swavlebisa da testirebis centri - it-knowledge.geit-knowledge.ge/it/it-knowledge_brochure.pdf ·...

12
swavlebisa da testirebis centri IT

Upload: tranngoc

Post on 21-Jun-2018

216 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

swavlebisa da

testirebis

centri

IT

Page 2: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

მაღალკვალიფიციურ IT სპეციალისტებზე მოთხოვნა დღევანდელ საქართველოში სულ უფრო და

უფრო სჭარბობს ქვეყანაში არსებული პროფესიონალების რაოდენობას. სწორედ ამ ნაპრალის

ამოვსებაზე ზრუნავს IT-Knowledge, რომლის დანიშნულებაცაა ხელი შეუწყოს IT დარგში მეტი და

მეტი სპეციალისტის მომზადებასა და მათი პროფესიონალიზმის მუდმივ ამაღლებას.

IT-Knowledge წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და

ტესტირების წამყვან ცენტრს საქართველოში და მისი სერვისები განკუთვნილია

მომხმარებელთა ფართო სპექტრზე:

IT მენეჯერებზე

IT სპეციალისტებზე

პროგრამისტებზე

საოფისე მომხმარებლებზე

თითოეული ამ მიმართულებით IT-Knowledge-ის მომხმარებლები სარგებლობენ სასწავლო

კურსებისა და ტესტირების მრავალფეროვანი პროგრამებით, რისი უფრო დეტალური აღწერაც

მოყვანილია შემდგომ თავებში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი წარმოადგენს ორგანიზაციის კორპორატიული

მმართველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და სხვა დარგებისგან განსხვავებით მოითხოვს

მაღალ კომპეტენციებს როგორც მენეჯმენტის სფეროში, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების

მიმართულებით. სწორედ ამიტომაც წარმატებული ორგანიზაციები ზრუნავენ რომ მათი IT

ქვედანაყოფების ხელმძღვანელები მუდმივად იმაღლებდნენ კვალიფიკაციას და ითვისებდნენ

ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.

IT-Knowledge-ის დახმარებით IT ქვედანაყოფების მენეჯერებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ

თავისი ცოდნა ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა IT პროცესების ორგანიზება და მართვა, IT

სერვისების მენეჯმენტი, პროექტების მართვა და სხვ.

ITIL v3 ITIL-ის საფუძვლები - IT ქვედანაყოფის ორგანიზების

პრინციპები

3 დღე (24 საათი)

Service Desk Service Desk, Incident & Problem Management - ინციდენტებისა

და პრობლემების მართვა

3 დღე (24 საათი)

CobiT CobiT - ინფორმაციული სისტემების აუდიტი და მართვა 2 დღე (16 საათი)

PMBOK პროექტების მართვის საფუძვლები PMI PMBOK-ის მიხედვით 3 დღე (24 საათი)

IT მენეჯერებისთვის განკუთვნილი რეგულარული კურსების ჩამონათვალი:

IT მენეჯერებისთვის განკუთვნილი სერვისები

Page 3: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

ამ სტანდარტული კურსების გარდა, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია IT

მენეჯერებისთვის განკუთვნილი სხვა კურსების ორგანიზება როგორც IT-Knowledge-ის ლოკალურ

სასწავლო ცენტრში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ IT-Knowledge-ის პარტნიორ სასწავლო

ცენტრებში.

ტრეინინგების გავლის შემდეგ მსურველებს აქვთ შესაძლებლობა ჩააბარონ სასერთიფიკაციო

გამოცდები. წარმოადგენს რა Pearson VUE-სა და PROMETRIC-ის ოფიციალურ პარტნიორს

საქართველოში, IT-Knowledge-ში გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოხდება

შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატის გაცემა.

დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ

სპეციალისტებზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. თანამედროვე სისტემების

მრავალფეროვნებისა და თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარების ფონზე - ერთადერთი გზა

კომპეტენციების შენარჩუნებისა არის მუდმივი ზრუნვა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ახალი

შესაძლებლობების ათვისებაზე.

IT-Knowledge თავის მომხმარებლებს სთავაზობს ყველაზე მრავალფეროვან სერვისებს IT

სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. წარმოადგენს რა მსოფლიოს

წამყვანი ორგანიზაციების პარტნიორს, IT-Knowledge-ში რეგულარულად ტარდება

ავტორიზებული კურსები Microsoft-ის, ORACLE-ის, CISCO-სა და სხვა წამყვანი მწარმოებლების

პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ხოლო ჩვენთან მოქმედი ტესტირების

ცენტრი კი IT სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს მიღწეული კვალიფიკაცია დაადასტურონ

შესაბამისი დონის სერთიფიკაციით.

IT სპეციალისტებისთვის განკუთვნილი Microsoft-ის სერთიფიკაციის პროგრამა ერთ-ერთი

ყველაზე დახვეწილი სისტემაა მთელს მსოფლიოში. სპეციალისტებისთვის ის წარმოადგენს

უტყუარ მეთოდს გრძელვადიანი კარიერული მიზნების მისაღწევად, ხოლო

ორგანიზაციებისთვის კი ეფექტურ სტრატეგიას, მოამზადონ და შეინარჩუნონ ფასეული IT

კადრები.

Microsoft-ის სერთიფიკაციის სისტემა შედგება შემდეგი სტრუქტურისგან:

დესკტოპების მხარდაჭერა: ეს არის Microsoft-ის მიერ

აღიარებული ერთადერთი პროგრამა, რომელიც ადასტურებს

სპეციალისტის ცოდნებს Office 2007-ის და Windows Vista-ს

ოპერაციული სისტემის მომსახურების მიმართულებით.

სათანადო გამოცდილების დაგროვებისა და ტესტირებების

წარმატებულად გავლის შედეგად სპეციალისტს აქვს

შესაძლებლობა მიიღოს შემდეგი სერთიფიკაციები:

Microsoft-ის სერთიფიკაცია და IT-Knowledge-ის სერვისები

IT სპეციალისტებისათვის განკუთვნილი სერვისები

Microsoft Certified Application Specialist (MCAS) Microsoft Office Specialist (MOS)

Page 4: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

Microsoft Certified Master (MCM)

Microsoft Certified IT Professional (MCITP) Microsoft Certified Professional Developer (MCPD)

არქიტექტი: სერთიფიცირებული არქიტექტის პროგრამა ეხმარება

ორგანიზაციებს გამოავლინონ გამოცდილი IT არქიტექტები,

რომლებმაც გაიარეს შერჩევის უმკაცრესი პროცედურა.

მიუხედავათ იმისა, რომ სპეციალისტს უნდა გააჩნდეს მასტერის

სტატუსი, შვიდი კომპეტენცია და მრავაწლიანი გამოცდილება,

სტატუსის მინიჭება ხდება მხოლოდ ინდუსტრიის ექსპერტებისგან

შემდგარ საბჭოსთან გასაუბრების შედეგად. ყველა ამ პროცედურის

წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალისტს ენიჭება უმაღლესი

სერთიფიკაცია:

IT-Knowledge წარმოადგენს Microsoft-ის ავტორიზებულ Learning Partner-ს საქართველოში, რაც

სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ Microsoft-ის სასერთიფიკაციოდ გამიზნული

ოფიციალური სასწავლო კურსები.

Microsoft Certified Technology Specialist (MCTS)

Microsoft Certified Architect (MCA)

სათანადო გამოცდილების დაგროვებისა და ტესტირებების წარ-

მატებულად გავლის შედეგად სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა

მიიღოს შემდეგი სერთიფიკაცია:

სათანადო გამოცდილების დაგროვებისა და ტესტირებების წარმატებულად გავლის შედეგად

სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს შემდეგი სერთიფიკაციები:

ტექნოლოგიების სპეციალისტი: სერთიფიკაციის პროგრამა რომელიც

ადასტურებს IT სპეციალისტის უნარებს პროდუქტების იმპლე-

მენტაციაში, სისტემების აგებასა და გაუმართაობების აღმოფხვრაში

Microsoft-ის კონკრეტული ტექნოლოგიების მიმართულებით

(ისეთების როგორებიცაა Windows Server, Microsoft. NET Framework ან

Microsoft SQL Server).

პროფესიონალი: სერთიფიკაციის პროგრამა, რომელიც ადასტურებს

გარკვეული სამუშაოსათვის საჭირო უნარებს, რაც სცდება მხოლოდ

ტექნოლოგიების სპეციალიზაციას. ასეთი ცოდნის ტიპიური არეებია:

პროექტების მართვა, სისტემის დიზაინი, საოპერაციო მენეჯმენტი და

სხვ.

მასტერი: ამ სერთიფიკაციის ქონა ადასტურებს სპეციალისტის უნარს, დააპროექტოს და

ააგოს Microsoft-ის ტექნოლოგიებზე დამყარებული კომპლექსური გადაწყვეტილებები.

სათანადო გამოცდილების დაგროვებისა და ტესტირებების წარმატებულად გავლის შედეგად

სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს შემდეგი სერთიფიკაცია:

Page 5: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

დესკტოპ პროდუქტების მხარდაჭერა

2272 Implementing and Supporting Microsoft Windows XP Professional 5 დღე (40 საათი)

5115 Installing and Configuring the Windows Vista Operating System 3 დღე (24 საათი)

5118 Maintaining and Troubleshooting Windows Vista Computers 3 დღე (24 საათი)

5119 Supporting the Windows Vista Operating System and Applications 2 დღე (16 საათი)

სერვერული ოპერაციული სისტემა

2273 Managing and Maintaining a Microsoft Windows Server 2003 Environment 5 დღე (40 საათი)

2277 Implementing, Managing, and Maintaining a Microsoft Windows Server 2003 Network Infrastructure: Network Services

5 დღე (40 საათი)

2279 Planning, Implementing, and Maintaining a Microsoft Windows Server 2003 Active Directory Infrastructure

5 დღე (40 საათი)

6418 Deploying Windows Server 2008 3 დღე (24 საათი)

6420 Fundamentals of Windows Server 2008 Network and Applications Infrastructure

5 დღე (40 საათი)

6421 Configuring and Troubleshooting a Windows Server 2008 Network Infrastructure

5 დღე (40 საათი)

6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory Domain Services 5 დღე (40 საათი)

6430 Managing and Maintaining Windows Server 2008 Servers 5 დღე (40 საათი)

სხვა სერვერული პროდუქტები (მონაცემთა ბაზები, ელექტრონული ფოსტა, პორტალი)

2779 Implementing a Microsoft SQL Server 2005 Database 5 დღე (40 საათი)

2780 Maintaining a Microsoft SQL Server 2005 Database 5 დღე (40 საათი)

5047 Introduction to Installing and Managing Microsoft Exchange Server 2007 3 დღე (24 საათი)

5049 Managing Messaging Security using Microsoft Exchange Server 2007 1 დღე (8 საათი)

5050 Recovering Messaging Servers and Databases using Microsoft Exchange Server 2007

1 დღე (8 საათი)

5060 Implementing Microsoft Windows SharePoint Services 3.0 2 დღე (16 საათი)

5061 Implementing Microsoft Office SharePoint Server 2007 3 დღე (24 საათი)

ზემოთმოყვანილი რეგულარული კურსების გარდა, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში,

შესაძლებელია Microsoft-ის სხვა ავტორიზებული კურსების ორგანიზება IT-Knowledge-ის

ლექტორებისა და მოწვეული ექსპერტების მეშვეობით.

ჩვენთან რეგულარულ ბაზაზე ტარდება Microsoft-ის ისეთი კურსები როგორებიცაა:

მსურველებისთვის, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და ჩააბა-

რონ გამოცდები, IT-Knowledge-ში მოქმედებს Microsoft-ის

ავტორიზებული სატესტო ცენტრი PROMETRIC-ის ბაზაზე. ტეს-

ტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სპეციალისტი

მიიღებს Microsoft-ის შესაბამის სასერთიფიკაციო სტატუსს.

Page 6: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

CISCO-ს პროფესიული სერთიფიკაციის პროგრამა

სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტით საინფორმაციო

ტექნოლოგიების სფეროში. იგი ითვალისწინებს

სერთიფიკაციის ოთხ საფეხურს და შვიდ ტექნო-

ლოგიურ მიმართულებას. თითოეული მათგანი

განსაზღვრავს სპეციალიზაციის მიმართულებას და

შეესაბამება კვალიფიკაციის გარკვეულ დონეს.

პროფესიონალი (Professional) – ეს სასერთიფიკაციო საფეხური ადასტურებს სპეციალისტის

ცოდნისა და გამოცდილების მაღალ დონეს CISCO-ს შესაბამისი ტექნოლოგიების

მიმართულებით. სათანადო ტესტირების წარმატებულად გავლის შედეგად სპეციალისტს

აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს შემდეგ სასერთიფიკაციო სტატუსებს:

Cisco Certified Network Professional (CCNP) Cisco Certified Design Professional (CCDP) Cisco Certified Internetwork Professional (CCIP) Cisco Certified Security Professional (CCSP)

CISCO-ს სერტიფიკაცია და IT-Knowledge-ის სერვისები

აღნიშნული სასერთიფიკაციო საფეხურებია:

გამოცდის ესოდენ მკაცრი პროცედურა იმის დამადასტურებელია, რომ ექსპერტის სტატუსის

მქონე სპეციალისტს გააჩნია არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ აქვს მისი პრაქტიკაში

გამოყენების უნარებიც. უმაღლესი საფეხურის სასერთიფიკაციო სტატუსებია:

Cisco Certified Internetwork Expert (CCIE) Cisco Certified Design Expert (CCDE)

დამწყები (Entry) - წარმოადგენს კვალიფიკაციის პირველ დონეს CISCO-ს ქსელების

მიმართულებით. ამ სტატუსის სპეციალისტს შესაძლებლობა აქვს დააინსტალიროს და

მოემსახუროს მცირე ზომის საკომუნიკაციო ქსელებს. ტესტირებების წარმატებულად გავლის

შედეგად სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს შემდეგი სერთიფიკაცია:

Cisco Certified Entry Networking Technician (CCENT)

ასოცირებული (Associate) - ეს სერტიფიკაცია ითვლება ბაზისად CISCO-ს ქსელების

მიმართულებით ცოდნების შემდგომი განვითარებისთვის და უფრო მაღალი

სასერთიფიკაციო საფეხურების მისაღწევად. ასოცირებული სტატუსის მინიჭება ხდება

ქსელებისა და დიზაინის კუთხით, შესაბამისად ტესტირებების წარმატებულად გავლის

შედეგად სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს შემდეგი სერთიფიკაცია:

Cisco Certified Network Associate (CCNA)

Cisco Certified Design Associate (CCDA)

ექსპერტი (Expert) - წარმოადგენს უმაღლეს საფეხურს CISCO-ს სასერთიფიკაციო პროგრამაში.

სტატუსის მისაღებად არ არის საკმარისი მხოლოდ წერილობითი გამოცდა და მისი მინიჭება

ხდება მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების შედეგად.

Page 7: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

აღნიშნული კურსების გარდა, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში,

შესაძლებელია CISCO-ს სხვა სასერთიფიკაციო კურსების ორგანიზებაც.

ხოლო მსურველებისთვის, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და ჩააბარონ

გამოცდები, IT-Knowledge-ში მოქმედებს CISCO-ს ავტორიზებული სატესტო

ცენტრი PEARSON VUE-ს ბაზაზე.

ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სპეციალისტი მიიღებს

CISCO-ს შესაბამის სასერთიფიკაციო სტატუსს.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული CISCO-ს სასერთიფიკაციო პროგრამის მეორე განზომილებას

წარმოადგენს ის მიმართულებები, რომლის გასწვრივაც სპეციალისტი ავითარებს თავის

კვალიფიკაციას და აღწევს შესაბამის სასერთიფიკაციო საფეხურებს. მიმდინარე მომენტისთვის

არსებობს სულ შვიდი ასეთი მიმართულება, რომელთა უფრო დეტალური სურათიც

წარმოდგენილია ქვემოთ ცხრილის სახით.

IT-Knowledge ბოლო 5 წელია ატარებს CISCO-ს სხვადასხვა სასერთიფიკაციო სტატუსზე გათვლილ

ტრეინინგებს როგორც საკუთარი ინსტრუქტორებით, ასევე მოწვეული ექსპერტების მეშვეობით.

ჩვენთან რეგულარულ ბაზაზე ტარდება CISCO-ს ისეთი კურსები როგორებიცაა:

მიმართულება Associate Professional Expert

Routing & Switching CCNA CCNP CCIE Routing & Switching

Design CCNA & CCDA CCDP CCDE

Network Security CCNA Security CCSP CCIE Security

Service Provider CCNA CCIP CCIE Service Provider

Storage Networking CCNA CCNP CCIE Storage Networking

Voice CCNA Voice CCVP CCIE Voice

Wireless CCNA Wireless N/A CCIE Wireless

ICND 1 Interconnecting Cisco Networking Devices Part 1 (v1.0) 5 დღე (40 საათი)

ICND 2 Interconnecting Cisco Networking Devices Part 2 (v1.0) 5 დღე (40 საათი)

BSCI Building Scalable Cisco Internetworks 5 დღე (40 საათი)

BCMSN Building Cisco Multilayer Switched Networks 5 დღე (40 საათი)

CVOICE Cisco Voice Over IP (CVOICE v5.0) 5 დღე (40 საათი)

სპეციალიზაციის მიმართულებები:

Page 8: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

Oracle Certified Associate (OCA)

Oracle Certified Professional (OCP)

Oracle Certified Master (OCM)

10gSQL1 Oracle Database 10g: SQL Fundamentals I 3 დღე (24 საათი)

10gSQL2 Oracle Database 10g: SQL Fundamentals II 2 დღე (16 საათი)

10gDBA1 Oracle Database 10g: Administration Workshop I 5 დღე (40 საათი)

10gDBA2 Oracle Database 10g: Administration Workshop II 5 დღე (40 საათი)

10gPT Oracle Database 10g: Performance Tuning 4 დღე (32 საათი)

10gASA1 Oracle Application Server 10g: Administration I 5 დღე (40 საათი)

10gASA2 Oracle Application Server 10g: Administration II 5 დღე (40 საათი)

11gDBA1 Oracle Database 11g: Administration Workshop I 5 დღე (40 საათი)

11gDBA2 Oracle Database 11g: Administration Workshop II 5 დღე (40 საათი)

ORACLE-ს სერთიფიკაცია და IT-Knowledge-ის სერვისები

ORACLE-ის სერთიფიცირებული სტატუსის მქონე სპეციალისტები აღიარებული და

დაფასებული არიან მსოფლიო მასშტაბით. ნებისმიერი IT პროფესიონალისათვის

ORACLE-ის თითოეული სერთიფიკატი წარმოადგენს წარმატებული კარიერული

გზის ბილეთს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.

ORACLE-ის პროფესიული სერთიფიკაციის პროგრამა შედგება სამი

სასერთიფიკაციო საფეხურისაგან, ესენია:

ამას გარდა სხვადასხვა სპეციალიზაციების მიხედვით არსებობს Certified Expert-ის

სერთიფიკაციაც.

ORACLE-ის სასერთიფიკაციო სტატუსები გარკვეულწილად განსხვავებულია სხვადასხვა

საპროდუქტო ქვეჯგუფების მიხედვით ეს ქვეჯგუფებია: მონაცემთა ბაზები (Database),

მიდლვეარი (Middleware) და აპლიკაციები (Applications).

წარმოადგენს რა ORACLE-ის ავტორიზებულ სასწავლო ცენტრს საქართველოში, IT-Knowledge-ის

ბაზაზე რეგულარულად ტარდება ისეთი სასერთიფიკაციო კურსები როგორებიცაა:

Page 9: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

Microsoft-ის, CISCO-სა და ORACLE-ის სასერთიფიკაციო კურსების გარდა, დაინტერესებული

სპეციალისტებისთვის IT-Knowledge-ში ტარდება ისეთი სისტემების ტრეინინგები, როგორებიცაა:

Check-Point

SAP ERP

EMC Documentum

VMware

IBM WebSphere

ზემოთმოყვანილი კურსების გარდა, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში,

შესაძლებელია ORACLE-ის სხვა ავტორიზებული კურსების ორგანიზება

როგორც IT-Knowledge-ში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ORACLE-ის

სხვა სპეციალიზირებულ სასწავლო ცენტრებში.

სერთიფიკაციის მსურველთათვის IT-Knowledge-ში მოქმედებს ORACLE-ის

ავტორიზებული სატესტო ცენტრი PROMETRIC-ის ბაზაზე. ტესტების

წარმატებით ჩაბარებისა და სხვა სავალდებულო პროცედურების გავლის

შემთხვევაში სპეციალისტი მიიღებს ORACLE-ის შესაბამის

სასერთიფიკაციო სტატუსს.

სხვა ვენდორების სერთიფიკაცია და IT-Knowledge-ის სერვისები

კორპორატიულ ორგანიზაციებს რომლებიც ნერგავენ ან

იყენებენ ამა თუ იმ მწარმოებლის IT სისტემას და საჭირ-

ოებენ თავიანთი სპეციალისტების გადამზადებას ამ

სისტემების მიმართულებით, IT-Knowledge სთავაზობს

სასურველი კურსების ორგანიზებას დაკვეთით. სწავ-

ლების ჩატარება შესაძლებელია როგორც IT-Knowledge-ში,

ან უშუალოდ დამკვეთის ოფისში, ასევე საქართველოს

ფარგლებს გარეთ ჩვენს პარტნიორ სასწავლო ცენტრებში.

გარდა ამისა, კომპანიაში მოქმედებს საღამოს კურსები, რომლებიც ძირითადათ გამიზნულია

დამწყებ სპეციალისტებზე და ტარდება სწავლება Microsoft-ის, Linux-ისა თუ CISCO-ს სისტემების

იმპლემეტნაციასა და ადმინისტრირების მიმართულებით.

Page 10: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

საოფისე მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სერვისები

სტანდარტული კურსების გარდა IT-Knowledge კლიენტისგან დაკვეთის

შემთხვევაში ამზადებს და ატარებს სპეციალიზირებული პროგრამული

უზრუნველყოფის სამომხმარებლო კურსებს. ამ ჩვენი სერვისით ხშირად

სარგებლობენ ორგანიზაციები, რომლებიც იყენებენ სპეციფიკურ

პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა მოამზადონ ახალი, ან უბრალოდ

გადაამზადონ არსებული თანამშრომლები.

წარმოვადგენთ რა Microsoft-ის ოფიციალურ პარტნიორს (Learning Partner) საქართველოში, ჩვენი

სამომხმარებლო კურსების პორტფელში მთავარი ადგილი უკავია Microsoft Office-ის პაკეტს და

მასში შემავალ პროგრამულ კომპონენტებს, რომელთაგანაც ძირითადებია:

ნებისმიერი სამომხმარებლო კურსების ჩატარება ხორციელდება როგორც IT-Knowledge-ის

სასწავლო ცენტრში, ასევე დამკვეთის ტერიტორიაზე, ასეთი მოთხოვნის არსებობის

შემთხვევაში.

MS-W-07-L1 Microsoft Word 2007 Level 1 (Basic) 1 დღე (8 საათი)

MS-W-07-L2 Microsoft Word 2007 Level 2 (Advanced) 2 დღე (16 საათი)

MS-E-07-L1 Microsoft Excel 2007 Level 1 (Basic) 2 დღე (16 საათი)

MS-E-07-L2 Microsoft Excel 2007 Level 2 (Advanced) 3 დღე (24 საათი)

MS-A-07 Microsoft Access 2007 3 დღე (24 საათი)

MS-O-07 Microsoft Outlook 2007 2 დღე (16 საათი)

MS-PP-07 Microsoft PowerPoint 2007 2 დღე (16 საათი)

დღევანდელ საქართველოში სულ უფრო მატულობს ისეთი ორგანიზაციების

რიცხვი, რომელთა მთავარ აქტივს წარმოადგენს არა მანქანა დანადგარები ან

ფულადი კაპიტალი, არამედ მისი თანამშრომლები. ამიტომაც უაღრესად

მნიშვნელოვანია თანამშრომელთა პროდუქტიულობის ამაღლება, რამეთუ ეს

პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ორგანიზაციის ბიზნესის ეფექტიანობაზე და

შესაბამისად მომგებიანობაზე. სწორედ თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდის

ხელშეწყობას ემსახურება ის სამომხმარებლო კურსები, რომლებსაც IT-Knowledge სთავაზობს

თავის კლიენტურას.

Page 11: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

www.it-knowledge.ge

თანამედროვე შრომის ბაზარზე IT სპეციალისტის გამოცდილებასთან

ერთად უდიდესი ყურადღება ექცევა მის სერთიფიკაციას. დამსაქ-

მებლისთვის ეს ერთგვარი გარანტიაა ჩადებული ინვესტიციების

ეფექტიანობაში, ხოლო სპეციალისტისთვის კი კარიერული ზრდისა

და უფრო მეტი წინსვლის შესაძლებლობა.

IT-Knowledge-ში მოქმედებს ტესტირების ცენტრი PEARSON VUE-სა და

PROMETRIC-ის ბაზაზე, რისი მეშვეობითაც მსურველებს აქვთ

შესაძლებლობა ჩააბარონ სატესტო გამოცდები და მიიღონ

სერტიფიცირება მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი IT მწარმოებლის

მიმართულებით, მათ შორის ყველაზე მეტი პოპულარობით

სარგებლობენ:

ტესტირების ცენტრი

Page 12: swavlebisa da testirebis centri - It-Knowledge.geit-knowledge.ge/it/IT-knowledge_brochure.pdf · Active Directory Infrastructure ... 6425 Configuring Windows Server 2008 Active Directory

დაიწყო რა თავისი მოღვაწეობა

2002 წელს, IT-Knowledge-ის

კურსდამთავრებულთა

რაოდენობამ უკვე გადააჭარბა

1000-ს, რაც იმის

მანიშნებელია, რომ ჩვენი

კომპანია წარმოადგენს

საქართველოს IT სწავლების

ბაზრის ერთპიროვნულ

ლიდერს.

IT სპეციალისტთა

ტესტირების

მიმართულებით

IT-Knowledge-ს აქვს

საპარტნიორო

შეთანხმებები დარგის

ლიდერ კომპანიებთან-

PEARSON VUE და PROMETRIC.

IT-Knowledge-ის

დანიშნულებაა ხელი

შეუწყოს საქართველოში

სულ უფრო მეტი IT

სპეციალისტის

ჩამოყალიბებასა და მათი

პროფესიონალიზმის

მუდმივ ამაღლებას.

IT-Knowledge არის ერთადერთი ქართული კომპანია რომელიც სერტიფიცირებულია როგორც: Microsoft-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი ORACLE-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი

IT-Knowledge-ში სერვისები

განკუთვნილია მომხმარებელთა

ფართო სპექტრზე:

IT მენეჯერებზე

IT სპეციალისტებზე

პროგრამისტებზე

საოფისე მომხმარებლებზე

IT-Knowledge თავისი პარტნიორების მეშვეობით პერიოდულად ატარებს CISCO-ს ავტორიზებულ სასწავლო კურსებს, რაც ასევე უნიკალური სერვისია ქართულ ბაზარზე.

ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები ისეთი დარგებიდან როგორებიცაა:

ბანკები და ფინანსური სექტორი სატელეკომუნიკაციო კომპანიები სამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები www.it-knowledge.ge

ჭავჭავაძის გამზირი 17ა, 0179

22 05 85

IT-Knowledge-ში მუშაობენ

Microsoft-ისა და Cisco-ს მიერ

სერთიფიცირებული

ინსტრუქტორები (Certified

Trainer), რაც იმის გარანტიაა,

რომ მსმენელი მიიღებს

ზუსტად იმ სტანდარტების

შესაბამის ტრეინინგს, რაც

მწარმოებლის მიერაა

განსაზღვრული.