მზის სისტემა

72

Upload: nino2000

Post on 21-Jul-2015

167 views

Category:

Education


0 download

TRANSCRIPT

რა აქვთ საერთო ამ პლანეტებს?

მერკური

მერკური

პლანეტას რომაული ღმერთის - მერკურისსახელწოდება აქვს. მერკური ღმერთების შიკრიკი, მედიატორი იყო. სახელი მერკური მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან merx, რაც ვაჭრობას ნიშნავს. მერკური ვაჭრების მფარველად ითვლებოდა.

მერკური

მერკური — მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაა. ის ასევე ყველაზე პატარაა და მისი ორბიტა ყველაზე ექსცენტრიულია მთელ რვა პლანეტას შორის. მისი ორბიტალური პერიოდი 88 დღეს გრძელდება (დედამიწის დღე).

• მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით დედამიწის მთვარეს ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო. რადგანაც მერკურის თითქმის არ აქვს ატმოსფერო, რომ სითბო შეინარჩუნოს, მისი ზედაპირი ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებებს იტანს - ღამით -173.15 °C და დღისით 426.85 °C.

• აქამდე მერკური კლდოვან პლანეტებს შორის ყველაზე ნაკლებად იყო გამოკვლეული, რადგანაც მას მხოლოდ ერთი ზონდი ეწვია (ორბიტაზე) -„მარინერი“. ეს მოხდა 1975 წელს. ასევე მერკურის მიწიდანაც აკვირდებოდნენ. მაგრამ 2008 წელს მესენჯერიდან მიღებული მონაცემების შემდეგ, მერკურის შესახებ ბევრი რამ გაირკვა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს უჩვეულო კრატერი მასხივებელი ღრმულით, რომელსაც მკვლევრები „ობობას“ უწოდებენ.

ვენერა

პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერასსახელი ჰქვია.

ვენერა

• ვენერა (ძვ. ქართული სახელწოდება ასპიროზი, მთიები,

ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) —მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით.

ვენერა

ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც”, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ( ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ.

• ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470C-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი -კრატერები.

• ატმოსფერო ძირითადად გოგირდმჟავის ორთქლისაგან შედგება. მის ზედაპირზე განუწყვეტლივ ქრის ქარი, რომლის სიჩქარე მერყეობს 270-დან 350 კილომეტრამდე საათში.

• ვენერას წელიწადი დედამიწის 7.5 თვის ტოლია. იგი თავისი ღერძის გარშემო პლანეტების უმეტესობასთან შედარებით პირუკუ ტრიალებს. მეცნიერები ამ მოვლენის მიზეზს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია - მისი პედიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის.

• მეცნიერები ვენერას დღესაც დიდი გულისყურით სწავლობენ. მის ზედაპირს სხვადასხვა დროს რამდენიმე კოსმოსური ავტომატური სადგური მიუახლოვდა. მათ დედამიწაზე პლანეტის შესახებ ინფორმაციები გადმოსცეს. სამწუხაროდ, პლანეტის სიმხურვალის გამო ეს სადგური მალე დაიწვა.

მზის სისტემის მესამე პლანეტა

• დედამიწა უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით.

• იგი დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე.

• დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება —ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

• დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება: დედამიწის ქერქისაგან, მანტიისაგან ( ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს) და ბირთვისაგან.

1. ბირთვის ცენტრი 2. ბირთვი

3. მანტია 4,5,6. ქერქი

• უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე - პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს გონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია,ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გაჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).

• მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია.

• მთვარე ბნელი და ცივი, „ბრმა“ ციური სხეულია, რომელიც მზისგან არეკლილი სინათლით ანათებს, იგი მზიდან გამოსხივებული სინათლის მხოლოდ 7%-ს ირეკლავს.

• პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2“ (1959).

• პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3“-მა იმავე წელს.

• პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ, 1969).

• 1969 წლის 21 ივლისს მთვარეზე პირველად ამერიკელი ასტრონავტები

ნილ არმსტრონგი და ედვინ ოლდრინი დაეშვნენ.

.

• მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობისას ხდება, როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცევა და მზის სინათლე მას ვერ სწვდება. მთვარე თითქოს ციდან ქრება.

• ადამიანი მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, რადგან იგი მუდამ ერთი მხრითაა დედამიწისაკენ მოქცეული. არავინ იცოდა როგორი იყო მთვარის უკანა მხარე, სანამ 1959 წელს ხელოვნურმა თანამგზავრმა ფოტო არ გადაუღო.

• როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან მთვარის მხოლოდ მზით განათებული მხარის სხვადასხვა ნაწილები ჩანს. მთვარის ფორმა თხელი ნამგლის ფორმიდან, დისკოს ფორმამდე იმატებს, შემდეგ კი ისევ იკლებს. ძირითადად განირჩევა მთვარის ოთხი ფაზა: ახალი მთვარე, პირველი მეოთხედი, სავსე მთვარე და უკანასკნელი მეოთხედი. მთელი ეს ციკლი დედამიწის 29,5 დღე-ღამეს მოიცავს.

• მზის დაბნელება — ბუნებრივი საოცარი ფენომენი, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია.

მარსი

მარსი (ლათ. Mars) — რომაულ მითოლოგიაში ომის ღმერთი, ძე იუნოსა და იუპიტერის (ან მაგიური ყვავილის). მარსის სიმბოლო იყო შუბი და ფარი ♂, რომელიც ლეგენდის თანახმად ციდან ჩამოვარდა, რომაელთა დაუმარცხებლობის აღსანიშნავად.

• პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ.

მეოთხე პლანეტა

• მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი) —მეოთხე პლანეტა სიშორით მზის სისტემაში. მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს -ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.

ფობოსი დეიმოსი

მარსი

პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება.

მთა ოლიმპი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლე თითქმის 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრია.

• დღე -ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პლანეტაზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი.

• იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს ეკვატორზე.

• პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს.

• ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონი კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ-მდე მცირდება.

• 2003 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დროით შუაღამისას, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ .

მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.

იუპიტერი — რომაულ მითოლოგიაში ჭექაქუხილის და ელვის ღმერთი, და მას იგივე როლი ჰქონდა,როგორც ზევსს ბერძნულ პანთეონში. მას უწოდებდნენ იუპიტერ ოპტიმუს მაქსიმუსი (იუპიტერი უმაღლესი, უდიდებულესი), როგორც რომაული სახელმწიფოს მფარველ ღვთაებას, კანონისა და სოციალური წესრიგის განმკარგავს. სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან Jove და pater (ლათ. მამა).

• იუპიტერი (ძვ. ქართული სახელწოდება დია ან მუშთარი ) —მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.

• იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე(მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. იგი დედამიწაზე 11-ჯერ დიდია.

• პლანეტის მოწითალო ფერს განაპირობებს ფოსფორის, გოგირდის და ნახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130°С–ია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება. აპარატ „გალილეოს“ მონაცემებით, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150°С–ს უახლოვდება.

პლანეტის მოწითალო ფერს განაპირობებს ფოსფორის, გოგირდის და ნახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130°С–ია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება. აპარატ „გალილეოს“ მონაცემებით, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150°С–ს უახლოვდება.

• ზოგიერთი მკვლევარის თქმით, იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედი. 4 თანამგზავრი, ჯერ კიდევ 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა.

• იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყეს 1973 წლის 3 დეკემბრიდან.

სატურნი

პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის

სახელი ჰქვია.

ყურებიანი პლანეტა

• სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.

• სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ.

• ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე -2 თეორიის მიხედვით, მილიარდობით წლის წინ მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.

ყურებიანი პლანეტა

სატურნი

სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო.

სიდიდით მეორე პლანეტა

• სატურნს 62 თანამგზავრი ჰყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი.

ტიტანი

ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი

ღვთაების ურანის სახელი ჰქვია.

ლურჯი პლანეტა

• ურანი (ლათ. Uranus) — მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში.

• თავისი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ჰყავს. ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს. აღმოაჩინა უ. ჰერშელმა 1781 წლის 13 მარტს. ჯორჯ III-ის საპატივსაცემოდ ,,ჯორჯის ვარსკვლავი“ უწოდა. 1850 წელს ეწოდა ურანი.

• ურანი ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელიც თითქოს ,,გვერდზე წამოწოლილი“ ბრუნავს. მეცნიერთა ვარაუდით, ასეთი მდგომარეობა პლანეტამ, შესაძლოა, მრავალი მილიონი წლის წინ კომეტასთან შეჯახების შედეგად მიიღო.

ცივი პლანეტა

• ურანის ზედაპირის ტემპერატურა მინიმალური არის -216 °C , მაქსიმალური -196 °C .

• ნასა-ს „ვოიაჯერ 2“ ერთადერთი კოსმოსური ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტამდე მიაღწია და ჯერჯერობით სხვა ექსპედიციები დაგეგმილი არ არის. ვოიაჯერი 1977 წელს გაიშვა და მან ურანუსის სიახლოვემდე 1986 წლის 24 იანვარს მიაღწია, რის შემდეგაც გზა ნეპტუნისკენ გააგრძელა.

ცივი პლანეტა

ნეპტუნი

ნეპტუნუსი (ლათ. Neptūnus) — რომაული მითოლოგიის მიხედვით წყლისა და ზღვის ღმერთი, იუპიტერისა და პლუტონის ძმა.

• ნეპტუნი — სიშორით მერვე პლანეტა მზიდან და ყველაზე შორეული გაზის გიგანტი ჩვენს მზის სისტემაში.

• ნეპტუნს ჰყავს 13 თანამგზავრი.

• ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C . ხოლო მაქსიმალური -196 °C.

• ყველაზე ძლიერი ქარი ქრის. მისი სიჩქარე საათში 2200 კმ-ა.

• ნეპტუნი ძალიან სწრაფად ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და ერთი შემობრუნებისთვის სულ 16 საათი სჭირდება.

• მზის ირგვლივ ერთ ბრუნს 165 წელს ანდომებს.

• პლანეტა აღმოჩენილ იქნა 1846 წლის 23 სექტემბერს და დღემდე მას მხოლოდ ერთი ხომალდი ვოიაჯერ 2 ეწვია, რომელმაც მის გასწვრივ 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა.

ჯუჯა პლანეტა

• პლუტონი (Pluto) — მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა. 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ამით ამავე ასოციაციის 1930 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა პლუტონის მზის სისტემის მე-9 პლანეტად ცნობის შესახებ. მაშინდელი მონაცემებით პლუტონი ბევრად უფრო დიდი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ გაირკვა.

• პლუტონს 3 თანამგზავრი ჰყავს. პირველი თანამგზავრი, ქარონი 1978 წლის 22 ივნისს აღმოაჩინა ჯიმ კრისტლიმ. მისი დიამეტრი 1210 კმ -ია.

• 2005 წელს პლუტონის ორი მცირე მთვარე იქნა აღმოჩენილი, ნიქსირომელიც პლუტონიდან საშუალოდ დაშორებულია 48 700 კმ -ით და ჰიდრა დაშორების მანძილი 64 800 კმ.

გმადლობთ ყურადღებისთვის!