social politics of georgia (geo)

39
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესის მართვის ფაკულტეტი ანზორ მისაბიშვილი საქართველოს სოციალური პოლიტიკა ხელმძღვანელები: პროფ. თამარ კიკნაძე პროფ. კახაბერ ჯაყელი თბილისი 2009

Upload: anzor-misabishvili

Post on 03-Mar-2015

238 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: Social Politics of Georgia (GEO)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი

ანზორ მისაბიშვილი

საქართველოს სოციალური პოლიტიკა

ხელმძღვანელები: პროფ. თამარ კიკნაძე

პროფ. კახაბერ ჯაყელი

თბილისი 2009

Page 2: Social Politics of Georgia (GEO)

2

სარჩევი

შესავალი.................................................................................................................................3

1. ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა........................................................................5

2. საქართველოს სოციალური პოლიტიკა ისტორიულ ჭრილში.................................8

3. თანამედროვე საქართველოს სოციალური პოლიტიკა.............................................10

3.1. სიღარიბის დონე...........................................................................................................10

3.2. მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები სოციალური პოლიტიკის სექტორულ

სპექტრში...............................................................................................................................15

3.2.1. განათლება...................................................................................................................15

3.2.1.1. უმაღლესი განათლება..........................................................................................16

3.2.1.2. ზოგადი განათლება................................................................................................17

3.2.1.3. პროფესიული განათლება.....................................................................................19

3.2.1.4. დეინსტიტუციონალიზაცია.................................................................................20

3.2.1.5. ინკლუზიური განათლება.....................................................................................23

3.2.2. ჯანდაცვა და სოციალური დაცვა...........................................................................23

3.2.2.1. სოციალური დახმარების ადმინისტრირების სისტემის რეფორმა...............24

3.2.2.2. ჯანდაცვის სისტემის რეფორმა............................................................................28

3.2.2.3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური ინტეგრაციისა

და ადაპტაციის მხარდაჭერის პროგრამა........................................................................30

3.2.2.4. იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ)-დევნილთა მიმართ სახელმწიფო

სტრატეგია............................................................................................................................32

დასკვნა..................................................................................................................................35

წყარო.....................................................................................................................................38

Page 3: Social Politics of Georgia (GEO)

3

შესავალი. სოციალიზმის ისტორია სათავეს იღებს საფრანგეთის 1789 წლის

რევოლუციიდან და იმ ცვლილებებიდან, რომლებიც გამოიწვია ინდუსტრიულმა

რევოლუციამ. თუმცა სოციალიზმის პრეცედენტები აღინიშნება ადრეულ

მოძრაობებსა და იდეებში.

შუა საუკუნეების ფილოსოფოსების (თომას მორი, თომაზო კამპანელა, ფრენსის

ბეკონი) ნაშრომებში ჩამოყალიბებულია წარმოდგენები იდეალურ საზოგადოებაზე,

რომლის ყველა წევრი თანასწორია და მათი უპირველესი საზრუნავი არა პირადი,

არამედ საზოგადოების კეთილდღეობაა. მაგალითად, თომაზო კამპანელა თავის

უტოპიურ ნაწარმოებში ”მზის ქალაქი” (Civitas Solis, 1602), ხატავს კომუნას, სადაც

თითოეული მაცხოვრებელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს, დღეში მხოლოდ 4

საათს მუშაობს და დარჩენილ დროს ანდომებს გონებრივ ან ფიზიკურ განვითარებას.

ამ საზოგადოებაში სახელმწიფო არეგულირებს თუ ვინ რამდენი და როგორ უნდა

იმუშაოს, აიძულებს იმუშაონ საკუთარ განვითარებაზე, უნდა ეს ინდივიდს, თუ არა.

სოციალიზმის იდეა განიცდის ევოლუციას ოუენის, ფურიეს, პრუდონისა და მარქსის

ნაშრომებში. მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე

ცნობილმა სოციალისტმა რობერტ ოუენმა თავისი შეხედულებები საზოგადოებრივ

მოწყობაზე ჩამოაყალიბა თავის ნაშრომებში ”Explanation of the causes of distress in which

pervades the civilised World” (1823) და ”The New Moral World”. ამ ნაშრომებში ოუენმა

აღწერა თეორია, რომლის მიხედვითაც წარმოების სისტემაში არ უნდა არსებობდეს:

ფუნქციების დანაწილება, რაც იწვევს რასის გაუარესებას; კონკურენცია, რაც იწვევს

ინტერსების დაპირისპირებას; მოგება, რომლის მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ,

როდესაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, რაც თავის მხრივ არ შედის

საზოგადოების ინტერესებში. იმავე პერიოდში, როდესაც ოუენი აყალიბებდა თავის

თეორიას, საფრანგეთში მოღვაწეობდა კიდევ ერთი ცნობილი სოციალისტი შარლ

ფურიე (1772-1837). მისი აზრით ადამიანებში არსებობს მისწრაფება

უნიტეიზმისადმი, ანუ ერთიანობისადმი. საზოგადოებრივმა მოწყობამ, რომელიც

ყველაზე მეტად ეთანხმება ადამიანის ბუნებას, ხელი უნდა შეუწყოს ამ მისწრაფებას,

ანუ თითოეულის ინდივიდუალურობის მიხედვით მოახდინოს ჯანმრთელობისა და

შინაური კომფორტის, ახლობლებისა და სასურველი პროფესიის შერჩევის

Page 4: Social Politics of Georgia (GEO)

4

თავისუფლების გარანტირება. ფურიეს თქმით, თვითონ მუშაობის პროცესი ისე უნდა

იყოს მოწყობილი, რომ არ დაირღვეს მოთხოვნა კონკურენციაში, მრავალფეროვნებასა

და შემოქმედებაში, ანუ პირველ რიგში, მუშაობა უნდა შესრულდეს მუშათა

კოოპერაციაში, უნდა დაუშვას ადამიანის შემოქმედებითი უნარის გამოჩენა და

მესამე, არ უნდა იყოს ზედმეტად ხანგრძლივი, არამედ უნდა ენაცვლებოდეს სხვა

სახის შრომას. ასეთ შემთხვევაში შრომა მიმზიდველი გახდება და მაშინ ყველა

იპოვის თავის მოწოდებას, გემოვნების მიხედვით: ცხოველების მოყვარულებს

მეცხოველეობა ჩაბარდებათ, ბავშევბს, რომელთაც ჭუჭყში თამაში უყვართ,

საცხოვრებლების გაწმენდა დაევალებათ და ა.შ. ფურიეს აზრით ადამიანები უნდა

გაერთიანდნენ ფალანგებში, თითოში 1600-1800 ადამიანი, რათა მოხუცებისა და

ბავშვების გამოკლებით მივიღოთ სამუშაო პოტენციალის მქონე დაახლოებით 810

ადამიანი 810 განსხვავებული ხასიათით.

ფრანგ სოციალისტ-უტოპისტებს მოსდევს შედარებით უფრო რეალისტურად

მოაზროვნე პრუდონი, რომელიც აგრარული წრის კუთხიდან უყურებს

ინდუსტრიალიზმის პროცესებს. იგი იყო კარლ მარქსის უშუალო წინამორბედი. რაც

შეეხება მარქსს, მან ენგელსთან ერთად შეიტანა უდიდესი გარდატეხა

სოციალისტური თეორიის ჩამოყალიბებაში.

ფრიდრიხ ენგელსთან ერთად შექმნილი კარლ მარქსის ფილოსოფიური სწავლება

(მარქსიზმი) წარმოადგენს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებულ და ერთიან

სისტემას, რომელიც მოკლებულია იდეალიზმს და ეყრდნობა მხოლოდ მეცნიერებასა

და პრაქტიკულ გამოცდილებას. მარქსის მიხედვით, სოციალური მეცნიერების

ამოცანას შეადგენს ფარული სოციალური რეალობის აღმოჩენა, რაც საფუძვლად

უდევს იდეებს, წარმოდგენებსა და ცოდნას.

მარქსიზმის პრაქტიკაში გატარება სცადა ვლადიმერ ლენინმა რუსეთში მე-20

საუკუნის დასაწყისში. იგი ისტორიაში ცნობილია, როგორც სოციალისტური

რევოლუციის ორგანიზატორი. ამას შემდგომ მოჰყვა სოციალისტური სახელმწიფოს-

საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბება, რომელშიც საწყის ეტაპზე ენერგიულად

ტარდებოდა რიგი რეფორმები და მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა

Page 5: Social Politics of Georgia (GEO)

5

სოციალურ პოლიტიკას. აღსანიშნავია ე.წ. ”ლიკბეზების” ჩამოყალიბება, რაც

გულისხმობდა წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციას ქვეყნის მასშტაბით.

აქტიურად მიმდიონარეობდა რეფორმები ჯანდაცვასა და განათლებაში. თუმცა

ყველა სფეროში დომინირებდა იდეოლოგიური კლიშეები. როგორც ცნობილია

საბჭოთა კავშირი შედგებოდა 15 მოკავშირე რესპუბლიკისაგან და ერთ-ერთი

მათგანი იყო საქართველო. ფორმალურად, ყველა რესპუბლიკას გააჩნდა

ავტონომიურობის მაღალი ხარისხი, თუმცა პრაქტიკაში მოკავშირე რესპუბლიკებში

ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა მთლიანად ცენტრიდან იმართებოდა და

ანალოგიური იყო.

სოციალიზმი გაცივილიზებული, გადემოკრატიულებული სახით სხვა ქვეყნებში

უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისათვის, რომ საზოგადოებრივი

კეთილდღეობის დამატებითი მექანიზმების დასანერგად მოხდეს საბაზრო

ურთიერთობების რეგულირება. უხეშად რომ ითქვას, დღეს არსებული ყველა

ეკონომიკური სისტემა - ეს არის წმინდა ლიბერალური შეხედულებებისა და

სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული მიდგომების გარკვეული ბალანსი.

1. ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა

ევროკავშირი ამჟამად აერთიანებს დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ

ევროპის 27 სახელმწიფოს. მას საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის 50-ან წლებში,

ხოლო დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა 1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების

საფუძველზე.

ევროკავშირი დაფუძნდა პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის.

ცენტრალური პოლიტიკური მიზანი არა ევროპის გაერთიანება, არამედ ევროპაში

მშვიდობის შენარჩუნება, უმთავრესი ეკონომიკური მიზანი კი - ევროპული

თავისუფალი ბაზრის შექმნა იყო. თუმცა საწყის ეტაპზე არ არსებობდა არავითარი

სოციალური მიზანი. გარკვეული სოციალური ზომების მიღება გარდაუვალი იყო

ეკონომიკური პოლიტიკის ზეგავლენიდან გამომდინარე. 1970-ან წლებში, ევროპული

საზოგადოების სოციალურმა პოლიტიკამ აქცენტი გააკეთა საცხოვრებელი და

Page 6: Social Politics of Georgia (GEO)

6

სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, ხოლო მსოფლმხედველობამ ”მუშაკის” შესახებ

მოიცვა ისინიც, ვინც არ შედიოდნენ მუშახელში. როგორც კი მოხდა ევრო-

საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური მიზნების განცალკევება, შესაძლებელი

გახდა საზოგადოების როლის გაზრდა სოციალურ პოლიტიკაში.

მაგალითისთვის განვიხილოთ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის - საფრანეთის

სოციალური პოლიტიკა. საფრანგეთის სოციალური დაცვის სისტემა დამყარებულია

სოლიდარობის პრინციპზე. იგი მოიცავს შემდეგ სქემებს:

საერთო სქემა, რომელიც იცავს მოსახლეობის 80%-ზე მეტს, ანუ დაახლოებით

47 მილიონ ადამიანს;

სპეციალური სქემები, რომლებიც გარკვეული რისკებისგან (უმეტეს წილად

სიბერისგან, რამეთუ სხვა რისკები შედის საერთო სქემაში) ან ყველა რისკისგან

იცავს მოსახლეობას. სხვადასხვა სპეციალური სქემა დაახლოებით 2,5 მილიონ

ადამიანზე ვრცელდება;

ავტონომიური სქემები არააგროკულტურულ სფეროში თვით-დასაქმებულ

მოსახლეობას ავადმყოფობის, ფეხმძიმობის, სიბერისა და ინვლიდობის

რისკებისგან იცავს. ამ კატეგორიაში დაახლოებით 3,5 მილიონი მოქალაქე

შედის;

აგროკულტურული სქემა, რომელიც აგროკულტურულ სფეროში მომუშავე

მოქალაქეებსა და ფერმერებს, დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს ყველა სახის

რისკისგან იცავს;

უმუშევრობის დაზღვევა ყველა მუშაკისთვის;

ჩვეულებრივ დაზღვევასთან ერთად, ყველა დასაქმებულისთვის

აუცილებელია დამატებითი საპენსიო სქემის გამოყენება.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყნის -

საფრანგეთის მაგალითი სოციალურ პოლიტიკაში შესაძლოა ნიმუშად იქნეს

გამოყენებული, ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

საფრანგეთის დღევანდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინასაპრეზიდენტო

Page 7: Social Politics of Georgia (GEO)

7

კამპანიაში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ სოციალურ პროგრამებს ეჭირა, რამაც

გარკვეულწილად განაპირობა მისი გაპრეზიდენტება.

საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, მნიშვნელოვან იმპულსს სძენს

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ორბიტაში არსებობა. ევროპული სამეზობლო

პოლიტიკა წარმოადგენს ევროკავშირის ახალ მიდგომას მეზობელი ქვეყნების

მიმართ, რომლის მიზანია ურთიერთობების გამყარება ევროკავშირსა და მეზობელ

სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ზონების შექმნისათვის.

სამეზობლო პოლიტიკა ასევე მოწოდებულია მჭიდრო თანამშრომლობისათვის

პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, ცნობილია, რომ მათი ცენტრალური პრობლემა

სიღარიბეა. მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარი დღეში

$2-ზე ნაკლებ შემოსავალზე ცხოვრობს.

ეკონომიკური განვითარება კეთილდღეობის საფუძველია. მისი წყალობით იქმნება

მატერიალური დოვლათი, იგი ახდენს ინტეგრაციისა და

ურთიერთდამოკიდებულების პრომოუცირებას. მას უდაოდ დადებითი ზეგავლენა

გააჩნია სოციალურ კეთილდღეობაზე: უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში

აღინიშნება უპრეცედენტო ზრდა სიცოცხლის ხანგრძლივობაში, ახალშობილების

გადარჩენაში, სიცოცხლისათვის აუცილებელი პროდუქტების ხელმისაწვდომობაში,

როგორიცაა წყალი და საკვები და ისეთი სერვისების უზრუნველყოფაში, როგორიცაა

ჯანდაცვა და განათლება. ამავე დროს, ეკონომიკურ განვითარებას უარყოფითი

შედეგებიც ერთვის: საფუძვლიანად ძირკვავს ტრადიციული ცხოვრების სტილს;

საზოგადოება მიჰყავს სოციალური პოლარიზაციისაკენ. ”სტრუქტურული

შეთავსების” სტრატეგია, რომელსაც აქტიურად იყენებენ საერთაშორისო

ორგანიზაციები, რაც გულისხმობს განვითარებადი ქვეყნების ფორმალურ საბაზრო

ეკონომიკაზე გადაყვანას, გაკრიტიკებულ იქნა განვითარებადი ქვეყნების ისეთ

სიტუაციაში შეყვანის გამო, როცა ამ ქვეყნების ღარიბი მოსახლეობა დაუცველი

ხდებოდა.

Page 8: Social Politics of Georgia (GEO)

8

ეჭვს არ ბადებს ის ფაქტი, რომ ეკონომიკური განვითარება ფუნდამენტურია, მაგრამ

იგი არ არის სოციალური დაცვის გარანტი. რამდენიმე ქვეყანამ შემოიღო სოციალური

უსაფრთხოების სქემები, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მუშაკების

გარკვეულ კატეგორიებთან. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში მოსახლეობის მხოლოდ

მცირე ნაწილი იღებს ეფექტურ დაცვას, თუმცა ქვეყნების ნაწილმა დროის საკმაოდ

მოკლე პერიოდში მიაღწია დიდ წარმატებებს თავისი მოსახლეობის სოციალური

დაცვის მხრივ.

2. საქართველოს სოციალური პოლიტიკა ისტორიულ ჭრილში

სოციალური პოლიტიკა სხვადასხვა დოზით ტარდებოდა საქართველოში,

მაგალითად, სოციალური პოლიტიკის გატარების მცდელობა აღინიშნებოდა მე-18

საუკუნის საქართველოში ერეკლე II-ს ეპოქაში. მან განახორციელა ბატონყმური

ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; გამოსცა კანონი

(1765), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით

დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა. ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს

მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც

გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო

წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა,

დააარსა სემინარიები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის

მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა.

აღნიშვნის ღირსია გამოჩენილი ქართველი მწერლის, პოეტისა და საზოგადო

მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ძალისხმევა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის

საქართველოში სოციალური პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით. 1873 წლიდან

თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ

საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1875 წელს იგი აირჩიეს სათავადაზნაურო საადგილ-

მამულო ბანკის თავმჯდომარედ, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად

ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას

უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას

Page 9: Social Politics of Georgia (GEO)

9

საქართველოში. 1881 წლიდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული

ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879-1885 წლებში —

”ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”

თავმჯდომარის მოადგილე, 1885 წლიდან სიცოცხლის დასასრულამდე

საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ

მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის

აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართული

პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის

ჩამოყალიბების საქმეში. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის

მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის - დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ

უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსელის ზრდის

მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო

ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების

ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური

აღზრდის შესახებ. იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას

და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის

შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ. ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა

საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა

უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ

აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და

პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მათ შორის

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: „პედაგოგიკის

საფუძვლები“ (1888).

Page 10: Social Politics of Georgia (GEO)

10

3. თანამედროვე საქართველოს სოციალური პოლიტიკა

1990-ანი წლებიდან, როდესაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა,

ქვეყანაში ვერ გატარდა მეტ-ნაკლებად დაბალანსებული როგორც ეკონომიკური,

ასევე სოციალური პოლიტიკა. მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას მოჰყვა

ხავერდოვანი რევოლუცია, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ”ვარდების

რევოლუციის” სახელით. ახალმა ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ეკონომიკური

რეფორმები და სოციალური პოლიტიკის გატარება ქვეყანაში, რასაც აძლიერებს

ხელისუფლების ევროატლანტიკური კურსი და ევროკავშირის სამეზობლო

პოლიტიკა.

სოციალური პოლიტიკის ძირითადი კომპონენტებია: სიღარიბის აღმოფხვრა;

ჯანდაცვა და სოციალური დაცვა; განათლება; მეცნიერება; კულტურა; სპორტი.

3.1. სიღარიბის დონე

2000 წელს გაეროს ეგიდით ჩამოყალიბდა ათასწლეულის განვითარების

თხუთმეტწლიანი პროგრამა, რომლის ძირითადი მიზნებია:

უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა;

უნივერსალური განათლება;

გენდერული თანასწორობა;

ბავშვთა ჯანმრთელობა;

დედათა ჯანმრთელობა;

შიდსთან და სხვა საშიშ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა;

გარემოს დაცვა და ეკოლოგია;

გლობალური პარტნიორობა.

ეს პროგრამა შემუშავდა საქართველოშიც და ქვეყნის მთავრობა სამოქმედო

სტრატეგიას უსადაგებს პროგრამაში დასმულ მიზნებსა და ამოცანებს.

სანამ მოვახდენთ სიღარიბის ინდიკატორებზე კონცენტრირებას, უნდა აღინიშნოს ის

ზოგადი პრინციპები , რომლებზეც დაფუძნებულია სიღარიბის დონე და აგრეთვე ის

Page 11: Social Politics of Georgia (GEO)

11

მოდიფიკაციები, რომელიც განიცადა შესაბამისმა მეთოდოლოგიამ საქართველოში.

განვიხილოთ რამდენიმე მოდიფიკაცია, რომელთაც დიდი ზეგავლენა გააჩნდათ

სიღარიბის ინდიკატორების დასადგენად.

არსებობს ორი ძირითადი აუცილებელი კომპონენტი სიღარიბის ინდიკატორების

გამოსათვლელად - სიღარიბის ზღვარი და ე.წ. ”კეთილდღეობის ინდიკატორი”.

კეთილდღეობის ინდიკატორს ადარებენ სიღარიბის ზღვარს იმის დასადგენად, თუ

რამდენად ”ღარიბია” შესწავლილი ობიექტი (ეს შეიძლება იყოს ოჯახი ან

ინდივიდუალური პირი). კეთილდღეობის ინდიკატორი შეიძლება დაკავშირებული

იყოს შემოსავალთან, ხარჯებთან, ან შესწავლილი ობიექტის სხვა მახასიათებლებთან.

ოფიციალური სიღარიბის ზღვარის გამოსათვლელად საქართველო იყენებს

ოფიციალურ ინდიკატორს, ე.წ. ”საარსებო მინიმუმს”. წინა სიღარიბის ინდიკატორები

აანალიზებდნენ ოჯახებს, ხოლო ახლები კი - ინდივიდუალურ პირებს. ”სიღარიბის

დონისთვის” ეს შემდეგს ნიშნავს: თავდაპირველად სიღარიბის დონე

განისაზღვრებოდა ოჯახების მთლიან რაოდენობაში ღარიბი ოჯახების წილით,

მაგრამ ახალი მიდგომით სიღარიბის დონე განისაზღვრება ღარიბი მოსახლეობის

წილით მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. სიღარიბის ოფიციალური დონის, ანუ

საარსებო მინიმუმის, დასადგენად გამოყენებული გამოთვლები იმართება

საქართველოს კანონით ”საარსებო მინიმუმის გამოთვლის წესი”. იგი დაფუძნებულია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ

მინიმალურ სამომხმარებლო კალათაზე ჯანმრთელი ადამიანისათვის. წინა

მეთოდოლოგია იყენებდა სამომხმარებლო კალათას, რომელიც დადგინდა 1992

წელს. ეს კალათა დაფუძნებული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდის ნორმებზე და

გულისხმობდა დღეში 2500 კილოკალორიის მიღებას, რაც აბსოლუტურად

არაადეკვატური იყო მოსახლეობის რეალური მოხმარებისა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2003 წლის 8 მაისის

№111/ნ ბრძანების მიხედვით დადგინდა ახალი რეკომენდირებული სამომხმარებლო

კალათა. ახალი კალათა შეიცავს 2300 კილოკალორიას დღეში და მისი შედგენილობა

შედარებით ადეკვატურია მოსახლეობის რეალური მოხმარებისა. ასეთმა ცვლილებამ

აუცილებელი გახადა ოფიციალური საარსებო მინიმუმის შესაბამისობაში მოყვანა

Page 12: Social Politics of Georgia (GEO)

12

2004 და 2005 წლებში. სამომხმარებლო კალათის შედგენილობის ცვლილების გამო,

გარკვეულწილად დაიკლო ოფიციალურმა სიღარიბის ზღვარმა.

მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერითა და რეკომენდაციებით საქართველოს

სტატისტიკის დეპარტამენტი აპირებს ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლას

სიღარიბის დონის დასასგენად. ახალი მეთოდოლოგია აღარ იქნება დაკავშირებული

სამომხმარებლო კალათასთან. იგი დაეყრდნობა ერთი კილოკალორიის საშუალო

ფასს, რომელსაც გამოითვლის სახელმწიფო სტატისტიკური დეპარტამენტი

მუშახელისა და ოჯახების ინტეგრირებული ანალიზის საფუძველზე.

ყოველი ზემოხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, სტატისტიკის

დეპარტამენტმა თავიდან გამოთვალა სიღარიბის დონე 2004 და 2005 წლებში.

ცხრილი 1.

სიღარიბის დონე 2004 და 2005 წლებში

პროცენტი

სიღარიბის დონე სიღარიბის სიღრმე სიღარიბის

სიმწვავე

2004

ქალაქი 34,3 10,9 5,0

სოფელი 37,1 13,5 7,1

ქვეყანა 35,7 12,2 6,1

2005

ქალაქი 37,1 12,1 5,7

სოფელი 41,7 14,8 7,5

ქვეყანა 39,4 13,5 6,6

Page 13: Social Politics of Georgia (GEO)

13

განმეორებით გამოთვლებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიღარიბის

დონეს მზარდი ტენდენცია გააჩნია 2004 წლიდან 2005 წლამდე. ინდიკატორი

იზრდება 3,7 პროცენტით ქალაქებში, ხოლო 4,6 პროცენტით სოფლებში.

სიღარიბის დონემ დაიკლო 2006 წლის პირველ კვარტალში (ცხრილი 2), მაშინ,

როდესაც აღინიშნებოდა სიღარიბის დონის ზრდა 2005 წელს. 2006 წლის პირველ

კვარტალში საქართველოში სიღარიბის დონე 33,6 პროცენტს შეადგენდა, ანუ 2005

წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6,1 პროცენტით ნაკლებს (39,7 პროცენტი).

სიღარიბის დონემ დაიკლო როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში. მაშინ, როდესაც

2005 წელს საქართველოს სოფლის მოსახლეობის 41,1 პროცენტი სიღარიბის ზღვარს

ქვემოთ იყო, 2006 წელს ღარიბად ითვლება სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 31,2

პროცენტი. რაც შეეხება ქალაქის მოსახლეობას, 2006 წლის პირველ კვარტალში

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დონემ 36,0 პროცენტამდე დაიკლო,

2005 წლის პირველ კვარტალში არსებული 38,1 პროცენტიდან.

ცხრილი 2.

სიღარიბის დონე 2005 და 2006 წლების პირველ კვარტალში

პროცენტი

კვარტალი 1, 2005 კვარტალი 1, 2006

ქალაქი 38,1 36,0სოფელი 41,1 31,2საქართველო 39,7 33,6

Page 14: Social Politics of Georgia (GEO)

14

2008-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ძირითად მიზანს წარმოადგენს

(საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა)

მოსახლეობის კეთილდღეობა - საქართველო სიღარიბის გარეშე

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სრული ტერიტორიული და

სამოქალაქო რეინტეგრაცია

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად გაიზრდება მთავრობის ორიენტირება

შედეგებზე.

მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მთავრობის ძალისხმევა

მიმართული იქნება, ერთი მხრივ, სწრაფი და ფართო ეფექტის მქონე ეკონომიკური

ზრდის უზრუნველყოფისაკენ და, მეორე მხრივ, სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული

მასშტაბური სოციალური პროგრამების განხორციელებისაკენ.

სწრაფი და ფართო ეფექტის მქონე ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფილი იქნება

სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნით, ეკონომიკაში სახელმწიფოს

როლის შემცირებით და ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებით. ამ მიზნების

მიღწევა შესაძლებელი გახდება პროფიციტული ბიუჯეტით, მარტივი და დაბალი

გადასახადებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, საკუთრების უფლების

დაცვით, ლიბერალური სავაჭრო და სატრანსპორტო პოლიტიკით, ექსპორტის

ზრდით, სოფლის მეურნეობის სექტორის კომერციალიზაციით, დასაქმებისა და

დაგროვების სტიმულირებით და მომავალი თაობებისა და სტაბილური

განვითარების ფონდების შექმნით.

სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა გაითვალისწინებს რესურსების

კონსოლიდაციას და ეფექტური ინსტიტუტების შექმნას ხელმოკლეთა

დასახმარებლად. ზემოაღნიშნული უზრუნველყოფილი იქნება სოციალური

ბიუჯეტის მიზანმიმართული ხარჯვით, ბენეფიციართა შერჩევის ეფექტური

მექანიზმებით, ჰოსპიტალური სისტემის განვითარების პროგრამით, სოფლის ექიმის

ფართოდ განვითარებული ქსელით, ხელმოკლეთათვის სახელმწიფოს მიერ

უზრუნველყოფილი სადაზღვევო სისტემით, სოციალური საპენსიო პაკეტით,

Page 15: Social Politics of Georgia (GEO)

15

პროგრამით "ღირსეული დასაწყისი".

სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირება საჭიროებს ინვესტიციებს

საგზაო, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, "ღია ცის" პოლიტიკის

განხორციელებას, საგზაო გადაზიდვების ლიბერალურ რეჟიმს,

ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების გაზრდას, ენერგომომარაგების

დივერსიფიკაციას და რეგიონული დისბალანსის შემცირებას.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის არსებითია ნიჭზე და უნარებზე

ორიენტირებული და კორუფციისაგან თავისუფალი, მცირე და მოქნილი საჯარო

სამსახურის შექმნა.

3.2. მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები სოციალური პოლიტიკის სექტორულ

სპექტრში

3.2.1. განათლება

საქართველოში განათლების სისტემის რადიკალური რეფორმები 2004 წელს დაიწყო.

მათ შედეგად მოჰყვა გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები და, რაც ყველაზე

მნიშვნელოვანია, ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაცია.

საგანმანათლებლო სისტემის რესტრუქტურირების პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა

სამი უმთავრესი მიზანი:

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან

ჰარმონიზება;

საგანმანათლებლო სისტემის ყველა დონეზე (საწყისი, ძირითადი, ზოგადი,

უმაღლესი, სპეციალიზირებული და ა. შ.) კორუფციის აღმოფხვრა;

განათლების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა.

მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა რეფორმებისადმი, მიღწეულია მნიშვნელოვანი

წარმატებები. აღსანიშნავია, რომ 2005 წლის ოფიციალური კონსულტაციების

Page 16: Social Politics of Georgia (GEO)

16

წყალობით დაიწყო საქართველოს ჩაბმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, სადაც

განათლება და მეცნიერება პრიორიტეტული სფეროებია.

ამ სფეროში, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია საზოგადოების გაგების დონისა

და მისი მონაწილეობის გაზრდა და ამისათვის ყველა საჭირო მატერიალურ-

სოციალური პირობის შექმნა. ამის მისაღწევად, აუცილებელია საზოგადოებრივი და

კერძო პარტნიორობის დამყარება და საერთაშორისო საზოგადოების დახმარება.

3.2.1.1. უმაღლესი განათლება

საქართველო ბოლონიის პროცესის წევრად 40 ქვეყნის უმაღლესი განათლების

მინისტრებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა 2005 წლის 19-20 მაისს ნორვეგიის

ქ. ბერგენში აღიარეს.

უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, საქართველომ

წარმატებული ნაბიჯები გადადგა: დაინერგა სამსაფეხურიანი უმაღლესი განათლება:

(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), კრედიტების დაგროვებისა და

ტრანსფერის ევროპული სისტემა, მკვეთრად გაიზარდა უმაღლესი განათლების

დაფინანსება, შემოღებულ იქნა სტუდენტური სესხები და გრანტები, უმაღლეს

სასწავლებლებში დაიწყო განათლებისა და კვლევის ინტეგრაციის პროცესი და ა.შ.

2005 წლის დასაწყისში ჩატარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების

ინსტიტუციანოლური აკრედიტაცია. 237 უმაღლესი სასწავლებლიდან 113-მა (48%)

მიიღო აკრედიტაცია.

საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” მიხედვით 2005-2006

აკადემიურ წელს პირველად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა ერთიანი

ეროვნული გამოცდა. 30400 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან 17341 სტუდენტი

გახდა. 4300-მა სტუდენტმა მიიღო სახელმწიფო ვაუჩერი (1000-1500 ლარი). ეს

ნიშნავს, რომ იმ სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს გამოცდა,

Page 17: Social Politics of Georgia (GEO)

17

შესაძლებლობა ეძლევათ გამოიყენონ სახელმწიფო დაფინანსება სწავლის

გადასახადის დასაფარად, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს

გარეთაც. 2006-2007 აკადემიური წლიდან შემოღებულია როგორც სრული, ასევე

ნაწილობრივი დაფინანსების სისტემა (100%, 70%, 50% და 30%-ანი გრანტები), რასაც

განაპირობებს მხოლოდ უნარ-ჩვევების გამოცდაში ნაჩვენები შედეგები. ამჟამად

დისკუსიის საგანს წარმოადგენს სავალდებულო საგნების რაოდენობის გაზრდა. ამ

ეტაპზე აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ 3 სავალდებულო საგანი (ქართული ენა და

ლიტერატურა, უცხოური ენა და უნარ-ჩვევები), აგრეთვე უნივერსიტეტების

მიხედვით არჩევითი საგანი/საგნები, ხოლო 2008-2009 აკადემიურ წელს

შესაძლებელია სავალდებულო გახდეს 4 საგნის ჩაბარება, რაც მწვავე დისკუსიის

საგანია (გიგი თევზაძე ”კონტრრევოლუციის ნიშნები. ჯერ მხოლოდ განათლების

სისტემაში”, გაზეთი ”24 საათი”, 28 ნოემბერი, 2008 წელი).

მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის სისტემის დაფუძნების პროცესი. კანონის

”უმაღლესი განათლების შესახებ” მიხედვით, ხარისხის კონტროლი მოიცავს

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებას, სტუდენტების

ჩაბმულობის პროგრამებს და თვით-შეფასებისა და გარე შეფასების შედეგების

გამოქვეყნებას. უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა უკვე შემოიღო ხარისხის

კონტროლის დეპარტამენტი, რომელსაც ევალება განათლების მაღალი დონის

უზრუნველყოფა შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ხარისხის

კონტროლის დეპარტამენტებს ევალებათ ინტენსიური პროფესიული

ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება შესაბამის უცხოურ სამსახურებთან,

რათა გამოყენებულ იქნეს გამჭვირვალე კრიტერიუმები და მოხდეს თანამედროვე

მეთოდოლოგიების დანერგვა ხარისხის კონტროლის სფეროში. ეს მჭიდროდ არის

დაკავშირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ

აკრედიტაციასთან.

3.2.1.2. ზოგადი განათლება

სიტუაციამ ზოგადი განათლების სფეროში აგრეთვე მნიშვნელოვანი პროგრესი

განიცადა ევროპული სტანდარტების დანერგვის მხრივ. საქართველოს პარლამენტმა

მიიღო კანონი ”ზოგადი განათლების შესახებ” 2005 წლის 8 აპრილს. კანონი

Page 18: Social Politics of Georgia (GEO)

18

არეგულირებს სახელმწიფოს მიდგომას ზოგადი განათლების, განათლების ენის,

განათლების ხანგრძლივობის, მასწავლებლებისა და მშობლების უფლებების,

ზოგადი განათლების დაფინანსების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების

მართვის პრინციპების, აკრედიტაციის, საკუთრების მართვის და სხვა საკითხების

მიმართ.

კანონის მნიშვნელოვანი ნაწილია თორმეტწლიანი ზოგადი განათლების შემოღება;

სკოლის მართვის დეცენტრალიზაცია (სამეურვეო საბჭოების ინსტიტუტის შემოღება;

მოსწავლეთა თვითმმართველობის დამკვიდრება; საჯარო სკოლების დირექტორების

არჩევითობა); მოსწავლის განათლების დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან ერთ

მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით (per capita);

ლიცენზირებისა და აკრედიტაციის სისტემის შემოღება.

2006-2007 აკადემიურ წელს ყველა ქართულენოვანი სკოლა გადავიდა თორმეტწლიან

სწავლებაზე, ხოლო 2007-2008 აკადემიური წლიდან არაქართულენოვანი სკოლებიც

თორმეტწლიან სწავლებაზეა გადასული.

2007 წლის 7 ივნისიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს

სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო - სამეურვეო საბჭო,

რომლის შემადგენლობაში პარიტეტულ საწყისებზე შედიან მასწავლებლები და

მშობლები, ასევე სამეურვეო საბჭოში შედის ერთი მოსწავლე, რომელიც წარმოადგენს

საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს. სამეურვეო

საბჭოების მიერ, 2007 წლის 5-7 ივლისს განხორციელდა საქართველოში

დირექტორების არჩევნები. კანონის ”ზოგადი განათლების შესახებ” მიხედვით,

დირექტორები არჩეულნი არიან 6 წლის ვადით. დირექტორების არჩევნები

განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით

დამტკიცებული წესის შესაბამისად, რომლის ისეთმა პუნქტებმა, როგორიცაა

ტერიტორიული ერთეული, შემთხვევითი შერჩევის წესი ”ლოტოტრონი”, გამოიწვია

მწვავე რეაქცია საზოგადოებაში და ამჟამად გადახედვის სტადიაშია.

2005 წლის 15 სექტემბრიდან საქართველოს ყველა სახელმწიფო სკოლა

დაფუძნებულია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. არასახელმწიფო

Page 19: Social Politics of Georgia (GEO)

19

სკოლები დაფუძნებულია, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები.

მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, ყველა სკოლა ღებულობს ვაუჩერულ

დაფინანსებას სახელმწიფოსაგან მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. ვაუჩერის

ოდენობა განსხვავდება ქალაქში, სოფელსა და მაღალმთიან რეგიონებში. 2008 წლის 1

იანვრიდან ვაუჩერის ოდენობა ერთ მოსწავლეზე ქალაქის სკოლებში შეადგენს 300

ლარს. გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, სკოლებს ეძლევათ საშუალება მოიძიონ

დაფინანსების სხვა წყაროებიც (ფონდები, დონორები, შემოწირულობები და ა.შ.).

გარდა ამისა, სკოლა არ იზღუდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების და

მიღებული მოგების სკოლის განვითარებაზე მიმართვის თვალსაზრისით.

2010 წლიდან დაიწყება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების

აკრედიტაციის პროცესი. სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი განათლების ეროვნული

მიზნების დოკუმენტთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის

უზრუნველყოფის მიზნით. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს. ამ ეტაპზე

ყველა დაწესებულება ითვლება აკრედიტებულად. აკრედიტაციის ჩატარების

უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

სამინისტრომ დააფუძნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების

აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.

3.2.1.3. პროფესიული განათლება

საქართველოში პროფესიული განათლება რადიკალური ტრანსფორმაციის ფაზაშია.

2005 წლიდან შემუშავდა საქართველოს პროფესიული განათლების ახალი

კონცეფცია. იგი ეყრდნობა სამუშაო ბაზარსა და დასაქმებაში არსებული

სირთულეების ანალიზს.

საქართველოში, პროფესიული განათლების პოლიტიკა დამყარებულია ისეთი

პირობების შექმნაზე, როდესაც ქვეყანა ავითარებს თავის ეკონომიკას საკუთარი

სპეციალისტების მეშვეობით. მიმდინარე ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი

მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობისთვის, პროფესიული

Page 20: Social Politics of Georgia (GEO)

20

შესაძლებლობების მიცემაა, რათა მოხდეს უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება.

ამ საკითხსაც მინიჭებული აქვს პოლიტიკური პრიორიტეტი. საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების ინიციატივით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27

მაისის №90 დადგენილების მიხედვით დაფუძნდა სახელმწიფო კომისია სოციალური

პარტნიორობისათვის პროფესიული განათლების სფეროში. კომისიამ განიხილა

პროფესიული განათლების კონცეფცია და ჩამოაყალიბა მისი დანერგვის სამუშაო

გეგმა.

საქართველოს კანონი ”პროფესიული განათლების შესახებ” მიღებულ იქნა 2008 წლის

მაისში. კანონის თანახმად პროფესიული განათლება შეიძლება იყოს დაწყებითი და

უმაღლესი. შესაბამისად ყველა საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება

(კოლეჯი) მუშაობს მილევად რეჟიმში. დაწყებით პროფესიულ განათლებას

უზრუნველყოფენ პროფესიული სწავლების ცენტრები, რომელთა რაოდენობა,

სპეციალობათა ჩამონათვალი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ამჟამად არსებულ

მოთხოვნებს.

3.2.1.4. დეინსტიტუციონალიზაცია

საქართველოს მთავრობამ ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე ზრუნვა

სახელმწიფოს პრიორიტეტად აღიარა. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი

ქვეყანაში ბავშვთა უფლებათა დაცვის და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის

ფარგლებში მიმდინარეობს.

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში დაიწყო სააღმზრდელო

დაწესებულებაში მყოფი ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის და მათი ოჯახურ

გარემოში აღზრდის უზრუნველყოფისკენ მიმართული პროცესი. თუმცა, არ არის

ჩამოყალიბებული ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გრძელვადიანი

პოლიტიკა.

2005 წლის 21 აპრილის დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ, ევროსასურსათო

უსაფრთხოების პროგრამის წინაშე საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულების

Page 21: Social Politics of Georgia (GEO)

21

ფარგლებში, გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-4 მუხლის

შესაბამისად დაამტკიცა ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის

სამთავრობო სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს:

ბავშვზე ზრუნვის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვას,

შესაბამისი ცვლილებების და საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას;

ბავშვთა ინსტიტუციონალური ქსელის რაციონალიზაციას და ოპტიმიზაციას;

ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო

სტრუქტურების პასუხისმგებლობების ერთიანი სამთავრობო სტრუქტურის

ქვეშ მოქცევას;

შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების და მათი ოჯახების რეგისტრაციის

სისტემის ჩამოყალიბებას;

მარგინალური ჯგუფის ბავშვების სოციალურ ინკლუზიას;

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ბავშვზე ზრუნვის საკითხებში.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო

მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვთა დახმარების ალტერნატიული ფორმების

პროგრამის ჩარჩოში ახორციელებს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ობოლ

და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის და

ბავშვთა მიტოვების თავიდან არიდების ქვეპროგრამას. ქვეპროგრამის მიზანია

სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახში აღზრდის უფლების უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამით, მიზანი სამი გზით მიიღწევა:

ბავშვთა სახლებსა და სკოლა-პანსიონებში ბავშვთა განთავსების, ბავშვების

მიტოვების თავიდან არიდება;

ბავშვთა სახლებსა და სკოლა-პანსიონებში განთავსებული ან მიტოვებული

ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება;

შვილობილობის შეთავაზება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არაბიოლოგიურ

ოჯახში მოკლე ან გრძელვადიან მზრუნველობას საჭიროებენ.

ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტრო მუშაობს ინსტიტუციების ოპტიმიზაციის

მიმართულებით. ოპტიმიზაცია ითვალისწინებს ინსტიტუციების ღრმა შესწავლას,

Page 22: Social Politics of Georgia (GEO)

22

თითოეული ინსტიტუციის გარდაქმნის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას

ადგილობრივი ბავშვების და საზოგადოების საჭიროებების საპასუხოდ

(დაწესებულების სტრუქტურის, პროფილის შეცვლას ბავშვზე ზრუნვის ახალი

მომსახურების შესაქმნელად). წინასაოპტიმიზაციო პერიოდში ფასდება

ადგილობრივი ბავშვების, ადგილობრივი თემის, ინსტიტუციის გარდაქმნის

საჭიროება.

სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებიც შენარჩუნდებიან იმ

შემთხვევებისთვის, როდესაც არ არსებობს ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების

შესაძლებლობა ან შვილობილობის შეთავაზების შესაძლებლობა, უნდა გახდნენ

უკანასკნელი და დროებითი ალტერნატივა და უნდა შეესაბამებოდნენ

საერთაშორისო სტანდარტებს. ამგვარად, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი

აერთიანებს ინსტიტუციების ჩამნაცვლებელი საზოგადოებაზე/თემზე ან უფრო

მცირე ერთეულზე დაფუძნებული სოციალური ზრუნვის ფორმების განვითარებას.

დღეისათვის აღნიშნული ქვეპროგრამა საქართველოს 11 რეგიონის 32 რაიონში

ხორციელდება და საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს: ქართულ ოჯახებს, ისევ

და ისევ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ ამით ისინი

კეთილშობილურ საქმეს სჩადიან და სწორედ ამიტომ, რაოდენ დაუჯერებელიც არ

უნდა იყოს, მიმღები ოჯახები საკმაოდ მრავლად არის. სამწუხაროდ, კანონის

თანახმად, შვილობილობაში ბავშვი მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება დარჩეს, შემდეგ

ის უკვე სრულწლოვანი ხდება და აქედან გამომდინარე, განათლების სამინისტრო

მათზე პასუხისმგებელი ვეღარ იქნება. თუმცა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც

მიმღებ ოჯახებსა და შვილობილ ბავშვებს შორის ისეთი ურთიერთობა ყალიბდება,

რომ ისინი ამ ოჯახებში საცხოვრებლად რჩებიან.

სტატისტიკური მონაცამების მიხედვით, 2000-2007 წლის ჩათვლით,

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართულ ბავშვთა რაოდენობამ 1817 ბავშვი

შეადგინა. დღეისათვის კი საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტი მიმღები ოჯახია

რეგისტრირებული.

Page 23: Social Politics of Georgia (GEO)

23

3.2.1.5. ინკლუზიური განათლება

2004 წლის 13 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი

”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებების დაცვის სოციალური

პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ”. საქართველოს მთავრობას

დაევალა კონკრეტული ზომების მიღება, რათა მომხდარიყო დოკუმენტის

რეალობაში განხორციელება. გარდა ამისა, შემუშავდა კონცეფცია, რომელიც ეხება

შეზღუდული ინტელექტუალური მონაცემების მქონე ბავშვებისათვის სპეციალურ

საგანმანათლებლო მომსახურებას. ზემოაღნიშნული კონცეფციის ამოცანაა ასეთი

ბავშვების უზრუნველყოფა შესაბამისი განათლებით; საგანმანათლებლო

მომსახურების მაღალ სტანდარტებთან გათანაბრება; შერჩეული ბავშვებისა და მათი

ოჯახებისათვის სპეციალური საგანმანთლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობა.

ამჟამად ფუნქციონირებს 10 საპილოტე სკოლა, სადაც წარმატებით მიმდინარეობს

ინკლუზიური განათლების პროცესი.

3.2.2. ჯანდაცვა და სოციალური დაცვა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმდინარე

პრიორიტეტებს წარმოადგენს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური რისკი:

სიღარიბე, ჯანდაცვა და ასაკი. ყველა მცდელობა მიმართულია რისკის რეგულირების

ინსტრუმენტებისა და მექანიზმების შექმნისაკენ. ამრიგად, დაიგეგმა და შემდგომში

განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის:

სოციალური დახმარების ადმინისტრირების სისტემის რეფორმა;

ჯანდაცვის სისტემის რეფორმა;

”პრივილეგიების” არასწორი გაზრდის შეზღუდვა (პენსიები და დახმარებები) -

(რეფორმა ორიენტირებულია პენსიონერთა ზოგიერთი ჯგუფისათვის

პრივილეგიების გაუმართლებელი ზრდის შეზღუდვა).

სოციალური დაცვის კონცეფციის მთავარი მომნენტებია:

კანონი ადგენს შემთხვევების გარკვეულ რაოდენობას (საპენსიო ასაკის

მიღწევა, ოჯახის მარჩენალის დაკარგვა და ა.შ.), როდესაც მოქალაქეს უფლება

Page 24: Social Politics of Georgia (GEO)

24

ეძლევა მიიღოს ადეკვატური დახმარება სახელმწიფოსგან (ადეკვატური

ნიშნავს, რომ დახმარება შეიძლება ადეკვატური იყოს ეკონომიკური

სიტუაციისა ქვეყანაში);

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობა, რომელსაც არ შეუძლია

თავისი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მიიღებს ადეკვატურ

მიმართულ სოციალურ დახმარებას;

ისეთი ღარიბი მოსახლეობისთვის, რომელსაც არ შეუძლია აქტიური

პრევენციული ზომების გატარება და იმყოფება უკიდურესი სიღარიბის

ზღვარზე, სახელმწიფო ქმნის ეფექტურ დამცავ ბადეს, რომელიც მოიცავს

სხვადასხვა სახის სოციალურ მომსახურებას.

3.2.2.1. სოციალური დახმარების ადმინისტრირების სისტემის რეფორმა

სოციალური დახმარების სისტემის ადმინისტრირების რეფორმა, რომელსაც

მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა 2004 წელს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სოციო-

ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას საღარიბის აღმოფხვრის შედეგად.

რეფორმის მთავარი პრინციპები შემდეგია:

სიღარიბის შემსუბუქების პროგრამის გაუმჯობესებული დამიზნება, რათა

პროგრამა შეეხოს იმათ, ვისაც სჭირდება დახმარება;

სარგებლის მონეტიზირება. წინა გამოცდილების მიხედვით, უფრო მეტ

შემთხვევაში მონეტიზირებული სოციალური დახმარება მეტად ეფექტურია

ოჯახების ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, მათი მოხმარების

ოპტიმიზაციით.

სოციო-ეკონომიკური პირობების იდენტიფიცირებისა და შეფასების, აგრეთვე

სიღარიბის ზღვარს ქვევით მცხოვრები ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნის

პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ღარიბი ოჯახების მონაცემთა ბაზის

შექმნა მათ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსზე დაყრდნობით, რაც შესაძლებელს

გახდის დაიგეგმოს და დაინერგოს ფინანსური და სხვა სახის სოციალური

დახმარების პროგრამები.

Page 25: Social Politics of Georgia (GEO)

25

სოციალური დახმარების პროგრამის უმთავრესი წინაპირობა დახმარების

მიმღებების (ბენეფიციარების) სწორი შერჩევაა, განასაკუთრებით ისეთ შემთხვევებში,

როდესაც ხელმისაწვდომი რესურსები მწირია, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვევით

მყოფი მოსახლეობის წილი კი საკმაოდ მაღალია.

მონაცემთა ბაზის შექმნა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ოჯახის მიერ აპლიკაციის ფორმის

ჩაბარება, აპლიკაციის გატარება, ოჯახების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

იდენტიფიცირება და მათი დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში მათი სოციო-

ეკონომიკური პირობების შემფასებელი მეთოდოლოგიის მიხედვით, მათთვის

სარეიტინგო ქულის მინიჭებით. 2005 წლის აგვისტოდან დაიწყო სიღარიბის ზღვარს

ქვემოთ მყოფი ოჯახების აპლიკაციების მიღება საკომუნიკაციო პუნქტებში

(აპლიკაციები თავდაპირველად ეყრდნობა ოჯახების თვითშეფასებას). დღეისთვის,

პროგრამის ფარგლებში დაარსდა 1100 საკომუნიკაციო ცენტრი, სადაც ხდება

აპლიკანტი ოჯახების რეგისტრაცია. ნებისმიერი ოჯახი, რომელიც ითვლება

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებად და რომელიც ითხოვს დახმარებას

სახელმწიფოსგან, შეიძლება დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში.

2006 წლის მდგომარეობით, საკომუნიკაციო ცენტრში ჩაბარებულ აპლიკაციებზე

დაყრდნობით, საქართველოში მაცხოვრებელი ოჯახების 21%-მა სურვილი გამოთქვა

მიეღო დახმარება. სხვა რეგიონებთან შედარებით სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის

და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში აღინიშნა სოციალურად დაუცველი ოჯახების

მაღალი ხვედრითი წილი, რომელთაც გამოთქვეს დახმარების მიღების სურვილი. ეს

მაჩვენებელი ყველაზე დაბალია თბილისში (10,4%) და გურიაში (16%).

ამ ეტაპისათვის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 218384 ოჯახი, სადაც

საერთო ჯამში 566068 ადამიანი ცხოვრობს. ერთი წევრისაგან შემდგარი ოჯახების

მაღალი რიცხვი იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ამგვარი ოჯახები

წარმოდგენილია მარტოხელა პენსიონერებით, რომელთაც სიღარიბის ძალზე მაღალი

რისკი და დაუცველობის შეგრძნება აღენიშნებათ. კერძოდ, ერთი წევრისაგან

შემდგარი ოჯახებიდან, რომელთაც ჩააბარეს აპლიკაცია, თითქმის ორი მესამედი

Page 26: Social Politics of Georgia (GEO)

26

(65%) პენსიონერებისგან შედგება. ისიც აღსანიშნავია, რომ პენსიონერთა დონე

მაღალია ორი წევრისგან შემდგარ ოჯახებში, რომელთაც აპლიკაცია შეავსეს.

პენსიონერების წილი აპლიკანტების მთლიან რაოდენობაში 27,1%-ს შეადგენს.

ცხრილში 3 მოცემულია პენსიონერთა რიცხოვნობა საქართველოში პენსიის სახეების

მიხედვით:

ცხრილი 3

პენსიონერთა რიცხოვნობა პენსიის სახეების მიხედვითწლის ბოლოს, ათასი კაცი

2004 2005 2006 2007*

პენსიონერთა რიცხოვნობა - სულ 895,1 902,1 985,4 836,9მათ შორის იღებენ: შრომით პენსიას 760,6 733,4 ... ... აქედან: პენსიონერი ასაკით 570,2 549,9 589,7 588.2

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პენსიონერი დასახიჩრებით, პროფესიული და საერთო დაავადებებით 135,8 128,6 203,8 115.5

მარჩენალალის დაკარგვის გამო 49.6 51.9 75,8 55.9 პენსიონერი წელთა ნამსახურებით 1,4 0 ... ... პენსიონერები, რომლებიც იღებენ პენსიას განსაკუთრებული ღვაწლისათვის 3,6 3 ... ...

სოციალურ პენსიას 100,5 150,6 ... ... აქედან: ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერი 34.1 44.7 39,7 34.2 პენსიონერი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო 29,3 50,7 ... ... პენსიონერების საერთო რიცხოვნობიდან : 70 წლის და უხნესი ასაკის მამაკაცი და 65 წლის და უხნესი ასაკის ქალი 24,4 40,2 ... ... ბავშვები, რომლებმაც დაკარგეს მარჩენალი 12,7 15 ... ...სამხედრო პენსიონერები, რომლებიც იღებენ პენსიას სოცუზრუნველყოფის ფონდიდან (სახსრებიდან) 22,2 7,7 36,1 23,7

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სამხედრო პენსიონერი ... ... 9,2 8,7რეპრესირებული 11,8 10,4 29,1 8,5სხვა ... ... 2 2,2

Page 27: Social Politics of Georgia (GEO)

27

შენიშვნა: 1. ”სახელმწიფო პენსიის შესახებ” და ” საქართველოს კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად 2006 წლიდან აღარ ინიშნება პენსიები ”შრომითი პენსიის”, ”სოციალური პენსიის”, ”პერსონალური პენსიონერის პენსიის” და ა. შ. სახელწოდებით. აღნიშნული კატეგორიის პენსიონერები ნაჩვენებია ”ასაკით პენსიონერთა” და ”ინვალიდ პენსიონერთა” კატეგორიებში. 2. *მაჩვენებელი მოიცავს პენსიის მიმღებთა რიცხოვნობასწყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

სოციალური აგენტები ატარებენ გასაუბრებას ისეთ ოჯახებთან, რომელთაც

სურვილი გამოთქვეს მიეღოთ გამიზნული სოციალური დახმარება. დასაქმებისა და

სოციალური დახმარების სახელმწიფო სააგენტომ სოციალური აგენტები აღჭურვა

უფლებით მოეხდინათ იმ ოჯახების იდენტიფიკაცია, რომლებიც გამოთქვამენ

სურვილს დარეგისტრირდნენ მონაცემთა ბაზაში, გასაუბრებოდნენ ოჯახის წევრებს

მათ სახლში, დაედგინათ ოჯახის სოციო-ეკონომიკური პირობები და სახელმწიფოს

მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით მოეხდინათ სხვა აუცილებელი

ინფორმაციის მოპოვება. მეთოდოლოგიის უმთავრესი პუნქტებია:

სარეიტინგო ქულის დათვლა (ე.წ. კეთილდღეობის ინდექსი), რომელიც

შეესაბამება ოჯახის კეთილდღეობის დონეს. გამოთვლა ეყრდნობა

დაფუძნებულ მეთოდოლოგიას;

ინდექსი გამოთვლილია სოციალური აგენტის მიერ მომზადებული კითხვარის

შეფასებით;

თითოეულ ინდიკატორს მინიჭებული აქვს შესაბამისი წონა - ციფრი, ოჯახის

კეთილდღეობაზე გავლენის მიხედვით. თითოეულ ციფრს გააჩნია გარკვეული

ეფექტი ოჯახისთვის გამოთვლილ საბოლოო ინდექსზე;

კეთილდღეობის ინდექსზე დაყრდნობით შეიძლება მათი განსხვავება

სიღარიბის დონის მიხედვით.

2006 წლის ზაფხულში დაიწყო მოსახლეობის უღარიბესი ნაწილის სამედიცინო

დაზღვევის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 600 ათასმა უღარიბესმა ადამიანიმა

სახელმწიფოსგან მიიღო უფასო სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო დაზღვევის

პროგრამა ფარავს იმ ოჯახების წევრებს, რომელთა ქულაც 100001-ზე ნაკლებია. ამ

Page 28: Social Politics of Georgia (GEO)

28

კატეგორიაში ხვდება მოსახლეობის 20,1%. ბენეფიციარებს დაურიგდათ სპეციალური

ბარათები. ბარათები გამოიყენება პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების

იდენტიფიცირებისათვის და შესაბამისი დახმარების გაწევისთვის. ის დახმარება,

რომელსაც სახელმწიფო უწევს ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურების

ანაზღაურების სახით, საშუალებას აძლევს მათ დაზოგონ ის თანხა, რომელსაც ისინი

სხვა შემთხვევაში ამგვარ მომსახურებაზე დახარჯავდნენ. ბარათის მფლობელს

უფასოდ შეუძლია მიიღოს შემდეგი სახის მომსახურება: ამბულატორიული

მომსახურება სამედიცინო ცენტრში ან კლინიკაში, კონსულტაცია

სპეციალიზირებული ექიმისგან, უფასო სამედიცინო გამოკვლევები, გადაუდებელი

სამედიცინო დახმარება, მშობიარის დახმარება, ჰოსპიტალიზაცია ან დაგეგმილი

ოპერაცია. ოჯახის ექიმმა უნდა დაასაბუთოს, რომ ბარათის მფლობელს სჭირდება

ზემოთხსენებული მომსახურება.

3.2.2.2. ჯანდაცვის სისტემის რეფორმა

ჯანდაცვის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია:

ინვესტირება ინფრასტრუქტურაში;

პროფესიული საქმიანობის სტანდარტები;

ინვესტირება ადამიანურ რესურსებში;

მომსახურებების ადეკვატური დაფინანსება;

ძირითადი და დამატებითი საბენეფიციო პაკეტის (ძსპ და დსპ) დანერგვა და

რეფორმა;

ახალი სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა და შენარჩუნება;

დიდი ყურადღება ექცევა ძირითად საბენეფიციო პაკეტში შემავალი სამედიცინო

მომსახურების უზრუნველყოფასა და დაფინანსებას. მათ შორისაა პირველადი

ჯანდაცვა და სასწრაფო დახმარება, გარკვეული სახის საჰოსპიტალო და

ამბულატორიული მომსახურება. ხოლო რაც შეეხება დამატებით საბენეფიციო

პაკეტს, იგი ორიენტირებულია სპეციფიკურ ჯგუფებზე.

Page 29: Social Politics of Georgia (GEO)

29

ამბულატორიული მომსახურება, როგორც ძირითადი საბენეფიციო პაკეტის

კომპონენტი დაფუძნდა როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი და მიზნად ისახავს

მოსახლეობისთვის უფასო, ყოველთვის ხელმისაწვდომი და ეფექტური დახმარების

გარანტირებას. პროგრამამ მოახდინა ამბულატორიული მომსახურების

დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაცია, პერსონალის ოპტიმიზაცია,

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სტანდარტებისა და ტარიფების

ჰარმონიზაცია.

სამედიცინო რეფორმის გატარებით უკვე შესრულდა, ან შესრულების პროცესშია

შემდეგი პუნქტები:

სამედიცინო და სოციალური პროგრამის გაფართოება დედებისა და

ბავშვებისათვის და მათი დაფინანსების გაზრდა;

დედებისა და ბავშვებისათვის სამედიცინო და სოციალური პროგრამების

ოპტიმიზირებული ორგანიზაციული მოდელის შექმნა და აქტივიზაცია;

პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შექმნა და დედებისა და

ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ზედამხედველობა;

რეპროდუქციულ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციისა

და მომსახურების გაზრდილი ხელმისაწვდომობა;

რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხის გაზრდა;

დედებისა და ბავშვების სოციალური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის

დაცვის შეფასების გეგმის მომზადება;

დიალოგის გამართვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

დედებისა და ბავშვებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების

გაერთიანებული ძალისხმევით აღმოსაფხვრელად;

გამართულად ფუნქციონირებადი პირველადი და მეორადი ჯანმრთელობის დაცვის

სისტემის შესაქმნელად დადგინდა ოთხწლიანი პერიოდი 2005-2009 წლებს შორის.

პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სფეროშიც განხორციელდა, ან განხორციელების

პროცესშია მნიშვნელოვანი ცვლილებები:

Page 30: Social Politics of Georgia (GEO)

30

საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, იმერეთი, აჭარა) განხორციელდა 78

სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაცია, აღიჭურვა სამედიცინო

მოწყობილობით, ხოლო ექიმებმა და ექთნებმა ტრენინგები გაიარეს.

2006 წლის 1 ივნისიდან დაიწყო ოჯახის ექიმის მოდელის დანერგვა

რეაბილიტირებულ ცენტრებში;

ჯანდაცვის სექტორში რესურსების ეფექტური, სამართლიანი და თანაბარი

გადანაწილებით ახალმა სისტემამ შესთავაზა მოსახლეობას მაღალი ხარისხის

ძირითადი სამედიცინო მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი

მოქალაქისთვის განურჩევლად ასაკისა, სქესისა, თუ სოციალური სტატუსისა;

გაიზარდა ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება, გაუმჯობესდა

მომსახურების მენეჯმენტი და ხარისხი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის

პირველადი დახმარების ხელმისაწვდომობას მოსახლეობისთვის;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად

ჩაება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არასამთავრობო

ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მოდელების გამართვაში.

მნიშვნელოვანია ამგვარი გამოცდილების გაანალიზება და მისი ფართოდ

გავრცელება.

3.2.2.3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური ინტეგრაციისა და

ადაპტაციის მხარდაჭერის პროგრამა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (შშმპ) სოციალური ადაპტაციის

მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც 2005 წელს დაიწყო, წარმოადგენს მექანიზმს,

რომელიც ორიენტირებულია შშმპ სოციალური პოლიტიკის დანერგვაზე.

შშმპ-ები განვითარებად ქვეყნებში წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ, ღარიბ

საზოგადოებას, ამრიგად, ზრუნვა შშმპ-ებზე სოციალური ინტეგრაციის, მათი

ინსტიტუციებში გადაყვანის აცილებისა და ფსიქო - და სოციალური რეაბილიტაციის

საშუალებით არის დიდი ნაბიჯი ქვეყანაში ეკონომიკური განვითარებისა და

სოციალური პირობების გაუმჯობესების მხრივ.

Page 31: Social Politics of Georgia (GEO)

31

შშმპ სოციალური ადაპტაციის პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: შშმპ

სოციალური ინტეგრაცია, ინსტიტუციანოლური დაცვის ხარჯები, შშმპ ბავშვების

რეაბილიტაცია, დამხმარე საშუალებების უზრუნველყოფა და სხვ.

2006 წელს აქცენტი გაკეთდა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი

ცენტრების შექმნაზე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელის განვითარებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ინსტიტუციანოლური ორგანიზაციების სამართლებრივი

სტატუსი შპს-ს ფორმით იყო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავდა ინოვაციურობას მათი

ფუნქციონირების გაზრდისათვის, აქედან გამომდინარე ინსტიტუციანოლური

ორგანიზაციების კონტროლის სახელმწიფო სამსახური, რომელიც ნახსენები იყო

12.07.05 პრეზიდენტის №585 ბრძანებაში ”მოხუცთათვის საპენსიო სახლების,

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მზრუნველობამოკლებული

ბავშვების სახლების საზოგადოებრივი სამართლის ლეგალურ დაწესებულებად

რესტრუქტურიზაციის შესახებ” გადავიდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროში.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტი, რაც

მდგომარეობს შესაძლებლობების შეფასების მექანიზმის გაუმჯობესებაში

ფუნქციების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ფსკ) გამოყენებით ჯანმრთელობის

შეფასებისთვის (2005-2007).

საქართველოში შესაძლებლობების შეზღუდულობის დონის დასადგენ მთავარ

კრიტერიუმს წარმოადგენდა შესაძლებლობების ნაწილობრივი, ან სრული დაკარგვა,

რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ან ანატომიური, ან გონებრივი აშლილობით. ამის

საწინააღმდეგოდ, ფსკ განიხილავს შემდეგ კომპონენტებს: სხეულის ფუნქცია და

სტრუქტურა, მონაწილეობა და აქტივობა (დაკავშირებულია ინდივიდის

ქმედებებთან და ცხოვრებისეულ აქტივობასთან) და დამატებითი ინფორმაცია

გარემო ფაქტორების შესახებ. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ფსკ-ს გამოყენება,

როგორც სოციალური შეფასების საშუალება, რათა მიღებული გადაწყვეტილებები

იყოს ფაქტებზე დაყრდნობილი და ამით ხელს უწყობდეს სისტემაში კორუფციის

აღმოფხვრას.

Page 32: Social Politics of Georgia (GEO)

32

ფსკ-ს გამოსაყენებლად მიღებულ იქნა სხვადასხვა ზომა, მათ შორის საკანონმდებლო

ცვლილებებიც. ეს პროცესი ამჟამად აქტიური განვითარების სტადიაშია.

3.2.2.4. იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ)-დევნილთა მიმართ სახელმწიფო

სტრატეგია

1990-1994 წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული ძალების

მიერ ინსპირირებული შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 300 ათასზე მეტმა

ადამიანმა (ძირითადად ქართულმა მოსახლეობამ) იძულებით დატოვა საკუთარი

სახლ-კარი და დროებით შეაფარა თავი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს. იძულებით

გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის საკითხმა გრძელვაიდიანი პრობლემის

სახე მიიღო. აღნიშნული ტერიტორიები დე ფაქტო იმყოფებიან საქართველოს

ხელისუფლების იურისდიქციის გარეთ. კონფლიქტის პოლიტიკური გზით

მოგვარებამდე უნდა განხორციელდეს პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ

იგპ-ეებისა და ლტოლვილთა სოციალურ მხარდაჭერას, მათი დასაქმებისა და

საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით. ამ პროცესის რეგულირების მნიშვნელოვან

ფაქტორს წარმოადგენს, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე

კონფლიქტის ზონებში მცხოვრები მოსახლეობის მომზადება ამ პროგრამების

შემუშავება-განხორციელებაში თანამონაწილეობისათვის. სოციალური

უსაფრთხოების გარანტიებზე ფიქრი შეუძლებელია, თუ არ აღსდგება

ურთიერთნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის განწყობა ერთის მხრივ აფხაზ და

ოს მოსახლეობასა და მეორეს მხრივ იგპ-თა შორის.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №80 განკარგულებით შეიქმნა

სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა იგპ-თა მიმართ სახელმწიფო

სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება,

შემუშავებული სტარტეგიის განხორციელების ორგანიზება-კოორდინაცია. უნდა

აღინიშნოს, რომ ამ პერიოდამდე საქართველოში არ არსებობდა სახლემწიფო

დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა დევნილთა პრობლემებთან

Page 33: Social Politics of Georgia (GEO)

33

დაკავშირებით ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა, მათი გადაჭრის მიმართ ერთიანი

მიდგომა. საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო და არასამთავრობო

ორგანიზაციები დევნილთა პროგრამების დაგეგმვის თუ განხორციელების დროს

განიცდიდნენ კოორდინაციის და პრობლემების გადაჭრისადმი ერთიანი მიდგომის

ნაკლებობას, რის გამოც ხშირად არ ხდებოდა დევნილთა ინტერესების, საჭიროებების

სათანადოდ გათვალისწინება, მათი პრობლემების გრძელვადიანი და მდგრადი

გადაჭრა.

იგპ-თა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის

მიდგომას ამ საკითხის მიმართ. იგი ადგენს სახლმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს:

პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად, უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის და

მხარდაჭერის აღმოჩენა იმ დევნილთათვის, რომლებიც სტიქიურად

დაბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე;

დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა,

მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.

დევნილთა ინტეგრაციის წარმატებით განსახორციელებლად სტრატეგია

ითვალისწინებს დევნილის სტატუსის სოციალური დახმარებისაგან გამიჯვნას.

დევნილები, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, სრულფასოვნად

მიიღებენ მონაწილეობას სახლემწიფოს ერთიან სოციალურ პროგრამებში მხოლოდ

საჭიროებიდან გამომდინარე, მიუხედავად დახმარების მიმღების სტატუსისა.

სტრატეგიით გათვალისწინებული იყო კომპაქტური განსახლების ობიექტების

ეტაპობრივი დახურვა, დევნილთა ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე

დამოკიდებულების შემცირება.

აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებაში აქტურად იყვნენ ჩართულნი სამთავრობო

სტრუქტურები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დევნილი

მოსახლეობის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და კონსულტანტები,

რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულნი იყვნენ შემდეგ

თემატურ სამუშაო ჯგუფებში:

Page 34: Social Politics of Georgia (GEO)

34

განსახლება;

სოციალური რეაბილიტაცია;

ეკონომიკური რეაბილიტაცია;

სამართლებრივი რეაბილიტაცია.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით

დამტკიცდა იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო

სტრატეგია და იგივე სამთავრობო კომისიას დაევალა იგპ-თა მიმართ სახელმწიფო

სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება სათანადო საფინანსო-

ეკონომიკური გაანგარიშებით.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ

განხორციელებული აგრესიის გამო, რამაც გამოიწვია დევნილთა ახალი ტალღის

წარმოქმნა (დაახლოებით 50000 კაცი), ქვეყნის ხელისუფლება ახალი გამოწვევების

წინაშე დადგა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთის

რიგ ქართულ სოფლებსა და ზემო აფხაზეთზე.

სამხრეთ ოსეთიდან და გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან

დევნილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განსახლებულ იქნა ძირითადად

თბილისის საჯარო სკოლებისა და ბაღების შენობებში. ამ ეტაპზე მოსახლეობის ამ

კატეგორიის დიდი ნაწილი დაბრუნდა საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, ხოლო

ის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ-ჯერობით ვერ ბრუნდება,

განაგრძეობს ცხოვრებას ბაღებში და ზოგიერთ საჯარო სკოლაში, რომლებიც

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით №779,

12.09.2008წ. განისაზღვრა, როგორც ადგილმონაცვლე სკოლები, რომელთა

კონტინგენტი სასწავლო პროცესს ახორციელებს ახლომდებარე საჯარო სკოლებში.

შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილია და ხორციელდება 5000-მდე კოტეჯის ტიპის

საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თითოეული დევნილი ოჯახისთვის, რათა

მოხდეს სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტური ცენტრებიდან

გამოყვანა და აღნიშნულ კოტეჯებში ჩასახლება.

Page 35: Social Politics of Georgia (GEO)

35

დევნილებს, რომლებიც არ ხვდებიან სოციალურად შეჭირვებულ კატეგორიაში და არ

ღებულობენ შესაბამის სახლემწიფო დახმარებებს, ეძლევათ შემწეობები. კერძო

სექტორში ჩასახლებულებს - ერთ დევნილზე 28 ლარი, ხოლო კომპაქტურ

ჩასახლებებში ერთ დევნილს 22 ლარი. გარდა ამისა, კომპაქტურ ჩასახლებებში

გათვალისწინებულია ერთ დევნილზე უფასო ელ. ენერგია 100 კვტ/სთ-ის ოდენობით

ერთი თვის განმავლობაში, რასაც ანაზღაურებს სახელმწიფო.

დასკვნა

საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2004 წლამდე იყო

მცდელობები გატარებულიყო ქმედითი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა,

თუმცა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო პრაქტიკულად ეს ვერ

ხერხდებოდა. ძირითად მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო

დაპირისპირება, გარედან ინსპირირებული ეთნოკონფლიქტები აფხაზეთსა და

სამხრეთ ოსეთში და, შედეგად, დევნილთა დიდი ნაკადები, კორუფციის მაღალი

დონე სახელისუფლებო შტოებში. აღნიშნული ფაქტორები გახდა მიზეზი

საზოგადოების პოლარიზებისა და წარმოიქმნა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი

მოსახლეობის სოლიდური ფენა. მძიმე სოციალურმა და კრიმინოგენულმა

სიტუაციამ მოსახლეობის ყველაზე ქმედითუნარიანი ნაწილი აიძულა დაეტოვებინა

ქვეყნის საზღვრები.

2004 წლიდან ე.წ. ”ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსული მთავრობა,

მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, ენერგიულად შეუდგა ხშირ შემთხვევაში

არაპოპულარული რეფორმების გატარებას საზოგადოების ყველა სფეროში

(ეკონომიკა, სოციალური სფერო, სასამართლო და ა.შ.), რის შედეგად საქართველომ

მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ეკონომიკაში, კერძოდ დასტაბილურდა

მაკროეკონომიკური გარემო, ორნიშნა ციფრით აღინიშნებოდა ყოველწლიური

ეკონომიკური ზრდა და ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ

საქართველო აღიარებულ იქნა როგორც საუკეთესო რეფორმატორი, ლიბერალური

კანონმდებლობის მქონე, არაკორუმპირებული ქვეყანა. მაგალითად, Doing Business

გამოკვლევით 2008 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით საქართველომ ბიზნესის

Page 36: Social Politics of Georgia (GEO)

36

წარმოების სიადვილით დაიკავა მე-15 ადგილი მსოფლიოში და ამ მაჩვენებლით

რეგიონის ყველა ქვეყანას გაუსწრო, რაც ნაჩვენებია გრაფიკში №1.

გრაფიკი 1.

ბიზნესის სიადვილე გლობალური რეიტინგით

სინგაპური საქართველო აზერბაიჯ. სომხეთი ბულგარეთი რუმინეთი თურქეთი რუსეთის

ფედერაცია

წარმატებებმა ეკონომიკურ სფეროში განაპირობა ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა, რამაც

ხელისუფლებას მისცა საშუალება გაეტარებინა რეფორმები სოციალურ სფეროში.

წარმატებული აღმოჩნდა რეფორმა განათლების სფეროში: პრეზიდენტის

ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო

სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში გაუმჯობესდა სკოლების მატერიალურ-

ტექნიკური მდგომარეობა, აშენდა ახალი სკოლები, ნაწილობრივი რეაბილიტაცია

ჩაუტარდა თითქმის 1200 საჯარო სკოლას, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ

გარემოებას, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში სახელმწიფო არ ახორციელებდა

მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს ამ სფეროში, ამ მიმართულებით

მუშაობა/კაპიტალდაბანდება უნდა გაგრძელდეს; განხილვის საკითხია ვაუჩერული

დაფინანსების ფორმულის შეცვლა, რათა მცირეკონტინგენტიან სკოლებს ჰქონდეთ

განვითარების საშუალება; ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის

მოთხოვნა 2008 წლიდან მასწავლებელთა სერთიფიცირების აუცილებლობაზე არ

შესრულდა და გადავადებულია 2010 წლამდე, და სხვ.

Page 37: Social Politics of Georgia (GEO)

37

რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ჯერ-ჯერობით საბაზო პენსია (70 ლარი)

საქართველოში ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, თუმცა ხელისუფლების 50-თვიანი

პროგრამით გათვალისწინებულია ამ მაჩვენებლის საარსებო მინიმუმთან გატოლება.

გასათვალისწინებელია საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქის შრომითი საქმიანობის

ხანგრძლივობა. დღეისათვის 25-წლიანი შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერს

დანამატი პენსიაზე აქვს მხოლოდ 10 ლარი. განვითარებულ ქვეყნებში პენსიის

ოდენობა მიბმულია ადამიანის ბოლო წლებში საქმიანობისას მიღებულ

ანაზღაურებაზე და სასურველია, რომ ანალოგიური პრაქტიკა დაინერგოს

საქართველოში.

ჯანდაცვის სფეროში პოზიტიურ მომენტად უნდა ჩაითვალოს სოციალურად

დაუცველი მოსახლეობის ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო-სადაზღვევო პრინციპზე

გადაყვანა; მთავრობის მიერ სახელმწიფო სამედიცინო პოლისებით დაზღვევის

გავრცელება დამატებით 110 ათას ბენეფიციარზე; 100 ახალი საავადმყოფოს

მშენებლობა და აღჭურვა თანამედროვე აპარატურით. უარყოფით მომენტად

შეიძლება ჩაითვალოს პროგრამა ”ღირსეული დასაწყისი”, რომელიც გულისხმობს

1000-ლარიან დახმარებას მშობიარობისას ხელმოკლე ოჯახებისათვის, ვინაიდან ამან

შეიძლება გამოიწვიოს ღარიბი მოსახლეობის მკვეთრი ზრდა.

ამრიგად, საქართველო აღიარებულია მოწინავე სახელმწიფოდ რეფორმების

გატარების თვალსაზრისით, რომელიც დაიწყო 2004 წელს. რეფორმების

მიმდინარეობა მკვეთრად შეაფერხა 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიამ, რასაც

დაემატა გლობალური ეკონომიკური კრიზისი. აგრესიის შედეგად ქვეყანაში

გაიზარდა იგპ-თა რიცხვი, ნაწილობრივ განადგურდა ეკონომიკური

ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პრობლემების დასაძლევად ხელისუფლებამ უნდა

გაატაროს უფრო ქმედითი ღონისძიებები, პირველ ყოვლისა - უსაფრთხოების

უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

წყარო:

საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი;

Page 38: Social Politics of Georgia (GEO)

38

ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამა - თბილისი,

2003 წელი;

ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში - თბილისი, 2004 წელი;

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო

სტრატეგია - გაეროს განვითარების პროგრამა - თბილისი, 2007 წელი;

ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია www.wikipedia.com ;

სიღარიბის შემცირების სტრატეგია (PRSP)

http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2006/cr06360.pdf ;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (საგანმანათლებლო

რესურს-ცენტრი);

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრო;

Doing Business გამოკვლევა

http://www.doingbusiness.org/Documents/CountryProfiles/GEO.pdf ;

სოციალური პოლიტიკის საწყისები

http://www2.rgu.ac.uk/publicpolicy/introduction/wstate.htm ;

Page 39: Social Politics of Georgia (GEO)

39