ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · web...

22
იი. იიიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იი იიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიი „იიიიიიიიი იი იიიიიიი იიიიი“ IV იიიიიი იიიიიიიიიი იი იიიი იიიიიი იიიიი იიიიიიიიი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი ი : იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიი 1

Upload: others

Post on 05-Oct-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა მოდული „ფინანსები და საბანკო

საქმე“ IV კურსის სტუდენტები

მარიამ რუხაძე თათია გოგიშვილი

პ რ ო ე ქ ტ ი თ ე მ ა ზ ე :

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა

ხელმძღვანელი: ლალი ხურცია

თბილისი2011

ს ა რ ჩ ე ვ ი

1

Page 2: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

1. შესავალი…………………………………………………………………………... 3

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარება………………………………….... 6

3. განვითარებადი ქვეყნების განვითარების პრობლემები…………………… 11

4. დასკვნა…………………………………………………………………………… 17

5. გამოყენებული ლიტერატურა…………………………………………………. 19

2

Page 3: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

შესავალი

ტერმინში განვითარებადი მოიაზრება ისეთი ქვეყნები, სადაც შედარე-ბით დაბალი ცხოვრების დონეა, განუვითარებელი ინდუსტრიული ბაზა და საშუალო ან დაბალი ჰუმანური განვითარების ინდექსია. ტერმინმა ხმარები-დან განდევნა შედარებით ადრეული ცივი ომისდროინდელი "მესამე მსოფ-ლიო", რომელმაც დროთა განავლობაში ნეგატიური ასოციაცია შეიძინა. განვი-თარება მოიცავს თანამედროვე ინფრასტრუქტურას (ფიზიკურს და ინსტიტუ-ციონალურს), და ასევე დაბალი დამატებული ღირებულების სექტორებიდან, როგორიცაა სასოფლო მეურნეობა და ბუნებრივი რესურსების წარმოება, გა-დანაცვლება უფრო მაღალტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ სფეროებზე. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ემყარება მუდმივ თვითუზრუნველყო-ფად ეკონომიკურ ზრდას და ცხოვრების მაღალ დონეს. ტერმინის "განვითა-რებადი ქვეყანა" მიკუთვნება მსოფლიოს ყველა ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაზე მიზანშეუწონელია: ზოგიერთი ღარიბი ქვეყანა საკუთარ ეკონომი-კურ სიტუაციას ვერ აუმჯობესებს, არამედ პირიქით, ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. განვითარების პოლიტიკა არის ეკონომიკური პოლიტიკის კომპლექსური პრობლემების სფერო. ქვეყნის განვითარების დონის შეფასებისათ-ვის საჭიროა სარეკომენდაციო სისტემა. განვითარების პოლიტიკა მოიცავს ყველა ღონისძიებასა და ქმედებას, რომელთა საშუალებითაც ეკონომიკური განვითარე-ბის დაბალი დონის მქონე საზოგადოებებში ცხოვრების პირობების განუხრელი გაუმჯობესება იქნას მიღწეული. ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის საყო-ველთაო მიზანია გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრების პირობები. ეს პოლიტიკა მიჰყვება ხანგრძლივი გლობალური განვითარების გზას, რომელიც დღევანდელი თაობის წინსვლის შესაძლებლობებს ისე უზრუნველყოფს, რომ არ შეიზღუდოს მომავალი თაობების შანსები. გლობალურად ხანგრძლივი განვითარების წინაპი-რობაა სამი შუალედური მიზნის მიღწევა: 1. ეკონომიკის ზომიერი ზრდა; 2. სოცი-ალური სამართლიანობა და 3. ეკოლოგიური სიმტკიცე.

განვითარების ბოლო პერიოდების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ წარმატე-ბის ან წარუმატებლობის მიზეზი განვითარებად ქვეყნებში, პირველ რიგში, მდგო-მარეობს შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩარჩო-პირობებში. სსრკ-ს დაშლის შემდეგ გაიხსნა ახალი შესაძლებლობები, რომ ისინი უფრო მძლავრად გაგვეთვა-ლისწინებინა ცენტრალურ ევროპაში. გფრ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა განვი-თარების ხელშემწყობი ხუთი უმნიშვნელოვანესი შიდა ჩარჩო-პირობა განვითა-რების პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოსაყენებლად:

1. ადამიანის უფლებების დაცვა;

3

Page 4: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

2. მოსახლეობის მონაწილეობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში;3. სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა და სამართლებრივი გარანტიების უზრ-უნველყოფა; 4. სოციალური საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება; 5. სახელმწიფოებრივი საქმიანობის განვითარებაზე ორიენტირება.

90-იანი წლების დასაწყისიდან განვითარებად ქვეყნებში მსჯელობენ და სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ადამიანთა უფლებებს, დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების, მრავალპარტიული სისტემის, საბაზრო ეკონომიკური მართვის პრინციპების საკითხებს. გამონაკლისს წარმოადგენენ ქვეყნები, რომლე-ბიც სოციალისტური იდეოლოგიის მემკვიდრენი არიან (ჩინეთი, ჩრდილოეთ კო-რეა) და ისლამისტურ-ფუნდამენტური რეჟიმები (ირანი, სუდანი).

განვითარებადი ქვეყნებისთვისაც წინა პლანზე დგას ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავლის ზრდის ეკონომიკური მიზანი, როგორც მზარდი კეთილ-დღეობის გამოხატულება მატერიალური თვალსაზრისით. მისი დაკონკრეტება ხდება ზოგადად ბრუტო შიდა პროდუქტის გარკვეული ეკონომიკური ზრდის, სექტორულ-პოლიტიკური ან საგარეო ვაჭრობის პოლიტიკური მიზნებით. ამის სა-პირისპიროდ მინიშნებები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიზნებზე (უსაფრთხო-ება, თავისუფლება და სამართლიანობა) უკეთეს შემთხვევაში გვხვდება პოლიტი-კურ განცხადებებში. მათ ცხოვრებაში გატარებას ხშირად ხელს უშლის გაბატონე-ბული ელიტის პრეტენზია ძალაუფლებაზე. ამის გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად ბევრ განვითარებად ქვეყანაში (მაგალითად, აფრიკაში) სოცია-ლური სამართლიანობის მიზანს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის ხში-რად კონფლიქტშია ალოკაციურად მიმართულ ეფექტურ მიზანთან, როგორიც იყო მაგალითად, წლების მანძილზე BRETTON-WOODS-ის ინსტიტუტების მოთხოვნა. მათ მიერ წარმოდგენილი, გარკვეულწილად აშშ-ს მთავრობის გავლენის ქვეშ მყო-ფი, ნეოლიბერალური დოგმები არის დღემდე მსოფლიო წესრიგის წარმართვის ინსტრუქცია. იგი ცნობილია ,,ვაშინგტონის კონსენსუსის” სახელწოდებით.

საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭიროა აგრეთვე განვითარების პროცესის ხელშემწყობი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების და პროცესე-ბის გათვალისწინება. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ განვითარებადი ქვეყ-ნები მრავალი წლის მანძილზე ეწევიან არსებული მსოფლიო ეკონომიკური წესრი-გის კრიტიკას. ისინი შრომის საერთაშორისო დანაწილების წარსულ და ამჟამინ-დელ ფორმებში, განსაკუთრებით გაცვლის პირობებში, ხედავენ მათი ეკონომიკის სისუსტის მთავარ მიზეზს. ისინი ამით მიჰყვებიან დამოკიდებულების თეორიას. წლების მანძილზე წამოყენებულ იქნა კონკრეტული ეკონომიკური მოთხოვნები. მაგალითად, ნედლეულის ფასების სტაბილიზაცია გაეროს სხვადასხვა კომისიაში.

საბოლოო მიზანია აქამდე ძირითადად საბაზრო მექანიზმების მიერ მარ-თული მსოფლიო-ეკონომიკური პროდუქციის განაწილების გადაწყვეტილება. პრინციპში ეს არის განაწილების პრობლემა, რომელიც

4

Page 5: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

ჩვენ შეგვხვედრია ჩვენი ეკონომიკის ფარგლებშიც. ყოველ შემთხვევაში განაწილების შედეგი უნდა შეიცვა-ლოს, საკითხავია მხოლოდ ის, უნდა გამოირიცხოს თუ არა საბაზრო მექანიზმი. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, მოხდეს ან ფასების ფიქსირება (არასაბაზრო კონ-ფორმული ღონისძიება) ანდა გაღებულ იქნას დახმარებები, დაწესდეს გამათანაბ-რებელი გადასახადები. თუ ფასები დაფიქსირდება, რომლებიც არ არიან წონას-წორობის ფასები, მაშინ ეს გამოიწვევს მცირე წარმოების საშუალებების არასწორ განაწილებას, ფასები დაკარგავს მომწესრიგებლის ფუნქციას.

უმჯობესი იქნებოდა შრომის გაძლიერებული დანაწილება, რომელიც არა მარტო განვითარებად ქვეყნებს, არამედ ინდუსტრიულ ქვეყნებსაც მოუტანდა უპირატესობას. აქედან გამომდინარე, პრობლემები, რომლებიც სამრეწველო ქვეყ-ნებში გვხვდება (უმუშევრობის ზრდა) იწვევენ იმას, რომ განვითარებადი ქვეყნე-ბისათვის შრომის მსოფლიო ეკონომიკურ დანაწილებაში ჩართვის პროცესი ადვი-ლი არ იქნება. WTO-ს შექმნამაც ვერ მოახდინა არსებითი ცვლილებები. მსოფლიო გლობალიზაციის პროცესების დინამიკა უფრო მეტად გვაფიქრებინებს, რომ ამის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდიდან განვითარებადი ქვეყნები მოგებას ვერ მიიღებენ. ეს შიში დასტურდება იმაზე დაკვირვებითაც, რომ მსოფლიო მასშ-ტაბით იკლებს ნედლეულის მნიშვნელობა. წარმოებაში ნედლეულის ინტენსი-ურობის შემცირებით იკლებს განვითარებადი ქვეყნების შანსები ჩაერთონ გლობა-ლიზაციის პროცესში განვითარების ხელშეწყობის საბაბით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარება

5

Page 6: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური პრობლემე-ბი და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაბალი ტემპით ზრდა, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, საქართველოს მიერ რამოდენიმე მნიშვნელოვან ეკონომი-კურ ინდექსში მაღალი ადგილების დაკავება აშკარად ქმნის გარკვეულ დაბნეუ-ლობას და ხშირად გამოიხატება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ ამ ინდექ-სებისადმი დაბალ ნდობაში. ჩვენი ყურადღება ამჯერად შეჩერდება სამ მნიშვნე-ლოვან იდექსზე: ბიზნესის კეთების სიმარტივე; ეკონომიკური თავისუფლების ინ-დექსი; გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი. პირველი ორი ინდექსი არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებისთვი-საც კარგად არის ცნობილი, თუმცა ბოლო ინდექსზე მხოლოდ აკადემიურ წრეებში მსჯელობენ.

ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსს ამუშავებს საერთაშორისო საფი-ნანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი შემადგენელი სტრუქტურა. აღ-ნიშნული ინდექსი ძირითადად ორიენტირებულია პოტენციურ ინვესტორებზე, რათა მათ შეექმნათ ნათელი წარმოდგენა სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესის წარმოე-ბის პროცესზე. ინდექსი აგებულია ათი მაჩვენებლის საფუძველზე, რომლებსაც თანაბარი წონები აქვთ მინიჭებული. ეს მაჩვენებლებია: ბიზნესის დაწყება; სამშე-ნებლო ლიცენზიების რაოდენობა; მუშაკთა დაქირავება; საკუთრების რეგისტრა-ცია; კრედიტის აღების შესაძლებლობა; ინვესტორთა დაცვა; გადასახადების გა-დახდა; საზღვრისპირა ვაჭრობა; კონტრაქტების შესრულება; ბიზნესის დახურვა. თავისთავად ცხადია, რომ სხვადასხვა ერთეულებში იზომება.

საქართველომ 2005 წლიდან დაწყებული საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.

იმავე პერიოდში ინვესტიციების ზრდის გათვალისწინება ნათლად მი-

ანიშნებს, რომ ინდექსმა აშკარად სწორად აჩვენა საქართველოში მიმდინარე ეკო-ნომიკური პროცესები, კერძოდ კი ლიბერალიზაცია, რომელმაც შეამცირა ადმი-ნისტრაციული ბარიერები და ამდენად საქართველომ საბოლოო ჯამში საკმაოდ მაღალი ადგილები დაიკავა. ამავე პერიოდში საქართველომ, როგორც რეფორმა-ტორმა სახელმწიფომ, მიიღო ძალიან მაღალი შეფასება.

საქართველოს ადგილები ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით:

6

Page 7: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაანგარიშებას აწარმოებენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორიცაა ჰერიტეჯის ფონდი და უოლსტრიტ ჟურნა-ლი (Heritage Foundation & Wall Street Journal). ეკონომიკური თავისუფლების ინ-დექსი ასევე აგებულია ათი თავისუფლების პრინციპზე: ბიზნესის; ვაჭრობის; ფის-კალური;სამთავრობო დანახარჯები; მონეტარული; საინვესტიციო;ფინანსური; საკუთრების უფლებები; კორუფცია და სამუშაო ძალა.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (2010)

აქაც, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, გამოიყოფა მაჩვენებელთა ორი ჯგუფი მაღალი მაჩვენებლები და დაბალი მაჩვენებლები. ამ უკანასკნელს განე-კუთვნება საკუთრების უფლებები და კორუფცია. პრინციპულად აქაც იკვეთება იგივე ტენდენცია ადმინისტრირების გაუმჯობესების ხარჯზე, კერძოდ, ძალიან სწრაფი ლიბერალიზაციით საქართველომ მიაღწია რამოდენიმე მაჩვენებლის მი-ხედვით ძალიან კარგ შედეგებს, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა საკმაოდ მა-ღალი მაჩვენებელი, კერძოდ, 26-ე ადგილი მსოფლიოში და მე-14 ევროპაში.

განვითარებადი ქვეყნები ზოგადად ხასიათდებიან: სიღატაკით ხანგრძლი-ვი დროის მანძილზე, ეკონომიკური ზრდის არარსებობით, ადამიანის განვითარე-ბის ინდექსის დაბალი დონითა და ძალზე სუსტი ინფრასტრუქტურით. საერთა-შორისო თანამშრომლობის პროგრამაში განვითარებადი ქვეყნების უამრავი კლა-სიფიკაცია გამოიყენება. საინტერესოა რეიტინგის მეთოდოლოგია, რომელიც საერთო ჯამში 111 მონაცემს აერთიანებს კონკურენტუნარიანობის 12 ძირითად მახასიათებელში. აღნიშნული ინდიკატორები არის ის ძირითადი ორიენტირები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება შეფასებულ იქნას ეროვნული მთავრობები და წარმატების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვ-რების ხარისხი. თავდაპირველად ყურადღება გავამახვილოთ კონკურენტუნარია-ნობის 12 ძირითად მახასიათებელზე, მასში შემავალ ინდიკატორებზე და მათ მი-მართებას საქართველოს ეკონომიკასთან:

7

Page 8: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

1. ინსტიტუტები – 69-ე ადგილი (Institutions). მოიცავს 21 ინდიკატორს, რომლის მიხედვით საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია (მე-4 ადგილი 4,6 ქულით) მთავრობის რეგულაციების სიმძიმე (Burden of government regulation) უჭირავს, ხო-ლო ყველაზე სუსტი 3,5 ქულით და 122-ე ადგილი მინორიტარი აქციონერთა ინტერესების დაცვას უკავია (minority shareholder’s interests);2. ინფრასტრუქტურა – 73-ე ადგილი (Infrastructure). მოიცავს 9 ინდიკატორს. ძლი-ერი პოზიცია- 41-ე ადგილი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ხარისხი (Quality of railroad infrastructure); სუსტი პოზიცია- 111-ე ადგილი ქვეყნის ტერიტორიის ხელ-მისაწვდომობა ავიახაზებით (available airline seat kilometers);3. მაკროეკონომიკური გარემო – 130-ე ადგილი (Macroeconomic environment). მოი-ცავს 6 ინდიკატორს. ძლიერი პოზიცია 47-ე ადგილი ინფლაცია (Infation); სუსტი პოზიცია - 128-ე ადგილი ბანკების მიერ მოზიდულ და განთავსებულ ფინანსურ რესურსებს შორის არსებულ საპროცენტო სხვაობის ოდენობა (Interest rate spread);4. ჯანმრთელობა და დაწყებითი განათლება – 73-ე ადგილი (Health and primary education). მოიცავს 10 ინდიკატორს. წამყვანი პოზიცია მე-17 ადგილით დაწყები-თი განათლების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელს უკავია (Primary education en-rollment rate), ხოლო სუსტი 105-ე ადგილი დაწყებითი განათლების ხარისხი (Quality of primary education);5. უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება – 90-ე ადგილი (Higher edu-cation and training). აერთიანებს 8 ინდიკატორს, რომელშიც საუკეთესოა საშუალო განათლების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი (Secondary educationen rollment ra-te) (59-ე ადგილი), ხოლო125-ე ადგილადაა დაფიქსირებული ადგილობრივი შე-საძლებლობების არსებობა სპეციალიზირებული კვლევებისათვის და პროფესი-ული მომზადებისათვის(Local availability of specialized research and training services);6. საქონლისა და მომსახურების ბაზრის ეფექტიანობა – 64-ე ადგილი (Goods mar-ket efficiency). აერთიანებს 15 ინდიკატორს. აღნიშნულ მახასიათებელთა სისტემა-ში საქართველოს ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო დრო (Time required to start a business) და სავაჭრო ტარიფების მიხედვით (Trade tariffs) მე-3 ადგილი უკავია, ხო-ლო საკმაოდ სუსტი პოზიცია (135-ე ადგილი) ფიქსირდება ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობის კუთხით (Effectiveness of anti-monopoly policy);7. შრომის ბაზრის ეფექტიანობა – 31-ე ადგილი (Labor market efficiency). მოიცავს 9 ინდიკატორს. კარგი პოზიცია გაუთვალისწინებელი ხარჯების ოდენობის მიხედ-ვით (Redundancy costs) (მე-6 ადგილი), ხოლო სისუსტედ უნდა ჩაითვალოს 104-ე პოზიცია კვალიფიცირებული კადრების უცხოეთში გადინების კუთხით (Brain drain);8. ფინანსური ბაზრის განვითარებულობა – 108-ე ადგილი (Financial market deve-lopment). აღნიშნულში გაერთიანებულია 9 ინდიკატორი.

8

Page 9: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვების სიმცირის მიხედვით (Restriction on capital flows) ქვეყანას მე-40 ად-გილი უკავია, ხოლო სუსტია პოზიცია ფინანსური ოპერაციების განხორციელება-ში ადგილობრივი საფონდო ბაზრის მეშვეობით, (Financing through local equity market) 125-ე ადგილით;9. ტექნოლოგიური განვითარების დონე – 98-ე ადგილი (Technological readiness). აერთიანებს 6 ინდიკატორს. ამ ექვსიდან კარგი მდგომარეობა (73-ე ადგილი) ინ-ტერნეტის მომხმარებლების რიცხოვნობის მიხედვით ფიქსირდება (Internet users), ხოლო 125-ე ადგილი გვიკავია ტექნოლოგიების ათვისების მაჩვენებელში (Firm-le-vel technology absorption);10. ადგილობრივი ბაზრის მასშტაბები – 107-ე ადგილი (Market size). აერთიანებს 5 ინდიკატორს. ძლიერი პოზიციები (43-ე ადგილი) მოდის - იმპორტის პროცენტულწილზე მთლიან შიდა პროდუქტში (Imports as a percentage of GDP). სუსტი პოზი-ციებია (115-ე ადგილი) უცხოური ბაზრის მასშტაბის ინდექსის მიხედვით (Foreign market size index);11. ბიზნესის კონკურენტუნარიანობა – 111-ე ადგილი (Business sophistication). აერ-თიანებს 11 ინდიკატორს. ძლიერი პოზიციები (81-ე ადგილი კონკურენტუნარია-ნობის უპირატესობათა ბუნება (Nature of competitive advantade), სუსტი პოზიციები (130-ე ადგილი) ადგილობრივ მომწოდებელთა სიმრავლე (local supplier quantity);12. ინოვაციები – 125-ე ადგილი (Innovation). მოიცავს 7 ინდიკატორს. ძლიერი პო-ზიცია (72-ე ადგილი) გახლავთ - ყოველ მილიონ მოსახლეზე პატენტების ეფექ-ტიანობა (Utility patents per million population). სუსტი პოზიციები (134-ე ადგილი) -თანამშრომლობა უნივერსიტეტებსა და რეალურ სექტორს შორის კვლევებსა და განვითარებაში (University-industry collaboration in RD).

მიმდინარე წლის კონკურენტუნარიანობის ანგარიშში წინა, პერიოდთან შე-დარებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა. ასე მაგალითად, პირველ ოცეულში 11 ევროპული სახელმწიფოს ნაცვლად 12 მოხვდა, აზიის ქვეყნები კი ამჟამად მხო-ლოდ 4 ეკონომიკით არიან წარმოდგენილი, ნაცვლად 5-ისა. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული რეიტინგის მრავალწლის ლიდერმა ამერიკის შეერთებულმა შტა-ტებმა მე-2 ადგილიდან, ბოლო ანგარიშის მიხედვით, მე-4 ადგილზე გადაინაცვ-ლა. რეიტინგში პირველი ადგილი შვეიცარიამ შეინარჩუნა. აღნიშნული შესაძლე-ბელი გახდა ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის მაღალი დონის (მე-2 ადგილი) და ბიზნესის წარმოების მაღალი კულტურის (მე-4 ადგილი) გამო. ,,შვეიცარიის სამეც-ნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან მსოფლიოში, ხო-ლო მჭიდრო თანამშრომლობა აკადემიურ და ბიზნეს სტრუქტურებს შორის, რო-მელსაც ემატება კომპანიების საკმაოდ მაღალი ხარჯები კვლევებსა და განვითარე-ბაზე, იძლევა იმის გარანტიებს, რომ აღნიშნული კვლევები ტრანსფორმირებული იქნება იმ პროცესებსა და პროდუქტებში,

9

Page 10: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

რომლებიც მოთხოვნადია ბაზარზე და რომლებსაც გააჩნიათ მთავრობის მძლავრი მხარდაჭერა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით», აღნიშნულია ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში (1, 14). რეიტინგში მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს შვეციამ და სინგაპურმა, რომ-ლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაუსწრეს.

სახელმწიფოების შედარებითი მაჩვენებლები წამყვანი ეკონომიკურიინდექსების (საერთაშორისო) მიხედვით:

10

Page 11: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

განვითარებადი ქვეყნების განვითარების პრობლემები

განვითარების კუთხით თანამშრომლობის პირობებში ინდუსტრიულმა ქვეყნებმა თავიანთი საქმიანობა უნდა შეუსაბამონ დასახულ მიზნებს. თუ დასაწ-ყისში მათ მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის ჰუმანიტარული დახმარება, რო-გორც ჰუმანური მიზანი, წინა პლანზე იდგა, ამჟამად ეს არის ერთ-ერთი ძირი-თადი ეკონომიკური მიზანი. ამასთან არ არის საიდუმლო, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა სასარგებლო უნდა იყოს საკუთარი ეკონომიკისთვისაც, მაგალი-თად, დასაქმების სფეროში.

სამრეწველო ქვეყნების მიზნები საბოლოოდ ორიენტირებულია საკუთარ ღირებულებათა სისტემაზე. ისინი მიჰყვებიან მოდერნიზების თეორიებს. მხო-ლოდ შედარებით გვიან გაეწია ანგარიში იმას, რომ ევროკავშირში ცალკეული ქვეყნების სპეციფიკური სოციოკულტურული და რელიგიური განზომილებები უნდა იქნას გათვალისწინებული.

ცხადი ხდება, რომ მიზანთა სისტემა მკაფიო პოლიტიკურ ნიშნებს ავლენს. საბაზრო ეკონომიკური წესრიგი და დემოკრატიული სისტემა ერთმანეთს განაპი-რობებს. ამით შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ მოსახლეობის ფართო მასები ჩაებ-ნენ სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. საბოლოო მიზანი, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. მიზნის შესახებ დის-კუსიის დროს არ უნდა გამოგვრჩეს, რომ დასახული ეკონომიკური მიზნები წარ-მოადგენს საშუალებას დემოკრატიზაციის და ადამიანთა უფლებების დაცვის საქ-მეში წვლილის შესატანად. დადებითი პოლიტიკური საქმიანობა ჰპოვებს მხარ-დაჭერას, დარღვევები კი ისჯება ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში დახ-მარებათა შეკვეცით ან მათი შეწყვეტით.

განვითარებისათვის თანამშრომლობის მიზნებისა და მოცულობის განსაზ-ღვრისას შეიძლება კონფლიქტები მაშინ წარმოიშვას, თუ არსებობს მიზნების შესახებ განსხვავებული წარმოდგენები დახმარების გამცემებსა და მიმღებებს შო-რის. მზარდი პირობითობა (დახმარების გაწევა გარკვეული პირობების შესრულე-ბასთანაა დაკავშირებული) აიძულებს განვითარებად ქვეყნებს, თუ მათ სურთ მიი-ღონ დახმარება ან საერთოდ მასზე არიან დამოკიდებული, ,,დაქვემდებარებას”, კონფლიქტები აშკარა ხდება. აქ საჭიროა შეთანხმებები, რომელთა ფორმალიზება მხოლოდ პირობითად შეიძლება.

გაერომ 2000 წელს დასახა განვითარების მიზნები 2015 წლამდე ნაწილობ-რივ რაციონალური ფორმით: 1. ექსტრემალური სიღატაკის და შიმშილის დაძლევა (იმ ადამიანთა რაოდენო-ბის განახევრება, რომელთა შემოსავალი დღეში ერთ დოლარზე ნაკლებია); 2. დაწყებითი სასკოლო საყოველთაო განათლების განხორციელება; 3. ქალისა და მამაკაცის თანაბარ პირობებში ჩაყენებისათვის ხელშეწყობა;

11

Page 12: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესე-ბა, დაავადებებთან ბრძოლა (შიდსი, მალარია და სხვა); 5. ეკოლოგიური მდგრადობის განმტკიცება; 6. საყოველთაო პარტნიორობის დამკვიდრება (აღმშენებლობა).

ევროკავშირი ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში COTONOU-ს 2000 წლის ხელშეკრულების თანახმად ეხმარება AKP_ს 77 ქვეყანას (აფრიკის, კარიბის და წყნარი ოკეანის ქვეყნებს). მისი ხანგრძლივობა შეადგენს 20 წელიწადს. ხელ-შეკრულება ეფუძნება 4 ძირითად პირობას: 1. პარტნიორთა თანასწორობა და განვითარების სტრატეგიებისადმი პირადი პა-სუხისმგებლობა; 2. თანამონაწილეობა; 3. დიალოგისა და ორმხრივი ვალდებულებების შესრულების მთავარი როლი; 4. დიფერენცირება და რეგიონალიზაცია.

ხელშეკრულების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს სამი ძირითადი ელემენტი: 1. ადამიანთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივის-ცემა, 2. დემოკრატია და 3. სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა. ამას ემატება სახელმწიფოს მართვაში პასუხისმგებლობა. ამ მხრივ საჭიროა ტრანსპარენტუ-ლობა და ადამიანური, ბუნებრივი, ეკონომიკური და ფინანსური რესურსების პა-სუხისმგებლობით მართვა და მათი გამოყენება კარგად გააზრებული და განუხ-რელი განვითარებისათვის.

განვითარების პოლიტიკაში ,,სწორი’’ სტრატეგიული გზა უდავოა. ევრო-პული თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფოებს შორის კოოპერაციის შექმ-ნასთან ერთად, რომელიც ძირითადად პროექტებისა და პროგრამების განხორ-ციელებაში მდგომარეობს, არსებობს მოსაზრება, რომ დახმარება განვითარები-სათვის კერძო ინიციატივას მხოლოდ აფერხებს. უკეთესი გზა იქნებოდა თან-მიმდევრული საბაზრო ეკონომიკური ორიენტაციით და ნაკლებად განვითარებუ-ლი ქვეყნების მსოფლიო სავაჭრო სისტემაში ჩართვით “TAKE_OFF”- ამდე მიღწევა. ეს პოზიციები შეიძლება დაყვანილ იქნას გამონათქვამზე “TRADE IS BETTER THAN AID”. COTONOU-ს ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია, რომ ის ორივე კომ-პონენტის ჩართვას ცდილობს კოოპერაციაში პარტნიორული თვალსაზრისით.

განვითარებადი ქვეყნებისათვის დიდი ხანია გაცვლის რეალური პირობები გაუარესდა, ანუ განვითარებადი ქვეყნები იმპორტით იღებენ სულ უფრო ნაკლებ შემოსავალს ექსპორტირებულ ტონა ყავაზე, კაკაოზე, სპილენძზე, კალაზე და ა.შ. მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, გაცვლის რეალური პირობები ბოლო წლებში განსხვავებულად განვითარდა, რაც, პირველ რიგში, უარყოფითად აისახა დაბალი შემოსავლის მქონე აფრიკულ ქვეყნებზე. ლიბერალიზაციისა და გლობალიზაციის საყოველთაო პროცესი შეუძლებელს ხდის სატარიფო და არასატარიფო პროტექციის შემცირებით უახლოეს ხანში გაუმჯობესდეს მდგომარეობა განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ.

12

Page 13: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

განვითარებისადმი სწრაფვამ ბოლო ათწლეულებში განვითარებადი ქვეყ-ნები მიიყვანა დიდ საგარეო ვალამდე. ისინი დღესდღეობით იძულებული არიან ექსპორტით მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი გაიღონ ვალების დასაფარავად, რესურსები, რომლებიც აკლიათ საკუთარი განვითარებისათვის.

საგარეო ვალი ბევრი ქვეყნისათვის გახდა განვითარების შემაფერხებელი: 1. კრედიტები გამოიყენება სამომხმარებლო და არა საინვესტიციო მიზნებისათვის; 2. ექსპორტის გზით მიღებული შემოსავლები განვითარებად ქვეყნებში ბოლო 30 წელიწადში 50%-ზე მეტით შემცირდა, ასე რომ ვალების მომსახურებისათვის მათ არ გააჩნიათ საკმარისი ვალუტა; 3. განსაკუთრებით 80-იან წლებში გადასახდელი პროცენტები ძალიან მაღალი იყო.

ვალების პრობლემის გადასაჭრელად (ზედმეტი ვალები, უცხოური კრედიტების გასტუმრების უუნარობა) უამრავი შესაძლებლობა არსებობს: � ვალების კონვერსია, � ვალების გარდაქმნა, � დადგენილება ვალების შესახებ, � ექსპორტის უნარის ამაღლება, � პირდაპირი ინვესტიციების ზრდა.

მსოფლიო ბანკი 1996 წელს გამოვიდა ინიციატივით 40-ზე მეტ დაბალი შე-მოსავლის მქონე ძალზე დიდი დავალიანების განვითარებადი ქვეყნების ვალების შესამცირებლად, რომელშიც სოციალური ასპექტებიცაა გათვალისწინებული. ასე-თი ქვეყნები იღებენ შესაძლებლობას შეამცირონ თავიანთი ვალები ,,ასატან” დო-ნემდე. მიზანი მიღწეული იქნება, თუ მთლიანი დავალიანება არ იქნება ორჯერ მე-ტი, ვალების დაფარვა 25%-ზე მეტი წლიური საექსპორტო შემოსავლებიდან. ამის წინაპირობა არის ის, რომ აღნიშნული ქვეყნები გაატარებენ არა მარტო ეკონომი-კურ რეფორმებს, არამედ აგრეთვე სოციალურსაც, რომელთა მიზანი იქნება მდგო-მარეობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის და განათლების სფეროში.

,,დიდი რვიანის სახელმწიფოების” კიოლნის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ფედერალურმა ხელისუფლებამ მაღალი დავალიანების მქონე ღარიბი ქვეყნები-სათვის ვალების ჩამოწერის გაფართოებისა და დაჩქარების შესახებ წამოაყენა წი-ნადადება, რომელიც მიღებულ იქნა 1999 წლის შემოდგომაზე საერთაშორისო სა-ვალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიურ სხდომაზე. ვალების ჩამოწერა ეხე-ბა ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიო ბანკში კრედიტებს მხოლოდ ხელსაყრელ პირო-ბებში იღებენ და იმ ვალების ოდენობას გამოავლენენ, რომელიც ექსპორტიდან მი-ღებულ შემოსავალზე 150%-ით მეტია ან სახელმწიფო შემოსავლებზე 250%-ით მეტს შეადგენს. ამ ქვეყნებს უუქმდებათ ყველა ვალი, რომელიც ორივე ზემოთ და-სახელებულ პირობაზე მეტია. აქედან საშუალოდ იმას ელიან, რომ ვალებიდან გა-თავისუფლების შემდეგ ეს ქვეყნები ექსპორტიდან მიღებული მოგების

13

Page 14: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს გაიღებენ ვალების გასტუმრებისათვის. გათავისუფლებული ვა-ლების მთლიანი ოდენობა 70 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წამოწყების უზენა-ესი მიზანი სიღატაკის დაძლევაა, ამიტომ ყველა გამოთავისუფლებული საშუალე-ბა სიღატაკის დაძლევას უნდა მოხმარდეს. ამასთან, ასეთი ,,კვალიფიკაციისათ-ვის”, რომელიც 40-მდე ქვეყანას შეეხო, ამ ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ ქვეყნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე სტრატეგია სიღატაკის დასაძლევად. გერმანიის წილი ვალებიდან გათავისუფლებაზე შეადგენს 5 მლრდ ევროზე მეტს.

ვალების გადავადებებით და ვალებისაგან გათავისუფლებით ნაწილობრივ ისიც მოხერხდა, რომ შემცირებულიყო ვალების მომსახურების წილი. კრედიტო-რი ქვეყნების ინტერესშიც შედის, რომ მონაწილეობა მიიღონ ვალების გადავადე-ბის ოპერაციებში, რადგანაც ამით ვალების მომსახურების ერთი ნაწილი გარანტი-რებული იქნება და საერთაშორისო საფინანსო სისტემის რისკები შემცირდება. ვა-ლების კრიზისების დაძლევა დამოკიდებულია დავალიანების მქონე ქვეყნების სა-ვალო პოლიტიკაზე და მოახერხებენ თუ არა ისინი კრედიტების სტრუქტურის გა-უმჯობესებას (უფრო მეტი საზოგადოებრივი და ნაკლებ პროცენტიანი კერძო კრე-დიტორები) და სხვა ღონისძიებების გატარებას (ექსპორტუნარიანობის გაუმჯო-ბესება, გაზრდილი პირდაპირი ინვესტიციები). განვითარებად ქვეყნებში წარმოე-ბაში ნედლეულის ინტენსიურობის შემცირების გამო, ერთის მხრივ, და არასტა-ბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო მეორეს მხრივ, რომლებსაც არ გააჩ-ნია გაზრდილი არაპირდაპირი ინვესტიციების წინაპირობა, დიდი რაოდენობით ვალუტის შემოდინებას თითქმის არ უნდა ველოდოთ. ამ კუთხით დავალიანების პრობლემის გადაჭრის მკვეთრ იმპულსებს უახლოეს მომავალში არ ექნება ადგი-ლი. და ბოლოს, მიგვაჩნია, რომ საჭიროა საერთაშორისო საფინანსო არქიტექტუ-რის რეფორმა, რომელიც გლობალიზაციის პროცესის გამო სულ უფრო სასწრაფო ხდება.

სერიოზულ პრობლემას ბევრი განვითარებადი ქვეყნისათვის წარმოადგენს საწყისი მდგომარეობა. ისინი დაზარალებული არიან არა მარტო გეოგრაფიული ფაქტორებით, არამედ მათი არასაკმარისი მონაწილეობით მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. დაგროვილი ვალები და ვალების მომსახურება, მიუხედავად კრე-დიტორების მიერ ვალების პრობლემის გარკვეული გაადვილებისა, კვლავ წარმო-ადგენს განვითარებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას. ვალუტა, რომელსაც დანადგარების იმპორტისათვის უნდა იყენებდნენ, იყენებენ უცხოური ვალების მომსახურებაზე.

რამდენადაც არამდგრადი და ნაკლებად მართვადია განვითარების პროცე-სი, იმდენად ფაქტია, მისი წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამ მხრივ მნიშვ-ნელოვანია მოსახლეობის ზრდის საკითხი. განვითარებად ქვეყნებში 2-3-%-იანი წლიური ზრდით მოსახლეობა ორმაგდება ყოველ 23-35 წელიწადში. წარმოებაც მაშასადამე ზუსტად ასევე უნდა იზრდებოდეს, რათა შენარჩუნდეს ამჟამინდელი ძალზე დაბალი სამომხმარებლო დონე.

14

Page 15: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

აქედან ნათელი ხდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქმედითი კონტროლი შობადობაზე და ოჯახების დაგეგმვაზე. განსაკუთრებით აფრიკულ ქვეყნებში ამას ემატება განვითარების პროცესით მო-პოვებული წარმატებების განიველირების ეფექტი. მასზე გავლენას ახდენს მაღალი მიგრაცია მეზობელი ქვეყნებიდან. ხანგრძლივი ვადით ძლიერდება ასევე მიგრა-ციის სურვილი სამრეწველო ქვეყნებისაკენ. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მე-ტი უნდა გაკეთდეს დადებითი და მზარდი განვითარებისათვის.

მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს, არის განათლების არასაკმარისი დონე. მთელი რიგი განვითარებადი ქვეყნები რესურსებით ღარიბია. ამდენად, განათ-ლებას და კადრების მომზადებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განათლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ძვირი პროდუქტი. ადრე ბევრ ქვეყანაში უმაღლესდამთავ-რებულების დასაქმება ხდებოდა სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ. ეს ამჟამად აღარ არის შესაძლებელი, რადგან სახელმწიფოს ხარჯები უნდა შემცირდეს. ხში-რად ხდებოდა სახელმწიფოს მიერ დასაქმებულთა გათავისუფლება. ეს ტვირთად აწვება არა მარტო შრომის ბაზარს, არამედ ამით რესურსებიც იფლანგება. ეს პრო-ცესი კიდევ უფრო ძლიერდება, როცა ჩარჩო-პირობების გაუმჯობესება კერძო ეკო-ნომიკურ სექტორში ყოვნდება და სახელმწიფოს მიერ უხალისოდ ტარდება გავ-ლენის სფეროების დაკარგვის გამო. ამას ემატება ისიც, რომ განათლების სისტემა ხშირად ძალზე ძლიერ ,,ჰუმანიტარულ მეცნიერებებად” და ძალზე მცირედ ,,საბუ-ნებისმეტყველო-ტექნიკურ მეცნიერებებად” არის მოწყობილი და როგორც პროფე-სიული მომზადების სფეროში, ან მხოლოდ პრაქტიკასთან, ან მხოლოდ თეორიას-თან მიმართებაში ხდება მუშაობა. დუალური განათლების ელემენტები გვხვდება მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, მაროკომ 1997 წლიდან ქვეყნის მასშ-ტაბით დუალური სისტემის შემოღებით ორიენტაცია აიღო გერმანულ მოდელზე).

სახელმწიფომ განვითარების პროცესში ,,ახალი” როლი უნდა ითამაშოს. მან უნდა შექმნას სტაბილური ჩარჩო-პირობები კერძო სამეწარმეო აქტიურობისათვის (ფინანსური წესრიგი, სამართლებრივი წესრიგი და ა.შ.) და მოამზადოს ინფრასტ-რუქტურა. ამისათვის კი რესურსები ძალზე შეზღუდულია. ამიტომ არ უნდა გაგ-ვიკვირდეს, რომ ბოლო ათწლეულის განვითარების პოლიტიკის შედეგად ბევრმა ქვეყანამ არა მარტო ,,შინაგანი რწმენით”, არამედ ფინანსური შეზღუდვების მიზე-ზების გამო მთელი რიგი სახელმწიფო ამოცანების პრივატიზება მოახდინა. თუმ-ცაღა ახალი მიმართულება ყველა სახელმწიფო ფუნქციონერმა ვერ გაიგო ან მათ სურთ ამ მიმართულებას გაჰყვნენ სპეციფიკური პირადი ინტერესებიდან გამომ-დინარე.

პრობლემები შეიძლება არსებობდეს აგრეთვე განვითარების პროცესის და-გეგმვაში. ამის მიზეზი არის, ერთის მხრივ, მონაცემთა ბაზის, დაგეგმვის მეთო-დების და თანხმობის ნაკლებობა დაგეგმვის პროცესში. განვითარების პროცესის დაგეგმვა ადრე სახელმწიფოს მართვის აუცილებლობას შთააგონებდა, ბევრი ქვეყ-ნისათვის ეს იყო დამღუპველი შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც ბევრი დრო დასჭირდა. ძალზე მაღალი განვითარების

15

Page 16: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

მიზნისათვის იქმნებოდა ილუზიები სა-გეგმო დოკუმენტებით. ამ გეგმების განხორციელების დაბალი წილი დასახულ მიზნებთან მიმართებაში ბევრ ქვეყანაში მოგვიანებით გამოვლინდა.

განვითარებად ქვეყნებში მექანიზმების გამოყენების ეფექტურობა ხშირად იმსხვრევა მცირე რესურსების და არაეფექტური სახელმწიფო ადმინისტრირების გამო, მაგრამ ასევე უკვე დასახელებულმა სახელმწიფო შემრიგებლობამაც შეიძ-ლება მიგვიყვანოს სახსრების არათანაბრად გამოყენებამდე. განვითარებისათვის თანამშრომლობაში შეიმჩნევა დამფინანსებელთა ნაკლები კოორდინაცია, რომლის მიღმაც არც თუ იშვიათად დამფინანსებელთა ინტერესები დგას.

დასკვნა

ფაქტია, რომ უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული ქვეყნები - აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეცია, ბელგია, ნიდერლანდები, შვე-იცარია, ინდუსტრიულად განახლებადი ქვეყნები (სამხრეთ კორეა, ტაივანი

16

Page 17: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

და სინგაპური) - ყველა მათგანმა მეტ ნაკლებად ერთნაირი გზით და საშუალებით მიაღწია წარმატებას - ესაა ეკონომიკური პროტექციონიზმი. მათ საკუთარი ბაზ-რები მაღალი საბაჟო ტარიფებისა და კიდევ ბევრი «არასატარიფო» სავაჭრო დაბრ-კოლების შექმნის გზით გააძლიერეს. მაგ: დიდმა ბრიტანეთმა თავისუფალი ვაჭ-რობა მხოლოდ 1840 წელს დაუშვა - როდესაც თავად დიდი ხანია იყო მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. 1790 წლიდან 1940 წლამდე აშშ მსოფლიოში ბაჟებითა და სავაჭ-რო ბარიერებით ყველაზე უფრო დაცულ მაკროეკონომიკას წარმოადგენდა. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 1970-80-იან წლებში არც ერთი იაპონური მანქანა არ მოძ-რაობდა, სამხრეთ კორეა იყო, რომელიც ამ პერიოდში საკუთარი საავტომობილო ინდუსტრიის ორგანიზებას იწყებდა. თითოეულმა ამ ოდესღაც «განვითარებადმა» ქვეყანამ სხვადასხვა მეთოდით მოიპოვა პროგრესული ტექნოლოგიები იმ ქვეყნე-ბისაგან, რომლებიც მათ განვითარებას უწყობდნენ ხელს, იკვლევდა და აანალი-ზებდა ამ ტექნოლოგიებს და შემდეგ მიზნობრივად დებდა ინვესტიციებს მათ გა-უმჯობესებასა და განვითარებაში. სახელმწიფო იცავდა და მხარს უჭერდა წარმა-ტებულ სამამულო საწარმოებს, რომლებშიც ექსპორტიორობის პოტენციალს ხე-დავდა. იმისათვის, რომ საკუთარი პროდუქციით ჩაენაცვლებინათ იმპორტული საქონელი, ეს ქვეყნები მასობრივი სუბვენციებით, ხშირად ხარჯიანობის გათვა-ლისწინების გარეშე ეხმარებოდნენ არაკონკურენტულ ადგილობრივ კომპანიებს. განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის არსებითი მიზეზია მისადმი უცხო ქვეყნების დამოკიდებულება, რომლებიც ქვეყნის აღმავლობაში კი არ არიან დაინ-ტერესებული, არამედ, პირიქით, ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს ქვეყნის ეკონომი-კური დაკაბალებისა და ეკონომიკური ზრდის არსებული რეზერვების ნეიტრალი-ზაციისათვის. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ გლობალიზაციის პირობებში ქვეყანათა შორის ურთიერთობების მრავალგვარობა და ზოგიერთ შემთხვევაში სიმარტივე, განვითარებად ქვეყნებს მოწყვეტადს ხდის საკუთარი თავისთავადო-ბის განმტკიცების თვალსაზრისით.

საქართველოს ეკონომიკა შეიძლება ძალიან მოკლედ დავახასიათოთ, ეს არის „სიღარიბის დაძლევის ეკონომიკა». სიღარიბის დაძლევის კი ერთადერთი გზა არსებობს: მოსახლეობის დასაქმება და დასაქმებულთა შრომის ეფექტიანობის (შედეგიანობის, ნაყოფიერების) ზრდა. როგორც ვიცით, მაკროეკონომიკური ევო-ლუციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინფლაცია, საქართველოში პრინციპულად საერთაშორისო ორგანიზაციების ზემოქმედებით რეგულირდება. რაც შეეხება და-საქმებასა და მის საფუძველზე მშპ-ს ზრდას, ეს კი ქვეყნის საკუთრივ პოლიტი-კურ-ეკონომიკური ამოცანაა. როგორ გაართმევს თავს საქართველო ამ ამოცანას მასზეა დამოკიდებული ჩვენთან სიღარიბის დაძლევა. საქართველოს აქვს ურ-თულესი გარეგანი პირობები სამეურნეო აქტივობისათვის. საერთაშორისო ორგა-ნიზაციების შეფასებით, ჩვენი ქვეყნა ეკონომიკური გარემოცვით 130 ადგილზეა. აქედან გასაგებია ჩვენი სწრაფვა ევროპისაკენ. მიგვაჩნია და სავსებით სამართლი-ანად, რომ თუ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიქნებით, განვითარებადი, მაგ-რამ იმპერიული ზრახვების მქონე ქვეყნები ვერაფერს დაგვაკლებენ, რაც

17

Page 18: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

არ უნდა სამხედრო ძლიერების მატარებელნი იყვნენ. შესაბამისად დგას არა მარტო მსოფ-ლიოს ეკონომიკურად განვითარებულ ნაწილში ჩვენი ინტეგრაციის საკითხი, არა-მედ ამ ინტეგრაციისათვის მზადების პრობლემაც.

გამოყენებული ლიტერატურა1. შენგელია - „ეკონომიკური პოლიტიკა“2. ალფრედ კურატაშვილი - „ პოლიტიკური მენეჯმენტის ფილოსოფიურ-

სამართლებრივი საფუძვლები“ 3. სტატიების კრებული -„ საქართველო და ევროპის ქვეყნები“4. http://www.doingbusiness.org/economyrankings/;5. 2. http://www.heritage.org/index/;6. 3. http://www.weforum.org/en/initiatives/gcp/7. Global%20Competitiveness%20Report/index.htm.

18

Page 19: ekpolitika.weebly.comekpolitika.weebly.com/.../5/8/8/8/5888177/mari-tatia.docx · Web viewტერმინში განვითარებადი მოიაზრება

19