კესანე

1
გ. ტოგონიძე კესანე გაზაფხულის პირზე, გავახილე თვალი თუ არა, ნამით პირი დავიბანე, ცისფერი კაბა შევისწორე და მიმოვიხედე. ახლოს ვერავინ დავინახე. ადამიანები გარბი-გამორბოდნენ,მე კი ზედაც არავინ მიყურებდა. - სად, სად გარბიხართ?! - წამოვიძახე გულდაწყვეტილმა, - მიწის გორახები შემოვიცალე, მოვისწრაფოდი სულ მაღლა და მაღლა, ზევით მელოდებიან-მეთქი, ვფიქრობდი. როგორც იქნა, ამოვიწვერე. გული ამიძგერდა, ამომებურცა: - ბუჰ! - იფეთქა ჩემმა პაწია კვირტმა და ყვავილად იქცა. ახლა კი ნუთუ ისე უნდა დავჭკნე, რომ ვერავინ შემამჩნიოს? შეჩერდით, ადამიანებო, ნუ გარბიხართ. შემომხედეთ. განა ჩემი ცისფერი, სიფრიფანა კაბა და ზედ განაბული ნამის ციმციმა წვეთი ვერ დაინახეთ? ბავშვები მაინც გამოუშვით აქეთ. ისინი მომეფერებიან. ზოგი ყვავილი ახლოს არ მიგიკარებს, ეკლებს აბუძგავს, ზოგი შხამიანია, ზოგიც მყრალი და კიდევ რა ვიცი რა... მე კი... მომწყვეტენ? სანამ მოვკვდები, ბარემ ჩემი მშვენიერებით სხვა გავახარო! ნუ, ნუ მიიჩქარით, ადამიანებო! ცოტა ხნით შეჩერდით! ხომ ხედავთ, ამოვედი...

Upload: mtbiblia

Post on 21-Jan-2017

173 views

Category:

Education


3 download

TRANSCRIPT

გ. ტოგონიძე

კესანე გაზაფხულის პირზე, გავახილე თვალი თუ არა, ნამით პირი დავიბანე,

ცისფერი კაბა შევისწორე და მიმოვიხედე. ახლოს ვერავინ დავინახე.

ადამიანები გარბი-გამორბოდნენ,მე კი ზედაც არავინ მიყურებდა.

- სად, სად გარბიხართ?! - წამოვიძახე გულდაწყვეტილმა,

- მიწის გორახები შემოვიცალე, მოვისწრაფოდი სულ მაღლა

და მაღლა, ზევით მელოდებიან-მეთქი, ვფიქრობდი.

როგორც იქნა, ამოვიწვერე. გული ამიძგერდა, ამომებურცა:

- ბუჰ! - იფეთქა ჩემმა პაწია კვირტმა და ყვავილად იქცა.

ახლა კი ნუთუ ისე უნდა დავჭკნე, რომ ვერავინ შემამჩნიოს?

შეჩერდით, ადამიანებო, ნუ გარბიხართ. შემომხედეთ. განა

ჩემი ცისფერი, სიფრიფანა კაბა და ზედ განაბული ნამის

ციმციმა წვეთი ვერ დაინახეთ? ბავშვები მაინც გამოუშვით

აქეთ. ისინი მომეფერებიან.

ზოგი ყვავილი ახლოს არ მიგიკარებს, ეკლებს აბუძგავს,

ზოგი შხამიანია, ზოგიც მყრალი და კიდევ რა ვიცი რა...

მე კი...

მომწყვეტენ?

სანამ მოვკვდები, ბარემ ჩემი მშვენიერებით სხვა გავახარო!

ნუ, ნუ მიიჩქარით, ადამიანებო! ცოტა ხნით შეჩერდით!

ხომ ხედავთ, ამოვედი...