whitepaper geo bolo - resources.aisi.io · gdp at current prices, mil. gel gdp at constant 2010...

25
AISI WHITE PAPER V1.0 2018 მულტიფუნქციური ეკოსისტემა ახალი ხედვებისთვის

Upload: trinhbao

Post on 04-Jan-2019

216 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

A I S I

WHITE PAPER

V1.0 2018

მულტიფუნქციური ეკოსისტემაახალი ხედვებისთვის

https://aisi.io/

სარჩევისაქართველოს ეკონომიკური რეფორმის მიმოხილვა სამომავლო პროგნოზი

მოკლე მიმოხილვა

მისია პროექტის მიზნები

წინასიტყვაობა ტექნოლოგიური განვითარება

პრობლემები და გამოწვევები

პრობლემების გადაწყვეტა

AISI-ს პლატფორმა,როგორც დამხმარე საშუალება

AlSI მიდგომა

AISI პლატფორმა: მისწრაფებიდან ხედვამდე

AISI-ს ტექნიკური მახასიათებლები

წინასიტყვაობა

ტექნიკური პარამეტრები

ICO-ს აღწერა

AISI

ICO-ს საჭიროება

AISI-ს დისტრიბუცია და მიწოდება

მიზეზები, თუ რატომ უნდა გახდე AISI-ს მფლობელი

AISI-ს პლატფორმა

AISI გპირდებათ

პროექტის პლატფორმაზე განთავსების წესი

სამართლებრივი მხარეები

წინაპირობა

შენიშვნა

რისკები

რისკის აღქმა

რა უნდა იცოდეთ AISI-ს შესახებ

3

4

6

7

7

8

8

9

12

12

12

13

13

13

14

15

15

15

15

17

17

18

20

21

21

21

22

23

23

საქართველოს ეკონომიკური რეფორმის მიმოხილვა

https://aisi.io/3

2003 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ

განახორციელა ფართო და ყოვლისმომცველი რეფორმა,

რომელიც შეეხო ყველა სფეროს. ეკონომიკური რეფორმები

მიმართული იყო ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და მდგრადი

ეკონომიკური ზრდისკენ, კერძო სექტორის განვითარებაზე

დაფუძნებით. მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნამ,

ქვეყანაში მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების

შემოდინება განაპირობა, რამაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო

ეკონომიკის განვითარების მაღალი მაჩვენებლების მიღწევას.

CISTRAN Finance news-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 2013 წელს,განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსური ბაზრების ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 10 მოწინავე ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა.

ეკონომუკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკამ განიცადა დივერსიფიკაცია

და აჩვენა მზარდი ტენდენცია მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური, საშუალოდ 10%-იანი ზრდით

2004-2007 წლებში და მიაღწია უმაღლეს მაჩვენებელს - 12,3 პროცენტს 2007 წელს. მთლიანად,

2004-2007 წლების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 35%-ით.

რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ლიბერალიზაციის მეშვეობით, საქართველო ავლენს

განსაკუთრებულ მოქნილობას ისეთი გარეშე დარტყმების მიმართ, როგორიცაა გლობალური

ფინანსური კრიზისი. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, 2008 წელს საქართველოს ეკონომიკა

გაიზარდა 2.3%-ით. 2009 წელს ეკონომიკური ზრდის მცირედი შენელების შემდეგ (-3.8%) ქვეყანა

მდგომარეობიდან გამოვიდა მალევე, 2010 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.3%-იანი

რეალური ზრდით. 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მიაღწია 7.0%-ს.

უმუშევრობის მაჩვენებელი 2010 წლისთვის 16.3% იყო, რაც ჩამოუვარდება 2009 წლის 16.9%-იან

მაჩვენებელს. 2013 წელს წლიური ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 2.4%-ს გაუთანაბრდა.

ის მნიშვნელოვნად შემცირდა 2010 წლის 11.2%-იან მაჩვენებელთან შედარებით. ინფლაციის

ზრდის მაჩვენებელი განპირობებული იყო მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასებით და

მნიშვნელოვანი წილი მოვიდა საკვები პროდუქტების ფასების მერყეობაზე, რამდენადაც საკვების

წილი შედარებით მაღალია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

2011 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოითვალა საქართველოს მიმდინარე ბალანსი,

რაც - 1.489 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. საქართველოს აქვს ზომიერი დეფიციტი ევროპულ

და ტრანსკავკასიურ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის.

ბოლო სამი წლის განმავლობაში,

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკათა

შორის საქართველოს ეკონომიკა

ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად

განვითარებადი გახდა

GDP at current prices, mil. GEL

GDP at constant 2010 prices, mil. GEL

GDP real growth, percent

GDP deflator, precent

GDP per capita (at current prices), GEL

GDP per capita (at current prices), USD

GDP at current prices, mil. USD

2010 2011 2012 2013 2015 2016 2017* I 2017* II 2017* III2014

20743.4 24344.0 26167.3 26847.4 6307.2

6.2 7.2 6.4 3.4 4.6 2.9 2.8 5.3 4.9 4.4

8.5 9.5 1.1 -0.8 3.8 5.9 4.2 6.6 6.1 7.1

4675.7 5447.1 5818.1 5987.6 6491.6 8550.9 9146.4 2240.9 2273.3 2673.8

2623.0 3230.7 3523.4 3599.6 3676.2 3766.7 3864.6 860.9 1022.6 1104.5

11636.5 14438.5 15846.8 16139.9 16507.8 13988.1 3201.114377.9 3802.1 4106.9

31755.6 34028.5 8332.1 9196.2 9941.6

20743.4 22241.4 23653.8 24454.9 25585.6 26322.5 27072.4 6002.9 6864.0 7407.5

http://geostat.ge/index.php?action=page&p_id=119&lang=eng

სამომავლო პროგნოზი

4.5%

საქართველოს ეკონომიკის

ზრდის პროგნოზი

4.5%

3.5%3%

2%1.8%

1.5%

-0.5%

GE

OR

GIA

AR

ME

NIA

MO

LDO

VA

UK

RA

INE

RU

SS

IA

BE

LAR

US

AZE

RB

AIJ

AN

Georgia’s 2017-2018 Economic Growth by EBRD improved

https://aisi.io/4

მთავრობამ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების

მნიშვნელოვანი დახმარებით, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა შეძლო.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ

მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა და საზღვარგარეთ მცხოვრები

საქართველოს მოქალაქეების ფულადი გზავნილები ფარავს არსებულ ფულად

დეფიციტს საშუალო დონეზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადებითად

შეაფასა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა.

7067 6668

51

64

55

5048

44

65

60

55

50

45

402008 2010 2012 2014 2016

46

L5 https://aisi.io/

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშში მოცემული პროგნოზის თანახმად

(2017 წლის 7 ნოემბერი), 2017-2018 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ს შეადგენს.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა 0.6%-ით 2017 წლისთვის და 0,3%-ით 2018 წლისთვის.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზის გაუმჯობესება დაკავშირებულია

საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებულ ტემპებთან, რაც განპირობებულია ექსპორტისა და

ტურიზმის ზრდით.

უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს 9 თვის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა

4.7%-ით, მაშინ როდესაც ექსპორტიდან შემოსავლების ზრდა უტოლდება 28,3%-ს, ხოლო

ტურიზმი გაიზარდა 28.5%-ით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშის თანახმად, მოხმარების აღდგენა,

ინვესტიციები და ინფრასტრუქტურა-ტურიზმის სექტორის შემდგომი განვითარება, მნიშვნელოვან

როლს შეასრულებს შემდგომ წლებში საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა არა მხოლოდ ევროპის რეკონსტრუქციისა

და განვითარების ბანკმა, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აზიის განვითარების ბანკმა.

საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების თანახმად, საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე

მაღალი მაჩვენებელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებს

შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის პოზიტიური ტენდენციები უკვე აისახა ქვეყნის სუვერენული

რეიტინგების განვითარებაზე. MOODY’S-ის მონაცემების თანახმად, საქართველოს სუვერენული

კრედიტის რეიტინგი გაუმჯობესდა Ba3-დან Ba2-მდე.

საქართველოს კორუფციის მაჩვენებელი1999-2018წ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში

მითითებული 2018 წლის კორუფციის მაჩვენებლის თანახმად, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ

ქვეყნებს შორის, საქართველო175 ქვეყნიდან 46-ეადგილზეა. 1999 წლიდან 2017 წლადე კორუფციის

დონემ საშუალოდ 77.94 შეადგინა, 2004 წელს მუდმივად აღწევდა 133-ს, რეკორდული მაჩვენებელი

კი 2016 წელს იყო - 44-ე ადგილი.

https://aisi.io/6

მოკლე მიმოხილვა

L

კორუფციის დონე ფასდება ქვეყნებში და ტერიტორიებზე იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება მათი საზოგადოებრივი სექტორი. ქვეყნის ან ტერიტორიის შეფასება აჩვენებს მის პოზიციას სხვა ქვეყნებისა და ტერიტორიების მაჩვენებლებთან მიმართებაში.მოცემული ფურცელი გვაწვდის საქართველოს კორუფციის მაჩვენებლის და წინა შემსუბუქებებისბოლო მონაცემს, ისტორიულ მაღალ და დაბალ, მოკლევადიან და გრძელვადიან პროგნოზებს, ეკონომიკურ კალენდარს, კვლევის კონსესუსებს და სიახლეებს. საქართველოს კორუფციის დონე - ესაა შემსუბუქებების ფაქტიური მონაცემები, ისტორიული დიაგრამა და კალენდარი, რომელიც ბოლოს 2018 წლის მარტში განახლდა.

ბლოკჩეინის ტექნოლოგია ბიზნესისთვის პრობლემების გადაჭრის გზას წარმოადგენს. ის გვთავაზობს სწრაფ, უსაფრთხო ონლაინ ტრანზაქციებს ნებისმიერი კრიპტოვალუტისთვის, ან სხვა ციფრული ინფორმაციებისთვის. არის პროგნოზი, რომ 2016 -2021 წლებში, კრიპტო-ბაზრის მოცულობა გაიზრდება 210.2 მილიარდი აშშ დოლარიდან 2,3 ტრილიონამდე. რევოლუცია ფინანსურ სექტორში გარდაუვალია და AISI იმყოფება მოცემულ ზღვარზე ყველა აუცილებელი მოწყობით წარმატებული ICO-სთვის პროექტების კრიპტოვალუტით ფინანსირებაში. ტექნოლოგიის უზარმაზარი გავლენა ფინანსურ სექტორზე დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. AISI-ს, როგორც მოწინავე ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიას, მტკიცედ აქვს განზრახული, შეუერთდეს ციფრული ეკონომიკის ერას. ამიტომაა, რომ მიზნად დავისახეთ, მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე დადებითი გავლენის მოხდენა. გვჯერა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია და კრიპტოვალუტა ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია, შევუერთდეთ ამ ციფრულ ერას AISI-ს ეკოსისტემის გამოყენებით და პლატფორმის გავითარების საშუალებით, შესაძლებელი გავხადოთ ყველა კრიპტო-ფინანსურ რგოლთან ინტეგრირება.

AISI პლატფორმა ფართოვდება ახალ ინფრასტრუქტურაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რათა წარმოადგინოს ფინანსური მომსახურებების უფრო ფართო სპექტრი. ჩვენ ვქმნით ციფრული ბანკის სისტემას, ვანიჭებთ რა უპირატესობას ინვესტიციების სექტორს, რათა დავეხმაროთ ადამიანებს უსაფრთხო და სტაბილური პასიური შემოსავლის ნაკადების გენერირებაში, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა. AISI უზრუნველყოფს საინვესტიციო პრობლემების მოგვარებას, რომლებიც განსხვავებულია ტრადიციული ინვესტირების ფორმებისგან,ინვესტირების პრობლემების გადაწყვეტას, პროექტის ანალიზისა და მოსალოდნელი რისკების სამართლიანი განაწილებით, ასევე სხვა სტრუქტურიზებული ფინანსური მომსახურებებით. ჩვენ გვსურს, ჩვენი ყოველდღიური ფინანსური ჩვევების დახვეწილი და პირდაპირი ალტერნატივის შექმნა, რთული ბიუროკრატიული მექნიზმის თავიდან ასარიდებლად.

ჩვენ ვქმნით კრიპტო-საზოგადოებას, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, განახორციელონ საერთაშორისო გადარიცხვები ნებისმიერი საკომისიოს გარეშე და მაღალი სიჩქარით. პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებელობა ექნებათ, რომ განახორციელონ ინვესტირება, როგორც კრიპტოვალუტაში,ასევე ქაღალდის ფულით, კრიპტო და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესახებ ტექნიკური ცოდნის ფლობისგარეშე, რაც AISI-სს მომხმარებლებისთვის აქცევს მეგობრულ, საიმედო, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ინვესტიციის პლატფორმად. AISI უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა გამოცდილების ყველა ასპექტი პასუხობდეს სერვისის მოთხოვნების უმაღლეს სტანდარტებს.

მისია

პროექტის ამოცანები

https://aisi.io/7

ბოლოს, ჩვენ ორიენტირებულები ვართ, ჩვენი მომხმარებლები უზრუნველვყოთ ფინანსურ სექტორშისაუკეთესო მომსახურებით. იმ საფუძველზე, რომ კრიპტოვალუტა 2009 წლიდან (მისი გამოჩენიდან) დღემდე, ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას, AISI იწყებს ICO-ს (initial coin oferring). მიღებული მოზიდული ინვესტიციები შესაძლებლობას მოგვცემს, რომ განვვითარდეთ სწრაფად და განვახორციელოთ ჩვენი იდეა - შევქმნათ კრიპტო-საზოგადოების წევრებისთვის პროფესიონალური და გამოყენებადი პლატფორმა. გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქტები გავლენას მოახდენს მთლიან კრიპტო-ეკოსისტემაზე.

ჩვენი პროექტი ორიენტირებულია ტექნოლოგიურად მზარდ პროცესებში მომხმარებელთა ჩართვაზე. ჩართულობისთვის, პროექტის ფარგლებში, მომხმარებელი უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინფორმაციით, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის სტიმულირებას მოახდენს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პროცესი უზრუნველყოფს მომხმარებელზე გათვლილი და სწრაფი სისტემის შექმნას.

AISI პლატფორმა შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ინოვაციური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პროცესში მცირე და საშუალო ბიზნესში პირდაპირი, სწრაფი და ხელმისაწვდომი არხის შექმნისა და დანერგვის საფუძველზე, ამავე სეგმენტის სტარტაპ ბიზნესების დაფინანსების პრობლემის მოგვარებით. AISI-ს საშუალებით ჩვენ შევქმნით და ვალიდურობას მივანიჭებთ უნიკალური ტექნოლოგიების ნაზავს, რათა შესაძლებელი გავხადოთ, გლობალური სტარტაპ-პროექტების დაფინანსების ღიაობა და გამჭვირვალობა.

AISI პლატფორმა სპეციალურადაა შექმნილი ფინანსური ანალიტიკოსებისა და მაკონტროლებლების

დასახმარებლად, ბლოკჩეინის მეშვეობით მათი ეფექტურობის გასაზრდელად, ინვესტორებისა და

მომხმარებლებისთვის პროექტების ფინანსური გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების პროცესის

გამარტივების უზრუნვლსაყოფად

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფიატ ღირებულების ციფრულ ღირებულებად გარდაქმნა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს არსებული (არაეფექტური) ციფრული ტრანზაქციების ჩანაცვლებას სწრაფი და მოსახერხებელი გადარიცხვის სისტემით;

AISI პლატფორმის მუდმივად განახლების უზრუნველყოფა, ტექნოლოგიური და ციფრული ინდუსტრიის განვითარების შესაბამისად;

AISI პლატფორმის ამოცანაა, ფართო საზოგადოებისთვის ბიზნეს-პროექტების გაცნობის მეშვეობით,სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოძიება;

ბიზნეს-პროექტების განსახორციელებლად მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ტექნოლოგიური განვითარება

8 https://aisi.io/

წინასიტყვაობა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტექნოლოგიური პროგრესის დინამიკის ზრდა, მსოფლიოში

შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება.

ინტერნეტ-სივრცე გახდა ყოვლისმომცველი. „ელექტრონული მოწყობილობების“ განვითარებამ

ხელი შეუწყო ინტერნეტ-მომსახურებაზე მასობრივ წვდომას, რამაც თავის მხრივ, მრავალი სფერო

განავითარა. წინა წლებთან შედარებით, ახლა მეტად აქტიური გახდა მაღალი ტექნოლოგიების

სოციუმთან ინტეგრაცია. ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ვითარდება ეკონომიკა, რაც

აისახა მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის დონეზე და რადიკალურად შეცვალა ეკონომიკის ეს

მნიშვნელოვანი სფერო. გაჩნდა ქაღალდის ფულის ელექტრონიზაციისა და ციფრულად

გადრაქმნის მოთხოვნა.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია გლობალიზაციის პროცესის დაჩქარება, რაც

სხვადასხვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების სწრაფ ზრდას ნიშნავს. ცხადია, ამ

პროცესის განმავლობაში, სწრაფი ტრანზაქციების განხოციელება პრობლემატური გახდა.

ყველა ქვეყანას საკუთარი ფინანსური რეგულაციების სისტემა აქვს, რომელიც სხვა ქვეყნის

მოქალაქისთვის უჩვეულოა, ხოლო ბიზნესისთვის არაკომფორტული.

თითოეული პირისათვის ბიზნეს-პროექტების დეტალურად გაცნობის საშუალების მიცემა, რათა ფინანსური, იურიდიული, მარკეტინგული მართვის სტილის ანალიზის მეშვეობით, მათთვის შესაძლებელი გახდეს მოსალოდნელი რისკების, გარკვეული ბიზნეს-პროექტების შერჩევისა და მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების ადეკვატური განსაზღვრა;

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ტრენინგების ჩატარება,რომლებსაც გაუძღვებიან მაღალი დონის, შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები, რაც შექმნის ინოვაციური იდეებისა და პროექტების შემუშავების შესაძლებლობას;

AISI-ს გამოყენებით, ჩვენი ეკოსისტემა მიზნად ისახავს შემდეგს:1. საკუთარი ბლოკჩეინი2. საკუთარი POW ალტმონეტა3. საინვესტიციო პლატფორმა (საკუთარი ტოკენით). შესყიდვა შესაძლებელია AISI-ს მეშვეობით.4. ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანების მხარდასაჭერად საკუთარი საბირჟო სისტემის შექმნა (კონკურენტუნარიანი გაცვლითი კურსით და არჩევანის ფართო სპექტრით).

ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ინოვაცია, რომელიც კაცობრიობის ისტორიას ახსოვს, პირველ ამთვისებელს უჩენს ახალი პერსპექტივების შექმნისა და ხელშეწყობის შესაძებლობას - ზოგად ჭეშმარიტებად განიხილება. ამ მზარდი შესაძლებლობების განვითარების და ინიცირების შედეგია AISI პლატფორმა. თუმცა, წარმატება და არსებულის გაანალიზება მეტწილად დამოკიდებულია მომხმარებელთა ნდობასა და მხარდაჭერაზე.

9 https://aisi.io/

ამავდროულად, დაწყებულია ე.წ.მაინინგი - კრიპტოვალუტის წარმოების პროცესი. გამოჩნდა

ბევრი ახალი კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტის გამოშვებაში ჩაერთო. ამ პროცესში უფრო

და უფრო მეტი ადამიანის ჩართვამ, კრიპტოვალუტის ალგორითმით გათვალისწინებული

უნიკალური ბლოკის გენერირების გართულება გამოიწვია. ბლოკჩეინს არასდროს ჰყოლია

ამდენი დაინტერესებული ადამიანი ტექნოლოგიის ასეთი მცირედი გაგების ფონზე. ამასთან,

ბევრი გადაუჭრელი საკითხია კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტების ცოდნის

სიღრმესა და ფართო საზოგადოებას შორის.

ამრიგად, კრიპტოვალუტის ალგორითმით გათვალისწინებული უნიკალური ბლოკის

გენერირებასთან დაკავშირებული გართულებები გამოწვეულია იმ ადამიანების მიერ,

რომლებსაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მინიმალური გაგება აქვთ და ორიენტირებულები

არიან მხოლოდ სწრაფ სარგებელზე. მიმდინარე პროცესებმა ნათელი გახადა, რომ

ტექნოლოგიურმა უპირატესობებმა ზრდადი შესაძლებლობები ყველასთვის ხელმისაწვდომი

გახადა. საიმედოობა გახდა საფუძველი არსებული სტანდარტების მიმართ განსხვავებული

დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის.

გადახდის ახალი გზა - კრიპტოვალუტა გამოჩნდა 2000-იანი წლების დასაწყისში. მან

ტრანზაქციები უფრო მარტივი, სწრაფი და გამჭვირვალე გახადა. ტრადიციულ ვალუტასთან

შედარებით, კრიპტოვალუტა გლობალური ბიზნესის გარემოსთან მეტად ადაპტირებულია.

საქართველოს ბიზნეს-სექტორში, საკრედიტო (საინვესტიციო) პლატფორმები, რომლებიც

ხელს უწყობს ახალი პროექტების დაწყებას, ან უკვე არსებული პროექტების განხორციელებას,

არ არის ხელმისაწვდომი. ინოვაციური იდეების განსახორციელებლად შესაბამისი

პირობები არ არის. უკვე არსებული საინვესტიციო პლატფორმები დაინტერესებულ პირებს

სთავაზობენ ცალმხრივ პირობებს, დაფინანსების და საბანკო კრედიტის მაღალ პროცენტს,

რთულ ბიუროკრატიულ წყობას, არაპროპორციულ თანაფარდობას და მოგების უსამართლო

განაწილებას.

საქართველოს კიბერსივრცეში ცოტაა იმ პლატფორმების რაოდენობა, სადაც შესაძლებელია

ქაღალდის ფულის კრიპტოვლაუტაზე გადაცვლა და კრიპტოვალუტის ბიზნესში ინვესტირება.

ეს ქმნის პრობლემას იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან კრიპტოვალუტის

ბაზარზე ვაჭრობით და სასურველი საქმიანობის განხორციელებით.

პრობლემები და გამოწვევები

10 https://aisi.io/

500.000

400.000

300.000

200.000

100.000

0

SO

UTH

AM

ER

ICA

MID

DLE

EA

ST

SO

UTH

EA

ST

AS

IA

EU

RO

PE

CE

NTR

AL

AM

ER

ICA

WE

ST

AFR

ICA

NO

RTH

AFR

ICA

CE

NTR

AL

AFR

ICA

SO

UTH

AFR

ICA

EA

ST

AFR

ICA

AU

STR

ALI

A &

OC

EA

NIA

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ბირჟებზე არსებული მცირე და

საშუალო ზომის საწარმოების დაახლოებით 70% კრედიტზე წვდომის დეფიციტს განიცდის.

ამავდროულად, მცირე და საშუალო ბიზნესის ფენა ყველაზე იმედის მომცემი სამიზნეა

დამფინანსებლებისთვის. ინდუსტრიის ექსპერტები, დღეისათვის მცირე ბიზნესის

დაფინანსებას გლობალურ პრობლემად მიიჩნევენ, რომელზეც ღირს ყურადღების

გამახვილება — განვითარებად ქვეყნებში, ოფიციალურად დარეგისტრირებული მცირე

ბიზნესის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს შეადგენს.

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას მოუქნელი ადგილობრივი დაფინანსება უშლის ხელს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, 2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დეფიციტს წარმოქმნის.

https://aisi.io/11

REGION

South America

Middle East

Southeast Asia

Europe

Central America

West Africa

North Africa

Central Africa

South Africa

East Africa

Australia & Oceania

Credit Gap,

$M

SEMs,

number

Credit Gap /

SEMs, $

Unserved &UNderserved

% of SMEs

495 686 34 640 661

7 365 431

71 430 759

9 400 815

17 828 851

16 737 793

13 103 327

5 696 801

9 280 826

7 940 609

781 180

297 327

218 284

210 120

124 145

60 808

56 483

29 657

22 130

21 216

2 605

21 392,93

41 444,13

22 719,15

20 403,62

12 540,08

6 032,83

7 583,91

13 871,42

4 304,56

3 707,39

4 369,25

51,12%

42,73%

46,27%

51,50%

48,77%

53,82%

49,67%

54,50%

47,22%

50,80%

49,33%

მონაცემები ითვალისწინებს მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს. თუმცა, მსოფლიო ბანკმა გამოითვალა, რომ დაურეგისტრირებელი კომპანიები, მსოფლიოს მასშტაბით, დამატებით ფინანსურ დეფიციტს ქმნიან, რაც დაახლოებით 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ყველამ უნდა გააანალიზოს, რომ ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შეთავაზების პოტენციალი არსებობს განვითარებულ ქვეყნებშიც, რომელთაც ოფიციალურად არ აქვთ საკრედიტო დეფიციტი. აქედან გამომდინარე, მთლიანი საბაზრო შესაძლებლობა შეიძლება იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე მსოფლიო ბანკის მიერ გამოვლენილი აღურიცხავი ან უკანონოდ მოპოვებული 1.583 ტრილიონი აშშ დოლარია.

როგორც წესი, ბანკები არჩევენ იმუშაონ ფართო ბიზნესებთან, რომელთაც ტრადიციულ ფინანსურ ინდუსტრიასთან მიმართებაში, ნაკლები რისკი გააჩნიათ. იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო ინდუსტრიაში ბევრია პრობლემის მემკვიდრეობითი მოგვარების საშუალებები, ძირითადად მოუქნელი და სტანდარტიზებული პირობები გამოიყენება და ბანკებს, თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურად მომსახურება, საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ამიტომ, ბანკები ცდილობენ, მაქსიმალურად გაზარდონ შემოსავალი (პროცენტი და მოსაკრებელი) ფართო ბიზნესებთან მუშაობით.

კრიპტოვალუტის ბაზარზე ეს ციფრი მხოლოდ 40%-ს შეადგენს, რაც ხელსაყრელ მომენტს წარმოადგენს მის ასათვისებლად, რადგან საქართველოში, კრიპტოვალუტის ბაზარი არ არის გადატვირთული და შესაბამისად, უფრო მარტივია ასეთ გარემოში ფულის მოსაპოვებლად შესაძლებლობების მოძიება.

ტრადიციულ ფინანსურ ბირჟაზე („Wall Street“) მთლიანი ვაჭრობის მოცულობის 80%-ზე მეტი,მაღალი სიხშირის ვაჭრობის (HFT, High-Frequency Trading) ალგორითმული რობოტებისგან შედგება.

https://aisi.io/12

გადაწყვეტა

AISI-ს პლატფორმა, როგორც დამხმარე საშუალება

გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტა როგორც ყოველდღიური გადახდის საშუალება, არ არის ისეთი მიღებული, როგორც სტანდარტული ქაღალდის ფული, როგორიცააამერიკული დოლარი, ევრო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სხვა ვალუტებს შორის, კრიპტოვალუტას ბაზრის წილის მხოლოდ 1% უკავია, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში, მისი წილი სწრაფად გაიზარდოს. ჩვენ შევქმენით AISI, რადგან გვწამს კრიპტოვალუტის პოტენციალის და მიგვაჩნია, რომ კორპორაციებისთვის, შესაძლოა, მარტივი და ეფექტური გახდეს აპლიკაციის მეშვეობით პროექტების დაფინანსება, იმის გამოყენებით, რაც ICO-ს სახელითაა ცნობილი. AISI-ს ხედვით, კომპანიებისა და ცალკეული ინვესტორებისთვის შესაძლებელი უნდა გახდეს, რომ დააბანდონ საკუთარი აქტივები იმდენად მარტივად და უსაფრთხოდ,რამდენადაც ეს შესაძლებელია ციფრული ვალუტების გამოყენებით, პროექტის შემუშავებისა და სერვისის განვითარების მიზნით. მიმდინარე პერიოდში, კრიპტოვალუტის გაცვლისთვის, ვაჭრობისა და მისი უცხოურ ვალუტაში კონვერტირებისთვის პლატფორმის მუდმივი განახლება ხდება.

გამომდინარე იქიდან, რომ AISI იყენებს WAVES-ის პროტოკოლს, მისი ტექნიკური მახასიათებლები სრულიად აკმაყოფილებს იმ მიზნებს, რომელიც დასახულია AISI-სთვის მისი პროექტის სამოქმედო გეგმებში.

AISI Wallet წარმოადგენს დამოუკიდებელ საფულეს, სადაც შესაძლებელია შიდა ტრანზაქციები საკომისიოს გარეშე განხორციელდეს. AISI საფულე შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.MVC5 გამოყენებული ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს, დავამატოთ შემდგომში საინტერესო და საჭირო მოდული და განვახორციელოთ სხვა სისტემებთან ინტეგრირება.

დღევანდელი კრიპტოვალუტის

ბირჟა მულტიმილიარდი დოლარის

ღირებულებისაა

AISI ქმნის მდგრად და შეფასების შესაძლებლობის მქონე ინვესტირების მოდელს, რომელიც არ

მოითხოვს ტრადიციული ბანკის მხარდაჭერას და რომელიც, შესაძლებლობას აძლევს ჩვენს

ინვესტორებს, გაზარდონ საინვესტიციო პორტფოლიო, მიიღონ პასიური შემოსავალი უფრო

სწრაფად და მარტივად, ვიდრე ჩვეულებრივ საკრედიტო დაწესებულებებში.

AlSI-ს მიდგომა

P2P ფინანსური კომპანიები, მთელი ფინანსური ინდუსტრიის ყველაზე წრაფად მზარდ სეგმენტს წარმოადგენენ.

13 https://aisi.io/

პლატფორმა მუდმივად ექვემდებარება განახლებას, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები - ანახლებს ინტერფეისს, უსაფრთხოებას, ახდენს სხვა მნიშვნელოვანი ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას. ჩვენი ფინანსური და სააკრედიტო შესაბამისობის დეპარტამენტი ყოველდღიურად მუშაობს საინვესტიციო საკრედიტო პორტფოლიოს განახლებაზე, რათა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

AISI განსხვავდება კონკურენტებისგან, რადგან ჩვენ გვაქვს P2P საინვესტიციო ბაზარზე გაწევრიანების ყველაზე დაბალი მოთხოვნა. თქვენ შეგიძლიათ ინვესტირება დაიწყოთ ისეთი პატარა თანხით, როდორიც 2 აშშ დოლარია. არ დაექვემდებარებით არანაირ ზეწოლას, სტრესს და ბიუროკრატიას. მომხმარებელს, ჩვენი პლატფორმის გამოყენებით, შეუძლია ნებისმიერი თანხის ინვესტირება შეუზღუდავად.

კრიპტოვალუტის ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს შევამციროთ ხარჯები და მოვერგოთ მომხმარებელთა იმ საჭიროებებს, რისი თავიდან აცილებაც ტრადიციულ ბანკებს არ შეუძლიათ.ვიყენებთ უახლეს ინტერნეტ-ტექნოლოგიას, რათა შევამციროთ ჩვენი ხარჯები და მომხმარებლებს მივცეთ მეტის მოგების საშუალება.

AISI ჯგუფი ქმნის პლატფორმას, რომელიც მოიცავს P2P ინვესტიციას, ელექტრონულ საფულეს და ვალუტის გაცვლის ფუნქციას. წარმატებული ICO-ს შემდეგ, დავიწყებთ დამატებითი პროდუქტის შექმნას, როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისთვის. ფინანსები გამოყენებული იქნება ჩვენი მიმდინარე ოპერაციული პროდუქტების განვითარებისა და AISI პლატფორმის ზრდის ხელშეწყობისთვის.

ამჟამად, ტრანზაქციების ისტორიის შესანახად, ვიყენებთ WAVES-ის ბლოკჩეინსა და მის პროტოკოლს. თქვენს ანგარიშზე თანხის შეტანისთვის და ამ ანგარიშის შენარჩუნებისთვის, ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად, აღარ იარსებებს მაღალი და დაფარული მოსაკრებელი. გარდა ამისა, დეცენტრალიზებული სისტემა მკაცრად იცავს მონაცემების უსაფრთხოებას და ტრანზაქციების გამჭვირვალობას.

AISI პლატფორმა: მისწრაფებიდან ხედვამდე

ჩვენი ჯგუფი მზადაა გაზარდოს AISI-ის ფინანსური ინვესტიციის პლატფორმა ბლოკჩეინის საზოგადოებისთვის, როგორც ეთერიუმის ქსელში სმარტ-კონტრაქტის ტექნოლოგია და მიისწრაფის ისეთი კრიპტოვალუტების მხარდაჭერისკენ, როგორიც არის Etherium, Bitcoin და სხვა.

ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში პრიორიტეტი არის მომხმარებლის ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფა და შეუღწევადი ძრავის შექმნა. ჩვენ გულწრფელად ვზრუნავთ ინვესტორებზე და გვინდა, რომ ჩვენი ფინანსური სერვისები იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის მსოფლიოს მასშდაბით.

AISI-ს ტექნიკური მახასიათებლები

წინასიტყვაობა

14 https://aisi.io/

GENERALSymbol: AISI Algorithm: SHA 256

Proof Type: POSMAX supply: 250 000 000

Accepted Currencies: USD, GEL, EUR, BTCDASH, ETH, LTC.

Lorem ipsum

ტექნიკური პარამეტრები

WAVES-ი წარმოადგენს სწრაფ ბლოკჩეინს, რომელსაც წამებში შეუძლია რამდენიმე ათასი ტრანზაქციის განხორციელება; WAVES-ს უკვე გააჩნია ინფრასტრუქტურა (NODE), შესაბამისად, მისი პლატფორმის გამოყენება ზრდის AISI-ს ეკოსისტემის უსაფრთხოებას; WAVES აქვს საკუთარი დეცენტრალიზებული საბირჟო სისტემა, რომელიც ზრდის AISI-ს ლიკვიდურობას; კრიპტოვალუტის ბევრი ბირჟა ინტეგრირებულია WAVES-ის პლატფორმასთან, რაც ამარტივებს AISI-ს განთავსებას მათზე;მიუხედავად იმისა, რომ Wаvеѕ-ის პლატფორმაში ტექნიკური საფრთხეები ფაქტიურად ნულამდეა დაყვანილი, თუ ბლოკჩეინი რაიმე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ტრანზაქციების ასლები, რომლებიც ჩვენ შენახული გვექნება, უზრუნველყოფს შეუფერხებელ მომსახურებას;

AISI წარმოადგენს კრიპტოვალუტას, რომელიც ამ ეტაპზე იყენებს WAVES-ის ბლოკჩეინსა და პროტოკოლს

ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის შესანახად; AISI-ს ემისია უტოლდება 250 000 000-ს. ტექნიკურად

შეუძლებელია მათი რაოდენობის გაზრდა; AISI-ს გაერთიანებას WAVES-ის ბლოკჩეინთან რამდენიმე მიზეზი აქვს:

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ AISI იყენებს WAVES-ის პლატფორმას, ზემოთ აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლები სავსებით შეესაბამება ამოცანებს, რომლებიც ჩვენ დავისახეთ AISI-ს პროექტის სამოქმედო გეგმაში.

AISI Wallet წარმოადგენს დამოუკიდებელ საფულეს, სადაც შიდა ტრანზაქციები შესაძლებელია განხორციელდეს საკომისიოს გარეშე. AISI Wallet შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; კერძოდ კი, MVC5 ტექნოლოგიით.

გამოყენებული ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს, დავამატოთ ნებისმიერი, შემდგომში ჩვენთვის საინტერესო და საჭირო მოდული და განვახორციელოთ მისი ინტეგრირება სხვა სისტემებთან.

15 https://aisi.io/

ICO-ს აღწერა

AISI

ICO-ს საჭიროება

AISI-ს დისტრიბუცია და მიწოდება

იმისათვის, რომ AISI-ს დანიშნულება ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები და

ნათელი გახდეს, აუცილებელია განისაზღვროს მისი დღევანდელი ღირებულება. AISI არის

კრიპტოვალუტა, რომელიც წარმოადგენს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიერ უზრუნველყოფილ

ციფრულ ღირებულებას. ამჟამად, გამჭვირვალობის მიზნით, AISI იყენებს WAVES-ის ბლოკჩეინს.ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკეთესი მომსახურებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.

AISI მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ და ეფეკტურ გადარიცხვებს.

AISI მომხმარებლებს წარუდგენს ეკოსისტემას, სადაც პოტენციური ინვესტორები და

მომხმარებლები სწრაფად და მარტივად განახორციელებენ გადარიცხვებს.

ICO-ს განმავლობაში, AISI პლატფორმა განთავსდება საკუთარ დაცულ სერვერზე, რომელიც

WAVES-ის ბლოკჩეინთან ინტეგრაციით, უსაფრთხოებისთვის მყარ ფუნდამენტს ქმნის. პლატფორმა

მხარს უჭერს საინვესტიციო საზოგადოებას პრობლემების გადაწყვეტის ისეთი მექანიზმის შექმნით,

რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ICO, სხვა არსებული შესაძლებლობებისგან განსხვავებით, მომხმარებელს პროექტის მარტივად

ინვესტირების, მზა პროექტის დაფინანსების, კრიპტოვალუტის შეძენის, ახალი რესურსების

მოზიდვისა და წარმატებული ბიზნეს-კონტრაქტის გაფორმების საშუალებას აძლევს.

კრიპტოვალუტა, ტრადიციულ ფინანსურ პლატფორმაზე არსებული პრობლემების ლოგიკური

გადაწყვეტაა.

სახელი: AISI ტიკერი: AISIდაფუძნებულია: WAVES-სი ბლოკჩეინზე (დროებით)

16 https://aisi.io/

55% - გარანტია

30% - მარკეტინგი

8% - პლატფორმის გაუმჯობესება

7% - ადმინისტრაციული ხარჯები

55% - გარანტია

25% - მარკეტინგი

7% - პლატფორმის გაუმჯობესება

5% -AISI თამაში

5% - ადმინისტრაციული ხარჯები

1,5% - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

1,5% - გაუთვალისწინებელი ხარჯები

55% - გარანტია

35% - პროექტის ფინანსირება

5% - ადმინისტრაციული ხარჯები

2% - მარკეტინგი

1,5%-მარკეტინგი და AISI აკადემია

1% - გაუთვალისწინებელი ხარჯები0,5% - აუდიტის დასკვნა

AISI-ს დისტრიბუცია

PRE SALEგაყიდვის პერიოდი:

04.02.2018 - 19.02.2018

ხელმისაწვდომია:

20 000 000 AISI

1AISI = 0.005$

მიზანი: $100 000

გაყიდულია: 100%

PRE ICOგაყიდვის პერიოდი:

21.03.2018 - 21.04.2018

ხელმისაწვდომია:

40 000 000 AISI

1AISI = $0.02

მიზანი: $800 000

ICOგაყიდვის პერიოდი:

10.05.2018 – 30.06.2018

ხელმისაწვდომია:

160 000 000 AISI

1AISI= $0.08

მიზანი: $12 800 000

17 https://aisi.io/

მიზეზები, თუ რატომ უნდა გახდე AISI-ს მფლობელი

AISI-ს პლატფორმა

ციფრული საფულე არის გენერირებული მონეტებისა და ფუნქციების შემნახველი, როგორც

მომხმარებლის პირადი საბანკო ანგარიში ბლოკჩეინზე. გარდა პირდაპირი შეტყობინებების და

მუდმივი გადარიცხვების შესაძლებლობებისა, AISI-ს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, წამის

განმავლობაში AISI სხვა მომხმარებლის საფულეში პირდაპირ გადააგზავნონ.

მარტივია საინვესტიციო თანხების მიღება, რადგან AISI წარმოადგენს ფინანსური სისტემის პლატფორმას კრიპტოვალუტით, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და მომხმარებლის გაფართოებულ მხარდაჭერას. კრიპტოვალუტის (Pееr-tо-рееr) ბირჟა ბიზნეს-პროექტის დაფინანსების უნიკალური მეთოდით, რომელიც ცალკეულ პირებს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ მომსახურებებზე ფინანსური დაწესებულების შუამავლობის გარეშე. AISI პლატფორმა, მისი ფუნქციის გათვალისწინებით, რომელიც დაფუძნებულია საკუთარ სერვერზე, ინტეგრირებულია WAVES-ის ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან. მესამე მხარეებს არ შეუძლიათ ჩვენი პლატფორმის ტრანზაქციების იდენტიფიცირება, მათზე გავლენის მოხდენა, თვალყურის დევნება, ან მათზე წვდომის მოპოვება. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება კრიპტოვალუტისა და ონლაინ ფინანსური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. მომხმარებლებს ექნებათ წვდომა ძირითად კრიპტო-მომსახურებებზე ამავე პლატფორმაზე. კრიპტოვალუტის სხვა ციფრულ ვალუტაზე გადაცვლა ინტერნეტის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. კლიენტის მონაცემებისა და ტრანზაქციების სრული გამჭვირვალობა. საერთაშორისო ბიჟებზე AISI-ით ვაჭრობის შესაძლებლობა

როდესაც რეგისტრირდება ახალი ანგარიში, AISI-ს მომხმარებელი ავტომატურად ქმნის პირად ონლაინ საფულეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბლოკჩეინი გამჭვირვალეა, ყველა ტრანზაქცია ხილვადია, თუმცა, საშუალოსტატისტიკური მომხმარებლისთვის, საფულე ინარჩუნებს თავის კონფიდენციალურობას ფსევდონიმური ანგარიშებისა და ინტერფეისის წყალობით, რომელსაც ეკრანზე გამოაქვს შესაბამისი ტრანზაქციები და საფულეზე წვდომის უფლებას, მხოლოდ მის მფლობელს აძლევს.

AISI-ს პლატფორმა უნიკალურია თავისი მასშტაბით, რადგან იძლევა გაფართოების შეუზღუდავ

შესაძლებლობას. მომხმარებელი, საწყის ეტაპზე, პლატფორმის საშუალებით იღებს AISI-სს,

რომელიც შემდგომი განვითარებისთვის, მყარ საფუძველს ქმნის.

18 https://aisi.io/

AISI გპირდებათ

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დაინერგა პლატფორმაში დღეისთვის, არის გენერირებადი საინვესტიციო გარემო. გარემო, რომელშიც: 1) ინვესტორი მიიღებს სარგებელს მისი ინვესტირებით უზრუნველყოფილი ინოვაციური ინიციატივებისთვის, 2) შესაძლებელი გახდება, ინოვაციური ბიზნეს-გეგმები (განხილვის შემდეგ) საინვესტიციო პლატფორმაზე განთავსდეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პლატფორმაზე გადარიცხვების სისწრაფე - შესაძლებლობა, რომელსაც დაგეგმილი ინტეგრაციები და პარტნიორობა იძლევა (AISI-ს სასურველ პროდუქტში გადაცვლა, მომსახურებაზე, კრიპტოვალუტაზე, ან მომხმარებლისთვის ნებისმიერ დასაშვებ ღირებულებაზე).

გამჭვირვალობაყველა ბიზნეს-პროექტი მუდმივად ხილვადი იქნება ონლაინ რეჟიმში. AISI გთავაზობთ მარტივ და გამჭვირვალე ინვესტიციებს, იმ გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად, რომლებსაც, როგორც წესი, აწყდებიან მცირე ინვესტორები და ნებას რთავს ნებისმიერს, ვირტუალურად შექმნას პროექტზე დაფუძნებული საინვესტიციო პორტფოლიო, რომელიც უზრუნველყოფს პროგნოზირებად და მუდმივ სარგებელს. ჩვენ გვჯერა ინვესტიციების დივერსიფიკაციის. ამიტომ, მომხმარებელს შევთავაზებთ ფინანსური მომსახურებების სპექტრს, რისკის ცვალებადი დონეებით და მოგებას, მომხმარებლებისთვის ინვესტიციების სტიმულირების მიზნით. მფლობელობისა და ტრანზაქციის შესახებ მონაცემები, ინახება განაწილებულ ქსელში, აღრიცხულია ბლოკჩეინში და ხელმისაწვდომია ქსელში მყოფი ყველა პირისთვის. განაწილებული კონსენსუსი მიიღწევა POS ალგორითმით. პოტენციური ინვესტორები და მომხმარებლები უფლებამოსილნი არიან აკონტროლონ თავიანთი ინფორმაცია და მეტი თავდაჯერებულობით აწარმოონ ტრანზაქციები.

უსაფრთხოებაბლოკჩეინის ტექნოლოგია და AISI ვალუტა ციფრულია და შეუძლებელია, რომ გაყალბდეს, ან გამგზავნმა თვითნებურად დაიბრუნოს. AISI საფულე უზრუნველყოფს თქვენი ინვესტიციების დაცვას. AISI ზემოქმედებს ფინანსურ ბაზარზე, რათა რეალურად გახდეს P2P. ტრანზაქცია ცენტრალიზებული სისტემიდან დეცენტრალიზებულში უნდა იყოს თანმიმდევრული, განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. პროტოკოლის მთლიანობა, ნებას რთავს ორ მხარეს, მოახდინოს გარიგება მესამე მხარის შუამავლობის გარეშე, ან დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, როდის არის მისი ჩარევა საჭირო.

ხელმისაწვდომობაისტორიულად, ფინანსური ინდუსტრია, კაპიტალის კონსერვატიული ზრდისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო რესურსია, თუმცა ელიტარული კლასის მხოლოდ მცირერიცხოვან წარმომადგენლებს შეეძლოთ ბაზრის ექსკლუზიურ სეგმენტში გაწევრიანება. AISI ამ ბაზარს ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის. AISI-ს აქვს პოტენციალი, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს ტრანზაქციის მოსაკრებელი მესამე პირის შუამავლობისა და აქტივების გაცვლისთვის ზედნადები ხარჯების აღმოფხვრით.

აპლიკაციებიგანახორციელე გადახდები AISI-ს მეშვეობით. AISI აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გზავნილები AISI-ში. ადვილია გამოსაყენებლად, ისევე როგორც სხვა P2P ტრანზაქციის აპლიკაცია. საფულე აჩვენებს მონეტებს, რომლებიც ეკუთვნის ანგარიშს და მოქმედებს, როგორც ციფრული ბანკის ანგარიში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადარიცხოს და შეინახოს AISI. ციფრული საფულე ინახავს გენერირებულ მონეტებს და ფუნქციონირებს, როგორც მომხმარებლის პირადი საბანკო ანგარიში ბლოკჩეინზე. გარდა პირდაპირი შეტყობინებებისა და მუდმივი გადარიცხვების შესაძლებლობებისა, AISI-ს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, პირდაპირ გადააგზავნონ AISI სხვა მომხმარებლის საფულეში წამის განმავლობაში. პირველად, P2P საბანკო გადაწყვეტა ინტეგრირებული იქნება სოციალური ქსელის აპლიკაციაში, რაც მარტივი, სწრაფი და უსაფრთხოა.

19 https://aisi.io/

ფინანსური დაგეგმარება

ადასტურებს სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური

მოდელის არსებობას ბიზნესისთვის

ავლენს რისკებს, რომლებიც უნდა იმართოს

მოიპოვებს ინვესტორის ნდობას (უფრო

მარტივი დაფინანსება და დაფინანსებასთან

დაკავშირებული ნაკლები ხარჯი)

აუმჯობესებს მეწარმის პოზიციას მოლაპარაკებისთვის

პლატფორმა უზრუნველყოფს ბიზნეს-პროექტების პორტფოლიოს მართვისა და ფინანსური მომსახურებების საუკეთესო შესაძლებლობებს, ინვესტიციების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გამჭვირვალე და პირდაპირი ინსტრუმენტების გამოყენებით.

ინვესტორებს შეუძლიათ მიიღონ სარგებელი განხორციელებული მომგებიანი ინვესტიციებიდან. მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია მიიღოს წვდომა განვითარებისთვის საჭირო ფინანსებზე. AISI პლატფორმა უზრუნველყოფს ნდობის საარბიტრაჟო სმარტ-კონტრაქტს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს მთლიან ეკოსისტემაში.

AISI-მ შექმნა ისეთ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც თითოეულ პირს ბიზნეს-პროექტების დეტალური გაცნობის საშუალებას აძლევს, რათა მათთვის ფინანსური, იურიდიული, ბაზრის-მართვის სტილის ანალიზის მეშვეობით, მოსალოდნელი რისკების, გარკვეული ბიზნეს-პროექტების შერჩევისა და მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების ადეკვატური განსაზღვრა შესაძლებელი გახადოს. პლატფორმა, ბიზნეს-პროექტების, პროფესიონალი ინვესტორებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, ბლოკჩეინის ბაზაზე არსებული ინსტრუმენტია.

პლატფორმა მუდმივად ექვემდებარება განახლებას, რათა ინტერფეისისა და უსაფრთხოების

განახლებასთან, ახალი ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა მნიშვნელოვანი ციფრული

ინსტრუმენტების დანერგვასთან დაკავშირებული კლიენტების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ინვესტიციების საფინანსო პორტფოლიოს ჩვენი ფინანსური და საკრედიტო შესაბამისობის

დეპარტამენტი, უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ყოველდღიურად ანახლებს. შეთავაზებულ

დაფინანსებათა უმეტესობას აქვს გამოსყიდვისა და გადაუხდელობის გარანტიები.

20 https://aisi.io/

პროექტის პლატფორმაზე განთავსების წესი

1

111

2

3

4

5

6

პრობლემა: რა ეტაპები უნდა გაიაროს იდეის ავტორმა, პროექტის დაწყების, ან უკვე არსებული პროექტის დასაფინანსებლად ინვესტორის მოსაძიებლად? პირს აქვს იდეა, თავად ან სხვათა დახმარებით ამზადებს პროექტს, შემდეგ მიდის ბანკში, საინვესტიციო ფონდში, ან კერძო ინვესტორთან და ათანხმებს მასთან პროექტს, მის პირობებსა და განხორციელებას. უმრავლეს შემთხვევებში მან კრედიტი, ან ინვესტიციის თანხა უნდა უზრუნველყოს უძრავი ქონებით, ან საბანკო გარანტიით. მოგების დიდი ნაწილი კი მიაქვს დამფინანსებელს.

AISI-ს საქმიანობის მთავარი ამოცანები და აუცილებელი კრიტერიუმები: ინიციატივა, განვითარების პერსპექტივა, პროექტის პრიორიტეტულობა, ფინანსური სარგებელი. ინვესტირება შესაძლებელი იქნება ძირითადად AISI-თ (51%) და ასევე სხვა კრიპტოვალუტაში (BTC, DASH, ETH, LTC) და არსებულ ვალუტაში (GEL, USD, EUR, GBP, RUB). აღნიშნული განაპირობებს AISI-ს მონეტის ლიკვიდურობას და ფასის ზრდას. დაინტერესებული პირი წარადგენს საკუთარ იდეას ან პროექტს AISI-ს პლატფორმაზე. ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების და ბიზნესის ანალიტიკის გუნდი გააანალიზებს მას არსებული კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილავს სამართლებრივად, დეტალურად გაწერს მინიმალური გარანტის პირობებს და მოგების განაწილების პირობებს.

რა სახის ალტერნატივას სთავაზობს AISI მათ, ვისაც სურს ინვესტიციების მოზიდვა? AISI სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საკრედიტო (საინვესტიციო) პლატფორმას ინოვაციური და პერსპექტიული პროექტების განსათავსებლად. ის უზრუნველყოფს საჭირო გარემოს პროექტის დაფინანსებისთვის.

ინოვაციური და პერსპექტიული იდეების განხორციელება, მათთვის პროექტის სახის მიცემა;

მზა პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა;

ფინანსების მოძიება იმ პროექტების დასასრულებლად, რომლებიც დაწყებულია, მაგრამ შეჩერებულია დაუფინანსებლობის გამო;

პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობა AISI-ს მეშვეობით;

AISI გუნდი მოამზადებს პროექტს და განათავსებს მას პლატფორმაზე ინვესტიციების მოსაზიდად;

AISI დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას ციფრული ტექნოლოგიების დარგში.

21 https://aisi.io/

სამართლებრივი მხარეები

წინაპირობა

შენიშვნა

წინამდებარე White Paper პირობები ეფუძნება მისი გამოცემის თარიღისთვის მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას.

AISI-ის ამოცანაა, წინამდებარე whitepaper-ის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს წარმოგიდგინოთ ბლოკჩეინ პლატფორმა AISI.IO და AISI. Whitepaper არ წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულებას. მისი ერთადერთი მიზანია ძირითადი და მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის და სამომავლოდ პოტენციური მფლობელებისათვის, რათა მათ გაუადვილდეთ ICO-ში მონაწილეობა და AISI-ს შეძენა.

წინამდებარე whitepaperi არ შეიძლება განვიხილოთ,როგორც ემისიის პროსპექტი, ან ნებისმიერი სახის საჯარო შეთავაზება. წინამდებარე AISI-ს შეთავაზება არ წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების, ან აქციების ყიდვის შეთავაზებას ქართულ, ან ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში. წინამდებარე დოკუმენტი არ არის რომელიმე იურისდიქციის იმ კანონმდებლობის გათვალისწინებით შედგენილი, რომლებიც იცავენ ინვესტორების უფლებებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ვინაიდან ჩვენი პროექტი არ წარმოადგენსასეთს.

ზოგიერთი განცხადება, გათვლა და ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც მოყვანილია წინამდებარე დოკუმენტში წარმოადგენს წინასწარ საპროგნოზო მონაცემებს. ისინი შეიძლება გამომდინარეობდეს საზოგადოდ ცნობილი, ან უცნობი რისკ-ფაქტორებიდან და ისეთი მოვლენებიდან, რომელიც არ შეიძლება ამ ეტაპზე იყოს გათვალისწინებული, რის შედეგადაც შესაძლებელია ფაქტობრივი მონაცემები და აქ გაკეთებული პროგნოზები არ დაემთხვეს ერთმანეთს.

whitepaper-ში მოცემული ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს ამომწურავი და არ მოიცავდეს საკონტრაქტო ურთიერთობებს. ჩვენ მივმართეთ ყოველგვარ ძალისხმევას, რათა WhitePaper-ში მოცემული ინფორმაცია ყოფილიყო ზუსტი და განახლებული. WhitePaper-ისდანიშნულებაა წარადგინოს AISI პლატფორმა, მისი ტექნოლოგია, ბიზნესის მოდელი და AISI მისი პოტენციური მფლობელებისთვის, შეთავაზებულ ICO-სთან მიმართებში. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს ამომწურავი და არ მოიცავდეს საკონტრაქტო ურთიერთობების ელემეტებს. მისი ერთადერთი დანიშნულებაა შესაბამისი და გონივრული ინფორმაციის მიწოდება AISI-ს პოტენციური მფლობელებისთვის, რათა მათ შეძლონ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად საჭიროა იმ კომპანიის დეტალური ანალიზი, რომელსაც განზრახული აქვს AISI-ს შეძენა.

WhitePaper და სხვა დოკუმენტები შესაძლოა მოიცავდეს სამომავლო პერსპექტივებზე გათვლილ განცხადებებს. მისი ბუნებიდან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მოიცავს რიგ შეფასებებს, დამახასიათებელ რისკებს და გაურკვევლობებს, როგორც ზოგადს, ასევე სპეციფიურს, რაც ხელს უწყობს იმის შესაძლებლობას, რომ პროგნოზები, წინასწარი განსჭვრეტები და სხვა პერსპექტივებზე გათვლილი განცხადებები არ იქნება გაკეთებული. ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს ამომწურავი და არ მოიცავდეს საკონტრაქტო ურთიერთობების ელემენტებს.

რისკები

https://aisi.io/22

შესაბამისი საკანონმდებლო, კანონის და რეგულაციების, ტექნიკური და ეკონომიკური ფაქტორების ცვლილებების სიხშირის გამო მოცემული ინფორმაცია ექვემდებარება მუდმივ განახლებას, და მოცემული ინფორმაცია შეიძლება იყოს მოძველებული, ან არასაიმედო. ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ საცნობარო მიზნებისთვის. WhitePaper დაწერილია ინგლისურ ენაზე და წარმოადგენს ინფორმაციის პირველად ოფიციალურ წყაროს. ნიებისმიერი კონფლიქტის, ან თარგმანების კომუნიკაციებს შორის შეუსაბამობებისშემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენაზე შედგენილ ორიგინალ დოკუმენტს.

კაპიტალდაბანდება / შეძენა / ინვესტირება კრიპტოვალუტაში დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან:

კონკრეტულ იურისდიქციასთან, კანონმდებლობასთან დაკავშირებული რისკები;

ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებული რისკები;

კონკურენციასთან დაკავშირებული რისკები;

სწრაფ ტექნოლოგიურ და საბაზრო ცვლილებებთან დაკავშირებული რისკები;

ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზემოქმედება იქონიონ პროგნოზირებულსა და რეალურ შედეგებს შორის სხვაობაზე.

გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულმა პირებმა გულდასმით და სრულად უნდა წაიკითხონ წინამდებარე დოკუმენტი. მასში წარმოდგენილ სხვა ინფორმაციასთან ერთად, პოტენციურმა მომხმარებელმა, საკუთარი ფინანსური მდგომარეობისა და კაპიტალდაბანდების მიზნებიდან გამომდინარე, უნდა გაითვალისწინოს მითითებული რისკები AISI-ის შეძენის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ რომელიმე რისკი მატერიალიზებული იქნება, ამან შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს AISI-ს ღირებულებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მითითებული რისკფაქტორები კაპიტალდაბანდება /შეძენა /ინვესტირებასთან ასოცირებულ ძირითად რისკებად მიაჩნია, შესაძლოა არსებობდეს სხვა რისკიანი არაპროგნოზირებადი გარემოებები, რასაც კომპანია ამ ეტაპზე არამნიშვნელოვნად მიიჩნევს, ან რისი არსებობაც კომპანიისთვის უცნობია.ნებისმიერ მსგავს რისკს, ან არაპროგნოზირებად გარემოებას შესაძლოა ჰქონდეს იგივე უარყოფითი ეფექტი. შესაბამისად, კომპანია არ მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული რისკები ამომწურავია.

რისკის აღქმა

რა უნდა იცოდეთ AISI-ს შესახებ

https://aisi.io/23

რთულ გლობალურ ეკონომიკურ პირობებს შესაძლოა ზეგავლენა ჰქონდეს კომპანიაზე. კომპანიის საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს გლობალური მაკროეკონომიკური და საბაზრო პირობები.

იმ ქვეყნის იურისდიქციის მოქალაქეები სადაც ICO-ში მონაწილეობა აკრძალულიადა თუ ესეთები მაინც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს პროექტებში, მათი ქვეყნის კანონმდებლობის წინაშე LUNA GROUP-ი იხსნის პასუხისმგებლობას და ისინი თავისი რისკითა და პასუხისმგებლობით იღებენ ICO-ში მონაწილეობას.

საქართველოს კანონმდებლობაში ნებისმიერმა ცვლილებამ მომავალში შეიძლება არსებითად ზეგავლენა მოახდინოს პროდუქციის ღირებულებაზე. არ არსებობს რაიმე გარანტია, პროგნოზი იმისა, თუ რა გავლენას იქონიებს მასზე საქართველოს რომელიმე სასამართლო განჩინება, ან ცვლილება კანონმდებლობაში.

საქართველოში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ციფრული ტექნოლოგიების მარეგულირებელი ადეკვატური სამართლებრივი ბაზა, რომელიც აუცილებელია მზარდი ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრიის პირობებში, ამ დარგის განვითარებისთვის და სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობის დიდი ნაწილი ახლახანს არის მიღებული და საკანონმდებლო სისტემა სწრაფად ვითარდება,ეს გარემოება კანონების ხარისხისა და აღსრულების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს და შესაძლოა გამოიწვიოს გაურკვევლობა და არა თანმიმდევრულობა მათ გამოყენებაში.

საგადასახადო კანონმდებლობა ხშირად იცვლება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს არატიპიური სირთულეები კომპანიისთვის და ზოგადად მისი ბიზნესისთვის.

AISI არის ბლოკჩეინ პლატფორმა

AISI-ს პლატფორმას აქვს საკუთარი ციფრული საფულე. საფულეში გაერთიანებულია სხვა კარგად ცნობილი კრიპტოვალუტები, რაც AISI-ს შეძენის საშუალებას იძლევა აერთაშორისო ტრნზაქციების სისტემის გამოყენებით, 0% საკომისიოთი და ტრანზაქციებისშეუზღუდავი რაოდენობებით. პლატფორმა ასევე შესაძლებლობას გვაძლევს, განვახორციელოთ ათასობით ტრანზაქცია რამოდენიმე წამის განმავლობაში. AISI პლატფორმა შექმნილია POS (Proof Of Stake) სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციები არ მოითხოვს მესამე პირის დასტურს.

https://aisi.io/24

ICO-ს დასრულების შემდეგ

მომხმარებელს შეუძლია გადაცვალოს ყველა ტიპის კრიპტოვალუტა. ამისათვის, მან უნდა შეიძინოს AISI (მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ბანკით, მომავალში საბანკო ბარათით, სხვა კრიპტოვალუტებით) და გადაცვალოს ის სხვა კრიპტოვალუტებზე, ან გამოიყენოს AISI როგორც ღირებული უზრუნველყოფა და დააბანდოს პროექტში. AISI პლატფორმა შანსს აძლევს თავის მომხმარებლებს, გადაცვალონ კრიპტოვალუტები და მიიღონ სხვა პლატფორმებთან შედარებით დაბალი საკომისიო. ჩვენი პლატფორმა გამჭვირვალეა, ყველას შეუძლია ნებისმიერი ტრანზაქციის დანახვა, აქვს მაღალი დონის იურიდიული და ტექნიკური დაცვა. ჩვენ ასევე ვიყენებთ WAVES-ის NODE-ს ან WAVES-ის ბლოკჩეინს, რაც გვაძლევს საშუალებას შევინახოთ ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ WAVES-სა და ჩვენს საკუთარ ბლოკჩეინზე.

ინფორმაცია Game მომსახურებებზე

AISI Game-ის გამოშვება კომპანიას მოუტანს პოპულარობას და განაპირობებს AISI-ს ლიკვიდურობას. თამაშები ძირითადად იქნება სტრატეგიული, ლოგიკური ტიპის და მოითხოვს მოთამაშის აზროვნებას. თამაშები მოთამაშეებს გამოაყენებინებს რეფლექსებს, მოაგროვებინებს მონეტებს და ა.შ. თამაშები ფინანსურად მომგებიანი იქნება - მოიზიდავს სპონსორებს, რათა მათ განათავსონ თავიანთი რეკლამა.თამაშის პრემიუმ კონტენტი გაიყიდება, ასევე დაემატება „Google AdSense“-ს და სხვა მსგავს პლატფორმებს, რათა მოიზიდოს დამატებითი შემოსავლები. თამაშები შეიქმნება Unity engine-ის გამოყენებით.

A I S I