sulkhan-saba orbeliani teaching universitysabauni.edu.ge/images/pdf/th_m17-18.pdf · 2018-02-26 ·...

14
Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 1 სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University საგანმანათლებლო პროგრამა თეოლოგია (Theology) ინფორმაცია პროგრამის შესახებ უმაღლესი განათლების საფეხური II საფეხური, მაგისტრატურა მიმართულება სპეციალობა სპეციალიზაცია ჰუმანიტარული მეცნიერებანი - 10 თეოლოგია - 1003 - მისანიჭებელი კვალიფიკაცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში Master of Humanities in Theology სწავლების ენა ქართული პროგრამის მოცულობა კრედიტებით (ECTS) 120 ECTS (4 სემესტრი. ერთი სემესტრი მოიცავს 19 კვირას. ერთი აკადემიური წელი 2–სემესტრი- ანია და მოიცავს საშუალოდ 60 ECTS კრედიტს (სემესტრში 30 კრედიტი), სტუდენტის ინდივი- დუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა, ერთი კრედიტი = 25 ასტრონომიულ საათს). პროგრამის დამტკიცების აქტი აკადემიური საბჭოს დადგენილებები: პროგრამის დამტკიცება (ოქმი №08-14, 15.09.2014); ცვლილებები (ოქმები №10-14, 02.12.2014; №04-15, 18.09.2015; №01-19, 19.02.2016; №02-16, 09.09.2016; №01-17, 17.02.2017; №04-17, 15.09.2017) გადაწყვეტილება აკრედიტაციის მინიჭების შესახებ № 251, 10.12.2014 პროგრამის ხელმძღვანელი ვაჟა ვარდიძე, პროფესორი

Upload: others

Post on 08-Mar-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

1

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University

საგანმანათლებლო პროგრამა თეოლოგია (Theology)

ინფორმაცია პროგრამის შესახებ

უმაღლესი განათლების საფეხური II საფეხური, მაგისტრატურა

მიმართულება

სპეციალობა

სპეციალიზაცია

ჰუმანიტარული მეცნიერებანი - 10

თეოლოგია - 1003

-

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში

Master of Humanities in Theology

სწავლების ენა ქართული

პროგრამის მოცულობა კრედიტებით

(ECTS)

120 ECTS (4 სემესტრი. ერთი სემესტრი მოიცავს 19 კვირას. ერთი აკადემიური წელი 2–სემესტრი-

ანია და მოიცავს საშუალოდ 60 ECTS კრედიტს (სემესტრში 30 კრედიტი), სტუდენტის ინდივი-

დუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს

60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა, ერთი კრედიტი = 25 ასტრონომიულ საათს).

პროგრამის დამტკიცების აქტი

აკადემიური საბჭოს დადგენილებები: პროგრამის დამტკიცება (ოქმი №08-14, 15.09.2014);

ცვლილებები (ოქმები №10-14, 02.12.2014; №04-15, 18.09.2015; №01-19, 19.02.2016; №02-16,

09.09.2016; №01-17, 17.02.2017; №04-17, 15.09.2017)

გადაწყვეტილება აკრედიტაციის

მინიჭების შესახებ № 251, 10.12.2014

პროგრამის ხელმძღვანელი ვაჟა ვარდიძე, პროფესორი

Page 2: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

2

პროგრამის აღწერილობა

პროგრამაზე დაშვება

წინაპირობა – არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდის (რანჟირების დოკუმენტის) საფუძველზე.

საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესის შესაბამისად. პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთ-

ხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (შიდა ტესტირება ან ცოდნის დამადასტურებელი: უცხოეთში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლება (ატესტატი/დიპლომი),

საქართველოს უსდ-ს მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის დანართი/ცნობა, საქართველოში მოქმედი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საერთაშორი-

სო ორგანიზაციის/წარმომადგენლობის მიერ გაცემული სერტიფიკატები, საერთაშორისო სერთიფიკატი (ტოიფელი (TOEFL PBT), ტოიფელი (TOEFL IBT), ბრიტანეთის საბჭოსა და

კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS), ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (Cambridge Exam), კემბრიჯის

უნივერსიტეტის (Cambridge ESOL Examination) და/ან სხვ.). შიდა გამოცდა ტარდება თეოლოგიაში, ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის მიზნით საკითხები წინასწარ

განთავსდება ვებგვერდზე: www.sabauni.edu.ge. თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამით (სპეციფიკიდან გამომდინარე) სწავლა რეკომენდებულია თეოლოგიის ბაკალავრის ან მასთან გა-

თანაბრებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში. ამავე დროს, მაგისტრატურაში სწავლის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია თავად განსაზღვ-

როს წინამდებარე პროგრამით სწავლის მიზანშეწონილობა: გაეცნოს ვებგვერდზე განთავსებულ სამაგისტრო პროგრამის აღწერილობას - მიზანს, შინაარსს, დაგეგმილ სწავლის შედე-

გებს, პროგრამის სასწავლო კურსების ჩამონათვალს და აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძრვანელს, დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციე-

ბი მისი კვალიფიკაციისა და პროგრამის სპეციფიკის შესაბამისობიდან გამომდინარე და თავად განსაზღვროს შეძლებს თუ არა წინამდებარე პროგრამის შესწავლას და დაგეგმილი შე-

დეგების მიღწევას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით პროგრამაზე სწავლა შესაძლებელია მობილობით სასწავლო უნივერსიტეტისა და სხვა უსდ-ის

უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტებისთვის (გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგე-

ბის (კომპეტენციების) თავსებადობა წინამდებარე პროგრამასთან დადგინდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასწავლო უნივერსიტეტში არსებული, კრედი-

ტების აღიარებასთან დაკავშირებული რეგულაციებით).

პროგრამის სტრუქტურა

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული (სასწავლო კომპონენტი: სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები და

კვლევითი კომპონენტი: სამაგისტრო ნაშრომი), თანმიმდევრული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის გადაცემას პრინციპით: ზოგადიდან კერძოსკენ, მარტივიდან

რთულისაკენ. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 120 კრედიტში მოიაზრება სავალდებულო ნაწილი 108 კრედიტი (78 კრედიტი – სპეციალობის სასწავლო კურსები, 30

კრედიტი – სამაგისტრო ნაშრომი სპეციალობაში) და არჩევითი ნაწილი 12 კრედიტი (სპეციალობის სასწავლო კურსები). კურსდამთავრებულის კომპეტენციები წარმოადგენს

პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტებისა და სტუდენტის მიერ არჩეული სასწავლო კურსების მეშვეობით მიღწეული კომპეტენციების პროგრამით

გათვალისწინებული კვალიფიკაციის მინიჭება ხდება წინამდებარე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმის შესაბამისად არანაკლებ 120 კრედიტის დაგროვების

და პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შედეგად.

პროგრამის მიზანი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის თეოლოგიაში აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს და საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე არსბული მოთხოვნე-

ბის შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება მაგისტრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი დარ-

გობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) კომპეტენციები, თეოლოგიის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, ახალ, გაუთცვალისწინებელ გარემოში მოქმედების, პროფესიულ საქმიანო-

ბასთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიების და დამოუკიდებმად გადაჭრის, თეოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში

მეცნიერული მეთოდებისა და მიდგომების გამოყენების, საღვთისმეტყველო სამეცნიერო კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების, რთული და არასრული ინფორმაციის კრიტი-

კული ანალიზის საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბების, აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან პროფესიონალურ დონეზე კომუნიკაციისა და დება-

ტებში მონაწილეობის უნარები, ექნება გაღრმავებული ინდივიდუალური ცნობიერება, ანალიტიკური აზროვნება რწმენის ფენომენის ირგვლივ, ობიექტური და ტოლერანტული პო-

ზიცია განსხვავებული შეხედულებების, ტრადიციებისა თუ კულტურების მიმართ და შეძლებს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასებას, ახალი ღი-

რებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანას და სხვ., რის შედეგად პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს სწავლის გაგრძელებას უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურ-

ზე (დოქტორანტურაში), პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში თავისი კომპეტენციების და შესაძლებლობების წარმატებით რეალიზაციას.

Page 3: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

3

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულს, სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნის საფუძველზე, შეუძლია ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავება და ცალკეული პრო-

ბლემების გადაჭრის გზების გაცნობიერება შემდეგი ასპექტებიდან გამომდინარე:

წმიდა წერილის კონკრეტულ წიგნთა შინაარსისა და მისი თეოლოგიური საზრისის შეცნობა - აქვს ძველი და ახალი აღთქმის კონკრეტულ წიგნთა

შინაარსობრივი ღრმა და სისტემური ცოდნა და დეტალურად აცნობიერებს მისი ჩამოყალიბების ისტორიას. სიღრმისეულად იცის ეგზეგეტიკის

სკოლების მიდგომის სპეციფიკა. გაცნობიერებული აქვს წმიდა წერილის ისტორიული და კულტურული კონტექსტი და თეოლოგიური საზრისი

კონკრეტულ პერიკოპებთან მიმართებაში;

ეკლესიის ისტორიის და ეკლესიის მამათა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა - აქვს ეკლესიის ისტორიის კონკრეტულ პერიოდთა

სიღრმისეული სისტემური ცოდნა, როგორც დასავლეთ ევროპის, ასევე აღმოსავლეთის საქრისტიანოს ჩათვლით, აქვს ეკლესიის მამათა ცხოვრე-

ბისა და მოღვაწეობის სიღრმისეული ცონდა;

ქრისტიანული დოგმატიკის ცონდა - სიღრმისეულად იცის ეკლესიის ისტორიულ-დოგმატური განვითარების ასპექტები. აქვს ეკლესიის ძირითა-

დი მოძღვრების ღრმა სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს დოგმატურ საკითხთა ისტორიულ ჭრილში დანახვისა და მათი თეოლოგიური მნიშ-

ვნელობის გაცნობიერების შესაძლებლობას;

ფუნდამენტურ-თეოლოგიურ სისტემათა ცოდნა - აქვს ფილოსოფიის ისტორიისა და სხვადასხვა ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ტრადიციათა სის-

ტემური ცოდნა, შეუძლია მათი სიღრმისეული გაცნობიერება და ერთიან დოგმატურ ტრაქტატთა სისტემაში ინტეგრირება;

თეოლოგიური პრობლემატიკის აქტუალობის გაცნობიერება - იცის აქტუალური თეოლოგიური პრობლემატიკის შინაარსი, მისი წარმოშობის მი-

ზეზები და ისტორიაში გადაწყვეტის ფორმები. აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს;

თეოლოგიის დარგის ცოდნა-გააზრება და თეოლოგიური სპეციფიკის გათავისება - აცნოიერებს დარგის საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ

მნიშვნელოვნებას. იცის ქრისტიანული ცივილიზაციის ღვაწლი კაცობრიობის ისტორიაში და გააზრებული აქვს მისი მნიშვნელობა;

ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით - აქვს ფილოსოფიის ისტორიის და ფილოსოფიური სისტემების ცოდნა, სოციოლოგიის, ანთრო-

პოლოგიის უმნიშვნელოვანესი განხრის – რელიგიის სოციოლოგიის და თეოლოგიური ანთროპოლოგიის საკითხების ღრმა და სისტემური ცოდ-

ნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას.

ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახა-

ლი გზების ძიება, უახლესი მეთოდების და მიდგომების გამოყენებით კვლების დამოუკიდებლად განხორციელება, რაშიც მოიაზრება:

პასტორალური (სულთმოძღვრული) თეოლოგიის გამოყენება - შეძლია ბიბლიურ და ისტორიულ საგანთა ცოდნის საფუძველზე რწმენის გაცოც-

ხლებისა და გადაცემის ფორმების გამოყენება რელიგიის საკითხებზე მუშაობისას საეკლესიო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, თანამედ-

როვეობისთვის დამახასიათებელ ნიშანთა ამოცნობა, განსაზღვრა და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიმართებაში გამოყენება

საკუთარი პროფესიული გამოცდილების დამოწმებით, შეუძლია წარმოჩნდეს როგორც სპეციალისტი უშუალოდ რელიგურ და კულტურულ

საკითხებში;

ეკუმენური საქმიანობის განხორციელება - შეუძლია კონფესიათა შორის დიალოგში უშუალო მონაწილეობა რელიგიის საკითხებში ექსპერტის სა-

ხით. შეუძლია, როგორც რელიგიისა და ქრისტიანობის მცოდნე, პირდაპირ ჩაერთოს ეკლესიათაშორის დაახლოების პროცესში, დასახოს ეკუმე-

ნური საქმიანობის ფორმები და პერსპექტივები;

ქრისტიანულ ღმრთისმსახურებაში თუ კულტურულ საქმიანობში აქტიური მონაწილეობა - შეუძლია გაცნობიერებულად მიიღოს მონაწილეობა

ლიტურგიულ ცხოვრებაში, რჩევებით დაეხმაროს ყველა იმ ქრისტიანს, რომელსაც არ აქვს თეოლოგიური განათლება. არა მხოლოდ პასიურად

მიიღოს ღმრთისმსახურებაში მონაწილეობა, არამედ აქტიურად ჩაერთოს მის სრულყოფილ აღსრულებაში, შეუძლია ქრისტიანული კულტურის

გარკვეულ საკითხთა პრეზენტაცია სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებეში;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით ცოდნის გამოყენება - უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით მულტიდისციპლინურ

გარემოსთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემების კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება;

უცხო, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში ადაპტირებისა და მოქმედების, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახა-

ლი, ორიგინალური გზების ძიების უნარი - შეუძლია განსხვავებულ გარემოში და ახალ, გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ადაპტირება და მოქმე-

დება. შეუძლია მასზე დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება და გაართვას თავი დასახულ ამოცანას მისთვის უცხო გარე-

მოში. სწრაფად შეუძლია შეცვლილ გარემო პირობებთან ადაპტირება, სიტუაციის რაციონალურად აღქმა, საკუთარი ძალის კონცენტრირება და

ამის საფუძველზე მოქმედებით მაქსიმალური ეფექტის მიღება.

დასკვნის უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის და ინოვაციური სინთეზის, უახლესი კვლევების და

Page 4: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

4

მონაცემების გამოყენებით დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება, რაშიც მოიაზრება:

ქრისტიანული მოძღვრების პრობლემის ჭრილში დანახვა და აქედან გამომდინარე დასაბუთებული დასკვნის გამოტანა - თეოლოგიურ შეხედუ-

ლებათა სიღრმისეული გააზრების და მიღებული ცოდნის ერთიანობაში მოყვანის შედეგად ინფორმაციის ანალიზი და სინთეზი, პრობლემის

ამოცნობა, შეფასება, ანალიზი და მისი გადაჭრის გზების დასახვა. დასკვნის გამოტანა იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია კონკრეტული პრობლემა

და რა შედეგები მოჰყვა მის წარმოშობას;

თეოლოგიის წყაროთა სიღრმისეული შეფასება–ანალიზი და მასში შეცნობილი შინაარსის მნიშვნელობათა იერარქიული განსაზღვრა, პრიორიტე-

ტების სწორი ჩამოყალიბება და დასკვნის გამოტანა იმის თაობაზე თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი - ქრისტიანული რწმენის ძირითადი დოგ-

მატების ჩამოყალიბების ისტორიის ცოდნიდან გამომდინარე, კვლევის რელევანტური მეთოდების გამოყენებით რთული და არასრული ინფორ-

მაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე სიღრმისეული დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია თეოლოგიურ მოძღ-

ვრებაში როგორც შემდგომი თეოლოგიური შემეცნებისათვის, ასევე პრაქტიკული ცხოვრებისათვის, სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე ამ

პროცესში ტრადიციის ადგილისა და როლის განსაზღვრა, თითოეული დოგმატური ტრაქტატის მნიშვნელობის, არსის, ფუნქციისა და სტრუქტუ-

რული ხასიათის განსაზღვრა;

თეოლოგიურ აზროვნებაში სხვადასხვა მოდელთა განსხვავების ამოცნობა და შესაბამისად მათი საერთო პრინციპების განსაზღვრა, ბიბლიური

ტექსტების თეოლოგიური საზრისის განსაზღვრა - კონკრეტული ბიბლიური წიგნის მნიშვნელობის განსაზღვრა წმიდა წერილის მთლიან კორპუ-

სში. თეოლოგიური ჰერმენევტიკისა და ეგზეგეტიკის პრინციპების საფუძველზე ბიბლიური ტექსტებიდან დასკვნის გამოტანა, კონკრეტულ ტექ-

სტთა თეოლოგიური საზრისის განსაზღვრა, აზროვნების სხვადასხვა მოდელთა არსებობის ამოცნობა და აქედან დასკვნის გამოტანა, კონკრეტულ

შემთხვევაში თუ რომელი მოდელი იჩენს თავს;

არგუმენტთა მოშველიებით სარწმუნო გადაწყვეტილების მიღება - მსგავს საკითხზე არსებული შეხედულებების შესწავლის და კრიტიული ანა-

ლიზის შედეგად საფუძვლიანი არგუმენტებით საკუთარი აზრის დასასაბუთება და თავისი გადაწყვეტილების შესაძლო შედეგების განჭვრეტა;

საკითხის განზოგადება და ზოგადიდან კონკრეტული დასკვნის გამოტანა - რთული და არასრული ინფორმაციის სიღრმისეული ანალიზისა და

სინთეზის და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე აზრის განვრცობა, რელევანტური მეთოდების და მიდგომების გამოყენებით კონკრეტული

შემთხვევის ანალიზი, მისი განზოგადება და აგრეთვე მის ზოგად კონტექსტში განთავსება. ისევე როგორც რაიმე კონკრეტული შემთხვევის

მთლიან კონტექსტთან მიმართების განსაზღვრა, ხოლო კონკრეტული ანალიზის შედეგად ზოგადი დასკვნის გამოტანა, სინთეზური ერთიანობის

ჩამოყალიბება.

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია სფეროსთან, თავის დასკვნებთან, არგუმენტებთან და კვლევის მეთოდებთან დაკავშირებით აკადემიურ და პროფესი-

ულ საზოგადოებასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დამყარება, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო

ტექნოლოგიების მეშვეობით, დებატებში მონაწილეობა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვა, რის შედეგად მას აქვს:

ინტერდისციპლინარული კომუნიკაციის უნარი - შეუძლია თეოლოგიისა და სხვადასხვა მეცნიერებათა საერთო პრობლემის განსაზღვრა, არა-

თეოლოგიურ მეცნიერებასთან საერთო პრობლემის დანახვა და ამის ირგვლივ დიალოგის გამართვა, სემინარებზე, კონფერენციებსა თუ მსგავსი

სახის ღონისძიებებზე თავისი მოსაზრებების არგუმენტირებული წარდგენა და ერთობლივი მსჯელობის წარმართვა;

შიდაკონფესიური და ინტერრელიგიური კომუნიკაციის უნარი - რელიგიის ფენომენოლოგიისა და თეოლოგიური ანთროპოლოგიის საფუძველ-

ზე მიღებული ცოდნის გამოყენებით შეუძლია როგორც სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლებთან, აგრეთვე შიდაკონფესიური კომუნიკაცია;

არათეოლოგიური ენით რწმენით დაინტერესებული ადამიანებისათვის თეოლოგიური ცოდნის გადაცემისა და მისი დასაბუთების უნარი -

შეუძლია რიგით ადამიანებს განუმარტოს რწმენის, ტრადიციისა და მათი აქტუალური ფორმების მნიშვნელობა როგორც საზოგადოებრივი, ასევე

პიროვნული ცხოვრებისათვის, ასევე დაასაბუთოს საკუთარი მოსაზრები და მოტივაცია;

წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი - შეუძლია ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან, აკადემიურ და

პროფესიულ საზოგადორბასთან, ინგლისურ ენაზე არსებული სპეციალური ლიტერატურის დამუშავება, ინგლისურენოვან გარემოში ორიენტა-

ცია და კომუნიკაცია;

სამუშაო ჯგუფში კომუნიკაციის უნარი - შეუძლია ჯგუფში მუშაობისას საკუთარი პოზიციის წარდგენა, ანგარიშის გაწევა სხვისი მოსაზრებისთ-

ვის, ჯგუფის წევრებთან კომუნიკაციის დამყარება საკუთარი და სხვის არგუმენტების შეჯერებით ერთობლივი თანხმობის/კომპრომისის მიღწე-

ვის და შემდგომი ურთიერთობისა და გამოცდილებათა გაზიარების შესაძლებლობის მიზნით.

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია თანამედროვე ტენდენციების, მიდგომების და ინფორმაციის დამოუკიდებლად ათვისება და საკუთარი კომპეტენციე-

ბის ობიექტური შეფასება, დამოუკიდებლად სწავლის წარმართვა და კომპეტენციების სრულყოფა–განახლება, სწავლის პროცესის თავისებურებების

გაცნობიერება და მაღალ დონეზე სტრატეგიული დაგეგმვა და უწყვეტი განათლების პრინციპის გაზიარება, რის შედეგად მას აქვს:

პრობლემატური საკითხის დამოუკიდებლად შესწავლის და კვლევის უნარი თეოლოგიურ დისციპლინათა არეალში - თეოლოგიური შემეცნების

Page 5: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

5

პირველად და მეორად წყაროთა, მათი კლასიფიკაციისა და გამოყენების ფორმების ცოდნის საფუძველზე შეუძლია უფრო სიღრმისეული ცოდნის

მიღება, რომელიც ეხება ბიბლიური, დოგმატური, ისტორიული თუ მორალური თეოლოგიის საკითხებს, რაც გაუღრმავებს თეოლოგიის და თეო-

ლოგიური პრობლემატიკის შესწავლის მოტივაციას;

ზოგადი პრინციპებისა და თეოლოგიური ჰერმენევტიკის ცოდნის საფუძველზე სწავლის შემდგომი შინაარსის გაღრმავების უნარი - აითვისებუ-

ლი აქვს თეოლოგიური აზროვნების იმ უმთავრესი პრინციპები, რომლის საფუძველზე შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს კვლევა, ამ პროცეს-

ში წარმოაჩინოს საკუთარი ჰერმენევტიკული პროფილი და განსაზღვროს პრობლემატიკის შინაარსი;

ეკლესიის მამათა და თანამედროვე თეოლოგთა გამოცდილების გათვალისწინებით საკუთარი მეთოდოლოგიის შემუშავების და ახალი მონაცემე-

ბის გამოყენებით ახლის მოძიების, შემეცნებისა და ცოდნის გაღრმავების უნარი - შეუძლია ეკლესიის ისტორიულ-დოგმატური მასალის ათვისე-

ბის შემდეგ განსაზღვროს სწავლის საკუთარი მეთოდოლოგია, სწავლების თანმიმდევრულობა და ახალი ცოდნის არეალი, ანუ განსაზღვროს

თეოლოგიურ ტრაქტატთა ის მოდელები, რომელთა გამოყენებას ან შესწავლას გადაწყვეტს და რომლებიც არ წარმოადგენენ ე.წ. „სასკოლო თეო-

ლოგიის“ საგანს;

თეორიული ცოდნის გაღრმავების მიზნით სხვადასხვა წყაროებიდან დამხმარე ინფორმაციის მოძიების და პროფესიული გამოყენების, პირველა-

დი და მეორადი წყაროების შეფასებისა და კვლევის ახალი მეთოდების ათვისების უნარი - შეუძლია სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავ-

ლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვა, დამოუკიდებლად განსახილველი თემისა თუ საკითხის შესაბამი-

სი კვლევის მეთოდის მოძიება და გამოუენება. სხვადასხვა წყაროების საფუძველზე საჭირო ინფორმაციის დაგროვება, მათი სისტემატიზაცია და

შეფასება, წყაროთა მნიშვნელობის განსაზღვრა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება და კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში კვლევის შედეგე-

ბის შეჯამება, ახლის ჩვენების უნარი.

ღირებულებები

კურსდამთავრებულს აქვს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასების უნარი და ახალი ღირებულებების დამკვიდრება-

ში წვლილის შეტანის მოტივაცია, რაშიც მოიაზრება:

ქრისტიანულ ღირებულებათა პრაქტიკული გადაცემა. რწმენის, სიყვარულისა და იმედის გამოხატულება. რწმენის თავისუფლების პატივისცემა,

ტოლერანტობა განსხვავებულისადმი - ღირებულებებისადმი შემეცნებისა და მათდამი ერთგული დამოკიდებულების ჩამოყალიბება. პიროვნე-

ბის ღირსების დაცვა, სიცოცხლის ხელშეწყობა, დაუცველთა ინტერესების დაცვა, მოყვასისადმი სიყვარულის დამოწმება, საზოგადოებისადმი

ზრუნვა, საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება როგორც ინდივიდუალური, ასევე სოციალური საკითხების მიმართ;

კონსტრუქციული აზროვნების, თვითკრიტიკის და სხვათა ჰუმანური შეფასების უნარი – შეუძლია თვითკრიტიკა, საკითხისა თუ რაიმე პრობლე-

მის პოზიტიური შეფასება, გადაწყვეტიების მიღებისას ღირებულებათა იერარქიის გათვალისწინება და კონსტრუქციული პოზიციის გამოვლენა,

ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება;

გათავისებული და გაცნობიერებული ეთიკური მოსაზრებები - ადამიანებთან ურთიერთობისას შეუძლია ეთიკის ნორმების დაცვა და საზოგადო-

ების წევრების განსხვავებული კულტურული ფასეულობების გაითვალისწინება როგორც პროფესიული საქმიანობისას, ასევე ყოველდღიურ ცხო-

ვრებაში, ძირითადი მორალური პრინციპების ერთგულების და მათი დაცვის მოტივაცია;

პროფესიონალიზმისაკენ სწრაფვა და ჰუმანური ღირებულებებისადმი ერთგულება - აფასებს პროფესიონალიზმს და აქვს საკუთარ ცხოვრებაში

მისი დაცვის სწრაფვა, აქვს ჰუმანური ღირებულებების, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა, მოყვასისადმი მსახურება, სი-

კეთისაკენ სწრაფვა, დემოკრატიისათვის და დემოკრატიული ცნობიერების ხელშეწყობა, დამკვიდრებაში წვლილის შეტანის მოტივაცია.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პროგრამის კომპონენტების შესწავლისას გამოყენებული მეთოდები (მითითებულია სილაბუსებში) მიმართულია პროგრამის კომპონენ-

ტით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების (დარგობრივი და/ან ზოგადი კომპეტენციების) მიღწევაზე. სწავლების პროცესში გამოიყენება პროგრამის კომპონენტის სპეციფი-

კის შესაბამისი კონკრეტული მეთოდები (პრაქტიკული მეთოდები, დისკუსია-დებატები, როლური და სიტუაციური თამაშები, ჯგუფური (collaborative) მუშაობა, პრობლემაზე და-

ფუძნებული სწავლება (PBL), შემთხვევის ანალიზი (Case study), გონებრივი იერიში, დემონსტრირების მეთოდები, ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი, ახსნა-განმარტებითი

მეთოდი, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, ევრისტიკული მეთოდი, გონებრივი იერიში (Brain storming) და ა.შ.) და სხვადასხვა მეთოდების კომბინირება, რაც მიმართულია სას-

წავლო და კვლევით პროცესში სტუდენტთა აქტიურ ჩართულობაზე, მათი შესაძლებლობების, კომპეტენციების და კვლევითი უნარების განვითარებაზე - სტუდენტებს უყალიბდე-

ბათ ცოდნით აქტიური ოპერირებისა და ცოდნის პრაქტიკული გამოყენების, სიტუაციის კრიტიკული შეფასების, პრობლემების გადაჭრის მიზნით ახალი, ორიგინალური გზების ძიე-

ბის და გადაწყვეტილების მიღების, შესასრულებელი სამუშაოს სტრატეგიულად და რაციონალურად დაგეგმვის, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით კვლევის მეთოდების შერჩე-

ვის და უახლესი მეთოდების გამოყენებით კვლევის ჩატარების, რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის, შედეგების შეფასების და ინტერპრეტა-

ციის, დასკვნების და არგუმენტების ჩამოყალიბების, კომუნიკაციისა და პროფესიონალურ დონეზე დისკუსიის წარმართვის და სხვ. უნარები და უზრუნველყოფილია უკვე არსებუ-

Page 6: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

6

ლი კოპეტენციების მაქსიმალური განვითარება. პროგრამის ყველა კომპონენტში გამოყენებული მეთოდები უზრუნველყოფენ ამ კომპონენტში დაგეგმილი შედეგების მიღწევას, სხვა-

დასხვა კომპონენტში გამოყენებული მეთოდების ერთობლიობა კი უზრუნველყოფს მთლიანად პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას. სწავლების მეთოდების გან-

მარტება განთავსებულია სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

სტუდენტის მიღწევების შეფასების ზოგადი წესი

თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას

ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება. თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის სწავლის

შედეგის მიღწევის დონე ფასდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის შესაბამისად. თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ (ერთჯერად ან მრავალჯერად) და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი

წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა). შუალედური და დასკვნითი შეფასება (შეფასების ფორმები) მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს

სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება,

პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი აერთიანებს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ტესტი, ესე/ესეი, პრეზენტაცია, დისკუსია,

პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა და სხვ). შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების

კრიტერიუმებით ანუ შეფასების მეთოდის საზომი ერთეულით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე. შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების

საერთო ქულიდან (100 ქულა) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის

დასაწყისში. დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ

დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში. თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის შუალედური და დასკვნითი შეფასების

მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში.

შეფასების სისტემა უშვებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით

გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

Page 7: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

7

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები,რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების

გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა

რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება

შეფასება F-0 ქულა.

პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სექტორის დაწესებულებებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამეცნიერო და კვლევით დაწე-

სებულებებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, საგამომცემლო დაწესებულებებში, რელიგიურ ორგანიზაციებში, და სხვ., სადაც მოითხოვება/საკმარისია ჰუმანიტარულ

მეცნიერებათა მაგისტრის თეოლოგიაში აკადემიური ხარისხი.

პროგრამის კურსდამთავრებულის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია უცხოეთის და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე

(დოქტორანტურაში) თეოლოგიის ან სხვა სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც წინაპირობის სახით არ ითვალისწინებს სხვა მიმართულებაში/სპეციალობაში მაგისტრის აკადემიური

ხარისხის საჭიროებას.

Page 8: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

8

სასწავლო გეგმა

№ კომპონენტი

წინა

პირ

ობე

ბი

კრედ

იტ

სულ

საა

თებ

საათების განაწილება სემესტრები

საკონტაქტო საათების

განაწილება

სულ

საკ

ონტ

აქტ

ო ს

დამ

ოუ

კიდ

ებელ

ი მ

უშ

აობი

ს სთ

I II III IV

ლექ

ცი

ა, ს

ამუ

აშაო

ჯგ

უფ

ში

მუშ

აობა

და/

ან

პრაქ

ტი

კუ-

ლი

მეც

ადი

ნეო

ბა

შუ

ალედ

ურ

ი გ

ამო

ცდ

დას

კვნი

თი

გამ

ოც

და

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

პროგრამის სავალდებულო ნაწილი * 108 30 30 18 30

სპეციალობის კომპონეტი: 108

1. ეკლესიის სოციალური სწავლება წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

2. რელიგიური ტოლერანტობის კულტურა წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

3. ქრისტიანული მისტიკა და ასკეტიკა წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

4. გლობალიზაცია, ნაციონალიზმი და ეკლესია წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

5. თანასწორობის კონცეპტი სეკულარულ და რელიგიურ სივრცეში (ინგლისურ/ქართულ ენაზე მაგისტრანტთა ჯგუფის არჩევანით)

წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

6. გენდერული ეგალიტარიზმის საფუძვლები ქრისტიანულ ტრადი-

ციებში (ინგლისურ/ქართულ ენაზე მაგისტრანტთა ჯგუფის არჩევანით) წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

7. თეოლოგიური ანთროპოლოგია წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

8. რელიგია და საერთაშორისო მედიაცია წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

9. თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

10. შესავალი რელიგიის სოციოლოგიაში წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

11. დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიის კანონიკური სამართალი (ინგლისურ/ქართულ ენაზე მაგისტრანტთა ჯგუფის არჩევანით)

წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

12. სოტერიოლოგია წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

13. რელიგია და სამართალი წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 6

14. სამაგისტრო ნაშრომი I-III სემეტრის სპე-

ციალობის სავალდ.

სასწავლო კურსები 30 750 32 - 1 33 717 30

პროგრამის არჩევითი ნაწილი* 12

სპეციალობის აჩევითი სასწავლო კურსები

ასარჩევი კრედიტების

რაოდენობა: - - 12 -

ასარჩევი სასწავლო კურსების

max რაოდენობა: - - 2 -

Page 9: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

9

არჩევა შესაძლებელია:

15. რწმენა და გონი. თეოლოგიური ჰერმენევტიკის საკითხები წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

16. XX საუკუნის მთავარი თეოლოგიური მიმართულებები წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

17. თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის ასპექტები და პრობლემატიკა წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

18. კულტურის მოდერნიზაცია - ისტორია, თანამედროვე ასპექტები და

მომავლის ვერსიები წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

19. რელიგია და პოლიტიკა წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

20. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

21. ანრი დე ლუბაკის ეკლესიოლოგია წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

22. რელიგიის არსი, ფუნქცია და თეორიები წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

23. მარკოზის სახარების ფსიქოლოგიური ასპექტები წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

24. თანამედროვე სამყაროს კულტურები და რელიგიური

ორგანიზაციები წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

25. სიბრძნე წმიდა წერილში წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

26. ავგუსტინეს მოძღვრება წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

27. ჰუმანური ათეიზმის დრამა წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

28. ისტორიული რეალობა ქართულ სასულიერო მწერლობაში (II-XVIII

საუკუნეები) წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

29. თავისუფლების იდეა ქართული ისტორიის შუქზე წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

30. საეკლესიო წყაროთმცოდნეობა წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

31. მესია წმიდა წერილში წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

32. აპოკრიფული სახარებები წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

33. დოგმატიკის კერძო საკითხები წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

34. მსოფლიო კრებების სწავლება ეკლესიის მმართველობის შესახებ წინაპირობის გარეშე 6 150 28 3 3 34 116 - - + -

შენიშვნა:

1) საკონტაქტო საათების განაწილება (ლექცია, სამუშაო ჯგუფში მუშაობა და/ან სხვ.) მითითებულია შესაბამის სილაბუსებში;

2) მაგისტრანტებმა უნდა წარმოადგინონ B2-ის ან B2–ზე მაღალ დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2-ის დონეზე. ინგლისური ენის ცოდნა შეიძლება

დადგინდეს შიდასაუნივერსიტეტო ტესტირებით). ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტში მოიაზრება: უცხოეთში/საქართველოში ინგლისურ

ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), საქართველოს უსდ-ს მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის

დანართი/ცნობა, საქართველოში მოქმედი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის/წარმომადგენლობის მიერ გაცემული სერტიფიკატები/სხვ., საერთაშორი-

სო სერთიფიკატი (ტოიფელი (TOEFL PBT), ტოიფელი (TOEFL IBT), ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS), ბრიტანეთის საბჭოსა და

კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (Cambridge Exam), კემბრიჯის უნივერსიტეტის (Cambridge ESOL Examination) და/ან სხვ..

3) სემესტრში არჩევითი კრედიტების მისაღებად სტუდენტს შეუძლია ზემოთ მითითებული სქემის შესაბამისად მისთვის სასურველი სასწავლო კურსების არჩევა ისე, რომ სემესტრში სა-

ვალდებულო და სტუდენტის მიერ შემოთავაზებულიდან არჩეული სასწავლო კურსების კრედიტების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 30 კრედიტს (გარდა პროგრამით გათვალის-

წინებული შემთხვევისა), ხოლო არჩეული კურსების რაოდენობა კი – სქემაში მითითებულს. სასწავლო კურსების არჩევისას შეზღუდვას წარმოადგენს სასწავლო კურსების წინაპირობე-

ბის შესრულების აუცილებლობა.

Page 10: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

10

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების სწავლის შედეგების რუკა

N დასახელება ცოდნა და

გაცნობიერება

ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენების უნარი

დასკვნის

უნარი

კომუნიკაციის

უნარი

სწავლის

უნარი ღირებულებები

პროგრამის სავალდებულო ნაწილი

1. შესავალი რელიგიის სოციოლოგიაში X X X X X X

2. სოტერიოლოგია X X X X X

3. გენდერული ეგალიტარიზმის საფუძვლები ქრისტიანულ ტრადიციებში X X X X X X

4. გლობალიზაცია, ნაციონალიზმი და ეკლესია X X X X X

5. თეოლოგიური ანთროპოლოგია X X X X X

6. თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია X X X X X X

7. რელიგიური ტოლერანტობის კულტურა X X X X X X

8. დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიის კანონიკური სამართალი (ინგლისურ/ქართულ ენაზე მაგისტრანტთა ჯგუფის არჩევანით)

X X X X X X

9. ეკლესიის სოციალური სწავლება X X X X X X

10. რელიგია და პოლიტიკა X X X X X X

11. რელიგია და საერთაშორისო მედიაცია X X X X X X

12. ქრისტიანული მისტიკა და ასკეტიკა X X X X X X

13. თანასწორობის კონცეპტი სეკულარულ და რელიგიურ სივრცეში X X X X X X

14. სამაგისტრო ნაშრომი X X X X X X

პროგრამის არჩევითი ნაწილი

15. რწმენა და გონი. თეოლოგიური ჰერმენევტიკის საკითხები X X X X X

16. მესია წმიდა წერილში X X X X X X

17. კულტურის მოდერნიზაცია - ისტორია, თანამედროვე ასპექტები და მო-

მავლის ვერსიები X X X X X

18. რელიგია და სამართალი X X X X X X

19. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები X X X X X X

20. ანრი დე ლუბაკის ეკლესიოლოგია X X X X X X

21. რელიგიის არსი, ფუნქცია და თეორიები X X X X X

22. თანამედროვე სამყაროს კულტურები და რელიგიური ორგანიზაციები X X X X X X

23. სიბრძნე წმიდა წერილში X X X X X X

24. ავგუსტინეს მოძღვრება X X X X X X

25. ჰუმანური ათეიზმის დრამა X X X X X X

26. ისტორიული რეალობა ქართულ სასულიერო მწერლობაში (II-XVIII საუ-

კუნეები) X X X X X X

27. თავისუფლების იდეა ქართული ისტორიის შუქზე X X X X X X

28. მარკოზის სახარების ფსიქოლოგიური ასპექტები X X X X X X

29. საეკლესიო წყაროთმცოდნეობა X X X X X X

30. თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის ასპექტები და პრობლემატიკა X X X X X

Page 11: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

11

31. XX საუკუნის მთავარი თეოლოგიური მიმართულებები X X X X X

32. აპოკრიფული სახარებები X X X X X X

33. დოგმატიკის კერძო საკითხები X X X X X

34. მსოფლიო კრებების სწავლება ეკლესიის მმართველობის შესახებ X X X X X X

Page 12: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

12

დანართი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური და მატერიალური რესურსი

I. ადამიანური რესურსი

N სასწავლო კურსი განმახორციელებელი პერსონალი

პროფესორები 1. რწმენა და გონი. თეოლოგიური ჰერმენევტიკის საკითხები

ვაჟა ვარდიძე 2. ჰუმანური ათეიზმის დრამა

4. სიბრძნე წმ. წერილში პიერ დიუმულენი

5. ანრი დე ლუბაკის ეკლესიოლოგია

6. ქრისტიანული მისტიკა და ასკეტიკა ნუგზარ პაპუაშვილი

7. გლობალიზაცია, ნაციონალიზმი და ეკლესია ნუგზარ ბარდაველიძე

8. თანამედროვე სამყაროს კულტურები და რელიგიური ორგანიზაციები

ასოცირებული პროფესორები

9. XX საუკუნის მთავარი თეოლოგიური მიმართულებები თეიმურაზ ბუაძე

10. რელიგია და პოლიტიკა გვანცა აბდალაძე

11. რწმენა და გონი. თეოლოგიური ჰერმენევტიკის საკითხები ნინო ფიფია

12. ჰუმანური ათეიზმის დრამა

13. სოტერიოლოგია

გოჩა ბარნოვი 14. დოგმატიკის კერძო საკითხები

15. თეოლოგიური ანთროპოლოგია

16. მსოფლიო კრებების სწავლება ეკლესიის მმართველობის შესახებ

მოწვეული სპეციალისტები

17. ეკლესიის სოციალური სწავლება ალექსანდრა მარგველაშვილი

18. საეკლესიო წყაროთმცოდნეობა ირმა ტალახაძე

19. ისტორიული რეალობა ქართულ სასულიერო მწერლობაში (II-XVIII საუკუნეები)

20. თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის ასპექტები და პრობლემატიკა ზელიმხან უძილაური

21. რელიგიის არსი, ფუნქცია და თეორიები

22. ავგუსტინეს მოძღვრება გაბრიელე ბრაგანტინი

23. დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიის კანონიკური სამართალი (ინგლისურ/ქართულ ენაზე მაგისტრანტთა ჯგუფის არჩევანით)

ვლადიმერ ნარსია 24. რელიგია და სამართალი

25. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები

26. შესავალი რელიგიის სოციოლოგიაში ირაკლი ცხადაძე

ავთანდილ ჯოხაძე

27. თავისუფლების იდეა ქართული ისტორიის შუქზე ავთანდილ ჯოხაძე

28. აპოკრიფული სახარებები

30. კულტურის მოდერნიზაცია - ისტორია, თანამედროვე ასპექტები და მომავლის ვერსიები მამია ჩიხრაძე

31. თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია ბექა მინდიაშვილი

32. რელიგიური ტოლერანტობის კულტურა

34. გენდერული ეგალიტარიზმის საფუძვლები ქრისტიანულ ტრადიციებში რუსუდან გოცირიძე

35. თანასწორობის კონცეპტი სეკულარულ და რელიგიურ სივრცეში

36. რელიგია და საერთაშორისო მედიაცია თენგიზ დალალიშვილი

37. მესია წმიდა წერილში მარინე ჯულუხაძე

38. მარკოზის სახარების ფსიქოლოგიური ასპექტი

Page 13: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

13

N სახელი და გვარი თანამდებობა ხელშეკრულების ვადა

1. ვაჟა ვარდიძე პროფესორი 27.11.2015 - განუსაზღვრელი ვადით

2. პიერ მარი ნიკოლა დიუმულენი პროფესორი 27.11.2015 - განუსაზღვრელი ვადით

3. ნუგზარ პაპუაშვილი პროფესორი 23.05.2016 - განუსაზღვრელი ვადით

4. ნუგზარ ბარდაველიძე პროფესორი 16.02.2017 - 16.02.2021

5. გვანცა აბდალაძე ასოცირებული პროფესორი 16.02.2017 - 16.02.2021

6. თეიმურაზ ბუაძე ასოცირებული პროფესორი 24.04.2017 – 24.04.2021

7. ნინო ფიფია ასოცირებული პროფესორი 07.10.2015 - განუსაზღვრელი ვადით

8. გოჩა ბარნოვი ასოცირებული პროფესორი 16.02.2017 - 16.02.2021

9. ირმა ტალახაძე მოწვეული სპეციალისტი 23.08.2017 - განუსაზღვრელი ვადით

10. გაბრიელე ბრაგანტინი მოწვეული სპეციალისტი 28.09.2015 - განუსაზღვრელი ვადით

11. ალექსანდრა მარგველაშვილი მოწვეული სპეციალისტი 28.09.2015 - განუსაზღვრელი ვადით

12. მამია ჩიხრაძე მოწვეული სპეციალისტი 09.12.2013 – განუსაზღვრელი ვადით

13. ზელიმხან უძილაური მოწვეული სპეციალისტი 04.04.2014 – განუსაზღვრელი ვადით

14. ირაკლი ცხადაძე მოწვეული სპეციალისტი 01.09.2014 – განუსაზღვრელი ვადით

15. მარინე ჯულუხაძე მოწვეული სპეციალისტი 01.09.2014 – განუსაზღვრელი ვადით

16. ბექა მინდიაშვილი მოწვეული სპეციალისტი 01.09.2015 – განუსაზღვრელი ვადით

17. ვლადიმერ ნარსია მოწვეული სპეციალისტი 22.02.2016 – განუსაზღვრელი ვადით

18. ავთანდილ ჯოხაძე მოწვეული სპეციალისტი 01.09.2016 – განუსაზღვრელი ვადით

19. რუსუდან გოცირიძე მოწვეული სპეციალისტი 16.02.2017 - განუსაზღვრელი ვადით

20. თენგიზ დალალიშვილი მოწვეული სპეციალისტი 25.09.2017 - განუსაზღვრელი ვადით

Page 14: Sulkhan-Saba Orbeliani Teaching Universitysabauni.edu.ge/images/PDF/TH_M17-18.pdf · 2018-02-26 · Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის

Sulkhan-Saba Orbeliani Teaching University სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

14

II. მატერიალური რესურსი

1. სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა

სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებული მატერიალური რესურსი უზრუნველყოფს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების რეალიზაციასა

და დაგეგმინი სწავლის შედეგების მიღწევას:

შენობა-ნაგებობანი - საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტის 24–საათიან მფლობელობაში და საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში,

სადაც დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები (შენობებში დამონტაჟებულია სიგნალიზაცია, არის ცეცხლმაქრები, პერიმეტრზე მიმდინარეობს ვიდეო კონტრო-

ლი, წესრიგს იცავს სასწავლო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი). შენობა სრულად პასუხობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილ ტექნიკურ მოთხოვ-

ნებს, არის სათანადო ტექნიკით და ინვენტარით (პროექტორი, სკამები, მერხები, დაფები და სხვ.) აღჭურვილი აუდიტორიები.

ბიბლიოთეკა - სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ბეჭდური და ელექტრონული ფონდი, რომელიც ხელმისაწვ-

დომია სტუდენტებისთვის, მოწვეული და აკადემიური პერსონალისათვის. ბიბლიოთეკას აქვს სათანადო ინვენტარით (სკამები, მაგიდები, კომპიუტერები) აღჭურვილი სამკითხველო

დარბაზი. ბიბლიოთეკაში არის მულტიფუნქციური ქსეროქსის აპარატი, რომლით სარგებლობაც სტუდენტს ბიბლიოთეკის თანამშრომლის დახმარებით შეუძლია. სამკითხველო და-

რბაზში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ინტერნეტით და საერთაშორისო ელექტრონული რესურსით (EBSCO; Cambridge University Press ). სასწავლო უნივერსიტეტის ბიბ-

ლიოთეკას აქვს ელექტრონული კატალოგი.

აკადემიური პერსონალის სამუშაო სივრცე - აკადემიური პერსონალისათვის შექმნილია სათანადო ინვენტარითა და ტექნიკით (სკამები მაგიდები, კარადები, ინტერნეტში ჩართული

კომპიუტერი, ქსეროქსის მულტიფუნქციური აპარატი) აღჭურვილი სამუშაო გარემო.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობის მიზნით, სასწავლო უნივერსიტეტი

იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. არსებობს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, არსებული კომპიუტერული

ტექნიკა პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ჩართულია ინტერნეტში და ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.

სტუდენტებისთვის შეფასებების ხელმისაწვდომობის მიზნით, ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტთა აკადემიური მოსწრების კონტროლისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა-

თვის გამოიყენება სტუდენტთა ცოდნის შეფასებისა და სწავლების ორგანიზების ელექტრონული სისტემა. სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდის მეშვეობით, რომელზეც განთავსებუ-

ლია საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი, საგანმანათებო პროგრამების განხორციელებასთან და სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული და სხვ. ინფორმაცია, სას-

წავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინფორმაცის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას.

თანამშრომლობის მემორანდუმები/ხელშეკრულებები და სხვ.

N მემორანდუმი/ხელშეკრულება/სხვ. ორგანიზაცია/დაწესებულება ვადა

1. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აიპ „საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრი“ 26.10.2011 – განუსაზღვრელი ვადით

2. შეთანხმება შპს „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გორგასალი“ 30.10.2012 – განუსაზღვრელი ვადით

3. შეთანხმება შპს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ“ 31.10.2012 – განუსაზღვრელი ვადით

4. შეთანხმება შპს „გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი“ 08.11.2012 – განუსაზღვრელი ვადით

5. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 08.04.2013 – განუსაზღვრელი ვადით

6. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი“ (საფრანგეთი) 02.06.2016 – 02.06.2019

7. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „აიხშტატ-ინგოლშადტის კათოლიკური უნივერსიტეტი“ (გერმანია) 07.10.2013 – 07.10.2018

8. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს „ევროპის აკადემიური ცენტრი“ (საქართველო) 20.03.2014 – 20.03.2018

9. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ქ. ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში არსებული

კულტურათა და რელიგიათა დიალოგის ინსტიტუტი“ (პოლონეთი) 21.05.2014 – განუსაზღვრელი ვადით

10. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ლუბლინის იოანე პავლე II კათოლიკური უნივერსიტეტი“ (პოლონეთი) 27.11.2017 – 27.11.2022

11. შეთანხმება Eastern European University Network 07.12.2014 – განუსაზღვრელი ვადით

12. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს „თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი“ 27.01.2015 – განუსაზღვრელი ვადით

13. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ 19.02.2015 – განუსაზღვრელი ვადით

14. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფრაიბურგის ინტერრელიგიური სწავლების ინსტიტუტი (გერმანია) 27.05.2015 – 27.05.2018

15. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი Universita degli Studi ROMA TRE 20.01.2017 – 20.01.2020

16. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი“ (ლვოვი, უკრაინა) 14.11.2016 – 14.11.2021