9-15 იანვარი, 2012 ქართული პრესის...

2
- 1 - Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28 9-15 იანვარი, 2011 ქართული პრესის მიმოხილვა ევროკავშირის თემაზე გაზეთ რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ევროპული განათლების მიღებაში ეხმარება“ მიმოხილულია ევროკავშირის ის საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც საქართველოში წარმატებით ხორციელდება, ამ პროექტების განხორციელებისთვის კი 1995 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახარჯულია 13 მილიონ ევროზე მეტი. „უმაღლესი განათლების სფეროში დახმარების გაწევა ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტის და პროგრამის საშუალებით, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირს, სხვადასხვა მიდგომა გამოიყენოს ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე იქიდან გამომდინარე, თუ რომელი მიდგომა უფრო ეფექტურია გარკვეულ კონტექსტში“, - ასეთია აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური პოზიცია. „ირანის მიმართ სანქციების დაწესების ინფორმაციის გავრცელებისთანავე საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი სწრაფად გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან ეს პროცესი ევროპის ფინანსურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს“. - ვკითხულობთ „რეზონანსში“ გავრცელებულ სტატიაში, სადაც საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ირანის მიმართ განხორციელებულ ენერგობლოკადაზე, რათა თეირანზე, ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის მიზნით, დამატებითი ზეწოლა განხორცილდეს.

Upload: ei-lat

Post on 21-May-2015

768 views

Category:

News & Politics


1 download

TRANSCRIPT

Page 1: 9-15 იანვარი, 2012 ქართული პრესის მიმოხილვა ევროკავშირის თემაზე

- 1 -

Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT

Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28

9-15 იანვარი, 2011 ქართული პრესის მიმოხილვა ევროკავშირის თემაზე გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ევროპული განათლების მიღებაში ეხმარება“ მიმოხილულია ევროკავშირის ის საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც საქართველოში წარმატებით ხორციელდება, ამ პროექტების განხორციელებისთვის კი 1995 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახარჯულია 13 მილიონ ევროზე მეტი. „უმაღლესი განათლების სფეროში დახმარების გაწევა ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტის და პროგრამის საშუალებით, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირს, სხვადასხვა მიდგომა გამოიყენოს ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე იქიდან გამომდინარე, თუ რომელი

მიდგომა უფრო ეფექტურია გარკვეულ კონტექსტში“, - ასეთია აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური პოზიცია. „ირანის მიმართ სანქციების დაწესების ინფორმაციის გავრცელებისთანავე საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი სწრაფად გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან ეს პროცესი ევროპის ფინანსურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს“. - ვკითხულობთ „რეზონანსში“ გავრცელებულ სტატიაში, სადაც საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ირანის მიმართ განხორციელებულ ენერგობლოკადაზე, რათა თეირანზე, ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის მიზნით, დამატებითი ზეწოლა განხორცილდეს.

Page 2: 9-15 იანვარი, 2012 ქართული პრესის მიმოხილვა ევროკავშირის თემაზე

- 2 -

სავარაუდოდ, ოფიციალურად ირანული ნავთობის აკრძალვის შესახებ განცხადება იანვრის ბოლოს დაგაგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთდება. გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ტანერ ილდის განცხადებით „სამხრეთ ნაკადთან“ დაკავშირებით რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება „ნაბუკოს“ პროექტის განხორციელებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. მისივე თქმით, „სამხრეთ ნაკადი“ ისევე როგორც „ნაბუკო“ ხელს შეუწყობს თურქეთისა და რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქმულია მილიარდერი ინვესტორი ჯორჯ სოროსის მოსაზრება ევროზონის კრიზისთან დაკავშირებით: „არსებული კრიზისი კიდევ უფრო სახიფათოა - თუ ვითარება ევროპული ბანკების კრახამდე მივა, ეს მთელი გლობალური ფნანსური სისტემის კატასტროფას გამოიწვევს. ამავე დროს, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში განვითარებადი ქვეყნები ნაკლებად დაზარალდებიან.“ 2011 წლის ვალის კრიზისის გავრცელებაში ჯორჯ სოროსი გერმანიას ადანაშაულებს და მას საერთო ევროპული

ობლიგაციის შექმნას ურჩევს, რაც ევროკავშირის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ამავე კვირის „24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ათენი ევროზონიდან გამოსვლით იმუქრება“, ვკითხულობთ : „საბერძნეთი თავის ევროპელ პარტნიორებს ევროზონიდან გასვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპული ბანკების რეგულარული ფინანსური დახმარების პაკეტს ვერ მიიღებს“. დამკვირვებლები კი აღნიშნავენ, რომ მთავრობის განცხადებები ევროზონის შესაძლო დატოვების შესახებ, ერთგვარი მცდელობაა საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებისათვის, რომელიც საბერძნეთის მთავრობას რეფორმების დაწყების წინ სჭირდება. „ბერძნული სუვერენული ვალის ნაწილობრივი გაუქმებისა და ადგილობრივი ბანკების რეკაპიტალიზაციის სანაცვლოდ, ათენელები აპირებენ, დაწიონ საპენსიო თანხების გადასახადი, შეამცირონ სამუშაო ადგილები სახელმწიფო სექტორში, არ გაზარდონ ჯანდაცვის ხარჯები“. - აღნიშნულია სტატიაში.