8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო...

10
8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის არჩევნებია! ვინ გახდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი გვ.2 8 ოქტომბერს ხარაგაულში სა- პარლამენტო არჩევნებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებლის არ- ჩევნები გაიმართება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთ- ვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. 1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალ- ხისთვის“ - მირზა ინასარიძე; 5 საარჩევნო ბლოკი - „ერ- თიანი ნაციონალური მოძრაობა“ - თამაზ ლომიძე; 6 „უსუფაშვილი-რესპუბლიკე- ლები“ - მიხეილ ჭიპაშვილი; 8 საარჩევნო ბლოკი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვი- ლი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზი- ცია“ - თემურ ფცქიალაძე; 27 „ირაკლი ალასანია - თავი- სუფალი დემოკრატები“ - უშანგი ბერაძე; 41 „ქართული ოცნება - დე- მოკრატიული საქართველო“ - ნი- კოლოზ თოფურიძე. გამგებლობის კანდიდატები საკუთარ ბიოგრაფიებს გვიამბობენ და შემდეგ შეკითხვებზე გვპასუ- ხობენ: 1. რატომ გადაწყვიტეთ გამ- გებლობა? 2. ამომრჩეველმა თქვენზე რა- ტომ უნდა გააკეთოს არჩევანი, რა უპირატესობა გაქვთ სხვა კანდიდატებთან შედარებით? 3. არჩევის შემთხვევაში რას შეცვლით და როგორ? 4. ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის მოსახლეობის ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები? 5. ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტში ოქტომბრიდან მოსალოდ- ნელია სავარაუდო საბიუჯეტო კრიზისი. როგორ დაძლევთ ამ პრობლემას და რას გააკეთებთ საიმისოდ, რომ 2017 წლის ბი- უჯეტიც ისეთივე დაძაბული არ იყოს, როგორიც 2016 წლის ბიუჯეტია? 5. თქვენი აზრით, როგორია წინასაარჩევნო გარემო? 6. თქვენი კონკურენტი? 7. თუკი არ აგირჩიეს? 8. ამომრჩევლის რა პროცენტი დაგიჭერთ მხარს? ძვირფასო პედაგოგებო! გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულის საიუბილეო თარიღს - 50 წლისთავს. კვლავაც ჩვეული შემართებითა და ენერგიით გეკეთებინოთ საყვარელი საქმე, რასაც პედაგოგობა ჰქვია. განათლების პროფკავშირი გილოცავთ! მასწავლებლებო, მასწავლებელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ! მსურს გისურვოთ წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება. თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია განვითარებული საზოგადოების მშენებლობაში. პატივისცემითა და სიყვარულით, ნოდარ ებანოიძე ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ძვირფასო პედაგოგებო, ქვეყნის წარმატების მიღწევაში მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. განვითარებასა და წინსვლას ხარისხიანი განათლებით უნდა მივაღწიოთ. სწორედ ახლა, ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანი პროცესის წინ, კიდევ ერთხელ მინ- და გამოვხატო გულწრფელი სურვილი იმისა, რომ მომავალმა ხელისუფლებამ შეძლოს ამ ღირსეული პროფესიის საკმარისად დაფასება; დაფასება იმისათვის, რომ თქვენ მისცეთ ამ ქვეყანას უკეთესი ადამიანები, მოქალაქეები, პატრიოტები, პროფესიონალები და რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები, ანუ ისინი, ვისაც ჩვენი მომავალი უნდა ვანდოთ. გილოცავთ მასწავლებლის პროფესიულ დღეს. გისურვებთ სამართლიან, თავისუფალ და სტაბილურ გარემოში წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას. პატივისცემით, ინგა მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავირჩიოთ საკუთარი გონებისა და გულის კარნახით; ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ვიაქტიუროთ, - თითოეული ჩვენგანის ხმა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. 1645 წელს ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისზე კონტ- როლი მოუტანა. 1646 წელს ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ პირველს სიკვდი- ლით დასჯად დაუჯდა. 1868 წელს ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი იმპიჩმენტს. 1876 წელს ერთი ხმის უპირატესობით გახდა რეზერფორდ ჰეისი ამერიკის პრეზიდენტი. 1876 წელს ერთმა ხმამ საფრანგეთში მონარქიული წყობა რეს- პუბლიკურით შეცვალა. 1995 წელს ერთი ხმით მოუგო ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნები. ასე რომ, 8 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ უკეთესი ხელისუფლება. 3 ოქტომბერს კიცხში იუსტი- ციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რიგით მესამეა, ხევისა და ღორე- შას საზოგადოებრივი ცენტრების შემდეგ. ამიერიდან კიცხის ზონის მოსახლეობაც სოფლიდან გაუსვ- ლელად ისარგებლებს სახელმ- წიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. მათ საინფორ- მაციო ტექნოლოგიებზე წვდომა გაეზრდებათ, დრო და ფინანსები დაეზოგებათ. პენსიონერები პენ- სიას სოფლიდან გაუსვლელად მიიღებენ, ახალგაზრდები კი უკა- ბელო ინტერნეტით უფასოდ ისარ- გებლებენ. საზოგადოებრივი ცენტრის გახ- სნას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გოგოლაძე და ადგილობრივი ხელისუფ- ლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, „კიცხის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით მეორმოცეა. იუსტიციის სამინისტ- როსთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფელსა და ქალაქს შორის არ იყოს განსხვავება და მოსახლე- ობის ხელმისაწვდომობა სხვადასხ- ვა სერვისზე გათანაბრდეს.“ კიცხის სკოლის მასწავლებელ ელენე მელქაძისა და ბორის სკოლის მოსწავლე აზა ბერა- ძისთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვ- ნელოვანია, რადგან კიცხის ზონის მოსახლეობას რაიონულ ცენტრში წასვლა აღარ დასჭირდება და ბევრ სერვისს ადგილზე მიიღებს. კიცხის საბავშვო ბაღის გამგე გუ- ლიკო მაღლაფერიძე მოხარულია კიცხში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით: „ადამიანები დროს აღარ დაკარგავენ ხარაგაულში წასვ- ლაზე და აქვე აიღებენ ხელფასს, პენსიას, მოაგვარებენ მიწის დაკა- ნონების საკითხებს და სხვადასხვა, მათთვის საჭირო, საკითხებს“. პროექტი ევროკავშირის ფინან- სური მხარდაჭერით ხორციელ- დება. თამთა გოგოლაძე კიცხში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა 6 ოქტომბერი, ხუთშაბათი 2016 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb 37 (703) www.chkh.org

Upload: others

Post on 19-Jan-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის არჩევნებია!

ვინ გახდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი

გვ.2

8 ოქტომბერს ხარაგაულში სა-პარლამენტო არჩევნებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებლის არ-ჩევნები გაიმართება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთ-ვის ექვსი კანდიდატი იბრძვის.

№1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალ-ხისთვის“ - მირზა ინასარიძე;

№5 საარჩევნო ბლოკი - „ერ-თიანი ნაციონალური მოძრაობა“ - თამაზ ლომიძე;

№6 „უსუფაშვილი-რესპუბლიკე-ლები“ - მიხეილ ჭიპაშვილი;

№8 საარჩევნო ბლოკი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვი-ლი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზი-ცია“ - თემურ ფცქიალაძე;

№27 „ირაკლი ალასანია - თავი-სუფალი დემოკრატები“ - უშანგი ბერაძე;

№41 „ქართული ოცნება - დე-მოკრატიული საქართველო“ - ნი-კოლოზ თოფურიძე.

გამგებლობის კანდიდატები საკუთარ ბიოგრაფიებს გვიამბობენ და შემდეგ შეკითხვებზე გვპასუ-ხობენ:

1. რატომ გადაწყვიტეთ გამ-გებლობა?

2. ამომრჩეველმა თქვენზე რა-ტომ უნდა გააკეთოს არჩევანი, რა უპირატესობა გაქვთ სხვა კანდიდატებთან შედარებით?

3. არჩევის შემთხვევაში რას შეცვლით და როგორ?

4. ხარაგაულის მუნიციპალი-

ტეტის მოსახლეობის ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები?

5. ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში ოქტომბრიდან მოსალოდ-ნელია სავარაუდო საბიუჯეტო კრიზისი. როგორ დაძლევთ ამ პრობლემას და რას გააკეთებთ საიმისოდ, რომ 2017 წლის ბი-უჯეტიც ისეთივე დაძაბული არ იყოს, როგორიც 2016 წლის ბიუჯეტია?

5. თქვენი აზრით, როგორია წინასაარჩევნო გარემო?

6. თქვენი კონკურენტი?7. თუკი არ აგირჩიეს?8. ამომრჩევლის რა პროცენტი

დაგიჭერთ მხარს?

ძვირფასო პედაგოგებო!გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულის საიუბილეო თარიღს - 50 წლისთავს.კვლავაც ჩვეული შემართებითა და ენერგიით გეკეთებინოთ საყვარელი საქმე,

რასაც პედაგოგობა ჰქვია.განათლების პროფკავშირი

გილოცავთ!მასწავლებლებო, მასწავლებელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ!

მსურს გისურვოთ წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება. თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია განვითარებული საზოგადოების მშენებლობაში.

პატივისცემითა და სიყვარულით,ნოდარ ებანოიძე

ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი

ძვირფასო პედაგოგებო,ქვეყნის წარმატების მიღწევაში მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია.

განვითარებასა და წინსვლას ხარისხიანი განათლებით უნდა მივაღწიოთ.სწორედ ახლა, ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანი პროცესის წინ, კიდევ ერთხელ მინ-

და გამოვხატო გულწრფელი სურვილი იმისა, რომ მომავალმა ხელისუფლებამ შეძლოს ამ ღირსეული პროფესიის საკმარისად დაფასება; დაფასება იმისათვის, რომ თქვენ მისცეთ ამ ქვეყანას უკეთესი ადამიანები, მოქალაქეები, პატრიოტები, პროფესიონალები და რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები, ანუ ისინი, ვისაც ჩვენი მომავალი უნდა ვანდოთ.

გილოცავთ მასწავლებლის პროფესიულ დღეს. გისურვებთ სამართლიან, თავისუფალ და სტაბილურ გარემოში წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას.

პატივისცემით,ინგა მაღრაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ავირჩიოთ საკუთარი გონებისა და გულის კარნახით;ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის.

ვიაქტიუროთ, - თითოეული ჩვენგანის ხმა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

1645 წელს ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისზე კონტ-როლი მოუტანა.

1646 წელს ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ პირველს სიკვდი-ლით დასჯად დაუჯდა.

1868 წელს ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი

იმპიჩმენტს.1876 წელს ერთი ხმის უპირატესობით გახდა რეზერფორდ ჰეისი

ამერიკის პრეზიდენტი.1876 წელს ერთმა ხმამ საფრანგეთში მონარქიული წყობა რეს-

პუბლიკურით შეცვალა.1995 წელს ერთი ხმით მოუგო ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი

მაჭავარიანს ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნები.ასე რომ, 8 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და

ავირჩიოთ უკეთესი ხელისუფლება.

3 ოქტომბერს კიცხში იუსტი-ციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რიგით მესამეა, ხევისა და ღორე-შას საზოგადოებრივი ცენტრების შემდეგ. ამიერიდან კიცხის ზონის მოსახლეობაც სოფლიდან გაუსვ-ლელად ისარგებლებს სახელმ-წიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. მათ საინფორ-მაციო ტექნოლოგიებზე წვდომა გაეზრდებათ, დრო და ფინანსები დაეზოგებათ. პენსიონერები პენ-სიას სოფლიდან გაუსვლელად მიიღებენ, ახალგაზრდები კი უკა-ბელო ინტერნეტით უფასოდ ისარ-გებლებენ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახ-სნას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გოგოლაძე და ადგილობრივი ხელისუფ-ლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, „კიცხის საზოგადოებრივი

ცენტრი საქართველოში რიგით მეორმოცეა. იუსტიციის სამინისტ-როსთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფელსა და ქალაქს შორის არ იყოს განსხვავება და მოსახლე-ობის ხელმისაწვდომობა სხვადასხ-ვა სერვისზე გათანაბრდეს.“

კიცხის სკოლის მასწავლებელ ელენე მელქაძისა და ბორის სკოლის მოსწავლე აზა ბერა-ძისთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვ-ნელოვანია, რადგან კიცხის ზონის მოსახლეობას რაიონულ ცენტრში წასვლა აღარ დასჭირდება და ბევრ სერვისს ადგილზე მიიღებს. კიცხის საბავშვო ბაღის გამგე გუ-ლიკო მაღლაფერიძე მოხარულია კიცხში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით: „ადამიანები დროს აღარ დაკარგავენ ხარაგაულში წასვ-ლაზე და აქვე აიღებენ ხელფასს, პენსიას, მოაგვარებენ მიწის დაკა-ნონების საკითხებს და სხვადასხვა, მათთვის საჭირო, საკითხებს“.

პროექტი ევროკავშირის ფინან-სური მხარდაჭერით ხორციელ-დება.

თამთა გოგოლაძე

კიცხში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

6 ოქტომბერი, ხუთშაბათი 2016 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb№37 (703)

www.chkh.org

Page 2: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

2 xtvb [fhfufekb 6 ოქტომბერი, 2016 წ.

ვინ გახდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი

პირველი გვერდიდან

მირზა ინასარიძე - ვიბრძვი გამარჯვებისთვისდავიბადე 1989 წლის 30 აპრილს. ლაშის საჯარო სკო-

ლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გავაგრძელე. პროფესიით ექი-მი რეაბილიტოლოგი ვარ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ოთხი წელი სტამბულში ვმუშაობდი. შემდეგ ხარაგაულში დავბრუნდი და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი გავხსენი. ვარ ხარაგაულის საფეხბურთო გუნდის, - „ჩხერიმელმა-2009“ - მთავარი ექიმი.

მყავს დედ-მამა, ძმა და მეუღლე. ყველაზე კარგი, რაც ცხოვრებაში შემიქმნია, ოჯახია.

პოლიტიკა არასდროს მაინტერესებდა. ამის მიუხედავად, მუდამ მაღელვებდა ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის ბედი. მთელი ცხორება ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს. ვცდილობ, ამ საქმეში საუკეთესო ვიყო. ვთვლი, რომ მეტის გაკეთება შემიძლია ჩემი ხარაგაულელების საკე-თილდღეოდ. ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და კენჭს ვიყრი გამგებლის თანამდებობაზე.

გამგებელი და ნებისმიერი თანამდებობის პირი, პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყოს. თანამდებობა პრივილეგია კი არა, ხალხის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობაა.

დიდ პატივს ვცემ ყველა კონკურენტს. გამიჭირდება იმაზე საუბარი, რით ვარ სხვაზე უკეთესი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

რას შევცვლი და როგორ? - ჩვენს თანამოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი პროფესიის დაუფ-ლებაში დავეხმარებით.

ამომრჩევლის მიერ ჩემი მხარდაჭერა იმის უპირობო გა-რანტიაა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა თუ ელექტროენერგიის მიწოდების ყველა პროექტი უმოკლეს პერიოდში დასრულდება. სხვა ინფრასტ-რუქტურული პროექტებიც გაგრძელდება. მაქსიმალურად შეეწყობა ხელი სოფლების გაძლიერებას, კერძოდ გლეხების ხე-ტყეზე წვდომას, ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას. სოციალურად დაუცველებს გაჭირვების დაძლევაში დავეხმა-რებით. ახალგაზრდულ პროექტებსაც განვახორციელებთ, რითაც მომავალ თაობას მხარში დავუდგებით.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, დამოუკიდებლო-ბის მოპოვების დღიდან ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ურთიერთდაპირისპირებისა და აგრესიის სარბიელი გახდა. ამ აგრესიამ გადმოინაცვლა ხალხში, დაძაბულობა და უიმედობა მოიტანა. ეს უნდა შეიცვალოს.

გამგებლობის ყველა კანდიდატი ღირსეული კონკურენ-ტია, მაგრამ მაინც სახელისუფლებო კანდიდატი - ნიკო თოფურიძეა ჩემი უპირველესი კონკურენტი.

მივესალმები მოსახლეობის დემოკრატიულ არჩევანს. თუკი არ ამირჩიეს, ყოველთვის ვიბრძოლებ გავაკეთო ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს.

ცოტა გამიძნელდება საუბარი, ამომრჩევლის რა პრო-ცენტი დამიჭერს მხარს. ყველაფერი 8 ოქტომბერს საღამოს გაირკვევა. გამარჯვებისთვის ვიბრძვი.

თამაზ ლომიძე - მოსახლეობის წინაშე მართალი ვიქნები

დავიბადე 1964 წლის 12 თებერვალს სოფელ ხუნევში. დავამთავრე ვერტყვიჭალის საშუალო სკოლა. შემდეგ საბ-ჭოთა არმიაში გამიწვიეს. 1988 წლიდანვე ჩავები ეროვნულ მოძრაობაში. 1991 წლიდან ხუნევის საკრებულოს მდივნად ვმუშაობდი, 1995-97 წლებში - საგადასახადო სამსახურში, 1998-2008 წლებში - ხუნევის ტერიტორიული ერთეულის გამგებლად. 2008-2010 წლებში ხარაგაულის მუნიციპალი-

ტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ ვიმუშავე. პირადი განცხადების საფუძველზე წავედი თანამდებობიდან. გა-ნათლებით იურისტი ვარ. მყავს მეუღლე, ორი შვილი და მშობლები.

რომ გითხრათ, გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრა პი-რადად ჩემი სურვილი იყო-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ გა-ვითვალისწინე რაღაცები, დღევანდელი მდგომარეობა, ის, რაც წლების მანძილზე რაიონთან მაკავშირებდა და მივიღე გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება.

მთელი შეგნებული ცხოვრება ხალხთან გავატარე. ისეთი ყოველდღიურობით ვცხოვრობდი, როგორც ნებისმიერი ხარაგაულელი - დაწყებული სასოფლო-სამეურნეო საქმი-ანობით, დამთავრებული პოლიტიკური პასუხისმგებლობით.

შესაცვლელი ბევრი რამეა. თუნდაც დამოკიდებულება ხალხის მიმართ. რა წუთშიც ხელისუფალი ხალხს შორდება, იწყება მისი წასვლა ხელისუფლებიდან. ამიტომ, შევეცდები, არჩევის შემთხვევაში, ხალხთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდეს, ხალხის წინაშე გახსნილი და მართალი ვიყო.

ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრობლემა პრობ-ლემას დაემატა, - შიდა სასოფლო გზების მოწყობა, წყლის სისტემის მოწესრიგება, გარე განათებები ცენტრალურ გზებზე. პრობლემაა საშეშე და სამასალე მერქნის ხელმიუწვდომლო-ბა, კომუნიკაცია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფ-ლებასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან. აუცილებელია, ყველა დაწყებული პროექტის სწრაფი და ხარისხიანი დამთავრება, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების სწორად დაგეგმვა.

საბიუჯეტო კრიზისი ხარაგაულში გარდაუვალია, თუმცა, ზუსტად ჯერ არ ვიცი, რა მდგომარეობაა. კრიზის წინაშე რომ აღმოვჩნდებით, მერე შეიძლება გამოიძებნოს გზები საიმისოდ, რომ პრობლემა შედარებით უმტკივნეულოდ მოგვარდეს.

2017 წლის ბიუჯეტში რომ არ განმეორდეს ანალოგი-ური, აუცილებელია ბიუჯეტის გონივრულად და სწორად დაგეგმვა.

25-ე არჩევნებში ვმონაწილეობ და ასეთი რთული გარე-მო, როგორიც ხუნევისა და ბორითის ტერიტორიულ ერთე-ულებშია, არ მახსოვს. ადამიანები ერთმანეთს პოლიტიკური კუთვნილების გამო მტრად გადაეკიდნენ, ერთმანეთის გვერდით ვერ დგებიან. ჭირია თუ ლხინი, - მაგიდასთან ერთად ვერ სხდებიან.

გამგებლობის ყველა კანდიდატს თავისი წონა და გავ-ლენა აქვს. მოსახლეობის შესაფასებელია, ვინ გახდება მისი რჩეული.

გამგებლად თუ არ ამირჩიეს, გავაგრძელებ ჩემს ცხოვ-რებას, ხალხთან ურთიერთობას, არავისზე გულნაწყვეტი არ ვიქნები. ყველას არჩევანს პატივს ვცემ. უკეთესი მომავ-ლისთვის შრომას და ბრძოლას გავაგრძელებ.

ამომრჩევლის რა პროცენტი დამიჭერს მხარს? პროცენ-ტებს არ ვითვლი. მე ხალხის ნდობას, მათ სიყვარულს და მათთან ურთიერთობას ვითვლი.

მიხეილ ჭიპაშვილი - ბიუჯეტის დაგეგმვისას საზოგადოების აზრს გავითვალისწინებ

დავიბადე 1985 წლის 23 სექტემბერს. 2002 წელს და-ვამთავრე ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია, 2006 წელს - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. 2012 წლამდე ვეწეოდი მცირე მეწარმეობას. 2012-13 წლებში ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტის აპარატში, 2013-14 წლებში - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ ინფრასტრუქტურის დარგში, 2014-15 წლებში „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორად.

გამგებლობის კანდიდატად ჩემი დასახელების გადა-წყვეტილება რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაი-ონულმა ორგანიზაციამ მიიღო. უარი არ განმიცხადებია, რადგან ამ საქმის გამოცდილება წლების მანძილზე დამიგ-როვდა. ხარაგაულში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ცხოვ-რების დარჩენილი წლების გატარებას ხარაგაულში ვაპი-რებ. თითოეული ხარაგაულელისა და თითოეული სოფლის პრობლემებს ვიცნობ. მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა და გამოცდილება ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

ვიცი, როგორ ვმართო უფრო ეფექტურად ხარაგაულის ბიუჯეტი, საიდან მოვიზიდო დამატებითი შემოსავლები, როგორ დავაინტერესო ინვესტორები. ვაპირებ ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარჯების შემცირებას და ამ ხარჯების მიმართვას თითოეული ხარაგაულელის პრობლემის მო-საგვარებლად.

პირველ რიგში, მაღალი თანამდებობის პირებზე მაქსი-მალურ ზღვრამდე გაზრდილი ხელფასები ძველ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. პრემია-დანამატებისა და რესტორნებში სტუმრების გამასპინძლების ხარჯები უნდა გაუქმდეს.

საფეხბურთო გუნდი კარგია, მაგრამ მას ინვესტორი უნდა ჰყავდეს. არ უნდა იხარჯებოდეს 65 ათასი ლარი გაზეთზე, რომელიც ერთი ადამიანის პიარს ემსახურება. ამ ხარჯების შემცირებით ბავშვთა ფეხბურთისა და სპორტის სხვა სახეობების განვითარებას შევუწყობ ხელს. სოციალურ პაკეტს გავაუმჯობესებ. წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურს დავაფინანსებ.

გამგებლად ჩემი არჩევის პირობებში, გამგეობა არ იქნება ერთ კონკრეტულ პარტიაზე ორიენტირებული. კად-რები კვალიფიაციის მიხედვით შეირჩევიან. პოლიტიკური დევნა და ზეწოლები შეწყდება. ბიუჯეტი იქნება ხალხზე ორიენტირებული და მის დაგეგმვაში საზოგადოების აზრს გავითვალისწინებ.

ხშირად ოპონენტები ამბობენ, რომ ჩვენი გუნდი ააიპ-ებში ადამიანების დასაქმების წინააღმდეგია. ძალიან კარგად ვიცი, რომ დასაქმებულთა დიდ უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები გააჩნია. ახლა მათი უმუშევრად დატოვება არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში მე ვიქნები მათი პირველი დამცველი.

დასაქმება, გზა, წყალმომარაგება, ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, - ეს ხარაგაულის მოსახლეობის უმთავრესი პრობ-ლემებია. ვაპირებ, რომ ხარაგაულში განხორციელებული მასშტაბური მშენებლობებისთვის მუშახელი გადავამზადო. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ ხარაგაულში აღარ გვექნება სოფლები მოუწესრიგებელი გზისა და წყალმომარაგების გარეშე.

ხე-ტყესთან წვდომას რაც შეეხება, გამგებლად არჩევის დღიდან აქტიურად დავაყენებ ამ საკითხს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

ვიცი, არჩევის შემთხვევაში რა მძიმე ტვირთი დამეკისრე-ბა, როცა ააიპ-ებს თანხები აღარ ექნებათ. პირველ რიგში, უნდა შევამციროთ ყველა არსებული ხარჯი, გარდა ხელ-ფასისა. მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა დავიკლოთ ხელფასები, ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ ყველა ააიპ-ს. თუ აღმოვჩნდით იმ პირობებში, რომ ვინმემ ხელ-ფასი ვერ უნდა აიღოს, მე ვიქნები ის თანამდებობის პირი, რომელიც თავისი ხელფასის კლების ხარჯზე გაითავისებს ამ ადამიანების პრობლემას.

სამომავლოდ, ყველა ააიპ-მა უნდა წარმოადგინოს პროგრამული ბიუჯეტი. ააიპ-ებს კომერციული საქმიანობა არ ეკრძალებათ. ამიტომ ყველა უნდა იყოს ორიენტირე-ბული, რომ სუბსიდიის გარდა, საკუთარი საქმიანობიდანაც მიიღოს შემოსავალი.

ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი საარჩევნო გარემო იმაზე მძიმეა, ვიდრე სხვა დროს იყო. 2012 წელს სოფლებში ადა-მიანებს ვერ ვხდებოდით. ხშირია ჩვენი პარტიის სააგიტაციო მასალისა და პლაკატების განადგურების შემთხვევები. ამ კუთხით ჩვენ საზოგადოებას გაზრდა სჭირდება.

ჩემი კონკურენტია ყველა, ვინც გამგებლის თანამდე-ბობაზე კენჭს იყრის. სახელისუფლებო პარტიას მეტი პრი-ვილეგია აქვს. ხელისუფლების კანდიდატი რომ არ იყოს სახელისუფლებო წრიდან, ის იქნებოდა ჩემთვის ყველაზე სუსტი კონკურენტი.

თუ არ ამირჩიეს, გავაგრძელებ იმ საქმეს, რასაც ვაკე-თებდი, მეყვარება ყველა ხარაგაულელი და მოვემზადები შემდეგი ადგილობრივი არჩევნებისთვის. პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ.

შესაძლოა, არჩევნებში იყოს მეორე ტური. ვთვლი, რომ მეორე ტურში აუცილებლად გავალ.

თემურ ფცქიალაძე - ჩათვალეთ, რომ გამგებელი ვარ

დავიბადე 1954 წლის 17 სექტემბერს მოლითში. და-ვამთავრე ხარაგაულის №2 საშუალო სკოლა, 1982 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1983 წლიდან 2006 წლამდე ვმუშაობდი ხარაგაულის რაიკავშირში, სანამ ქონებას ჩამოგვართმევდნენ და რაიკავშირს გა-

გვ.3

Page 3: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

3xtvb [fhfufekb6 ოქტომბერი, 2016 წ.

ვინ გახდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელიანადგურებდნენ. მას შემდეგ უმუშევარი ვარ. სტუდენტობის წლებიდან აქტიურად ჩავები ეროვნულ-გამათავისუფლე-ბელ მოძრაობაში. 1988 წლიდან ვიყავი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ წევრი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ხარაგაულში. 1994 წლიდან კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოებას ვხელმძღვანელობდი. შემ-დეგ ვიყავი პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარე. 2014 წლიდან საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯ-დომარე ვარ.

2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ გვყავდა გამგებლის კანდიდატურა. ამან შედეგზე გავლენა იქონია, რადგან პიროვნულ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ცენტრალურ ოფისში გადაწყდა გამგებლის თანამდებობაზე ჩემი კენჭისყრა. მე უფრო არ-ჩევითი ორგანოსკენ მიმიწევს გული. გამგებლის ფუნქცია ძალიან ძნელად შესასრულებელია, თუმცა, უკან არასდ-როს დამიხევია.

ჩვენი პარტია ყველა სხვა პარტიისგან განსხვავდება. 25 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ და გვესმის, რომ შევალთ ნატოში და გვექნება სიკეთე. ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო არ არის სიკეთის მომტანი.

ცხრა თვეში ალბათ ბევრი ვერაფერი შეიცვლება. რაც მთავარია, პრიორიტეტებს განვსაზღვრავ. ვიცი, როგორ უნდა გადაწყდეს 24 საათიანი წყალმომარაგება დაბა ხარაგაულში. გამგებლად ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხა-რაგაულში ყველა რელიგიური პროექტი დამთავრდება.

ხარაგაულის ოცივე ადმინისტრაციულ ერთეულში სა-თათბიროები შევქმენით. მათი საშუალებით ვიმუშავებ მო-სახლეობასთან. თანამდებობაზე დანიშვნისას გადამწყვეტი იქნება პროფესიონალიზმი და არა პარტიულობა.

რაც შეეხება ადგილობრივ საბიუჯეტო კრიზისს, ახლა არ წარმოშობილა. თუმცა, არ მგონია, რომ ისე წვიმდეს, როგორც ქუხს. გამგეობის საფინანსო სამსახურში პროფე-სიონალთა გუნდია. ჩემი გამგებლობის შემთხვევაში მათ მიეცემათ თავისუფლება და შეძლებენ კრიზისიდან გამო-იყვანონ ადგილობრივი ბიუჯეტი.

წინასაარჩევნო გარემო ცუდია. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, არ არის ზეწოლა პოლიციიდან. ჩვენ არ გვყავს საარჩევნო კომისიაში წევრი იმის მიუხედავად, რომ კვალიფიციური სუბიექტი ვართ. ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლოთ არჩევნების ჩატარება პროფესიონალურ დო-ნეზე. უპირატესობა მმართველ გუნდს არ უნდა ჰქონდეს. პრემიერ-მინისტრი რომ შაბათ-კვირას ჩამოივლის და იტყვის, ამას მიეცით ხმაო, - ეს კანონით უნდა აიკრძალოს.

ჩვენი კონკურენტი ყველა დონეზე არის ხელისუფლება.თუ არ ამირჩიეს, ისევ ხალხთან ვიქნები, სათათბიროებს

დავეყრდნობი. მომავალი ცხრა თვე, ჩათვალეთ, რომ გამგებელი ვარ. ხარაგაულში შეიძლება თბილისისნაირი შედეგი არ გვქონდეს, მაგრამ პარტია 10%-იან ბარიერს გადალახავს. მეორე ტური იქნება და იქ ღმერთის იმედი გვაქვს.

უშანგი ბერაძე - ბიუჯეტი უნდა მოვარგოთ პრიორიტეტებს

დავიბადე 1980 წლის 10 ივლისს კიცხში. 1997 წელს დავამთავრე კიცხის საშუალო სკოლა, 2003 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტი კინორეჟისორის სპეციალობით.

შემდეგ ჩვენს ოჯახში დიდი უბედურება დატრიალდა, - ავტოკატასტროფაში დაიღუპა მამა. ამის გამო დავბრუნდი სოფელში და იმ ბიზნესს ჩავუდექი სათავეში, რომელსაც მამა ხელმძღვანელობდა, - ის კიცხის ღვინის ქარხნის უფროსი იყო. პარალელურად ვმუშაობდი „ელიტელექტ-რონიქსში“ გადაზიდვების სერვისის უფროსად. ოპოზიცი-ური შეხედულებების გამო ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობა დავტოვე. 2009 წელს ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი. ექვსთვიანი ხელშეკრულება გამიფორმეს და სამი თვე „შემეგუენ.“

2011 წელს „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გავხდი. 2013 წელს გამგებ-ლის მოადგილედ დავინიშნე. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კიცხის მაჟორიტარ დე-პუტატად ვიყარე კენჭი. ვხელმძღვანელობდი ფრაქციას „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები.“ ფრაქციის დაშლის შემდგომ საკრებულოს რიგითი დეპუტატი ვარ. მყავს მეუღლე და ერთი შვილი - სამი წლის ლერი ბერაძე.

ვთვლი, რომ მაქვს შესაძლებლობა ის ტვირთი, რასაც ხარაგაულის გამგებლობა ჰქვია, ღირსეულად ვატარო.

ჩემი ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, იმ შეცდომებს შო-რის, რომელიც დამიშვია, იყო ბატონი კობა ლურსმანაშ-ვილისადმი მხარდაჭერა. სხვა ყველაფერზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ამ შეცდომის გამო ყველაზე მეტი ზიანი მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ. არ ვდარდობ ჩემს პირადულ ზიანს, თუმცა ნამდვილად ვდარდობ იმას, თუ რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ხარაგაულს ისეთი გამგებელი რომ ჰყოლოდა, როგორსაც მეგონა, რომ მხარს ვუჭერდი.

ჩემი არჩევის შემთხვევაში ვიზრუნებ, რომ ბიუჯეტი მუ-ნიციპალიტეტისთვის აუცილებელ პრიორიტეტებს მოვარ-გოთ. გამგებლის, მისი მოადგილეებისა და სამსახურების უფროსების ანაზღაურება კანონმდებლობით დამტკიცებულ ყველაზე დაბალ ზღვრამდე შემცირდება.

ჩემი პრიორიტეტი იქნება რელიგია, სადაც მინიმუმ 200 ათასიდან 300 ათას ლარამდე თანხას დავგეგმავ. პირ-ველ რიგში სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აუცილებელია, სოციალური პაკეტი მილიონ ლარზე მეტით დაიგეგმოს. ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ არსებობდეს საკრებულოს ან გამგეობის მიერ დაფინანსებული გაზეთი. თანხით, რომელიც გამგებ-ლის პიარს ემსახურება, სრულიად შესაძლებელია მუნიცი-პალური ტრანსპორტის დანიშვნა ბაზალეთის, ღორეშისა და მოლითის ზონებში.

გვყავს საფეხბურთო გუნდი „ჩხერიმელა-2009“, 350 ათას ლარს ვიხდით მის შესანახად და გუნდი არის ბოლო ან ბოლოდან მეორე ადგილზე. თანხა, რომელიც ამჟამად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფეხბურთს ხმარდება, არასაკმა-რისია პირველი ლიგის გუნდისთვის. ბორითისა და კიცხის ზონაში შევქმნი ბაზას იმისათვის, რომ ადგილობრივმა ბავშვებმა ფეხბურთი ითამაშონ და ივარჯიშონ.

ჩვენ აგვიშენეს ამფითეატრი, რომელიც გამოუსადეგარია, არ იყო ამის აუცილებლობა. ვაპროტესტებდი კიცხში იუსტი-ციის სახლის მშენებლობას იმიტომ, რომ თანხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამას მოაკლდა. კარგია, რომ შენდება, მაგრამ უნდა გავიგოთ, ამ ეტაპზე კიცხელებისთვის და იმ ზონის მოსახლეობისთვის რა უფრო პრიორიტეტულია.

წინასაარჩევნო გარემო ძალიან ცუდია. იმ რეჟიმს, რომლის დანგრევაში მეც მაქვს წვლილი შეტანილი, ძალადობის გამო ვუთხარით უარი. დღეს ორმაგი შიშია, - ადამიანები ვერ ერთვებიან საარჩევნო კამპანიაში, ვერ გვთანხმდებიან კომისიის წევრობაზე და ამაზე ღიად ვერ საუბრობენ. ვერც ადამიანებამდე დავიდა ის, რომ სოცი-ალურ დახმარებას გამგებელი, დეპუტატი ან რწმუნებული ვერ დაუნიშნავს.

ჩემი კონკურენტები არიან სკამზე შეყვარებული, მედრო-ვე ადამიანები, რომლებიც ფულზე იყიდებიან.

თუკი არ ამირჩიეს, ისევ ვბრუნდები მაჟორიტარ დეპუტა-ტად საკრებულოში. ღმერთმა ნუ ქნას, რომ გავბოროტდე. ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ და ვეცდები, სამართლი-ანობისთვის ვიბრძოლო.

ძალიან ძნელია წინასწარ გათვალო, მოსახლეობის რა პროცენტი დამიჭერს მხარს. მჯერა, ჩემი განვლილი წლების მიხედვით ავიღებ ხმების იმ რაოდენობას, რომ მეორე ტურ-ში მოვხვდე და რეალურად ვიბრძოლო გამგებლობისთვის.

ნიკოლოზ თოფურიძე - ვერავინ მიკარნახებს, რა როგორ უნდა გავაკეთო

1967 წელს ქალაქ მარნეულში დავიბადე. ჩემი მშობ-ლები მაშინ იქ განაწილებით მუშაობდნენ. დედა ექიმია, მამა - სოფლის მეურნეობის ინჟინერი. სკოლა თბილისში დავამთავრე. 1978 წლიდან მამაჩემი ამერიკაში ცხოვრობს. ის წლების მანძილზე „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციაში „რამაზ ჯაბადარის“ ფსევდონიმით მუშაობდა.

საქართველოში შოთა რუსთაველის სახელობის თეატ-რალური ინსტიტუტი კინოსა და დრამის მსახიობის სპეცი-ალობით დავამთავრე. 1990 წელს გავემგზავრე ამერიკაში და ვაშინგტონის საერთაშორისო ინსტიტუტში ინგლისური ენა შევისწავლე, შემდეგ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი დავამთარე მართვისა და საზოგადო-ებასთან ურთიერთობის სპეციალობით.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ შვიდი თვე ინ-ტერპოლის ეროვნული ბიუროს ოპერატიული სამსახურის საგარეო საქმეთა მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. შემდეგ გადამიყვანეს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქა-ლაქო თავდაცვის დეპარტამენტში საგარეო განყოფილე-ბის უფროსად, სადაც ორი წელი ნატოს ორ პროგრამაზე ვიმუშავე. საქართველოს მთავრობის თხოვნით სათავეში ჩავუდექი ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ასოციაციას. პა-რალელურად დამიქირავა კერძო სამშენებლო კომპანიამ მენეჯერის პოზიციაზე. 2003 წელს „ცენტრპოინტჯგუფმა“ ჩამაბარა ერთ-ერთი დიდი პროქტი, რომელიც 2004 წლის მიწურულს დავამთავრე. 2004 წლის შემოდგომაზე მითხ-რეს, რომ სატყეო დეპარტამენტი აპირებდა ძალიან დიდ რეფორმას - ზონების გაერთიანებას. შემომთავაზეს იმერე-თის ზონის ხელმძღვანელობა. დამპირდნენ ძალიან დიდ ხელფასს. ის რეფორმა არ განხორციელდა. გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი, რომლის იდეაც იყო ტყის რეფორმა.

ბოლო ოთხი წელი საქართველოს ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე ვმუშაობდი.

მყავს მეუღლე ეკა კახიანი, ორი ქალიშვილი და სამწ-ლინახევრის შვილიშვილი ლადო გაბაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ კომფორტული სამსახური დავ-ტოვე, ნაკლები პასუხისმგებლობითa და მეტი ხელფასით, ჩემთვის ხარაგაულის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყ-რა ძალიან დიდი პატივია. სისხლით, გენით, მამისა და დედის მხრიდან აქაური ვარ. გამეხარდა, რომ შემიძლია, პატარა აგური დავდო, ჩემი სახელი და გვარი დავტოვო აქ, როგორც კაცის, რომელმაც ძალიან დიდი საქმეების დაწყება შეძლო.

ვარ მეურნე, ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელი ადამიანი. ენას არავის მოვუჩლიქავ და ვერც ვერავინ ვერა-ფერს გამიბედავს. არ ვაპირებ, რომ კაბინეტში დავჯდე. იმ ოთახში ძალიან ცოტა საქმე მაქვს. ბევრი საქმე გარეთაა.

ხარაგაულში ცხოვრობს ძალიან თბილი, გონიერი და ნიჭიერი ხალხი. ამ ხალხთან მე ბევრი ლაპარაკი არ მჭირდება. როგორც კი ამომრჩევლის ნდობის მანდატით აღვიჭურვები, მათი პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ.

ვარ თავისუფალი კაცი და ეს ძალიან კარგია გამგებლის-თვის. ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა.

ამომრჩეველს პირდაპირ ვეუბნები, რომ არაფერს ვპირდები. არ არსებობს ბუნებაში ადამიანი, რომელიც მიკარნახებს, რა უნდა გავაკეთო. გუნდური პრინციპით ვიმუშავებ. ისეთს არაფერს ვაპირებ, რომ ადამიანს, ვინც პროდუქციას ქმნის და საქმეს აკეთებს, რამე დაემუქროს. ბუნებრივია, ცვლილებები იქნება. სხვანაირად არც გამოვა. იმ სიმძიმეს ვინც ვერ აწევს, რაც მას აქვს მინდობილი და რაშიც იღებს ხალხის ჯიბიდან ხელფასს, ბუნებრივია, გადავა იმ პოზიციებზე, რასაც შეძლებს.

ჩემი არჩევის შემთხვევაში ბევრი რამ შეიცვლება. ჩვენ სიყვარულით, ურთიერთგაგებით, თანადგომითა და ერთ-მანეთის გატანით დავიწყებთ ამ ქვეყნის აშენებას და ამ საზოგადოების გამოყვანას იმ კოშმარიდან, რასაც ჰქვია ბოღმა, შური, ურთიერთგაუტანლობა.

ხარაგაულის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა მო-უწესრიგებელი გზები და ბუნებრივ რესურსებზე წვდომაა. ძალიან დიდი სირცხვილია, როცა გლეხს ტყიდან ცულის ტარის გამოტანის უფლება არ აქვს და სახელმწიფო აჯა-რიმებს.

კობა ლურსმანაშვილი პრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარ კანდიდატად იმიტომაც შეარჩია, რომ მოსახლეობის ამ პრობლემის მოსაგვარებლად კანონებს დაწერს. დავუშვათ, ამირჩიეს მე გამგებლად და არ აირჩიეს „ქართული ოცნე-ბის“ კადიდატი მაჟორიტარად (ღმერთმა დაგვიფაროს, არც ვფიქრობ ამაზე), რა უნდა გავაკეთო, თუ ტყის კანონი არ შეცვალეს.

რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსალოდ-ნელ სავარაუდო საბიუჯეტო კრიზისს, ჯერ არ შევსულვარ გამგებლის კაბინეტში და ვფიქრობ, თავი უნდა შევიკავო ამ

შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან, მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისგან - მით უმეტეს.

ყველა გრძნობს, როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხა-რაგაულში. თითქმის ყველა სოფელში ვიყავი. ერთხელაც არ ყოფილა უსიამოვნო შემთხვევა. ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

...თუკი არ ამირჩიეს, პრობლემა არ არის. გვიან შემოვე-დი პროცესებში, რაც ძალიან ცუდია ჩემი და ამომრჩევლის ურთიერთობაში. ვცდილობ, ყველა უბანში მივიდე, ხალხ-მა მნახოს, ჩემი ხედვები ვუთხრა, გავეცნო. ამომრჩეველს ვეუბნები, რომ არჩევნები ძალდატანებითი არ არის. თუ ჩვენ არ აგვირჩევენ, ამით „ქართულ ოცნებას“ და პირა-დად მე, არაფერი დამაკლდება, დააკლდება ხარაგაულს. არ ვამბობს, რომ ვინმეზე მეტი ვარ, თუმცა, ვერ ვხედავ, რომ რომელიმე სხვა პარტიას რაიმე რესურსი აქვს საქმის ბოლომდე მისაყვანად.

კონკურენტებიდან ერთს კარგად ვიცნობ, - ჩემი მეგობ-რის დისშვილია. მეორე ერთ-ერთ შეხვედრაზე თავის სო-ფელში შემთხვევით შემხვდა. მათი საქმიანობა და ხედვები არ ვიცი.

ვთვლი, რომ პირველ ტურში მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარს დაგვიჭერს. ყველაფერს 9 ოქტომბერს გამთენიისას გავიგებთ.

ნინო კაპანაძე

მეორე გვერდიდან

Page 4: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

4 xtvb [fhfufekb 6 ოქტომბერი, 2016 წ.

ძვირფასო ხარაგაულელებო!

მართალია ამ წერილის დაწერა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მომგებიანი არაა, ვფიქრობთ ჩვენმა საქმემ უნდა გამოგვაჩინოს, ვიდრე ოპონენტის კრიტიკამ, მაგრამ ჩვენი მიზანი ამომრჩევლის დახმარება და სწორ გზაზე დაყენებაა. საინტე-რესოა, ამომრჩეველი არჩევანს რა კრიტერიუმით გააკეთებს. ბოლოს და ბოლოს, რა არის მისთვის მთავარი - სიყალბე და მხოლოდ პირადი ინტერესების პრიორიტე-ტულობა, თუ ჯანსაღი კონკურენცია, პროფესიონალიზმი და ძლიერი სახელმწიფო.

პროცესებს მივყვეთ ქრონოლო-გიურად. 2012 წელი - „ქართული ოცნების“ ცრუ დაპირებები, სამწუ-ხაროდ, ამომრჩეველმა დაიჯერა. დაპირებები ჩვენს რაიონშიც უნდა განხორციელებულიყო.

დაპირება №1 - ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი

ათეულობით ათასი არა, მაგ-რამ „ქართული ოცნების“ წარმო-მადგენლების ოჯახის წევრებისთვის გამგეობასა და ააიპ-ებში სამუშაო ადგილები მართლაც შეიქმნა. დღეს კი ვერ ნახავთ პროფესიონალიზმით დასაქმებულ ადამიანს. ააიპ-ებში დასაქმებულებმა პირველი რაც გა-აკეთეს, ხელფასების მომატება იყო, თუმცა ეს არავის გაკვირვებია, რადგან მათ მიერ არჩეულმა გამგებელმა, ახლა უკვე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს პირ-ველივე სხდომაზე თავისი ხელფასის ზედა ზღვრამდე აწევა დააანონსა. არაფერს ვიტყვით მთელი წლის მანძილზე მისი და მოადგილეების ღრეობისთვის ყოველთვიურად გამოწერილ პრემიებზე. სწორედ კობა ლურსმანაშვილი იყო ის გამგე-ბელი, ალბათ საქართველოში პირვე-ლი, რომელმაც 2013 წელს ბრძანება №1-03/136 -ის საფუძველზე მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს თავმჯდომარეს, რადგან „ქუთაისის ქალაქობა“ - ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწი-ლეობისათვის, მისთვის და მისი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძისთვის მიეცათ ერთი თვის ხელფასის ოდე-ნობის ჯილდო და არა პრემია. რატომ ჯილდო? ეს იმიტომ, რომ ჯილდო არ ითვალისწინებს საშემოსავლოს დაქვითვას. საინტერესოა, გამგებელი და მისი მოადგილე რა როლს ასრუ-ლებდნენ ღონისძიების მოწყობაში, რადგან ღონისძიება ქუთაისის მერიის მოწყობილი გახლდათ.

დაპირება №37 საქართველოში მშენებლობა მაშტაბური გახდება

ალბათ ამომრჩეველი ხედავს მუნიციპალიტეტში მიმდინარე საამ-შენებლო სამუშაოებს. ორ-ორჯერ აშენდა და გარემონტდა საბავშვო ბა-ღები, რადგან ერთხელ გაკეთებული

ექსპლუატაციაში შესვლამდე სარე-მონტო გახდა. ლეღვნის უთავბოლო ხიდი, რომლის პროექტიც შეცდომით იქნა შედგენილი და ხიდი ასასვლე-ლისა და ჩამოსასვლელის გარეშე დარჩა, რომ არა სოფლის მოსახ-ლეობა, დღესაც ამ მდგომარეობაში იქნება; ცარიელი წყლის ავზები, უხა-რისხოდ შეკეთებული გზები და მათ შეკეთებაში გადახდილი ათასები; წყალაფორეთში გაზაფხულს აქეთ მიტოვებული და უკვე ჩაბარებული სანიაღვრე არხები და „ამფითეატრი“ დაბის ცენტრში, რომლის სარე-აბილიტაციოდ ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, სადაც დღემდე ჩამოდის წყალი, რადგან სახურავის შეცვლა აზრადაც არავის მოსვლია. შენობა დღემდე უფუნქციოდაა, თუ

არ ჩავთვლით „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრას, რომლის გა-მოც მოხდა შენობის გაღება. არსად დაწყებულა ჯერ კიდევ წინასაარ-ჩევნოდ დაანონსებული სკოლების მშენებლობა. ყველა პროექტი ან არ დასრულებულა, ან უხარისხოდაა შესრულებული. ცალკე განსახილვე-ლი თემაა სოფლის განვითარების პროგრამით შესრულებული სამუ-შაოები, რადგან ამ პროექტების შესრულებას ყოფილი გამგებელი თავისივე წარმომადგენლების ძმებს, მშობლებს, ნათლიებსა და ახლო სანათესაო წრეს ანდობდა და მათვე უფორმებდა ხელშეკრულებებს. სწო-რედ მისი ძმა ხელმძღვანელობდა ხარაგაულში სასულიერო გიმნაზიის ღობის მშენებლობის პროცესს, რაზეც 53 000 ლარი დაიხარჯა. ამ პროექტის შესრულებისათვის დაახ-ლოებით 20 000 ლარია საჭირო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხა-რაგაულში ეკლესიის მშენებლობა, რომლის დასრულებასაც საშველი მხოლოდ იმიტომ არ დაადგა, რომ არ არსებობდა კობა ლურსმანაშ-ვილის კეთილი ნება, საკრებულოს არაერთი მცდელობისა (ბიუჯეტიდან რამდენჯერმე გამოიყო თანხა ტაძ-რის მშენებლობისთვის), ყოფილი გამგებელი ეკლესიის მშენებლო-ბის ექსკლუზივს ითხოვდა. არადა, ეკლესიას მთელი რაიონი აშენებს შემოწირულობით. ჩვენდა საბედ-ნიეროდ, კობა ლურსმანაშვილის გადადგომისთანავე განხორციელდა გუმბათის მშენებლობა.

დაპირება №7 ასეულობით ათა-სობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური

ხარაგაულში ერთადერთი სა-წარმო, თუ ამას საწარმო ჰქვია, ყოფილი გამგებლის ძმას, ზურაბ ლურსმანაშვილს, ეკუთვნის და ავტომობილების ავტოტექმომსახუ-

რების გაწევას ემსახურება. სახელ-მწიფომ ზურაბ ლურსმანაშვილს სოლიდური თანხა გამოუყო.

დაპირება №62 პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების სამ-სახურიდან გათავისუფლება არ მოხდება

ხარაგაულის სინამდვილეში საკუთარ გემოვნებაზე ჩატარებული კონკურსებით სამუშაო ადგილები გაუთავისუფლეს „ქართული ოც-ნების“ მხარდამჭერებს. ესეც არ იკმარეს და ტესტირებაზე ჩაჭრილი მხარდამჭერები მუდმივი ხელშეკრუ-ლებით აიყვანეს საჯარო სამსახურ-ში. სწორედ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეთ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე. ყო-

ფილი გამგებლის, თორნიკე ავა-ლიშვილის, მძღოლი ზაზა ბერაძე, რომლის სამ მცირეწლოვან ბავშვზე არავის უფიქრია. მის ადგილას საკ-რებულოს თავმჯდომარის მოადგი-ლემ, ქალბატონმა მანანა ბარბაქა-ძემ თავისი ძმისშვილი მიიღო. დღეს ქალბატონი მანანას მძღოლი მისივე ძმისშვილია. ასევე კობა ლურს-მანაშვილის მმართველობის დროს სამსახურიდან გათავისუფლდა აფხაზეთის ომის დროს გმირულად დაღუპული ზაზა გლუნჩაძის დედა. ასეთი ფაქტები მრავლადაა.

დაპირება №44 მაღალი ხარის-ხის ნერგები, უხვმოსავლიანი სა-თესლე მასალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 თე-ბერვლის №11 განკარგულებით დამტკიცდა „სოფელ კიცხში ვაზის სანერგე მეურნეობის მოწყობისა და დარგის აღორძინების“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნდა გან-ხორციელებულიყო ვაზის სანერგე მეურნეობის მოწყობა და ნამყენი ვაზის ნერგების მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე უფასოდ გადაცემა. აღნიშნული პროექტი ბიუჯეტიდან 25000 ლარით დაფინანსდა. გამო-ყვანილი ვაზის ნერგები, გამგებლის ბრძანებით, გადაეცა 70 სოციალუ-რად დაუცველ ოჯახს, თითოეულს 10-დან 350 ძირამდე. აღნიშნული პროგრამით მუნიციპალიტეტმა 6000 ძირ ვაზის ნერგში გადაიხადა 25000 ლარი. ერთი ძირი ვაზის გამოყვანა დაჯდა 4 ლარი და 10 თეთრი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მის სა-ბაზრო ფასს. აღნიშნული პროგრამა აუდიტის განხილვის საგანი გახდა.

დაპირება №22 კარტოფილის თესლი ყველა ოჯახს - ხარაგაულ-ში არ განხორციელებულა.

დაპირება №72 შიდა რემონტი

სტიქიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტისთვის ეს დაპირება ძალიან მძიმეა. 2016 წელს მხო-ლოდ 7 ადამიანი დაკმაყოფილდა და ყველაზე დიდი თანხა, რაც დაზარალებულმა მიიღო, 2 400 ლარია, რა თანხითაც, დამეთანხ-მებით, სარემონტო სამუშაოებს ვერ შეასრულებთ.

დაპირება №83 მკვეთრად გაიაფ-დება მედიკამენტები და სამედიცი-ნო მომსახურება

მუნიციპალიტეტი ბიუჯეტიდან, სოციალური პროგრამის ფარგლებ-ში, სოციალურად დაუცველ მოსახ-ლეობას მედიკამენტების შეძენაში ეხმარება და თითოეულზე გასცემს

100 ლარს. კობა ლურსმანაშვილის დაპირებით, ბიუჯეტის ეს მუხლი 2016 წელს მილიონი ლარით უნდა დაფინანსებულიყო, მაგრამ ეს დაპი-რებაც მცდარი აღმოჩნდა. დღეს მუ-ნიციპალიტეტი მცირე რაოდენობის განცხადებების დაკმაყოფილებას ახერხებს ბიუჯეტში თანხის არქონის გამო და ადამიანები წამლის მოლო-დინში იღუპებიან. ბიუჯეტში თანხა მხოლოდ ყოფილი გამგებლისა და მისი მოადგილეების პრემიებისთვის მოიძებნება.

დაპირება №81 გაორმაგდება სოციალურად დაუცველი მოსახ-ლეობის დახმარება

ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. მართალია, სოციალური დახმარება გაორმაგდა, მაგრამ დასახმარებე-ლი ოჯახების რაოდენობის შემცი-რების ხარჯზე. 3000 ადამიანიდან დღეს 1000-მდე ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას.

2012 წელს, როდესაც ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში გაზიფი-ცირების პროცესები დაიწყო, ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს გაზი უნდა ჰქონოდათ ლაშის, ჯაფარეულის, ფარცხნალისა და ისლარის მოსახ-ლეობას, მაგრამ დღეს პირადი ინ-ტერესების გამო დაიწყო სრულიად სხვა სოფლებში აირის მთავარი მაგიტრალის გაყვანის პროცესი.

დაპირება №74 ტურიზმის გან-ვითარება

ხარაგაული ტურისტული ზონაა. ტურიზმის განვითარების გამო ყო-ფილმა გამგებელმა კობა ლურსმა-ნაშვილმა მრჩეველიც კი მოიწვია და მისთვის დამატებით შტატიც დაუშვა. ახალ მრჩეველს, მამუკა ჭიპაშვილს, უნდა მოეზიდა ტურისტები და ხარა-გაული ერთ-ერთ ტურისტულ ზონად ექცია. ჩაუტარდებოდა რეაბილიტა-ცია ზვარეს ბანაკს, მაგრამ თქვენც ხედავთ, რომ არც ბანაკის რეაბილი-

ტაცია მომხდარა და არც ტურისტები შეინიშნება სადმე. ყველაფერს ამას მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებაც დაემატა, რომლის დაბინძურების ამბავიც მუნიციპალიტეტმა დამალა და ათეულობით ბავშვის ჯანმრთე-ლობას შეექმნა საფრთხე.

ეს შეუსრულებელი დაპირებების ნაწილია, ხოლო ხელისუფლებაში სიცრუით მოსვლის კლასიკური მაგა-ლითი ტრაგიკულად გარდაცვლილი მერაბ არევაძის მკვლელობის ფაქ-ტის პოლიტიკურად გამოყენება იყო. ეს საქმე პოლიტიკური დაპირისპირე-ბის ასპარეზი გახდა - უდანაშაულო ადამიანებს ხელი შეაწმინდეთ, ნამდ-ვილი დამნაშავე საპყრობილედან გამოუშვით (20 წლის ნაცვლად 2 წელი გაატარებინეთ ციხეში). რამ-დენჯერმე სოფელ ვახანში ჩაშალეთ არჩევნები, მერე ოჯახს საკუთარი ხარჯებით მიცვალებულის ეგსგუმა-ციას დაპირდით, ბატონო ნოდარ. რატომ არ შეასრულეთ დაპირება? იმიტომ ხომ არა, რომ ოჯახიც დამშ-ვიდდა სამუშაო ადგილების შეთა-ვაზების შემდეგ? და დღეს ეს თემა აქტუალურიც აღარაა, თუმცა ოთხი წლის წინ ცრუ ბრალდებებმა დეპუ-ტატის მანდატი მოგიტანათ.

ჩვენ შეძლებისდაგვარად შე-მოგთავაზეთ „ქართული ოცნების“ დაპირებების ანალიზი. ახლა „ერ-თიანი ნაციონალური მოძრაობის დაპირებებსაც გაგაცნობთ:

1. დაიწევს გადასახადები, შეიქმ-ნება 45 000 ახალი სამუშაო ად-გილი;

2 . 2017 წელსვე პენსია გაიზრ-დება 50 ლარით;

3. აღდგება უკანონოდ გაუქმებუ-ლი სოციალური დახმარებები;

4. ჯანდაცვის პაკეტში სოციალუ-რად დაუცველთათვის დაფინანს-დება წამლები;

5. მასწავლებლის ხელფასი გახ-დება მინიმუმ 650 ლარი;

6. სახელმწიფო გრანტი გამო-იყოფა 5000-ზე მეტი სტუდენტი-სათვის;

7. ბიუროკრატიაზე გაწეული ხარ-ჯები შემცირდება ერთი მილიარდი ლარით;

8. გაიზრდება განათლების და-ფინანსება;

ჩვენ უშეცდომოები ნამდვილად არ ვართ. ჩვენ ვიღებთ შეცდომებზე პასუხისმგებლობას. თქვენ კარგად იცით, ჩვენ დაპირებების შესრულება უდავოდ შეგვიძლია. ამისთვის საკ-მარისი გამოცდილება და კომპეტენ-ცია გაგვაჩნია. ამდენად, არჩევანი თქვენზეა და არჩევანის პასუხისმ-გებლობაც, რამეთუ მომავალი ოთხი წელი საკუთარი არჩევანის მიხედვით მოგვიწევს ცხოვრება.

უკეთესი მომავლის იმედით გი-სურვებთ წარმატებებს.

პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

ხარაგაულის ორგანიზაცია

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

2016 წლის 8 ოქტომბრის არ-ჩევნებამდე სულ ცოტა დრო დარ-ჩა. ჩემი დღევანდელი წერილიც საარჩევნო გზავნილია, - შესაძ-ლოა, ჩემი სუბიექტური, მაგრამ გულწრფელი მოსაზრებების გა-ზიარება.

ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და შემდეგ ქვეყანაში ამ არჩევანზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ეს არჩევანი ხან მცდარია, ხან გამარ-თლებული. ახლა ჩვენ გამართლე-ბული არჩევანი გვჭირდება!

გასული ოთხი წლის მანძილ-ზე შესაძლებლობა გვქონდა, თვალი გვედევნებინა ყველა ჩინოვნიკის საქმიანობისთვის. თანამედროვე პირობებში ინ-ფორმაციის მიღებისა და დამუშა-ვების ბევრი საშუალებაა. სწორი შეფასებებისა და დასკვნების გასაკეთებლად ანალიზი გვჭირ-

დება. დღეს რთული გასარჩევი არაა მართალი საქმე დემაგო-გიისგან; სიყალბე - რეალური წარმატებისგან, შრომისმოყვა-რეობა - უსაქმურობისგან.

ჩვენ საქართველოს პარლა-მენტში წარმომადგენელს კანონ-შემოქმედებითი საქმიანობისთვის ვირჩევთ. ამ მოწვევის პარლამენტ-ში ხარაგაულის წარმომადგენელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო კანონ-შემოქმედების თვალსაზრისით. ხარაგაულელების ხმა ისმოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორ-განოში. ამასთან, მისმა პროფესი-ონალიზმა ხარაგაულს ბევრი სა-ჭირო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მისცა.

ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ბევრი პრობლემაა და-საძლევი, განსაკუთრებით სოცი-ალურ-ეკონომიკური მიმარულე-

ბით. ამისთვის საკანონმდებლო ორგანოს ისეთი კვალიფიციური და გამოცდილი კანონშემოქმედი სჭირდება, როგორიცაა ნოდარ ებანოიძე.

8 ოქტომბერს ჩვენ ასევე ვირ-ჩევთ ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებელს.

ხელოვნურად შექმნილი ყალ-ბი „წარმატების“ ფონზე (რომ-ლისთვისაც ხარაგაულის ბიუჯე-ტიდან ათეულობით ათასი ლარი დაიხარჯა) ჩვენ აღმოვჩნდით სავალალო მდგომარეობაში გაფლანგული საბიუჯეტო თანხე-ბისა და ჩავარდნილი ინფრასტ-რუქტურული თუ სოციალური პროექტების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემებზე და მასთან დაკავშირებულ კორუფ-ციულ რისკებზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, არ მოჰყვა რე-

აგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ამის შემოქმედი გამ-გებელი მმართველმა პარტიამ პარლამენტის წევრობის კანდი-დატად დაასახელა.

საინტერესოა ასევე მმართ-ველი პარტიის გადაწყვეტილება გამგებლობის კანდიდატის წარდ-გენასთან დაკავშირებით. მმართ-ველობაზე პრეტენზიის მქონე პარტია კანდიდატს არჩევს არა ადგილობრივი ორგანიზაციიდან, არამედ - სანაცნობო წრიდან.

რეალურად, ხარაგაულის თვითმმართველობას ხელმძღვა-ნელად სჭირდება ადგილობრივი პრობლემების და საჭიროებების მცოდნე პიროვნება, რომელსაც ამ პრობლემების გადაწყვეტის ჩამოყალიბებული ხედვა და უნარი გააჩნია.

ძვირფასო ხარაგაულელებო,

მე მაქვს თქვენი გონიერების იმედი და მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება თქვენსავე სასიკეთოდ. ერთი რა-მაა, გამარჯვებული ამ არჩევნებში ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი კი არა, ქვეყანა და საერ-თო მდგომარეობა უნდა გახდეს.

ხმა მიეცით პოლიტიკურ პარ-ტიას №6 „უსუფაშვილი-რესპუბ-ლიკელები”;

საქართველოს პარლამენტის წევრად - ნოდარ ებანოიძეს;

ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის გამგებლად - მიხეილ ჭიპაშვილს;

გამოვიყენოთ თავისუფალი არჩევანის უფლება და ავირჩიოთ უკეთესი მომავალი.

პატივისცემითინგა მაღრაძე

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე

ოცნებიდან რეალობამდე

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

Page 5: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

5xtvb [fhfufekb6 ოქტომბერი, 2016 წ.

Page 6: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

6 xtvb [fhfufekb 6 ოქტომბერი, 2016 წ.

Page 7: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

7xtvb [fhfufekb6 ოქტომბერი, 2016 წ.

ძვირფასო მეგობრებოდღეს საქართველო ახალი არჩევანის წინაშე დგას. 8 ოქტომ-

ბერს ხალხი გადაწყვეტს, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება და როგორი უნდა იყოს მისი მომავალი.

ოთხი წლის წინ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო თავისუფლების, მშვიდობისა და რეალურად დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება და, რაც მთავარია, დაიწყო ადამიანისთვის სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტა.

დღეს „ქართული ოცნება“ რჩება იმ ძალად, რომელსაც შეუძლია, არა მარტო შეინარჩუნოს მიღწეული, არამედ

იაროს წინ, უზრუნველყოს ქვეყნის სწრაფი განვითარება და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა.

დღეს სწორედ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, დაიცვას ქართული სახელმწიფო, იბრძოლოს უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ერთიანი ძალით, ერთმანეთის მხარში დგომით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ავაშენებთ განვითარებულ სახელმწიფოს და თამამად დავდგებით ევროპული ქვეყნების გვერდით.

ერთად ვიაროთ გამარჯვებისკენ, ერთად ვიაროთ უკეთესი მომავლისკენ!

გიორგი კვირიკაშვილი

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

Page 8: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

8 xtvb [fhfufekb 6 ოქტომბერი, 2016 წ.

2012 წლიდან, „ქართუ-ლი ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართვე-ლოში დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებების დაც-ვის მდგომარეობა თვისებრი-ვად გაუმჯობესდა, აღიკვეთა ბიზნესის მასობრივი რეკეტის პრაქტიკა და დღეს ბიზნესი სრუ-ლიად თავისუფალია. ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება. სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან; აღიკვეთა ტოტალუ-რი თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟის მახინჯი პრაქტი-კა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მთავარ იარაღად იყო ქცეული. ხელი-სუფლებამ რეფორმები გაატა-რა ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, პრიორიტეტად აქცია განათლება და სოფლის მეურნეობა, დაიწყო მასშტაბური რეფორმები რეგიონებში. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა

და სოციალური დაცვის სფერო-ში ფუნდამენტური რეფორმების გატარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 2013 წლიდან სა-მედიცინო მომსახურება ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდო-მია და 2 მილიონ 200 ათასზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა. 2016 წლიდან დაიწყო ძუძუს ადრეული კიბოს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების ძვი-რადღირებული მედიკამენტით უზრუნველყოფა. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტის ღი-რებულების 80%-ს აფინანსებს. C ჰეპატიტის პროგრამის ფარგ-ლებში პაციენტები მკურნალო-ბის ძვირადღირებულ კურსს სრულიად უფასოდ გადიან. პროგრამით უკვე 10 000-მა პაციენტმა ისარგებლა. იმერეთის რეგიონში აშენ-

და 11 ახალი ამბულატორია. რეგიონული სასწრაფო სამე-დიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 39 ავტომობილით განახლდა. 2014 წლის 1 მა-

ისიდან სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი 30%-ით გაიზარდა; ქალაქ ხარაგაულში მრა-

ვალპროფილური, 15-საწოლი-ანი კლინიკა აშენდა. პროექტი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 1 600 000 ლარით დააფინანსა. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ასევე აშენდა ახალი ამბულატო-რია, რომელიც მცირე საოპერა-ციოსა და რამდენიმეადგილიან პალატას მოიცავს და 548 045 ლარი დაჯდა. 2013 წლიდან სოციალური

დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 62%-ით გაიზარდა, მუნიციპალი-ტეტებში ამოქმედდა სოციალუ-რი პროგრამები; 2012 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა ასაკობრივი პენსია, 80%-ით - მკვეთრად გამოხატული შშმ პირების პენსია. მნიშვნელოვნად გაიზარდა, რიგ შემთხვევაში კი, გაორმაგდა უმწეოთა დახ-მარება. ხარაგაულში, ბორის საჯა-

რო სკოლა-პანსიონის ბაზაზე, 15 ბენეფიციარზე გათვლილი „დღის ცენტრი“ გაიხსნა. ადაპ-ტირებული გარემო მოეწყო შშმ პირთათვის, გაკეთდა პანდუსე-ბი. ცენტრში 6-დან 18 წლამდე შშმ პირები მიიღებიან და მათ კვებას ფონდი „თბილისის მო-ზარდთა სახლი“ უზრუნველ-ყოფს. 2014 წლიდან ხორციელ-

დება უპრეცედენტო დემოგრა-ფიული რეფორმა იმერეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვა-ნეთში, რომლის ფარგლებ-შიც ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე, ყოველთვიურად მთა-ში 200, ბარში კი 150 ლარი გაიცემა; ასევე მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კა-ნონის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული პირ-ველი და მეორე ბავშვისთვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირია, 1 წლის განმავლობაში, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმა-რება - არანაკლებ 100 ლარის

ოდენობით, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთ-ვის - 2 წლის განმავლობაში, ყოველთვიური ფულადი დახმა-რება - არანაკლებ 200 ლარის ოდენობით. იმერეთში 2013-2016

წლებში, განხორციელდა შემ-დეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

- 2013-2015 წლებში, იმერე-თის რეგიონში, ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო 26 ათასამდე ოჯახი. 2016 წელს მათ ბაღდა-თის, ზესტაფონის, წყალტუბოს, ჭიათურის, ვანის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ხონის მუ-ნიციპალიტეტების კიდევ 44 სოფლის 16 ათასამდე აბო-ნენტი დაემატება. ახალი მომხ-მარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. შენარჩუნებულია თანხის ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას შემცირებული ტარიფის გადა-ხდა 16 თვის განმავლობაში შეეძლება.

- ბეტონის საფარი მოეწყო უბისა-ღორეშას ცენტრალურ (959 813 ლარი) და ფარცხნა-ლის გზებზე, მოიხრეშა ღორეშა-მარიამწყაროს დამაკავშირებე-ლი 8-კილომეტრიანი გზა, რაც 120 000 ლარით დაფინანსდა. გზის გასწვრივ მოეწყო სანიაღ-ვრე არხები. მოასფალტდა ვარძია-წყალაფორეთის, კიცხი-ხიდრისა და ბაზალეთის გზები. მცირე გამავლობის ხიდი აშენდა სოფელ ღარიხევში, ბრუისის უბანში, ხოლო ხიდ-ბოგირების მშენებლობა დასრულდა მაქა-თუბანსა და საქასრიაში.

- ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში, 3 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა - კიცხში, ხევსა და ღორეშაში. მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად საჯა-რო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს.

- ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში ცენტრალური ბიბლი-ოთეკის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა. ბიბლიოთეკა, რომელშიც იქნება სამკითხვე-ლო და საკონფერენციო დარბა-ზი, თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. მის ბაზაზე შეიქმნა

საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი. 2012 წლის არჩევნებში გა-

მარჯვების შემდეგ, მმართველმა ძალამ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტე-ტად გამოაცხადა და მისი დაფი-ნანსება საგრძნობლად გაზარდა მცირემიწიან ფერმერთა

ხელშეწყობის პროგრამით, 700 ათასზე მეტმა ფერმერმა 351 მილიონი ლარის დახმარება მიიღო. შედეგად, ყოველწ-ლიურად, 200 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება. სამწლიანი პროგრამის განხორციელების შედეგად, პრაქტიკულად მიტო-ვებულ, ყამირადქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშ-ნულება დაუბრუნდა. 2012-2016 წლებში, „შეღავათიანი აგროკ-რედიტის“ პროექტის ფარგლებ-ში იმერეთის რეგიონში გაიცა: 23 742 548 ლარის ღირებუ-ლების 1 259 სესხი; 9 986 026 დოლარის ღირებულების 164 სესხი; „აგროდაზღვევის“ პროგ-რამით, გაცემულია 95 პოლისი. დაზღვეულია 115 101 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულ-ტურა და 40 ჰა მიწის ფართობი. სააგენტოს სუბსიდიის თანხა 5948 ლარია. 2016 წლის მაისის მდგომარეობით, გაცემულია 23 პოლისი. დაზღვეულია 10 444 ლარის სხვადასხვა კულტურა და 5 ჰა მიწა. სააგენტოს გადა-სახდელი პრემია შეადგენს 597 ლარს. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოთა თა-ნადაფინანსების“ პროგრამით დამტკიცებულია 3 პროექტი ჯამური საინვესტიციო ღირებუ-ლებით 1 552 482 აშშ დოლარი. 2014 წელს, ქუთაისის ზო-

ნალურ-დიაგნოსტიკური ლაბო-რატორიის შენობა კაპიტალუ-რად გარემონტდა, აღიჭურვა თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობი-ოლოგიური და ქიმიური კვლე-ვები. 2015 წლიდან ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლა-ბორატორია ფლობს ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაციას. იმერეთის რეგიონში რე-

გისტრირებულია 124 სასოფ-

ლო-სამეურნეო კოოპერატივი, მათგან 3 ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტში. „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპე-რატივების მხარდაჭერის პროგ-რამით“ 21 კოოპერატივს გადა-ეცა 2300 სკა და 2 ერთეული თაფლის საწური, მათ შორის ხარაგაულში 1 კოოპერატივს გადაეცა 100 სკა. განათლების რეფორმა

„ქართულმა ოცნებამ“ ხელი-სუფლებაში მოსვლის დღიდან დაფინანსების გაზრდით დაიწ-ყო. 2012 წელთან შედარებით, განათლების სფეროს ბიუჯეტი 56%-ით გაიზარდა; 41%-ით გაიზარდა უმაღლესი განათლე-ბის, ხოლო 83%-ით - პროფესი-ული განათლების დაფინანსება. უნივერსიტეტებში დაიწყო პრი-ორიტეტული მიმართულებების დაფინანსება, 21 ფაკულტეტი სრულიად უფასო გახდა, რითაც უკვე ისარგებლა 10 000-მდე სტუდენტმა. 2016 წლის სექტემბერში

ქუთაისში დაიწყება საქართ-ველოში უპრეცედენტო საუნი-ვერსიტეტო ქალაქის - ტექნო-ლოგიური უნივერსიტეტისა და ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა, რომელსაც, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, საქველმოქმედო ფონდი „ქარ-თუ“ განახორციელებს. 2013 წლიდან სკოლის

მოსწავლეებს სახელმძღვანე-ლოები გადაეცემა უფასოდ. საჭიროების მიხედვით, მოსწავ-ლეებს ემსახურება სკოლის ავ-ტობუსი. მასწავლებლის საბაზი-სო ხელფასი 65%-ით, საშუალო ხელფასი კი 70%-ით გაიზარდა. საბავშვო ბაღები გახდა უფასო; ხარაგაულის მუნიციპა-

ლიტეტის 8 მაღალმთიან სო-ფელში, სადაც საბავშვო ბაღი არასოდეს ყოფილა, 8 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. დაბა ხარაგაულის ცენტ-

რალურ პარკში ღია ესტრადის რეაბილიტირება დასრულდა. პროექტი „რეგიონული განვითა-რების ფონდიდან“ 449 999 ლა-რით დაფინანსდა. თანამედრო-ვე სტანდარტების შესაბამისად, ესტრადაზე შშმ პირებისთვის პანდუსი მოეწყო.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

„ქართული ოცნების“ ძირითადი მიღწევები

Page 9: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

9xtvb [fhfufekb6 ოქტომბერი, 2016 წ.

რედაქციაში ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის თანამშრომელი ლეილა წიქარიშ-ვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამაზ ლომიძემ თავის წინასაარჩევნო ბუკლეტზე მისი ოჯახის ფოტო ნებართვის გარეშე გამოიყენა. მე მაგ ადამიანს პატივს ვცემ, როგორც მეზობელსა და ნათესავს. მან კი ჩემი ოჯახის ფოტო, დაუკითხავად, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ოჯახში რომ მოვიდა, გვითხრა, მრავალ-შვილიან ოჯახებს ფოტოებს ვუღებთო. მეგონა, რომ რაიმე სოციალური პროგ-რამისთვის უნდოდა,“ - ამბობს ლეილა წიქარიშვილი.

„ოჯახში როგორც კი შევედი, ვუთ-ხარი, რომ ფოტო წინასაარჩევნო ბუკლეტისთვის მინდოდა, - ამბობს თამაზ ლომიძე, - ჩემთან ერთად დალი ციცქიშვილი და ფოტოგრაფი გოგონა იყვნენ“.

დალი ციცქიშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ „რო-გორც კი მივედით, მაშინვე ვუთხარით, რომ მრავალშვილიანი ოჯახის ფოტო საარჩევნო ბუკლეტისთვის გვინდოდა. თუ წინააღმდეგი იყო, მანამ უნდა ეთქ-ვა, სანამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე დაურე-კავდა. ამ დონეზე თუ დაეცემოდა დღე-ვანდელი მთავრობა, რომ ფოტოსთვის ამხელა ამბავს ატეხდა, ნამდვილად არ მეგონა. ლეილა რომ ამისთვის ვინმემ სამსახურიდან გაათავისუფლოს, მთელ ქვეყანას ფეხზე დავაყენებ. რასაც ნა-ციონალებს უწუნებდნენ, სწორედ იმას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება,“ - ამბობს დალი ციცქიშვილი.

წინასაარჩევნო ზეწოლებზე საუბ-რობს გამგებლობის კანდიდატი „თა-ვისუფალი დემოკრატებიდან“ უჩა ბერაძე. ის აღნიშნავს, რომ 2014 წლის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ხალხი თავისუფლად მოდიოდა, ახლა კი ადა-მიანებს შეხვედრებზე მოსვლის ეშინიათ.

„სოფელ ღორეშაში ჩვენს კოორ-დინატორ რატი იჩქიტიძეს სახელისუფ-ლებო პარტიის მაჟორიტარობის კან-დიდატის ძმა, ზურაბ ლურსმანაშვილი დაემუქრა, - გვიამბობს უჩა ბერაძე, - ამ ფაქტის დამადასტურებელი აუდიო ჩა-ნაწერი ჩვენი პარტიის სათაო ოფისს და უწყებათაშორის კომისიას გადავეცით.“

რატი იჩქიტიძე ამბობს, რომ მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ კრი-ტიკულ შენიშვნებს სახელისუფლებო პარტიის წევრები პირად შეურაცხყო-ფად იღებენ. „ზურაბ ლურსმანაშვილმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ თუ არ შევწყვეტდი მსგავსი სტატუსების გამოქვეყნებას, ქუჩურად გამისწორდე-ბოდა და ცხოვრებას დამიმახინჯებდა.“

უჩა ბერაძე ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში შემავალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში მათ

აქტივისტზე, მანანა გაჩეჩილაძეზე, გან-ხორციელებულ ზეწოლის ფაქტზეც საუბ-რობს. „მანანა გაჩეჩილაძის ძმა დაიბარეს ზესტაფონში, „ქართული ოცნების“ ოფისში და მოსთხოვეს, თავისი და გაეჩერებინა, რადგან, მათი თქმით, ის წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდა და სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს შეურაცხყოფას აყე-ნებდა“, - ამბობს უჩა ბერაძე.

მანანა გაჩეჩილაძემ სატელეფონო საუბრისას ეს ფაქტი დაადასტურა, თუმცა დამატებითი ინფორმაციის მო-წოდებისგან თავი შეიკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხარა-გაულის რაიონული ორგანიზაციის თავ-მჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ვარძიის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია კოჩაძე პოლიტიკური ნიშნით იდევნება. თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, მას სკოლაში კუთვნილ საათებს ართმევდნენ და, ფაქტობრივად, უმუშევრად ტოვებდნენ. მზია კოჩაძემ გვითხრა, რომ სკოლის ადმინისტრაციას მართლაც უნდოდა მისი საათები არაპ-როფესიონალისთვის გადაეცა, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მზია კოჩაძე პოლიტიკურ საფუძველს გამორიცხავს.

თორნიკე ავალიშვილი სკოლაში სწავლის პროცესის მიმდინარეობის დროს წინასაარჩევნო აგიტაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვერტყვიჭა-ლისა და სარგვეშის საჯარო სკოლების დირექტორები პედაგოგებთან, სახე-ლისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ.

ვერტყვიჭალისა და სარგვეშის სა-ჯარო სკოლების დირექტორები ლენა აბაშიძე და დავით ლურსმანაშვილი, რომლებიც ამავდროულად ხარა-გაულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები არიან, აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა და თორნიკე ავალიშვილს ჭორების გავრცელებაში სდებენ ბრალს. ლენა აბაშიძე ამბობს, რომ იგი შვებულებაში იმყოფება.

სკოლის დირექტორების მხრიდან საარჩევნო აგიტაციის ფაქტები აღნიშ-ნული სკოლის პედაგოგებთან გადა-ვამოწმეთ. სარგვეშის საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა არაბიძე ამბობს, რომ ასეთ ფაქტს, სკოლის დირექტორის მხრიდან, არც სამასწავლებლოში და არც პირად საუბარში, ადგილი არ ჰქო-ნია. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგმა, რომელთანაც ამ ფაქტის გადამოწმება ვცადეთ, ამ თემაზე საუბ-რისგან თავი შეიკავა.

საია-ს იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს საარჩევნო აგიტაცია არ ეკრძალებათ, თუმცა ზოგადი განათ-ლების შესახებ კანონში წერია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის დროს აგიტაცია იკრძალება.

თორნიკე ავალიშვილის ინფორ-

მაციით, ხარაგაულში ტყის მცველები სოფლის მოსახლეობას აშინებენ და ეუბნებიან, რომ თუ ისინი „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ ხმას, ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან და დააჯარიმებენ. ტყის მცველი ზაზა კაკოიშვილი ამბობს, რომ „ასეთი სახის დაშინებები სწორედ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფ-ნის დროს ხდებოდა“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო ბევრად უფრო გაუმჯობესებულია, ვიდრე წინა წლებში. თუმცა, მისივე თქმით, 2013 და 2014 წლების არჩევ-ნები ბევრად უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. „8 ოქტომბრის საპარლამენ-ტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და განსაზღვრავს ქვეყნის სამომავლო კურსს, - ამბობს ინგა მაღრაძე, - ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდს თან ახლავს გარკვეული ნერვული და დაძაბული ფონი“.

ინგა მაღრაძე თავისი მოადგილე მა-ნანა ბარბაქაძის მხრიდან გედსამანიაში რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერ გიორგი ჩადუნელზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

„გიორგი ჩადუნელი ხუნევის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელია, - გვიამბობს ინგა მაღრაძე, - მანანა ბარბაქაძემ მას უთხრა, რომ თუ მხარს „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერდა, სამსახურს დაკარგავდა.

გიორგი ჩადუნელმა ჩვენთან სატე-ლეფონო საუბარში ამ თემაზე საუბრის-გან თავი შეიკავა.

საარჩევნო ბლოკის „ნინო ბურ-ჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლაცაბიძე ტე-რიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების მიერ მოსახლე-ობის შევიწროების ფაქტებზე საუბრობს.

„მთის შესახებ კანონში“ წერია, რომ ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებმა უნდა გასცენ ცნობა პიროვნებაზე, რომ ის ბოლო 9 თვის განმავლობაში მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში ნამდვილად ცხოვრობდა. ამით სარგებლობენ ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულები და მოსახლეობას ეუბნებიან, თუ გინდა მოგცე ცნობა, ხმა უნდა მისცე სახელისუფლებო პარტიას. გოგი ლაცაბიძემ ჩვენთან საუბარში კონკრეტული ფაქტები არ დაასახელა.

ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები ხარაგაულსა და ბაღდათში ქეთევან პავლაძე და თინა ჟვანია ამბობენ, რომ პარტიების აქტი-ვისტებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე პოლიტიკური პარტიები უკავშირდებიან, თუმცა კონკ-რეტულ მტკიცებულებებს არ აწვდიან.

თამთა გოგოლაძე

1. კითხვა: რა ფორმით არის შესაძ-ლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება?

პასუხი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თა-ნახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია:

1. აუქციონი2. პირდაპირი მიყიდვა: პირდაპირი

მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ან იჯარით გაცემული სასოფლო-სა-მეურნეო დანიშნულების მიწის პირდა-პირი მიყიდვის გზით.

2. კითხვა: რას ნიშნავს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრი-ვატიზება?

პასუხი: აუქციონზე ქონების განკარ-

გვა წარმოადგენს ქონების გასხვისების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას, რომლის მიზანია საკუთრების უფლე-ბა მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შეს-თავაზებს.

სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა ხორციელდე-ბა ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის მეშვებით, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმ-წიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტ გვერდზე: www.privatization.ge და ვებ-გვერდზე www.eauction.ge რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.

ინფორმაციის საჯაროობისა და

ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყო-ფად საჯარო აუქციონის ფორმით სა-ხელმწიფო ქონების პრივატიზების შე-სახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვი-რაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართ-ველოს მთელ ტერიტორიაზე.

3. კითხვა: რა დოკუმენტებია წარმოსადგენი დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრე-ბაში არსებული ქონების აუქციონზე შესაძენად?

პასუხი: დაინტერესებულმა პირმა განცხადებაში უნდა აღნიშნოს მის დაინ-ტერესებაში არსებული ქონების ზუსტი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და წარმოადგინოს აზომვითი ნახაზი.

იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკ-ვეთის პრივატიზების შემთხვევაში, დაინტერესებული პირები ვალდებულ-ნი არიან დაამზადონ და სამინისტ-როს წარმოუდგინონ მიწის (მიწების) ნაკვეთის დეტალური აზომვითი სა-კადასტრო ნახაზი (ნახაზები) და მათ მიერ მოკვლეული ინფორმაცია მიწის კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე.

4. კითხვა: რა ფორმით და როგორ უნდა მიიღოს დაინტერესებულმა პირმა აუქციონში მონაწილეობა?

რა დროს ნახევრდება ქონების საწ-ყისი ფასი აუქციონის განმეორებითი გამოცხადების შემთხვევაში?

სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძ-ლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართ-ლის იურიდიული პირი ან პირთა გაერ-თიანება, რომლის ქონებაშიც საქართ-ველოს სახელმწიფოს ან ადგილობრი-ვი თვითმმართველობის ორგანოს მო-ნაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, როცა მისი შემძენი შესაძლებელია იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან უცხო ქვეყნის ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებული აქვს კერძო სამართლის იურიდიული პირი. ელექტრონულ აუქციონში მო-ნაწილეობის მისაღებად დაინტერესე-ბული პირი უნდა დარეგისტრირდეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge-ზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რეგისტრაციასთან და კონკ-რეტულ ლოტთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია.

თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწ-

ყისი საფასურით ან/და პირობებით აუქ-ციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საფა-სური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამო-ტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

5. კითხვა: რა ვადაში უნდა იქნას გადახდილი აუქციონში გამარჯ-ვებულის მიერ ქონების სრული საპრივატიზებო საფასური და რა ვა-დაში ახდენს სამინისტრო აუქციონში გამარჯვებულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას?

პასუხი: ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა განხორ-ციელდეს იმ ვადაში, რომელიც მითი-თებულია კონკრეტულ საპრივატიზებო ლოტზე.

აუქციონის ფორმით პრივატიზე-ბისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრე-ზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას - შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის განმავ-ლობაში.

ზურაბ გოგოლაძის გახსენება

ზურაბ, ორი წელი შესრულდება 4 ოქტომბერს შენი მოულოდნელი ტრაგიკული დაღუპვიდან. ძნელია იმის აღქმა, რომ შენ ჩვენ გვერდით აღარ ხარ. ხანმოკლე, მაგრამ ლამაზი ცხოვრების გზა განვლე შენი ნიჭითა და კეთილი გულით. ადამიანებისადმი სიყვარულით ყველგან ღრმა კვალი დატოვე. სიამაყით ავივსე, როდესაც ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტე-ტის პროფესორმა ვანო ხაბალაშვილმა ჩემი გვარი ამოიკითხა. მკითხა, ზურაბ გოგოლაძეს თუ ვიცნობდი. ვუპასუხე, ჩემი ბიძაშვილია-მეთქი. ისეთივე წარ-

მატებებით უნდა დაამთავრო, როგორც ჩვენი ინსტიტუტის სიამაყემ, ზურაბ გოგოლაძემო, - მითხრა. ამიტომაც დაგტოვეს მათემატიკის კათედრა-ზე, მაგრამ გულმა შენი რაიონისკენ გამოგიწია.

პედაგოგიური ცხოვრების ლამაზი გზა განვლე. რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდი ხევის სა-ჯარო სკოლას, სადაც პედაგოგიურ კოლექტივში უსაზღვრო სიყვარული დატოვე. ხშირად მოდიან შენს საფ-ლავზე, სანთელს ანთებენ და ჭიქა ღვინით სევდიანად, მაგრამ კაცურად გიხსენებენ. ნარგიზი, შენი მეუღლე, ყოველ დილით შენს საფლავზე სან-თელს ანთებს. შემდეგ შენ დატოვებულ ვაზს ისე გულმოდგინედ უვლის, ბევრ კარგ მეურნე კაცს გაუჭირდება. ღვი-ნოსაც ისეთს აყენებს, როგორიც შენ გიყვარდა. რამდენჯერაც შენი ეზოს წინ გავივლი, თვალები უნებურად დაგეძებენ. ასე მგონია, იქ იქნები. შვი-ლიშვილი, პატარა სანდრო, ძალიან გგავს. ნათელში იყავი, ზურაბ. დანატო-ვარი უფალმა მოგიშენოს. ყოველთვის მოგიგონებთ.

თამაზი გოგოლაძე

ჯუმბერ შარიქაძის ხსოვნასპირველ ოქტომბერს ორმოცი დღე

შესრულდა შენი გარდაცვალებიდან. 61 წლის ასაკში მოულოდნელად გამოგვეცალე ხელიდან. მშრომელი, ოჯახზე, სამეზობლოსა და სანათესა-ოზე მზრუნველი იყავი, სიკეთითა და კარგი ადამიანობით გამორჩეული. ამიტომ შენი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მარტო ოჯახის წევ-რებისთვის, არამედ მთელი უბნისთვის.

სამუდამო გულისტკივილი დაუტოვე მეუღლეს, შვილებსა და შვილიშვი-ლებს. ამქვეყნად დარჩა შენი კაცური სახელი, რაც მუდამ საამაყო იქნება ჯუმ-ბერ შარიქაძის შთამომავლობისთვის. უფალმა ნათელში დაამკვიდროს შენი კეთილი და ალალმართალი სული. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მშობლიური ფარცხნალის მიწა.

ოჯახი

დაბადების დღეს გილოცავთ, გელა!

პირველად ვხვდებით შენს დაბა-დების დღეს, 9 ოქტომბერს, გელა უშენოდ. ეს დღე დილიდანვე მოლოც-ვებით იწყებოდა. ახლა კი შენი თვალც-რემლიანი ახლობლები დაბადების

დღეს საფლავთან მოგილოცავთ. ყვავილებს მოგიტანთ და უამრავ სან-თელს აგინთებთ. უფალს შევევედრე-ბით, რომ ნათელში გვიმყოფოს გელა გაგოშიძის სპეტაკი სული.

შვიდი გაუსაძლისი თვე გავიდა შენი გარდაცვალებიდან. რაც დრო გადის, უფრო გვენატრები. მართლაც გამორჩეული იყავი შენი სიკეთით. სულ არაფერი რომ არ გქონოდა, შენ მაინც პირველი დაუდგებოდი გვერდით ლხინსა თუ ჭირში ყველას. ამიტომაც დაგაფასეს მეგობრებმა თუ ახლო ნათესავებმა, რომლებიც ყოველდღე დადიოდნენ პანაშვიდზე თბილისიდან და ბათუმიდან.

მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მშობლიური კიცხის მიწა. გვიყვარხარ და გვენატრები, გელა.

ოჯახი

წინასაარჩევნო ზეწოლები ბაღდათსა და ხარაგაულში

როგორ შევისყიდოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება აუქციონით

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახ-მარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლე-თის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი - დე-მოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

Page 10: 8 ოქტომბერს ხარაგაულში საპარლამენტო და გამგებლის …chemikharagauli.com/uploads/secbanners/37-703-2016w.pdf ·

10 xtvb [fhfufekb 6 ოქტომბერი, 2016 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დ. ხარაგაული06.10 - მზიანი დარი, დღე +27ºC,

ღამე +17ºC;07.10 - მზიანი დარი, დღე +27ºC,

ღამე +19ºC;08.10 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +19ºC;09.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +24ºC, ღამე +16ºC;10.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +14ºC;11.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +13ºC.

ბორითი06.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +17ºC;07.10 - მზიანი დარი, დღე +27ºC,

ღამე +17ºC;08.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +27ºC, ღამე +17ºC;09.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +15ºC;10.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +12ºC;11.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +12ºC.

კიცხი06.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +16ºC;07.10 - მზიანი დარი, დღე +26ºC,

ღამე +17ºC;08.10 - მზიანი დარი, დღე +28ºC,

ღამე +18ºC;09.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +14ºC;10.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +13ºC;11.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +12ºC.

მოლითი06.10 - მზიანი დარი, დღე +25ºC,

ღამე +14ºC;07.10 - მზიანი დარი, დღე +25ºC,

ღამე +15ºC;08.10 - მზიანი დარი, დღე +26ºC,

ღამე +14ºC;09.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +13ºC;10.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +9ºC;11.10 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +10ºC.

amindi

რომელი ზღაპრის გმირს მინდა ვგავდე

ბესო მაჭავარიანი: -ძალიან მინდა, წიქარას ვგავდე იმიტომ, რომ მეგობრისადმი მისი თავგან-წირვა მომწონს.

ნინო ბერაძე: -მინდა ვიყო წითელქუდა. მომწონს, როდესაც დედის რჩევას ვითვალისწინებ და ბებოზე ვზრუნავ.

თამარ მამაცაშვილი: -წითელ-ქუდას მინდა ვგავდე, რადგან ის ძა-ლიან კეთილი, ლამაზი და ჭკვიანია. მისი ულამაზესი ქუდიც მომწონს.

გურამ ბუაჩიძე: -ჩექმებიან კატას მინდა ვგავდე, ხმალაობა და მოხერხებული ილეთების გა-კეთება რომ შევძლო.

დავით შველიძე: -მინდა კუნინ-ძა ვიყო, ბოროტება რომ დავა-მარცხო, ნინძებივით ძლიერი და ჭკვიანი ვიყო.

ლუკა ეჯიბაძე: -მიკი მაუსს მინ-და ვგავდე. ძალიან მოხერხებული და სწრაფია. ყოველთვის შეუძლია თავის დაძვრენა.

ლიზი კვინიკაძე: -ფიფქიას მინდა ვგავდე, რადგან ის ძალიან ლამაზია და კეთილი. ჯუჯებს ყვე-ლაფერში ეხმარება.

ნია იჩქიტიძე: -მინდა ვგავდე კონკიას იმიტომ, რომ კეთილია. ნაცარქექია მომწონს, რადგან ის ძალიან მოხერხებული და ჭკვიანია.

ნანა ღამბაშიძე: -მზეთუნახავი-ვით ლამაზი, ჭკვიანი და გონიერი მინდა ვიყო.

ბარბარე კიკნაძე: -მაშა მინდა ვიყო, ტყეში ვიცხოვრო და კეთილ-მა დათვმა გამამხიარულოს.

ვულოცავთ ქორწინებას ჩვენს საყ-ვარელ შვილებს - ნეკო ლაცაბიძეს და ნიკა მაღლაკელიძეს. ახალდა-ქორწინებულებს ულევ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და შვილთა სიმრავლეს ვუსურვებთ. უფალი იყოს მათი მფარველი.

ნანა ლომიძე და კობა ლაცაბიძე ოჯახით

ვულოცავ სტუდენტობას ჩემს საყვა-რელ და საამაყო კურსდამთავრებულებს - ქეთევან ცხადაძეს, ნათია ტალახაძეს, თამარ ლაცაბიძეს, მელანო ლაცაბიძეს, ნინო ნოზაძეს და ომარ ცხოვრებაძეს. წარმატებებსა და ღვთის მფარველობას ვუსურვებ. ნაყოფიერად და ბედნიერად გაეტარებინოთ სტუდენტური წლები.დიდი სიყვარულით, მედეა იაკობიძე

ვულოცავთ შვილების სტუდენტობას ნანა აბესაძეს, ლალი სებისკვერა-ძეს, ჯუმბერ და ნანი კვინიკაძეებს. სასურველ ფაკულტეტებზე ჩარიცხულ ახალგაზრდებს, - ნუგზარ მაჭავა-რიანს, ანა ბლუაშვილსა და ლადო მაღრაძეს წარმატებულ სტუდენტობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ.ლაშის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი

გულო და ზაური გველესიანებს ვულოცავთ შვილიშვილის ანასტასია გველესიანის დაბადებას. პატარა ქალ-ბატონს ჯანმრთელობასა და ბედნიერე-ბას ვუსურვებთ. ღმერთმა დალოცოს.

გურამ კვირიკაშვილი და მერი გოგნიაშვილი ოჯახით

ვულოცავთ მოლითის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ როლანდ ცუცქირიძეს პედაგოგთა სასერთი-ფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩა-ბარებას სამოქალაქო განათლებაში. ვუსურვებთ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში.

მოლითის საჯარო სკოლის პედაგოგები

ქართული ოჯახის დედაბოძს, საყ-ვარელ დედას, დედამთილსა და ბებიას დოდო გამცემლიძე-მაჩაიძეს ვულოცავთ საიუბილეო თარიღს - 80 წლის იუბილეს.

ვუსურვებთ საუკუნოვან იუბილეს მხნედ და ჯანმრთელად შეხვედროდეს თავის საამაყო შთამომავლობასთან ერთად.

პატივისცემით, უახლოესი მეზობლები - მარინე წერეთელი,

მარინე ტაბატაძე, ნარგიზი და ზეინაბ ლომიძეები, ციალა

სებისკვერაძე, შორენა გოგოლაძე

ვულოცავთ მოლითის საჯარო სკო-ლის პედაგოგს ნანა ლომიძეს შვილის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდა-ქორწინებულებს ნეკო ლაცაბიძეს და ნიკა მაღლაკელიძეს ულევ სიხარულს, სიყვარულს და შვილთა სიმრავლეს. უფალი ფარავდეთ.

მოლითის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი

ვულოცავთ ლელა მჭედლიშვილს ქალიშვილის შეძენას და მანანა თხე-ლიძეს შვილიშვილის, პატარა ვაჟკა-ცის, დაბადებას. ვუსურვებთ პატარებს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ღვთის წყალობას.ლაშის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ სტუდენტობას მოლი-თის საჯარო სკოლის 2016 წლის კურს-დამთავრებულებს - ქეთევან ცხადაძეს (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილი-სის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმა-ნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 50%-იანი გრანტი), თამარ ლაცაბიძეს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის უფასო ფაკულტეტი), ნათია ტალახაძეს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის უფასო ფაკულტეტი), მელანო ლაცაბიძეს (სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნების ფაკულტეტი), ნინო ნოზაძეს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნი-ერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი) და ომარ ცხოვრებაძეს (ტექნიკური უნივერსიტეტის უფასო ფაკულტეტი).

ვუსურვებთ მათ წინსვლას, წარმატე-ბებს და ღვთის მფარველობას. კიდევ ხშირად ესახელებინოთ მშობლიური სკოლა და მასწავლებლები.

მოლითის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი

დაბადების დღეს ვულოცავთ ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის დირექ-ტორს ჰამლეტ ბერაძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხ-ლეს თავის ოჯახთან ერთად.

პატივისცემით, ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის კოლექტივი

ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სიურპრიზი მოგვიწყო - ბათუმში ექსკურსიით გაგვახარა.

არასოდეს დაგვავიწყდება დელფინარიუმში სტუმრობა, ბათუმის ულამაზესი ბულვარი და ზღვა.

მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორ ქალბატონ ლალი ალექსიძეს და სამუსიკო სკოლის პედაგოგებს გახარებისთვის.

სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები

მადლობა ჩვენი გახარებისთვის

იყიდება ოთხოთახიანი ბინა სარდაფით. მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №7. ფასი შე-თანხმებით. ტელ.: 577 71 77 99; 555 13 58 08.

იყიდება ხის ბოსელი საბ-ძელით. ფასი შეთანხმებით. დარეკეთ ტელეფონით

599 62 90 80 (დათო).

იყიდება ცხენი თავისი კვი-ცით. ტელ.: 557 73 46 50 (ამირანი).

იყიდება

***

******

***

******

***