parliament · web viewგანათლების მაღალი დონის...

27
kvleviTi departamenti შშშშშშშშშშ შშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშშ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდ, დდდ დდდ დდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდ, დდდ დდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდ. დდდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდდ, დდდ.: დდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდ, დდდდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდ. დდდდდდდდდდ დდდდდ, დდდ დდდდდდდდდ დდდ დდდდდდ „დდდდდდდდდდდდ დდდდდდ“ დდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ. 1974 წწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწ წწწწწწწ (წწწწწწ წწწწწწწ „წწწწწწწწ წწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწწწ“), წწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწ, წწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ (წწწწწ წწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწ). წწწწ წწწწწწწწწ, წწწწწწწ წწწწწწ წწწწ (წწწ წწწწწწწ წწწწწწწ) წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ 7%–წ წწწწწ. წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწ–წწ 1970 წწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწ 24%–წწ წწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწ, წწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწ. 1998 წწწწწწწწწ წწ წწწწწწ 56%–წწწ წწწწწწწწ. წწწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ 82%–წწწ (1970 წ.) 100% –წწწ (1998 წ.) წწწწწწწწ. წწწწწ „წწწ წწწწწწწ წწწწწწწ“ წწწწწწწწწწწ1970–წწწ წწწწწწ წწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწ 25%–წწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწწწწწწ. 1980–წწწ წწწწწწ წწ წწწწწწწ 50%–წწწ წწწწწწწწ, 2000 წწწწ წწ 70% წწწწწწწწ. წწწწწწწწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწ. 2009 წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ (25–65 წ. წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ) წწწწწწწწწწ 30%–წწ წწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწ 1 . დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდ დდდდ დდდდდდ–დდდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ. დდდდდდდდდდდდ დდდდდდ დდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდ, დდდდდდ დდდდდ, დდდდდდ დდდდდდდდდდდდდ, დდდ დდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ (დდდ დდდდდ დდდდდდდ) დდდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდ დდდდ 1 დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ (49%). დდდდდდ დდდდდ დდდ (38%), დდდდდდდ (36%). დდდდდდდ დდდდდდ დდ დდდდდდდდდ (6%), დდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდდ (9–9%). kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Upload: others

Post on 13-Jul-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

შეფასებისა და გამოცდების სისტემები

დღეისათვის აღარავინ კამათობს იმაზე, რომ რაც უფრო მაღალია განათლების დონე ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად ვითარდება მისი ეკონომიკა. მოსახლეობის კარგი განათლება პოზიტიურად აისახება ცხოვრების სხვა სფეროებზეც, მაგ.: სახელმწიფო მართვის ხარისხზე, დასაქმებულობასა და მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც კი. მიუხედავად იმისა, რომ განათლება ვერ იქნება „ყოვლისშემძლე იარაღი“ ქვეყნის ყველა ეკონომიკური პრობლემის გადასაჭრელად, გარკვეული კორელაცია ქვეყნის კეთილდღეობასა და განათლების დონეს შორის ნამდვილად არსებობს.

1974 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტმა ჯეკ მინერმა (ავტორი წიგნისა „ხელფასის წარმოქმნა და გამოცდილება“), ვრცელ სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით პირველმა დაადგინა, რომ უმაღლესი განათლების მიღება მატერიალურადაც ხელსაყრელია (თავად უმაღლესდამთავრებულისათვის). მისი გამოთვლით, სწავლის ყოველი წელი (არა აგრარულ სფეროში) პიროვნების შემოსავალს დაახლოებით 7%–თ ზრდის. განათლების სამინისტროს შეფასებით აშშ–ში 1970 წელს ბაკალავრის დიპლომის მქონე ამერიკელ ახალგაზრდას საშუალოდ 24%–ით მაღალი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე საშუალო განათლების მქონეს. 1998 წლისათვის ეს რიცხვი 56%–მდე გაიზარდა. ახალგაზრდა ამერიკელი ქალებისათვის ეს მაჩვენებლები შესაბამისად 82%–დან (1970 წ.) 100% –მდე (1998 წ.) გაიზარდა. გაზეთ „ლოს ანჟელეს ტაიმსის“ მონაცემებით1970–იან წლებში პირველ სამუშაო ადგილზე უმაღლესდამთავრებულის ხელფასი 25%–ით აღემატებოდა სკოლადამთავრებულისას. 1980–იან წლებში ეს სხვაობა 50%–მდე გაიზარდა, 2000 წელს კი 70% შეადგინა.

თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით უმაღლეს განათლებამიღებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება. 2009 წლისათვის შრომისუნარიანი მოსახლეობის (25–65 წ. ასაკობრივ კატეგორიაში) დაახლოებით 30%–ზე მეტს უმაღლესი განათლება ჰქონდა1.

განათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები მოსწავლეთა მოთხოვნებზე ორიენტაცია და მათი სწავლა–განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნაა.

საერთაშორისო დონეზე ამ საკითხების მიმართ ყურადღება, პირველ რიგში, იმითაა განპირობებული, რომ ბოლონიის პროცესის მოთხოვნების გათვალისწინებით განათლების ეროვნულმა (მათ შორის ჩვენმაც) სისტემებმა უნდა გადაჭრან რიგი ერთიანი პრობლემებისა. მათ შორის: განათლების ხარისხზე პასუხისმგებლობის განაწილება სახელმწიფოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის; საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტიანობის კრიტერიუმების შემუშავება; შეფასების პრინციპების დანერგვა და ყველა დონის განათლების ხარისხის შეფასების სისტემის შექმნა.

შეფასების ძირითადი მიზანი აკადემიური მოსწრების სერტიფიცირება და განათლების სტანდარტების მონიტორინგია.

1 ორგანიზაციის მონაცემებით, გამოკვლეული ქვეყნებიდან უმაღლესდამთავრებულების ყველაზე მაღალი პროცენტი კანადაშია (49%). შემდეგ მოდის აშშ (38%), იაპონია (36%). ყველაზე დაბალი კი მექსიკაში (6%), თურქეთსა და პორტუგალიაშია (9–9%).

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 2: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

შეფასების და გამოცდების ტიპები

არსებობს შეფასების 4 ძირითადი ტიპი (შეფასება კლასის ან სკოლის დონეზე, სახელმწიფო – ერთიანი ეროვნული – გამოცდები, ერთიანი ეროვნული შეფასება და საერთაშორისო შეფასება), რომელთაგან თითოეულს თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს:

ყველაზე გავრცელებულია შეფასება კლასის ან სკოლის დონეზე. მასწავლებლები და /ან სკოლები ამოწმებენ მოსწავლეთა მოსწრებას სასწავლო მიზნების შესაბამისად. ამ ტიპის შეფასების უპირატესობებია: კლასში მუშაობასთან მჭიდრო კავშირი; მეთოდების ცვლის შესაძლებლობა – საუკეთესო შედეგზე ორიენტირებულის ამორჩევით (ზეპირი გამოკითხვა ან პრაქტიკული სამუშაო); შეფასების სისტემა უწყვეტობა მთელი სემესტრის ან მთელი წლის მანძილზე. ნაკლი ისაა, რომ მასწავლებლები ვერ გამოდგებიან „საუკეთესო მსაჯულებად“ საკუთარი მოსწავლეების ცოდნის შეფასებისას, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება შედარებას სხვა კლასის, სკოლის მოსწავლეებთან; მეორეც, მასწავლებელთა მხოლოდ მცირე რაოდენობას გააჩნია აზროვნების უფრო მაღალი, ეროვნული სტანდარტების შესაბამისი დონე მოსწავლეთა უნარების განსაზღვრისათვის.

სახელმწიფო (ერთიანი ეროვნული) გამოცდები

ტარდება სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით და მისაწვდომია ყველასათვის, ვინც გარკვეულ კრიტერიუმს პასუხობს. ეს გამოცდები კონკურენტული ხასიათისაა და მისი ძირითადი და სოციალურად მნიშვნელოვანი ამოცანაა შეარჩიოს ყველაზე უფრო ღირსეულნი (უნარიანები, ნიჭიერები) მათ მიერ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით და არა ქონების, ან სოციალური სტატუსის მიხედვით. ამ სისტემის ნაკლი ისაა, რომ უფრო შეძლებულთ, ქალაქში მაცხოვრებლებსა და უმრავლესობის ენაზე მოლაპარაკეთ უდავო უპირატესობა გააჩნიათ ღარიბებთან, სოფლად მაცხოვრებლებსა და უმცირესობის ენაზე მოლაპარაკეებთან შედარებით. გარდა ამისა, სახელმწიფო გამოცდები გარკვეული ალბათობით ხელს უწყობს არაკეთისინდისიერ პრაქტიკას: მექრთამეობას, მოტყუებას, დაშინებას, შედეგებით მანიპულირებას.

ერთიანი ეროვნული შეფასების ( მთელი მასივის ან შერჩევის პრინციპით) მიზანია სისტემატურად შეამოწმოს მოსწავლეთა მიღწევების დონე ეროვნულ სტანდარტებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა იმავე სასწავლო გეგმებს ეფუძნება და შეფასების იმავე მეთოდებს იყენებს, სახელმწიფო გამოცდებისაგან მაინც განსხვავებულია. საერთო ეროვნული შეფასება ორიენტირებულია ეროვნული სტანდარტების გრძელვადიან მონიტორინგზე; სისტემის და არა ცალკეული პიროვნებების შედეგების შეფასებაზე. ამ უკანასკნელზე დაყრდნობით შესაძლებელია კონკრეტულ ჯგუფებში ან ცალკეულ კლასებში აკადემიური მოსწრების ზოგადი სურათის წარმოდგენა. მაგ.: დიდ ბრიტანეთში გარკვეულ ეტაპებზე მთელი მასივების შეფასება ტარდება ისეთ ძირითად საგნებში, როგორიცაა: მათემატიკა, ინგლისური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ეროვნული შეფასების შერჩევის წესით ჩატარება უფრო სწრაფად ხორციელდება და ხარჯებიც ნაკლებია. მას ღირებული ინფორმაციის მოცემა შეუძლია გარკვეულ დისციპლინის მდგომარეობის შესახებ.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 3: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

საერთაშორისო შეფასების სისტემას შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს მსხვილმასშტაბიანი, მრავალი ქვეყნის მომცველი არჩევითი შეფასებაა, რომლის მიზანია კონკრეტულ საგანში ან საგანთა ერთობლიობაში კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (მაგალითად, 14 წლის ასაკის) მოსწავლეთა მოსწრების მონაცემთა შეკრება, საერთაშორისო მასშტაბით სწავლების შედეგების მონიტორინგის განხორციელების მიზნით. კვლევის შედეგები განათლების პოლიტიკაზე წარმოებული დისკუსიის განხილვის საგნად იქცევა. ხდება სუსტი მხარეების გამოკვეთა და მათ დასაძლევად საჭირო ზომებზე ზრუნვა. ეს სისტემა ეხმარება ახალგაზრდებს, არ ჩამორჩნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებს და აძლევს მათ შესაძლებლობას თანაზომიერი ცოდნით ჩაერთონ მსოფლიო გლობალურ პროცესებში. ამგვარი კვლევების ჩატარებაზე ძირითადად რამდენიმე აღიარებული ორგანიზაციაა პასუხისმგებელი (იხ დანართი 1).

ქვეყნების უმრავლესობაში ეროვნული ამოცანების და სტანდარტების მისაღწევად გამოიყენება ამ ოთხი ტიპის შეფასებების გარკვეული კომბინაცია (იხ. დანართი 2).

უმაღლესში ჩარიცხვა

შეფასებისა და გამოცდების სისტემები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საშუალოდან უმაღლეს სწავლებაზე გარდამავალ ეტაპზე.

ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ძირითადად შეფასების „სტანდარტული“ ფორმების: სკოლის ფორმალური გამოცდების (მაგ.: Matura ,„სიმწიფის ატესტატი“ ან Baccalaureate (პოლონეთში, რუმინეთში, ლიტვაში, სლოვენიაში), უმაღლეს სასწავლებელში მისაღები სპეციალური გამოცდების (მაგ.: უკრაინაში) და ეროვნული გამოცდების – შეფასება–გადარჩევის საფუძველზე (მაგ.: უნგრეთში, სერბიაში, მაკედონიაში და ა.შ.) ხდება.

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში სიმწიფის ატესტატს „მატურა“ ჰქვია. გერმანიაში ის „აბიტურია“2, ინგლისში „ა–დონე“, საფრანგეთში კი „ბაკალავრზე გამოცდები“ (არ უნდა აგვერიოს უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის ხარისხში). არსი ყველგან ერთია: სკოლის კურსდამთავრებული იღებს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს სრული საშუალო განათლების მიღებას და უფლებას აძლევს უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელებისა. ევროპაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას აგრძელებს მათი მფლობელების 70–80%. ამდენად „მატურა“ თავისთავად, უმაღლესი განათლების გარეშე, საკმაოდ უშინაარსო დოკუმენტად ითვლება.

ცოდნის დამადასტურებელი „ერთიანი დოკუმენტი“ სათავეს შუა საუკუნეებში იღებს3. თავიდან გამოცდები ცალკეული სკოლების კომპეტენციას წარმოადგენდა და მის მოთხოვნებში მშობლიური და ერთ–ერთი უცხოური ენის ცოდნა შედიოდა. XVIII საუკუნის

2 აბიტური ანუ აბიტურიუმი აღნიშნავს გერმანული გიმნაზიის ზედა საფეხურის დასრულებას.აბიტურის გამოცდამ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად შესძლო მოსწავლემ სკოლაში განვლილი საგნების ათვისება, რომელთა საფუძველზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები უმაღლესში სწავლის გაგრძელების აუცილებელი წინაპირობაა. 3 1788 წელს ე. წ. "აბიტურის რეგლამენტი"-ს პრუსიაში დადგინდა უმაღლეს სასწავლებელში შესვლის საყოველთაო წესები.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 4: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

ევროპაში უნივერსიტეტები თავად ადგენდნენ სტუდენტთა მიღების წესებს. სისტემის გავრცელებასთან ერთად იზრდებოდა მისი ბიუროკრატიზაციის ხარისხი.

გერმანიაში ერთიანი გამოცდები 16 მიწიდან მხოლოდ რეინლანდ–პფალცის მიწაზე არ ტარდება. საფრანგეთში გამოცდების ერთიანი წესით ჩატარების წესი ჯერ კიდევ ნაპოლეონმა შემოიტანა (1808 წელს). მას შემდგომ სისტემა დაიხვეწა და ამჟამად მოქმედებს როგორც უნივერსალური საბაკალავრო გამოცდები ასევე ვიწროსპეციალიზებული – მაგალითად, რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურეებისათვის, ან მოცეკვავეებისა და მუსიკოსებისათვის. დიდ ბრიტანეთში „ა–დონის“ ერთიან გამოცდებს მეოცე საუკუნის შუა წლებიდან აბარებენ.

საშუალო განათლების (ან სავალდებულო ზოგადი განათლების) კურსის შემაჯამებელი ატესტაცია უმეტეს ქვეყნებში ორი სახის კონტროლის – შიდა (სასკოლო) და გარე (ცენტრალიზებული) – საფუძველზე ხორციელდება. ატესტაციის სასკოლო კონტროლი გამოყენებული ფორმების სახესხვაობით ხასიათდება, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს, მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობები, მათი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები. ზოგიერთ ქვეყანაში უბრალოდ ითვალისწინებენ უკანასკნელი სასწავლო წლების მიმდინარე მოსწრებას და იწერება საშუალოშეწონილი ქულა, მაღალ კლასებში მიღებული ყველა შეფასების საფუძველზე.

ერთიანი გამოცდა – მეტად გავრცელებული მოდელია,რომლის შედეგებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებელში. სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია ამ ტიპის გამოცდების ჩატარების ცენტრალიზაციის ხარისხი და მეთოდოლოგია, შედეგების დამუშავება და ანალიზი. ხშირად გამოცდებს ატარებენ დამოუკიდებელი ორგანიზაციები – ცენტრალიზებულად შემუშავებული საგამოცდო მასალებით. ბევრი ქვეყანა გამოცდების ჩატარებას ანდობს თავად სკოლებს, ოღონდ,როგორც წესი გარე დამკვირვებლების დასწრებით.

უმეტეს ქვეყნებში სკოლის გამოცდები ტარდება როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში. სავალდებულო საგნებად, ძირითადად, მათემატიკა და მშობლიურ ენა ითვლება; ხშირად ამავე კატეგორიას მიაკუთვნებენ უცხო ენასა და საბუნებისმეტყველო დიციპლინებს.

შეფასების ეროვნული სისტემების გამაერთიანებელი ისაა, რომ ატესტაციის მოდელის შექმნისას ყურადღება ექცევა საშუალო–ზოგად და უმაღლეს განათლებას შორის შესაბამისობის უზრუნველყოფას. ამ მიზნით ირჩევენ გამოცდებს, რომლებიც ერთდროულად დააკმაყოფილებს, როგორც სკოლის ისე უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნებს.

ვნახოთ როგორია უმაღლეს სასწავლებელში მიღების წესი სხვადასხვა ქვეყანაში:

ბრიტანელ მოსწავლეს მე–11 კლასის დამთავრებისა და ზოგადი საშუალო განათლების მოწმობის მიღების შემდეგ შეუძლია უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა, ან მხოლოდ პროფესიული მომზადებით დაკმაყოფილდეს. თუ უმაღლესში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებს, მომავალმა სტუდენტმა სწავლა ე.წ. „მეექვსე კლასში“ უნდა გააგრძელოს, რაც რეალურად სწავლების მე–12 და მე–13 წლებია. ამ პერიოდში ის შეისწავლის 3–4 საგანს, რომლებიც მეორე წლის ბოლოს უნდა ჩააბაროს. შესასწავლი საგნების დასახელება და სწავლების მოცულობა (სიღრმე) მოსწავლის

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 5: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

სურვილსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამასთანავე, ცოდნის ახალი სფეროს ათვისებასთან ერთად დასაშვებია უკვე გავლილ საგნებში ცოდნის გაღრმავებაც.

კონკრეტულ საგანში გავლილი მასალის მოცულობაზე დამოკიდებულებით სხვადასხვა სირთულის გამოცდის ჩაბარება შეიძლება. საგნების რაოდენობა და მასალის მოცულობა განსაზღვრავს ნიშნის „ფასს“ (ღირებულებას). ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად იქნეს შერჩეული შესასწავლი საგნები, რამდენადაც უშუალოდ ამაზეა დამოკიდებული კონკრეტულ უნივერსიტეში ჩაბარება.

„მეექვსე კლასში“ აბარებენ გამოსაშვებ გამოცდებს, რომელთა შედეგებს აფასებს სპეციალური სკოლისგარე საგამოცდო კომისია. მიღებული შეფასებით ხდება უმაღლეს სასწავლებელებში ჩარიცხვა.

„მეექვსე კლასში“ სწავლის მეორე წელს (შემოდგომაზე)ყველა აბიტურიენტი ავსებს სპეციალურ ფორმას, რომელსაც გასცემს სპეციალური მიმღები კომისია – UCAS (Universities and Colleges Admissions Service). ფორმაში შეტანილია:

გამოსაშვებ გამოცდებზე მიღებული ნიშნები, თუ აბიტურიენტს დამთავრებული აქვს წინასაუნივერსიტეტო „ა–დონე“.

ან ნიშნები, რომელთა მიღებასაც აბიტურიენტი ვარაუდობს გამოსაშვებ გამოცდებზე. დასაბუთება იმისა, თუ რატომ აირჩია კარიერის გაგრძელება სწორედ ამ სფეროში

(personal statement).

კომისია ერთგვარი შუამავალია აბიტურიენტსა და უნივერსიტეტს შორის: ის იღებს და ახარისხებს განცხადებებს მიღებაზე, აბიტურიენტს ეხმარება საბუთების შეგროვებასა და უნივერსიტეტებთან დაკავშირებაში, უნივერსიტეტებს კი – სწავლის გაგრძელების მსურველებთან კონტაქტის დამყარებაში.

ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ უნივერსიტეტი იღებს. ის აბიტურიენტს უგზავნის თავის გადაწყვეტილებას, სადაც განსაზღვრულია არჩეულ კურსზე (პროგრამაზე) მიღების პირობები. ამასთან, ერთნაირნიშნიანი ორი პრეტენდენტის მიღების პირობები შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავებული იყოს.

გამოსაშვები გამოცდების შემდეგ, აბიტურიენტს კიდევ ნახევარი წელი აქვს მარაგში იმისათვის, რომ შეუსაბამოს თავისი ცოდნა უნივერსიტეტის მოთხოვნებს.

საფრანგეთში მომავალ სტუდენტებს ყველაზე მეტად „საბაკალავრო გამოცდის“ ეშინიათ. „ბაკი“, როგორც მას უწოდებენ, უბრალოდ ერთიანი გამოცდების ანალოგია და არა უმაღლესის დამამთავრებელი გამოცდები. ამ გამოცდების ჩაბარება გარანტირებულად იძლევა ქვეყნის ყველა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას. „ბაკის“ მფლობელს შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის კარი შეაღოს. ერთადერთი, რაც მოეთხოვება – სწავლის გაგრძელების მსურველთა სიაში თავისი გვარის ჩაწერაა. ქვეყნის უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან მიიღონ სწავლის გაგრძელების აბსოლუტურად ყველა მსურველი. მართალია, ყველაზე პრესტიჟულ და სერიოზულ სასწავლებლებში ფარული გადარჩევა გამოცდების შედეგების მიხედვით მაინც ხდება, მაგრამ ეს უკანონოდ ითვლება და ნებისმიერ დადებითი შეფასებების მქონე აბიტურიენტს თავისუფლად შეუძლია უფასოდ მიიღოს უმაღლესი განათლება.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 6: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

იმათთვის, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდა, მაგრამ რაღაც მიზეზით „ბაკი“ ვერ მიიღო, საფრანგეთში განსაზღვრულია სპეციალური მისაღები გამოცდები. ასე რეალიზდება განათლების საყოველთაობისა და უსასყიდლობის პოსტულატი.

მიღების ასეთ წესს თავისი ნაკლი აქვს: უნივერსიტეტში ხშირად ისეთი სტუდენტებიც ხვდებიან, რომლებმაც ვერ მოახერხეს სასურველი საქმიანობის მოძებნა ან უფრო პრესტიჟულ სასწავლებელში მოხვედრა. შედეგად 40% სტუდენტებისა პირველსავე წელს წყვეტს სწავლას.

გარდა ამისა, საფრანგეთში სხვა ტიპის უმაღლესი სასწავლებლებიცაა. ეს ეგრეთ წოდებული უმაღლესი სკოლებია, რომლებიც მოწოდებულია სახელმწიფო მოხელეებისა და უმაღლესი რანგის მმართველობის წარმომადგენელთა მოსამზადებლად. ნებისმიერი უმაღლესი სკოლის დიპლომი მის მფლობელს გარანტირებული სამუშაოთი და, უფრო მეტიც, მაღალი ხელფასით უზრუნველყოფს. და თუ უნივერსიტეტის სტუდენტი საფრანგეთის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს, უმაღლეს სკოლაში მსურველთა მიღება მხოლოდ სერიოზული და მკაცრი კონკურენტული შერჩევის შედეგად ხდება.

გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების ერთიანი სიტემა მოქმედებს.4 (ერთიანი გამოცდები 16 მიწიდან მხოლოდ რეინლანდ–პფალცის მიწაზე არ ტარდება).

უნივერსიტეტში სწავლის უფლებას სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) იძლევა, რომლის მისაღებად ოთხი საგნის ჩაბარებაა აუცილებელი. დიპლომი შეესაბამება საგანმანათლებლო სისტემის ერთიან სტანდარტებს, ამდენად დამატებითი მისაღები გამოცდების ჩაბარება აუცილებელი არაა.

თუმცა გერმანიის მრავალი უნივერსიტეტი კრიტიკულად უყურებს საგანმათლებლო სისტემის სტანდარტების უნიფიკაციას. ისინი თვლიან, რომ ერთიანი დიპლომი არ განაპირობებს ცოდნის მაღალ დონეს. რამდენიმე წლის წინ პრესტიჟულმა უნივერსიტეტებმა (ეს უფრო სამედიცინო პროფილის უმაღლეს სასწავლებლებს ეხება) შემოიღეს საკუთარი მისაღები გამოცდები. ასეთი სასწავლებლების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

გერმანიაში უმაღლესი განათლების ერთიანი სტანდარტი არ არსებობს და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ სპეციალობას აირჩევს აბიტურიენტი. აქაური სწავლების სისტემა „აკადემიური თავისუფლებით“ გამოირჩევა – სტუდენტს საშუალება ეძლევა თავად აირჩიოს შესასწავლი საგნების ჩამონათვალი, რომელიც მის დიპლომში შევა. სწავლების ვადა 3.5–დან 6 წლამდე ფარგლებში მერყეობს.

ამერიკი შეერთებულ შტატებში არ მოქმედებს გამოსაშვები ან მისაღების გამოცდების ერთიანი სისტემა და შესაბამისად არ არსებობს არც აბიტურიენტების მიმართ ერთიანი მოთხოვნები და არც სპეციალისტების გამოშვების გეგმური პრინციპი. თითოეული 4 თავდაპირველად პრუსიაში 1788 წელს ე. წ. "აბიტურის რეგლამენტი"-ს მეშვეობით გახდა შესაძლებელი უმაღლეს სასწავლებელში შესვლის საყოველთაო წესების დადგენა; პრუსიის მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, კარლ აბრაჰამ ფონ ცედლიცმა ეკლესიის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა სახელმწიფოს მასშტაბით შეემუშავებინა და დაენერგა საერთო საგანმანათლებლო სტანდარტი.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 7: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს თავისი შეხედულებისამებრ იღებს, არ ზრუნავს იმაზე, რამდენი მათგანი დაასრულებს განათლებას და სად დაიწყებს მუშაობას.

ფორმალურად აშშ–ს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებიან ნებისმიერი ასაკის ადამიანები. სწავლების დრო შეზღუდული არაა, ისევე როგორც მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომების რაოდენობა. ეს სწავლის საფასურის გადახდის აუცილებლობით აიხსნება.

აბიტურიენტების შერჩევისა და მიღების პროცედურა უმაღლესი სასწავლებლის მიმართულებისა და პრესტიჟულობის დონით განისაზღვრება. მაგალითად, ზოგიერთი სასწავლებელი სტუდენტებს საკურსო გამოცდებისა და ტესტირების შედეგებით იღებს, სხვები გასაუბრებით შემოიფარგლებიან, მესამენი კი არაფერს არ ითხოვენ, გარდა საშუალოგანათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა.

უნივერსიტეტები, ჩვეულებრივ, წინასწარ აცხადებენ თავიანთ მოთხოვნებს. იძლევიან ტესტების ჩამონათვალს, რომელთა ჩაბარებაც აუცილებელია და ქულათა ჯამს, რომელიც აუცილებელია სასწავლებელში მოხვედრისათვის.

აშშ–ში ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისათვის საერთო მოთხოვნას წარმოადგენს სრული საშუალო განათლების მიღების დოკუმენტი, გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების მითითებით, უნარების ტესტირებით მიღებული ქულების ჯამი (აშშ–ს ყველა სკოლაში IQ–ს დონეს ადგენენ), ასევე სკოლის ან კოლეჯის დახასიათება და რეკომენდაცია.

მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ეკლესიის (რომლის მრევლიც იყო აბიტურიენტი) სარეკომენდაციო წერილს, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო ორგანიზაციებში მუშაობას, სასკოლო ოლიმპიადებში, ფესტივალებში, სპორტულ შეჯიბრებებში და მხატვრული თვითშემოქმედების საქმიანობაში მონაწილეობას.

ყურადღება ექცევა უმაღლესის, ფაკულტეტის და სპეციალობის არჩევის დასაბუთებას (მოტივაციას). ამ ფაქტორების გათვალისწინებით სტუდენტს შეიძლება სწავლისათვის გრანტიც კი მიენიჭოს.

ძალიან ხშირად აბიტურიენტებს, თავიანთი სურვილის, მიდრეკილების, მატერიალური შესაძლებლობებისა და სკოლაში მოსწრების გათვალისწინებით, საბუთები შეაქვთ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, რომ საბოლოოდ არჩევანი მათთვის ყველაზე უფრო მისაღებზე შეაჩერონ.

პოლონეთი

პოლონეთის განათლების სისტემა მოიცავს დაწყებით სკოლას; საშუალო განათლების ქვედა საფეხურს (გიმნაზია); საშუალო სწავლების ზედა საფეხურს (ლიცეუმი, ტექნიკუმი და პროფილური სპეციალიზებული სკოლები) და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს. სახელმწიფო სკოლებში სწავლა უფასოა, ამასთან, პირველ ორ საფეხურზე (დაწყებითი სკოლა, გიმნაზია) – საყოველთაო და სავალდებულო.

6 წლის ასაკში ბავშვები შედიან ე.წ. „ნულ“ კლასში, სადაც სწავლობენ წერა–კითხვას და ეცნობიან მათემატიკის საფუძვლებს. შემდეგ სწავლას აგრძელებენ დაწყებით სკოლაში, სადაც 6 წლიანი სწავლების შემდეგ აბარებენ ტესტს, რომლითაც ფასდება ცოდნა და

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 8: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

რომელსაც ზოგად–ინფორმაციული ხასიათი აქვს. დაწყებითი სკოლის შემდეგ მოსწავლე სწავლას აგრძელებს გიმნაზიაში.

გიმნაზიაში სწავლა გრძელდება 3 წელი და მთავრდება გამოცდების ჩაბარებით ჰუმანიტარულ, მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში. გამოცდების შედეგები გავლენას ახდენს მაღალი საფეხურის საშუალო სკოლის არჩევაზე, სადაც გიმნაზიის კურსდამთავრებული აგრძელებს განათლებას. მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ შემდეგი მიმართულებები: ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმი (3 წლიანი სწავლება), ტექნიკუმი (4 წლიანი სწავლება) და პროფტექსასწავლებელი (2 ან 3 წლიანი სწავლება).

სიმწიფის ატესტატის მიღების შემდეგ, შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება.

სწავლის ბოლოს, ყველა სკოლა (გარდა საბაზო პროფესიული სკოლისა) ატარებს საბოლოო გამოცდას. წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლეს ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი (świadectwo maturalne), რის საფუძელზეც უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში. ხოლო საბაზო პროფესიული სკოლის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი (świadectwo ukończenia szkoły zasadniczej), რომელიც სამუშაოს მიღების შანსს ზრდის.

გამოცდებს ატარებს 8 რეგიონული საგამოცდო საბჭო, რომელთაც ხელმძღვანელობას უწევს ცენტრალური საგამოცდო საბჭო.

გამოსაშვები გამოცდები შედგება „შიდა“ და „გარე“ გამოცდებისგან. „შიდა“ გამოცდა ტარდება მშობლიურ სკოლაში და არის ზეპირი. ის მოიცავს შემდეგ საგნებს: პოლონური ენა (ეროვნული უმცირესობებისათვის მშობლიური ენა); რომელიმე უცხოური ენა.

„გარე“ წერით გამოცდას ატარებს დამოუკიდებელი კომისია, რომლის შემადგენლობაში არ შედიან მშობლიური სკოლის მასწავლებლები. „გარე“ გამოცდა მოიცავს: პოლონურ ენას (ეროვნული უმცირესობებისათვის – მშობლიურ ენას; უცხოურ ენას; მათემატიკას (დაწყებითი ან უფრო მაღალი დონე); ასევე არჩევით საგნებს. აუცილებელია ჩაბარდეს ერთი საგანი მაინც შემდეგი ჩამონათვალიდან: ფილოსოფია, ისტორია, მუსიკის ისტორია, ხელოვნების ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, ცეკვის ისტორია, მეორე უცხო ენა, კლასიკური ენები, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა და ასტრონომია, გეოგრაფია, პროგრამირება და სხვ.

პოლონეთში არის უმაღლესი განათლების შემდეგი ინსტიტუტები: უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, აგრარული აკადემია, ეკონომიკის სკოლები, მასწავლებელთა განათლების სკოლები, სამედიცინო აკადემიები, საზღვაო სკოლები და ა.შ. ასევე არის არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, რომლებშიც ასევე შედის პროფესიული სასწავლებლები. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუტის სტატუსი (საუნივერსიტეტო ან არასაუნივერსიტეტო) განისაზღვრება იმის მიხედვით, ხდება თუ არა იქ დოქტორის აკადემიური ხარისხის (PhD) მინიჭება.

ლიტვა

საშუალო განათლება ლიტვაში მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 9: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

დაწყებითი განათლება (4 წლიანი); საბაზისო საშუალო განათლება (5 წლიანი);

საშუალო განათლების დამამთავრებელი 2 წლიანი კურსი (სწავლების მე–11–12 წელი).

დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ავტომატურად, გამოცდების გარეშე გადადიან შემდეგ საფეხურზე.

საშუალო განათლების ბოლო კლასის დამთავრების შემდეგ ყველა სასწავლო დაწესებულებაში ტარდება გამოსაშვები გამოცდები. გამოსაშვებ გამოცდას ატარებს ეროვნული საგამოცდო ცენტრი. ეს გამოცდა სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის. გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა „მატურის“ სერტიფიკატს (maturity certificate – Brandos atestatas). სერტიფიკატის საფუძველზე მის მფლობელს უფლება ეძლევა სწავლა გააგრძელოს საშუალოს შემდგომ პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებელში.

მატურას გამოცდაზე სავალდებულოა სულ მცირე 3 გამოცდის ჩაბარება: მშობლიური ენის ჩაბარება აუცილებელია, ხოლო დანარჩენი 2 საგანი არჩევითია. ლიტვაში 12 სახელმწიფო გამოცდისა და 19 სკოლის მატურის საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ჩვეულებრივ საგამოცდო დავალებებს ადგენს და შეფასებებს ახორციელებს ეროვნული საგამოცდო ცენტრი. სკოლის გამოცდები ფასდება იმავე სკოლაში სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.

2001 წლის შემდეგ ყველა საშუალო სკოლაში დამამთავრებელი საფეხური (11–12 კლასები) 4 მიმართულებისაა: ჰუმანიტარული, მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები, ხელოვნება და ტექნოლოგიური მიმართულება. ამასთან სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული დისციპლინებიდან 50% სავალდებულოა, 25% –სავალდებულოდ ასარჩევი და 25% – თავისუფლად ასარჩევი.

საშუალო განათლების ზედა საფეხური ლიტვაში მოიცავს საერთო საშუალო განათლების ზედა საფეხურს (general upper secondary education) და პროფესიული სწავლების საშუალო განათლების ზედა საფეხურს (vocational post-secondary education).

„მატურას“ (brandos atestatas) ითხოვს ყველა უმაღლესი სასწავლებელი. მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე, სადაც ყურადღება ექცევა არჩეულ საგამოცდო საგნებში (არაუმეტეს ოთხისა) მიღებულ ქულებს. ფაკულტეტებზე, რომლებიც მოითხოვენ სპეციფიკური მონაცემების ქონას (მაგალითად: სამხატვრო, ჟურნალისტიკის, არქიტექტურულის) ან იმ საგნების ცოდნას, რომლებიც არ შედის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩამონათვალში, უმაღლესმა სასწავლებელმა შეიძლება დაამატოს რამდენიმე (არა უმეტეს ორისა) საგამოცდო საგანი.

უმაღლესი განათლება ორი ტიპისაა საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო (შესაბამისად, უნივერსიტეტები და კოლეჯები). უნივერსიტეტებში გაიცემა სამი აკადემური დონის დიპლომი: ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის. უმაღლეს სასწავლებელს შეიძლება მინიჭებული ქონდეს უნივერსიტეტის სტატუსი, ისე რომ ეს მის სახელწოდებაში არ აისახებოდეს ( მაგალითად, აკადემიებს უნივერსიტეტის სტატუსი აქვთ). კოლეჯებში პრაქტიკოს–სპეციალისტებს ამზადებენ.

ლატვია

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 10: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

საშუალო განათლება შემდეგი საფეხურებისგან შედგება:

საბაზო სავალდებულო განათლება (1–9 კლასი), რომელიც ორგანიზებულია როგორც ერთიანი სტრუქტურა ან შედგება დაწყებითი (1–4 კლასი) და საშუალო განათლების დაბალი (მეორე) საფეხურისაგან. საბაზოს შემდეგ მოდის საშუალო განათლების ბოლო (დამამთავრებელი) საფეხური 3 წლის ხანგრძლივობით (10–12 კლასები).

სრული საშუალო განათლებამიღებულები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სახელმწიფო ატესტაციას, მიიღებენ სრული საშუალო განათლების ატესტატს (Atestats par Visparejo Videjo Izglitibu). ატესტატი იძლევა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლებას.

საბაზო პროფესიული განათლების მიღება (10–11 კლასები) შესაძლებელია საბაზო პროფესიულ სკოლებში და სრულდება საბაზო პროფესიული განათლების ატესტატის მიღებით (Aplieciba par profesiionalo pamatlzglitibu).

სრული პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო პროფესიულ სკოლებსა და პროფესიულ გიმნაზიებში (ხაგრძლივობა 4 წელი). ეს სასწავლებლები პროფესიულთან ერთად საშუალო განათლებასაც იძლევა და, შესაბამისად, მათი კურსდამთავრებულები იღებენ სრული საშუალო პროფესიული განათლების დიპლომს (Diploms par profesionalo videjo izglitibu), რომელიც გზას უხსნის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

უმაღლესი განათლების დაწესებულებები (augstskola) არის საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო ტიპის. ყველა უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს საშუალო განათლების დიპლომს. 2004 წლიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში მიღება ხდება საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდების ნიშნების საფუძველზე. მუხედავად ამისა, უმაღლეს სასწავლებლებს შეუძლიათ დამატებით დანიშნონ ერთი ან ორი მისაღები გამოცდა. მისაღები გამოცდების მოთხოვნები საშუალო განათლების სტანდარტებს შეესაბამება.

ჩეხეთი

ჩეხეთში საშუალო და უმაღლესი განათლების საკითხები 2005 წელს განათლების შესახებ მიღებული კანონით რეგულირდება.

განათლება სავალდებულოდ ითვლება 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისათვის. სავალდებულო სწავლების პირველ ეტაპს უწოდებენ „základní škola“–ს, რომელიც ორი საფეხურისგან შედგება. პირველი საფეხურია 6–დან 10 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, მეორე საფეხური – 11–15 წ. ასაკობრივი ჯგუფი. სავალდებულო სწავლების კიდევ ერთი სახეობაა გიმნაზია, (gymnázium), სადაც 11–15 წლის მოსწავლეები სწავლობენ.

სავალდებულოს შემდგომი (ზედა) საფეხურის სასწავლებებლებია: ასევე გიმნაზია, ტექნიკური ან სახელოვნებო სასწავლებელი და საშუალოს შემდგომი (post secondary), მაგრამ არა უმაღლესი, სასწავლებელი.

საშუალო სკოლის ზედა საფეხურის სწავლების დამთავრების შემდეგ ყველგან იმართება გამოსაშვები გამოცდები maturitní zkouška, რომელიც აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისთვის.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 11: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

უმაღლესი განათლების ინსტიტუტებია: უმაღლესი ტექნიკური სკოლა, უმაღლესი განათლების ინსტიტუტები (საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო) და სადოქტორო სწავლების საფეხური (Vysoká škola) .

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია საშუალო სკოლის გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი დიპლომი. მაგრამ ეს არაა საკმარისი. უმაღლესი სასწავლებლები ნიშნავენ მისაღებ გამოცდებს,რომელთა რაოდენობას და აბიტურიენტთა მიღების კრიტერიუმებსაც თვითონ თვითონ ადგენენ.

უნგრეთი

უნგრეთში სავალდებულო სწავლება იწყება 6 წლის ასაკიდან და 18 წლამდე გრძელდება. ის დაწყებითი სწავლების რამდენიმე ციკლისა (6–დან 12– 14 წლამდე) და ზოგადი საშუალო განათლების ქვედა და ზედა საფეხურებისაგან (10–12 დან 18–19 წლამდე) შედგება. გარდა ამისა, არის საშუალო პროფესიული სკოლები, ძირითადად 4 წლიანი სწავლებით (14 წლის ასაკიდან) და პროფესიული სკოლები ასევე ოთხწლიანი (2+2 წ.) სწავლებით. მაღალი საფეხურის საშუალო და პროფესიულ სკოლებს უფლება აქვთ თვითონ განსაზღვრონ მოსწალეთა მიღების პირობები, რომლებიც სპეციალურ საინფორმაციო ბროშურაში იბეჭდება. პროფესიულ სასწავლებლებში პროფესიულ სწავლებას 16 წლის ასაკიდან იწყებენ – მას შემდეგ რაც მოსწავლე მიიღებს ამ ასაკისათვის შესაფერის საბაზისო და ზოგად განათლებას.

გარდა ამისა, ცალკეა სპეციალური საშუალო სკოლებიც (grammar school), რომელთა უმრავლესობა კომპლექსურ სწავლებაზეა გადასული. სწავლა 6 წლიანია და მოსწავლეებს 12 წლიდან იღებენ. თუ მოსწავლე 10 წლის ასაკში გადაწყვეტს ამ სკოლაში გადასვლას, მისი სწავლა 8 წელს გაგრძელდება. ამ ტიპის სკოლების ძირითად მიზანს მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებლისთვის მომზადება წარმოადგენს.

საშუალო და პროფესიული სკოლების ზედა საფეხურის დასრულების შემდგომ მოსწავლეებს შეუძლიათ ჩააბარონ გამოსაშვები გამოცდები5, რაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა. გამოსაშვები გამოცდები შემდეგ საგნებში ბარდება: უნგრული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ერთი უცხო ენა და 2 არჩევითი საგანი (პროფესიული სწავლების დასრულების შემდეგ კვალიფიკაციის მისაღებად მოსწავლეებმა ცალკე გამოცდა უნდა ჩააბარონ სპეციალობაში). მოსწავლეები საგანს იმის მიხედვით ირჩევენ, თუ რომელ უნივერსიტეტში ან კოლეჯში უნდათ სწავლის გაგრძელება. უნივერსიტეტში ან კოლეჯში ჩასარიცხი ქულები, გარდა გამოსაშვები გამოცდის შეფასებისა, საშუალო სკოლის ბოლო ორ დამამთავრებელ წელს არჩეულ საგნებში მიღებული ნიშნების მიხედვით გამოითვლება. თუ რამდენი ქულაა საჭირო ამა თუ იმ სასწავლებელში ჩასარიცხად, თავად უნივერსიტეტები ან კოლეჯები განსაზღვრავენ. უმაღლესი სასწავლებლისთვის არასაკმარისი ქულების მიღების შემთხვევაში, მოსწავლეებს უფლება ეძლევათ მიიღონ საშუალო სკოლისშემდგომი

5 გამოცდები ორი დონისაა: სტანდარტული და უმაღლესი. ორდონიანი გამოცდები 2005 წლიდან შემოიღეს. სტანდარტული დონის გამოცდებს სკოლა ატარებს, მაღალი დონისას – განათლების სისტემის შესაბამისი სპეციალური ორგანო (Oktatási Hivatal).

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 12: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

(VET – „პროფესიული განათლება და მომზადება“) განათლება, სადაც სწავლება ორწლიანია.

2001 წელს უნგრეთის განათლების სამინისტრომ ქვეყანაში განათლების მონიტორინგის მიზნით შექმნა საბაზო ცოდნის შეფასების ეროვნული ცენტრი (The National Assessment of Basic Competencies - National ABC), რომელიც ორგანიზებას უწევს გამოცდების ჩატარებას.

ახალი 2005 წელს მღებული „განათლების შესახებ“ კანონის საფუძველზე უნგრეთის უმაღლესი განათლების სისტემამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა. ბოლონიის პროცესთან მიერთების შემდეგ განათლების სტრუქტურა, რომელიც კოლეჯში (főiskola) სამი წლის და უნივერსიტეტებში (egyetem) ხუთი წლის სწავლებას ითვალისწინებდა, შეიცვალა და ახლა ის სწავლების სამსაფეხურიან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ციკლს მოიცავს.

რუმინეთი

რუმინეთში სავალდებულო სწავლება გრძელდება 10 წელი და მისი საფეხურებია: დაწყებითი სკოლა – Şcoala primară (მოსწავლეთა ასაკი 6–10 წელი, სწვლის ხანგრძლივობა – 4 წელი); ზოგადი საშუალო განათლების პირველი ფაზა (Gimnaziul, მოსწავლეთა ასაკი 10–14 წელი, სწავლის ხანგრძლივობა – 4 წელი); ზოგადი ან სპეციალური საშუალო განათლების მეორე ფაზა ( Liceul–ciclul inferior, 14–16 წლის ასაკობრივი ჯგუფი, სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი).სავალდებულოს შემდგომი განათლების საფეხურია: პროფესიული საშუალო განათლება (Anul de completare), მოსწავლეთა ასაკი 16–17 წელი; ზოგადი და სპეციალური საშუალო განათლება (Liceu – ciclul superior), ასაკი 16–18/19 წ. და საშუალოს შემდგომი განათლება (Şcoală postliceală), 18–20/21 წ. ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

რუმინეთის სკოლებში სასწავლო წლის განმავლობაში სისტემატურად ფასდება მოსწავლეების ცოდნის დონე ყველა საგანში. მასწავლებელი წყვეტს უნდა გაიმეოროს თუ არა მოსწავლემ სასწავლო წელი. ყოველი წლის ბოლოს, მოსწავლე იღებს გარდამავალ სერტიფიკატს და სწავლის გაგრძელების პორტფოლიოს. პროფესიული ტექნიკური გამოცდების ჩაბარების შემდეგ იღებენ მეორე დონის შესაბამის საკვალიფიკაციო პროფესიულ-ტექნიკურ სერტიფიკატს, რაც მათ სკოლისშემდგომი განათლების მიღების უფლებას აძლევს.

ზოგადი და სპეციალიზებული სკოლისშემდგომი განათლების კურიკულუმების ჩარჩოებს ადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. იგი მოიცავს შემდეგ სფეროებს: ენა და მეტყველების კულტურა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ხელოვნება, ფიზიკური აღზრდა, ახალი ტექნოლოგიები, მენეჯმენტი. ყოველ სკოლაში მისი პროფილის შესაბამისი საგანთა ჯგუფი ისწავლება.

ლიცეუმის (სრული საშუალო განათლების ზედა საფეხურის) დამთავრების შემდეგ მოსწავლე აბარებს გამოსაშვებ გამოცდას და იღებს „ბაკალავრის“ დიპლომს (diplomă de bacalaureat). ყველა სრულ– ან საშუალო განათლებამიღებულ პირს, სერტიფიკატის არქონის შემთხვევაშიც კი, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების უფლება აქვს 6.

6 გამონაკლისია მხოლოდ სამედიცინო სასწავლებელი, რომელიც ბაკალავრის დიპლომს ითხოვს

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 13: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

საშუალო განათლების სერტიფიკატი მფლობელს შრომის ბაზარზე გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

რუმინეთში უმაღლესი განათლების მიღება შესაძლებელია სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში. მიზნებიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლება გულისხმობს: მოკლევადიან საუნივერსიტეტო განათლებას (3 წელი), უმაღლეს ეკონომიურ განათლებას (4-დან 6 წლამდე) და დიპლომისშემდგომ საუნივერსიტეტო სწავლებას (1-2 წელი). სახელმწიფო საგანმანათლებლო სასწავლებლებს კოორდინაციას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ორივე ტიპის უმაღლეს სასწავლებელში მიღება ხდება ორი გამოცდის საფუძველზე. ამ კონკურსებში შესაბამისად ბაკალავრის ხარისხს და წინასაუნივერსიტეტო განათლებას ექცევა ყურადღება. ჩარიცხვის წესს, ახალი განათლების კანონის შესაბამისად, თვითონ უნივერსიტეტი განსაზღვრავს.

ამ კანონის მიხედვით უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის გაცემის უფლება მხოლოდ ლიცენზირებულ უმაღლეს სკოლებს აქვთ.

რუსეთი

2009 წელს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც ერთიანი სახელმწიფო გამოცდები ერთდროულად შეასრულებს როგორც სკოლის გამოსაშვები, ასევე უმაღლესში მისაღები გამოცდების ფუნქციას. სკოლის ატესტატის მისაღებად აუცილებელია ორი – რუსული ენისა და მათემატიკის – გამოცდის ჩაბარება. დამატებითი საგნების ჩაბარება მხოლოდ აბიტურიენტებს მოუწევთ იმის მიხედვით, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელს ან ფაკულტეტს აირჩევენ სწავლის გასაგრძელებლად.

უმაღლესში მისაღებად აუცილებელი გამოცდების სიას თვითონ უმაღლესი სასწავლებელი ადგენს. თუმცა ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში (სპეციალობაზე) საკმარისისია ატესტატის გამოცდების შედეგებიც.

გარდა ამისა, მისაღების გამოცდების გარეშე სტუდენტები შეიძლება გახდნენ: რუსეთის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები და პრიზიორები; საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილე რუსეთის ნაკრების წევრები; სკოლის მოსწავლეთა საუმაღლესო ოლიმპიადების გამარჯვებულები და პრიზიორები (უმაღლესი სასწავლებლების მიერ შემუშავებული დებულების მიხედვით); ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები.

ეს წესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე იმ სპეციალობაზე აბარებს, რომლის მაპროფილებელიც ოლიმპიური საგანია. სხვა შემთხვევაში ოლიმპიადის დიპლომი ან სერტიფიკატი უტოლდება ესგ–ს მაქსიმალურ შეფასებას განსაზღვრულ საგანში (100 ბალი), მაგრამ მაპროფილებელი საგნის გამოცდის ჩაბარება მაინც აუცილებელია7. 7 მაგალითად, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში „საერთაშორისო ურთიერთობებზე“ უცხოურ ენაში ოლიმპიადის გამარჯვებული უგამოცდოდ ვერ ჩაირიცხება, რადგანაც მაპროფილებელი აქ ისტორიაა.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 14: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

ერთიანმა სახელმწიფო გამოცდებმა (ესგ) სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩაანაცვლა. პირველად ესგ 2002 წელს ჩატარდა რუსეთის ფედერაციის რამდენიმე სუბიექტის ზოგიერთ ექსპერიმენტულ სკოლაში. 2007 წლიდან მიღებულ იქნა კანონი ერთიანი სახელმწიფო გამოცდების შესახებ, რომლის თანახმადაც ესგ დაკანონდა რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ის წინანდებურად „ექსპერიმენტული“ დარჩა (მისი ჩაბარება აუცილებელი არ იყო, სკოლებში ასევე ტრადიციული გამოსაშვები გამოცდებიც ტარდებოდა). ესგ მხოლოდ 2009 წლიდან გახდა სავალდებულო და სრულად ჩაანაცვლა გამოსაშვები გამოცდები.

კანონის თანახმად, ერთიანი გამოცდების შედეგები ძალაში რჩება ორი წელი და მათი გათვალისწინებით ხდება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩარიცხვა. მისაღები გამოცდები რუსეთში (იშვიათი გამონაკლისების გარდა) გაუქმებულია და ჩარიცხვა წარმოებს ესგ–ს შედეგებით.

ესგ – გარდა იმისა, რომ ათანაბრებს აბიტურიენტების შანსებს უმაღლესში მოხვედრისა (ერთნაირი პირობები აქვს ყველა ჩაბარების მსურველს) და ხელს უშლის კორუფციულ გარიგებებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას, ის გაცილებით აადვილებს სკოლადამთავრებულების მომზადების დონის შესახებ სარწმუნო სტატისტიკური მონაცემების შეკრებას. ესგ–ს ჩატარების ტექნოლოგია (მექანიზმი) უეჭველს ხდის მის ობიექტურობას.

ესტონეთი

ესტონეთში სავალდებულო სწავლება – დაწყებითი და ზოგადი საშუალო განათლების ქვედა საფეხური ( Põhiharidus ) – 9 წლიანია, სადაც სწავლობენ 7–16 წლის ასაკის მოსწავლეები. სავალდებულო სწავლების დასასრულს მოსწავლემ უნდა ჩააბაროს 3 ერთიანი გარე (ეროვნული) გამოცდა, რის შემდეგაც ის მიიღებს სკოლის დამთავრების დამადასტურებელ სერტიფიკატს.სავალდებულო სწავლების შემდგომ მოდის ზოგადი საშუალო განათლების ზედა საფეხური (General upper secondary – Üldkeskharidus) 2 წლიანი სწავლებით (მოსწავლეთა ასაკი 16–18 წ.) და პროფესიული საშუალო განათლების ზედა საფეხური (Kutsekeskharidus – 2–3 წლიანი სწავლებით, 16–18/19 წ. ასაკობრივი ჯგუფი), სადაც სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა სავალდებულო სწავლების საფეხურის სერტიფიკატის ქონა.შემდეგი საფეხური უკვე საშუალოს შემდგომი პროფესიული განათლება (Kutseõpe keskhariduse baasil – 3 წლიანი სწავლებით, მოსწავლეთა ასაკი 19–21 წელი) და უმაღლესი განათლებაა.

ბოლო საფეხურის საშუალო სკოლებს (upper secondary) საკუთარი კურიკულუმები აქვთ, რომლებიც ეროვნულ პროგრამაზეა დაფუძნებული და რომელთა 70%–ს სავალდებულო საგნები შეადგენს. სკოლის დამთავრებისას, მოსწავლეები აბარებენ 5 გამოცდას, რომელთაგანაც 3 ეროვნული (გარე) გამოცდაა. ამათგან ერთი გამოცდა – მშობლიურ ენაში – სავალდებულოა, დანარჩენ ორს კი მოსწავლე ირჩევს დისციპლინათა შემდეგი ჩამონათვალიდან: მათემატიკა, უცხო ენა (რუსული, გერმანული, რუსული, ფრანგული), ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია და სოციალური მეცნიერებები. სკოლებში სადაც სწავლება

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 15: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

არაესტონურ ენაზე მიმდინარეობს, ყველა მოსწავლე ვალდებულია ესტონურ ენაში ჩააბაროს გამოცდა. ზოგადად, ეროვნული გამოცდა წერითი ფორმით ტარდება. რაც შეეხება ორ დამატებით საგანს, მათი ჩაბარება სკოლაში შეიძლება. გამოცდების ჩაბარების შემდეგ მოსწავლეები იღებენ სკოლის დამთავრებისა (gümnaasiumi lõputunnistus) და ეროვნული გამოცდების სერტიფიკატებს (riigieksamitunnistus). სწორედ მათ საფუძველზე ხდება ესტონეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა. ამიტომ მოსწავლეები დამატებით იმ საგნებს აბარებენ, რომლებიც მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში პროფილურია.ეროვნულ გამოცდებს ატარებს ესტონეთის საგამოცდო და საკვალიფიკაციო ეროვნული ცენტრი. ესტონეთში ორი ტიპის უმაღლესი სასწავლებლებია: საუნივერსიტეტო (სწავლების აკადემიური პროგრამებით) და უმაღლესი პროფესიული განათლების ინსტიტუტები. უმაღლესი პროფესიული განათლების მიღება ზოგიერთ უნივერსიტეტშიცაა შესაძლებელი.

ფინეთი

აბიტურის ტესტი ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის ფინეთში არსებობდა. თავიდან (1852 წ) ტესტირების ჩატარება ჰელსინკის უნივერსიტეტის კომპეტენციაში შედიოდა8. 1919 წლიდან ფინეთში საკვალიფიკაციო გამოცდებს ატარებს მისაღები გამოცდების ეროვნული საბჭო. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება კანდიდატს უფლებას ანიჭებს სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში. მისაღები გამოცდების ეროვნული საბჭო პასუხისმგებელია გამოცდების ჩატარებაზე. მათ შორის ტესტების მომზადებაზე, გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მომსახურებაზე, შედეგების შეფასებაზე;

უნივერსიტეტებს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვთ თავადაც ჩაატარონ დამატებითი გამოცდები ერთიანი მისაღები გამოცდების პარალელურად. ამდენად, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ხდება რომელიმე ამ გამოცდის (საკვალიფიკაციო, დამატებითი) შედეგების მიხედვით, ან ორივე გამოცდის ქულების კომბინირებით.

თითოეულ აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად მოეთხოვება სულ მცირე ოთხი ტესტის ჩაბარება. 2005 წლიდან სავალდებულოა მშობლიური ენის (ფინური – სტუდენტების უმრავლესობისთვის, შვედური ან საამის –ზოგიერთისთვის) ჩაბარება. ტესტი მოიცავს თემასაც. გარდა ამისა აბიტურიენტი ირჩევს სამ საგანს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

მეორე სახელმწიფო ენა (შვედური ფინურად მოსაუბრეთათვის და ფინური შვედურად მოსაუბრეთათვის);

უცხო ენა. უფრო პოპულარულია ინგლისური, გერმანული და ფრანგული. შესაძლებელია რუსული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ლათინური, საამის (Inari Sami ან Northern Sami) ენის გამოცდების ჩაბარებაც.

მათემატიკა, რომელიც მოიცავს 15 დავალებას, რომელთაგან 10 მაინც უნდა შეივსოს სწორად.

8 ტესტის სახელწოდება ფინურად არის “Ylioppilastutkinto”, ხოლო შვედურად „studentexamen“. ოფიციალური თარგმანი არის „უმაღლესი სასწავლებლის მისაღები გამოცდები“).

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 16: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

კანდიდატს აგრეთვე უფლება აქვს ჩააბაროს დამატებით ერთი ან რამდენიმე ფაკულტატიური (არასავალდებულო) არჩევითი ტესტი შემდეგი ზოგადი (ტექნიკური ან ჰუმანიტარული) საგნებიდან:

რელიგია, ევანგელისტურ–ლუთერანული; რელიგია, ორთოდოქსულ–ქრისტიანული; ეთიკისა და მორალის ისტორია; ფილოსოფია; ფსიქოლოგია; ისტორია; სამოქალაქო სამართალი; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; გეოგრაფია; სანიტარია და ჰიგიენა;

გამოცდები საშუალო განათლების დამათავრებელი საფეხურის სკოლებში (upper secondary schools) ტარდება ეროვნული საბჭოს მიერ წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. თითოეული გამოცდა 6 საათი გრძელდება. გამოცდის შემდეგ პედაგოგი წერს ნიშანს და ნაშრომს გადაუგზავნის ეროვნულ საბჭოს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე აფასებს მას. თუ ეს ორი შეფასება ერთმანეთს არ დაემთხვა, საბჭო გადასინჯავს ნაშრომს და სვამს საბოლოო ნიშანს, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ტრადიციულად, გამოცდები გაზაფხულზე, მარტის ბოლოს ტარდება (თუმცა მისი გავლა შემოდგომაზეცაა შესაძლებელი). სწავლა წყდება თებერვლის შუა რიცხვებში, რათა აბიტურიენტებს ჰქონდეთ თავისუფალი დრო გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

ჰოლანდიაში, შოტლანდიასა და იტალიაში საშუალო სკოლის ოფიციალური გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აუცილებელი პირობაა უნივერსიტეტში მოსახვედრად. უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი სპეციფიკური მოთხოვნები, მაგრამ დამატებითი ტესტირება არ ტარდება.

შვედეთში უმაღლესში მისაღებად შერჩევის ორი ინსტრუმენტი მოქმედებს: საშუალო შეფასება – საშუალო და მაღალი საფეხურის განათლების შედეგების მიხედვით (GPA) და სწავლაში მიღწევების შვედურ ტესტით (SweSAT) შეფასება. ეს უკანასკნელი ნაწილობრივ შვედეთის უმაღლესი განათლების სააგენტოს მიერ ფინანსდება, ნაწილობრივ კი თავად პრედენდენტების მიერ. ფაკულტეტები არ ატარებენ შესარჩევ ტესტირებას. ძირითად კურსებზე აბიტურიენტების შერჩევა ცენტრალიზებულად, უმაღლესი განათლების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება.

ზემოგანხილული ქვეყნების უმრავლესობაში გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი სპეციალური დამოუკიდებელი სააგენტოები ან გარეშე სახელმწიფო ორგანოებია (იხ. დანართი 3.)

ამრიგად, მოსწავლეთა მიღწევების შეფასებას სხვადასხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეს: მოსწრების სერტიფიკაცია, სასწავლო სტანდარტების შერჩევა და მონიტორინგი. სპეციალისტთა აზრით, სერტიფიკაციისა და შერჩევისათვის

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 17: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

სახელმწიფო გამოცდები სჯობს. სტანდარტების მონიტორინგის მიზნით კი უმჯობესია საერთოეროვნული შეფასების (შერჩევის ან მთელი მასივის საფუძველზე) ჩატარება. ის მოსწავლეთა მოსწრების ზოგადი (და არა ინდივიდუალური) დონის მუდმივი შემოწმებაა. სახელმწიფო გამოცდასა და ეროვნულ შეფასებას მრავალი საერთო ნიშანი აქვთ. ხშირად ისინი მოიცავენ სასწავლო პროგრამის ერთი და იმავე სფეროებს, იყენებენ შეფასების ანალოგიურ მეთოდებს და ადმინისტრაციის ერთნაირ სისტემებს საჭიროებენ. ამავე დროს, მათ შორის ორი ფუნდამენტალური განსხვავებაა:

მონაცემთა აგრეგირების დონე – სახელმწიფო გამოცდები იძლევა მონაცემებს ცალკეულ პიროვნებაზე, საერთოეროვნული შეფასება კი, როგორც წესი, მთლიანი სისტემის შედეგების შესახებ.

ინფორმაციის გამოყენება – გამოცდების შედეგები გამოიყენება ცალკეული მოსწავლის მიმართ გადაწყვეტილების მისაღებად, საერთოეროვნული შეფასების შედეგები კი – განათლების საერთო დონის შესახებ მსჯელობისა და სტანდარტების სრულყოფის მიზნით.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სერტიფიკაციისა და შერჩევის მიზნით სწორედ სახელმწიფო გამოცდის რომელიმე ფორმა გამოიყენება, რამდენადაც ის ორიენტირებულია ცალკეული ადამიანის შესაძლებლობების შეფასებასა და შედეგების მიხედვით შერჩევაზე. ამასთანავე, ყველა მსურველს საშუალება ეძლევა საკუთარი ცოდნის გამოსავლენად პერიოდულად (მაგ. ყოველწლიურად) ჩააბაროს გამოცდები ერთი იმავე მოდელის შესაბამისად.

თუმცა დღეისათვის, სწავლების მიმართ ახალი მიდგომებიდან გამომდინარე, ევროპაში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა შეფასების ალტერნატიულ ფორმებს. რომლებიც ორიენტირებულნი არიან არა მოსწავლეთა ცოდნის დონის რაოდენობრივ განსაზღვრაზე, არამედ მათ მიერ ცვალებად გარემოში ამ ცოდნის გამოყენების უნარის შემოწმებაზე.

დასკვნა

სწავლება და აღზრდა ყოველთვის იყო ქვეყნის განვითარების დონის განმსაზღვრელი. ბოლო წლებში კი განათლებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, როგორც მომავალი თაობების მომზადების საფუძველზე ქვეყნის პოტენციალისა და უსაფრთხოების განმსაზღვრელმა სტრატეგიულმა სფერომ. შესაბამისად, საგანმანათლებლო სისტემებში (განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში) სერიოზული გარდაქმნა მიმდინარეობს: იცვლება განათლების პრიორიტეტები, სტრუქტურა და შინაარსი; შემოდის ახალი სტანდარტები; ყალიბდება სწავლების შედეგებისა და ხარისხის ზოგადი შეფასების დამოუკიდებელი სისტემა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საქართველოს საგანმანათლებლო სფერომაც. ქვეყნის განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო. მისი შემოღებით საქართველოში პირველად მოხდა აბიტურიენტთა ცოდნისა და უნარების კომპლექსური შეფასება უნიფიცირებული და ობიექტური მეთოდებით; შეიქმნა თანაბარი პირობები ყველა აბიტურიენტისთვის; შეიქმნა რეგისტრაციისა და გამოცდების გამარტივებული და გამჭვირვალე პროცედურა. ერთიანი ეროვნული გამოცდების დამკვიდრების უმნიშვნელოვანესი შედეგი უმაღლეს

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 18: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

სასწავლებელებში აბიტურიენტთა მიღების კორუფციული, ყოვლად მანკიერი სისტემის აღმოფხვრაა.

ეკონომიკის ისტორიის მკვლევარი რიჩარდ ისტერლინი, რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაგალითზე განათლების დონის ამაღლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი დაადგინა (Journal of Economic History), მივიდა დასკვნამდე, რომ ქვეყანაში წარმატებული საგანმანათლებლო რეფორმის გატარებიდან 25–30 წელი მაინცაა საჭირო შესამჩნევი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, თუ როგორ სიფრთხილეს, წინასწარ ჭვრეტას, თანამიმდევრულობასა და სტაბილურობას საჭიროებს განათლების სფეროში რეფორმის გატარება.

გამოყენებული ლიტერატურა

Key Data on Higher Education in Europe /European Comission. Brussels, 2007.

Болотов В.А.

Единый государственный экзамен как элемент становления системы независимой оценки качества образования в Российской Федерации/ Вестник образования. 2004.№ 23.

http://www.regions.ru/article/any/id/1813450.html

http://www.ylioppilastutkinto.fi/en/index.html

http://www.eslteachersboard.com/cgi-bin/articles/index.pl?page=3;read=931

http://www.iaea2006.seab.gov.sg/conference/download/papers/National%20assessment%20of%20basic%20competencies%20in%20Hungary.pdf

http://chemodan.com.ua/subscribe/edu_189.html

http://www.poland.gov.pl/index.php?document=6http://www.studyabroad.ru/syshun.php

www.inglish.tpf.hu

http://www.studymir.com/433

http://www.studymir.com/432

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 19: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

http://www.mss.gov.si/index.php?id=83&L=1 http://www.eurekanet.ru/vesti/info/1048.html

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 20: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

დანართი 1

შეფასების საერთაშორისო ორგანიზაციები

საგანმანათლებლო მიღწევათა შეფასების საერთაშორისო ასოციაცია – IEA International Association of Evaluation of Educational Achivements), სასწავლო ტესტირების ცენტრი – ETS (Educational Testing Service), მათემატიკური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის შეფასების შედარებითი კვლევების საერთაშორისო პროექტი –TIMSS (Third International Mathematics and Science Study), ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისა ორგანიზაცია – OECD (Organization for Economic Cooperation and Development), რომელიც ახორციელებს პროექტს – PISA (Programme for International Student Assessment). ეს პროექტი გულისხმობს 15 წლის მოსწავლეთა განათლების მიღწევათა და მათ, შემდგომ, ცხოვრებისეულ მზაობის შეფასებას. ფასდება შემდეგი თვისებები: აზროვნება, დასაბუთების უნარი, პრობლემის წამოჭრა და გადაწყვეტა, მოდელირება, შდეგების წარმოსაჩენად სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, კომუნიკაციური ჩვევები და კომპეტენტურობის 3 დონე(აღქმა, კავშირების დამყარება და მსჯელობა). თითოეული ზემოთ ჩამოთვლილ კვლევათაგან მოიცავს 2 ფაზას:

1) მსოფლიოში განათლების განვითარების ტენდენციების გამოვლენა,მონაწილე ქვეყნებში მისი მდგომარეობის კვლევის საფუძველზე. პროგრამებისა და სახელმძღვანელოების, სამეცნიერო მეთოდოლოგიური ლიტერატურის ანალიზი.

2)მონაწილე ქვეყნების მოსწავლეთა ზოგადსაგანმანათლებლო მომზადების დონის შედარებითი შეფასება და სწავლების შედეგებზე მოქმედი ფაქტორების დადგენა.

დანართი 2

შეფასების სისტემების კომბინაციები

სახელმწიფო გამოცდები და შიდა (სკოლის ბაზაზე ) შეფასება

ჩვეულებრივ სახელმწიფო გამოცდა ფორმალურია, დასკვნითი შეფასების ინსტრუმენტია და კონტროლდება სკოლის მიმართ გარეშე ორგანოს მიერ. გამოითქმის აზრი, რომ განათლება უფრო მოიგებდა, თუ შეფასება სკოლის ბაზაზე ჩატარდებოდა და იქნებოდა ნაკლებად ფორმალური და უწყვეტი (შუალედური) შეფასების ხასიათი ექნებოდა.

როცა კონკურენცია მაღალია, გარე გამოცდები, ჩვეულებრივ, უფრო მისაღებია, რამდენადაც ის დავალებებისა და პირობების სტანდარტიზაციისა და, შესაბამისად, შედეგების შედარებითობის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევის საშუალებას იძლევა. თუ მკაცრი ატესტაცია არ მოითხოვება, უპირატესობას სკოლის ბაზაზე შეფასებას აძლევენ, რამდენადაც ის მასწავლებელს საშუალებას აძლევს უფრო მჭიდროდ დააკავშიროს ნიშანი რორგორც სასწავლო პროგრამასთნ, ასევევ ცალკეული მოსწავლის უნართან.

სახელმწიფო გამოცდების მრავალ სისტემაში გარე ტესტები და შიდა შეფასებები ერთმანეთთან კომბინაციაში გამოიყენება. შემდეგ გამომცდელი ორგანო აერთიანებს ნიშნებს და გამოყავს საბოლოო შეაფასება ბალებში (იხ. სქემა)

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 21: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

სქემა

1. მაგალითი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

თეორიულიცოდნა:წერით დავალებას აძლევს და ამოწმებს გარეშე ორგანო +

პრაქტიკული დავალება შეფასებისათვის: ტარდება სკოლაში და აფასებს მასწავლებელი მოცემულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით

შე

ფას

ება

საბოლოო შეფასება მიიღება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შეჯამებით

მაგალითი 2: უცხოური ენა

წერით დავალებას გრამატიკაში, ენის ცოდნის გამოყენებაში, წაკითხულის გააზრებაში აძლევს და ამოწმებს გარეშე ორგანო

+

ტესტი მოსმენაზე: აუდიო კასეტის ჩაწერას და პასუხის შემოწმებას ახორციელებს გარეშე ორგანო

+

ტესტი ლაპარაკის უბარზე: ტარდება სკოლაში და აფასებს მასწავლებელი მოცემულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით

შეფ

ასებ

საბოლოო შეფასება მიიღება ყველა კომპონენტის შეჯამებით

დანართი 3

გამოცდემის ჩატარებაზე პასუხისმგებელი გარეშე ორგანოები

ფინეთში საკვალიფიკაციო გამოცდებს ატარებს მისაღები გამოცდების ეროვნული საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია გამოცდების ადმინისტრირებაზე, მოწყობასა და აღსრულებაზე. მათ შორის ტესტების მომზადებასა და შეფასებაზე.

პოლონეთში გამოცდებს ახორციელებს 8 რეგიონული საგამოცდო საბჭო, რომლებსაც ხელმძღვანელობას უწევს ცენტრალური საგამოცდო საბჭო. ცენტრის მიზანია მოსწავლეების საგანმანათლებლო მიღწევების შეფასება, განათლების დონის მონიტორინგი სკოლებში, გამოცდების და ტესტების მომზადება, გამოცდების ჩატარება დაშედეგების ანალიზი.

ლიტვაში საშუალო განათლების ბოლო კლასის გამოსაშვებ გამოცდას ატარებს ეროვნული საგამოცდო ცენტრი. ცენტრი შეიქმნა 1996 წელს. მისი მიზანია გამოცდების ორგანიზება და შედეგების შეფასება.

ესტონეთში ეროვნულ გამოცდებს ორგანიზებას უკეთებს ესტონეთის საგამოცდო და საკვალიფიკაციო ეროვნული ცენტრი. ცენტრმა მუშობა დაიწყო 1997 წლის

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

Page 22: Parliament · Web viewგანათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტენდენციები

kvleviTi departamenti

იანვრიდან. ესაა სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ექვემდებარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მისი ძირითადი მიზანია განათლებისა და სახელმწიფო ენის სახელმწიფო პოლიტიკის გატარება დაწყებით, საბაძო, საშუალო, ასევე პროფესიული განათლების სფეროში.ჰოლანდიაში გამოცდებს ატარებს სპეციალური ორგანო (CITO), რომელიც შეიმუშავებს ტესტებს საგანმანათლებლო პროგრამისა და სამინისტროს განკარგულების შესაბამისად.

შოტლანდიაშიც ანალოგიური ორგანო (SQA – შოტლანდიის საკვალიფიკაციო სამმართველო) მოქმედებს, რომელიც პასუხისმგებელია სასწავლო პროგრამებისა და შოტლანდიის მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად შეფასების განხორციელებაზე, ასევე სწავლისა და სწავლების წარმართვაზე.

შვედეთში განათლების ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს სასწავლო ამოცანებსა და სტანდარტებს საგნების მიხედვით, ასევე უზრუნველყოფს მასწავლებლებისათვის სტანდარტიზებული საერთოეროვნული ტესტების მასალების მიწოდებას ძირითად საგნებში.

იტალიაში საგამოცდო პროგრამებს სამინისტრო შეიმუშავებს, ტესტირებას კი შეფასების ეროვნული სამსახური ატარებს.

2001 წელს უნგრეთის განათლების სამინისტრომ ქვეყანაში განათლების მონიტორინგის მიზნით შექმნა საბაზო ცოდნის შეფასების ეროვნული ცენტრი (The National Assessment of Basic Competencies - National ABC). ცენტრი ორგანიზებას უწევს გამოცდების ჩატარებას.

გარდა ამისა, ცენტრის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეთა და მასწავლებელთა შეფასების მეთოდოლოგიების შესწავლას და ტესტების შესაბამისი სისტემის დანერგვას.

kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba