sportuni.gesportuni.ge/multimedia/ups/gzamkvlevebi/gzamkvlevi.docx · web view1....

8
სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს 1. სსსსსსსსსსსსს სსსსსსს. სსსსსსსსსსსს 1932 სსსს სსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს-სსსსსსსს სსსსსსსსს, 1933 სსსს სსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს, სსსს 1935 სსსს - სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს, სსსსსსს 1938 სსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს. სს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსს სსსსსსსს, სსსსსსსსსს, სსსსსსს-სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს, სსსსსსსსსს სს სსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსსსს. სსსსსსს სსს სსსსსსს, სსსსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსს, სსს სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს. სსს სსსსსს სსსსსსს სსსს სსსსსს სს სსსს სსსსსსსსსს სსსსს სსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს. 1994 სსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსს. 2007 სსსს, სსსსს სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს-სსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსსსს, სსსს 2012 სსსს სსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსსსს

Upload: others

Post on 30-Jan-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: sportuni.gesportuni.ge/multimedia/ups/gzamkvlevebi/gzamkvlevi.docx · Web view1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო

უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის

გზამკვლევი 1. უნივერსიტეტის ისტორია.

საქართველოში 1932 წელს შეიქმნა ფიზიკური კულტურის სამეცნიეო-კვლევითი ინსტიტუტი, 1933 წელს გაიხსნა ფიზიკური კულტურის ტექნიკუმი, ხოლო 1935 წელს - ფიზიკური კულტურის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, რომელიც 1938 წელს დამოუკიდებელ ინსტიტუტად გადაკეთდა. ამ სასწავლებელს საკმაოდ დიდი სასწავლო, სამეცნიერო, სპორტულ-კულტურული ტრადიციები გააჩნდა, გამოირჩეოდა

თავისი წარმატებებით სასწავლო, სამეცნიერო და სპორტულიმიღწევებით, სამეცნიერო საქმიანობით, პროფესიონალი კადრებით. ცნობილი იყო ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ სტუდენტების სამჭედლოდ, სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით, არა მარტო საქართველოში არამედ საერთაშორისო მაშტაბით.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და დიდი ცვლილებები მოხდა ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში. 1994 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტს ეწოდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

2007 წელს, მოხდა სპორტის აკადემიის

რეორგანიზაცია-ინტეგრირება ილიას უნივერსიტეტთან, ხოლო 2012 წელს დაარსდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რომლის რექტორად არჩეული იქნა პროფესორი ჯემალ ძაგანია.

2. ფაკულტეტის ისტორია.

Page 2: sportuni.gesportuni.ge/multimedia/ups/gzamkvlevebi/gzamkvlevi.docx · Web view1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტში დაარსების დღიდან ერთ-ერთ ძირითად და წამყვან ფაკულტეტად ითვლებოდა მწვრთნელთა ფაკულტეტი, რომლის

კურსდამთავრებულები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები. ფაკულტეტი ამაყობს სახელოვანი კურსდამთავრებულებით, მაგრამ არა ნაკლებ საამაყოა ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც აღზარდეს ქვეყნის სახელოვანი

სპორტსმენები და ზრუნავენ ერის ჯამრთელობაზე და მის მომავალზე, ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან სხვადასხვა დროს მსოფლიოში საუკეთესო

მწვრთნელად აღიარებულები, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები და მუშაკები, მწვრთნელები, რომლებიც მუშაობდნენ და დღესაც საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებ გუნდებში და კლუბებში აგრძელებენ მუშაობას .

3. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვა.1. ფაკულტეტი შედგება სასწავლო-სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე

სტრუქტურული ერთეულებისაგან.2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ა) ფაკულტეტის საბჭო; ბ) ფაკულტეტის

დეკანი; გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური; დ) კათედრები.3. სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ

ფაკულტეტზე არსებული კათედრები და მათი პროგრამული მიმართულებები.

Page 3: sportuni.gesportuni.ge/multimedia/ups/gzamkvlevebi/gzamkvlevi.docx · Web view1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

4. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულები თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულებენ ფაკულტეტის აკადემიური საბჭოსა და დეკანატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით,  წინამდებარე დებულების შესაბამისად, შეიქმნა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, კრედიტები და ა. შ.) გამოყენების მეშვეობით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების ფორმების მომზადებას.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე.

6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.

5. ფაკულტეტის კათედრები.

ფაკულტეტზე არსებობს რამდენიმე კათედრა, სადაც ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული საგნები. პრაქტიკულში - თითქმის ყველა სპორტის სახეობაა, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ საქართველოში,ესენია:1. სპორტის მასობრივი სახეების კათედრა (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, სპორტის

საწყლოსნო სახეები);2. სპორტთამაშების კათედრა: (ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, რაგბი,

კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მოძრავი თამაშები);3. სპორტის გამოყენებითი სახეებისა და ორთაბრძოლების კათედრა (ჭიდაობა,

ძიუდო, ძალოსნობა, კრივი, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ფარიკაობა);4. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიის, მეთოდიკის, მენეჯმენტისა და

ისტორიის კათედრა;5. პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრა;

Page 4: sportuni.gesportuni.ge/multimedia/ups/gzamkvlevebi/gzamkvlevi.docx · Web view1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

6. სასწავლო პროცესი.სასწავლო პროცესის ორგანიზება, განვითარება, კონტროლი და სწავლება ხორციელდება უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეთოდებით. სასწავლო, სამეცნიერო, სპორტული და თვითშემოქმედებითი პროგრამების განხორციელება სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, შეხვედრები მეცნიერების,

კულტურისა და სპორტის მოღვაწეებთან. ურთიერთობები დამსაქმებლებთან, სწორად გათვლილი ღონისძიებები ახალი დამსაქმებლების მოძიებისათვის, გაცვლითი პროგრამები სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან.

სწავლების პროცესში შეფასებების ახალი სტანდარტები, გაუმჯობესებული სასწავლო და სამეცნიერო პროცესი, ინოვაციებით უზრუნველყოფა.ბიბლიოთეკის რესუსების

მაქსიმალურად გამოყენება, პიროვნების შემოქმედებითი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება განახლებულ და კეთილმოწყობილ აუდიტორიებში, ლაბორატორიებში, მეთოდურ კაბინეტებში და სპორტული დარბაზებში, სტუდენტთა სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობები.

7. სამეცნიერო მუშაობა.ყველა კათედრა ორიენტირებულია, ჩართოს წარმატებული სტუდენტები სამეცნიერო კვლევებში, დისკუსიებსა და სემინარებში, დეკანატი ორგანიზებას უწევს კათედრებთან ერთად

საუნივერსიტეტო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციების ჩატარებას, ხელს უწყობს მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტებს შორის სტუდენტურ კონფერენციებზე, ეხმარება სტუდენტებს ნაშრომების გამოქვეყნებაში (ბეჭდური და ელექტრონული).

პროფესორ მასწავლებლები პერიოდულად ღებულობენ მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, აქვეყნებენ სტატიებს და მონოგრაფიებს სხვადასხვა სამეცნიერო ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში, წერენ და აქვეყნებენ ახალ

Page 5: sportuni.gesportuni.ge/multimedia/ups/gzamkvlevebi/gzamkvlevi.docx · Web view1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

სახელმძღვანელოებს სტუდენტებისთვის, მწვრთნელებისა და სპორტის პედაგოგებისათვის.

8. სპორტული ღონისძიებები.

სასწავლებელი განსაკუთრებული წარმატებებით გამოირჩეოდა საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს სდუდენტურ-სპორტულ მოძრაობაში.სპორტულ ბაზებზე ერთდროულად ტარდებოდა და ტარდება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომლებიც გამოირჩევა თავისი ორაგნიზებულობითა და მასობრიობით. (ამ

ღონისძიებებში სტუდენტები დიდი ინტერესით არიან ჩართული).

ასპარეზობებს თვალყურს ადევნებენ,

როგორც დამსწრე სტუდენტები და პროფესორ-

მასწავლებლები, ასევე უნივერსიტეტის

ხელმძღვანელები.განსაკუთრებული მასობრიობით ყოფილ სპორტის აკადემიაში გამოირჩევოდა

სტუდენტური დღეები და უნივერსიადები. აკადემიის ნაკრები გუნდები მრავალჯერ გახდნენ საქართველოს სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებულნი, იღებდნენ გარდამავალ თასებს.

მრავალ ასპარეზობას აკადემიის ბაზებიც მასპინძლობდა. დიდ ინტერესს

ქართული ჭიდაობა იწვევდა, რომელიც უმეტესად აკადემიის ეზოში, სტუდენტების მიერ საგულდაგულოდ მოწყობილ ღია საჭიდაო არენაზე იმართებოდა, რასაც ზურნა-დუდუკი და მთავარი პრიზი, ჭედილა ამშვენებდა (ერთ-ერთ ასპარეზობას ქართულ ჭიდაობაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II-ც დაესწრო). თავისი მასობრიობით, მძლეოსნური გარბენები გამოირჩეოდა

Page 6: sportuni.gesportuni.ge/multimedia/ups/gzamkvlevebi/gzamkvlevi.docx · Web view1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

9. ქველმოქმედება.

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები ყოველთვის იყვნენ ჩართული საქველმოქმედო აქციებში და შეძლებისდაგვარად ახორციელებდნენ ქველმოქმედებას როგორც ფიზიკურად, ასევეე მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქვეყნის მაშტაბით სტიქიისაგან დაზარალებულებს

თუ სხვა პრობლემების მქონედ.დღესდღეობით ჩვენი სტუდენტები სისტემატიურად უწევენ შეფობას უპატრონო ბავშთა სახლის აღსაზრდელებს და პერიოდულად სტუმრობენ კიდეც.

10. თვითმოქმედება და კულტურული ღონისძიებები.

Page 7: sportuni.gesportuni.ge/multimedia/ups/gzamkvlevebi/gzamkvlevi.docx · Web view1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ჩვენი უნივერსიტეტი 1989 წლიდან მონაწილეობას იღებენ ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოებში. ეს ძეგლებია;

ქალაქ თბილისში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ქვემო და ზემო ბეთლემის ტაძრები, მთაწმინდის მამა დავითის ეკლესია, სიონის ეზოში მდებარე სამრევლო სკოლა, სენაკის რაიონში არსებულ თეკლათის მონასტერი, სამცხე-ჯავახეთში თოკის ეკლესია. საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა ვარძიის დედათა და მამათა მონასტრებთან, რომლებსაც ყურადღებას არ ვაკლებდით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმებში. სასწავლებელში ფუნქციონერებდა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები, თანამედროვე,

სპორტული და სამეჯლისო ცეკვების სტუდენტთა ჯგუფები, ვოკალურ საესტრადო ანსამბლები, მხიარულთა და საზრიანთა გუნდები. მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდი რამდენჯერმე თამაშობდა ფინალში და საპრიზო ადგილებზე გადიოდა ქვეყნის მასშტაბით. ჩვენს შემოქმედებით ჯგუფებს ბევრჯერ დაუმშვენებია ფილარმონიისა და სხვა საკონცერტო დარბაზები. იმარჯვებდნენ სტუდენტურ დღეებში. შიდა სააკადემიო ღონისძიებებზე და კონცერტებზე აკადემიის კლუბში მუდმივად იყო ანშლაგი. სასწავლებელს ჰყავდა ასევე ფინალისტი გუნდი თამაშში „რა? სად? როდის?“ ქვეყნის

მასშტაბით.ტრადიციები გრძელდება და ჩვენს ფაკულტეტზე ტარდება თვითშემოქმედებითი საღამოები, თემატური ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლებისა და ღირშესანიშნაობის სანახავად.

გზამკვლევზე მუშაობდნენ: პროფესორი ტრისტან გულბიანი, პროფესორი მანანა გოშაძეასისტენტ პროფესორი მერაბ მაისურაძე, დოქტორანტი მამუკა მაღლაკელიძე~

Page 8: sportuni.gesportuni.ge/multimedia/ups/gzamkvlevebi/gzamkvlevi.docx · Web view1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

2018 წელი