· web viewორბელიანი , რ. ერისთავი , გრ....

7
სსსს სსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსს სს სსსსსსსსს სსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსს .სსს სსსსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსს ,სსსსსსს სსსს სსსსსსსსს სსსსსსს. სსსსსსს სსსსს სსსსს -სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსს ,სსს სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსს. სსსსსს-სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს. სს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსს , სსს სსსსსს სსსსსსსსსს სსსს სსსსსსსს სს სსსსსსსსსსსს. სს-19 სსსსსსსს სსსსსს სს სსს სსსსსს სსსსსს სსსსს სსსსს სსსსსსსსს სსსსსსს ,სსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსს სსსსსსს სსსსსსსს. სსსსს სსსსსს სსსსსსს სს-19 სსსსსსსს სსს სსსსსსსს სსს სსსსსს -სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს ,სსსსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსს სსსსსსსსსსს ,სსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს . სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსს - სსსს სსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსს სსსს სსსსსს, 1828 სსსს სსსსსსსსსსს სსსსს 1

Upload: others

Post on 03-Jan-2020

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

სამი გენია და საქართველო

საქართველო არის და ყოველთვის იყო პოეტების სათაყვანებელი ქვეყანა .მას ეთაყვანებოდნენ და უმღეროდნენ როგორც ქართველი ,აგრეთვე უცხო ქვეყნების პოეტები. როდესაც საქმე რუსეთ -საქართველოს ურთიერთობებს შეეხება, უპირველესად გვახსენდება ის პოლიტიკური აგრესია ,რაც საქართველომ გამოიარა გეორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე. ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ის მოკლებულია პოლიტიკურ ნიადაგს და იმდენად მჭიდროა , რომ ძნელია დავივიწყოთ მათი არსებობა ამ თვალსაზრისით. მე-19 საუკუნემ რუსეთს და არა მხოლოდ რუსეთს აჩუქა ისეთი გენიალური პოეტები ,რომელთა შემოქმედების სიდიადე გასცდა რუსეთის ფარგლებს. მინდა მოკლედ გიამბოთ მე-19 საუკუნის სამ გენიალურ რუს პოეტზე -ალექსანდრე გრიბოედოვზე ,ალექსანდრე პუშკინზე და მიხეილ ლერმონტოვზე ,რომელთა ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან .

ალექსანდრ გრიბოედოვი ნინო ჭავჭავაძე

ჭავჭავაძეების სიძე - რუსი პოეტი და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვი, რუსეთის ელჩი ირანში, 1828 წელს აჯანყებულმა ბრბომ მოკლა თეირანში. იგი ერთადერთი პიესის „ვაი ჭკუისაგან“ ავტორია , რომელიც პირველად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლში წარმოადგინეს. გრიბოედოვი ჭავჭავაძეების ხშირი სტუმარი იყო. „ელჩი ელჩის ოჯახში ბევრ საერთოს პოულობდა. მას სხვა საქმე არც ჰქონდა .მისი სიკვდილი იყო წამიერი და მშვენიერი. მან თავისი

1

გააკეთა - დაგვიტოვა „ვაი ჭკუისაგან“-წერს მწერალი და მკვლევარი ი. ტინიანოვი თავის წიგნში „ვაზირ-მუხტარის სიკვდილი“. ცნობილმა ქართველმა მწერალმა ლადო ალფენიძემ ნინო ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის სიყვარულის ისტორიაზე დაწერა ტრილოგია -„სიყვარული და უკვდავება“ , სადაც მწერალი დეტალებში აღგვიწერს ალექსანდრე გრიბოედოვის მიერ განვლილ ცხოვრების გზას და საქართველოსთან მის უშუალო კავშირს. სომხეთისკენ მიმავალი ალ. პუშკინი გზაში ხვდება მეეტლეს და ეკითხება -საიდან ხართ? თეირანიდან. -რა მოგაქვს?-გრიბოედოვი-უთხრა გლეხმა ,სომეხმა მეეტლემ ავეტის კუზინიანმა. გრიბოედოვი დაკრძალულია მთაწმინდაზე ნინო ჭავჭავაძესთან ერთად , იმ ნინოსთან ,რომელსაც მისი სიკვდილის შემდეგ მრავალი ხელის მთხოვნელი ჰყოლია , მაგრამ მეორედ ოჯახი არ შეუქმნია და თავისი ცხოვრება მას მიუძღვნა .მათი სიყვარულის სიღრმეს და სიდიადეს მოწმობს შეყვარებული გრიბოედოვის წერილები მისი მომავალი მეუღლისადმი .წარმოგიდგენთ ნაწყვეტს ერთ- ერთი წერილიდან-„ შენ ერთხელ მითხარი ჯვრის მონასტერთან:-ადამიანი თავად არისო ტაძარი. მე ახლა გავიგე იმ შენი გრძნეული სიტყვების ჭეშმარიტი არსი. შენა ხარ ჩემი ტაძარი ჭეშმარიტი, მე სალოცავად მოვსულვარ შენთან. შენ ხარ ხატი.... საღვთო სანთლის დასანთებად მივედი შენთან.... შენ სილამაზის ქალღმერთი ხარ... მოახლოება შენს სულთან ღმერთთან მიახლოებას თუ შეედრება ნინო. სხვა ბადალი მას ამ ქვეყანაზე არ გააჩნია.... ჩემი სიყვარული ჩემზე დიდია. და. მე ის წამლეკავს ,თუ შენ ხელი არ შემაშველე..... “ძნელია ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ მოძებნო სხვა სიტყვები მსგავსი გრძნობის გადმოსაცემად. „ნიჭიერი კაცი -მუქარაა. ის უკვე თავისი არსებობით ემუქრება უნიჭობას, უგემოვნებას, უგნურებას. ნიჭის მფარველობა ნიჭის შეურაცყოფაა უთუოდ. ნიჭი ბრძოლაში უნდა იქნას გამოცდილი. ნიჭიერი კაცი თვითონ არის ღმერთი, ამიტომ სხვა ღმერთის მფარველობა მას არ სჭირდება“- ასე აფასებს პოეტი ნიჭიერი ადამიანის არსებობას. თვითონაც ხომ თავისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო ,რომელიც პოლიტიკური არეულობის მსხვერპლი გახდა.

2

ალექსანდრე პუშკინი

(1799 – 1837)

ჯერ კიდევ ალექსანდრე პუშკინის სიცოცხლეში ცნობილი ქართველი მანდილოსანი მანანა ორბელიანი ერთ კერძო წერილში ევედრებოდა დიდებულ ქართველ პოეტს გრიგოლ ორბელიანს ეთარგმნა პუშკინის „რუსლანი და ლუდმილა“. გრიგოლი ამ თხოვნას თურმე რატომღაც ვერ უსრულებდა და მანანა მეორე წერილშიც მომხიბლავი უბრალოებით წერდა: “-მე მითარგმნეს ჩვენმა ქალებმა წინანდალში..“ ეს „წინანდალელი ქალები“ იყვნენ ალ. ჭავჭავაძის ოჯახის წევრები. ამ ოჯახში პოეტის ბიძა ლევ პუშკინი დადიოდა , უფროსი ასული ნინო , მოგეხსენებათ , გრიბოედოვის ქვრივი იყო და საერთოდ ,ეს ოჯახი რუსეთისა და საქართველოს მოწინავე ადამიანთა დამაკავშირებელ ცენტრს წარმოადგენდა. თვით ალ. ჭავჭავაძე ისე ჩავიდა საფლავში ,თავისი ლექსის ერთი სტრიქონი დაბეჭდილი არ უნახავს. ერთადერთი , რაც ამ დიდი ქართველი რომანტიკოსისა მაშინ დაიბეჭდა , სწორედ პუშკინის ლექსის თარგმანი იყო.1899 წელს საქართველოში პოეტის დაბადების 100 წლისთავი იზეიმეს. ილიას „ივერია“ წერდა-„ქართველთათვის პუშკინის მნიშვნელობა ფრიად დიდია. ამ სამოცდაათი წლის განმავლობაში ისეთი ჩამომავლობა არ ყოფილა საქართველოში, რომელსაც რაიმე ესწავლოს და პუშკინის მუზას არ დასწაფებოდეს“. როგორც ცნობილია, პუშკინი გულდასმით ემზადებოდა თურმე კავკასიაში მგზავრობისთვის. იგი აგროვებდა და კითხულობდა მეცნიერულ ლიტერატურას კავკასიის შესახებ, აგრეთვე მონოგრაფიებს. არსებობს ვარაუდი ,რომ პუშკინი იცნობდა რუსთაველის პოემას. პოეტი მოსკოვიდან საქართველოსკენ გამოემგზავრა 1829 წლის 1მაისს. იმყოფებოდა ყაზბეგში. 1829წლის 27 მაისს

3

თბილისში ჩამოვიდა და ტრაქტირში გაჩერდა. თბილისში მან ორი კვირა დაჰყო. მოქმედ არმიაში წასვლა სურდა, ნებართვის მოლოდინში იყო და რამდენიმე დღით კახეთს, წინანდალს ესტუმრა. თბილისის მაშინდელმა საზოგადოებრიობამ პუშკინის პატივსაცემად თურმე მრავალი სადილი და წვეულება გამართა. გააცნეს ადგილობრივი ზნე-ჩვეულებანი, კულტურული თავისებურებანი, სიმღერები. გაზეთ „ტიფლისკიე ვედომოსტიში“ დაიბეჭდა სტატია პოეტის შესახებ. იგი იცნობდა ქართველ საზოგადო მოღვაწეს სოლომონ დოდაშვილს ,რომელიც მაშინ რედაქტორობდა გაზეთ „თბილისის უწყებებს“. თბილისში პუშკინმა ხუთი დღე დაჰყო. მოინახულა გრიბოედოვის საფლავი. როგორც თანამედროვენი წერენ, მან „მუხლი მოიყარა მის წინაშე და დიდხანს იყო თავდახრილი, ხოლო როცა წამოდგა ,თვალებზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი“. რას წარმოიდგენდა, რომ თვითონაც პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლი გახდებოდა და დუელი გახდებოდა მისი სიკვდილის მიზეზი. გაზეთი „ტიფლისკიე ვედომოსტი„ 1829 წლის 9 აგვისტოს წერდა: „-არზრუმიდან თბილისს დაბრუნებული პოეტი კავკასიის მინერალურ წყლებზე გაემგზავრა. მშვენიერების მოყვარულები ახლა მისგან ულამაზეს ქმნილებებს უნდა მოელოდნენ .კავკასიაზე მოგონებებით შთაგონებული პუშკინის გენია ,ეჭვი არ არის ,გაამდიდრებს ჩვენს ლიტერატურას“. პუშკინის ერთ-ერთი პირველი მთარგმნელი ქართულ ენაზე იყო თეიმურაზ ბატონიშვილი ,რომელიც თურმე პირადად იცნობდა დიდ პოეტს. პუშკინს ქართულად თარგმნიდნენ აგრეთვე გრ. ორბელიანი , რ. ერისთავი , გრ. აბაშიძე , პ . იაშვილი და სხვები. ილია ჭავჭავაძემ 1899 წლის გაზეთ „ივერიის“ 26 მაისის ნომერი მთლიანად პოეტის ხსოვნას მიუძღვნა. ამჟამად პუშკინის ყველა ნაწარმოები თარგმნილია ქართულად. კავკასიის და საქართველოს თემაზე დაწერილი ნაწარმოებებია: „კავკასიის ტყვე“, „ბახჩისარაის შადრევანი„ ,საქართველოს მთებზე“, „ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო..“, რომლის დაწერის საბაბი გახდა ქართული მელოდია ,რომელიც ა. გრიბოედოვმა კომპოზიტორ გლინკას პუშკინის თანდასწრებით უმღერა.

4

მიხეილ ლერმონტოვი

(1814 – 1841)

ალექსანდრე პუშკინზე დაწერილი ლექსით დამწყები პოეტი მიხეილ ლერმონტოვი რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი პოეტი, მან სიცოცხლეში ამ სტატუსით მხოლოდ ოთხი წელი ისარგებლა. დუელში მოკლული პუშკინზე დაწერილი ლექსის ავტორი თვითონაც სულ რამდენიმე წლის შემდეგ დუელში იქნა მოკლული. არსებობს ვარაუდი, რომ მან 1837 წელს იმოგზაურა საქართველოში. კავკასია იყო მისი შთაგონების წყარო. აი რას წერდა 1899 წელს ილია ჭავჭავაძე -„კავკასია, პუშკინისაგან ყურადღება მიქცეული, შეიქმნა საყვარელ საგნად მისი ღირსეული მოადგილესი, მიხეილ ლერმონტოვისა ,რომელმაც საზოგადოდ კავკასია და კერძოდ: საქართველო მრავალმხრივ აღბეჭდა თავისის მძლავრის ,პოეზიით სავსე ლექსით „(ი. ჭავჭავაძე. ა . პუშკინი „ივერია“1899წ.N109.26 მაისი). საქართველოს თემას ეძღვნება მიხეილ ლერმონტოვის შემდეგი ნაწარმოებები ,როგორიცაა „ჩვენი დროის გმირი”, ,,დემონი“, “მწირი“, „თერგის საჩუქარი“, „თამარი“ და სხვანი. პოეტი თავის წერილში სვ. რაევსკისადმი (ერთ-ერთი მისი მეგობარი) წერს: „-როგორც კი მთები გადავლახე და საქართველოში აღმოვჩნდი, ეტლზე უარი ვთქვი და ცხენით ვიწყე მოგზაურობა. ავფოფხდი თოვლიან ჯვრის მთაზე. იქიდან მთელი საქართველო ისე ჩანს, როგორც ხელისგულზე... არაფერი მსურს ასეთს წუთს, ასე ვიჯდებოდი და მთელ სიცოცხლეს ამ გარემოს დათვალიერებაში გავატარებდი... “საქართველოში ყოფნისას ის ხატავდა იმ ადგილების სურათებს, რომლებიც ნახა და მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. 1880-იან წლებში ლერმონტოვის პირველი ბიოგრაფი პ. ა. ვისკოვატოვი წერდა :-„პოეტმა საქართველოს სამხედრო გზით მოგზაურობისას

5

შეისწავლა ადგილობრივი თქმულებები, რომლებიც შემდგომ საფუძვლად დაედო მის ნაწარმოებებს“. პოემა „მწირის„ ცენტრალური ეპიზოდი -ვეფხვთან შებრძოლება - ლერმონტოვს შთააგონა მოყმისა და ვეფხვის ძველმა ხევსურულმა სიმღერამ, ქართული ხალხური პოეზიის ერთ-ერთმა ყველაზე მეტად გავრცელებულმა ნაწარმოებმა. თურმე ლერმონტოვი სტუმრობდა წინანდალში ალ. ჭავჭავაძის ოჯახს, სადაც ის გაეცნო პოეტ გრიგოლ ორბელიანს და შესაძლოა გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილი. არსებობს არაერთი ბიოგრაფის, მეცნიერის, მკვლევარის ნაშრომი ამ სამი უდიდესი და თავისი დროის უნიჭიერესი ადამიანების ალ. გრიბოედოვის, ალ. პუშკინის და მიხ. ლერმონტოვის შესახებ. მათ აერთიანებთ ერთი რამ - საქართველოს სიყვარული, აგრეთვე უცნაური ბედისწერა -სამივე მათგანის სიცოცხლე ადრეულ ასაკში ტრაგიკულად შეწყდა-გრიბოედოვი იყო ქრისტეს ასაკში - 33 წლის, პუშკინი - 37 წლისა, ხოლო ლერმონტოვი სრულიად ახალგაზრდა -27 წლის. მინდა ავღნიშნო, რომ რუსული ენის სწავლებისას სასკოლო სახელმძღვანელოებში მწირია ინფორმაცია რუსი პოეტებისა თუ მწერლების შესახებ. ჩემი დიდი სურვილია, რომ ახალმა თაობებმა იცოდნენ მათი სახელები, წაიკითხონ მათი ნაწარმოებები, იცნობდნენ მათ შემოქმედებას და სულ სხვა თვალით შეხედონ რუსეთ-საქართველოს ლიტერატურულ ურთიერთობებს, რომელიც ყოველთვის ეფუძნებოდა პატივისცემას, სიყვარულს და შემოქმედებით მრავალფეროვნებას. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ლიტერატურა იმდენად ძლიერია ,რომ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. და ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ პაოლო იაშვილის მიერ ნათარგმნი ალ .პუშკინის ლექსი -„საქართველოს მთებზე“, სადაც საოცარი გრძნობით აღწერს პოეტი საქართველოსადმი სიყვარულს.:

საქართველოს მთებზესაქართველოს მთებს ღამის ბინდი შემოჰფენია ,

ხმაურობს ხევი არაგვის ხმაზე.ჩემი მოწყენაც იოლია , ის ნათელია -

შენის მშვენებით და შუქით სავსე.აღსავსე შენით , მხოლოდ შენით, სიჩუმე დადგა

და აღარავინ მიღვიძებს დარდებს.და ისევ იწვის ჩემი გული და უყვარს ,რადგან

არ შეუძლია რომ არ უყვარდეს.. (1829 წ.)

თეა გოგიასსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საჯარო სკოლა

უფროსი მასწავლებელირუსული ენა და ლიტერატურა

6

გამოყენებული ლიტერატურა:1. იური ტინიანოვი - „ვაზირ-მუხტარის სიკვდილი“. პრავდა. მოსკოვი. 1988 წ.2. ლადო ალფენიძე - „სიყვარული და უკვდავება„ (მხატვრული ქრონიკები). თბილისი 1981 წ.3. მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა. ჩვენი პუშკინი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი. 1975 წ.4. ი.ენიკოლოპოვი - „პუშკინი საქართველოში“. საბჭოთა საქართველო„. თბილისი. 1958 წ.5. ირაკლი ანდრონიკაშვილი - „საქართველო ლერმონტოვის შემოქმედებაში“. თბილისი. საბჭოთა მწერალი. 1953 წ.

7