ნოდარ დუმბაძე ბოშები (viii კლასი).pdf

14
(1928-1984)

Upload: -

Post on 16-Jan-2016

1.543 views

Category:

Documents


38 download

TRANSCRIPT

Page 1: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

(1928-1984)

Page 2: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

“ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ

იშვიათ მოდგმას ეკუთვნის,

რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ

წყურვილს აღვიძებს”, - წერდა გურამ ასათიანი.

Page 3: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf
Page 4: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში, ქართველი ინტელიგენტების ოჯახში დაიბადა. 1937 წლის ცნობილი რეპრესიების პერიოდში მამამისი _ ვლადიმერ დუმბაძე _ დააპატიმრეს, ხოლო დედა _ ანა ბახტაძე _ გადაასახლეს. პატარა ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდა. ადგილობრივი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ამავე წელს სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად განაგრძობდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956-57 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც. 1960 წელს გამოვიდა მისი რომანი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, რომელმაც ავტორს არნახული პოპულარობა მოუტანა. რომანში მოთხრობილია ამბავი ობოლი ბიჭისა, რომელსაც დიდი სამამულო ომის დროს გურიის ერთ სოფელში მოხუცი ბებია და ორი ენაკვიმატი მეზობელი ზრდის.

Page 5: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

მასში უხვად ჩართული იუმორისტული პასაჟები საოცრად მიმზიდველსა და ხალასს ხდის ნაწარმოებს. იმავე წელს გამოვიდა დუმბაძის მეორე რომანი “მე ვხედავ მზეს”, რომელიც ფართო მკითხველისათვის ასევე პოპულარული გახდა. ჩვეული გურული იუმორითა და სიმსუბუქით აქაც სამამულო ომისდროინდელი ქართული სოფლის ყოფაა აღწერილი. Aმას მოჰყვა “მზიანი ღამე” (1967), რომელშიც მწერალმა თორმეტწლიანი გადასახლებიდან დაბრუნებული დედისა და გაუცხოებული შვილის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება ასახა. რომანში “ნუ გეშინია, დედა!” (1971) დუმბაძემ მისთვის ჩვეული ლირიკული მანერით გადმოსცა საბჭოთა მესაზღვრეების ცხოვრება, მამაკაცური მეგობრობა, თანამებრძოლის დაკარგვით გამოწვეული დარდი, გაუზიარებელი სიყვარულის ტკივილი. ამ რომანზე მუშაობის დროს ნოდარ დუმბაძემ სასაზღვრო ნაწილში მესაზღვრედ სამსახურისთვის სპაციალური ნებართვა აიღო. 1973 წელს გამოსულ რომანში “თეთრი ბაირაღები” იმდროინდელი საბჭოთა მართლმსაჯულების ნამდვილი სახეა ნაჩვენები. მწერალი გაგებითა და თანაგრძნობითაა განწყობილი იმ კრიმინალების მიმართ, ვინც ცხოვრების რთულმა პირობებმა დამნაშავეებად აქცია. ბოლო რომანში “მარადისობის კანონი” (1978) მძიმე ავადმყოფი მთავარი გმირი კეთილისა და ბოროტის შეცნობას ცდილობს. გარდა საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული რომანებისა, ნოდარ დუმბაძე არაერთი პოპულარული მოთხრობის (“HELLADOS”, ძაღლი, “კუკარაჩა” და სხვ.), ცნობილი საბავშვო ლექსების, ნარკვევებისა და ესსეების ავტორია. მის ნაწარმოებებს დიდი ჰუმანიზმი, სიკეთე და სათნოება, ადამიანის ღირსების მძაფრი განცდა, პატრიოტული სულისკვეთება და ხალასი იუმორი აერთიანებს.

Page 6: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

ამიტომაცაა დუმბაძის შემოქმედება ადვილად ჩასაწვდომი და გასაგები ყველა ეროვნების ადამიანისათვის. ამიტომაც არ წყდებოდა მწერალთან წერილების ნაკადი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, მისი გარდაცვალების შემდეგაც კი. ერთი უკრაინელი გლეხი დუმბაძისადმი მიწერილ მადლიერების ბარათში წერდა: თქვენი წიგნის წყალობით ჩემ “ხატაში” სითბომ და მხიარულებამ დაისადგურაო. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში გამოიცა, ითარგმნა მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. მისი მოთხრობები და რომანები იდგმებოდა და დღესაც იდგმება დიდი და სახელოვანი თაეტრების სცენაზე. უდიდესი პოპულარობა მოიხვეჭა დუმბაძის რომანების მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს”, “ნუ გეშინია, დედა!” “თეთრი ბაირაღები”, “კუკარაჩა”, “მარადისობის კანონი” და სხვ.) ნოდარ დუმბაძე არის რუსთაველის (1975), ლენინური (1980) და კომკავშირული (1966) პრემიების ლაურეატი. იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალ “ნიანგის” მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1981 წლიდან გარდაცვალებამდე _ მისი თავმჯდომარე და სსრკ მწერალთა კავშირის მდივანი. თვითმფრინავის გატაცების ცნობილი მოვლენების დროს ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი იყო მოწინავე ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებს შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა. მისი ინიციატივითა და მონდომებით თბილისში დაარსდა საბავშვო ქალაქი “მზიური”, სადაც დაკრძალეს კიდეც, როცა 1984 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 7: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf
Page 8: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

“ბოშები” სიუჟეტი:

ავტორი იხსენებს სოფელ ზენობანში ბოშათა ჩამოსახლების ამბავს და ნაწარმოების დასაწყისშივე ჩვეული იუმორით გვაცნობს პერსონაჟებს, აქვე განმარტავს თანასოფლელთა სტერეოტიპულ ხედვას ბოშათა მიმართ: მათი დაბანაკება ლაშის ღელის ჭალაში“აღვიქვი, როგორც ყაჩაღების შემოსევა, რადგან ციგანიცა და ყაჩაღიც ეშმაკისა და გაღლეტილის სინონიმებია აგრეთვე გურიაშიო”-ამბობს ავტორი. სწორედ ამ სტერეოტიპულმა შთაბეჭდილებამ განსაზღვრა მათ დასაზვერად მიმავალი მწერლის აღჭურვილობაც : ჯიბეში ბაბუის ნაქონი დიდი ჯაყვა ედო, მხარზე მისივე ნაქონი თოფი ეკიდა და ასე მიადგა ბოშათა კარავს,მაგრამ გაგონილსა და ნანახს შორის მსგავსებაც არ იყო,მისი თვალით დანახული “ყაჩაღები” მცირედით ჰგავდნენ სხვადასხვა მთხრობელთა აღწერილ “ჩაჩნებს”. და აი, როგორები იყვნენ ავტორის თვალით დანახული ციგნები:” ბოშები, ჩემი ხმაურიანი, მოცეკვავე, მომღერალი, ქურდბაცაცა და მოჩხუბარი, საყვარელი, შავტუხა ბოშები... ყველა ერთნაირად მზეთუნახავი და ეშხიანი ბოშა ქალი... დაუოკებელი, მორჩილებას მიუჩვეველი ბოშები, ჩემთვის აუხსნელი მორჩილებით ანებებდნენ თავს რბევას და თავიანთ ენაზე ტუქსავდნენ აღვირახსნილ ბავშვებს, რომლებსაც მაინცდამაინც არ მოსწონდათ მშობლების მორჩილება.”

Page 9: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

არც მათთან დაახლოება გაჭირვებია მწერალს,რუსული ენის ცოდნა გამოადგა, თარჯიმნის ფუნქცია უმალ შეითავსა და არამხოლოდ... დიდად არ იყვნენ გახარებულნი მათი სტუმრობით სოფლის მკვიდრნი,მაგრამ ომიდან შვილების დაბრუნების მომლოდინე ოჯახებისათვის ერთგვარ იმედად იქცნენ ბოშები,მათი განთქმული მარჩიელობა ატანინებდა გაუსაძლის ყოფას ძაძამოსილ, მაგრამ მაინც იმედის ნაპერწკალშემორჩენილ დედებს. სამარჩირლოდ დაყოლიება კი შუამავალ “თარჯიმანს” ევალებოდა... იმ დროს (1943 წელს) ნახევარი სოფელი მაინც მგლოვიარე იყო. “ფრონტიდან მოსული დაღუპვის ერთი ცნობა ბარე ხუთ ოჯახს ჩააცმევდა ხოლმე ძაძებს.” დიდად დაახლოვდა მთხრობელი ბოშებთან, ერთობ უცხოდ და სასიამოვნოდ ეჩვენებოდა მათი ცხოვრები წესი,არც ციგნები იყვნენ ახლადშეძენილი უცხოტომელი მეგობრის მიმართ გულგრილნი: ” მე ხელად დამიმეგობრეს ბოშებმა. ის კი არა, რომ გაიგეს, ობოლი ვიყავი, მათთან ბანაკში წასვლა, ცხოვრება და გაბოშებაც კი შემომთავაზეს. - ვინ იცის, დროთა განმავლობაში ბოშათა ბარონიც კი გახდეო, მაგრამ მე ისევ ბებიაჩემის თხის მწყემსვა ვარჩიე და ძირითადად სოფლისა და ბოშა დედაკაცებს შორის თარჯიმნის ფუნქციებით დავკმაყოფილდი, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ მასწავლიდნენ ბოშურ სიმღერებს, „ჩიჩოტკას“ და გიტარაზე დაკვრას.”

Page 10: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

ბოშებმა მარჩიელობით თითოეულს, ვინც გზას გაჰყურებდა იმის იმედად, რომ ომიდან ცოცხლად დაბრუნებულ შვილს მოჰკრავდა თვალს, “ყველა დაქცეულ ოჯახს თუ არა, ნახევარს მაინც ამოუმშრალეს მდუღარე ცრემლები თვალთაგან, ბევრ ჩაქრობაზე მიმდგარ კერას შეუბერეს სული, ისევ გააღვივეს, ისევ ააფუტეს და ყოველივე ამას რაღაც ერთი მუჭა თუთუნად, ორ თუ სამ კვერცხად, ნახევარ წველა ყველად, ერთ პატარა მჭადის ნატეხად, ერთ ბოთლ ადესა ღვინოდ და ხანაც სულ უფასოდ, წყაროზე მირთმეული ერთი ჭიქა ცივი წყლის საფასურად აკეთებდნენ.” გურული იუმორის უბადლო მთქმელმა საინტერესო პასაჟი აღწერა ნაწარმოებში -ერთ-ერთი ასეთი მორიგი მარჩიელობა: ერთ დღესაც სახლში ბებიას ესტუმრა ნინა ძნელაძე და “თარჯიმანი” შვილიშვილი სთხოვა თურმე ქერქაძის ქალს,რომელსაც დიდად არ შეუცხადებია სათხოვარი,უფრო მეტიც, იმდენად იყო გაბრაზებული ბოშებთან მისი შვილიშვილის ასეთი დაახლოებით,რომ უარი ამ მიზეზით არ უთქვამს. ბებია კი იმას გაუბრაზებია, რომ რაც კი ხესა თუ მიწას შემორჩენია, ყველაფერი უჭამიათ : ” პირის გასასველებელი ბალი და პრასი აღარაა ჩემს ეზოში, რაც მიწის ქვეშ იყო და მიწის ზევით, სულ გააწყვეს ყველაფერი”,- ქოთქოთებდა ბებია.

Page 11: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

მარჩიელის მძებნელ “თარჯიმანს” ბანაკის უფროსის ნიკოლას ორსული ქალიშვილი ოქსანა დახვედრია კარავში, დაიყოლია რის ვა-ვაგლახით ცხრა თვის ფეხმძიმე ბოშა და დაბრუნდნენ ნინა ძნელაძესთან ,რომელსაც “შვილის დაღუპვის ცნობა და მისივე გულის ჯიბიდან ამოღებული დედამისთან გამოსაგზავნი, ტყვიით გაგლეჯილი წერილი შინ ედო...აგერ უკვე მეორე წელია მოთქვამს, ნეტა თუ კიდევ რაიმეს იმედი აქვს?.. როგორც ჩანს, დედის გული მაინც სხვაა, რაც თავისი თვალით არ უნახავს, არ სჯერა... სულ ცოტა, ერთი ციცქნა იმედი მაინც აქვს გულის კუნჭულში”... სამკითხაოდ წყალი, ერთი პეშვი მარილი, ოქროს ბეჭედი და სამი ნატეხი შაქარი მოითხოვა ბოშამ,შაქრის გარდა ყველაფერი მოურბენინა ნინა ბებიამ. შაქარი დიდი ფუფუნება იყო იმ დროში, ყველა სოფელი შიმშილობდა და ძირითადად ხილსა და ფხალეულზე გადადიოდა. .. სულს ღაფავდა. .. ნინა ბებიას კი უთხრა აქსანამ,რომ შვილი ცოცხალი ჰყავს,საბრალო ქალი მის ფერხთით ჩაიმუხლა, იმ შვილს შვილს აფიცებდა, მუცლად რომ ჰყავდა... რომ მოისმინა თარჯიმნისგან ნინა ბებიას სიტყვები აქსანამ, “გაშრა, შიშისაგან თვალები გაუფართოვდა, გაფითრდა, სახე გაუქვავდა და მუცელზე ხელები დაიფარა, თითქოს რაღაცისაგან თუ ვიღაცისაგან იცავდა. მერე ფერება დაუწყო, თან რაღაცას ბუტბუტებდა თავის ენაზე; ლოცულობდა, თან ისე მხურვალედ, რომ რაღაც უსაშველო პატიებას თხოვდა თავის ღმერთსა და კერპს.”

Page 12: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

აქსანამ ის იყო შვილის -გრიშას დაბრუნების იმედი გაუღვივა ძაძამოსილ დედას,რომ იქვე დაეწყო მშობიარობა და პატარა “ჩაჩანს” გრიშა დაარქვეს. ერთ მშვენიერ დილას, სოფელმა რომ გაიღვიძა, ლაშის ღელის ჭალაში ჩამიჩუმი არ ისმოდა, ბოშები ღამით აყრილიყვნენ, საკუთარი გუდა-ნაბადი აეკრათ, თან სოფლის ერთი თხა, ორი გოჭი, ერთი ხბო, ოციოდე ქათამი, კიდევ რაღაც, წვრილ-წვრილი ნივთები წაეღოთ და უგზო-უკვლოდ გამქრალიყვნენ. ჩოხატაურში დააკავა მილიციამ ბოშები,სოფლის დაზარალებული მოსახლეობა კი იხმო ჩამორთმეული ნაქურდალის დასარიგებლად; უყურებდა მთხრობელი უცხოტომელ მეგობრებას და უცნაური ფიქრები ასდევნებოდა: ” რომელ წუთს გამისკდებოდა გული, არ ვიცოდი, ისე მრცხვენოდა, ტირილი მინდოდა და იმ წუთში რატომღაც ბოშებთან დგომა მერჩია, ვიდრე ჩემს სოფლელებთან. „ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ეს უბედურები ქურდები არ არიან, უბრალოდ, სისხლში აქვთ ქურდბაცაცობა და რომც არ უნდოდეთ, გვერდით რომ ჩაუვლიან ნივთს, ის ნივთი თვითონ აეკვრებათ ხოლმე, როგორც მაგნიტს.“ ამ ფიქრებს თანასოფლელთა შორის,თურმე,ბევრი მოზიარე ჰყავდა, როცა ლევარსი ბერეჟიანმა მილიციიდან ციგნების დასახსნელად იცრუა,ვითომდა თავად აჩუქეს ცხვარ-ძროხა , ბოშებს ნიკოლა გამოეყო, მივიდა ლევარსი ბერეჟიანთან და მკერდზე ემთხვია. არ დაიბრუნა ხალხმა ნაქურდალი , დაუტოვა ბოშებს,რომლებმაც გაოცებულებმა და გახარებულებმა გააგრძელეს გზა ...

Page 13: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

“წავიდნენ ჩემი შავტუხა, ხალისიანი, მოჩხუბარი, მჭედელი, მოცეკვავე, მარჩიელი და ქურდბაცაცა ბოშები. წავიდნენ უკანმოუხედავად, თან

წაიღეს ჩვენი სოფლის ერთი ციცქნა დოვლათი, სამაგიეროდ, ლაშის

ღელის ჭალაში იმედის ისეთი კოცონი დაგვიტოვეს, დღესაც მანთია გულში. წავიდნენ ჩვენი ბოშები... ჩვენ კი, სევდიანი, მაგრამ საკუთარი

საქციელით უზომოდ კმაყოფილები და ბედნიერები, ფეხით შევუდექით ზენობნის გრძელ და გაუთავებელ აღმართს”...

--------------------------------------------------------------------------------------------------

Page 14: ნოდარ დუმბაძე ბოშები (VIII კლასი).pdf

დავალება: 1. კითხვარი; 2. გეგმა; 3. თემები: “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია”; ნაცნობი სტერეოტიპები; “იმედის კოცონი.”

4. იმსჯელეთ! როდესაც ნაქურდალით დააკავა მილიციამ ბოშები, რატომ დაეუფლა მწერალს ამგვარი გრძნობა:” ისე მრცხვენოდა, ტირილი მინდოდა და იმ წუთში რატომღაც ბოშებთან დგომა მერჩია, ვიდრე ჩემს სოფლელებთან ?”