საზოგადოებრივი · web viewმიწის...

99
სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს 2015-2018 სსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსს ააააააა, 2014 1

Upload: others

Post on 25-Dec-2019

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2015-2018 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა

აგვისტო, 2014

I პრიორიტეტი − ინსტიტუციონალური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერა

პროგრამა 26 011

Page 2: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივიმხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელება

პროგრამის განმახორციელებელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატი;

პროგრამის განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

ქვეყნის სამართლებრივ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხთა შორის უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი გარანტიებისა და ანგარიშვალდებულების არსებობა. სამართლებრივი საკითხებიდან ხაზი უნდა გაესვას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ხარვეზების აღმოფხვრას, საერთაშორისო სტანდარტებთან შრომის კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფას, მათ შორის, ქალთა უფლებების ნაწილში, კერძო სამართლის კანონმდებლობისა და ინსტიტუტების განვითარებას. ამასთან, დიდი მნიშვნელობის მქონეა ყველა ზემოაღნიშნულ მიმართულებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

არსებული პრობლემების გადასაჭრელად დროულად არის საჭირო სათანადო აქტივობების განხორციელება როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, ისე, ზოგადად, ინსტიტუციონალური რეფორმის მიმართულებით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის კვლევა და ანალიზი, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, ცვლილებების იმპლემენტაციის ხელშეწყობა, რეფორმის პროცესში საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის წარმატებით დასრულებას და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობას, კარგი მმართველობის უზრუნველყოფას, საჯარო სამსახურისა და შრომის კანონმდებლობის რეფორმას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საჯარო მმართველობაში საზოგადოების მეტი ჩართულობის ხელშეწყობას, კერძო სამართლის კანონმდებლობისა და ინსტიტუტების განვითარებას.

გარდა ამისა, როგორც ამას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ ითვალისწინებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის − არბიტრაჟის განვითარებას, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. აღნიშნული მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში, სახელმწიფოს ინტერესების სათანადოდ დაცვის მიზნით, სახელმწიფო წარმომადგენლობის ან/და წარმომადგენლობის კოორდინაციის ეფექტურად განხორციელება. არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების ხელშესაწყობად, ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, სხვადასხვა პროექტებში, ღონისძიებებსა თუ ინიციატივებში ჩართულობა, რასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე ახორციელებს და მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს.

2

Page 3: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

პროგრამის აღწერა

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა − სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა; უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და მონიტორინგის მექანიზმის დახვეწა; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების   ყოველწლიური განახლება; იმპლემენტაციის პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის  კოორდინაცია; წლიური პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება, მართლმსაჯულების სისტემის  რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების ხელშეწყობა; პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება და ევროპის კავშირის დელეგაციისათვის წარდგენა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმა, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის უფლებების გაზრდისა და შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავება; არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება; არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების მექანიზმის დახვეწა.

ანტიკორუფციული და კარგი მმართველობის რეფორმა − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაძლიერება, მისი როლის გაზრდა და ქმედით ორგანოდ გარდაქმნა; ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და მონიტორინგი; ანტიკორუფციული პოლიტიკის შესრულების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება; ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგება; ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა; ეროვნულ დონეზე ღია მმართველობის პარტნიორობის საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმის − ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის საქმიანობის ხელშეწყობა. ანტიკორუფციული საბჭოსთვის ფორუმის საქმიანობის ანგარიშების მომზადება; 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება და ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოსთვის წარდგენა; ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება; ახალი გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვა.

3

Page 4: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა, ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის და ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში გაბნეული ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში გაერთიანების მიზნით  ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება; ინფორმაციის ერთიანი პორტალის პროექტის − data.gov.ge − შემუშავების ხელშეწყობა; მთავრობის მიერ დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საფუძველზე საჯარო სამსახურში ეთიკის ნორმების, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაუმჯობესების, აგრეთვე, ანაზღაურების, წახალისებისა და დაწინაურების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება.

მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის დასრულება და მისი აღსრულების სტრატეგიის შემუშავება − 2013 წელს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დაიწყო მართლმსაჯულების სისტემის ძირეული საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც 2014 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს. გარკვეული ცვლილებები, თუმცა, ნაკლებად მასშტაბური, შეიძლება განხორციელდეს მომდევნო წლებშიც. თუმცა, ყველაზე საჭირბოროტო ამოცანას საკანონმდებლო რეფორმების აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით შემუშავდება მართლმსაჯულების რეფორმის აღსრულების სტრატეგია, რომელზეც იმუშავებს იუსტიციის სამინისტრო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება

სტრატეგიით მოცული იქნება შემდეგი ძირითადი სფეროები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაცია; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული საკადასტრო მონაცემთა ბაზის

შექმნა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა.მიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა წარმოადგენს საფუძველს,

რომელზეც დამოკიდებულია საბაზრო ეკონომიკის შედეგიანი ფუნქციონირება და მიწის რესურსების მდგრადი და ნაყოფიერი მართვა. მიწის ადმინისტრირების სფეროში დღემდე განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, ერთ-ერთ სუსტ რგოლად კვლავ რჩება არასრულყოფილი საინფორმაციო ბაზა, განსაკუთრებით, საკადასტრო მონაცემების თვალსაზრისით. ვინაიდან სრულყოფილი მონაცემთა ბაზა ქმნის მრავალ შესაძლებლობას მიწასთან დაკავშირებულ მონაცემთა ღირებულების გაზრდისთვის და უზრუნველყოფს სანდო და უტყუარ საფუძველს მიწაზე უფლებების შეძენისათვის, სარგებლობისა და განკარგვისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა.

როგორც სრული საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით, ისე მიწის ბაზრის განვითარებისთვის, აუცილებელია პირველადი რეგისტრაციის დასრულება. მიწის/უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია წინაპირობაა ბაზრის მეორადი ტრანზაქციებისთვის (გაყიდვა, იჯარა, იპოთეკით დატვირთვა), ვინაიდან ის უზრუნველყოფს ნათლად განსაზღვრულ ძირითად სამართლებრივ ტიტულს, რაც მნიშვნელოვანია მეორადი ბაზრის განვითარებისათვის.

4

Page 5: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ახალი „აღსრულების კოდექ სი“ − აღსრულების კოდექსის პროექტზე მუშაობა წარიმართება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, რის შედეგადაც სააღსრულებო წარმოება მოერგება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. ახალი პროექტის მიზანია საკანონმდებლო დონეზე იმ ნაკლოვანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრა, რაც აქვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონს. კერძოდ, იგეგმება კანონის სტრუქტურისა და შინაარსის კოდიფიკაცია, აგრეთვე, დანერგვა მთელი რიგი ნოვაციებისა, რომლებიც მიზნად ისახავს აღსრულების პროცესში მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვას და, მთლიანობაში, კანონის დაახლოებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.

ახალი კანონი „მეწარმეთა შესახებ“ − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში მისი მიღებიდან დღემდე უამრავი ცვლილება შევიდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა კანონის თავდაპირველი სტრუქტურა და რეგულირების ინტენსივობა. უფრო მეტიც, ამ ცვლილებებმა მთელ რიგ სფეროებში რეგულაციური ვაკუუმი გააჩინა − ნორმატიული რეგულირების გარეშე დარჩა ბევრი საკითხი, საერთო კრების მოწვევის პროცედურით დაწყებული და გადაწყვეტილების მიღებით დამთავრებული, რომლებიც კორპორაციაში განხორციელებული ინვესტიციის გასაკონტროლებლად პარტნიორს მნიშვნელოვან გარანტიებს აძლევდა. განახლებული სტრუქტურის მიხედვით შემუშავდება კანონის ახალი რედაქცია, რომელიც წარმოადგენს იმპერატიული და დისპოზიციური ნორმების ერთობლიობას. იმპერატიულად განისაზღვრება სამეწარმეო საზოგადოებების სამართლებრივი ფორმები, დაფუძნების პროცედურა და დამფუძნებელი დოკუმენტები, მათი რეკვიზიტები, საწესდებო კაპიტალი და მისი შევსების წესი, ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა, საჯაროობა და ა.შ. ის საკითხები, რომლებიც არ წარმოადგენს იმპერატიული რეგულირების საგანს, ასევე, დაწვრილებით მოწესრიგდება, თუმცა, დამფუძნებლებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ეს საკითხები წესდებით კანონისგან განსხვავებულად მოიყვანონ წესრიგში.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის რეფორმა − გადაიხედება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეული ინსტიტუტები, მათ შორის, შემოღებულ იქნება „სუმარული წარმოების“ (Summary judgment) ინსტიტუტი, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალში და მოდავე მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, სრული სასამართლო პროცესის გამართვისა და საამისოდ აუცილებელი პროცედურების გარეშე დაიკმაყოფილონ მოთხოვნა, თუკი მოსარჩელეს არ გააჩნია სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივა ან მოპასუხეს არ გააჩნია სათანადოდ დაცვის პერსპექტივა, ასევე, ფაქტობრივი გარემოებები არ არის სადავო. სუმარული წარმოების შემოღების მიზანია სასამართლოს განტვირთვა და დავების განხილვის პროცესის გამარტივება, რის შედეგადაც შემცირდება სასამართლოში საქმის განხილვის ვადები. ვადის შემცირების პროპორციულად შემცირდება ადვოკატისა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, დაიზოგება სასამართლოს რესურსები და სასამართლო განიტვირთება უსაფუძვლო სარჩელებისგან.

გადაისინჯება ადმინისტრაციულ ორგანოებში ადმინისტრაციული საჩივრების ერთჯერადად განხილვის პროცესი.

საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა − სახელმწიფო წარმომადგენლობა გულისხმობს როგორც კომერციულ, ისე საინვესტიციო დავებზე წარმომადგენლობას. ამ მიმართულებაში

5

Page 6: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

მნიშვნელოვანია დავების მოგვარების სხვა ისეთი საშუალებების ეფექტური გამოყენებაც, როგორიცაა მაგალითად მოლაპარაკებები. ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო განიხილავს დავის მორიგებით მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობას და შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას. გარდა დავების მოგვარებისა, მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ინვესტორებთან კომერციული ურთიერთობების შენარჩუნებას. ამავე მიმართულების ფარგლებში, ასევე, განხორციელდება საარბიტრაჟო ტრიბუნალების ან უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაციაც.

მოსალოდნელი შედეგები

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროგრესის წლიური ანგარიში; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო

გეგმების   ყოველწლიური განახლება; მართლმსაჯულების სისტემის  რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის

ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ ანგარიში; ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ქალთა უფლებების გაზრდის კუთხით; სისხლის სამართლის თანამედროვე საერთაშორისო პრინციპებისა და ადამიანის

უფლებათა სტანდარტების შესაბამისი განახლებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ პროექტი;

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი; არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმა; ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტი; ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდა და გაძლიერება; ანტიკორუფციული პოლიტიკის შესრულების შეფასების ახალი მეთოდოლოგია; ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ახალი 2014-2016 წლების სამოქმედო

გეგმის პროექტები; ანტიკორუფციული საბჭოს წლიური ანგარიშები; 2014-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ

წლიური ანგარიშები; ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის საქმიანობის ანგარიშები; ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების

ანგარიში; ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ცვლილებები; საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში

ეფექტური სახელმწიფო წარმომადგენლობა; მართლმსაჯულების რეფორმის აღსრულების სტრატეგია; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის სტრატეგია; ახალი „აღსრულების კოდექსი“; ახალი მეწარმეთა შესახებ კანონი; ცვლილებები სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში.

6

Page 7: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

შედეგების შეფასების კრიტერიუმები

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროგრესის წლიური ანგარიშის დამტკიცება სისხლის სამართლის სისტემის უწყაბათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ;

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დამტკიცება სისხლის სამართლის სისტემის უწყაბათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ;

მართლმსაჯულების სისტემის  რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ ევროკავშირის შეფასების მისიის ანგარიში;

განახლებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში;

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში;

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს

პარლამენტში; ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდისა და სხვა

რეკომენდაციების შესრულების შესახებ საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები;

განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ახალი 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ;

ანტიკორუფციული საბჭოს წლიური ანგარიშების წარდგენა საქართველოს მთავრობაში;

2014-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ წლიური ანგარიშების დამტკიცება ანტიკორუფციული საბჭოს მიერ;

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის საქმიანობის ანგარიშების ანტიკორუფციული საბჭოსთვის წარდგენა;

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის ანტიკორუფციული სამდივნოსთვის წარდგენა;

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში;

საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეთა ოდენობა, აგრეთვე, მორიგებით დასრულებულ საქმეთა ოდენობა.

პროგრამა 26 03

ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობა და საარქივო მომსახურების გაუმჯობესება

პროგრამის განმახორციელებელი - სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“;7

Page 8: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

პროგრამის განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებში - ადგილობრივ არქივში დაცულია ათასობით უნიკალური დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მატიანეა. ამჟამად არსებულ ადგილობრივი (რაიონული) არქივების საცავებში არ არის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის სათანადო პირობები, მათ შორის, არ არის დაცული ტენიანობა და ტემპერატურა, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. ყოველივე ეს დოკუმენტების განადგურების საშიშროებას ქმნის. თითოეული ადგილობრივი არქივის რეაბილიტაცია კი, დაკავშირებულია დიდ ფინანსურ რესურსთან.

ეროვნული არქივის სტატეგიულ მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა კმაყოფილების ამაღლება და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საარქივო მომსახურება. ამისათვის აუცილებელია სხვადასხვა მიმართულების სერვისების განვითარება, მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამის პარამეტრების განახლება და დახვეწა, რაც სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხარისხიანი და სწრაფი საინფორმაციო მომსახურების გაწევის წინაპირობა იქნება.

ეროვნული საარქივო ფონდის უნიკალური დოკუმენტებით სისტემატური სარგებლობა, მათი ყოველდღიური გამოყენება სამეცნიერო-კვლევითი და საინფორმაციო მიზნით, იწვევს დოკუმენტების დედნების დაზიანებას, რაც სახელმწიფოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი გამოწვევაა. მათი ციფრული ასლების შექმნა შესაძლებობას მოგვცემს დედანი-დოკუმენტები დავიცვათ ხშირი გამოყენებისგან. ამავე დროს, დოკუმენტების ციფრული ასლების არსებობა განაპირობებს მოქალაქეთა სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას.

ციფრული ასლების შექმნის პარალელურად, განხორციელდება მათი ელექტრონული რეესტრების შექმნა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს და გაამარტივებს ნებისმიერი დოკუმენტის მოძიებას, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომს გახდის დოკუმენტის ასლს არქივში მოსვლის გარეშეც.

ციფრული ასლების შექმნის მიზნით, გამოყოფილია განსაკუთრებით ღირებული და ხშირად გამოყენებადი დოკუმენტები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, უკვე გაციფრებულ 2,1 მლნ გვერდს დაემატოს ელექტრონულ ფორმატში გადატანილი ახალი 2,8 მლნ გვერდი. ყოველწლიურად გაციფრებას დაექვემდებარება საშუალოდ 700 000 გვერდი.

მიმდინარე ეტაპზე ზუგდიდის, გორისა და ახალციხის რეგიონული არქივების შენობები ვერ აკმაყოფილებს როგორც დოკუმენტების დაცვა/შენახვის ნორმებს, ასე არქივის თანამშრომელთა სამუშაო პირობებს. სამივე შენობა გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და არასოდეს ჩატარებია კაპიტალური რემონტი.

ამავე დროს, შენობებში არასაკმარისია საარქივო მასალის განთავსების ფართები; საცავები ვეღარ იტევს დამატებით დოკუმენტებს, რადგან იმატა საარქივო ფონდის მოცულობამ, მათ შორის, თბილისშიც. შესაბამისად, აუცილებელია, ზუგდიდის, გორისა და ახალციხის რეგიონულ არქივებში განხორციელდეს კაპიტალური შეკეთების სამუშაოები და დამატებითი საცავების მშენებლობა, ხოლო თბილისში − დამატებითი საცავის მშენებლობა.

ქუთაისის არსებულ შენობაში შეუძლებელია სათანადო დაცვის პირობების შექმნა. ამავე დროს, შენობის ფართი საკმარისი არ არის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის საარქივო დოკუმენტების განთავსებისთვის. გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ახალი შენობის აშენება.

საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელება პასუხობს „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის − საქართველო − 2020“-ის − იმ ამოცანებს, რომლებიც გულისხმობს სახელმწიფო მომსახურებების გაუმჯობესებას და საჯარო მმართველობის გამჭვირვალობას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდით და, ასევე, ადმინისტრაციულ პროცედურებზე

8

Page 9: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

გაწეული დროითი დანახარჯების შემცირებით. აღნიშნული პროექტების განხორციელება გაზრდის ელექტრონულ დოკუმენტაციასა და ციფრულ ასლებზე ხელმისაწვდომობას. დასახელებული პროექტების განხორციელება, ასევე, ხელს შეუწყობს საარქივო მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პროგრამის აღწერა

ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების ცენტრალიზაცია - დოკუმენტების დაცვის პირობების გაუმჯობესების, ფინანსური და ადამიანური რესურსების დაზოგვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამის განხორციელების ამ ეტაპზე, ცენტრალიზაციას დაექვემდებარა 35 ადგილობრივი არქივი. თუმცა, ყველგან არ მომხდარა იმ რეგიონული არქივის შენობების რეაბილიტაცია, სადაც ცენტრალიზებული დოკუმენტების გადატანა განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაცია და მშენებლობა 2 რეგიონულ არქივში - თელავი და რუსთავი.

ცენტრალიზაციის მომდევნო ეტაპზე, სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს 4 რეგიონული არქივის შენობის ინფრასტრუქტურული განვითარება და სათანადო ინვენტარით აღჭურვა. ეს რეგიონებია - ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე.

გამონაკლისს წარმოადგენს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული არქივი, რომელიც ამჟამად მდებარეობს დუშეთის არქივის ამორტიზებულ შენობაში. იგეგმება მისი განთავსება მცხეთაში მშენებარე იუსტიციის სახლში. აგრეთვე, ნაწილობრივი რეაბილიტაცია უკვე ჩატარებული აქვს ოზურგეთის რეგიონულ არქივს.

რეგიონული არქივების შენობებში დაცვის სათანადო პირობების არარსებობის შემთხვევაში, ვერ მოხერხდება პროგრამის მთავარი მიზნის - დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს დაჩქარებულ ვადებში შენობების რეაბილიტაცია, დაცვის სათანადო პირობების შექმნა და მათში დოკუმენტების გადატანა.

ცენტრალიზაციის მომდევნო ეტაპის შედეგად, 47 ადგილობრივი არქივის დოკუმენტები განთავსდება 6 რეგიონულ არქივში, რაც საშუალებას მოგვცემს რეგიონული არქივების ახლადრეაბილიტირებულ შენობებში საიმედოდ დავიცვათ დოკუმენტები; ასევე, დავზოგოთ ფინანსური და ადამიანური რესურსები; გაცილებით გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ საარქივო სისტემის მართვა და კონტროლი.

შესაბამისი რეგიონული არქივების პირობებში შესაძლებელია დოკუმენტების დაცულობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება, საცავების სათანადო ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვა და საარქივო სტანდარტების დანერგვა.

მოქალაქეთა მომსახურების სისტემის განვითარება და სრულყოფა - მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომსახურების ელექტრონული პროგრამების ახალი პარამეტრების შემუშავება, არსებული ელექტრონული პროგრამების განახლება და დახვეწა.

დაინერგება შემდეგი პროგრამები: - მკვლევართა აღრიცხვისა და მართვის სისტემა; - საარქივო დოკუმენტების (ფოტო-, ვიდეო-, ფონო-, ტექსტური დოკუმენტების,

რუკების) ელექტრონული კატალოგები; - გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS) და სივრცითი ძიების პროგრამა.

გაუმჯობესდება მოქალაქეთა მომსახურების პროგრამის პარამეტრები: - დაინერგება ონლაინ მომსახურების რეჟიმი, რაც გულისხმობს განცხადებების

მიღებას და ცნობების გაცემას ვებგვერდის საშუალებით; - არსებული მომსახურების ელექტრონულ პროგრამას დაემატება სოციალური

უზრუნველყოფის სააგენტოს ბაზა, რის შედეგადაც მოქალაქეს აღარ დასჭირდება დამატებით დოკუმენტის წარმოდგენა სტატუსის განსაზღვრისათვის.

9

Page 10: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ეროვნული საარქივო ფონდის ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნა და სრულყოფა - დოკუმენტების ელექტრონული ასლების ხელმისაწვდომობის გაზრდის, ფიზიკური და იურიდიული პირების სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების, დოკუმენტების დედნების შენარჩუნებისა და ეროვნული მეხსიერების დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონულ მატარებელზე გადატანისათვის საჭირო დამატებითი ინვენტარისა და ტექნიკის შეძენა, სერვერული ინფრასტრუქტურის განვითარება.

შემუშავებული და დანერგილი იქნება ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა:

- სკანირების აპარატურის კალიბრაციისა და ოპერირების პროგრამა; - სკანირების პროცესის მონიტორინგის სისტემა; - სკანირებული დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი; - ელექტრონული საარქივო დოკუმენტების ანოტირების სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; - ელექტრონულ რეესტრში სკანირებული მასალის კატალოგის შექმნა.ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თბილისის არქივების კაპიტალური

შეკეთება, დამატებითი საცავებისა და ახალი შენობის მშენებლობა - არსებული დოკუმენტების დაცვა/შენახვის პირობების გაუმჯობესების, დაცვის სისტემებით აღჭურვის, ახალი დოკუმენტებისათვის დამატებითი საცავების შექმნის და არქივის თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება ზუგდიდის, გორისა და ახალციხის რეგიონული არქივების შენობების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალი, დამატებითი საცავების მშენებლობა. აგრეთვე, ქუთაისში აშენდება არქივის ახალი შენობა, ხოლო თბილისში, ეროვნული არქივის ცენტრალური შენობის ეზოს ტერიტორიაზე, განხორციელდება დამატებითი საცავის მშენებლობა, სადაც განთავსდება თბილისში მდებარე სამი ცენტრალური არქივის დოკუმენტები.

მოსალოდნელი შედეგი

6 რეგიონული არქივი:- კახეთის რეგიონული არქივი (თელავში) - გაერთიანდება 8 ადგილობრივი არქივი;- სამეგრელოს რეგიონული არქივი (ზუგდიდში) - გაერთიანდება 7 ადგილობრივი

არქივი;- ქვემო ქართლის რეგიონული არქივი (რუსთავში) - გაერთიანდება 7 ადგილობრივი

არქივი;- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივი (ახალციხეში) - გაერთიანდება 6

ადგილობრივი არქივი;- შიდა ქართლის რეგიონული არქივი (გორში) - გაერთიანდება 4 ადგილობრივი

არქივი;- იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული არქივი (ქუთაისში) - გაერთიანდება 15

ადგილობრივი არქივი; მოქალაქეთა მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრების

განახლება-დახვეწა; საარქივო სერვისებზე მაღალი ხელმისაწვდომობა; დოკუმენტების ელექტრონული არქივის შექმნა; საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონულ მატარებელზე გადატანა; საარქივო დოკუმენტების ელექტრონული კატალოგების წარმოება; სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ოთხი რეგიონული და ერთი ცენტრალური

არქივი; დოკუმენტების სათანადო პირობებში შენახვის არსებული და ახალი, დამატებითი

საცავები;10

Page 11: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება.

შედეგების შეფასების კრიტერიუმები

ცენტრალიზაციის შედეგად საიმედოდ და სტანდარტების შესაბამის პირობებში განთავსებული 47 ადგილობრივი არქივის დოკუმენტები;

საარქივო მომსახურებისთვის 3 ახალი პროგრამა: მკვლევართა აღრიცხვისა და მართვის სისტემა; საარქივო დოკუმენტების ელექტრონული კატალოგები; გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS) და სივრცითი ძიების პროგრამა;

არსებულ მოქალაქეთა მომსახურების პროგრამაში 2 სერვისის დამატება: ონლაინ მომსახურების რეჟიმი და სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ბაზაზე წვდომა;

საარქივო სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი; ყოველწლიურად ელექტრომატარებლებზე გადატანილი 700 000 გვერდი; რეაბილიტირებული ზუგდიდის რეგიონული არქივი (საერთო ფართი 2117 კვ.მ),

გორის რეგიონული არქივი (საერთო ფართი 1425.2 კვ.მ) და ახალციხის რეგიონული არქივი (საერთო ფართი 1188.3 კვ.მ);

დამატებითი საცავები თბილისში (საერთო ფართი 720 კვ.მ), ზუგდიდის რეგიონულ არქივში (საერთო ფართი 1523 კვ.მ), გორის რეგიონულ არქივში (საერთო ფართი 1109 კვმ) და ახალციხის რეგიონულ არქივში (საერთო ფართი 863.9 კვმ);

ქუთაისის არქივის ახალი შენობა (საერთო ფართი 3600 კვ.მ).

პროგრამა 26 05

ელექტრონული მმართველობის განვითარება

პროგრამის განმახორციელებელი - სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“;

განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

საქართველოს ელექტრონული მმართველობის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ინტეგრირებული, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ელექტრონული სერვისების შეთავაზების ხელშეწყობა, რომელთა გაუმჯობესებაც დიდად იქონიებს დადებით ეფექტს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე. „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია − საქართველო 2020“-ის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სწორედ ტექნოლოგიების განვითარება წარმოადგენს. ინოვაციური საქმიანობისა და უახლესი ტექნოლოგიების გადაცემა-დანერგვის კომპლექსური ხელშეწყობა ამ პროგრამის მთავარი მიზანია როგორც სახელმწიფო, ისე რეგიონულ

11

Page 12: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

დონეზე.ქვეყნის ინფორმაციული ინფრასტრუქტურის მუდმივი და სწრაფი განვითარების

პირობებში სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი და უსაფრთხო სისტემის ფუნქციონირება. აგრეთვე, ქვეყნის ნებისმიერი სუბიექტისათვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით აუცილებელია სხვადასხვა საინფორმაციო სისტემის გაერთიანება გეოგრაფიულად განაწილებულ ერთ სისტემაში და ყველა ელექტრონული სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით, რის საშუალებასაც იძლევა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა − საქართველოს სამთავრობო კარიბჭე (Georgian Governmental Gateway).

საქართველოში ბოლო წლებში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ მოქალაქეებისა და ბიზნესის სუბიექტებისთვის შემუშავდა ათეულობით ელექტრონული სერვისი, რომლებიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა დაწესებულების ვებგვერდების საშუალებით შესაბამისი აუთენტიფიკაციის სისტემით. მომხმარებლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გახდა ამ სერვისების მიწოდება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ერთი ფანჯრის პრინციპით. აღნიშნული ამოცანის გადასაჭრელად ინიცირებულ იქნა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული მოქალაქის პორტალი, რომელიც შემდგომ განვითარებას საჭიროებს.

ქვეყანაში საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს ერთმანეთსა და სახელმწიფო უწყებებთან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ოპერატიულად და უსაფრთხოდ გაცვლის საშუალება ჰქონდეთ, რაც, ერთი მხრივ, ამარტივებს მათ ბიზნესპროცესებს, მეორე მხრივ კი, აძლევს პირდაპირ სარგებელს დანახარჯების ეკონომიისა და გაზრდილი უსაფრთხოების სახით. აღნიშნული პროცესების ეფექტურ მმართველობას მთლიანად უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ბაზაზე შექმნილი ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებები იყენებენ ელექტრონული საქმისწარმოების რამდენიმე სისტემას, რომლებიც ყოველთვიურად ამუშავებს ათობით ათას ელექტრონულ დოკუმენტს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სისტემები არ უზრუნველყოფდა ერთმანეთში დოკუმენტების გაცვლას, დღის წესრიგში დადგა მათი ერთმანეთთან ინტეგრაცია, რისთვისაც ყველაზე ეფექტიან და უსაფრთხო მექანიზმს წარმოადგენს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა.

საჯარო სექტორში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების ინტენსივობის გათვალისწინებით, ინფორმაციული სისტემების თანმიმდევრული და ეფექტიანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული ქმედებების განხორციელება. წარმატებული კოორდინაციის წინაპირობას კი, თავის მხრივ, წარმოადგენს სწორი და ამომწურავი ინფორმაციის ფლობა იმ სისტემებსა და სერვისებზე, რომელთაც სახელმწიფო სულ უფრო მეტი ოდენობით სთავაზობს მოქალაქეებს და სხვა მომხმარებლებს. ამისთვის კი აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში მოქმედი მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და მომსახურებების ერთიანი კატალოგის შექმნა, რომელიც სრულად აღწერს საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ რესურსებს. ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში არ შედის და არ მუშავდება მონაცემები კერძო სამართლის პირთა მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და მომსახურების შესახებ.

მონაცემებს, რომელთა შეუზღუდავად წვდომა, გამოყენება და გავრცელებაა შესაძლებელი, ღია მონაცემებს უწოდებენ. ღია მონაცემების კონცეფციას განსაკუთრებული ადგილი უკავია როგორც ღია მმართველობაში, ისე ელექტრონული მთავრობის

12

Page 13: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

თანამედროვე მოდელებში. ღია მონაცემების კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს ღია მონაცემების პორტალი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო დაწესებულებების ღია მონაცემების გამოქვეყნებას გამოთვლად და ყველასთვის ხელმისწვდომ ფორმატში, რაც ბიზნესს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს, შეუფერხებლად ისარგებლონ ამ მონაცემებით, შექმნან აპლიკაციები და ელექტრონული სერვისები ამ მონაცემების გამოყენებით და მიიღონ სხვა სახის სარგებელი. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ საჯარო სექტორის ინფორმაციის ბაზრის გახსნით მიღებული ყოველწლიური პოტენციური შემოსავალი 40 მილიარდ ევროდ შეაფასა. ამ მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი გახდეს მონაცემებზე წვდომა, რომლებიც შესაძლოა, ღირებული იყოს სხვადასხვა მიზნისთვის. აღნიშნული პროცესების მართვა შესაძლებელია ისევ და ისევ მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

ელექტრონული მომსახურების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც უკავშირდება საჯარო, სამსახურებრივი, საიდუმლო და სხვა სახის ინფორმაციის გამიჯვნას, ინფორმაციის მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ამასთან, მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის გამორიცხვას. საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს მასშტაბური კიბერშეტევების შედეგად სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდმა გამოყენებამ დღის წესრიგში დააყენა ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების საკითხი. ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი წესების დაზუსტება და რეგლამენტირება.

პროგრამის აღწერა

მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა − საქართველოს სამთავრობო კარიბჭე − წარმოადგენს აპარატურულ/პროგრამული კომპლექსს, რომელიც სახელმწიფოს მასშტაბით ქმნის ერთიან გეოგრაფიულად განაწილებულ ინფორმაციულ სისტემას. სისტემაში ჩართულ სუბიექტებს ელექტრონული სერვისების საშუალებით ინფორმაციის უსაფრთხოდ გაცვლის საშუალება აქვთ. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში სხვადასხვა საინფორმაციო სისტემის დაკავშირება ხდება მათი მხრიდან მინიმალური დანახარჯებით. უკვე არსებული საინფორმაციო სისტემებისთვის საჭიროა მხოლოდ მონაცემთა ადაპტერის დამატება, რომელიც აუცილებელია ერთიან სისტემასთან კავშირის უზრუნველსაყოფად. ზემოთ აღნიშნული სისტემა გააუმჯობესებს ინფორმაციასთან წვდომას და უზრუნველყოფს მის დაცულობასა და საიმედოობას. ასევე, სისტემა საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას ახალი კომბინირებული ელექტრონული სერვისები და გაცილებით ეფექტიანად, ნაკლები დანახარჯებით უზრუნველვყოთ ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების მოსახლეობისთვის მიწოდება.

მოქალაქის პორტალი − პორტალი წარმოადგენს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის საპრეზენტაციო შრეს. ეს არის ერთიანი ვებინტერფეისი, სადაც თავმოყრილია სახელმწიფო და ბიზნესსექტორის მიერ რეალიზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისი, აგრეთვე, კომბინირებული ელექტრონული სერვისები. მოქალაქის პორტალის მიზანია ერთი ფანჯრის პრინციპით და მაქსიმალურად მოხერხებული ინტერფეისით მომხმარებელს (მოქალაქე, ბიზნესი, არარეზიდენტი) მიაწოდოს საჯარო სექტორში არსებული სერვისები ელექტრონული ფორმით. მოქალაქის პორტალი

13

Page 14: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ამოქმედდა 2012 წლის მაისში. მოქალაქის პორტალზე სრულად არის რეალიზებული მოქალაქის ფუნქციონალი. არსებული სახელმწიფო სერვისებიდან ინტეგრირებულია ათეულობით სერვისი. ასევე, თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს, პორტალიდან გადაიხადოს კომუნალური და სხვა სახის გადასახადები. პორტალზე ავტორიზაცია ხდება ელექტრონული პირადობის (ID Card) მოწმობის საშუალებით, ან მომხმარებლის სახელით და პაროლით. მოქალაქის პორტალის საშუალებით შესაძლებელი გახდა სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა ერთი ფანჯრის პრინციპით. წერილის ავტორს პასუხი ელექტრონული სახითვე მიეწოდება მოქალაქის პორტალის საშუალებით. სერვისში ჩართულია სახელმწიფო დაწესებულებების 52 ცენტრალური და 408 რეგიონული ოფისი. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქის პორტალში ინტეგრირებული იყოს ყველა ის ელექტრონული სერვისი, რომელთაც ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები სთავაზობენ მოქალაქეებს, ბიზნესს თუ არასამთავრობო სექტორს.

საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერი სისტემის შექმნა − საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერი სისტემაც ეფუძნება მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურას და მისი მიზანია საკონტეინერო გადაზიდვების პროცესში (იმპორტ/ექსპორტი) ჩართულ კერძო და სახელმწიფო სუბიექტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გამარტივება, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სარგებელს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მხარეებისათვის. პირველ ეტაპზე სისტემა მოიცავს საკონტეინერო გადაზიდვებს ბათუმისა და ფოთის პორტის გავლით. სისტემის შემუშავების ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო საზღვაო ხაზებს, პორტებს, გადამზიდავ კომპანიებს, ტერმინალებს, რკინიგზასა და საბაჟოს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის შექმნა. სისტემის მომხმარებელთა ჯგუფებისთვის შექმნილია მოსახერხებელი ინტერფეისები. შემდეგ ეტაპზე სისტემამ უნდა მოიცვას ყველა სახის სახმელეთო და საჰაერო ტვირთი, ხოლო მესამე ეტაპზე უნდა მოხდეს სისტემის ინტეგრაცია მსგავსი პროფილის საერთაშორისო სისტემებთან.

ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახელმწიფო სისტემის ინფრასტრუქტურის შექმნა − ამ პროექტის მიზანია სახელმწიფო სექტორში ოფიციალური ელექტრონული დოკუმენტების მოძრაობის მოწესრიგება და ელექტრონულად ინიცირებული დოკუმენტის მთელი სასიცოცხლო ციკლის უსაფრთოების უზრუნველყოფა. სხვადასხვა სისტემის მიერ მომზადებული ელექტრონული დოკუმენტების ურთიერთთავსებადობისთვის შეიქმნა ერთიანი სტანდარტი სახელმწიფო სტრუქტურების კანცელარიის პროგრამებისათვის, რათა მომხდარიყო კორესპონდენციის სტანდარტული მიმოცვლა. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში დაინტეგრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანცელარიის ინფორმაციული სისტემები (ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში, ტექნოლოგიური ხარვეზით), რომლებსაც სახელმწიფო დაწესებულებების 70%-ზე მეტი იყენებს, შედეგად კი შესაძლებელი გახდა აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის დოკუმენტების ელექტრონულად ურთიერთგაცვლა და მოქალაქის პორტალის საშუალებით ამ ორგანიზაციებიდან ინფორმაციის ელექტრონული გამოთხოვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის ოფიციალური დოკუმენტბრუნვა მოხდეს ელექტრონულად, ერთიან სტანდარტზე დაფუძნებით და ინფორმაციის გაცვლის დაცული ინფრასტრუქტურის ფარგლებში. რაც შეეხება ინფორმაციულ უსაფრთხოებას, პირველ ეტაპზე განხორციელდა საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტანდარტების ჩამოყალიბება. სამომავლოდ დაგეგმილია სისტემაში ყველა საჯარო დაწესებულებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ყველა სუბიექტის ჩართვა.

14

Page 15: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი - რეესტრის შექმნასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომელმაც შექმნა შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტილება – „რეესტრთა რეესტრის პორტალი“. რეესტრთა რეესტრის პორტალი ფუნქციონირებს მისამართზე http://ror.dea.gov.ge/. მისი მეშვეობით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს საშუალება აქვთ, განახორციელონ საკუთარი რეესტრებისა და მომსახურებების პირველადი რეგისტრაცია, ისევე, როგორც მათში მნიშვნელოვანი ცვლილების, მათი განვრცობის, კომბინირების, გაუქმების, განადგურების, არქივირებისა და გადაცემის შეტყობინების რეგისტრაცია. რეესტრთა რეესტრის პორტალის კონცეფციის შემდგომი განხორციელება მოიცავს მასში ყველა ახალი სისტემის ან რეესტრის შესახებ ინფორმაციის ასახვას, აგრეთვე, მასში არსებული ინფორმაციის ყოვლისმომცველ ანალიზს და საბიუჯეტო დაწესებულებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას.

ღია მონაცემების პორტალი - Data.gov.ge - დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები ფლობენ დიდი ოდენობით ციფრულ მონაცემებს, რომლებიც დააგროვეს უფლებამოსილების განხორციელებისას ან მათზე დაყრდნობით ახორციელებენ თავიათ საქმიანობას. ამ მონაცემების ნაწილის პროაქტიულად გამოქვეყნებას სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“. აღსანიშნავია, რომ ყველა სახის საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება ღია მონაცემებად, იმდენად, რამდენადაც ღია მონაცემები გულისხმობს პირველად მონაცემებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ელექტრონული ცხრილის შესაბამის გამოთვლად ფორმატში (მაგ.: CSV, Open XML), ან ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისის საშუალებით (API). ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოქვეყნებული მონაცემები წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით განახლდეს და ყოველთვის რეალობასთან შესაბამისი იყოს. ამ მიზნით იქმნება ღია მონაცემების ქართული პორტალი − data.gov.ge, რომელზეც გამოქვეყნდება ღია მონაცემები შესაბამის მეტა-მონაცემებთან ერთად, აგრეთვე, მასზე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამ მონაცემების გამოყენების შესახებ. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შემუშავდა სპეციალური კითხვარი, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო დაწესებულებებს საშუალება აქვთ, შეაფასონ საკუთარი მონაცემები და მოახდინონ იმ ცხრილების, მონაცემთა მასივებისა და ელექტრონული სერვისების იდენტიფიცირება, რომელთა გამოქვეყნებაც შესაძლებელია ღია მონაცემების პორტალზე − data.gov.ge.

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სახელმწიფო სისტემის შექმნა - „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ქვაკუთხედს წარმოადგენს „კრიტიკული საინფორმაციო სისტემის“ ცნება. კერძოდ, საუბარია კრიტიკული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო და კერძო სუბიექტებზე, რომელთა განუწყვეტელი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ამგვარი სუბიექტების განსაზღვრისას გამოიყენება ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: ინფორმაციული სისტემის მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი, ეკონომიკური ზარალი, მომსახურების აუცილებლობა, მომხმარებელთა რაოდენობა და სხვა. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისათვის ადგენს მთელ რიგ ვალდებულებებს. უპირველეს ყოვლისა, ყოველ სუბიექტს უნდა ჰქონდეს ინფორმაციული უსაფრთხოების შიდასამსახურებრივი პოლიტიკა. გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს, ინფორმაციული სისტემის შეღწევადობის (მდგრადობის) ტესტირებას და კომპიუტერული ინციდენტების აღმოჩენაზე გამიზნული ქსელური სენსორის დაყენებასა და მართვას. კანონი, ასევე, არეგულირებს კიბერუსაფრთხოების საკითხებს, რაშიც ქვეყნის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის მნიშვნელოვან როლს ანიჭებს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ეროვნული

15

Page 16: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ჯგუფი (CERT.GOV.GE). ეროვნული „CERT“-ის მოვალეობებს არა მხოლოდ კომპიუტერული ინციდენტების გამოვლენა, პრევენცია და შედეგების მართვა, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზებაც და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაც წარმოადგენს.

მოსალოდნელი შედეგები

მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩართული ის სახელმწიფო ორგანიზაციები და მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლებიც ახორციელებენ ელექტრონული სერვისების მიწოდებას;

სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისების (მათ შორის, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ელექტრონული სერვისები) ხელმისაწვდომობის ზრდა მოქალაქის პორტალის მეშვეობით;

ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემის გაშვება და მისი მოქმედების არეალის ზრდა; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახელმწიფო სისტემაში ჩართული სახელმწიფო

დაწესებულებები და შესაბამისად გაზრდილი დოკუმენტბრუნვა; მონაცემთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში ასახული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და

კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონაცემთა ზრდა; ღია მონაცემების იდენტიფიკაციის, შეგროვების, გამოქვეყნებისა და შეფასების

ადმინისტრაციული მექანიზმისა და შესაბამისი პროცედურების შექმნა. ღია მონაცემების პორტალის შემუშავება;

ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში; მსხვილ სახელმწიფო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებში ინციდენტების გამოვლენის ზრდა.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები

2018 წლის ბოლომდე მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩართული იმ სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების 100%, რომლებიც ახორციელებენ ელექტრონულ მომსახურებას და სხვა ორგანიზაციებთან მონაცემების სისტემატურად გაცვლას;

2017 წლის მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ტრანზაქციების რაოდენობა აღწევს თვეში, საშუალოდ, 2 მლნ ტრანზაქციას;

2018 წლის ბოლომდე მოქალაქის პორტალზე ინტეგრირებულია ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დამატებით 50-მდე ელექტრონული სერვისი;

2018 წლის ბოლომდე მოქალაქის პორტალზე დარეგისტრირებულია არანაკლებ 0.2 მილიონი მომხმარებელი;

2017 წლის ბოლომდე სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სერვისის საშუალებით გაგზავნილია არანაკლებ 2000 ელექტრონული გზავნილი;

2018 წლის ბოლომდე ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემა მოიცავს ყველა სახის საზღვაო და სახმელეთო ტვირთს;

16

Page 17: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

2017 წლის ბოლომდე სისტემაში ტრანზაქციების რაოდენობა წელიწადში აღემატება 0.5 მილიონს;

2017 წლის ბოლომდე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახელმწიფო სისტემის ინფრასტრუქტურის საშუალებით გაგზავნილია არანაკლებ 500 000 ოფიალური ელექტრონული დოკუმენტი;

2018 წლის ბოლომდე მონაცემთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში არანაკლებ 100 სახელმწიფო ორგანიზაციის მონაცემთა ასახვა, 20-ზე მეტი რეკომენდაციის შემუშავება და მიწოდება;

2016 წლის ბოლომდე ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებულია 100-ზე მეტი მონაცემთა ცხრილი (dataset) და API;

2017 წლის ბოლომდე ამ მონაცემებზე დაყრდნობით ბიზნესი შექმნის არანაკლებ 30 აპლიკაციას;

2018 წლის ბოლომდე ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენა გაიზრდება 70%-ით, თითოეულ მნიშვნელოვან ინციდენტზე მოხდება რეაგირება;

2018 წლის ბოლომდე ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკაში კრიტიკული საინფორმაციო სისტემის სუბიექტების 80%-ის ჩართვა, რომელთაგან 60% შეესაბამება სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

პროგრამა 26 06

ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციოტექნოლოგიების განვითარება

პროგრამის განმახორციელებელი - სსიპ „სმართ ლოჯიქი“;

განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

სახელმწიფო სექტორის განვითარების პარალელურად იზრდება მოთხოვნები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისას გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ინფრასტრუქტურის (სერვერული, ქსელური ტექნიკა) შეძენასა და მათ შემდგომ მომსახურებაზე. უწყებებს შორის ინტეგრაციის გარეშე ინფრასტრუქტურის განვითარება იწვევს სასერვერო მშენებლობისა და მათ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების დუბლირებას, ასევე, გაზრდილ ხარჯებს ერთი და იმავე პროდუქტის სხვადასხვა ინფრასტრუქტურაში დანერგვისას. პროგრამის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) პლატფორმის შექმნა და მათი ცენტრალიზებული მხარდაჭერა. პროგრამის ძირითადი პროდუქტი იქნება ერთიანი სახელმწიფო ქლაუდის (ღრუბლოვანი ტექნოლოგიის)

17

Page 18: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

(Government Cloud of Georgia) შექმნა და იმპლემენტაცია, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების ინფორმაციული ტექნოლოგიებით მომსახურებას და მასზე გასაწევი დანახარჯების შემცირებას. ორგანიზაციებს (განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ზომის), რომლებსაც ძალიან ძვირი უჯდებათ თანამედროვე და უსაფრთხო ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის სასერვერო, სერვერები, ქსელი და ა.შ. შექმნა, მოვლა ან/და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, აქვთ ამავე მომსახურების მიღების აუცილებლობა მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე. ღრუბლოვანი ტექნოლოგია იძლევა ინფორმაციული ტექნოლოგიების, როგორც სერვისის მიღების, საშუალებას. შესაბამისად, კაპიტალურ დანახარჯებს საოპერაციო ხარჯები ჩაანაცვლებს. მსგავსი სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ჯერ არ გააჩნიათ ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან აპირებენ გამოცვლას/გაძლიერებას, აქვთ მცირე რესურსები და პერიოდული პიკური დატვირთვები და ა.შ.

სსიპ „სმართ ლოჯიქი“ სხვადასხვა ორგანიზაციას უწევს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას („სისხლის სამართლის საქმეთა ავტომატიზაციის სისტემა“, „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს არსებული დევნილთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა“), რომელიც პერმანენტულ დახვეწას და განვითარებას საჭიროებს. აგრეთვე, მრავალ სახელმწიფო ორგანიზაციაში არ არსებობს მათი მომსახურების პროცესების ავტომატიზებული სისტემები, რაც აფერხებს როგორც ასეთი ორგანიზაციების ფუნქციონირებას, ისე მოქალაქეთა მომსახურების ეფექტიანობას. შესაბამისად, აუცილებელია როგორც არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომი განვითარება, ისე ახალი დამკვეთი ორგანიზაციებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

ქვეყანაში მოქმედი საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით, სამართალდამცავი, საგამოძიებო, სატრანსპორტო და ფინანსური უწყებებისთვის, კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს ზუსტი დროის განსაზღვრა და დოკუმენტაციასა და პროცესების მიმდინარეობისას დროის უმაღლესი სიზუსტით მითითება. არსებული მდგომარეობით, აღნიშნულ ორგანიზაციებს მათთვის ხელმისაწვდომი მეთოდებით უწევთ ამ დროის განსაზღვრა და გამოყენება, რომელიც ხშირად ურთიერთდაკავშირებული ორგანიზაციების შემთხვევაში არ არის თავსებადი. სსიპ „სმართ ლოჯიქს“ საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი აქვს აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის დანერგვა.

პროგრამა „ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება“ სრულად პასუხობს „საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია − საქართველო 2020“-ის სახელმწიფო მომსახურების გაუმჯობესებისა და საჯარო მმართველობის გამჭირვალობის ზრდის ამოცანას. იგი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ პროცედურებზე გაწეული დროითი დანახარჯების შემცირებას და, შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესებას, ელექტრონული მომსახურების განვითარებასა და ელექტრონული მმართველობის სისტემის გაფართოებას. ამასთან, სახელმწიფო დროის, როგორც პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების, დანერგვა და მისი ამოქმედება დადებით გავლენას იქონიებს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებაზე, ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ეს იქნება ინოვაცია ამიერკავკასიის მასშტაბით, ისევე, როგორც ქლაუდტექნოლოგია. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანობის მიზნებისათვის.

18

Page 19: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

პროგრამის აღწერა

სახელმწიფო ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა - აღნიშნული მიმართულების ფარგლებში „სმართ ლოჯიქში“ დაინერგება მენეჯერული პროცესები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ერთდროულად მოემსახუროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას. აღნიშნული მომსახურება მოიცავს IT სერვისების სრულ სპექტრს, როგორიცაა: ქსელური უზრუნველყოფა, ელფოსტის სერვისი, ონლაინკომუნიკაციის საშუალებები, ტელევიდეოკონფერენცია, დროისა და დავალებების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის გატარება, არასასურველი და მავნე ელექტრონული ფოსტის პროგრამებისა და ვირუსებისგან დაცვა, სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი IT მხარდაჭერის ქოლცენტრის შექმნა და ინციდენტების მართვა, ციფრული ტელეფონიის სერვისი (რაც გაანულებს სტრუქტურებს შორის სატელეფონო საუბრის საფასურს), სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა კომპიუტერული ტექნიკის ადგილზე მომსახურება და სხვა სერვისები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე გარემოში სრულყოფილი ოპერირებისათვის.

ერთიანი სახელმწიფო ქლაუდის (ღრუბლოვანი ტექნოლოგიის) პროექტი − „სმართ ლოჯიქმა“ შეისწავლა ღრუბლოვანი ტექნოლოგია და ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი მწარმოებლის გადაწყვეტები. არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შეიქმნა ბიზნესმოდელი შესაბამისი ფუნქციონალური და ტექნიკური მოთხოვნებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენთვის საჭირო გადაწყვეტის მოდელის შექმნა და ყველა მოთხოვნის დეტალიზაცია, რის შედეგადაც მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის თავმოყრა. ტენდერში გამარჯვებულ მწარმოებელთან ან/და ინტეგრატორ კომპანიასთან ერთად „სმართ ლოჯიქი“ დანერგავს ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების მიწოდების ახალ, თანამედროვე „Cloud Computing“-ის „IaaS“ მოდელს, რომელიც დანახარჯების ეკონომიით უზრუნველყოფს მრავალი ორგანიზაციის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება − სახელმწიფო ორგანიზაციებში პროცესების ავტომატიზებისა და ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის მიზნით „სმართ ლოჯიქი“ მოახდენს კვლევას და კონკრეტული ინოვაციური ბიზნესგადაწყვეტილების შექმნას, რაც გულისხმობს, კონკრეტულ შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას კონკრეტული დამკვეთისთვის და მაქსიმალურად მორგებას მის ბიზნესპროცესებზე.

არსებული პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწის კუთხით, შედგება პროექტის გეგმა და ჩამოყალიბდება ამოცანა სისხლის სამართლის საქმეთა ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა მოდულის შექმნისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართვა აღნიშნულ ავტომატიზებულ სისტემაში (ადვოკატურა, სასჯელაღსრულების სისტემა, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მონაწილე სოციალური მუშაკები); ასევე, „სმართ ლოჯიქის“ მხრიდან შემუშავდება სასამართლოს ჩართვისთვის საჭირო ინტეგრაციის მოდული. გარდა ამისა, დაიხვეწება სისტემა და მოხდება მორგება სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლო ცვლილებების შესაბამისად.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა

19

Page 20: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

დღეისათვის მუშაობს კლიენტ-სერვერ არქიტექტურით. პროგრამა რომ მეტად მოქნილი გახდეს მომხმარებლის თვალსაზრისით, ასევე, პროგრამის განახლების კუთხით, მოხდება მისი ვებტექნოლოგიაზე გადაწერა. ამასთან, შეფასდება დახვეწა/შექმნა როგორც არსებული მოდულების, ისე ახალი ფუნქციონალის, რაც დადებითად იმოქმედებს სამინისტროს მომსახურების ხარისხზე.

პროექტი „საქართველოს სახელმწიფო დრო“ - პროექტის განხორციელებისას „სმართ ლოჯიქი“ გამართავს და დანერგავს სპეციალურ ტექნიკურ მოწყობილობებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება გარანტირებულად ზუსტი და მდგრადი დროის გაცემა ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე მათი ელექტრონული სისტემებისთვის/სერვისებისთვის. ამ შემთხვევაში, ზუსტი დროის მისაღებად ქვეყნის გარეთ „გასვლა“ აღარ იქნება საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული გადაწყვეტა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დროის გარანტირებულ სიზუსტეს, არამედ, პრობლემის შემთხვევაში, მის შენარჩუნებასაც გარკვეული, გონივრული ვადით.

მოსალოდნელი შედეგები

სახელმწიფო სტრუქტურების მომსახურებაზე აყვანა; მომსახურების მიმღები დაწესებულებების ინფრასტრუქტურული ტექნიკის შეძენისა და

მათ მხარდაჭერაზე გაწეული დანახარჯების შემცირება; სისტემების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცულობის დონის გაზრდა; IT სერვისის მიწოდების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა „Cloud

Computing“-ის „IaaS „მოდელის გამოყენებით; დანახარჯების კონტროლისა და ანგარიშსწორების მარტივი მექანიზმები; სისხლის სამართლის საქმეთა ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში ახალი

ორგანიზაციების ჩართვისთვის მოდულების შექმნა და სისტემაში ჩართვების განხორციელება;

გარანტირებულად ზუსტი დროის უზრუნველყოფა ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის;

შედეგების შეფასების კრიტერიუმები

სულ მცირე, 50 სახელმწიფო სტრუქტურის მომსახურებაზე აყვანა, ჯამური მომხმარებლების რაოდენობით, არანაკლებ 12 000 მომხმარებლისა;

მომსახურებაზე აყვანილი ორგანიზაციების პოტენციური დანახარჯების შემცირება საშუალოდ 30%-ით;

მომსახურების მიმღები დაწესებულებების სისტემებზე არასანქცირებული წვდომისა და ვებგვერდების გატეხვის განულება;

მომხმარებლებისთვის კაპიტალური დანახარჯებიდან საოპერაციო დანახარჯებზე გადასვლის შესაძლებლობა;

„Billing“ სისტემის საშუალებით მომხმარებლის მიერ გამოყენებული სიმძლავრეების მიხედვით ანგარიშსწორება;

20

Page 21: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მწარმოებელთან ინციდენტის რეგისტრაციის შესაძლებლობა და მწარმოებლის მხრიდან რეაგირება 24 საათის განმავლობაში;

სისხლის სამართლის საქმეთა ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში ადვოკატურის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის სოციალური მუშაკების, სასჯელაღსრულების სისტემისა და სასამართლო სისტემის ჩართვა;

გლობალურ ინტერნეტზე წვდომის არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო დროის მიწოდების გაგრძელება შეუფერხებლად.

პროგრამა 26 08

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მომსახურებათა ეფექტიანობის უზრუნველყოფა და

ხელმისაწვდომობა

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“;

განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტი წარმოადგენს ინოვაციურ პროექტს, რომლის მიზანია, სოფლის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ცენტრალური ხელისუფლების, მუნიციპალური და კერძო სექტორის სერვისები საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით. პროექტი ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაზრდას და სამოქალაქო განვითარების ხელშეწყობას. პროექტი საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას ადგილობრივ დონეზე. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია − საქართველო 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელებას და ეფექტიანი საჯარო მმართველობის ჩამოყალიბებას.

სააგენტოს მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის კრიტიკულობის გამო, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს. ამ მიმართულებით აუცილებელია ინფორმაციული უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება და სააგენტოში სათანადო პროცედურების დანერგვა. მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდასთან ერთად მუდმივ სრულყოფას საჭიროებს სააგენტოს არსებული სერვისებიც. 2012 წლის ივნისში სააგენტომ შეიძინა ახალი ფუნქციები, რაც სააგენტოს აკისრებს ვალდებულებას, შექმნას და განავითაროს ინოვაციური სახელმწიფო სერვისები. გარდა სერვისების შექმნა-დახვეწისა, მათი ეფექტური მიწოდებისთვის

21

Page 22: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

მნიშვნელოვანია ხარისხიანი მონაცემთა ბაზების ფლობა, რის სრულყოფასა და მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფაზე სააგენტო უწყვეტად მუშაობს. აღნიშნული მიმართულება ხელს შეუწყობს „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია − საქართველო 2020“-ის ეფექტიანი საჯარო მმართველობის დანერგვის კომპონენტს, რადგან სტრატეგიის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობების ადეკვატურად გაძლიერება სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიხედვით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანას ინოვაციური საქმიანობისა და უახლესი ტექნოლოგიების გადაცემა-დანერგვის კომპლექსური ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ ამოცანის გამოხმაურებაა პროგრამის მიმართულება − ახალი ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა.

სააგენტოს მიერ მომსახურებებში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, აღარ აკმაყოფილებდეს მომავალში განსავითარებელ მოთხოვნებს. კერძოდ, პროცესების დინამიკურობიდან გამომდინარე, ხშირად დგება პროგრამებში ცვლილებების, ახალი ფუნქციების გაჩენის აუცილებლობა. გაუმჯობესებული ტექნოლოგიური საშუალებების იმპლემენტაცია და გაუმჯობესება აუცილებელია, რათა ის იყოს მომავალი განვითარების სასურველ ტემპებზე მორგებული და მისი რელევანტური. ეს, ამავე დროს, საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ ისეთი რისკები, როგორიც არის პროგრამული ხარვეზების გაჩენა და ამგვარად გამოწვეული შეფერხება სერვისის მიწოდების პროცესში. შესაბამისად, სერვისის უწყვეტობის, პროგრამების სტაბილურობისა და შესაბამისი ცვლილებების ეფექტურად განხორციელების მიზნით სააგენტო უნდა უზრუნველყოფდეს ტექნოლოგიების მუდმივ განახლებას.

სააგენტოსთვის პრიორიტეტულია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის სწორი გზით მიწოდება. აღნიშნული შეეხება როგორც სააგენტოს სერვისებს, ისე, ზოგადად, სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. საჯარო სექტორის მხრიდან საჯარო ინფორმაციის პროაქტიული მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს კარგი მმართველობის კუთხით, რომლის განვითარებასაც სააგენტო გეგმავს პროგრამის განხორციელების პერიოდში და რაც მნიშვნელოვანი მოთხოვნაა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. აღნიშნული ინიციატივა ეხმიანება „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია − საქართველო 2020“-ის ეფექტიანი საჯარო მმართველობის კომპონენტს − სტრატეგიის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

სამუშაო ადგილისა და მომსახურების გარემოს გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი სათანადო სტანდარტებთან შესაბამისობის შენარჩუნება წარმოადგენს. სააგენტოს ინფრასტრუქტურა საჭიროებს შეკეთებასა და განახლებას, რათა იყოს შესაფერისი სამუშაო პირობები და მოქალაქის მომსახურების პროცესი მიმდინარეობდეს სათანადო გარემოში.

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ 2011 წლის აგვისტოდან გასცემს საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. აღნიშნული დოკუმენტი დაცულია დუბლირებისა და გაყალბებისგან და ფლობს შეზღუდული, მაგრამ საჭირო ოდენობის ზუსტ ინფორმაციას თითოეულ მოქალაქეზე, რაც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესებისთვის; ამასთან, წარმოადგენს საჯარო მომსახურების მიღების თანამედროვე საშუალებას, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს შეუძლია, მოითხოვოს

22

Page 23: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ნებისმიერი მომსახურება სახლიდან გაუსვლელად, აკონტროლოს მისი განაცხადის სტატუსი და შევიდეს საქმიან ურთიერთობაში. პირადობის ახალი მოწმობის მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო გეგმავს სხვადასხვა აქციის გამართვას.

არსებული გამოწვევების პარალელურად, სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით იზრდება მოთხოვნები თანამშრომლების ცოდნისა და უნარების მიმართ. ამ მიმართულებით გამოცდილების სათანადოდ გამოყენება, სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ცოდნის გაზიარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნული მიმართულება ეხმიანება „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია − საქართველო 2020“-ის ეფექტიანი საჯარო მმართველობის კომპონენტს; კერძოდ, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარებასაც, რათა საჯარო სამსახური გახდეს სტაბილური და მოიზიდოს კვალიფიციური კადრები შესაბამისი მატერიალური და კარიერული მოტივაციის საფუძველზე.

სააგენტოს ფარგლებში მოქმედებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო, რომლის მეშვეობით უზრუნველყოფილია კომისიის გამართული მუშაობა, რაც გულისხმობს უწყებათაშორისი ორგანოს ტექნიკურ და ანალიტიკურ დახმარებას. სამდივნო ეფექტიან კოორდინაციას უწევს ქვეყნის მასშტაბით მიგრაციის სფეროში მიმდინარე სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობას. სააგენტო, ასევე, კომისიის შესაბამის წევრ უწყებებთან ერთად აწარმოებს მიგრაციის 2013-2015 წლებისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს. კომისიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს მათი ქვეყნის მდგრადი განვითარებისკენ მიმართვას არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისა და დაბრუნებული ქართველების რეინტეგრაციის გზით.

პროგრამის აღწერა

საზოგადოებრივი ცენტრების (სოფლის სახლების) მშენებლობა პროგრამის ფარგლებში სააგენტო ქვეყნის მასშტაბით მრავალმოსახლე და

მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში აშენებს საზოგადოებრივ ცენტრებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად იღებს როგორც სახელმწიფო (სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვა), ისე კერძო სექტორის (საბანკო, სადაზღვევო, ტელესაკომუნიკაციო და სხვა) მომსახურებებს. სააგენტოს მიერ უკვე აშენებულია და ფუნქციონირებს 12 ასეთი ცენტრი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ 10-11 ცენტრის აშენება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო ევროკავშირი აღმოუჩენს მხარდაჭერას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების გამართული ფუნქციონირებისა და მომსახურების ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფაში. გარდა ამისა, სააგენტო გეგმავს საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის განვითარებას საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე, რომელიც გულისხმობს შერჩეული სოფლის ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის გამართვას, ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას და თანამშრომელთა გადამზადებას. საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რისი ხელშეწყობის მიზნითაც საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურულ ბაზაზე, ასევე, ტარდება სამოქალაქო ჩართულობის

23

Page 24: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას, განათლებას და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფას.

იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისების გარდა, ხელმისაწვდომი იყოს მუნიციპალური სერვისებიც, სააგენტო პარალელურად ახორციელებს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა, რაც დაინერგება 7 საპილოტე მუნიციპალიტეტში; ეს კი საშუალებას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობას, ეფექტიანად მიაწოდონ მოსახლეობას თავისი სერვისები როგორც მუნიციპალურ ცენტრებში, ისე საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით.

სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა

აღნიშნული მიმართულების ფარგლებში სააგენტო გეგმავს მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიურ სრულყოფას, მონაცემთა ხარისხის მართვის სისტემის დანერგვას, მონაცემთა ბაზებში ხარვეზების ანალიზსა და გამოსწორებას. სააგენტო პროაქტიულად გამოავლენს მონაცემთა ბაზაში არსებულ ხარვეზებს/სისუსტეებს და დაგეგმავს მისი გამოსწორების მიზნით საჭირო აქტივობებს. მონაცემთა ბაზების სრულყოფის მიზნით განხორციელდება ქაღალდის დოკუმენტების დიგიტალიზაცია. დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობა საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს, მომსახურება მიიღოს დისტანციურად და ნაკლები დანახარჯით. მომხმარებლებს უსაფრთხო წვდომა ექნებათ სააგენტოს გამარტივებულ სერვისებთან მათთვის სასურველ დროს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რაც გაამარტივებს ურთიერთობას ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

დამისამართების ერთიანი სისტემის დანერგვა სააგენტოს ბიზნესპროცესებშიდამისამართების პრობლემის გადაჭრა საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან

საკითხს წარმოადგენს. მონაცემები მისამართების შესახებ არასრულყოფილია და გაბნეულია მისამართების მომხმარებელ და შემქნელ სხვადასხვა ორგანიზაციაში. კვლავაც არ არსებობს მისამართის ფიზიკურად არსებობის გადამოწმების მექანიზმი, ხოლო დამისამართების ერთიანი სტანდარტის არარსებობა ართულებს უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას და პირის იდენტიფიცირებას. დამისამართების ერთიანი სისტემის შექმნა უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების გამართული ფუნქციონირებისთვის. სისტემა გულისხმობს მუდმივად განახლებადი, საიმედო მონაცემთა ბაზის შექმნას და დამისამართების ისეთი ერთიანი სტანდარტის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ყველა მომხმარებელი უწყებისთვის და მაქსიმალურად მოერგება მათ საჭიროებებს. სააგენტო თავის ბიზნესპროცესებში მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კორექტული მისამართების ბაზასთან. დამისამართების რეესტრის მოწესრიგების მიმართულებით სააგენტო რამდენიმე წელია, მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, თუმცა, ჯერჯერობით ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ გარკვეული რაოდენობის რაიონებია დამისამართებული. სააგენტო მისამართების ახალი რეესტრის შექმნის შემდეგ ახორციელებს მის დანერგვას თავის ბიზნესპროცესებში, კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხდება თითოეული მოქალაქის რეგისტრაციის მონაცემების დაკავშირება ახალ მისამართებთან, აღნიშნული პროცესი კი საველე სამუშაოების წარმოებას გულისხმობს.

24

Page 25: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ფორმირებული მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება თითოეულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირება, ხოლო შემდეგ ამ მისამართების გადატანა სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში. მისამართების ახალი რეესტრის გამოყენება სააგენტოს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს მოქალაქეთა არაკორექტულ და არარსებულ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტები; ეს კი მოსახლეობის რეესტრისა და საარჩევნო სიის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობაა.

სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვაინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა სააგენტოს

ინფორმაციული რესურსებისა და, ზოგადად, ბიზნესპროცესების უსაფრთხოების გარანტია. სააგენტოს მიზანია, დანერგოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა თავის ძირითად ბიზნესპროცესებზე „iso 27001“ სტანდარტზე დაყრდნობით. აღნიშნული პროექტი სააგენტოში 2013 წელს დაიწყო, თუმცა, მისი გავრცელების სფერო დღესდღეობით მხოლოდ ორ ძირითად ბიზნესპროცესს მოიცავს. სააგენტოს მიზანია, გაფართოვდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის გავრცელების არეალი და მოიცვას ყველა ძირითადი ბიზნესპროცესი.

სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოება მიიღწევა შესაბამისი კონტროლის მექანიზმების, მათ შორის, პოლიტიკების, პროცესების, პროცედურების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე, შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით. სააგენტომ უნდა მოახდინოს კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება, დანერგვა, მონიტორინგი, გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სააგენტოს მიზნების მიღწევა.

მონაცემთა კარგვის არასანქცირებული წვდომის მონიტორინგის სისტემა (DLP) წარმოადგენს კრიტიკულ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომისა და მისი დაკარგვის ფაქტების გამოვლენისა და მათზე ეფექტურად რეგირების საშუალებას. მონაცემთა კარგვის არასანქცირებული წვდომის მონიტორინგის სისტემის გამოყენებით სააგენტოს საშუალება ექნება, გამოავლინოს ინფორმაციულ აქტივებზე არასანქცირებული წვდომის ფაქტები და პროაქტიული ანალიზის საშუალებით მოახდინოს დროული რეაგირება ინფორმაციის კარგვის ფაქტებზე. აღნიშნული სისტემის დანერგვა სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების ერთ-ერთი საშუალებაა.

2015 წელს სისტემა დაინერგება სააგენტოს საინფორმაციო ინფრაქტრუქტურასა და ყველა სამუშაო ადგილზე. გაკონტროლდება კრიტიკული ინფორმაციის მოძრაობა. ინფორმაციული აქტივების კლასიფიკაციის შემდეგ დაწესდება მათი დამუშავებისა და მოპყრობის წესები.

ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ზოგადი მიზანი, ძირითადად, უკავშირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის პროცესების უსაფრთხოების დონის ამაღლებას. აღნიშნული პროცესების უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლება, ასევე, წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას. ამასთან, უსაფრთხო დოკუმენტების გაცემა დადებითად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

სერტიფიცირების ცენტრის (CA) აუდიტი და საერთაშორისო აღიარებასანდო სერვისების (Trust Services) ცნება მოიცავს ისეთი სერვისების გაერთიანებას,

რომლებიც მაღალი დაცულობის მქონე ინსტრუმენტული საშუალებების შესაქმნელად გამოიყენება და წარმოადგენს ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული

25

Page 26: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

კომერციის ძირითად მამოძრავებელ ელემენტს. როგორც წესი, ასეთი სერვისები მთლიანად ან ნაწილობრივ ეყრდნობა ციფრული ხელმოწერის ტექნოლოგიებს, თუმცა, მათი კონკრეტული დანიშნულება და გამოყენების სამართლებრივი ეფექტი შესაძლოა, განსხვავებული იყოს. სერტიფიკაციის მიზანია, გამოარჩიოს სანდო სერვისების ის მიმწოდებლები, რომლებიც სანდო სერვისებს უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესაბამისად გასცემენ. „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ აღიარებს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატების გამცემად და არ ავალდებულებს აკრედიტაციის გავლას, ანუ ქვეყნის შიგნით სააგენტო „ნდობით სარგებლობს“, თუმცა, სერტიფიცირების ცენტრის სტანდარტებთან შესაბამისობა მნიშვნელოვანია, რათა სერტიფიცირების ცენტრის მიერ შექმნილი სერტიფიკატით ხელმოწერილი დოკუმენტები აღიარებული იყოს საერთაშორისო დონეზე. მსოფლიო ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორიცაა, მაგალითად, კომპანია „Microsoft“, „Adobe“, „Oracle“, „Mozilla“ და სხვები, ამგვარ სერტიფიკატებს ნდობის გამოცხადების უმნიშვნელოვანეს წინაპირობად აღიარებენ. ეს კი გულისხმობს იმას, რომ გადაიდგმებოდა დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ და სხვა მსგავსი კომპანიების პროდუქტებში ჩვენი სანდო სერვისების ავტომატური აღიარებისაკენ. აღნიშნულის განხორციელება სახელმწიფო უწყებებს დაეხმარება ელექტრონული მმართველობის განვითარებაში, საქმიანობის არეალის გაფართოებასა და სხვადასხვა ტიპის ახალი სერვისების ადვილად შეთავაზებაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებისა და ფიზიკური პირებისათვის.

სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია მიზნად ისახავს სააგენტოს მონაცემთა ბაზების

სრულყოფას და ელექტრონული საქმისწარმოების პროცესისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას. სამოქალაქო აქტების ელექტრონული არქივის შექმნა, ასევე, წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მოთხოვნას. ელექტრონული მონაცემების არსებობა აღნიშნულ დოკუმენტებზე უზრუნველყოფს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესების უსაფრთხოებასაც, კერძოდ, ინფორმაციის მაღალი დონით ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს დოკუმენტების გაცემის პროცესში შეცდომების ალბათობის შემცირებას. სააგენტოს ამ ეტაპზე ელექტრონიზებული აქვს სამოქალაქო აქტების არქივების მხოლოდ გარკვეული ნაწილი (6 192 281 აქტი). არაელექტრონიზებული აქტების რაოდენობა, დაახლოებით, არის 11 000 000. სააგენტოში მიმდინარე წლის განმავლობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ხდება აქტების მონაცემთა ასახვა ელექტრონულ ბაზაში, მისი გაციფრულება/სკანირება.

დიგიტალიზაციის პროცესში შექმნილი ელექტრონული მონაცემები დაეხმარება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესებს და შესძენს მათ მეტ მოქნილობას, ამასთან, ელექტრონული ინფორმაციის გაადვილებული ხელმისაწვდომობა გამორიცხავს უნებლიე ან სხვა სახის შეცდომებს დოკუმენტების გაცემისას, ასევე, საშუალებას მისცემს ნებისმიერ მომხმარებელს, მიიღოს მისთვის სასურველი სერვისი დისტანციურად, ხოლო უტყუარი უსაფრთხო დოკუმენტების გაცემა სახელმწიფოს იმიჯზე დადებითად აისახება.

მისამართზე რეგისტრაციის რეგულაციების მოწესრიგებაინიციატივის მიზანია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მისამართზე

რეგისტრაციასა და რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებული ინფორმაციის 26

Page 27: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

მაქსიმალურად სრულყოფა, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პოტენციურ საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა სიის სრულყოფას. მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, უნდა მოხდეს მისამართზე რეგისტრიციის სისტემაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა; შემუშავდეს ისეთი სტრატეგია, რომელიც მოაწესრიგებს მისამართზე რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის სისტემას, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება მოქალაქეთა უმრავლესობის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციაში. მისამართზე რეგისტრაციის მიმართულებით დღეს არსებული პრობლემებია: რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები, მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე არაფორმალური მიგრაციული პროცესები;

ინიციატივის მიზანია, შეამციროს რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა რაოდენობა, მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა და ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის პროცესს. ასევე, სააგენტო გეგმავს, მოამზადოს ახალი საკანონმდებლო პროექტი მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტების გაცემის სფეროში.

პოტენციურ ამომრჩეველთა რეესტრის ხარისხის უზრუნველყოფა სააგენტოს საინფორმაციო რესურსები, კერძოდ, მოსახლეობის რეესტრი (რომელიც

საარჩევნო სიის ძირითადი საფუძველია), საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ რესურსს. შესაბამისად, მისი ხარისხის უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. სააგენტო მუდმივად მუშაობს მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებაზე, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის ინტენსიურად გაგრძელება.

დიდი მნიშვნელობის მქონეა სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა, აგრეთვე, საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში მონაწილე დაწესებულებათა მონაცემთა ბაზების სინქრონიზაციის მექანიზმების შემუშავება, რაც, თავისთავად, გამორიცხავს სხვადასხვა უფლებამოსილი უწყების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ერთმანეთისთვის შეუსაბამო მონაცემების გადაგზავნას. პროექტის ფარგლებში მოხდება მონაცემთა ბაზაში არსებული პიროვნებების საიდენტიფიკაციო მონაცემების ერთმანეთთან შედარება, ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა, ასევე, განხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებში დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათების დიგიტალიზაცია და მათი შედარება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ ფოტოსურათებთან სავარაუდო გაყალბებების აღმოჩენის და შემდგომ მათზე რეაგირების მიზნით.

სააგენტოში, ასევე, დაგეგმილია მონაცემთა ხარისხის მართვის სისტემის შექმნა, რომელიც მოიაზრება როგორც მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის საქმისწარმოების ერთიანი სისტემის დანერგვა სააგენტოს მასშტაბით. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება, პროაქტიულად გამოვლინდეს მონაცემთა ბაზაში არსებული შეცდომები, განხორციელდეს მონიტორინგი დოკუმენტების გაცემის საქმისწარმოების პროცესებზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი ან არაზუსტი მონაცემებით დოკუმენტების გაცემა. აღნიშნული აქტივობის შედეგი იქნება სააგენტოს მონაცემებთა ბაზების ხარისხის ამაღლება, რის საფუძველზეც ცესკო მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით მიიღებს მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო მონაცემებს. აღნიშნული პროცესი დადებით გავლენას მოახდენს საარჩევნო სიების მიმართ ნდობის ამაღლებაზე. პროექტის ფარგლებში მოხდება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების ერთმანეთთან შედარება, ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა,

27

Page 28: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მაღალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

სააგენტოს საინფორმაციო რესურსები საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საინფორმაციო რესურსს. სააგენტოს სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიეწოდება ძალიან ბევრ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციას, ხოლო მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მუდმივად უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განახლებას და გაძლიერებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედი სერვისების მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის მაღალი მდგრადობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

დღეისათვის სააგენტოში არსებობს მონაცემთა დამუშავების ორი ცენტრი (შემდგომში– დატაცენტრი) – ცენტრალური და სარეზერვო. სარეზერვო მონაცემთა დამუშავების ცენტრი დღესდღეობით წარმოადგენს კრიტიკული მონაცემების დამუშავების სარეზერვო სისტემას. ყველა კრიტიკული მონაცემი ავტომატურად სინქრონირდება სარეზერვო მონაცემთა დამუშავების ცენტრში, ხოლო სერვისების მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის ამ ეტაპზე შეუძლებელია.

დაგეგმილია სარეზერვო მონაცემთა დამუშავების ცენტრის ჩართვა აქტიურ საწარმოო გარემოში და შესაძლებელი იყოს ყველა კრიტიკული სერვისის პარალელურად მიწოდება მომხმარებლებისათვის; ასევე, ცენტრალური მონაცემთა დამუშავების ცენტრის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, გააგრძელოს ყველა კრიტიკული სერვისის მიწოდება მინიმალური შეფერხებით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი, ცენტრალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც ერთიან ჩარჩოში მოაქცევს სააგენტოში მიმდინარე ყველა ბიზნესპროცესს და შექმნის უფრო თანამედროვე პლატფორმას. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და განვითარების გზით უზრუნველყოფილი იქნება სერვისებზე უფრო მაღალი ხელმისაწვდომობა და ახალ მოთხოვნილებებზე სწრაფი რეაგირება.

გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით სააგენტო განავითარებს პიროვნების მოშორებული იდენტიფიკაციის სისტემას, რომელიც სრულყოფილი მონაცემთა ბაზების პირობებში შესაძლებელს გახდის სააგენტოს სერვისების დიდი ნაწილის ელექტრონულ პლატფორმაზე გადატანას. ამის უზრუნველყოფა პიროვნებას საშუალებას მისცემს, მომსახურება მიიღოს დისტანციურად, უფრო კომფორტულად და ნაკლები დროითი დანახარჯით. სააგენტოს, როგორც საიდენტიფიკაციო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მნიშვნელოვანი როლი შეუძლია, შეასრულოს ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობისა და მისი განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო მექანიზმების შექმნის კუთხით.

სააგენტოს ეს მიზანი ემსახურება არა მხოლოდ მომსახურების გაწევის პროცესის ელექტრონულ სივრცეში გადატანას, არამედ დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიან კომუნიკაციას და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, რაც კარგი მმართველობის პრაქტიკის დასამკვიდრებლად ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა და ხელს შეუწყობს

28

Page 29: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხორციელებას, კერძოდ, საჯარო მმართველობის ჩამოყალიბებას.

ბუნებრივია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა აქტივობა ვერ განვითარდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის გარეშე. ამ მიზნების მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

საკანონმდებლო ცვლილებებისააგენტო სხვა სახელმწიფო უწყებებთან (სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“,

ფინანსთა სამინისტრო, სსიპ „შემოსავლების სამსახური“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“) ერთად ახორციელებს „ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის რევიზიას და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფას ევროპულ კანონმდებლობასთან. გარდა უშუალოდ კანონისა, ცვლილებები შეეხება მთელ რიგ კანონქვემდებარე აქტებსაც.

ამის შედეგად შეიქმნება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებს შესაბამის სერვისებს.

ციფრული ხელმოწერა და ორგანიზაციის ციფრული შტამპის განვითარებაორგანიზაციის ციფრული შტამპი ციფრული ხელმოწერის ნაირსახეობაა, რომელმაც

იგივე როლი უნდა შეასრულოს ელექტრონულ დოკუმენტებზე, რასაც ე.წ. სველი ბეჭედი ასრულებს მატერიალური დოკუმენტის შემთხვევაში. მან უნდა დაადასტუროს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ნამდვილად მოცემულ ორგანიზაციაშია წარმოშობილი. ამ მიზნით სააგენტომ მოამზადა კონცეფცია პროდუქტის შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები. ციფრული შტამპი, როგორც პროდუქტი, შეთავაზებული იქნება როგორც სახელმწიფო, ისე კომერციული სტრუქტურებისათვის. სააგენტო, თავის მხრივ, მას თავის პროცესებში გამოიყენებს.

ციფრული ხელმოწერისა და ციფრული შტამპის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი უტყუარობის და გაუყალბებლობის გადამოწმების საშუალებას. სააგენტო გეგმავს, დანერგოს მსგავსი გადამოწმების სერვისი. ციფრული ხელმოწერისა და ციფრული შტამპის განვითარება შექმნის დისტანციური ბიზნესურთიერთობის დამყარების საშუალებას, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება დროის, რესურსებისა და ფინანსების დაზოგვა. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი დაცულია უსაფრთხოების ნიშნებით, რომელთა გაყალბების საშუალება, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა დაყვანილი. ციფრული ხელმოწერის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში გააუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურების დონეს და ხელმოწერილი დოკუმენტების დაცვას გაყალბებისგან გაცილებით მეტად, ვიდრე ეს დღეს ქაღალდის დოკუმენტებზეა შესაძლებელი.

ციფრული ხელმოწერისა და ციფრული შტამპის გამოყენების კულტურის დანერგვის, მოქალაქეების მხრიდან პროდუქტის მიმართ კეთილგანწყობისა და ხშირი სარგებლობის სტიმულირების მიზნით სააგენტო გეგმავს, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი გასცეს ასევე არასავალდებულო, ალტერნატიულ (პირადობის მოწმობისგან განსხვავებულ) ელექტრონულ მატარებლებზე (მაგალითად, ე.წ. USB ტოკენებზე). აღნიშნული პროდუქტი უფრო მეტად იქნება მორგებული კერძო სექტორზე, მაგალითად, კომერციულ ბანკებზე − მათსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში.

29

Page 30: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

დროის აღნიშვნის სისტემის განვითარება დროის აღნიშვნა წარმოადგენს სპეციალურ სერვისს, რომელიც განკუთვნილია

ელექტრონული დოკუმენტის ან/და მასზე განხორციელებული ციფრული ხელმოწერის დროის დასადგენად. შესაბამისად, დროის აღნიშვნა ადასტურებს, რომ არაუგვიანეს მოცემული დროისა ესა თუ ის ობიექტი (დოკუმენტი ან ხელმოწერა) უკვე არსებობდა. ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, როდიდან შეიძლება მიენიჭოს ხელმოწერას იურიდიული ძალა. დროის აღნიშვნის სისტემის საშუალებით კი ობიექტზე (დოკუმენტი, ხელმოწერა) დაფიქსირებული დრო გარანტირებულადაა სინქრონიზებული ე.წ. კოორდინირებულ უნივერსალურ დროსთან (UTC), რომელიც მსოფლიოში დროის ათვლის საერთაშორისოდ აღიარებული მექანიზმია. ამ სერვისის გარეშე სააგენტო იძულებული იქნებოდა, დაყრდნობოდა ხელმომწერის კომპიუტერის დროს, რომელზეც ყოველთვის არსებობს მანიპულაციის (დროის გადაწევის) რისკი.

აგრეთვე, დროის აღნიშვნა უზრუნველყოფს ციფრული ხელმოწერის დაცვას გაყალბებისგან ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად. ორგანიზაციებს, რომლებსაც ექნებათ ციფრულად ხელმოწერილი დოკუმენტების არქივი, ეს სერვისი გარანტიას მისცემთ, დღეს მათ სანახში არსებული ციფრულად ხელმოწერილი დოკუმენტი 20, 50 თუ 100 წლის შემდეგაც ისევე იქნება დაცული გაყალბებისგან − იმ დროისათვის მოქმედი უსაფრთხოების მექანიზმებით.

დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემის განვითარება. სადღეისოდ საინფორმაციო სისტემების უმრავლესობაში მომხმარებლის

იდენტიფიკაციისას (მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურების სისტემებში), როგორც წესი, გამოიყენება სახელი და პაროლი. ამ საკმაოდ მოძველებული და ნაკლებად დაცული მეთოდით ხშირად გაიცემა მნიშვნელოვანი და კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც პოტენციურად რისკის შემცველია.

დისტანციური იდენტიფიკაციის მეთოდების გავრცელება ხელს შეუწყობს მომსახურების გაცილებით ფართო სპექტრის სრულად გადატანას ელექტრონულ სივრცეში, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიიღოს მისთვის სასურველი მომსახურება სწრაფად, საიმედოდ და რესურსების დაზოგვით.

სააგენტოს მიზანია ამგვარი საშუალებების დანერგვა საკუთარ სისტემებში და, ასევე, სხვა ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა, რათა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომა როგორც სახელმწიფო, ისე კომერციულ სტრუქტურებში ხორციელდებოდეს მხოლოდ დაცული მექანიზმებით, როგორიცაა პირადობის ელექტრონული მოწმობა და სხვა თანამედროვე საშუალებები.

ბიომეტრიული იდენტიფიკაციის სისტემის განვითარებააღნიშნული პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1) მოქალაქეებისგან მიღებული ბიომეტრიული მონაცემების ხარისხის კონტროლის სრულყოფას, რაც გააუმჯობესებს სააგენტოს მიერ გასაცემ სამგზავრო დოკუმენტებზე დატანილ ბიომეტრიულ ინფორმაციას.

2) სერვისების მიწოდებას სხვადასხვა კომპეტენტური უწყებებისათვის ქვეყნის შიგნით (მაგ.: შინაგან საქმეთა სამინისტრო) საიდენტიფიკაციო დოკუმენტებზე ჩაწერილი ბიომეტრიული მონაცემების ამოსაკითხად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს

30

Page 31: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა კომფორტულად, რიგების გარეშე, საზღვრის კონტროლის ავტომატური ტურნიკეტების მეშვეობით.

3) ქვეყნის გარე კომპეტენტური უწყებებისათვის (მაგ.: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასაზღვრო უწყებები) სერვისების მიწოდებას საიდენტიფიკაციო დოკუმენტებზე ჩაწერილი ბიომეტრიული მონაცემების ამოსაკითხად. ეს უზრუნველყოფს საქართველოს სახელით გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უკეთეს ცნობადობას, ასევე, მოქალაქეების მიერ სხვა ქვეყნების საზღვრის გადაკვეთას უფრო კომფორტულად, რიგების გარეშე, საზღვრის კონტროლის ავტომატური ტურნიკეტების მეშვეობით.

4) მე-3 თაობის ბიომეტრიული პასპორტების გასაცემად ინფრასტრუქტურის განვითარებას და აღნიშნული თაობის პასპორტების შეთავაზებას მოქალაქეებისთვის − ევროკავშირის ვიზაფასილიტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

მობილური იდენტიფიკაციახშირად დისტანციური სერვისების ნაკლებ პოპულარობას იდენტიფიკაციის მეთოდების

სირთულე და სხვადასხვა მოწყობილობის (მაგ.: ბარათი, მისი წამკითხველი, ერთჯერადი კოდის გენერატორი და სხვა) ტარების საჭიროება განაპირობებს. ამის საპირისპიროდ, მობილური ტელეფონს მუდმივად თან ატარებს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, ტელეფონების გამოყენება დისტანციურ სერვისებში იდენტიფიკაციისათვის მნიშვნელოვნად გაზრდის ასეთი სერვისების პოპულარობას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო (საბანკო ტრანზაქციები, დაზღვევა და სხვა) სექტორში.

სააგენტო ამჟამად ამუშავებს პროექტს, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითზე (ბალტიისპირეთის, სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია და სხვა) ხელს შეუწყობს მობილური ტელეფონების გამოყენებას იდენტიფიკაციის საშუალებად. რაც მთავარია, ეს შეეხება როგორც თანამედროვე „სმარტფონებს“, ისე მოძველებულ და ნაკლები ფუნქციონალობით აღჭურვილ ტელეფონებსაც კი.

სააგენტოს ძირითადი საქმიანობის ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების და პერსონალური მონაცემების დაცვის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა

სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს. ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფოს განვითარების მიმართულებით სტრატეგიული მოთხოვნების დაკმაყოფილება სააგენტოს წინაშე ახალ ვალდებულებებს აყენებს.1 აღნიშნული ვალდებულებები ითვალისწინებს უსაფრთხოების წესების დანერგვას სააგენტოს ძირითად აქტივობებზე, რადგან სააგენტოს ძირითადი საქმიანობაა მოქალაქეთა რეგისტრაციის, მისი სიცოცხლის განმავლობაში შექმნილი სამოქალაქო აქტების და მოქალაქეობის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გაცემა; კრიტიკული ინფორმაცია კი საქმიანობის შედეგად შექმნილი პერსონალური მონაცემები და მასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილებები.

ამიტომ ზემოაღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სააგენტო შეიმუშავებს ახალ ცენტრალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელშიც გაერთიანდება სააგენტოში ძირითადი საქმიანობის პროდუქტები.

1 აღნიშნული ფაქტი სააგენტოს ავალდებულებს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესრულებას. http://dea.gov.ge/uploads/legal_acts/10/minimaluri_motxovnebi.pdf - სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარის ბრძანება №2, 2013 წლის 4 თებერვალი, ქ. თბილისი.

31

Page 32: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ამასთან, მოქალაქისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისა და დაინტერესებული პირისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით ახალშექმნილ პროგრამაში დაგეგმილია არსებულ დისტანციურ სერვისებში ხარვეზების აღმოფხვრა და ახალი სერვისების დამატება.

დიპლომატებისთვის საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემის პროექტისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის დიპლომატებსა და მათი

ოჯახის წევრებზე დადგენილი ვადით გასცემს დიპლომატიურ ბარათებს. დოკუმენტების გაცემის არსებული წესი შეიცავს შესაძლო გაყალბების რისკს გარეშე პირების მიერ. ასევე, ვერ ხერხდება ბარათის ფაქტობრივი გაუქმება. ინიციატივის ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფს დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტებული თანამშრომლებისთვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სისტემის შექმნას.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ღია გასაღების დირექტორიაში (ICAO PKD) გაწევრება

საქართველოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ამჟამად სრულიად შეესაბამება „ICAO“-ს სტანდარტებს. თუმცა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებობს რეკომენდაცია, რომ აღნიშნული დოკუმენტების სანდოობის შემოწმების საშუალება მიეცეს ნებისმიერ დაინტერესებულ ქვეყანას.

ICAO PKD წარმოადგენს დოკუმენტების შემოწმების ცენტრალიზებულ სისტემას, სადაც თავს იყრის ყველა ქვეყნის მიერ გაცემული ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების შესამოწმებელი მონაცემები. მასში ქვეყნის გაწევრება მნიშვნელოვნად აამაღლებს მისი პასპორტების, პირადობის მოწმობებისა და სხვა ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების საერთაშორისო ცნობადობას და ნდობას საერთაშორისო საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, სააგენტოს გაწევრება აღნიშნულ დირექტორიაში უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ასევე, „ICAO PKD“-ში გაწევრება სააგენტოს საშუალებას მისცემს, მიიღოს სხვა ქვეყნების სამგზავრო დოკუმენტების შესამოწმებელი მონაცემები და გაუზიაროს საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს (მაგ.: შინაგან საქმეთა სამინისტროს), რომლებსაც ურთიერთობა აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და საჭიროებენ მათი საბუთების უტყუარობის დადგენას.

შენიშვნა: მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „ICAO PKD“-ში არ ინახება თავად მოქალაქეთა პირადი მონაცემები.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობა და მენეჯმენტის პროცესების დანერგვა

ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი თანამედროვე ორგანიზაციებში ყოველწლიურად იზრდება. ორგანიზაციული მიზნების ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის სისტემის დანერგვა. ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ძირითადი ფუნქცია იქნება, ორგანიზება გაუწიოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიის ჩამოყალიბება; დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება იგი ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს და შესაბამისი ინდიკატორების შემუშავება სტრატეგიით მოცემული სამუშაოების ეფექტიანობის შესაფასებლად.

32

Page 33: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

აღნიშნული აქტივობის განსახორციელებლად ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტში შეიქმნება ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის სამსახური, რომელიც იმუშავებს სააგენტოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის პროცესების დანერგვაზე. შემდეგ ეტაპზე განხორციელდება შესაბამისი პროცესების დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტივობების გაზომვას და მუდმივ მონიტორინგს. პროექტის შედეგად დაინერგება ისეთი სისტემა, რომელიც შექმნის პირობებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ისეთი აქტივობების განსახორციელებლად, რაც ზუსტად შეესაბამება ორგანიზაციის მიზნებს და უზრუნველყოფს რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას და რისკების მინიმიზაციას.

ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა დაინტერესებულ მხარეებთანდაინტერესებული მხარეებისთვის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული მიწოდების

უზრუნველყოფის კუთხით სააგენტო გეგმავს სტრატეგიის საჯარო დოკუმენტის გამოქვეყნებას. საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საჯარო მონიტორინგის ხელშესაწყობად სააგენტო მოამზადებს და გამოაქვეყნებს წლიურ ანგარიშებს, რომლებშიც აისახება მისი მიზნები და ამოცანები, ინფორმაცია გაწეული სამუშაოსა და სტრატეგიის შესრულების შესახებ. სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარისათვის ინფორმაციის სწორი გზით მიწოდება. ეს შეეხება როგორც სააგენტოს სერვისებს, ისე, ზოგადად, სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ეფექტიანი საჯარო მმართველობის პრინციპების დასამკვიდრებლად. სააგენტოს მიზანია დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვა. ახალ მომხმარებელს მეტი ინფორმირებულობა სააგენტოს პროდუქტების შესახებ გაუმარტივებს იმის იდენტიფიცირებას, თუ რომელი მომსახურებისთვის შეუძლია, მიმართოს სააგენტოს. მომხმარებელთა ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს სააგენტოს სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

მათ შორის, საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილია რიგი მარკეტინგული და მედიაღონისძიებების ჩატარება.

ორგანიზაციული ინფრასტრუქტურის განვითარება პროგრამის ფარგლებში მოხდება ყოველწლიურად წინასწარ შერჩეული რამდენიმე

ტერიტორიული სამსახურის ინფრასტრუქტურის განახლება (სულ მცირე, 1 ტერიტორიული სამსახურის კაპიტალური რემონტი). პრიორიტეტულობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელი სამსახურის ინფრასტრუქტურა საჭიროებს განახლებას ყველაზე მეტად სამუშაო და მომსახურების პირობებიდან გამომდინარე.

ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გავრცელება პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს გაყალბებისაგან დაცულ

დოკუმენტს, ამასთან, მათი გავრცელებით სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზებსა და მოქალაქეთა სახელზე გაცემულ დოკუმენტებში არსებული არასწორი მონაცემების კორექტირებას. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობები საარჩევნო სიაში მოქალაქეთა ბიომეტრიული ფოტოსურათების არსებობის წინაპირობაა (როგორც ცნობილია, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებების შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის ერთ-ერთი რეკვიზიტი გახდა პირის ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში).

პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის გავრცელების მიზნით დაგეგმილია ელექტრონული პირადობის მოწმობების შეღავათიან პირობებში გაცემის აქციების მოწყობა, კერძოდ, განისაზღვრება აქციებით მოსარგებლე სხვადასხვა სეგმენტი და

33

Page 34: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

მოხდება მისი ორგანიზება, აგრეთვე, პარტნიორ უწყებებთან ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა.

ადამიანური რესურსების განვითარება და ორგანიზაციული ცოდნის დაგროვება ადამიანური რესურსების განვითარებისა და ორგანიზაციული ცოდნის დაგროვების

კუთხით სააგენტო გეგმავს თანამშრომელთა შეფასების, განვითარებისა და შენარჩუნების ეფექტიანი სისტემის დანერგვას. ამ პროცესში შემუშავდება კონცეფცია თითოეული მიმართულებით; შეფასდება იმ ცოდნის საჭიროება, რომელიც სააგენტოს აქვს, და მოხდება თანამშრომელთა გადამზადება საჭირო ცოდნისა და უნარების შესაძენად. დამატებით, საუკეთესო ადამიანური რესურსების შენარჩუნების მიზნით, იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით სააგენტო შეიმუშავებს თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის სისტემას.

ორგანიზაციული ცოდნის დაგროვების მიზნით შეიქმნება ცოდნის დაგროვების ელექტრონული ინსტრუმენტი, ცოდნის ბაზა, რომელშიც წინასწარ განსაზღვრული და შემუშავებული ფორმატით განთავსდება ორგანიზაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის შემდეგ მოხდება თანამშრომლებს შორის ინფორმაციის გაზიარების კულტურის დანერგვა.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაძლებლობათა განვითარებამიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს

საქართველოს მთავრობის №314-ე დადგენილების საფუძველზე. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 12 სახელმწიფო უწყებას*, თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. კომისია უფლებამოსილია, მთავრობისთვის მოამზადოს წინადადებები მიგრაციის მართვასა და ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რეკომენდაციები საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ. კომისიის საქმიანობა დადებითად შეფასდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიებისა და სფეროს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. თავისი არსებობის მანძილზე იგი იქცა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მთავარ პლატფორმად და სხვადასხვა უწყებაში გადანაწილებული კომპეტენციების კოორდინირების ეფექტიან ინსტრუმენტად. ამ მიზნით კომისიას ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით მოქმედი სამდივნო.

კომისიის საქმინაობის განვითარების მიზნით სამდივნო გეგმავს რიგი ღონისძიებების გატარებას, რაც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება მიგრაციის სფეროში ეროვნული საკანონმდებლო ბაზის განვითარებისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ჩამოაყალიბებს იმ ეფექტიან მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მიგრაციული პოლიტიკის პრაქტიკაში გატარება.

34

Page 35: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

კომისიის კოორდინაციის ფარგლებში წარმატებით განხორდიელდა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის 1-ლი ფაზა და დაიწყო მე-2 ფაზით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები

გაზრდილია ხელმისაწვდომობა სააგენტოსა და სხვა უწყებების სერვისებზე ადგილობრივ დონეზე;

ამაღლებულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ინფრასტრუქტურის პლატფორმაზე;

გაზრდილია თვითმმართველობის ორგანოების წვდომა საჭირო ინფორმაციაზე, დარეგულირებული და სტანდარტიზებულია პროცედურები, დანერგილია საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა;

დანერგილია 7 საპილოტე მუნიციპალიტეტში ელექტრონული მმართველობის სისტემა; გაუმჯობესებულია საარჩევნო სია; გაუმჯობესებულია მოსახლეობის რეესტრის ხარისხი; გაფართოებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოქმედების

არეალი სააგენტოს ძირითად ბიზნესპროცესებზე; სააგენტოს მასშტაბით ამაღლებულია ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების

შესახებ ცოდნა; საერთაშორისოდ აღიარებულია სააგენტოს სერტიფიცირების ცენტრი და მის მიერ

გაცემული სერტიფიკატები; გამარტივებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესი; შემცირებულია დოკუმენტების გაცემისას შეცდომების რაოდენობა; ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრირებულია მოსახლეობის უმეტესი

ნაწილი; ამაღლებულია მოსახლეობის რეესტრში დაცული მონაცემების ვალიდურობის

ხარისხი; სახელმწიფოში მოსახლეობის განსახლების სწორი ინფორმაციის არსებობა, რაც

სტრატეგიული პროექტების ეფექტურად/ადეკვატურად დაგეგმვის საშუალებას იძლევა; მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზებით გამოწვეული შეფერხებისა და

ინციდენტების რაოდენობა შემცირებულია; ამაღლებულია საარჩევნო სიის ხარისხი; გაზრდილია სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობა, რაც დადებითად აისახება

როგორც მოქალაქეთა შეუფერხებელი მომსახურების პროცესზე, ისე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისათვის სააგენტოს სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაზე;

უზრუნველყოფილია სერვისის უწყვეტობის მაღალი ხარისხი; მიღებულია რეკომენდირებული ცვლილებები და დამატებები კანონში

„ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“; მიღებულია ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს ელექტრონული

ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტების შექმნის, გამოყენების და, ასევე, სხვადასხვა სანდო სერვისის გამცემი ორგანოების აუდიტისა და აკრედიტაციის წესებს;

შექმნილია ციფრული შტამპის მომსახურების სისტემა და მისი უტყუარობის გადამოწმების სერვისი;

35

Page 36: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ციფრული ხელმოწერის, ციფრული შტამპის და მათი გამოყენებით შექმნილი ელექტრონული დოკუმენტების უტყუარობის გადამოწმების სერვისით სარგებლობენ წამყვანი სახელმწიფო და კერძო უწყებები;

საკანონმდებლო დონეზე ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის გამოყენების პროცედურული და საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრა, დამტკიცება და პრაქტიკაში გამოყენება;

დროის აღნიშვნის სისტემა განვითარებულია; განვითარებულია დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემა და ხელმისაწვდომია

ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის; საჯარო დაწესებულებების ეტაპობრივი გადასვლა ელექტრონული ავტორიზაციის

სისტემაზე; განვითარებულია ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტები და ფუნქციონირებს

მოქალაქეთა ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემები; დანერგილია და მოქმედებს მობილური იდენტიფიკაციის სისტემა; ქვეყანაში არსებული ყველა მომსახურება ეტაპობრივად გადადის დისტანციურ

ფორმაზე; დანერგილია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები; განვითარებულია სხვა სახელმწიფო უწყებების სერვისები; საქართველოს აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს უცხო ქვეყნის ელექტრონული

სამგზავრო დოკუმენტების აუთენტურობა; უცხო ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, შეამოწმონ ქართული სამგზავრო დოკუმენტების

აუთენტურობა; ქართული სამგზავრო დოკუმენტების მიმართ გაზრდილი ნდობა საერთაშორისო

საზოგადოებაში; მომხდარია ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის ოპტიმიზაცია; თანხვედრაში მოყვანილია ორგანიზაციული და ინფორმაციული ტექნოლოგიები

ორგანიზაციის სტრატეგიული კურსისა და პროცესების სასურველი მიმართულებით შენარჩუნების მიზნით;

გაზომვადია ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ფარგლებში დანერგილი ყველა პროცესი;

გაზრდილია პოტენციური მომხმარებლების ინფორმირებულობა სააგენტოს სერვისების შესახებ;

თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორიული სამსახურები; გაზრდილია ხელმისაწვდომობა ახალ პირადობის მოწმობაზე; გაზრდილია ელექტრონული პირადობის მოწმობით მოსარგებლე მოქალაქეთა

ოდენობა; სააგენტოს ცოდნაზე დაფუძნებულ ორგანიზაციად გარდაქმნა სტანდარტული და

არასტანდარტული პრეცედენტების აღრიცხვის გზით; გადამზადებული კვალიფიციური კადრები, რომლებიც ეფექტიანად უმკლავდებიან

სააგენტოს წინაშე არსებულ გამოწვევებს; მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე მიგრაციის სფეროში წარმოებული პროექტების

ეფექტიანი კოორდინაცია. იგეგმება თემატური გადაფარვების აღმოფხვრა და არსებული ფონდების ეფქეტიანი გამოყენება;

შეიქმნება მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემა, რომლის ბაზაზეც დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი სამინისტროები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ გადაწყვეტილებებს;

36

Page 37: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმინობის შედეგად შემუშავდება მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემა, შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონი; ამოქმედდება უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი კანონი.

შემუშავდება მიგრაციის გზამკვლევი; მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ბარათი; უმაღლესი სასწავლებლებლებისთვის მიგრაციის სახელმძღვანელო; განახლდება და გამოქვეყნდება მიგრაციის 2013-14 წლების პროფილი; შემუშავდება და ამოქმედდება 2016-20 წლების მიგრაციის სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა;

კომისიის კოორდინაციის ფარგლებში წარმატებით განხორციელდება ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის 1-ლი ფაზა და დაიწყება მე-2 ფაზით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია.

შედეგების შეფასების კრიტერიუმები

წლიურად 10-11 ახალი საზოგადოებრივი ცენტრის აშენება და აღჭურვა; ყოველ ახლად გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში, სულ მცირე, 200 საჯარო და

კერძო სერვისზე ხელმისაწვდომობა; სააგენტოს სისტემაში ყოველწლიურად დაინერგება საქართველოს, მინიმუმ, 10

რაიონის მისამართების ახალი რეესტრი; ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში 3 ძირითადი ბიზნესპროცესის შესწავლა და

შეფასება, ასევე, მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა; მონაცემთა კარგვის არასანქცირებული წვდომის მონიტორინგის სისტემა (DLP)

დანერგილია სააგენტოს მომხმარებლების 95%-თან. ჩატარებულია სერტიფიცირების ცენტრის აუდიტი; 1 000 000 აქტის დიგიტალიზაცია წლის განმავლობაში; 2016 წლის ბოლოს რეგისტრაციიდან მოხსნილი, უმისამართო და არასწორ

მისამართზე რეგისტრირებული პიროვნებების რაოდენობა 50%-ით შემცირებულია; შექმნილია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და რეგისტრაციის

მარეგულირებელი ახალი საკანონმდებლო აქტი; ყოველწლიურად მონაცემთა ბაზებში იდენტიფიცირებული ხარვეზების 70%

გასწორებულია; სააგენტოს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა სააგენტოს მონაცემთა

დამუშავების სარეზერვო ცენტრიდან შეადგენს 95%-ს; 2015 წელს წარდგენილია აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად; ტექნიკური რეგლამენტი წარდგენილია მთავრობისთვის დასამტკიცებლად კანონის

ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში; 2015 წელს სააგენტოს მიერ წარმოებული ყველა მომსახურების შედეგად შექმნილი

დოკუმენტების 50% გაიცემა ციფრული ხელმოწერისა და ციფრული შტამპის გამოყენებით;

2016 წელს სააგენტოს მიერ წარმოებული ყველა მომსახურების შედეგად შექმნილი დოკუმენტების 100% გაიცემა ციფრული ხელმოწერისა და ციფრული შტამპის გამოყენებით;

2018 წლისთვის ყველა სახელმწიფო უწყება აწარმოებს დოკუმენტბრუნვას ციფრული ხელმოწერისა და ციფრული შტამპის გამოყენებით;

37

Page 38: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

2018 წლისთვის წამყვანი კომერციული ბანკების (მინიმუმ, ბრუნვის მიხედვით, პირველი 5 კომერციული ბანკი) დისტანციურ სისტემაში დანერგილია ციფრული ხელმოწერა და ციფრული შტამპი სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატებით;

2015 წელს სააგენტოს მიერ წარმოებული ყველა მომსახურების შედეგად შექმნილი დოკუმენტების 50%-ზე დრო აღნიშნული იქნება დროითი ბეჭდით;

2016 წელს სააგენტოს მიერ წარმოებული ყველა მომსახურების შედეგად შექმნილი დოკუმენტების 100%-ზე დრო აღნიშნული იქნება დროითი ბეჭდით;

2018 წლისთვის ყველა სახელმწიფო უწყება დოკუმენტბრუნვაში იყენებს დროის ბეჭედს;

2015 წელს სააგენტოს მიერ წარმოებული ყველა დისტანციური სერვისის 20%-ის მიღება შესაძლებელია მომხმარებლის დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემით;

2016 წელს სააგენტოს მიერ წარმოებული ყველა დისტანციური სერვისის 50%-ის მიღება შესაძლებელია მომხმარებლის დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემით;

2017 წელს სააგენტოს მიერ წარმოებული ყველა დისტანციური სერვისის 80%-ის მიღება შესაძლებელია მომხმარებლის დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემით;

2018 წელს სააგენტოს მიერ წარმოებული ყველა დისტანციური სერვისის 100%-ის მიღება შესაძლებელია მომხმარებლის დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემით;

2015 წელს სააგენტოში დანერგილია ბიომეტრიულ მონაცემებზე წვდომის ავტომატური სერვისი ქვეყნის შიდა კომპეტენტური უწყებებისთვის (მაგ.: შინაგან საქმეთა სამინისტრო) საქართველოს სახელით გაცემულ ელექტრონულ სამგზავრო დოკუმენტებზე წვდომისათვის;

2016 წელს სააგენტოში დანერგილია სხვა ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან ავტომატური ურთიერთობის სისტემა;

2016 წლიდან გაიცემა მე-3 თაობის ბიომეტრიული პასპორტები; 2016 წელს მობილური იდენტიფიკაციის სისტემა შექმნილია და ხელმისაწვდომია

მობილური ოპერატორებისთვის; 2017 წელს მობილური იდენტიფიკაციის სისტემით სარგებლობენ, სულ მცირე, 3

მსხვილი (სულ მცირე, 500 000 სააბონენტო ბაზით) მობილური ოპერატორის აბონენტები;

2018 წელს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დისტანციურ პროდუქტებზე იდენტიფიკაციის 30% მოდის მობილურ იდენტიფიკაციაზე;

2015 წლის განმავლობაში ახალი სერვისებისთვის პლატფორმის მომზადება და 6 დისტანციური სერვისის დანერგვა;

2016 წლის განმავლობაში ახალ სისტემაში 9 დისტანციური სერვისის დანერგვა; 2017 წლის განმავლობაში ახალ სისტემაში 9 დისტანციური სერვისის დანერგვა; 2018 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყველა

შესაძლო სერვისი ხელმისწვდომი უნდა იყოს დისტანციურად; ძირითადი ბიზნესპროცესების საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა

დანერგილია და იყენებს ყველა უფლებამოსილი თანამშრომელი; შექმნილია და ფუნქციონირებს დიპლომატთა დოკუმენტების გაცემის საინფორმაციო

სისტემა; 2015 წელს სააგენტო საქართველოს სახელით გაწევრებულია საერთაშორისო

სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ღია გასაღების დირექტორიაში (ICAO PKD); 2016 წელს „ICAO PKD“-თან ინფორმაციის გაცვლის ინფრასტრუქტურის ამუშავება; 2015 წელს იდენტიფიცირებულია დასანერგი პროცესების სრული სია და შესრულების

გეგმა;

38

Page 39: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

2018 წლის ბოლომდე სააგენტოში დანერგილია ინფორმაციული ტექნოლოგების მმართველობის ბიზნესპროცესები;

2016 წლის ბოლოს მომხმარებელთა მხრიდან სააგენტოს სერვისების შესახებ, სულ მცირე, 5%-ით გაზრდილი ინფორმირებულობა, 2015 წლის ბოლოს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით;

2017 წლის ბოლოს მომხმარებელთა მხრიდან სააგენტოს სერვისების შესახებ, სულ მცირე, 4%-ით გაზრდილი ინფორმირებულობა, 2016 წლის ბოლოს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით;

2018 წლის ბოლოს მომხმარებელთა მხრიდან სააგენტოს სერვისების შესახებ, სულ მცირე, 3%-ით გაზრდილი ინფორმირებულობა, 2017 წლის ბოლოს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით.

2015-2018 წლებში, სულ მცირე, 5 ტერიტორიული სამსახურის განახლებული და მოწყობილი ინფრასტრუქტურა;

ყოველწლიურად დაგეგმილი აქციების ფარგლებში გაცემულია 100 000 ელექტრონული პირადობის მოწმობა;

2015 წელს შექმნილია ორგანიზაციული ცოდნის დაგროვების ელექტრონული ინსტრუმენტი − ცოდნის ბაზა;

2016 წელს ცოდნის ბაზაში წინასწარ იდენტიფიცირებული, სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია განთავსებულია;

2016 წლის ბოლომდე სააგენტოს მასშტაბით ცოდნის გაზიარების კულტურის დანერგვის მიზნით ტრენინგები ჩატარებულია;

2017 წელს სააგენტოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოკუმენტირებულია და სააგენტოს ცოდნის ბაზაში განთავსებულია;

კვალიფიციური კადრის სააგენტოდან გადინების დაბალი მაჩვენებელი − წლის განმავლობაში 10%-ზე დაბალ ნიშნულზე;

მიგრაციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და ამოქმედება; კომისიის მიერ წარმოებული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა.

პროგრამა 26 0939

Page 40: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“;

პროგრამის განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

„საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია − საქართველო 2020“-ის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სახელმწიფო მომსახურების გაუმჯობესება და საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის ზრდა წარმოადგენს, რომლის მიზანია ბიზნესის ეფექტიანი ფუნქციონირება, მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ადმინისტრაციულ პროცედურებზე გაწეული დროითი დანახარჯების შემცირება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები სწორედ მომსახურების ხარისხის განვითარებას ემსახურება, რაც უზრუნველყოფს თითოეული მომხმარებლისთვის პროცედურების გამარტივებას სწრაფი, ინოვაციური, მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებით.

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, როგორც ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციის განმახორციელებელი სუბიექტი, წამყვანი მმართველობითი ფუნქციის მქონე ორგანოა ქვეყანაში სტაბილური საკორპორაციო ურთიერთობებისა და ჯანსაღი ბიზნესგარემოს დამკვიდრების მიმართულებით. ეკონომიკური წარმატება, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა დიდწილად არის დამოკიდებული სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და მისი დასრულების/შეწყვეტის პროცედურების ადმინისტრირების მექანიზმებზე, სახელმწიფოს მიერ ბიზნესის სექტორისათვის მიწოდებული სერვისის ხარისხზე. სამეწარმეო რეესტრის წარმოების პროცესში სააგენტოს საქმიანობა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან სეგმენტს, რომელთა განვითარებაზეც ფოკუსირდება მისი, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს, როლი. ესენია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის მიზნით წარმოებულ სამუშაო პროცესში მონაწილეობა; მომხმარებლისათვის მიწოდებული სერვისის ეფექტურობის, სიმარტივისა და მოქნილობის უზრუნველყოფა, ახალი სერვისების დანერგვა და მათი განვითარება; ბიზნესსუბიექტების შესახებ რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდა.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიხედვით ეკონომიკური განვითარების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ განვითარებას და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომ მოწესრიგებას. 2018 წლამდე აღნიშნული მიმართულებით საჯარო რეესტრი გეგმავს თვრამეტამდე ამორტიზებული რეგიონული სარეგისტრაციო ოფისის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. 2014 წელს სააგენტო დაასრულებს ექვსი რეგიონული სარეგისტრაციო ოფისის სარემონტო სამუშაოებს.

საჯარო რეესტრს საკუთარი საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა აქვს 2006 წლიდან. ელექტრონულ სერვისებზე მოთხოვნის მუდმივ ზრდასთან ერთად ფართოვდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაც. რეორგანიზაციის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი ტექნოლოგიური პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც

40

Page 41: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

მნიშვნელოვანია, რათა ინფრასტრუქტურამ მიიღოს დასრულებული სახე. 2013 წელს ინფრასტრუქტურამ მიაღწია პიკურ დატვირთვას. დამატებით დატვირთვების და სამომავლო ზრდის უზრუნველყოფის მიზნით 2014 წელს დაიწყო საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განახლება და რეორგანიზაცია. ახალი ინფრასტრუქტურა იქმნება „ღრუბლოვანი“ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც საშუალებას მოგვცემს, სხვა ორგანიზაციებმაც გამოიყენონ საჯარო რეესტრის ინფრასტრუქტურა. 2014 წლიდან საჯარო რეესტრი ინტენსიურად მუშაობს ქაღალდის არქივების დიგიტალიზაციაზე. იქმნება დიდი ოდენობის ელექტრონული მასალა, ხდება მათი დასაწყობება ფაილსერვერებზე, თუმცა, უფრო და უფრო რთულდება ელექტრონული დოკუმენტების თემატურად ძიება და ხელმისაწვდომობა. აღნიშნული პრობლემების მოგვარების ეფექტური გზაა „ღრუბლოვანი“ ინფრასტრუქტურის განვითარება ღია ტექნოლოგიების გამოყენებით. „ღრუბლოვანი“ ინფრასტრუქტურის განვითარება მკვეთრად შეამცირებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გასაწევ ხარჯებს. ღია ტექნოლოგიების გამოყენებით იხსნება ლიცენზირების პრობლემა, შესაბამისად, დაიზოგება ლიცენზირების შესყიდვისათვის საჭირო ფინანსური რესურსები.

ინფორმაციის მოცულობისა და მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის გამო საჯარო რეესტრში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა ფუნქციონირებს შეფერხებით, ამასთან, თავს იჩენს ადმინისტრირების სირთულე და უსაფრთხოების რისკები. არსებული პროგრამების ინტერფეისები მოძველდა, გაიზარდა პროგრამების მიმართ ფუნქციური მოთხოვნებიც. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება.

ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სამისამართო სისტემა, რაც, პირველ რიგში, მოქალაქეთა ყოფითი პრობლემების გამომწვევია. ფერხდება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სამოქალაქო ბრუნვა (სესხის აღება, პირველადი რეგისტრაცია, კომუნალური გადასახდელი). მოუწესრიგებელი მისამართები პრობლემებს უქმნის სხვადასხვა უწყებას (პოლიცია, სახანძრო, სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარება, ფოსტა და ა.შ.) თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს. სწორი დამისამართების შედეგად მოხდება ქალაქებში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისა და მათი ნაწილებისა და კომპლექსების (შენობა-ნაგებობები, ბინები, გზები, ქუჩები, პარკები, სკვერები და ა.შ.) აღწერა-ინვენტარიზაცია, უძრავი ქონების მესაკუთრეების იდენტიფიკაცია; აღნიშნული სამისამართო ბაზის გამოყენებით მოწესრიგდება სამისამართო სისტემა, შენობა-ნაგებობებს და სხვა ფართებს მიენიჭება ნუმერაცია, მომზადდება ქუჩის სახელდებისათვის საჭირო სამისამართო პროექტები; შეიქმნება ერთიანი გზათა ქსელი, რაც საფუძველი გახდება ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ამოქმედებისათვის.

ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ეროვნული გეოდეზიური, გეგმური და სიმაღლური (მათემატიკური) საფუძვლის ქონა. დღეისათვის არსებული საფუძველი მოძველებულია (გეგმური ქსელის ბოლო გაწონასწორება განხორციელდა 1983 წელს) და საჭიროებს განახლებას, რომელიც გრავიმეტრიული მონაცემების არარსებობისა და ფინანსური რესურსების სიმცირის გამო დღემდე არ განხორციელებულა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული გეოდეზიური (გეგმური და სიმაღლური) საფუძველი წარმოადგენს ყველა მასშტაბის ტოპოგრაფიული აგეგმვის მთავარ საფუძველს და, ასევე, ქმნის ქვეყნის ტერიტორიაზე კოორდინატებისა და სიმაღლეების განვრცობის ერთიან სისტემას, მან უნდა დააკმაყოფილოს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროებისა და

41

Page 42: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ეროვნული მეურნეობის დარგების, აგრეთვე, სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანების მოთხოვნები.

საქართველოს ტერიტორიისთვის შექმნილი ორთოფოტოგეგმების ნაწილი შექმნილია 2000-2005 წლებში და იგი მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 10%-ს. ეს მონაცემები მოძველებულია და არ ასახავს რეალობას. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული ორთოფოტოგეგმები შექმნილია ტექნოლოგიური დარღვევებით. ეს გარემოება, ხშირ შემთხვევაში, ქმნის სხვადასხვა სახის პრობლემას მათი გამოყენებისას, როგორიცაა: არასწორი საკადასტრო მონაცემები, არასწორად დაგეგმილი და შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვა. აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით 2014 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა 17 მუნიციპალიტეტისა და ქალაქის (ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი, სენაკი, ვანი, ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, სამტრედია, წყალტუბო, ტყიბული, ქუთაისი, მარტვილი, ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ფოთი) აეროფოტოგადაღება. 2015-2018 წლებში აეროფოტოგადაღებებით და ორთოფოტოგეგმებით მოცული იქნება საქართველოს მთლიანი ტერიტორია.

ტოპოგრაფიული რუკის გარეშე შეუძლებელია სამოქალაქო და სამხედრო ტიპის საინჟინრო ნაგებობათა დაგეგმარება, სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება, ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელება და სხვა. გარდა ამისა, აღნიშნული განახლებული ციფრული ტოპოგრაფიული რუკები ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ადგილმდებარეობის დეტალური შესწავლისთვის, დასახლებული პუნქტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის, საავტომობილო და სარკინიგზო გზების, სამელიორაციო სისტემების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვადასხვა სახის საპროექტო, საძიებო სამუშაოს განსახორციელებლად.

უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლებების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა აუცილებელი წინაპირობაა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებისთვის, როგორიცაა:

რეგისტრაციის წარმოება სწრაფად და ხარისხიანად; ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება; ინფორმაციის დაცვა; სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და გასწორება; გაცემული ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; მონაცემთა ბაზების განვითარება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის

დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება).

2014 წლამდე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცენტრალიზაციის პროექტის პირველი ეტაპი: აღიწერა 65 ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში  დაცული ქაღალდის დოკუმენტები, საარქივო მასალა დამუშავდა ერთიანი სტანდარტით და განთავსდა სააგენტოს ცენტრალურ არქივში. 2014 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო საარქივო მასალის დიგიტალიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ელექტრონულ ფორმატში გადატანილ

42

Page 43: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

იქნა ბათუმის ტექნიკური აღრიცხვის 2000 ბაინდერი საარქივო მასალა. 2014 წლის ბოლომდე სააგენტო დაასრულებს ქუთაისის ტექნიკური აღრიცხვის 2000 ბაინდერი საარქივო მასალის დიგიტალიზებას. ამჟამად ელექტრონულ ფორმატში გადატანილია სააგენტოში დაცული დოკუმენტების 50%. 2015-2018 წლებში გაგრძელდება და დასრულდება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტების სრული დიგიტალიზება.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებული მონაცემების საფუძვლად გამოყენებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები უნდა განთავსდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სკანირება/სისტემატიზაცია და ვებგვერდზე განთავსება.

იუსტიციის სახლის ფარგლებში მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების ურთიერთობას საჯარო სექტორთან. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ხორციელდება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების შეძენა, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოს მომსახურებათა პროდუქტების მომხმარებელზე გადაცემას.

საქართველოში არ არსებობს გეოინფორმაციული სფეროს მარეგულირებელი ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ეროვნული სტანდარტებით შექმნილი სივრცითი გეოგრაფიული მონაცემები. ქვეყანაში სივრცითი ინფორმაციის წარმოებასთან დაკავშირებით ძირითად პრობლემას ამ სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სიმწირე, საერთო წესების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და ეროვნული სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მონაცემთა ხარისხზე, სანდოობასა და ხელმისაწვდომობაზე. ელექტრონული მომსახურებები მნიშვნელოვნად არის დამყარებული მაღალი ხარისხისა და, ამავე დროს, ინტერნეტით ხელმისაწვდომ სივრცით მონაცემებზე. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მთავარი მიზანია ქვეყანაში გეოსივრცითი ინფორმაციის მარტივად გაცვლა და ხელმისაწვდომობა როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ისე კერძო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი საკითხების რეგულირების, კატასტროფების თავიდან აცილების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვასა და ეფექტურ ფუნქციონირებას. ამჟამად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არასამთავრობო და სამეცნიერო სუბიექტები, უმრავლეს შემთხვევაში, ქმნიან და იყენებენ არასანდო, მოუწესრიგებელ, გადაუმოწმებელ და შინაარსობრივად მოძველებულ სივრცით მონაცემებს. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №262 დადგენილებით შეიქმნა საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისია. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლით კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, უზრუნველყოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან, ექსპლუატაციასა და განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.

43

Page 44: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

პროგრამის აღწერა

სააგენტოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეპროგრამა მოიცავს 2015 წელს − სენაკის, წყალტუბოს, დუშეთის, ონის,

ლანჩხუთის რეგიონული სარეგისტრაციო ოფისების, ხოლო 2016-2018 წლებში დამატებით13 ოფისის სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნული 13 ოფისის შერჩევა მოხდება შენობების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე. ასევე, პროგრამის ფარგლებში 2015 წელს განხორციელდება სააგენტოს სათავო ოფისის სარემონტო-სამუშაოები, დიდი ლილოს ტერიტორიაზე საოფისე და საარქივო შენობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, თიანეთში იუსტიციის სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

სასერვერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაქვეპორგრამის ფარგლებში განახლდება ქსელური აპარატურა და ქსელური

უსაფრთხოების აპარატურა, გაუმჯობესდება არსებული სერვერული აპარატურა, იქნება შეძენილი სანახი სისტემის კომუტატორები და ვირტუალიზატორი, აგრეთვე, მონაცემთა ბაზა „oracle“-ს ლიცენზიები.

2015 წლის ბოლოს ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება ინფრასტრუქტურის რეორგანიზაცია, შედეგად მივიღებთ განახლებულ, თანამედროვე მოთხოვნილებებზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც, ასევე, გათვლილია მომავალი 5 წლის ზრდაზე.

გეოგრაფიული ობიექტების, მისი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართებაქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბინების, გზების, ქუჩების, პარკების,

სკვერების და ა.შ. აღწერა-ინვენტარიზაცია, უძრავი ქონების მესაკუთრეების იდენტიფიკაცია. აღნიშნული სამისამართო ბაზის გამოყენებით მოწესრიგდება სამისამართო სისტემა, შენობა-ნაგებობებს და სხვა ფართებს მიენიჭება ნუმერაცია, მომზადდება ქუჩის სახელდებისათვის საჭირო სამისამართო პროექტები; შეიქმნება ერთიანი გზათა ქსელი, რაც საფუძველი გახდება ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ამოქმედებისათვის. მისამართების ერთიანი მონაცემებით ისარგებლებს პოლიცია, შემოსავლების სამსახური, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სხვა ბევრი უწყება, ასევე, კერძო კომპანიები. 2015 წელს იგეგმება ქვეყნის 12 მუნიციპალიტეტის (ჩოხატაური, შუახევი, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, აბაშა, ჩხოროწყუ, ხობი, წალენჯიხა, მესტია, ლენტეხი, ცაგერი), 2016 წელს − ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტის (ხონი, ბაღდათი, ტყიბული, ამბროლაური, ონი, საჩხერე, ჭიათურა, თერჯოლა, წყალტუბო, ვანი), 2017 წელს − ქვეყნის 12 მუნიციპალიტეტის (თიანეთი, კასპი, ბორჯომი, ახალქალაქი, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა, წალკა, თეთრიწყარო, მარნეული, დუშეთი, სტეფანწმინდა), ხოლო 2018 წელს − ქვეყნის 8 მუნიციპალიტეტის (გარდაბანი, დმანისი, ქარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ახმეტა, ყვარელი) დამისამართება.

გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სისტემის სრულყოფა ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება საჯარო რეესტრის მიერ 2014 წელს

დაწყებული მოქმედი სახელმწიფო გეგმური გეოდეზიური ქსელის რეკონსტრუირება, გეოდეზიური პუნქტების მოკვლევა და დაზიანებულის აღდგენა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − ახლის მონტაჟი, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატებისა და სიმაღლეების განსაზღვრა ახალ სახელმწიფო სისტემაში, ძველსა (1942 წლის) და ახალ სახელმწიფო კოორდინატთა სისტემებს შორის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა, სიმაღლური სანიველირო რეპერების მოკვლევა და ახალი სვლების ადგილზე დათვალიერება-შესწავლა (რეკოგნოსცირება), საჭირო ადგილებში არსებული სანიველირო რეპერების აღდგენა და ახლების დამაგრება, არსებული გრავიმეტრიული პუნქტების მოკვლევა და აღდგენა,

44

Page 45: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

უმაღლესი სიზუსტის სანიველირო ქსელის შექმნაზე პროექტის შემუშავება, დაპროექტებული სანიველირო სვლების მიხედვით საჭირო ადგილებში გრავიმეტრის დასაყენებლად მოედნების მოწყობა და გრავიმეტრიული პუნქტების დამაგრება, უმაღლესი სიზუსტის სანიველირო სვლების გატარება, ჩატარებული სანიველირო სვლების პირველადი დამუშავება და საბოლოო გაწონასწორება გრავიმეტრიულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ახალი ციფრული ტოპოგრაფიული რუკების შექმნის მიზნით პირველ ეტაპზე შედგება სამუშაოების ტექნიკური პროექტი, შემდეგ განხორციელდება სასაზღვრო ბოძების კოორდინირება, აეროფოტოგადაღება, აეროტრიანგულაცია (დედამიწის ზედაპირზე საყრდენი წერტილების მდებარეობის განსაზღვრა), ორთოფოტოგეგმების შექმნა, ციფრული სიმაღლური მოდელის შექმნა, ორთოფოტოგეგმების საველე და კამერალური დეშიფრირება, ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნა (1972 კვ. კმ) და შესრულებული სამუშაოს შესახებ ტექნიკური ანგარიშის შედგენა. მოხდება პრობლემური არეალების შერჩევა, გამოკვლევა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, სახელმწიფო ამზომველების ქსელის ფორმირება, მიწის ნაკვეთების აზომვების განხორციელება „GEO-CORS“-ის (მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემა საქართველოში) გამოყენებით. აღნიშნული სისტემა შესაძლებელს ხდის მიწის აზომვას დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი საამზომველო კომპანიების ბიზნესის წარმოების განვითარებას. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან გაგრძელდება აეროფოტოგადაღებების განხორციელება და ორთოფოტოგეგმების წარმოება. 2018 წელს სრულად დასრულდება აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე.

მიწების პირველადი რეგისტრაციის პილოტპროგრამის განხორციელებაქვეპროგრამა წარიმართა მსოფლიო ბანკის პროგრამის პარალელურად, რომელიც

დასრულდება 2016 წლის ბოლოს. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში დაზუსტდება და დარეგისტრირდება 25 000 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ძველი სარეგისტრაციო მასალების დამუშავება და საარქივო მასალების დიგიტალიზება

ქვეპროგრამის ფარგლებში დამუშავებას საჭიროებს ძველი სარეგისტრაციო მასალა, რომელიც მოთავსებულია 50 000 ბაინდერში. აღნიშნულ ბაინდერებში მოთავსებულია 11000 ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალა, 8000 ბაინდერში − მეწარმეთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრის მასალა, ხოლო 31000 ბაინდერში − უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლებების მასალა.

ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წელს დამუშავდება და დიგიტალიზდება 20 000 ბაინდერი, ხოლო 2016-2017 წლებში − 15000-15000 ბაინდერი სარეგიტრაციო მასალა.

იუსტიციის სახლის სერვისის შეძენა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მომსახურებათა პროდუქტების

მომხმარებელზე გადაცემა/რეალიზაციის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების შეძენა.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება −

სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია მაღალი ხარისხის ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების ხელმისაწვდომობა ვებპორტალის (გეოპორტალის) მეშვეობით სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის და მონაცემების გაცვლისთვის შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ჩარჩოს უზრუნველყოფა. პროექტის რეალიზება გათვალისწინებულია 3 ეტაპად: I ეტაპი

45

Page 46: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

(2015 წელი) − მოსამზადებელი; II ეტაპი (2016-2017 წლები) − სისტემის ფორმირება; III ეტაპი (2017-2018 წლები) − სისტემის გაშვება.

მოსალოდნელი შედეგები

განახლებული ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც პასუხობს განსახორციელებელი პროექტების მოთხოვნებს;

სააგენტოს სერვისების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების სიჩქარის გაზრდა; სააგენტოს საქმიანობების საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერა; სამისამართო სისტემის სრულყოფილი ბაზის შექმნა; ქვეყნის ტერიტორიაზე ერთგვაროვანი და უზუსტესი ადგილმდებარეობისა და

სიმაღლის განსაზღვრის შესაძლებლობა ძალიან სწრაფად GPS მოწყობილობის მეშვეობით;

ზუსტი საკადასტრო აზომვების ჩატარების მნიშვნელოვნად გამარტივება; ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, სხვადასხვა ობიექტის (ჰეს-ების, გზების,

რკინიგზების და სხვა) დაპროექტება და მშენებლობა ნაკლები დანახარჯებით; ციფრული მონაცემების უზუსტობის გამორიცხვა; ზუსტი საკადასტრო აზომვები; სრულყოფილი სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზები; ელექტრონულ არქივზე დაინტერესებული პირების წვდომის ამაღლება; შემცირებული დავები მესაკუთრეთა შორის; უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლებების სრული საინფორმაციო ბაზა; ცენტრალიზებული ელექტრონული არქივი მოქნილი საძიებო სისტემით; ერთიან საძიებო სისტემაში კონსოლიდირებული დოკუმენტები; დიგიტალიზებული დოკუმენტების მოხერხებული, მოქნილი საძიებო სისტემა; მომხმარებელზე ორიენტირებული სარეგისტრაციო პროცედურები; უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მხარდაჭერა; უძრავი ქონების ბაზრის ანალიზის სისტემა; უძრავი ქონების ბაზარზე არსებული

ტენდენციების შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისათვის;

ეფექტური მმართველობა, მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლება; მოწესრიგებული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება

სამთავრობო, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე;

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები

საშუალოვადიან პერიოდში გარემონტებული 13 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური, სათავო ოფისი, აშენებული თიანეთის იუსტიციის სახლი და დიდი ლილოს ტერიტორიაზე საოფისე-საარქივო შენობა;

მონაცემთა ბაზის მოცულობა; განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის რაოდენობა; მოწესრიგებული სამისამართო სისტემა;

46

Page 47: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

წარმოებული სამისამართო რეესტრი; დამისამართებული ობიექტების რაოდენობა; 2015 წლის ბოლოსთვის დამისამართებული 12 მუნიციპალიტეტი, 2016 წლის

ბოლოსთვის − 10 მუნიციპალიტეტი, 2017 წლის ბოლოსთვის − 12 მუნიციპალიტეტი და 2018 წლის ბოლოსთვის − 8 მუნიციპალიტეტი;

მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურებისა და ამ სადგურების ქსელში მომხმარებელთა რაოდენობა;

აღდგენილი გრავიმეტრიული პუნქტების რაოდენობა; განხორციელებული სანიველირო სვლების რაოდენობა; ქართულენოვანი ციფრული მასალები; განხორციელებული აეროფოტოგადაღებების რაოდენობა; შექმნილი ორთოფოტოგეგმების მოცულობა; ციფრული ტოპოგრაფიული რუკები; სახელმწიფო ამზომველების ქსელი; აზომვების სტანდარტიზება და სერტიფიცირება; მაღალი ხარისხის ცენტრალიზებული კადასტრი; მიწის რეგისტრაციის მონაცემების დაზუსტება, მიწების პირველადი რეგისტრაციების

დასრულება; სკანირებული კარტოგრაფიული მასალების მოცულობა; ციფრულ მატარებელზე გადატანილი სააღრიცხვო წიგნების რაოდენობა და

მოცულობა; დიგიტალიზებული დოკუმენტების ერთიანი საძიებო სისტემა; დამუშავებული სარეგისტრაციო მასალების მოცულობა; დიგიტალიზებული საარქივო მასალების მოცულობა; ელექტრონული არქივი და დიგიტალიზებული დოკუმენტების ერთიანი საძიებო

სისტემა; უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლებების მონაცემთა დაარქივებული 14 000-

მდე საქაღალდე 2015 წლის ბოლოსთვის, 9000 საქაღალდე – 2016 წლის ბოლოსთვის და 8000 საქაღალდე − 2017 წლის ბოლოსთვის;

ტექნიკური აღრიცხვის არქივის 11000 საქაღალდის გადატანა ელექტრონულ მატარებელზე, 3000-მდე საქაღალდის − 2015 წლის ბოლოსთვის, 3000 საქაღალდის – 2016 წლის ბოლოსთვის და 5000 საქაღალდის − 2017 წლის ბოლოსთვის;

მეწარმეთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრის არქივის 8 000 საქაღალდის გადატანა ელექტრონულ მატარებელზე, 3000-მდე საქაღალდის − 2015 წლის ბოლოსთვის, 3000 საქაღალდის – 2016 წლის ბოლოსთვის და 2000 საქაღალდის − 2017 წლის ბოლოსთვის;

შექმნილი სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა.

პროგრამა 26 10

სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურებათა47

Page 48: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა

პროგრამის განმახორციელებელი - სსიპ „იუსტიციის სახლი“;

განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

იუსტიციის სახლი არის ერთი შენობა, ერთი სახლი, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების უმრავლესობა. იუსტიციის სახლის მისიაა, გაამარტივოს მომხმარებლის ყოველდღიურობა მისთვის სწრაფი, ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებით ერთ სივრცეში.

იუსტიციის სახლის სტრატეგიულ მიზნებს წარმოადგენს მაღალი ხარისხის (სწრაფი, ეფექტიანი) მომსახურების შენარჩუნება და განვითარება; დამატებითი კერძო და სახელმწიფო სერვისების ინტეგრაცია.

იუსტიციის სახლი მომსახურების მიწოდების სფეროში ქართული ინოვაციაა, სადაც მუდმივად მიმდინარეობს მომხმარებლისთვის სასურველი სერვისით სარგებლობის ალტერნატიული და უფრო მარტივი გზების შემუშავება. იმისათვის, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივდეს სერვისების მიღება და არ მოუხდეს რამდენიმე ადგილზე ვიზიტი, აუცილებელია, იუსტიციის სახლმა დანერგოს ახალი პროდუქტები, რომლებიც მოქალაქეს შეუქმნის კომფორტს, ისარგებლოს უფრო მეტი მომსახურებით ერთი სივრცის ფარგლებში.

იუსტიციის სახლისთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესების/სიახლეების შესახებ მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ მიზნობრივი მომხმარებლები, რათა დროულად მოხდეს მათი უკუკავშირის მიღება სხვადასხვა ცვლილების შესახებ.

იუსტიციის სახლისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა შეთავაზებული სერვისების შესახებ. იუსტიციის სახლის სერვისების ცნობადობის უზრუნველყოფის ორი ძირითადი მიზანია: იუსტიციის სახლის, როგორც სახელმწიფო სერვისების მიწოდების წარმატებული მექანიზმის იმიჯის დამკვიდრება საზოგადოებაში და იუსტიციის სახლის პოპულარიზაცია ახალი მომხმარებლებისა და ახალი სერვისების მოსაზიდად.

იუსტიციის სახლის ფილიალებში არსებული ინფრასტრუქტურული სისტემა (გარდა ზუგდიდის ფილიალისა), ხშირ შემთხვევაში, არის დღემდე ხარვეზიანი (კონდიცირების სისტემა, გათბობა, შენობების ზედაპირულად ან არასრულყოფილად შესრულებული ნაწილები, თბილისის ფილიალის დღემდე უკიდურესად პრობლემატური სახურავი და სხვა) და ეს ხარვეზები საჭიროებს საბოლოოდ აღმოფხვრას. ახალი ფილიალების გახსნის შემთხვევაში, აუცილებელია მათი ტექნიკითა და ინვენტარით მომარაგება.

იუსტიციის სამინისტროს მიზანია, სახელმწიფო ხელმისაწვდომი იყოს თითოეული მოქალაქისთვის. შესაბამისად, იგეგმება იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნა ყველა იმ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა საშუალოდ 20 000-30 000-ს უტოლდება ან აღემატება. მოცემული სამი წლისათვის ესენია: ფოთი, მცხეთა, თიანეთი, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, ლაგოდეხი. ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში იუსტიციის სახლი მოქალაქეებს შეუქმნის ერთ სივრცეში 300-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობას.

48

Page 49: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

პროგრამის აღწერა

მომსახურების ხარისხის განვითარება - მოცემული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: იუსტიციის სახლის წინა ხაზის თანამშრომლების პერიოდული გადამზადება; პროდუქტებისა და მომსახურების პროცესების განვითარება; იუსტიციის სახლში დამატებითი კერძო და სახელმწიფო სერვისების ინტეგრაცია; მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის რეგულარული განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება პროექტი სახელწოდებით „მომხმარებლის ხმა“, რაც გულისხმობს მომხმარებლის უკუკავშირის დაფიქსირებას იუსტიციის სახლის სერვისებზე, მომსახურების არსებულ პროცედურებზე, თანამშრომელთა მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვაზე და ა.შ. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მომხმარებლის უკუკავშირის/რეკომენდაციის მიღება და აღრიცხვა შემდგომი მონიტორინგის/რეაგირების მიზნით; უარყოფითი შინაარსის უკუკავშირის შემთხვევაში, უკმაყოფილების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების განხორციელება; რეკომენდაციის შემთხვევაში, მისი გათვალისწინებით მომსახურების ხარისხის/პროცესის გაუმჯობესება.

იუსტიციის სახლის სერვისების კიდევ მეტად გამრავალფეროვნება და მომსახურების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა ორიენტირებულია თითოეული მომხმარებლის, მათ შორის, ბიზნესის, ინტერესზე, რათა სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და ადმინისტრაციულ პროცედურებზე გაწეული დროითი დანახარჯები შემცირდეს.

იუსტიციის სახლის სერვისების ცნობადობის ზრდა − იუსტიციის სახლი გეგმავს, ასევე, სხვადასხვა მარკეტინგული და პიარღონისძიების განხორციელებას, რომელთა საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მუდმივად გაეცნონ იუსტიციის სახლში არსებულ სერვისებს, პროექტებს თუ მიმდინარე მოვლენებს. კერძოდ, იგეგმება ყველა ახალი პროექტის შესახებ მარკეტინგული და პიარღონისძიებების მომზადება და მათი განხორციელება.

2015-2018 წლებში იუსტიციის სახლი გეგმავს სატელეფონო მომსახურების სამსახურის განვითარებას. აღნიშნული გულისხმობს იუსტიციის სახლში ერთ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ვიზიტისგან თავის არიდების მიზნით მოქალაქეებისთვის კვალიფიციური პირველადი კონსულტაციის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას.

იუსტიციის სახლი გეგმავს სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობას საერთაშორისო მასშტაბით იუსტიციის სახლის კონცეფციის ექსპორტის მიზნით და ბრენდის პოპულარიზაციას დაინტერესებულ ქვეყნებში. ამჟამად რეფორმის ექსპორტის ასეთი პროექტი, იუსტიციის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე, დაწყებულია ალბანეთთან. იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება − პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სახლების შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით მომარაგება. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იგეგმება ღონისძიებები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ხარვეზის გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის მიზნით.

აღნიშნული მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში (დაგეგმილია თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის გამაგრებითი სამუშაოები მისი მდგრადობის სათანადო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად; სახურავის ზედა და ქვედა ნაწილის მოპირკეთება და

49

Page 50: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

მასზე თბური სისტემის დამონტაჟება ზამთრის პირობებში ყინულის ფენისგან დაცვის მიზნით; იგეგმება, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემის რეკონსტრუქცია ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით.).

იუსტიციის სახლი გეგმავს, მოიცვას საქართველოს ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. შესაბამისად, 2015-2018 წლებში საქართველოს მასშტაბით აშენდება იუსტიციის სახლის ახალი ფილიალები.

მოსალოდნელი შედეგები

მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, მათთვის რაც შეიძლება მეტი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა იუსტიციის სახლში;

წინა ხაზის თანამშრომლების მრავალფუნქციურობა; სატელეფონო მომსახურების სამსახურის გაძლიერება მოქალაქეებისთვის

კვალიფიციური წინასწარი კონსულტაციის გაწევის მიმართულებით; მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების მიწოდება; კმაყოფილი მომხმარებლების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი; იუსტიციის სახლში არსებულ სიახლეებზე ინფორმირებული მომხმარებლების

რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი; იუსტიციის სახლის სერვისების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობა და

იუსტიციის სახლის კონცეფციის გაზიარება დაინტერესებული უცხო სახელმწიფოებისათვის;

იუსტიციის ახალი სახლები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ცენტრში: ფოთში, მცხეთაში, თიანეთში, ყაზბეგში, ბორჯომში, სამტრედიაში, ლაგოდეხში;

თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მდგრადობა, მასზე თბური სისტემის არსებობა (ყინულის მასისგან დაცვის მიზნით); გათბობა-გაგრილების სისტემის გამართულად ფუნქციონირება;

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის მატერიალურ-ტექნიკური გამართულობა.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები

2015-2018 წლებში იუსტიციის სახლის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, რის შედეგადაც პერიოდის ბოლოს მომხმარებელთა ყოველდღიური ნაკადი მიაღწევს 30 000-ს;

კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტესტირებაში თანამშრომელთა 85%-ის მიერ მინიმალური ზღვრის გადალახვა ყოველწლიურად;

ყოველწლიურად ხარისხის სტანდარტის დახვეწის ხარჯზე მისტიური კვლევით მიღებული საშულო ქულა − 90;

2015-2018 წლებში სერვისის მომხმარებელთა კმაყოფილების დონე − 75-85%; 2015-2018 წლებში იუსტიციის სახლის მომხმარებლების სხვადასხვა სერვისის

მიღების საშუალო ლოდინის დრო − 5-7 წთ.;

50

Page 51: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

იმ რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალია, იუსტიციის სახლის მიერ მიწოდებული სერვისების ცნობადობის ზრდის კვლევაში ყოველწლიურად 90%-იანი შედეგის მიღება;

იმ რეგიონებში, სადაც არ არის იუსტიციის სახლის ფილიალი, იუსტიციის სახლის მიერ მიწოდებული სერვისების ცნობადობის ზრდის კვლევაში 80%-იანი შედეგის მიღება;

2015-2018 წლებში არანაკლებ ორ ქვეყანასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იუსტიციის სახლის პრაქტიკის გაზიარების მიზნით;

2015-2018 წლებში იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნა ყველა იმ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მოსახლების რაოდენობა საშუალოდ 20 000-30 000-ს უტოლდება ან აღემატება;

2015-2018 წლებში იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მომსახურების პროცესში მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა.

პროგრამა 26 11სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურებათა

ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ყველა დაინტერესებულიპირისათვის ხელმისაწვდომობა

განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლებიპროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარესააღსრულებო და არასააღსრულებო (გამარტივებული წარმოების,

გადახდისუუნარობის საქმისწარმოების, სესხის მონიტორინგისა და ფაქტების კონსტატაციის) მომსახურების გაწევის პროცესში მხარეებს შორის ბალანსის მაქსიმალური დაცვით უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანისა და ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების რეალიზების უზრუნველყოფა. მიმდინარე ოპერაციების ეფექტური მართვა ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. სააღსრულებო საქმეების არაერთგვაროვნების გამო, ხშირ შემთხვევაში, ერთიანი მიდგომა ბიზნესპროცესის დასაგეგმავად არ ამართლებს. საჭიროა გადაწყვეტების მოძებნა, რაც ერთნაირად შეძლებს, გადაამუშაოს როგორც მიმდინარე, ახლად შემოსული საქმეების ნაკადი, ისე სათანადო ყურადღება დაუთმოს გართულებულ საქმეებს, რომელთა აღსრულება გარემოებათა გამო სტანდარტულ პროცედურულ ვადებში ვერ ხორციელდება.

მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა არსებით გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მთავარი მიზანი მაღალი სამართლებრივი სტანდარტის დაცვით ეფექტიანი და კონკურენტული ფუნქციონირების უზრუნველყოფაა, საზოგადოების ნაწილი მას, როგორც დამკვეთის, ამ შემთხვევაში, კრედიტორის, მოთხოვნის შემსრულებლად აღიქვამს.

51

Page 52: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

სააღსრულებო სისტემის, ასევე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესახებ საზოგადოების ცნობიერება საკმაოდ დაბალია. საზოგადოებაში დაბალია ცოდნაც შეუსრულებელი ფულადი და სხვა ტიპის ვალდებულებების თანმდევი ნეგატიური შედეგების შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიურო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ატარებს რიგ კამპანიებს, თუმცა, ამას, ძირითადად, სპონტანური ხასიათი აქვს და არ ეხმიანება იმ მიზანს, რომელსაც საზოგადოების ფართო ფენებში მოცემულ საკითხებზე ცოდნის ამაღლება და ვალაუვალობის რეალური პრევენცია ჰქვია.

არსებული სერვისების ბიზნესპროცესებში ხარვეზების აღმოჩენა, აღმოფხვრა და ახალი სერვისების განვითარება ცალკეული თანამშრომლის ინიციატივიანობაზე, ხელმძღვანელობის უშუალო დავალებებზე დამოკიდებული პროცესია. ორგანიზაციის საჭიროება, რომ განვითარების ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მუდმივად განხორციელებად ფუნქციას წარმოადგენდეს, ჯერ კიდევ შეუსრულებელ ამოცანად რჩება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადამიანური რესურსების მუდმივი განვითარება, მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათი შენარჩუნება წარმოადგენს. ადამიანური რესურსების სამსახურის საქმიანობა მხოლოდ მხარდამჭერ ფუნქციას არ უნდა ახორციელებდეს; მას უნდა ეკისრებოდეს საკვანძო მნიშვნელობა დასაქმებული პირების პროფესიული ზრდის უზრუნველყოფის საკითხში.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასაწყვეტი აქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა: შიდა და გარე კომუნიკაციის მარტივი და ხელმისაწვდომი არხების გამართვის მწვავე საჭიროება, მომხმარებელთან უკუკავშირის მუდმივი მექანიზმების არარსებობა, მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების ნაკლებობა, წახალისების გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმების სიმცირე.

პროგრამის აღწერა სააღსრულებო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება − ნიშანდობლივია ის

გარემოება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის წარმატება დიდწილად უკავშირდება აღსრულების მაღალ მაჩვენებელს და, უმეტესად, განპირობებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კლიმატით. მოქალაქეების გადახდისუნარიანობის დონე ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ეფექტური აღსრულების პროცესისათვის. სწორედ აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს დღეს, რომ ბიუროს წარმოებაშია 130,000 საქმე. ბიუროს ამჟამინდელი საკადრო (144 აღმასრულებელი, აღსრულების 16 პოლიციელი) და ინფრასტრუქტურული რესურსი, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს დღეისათვის არსებულ მოცემულობას. თუმცა, მიუხედავად კადრების სიმწირისა, აღსრულების მომსახურება საქართველოს ყველა რეგიონში ხელმისაწვდომია ჩვენი მოქალაქეებისათვის. ბიუროს 8 ტერიტორიული ერთეული განთავსებული აქვს საქართველოს იუსტიციის სახლებში, სადაც მოქალაქეები ყოველდღიურად იღებენ კომპლექსურ მომსახურებას კომფორტულ გარემოში.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, ბიუროს ძირითად გამოწვევას წარმოადგებს შემოსული საქმეების ნაკადის ეფექტიანი მართვა, ამასთან, წლების განმავლობაში დაგროვებული საქმეების შემცირება, რაც, სხვებს შორის, აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელთა რიგებში ადამიანური რესურსის გონივრულ მატებასა და აუცილებელ ინფრასტრუქტურულ (ავტოპარკი, სასაწყობე მეურნეობა) გაუმჯობესებას საჭიროებს. ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგმულია და მომდევნო ერთი წლის

52

Page 53: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

განმავლობაში დაგეგმილია ხელშესახები ცვლილებების დანერგვა. ამასთან, ბიუროს ამოცანაა ყველა მიწოდებადი სერვისის გაუმჯობესება. შესაბამისად, მომსახურების ხარისხიანად და ეფექტურად წარმართვის მიზნით შემუშავდება და დაინერგება მომსახურების სათანადო სტანდარტები; შეიქმნება და განვითარდება მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ახალი მომხმარებლების მოზიდვის კუთხით და აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობადობის ზრდისთვის საზოგადოებაში.

აღსრულებას, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს ყველაზე საკვანძო, შემოსავლიან და რესურსების მომთხოვნ მომსახურებას, განსაკუთრებული დაკვირვება და გაუმჯობესება სჭირდება. ზემოთქმულის თანახმად, არსებობს გართულებული საქმეების დაგროვებითი ტენდენცია. ამ კატეგორიის საქმეები სხვადასხვა გარემოების (მაგალითად, მოვალისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება, ქონების არარსებობა, მოვალის ხელმიუწვდომლობა, იურიდიული ხასიათის სხვადასხვა წინაღობა) გამო არ იყო აღსრულებადი. ახალი სააღსრულებო საქმეების შემოდინების მუდმივი წნეხის გამო მნიშვნელოვნად მცირდება გართულებულ საქმეებზე დახარჯული დრო, რაც იმთავითვე დაუსრულებელი და აღუსრულებელი საქმეების ზრდის ტენდენციის მთავარი განმაპირობებელია. ეს პრობლემა იწვევს მიმდინარე, ახლად შემოსული საქმეების დარეგულირების ხარისხის დაქვეითებასაც, რაც მაშინვე ხდება მომხმარებლის უკმაყოფილების მიზეზი.

მიმდინარე საქმეებთან გამკლავებისა და გართულებული საქმეების შემცირებაზე ზრუნვის მიზნით აღსრულების პროცესი გაიმიჯნა მიმდინარე და გართულებულ აღსრულების კატეგორიებად. მიმდინარე აღსრულების ამოცანაა, მის პორტფელში არსებულ ყველა საქმეზე დროის კონკრეტულ პერიოდში განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სტანდარტული ყველა მოქმედება და არ დაუშვას გართულებულ კატეგორიაში რაიმე სახის ნაკლოვანებით ნაწარმოები საქმის გადადინება. მოცემული საქმეების დარეგულირებისათვის განკუთვნილი სტანდარტული პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, რომლის განმავლობაშიც ყველა საქმეზე უნდა განხორციელდეს სავალდებულო მოქმედება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს გართულებულ საქმეთა კატეგორიაში. ივნისში მიმდინარე შემოსული საქმეების რაოდენობამ შეადგინა 8100, ხოლო ბიუროში არსებული საქმეების დანარჩენი ნაწილი 130, 000-მდე გართულებული კატეგორიის პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენს, რომელმაც გეგმაზომიერად უნდა უზრუნველყოს საქმეთა რაოდენობის შემცირება. ქვეყნის მასშტაბით გართულებული საქმეების ხვედრითი წილი თითო აღმასრულებელზე შეადგენს 1835 ერთეულს, რაც კრიტიკულ მასას წარმოადგენს. გართულებული საქმეების სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე იმუშავებენ გამოცდილი აღმასრულებლები, რომლებიც ასეთი კატეგორიის საქმეებზე ფოკუსირებულად მუშაობის დროს დააგროვებენ მეტ საჭირო კომპეტენციებს. ამასთან, ხაზგასასმელია აღმასრულებლების მიმართ არსებული მძიმე საზოგადოებრივი წნეხი, რაც განპირობებულია გართულებული საქმეების გარკვეული ნაწილის, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით სენსიტიური საკითხების მოაზრებით. სწორედ ამიტომ გართულებული საქმეების რეგულირება განსაკუთრებულ ძალისხმევასა და უმეტესად არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს − საჭირო ხდება ღრმა იურიდიულ კაზუისტიკაში შესვლა და საქმის მრავალმხრივი ანალიზი.

ბიუროში ჩატარებული ძირეული რეორგანიზაციის შედეგად უარყოფილ იქნა საქმის კატეგორიებად დანაწილება და განპიროვნებულად ერთი აღმასრულებლის მიერ წარმოების პრაქტიკა; დაინერგა საქმის ჯგუფურად წარმოების მეთოდი. ამან კი განაპირობა გამოცდილი

53

Page 54: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

აღმასრულებლებისათვის დამატებითი საფეხურის შექმნა კარიერული წინსვლის თვალსაზრისით ჯგუფის უფროსის სახით. სხვადასხვა უნარებისა და კომპეტენციების მქონე პირთა ერთ ჯგუფად გაერთიანების შედეგად მიღწეული იქნა სინერგია, რაც მუშაკთა კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის წინაპირობაა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში − სააღსრულებო ბიუროში, შეიქმნება ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა დამოკიდებული იქნება ბიუროში დასაქმებული პერსონალის რაოდენობაზე. თუმცა, ჯგუფების თუ ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ორზე ნაკლები. ჯგუფების საქმიანობა შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც მათი შესაძლებლობების მაქსიმიზაციას შეუწყობს ხელს. ეფექტიანი აღსრულების პარალელურად, ჯგუფების უფროსების ამოცანაა, უზრუნველყონ მედიაციის მაქსიმალური გამოყენება და მხარეთა კონსენსუსის გზით დაასრულონ საქმის წარმოება. სწორედ მიღწეული შეთანხმებების რაოდენობაა ჯგუფების შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი. იმ საქმეებში, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტი კრედიტორია, ბიუროს ამოცანაა მოვალეთა მაქსიმალური ინფორმირება იმგვარად, რომ მოქალაქეები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი მათი უფლება-მოვალეობების შესახებ. რაც შეეხება იმ კატეგორიის საქმეებს, სადაც სახელმწიფო მევალედ გვევლინება, ბიუროს ვალდებულებაა პროცესის მაქსიმალური გამჭირვალობის უზრუნველყოფა და მიუკერძოებლად საქმეების ეფექტიანი აღსრულება. კერძო სამოქალაქო დავებში ბიუროს მედიაციის ფუნქცია პრიორიტეტულია და იძულებითი მოქმედებები წარმოადგენს აბსოლუტურ უკიდურესობას.

აღსრულების პოლიციას დაქვემდებარებული საქმეების ოდენობა ტენდენციის ანალოგიურად არის მზარდი, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 700 საქმეს. ბიუროში დასაქმებულია 16 პოლიციელი. ეს ოპტიმალურ რიცხობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს, როდესაც ასეთი კატეგორიის საქმეები წლიურად 200-300-ის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, აღმასრულებლებთან ერთად, ბიუროში კვალიფიციურ პოლიციელთა ოდენობის ზრდაცაა დაგეგმილი.

ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სისტემების ოპტიმიზაცია − აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ადამიანური რესურსების მუდმივი განვითარება, ღირებული კადრების მოზიდვა და მათი შენარჩუნება წარმოადგენს. ადამიანური რესურსების სამსახურის საქმიანობა მხოლოდ მხარდამჭერ ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს მას უნდა ეკისრებოდეს საკვანძო მნიშვნელობა დასაქმებულ პირთა პროფესიული ზრდის უზრუნველყოფის საკითხში. ორგანიზაციას არ გააჩნია ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები, რაც მას არსებითად დაეხმარებოდა, გადაეწყვიტა ახალი თანამშრომლის სწრაფ ადაპტაციასთან, სტაჟიანი თანამშრომლების სამსახურით კმაყოფილებასთან, შედეგად კი, სამუშაოს ჯეროვნად შესრულების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები.

ადამიანური რესურსების რეფორმირებული სამსახური მხარდაჭერის გარდა განსაკუთრებულ ყურადღებას თანამშრომლების განვითარებას დაუთმობს. კერძოდ, უზრუნველყოფს თანამშრომელთა მუდმივ პროფესიულ განვითარებას და მათი კმაყოფილების ზრდას. სამსახური კონცენტრირებული იქნება მართვის მეთოდოლოგიების შექმნა-განვითარებაზე, მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსების მოზიდვა-შენარჩუნებაზე, საკადრო ბაზის გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება-ორგანიზებაზე; განახორციელებს ტრენინგების საჭიროებების კვლევებს, შეადგენს ტრენინგების გეგმებს; გააანალიზებს თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობას.

54

Page 55: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ადამიანური რესურსების განახლებული პოლიტიკის ფარგლებში დაინერგება წახალისებისა და მოტივაციის გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი, გასაგები და შედეგობრივად შედარებადი სისტემები, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლების ინიციატივიანობას, პროცესებში ჩართულობასა და პროდუქტიულობას.

მხარეთა კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის სისტემების განვითარება − სააღსრულებო საქმისწარმოების მიმართ ცალსახად კონვეიერული მიდგომა აღსრულების მომსახურების მხრივ არსებული პრობლემების ერთიანობაში გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა, რადგან სააღსრულებო საქმეები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება შინაარსობრივად და თითოეული მათგანი რაღაც მხრივ უნიკალური მახასიათებლის მატარებელია. მხარეების კანონიერ ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი შემსრულებლისთვის. ბიურო შემოსული საჩივრების ზედმიწევნით მონიტორინგს აწარმოებს და უნდა აღინიშნოს, რომ, საქმეების ზრდის ტემპის მიუხედავად, შემოსული და დაკმაყოფილებული საჩივრების დინამიკა საგრძნობლად კლებადია. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საკუთარ მისიად მაღალი სამართლებრივი სტანდარტის დაცვით ვალდებულებების შესრულების ეფექტური და კონკურენტული სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა დაისახა, საზოგადოების ნაწილი მას მაინც უწინარესად დამკვეთის, ამ შემთხვევაში, კრედიტორის ნების შემსრულებლად ხედავს, ხოლო თუ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოიჩენს ემფატიკურ მიდგომას, საზოგადოების მეორე ნაწილის მხრიდან ეს აღიქმება ორგანიზაციის მიერ თავისი უმთავრესი ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებად. აქედან გამომდინარე, მკვეთრად განსაზღვრული სამოქმედო ჩარჩოები და სააღსრულებო წარმოების პროცესში წამოჭრილი საკითხებისადმი მაღალპროფესიონალური მიდგომა აუცილებელია მტკიცე პოზიციების შესანარჩუნებლად.

მხარეთა კანონიერი ინტერესების დაბალანსებისა და მათი მოთხოვნებისა და მართლზომიერი მოლოდინებისთვის ანგარიშის გაწევის მიზნით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შექმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური − აბსოლუტურად ცალკე მდგომი და სხვა ფუნქციებისგან თავისუფალი, რომელსაც წარმომადგენელი ეყოლება ყველა რეგიონში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ყველა ტერიტორიულ ერთეულში. მოცემული სტრუქტურული ერთეული აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მომხმარებელთა ინტერესების შელახვის რისკების მინიმალიზაციაში, ასევე, ასეთი შემთხვევების იდენტიფიკაციასა და გამოვლენაში. თუ პრობლემის დასარეგულირებლად საჭირო გახდება სისტემური მიდგომის განხორციელება, აქტუალური თემა განიხილება კოლეგიალური ორგანოს მიერ, რომელიც შედგება აღსრულების ეროვნული ბიუროს უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისგან, ასევე, იმ თანამშრომლებისგან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ განსახილველი საკითხი. მოცემული კოლეგიალური ორგანო მოწოდებულია, გააანალიზოს სპეციალურად მხარეთა ინტერესების დარღვევის პრობლემები და მოძებნოს გადაწყვეტა. შესაბამისად, კოლეგიალური ორგანო − მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭო − ამართლებს თავის სახელს. იგი უფლებამოსილი იქნება, მიიღოს გადაწყვეტილებები შესაბამისი პოლიტიკის ან რეგულაციების შეცვლის ინიცირებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ სააღსრულებო წარმოების მხარეებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების მოსმენა და მათზე რეაგირება განსხვავებულ მასშტაბებს მიიღებს; სულ მცირე − ეს აღმასრულებლებს დაუზოგავს სამუშაო დროის ძალიან დიდ ნაწილს. მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, ასევე, მოწოდებული იქნება, შეამციროს მომხმარებელთა მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევები.

55

Page 56: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვალაუვალობის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება − აღსრულების ეროვნული ბიურო გააქტიურდება პრევენციული კომუნიკაციის მიმართულებითაც. არსებული მდგომარეობით, საზოგადობაში ცოდნის დონე პირადი ეკონომიკისა და ვალაუვალობის თანმდევი ნეგატიური შედეგების შესახებ ძალიან დაბალია. აღსრულების ეროვნული ბიურო თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად მიიჩნევს და ცდილობს, გაამდიდროს საზოგადოებაში ამ მხრივ არსებული ცოდნა არასაჭირო ფულადი ვალდებულებების აღებით გამოწვეული მძიმე შედეგების გასანეიტრალებლად. ამ მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მოცემულ სფეროში ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ფორმა, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო და შვედეთის სამეფოს ეროვნული სააღსრულებო სააგენტო იყენებენ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის დაფინანსების ფარგლებში.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში შექმნილ სამუშაო ჯგუფსა და შვედ ექსპერტებს შორის გამართული მრავალი შეხვედრის შედეგად გადაწყდა საპილოტე პროექტის ჩაშვება, რომელიც კონცენტრაციას მოახდენს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ეკონომიკურ საკითხებზე, განსაკუთრებით კი, ვალაუვალობის რისკებსა და შედეგებზე ინფორმირების მხრივ. გარდა ამისა, სასკოლო ინფორმაციის პაკეტის შინაარსი შეიძლება მოიცავდეს, ასევე, ინფორმაციას აღსრულების ეროვნულ ბიუროზე, მის ფუნქციასა და დემოკრატიულ და თანამედროვე საზოგადოებებში სააღსრულებო სისტემების საჭიროებაზე. აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა, წარმოაჩინოს უწყების „ადამიანური მხარე“, რომელიც, ზოგადად, მთელ მსოფლიოში აღიქმება ძალისმიერ და საფრთხის შემცველად. საპილოტე აქტივობის სამიზნე ჯგუფი 17-18 წლის მოსწავლეები არიან − ეს ასაკი ოპტიმალურია, რადგან ახალგაზრდები წარმოადგენენ საქართველოს მომავალს და აქვთ უფრო მიუკერძოებელი დამოკიდებულება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, განსხვავებით − უფრო ასაკოვანი თანამოქალაქეებისგან.

შვედ ექსპერტებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის გამართული შეხვედრების ფარგლებში ექსპერტებმა ბიუროს გაუზიარეს მათი გამოცდილება პრევენციული კომუნიკაციის განხორციელების საქმეში, წარმოადგინეს პრაქტიკული მაგალითები.

გარდა მოცემული საპილოტე აქტივობისა, აღსრულების ეროვნული ბიურო გეგმავს, აქტიურად იმუშაოს პრევენციული კომუნიკაციის განხორციელების მიმართულებით. მოცემულ პერიოდამდე რამდენიმე თვალსაჩინო აქტივობას საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

სააღსრულებო, არასააღსრულებო და ახალი სერვისების მუდმივი განვითარების მხარდამჭერი სისტემური გადაწყვეტების დანერგვა − არსებული სერვისების ბიზნესპროცესებში ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა, ისევე, როგორც ახალი სერვისების განვითარება, ცალკეული თანამშრომლის ინიციატივიანობაზე, ხელმძღვანელობის უშუალო დავალებებზე დამოკიდებული პროცესია. ორგანიზაციის საჭიროება, რომ განვითარების ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მუდმივად განხორციელებად ფუნქციას წარმოადგენდეს, გადასაჭრელ პრობლემად რჩება.

სერვისების მუდმივი განვითარება და დახვეწა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ჩამოყალიბდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომელთათვისაც აღნიშნულის განხორციელება ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია იქნება. უზრუნველყოფილი იქნება როგორც

56

Page 57: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

სააღსრულებო, ისე არასააღსრულებო სერვისების უწყვეტი განვითარება, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობისა და განვითარების შეუქცევადობა. შეიქმნება სპეციალური მექანიზმები, რომლებიც დამწყები, ახლად დანერგილი სერვისების მართვას მაღალი ხარისხით განახორციელებს. სამუშაო პროცესის ნაწილი იქნება სააღსრულებო და არასააღსრულებო სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების ძიება.

განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშვნის ღირსია ის, რომ სხვა მასშტაბებს მიიღებს ორგანიზაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი მეშვეობით არსებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია. უახლოეს მომავალში უკვე დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებებისა, რაც გააუმჯობესებს აღმასრულებლის მუშაობას და, შესაბამისად, მიწოდებული სააღსრულებო მომსახურების ხარისხს. მაგალითად, სააღსრულებო წარმოების მხარეებს დანიშნული აუქციონის შესახებ ინფორმაცია მიუვათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ავტომატურად. შედეგად, ისინი მათ საქმეზე არსებულ ლოტს პირდაპირ იხილავენ საიტზე www.eauction.ge. ეს მომსახურება მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს, ამასთან, იქნება დამატებითი საშუალება ჩართული მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისთვის, რომ აკონტროლონ და თვალყური ადევნონ აუქციონის პროცესს. არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით აუქციონის ორგანიზატორს არ აქვს ვალდებულება, პროაქტიულად მიაწოდოს მხარეს ასეთი ტიპის ინფორმაცია. პროექტი დაიგეგმა და განხორციელდება საზოგადოების ინტერესის მხედველობაში მიღებით. მისი ამოცანა იქნება სააღსრულებო პროცედურების გამჭვირვალობისა და მოქალაქეთათვის პროცესის კონტროლის მექანიზმების მინიჭების მიზნების მიღწევა. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გზით მომსახურებების გაუმჯობესების კიდევ ერთი საშუალება იქნება საინფორმაციო ბაზების გაუმჯობესება, რაც გამორიცხავს ქაღალდის მეშვეობით ფიზიკური ტრანსპორტირების გზით ინფორმაციის მოწოდებაზე მოთხოვნების გაგზავნას სხვადასხვა აქტორის მიმართ. გაიზრდება ელექტრონული კავშირის ხარისხი აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საბანკო დაწესებულებებსა და სახელმწიფო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, რაც საშუალებას მოგვცემს, მყისიერად მივიღოთ ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მხარეების შესახებ. ეს გააადვილებს აღმასრულებლის მუშაობას და დაზოგავს მის სამუშაო დროს.

მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლების მიღწევა-შენარჩუნების მეთოდების განვითარება − სერვისებში, სისტემებსა და პოლიტიკებში ხარვეზების იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრისათვის აუცილებელია მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, დამოკიდებულებების კვლევა. აღსრულების ეროვნული ბიურო არ ახორციელებდა სისტემურ მიდგომას მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღების მიზნითმ არ ხდებოდა დამოკიდებულებების ანალიზი დამ შესაბამისადმ პრობლემების აღმოსაფხვრელად არ იგეგმებოდა კონკრეტული მოქმედებები. მომსახურების გასაუმჯობესებლად მიმართული ღონისძიებები მხოლოდ სპეციალურ და გარემოებებიდან გამომდინარე დაგეგმილ მოქმედებას წარმოადგენდა, რასაც სისტემური ხასიათი არ ჰქონდა.

დაინერგება მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის პერიოდულად განხორციელების პრაქტიკა, ჩამოყალიბდება ამ მხრივ ორგანიზაციის სტრატეგია, განვითარდება მომხმარებლებისგან პირდაპირი უკუკავშირის მიღების მექანიზმები, შემუშავდება სპეციალური კითხვარები და კითხვარების მომხმარებლებთან ერთად შევსების გზები და ფორმები, წარმოდგენილი იქნება ე.წ. იდუმალი მყიდველის კონცეფციის გამოყენების მაგალითები, შემოწმდება მომხმარებლის გამოცდილება, შეიქმნება მომხმარებლებთან ურთიერთობაში ჩართული პირების შეფასების სკალები.

57

Page 58: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ანგარიშგების გამჭვირვალე, გასაგები და შეფასებადი სისტემების იმპლემენტაცია − მოცემულ პერიოდამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტატისტიკური აღრიცხვა და, შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშები მხოლოდ თვლადი აქტივობების შეჯამებით ხდებოდა (მაგალითად, აღსრულებული საქმეების ოდენობა, დასრულებული საქმეების ოდენობა, შემოსული საქმეების ოდენობა, იმ პირების ოდენობა, ვისაც გაეწია კონსულტაცია, გამოქვეყნებული საჯარო შეტყობინებების ოდენობა და ა.შ.). შესაბამისად, არ წარმოებდა იმ სამუშაოების შესახებ რეპორტინგი, რომელიც სხვადასხვა სახის კომპლექსური მოქმედების შესრულებას ითხოვდა, ყოველთვიურად განმეორებადი არ იყო და არც რაოდენობრივი მაჩვენებლები გამოხატავდა მის შესასრულებლად საჭირო სამუშაოების სიმძიმეს.

უახლოეს მომავალში თითოეული თანამშრომლისთვის შემუშავდება ანგარიშგების სპეციალური ფორმები, რომელიც გააადვილებს მათ შეფასებას, მათი დატვირთულობის ხარისხის გაზომვას. ანგარიშგების ახლად დანერგვადი სისტემა იქნება გამჭვირვალე, გასაგები და შედარებადი. რეპორტინგის ახალი სისტემების დანერგვა აუცილებელია უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ბიზნესპროცესების მონიტორინგის, კვლევისა და ოპტიმიზაციის სისტემების განვითარება − მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, დაკვირვება, სამუშაოების მიზეზშედეგობრიობის, მიზნიდან რეზულტატამდე დაკვირვება და ანალიზი აუცილებელია ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისთვის, რესურსების ალოკაციისთვის და პროდუქტიულობის ზრდისთვის. ამ ეტაპამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეთავაზებადი სერვისების დაკვირვებისა და ანალიზის საშუალებები არ არსებობდა. ბიუროს შესაბამისი პერსონალი, რომელმაც უნდა მოახდინოს ანალიზი, მოკლებულია შესაბამის საზომ მექანიზმებს. ამ მხრივ ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა, კერძოდ, ბიზნესინტელექტის პროგრამების, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაკონტროლოთ აღსრულების პროცესში რა ეტაპზე გროვდება ყველაზე მეტი საქმე, ხელს შეუწყობდა შედეგიანი გადაწყვეტების იმპლემენტაციას. ამ მიმართულებით აღსრულების ეროვნული ბიურო უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.

გარდა ამისა, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღსრულების ეროვნული ბიურო ინსტიტუციურად უახლოვდება შვედეთის სამეფოს ეროვნულ სააღსრულებო სააგენტოს, მისი ერთ-ერთი აქტივობა სწორედ მონიტორინგისა და პროცესების პულსაციის შემოწმების თვალსაზრისით ქართული მხარისთვის შვედური გამოცდილების გაზიარებას, ინდიკატორების მოძებნას და ანალიზის პროცესში მათ გამოყენებას გულისხმობს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტრუქტურული გადაწყვეტა, რომლის იმპლემენტაციასაც აღსრულების ეროვნული ბიურო უახლოეს მომავალში აპირებს. ეს ეხება ცალკე ამ მიზნით საქმეების კოორდინაციის სამსახურის ფორმირებას, რომელიც ყურადღებას მიაქცევს საქმეების ვადებში აღსრულების საკითხს, ამასთან, მოახდენს სხვადასხვა წინააღმდეგობების იდენტიფიცირებას და აღმოფხვრის მათ.

საქმის გაძღოლის თანამედროვე მეთოდების, კორპორატიული ეთიკისა და პროფესიული უნარების განვითარების მხარდამჭერი სისტემების დანერგვა − ლიდერობის და მართვის თანამედროვე მეთოდების, კორპორატიული ეთიკის და პროფესიული უნარების განვითარების მხარდამჭერი მართვის მოდელის დანერგვის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო აქტიურად თანამშრომლობს შვედეთის სააღსრულებო

58

Page 59: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

სააგენტოსთან. აქტივობების ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური მენტორობის პროგრამის შემოღება. მოცემული ეტაპისთვის აქტივობა მკვეთრად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. იქმნება აღსრულების ეროვნული ბიუროს ლიდერობის სტრატეგია, რომელიც მიიღება და დამტკიცდება აღსრულების ეროვნული ბიუროს უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის მიერ. მოცემული სტრატეგია უნდა იყოს ცოცხალი და მნიშვნელოვანი დოკუმენტი მენეჯერებისთვის ყოველდღიური სამუშაოს განსახორციელებლად. შემუშავდება სპეციალური ტრენინგპროგრამა, რომელიც შუა რგოლის მენეჯერებს საშუალებას მისცემთ, გაავრცელონ ეფექტური მართვის მეთოდები თავიანთ დაქვემდებარებულებში. აქტივობის მთავარი ღირებულებაა, ბიუროს მენეჯერებმა იცოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს მისიის, ხედვისა და ძირითადი სამოქმედო პრინციპების, ასევე, ქცევის კოდექსისა და პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე როგორ უნდა ხორციელდებოდეს ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციაში. მოცემული აქტივობის შედეგად ბიუროს შუა რგოლის მენეჯერებს გაცნობიერებული ექნებათ, რომ ორგანიზაციას ესაჭიროება ეფექტიანი სისტემის მუდმივი ფუნქციონირება და განვითარება, რისთვისაც მათ უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების კომპეტენტურობისა და პროდუქტიულობის ზრდა, დაეხმარონ მათ კორპორატიული სულისკვეთების გაძლიერებაში. მენეჯერებმა ხელი უნდა შეუწყონ მათდამი დაქვემდებარებულებს, გააცნობიერონ მათი საქმიანობის მნიშვნელოვნობა, მოახდინონ იდეების გენერირება და იყვნენ ინიციატივიანები. მენეჯერები აქტივობის შედეგად, ასევე, იქნებიან მოწოდებულნი, იზრუნონ საზოგადოებაში ორგანიზაციის მიმართ მაღალი ნდობის არსებობაზე.

მოსალოდნელი შედეგები გაუმჯობესდება მიწოდებული მომსახურების ხარისხი; გაიზრდება მიღებული სააღსრულებო მომსახურებით მომხმარებელთა

კმაყოფილების დონე; კერძო აღმასრულებლებთან მიმართებით გაუმჯობესდება პორტფოლიოში

არსებული კერძო მოთხოვნების წილობრივი მაჩვენებელი; გაუმჯობესდება პროგნოზირებად ვადებში საქმეების აღსრულების მაჩვენებელი; განეიტრალდება საქმეების დაგროვებითი ტენდენცია; შემცირდება აღუსრულებელი საქმეების რაოდენობა; გაიზრდება თანამშრომლის სამსახურით კმაყოფილების დონე; შემცირდება თანამშრომლების გადინება; გაიზრდება თანამშრომლების ინიციატივიანობისა და პროდუქტიულობის

ხარისხი; გაიზრდება თანამშრომლების კომპეტენტურობის დონე; შემცირდება თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების დროს შეცდომის

დაშვების ალბათობა; შემცირდება განსაზღვრული ოპერაციების განსახორციელებლად

თანამშრომლისთვის საჭირო დრო; შემცირდება თანამშრომლების მიერ ჩადენილი დარღვევების ოდენობა; შემცირდება წაგებული სასამართლო პროცესების რაოდენობა; შემცირდება დაკმაყოფილებული საჩივრების ოდენობა;

59

Page 60: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

გაიზრდება თანამშრომლების უშუალო უფროსით კმაყოფილების დონე; გაუმჯობესდება თანამშრომლების კომპეტენტურობის ხარისხი; შემცირდება თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომები; გაიზრდება თანამშრომლების პროდუქტიულობა; გაიზრდება ახალი იდეების გენერირების, პრეზენტაციისა და იმპლემენტაციის

შემთხვევები; დაზოგილი დრო სხვადასხვა სერვისების განხორციელებისთვის; თანამშრომლის სამუშაოს შემსუბუქება; იმატებს შეთავაზებული მომსახურებების რენტაბელობა; მატერიალური ხარჯების შემცირება; ადამიანური და სხვა რესურსების ალოკაცია გახდება უფრო ეფექტური; გაიზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობადობა; გაუმჯობესდება საზოგადოების ცნობიერება ფულადი ვალდებულებების

შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ;

შემცირდება მოქალაქეების მხრიდან გაუთვიცნობიერებლად განხორციელებული დამაზარალებელი ფინანსური ოპერაციების ოდენობა.

შედეგების შეფასების კრიტერიუმები 2013 წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, 5%-ით გაიზრდება მიღებული

სააღსრულებო მომსახურებით მომხმარებელთა კმაყოფილების დონე; 5%-ით გაიზრდება პორტფოლიოში არსებული კერძო მოთხოვნების

წილობრივი მაჩვენებელი; 50%-ით გაიზრდება 3 თვის ვადაში დასრულებული საქმეების ოდენობა; საანგარიშო პერიოდში აღუსრულებელი საქმეების ოდენობა შემცირდება 50%-

ით, საანგარიშო პერიოდის დასაწყისში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით;

2013 წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, 5%-ით მეტი ადამიანი აღიქვამს აღსრულების ეროვნულ ბიუროს კომპეტენტურ დაწესებულებად, ხოლო მის თანამშრომლებს − პროფესიონალებად;

სააღსრულებო ჯგუფის მიერ თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მოცულობა გაიზრდება საშუალოდ 5%-ით;

საანგარიშო პერიოდის დასაწყისში დაფიქსირებულ მონაცემთან შედარებით, 30%-ით შემცირდება თანამშრომლების მიერ ჩადენილი გადაცდომების ოდენობა;

საანგარიშო პერიოდის დასაწყისში დაფიქსირებულ მონაცემთან შედარებით, 10%-ით შემცირდება წაგებული სასამართლო პროცესების ოდენობა;

2013 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, 5%-ით გაიზრდება იმ არამომხმარებელ პირთა ოდენობა, ვინც იცნობს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მის მთავარ სერვისებს;

2013 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, 5%-ით გაიზრდება იმ არამომხმარებელ პირთა ოდენობა, ვინც ინფორმირებულია ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული თანმდევი შედეგების შესახებ;

60

Page 61: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

საანგარიშო პერიოდის დასაწყისთან შედარებით, 5%-ით გაიზრდება დასახულ ვადებში აღსრულებული საქმეების რაოდენობა;

საანგარიშო პერიოდის დასაწყისთან შედარებით, 5%-ით შემცირდება დაგვიანებით განხორციელებული მოქმედების გამო თანამშრომლის პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევები;

2013 წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, ორგანიზაციის ნდობის ხარისხი გაიზრდება 5%-ით;

10%-ით მეტი გამოკითხული აღიქვამს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამჭვირვალე ორგანიზაციად, ვიდრე ეს დაფიქსირდა 2013 წელს ჩატარებულ კვლევაში;

საანგარიშო პერიოდის დასაწყისში დაფიქსირებულ მონაცემთან შედარებით, 10%-ით შემცირდება დაკმაყოფილებული საჩივრების ოდენობა;

თანამშრომლების სამსახურით კმაყოფილების დონე, 2013 წლის კვლევასთან შედარებით, გაიზრდება 5%-ით;

2013 წლის კველვასთან შედარებით, 5%-ით გაუმჯობესდება თანამშრომლის უშუალო უფროსით კმაყოფილების დონე.

პროგრამა 26 12

სანოტარო მომსახურების ხელშეწყობა და განვითარება

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“;

განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ლათინური ნოტარიატის სისტემაში ადგილის დამკვიდრება, რაც გულისხმობს ლათინური ნოტარიატის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით ქართული ნოტარიატის როლის გაძლიერებას. ამისათვის გამოყენებულ იქნება საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები და რეკომენდაციები კანონმდებლობის და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისათვის

ნოტარიუსთა მიერ გაწეული მომსახურებები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათი მნიშვნელობისა და მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებს სპეციფიკურ დამუშავებას, შენახვასა და შემდგომ ხელმისაწვდომობას, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ესაჭიროება სათანადო ინფრასტრუქტურა, პროგრამული უზრუნველყოფა და უსაფრთხოების მაღალი დონე. აღნიშნული მიზნებისათვის აუცილებელია სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და ბიზნესპროცესების მხარდაჭერა სათანადო პროგრამული უზრუნველყოფით. პირველი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის გაძლიერება ესაჭიროება, ესაა სანოტარო საქმიანობის შედეგად დაგროვებული დოკუმენტაციის, მათ შორის, ვიდეოფაილების ელექტრონული არქივის შექმნა, რომლის

61

Page 62: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

დაცულობაც უზრუნველყოფილი იქნება მაღალ დონეზე; ხოლო მეორე მიმართულებაა თავად ნოტარიუსთა ეფექტური შიდა კომუნიკაციის ქსელის ჩამოყალიბება და განვითარება. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ქვეყნის მასშტაბით სანოტარო მომსახურება გაწეულ იქნეს მაღალკვალიფიციურ დონეზე. ნოტარიუსთა მაღალი კვალიფიკაცია განსაკუთრებით კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, ვინაიდან ისინი ჩართულნი არიან მრავალი სახის სოციალურ თუ ბიზნესპროცესებში და ახორციელებენ მათ სამართლებრივ მხარდაჭერას, რომლის სწორად და სათანადო დონეზე წარმართვაც მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებსა და მათ შედეგებზე. ნოტარიუსთა მიერ მაღალკვალიფიციურად შესრულებული სამუშაო არის ერთ-ერთი გარანტი ქვეყანაში განხორციელებული ტრანზაქციების სანდოობისა და დაცულობისა. შესაბამისად, ნოტარიუსთა პალატის ან/და იუსტიციის სასწავლო ცენტრების დახმარებით როგორც ნოტარიუსები, ისე სანოტარო ბიუროს თანამშრომლები გაივლიან არა მხოლოდ გადამზადების საბაზო კურსს, არამედ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ნოტარიუსთა პალატის ან/და იუსტიციის სასწავლო ცენტრების მეშვეობით პერმანენტულ მხარდაჭერას მიიღებენ სხვადასხვა საკანონმდებლო სიახლისა თუ უნარ-ჩვევების გასაცნობად და ასათვისებლად. ასევე, გაანალიზდება და განზოგადდება ნოტარიუსთათვის დაკისრებული სანქციები, რათა გადაიხედოს არასწორი ან მავნე პრაქტიკა და დაისახოს მისი გამოსწორების გზები.

ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ნოტარიული მომსახურების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებაა საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში. ნოტარიუსები უნდა დამაგრდნენ კონკრეტულ სამუშაო უბანზე და არ მოხდეს მათი მხოლოდ მსხვილ ქალაქებში თავმოყრა.

მედიაციის განვითარება და დანერგვა, როგორც მხარეთა მორიგების და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. მედიაცია ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარებას და განტვირთავს სასამართლო სისტემას სამოქალაქო დავებისაგან.

პროგრამის აღწერა

ლათინური ნოტარიატის სისტემაში დამკვიდრება − საერთაშორისო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება, მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისათვის. აგრეთვე, ამ ფარგლებში ლათინური ნოტარიატის ფუნდამენტური პრინციპის − numerus klausus − დანერგვა, რაც გულისხმობს ნოტარიუსთა განსაზღვრული რაოდენობის დანიშვნას კონკრეტულ სამუშაო უბანში. ამით თავიდან იქნება აცილებული რეგიონების სანოტარო მომსახურების გარეშე დარჩენა და სანოტარო სერვისები ხელმისაწვდომი გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება − პროგრამის ფარგლებში შეიქმნება სანოტარო დოკუმენტების ელექტრონული არქივი, რომელიც ნოტარიუსებს შესაძლებლობას მისცემთ, ცენტრალიზებულად შეინახონ სხვადასხვა სახის ჩანაწერები და დოკუმენტები. ამასთან, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის

62

Page 63: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

შექმნის მეშვეობით აღნიშნული არქივი და მასში ინფორმაციის მიმოქცევა იქნება უსაფრთხო და დაცული. აგრეთვე, შემუშავდება ერთიანი კორპორატიული ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით მომუშავე ნოტარიუსთა ეფექტურ კომუნიკაციას.

ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლება − ნოტარიუსთა პალატის ან/და იუსტიციის სასწავლო ცენტრების ბაზაზე ყოველწლიურად შესაბამის საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება და განხორციელდება ნოტარიუსთა და სანოტარო ბიუროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ნოტარიუსთა საჭიროებებზე დაყრდნობით, ნოტარიუსთა პალატის ან/და იუსტიციის სასწავლო ცენტრების მიერ, ასევე, შესწავლილ იქნება სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება. გარდა ამისა, ნოტარიუსთა პალატის ან/და იუსტიციის სასწავლო ცენტრები შეფასების მიზნით, ასევე, განახორციელებენ გადამზადებული ნოტარიუსებისა და მათი თანაშემწეების ტესტირებას და შედეგების ანალიზს. მედიაციის დანერგვა − როგორც მოქალაქეთა შორის სამოქალაქო კონფლიქტების მოწესრიგება, ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, დავების სწრაფად გადაწყვეტას და, მეორე მხრივ, განტვირთავს სასამართლო სისტემას. ამისათვის ნოტარიუსთა პალატა უზრუნველყოფს ყველა ნოტარიუსისათვის შესაბამისი ტრენინგების გავლასა და სერტიფიკატების მიღებას.

მოსალოდნელი შედეგები

ლათინური ნოტარიატის პრინციპების გათვალისწინებით, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა;

ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება სანოტარო სერვისებთან მიმართებაში:

სანოტარო დოკუმენტების ცენტრალიზებული ელექტრონული არქივის შექმნა და უსაფრთხო ფუნქციონირება;

ნოტარიუსთა კომუნიკაციის კორპორატიული ქსელის შექმნა და ფუნქციონირება; ნოტარიუსების კვალიფიკაციისათვის მაღალი სტანდარტების დაწესება და

ნოტარიუსთა და სანოტარო ბიუროს თანამშრომელთა გადამზადება.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები

სანოტარო დოკუმენტების ცენტრალიზებულ ელექტრონულ არქივში 2016 წლის ბოლოსთვის განთავსდება 2,8 მილიონამდე ონლაინმინდობილობა და ვიდეოჩანაწერი;

ცენტრალიზებულ ელექტრონულ არქივში არასანქცირებულ შეღწევათა ნულოვანი ალბათობა;

ნოტარიუსთა კომუნიკაციის კორპორატიულ ქსელში საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოსთვის ნოტარიუსთა 75%-ის ჩართვა;

გადამზადებულ ნოტარიუსთა საბოლოო შეფასების მაღალი მაჩვენებელი − არანაკლებ 80%-იანი ბარიერის დაძლევა;

63

Page 64: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

გადამზადებულ თანამშრომელთა საბოლოო შეფასების მაღალი მაჩვენებელი − არანაკლებ 70%-იანი ბარიერის დაძლევა;

ნოტარიული მომსახურების ხელმისაწვდომობა ყველა ქალაქსა და რაიონში; ნოტარიუსთა მიმართ დისციპლინური სანქციების შემცირება მინიმუმამდე; საანგარიშო პერიოდის მესამე წელს დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად

და მოქალაქეთა ინტერესების შელახვის გამო არცერთი გათავისუფლებული ნოტარიუსი.

პროგრამა 26 13

ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია, მთარგმნელობითი ცენტრისა და ბეჭდური გამომცემლობის განვითარება

პროგრამის განმახორციელებელი - სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“;

განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №186 განკარგულებით, მთარგმნელობით ცენტრს დაევალა საქართველოს კანონმდებლობის/კანონპროექტების ინგლისურ ენაზე თარგმნა, ასევე, ასოცირების შეთანხმების განხორციელებასა და შემდგომ ანგარიშგებასთან დაკავშირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ქართულ ენაზე თარგმნა. ამასთან, სამართლებრივი აქტების ინგლისურენოვანი ვერსიების არსებობა და მათზე ხელმისაწვდომობა აუცილებელია უცხოელი ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო ორგანიზაციებთან; განახლებული რეჟიმისა და მომსახურებების, აგრეთვე, დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების სისტემატიზაცია, თარგმნა და მომხმარებლისათვის ოპერატიულად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საკანონმდებლო მაცნე არის ერთადერთი ოფიციალური ორგანო, რომელიც 1998 წლიდან გამოიცემოდა მხოლოდ ბეჭდური სახით; 2010 წლიდან, ელექტრონულ გამოქვეყნებაზე გადასვლის შემდეგ, შეწყდა ბეჭდური გამოცემა და ფუნქციონირება შეწყვიტა სტამბამ. თუმცა, ჩატარებული წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ელექტრონულ მომხმარებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისა და საინფორმაციო მიზნებისათვის ესაჭიროებათ ნორმატიული აქტების ბეჭდური ვერსიები. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება და ნორმატიული აქტების ბეჭდური ვერსიების ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის.

64

Page 65: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მთარგმნელობითი ცენტრის საქმიანობაში ტერმინოლოგიური მუშაობის მართვის დონის ამაღლებას. ამ მხრივ აუცილებელი იქნება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ტერმინოლოგ-ექსპერტების მოწვევით. ამავე დროს, მიზანშეწონილია, პროგრამის ფარგლებში საფუძველი ჩაეყაროს თარგმნის ეროვნული სტანდარტის შექმნას და დანერგვას.

პროგრამის აღწერა

ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და მთარგმნელობითი ცენტრის განვითარება − ამ მიმართულებით განხორციელდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებში არსებული ევროპული კანონმდებლობის, სტანდარტებისა და რეგულაციების, ისევე, როგორც შესაბამისი ქართული ნორმატიული ბაზის, თარგმნა. შესაბამისად, გამოიყოფა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთარგმნელობით ცენტრში ქართული მიმართულების ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ნაწილობრივ არსებულ მთარგმნელთა და რედაქტორთა რეზერვიდან, ხოლო დამატებითი კადრების შესავსებად ჩატარდება სპეციალური კონკურსი. შერჩეული კადრები გადამზადდებიან კომპიუტერული მთარგმნელობითი პროგრამებისა და ევროპული კანონმდებლობის თარგმნის სპეციფიკის შესწავლის მიზნით. საქართველოს ნორმატიული აქტების თარგმნა ინგლისურ ენაზე და ევროკავშირის კანონმდებლობის თარგმნა ქართულ ენაზე; უზრუნველყოფილი იქნება თარგმნილი სამართლებრივი აქტების ოპერატიული განთავსება ვებგვერდზე და მათი სრული ხელმისაწვდომობა დაინტერესებული მომხმარებლისათვის. გარდა ამისა, პერმანენტულად განხორციელდება საქართველოს სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებული ელექტრონული ვერსიების განთავსება ვებგვერდზე და დაინერგება ნორმატიული აქტების საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა. მთარგმნელობით ცენტრში მიმდინარე ქართული კანონმდებლობის ინგლისურად თარგმნის პარალელურად, 2015 წლიდან განხორციელდება ცენტრის გაზრდილი კადრების დივერსიფიცირება ინგლისურ და ქართულ მიმართულებებად. მთარგმნელები, ტერმინოლოგები და რედაქტორები მომზადდებიან სამართლებრივ ინგლისურში, სამართლებრივ თარგმანში და გაეცნობიან ევროკავშირის კანონმდებლობის ზოგად თეორიულ კურსს. ასევე, შეისწავლიან „Studio 2014“-ს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცენტრში ტერმინოლოგიური მუშაობის მართვას. გარდა ამისა, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მიერ თარგმნილი ქართული კანონმდებლობის ტერმინოლოგიური ბაზა დამუშავდება მთარგმნელობითი ცენტრის ტერმინოლოგიური ჯგუფის და მოწვეული ექსპერტების მიერ და განთავსდება ცენტრის სერვერზე. სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ბაზა გამოიცემა ტერმინოლოგიური ლექსიკონის სახითაც. ასევე, აქტიურად დაიწყება მუშაობა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა ჩაეყაროს მყარი საფუძველი სამართლებრივი თარგმნისა და სასერტიფიკატო კურსების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და შემდგომ მათ მთარგმნელობით ცენტრში დასაქმებას. შეიქმნება თარგმანის ხარისხის მართვის მექანიზმი, რაც, თავისთავად, მოიცავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ მთარგმნელობით პროცესზე მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განსაზღვრას.

65

Page 66: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ბეჭდური გამომცემლობის განვითარება − სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უზრუნველყოფს იურიდიული ლიტერატურის − კანონთა თემატური კრებულებისა და კოდექსების, მომზადებას, ბეჭდვას, გავრცელებას, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებებისთვის საქმიანი ქაღალდების დამზადებასა და პოლიგრაფიული მომსახურების გაწევას. ავტორთა მოზიდვისა და მრავალფეროვანი იურიდიული ბიბლიოთეკის შესაქმნელად დამყარდება კონტაქტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მეცნიერებთან, სტუდენტებთან; მათთან თანამშრომლობის გათვალისწინებით დაიბეჭდება სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი კოდექსები, კანონთა კრებულები, სამეცნიერო ნაშრომები, ლექსიკონები. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს განახლებულ ვებგვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვებში, დაასახელოს მისთვის საჭირო იურიდიული ლიტერატურა და ონლაინგაყიდვით, ბინაზე მიტანით მიიღოს წიგნები, რაც მაქსიმალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო მაცნეს ბრენდირებული მაღაზიისა და სტუდენტური ბიბლიოთეკის გახსნის მიზნით, რაც, ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, სტუდენტებს, შეიძინონ მათთვის სასურველი იურიდიული ლიტერატურა, აგრეთვე, გაეცნონ როგორც თანამედროვე იურიდიულ ლიტერატურას, ისე საკანონმდებლო მაცნეს არქივში არსებულ უნიკალურ, უძველეს ნორმატიულ აქტებს.

მოსალოდნელი შედეგები

2015 წლის ბოლოსთვის თარგმნილი 200 საკანონმდებლო აქტი ინგლისური მიმართულებით; 

2018 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა მოქმედი საკანონმდებლო აქტის თარგმნა;

შესრულებული თარგმანის სიზუსტე − 100%; 2015 წლის ბოლოსთვის შექმნილი ქართული მიმართულების განყოფილება 15 კაცის

შემადგენლობით (თარგმნილი გვერდების რაოდენობა − 2000); 2016 წლის ბოლოსთვის ქართული მიმართულების ჯგუფის 25 კაცამდე გაზრდა (3000

გვერდი); 2017 წლის ბოლოსთვის ქართული მიმართულების ჯგუფის 30 კაცამდე გაზრდა (3500

გვერდი); 2018 წლის ბოლოსთვის ქართული მიმართულების ჯგუფის 35 კაცამდე გაზრდა (5500

გვერდი). „SDL Trados Studio 2014“-ის თარგმნის მეხსიერების სერვერზე განთავსებული

ინგლისურად ნათარგმნი ქართული საკანონმდებლო აქტები; ტერმინოლოგიაზე მუშაობის შემუშავებული მეთოდი და შექმნილი, სისტემატიზებული

და ადმინისტრირებული ტერმინოლოგიური ბაზა; თარგმნილი ვერსიებისა და საჯარო ტერმინოლოგიური ბაზის ხელმისაწვდომობა; სამართლებრივი თარგმანის სასერტიფიკატო კურსების დანერგვა უმაღლეს

სასწავლებლებში; თარგმანის ხარისხის მართვის მექანიზმის დანერგვა; საქართველოს ყველა საკანონმდებლო აქტის ბეჭდური ვერსიის ხელმისაწვდომობა; ქართული საკანონმდებლო აქტების ინგლისური და რუსულენოვანი გამოცემების

უზრუნველყოფა;

66

Page 67: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით ტერმინოლოგიური ლექსიკონების გამოცემა;

საქართველოს სამართალშემოქმედებით სფეროში მომუშავეთათვის სისტემატიზებული ოფიციალური საკანონმდებლო აქტების ბეჭდური ვერსიების მომზადება;

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ განახლებული ვებგვერდის საშუალებით წიგნების ონლაინრეჟიმში შეძენა;

ბრენდირებული მაღაზიის გახსნა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ბაზაზე; სტუდენტური ბიბლიოთეკის შექმნა − „მაცნე აბაშიძეზე“.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები

2015 წლის ბოლოსთვის თარგმნილი 200 საკანონმდებლო აქტი; შესრულებული თარგმანის სიზუსტე − 100%; 2015 წლის ბოლოსთვის შექმნილი ქართული და ინგლისური განყოფილებები; „SDL Trados Studio 2014“-ის თარგმნის მეხსიერების სერვერზე განთავსებული

ინგლისურად ნათარგმნი ქართული საკანონმდებლო აქტების 100%; 2015 წლის ბოლოსთვის დამუშავებულ ტერმინთა რაოდენობა − 2000; „SDL MultiTerm 2014“-ის სერვერზე განთავსებული თარგმნილი ტერმინოლოგიის

100%. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერი საკანონმდებლო

აქტის ბეჭდური ვერსიით 100%-ით უზრუნველყოფა; შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ქართული საკანონმდებლო აქტების ინგლისური

და რუსულენოვანი გამოცემებით 100%-ით უზრუნველყოფა; წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი ტერმინოლოგიური ლექსიკონის გამოცემა; კოდექსებში მოცულობითი ცვლილებების შეტანისთანავე სასამართლოებისა და

საგამოძიებო სამსახურებისათვის ბეჭდური გამოცემების მიწოდების 100%-ით უზრუნველყოფა;

2015 წლის პირველ კვარტალში განახლებული ვებგვერდის დამატებითი ფუნქციების ამოქმედება − ონლაინმაღაზია;

2015 წლის პირველ კვარტალში გახსნილი ბრენდირებული მაღაზია; 2015 წლის პირველ კვარტალში გახსნილი „მაცნეს სტუდენტური ბიბლიოთეკა“.

67

Page 68: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

II პრიორიტეტი − თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

პროგრამა 26 02

გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა

პროგრამის განმახორციელებელი − საქართველოს პროკურატურა;

პროგრამის განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე:საქართველოს პროკურატურა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. გლობალიზაციის

შეუქცევადი პროცესი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საჭიროება, მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა აღნიშნული სტრუქტურის სრულყოფაზე მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებისა და რეკომენდაციების, პროკურატურის საჭიროებების ანალიზის, ასევე, საზღვარგარეთის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა პროგრამა, რომელიც ასახავს პროკურატურის სისტემის განვითარების სტრატეგიას 2015-2018 წლებისათვის. აღნიშნული განხორციელდება დასავლური ქვეყნების გამოცდილების, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების, საქართველოს მოსახლეობისა და პროკურორების მოლოდინების ანალიზისა და პროკურატურის სისტემაში იმპლემენტაციის მეშვეობით.

საქართველოს პროკურატურის სისტემაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ცალკეულ რაიონში პროკურორთა მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს თანამედროვე საჭიროებებს, საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და საზოგადოებრივ ინტერესებს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნორმათა 39,2% 2012-2014 წლების განმავლობაში არ გამოყენებულა. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ობიექტური, დამოუკიდებელი და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების განმტკიცებაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა. საქართველოს პროკურატურის უმთავრეს გამოწვევებს შორისაა სისხლის სამართლის არსებული კანონმდებლობის თანამედროვე საჭიროებების, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად მოდიფიცირების ხელშეწყობა.

დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის გასატარებლად პროკურატურისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტრუქტურაში დასაქმებულ თანამშრომელთა კომპეტენტურობას და პროფესიონალიზმს. თანამშრომელთა შერჩევის წესის გაუმჯობესება, კვალიფიკაციის ამაღლება და საქმიანობის სისტემატური კონტროლი მნიშვნელოვნად შეამცირებს პროფესიული საქმიანობისას წარმოშობილ ხარვეზებს; ასევე, საჭიროა, შეიქმნას გარკვეული მორალური სტიმულატორი თანამშრომლებისათვის, რომ გააუმჯობესონ მუშაობის ხარისხი. დღესდღეობით პროკურატურაში თანამშრომლის შეფასება კვლავ

68

Page 69: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ხორციელდება მათი უფროსის მიერ, რაც, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს სუბიექტური და ნეგატიურად აისახოს სხვა თანამშრომლების მოტივაციაზე.

საქართველოს პროკურატურისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი თანამშრომლების პროფესიონალიზმი და საქმიანობის ხარისხი. პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება, ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტებისა და გამოწვევებისათვის მომზადებული და წარმატებული თანამშრომლები. აუცილებელია, დაიგეგმოს და ჩატარდეს შესაბამისი ტრენინგსაჭიროებების კვლევები, შემდგომ კი, შესაბამისად, საჭირო ტრენინგები. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურისათვის მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს შეფასების ერთიანი სტანდარტი, რომელიც იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი და თანამშრომლების თანასწორობაზე დაფუძნებული. საქართველოს პროკურატურისათვის პრიორიტეტულია თანამშრომელთა აყვანისა და შერჩევის გაუმჯობესებული, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი და დახვეწილი სისტემის ჩამოყალიბება, შესაბამისად, უკვე არსებული სტანდარტების დახვეწა-გაუმჯობესება.

საზოგადოებაში გავრცელებულია არასწორი წარმოდგენები პროკურატურის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესახებ. მდგომარეობას განსაკუთრებით ის გარემოება ამწვავებს, რომ, პოზიტიური ძვრების მიუხედავად, პროკურატურის სისტემას ჯერ კიდევ აკლია ტრანსპარენტულობა − მასმედიის საშუალებებთან არსებული კავშირი სუსტი და არასაკმარისია. პროკურატურის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით აუცილებელია საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის შექმნა და სისტემის რებრენდინგის დაწყება. თანამედროვე ეტაპზე პროკურატურის წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და ნდობა. სტრუქტურის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მასმედიასთან კავშირის გაუმჯობესება და ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება საპროკურორო საქმიანობების თავისებურებების შესახებ. გარდა ამისა, აუცილებელია საზოგადოებასთან ელექტრონული კავშირის სისტემის გაუმჯობესება.

საქართველოს პროკურატურაში დღესდღეობით არ არსებობს თანამშრომლის ან, თუნდაც, სხვადასხვა განყოფილების კონკრეტული და სპეციფიკური ფუნქციებისა და ვალდებულებების სრულყოფილი ჩამონათვალი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ინტერესთა შეუთავსებლობა. საქართველოს პროკურატურაში საჭიროა, მოხდეს ფუნქციების ერთიანი განსაზღვრა და გადანაწილება, რაც შემატებს დამატებით გამჭვირვალობას შიდა სტრუქტურებს და შეამცირებს ყოველგვარი გაუგებრობის რისკს საქმის ხარისხიანად შესრულების მხრივ.

მიუხედავად ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ბოლო წლებში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა, პროკურატურის მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობის გააქტიურება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიების სისტემის დანერგვის გაგრძელება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურის მუშაობა პენიტენციარულ დაწესებულებებში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენა-აღკვეთის კუთხით.

პროკურატურაში ამჟამად მოქმედი ელექტრონული პროგრამები ვერ პასუხობს არსებულ საჭიროებებს. ამ ეტაპზე შეუძლებელია პროკურორთა დატვირთვის სწრაფად და სისტემატურად შესწავლა. ერთიანი სისტემის არარსებობის პირობებში ჩნდება იმის საფრთხე, რომ პროკურორთა ნაწილი შეუსაბამოდ გადატვირთული აღმოჩნდება, ხოლო ნაწილი − საშუალოზე ნაკლებად დატვირთული. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სტრუქტურაა დარჩენილი, სადაც არ ფუნქციონირებს HR ელექტრონული პროგრამა. საქართველოს მთავარი პროკურატურა მათ შორისაა. ადამიანური, დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით საქართველოს პროკურატურა გეგმავს მომხმარებელზე ორიენტირებული

69

Page 70: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ელექტრონული პროგრამების დანერგვის გაგრძელებას და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ამასთან, უახლოეს მიზნებს შორისაა ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის შექმნა (HR ელექტრონული პროგრამა) და დანერგვა.

ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება შეუძლებელია დანაშაულის ეფექტური და მიზეზებზე ორიენტირებული პრევენციის გარეშე. პროკურატურა წარმოადგენს იმ ერთადერთ ინსტიტუციას, რომელსაც კავშირი აქვს ყველა სხვა საგამოძიებო და, ასევე, სასამართლო უწყებასთან. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაიგეგმოს დანაშაულის სრული და ყოველმხრივი პრევენცია, აღნიშნულ პროცესებში აუცილებელია პროკურატურის აქტიური ჩართულობა. ეფექტური პრევენციული ხასიათის ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს პროკურატურაში არსებული ფინანსური სახსრები, ხშირ შემთხვევაში, არ არის საკმარისი. ამდენად, მნიშვნელოვანია რესურსების მოპოვების ალტერნატიული გზის გამონახვა, უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით აუცილებელია მუშაობის დაწყება „პრევენციის ფონდის“ პროექტის განსახორციელებლად.

საქართველოს პროკურატურაში უკვე რამდენიმე წელია, წარმატებულად მუშაობს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. მიუხედავად ამისა, კვლავაც არსებობს აღნიშნული პროექტის გაფართოების საჭიროება. ამასთან, პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მეტი პროკურორების გადამზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკის გათვალისწინებით. არასრულწლოვანთა დანაშაულის ქმედითი პრევენციისათვის აუცილებელია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის სრული და ყოველმხრივი შესწავლა.

პროკურატურის სისტემის შეუფერხებელი და ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭიროა თანამშრომელთათვის შესაბამისი, თანამედროვე სამუშაო პირობების შექმნა, რაც დაკავშირებულია არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-მოდერნიზაციასთან.

პროგრამის აღწერა

დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება − აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნა და სისხლისსამართლებრივი დევნის ერთიანი მოქნილი სისტემის შემუშავება. ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად თითოეულ რაიონში არსებული კრიმინოგენური სპეციფიკის შესწავლის საფუძველზე აუცილებელია შესაბამისი გაიდლაინების შემუშავება. ამასთან, გაუმჯობესდება გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე კონტროლის მექანიზმები; თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოვა სისხლის სამართლის საკანონმდებლო ბაზა. ამასთან, მოხდება საკანონმდებლო რეფორმისთვის წინადადებების შემუშავება სისხლის სამართლის კოდექსის ე.წ. მკვდარი მუხლების ამოქმედების და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; დაინერგება ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის პროპორციული და ადეკვატური სანქციების სისტემა; შემუშავდება საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა − უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა გამოძიების მიმდინარეობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში; ამ სფეროში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა და საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება; ოჯახური ძალადობის, წამების, არასათანადო მოპყრობის, უმცირესობათა

70

Page 71: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

პროკურატურის სტრუქტურული მოდერნიზაცია − თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად მოხდება პროკურატურის შიდა სტრუქტურის რეორგანიზაცია; ასევე, უზრუნველყოფილ იქნება პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების კოორდინირებული მუშაობა.

პროკურატურის თანამშრომელთა შერჩევის წესის გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება - ამ თვალსაზრისით განისაზღვრება პროკურორთა კარიერული განვითარების მიმართულება, ტრენინგსაჭიროებების იდენტიფიცირების მდგრადი სისტემის შექმნა, აუცილებელი ტრენინგების დაგეგმვა და შესაბამისი მოდულების შემუშავება. ასევე, გაუმჯობესდება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა სწავლების მეთოდები; შეიქმნება პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული ობიექტური, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეფასების სისტემა; ასევე, დაიხვეწება ახალი თანამშრომლების მიღების სტანდარტი.

პროკურატურაში სამუშაო გარემოსა და პროკურორთა მოტივაციის სისტემის გაუმჯობესება: დაიხვეწება სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა და პროკურორთა საჭიროებებზე მორგებული ელექტრონული პროგრამები; შეიქმნება ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამა (HR ელექტრონული პროგრამა); მოხდება პროკურორთა დატვირთვის ელექტრონული მოდულის იმპლემენტაცია; განისაზღვრება პროკურორთა კმაყოფილების დონე და მოხდება პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების მიზნით კვლევების ინიცირება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება პროკურატურის ოფისები, საჭიროებიდან გამომდინარე, პროკურორებისათვის აშენდება რამდენიმე ახალი ოფისი; ტრენინგებისათვის განკუთვნილი აუდიტორიები აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით; საჭიროების შემთხვევაში, განახლდება საოფისე ავეჯი და ინვენტარი; მოხდება მოძველებული კომპიუტერული ტექნიკისა და ავტოპარკის ახალი, გაუმჯობესებული მოდელებით ჩანაცვლება.

საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პროკურატურა − პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდება საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის კონცეფცია; შეიქმნება მასმედიასთან ურთიერთობის ეფექტური მექანიზმები, ჩატარდება პროკურორებისა და ჟურნალისტებისათვის ერთობლივი გასვლითი სემინარები მათი ცნობიერებისა და უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით; მოხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების არსებული მექანიზმების სრულყოფა; დაიხვეწება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი.

პროკურატურის როლის გაზრდა დანაშაულის პრევენციის პროცესში − გაიზრდება პროკურატურის როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში და ამ მიმართულებით შემუშავდება სტრატეგია; ასევე, ამ მიზნების მისაღწევად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები. „პრევენციის ფონდის“ შექმნის მიზნით მომზადდება პროექტი.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება − აღნიშნული მიზნების მისაღწევად მოხდება პროკურორთა გადამზადება არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი არასრულწლოვანთა მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა.

მოსალოდნელი შედეგები

71

Page 72: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ერთგვაროვანი სისხლის სამართლის პოლიტიკის დამკვიდრება; სისხლის სამართლის კოდექსის არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა; დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის პროპორციული და ადეკვატური სანქციების

სისტემის დანერგვა; მაღალკვალიფიციური პროკურორები; პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობა; თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი შიდა სტრუქტურა; პროკურატურის სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობა; ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაუმჯობესებული მდგომარეობა; დანაშაულის პრევენციის ახალი ღონისძიებები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გადამზადებული პროკურორები.

შედეგების შეფასების კრიტერიუმები

მომზადებული კვლევებისა და ანალიზების რაოდენობა; მომზადებული რეკომენდაციების რაოდენობა; მომზადებული წინადადებების რაოდენობა საკანონმდებლო ცვლილებებთან

დაკავშირებით; არსებული პრაქტიკის ამსახველი ანგარიშების რაოდენობა; პროკურატურაში მიღების დადგენილი სტანდარტი; კონკურსის გავლისა და თანამდებობაზე დანიშვნის გაწერილი კრიტერიუმები; ტრენინგსაჭიროებების იდენტიფიცირებისათვის შექმნილი დოკუმენტების რაოდენობა; ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სტანდარტის

არსებობა; საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და

დამტკიცება; მასმედიასთან ერთად ორგანიზებული გასვლითი სემინარების რაოდენობა; საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების არსებული მექანიზმების სრულყოფის

გზების ამსახველი დოკუმენტის შექმნა; საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში განხორციელებული

ღონისძიებების რაოდენობა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებების

რაოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის აქტივობის შესახებ

შექმნილი ანალიზების რაოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის განვითარების

დოკუმენტის შექმნა; ადგილობრივი საბჭოების სხდომების რაოდენობა; პროკურატურის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება; პროკურატურის შიდა სტრუქტურის რეორგანიზაციის მიზნით შესაბამის ნორმატიულ

აქტში ცვლილების განხორციელება; პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების განახლება; პროკურორთა დატვირთვის ამსახველი ანალიზების რაოდენობა; ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის

საქმეების შესწავლის საფუძველზე მომზადებული ანალიზების რაოდენობა;

72

Page 73: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

სასჯელაღსრულების სისტემაში პროკურორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების რაოდენობა;

სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწა; ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (HR ელექტრონული

პროგრამა) შექმნა და იმპლემენტაცია; პროკურორთა დატვირთვის ელექტრონული მოდულის შექმნა; დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნა; დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევების

რაოდენობა; საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ანალიზების რაოდენობა; დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების რაოდენობა; პრევენციის ფონდის პროექტის მომზადება; არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე გადამზადებულ პროკურორთა

რაოდენობა; არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების რაოდენობა; შემუშავებული ტრენინგმოდულების რაოდენობა; არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის შესახებ ბრძანებაში ცვლილებების შეტანა; პროკურატურაში აშენებული და განახლებული ოფისების რაოდენობა; განახლებული და ჩამოწერილი ინვენტარის რაოდენობა.

პროგრამა 26 07

დანაშაულის პრევენციის ნოვატორული პროექტები

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“;

პროგრამის განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით ეფექტიანად განხორციელებული პოლიტიკა განსაკუთრებულ დადებით შედეგს იძლევა საზოგადოებისთვის. იგი გამოიხატება საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებაში, კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციასა და დანერგვაში. ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, ამაღლებს საზოგადოების სამართლებრივ ცნობიერებასა და თვითშეგნებას და მნიშვნელოვნად ამცირებს მრავალი სახის დანაშაულის ჩადენის ალბათობას. აღნიშნულ და მსგავს პროგრამებს განსაკუთრებული დატვირთვა და დადებითი შედეგი აქვს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დანიაში. დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით სათანადო ღონისძიებები სრულ თანხვედრაშია “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია −

73

Page 74: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

საქართველო 2020“-ის მიზანთან − სახელმწიფომ გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის, როგორც ადამიანური რესურსის, ქვეყნის საკეთილდღეოდ განვითარებისთვის.

რაც შეეხება დანაშაულის მეორე დონის პრევენციას, აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებით ეხმარება დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებს (მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები, ანტისოციალური ქცევის ახალგაზრდები, განათლების სისტემიდან გასული ახალგაზრდები და ა.შ.), დაძლიონ პრობლემები და გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი და აქტიური წევრები, ჩაერთონ/დაუბრუნდნენ განათლების სისტემას, რაც, ასევე, ქვეყანაში დანაშაულის დონის შემცირებას და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაცია და მათი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ისე ქვეყნის ადამიანური რესურსების ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით. ამ მიმართულების პროგრამები ფართოდ არის გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში და შეფასებულია ეფექტიან ღონისძიებებად საზოგადოების ამ ნაწილის, როგორც ადამიანური რესურსის, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნების მიზნით. ეფექტიანი რეაბილიტაცია ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება. აღნიშნული მიმართულების პროგრამები ხელს უწყობს ადამიანური რესურსების განვითარებასა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, კერძოდ, ისინი, ძირითადად, მიმართულია შრომის ბაზარზე დისკრიმინაციის საფრთხის წინაშე მყოფი პირების შესაძლებლობების განვითარებაზე.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის მიმართულება. იგი წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს არასრულწლოვანს, განერიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

განრიდების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს მიეწოდება მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე. პროგრამის ძირითადი მიზანია, საზოგადოებას დავუბრუნოთ სრულყოფილი მოქალაქე. ამიტომ არასრულწლოვნის რეაბილიტაციასა და სოციალურ რეინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულების განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მედიაციის, როგორც დანაშაულის პრევენციის, ერთ-ერთი წარმატებული ინსტრუმენტის განვითარებაც. იგი იძლევა საშუალებას, შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პირის დახმარებით მხარეებს შორის დავა გადაწყდეს მშვიდ გარემოში. მედიაცია გვაძლევს შესაძლებლობას, აღვადგინოთ საზოგადოების წევრებს შორის დარღვეული ურთიერთობები და ამის საფუძველზე მოქალაქეებმა იცხოვრონ მშვიდ და საფრთხისაგან თავისუფალ გარემოში.

ყველა ზემოაღნიშნული ნოვატორული მიდგომის სრულფასოვნად განხორციელების მიზნით კი, თავის მხრივ, აუცილებელია სფეროს სათანადო კვლევა და სერვისების მუდმივი განვითარება. კვლევის კომპონენტი საშუალებას იძლევა, სწორი ინფორმაცია არსებობდეს სამიზნე ჯგუფების (ყოფილი პატიმრები, განრიდებული არასრულწლოვნები, რისკჯგუფები) საჭიროებების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, შექმნის საფუძველს, მიზანდასახულად და ეფექტურად განხორციელდეს ამა თუ იმ მიმართულების პროგრამა/პროექტი; ხოლო მომსახურებათა ბაზის შექმნა და შემდგომი განვითარება უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მომსახურებათა შეუფერხებელ

74

Page 75: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

მიწოდებას და ამ პროცესებში ჩართულ სოციალურ მუშაკებსაც დიდად გაუადვილებს დასახული ამოცანების გადაჭრას.

პროგრამის აღწერა

დანაშაულის პირველი დონის პრევენცია − აღნიშნული მიმართულების ფარგლებში გაგრძელდება და განვითარდება პროექტი „ლიდერთა სახლი“, რომლის მიზანია, ახალგაზრდებს დაეხმაროს ფიზიკურ, შემეცნებით, გონებრივ და სოციალურ განვითარებაში. „ლიდერთა სახლის“ ღონისძიებები აგებულია არაფორმალური განათლების პრინციპზე, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ასევე, ჩატარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები, სემინარები, დებატები, კონფერენციები და ა.შ., რომლებიც მორგებულია დანაშაულის პირველი დონის პრევენციის ღონისძიებათა ბენეფიციარებზე. ასეთი ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესი და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება; აგრეთვე, გაიმართება ანტინარკოტიკული, ტრეფიკინგის, ბულინგის წინააღმდეგ მიმართული აქტივობები, ბიზნესმეწარმეობისა და სხვა მონათესავე სფეროების საფუძვლების შესწავლა და სამოქალაქო აქტივობის სხვა ღონისძიებები.

გაგრძელდება პროექტი „წერილი ჯარისკაცებს“, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ წერილების გაგზავნას ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან. პროექტი მიმართულია მოსწავლე ახალგაზრდობაში პატრიოტული სულისკვეთებისა და სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლებისკენ, რაც საბოლოოდ გაზრდის მათ თვითშეგნებას ეროვნულ და საზოგადოებრივ ღირებულებებზე და შექმნის წინაპირობას, ჩამოყალიბდნენ საზოგადოების აქტიურ და სრულფასოვან წევრებად.

დანაშაულის მეორე დონის პრევენცია − ამ მიმართულების ფოკუსჯგუფში შედიან

დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნები: ანტისოციალური/დელიქვენტური ქცევის მქონე ახალგაზრდები; განათლების სისტემიდან გასული არასრულწლოვნები; სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდები; სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირები, რომელთაც

კანონსაწინააღმდეგო ქცევა ჩაიდინეს; მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა ოჯახის არასრულწლოვანი წევრები.

დანაშაულის მეორე დონის პრევენციის ფარგლებში ძირითადი პროექტია „ახალგაზრდული კლუბი“. პროექტი გულისხმობს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი სივრცის შექმნას, რომელიც მოზარდს დაეხმარება თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარებაში. ახალგაზრდული კლუბის მიზანია, ჩაანაცვლოს ქუჩა და მოზარდების ენერგია და პოტენციალი სასარგებლო აქტივობებისკენ მიმართოს. კლუბში განხორციელდება სხვადასხვა სახის კულტურული თუ სპორტული ღონისძიება, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.მეორე დონის პრევენციის მიმართულების მნიშვნელოვანი კომპონენტები იქნება:

რისკჯგუფების საჭიროებების კვლევა; რისკჯგუფებთან მიკუთვნებულ არასრულწლოვანთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა; რისკჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან მუშაობა;

75

Page 76: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

რისკჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინირება და მეორე დონის პრევენციის სტრატეგიის შემუშავება.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია − მიმართულება გულისხმობს ყოფილ პატამართა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას, რომლებშიც მონაწილეობა სრულიად ნებაყოფლობითია. მსჯავრდებულის მიერ სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, მიზანმიმართული მუშაობა იწყება ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან, მათ გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. პირველ რიგში, ხდება მათი ინფორმირება რეაბილიტაციის მიზნებისთვის შემუშავებული სპეციალური სერვისებისა და პროექტების შესახებ. შემდგომ ეტაპზე თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურ მუშაობას იწყებს სოციალური მუშაკი, რომელიც აკეთებს ბენეფიციარის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას და ადგენს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ინდივიდუალურ გეგმას. საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ყოფილ პატიმარს გადაამისამართებს ფსიქოლოგთან, რომელიც მას კვალიფიციურ სერვისს სთავაზობს. ყოფილ პატიმართან მუშაობისას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, ასევე, მისი ოჯახის, როგორც სოციალური გარემოს, გაძლიერებას. ყოფილი პატიმრის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ინდივიდუალური გეგმა სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე აქცენტი კეთდება ბენეფიციარის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაზე; მეორე ეტაპზე ბენეფიციარი ერთვება პროფესიული გადამზადების კურსებზე, არსებული გამოცდილებისა და განათლების გათვალისწინებით; მესამე ეტაპზე კი, აქცენტი კეთდება ბენეფიციარის დასაქმებაზე, როცა, ერთი მხრივ, ხდება დამსაქმებლების მოძიება და, მეორე მხრივ, კონკრეტული ვაკანსიებისთვის შესაბამისი ბენეფიციარების შერჩევა.

აღნიშნული მიმართულების ეფექტური ფუნქციონირება დიდად არის დამოკიდებული სოციალური მუშაკების პროფესიონალიზმზე, შესაბამისად, დანაშაულის პრევენციის ცენტრი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს სოციალური მუშაკების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებასა და, ზოგადად, ქვეყანაში სოციალური მუშაკის პროფესიის განვითარებაზე.

არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია - აღნიშნული მიმართულება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომელიც უკვე მეხუთე წელია, ხორციელდება. პროგრამა ნაკლებად მძიმე დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანს შესაძლებლობას აძლევს, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე განერიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჩაერთოს შესაბამის პროგრამაში, რომელიც მის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე იქნება ორიენტირებული. პროგრამის ძირითადი პრინციპებია: კონფიდენციალურობის დაცვა, სტიგმატიზაციის დაუშვებლობა და არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება, რაც ერთად ქმნის დისკრიმინაციის თავიდან აცილების ეფექტურ მექანიზმს. ამ მიმართულების ფარგლებში, ასევე, ხორციელდება პროგრამაში ჩართული პროფესიონალების (პროკურორები, სოციალური მუშაკები, მედიატორები) სპეციალური ტრენინგები, რაც კიდევ უფრო ზრდის ღონისძიებათა შედეგიანობას.

მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება - დღეისათვის საქართველოში მედიაცია ხორციელდება არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის ფარგლებში. თუმცა, იგეგმება მედიაციის როლის, მოქმედების არეალის გაზრდა და მისი ინსტიტუციონალური ჩარჩოს გაუმჯობესება-დახვეწა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება

76

Page 77: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

მედიატორის საქმიანობის სტანდარტი, დადგინდება მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შემუშავდება მედიატორის ეთიკის კოდექსი. მუშაობა წარიმართება მედიაციის ფორმებისა და სფეროების გაფართოებაზე, მათ შორის, საოჯახო მედიაციისა და დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის მედიაციის დანერგვის მიმართულებით.

კვლევისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობა - კვლევისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობა ყველა ზემოაღნიშნული პროექტის წარმატებული ხორცშესხმის საფუძველია. მის ფარგლებში განხორციელდება იმ სერვისების მოკვლევა და ანალიზი, რომელთა გამოყენებაც მოხდება შემდგომ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. მოძიებული იქნება ქვეყნის მასშტაბით სამთავრობო და არასამთავრობო დონეზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობათა შესახებ ინფორმაცია, განხორციელდება მათი სისტემატიზაცია-ანალიზი და განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე; შეიქმნება და პერმანენტულად გაფართოვდება მომსახურებათა ბაზები. ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო კომპონენტი, რომელიც ეფექტური მექანიზმია სხვადასხვა დეფიციტური მომსახურების განვითარებისთვის.

მოსალოდნელი შედეგები

პროგრამის სხვადასხვა მიმართულების ბენეფიციართა, მათ შორის, განრიდებული არასრულწლოვნების, ყოფილი პატიმრებისა და ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების, რაოდენობრივი ზრდა;

პროგრამის სხვადასხვა მიმართულებების განხორციელების გეოგრაფიული არეალის გაფართოება;

ყოფილი პატიმრებისთვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება;

ყოფილი პატიმრების დასაქმება და კერძო ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა; განრიდებულ ახალგაზრდებში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება; განრიდებისა და მედიაციის პროგრამის სამართლებრივი ბაზის სრულყოფა; მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოება და მედიაციის სახეების დანერგვა; მედიატორების ეთიკის კოდექსის შექმნა და მედიატორის საქმიანობის სტანდარტის

შემუშავება/დახვეწა; ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე მიმართული ქვეყნის მასშტაბით

არსებული მომსახურებების ელექტრონული ბაზის განახლება, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე არის განთავსებული;

საგრანტო პროექტების ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელება.

შედეგების შეფასების კრიტერიუმები

პროგრამის სხვადასხვა მიმართულებაში ყოველწლიურად 20 000-მდე მონაწილის (6 000-მდე უნიკალური), მათ შორის, განრიდებული არასრულწლოვნების, ყოფილი პატიმრებისა და ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების ჩართულობა;

პროექტი „ლიდერთა სახლის“ გავრცელება ქვეყნის არანაკლებ 14 რაიონში; პროექტი „ახალგაზრდული კლუბის“ გავრცელება ქვეყნის არანაკლებ 6 რაიონში;

77

Page 78: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

რისკჯგუფებთან სამუშაოდ, სულ მცირე, 3 ახალი რეგიონული რესურსცენტრი ფუნქციონირების დაწყება;

ყოფილი პატიმრების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად სამედიცინო მომსახურებების მიწოდების ზრდა ყოველწლიურად 20%-ით;

წლის განმავლობაში, სულ მცირე, 120 ყოფილი პატიმრის დასაქმება; წლის განმავლობაში, 25-მდე ბიზნესიდეის დაფინანსება, რომელთა ფარგლებშიც

ყოფილმა პატიმრებმა წამოიწყეს ან/და განავითარეს ბიზნესი; განრიდების პროცენტული მაჩვენებლის 10%-ით გაზრდა იმ არასრულწლოვნებში,

რომლებიც განრიდების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. პროგრამის ბენიფიციარების საერთო რაოდენობის 1000-მდე გაზრდა;

წლის განმავლობაში განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების მხრიდან რეციდივის არაუმეტეს 15%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნება;

მედიატორების ეთიკის კოდექსისა და საქმიანობის სტანდარტების შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან;

ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებული ერთიანი მომსახურების ბაზაში დამატებული ახალი მომსახურებები;

წლის განმავლობაში, სულ მცირე, 6 საგრანტო პროექტის დაფინანსება.

III პრიორიტეტი − განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება

პროგრამა 26 04

იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო ცენტრის განვითარება

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“;

განხორციელების სავარაუდო ვადები − 2015-2018 წლები;

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისტემის ორგანიზაციების მიერ გასაწევ მომსახურებათა გაუმჯობესებისა და სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად. ტრენინგების საჭიროება განპირობებულია, ერთი მხრივ, თანამშრომელთა მუდმივი პროფესიული განვითარების აუცილებლობით, ხოლო მეორე მხრივ, მიმდინარე რეფორმებით, რაც დამატებით კონკრეტული მიმართულებების შესაბამისი ექსპერტების მოძიებასა და ჩართულობას საჭიროებს. ევროინტეგრაციის ფარგლებში ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით მნიშვნელოვანია ერთობლივი ღონისძიებების

78

Page 79: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

გატარება, რომელთა ინიცირება, გარკვეულწილად, სასწავლო ცენტრის მოვალეობას წარმოადგენს. გარდა ამისა, სახელმწიფოს დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესი საჭიროებს არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ თვითმმართველობებში და, ასევე, ფართო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობას. ამასთან, მნიშვნელოვანია მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესება. სასწავლო ცენტრს აქვს სათანადო რესურსი, ხელი შეუწყოს ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელებას.

პროგრამის აღწერაიუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრენინგსაჭიროებათა ანალიზის საფუძველზე

კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განახორციელებს ტრენინგების სრული ციკლის (დაგეგმვა, ორგანიზება და შეფასება) მართვას როგორც სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებისათვის, ისე სხვა დაინტერესებულ პირთა და ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, პირველ რიგში, თვითმმართველობებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისათვის.

2014 წლამდე ცენტრის ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები. 2015 წლიდან იგი უზრუნველყოფს ტრენინგებს სხვა ნებისმიერი მსურველი საჯარო უწყებისა თუ ფიზიკური პირისთვის როგორც იურიდიული, ისე სოციალური უნარების მიმართულებით.

ტრენინგები სპეციფიკითა და შინაარსით მორგებული იქნება როგორც საჯარო მოხელეების, ისე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო პირების საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს მართლშეგნების ამაღლებას არამარტო საჯარო სტრუქტურებში, არამედ უფრო ფართო საზოგადოებრივ წრეებშიც.

სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით დაგეგმილია სერვისებისა და პროდუქტების გამრავალფეროვნება ცენტრის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. კომპიუტერული უნარების მიმართულებით ცენტრის თანამშრომლები სპეციალურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით რეგიონებში განახორციელებენ მასობრივი დატრენინგების პროექტს.

ტრენინგების კომპონენტის გარდა, სასწავლო ცენტრი საქმიანობას გააგრძელებს ტესტირების მიმართულებით; კერძოდ, ორგანიზებას გაუწეს საკონკურსო, საატესტაციო და საკვალიფიკაციო ტესტირებებს, მათ შორის, ტესტური დავალებების შექმნას. გარდა ამისა, დაგეგმილია ამ მიმართულების გააქტიურება და ტესტირებების სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ტესტური დავალებების ბანკის სრული განახლება შესაბამისი მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით. სასწავლო ცენტრი აქამდე ტესტირებებს ატარებდა, ძირითადად, თბილისში ოფლაინრეჟიმში (offline), თუმცა, 2015 წლიდან თავის საქმიანობას ამ მიმართულებით უზრუნველყოფს ასევე, ონლაინრეჟიმში (online), რაც აქტივობების ჩატარების საშუალებას იძლევა საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, სასწავლო ცენტრი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის პროგრამის დანერგვის პროექტებში.

ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საკონსულტაციო მომსახურების გაწევაც ტესტირებისა და ტრენინგების მიმართულებით. იგეგმება კონსულტირების კომპონენტის გაძლიერება მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესების კუთხით.

79

Page 80: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების უზრუნველყოფის მიზნით რეგულარულად განახლდება არსებული ტესტები, ტრენინგმოდულები და სასწავლო კურსების პროგრამები, მათ შორის, უცხოური სერტიფიცირებული პროგრამების შეძენის გზით.

გარდა ამისა, სასწავლო ცენტრი სტუდენტებისთვის განახორციელებს თემატურ პროექტებს, მათ შორის, ორგანიზებას გაუწევს საზაფხულო და ზამთრის სკოლებს როგორც საქართველოს, ისე რეგიონული (სამხრეთ კავკასია) მასშტაბით. 2015 წლიდან, ასევე, იგეგმება სტუდენტთა (ძირითადად, იურიდიული ფაკულტეტის) დასაქმების პროგრამა. სასწავლო ცენტრი შექმნის სპეციალურ მონაცემთა ერთიან ბაზას, რომელიც თავს მოუყრის ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა თუ სხვა ღონისძიებებში გამოვლენილი პერსპექტიული სტუდენტების მონაცემებს. ბაზა ხელმისაწვდომი იქნება სამინისტროს სისტემის უწყებებისთვის, რომლებიც, კადრების საჭიროების შემთხვევაში, იხელმძღვანელებენ აღნიშნული მონაცემებით. ამ მიმართულებით სასწავლო ცენტრი მოიაზრებს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობას, რაც „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია − საქართველო 2020“-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

არსებული საგანმანათლებლო სერვისების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანია, ცენტრი ფლობდეს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსს. შესაბამისად, პროდუქტებისა და სერვისების განვითარების პარალელურად, იგეგმება თანამშრომელთა რეგულარული პროფესიული მომზადება/გადამზადება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, რაც, თავის მხრივ, სხვებისგან გამოარჩევს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროდუქტს, ეს კი მის კონკურენტუნარიანობას და, შესაბამისად, მდგრადობას უზრუნველყოფს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრს სხვა სასწავლო ცენტრებისგან გამორჩეულად აქვს რეგიონული ოფისი ყვარელში, რომელშიც განთავსებულია საკონფერენციო ოთახები და სასტუმრო კომპლექსი. შესაბამისად, ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სწავლის, მუშაობისა და დასვენების განსაკუთრებულ პირობებს. არსებობს რიგი ტრენინგებისა (მაგალითად, გუნდური შეჭიდულობა), რომელთა ქალაქგარეთ ჩატარება, მისი შინაარსიდან და მიზნობრიობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ზრდის ტრენინგის ეფექტიანობას. საანგარიშო პერიოდში იგეგმება ყვარლის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაცნობა ყველა სახელმწიფო სტრუქტურისათვის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებებისათვის, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის. ამასთან, ცენტრი გეგმავს ფიზიკური პირების მომსახურებაზე უფლების მოპოვებას.

მოსალოდნელი შედეგები

იუსტიციის სამინისტროს სისტემის, სხვა საჯარო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომელთა და დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, პიროვნული და პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარების გაძლიერება;

იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი რეფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მართლშეგნების ამაღლება და იმპლემენტაციის ხელშეწყობა როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორში;

80

Page 81: საზოგადოებრივი · Web viewმიწის ადმინისტრირებისა და მართვის ეფექტური სისტემა

ობიექტური და გამჭვირვალე სასერტიფიკაციო, საკვალიფიკაციო და სავაკანსიო ტესტირებების განხორციელება სამინისტროს სისტემისა და სხვა დაინტერესებული უწყებებისთვის არსებულის შეფასების ან/და ახალი კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით;

ყვარლის სასწავლო ცენტრის დატვირთვის გაზრდა როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული პროექტებითა და სხვადასხვა ღონისძიებით.

შედეგების შეფასების კრიტერიუმები

ცენტრის აქტივობებში (ტრენინგი, სემინარი, საჯარო ლექცია, კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა) ყოველწლიურად 3000-5000 მსმენელი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით;

სასწავლო კურსის შემდგომი გამოცდის შემთხვევაში, ბარიერს მონაწილეთა 75% გადალახავს;

მონაწილეთა 80% სასწავლო კურსს მაღალი ქულებით შეაფასებს; 10-12 პროექტი განხორციელდება ყოველწლიურად; ტესტირებას ყოველწლიურად 4000-6000 აპლიკანტი გაივლის საქართველოს

მასშტაბით; დამკვეთის 80%-ზე მეტი ტესტირების პროცესს პოზიტიურად შეაფასებს; ყვარლის სასწავლო ცენტრს ყოველწლიურად 4200-ზე მეტი სტუმარი ეყოლება.

81