჰადი”. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამავე დაჯგუფების პალესტინის ტერიტორიაზე ფორმირებაში, ასევე ეგვიპტის პოლიტიკურ მოღვაწეებზე განხორციელებული თავდასხმებისა და ისლამაბადში ეგვიპტის საელჩოში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში. ეგვიპტის სასამართლომ მას დაუსწრებლად სიკვდილი დასჯა მიუსაჯა.მან უსამა ბილ ლადენი  ავღანეთში გაიცნო. მათ “საქმიან კავშირს” საფუძველი ჯერ კიდევ 90-ანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და ამ დრომდე გრძელდებოდა. 

Page 7: School Newspaper

1998 წელს, ეგვიპტეში მოქმედი “ისლამური ჯიჰადი“, ფაქტობრივად, “ალ-ქაიდა”-ს ეგვიპტურ ფილიალად იქცა. მოგვიანებით აიმან ალ-ზავაჰირი და მისი უახლოესი თანამებრძოლი მოჰამმად ატეფი ავღანეთში “ალ-ქაიდა”-ს საბრძოლო შენაერთებს მიუერთდნენ. მათ ამ ორგანიზაციის დამოუკიდებელი რაზმები ჩამოაყალიბეს და ბინ ლადენის ყველაზე გავლენიან მეთაურებად ითვლებოდნენ. ამბობდნენ, რომ ალ-ზავაჰირი ასევე ბინ-ლადენის პირადი ექიმის ფუნქციასაც ითავსებდა. 2011 წლის ტერაქტების შემდეგ, ამერიკელების საპასუხო ოპერაციის შედეგად, ატეფი, ალ-ზავაჰირის ცოლი და სამი ქალიშვილი დაიღუპნენ. შერთებული შტატების ხელისუფლება მას ტანზანიაში 1998 წელს ამერიკის საელჩოებზე განხორციელებული ტერაქტების ორგანიზატორად მიიჩნევს. მისი დაპატიმრების ან ლიკვიდაციის  შემთხვევაში, ჯილდოდ, 25 მილიონი დოლარია დაწესებული. 2000 წლიდან მოყოლებული, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბინ ლადენი ლიკვიდირებული იყო. ბინ ლადენთან ერთად, იმ ქვეყნად ისტუმრებდნენ მის მარჯვენა ხელსაც. ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციას არცთუ იშვიათად იბრალებდნენ. 2002 წლის ოქტომბერში, ერთ–ერთი დასავლური სააგენტო  იტყობინებოდა, რომ ალ-ზავაჰირი, ავღანეთში, ამერიკელების სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. 2003 წლის 28 ივლისს ტელეარხი “ალ-არაბია” აცხადებდა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა იგი ქვეყნის ტერიტორიაზე დააპატიმრეს.  2004 წლის 18 მარტს, პაკისტანური წყაროები ასევე ირწმუნებოდნენ, რომ ბინ ლადენის მეგობარი, ვაზირისტანში (პაკისტანი), ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით არცერთი შეტყობინება არ დადასტურდა, რადგან ალ-ზავაჰირი არაბული ტელეარხების ეთერში სრულიად ჯანმრთელი და ცოცხალი გამოჩნდა. მსოფლიოს ნომერ პირველი მკვლელის მეგობრის სიკვდილის შესახებ, ალ ზავაჰირს კომენტარი არ გაუკეთებია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი შურს იძიებს  ბინ ლადენის მკვლელობისთვის. მართალია, ალ ზავაჰირს შურისძიებაზე თავად განცხადება რა გაუკეთებია, თუმცა თალიბებმა "ალ-ქაიდას" მეთაურის სიკვდილის გამო შურისძიების პირობა უკვე დადეს."თუ ის დაიღუპა, ჩვენ შურს ვიძიებთ მისი სიკვდილის გამო და შევუტევთ აშშ-სა და პაკისტანის ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს" – აცხადებენ პაკისტანური ,,თალიბანის’’ წარმომადგენლები. თალიბანის მოძრაობა სუნიტური ფუნდამენტალისტური პუშტუნთა მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი, ასევე არაღიარებული სახელმწიფო იჩქერიისგან. შეგახსენებთ, რომ ცნობილი იყო, ამერიკის სპეცსამსახურებს პირველი ტერორისტის  ადგილსამყოფელის შესახებ ვინც ცნობას მიაწვდიდა, ჯილდოდ 25 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებდა. მსოფლიო მედია იმ კურიერის ვინაობას ასახელებს, რომელიც ბინ ლადენის შესახებ ამერიკელებს ინფორმაციას აწვდიდა, თუმცა საუკუნის სპეცოპერაციის მთავარი გმირის, კურიერ–ინფორმატორის ფოტოები ამ დრომდე არ ვრცელდება.

Page 8: School Newspaper

FC Baia Zugdidi

ქალაქ ზუგდიდში არის როგორც ბიჭების,ასევე გოგოების საფეხბურთო გუნდი „ბაია“.ბაიას ბაზაში ყველანაირი პირობა არსებობს იმისთვის,რომ ფეხბურთელმა უმაღლესი განათლება მიიღოს.ასაკი არ არის შეზღუდული.არიან გამოცდილი სპეციალისტები,კატეგორია მინიჭებული მწვრთნელები,რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ,რომ ბევრი კარგი ფეხბურთელი გაზარდონ სამშობლოსათვის.არის უმაღლესი დონის ხელოვნური საფარი,საშხაპეები,ტრენაჟორები და სხვ. აგრეთვე გაჩნდა იდეა,რომ ჩამოყალიბდეს ქალთა საფეხბურთო გუნდი.როგორც „ბაიას“ მწვრთნელა განაცხადა ცუდი პირობების გამო გუნდს უკვე ერთხელ დაშლა დაემუქრა,მაგრამ გუნდის დაშლის საშიშროებამ უკვე ჩაიარა.2006 წელს მიიღეს მონაწილეობა საქათველოს ღია ჩემპიონატში,სადაც მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.ზუგდიდის “ბაია“ 400-მდე ბავშვს ემსახურება დაზრუნავს მათი კეთილგანწყობისათვის და აკეთებს ყველაფერს რათა ისინი მსოფლიო ვარსკვლავებად გაზარდოს. დასავლეთ საქართველოს უამრავი რაიონიდან ჩამოდიან ბავშვები,რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია ფეხბურთში.ბაიას ბაზას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი.ამჟამად ბაზაზე 3 სტადიონი ფუნქციონირებს,რომლებზეც მეექვსე თაობის საფარია დაფენილი.უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს აუზისა და ჩოგბურთის კორტების მშენებლობა.ბაზაზე დასაქმებულია 300მდე ადამიანი.ახალგაზრდების კომფორტზე და განვითარებაზე ზრუნავს კლუბის დამფუძნებელი,რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ზვიად სიჭინავა.

Page 9: School Newspaper

სერგო კოტრიკაძე გარდაიცვალა

ქართულმა საფეხბურთო სამყარომ მძიმე დანაკლისი განიცადა.1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გუნდის, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მეკარე სერგო კოტრიკაძე 3 მაისს, შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

საქართველო მეთხუტმეტეა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ქალთა შეჯიბრებაში ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ ასპარეზობა მე-15 ადგილზე დაასრულა. ჩვენმა ფრენბურთელებმა, რომელიც ტურნირში მე-19 ნომრად იყვნენ განთესილი, ასპარეზობის მეორე დღეს ჯერ მე-20 ნომრად განთესილი ფინელი დები ნისტრიომები დაამარცხეს ორ სეტში, მერე კი 21-ე ნომრად განთესილ ავსტრალიურ დუეტ ბევდენ-ფელმერთან თავად დამარცხდნენ - 0:2 (21:23, 13:21). ამრიგად, საქა-რთველომ საკუთარ რეიტინგს 180 ქულა შემატა. მოდევნო ტური, სადაც ჩვენი ქალი ფრებურთელები იასპარეზებენ, 17-22 მაისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება. გეორ-გია კი ამ დროს პოლონურ მიშლოვიცეში მოსინჯავს ძალებს.

სტუდია რიბი-რაბო

Page 10: School Newspaper

ქალაქ ზუგდიდში არსებობს კულტურის სახლი,ნინელი ჭითანავას ხელმძღვანელობით.კულტურის სახლში ასევე არის სტუდია რიბირ-რაბო,ქალბატონი ნინო მამფორიას ხელმძღვანელობით.სტუდია რიბი-რაბოში ასწავლიან:თანამედროვე სიმღერებს,სამეჯლისო ცეკვებს და მსახიობის ოსტატობას. ბავშვები მიიღება 3-დან 18 წლამდე.სტუდია რიბი-რაბოში ხშირად იმართება კონცერტები.სტუდიო რიბი-რაბოს ბავშვებს ყავთ შესანიშნავი მასწავლებლები:ნათია ზარანდია და ეკა კერესელიძე.ისინი თავდადებით მუშაობენ იმისთვის,რომ ბავშვებმა ამ განხრით წარმატებას მიაღწიონ ,არა მარტო საქართველოში არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც.ცნობილია,რომ პროექტ „ნიჭიერში“ წარმატებას მიაღწია რიბი-რაბოს აღსაზრდელმა ნია კვარაცხელიამ.სტუდია რიბი-რაბოს აღსაზრდელებს აქვთ მოწვევა,როგორც საქართველოს შიგნით,ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც,რაც მუდამ წარმატებით სრულდება. რიბი-რაბო უნარშეზღუდულ ბავშვებს აძლევს იმის შესაძლებლობას,რომ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი,რისთვისაც ცალკეა გამოყოფილი სამეცადინო ოთახი.ნინო მამფორიამ და ბესო ჯანჯღავა ჩამოაყალიბეს პროექტი „წლის საუკეთესო კლიპი“. არ არის აუცილებელი გადაიღოს მხოლოდ რიბი-რაბოს ბავშვებმა,არამედ სხვა სტუდიის ბავშვებსაც აქვთ უფლება.წლის საუკეთესო კლიპებში ტანხის ნაწილი ერიცხება უნარშეზღუდულ ბავშვთა ფონდს,დარჩენილი კი სტუდია რიბი-რაბოს.2011 წლის 26 იანვარს ბაკურიანში გაიმართა ფესტივალი „ფანტელი“,სადაც მონაწილეობდნენ რიბი-რაბოს აღსაზრდელები და ასევე სხვა რეგიონები.გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და სუვენირები სტუდიისათვის.ასევე ისინი იყვნენ ანტალიაში,სადაც მიეცათ შესაძლებლობა,რომ გამოევლინათ თავიანთი ნიჭი,რისი საშუალებითაც დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ინტერვიუ მოდელ ზალინა გერგაულოვასთან

Page 11: School Newspaper

1.როგორ მიაღწიეთ წარმატებას? - წარმატებას თუ დავარქმევთ ბავშობიდან ვცეკვავდი,ვმოდელიორობდი,შემდეგ ძალიან ბევრ წრეში ვტრიალებდი და აქედან დაიწყო ყველაფერი.

2.გყავთ თუ არა კონკურენტი? - მყოლია რა თქმა უნდა,ახლაც ბევრი ცდილობს იყოს კონკურენტი,მაგრამ მეცინება ამაზე.

3.ამჟამად რას საქმიანობთ? - რამოდენიმე თვის წინ თეატრში ვმუშაობდა,ამჟამად არაფრით ვარ დაკავებული.

4.რამდენად უთმობთ თქვენს შვილს დროს? - რათქმაუნდა დროის უმეტეს ნაწილს მასთან ვატარებ,ჩემს შვილს 1 ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.

5.გიყვართ თუ არა თავისუფალ დროს კინოში სიარული? - არ დაგიმალავთ და არ მიზიდავს კინოში სიარული

6.რა უნდა ქნას ადამიანმა,რომ თავი მოგაწონოთ? - უნდა იყოს წარმატებული,უნდა ქონდეს მტკიცე ხასიათი.

7.რა გეგმები გაქვთ პირად ცხოვრებაში? - პირადი ცხოვრება მოწესრიგებული მაქვს,მყავს მოსიყვარულე ოჯახი,რაც სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის.ახლო მომავალში ვაპირებ პატარა ბინზესის წამოწყებას,მაგრამ ეგ უკვე კონფიდენციალურია.

8.რთულია თუ არა პოპულარობა? - ზუგდიდში ეს საკითხი უფრო რთულადაა,აქ ყველა ცდილობს შენს ცხოვრებაში ჩარევას,მაგრამ როცა გრძნობ ხალხის სიყვარულს ეს უკვე სასიამოვნო შეგრძნებაა.

9.აქცევთ თუ არა ჭორებს ყურადღებას? - არა,ჭორებს რომ ავყვე ნევროზს და დეპრესიას ავიკიდებ.

10.სად გაიცანით ერთმანეთი თქვენ და თქვენმა მეუღლემ? - ჩვენი გაცნობა მოხდა ტელეფონით,თანდათან დავახლოვდით და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ოჯახი.

11.რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები? - ერთი წელი.

12.რამდენი წლის იყავით როცა პირველი სიყვარული გეწვიათ? – 17 წლის.

13.რითი განებივრებთ თქვენი მეუღლე? - საჩუქრებით,ძალიან მიყვარს სიურპრიზები.

14.რა არის თქვენი ოცნება? - ძალიან ბანალური ოცნება მაქვს,მინდა მქონდეს მართვის მოწმობა.აგრეთვე მინდა პარიზში მოგზაურობა.

15.ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს? – როცა „მის სამეგრელო“ ჩატარდა,ეს დღე ჩემთვის უბედნიერესი იყო.

16.როგორი შეგრძნება იყო როცა გამარჯვებულად გამოგაცხადეს? - ეს ენით აღუწერელი შეგრძნებაა.

17.როგორი დედა ხართ? - რომ გითხრათ ძალიან კარგითქო ტყუილი გამომივა,მაგრამ ვცდილობ კარგი დედობა გაუწიო ჩემს შვილს,ასაკი რომ მიწყობდეს ხელს უკეთ გამომივიდოდა ყველაფერი.

Page 12: School Newspaper

18.რამდენი წლის ბრძანდებით? – 19 წლის.

19.გინდათ თუ არა ბავშვობაშ დაბრუნება? - რა თქმა უნდა,იმ წლებს ვერაფერი შეედრება.გირჩევთ ადრე ნურასოდეს გათხოვდებით და ნუ აიღებთ უზარმაზარ პასუხისმგებლობას თავზე.

20.რატომ ფიქრობთ ასე? - განა იმიტომ რომ უბედური ვარ?არა,ტავს უბედნიერესად ვგრძნობ,მაგრამ ბავშვობას ვერასოდეს დაიბრუნებ,ხოლო გათხოვებას მუდამ მოასწრებ.

21.მართალია რომ მეუღლეს გაშორებული ხართ? - ჩემი მეუღლე უკრაინაში იყო და ხალხმა ასე დაასკვნა,უბრალო ჭორია და მეტი არაფერი.

22.თქვენი მეუღლე რას საქმიანობს? - ბიზნესმენია.

23.ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან გასაუბრება,წარმატებებს გისურვებთ პირად ცხოვრებაში. - პირიქით,უღრმესი მადლობა!

გართობა

მეგრელი ყვება:– ჩემი გოგოს ხელი არაბმა მთხოვა, ოღონდ მათხოვე შენი ინდირა და მის წონა ოქროს მოგცემო.–მერე?–ვუთხარი, ერთი თვე მაცალე, ვიფიქრებ–თქო.–მართალი ხარ, რა იცი რა ხდება, უნდა დაფიქრდე.–ბიჭო, ფიქრი კი არა, ინდირას გასუქებაა მთავარი.

Page 13: School Newspaper

**************************

პატრულმა გააჩერა მანქანა ნომრების გარეშე. მძღოლი სვანი აღმოჩნდა.პოლიციელმა ჰკითხა:– რატომ დადიხართ სანომრე ნიშნების გარეშე?– რათ მინდა, ზეპირად ვიცი.

**************************

სვანი ბანანს დაიჭერს და იტყვის"ვა ბადრიჯან ლაითი?

**************************

სკოლის მოსწავლეს ეკითხებიან:– დაასახელეთ სამი მიზეზი რისთვისაც გიყვართ სკოლა.– ივნისი, ივლისი, აგვისტო…

**************************

სასამართლოში, მოსამართლე ეკითხება მოწმეს:- ესე იგი, თქვენ ხედავდით როგორ აღჩობდა ბრალდებული თქვენს სიდედრს?- დიახ, ბატონო მოსამართლე.- მერე რატომ არ მიეხმარეთ?- ვატყობდი, რომ უჩემოთაც კარგად გამოსდიოდა.

**************************

ტელევიზორში აცხადებენ, ხუთ წუთში დაინგრევაო ქვეყანა და სვანმა საათს ელემენტი ამოაცალა.

**************************

Page 14: School Newspaper