· web view2002 წლის 18 მაისი n 1475 დადგენილებით...

58
რრრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ 2002 რრრრ 18 რრრრრ N 1475 რრრრრრრრრრრრ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ (გგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგ) გგგგგგგგგგგგ გგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ 2001 რრრრ ------------- რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ (რრრრრრრ) რრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრრრ რრრრრ (რრრრრ) რრრრრ. რრრრრრრრრ რრრრრრრრ, რრრრრრრრრრრ, რრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ – 2000-რრ (“რრრრრრრრრრ”) რრ რრრ რრრრრრრრრრ (“რრრრრრრრრ რრრრრრრრ”) რრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ (“რრრრრრრ”) რრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ, რრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრ რრ რრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ (“რრრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრ”) რრრრრრრ 1; რრრრრრრრ, 1998 რრრრ 22 რრრრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრ, რრრრრრ რრ რრრრრრრრრრრრ 2000 რრრრ 31 რრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ (“რრრრრრრ რრრრრრრრრრრრ”), რრრ რრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრრრრ, რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ, რრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრ რრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრრრრრრ (“რრრრრრრ”) რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრრ, რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრრ რრრრრ რრრ რრრრრრ (38.750.000 რრრ რრრრრრ) (“რრრრრ”); რრრრრრრრ, 1998 რრრრ 22 რრრრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ რრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ (“რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ”), რრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრ, რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრ რრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრრრ; რრრრრრრრ, 1998 რრრრ 22 რრრრრრრრრ რრრრრრ რრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ (“რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ”) რრრრრრრრრრრრრრ (“რრრრრრრ”), რრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრ, რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ; რრრრრრრრ, რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ

Upload: others

Post on 09-Jan-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით

განახლებული საგარანტიო ხელშეკრულება(ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)

საქართველოსადა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსშორის

საგარანტიო ხელშეკრულება

2001 წლის ------------- განახლებული საგარანტიო ხელშეკრულება საქართველოსა (გარანტი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (ბანკი) შორის.

პრეამბულა

ვინაიდან, საქართველომ, ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000-მა (“მსესხებელი”) და შპს ენგურჰესმა (“საპროექტო კომპანია”) ითხოვეს დახმარება ბანკისაგან პროექტის (“პროექტი”) ნაწილის დაფინანსებაში, რომელიც აღწერილია ბანკსა და მსესხებელს შორის ამავე თარიღით ხელმოწერილ განახლებული სასესხო ხელშეკრულების (“განახლებული სასესხო ხელშეკრულება”) ცხრილში 1;

ვინაიდან, 1998 წლის 22 დეკემბერს ბანკმა სახელმწიფო კომპანია საქენერგოსთან დადო ფიქსირებულ პროცენტიანი სასესხო ხელშეკრულება, როგორც ეს შესწორებულია 2000 წლის 31 იანვრის შესწორების ხელშეკრულებით (“სასესხო ხელშეკრულება”), რის მიხედვითაც ბანკი თანახმაა, საქართველოში ენერგიის გამანაწილებელი სექტორის პრივატიზაციის მხარდასაჭერად, მაგენერირებელი სიმძლავრეების რეაბილიტაციის საშუალებით არსებული სიმძლავრის გაზრდის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის (“პროექტი”) საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო კომპანია საქენერგოს ასესხოს ოცდათვრამეტი მილიონ შვიდასორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი (38.750.000 აშშ დოლარი) (“სესხი”);

ვინაიდან, 1998 წლის 22 დეკემბერს ბანკმა სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციასთან დადო საპროექტო ხელშეკრულება (“საპროექტო ხელშეკრულება”), რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაცია თანახმაა, სახელმწიფო კომპანია საქენერგოს დახმარებით და სესხის სახსრების კონკრეტული გამოყენებით განახორციელოს პროექტი;

ვინაიდან, 1998 წლის 22 დეკემბერს ბანკმა დადო საგარანტიო ხელშეკრულება (“საგარანტიო ხელშეკრულება”) საქართველოსთან (“გარანტი”), რომლის მიხედვითაც გარანტი დათანხმდა, უზრუნველყოს გარანტია სახელმწიფო კომპანია საქენერგოს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე და სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციის საპროექტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებებზე;

ვინაიდან, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ცვლილებების შედეგად და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულების თანახმად სახელმწიფო კომპანია საქენერგო და სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაცია გარდაიქმნენ ახალ იურიდიულ პირებად.

ვინაიდან, ბანკმა და მსესხებელმა გააფორმეს განახლებული სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მსესხებელმა თავის თავზე აიღო სახელმწიფო კომპანია საქენერგოს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა უფლება და ვალდებულება, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ საქართველო, როგორც გარანტი (“გარანტი”), თანახმაა, უზრუნველყოს გარანტია მსესხებლის სესხთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, როგორც ეს განახლებულ საგარანტიო ხელშეკრულებაშია განსაზღვრული.

Page 2:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ვინაიდან, ბანკმა და საპროექტო კომპანიამ გააფორმეს განახლებული საპროექტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საპროექტო კომპანიამ თავის თავზე აიღო სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციის საპროექტო ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ საქართველო, როგორც გარანტი (“გარანტი“), თანახმაა, უზრუნველყოს გარანტია საპროექტო კომპანიის განახლებულ საპროექტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, როგორც ეს ამ განახლებულ საგარანტიო ხელშეკრულებაშია განსაზღვრული.

ვინაიდან, გარანტი, ბანკის მიერ მსესხებელთან ხელმოწერილი განახლებული სასესხო ხელშეკრულების და საპროექტო კომპანიასთან ხელმოწერილი განახლებული საპროექტო ხელშეკრულების გათვალისწინებით, ამგვარად დათანხმდა, უზრუნველყოს გარანტია მსესხებლისა და საპროექტო კომპანიის ამ ვალდებულებებზე.

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 ივლისის N 740 ბრძანებულების (“ბრძანებულება”) მიხედვით, საქართველოს ენერგო სექტორის ეფექტური მართვის მიზნებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა განახორციელონ მსესხებლის გაერთიანება სს “ელექტროგადაცემასთან”;

ვინაიდან, კომპანიამ, რომელიც ჩამოყალიბდა მსესხებლის სს “ელექტროგადაცემასთან” (“სამართალმემკვიდრე კომპანია”) გაერთიანებით, თავის თავზე უნდა აიღოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მსესხებლის ყველა უფლება და ვალდებულება.

ვინაიდან, გარანტი, ბანკის მიერ მსესხებელთან ხელმოწერილი განახლებული სასესხო ხელშეკრულების გათვალისწინებით, კვლავაც დათანხმდა, რომ ეს განახლებული საგარანტიო ხელშეკრულება გავრცელდეს სამართალმემკვიდრე კომპანიის ვალდებულებებზე, იმდროიდან, როდესაც სამართალმემკვიდრე კომპანია თავის თავზე აიღებს, ან მემკვიდრეობით მიიღებს მსესხებლის განახლებული სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

ამდენად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი Iსტანდარტული წესები და პირობები, განსაზღვრებანი,

სათაურები

პარაგრაფი 1.01. სტანდარტული წესებისა და პირობების ჩართვა

1999 წლის სექტემბრით დათარიღებული ბანკის სტანდარტული წესებისა და პირობების დოკუმენტის ყველა მუხლი უკავშირდება ამ განახლებულ საგარანტიო ხელშეკრულებას და მის განუყოფელ ნაწილის წარმოადგენს ისეთივე ძალით, როგორიც მათ ექნებოდათ ამ დოკუმენტში რომ ყოფილიყვნენ ასახული (ეს პირობები მოიხსენიება როგორც სტანდარტული პირობები და წესები)

პარაგრაფი 1.02. განსაზღვრებანი

განახლებული საგარანტიო ხელშეკრულების მთელ ტექსტში ან ცხრილებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად არის მითითებული, ის ტერმინები, რომელთა განსაზღვრებანი მოცემულია პრეამბულაში, ატარებენ იმ მნიშვნელობას, რომელიც მათ მიენიჭათ სტანდარტული წესებისა და პირობების მიხედვით და განახლებულ სასესხო ხელშეკრულებაში, ხოლო შემდეგ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

“გარანტის უფლებამოსილი წარმომადგენელი” ნიშნავს გარანტის ფინანსთა მინისტრს.

Page 3:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

პარაგრაფი 1.03. სათაურები

მუხლებისა და პარაგრაფების სათაურები, ისევე როგორც სარჩევი გამოყენებულია მოხერხებულობისათვის და არ გამოიყენება საგარანტიო ხელშეკრულების საინტერპრეტაციოდ.

მუხლი IIგარანტია, გარანტის ვალდებულებანი

პარაგრაფი 2.01. გარანტია

გარანტი იძლევა უპირობო გარანტიას, როგორც მთავარი მევალე დ არა როგორც თავდები, ნებისმიერი და ყველა თანხის პუნქტუალური და შესაფერის გადახდაზე, რომელიც გადასახდელია განახლებული სასესხო ხელშეკრულების მიხედვით. როგორც დაფარვის, ასევე წინასწარი დაფარვის მითითებულ ვადაში, ისევე როგორც მსესხებლის და სამართალმემკვიდრე კომპანიის ყველა სხვა ფინანსური ვალდებულების პუნქტუალურ შესრულებაზე განახლებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად და შემდგომ იძლევა გარანტიას, როგორც მთავარი მევალე და არა როგორც თავდები. საპროექტო კომპანიის მიერ მისი განახლებული საპროექტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული ყველა ფინანსური ვალდებულების პუნქტუალური და შესაფერის შესრულებაზე.

პარაგრაფი 2.02. პროექტის დამთავრება

გარანტი იძლევა პირობას, რომ, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდა, როდესაც გაჩნდება რეალური საფუძველი იმისა, რომ ფონდები, რომლებიც გააჩნია საპროექტო კომპანიას, არასაკმარისად იქნას მიჩნეული პროექტის განხორციელებისათვის წინასწარ განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად, გარანტი მიიღებს ყველა ზომას, რათა დროულად უზრუნველყოს საპროექტო კომპანია ან გამოიწვიოს საპროექტო კომპანიის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომლებიც აუცილებელია ზემოაღნიშნული ხარჯებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პარაგრაფი 2.03. სხვა ვალდებულებანი

(ა) გარანტი თანახმაა, საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა მისცეს დამოუკიდებლად და გამჭვირვალე წესების მიხედვით მუშაობის უფლება ლიცენზირებისა და ფასების დადგენის და საქართველოში ენერგეტიკული სექტორის პრივატიზაციის ხელშემწყობი დებულებების გამოცემასა და განხორციელების საკითხებზე.

(ბ) განახლებული საგარანტიო ხელშეკრულების სხვა პირობების ან სტანდარტული წესებისა და პირობების ზოგადობის შეუზღუდავად, გარანტი თავის თავზე იღებს ვალდებულებას, შეინარჩუნოს სემეკის დამოუკიდებლობა ტარიფების სტრუქტურისა და სიდიდის ისეთი შესწორებების დამტკიცების საკითხში, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ მისი განახლებული სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას და საპროექტო კომპანიის მიერ მისი განახლებული საპროექტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

(გ) გარანტი თანახმაა, 2001 წლის 31 დეკემბრისათვის ბანკს წარუდგინოს დარჩენილი გენერაციის კომპანიებისა და საბითუმო განაწილების კომპანიების პრივატიზაციის გეგმა და აღნიშნული გეგმა განახორციელოს ბანკის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით.

(დ) გარანტი იღებს ვალდებულებას, გამოსცეს შესაბამისი იურიდიული დადგენილებები, რომლებიც მოითხოვს, რომ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მმართველმა და ხელმძღვანელმა ორგანიზაციებმა, ენერგიის ღირებულების გადაუხდელობის გამო, ენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ გამანაწილებელ კომპანიებსა და მომხმარებლებს;

(ე) გარანტი იღებს ვალდებულებას (i) 2001 წლის 31 დეკემბრისათვის ბანკთან ერთად შეიმუშაოს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაციის გეგმა ან ენგურის

Page 4:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ჰიდროელექტროსადგურისათვის დანიშნოს უცხოელი მენეჯერები და (ii) განახორციელოს ეს გეგმა დაუყოვნებლივ აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2003 წლის 1 იანვრისა ან იმ სხვა თარიღისა, რომელზეც მიიღწევა შეთანხმება მხარეების მიერ. ეს გეგმა უნდა შეიცავდეს სესხის რესტრუქტურიზაციისა და ამ გარანტიისაგან გათავისუფლების დეტალურ გეგმას.

(ვ) გარანტი არ დააკისრებს რაიმე პირდაპირ ან არაპირდაპირ გადასახადებს უცხოელ კონსულტანტებს, რომლებიც დაქირავებულია ბანკის ან მსესხებლის მიერ ამ პროექტის განსახორციელებლად და რომელთა დაფინანსება განხორციელდა სესხის ფონდების მეშვეობით.

მუხლი IIIსხვადასხვა

პარაგრაფი 3.01. შეტყობინებანი

სტანდარტული წესებისა და პირობების 10.01 პარაგრაფის მიზნების მისაღწევად ქვემოთ ვურთავთ შემდეგ მისამართებს:

გარანტისთვის:ფინანსთა სამინისტროირაკლი აბაშიძის ქ. 70.თბილისი 380062, საქართველო

მიმართ” ფინანსთა მინისტრიტელეფაქსი: 995 32 931922

ბანკისათვის:

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიმიმართ: მართვის ადმინისტრაციული განყოფილებაOne Exchange Squareლონდონი EC2A2JNინგლისი

ტელეფონი: (44 171) 338 6000ტელფაქსი: (44 171) 338 6100ტელექსი: 881 2161

პარაგრაფი 3.02 სესხის ეფექტურობის წინა პირობები; იურიდიული დასკვნა

(ა) სტანდარტული წესებისა და პირობების პარაგრაფი 9.03 (ბ) დასაკმაყოფილებლად იურისტის იურიდიული დასკვნა ან დასკვნები უნდა გაიცეს გარანტორის სახელით იუსტიციის სამინისტროს მიერ და შემდეგი ინფორმაცია წარმოადგენს იმ დამატებით საკითხებს, რომლებიც უნდა აისახოს იურიდიულ დასკვნაში ან დასკვნებში, რომელიც მიეწოდება ბანკს:

(i) იმის დადასტურება, რომ მსესხებელი და საპროექტო კომპანია კანონიერად რეგისტრირებული სახელმწიფო საწარმოებია, რომელთა სამართლებრივი ფორმა შეესაბამება გარანტის კანონმდებლობას და ორივე მათგანი უფლებამოსილია დადოს განახლებული სასესხო ხელშეკრულება და განახლებული საპროექტო ხელშეკრულება და შეასრულოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება.

(ii) იმის დადასტურება, რომ გარანტის მიერ განახლებული სასესხო ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელი ეროვნული კომისიას კანონით მოეთხოვება, რომ მსესხებლის მომხმარებლების მიერ გადასახდელი

Page 5:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ტარიფების განსაზღვრისას, გაითვალისწინოს განახლებული სასესხო ხელშეკრულების ვადები და პირობები, მათ შორის სასესხო ხელშეკრულების პუნქტი 3.01-ის მოთხოვნები შეზღუდვის გარეშე.

დანართი 2 – აუდიტორებისადმი გასაგზავნი წერილის ფორმა

(უნდა დაიბეჭდოს შპს ენგურჰესის ბლანკზე)

(თარიღი)(აუდიტორების სახელი)(მისამართი)

ბატონო/ქალბატონო

წინამდებარე წერილით განიჭებთ უფლებას და მოგმართავთ თხოვნით, რათა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში “ბანკი”) მიაწოდოთ მის მიერ დასაბუთებულად მოთხოვნილი ყველანაირი ინფორმაცია შპს ენგურჰესის აუდიტირებულ და არაუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით, რომლის მიწოდება განპირობებულია შპს ენგურჰესსა და ბანკს შორის (თარიღი) დათარიღებული “განახლებული საპროექტო ხელშეკრულების “ თანახმად ინფორმაციული მიზნით, აქვე ვრთავთ “განახლებული საპროექტო ხელშეკრულების” ასლს

გენიჭებათ უფლებამოსილება , რათა მიაწოდოთ ბანკს შპს ენგურჰესის აუდიტირებული ანგარიშები, რათა შესრულდეს ჩვენს მიერ, განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 3.01 პუნქტის თანახმად, ბანკის წინაშე ანგარიშგების მხრივ ნაკისრი ვალდებულება; ასევე მოგეთხოვებათ, რომ ბანკისადმი გაგზავნილ ზემოხსენებულ ანგარიშებს ერთვოდეს მასთან დაკავშირებით თქვენს მიერ მომზადებული სრული ანგარიში ბანკისათვის მისაღები ფორმით.

გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ, ჩვენი კარტოთეკისათვის, ჩვენც მივიღოთ როგორც ბანკიდან მიღებული ყველა წერილის ასლი მისი მიღებისთანავე. ასევე თქვენს მიერ გაგზავნილი პასუხის ასლი მისი გაგზავნისთანავე.

პატივისცემით შპს ენგურჰესი

ხელმოწერა:უფლებამოსილი ხელმოწერა

დანართი: განახლებული საპროექტო ხელშეკრულება

ასლი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაინვესტიციო საქმეთა ადმინისტრაციასOne Exchange Square ლონდონი EC2A2JN დიდი ბრიტანეთი

შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულება

შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000-სა(ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაცია)

და შპს ენგურჰესს

შორის

Page 6:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

დათარიღებული 2001 წლის __________

გაერთიანებით, თავის თავზე უნდა აიღოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მსესხებლის ყველა უფლება და ვალდებულება

ამდენად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

1. განსაზღვრებანი

ყველგან შესწორებული მეორადი საგარანტიო ხელშეკრულებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად არის მითითებული, ის ტერმინები, რომელთა განსაზღვრებანი მოცემული განახლებულ სასესხო ხელშეკრულებაში და განახლებულ საპროექტო ხელშეკრულებაში, ატარებენ იმ მნიშვნელობას, რომელიც მათ მიენიჭათ აღნიშნულ ხელშეკრულებებში და სტანდარტული წესებისა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ აქ მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები.

2. სესხი1.1 რაოდენობა

(ა) ამ ხელშეკრულების პირობის თანახმად, გამსესხებელი თანახმაა მსესხებელს გადასცეს, ხოლო მსესხებელი თანახმაა გამსესხებლისაგან სესხად მიიღოს თანხა ოცდათვრამეტი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარის ოდენობით ($38,750,000). ამ ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან მოყოლებული, გამსესხებელი მოთხოვნისთანავე გასცემს თანხებს მსესხებელზე იმ პირობით, რომ მსესხებელი დააკმაყოფილებს “მეორადი სასესხო ხელშეკრულებით” გათვალისწინებულ გარკვეულ პირობებს.

(ბ) სესხის ათვისება დასაშვებია ამ შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2002 წლის 31 მაისამდე.

(გ) გამსესხებელი და მსესხებელი ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულების თარიღისათვის:

(i) სახელმწიფო კომპანია საქენერგომ სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციას გადაუხადა 2.325.650.00 აშშ დოლარი მეორადი სასესხო ხელშეკრულების მიხედვით.

(ii) 2.325.650.00 აშშ დოლარი გამოყენებული იქნა დოკუმენტში I მოცემული გადახდებისათვის:

(iii) 500,000 აშშ დოლარი შეტანილი იქნა სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც გახსნილი და შენარჩუნებული იქნა სახელმწიფო კომპანია საქენერგოს მიერ სასესხო ხელშეკრულების მიხედვით;

(iv) 500.000 აშშ დოლარის შეტანა სპეციალურ ანგარიშზე, როგორც ეს მოცემულია 2.1 (გ) (iii) პუნქტში 175,053 აშშ დოლარი დახარჯული იქნა, როგორც ეს განსაზღვრულია დოკუმენტში 1 და ამ ხელშეკრულების თარიღისათვის სპეციალურ ანგარიშზე დარჩენილი ბალანსი შეადგენს დაახლოებით 324,947 აშშ დოლარს; და

(v) ამ ხელშეკრულების შესრულების შემდეგ სპეციალურ ანგარიშზე არსებული 324,947 აშშ დოლარის გადაუხდელი ბალანსი გადატანილი უნდა იქნას ახალ სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც უნდა გაიხსნას მსესხებლის მიერ და იმართებოდეს მსესხებლის მიერ დანიშნული პირის მიერ.

ყველა ნასესხები ან არ დახარჯული თანხა ამ ხელშეკრულების თარიღისათვის მეორადი სასესხო ხელშეკრულების მიხედვით გამიზნულად მიითვისება მსესხებლის მიერ და უნდა შეადგინოს ნასესხები და არდახარჯული თანხები ამ შესწორებული მეორადი სასეხო ხელშეკრულების მიხედვით. ამ ხელშეკრულების თარიღისათვის, ამ ხელშეკრულების მიხედვით ხელმისაწვდომი თანხა არის 36.424.350 აშშ დოლარი.

2.2. ათვისება

Page 7:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(ა) სესხი გაიცემა აშშ დოლარებში

(ბ) სესხი გაიცემა თანხებად, რომლის რაოდენობა უნდა აჭარბებდეს ასი ათას აშშ დოლარს ($ 100.000) და არ აღემატებოდეს 2.000.000 აშშ დოლარს.

(გ) თანხების ანგარიშიდან მოხსნა მოხდება ისეთ დღეს, როცა ბანკები თბილისსა და ნიუ-იორკში ახორციელებენ კომერციულ საქმიანობას და ლონდონში ბანკთაშორის დეპონირებას, როგორც ეს მოცემულია მსესხებლის მიერ გამსესხებლის სახელზე სესხების სავარაუდო დღემდე ოცი (20) დღით ადრე მიწერილ განაცხადში. თანხის თითოეული რაოდენობა გაიცემა ევრობანკის სესხით გათვალისწინებული და პროექტის მიზნებისათვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების დასაშვები მოცულობის დასაფინანსებლად.

(დ) თანხების ათვისება არ განხორციელდება მანამ, სანამ ბანკი და პაბ-ი არ მიიჩნევს, რომ შესრულდა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

(i) მსესხებელი სრულად იცავს განახლებულ საპროექტო ხელშეკრულებას და აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას;

(ii) მსესხებელი ასრულებს წინამდებარე “მეორადი სასესხო ხელშეკრულებით” გათვალისწინებულ ყველა პირობას;

(iii) მსესხებლის მიერ გამსესხებლის სახელზე გაცემული მოთხოვნა ანაზღაურების შესახებ ადასტურებს, რომ:

(iv) მსესხებელი ითვალისწინებს ამ მოთხოვნილი თანხის მთლიანად მოხმარებას 10 დღის ვადაში; და

(v) მეორე და შემდგომი მოთხოვნის გაგზავნის მომენტისათვის, ყველა მანამდე გაცემული თანხა მთლიანად ათვისებულია.

2.3. შეჩერება და გაუქმება

გამსესხებელი, ისევე როგორც ევრობანკი უფლებამოსილია, რომ მსესხებლის შესაბამისად ინფორმირების შემდგომ, გააუქმოს მსესხებლის მიერ თანხების ათვისების უფლება ან შეამციროს ამ “მეორადი სასესხო ხელშეკრულებით” გათვალისწინებული თანხის რაოდენობა, თუკი:

(ა) მოხდება ან ხანგრძლივად შეიქმნება სიტუაცია, როცა ადგილი აქვს “სტანდარტული პირობების” 7.01 პუნქტში აღწერილ მოვლენას ან ისეთ შემთხვევას, როცა შეტყობინება ან დროის გაყვანა, ან ორივე ერთად იწვევს ზემოხსენებული სიტუაციის წარმოქმნას; ან(ბ) ევრობანკის გადაწყვეტილებით, დროებით შეწყდება , გაუქმდება ან დაჩქარდება ევრობანკის სასესხო ხელშეკრულება ნაწილობრივ ან მთლიანად; ან

(გ) აღინიშნება გარემოებათა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლა, რომლის შედეგად მსესხებლისათვის შეუძლებელი ხდება “მეორად სასესხო ხელშეკრულების” ძალით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება.

2.4. საპროცენტო განაკვეთი და გადასახადები

(ა) მსესხებელი პერიოდულად გადაიხდის საპროცენტო განაკვეთს წლიური რვა მთელი ოცდაათი მეასედი პროცენტის (8.30%) ოდენობით აუთვისებელ თანხაზე, აქედან ერთ პროცენტს (1%-ს) მსესხებელი პირდაპირ გადაუხდის გარანტს საგარანტიო გადასახადის სახით

(ბ) ზემოთქმულის მიუხედავად, თუ მსესხებელი ვერ შესძლებს ამ “მეორადი სასესხო ხელშეკრულების” ძალით მასზე დაკისრებული რაიმე თანხის დროულად გადახდას, მაშინ მსესხებელი გადაიხდის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს დამატებული წლიური ორი პროცენტი (2%).

1.5 გადახდის წესი

Page 8:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(ა) წინამდებარე ხელშეკრულებით დაკისრებული ყოველგვარ თანხას მსესხებელი სესხის გამცემს გადაუხდის აშშ დოლარებში, გადახდის თარიღისათვის არსებული მდგომარეობით და იმ დანიშნულების ადგილზე, რომელსაც სესხის მიმცემი მიუთითებს თუ რაიმე მოსაზრებით ან სხვა მიზეზით, თანხის გადახდა მოხდება სხვა ვალუტაში და ჩვეულებრივი საბანკო ოპერაციის გზით ამ თანხის სწრაფი კონვერტაციის და გამსესხებლისთვის გადაგზავნის მომენტში აღმოჩნდება, რომ იგი ნაკლებია გამსესხებლის მიერ აშშ დოლარებში მისაღებ თანხაზე, მსესხებელი მოთხოვნისთანავე აუნაზღაურებს სესხის გამცემს ამ სხვაობას.

(ბ) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი თანხის დაფარვას არ შეეხება ჩათვლები ან შემხვედრი მოთხოვნა, ამავე დროს, არ შეიცავს და არ აკლდება რაიმე არსებული ან მომავლში გათვალისწინებული გადასახადი, არ ექვემდებარება დაკავებას ან გამოქვითვას და მასთან დაკავშირებულ რაიმე პასუხიმგებლობას.

(გ) თუ პროცენტის გადახდის რომელიმე თარიღი ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თანხის გადახდის ვადა არასაბანკო დღეს დაემთხვა, მაშინ პროცენტის ან სვა თანხების გადახდის ვადად ჩაითვლება ამ თარიღის მომდევნო საბანკო დღე.

(დ) თუკი მსესხებელი მიიღებს ამ ხელშეკრულების მიხედვით კუთვნილზე ნაკლებ თანხას, მას უფლება აქვს ეს თანხა გადაანაწილოს და მიმართოს ამავე ხელშეკრულებით გადასახდელი თანხის ნებისმიერ რაოდენობაზე საკუთარი შეხედულებისამებრ და არ გაითვალისწინოს მსესხებლის რაიმე საწინააღმდეგო აზრი.

2.6. სესხის დაფარვა

მსესხებლის მიერ სესხის დაფარვა მოხდება ქვემოთ მოცემული საამორტიზაციო გრაფიკის მიხედვით:

საპროცესო განაკვეთის, ისევე როგორც სესხის დაფარვის თარიღებია 15 მაისი და 15 ნოემბერი. მსესხებლის მიერ სესხის დაფარვა მოხდება ქვემოთ მოცემული საამორტიზაციო გრაფიკის მიხედვით:

გადახდის თარიღი გადასახდელი თანხა აშშ დოლარებში

15 ნოემბერი 2002 1,684,80015 მაისი 2003 1,684,80015 ნოემბერი 2003 1,684,80015 მაისი 2004 1,684,80015 ნოემბერი 2004 1,684,80015 მაისი 2005 1,684,80015 ნოემბერი 2005 1,684,80015 მაისი 2006 1,684,80015 ნოემბერი 2006 1,684,80015 მაისი 2007 1,684,80015 ნოემბერი 2007 1,684,80015 მაისი 2008 1,684,80015 ნოემბერი 2008 1,684,80015 მაისი 2009 1,684,80015 ნოემბერი 2009 1,684,80015 მაისი 2010 1,684,80015 ნოემბერი 2010 1,684,80015 მაისი 2011 1,684,80015 ნოემბერი 2011 1,684,80015 მაისი 2012 1,684,80015 ნოემბერი 2012 1,684,800

Page 9:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

15 მაისი 2013 1,684,80015 ნოემბერი 2013 1,684,400ჯამი 38,750,000

2.7. წინასწარი გადახდა

სესხის მიმღებს უფლება აქვს პროცენტის გადახდის რომელიმე დღეს, გამსესხებლისადმი ოცდაათი (30) დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე (რომელიც დაბრუნებას არ დაექვემდებარება), წინასწარ გადაიხადოს იმ დროისათვის აუთვისებელი სესხის ძირითადი თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ, მასზე დაგროვილ საპროცენტო განაკვეთთან ერთად. წინასწარ გადახდილი თანხის რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ მილიონ აშშ დოლარს (USD 1.000.000) და მიმართულ იქნას აუთვისებელი თანხის წინასწარ გადასახდელად სესხის დაფარვის ვადის მსვლელობის საწინააღმდეგო თანმიმდევრობით. წინასწარ გადახდილი თანხების ხელახალი სესხები დაუშვებელია.

2.8. ანულირება

პროცენტის გადახდის რომელიმე დღეს გამსესხებლისადმი არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, სესხის მიმღებს უფლება აქვს მოახდინოს სესხის ნაწილის ან მთელი რაოდენობის ანულირება. ანულირებული თანხის რაოდენობა თითოეულ ჯერზე არ შეიძლება იყოს ერთ მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები (USD 1.000.000).

1.9 სესხის ანგარიშიგამსესხებელი მსესხებლის სახელზე გახსნის და საკუთარ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში მუდმივად ასახავს ანგარიშს, რომელზეც ნაჩვენები იქნება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების ათვისება. სესხის დაბრუნება თუ წინასწარ გადახდა (თუ ასეთი არსებობს), საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა და მისი გადახდა და სხვა კანონიერად გადახდილი თანხები. სესხის გაცემისადმი გადასახდელ თანხებთან დაკავშირებით, ამ სასესხო ანგარიშის მონაცემები ჩაითვლება საბოლოოდ და მსესხებლისათვის სავალდებულოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოთვლებში აშკარა არითმეტიკული შეცდომას აქვს ადგილი.

3 გადასახადები და სხვა ხარჯები

1.1 შესატანები

(ა) [სესხებიდან პირველი თანხის მოხსნის დღეს, მსესხებელი გამსესხებელს გადაუხდის ე.წ. შეფასებით გადასახადს ასი ათასი აშშ დოლარის (USD 100,000) ოდენობით.]

(ბ) დაწყებული ევრობანკის სასესხო ხელშეკრულების თარიღიდან სამოცი (60) დღის შემდეგ, მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს გადაუხადოს ვალდებულების საკომისიო, რომლის რაოდენობა შეადგენს სესხის აუთვისებელი ნაწილის ნახევარ პროცენტს (5%) წელიწადში. საკომისიო გადასახადი გამოითვლება 360-დღიანი წელიწადის და დღეების იმ რაოდენობის საფუძელზე, რომლის განმავლობაშიც სესხის ეს აუთვისებელი ნაწილი მისი მიმღების განკარგულებაში იმყოფებოდა. ვალდებულების საკომისიოს გადახდა მოხდება პროცენტის გადახდის თითოეულ დღეს. დაწყებული პირველი ასეთი დღიდან, რომელშიც უშუალოდ მოსდევს ევრობანკის განახლებული სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღს.

3.. გადასახადები

მსესხებელი გაიღებს ყოველგვარ საგერბო და სხვა სახის ბეგარა-გადასახადებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ხელშეკრულების ოფიციალური აღსრულების, დანიშნულების ადგილზე გადაგზავნის, რეგისტრაციის, ძალაში შესვლის და იურიდიულად დაშვების პროცესში. თუ რაიმე ასეთ ხარჯს გაიღებს გამსესხებელი, მსესხებელი მოთხოვნისთანავე აუნაზღაურებს მას ამ დანახარჯებს.

Page 10:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

2. მხარეთა განაცხადები და გარანტიები

მსესხებელი წარმოადგენს და უზრუნველყოფს, რომ:

(ა) შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების აღსრულება, მხარეებისათვის გადაცემა და მისი შესრულება მსესხებლის ძალაუფლების და უფლებამოსილების ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება მსესხებლისათვის სავალდებულო რაიმე კანონით თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, ან მსესხებლის წესდებას ან სხვა დამფუძნებელ დოკუმენტებს.

(ბ) ეს შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულება მსესხებლისათვის წარმოადგენს კანონიერ და სავალდებულო მოვალეობას, რომლის შესრულება მოეთხოვება სესხის მიმღებს ამავე ხელშეკრულების პირობების მიხედვით.

(გ) მოპოვებული ან გაცემულია ამ ხელშეკრულების აღსრულების და განხორციელების, აგრეთვე მისი ამოქმედებისათვის საჭირო ყველა სამთავრობო ლიცეზია, თანხმობა, დასტური, შესრულდა რეგისტრაცია და კარტოთეკაში აღრიცხვა.

(დ) მსესხებელი წარმართავს საკუთარ საქმიანობას ყველა მოქმედი და მისთვის სავალდებულო კანონის და სხვა სახელმწიფო მითითების, დირექტივების და გაცხადებული პოლიტიკის (მიუხედავად იმისა, გააჩნიათ თუ არა კანონის ძალა) შესაბამისად და არ არსებობს მის მხრიდან რაიმე მისთვის სავალდებულო ხელშეკრულებით ან სხვა დოკუმენტის შეუსრულებლობის ფაქტი, გარდა ამისა, არ ხდება მე-5 პუნქტში მოცემული ხელშეკრულების შეუსრულებლობის რომელიმე ფაქტი ან ისეთი მოვლენა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ზემოთ აღნიშნულ ფაქტს გამოიწვევს.

(ე) რაიმე სასამართლოში, საარბიტრაჟო საბჭოში ან სამთავრობო უწყებაში მსესხებლის მონაწილეობით არ მიმდინარეობს და არც მომავლში ემუქრება პროცესი, რომელიც არა მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში. მატერიალურ ზეგავლენას მოახდენს მსესხებლის ფინანსურ და საოპერაციო მდგომარეობაზე.

3. შეთანხმებული პირობები

მხარეები ადასტურებენ, რომ განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 2.05.,2.06., 3.01.,3.02., 3.03., 3.04., და 3.05 პუნქტებით განსაზღვრული მოვალეობები, დაპირებები და ნაკისრი ვალდებულებები განიხილება წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად და მოქმედებს ამ ხელშეკრულების მხარეებს შორის იმავე ძალით, როგორც იმოქმედებდა მათი სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

4. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევები

6.1. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევებიგამსესხებელი და ბანკი თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევებად ჩაითვლება შემდეგი:

(ა) მსესხებელი არ გადაუხდის გამსესხებელს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე თანხას მითითებულ ვადებში.

(ბ) მსესხებელი არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაიმე ვალდებულებას (რომელიც განსხვავდება გადასახდელი თანხების დაფარვის ვალდებულებისაგან) და ამგვარი შეუსრულებლობა გრძელდება ოცდაათი (30) დღის მანძილზე.

(გ) მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული რაიმე განცხადება ან გაცემული გარანტია აღმოჩნდება არასწორი მათი გაცემის მომენტში.

(დ) ვალის გადახდის ვადის დადგომის მომენტში მსესხებელი აღმოჩნდება გადახდის უუნარო ან

Page 11:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

წერილობით აღიარება ამ ვალის გადახდის შეუძლებლობას ან მსესხებლის ან მისი კრედიტორების მიერ აღიძვრება სარჩელი მისი გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის თაობაზე (ან სხვა მგავსი პროცესის შესახებ ნებისმიერი სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით).

(ვ) მსესხებელი არ აღასრულებს საკუთარ ვალდებულებას რაიმე დავალიანებასთან მიმართებაში (იგულისხმება არა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება) ან დაუმტკიცდება პირობების შეუსრულებლობა რომელიმე სხვა ხელშეკრულების ძალით, რომლის მიხედვით მსესხებელს გააჩნია დავალიანება, რომელიც გრძელდება შესაბამის გადავადების პერიოდზე გაცილებით მეტ ხანს.

(ვ) მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობაში მოხდა ისეთი არასასურველი ცვლილება, რომელიც გამსესხებელ დასაბუთებულ საფუძველს აძლევს ჩათვალოს, რომ მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულება ნაკლებად მოსალოდნელია.

(ზ) მსესხებელი არღვევს განახლებული საპროექტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას.

6.2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევის შედეგები

იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება და გარკვეული დროით გაგრძელდება 5.01 პუნქტში აღნიშნული შეუსრულებლობის შემთხვევათაგან ერთ-ერთი, გამსესეხებელს უფლება აქვს, მსესხებლისადმი შეტყობინების გაგზავნის გზით. მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით ასათვისებელი თანხის ძირითადი რაოდენობის და მთელი დაგროვილი პროცენტის (ამ ხელშეკრულების მიხედვით დაგროვილ თუ სხვა მხრივ გადასახდელ დანარჩენ თანხებთან ერთად) დაუყოვნებელი გადახდა დამატებითი შეტყობინების საჭიროების გარეშე, რაც არ დაექვემდებარება რაიმე სახის სარჩელს. პრეტენზიას თუ პროტესტს მსესხებლის მხრიდან.

5. სხვადასხვა

7.1. ხელშეკრულების ვადები

წინამდებარე განახლებული მეორადი სასესხო ხელშეკრულება მოქმედებს სრული ძალით მანამ. სანამ დაიფარება ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დავალიანება მისივე პირობების თანახმად.

7.2 შეტყობინებები

განახლებულ მეორად სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებას უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმა და იგი დანიშნულების ადგილამდე მისულად ჩაითვლება, თუკი მეორე მხარეს გადაეცა პირადად, ფოსტით ან ფაქსით ქვემოთ მითითებულ შესაბამის მისამართზე (ან იმ მისამართზე, რომელსაც ეს მხარე წერილობით შეატყობინებს მეორეს).

7.3 უფლებაზე უარის თქმა

გამსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით მინიჭებული რაიმე უფლების, ძალაუფლების ან პრივილეგიების გამოუყენებლობა ან დაგვიანებით გამოყენება არ ნიშნავს ამ უფლებაზე უარის თქმას, ხოლო ასეთი უფლების, ძალაუფლების და პრივილეგიის ერთჯერადი ან ნაწილობრივი გამოყენება არ გამორიცხავს ასეთი ან სხვა სახის უფლების შემდგომში აღსრულებას.

7.4 სამართალმემკვიდრეები და რწმუნებულები

ეს ხელშეკრულება სავალდებულოა და სრული ძალით მოქმედებს ორივე მხარის შესაბამისი სამართალმემკვიდრეების და რწმუნებულებისათვის, მაგრამ მსესხებელს, გამსესხებლის და ბანკის მხრიდან წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ეკრძალება ამ ხელშეკრულებით

Page 12:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

გათვალისწინებული რაიმე უფლების ან მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემა ან გასხვისება.

7.5 შესწორება

განახლებულ მეორად სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ წერილობითი დოკუმენტის სახით, რომელსაც ხელმოწერით დაადასტურებენ მსესხებლის და გამსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლები, ბანკიდან შესაბამისი წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

7.6 მოქმედების უნარი

როცა რომელიმე, ამ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის ძალით, ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა უქმდება და არაკანონიერად ან ძალადაკარგულად ითვლება, მაშინ შენარჩუნდება და არანაირად არ შეილახება ყველა დანარჩენი პირობის კანონიერი მოქმედების უფლება და ძალაუფლება.

7.7 მოქმედი კანონმდებლობა და სამართალი წინამდებარე განახლებული მეორადი სასესხო ხელშეკრულება და მისი ინტერპრეტაცია ექვემდებარება საქართველოს კანონებს. გამსესხებლის შეხედულებისამებრ. დასაშვებია განახლებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების ამოქმედება საქართველოს სახელმწიფოს სასამართლოებში ან სამართლის აღმსრულებელ სხვა სასამართლოებში.

7.8 ძალაში შესვლა

ეს ხელშეკრულება ძალაში უნდა შევიდეს ამ თარიღიდან.

დასტურად ამისა, მხარეები, მოქმედებენ რა მათ სათანადო უფლებამოსილი წარმომადგენლების სახით, ხელმოწერით ადასტურებენ წინამდებარე განახლებულ საგარანტიო ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება ოთხ ასლად ქალაქ თბილისში (საქართველო), დასაწყისში მითითებული თარიღით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

უფლებამოსილი ხელმომწერი: ________________სახელი:

საქართველოუფლებამოსილი ხელმომწერი: ________________სახელი

მსესხებლისათვის:

შპს ენგურჰესი

ადრესატი: შპს ენგურჰესის გენერალური დირექტორიგალის რეგიონიდასახელება საბერიო

ტელეფონი: (995 77) 474229ტელეფაქსი: (995 215) 50029

გამსესხებლისთვის:

Page 13:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000(ელქტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაცია)

შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000-ის (ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაცია) გენერალური დირექტორი

თბილისი ბარათაშვილის 2ინდექსი: 380005ტელეფონი: (995 32) 936317ფაქსი: (995 32) 923748

(ოპერაციის ნომერი 734)

განახლებული სასესხო ხელშეკრულება

(ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსადა

შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000-ს(ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაცია)

შორის

დათარიღებული 2001 წლის -----------------------

სარჩევი

მუხლი 1 სტანდარტული წესები და პირობები განმარტებები; სათაურებიპუნქტი 1.01 სტანდარტული წესებისა და პირობების გამოყენებაპუნქტი 1.02 განმარტებებიპუნქტი 1.03 სათაურები

მუხლი II სესხის ძირითადი პირობები

პუნქტი 2.01 სესხის რაოდენობა და ვალუტაპუნქტი 2.02 სესხის სხვა ფინანსური პირობებიპუნქტი 2.03 თანხების გამოტანა და სპეციალური ანგარიშიპუნქტი 2.04 უფლებამოსილი წარმომადგენელი თანხების

გამოტანისათვის

მუხლი III პროექტის განხორციელება

პუნქტი 3.01 სხვა დამტკიცებული საპროექტო ვალდებულებები

მუხლი IV ფინანსური და ფუნქციონალური ვალდებულებები

პუნქტი 4.01 ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები პუნქტი 4.02 უარყოფითი ფინანსური ვალდებულებებიპუნქტი 4.03 ბიზნესისა და საქმიანობის წარმართვა

მუხლი V შეჩერება: სესხის დაფარვის ვადის შემცირება; ანულირება

პუნქტი 5.01 შეჩერებაპუნქტი 5.02 სესხის დაფარვის ვადის შემცირებაპუნქტი 5.03 ანულირება

Page 14:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

მუხლი VI ძალაში შესვლა/გადახდა

პუნქტი 6.01 ძალაში შესვლის წინაპირობანიპუნქტი 6.02 იურიდიული დასკვნაპუნქტი 6.03 სესხის შეწყვეტა ძალაში შეუსვლელობის გამო

მუხლი VII სხვადასხვა

პუნქტი 7.01 კორესპონდენციაპუნქტი 7.02 საკომისიო გადასახადები და ხარჯებიპუნქტი 7.03 მემკვიდრეები და სამართალმემკვიდრეები

დანართი 1 პროექტის აღწერა

ნაწილი ა ინსტიტუციონალური კომპონენტინაწილი ბ საინვესტიციო კომპონენტები

დანართი 2 კატეგორიები და გადახდები

დანართი 3 სპეციალური ანგარიში

განახლებული სასესხო ხელშეკრულება

2001 წლის __________ ხელშეკრულება შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000-ს (ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეტჩერიზაცია), შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რომელიც ჩამოყალიბებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით (“მსესხებელი”) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (“ბანკი”) შორის.

პრეამბულა

ვინაიდან, ბანკი შეიქმნა, რათა დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გამტარებელ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ღია ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად და კერძო და სამეწარმეო ინიციატივების წახალისების მიზნით, დააფინანსოს კონკრეტული პროექტები.

ვინაიდან, 1998 წლის 22 დეკემბერს ბანკმა სახელმწიფო კომპანია საქენერგოსთან დადო მუდმივ პროცენტიანი სასესხო ხელშეკრულება, როგორც ეს შესწორებულია 2000 წლის 31 იანვრის შესწორების ხელშეკრულებით (“სასესხო ხელშეკრულება”), რის მიხედვითაც ბანკი თანახმაა, საქართველოში ენერგიის გამანაწილებელი სექტორის პრივატიზაციის მხარდასაჭერად, მაგენერირებელი სიმძლავრეების რეაბილიტაციის საშუალებით არსებული სიმძლავრის გაზრდის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის (“პროექტი”) საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო კომპანია საქენერგოს ასესხოს ოცდათვრამეტი მილიონ შვიდასორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი (38.750.000 აშშ დოლარი) (“სესხი”);

ვინაიდან 1998 წლის 22 დეკემბერს ბანკმა სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციასთან დადო საპროექტო ხელშეკრულება (“საპროექტო ხელშეკრულება”), რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაცია თანახმაა სახელმწიფო კომპანია საქენერგოს დახმარებით და სესხის სახსრების კონკრეტული გამოყენებით განახორციელოს პროექტი, და საქენერგოსა და საქენერგოგენერაციას შორის დადებული შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულებით სესხის შემოსავლები ხელმისაწვდომი გახდა საქენერგოგენერაციისათვის პროექტის განხორციელების მიზნებისათვის.

ვინაიდან, 1998 წლის 22 დეკემბერს ბანკმა დადო საგარანტიო ხელშეკრულება (“საგარანტიო ხელშეკრულება”) საქართველოსთან (“გარანტი”) რომლის მიხედვითაც გარანტი დათანხმდა

Page 15:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

უზრუნველყოს გარანტია სახელმწიფო კომპანია საქენერგოს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე და სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციის საპროექტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ვინაიდან, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ცვლილებების შედეგად და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულების თანახმად სახელმწიფო კომპანია საქენერგო და სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაცია გარდაიქმნენ ახალ იურიდიულ პირებად, მსესხებლის ჩათვლით.

ვინაიდან, ბანკი და მსესხებელი შეთანხმდნენ ამ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით მსესხებელმა თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფო კომპანია საქენერგოს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა უფლება და ვალდებულება, როგორც ეს ამ ხელშეკრულებით არის შეცვლილი

ვინაიდან, იმ დღიდან, როდესაც შპს ენგურჰესმა (“საპროექტო კომპანია”) და ბანკს შორის დაიდო განახლებული საპროექტო ხელშეკრულება (“განახლებული საპროექტო ხელშეკრულება”), რომლის მიხედვითაც ბანკი დათანხმდა, რომ საპროექტო კომპანიის (და იმის დაქვემდებარებულ კომპანიებს) თავის თავზე აეღო სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციის საპროექტო ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები, როგორც ეს შესწორებულია განახლებული საპროექტო ხელშეკრულებით და საპროექტო კომპანიამ და მისმა დაქვემდებარებულმა კომპანიებმა თავი თავზე აიღო სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციის უფლებები და ვალდებულებები, როგორც ეს შესწორებულია განახლებული საპროექტო ხელშეკრულებით;

ვინაიდან, იმ დღიდან, როდესაც გარანტსა და ბანკს შორის დაიდო განახლებული საგარანტიო ხელშეკრულება (“განათლებული საგარანტიო ხელშეკრულება”), რომლის მიხედვითაც გარანტი თანახმაა, უზრუნველყოს მსესხებლის ვალდებულებების გარანტია ამ ხელშეკრულების მიხედვით და საპროექტო კომპანიის ფინანსური ვალდებულებები განახლებული საპროექტო ხელშეკრულების მიხედვით;

ვინაიდან, საპროექტო კომპანია და ევროგაერთიანება შეთანხმდნენ გრანტის ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა 2000 წლის 24 ნოემბერს, (“პირველი ევროგაერთიანების გრანტის ხელშეკრულება”), რომლის მიხედვითაც ევროგაერთიანება თანახმაა საპროექტო კომპანიას გადასცეს გრანტი ხუთი მილიონი ევროს (5,000,000 ევრო) ოდენობით;

ვინაიდან, საპროექტო კომპანია და ევროგაერთიანება აპირებენ გააფორმონ მეორე გრანტის ხელშეკრულება (“მეორე ევროგაერთიანების გრანტის ხელშეკრულება”), რომლის მიხედვითაც ევროგაერთიანება საპროექტო კომპანიას უზრუნველყოფს მეორე გრანტით ხუთი მილიონი ევროს (5.000.000 ევრო) ოდენობით:

ვინაიდან, საპროექტო კომპანია შემოიტანს საკუთარ ფონდებს თოთხმეტი მილიონ ხუთასი ათასი აშშ დოლარის (14,500,000) აშშ დოლარი) ოდენობით.

ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 ივლისის N 740 ბრძანებულების (“ბრძანებულება”) მიხედვით, საქართველოს ენერგო სექტორის ეფექტური მართვის მიზნებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა განახორციელონ მსესხებლის გაერთიანება სს “ელექტროგადაცემასთან”; და

ვინაიდან, კომპანიამ, რომელიც ჩამოყალიბდა მსესხებლის სს “ელექტროგადაცემასთან” (“სამართალმემკვიდრე კომპანია”) გაერთიანებით, თავის თავზე უნდა აიღოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მსესხებლის ყველა უფლება და ვალდებულება.

მუხლი I- სტანდარტული წესები და პირობები, განმარტებები; სათაურები

Page 16:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

პუნქტი 1.01. სტანდარტული წესებისა და პირობების გამოყენება

ბანკის 1999 წლის თებერვლით დათარიღებული “სტანდარტული წესების და პირობების” ყველა პირობა ჩართულია წინამდებარე ხელშეკრულებაში და შეეხება მას იმავე ძალით და მნიშვნელობით, როგორც შეეხებოდა იმ შემთხვევაში, თუ სრული სახით აქვე იქნებოდა მოცემული (ასეთი პირობები შემდგომში მოიხსენიება როგორც “სტანდარტული წესები და პირობები”).

პუნქტი 1.02. განმარტებები

ამ ხელშეკრულებაში და ცხრილებში გამოყენებული ტერმინებს, თუ სხვაგვარად არა არის განსაზღვრული, აქვთ პრეამბულაში მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები. სტანდარტული წესებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ აქვე მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები და შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

“შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულება”

ნიშნავს სესესხო ხელშეკრულებას, რომელიც უნდა დაიდოს მსესხებელსა და საპროექტო კომპანიას შორის ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, რომლის მიხედვით მსესეხებელმა და საპროექტო კომპანიამ თავის თავზე უნდა აიღონ სახელმწიფო კომპანია საქენერგოს და სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციიის შესაბამისი უფლებები და ვალდებულებები, რადგან ეს შეიძლება, შეიცვალოს პერიოდულად

“მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი”

ნიშნავს საპროექტო კომპანიის გენერალურ დირექტორს;

“ვალი” ნიშნავს მსესხებლის ნებისმიერ ვალს, რომლის დაფარვის ხანგრძლივობა აღმატება ერთ (1) წელიწადს ვალის აღების დღიდან.

“ვალის მომსახურების ანგარიში” ნიშნავს აგარიშს, რომელიც უნდა შექმნას საპროექტო კომპანიამ იმ თანხების მისაღებად, რაც აუცილებელია ვალის მომსახურებისათვის ამ ხელშეკრულების პუქტის 3.01 (იიი) და განახლებული საპროექტო ხელშეკრულების მიხედვით.

“ვალის მომსახურების მოთხოვნა ნიშნავს საპროცენტო განაკვეთსა და ვალის სხვა მომსახურების გადასახადების (არსებობის შემთხვევაში ამორტიზაციის ფონდის გადადასახადის ჩათვლით) ჯამურ თანხას;

“ბრძანებულება” აქვს ამ ხელშეკრულების პრეამბულაში მინიჭებული მნიშვნელობა

“ევრო” ან “EUR” ნიშნავს ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების კანონიერ ვალუტას, რომლებიც ევროპის საზოგადრების ჩამოყალიბების ხელშეკრულების მიხედვით აღიარებენ ერთიან ვალუტას, როგორც ეს შესწორებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მიხედვით;

“ენგურჰესი” ნიშნავს ენგურის ჰიდროელექტოსადგურს (ენგურჰესი), მის დაქვემდებარებულ

Page 17:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

კომპანიებთან ერთად, რომელიც დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულებთ;

“ფინანსური ხელშეკრულებები” ნიშნავს ამ ხელშეკრულებას განახლებული საგარანტიო ხელშეკრულებას, განახლებულ საპროექტო ხელშეკრულებას და შესწორებულ მეორად სასესხო ხელშეკრულებას, რადგან ეს შეიძლება შესწორდეს პერიოდულად;

“ფინანსური წელი ან ფწ” ნიშნავს მსესხებლის ან საპროექტო კომპანიის ფისკალურ წელს. რომელიც იწყება ყოველ წლის 1 იანვარს;

“საყოველთაოდ მიღებული საბუღალტრო აღრიცხვის ნორმები”

ნიშნავს საბუღალტრრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ გამოცემულ შეთანხებულად გამოყენებულ საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს;

“სემეკ”-ი ნიშნავს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ენერგოსექტორში ლიცენზიების გაცემასა და ტარიფების რეგულირებაზე;

“საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი” ან “სესბ”

ნიშნავს საქართველოს ენერგო სექტორში მოქმედი და ფონდების საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ანგარშგებაზე, მართვაზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების კავშირს;

“გრანტები” ნიშნავს ევროგაერთიანებიდან, იაპონია-ევროპის თანამშრომლობის ფონიდან (KFW)-დან მიღებულ ფონდებს;

“საგარანტიო ხელშეკრულება” აქვს ამ ხელშეკრულების პრეამბულაში მინიჭებული მნიშვნელობა;

“გარანტი” აქვს ამ ხელშეკრულების პრეამბულაში მინიჭებული მნიშვნელობა;

“დამოუკიდებეოლი ინჟინერი” ან “IE” ნიშნავს კვალიფიცირებულ უცხოურ საკონსულტაციო ფირმას, რომელიც მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი ინჟინერი და დამქირავებლის წარმომადგენელი, როგორც ეს განსაზღვრულია “ელექტრომექანიკური სამუშაოების”, “საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამუშაოების” და “პროექტირება-მშენებლობისა და ექსლუატაციაში გადაცემის” კონტრაქტებისათვის FIDIC-ის პირობების გამოყენების სახელმძღვანელოში;

“KFW” ნიშნავს Kreditanstalt Fur Wiederaurbau-ს;“KWh” ნიშნავს კილოვატსაათს;“ლარი” ნიშნავს საქართველოს კანონიერ ვალუტას;“სესხის ვალუტა” ნიშნავს აშშ დოლარს;“განახლებული საგარანტიო ხელშეკრულება”

აქვს ამ შეთანხმების პრეამბულაში მინიჭებული მნიშნელობა;

“განახლებული საპროექტო აქვს ამ შეთანხმების პრეამბულაში

Page 18:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ხელშეკრულება” მინიჭებული მნიშვნელობა;“ექსპეტრთა საბჭო” ნიშნავს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც

დანიშნულია განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 2.02 (კ) პუნქტის მიხედვით;

“პაბ”-ი ნიშნავს პროექტის აღმასარულებელ ბიუროს, რომელიც ჩამოყალიბდა და მოქმედებს, როგორც საპროექტო კომპანიის მხარე, განახლებული საპროექტო ხელშეკრულების პუნქტი 2.05-ის შესაბამისად;

“პაბ-ის საბიუჯეტო ანგარიში” ნიშნავს ადგილობრივ ანგარიშს, რომელზეც ირიცხება პაბ-ის პროექტის მართვის სამუშაოების ადგილობრივი ხარჯების დასაფარავად გამოყოფილი ფონდები. მგზავრობისა და ენგურჰესის მიერ დაფინანსებული საოფისე აღჭურვილობის ჩათვლით;

“ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები” ნიშნავს საპროექტო კომპანიის მიერ დადებულ და მომავალში დასადებ და სემეკის მიერ დამტკიცებულ ხელშეკრულებებს, ენერგიის მიწოდების შესახებ შესაბამის ხარჯებზე დაფუძნებული ფასით, ტარიფის დადგენის ფორმულის ჩათვლით, რომლებიც დამტკიცებულია სემეკ-ის მიერ, ბანკისათვის მისაღები ფორმით

“ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტის განახლებული სასესხო ხელშეკრულება”

ნიშნავს ბანკს, გარანტსა და მსესეხებელს შორის დასადებ სასესხო ხელშეკრულებას, რომელმაც უნდა შეიტანოს შესწორებები ბანკს, გარანტსა და სახელმწიფო კომპანია საქენერგოს შორის 1994 წლის 19 დეკეემბერს სასესხო ხელშეკრულების პირობებში;

“პროექტი” ნიშნავს პროექტს როგორც ეს აღწერილია დანართში 1;

“საპროექტო ანგარიში” ნიშნავს ანგარიშს, რომელიც შექმნილია საპროექტო კომპანიის მიერ, რათა მიიღოს ფულადი სახსრები ადგილობრივი ხარჯების დასაფარავად ამ ხელშეკრულების პუნქტის 3.01 (დ) (ივ) და განახლებული საპროექტო ხელშეკრულების შესაბამისად

“საპროექტო კომპანია” აქვს ამ შეთანხმების პრეამბულაში მინიჭებული მნიშვნელობა

“შემოსავლების დაგროვების ანგარიში” ნიშნავს საპროექტო კომპანიის მიერ, განახლებული საპროექტო ხელშეკრულების თავი 2.02 (ზ) შესაბამისად, ყველა წყაროდან მიღებული შემოსავლების მისაღებად გახსნილ ანგარიშს;

“სპეციალური ანგარიში” ნიშნავს სპეციალურ ანგარიშს ამ ხელშეკრულების პუნქტის 2.03 და დანართი 3-ის მიხედვით;

“მეორადი სესხი” ნიშნავს მსესხებლის მიერ საპროექტო

Page 19:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

კომპანიისადმი შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების მიხედვით გადაცემულ სესხს;

“ტელეგანაკვეთების გვერდი 3750” ნიშნავს ლონდონის ბანკთაშორისი ბირჟის “ეკრანულ გვერდს, რომელზეც მოცემულია მთავარი ბანკების მიერ შემოთავაზებული განაკვეთები (ცნობილი როგორც “LIBOR”) დეპოზიტორებისათვის სესხის ვალუტაში, იგი მონიშნულია როგორც ტელეგანაკვეთების მომსახურების გვერდი 3750 (ან სხვა ასეთი გვერდი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს გვერდი 3750), სესხის ვალუტაში დეპოზიტისათვის ამ LIBOR-ის განაკვეთების ეკრანზე ჩვენების მიზნით.

“აშშ ცენტები” ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების კანონიერი ვალუტის ერთი ცენტი ერთეულებს; და

“აშშ დოლარები” ან “USA” ნიშნავს ამერიკის შეერთებუოლი შტატების კანონეირ ვალუტას;

პუნქტი 10.03 სათაურები

მუხლებისა და პუნქტების სათაურები, ისევე როგორც სარჩევი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მიმართვის მოხერხებულობისთვის და არ უნდა იქნას გამოყენებული სასესხო ხელშეკრულების ინტერპრეტაციის მიზნით.

მუხლი 2 – სესხის ძირითადი პირობები

პუნქტი 2.01. სესხის რაოდენობა და ვალუტა

ამრიგად, ბანკი თანახმაა, რომ მსესხებელმა თავის თავზე აიღოს და მსესხებელი.,როგორც ეს შესწორებულია ამ ხელშეკრულებით თავის თავზე იღებს სახელმწიფო საწარმო საქენერგოს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებას შეზღუდვის გარეშე, მათ შორის საპროექტო კომპანიაზე სესხის მიწოდების ვალდებულებას, საპროექტო კომპანიის მიერ პროექტის დასრულების უზრუნველყოფას და ბანკისადმი გადასახდელი ძირითადი თანხის ოცდათვრამეტი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარის (38.750.000 აშშ დოლარის) დაბრუნებას.

პუნქტი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები

ა) სესხის გამოტანის მინიმალური რაოდენობა(იხ. სტანდარტული წესები და პირობები, პუნქტი 3.01 (ბ))

სესხის გამოტანის მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს ასი ათასი აშშ დოლარი (100,000 აშშ დოლარი, გარდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის პირდაპირი გადახდისათვის განკუთვნილი თანხისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მინიმუმ ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარის (50,000 აშშ დოლარი) ოდენობით.

ბ) წინასწარი გადახდის მინიმალური თანხა(იხ. სტანდარტული წესები და პირობები, პუნქტი 3.07 (დ))

წინასწარი გადახდის მინიმალური თანხა უნდა იყოს ერთი მილიონი აშშ დოლარი (1,000,000 აშშ დოლარი).

გ) სესხის ანულირების მინიმალური თანხა

Page 20:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(იხ. სტანდარტული წესები და პირობები, პუნქტი 3.08 (ა))

სესხის ანულირების მინიმალური თანხა უნდა იყოს ერთი მილიონი აშშ დოლარი (1,000,000 აშშ დოლარი).

დ) სესხის პროცენტისა და ძირითადი თანხის დაბრუნების თარიღები

პროცენტის გადახდისა და სესხის დაბრუნების თარიღები უნდა იყოს 25 მაისი და 25 ნოემბერი. მსესხებელმა უნდა დააბრუნოს სესხი ქვემოთ მოყვანილი სესხის დაბრუნების გრაფიკის მიხედვით:

გადახდის თარიღი გადასახდელი თანხა აშშ დოლარებში

25 ნოემბერი 2002 1,684,80025 მაისი 2003 1,684,80025 ნოემბერი 2003 1,684,80025 მაისი 2004 1,684,80025 ნოემბერი 2004 1,684,80025 მაისი 2005 1,684,80025 ნოემბერი 2005 1,684,80025 მაისი 2006 1,684,80025 ნოემბერი 2006 1,684,80025 მაისი 2007 1,684,80025 ნოემბერი 2007 1,684,80025 მაისი 2008 1,684,80025 ნოემბერი 2008 1,684,80025 მაისი 2009 1,684,80025 ნოემბერი 2009 1,684,80025 მაისი 2010 1,684,80025 ნოემბერი 2010 1,684,80025 მაისი 2011 1,684,80025 ნოემბერი 2011 1,684,80025 მაისი 2012 1,684,80025 ნოემბერი 2012 1,684,80025 მაისი 2013 1,684,80025 ნოემბერი 2013 1,684,400ჯამი 38,750,000

ე) სესხის ათვისების ბოლო ვადაა (იხილ. სტანდარტული წესები და პირობები პუნქტი 3.01 (ა))

სესხის ათვისების ბოლო ვადაა 2002 წლის 30 ივნისი. თუ ასათვისებელი თანხა ან მისი რომელიმე ნაწილი ექვემდებარება ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს, მაშინ ათვისების ბოლო ვადის გადავადება გამოიწვევს დამატებითი ხარჯების აკუმულირებას, რომელიც მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა დაფაროს.

ვ) სავალდებულო გადასახადი აუთვისებელ თანხაზე (იხილ. სტანდარტული წესები და პირობები, პუნქტი 3.05 (ა)).

სავალდებულო გადასახადი აუთვისებელ თანხაზე შეადგენს წლიური ერთი პროცენტის ნახევარს (5%).

ზ) საპროცენტო განაკვეთი

Page 21:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

სესხის საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს შვიდ მთელ სამ მეათედ პროცენტს (7, 30%) წლიურად, რაც წარმოადგენს შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთისა და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის დასადგენად გამოყენებული ზღვარის ჯამს. შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ბანკისათვის მისაღები განაკვეთია, როგორც სასესხო ხელშეკრულების თარიღი არის ექვსი მთელი სამი მეათედი პროცენტი (6.30%) წლიურად.

პუნქტი 2.03. თანხების გამოტანა და სპეციალური ანგარიში

(ა) აუთვისებელი ნაწილი შეიძლება პერიოდულად იქნას ათვისებული ამ ხელშეკრულების დანართი 2-ის პირობების შესაბამისად, და იმ ხარჯების დასაფარავად, რომლებიც მსესხებელმა გასწია (ან რომელსაც მსესხებელი გასწევს ბანკის თანხმობის შემთხვევაში) პროექტის განხორციელებისათვის ღირებულების საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ღირებულების შესაბამისად, თუ კი ამ კომპონენტების დაფინანსება დადგენილია სესხის მიერ.

ბ) მსესხებელმა საპროექტო კომპანიას, პროექტის მიზნებისათვის უნდა შეანარჩუნებინოს საპროექტო კომპანიის მიერ ბანკისათვის მისაღებ კომერციულ ბანკში ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი პირობებითა და წესებით გახსნილი სადეპოზიტო ანგარიში, მისი გაუქმებისა და ყადაღის დადებისაგან დაცვის ჩათვლით “სპეციალური ანგარიში”) როდესაც მსესხებელს სურს შეიტანოს თანხები ან მოახდინოს პირდაპირი გადახდები სპეციალურ ანგარიშიდან (ნაცვლად ამ ქვეპუნქტში (ა) აღნიშნული მექანიზმის გამოყენებისა). ეს გადახდები უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულების დანართი 3–ის მიხედვით.

პუნქტი 2.04. უფლებამოსილი წარმოდგენილი თანხების გამოტანისათვის

საპროექტო კომპანიის გენერალური დირექტორი ინიშნება მსესხებლის უფლებამოსილ წარმომადგენლად იმ მიზნების განსახორციელებლად რომლებიც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების პუნქტის 2.03 (ა) და სტანდარტული წესების და პირობების პუნქტების 3.01 და 3.02 მიხედვით

მუხლი III – პროექტის განხორციელება

პუნქტი 3.01. სხვა დამტკიცებული საპროექტო ვალდებულებები

სტანდარტული წესების და პირობების მუხლში IV მოცემულ ღონისძიებებთან ერთად, მსესხებელმა, თუკი ბანკი სხვანაირად არ ისურვებს, უნდა:

(ა) მიაწოდოს სესხის სახსრები საპროექტო კომპანიას შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების თანახმად, მასში სესხისათვის განსაზღვრული პირობებითა და წესებით და დამატებითი ათვისებული და ასათვისებელი სესხის რაოდენობის ერთი პროცენტის (1%) წლიური გადასახადის ჩათვლით, რომელიც გარანტიისათვის გადახდილია პერიოდულად, როგორც გარანტისათვის სესხის საგარანტიო გადასახადი

(ბ) იმოქმედოს შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად ისეთი ფორმით, რომ დაიცვას მსესხებელისა და ბანკის ინტერესები, შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სრულად განახორციელოს სესხის მიზნები: და არ შეცვალოს, არ გააუქმოს, ან არ უგულვებელყოს შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულება და მასში მოცემული არც ერთი პირობა;

(გ) აიძულოს საპროექტო კომპანია, იმოქმედოს განახლებული საპროექტო ხელშეკრულების შესაბამისად და შეასრულოს საპროექტო კომპანიის მიერ აღებული ყველა ვალდებულება, მათ შორის ის ვალდებულებები, რომელიც უკავშირდება:

(i) პროექტის განხორციელების განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 2.02 და 2.03 პუნქტების შესაბამისად, კერძოდ შემოსავლების დაგროვების ანგარშის, პროექტის ანგარიშის, ვალის მომსახურების ანგარიშისა და პაბ-ის ბიუჯეტის ანგარიშის გახსნას და მომსახურებას, რომელთა ადმინისტრირებას განახორციელებს პაბ-ი;

Page 22:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(ii) პროექტისათვის მასალების, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვას განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 2.04 პუნქტის შესაბამისად:

(iii) პაბ-ის შენარჩუნებას პროექტის განხორციელების მანძილზე, განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 2.05 პუნქტის შესაბამისად;

(iv) გარემოს დაცვით საკითხებს, როგორც ეს მოთხოვნილია განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 2.06 პუნქტის შესაბამისად;

(v) პროექტის განხორციელების მხარდაჭერის მიზნით კონსულტანტების დაქირავებას და გამოყენებას განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 2.07 პუნქტის შესაბამისად;

(vi) იმ ანგარიშების მომზადებასა და ბანკისათვის მიწოდებას, რომლებიც უკავშირდება პროექტსა და საპროექტო კომპანიის საქმიანობას, გარემოს დაცვის შესახებ ანგარიშების ჩათვლით, განახლებული საპროექტო ხელშეკრულების პუნქტის 2.08 შესაბამისად;

(vii) პროცედურების, ჩანაწერებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სწორად წარმოებას, წლიური ფინანსური აღრიცხვების მომზადებას, მათ აუდიტსა და აუდიტირებული მონაცემების ისევე, როგორც პროექტისა და პროექტის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ბანკისათვის მიწოდებას განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 3.01 პუნქტის შესაბამისად; და

(viii) პროექტისა და საპროექტო კომპანიის საფინანსო და საოპერაციო საკითხებთან დაკავშირებული ყველა შეთანხმების შესრულებას, განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 3.01., 3.02.,3.03., და 3.04 პუნქტების შესაბამისად;

(დ) პროექტის დასრულებისათვის საკმარისი ფონდების მოზიდვის მიზნით განახორციელოს ან საპროექტო კომპანიას განახორცილებინოს ყველა დამატებითი ქმედება მათ შორის:

(i) უზრუნველყოს საპროექტო კომპანიის მიერ სემეკისათვის ისეთი სატარიფო განაცხადის წარმოდგენა, რომელიც საკმარისად დაადასტურებს ისეთი ტარიფის დადგენის აუცილებლობას, რომელიც საპროექტო კომპანიას მისცემს საპროექტო ხელშეკრულების პუნქტით 3.03 განსაზღვრული ფინანსური ვალდებულებების შესრულების და 2002 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის საშუალო საბითუმო ფასის არანაკლებ 15 ცენტი/კვტსთ-ის მიღწევის საშუალებას და ამ დროიდან იგი გაიზრდება ან დარჩება აღნიშნულ დონეზე და საპროექტო კომპანია ამ სატარიფო განაცხადებს განსახილველად წარუდგენს ბანკს თითოეული წლის 1 მარტისათვის.

(ii) უზრუნველყოს საპროექტო კომპანიის მიერ გადახდის ისეთი წესის შენარჩუნება, რომლის მიხედვით შერჩეული საბოლოო მომხმარებლისაგან, საბითუმო ბაზრიდან, საბიუჯეტო კომპანიებიდან და ორგანიზაციებიდან და გამანაწილებელი კომპანიებიდან მიღებული თანხები ჩაირიცხება შემოსავლების დაგროვების ანგარიშზე, რომელიც პირველ რიგში გამოყენებული იქნება სესხის მომსახურების ანგარიშზე სესხის მომსახურების თანხის გადასახდელად, რომლის ჯამური რაოდენობა ექვივალენტურია ექვსი (6) თვის განმავლობაში სესხის მომსახურეობის მინიმალური მოთხოვნისა, იმ დრომდე სანამ შემოსავლები პროექტის ანგარიშიდან და საპროექტო კომპანიის სხვა ანგარიშებიდან გადანაწილდება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის სხვა ერთეულებისათვის გათვალისწინებული გადასახადებისათვის;

(iii) უზრუნველყოს საპროექტო კომპანიის მიერ პროექტის ანგარიშის შენარჩუნება, რომელიც როგორც ეს განსაზღვრულია განახლებულ საპროექტო ხელშეკრულებაში, გამოიყენება პროექტის ადგილობრივი ხარჯების დასაფარავად განკუთვნილი ფონდების აკუმულირებისათვის, ასეთი პროექტის ანგარიში მოითხოვს ორი მხარის ხელმოწერას: ერთი (1) დანიშნული სესხის ამღების და ერთი (1) დანიშნული საპროექტო კომპანიის;

Page 23:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(ე) ენგურჰესის მიერ ექვსი (6) თანმიმდევრული თვის ან ბანკთან შეთანხმებულ სხვა პერიოდების განმავლობაში ენერგიის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, დააწესებს არაუმეტეს 0.08 აშშ ცენტი კვტ/სთ-ისა დამატებით გადასახადს ყველა საბითუმო მომხმარებელზე მისაწოდებელ ელექტროენერგიაზე, როგორც ეს შეთანხმებულია სემეკ-თან და ბანკთან, იმისათვის, რომ დააბრუნოს სესხი ამ გადასახადებიდან მიღებული დამატებითი ფულადი შემოსავლების გამოყენებით და გადარიცხოს ამ გადასახადებით მიღებული სახსრები ვალის მომსახურების ანგარიშის საშუალებით და

(ვ) დროდადრო აცნობოს ბანკს სამართალმემკვიდრე კომპანიის შექმნის დასრულებისათვის და გაერთიანების ჩამოყალიბებისათვის ბრძანებულების შესაბამისად გადადგმული ყველა ნაბიჯის შესახებ აცნობოს ბანკს გაერთიანების ჩამოყალიბების თარიღი, გაერთიანების ჩამოყალიბების თარიღად მინიმუმ ოცდაათი (30) დღით ადრე, გაერთიანების ჩამოყალიბებიდან ხუთი (5) დღის განმავლობაში დაადასტუროს, რომ სამართალმემკვიდრე კომპანიამ მემკვიდრეობით მიიღო მსესხებლის ყველა უფლება და მოვალეობა და ოცდაათი (30) დღის განმავლობაში მიაწოდოს ბანკს ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი სახის დასკვნითი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გაერთიანებასა და სამართალმემკვიდრე კომპანიის მიერ ყველა უფლებისა და ვალდებულების მემკვიდრეობით მიღებას.

მუხლი IV- ფინანსური და ფუნქციონალური ვალდებულებები

პუნქტი 4.01. ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები

ა) მსესხებელმა უნდა განახორციელოს პროცედურები, აწარმოოს ჩანაწერები და აღრიცხვიანობა საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის წესების შესაბამისად, რათა დამაკმაყოფილებლად აისახოს მსესხებლის და მისი დაქვემდებარებული კომპანიების (არსებობის შემთხვევაში) მუშაობა და ფინანსური მდგომარეობა და განხორციელდეს პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და აღწერა (მისგან წარმოშობილი ხარჯებისა და შემოსავლების ჩათვლით)

ბ) მსესხებელი:

(i) უნდა ინახავდეს ჩანაწერებს, ანგარიშებს და ფინანსურ ანგარიშებს (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიში) და სხვა შესაბამის ანგარიშებს თითოეული ფინანსური წლისათვის, რომელთა აუდირება უნდა მოხდეს საყოველთაოდ მიღებული საბუღალტრო აღრიცხვის ნორმების მიხედვით, ბანკისათვის მისაღები აუდიტორების მიერ.

(ii) რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არა უგვიანეს ექვსი (6) თვისა ყოველი ფინანსური წლის დასრულებიდან, მიაწვდის ბანკს (ა) ფინანსური წლისათვის აუდირებული ფინანსური ანგარიშების დამოწმებულ ასლებს და (ბ) ნახსენები აუდიტორების მიერ შესრულებულ აუდიტორულ ანგარიშს, ისეთი მოცულობითა და დეტალურობით, როგორც ამას მოთხოვს ბანკი და (გ) ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის აღრიცხვას მსესხებელსა და თითოეულ მის დაქვემდებარებულ საწარმოსა და ფილიალს შორის;(iii) ყოველი კალენდარული კვარტლის ბოლო (30) დღის განმავლობაში მიაწვდის ბანკს ანგარიშს ყოველი კატეგორიის მომხმარებლიდან ფულის კვარტალური ამოღების შესრულების შესახებ, ასეთ ანგარიშს უნდა ჰქონდეს ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმა; და

(iv) მიაწვდის ბანკს ამ ჩანაწერებთან, ანგარიშებთან, ფინანსურ ანგარიშებთან და აუდიტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელსაც ბანკი პერიოდულად მოითხოვს.

პუნქტი 4.02 უარყოფითი ფინანსური პირობები

(ა) მსესხებელმა, თუკი ბანკი სხვაგვარად არ მიიჩნევს, არ უნდა განახორციელოს ქვემოთ

Page 24:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

მოყვანილი ქმედებები, გარდა ჩვეულებრივი საქმიანობისა, და უნდა მიწოდოს ბანკს ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ბანკი მოითხოვს.

(i) ხელშეკრულების ან შეთანხმების დადება, რომელიც გამოიწვევს რაიმე სახით ან ფორმით, სხვა პირის, მათ შორის დაქვემდებარებული და ფილიალი კომპანიების, რაიმე ფინანსური ან სხვა სახის ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე აღებას;

(ii) გარდა ჩვეულებრივი საქმიანობისა, ნებისმიერ პირთან ნებისმიერი ჩვეულებრივი კომერციულ პირობებით და ორმხრივად მისაღები პირობებით გარიგების დადება. ერთპიროვნული და ექსკლუზიური შემსყიდველი და გამყიდველი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, ხელშეკრულებების დადება, რომელთა მიხედვით მსესხებელმა რაიმეს შესასყიდად შესაძლებელია გადაიხადოს ჩვეულებრივ კომერციულ ფასზე მეტი ან შესაძლებელია თავისი პროდუქციის რეალიზაციის სანაცვლოდ მიიღოს ჩვეულებრივ კომერციულ ფასზე ნაკლები (ნორმალური სავაჭრო ფასდაკლების გათვალისწინებით);

(iii) პარტნიორობის, მოგების განაწილების ან საიჯარო შეთანხმების ან მსგავსი ხელშეკრულებების დადება, რომლის მიხედვით მსესხებლის მოგება და შემოსავალი იყოფა ან შეიძლება გაიყოს რომელიმე სხვა პირთან;

(iv) რაიმე ვალის წინასწარი გადახდა (ნებაყოფილობით თუ მის გარეშე) ან მისი ხელახალი შესყიდვა (სესხის გარდა), ან ნებისმიერი ასეთი ვალის ხელახალი გადახდა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ბანკი ამგვარად მოითხოვს, როდესაც ერთდროულად უნდა მოხდეს ძირითადი თანხის პროპორციული წინასწარი ან ხელახალი გადახდა და შემდეგ სესხის გადაუხდელი ნაწილის გადახდა, სტანდარტული წესებისა და პირობების დოკუმენტის 3.07 პუნქტით გათვალისწინებული წესის მიხედვით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინასწარ დასაფარავი თანხა ნაკლებია წინასწარ დასაფარავი მინიმალურ მოთხოვნილ თანხაზე);

(v) ყველა თავისი აქტივის ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გაყიდვა, გადაცემა, გაქირავება (მიუხედავად იმისა, იგი განხორციელდება რამოდენიმე შეთანხმებით თუ ერთი შეთანხმებით); ან

(vi) გაერთიანების, კონსოლიდაციის ან რეორგანიზაციის განხორციელება ან ნებართვის დაშვება.

(ბ) მსესხებელი, თუ მან ბანკს მინიმუმ ოცდაათი (30) დღით ადრე არ აცნობა ამის შესახებ, არ გადადგამს არც ერთ ქვემოთ მოყვანილ ნაბიჯს და მიაწოდებს ბანკს ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც ბანკი მოითხოვს;

(i) არ დადებს ისეთი მენეჯმენტის ხელშეკრულებას, ან მსგავს შეთანხმებას, რომლის მიხედვით მისი საქმიანობა და ქმედებები წარიმართება სხვა რომელიმე პირის, მათ შორის დაქვემდებარებული კომპანიებისა და ფილიალების მიერ, რომელიც ამ ხელშეკრულების პუნქტში 4.03-ია მოცემული; ან

(ii) არ ჩამოაყალიბებს ფილიალებს, არ შექმნის და არ დაუშვებს სხვა პირებთან ერთობლივი სესხების ან დეპოზიტების არსებობას (გარდა კომერციულ ბანკებში ჩვეულებრივი საქმიანობისათვის გახსნილი დეპოზიტებისა), არ მოახდენს ინვესტირებას არც ერთ სხვა ორგანიზაციაში, ფილიალებისა და სხვა დაქვემდებარებული კომპანიების ჩათვლით, თუმცა მსესხებელს შეუძლია მოახდინოს ინვესტირება მოკლევადიან ფასიან ქაღალდებში იმ შეთმხვევაში, თუ მას გააჩნია თავისუფალი რესურსები.

პუნქტი 4.03. ბიზნესისა და საქმიანობის წარმართვა

თუკი ბანკი არ დათანხმდება განსხვავებულად, მსესხებელი

Page 25:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(ა) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი გადახდის თარიღამდე კვალიფიციურ საერთაშორისო კომპანიასთან დადებს მენეჯმენტის ხელშეკრულებას ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმით, რის მიხედვითაც მისი საქმიანობა და ოპერაციები წარიმართება ამ კომპანიის მიერ, სესბ-ის მიერ თანხების ამოღების ვალდებულების და გარანტის მიერ პირველი ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტის განახლებული სასესხო ხელშეკრულების პუნქტით 4.01 (გ) განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით;

(ბ) თავის საწარმოო საქმიანობას და ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებს (i) საერთაშორისოდ აღიარებული რაციონალური ადმინისტრაციულ, ფინანსური, საინჟინრო-ტექნიკური და სხვა შესაბამისი ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად (ii) ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით და (iii) საქმიანობის წარმართვის ყველა თავისი ძირითადი პრინციპების დაცვით;

(გ) დაუყოვნებლივ გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს თავისი სამართლებრიობის შესანარჩუნებლად და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისათვის შეიძენს. შეინარჩუნებს და განაახლებს ყველა უფლებას, საკუთრებას, უფლებამოსილებას და პრივილეგიებს, მათ შორის პროექტის განსახორციელებლადაც;

(დ) არ გაყიდის, იჯარით არ გასცემს და არანაირი სხვა გზით არ გაასხვისებს თავის აქტივებს, რომლებიც აუცილებელი ან მნიშვნელოვანია მისი საქმიანობის განსახორციელებლად ან რომელთა გასხვისებაც შესაძლოა შეზღუდავს მის შესაძლებლობებს შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები;

(ნ) დაუყოვნებლივ ანცობებს ბანკს ნებისმიერი წინადადების შესახებ, რომელიც ეხება მისი (მსესხებლის) წესდების ნებისმიერი მუხლის შეცვლას, შეჩერებას ან გაუქმებას და აძლევს ბანკს საშუალებას გამოხატოს შეხედულება ნებისმიერი ასეთი წინადადებების შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე;

(ვ) აზღვევს სანდო სადაზღვევო კომპანიებთან (ან ახორციელებს ბანკისათვის დამაკმაყოფილებელ სხვა მოქმედებას დაზღვევასთან მიმართებაში) თავის ქონებასა და საქმიანობას ისეთი რისკებისაგან და ისეთ თანხებზე, რომელიც შეესაბამება მიღებულ პრაქტიკას; და

(ზ) ყოველთვის აწარმოებს თავისი ობიექტების აღჭურვილობისა და სხვა საკუთრების ექსპლუატაციას და შენახვას, რემონტს და განახლებას შესაბამისი რაციონალური, კომერციული და ფინანსური პრაქტიკიდან გამომდინარე.

მუხლი V – შეჩერება; სესხის დაბრუნების ვადის შემცირება; ანულირება

პუნქტი 5.01. შეჩერება

ქვემოთ მოყვანილია დამატებითი გარემოებანი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მსესხებლის სესხის თანხების ათვისებასთან დაკავშირებული უფლების შეჩერება სტანდარტული წესებისა და პირობების 7.01 (ა) (ხიიი) პუნქტში გადმოცემული მიზნებისათვის.

(ა) ანუ როდესაც

(i) საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზა, რომელიც გამოიყენება გრანტის ტერიტორიაზე ენერგეტიკის სექტორისათვის, შეიცვალა, გაუქმდა. შეჩერდა, ან აიკრძალა, რაც მნიშვნელოვანი უარყოფით გავლენას ახდენს მსესხებლის და საპროექტო კომპანიის მუშაობასა ან ფინანსურ მდგომარეობაზე, მათ უნარზე განახორციელონ პროექტი ან შეასრულონ მათდამი განახლებული საპროექტო ხელშეკრულებითა და ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები.

(ii) მსესხებლის და საპროექტო კომპანიის წესდება შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა,

Page 26:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

აიკრძალა ან მსესხებელმა ჩაიდინა რომელიმე იმ ქმედებათაგანი, რომელიც აღწერილია ამ ხელშეკრულების პუნქტში 4.02 (ბ) ან განსახლებული საპროექტო ხელშეკრულების პუნქტში 3.02 (ბ), რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მსესხებლის და საპროექტო კომპანიის საქმიანობასა ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან მათ შესაძლებლობაზე განახორციელონ პროექტი ან რაიმე სხვა ვალდებულებები, რომელიც მათ აკისრიათ ამ ხელშეკრულებით

(iii) მსესეხებლისა და საპროექტო კომპანიის კონტროლი გადაეცა სხვა პირებს, გარანტორის გარდა,

(iv) მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა პუნქტი 3.01 (ე), მათ შორის ვერ წარადგინა ბანკისათვის მისაღები დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სამართალმემკვიდრე კომპანიის მიერ ყველა უფლებისა და ვალდებულების მემკვიდრეობით მიღებას.

(ბ) ომი ან სხვა საზოგადოებრივი არეულობა, რაც ბანკის შეხედულებით პროექტის განხორციელებას შეუძლებელს ან არაპრაქტიკულს გახდის, ან რაც სათუოს გახდის საპროექტო კომპანიის შესაძლებლობას შეასრულოს განახლებული საპროექტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.

პუნქტი 5.02 სესხის დაბრუნების ვადის შემცირება

5.01 პუნქტში მოცემული შემთხვევები იქნება სესხის დაბრუნების ვადის შემცირების დამატებითი გარემოებები სტანდარტული წესებისა და პირობების 7.06 (ვ) პუნქტის მიზნებისათვის.

პუნქტი 5.03. გაუქმებაროდესაც ბანკი გადაწყვეტს, რომ სპეციალური ანგარიშის გამოყენება ან გადახდა ამ

ანგარიშიდან არ შეესაბამება დანართში 3 გათვალისწინებულ მოთხოვნებს და დაადგენს სესხის რაოდენობას, რომელიც არასწორად იყო გამოყენებული, ბანკს აქვს უფლება მსესხებლისა და გარანტის შეტყობინების შემდეგ გააუქმოს მსესხებლის შესაბამისი თანხის ათვისების უფლება, როგორც კი მსაგვსი ინფორმაცია მიეწოდება მსესხებელსა და გარანტს სესხის შესაბამისი ნაწილი გაუქმდება.

მუხლი VI – სესხის ძალაში შესვლა/ გადახდა

პუნქტი 6.01 სესხის ძალაში შესვლის წინაპირობანი

ქვემოთ მოყვანილია დამატებითი პირობები სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის სტანდარტული წესებისა და პირობების 9.02 (გ) პუნქტის მიზნებისათვის:(ა) განახლებული საპროექტო ხელშეკრულება და ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტის განახლებული სასესხო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს და მიეწოდოს დადგენილი წესის მიხედვით და საგარანტიო შეთანხმება უნდა გაფორმდეს და მიეწოდოს და რატიფიცირდეს გარანტის მიერ დადგენილი წესის მიხედვით;(ბ) შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით და წარმოდგენილი იქნას მსესეხებლისა და საპროექტო კომპანიის სახელით და იურიდიულად დაავალდებულებს ორივე მხარეს და შესრულებული იქნება მისი პირობების შესაბამისად ძალაში შესვლისთანავე; და(გ) ბანკი მიიღებს იურიდიულ დასკვნებს (i) მსესხებელი იურიდიული მომსახურების განყოფილების უფროსისაგან (ii) საპროექტო კომპანიის იურიდიული მომსახურების განყოფილების უფროსისაგან და (iii) იუსტიციის სამინისტროსაგან, ბანკებისათვის მისაღები ფორმით და შინაარსით.

პუნქტი 6.02 იურიდიული დასკვნა

(ა) სტანდარტული წესებისა და პირობების 9.03 (ა) პუნქტის მიზნებისათვის საბჭოს დასკვნა ან დასკვნები გაიცემა მსესხებლის სახელით იურიდიული მომსახურების განყოფილების უფროსის

Page 27:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

მიერ და ქვემოთ მოყვანილი საკითხები არის ის დამატებითი კონკრეტული საკითხები, რომლებიც წარმდგენილი უნდა იქნან ბანკებისადმი მისაწოდებელ საბჭოს დასკვნაში ან დასკვნებში, რომ მსესხებელი ჩამოყალიბებულია და მოქმედებს გარანტის კანონის მიხედვით.(ბ) სტანდარტული წესებისა და პირობების 9.03 (ბ) პუნქტის მიზნებისათვის საბჭოს დასკვნა ან დასკვნები გაიცემა გარანტის სახელით გარანტის იუსტიციის სამინისტროს მიერ, იმის დადასტურებით, რომ გარანტის მიერ გარანტიის ხელახალი დადასტურება გარანტის პარლამენტის მიერ წესის მიხედვით იქნა რატიფიცირებული.(გ) სტანდარტული წესებისა და პირობების 9.03 (გ) პუნქტის მიზნებისათვის საბჭოს დასკვნა ან დასკვნები გაიცემა საპროექტო კომპანიის სახელით დეპარტამენტის უფროსის და იურიდიული მომსახურების განყოფილების უფროსის მიერ და ქვემოთ მოყვანილი საკითხები არის ის დამატებითი კონკრეტული საკითხები, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იქნან ბანკისადმი მისაწოდებელ დასკვნაში ან დასკვნებში.

(i) რომ შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულება წესის მიხედვით იქნა სანქცირებული ან რატიფიცირებული და წარმოდგენილი იქნა საპროექტო კომპანიის სახელით და იურიდიულად ავალდებულებს საპროექტო კომპანიას და შესრულებული იქნა მისი პირობების მიხედვით ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე; და

(ii) რომ საპროექტო კომპანია ჩამოყალიბებულია წესის მიხედვით და მოქმედებს გარანტის კანონმდებლობის შესაბამისად.

პუნქტი 6.03 სესხის შეწყვეტა ძალაში შეუსვლელობის გამო

სტანდარტული წესებისა და პირობების 9.04 პუნქტის მიზნებისათვის ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად დადგენილია დღე, რომელიც შეესაბამება ამ ხელშეკრულების დადების დღიდან ოთხმოცდამეათე (90) დღეს.

მუხლი VII სხვადასხვა

პუნქტი 7.01 კორესპონდენცია

სტანდარტული წესებისა და პირობების პუნქტი 10.01 მიზნებისათვის ქვემოთ ვურთავთ შემდეგ მისამართებს:

მსესხებლისათვის:შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000(ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაცია)

შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000 –ის (ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაცია) გენერალური დირექტორი

თბილისი ბარათაშვილის 2ინდექსი: 380005

ტელეფონი: (995 32) 936317ფაქსი:(995 32) 923748

ბანკისათვის:European Bank for Reconstruction and DevelopmtntAttention: Operation Administrative UnitOne Exchange SquareLondon EC2A2JNEngland

ტელეფონი: (44-0207) 338 6000

Page 28:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ტელეფაქსი: (44-0207) 338 6100ტელექსი: 881 2161

პუნქტი 7.02 საკომისიო გადასახადები და ხარჯები

მსესხებელი გადაიხდის ნებისმიერ სპეციალურ, საბანკო, გადარიცხვის და გაცვლითი კურსის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება ამ ხელშეკრულების, გარანტის მიერ გარანტიის ხელახალი დადასტურების, განახლებული საპროექტო ხელშეკრულების, შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების და ყველა სხვა დაკავშირებული დოკუმენტის გაფორმებას და რეგისტრაციას.

პუნქტი 7.03 მემკვიდრეები და სამართალმემკვიდრეები

ამ ხელშეკრულებამ უნდა დააკავშიროს და უზრუნველყოს სარგებელი მხარეების შესაბამისი მემკვიდრეებისა და სამართალმემკვიდრეებისათვის, ბრძანებულების შესაბამისად ჩამოყალიბებული სამართალმემკვიდრე კომპანიის და არა მხოლოდ მისი ჩათვლით. მსესხებელს არა აქვს უფლება, ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე, მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადასცეს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ან რომელიმე ვალდებულება, გარდა სამართალმემკვიდრე კომპანიისა.დასტურად ამისა, მხარეები მოქმედებენ რა მათი სათანადო უფლებამოსილი წარმომადგენლების სახით, ხელმოწერით ადასტურებენ წინამდებარე ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება ოთხ ასლად ქალაქ თბილისში (საქართველო), დასაწყისში მითითებული თარიღით.

შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000(ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაცია)

უფლებამოსილი პირი _____________________

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

უფლებამოსილი პირი _____________________

დანართი 1 – პროექტის აღწერა

1) პროექტის მიზანია (i) დაეხმაროს – საქართველოს საფუძველი ჩაუყაროს ენერგეტიკის სექტორის პრივატიზაციას; (ii) გაზარდოს ეკოლგიურად სუფთა განახლებადი ენერგიის რაოდენობა საქართველოში და (iii) გააუმჯობესოს კაშხალისა და ენერგეტკული ტრაქტის ექსპლუატაციის უსაფრთხოება გაიზარდოს ენგურჰესის სარგებლიანობა;

2) პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან, რაც შესაძლებელია შეცვლილი იქნას პერიოდულად, ბანკისა და მსესხებლის ერთობლივი გადაწყვეტილების შემთხვევაში:

ნაწილი ა ინსტიტუციონალური კომპონენტი

1. ენეგურჰესის ექსპლუატაციის გაუმჯობესება საპროექტო კომპანიის მართვის და/ან ექსპლუატაციის კვალიფიციური საერთაშორისო კომპანიისათვის გადაცემის, ან ალტერნატიულად შპს “ენგურჰესი”-ს პრივატიზაციის გზით.

2. თერმული ელექტროსადგურების ექსპლუატაციისა და მენეჯმნტის გაუმჯობესება.

ნაწილი ბ საინვესტიიო კომპონენტები

1. მდინარე ენგრურზე თაღოვანი კაშხლის, ენერგეტიკული ტრაქტიტს და გამყვანი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და მოწყობილობის მოწოდება.

Page 29:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

2. მდინარე ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოების განხორციელება და მოწყობილობების მოწოდება.

3. პაბ-ის შექმნა და ფუნქციონირება, რომელიც განახორციელებს კონცეფტუალურ პროექტირებას, შესყიდვებსა და მშენებლობის კონტროლს ნაწილებისათვის ბ (1) და (2) , რომელიც შეიცავს:

(ა) დამოუკიდებელ ინჟინერს;(ბ) ექსპერტთა საბჭოს; და(გ) პაბ-ის ტექნიკურ მენეჯერს და პაბ-ის მხარდამჭერ პერსონალს;

4. საფინასო აუდიტორულ მომსახურეობებს 1998 წლის ფინანსური წლის აუდიტისათვის.

ნაწილი გ მართვისა და ექსპლუატაციის გაუმჯობესება

ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას, სათადარიგო ნაწილების შესყიდვას და უცხოელი მართვისა და ექსპლატაციის ზედამხეველის უზრუნველყოფას ა) ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების, ბიუჯეტის შედგენის საექსპლუატაციო და სარემოტო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით; და ბ) გარემოს დაცვის გეგმის განხორციელების მიზნით.

1. პროექტის დასრულება მოსალოდნელია 2003 წლის 31 დეკემბრისათვის.

დანართი 2 – კატეგორიები და თანხების გამოტანა

1) თანდართულ ცხრილში მოყვანილია სესხის სახსრებით დაფინანსებული ერთეულების კატეგორიები, სახსრების განაწილება თითოეული კატეგორიის მიხედვით და ხარჯების წილი თითოეული კატეგორიის შემადგენელი დასაფინანსებელი ერთეულების მიხედვით

დანართი 2-ის ცხრილი

კატეგორია სესხის რაოდენობა ვალუტაში

დასაფინანსებელი ხარჯების %

(1) საკონსულტაციო მომსახურება პუნქტისათვის ა-1

500,000 აშშ დოლარი კონტრაქტის ღირებულების 100 %

(2) სამშენებლო სამუშაოები პუნქტისათვის ბ-1

13,870,000 აშშ დოლარი

კონტრაქტის ღირებულების 80%

(3) ელექტრომექანიკური სამუშაოები პუნქტისათვის ბ-2

14,810,000 აშშ დოლარი

კონტრაქტის ღირებულების 95%

(4) საკონსულტაციო მომსახურეობები პუნქტისათვის ბ-(3)(ა)

2,850,000 აშშ დოლარი

კონტრაქტის ღირებულების 100%

(5) საკონსულტაციო მომსახურეობები პუნქტისათვის ბ-(3)(ბ)

240,000 აშშ დოლარი კონტრაქტის ღირებულების 100%

(6) საკონსულტაციო მომსახურეობები პუნქტისათვის ბ-(3)(გ)

350,000 აშშ დოლარი კონტრაქტის ღირებულების 100%

(7) საქონელი პუნქტისათვის ბ(3)

200,000 აშშ დოლარი კონტრაქტის ღირებულების 100%

(8) საკონსულტაციო მომსახურეობები პუნქტისათვის ბ-(3)(გ)

440,000 აშშ დოლარი კონტრაქტის ღირებულების 100%

(9) საქონელი და სამუშაოები 3,500,000 აშშ კონტრაქტის ღირებულების

Page 30:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

პუნქტისათვის გ დოლარი 100%(10) საკონსულტაციო მომსახურეობები პუნქტისათვის გ

220,000 აშშ დოლარი კონტრაქტის ღირებულების 100%

(11) გაუნაწილებელი ხარჯები

1.382, 500 აშშ დოლარი

(12) ფრონტ – ენდ საკომისიო

387 500 აშშ დოლარი

38,750, 000 აშშ დოლარი

დანართი 3 – სპეციალური ანგარიში

1. ამ ცხრილის მიზნებისათვის შემდეგ ტერმინებს მიენიჭება შემდეგი მნიშვნელობა

“დაშვებული კატეგორია” ნიშნავს კატეგორიებს, (6),(7) და (9), რომლებიც მოცემულია ამ ხელშეკრულების დანართი 2-ის ცხრილში

“დაშვებული ხარჯები” ნიშნავს ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ ხელშეკრულების დანართი 2-ის ცხრილში მოყვანილი დაშვებული კატეგორიების მიხედვით განაწილებული სესხის სახსრებით დასაფინანსებელი და განახლებული საპროექტო ხელშეკრულების 2.03 პუნქტის პირობების მიხედვით შესაძენი პროექტისათვის საჭირო მომსახურების შესაბამისი ღირებულებებთან;

სპეციალური ანგარიშის მაქსიმალური ბალანსი”

ნიშნავს 500,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს და

“სპეციალური ანგარიშიდან მინიმალური გამოტანის თანხა”

ნიშნავს 100,000 აშშ დოლარის ექვივალენტს

2. სპეციალური ანგარიშიდან გადახდები განხორციელდება მხოლოდ დასაშვები ხარჯებისათვის ამ დანართში მოყვანილი პირობების მიხედვით.3. როდესაც ბანკი დარწმუნდება იმაში, რომ სპეციალური ანგარიში გაიხსნა ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი პირობებით, მათ შორის კონფისკაციის, გაუქმებისა და ყადაღის დადებისაგან დაცვის ჩათვლით, მსესხებელს შეუძლია ანგარიშიდან გამოიტანოს არსებული თანხა და სპეციალურ ანგარიშზე შეიტანოს საწყისი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სპეციალური ანგარიშის მაქსიმალურ ბალანსს, და არ უნდა იყოს სპეციალური ანგარიშიდან გამოტანის მინიმალურ თანხაზე ნაკლები.4. ამის შემდეგ მსესხებელს ექნება საშუალება გამოიტანოს დამატებითი თანხები არსებული თანხიდან და შეიტანოს ეს თანხები სპეციალურ ანგარიშზე, ქვემოთ პუნქტში 6 მოყვანილ შეზღუდვების შესაბამისად და თითოეული ამ მოთხოვნილი გამოტანისათვის შემდეგი პირობების შესრულებით:

(ა) მსესხებელი წარუდგენს ბანკს საბანკო ანგარიშებს და დოკუმენტებს და ბანკის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რათა დაარწმუნოს ბანკი, რომ სპეციალური ანგარიშიდან გამოტანილი თანხები მიზანმიმართულად იყო გამოყენებული.

(ბ) მას შემდეგ, რაც არსებული თანხიდან გამოთხოვილი ნაწილი ჩაირიცხება სპეციალურ ანგარიშზე, სპეციალური ანგარიშის ბალანსი არ უნდა აღემატებოდეს სპეციალური ანგარიშის მაქსიმალურ ბალანს.

(გ) გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბანკი ამაზე დათანხმდება, თანხა, რომელიც გამოთხოვილი იქნება არსებული თანხიდან სპეციალურ ანგარიშზე ჩასარიცხად, არ უნდა იყოს სპეციალური ანგარიშიდან გამოტანის მინიმალურ თანხაზე ნაკლები.

5. პუნქტში 4 (ა) მოყვანილი მოთხოვნილების უგულვებელყოფის გარეშე, მსესხებელი

Page 31:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ბანკის მოთხოვნისთანავე წარუდგენს ბანკს საბანკო ანგარიშებს და დოკუმენტებს და ბანკის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რათა დაარწმუნოს ბანკი, რომ სპეციალური ანგარიშიდან გამოტანილი თანხები კატალოგში მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად დაიხარჯა.

6. მიუხედავად ამ დანართის მე –4 პუნქტში მოყვანილი პირობებისა და მსესხებელმა არ უნდა გამოიტანოს თანხები არსებული თანხიდან სპეციალურ ანგარიშზე ჩასარიცხად. გარდა ბანკის მიერ შეთანხმებული შემდეგი შემთხვევებისა:

(ა) დროის გარკვეულ მომენტში ბანკი ჩათვლის, რომ ყველა მომდევნო გამოტანა უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულების პუნქტის 2.03(ა) წესების გათვალისწინებით; ან

(ბ) როდესაც დაშვებული კატეგორიებისათვის განაწილებული არსებული თანხა ორჯერ აღემატება სპეციალური ანგარიშის მაქსიმალურ ბალანსს.ამის შემდეგ, არსებული თანხიდან სახსრების გამოტანა დაშვებული კატეგორიებისათვის განხორციელდება იმ პროცედურების მიხედვით, რომელსაც ბანკი დაუდგენს მსესხებელს, ასეთი გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ბანკი დარწმუნდება, რომ სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხები გამოყენებული იქნება დაშვებული ხარჯების დასაფარად.

7. (ა) თუ ბანკი გადაწყვეტს რომელიმე მომენტში, რომ სპეციალური ანგარიშიდან რაიმე გადახდა ან მისი გამოყენება:

(i) არ განხორციელდა ამ დანართის პუნქტში 2 მოყვანილი დანახარჯისა ან თანხის შესაბამისად; ან

(ii) არ იქნა დამოწმებული ბანკისადმი წარდგენილი დოკუმენტაციით,(ბ) ამ შემთხვევაში ბანკს შეუძლია მოითხოვოს, რომ მსესხებელმა:(i) მიაწოდოს ბანკის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია; ან(ii) სპეციალურ ანგარიშის დეპოზიტზე დადოს (ან ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში

დაუბრუნოს ბანკს) ის თანხა, რომელიც ექვივალენტურია ასეთი გადასახადის ან იმ თანხის ნაწილის, რომელიც არ იყო დაშვებული ან დასაბუთებული.

იმ შემთხვევაში, თუ ბანკი მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას (ა) (i) ან (ii) შესაბამისად, დარჩენილი თანხის არც ერთი ნაწილი არ გადაირიცხება სპეციალურ ანგარიშზე (თუკი ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს) იმ დრომდე, სანამ მსესხებელი (X) არ დადებს სპეციალურ ანგარიშზე ან არ დაუბრუნებს ბანკს იმ თანხას, რომელიც განსაზღვრული იქნა როგორც დაუშვებელი ან დაუსაბუთებელი ან (y) მიაწვდის დამატებით დასაბუთებას, რომ სპეციალური ანგარიშიდან თანხების ხარჯვა წესების მიხედვით განხორციელდა.8. (ა) თუ ბანკი გადაწყვეტს, რომ სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხა აღარ არის აუცილებელი დაშვებული ხარჯების დასაფარად, მაშინ მსესხებელი ბანკიდან მიღებული ცნობის შესაბამისად წინასწარ გადაუხდის ბანკს ამ თანხას. გარდა ამისა, თუ ბანკი აცნობებს მსესხებელს, რომ მან უნდა დაუბრუნოს ბანკს პუნქტი 7 (ბ) (ii) გათვალისწინებული თანხები, მაშინ მსესხებელი ბანკიდან შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაუბრუნებს ბანკს ამ თანხებს. ამ შემთხვევაში ის მოთხოვნა, რომ სესხის წინასწარი გადახდა უნდა მოხდეს პროცენტის გადახდის თარიღებში, უარყოფილია პუნქტის 8 (ზ) მიხედვით.

(ბ) მსესხებელს ბანკისათვის სტანდარტული წესებისა და პირობების პუნქტის 3.07 (ა) შესაბამისად წინასწარი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ უფლება აქვს ნებისმიერი პროცენტის გადახდის თარიღებში წინასწარ გადაიხადოს სპეციალურ ანგარიშზე არსებული მთელი თანხა ან თანხის ნაწილი.

(გ) ქვეპუნქტში (ა) და (ბ) მოცემული ნებისმიერი წინასწარი დაბრუნება უნდა განხორციელდეს სტანდარტული წესებისა და პირობების 3.07 პუნქტის შესაბამისად, თუმცა. იმის უზრუნველყოფით, რომ ასეთი წინასწარი გადახდები არ იქნება ამ ხელშეკრულების პუნქტით 2.02 (ბ) განსაზღვრულ წინასწარი დაფარვის მინიმუმზე ნაკლები და შემდგომში, სესხის პროცენტის გადახდის თარიღიდან განსხვავებულ დღეს განხორციელებული ნებისმიერი წინასწარი გადახდა შეესაბამება ბანკის მიერ გაურკვეველ ხარჯებად შეფასებული და მსესხებლისადმი შეტყობინებული მსესხებლის გადასახადს. ამის გარდა, (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში განსაზღვრული წინასწარი გადახდის თანხები ბანკის მიერ გამოყენებული უნდა იქნას სტანდარტული წესებისა და პირობების პუნქტის 3.07 (დ) (ii) შესაბამისად.

დასტურად ამისა, მხარეები მოქმედებენ რა მათი სათანადო უფლებამოსილი წარმომადგენლების სახით, ხელმოწერით ადასტურებენ წინამდებარე შესწორებულ მეორად

Page 32:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება დასაწყისში მითითებული თარიღით.

შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000(ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაცია)

სახელი _____________________თანამდებობა _________________

შპს ენგურჰესი

სახელი _____________________თანამდებობა _________________

(ოპერაციის ნომერი 734)

განახლებული საპროექტო ხელშეკრულება

(ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსადა

შპს ენგურჰესს

შორის

დათარიღებული 2001 წლის -----------------------

ს ა რ ჩ ე ვ ი

მუხლი 1 სტანდარტული წესები და პირობები განმარტებები; სათაურებიპუნქტი 1.01 სტანდარტული წესებისა და პირობების გამოყენებაპუნქტი 1.02 განმარტებებიპუნქტი1.03 სათაურები

მუხლი II პროექტის აღსრულება

პუნქტი 2.01 პროექტის ვალდებულებებიპუნქტი 2.02 შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულებაპუნქტი 2.03 შესყიდვაპუნქტი 2.04 პროექტის აღმასრულებელი ბიუროპუნქტი 2.05 გარემოს დაცვის ვალდებულებებიპუნქტი 2.06 კონსულტანტებიპუნქტი 2.07 ანგარიშების შესრულების სიხშირე და მათ წარდგენასთან

დაკავშირებული მოთხოვნებიპუნქტი 2.08 ანგარიშგების სიხშირე და წარდგენის მოთხოვნები

მუხლი III ფინანსური და ფუნქციონალური ვალდებულებები

პუნქტი 3.01 ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები პუნქტი 3.02 უარყოფითი ფინანსური პირობები

Page 33:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

პუნქტი 3.03 სხვა ფინანსური პირობებიპუნქტი 3.04 ბიზნესისა და საქმიანობის წარმართვა

მუხლი IV ძალაში შესვლის თარიღი; მოქმედების შეწყვეტა; ანულირება და შეჩერება

პუნქტი 4.01 ძალაში შესვლის თარიღიპუნქტი 4.02 მოქმედების შეწყვეტაპუნქტი 4.03 ანულირება; შეჩერება

მუხლი V სხვადასხვა

პუნქტი 5.01 ხელშეკრულების განხორციელებადობა, უფლების გამოყენების უუნარობა; დავის გადაჭრა

პუნქტი 5.02 მოქმედების უფლებამოსილებაპუნქტი 5.03 კორესპონდენცია

დანართი 1 პროექტის აღმასრულებელი ბიურო და პროექტის განხორციელების გეგმა

დანართი 2 აუდიტორებისადმი გასაგზავნი წერილის ფორმა

განახლებული საპროექტო ხელშეკრულება

2001 წლის __________ დათარიღებული ხელშეკრულება რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკს (“ბანკი”) და შპს ენგურჰესს (შემდგომში “საპროექტო კომპანიად” წოდებული) შორის

პრეამბულა

ვინაიდან, 1998 წლის 22 დეკემბერს ბანკმა სახელმწიფო კომპანია საქენერგოსთან დადო მუდმივ პროცენტიანი სასესხო ხელშეკრულება, როგორც ეს შესწორებულია 2000 წლის 30 იანვრის შესწორების ხელშეკრულებით (“სასესხო ხელშეკრულება”), რის მიხედვითაც ბანკი თანახმაა, საქართველოში ენერგიის გამანაწილებელი სექტორის პრივატიზაციის მხარდასაჭერად, მაგენერირებელი სიმძლავრეების რეაბილიტაციის საშუალებით არსებული სიმძლავრის გაზრდის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის (“პროექტი”) საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო კომპანია საქენერგოს ასესხოს ოცდათვრამეტი მილიონ შვიდასორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი (38.750.000 აშშ დოლარი) (“სესხი”);

ვინაიდან 1998 წლის 22 დეკემბერს ბანკმა სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციასთან დადო საპროექტო ხელშეკრულება (“საპროექტო ხელშეკრულება”), რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპანია საქენერგონერაცია თანახმაა სახელმწიფო კომპანია საქენერგოს დახმარებით და სესხის სახსრების კონკრეტული გამოყენებით განახორციელოს პროექტი. და საქენერგოსა და საქენერგოგენერაციას შორის დადებული შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულებით სესხის შემოსავლები ხელმისაწვდომი გახდა საქენერგოგენერაციისათვის პროექტის განხორციელების მიზნებისათვის.

ვინაიდან, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ცვლილებების შედეგად და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 30 აგვისტოს ბრძანების თანახმად სახელმწიფო კომპანია საქენერგო და სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაცია გარდაიქმნენ ახალ იურიდიულ პირებად, მსესხებლის ჩათვლით.

ვინაიდან, შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000-სა (ელეტროენერგიის სისტემის გადაცემა)

Page 34:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(მსესხებელი”) და ბანკს (“განახლებული სასესხო ხელშეკრულება”) შორის ხელშეკრულებით ბანკი დათანხმდა, რომ მსესხებელს თავის თავზე აეღო და მსესხებელმა თავის თავზე აიღო სახელმწიფო კომპანია საქენერგოს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ვალდებულება, მათ შორის ბანკისადმი სესხის გადაუხდელი ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, როგორც ეს შესწორებულია განახლებული სასესხო ხელშეკრულებით; ვინაიდან, ბანკი და საპროექტო კომპანია და მისი დაქვემდებარებული კომპანიები შეთანხმდნენ დაედოთ ეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბანკი დათანხმდა, რომ საპროექტო კომპანიას და მის დაქვემდებარებულ კომპანიებს თავის თავზე აეღო სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციის საპროექტო ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები, როგორც ეს შესწორებულია განახლებული საპროექტო ხელშეკრულებით და საპროექტო კომპანიამ და მისმა დაქვემდებარებულმა კომპანიებმა თავის თავზე აიღო სახელმწიფო კომპანია საქენერგოგენერაციის უფლებები და ვალდებულებები, როგორც ეს შესწორებულია განახლებული საპროექტო ხელშეკრულებით;

ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 ივლისის N 740 ბრძანებულების (“ბრძანებულება”) მიხედვით, საქართველოს ენერგო სექტორის ეფექტური მართვის მიზნებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა განახორციელონ მსესხებლის გაერთიანება სს “ელექტროგადაცემასთან”; და

ვინაიდან, კომპანიამ, რომელიც ჩამოყალიბდა მსესხებლის სს “ელექტროგადაცემასთან” (“სამართალმემკვიდრე კომპანია”) გაერთიანებით, თავის თავზე უნდა აიღოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მსესხებლის ყველა უფლება და ვალდებულება.

ამდენად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი I- სტანდარტული წესები და პირობები, განმარტებები; სათაურები

პუნქტი 1.01. სტანდარტული წესებისა და პირობების გამოყენება

ბანკის 1999 წლის თებერვლით დათარიღებული “სტანდარტული წესების და პირობების” ყველა პირობა ჩართულია წინამდებარე ხელშეკრულებაში და შეეხება მას იმავე ძალითა და მნიშვნელობით, როგორც შეეხებოდა იმ შემთხვევაში, თუ სრული სახით აქვე იქნებოდა მოცემული (ასეთი პირობები შემდგომში მოიხსენიება როგორც “სტანდარტული წესები და პირობები”).

პუნქტი 1.02. განმარტებები

განახლებულ საპროექტო ხელშეკრულების პრეამბულაში განმარტებულ ტერმინებს, რომელიც გამოიყენება თავად საპროექტო ხელშეკრულებაში და მისი დანართების ტექსტში, გააჩნიათ აქვე განმარტებული მნიშვნელობა (თუ არ არსებობს რაიმე სხვაგვარი განმარტება); განახლებულ სასესხო ხელშეკრულებასა და სტანდარტულ პირობებში მოყვანილ ტერმინებს გააჩნიათ იქვე მითითებული შესაბამისი მნიშვნელობები, ხოლო ქვემოთ მოცემული ტერმინები ტექსტში გვხვდება შემდეგი მნიშვნელობით:

“ფულის ამოღების მაჩვენებელი

ნიშნავს ჯამურ თანხას, გადახდილს საპროექტო კომპანიის სასარგებლოდ ნებისმიერ მოცემულ პერიოდში, მომხმარებელზე რეალიზებული ელექტროენერგიის საფასურად როგორც ნაღდი ფულით, ასევე ნაღდი ფულის ექვივალენტური სახით, გაყოფილი იმავე პერიოდში მომხმარებელზე მიწოდებლი და დარიცხული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობაზე;

“საოპერაციო საქმიანობიდა

ნიშნავს შემოსავალს პროცენტის, გადასახადების, ამორტიზაციის და სხვა არა ფულადი ელემენტების გადახდამდე, პერიოდის განმავლობაში

Page 35:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ნ მიღებული ფულის ნაკადი”

მიღებული მუშა კაპიტალის ნამატის მიმატებით ან შემცირებების გამოკლებით, აგრეთვე იგივე პერიოდის განმავლობაში მიღებული ნამატის მიმატებით ან გადასახადებზე და ვალდებულებების შესრულებისათვის წარმოქმნილი გასავლების გამოკლებით.

“ვალის მომსახურების დაფარვის ნორმა”

ნიშნავს (i) ოპერაციული საქმიანობიდან მიღებულ ფულის ნაკადის ნორმას და (ii) ნასესხებ ფულზე და გარანტიებზე ყველა არსებული დავალიანების ძირითადი თანხასა და პროცენტს

“გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმა”

ნიშნავს ქვემოთ მე –2 ნაწილში ჩამოყალიბებულ “გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმას”, რომელიც კერძოდ მოიცავს აუდიტორულ დასკვნას გარემოს დაცვის, ჯანდაცისა და უსაფრთხოების შესახებ, აგრეთვე “საბოლოო ანგარიშს”, რომელიც 1998 წლის თებერვალში ბანკისათვის მომზადდა შპს “Electrowatt Engineerig”-ის მიერ;

“ევროკავშირის სტანდარტები”

აღნიშნავს ევროკავშირის საბჭოს დირექტივებისა და წესების მიხედვით განსაზღვრულ სტანდარტებს, რომელიც შეეხება გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას; ტერმინი აგრეთვე აღნიშნავს ევროპის საბჭოს მიერ ხსენებულ სტანდარტებში დროდარო შეტანილ ნებისმიერი სახის ცვლილებას;

“ადგილობირი-ვი საპროექტო ხარჯები”

არის პროექტთან დაკავშირებული ყოველგვარი ხარჯი, რომელსაც გასწევს საპროექტო კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე, და რომელიც გადახადილი უნდა იქნას საპროექტო კომპანიის მიერ, როგორც ეს 2.01 (ზ) პუნქტით არის განსაზღვრული;

“გრძელვადიანი დავალიანება”

ნიშნავს, ნებისმიერ პირის დავალიანებას, რომლის სრული ან ნაწილობრივი, ან საბოლოო გადახდა, უნდა მოხდეს 1 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ

“პროექტის განხორციელებ ის გეგმა” ან “პგგ”

არის “პროექტის განხორციელების გეგმა”, რომელიც დეტალურად არის ჩამოყალიბებული ხელშეკრულების I დანართში

“რეაბილიტაციი ს მეორე ფაზა”

ნიშნავს პგგით განსაზღვრული ენგურჰესის კაშხალების და ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის გეგმის დარჩენილ ნაწილს

“ფუნქციონალუ რი საქმიანო- ბები”

ნიშნავს საპროექტო კომპანიის მიერ ბიზნესის ნაწილის სახით განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობას და ისეთ დაკავშირებულ საქმიანობებს, რომელშიც საპროექტო კომპანია რთავს ამ საქმიანობებთან დაკავშირებულ, მათაგან წარმოშობილ და მის მხარდამჭერ საქმიანობებს.

“მსოფლიო ბანკის ჯგუფის სახელმძღვანე ლო გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებისა და აღკვეთის თაობაზე”

ნიშნავს 1998 წლის მსმსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებისა და აღკვეთის თაობაზე

პუნქტი 1.03. სათაურები

მუხლების და პუნქტების დასათაურება, ისე როგორც სარჩევი, მოცემულია მოძიების გაადვილების მიზნით და არ გამოიყენება საპროექტო ხელშეკრულების ინტერპრეტაციის მიზნით.

II – პროექტის განხორციელება

პუნქტი 2.01. ვალდებულებების აღება

Page 36:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ამრიგად, ბანკი თანახმაა, რომ საპროექტო კომპანიამ თავის თავზე აიღოს და საპროექტო კომპანია თავის თავზე იღებს საპროექტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმო საქენერგოგენერაციის ყველა ვალდებულებას, როგორც ეს შესწორებულია ამ ხელშეკრულებით.

პუნქტი 2.02 საპროექტო ვალდებულებებიპროექტი უნდა განახორციელოს საპროექტო კომპანიამ ამ მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბანკი სხვაგვარად დათანხმდა:

(ა) საპროექტო კომპანია გაატარებს “პროექტის განხორციელების გეგმით” (რომელიც დეტალურად I დანართში აღწერილი) გათვალისწინებულ ღონისძიებებს ბანკისათვის მისაღები ფორმით;

(ბ) სტანდარტული წესების და პირობების 4.02 პუნქტში ყველგან, სადაც ნახსენებია “მსესხებელი” ამ შემთხვევაში უნდა იკითხებოდეს “საპროექტო კომპანია” ამასთან იგულისხმება, რომ იქვე განსაზღვრული პასუხისმგებლობანი, სათანადო ცვლილებებით, სრულად შეეხება საპროექტო კომპანიას;

(გ) საპროექტო კომპანია საჭიროებისამებრ თავად მიმართავს ყველა დამატებით ზომას, ან უზრუნველყოფს ასეთი ზომების გატარებას, რათა გამოიძებნოს შესაბამისი სახსრები პროექტის დასრულებისათვის, მათ შორის “პროექტის განხორციელების გეგმით” გათვალისწინებული რეაბილიტაციის მეორე ეტაპისათვის;

(დ) საპროექტო კომპანია 2001 წლის 31 დეკემბრისათვის წარუდგენს ბანკს, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმით, ენგურჰესის რეაბილიტაციის მეორე ეტაპისათვის განკუთვნილ “პროექტის განხორციელების გეგმას” დაფინანსების წყაროს მითითებით; ხსენებული გეგმა უნდა ასახავდეს იმ სამუშაოების განახლებულ ხარჯთაღრიცხვას, რომელთა ჩატარებაც უზრუნველყოფს ენგურჰესის სიმძლავრის შენარჩუნებას ექსპლუატაციის გახანგრძლივებული პერიოდის მანძილზე, და მათი განხორციელების განრიგს;

(ე) საპროექტო კომპანია აღასრულებს (დ) პუნქტში აღწერილ რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას;(ვ) საპროექტო კომპანია იქონიებს ან გარანტის გარემოს დაცვის სამინისტროდან და სხვა სათანადო უწყებიდან მოიპოვებს გარემოს, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ყოველგვარ ნებართვას, დასტურს, ლიცენზიას თუ თანხმობას, რაც აუცილებელია როგორც მისი ამჟამინდელი ფუნქციონირების, ისე პროექტის განხორციელების მიზნებისათვის;(ზ) საპროექტო კომპანია გახსნის და შეინარჩუნებს შემოსავლების დაგროვების ანგარიშს, საპროექტო ანგარიშს, ვალის მომსახურების ანგარიშს და პაბ-ის ბიუჯეტის ანგარიშს ამ ანგარიშების მართვა უნდა განხორციელდეს პაბ-ის მიერ.(თ) საპროექტო კომპანია ყოველკვარტალურად პროექტის ანგარიშზე განათავსებს საკმარის თანხებს, რათა დაფაროს: (1) მომდევნო კვარტალში მოსალოდნელი პროექტის ადგილობრივი ხარჯები, (ii) ხარჯები, რომელმაც შეიძლება გადააჭარბოს პროექტის ადგილობრივი ხარჯების გათვალისწინებით რაოდენობას. ამ უკანასკნელის განთავსება მოხდება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ჭარბი თანხის საჭიროება დადასტურდება შესაბამისი გამოთვლით, ფაქტორებით თუ სხვა რაიმე საბუთით. (ი) ყოველი ფინანსური წლის 31 დეკემბრამდე, საპროექტო კომპანია მოიწვევს ბანკისათვის მისაღები დონის და კვალიფიკაციის მქონე ფინანსურ აუდიტორს, რომელიც ჩაატარებს საპროექტო კომპანიას ფინანსური მდგომარეობის, პროექტის სპეციალური ანგარიშის, შემოსავლების დაგროვების ანგარიშის, პროექტის ანგარიშის და ვალის მომსახურების ანგარიშის აუდიტს.(კ) საპროექტო კომპანია განახორციელებს გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმას მისივე გრაფიკის მიხედვით;(ლ) საპროექტო კომპანია შეინარჩუნებს “ექსპერტთა საბჭოს”, ბანკისათვის მისაღები პირობებით.

Page 37:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

პუნქტი 2.03. შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულება

საპროექტო კომპანია სათანადოდ შეასრულებს შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკუთარ ვალდებულებებს. თუ ბანკის სხვაგვარი მითითება არ არსებობს. საპროექტო კომპანია არ მიმართავს და მონაწილეობას არ მიიღებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც იმოქმედებს შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულებით ან მისი რომელიმე პუნქტით გათვალისწინებულ პირობაზე და გამოიწვევს მის შეცვლას, გაუქმებას, გასხვისებას ან თავიდან აცილებას.

პუნქტი 2.04. შესყიდვა

“სტანდარტული წესების და პირობების” 4.03 პუნქტის მიზნებისათვის, მოცემული პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სასესხო თანხებიდან დასაფინანსებელი საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შესყიდვები წარიმართება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბანკი განსხვავებულ მითითებას გასცემს:

(ა) საქონლის შესყიდვა და სამუშაოების და მომსახურების დაქირავება (გარდა ქვემოთ (გ) ქვეპუნქტში განხილული საკონსულტაციო მომსახურებისა) მოხდება ღია ტენდერის გზით, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

(i) თანახმად პროექტის გ ნაწილისა, ობიექტის მოსამზადებელი ადგილობრივი საინჟინრო სამუშაოების და ექსპლუატაცია-ტექმომსახურების სათადარიგო ნაწილების კონტრაქტები შეიძლება შესყიდული იქნას: (1) შესყიდვის გზით, რომლის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 461,000 ევროს, ხოლო თითოეულ კონტრაქტისათვის 261,000 ევროს ექვივალენტს; (2) ადგილობრივი კონკრეტული ტენდერით, რომლის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,013,000 ევროს, ხოლო თითოეულ კონტრაქტისათვის 200,000 ევროს ექვივალენტს; და (3) ერთ მონაწილიანი ვაჭრობა, რომლის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,587,000 ევროს, ან ტურბინის და გენერატორის სათადარიგო ნაწილის თითოეული კონტრაქტისათვის 461,000 ევროს ექვივალენტს.

(ii) კონტრაქტის ბ (3) ნაწილით გათვალისწინებული პაბ-ის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე და გამოსაკვლევი მოწყობილობების, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების კონტრაქტები, რომელთა ღირებულება თითოეული კონტრაქტისათვის არ აღემატება 30.000 ევროს, ხოლო ჯამური ღირებულება 202,000 ევროს, შეიძლება შესყიდული იქნას შესყიდვის საშუალებით.

(ბ) ზემოთ, (ა)-ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ღია ტენდერის, შერჩევითი ტენდერის, ერთმონაწილიანი ვაჭრობის, შესყიდვის და ადგილობრივი კონკურენტული ტენდერის წესები და პრინციპები მოცემულია “ევრობანკის შესყიდვების წესების” მე-3 თავში.

(გ) კონსულტანტები, რომლებიც საპროექტო კომპანიამ უნდა დაიქირავოს პროექტის განხორციელებაში დახმარების მიზნით, შეირჩევა კონკურსის წესით “ევრობანკის შესყიდვების წესების” მე-5 თავში ჩამოყალიბებული პროცედურის მიხედვით, ხოლო პაბ-ის ტექნიკური მენეჯერის და პაბ-ის დამხმარე პერსონალის დასაქირავებელ კონტრაქტებს, რომელთაგან თითოეული კონტრაქტი არ აღემატება 50,000 ევროს ექვივალენტს და ჯამში 100.000 ევროს ექვივალენტს, შეეხება პირდაპირი შერჩევის წესი.

(დ) ყველა კონტრაქტი დაექვემდებარება განხილვის პროცედურას, რომელიც “ევრობანკის შესყიდვების წესების” დანართშია განსაზღვრული.

(ე) წინასწარ განხილვას ექვემდებარება შემდეგი კონტრაქტები:

(i) საქონლის შესყიდვის და სამუშაოების და მომსახურების დაქირავების კონტრაქტები (გარდა ქვემოთ (ii) პუნქტში ნახსენები საკონსულტაციო მომსახურებისა), რომელთა გაანგარიშებული ღირებულება უტოლდება ან აღემატება 200.000 ევროს; და

Page 38:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(ii) საკონსულტაციო მომსახურეობის კონტრაქტები, რომლის გაანგარიშებული ღირებულება უტოლდება ან აღემატება 50,000 ევროს.

(ვ) ნებისმიერ კონტრაქტს, რომლის თანხები დაიფარება სპეციალური ანგარიშიდან, შეეხება შესყიდვების პროცედურა, რაც სპეციალური ანგარიშიდან ამ კონტრაქტებთან დაკავშირებული პირველი თანხის გაცემამდე უზრუნველყოფს ამ პუნქტის (დ) და (ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი განხილვის მოთხოვნის შესრულებას.

პუნქტი 2.05. პროექტის აღმასრულებელი ბიურო

პროექტის განხორციელების ყველა საკითხის კოორდინაციის, მართვის, მონიტორინგის და შეფასების, აგრეთვე, პროექტისათვის საქონლის, სამუშაოების და მომსახურების შესყიდვების წარმართვის მიზნით, საპროექტო კომპანია, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმით, ჩამოაყალიბებს, პროექტის მიმდინარეობის მთელი პერიოდის მანძილზე შეინარჩუნებს და მართავს პროექტების აღმასრულებელ ბიუროს (“პაბ”-ს)- რომელიც შესაფერისად დაფინანსდება და დაკომპლექტდება კვალიფიცირებული პერსონალით, ქვემოთ დანართში I მოცემულ “ტექნიკური დავალების” მიხედვით.

პუნქტი 2.06. გარემოს დაცვის ვალდებულებანი

“სტანდარტული წესების და პირობების” 4.02(ა), 4.04(ა)(iii)და 5.02 (გ) (iii) პუნქტების ზოგადი შინაარსის პირობების დაურღვევლად, საპროექტო კომპანია:

(ა) განახორციელებს პროექტს მსესხებლის ტერიტორიაზე იმ დროისათვის მოქმედი გარემოს დაცვის სტანდარტების და მოქმედების თარიღისათვის არსებული ევროკავშირის სტანდარტების თანახმად (ევროკავშირის ასეთი სტანდარტის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება “მსოფლიო ბანკის ჯგუფის სახელმძღვანელო” გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებისა და აღკვეთის შესახებ”).

(ბ) ზემოხსენებულისაგან დაურღვევლად, მსესხებელი გულდასმით გაატარებს და დაიცავს “გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმას.”

პუნქტი 2.07. კონსულტანტები

(ა) პროექტის განმახორციელებლის ხელშეწყობის მიზნით, ბანკებისაგან რაიმე განსხვავებული მითითების არარსებობის შემთხვევაში, საპროექტო კომპანია დაიქირავებს, ან უზრუნველყოფს, რომ დაქირავებული იქნას კონსულტანტები, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენცია მისაღებია ბანკებისათვის, მათ შორის:

(i) 2001 წლის 1 ივნისამდე, ან ბანკთან შეთანხმებულ სხვა თარიღამდე, ფინანსურ მრჩეველს, საპროექტო კომპანიის ფუნქციონირების გაუმჯობესების ან საპროექტო კომპანიის ალტერნატიული პრივატიზაციის საკითხებში დახმარების მიღების მიზნით;

(ii) დამოუკიდებელ ინჟინერს, საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურეობის გასაწევად; და

(iii) ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, მრჩეველს მართვისა, ექსპლუატაციის და გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმის დარგში, რომლის კვალიფიკაცია და კომპეტენცია პასუხობს ბანკის მოთხოვნებს. მრჩეველის მოვალეობა იქნება, დაეხმაროს სადგურის დირექტორს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: (ა) მართვისა და ექსპლუატაციის ბიუჯეტის მომზადება, მართვისა და ექსპლუატაციის და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებით დაკავებული ოპერატორების ტრეინინგი, ზედამხედველობა მართვისა და ექსპლუატაციაზე, აგრეთვე (ბ) გარემოს დაცვის გეგმის განხორციელების მეთვალყურეობა და შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა.

საპროექტო კომპანია ამ კონსულტანტებს შეინარჩუნებს პროექტის დასრულებამდე.

(ბ) საპროექტო კომპანია ამ პროექტზე დაკავებულ ყველა კონსულტანტს, ყოველგვარი საფასურის გარეშე უზრუნველყოფს I დანართში აღწერილ მათი საქმიანობისათვის საჭირო მოწყობილობებით, დამხმარე საშუალებებით, და მიაწვდის სამუშაოსთან დაკავშირებულ

Page 39:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ყოველგვარ დოკუმენტაციას, მასალას და ინფორმაციას.

პუნქტი 2.08. ანგარიშების შესრულების სიხშირე და მათ წარდგენასთან დაკავშირებული მოთხოვნები

საპროექტო კომპანია ბანკს წარუდგენს ქვემოთ ჩამოთვლილ ანგარიშებს, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით:

(ა) ყოველი ფინანსური წლის ბოლოდან 90- დღის ვადაში წლიურ შემაჯამებელ ანგარიშს პროექტთან და საპროექტო კომპანიის საერთო ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გარემოს დაცვის, მუშა-მოსამსახურეთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე, მათ შორის:

(i) “გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმის” მიმდინარეობაზე;(ii) ინფორმაციას გარემოს, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო

მარეგულირებელ კანონებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ;(iii) ინფორმაციას ყველა იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება გარემოს

დაცვის, ჯანდაცვის და უსაფრთხოების ეროვნულ კანონებს და წესებს;(iv) მომუშავეთა ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე;(v) საზოგადოების დამოკიდებულებას გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;

და(vi) მოკლე ინფორმაციას საპროექტო ხელშეკრულების თითოეული პირობის

შესრულების მხრივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

(ბ) “სტანდარტული წესების და პირობების” 4.04(ა) (iv) პუნქტებში ნახსენებ პროექტის პერიოდულ ანგარიშებს საპროექტო კომპანია წარადგენს ყოველკვარტალურად. საანგარიშო პერიოდის გასვლიდან სამოცი (60) დღის ვადაში, პროექტის დასრულებამდე. ასეთი ანგარიშები უნდა მოიცავდეს ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა:

(i) შემდეგი ზოგადი სახის ინფორმაცია:(1) ანგარიშის წარდგენის თარიღისათვის და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში

პროექტის განხორციელებაში მიღწეული ფიზიკური პროგრესი;(2) პროექტის მსვლელობაში არსებული ან მოსალოდნელი სიძნელეები და შეფერხებები

და მათი ზეგავლენა განხორციელების გრაფიკზე; ამ სიძნელეების დაძლევის და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით გატარებული ან დაგეგმილი ღონისძიებები;

(3) პროექტის საბოლოო თარიღის მოსალოდნელი ცვლილება;(4) პაბ-ის და კონსულტანტის კადრების ძირითად პერსონალში მომხდარი ცვლილებები;(5) ცვლილებები პროექტის უცხოური ხარჯებსა და პროექტის ადგილობრივ ხარჯებში

(წინასწარი შეფასებით) და სხვა საკითხები, რომლებმაც შეიძლება იმოქმედონ პროექტის საერთო ღირებულებაზე;

(6) ამ და სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მათ შორის იმ პირობების, რომელიც უკავშირდება საპროექტო კომპანიის ფინანსურ და ინსტიტუციონალურ ფუნქციონირებას;

(7) ამ და სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დარგის რეფორმასთან დაკავშირებული პირობების შესრულება; და

(8) ყველა მოვლენის თუ საქმიანობის აღწერა, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პროექტის რომელიმე მხარის ეკონომიკურ სტაბილურობაზე;

(ii) პროექტის განხორციელების საფუძველზე შედგენილი სვეტების სახით წარმოდგენილი სქემა, რომელზეც ნაჩვენებია პროგრესი პროექტის თითეულ ნაწილში, აგრეთვე ფაქტიური და სამომავლო ხარჯების გრაფიკი.

(iii) ფინანსური ანგარიშები, რომელიც ასახავს პროექტის თითოეულ ნაწილში გაწეულ ხარჯებს და სესხის თანხების ათვისებას, შემდეგი თანმხლები ინფორმაციით:

(1) თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვები;

Page 40:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(2) კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, თუ ასეთი არსებობს, ცვლილების მიზეზის მითითებით;

(3) ანგარიშების თარიღამდე პერიოდში თავდაპირველი გამოთვლის მიხედვით გაწეული ხარჯების რაოდენობა;

(4) ზედა (3) პუნქტს და ფაქტიურ ხარჯებს შორის განსხვავების მიზეზები; და(5) წლის დარჩენილ კვარტალებისათვის გაანგარიშებული ხარჯები.

მუხლი III - ფინანსური და ფუნქციონალური ვალდებულებები

პუნქტი 3.01. ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები

(ა) საპროექტო კომპანია აწარმოებს ანგარიშების და პროცედურების აღრიცხვას ისეთი სახით, რომ ისინი ადექვატურად და საერთაშორისო სააღრიცხვო სტანდარტების მიხედვით ასახავდეს საპროექტო კომპანიის და მისი ფილიალების (თუ ასეთი არსებობს) ფინანსურ და ფუნქციონალურ მდგომარეობას და რომელიც საშუალებას მისცემს თვალყური ადევნოს პროექტის მიმდინარეობას (მათ შორის, პროექტიდან მიღებულ ხარჯებს და სარგებელს).

(ბ) საპროექტო კომპანია:(i) იქონიებს ბანკისათვის მისაღები დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ

საერთაშორისო მიღებული საბუღალტრო სტანდარტებისა და თანამიმდევრულად გამოყენებული სტანდარტების მიხედვით აუდირებულ ყოველი ფინანსური წლის ფინანსურ ანგარიშებს (ბალანსი, უწყისი, შემოსავლის და გასავლის უწყისი და სხვა მასთან დაკავშირებული ანგარიშები), მათ შორის, სპეციალურ ანგარიშს, შემოსავლის დაგროვების ანგარიშს, საპროექტო ანგარიშს, ვალის მომსახურების ანგარიშს და პაბ-ის ბიუჯეტის ანგარიშს, აგრეთვე დაქვემდებარებული კომპანიების ხარჯთაღრიცხვებს. ანგარიშებს და ფინანსურ ანგარიშებს;

(ii) შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ ფინანსური წლის ბოლოდან არაუგვიანეს ექვსი (6) თვის ვადაში, მიაწვდის ბანკს შემდეგ დოკუმენტაციას: (ა) ფინანსური წლის ფინანსური ანგარიშების აუდიტირებულ დამოწმებულ ასლს და (ბ) ხსენებული აუდიტორის მიერ შესრულებულ აუდიტორულ ანგარიშს, ბანკის მიერ მოთხოვნილი მოცულობით და დეტალურობით, (გ) ანგარიშს საპროექტო კომპანიასა და იმის დაქვემდებარებულ კომპანიებსა და ფილიალებს შორის ყველა ფინანსური გარიგების შესახებ, და (დ) ანგარიშს სპეციალური ანგარიშისა და ვალის მომსახურების ანგარიშის შესახებ; და

(iii) მიაწვდის ბანკს ნებისმიერ სხვა ინფორმაციას ხსენებული ანგარიშების, ჩანაწერების, ფინანსური ანგარიშების, აგრეთვე აუდიტის შესახებ, ბანკის მიერ პერიოდული მოთხოვნების შესაბამისად.

პუნქტი 3.02. უარყოფითი ფინანსური პირობები

(ა) თუ ბანკი და მსესხებელი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, საპროექტო კომპანია გარდა ჩვეულებრივი საქმიანობისა, არ მიმართავს ქვემოთ ჩამოთვლილ არცერთ ღონისძიებას და ამასთან დაკავშირებით მიაწვდის ბანკს ყოველგვარ ინფორმაციას, ბანკის მიერ დასაბუთებულად მოთხოვნის შემთხვევაში. კერძოდ, საპროექტო კომპანია:

(i) არ გააფორმებს ისეთ ხელშეკრულებას, რომლის ძალაც რაიმე ფორმით ან რომელიმე პირობით, მთლიანად ან ნაწილობრივ იკისრებს რომელიმე მესამე პირის, მათ შორის რომელიმე დაქვემდებარებული კომპანიის ან ფილიალის ფინანსურ თუ სხვა სახის ვალდებულებებს;

(ii) არ განახორციელებს რაიმე საქმიან გარიგებას მესამე მხარესთან, გარდა ჩვეულებრივი საქმიანობისა, ჩვეულებრივი კომერციული პირობების ან ორმხრივად მისაღები ხელშეკრულების საფუძველზე, არ დაარსებს ერთპიროვნულად და ექსკლუზიურ ყიდვა-გაყიდვის სააგენტოს, არ დადებს ისეთ გარიგებას, რომლის თანახმადაც საპროექტო კომპანიამ შესაძლებელია რომელიმე შესყიდვისათვის გადაიხადოს ჩვეულებრივ კომერციულ ფასზე მეტი ან საკუთარი პროდუქცია გასცეს გასაყიდად კომერციულ ღირებულებაზე

Page 41:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

(ნორმალურ სავაჭრო შეღავათების შესაბამისი) ნაკლებად;(iii) არ დადებს ისეთ პარტნიორულ მოგების განაწილების თუ მსგავს

ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც საპროექტო კომპანიის შემოსავალი ან მოგება ექვემდებარება ან შესაძლოა დაექვემდებაროს მესამე მხარეზე გადაცემას;

(iv) არ გაყიდის, არ გადასცემს, იჯარით არ გასცემს ან სხვა სახით არ გაასხვისებს მთელ ქონებას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს (იმისგან დამოუკიდებლად, ერთი გარიგებით მოხდება ეს თუ ურთიერთდაკავშირებულ ან სხვაგვარ გარიგებათა მთელი სერიის შედეგად); და

(v) არ მიმართავს და არ დაუშვებს რაიმე შეერთებას, კონსოლიდაციას თუ რეორგანიზაციას

(ბ) საპროექტო კომპანია, ბანკის ოცდაათი (30) დღით ადრე შეატყობინებს გარეშე, არ მიმართავს ქვემოთ მოყვანილ არცერთ ქმედებას და მოახსენებს ბანკს ამის შესახებ, ბანკის მხრიდან დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, კერძოდ, საპროექტო კომპანია:

(i) არ გააფორმებს ისეთ მმართველობით ან მსგავს კონტრაქტს, რომლის მიხედვით მისი საქმიანობის და ოპერაციების მართვა გადაეცემა მესამე მხარეს, მათ შორის, მის დაქვემდებარებულ კომპანიებს და ფილიალებს; აგრეთვე

(ii) არ შექმნის რაიმე ფილიალს, არ გასცემს და არ დაუშვებს რაიმე სესხის, ავანსის ან დეპოზიტის არსებობას (გარდა ჩვეულებრივი ფუნქციონირების ფარგლებში. კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტებისა) მესამე მხარის სასარგებლოდ, არ მოახდენს ინვესტიციას ნებისმიერ პირს დაქვემდებარებულ კომპანიასა თუ ფილიალში; თუმცა ქაღალდებში, რომელთა შეძენაც მოხდება საკუთარი აუთვისებელი რესურსების გამოყენების ერთადერთი მიზნით.

პუნქტი 3.03 სხვა ფინანსური პირობები

პუნქტი 3.02-ის პირობების დაურღვევლად საპროექტო კომპანია:(ა) ვალის მომსახურების დაფარვის კოეფიციენტის მნიშვნელობად შეინარჩუნოს მინიმუმ 1,5 იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ფინანსურ წელს ვალის მომსახურების კოეფიციენტის მნიშვნელობა 2.-ზე ნაკლებია და პროგნოზის მიხედვით მომდევნო წლის მნიშვნელობაც ნაკლებია 2.0-ზე, ასეთ შემთხვევაში, საპროექტო კომპანიამ უნდა მიაღწიოს ბანკის დასტურს (X) საკუთარი კაპიტალური დაბანდების და ფინანსურ გეგმაზე ფინანსური წლის დადგომამდე მინიმუმ სამი (3) თვით ადრე და (y) ისეთი გრძელვადიანი სესხის აღებაზე, რომლის ძირითადი თანხის რაოდენობა ხუთ (5) მილიონ აშშ დოლარს აღემატება;(ბ) მიაღწიოს თანხების ამოღების მაჩვენებლების შემდეგ მნიშვნელობებს: 60% 2001 წლისათვის, 70% 2002 ფინანსური წლისათვის, 80% 2003 ფინანსური წლისათვის და 90% 2004 ფინანსური წლისათვის, 95% 2005 ფინანსური წლისათვის და ა.შ. სესხის სრულად დაფარვამდე; და(გ) ნებისმიერ ფინანსურ წელს სამუშაო კოეფიციენტის სიდიდედ შეინარჩუნოს მაქსიმუმ 75%.

პუნქტი 3.04. ბიზნესისა და საქმიანობის წარმართვა

საპროექტო კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბანკი სხვაგვარ მითითებას გასცემს:(ა) თავის საწარმოო საქმიანობას და ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებს (i) საერთაშორისოდ აღიარებული რაციონალური ადმინისტრაციულ, ფინანსური, საინჟინრო-ტექნიკური და სხვა შესაბამისი ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად, (ii) ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით და (iii) საქმიანობის წარმართვის ყველა თავისი ძირითადი პრინციპების დაცვით;(ბ) დაუყოვნებლივ გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს თავისი სამართლებრივი არსებობისათვის და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისათვის, შეიძენს, შეინარჩუნებს და განაახლებს ყველა უფლებას, საკუთრების, უფლებამოსილებას და პრივილეგიებს საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. მათ შორის პროექტის განსახორციელებლად;(გ) არ გაყიდის, არ გააქირავებს და არანაირი სხვა გზით არ გაასხვისებს თავის აქტივებს, რომლებიც აუცილებელი ან მნიშვნელოვანია მისი საქმიანობის განსახორციელებლად ან რომელთა გასხვისებამაც შესაძლოა შეზღუდოს მისი შესაძლებლობა შეასრულოს ამ

Page 42:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები;(დ) დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკს ნებისმიერი წინადადების შესახებ, რომელიც ეხება მისი (მსესხებლის) წესდების ნებისმიერი მუხლის შეცვლას, შეჩერებას ან გაუქმებას და მისცემს ბანკს საშუალებას გამოხატოს შეხედულება ნებისმიერი ასევე წინადადების შესახებ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე;(ე) სანდო სადაზღვევო კომპანიებთან დააზღვევს (ან განახორციელებს ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი სხვა მოქმედებას დაზღვევასთან მიმართებაში) თავის ქონებასა და საქმიანობის ისეთი რისკებისაგან და ისეთ თანხებზე, რომელიც შეესაბამება მიღებულ პრაქტიკას; და(ვ) ყოველთვის აწარმოოს თავისი ობიექტების საშუალებების, აღჭურვილობისა და სხვა საკუთრების ექსპლუატაციას და კარგ სამუშაო პირობებში შენარჩუნებას და აწარმოებს მათ რემონტს და განახლებას შესაბამისი რაციონალური, კომერციული და ფინანსური პრაქტიკიდან გამომდინარე.

მუხლი IV-ძალაში შესვლის თარიღი; მოქმედების შეწყვეტა,

ანულირება და შეჩერება

პუნქტი 4.01. ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი

საპროექტო ხელშეკრულების ძალაში შესვლის და ამოქმედების თარიღად ითვლება განახლებული სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი.

პუნქტი 4.02. მოქმედების შეწყვეტა

საპროექტო ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბანკისა და საპროექტო კომპანიის ყველა ვალდებულების მოქმედების ვადა შეწყდება იმ დღიდან, როცა შეწყდება სასესხო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამავე ხელშეკრულების შესაბამისი პირობების მიხედვით, რის შესახებაც ბანკი დროულად აცნობებს საპროექტო კომპანიას.

პუნქტი 4.03. ანულირება; შეჩერება

წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობა სრულად დარჩება ძალაში მიუხედავად სასესხო ხელშეკრულების 5.03 პუნქტის მიხედვით განხორციელებული ანულირების ან იქვე 5.01 პუნქტის მიხედვით შეჩერების ფაქტისა.

მუხლი V-სხვადასხვა

პუნქტი 5.01. ხელშეკრულების განხორციელებადობა, უფლების გამოყენების უუნარობა; დავის გადაჭრა

საპროექტო ხელშეკრულების მიზნებისათვის, “სტანდარტული წესებისა და პირობების” 8.01, 8.03 და 8.04 პუნქტებში ყველგან, სადაც ნახსენებია “მსესხებელი” და “სასესხო ხელშეკრულება”, უნდა იკითხებოდეს, შესაბამისად “საპროექტო კომპანია” და “საპროექტო ხელშეკრულება” და ამ პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა, სათანადო ცვლილებებით, ეხება საპროექტო კომპანიას.

პუნქტი 5.02. სამოქმედო უფლებამოსილება

საპროექტო ხელშეკრულების მიზნებისათვის, “სატენდერო წესებისა და პირობების” 10.02 პუნქტით ყველგან, სადაც ნახსენებია “მსესხებელი” და “სასესხო ხელშეკრულება”, უნდა იკითხებოდეს, შესაბამისად, “საპროექტო კომპანია” და “საპროექტო ხელშეკრულება” და ამ პუნქტებით გათვალისწინებული ყველა პირობა, სათანადო ცვლილებებით, ეხება საპროექტო კომპანიას.

Page 43:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

პუნქტი 5.03 კორესპონდენცია

(ა) საპროექტო ხელშეკრულების მიზნებისათვის, “სტანდარტული წესების და პირობების” 10.01 პუნქტში ყველგან, სადაც ნახსენებია “სასესხო ხელშეკრულება” იგულისხმება “საპროექტო ხელშეკრულებაც” და ამ პუნქტის პირობები, სათანადო ცვლილებებით, გამოყენება საპროექტო კომპანიის მიმართ.(ბ) “სტანდარტული წესების და პირობების” 10.01 პუნქტის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი მისამართები:

საპროექტო კომპანიისათვის:

შპს ენგურჰესი

ადრესატი: შპს ენგურჰესის გენერალური დირექტორიგალის რეგიონიდასახლება საბერიო

ტელეფონი: (995 77) 474229ტელეფაქსი: (995 215) 50029

ბანკისათვის:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიადრესატი: მართვის ადმინისტრაციის ბიუროOne Exchange Squareლონდონი EC2A 2jnინგლისი

ტელეფონი: (44-0207) 338 6000ტელეფაქსი: (44-0207) 338 6100ტელექსი: 881 2161

ტექსტი ა კ ლ ი ა

იქნება მისი პირობების შესაბამისად ამ ხელშეკრულების ძალაშია შესვლისთანავე; და

(გ) ბანკი მიიღებს იურიდიულ დასკვნებს (i) მსესხებელი იურიდიული მომსახურების განყოფილების უფროსისაგან, (ii) საპროექტო კომპანიის იურიდიული მომსახურების განყოფილების უფროსისაგან და (iii) იუსტიციის სამინისტროსაგან, ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით;

პუნქტი 6.02. იურიდიული დასკვნა(ა) სტანდარტული წესებისა და პირობების 9.03 (ა) პუნქტის მიზნებისათვის საბჭოს დასკვნა ან დასკვნები გაიცემა მსესხებლის სახელით იურიდიული მომსახურების განყოფილების უფროსის მიერ და ქვემოთ მოყვანილი საკითხები არის ის დამატებითი კონკრეტული საკითხები, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იქნან ბანკისადმი მისაწოდებელ საბჭოს დასკვნაში ან დასკვნებში, რომ მსესხებელი ჩამოყალიბებულია და მოქმედებს გარანტის კანონის მიხედვით.(ბ) სტანდარტული წესებისა და პირობების 9.03 (ბ) პუნქტის მიზნებისათვის საბჭოს დასკვნა ან დასკვნები გაიცემა გარანტის სახელით გარანტის იუსტიციის სამინისტროს მიერ, იმის დადასტურებით, რომ გარანტის მიერ გარანტიის ხელახალი დადასტურება გარანტის პარლამენტის მიერ წესის მიხედვით იქნა რატიფიცირებული.(გ) სტანდარტული წესებისა და პირობების 9.03 (გ) პუნქტის მიზნებისათვის საბჭოს დასკვნა ან დასკვნები გაიცემა საპროექტო კომპანიის სახელით დეპარტამენტის უფროსის და იურიდიული მომსახურების განყოფილების უფროსის მიერ და ქვემოთ მოყვანილი საკითხები არის ის დამატებითი კონკრეტული საკითხები, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იქნან ბანკისადმი

Page 44:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

მისაწოდებელ დასკვნაში ან დასკვნებში:(i) რომ შესწორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულება წესის მიხედვით იქნა

სანქცირებული ან რატიფიცირებული და წარმოდგენილი იქნა საპროექტო კომპანიის სახელით და იურიდიულად ავალდებულებს საპროექტო კომპანიას და შესრულებული იქნება მისი პირობების მიხედვით ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე; და

(ii) რომ საპროექტო კომპანია ჩამოყალიბებულია წესის მიხედვით და მოქმედებს გარანტის კანონმდებლობის შესაბამისად

პუნქტი 6.03 სესხის შეწყვეტა ძალაში შეუსვლელობის გამო

სტანდარტული წესებისა და პირობების 9.04 პუნქტის მიზნებისათვის ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად დადგენილია დღე რომელიც შეესაბამება ამ ხელშეკრულების დადების დღიდან ოთხმოცდამეათე (90) დღეს.

მუხლი VII – სხვადასხვა

პუნქტი 7.01 კორესპონდენციასტანდარტული წესებისა და პირობების პუნქტი 10.01 მიზნებისათვის ქვემოთ ვურთავთ შემდეგ მისამართებს

მსესხებლისათვის

შპს ელექტროდისპეტჩერიზაცია – 2000 –ის (ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერიზაცია) გენერალური დირექტორი

თბილისი, ბარათაშვილის 2ინდექსი: 380005

ტელეონი: (995 32) 936317ფაქსი: (995 32) 923748

ბანკისათვის

ბანკისათვის:European Bank for Reconstruction and DevelopmtntAttention: Operation Administrative UnitOne Exchange SquareLondon EC2A2JNEngland

ტელეფონი: (44-0207) 338 6000ტელეფაქსი: (44-0207) 338 6100ტელექსი: 881 2161

პაბ-ის ძირითად პერსონალს შეადგენს პროექტის მენეჯერი – უფროსი ინჟინერი, მოწვეული საპროექტო კომპანიის გარედან: ტექნიკური მენეჯერი; ფინანსური მენეჯერი – პასუხს აგებს სასესხო ხელშეკრულების პირობების დაცვაზე; ტექნიკური მენეჯერი ობიექტზე

ევრობანკთან ურთიერთობის წარმართვა შედის პროექტის მენეჯერის და ფინანსური მენეჯერის მოვალეობებში. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობაზე კონტროლს განახორციელებს და ანგარიშებს მოამზადებს დამოუკიდებელი ინჟინერი

Page 45:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

2. სამუშაოს მოცულობა

ენგურის კომპლექსის აღდგენა განხორციელდება შემდეგ ეტაპებად: პროექტის განხილვა, პროექტის მოცულობისა და ეტაპობრივი განხორციელების გეგმის

დამტკიცება შემდეგი სახით: (i) ფაზა 1 – სესხის თანხებით დასაფინანსებელი გადაუდებელი სამუშაოები; და (ii) ფაზა 2 – პროექტის დასრულება 1998 წლის თებერვლით დათარიღებული “ტექნიკური-ეკონომიკური დასაბუთების და რეკომენდაციების “ დასკვნითი ვერსიის მიხედვით.

სპეციფიკაციების მომზადება, წინასაკვალიფიკაციო პირობების განსაზღვრა და სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ფაზა 1-ით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის, დამოუკიდებელი ინჟინრის რეკომენდაციით და ბანკთან შეთანხმებით შეჩერებული პაკეტის მიხედვით.

ობიექტის მომზადება, მათ შორის წლიური ექსპლუატაცია – ტექმომსახურების პროგრამის რეორგანიზაცია და წარმართვა; საპროექტო კომპანიის სადგურის პერსონალის მიერ შესასრულებელი მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც უნდა წარიმართოს ექსპლუატაცია – მომსახურების და გარემოს დაცვის საკითხებში მრჩეველის დახმარებით, და რომელიც უნდა დასრულდეს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორის მიერ სამუშაოების დაწყებამდე (ეს სამუშაო გულისხმობს ობიექტზე მისასვლელი გზის მოწესრიგებას, ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების დასუფთავებას);

მობილიზაცია საპროექტო უბანზე კონტრაქტორის მიერ დეტალური პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ელექტრომექნიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობის დამზადება დამონტაჟება და /ან

აღდგენა; სარემონტო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, აგრეთვე ძირითადი ნაგებობების,

განსაკუთრებით ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის, უწყვეტი გამოკვლევა და მონიტორინგი. მოწყობილობის შესყიდვა პაბ-ის მეშვეობით მოცემული ღონისძიებების გატარების დაწყებისა საპროექტო კომპანიის

ძირითადი ვალდებულებები უნდა შეიცავდეს: განსაზღვრული ტექნიკური დავალების” საფუძველზე შემდეგი კონსულტანტების

დაქირავებას: (i) დამოუკიდებელი ინჟინერი, რომელიც ამზადებს კონცეპტუალურ პროექტის და ასრულებს საინჟინრო ზედამხედველობის ფუნქციას. (ii) სამი მაღალკვალიფიციური ინჟინერი, რომლებიც შეადგენენ ექსპერტთა საბჭოს და რომლებიც განიხილავენ პროექტირების და პროექტის მართვის მნიშვნელოვან საკითხებს (iii) მრჩეველი ექსპლუატაცია-ტექმომსახურების დარგში, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ენგურჰესის დირექტორის წინაშე.

ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული პაბ-ის უმთავრესი ფუნქციები შემდეგია:

განიხილოს დამოუკიდებელი ინჟინრის მიერ შემოთავაზებული პროექტის გეგმა და მოცულობა მის ორ ეტაპად განხორციელების გეგმის მიხედვით.

მოიპოვოს ყველა ლიცენზია და ნებართვა საინვესტიციო პროექტის განხორციელების გეგმასთან დაკავშირებით;

გამოიცეს სატენდერო დოკუმენტაცია და საპროექტო ანგარიშები, ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს მომავალში შესასრულებელ შესაბამის გამოკვლევებს, ობიექტის შესწავლებსა და გაზომვებს, დამოუკიდებელი ინჟინრის რეკომენდაციის მიხედვით;

უზრუნველყოს პირველადი საპროექტო მონაცემების (ანგარიშები, მშენებლობისა და ტესტირების ჩანაწერები, საპროექტო და სამშენებლო ნახაზების) მიწოდება

უზრუნველყოს ყველა კონტრაქტორი მათ მიერ სამუშაოების შესრულებისათვის და სამშენებლო უბანზე მოწყობილობის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ნებართვებითა და საშვებით, აგრეთვე ყველა მისასვლელი გზის მომსახურება.

უზრუნველყოს კაშხალზე, ჰესის შენობაში და სხვა ნაგებობებზე შესასრულებელი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება ძირითადი პროგრამის შესაბამისად და კონტრაქტორების და/ან მომწოდებლების დაყოვნების გარეშე.

გაუწიოს კონტროლი მიმწოდებლების და/ან კონტრაქტორების მიერ გამოთქმული და დამოუკიდებელი ინჟინრის მიერ სამართლიანად ცნობილი მოთხოვნების შესრულებას.

Page 46:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

მოემსახუროს საპროექტო ანგარიშს საერთაშორისო საბუღალტრო პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად.

გაუგზავნოს ბანკს ინფორმაცია პროექტის ხარჯებთან დაკავშირებით, აუცილებელ თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.

გაუკეთოს მონიტორინგი ხარჯვის გრფიკებსა და ვალის მომსახურების პროგრამებს, დაამტკიცებს კონტრაქტორის მიერ პერიოდულად წარდგენილი გადადის განაცხადები და მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოს სასურველი კოორდინაცია საპროექტო კომპანიას, ბანკსა და მომწოდებლებს შორის პროექტის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

უზრუნველყოს ყველა კონტრაქტორის და მომწოდებლის მიერ უსაფრთხოების წესების დაცვა და საექსპლუატაციო პერსონალისათვის უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარება;

მშენებლობის პერიოდში უზრუნველყოს კონტრაქტორების მიერ გარემოს დაცვის ღონისძიებების, როგორც მუდმივად შესასრულებელი სამუშაოების გატარება.

გაუკეთოს მონიტორინგი მომწოდებლებისა და კონტრაქტორების მიერ ჩასატარებელ პერსონალის ტრენინგის პროგრამებს;

გაატაროს ღონისძიებები ფინანსურ შეთანხმებებში მოცემული პირობების შესრულებისათვის და შეადგინოს შესაბამისი ანგარიშები.

4 პროექტის განხორციელების გეგმა

სესხზე ხელმოწერიდან სამი თვის ვადაში პროექტის აღმასრულებელი ბიურო, ბანკისათვის მისაღები ფორმით, წარუდგენს ბანკს დამოუკიდებელ ინჟინერთა ერთად შემუშავებულ “პროექტის განხორციელების გეგმას”, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად შევა:

ევრობანკის მიერ დაფინანსებული სამუშაოების, აგრეთვე მეორე ეტაპით გათვალისწინებულ დასაფინანსებელ სამუშაოთა მოცულობების დეტალური აღწერა;

სამუშაოს დეტალური პუნქტობრივი სტრუქტურა; პროექტთან დაკავშირებული მთავარი წინააღმდეგობის და რისკის ფაქტორების მოკლე

ანალიზი და მათი დაძლევის გზები; ორგანიზაციული სქემა მმართველი თანამდებობის და ურთიერთდაქვემდებარების

აღნიშვნებით; ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელზეც ნაჩვენები იქნება მენეჯმენტისა და

ვალდებულებების განაწილების სქემა; ექსპერტთა საბჭოს წევრების ფუნქციის, მოვალეობების და ვალდებულებების განმარტებას; პროექტის მართვაში დაკავებული პერსონალის საქმიანი ბიოგრაფიები; მთელი პროექტის უცხოური და ადგილობრივი ხარჯების დეტალური ბიუჯეტი და შესაბამისი

ფინანსური გეგმა; მთელი პროექტის დასრულების საპროექტო პროგრამა – ყოველი ღონისძიების და მათთვის

გამოყოფილი დროის მითითებით; შესყიდვების და დაჩქარების გეგმა; პროექტის საკონტროლო და ანგარიშგების გეგმა, რომელნიც სხვებთან ერთად უნდა

ასახავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: უცხოურ და ადგილობრივ ხარჯებზე კონტროლის განხორციელების შემოთავზებული

ღონისძიებები და მათი გატარების ანგარიში; გაშვება – გამართვის და საწყის პერიოდში ექსპლუატაციის გეგმა; და უწყვეტი ექსპლუატაციის გეგმა (მაგ. კადრების შერჩევა და ტრენინგის, საექსპლუატაციო

პროცედურების მომზადება და სხვა).

4. ანგარიშგება

ზემოთ განხილული “პროექტის განხორციელების გეგმის” გარდა პაბ-ი კოორდინაციას გაუწევს შპს “ენგურჰესისა” და ბანკისათვის წარსადგენი ისეთი ანგარიშების მომზადებას, როგორიცაა:* “საწყისი ანგარიში” რომლითაც დადასტურდება პროექტის ძირეული არსი და განხორციელების გეგმა;* ერთი თვის მანძილზე მომხდარი ძირითადი მოვლენების მოკლე ყოველთვიური ანგარიში, რომელიც ფაქსით გადაეგზავნება ბანკს;

Page 47:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

სრულყოფილი “კვარტალური ანგარიში” (ქვემოთ იხილეთ შინაარსი) , რომელშიც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, მომზადდება და გაეგზავნება დაინტერესებულ სამთავრობო და ფინანსურ სტრუქტურებს (იხ. საორგანიზაციო სქემა), კვარტლის დასრულებიდან ერთი (1 თვის ვადაში, ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს “სასესხო ხელშეკრულებით” გათვალისწინებულ ინფორმაციას, მათ შორის, ისეთი საკითხების დეტალურ მიმოხილვას, როგორიცაა პროექტის ფიზიკური პროგრესი: ფაქტიური და მოსალოდნელი შეფერხებები პროექტის განხორციელების პროცესში; პაბ-ის და დამოუკიდებელი ინჟინრის საკადრო ცვლილებები; პროექტის ღირებულების უახლესი მონაცემები (რომლებიც დაკავშირებულია წინასწარი შეფასების ანგარიშებთან); ისეთ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობა, როგორიცაა საპროექტო კომპანიის ფინანსური და ინსტიტუციონალური და სექტორის რესტრუქტურიზაციის ვალდებულებები. ამავე ანგარიშში ნაჩვენები იქნება “გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმის” მიმდინარეობა და ექსპლუატაცია-ტექმომსახურების და გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმის მრჩეველის საქმიანობის აღწერა.

სხვა სპეციალური ტექნიკური და სახარჯთაღრიცხვო ანგარიშები, რომელიც პერიოდულად შეიძლება მოითხოვოს საპროექტო კომპანიამ. ბანკმა ან ექსპერტთა საბჭომ;

პროექტის დასრულების ანგარიშის პროექტი და დასკვნითი ანგარიშები: ანგარიშის პროექტი მომზადდება გაშვება-გამართვის სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მონახაზის სახით და საბოლოო სახე მიეცემა პროექტის ბანკის მიერ დაფინანსებული ეტაპის დასრულებიდან ექვსი (6) თვის ვადაში. პაბ-ის განკარგულებაში იქნება ერთი თვე, რათა მოამზადოს და საპროექტო კომპანიას და ბანკს წარუდგინოს “დასკვნითი ანგარიშის” პროექტი, რომელშიც აღწერილი იქნება მათ მიერ გაწეული მუშაობა, რეკომენდაციები და მომზადებულ დოკუმენტაცია. სახელმწიფო კომპანიიდან და ბანკიდან კომენტარის მიღებისთანავე, პაბ ორი კვირის ვადაში მოამზადებს და წარმომადგენს “დასკვნითი ანგარიშის” საბოლოო ვარიანტს. ამ ანგარიშის განახლება მოხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაბამისი ფაზის დასრულების შემდეგ.

თითოეული ზემოხსენებული ანგარიშის სამი ასლი წარედგინება ბანკს ინგლისურ ენაზე. სხვადასხვა სტრუქტურების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას დამატებითი ასლების საჭიროება. ამ ანგარიშების სამი ასლი წარედგინება საპროექტო ენაზე ქართულ ენაზე.

6. ოფისის ადგილმდებარეობა; საპროექტო კომპანიის მიერ მოსაწოდებელი მონაცემები, მომსახურება და მოწყობილობა.

პაბ-ის ოფისი უნდა განთავსდეს ენგურჰესის ახლომდებარე პუნქტში, სადაც საპროექტო კომპანია გამოყოფს და მოაწყობს შესაფერის საოფისე შენობას. პაბ-ის ოფისი უნდა აღიჭურვოს საოფისე ტექნიკით (რაც, არ შემოიფარგლება რა ამით, აუცილებლად გულისხმობს პერსონალურ კომპიუტერებს სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფით, როგორიცაა Word, Exctl და სხვა პროექტის მონიტორინგის და ფინანსური აღრიცხვის შემსრულებელი პროგრამები), სატელიტური კავშირის მქონე ტელეფონით და ფაქსით, ქსეროქსით და შესაფერისი საოფისე ავეჯით კონსულტანტების მიერ საპროექტო კომპანიასთან შეთანხმებით შეძენილი საოფისე მოწყობილობა პროექტის დასრულების შემდეგ დარჩება საპროექტო კომპანიის საკუთრებაში.

კვარტალური ანგარიშის შინაარსი

მთავარი ანგარიში (8-10) გვერდი

1 მიმოხილვა (2 გვერდი – დაერთვის I და II დანართები)- პროექტის მიზნები- პროექტის აღწერა- პროექტის ფინანსირების ღონისძიებები

2 პაბ-ის საქმიანობის მიმოხილვა (2 გვერდი)- ბოლო კვარტლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი- წამოჭრილი პრობლემები- ცვლილებები ძირითად კადრებში

Page 48:  · Web view2002 წლის 18 მაისი N 1475 დადგენილებით განახლებული საგარანტიო

- მომავალი კვარტლის სამოქმედო გეგმა3 საორგანიზაციო და განხორციელების ღონისძიებები (1 გვერდი – დაერთვის III, IV და V

დანართები)- პროექტის აღმასრულებელი ბიურო- კონსულტანტები- მნიშვნელოვანი ეტაპები (იხ. დანართი 4)

4 საშემსყიდველო საქმიანობა (3 გვერდი – დაერთვის VI და VII დანართები)- ობიექტის მომზადება და ექსპლუატაცია-ტექმომსახურება- მშენებლობა კაშხალსა და სადაწნეო გვირაბზე- ელექტროსადგურის რეაბილიტაცია- საკონსულტაციო მომსახურეობა

5 მონიტორინგი (2 გვერდი – დაერთვის VIII დანართი)- ვალდებულებები ევრობანკის წინაშე (იხ. დანართი 1)- შესრულების მაჩვენებლები

დანართები

1 პროექტის მოკლე აღწერა – სხვადასხვა მხარეების მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობების ამსახველი ნახაზების ჩათვლით;

2 პროექტის ხარჯები და დაფინანსება (თავდაპირველი და მოსალოდნელი ხარჯების, სესხის დარჩენილი ბალანსის და საპროექტო ხელშეკრულების თანახმად ათვისებული თანხების ჩვენებით);

3 ორგანიზაციული სქემა ( პაბ-ის და კონსულტანტის პერსონალის როლის ჩვენებით);4 კონსულტანტის “ტექნიკური დავალება” და კადრებით დაკომპლექტების გრაფიკი;

განხორციელების გრაფიკი – პროგრამა Microsoft Project-ში შესრულებული გრაფიკები, რომელზეც ნაჩვენებია შესყიდვების გეგმა, სამუშაო პროგრამა (მათ შორის საპროექტო კომპანიის მიერ შესასრულებელ სამუშაოებთან დამთხვევა) და ექსპლუატაციაში შესვლის გრაფიკი;

შესყიდვების კონტრაქტების მიმოხილვა (კონტრაქტის ღირებულების, ათვისების და მოსალოდნელი გადასახდელი თანხების მითითებით);

ობიექტზე მუშაობის ამსახველი ფოტოები (რომელზეც ნაჩვენები იქნება გასასვლელ გზაზე და გადამცემ ხაზებზე შექმნილი მდგომარეობა, სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე დ სხვა);

ვალდებულებათა ჩამონათვალი, მიმდინარე და სამომავლო კრიტერიუმების მითითებით.