20-26 თებერვალი, 2012

4
- 1 - Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28 20-26 თებერვალი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა რა გავლენას ახდენს ევროზონის კრიზისი საქართველოზე?” - შემდეგი კითხვით მიმართავს გაზეთი „რეზონანსი“ ქართველ ეკონომიკის ექსპერტებს. ექსპერტი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველო ევროკავშირთან მჭიდროდ ინტეგრირებული არ არის, მასზე კრიზისი სერიოზულად არ აისახება: „ევროპასთან, ძირითადად, გვაკავშირებს სავაჭრო ურთიერთობები, დახმარებები და კრედიტები. გავლენა განიხილება იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოსა და კომერციული ბანკებისთვის ევროპიდან წამოსული ფული გაძვირდება. ეს თავის მხრივ, აისახება კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთებზე. გარდა ამისა, მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ქვეყანას ევროპაში ფინანსური სახსრების მოძიება გაუჭირდება“, - განმარტავს ნარმანია. პროფესორისა და ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი კოვზირიძის განცხადებით კი, საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორი მჭიდროდ არის ინტეგრირებული შესაბამის ინსტიტუტებსა და გლობალურ პროცესებში, აქედან გამომდინარე, ევროზონის კრიზისი უარყოფითად აისახება ქვეყანაზე და პირველ რიგში, იმ ქართულ კომპანიებზე, რომლებიც ექსპორტს ევროკავშირში ახორციელებენ.

Upload: ei-lat

Post on 21-May-2015

552 views

Category:

Education


0 download

TRANSCRIPT

Page 1: 20-26 თებერვალი, 2012

- 1 -

Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT

Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28

20-26 თებერვალი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა

“რა გავლენას ახდენს ევროზონის კრიზისი საქართველოზე?” - შემდეგი კითხვით მიმართავს გაზეთი „რეზონანსი“ ქართველ ეკონომიკის ექსპერტებს. ექსპერტი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველო ევროკავშირთან მჭიდროდ ინტეგრირებული არ არის, მასზე კრიზისი სერიოზულად არ აისახება: „ევროპასთან, ძირითადად, გვაკავშირებს სავაჭრო ურთიერთობები, დახმარებები და კრედიტები. გავლენა განიხილება იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოსა და კომერციული ბანკებისთვის ევროპიდან წამოსული ფული გაძვირდება. ეს თავის მხრივ, აისახება კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების საპროცენტო

განაკვეთებზე. გარდა ამისა, მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ქვეყანას ევროპაში ფინანსური სახსრების მოძიება გაუჭირდება“, - განმარტავს ნარმანია. პროფესორისა და ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი კოვზირიძის განცხადებით კი, საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორი მჭიდროდ არის ინტეგრირებული შესაბამის ინსტიტუტებსა და გლობალურ პროცესებში, აქედან გამომდინარე, ევროზონის კრიზისი უარყოფითად აისახება ქვეყანაზე და პირველ რიგში, იმ ქართულ კომპანიებზე, რომლებიც ექსპორტს ევროკავშირში ახორციელებენ.

Page 2: 20-26 თებერვალი, 2012

- 2 -

სტატიაში ასევე ვკითხულობთ ევრობანკის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ერთ პროცენტს მიაღწევს, რაც შარშანდელი წლის დონესთან შედარებით ნახევარი პროცენტით ნაკლებია. აღნიშნულის მიზეზად, ევროპული ბანკის გამოკვლევების დირექტორი იერომინ ცეტელმაიერი ევროზონის მიმართ ნდობის შემცირებას მიიჩნევს: “მოსალოდნელია, რომ ევროზონაში კრიზისი ყველაზე უარესად აისახოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე და ამის მიზეზი, პირველ რიგში, ის იქნება, რომ ამ რეგიონის ქვეყნები სავაჭრო და საფინანსო არტერიებით ღრმად არიან დაკავშირებული ევროზონასთან, რის გამოც მოსალოდნელია (და ეს, ფაქტობრივად, ეტყობა კიდეც ფინანსურ მხარეს), რომ ევროზონაში ფინანსური პირობების გამკაცრება და კრედიტების შემცირება მთელ რეგიონზე გავრცელდეს”,- აცხადებს ცეტელმაიერი. „რეზონანსში“ გავრცელებული სტატია „ევროპული ვიზა ქართული პროდუქციისთვის“ ტვინინგის (დაძმობილების) პროგრამას ეძღვნება, რომელიც ქართული სტანდარტების ევროპულთან დაახლოებას დაეხმარება. პროგრამა ტექნიკური ხასიათს ატარებს და პროდუქციის სერტიფიცირების, აწონა-გაზომვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას ითვალისწინებს.ყოველივე ეს, კი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გასაფორმებლად.

სტატიდან ირკვევა, რომ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით ევროკავშირის დაფინანსებით 2011 წლის სექტებმერში დაიწყო მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის პროგრამის განხორციელება. პროექტი 27 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი 1,4 მლნ. ევროს შეადგენს. “ევროპაზე განაწყენებულმა თეირანმა საფრანგეთსა და ბრიტანეთს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“. სტატიაში გამოთქმულია ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავჯდომარის ვანო მთვრალაშვილის მოსაზრება, რომელიც თანახმად, ირანს ნავთობრეალიზაციის პრობლემა არ ექნება, რადგან ჩინეთი მზადაა ამ ქვეყნიდან დამატებითი მარაგები შეიძინოს. მთვრალიშვილის თქმით, ირანის გაკეთებულმა განცხადებამ, რომ თეირანი ევროპის ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდებას შეწყვეტდა, ფასებზე მყისიერი გავლენა მოახდინა, რაც შეიძლება სპეკულაციად ჩაითვალის, ვინაიდან ამ დროში ნავთობის მიწოდება-მოთხოვნის მხრივ არაფერი შეცვლილა. სტატიაში ასევე ვკითხულობთ ექსპერტთა განცხადებას, რომლის მიხედვით, თუ ირანი ამგვარ ქმედებას გააგრძელებს და ნავთობის ექპორტს იტალიას, საბერძნეთსა და ესპანეთსაც შეუწყვეტს, ამ ქვეყნებს სერიოზულ

Page 3: 20-26 თებერვალი, 2012

- 3 -

ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის, ვინაიდან ევროპის სამხრეთი ქვეყნები ირანისგან ნავთობს შეღავათიან ფასად ყიდულობდნენ. ევროპაში ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდას ეხმაურება გაზეთი „24 საათი“ : „დიდ ბრიტანეთში ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე წლიურ მაქსიმუმს მიაღწია და 121.92 დოლარი შეადგინა. ბარელის ასეთი მაღალი ღირებულება გასულ წელს ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროსაც კი არ დაფიქსირებულა. გასული წლიდან ნავთობის ფასის თანდათანობით ზრდის ფონზე დიდ ბრიტანეთში ინფლაციის საშუალო დონემ 5%-ით მოიმატა“. სტატიაში ვკითხულობთ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წარმომადგენელის დიდიე უსენის მოსაზრებას, რომელიც დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი გაუძლებს ირანული ნავთობის მოულოდნელ შეწყვეტას, რადგან მყიდველები უკვე ემზადებიან ემბარგოს ძალაში შესვლისათვის. გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებული სტატია „მზადება ჟენევის შეხვედრისთვის„ განიხილავს ჟენევის მოლაპარაკებათა თავჯდომარეების ფილიპ ლეფორის, ანტი ტურუნენისა და პადრიგ მერფის სამუშაო ვიზიტს ცხინვალში. შეხვედრას ცხინვალის მხრიდან ესწრებოდნენ ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ბორის

ჩოჩიევი, ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი და სახალხო დამცველი დავით სანაკოევი. როგორც სტატიიდან ირკვევა, განხილვის მთავარ საგანს საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული „ნეიტრალური პასპორტები“ და ოკუპირებული რეგიონების უსაფრთხოების დაცვის და ჰუმანიტარული საკითხები წარმოადგენდა. „იმის ნაცვლად, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის პროექტზე იმუშაონ, ისინი რაღაც ეშმაკურ, არასახელმწიფო მიდგომებს იღებენ, ეს ყველაფერი კი ჟენევის დისკუსიების ფორმატზე ნეგატიურად აისახება“,- ასეთია ბორის ჩოჩიევის პოზიცია ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით. თუმცა ჩოჩიევმა ჟენევის მოლაპარაკებების დადებით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის დაკავებულების გაცვლა ჟენევის მოლაპარაკებების დამსახურებაა. სტატიაში ასევე გამოთქმულია ფილიპ ლეფორის მოსაზრება ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობაზე: „არსებობს იმედი, რომ შეგვიძლია, წინ წავიწიოთ, როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ისე ჰუმანიტარულ საკითხებში. ვიმედოვნებთ, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი შეხვედრა, სამხრეთ ოსეთის დახმარებით, წარმატებული და კონსტრუქციული იქნება”, - აცხადებს ლეფორი.

Page 4: 20-26 თებერვალი, 2012

- 4 -

საბერძნეთში მიმდინარე პროცესებზე წერს გაზეთი „24 საათი“. სტატიის მიხედვით საბერძნეთი ევროზონისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 130 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს. “პირველი ტრანშის მოცულობა 13 მილიარდი ევრო იქნება. ევროკავშირისა და სავალუტო ფონდის დახმარების პროგრამა ბერძნებს ძვირი დაუჯდათ - მათ ხარჯების 3,3 მილიარდი ევროთი შემცირება მოუხდათ“, -ვკითხულობთ სტატიაში. ათენმა ივნისში ხარჯების შემცირების კიდევ ერთი გეგმა უნდა მიიღოს, რომელიც 2013-2015 წლებში 10 მილიარდი დოლარის დაზოგვას ითვალისწინებს: “ხარჯების შემცირება შეეხება ჯანდაცვას, სახელმწიფო ინვესტიციებს, თავდაცვის საჭიროებებს, ცენტრალური მთავრობის დაფინანსებას და ასევე იმ პენსიებს, რომლებიც თვეში 1300 ევროს აღემატება“. - განმარტებულია სტატიაში.