ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

13
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთიდაწერის დრო: ,,შელოცვა რადიოთი” 1928 წელს დაიწერა,კონკრეტულად 1928 წელი, რა თქმა უნდა,შემთხვევითობაა, თუმცა ცხადია,რომ დგას წლები, როცა საქართველოდან წასვლის იდეა პოპულარული არ არის,ტრადიციული განცდა გამძაფრებულია.მშობლიურ მიწას მიჯაჭვული სული საკუთარი არსებობის ხელახლა აღმოჩენას ცდილობს. მოვლენას კონკრეტული საფუძველი აქვს: პირველი მსოფლიო ომისა და მისი შემდგომი წლების რყევებმა,საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ,ხალხთა ახალი საპყრობილისსაბჭოთა კავშირის შექმნამ ემიგრაციის აზვირთება გამიოიწვია.ეს დიდი ტკივილი იყო. წასვლა განწირულის სულისკვეთებას ჰგავდა:მიდიოდნენ იმიტომ,რომ არ დაედგომებოდათ,მიდიოდნენ იქ,სადაც არავინ ელოდათ,მიდიოდნენ და იერუსალიმიდან გაწეული იუდევლებივით ერთადერთი,სიცოცხლე მიჰქონდათ.

Upload: tamarkakachia

Post on 12-Jul-2015

6.404 views

Category:

Education


428 download

TRANSCRIPT

Page 1: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

ნიკოლორთქიფანიძე,,შელოცვა რადიოთი”

დაწერის დრო:

,,შელოცვა რადიოთი” 1928 წელს დაიწერა,კონკრეტულად 1928 წელი, რა თქმაუნდა,შემთხვევითობაა, თუმცა ცხადია,რომდგას წლები, როცასაქართველოდან წასვლის იდეა პოპულარული არ არის,ტრადიციული განცდაგამძაფრებულია.მშობლიურ მიწას მიჯაჭვული სული საკუთარი არსებობისხელახლა აღმოჩენას ცდილობს.

მოვლენას კონკრეტული საფუძველი აქვს: პირველი მსოფლიო ომისა დამისი შემდგომი წლების რყევებმა,საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისდამყარებამ,ხალხთა ახალი საპყრობილის–საბჭოთა კავშირის შექმნამემიგრაციის აზვირთება გამიოიწვია.ეს დიდი ტკივილი იყო.

წასვლა განწირულის სულისკვეთებას ჰგავდა:მიდიოდნენ იმიტომ,რომ არდაედგომებოდათ,მიდიოდნენ იქ,სადაც არავინ ელოდათ,მიდიოდნენ დაიერუსალიმიდან გაწეული იუდევლებივით ერთადერთი,სიცოცხლემიჰქონდათ.

Page 2: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

შინაარსი• ელი გორდელიანი მოთხრობის ერთადერთი მთავარი გმირია.მოთხრობის მთელი შინაარსი მის თავგადასავალს წარმოადგენს.

• ელი ქართველი სამხედროოფიცრის შალვა გორდელიანისადა გერმანელი მუსიკის მასწავლებლის მატილდა ვახერერის ასულია.ელისყმაწვილქალობა პირველ მსოფლიოომს დაემთხვა,საზოგადოებამ იგი ომშიდაჭრილი მეომრებისდასახმარებლად გამართულბალზეგაიცნო.

• ქალსთვალიდაადგა რუსეთის არმიის ოფიცერმა,გრაფმა ვლადიმერ ბორენკოვმა.მათი ქორწინება უიღბლო გამოდგა.რუსეთშიგამგზავრებული ელი სულმოკლე მეუღლეს მატარებლიდანვე,იქვე,თბილისის მახლობლად გამოექცა.

• მეორე ქმარი,ქართველიოფიცერი–იერონიმე შვინდაძე უხეიროდა უპასუხისმგებლო კაცი გამოდგა.ელი მამასთანდა სრულიად პატარაგიორგისთან ერტადცხოვრების პირისპირ აღმოჩნდა.იძულებული გახდა,ერტადერთი მედალიონის გარდა,ყველაფერი გაეყიდა ანდაეგირავებინა.

• ელითბილისიდან ახლადგაცნობილ ინგლისელთან–ჯონ ჰექსელეისთან ერთად წავიდა,ჯერ კავკავში(ვლადიკავკაზი),შემდეგგერმანიაში,მიუნჰენში ცხოვრობდა,ბევრი რამ ნახა,გამოცადა,თბილისი,მამისადა შვილის ხატება,აქამდე აჩრდილივითრომდასდევდა,გონებიდან ამოიშალა.ჰექსელეი მიუნჰენში კინოწარმოების დაწყებას აპირებდადა კომპანიონად მოიაზრებდა ამერიკელმილიარდელს ბრომლეის,რომელიც სასტუმოში მათ მეზობლადცხოვრობდა.

• ბრომლეიმ თავის მხრივ აღმოაჩინა, რომ ელის მიმართ გრძნობები ჰქონდა.

• ელის ცნობიერება ერთმა უცნაურმა ამბავმა შეაფხიზლა: ჰექსელეიმ ბრომლეის,იმისივე თხოვნით,15 ათასდოლარად მიჰყიდაინდოელითანაშემწე რამინო,რომელსაც შეფთან გულითადიდამოკიდებულება აკავშირებდა. შეურაცყოფილირამინო,სასტუმროდანწავიდა,გადაიკარგა. ,,შენცუნდა წახვიდე, შენც უნდა წახვიდე”–პირველად მაშინ გაუელმა ელის.

• ქალმადაინახა,რომ საზოგადოება,რომელშიც აღმოჩნდა, გულწრფელი არ იყო.ჰექსელეი რაღაც წარსულს მალავდა, ბრომლეი კიჰექსელეიზე, როგორც ,,სავაჭრო პარტნიორზე” ცნობებს აგროვებდა, თვითონ კი ნივთს წარმოადგენდა.

• ერთ საღამოს,კაბარეში ყოფნისას გველების წარმოდგენა ნახა,მიიჩნია,რომ წარმოდგენის მონაწილე ინდოელი ქალი კარგად ვერცეკვავდა,გადაწყვიტა,თვითონ ეცეკვა,სამაგიეროდ კი სამშობლოშიდაბრუნება ეთხოვა. ამთხოვნას გველებთან ცეკვის გარეშეცშეუსრულებდნენ,მაგრამ,რადგან ნივთად ყოფნა მობეზრებოდა,ამჯობინა აღედგინა ღირსებადა სამშობლოშიდაბრუნება განწირულისსულისკვეთებით ეყიდა.

• ელიმ განსაკუთრებული მგზნებელობით იცეკვა, მოძრაობაში საკუთარი ცხოვრება,საკუთარი ხილვა გამოხატა.ცეკვისას გველმაუკბინა. ლონდონიდან,ვენიდან,ბერლინიდან გამოწერილმა ექიმებმა ვერეფერიუშველეს, თვითონ ითხოვა,სამშობლოდან გველითდაკბენილისშელოცვა გამოეგზავნათ.შელოცვა საქართველოდან რადიოთი გაუგზავნეს,თუმცა ამან ვერ უშველა.

• ბრომლეიმ გრანდიოზული სამგლოვიარო ცერემონიალი მოაწყო,ელის გვამი კრემატორიუმშიდაწვესდა სახელდახელოდგაკეთებულმისივე ქანდაკების ღრუში ჩადეს. ასე დამთავრდა მშვენიერი ქალის ცხოვრება,მისი სიშლეგისა დათავგანწირვის ისტორია.

Page 3: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

რატომ წავიდა ელი საქართველოდან?

• ელის სამშობლო პოლიტიკური რეპრესიების ფონზე არდაუტოვებია.პირველი მსოფლიოომიახალადამთავრებული,საქართველოში უცხოელებიირევიან,რეპრესიები არ არის,თუმცა არისქაოსი,გაჭირვება,გაუფასურებული მამა,რომელსაცდაცინვით,,მოფილოსოფოსე კავალერისტს” ეძახიან,დემორალიზებულისაზოგადოება,დემორალიზებული ქმრები,ორიუღბლოქორწინება.ელი გარბის,რათა მოჯადოებული წრეგაარღვიოს,სიდუხჭირესა და უძრაობას გაეცალოს,სივრცეისუნთქოს.აწმყო,რომელშიც გაქცევამდე ცოცხლობს,სულისბორკილებია.

• სამშობლოდან წასულმა აღმოაჩინა,რომ ბორკილები არმოშორებია,თანამდევი წარსულისა და ახალი აწმყოს ტყვეგახდა,მოჯადოებული წრის ხელახლა გარღვევის სურვილმატრაგედიამდე მიიყვანა,ელის სახე იმ ქართველ ემიგრანტთასახეებს შეუერთდა, რომელთათვისაც სამშობლოშიდაბრუნებასიკვდილ–სიცოცხლის საგნად იქცა.

Page 4: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

საქართველოს სიძეები

• ელი გორდელიანის ქმრები ბორენკოვი და იერონიმე შვინდაძე იყვნენ,ჯონჰექსელეის რაღაც გაურკვეველი ურთიერთობა ჰქონდა, ბრომლეის რომანმა კიდაწყებაც ვერ მოასწრო.

• მათ ჩვენ პრობითად ,,სიძეებს” ვუწოდებთ,სინამდვილეში ეს უფრო ზოგადსაზრისს მოცავს.

• ელი გორდელიანი ზოგად სივრცეში მყოფ საქართველოს განასახიერებს. ოთხივე,,სიძე” არის სამყარო,რომელიც საქართველოსთან,როგორც სულიერ არსებასთანურთიერთობს.მჭიდრო ცოლქმრული ურთიერთობა მხოლოდ ქართველთანაკავშირებს,დანარჩენი სამი კი ელის არც კანონიერად ,არც უკანონოდ არუკავშირდება.ბორენკოვთან მხოლოდჯვრისწერას ასწრებს,ჰექსელეისთანფიზიკური სიახლოვეც არ ჰქონია,ბრომლეიმ კი გრძნობის გაცხადებაც ვერმოასწრო.

Page 5: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

სიძეების სიმბოლიკა

პირველი ქმარი–რუსი ბორენკოვი სიმბოლურია,რომელი,როგორც საქართველო,მისგან

გამორბის.ვითარება,რომელიცთბილისიდან გასულიმატარებლის ვაგონში სუფევს,აგონიაში მყოფი რუსული

სამყაროს ანარეკლია(რუსეთია იმპერია პირველმსოფლიო ომში დამარცხდა და დაინგრა კიდეც).ეს არის

თავგზააბნეულიდა საშიში სამყარო,გაუთავებელისმა,ხორხოცი,ქალის მიმართ გამოვლენილი

ავადმყოფური საქციელი, ისარასრულყოფილებაა,რომელსაც გადარჩენის მოსურნე

სული და სხეული უნდა გაექცეს,ამით ნიკოლორთქიფანიძემ მე–20 საუკუნის 20–იანი წლებისქართულ–რუსული ურთიეთობების კრახი გვაჩვენა.

Page 6: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

იერონიმე შვინდაძემ რუს ქმარს გამოქცეულდა ჯარისკაცთა ბრბოს პირისპირაღმოჩენილ ელის უშველა, თუმცა მისიშენარჩუნება და ოჯახური სტაბილურობისშექმნა ვერ შეძლო,იერონიმეუმწეო,უენერგიო ქართულ სინამდვილესგანასახიერებს. ეს არის სული,რომელიცსაკუთარ სხეულს ვერ ფლობს,ანდასხეული,რომელიც საკუთარ სულს ვერიტევს.

Page 7: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

ჯონ ჰექსელეი–უპასუხისმგებლო ევროპას განასახიერებს. საქართველოდაევროპა,სიმბოლური გაგებით,ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან,საქართველო

იქცევა ნივთად,რომელსაც ევროპა ინდოეთივით გაყიდის და მიჰყიდის მას,ვინცმეტს გადაუხდის.ჰექსელეის დამოკიდებულება ელის სტატუსუს

დაუდგენლობა–ცოლია? საცოლეა? საყვარელია? სწორედ ამ ურთიერთობებისსიმბოლური გააზრებიდან მომდინარეობს.

Page 8: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

• ამერიკელმა ბრომლეიმ ელი(საქართველო) მომაკვდავი ჩაიბარა, არის თუ არა ბრომლეი ამერიკა? 20–იანწლებში,როცა შელოცვა რადიოთიდაიწერა,ქართულ–ამერიკულიურთიერთობების იდეოლოგიაპოპულარული არ იყო,თუმცა არცშეუძლებელი ყოფილა,რასაცკომკრეტული ფაქტები ადასტურებს: ამერიკის პოლიტიკური წარმოდგენაქართულ პოლიტიკაში არსებობდა. ნიკოლორთქიფანიძეს,რომელმაც 20–იან წლებში ქართულ–რუსული,ქართულ–ევროპულიდასაკუთრივ ქართულ–ქართული(ჩვენითავი ჩვენადვე გვეყუდნესო” იდეოლოგიის კრახი იხილა დაამიტომაც,შესაძლოა,გარკვეულიქართულ–ამერიკული პერსპექტივებისგანცდა ჰქონდა.ერთი რამ კი ცხადია,რომ ბრომლეი

ერთადერთი სიძეა,რომელმაცელის(საქართველოს) ფასი იცის დაშეუძლია მისი მფარველობა დასაქართველოში დაბრუნება.

Page 9: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

გველის სიმბოლიკა

ნიკოლორთქიფანიძის მოთხრობაში გველის ბიბლიური სიმბოლიკაგაგრძელდა

ელი ბედისწერამ დაკბინა.წამიერადდასახული ედემის გზაკაცობრიობის უძველესმა მტერმა ჩაკეტა.მოთხრობაში მარადისობას

სამშობლო,წარმავლობას კი უცხოობა განასახიერებს.მაცდური,რომლის გამოისობითაც ადამიანმა მარადიული სამყარო

უსახო ბედისწერად გარდაქმნილა და იმავე ადამიანს უკან არაბრუნებს,ახალი მხატვრული ამოცანა და ახალი შინაარსი ბიბლიური

სახის ლოგიკური გაგრძელებაა.

Page 10: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

ბარათაშვილისსიმბოლიკა ელი გორდელიანის ცხედარი,როგორც

გვახსოვს,დაწვეს,ფერფლი მისი ქანდაკების ღრუშიშეინახეს, მოთხრობა დამთავრდა სიტყვებით,რომ ელისუფრო შეეფერებოდა... მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ

ბარათაშვილის ძეგლის ახლო მიმოებნიათ”ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართულ წარმოდგენაში

ახალგაზრდა, ტანჯული სულის სახეა. მოთხრობის ბოლოსელი ბარათაშვილისლირიკულ გმირად

იქცევა:მოჯადოებულ წრეს,სამშობლოს მერანისპაროდირებული მემკვიდრით–რკინის ავტომობილით

გაეცალა.თავის მამულში ვერ დაიმარხა,ბევრმა იტირა, თუმცა

,,მწუხარის ცრემლი არ დაეცა”ნამდვილი სიყვარული–ლექსად დასაწერი ვერ მიიღო.ცეკვაც განწირულის სულისკვეთება იყო–უკანასკნელი

საშუალება,რათა გამოხატულიყოდა უფლება მოეპოვებინა, ბრძოლითდაბრუნებულიყო სამშობლოში.

ბარათაშვილისლირიკული გმირს იმედი ჰქონდა,რომმომავალთაობებს გზის სიძნელეს გაუადვილებდა. ელი

გორდელიანი გზას არავის უადვილება–აჩვენებს,ასწავლის,არწმუნებს,რომ გზას,რომელიც თვითონ

განვლო,სხვები არასდროს დაადგნენ.

Page 11: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

შელოცვის სიმბოლიკა

• შელოცვის მოთხოვნა სულის უკანასკნელიგაბრძოლება,სამშობლოსთან სულიერი კავშირისაღდგენის უკანასკნელი მცდელობაა,რომ უძველესიქართული გუმანი,ენერგია,ქართული წადილიდაშელოცვა კი არა, ლოცვა გადაარჩენს.

• ისევ თავგანწირულის სულისკვეთება: ყველასაყრდენი აფეთქებულია,შელოცვა არ ჭრის დალოცვაცვერ იფარავს.

Page 12: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

ეპიგრაფის,ანუ პროლოგის სიმბოლიკა

ორი ეპიგრაფი:

ერთი რუსთაველის და მერე ბიბლიური:

1. ,,რას მაქნევდით,რათ გინდოდით,

ერთმანეთსა რითა ვგვანდით,

თქვენ მორჭმულნი თამაშობდით,

ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით”

,,ჩვენ მტირალნი” საქართველოა მისი ბედი განსხვავებულია მათიბედისაგან,ვისთვისაც საქართველო ის არის,რაც თვითონსაქართველოს უნდა,რომ იყოს.

2. ,,ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვისდანთხეული,მისატევებლად ცოდვათა და გასაწმენდად სიცოცხლისა” ელის ცხოვრება მაგალითია.ადამიანები თავიანთ წარმოდგენაშიგადიან გზას,რომელიც ელი გორდელიანმა პრაქტიკულადსიცოცხლის ფასად განვლო.ეს არის გზა,რომელსაც სხები არასდროსარ უნდა დაადგნენ.

Page 13: ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი

გმადლობთ ყურადღებისათვის

ქართული ენისა დალიტერატურისმასწავლებელი:

თამარ კაკაჩია