wigni ii - lawlibrarylawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_iii... · 2019-12-18 ·...
TRANSCRIPT
-
samoqalaqo kodeqsis
komentari
wigni III
valdebulebiTi samarTlis
zogadi nawili
Tbilisi
2019
-
რედაქტორილადო ჭანტურია
ავტორები:
გიორგი ვაშაკიძე (მუხ. 316-318, 390-405)სამართლის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ირმა გელაშვილი (მუხ. 319-326)სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი
ეკატერინე ბაღიშვილი (მუხ. 327-341)კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
გიორგი რუსიაშვილი (მუხ. 342-360, 408-415)სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელიასისტენტი: ირაკლი შათირიშვილი
აკაკი ალადაშვილი (მუხ. 342-351)სამართლის დოქტორი
ქეთევან მესხიშვილი (მუხ. 361-389)სამართლის დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
ნატალია მოწონელიძე (მუხ. 406, 407)სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
გიორგი ბათლიძე (ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მუხ. 409-411)სამართლის მაგისტრი, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, ადვოკატი
სერგი ჯორბენაძე (მუხ. 416-420)სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასის-ტენტი კერძო სამართლის მიმართულებით, ადვოკატიასისტენტები: სოფიკო ხიდეშელი, ნინო ლეჟავა, ანი გრიგალავა, ბაკურ ჯაფარიძე
აკაკი გაწერელია (მუხ. 416, 421-426)სამართლის დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასის-ტენტი კერძო სამართლის მიმართულებითასისტენტები: ნინო ლეჟავა, მარიამ ლაბარტყავა
გიორგი სვანაძე (მუხ. 427-454)სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ადვოკატი
ირაკლი რობაქიძე (მუხ. 455-476)სამართლის დოქტორი, ადვოკატი
-
წინამდებარე კომენტარი შექმნილია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. 1993 წლიდან GIZ-ი საქართველოში ხელს უწყობს სამართლისა და იუსტიციის რეფორმე-ბის გატარებას. სხვა ღონისძიებებთან ერთად GIZ-ი ზრუნავს იურიდიუ-ლი ლიტერატურის შექმნასა და სამართლის პოპულარიზაციაზე. GIZ-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ნაშრომის შინაარსობრივი მხარის სისწორეზე.
წინამდებარე კომენტარი შეიქმნა ამერიკის ხალხის კეთილი ნებით, ამე-რიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კომენტარის შინაარსისათვის პასუხისმგებლები არი-ან ავტორები. იგი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ მოსაზრებას და არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.
წინამდებარე კომენტარი შექმნილია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit)ფინანსური მხარდაჭერით. 1993 წლიდან GIZ-ი საქართველოში ხელს უწყობს სამართლისა და იუსტიციისრეფორმების გატარებას. სხვა ღონისძიებებთან ერთად GIZ-ი ზრუნავს იურიდიული ლიტერატურის შექმნასადა სამართლის პოპულარიზაციაზე. GIZ-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ნაშრომის შინაარსობრივი მხარისსისწორეზე.
წინამდებარე კომენტარი შეიქმნა ამერიკის ხალხის კეთილი ნებით, ამერიკის შეერთებული შტატებისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კომენტარის შინაარსისათვის პასუხისმგებლებიარიან ავტორები. იგი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ მოსაზრებას და არ ასახავს ამერიკისშეერთებული შტატების მთავრობის, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ანაღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.
-
მთავარი სამეცნიერო რედაქტორილადო ჭანტურია
რედაქტორიგიორგი რუსიაშვილი
ტექნიკური რედაქტორიდავით მაისურაძე
ენობრივი რედაქტორითამარ გაბელაია
ISBN 978-9941-8-1812-7
© შესაბამისი კომენტარის ავტორები, 2019;© ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019;© გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2019;© ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID);© აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EMWI).
გამოცემის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: lawlibrary.info/geკომენტარის განახლებადი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.civilcode.geკომენტარის ციტირება შესაძლებელია შემდეგნაირად:ავტორი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი, ველის ნომერი.
-
წინათქმა
V
winaTqma
სამოქალაქო კოდექსის კომენტარის წინამდებარე წიგნი ეძღვნება ვა-ლდებულებითი სამართლის ზოგად ნაწილს. კომენტირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მასში გამოკვლეული და გადმოცემულია ზო-გადი ვალდებულებითი სამართლის ყველა ფუძემდებლური საკითხი. ჩა-ტარებული კვლევა, ანალიზი და ნორმათა განმარტებები ეყრდნობა დი-დძალ სასამართლო პრაქტიკას, რაც, უდავოდ, ზრდის ამ ფუნდამენტური ნაშრომის ღირებულებას სამართლის პრაქტიკისა თუ მეცნიერებისათვის.
კერძო სამართლის ბუნება ყველაზე კარგად ჩანს ვალდებულებით სა-მართალში. ურთიერთობის მონაწილეთათვის მინიჭებული კერძო ავტო-ნომია სამართლებრივ გამოხატულებას სწორედ ფარდობით ვალდებუ-ლებით ურთიერთობებში პოვებს. თავისუფლება და პასუხისმგებლობა კონცენტრირებულად ვალდებულებით სამართალში არსებობს და ეკო-ნომიკური ურთიერთობების სტაბილურობის წინაპირობად გვევლინება. სახელმწიფოს ამოცანაა, აღიაროს და დაიცვას კერძო პირების მიერ ნა-კისრი ვალდებულებები და დარღვევის შემთხვევაში ამ პირებს მიანიჭოს თავდაცვის ეფექტური საშუალებები. ამ ამოცანას ემსახურება ვალდებუ-ლებითი სამართალი, რომლის ზოგადი ნაწილი ვალდებულებითი ურთიე-რთობების საფუძვლებს, პრინციპებსა და ზოგად ჩარჩო პირობებს განსა-ზღვრავს.
სამოსამართლო სამართლისა და სამართლის მეცნიერების მიღწევებ-ზე დაყრდნობით კომენტარში განხილულია ვალდებულებითი სამართლის პრინციპები, როგორებიცაა კეთილსინდისიერების, ხელშეკრულების თავისუფლების, ბრალეული პასუხისმგებლობის, ხელშეკრულების ერთ-გულებისა და სრული ანაზღაურების პრინციპები. ეს ყოველივე ნათელს ხდის ამ პრინციპების დიდ პრაქტიკულ ღირებულებასა და მნიშვნელობას.
ვალდებულებითი სამართლის გულს სახელშეკრულებო სამართალი წარმოადგენს. მართალია, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთო-ბების როლი და მნიშვნელობა საგულისხმოა, მაგრამ ზოგადი ვალდებუ-ლებითი სამართლის ნორმების დიდი ნაწილი, უპირატესად, სახელშეკრუ-ლებო სამართლისთვისაა რელევანტური. აქედან გამომდინარე, არ არის შემთხვევითი, რომ კომენტარის ავტორები ვრცლად განიხილავენ სახელ-შეკრულებო ურთიერთობების მომწესრიგებელ ზოგად ნორმებს. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელშეკრულებო სამართლის ნორმე-
-
წინათქმა
VI
ბის დიდი ნაწილი ასევე გამოიყენება არასახელშეკრულებო ვალდებულე-ბითი ურთიერთობების მიმართ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ხელშეკრულების სტანდარტული პირობე-ბის კომენტარი, რომელიც შედარებითსამართლებრივი ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, ქართულ სამართალში პირველად და ვრცლად მიმოიხილავს ეკონომიკური ურთიერთობებისათ-ვის ესოდენ მნიშვნელოვანი დებულებების სამართლებრივ ბუნებასა და პრაქტიკულ დანიშნულებას. ამ გადმოსახედიდან კომენტარი ხელს შეუ-წყობს ხელშეკრულების სტანდარტული პირობების უკეთესად გაგებასა და პრაქტიკაში მათ გამოყენებას.
კომენტარში განხილულია ზოგადი ვალდებულებითი სამართლის თით-ქმის ყველა საკითხი, რაც მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, იპოვოს პასუხი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან და რელევანტურ მრავალ კითხვა-ზე. შეიძლება ითქვას, რომ ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწი-ლის კომენტარი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართველი იურისტების ბიბლიოთეკაში.
კომენტარის პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა გე-რმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ამე-რიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) – ფინანსური და საექსპერტო მხარდაჭერის გარეშე. მი-სასალმებელია ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ-მწიფო უნივერსიტეტის მიერ კომენტარის პროექტში მონაწილეობა და მის განხორციელებაზე ხელმძღვანელობის აღება, რამაც კომენტარის ტექსტის მუდმივი განახლება და შემდგომი ტომების გამოცემა უნდა უზ-რუნველყოს.
ლადო ჭანტურია,2019 წლის 8 სექტემბერი
-
წინათქმა
VII
winaTqma
მოხარული ვართ, რომ მკითხველს, ამჯერად, უკვე „სამოქალაქო კო-დექსის კომენტარის“ მესამე წიგნს (ვალდებულებითი სამართლის ზოგა-დი ნაწილი) წარვუდგენთ. შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გამოიცა სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის, სანივთო სამართლის და ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის კომენტარები და გა-მოცემისთვის ემზადება ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილის კომენტარი.
„სამოქალაქო კოდექსის კომენტარის“ მესამე წიგნის გამოცემა დაკა-ვშირებულია ასევე სიახლესთან, რომელიც განხორციელდა კომენტარის პროექტის მართვაში. ადგილობრივი აკადემიური ინსტიტუტების წახალი-სების მიზნით, პროექტის დამფინანსებლებმა გადაწყვიტეს მისი შევსე-ბის, განახლებისა და გამოცემის უფლება დაეთმოთ ქართული აკადემი-ური ინსტიტუტის სასარგებლოდ, რომელიც უზრუნველყოფდა, როგორც დარჩენილი წიგნების გამოცემას, ისე ბეჭდური და ონლაინ კომენტარის მუდმივ განახლებას. 2018 წელს ჩატარებული ღია კონკურსის შედეგებზე დაყრდნობით ეს უფლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ-მწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს გადაეცა.
ამ გადაწყვეტილების პირველი შედეგი დღეს უკვე სახეზეა. ჩვენ მოხა-რული ვართ, რომ სამოქალაქო კოდექსის კომენტარის სარედაქციო ჯგუ-ფი და ავტორები სტაბილურ ტემპს ინარჩუნებენ და ყოველ წელს თითო წიგნით ავსებენ სამოქალაქო კოდექსის კომენტარის სერიას. სარედაქციო ჯგუფის არსებული განრიგით უახლოეს მომავალში სამოქალაქო კოდექ-სის კომენტარის დარჩენილი წიგნებიც გამოიცემა. ასე, რომ 2020 წლის ბოლოს ქართულ იურიდიულ საზოგადოებას სამოქალაქო კოდექსის სრუ-ლი კომენტარი ექნება.
დოქ. შალვა პაპუაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის
საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელი
გიორგი ჩხეიძეამერიკის შეერთებული შტატების განვითარების
სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) -
ხელმძღვანელი
-
წინასიტყვაობა
VIII
winasityvaoba
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორ-განიზებული სამოქალაქო კოდექსის კომენტარი მისი ელექტრონულად გამოცემის დღიდანვე იქცა ამ დარგის მთავარ ტექსტად, რომელიც თა-ნაბრად მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკოს იურისტთა და მეცნიერ- მკვლევართათვის, ისე საუნივერსიტეტო სწავლების ფარგლებში. 2019 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივე-რსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა, რომელიც საქართველოში წარმო-ადგენს ყველაზე დიდი ისტორიისა და ადამიანური თუ ორგანიზაციული რესურსების მქონე სასწავლო-კვლევით ინსტიტუციას, გადაიბარა ეს პროექტი და მომავალში უზრუნველყოფს კომენტარის დასრულებას, უკვე დასრულებული ნაწილების თავდაპირველი სტანდარტის დაცვით გამოცე-მას, მოგვიანებით კი ყველა ამ ნაწილის მუდმივ განახლება-გადახალისე-ბას და სასამართლო პრაქტიკასა თუ სამართლის მეცნიერებაში არსებულ ტენდენციებთან შესაბამისობაში მოყვანას იმგვარად, რომ კომენტარმა სამომავლოდაც შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ქართულ ბაზარზე არ-სებული იურიდიული ლიტერატურის ნუსხაში. ამ მიზნით იურიდიული ფაკულტეტი ხანგძლივ პერსპექტივაში გეგმავს ასევე სამოქალაქო კო-დექსის დარჩენილი წიგნების (საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართა-ლი) კომენტარის ორგანიზებასა და თანმდევ გამოცემას, რათა ამგვარად უზრუნველყოს მისი ერთიან და სრულქმნილ ტექსტობრივ კორპუსად ჩა-მოყალიბება, რომელიც იქცევა ამ დარგის ქრესტომათიულ ნაშრომად და პრაქტიკული თუ სამეცნიერო დისკურსის განუყოფელ ნაწილად.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტე-ტის იურიდიული ფაკულტეტი ფლობს პროექტის დასრულებისათვის, შე-მდგომი მართვისა და მუდმივი აქტუალობის შენარჩუნებისათვის ყველა აუცილებელ რესურსს. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები უმრა-ვლესობით არიან წარმოდგენილი პროექტის სამეცნიერო ნაწილში (ლადო ჭანტურია, ირაკლი ბურდული, ბესარიონ ზოიძე, თამარ ზამბახიძე, მარი-ამ ცისკაძე, ზურა ძლიერიშვილი, ეკა ზარნაძე, ლია შატბერაშვილი, გი-ორგი ცერცვაძე, გიორგი სვანაძე, დემეტრე ეგნატაშვილი, გიორგი მახა-რობლიშვილი, სერგი ჯორბენაძე, ნუნუ კვანტალიანი, აკაკი გაწერელია, გიორგი რუსიაშვილი, ნატალია მოწონელიძე, სოფიო ჩაჩავა, თამარ ზარანდია) და კომენტარის ტექსტის უმთავრესი ნაწილიც მათი შესრუ-ლებულია. ეს წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ეს გუნდი მომავალშიც შეძლებს შეინარჩუნოს ის მაღალი სამეცნიერო სტანდარტი, რაც გამო-არჩევს მოცემულ კომენტარს ქართულ ბაზარზე არსებული ყველა სხვა მსგავსი ტიპის ლიტერატურისაგან და მუდმივად იზრუნოს მის სრულ-ყოფაზე.
-
წინასიტყვაობა
IX
პროექტის გადაბარების შემდგომ ფაკულტეტი რჩება ორგანიზატო-რთა ხედვისა და კონცეფციის ერთგული. შეეცდება, კიდევ უფრო მეტად შეუსაბამოს კომენტარი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არსებულ დოგმატურ პრობლემებსა და დარჩენილი ნაწილების კომენტირებისას ფართოდ გაითვალისწინოს ეს სასამართლო პრაქტიკა. შეეცდება, შეი-მუშავოს თეორიული ბაზისი გერმანული დოქტრინის წიაღში შექმნილი სამართლებრივი ფიგურების გადმოღებისათვის, რომლებიც, მართალია, საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებულია, თუმცა ჯერჯერობით ვერ მიაღწია სასამართლო პრაქტიკამდე. მოცემული კომენტარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამსახურებას წარმოადგენს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის სისტემური ურთიერთკავშირის გამოკვეთა, რაც მას განსაკუთრე-ბულ მნიშვნელობას ანიჭებს საუნივერსიტეტო სწავლების ფარგლებში. კომენტარი უკვე ქცეულია საუნივერსიტეტო კურიკულუმის განუყოფელ ნაწილად. ფაკულტეტი შეინარჩუნებს ამ მონაპოვარს და შეეცდება კომე-ნტარის მუდმივ პოპულარიზაციას სტუდენტურ და სამეცნიერო წრეებში.
პროფესორი დოქ. თამარ ზარანდიაიურიდიული ფაკულტეტის დეკანი
-
X
abreviaturebis saZiebeli
ა.შ. ასე შემდეგგვ. გვერდიგსკ გერმანიის სამოქალაქო კოდექსიდის. დისერტაციაიხ. იხილეთკომენტ. კომენტარიმაგ. მაგალითადმუხ. მუხლირედ. რედაქტორისკ სამოქალაქო კოდექსისუს საქართველოს უზენაესი სასამართლოსუსგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაშდრ. შეადარეთArt. Artikel, articleAT Algemeiner TeilAufl. AuflageBd. BandBGB Bürgerliches GesetzbuchBGH BundesgerichtshofBGHZ Entscheidungen des Bundesgerichtshofs in ZivilsachenBVerfG BundesverfassungsgerichtBVerfGE Entscheidungen des BundesverfassungsgerichtsDiss. Dissertationed. editorf. folgendeff. fortfolgendeHGB HandelsgesetzbuchHrsg. HerausgeberKomm. KommentarLG LandesgerichtMüKo Münchener KommentarNJW Neue Juristische WochenschriftNJW-RR Neue Juristische Wochenschrift – Rechtsprechungs-ReportOLG Oberlandesgerichtp. pagepp. pagesS. Seite Rn. Randnummerusw. und so weiterVol. VolumeWM Wertpapiermitteilungen (Zeitschrift)ZPO Zivilprozessordnung С. Страница
-
XI
sarCeviA
წინათქმა ........................................................................................................................V
წინათქმა ......................................................................................................................VII
წინასიტყვაობა .........................................................................................................VIII
აბრევიატურების საძიებელი ................................................................................... X
შესავალი ვალდებულებით სამართალში ............................................................. 1
მუხლი 316. ცნება ..................................................................................................... 16
მუხლი 317. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები ...................................31
მუხლი 318. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ...........................................52
მუხლი 319. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება ..................................................................................... 54
მუხლი 320. მომავალ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების ბათილობა ....67
მუხლი 321. ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ ...............................70
მუხლი 322. სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული ხელშეკრულების ბათილობა ............................................................................................. 72
მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი .................................................... 74
მუხლი 324. ნივთის დატვირთვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლები ......79
მუხლი 325. ვალდებულების პირობათა განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე ........................................................................................ 81
მუხლი 326. სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესახებ წესების გამოყენება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ ..86
TAavi meore
xelSekrulebis dadeba
მუხლი 327. შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე ....................90
მუხლი 328. ხელშეკრულების ფორმა.................................................................... 99
მუხლი 329. ოფერტის გაკეთება .......................................................................... 108
მუხლი 330. თანმყოფი და არათანმყოფი პირებისათვის გაკეთებული ოფერტი .............................................................................................. 116
-
სარჩევი
XII
მუხლი 331. აქცეპტი .............................................................................................. 121
მუხლი 332. დაგვიანებული აქცეპტი .................................................................. 126
მუხლი 333. ახალი ოფერტი .................................................................................. 129
მუხლი 334. ოფერენტის თანხმობის ვარაუდი ..................................................133
მუხლი 335. დუმილი, როგორც აქცეპტის ფორმა ............................................137
მუხლი 336. ქუჩაში დადებული ხელშეკრულება ...............................................143
მუხლი 337. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამების განმარტება ..150
მუხლი 338. ურთიერთგამომრიცხველი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამები ხელშეკრულებაში ..............................................155
მუხლი 339. სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები ........................................158
მუხლი 340. შერეული ხელშეკრულებების განმარტება ..................................166
მუხლი 341. ვალის არსებობის აღიარება ........................................................... 173
Tavi mesame
xelSekrulebis standartuli pirobebi
მუხლი 342. ცნება ................................................................................................... 181
მუხლი 343. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გადაქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. .....................................194
მუხლი 344. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების უჩვეულო დებულებანი ....................................................................................... 202
მუხლი 345. ბუნდოვანი ტექსტის განმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ ...................................................................... 219
მუხლი 346. ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო პირობათა ბათილობა .........................................226
მუხლი 347. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობა .........243
მუხლი 348. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობის სხვა საფუძვლები ....................................................................................... 255
-
სარჩევი
XIII
Tavi meoTxe
mesame pirTa sasargeblod dadebuli xelSekruleba
მუხლი 349. ცნება ................................................................................................... 270
მუხლი 350. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების განმარტება ........................................................................................ 285
მუხლი 351. მესამე პირის უარი ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე .....292
Tavi mexuTe
xelSekrulebidan gasvla
მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები .................................294
მუხლი 353. მოვალის ვალდებულება საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო სარგებლის მიუღებლობისას ...........310
მუხლი 354. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებათა შესრულება ........................................................316
მუხლი 355. შეტყობინების ვალდებულება. ხელშეკრულებიდან გასვლისას ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. .........................................................319
მუხლი 356. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა ................................................324
მუხლი 357. ხელშეკრულებიდან გასვლა რამდენიმე პირის მიერ .................327
მუხლი 358. ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობა ..............................332
მუხლი 359. კრედიტორის უარი ხელშეკრულებაზე .........................................335
მუხლი 360. შეცდომა მორიგების საფუძვლებში ..............................................340
მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია ...................................354
მუხლი 362. ვალდებულების შესრულების ადგილი .........................................368
მუხლი 363. მოვალის ან კრედიტორის ადგილსამყოფლის შეცვლა .............380
მუხლი 364. ვალდებულების შესრულება ვადამდე ..........................................383
მუხლი 365. ვალდებულების შესრულება შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არარსებობისას .......................................388
მუხლი 366. ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნის დაუშვებლობა .................................................................................... 404
მუხლი 367. ვალდებულების შესრულების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება ............................................................................................... 408
-
სარჩევი
XIV
მუხლი 368. ვალდებულების შესრულება პირობითი გარიგების არსებობისას ...................................................................................... 413
მუხლი 369. უარი ვალდებულების შესრულებაზე ............................................422
მუხლი 370. სამომხმარებლო კრედიტი .............................................................. 431
მუხლი 371. ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ ........................439
მუხლი 372. კრედიტორის დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ ....................447
მუხლი 373. ვალდებულების შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ ......................................................................................... 453
მუხლი 374. ალტერნატიული ვალდებულებანი ................................................460
მუხლი 375. შესასრულებელ ვალდებულებათა არჩევა ...................................467
მუხლი 376. ალტერნატიულ ვალდებულებათა არჩევის წესი ........................472
მუხლი 377. ორზე მეტი შესასრულებელი ვალდებულების არჩევა ..............477
მუხლი 378. ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება .................................478
მუხლი 379. კრედიტორის უფლება სხვა შესრულების მიღებაზე .................487
მუხლი 380. ვალდებულების შესრულების ხარისხი .........................................494
მუხლი 381. ვალდებულების შესრულება ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის არსებობისას ......................................................................... 502
მუხლი 382. ვალდებულების შესრულება გვაროვნული ნივთის არსებობისას ........................................................................ 507
Tavi meore
fuladi valdebulebis Sesruleba
მუხლი 383. ცნება ................................................................................................... 513
მუხლი 385. ვალდებულების გარეშე გადახდილის გამოთხოვის წესი .........524
მუხლი 386. ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი ........................534
მუხლი 387. ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა .........................540
მუხლი 388. სასამართლო ხარჯების დაფარვის პრიორიტეტი ......................545
მუხლი 389. ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას .....................................................548
-
სარჩევი
XV
Tavi mesame
kreditoris mier vadis gadacileba
მუხლი 390. ცნება ................................................................................................... 561
მუხლი 391. კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ......571
მუხლი 392. მოვალის პასუხისმგებლობა კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას ................................................................................. 574
მუხლი 393. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შედეგები ...................578
kari mesame
valdebulebis darRveva
Tavi pirveli
zogadi debulebani
მუხლი 394. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას ..................................................................................... 581
მუხლი 395. ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან განთავისუფლების შესახებ წინასწარი შეთანხმების დაუშვებლობა ........................597
მუხლი 396. მოვალის პასუხისმგებლობა მისი წარმომადგენლის მოქმედებისათვის ............................................................................. 609
მუხლი 397. მოვალის პასუხისმგებლობა შესრულების საგნის სხვა პირისაგან მიღებისას ....................................................................... 614
მუხლი 398. ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი 616
მუხლი 399. უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ............625
Tavi meore
movalis mier vadis gadacileba
მუხლი 400. ცნება ................................................................................................... 629
მუხლი 401. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა .............................637
მუხლი 402. მოვალის პასუხისმგებლობა ........................................................... 644
მუხლი 403. პროცენტის გადახდა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას ................................................................................. 646
მუხლი 404. კრედიტორის უფლება ზიანის ანაზღაურებაზე .........................653
-
სარჩევი
XVI
Tavi mesame
valdebulebis darRveva ormxrivi xelSekrulebis dros
მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას ..656
მუხლი 406. საპასუხო შესრულების მიღების უფლება....................................675
მუხლი 407. ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებიდან გასვლისას ..............680
kari meoTxe
zianis anazRaurebis movaleoba
მუხლი 408. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა .................695
მუხლი 409. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა ...........712
მუხლი 410. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა ..................................................................... 718
მუხლი 411. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის ...............723
მუხლი 412. ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა .............................................................733
744
მუხლი 413. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის ....................745
მუხლი 414. ზიანის ოდენობის განსაზღვრა ......................................................753
მუხლი 415. დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში .............................766
kari mexuTe
moTxovnis uzrunvelyofis damatebiTi saSualebani
მუხლი 416. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებათა სახეები ...................................................................... 779
Tavi pirveli
pirgasamtexlo
მუხლი 417. ცნება ................................................................................................... 780
მუხლი 418. პირგასამტეხლოს განსაზღვრის ფორმა ......................................792
-
სარჩევი
XVII
მუხლი 419. პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების ერთდროულად მოთხოვნის დაუშვებლობა .................................796
მუხლი 420. პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ ....................800
Tavi meore
be
მუხლი 421. ცნება ................................................................................................... 813
მუხლი 422. ბეს ჩათვლა გადასახადის ანგარიშში ............................................819
მუხლი 423. ბეს ჩათვლა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში ...........................821
Tavi mesame
movalis garantia
მუხლი 424. ცნება ................................................................................................... 823
მუხლი 425. გარანტიის ნამდვილობა .................................................................. 828
მუხლი 426. გარანტიის ფორმა ............................................................................. 831
kari meeqvse
valdebulebis Sewyveta
Tavi pirveli
valdebulebis Sewyveta SesrulebiT
მუხლი 427. ვალდებულების შესრულება კრედიტორის სასარგებლოდ ......832
მუხლი 428. ვალდებულების შეწყვეტა სხვა შესრულების მიღებით ............842
მუხლი 429. ვალდებულების შესრულების მიღება ...........................................846
მუხლი 430. შესრულების მიღების დოკუმენტების რეკვიზიტები ................850
მუხლი 431. სავალო საბუთის მოთხოვნის უფლება .........................................852
მუხლი 432. შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება ..................................................................................... 855
მუხლი 433. უარი შესრულებაზე კრედიტორის მიერ თავის მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო .................................................................856
-
სარჩევი
XVIII
Tavi meore
valdebulebis Sewyveta deponirebiT
მუხლი 434. ცნება ................................................................................................... 858
მუხლი 435. დეპონირებული ქონების გადაცემა კრედიტორისათვის ..........862
მუხლი 436. დეპონირებაუნარიანი საგნები .......................................................863
მუხლი 437. შენახვის ადგილი ............................................................................... 864
მუხლი 438. კრედიტორისაგან საგნის მიღების მოთხოვნა ............................865
მუხლი 439. შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ...........866
მუხლი 440. შენახული საგნის უკან გამოთხოვა მოვალის მიერ....................867
მუხლი 441. შესრულების საგნის შენახვის ვადა ..............................................871
Tavi mesame
valdebulebis Sewyveta urTierTmoTxovnaTa gaqviTviT
მუხლი 442. ვალდებულებათა გაქვითვის შესაძლებლობა .............................872
მუხლი 443. გაქვითვის შესაძლებლობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას ....882
მუხლი 444. გასაქვითი მოთხოვნები ................................................................... 884
მუხლი 445. რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა ..................................................885
მუხლი 446. ვალდებულებათა გაქვითვა შესრულების სხვადასხვა ადგილის არსებობისას ...................................................................................... 887
მუხლი 447. მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობა .......................................889
Tavi meoTxe
valdebulebis Sewyveta valis patiebiT
მუხლი 448. ცნება ................................................................................................... 893
მუხლი 449. ვალის პატიების შედეგები სხვა სოლიდარული მოვალეებისათვის............................................................................. 901
მუხლი 450. ძირითადი მოვალისათვის ვალის პატიების შედეგები ..............903
მუხლი 451. ორმხრივ ხელშეკრულებებში მოთხოვნაზე უარის თქმის შედეგები ............................................................................................. 905
-
სარჩევი
XIX
Tavi mexuTe
valdebulebis Sewyvetis sxva safuZvlebi
მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება ............................................................907
მუხლი 453. ვალდებულების შეწყვეტა მოვალის გარდაცვალების გამო ....909
მუხლი 454. ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო ........................................................................... 911
kari meSvide
kreditorTa an movaleTa simravle valdebulebaSi
Tavi pirveli
solidaruli kreditorebi
მუხლი 455. სოლიდარული უფლებამოსილება ..................................................913
მუხლი 456. სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლები ...............................................................920
მუხლი 457. ვალდებულების შესრულება ნებისმიერი კრედიტორის წინაშე ........................................................................ 927
მუხლი 458. ვალდებულების შესრულება ერთ-ერთი კრედიტორისათვის ...932
მუხლი 459. ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის უარის თქმის შედეგები .................................................................... 939
მუხლი 460. სხვა კრედიტორთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა .................................................................................... 944
მუხლი 461. სოლიდარული კრედიტორის მემკვიდრეთა უფლებები .............950
მუხლი 462. სოლიდარული კრედიტორის მოვალეობა დანარჩენი სოლიდარული კრედიტორების წინაშე .........................................954
Tavi meore
solidaruli movaleebi
მუხლი 463. სოლიდარული ვალდებულება ......................................................... 961
მუხლი 464. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები .......967
-
სარჩევი
XX
მუხლი 465. კრედიტორის უფლება მოითხოვოს შესრულება ნებისმიერი მოვალისაგან ...................................................................................... 974
მუხლი 466. სოლიდარული მოვალის შესაგებელი კრედიტორის მიმართ ....979
მუხლი 467. ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულების შედეგები ....................................................................982
მუხლი 468. სხვა სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტების ...987
მუხლი 469. სარჩელი ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ .......993
მუხლი 470. შესრულების მიღების დაყოვნების შედეგები ..............................998
მუხლი 471. სოლიდარული მოვალის მემკვიდრეთა უფლებები ...................1004
მუხლი 472. კრედიტორის მოთხოვნის გაერთიანება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის ვალთან .................................................1009
მუხლი 473. უკუმოთხოვნის უფლება ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულებისას ..............................1013
მუხლი 474. სოლიდარული მოვალის ვალაუვალობის შედეგები .................1022
მუხლი 475. სოლიდარული მოვალის კომპენსაცია .........................................1026
მუხლი 476. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები ...............................1030
-
შესავალი ვალდებულებით სამართალში გიორგი ვაშაკიძე
1
1
2
3
შესავალი ვალდებულებით სამართალშიI. ვალდებულებითი სამართალი და მისი ადგილი კერძო სამართლის
სისტემაში ���������������������������������������������������������������������������������������������������������������� 11. ვალდებულებითი სამართლის ადგილისამოქალაქო კოდექსის
სისტემაში ����������������������������������������������������������������������������������������������������������� 12. ვალდებულებითი სამართლის რეგულირების საგანი ������������������������������� 23. ევროპული კოდიფიკაციების გავლენა ქართულ ვალდებულებით
სამართალზე ������������������������������������������������������������������������������������������������������ 3II. ვალდებულებითი სამართლის თავისებურებანი ��������������������������������������������� 6
1. ვალდებულებითი სამართლის პრინციპები ������������������������������������������������� 62. ვალდებულებითი ურთიერთობის ცნება ���������������������������������������������������� 103. ვალდებულებითი ურთიერთობის ფარდობითი ბუნება �������������������������� 10
ა. არსი ��������������������������������������������������������������������������������������������������������������� 10ბ. გამონაკლისები ������������������������������������������������������������������������������������������� 11
4. სამართლებრივი ბოჭვის სურვილი და ყოფითი ურთიერთობები ��������� 115. არასრულყოფილი ვალდებულებები ����������������������������������������������������������� 146. ფაკულტატიური ვალდებულება ������������������������������������������������������������������ 15
I. ვალდებულებითი სამართალი და მისი ადგილი კერძო სამართლის სისტემაში
1. ვალდებულებითი სამართლის ადგილისამოქალაქო კოდექსის სისტემაში
ვალდებულებითი სამართალი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექ-სის მესამე წიგნში. ის შედგება ზოგადი (316-476) და კერძო ნაწილებისა-გან (477-1016), მოიცავს 700-ამდე მუხლს და არის კოდექსის სისტემაში შემავალი ყველაზე მოცულობითი და იმავდროულად ყველაზე დინამიკუ-რი ინსტიტუტი. ზოგადი ნაწილი არეგულირებს ვალდებულების წარმო-შობასთან, შესრულებასთან, შეუსრულებლობასა და შეწყვეტასთან და-კავშირებულ ზოგად საკითხებს. კერძო ნაწილში დარეგულირებულია ვალდებულებით ურთიერთობათა სპეციალური შემთხვევები, რომელთაც კოდექსი, მათი წარმოშობის თავისებურებათა გათვალისწინებით (იხ. 317 I), სახელშეკრულებო (477-952) და კანონისმიერ ვალდებულებებად (953-1016) ყოფს.
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი მოიცავს უზოგადეს დე-ბულებებს ვალდებულებათა შესახებ და შედგება 7 კარისა და 162 მუხლი-საგან. მისი უდიდესი ნაწილი ეთმობა სახელშეკრულებო ვალდებულებებს, თუმცა, თუ ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ეს უკანასკნელი ასევე გამოიყენება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მოსაწესრიგებლად (იხ. 326).
ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილის პირველი კარი ეთმობა სახელშეკრულებო ურთიერთობებს. ამ კარში დარეგულირებულია ხელ-შეკრულებათა საკმაოდ ფართო სპექტრი. გარდა ტრადიციული, ტიპური
-
გიორგი ვაშაკიძე შესავალი ვალდებულებით სამართალში
2
4
5
6
7
სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, სამოქალაქო კოდექსი იცნობს ე.წ. ატიპურ და სიმბიოტიკურ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, როგო-რებიცაა, მაგ., ფრენშაიზინგი (607 და მომდევნო მუხლები) და ლიზინგი (576 და მომდევნო მუხლები). ამასთანავე, გაფორმებად ხელშეკრულე-ბათა წრე ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილის კატალოგით არ შემოიფარგლება და, სანივთო სამართლისგან განსხვავებით, არ იზღუ-დება სახელშეკრულებო ტიპების numerus clausus-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში (იხ. 319 I 2) მხარეებს უფლება აქვთ, დადონ ისეთი ატიპური და შერეული ხელშეკრულებები, რომლებიც კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის.
ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილის მეორე კარში მოწესრი-გებულია კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები შემდეგი თან-მიმდევრობით: საზიარო უფლებები (953-968), დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება (969-975), უსაფუძვლო გამდიდრება (976-991) და დელიქტური ვალდებულებანი (992-1016).
სამოქალაქო კოდექსის მესამე წიგნი არ არის ყოვლისმომცველი და როგორც სახელშეკრულებო ასევე კანონისმიერ ვალდებულებათა გარ-კვეული საკითხები გამოტანილია დარგობრივ კოდიფიკაციებში (შრომი-თი ხელშეკრულებები, საბანკო საქმიანობა, დაზღვევის ხელშეკრულება, დისკრიმინაცია, გადახდისუუნარობის საქმეები), ან მიმობნეულია სამო-ქალაქო კოდექსის სხვა წიგნებში, რაც მათი სისტემური კუთვნილებით აიხსნება (მაგ., საქორწინო კონტრაქტი).
სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება სპეციალურობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადი ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური, უფრო კონკრეტული ნორმა (ზოგადი ნორმების სუბსიდიური მოქმედება).1 შე-საბამისად, ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილის ნორმები (477-1016) ზოგადი ნაწილის ნორმებთან მიმართებით, როგორც წესი, სპეცია-ლური ნორმის (lex specialis) უპირატესობით სარგებლობენ (იხ. 2 II). კერძო ნაწილის ნორმები, თავის მხრივ, ზოგადია იმ ვალდებულებითსამართლებ-რივი ურთიერთობებისათვის, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის მიღმა, სპეციალური კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
2. ვალდებულებითი სამართლის რეგულირების საგანივალდებულებითი სამართალი არეგულირებს ვალდებულებით ურთიე-
რთობებს. ვალდებულებითია ურთიერთობა, რომლის საფუძველზე ერთ მხარეს (კრედიტორს) შეუძლია, მოსთხოვოს მეორე მხარეს (მოვალეს) ამა თუ იმ ქმედების შესრულება (316 I). ამავდროულად, კონკრეტული ურთი-ერთობის ხასიათიდან გამომდინარე, როგორც კრედიტორს, ასევე მოვა-ლეს შეიძლება ეკისრებოდეს ერთმანეთის ქონებისა და ინტერესებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერება, ანუ კრედიტორის კანონით დაცულ სიკეთეთა ორგანული სიმრთელის შენარჩუნებაზე ზრუნვა (316 II).
ვალდებულებები, რომელთა საფუძველზე კრედიტორი უფლებამოსი-ლია, მოითხოვოს შესრულება, ხოლო მოვალე ვალდებულია, შეასრულოს
1 ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, 2009, გვ. 21.
-
შესავალი ვალდებულებით სამართალში გიორგი ვაშაკიძე
3
8
(316 I), კოდექსის მესამე წიგნს მიღმაც გვხვდება. ასეთ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, მაგ., გარიგების ბათილობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოვალეობა (79 II 1), ზიანის ანაზღაურების მოვალეობა იმ ქმედებისათვის, რომელიც ხელს უშლის ვალდებულების შესრულებას გა-რკვეული პირობის დადგომის შემთხვევაში (95 II), ცრუ წარმომადგენლის პასუხისმგებლობა (113), საქორწინო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობა (1172 და მომდევნო მუხლები), რჩენის მოვალეობა (1182 და მომდევნო მუხლები), სავალდებულო წილიდან გამომდინარე ვალდებუ-ლებითი ურთიერთობანი ანდერძითა და კანონით მემკვიდრეებს შორის (1371 და მომდევნო მუხლები), ვალდებულებითი ურთიერთობა ლეგატსა და ბენეფიციარს შორის (1383 და მომდევნო მუხლები),2 ვალდებულებითი ურთიერთობანი ნივთის მპოვნელსა და დამკარგავს შორის (191), ვალდე-ბულებითი ურთიერთობანი მესაკუთრესა და უზუფრუქტუარს შორის (245), ვალდებულებითი ურთიერთობანი მესაკუთრესა და გირავნობის კრედიტორს შორის (261). თუ მათი ბუნებიდან სხვა რამ არ გამომდინა-რეობს, ეს ურთიერთობები სუბსიდიურად რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის მესამე წიგნის ნორმებით. რაც შეეხება სხვა სანივთოსამა-რთლებრივ მოთხოვნებს, ისინი თვისებრივად არ მიეკუთვნებიან ვალდე-ბულებითსამართლებრივ მოთხოვნებს და მათზე პირდაპირ არ ვრცე-ლდება სამოქალაქო კოდექსის მესამე წიგნის მუხლები. თუმცა, თუ ეს სანივთოსამართლებრივი მოთხოვნის არსს არ ეწინააღმდეგება, შესაძლე-ბელია, ვალდებულებითი სამართლის ნორმები ანალოგიით სანივთოსამა-რთლებრივ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლადაც იქნეს გამოყენებული.
3. ევროპული კოდიფიკაციების გავლენა ქართულ ვალდებულებით სამართალზე
კოდექსის მესამე წიგნზე მუშაობისას, ძირითადად, გერმანული სამა-რთლის მდიდარი გამოცდილება იქნა გათვალისწინებული, თუმცა მას-ში ასევე აისახა საერთაშორისო უნიფიცირებული აქტებისა და ფრანგული, შვეიცარიული და ჰოლანდიური კოდიფიკაციების მიღწევები.3 ყველაფერი ეს ქართველი კანონმდ