· web viewმუშაობის პროცესში მას უნდა...

27
იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი პპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპ 2015 1

Upload: others

Post on 24-Feb-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

პროფესიული სტანდარტი

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

2015

1

Page 2:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

1. პროფესიის დასახელება (ქართულად): ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

2. პროფესიის დასახელება (ინგლისურად): IT Support Specialist

3. პროფესიული სტანდარტის კოდი:

4. პროფესიული სტანდანდარტის სარეგისტრაციო ნომერი:

5. პროფესიული სტანდარტის შესაბამისი კოდი „დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის“ (ISCO-08) მიხედვით: 3512

6. პროფესიის აღწერა:ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი საქმიანობას ახორციელებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, ტექნიკური მხარდაჭერის განხრით.მუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის გამართვა და მისი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა, შიდა ქსელის გამართვა, აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პროფესიული ურთიერთობების დამყარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში. საქმიანობის დროს შრომის უსაფრთხოების დაცვა, დავალების მიღება, გაანალიზება და შესრულება შიდა რეგულაციების ან ინსტრუქტაჟის მიხედვით. მომხმარებელთან მუშაობა, მისთვის კონსულტაციის გაწევა ან/და ინფორმირება თავის კომპეტენციაში შემავალ ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებში. გუნდური ან დამოუკიდებლად მუშაობა.სპეციალისტის მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული კომპიუტერული, პერიფერიული და მცირე ქსელების გამართული მუშაობა, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების საჭიროების მქონე მომხმარებლების შეუფერხებელ მუშაობას. პირს უნდა ახასიათებდეს კარგი ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი. მოვალეობის შესრულების პროცესში მან უნდა გამოიჩინოს პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საზრიანობა. უნდა გააჩნდეს პროფესიულ სიტუაციებში სწორად და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. უნდა იყოს მომთმენი, თანმიმდევრული და ინტუიციის მქონე, რათა გადალახოს საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემები. იგი უნდა იყოს პატივსაცემი, ეთიკის დამცველი ადამიანი. მუდმივად ზრუნავდეს თვითგანათლებასა და განვითარებაზე.საქმიანობის დროს, კომპიუტერულ და პერიფერიულ ტექნიკასთან, ასევე შიდა ქსელებთან მუშაობის დროს, იყენებს სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოებსა და დიაგნოსტიკურ საშუალებებს. მას უნდა შეეძლოს მოცემულ მოწყობილობასთან თუ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენება.

7. სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის ტიპურ სამუშაო გარემოს წარმოადგენს ოფისი. სპეციალისტის სამუშაო დრო მეტნაკლებად სტანდარტიზირებულია, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი სამუშაო საათების განმავლობაში და გამოსასვლელ დღეებში მუშაობაც ხდება საჭირო. წარმოების უწყვეტი პროცესის მქონე კომპანიებს აპარატურის 24-საათიანი ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდებათ.ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს საჯარო ან კერძო სტრუქტურის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებებში, ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად, წამყვან ან მთავარ სპეციალისტად, შეუძლია იყოს სერვის ცენტრის ხელმძღვანელი შესაბამის სფეროში.

8. აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:(კანონმდებლობით არ არის დადგენილი).

9. კვალიფიკაციის დონე ევროპულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით:

2

Page 3:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

მესამე

10. პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:№ პროფესიული მოვალეობა პროფესიული ამოცანა1. კომპიუტერული ტექნიკის

გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა

1.1. განსაზღვრავს სამუშაოთა პრიორიტეტულობას და მოქმედების თანმიმდევრობას დადგენილი/შიდა და სფეროს რეგულაციების მიხედვით

1.2. უზრუნველყოფს კომპიუტერის აწყობას, მოდერნიზაციას, დიაგნოსტიკასა და გამართვას

1.3. იმარაგებს ხელსაწყოებს, მასალებს, მაკომპლექტებელი ნაწილებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას

1.4. უზრუნველყოფს ოპერაციული სისტემის ინსტალაციას, გამართვასა და განახლებას.

1.5. უზრუნველყოფს სამომხმარებლო, დამხმარე და უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას, გამართვასა და განახლებას

1.6. ქმნის სისტემის სარეზერვო ასლს (backup)1.7. ახორციელებს დაზიანების ანალიზს,

დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღების საფუძველზე

1.8. უზრუნველყოფს დაზიანების აღმოფხვრასა და შემდგომ დიაგნოსტირებას

1.9. ახორციელებს ანგარიშგებას2. პერიფერიული

მოწყობილობების მხარდაჭერა2.2. განსაზღვრავს სამუშაოთა

პრიორიტეტულობასა და მოქმედების თანმიმდევრობას, დადგენილი/შიდა და სფეროს რეგულაციების მიხედვით

2.3. იმარაგებს ხელსაწყოებს, მარტივი სერვისისთვის საჭირო მასალებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, მათი შემდგომი გამოყენების მიზნით

2.4. ახორციელებს მონტაჟსა და კონფიგურირებას2.5. ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის

მხარდაჭერასა და განახლებას2.6. ახორციელებს მარტივ სერვისს (მარტივი

მაკომპლექტებელი და მაკავშირებელი ნაწილების შეცვლას)

3. შიდა ქსელის გამართვა 3.1. განსაზღვრავს სამუშაოთა პრიორიტეტულობასა და მოქმედების თანმიმდევრობას, დადგენილი/შიდა და სფეროს რეგულაციების მიხედვით

3.2. იმარაგებს ხელსაწყოებს, მასალებს, მაკომპლექტებელი ნაწილებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას

3.3. ახორციელებს ქსელის მონტაჟსა და გამართვას, წინასწარ მიღებული დავალებისა და სქემის მიხედვით

3.4. ახორციელებს მარტივი შიდა ქსელური აპარატურის მონტაჟსა და საბაზისო კონფიგურირებას

3.5. ახორციელებს ქსელური პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟსა და კონფიგურირებას

3.6. ახორციელებს დაზიანების ანალიზს

3

Page 4:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

კომპეტენციის ფარგლებში, დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღების საფუძველზე

3.7. უზრუნველყოფს დაზიანების აღმოფხვრასა და შემდგომ დიაგნოსტირებას

3.8. ახორციელებს ანგარიშგებას4. აპარატურული და

პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

4.1. იძიებს ინფორმაციას შესაძლო აპარატურულ და პროგრამულ რისკებზე

4.2. უზრუნველყოფს შესაძლო რისკების პრევენციას

4.3. აღმოფხვრის აღმოჩენილ პრობლემებს შესაბამისი მეთოდების გამოყენებით

4.4. უწევს მომხმარებელს კონსულტაციას აპარატურული და პროგრამული რისკებისა და რისკების პრევენციის საკითხებზე

4.5. ახორციელებს ანგარიშგებას მენეჯერთან/ ხელმძღვანელთან აღმოჩენილი და აღმოფხვრილი რისკების შესახებ

4.6. იცავს შრომის უსაფრთხოებისა და ეთიკის ნორმებს ტექნიკასთან მუშაობისას

5. პროფესიული ურთიერთობების დამყარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში

5.1. ახორციელებს მომხმარებელთან ან/და კოლეგებთან უკუკავშირსა და კონსულტაციას

5.2. ურთიერთობს ხელმძღვანელობასთან (მათგან დავალებების/ინსტრუქტაჟის მიღება და შესაბამისი ზეპირი ან წერილობითი ანგარიშგება)

5.3. აღწერს შესრულებულ სამუშაოებს დადგენილი ფორმების მიხედვით

5.4. ახორციელებს ინფორმირებას ტექნიკური ინფრასტრუქტურის ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ

5.5. საჭიროების შემთხვევაში, აღწერს მომხმარებლის პრობლემას წერილობით ან ზეპირად, შესაბამისი სფეროს სპეციალისტთან გადამისამართების მიზნით

5.6. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ტექნიკური დოკუმენტაციისა და სფეროს სიახლეების მოძიებას, გაცნობა-შესწავლას

3. პიროვნული თვისებები: ორგანიზებული დისციპლინირებული პუნქტუალური შემოქმედებითი დამოუკიდებელი

4. ხელსაწყოები, დანადგარები, მასალები: სახრახნისების ნაკრები ბრტყელტუჩა მკვნეტარა სარჩილავი მოწყობილობა ქსელის ტესტერი ელექტროტესტერი ქსელის თავსაჭერი ანტისტატიკური სამაჯური ჩაქუჩი ელექტრობურღი ქსელის სადენის ჩამჭერი

4

Page 5:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

ხელთათმანები ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობა ფუნჯი და საშლელი თერმოპასტა სამანქანე ზეთი მინიმტვერსასრუტი ქსელის კონექტორი ქსელის მზა სადენი სახარჯი მასალები

5. პროფესიის სამომავლო ტენდენციები:

პროფესიის სახელის, მოთხოვნებისა და შესასრულებელი ამოცანების ცვლილება ახალი აპარატურული, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა სახელმწიფო ენაზე

6. პროფესიული ცოდნა და უნარები:№ მოვალეობა პროფესიული ცოდნა პროფესიული უნარები1. კომპიუტერული

ტექნიკის გამართვა და მისი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა

იცის კომპიუტერის არქიტექტურა, კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები

იცის სტანდარტული ძაბვები იცის ელექტრონიკის საწყისი

კურსი იცის სისტემებისა და

მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/ აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები

იცის ოპერაციული სისტემები იცის შესაძლო გაუმართაობების

ტიპები, მიგნების გზები და მათი აღმოფხვრის მეთოდები

იცის დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა

იცის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები

იცნობს სფეროს რეგულაციებსა და დადგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციას

შეუძლია კომპიუტერის ტიპებისა და მაკომპლექტებლების გარჩევა, მათი შესაბამისობისა და თავსებადობის გარკვევა

შეუძლია მაკომპლექტებელი ნაწილების დიაგნოსტირება ტესტირების გზით

შეუძლია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენება, საჭიროებიდან გამომდინარე

შეუძლია შესასრულებული ან შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და მისი პრეზენტაციის გაკეთება საჭიროებისამებრ

შეუძლია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა სარეზერვო ასლის შექმნისათვის

შეუძლია სარეზერვო ასლის შექმნა (ბეკაპირება), შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით

შეუძლია სარეზერვო ასლიდან აღდგენა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით

შეუძლია სარეზერვო ასლის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა

შეუძლია მყარი დისკის ან მისი დანაყოფების ”კლონირება”

შეუძლია ოპერაციული სისტემების ტიპების გარჩევა

შეუძლია სხვადასხვა ოპერაციული სისტემების ინსტალაცია

შეუძლია სხვადასხვა

5

Page 6:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

ოპერაციული სისტემების კონფიგურირება და ოპტიმიზაცია

შეუძლია გაუმართაობების აღმოჩენა, მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა

შეუძლია დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ტიპების გარჩევა

შეუძლია დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნისამებრ შერჩევა

შეუძლია დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია

შეუძლია შრომითი და სამსახურებრივი უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დაცვა

შეუძლია ტექნიკასთან მუშაობის უსაფრთხოებისა და ეთიკის ნორმების გამოყენება

შეუძლია შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენება

2. პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა.

იცის პერიფერიული მოწყობილობების აგებულება, დანიშნულება, მათი და მათთან მუშაობის პრინციპები, თავსებადობა

იცის პერიფერიული მოწყობილობების მარტივი შესაძლო გაუმართაობების ტიპები, მიგნების გზები და მათი აღმოფხვრის მეთოდები

შეუძლია პერიფერიული მოწყობილობების გარჩევა

შეუძლია მათი პროგრამული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მისი კონფიგურირება

შეუძლია მათი საერთო ქსელში ჩართვა

შეუძლია სხვა მომხმარებლებისათვის წვდომის უზრუნველყოფა

შეუძლია პერიფერიული მოწყობილობების მარტივი გაუმართაობების მიზეზის დადგენა და, საჭიროებისამებრ, მარტივი სერვისის (მაგ.: პრინტერში ან ასლგადამღებ აპარატში კარტრიჯის შეცვლა, გაჭედილი ქაღალდის ამოღება) განხორციელება

3. შიდა ქსელის გამართვა

იცის ქსელის ძირითადი მახასიათებლები და მისი მუშაობის პრინციპები

იცის უსადენო ქსელის კატეგორიები

იცის TCP/IP ტექნოლოგიის საფუძვლები

იცის შიდა ქსელის შესაძლო გაუმართაობების ტიპები, მიგნების გზები და მათი აღმოფხვრის მეთოდები

შეუძლია ქსელური სადენის/კაბელის ტიპებისა და კატეგორიების გარჩევა

შეუძლია კონექტორების ტიპებისა და დანიშნულების გარჩევა

შეუძლია კონექტორის დამაგრება შესაბამისი პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით

შეუძლია გაარჩიოს ქსელური აპარატურა

6

Page 7:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

შეუძლია უსადენო ქსელის დამონტაჟება

შეუძლია უსადენო ქსელის კონფიგურირება

შეუძლია უსადენო ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

შეუძლია უსადენო ქსელის კომპიუტერზე კონფიგურირება

შეუძლია უსადენო ქსელის პერიფერიულ მოწყობილობებზე კონფიგურირება

შეუძლია TCP/IP ტოპოლოგიის წაკითხვა

შეუძლია ქსელის კონფიგურირება მომხმარებლის კომპიუტერზე

შეუძლია ქსელის კონფიგურირება ქსელურ პერიფერიულ მოწყობილობაზე

შეუძლია შიდა ქსელის გაუმართაობების მიზეზის დადგენა და საჭიროებისამებრ, მარტივი სერვისის (მაგ.: კონექტორის შეცვლა/დამაგრება და ა.შ.) განხორციელება

4. აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

იცის აპარატურული და პროგრამული რისკების დიფერენცირება და მათი პრევენციის გზები

იცის აპარატურული და პროგრამული რისკების შესახებ ინფორმაციის მოძიების საშუალებები

იცის აღმოჩენილი უსაფრთხოების პრობლემების აღმოფხვრის მეთოდები

იცის ტექნიკასთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ეთიკის ნორმები

შეუძლია აპარატურული და პროგრამული რისკების დიფერენცირება და მათი პრევენცია

შეუძლია აპარატურული და პროგრამული რისკების შესახებ სხვადასხვა საშუალებებით ინფორმაციის მოძიება

შეუძლია აღმოჩენილი უსაფრთხოების პრობლემების აღმოფხვრა სხვადასხვა საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით

შეუძლია შრომის უსაფრთხოებისა და ეთიკის ნორმების დაცვა ტექნიკასთან მუშაობისას

5. პროფესიული ურთიერთობების დამყარება მისი კომპეტენციის ფარგლებში

იცნობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებს პროფესიული ურთიერთობების დასამყარებლად

იცის სახელმწიფო ენა სრულყოფილად

იცის სფეროსთვის საჭირო ტექნიკური, ასევე საკომუნიკაციო დონის ინგლისური ენა

შეუძლია მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მათგან დავალების მიღება, საჭიროებისამებრ, დავალების გადამისამართება შესაბამისი სფეროს სპეციალისტთან

შეუძლია კოლეგებისთვის ან ხელმძღვანელობისთვის კონსულტაციის გაწევა ან მათგან კონსულტაციის, დავალებისა და ინსტრუქტაჟის მიღება

შეუძლია წერილობითი და

7

Page 8:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

ზეპირი ანგარიშის (ტექნიკური, პროგრამული, უსაფრთხოების საკითხებზე) მომზადება და წარდგენა სახელმწიფო და ინგლისურ ენაზე

შეუძლია სახელმწიფო და ინგლისურ ენებზე ეფექტური კომუნიკაცია პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით

შეუძლია სახელმწიფო და ინგლისურ ენებზე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება ელექტრონული, ბეჭდვითი, წერილობითი, ზეპირი საშუალებებით და მათი გააზრება და გამოყენება

7. სტანდარტის მოქმედების ვადა: 2 წელი

8. პროფესიული სტანდარტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრები:

№ სახელი და გვარი ორგანიზაცია, პოზიცია1. გიორგი ფოცხვერაშვილი შპს T&N, დამფუძნებელი2. თეიმურაზ ლომიძე სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა,

ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახურის უფროსი

3. შოთა ცინცაძე შპს „მინიტელსი“, ტექნიკური ინჟინერი4. გიორგი სალთხუციშვილი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა,

კომპიუტერული ქსელების და კომუნიკაციის IT სპეციალისტი

5. თამარ ლომინაძე საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი

6. მარადი გელაშვილი შპს “OSC”, დირექტორი7. ლევან თადუმაძე შპს „OSC”, უფროსის მოადგილე8. რეზო ლაშქარავა Phoenix Group, ინფორმაციული ტექნოლოგიების

მენეჯერი9. გუგა ბარბაქაძე შპს „F1” , დირექტორი10.

მიხეილ ახსაბაძე შპს „T&N”, დირექტორი

11.

მიხეილ ჯაფარიძე შპს „ბეტა“, დირექტორი

8

Page 9:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

შეფასების სტანდარტი

პროფესიის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

ნაწილი 1. ზოგადი ინფორმაცია

სტანდარტი გამოიყენება ფორმალური განათლებისა და/ან არაფორმალური განათლების ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების, ცოდნისა და უნარების აღიარების მიზნით.

შეფასების სტანდარტი ეფუძნება კონკრეტულ პროფესიულ სტანდარტს. ის განსაზღვრავს სტანდარტში ასახული პროფესიული ცოდნისა და უნარების შეფასებისა და დადასტურების აუცილებელ პირობებს: 1. შესაფასებელ კომპეტენციებს, რომლებიც გამოხატულია პროფესიული მოვალეობებისა და ამოცანების ტერმინებში; 2. კომპეტენციების შეფასების კრიტერიუმებს, რომლებშიც ასახულია აუცილებელი პროფესიული ცოდნა და უნარები; 3. კომპეტენციების დადასტურებისათვის გამოყენებულ მტკიცებულებებს.

შეფასების სტანდარტი განსაზღვრავს შეფასების პროცესის განხორციელების მიდგომებს.

ფორმალურ განათლებაში სტანდარტით გათვალისწინებული შეფასების პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები ასახულია სავალდებულო პროფესიულ მოდულებში.

არაფორმალური განათლების აღიარების მიზნებისათვის გამოიყენება წინამდებარე დოკუმენტის მესამე ნაწილში (ნაწილი 3. შეფასების პროცესი და კომპონენტები) აღწერილი პროცედურები. შედეგები აისახება თანდართულ ფორმებში, რომლებიც დანართის სახით ახლავს დოკუმენტს.

9

Page 10:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

ნაწილი 2. შეფასების კრიტერიუმები

პროფესიული ამოცანა შეფასების კრიტერიუმებიპროფესიული მოვალეობა 1: კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა1.1. განსაზღვრავს სამუშაოთა

პრიორიტეტულობას და მოქმედების თანმიმდევრობას დადგენილი/შიდა და სფეროს რეგულაციების მიხედვით

1.1.1. სწორად აღწერს დაგეგმვის პროცესსა და ეტაპებს, ასევე პასუხისმგებლობებს

1.1.2. სწორად ჩამოთვლის კომპიუტერის აწყობის ეტაპებს.

1.3. უზრუნველყოფს კომპიუტერის აწყობას, მოდერნიზაციას, დიაგნოსტიკასა და გამართვას

1.2.1. სწორად ახდენს პროცესორის, პროცესორის გამაგრილებელი სისტემისა და ოპერატიული მეხსიერების ინსტალაციას დედა დაფაზე

1.2.2. სწორად აინსტალირებს ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებსა (HDD,SSD) და ოპტიკურ დისკწამყვანს

1.2.3. სწორად ახდენს გაფართოების დაფების ინსტალაციას

1.2.4. სწორად ახდენს სადენების ინსტალაციას1.7. იმარაგებს ხელსაწყოებს,

მასალებს, მაკომპლექტებელი ნაწილებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას

1.3.1. სწორად აღწერს კომპიუტერის თითოეული კომპონენტის დანიშნულებას

1.8. უზრუნველყოფს ოპერაციული სისტემის ინსტალაციას, გამართვასა და განახლებას.

1.4.1. სწორად აფასებს აპარატურულ მონაცემებს1.4.2. სწორად განმარტავს ოპერაციული სისტემისადმი

წაყენებულ მოთხოვნებს და მათ ეფექტურობას1.4.3. წესების თანახმად განსაზღვრავს მყარი დისკის

ფორმატს და მისი დანაყოფების მოცულობას სისტემის შემდგომი ინსტალაციისთვის.

1.4.4. სწორად არჩევს ინსტალაციის პროცესში მოთხოვნილ პარამეტრებს

1.4.5. წესების დაცვით ასრულებს ოპერაციული სისტემის ინსტალაციას

1.4.6. მოთხოვნის შესაბამისად ახდენს სისტემური პარამეტრების კონფიგურირებას

1.14. უზრუნველყოფს სამომხმარებლო, დამხმარე და უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას, გამართვასა და განახლებას

1.5.1. წესების დაცვით ახდენს სისტემის განახლებას1.5.2. სწორად აინსტალირებს და აკონფიგურირებს

ძირითად სამომხმარებლო პროგრამულ უზრუნველყოფას

1.5.3. სწორად ახდენს უცნობი ტიპის მოწყობილობების იდენტიფიცირებას, მათი დრაივერების მოძიებსა და ინსტალაციას

1.5.4. სწორად ახდენს პროფესიის შესაბამისი სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას /გამართვას

1.18. ქმნის სისტემის სარეზერვო ასლს (backup)

1.6.1. სწორად ახდენს სისტემის რეზერვირებას და შემდგომში მის აღდგენას

1.19. დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღების საფუძველზე ახორციელებს დაზიანების ანალიზს,

1.7.1. სწორად აკონფიგურირებს სისტემას შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად

1.7.2. მომხმარებლისგან აგროვებს ინფორმაციას პრობლემის შესახებ

10

Page 11:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

1.7.3. პირდად ამოწმებს პრობლემის არსებობას

1.22. უზრუნველყოფს დაზიანების აღმოფხვრასა და შემდგომ დიაგნოსტირებას

1.8.1. მოგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სწორად ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას

1.8.2. სწორად სახავს იდენტიფიცირებული პრობლემის აღმოფხვრის ოპტიმალურ გზებს, დროის ან/და მატერიალური ღირებულების პრიორიტეტების გათვალისწინებით

1.8.3. სწორად აღმოფხვრის იდენტიფიცირებულ პრობლემას

1.8.4. მუშაობის დროს იცავს უსაფრთხოების წესებს (ძირითადი უსაფრთხოების საკითხები, ელექტრო უსაფრთხება და სახანძრო უსაფრთხოება)

1.26. ახორციელებს ანგარიშგებას

1.9.1. სწორად აღრიცხავს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს შესახებ დაინტერესებულ პირთათვის/მხარეთათვის

1.9.2. სწორად აწარმოებს დოკუმენტაციას აღმოჩენილი ან/და აღმოფხვრილი გაუმართაობების შესახებ

პროფესიული მოვალეობა 2: პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა2.1. განსაზღვრავს სამუშაოთა

პრიორიტეტულობას და მოქმედების თანმიმდევრობას დადგენილი/შიდა და სფეროს რეგულაციების მიხედვით

2.1.1. სწორად განმარტავს პერიფერიული მოწყობილობების ტიპებს

2.1.2. შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე სწორად აღწერს მოქმედების თანმიმდევრობას

2.3. იმარაგებს ხელსაწყოებს, მარტივი სერვისისთვის საჭირო მასალებს და პროგრამულ უზრუნველყოფას მათი შემდგომი გამოყენების მიზნით

2.2.1. სწორდ აღწერს პერიფერული მოწყობილობების მონტაჟისათვის საჭირო ხელსაწყოებს, მარტივი სერვისისთვის საჭირო მასალებს და პროგრამულ უზრუნველყოფას

2.2.2. სწორად ახდენს შესაბამისი დრაივერების და პროგრამული უზრუნველყოფის მოძიებას

2.5. ახორციელებს მონტაჟსა და კონფიგურირებას

2.3.1. მიღებული დავალების შესაბამისად ამზადებს მოწყობილობას შემდგომი მონტაჟისათვის

2.3.2. ამონტაჟებს მოწყობილობებს დავალების ან/და მოქმედი სტანდარტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე

2.3.3. მოთხოვნიდან გამომდინარე ახორციელებს კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებას

2.8. ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასა და განახლებას

2.4.1. დავალების შესაბამისად ახდენს პერიფერიული მოწყობილობის გარე ან/და ინტეგრირებულ პროგრამულ კონფიგურირებას

2.9. ახორციელებს მარტივ სერვისს (მარტივი მაკომპლექტებელი და მაკავშირებელი ნაწილების შეცვლა)

2.5.1. სწორად აფასებს პერიფერიული მოწყობილობის გაუმართაობას

2.5.2. სწორად აღმოფხვრის არსებულ მარტივი გაუმართაობის პრობლემა(ებ)ს

პროფესიული მოვალეობა 3: შიდა ქსელის გამართვა

3.1. განსაზღვრავს სამუშაოთა პრიორიტეტულობას და მოქმედების თანმიმდევრობას დადგენილი/შიდა და სფეროს რეგულაციების მიხედვით

3.1.1. ზუსტად განმარტავს ქსელის არსს, ქსელის უპირატესობები, ქსელის ტიპებს (LAN, WAN, MAN, PAN, SAN, WLAN)

3.1.2. შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე სწორად აღწერს მოქმედების თანმიმდევრობას

11

Page 12:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

3.3. იმარაგებს ხელსაწყოებს, მასალებს, მაკომპლექტებელი ნაწილებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას

3.2.1. სწორად აღწერ ქსელურ მოწყობილობებს და მათი მუშაობის პრინციპებს

3.2.2. სწორად აღწერს ქსელური მოწყობილობების დაკავშირების ტიპებსა და მახასიათებლებს

3.5. ახორციელებს ქსელის მონტაჟსა და გამართვას წინასწარ მიღებული დავალებისა და სქემის მიხედვით

3.3.1. სწორად განასხვავებს ქსელის ფიზიკურ ტოპოლოგიებს და მათ მახასიათებლებს

3.3.2. კაბელიზაციის სტანდარტების დაცვით ახდენს კაბელების თავების დასმას კონექტორზე

3.3.3. ტოპოლოგიის შესაბამისად სწორად ახდენს კაბელიანი ან/და უკაბელი ქსელის გაყვანას

3.8. ახორციელებს მარტივი შიდა ქსელური აპარატურის მონტაჟსა და საბაზისო კონფიგურირებას

3.4.1. ქსელის სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით სწორად აკონფიგურირებს გრაფიკული ინტერფეისის მქონე ქსელურ მოწყობილობებს

3.9. ახორციელებს ქსელური პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟსა და კონფიგურირებას

3.5.1. ამონტაჟებს მოწყობილობებს დავალების ან/და მოქმედი სტანდარტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე (იხ. 2,3,2)

3.5.2. ახორციელებს ქსელური პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურირებას

3.11. დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღების საფუძველზე ახორციელებს დაზიანების ანალიზს კომპეტენციის ფარგლებში

3.6.1. მომხმარებლისგან აგროვებს ინფორმაციას ქსელური გაუმართაობის შესახებ

3.6.2. მოგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სწორად ახდენს ქსელური პრობლემის იდენტიფიცირებას

3.13. უზრუნველყოფს დაზიანების აღმოფხვრასა და შემდგომ დიაგნოსტირებას

3.7.1. სწორად დასახავს იდენტიფიცირებული ქსელური პრობლემის აღმოფხვრის ოპტიმალურ გზებს, დროის ან/და მატერიალური ღირებულების პრიორიტეტების გათვალისწინებით

3.7.2. სწორად აღმოფხვრის იდენტიფიცირებულ ქსელურ პრობლემას

3.15. ახორციელებს ანგარიშგებას

3.8.1. სწორად აღრიცხავს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს შესახებ დაინტერესებულ პირთათვის/მხარეთათვის (იხ. 1.9.1)

3.8.2. სწორად აწარმოებს დოკუმენტაციას აღმოჩენილი ან/და აღმოფხვრილი გაუმართაობების შესახებ (იხ. 1.9.2)

პროფესიული მოვალეობა 4: აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა4.1. იძიებს ინფორმაციას შესაძლო

აპარატურულ და პროგრამულ რისკებზე

4.1.1. იძიებს ინფორმაციას შესაძლო აპარატურულ და პროგრამულ რისკებზე

4.2. უზრუნველყოფს შესაძლო რისკების პრევენციას

4.2.1. სწორად განასხვავებს სხვადასხვა ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას და ახდენს მათ ინსტალაცია/კონფიგურაცია/განახლებას.

4.2.2. მოთხოვნილი უსაფრთხობის პოლიტიკის მიხედვით, სხვადასხვა დამხმარე პროგრამების გამოყენებით ახდენს სისტემის დაცვას.

4.4. აღმოფხვრის აღმოჩენილ პრობლემებს შესაბამისი მეთოდების გამოყენებით

4.3.1. მოგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სწორად ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას (იხ. 1.8.1)

4.3.2. სწორად აღმოფხვრის იდენტიფიცირებულ პრობლემას (იხ. 1.8.3)

4.6. უწევს მომხმარებელს კონსულტაციას აპარატურულ და

4.4.1. აყალიბებს ოპტიმალურ სამუშაო ურთიერთობებს კოლეგებთან და საზოგადოებასთან (მათ შორის,

12

Page 13:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

პროგრამულ რისკებსა და რისკების პრევენციის საკითხებზე

მომხმარებელთან) პროფესიული ეთიკის, თანასწორობის პრინციპების, ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების საბაზისო წესების დაცვით

4.7. ახორციელებს ანგარიშგებას აღმოჩენილი და აღმოფხვრილი რისკების შესახებ მენეჯერთან/ხელმძღვანელთან

4.5.1. სწორად აწარმოებს დოკუმენტაციას აღმოჩენილი ან/და აღმოფხვრილი გაუმართაობების შესახებ (იხ. 1.9.2)

4.8. იცავს ტექნიკასთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოების და ეთიკის ნორმებს

4.5.2. მუშაობის დროს იცავს უსაფრთხოების წესებს (ძირითადი უსაფრთხოების საკითხები, ელექტრო უსაფრთხება და სახანძრო უსაფრთხოება) (იხ. 1.8.4)

პროფესიული მოვალეობა 5: პროფესიული ურთიერთობების დამყარება მისი კომპეტენციის ფარგლებში

5.1. ახორციელებს მომხმარებელთან ან/და კოლეგებთან უკუკავშირსა და კონსულტაციას

5.1.1. სწორად აყალიბებეს ინტერპერსონალური უნარების არსსა და მნიშვნელობას პიროვნებათაშორისი ურთიერთობების წარმართვისათვის

5.1.2. სწორად აღწერს განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის თავისებურებებს

5.3. ურთიერთობს ხელმძღვანელობასთან (მათგან დავალებების/ინსტრუქტაჟის მიღება და შესაბამისი ზეპირი ან წერილობითი ანგარიშგება)

5.2.1. სწორად აღწერს ჯგუფში მუშაობის, სამუშაოების შესრულების და თანამშრომლობის პროცესს

5.2.2. წესების დაცვით ამზადებს წერილობით დოკუმენტებს აუდიტორიის და მიზნის შესაბამის ფორმატში

5.5. აღწერს შესრულებულ სამუშაოებს დადგენილი ფორმების მიხედვით

5.3.1. სწორად აღრიცხავს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს შესახებ დაინტერესებულ პირთათვის/მხარეთათვის (იხ. 1.9.1)

5.3.2. სწორად აწარმოებს დოკუმენტაციას აღმოჩენილი ან/და აღმოფხვრილი გაუმართაობების შესახებ (იხ. 1.9.2)

5.7. ახორციელებს ინფორმირებას ტექნიკური ინფრასტრუქტურის ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ

5.4.1. აღმოჩენილი ხარვეზების/საჭიროების შემთხვევაში სწორად ახდენს შესაბამისი პირის ინფორმირებას

5.8. საჭიროების შემთხვევაში აღწერს მომხმარებლის პრობლემას წერილობით ან ზეპირად შესაბამისი სფეროს სპეციალისტთან გადამისამართების მიზნით

5.5.1. წესების დაცვით ამზადებს წერილობით დოკუმენტებს აუდიტორიის და მიზნის შესაბამის ფორმატში (იხ. 5.2.2)

5.5.2. სწორად გადმოსცემს მოსმენილი ინფორმაციის შინაარსს

5.10. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ტექნიკური დოკუმენტაციის და სფეროს სიახლეების მოძიებას, გაცნობა-შესწავლას

5.6.1. ახდენს თემატური ინფორმაციის ძიებას საძიებო სისტემების მეშვეობით

5.6.2. ახდენს მოძიებული ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის ვებ გვერდიდან კოპირებას

5.6.3. ახდენს ვებგვერდზე განთავსებული ფაილისა და თვით ვებგვერდის გადმოწერას ფაილის სახით

13

Page 14:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

ნაწილი 3. შეფასების პროცესი და კომპონენტები

1. გამოკითხვა

ინსტრუქცია შესაფასებელი პირისთვის შეფასების პროცესი

შესაფასებელი პირი ეცნობა გამოკითხვის პროცედურას;პასუხს სცემს შეკითხვებს შეფასებისათვის დადგენილი დროითი რეგლამენტის დაცვით.

1. შესაფასებელი პირის გამოკითხვა ხორციელდება ტესტის ან/და ზეპირი შეკითხვების სახით;

2. ტესტი შესაძლოა მოიცავდეს როგორც ღია, ისე დახურული ტიპის შეკითხვებს;

3. გამოკითხვისათვის მაქსიმალური დროა 3 საათი;4. შესაძლოა შემფასებელმა მოითხოვოს შესაფასებელი

პირის მიერ მომზადებული პასუხის არგუმენტირება, რისთვისაც შეფასების დროის ზემოთ დამატებით გამოიყოფა არაუმეტეს 15 წუთისა.

5. გამოკითხვა ტარდება ნებისმიერ აუდიტორიაში ან ოთახში, რომელიც აღჭურვილია გამოსაკითხი პირების ინდივიდუალური მუშაობის უზრუნველსაყოფად;

6. არსებითია გამოკითხვის პროცესზე შემფასებლის მიერ ზედამხედველობის განხორციელება.

7. მტკიცებულებები უზრუნველყოფილია შესაფასებლის მიერ მომზადებული წერილობითი ნაშრომით და/ან შემფასებლის მიერ შევსებული ჩანაწერების ფორმებით (იხ. დანართი 1).

2. პროცესზე დაკვირვება

ინსტრუქცია შესაფასებელი პირისთვის შეფასების პროცესი

შესაფასებელი პირი ასრულებს შემფასებლის მიერ მიცემულ დავალებებს, რაც შეფასების სტანდარტით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნარების დადასტურების საშუალებას იძლევა,საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად არჩევს საჭირო ინსტრუმენტებს, მოწყობილობებს, მასალებს.

1. შეფასება უნდა განხორციელდეს რეალურ სამუშაო გარემოში;

2. შეფასება მოიცავს სამ ტიპის დავალებას:ა) ოპერაციული სისტემის ინსტალაცია/გამართვა/ განახლება (1.5 სთ);ბ) სამომხმარებლო, დამხმარე და უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია/ გამართვა/განახლება (2 სთ);გ) ქსელის მონტაჟი/გამართვა წინასწარ მიღებული დავალების/სქემის მიხედვით, ქსელური აპარატურის საბაზისო კონფიგურირება (1.5 სთ);3. შემფასებლის მიერ დამატებითი კითხვების დასმის შემთხვევაში შესაფასებელი პასუხობს მათ და საჭიროების შემთხვევაში ახდენს საკუთარი ქმედების/ გადაწყვეტილების არგუმენტირებას.4. მტკიცებულებები უზრუნველყოფილია შემფასებლის მიერ შევსებული ჩანაწერების ფორმებით (იხ. დანართი 1).

14

Page 15:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

3. პროდუქტის/შედეგის შეფასება

ინსტრუქცია შესაფასებელი პირისთვის შეფასების პროცესი

შესაფასებელ პირს შემფასებლის მიერ ეძლევა დავალებები, რაც უნდა შეასრულოს დამოუკიდებლად და წარმოადგინოს შექმნილი მტკიცებულებები სტანდარტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის.

1. შეფასება უნდა განხორციელდეს ნებისმიერ გარემოში, სადაც შესაფასებელ პირს ექნება დავალების შესრულების შესაძლებლობა. საჭიროა საკომუნიკაციო საშუალებების არსებობა, მათ შორის ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი თითოეული შესაფასებელისათვის;

2. შეფასება მოიცავს ორი ტიპის დავალებას:ა) კომპიუტერის აწყობა, მოდერნიზაცია, დიაგნოსტიკა და გამართვა (2 სთ);ბ) შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება (1სთ)3. შემფასებლის მიერ დამატებითი კითხვების დასმის

შემთხვევაში შესაფასებელი პასუხობს მათ და საჭიროების შემთხვევაში ახდენს საკუთარი ქმედების/ გადაწყვეტილების არგუმენტირებას.

4. მტკიცებულებები უზრუნველყოფილია შესაფასებლის მიერ დავალების შესრულების პროცესში შექმნილი პროდუქტით და შემფასებლის მიერ შევსებული ჩანაწერების ფორმებით (იხ. დანართი 1).

4. მითითებები შემფასებლისათვისშეფასების დაწყებამდე:გაეცანით:

პროფესიულ სტანდარტს; კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების პრინციპებს შეფასების კრიტერიუმებს; შეფასების ინსტრუმენტებს; შეფასების ორგანიზების თავისებურებებს; შემფასებლის ჩანაწერების ფორმებს.

შეფასების პროცესში: პირადად დააკვირდით დავალებების შესრულების/შეფასების პროცესს; თითოეული შესაფასებელისათვის აწარმოეთ შეფასების ჩანაწერების ფორმები; თუ აუცილებელია შესაფასებელს დაუსვით დამატებითი შეკითხვები დავალებასთან

დაკავშირებით; შეაფასეთ თოთოეული შესრულების კრიტერიუმი;

შეფასების დასრულებისას: შესაფასებელს მიეცით განმარტება შეფასებასთან დაკავშირებით; შეაჯამეთ შეფასების შედეგები; დაადასტურეთ შეფასების შედეგები ხელმოწერით; შეფასების ჩანაწერები გადაეცით სათანადოდ უფლებამოსილ პირს.

შემფასებლის ჩანაწერების ფორმები

1. გამოკითხვა

15

Page 16:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

შესაფასებელი პირის სახელი, გვარი:

შეფასების თარიღი:

შეფასების ადგილი:

შემფასებლის სახელი, გვარი:

შეფასების კრიტერიუმი:შეფასება

დადასტურდაარ

დადასტურდა1.1.1. სწორად აღწერს დაგეგმვის პროცესსა და

ეტაპებს, ასევე პასუხისმგებლობებს1.1.2. სწორად ჩამოთვლის კომპიუტერის აწყობის

ეტაპებს.1.3.1. სწორად აღწერს კომპიუტერის თითოეული

კომპონენტის დანიშნულებას1.4.1. სწორად აფასებს აპარატურულ მონაცემებს

1.4.2.სწორად განმარტავს ოპერაციული სისტემისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და მათ ეფექტურობას

2.1.1. სწორად განმარტავს პერიფერიული მოწყობილობების ტიპებს

2.1.2.შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე სწორად აღწერს მოქმედების თანმიმდევრობას

2.2.1.სწორდ აღწერს პერიფერული მოწყობილობების მონტაჟისათვის საჭირო ხელსაწყოებს, მარტივი სერვისისთვის საჭირო მასალებს და პროგრამულ უზრუნველყოფას

3.1.1.ზუსტად განმარტავს ქსელის არსს, ქსელის უპირატესობები, ქსელის ტიპებს (LAN, WAN, MAN, PAN, SAN, WLAN)

3.1.2.შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე სწორად აღწერს მოქმედების თანმიმდევრობას

3.2.1. სწორად აღწერ ქსელურ მოწყობილობებს და მათი მუშაობის პრინციპებს

3.2.2. სწორად აღწერს ქსელური მოწყობილობების დაკავშირების ტიპებსა და მახასიათებლებს

3.3.1. სწორად განასხვავებს ქსელის ფიზიკურ ტოპოლოგიებს და მათ მახასიათებლებს

5.1.1.სწორად აყალიბებეს ინტერპერსონალური უნარების არსსა და მნიშვნელობას პიროვნებათაშორისი ურთიერთობების წარმართვისათვის

5.1.2. სწორად აღწერს განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის თავისებურებებს

5.2.1.სწორად აღწერს ჯგუფში მუშაობის, სამუშაოების შესრულების და თანამშრომლობის პროცესს

16

Page 17:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

შედეგი: დადასტურდა ------/ არ დადასტურდა ----------

შემფასებლის კომენტარი (მათ შორის მტკიცებულებათა ჩამონათვალი):

დადასტურება:

2. პროცესზე დაკვირვება

შესაფასებელი პირის სახელი, გვარი:

შეფასების თარიღი:

შეფასების ადგილი:

შემფასებლის სახელი, გვარი:

შეფასების კრიტერიუმი:შეფასება

დადასტურდაარ

დადასტურდა

1.4.3.თვის.წესების თანახმად განსაზღვრავს მყარი დისკის ფორმატს და მისი დანაყოფების მოცულობას სისტემის შემდგომი ინსტალაციის

1.4.4. სწორად არჩევს ინსტალაციის პროცესში მოთხოვნილ პარამეტრებს

1.4.5. წესების დაცვით ასრულებს ოპერაციული სისტემის ინსტალაციას

1.4.6. მოთხოვნის შესაბამისად ახდენს სისტემური პარამეტრების კონფიგურირებას

1.5.1. წესების დაცვით ახდენს სისტემის განახლებას

1.5.2.სწორად აინსტალირებს და აკონფიგურირებს ძირითად სამომხმარებლო პროგრამულ უზრუნველყოფას

1.5.3.სწორად ახდენს უცნობი ტიპის მოწყობილობების იდენტიფიცირებას, მათი დრაივერების მოძიებსა და ინსტალაციას

1.5.4.სწორად ახდენს პროფესიის შესაბამისი სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას /გამართვას

1.6.1. სწორად ახდენს სისტემის რეზერვირებას და შემდგომში მის აღდგენას

1.7.1. სწორად აკონფიგურირებს სისტემას შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად

1.7.2. მომხმარებლისგან აგროვებს ინფორმაციას პრობლემის შესახებ

1.7.3. პირდად ამოწმებს პრობლემის არსებობას

1.8.1.მოგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სწორად ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას

1.8.2. სწორად სახავს იდენტიფიცირებული პრობლემის აღმოფხვრის ოპტიმალურ გზებს, დროის ან/და მატერიალური ღირებულების პრიორიტეტების

17

Page 18:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

გათვალისწინებით1.8.3. სწორად აღმოფხვრის იდენტიფიცირებულ

პრობლემას

1.8.4.მუშაობის დროს იცავს უსაფრთხოების წესებს (ძირითადი უსაფრთხოების საკითხები, ელექტრო უსაფრთხება და სახანძრო უსაფრთხოება)

2.3.1. მიღებული დავალების შესაბამისად ამზადებს მოწყობილობას შემდგომი მონტაჟისათვის

2.3.2.ამონტაჟებს მოწყობილობებს დავალების ან/და მოქმედი სტანდარტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე

2.3.3. მოთხოვნიდან გამომდინარე ახორციელებს კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებას

2.4.1.დავალების შესაბამისად ახდენს პერიფერიული მოწყობილობის გარე ან/და ინტეგრირებულ პროგრამულ კონფიგურირებას

2.5.1. სწორად აფასებს პერიფერიული მოწყობილობის გაუმართაობას

2.5.2. სწორად აღმოფხვრის არსებულ მარტივი გაუმართაობის პრობლემა(ებ)ს

3.3.2. კაბელიზაციის სტანდარტების დაცვით ახდენს კაბელების თავების დასმას კონექტორზე

3.3.3. ტოპოლოგიის შესაბამისად სწორად ახდენს კაბელიანი ან/და უკაბელი ქსელის გაყვანას

3.4.1.ქსელის სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით სწორად აკონფიგურირებს გრაფიკული ინტერფეისის მქონე ქსელურ მოწყობილობებს

3.5.1.ამონტაჟებს მოწყობილობებს დავალების ან/და მოქმედი სტანდარტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე (იხ. 2,3,2)

3.5.2. ახორციელებს ქსელური პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურირებას

3.6.1. მომხმარებლისგან აგროვებს ინფორმაციას ქსელური გაუმართაობის შესახებ

3.6.2.მოგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სწორად ახდენს ქსელური პრობლემის იდენტიფიცირებას

3.7.1.სწორად დასახავს იდენტიფიცირებული ქსელური პრობლემის აღმოფხვრის ოპტიმალურ გზებს, დროის ან/და მატერიალური ღირებულების პრიორიტეტების გათვალისწინებით

3.7.2. სწორად აღმოფხვრის იდენტიფიცირებულ ქსელურ პრობლემას

4.2.1.სწორად განასხვავებს სხვადასხვა ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას და ახდენს მათ ინსტალაცია/კონფიგურაცია/განახლებას

4.2.2.მოთხოვნილი უსაფრთხობის პოლიტიკის მიხედვით, სხვადასხვა დამხმარე პროგრამების გამოყენებით ახდენს სისტემის დაცვას.

4.3.1.მოგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სწორად ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას (იხ. 1.8.1)

4.3.2. სწორად აღმოფხვრის იდენტიფიცირებულ პრობლემას (იხ. 1.8.3)

18

Page 19:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

4.4.1.

აყალიბებს ოპტიმალურ სამუშაო ურთიერთობებს კოლეგებთან და საზოგადოებასთან (მათ შორის, მომხმარებელთან) პროფესიული ეთიკის, თანასწორობის პრინციპების, ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების საბაზისო წესების დაცვით

4.5.2.მუშაობის დროს იცავს უსაფრთხოების წესებს (ძირითადი უსაფრთხოების საკითხები, ელექტრო უსაფრთხება და სახანძრო უსაფრთხოება) (იხ. 1.8.4)

5.4.1. აღმოჩენილი ხარვეზების/საჭიროების შემთხვევაში სწორად ახდენს შესაბამისი პირის ინფორმირებას

5.5.2. სწორად გადმოსცემს მოსმენილი ინფორმაციის შინაარსს

შედეგი: დადასტურდა ------/ არ დადასტურდა ----------

შემფასებლის კომენტარი (მათ შორის მტკიცებულებათა ჩამონათვალი):

დადასტურება:

3. პროდუქტის/შედეგის შეფასება

შესაფასებელი პირის სახლი, გვარი:

შეფასების თარიღი:

შეფასების ადგილი:

შემფასებლის სახელი, გვარი:

შეფასების კრიტერიუმი:შეფასება

დადასტურდაარ

დადასტურდა

1.2.1.სწორადაა დაინსტალირებული დედა დაფაზე პროცესორი, პროცესორის გამაგრილებელი სისტემა და ოპერატიული მეხსიერება

1.2.2.სწორადაა დაინსტალირებული ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობები (HDD,SSD) და ოპტიკური დისკწამყვანი

1.2.3. სწორადაა დაინსტალირებული გაფართოების დაფები

1.2.4. სწორადაა დაინსტალირებული სადენები

19

Page 20:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

1.9.1. სწორადაა აღრიცხული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ

1.9.2. სწორადაა ნაწარმოები დოკუმენტაცია აღმოჩენილი ან/და აღმოფხვრილი გაუმართაობების შესახებ

2.2.2.სწორადაა შერჩეული ტექნიკის შესაბამისი დრაივერები და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია

3.8.1. სწორადაა აღრიცხული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ დაინტერესებულ პირთათვის/მხარეთათვის (იხ. 1.9.1)

3.8.2.სწორადაა ნაწარმოები დოკუმენტაცია აღმოჩენილი ან/და აღმოფხვრილი გაუმართაობების შესახებ (იხ. 1.9.2)

4.1.1. სწორადაა მოძიებული ინფორმაცია შესაძლო აპარატურულ და პროგრამულ რისკებზე

4.5.1. იხ. 1.9.2.

5.2.2.წესების დაცვითაა მომზადებული წერილობითი დოკუმენტები აუდიტორიის და მიზნის შესაბამის ფორმატში

5.3.1. სწორადაა აღრიცხული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ დაინტერესებულ პირთათვის/მხარეთათვის (იხ. 1.9.1)

5.3.2. იხ. 1.9.2.5.5.1. იხ. 5.2.25.6.1. მოძიებულია თემატური ინფორმაცია საძიებო

სისტემების მეშვეობით5.6.2. სწორადაა კოპირებული მოძიებული ტექსტური და

გრაფიკული ინფორმაცია ვებგვერდიდან

5.6.3. სწორადაა გადმოწერილი ვებგვერძე განთავსებული ფაილი და ასევე, ვებგვერდიც გადმოწერილია ფაილის სახით.

შედეგი: დადასტურდა ------/ არ დადასტურდა ----------

შემფასებლის კომენტარი (მათ შორის მტკიცებულებათა ჩამონათვალი):

დადასტურება:

კომპეტენციათა დადასტურების ფორმა

პროფესიული ამოცანა დადატურდა არ დადასტურდაპროფესიული მოვალეობა 1: კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა1.1. განსაზღვრავს სამუშაოთა

პრიორიტეტულობას და მოქმედების თანმიმდევრობას დადგენილი/შიდა და სფეროს რეგულაციების მიხედვით

1.2. უზრუნველყოფს კომპიუტერის აწყობას,

20

Page 21:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

პროფესიული ამოცანა დადატურდა არ დადასტურდამოდერნიზაციას, დიაგნოსტიკასა და გამართვას

1.3. იმარაგებს ხელსაწყოებს, მასალებს, მაკომპლექტებელი ნაწილებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას

1.4. უზრუნველყოფს ოპერაციული სისტემის ინსტალაციას, გამართვასა და განახლებას.

1.5. უზრუნველყოფს სამომხმარებლო, დამხმარე და უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას, გამართვასა და განახლებას

1.6. ქმნის სისტემის სარეზერვო ასლს (backup)

1.7. დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღების საფუძველზე ახორციელებს დაზიანების ანალიზს,

1.8. უზრუნველყოფს დაზიანების აღმოფხვრასა და შემდგომ დიაგნოსტირებას

1.9. ახორციელებს ანგარიშგებას

პროფესიული მოვალეობა 2: პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა

2.1. განსაზღვრავს სამუშაოთა პრიორიტეტულობას და მოქმედების თანმიმდევრობას დადგენილი/შიდა და სფეროს რეგულაციების მიხედვით

2.2. იმარაგებს ხელსაწყოებს, მარტივი სერვისისთვის საჭირო მასალებს და პროგრამულ უზრუნველყოფას მათი შემდგომი გამოყენების მიზნით

2.3. ახორციელებს მონტაჟსა და კონფიგურირებას

2.4. ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასა და განახლებას

2.5. ახორციელებს მარტივ სერვისს (მარტივი მაკომპლექტებელი და მაკავშირებელი ნაწილების შეცვლა)

პროფესიული მოვალეობა 3: შიდა ქსელის გამართვა3.1. განსაზღვრავს სამუშაოთა

პრიორიტეტულობას და მოქმედების თანმიმდევრობას დადგენილი/შიდა და სფეროს რეგულაციების მიხედვით

3.2. იმარაგებს ხელსაწყოებს, მასალებს, მაკომპლექტებელი ნაწილებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას

21

Page 22:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

პროფესიული ამოცანა დადატურდა არ დადასტურდა3.3. ახორციელებს ქსელის მონტაჟსა და

გამართვას წინასწარ მიღებული დავალებისა და სქემის მიხედვით

3.4. ახორციელებს მარტივი შიდა ქსელური აპარატურის მონტაჟსა და საბაზისო კონფიგურირებას

3.5. ახორციელებს ქსელური პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟსა და კონფიგურირებას

3.6. დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღების საფუძველზე ახორციელებს დაზიანების ანალიზს კომპეტენციის ფარგლებში

3.7. უზრუნველყოფს დაზიანების აღმოფხვრასა და შემდგომ დიაგნოსტირებას

3.8. ახორციელებს ანგარიშგებასპროფესიული მოვალეობა 4: აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა4.1. იძიებს ინფორმაციას შესაძლო

აპარატურულ და პროგრამულ რისკებზე4.2. უზრუნველყოფს შესაძლო რისკების

პრევენციას4.3. აღმოფხვრის აღმოჩენილ პრობლემებს

შესაბამისი მეთოდების გამოყენებით4.4. უწევს მომხმარებელს კონსულტაციას

აპარატურულ და პროგრამულ რისკებსა და რისკების პრევენციის საკითხებზე

4.5. ახორციელებს ანგარიშგებას აღმოჩენილი და აღმოფხვრილი რისკების შესახებ მენეჯერთან/ხელმძღვანელთან

4.6. იცავს ტექნიკასთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოების და ეთიკის ნორმებს

პროფესიული მოვალეობა 5: პროფესიული ურთიერთობების დამყარება მისი კომპეტენციის ფარგლებში5.13. ახორციელებს მომხმარებელთან

ან/და კოლეგებთან უკუკავშირსა და კონსულტაციას

5.14. ურთიერთობს ხელმძღვანელობასთან (მათგან დავალებების/ინსტრუქტაჟის მიღება და შესაბამისი ზეპირი ან წერილობითი ანგარიშგება)

5.15. აღწერს შესრულებულ სამუშაოებს დადგენილი ფორმების მიხედვით

5.16. ახორციელებს ინფორმირებას ტექნიკური ინფრასტრუქტურის ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ

5.17. საჭიროების შემთხვევაში აღწერს მომხმარებლის პრობლემას წერილობით ან ზეპირად შესაბამისი

22

Page 23:  · Web viewმუშაობის პროცესში მას უნდა შეეძლოს: კომპიუტერული ტექნიკის

პროფესიული ამოცანა დადატურდა არ დადასტურდასფეროს სპეციალისტთან გადამისამართების მიზნით

5.18. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ტექნიკური დოკუმენტაციის და სფეროს სიახლეების მოძიებას, გაცნობა-შესწავლას

დადასტურება:

23