პირველკლასელთა რაოდენობა...

8
სამეუფეო წირვა და ეპარქიის კრება ნუნისში განცხადებები რეკლამები „ოდეონს” ღორეშის მემორიალური მუზეუმი მასპინძლობდა ტრადიციული სპორტული ღონისძიებები ვახანში ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში მშობლიურ სკოლაში, 43 წლის შემდეგ 3 გვ. 7-8 გვ. 5 გვ. 5 გვ. 5 გვ. 6 გვ. 3 გვ. დღეს ნომერშია 14 სექტემბერს ახალი სასწავ- ლო წელი იწყება. როგორ ხვდე- ბიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტ- ში მოქმედი სკოლები სწავლის დაწყებას, სკოლებში რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რა მდგომარე- ობაა სახელმძღვანელოების მი- ღების, პირველკლასელებისთვის ბუკების გადაცემის, პროფესიული კადრების კუთხით, - ამ და სხვა სა- კითხებზე ხარაგაულის საგანმანათ- ლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძეს ვესაუბრეთ. მისი ინფორმაციით, ხარაგა- ულის მუნიციპალიტეტის 25 სა- ჯარო და ერთი კერძო სკოლა მზადაა საიმისოდ, რომ სწავლა მი- ნისტრისგან ბრძანებით დადგენილ ვადაში, - 14 სექტემბერს, დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში სწავლა 28 სექტემბერს განახლდება. დავით კიკნაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამ სკოლაში განხორციელდა ინფრასტრუქტუ- რული პროექტი. ხარაგაულის 2 საჯარო სკოლასთან ოპტიმიზი- რებული თეთრაწყაროს ყოფილი არასრული საშუალო სკოლის შენობის რეაბილიტაციისას მთლი- ანად გამოიცვალა სახურავი, ფანჯ- რები, გარემონტდა ერთი ოთახი, სპორტული დარბაზი დამხმარე ოთახებთან ერთად, გაკეთდა პანდუსი. თეთრაწყაროს კორპუსში ამ- ჟამად ერთი ფინანსური კლასია. სამომავლოდ კი, რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, პროფე- სიული სასწავლებლის გახსნა იგეგ- მება. საამისოდ თანამშრომლობენ განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის სამინისტ- როებთან. „ყველა არგუმენტაცია გვაქვს პროფესიული სასწავლებ- ლის გასახსნელად, - ამბობს დავით კიკნაძე, - ვფიქრობ, რომ პროფე- სიული სასწავლებლების გახსნა და პროფესიული კარიერის დაგეგმვა ქვეყნისთვის არის ძალიან მომგები- ანი. გერმანიაში 70 მილიონი ადა- მიანი ცხოვრობს და 14 უმაღლესი სასწავლებელია. ჩვენთან 130-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს. წელს ხარაგაულიდან 80-ზე მეტი ახალგაზრდა გახდა სტუდენტი, მაგრამ მათი ოჯახების უმრავ - ლესობას უჭირს სწავლის ღირე- ბულების გადახდა. მომავალში, პროფესიული სასწავლებელი თუ გაიხსნება, ვფიქრობთ, რომ სას- ტუმროს ტიპის საცხოვრებელიც გავაკეთოთ, რომ ადგილზე დარჩ- ნენ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები. რამდენად მოხერხ- დება ამ პროექტის განხორციელე- ბა, წინასწარ ამის თქმა ძნელია, თუმცა პროექტი გამზადებულია. პროფესიულ სასწავლებელში ვაპირებთ, ახალგაზრდებს შევ- თავაზოთ სოფლის მეურნეობის დარგების, ავეჯის წარმოების, ავტომანქანის რემონტისა და ა. შ. პროფესიების შესწავლა. გამგე- ობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ თეთრაწყაროში პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროექტი ჩავსვათ განათლებისა და მეცნი- ერების სამინისტროს 2016 წლის სამოქმედო გეგმაში.“ ხალი სასწავლო წლისათვის ინფრასტრუქტურის სააგენ- ტოს ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა მოლითის სკოლას მიერთებული ნებოძირის დაწყე- ბითი სკოლისა და ხუნევის საბაზო სკოლის შენობები. სკოლის ბიუჯე- ტით გარემონტდა უბისის საჯარო სკოლის შენობა. ინფრასტრუქტუ- რის სააგენტოს შეფასების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით განახორციელებს ლა- შეს საჯარო სკოლა სარეაბილი- ტაციო სამუშაოებს. ასევე სკოლის ფინანსებით გაკეთდება მოლითის საჯარო სკოლის ღობე. რკინიგზის მშენებლობის გამო ზვარეს საჯარო სკოლა წითელ ზოლშია მოხვედრილი და ამის გამო, უკვე ორი წელია, ვერ ხერხ- დება ქონების დარეგისტრირება და შესაბამისად, სკოლაში სარეაბი- ლიტაციო სამუშაოების ჩატარება. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, პირველკლასელები ბუკებს მიიღებენ. „ბუკების მიმ- ღები 145 ბენეფიციარი გვყავს. შარშან 135 პირველკლასელს გადაეცა საჩუქრად ბუკი. სამ - წუხაროდ, ამ პროგრამით ვერ სარგებლობენ კერ- ძო სკოლის მოს - 29 ივნისს ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის სოფელ ლეღვანში სოფ- ლის მოსახლეობას შევხვდით მათი პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით. ლეღვნის საჯარო სკოლის მასწავ- ლებლებს სოფლის პრობლემატურ საკითხებზე საჯარო სკოლის შენობაში მოვუსმინეთ. სკოლაში მისვლაზე წინასწარ შე- ვუთანხმდით სკოლის დირექტორს, რომელიც ესწრებოდა და აქტი - ურად მონაწილეობდა შეხვედრაში. მომზადებული მასალების გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ და ვებგვერდზე chemikharagauli.com გამოქვეყნების შემდეგ ტელეფონით დაგვიკავშირდა სკოლის დირექტორი, რომელიც იყო აღელვებული. დირექტორმა გვითხ- რა, რომ მას უსაყვედურეს სკოლის შენობაში ჟურნალისტების შეშვების გამო. ონკრეტულად რა დაირღ- ვა სკოლის ტერიტორიაზე ჟურნალისტების მასწავლებლებთან შეხვედრით, - ამის გასარკვევად და სამომავლო საქმიანობის შე - უფერხებლად გაგრძელებისთვის მივმართეთ განათლების სამინისტ- როს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს. „ვ ფიქრობთ, რომ ამ მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტე- ბის მხრიდან საქართველოს კანონმ- დებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოსახლეობასთან, მათ შორის საჯარო სკოლის პედაგოგებ- თან, გასაუბრება არ წარმოადგენს ცალკეული სამართლებრივი ნორმე- ბით განსხვავებულად რეგულირებად სფეროს, - გვიპასუხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარმა იურისტმა თეონა ზაქარაშ- ვილმა, - სკოლის ხელმძღვანელთან ორგანიზაციული ხასიათის საკითხების შეთანხმების შემდგომ, პრესის წარმო- მადგენლები გაესაუბრენ მასწავლებ- ლებს და მიიღეს მათგან ინფორმაცია სოფლის პრობლემატურ საკითხებზე. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, თუ ამ საკითხს რაიმე განვითარება მოჰყ- ვება. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის მოლოდინი.“ „თ ქვენს წერილში აღწერილი გარემოებები რაიმე კანონ- დარღვევას არ შეიცავს, - გვპასუხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე- დიის საკითხებზე მომუშავე იურისტი ეკა ციმაკურიძე, - ზოგადი წესის თანახმად, საჯარო დაწესებულებებში ჟურნალის- ტების შესვლა და იქ პროფესიული საქ- მიანობის განხორციელება აკრძალული არ არის. რიგ შემთხვევებში საჯარო დაწესებულებებს დადგენილი აქვთ შენობაში შესვლის მარეგულირებელი წესები (მაგ.: საშვის დაშვება), რის გა- მოც საჯარო დაწესებულებებში შესვლა შეზღუდულია ხოლმე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებაში შესვლა აკრძალულია. არსებობს ცალ- კეული საჯარო დაწესებულებები, სა- დაც, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება აკრძალული იყოს შესვლა (მაგ.: სასჯელაღსრულების დაწესებუ- ლებები და სხვ.). რაც შეეხება საჯარო სკოლებს, ასეთი ზოგადი აკრძალვა, გარეშე პირების სკოლის შენობაში შესვ- ლაზე, კანონით დადგენილი არ არის. ვინაიდან სკოლა სპეციფიკური საჯარო დაწესებულებაა, რომელიც სპეციალური კანონით რეგულირდება, უნდა ვიხელმძღვანელოთ „ზოგა- დი განათლების შესახებ“ კანონით. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლი ადგენს, რომ „მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკო- ლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმი- ერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინ- ფორმაციისა და იდეების მოსაძიებ- ლად, მისაღებად, შესაქმნელად, შე- სანახად, დასამუშავებლად ან გა- სავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვე- ბის გათვალისწინებით.“ აღნიშნული გულისხმობს, რომ მას- წავლებელს უფლება აქვს სკოლის ტერი- რა „დაირღვა“ ლეღვანში - მასწავლებელს აქვს სკოლის ტერიტორიაზე გამოხატვის თავისუფლება გვ. 7 გვ. 8 პირველკლასელთა რაოდენობა გაიზარდა 4 სექტემბერი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb 30 (650) www.chkh.org

Upload: others

Post on 17-Feb-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: პირველკლასელთა რაოდენობა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/30-650-2015w.pdf · 2015-09-02 · 4 სექტემბერი,

სამეუფეო წირვა და ეპარქიის კრება ნუნისში

განცხადებები

რეკლამები

„ოდეონს” ღორეშის მემორიალური მუზეუმი მასპინძლობდა

ტრადიციული სპორტული ღონისძიებები ვახანში

ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში

მშობლიურ სკოლაში, 43 წლის შემდეგ

3 გვ.

7-8 გვ.

5 გვ.

5 გვ.

5 გვ.

6 გვ.

3 გვ.

დღეს ნომერშია

14 სექტემბერს ახალი სასწავ-ლო წელი იწყება. როგორ ხვდე-ბიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტ-ში მოქმედი სკოლები სწავლის დაწყებას, სკოლებში რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რა მდგომარე-ობაა სახელმძღვანელოების მი-ღების, პირველკლასელებისთვის ბუკების გადაცემის, პროფესიული კადრების კუთხით, - ამ და სხვა სა-კითხებზე ხარაგაულის საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძეს ვესაუბრეთ.

მისი ინფორმაციით, ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის 25 სა-ჯარო და ერთი კერძო სკოლა მზადაა საიმისოდ, რომ სწავლა მი-ნისტრისგან ბრძანებით დადგენილ ვადაში, - 14 სექტემბერს, დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის

სასულიერო გიმნაზიაში სწავლა 28 სექტემბერს განახლდება.

დავით კიკნაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამ სკოლაში განხორციელდა ინფრასტრუქტუ-რული პროექტი. ხარაგაულის №2 საჯარო სკოლასთან ოპტიმიზი-რებული თეთრაწყაროს ყოფილი არასრული საშუალო სკოლის შენობის რეაბილიტაციისას მთლი-ანად გამოიცვალა სახურავი, ფანჯ-რები, გარემონტდა ერთი ოთახი, სპორტული დარბაზი დამხმარე ოთახებთან ერთად, გაკეთდა პანდუსი.

თეთრაწყაროს კორპუსში ამ-ჟამად ერთი ფინანსური კლასია. სამომავლოდ კი, რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, პროფე-სიული სასწავლებლის გახსნა იგეგ-მება. საამისოდ თანამშრომლობენ

განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის სამინისტ-როებთან. „ყველა არგუმენტაცია გვაქვს პროფესიული სასწავლებ-ლის გასახსნელად, - ამბობს დავით კიკნაძე, - ვფიქრობ, რომ პროფე-სიული სასწავლებლების გახსნა და პროფესიული კარიერის დაგეგმვა ქვეყნისთვის არის ძალიან მომგები-ანი. გერმანიაში 70 მილიონი ადა-მიანი ცხოვრობს და 14 უმაღლესი სასწავლებელია. ჩვენთან 130-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს. წელს ხარაგაულიდან 80-ზე მეტი ახალგაზრდა გახდა სტუდენტი, მაგრამ მათი ოჯახების უმრავ-ლესობას უჭირს სწავლის ღირე-ბულების გადახდა. მომავალში, პროფესიული სასწავლებელი თუ გაიხსნება, ვფიქრობთ, რომ სას-

ტუმროს ტიპის საცხოვრებელიც გავაკეთოთ, რომ ადგილზე დარჩ-ნენ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები. რამდენად მოხერხ-დება ამ პროექტის განხორციელე-ბა, წინასწარ ამის თქმა ძნელია, თუმცა პროექტი გამზადებულია. პროფესიულ სასწავლებელში ვაპირებთ, ახალგაზრდებს შევ-თავაზოთ სოფლის მეურნეობის დარგების, ავეჯის წარმოების, ავტომანქანის რემონტისა და ა. შ. პროფესიების შესწავლა. გამგე-ობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ თეთრაწყაროში პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროექტი ჩავსვათ განათლებისა და მეცნი-ერების სამინისტროს 2016 წლის სამოქმედო გეგმაში.“

ახალი სასწავლო წლისათვის ინფრასტრუქტურის სააგენ-

ტოს ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა მოლითის სკოლას მიერთებული ნებოძირის დაწყე-ბითი სკოლისა და ხუნევის საბაზო სკოლის შენობები. სკოლის ბიუჯე-ტით გარემონტდა უბისის საჯარო სკოლის შენობა. ინფრასტრუქტუ-რის სააგენტოს შეფასების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით განახორციელებს ლა-შეს საჯარო სკოლა სარეაბილი-ტაციო სამუშაოებს. ასევე სკოლის ფინანსებით გაკეთდება მოლითის საჯარო სკოლის ღობე.

რკინიგზის მშენებლობის გამო ზვარეს საჯარო სკოლა წითელ ზოლშია მოხვედრილი და ამის გამო, უკვე ორი წელია, ვერ ხერხ-დება ქონების დარეგისტრირება და შესაბამისად, სკოლაში სარეაბი-ლიტაციო სამუშაოების ჩატარება.

წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, პირველკლასელები ბუკებს მიიღებენ. „ბუკების მიმ-ღები 145 ბენეფიციარი გვყავს. შარშან 135 პირველკლასელს გადაეცა საჩუქრად ბუკი. სამ-წუხაროდ, ამ პროგრამით ვერ სარგებლობენ კერ-ძო სკოლის მოს-

29 ივნისს ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის სოფელ ლეღვანში სოფ-ლის მოსახლეობას შევხვდით მათი პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით. ლეღვნის საჯარო სკოლის მასწავ-ლებლებს სოფლის პრობლემატურ საკითხებზე საჯარო სკოლის შენობაში მოვუსმინეთ.

სკოლაში მისვლაზე წინასწარ შე-ვუთანხმდით სკოლის დირექტორს, რომელიც ესწრებოდა და აქტი-ურად მონაწილეობდა შეხვედრაში. მომზადებული მასალების გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ და ვებგვერდზე chemikharagauli.com გამოქვეყნების შემდეგ ტელეფონით დაგვიკავშირდა სკოლის დირექტორი, რომელიც იყო აღელვებული. დირექტორმა გვითხ-რა, რომ მას უსაყვედურეს სკოლის შენობაში ჟურნალისტების შეშვების გამო.

კონკრეტულად რა დაირღ-ვა სკოლის ტერიტორიაზე

ჟურნალისტების მასწავლებლებთან შეხვედრით, - ამის გასარკვევად და სამომავლო საქმიანობის შე-უფერხებლად გაგრძელებისთვის მივმართეთ განათლების სამინისტ-როს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

„ვფიქრობთ, რომ ამ მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტე-

ბის მხრიდან საქართველოს კანონმ-დებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოსახლეობასთან, მათ შორის საჯარო სკოლის პედაგოგებ-თან, გასაუბრება არ წარმოადგენს ცალკეული სამართლებრივი ნორმე-

ბით განსხვავებულად რეგულირებად სფეროს, - გვიპასუხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარმა იურისტმა თეონა ზაქარაშ-ვილმა, - სკოლის ხელმძღვანელთან ორგანიზაციული ხასიათის საკითხების შეთანხმების შემდგომ, პრესის წარმო-მადგენლები გაესაუბრენ მასწავლებ-ლებს და მიიღეს მათგან ინფორმაცია სოფლის პრობლემატურ საკითხებზე. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, თუ ამ საკითხს რაიმე განვითარება მოჰყ-ვება. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის მოლოდინი.“

„თქვენს წერილში აღწერილი გარემოებები რაიმე კანონ-

დარღვევას არ შეიცავს, - გვპასუხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე-დიის საკითხებზე მომუშავე იურისტი ეკა ციმაკურიძე, - ზოგადი წესის თანახმად, საჯარო დაწესებულებებში ჟურნალის-

ტების შესვლა და იქ პროფესიული საქ-მიანობის განხორციელება აკრძალული არ არის. რიგ შემთხვევებში საჯარო დაწესებულებებს დადგენილი აქვთ შენობაში შესვლის მარეგულირებელი წესები (მაგ.: საშვის დაშვება), რის გა-მოც საჯარო დაწესებულებებში შესვლა შეზღუდულია ხოლმე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებაში შესვლა აკრძალულია. არსებობს ცალ-კეული საჯარო დაწესებულებები, სა-დაც, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება აკრძალული იყოს შესვლა (მაგ.: სასჯელაღსრულების დაწესებუ-ლებები და სხვ.). რაც შეეხება საჯარო სკოლებს, ასეთი ზოგადი აკრძალვა, გარეშე პირების სკოლის შენობაში შესვ-ლაზე, კანონით დადგენილი არ არის.

ვინაიდან სკოლა სპეციფიკური საჯარო დაწესებულებაა, რომელიც სპეციალური კანონით რეგულირდება,

უნდა ვიხელმძღვანელოთ „ზოგა-დი განათლების შესახებ“ კანონით. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლი ადგენს, რომ „მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკო-ლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმი-ერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინ-ფორმაციისა და იდეების მოსაძიებ-ლად, მისაღებად, შესაქმნელად, შე-სანახად, დასამუშავებლად ან გა-სავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვე-ბის გათვალისწინებით.“

აღნიშნული გულისხმობს, რომ მას-წავლებელს უფლება აქვს სკოლის ტერი-

რა „დაირღვა“ ლეღვანში - მასწავლებელს აქვს სკოლის ტერიტორიაზე გამოხატვის თავისუფლება

გვ. 7

გვ. 8

პირველკლასელთა რაოდენობა გაიზარდა

4 სექტემბერი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb ^_ stshb№30 (650)

www.chkh.org

Page 2: პირველკლასელთა რაოდენობა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/30-650-2015w.pdf · 2015-09-02 · 4 სექტემბერი,

2 xtvb [fhfufekb 4 სექტემბერი, 2015 წ.

Page 3: პირველკლასელთა რაოდენობა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/30-650-2015w.pdf · 2015-09-02 · 4 სექტემბერი,

3xtvb [fhfufekb4 სექტემბერი, 2015 წ.

შეხვედრა წარსულთან

განსაკუთრებული და შთამბეჭ-დავი, ისტორიული, საოცარი მად-ლით, სიხარულითა და სიყვარუ-ლით აღსავსე, - ასე გავიხსენებთ ხარაგაულისა და ზესტაფონის მრევლი 2015 წლის 31 აგვისტოს.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკ-მა (ხაჩიძე), ეპარქიის ისტორიაში პირველად, სამეუფეო წირვა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში აღავ-ლინა. სამეუფეო წირვაში ორმო-ცამდე სასულიერო პირი მონაწი-ლეობდა.

მეუფე მელქისედეკმა დაუვიწ-ყარი უწოდა ნუნისში აღვლენილ წირვას. მან მრევლს ქადაგებით მიმართა:

-როდესაც მაცხოვარი ქადაგებ-და, მას დაჰყვებოდნენ მოციქულე-ბი და მოწაფეები. შემდეგ ქადაგება თავად მოციქულებმა დაიწყეს

და მთელ სამყაროს აცნობდნენ ქრისტეს სჯულს. მათაც ჰყავდათ მოწაფეები, რომელთაც აკურთ-ხებდნენ სასულიერო პირებად. ოცი საუკუნეა, ეს მადლი გადმო-დის ჩვენზე უწყვეტად.

ქართველები სულიერად ისეთი ძლიერები და მტკიცენი ვიყავით, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში ვაძლიერებ-დით მართლმადიდებლობას, სამყაროს. ქართველი ბერები იურუსალიმში, ათონსა და ბევრ სხვა ქვეყანაში იყვნენ უმაღლესი დონის სასულიერო პირები. ეს იქედან გამომდინარეობდა, რომ საქართველოში სულიერი სიმტ-კიცე და ქრისტეს სჯულის მიმართ უდიდესი სიყვარული გვქონდა.

დღეს ვიმყოფებით ნუნისის კურ-თხეულ მონასტერში, რომელიც მოშორებულია დასახლებულ პუნ-ქტებს. წარმოიდგინეთ, რამდენი მოღვაწე მამა იქნებოდა აქ, რომ

ამხელა ტაძარი სჭირდებოდათ.ეპარქიის ყველა სასულიერო

პირი იმყოფება ამ ტაძარში. მად-ლობა ღმერთს, რომ შევასრულეთ საღვთო ლიტურგია. ხარობენ აქ მოღვაწე მამების სულები, რომ-ლებიც სიცხესა და სიცივეში იდგნენ მუხლებზე და უფალს შეთხოვდნენ არა მარტო თავიანთი სულების, არამედ მაშინდელი მოსახლეობის გადარჩენას.

დღესაც ჩ ვ ენ შ ე ვთხოვთ უფალს, გაგვაძლიეროს სული-ერად. ღმერთმა დალოცოს თი-თოეული მოძღვარი, ყველა სასუ-ლიერო პირი, მრევლი. ღმერთმა გააძლიეროს და გაამრავლოს მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ბერ-მონაზვნობა.

საქართველოს შუაგულიდან

ვთხოვოთ უფალს, ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი უწმინდესი, ღმერთმა გააძლიეროს და გაამთ-ლიანოს ჩვენი სამშობლო. ვიყოთ ღვთისა და მოყვასის მიმართ მხო-ლოდ და მხოლოდ სიყვარულით.

სასულიერო პირები მზად უნდა ვიყოთ, რომ გემსახუროთ მრევლს. შენდობას გთხოვთ ყვე-ლაფრისთვის და მოგვიხსენიეთ ლოცვებში. უდიდესი ძალა აქვს ლოცვით კავშირს.

დავლოცავ ნუნისის მამათა მონასტერს და მის იღუმენს მამა პავლეს. ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად უწ-მინდესმა მამა პავლე დაასაჩუქრა ეკლესიაში გაწეული ღვაწლის-თვის. ღმერთმა გაამრავლოს ბერები ამ მონასტერში. ღმერთმა

დალოცვილები და დღეგრძელები გამყოფოთ. იხარეთ ორსავ სო-ფელსა შინა.

მეუფე მელქისედეკის კურთ-ხევით ნუნისის მონასტერში ეპარ-ქიის კრება გაიმართა. მეუფეს თქმით, უდიდესი მოვლენაა, რომ კრება ჩატარდა ნუნისის ტაძარში - აღმოსავლეთიდან ჩვენი ეპარქიის კარიბჭეში.

კრების გადაწყვეტილებით არ-ქიმანდრიტი მაკარი (გოცაძე) დაინიშნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარ ხუცესად ხარაგა-ულის რაიონში, ხოლო დეკანოზი სერაპიონი (სამხარაძე) დაინიშნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარ ხუცესად ზესტაფონის რაიონში.

ნინო კაპანაძე

-მიცანი? -უი, როგორ შეცვლილხარ! -ალიოშა, შენ ისეთივე ხარ,

როგორიც იყავი.-მანანა, ქეთინო, მაია, ციალა,

ნუნუკა, ლეილა, მარინა, - გოგო-ებო, ისეთივე ლამაზები, კარგები ხარ, როგორებიც იყავით.

-ბიჭებო, - ავთო, არჩილ, ელ-ვარდი, აკაკი, თენგო, ზალიკო, ვა-ლერი, სოსო, - რა კარგები ხართ, როგორ მოგვენატრეთ.

-ვერა, ვერ გიცანი, რომელი ხარ? - შენ მაინც გვითხარი.... - ასე ეხმიანებოდნენ კლასელები ამირან ბოჟაძეს.

-თამრიკო მასწავლებელო, სულ არ გეტყობათ წლები, - აი, ასეთ

დიალოგებს მოკრავდით ყურს 28 აგვისტოს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეზოში, სადაც მართლაც უჩვეულო ამბავი ხდებოდა, - 43 წლის შემდეგ პირველად იკრი-ბებოდნენ ამ სკოლის 1972 წელს კურსდამთავრებულები. მართალია, თარიღი არ იყო მრგვალი, მაგრამ თავად იყვნენ „დარგვალებულები“ - 60 წლისანი. ჭაღარაშერეული თა-ნაკლასელები უჩვეულოდ გახალი-სებულნი ეხვეოდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებული სიყვარულით ეფერებოდნენ კლასის ხელმძღ-ვანელს თამარ სულიაურს, რო-მელმაც ყველა საკლასო ოთახში მიიწვია და სია ამოიკითხა. ზოგი აკლადა, ზოგიც, სამწუხაროდ,

გარდაცვლილი იყო. ვინც მოვიდა, თამრიკო მასწავლებლის სასიხა-რულოდ, ყველა ღირსეული და წარმატებულია თავის საქმეში. თამრიკო მასწავლებელს იმდენი რამ ახსოვდა თავისი აღზრდილების შესახებ, რომ ყველა გავოცდით. ყველა მოგონება, ყველა კურიოზი კი მაინც ყველაზე „პოპულარულ“ მოსწავლეს ალიოშა ლაბაძეს უკავ-შირდებოდა, რომელმაც ბოლოს ხუმრობით თქვა, მე რომ არ ვყოფი-ლიყავი, რა უნდა გაგეხსენებიათო.

თანაკლასელებს არ დავიწყე-ბიათ გარდაცვლილი მეგობრები და მათი საფლავები მოინახულეს. თვალცრემლიანებმა შესვეს ციცო აბაშიძის, ომარ კაციტაძის, გია

ციცქიშვილისა და თემურ ბუაჩიძის შესანდობარი.

შემდეგ ყველაფერი დააგვირ-გვინა ქართულმა სუფრამ, რო-მელსაც ღირსეულად თამადობ-და შეხვედრის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ელვარდი გიორგიძე. მხოლოდ სამი მას-წავლებელი - თამარ სულიაური, მაყვალა ფერაძე და ტატული ცუხიშვილი ესწრებოდნენ შეხვედ-რას. მასწავლებელთა სიმცირეც სევდიანი შტრიხი იყო ამ ლამაზი შეკრებისა.

ჩემთვის, ამ წერილის ავტო-რისთვის, ულამაზესი ფინალი იყო შეხვედრა ქართულის მასწავლე-ბელთან, უნიჭიერეს და უმშვენი-ერეს ქალბატონთან, რაიონის კო-ლორიტთან, ნუნუ თხელიძესთან. ამ ღირსეულმა პედაგოგმა, მისმა შთამბეჭდავმა გაკვეთილებმა განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი - ფილოლოგობა. უბედ-ნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემი მისვლით ქალბატონ ნუნუს ლამაზი წუთები ვაჩუქე. მოსწავლე მუხლს იყრიდა და ქედს უხრიდა მასწავ-

ლებელს გაწეული ღვაწლისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროფესიის არჩევაში არ შევმც-დარვარ.

ასე დასრულდა შეხვედრა წარ-სულთან. ერთმანეთს დავშორდით მომავალში შეხვედრის რწმენითა და იმედით.

ლეილა ჭიპაშვილიბათუმის №27 საჯარო

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ფოტოზე: დგანან ავთო მესხი, ლეილა ჭიპაშვილი, მერი თურქა-ძე, ირმა მარკოზაშვილი, მაყვალა ფერაძე, ქეთინო ბერიაშვილი, ტა-ტული ცუხიშვილი, ამირან ბოჟაძე, თამარ სულიაური, ციალა მახა-რაძე, კოტე ბარბაქაძე, ქეთევან გურგენიძე, მარინა დევდარიანი, ნუნუ მეიფარიანი, ამირან ხეცაძე, მაია ჩიკვაიძე, მანანა კაციტაძე;

მეორე რიგში: სოსო მუშკუდი-ანი, თენგიზ ჭიპაშვილი, არჩილ ვეფხვაძე, ზალიკო ლურსმანაშვი-ლი, ელვარდი გიორგიძე, ვალერი ნოზაძე, აკაკი ჭიპაშვილი

სამეუფეო წირვა და ეპარქიის კრება ნუნისში

Page 4: პირველკლასელთა რაოდენობა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/30-650-2015w.pdf · 2015-09-02 · 4 სექტემბერი,

4 xtvb [fhfufekb 4 სექტემბერი, 2015 წ.

უგვირგვინო დედოფალი

როდესაც უმშვენიერესმა ლიანა ასათიანმა ფილმში „გიორგი სა-აკაძე“ დედოფალ თეკლეს როლი ითამაშა, მაყურებელმა მისი სახელი დედოფლის სახელთან გააიგივა.

„დედოფალს, თაობების ოცნებას“ ასეთი წარწერა გაუკეთა პოეტმა რეზო ამაშუკელმა წიგნს, რომელიც ლიანა ასათიანს უსახსოვრა. ჭეშ-მარიტებაა, იგი მთელი ცხოვრება დედოფალი იყო, უგვირგვინო დედოფალი. თაობებს აღაფრთოვა-ნებდა მისი სილამაზე, დიდებულება.

მეც აღტაცებული ვიყავი მისი პიროვნებით, შესრულებული რო-ლებით ფილმებში „მწვერვალთა დამპყრობნი“, გაზაფხული საკენში“, „ჭრიჭინა“, „თავადის ქალი მაია“, „ეთერის სიმღერა“, „მაცი ხვიტია“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ჭერი“. რას ვიფიქრებდი, რომ მომავალში ასე დავუახლოვდებოდი ქალბატონ ლიანას, უფრო მეტიც, ვიქნებოდი მის მეგობართა სიაში. მადლობელი ვარ უფლის, ჩემი პროფესიის, ბევრ ცნობილ, ღირსეულ ადამიანს რომ შემახვედრა.

ლიანა ასათიანს პირველად ასე შევხვდი: გაზეთ „დედას“ ვრედაქტო-რობდი, ჩემმა უახლოესმა მეგობარ-მა, პოეტმა მზია ჩხეტიანმა მსახიობზე დაწერილი მშვენიერი წერილი მომიტანა, საჭირო იყო ფოტოებით გაფორმება. ცნობილი იყო ლიანა ასათიანის უნიკალური ფოტოები კინოფილმებიდან, იგი მათ ძალიან უფრთხილდებოდა. მზიას რატომღაც მოერიდა და მე მთხოვა მსახიობისთ-ვის ფოტოები მეთხოვა.

ქალბატონ ლიანას დავურეკე. საკმაოდ კეთილი დამოკიდებუ-ლება ვიგრძენი მისი მხრიდან, შეხვედრაზეც შევთახმდით, შინ უნდა ვწვეოდი. ლამაზი მარმარილოს კიბეებით, მართლაც დედოფლის სამფლობელოში შევაბიჯე... უდიდე-სი გემოვნება იგრძნობოდა ყველა ნივთში, ფერწერულ ნამუშევრებში და რაც მთავარია, არაჩვეულებრივ გარემოს ქმნიდა მისაღებ ოთახში გამოფენილი ფოტოები კინოფილ-მებიდან მსახიობის მონაწილეობით. ყოველივე ამას კი შარავანდედს ჰფენდა ლიანა ასათიანის მართლაც დედოფლური სილამაზე და მის ოდნავ ირიბად აჭრილ თვალებში ჩამდგარი ღიმილი.

თვალშისაცემი იყო მისი უბ-რალოება და თავმდაბლობა. სა-ამაყო კი ბევრი ჰქონდა. იგი ხომ ვარსკვლავური ოჯახის (თვითონაც მოკაშკაშე ვარსკვლავი) დედა და დიასახლისი იყო. მისი მეუღლე, აწ განსვენებული დავით თორაძე (თვითონ გუგულის ეძახდა), გამო-ჩენილი კომპოზიტორი, საქართვე-ლოს სახალხო არტისტი, სახელმ-წიფო პრემიის ლაურეატი, ცნობილი ოპერებისა და ბალეტების მუსიკის ავტორი გახლდათ, ხოლო ვაჟი - ლეგენდარული ლექსო თორაძე - მსოფლიოში ცნობილი პიანისტია. შესანიშნავი მუსიკათმცოდნეა ქა-ლიშვილი, ნინო თორაძე.

სიტყვა ვარსკვლავი და ვარს-კვლავური ვახსენე. ადრე ასე არ იხსენიებდნენ არც მას და არც მისი თაობის შესანიშნავ მსახიობებს,

- დოდო ჭიჭინაძეს, მედეა ჯაფარი-ძეს, მედეა ჩახავას, ლია ელიავას, ლეილა აბაშიძეს. არადა, ისინი მართლაც ვარსკვლავები იყვნენ, ქართული კინოსა და თეატრის ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავები. დღეს კი, სამწუხაროდ, ბევრი თვითმარქვია „ვარსკვლავი“ მომრავლდა. ლიანა ასათიანსა და მისი თაობის მსა-

ხიობებს შესაშური თავმდაბლობა ახასიათებდათ.

„თეკლეს როლში რომ მიმიწ-ვიეს, ჩვეულებრივი ფერმკრთალი გოგო ვიყავი, არაფრით სხვაზე უკეთესი. ჩემს ირგვლივ უამრავი ლამაზი გოგო იყო, ბევრად ჩემზე უკეთესები, მაგრამ რატომღაც მე შემარჩიესო, - მითხრა ქალბატონმა ლიანამ,“ - ესეც მისი თავმდაბლობის გამოვლინებაა.

არადა, სწორედ 16 წლის ლიანა ასათიანის სილამაზემ მოხიბლა მარჯანიშვილის თეატრში მყო-ფი რეჟისორის ასისტენტი, სინჯის გადაღების შემდეგ კი კინოფილმ „გიორგი სააკაძეში“ შესთავაზეს თეკლე დედოფლის როლი, რად-გან მის გარეგნობაში, პიროვნებაში დედოფალი დაინახეს.

ლიანა ასათიანი პროფესიით ექი-მი იყო, თვალის ექიმი. მიუხედავად კინოში წარმატებებისა, მან პროფე-სიად ექიმობა აირჩია. მსახიობობის იმედზე ვერ დავრჩებოდი, როლი ხან გაქვს და ხან არაო, - მითხრა ერთხელ პირად საუბარში.

ლიანა ასათიანი ზედმიწევნით ჭკვიანი და ძლიერი პიროვნება იყო, - ისეთი, სხვაზეც რომ შეუძლია სასიკეთო ზეგავლენა მოახდინოს. 20 წლისამ თავისი ბედი დავით თორაძეს დაუკავშირა. მეუღლე - 23 წლის უკვე პოპულარული და დაფა-სებული პიროვნება იყო. ახალგაზრ-დებს დამხმარე არავინ ჰყავდათ, ნულიდან დავიწყეთ ცხოვრებაო.

ლიანა ასათიანს დიდი ტკივილი ჰქონდა ბავშვობაში. ამას არ მა-ლავდა, მეც გულახდილად მიამბო. მშობლები დაშორდნენ. დედამ ლიანა თავის ახალ ოჯახში წაიყვანა, ხოლო მისი ძმა რეზიკო მამასთან დარჩა. ვერ პატიობდა მშობლებს ამას, განსაკუთრებით დედას. ალ-ბათ გადატანილმა დიდმა ოჯახურმა ტკივილმა განაპირობა მისი გადა-წყვეტილება, მყარი ოჯახი შეექმნა და სამაგალითო დედა ყოფილიყო. მან ეს შეძლო. იყო თავდადებული მეუღ-ლე და დედა. დიდი წვლილი იყო მისი დავით თორაძის წარმატებაში.

„გუგული რომანტიკული პიროვ-ნება იყო, - მითხრა ქალბატონმა ლიანამ, - ვცდილობდი იდეალური პირობები შემექმნა მისთვის მუ-შაობის პროცესში, ოჯახის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე ვიღებდი. წლების განმავლობაში გვიჭირდა ეკონომიურად, მაგრამ არ ვწუწუ-ნებდი. გარეთ ისე გამოვდიოდით, ეგონათ ია-ვარდით გვქონდა მო-ფენილი ცხოვრების გზა. შორიდან შენატროდენ ჩვენს სიყვარულს, სიყვარული კი ნამდვილად იყო.

ოჯახში ბევრი საქმე მქონდა, დამხმა-რე არავინ მყავდა. ნაცნობები ხელში ტვირთით რომ დამინახავდნენ, უკვირდათ, თვალს არ უჯერებდნენ. გადაღებიდან პირდაპირ სახლ-ში მოვრბოდი, ოჯახისთვის რომ მიმეხედა. დროის გასატარებლად არასდროს მეცალა, ვერც მეუღლეს დავყვებოდი სტუმრად წვეულებებზე. ბავშვების დამტოვებელი არ მყავდა.

დიახ, ოჯახისადმი თავდადე-ბის, საყვარელი ადამიანებისათვის თვითშეწირვის, ჭირთათმენის მა-გალითი იყო ეს უმშვენიერესი ქალ-ბატონი. იგი მხოლოდ ულამაზესი მსახიობი არ იყო, ის გახლდათ ქარ-თველი ქალის იმ დიდებული ტრა-დიციების მატარებელი, რომელმაც დღემდე მოიყვანა საქართველო. მინდა ეს იცოდნენ დღევანდელმა ახალგაზრდებმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ოჯახი მხოლოდ კე-თილდღეობის ადგილი ჰგონია, ყოველნაირად არიდებენ თავს ოჯახურ მოვალეობას და მხოლოდ დროსტარებაზე ფიქრობენ.

ლიანა ასათიანის რუდუნებამ, მიზანდასახულობამ, დიდმა ყურად-ღებამ, სულიერმა სიმტკიცემ ლექსო თორაძე დიდ ხელოვნებას აზიარა.

საათობით იჯდა შვილის გვერდით ფორტეპიანოსთან. 6 წლისა ყოფი-ლა ლექსო, დედას ვან კლიბერნის კონცერტზე რომ წაუყვანია. ვირ-

ტუოზმა პიანისტმა სხვებთან ერთად პატარა ლექსოც მოაჯადოვა, ამ აღტაცებით ისარგებლა დედამ და შვილს წასჩურჩულა, შენ უკეთესი პიანისტი იქნებიო. ამით თითქოს წინასწარ უწინასწარმეტყველა მო-მავალი წარმატებები, მსოფლიო აღიარება. მართლაც, ნაბიჯ-ნაბიჯ მოდიოდა წარმატება.

ლექსომ დაამთავრა მუსიკალუ-რი ათწლედი, შემდეგ მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერ-ვატორია, იქვე ასპირანტურა. 17 წლის მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიის საკავშირო კონ-კურსის ლაურეატი გახდა. 1975 წელს მიიღო ორი პრემია იტალიაში კასაგრანდეს სახალხო საერთაშო-რისო კონკურსში და ამერიკაში ვან კლიბერნის სახალხო საერთაშორი-სო კონკურსში.

ტრიუმფით მოიარა საბჭოეთის ქალაქები, აშშ, გდრ, ბულგარეთი, იტალია.

1983 წელს ამერიკაში წავიდა გასტროლებზე და იქვე დარჩა. ეს მაშინ მეხის გავარდნას ჰგავდა მოწმენდილ ცაზე. იმას ნიშნავდა, რომ მთელი ცხოვრება ვერ ნახავდა დედას, მამას, ახლობლებს, თავის ქვეყანას. და ლექსო თორაძემ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. ლიანა ასათიანი ამართლებდა ლექსოს, - აიძულეს ასე მოქცეულიყოო, მოსკოვში ზღუ-დავდნენ, გასტროლებზე არ უშვებ-

დნენო და უამრავი ამის მაგალითი მოჰყავდა. ამართლებდა შვილს, მაგრამ იმ წუთებში, როცა ლექსო უცხოეთში დარჩა, რას ფიქრობდა დედის გული, არავინ იცის.

ამავე წელს გარდაიცვალა და-ვით თორაძე. არ უნდოდა დედას ამაში ვინმეს მისი შვილი დაედანა-შაულებინა და ამბობდა, - გუგულის სუსტი გული ჰქონდა, დიაბეტიც. ყველაფერ ამას ლექსოს ამბავიც დაემატაო.

ლექსომ დიდი აღიარება მოიპო-ვა ამერიკასა და მთელ მსოფლი-ოში. დაფასდა დედის ამაგი, მაგრამ მხოლოდ შორიდან უყურებდნენ შვილის წარმატებებს. ლექსოს კონცერტის დროს ყოველთვის იყო ერთი თავისუფალი ადგი-ლი დედისათვის. მხოლოდ 1988 წელს შეძლო ლიანა ასათიანმა 5 წლის მონატრებული შვილის ნახვა. ეს შეხვედრა საკავშირო „კაკებეს“ დონეზე გადაწყდა, „კა-კებემ“ დართო ნება, ჩასულიყო ამერიკაში. შთამბეჭდავად ყვებოდა ამ მოგზაურობაზე, - „ჩავედი თვითმ-ფრინავიდან, სულმოუთქმელად ველოდები ლექსოსთან შეხვედრას. მიმოვიხედე, - ლექსო არსადაა,

ცოტა შევშინდი. ამხელა ქვეყანაში მარტოობის განცდა დამეუფლა. უეცრად საკუთარ თავს შემოვუძა-ხე, ნუ გეშინია ლიანა, შენ ძლიერი

ხარ, არ დაიკარგები, თანაც ხელ-ცარიელი არა ხარ, ჩანთაში 600 დოლარი გიდევს. ამის გაფიქრება და ვხედავ ხალხის ჯგუფი მოდის, ფოტო-კინო აპარატებით შეიარა-ღებულები. დავაკვირდი და რას ვხედავ, ლექსუნა მოანათებს, ჯგუფს წინ მოუძღვის ჩემი ნანატრი შვილი, ღიმილით მოვიდა, გადამეხვია, მე ვტირი სიხარულისაგან, მღელ-ვარებისაგან, ღვარად ჩამომდის ცრემლები. დედა, ნუ ტირი. აქ ამე-რიკაა, გვიღებენ, გეხვეწები გაიღი-მე, ამერიკას ცრემლები არ უნდა დავანახოთ. მე ტირილი შევწყვიტე და შვილს გავუღიმე. იმ დღეს გადა-ღებული ფოტოები ამერიკულმა სახალხო ჟურნალმა გამოაქვეყნა. ჩვენს შეხვედრას ჟურნალმა თითქ-მის ექვსი გვერდი დაუთმო.

ლიანა ასათიანი შვილის კონ-ცერტებს ყოველთვის ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მისი სკამი ცარიელი აღარ იყო და ლექსო სცენიდან უგზავნიდა დედას ყვავილებს. ლექსოსთან ხშირად დადიოდა ამერიკაში. სიყვარულით საუბრობდა ლექსოს ოჯახზე, მის შვილებზე, - დავით-სა და ალექსანდრეზე. მათთან თითქოს მეც ვბავშვდებოდიო. ძალიან უნდოდა, შვილიშვილებს ქართული ესწავლათ და ჩვენი ტრადიციები სცოდნოდათ. როცა ჩემი წიგნი „საქართველოში იბა-

დებოდნენ“ ვუსახსოვრე, მითხრა, ეს წიგნი ლექსოს უნდა გავუგზავ-ნო, შვილებს უნდა წაუკითხოს და უთარგმნოს, - იცოდნენ, როგორი ქვეყნის შვილები არიან და როგო-რი წინაპრები ჰყავდათო.

ლექსო მეხვეწება, ჩემთან დარ-ჩიო. მათთან ყოფნას რა ჯობია, შვილებისა და შვილიშვილების გვერდით ვიქნები, ფუფუნებაში ვიც-ხოვრებ (არც აქ აკლდა კეთილდ-ღეობა შვილების მადლით), მაგრამ ჩემს ქვეყანას ვერ დავტოვებ, აქ ლიანა ასათიანი ვარ; იქ, ამერიკაში, არავინ ვიქნებიო.

ჩემი „მზითვის წიგნის“ რამდენიმე წარდგინებას დაესწრო, სიტყვითაც გამოვიდა. ერთ-ერთი საღამო გა-ზეთმა „თბილისმა“ გააშუქა 1998 წლის 16 ივნისის ნომერში და სხვა გამომსვლელებთან ერთად მისი სიტყვაც დაიბეჭდა: „მშვენიერო და სათნო ქალბატონო ლინა, რო-გორ გგავთ თქვენი წიგნი თქვენ. პირველად რომ ვნახე იგი, გული ამიჩუყდა, მაშინვე გავიფიქრე, შვი-ლიშვილს (ნინოს ქალიშვილს) ჩავუდებ მზითვის სკივრში-მეთქი. წიგნი განსაკუთრებული ტაქტითაა დაწერილი. ის მხოლოდ ახალგაზრ-დებს როდი გამოადგებათ.“

ერთხელ მსახიობთან სტუმრო-ბისას მაგიდაზე შევნიშნე ამანათი, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა „ლექსოს ლიანას“, - ლექსომ გამო-მიგზავნა ამერიკიდანო, - მითხრა ქალბატონმა ლიანამ.

„ლექსოს ლიანა“ - რამხელა

სიყვარულია ჩადებული ამ ორ სიტყვაში.

დიახ, ეს იყო ლექსოს, ნინოს, თავის ოჯახის ლიანა, მაგრამ იყო საქართველოს მშვენება, სიყვარუ-ლი. დიდი, ცნობილი ადამიანები მხოლოდ ოჯახს არ ეკუთვნიან.

ფილმში ლიანა ასათიანს დედოფ-ლის გვირგვინი დაადგეს, მაგრამ მაინც ყველაზე დიდებული გვირგ-ვინით იგი საკუთარმა ოჯახმა დაამშ-ვენა. ეს არის ღირსეული მეუღლის, თავდადებული დედის გვირგვინი.

სამართალმა იზეიმა, ლიანა ასათიანს, ცხოვრებაში მოკაშკაშე ვარსკვლავს, 85 წლის ასაკში რუს-თაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

მსურდა, ამ ვარსკვლავურ ლი-ანა ასათიანის ოჯახზე წიგნი, თუნდაც მონოგრაფია დამეწერა. ქალბა-ტონი ლიანა პირადი დღიურის გადმოცემას შემპირდა (მუშაობის პროცესში).

ვერ მოვასწარი.რატომღაც მგონია, რომ ამქ-

ვეყნად არაფერი არ მთავრდება...ლინა ბარათაშვილი

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი,

ხარაგაულის საპატიო მოქალაქე

ფოტოებზე: ლიანა ასათიანი თეკლე დედოფლის როლში; ლი-ანა ასათიანი, ლინა ბარათაშვილი, დამანა მდივნიშვილი.

Page 5: პირველკლასელთა რაოდენობა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/30-650-2015w.pdf · 2015-09-02 · 4 სექტემბერი,

5xtvb [fhfufekb4 სექტემბერი, 2015 წ.

„ოდეონის“ გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს

ბორის საჯარო სკოლაში, 25 აგ-ვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ინგლისურენოვანი სადღეღამისო ბანაკი „ბორის სკოლა 2015“ მოეწ-ყო. ბანაკი მშვიდობის კორპუსის მოხალისე, ბორის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის, ელისაბედ ბირჩლერისა და ამავე სკოლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის, ინიციატივით შეიქმნა. მათ ეხმარებოდნენ ბორის სკოლის ინგ-ლისური ენის მასწავლებლები ნანა ბერიძე და ჟანა ნიშნიანიძე, ასევე გუნდის ლიდერები: ლანა ღონღაძე, ფერიდე ბერაძე, გვანცა ბერაძე, დეა ბერაძე.

ბანაკში უფასოდ ჩაერთვნენ 13-17 წლის მოზარდები ხარაგაულის, ზესტაფონის, სამტრედიის, და თერ-ჯოლის მუნიციპალიტეტების, თბი-ლისისა და ბათუმის სკოლებიდან, რომლებიც წარმატებით ეუფლებიან ინგლისურ ენას. ბანაკში 80-მდე მოს-წავლე ოთხ ჯგუფად იყო დაყოფილი.

„ბანაკი მიზნად ისახავდა ბავშვე-ბის დაახლოებას. ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას და მყარი მეგობრული ურთიერთო-ბების ჩამოყალიბებას სხავადასხ-ვა სკოლის მოსწავლეებს შორის. ასეთი ბანაკებით მოზარდებს შე-საძლებლობა ეძლევათ, ისწავლონ გუნდური მუშაობა, საკუთარი აზრის სწორად დაფიქსირება, გახდნენ დამოუკიდებლები და გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარ-ჩვევები,“ - ამ-ბობს ჰამლეტ ბერაძე.

-ჩვენ სკოლაში ინგლისურენოვა-ნი ბანაკი შარშანაც მოეწყო და წელს მის დაწყებას დიდი სიხარულით ველოდი, - ამბობს ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა ღონღა-ძე, - ბანაკში გატარებული ხუთი დღე თითოეული მონაწილესათვის დაუვიწყარი, განსაკუთრებული და გამორჩეულია. ბანაკში იყო ყველა-ნაირი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ კარგად გვეგრძნო თავი. შევიძინე

ახალი მეგობრები, შევძელი ჩემი თავის რეალიზება.

ინგლისური ენის გაკვეთილებს გვიტარებდა ბორის საჯარო სკოლის ამერიკელი მოხალისე ელიზაბედ ბირჩლერი სხვა ამერიკელ მოხა-ლისეებთან ერთად. ყოველდღე გვიტარდებოდა ტრენინგები სხვა-დასხვა თემებზე, ასევე სპორტული ღონისძიებები და ინტელექტუალე-ური თამაშები კულტურის სამსახურის წარმომდგენელ დავით ჩადუნელის ხელმძღვანელობით.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ბედნიერი და ნაყოფიერი დღეები გვაჩუქა, - განსაკუთრებით, - ჩვენი სკოლის დირექტორს ჰამლეტ ბერა-ძეს, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდი-თაა და ჩვენი უფროსი მეგობარია; ასევე ჩვენი ინგლისურის პედაგოგებს ნანა ბერიძეს, ჟანა ნიშნიანიძეს , ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს მაია გაგოშიძეს.

ბორის საჯარო სკოლის დირექ-

ტორ ჰამლეტ ბერაძის ინფორმა-ციით, ბანაკი ხორციელდება ხა-რაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, გამგეობის, კულტუ-რის სამსახურის, ხარაგაულის ცენტ-რალური ბიბლიოთეკის, ტურიზმის სამსახურის, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურუ-

ლი თეატრის, ა/ო „ფონდი თბილი-სის მოზარდთა სახლის“, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის, მშვიდობის კორპუსის ინგლისურენოვანი მოხა-ლისეების, საქართველოს ინოვაცი-ების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.

ღორეშის მემორიალურმა მუზეუმმა და მისმა ხელმძღვანელებმა ნინო და პავლე ჯიბუტებმა მესამედ უმასპინძლეს ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი.“ კონკურსის ორგანიზატორია ხარაგა-ულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და მისი ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე.

„ოდეონში“ წელს 36 კონკურსანტი მონაწილეობდა. იზა ვეფხვაძე მიიჩ-ნევს, რომ „ოდეონი - 10“-ის თემა „ზარი,“თანაბრად საინტერესოა მწერლე-ბისა და პოეტებისათვის. მისივე ინფორ-მაციით, ლიტერატურული კონკურსის შედეგები 20 სექტემბრამდე გახდება ცნობილი და გამოცხადდება მედიაკავ-შირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში.

დაწესებულია სამი საპრიზო ადგი-ლი და ფულადი ჯილდოები. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი მი-იღებს 500 ლარს, მეორე ადგილზე გასული - 300 ლარს, მესამე ადგი-ლის მფლობელი კი - 200 ლარს. „გამოვლინდება ხუთი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა ავტორებს ას-ასი ლარით დააჯილდოებს ღორეშის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანე-ლი ბატონი პავლე ჯიბუტი,“ - ამბობს იზა ვეფხვაძე და განსაკუთრებულ მადლობას უხდის პავლე ჯიბუტს კონკურსის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის.

„ოდეონის“ მხარდამჭერები არიან: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგე-

ობა და საკრებულო, კულტურის სამინის-ტრო, ქალაქ თბილისის მერია, ღორეშის მემორიალური მუზეუმი, ქართველი ებრაელები - პაატა იოსებაშვილი, მაქს შავიტი, ლილი კრიხელი, შოთა წვენიაშ-ვილი, ლეილა ნოდია, ლიტერატურული ფესტივალი „გარა“, გია კუბლაშვილი, საფრანგეთში მცხოვრები ხარაგაულე-ლი ნინო კიკნაძე, ხარაგაულის ტურიზმის ცენტრი, გადაცემები „ხაზის რადიო“ და „საგანძური,“ მედიაკავშირი „ობიექტივი,“ სასაუზმე „მალხაზი,“ ბაქარ დევდარიანი, ბესიკ სახვაძე, პავლე კიკალიშვილი, ჩოხოსანთა დასი.

კონკურსის მონაწილეები დაასა-ჩუქრეს ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, გამგე-

ბელმა კობა ლურსმანაშვილმა, საკრე-ბულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ-ჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა, საკრებულოს წევრებმა ვარლამ ჭი-პაშვილმა, ლენა აბაშიძემ და თემურ კუპრაძემ, ბორის საჯარო სკოლის დირექტორმა ჰამლეტ ბერაძემ, სა-განმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ, ღორეშის ადმინისტრციულ ერთეულში გამგებ-ლის წარმომადგენელმა იური მჭედ-ლიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერმა ეკა ტალახაძემ.

„ოდეონის“ კონკურსანტი მაია მი-ქაია გასულ წელსაც მონაწილეობდა კონკურსში. „ყველა ისეთი აღფრ-თოვანებით საუბრობდა, რომ გადა-ვწყვიტე, ჩავრთულიყავი. შარშანდელ ფოტოალბომს დავაწერე „ოდეონი“ - უბრალოდ დღესასწაული. წელსაც არ გაფერმკრთალებულა. ზღაპრული ორგანიზებაა. კონკურსის ყველაზე დიდი მონაპოვარი ისაა, რომ იქმნება ახალი ნაწარმოებები და ეს არის უდი-დესი სტიმული შემოქმედი ადამიანები-სათვის,“ - ამბობს მაია მიქია.

კონკურსის სამგზის გამარჯვებულის, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, მეათე საიუბილეო „ოდეონი“ განსაკუთრებუ-ლია. „დიდი მადლობა ქალბატონ იზას, რადგან ეს ორი დღე არის ჩვენთვის სრულიად სხვა სამყაროში ყოფნა. გვსიამოვნებს და ვწერთ,“ - ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.

2013 წელს გამართულ კონკურსზე შოთა გოლუბიანმა პირველი ადგილი დაიკავა. შოთა ამბობს, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს „ოდეონში“ მონაწილებას. „საუკეთესო პირობებს გვიქმნიან კონკურსის ორგანიზატორე-ბი. აქ მყოფ ადამიანებთან ურთიერთო-ბით ძალიან ბედნიერი ვარ. „ოდეონზე“ მიღებული ემოციები მომავალ წლამდე

მიმყვება და დიდ შთაბეჭდილებას ახ-დენს ჩემზე,“ - ამბობს შოთა.

ეკა ბაზერაშვილი: -მოხარული ვარ, რომ მესამედ ვმონაწილეობ ამ კონკურსში. ეს არ არის მხოლოდ კონკურსი. ეს არის ურთიერთობა არაჩვეულებრივ შემოქმედ ადამიანებ-თან. დიდი მადლობა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის კონკურსის ორგა-ნიზებაში. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ.

„ოდეონის“ ჟიურის თავმჯდომარე, მწერალ როსტომ ჩხეიძის თქმით, საქართველოს კულტურულ რუკაზე ხარაგაული ქმნის კულტურის ცენტრს. „ეს არის მისაბაძი და მიხარია, რომ აქ პრიორიტეტულია კულტურა, რაც გათავისებული აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

კონკურსი „ოდეონი“ სანიმუშოა თავისი ორგანიზებით. არ მიკვირს, როცა აქ მონაწილეობენ კარგი მწერ-ლები და იქმნება ისეთი ნაწარმოებები, რომელთაც აქვთ ლიტერატურული ღირებულება და ეს არ არის წარმავა-ლი. კრებული გამოიცა შარშანდელი მასალების მიხედვით და იმედია, წელსაც გამოიცემა. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა შარშანდელმა ნაწარმოებებმა, - ჟიურის გაუჭირდა გამარჯვებულის გამოვლენა. წელსაც, იმედი მაქვს, ასეთივე მაღალი დონის ნაწარმოებები შეიქმნა.

ჟურნალის, „ჩვენი მწერლობა“ ფურცლებზე გამოქვეყნდა შარშან შექმ-ნილი საუკეთესო ნამუშევრები.

ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს და მიბაძავს არაერთი კუთხე, ქალა-ქი, სოფელი. ასეთი კონკურსი უნდა გაიმართოს არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მიზანმიმართულად და ის თა-მასა, რომელიც არის აწეული მაღლა, უნდა შენარჩუნდეს,“ - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

ნინო კაპანაძე

ვახანში, 27 აგვისტოს ტრადიციული სპორტული შეჯიბრებები გაიმართა დოღში, მკლავმჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში. მესამე წელია, ტურნირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრუ-

ლებისას მოკლული რეინჯერის, ვახანე-ლი მერაბ არევაძის ხსოვნას ეძღვნება.

სპორტულ შეჯიბრებებში ვახანელ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილე-ობენ სპორტსმენები ხარაგაულის სხვა-

დასხვა სოფლებიდან და მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან. ტრადიციული სპორტული შეჯიბრებების ორგანიზა-ტორები არიან სოფლის აქტივისტები, სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი და ადგილობ-რივი ხელისუფლება.

ვახანის ადმინისტრაციულ ერ-თეულში გამგებლის წარმომადგენელი ზვიად არევაძე ამბობს, რომ სპორ-ტული შეჯიბრებების მოთავე 1992 წლიდან იყო აწ გარდაცვლილი როლანდი არევაძე. „ვახანისთვის ზეიმია დღევანდელი დღე. სტუმარი თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი ვესიყვარულებით ერთმანეთს.“

ვახანის მაჟორიტარი დეპუტატი მე-რაბ ღონღაძე იხსენებს, რომ ტრადიცი-ული სპორტული ტურნირი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც ჩაატარეს. მისი თქმით, ეს დღე ახალგაზრდებს ახალისებს და სტიმულს აძლევს, აყ-

ვარებს სოფელს, როგორც აქაურებს, ისე ჩამოსულ სტუმრებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი დღესასწაულია.

სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროექტების მენეჯერის, ვეფხვია ღონღაძის თქმით, სპორტულ შეჯიბრებებში ოთხმოცამდე ახალგაზრდა ჩაერთო. „ინტერესი დიდია, - ამბობს ვეფხვია ღონღაძე, - პირველ რიგში, კარგია, რომ იმერეთში ქართული ჭიდაობის ტურნირი იმართე-ბა. ტრადიციას ვაგრძელებთ შეძლების-დაგვარად. მომავალში ეს შეჯიბრებები უნდა გაფართოვდეს. შევეცდებით, რომ ჭიდაობის უფრო ტრადიციული მხარე-ბიიდან - ქართლიდან და კახეთიდან მოვიწვიოთ სპორტსმენები.“

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსის ლევან თაბუნიძის თქმით, ეროვნული პარკისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინტერესი ამ ღონისძიები-

სადმი დიდია, რადგან ის რეინჯერ მერაბ არევაძის ხსოვნას ეძღვნება.

ვახანში გამართულ დოღში ჩრდი-ლელმა 16 წლის მერაბ თიკანაშვილმა გაიმარჯვა. მერაბი დოღში პირველად მონაწილეობდა მომავალშიც თავის ცხენ „ქურანასთან“ ერთად არაერთ გამარჯვებას გეგმავს.

მკლავჭიდში აბსოლუტური ჩემპი-ონი გახდა კიცხელი მალხაზ სარა-ლიძე.

ქართულ ჭიდაობაში ჩემპიონები წონითი კატეგორიების მიხედვით გახდ-ნენ ვახანელები: შმაგი ცუცქირიძე (35 კგ.), ირაკლი ცხადაძე (60 კგ.), დავით ფერაძე (80 კგ.), შალვა არევაძე (90 კგ.), ავთო ჭიქავა (90 კგ.), ვლადიმერ არე-ვაძე (აბსოლ. წონა); ზვარედან მიხეილ დალალიშვილი (45 კგ.), სოსო გოგნაძე (55 კგ.), დავით გოგნაძე (70 კგ.); ხარა-გაულიდან გიორგი გოგოლაძე (50 კგ.).

ნინო კაპანაძე

ვახანში ტრადიციული დოღი, მკლავჭიდი და ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

ინგლისურენოვანი ბანაკი ბორში

Page 6: პირველკლასელთა რაოდენობა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/30-650-2015w.pdf · 2015-09-02 · 4 სექტემბერი,

6 xtvb [fhfufekb 4 სექტემბერი, 2015 წ.

ჩვენთან შეიძენთ მაღალი ხარისხის პროდუქციას დაბალ ფასად. მიიღება შეკვეთები. თანხის გადახდა შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. მობრძანდით, გელით.შეძენილი ნივთებითა და მომსახურებით კმაყოფილნი დარჩებით.მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №7. დაგვიკავშირდით ტელეფონით 577 40 80 09 (დარეჯანი).

მაღაზიაში მისაღებ ფასად შეიძენთ ლიტერატურას ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხ-ველებისათვის.

მაღაზია გთავაზობთ მრავალფეროვან საბავშვო, სასკოლო და კლასიკური ლიტერა-ტურას;

სასკოლო და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანს.მიიღება შეკვეთები.მისამართი - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №31.დაგვიკავშირდით ტელეფონით 574 11 74 07 (თიკო)

ხარაგაულში გაიხსნა წიგნების, საკანცელარიო და სასკოლო

ნივთების მაღაზია

ხარაგაულში, მუხურაძეების მაღაზიაში, გაიხსნა

საკანცელარიო და სასკოლო ნივთების სექცია

ხარაგაულის ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი ნებისმიერ ასაკის მსურველს სთავა-ზობს ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადაში.

ვამეცადინებთ სკოლის ასაკის მოსწავ-ლეებს, მოვამზადებთ აბიტურიენტებს ეროვ-ნული გამოცდებისათვის.

სწავლება მიმდინარეობს უახლესი სა-ხელმძღვანელოებითა და მეთოდებით, როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. მეცადინეობებს ჩაატარებენ კვალიფიციური სპეცილისტები. თითო ჯგუფში არის მაქსი-მუმ 8 მსმენელი. მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1.30 სთ (შეიძლება შეიცვალოს კანდიდატის გრაფიკის გათვალისწინებით). ერთი თვის სასწავლო გადასახადი თითოეულ მოსწავ-ლეზე შეადგენს 50 ლარას.

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საუბარს, მოსმენას, გრამატიკას, წერას და კითხვის უნარების გაუმჯობესებას. გთავაზობთ სწავლის სხვადასხვა დონეს.

● Beginner● Elementery● Intermediate● Upper-intermediate● Pre-Advanced● Advanced● Post-Advanced.ყოველი დონის დამთავრების შედეგ

ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების სა-ფუძველზე მოხდება შემდეგ დონეზე გადა-ყვანა ან გაიცემა შეაბამისი ადგილობრივი სერთიფიკატი.

ცენტრი ასევე მოამზადებს ისეთ დაინტე-რესებულ და მიზანდასახულ კადრს, ვისაც სურვილი ექნება „ბრიტანეტის საბჭოს სასწავ-ლო ცენტრში“ გავიდეს გამოცდაზე და წარ-მატების შემთხვევაში აიღოს „საერთაშორისო სერთიფიკატი“.

ჩვენს ცენტრში სტუდენტების ჩარიცხვა ხდება ტესტის საფუძველზე, რაც განსაზღვ-რავს მის დონეს და შესაძლებლობას ენაში.

დამწყები მსურველები შეავსებენ მხოლოდ ბლანკს, სადაც მიუთითებენ მათთვის სასურ-ველ დროსა და დღეებს მეცადინეობის და-

საწყებად. სწავლება მიმდინარეობს როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში.

დაწყების თარიღი - ნებისმიერი დრო წლის განმავლობაში.

ჩარიცხვის მსურველები მობრძანდით ხარაგაულში სოლომონ მეფის ქ. №17.

ასევე მოვემსახურებით ტექსტების თარგ-მნის მსურველებს ინგლისურიდან ქართულ და ქართულიდან ინგლისურ ენებზე.

ელ-ფოსტა: kakabadzeshorena @gmail.com.ტელ: 571 05 25 32.

გიწვევთ ინგლისური ენის შესასწავლად

უკრაინის პერსონალის მართვის საერთა-შორისო აკადემია - უნივერსიტეტი (MAYP) და კოლეჯი აცხადებს მიღებას შემდეგ სპე-ციალობებზე:

1. სამართალმცოდნეობა;2. ფარმაციისა და მედიცინის მენეჯმენტი;3. ფინანსები და კრედიტები;4. ბიზნესის ეკონომიკა;5. ტურიზმის მართვა.კოლეჯში მიიღებიან 9, 10, 11 და 12 კლას-

დამთავრებულები.უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე ფუნქცი-

ონირებს ერთწლიანი სერთიფიცირებული კურსები შემდეგ სპეციალობებზე:

1. ფარმაციის მენეჯერი; 2. საექთნო საქმე;3. მასაჟი;4. ფინანსური მენეჯერი;5. ოფისმენეჯერი.საბუთების მიიღება დაწყებულია. მობრ-

ძანდით 10 საათიდან 15 საათამდე. მის.: ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქ. №10

(წყალსადენის დასახლება). ტელ: 593 21 19 64; 551 56 72 56.

აბიტურიენტთა მიღებას აცხადებს უნივერსიტეტი და კოლეჯი

მეტი წარმატების მისაღწევად განათავსეთ რეკლამა გაზეთში „ჩემი ხარაგაული“. რაც შეიძლება ბევრ პოტენციურ მომხმარებელს შეატყობინეთ თქვენი საქმიანობის

შესახებ; გააცანით მათ თქვენი უპირატესობები კონკურენტებთან შედარებით.

შედეგი, რომელსაც გაზეთში რეკლამის განთავსებით მიიღებთ, შეუდარებელია რეკ-ლამირების საფასურთან.

გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ ერთი გვერდის ღირებულებაა 150 ლარი;1/2 გვერდის - 80 ლარი;1/4 გვერდის - 45 ლარი;1/8 გვერდის - 25 ლარიგაზეთის პირველ გვერდზე 1/4 ფართზე რეკლამის განთავსების ღირებულებაა 60 ლარი.

გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ მილოცვის გამოქვეყნება ღირს 5 ლარი, ფოტოთი - 10 ლარი;სამძიმარი - 5 ლარი, ფოტოთი - 10 ლარი;ნეკროლოგი ფოტოთი - 10 ლარი, ფოტოს გარეშე - 7 ლარი.თქვენი რეკლამები ასევე შეგიძლიათ განათავსოთ ვებგვერდზე chemikharagauli.com

რეკლამა გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ და ვებგვერდზე chkh.org

Page 7: პირველკლასელთა რაოდენობა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/30-650-2015w.pdf · 2015-09-02 · 4 სექტემბერი,

7xtvb [fhfufekb4 სექტემბერი, 2015 წ.

აკაკი ჩხიკვაძის ხსოვნას

27 აგვისტო შენი დაბადების დღეა, ჩვენო საყვარელო, თბილო და მზრუნველო ადამიანო. 88 წლისა გახდებოდი. მთელი შენი ცხოვრება-ში შრომაში გაატარე. სამოცი წელი ემსახურებოდი საყვარელ საქმეს, - ქვესადგურის თანამშრომლებში კარ-გი ავტორიტეტით სარგებლობდი.

მუდამ ერთგულად დასტრი-ალებდი ოჯახს. გაჭირვებულს გვერ-დით ედექი და დალხინებულის სიხარულს იზიარებდი. ძალიან გვაკლიხარ, ჟორა. დღე არ გავა

შენზე მოგონებების გარეშე. უზომოდ გვენატრები. ტკბილად ვიხსენებთ იმ დროს, როცა ჩვენს გვერდით იყავი და უზომოდ ვწუხართ, ახლა წარსულში რომ გვიხდება შენზე საუბარი. უშენოდ აღვნიშნეთ შენი დაბადების დღე, - დამძიმებული გულითა და უფლისადმი ვედრებით, რომ მუდამ ნათელში გვიმყოფოს ჩვენი უახლოესი, საამაყო და დიდე-ბული ადამიანის - გიორგი (ჟორა) კიკნაძის სული.

ოჯახი

მეუღლე ნიკოლოზი, შვილები ხათუნა, დავითი, რძალი თეა ოსანაძე, სიძე გოჩა ტაბატაძე, შვი-ლიშვილები გიორგი, თამარ ტა-ბატაძეები, ლიზი, ქრისტინე, ნინო ლაცაბიძეები, დები, ძმები, მაზლი, მული, რძლები, მძახლები, დისშ-ვილები, ძმისშვილები, მაზლისშ-ვილები, მულისშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ლილი ბარბაქაძე-ლაცაბიძე

გამოსვენება კვირას, 6 სექტემ-ბერს, ხარაგაულიდან სოლომონ მეფის ქ. №68, დაკრძალვა სო-ფელ მოლითში.

ბაზალეთის რკინიგზის უბნის მეზობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ სამეზობლოს გამოაკლდა კეთილშობილი ქალბატონი, საუკეთესო დედა და ბებია

მარგალიტა შველიძე-ნანიტაშვილი

და თანაუგრძნობენ განსვენებუ-ლის ოჯახს.

შვილები ნანული, თამაზი, რძა-ლი ნინო ტაბატაძე, ძმა კაკო სხილაძე, შვილიშვილები მაკა ტყემალაძე, მირზა, მირანდა, კარ-ლო ტაბატაძეები, მადონა, მარიკა, ივანე გოლუბიანები, დისშვილები, ძმისშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ჟუჟუნა მელქოს ასული სხილაძე-ტაბატაძე.

დაიკრძალა ხუთშაბათს.

დედა მზია დარბაიძე, მამა ომარი აბულაძე, მეუღლე მარინე გიორგაძე, შვილები ლაშა, ომა-რი, მზიკო, დები ლალი, ლელა, სიძეები პაატა ჩინჩალაძე, ავთო ღონღაძე, დისშვილები, დეიდები, ბიძები, დეიდაშვილები, მამიდაშ-ვილები, ბიძაშვილები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გია ომარის ძე აბულაძე.დაკრძალვა 5 სექტემბერს სო-

ფელ ლახუნდარაში.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს იამზე მაღრაძესა და მის ოჯახს მამის

კობა მაღრაძისგარდაცვალების გამო.

სიდედრი მაყვალა, სიმამრი ზურიკო, ცოლისძმა მამუკა გიორ-გაძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა საყვარელი სიძე

გია ომარის ძე აბულაძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

სოფელ ლახუნდარაში მცხოვ-რები უახლოესი მეზობლები ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ ომარ და მზია აბულაძეებს, მარინე გიორ-გაძეს, ლაშა, ომარი, მზიკო, ლალი და ლელა აბულაძეებს საყვარელი შვილის, მეუღლის, მამისა და ძმის

გია აბულაძისგარდაცვალების გამო. ღმერთ-

მა ნათელში ამყოფოს მისი სპეტა-კი სული.

ვარძიის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი და ტექნიკუ-რი პერსონალი თანაუგრძნობენ თამაზ კვირიკაშვილს და თამარ ანთაძეს საყვარელი გამზრდელი დეიდის

ფაცია ხიჯაკაძისგარდაცვალების გამო.

ნანული ბურჯანაძე, მისი შვილე-ბი - დათო და გიორგი ბურჯანაძე-ები, რძალი თინათინ ირემაშვილი, შვილიშვილები ანანო და მარია ბურჯანაძეები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

მარგალიტა შველიძე-ნანიტაშვილი

და თანაუგრძნობენ დოდო ნანიტაშვილს დედის, თემური ჭანკოტაძეს სიდედრის, თამუნას, ლევანის და ირაკლის ბებიის გარდაცვალების გამო.

ბორის საჯარო სკოლა-პან-სიონის კოლექტივი ღრმა მწუ-ხარებით თანაუგრძნობს მარინე გიორგაძეს საყვარელი მეუღ-ლის

გია აბულაძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ახლობლებს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის ადმინისტრაცია და პედა-გოგიური კოლექტივი თანაუგრძ-ნობენ მარიკა გოლუბიანს ბებიის

ჟუჟუნა სხილაძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

უახლოესი მეზობლები იუწყე-ბიან, რომ გარდაიცვალა

კუკური ნიქაცაძედა თანაუგრძნობენ შვილებს

- თემური, ცეზარი, ციცინო ნიქა-ცაძეებს, რძლებს - ნატოსა და ლელას, სიძეს - რამაზის.

სოციალური მომსახურების სა-აგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილება იუწყება ნანული ტაბატაძის დედის

ჟუჟუნა მელქოს ასული სხილაძე-ტაბატაძის

გარდაცვალებას და თანაუგრძ-ნობს განსვენებულის ოჯახს.

მურადი ბუაჩიძე ოჯახით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავთო და ლელა ღონღაძეების ცოლისძ-მისა და ძმის, ომარ და მზია აბუ-ლაძეების შვილის

გია აბულაძისგარდაცვალების გამო და

თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანი-ზაციის სახელით ორაგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვე-რაძე ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმო-სილი პედაგოგი, მრავალი თა-ობის ღირსეულად აღმზრდელი, დამრიგებელი, სიბრძნით გამო-რჩეული პიროვნება

აკაკი ჩხიკვაძედა თანაუგრძნობს განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ბატონი აკაკი ჩხიკვაძე - ღვაწლ-მოსილი მასწავლებელი, ღირსეული კაცი. მის მახვილ მზერას კაცის ცნო-

ბა არ შეეშლებოდა. მკაცრი და სა-მართლიანი, მოკლედ და აზრიანად საუბრობდა, სიტყვაწონადი იყო... თუ მისი აღზრდილის წარმატე-ბას გაიგებდა, თვალები სიყვა-რულის სხივებით გაუთბებოდა... ბოლოს ერთი ახალგაზრდა კაცის დაკრძალვაზე შევხვდი. დარდიანად გამენდო: დიდი ტრაგედიაა მასწავ-ლებლისათვის მოსწავლის გარდა-ცვალება, მათ ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი მიაქვთო...

კიცხის თემის სკოლა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართ-

ველოში,1848 წელს დაარსებუ-ლა. ბევრი დიდი მასწავლებლის ხსოვნას ინახავს, რომელთა რიგს კიდევ ერთი ღირსეული პედაგოგი შეემატა - ბატონი აკაკი ჩხიკვაძე!

უფალო, გაანათლე მისი სული!ნოდარ დუმბაძის მოთხრობა

გამახსენდა:„ამ კაცის იმდენი ვალი მაქვს, ჩემ

სიცოცხლეში ვერ გადავიხდი-მეთქი. არ იფიქრო, რომ ფული მმართებს... -მა, რა გმართებს, კაცო? - გაუკვირ-და თედოს. -სიყვარული მმართებს...“

ზურაბ მაჭავარიანი

ორმოცი დღეა, გეძებ და გელი,სად ჩაიფერფლა შენი სიცოცხ-

ლე,უფალო გთხოვ და გემუდარები,ჩემი ობლები დიდხანს მიცოცხ-

ლე.ორმოცი დღე გავიდა უშენოდ,

ჩემო საყვარელო დათო. ყოველი დღე შენი მოლოდინითა და მო-ნატრებით იწყება. ძალიან მიჭირს შენზე წარსულში საუბარი. წახვედი და დამიტოვე დიდი ტკივილი, სევდა და დარდი. ალბათ ჩემი პატარები თუ გადამატანინებენ იმ დარტყმას, რაც შენმა უეცარმა გარდაცვალებამ მომაყენა. გული

დაგვწყვიტე ყველას, - მეუღლეს, მშობლებს, ახლობლებს. ამბობენ, ღმერთსაც კარგი უნდაო. ყველას უყვარდი. ძალიან თავმდაბალი, კეთილი, მოსიყვარულე, მშრომე-

ლი და ალალმართალი კაცი იყავი. ამიტომაც მიჭირს უშენობა. ყველას ძალიან გვაკლიხარ. ხშირად მო-ვალ შენს საფლავთან. დაგინთებ სანთლებს და უფალს ვთხოვ, ნათელში მიმყოფოს შენი ლამაზი სული. შენს სახელს დავიწყება არ უწერია, ჩემო საყვარელო დათო.

მე სიცოცხლე აღარაფრად მიღირს,

გულში დამჭერ, დამიტოვე სევ-და,

რით ვუშველო ამ ცრემლიან ტკივილს,

რასაც მხოლოდ უშენობა ჰქვია.მეუღლე ნატო ტაბატაძე

დავით გაბუნიას ხსოვნას

გიორგი (ჟორა) კიკნაძის გახსენება

ტორიაზე განახორციელოს თავისი გამოხატვის თავისუფლება.

ამავე კანონის მე-15 მუხლის თა-ნახმად, „მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება.“

ამასთან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სკოლის ტერიტორიაზე შეიძლება დაწესებულ იქნეს მასწავლებლების და გარეშე პირების უფლებების შეზღუდვები, მაგრამ ის მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ასეთი შეზღუდვა წინასწარ უნდა იყოს დადგენილი სკოლის მიერ, უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ემსახურე-ბოდეს სკოლის მიზნების შესრულე-ბას. რაც მთავარია, თუკი სკოლას დადგენილი აქვს რაიმე შეზღუდვა, მან თავად უნდა აცნობოს ამის შესახებ გარეშე პირს ან მასწავლებელს.

თქვენს შემთხვევაში, წერილში მი-თითებულია, რომ მასწავლებლებთან შეხვედრა ჩატარდა სკოლის დირექ-ტორის წინასწარი თანხმობით, რაც გამორიცხავს ამგვარი შეზღუდვების არსებობას ან მათ გავრცელებას ამ კონკრეტულ შემთხვევაზე.

ასევე, არსებობს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელიც მართალია მხოლოდ ტელევიზიებსა და რადიოებ-ზე ვრცელდება, მაგრამ რადგან გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ვიდეორგოლებს გა-ნათავსებს ინტერნეტსივრცეში, ანალო-გიად ეს წესიც შეიძლება გამოვიყენოთ. ეს წესი ჟურნალისტებს უდგენს ქცევის სტანდარტებს. მისი 35-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს, რომ „სკოლაში, სა-ავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყო-ფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან,

რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართ-ვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოების ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვ-ნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლე-ბელია.“ ვინაიდან გაზეთს მიღებული ჰქონდა სკოლის დირექტორის თანხ-მობა, არც ჟურნალისტური ეთიკის წესი ჩაითვლება დარღვეულად.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ თქვენს საგაზეთო წერილში და ინტერნეტ გვერდზე განთავსებულ ვიდეოში მო-ცემული გარემოებები არ ადასტურებს ჟურნალისტების მხრიდან რაიმე კანონ-დარღვევას,“ - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის საკითხებ-ზე მომუშავე იურისტი ეკა ციმაკურიძე.

● „მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ რაიმე პროფესიული და ეთიკური სტანდარტი დაარღვიეთ ამ მასალების გამოქვეყნებით, - ამბობს საქართვე-ლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე, - რაც შეეხება, სკოლის შენობაში მუშაობის საკითხს, - პრესისა და ონლაინ მედიისთვის ცალკე რეგუ-ლაცია ამ საკითხზე არ არსებობს.

ამავე დროს თქვენ გქონდათ ნებარ-თვა დირექტორისგან, რომელიც არის უფლებამოსილი პირი. ამავე დროს ის ხალხი, ვინც საუბრობს თქვენს მასალა-ში, როგორც ვიდეოში, ისე ტექსტში, საუბრობს საკუთარი სურვილით და ნებით. შესაბამისად, ეს არ ყოფილა დორსტეპინგი, ანუ როდესაც ჩართული კამერით მიადგები ვინმეს და მისი სურ-ვილის საწინააღმდეგოდ იღებ.

თუ ვიხელმძღვანელებთ მაუწყე-ბელთა ქცევის კოდექსით, როგორც ზოგადი სტანდარტით, თქვენ არც ეს სტანდარტი დაგირღვევიათ.“

● სკოლის შენობაში ჟურნალის-ტური საქმიანობით რომ კანონი არ დაგვირღვევია, ასევე დაგვიდასტურეს განათლების სამინისტროდან.

ლაურა გოგოლაძე

რა „დაირღვა“ ლეღვანში - მასწავლებელს აქვს სკოლის ტერიტორიაზე გამოხატვის

თავისუფლებაპირველი გვერდიდან

Page 8: პირველკლასელთა რაოდენობა ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/30-650-2015w.pdf · 2015-09-02 · 4 სექტემბერი,

8 xtvb [fhfufekb 4 სექტემბერი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

წავლეები. წელს გიმნაზიაში 13 პირველკლასელს ელოდებიან. ბუკებს ამ კვირაში მივიღებთ და პროგრამებს ჩავწერთ ადგილზე, - ამბობს დავით კიკნაძე, - პირვე-ლი კლასის მოსწავლეები, ისევე როგორც უფროსკლასელები, წელს ნახმარ სახელმძღვანე-ლოებს მიიღებენ. ჩვენ გვაქვს სა-ხელმძღვანელოების შეფასების 15-ქულიანი სისტემა. 9 ქულიანზე ნაკლებად შეფასებული წიგნებს არ გავცემთ.“

დავით კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები პროფესიული კადრების ნაკლებობას არ განიც-დიან. ახალ სასწავლო წელს ხარა-გაულის მუნიციპალტეტში სწავლას 2 238 მოსწავლე 603 მასწავლებ-ლის დახმარებით შეუდგება. წელს პირველკლასელთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

900-მდე მოსწავლის სახლიდან სკოლამდე ტრანსპორტირებისთ-ვის ახალ სასწავლო წელს 82 მარშრუტია დადგენილი, - მათგან

12 მარშრუტი წელს დაემატა. რესურსცენტრის უფროსის

თქმით, ადგილობრივ თვითმ-მართველობასთან და ტურიზმის სამსახურთან ერთად, იგეგმება პირველკურსელებთან შეხვედრა. 6 სექტემბერს ხარაგაულელი წარ-მატებული ეტალონელები ჩაერთ-ვებიან მედიაპროექტ „ეტალონის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ თავყრილობაში, რომელიც მთე-ლი საქართველოდან მიწვეული ახალგაზრდებისა და პროექტის თანამოაზრეების მონაწილეობით თბილისში, ფილარმონიაში გა-იმართება. თავყრილობაზე ხა-რაგაულიდან 50 ადამიანი მიემგ-ზავრება.

დავით კიკნაძის ინფორმაციით, ამ ზაფხულს თითქმის ყველა მას-წავლებელმა გაიარა ტრენინგი. „ინერგება ინოვაციები, რომელთაც ჩვენმა მასწავლებლებმა უნდა აუწ-ყონ ფეხი. ხარაგაულელმა მოსწავ-ლემ ისეთივე ცოდნა უნდა მიიღოს, როგორსაც იღებს თბილისელი თუ სხვა ქალაქში მცხოვრები მოსწავ-ლე. ხუთ სკოლაში ტარდებოდა და კიდევ ხუთ სკოლაში დაგვემატა პროფესიული სწავლების საათები.

ეს პროცესი მომავალშიც გაგრ-ძელდება.

შარშან გავმართეთ აქცია და შე-ვაგროვეთ ტანსაცმელი სოციალუ-რად დაუცველი მოსწავლეებისთ-ვის. სწავლის დაწყებამდე გვინდა კიდევ გავიმეოროთ ეს აქცია.

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის მოსწავლეებს ემსახურება სკოლის ექიმი. წელს ხევისა და ბო-რითის საჯარო სკოლებში გაიხსნე-ბა ექიმის კაბინეტები. სამომავლოდ ყველა სკოლაში იმუშავებს ექიმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

ხარაგაულის მუნიციპალი -ტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, მუნიციპალიტეტის გამგებელი და რესურსცენტრის უფროსი მუშაობენ ხუნევ-გედსა-მანიის ოპტიმიზირებული სკოლის დეოპტიმიზაციაზე. „ეს იქნება კარ-გი ორივე სკოლისთვის, - ამბობს დავით კიკნაძე, - გედსამანიაში 27 მოსწავლეა, ხუნევში - 38, რაც საკ-მარისია ამ სკოლის გასაყოფად. დეოპტიმიზაცია ხელს შეუწყობს ორივე სკოლის განვითარებას. ამ საკითხზე ველოდებით პასუხს სამინისტროდან.“

ლაურა გოგოლაძე

პირველკლასელთა რაოდენობა გაიზარდა

პირველი გვერდიდან

იყიდება ოროთახიანი ბინა ბუნებრივი აირით ხარაგაულში მისამართზე - სოლომონ მეფის ქ. №25. სველი წერტილები მო-საწყობია. ფასი შეთანხმებით. მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონით ნომრებზე - 557 26 44 14 ან 577 64 77 60 (იგორი).

იყიდება მეორადი საოფისე და საოჯახო ავეჯი დაბალ ფა-სად. მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №56, „რიყის ბინების“ პირველი სარ-თული.

ტელ.: 577 95 75 55; 593 21 12 97.

ვულოცავთ თამთა გოგოლა-ძესა და თამაზი დეკანოსიძეს ვაჟიშვილის, მარიამს - ძმის ამქ-ვეყნად მოვლინებას. ვუსურვებთ პატარა ნიკოლოზ დეკანოსიძეს ჯანმრთელობას, ბედნიერ ბავშ-ვობასა და საუკეთესო მომავალს. ღვთისმშობელი ყოფილიყოს მა-რიამობას დაბადებული ვაჟკაცის მფარველი.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

ვულოცავ მარიამ მიქაბერიძეს საჯარო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებას და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტში უფასო სპე-ციალობაზე ჩარიცხვას.

ჩვენო საყვარელო მარიამ, გისურვებთ წარმატებული სტუდენ-ტობის წლებს და ასევე წარმატე-ბებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ნარგიზ და შაქრო კიკნაძეები

დაბადების დღეს ვულოცავთ ხიდრის საჯარო სკოლის ღვაწ-ლმოსილ პედაგოგს ცისნარი შველიძეს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას და დიდხანს სიცოცხ-ლეს. კიდევ მრავალი თაობა აღგეზარდოთ, ყველას მიმართ თბილო და მოსიყვარულე ცისნარი მასწავლებელო. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

ხიდრის ოპტიმიზირებული სკოლის პედკოლექტივი

ჩემს შვილიშვილს დათო კა-ლანდაძესა და მის თანაკლასე-ლებს, - ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავ-რულს, ვინც სტუდენტი გახდა, ვულოცავ უმაღლეს სასწავლებ-ლებში ჩარიცხვას. ვუსურვებ მათ წარმატებებს სწავლასა და ცხოვ-რებაში.

დათო კალანდაძის ბებია

ნინო ბარბაქაძეს და ვალერი გოგნაძეს ვულოცავთ შვილიშვი-ლის, ირაკლი გოგნაძეს და ელენე ქაჩლიშვილს ქალიშვილის დაბა-დებას. ვუსურვებთ ნინო გოგნაძეს ჯანმრთელობას, ლაღ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს.

ქეთინო და გოჩა გიორგიძეები ოჯახებით

ვულოცავთ ხევის საჯარო სკო-ლის პედაგოგს ქალბატონ ნატო ბლიაძესა და მის მეუღლე ბატონ თემურ შუბითიძეს შვილიშვილის დაბადებას. ვუსურვებთ პატარა და-ნიელს დღეგრძელობას. აღზრდი-ლიყოს ნამდვილ მამულიშვილად. ღმერთი იყოს მისი მფარველი.

ხევის საჯარო სკოლა

ჩვენი სკოლის კურსდამთავრე-ბულებს ალიკა და გიორგი კურ-ტანიძეებს, ჯაბა, მაკა, გიორგი და მიშიკო ხაჩიძეებს და ჟანა ლომიძეს ვულოცავთ სტუდენტო-ბას. ვუსურვებთ წარმატებებს.

ხევის საჯარო სკოლა

ვულოცავთ ბედნიერებას ვარძიის საჯარო სკოლის ბუღალტერს მამუკა ხიჯაკაძეს და მის რჩეულს თამუნა ბარბაქაძეს. გისურვებთ შეგექმნათ ფუძემყარი ოჯახი. გამრავლება, ჯანმრთელობა, სიყვარული და უფლის მფარველობა არ მოგკლებოდეთ.

„შვილთა სიმრავლე დაგბედებოდთ,მტრედის ღუღუნი და მუხის ჩერო,ჩხებით, აკვნებით და ბუდეებითამაღლდი ჩვენო ფუძევ და ჭერო.“

ვარძიის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი

***

***

***

***

***

***

***

ქრონიკული დაავადების გამო ხშირად ვიმყოფები მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. ჩემთვის ქალაქიდან წამლების მოტანა გაძნელებული იყო. ხშირად სხვას ვაბარებდი. ეს პრობლემა მომიგვარდა მას შემდეგ, რაც ქალბატონმა თამარ სხილაძემ მოლითში აფთიაქი გახსნა. აფთიაქ-ში გვემსახურება ენერგიული და

კეთილშობილი ახალგაზრდა ქეთი ლაცაბიძე. უსაზღვროდ მადლობე-ლი ვარ ამ ორი პიროვნების. ვუ-სურვებ მათ და მათ ოჯახებს ღვთის მფარველობას, რომ მუდამ ასე გაეთბოთ გული ადამიანებისთვის.

მედეა ლაცაბიძემოლითის საჯარო სკოლის

პედაგოგი

გული მადლიერებითაა სავსე

წლების მანძილზე ხერხემლის დისკოზი მაწუხებდა. ყოველი მოძ-რაობა აუტანელ ტკივილს მაყე-ნებდა. ყველანაირი მკურნალობა ვცადე, რასაც ექიმები მირჩევდნენ. თბილისში ძვირადღირებული მა-საჟები გავიკეთე, მაგრამ შედეგი ძალიან უმნიშვნელო იყო.

კეთილი ადამიანების რჩევით მასაჟების გასაკეთებლად მივედი ხარაგაულის სპორტდარბაზში ლე-

ვან არევაძესთან. რამდენიმე სეან-სის შემდეგ შვება ვიგრძენი. ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.

მინდა მადლობა გადავუხადო ლევანს კეთილი დამოკიდებულე-ბისთვის. ის პაციენტებს სიტყვითაც კი არჩენს. ღმერთმა უმრავლოს ხარაგაულს ასეთი პროფესიონა-ლები.

მადლიერი პაციენტი მარინე დეკანოსიძე

მადლობა, ლევან!

ვიბარებ ჯართს უმაღლეს ფასად. მსურველები და-მიკავშირდით ტელეფონით 555 29 56 08.

იკითხეთ დემური

რამდენიმე დღის წინ თირკმელი საშინლად ამტკივდა. სასწრაფო საედიცინო დახმარების ბრიგადა უსწრაფესად მოვიდა. წამიყვანეს ბორითის კლინიკაში. მინდა დიდი პატივისცემით განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ექიმების გია ბარბაქაძის, მარინა ჭანკვე-

ტაძის, ექთნების ნატალია სვანი-ძის, თეა ხარაზიშვილის, სანიტარ ნადია ჩაჩანიძის, მძღოლ ავთო ბარბაქაძის მიმართ. მათმა გულისხ-მიერებამ სიკვდილს გადამარჩინა. ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახები.

ბიჭიკო ბუხნიკაშვილი სოფ. ღორეშა

მადლობა ყურადღებისთვის

პროფესიონალიზმი - ამ სიტყ-ვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. დღეს, როდესაც გარკვეულ თა-ნამდებობებზე ისეთი პიროვნებები ინიშნებიან, რომლებსაც წარმო-დგენაც კი არ აქვთ იმ საქმიანო-ბაზე, სადაც უნდა იმუშაონ, გული მტკივა.

ამ წერილით მინდა გაგაცნოთ ქალბატონი მაღალი პროფესი-ონალიზმით, სითბოთი და გუ-ლისხმიერებით. ეს ქალბატონი გახლავთ ხათუნა ხიჯაკაძე - სტო-მატოლოგი, ბატონ ავთანდილ

ხიჯაკაძისა და ქალბატონ მერი გიორგიძის შვილი. იგი მუშაობს ყოფილი უნივერმაღის შენობაში. თუ რომელიმე ხარაგაულელი მოხვედრიხართ მასთან, ალბათ, დამერწმუნებით მის პროფესიონა-ლიზმში.

დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას იმ სითბოსა და გულის-ხმიერებისათვის, რაც მან ჩემს მიმართ გამოიჩინა. ღმერთმა გვიმ-რავლოს ასეთი პროფესიონალი ადამიანები.

ნაზი იაშვილი

ღმერთმა ამრავლოს

2015 წლის პირველი ოქტომ-ბრიდან კვალიფიციური, სერ-ტიფიცირებული, წარმატებული პედაგოგები მოვამზადებთ აბიტუ-რიენტებს ქიმიაში, ბიოლოგიაში,

გეოგრაფიაში, რუსულ ენასა და ლიტერატურაში სადგურ მარელი-სის ტერიტორიაზე.

მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონით: 577 97 74 73.

მოვამზადებთ აბიტურიენტებსსახლის, მიწის ნაკვეთის

ან რაიმე ნივთის გაყიდვა, შეძენა, გაქირავება გსურთ? სამუშაოს ეძებთ ან ახალი თანამშრომლის დაქირავება გსურთ? ოჯახში დამხმარე ან ძიძა გჭირდებათ? შენება, შეკეთება ან სხვა სახის მომსა-ხურება შეგიძლიათ?

დაგვიკავშირდით რედაქცი-აში ტელეფონებით 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80 ან მობრძანდით მისამართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან.

განცხადების გაზეთსა და ვებპორტალზე გამოქვეყნებით ჩვენ დაგეხმარებით თქვენი სურვილების განხორციელება-სა და სასურველი მომსახურე-ბის მიღებაში.

იყიდება

ყურადღება!