საქართველოს ჯანდაცვის სისტემის...

32
2009 jandacvis sistemis efeqturobis Sefaseba saqarTvelo mokle angariSi

Upload: georgianpolitics

Post on 08-Apr-2016

255 views

Category:

Documents


13 download

DESCRIPTION

 

TRANSCRIPT

Page 1: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

2009

jandacvissistemis

efeqturobis SefasebasaqarTvelo

mokle angariSi

Page 2: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

რ ე ზ ი უ მ ე

არსებული ანგარიში მოიცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოძიებული ძირითადი

მონაცემების შეფასებას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით,

რომელიც, თავისმხრივ, განხორციელდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისისა და

მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. არსებული შეფასება ხორციელდებოდა

2007 წლის ივლისიდან 2009 წლის სექტემბრამდე, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის

ძალისხმევას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

ქმედითობის გამყარებას ჯანდაცვის სისტემის შემდგომი ეფექტური მართვის მიზნით.

არსებული ანგარიში წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასებას

ძირითად საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა,

ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და შედეგები, ჯანდაცვის განვითარებისა და დაავადებების

პრევენციის პოლიტიკა, ობიექტურობისა და ფინანსების დაცვა, ჯანდაცვის მომსახურების

ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის მომსახურების ეფექტურობა და შედეგიანობა, ჯანდაცვის სისტემის

რესურსების ეფექტური განაწილება, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა და ჯანდაცვის სისტემის მართვის ფუნქცია. სტრატეგიული

რეკომენდაციები წარმოდგენილია არსებული ანგარიშის ყოველი ნაწილის ბოლოში. დასკვნა

თანდართულია და ცალ-ცალკე გამოჰყოფს აღმასრულებელ და ტექნიკურ ანგარიშებს შეფასებასთან

დაკავშირებული სხვა ანგარიშებისგან. არსებული ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასება

არის პირველი, ანალოგიური ანგარიშების მთელი რიგიდან, რომელიც გამოქვეყნდა წელს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის მიერ. დანარჩენი ანგარიშები

გამოქვეყნდება 2009 წელს და მოიცავს სომხეთს, ესტონეთს და პორტუგალიას.

ს ა კ ვ ა ნ ძ ო ს ი ტ ყ ვ ე ბ ი

შედეგი და პროცესის შეფასება (ჯანმრთელობის დაცვა);ჯანდაცვის სისტემების გეგმები – ორგანიზაცია და ადმინისტრაცია;საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – ორგანიზაცია, ადმინისტრაცია;ჯანმრთელობის მდგომარეობა;ჯანდაცვის ხარისხი;პროგრამის შეფასება;საქართველო.

პუბლიკაციის მოთხოვნები უნდა გაიგზავნოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისის მისამართზე:პუბლიკაციები;მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისი;Scherfi gsvej 8,DK-2100 კოპენჰაგენი, დანია.ალტერნატიულად, შეავსეთ ონლაინ მოთხოვნის ფორმა დოკუმენტაციისთვის, ჯანდაცვის ინფორმაციისთვის ან თარგმანის ნებართვისთვის რეგიონალური ოფისის ვებსაიტზე: (http://www.euro.who.int/pubrequest)

Page 3: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

© მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 2009.

ყველა უფლება დაცულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი

მიესალმება მისი პუბლიკაციების მთლიანად ამ ნაწილობრივ რეპროდუქცირების ან თარგმნის

ნებართვის მოთხოვნებს.

წინამდებარე პუბლიკაციის მასალებში გამოყენებული აღნიშვნებითა და პრეზენტაციებით, მსოფლიო

ჯანდაცვის ორგანიზაცია არ გამოხატავს რაიმე მოსაზრებებს რომელიმე ქვეყნის, ტერიტორიის,

ქალაქის, ადგილის ორგანოების იურიდიულ სტატუსთან, ან მათი საზღვრების დადგენასთან

დაკავშირებით. წყვეტილი ხაზებით რუკებზე აღნიშნულია იმ საზღვრების მიახლოებითი კონტური,

რომლებიც ჯერ-ჯერობით სრულად არაა შეთანხმებული.

კონკრეტული კომპანიების ან ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქციის დასახელება არ გულისხმობს,

რომ ისინი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ანალოგიური ხასიათის სხვა კომპანიებთან

ან პროდუქციასთან შედარებით, რომლებიც არაა დასახელებული, რაიმე უპირატესი ნიშნით არიან

რეკომენდებულნი. შესაძლებელია შეცდომების ან ხარვეზების არსებობა. სახელები და სამეწარმეო

პროდუქტები აღნიშნულია დიდი ასოებით.

პუბლიკაციაში მოცემული ინფორმაციის ვერიფიკაციისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის

მიერ მიღებულია ყველა გონივრული ზომა. თუმცა, გამოქვეყნებული მასალები ვრცელდება

ყოველგვარი – გამოთქმული თუ ნაგულისხმევი გარანტიების გარეშე. მასალების ინტეპრეტაციასა და

გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მკითხველს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არანაირ

შემთხვევაში არ უნდა დაეკისროს რაიმე ვალდებულება მისი გამოყენებიდან გამომდინარე ზარალის

გამო. აუცილებელი არ არის, ავტორების, რედაქტორების ან ექსპერტთა ჯგუფების მიერ გამოთქმული

მოსაზრებები წარმოადგენდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს ან

პოლიტიკას.

Page 4: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

შ ი ნ ა ა რ ს ი

მადლიერება .......................................................................................................................................................... 6

წინასიტყვაობა ...................................................................................................................................................... 7

შესავალი ................................................................................................................................................................ 8

მეთოდები ................................................................................................................................................... 9

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები ................................................... 11

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება .................................................... 12

სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და კლინიკური შედეგების გაუმჯობესება .................. 14

ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში თანასწორობისა და ფინანსური დაცვის უზრუნველყოფა ...........17

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, დაავადებათა

პროფილაქტიკისა და გამოვლენის გაუმჯობესება .......................................................................... 18

ჯანდაცვის სისტემის ფინანსური, გეოგრაფიული და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის

გაუმჯობესება .......................................................................................................................................... 20

სამედიცინო მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება ......................... 22

ჯანდაცვის სისტემის რესურსების რაციონალური განაწილების უზრუნველყოფა .................. 25

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის სრულყოფა ............................................................................ 27

ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობის გაუმჯობესება ............................................................... 28

რეკომენდაციები ჯანდაცვის ინფორმაციის მართვისა და ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის

შეფასების ინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით.......................................................................... 30

ბიბლიოგრაფია ................................................................................................................................................... 32

Page 5: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

5

ი ლ უ ს ტ რ ა ც ი ე ბ ი დ ა ც ხ რ ი ლ ე ბ ი

ილუსტრაცია 1. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის

შეფასების კონცეპტუალური ჩარჩო.............................................................................. 11

ილუსტრაცია 2. 2001-2007 წწ. პერიოდში ჩვილ ბავშვთა, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა და დედათა

სიკვდილიანობის მაჩვენებლების შედარება 2015 წლისთვის

გათვალისწინებული ათასწლეულის განვითარების მიზნებთან ........................... 13

ილუსტრაცია 3. 100.000 მოსახლეზე სიკვდილიანობა, სიკვდილის ხუთი უმნიშვნელოვანესი

მიზეზის მიხედვით, 2001-2006 წწ. ................................................................................ 14

ილუსტრაცია 4. სიმსივნური დაავადების I, II და III-IV სტადიებზე დიაგნოსტიკის პროცენტული

მაჩვენებლები .................................................................................................................... 15

ილუსტრაცია 5. მიღებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა ასპექტით მოსახლეობის

კმაყოფილების დონე, 2007. ............................................................................................ 16

ილუსტრაცია. 6 შინამეურნეობათა სამედიცინო ხარჯების პროცენტული წილი შინამეურნეობათა

გადახდისუნარიანობაში, შემოსავლების კვინტილური ჯგუფების მიხედვით .. 18

ილუსტრაცია 7. ქალების პროცენტული რაოდენობა, რომელთაც ჩატარებული აქვთ მამოგრაფია;

საქართველო და ცალკეული ქვეყნები (2000-2006წწ.) ............................................... 20

ილუსტრაცია 8. მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის

ჯანმრთელობის დაზღვევა (სახელმწიფო პროგრამები, დამქირავებლის ან

ნებაყოფლობითი დაზღვევა) და რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი დაზღვევა,

2008 წ. სექტემბერი ........................................................................................................... 21

ილუსტრაცია 9. საწოლების დატვირთვისა და საწოლზე დაყოვნების მაჩვენებლები, 2003-2007 . 23

ილუსტრაცია 10. წლის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობის

თანაფარდობა სრული დატვირთვით მომუშავე ექიმის ერთ ექვივალენტურ

რაოდენობასთან საავადმყოფოებში. საქართველოს რეგიონები (2004-2007 წწ.) .. 24

ილუსტრაცია 11. 100 000 სულ მოსახლეზე გაშლილი ჰოსპიტალური საწოლების დაგეგმილი და

ფაქტობრივი რაოდენობა საწოლთა პროფილის მიხედვით (2006-2007) ............... 25

ილუსტრაცია 12. პირველადი ჯანდაცვის გადამზადებული ექიმებისა და ექთნების

პროცენტული წილი, პირველადის ჯანდაცვის განვითარების 2009 წ.გეგმაში

განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებლებთან მიმართებაში; საქართველო და

ქვეყნის რეგიონები ........................................................................................................... 26

ილუსტრცია 13. ჯანდაცვაზე მთლიანი და სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიან შიდა

პროდუქტთან მიმართებაში და ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების წილი

მთლიან სახელმწიფო ხარჯებთან მიმართებაში; 2001-2007 წწ ............................... 29

ცხრილი 1. ჯანდაცვის ეროვნული პრიორიტეტები, ჯანდაცვის სისტემის მუშაობის შეფასების

კომპონენტები და ჯანდაცვის სისტემის ცენტრალური მიზნები და ამოცანები 10

Page 6: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

6

მ ა დ ლ ი ე რ ე ბ ა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი მადლობას უხდიან ყველას, ვინც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელი შეუწყო წინამდებარე ანგარიშის მომზადებას.

პროექტი ძირითადად განხორციელდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მიერ. პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ირმა მჟავანაძის, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის სოფიო ლებანიძის, მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი გიორგობიანისა და მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის ხელმძღვანელობით. პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლების: ქეთევან გოგინაშვილის (მთავარი სპეციალისტი), თამუნა თუმანიშვილის (მთავარი სპეციალისტი), ნინო ჭანტურიძის (მთავარი სპეციალისტი), ნინო ცქიმანაურის (უფროსი სპეციალისტი), შორენა კუხიანიძის (უფროსი სპეციალისტი), ხათუნა ჩხეიძის (უფროსი სპეციალისტი), სალომე წივწივაძის (სპეციალისტი) და ალექსანდრე ტურძილაძის (კონსულტანტი, ჯანდაცვის ეკონომისტი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი) აქტიური მონაწილეობით. პროექტის მიმდინარეობისას სამუშაო ჯგუფს ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ აკაკი ზოიძე და ნათია რუხაძე (ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტი, მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ექსპერტები).

ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის საერთაშორისო ექსპერტებმა, მათ შორის: ჯერემი ვეილარდმა (რეგიონალური კონსულტანტი, ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებში), ენრიკე ლოიოლამ (ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების ექსპერტი), ბერნარდ ჰიბისმა (ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების ექსპერტი), ბრენდა ტიპერმა, სტენ არდელმა და ჯენი კელერმა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დროებითი კონსულტანტები). გუნდი დიდ მადლობას უხდის: ბრენდა ტიპერს – ტექნიკური მხარდაჭერისა და ანგარიშის დასრულების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის; ლიზა კოპლს – ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და ანგარიშის დეტალურად შემოწმებისათვის.

პროექტის გუნდი ასევე მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის შეფასებისა და ჯანდაცვის ინფორმაციის ექსპერტებს: მანანა ცინცაძეს, მაია კერესელიძესა და ქეთევან ღამბაშიძეს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), თამარ გაბუნიას, თამარ ჩიტაშვილსა და ნინო მირზიკაშვილს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო).

დაბოლოს, პროექტის გუნდი მადლობას უხდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებმაც უზრუნველყვეს პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურ ოფისს (რუსუდან კლიმიაშვილი, ნინო მამულაშვილი, ამირან გამყრელიძე, გიორგი ქურციკიშვილი და უტე ენდერლეინი), მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისს (ნინო მოროშკინა, ირმა ხონელიძე) და USAID-ს (გიორგი ხეჩინაშვილი, თამარ სირბილაძე).

Page 7: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

7

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლებისაკენ, რათა უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამედიცინო სადაზღვევო პროგრამის მეშვეობითა და არსებული რესურსების გამოყენებით, მაქსიმალურად ეფექტიანად და ეფექტურად გაზარდოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის, რაც დავადასტურეთ 2008 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ტალინის ქარტიაზე ხელმოწერით: ”ჯანდაცვის სისტემები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა”.

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რა გაუმჯობესდა გასული წლების განმავლობაში და რა საჭიროებს აუცილებელ ცვლილებას შემდგომი წინსვლისათვის. მაგალითად, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა. წინამდებარე ანგარიში გვეხმარება გავიგოთ, რა მდგომარეობა გვაქვს და ჯანდაცვის სისტემის რა კომპონენტები უნდა განმტკიცდეს ამ მიზნების მისაღწევად. ვინაიდან პირველადი ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ინვესტირებას ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ რესურსებში, ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ძალისხმევის გაძლიერება ამ კუთხით.

ასევე მსურს აღვნიშნო რომ ჩვენს პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უღარიბესი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ძირითადი მომსახურების უზრუნველყოფას სამედიცინო დაზღვევის პროგრამის მეშვეობით, უკვე მოაქვს პოზიტიური შედეგები.

საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება პირველად ჩატარდა. ეს ძალზე საჭირო ღონისძიებაა, რამდენადაც გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ეროვნული ჯანდაცვის სისტემის საერთო ეფექტიანობის შესახებ და წარმოაჩენს ჩვენს მისწრაფებას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისაკენ; აგრეთვე ჩვენს მზადყოფნას ვიმოქმედოთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისათვის ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

წინამდებარე ანგარიში პირველი ნაბიჯია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, უკეთესი პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენოს ხელმისაწვდომი მტკიცებულებები. ამავე დროს, ის მიუთითებს საიმედო მონაცემების ნაკლებობაზეც და ჩვენთვის მნიშვნელოვანს ხდის ამ პრობლემის მოგვარებას. ჯანდაცვის სისტემის მართვა ან გაუმჯობესება შეუძლებელია სათანადო ინფრომაციის ხელმისაწვდომობის გარეშე.

დაბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს წინამდებარე ანგარიშის მომზადებისას. სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შესანიშნავად შეასრულა ეს სამუშაო. სშჯსდ სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ამ წინაპირობებზე დაყრდნობით, გამოიყენოს არსებული მტკიცებულებები და შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ალექსანდრე კვიტაშვილიმინისტრისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Page 8: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

8

შ ე ს ა ვ ა ლ ი

ქვეყნები სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა ეტაპზე მუშაობენ ჯანდაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად, ჯანდაცვის ორგანიზებისა და დაფინანსების უკეთესი გზების ძიების მეშვეობით ცდილობენ, ხელი შეუწყონ უკეთესი ჯანმრთელობის, თანასწორობისა და რეაგირების გაუმჯობესებას. ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიუხედავად, ბევრი ადამიანი, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება, კვლავაც რჩება დახმარების გარეშე. ჯანდაცვის სისტემები ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში განსაკუთრებით აქტიურად იბრძვიან ამისთვის, თუმცა, მათ არ ჰყოფნით პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეფექტიანი და განხორციელებადი ინტერვენციები, ჯანდაცვის სუსტ სისტემებს არ შეუძლიათ მათი ეფექტიანად რეალიზაცია.

მართალია, ჯანდაცვის სისტემები მთელს მსოფლიოში ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სტრუქტურით, შემადგენლობით, მართვითა და შესრულების მაჩვენებლებით, მაგრამ ისინი ერთნაირ მიზნებს ისახავენ, რათა უზრუნველყონ კარგი და თანასწორი ჯანმრთელობის დაცვა, რეაგირების უნარი ადამიანების მოლოდინებზე, სამართლიანი დაფინანსება და ფინანსური დაცვა. ჯანდაცვის ნებისმიერი სისტემისათვის ამ მიზნების მიღწევა დამოკიდებულია საერთო ოთხი ფუნქციის წარმატებით განხორციელებაზე. ესენია: ხელმძღვანელობა, მომსახურების მიწოდება, რესურსების გენერირება და დაფინანსება. ქვეყნისათვის დამახასიათებელი კონკრეტული ამოცანებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით, ეს ძირითადი მიზნები და ფუნქციები ქმნის საფუძველს ეროვნული რეფორმის დღის წესრიგისთვის. ეს კი იძლევა იმის შეფასების საშუალებას, თუ რამდენად კარგად ასრულებს ჯანდაცვის სისტემა ნაკისრ ფუნქციებს და რამდენად ასრულებს ეროვნულ ამოცანებს.

ამ ძირითად მიზნებსა და ფუნქციებს შეუძლია შექმნას ბაზა ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასებისათვის (HSPA), როგორიც წარმოადგინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2000 წლის ანგარიშში (1) და დეტალურად განსაზღვრა 2004 წლის ანგარიშში (2). ქვეყნისათვის დამახასიათებელი ამოცანების ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის პოლიტიკის შემმუშავებლებს შესაძლებლობას აძლევს, მოახდინონ ამ ბაზის ადაპტაცია იმგვარად, რომ განსაზღვრონ ცალკეული ქვეყნის ეფექტურობის მაჩვენებლები, დაადგინონ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ეფექტურობასა და მოსახლეობის საჭიროებებსა და მოლოდინებზე უკეთესად რეაგირებას. ქვეყნისათვის პრიორიტეტულ ამოცანებთან ადაპტირებული ჯსეშ-ს სრუქტურის რეგულარულად გამოყენებით, პოლიტიკის დამგეგმავებს ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე შეუძლიათ გააანალიზონ ეფექტურობის მაჩვენებლების ცვლილებები, განსაზღვრონ ფაქტორები, რომლებიც მასზე ზემოქმედებას ახდენს და ჩამოაყალიბონ პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს უკეთესი შედეგების მიღწევას.

ამ მისწრაფებებით მუშაობა შეუძლებელია ეფექტური ხელმძღვანელობისა და საიმედო, მოქმედი ინფორმაციის გარეშე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალური კომიტეტის ევროპის რეზოლუცია EUR/RC58/R4 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ჯანდაცვის სისტემების ხელმძღვანელობის /მართვის შესახებ (4), კონკრეტულად მოუწოდებს წევრ ქვეყნებს “განამტკიცონ სამინისტროებისა და მთავრობების მიერ ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობის როლები” და “უზრუნველყონ ჯანდაცვის სისტემების მუშაობისა და სხვა შესაბამისი

Page 9: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

9

შესავალი

(ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური და ა. შ.) ინფორმაციის და მტკიცებულებების სისტემატური შემუშავება და გამოყენება გადაწყვეტილებების მიღებისთვის, ადამიანების მოთხოვნილებების უკეთ დასაკმაყოფილებლად და ჯანდაცვის სისტემის მიზნების მისაღწევად.”

ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეს მიდგომა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ან უკვე შეიმუშავა ეროვნული ჯსეშ სისტემები, ან ამჟამად მუშაობს მათზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წელს აამოქმედა ჯსეშ, რომლის მიზანიცაა მტკიცებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკის შემუშავების პროცესის გაუმჯობესება და ეროვნული ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების, ინიციატივების ეფექტიანობის შეფასებისთვის საიმედო ინსტრუმენტის მიღება.

წინამდებარე აღმასრულებელი ანგარიში საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის პირველი ჯსეშ-ის შემუშავებისას წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ძალისხმევის შედეგს. მასში მოკლედაა აღწერილი მეთოდები, რომლებიც გამოყენებულია ეფექტურობის შესაფასებლად და ასევე შეიცავს დასკვნებისა და ჯანდაცვის სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი პოლიტიკური რეკომენდაციების შეჯამებას.

შემდგომი დეტალები მოცემულია ჯსეშ–ის სრულ ანგარიშში.

მ ე თ ო დ ე ბ ი

საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ჩარჩო შემუშავებულია საერთაშორისოდ აღიარებული ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების სისტემებისა და ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნებისა და პრიორიტეტების საფუძველზე. ჯსეშ–სთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრუქტურის (1,5) ძირითადი მახასიათებლები გამოყენებული იყო, როგორც ძირითადი სქემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიის რუქისთვის. ფუნდამენტურ, არსებით მიზნებთან ერთად (რომელთა მიღწევა, თავისთავად, სასურველია სოციალური თვალსაზრისით), სისტემა ასევე განსაზღვრავს ინსტრუმენტულ ან შუალედურ ამოცანებს, რომელთა შესრულება არ უზრუნველყოფს პირდაპირ სოციალურ შედეგებს, მაგრამ ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის მიზნების მიღწევას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტი “ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები” (6) გამოყენებული იყო ეროვნული ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. საქართველოს ჯსეშ სისტემა შემუშავებულია ამ დოკუმენტში განსაზღვრული ოთხი ძირითადი პრიორიტეტის საფუძველზე. განისაზღვრა ჯანდაცვის სისტემის მუშაობის ცხრა კომპონენტი. ამ კომპონენტების უმეტესობა განსაზღვრავს ერთ ან მეტ ინსტრუმენტულ მიზანს ან ეროვნული ჯანდაცვის პრიორიტეტს, რომლებიც აღწერილია ცხრილი 1. ჯანდაცვის ეროვნული პრიორიტეტები, ჯანდაცვის სისტემის მუშაობის შეფასების კომპონენტები და ჯანდაცვის სისტემის ცენტრალური მიზნები და ამოცანები.

Page 10: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

10

ცხრილი 1. ჯანდაცვის ეროვნული პრიორიტეტები, ჯანდაცვის სისტემის მუშაობის შეფასების კომპონენტები და ჯანდაცვის სისტემის ცენტრალური მიზნები და ამოცანები.

ჯანდაცვის ეროვნული პრიორიტეტები

ეფექტურობის შეფასების კომპონენტები ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიული

რუქის მიხედვით

მიზნები და ცენტრალური

ფუნქციები

საბაზისო სამედიცინო მომსახურების საყოველთაო ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ჯანმრთელობის რისკებთან ასოცირებული კატასტროფული ხარჯებისაგან მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა.

სამართლიანობისა და მოსახლეობის ფინანსური დაცვის გაუმჯობესება.

სამართლიანი დაფინანსება.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა აუცილებელი მარეგულირებელი გარემოს შექმნისა და აღსრულების მეშვეობით.

ჯანდაცვითი მომსახურების ხარისხისა და კლინიკური შედეგების გაუმჯობესება;

ჯანდაცვითი მომსახურების გაწევა.

ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობის გაუმჯობესება.

ხელმძღვანელობა.

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამედიცინო ინფრასტრუქტურისა და კომპეტენტური საკადრო რესურსების უწყვეტი განვითარების მეშვეობით.

ჯანდაცვის სისტემის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

ჯანდაცვითი მომსახურების გაწევა.

ჯანდაცვის სისტემის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

ჯანდაცვის დაფინანსება.

ჯანდაცვის სისტემის რესურსების პროდუქტიული გამოყენების უზრუნველყოფა;

რესურსების გენერირება.

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა სშჯსდ სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების სიმძლავრეთა მშენებლობისა და მენეჯმენტის უკეთესი პრინციპების შემოღების გზით.

ჯანდაცვითი მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება;

ჯანდაცვითი მომსახურების გაწევა.

ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობის გაუმჯობესება.

ხელმძღვანელობა.

ჯანდაცვის სისტემის მიზნებს, ფუნქციებსა და ფუნქციონირების განზომილებებს/ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიებს შორის შედეგად მიღებული კომპლექსური კავშირი სქემატურად არის წარმოდგენილი (ილუსტრაცია 1.) და ასახავს საქართველოს ჯსეშ კონცეპტუალურ ჩარჩო-სტრუქტურას.

Page 11: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

11

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

ილუსტრაცია 1. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების კონცეპტუალური ჩარჩო

jandacvissistemaze

zedamxedvelobis gaumjobeseba

samedicinomomsaxurebis

efeqturobis daefeqtianobisgaumjobeseba

samedicinoservisis

xarisxi daklinikuriSedegebis

gaumjobeseba

finansuri,sainformacio

da geografiuli xelmisawvdomobis

gaumjobeseba

sanganaTlebisprofilaqtikisjanmrTelobis

xelSemwyobiCvevebis

monitoringisada gamovlenisgaumjobeseba

jandacvissistemis

resursebisalokaciuriefeqturobis

uzrunvelyofajandacvis

sainformaciosistemis

srulyofa

zedamxedveloba

jandacvissistemaSi

samarTlianobisada finansuri

dacvisgaumjobeseba

mosaxleobisjanmrTelobismdgomareobisgaumjobeseba

resursebis generireba

momsaxurebis miwodeba

dafinanseba

janmrTelobisTvis damdgari Sedegebi

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების თითოეული კომპონენტი მოიცავს ქვეკომპონენტებს, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკითა და რეფორმის პრიორიტეტებით. ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდნენ ჯანდაცვის სისტემის ექსპერტები სშჯსდ სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან, ამის საფუძველზე შეირჩა საიმედო და მოქმედი შეფასების ინდიკატორები. წინამდებარე ანგარიშის შემუშავებაში სამუშაო ჯგუფს მხარდაჭერა გაუწიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა და მსოფლიო ბანკმა.

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

როგორც აღნიშნულია სტრატეგიის რუკაზე, ჯანდაცვის სისტემის საბოლოო მიზნებია (ნაჩვენებია ილუსტრაცია. 1-ის მარჯვენა მხარეს) საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანასწორობისა და ფინანსური დაცვის ხელშეწყობა და ადამიანების მოთხოვნილებებზე რეაგირების უნარი, რომელთაც უნდა გაეწიოს მაღალი ხარისხის უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება. ამ საბოლოო მიზნების მისაღწევად, სისტემამ ჯანდაცვის მომსახურება უნდა უზრუნველყოს ეფექტიანად და ეფექტურად, ასევე უნდა უზრუნველყოს საჭირო მომსახურების მიწოდება მინიმალური რესურსებით.

Page 12: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

12

ჯანდაცვის მომსახურება უნდა იყოს მოსახლეობისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის. სისტემამ ასევე უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია. სისტემას შეუძლია ამ შუალედური ამოცანების შესრულება, თუ ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა სექტორებს შორის სათანადოდ გადანაწილდება არსებული რესურსები, უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური მმართველობა და ჯანდაცვის საინფორმაციო რესურსების განვითარება.

ჯსეშ-ის ძირითადი შედეგები ორიენტირებულია ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებაზე აღნიშნული კომპონენტების მიხედვით, აფასებს რა, სისტემის ფუნქციონირების ავკარგიანობას და იმას, თუ სად საჭიროებს გაუმჯობესებას იგი მიზნების მისაღწევად, რაც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, სიკვდილიანობისა და ავადობის ძირითადი ინდიკატორები გამოიყენება ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის, როგორიცაა ავადობის ძირითადი მიზეზებისა და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მთელი რიგი ამ ინდიკატორებისა.

გაიზარდა დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და შემცირდა ჩვილ ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლები. 1990-იანი წლების დასაწყისში შემცირების შემდეგ, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაიზარდა 70.3 წლამდე; 1995 წელს – 75.1 წლამდე. 2007 წელს 2001 წელთან შედარებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 ცოცხალშობილზე შემცირდა ოციდან თოთხმეტ შემთხვევამდე; დედათა სიკვდილიანობა 2007 წელს 100.000 სულზე 2001 წელთან შედარებით, შემცირდა 58.7 შემთხვევიდან, 20.0 შემთხვევამდე. თუმცა, როგორც ნაჩვენებია ილუსტრაცია. 2-ზე, ჯერ კიდევ დიდი განსხვავება არსებობს ამ მაჩვენებლებსა და ათასწლეულის განვითარების მიზნებით 2015 წლისთვის განსაზღვრულ მაჩვენებლებს (7) შორის.

Page 13: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

13

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

ილუსტრაცია 2. 2001-2007 წწ. პერიოდში ჩვილ ბავშვთა, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლების შედარება 2015 წლისთვის გათვალისწინებული ათასწლეულის განვითარების მიზნებთან.

CvilbavSvTa sikvdilianoba 5 wlamde bavSvTa sikvdilianoba dedaTa sikvdilianoba

2001 2002 2003 2004 2005 2007 agm samizne2015

0.0

1.0

2.0

3.0

4.0

5.0

6.0

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

ასევე მიღწეულია წინსვლა დაბალი წონით დაბადებული ბავშვების პროცენტული მაჩვენებლის შემცირების თვალსაზრისით, რაც პრენატალური პერიოდისა და ჯანმრთელობის სტატუსის კიდევ ერთი ინდიკატორია. საერთო ჯამში, საქართველოში მაჩვენებელი შემცირდა დაახლოებით 7%-დან (2001 წ.) 6%-მდე (2007 წ.). პროცენტული მაჩვენებელი ასევე მერყეობდა დროში და 2004 წლისთვის იგი ახლოს იყო 10%-თან. ასევე მნიშვნელოვან ცვალებადობას აქვს ადგილი რეგიონების მიხედვით.

სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები საქართველოში სიკვდილიანობის უმნიშვნელოვანესი მიზეზია (ილუსტრაცია. 3). 100.000 მოსახლეზე მაჩვენებელი უცვლელი რჩებოდა 2001 წლიდან 2006 წლამდე და შეადგენდა დაახლოებით, 645 შემთხვევას. სიკვდილიანობის ეს დონე შედარებით უკეთესია დსთ-ს მაჩვენებლების ფონზე, თუმცა აღემატება ჯანმოს ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს 250 (8).

ასევე მაღალია სიკვდილის შემთხვევები ნეოპლაზმების შედეგად. ეს მაჩვენებელი რამდენადმე შემცირდა 2001 წლის შემდგ, 118-დან 110 შემთხვევამდე 100.000 მოსახლეზე (2006 წ.).

სისხლის მიმოქცევის სისტემის, გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალი მაჩვენებელი ხაზს უსვამს ჯანმრთელობის ხელშეწყობის ისეთი ღონისძიებების საჭიროებას, როგორიცაა თამბაქოს მოხმარების შემცირება, ფიზიკური დატვირთვის გაზრდა და ჭარბი წონისა და ჭარბცხიმიანობის მაჩვენებლების შემცირება. მოწევის შემცირების ღონისძიებებს ასევე პოზიტიური მნიშვნელობა ექნება რესპირატორული დაავადებებით ავადობის შემცირებისთვის, რაც ავადობის ზრდის უმნიშვნელოვანესი მიზეზია 100.000 მოსახლეზე 3500-დან (2001 წ.) 7000 შემთხვევამდე (2006 წ.).

Page 14: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

14

სიმსივნური დაავადებების გამო სიკვდილიანობის მუდმივად მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს სკრინინგის პროგრამების საჭიროებაზე, რათა სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკა უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდეს, ანუ მაშინ, როდესაც ის ექვემდებარება მკურნალობას.

ილუსტრაცია 3. 100.000 მოსახლეზე სიკვდილიანობა, სიკვდილის ხუთიუმნიშვნელოვანესი მიზეზის მიხედვით, 2001-2006 წწ.

sisxlis mimoqcevis sistemis daavadebbi

avTvisebiani axalwarmonaqmnebi

simptomebi, niSnebi da normidan gadaxrebi

saWmlis momnelebel organoTa daavadeba

travmebi da mowamvlebi

0

100

2001

64.0

9.9

3.0

2.9

2.9

76.3

11.4

3.8

3.5

3.0

63.8

13.1

5.1

3.9

3.8

70.5

12.8

9.2 5.4

4.4

63.0

10.2

6.6 2.8

2.8

64.5

11.0

7.7

2.9

2.7

2002 2003 2004 2005 2006

200

300

400

500

600

700

800

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და კლინიკური შედეგების გაუმჯობესება

ჯანდაცვის სისტემის ფარგლებს გარეთ არსებობს ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მასზე. ჯანდაცვის სისტემის სიძლიერე მოსახლეობის ჯანმრთელობის ძირითადი განმსაზღვრელია.

ხარისხთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში ყველაზე კარგ ჯანდაცვის სისტემებშიც კი არსებობს დოკუმენტურად დაფიქსირებული და საზოგადოდ მიღებული პრობლემები. (9). ჯანდაცვის მომსახურების ცვალებადობის აღმოფხვრას ყოველ წელს ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია საქართველოში. ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებული ხარისხი განაპირობებს კლინიკური შედეგების გაუმჯობესებას, პაციენტების მეტ უსაფრთხოებასა და მათ კმაყოფილებას.

ამ კომპონენტის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პაციენტების უსაფრთხოების შესახებ მონაცემების ნაკლებობა. მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პაციენტების უსაფრთხოების ისეთი ძირითადი ინდიკატორებისათვის, როგორებიცაა ოპერაციის შემდგომი ინფექციები და სამედიცინო შეცდომები, არ მიეწოდება ჯანდაცვის ცენტრალურ საინფორმაციო სისტემას. ინფორმაცია საკეისრო კვეთების შემდეგ სამეანო ტრავმებისა და პერიტონიტების შესახებ, ხელმისაწვდომია, თუმცა, როგორც ჩანს, არასაიმედო. პაციენტების უსაფრთხოების შეფასებისთვის აუცილებელია ზუსტი გაზომვები და ასეთი ინფორმაციის წარმოდგენა.

Page 15: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

15

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

მნიშვნელოვანი კლინიკური შედეგები, ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის თვალსაზრისით, ის საზომია, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიებზე, როდესაც ისინი მეტად ექვემდებარებიან მკურნალობას (I და II სტადიები). 2007 წელს ამ ეტაპზე სიმსივნური დაავადების შემთხვევათა დაახლოებით 25%-ის დიაგნოსტიკა ხდებოდა. ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა 2003 წლის შემდეგ. ეს მაჩვენებელი დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით და მიუთითებს კოორდინირებული სკრინინგის სახელმძღვანელო პრინციპებისა და ასევე სკრინინგის წახალისებისთვის საჭირო პროგრამების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით, როდესაც ეფექტიანობა დადასტურებულია სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური სიმსივნის შემთხვევებში (ილუსტრაცია. 4).

ილუსტრაცია 4. სიმსივნური დაავადების I, II და III-IV სტადიებზე დიაგნოსტიკის პროცენტული მაჩვენებლები.

I stadia II stadia III-IV stadia

2003 2004 2005 2006 20070

20

40

60

80

100

%

74,8 71,4 68,5 69,6 74,4

20,3 23,2 25,9 25,7 21,5

4,9 5,4 5,6 4,7 4,1

წყარო: კიბოს ეროვნული რეესტრი

კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) ხელს უწყობს მტკიცებულებების საფუძველზე მკურნალობის პრაქტიკის დანერგვას. მიღებულია პრინციპები გაიდლაინების შემუშავების, დამტკიცებისა და გავრცელებისთვის. დღეისათვის უკვე დამტკიცებულია კლინიკური პრაქტიკის 30 გაიდლაინი, 38 მზადაა დასამტკიცებლად და 25 შემუშავების სხვადასხვა ეტაპზეა. თუმცა, არ არსებობს დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების დაცვის მონიტორინგისა და გაუმჯობესებების რაოდენობრივი შეფასების მექანიზმი.

არსებობს საყოველთაო პოზიტიური ტენდენცია ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით. დასრულებული მკურნალობის მაჩვენებლები (წარმატების ბაქტერიოლოგიური მტკიცებულებების გარეშე) კლებულობს 2003 წელს არსებული 28%-დან 2007 წელს დაფიქსირებულ 12%-მდე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობაზე მყოფი ტუბერკულოზის მქონე რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობა იმავე პერიოდში 762-დან 1580-მდე, ანუ ორჯერ და უფრო მეტად არის გაზრდილი, რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს შემთხვევათა გამოვლენისა და რეგისტრირების გაუმჯობესებაზე. ეს შედეგები მიუთითებს ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული პროგრამის წარმატებაზე.

Page 16: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

16

ანტიტუბერკულოზური პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გლობალური ხასიათის პრობლემაა, რომელიც საფრთხეს უქმნის „DOTS“ (თერაპია ექიმის მეთვალყურეობით, მოკლე კურსი) სტრატეგიისა და ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული პროგრამის წარმატებას საქართველოში. წამლის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენების გამო ტუბერკულოზის მქონე იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას. საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, სადაც მრავალი მედიკამენტის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევალენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია, როგორც ახალი შემთხვევების, ისე ადრე ნამკურნალევი შემთხვევების თვალსაზრისით (10).

2007 წლის ჯანდაცვის სერვისების მოხმარებისა და ჯანდაცვითი ხარჯების კვლევის შედეგების მიხედვით, სამედიცინო დახმარების ასპექტების უმეტესობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის კმაყოფილების დონე, როგორც სოფლად, ისე ქალაქად, საკმაოდ მაღალია, რაც შეიძლება მიუთითებდეს ჯანდაცვის სისტემის მიერ პაციენტების მოთხოვნილებებზე სათანადოდ რეაგირებაზე (ილუსტრაცია 5). ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა: მკურნალობის საჭიროების საკმარისი ახსნა, ექიმის მიერ პაციენტთან გატარებული დროის ადეკვატურობა, სამედიცინო დაწესებულებების სისუფთავე ან ზედმიწევნითი სისუფთავე და მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში პაციენტთა ჩართულობა, პროცენტული მაჩვენებელი 80%-ს უახლოვდება ან მასზე მეტია. იმ რესპონდენტთა პროცენტი, რომლებიც ენდობიან მათთვის ჩვეულ კლინიკაში გაწეულ მომსახურებას, რამდენადმე დაბალია და დაახლოებით 65%–ს შეადგენს.

ილუსტრაცია 5. მიღებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა ასპექტით მოსახლეობის კმაყოფილების დონე. 2007 წ.

kons

ul

tac

iebi

s pr

oc

ent

ul

i wi

li,

ro

mel

Tan

mim

arT

ebaS

ic p

acie

nteb

mami

uT

iTes

, ro

m eq

imma

/eqT

anma

bol

omd

e au

xsna

mku

rna

lo

bis

dan

iSvn

is m

izez

ebi

(nac

vlad

am

miz

ezeb

is n

awil

obr

ivi

axsn

is a

n ga

numa

rt

ebl

obi

sa)

pac

ient

ebis

wil

i, r

oml

ebic

miu

TiT

ebd

nen,

ro

m d

ahyv

es12

wu

Tz

e me

ti

im s

amed

icin

omu

SakT

an, r

ome

lT

anac

Zir

iTad

iko

nsu

lt

acia

gai

ares

im p

irT

a pr

oc

ent

ul

i wi

li

popu

lac

iaSi

, ro

mleb

mac

aR

niSn

es,

ro

m sa

med

icin

o d

awes

ebu

leb

a,r

ome

lsa

c m

aT b

ol

os

mima

rT

es, i

yosa

kmar

isad

das

uf

Tav

ebu

li

anZa

lia

n su

fT

a

pac

ient

Ta

pro

cen

tu

li

wil

i,r

oml

ebic

aR

niSn

aven

, ro

m ma

TT

vis

sasu

rve

li

xar

isxi

T i

yvne

n Ca

rT

ul

ebi

maT

i mo

vlis

a d

a mk

ur

nal

obi

ssa

kiT

xebi

s ga

daw

yvet

aSi

res

pod

ent

Ta

pro

cen

tu

li

wil

i,r

oml

ebma

c g

amo

Tqv

es n

do

bau

axl

oes

/maT

Tvi

s Cv

eul

ebr

ivsa

med

icin

o d

awes

ebu

leb

aSi

miwo

deb

ul

i sa

med

icin

omo

msax

ur

ebis

mim

arT

0

20

40

60

80

100

81

91,2 93,3

83,1

65,2

%

წყარო: შინამეურნეობათა გამოკითხვის შედეგები ჯანდაცვითი სერვისების მოხმარებისა და ჯანდაცვითი ხარჯების შესახებ, საქართველო 2007

Page 17: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

17

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

მართალია ჯანდაცვის სისტემა პაციენტების მოლოდინებზე რეაგირებს და ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგები უმჯობესდება, მაგრამ, შეფასების მაჩვენებლები სხვა სფეროებში სუსტია. ჯანდაცვის სისტემის შეფასების ამ კომპონენტში ყველაზე შემაშფოთებელია მაღალი ხარისხის მონაცემების ნაკლებობა იმ ინდიკატორებისათვის, რომლებიც განსაზღვრავს პაციენტის უსაფრთხოებას და მკურნალობის ხარისხს.

ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში თანასწორობისა და ფინანსური დაცვის უზრუნველყოფა

ჯანდაცვის სისტემა ხელს ვერ შეუწყობს ჯანმრთელობის შედეგების თანასწორობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუ ის არაადექვატურ ფინანსურ ტვირთს აკისრებს იმათ, ვისაც ყველაზე ნაკლებად შეუძლია მისი დაძლევა. ძლიერი ჯანდაცვის სისტემა უზრუნველყოფს მკურნალობას ყველასთვის, მათი შემოსავლების დონის მიუხედავად.

ამ განზომილების შედეგები შემაშფოთებელია ჯანდაცვის მომსახურებისთვის ნაღდი ფულით გადახდილი ხარჯების სიდიდის გამო, რომლებსაც ადამიანები პირდაპირ მომსახურების გაწევის ადგილას1 იხდიან მკურნალობისთვის და ოჯახების მიერ ჯანდაცვისთვის გადახდილი თანხები აღემატება მათ მიერ გადახდის შესაძლებლობას2. ჯანდაცვის გამოყენებისა და ხარჯების გამოკვლევა (2007) უჩვენებს, რომ ოჯახების დაახლოებით 12% არასაკვები ხარჯების 40%-ზე მეტს ხარჯავენ ჯანდაცვის მომსახურებაზე. ოჯახების ყველაზე ღარიბ კვინტილში დაფიქსირებულია, რომ 17%-ზე მეტი ოჯახი ხარჯავს ამ თანხაზე მეტს ჯანდაცვაზე (ილუსტრაცია. 6). მართალია, ოჯახების ბიუჯეტების კვარტლური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ოჯახების ჯანდაცვის ხარჯების მაჩვენებელი უფრო დაბალია, როგორც გადახდის შესაძლებლობის პროცენტული წილი, მაგრამ ორივე გამოკვლევიდან ჩანს, რომ ჯანდაცვის ხარჯები ოჯახის ხარჯების მზარდი კომპონენტია.

1 sadazRvevo premiebi jandacvis momsaxurebisTvis, ver CaiTvleba naRdi fuliT gadaxdil (jibidan gadaxdil) Tanxebad, ramdenadac maTi gadaxda xdeba regularulad da jandacvis momsaxurebisgan gancalkevebiT. Tumca, Tana-gadaxda, romelic saWiroa momsaxurebis gawevis dros, jibidan gadaxdil Tanxad unda CaiTvalos.2 arasaarsebo danaxarjebi an gadaxdis SesaZlebloba ganisazRvreba, rogorc ojaxis (yovelTviuri an yovel-wliuri) xarjebi mTlianad, sursaTze gaweuli xarjebis garda.

Page 18: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

18

ილუსტრაცია. 6 შინამეურნეობათა სამედიცინო ხარჯების პროცენტული წილი შინამეურნეობათა გადახდისუნარიანობაში, შემოსავლების კვინტილური ჯგუფების მიხედვით.

OOP>=40% of CTP OOP - jibidan gadaxda OOP - gadaxdis unarianoba

OOP=20-40% of CTP OOP=10-20% of CTP OOP=0-10% of CTP

0uRaribesi me-2 me-3 me-4 umdidresi sul

20

40

60

80

100

%

17,7

17,0

10,1

55,3

12,0

22,8

19,0

46,3

10,1

18,6

20,8

50,5

8,4

14,3

15,6

61,7

10,3

11,3

13,4

64,9

11,7

16,8

15,8

55,7

Sina

meu

rne

oba

Ta

wil

i

წყარო: შინამეურნეობათა გამოკითხვის შედეგები ჯანდაცვითი სერვისების მოხმარებისა და ჯანდაცვითი ხარჯების შესახებ, საქართველო 2007

კერძო “ჯიბიდან” ხარჯების ტვირთი იმ ოჯახებს აწვება, რომლებსაც მისი დაძლევის ყველაზე მცირე შესაძლებლობები აქვს, რაც არასათანადო ფინანსურ დატვირთვას განაპირობებს. დაზღვევის გადაფარვის გაფართოება უზრუნველყოფს ჯანდაცვის ხარჯების წინასწარ გადახდას და შეამცირებს “ჯიბიდან” ხარჯებს მომსახურების ადგილას. ჯანდაცვის დაზღვევის გადაფარვა ასევე საშუალებას მისცემს უღარიბეს ოჯახებს მოახდინონ იმ ფინანსური რისკის მენეჯმენტი, რომელიც ამჟამად დაკავშირებულია სუსტ ჯანმრთელობასთან.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, დაავადებათა პროფილაქტიკისა და გამოვლენის გაუმჯობესება

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისკენ მიმართული სამთავრობო ძალისხმევა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებისა და პრობლემების ადრეულ, ჯერ კიდევ განკურნებად სტადიაზე გამოვლენის მეშვეობით. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამ კომპონენტის შეფასებისთვის დღეისათვის მხოლოდ რამდენიმე ინდიკატორია ხელმისაწვდომი. ქვეყანას უნდა ჰქონდეს უნარი, შეაფასოს და წარმოადგინოს მონაცემები თამბაქოს მოხმარების, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის, სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის, ფიზიკური აქტივობის, სექსუალური ქცევისა და მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობის რისკ–ფაქტორების ცოდნის შესახებ და შეადაროს ისინი სხვა ქვეყნის მონაცემებს. მაშინ, როდესაც სადღეისოდ არსებობს რამდენადმე მოძველებული ცნობები თამბაქოს წევის გავრცელებაზე (წარმოდგენილია 2005-

Page 19: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

19

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

2006წწ. ჯანდაცვის ეროვნული მოხსენება), წინა წლებში კი ჩატარებულია რიგი კვლევებისა ალკოჰოლის მოხმარების, სქესობრივად გადამდები დაავადებების შესახებ ცოდნისა და სხვა საკითხების თაობაზე, ქვეყანაში არ ფუნქციონირებს რეგულარული ანგარიშგების სისტემა, რომელიც რუტინულ საინფორმაციო წყაროებზე ან პოპულაციური კვლევების მონაცემებზე იქნებოდა დაფუძნებული.

ხელმისაწვდომი მონაცემები უჩვენებს, რომ ალკოჰოლიზმი არაა გავრცელებული პრობლემა საქართველოში. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენში ერთ სულზე ალკოჰოლის წლიური მოხმარება დაბალია (8). თუმცა, მაღალია თამბაქოს მოხმარების პრევალენტობა და ნარკომანია. საქართველოში მამაკაც მწეველთა პროცენტული წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელს მსოფლიოში (50%-ზე მეტი). არსებული შეფასებებით, ქვეყნის მოსახლეობის 5% ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელია. მონაცემების დეფიციტის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც მწეველთა, ისე ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში თანდათან მატულობს. პარალელურად კი სულ უფრო მეტად კლებულობს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროფილაქტიკის პროგრამების დაფინანსება. ამავდროულად, გასულ ათწლეულში ნარკომანიისა და თამბაქოს წევის საწინააღმდეგოდ გატარებულმა საკანონმდებლო ზომებმა ჯერჯერობით არ მოიტანა რაიმე ხელშესახები შედეგები. მწირი დაფინანსება და არაეფექტური კანონმდებლობა ზღუდავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, ქმედითად შეებრძოლოს აღნიშნულ პრობლემებს.

არ არსებობს სისტემური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ან ხელს უწყობ კიბოს სკრინინგს, იმ სიმსივნეებისთვისაც კი, რომლებისთვისაც მიზნობრივი მოსახლეობის სკრინინგის ეფექტიანობა დადასტურებულია სიკვდილიანობის შემცირებით (სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და კოლორექტალური სიმსივნეები). სკრინინგის მაჩვენებლების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ხელმისაწვდომია მონაცემები სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგის შედარების შესახებ, მთელი რიგი ქვეყნებისთვის 2000-2006 წწ. პერიოდისთვის (8). ეს შედეგები უჩვენებს, რომ საქართველოში ყოველწლიურად მამოგრაფიულ გამოკვლევას იტარებს ქალთა მხოლოდ 1%. ამ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ძლიერ ჩამორჩება რეგიონისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს (საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მაჩვენებლები ასევე გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში). ილუსტრაცია. 7-ზე ნაჩვენებია მამოგრაფიის მონაცემები საქართველოს და შერჩეული ქვეყნებისთვის.

Page 20: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

20

ილუსტრაცია 7. ქალების პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მამოგრაფია; საქართველო და ცალკეული ქვეყნები(2000-2006წწ.).

procentuli wili0 20

1

40 60 80 100

saqarTvelo

ruseTis federacia

latvia

estoneTi

xorvatia

CexeTi

germania

belgia

avstria

norvegia

წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო სტატისტიკა, ჯანმო 2008წ. (8)

ეს კომპონენტი არსებითია ჯანმრთელობის მდგომარეობის, თანასწორობისა და ჯანდაცვის შედეგების გაუმჯობესებისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება განაპირობებს სისხლის მიმოქცევისა და რესპირატორული დაავადებების გამო სიკვდილიანობისა და ავადობის მაჩვენებლების შემცირებას. სკრინინგის პროგრამების დანერგვა, მამოგრაფიისა და პაპ ნაცხის ჩათვლით ხელს შეუწყობს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკას და სიკვდილიანობის დონის შემცირებას.

დაბოლოს, ცხოვრების წესის შეცვლა ხელს უწყობს დაავადებების პრევენციას; შესაბამისად, ეს ამცირებს დაბალშემოსავლიანი ადამიანების ფინანსურ ტვირთს მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე.

ჯანდაცვის სისტემის ფინანსური, გეოგრაფიული და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

ადამიანები ვერ ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით და ვერ გაიუმჯობესებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაში ბარიერები არსებობს. ხელმისაწვდომობის ბარიერების მინიმუმამდე დაყვანა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ეს, აგრეთვე, ერთ-ერთია იმ ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას შორის, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტშია დეკლარირებული. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით, არსებობს ფინანსური (ადამიანებს არ შეუძლიათ მომსახურების საფასურის

Page 21: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

21

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

გადახდა), გეოგრაფიული (მომსახურება არ არსებობს გეოგრაფიულად ახლოს) ან საინფორმაციო (ადამიანებმა არ იციან მომსახურების შესახებ, ან არ იციან, რომ მათ უფლება აქვთ მიიღონ მომსახურება) ბარიერები, რომელთა დაძლევა აუცილებელია შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით. ფინანსური დაბრკოლებების დაძლევას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანასწორობისა და ფინანსური დაცვის კომპონენტში.

2007 წელს ჯანდაცვითი სერვისების მოხმარებისა და ჯანდაცვითი დანახარჯების შესახებ (ჯსმჯდშ07) მონაცემები აჩვენებს რომ, რამდენიმე ადამიანმა ვერ მიიღო რეკომენდებული ან დანიშნული ჯანდაცვის მომსახურება იმის გამო, რომ მათ ვერ გადაიხადეს მისი საფასური. მაგალითად, დანიშნული ლაბორატორიული ტესტების ოცდაშვიდი პროცენტი არ ჩატარებულა იმის გამო, რომ პაციენტებს არ შეეძლოთ შესაბამისი საფასურის გადახდა.

მართალია, ღარიბი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა მოცულია ჯანდაცვის სახელმწიფო პაკეტის და/ან სამედიცინო ვაუჩერების მეშვეობით (2007 წელს მოცული იყო 673 000 პირი და ეს რაოდენობა 2008 წელს გაიზარდა 751 000–მდე), მაგრამ მთლიანი მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილია მოცული სამედიცინო დაზღვევის რომელიმე ფორმით (დაახლოებით 25%); კერძო სამედიცინო დაზღვევით მოცვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა არაღარიბ მოსახლეობაში, რომელთაც არ ეკუთვნით სახელმწიფო ჯანდაცვითი პაკეტით გათვალისწინებული მომსახურება (7,6%) (ილუსტრაცია. 8). დაბალი სადაზღვევო მოცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსურ ხელმისაწვდომობას. თუმცა, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ მინიმალურ სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებული ბოლო ინიციატივა, სავარაუდოდ, გაზრდის იმ ადამიანების პროცენტულ წილს, რომლებსაც გააჩნიათ დაზღვევა, 2009 წ.

ილუსტრაცია 8. მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის ჯანმრთელობის დაზღვევა (სახელმწიფო პროგრამები, დამქირავებლის ან ნებაყოფლობითი დაზღვევა) და რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი დაზღვევა. 2008 წ. სექტემბერი.

saxelmwifo programis meSveobiTdazRveulebi

damqiravlebis meSveobiTdazRveulebi (kerZo dasaxelmwifo)

nebayoflobiT dazRveulebi

dazRvevis armqoneni

18%

5%

1%

76%

Page 22: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

22

როგორც ჩანს, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით სამედიცინო დაწესებულებები და საბაზისო სამედიცინო სერვისები კარგად არის განაწილებული. საერთო ჯამში, მოსახლეობის 80%-სთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო დაწესებულება, სადაც ის ექიმის ნახვას 30 წუთში შეძლებს. სოფლის მოსახლეობის 72%-სთვის იგივე ხელმისაწვდომია 30 წუთში. მართალია, ამ თვალსაზრისით შესაძლოა არსებობდეს ცალკეული პრობლემები, მაგრამ მიღებული შედეგები მოსახლეობის უმეტესობისათვის სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებშია მოქცეული.

კუთვნილი სამედიცინო დახმარებისა და მომსახურეობის შესახებ ხარისხიანი ინფორმაციის ნაკლებობა ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ერთ-ერთ ბარიერს, რომელიც ზღუდავს სერვისების ხელმისაწვდომობას. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ზეგავლენის შეფასების კვლევის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის ამ უმსხვილესი, ღარიბი მოსახლეობის მოცვაზე გათვლილი სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა დიდ ნაწილს აქვს არასწორი წარმოდგენები პროგრამის ფარგლებში კუთვნილი დახმარების სახეობების შესახებ.

დაბალი სადაზღვევო მოცვა განაპირობებს მნიშვნელოვან ფინანსურ დაბრკოლებებს ხელმისაწვდომობისთვის და ამგვარად, თანასწორობისა და ფინანსური დაცვის თვალსაზრისით, ასუსტებს სისტემას. უკანასკნელი ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებს სადაზღვევო მოცვის გაფართოებას სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული საბაზო პაკეტის მეშვეობით, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს მდგომარეობას ამ სფეროში. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შეფასების მაჩვენებლები, რომლებიც ამ კომპონენტს უკავშირდება, კვლავ შეგროვდეს და ჩაუტარდეს მონიტორინგი მომავალში.

სამედიცინო მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება

მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემას მისცემს საშუალებას, გაზარდოს მიწოდებული მომსახურების მოცულობა და გააუმჯობესოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებული რესურსების პირობებში. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია მომსახურეობის ეფექტურობისა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა პროდუქტიულობის გაზრდის მეშვეობით. ასევე მომსახურების კოორდინირების დახმარების სხვადასხვა დონეებს, მიმწოდებლებს, დაწესებულებებსა და არსებულ პირობებს შორის.

ძლიერ პირველადი ჯანდაცვის რგოლს შეუძლია გააუმჯობესოს მომსახურების კოორდინაცია და უზრუნველყოს უფრო ეფექტიანი მკურნალობა. ამის გამო, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და ადამიანური რესურსების გაუმჯობესების სტრატეგია საქართველოში ჯანდაცვის რეფორმის მნიშველოვან კომპონენტს წარმოადგენს. ჯანდაცვითი სერვისების მოხმარებისა და სამედიცინო დანახარჯების 2007 წლის კვლევის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი ირჩევს პჯდ დაწესებულებას ჯანდაცვის სისტემასთან პირველი კონტაქტის ადგილის სახით. კვლევის ეს შედეგები გვაძლევს ამოსავალ წერტილს ტენდენციების შეფასებისთვის, პირველადი ჯანდაცვის რეაბილიტაციისა და გადამზადების სტრატეგიების განხორციელებისთვის.

Page 23: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

23

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

საავადმყოფოებში საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი იზრდება და ამასთან, საერთო გამტარუნარიანობა მცირდება. თუმცა, დაფიქსირებული დატვირთვის მაჩვენებელი – 40% – კვლავ მიუთითებს არსებული სტაციონარული დაწესებულებების გამოყენების ძალზე დაბალ მაჩვენებელზე, რაც აშკარად იმის ნიშანია, რომ ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობაში დაბრკოლებები არსებობს. ამავე დროს, საავადმყოფოში საწოლზე დაყოვნების ხანგრძლივობა შემცირდა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში (ილუსტრაცია 9) და პოზიტიურად განსხვავდება სხვა ქვეყნებში საავადმყოფოებში საწოლზე დაყოვნების ხანგრძლივობისგან. (8) საწოლზე დაყოვნების ხანგრძლივობის შემცირება ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჰოსპიტალიზაციის მეტი შემთხვევების მიღწევა რესურსების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე. თუმცა, აუცილებელია მონიტორინგი იმის დასადგენად, საწოლზე დაყოვნების ხანგრძლივობის შემცირება წარმოადგენს მკურნალობის ხარისხისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესებას თუ არაადექვატურად ადრე გამოწერის შედეგს. ჯანდაცვის სფეროს ძლიერი საინფორმაციო სისტემა ძირითადი ინდიკატორების მონიტორინგს იმის უზრუნველსაყოფად ატარებს, რათა არ შემცირდეს პაციენტების უსაფრთხოება და საავადმყოფოს მომსახურების ხარისხი, ამაღლდეს ეფექტიანობა და პროდუქტიულობა. ამჟამად ამ ინფორმაციის სისტემატურად მოპოვება არ ხდება.

ილუსტრაცია 9. საწოლების დატვირთვისა და საწოლზე დაყოვნების მაჩვენებლები; 2003-2007 წწ.

sawolebis datvirTva sawolze dayovneba

2003 2004 2005 2006 2007

30

40

50

%

6

8

10

dRe

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

მედპერსონალის პროდუქტიულობა, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაში, ძალზე დაბალია. საქართველოს რეგიონების მიხედვით, პაციენტთა რაოდენობის თანაფარდობა სრული დატვირთვით მომუშავე ექიმთა რაოდენობასთან, აჩვენებს, რომ სამედიცინო პერსონალის პროდუქტიულობა სტაბილურად მატულობდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და ამ პერიოდში გაიზარდა 25-დან 29 პაციენტამდე სრული დატვირთვით მომუშავე ექიმის ერთ ექვივალენტურ რაოდენობაზე. ამის მიუხედავად, ამ ინდიკატორით შეფასებისას, პერსონალის პროდუქტიულობის

Page 24: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

24

დღევანდელი დონეც კი ვერ აკმაყოფილებს რომელიმე მისაღებ სტანდარტს და ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონისა და დსთ ქვეყნებთან შედარებით (ილუსტრაცია. 10). ამბულატორიული მკურნალობის შემთხვევაში ექიმების დატვირთვის მაჩვენებელი ასევე ძალიან დაბალია. ექიმების შრომის დაბალი ნაყოფიერება ბადებს შეკითხვებს მომსახურების ხარისხთან, ხელფასებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკების მოტივაციის დონის დაქვეითებასთან დაკავშირებით. საავადმყოფოს გამტარუნარიანობის ექიმების გამტარუნარიანობასთან კოორდინაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქტიულობის ასამაღლებლად.

ილუსტრაცია 10. წლის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობის თანაფარდობა სრული დატვირთვით მომუშავე ექიმის ერთ ექვივალენტურ რაოდენობასთან საავადმყოფოებში. საქართველოს რეგიონები (2004-2007 წწ.)

2004 2005 2006 2007

aWar

a

Tbilis

i

kaxeTi

imereTi

samegrel

o

Sida q

arTl

i

qvemo qarTl

i

guria

samcxe-j

avax

eTi

mcxeTa-mTia

neTi

sul saq

arTvel

o0

20

40

60

80

100

120

pac

ient

Ta

rao

den

oba

sr

ul

i d

atvi

rT

viT

momu

Sav

e eq

imis

eqv

ival

ent

ze,

st

acio

nar

ebi

raWa-

leCxumi d

a

qvemo svaneTi

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

შეფასება გვიჩვენებს, რომ კიდევ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი და, ფაქტობრივად, კეთდება კიდეც არსებული რესურსების უფრო ეფექტიანად და ეფექტურად გამოყენებისთვის. სტაციონარული დაწესებულებებისთვის ეს სტრატეგია მოიცავს საწოლების რაოდენობისა და საავადმყოფოში დაყოვნების საშუალო მაჩვენებლის შემცირებას. თუმცა, მნიშვნელოვანია მომსახურების ხელმისაწვდომობაზე და მკურნალობის ხარისხზე ამ ინიციატივების ზემოქმედების მონიტორინგი. როდესაც ჩანს, რომ არის ზედმეტი საწოლების რაოდენობა, ფაქტობრივად, ეს შეიძლება იყოს გამოყენების დაბალი მაჩვენებელი ფინანსური სირთულეების გამო. ანალოგიურად, შეიძლება შემცირდეს მომსახურების ხარისხი, თუ საავადმყოფოში გაჩერების პერიოდი შემცირდება პაციენტის უსაფრთხოების გათვალისწინების გარეშე.

Page 25: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

25

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

ჯანდაცვის სისტემის რესურსების რაციონალური განაწილების უზრუნველყოფა

რესურსების რაციონალური განაწილება ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელოვანი ასპექტია და ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის პროდუქტიულობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციები გულდასმით უნდა დაიგეგმოს. ძალზე პროდუქტიული პირველადი ჯანდაცვის სისტემა სრულად ვერ შეიტანს წვლილს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში, თუ მისი სიმძლავრე საკმარისი არაა; ხოლო სპეციალისტების ზედმეტმა მომსახურებამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ეფექტიანად ხორციელდება, შეიძლება გამოიწვიოს არასათანადო ან უსარგებლო მკურნალობა. როგორც განვიხილეთ მუშაობის წინა კომპონენტში, არსებული მაჩვენებლები მიუთითებს საავადმყოფოებისა და ექიმების ზედმეტ სიმძლავრეებზე, რაც ნიშნავს, რომ რესურსების გამოყენება უფრო რაციონალურად ჯანდაცვის სისტემის სხვა ნაწილში იყო შესაძლებელი.

მართალია, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა გასული 10 წლის განმავლობაში, მაგრამ საავადმყოფოებში არსებული საწოლების რაოდენობა ორჯერ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს (ილუსტრაცია. 11). მოსალოდნელია, რომ მიზნები მიიღწევა მომდევნო სამ წელიწადში, საავადმყოფოების გენერალური გეგმის განხორციელებისას.

ილუსტრაცია 11. 100 000 სულ მოსახლეზე გაშლილი ჰოსპიტალური საწოლების დაგეგმილი და ფაქტობრივი რაოდენობა საწოლთა პროფილის მიხედვით (2006-2007წწ.).

gegmiurifaqtobrivimeanoba-

ginekol

ogia

Sinag

ani m

edicin

a

infeqciu

ri

pediatria

intensiu

ri Terap

ia

qirurgia

fsiqia

tria

tuberkulozi

sul

0

50

100

150

200

250

300

350

400%

218

137

258

142

13

62

535

110

saw

ol

ebis

faq

to

briv

i r

aod

eno

ba,

ro

go

rc

geg

miu

ris

wil

i

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

Page 26: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

26

პირველადი ჯანდაცვის განვითარების გეგმის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. ეს ინვესტიციები მოიცავს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რეაბილიტაციას და ექიმებისა და ექთნების გადამზადებას. პირველადი ჯანდაცვის ექიმების სამიზნე რაოდენობის ნახევარზე მეტმა და ექთნების 40% გაიარა გადამზადება (ილუსტრაცია 12) და დაგეგმილია, რომ გადამზადება დასრულდება 2010 წელს. გაიზარდა ერთ სულზე ვიზიტების წლიური საშუალო რაოდენობა. ამ ზრდის მიუხედავად, ამბულატორიაში ერთ სულზე ვიზიტების წლიური საშუალო რაოდენობა (1.8, 2007 წ.) მაინც განსაკუთრებით მცირეა და ნაკლებია თითქმის ყველა სხვა ქვეყნის მაჩვენებელზე (8). 2007 წლის შედეგი ასევე აჩვენებდა 2006 წლის მაჩვენებლის შემცირებას ერთ სულზე ვიზიტების საშუალო წლიური რაოდენობის – 2.1 მაჩვენებელთან. მოულოდნელი შემცირება შეიძლება განპირობებული ყოფილიყო საორგანიზაციო ცვლილებებით, რამაც ზემოქმედება მოახდინა ანგარიშგების სიზუსტეზე, თუმცა, აუცილებელია მჭიდრო მონიტორინგი იმის დასადგენად, 2007 წლის მაჩვენებელი ანომალიაა თუ შემცირების ტენდენციის დასაწყისი, რომლისთვისაც საჭიროა პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიის მოდიფიცირება.

ილუსტრაცია 12. პირველადი ჯანდაცვის გადამზადებული ექიმებისა და ექთნების პროცენტული წილი, პირველადის ჯანდაცვის განვითარების 2009 წ. გეგმაში განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებლებთან მიმართებაში; საქართველო და ქვეყნის რეგიონები.

pjd eqimebi pjd eqTnebi

0

20

40

60

80

100

%

aWar

a

Tbilis

i

kaxeTi

imereTi

samegrel

o

Sida q

arTl

i

qvemo qarTl

i

guria

samcxe-j

avax

eTi

mcxeTa-mTia

neTi

raWa-

leCxumi

sul saq

arTvel

o

წყარო: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განხორციელებელი ცენტრი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მიღწეულია წინსვლა საავადმყოფოს სტაციონარული სიმძლავრეების შემცირების თვალსაზრისით. მაშინ, როცა ინვესტიციები ხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეაბილიტაციასა და ადამიანური რესურსების გადამზადებაში, კვლავ აუცილებელია ერთ სულზე ამბულატორიაში ვიზიტების რაოდენობის უფრო ინტენსიურად ზრდა და როგორც საავადმყოფოების, ასევე პირველადი ჯანდაცვის სიმძლავრეების უკეთ გამოყენება, შეფასების წინა კომპონენტში.

Page 27: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

27

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის სრულყოფა

ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ინსტრუმენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი იარაღი ჯანდაცვის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებათა მიღების უწყვეტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროცესისთვის, თუ მოხდება მისი რუტინული მომარაგება ზუსტი და სანდო მონაცემებით იმ ინდიკატორთა გამოსათვლელად, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასებისთვის გამოიყენება. ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასებით მიღებულ შედეგებში, რომელიც ზემოთ არის წარმოდგენილი, ხაზგასმულია რიგი ინფორმაციული ნაკლოვანებებისა და გამოთქმულია შეშფოთება ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების ასპექტებისა და ქვე-კომპონენტების მნიშვნელოვანი ნაწილის გასაანალიზებლად საჭირო მონაცემების ხარისხსა და საიმედოობასთან დაკავშირებით:

• ინფორმაციის ნაკლებობა ჯანდაცვის მომსახურების უსაფრთხოების შეფასებისა და მონიტორინგისთვის;

• მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;

• არასაიმედო მონაცემები საკეისრო კვეთებისა და მშობიარობის შემდგომი ტრავმების გართულებების შესახებ;

• კლინიკური პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვის მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა;

• საავადმყოფოში გაჩერების ხანგრძლივობის შემცირების, საავადმყოფოში ხელახლა მიღებისა და ჰოსპიტალიზაციის შემდგომი კლინიკური შედეგების მაჩვენებლებზე ზემოქმედების მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის აუცილებლობა;

• მთავრობის მიერ მედიკამენტების რეგულირების შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება.

ასევე აუცილებელია სახელმწიფო პროგრამების მუშაობის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის წარმოება. 2007 წ. განისაზღვრა მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორები სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებისათვის, მაგრამ, ეს ინიციატივა არ შენარჩუნებულა; მხოლოდ ერთ პროგრამაში იყო ჩადებული შეფასების ინდიკატორები 2008 წ. აუცილებელია მოხდეს პროგრამების შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა და მონიტორინგი.

ანგარიშგების მოთხოვნები არათანმიმდევრულია და არ არსებობს ჯარიმის, როგორც სტიმულის მექანიზმი, რათა ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებისა და სადაზღვევი კომპანიებისგან უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშგება. მინიმალური სტანდარტული ანგარიშგების მოთხოვნების შემოღებას თან უნდა ახლდეს ძალდატანების სათანადო მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე, თუნდაც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანისა და/ან პრეზიდენტის ბრძანებულების მეშვეობით.

ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა ერთმანეთს ხელს უწყობს. ხელმძღვანელობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის კარგი საინფორმაციო სისტემის შექმნისთვის, მაგრამ ხელმძღვანელობა

Page 28: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

28

ვერ იარსებებს ჯანდაცვის საინფორმაციო ვაკუუმში. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისთვის გათვალისწინებულია რიგი ნაბიჯები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე ჯსეშ პროცესის მხარდაჭერისთვის. ეს ნაბიჯები აღწერილია ამ ანგარიშის ბოლო ნაწილში.

ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობის გაუმჯობესება

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებთან ერთად, ჯანდაცვის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის როგორც შუალედური, ასევე საბოლოო მიზნების მიღწევას. ჯანდაცვის სისტემის განვითარება და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი გაუმჯობესება განუხორციელებელია კარგი ხელმძღვანელობის გარეშე. ეს მკაფიოდაა აღნიშნული ტალინის ქარტიაში (3), რომელიც აცხადებს, რომ მთავრობებმა და ჯანდაცვის სამინისტროებმა უნდა “შექმნან ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა; მათ უნდა გააჩნდეთ ჯანდაცვის პოლიტიკის კანონმდებლობის, რეგულირებისა და განხორციელების, ასევე ჯანმრთელობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციისა და მისი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური დეტერმინანტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების ვალდებულება და პასუხისმგებლობა.” ჯანდაცვის სამინისტროებმა ასევე პროპაგანდა და ხელმძღვანელობა უნდა გაუწიონ შესაბამის დარგთაშორის და მრავალი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ჩატარებულ ღონისძიებებს, რათა მაქსიმალურად გაზარდონ მოსახლეობის ჯანდაცვისთვის სარგებლობა და უზრუნველყონ ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა ანთროპოგენული კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებებისთვის.

საქართველოში ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ჩარჩოში სტრატეგიულად გაწერილ ხარჯებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში საბოლოოდ დაფიქსირებულ ასიგნებებს შორის მცირე განსხვავების არსებობა მიუთითებს, გასული ორი წლის განმავლობაში გადაწყვეტილებათა მიღებისა და დაგეგმვის პროცესის შედარებით მეტ თანმიმდევრულობაზე. თუმცა, არ არსებობს მექანიზმი რესურესების დაგეგმვისა და განაწილების ადექვატურობის შესაფასებლად, პროგრამების დონეზე. მაგალითად, ჯერ-ჯერობით არაა გარკვეული, უზრუნველყო თუ არა სახელმწიფოს მიერ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის დაფინანსების გაზრდამ საკმარისი რესურსების გადაცემა პირველადი ჯანდაცვის სფეროში, 2008 წლისთვის პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების შემცირების საკომპენსაციოდ. ამ დონეზე, მონიტორინგი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელმძღვანელობის ფუნქციის განხორციელებისთვის.

საერთო ჯამში, სახელმწიფოს ხარჯები ჯანდაცვის სექტორში მცირეა და შეადგენდა მშპ-ის 1.5%-ს და საერთო სახელმწიფო ხარჯების 4.7%-ს, 2007 წ. (ილუსტრაცია 13). ამან განაპირობა ჯანდაცვაზე კერძო დანახარჯების უაღრესად მაღალი დონე (73) ჯანდაცვაზე მთლიან დანახარჯებში. ჯანდაცვაზე კერძო დანახარჯების ეს ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია ევროპის რეგიონში და ასევე ის აღემატება დსთ-ის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც დაახლოებით 46%-ს შეადგენს. ბოლო წლებში აბსოლუტური მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, სახელმწიფოს ხარჯები საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ჯანდაცვის ხელშეწყობაზე უაღრესად დაბალი რჩება. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვაზე ხარჯების დონის ზრდა, მაგალითად, უღარიბესი მოსახლეობისთვის გათვალისწინებული მომსახურებების პაკეტის გაფართოების გზით.

Page 29: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

29

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ძირითადი შედეგები

ილუსტრცია 13. ჯანდაცვაზე მთლიანი და სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიან სახელმწიფო ხარჯებთან მიმართებაში; 2001-2007 წწ.

jandacvis mTliani danaxarjebi mSp-sTan mimarTebaSi

jandacvis saxekmwifo danaxarjebis wili mSp-Si

saxelmwifo jandacviTi danaxarjebis wili mTlian saxelmwifo xarjebSi

2001 2002 2003 2004 2005 2006 20070

2

4

6

8

10

%

1,4 1,4

7,6

8,7 8,5 8,5

5,3

1,31,7

5,9

8,6 8,4

5,6

1,8 1,5

4,2

8,2

7,7

1,3

7,6

7,8

წყარო: ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები

ჯანდაცვის სისტემის კარგი ხელმძღვანელობისთვის საჭიროა მარეგულირებელი ბაზა და სიმძლავრეები, რომლებსაც შეუძლია უსაფრთხო და ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველყოფა. როგორც წინა თავში აღინიშნა, არ არის საკმარისი ინფორმაცია ფალსიფიცირებული, არასტანდარტული და ვადაგასული მედიკამენტების პროცენტული მაჩვენებლების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო ხარისხის კონტროლს ექვემდებარება. კერძო და სახელმწიფო ჯანდაცვის მიმწოდებლებისგან ინფორმაციის ხარისხთან და რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო დაწვრილებითაა განხილული სრულ ანგარიშში. აუცილებელია ყურადღების კონცენტრაცია მარეგულირებელ შესაძლებლობაზე ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით, კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის ეფექტიანი და ეფექტური ნორმატივების შემუშავებაზე, რათა განმტკიცდეს მმართველობა ჯანდაცვის სისტემაში.

ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა სცნობს, რომ ფაქტორები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში არ შედის, როგორიცაა გარემო, ტრანსპორტი და განათლება, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით დარგთაშორისი თანამშრომლობა, მთელი მთავრობის მასშტაბით, ხელმძღვანელობის უმთავრეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. მართალია, არსებობს კოორდინირებული დაგეგმვისა და პოლიტიკის დამადასტურებელი საბუთები, მაგრამ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ეს თანამშრომლობა ჯერ-ჯერობით არაა სისტემატური. სახელმწიფო ჯანდაცვის საკითხების ინტეგრაცია მთავრობის ყველა სექტორში წარმოადგენს მაღალეფექტიანი, რეაგირების უნარის მქონე სტაბილური ჯანდაცვის ისეთი სისტემის შექმნის საფუძველს, რომელიც გააუმჯობესებს საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

Page 30: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

30

რეკომენდაციები ჯანდაცვის ინფორმაციის მართვისა და ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ინსტრუმენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი იარაღი ჯანდაცვის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებათა მიღების უწყვეტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროცესისთვის, თუ მოხდება მისი რუტინული მომარაგება ზუსტი და სანდო მონაცემებით იმ ინდიკატორთა გამოსათვლელად, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასებისთვის გამოიყენება. ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასებით მიღებულ შედეგებში, რომელიც ზემოთ არის წარმოდგენილი, ხაზგასმულია რიგი ინფორმაციული ნაკლოვანებებისა და გამოთქმულია შეშფოთება ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების ასპექტებისა და ქვე-კომპონენტების მნიშვნელოვანი ნაწილის გასაანალიზებლად საჭირო მონაცემების ხარისხსა და საიმედოობასთან დაკავშირებით. მონაცემებთან დაკავშირებული ბევრი ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ ჯანდაცვის ნაციონალური საინფორმაციო სისტემის (ჯსს) კომპლექსური სრულყოფის მეშვეობით.

ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასების თვალსაზრისით ყველაზე დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებია: „საქართველოს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარების სტრატეგიული გეგმა“ (საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, ჯანდაცვის მეტრიკული ქსელი. 2007წ.) და „ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების კონცეფცია, ინდიკატორთა განსაზღვრება და ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის იმპლმენტაციის გეგმა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროგრამისათვის“ (პ. ფიშერი; საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, სშჯსდ სამინისტრო 2009წ.). ამ დოკუმენტებში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერებისთვის წარმოდგენილი რეკომენდაციები მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს ინსტიტუციური, საკანონმდებლო და დაფინანსების მექანიზმების ცვლილების და/ან სიახლეების დანერგვის კუთხით. ასეთი ამბიციური გეგმის განხორციელებას დასჭირდება რამდენიმე წელი და მნიშვნელოვანი ძალისხმევისა და რესურსების დაბანდება. ამ ეტაპზე საჭიროა შემუშავდეს ღონისძიებების კომპლექტი, რომელიც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს HSPA-ის საინფორმაციო მოთხოვნებს. ამ საინფორმაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და შესრულების პროცესის ინსტიტუციონალიზაციისთვის გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

• ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასებისა და ჯანდაცვის ეროვნული მოხსენების წარმოების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების (ან მთავრობის დადგენილების) შემუშავება და დამტკიცება, რომელიც ჩაანაცვლებს პრეზიდენტის 2000 წლის ბრძანებულებას ჯანდაცვის ეროვნული მოხსენების წარმოების შესახებ. ახალი ბრძანებულება დეტალურად განსაზღვრავს ანგარიშების წარმოების ვადებს და ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე, ანალიზსა და ანგარიშების მომზადებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს.

• საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლის მიხედვითაც მოხდება სახელმწიფო სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასების საკვანძო ინდიკატორების ინკორპორირება, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ

Page 31: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

31

რეკომენდაციები ჯანდაცვის ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებით

სამართალდარღვევათა კოდექსში – სამართლებრივი იძულების მუხლებისა და სანქციების გათვალისწინება სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის, რაც გააუმჯობესებს მონაცემთა შეგროვების პროცესს სახელმწიფო, განსაკუთრებით კი, კერძო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისაგან.

• შინამეურნეობებში ჯანდაცვითი დანახარჯებისა და ჯანდაცვითი სერვისების მოხმარების კვლევათა რეგულარული წარმოება (სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ), ვინაიდან ეს გამოკითხვები წარმოადგენს საიმედო ინფორმაციის ყველაზე სერიოზულ წყაროს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ინდიკატორთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის. შინამეურნეობების დანახარჯების შეფასებაში მეთოდოლოგიური განსხვავებების შეჯერება, ერთი მხრივ, ჯანდაცვითი დანახარჯებისა და ჯანდაცვითი სერვისების მოხმარების კვლევასა და, მეორე მხრივ, შინამეურნეობებზე წარმოებულ ყოველკვარტალურ დაკვირვებას შორის.

• ჯანდაცვითი დანახარჯებისა და ჯანდაცვითი სერვისების მოხმარების 2010 წლის კვლევაში შეკითხვების შეტანა, რომელიც შეეხება სახელმწიფოსგან კუთვნილი ჯანდაცვის პაკეტისა (სულ მცირე, იმ რესპონდენტებისათვის, რომლებიც არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევისა და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სამედიცინო დაზღვევის პროგრამების ბენეფიციარები) და ძირითადი რისკ-ფაქტორების (თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, სხეულის მასის ინდექსი, სექსუალური ქცევა, ასევე სამიზნე ასაკობრივ ჯგუფებში რესპონდენტთა მკერდის, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოზე სკრინინგის სტატუსი) შესახებ ცოდნას. ალტერნატივის სახით, შესაძლებელია განხილულ იქნეს ახალი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის (მაგ. „ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებისა და ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში“) დაგეგმვისა და განხორციელების საკითხი, რათა მოხდეს ამ ინდიკატორთა რეგულარული (მაგ. სამ წელიწადში ერთხელ) შეფასება. მონაცემთა შეგროვების ახალი ინსტრუმენტების (ფორმებისა და მეთოდური მითითებების) დანერგვა ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასების იმ ინდიკატორებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებლებისგან ანგარიშგების არსებულ სისტემაში და ტრენინგების გამართვა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის ამ ინდიკატორებზე მონაცემთა ანგარიშგებაში.

• მონაცემების შეგროვების ახალი ინსტრუმენტების დანერგვა (ფორმებისა და სახელმძღვანელოების ჩათვლით), ჯანდაცვის სისტემის მუშაობის შეფასების ინდიკატორებისთვის, რომლებიც ამჟამად არაა გათვალისწინებული ჯანდაცვის მიმწოდებლების რუტინული ანგარიშებისთვის, ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლების ტრენინგი ამ ინდიკატორების ანგარიშებში შეტანასთან დაკავშირებით.

• სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის ტრენინგის ჩატარება მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების საკითხებში ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასების იმ ინდიკატორებზე, რომელთან დაკავშირებითაც არსებული მონაცემების ხარისხი და სანდოობა პრობლემატურად არის მიჩნეული.

Page 32: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009 - მოკლე ანგარიში

32

ბიბლიოგრაფია.

(1) ჯანდაცვის მსოფლიო ანგარიში. 2000წ. Health systems: improving performance. Geneva, World Health Organization, 2000 (http://www.who.int/whr/2000/en, accessed 15 September 2009).

(2) ჯანდაცვის მსოფლიო ანგარიში. 2004წ. Changing history. Geneva: World Health Organization, 2004

(http://www.who.int/whr/2000/en, accessed 15 September 2009).

(3) ტალინის ქარტია: ჯანდაცვის სისტემები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. კოპენჰაგენი, ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისი, 2008 (http://www.euro.who.int/mediacentre/PR/2008/20080627_1, ბოლოს ნანახია 2009 წლის 15 სექტემბერს).

(4) ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის რეზოლუცია EUR/RC58/R4 on steward-ship/ governance of health systems in the WHO European Region. Copenhagen, WHO Regional Office for Europe, 2008 (http://www.euro.who.int/Governance/resolutions/ 2008/20080918_1, accessed 15 September 2009).

(5) ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანობის ინიციატივის განვითარება. ჟენევა, ჯანმო, 2001 (http://www.who.int/health-systems-performance/ehspi.htm, ბოლოს ნანახია 2009 წლის 15 სექტემბერს)

(6) „ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ (2007წ. მაისი). სშჯსდ სამინისტრო. გადმოღებულია სშჯსდ სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან 2009 წლის 10 იანვარს: http://www.moh.gov.ge/ge_pdf/politika/TC-%20Reform-en.pdf

(7) მულტიინდიკატორული კლასტერული კვლევა 2005. დედათა და ბავშვთა სიტუაციის მონიტორინგი. ნიუ-იორკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, 2009 (http://www.childinfo.org/mics3_surveys.html, ბოლოს ნანახია 2009 წლის 15 სექტემბერს)

(8) ევროპის ჯანმრთელობა ყველასათვის მონაცემთა ბაზა (ელექტრონული ბაზა). კოპენჰაგენი, ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისი, 2009 (http://www.euro.who.int/HFADB, ბოლოს ნანახია 2009 წლის 13 მაისს)

(9) Kohn KT et al., eds. To err is human: building a safer health system. Washington, DC, National Academy Press, 1999.

(10) ანტიტუბერკულოზური წამლების რეზისტენტობა მსოფლიოში: მეოთხე გლობალური ანგარიში. ჟენევა: ჯანმო, 2008 (WHO/IUATLD გლობალური პროექტი ანტიტუბერკულოზური წამლების რეზისტენტობის კვლევაზე) (http://www.who.int/tb/publications/2008/drs_report4_26feb08.pdf, ბოლოს ნანახია 2009 წლის 15 სექტემბერს)

(11) საერთშორისო ფონდი „კურაციო” „საქართველოში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარების სტრატეგია. ჟენევა, Health Metrics Network, 2007 (http://www.who.int/healthmetrics/library/countries/geo/en/index.html, accessed 15 September 2009).

(12) „ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების კონცეფცია, ინდიკატორთა განსაზღვრება და ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის იმპლმენტაციის გეგმა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროგრამისათვის“. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, სშჯსდ სამინისტრო 2009 წ.