9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

105
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ'' მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ! მმმმმ მმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ. მმმმმმმ `მმმმმ~ მმ მმმმმმმმმმმ, მმმმმმ `მმმმმმმ~ მმმმმმ. მმ მმმ მმმმმმ, მმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ, მმმმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმ მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმ, მმმმმ მმმ მმმმმ `მმმმმმ~ მმმმმმმმმ `მმმმმმმმმ მმმმმმმ~. მმმმმმმმ მმმმმ მმმ მმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმ, მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმ მმმმმ-მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ მმ მმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმ მმმ მმმმმმმ. მმ მმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ. მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ. მმმმმმ მმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმმმ, მმმმმმმმმ მმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმ მმმმმმმმმმ, მმმმმმმმმ მმ მმმმმმ. მმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ, მმმ მმმმმ _ მმმმმმმმმმ... მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ, მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ. მმმ, მმ, მმმმმ მმმმმმმმ მმმმ მმმმმ მმმმმმმმ მმმმ, მმმმმ მმ მმმმმ, მმმმმ მმმმმმმმ, მმმმმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმ... მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ, მმმ მმმმმმ მმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმ, მმმმ მმმმმმმმმმმ მმ მმმმმ მმმმმმ. მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ, მმმმმმ მმმმმ მმმ მმმმმმ, მმ მმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმ მ.მ. მმმმმმმმ. მმმ, მმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმ. მმ მმმმმმმ, მმმმ მმმმმმმმმ. მმმმმ მმმმმმმმმმმ მმ მმმმმ მმმმმმმმ. მმ მმმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმ _ მმმმმმმმმმმმ, მმმმმმმ, მმმმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმმმმმ... მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმ, `მმმმმმმმმმმმ~ მმმ მმმმმმმმ მმმმმმმმ. მმმმმმმმმმ, მმმმმმმ მმმმმმმ მმმ. მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმმ, მმმმმმ მმ მმმმ, მმმ მმმმმმმმ მმ მმ მმმ მმმმმმ მმმმმმმმ, მმმმ მმმმმმ მმმმ-მმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ.

Upload: missmarple7

Post on 03-Dec-2015

925 views

Category:

Documents


98 download

DESCRIPTION

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „სიკვდილის რეპეტიცია“. სერიიდან „იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი“. წიგნი მეცხრე

TRANSCRIPT

Page 1: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

მეცხრე დეტექტიური რომანი ციკლიდან ,,იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი''

სიკვდილის რეპეტიცია

მეღირსა! ჩემმა ქმარმა მანქანა გამოცვალა. ნახმარი `ოპელი~ მე გადმომილოცა, თვითონ `ბეემვეს~ მოახტა. მე რომ მკითხო, ახალბედა მძღოლისთვის ძველი მანქანა მისწრებაა, სინდისი არ მომცემდა უფლებას ჯერაც ტაოტიან ავტოზე გამომეცადა ჩემი დილეტანტობა, თუმცა არც დათას `ბეემვე~ ჩაბარებია `ქალიშვილი პატრონს~. ჩვენამდე მთელი ორი წელი ემსახურებოდა დათასავე კოლეგას, რომელმაც საბანკო კრედიტის დასაფარად ლამის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება გაყიდა და დათას საოცნებო მანქანაც თან მიაყოლა.

ეს რაც შეეხება მატერიალურ მხარეს. გადავდივარ ემოციურზე.

ჩემგან რომ შუმახერი არ დადგებოდა, ყოველთვის ვიცოდი,

მაგრამ მანქანის უმტკივნეულოდ დაძვრაზე თუ ამდენს ვიწვალებდი, ნამდვილად არ მეგონა. ხან პარფრიზს მივეხეთქე შუბლით, ხან საჭეს _ დიაფრაგმით... აღარაფერს ვამბობ სიჩქარის გადამრთველზე, რომელიც კინაღამ ძირფესვიანა მოვგლიჯე კოლოფოდან. არა, რა, ველურ მუსტანგს უფრო იოლად გახედნის კაცი, ბოლოს და ბოლოს, შოლტს გადაუჭრი, დასჭყივლებ, ფაფარს დაუწიწკნი... ავტომანქანა ტექნიკური რევოლუციის პირმშოა, რომ ჩახვდე მისი მუშაობის პრინციპს, უნდა წარმოიდგინო რა ხდება შიგნით. წარმოვიდგენით წარმოვიდგინე, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რა დატვითვა აქვს მანქანის მოძრაობაში ე.წ. გიტარებს.

არა, არ მიყვარს ჰუმანიტარები. თუ გნებავთ, ჩემი თამადობით. ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას ფიქრობენ. თუ ფიქრობენ, ყოვლად გაცვეთილი, მესიანისტური იდეები უტრიალებს თავში _ ნაციონალიზმი, სიონიზი, სეკულარიზმი, ფუნდამენტალიზმი... სინამდვილეში ლურსმნის დაჭედება არ იციან, `კრესტავინაზე~ ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

გამარჯობათ, იათამზე მდივანი ვარ. პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული სახელით მამამ დამაჯილდოვა, დღესაც არ ვიცი, რამ გაახსენა ია და მზე შუაგულ ზამთარში, როცა თქვენი მონა-მორჩილი მოევლინა ქვეყნიერებას.

იმ დილით საკმაოდ გმირულად ჩავუქროლე გმირთა მოედანს. ის იყო, თავი სამშვიდობოს მეგონა, ვარაზისხევის აღმართზე გავიჭედე. ვერც წინ დავძარი, ვერც უკან, უფრო სწორედ დაძვრის მცდელობისას მანქანა რატომღაც უკან მიგორავდა, პირდაპირ თვალებდაყვლეპილი `მერსისკენ,~ რომელიც მაინცდამაინც მე ამომიდგა. იმის წარმოდგენაზე, როგორ აკოცებს ჩემი უკანა ბამპერი მის წინას, ხელისგულები გამიოფლიანდა. `მერსმა~ საფრთხე იყნოსა, მკვეთრად აიღო საჭე და ისეთი სისწრაფით

Page 2: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ჩამიწუილა, თითქოს შარაგზაზე დაგდებული ხელყუმბარა ვიყავი, და არა გერმანული ენის პედაგოგი.

როგორც იქნა, ჭავჭავაძეზე გავივაკე, უფალს მადლობა შევწირე და უსაფრთხოების მიზნით მიკროავტობუსს დავაჯექი კუდზე.

არა, რა... ჩვენსავით დაუმორჩილებელი ნაცია დედამიწის ზურგზე არ არსებობს! სულ რომ ბუტიკების ქსელებით დაფარონ მიწისქვეშა გადასასვლელები, ქართველი მაინც ქუჩაზე გადადის, ქვეცნობიერი პროტესტი მიაქანებს `დინების საწინააღმდეგოდ~. არის ამაში რაღაც სადომაზოხისტური _ მეც მოვკვდები, მაგრამ შენც გაგიყოლებ. მე რომ ქალაქის მერი ვიყო, ყველაზე დიდ ჯარიმას ფეხით მოსიარულეებზე დავაწესებდი.

მშვიდობიანად მივაღწიე კოლეჯამდე. მანქანა ირიბად შევასკუპე ტროტუარზე, კოჭლი ქათამავით, და კმაყოფილმა მივაჭირე სიგნალიზაციის ღილაკს.

სამასწავლებლოში პოლიტიკური დებატები გაემართათ, დერეფანშივე მომესმა წინასამიტინგო გუგუნი.

როცა საქმე აზრთა სხვადასხვაობას ეხება, ჩვენი კლდემამოსილი პედაგოგები საოცარ მეტამორფოზას განიცდიან. მაგალითად, მათემატიკოსი ლიანა, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ერთი ოჯახის მოყვარული ქალია, პირსისხლიან ვამპირს ემსგავსება _ ქვედა ყბაზე ორი ეშვისმაგვარი წამონაზარდი უელავს, რომელიც სხვა დროს არ შემიმჩნევია. პატივცემული თამარი, რომლის ფართო დიაპაზონის ხმაზე სკოლაში ლეგენდები დადის, ამჯერად სარგადაყლაპულივის ზის, თუმცა აფორაჯებული სახე თავისთავად მეტყველებს _ რის ფასად უღირს ეს სიჩუმე. თამარის სიძეს სამთავრობო სტრუქტურაში მაღალი პოსტი უჭირავს, ხელისუფლების კრიტიკას პირად შეურაცხყოფად აღიქვამს და გულზე სკდება. ხმასაც რომ ვერ იღებს?! მაშინვე ყელში წვდებიან _ პირადი გამორჩენა გალაპარაკებსო. კიდევ კარგი მის ნაცვლად სხვები იჭაჭებიან. `ქართული~ ისე წიკვინებს, ლამის მამასისხლად ჩადგმული პროთეზი მაგიდაზე გადმოაფურთოს, `ფიზიკა~ კი ისე ენერგიულად ეთანხმება, მეშინია თავი არ მოძვრეს.

დებატებს დალაი ლამას სიმშვიდით ადევნებდნენ თვალს სახელოვან წინაპართა პორტრეტები _ შოთა, ილია, აკაკი...

შედარებით ნეიტრალური ადგილისკენ გავემართე, მაგიდის ბოლოში, სადაც თავისთვის ჭორაობდნენ ისტორიის მასწავლებელი მაგდა შათირიშვილი და დამწყები კლასების პედაგოგი ნათია გუნია.

_ ამდენ ნერვიულობას გეყიდა ერთი ტესტი და გაიგებდი. _ თქვა მაგდამ, მკერდსავსე, ძვალმსხვილმა ქალმა რომაული პროფილით.

_ გამორიცხულია ფეხმძიმედ ვიყო, _ უპასუხა ნათიამ. _ სპეციალური გრაფიკი მაქვს შედგენილი, რომელ დღეებში შეიძლება, რომელში _ არა.

_ ზევიდან თუ ჩამოგაფურთხეს, არ ვიცი.

_ ნუ იცი ხოლმე აგდებული ლაპარაკი, _ ეწყინა ნათიას, _ ისედაც გახეთქვაზე მაქვს გული. კიდევ ერთი აბორტი რომ ვუხსენო დედაჩემს, ანათემას გადამცემს მეც და ჩემს ქმარსაც.

_ დედაშენი რა შუაშია?

_ აბა, ვინ მომცემს აბორტის ფულს?

_ ქმარი.

_ კარგი, რა... გუშინწინ ბაბუამისის მონოგრამიანი საათი გაყიდა და პამპერსი და ჯინსი იყიდა.

Page 3: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ ჯინსი? _ გაუკვირდა მაგდას.

_ აბა, რა ექნა?! ისე გაეცრიცა შარვალი, საცვალი უჩანდა გარედან. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? _ ჭერს შესჩივლა ნათიამ.

_ ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლო არ გვეღირსება! _ წინა ფლანგიდან ისროლა ჟუჟუნამ, ცხადია, სხვისი მისამართით.

_ რამ გაარევოლუციონერა ეს ხელოვანი ქალი... _ ჩაილაპარაკა მაგდამ, _ ხალხს არ უნდა სიმართლის მოსმენა, პოლიტიკოსიც იძულებულია მოიტყუოს. იცი, რა უთხრა ნაპოლეონმა თავის მოხელეებს? წერეთ მოკლედ და ბუნდოვნად, რომ მქონდეს ინტერპრეტაციის საშუალება.

_ მესამე ხომ არ გავაჩინო? _ ნათია ისევ თავის საწუხარს მიუბრუნდა. _ იქნებ, გოგოა... ხომ იცი, დედისთვის რა არის გოგო...

_ დედაშენის გამოცდილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდი თავსატეხი. ჯიბეგამოხეული ქმარი ხომ ჩაუსახლე, ამასაც არ დასჯერდი _ ყოველ წელს პაჩკა-პაჩკა შვილებს უყრი გასაზრდელად. მოინდომა, გოგო!

_ აბა, აბორტი გავიკეთო?

_ პრეზერვატივი უნდა იყიდო.

_ რა მწარე ენა გაქვს ხანდახან, მაგდა...

_ პირში თქმა რომ ვიცი, იმიტომ?!

ნათიამ გაჩუმება ამჯობინა, მაგდას კი თავისი სატკივარი გაახსენდა:

_ ისე, დღეს მართლა ცუდ ხასიათზე ვარ. _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.

_ ვაიმე, მამიდაშენი ხომ არ მოკვდა? _ ყალბად შეიცხადა ნათიამ, რომელსაც იდეაში ცალ ფეხზე ეკიდა ვინ მოკვდა თუ მორჩა, უბრალოდ შეამოწმა _ ხომ არ უბრაზდება უფროსი კოლეგა.

_ ჯერჯერობით ცოცხალი ბრძანდება, მაგრამ აპარატზეა მიერთებული. შემთხვევით დენი რომ ჩაქრეს, თან გაჰყვება. არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ღირსია, ღირსი! ღმერთო, ნუ მიწყენ! _ მაგდამ ზერელედ გადაიწერა პირჯვარი და გაგაულისებულმა განაგრძო. _ გუშინ გაცნობილ გოგოს გადაუფორმა მთელი ქონება, ეგონა, სიცოცხლის ბოლომდე მიპატრონებსო. უპატრონა, როგორ არა?! ყაჩაღები დაასია თავზე. მაგრამ ვერ განახორციელა ჩანაფიქრი, კერკეტი კაკალი გამოდგა აგნესა შარაშენიძის თავის ქალა, ასე ადვილად ვერ დაანაჭუჭეს.

ყაჩაღებისა და ქონების გაგონებაზე ყურები გამოფართოვდა.

_ მოიცა, `გუშინ გაცნობილ გოგოში~ შვილიშვილს გულისხმობ? _ გაუკვირდა ნათიას.

ჩემდა გასაკვირად მაგდამ თავი დაუქნია. დავიჯერო, შვილიშვილმა საკუთარი ბებია გაიმეტა? მაგრამ თუკი მართლა გუშინ გაიცნო...

_ თორმეტ წლამდე არ სცნობდა, _ მაგდამ მტაცებლური მზერა სამასწავლებლოს შემოატარა. _ ჩემი მამიდაშვილი, ილიკო, რომ არ მომკვდარიყო, არც გაახსენდებოდა მისი ნაბიჭვარი. ჩვენზე იყო გადაყოლილი, ძმისშვილებზე... განსაკუთრებით მე ვუყვარდი _ ჩემს ახალგაზრდობას მაგონებო. _ მაგდას ხმა დაურბილდა და ნაკვთები გაეშალა. _ იცი, რა ქალი იყო აგნესა მამიდა?! ქვეყანა შენატროდა... დღესაც არ ვიცი, რამ გააყოლა იმ გამოქლიავებულ ანთროპოლოგს! ბიძაჩემს ვგულისხმობ. ექსპედიციებში გაატარა მთელი

Page 4: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ცხოვრება, სახლში პროდუქტის ნაცვლად ადამიანის ძვლები მოჰქონდა. აგნესა კი ვითომც არაფერი, იტანდა.

_ ალბათ უყვარდა. _ გულის ამოიოხრა ნათიამ, თავისი შარვალგამოხეული ქმარი თუ გაახსენდა.

_ თავისებურად, კი. საერთოდ, მამიდაჩემი თავისებური ქალია. ერთადერთ შვილს არ აპატია უნებართვო ქორწინება, მის ნაბუშარს ხომ ვერ უხსენებდი! არ ვიცი, მერე რა მოხდა, უცებ ანდერძი შეცვალა და ის გველის წიწილი მოითბო გულთან, რომელიც... რომელსაც... რომელმაც ასე გაიმეტა საბრალო... _ მაგდას ხმა გაებზარა და ნესტოები შეუთრთოლდა.

_ იყავი სანახავად?

_ ვიყავი, მაგრამ რად გინდა... მეოთხე დღეა კომაშია, ან მოვა გონზე, ან არა.

ზარის ხმაზე საომრად მომართულმა მასწავლებლებმა ჟურნალებს ხელი დასტაცეს და საკლასო ოთახებს მიაშურეს. ეჭვი მაქვს მოწაფეებზე უნდა იყარონ პოლიტიკურ დებატებში დაუხარჯავი ენერგია. საწყალი ბავშვები!

_ _ _

გათხოვილი ქალის სტატუსი კარგია, მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს: ყოველ საღამოს ვახშამზე უნდა იფიქრო. მე რა... მე შემწვარ კარტოფილზეც იოლად გადავალ, მაგრამ დათას რა ვუყო?! ერთხელაც იქნება სახამებელი ტვინში აასხამს და ისტერიკას მომიწყობს. კაცის ორგანიზმი მუდმივად ითხოვს ცილოვან საკვებს, დროგამოშვებით შეიძლება ნახშირწყალიც შეაპარო, მაგრამ ხორცს ვერაფერი შეცვლის! ერთი ვეგეტარიენელი ნაცნობი მყავს, ისეთი კეთილშობილია, ხელები რომ აიქნიოს, ალბათ აფრინდება. მომკალით და არ მხიბლავს ფრთიანი კაცები. მამრი უნდა იყოს ენერგიული და ზომიერად აგრესიული. კომბალს არ უნდა იქნევდეს, მაგრამ არც მოკრძალებული ცოხნით გაბეზრებდეს თავს.

ამიტომ კოლეჯის შემდეგ დეზერტირების ბაზარს მივაშურე.

ცირკის შენობასთან, როცა მეგონა, რომ უკვე სამშვიდობოს გავედი, მანქანამ სვლა შეანელა, შელაყლაყდა და კაპოტიდან შიშინა ბოლი ამოუშვა. შემეშინდა სხვა სიტყვაა, თვალის დახამხამებაში ვისკუპე სალონიდან, ბორდიურზე ავასწარი და აფეთქების მოლოდინში ყურებზე ხელები ავიფარე. კატასტროფა არ მომხდარა, ბოლი ჰაერში გაიფანტა, ცხვირს კი დამწვარი რეზინის სუნი მისწვდა.

დათა მყავს მოსაკლავი! ცილოვანი საკვების კი არა, მოხარშული კარტოფილის ღირსიც არ არის! თვითონ გამართული მანქანით დაჯირითობს, ეს ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი მე შემომტენა. ქმრები ცოლებს კუნძულებსა და იახტებს ჩუქნიან, მე კი ამ `ფაჩიკოს გარმონზე~ სიხარულით დორბლები ვყარე, კოცნით ლამის დავახრჩე მაკედონელის პოზაში ჩამდგარი მეორე ნახევარი.

ვინ თქვა, რომ თავმდაბლობა ღირსებაა? ნაკლია, ნაკლი! ხომ შეიძლება რამე მომსვლოდა? სხვათა შორის, მე რომ რამე მომსვლოდა, პირველ რიგში დათა დაზარალდებოდა. მისი ფაქიზი ფსიქიკა ორჯერ დაქვრივებას ვერ აიტანდა. იტყვით, ღმერთი სამობითააო, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი ქალი დათანხმდება მესამე ცოლად დაუჯდეს კაცს, რომელსაც პანტაპუნტით უკვდება ცოლები?!

_ ახალი ხარ? _ ჩამესმა ყურთან, როგორც კი აცახცახებული ხელები ჩამოვიღე.

Page 5: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ჩემს წინ ჩია კაცი იდგა. პენტაგონივით დიდ თავზე შავად იკლაკნებოდა თმის რამდენიმე გაქონილი ღერი. საიდან გამოტყვრა ეს ადამიანის პროვოკაცია, საკანალიზაციო ლუქიდან ხომ არა? გაოგნებული მივაჩერდი _ ჯერ ლუქს, რომელზეც კოტიტა ფეხებით იდგა, მერე კაცს, რომელიც ამღვრეული თვალებით მიცქერდა ქვევიდან ზევით.

სად იყო და სად არა, კიდევ ერთი ეგზემპლარი გაჩნდა _ ორმეტრიანი ქალი ქვემეხივით მომარსული ძუძუებით. ასეთი გაბარიტებით ლუქის ვარიანტი გამორიცხულია.

_ აბა, ახლა ააცვი აქედან! _ მუქარანარევი ხმით დაიგუგუნა ქალმა-ქვემეხმა.

ჩიამ საკუთარ თავზე მიიღო და სადღაც აორთქლდა, ქალი კი სახიფათო მანძილზე მომიახლოვდა. ყავისფერიკონტურიანი ტუჩები, კრემ-პუდრით შენიღბული ლოყები, ფერიჭამიებით დაფიფქული ცხვირი.

_ რას მთირავ? ლესბიანკების ბირჟა ქვეითაა. ეს ჩემი ტერიტორიაა...

_ ! ! !

_ ააცვი მეთქი, თორე მითქვამს: არ გაგახარებ. თუ არ გჯერა, ჰკითხე გოგოებს აბრუშუმა ბელა ვინ არი. ჩემი კლიჩკა ნუ მოგატყუებს, ყველასთან კი არ ვარ `აბრეშუმი,~ ისეთი გაფსიხება ვიცი, ძვალი არ დაგრჩება მთელი. მოტვინე?

მოვტვინე. აქ ხომ მეძავები აბირჟავებენ! ამას მე კონკურენტი ვგონივარ!

_ მანქანა გამიფუჭდა. შევაკეთებ და წავალ. _ ვანიშნე ბორდიურთან დაგდებულ `ოპელზე~.

აბრუშუმა-ბელამ მანქანას გახედა და უმალ ჩაცხრა:

_ შენია ტაჩკა?

თავი დავუქნიე.

_ რა მოუვიდა?

_ რა ვიცი, ბოლი გაუშვა.

_ მერე რაღას უდგახარ, დაურეკე ვინმეს. გათხოვო მობილური?

გაკვირვებულმა შევხედე. რა ჰქნას ამ უბედურმაც, კარგ ცხოვრებას არ გამოუგდია ქუჩაში. ვინ იცის, სახლში ავადმყოფი მშობლები ელოდება, არც ისაა გამორიცხული ქმარი აპახავებდეს, ამასწინათ, ტელევიზორში მოვუსმინე დაუჯერებელ ისტორიას: უმუშევარმა ქმარმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცოლს დაუდგა პირად სუტინიორად. ყველაზე საინტერესოა, რომ ორივე მხარე კმაყოფილი ჩანდა. ასეთებიც ხდება.

_ მობილური მაქვს, მაგრამ სიჩქარეში ხელჩანთა მანქანაში დამრჩა.

_ ტუფლიც დაგრჩენია, ზოლუშკა, ტუფლიც! _ გადაიხარხარა აბრეშუმა-ბელამ და სარდელივით თითი ჩემი ფეხისკენ მომართა.

მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ ცალი ფეხსაცმლით ვიდექი ჭუჭყიან ასფალტზე, მეორე _ სათამაშო ნავივით ეგდო მანქარის წინ, სულ რამდენიმე სანტიმეტრში სავალი ნაწილიდან. ასკინკილით მივუახლოვდი, კოლჰოტიანი ტერფი გავუყარე, ჩანთა დავითრიე და და ისევ ბორდიურზე ავხტი.

პირველ რიგში ქმარს დავურეკე. არ გამეპასუხა. სამშობიარო ბოქსში შესვლის წინ დათა, როგორც წესი, მობილურს თიშავს. მეორე ჯერზე სიძესთან ვცადე დაკავშირება. ის გამეპასუხა, სამწუხაროდ რაიონიდან, სადაც თავის სამშენებლო საქმეებზე იმყოფება.

ვინ შეიძლება მოვწყვიტო სამუშაოს დღისით-მზისით?

Page 6: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ვითომ მაიორი ოქრუაშვილი?

მაინც დავრეკე.

ხუთ წუთში სერგოს `ნივა~ გამოჩნდა. `ნივა~ კი არა, ნამდვილი მესერშმიტია!

_ რა გაგჭირვებიათ, ქალბატონო? _ გამომძახა ფანჯრიდან.

აბრეშუმა-ბელამ იფიქრა, კლიენტს მაწერსო, და ჩრდილივით ამედევნა.

_ სერგო, დაუძრე სივი, თორემ ჩამქოლავს. _ თვალი ჩავუკარი მაიორს.

სერგო ზღაპრული ჯინივით ამოიზარდა მანქანის სალონიდან:

_ ქალო, დამეკარე აქედან, თორემ იმისთანას დაგიძრობ... _ წინადადების დამთავრება არ დასცალდა, აბრეშუმა-ბელამ ზურგი გვაქცია და საჯდომის თახთახით გაგვეცალა.

სერგო მტრულად მიაჩერდა ჩემს დაყვინთულ `ოპელს~. ასე იცის ხოლმე, ჯერ თავს იფასებს _ აქაოდა, რაზე მომაცდინეო. სინამდვილეში კეთილი და ერთგულია, კავკასიური ნაგაზივით, თუმცა ვირის თვალები აქვს და აღნაგობით ერთი-ერთში მულტიპლიკაციური ჯინია.

ცხოველური ღირსებებით შემკული მაიორი ჩემი მანქანის კაპოტთან დაიხარა.

_ წყალი აგიდუღდა, ხო იცი... _ ამომძახა ქვევიდან.

_ წყალი? სად ამიდუღდა? რატომ? _ დავაყარე უაზრო კითხვები.

_ ვენტილატორი გაფუჭდა.

_ რა უნდა, ბიჭო, მანქანაში ვენტილატორს... რა უნდა გაანიავოს? _ მეც თავდაყირა ჩავეკიდე კაპოტში, მაგრამ ვენტილატორის მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე.

ერთადერთი, რაც მეცნო, იყო აკუმულატორი _ ფერადღილაკებიანი კოლოფი, რომელიც ამასწინათ მე და დათამ ელიავას ბაზრობაზე ვიყიდეთ. რა დანიშნულება აქვსო, რომ ვკითხე, დათამ ბუნდოვნად მიპასუხა: `ენერგიას აგროვებსო.~ უფრო დაწვრილებით ამიხსენი მეთქი, და იმხელა ლექცია მოაყოლა, ძლივს შეკოწიწებული აზრი უგზო-უკვლოდ გამებნა.

_ ნიშნულს უნდა დახედო, ჯიგარო, ნიშნულს! თუ ამოდენა ცხრილები დიზაინის ელემენტები გგონია?! `მცხელა, ვდუღდები, მიშველე რამეო~ _ თვალს გიპაჭუნებდა, შენ კი ზედაც არ უყურებდი. ალბათ სარკეს იყავი მიფიჩინებული: მაგარი დერზკი როჟა ვზივარ საჭესთანო.

_ ამის სათქმელად მოხვედი?

_ ვერ იგრძენი, რომ მანქანას უჭირდა?

_ სად უნდა მეგრძნო, რა ადგილებში? _ ისე გავბრაზდი, ხმასაც კი ავუწიე.

_ აქ! _ სერგომ უპირატესობის სრული შეგრძნებით მიიკაკუნა თითი შუბლის არეში. _ კარგი, მე შენს მანქანაზე დავჯდები, შენ _ ჩემსაზე და გამომყევი.

_ სად გამოგყვე?

_ პროფილაქტიკაში.

ჭკუაში დამიჯდა, მაგრამ ჯერ ჩემი მანქანის მართვა ვერ მისწავლია ხეირიანად, სხვისაზე როგორ გავრისკო?!

Page 7: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ დაჯე, ნუ გეშინია, _ ფიქრებს მიმიხვდა სერგო, _ მანქანა მანქანაა, მთავარია დამუხრუჭება იცოდე.

დამუხრუჭება ვიცი, მაგრამ `ნივის~ სიჩქარის გადამრთველი ისეთი ხისტი აღმოჩნდა, სანამ პროფილაქტიკამდე მივაღწიე მაჯა მეღრძო.

სერგოს ნაცნობ ხელოსანს ლიოვა ერქვა, რომელმაც დაადასტურა მაიორის დასმული `დიაგნოზი~ და ხვალისთვის დამიბარა.

დეზერტირების ბაზარში წასვლა ჩაიშალა. დათას კი ყელში ამოსული კარტოფილის გარდა, საყვედურს დავახვედრებ. ერთხელ მაინც წამოსცდენოდა _ დუღილის ნიშნული შეამოწმეო. ვითომ არ იცის, ორას დოლარად რომ მაქვს ნაყიდი მართვის მოწმობა!

_ რა ვქნა, რითი გცე პატივი... _ მივუბრუნდი სერგოს. _ მოდი ყავაზე დაგპატიჟებ. ერთი საათი ჩემს განკარგულებაშია. ექვსზე კერძო მოწაფე მყავს.

_ ნახევარ საათში საავადმყოფოში უნდა ვიყო, ვერ მოვასწრებ.

_ ხომ მშვიდობაა?

_ ისე რა... დაჯექი, სახლამდე მიგიყვან.

_ `ისე რა~ პასუხი არაა. ვის სანახავად მიდიხარ საავადმყოფოში?

_ ყაჩაღური თავდასხმა მოხუც ქალზე... სახლში შეუვარდნენ, გათიშეს... მეოთხე დღეა კომაშია, ან მოვა გონს ან არა.

ეს ფრაზა დღის განმავლობაში მეორედ მესმის. პირველად სამასწავლებლოში გავიგე, მაგდას პირით, ახლა სერგო იმეორებს.

_ აგნესა ხომ არ ჰქვია?

_ რაა? _ იყვირა სერგომ.

_ წინ იყურე! _ ვიყვირე მეც.

სერგომ ძლივს დაიმორჩილა საჭე, მანქანა ბორდიურთან მიაგდო და ისეთი თვალების შემომხედა, თითქოს უცხოპლანეტელი შეუვარდა მანქანაში.

_ გამოვიცანი? _ კმაყოფილმა ჩავიხითხითე.

_ ექსტრასენსი ხარ?

_ არა, თეთრი მაგი. თეთრი მაგი მწვანე თვალებით. _ გავიპრანჭე.

_ ნუ გამაგიჟე, იათამზე! სიმართლე მითხარი. საიდან, საიდან იცი იმ შობელ... იმ დაზარალებულის სახელი?

_ ელემენტალურად ვატსონ. ნუ ეძებ მისტიკას იქ, სადაც ახლოსაც არც ჩაუვლია. სამასწავლებლოში კოლეგების ჭორაობას შევესწარი, დაყაჩაღება და კომა რომ ახსენეს, მექანიკურად ჩამერსო დედუქციური მეხსიერება. ვინაიდან თბილისი არც ისეთი დიდი ქალაქია, აგნესა კი იშვიათი სახელი, ჩავთვალე, რომ ერთი და იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

_ გვარი, სახელი, საქმიანობა, ასაკი, აგნესასთან შეხების წერტილი... _ ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკრაკა სერგომ.

_ მკერდის ზომა არ გაინტერესებს?

_ მკერდი. ე. ი. ქალია.

Page 8: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ ჰო, მაგდა შათირიშვილი. ისტორიის მასწავლებელი. ორმოცდაასი წლის, ქმარ-შვილიანი. აგნესა მამიდად ეკუთვნის. საუბრის ფრაგმენტიდან გამომდინარე, დამნაშავედ აგნესას შვილიშვილი მიაჩნია.

_ რატომ?

_ ბებიამისის ქონების დათრევა უნდოდაო.

_ შვილიშვილს, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, ისედაც ყველაფერი ეკუთვნის. რა მოტივით უნდა გაესტუმრებინა დროზე ადრე?

_ დროზე ადრე რომ დაეთრია ზემოხსენებული ქონება. _ ვივარაუდე მე. _ მართლა, ასეთი რა ქონების პატრონია მადამ აგნესა?

_ როკფელერი არ არის. ბინა აქვს ელიტურ უბანში, თავისი ანტიკვარიატით... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბინიდან პრაქტიკულად არაფერია წაღებული, ეტყობა რაღაცას ეძებდნენ და ვერ მიაგნეს. მე ვფიქრობ, აგნესას გამოტეხვის მიზნით გაუჩეჩქვეს თავი... ბოლომდე ვერ გაუჩეჩქვეს, მაგრამ მკვლელობის მცდელობა სახეზეა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა მაშოს.

_ მაშო ვიღაა?

_ შვილიშვილი.

_ ძარცვის მომენტში სად იმყოფებოდა?

_ ქმართან.

_ გათხოვილია?

_ ჰო, ორი თვის ბავშვი ჰყავს, ნორმალურად დაკითხვაც ვერ მოვასწარი. დაყაჩაღების დღეს ვნახე და ეგ იყო. დღეს უნდა შევხვდე, ბებიამისის სანახავად მიდის და ბარემ ხელმეორედ დავკითხავ, მშვიდ ვითარებაში. _ სერგომ გზას გახედა და მწარედ ამოიოხრა. _ ზევიდან ბრძანება მოვიდა, დროზე თუ არ გამოავლინეთ დამნაშავე, დაგხსნით სუყველასო. ეს იმის ფონზე, რომ თავზე იმდენი გაუხსნელი საქმე გვაყრია, მათ შორის, პაატა დანელიას მკვლელობა.

_ ვინ არის დანელია? _ დავინტერესდი მე.

_ გენშტაბის უფროსი. წარმოიდგინე, დღისით-მზისით კლავენ სრულიად უდანაშაულო გენერალს. მაგასთან შედარებით აგნესას საქმე ერთი გადაფურთხებაა, მაგრამ რომ არ ვიცი რა მიმართულებით გადავაფურთხო?

_ ხოო... ცუდია.

_ იაკო, _ უცებ მომიბრუნდა სერგო. _ თუ არ მომეხმარე, დედა მეტირება.

_ რას ვეღირსე? მაიორი ოქრუაშვილი, რომელმაც წეღან ოროსანი მოწაფესავით გამთათხა, დახმარებას მთხოვს!

_ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, აფსუსია შენი ტვინი დიფერენციალის მექანიზმზე გაცდეს.

_ დიფერენციალი რაღაა?

_ დეფერენციალი არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბორბლების სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობას.

_ რაო? _ ყურები დამიხუჭუჭდა.

Page 9: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ რაო და ეს მაგდა თუ ვიღაცაა, კარგად უნდა დამიმუშავო. გაარკვიე, რას ერჩის მამიდამისს, რატომაა აცრილი მამიდაშვილიშვილზე. იქნებ აქვს მიზეზი, რომელსაც ჩემთან არ გაამხელს, მაგრამ კოლეგა იათამზესთან სიამოვნებით წაიჭორავებს.

_ მაგდაც უნდა დაკითხო?

_ არა მხოლოდ. უნდა დაიკითხოს ყველა, ვისაც ასე თუ ისე მიესვლებოდა აგნესასთან. _ დაბეჭდა სერგომ. _ შვილიშვილი დარწნუნებულია, რომ ბებია უცხო ადამიანს კარს არ გაუღებდა. თუ ასეა, გამოდის, ნაცნობმა მიაკითხა. კლასიკური ქურდბაცაცა სველ საქმეზე არ წავიდოდა, მოსაპარს მოიპარავდა და წავიდოდა თავის გზაზე... მე შენ გეტყვი ხვალ არ შეხვედროდა გაქურდულს. ჩვენი როგორ მოიქცა? მოტყუებით შეაღწია, ლაპარაკ-ლაპარაკით შეიყოლია...

_ საიდან იცი, რომ `შეიყოლია?~.

_ ორი ჩაის ჭიქა დაგვხვდა და თავდამსხმელის მირთმეული ვაფლის ტორტი.

_ ზევიდან ეწერა?

_ რას? _ ვერ გაიგო სერგომ.

_ ტორტს ზევიდან ეწერა, რომ თავდამსხმელის მირთმეულია?

_ აგნესა არასოდეს ყიდულობდა მაღაზიის ნამცხვრებს. არ ენდობოდა. გამოდის, მკვლელი მოსაკითხით ეახლა, ჩაი მიირთვა...

_ თითის ანაბეზდები დატოვა?

_ ბლომად, მაგრამ იდენტიფიკაცია არ მოხერხდა. მოკლედ, პროცესში ვართ, მაგრამ მაინც ადგილზე ვიტკეპნებით. _ სერგომ მანქანა დაძრა. _ როგორი ქალია ეს მაგდა, დაეჯერება?

_ ცოტა ჭორიკანა, ცოტა ხარბი, ცოტა ემოციური, ცოტა ბუტია. მოწაფეები ისტერიჩკას ეძახიან.

_ ფსიქოპათია?

_ უფრო საგნის დასახელებიდან გამომდინარე. ისტორიჩკა-ისტერიჩკა. ბავშვების ამბავი ხომ იცი, ვინ იცის, მე რას მეძახიან ზურგსუკან...

_ ნეტავ, რას გეძახიან? _ დაუფარავი ინტერესით მკითხა სერგო.

_ სულ ტყუილად აყვავდი, რომც ვიცოდე, არ გეტყვი, მერე რა ამოვა შენი ყბიდან, ისედაც გულზე ვარ გამსკდარი.

_ რატომ?

_ ბიჭო, ამდენი წელი მანქანაზე ვოცნებობდი, ფეხის ჩადგმა ვერ მოვასწარი, ბოლი გაუშვა.

_ ნეტაი შენ, რაზე იშლი ნერვებს... _ ხელი ჩაიქნია სერგომ. _ მანქანას ეშველება, მაგრამ აგნესა რომ მოკვდეს, მე რა მეშველება, მე!

_ დროებით გამოემშვიდობები ვიცე-პოლკოვნიკის სამხრეებს და ეგ არის.

_ დაემშვიდობე კარგია?! სამხრე სამხრედ, მაგრამ ხელფასის მომატება არ მაწყენს. სად დაგტოვო?

_ ერთად წავალთ საავადმყოფოში, აგნესას შვილიშვილს გავიცნობ და იმის მიხედვით დავსახავ მაგდასთან მოქმედების სტრატეგიას.

Page 10: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ მაშოს რა ვუთხრა?

_ ელემენტალურად, ვატსონ: `გაიცანით, ჩემი თანაშემწე იათამზე მდივანო~.

_ ვატსონს რომ მეძახი, თავი ჰოლმსი ხომ არ გგონია? _ უადგილო ნიშნისმოგებით მკითხა სერგომ.

_ რაო? _ სიბრაზემ ტვინი გადამიკეტა. _ ამას ჰქვია, ვირო მადლიო! სახლთან დამტოვე და კარგად მეყოლე შენი კომატოზიანი აგნესისურთ.

_ ნუ გაგურულდები ხოლმე პატარა რაღაცაზე, ნეტავ როგორ გიძლებს შენი ქმარი...

_ მე ვიღაც მაინც მიძლებს, შენნაირ მუტრუკს კი სათოფეზე არ ეკარებიან! სულელი ვარ, როცა... ეეე, სად გაუხვიე? სახლთან მიმიყვანე მეთქი!

_ რა გინდა, ბოდიში მოგიხადო? _ ტონი შეარბილა სერგომ. მოეწვა ბიჭს.

_ შეიტენე ერთ ადგილზე შენი ბოდიში.

_ აბა, რა გინდა?

_ ერთ კითხვაზე მიპასუხე: მე და შენ მეგობრები ვართ?

სერგომ ენერგიულად დამიქნია თავი.

_ მეგობრებს შორის ხუმრობა მოსულა?

_ კი.

_ ჰოდა, ვატსონს დაგიძახებ, პუაროს ულვაშს თუ ლავრენტის პენსნეს, არ უნდა გეწყინოს. ფერშტეინ?

_ ფერშტეინ, მაინ ფიურერ, ფერშტეინ!

_ _ _

დრომორჭმული ლიფტის ლოდინში ხუთიოდე წუთი ვიტკეპნებოდით საავადმყოფოს ფოიეში. როგორც იქნა, ნანატრი რახრახი გაისმა და ლიფტმაც დაგვანახა თავისი არასახარბიელო შიგთავსი. ორი სოფლელი ქალი დაგვემგზავრა, თან შემოიტანეს ბოსლის, ანადუღარი რძისა და უიმედობის სუნი.

ფასიანი განყოფილება, სადაც ქალბატონი აგნესა მცენარის ცხოვრებას ირგებდა, ფოიესთან შედარებით რესპექტაბელურად გამოიყურებოდა _ გაკრიალებული იატაკი, თეთრი კედლები, გოფრირებული კათხები დეკორატიული მცენარეებით.

_ რომელი პალატაა? _ ვკითხე გიგანტური ნაბიჯებით მიმავალ სერგოს და შევეცადე ფეხი ამეწყო.

_ ბოლოდან მეორე. ხელმარცხნივ. _ უკანმოუხედავად მესროლა.

აღნიშნული პალატადან თეთრხალათიანი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა. თავდახრილი გვიახლოვდებოდა, კორიდაზე გამოსული ხარივით. ჩაგვიქროლა თუ არა, ბეჭებში დისკომფორტი ვიგრძენი _ რაღაც არ მომეწონა. უკან მივიხედე. ეტყობა, არც ჩვენ მოვეწონეთ, რადგან ისიც კისერმოღრეცილი გვიყურებდა.

Page 11: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

გზა განვაგრძეთ. აშკარად ვიღაცას მაგონებს... იქნებ ვიცნობ კიდეც და იმიტომ გამომაყოლა თვალი.

პალატაში შესვლისთანავე თვალში მომხვდა კომპიუტერების ჩამქრალი ეკრანები _ შავი კვადრატებივით გამწკრივებულები კედლის გასწვრივ. მზერა გორგოლაჭებიან საწოლზე გადავიტანე, სადაც მოხუცი ქალი ამაოდ ცდილობდა ჰაერის დაჭერას მოღრეცილი პირით.

_ სერგო!

სერგომ ჩემს მზერას თვალი გააყოლა და იატაკზე დაგდებული შტეფსელი დაინახა.

_ ექიმი, ჩქარა! _ იყვირა მთელ ხმაზე.

_ ექიმს მე დავუძახებ, შენ მკვლელს მიხედე.

სერგოს თვალები დაუმრგვალდა.

_ ჩემს ყურებას მერეც მოასწრებ, თეთრხალათიანი ბუღა, რომელმაც წეღან დერეფანში ჩაგვიარა, მკვლელია.

ერთდროულად გავცვივდით პალატიდან, სერგო გასასვლელლისკენ გაიქცა, მე ექიმებს დავუძახე.

მალე აგნესას პალატაში თეთრხალათიანების ბრიგადა გაჩნდა. ერთი აპარატურას აერთებდა, მეორე _ ნიღაბს არგებდა პირზე, მესამე ამპულას ტეხდა, მეოთხე _ მთავარ ექიმს ეძებდა...

_ ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, მხოლოდ ერთი წუთით გავედი, მხოლოდ ერთი წუთით! _ თავს იმართლებდა მომვლელი ქალი.

_ სად გახვედი, როცა საპირფარეშო პალატაშია. _ უსაყვედურა მორიგე ექიმმა.

_ ტელეფონზე დამიძახეს, ქალბატონო ზეინაბ, რას ვიფიქრებდი, რას წარმოვიდგენდი...

_ მგონი გადავრჩით. _ ექიმი ზეინაბი იმედიანად მიაჩერდა ეკრანზე აციმციმებულ ამპლიტუდას.

_ შეიძლება ვიცოდე ვინ გირეკავდათ? _ ვკითხე შეწუხებულ მომვლელს.

_ არ ვიცი, გათიშული დამხვდა, გენაცვალე, ცოტა ხანს დაველოდე, ვიფიქრე, ისევ დარეკავენ და წამოვედი. აქ კი ასეთი ამბავი დამხვდა...

_ მობილური გაქვთ?

_ მაქვს, მაშომ დამიტოვა. თუ რამეა, დამირეკეო. _ მომვლელმა ქალმა ხალათის ჯიბიდან თეთრი `სიმენსი~ ამოიღო.

_ ვის შეიძლება დაერეკა საავადმყოფოს ტელეფონზე?

_ წარმოდგენა არ მაქვს.

გასაგებია. მომვლელი სპეციალურად გაიტყუეს სამორიგეოში, რომ მკვლელს დაბრკოლების გარეშე შეძლებოდა პალატაში შეპარვა და აპარატურის გათიშვა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ საბედისწერო დღეს აგნესას ნაცნობი ესტუმრა, რომელსაც ხელს არ აძლევს მოხუცის გამოჯანმრთელება, რადგან, ამ შემთხვევაში, ის არა მხოლოდ დაასახელებს მოძალადის ვინაობას, არამედ ნათელს მოჰფენს მისი სტუმრობის მიზეზს. აგნესა ცოცხალი მოწმეა, მაგრამ...

Page 12: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

სროლის ხმამ ფიქრებიანა გამაშეშა.

სერგო!

სხვებთან ერთად ფანჯარას მივასკდი.

ინტუიციამ არ მიმტყუნა. პირველი, ვინც საავადმყოფოს ეზოში დავინახე, იყო იარაღმომარჯვებული მაიორი, რომელიც სავანის მარტორქასავით ახტებოდა საკუთარ ჩრდილს და ჰაერში ისროდა. მისგან სულ რამდენიმე მეტრში, გამზირის მიმართულებით მკვლელი გარბოდა. თეთრი ხალათის გახდა მოესწრო, შრიალა შავ ქურთუკი ზურგზე გაბერვოდა და მეკობრის დროშასავით უფრიალებდა. რაღაც მომენტში მკვლელმა მოიხედა, მაგრამ მზე სახეში ურტყავდა და მდევარის დანახვაში ხელს უშლიდა. ამ მხრივ მაიორი ოქრუაშვილი მომგებიან პოზიციაში იყო _ მხედველობის არე თავისუფალი, ტაბელური იარაღი _ მზადყოფნაში. მკვლელმა წითელ მანქანასთან ჩაიმუხლა, პისტოლეტი მოიმარჯვა და უცებ მივხვდი ვისაც მაგონებს _ ადრიანო ჩელენტანოს! შავგრემანი, სქელტუჩა, შუბლზე ჩამოშლილი თმითა და მოღუშული იერით. მან გაჭიმული მკლავები მანქანის კაპოტზე შემოაწყო და გასროლაც გაისმა. ტყვია ავტოსადგომზე მდგარ მანქანას მოხვდა. `პიუმ, პიუმ, პიუმ...~ ჩაირთო სიგნალიზაცია.

_ დაადგე იარაღი, თორემ გესვრი! _ დაუყვირა სერგომ და ჰაერში მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა.

წელში მოხრილები მოქალაქეები უახლოესი ბუჩქებისკენ გარბოდნენ, ტაქსიდან გადმოსული ქალიშვილი ხელში ჩაბღუჯული პარკით დაბნეული აცეცებდა თვალებს, ვერ გაერკვია, გადასაღებ მოედანზე მოხვდა თუ ნამდვილი ტყვიები დაბზუიან. ფანჯრიდან გადმოყუდებული ტაქსის მძღოლი რაღაცას უკიოდა, მაგრამ ქალიშვილმა ალბათ იფიქრა, შენობაში შევასწრებო და სროლის ეპიცენტრში აღმოჩნდა. სერგოსთვის განკუთვნილმა ტყვიამ მას რომელიღაც მანქანასთან დაეწია და იქვე ჩაკეცა. ნაცრისფერ ასფალტზე წითელი ვაშლები გაგორდა.

_ ვაიმე, მაშიკო! _ ლოყები ჩამოიხოკა მომვლელმა ქალმა.

სერგომ იარაღი დაუშვა და დაჭრილ ქალიშვილთან მიიჭრა, მკვლელმა ისარგებლა მომენტით და კორპუსებს შორის მიიმალა.

_ _ _

მაშო შარაშენიძე გადარჩა. ტყვიამ მხოლოდ მხარი გაუკაწრა, ასე რომ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ჩვენების ჩამორთმევა მოვახერხეთ.

_ დარწმუნებული ხართ, რომ ბებიათქვენი უცხო ადამიანს კარს არ გაუღებდა? _ ჰკითხა სერგომ.

_ დღევანდელი ინციდენტის გათვალიწინებით, ეჭვი არ მეპარება.

_ რომელ ინციდენტს გულისხმობთ, თქვენსას თუ...

_ ცხადია, ბებიას ვგულისხმობ. მე შემთხვევით მოვხვდი სროლის ადგილზე, ერთი წუთით გვიან ან ადრე რომ მივსულიყავი, ტყვია ამცდებოდა. _ მაშომ დაბინტულ მკლავზე დაიხედა.

Page 13: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, გარეგნობაც სასიამოვნო ჰქონდა _ რბილი თმა, აზრიანი თვალები, მგრძნობიარე ტუჩები, აცქვეტილი წარბები. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ჰაბიტუსის გოგომ გამორჩენის მიზნით მკვლელობას მოაწეროს ხელი. თანაც შეძლებული ქმარი ჰყოლია _ უჩა აბუსერიძე. აგერ, მომვლელი აუყვანა კომაში ჩავარდნილ მოხუცს, ბავშვი ძიძასთან ჰყავს დატოვებული, წეღან პალატის დაცვის აუცილებლობაზე ილაპარკა. ამ ყველაფერს ფული უნდა. ფულის ნაკლებობას აშკარად არ განიცდის. მაშინ, რა?! იქნებ დანაშაულის ფესვები წარსულში უნდა ვეძებო? იქნებ მასში არ მომკვდარა ბებიისგან უარყოფილი თორმეტი წლის მოზარდი და როგორც კი საშუალება მიეცა სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა? იქნებ მაგდა რაღაცაში მართალია, მე კი იმთავისვე მტრულად განვეწყე მისი ვერსიების მიმართ.

_ ნათესავებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? _ უბოდიშოდ ჩავეჩხირე სერგოს.

_ რომელ ნათესავებთან? _ გაუკვირდა მაშოს.

_ ბებიას ძმისშვილებთან, მაგალითად.

_ არანაირი. არც დედაჩემს აღიარებდნენ, არც ჩემი გაცნობით დაინტერესებულან. რაც აგნესა ბებიასთან გადავედი საცხოვრებლად, საერთოდ მოიკვეთეს ფეხი. ეტყობა, ჩათვალეს, რომ ბებიას ქონებას ვეცილები.

_ არ ეცილებით?

_ აბა, რა გითხრათ... _ მაშომ მხრები აიჩეჩა. _ ეს უკვე ბებიაჩემის გადასაწყვეტი იყო.

_ იციან მომხდარის შესახებ?

_ დიახ. მამაჩემის და იყო მოსული.

_ ანუ, მამიდა.

_ ჰო, მამიდად მეკუთვნის. ისე მომესალმა, თითქოს რამეში მიმიძღვის დანაშაული.

მაგდა იქნებოდა, მოვნიშნე ტვინში. სერგომ მრავლისმეტყველი მზერა მესროლა _ გააგრძელეო.

_ მისალმების გარდა, რაიმე შეხება გქონდათ?

_ არა, არა, _ მაშომ საყვარლად შეჭმუხნა პატარა ცხვირი, _ კიდევ კარგი მალე წავიდა, დიდხანს რომ დარხენილიყო, ალბათ გული წამივიდოდა.

_ რატომ?

_ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სულს მაცლის.

ეს უკვე ფობიების სფეროა, მაგდა თაფლი და შაქარი არ არის, მაგრამ არც ისეთი დემონია, ვინმეს სული ამოაცალოს. მაშო ახალი ნამშობიარევია, ემოციები გამძაფრებული აქვს და აქედან გამომდინარე, უტრირებს.

_ რამდენადაც ვიცით, ძვირფასეულობა არ არის წაღებული, თუმცა სახლი არეული დაგხვდათ. გამოდის, რაღაცას ეძებდნენ. რა უნდა ყოფილიყო ეს `რაღაც~, თუ ფულსა და ძვირფასეულობას გამოვრიცხავთ?

_ ბაბუაჩემის ხელნაწერები. _ იყო პასუხი.

ძაღლურმა ალღომ შიგნიდან შემომყეფა, მოუთმენლად ააქიცინა კუდი და ნახტომისთვის მოემზადა.

_ ხელნაწერები? ასეთი რა ხელნაწერებია? _ ვიკითხე სულმოუთქმელად.

Page 14: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ მანუჩარ ბაბუა პროფესიით ანთროპოლოგი იყო. ანთროპოლოგი-კრიმინალისტი. ისტორიული პიროვნების იდენტურობის დადგენაზე მუშაობდა, პარალელურად იკვლევდა ისტორიულ ფაქტებს იკვლევდა და ამ ყველაფერს სკურპულოზურად იწერდა. ბაბუას თავშიც არ მოსვლია დაუზუსტებელი ინფორმაციის გამოქვეყნება. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მის არქივში არის ერთი შეხედვით უტოპიური, მაგრამ პირადად ჩემთვის სრულიად მისაღები იდეები. არქივი ჩემთან ინახება, აგნესა ბებიასთვის ის არ წარმოადგენდა ღირებულებას... განა იმიტომ, რომ ქმრის პროფესიონალიზმით არ ამაყობდა, უბრალოდ ანთროპოლოგია მისთვის უცხო სფეროა. მე კი მომავალი ექიმი ვარ, სავარაუდოდ ბაბუას პროფესიას გავაგრძელებ, აქედან გამომდინარე, ვიცი ამ ხელნაწერების ფასი.

_ იმის თქმა გინდათ, რომ ხელნაწერებსა და ბებიათქვენის ინკოგნიტო სტუმარს რაღაც კავშირი არსებობს. _ ვკითხე შეპარვით.

_ დიახ, დაახლოებით.

_ ეს ხელნაწერები ისტორიული ღირებულების თვალსაზრისით არის საინტერესო თუ... _ გავჩუმდი. მეშინია რამე სისულელე არ დავაყრანტალო, თორემ მერე რა ამოვა მაიორის ყბიდან.

მაშო ეშმაკური ღიმილით მომაჩერდა, ინტრიგანი ბავშვივით.

_ განაგრძეთ, განაგრძეთ, მგონი მიმიხვდით სათქმელს. _ შემაგულიანა.

_ ...თუ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას? _ დავასრულე მე.

მაშომ ტაშის შემოკვრა დააპირა, მაგრამ ჭრილობამ თავი შეახსენა და სიცილის მაგივრად ლეკვივით აწკმუტუნდა.

ამაყად გადავხედე სერგოს. ძაღლი მაინც ვიყო, ყეფით გამოვხატავდი კმაყოფილებას, მაგრამ ვინაიდან ადამიანი ვარ და თანაც უთავმოყვარეოდ ცნობისმოყვარე, დაკითხვა განვაგრძე.

_ მოდით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შინაარზე გადავიდეთ...

_ საკმაოდ დაუჯერებული ისტორიაა, ასე ზეპირად გამიჭირდება. გაქვს კომპიუტერი?

_ მაქვს. _ ვუპასუხე მზადყოფნით.

_ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე რომ არ მყავდეს, ცოცხალი თავით

არ ჩაგახედებდით ბაბუას ხელნაწერებში, პირადად გავარკვევდი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ მაქვს, _ მაშომ მობილურზე საათი შეამოწმა და ხმამაღლა ამოიოხრა. _ თხუთმეტ წუთში სახლში თუ არ გავჩნდი, ჩემი პატარა ტირილით აიკლებს იქაურობას. მართალი გითხრათ, არც ქმარი მომცემს აქეთ-იქით წოწიალის უფლებას. დამიწერეთ თქვენი იმეილი, ფოტოასლებს გავაკეთებ და ინტერნეტით გამოგიგზავნით. თუ დაინტერესდებით და ამ ორ სიტუაციას შორის პარალელებს გაავლებთ, მზად ვარ ვირტუალურ თანამშრომლობაზე.

სანამ მე იმეილის მისამართს ვწერდი, მაშო სერგოს მიუბრუნდა:

_ პალატის დაცვას თქვენი სამსახური უზრუნველყოფს თუ

სპეციალურ სამსახურს მივმართო?

სერგომ კეფა მოიფხანა. უნებლიე მოძრაობა ჩიხურ კითხვაზე.

Page 15: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ დამეთანხმეთ, მაიორო, ბებიაჩემის მომვლელი ქალის იმედად დატოვება, რბილად რომ ვთქვას, უპასუხისმგებლობაა. მკვლელი ნებისმიერ დროს შეიძლება დაბრუნდეს.

_ გეთანხმებით, დაცვის უზრუნველყოფა ჩვენი ვალია, _ სერგომ ჩაახველა და უაზრო ბჟუტურს მოჰყვა. _ დაველაპარაკები უფროსობას, ისა... არგუმენტებს გავაცნობ... ვნახოთ, რა რეაქცია ექნებათ...

_ ვერ დაველოდები თქვენი უფროსობის რეაქციას, საქმე ბებიაჩემის სიცოცხლეს ეხება. უკაცრავად, მეუღლეს დავურეკავ. მეჩქარება... _ მაშომ სუპერ-მოდური მობილური მოიმარჯვა, ჩემი მეტიჩარა დისშვილის ანანოს ვარდისფერი ოცნება, რომელსაც მამამისმა ამასწინათ ცივი წყალი გადაასხა.

მე და სერგო დელიკატურად გავიკრეფეთ პალატიდან.

_ _ _

კოლეჯში კითხვებით სავსე ხურჯინითა და მაგდას გულახდილ საუბარში გამოწვევის სურვილის გამოვცხადდი. სამასწავლებლოში ფეხი არ მქონდა შედგმული, რომ სამდივნოდან თეთრი მარიკა გამომენთო. თეთრი იმიტომ, რომ შავი მარიკაც გვყავს, ქიმიას ასწავლის მაღალ კლასებში. თეთრი _ მდივან-რეფერენტია დედოფლის კარზე. დედოფალი, რასაკვირველია კოლეჯის დირექტორი მაია ლომსაძეა, ქალი შემკული `მეცნიერებითა, ცნობიერებითა, გონიერებითა და მშუენიერებითა~.

_ იამზე, მაია გიბარებს, სასწრაფო საქმე მაქვსო. _ გამომძახა თეთრმა მარიკამ.

ყოყმანით შევდექი სამასწავლებლოს კართან. რა სასწრაფო საქმე აუტყდა ამ დილაუთენია, როცა მაგდა შათირიშვილი განმარტოებით დგას ფანჯარასთან. ვინ იცის, ბედკრულ მამიდაზე ფიქრობს და თანამოზიარეს ეძებს. მე კი აგერ ვარ, ენის წვერზე მილეთის კითხვა მიტრიალებს, დედუქციური ენერგეტიკა კი პირდაპირ ძარღვებში მირტყამს.

ეეეჰ! ასეთი შანსის ხელიდან გაშვება იქნება? ცოტა ხანში აქაურობა ფუტკრის სკას დაემსგავსება, მაგდას კი ვინმე დაეპატრონება, იგივე ნათია _ უბადლო მსმენელი და თავის კანტურის ჩემპიონი.

_ რაღას უდგახარ, იათამზე! _ აჭირვეულდა მისაღებში გამოდგმული თეთრი მარიკა.

უხალისოდ დავტოვე სათვალთვალო პუნქტი. მაია თუ დამატებითი გაკვეთილების შეწერას მიპირებს, ახლავე მზად მაქვს სამი თითის კომბინაცია. კვირაში სამი დღე ის მინიმუმია, რისი გამეტებაც კოლეჯისთვის შემიძლია. ამ შემოდგომაზე თარგმანს მოვკიდე ხელი, წლის ბოლომდე თუ არ დავამთავრებ, მე ვიყო ბროშკა, რა! მოწაფეებთან `ფერშტეინის~ ნაყვას, შემოქმედებითი საქმიანობა მირჩევნია. დროშიც შეუზღუდავი ვარ. მინდა, ღამის სამ საათზე დავჯდები სამუშაოდ, მინდა, დღის სამ საათზე. თორემ ამ ტერორისტი მაღვიძარას გადამკიდე, ნერვები დამაწყდა.

კაბინეტში დირექტორს გარდა უცნობი მამაკაცი დამხვდა, უსაგნოდ გასხივოსნებულ ფიზიონომიაზე ეტყობოდა, ჩვენებური არ უნდა ყოფილიყო.

_ აი, ჩვენი იათამზეც მოსულა! _ მაიამ დიდი ხნის უნახავი მეგობარივით გამიღიმა და ჰოი, საოცრებავ _ სკამიდან ასწია თავისი დაფასებული საჯდომი, რაც ადრე არასოდეს გაუკეთებია.

Page 16: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მეტიც. გადამკოცნა. შემომაფქვია რა ყავისა და ხარისხიანი პარფიუმის პიკანტური სურნელი.

ამასაბაში უცნობიც წამოიმართა. აიწია, აიწია და აღარ დამთავრდა. ჟირაფივით გრძელი იყო, გამხდარ კისერზე მოლაყლაყე მუშტისხელა თავის. სახის ნახევარს სათვალე უფარავდა _ მეტალისჩარჩოიანი რეიბანები, რის გამოც გიგანტურ მწერს ჰგავდა.

_ გაიცანი, ეს გერმანელი პროფესორი ალბერტ ვანდმიულერია. კავკასოლოგი, მწერალი, მეცნიერი... _ აქ მაიამ პაუზა გააკეთა და გამომცდელად შემომხედა. _ რაც მთავარია, შენი დიდი თაყვანისმცემელი.

გავოცდი, სხვა სიტყვაა _ ყბა ჩამომივარდა. ქალბატონ მაიას ან რაღაც ეშლება, ან ჩემი მხრიდან აქვს ადგილი სმენით ჰალუცინაციას.

უცნობმა, როგორც იქნა შეაჩერა ზრდა, გრძელი ნაბიჯებით დაფარა კაბინეტი და ხელზე მეამბორა:

_ მოხარული ვარ თკვენი გაცნობა. _ წარმოთქვა დამტვრეული ქართულითა და დიდი პათოსით.

გიჟია ვიღაცაა, გავიფიქრე გულში, თუმცა ხელზე კოცნა შევიფერე. გონებაში ჩემი არისტოკრატი ბებია, ქეთუსია მაყაშვილი ამოტივტივდა. აბა, იმან იცოდა ხელის გაწოდება, თურმე გამოცდილი პარტიული მუშაკებიც კი იბნეოდნენ.

გერმანელი შორიდან უფრო ახალგაზრდა ჩანდა, ახლოდან რომ დავაკვირდი _ ორმოცდახუთს უკაკუნებდა. არ გამოვრიცხავ, მეტისაც იყოს... რას გაუგებ ამ უცხოელებს, კარგად გამომშრალი ჩირებივით არიან, შუაგულ ზამთარშიც რომ ინარჩუნებენ არომატს.

_ ჰერ ალბერტს შენი თარგმნილი წიგნი ჩაუვარდა ხელში, _ ამიხსნა მაიამ. _ იმდენად მოეწონა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე შენი გაცნობა ინება.

_ ააა, წიგნი... _ როგორც იქნა, ჩავხვდი საქმის არსს და უფრო მეტად შევიფერე.

ორიოდე წიგნი მართლა მაქვს თარგმნილი, როგორც გერმანულიდან ქართულად, ისე პირიქით. საინტერესოა, რომელზე შეჩერდა გრძელი გერმანელის ყურადღება?

_ `სიცარიელით სავსე ყელამდე~. _ თითქმის გამართულად შესძახა ალბერტმა. _ თქვენი ნათარგმული სათაურის ვარიანტ უფრო მეტად კარგია, ვიდრე ორიგინალ. მე ქართული კულთურის დიდი მოტრფიალე არი, იმდენი საინტერესო აღმოვაჩინე, გაკვირვებული გავკვირდი. ჩვენი კაფედრა, რომელიც ქალაქი იენაში იმკოფება, მიმოწერა არის თქვენი კაფედრასთან. ორი ცელია ლერნენ... ოოო, პარდონ, ვსწავლობ კარტული. თბილისელი სტუდენტი მეხმარება... რტულია, მაგრამ სასიამოვნო. თქვენი ციგნი მომეხმარა სირტულეების დაძლევაში. დანკე შონ, იატამზე, დანკე შონ.

კარგად მახსოვს წიგნზე მუშაობის პროცესი, კომპიუტერი ახალი ნაყიდი მქონდა, ძლივს ვპოულობდი შესაფერის კლავიშებს, მაგრამ ტექსტის აკრეფა ისე არ გამჭირვებია, როგორც სათაურის მორგება. პირდაპირი თარგმანი უხეშად და გაუგებრად ჟღერდა, დაახლოებით ასე: `ის ვაკუუმში დაიხრჩო.~ ფანტაზია ჩავრთე და ზემოხსენებული სათაური გამოვადნე. ცოტა პოეტური მეჩვენა, მაგრამ ალბერტის აღტკინებას თუ გავიზიარებ, ვგონებ გაამართლა.

_ საქმე იმაშია, რომ ჰერ ალბერტს სურს უკეთ გაეცნოს ქართულ ყოფას, კულტურას... _ მაია დირექტორის სავარძელს მიუბრუნდა და ჩვენც შემოგვთავაზა დაჯდომა. _ ექსკურსიამძღოლობა შენ უნდა იკისრო, იათამზე... გერმანული იცი, ტაქტი და განათლება არ გაკლია. სანახავი ბევრია, ყველა ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას ვერ

Page 17: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მოასწრებთ, მაგრამ რაც ისტორიულად და ეთნოგრაფიულად მნიშვნელოვანია, იმედია არ გამოგრჩება. ერთად მოივლით...

_ ცუზამენ. _ ჩაურთო ალბერტმა.

_ დიახ, _ დაუდასტურა მაიამ. _ პირველ რიგში ძველ თბილისში წაიყვანე, მერე _ მცხეთაში... ჯვარი, სვეტიცხოველი აჩვენე, ქოთნის ლობიო ჩააცეცხ... გაასინჯე... კიდევ რა... თავისუფლად შეგიძლია გააცნო შენი წრე. მოკლედ, ჩემგან არ გესწავლება სტუმრის პატივისცემა. ცხადია, ღვინოში ჩახრჩობას არ ვგულისხმობ. ამ ტიპის გამოსვლებს უკვე ჰქონდა ადგილი კათედრის თანამშრომლების მხრიდან, მაგრამ ალბერტმა სასტიკად გააპროტესტა. ჭამა კარგია, მაგრამ უზომო არაფერი ვარგა. გამიგე, რასაც ვგულისხმობ?

_ გაკვეთილები?

_ გაკვეთილებისგან გათავისუფლებ. უკვე მოგინახე შემცვლელი, პრემიაც ჩემზე იყოს. ასე რომ, შეუბერე. _ მაიამ კმაყოფილების ნიშნად ცხვირის ნარჩენები შეჭმუხნა.

იყო დრო, როცა მის ეშხიან სახეს არანაკლებ ეშხიანი კავკასიური ცხვირი ამშვენებდა _ შუაწელში ამოკუზული ამაყი კეხით. რატომღაც სწორედ იმ კეხს ერჩოდა, ვერ მოისვენა, სანამ ოპერაცია არ გაიკეთა. შედეგად იხვის ნისკარტი მიიღო. არ მოეწონა და მეორედ დაწვა ნარკოზის ქვეშ. იმდენ ხანს უჩეჩქვეს ცხვირი, სანამ მხოლოდ შეშუპებული ნესტოები არ დაუტოვეს. საწყალ მაიას ლამის სისხლი ჩაექცა, მაგრამ დაფშხვნილ ცხვირს ხომ ვერ გაიმთელებდა?!

ეს რაც შეეხება მაიას ცხვირს. ახლა საქმე: ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ შემოთავაზებით.჻ქუჩებში ხეტიალზე მეტად მაგდას ხელში ჩაგდება მაინტერესებს, მაგრამ უარის თქმის მოტივსაც ვერ ვხედავ.

_ მე კი `შევუბერავ,~ მაგრამ მანქანა რომ პროფილაქტიკაში მყავს? _ ვცადე თავის დაძვრენა.

_ არა უშავს, ტაქსით იმოძრავეთ. სულაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რაც მეტი შეხება გექნებათ უბრალო ხალხთან, მით უკეთესი... არ არის აუცილებელი დილიდან საღამომდე მუზეუმებში ირბინოთ. შენს საქმეზე რომ წახვალ, ესეც წაიყოლე... მოუსმენს, დაათვალიერებს, შთაბეჭდილებებით გაივსება. ასე არაა, ჰერ ალბერტ?

ალბერტს ციცქნა ბლოკნოტი მარცხენა ხელისგულში მოექცია და გამალებული ინიშნავდა რაღაცას.

_ `შეუბერე,~ რა არის? _ დამეკითხა.

_ ბლასენ. ჩვენს შემთხვევაში, საქმის დაწყების სინონიმი. _ ავუხსენი თავაზიანად.

_ როგორც ჟარგონ? _ მიხვდა ალბერტი.

_ დიახ, დიახ.

_ ჩემი ინტერესი არი ჟარგონიც. აი, ბლოკნოტ, აქ ვიცერ საინტერესო სიტყვები. მაგალითად: ბაზარი _ იგივე ლაპარაკი; რიჟა ბაზარი _ ტყუილი ლაპარაკი; გაასცორე _ იგივე მასიამოვნე; გაა... გაადჟვი _ წადი შორს; გაატრაკე _ ეს როცა ცუდად...

_ ღმერთო დიდებულო, _ ელეთ-მელეთი მოუვიდა მაიას, _ ჰერ ალბერტ, საიდან მოიტანეთ ეს ანაქრონიზმი? ვინ გასწავლათ?

_ გუშინ, სასტუმროს ბარში ახალგაზრდა ბიჩები გაიცანი.

დავლიეთ შნაპს... ლაპარაკი ცავიდა, ბევრი ვიცინეთ. იმან... მან...

Page 18: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მათ ჩამაწერინეს ტერმინები. მე შემეშალა? იხ კან ეს ნიხტ ვერსტეხენ? _ მკითხა, ცოტა არ იყოს დაბნეულმა.

_ ისეთი არაფერი, _ დავამშვიდე გულუბრყვილო გერმანელი. _ ეტყობა ბევრი დალიეს და ზედმეტი მოუვიდათ. მერე აგიხსნით ყველაფერს, გზადაგზა. თავისუფლები ვართ? _ დავეკითხე მაიას.

`დედოფალმა~ თავი დაგვიკრა. სახეზე ეტყობა, ერთი სული აქვს აქედან ავიწიოთ. ალბერტმა სიგნალი მიიღო, ბლოკნოტი ფართხუნა საწვიმრის ჯიბეში შეინახა და ფარგალა ნაბიჯებით წავიდა კარისკენ. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი დაბალ ქალად, არადა, სკოლის პერიოდში კომპლექსები მაწუხებდა, ამსიგრძე გოგოს ვინ დამხარბდება მეთქი.

დერეფანში ალბერტი დავიმარტოხელე:

_ შეგიძლიათ თხუთმეტიოდე წუთი კოლეჯის ეზოში დამელოდოთ? მე სამასწავლებლოიი შევირბენ და მალე მოვალ, პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი.

_ ნოუ პრობლემ! _ ალბერტმა იდაყვში მოხრილი ხელი საფეთქელთან მიიდო და საწვიმრის კალთების ფრიალით დაეშვა კიბეზე.

მაგდა ისევ ფანჯარასთან დამხვდა, პატარა სარკე მოემარჯვა და ნიკაპზე გამომხტარ მუწუკს აწვალებდა.

_ რა უნდოდა? _ მკითხა მოუხედავად.

_ ვის? _ დავიძაბე. ამან თუ რამე გაიგო, ჩაიშალა ჩემი ჯაშუშური მისია!

_ მაიამ არ გამოგიძახა?

შვებით ამოვისუნთქე. მაგდას მახვილი სმენა აქვს, ჩემსა და თეთრ მარიკას შორის გამართული დიალოგი თუ გაიგო.

_ გერმანელი მეცნიერი მომამაგრა. _ ვუთხარი მზადყოფნით.

_ ბედნიერო...

_ გეგონოს?! მთელი დღე კუდში უნდა ვდიო.

_ სდიე მერე, რა გენაღვლება, სუფთა ჰაერზე მაინც იქნები. ნეტავ იცოდე, როგორ მომბეზრდა გაკვეთილებზე შესვლა... ერთი და იგივე წლიდან წლამდე... ერთი და იგივე ფრაზები, ერთი და იგივე გამოთაყვანებული სახეები, ერთი და იგივე შედეგი. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, არ ჩავაბარებდი პედაგოგიურში... ყოველ შემთხვევაში, ისტორიულზე.

_ რას ერჩი ისტორიას?

_ არავის არ უნდა ისტორიაში მომზადება. ბევრი მოწაფე გყავს, იამზე?

_ არ ვუჩივი. _ ვუპასუხე ლაკონურად. რა მაგდას საქმეა, ჩემი შემოსავალი?!

_ კერძო მოწაფეები რომ მყავდეს, საერთოდ წავიდოდი კოლეჯიდან.

_ მოდა სპეციალობაზე დროებითია. დღეს უცხო ენის ცოდნა ფასობს, ხვალ საბუნებისმეტყველო საგნებზე იქნება მოთხოვნა... მაგდა, მისმინე...

_ გუშინ ნიგვზიანი შევზამე და აი! _ მანიშნა ნიკაპზე.

_ ნუ აწვალებ, უარესია. მომხედე, სერიოზული საქმე მაქვს.

Page 19: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მაგდამ შეწილებულ ადგილზე კრემ-პუდრა გადაისვა, სარკე დაკეცა და ინტერესით შემომხედა.

_ გუშინ მამიდაშენზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა.

მაგდა ისე შეხტა, თითქოს ელექტროშოკიანი ჯოხი დაცხეს.

_ ვაიმე! და შენ საიდან იცი, იათამზე?

_ საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. საჭირო დროს.

_ აჰაა, შენ არ ხუმრობ... გადარჩა?

_ გადარჩენის გადარჩა, მაგრამ დიდი თავსატეხი გააჩინა. მისმინე, მაგდა, ქვევით გერმანელი მელოდება, ხომ იცი რა პუნქტუალურები არიან, თხუთმეტ წუთში თუ არ ჩავედი, ადგება და წავა. მერე რა გადაურჩება მაიას? პირდაპირ გეტყვი, მამიდაშენის საქმეს ჩემი ახლობელი იძიებს. თუ არ დავეხმარეთ, სამსახურიდან დაითხოვენ. მიმიხვდი?

_ რა მიხვედრა უნდა, მკითხე რაც გაინტერესებს.

_ პირველ რიგში მაინტერესებს: რატომ გაქვს ეჭვი აგნესას შვილიშვილზე?

_ ის არის დაინტერესებული მხარე, მე ხომ არა?! _ ცხვირი აიბზუა მაგდამ.

_ საკმაოდ შეძლებელი ქმარი ჰყავს, არ მგონია ფულს დახარბებოდა. რამდენადაც ვიცი, შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ.

_ ფული არასოდეს არის ზედმეტი. რომ იცოდე, შეძლებულები გაცილებით ხარბები არიან... ამასწინათ, ისეთი ამბავი გავიგე, თმები ყალყზე დამიდგა. ჩემი ახლობლის ბიძამ ლატარეაში მოიგო სოლიდური თანხა..

_ მაგდა, გიმეორებ, ცოტა დრო მაქვს, მერე მომიყევი, მერე... თუკი მამიდასთან გაწყვეტილი გქონდა ურთიერთობა, საიდან გაიგე მასზე თავდასხმის ამბავი?

_ ჩემმა შვილმა მითხრა, პაპუნამ. სადგურში აგნესას მეზობელი შეხვედრია სადგურში და... გაგიჟებული მოვიდა ბიჭი: ეს რა მოსვლია მამიდაშენსო.

_ მეზობელი... სადგურში რა უნდოდა?

_ მე საიდან უნდა ვიცოდე, რა უნდოდა სადგურში აგნესას მეზობელს! შენც იტყვი, რა, იათამზე...

_ პაპუნაზე გეკითხები.

_ ააა, პაპუნა?... პაპუნა აწყურში იყო, მამასა მონასტერში. სამი კვირა არ მინახავს შვილი, ერთი სული მქონდა გულში ჩამეკრა, მივფერებოდი, მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგე, გულზე შემომეყარა. რაც არ უნდა იყოს, აგნესა მამიდაჩემია... ერთად ვიზრდებოდით მე და ცხონებული ილიკო, ჩემი მამიდაშვილი. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ის მდაბიო ქალი, მაშოს დედა გამოჩნდა ასპარეზზე. აგნესამ ილიკო სახლიდან გააგდო და მარტო დარჩა. მე და ჩემი ძმა მხარში დავუდექით უბედურ დედას, ვალდებულიც ვიყავი და გულიც მერჩოდა. დღე არ გასულა არ მომეკისხა, მაგრამ ვინ დაგიფასა?! ილიკოს სიკვდილის შემდეგ გაუსკდა ქალბატონს სიყვარულის ბუშტი, მოძულებული შვილიშვილი ჩაისახლა, ჩვენი პატივისცემა კი პირწმინდად დაივიწყა, თითქოს არც ვარსებობდით.

_ მაინც ვერ გავიგე, რატომ აითვალისწუნე ის გოგო, პირადად შენთვის არაფერი დაუშავებია.

_ მისი არსებობაც კი მაღიზიანებს. _ მაგდამ ზიზღით დაქახა ტუჩები.

Page 20: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ყველაფერი ნათელია: მაშოს გამოჩენამ მაგდას სამომავლო გეგმები წყალში ჩაუყარა. მე ხომ არ მეტყვის, მამიდაჩემის ქონებაზე მეჭირა თვალიო.

_ პაპუნას რა უნდოდა მამათა მონასტერში, ბერად შედგომას ხომ არ აპირებს?

_ არა, რას ამბობ?! ვინ მისცემს ბერად შედგომის უფლებას! ჯერ სამსახური უნდა დაიწყოს, დაოჯახდეს... ტინგიცა გოგოზე კი არა, როგორც ჩვევია... საქმიანზე, ჩემს ოჯახს რომ შეეფერება, ისეთზე. აწყურში კი ბავშვობის მეგობარს ჩააკითხა. მგონი ის აპირებს ბერად შედგომას.

_ მაგდა, შეეცადე გაიხსენო... იქნებ აგნესას კონფლიქტი ჰქონდა ვინმესთან, თუნდაც შორეულ წარსულში, ანდა... ანდა სახლში რაღაც ისეთი ეგულებოდა, რაც სხვისთვის ღირებულებას წარმოადგენდა. მაგალითად, ქმრის დანატოვარი ნივთი, სახსოვარი... _ ხელნაწერები სპეციალურად არ ვახსენე, მეშინია კუდები არ გამოაბას.

_ ქმრის დანატოვარი ნივთი?... _ თავისთვის ჩაილაპარაკა მაგდამ. _ არა, არ მახსენდება. კონფლიქტი გამორიცხულია. ბიძაჩემზე უპრეტენზიო ადამიანი დედამიწის ზურგზე არ მეგულება, ან ვისთან უნდა ეკონფლიქტა, როცა თავისი პროფესიის გარდა არაფერი აინტერესებდა. მისთვის ცოლ-შვილიც კი მეორეხარისხოვანი იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა ოჯახურ ბიუჯეტზე, რომ გეკითხა, ილიკო რომელ კლასშია, ვერ გიპასუხებდა. მაშინ, როცა ზეპირად იცოდა ამა თუ იმ ძვლების წარმოშობის ისტორია. მახსოვს, ერთხელ მამიდაჩემმა რემონტი გააკეთა _ ახალი შპალიერი გააკრა, ავეჯს ადგილი შეუცვალა, ჭაღი იყიდა... ჩამოვიდა ბიძაჩემი ექსპედიციიდან, გაიარ-გამოიარა და ვითომც არაფერი _ საერთოდ არ შეუმჩნევია ცვლილება. ნაჩქარევად ისადილა, როგორც ჩვეოდა ხოლმე და თავის კაბინეტში შეიკეტა. ეს ამბავი ანეკდოტად დადიოდა სანათესაოში. აგნესა მამიდა მკვახე და თავისნათქვამა ქალი იყო, მაგრამ არაკონფლიქტური. ერთს იტყვოდა და მორჩა. მოფერება და იწილო-ბიწილო არ უყვარდა, ზედმეტი ყურადღებაც აღიზიანებდა.

_ რატომ ლაპარაკობ წარსულში, ჯერჯერობით ის ქალი ცოცხალია. _ შევახსენე ეშხში შესულ კოლეგას.

_ ჩემთვის რამდენიმე წლის წინ მოკვდა. რა შეიცვალა მის ცხოვრებაში ამ ხნის მანძილზე არ ვიცი და სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს.

ტყუის. ძალიანაც აინტერესებს. მაშ რატომ გაცხენდა საავადმყოფოში? ერთი სული აქვს მაშოს ბრალეულობა გამოიკვეთოს, რომ თვითონ აიღოს მეურვეობა მოხუც მამიდაზე.

მაგდას დავემშვიდობე და კისრისტეხით ჩავირბინე კიბეები.

ალბერტი პატიოსნად იჯდა ძელსკამზე, თავი უკან გადაეგდო და ცაში იყურებოდა.

_ რამე საინტერესოა? _ მივუჯექი გვერდით.

_ კი, ძალიან. აქ, დაბლა კარგი ამინდი არი, ზევით _ ქარი. ვაკვირდები ღრუბელის მოძრაობა. ჯერ მსუქანი იყო, თეთრი და მსუქანი, მერე ცავიდა, ცავიდა და გაშალა...

_ რა გაშალა, ფრთები?

_ ნაინ.

_ მაშინ, დაიშალა.

_ დიახ, დაიშალა და გახდა ისა... ვას ის დას? მაინ გოტ... _ ალბერტმა შუბლზე მიიკაკუნა.

_ გამჭვირვალე?

_ დიახ, გამჩვირვალე ნახევრად.

Page 21: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ალბერტს მეც მივბაძე და ცას ავიხედე. იქ თანაბარი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ გაბურძგნილი ღრუბლები. ალბათ ამინდი შეიცვლება. ჰაერის ცივი მასები ღრუბლებს დასავლეთისკენ გარეკავენ და ჩვენთვისაც მოიცლიან. დღევანდელი ამინდი იდეალურია კულტურული ღონისძიებისთვის, მაგრამ ჩემი ტვინი დანაგვიანებულია კრიმინალური ინფორმაციით. გონების მართვა კომპიუტერის პრინციპით რომ შეიძლებოდეს, დავაჭერდი თითს წაშლის აღმნიშვნელ ღილაკს და სულ კუნტრუშით ავარბენინებდი ჰერ ალბერტს ავლაბარში. საშუალო სტატისტიკის ტურისტი ჯერ მეტეხის ციხეზე უნდა აიყვანო, გალავნიდან გადმოახედო და დააკვირდე: თუ ნარიყალას და ჰაერში გამოკიდებული აივნების დანახვაზე ტანში ჟრუანტელი არ დაუვლის, პირდაპირ მტკვარში გადაუძახო. თუ `დაუვლის,~ ბოტანიკურ ბაღში შეიძლება გასეირნება, ბუნწიაღში განმარტოება ქართლის დედასთან ერთად...

_ შეხედეთ, შეხედეთ... ცხენი ჰგავს, აი, ის, პირველი, ანტენის ზევით ფრინავს. ცხენი, კაცი და ის... ცხენს რომელიც უკეთია ზურგიზე.

ღმერთო მიშველე, ეს კიდევ ღრუბლებს უყურებს... ბავშვობაში ჩარჩენილი გრძელი კაცი. რა უკეთია ცხენს `ზურგიზე~?

_ უნაგირი? _ ვკითხე ყასიდად.

_ უნაგირი რა არის?

_ სეტელ.

_ ნაინ, ნაინ სეტელ. ის უკან არის გამობმული, ორი ბორბალი აქვს, როგორც ეგვიპტელებს აქვდათ.

_ ეტლი?

_ მითარგმნეთ.

არ მახსოვს გერმანულად ეტლის მნიშვნელობა. ყველა სიტყვა კი არ ვიცი ზეპირად, სახლში გიგანტური ზომის ლექსიკონი მაქვს და მუშაობისას ის მშველის. ალბერტს იმაზე დიდი წარმოდგენა აქვს ჩემს პროფესიონალიზმზე, ვიდრე ვიმსახურებ.

_ არ ვიცი. _ ვაღიარე.

_ გუთ, იყოს ეტლი. ეტლი, რომელზეც ჯდას აპოლონ და ღრუბლებს ცემს.

_ აპოლონი ზის ცხენებშებმულ ეტლში და ღრუბლებს მიერეკება. გიყვარს მითოლოგია?

_ კი, დედამ შემაკვარა. ძილის წინ კითხულობდა ჩემთვის. მერე სიზმარში ვნახულობდი სულ ზევსები და აპოლონები. _ ალბერტმა ცას თვალი მოსწყვიტა და ფართოდ გამიღიმა. მოგრძო და წაკვეთილი კბილები ჰქონდა, ოდნავ შიგნით გადაქანებული, ზვიგენის ყბასავით.

_ აფროდიტე? _ ვკითხე საკმაოდ აგდებულად.

_ აფროდიტ ახლა მესიზმრება, როცა თქვენ გიკურებთ.

რა იქნება მეც მესიზმრებოდეს ეს პოეტური გერმანელი, ჰა?... არ ვარ შაირობის ხასიათზე, ერთი დამთქნარება ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ კომპლიმენტის საფასურად პირზე სარეკლამო ღიმილს ვიფარებ.

_ როგორი ტვალები გაქვთ, იატამზე... _ ალბერტმა მგონი ჩემი

შებმა განიზრახა. დაჟინების მიცქერს, თითქოს რეაქციას ელოდება.

Page 22: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ვინ მოატყუა, რომ ქართველი ქალები ქათინაურის ხამები არიან?! მოვაჯინო თუ შევიფერო?

_ მინუს ერთი. _ შუალედური ვარიანტი ვარჩიე.

_ რა?

_ ახლომხედველი ვარ.

ალბერტი ჩასწვდა ხუმრობის არსს და გულიანად ახარხარდა.

ამასობაში, `აპოლონის ეტლი~ დაიშალა, მის ნაკუწები კი ხის კენწეროებს მოექცნენ თავზე.

_ წავიდეთ, ჰერ ალბერტ, დირექტორმა თუ დაგვინახა, მე კლასში შემაბრუნებს, თქვენ კი გიდად რომელიმე არაქნას მოგამაგრებთ. _ ხელჩანთა მხარზე გადავიკიდე და ავდექი.

_ არაქნა, ეს რომელსაც... რომელიც ობობად გახდა?

_ დიახ. _ მოახლოებულ ტაქსს ხელი ავუქნიე და მეტეხთან მიყვანა ვთხოვე.

_ ობობა, ობობა. _ მისანივით აბუტბუტდა მანქანაში მოკეცილი ალბერტი. _ იამზე, უნდა მომაპყროთ ყურადღება, ძალიან კარგი ცინადადება მაქვს.

_ გისმენთ, ჰერ ალბერტ.

_ არ გინდათ ეს ოფიციალური ჰერრრ... ჩვენთან არ არის მიღებული ჰერები უნდ პერები. ახლა საქმე. ციგნის ტარგმნა მინდა შემოგტავაზოთ, გერმანულიდან კარტულად. იმ შემთხვევაში, თუ ციგნი მოგეცონათ.

_ გააჩნია ავტორს.

_ ავტორი მე. _ შეიშმუშნა ალბერტი.

_ იმის თქმა გინდას, რომ...

_ დიახ, ციგნის ავტორი მე ვარ, _ ალბერტმა საწვიმრის შიდა ჯიბიდან მცირე ფორმატის წიგნი ამოიღო. ყდას ცხენზე ამხედრებული რაინდი ამშვენებდა _ ფარით, ხმლით, ჩაჩქნით... ფონად _ წითელჯვრიანი თეთრი დროშა.

_ არ მეგონა, მწერალიც თუ იყავით.

_ ეს ჩემი პირველი ცინგი არი. ოთხი ცელი ვმუშაობდი, მასალა ვაგროვებდი, არ... არ... არქივი, ხო?

_ თუ გნებავთ, გერმანულად ვილაპარაკოთ.

_ ნაინ. აქ ჩამოვედი, რომ კარტული დავხ-ვეწო. ვაუ, რამდენი ტანხმოვანია ერთ პატარა სიტკვაში... რტულია ტქვენი ენა, მაგრამ ტვინის ვარჯიშობისტვის ზეერ გუტ. ჰო, სად ვიყავი... არქივში ვმუიაობდი, ისტორიას ვსწავლობდი, დოკუმენტ გავიცნობდი და ვცერდი.

_ რაინდი რატომ ხატია ყდაზე?

_ ისტორიული რომან. რაინდი ჯვაროსანია, ვილჰელმ ქვია.

_ დამაინტრიგეთ. _ თავაზიანად მოვიტყუე.

ისტორიული რომანის წაკითხვა მეზარება, მითუმეტეს, უცნობი ავტორის. დეტექტივი მაინც იყოს, ძილის წინ დროს მოკლავდა კაცი. დავუშვათ წავიკითხე. და რომ არ მომეწონოს, მერე სად მივდივარ?! ჩემი ხათრიანობის ამბავი რომ ვიცი, მწარე სიმართლეს ტკბილ

Page 23: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ტყუილს ვამჯობინებ და შევაქებ. ამასაც მეტი არაფერი უნდა, მაშინვე თარგმანზე დამითანხმებს.

_ როგორც კი თავისუფალ დროს მოვნახავ, უსათუოდ წავიკითხავ. _ უკან დასახევი გზა დავიტოვე. მერე რამეს მოვიმიზეზებ: დროის უქონლობას, საოჯახო საქმეებს, სამსახურს, ბოლოს და ბოლოს, ვეტყვი, რომ სკლეროზი მაქვს.

_ მოხარული ვარ. _ სინდისზე შემაგდო ალბერტმა.

ახლა მე მკითხე, გულში გავეპასუხე და ჩემს ქალაქს

უცხოელის თვალის შევხედე.

_ _ _

_ მშია! _ სახლში შემოსვლისთანავე მომახარა დათამ და ხელების დასაბანად აბაზანაში შევარდა.

სიამაყის გრძნობით დავდგი მაგიდაზე ჩემი ფანტაზიის ნაყოფი _ ნიგვზიანი ხორჩო ქამა სოკოთი. საერთოდ, სოკოს აქვს ერთი უარყოფითი თვისება: ცეცხლზე შედგმისას თვალსა და ხელს შუა პატარავდება. ამიტომ გადავწყვიტე ტომატ-პასტისა და ნიგვზის დამატება, პლუის სუნელები. რამდენიმე წუთში სახლში ისეთი არომატი დაბორიალდა, კარზე მომდგარმა სარეკლამო აგენტმა კინაღამ ზარი ჩამოწყვიტა. სამწუხაროდ, ვერ დავაპურე, თუმცა ზრდილობის გამო პოსტერი გამოვართვი და დაუყოვნებლივ ჩავუძახე ნაგავში. დათას მანქანის გადამკიდე, ბანკის ვალი ისედაც გვაქვს, ახალი არ გვჭირდება.

_ ეს რა არის? _ დათამ ქვაბს თავსახური მოხადა და ნეტარი სახე მიიღო, თუმცა ვერ გაარკვია, რა ჯიშის `ცხოველი~ დაცურავდა სურნელოვან წვნიანში.

_ ჯერ გასინჯე.

_ ვა, სოკო?! _ დათამ ჩანგალზე წამოცმული ლუკმა პირში გაიქანა და თვალები მოხუჭა. _ გემრიელია, ხო იცი. შენ გააკეთე?

_ არა, სიდედრი ჩამოგივიდა მოსკოვიდან.

_ მართლა? _ გაკვირვებულმა შემომხედა.

ჩემი ქმარი ცოტა მწყრალადაა იუმორთან ან ცუდად იცნობს პატივცემულ სიდედრს. გამორიცხულია, რომ დედაჩემი, პროფესორი მარიკა ქორიძე, თბილისში ჩამოსულიყო და ჩემს სამზარეულოში ეტრიალა. დირექტივების მოცემა, იცოცხლე, უყვარს. რაც შეეხება კერძებს, მასთან შედარებით კულინარიის დიდოსტატი ვარ. ჩემი და ლელა კი `ბოკიუზის~ ოსკაროსანი.

_ თუ მოგწონს, შემაქე, დედაჩემი რა შუაშია? _ შევუღრინე დათას.

_ ხომ ვთქვი, რომ გემრიელია?

_ ბარემ ისიც დაამატე, რომ ყოჩაღი გოგო ვარ.

_ ყოჩაღი გოგო ხარ. _ `დაამატა~ დათამ.

პასუხად სუსტად ამოვიოხრე. ამ ალბერტის გადამკიდე იმდენი ვიღლიცინე, მიმიკის კუნთებს ვეღარ ვიმორჩილებ.

Page 24: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ რა არის ახალი?

_ დღეს ჩვენმა დირექტრისამ ერთი გერმანელი მომაგრა, დილის აქეთია დავდევ... მეტეხზე მყავდა, მერე შარდენზე, მერე სამხატვრო გალერეები დავლაშქრეთ. უცხოელის დანახვაზე ეს ჩვენი გალერეისტები პირდაპირ ტყავებიდან ამოხტნენ, აღარ იცოდნენ რომელი `შედევრი~ მიესაღებინათ გაკრეჭილი ტურისტისთვის. ძლივს გამოვასწარით.

_ სად?

_ მე _ სახლში, ალბერტი _ სასტუმროში.

_ რატომ? _ დათამ ღეჭვა შეწყვიტა. აშკარად დაიძაბა.

_ `რატომ~, რა?

_ რატომ სასტუმროში?

_ აბა, სახლში მომეყვანა?

_ მოგეყვანა, რა უშავს. აგერ, ხარჩოთი გაუმასპინძლდებოდი.

_ გაგიჟდი? ხვალეც უნდა ვწყემსო, მთელი დღე ჩემმა მტერმა უყურა იმის აღფრთოვანებულ როჟას, ისედაც მომაბეზრა თავი.

_ ვითომ? _ ყოველ შემთხვევაში, მიკბინა.

_ ეჭვი არ შეგეპაროს, _ დავაწყნარე მე და მეტი ეფექტისთვის ოხვრა მოვაყოლე. _ დაღლილი სახე გაქვს, მძიმე დღე გქონდა?

დათამ თავი დამიკრა და ჭამა განაგრძო, ჩემმა

ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ მადა აღუდგინა და ლაპარაკის ხასიათზე დააყენა.

_ ახალდაბადებული ბავშვი მოკვდა... გაჩენიდან ერთ საათში,

სიცოცხლესთან შეუთავსებადი გულის მანკი აღმოაჩნდა, დედაც

სულ ტყუილად გავკვეთეთ.

_ ვაიმე, დედაც მოკვდა?

_ საიდან მოიტანე?

_ აკი, გაკვეთეო?

_ საკეისრო კვეთას ვგულისხმობ, რომელი პათანატომი მე ვარ, გვამები ვკვეთო?! მშობიარე სისხლდენით შემოიყვანეს საავადმყოფოში, არც ექოსკოპია ჰქონია გაკეთებული, არც კონსულტაციაში მდგარა აღრიცხვაზე... მოკლედ, სრული სიბნელე. სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

დათა ისე ჩვეულებრივად ჰყვება ამ საშინელებას, თითქოს ხვალინდელი დღის განრიგს მითანხმებს. ვერც გაამტყნუებ, ექიმმა რომ ყველა პაციენტის ტკივილი გულთან მიიტანოს, იმავე გულს სახლამდე ვერ მოიტანს.

`ტკივილზე~ მაშო შარაშენიძე გამახსენდა და კომპიუტერთან მივირბინე. წერილის ნაცვლად მთელი დისერტაცია დამხვდა _ პუნქტებად დაყოფილი, ანალიტიკურად დამუშავებული, მნიშვნელოვანი დეტალებით გაჯერებული. ერთხელ წავიკითხე, მერე მეორედ. მერე სერგოს დავურეკე.

_ გაქვს ათიოდე წუთი სენსაციური ინფორმაციის მოსასმენად?

Page 25: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ სენსაციური ინფორმაციის მოსმენა ოცდაოთხსაათიან რეჟიმში შემიძლია. გისმენ და გემორჩილები, უფალო იათამზე!

_ დანაშაულის კვალი მაშოს ანთროპოლოგ ბაბუამდე მიდის. ყოველ შემთხვევაში, ვერსიის ვარიანტში მოთელვა შეიძლება. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს მანუჩარ შარაშენიძეს, წინაპართა ჩონჩხის გარდა, ხელთ ჩაუვარდა არაბესკი...

_ რაო? _ ვერ მიხვდა სერგო.

_ არაბესკი _ ქვაზე ამოტვიფრული რთული ორნამენტია, ტაძრებისა და სასახლეების მოსართავი. მანუჩარის მიერ ნაპოვნი არაბესკი საფლავის ქვად იყო გამოყენებული, რაც ყველაზე საინტერესოა, ის შეიცავს ინფორმაციას საუკუნეების წინ დამარხული განძის იესახებ.

_ განძის?! _ იქიდან სერგომ შესძახა, აქედან _ დათამ.

_ განძის, დიახ, განძის. _ კომპეტენტური მზერა ვესროლე ქმარს, რომელიც ჩაის ჭიქით მიახლოვდებოდა. _ განძის ფაქტორი ავტომატურად გულისხმობს დანაშაულს. გული მიგრძნობს, აგნესას მოკვლის მცდელობა კავშირშია ზემოხსენებულ განძთან.

_ თუ რამე იცოდა იმ კეთილძაღლმა, აქამდე სად იყო, საფლავში მიჰქონდა საიდუმლო? _ გაუკვირდა სერგოს.

_ საქმეც იმაშია, რომ აგნესას წარმოდგენა არ ჰქონდა, რასაც

ვერ ვიტყვით თავდამსხმელზე. ხელნაწერებს ახლავს არაბესკის ფოტოასლი, რომელიც შეიცავს კოდს განძის ადგილსამყოფელის შესახებ. ბოროტმოქმედმა ვერ გათვალა, რომ მანუჩარის არქივი აგნესასთან კი არა, მის შვილიშვილთან ინახება. მაშო პირადად არის დაინტერესებული არაბესკის გაშიფვრით, მაგრამ ჯერ ფეხმძიმობამ, მერე კი ბავშვის გაჩენამ შეუიალა ხელი დაწყებული მოკვლევის დასრულებაში. ამიტომ, ეს საქმე ჩვენ გადმოგვილოცა.

_ რომელი წყაროთმცოდნეები ჩვენ ვართ კოდირებული ინფორმაცია გავშიფროთ?! მაგას სპეციალისტები სჭირდება, ეს არაბესკი თუ რაღაც ჯანდაბაა, ვააბშე პირველად მესმის.

_ სერგო, შენ ეტყობა ცუდად მისმენ... ჩვენ კი არ უნდა გავშიფროთ, ჩვენ უნდა გავიდეთ ადამიანზე, ვისაც აქვს არაბესკის მეორე ნაწილი.

_ აჰა, მეორე ნაწილიც ჰქონია! პირველი ავითვისეთ, გადავდივარს მეორეზე!

_ შენ თუ ასე აგდებულად უყურებ ამ საკითხს, სულ კარგად მეყოლე! მაშოს გზავნის შენთან გადმოვამისამართებ. დადექი და იჭყლიტე ტვინი შენი სამხვეულიანი კოლეგების გარემოცვაში.

დათამ სიამოვნებით ჩაიფხუკუნა, სერგო დროებით ჩაკვდა. ეტყობა, არ მოეწონა ჩემი თამაშიდან გასვლის პერსპექტივა.

_ საწყენად კი არ მითქვამს. _ შემრიგებლურად ამოიბუბუნა.

_ არც მე მითქვამს, თითქოს ჩემი ბაგეებით ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია ღაღადებს. გთავაზობ ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც შეიძლება მოიკოჭლებს და მაშოსი არ იყოს, უტოპიურად გამოიყურება, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესი არ მეგულება. თუ გინდა ვიმსჯელოთ, თუ არა, აგერ, ჩემს ქმარს განძის ხსენებაზე ყბა ჩამოუვარდა და ჩაი გაუცივდა, _ დათას თვალი ჩავუკარი და ენთუზიაზმით განვაგრძე. _ სულ არ გეტყვით, ისე წავალთ აწყურში და იქაურ ყორღანებს შევესევით... და ვინ იცის, საუკუნეების წინ გადამალულ განძს გადავაწყდეთ... _ განვაგრძე ოცნებით.

Page 26: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ ნუ დამაბნიე, გოგო, აწყური რა შუაშია? ან ეს ყორღანი... დავიჯერო, ასეთი ძველია?

_ აბა, შენ ყოფილხარ?! ეს მელოდრამატული ისტორია მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეში ვითარდება...

_ რომელი ისტორია? _ ბრინჯივით დაიბნა საწყალი სერგო.

_ მაცალე, რომ მოგიყვე?

_ სამარე ვარ. სამარე ყურებით. გისმენ!

_ ოღონდ არ გამაწყვეტინო. ვიწყებ: მანუჩარ შარაშენიძე იკვლევდა ვინმე ივანე საბას ძე აბუსერისძის თავის ქალას. (იხ. `აბუსერიძეების საგა~) ეს დიდებული მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა დღევანდელი ახალციხის ტერიტორიაზე. სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა ოცდაათი წლის ასაკში. მისი მოწამვლის ფაქტს ადასტურებს მანუჩარს მიერ ძვლის ფრაგმენტსა და თმის ღერზე გაკეთებული ანალიზი და მიზეზსაც ასახელებს: ივანე მოწამლულია ვერცხლისწყლის მომაკვდინებელი დოზის მიღებით. შეგახსენებ: მაშოს ბაბუა წლების მანძილზე მუშაობდა ანსროპოლოგ-კრიმინალისტად, ასე რომ დაეჯერება.

_ იფ, როგორც შენ იტყვი, `დაეჯერება!~ _ პირობა დაარღვია `სამარემ~.

_ რატომაც არა?! არც ისე დიდი ხნის წინ, ფლორენციაში მედიჩების საძვალე აღმოაჩინეს, ექსპერტიზა ჩაუტარეს და შესაფერისი დასკვნებიც გამოიტანეს. მოიცა, იმას კრიმინალისტებს თუ დაეჯერებათ, ჩვენმა რა დააშავეს? ვითომ რითია მედიჩის ნეშტი აბუსერისძეზე ნაკლები? მე რომ მკითხო, მეტიცაა.

_ მედიჩი ვიღაა? _ შემპარავად იკითხა სერგომ.

_ ახლა საფრანგეთის ისტორია მომაყოლე! _ გავაპროტესტე მე. _ მოკლედ, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს კონკრეტული მედიჩები თავისი სიკვდილით არ მომკვდარან. მათი გარდაცვალების მიზეზი გამხდარა დარიშხანის მცირე დოზის მიღება ხანგრძლივი დროის მანძილზე. ეტყობა საჭმელში აყოლებდნენ, არ ვიცი.

_ ვა, გამოდის, პოვარს მოუწამლავს. _ გული დაეწვა სერგოს.

_ ის `პოვარი~ სამეფო კართან დაპირისპირებულმა კლანმა დაიქირავა, შე მართლა პოვარო! თვალის ასახვევად სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად მალარია დასახელდა. ეს იყო მეთექვსმეტე საუკუნეში, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში სიმართლეს ფარდა აეხადა. გათხრებისას აღმოაჩინეს დოქი მედიჩების ღვიძლის ნარჩენებით, გაუკეთეს ანალიზი და დაადგინეს: სიკვდილი ორგანიზმში დარიშხანის მაღალმა შემცვლელობამ გამოიწვია. ფერშტეინ?

არ ვიცი, როგორ ავუხსნა ამ გაუთლელ მარტორქას მაშო შარაშენიძის გზავნილის იდუმალება. მედიჩების ხრიკები თუ არ გაუგია, პენტოგრამების სიღრმეს ჩასწვდება? პოლიციელთა მოდგმა ცხელ-ცხელ ფაქტებს აღიქვამს, მე კი გაფიჩინებული ძვლებისა და მაშოს რეზიუმეს გარდა არაფერი მაბადია.

სერგომ `პოვარი~ ჩაყლაპა, ეტყობა, ჭკუაში ჩაუჯდა მედიჩების კრიმინალური პერიპეტიები და დაკითხვა განაგრძო.

_ დავუშვათ, ის მედიჩი დედოფალი იყო, მეფის კარზე გასაყოფის მეტი რა იქნებოდა? აი, ჩვენებურ აბუსერისძეს რაღა გააჩნდა?

_ როგორ თუ რა? განძი, გინა ნადავლი, ჯვაროსნული ლაშქრობიდან ჩამოტანილი და საგულდაგულოდ გადამალული. ჰმ, ისე საგულდაგულოდ, რომ დღემდე ვერავის მიუკვლევია. _ ვუპასუხე წინაპართა მოხერხებულობით გაამაყებულმა.

Page 27: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ დამცინი? რა უნდოდა ვიღაც აბუსერისძეს ჯვაროსნულ ლაშქრობაში?

_ შენ, ძმაო, საქართველოს ისტორია არ გცოდნია, მე კი ვცდილობ საფრანგეთისაში გაგარკვიო. მისმინე და არ გამაწყვეტინო.

მანუჩარ შარაშენიძის ჩანაწერის ადაპტირებული ვარიანტი:

1119 წელს საქართველოში მალულად ჩამოვიდა იერუსალიმის მეფე, ფრანგი ჯვაროსანი ბალდ უინ მეორე, რომელიც გეგუთის სასახლეში შეხვდა დავით აღმაშენებელს. ამის შემდეგ ქართველები და ჯვაროსნები სტრატეგიული მოკავშირეები ხდებიან თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. დავითის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იბრძოდა იერუსალმში, დიდგორის ომში კი ქართველების გვერდით ჯვაროსანთა რაზმი იქნევდა ხმლებს. აქედან გამომდინარე, ივანე აბუსერისძის ევროპული ვოიაჟი სიმართლეს ჰგავს.

აბუსერისძეები ხიხათა ერისთავებად მოიხსენიებიან, მოგვიანებით მოგვევლინენ აწყურისა და არტანუჯის ციხის გამგებლებად.

ივანეს დედა, მარიამი, ორსულად იყო, როცა საბა აბუსერისძემ ცოლად შეირთო. ბოროტი ხმები ამბობდნენ, მარიამი ბიზანტიელმა დიდებულმა შეაცდინაო... იცოდა თუ არა, საბამ პირველი ვაჟის საეჭვო წარმომავლობის შესახებ, უცნობია. თუმცა, ივანეს მკვლელობაში სწორედაც საბას ადანაშაულებენ.

საქმე მემკვიდრეობას ეხებოდა. ივანეს, როგორც უფროსს შვილს, უნდა გადასცემოდა აბუსერიძეთა საგვარეულო რეგალიები, მაშინ, როცა საბას ჰყავდა უმცროსი ვაჟებიც, რომლებიც მარიამმა ივანეს შემდეგ გაუჩინა და რომელთა ბიოლოგიურ მამობაში ეჭვი არ ეპარებოდა.

ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც საბას შეიძლება `შვილობილი~ გაემეტებინა. არსებობს მეორეც მიზეზიც, გაცილებით ჩახვეული და რომანტიული: შვილის არყოფნაში საბას თვალში მოსვლია რძალი _ ივანეს ულამაზესი ცოლი ელენე და მისი დაუფლება განუზრახავს. ამ დროს ჯვაროსნული ლაშქრობიდან დიდი ზარ-ზეიმით დაბრუნდა ივანე აბუსერისძე, თან ჩამოიტანა რამდენიმე საპალნე ოქრო-ვერცხლი და აურაცხელი ნადავლი. შურით აღივსო საბამ აბუსერისძე და ივანეს მოკვლა გადაწყვიტა. ამით ის ორის ნაცვლად, სამ კურდღელს იჭერდა. ხელში ჩაიგდებდა ძვირფასეულობას, ცოლად დაისვამდა ქვრივად დარჩენილ ელენეს, აბუსერიძეების რეგალიებს კი მომდევნო ვაჟს გადასცემდა. ომი `ფიცხელი და ძლიერი~ არ გამოდიოდა, ამიტომ საბამ ივანეს მოწამლა.

სავარაუდოდ, მარიამმა იცოდა ქმრის შავბნელი საქმეების შესახებ, სიკვდილის წინ არაბესკზე ამოატვიფრინა შვილის მკვლელობის შემზარავი ისტორია და ეს არაბესკი ივანეს საფლავის ქვაში ჩაადუღებინა.

საუკუნეების მანძილზე ქვა მიწის ქვეშ მოექცა, გაიცრიცა, გაიბზარა და არქეოლოგებს ფაქტიურად დაშლილი დახვდა. მანუჩარმა იდენტიფიკაციისთვის თავის ქალა და ძვლების ფრაგმენტი წაიღო, შეიძლება ხელს გააყოლა ქვის ნაწილიც, სადაც მინიშნება იყო განძის ადგილმდებარეობაზე. ყოველ შემთხვევაში, ქვის ერთი ნატეხის ფოტოასლი მანუჩარის არქივში არის, მეორე ნატეხი კი სადღაც აორთქლდა.

მოყოლა დავასრულე და სერგოს დასტურს დაველოდე, მაგრამ მაიორი დუმდა, ისევე, როგორც ჩემს გვერდით ჩამომჯდარი დათა.

_ სერგო, სად ხარ? _ დავუძახე.

Page 28: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ ჩემი თავის ქალაში ისეთები ხდება, ვაი საყვარელო! არა, რა... მე ამ საქმეს ვერაფერს გავუგებ...

_ ჯანი გავარდეს, ერთ კოზირსაც გადმოგიგდებ: მაგდა შათირიშვილის შვილი, პაპუნა, ამასწინათ ჩამოვიდა აწყურიდან. ცნობისათვის, იმავე აწყურში ექვსი თვის მანძილზე იმყოფებოდა მაშო შარაშენიძე.

_ ვა, რა უნდოდა?

_ ყველაფერს მე ხომ არ გავარკვევ, ცოტა შენც მიდექი-მოდექი... ვატსონ! _ ვესროლე დასასრულს და ვიდრე სერგო გაბრაზდებოდა, ყურმილი დავკიდე.

დათა ისე მიყურებს, თავი გამოჩენილი მემატიანე მგონია. არადა, ჭურჭელი მაქვს გასარეცხი, ხვალინდელი სადილი გასაკეთებელი, რაც მთავარია _ წასაკითხი ალბერტის მოცემული წიგნი.

ამდენ ჯვაროსნებს რა გაუძლებს?!

_ _ _

თუკი ქვეყნად არსებობს პატიოსანი ხელოსანი, ეს ქვეყანა საქართველო არ არის. საათზე მეტია პროფილაქტიკაში ვყურყუტებ და მოთმინებით ველოდები, როდის მორჩება კაპოტში თავჩარგული ლიოვა გატეხილი ვენტილიატორის შეკეთებას. ხომ შეიძლება დღის მეორე ნახევარში დავებარებინე? არა, უსათუოდ უნდა მოგატყუოს, თითქოს წამების ქვეშ გამოვტყუე დათქმული დრო.

_ ოცი წუთიც, ქალიშვილო, და მორჩა, მზად არის შენი მანქანა. _ თავაუღებლად გამამხნევა.

`ქალიშვილო~ მესიამოვნა, ოცი წუთის რა მოგახსენოთ. თერთმეტ საათზე მერიის შენობასთან ალბერტი მელოდება, დღის წესრიგში ბოტანიკურ ბაღი გვაქვს. აქედან რომ ფეხი მოვიცვალო, ეს აფერისტი ვოვა სხვა საქმეზე გადაერთვება და ისევ ხვალ დამიბარებს, მერე ზეგ და ასე შემდეგ, სანამ ჩემი ხელით არ მივახრხობ.

ალბერტს დავურეკე და საქმის ვითარება მოვახსენე. პროფესორი შევიდა ჩემს მდგომარეობაში, თუმცა მერიის წინ ასფალტის ტკეპნას პროფილაქტიკაში მოკითხვა ამჯობინა. მისამართი ვუკარნახე და უსაქმურობისგან ბეტონის `კედლის მხატვრობას~ დავუწყე თვალიერება. ეს კედელი სადმე გამოფენაზე რომ გადგა, შეიძლება ინტელექტისგან ტვინნაღრძობმა უცხოელმა იყიდოს კიდეც.

ჩემსავით გაბეზრებულ-გაბრაზებულმა კლიენტებმა სანტიმეტრი არ დატოვეს სამახსოვრო სიტყვაკაზმულობის გარეშე (ადგილი არ არის, თორემ მეც მივაწერდი ორიოდ მწარე ეპითეტს ლიოვას მისამართით). ზოგმა ეპისტოლარულ ჟანრს ავანგარდისტული მხატვრობა ამჯობინა. ცენტრში წითელი პულვილიზატორით შესრულებული სვასტიკა იწონებდა თავს. პრინციპში, სვასტიკა ჯვრის ნაირსახეობაა, საკუთარი ღერძის გარშემო თუ დაატრიალებ, ჩვენებური ბორჯღალი გამოვა. წრეში ჩახატული ბორჯღალები ხევსურეთში, დედაბოძებზე მინახავს. ადგილობრივები `ბორჯღალიან მირგვალაის~ ეძახიან.

Page 29: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ვაიმე, აქაც არ ამცდა ჯვრები და სიმბოლოები, თითქოს ალბერტ ვანდმიულერის რომანი არ მეყოფოდა ღამის გასატეხად. მინდა გითხრათ, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ქვეყანა, სახელად გეორგია, გაკვრითაც არ იყო ნახსენები, თუ არ ჩავთვლით ტრაპიზონის სამეფოს, რომელიც ფორმირდებოდა შავი ზღვის სანაპიროზე. სამაგიეროდ, დომინირებდა იმ დროის (რიგით მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა) გამოჩენილი სამეული: ფრიდრიხ პირველი ბარბაროსა, ფილიპ მეორე ოგიუსტი და რიჩარდ პირველი ლომგული. რაც შეეხება მწერლობაში გადაჭრილი მეცნიერის წერის მანერას... რომანში საკმაოდ ნატურალისტურად იყო აღწერილი ორთაბრძოლის სცენები. გასაგებია, რომ ბრძოლის ველი სისხლის, გადახლართული ნაწლავებისა და მოჭრილი თავების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ალბერტი ისეთი მაზოხისტური სიამოვნებით ჩაჰკირკიტებდა ყველა დეტალს, ცოტა არ იყოს დავიძაბე.

ვკითხულობდი და ვფიქრობდი, რომ ჰომეროსიდან შექსპირამდე არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც შექსპირიდან ბულგაკოვამდე. ფული და ძალაუფლება მართავდა მსოფლიოს შუა საუკუნეებში და მართავს დღესაც. უბრალოდ ლომგული რიჩარდები ბუშებმა და ბლერებმა შეცვალეს, რელიგიურმა დაპირისპირებამ კი პიკს მიაღწია. რა ელის კაცობრიობას პიკს მიღმა? გლობალური ხარაკირი თუ გამოქვაბულის პერსპექტივა? პირადად მე, ნარჩენის სახით კოსმოსში ტრიალს, ასტრალოფითეკის ყოფა მირჩევნია. მოკალი მამონტი, მოიტანე სახლში, გაატყავე, შეწვი, შეახრამუნე, დაწექი და დაიძინე.

მომბეზრდა. სერგოს მაინც დავურეკავ, გავიგებ, რა გაარკვია პაპუნას შესახებ. იქნებ სწორედ მას გაუღო კარი გულუბრყვილო აგნესამ, რაც არ უნდა იყოს, ნათესავია... მაგრამ სერგოს სალაყბოდ არ ეცალა _ თათბირზე გარბოდა. თურმე, ამ დილით, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს კაპიტანი რამაზ მჭედლიშვილი, ჯან-ღონით სავსე კაცი და სამი შვილის მამა. ეს იმის ფონზე, როცა გენშტაბის უფროსის მკვლელობა ჯერაც გაუხსნელია.

_ უცნაურია... _ ჩავილაპარაკე.

_ რა ვიცი, რა ვიცი, გუშინდელის შემდეგ მუზარადიანი ივანე აბუსერისძე რომ გამომეცხადოს თავისი გაშიფრული თუ გაუშიფრავი არაბესკით, არ გამიკვირდება.

_ სამსახურში მოყევი?

_ რას ამბობ?! _ შეიცხადა სერგომ. _ თათბირზე რომ შუა საუკუნეების სერიალზე დავიწყო ლაპარაკი, გიჟად ჩამთვლიან.

_ განძზე და არქივზე გეკითხები!

_ მორჩა, დაიწყო თათბირი...

ორაზროვნად მივაჩერდი მობილურის ჩამქრალ ეკრანს. პოლიციელებს სტერეოტიპი მიართვი. აქეთ მგელი, იქით _ კრავი. სერგო გამონაკლისი არ არის. ერთად შეყრილი სერგოები რთული შემთხვევაა.

_ არქივი, განძი... მგონია ჩემი რომანის ფინალ ვისმენდი. _ ყურში ალბერტის შემპარავი ხმა ჩამესმა.

მაზუთიანი პროფილაქტიკისა და კედლის მხატვრობის ფონზე აყლაყუდა გერმანელი სამოთხის ფრინველად მომეჩვენა _ მდოგვისფერი საწვიმარი, იმავე ტონალობის ჯემპრი, ყვითელი ფეხსაცმელი კაუჩუკის ძირზე, კისერზე ჩამოკონწიალებული მინიატურული ფოტოაპარატი.

_ ააა, ჰერ ალბერტ, მოგესალმებით. ფინალში არ გავსულვარ, მაგრამ თქვენმა წიგნმა ძალიან დამაინტერესა, ძლივს მოვწყდი.

_ დიდად მადლობელი ვარ. _ ალბერტი ხელზე მემთხვია.

Page 30: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

უხერხულად მიმოვიხედე. ლიოვა ისევ ჩემს კაპოტში იყო თავჩარგული. ჩაჩახული ჯინსიდან ხერხემლის მალები და შავად აბიბინებული ბალანი მოუჩანდა. უცებ ბალერინასავით ასწია ცალი ფეხი, მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და წელში გასწორდა.

_ ვსიო, მორჩა! _ ლიოვამ კაპოტი დახურა და თვალებით მომძებნა. ალბერტის დანახვაზე შეცბა, არ ელოდა ჩემს გვერდით აღმოცენებულ უცხოელს.

_ გამარჯობ. _ თავაზიანად მიესალმა ალბერტი.

_ ვა, გაგიმარჯოს, ბიძაჩემო! _ ლიოვამ მაზუთიან თითებზე დაიხედა და ხელის ჩამორთმევა გადაიფიქრა.

_ კარგი ამინდია, მზე ცაში ანათებს. _ თქვა ალბერტმა.

_ ანათებს, კანეშნა! _ ლიოვამ კომპეტენტურად აიხედა ცაში.

ამინდში მართლა გაგვიმართლა. ის დროა, ბოტანიკურ ბაღში ავიდეთ. ხელოსანთან ანგარიში გავასწორე და ალბერტს ვანიშნე, მანქანაში ჩამჯდარიყო.

ალბერტი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და მთელი გზა ენა არ გაუჩერებია.

როგორც ყოველთვის, აღმართზე ძრავი ჩამიქრა. ენაწყლიანი ალბერტი მომენტალურად დადუმდა და დადარაჯებულმა შემომხედა. მერე ნაჩქარევად გაიკეთა უსაფრთხოების ღვედი და ვიდრე დანიშნულების ადგილს არ მივაღწიეთ, კრინტი არ დაუძრავს.

_ ოოო, აქ ნამდვილი ისა... ის... სამოტხე კოფილა! _ ალბერტი ხელმეორედ დაიქოქა.

ნაცნობმა ჩანჩქერმა მოგონება ამიშალა. ნათლად დავინახე ხიდის მოაჯირზე დაყრდნობილი მამაჩემი, იქვე მე და ჩემი უფროსი და, ლელა დავრბივართ. მერე ლელა შემაღლებულზე დგას და მურმან ლებანიძის ლექსს კითხულობს: `გაზაფხული შემოსულა ლენ~. მე ქვევიდან ვუყურებ და შურით ვსკდები. მეჩვენება, რომ პოეტმა ლექსი პირადად ლელას მიუძღვნა და რომ მამას ლელა ჩემზე მეტად უყვარს.

_ მოდით, ხიდს გავუყვეთ, მე კი გზადაგზა მოგიყვებით, თუმცა მცენარეების დიდი არაფერი გამეგება. _ ვუთხარი ალბერტს.

_ არ მინდა მცენარეები, ისედაც ვხედავ... იამზე, ერთი უტაქტო შეკითხვა მაქვს და შეიძლება მოსმენა?

_ კი, ბატონო.

_ ვის ელაპარაკებოდით მობილურ ტელეფონით?

_ ჩემს მეგობარ მაიორს. ამასწინათ, თავდასხმა მოხდა ერთ თბილისელ მოქალაქეზე, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კრიმინალს ჰგავს, მაგრამ მე სხვა მოსაზრება გამაჩნია, რომელსაც მაიორი არ ეთანხმება. უფრო სწორედ, უჭირს სხვა კუთხით დაინახოს დანაშაულის მოტივი. ამაზე წავკამათდით.

_ თქვენ რომელი კუთხით ხედავთ? _ დაინტერესდა ალბერტი.

_ მე მეჩვენება, რომ კვალს შორეულ წარსულში მივყავართ, დაახლოებით შუა საუკუნეში. არ ვიცი, საიდან მივუდგე, ინტუიცია ერთს მკარნახობს, გონება _ მეორეს. წარმოიდგინეთ, ამის ფონზე თქვენი წიგნი... ვიფიქრე, გულს გადავაყოლებ, სინამდვილეში კი პირდაპირ მგლის ხახაში აღმოვჩნდი.

_ `მგლის ხახაში~ რა გულისხმება?

Page 31: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ იგულისხმება.

_ დანკე შონ, იგულისხმება. _ გამოასწორა ალბერტმა. _ და რა იგულისხმება?

_ იგივე ეპოქა, იგივე ინტრიგები, აქაც ჯვაროსნები, იქაც ჯვაროსნები. მართალი გითხრათ, ტვინი მეღრძო.

_ მე... მეღ... ღრრრ...

_ გამოთქმაა ასეთი. ადამიანს შეიძლება ფეხი ეღრძოს... გადაუბრუნდეს, ასე ვთქვათ. იგივეა `მგლის ხახა~. ანუ მგლის ბუნაგი. იცის, რა არის ბუნაგი?

_ ოოო, იატამზეე... ბუნაგი მერე, ხახაც. შუა საუკუნე ჩემი ინტერესის სფეროა. _ ალბერტმა სათვალე შეისწორა, ხელმკლავი გამიკეთა და ჩემთან ერთად შეუდგა აღმართს. _ იცით, მეც მაქვს ინტუიცია და ის ამბობს: ეს ჩემი თემაა. შეიძლება ვიცოდე, რა კონტექსტში ახსენეტ ტელეფონზე არხივი და ძვირ... ძვირპასეულობა.

_ განძი.

_ დიახ, განძი. რა სხვაობაა?

_ ძვირფასეულობა შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ჩვენთაგანს. მაგალითად, ეს ბეჭედი ბებიაჩემის სახსოვარია, _ არათითზე ქეთუსიას ნაჩუქარი ძოწისთვლიანი ბეჭედი დავანახე. _ ის ძვირფასია ჩემთვის როგორც სახსოვარი და არა როგორც ღირებული ნივთი. განძი სულ სხვაა... განძი ისტორიას ეკუთვნის.

_ სულმოთმინებით ველი.

_ სულმოუთქმელად. მოგიყვებით, ოღონდ მერე, როცა სულის მოსათქმელად ჩამოვჯდებით.

_ გუთ. გუთ. _ თავის კანტურით დამეთანხმა ალბერტი. _ `სულმოუთქმელად,~ `სულის მოსათქმელად~, `სულცასული~, `სულგრძელი~... იათამზე, რატომ არის ქარტულ ენაში ამდენი `სულ~ ფუძედ?

_ ალბათ იმიტომ, რომ სული ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოუცნობი სუბსტანციაა.

ალბერტი შედგა. ხელი მოიჩრდილა.

_ უ-ლამაზესი პეიზაჟია, სუპერ! მე რომ მხატვარი ვიყო, ტილოს ამოვიტანდი, მოლბერტ, ფუნჯი... სული ჩავდებ და გამოვა შედევრი. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ ტერიტორიაზე, ავაშენებ პატარა სახლი, ჩამოვიყვანდი ჩემი ძაღლი, კომპიუტერი და ვცერდი ციგნები.

იფ, მომინდომა ბოტანიკურ ბაღში ჩასახლება. გემოვნებას ვერ დაუწუნებ.

_ ცოლ-შვილი არ გყავთ?

_ ცოლი სხვა კაცი შეუკვარდა და ცავიდა. შვილები დიდია, ორი გოგო. ერთი დიზაინ-შულ ამთავრებს, მეორე _ პედაგოგად მუშაობს საბავშვო ბაღში. კარგი შვილები არიან, თავის მოვლა შეუძლიათ. მამას ურეკვენ, მოდიან, ზოგჯერ დარჩებიან...

_ მარტო ცხოვრობთ?

_ მე და ბარბაროსა.

_ იმპერატორის აჩრდილი ხომ არ ჩაგისახლდათ ბინაში?

ვითომ რა ვთქვი ისეთი, მაგრამ ალბერტი გადაბჟირდა

სიცილით. იუმორი დამიფასა, ასე ვთქვათ.

Page 32: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ ნაინ, ბარბაროსა გერმანული ავჩარკა ქვია, იმპერატორის პატივისცემით. მე და ბარბაროს ძმაკაცები არიან.

_ ვართ.

_ ვართ.

_ კატაც მკავს, ბაბეტა. როცა უნდა ცავა, როცა უნდა მოვა.

სპორტულებში გამოწყობილმა კაცმა ჩაგვიქროლა სირბილით. გაშტერებული მზერა სადღაც შიგნით მიემართა, მარათონელივით. ოფლის მძაფრი სუნი შემოგვაფრქვია და გზა განაგრძო.

_ ჯვაროსნებზე რამ გადაგიწყვეტინას რომანის დაწერა?

_ მიყვარს ის ეპოქა... ოცდამეერთე საუკუნე ჩემი არ არის, როგორ ვთქვა გასაგებად... მწყინს ეს რიტმი...

_ მწყინდება.

_ ჰო, მწყინდება. თავისუფალი დროის დეფიციტი განვიცდი.

_ ვერ ვხედავ ლოგიკას. თუ დროის დეფიციტი გაქვთ, როგორღა გწყინდებათ?

_ არ მსიამონებს, როცა მეჩქარება. პულსი ჩქარდება, გული პახ-პახ, თავი ტრიალებს. ინტოქსიკაცია განვიცდი. პარადოქს, მაგრამ თუ არ იჩქარე, შენი ადგილი სხვა დაიკავებს. უმუშევარი თუ ხარ, ფული არ გექნება. ფული თუ არ გექნება, ჰობის ვერ გააკეთებ. ციგნის ცერა და ქართულის სცავლა ჩემი ჰობი არი.

კლდის ძირში, პატარა სკვერს მივადექით. აქედან ქართლის დედაც კარგად ჩანს, მინარეთის კოშკურაც და ქალაქის ძველი უბანიც, რომელსაც ჯერაც არ შეხებია რესტავრატორის გულგრილი ხელი. აქა-იქ შემორჩენილ ყვავილებს გვირგვინები ჩაექინდრათ და ცალთვალა ციკლოპებივით დასცქეროდნენ მიწას. რა იქნება, ადამიანებსაც შეგვეძლოს თავჩაქინდრული გამოზამთრება, გაზაფხულზე კი ხელახლა გავსწორდებოდით წელში, მზეს მივეფიცხებოდით, ფოთლებს გავშლიდით, ერთმანეთს ხელმეორედ დაბადებას მივულოცავდით...

ორ, ფუნჯივით გაკრეჭილ ხეს შორის გადებულ ძელსკამზე წყვილი იჯდა _ ჩაფსკვნილი ბიჭი და მინიატურული გოგო. ჩვენი გამოჩენა დიდად არ ესიამოვნათ. გოგომ ბიჭს მხარზე გადახვეული ხელი ააღებინა, ბიჭმა შემოგვხედა და ღიმილით დააბრუნა ხელი ძველ ადგილზე.

მე და ალბერტი შორიახლოს ჩამოვჯექით. ალბერტმა სულის მოთქმა არ მაცალა, დაუყოვნებლივ მომაყოლა ყველაფერი _ სამასწავლებლოში მოსმენილით დაწყებული, მაშოს გზავნილით დამთავრებული.

_ ახლა მესმის, რატომ გამოიცვია ემოცია ჩემი ციგნი! _

წამოიძახა ალბერტმა. _ ეს... ეს რაღაც პარალელური ისტორიაა... მისტიკური დამთხვევა!

_ პოლიციას არ სჯერა პარალელური ისტორიების, მაიორს სასაცილოდ არ ეყო... _ წინადადება არ მქონდა დამთავრებული, მობილურზე ურწმუნო მაიორის ზარი რომ შემოვიდა:

_ გოგო, იათამზე! გაქვს საფუძველი იამაყო, ოღონდ ზედმეტებში არ გადავარდე და `ელემენტალურად, ვატსონ~ არ დამიწყო! შენი პროგნოზი გამართლდა. ქალაქ თბილისის

Page 33: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

სამძებრო განყოფილება და პირადად გამომძიებელი-ინსპექტორი სერგო ოქრუაშვილი ქედს ვიხრით შენ წინაშე...

_ საკმარისია! _ გავაწყვეტინე დითირამბებად დაღვრილ სერგოს. _ გამაგებინე, რაშია საქმე?

_ პაპუნა შათირიშვილი სტაჟიანი ნარკომანია, ცხადია, საძმოც შესაფერისი ჰყავს. ერთ-ერთი ძმაკაცი აწყურში, ბერების მონასტერი გადიოდა რეაბილიტაციას... პაპუნაც აკითხავდა ხოლმე, შეიძლება თვითონაც მკურნალობდა, ამდენი არ ვიცი... დიდი ალბათობით სწორედ პაპუნას არის გარეული აგნესას საქმეში.

_ მოიცა, ვერ გავიგე, პაპუნა ნარკომანია თუ კრიმინალი?

_ ყველა ნარკომანი პოტენციური კრიმინალია.

_ კიდევ? _ არ დაკმაყოფილდი.

_ მაშოს ვერსიის იმედზე ვერ ვიქნებით. იქნებ იფანტაზიორა გოგომ, რაღაცეები წაამატა... ჯერჯერობით არც მის უდანაშაულობას გამოვრიცხავ. რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩვენ გვჭირდება ამ საქმის პროფესიონალი _ ისტორიკოსი, არქეოლოგი, ანთროპოლოგი... ანუ ადამიანი, რომელიც მანუჩარის არქივზე დაყრდნობით გაგვარკვევს მისი შვილიშვილის ვერსიის მართებულობაში.

_ სწორი სვლაა. _ შევაქე აჟიტირებული მაიორი და ალბეტს გავხედე. ისეთი დაძაბული მისმენდა, ცხვირიც კი გაუოფლიანდა. _ ასეთი შეიძლება იყოს მანუჩართან მომუშავე ადამიანი. _ ვუთხარი სერგოს.

_ რომლის ძვლებიც აღარ არის მიწაში.

_ ეგრე ნუ იტყვი, ექსპედიციებში მანუჩარის გარდა სხვებიც იყვნენ, შედარებით ახალგაზრდა არქეოლოგები, ანთროპოლოგები, ენთუზიასტები... ალბათ, თანაშემწეც ჰყავდა. გარდა ამისა, მანუჩარი კათედრაზეც მუშაობდა, სტუდენტებს ასწავლდა, დიპლომების დაცვაში ეხმარებოდა... აგნესა რომ მოსულიყო გონს, გვეტყოდა სიმართლეს.

_ მაშოს არ ეცოდინება? _ იმედი მოეცა სერგოს.

_ ამისთვის, სულ ცოტა, მაშო უნდა მოვინახულოთ.

_ ჰოო... ისა და... რამე რომ იყოს, შენ ვერ მოინახულებ? _ შემაპარა სერგომ. _ აქ ისეთი ორომტრიალია... პატიმარი მოკვდა გაურკვეველ ვითარებაში და მთელი ენჯეოშნიკები ჩვენ შემოგვესიენ.

_ არ მესმის, იცი... მოხუც ქალზე ორჯერ განახორციელეს თავდასხმა, მკვლელი თავისუფლად დანავარდობს ქალაქში, თქვენი უწყება კი პატიმარს დარდობს!

_ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, იმიტომაც ვდგავართ ყურებზე. ორი დღის წინ ციხე კიდევ ერთმა პატიმარმა დატოვა. ქალაქგარეთ, რესტორანში აღნიშნავდა თავისუფლებას... გამოვიდა წყლის გადასაღვრელად და პახ! ბუჩქებში ჩაცხრილეს.

_ ჰო, კარგი, ნუ წუწუნებ... თორემ მე დავიბრალებ ყველა გახსნილ და გაუხსნელ მკვლელობას. მიკარნახე მაშოს ტელეფონი.

მაშოს კოორდინატები ჩავიწერე და აწრიალებულ ალბერტს მოვუბოდიშე.

_ გეჩქარებათ? _ დამეკითხა გაგებით.

_ კი, დასაკითხად უნდა წავიდე.

Page 34: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ ერთად წავიდეთ! _ ვედრებით წამოიძახა ალბერტმა. _ მე ვიქნები თქვენი ეეე... ვატსონ! არ შეგიშლით, ჩუმად ვიმყოფები და მოგისმენთ.

ერთი ქალის ბარობაზე ორი ვატსონი მეტისმეტია, მაგრამ მარტო ხომ არ დავაგდებ მომაგრებულ კაცს?! თანაც დაინტერესებულია. თავისუფლად შეუძლია გერმანიაში ჩასვლისთანავე ერთი დეტექტივი გამოაცხოს. მასალა თავზე საყრელი ექნება, პროტოტიპად შეუძლია მე გამომიყენოს, ვითომ რით ვარ ბარბაროსაზე ნაკლები, მარტო ჩემი ყვავილოვანი სახელი რად ღირს?!

_ არ გეზარებათ? _ მაინც დავეკითხე. იქნებ ვაჭარბებ მის ინტერესს პირადად ჩემი და ზოგადად ქართული ყოფის მიმართ.

_ არა, არა, მე მომცონს ჩემი სტატუს. იმდენი შთა... შთაბეჩდილებები არის, ჩაცერა ვერ ვასცრებ. _ ალბერტმა ნაცნობი ბლოკნოტი და წვეტიანი კბილები დამანახა.

_ კეთილი. დავურეკავ და შევუთანხმდეთ. _ მობილურზე მაშოს ნომერი ავკრიფე.

არავინ გამეპასუხა. ალბათ ბავშვს აჭმევს.

სკვერში მჯდარ წყვილს სულ დაავიწყდა ჩვენი არსებობა (ისევე, როგორც ჩვენ, მათი), ერთმანეთზე იყვნენ ორიენტირებულნი, აქეთ _ მთელი სამყარო, იქეთ _ ისინი. სიყვარული ანგრევს ეთიკის ჩარჩოებს, ამათ ახლა ბომბი რომ აუფეთქონ ყურის ძირში, ვერ გაიგებენ. ამათი შემხედვარე ალბერტსაც არ აუჩუჩუნდეს... სჯობს დროზე გავასწროთ.

გზიდან კიდევ ერთხელ ვცადე მაშოსთან დაკავშირება. ყურმილი აიღეს, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ, მხოლოდ სუნთქავდნენ. უფრო სწორედ ვიღაც სუნთქვდა. ორი კაცი ხომ არ მოასკდებოდა ყურმილს?!

_ ალო, მაშო! _ ჩავყვირე მობილურს.

გათიშეს. ან ჩემი ხმა არ მოეწონათ ან რაღაცაშია საქმე. უსიამოვნო წინათგრძნობით მივაჩერდი ჩემს `ოპელს~. მანქანის ძარიდან კატა გამოძვრა და დემონსტრაციულად ჩამიარა. კატა წითური იყო, კრემისფერი ლაქებით, მაგრამ მაინც ცუდად მენიშნა _ ერთობ გამომწვევად ეჭირა ზევით აპრეხილი, ფუმფულა კუდი. თითქოს თითს მიქნევდა: დამაცადე, შენი დროც მოვაო.

_ არ გიყვართ კატები? _ ალბერტმა დელიკატურად შემახსენა საკუთარი არსებობა.

_ ნუ... საიდან მოიტანეთ?

_ უკმაკოფილოდ უკურებთ. _ მანიშნა კატაზე, რომელსაც ცხაურიან ღობეზე შეხტომა მოესწრო და ახლა იქიდან ნაბავდა ქარვისფერ თვალებს.

მხრები ავიჩეჩე. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს კატები, მაგრამ არც მეზიზღება. პატივს ვცემ მათ დამოუკიდებლობას... და ძალიან, ძალიან მაშფოთებს მაშოს დუმილი.

_ ფისი მინდა. _ მოულოდნელად გამოაცხადა ალბერტმა.

ისე დავიბენი, მანქანის გასაღები ხელიდან გამივარდა.

რა არის არაბუნებრივი იმაში, რომ ადამიანს მოშარდვა მოუნდეს, მაგრამ თქმასაც გააჩნია... ასე რიხიანად, წარბშეუხრელად, ბავშვური პირდაპირობით... ამწამს თუ არ მიართვი კლოზეტი, `ქართლის დედის~ ძირში მომთხოვს გადაყენებას.

საქმეში გასარკვევად სალაროსკენ გავეშურე.

_ ტუალეტი? _ გაიკვირვა ლოყებღაჟღაჟა მოლარემ. _ ამოდენა ბუნებაში იყავით, ერთი მოფარებული ადგილი ვეღარ შეარჩიეს?

Page 35: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ საქმე ჩემში არ არის, უცხოელ სტუმარს უნდა.

_ გასაგებიაა... ადმინისტრაციულ შენობაში არის ტუალეტი... თუ იკადებს, მიასწავლე.

_ რას ნიშნავს `იკარებს?!~ თუ მოგიჭირა, ყველგან და ყველაფერს იკადრებ.

_ რა ვიცი, გენაცვალე, იმ ტუალეტში მე მეზიზღება შესვლა და... არ ჯობია ქვევით ჩაიყვანო, ცენტრში, საცა გაკრიალებული კაფეებია... _ მასწავლა მოლარემ.

ჭკუაში ჩამიჯდა და უკან გავიქეცი.

_ ცოტა ხანს ვერ მოითმენთ? _ ვკითხე მანქანასთან მდგარ ალბერტს.

თავი დამიკრა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედი შეიკრა. ეშინია. მე ამას ვაჩვენებ მასტერ-კლასს!

რაც შეიძლება თამამად დავძარი, გამოსვლისას ნაგვის ბაკს გავეხახუნე, არ შევიმჩნიე და მუხრუჭ-მუხრუჭ დავეშვი დაღმართზე.

_ ერთი კითხვა მაქვს. რატომ ხშირად ცინადადებას ურთავთ `ნუ~-ს, რა არის ეს `ნუ~: სუფიკსი, პრეფიკსი, თავსართი...

_ რუსულიდანაა ნასესხები, სრულიად არაფრისმსქმელი ნაწილაკი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სჯობს ნარიყალას შეხედოთ.

_ ოოო, დას ისტ ფანტასტიკ!

ვიდრე ალბერტი თბილისური ხედებით ტკბებოდა, მე კიდევ ერთხელ ვცადე მაშოსთან დაკავშირება. ისევ უშედეგოდ.

ისე დავადექი საბურთალოს გზას, სულ დამავიწყდა ახლომახლო კაფე გაკრიალებული კლოზეტით. ალბერტის შარდის ბუშტი მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა გურამიშვილის გამზირზე გაჩერებული ტაქსი დავინახე.

დავამუხრუჭე.

_ პრობლემ? _ მომიბრუნდა ალბერტი.

_ ამ მანქანას ხედავთ?

_ დიახ.

_ იცით, სად არის მძღოლი?

_ სად?

_ ქვევის არის ხევში, მოსაშარდად. პი-პი, ჰერ ალბერტ, პი-პი!

_ ოოო, მაინ გოტ! _ შეძრწუნებულმა ალბერტმა თავი მიაბრუნა.

ხევიდან ხვანჯრის შეკვრის ამოდიოდა ტყავის ქურთუკიანი ჯეელი.

_ ვერ ვხედავ პანიკის მიზეზს. შეგვეძლო უფრო კულტურულად მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, მაგრამ დრო არ ითმენს. საზოგადოებრივი ტუალეტი ახლომახლო არ მეგულება.

_ მაგრამ... მაგრამ იქით სახლები არიან. _ მანიშნა ყიფშიძის დასახლებაზე. _ ხომ შეიძლება ვინმემ დანახვა მოინდომოს.

_ გამორიცხულია. ჯერ ერთი შორსაა, თანაც მიჩვეულები არიან... დღეში, იცით, რამდენი ტაქსის მძღოლი სტუმრობს ამ ხევს?

Page 36: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ რამდენი?

_ ნუ, ბევრი. ამოირჩიეს ერთი ნაძვი და შეუდექით. გარისკეთ, ალბერტ! თუ გიჭირს, გარისკეთ, თუ არა _ მოითმინეთ.

_ `მოისმინეთ~ არ შეიძლება. მან დარფ ნიჰტ, ეს ის ვერბოტენ, ფიზიოლოგიშ პრობლემ ვერბოტენ! _ გააპროტესტა ალბერტმა და მუხლისთავები იეატყუპა.

_ შეუძლებელი არაფერია, მიბრძანდით. _ გადავიხარე, კარი გავუღე და ხელით ვანიშნე, საით წასულიყო.

_ შტრაფე?

_ არავითარი შტრაფე! გეინ, ალბერტ, შნელ, შნელ!

როგორც იქნა, გავწიხლე. წარმომიდგენია, რა ხდება მის ბიურგერულ გულში! დარწმუნებულია, მთელი ყიფიძის ქუჩა ფანჯრებთან დგას და მის პენისს შესცქერის. არა უშავს, მიეჩვიოს ქართულ სინამდვილეს. მეორედ სასტუმროში მოითავებს. `ქარტული კულტურაო~, რომ დაუჩემებია, აბა, რა ეგონა!

რამდენიმე წამში აღელვებული, მაგრამ აშკარად ნასიამოვნები ალბერტი მანქანაში ჩამიხტა.

_ ფანტასტიკ! _ თქვა უმისამართოდ.

მაშო შარაშენიძე ყაზბეგის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე ცხოვრობდა _ ძველსა და მაღალჭერიან კორპუსში კეთილმოწყობილი ეზოთი.

მესამე სართულის ბაქანზე მამაკაცი შემოგვეფეთა, ისე მოულოდნელად გამოჩნდა კიბის მარშიდან, გვერდზე გაწევა ძლივს მოვასწარი. ეტყობა რბილძირიანი ფეხსაცმელი ეცვა, თორემ ნაბიჯების ხმას მაინც გავიგებდი. ნაცნობი გამოხედვამ შოლტივით გამიშხუილა გონებაში.

`ჩელენტანო!~

ჩემგან სულ რაღაც ერთ მეტრში მკვლელია, მანძილი ჩვენ შორის თანდათან იზრდება, სულ ცოტაც და სადარბაზოდან გავა, თვალს მიეფარება, მერე ეძებე ქარი მინდორში... რა შემიძლია გავაყოლო უმწეო ბრაზის გარდა? მკვლელმა ნაბიჯს აუჩქარა, ეტყობა მიცნო... ხვდება, ვისთან მივდივარ.

მაშო!

უჩინარმა შოლტმა მეორედ გამოშხუილა, თანაც ისე, რომ სამ-სამ საფეხურს ავაფრინდი. უკან ქოშინით მომდევდა უგზო-უკვლოდ დაბნეული ალბერტი.

კინაღამ შუბლით გავიტანე შესასვლელი კარი და `მაშო-მაშოს~ ყვირილით ბინაში შევვარდი. ბავშვის ტირილის გაგონებაზე მუხლები მომეკეცა. ხმაზე წავედი. რიკულებიან საწოლიი სამიოდე თვის ჩვილი იწვა, მადლობა უფალს ცოცხალი და საღ-სალამათი, თუმცა მშიერი. პირის ცმაცუნზე ეტყობოდა _ ჭამის დრო მოუვიდა, დედა კი არ ჩანს.

ბავშვის ოთახიდან დერეფანში გადავინაცვლე, იქიდან _ სასტუმრო ოთახში. მაშოს ლოჯიაში მივაგენი. ხელ-ფეხ შეკრული, პირზე აკრული სკოჩის იჯდა სკამზე და შეშლილი თვალებით შემოგვცქეროდა.

_ ნუ გეშინია, ნუ გეშინია... _ პირველ რიგში პირიდან სკოჩი ავაგლიჯე.

_ ჩემი პატარა... _ ამოიხრიალა ახალგაზრდა დედამ.

Page 37: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ შენი პატარა წესრიგშია. ახლავე მოგიყვან, ახლავე! ერთი წუთი... ალბერტ, მიეხმარე, ხელები გაუხსენი. _ ვთხოვე მიტკლისფრად დაფერილ გერმანელს და საძინებელში გავიქეცი.

მაშომ ბავშვი გულში ჩაიკრა. პატარამ დედის სურნელი იცნო და ძუძუს ძებნაში მოუსვენრად გააქნია ფლანელის ქუდში ჩაკარგული თავი. ცალი ყური გამოუჩნდა _ ნაზი, ვარდისფერი, ნიჟარასავით მრგვალი და ხახვის ფურცელივის სიფრიფანა.

მე და ალბერტი გულაჩუყებულები მივაჩერდით. მაშოს მკლავი ისევ დაბინტული ჰქონდა, ერთ ადგილზე სისხლმა გამოჟონა, გაკოჭვისას ჭრილობა თუ გაეხსნა.

_ ბაბუაჩემის არქივი მოიპარეს. _ თქვა მაშომ, როცა ბავშვის ფერებით გული იჯერა.

_ ამას მოპარვა არ ჰქვია. ამას ჰქვია დაყაჩაღება. _ ვესროლე და სერგოს ნომერი ავკრიფე. _ სად ხარ? _ ვკითხე ყოველგვარი რევერანსების გარეშე.

_ მასროჰილზოთეკაში. _ თავმომწონედ დაიწყო მაიორმა. _ შენ წარმოიდგინე, გენშტაბის უფროსი პაატა დანელია და ყოფილი პატიმარი, მეტსახელად ქემელა... აი, რესტორანში რომელიც ჩაცხრილეს _ ერთი იარაღითაა მოკლული. დანაშაულის ადგილზე ამოღებული მასრა კარტოთეკაში აღრიცხულის იდენტურია. ახლა ამ იარაღის წამომავლობას ვიკვლევ, არ არსებობს...

_ მაშო შარაშენიძეზე დააყაჩაღეს. _ გავაწყეტინე დაქოქილ მაიორს. _ ბეწვზე მივუსწარით.

მეორე მხრიდან სიჩუმე ჩამოწვა.

_ სერგო!

_ მოვდივარ. _ მომიჭრა და გათიშა.

მობილური შევანახე და ოთახში მყოფებს უახლოეს წუთებში პოლიციის მოსვლის შესახებ ვამცნე.

_ თქვენის ნებართვის ბავშვს ვაჭმევ, თან მოგიყვებით მომხდარის შესახებ. _ მაშომ სკამიდან დივანზე გადაინაცვლა, აჭინჭყლებული ჩვილი მკერდზე მიიკრა და ალბერტს შეხედა.

ალბერტმა გაგების გაუღიმა და სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა, საიდანაც მშვენივრად შეეძლო ჩვენი დიალოგის მოსმენა.

_ ნახევარი საათის წინ კარზე ზარი დარეკეს. _ სხვლიპინა აკომპანიმენტის თანხლების დაიწყო მაშომ. _ უცნობმა კაცმა სასამართლოს კურიერად გაასაღა თავი: უწყება მაქვს გადმოსაცემიო. ცხადია, გავაღე და უწყების გამორთმევა დავაპირე, მაგრამ ხელი გაქვს მოსაწერიო. ვიდრე მე საწერ-კალამს ვეძებდი, უკნიდან მომეპარა, შუბლზე იარაღი დამადო და ბავშვის მოკვლით დამემუქრა. სხვა რა გზა მქონდა, დავემორჩილე. გამკოჭა, სკამზე მიმაბა და მხოლოდ ამის შემდეგ მკითხა: სად ინახება ბაბუაჩემის არქივი. აზრად არ მომსვლია არქივის გადამალვა, კომპიუტერის მაგიდაზე იდო, სრულიად თვალსაჩინო ადგილზე. გუშინ საღამოს დამჭირდა, როცა თქვენთვის გამოსაგზავნ წერილს ვადგენდი. კიდევ კარგი, ძირითადი მასალის კომპიუტერში შეგდება მოვასწარი, შუაღამემდე ვიჯექი, თითქოს გული მიგრძნობდა... წაიღო არქივი და წავიდა.

_ აი, თურმე ვინ სუნთქავდა ყურმილში. _ ჩავილაპარაკე.

_ თქვენ რეკავდით?

_ კი, საქმე მქონდა და ვიზიტის შესათანხმებლად დავრეკე. მაშინვე ეზვი იემეპარა.

Page 38: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ ამ დროს სკამზე მაბავდა... _ ირიბად ჩაიცინა მაშომ. _ არ ვიცი, რატომ გაეპასუხა, ალბათ ჩათვალა: თუ ქმარი მირეკავს, ვერ მოასწრებს ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას. ჩემი ქმარი მაშინვე მიხვდებოდა რაღაცას და წამში გაჩნდებოდა. ქალის ხმა რომ გაიგო, დამშვიდდა. არ ეგონა, ასე სწრაფად თუ გამომტეხავდა.

პატარას პირღიას ჩაეძინა, თუმცა დედის მაისურზე ჩაბღაუჭებული თითების გაშვება არც უფიქრია. ეტყობა, დაიღალა და ტაიმ-აუტი აიღო, რომ გაორმაგებული ენერგიით შესდგომოდა დანაკლისის ანაზღაურებას.

მაშომ შვილი ტახტზე მიაწვინა, გვერდულად, პირით ფანჯრისკენ. ბავშვი შეკრთა, წამით თვალები გაახილა და მე მოციფრო სკლერა და სიღრმეში გაცურებული გუგების რკალი დავინახე. ღმერთო, რა საყვარელია...

_ ჩვენ ის ვნახეთ, მე და ალბერტმა... კიბეზე შემოგვხდა...

შეიძლება, შემოვიდეს? _ მაშოს ალბერტზე ვანიშნე.

_ რასაკვირველია.

ალბეტრი და მაშო ერთმანეთს წარვუდგინე და აქ მოსვლის პრეისტორია მოვყევი.

_ თქვენ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ჩემს თავს არ დავეძებ, მაგრამ ბავშვი... _ მაშომ მძინარე შვილს თვალებით მიეფერა და მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: მაგდა მამიდამისთან შედარებით ეს გოგო გამოცხადებული ანგელოზია.

_ მაშო, ვიდრე ეს სახლი სერგოს თამადობით პოლიციელებით გაივსება, ერთ კითხვაზე მიპასუხე: ვინ მუშაობდა ბაბუაშენთან აწყური-ახალციხის გათხრებზე?

_ არ ვიცი, მაშინ მე დაბადებულიც არ ვიყავი. აგნესა ბებიას

ეცოდინება, მაგრამ... სხვათა შორის, ჩემმა მეუღლემ დაცვა აუყვანა.

_ წესით, პროკურატურას უნდა ეკისრა.

_ პროკურატურას ისე აინტერესებს აგნესა შარაშენიძის საქმე, როგორც მე _ ჩინეთის კომპარტიის არჩევნები.

_ ნუ, იტყვით ასე... _ თავი გამოვიდე მე. _ მე მაინტერესებს, სერგოს აინტერესებს, აგერ გერმანელ სტუმარსაც...

ალბერტმა დასტურის ნიშნად კინაღამ მუხლებს დასცხო მუშტისხელა თავი.

_ მაშო, მე არ გაშინებ, მაგრამ მკვლელი არ გაჩერდება იმ უბრალო მიზეზით, რომ აგნესა სახეზე იცნობს.

_ თქვენ ფიქრობთ, ბებიას ეს კაცი შეუვარდა სახლში?

_ სახლში არ ვიცი, მაგრამ საავადმყოფოში უეჭველი ეს იყო. ჩელენტანოს მივამსგავსე, იტალიელ მომღერალს.

_ ჩელენტანო... _ მაშო საკუთარ თავს ჩაუღრმავდა, __ ჰმ, მართლაც ჩამოჰგავს... საავადმყოფოს ინციდენტი ცუდად მახსოვს, ისე სპონტანურად მოხდა ყველაფერი, აღქმაც ვერ მოვასწარი.

_ იქნებ ბებიაშენი იცნობდა ამ ტიპს, კარიც იმიტომაც გაუღო.

_ არა მგონია. ბებიას არ ჰყავდა ახალი ნაცნობები. ახლები კი არა, ძველებიც იშვიათად აკითხავდნენ. საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.

Page 39: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ პაპუნა?

_ პაპუნა ვინ არის?

_ ბებიაშენის ძმისშვილის, მაგდას ვაჟი.

_ არასოდეს მინახავს. რა, ეჭვმიტანილის სტატუსის გადის? _ ინტერესით იკითხა მაშომ.

_ ჯერ არა, მაგრამ დაფიქსირებულია აწყურში, როცა შენც იქ იყავი, მაშო... _ რაც შეიძლება ტაქტიანად შევახსენე.

_ ვიყავი, კი... _ მაშომ მზერა ამარიდა და ცოტა არ იყოს, აღელდა. _ მაშინ თბილისიდან ვიყავი გაქცეული... გრძელი ისტორიაა, დღევანდელობასთან არაფერი აქვს საერთო. აბსოლუტურად არაფერი.

_ იატამზე, ეს აცკური შორია თბილისიდან? _ ლაპარაკში ჩაერთო ალბერტი.

_ არც ისე.

_ ადგილზე გარკვევა სიტუაციაში ჯობია.

_ ანუ აწყურში გავემგზავროთ? _ ალბერტს შევხედე. არ ხუმრობდა. ფეხი ფეხზე გადაედო და გამამხნევებლად მიღიმოდა.

_ ეკსკურსია გავაკეთოთ. კარტული ტერიტორია პატარაა, დღეს ცავალთ, ხვალ ჩამოვალთ.

_ ვნახოთ, ალბერტ, ვნახოთ, დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. _ ვუთხარი ოცნებაში გადაჭრილ სტუმარს და მაშოს მივუბრუნდი. _ ვისთანაც შეიძლება კონსულტაცია არქივის მასალების გარშემო?

_ ნებისმიერ წყაროთმცოდნესთან. ისინი ჩემზე კარგად გაარკვევენ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ბაბუას არქივში მოყვანილი ვარაუდები. მე თვითონ ვაპირებდი მიმემართა ხელნაწერების ინსტიტუტისთვის, მაგრამ, როგორც ხედავთ, თავი ვერ მოვაბი. ერთადერსი, რაც ვიცი, არაბესკი დაწერილია გარდამავალი მხედრულით.

_ მაშო, მოდი, ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები შევაჯეროთ. არქივი აქტუალური გახდა შენი აწყურში ვიზიტის შემდეგ. ვიღაცას ჭკუაში ჩაუჯდა ხელნაწერში გამოთქმული ვერსია განძის შესახებ. ვინ შეიძლება ყოფილიყო?

_ არ ვიცი. ზოგადი საუბარი ამ თემაზე მამა ბასილთან მქონდა... სხვა არავინ მახსენდება.

_ სად შეიძლება მამა ბასილის ნახვა?

_ აწყურში.

`აწყური, აწყური...~ როგორც ჩანს არ ამცდება იქ ჩასვლა. რას მერჩოდი სერგო?!

_ მე თავშიც არ მომსვლია ამ ისტორიის დამალვა, _ განაგრძო მაშომ. _ მით უმეტეს, მისტიფიკაცია. მონასტერში რამდენიმე ახალგაზრდა გადიოდა რეაბილიტაციის კურსს, გამორიცხული არაა, მათაც მოეკრათ ყური. როსტომი! _ წამოიძახა უცებ და გახარებულმა შემომხედა. _ როსტომი ერქვა ბაბუას ასისტენტს. ექსპედიციაში გადაღებელ სურათებზე მინახავს... ბაბუასთან შედარებით ახალგაზრდა იყო, იქნებ ცოცხალია კიდეც!

_ გვარი?

_ არა, გვარი არ ვიცი. სახელი კი რატომღაც დამამახსოვრდა. რატომ, რატომ... _ მაშო ისევ ჩაუღრმავდა თავს, თვალები დახუჭა და შუბლი მოისრისა. _ გამახსენდა! ამასწინათ, ბებიამ ტელევიზორში დაინახა როსტომის ყოფილი ცოლი. საინფორმაციო გამოშვებას

Page 40: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ვუყურებდით და უცებ წამოიძახა: `ეს შაოსანი ქვრივი როსტომის ყოფილი ცოლია, ახია მაგაზე, ოქროსავით ქმარი რომ მიატოვაო.~

_ რის საფუძველზე თქვა?

_ იმ ქალის მეორე ქმარი მოკლეს. მაღალი პოსტი ეჭირა და ამიტომ გამოაცხადეს.

_ გვარი, სახელი... _

_ ნამდვილად არ მახსოვს. მგონი სამხედრო იყო.

_ გენშტაბის უფროსი ხომ არა? გენშტაბის უფროსი პაატა დანელია. _ მივაყარე სხაპასხუპით.

_ კი, გენშტაბი იყო ნახსენები, გვარზე თავს ვერ დავდებ.

სკამიდან წამოვხტი და ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი.

სერგო, სორგო, რა დროს მასროჰოლზოსეკაა, დროზე გამოჩნდი, აქ ისეთი დამსხვევებია, შენი მასრები და ტყვიის გულები ხუნდება. ნუთუ ეს ორი საქმე: აგნესაზე თავდასხმა და გენშტაბის უფროსის მკვლელობა სადღაც იკვეთება? უნდა მოხდეს საავადმყოფოს ეზოში გასროლილი ტყვიის იდენტიფიკაცია დანარჩენებთან. და რა შუაშია ამ ყველაფერთან ივანე აბუსერისძის საფლავის ქვაში ჩადუღაბებული არაბესკი? პასუხი მარტივია და სამყაროსავით ძველი: თუკი სადმე სიმდიდრე ფიგურირებს, ყველაფერი `შუაშია.~

_ სად შეიძლება ექსპედიციაში გადაღებული ფოტოსურასების ნახვა? _ თავზე დავადექი მაშოს.

_ ბებიაჩემის სახლში.

ამოვიოხრე. როგორ ვთხოვო მეძუძურ დედას ბებიამისის სახლში გაყოლა... არადა, დროში ვიწვებით და კვალიც ცივდება. ჩემი ენთუზიაზმიც თუ ზედ მიჰყვა, კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე შემოიდება თაროზე.

_ თუ გინდათ, გასაღებს მოგცემთ. _ მიმიხვდა მაშო. _ გეტყვით, სადაც არის ალბომი.

_ კარგი იქნება, მაგრამ... _ უხერხულად შევიშმუშნე. რა წესია პატრონის გარეშე სხვის ბინაში შესვლა?

სამაგიეროდ, ალბერტი აღიგზნო _ თმის წვერიდან ყვითელ ფეხსაცმელებამდე მზადყოფნას განასახიერებდა. დირექტორმა რომ იცოდეს, რა საქმეებზე დავაპროწიალებ, პრემია კი არა, მგონი ხელფასიც დამიქვითოს.

_ ნუ გერიდებათ, იათამზე. მე თქვენ გენდობით. _ მაშო ჩემს პასუხს არ დალოდებია, გასაღების მოსატანად წავიდა.

მოვიდა სერგო ორი ოპერმუშაკის თანხლებით. ალბერტის დანახვაზე შეცბა. ვერ გაერკვია, ეს ჟირაფისებრი უცხოელი მაშოსთან დამხვდა თუ მე მოვიყოლე.

მაშოს გასაღები გამოვართვი და სერგო დერეფანში დავიმარტოხელე.

_ ის პიჟონი შენი აგდებულია? _ ეჭვიანი ქმარივით დამეკითხა სერგო.

_ `ის პიჟონი~ რომ არ მოემაგრებინა ჩემს დირექტრისას, შენს

ზარს გაკვეთილზე გავეპასუხებოდი და არა ბოტანიკურ ბაღში, მაშო კი საღამომდე იქნებოდა გაკოჭილი. ფერშტეინ?

Page 41: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მაიორმა თანხმობის ნიშნად წაიბზუილა, მე დაწვრილებით ავუხსენი საქმის ვითარება და ისევ დამაკმაყოფილებელი ბზუილი მოვისმინე, რის მერეც საზოგადოებას დავემშვიდობე და ალბერტი წინ გავიგდე.

_ _ _

აგნესა შარაშენიძე გმირთა მოედანზე, თერთმეტსართულიანში ცხოვრობდა. მოედნის ცენტრში აღმართული კონსტრუქციის დანახვაზე ალბერტს კისერი მოეღრიცა. ალბათ პირველად ხედავდა გიგანტურ ოყნას არაფრისმაქნისი მეტალის სხივებით.

დღეს სხვის ეზოებსა და სადარბაზოებში ხეტიალი დაგვებედა. ალბერტი მორჩილად მომყვება, თუმცა ვატყობ _ ფეხები უკან რჩება. რას იზამთ, ჰერ ალბერტ, საკუთარ სახლში, შინაური ცხოველების გარემოცვაში მძაფრსიუჟერიანი წიგნის დაწერა იოლია, მაგრამ როცა თავად ხდები მძაფრსიუჟერიანი რეალობის გმირი, კეთილი უნდა ინებო და შიში შეიამხანაგო. შიშს კაცი არ მოუკლავს, კაცი შეიძლება მოკლას დაუკმაყოფილებულმა ცნობისმოყვარეობამ. ყოველ შემთხვევაში, ჩემნაირი `კაცი~. გული მიგრძნობს, ქალბატონი აგნესას სახლში ისეთ პასაჟებს წავაწყდებით, თქვენი სახელოვანი ბარბაროსა ლომგული რიჩარდითურთ საფლავებში გადაბრუნდებიან.

აგნესა შარაშენიძის ბინა სიძველითა და კეთილშობილებით სუნთქავდა. ფორტეპიანოს შავი პროფილმა ქეთუსია ბებიას პლეხანოვის სახლი გამახსნა, იქაც იდგა ამის ტყუპისცალი. ბინა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გაიყიდა და ბებია ჩვენთან გადმოსახლდა, მაგრამ მთელი ცხოვრება მისტიროდა იქაურ მეზობლებს, მეგობრებს, ხმებს, სუნებს... აგნესა და ქეთუსია, სავარაუდოდ, ერთი ცომისგან არიან მოზელილები. მაგდას რომ ჰკითხო, მამიდამისი მონსტრია, მხოლოდ იმიტომ, რომ ძმისშვილს საკუთარი შვილშვილი არჩია. ხარბი დედაკაცი! მერე გაუკვირდება, სხვას რატომ ჰყავს კარგი შვილი, მე კი ნარკომანიო?! როცა შურის კოეფიციენტი ჭარბობს კეთილგანწყობისას, მუშაობს ბუმერანგის პრინციპი _ სხვისთვის გაგზავნილი უარყოფითი მესიჯი შენვე გიბრუნდება.

ალბერტი გულდასმით ათვალიერებდა კედლებზე გამოფენილ მაშოს წინაპრებს. `ეს ბიძაჩემი გავს~ _ მანიშნა მოქუფრულ მამაკაცზე ელვის პრესლის ბაკემბარდებით. დიდი ამბავი, იმ დღეს ავტობუსში ქალი დამემგზავრა _ ზედგამოზრილი ბილ კლინტონი.

სუნთქვაშეკრული მივადექი იშვიათი სილამაზის სეკრეტერს, სადაც მეგულებოდა სურათების ალბომი. გაუბედავად გამოვწიე ფილიგრანული ოსტატობით შესრულებული უჯრა. სიღრმეში იდო ალბომი, მაგრამ მე გაყვითლებული წერილების დასტამ დამაინტერესა.

_ ალბომ? _ გვერდით ალბერტი ამეტუზა.

_ ალბომი არ არის პანაცეა. ჯერ წერილებს გადავხედავ, შეხედეთ, რა ძველია... ადრესატი: `ძვირფასი აგნესა~, გამომგზავნი... ერთი წუთით... _ ფურცელი გადავაბრუნე. _ აგერ ბატონო, გამომგზავნი: `შენი მანუჩარი~.

_ რამე საინტერესო?

_ თუ დამაცდით, ეხლავე მოგახსენებთ...

თვალი გადავავლე საკმაოდ ცუდი კალიგრაფიით დაწერილ

ტექსტს: `სალამი ახალციხიდან...~ კარგი დასაწყისია... მიკითხვ-მოკითხვის რიტუალი არ მაინტერესებს... ასი წლის წინანდელი ამინდის პროგნოზი მით უფრო... სად განაწილდნენ

Page 42: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

საცხოვრებლად, მასპინძლის ვინაობა, კვება _ არა. მმმ... სახსრების ტკივილს მთელი ნახევარი გვერდი აქვს დათმობილი. სიმპტომებსაც რომ დაწვრილებით აღწერს... სახსრები თუ არ გტკიოდა, დალოცვილო, დატეულიყავი სახლი! ადგილობრივი ექიმბაში წამლობას დაპირდა, ამან არ დაუჯერა... სწორადაც მოქცეულა, ნიორი რომ სახსრებს არჩენდეს... `ერთი სული მაქვს როდის ჩაგიკრავთ გულში შენ და ილიკოს...~ ილიკო მაშოს მამას... რას ერჩის მაგდა ბიძამისს, საქმეც ჰყვარებია და ცოლ-შვილიც... მმმ... ისევ სახსრებზე მოთქვამს... მალამო გამომიგზავნე როსტომ ბუაძის ხელითო.... როსტომი. როსტ...

_ ევრიკა! _ ვიყვირე ხმამაღლა და წერილიანა შევხტი. _ როსტომ ბუაძე ჰქვია კაცს, რომელიც იმ პერიოდში მანუჩარის ასისტენტად მუშაობდა. სახელი ვიცით, სპეციალობა გავარკვიეთ. ვილოცოთ, რომ ცოცხალი იყოს.

_ ეს მანუჩჰარ ცოტა... ცოტა ფორიუკ? _ ალბერტმა ქართული შესატყვისი ვერ მოძებნა.

_ დარტყმული? საიდან დაასკვენით?

_ დააკვირდით მაგის ფაქსიმილიე. ეს არის შემოკმედებითად დარტკმული პიროვნების ფაქსიმილიე, რომელსაც ახასიათებს განსხვავებული ხედვა.

ჰო, ასეა. მანუჩარ შარაშენიძის განსხვავებული ხედვის შედეგებს ვიმკით დღეს. სიამოვნებით მოვუსმენდი ფსიქო ლინგვისტის აზრსაც. თურმე სტრიქონებს შორის იმისთანებს კითხულობენ, ავტორს რომ არც დასიზმრებია. მაგალითად: ლევ ტოლსტოი ანა კარენინას სახით ებრძოდა საკუთარ ალტერ ეგოს, ანას თვითმკვლელობა კი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ხორციელი სურვილის ჩახშობის მცდელობა.

წერილების შემდეგ ალბომს მივადექი. პირველსავე გვერდზე

საბჭოთა ატრიბუტიკით დამშვენებული დიდი ფოტო შემომეფეთა, სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების აღსანიშნავად გადაღებული. ერთ კუთხეს პროლეტარიატის ბელადების _ მარქსის, ენგელსისა და ლენინის პროფილები ამშვენებდა, მეორეს _ ნამგალი და ურო. პატარ-პატარა, ოვალური ჩარჩოებიდან კურსდამთავრებულების ოპტიმიზმით გაბრწყინებული სახეები მიცქერდა, მათ შორის იყო უხვქოჩრიანი მანუჩარ შარაშენიძე. მომდევნო გვერდებზე როსტომ ბუაძესაც მივაგენი, მანუჩართან ერსად იდგა ყორღანის გასწვრივ. `მე და როსტომი აბუსერისძეების სამარხთან~. _ ეწერა სურათის უკანა მხარეს.

ვისთან შეიძლება გავიგო როსტომის კოორდინატები? გონების თვალი მოვავლე ჩემს სანაცნობოს, მაგრამ არქეოლოგი ვერ აღმოვაჩინე. ექიმები, ინჟინრები, მასწავლებლები რამდენიც გინდა, და არც ერთი არქეოლოგი!

სტოპ!

ლელას ამხანაგის ქმარი უნდა იყოს არქეოლოგი. ერთხელ დროზე ადრე ჩამოსულა ექსპედიციიდან და ცოლს საყვარელთან შეუსწრო. საწყალი ქალი ერთი კვირა საავადმყოფოში იშუშებდა დაბეჟილ ნეკნებს. საყვარელი კი გადარჩა _ აივნის გავლით მეზობელს შეაფარა თავი. ლელას სადაქალო იმდენად ხშირად ატრიალებდა ამ ისტორიას, მგონი ჩუმ-ჩუმად ოცნებობდნენ არქეოლოგ ქმრებზე. ამიტომაც დამამახსოვრდა.

ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე ლელას დავურეკე.

_ ლელ, შენი ამხანაგი, ფისო, ცოცხალია?

_ გოგო, ძლივს გამოჩნდი და იმის მაგივრად საკუთარი და მოიკითხო, ცალტვინა ფისოზე მეკითხები?

Page 43: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ როგორ ხარ, ლელა?

_ მადლობ, არა მიშავს, იათამზე.

_ საკმარისია?... ახლა მიპასუხე: ფისოს ისევ ის ქმარი ჰყავს?

_ ყოველ შემთხვევაში, ერთი თვის წინ ჰყავდა. რაში გაინტერესებს ფისოს რქიანი ქმარი?

_ რქები მშვიდობაში მოიხმაროს, შენ ის მითხარი, პროფესია ხომ არ გამოიცვალა?

_ გამოიცვალა კი არა, ზენიტშია! არქეოლოგთა ასოციაციის თავჯდომარედ დანიშნეს თუ რაღაც ამდაგვარი. ამასწინათ, ფისოს პანაშვიდზე გადავაწყდი... ნუციკო ხომ იცი, მარინას მული...

_ ლელა! _ გავაწყვეტინე საჭორაოდ მომართულ დაიკოს, _ უნდა მიშველო. დაურეკე ფისოს ქმარს და არქეოლოგ როსტომ ბუაძის კოორდინატები გამოართვი. ერთი პროფესიის ხალხია, არ არსებობს არ იცნობდეს. სასწრაფოდ მჭირდება.

_ ისევ შარში გაები?

_ ნოტაციები მერე, როცა გნახავ.

_ როდის მექნება შენი ნახვის ბედნიერება?

_ თუ როსტომის კოორდინატებს დამიზუსტებ, ეგებ საღამოსვე მოვახერხო.

_ მაშინ პილმენებს დაგახვედრებ. _ შემახარბა ლელამ.

_ სტუმარიც რომ მოგაყენო, შეიძლება? _ ხმას დავუწიე, ალბერტს რომ არ გაეგო. _ გერმანელი მეცნიერია, პროფესორი...

_ მე ჭორაობა მინდოდა... ანანოზე მაქვს რაღაცები მოსაყოლი, არ გაინტერესებს რა ხდება შენი დისშვილის სასიყვარულო ფრონტზე?

`ფრონტის~ ამბების მოსასმენად ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე მეტად პატივცემულ როსტომთან კონსულტაცია მაინტერესებს.

_ კარგი, დამელოდე. _ მითხრა ლელამ და მობილური გათიშა.

ხუთ წუთში ხელთ მქონდა როსტომ ბუაძის კოორდინატები.

_ _ _

როსტომ ბუაძე აღმოჩნდა სამოცი-სამოცდახუთი წლის მამაკაცი დაქანებული მხრებითა და მეტყველების დეფექტით. ლაპარაკისას ყბას პრაქტიკულად არ ამოძრავებდა, მხოლოდ ტუჩებს აცმაცუნებდა, თევზივით. სვანური ქუდიდან მკვდარი, გაფშეკილი თმა გამოჩროდა, სამაგიეროდ თვალები ჰქონდა ცოცხალი _ თეთრ ლამბაქზე გაგორებული ორი კაკლის მურაბა. როცა თავი წარვუდგინეთ და ჩვენი ვიზიტის შესახებ გაიგო, სიამოვნებით შეგვიპატიჟა სახლში.

_ კონსულტაცია _ რამდენიც გენებოთ, გეთაყვა! რაც საპენსიო ასაკის ხალხი კვლევითი ინსტიტუტიდან გამოგვაპანღურეს, დრო იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე ვისურვებდი... აუდიტორიის დეფიციტს განვიცდი, ასე რომ თქვენს სამსახურში მიგულეთ.

Page 44: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ბინაში შესვლიანავე მივხვდი: როსტომ ბუაძე დახავსებული ბერბიჭაა. ქალი, უბრალოდ ვერ აიტანდა ოთახებში გამეფებულ ქაოსს. აკი ვერ აიტანა? მიატოვა და სხვას გაჰყვა.

ბზარების შესანიღბად კედელზე უხვად ეკიდა ეკზოტოკური აქსესუარები: აფრიკული ქუდი, რუსული ბალალაიკა, ქართული ფანდური, ინდური სიტარი... წიგნები ეწყო ყველგან: საწერ მაგიდაზე, ფანჯრის რაფაზე, იატაკზე... სიმძიმისგან გვერდზე გადაქანებულ გორკაში ჭიქების გვერდით იდო ღვთისმშობლის მოვარაყებული ხატი, ბუდას ქანდაკება, ებრაული შვიდსანთლიანი შანდალი... და ქვის ფალოსი. რა მკვეხელობაა რელიგიური ატრიბუტიკის გვერდით ამ ორაზროვანი სკულპტურის მოთავსება?!

_ მოგწონთ? _ უკნიდან როსტომი ამეტუზა. მისი დამცინავი ტონი არ მესიამოვნა.

_ მგონი, აქ ამის ადგილი არ არის.

_ ასე ფიქრობთ?

_ დარწმუნებული ვარ.

_ ვერ იცანით?

შეურაცხყოფილი მივაჩერდი. რაზე მიმანიშნებს ეს უტუჩო ამფიბია? ისევ შევხედე ვიტრინას. დავაკვირდი. იქნებ სკულპტურა ანტიკურია, მე კი ტყუილუბრალოდ გავწიწმატდი?! არა. ანტიკურ ქანდაკებებზე არათუ ერეგირებული, ნატურალური ფალოსებიც კი მინიატურულ ზომებში იყო წარმოდგენული.

_ ეს ხომ ქვათახევის გათხრებზე ნაპოვნი სკულპტურის ასლია!

_ `შემარცხვინა~ როსტომმა. _ ვატყობ, არ იცოდით... საქმე ისაა, რომ ფალოსის კულტი საქართველოში ოდითგანვე არსებობდა. ადგილობრივები `ძუძუთა ქვას~ ეძახდნენ. ითვლებოდა, რომ ამ ქვაზე დაჯდომის შემდეგ უშვილო ქალს შვილი აყვებოდა. მაშ!

როსტომმა ბოდიშის ნიშნად ხელები გაშალა _ ვითომ, მე რა შუაში ვარ, წარმართულ ეპოქაში არსებობდა ასეთი ადათიო.

ალბერტს თავისი ბლოკნოტი დაეძრო და გამალებული იწერდა მოსმენილს.

_ ბატონო როსტომ, რა შეგიძლიათ გვითხრათ მანუჩარ შარაშენიძეზე?

_ კარგის მეტი არაფერი. დიდებული ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი სპეციალისტი, პროფესიონალი... ისე შემაყვარა ანთროპოლოგია, კინაღამ არქეოლოგია დავთმე. ეჰ, რომ არ დავთმე,

რა ხეირი?! ისე გამომიშვეს სამსახურიდან, ბოდიშიც არ მოუხდიათ, თითქოს გუშინდელი ასპირანტი ვიყავი და არა დამსახურებული მეცნიერი! ბოდიშს არ დავეძებ, სამი თვის ხელფასი დამაკლეს! მთელი სამი თვის! _ როსტომი აღშფოთებული მომაჩერდა სათვალის ზევიდან.

`დამსახურებული მეცნიერი~ ცოტა ვერ არის. ფორიუკ! მე გარდაცვლილ კოლეგაზე ვეკითხები, ეს სამი თვის ხელფასს მისტირის... თანაც ფალოსებზე მელაპარაკება პედაგოგ ქალს!

_ ბატონო როსტომ, მანუჩარს ახალციხის ექსპედიციაში ახლდით?

_ ახალციხეშიც ვახლდი, ახალქალაქშიც, ახალგორშიც, ქვათახევშიც, ვანშიც... რომელი ერთი გავიხსენო! დიდებული დრო იყო, დიდებული... სამწუხაროდ, არ ვაფასებდით, ვწუწუნებდით: სახელმწიფო ჯეროვან ყურადღებას არ გვაქცევსო, სუფსიდიებს არ გამოჰყოფოსო... დამოუკიდებელ ქვეყანას შევნატროდით. თურმე ვის დაკარგვიხარ?!

Page 45: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

უკაცრავად და, გამოგვაპანღურეს სამსახურებიდან დამსახურებული სპეციალისტები, სამი თვის ხელფასი შეიტყაპუნეს! რა მჭირს საპენსიო, ახლა ვაპირებდი დაგროვილი ცოდნის რეალიზაციას, გამოცდილების გაზიარებას. მე შენ გეტყვი, პენსია მაქვს ისეთი, დახარჯვას ვერ მოვახერხებ... ფასები კი ძვირდება დომინოს პრინციპით...

ახლა კი წითელმა ამინთო _ შიგნიდან, გარედან, გვერდებიდან... როსტომისთანა სკლეროტიკებს კი არა, ტვინით დატენილ ხალხს ერეკებიან სამსახურიდან. დედა, არ გამიწყალა გული თავისი პენსიით?!

_ ახალციხის გათხრებში იყო რაიმე უჩვეულო?

_ უჩვეულო... _ როსტომმა წარბები აყარა და ცხვირზე ჩამოცურებული სათვალე შეისწორა. _ ნებისმიერი აღმოჩენა თავისებურად უჩვეულოა. არასოდეს დამავიწყდება წალენჯიხის გათხრები. სოფელ ობუჯთან უნიკალურ ჭედურ ნიმუშებს მივაკვლიეთ, ახლა ოქროს მელნით შესრულებულ სახარებას არ იკითხავთ?!...

_ ახალციხის რეგიონი, ბატონო როსტომ, კერძოდ აწყური. _ ხმას ავუწიე მე.

_ დიახ, დიახ, აწყური... აწყურის ციხის მიდამოებში აბუსერისძეების უნიკალური სამარხი აღმოვაჩინეთ. მანუჩარი, როგორც ჩვევია, ძვლებს დახარბდა, ჩემი ყურადღება კი საყოფაცხოვრებო ინვენტარმა მიიპყრო: ჭურჭელი, სამკაულები, ფიალები... მგონი ქვაჯვარიც მანდ ვიპოვეთ... კი, კი, რა თქმა უნდა, იქ... ადრინდელი ქრისტიანობის ულამაზესი სტელა იყო, აჟურული ორნამენტებით... თუ დამელოდებით, შემიძლია კატალოგი მოვიძიო, ბატონ ალბერტს ალბათ აინტერესებს `რანი ვიყავით და რანი ვართ დღეს~.

_ ოოო, ძალიან დიდად აინტერესებს. _ ალბერტი შინაურულად ჩამოჯდა დივანზე და ლექციის მოსასმენად მოემზადა.

_ უკაცრავად ბატონებო, _ ჩავერთე მე, _ ეს თემა შეგიძლიათ უჩემოდაც განავრცოთ, დღეს სულ სხვა საქმეზე ვართ მოსულები. ბატონო როსტომ, განძის შესახებ თუ გსმენიათ რამე?

_ გეთაყვა, თიხის ნატეხი, რომელსაც დედამიწა საუკუნეების მანძილზე ინახავს თავის წიაღში, უკვე განძია. მუზეუმები სავსეა ასეთი განძებით. _ პათოსით შესძახა როსტომმა.

_ თიხის ნატეხს არ ვგულისხმობ! _ მეც შევძახე, ოღონდ

ყოველგვარი პათოსის გარეშე. _ მხედველობაში მაქვს ქართველი დიდებულის, ივანე აბუსერისძის მიერ ჯვაროსნული ლაშქრობიდან წამოღებული ძვირფასეულობა.

როსტომმა ისე შემომხედა, თითქოს რაღაც უჩვეულო აღმოაჩინა ჩემს გარეგნობაში. მერე ისეთი სიცილი აუტყდა, ვიტრინაში ჭურჭელი აწკრიალდა. როგორც იქნა, დამშვიდდა, დაჭმუჭნილი ცხვირსახოცით აცრემლებული თვალები მოიწმინდა, იმავე ცხვირსახოცით სათვალის შუშები გააპრიალა და სავარძლის ზურგზე გადაწვა.

_ მაპატიეთ, მაპატიეთ, გეთაყვა, მეტი თავშეკავება მმართებდა, მაგრამ ცხონებული მანუჩარის გარდა კიდევ ვინმეს თუ სჯეროდა ეს ზღაპრები, ნამდვილად არ მეგონა! რომელი ჯვაროსნები, გეთაყვა, რა განძი... ყოველივე ცხონებულის ფანტაზიის ნაყოფია! რაღაც არაბესკზე ჩაიციკლა, გინდა თუ არა, კოდირებულ ინფორმაციას შეიცავსო. როგორ გეკადრებათ, მეგობრებო, სად იყო მეთერთმეტე საუკუნის საქართველოში მანუსკრიპტების კულტურა?! მსგავსი სისულეების გაჟღერებით ისევ და ისევ მანუჩარის რეპუტაციამ იზარალა. ზურგსუკან დასცინოდნენ, როცა ამ საკითხს წამოჭრიდა ხოლმე. _ ამოიოხრა როსტომმა. _ მეც არ ვიფიქრე, რა მანუჩარი აუტყდათ ამ გაჭირვებაში! მანუჩარ შარაშენიძე უდავოდ ნიჭიერი ანთროპოლოგი გახლდათ, კრიმინალური ექსპერტის

Page 46: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

რანგში ხომ ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ ისტორიულ პერიპეტიებში საგრძნობლად მოიკოჭლებდა. სულ ტყუილად დააკლა ხელნაწერებს.

_ `მოიკოჩლებდა~ რა არის? _ დაინტერესდა ალბერტი.

_ ცუდად ერკვეოდა. _ ვუპასუხე ნირწამხდარმა.

სერგო მართალია, იდეა განძის შესახებ იმთავითვე უტოპია იყო. ტყულუბრალოდ შევირცხვინეთ თავი.

_ მაგრამ ბატონი მანუჩჰარ ისტორიულ წკაროზე დაკრდნობით ასკვნიდა. _ მხარი ამიბა ალბერტმა. _ ეს დიდებული... ივან აბუსერ მართლა არსებობდა თავის საუკუნეში. კართველების მონაცილეობა ჯვაროსნული ლაშკრობებში დამტკიცებული ფაქტია. რაც ეხება მანუსკრიპტ, შემიძლია ბევრი მაგალითი გითხრათ, როცა შიფრის საფუძველზე გაიხსნა დაფარული საიდუმლო. შლიმან თკვენსავით სკეპტიკ რომ კოფილიკო, `ფლიმანის ოკრო~ არასოდეს იხილავდა დღის სინათლე. ტროაზე არაფერი ვამბობ.

როსტომი აღფრთოვანებულ მზერას არ აცილებდა ალბერტს, შიგადაშიგ, მოწონების ნიშნად, წარბებს ათამაშებდა.

_ ბატონო ალბერტ, სასიამოვნოდ ვარ გაკვირვებული თქვენი ქართულით. სხვათა შორის, მანუჩარი ნამდვილი პოლიგლოტი იყო, რამდენიმე ენა იცოდა, მათ შორის, ძველი ბერძნული. მაშ! მისი მონაცემების პატრონს ლინგვისტობა უფრო მოუხდებოდა, მაგრამ სულით ხორცამდე ანთროპოლოგი იყო. სადღა არიან მასავით ერუდირებული მეცნიერები? ვინც შემოვრჩით, იმათაც გვდევნიან.

ახლა ამან კიდევ სამი თვის ხელფასზე რომ დაიწყოს წუწუნი, ისევ წითელი ამენთება. ალბერტს ალბათ არასოდეს ენთება წითელი, ასეთები მხოლოდ მწვანეზე დადიან. ცოლს სხვა შეუყვარდა? ეგ არაფერი. შვილებს იშვიათად ნახულობ? რა პრობლემაა. ემოციების გარეშე ცხოვრება ადვილია. იარე მსოფლიოს მასშტაბით და აღფრთოვანდი გაქვავებული ექსპონატებით. თუმცა ამაშიც არის რაციონალობის მარცვალი.

_ ბატონო როსტომ, რამდენად შესაძლებელია მანუჩარს რაიმე ექსპონატი წამოეღო გათხრებიდან?

_ ანუ მოეპარა? _ თვალები დაჭყიტა როსტომმა. _ როგორ გეკადრებათ! მანუჩარი და ქურდი?! მეორედ არ გაიმეოროთ ეს აბსურდი!

_ სხვას?

_ გამორიცხულია! მოპოვებულ ექსპონატს დაუყოვნებლივ დგება აღრიცხვაზე რომც გაებედა ვინმეს მოპარვა, საზღვარზე ვერ გაიტანდა. _ მოულოდნელად როსტომი გაჩუმდა. თითი ქუდის ქვეშ შეაცურა, კანი მოიფხანა და დადარაჯებული მზერა მომაპყრო. _ მაპატიეთ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დაკითხვას მიწყობთ. თუ ვცდები, უღრმესი ბოდიში მომითხოვია.

_ არ ცდებით, ბატონო როსტომ, სამწუხაროდ არ ცდებით. _ მივუგე დამწუხრებულმა.

_ რაშია საქმე?

_ ამასწინათ, თავდასხმა განხორციელდა მანუჩარის ქვრივზე, აგნესა შარაშენიძეზე. კვალს აწყურის გათხრებზე მივყავართ.

_ ქალბატონ აგნესაზე? _ ხელები აიქნია როსტომმა.

თავი დავუქნიე. არც ალბერტი ჩამომრჩა.

Page 47: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ რას ბრძანებთ, მე გარდაცვლილი მეგონა! _ შეწუხდა როსტომი.

_ საბედნიეროდ გადარჩა, მაგრამ კომაშია.

_ აჰა, გასაგებია. თქვენ... თქვენ აგნესას ნათესავი იქნებით?

_ მისი შვილიშვილის ნდობის აღზურვილი პირი გახლავარ. _ კომპეტენტურად ჩავახველე.

_ შვილიშვილი? რას ბრძანებთ, არც ვიცოდი შვილიშვილი თუ ჰყავდა... მგონი ვაჟი დაეღუპა, მაგრამ მანუჩარის სიკვდილის შემდეგ მოხდა ეს უბედურება. კი, ასეა... და რა შუაშია ქალბატონ აგნესაზე თავდასხმა აწყურის გათხრებთან?

_ არ ვიცი, არ ვიცი... _ ვუთხარი ორაზროვნად, _ ალბათ სისულელე იყო ამაზე ჩაციკვლა. მაშომ შემაცდინა.

_ მაშო?

_ მანუჩარის შვილიშვილია.

_ რომელმაც `და ვინჩის კოდი~ წაიკითხა და ბაბუამისის ხელნაწერებს დაუკავშირა? `ნეტარ არიან მორწმუნენი.~ _ უბოროტოდ ჩაიცინა როსტომმა.

_ უშვილო, წარმართ ქალებს ალბათ სჯეროდათ სასწაულის, როცა `ძუძუსა ქვის~ მოსალოცად მიდიოდნენ. _ ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე.

როსტომმა სევდიანი მზერა ვიტრინაზე გადაიტანა.

_ რაღა დაგიმალოთ, ეს სკულპტურა ჩემს ცოლს ჩამოვუტანე.

_ უშველა? _ ყურები ვცქვიტე მე.

_ მგონი კი.

_ არ მესმის...

_ სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა. ნანატრი შვილი მან სხვა კაცისგან გააჩინა. _ როსტომს ხმა გაებზარა და სახე მოეღვენთა.

ამას დღესაც უყვარს ყოფილი ცოლი, გავიფიქრე რატომღაც.

_ _ _

თაიგულიანი ალბერტის დანახვაზე ლელამ ორი ღერი გერმანული გაიხსენა და ქათინაურებად დადნა.

_ დე, ვინ მოვიდა? _ ოთახიდან მიკამ გამოხედა, ჩემს დანახვაზე ემოციური `ვაუ~ გაუშვა, უცხოელის დანახვაზე შეცბა.

_ გაიცანი მიკა, ეს ალბერტია. ეს კი ჩემი დისშვილი მიკა. მომავალი არქიტექტორი და როკის ფანი.

_ ოოო, როკი ჩემი საყვარელი მდინარებაა.

მიკამ ჩაიფხუკუნა, ალბერტი თვალების დამეკითხა _ რა შეცდომა დავუშვიო.

_ მიმდინარეობა, ალბერტ, მიმ-დი-ნა-რე-ობა. ვინაიდან ორივეს ერთი მიმდინარეობა გიყვართ, საერთო ენას გამონახავთ. თქვენს განკარგულებაშია სამი ენა _ ქართული,

Page 48: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

გერმანული, რუსული. დათას მოსვლამდე ჩემს დას წავეჭორავები, კარგი? _ ალბერტი მიკას შევატოვე, მე კი სამზარეულოში შევფრთხიალდი.

_ დასაც მოვა? _ მკითხა სუფრის გაშლით დაკავებულმა ლელამ.

_ ჰო, მინდა ალბერტი გავაცნო. ნახოს ერთი რა ჟირაფიცაა, რომ არ იეჭვიანოს.

_ მაშინ ზურასაც დავურეკავ, დროზე მოვიდეს სამსახურიდან. პელმენები გვეყოფა, რო? _ ლელამ ყოყმანით შეიჭყიტა საყინულეში, სადაც ორ იარუსად იდო ლამაზად თავმოკრული პელმენები. თან თავისთვის ბუტბუტებდა, კუჭების რაოდენობას თუ ითვლიდა. _ არა, არ გვეყოფა, კარტოფილი უნდა დავამატოთ. მოიცა.

თვალის დახამხამებაში ჩემს კალთაში გაჩნდა კარტოფილით სავსე თასი დანითურთ. დათლას შევუდექი. სხვა რა გზა მქონდა, დაუკითხავად მოვაყენე ორი კაცი.

_ გუდის ყველი რომ გამოვიტანო სუფრაზე უხერხულია? _ ლელამ ყველის მოზრდილი ნაჭერი სინზე შემოდო და ცხვირშეჭმუხნულმა დაყნოსა.

_ რა სისულელეა, მე მიყვარს გუდა. დათასაც...

_ გერმანელისთვის უჩვეულო უნდა იყოს... არ იფიქროს, რომ გაფუზებულია.

_ იფიქროს, ისე მშია ეს კარტოფილი უმად შემომეჭმევა. _ სიამოვნებით გავღეჭე პატარა კარტოფილი. მხედავდეს დედაჩემი! უმი კარტოფილის გასინჯვის ბავშვობიდან გამოყოლილ ჩვევას დიდობაშიც ვერ შეველიე.

სასტუმრო ოთახიდან გიტარის ჟღარუნი გაისმა. ეს მიკა უკეთებს დემონსტრირებას საკუთარ შემოქმედებას, ძლივს იშოვა აუდიტორია!

_ აბა, მომიყევი, რა ხდება ანანოს თავს?

_ შენ წარმოიდგინე, ერთ ძალიან სიმპათიურ ბიჭს მოსწონს.

_ რა არის წარმოუდგენელი, ანანო ლამაზია, რომ არ მოსწონდეთ, გამიკვირდება. რაო, სიმპათიურმა ბიჭმა?

_ მობილური აჩუქა. უფრო სწორედ დააპირა, მაგრამ მე ავუკრძალე.

_ შენ რა შუაში ხარ?

_ რას ჰქვია, რა შუაში ვარ?! ეგღა მაკლია ჩემმა ქალიშვილმა ძვირადღირებული საჩუქრები მიიღოს! დღეს მობილური, ხვალ სამკაული, ზეგ სხვა რამეს მოსთხოვს.

_ იქნებ ცოლობას სთხოვს.

_ გაგიჟდი?! რა დროს ანანოს გათხოვებაა, შვილი როგორ უნდა გაზარდოს, თვითონ ბავშვია! იცი, იათო, უცნაური ურთიერთობა აქვთ, მთელი დღე ემესიჯებიან ერთმანეთს, ნახვით კი იშვიათად ნახულობენ. ჩვენ დროს ასე არ იყო...

ჩვენ დროს არც მობილურები იყო, _ გავიფიქრე, _ არც ინტერნეტი. ჩვენ წერილებს ფურცლებზე ვწერდით და `მეგობრობის~ დღიურებს ვავსებდით; ერთმანეთს ქუჩაში ვხვდებოდით და არა `ონლაინ~ რეჟიმში, და როცა ვხვდებოდით, სახეზე გვეწერა ერთმანეთის ნახვით გამოწვეული სიხარული. მესიჯების თაობას კი სრულიად აკმაყოფილებს ნაკუწ-ნაკუწ გაცვლილი ინფორმაცია: `ო.კ~, `პ.კ~, `დ.დ...~

_ ... შენ წარმოიდგინე, იმ დღეს ამხანაგთან დარჩა მობილური და კინაღამ ლომკაში ჩავარდა. ადგილს ვერ პოულობდა. _ თავისას ჭიკჭიკებდა ლელა.

Page 49: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მეც ვერ ვპოულობ ადგილს, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. რაღაც მენიშნა როსტომ ბუაძესთან ყოფნისას, მაგრამ პირველწყაროს ვერ ვიხსენებ. მანქანაში ჩაჯდომისთანავე დამეუფლა დაუკმაყოფილებლობის განცდა, თითქოს რაღაც გამომრჩა, რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალი.

დავიძაბე. ლელას მონოტონური `ჭიკჭიკი~ მიბლოკავს მეხსიერების ბუფერში დალექილი დეტალის გააქტიურებას.

_ ...მიკა ხომ საერთოდ... ინტერნეტში ცხოვრობს. სულ ძალით ვაგდებ ინსტიტუტში, რაღაც თამაშს დაითრევს და სანამ ფინალში არ გავა, ამ ქვეყანას აღარაა...

რა კავშირში შეიძლება იყოს მოკლული გენშტაბის უფროსი ხელნაწერების ქურდთან? იქნებ პაატა დანელიას ქვრივმა მოჰფინოს ნათელი ამ ბნელით მოცულ საქმეს... პაპუნას დაკითხვაც ჭიანურდება.. გამოძიებას საკმარისზე მეტი ფაქტები აქვს, უბრალოდ კომბინაციას ვერ აწყობენ, უჭირთ გაბნეული ვერსიების შეჯერება, ინტუიციის დეფიციტი აქვთ, ფანტაზიისაც... მაინც, რა არ მომეწონა როსტომთან?

თვალწინ დამიდგა მისი უტუჩო პირი, სვანური ქუდიდან გამომძვრალი უფერული თმა, კანკალა ბეწვი ნესტოში... სუფთა ჰაერი მესიამოვნა. გვერდით ალბერტი მოაჭრაჭუნებდა ყვითელ ფეხსაცმელებს... ხელოსანმა ლიოვამ ამოყვინთა კაპოტიდან... კედელზე მიხატულმა სვასტიკამ მოკაუჭებული გვერდები გაშალა და ჩემკენ დაიძრა...

_ ერთი ამას უყურე! კარტოფილი გამითალე-თქო და ძილი გამომიცხო! _ ლელას მჭახე ხმამ ლამის სკამიდან გადმომაგდო.

ღმერთო, სად ვარ?!

თმაზე ხელის შეხება ვიგრძენი. ნაცნობი ხელია _ თბილი, მშობლიური, სამუდამო... თვალები გავახილე და დათა დავინახე. ჩემი დათა...

ღამის თორმეტ საათზე უგონოდ მთვრალი ალბერტ ვანდმიულერი სასტუმროში მივიტანეთ. მთელი გზა გუდის ყველზე ლაპარაკობდა, მართალია, გემოზე არ მოეწონა, მაგრამ ეტყობა სუფრაზე მონაყოლი ისტორია ჩარჩა გულში. ისტორია ასეთი იყო: თურმე, საზღვარზე დააკავეს ქართველი ტურისტი, რომელსაც ისრაელში გუდის ყველი მიჰქონდა ებრაელი მეგობრისთვის. მიუხედავად სუნისა, მებაჟეებმა ყველი დააქუცმაცეს და შიგნით არც მეტი არც ნაკლები, ნარკოტიკი აღმოაჩინეს. კონტრაბანდისტს კი იმედი ჰქონდა _ მძაფრსუნიანი ყველის გახსნას დაიზარებენო.

_ _ _

ნაბახუსევზე მყოფი ალბერტის არყოფნით ვისარგებლე და

სერგოს საეჭვო ვითარებაში მოკლულების ბოლო ერთი თვის მონაცემების გადმოგზავნა ვთხოვე. ხუთ წუთში მეილზე პასუხი მოვიდა.

მაშ ასე, მოკლულები:

პაატა დანელია _ 57 წლის. გენერალური შტაბის უფროსი. სამუშაო ადგილები: შინაგანი ჯარი, უშიშროების დეპარტამენტი. მოკლულია ა. წ. 15 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სადარბაზოში.

Page 50: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

რამაზ მზედლიშვილი _ 40 წლის. სამუშაო ადგილები: უშიშროების სამინისტროსთან არსებულ ანტიტერორისტული ქვედანაყოფი, ჩუღურეთის რაიონის კომისარიატი, გენერალური შტაბი, სამხედრო-სატრანსპორტო სამსახური, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი. მოკლულია ა. წ. 26 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით. საკუთარ მანქანაში, აეროპორტის გზატკეცილზე.

ვოვა სანაევი _ 37 წლის. კაპიტანი. სამუშაო ადგილები: საიდუმლო დაცვის სამსახური, გენერალური შტაბი. მოკლულია ა. წ. 27 ოქტომბერს. საკუთარ ავტოფარეხში.

შოთა მარსაგიშვილი, მეტსახელად ქემელა. _ 48 წლის. ქურდი. ბრალდებულია ესპანელი ბიზნესმენის გატაცებაში. 2 წლის წინ ჰქონდა გაქცევის მცდელობა. ციხიდან გამოვიდა ა. წ. 27 ოქტომბერს. მოკლულია გათავისუფლებიდან ერთი კვირის თავზე. რესტორანში.

ონისე ხოსიტაშვილი, მეტსახელად ხოსიტა. _ 36^ წლის. კრიმინალური ბანდის წევრი. ბრალდებულია საფოსტო ბანკის მცხეთის ფილიალის დაყაჩაღებაში, ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციაში. 2 წლის წინ ჰქონდა გაქცევის მცდელობა. ა. წ. 27 სექტემბერს მოკლულ იქნა საკუთარ საკანში. სიკვდილის მიზეზი: ხორხის სანათურში წვეტიანი საგნით მიყენებული ჭრილობა.

საკუთარ საკანში, საკუთარ ფარეხში, საკუთარ სადარბაზოში, საკუთარ მანქანაში... დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ ეს მკვლელობები წინასწარ იყო ინსპირირებული. მკვლელმა კარგად შეისწავლა თითოეული მსხვერპლის გადაადგილების გრაფიკი, ჩაუყარაულდა და წირვა გამოუყვანა. შურისძიებას ჰგავს. ბალესტიკური ექსპერტიზის თანახმად მკვლელობებში ერთი და იგივე იარაღი ფიგურირებს. ამავე იარაღით დაჭრეს მაშო შარაშენიძე. უფრო სწორედ, მაიორი ოქრუაშვილისთვის განკუთვნილი ტყვია მას მოხვდა. ერთი შეხედვით კრიმინალი ხოსიტა არაფერ შუაშია, მაგრამ მისი და ქემელას ციხიდან გაქცევის მცდელობა დროში ერთმანეთს ემთხვევა.

კომპიუტერში ცხრილი გამოვხაზე და ზემოხსენებული გვამების მონაცემები სამუშაო ადგილისა და მკვლელობის დროის მიხედვით განვალაგე.

სამივე ჩინოვნიკი ერთსა და იმავე დროს მუშაობდა გენერალურ შტაბში. ეს ერთი დამთხვევა. მეორე _ სამივე ოქტომბერშია მოკლული, სულ მცირე ინტერვალებით. რა კავშირი აქვთ ამ სახელმწიფო ჩინოვნიკებს კრიმინალებთან? ერთი შეხედვით არაფერი, თუ არ ჩავთვლით, რომ ხუთივე ერთმა ადამიანმა ერთი და იმავე იარაღით მოკლა.

ვითომ `ჩელენტანოა?~.

დაუშვათ, არის. როგორ მივაბა ვიღაც მანიაკს მანუჩარის არქივი?!

ტექსტი ავკრიფე:

კითხვა: სერგო, დამიზუსტე რა ვითარებაში მოხდა ქემელას და ხოსიტას ციხიდან გაქცევის მცდელობა.

პასუხი: ქემელამ და ხოსიტამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაპარვის მცდელობისას მიიღეს სხეულის დაზიანება, რის გამოც მკურნალობის კურსს გადიოდნენ მიხაილოვის საავადმყოფოში. ამავე საავადმყოფოში მათ მძევლად აიყვანეს პაციენტები: ცირა და რუსუდან მამასახლისები (დედა-შვილი) და სამართალდამცავებს ულტიმატუმი წაუყენეს. მოლაპარაკება ვერ შედგა. პალატის შტურმით აღების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა პაციენტი _ 23 წლის რუსუდან მამასახლისი და მძიმედ დაჭრილი ცირა მამასახლისი, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. პატიმრები ციხეში დააბრუნეს და პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს. შეწყალების საფუძველზე ქემელამ დროზე ადრე დატოვა საპატიმრო~.

Page 51: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ყველაფერი ნათელია. ისღა დამრჩენია შევიტყო: ვინ არის მამასახლისების ჭირისუფალი. უბრალოდ, ერთი კითხვა არ მასვენებს: რატომ შედგა შურისძიების აქტი ხუთი წლის შემდეგ?

კიდევ ერთი შეკითხვა გავაგზავნე სერგოს მისამართით. ვიდრე მაიორი მამასახლისების ჭირისუფლის ვინაობას არკვევდა, სამზარეულოში გავიქეცი და თითით მოვსინჯე საყინულიდან გამოღებული ქათამი. მგონი გალღვა. შევწვა თუ ჩავხოხბო? შეწვა მარტივია, მაგრამ დათას ერთ ლუკმად არ ეყოფა, ჩახოხბილი კი შეიძლება ორ დღეზე გადავანაწილო. პომიდორი მაქვს, რეჰანი მაქვს...

მობილურის ზარმა გასტრონომიული ფიქრები დამიფრთხო. გრძელი ნახტომების გავიქეცი ყურმილის ასაღებად, დარწმუნებული იმაში, რომ სერგო მირეკავს დამანგრეველი ინფორმაციით.

ალბერტი შემრჩა. ჩახლეჩილ ხმაზე ეტყობოდა წუხანდელი ნაბახუსევი.

_ ბევრი დალევა მომივიდა, რატომ გამიკეთეთ შეცდენა, ფრაუ იათამზე?

_ აბა რა გითხრათ, ძვირფასო ჰერ, თქვენთვის დალევა არავის დაუძალებია.

_ ოოო, მაინ გოტ, ჩემს საცკალ თავში ნისლი დადის, გული ტუკ-ტუკ. ალბერტ კაპუტ!

_ არა უშავს, გაგივლით, ვის არ მისვლია...

_ თკვენი კმარი როგორი არი?

_ ჩემი ქმარი დილის შვიდ საათზე წამოახტუნეს ლოგინიდან. პაციენტს მშობიარობა დაეწყო და... ჩაის დალევაც ვერ მოასწრო.

_ ჩაი. ლიმონიანი... _ წაიოცნება ალბერტმა.

_ ალბერტ, სიამოვნებით დაგპატიჟებით ლიმონიან ჩაიზე, მაგრამ ჯერ გადაუდებელი საქმეები მაქვს. დღის მეორე ნახევარში შეგვიძლია მინანქრის გამოფენაზე წავიდეთ. _ სახლიდან გასვლის პერსპექტივამ იმდენად გამაღიზიანა, ლამის ყურმილს ვუკბინე. რა დროს გამოფენაა, როცა დამნაშავის გამოვლენამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

_ დღეს ცუდი ამინდია. _ აღნიშნა თავისთვის.

ფანჯარაში გავიხედე. მიჯრით მიწყობილი ღრუბლები მზეს არ უშვებდნენ, ცა ისე იყო ჩამოზნექილი, თითქოს ჩამოვარდნას აპირებს. რა იქნება, ალბერტი სასტუმროში დაეტიოს?

_ ასეთ ამინდში ძილია კარგი. _ ალბერტის მაგივრად ვინატრე.

_ ახლა გავიღვიძე.

_ შეგიძლიათ წამოწვეთ და ტელევიზორს უყუროთ.

ალბერტი გაჩუმდა.

_ ან ჩანახატები გააკეთეთ ახალი წიგნისთვის... _ კიდევ ერთი ვარიანტი შევუგდე. _ თქვენ ბაზრის მოთხოვნილების შესაფერისად წერთ, ალბერტ. ინტელექტს პლიუს სისხლი უდრის ბესტსელერს. ჰა, რას იტყვით?

_ როცა გადაუდებელი საკმე მორჩებით, შეიძლება თკვენთან მოსვლა?

_ სიამოვნებით. _ ვუპასუხე კბილების კრაჭუნით.

Page 52: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ ადრეს? _ გამოცოცხლდა მიმკვდარუნებული გერმანელი.

`ადრესი~ მივაშავე და უმწეო ბრაზით მივაჩერდი ჩამქრალ ეკრანს. ამას თუ ჰგონია, ლელასავის დავბზრიალდები, ძალიან შემცდარა. აი, ჯიბრზე არ ვაჭმევ ქათამს!

იმეილზე სერგოს გზავნილი დამხვდა. ეკრანზე, სხვადასხვა რაკუსში ჩელენტანოდ შერაცხული ტიპი ციმციმებდა! იქვე, მინაწერი: `მამასახლისი კახაბერ ბორისის ძე. მეტსახელედ ჩელე. @28ჴწლის. ნასამართლევი. პატიმრობის ვადა ამოეწურა ა. წ. 11 აგვისტოს. ოჯახური მდგომარეობა _ უცოლო. დედა _ მამასახლისი ცირა და ტყუპისცალი და _ მამასახლისი რუსუდანი გარდაიცვალნენ მიხაილოვის საავადმყოფოს შტურმის დროს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენშტაბის უფროსი პაატა დანელია. ასევე მონაწილეობდნენ: გენშტაბის უფროსის მოადგილე რამაზ მჭედლიშვილი და ოპერ რწმუნებული ვოვა სანაევი. პ. ს. სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილება და პირადად მაიორი ოქრუაშვილი მეორედ უხდის მადლობას თვითმარქვია დეტექტივს იათამზე მდივანს თანამშრომლობისთვის. ~

_ _ _

ჩვენი წინაპრები უეჭველი ფლობდნენ ეკლესია-მონასტრების აშენების საიდუმლოს, სხვა შემთხვევაში, როგორ ავხსნა ეს უცნაური, არამიწიერი მუხტი, რომელიც მცხეთის ჯვრის მონასტრის ნახვისას ადამიანს გეუფლება. უკვე ერთი საათია აქ ვიმყოფებით და ალბერტს ხელიდან არ გაუშვია ფოტოაპარატი. აჩხაკუნებს და აჩხაკუნებს. მე კი სიამაყით მევსევა გული და ქარაფისკენ მიმყავს, რომ ჩიტის გადახედიდან დავანახო ქვევით გადაშლილი მცხეთა ქალაქი.

_ ოოო, ფანტასტიკ, ფანტასტიკ... მასშტაბ, პროპორცია... _ ალბერტმა უცებ ჩამოსწია ფოტოაპარატი, გვარიანად შეანჯღრია და სასოწარკვეთილმა იყვირა: გეინ ცუ ტოიფენ!

თურმე, ფირი გამოელია.

_ რა პრობლემაა, სუპერმარკეტში შეგვიძლია ფირის ყიდვა. _ დავამშვიდე მე და სიგარეტის მოსაწევად ნაშალ ქვაზე ჩამოვჯექი.

აქაურობას არ უხდება სიგარეტიანი ქალი. ეს იგივეა, ფიროსმანის მარგარიტას ყვავილების ნაცვლად მობილური დააჭერინო. ბოდიში მომითხოვია სტეფანოზთან, მის ძმა დემეტრესთან, მემკვიდრე ადარნასესთან და ყველა იმ წინაპართან ვისი ბარელიეფის ხილვისაც წეღან ვტკბებოდი.

ერთ ნაფაზს დავარტყამ და მორჩა! განა იმიტომ, რომ თავგადაკლული მწეველი ვარ, უბრალოდ მიხარია. ასეთ დროს კი ჩემი ორგანიზმი ნიკოტინის მცირე ულუფას ითხოვს.

ალბერტი უკან მომიჯდა, ზურგით ჩემკენ და პირით მცხეთისკენ. ჩვენი ბეჭები ერთმანეთს ეხება, მაგრამ სულ რომ კალთაში ჩამიჯდეს, კაცად ვერ აღვიქვამ. ზედმეტი ინტელექტი ახშობს სექსუალობას, ორგანიზმი ტესტოსტერონის ნაცვლად ჯვაროსნების მტვერს გამოიმუშავებს.

ქურსუკის ჯიბეში მობილური გამოცოცხლდა.

დაკარგული სერგო გამოჩნდა.

_ ჩელე დათესილია! _ მითხრა მაშინვე. _ დავკითხე მეზობლები, ნაცნობები, მაგრამ...

_ აწყურში იქნება. _ გავაწყვეტინე.

Page 53: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ აწყურში რა დარჩენია?

_ როგორ თუ რა?! შენი აზრით მანუჩარის არქივი დილიხორზე მოიპარა? პირველი სერია, სახელწოდებით `შურისძიება~ შეასრულა, ახლა კი ფული სჭირდება. ეტყობა ვიღაცამ დაგეშა ამ ხელნაწერებზე, თორემ ნაპატიმრალ კაცს საიდან უნდა სცოდნოდა განძის ასავალ-დასავალი?

_ შენ ისევ განძს აწვები. _ ამოიოხრა სერგომ.

_ მიდი და ნუ მიაწვები, ფაქტი სახეზეა. პაპუნა შათირიშვილი დაკითხეთ?

_ რა მოტივით?

_ თუნდაც აწყურში ვოიაჟის მოტივით, დანარჩენი გზადაგზა გამოჩნდებოდა. ჩელე რატომ იხდიდა სასჯელს?

_ ნარკოტიკების შენახვა-მოხმარება.

_ გამარჯობა! _ შევძახე ნიშნის მოგებით და ფეხზე წამოვიჭერი. _ ამის მერეც თუ ვერ ხედავთ შეხების წერტილს, ბრმები ყოფილხართ და ეგ არის! ან თავს იბრმავებთ. დაელოდეთ, ვიდრე ის თქვენი მამასახლისი თუ მამაძაღლისი კიდევ ორ-სამ კაცს გატრუპავს. იქნებ ფიქრობ, ჩელემ სიზმარში ნახა მანუჩარის არქივი? ის ვიღაცამ დააკვალიანა, და ის ვიღაც, შეიძლება სულაც არ არის კავშირში მის შურისძიებასთან, სამაგიეროდ კავშირშია არქივთან. ასეთი შეიძლება იყოს პაპუნა, რომელიც აწყურის მამათა მონასტრის ხშირი სტუმარია და პლიუს აგნესას ნათესავი. მაშინაც გითხარი და ახლაც გიმეორებ: ვის, თუ არა საკუთარ ძმისშვილიშვილს გაუღებდა კარს აგნესა შარაშენიძე? ეტყობა პაპუნამ ბოლომდე ვერ მიასიკვდილა და მკვლელობის სისრულეში მოყვანა ჩელეს თხოვა. ჰა, რას იტყვი?

_ ისეთი უსიამოვნო განცდა მაქვს, მგონი მართალი ხარ, ხო იცი... _ უხალისოდ გამეპასუხა სერგო.

_ მერე, გამოაცხადე კაპიტულაცია, რაღას უცდი!

_ დარწმუნებული ხარ, რომ აწყურშია?

_ იფ, ხელწერილიც ხომ არ დაგიდო?! `დარწმუნებული ხარ!~ _ გამოვაჯავრე `უსიამოვნო განცდაში~ მყოფი მაიორი. _ არაფერშიც არ ვარ დარწმუნებული, უბრალოდ მიკვირს, როგორ შეიძლება უმოქმედობა, როცა არსებობს ვარიანტები, თუნდას ბუნდოვანი... აწყური ერთ-ერთი ვარიანტია, მეტი არაფერი.

_ სად იმყოფები?

_ ჯვარზე, მცხეთაში.

_ ნახევარ საათში ტრასაზე დამხვდი. აწყურში მივდივართ.

_ მოიცა, მარტო კი არ ვარ, ალბერტი მახლავს.

_ არა უშავს, პატარა ექსკურსიას ჩავუტარებთ სამხრეთ

საქართველოს ფარგლებში. სანახავი გზაშიც ბევრია. შენი მანქანა რესტორან `სავანეს~ ეზოში გააჩერე, მეპატრონეს ვიცნობ და გავაფრთხილებ. ფერშტეინ?

_ ფერშტეინ. _ მობილური შევინახე და მოლოდინად ქცეულ ალბერტს მივუბრუნდი. _ რას იტყვით აწყურში გასეირნებაზე?

_ დღეს?

Page 54: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ ნახევარ საათში.

_ სუპერ! _ წამოიძახა ალბერტმა და ჩემზე ადრე დაწინაურდა დაღმართზე.

_ _ _

ალბერტს მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, უბრალო ლოდს არ ტოვებდა კომენტარის გარეშე. `ვას ის დას?~ _ იმეორებდა თუთიყუშივით, ვიდრე ტვინი არ გამილაყა. ამომწურავად მაინც ვერ დავაკმაყოფილე მისი ცნობისმოყვარეობა. მაქვს ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური ცოდნა საქართველოს ისტორიისა და კუთხური ადას-წესების შესახებ, ბობოქარი კავკასოლოგი კი საფუძვლიან ახსნას მთხოვდა: საიდან, რატომ, რომელ საუკუნეში...

მდგომარეობიდან სერგომ გამომიყვანა, ეს მოხდა მაშინ, როცა ალბერტმა ყანაში მომუშავე გლეხის ქალები დაინახა და ქალთა დისკრიმინაცია დაგვწამა.

_ როგორ გეკადრებათ?! _ თავი გამოიდო მაიორმა. _ როცა თქვენი ინკვიზიტორები გრძნეულებაში ეჭვმიტანილ მანდილოსნებს კოცონზე წვავდნენ, ჩვენთან, ფშავსა და ხევსურეთში წაწლობისა და სწორფრობის ინსტიტუტი იყო!

_ ინსტიტუტი ნამეტანია. _ რეპლიკა ჩავურთე.

_ ნუ, რიტუალი. ადათი. _ დაარბილა სერგომ.

_ მომიკევით რიტუალ, ეს ჩემი სფეროა, მთელი კავკასიის მაშტაბით ვაგროვებ ძველი რიტუალ. _ ალბერტმა ბლოკნოტი მოიმარჯვა, სერგომ კი კომპეტენტურად დაიწყო:

_ მთაში, შეყვარებულებს ღამით ერთად დაწოლის უფლებას აძლევდნენ, მაგრამ ყოველგვარი ინტიმის გარეშე. მხოლოდ მოფერებისა და კოცნის უფლება ჰქონდათ. სექსი შეურაცხყოფად ითვლებოდა. წყვილს უნდა გაეძლო ცდუნებისთვის, მაგაშია საქმე.

_ `ცდუნება~ რა არის?

_ როცა ძალიან გინდა, მაგრამ არ შეიძლება.

_ და თუ ვერ მოითმენდა?

_ მაშინ, გვარებს შორის დაპირისპირება იწყებოდა და სისხლი იღვრებოდა. თუ კაცი ზედმეტებში გადაიჭრებოდა, ქალი წამოხტებოდა ლოგინიდან და საქვეყნოდ შეარცხვენდა. ასეთ კაცს სამომავლოდ უჭირდა სწორფერის მონახვა, სახელი ჰქონდა გატეხილი და იმიტომ. ჰო, კიდევ რა?... ჰო, თუ ქალს პარტნიორი არ მოეწონებოდა, შეეძლო უარი ეთქვა, ძალას არავინ დაატანდა. თქვენ კი, `დისკრიმინაციაო!~

_ კალს გათხოვებაში ხელი არ შეუშლიდა?

_ პირიქით, ვისაც მეტი სწორფერი ჰყავდა, ის უკეთეს ქალად ითვლებოდა.

_ რაშიც ვეთანხმები. _ კიდევ ერთი რეპლიკა ჩავურთე ჩემს სასარგებლოდ.

_ და მეორე რა არის? ცაც, ცაც, ცაც... _ ალბერტს კინაღამ ღრანჭი მოექცა.

_ წაწლობა? _ სარკიდან დაეკითხა სერგო.

_ დიახ, დიახ!

Page 55: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ დიდი სხვაობა არ არის, უბრალოდ წაწლობისას ქალი უფრო აქტიურია. ზოგადად, ფშავები უფრო ხალიასიანად ეკიდებოდნენ ამ რიტუალს, ვიდრე ხევსურები.

_ სად, სად არის ეს ორიგინალ ადგილები? _ ალბერტმა ვედრებით შეატყუპა ხელისგულები.

ვინ იცის, საკუთარი თავი წარმოიდგინა ნორჩი ხევსური გოგონას მკლავებში. მისმა მზემ! ვიღაც ტუმბუ-ლუმბუ ტომი არ ვართ, უცხოელის დანახვაზე დორბლი ვყაროთ!

კრიტიკულად გავხედე უკანა სალონში მოლაყლაყე კავკასოლოგს. ვერავითარი დამამცირებული მიმიკა მის ფიზიოში ვერ შევნიშნე. პირიქით, ხბოს აღტაცებით უელავდა რეიბანებით გადიდებული თვალები.

_ მთაში იყო. _ უპასუხა სერგომ, _ მაგრამ ცივილიზაციამ პრაქტიკულად ყველა ტრადიცია აღმოფხვრა, ფასადის დონეზე კიდევ დარჩა რაღაცეები, თუმცა წაწლობის მსგავსი არაფერი.

_ ჩემთვის, როგორც ცივილიზაციით დაღალული კაცისთვის, დიდი სიამოვნება იკნება ცხოვრება თუნდაც ფასადურ რეზერვაციაში. შორს პოლიტიკისგან, მომცამვლელი გაზებისგან, დახეული ატმოსფეროსგან, გენური ინჟინერიით გამოკვანილი პროდუკტებისგან... _ სინანულით ჩამოთვალა ალბერტმა.

სერგოს ბებერი `ნივა~ ოღროჩოღრო გზაზე ხტუნვისგან კინაღამ ნაწილ-ნაწილ დაიშალა, ალბერტის დიადი აზრებით დატენილი გოგრა კი ჭერს ეხეთქებოდა, ნასხვისარივით. არც მე ვიყავი კარგ დღეში, ნაწლავები გამილაყდა და პირი გამიშრა.

ფანჯარაში გავიხედე. ალაგ-ალაგ შერჩენილ ბალახეულს ნახირი შესეოდა _ ყავისფერი, ტალახისფერი, ვირისფერი... ზოგი ბიზონივით გძელბეწვიანი, ზოგიც _ გაქუცული. ყოველთვის მაკვირვებდა ჩვენი ძროხების მახინჯი მრავალფეროვნება. სხვა ქვეყნებში პირუტყვები ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს, ჩვენები _ ტიპური ქართული ორიგინალობით გამოირჩევიან. გეოგრაფიამ თუ იმოქმედა.

არც დასახლებული პუნქტები გამოიყურებოდა მაინცდამაინც დავარცხნილად: მოუვლელი ეზოები, დაუმთავრებელი სახლები, დამტვერილი შუკები... სიღარიბე აჭყეტდა ყოველი მოღრეცილი ღობიდან თუ ღობის გასწვრივ მობლაყუნე გლეხისგან. ნაგაზებსაც კი რაღაცნაირი, დეპრესიული გამომეტყველება ჰქონდათ. ძაღლს რომ ყეფა დაეზარება, პატრონს რა უნდა მოსთხოვო?!

არა, ეს აღარ არის სოფელი. ეს არის ჩემოდნებზე მჯდარი ჟანგიანი ვაგონი. ერთი დაძახება და ყველა დედა-ბუდიანად აიყრება, ქალაქის `კუბიკ-რუბიკივით~ აჭრელებულ კორპუსებს შეესევიან, ბაზრობებსა და მიწისქვეშეთს მოეფინებიან... ასიდან შეიძლება ერთს გაუმართლოს, სხვებს ნოსტალგია გამოხრავს, რადგან `კუბიკ-რუბიკის~ ფანჯრიდან სმოგში გახვეულ ქალაქს დაინახავენ და არა იალაღზე შეფენილ ცხვრის ფარას.

გასავათებულები ჩავედით აწყურში.

_ ახლა კარგად მისმინეთ, _ დაგვმოძღვრა სერგომ. _ ჩვენ ჩამოსულები ვართ ექსკურსიაზე, რაც არც ისე შორსაა სიმართლისგან. ასე არაა, ბატონო პროფესორო?

_ დიახ, დიახ. _ დაუდასტურა ალბერტმა და მეტი დამაჯერებლობისთვის, გულზე ხელი მიიდო.

_ თქვენც გაიგეთ, `მადამ პუარო?~

Page 56: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ მიდი, რა... _ შევუღრინე.

_ უჩემოდ არც ერთი ინიციატივა! ენას კბილი დააჭირეთ, დასათვალიერებელი დაათვალიერეთ და აღფრთოვანდით.

კითხვა-კითხვით მივაგენით მამათა მონასტერს, შემოჯარულს დაბალჭერიანი, ბარაკის ტიპის ნაგებობებით.

ეზოში წვეროსანი ბერი გამოგვეგება, გრძელი ანაფორითა და შავი კუფიით. მკვეთრად მოხაზული, წვრილი ნაკვთები ჰქონდა, ფრესკაზე დახატული წმინდანივით. ჭაღარაშერეული კიკინა აფთიაქის რეზინით შეეკრა.

_ სალამი, მამაო. _ მიესალმა სერგო. _ ექსკურსანტებს მიიღებს?

_ მშვიდობა მოგქცეთ ღმერთმა! რატომაც არ მიგიღებთ, მიგიღებთ კიდეც და მოგემსახურებით კიდეც, რითიც შეგვიძლია.

_ ეს გერმანელი სტუმარია, ბატონი ალბერტი: პროფესორი, კავკასოლოგი...

_ მწერალი. _ ჩავურთე მე.

_ ეს კი მისი თარჯიმანია, _ ჩემზე ანიშნა სერგომ. _ იათამზე. მე... მე მძღოლი გახლავარ, სერგო მქვია.

_ ძალიან სასიამოვნოა, შეგიძლიათ მამა ბასილი დამიძახოთ. _ ბერმა სათითაოდ ჩამოგვარსვა ხელი.

ალბერტმა შეაქო ძირძველი `კარტული კულტურა~, `კართული ღვინო~, `კარტული პეიზაჟ~... მამა ბასილი ჯერ განცვიფრებული უყურებდა. და უცებ ფართოდ გაეღიმა. იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელი ღიმილი. ამ ადამიანის ნდობა შეიძლება, ვიფიქრე გულში და ტყუილის გამო სინდისის ქენჯნა ვიგრძენი.

_ დალოცვილო, ასეთი ქართულის მცოდნეს თარჯიმანი რაში სჭირდება? _ იკითხა სიცილით.

_ მოგმაგრეს, მამაო, რაც არ უნდა იყოს უცხოელია, მარტოკინას ხომ არ გამოვუშვებდის ამხელა გზაზე?! თანაც, ასეთი სიმპათიური ქალბატონის მეგზურობაზე რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის უარს? _ ხეპრულად იხუმრა სერგომ.

_ ეგეც მართალია. _ ბერმა კეთილგანწყობით შემათვალიერა. _ კარგით, დაათვალიერეთ რაც გენებოთ... აწყურის ციხე აქვეა, ამ გორას რომ გადაივლით, ღვთისშობლის გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევებს დაინახავთ... იჩქარეთ, ეგებ დაბინდებამდე მოასწროთ.

ხელი მოვიჩრდილე. რა უნდა მომისაჯო, იმსიშორეზე წასვლა გავრისკო? დილის აქეთია თოხარიკი ცხენივით დავრბივარ, ფეხები არ მემორჩილება, მგზავრობით გალახული სხეული კი ჰორიზონტალურ მდგომარეობას ითხოვს.

_ სერგო, შენ გააცილე ალბერტი, მე აქ დაგელოდებით. არც ლაპარაკის თავი მაქვს, არც სიარულის...

_ მე ხომ ძაან დასვენებული ვარ?! რამე ისეთი რომ მკითხოს, სად წავიდე? ამდენი ისტორია რომ ვიცოდე გამომძ... მძღ... ფუი, მძღოლი კი არ ვიქნებოდი! _ სერგო კინაღამ გაიშიფრა.

ახია, რა ეგონა, დიდი ამბით რომ გვმოძღვრავდა?!

_ შემიძლია მორჩილი გაგაყოლოთ. _ შეგვთავაზა მამა ბასილმა. _ ნაკითხი ბიჭია, ისტორიაშიც ჩინებულად ერკვევა. გოჩა! _ დაუძახა ლეღვის ხესთან შექუხულ ბერებს.

Page 57: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ტანდაბალი ახალგაზრდა აუჩქარებლად წამოვიდა ჩვენკენ და თავის დაკვრით მოგვესალმა.

_ გოჩა, შვილო, გაუწიე მეგზურობა სტუმრებს. _ მამა ბასილმა სერგოზე და ალბერტზე ანიშნა.

ახალგაზრდამ ისევ თავის დაკვრით გამოხატა თანხმობა. ფლეგმატური და უთქმელი ჩანდა, ამან რა მეგზურობა უნდა გაუწიოს?! სერგოს გამგვირავ მზერას თვალი ავარიდე და მონასტრის ტუფის კედლებს ჩავუღრმავდი. თავი მხოლოდ მაშინ მოვაბრუნე, როცა ექსკურსანტები გარკვეულ მანძილზე დავიგულე.

_ თქვენს მორჩილს მგონი ეზარებოდა მეგზურობის გაწევა.

_ მორჩილი იმისაა, დამემორჩილოს. _ ჩაიცინა მამა ბასილმა და უცებ დასერიოზულდა. _ ვხუმრობ. რელიგია შემწყნარებელს ხდის ადამიანს, ყოველთვის არც მე ვარ ამათი მწყემსვის ხასიათზე, მაგრამ რაკიღა ავიღე პასუხისმგებლობა, უკან ვერ დავიხევ.

_ რამდენადაც ვიცი, თქვენთან ნარკომანები გადიან რეაბილიტაციას...

_ ვცდილობ დავეხმარო. ზოგჯერ შედეგიანად, ზოგჯერ _ არა.

გააჩნია ადამიანს. თუ შინაგანად არა აქვს გადაწყვეტილება მიღებული, შეგონება არ ჭრის. ღვთის შეწევნის მორჩენილიც ბევრი მინახავს. ზოგი აქვე რჩება, მონასტერში, ზოგი სასულიერო სემინარიაში განაგრძობს სწავლას, ზოგიც საერო ცხოვრებას უბრუნდება. არის რთული კატეგორიაც, მე მათ პირობითად `მოგზაურები~ დავარქვი. ასეთები სისტემატიურად მიდიან და მოდიან.

_ თბილისში წყალწაღებულ ნარკომანებს მეტადონით მკურნალობენ.

_ რა არის ორასი კაცი? ზღვაში წვეთი. დანარჩენმა 350 ათასმა რა უნდა ჰქნას? ყველაფერს რომ თავი დავანებოს, ქვეყანა დემოგრაფიული საფრთხის წინაშე დგას! ეს პრობლემა სახელმწიფო დონეზე თუ არ გადაიჭრა, არაფერი გვეშველება.

_ თითქოს მიდის ამაზე ლაპარაკი. _ ამასწინათ, ტელევიზორში გამართული დისკუსია გამახსენდა.

_ სწორედაც `ლაპარაკი.~ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და სამედიცინო ტერმინებით მანიპულირება. _ მამა ბასილმა ბალახში დაგდებული ცელი ხეზე მიაყუდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ქვითკირის ღობეს.

_ ხომ არ გაცდენთ, მამაო?

_ არა. _ მიპასუხა უკანმოუხედავად.

_ ჩემი კოლეგის ვაჟი გადიოდა თქვენთან რეაბილიტაციას, პაპუნა შათირიშვილი. იცით, ასეთი?

_ ახლაც აქ არის. _ ამოიოხრა.

პირკატა მეცა, მაგრამ არ შევიმჩნიე, გვერდით ამოვუდექი.

_ არ არის შედეგი?

_ ჩავარდნები აქვს. თავიდან თითქოს მომყვებოდა, შედეგიც სახეზე იყო, მერე ისევ ეშმაკი შეუჩნდა. პაპუნაც ერთ-ერთი `მოგზაურთაგანია~. ფიგარო იქ, ფიგარო აქ.

Page 58: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ღობის გასწვრივ, დაახლოებით ოც კვადრატულ მეტრზე მიწა ოთხკუთხა თხრილებით იყო დაფარული. მაშინვე მივხვდი მათ დანიშნულებას, მაგრამ მაინც გულის ფანცქალით დავეკითხე:

_ ეს რა თხრილებია?

_ აქ არქეოლოგიური გათხრები წარმოებს.

_ შეიძლება დავხედო?

_ ხელის ხლება არ შეიძლება, თორემ დახედვით, რამდენიც გენებოთ.

თხრილში სამუშაო ინვენტარი ეყარა _ წერაქვი, ფუნჯები, ლანცეტები...

_ იცით, ერთ ჩემს ნაცნობს ამ მიდამოებში განძი ეგულება. ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის, მაგრამ კი ლამისაა დავიჯერო. _ ვთქვი და პასუხის მოლოდინში გავინაბე.

მამა ბასილმა ისე შემომხედა, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. რა ვქნა, ჩემი ნება არ ყოფილა ეს კუკუდამალობანას თამაში _ `ზევიდან~ მაქვს ნაბრძანები.

_ მაშო შარაშენიძე ხომ არაა თქვენი ნაცნობი?

_ გამოიცანით! _ შევძახე გახარებულმა და შვებით ამოვისუნთქე. _ მაშოს ბაბუა იმ ექსპედიციის წევრი იყო, რომელიც ამ ტერიტორიაზე აწარმოებდა გათხრებს. მანვე გაშიფრა აბუსერისძეების სამარხში აღმოჩენილი არაბესკის ერთი ნატეხი, სადაც ლაპარაკი იყო სავარაუდო განძზე.

_ არც ისეთი `სავარაუდოა,~ როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. _ ორაზროვნად მიპასუხა მამა ბასილმა. _ ამ თხრილიდან სულ რამდენიმე მეტრში ერთი ხელუხლებელი ყორღანი მეგულება. იქ, არასოდეს დარტყმულა არქეოლოგის წერაქვი. ამ დღეებში თბილისიდან ველი ექსპედიციას. მოთხოვნა უკვე გავაგზავნე... მგონი საინტერესო აღმოჩენა გველის. ვნახოთ.

თვალებით გავზომე მითითებული ადგილი. ისეთი არაფერი. მხოლოდ ზერელედ დამუშავებული მიწა.

_ მამაო, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ საფლავის ქვის მეორე ნატეხი, ჩემ მიერ აღმოჩენილი და საგულდაგულოდ შენახული. ერთი გაშიფვრაღა აკლია.

`არაბესკი!~ დამკრა თავში. ეტყობა, ისე ძლიერად დამკრა, რომ ჰაერში ვიბრაცია გავუშვი. დედას ვფიცავარ, ფიზიკურად ვიგრძენი განძის სიახლოვე... ჯვაროსნების თეთრ-წითელმა ალამმა წამიერად დამაბრმავა, ყურში ფლოქვების თქარათქური და მუზარადის ზრიალი ჩამესმა, საბა აბუსერისძემ მოწამლული ღვინით შეავსო ვერცხლის აზარფეშა და ივანეს გადააწოდა. `ვაიმე, შვილო!~ იკივლა შეძრწუნებულმა მარიამმა... `ჰამ, ჰამ, ჰამ~ სადღაც ახლოს ჩასხავდა ძაღლი.

ყეფის ხმამ მიწაზე დამაბრუნა. მამა ბასილი მიამიტად მიღიმოდა. პირველად ვხედავ მომღიმარ ფრესკას.

_ მართალს ბრძანებთ? _ ძლივს დავძარი გამომშრალი ტუჩები.

_ არ გჯერათ?

_ მჯერა, მაგრამ იმდენად რთული წარმოსადგენია, ცოტა დავიბენი.

Page 59: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ გინდათ, გაჩვენოთ? _ მკითხა მოულოდნელად და თავისი გონიერი თვალები მომაპყრო.

ისე ენერგიულად დავუქნიე თავი, ფეხი დამიცდა და კინაღამ თხრილში გადავყირავდი. ბერმა ხელი შემაშველა და მონასტრისკენ გამიძღვა.

_ სულმოკლედ ვიქცევი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის! _ მამა ბასილი რატომღაც ჩურჩულზე გადავიდა, თუმცა გარშემო არავინ იყო. ლეღვის ხესთან შექუჩული კაცები სადღაც აორქლებულიყვნენ, აღარც უჩინმაჩინი ძაღლის ყეფა მესმოდა. _ თქვენ ნეიტრალური პიროვნება ხართ, იათამზე, თანაც მაშოს ნაცნობი... რადგან საქმის კურსში ხართ, ე. ი. გენდობათ. ნატეხი ორი კვირის წინ ამოვიღე მიწიდან და მოსვენება დავკარგე. ქვაზე რუკის ანალოგიური მონახაზია დატანილი, რაც შეიძლება განძის ადგილმდებარეობას მიგვანიშნებდეს. დიდი ჯვარში ტაძარი მოიაზრება, პატარაში _ სასაფლაოს ან ტაძრის შიდა ეზო. კიდევ არის გარკვეული მინიშნებები, მაგრამ მათი გაშიფვრა უკვე სპეციალისტების საქმეა... რაღაც დაგიმალოთ, ვღელავ. წარმოიდგინეთ, კელიაში მიდევს უნიკალური სამუზეუმო ექსპონატი, ჩვენებით კი, ვერავის ვაჩვენებ. ექსპედიციის ჩამოსვლასაც რომ არ დაადგა საშველი? დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ... სული დამელია ლოდინით. თქვენ რომ დაგინახეთ, ვიფიქრე, მეშველა, ჩამოვიდნენ!

_ ვინ იცის, როგორ გაგიხარდათ, არა?!

_ ეგ არაფერი. _ დამამშვიდა მამა ბასილმა. _ ხდება ხოლმე, იმედია ჩამოვლენ... ეტყობა, ნებართვის მისაღებად მთელი რიგი ბიუროკრატიული საფეხურები უნდა გაიარონ. არადა, სანამ კარგი ამინდებია... დახე, როგორც იქუფრება. გაწვიმდება ნამდვილად... სიცივეებმა თუ დაიჭირა, მიწა ბარს აისხლეტს და სიღრმეში შესვლა გაჭირდება. ღმერთმა ნუ ჰქნას, გათხრისას რამე დეტალი დაზიანდეს. მილიმეტ-მილიმეტრ უნდა მიჰყვე ქანებს... ექსპონატის ჩემთან შენახვა სახიფათოა. თითო-ოროლა კაცის გარდა აქ თავს ვერავისზე დავდებ, მძიმე ბიოგრაფიის ხალხია. ქურდობა სახადი არ არის, ერთ კვირაში მოიხადო... რომ გაიგონ, რა ღირებულების ექსპონატს ვინახავ, შეიძლება ხელი წაცდეთ. მერე რას ვეუბნები კულტურის მესვეურებს?

მამა ბასილი ვაგონივით წაგრძელებულ შენობასთან შედგა.

შენობას დაბალი ჭერი და საკვამლურივის პატარა ფანჯრები ჰქონდა. ყურს ვიღაცის ბუტბუტი მისწვდა, გამოსწორების გზაზე შემდგარი ცოდვილი თუ ლოცულობდა.

_ ეს გუგაა, პაპუნას მეგობარი. ოთხი თვეა ფეხი არ მოუცვლია აქედან, ზედმიწევნით ასრულებს ყველა განაწესს. ასეთებთან ურთიერთობა ადვილია. რასაც ვერ ვიტყვი პაპუნაზე. კეთილი გულის ბიჭია, მაგრამ უნებისყოფო. მაინც არ ვკარგავ იმედს, თუმცა ზოგჯერ ეღვები მიპყრობს: უნდა კი მდგომარეობიდან გამოსვლა? მარტო დაყვავება საქმეს არ შველის, შიგნით უნდა დავამარცხოთ დემონი. დედამისმა თუ იცის, რა ხდება მისი შვილის თავს?

_ ჩემთვის არაფერი უთქვამს. მე და დედამისი კოლეგები ვართ, და არა მეგობრები.

მონასტერში შევედით. სოლივით წაგრძელებული სარკმელიდან შემოსული სინათლის ზოლი ქვის იატაკს ეცემოდა და ტრაპეზის ქვაში ჩადუღაბებულ ჯვარს კვეთდა. ბინდბუნდში ჭირდა ფრესკების გარჩევა, მაგრამ მე მაინც დავინახე ღვთისშობლის გაცრეცილი ხატი და პირჯვარი გადავიწერე.

მამა ბასილმა ანაფორაზე მოცმული შავი ჟილეტიდან გასაღების აცმა ამოიღო და დარბაზიდან კორიდორში გადაინაცვლა, რომლის გაყოლებაზე სამი კარი დავითვალე. პირველივე კართან შევდექით.

Page 60: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ციცქნა ოთახში პრაქტიკულად არ იყო თავისუფალი ადგილი, თუ არ ჩავთვლით ხატების კუთხესთან დარჩენილ სივრცეს, სადაც დიდი-დიდი ორი კაცი დაეტეოდა. უხეში ხისგან გამოჩორკნილ მაგიდაზე იდო სქელტანიანი სახარება მომინანქრებული ყდით და ხმიადებით სავსე მოწნული კალათა.

მამა ბასილი სიძველისგან ფერგადასულ სკივრთან დაიხარა, მე ტაქტიანად ვიბრუნე პირი და დაბინდულ ფანჯარასთან აღმოვჩნდი, საიდანაც მოჩანდა მონასტერის უკანა ეზო ბებერი კაკლებით და არანაკლებ ბებერი აზიური ნაგაზით, რომელიც აღრენილი უვლიდა კაკლის ტანს და ყოველ შემოვლაზე ჯაჭვის სიგრძეს იმოკლებდა. სულელი ცხოველი, ასე ხომ შეიძლება დაიხრჩოს?! დატყვევებული ოთხფეხის ცქერა გაცილების მძიმეა, ვიდრე დატყვევებული ორფეხის, რადგან ოთხფეხის თავისუფლება ორფეხის კაპრიზებზეა დამოკიდებული.

ზურგსუკან მამა ბასილის მძიმე სუნთქვა მომესმა. მივიხედე. ის აღარ ჰგავდა საკუთარ თავს, სახე გასწითლებოდა და თვალები უელავდა. დაძაბულ ხელებს კი სკივრის ფსკერზე აფათურებდა.

_ ვერ იპოვეთ? _ ვკითხე ცუდი წინათგრძნობით სავსემ.

_ უფალო, შენ მიშველე! _ წამოიძახა ბერმა, მუხლებზე დაეშვა და სკივის შიგთავსის ამოყრას შეუდგა.

დონ კიხოტის ორტომეული და მიკ ჯაგერის პლაკატი დავინახე და ისევ მივტრიალდი. მომერიდა. მაგრამ მამა ბასილი იმდენად თავზარდამცემული ჩანდა, მგონი საერთოდ დაავიწყდა ჩემი არსებობა. აზიური ნაგაზი ისევ უვლიდა ხეს, უღონდ პირიქით. გადარჩა დახრჩობას.

ჩემს უკან შრიალი შეწყდა. ფრთხილად მივიხედე.

ის მიყურებდა და ვერ მხედავდა. ალბათ იგივეს გრძნობდა, რასაც წეღან მე, როცა ჰაერში ვიბრაცია გავუშვი. ოღონდ სულ პირიქით. ჩემი წამიერი გათიშვა მოსალოდნელ სიურპრიზთან ასოცირდებოდა, ის კი იმ ბრმას ჰგავდა, რომელმაც სამუდამოდ დაკარგა დროსთან კავშირი.

_ მამაო...

მამა ბასილი თანდათან გამოერკვა, წამწამები აახამხამა, წვერზე ხელი ჩამოისვა.

_ ალბათ სხვაგან დავდე... ბოლო დროს გულმავიწყობა დამჩემდა. ეტყობა კელიაში შევინახე, რამდენჯერმე შევუცვალე ადგილი და... _ ნაძალადევად გამიღიმა, თითქოს პატიებას მთხოვდა ექსპრომტად მოგონილი ტყუილისთვის.

_ იქნებ მოიპარეს?

_ ვის... ვის უნდა მოეპარა საფლავის ქვის ნატეხი, მე შენ გეტყვი, გაყიდის თუ გაშიფრავს... უკაცრავად, თქვენი სახელი?

_ იათამზე.

_ აი, ხომ ხედავთ რა გულმავიწყვი გავხდი, წეღან თითქოს მახსოვდა... იათამზე, თქვენ წადით, გაისეირნეთ, მე მივალაგებ აქაურობას და კელიაში განვაახლებ ძებნას. თუ რამეა, დაგიძახებთ. შევთანხმდით?

თავი დავუკარი და გვერდულად გავედი ოთახიდან. ის იყო, ცენტრალურ დარბაზში უნდა შევსულიყავი, რომ ახალგაზრდა კაცის ხმა შემომესმა:

Page 61: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ მინიმუმ ერთი მეტრი... ჩავალ, რატომაც არ ჩავალ, ზაპრასტა ჩავალ... ჰო, გასაგებია... _ ხმის პატრონი აგდებულად ლაპარაკობდა, თან კევს აღლაჭუნებდა.

კედელს შევეზარდე.

პაუზა. ე. ი. მობილურზე ლაპარაკობს _ იქითა მხარეს უსმენს.

_ ეჩქარება კაია, პაპაჩემის დუქანი კი არაა, როცა მომეპრიანება ლაფატკით მივადგე?! _ განაგრძო იმავე ტონალობაში. _ კაი, ვეცდები... ბოლომდე ჩავალ, ხო... რაო? ...მოითმენს, საცა აქამდე მოუთმენია, რამდენიმე დღეც დაატიოს ერთი ადგილი... პარდონ... იცით, რას გეტყვით, ჯერ ფული გადმორიცხოს, მერე ბილეთები აიღოს. პაპუნა შათირიშვილი ჯერ არავის უყირავებია, ეგღა მაკლია ვიღაც დვარნიაშკა ბარიგამ პრავები მიკაჩავოს! არა, არა, პოსლეში არ გვაწყობს, ნაღდი ფული ნაღდი ანგარიშზე...

სულმა წამძლია და გავიჭყიტე. მონასტრის ღია კართან ბეღურასავით მობუზული მამაკაცი იდგა. ჯარისკაცის ქვიშისფერი შარვალი მობოშებოდა და ნასხვისარივით ულაყლაყებდა თეძოებზე, გადახოტრილი თავი მხრებში ჩაერგო, თითქოს სციოდა. ამ ჩამოსხმის მობილურიანი ტიპები სისტემატიურად მოძრაობენ თბილისის უბნებში და რიხით აგვარებენ თავიანთ მორფინისტულ საქმეებს. ამან ვინ უნდა შეაშინოს, პირში სული ძლივს უდგას! მეორე მხრივ, ძლივს რომ უდგას, იმიტომაც ჰკიდია ყველაფერი. დოზის გულისთვის დაფხავებულ აგნესას კი არა, ჯან-ღონის სავსე დედას გაუხეთქავს სავს. ხედავდეს პატივცემული მაგდა მონატრებულ პირმშოს...

არაბესკის ნატეხი პაპუნას მოპარულია, მაგრამ მამა ბასილს არ სურს ამ საქმის აფიშირება. მესმის მისი, ვის უნდა დაადოს ხელი ბერად შემდგარმა კაცმა? რომც გაიგოს დამნაშავის ვინაობა, პოლიციაში ვერ ჩაუშვებს, საკუთარი ძალებით ეცდება სიტუაციაში გარკვევას. ბოლოს და ბოლოს, აპატიებს, პატიება ხომ მისი პროფესიული მოვალეობაა.

პაპუნამ მობილური შეინახა და გარეთ გავიდა. ვისთან ყოყლოჩინობდა ეს ჯარისკაცის პროვოკაცია? ჩელე არ იქნებოდა, ჩელეს თქვენობით არ მიმართავდა. იქნებ მაგდა? არაა... როდის აქეთია შვილი დედას თქვენობის ელაპარაკებოდა? მით უფრო, პაპუნასნაირი შვილი.

და უცებ ის დეტალი გამახსენდა, რომელიც როსტომ ბუაძესთან სტუმრობის შემდეგ მოსვენებას არ მაძლევდა. როსტომმა ახსენა მანუჩარ შარაშენიძის ხელნაწერები. საიდან იცოდა გამოპრუტუნებულმა არქეოლოგმა ოცი წლის წინ გარდაცვლილი ანდროპოლოგი ხელნაწერებს წერდა თუ მემუარებს? მე არაფერი მითქვამს, აგნესასთან კავშირი არ ჰქონია, მაშოს არსებობის შესახებ პირველად გაიგო. ინფორმაცია ხელნაწერების თაობაზე მას პაპუნამ მიაწოდა. პაპუნას სჭირდებოდა სანდო კაცი, ვინც მეტ-ნაკლებად დაკავშირებული იყო მანუჩართან და აწყურის მიდამოებში წარმოებულ გათხრებთან. როსტომზე ის ან მაგდამ დააკვალიანა ან ბავშვობიდან იცნობდა. გარდა ამისა, მონასტერში მუსირებდა აზრი ივანე აბუსერისძის სამარხში ჩაყოლილი განძის შესახებ და პაპუნამ კონსულტაციისთვის როსტომს მიმართა. ეს უკანასკნელი ხელნაწერების ხელში ჩასაგდებად აგნესას მიადგა. ცხადია, მეუღლის ასისტენტს მოხუცი ქალბატონი კარსაც გაუღებდა და ჩაითაც გაუმასპინძლდებოდა. გარიგება ვერ შედგა. კვალის დასაფარად როსტომმა აგნესას მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოყვანა. ეს `საპატიო მისია~ ჩელეს დაეკისრა. ამ საკითხში კრიმინალის, ნარკომანისა და არქეოლოგის ინტერესები გადაიკვეთა. როსტომს და ჩელეს პირადი ანგარიში ჰქონდა გენერალური შტაბის უფროსთან პაატა დანელიასთან. აქ როსტომი ორ კურდღელს იჭერდა: ჯავრს იყრიდა მეტოქეზე, რომელმაც თავის დროზე ცოლი წაარსვა და ხელს იგდებდა განძს, როემლსაც სარფიანად გაყიდდა. მინიმუმ გამდიდრდებოდა, მაქსიმუმ... მაქსიმუმ, ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ სხვა ახსნა არ მეგულება.

Page 62: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მავანის მიერ აბუჩად აგდებული ქალური ინტუიცია ძარღვებში მირტყამს და მოქმედებისკენ მიბიძგებს.

სირბილით გამოვვარდი გარეთ და კისერმოღრეცილი მივაჩერდი აწყურის ციხეს. ჩამავალი მზის ფონზე ნაცნობი სამეული დავლანდე. ფლეგმატური მორჩილი ფრიად აქტიურად ჟესტიკულირებდა. ამაღამ თუ აქ მომიწია დარჩენა, რა გადაურჩება დათას?!

_ _ _

ღამე მამა ბასილმა შეგვიფარა, ერთი ოთახი გამოგვიყო განაპირა ბარაკში: თუ იკადრებთ, შესახლდით, თუ არა, ადგილობრივ მოსახლეს დაველაპარაკები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ქირის გადახდა მოგიწევთო.

_ აქ გვირჩევნია. _ გადაჭრით თქვა სერგომ, რომელმაც ჩემი მონაყოლის შემდეგ მოსვენება დაკარგა.

ოთახში შმორის სუნი და ორი მორყეული საწოლი იდგა, თუ არ ჩავთვლით ერთმანეთზე შესკუპულ მუყაოს ყუთებს, პიზის კოშკად აყუდებულს გამურულ კუთხეში. ეთიკეტის მიხედვით, ამ ყუთებში თავის დროზე დაკონსერვებული ბარდა უნდა ყოფილიყო.

_ მე მანქანაში გავათენებ, თქვენ აქ მოთავსდით. _ თქვა სერგომ და დამნაშავესავით გამიღიმა.

უსიტყვოდ ჩამოვჯექი შიშველ ლეიბზე და თითით მოვსინჯე საეჭვო სისუფთავის პლედი. თავი წინასწარი დაკავების საკანში მგონია. მაგრამ სერგოსთვის საყვედური არ მითქვამს, ისედაც ტყავიდან ძვრება, რომ როგორმე მასიამოვნოს.

_ იქნებ მამა ბასილი ჩავაყენოთ საქმის კურსში, ვუთხრათ, ვინ ვართ და რისთვის ვართ ჩამოსულები.

_ შსსს... აქ კედლებსაც ყურები აქვთ. _ სერგომ სერდელივით თითი ტუჩზე მიიდო და ფანჯრიდან გადაეყუდა. გაიხედა-გამოიხედა, ტერიტორია დაზვერა და მჭიდროდ დაკეტა ფანჯარა. _ არ გამიკვირდება, ნარკომანი პაპუნა სახლის საძირკველში იჯდეს და იქიდან გვისმენდეს. არც ბერს ვენდობი ბოლომდე, ბევრი მინახავს ცხვრის ტყავში გახვეული მგელი. ახლა კი სიჩუმე! შეფთან უნდა დავრეკო ჩხრეკის ორდერის თაობაზე.

ალბერტი დამჯერე ბავშვით მომიჯდა. სიმძიმის ქვეშ ზამბარებიანი საწოლი ჩაიზნიქა და გამაფრთხილებლად აჭრიალდა.

_ აქ ტუალეტის საშუალება არი? _ ჩამჩურჩულა ალბერტმა.

_ უკანა ეზოში ჩეჩმას მოვკარი თვალი.

_ ვას ის დას `ჩეჩმა~?

_ ფიცრით აშენებული კლოზეტი კანალიზაციის გარეშე.

_ სუ! _ თვალები დაგვიბრიალა სერგომ და ფილტვებში ჰაერი ჩაიგუბა.

მან მცირეოდენი კორექტივებით, მაგრამ ქრონოლოგიის სრული დაცვით, ჩაურაკრაკა შეფს ჩემი მონაყოლი. მერე კარგა ხანს აქნია თავი, `გასაგებია~ _ თქვა მოწიწებით და მობილური შეინახა.

Page 63: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ თათბირს მოიწვევს და გადმომირეკავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯგუფის მოსვლამდე აქ მომიწევს ყურყუტი.

_ ჯგუფის მოსვლა შეიძლება ხვალამდე გაგრძელდეს. ეგღა მაკლია ამ სოროში მეორე ღამე გავათენო! _ გავაპროტესტე მე.

_ არა, გოგო, ეს არც მიფიქრია, შენ და ალბერტს ხვალ ავტობუსით გაგიშვებთ.

_ დიდი პატივია. _ მწარედ ამოვიოხრე და კედებზე სასმების გახსნას შევუდექი.

შხაპი დამხატავს. ცხელი შხაპი და ცხელი ჩაი. ჩემი სახლი წარმოვიდგინე _ მოთუხთუხე ჩაიდანი, მყუდროდ მოციმციმე ტელევიზორის ეკრანი, ტახტზე წამოკოტრიალებული დათა... რა მინდა აქ, ამ შმორიან ოთახში უცხო მამაკაცის გვერდით.

ალბერტს საბნის კუთხე აეწია და კრიტიკულად ათვალიერებდა საეჭვო შეფერილობის ლეიბს. ბაღლინჯოს თუ ეძებდა... საბრალო პროფესორი, ალბათ ეს იქნება ყველაზე ხიფათიანი შემოდგომა მის ცხოვრებაში.

სერგო უახლოეს მაღაზიაში წავიდა პროდუქტების მოსატანად. ალბერტმა შარვლის ტოტები აიწია და ჩეჩმის დასაზვერად წაბრძანდა. მე გულისფანცქალით ავკრიფე დათას ნომერი.

მინდა გითხრათ, უარეს რეაქციას ველოდი. ქმარი გაგებით მოეკიდა ჩემს ახსნა-განმარტება და ძილი ნებისა მისურვა. განძის პოვნის პერსპექტივამ თუ მოალბო.

დამშვიდებული სინდისით გავიხედე ფანჯარაში. ქვითკირის ღობესთან, იქ, სადაც ამასწინათ მე და მამა ბასილი ვიდექით, მიწის უსწორმასწორო გორაკები იკვეთებოდა. სერგოს მანქანა მონასტრის კაკლების ხეივანში დაეყენებინა, ძაღლის ბუნაგის სიახლოვეს. კაი დროს გაატარებს ამაღამ, ნაგაზმა თუ აიწყვიტა.

ნახევარ საათში ბარდის ამოყირავებულ ყუთზე გაშლილ სუფრას მივუსხედით.

_ აკაც გუდის კველი? _ ცხვირი აიბზუა ალბერტმა.

_ არ მოგწონთ? _ გაუკვირდა სერგოს.

_ სუნი აკვს.

_ აბა, უსუნო გუდა სად გაგონილა! გუდა ყველის მეფეა. ცხონებული ბებიაჩემი ამბობდა: ყველის მასალა შვიდი საათი რძეში თუ არ გაახერე, ნაღდი გუდა ვერ გამოვაო. ასე რომ, მიირთვით, მიირთვით.

_ მადლობა, სხვა რამე მივირთმევ. _ იუარა ალბერტმა და თევზის ნაჭერს პური მიუმარჯვა.

პური, ყველი, ძეხვი, მდოგვი, შპროტი და ნაბეღლავი _ სულ ეს იყო ჩვენი ვახშამი, როგორც სტუდენტობისას, ლაშქრობაში. სრული იდილიისთვის კოცონი და გიტარა გვაკლია. ამ დროს სულაც არ მაქვს სალაშქრო განწყობა. მცივა, ვერაფრით გავითბე ფეხები.

კედები გავიხადე, ფეხები ნასხვისარ პლედში შევყავი და შევეცადე კარგ რამეზე მეფიქრა: ზღვაზე, პლაჟზე, მზეზე... არ გამოვიდა, წვიმამ შემიშალა ხელი. უილაჯო, მღვრიე წვეთები თითქოს გარეთ კი არა, ჩემს თავში ერჭობოდნენ წვეტიან ნემსებად და ტვინს მირეცხავდნენ. აბლაბუდაში შეყუჟული ობობა გამოცოცხლდა და საქმიანად გაცოცდა უახლოესი ღრიჭოსკენ. ოზონის სუნი თუ იყნოსა.

ალბერტმა უცერემონიოდ დაამთქნარა, იმდენად უცერემონიოდ, რომ სერგოს ნაბეღლავი გადასცდა და ხველა აუტყდა. ბეჭებში დავცხე. გაკვირვებულმა შემომხედა. `ამის მერე მე

Page 64: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ვარ პოლიციელი და ეს ჯიგარი მეცნიერი?~ ყვიროდნენ მისი გრძელწამწამა, ვირის თვალები.

_ დავიძინოთ აწი. _ ვთქვი მე.

_ რაღაც არ მომწონხარ. _ მითხრა სერგომ და მზრუნველად დამაცქერდა.

_ რაღა დაგიმალო, არც მე მომწონს ჩემი სავი. მცივა.

სერგომ თავისი პლედი მხრებზე მომასხა და წამოდგა.

_ შენ? _ ვკითხე დარცხვენილმა.

_ მე მანქანაში გავთბები.

_ გაგიჟდი? არ გაბედო მანქანაში გათბობის ჩართვა! შენი გაგუდვაღა გვაკლია ყველა სიკეთესთან ერთად.

_ მართალი სიტკვა ამბობს იათამზე, პეჩი სასიკვდილოდ მომაკვდინებელია. _ დაგვაკვალიანა ალბერტმა.

_ ჰო, კარგი, კარგი, არ ჩავრთავ, ჩემი დარდი ნუ გაქვთ. _ დაგვპირდა სერგო და საჭმლის ნარჩენებით სავსე პარკს პირი მოუკრა.

კართან შეყოვნდა და ისეთი თვალებით შემომხედა, გული შემეკუმშა.

_ რამე გინდა მითხრა? _ ვკითხე მე. არ მომეწონა მისი მომლოდინე, სევდიანი მზერა.

სერგომ თავი გააქნია და ღამეში გაუჩინარდა, თან წაიღო თავისი სათქმელი.

სრულ უკუნში აღმოვჩნდით. წვიმამ ძალა მოიკრიფა და ახლა გამეტების ეხეთქებოდა ფანჯრის მინას, თითქოს ოთახში შემოსვლას გვთხოვდა. სადღაც ახლომახლო დაძრწის ავანტიურისტი ნარკომანი პაპუნა შათირიშვილი. ბასილს თუ ჰგონია ნამუსზე შეაგდებს, ცდება. არ უნდა დამეჯერებინა სერგოსთვის... ისე არ წავალ აქედან, ვიდრე მიამიტ ბერს საქმის კურსში არ ჩავაყენებ. პაპუნა ასიანი როსტომს ელაპარაკებოდა, ამის შემოწმება ადვილია... ხვალვე დავარეკინებ სერგოს სადაც ჯერ არს... ვინ იეიძლება იყოს ე.წ. `დვარნიაშკა~?

_ იათამზე, გძინავთ?

_ არა.

_ გესმით რა ხდება გარეთ?

_ მეორედ მოსვლა.

_ ალბათ ასეთი ცა იყო ცივილიზაციიამდე.

_ აქ მგონი საერთოდ არ ჩაუვლია ცივილიზაციას. _ ვთქვი და ენაზე ვიკბინე. ღმერთო, შემინდე, მე, ცოდვილს. რა მკვრეხელობაა პრეტენზიების წაყენება ამოდენა ისტორიული ნანგრევების ფონზე.

_ გჯერათ გეოპატოგენური ზონების?

_ არ ვიცი, არ მიფიქრია...

_ მე ხშირად მიფიკრია. როცა დისკომფორტი მაკს, ვხვდები, რომ იმ ადგილზე ცუდი აურაა. ეს ნიშნავს, რომ მიწიდან რადიაქტიური ნივთიერება სხივდება, რომელიც მოკმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ახლა, სადაც მოეცონებათ, იკ აიენებენ ეკლესიები. ასე არ ვარგა.

Page 65: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ცუდმა ადგილმა შეიძლება თავისი პუნკცია ვერ შეასრულოს, საეკლესიო პირთა სულიერ მდგომარეობაზე აისახოს...

ალბერტის დუდუნისა და წვიმის აკომპანიმენტის თანხლებით ჩამეძინა. დამესიზმრა, ვითომ ტრიალ მინდორზე ვიდექი და ვერ გამერკვია: წელიწადის რომელი დროა. გარშემო მცენარის ნასახიც არ ჩანდა, მე კი ფეხშიშველა ვიდექი გაბრიგინებულ მიწაზე და არ მციოდა. შორს, თითქმის პორიზონტზე, ნისლში გახვეული მურა კლდე იგრიხებოდა. ნისლი შესქელებულ ბოლქვებად მოიწევდა ჩემსკენ და ხედვის არეალს მიმოკლებდა. თითქოს იქ, კლდის ძირში, ცხრათავიანი დევი ახჩოლებდა გიგანტურ ყალიონს. გაქცევა მინდოდა, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი, მონუსხულივით ვიდექი ერთ ადგილზე და ვგრძნობდი, როგორ ვეხვევი მედუზასავის სლიკინა, შესქელებულ სუბსტანციაში. აი, უკვე ტერფებზე შემეხო, კოჭები ამილოკა, მუხლებზე აცოცდა ამაზრზენ მუხლუხოდ და მუცელზე მომიფათურა. სადაცაა, ყელში მწვდება და სუნთქვას დამიხშობს. რა სულელურად ვკვდები, ასე არ შეიძლება... _ რაღაცნაირად მდორედ გავიფიქრე და მთლიანად დავნებდი ნაძალადევ ალერსს. ამ დროს სადღაც განათდა. სუბსტანცია შეინძრა, გადაადგილდა, ათუხთუხდა... `ვინ ხარ?~ ვიკივლე მთელ ხმაზე და... გავიღვიძე.

ფანჯარაში ელვის ვერცხლისფერი კლაკნილი ძიგძიგებდა, ოთახში კი შავი სილუეტი გაკრთა. იმავე წამს ისე დაიქუხა, რომ ინსტიქტურად დავხუჭე თვალები. როცა გავახილე, აღარც სილუეტი იყო, აღარც მოძიგძიგე ელვა. წვიმამ დასცხო ყოვლეგვარი პრელუდიის გარეშე _ მტკიცედ, ხმაურით, წალეკვის პრეტენზიით.

_ ალბერტ, აქ ვიღაც იყო.

_ ნუ მაშინებთ, იამზე, ვინ უნდა კოფილიკო?

_ არ მომჩვენებია. ახლა, ამ წუთში, ჩემს საწოლთან ვიღაც იდგა.

_ ცუდი სიზმარი ნახეთ მგონი. რომელი საათია? _ ალბერტმა სათვალე გაიკეთა და მობილურის ცისფრად განათებულ ეკრანს დახედა. _ სამი. დაიძინეთ, იამზე, ჯერ ადრეა. ბაი-ბაი!

ასეთი კოშმარული სიზმრის მერე რაღა დამაძინებს?! გვერდი ვიცვალე. იქნებ ეს შავი სილუეტი ჩემი სიზმრიდან მატერიალიზირდა?! ენერგიამ ვიბრაცია განიცადა და ფორმა მიიღო. სისულელეა. შიშს არა მხოლოდ დიდი თვალები, დიდი წარმოსახვის უნარიც გააჩნია.

ალბერტს გავხედე. წეღან რომ ენად გაიკრიფა, ახლა მაინც ამოღერღოს ორი სიტყვა. `ადამიანი ადამიანისთვის დღეა~, მგონი დოჩანაშვილმა თქვა. გეთანხმებით, ბატონო გურამ, ალბერტმა რომ დალაპარაკება ინებოს, ჩავთვლი, რომ გათენდა.

შორიახლის კაკლთან მიბმული ნაგაზი აყეფდა, ქუხილმა თუ დააფრთხო. ალბერტი კედლისკენ გადაბრუნდა და ისეთი ომახიანი ხვრინვა ამოუშვა, თითქოს ჭექა-ქუხილის ნაცვლად ბეთჰოვენის `მეცხრე სიმფონიას~ ისმენდა.

თავსხმა რომ არა, გარეთ გავიდოდი სიგარეტის მოსაწევად და სერგოსაც შევამოწმებდი. დარწმუნებული ვარ, არ სძინავს, სითბოში ზის, სიგარეტს აბოლებს და ხვალინდელ გეგმებს სახავს. ამ ერთი ხელის დადება ოთახში რომ მოვწიო, ალბერტი გააპროტესტებს. პედანტური გერმანელია. წარმომიდგენია, როგორ ამაღლებულ სიზმრებს ნახულობს... _ სისლეის პეიზაჟი, სეზანის ნატურმორტი, რაფაელის მადონა... ასეთი არასოდეს ნახავს თანამემამულე ბოსხის `ჯოჯოხეთს~, სალვადორ დალის `ანტრომორფულ ბიუროს~...

_ პუუუ... პკ, პკ, პკ. _ გარკვევით მომესმა გაურკვეველი წარმოშობის ბგერები.

Page 66: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

წამოვჯექი. ყური გავიმახვილე და მხედველობა დავძაბე. ბგერები განმეორდა, ოღონდ უფრო მოკლე ინტერვალით. სადღაც კაკანებს ტყვიამფრქვევი. ოთახში ამჟავებული შპროტის სუნი დაბორიალდა. კედლისკენ მიბრუნებული ალბერტი, არც მეტი, არც ნაკლები... აკუებდა. მართალია ძილში, მაგრამ თავი მაინც გაბითურებულად ვიგრძენი. გაზების შტურმიღა აკლდა ამ მართლა საკუილე ოთახს! მე კი, იდიოტს, სიგარეტის მოწევა მერიდება. ამას სიგარეტი კი არა, გოგირდი უნდა დაუნო ყურთან.

ჩავახველე.

საქმეში ხარ? არც შერხეულა. თან ხვრინავდა, თან გაზებით მატერორებდა. რომელი ცოლი იგუებდა ამ კუანა ჟირაფს?! იმიტომაც უნდა `ფასადურ რეზერვაციაში~ განმარტოება, შორს `მომცამვლელი გაზებისგან~.

შენ რა გითხარი, სერგო, აწი ჩემთვის დაგეთმო მანქანა. შენი ჭკუით პატივი მეცი, ოთახში დამაბინავე. ის შავი სილუეტი, წეღან რომ გული გამიხეთქა, ალბერტის ნაწლავებიდან გამოპარული ღრუბელი იქნებოდა. გაზი რა არის? ენერგია. მატერიალიზირებული ენერგია უკვე ფანტომია.

ჭექა-ქუხილი მინავლდა, წვიმა კი არ აპირებდა გადაღებას, არც აზიური ნაგაზი ჩაცხრომას. უყეფდა და უყეფდა მიწაზე ჩამოსულ ზეცას. ხუთასამდე დავითვალე. მერე თვლა ამერია და ისევ თავიდან დავიწყე. ეს ძაღლი მგონი შიზოფნიკია, რით ვერ დაიღალა ეს მართლა შობელძაღლი?! რაც მთავარია მოძრაობს, გარკვევით მესმის ჯაჭვის წკარუნი. დღეს იმდენი ხმები მესმის, გაფრენას ცოტა მაკლია.

უნამუსო კავკასოლოგი ეტყობა დაიცალა, მაგრამ ხვრინვა არ შეუწყვეტია. ამან უნდა თქვას, ნერვები მაქვსო. ვაღიარებ, საკმაოდ მელოდიურად ხვრინავდა. ყაპყაპი ჰარმონიულ გამაში გადადიოდა, ტენორსა და მეცო-სოპრანოს შორის ლივლივებდა და უცებ ჭედავდა _ ერთწამიანი ანტრაქტი. და როცა მეგონა _ მორჩა, დაიხრჩო, ვეღარ ამოისუნთქავს _ თავიდან იწყებდა: პიანო, პიანისიმო, პატეტიკო, გლისინდო, მამა მია...

რა დროს ჩამთვლიმა არ მახსოვს.

_ ია, იათამზე! _ თავზე დამყვირა სერგომ.

_ რა ხდება, შეიშალე? _ თვალების ფშვნეტით წამოვჯექი ლოგინზე.

გათენებულა. ისე არა, როგორც მეიმედებოდა, მაგრამ წუხანდელ თავსხმას ეს ძალაგამოლეული წვიმა სჯობს.

_ ჩაიცვი ფეხზე და გამოდი გარეთ.

_ გუტენ მორგენ! _ მოგვესალმა გვარიანად გამოძინებული გერმანელი.

_ მორგენ, ხო, მორგენ. _ ცხვირში წაიდუდუნა სერგომ.

_ რა ხდება, ადამიანო, არ მეტყვი? _ კედების ძებნაში იატაკზე ფეხები მოვაფათურე.

_ გარეთ გელოდებით. _ უკანმოუხედავად გვესროლა სერგომ და კარი გაიჯახუნა.

პრაქტიკულად ჩაცმულს მეძინა, მხოლოდ კედებზე დამჭირდა თასმების შეკვრა. ალბერტს აღარ დაველოდე, ფართხაფურთხით გავეკიდე მაიორს.

ის თავდახრილი იდგა არქეოლოგიურ თხრილთან. იქ, ნაწვიმარ ორმოში პირაღმა ეგდო ბერი ბასილი _ თავგაჩეჩქვილი, გასისხლიანებული, ტალახიანი მიწით მოთხუპნილი, უსაშველოდ მკვდარი...

Page 67: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ _ _

თბილისში ჩამოსვლისსანავე აბაზანს მივაშურე, ტანსაცმელი ავტომატში შევყარე და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი. მესიამოვნა, მაგრამ თავის ტკივილმა არ გამიარა. მარჯვენა ნახევარსფეროში დეტონატორზე მიერთებულივით პულსირებდა ურჩი ნერვი. ეზოთერიკოსებს თუ დაეჯერება, მარცხენა ნახევარსფერო ლოგიკური აზრის ბუდეა, მარჯვენა _ ასოციაციური. მე მარცხენა ნახევარსფერო უფრო განვითარებული მაქვს. სერგოს რომ ჩემთვის დაეჯერებინა, ბერი ბასილი დღესაც ცოცხალი იქნებოდა, განძი კი კანონის სრული დაცვის სახელმწიფოს ჩაბარდებოდა.

ამ გადასახედიდან ვრწმუნდები, რომ წუხელ პაპუნა მესტუმრა. მერე კი თავისი შავბნელი ზრახვების სისრულეში მოსაყვანად წავიდა. ამინდმაც ხელი შეუწყო. რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ექსპედიციისთვის უნდა დაესწრო, მით უმეტეს, რომ მამა ბასილისთვის ცნობილი გახდა არაბესკის მოპარვის ფაქტი. `ზევიდანაც~ აჩქარებდნენ, ჩემი ყურით გავიგე: `პაპაჩემის დუქანი კი არაა, როცა მინდა ლაფატკით მივადგეო~... დუქანში _ აბუსერისძეების სამარხს გულისხმობდა. ანუ პაპუნამ არაბესკის ნატეხი მოიპარა, ჩამოიტანა თბილისში, აჩევნა სპეციალისტს, რომელმაც თავის მხრივ სქემა გაშიფრვა და სამარხის ზუსტი ადგილი დაადგინა. მახსოვს, მაშო რუკაზე აპელირებდა, ეპიტაფიაც გარდამავალი ნუსხურით არისო დაწერილი. საქმე დასწრებაზე იყო. ვაღიარებ, დაგვასწრეს.

არადა, აიკლო ძაღლმა ყეფით იქაურობა: `ხალხო და ჯამაათნო, გამოდით გარეთ, ვანდალიზმს აქვს ადგილიო.~ მხოლოდ ბასილი გამოეხმაურა, გულისხმიერი, მიამიტი ბერი... რას წარმოიდგენდა, ასე თუ გაიმეტებდა `კეთილი გულის ბიჭი~, რომელმაც ვერ მოახერხა `დემონის დამარცხება~. მოჭარბებული სიკეთეც აბრმავებს ადამიანს, პაპუნას არსი რა დიდი გამოსაცნობი იყო, სლენგზე ეტყობოდა, რა სულის პატრონია.

ონკანი დავკეტე და თავის ტკივილს მივაყურადე. თითქოს შესუსტდა, მაგრამ მთლიანად არ აილაგმა. დაორთქლილ სარკეს პირსახოცი მოვუსვი. ჩაწითლებული თვალები, ასიმეტრიულად მოხტუნავე წარბები... გაიგე ახლა, რომელი ნახევარსფერო ექაჩება!

მაგდა შათირიშვილის ბინის ჩხრეკამ შედეგი ვერ გამოიღო, მამიდამისის ქონებაზე დაგეშილმა დედიკომ შვილის ასავალ-დასავალი არ იცოდა. ვერც ჩელეს ადგილ-სამყოფელის დადგენა მოხერხდა. ბოროტმოქმედი ერთად იქნებიან გამაგრებულნი ჩვენთვის გაურკვეველ მისამართზე. მთავარია, გავიდეთ დამკვეთზე.

ვიდრე მე ვიმშრალებდი, ოთახში რეკვით გასკდა ტელეფონი. რეკა, რეკა და გაჩერდა. იმავე წუთს მობილური გამოცოცხლდა.

გული მიგრძნობს, ადამიანურად გამოძინება არ მეღირსება, არადა, თეთრეული გამოვცვალე, ფარდები ჩამოვუშვი, ვიფიქრე, ნამგზავრ სხეულს დავასვენებ და თვალსაც მოვატყუებ.

მობილურს ისევ ტელეფონი ჩაენაცვლა. ისე აგრესიულად რეკდა, ხალათის მოსხმა ძლივს მოვასწარი.

_ ჰო. _ მკვახედ ჩავძახე ყურმილს, დარწმუნებული იმაში, რომ სწორედ სერგო მაწუპებდა ამ უდროო დროს.

_ უკაცრავად, იათამზე მინდოდა?

Page 68: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

უცნობი ქალის ხმაზე დავიბენი და დავიმორცხვე.

_ დიახ, გისმენთ.

_ პაატა დანელიას ქვრივი გახლავართ, ადა დანელია. მგონი საქმის კურსში ხართ.

_ კურსში... დიახ... _ უარესად დავიბენი.

მე რომ ვარ საქმის კურსში ვარ, გასაგებია, მაგრამ ქალბატონმა ადამ საიდან იცის ჩემი `საქმის კურსში~ ყოფნის შესახებ, ჯერჯერობით არ ვირიცხები სამძებრო განყოფილების შტატიან თანამშრომლად.

_ თქვენი ტელეფონის ნომერი მაშო შარაშენიძემ მომცა. მითხრა, რომ ერთადერთი ხართ, ვისთანაც შეიძლება ადამიაურად დალაპარაკება.

პასუხად მხრები ავიჩეჩე და პირსახოცის ჩალმა მოვიფხანე. ესმოდეს მაიორ ოქრუაშვილს?!

_ მისმენთ, იათამზე?

_ დიახ, რა თქმა უნდა...

_ არ მინდა ჩვენი ლაპარაკის შესახებ ოფიციოზმა იცოდეს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. არც უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა მინდა.

_ ვის გულისხმობთ?

_ როსტომ ბუაძეს. ჩემ ყოფილ ქმარს.

`როსტომი, როსტომი... როსტომმა იცოდა ხელნაწერების შესახებ, როსტომი მანუჩარის ასისტენტი და ადას პირველი ქმარია. ყველა გზა როსტომთან მიდის. ყველა, `ოფიციოზის~ გარდა. სერგო მყავს მოსაკლავი!~

_ ქალბატონო ადა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

_ უნდა მომისმინოთ, მეტი არაფერი. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია.

_ ყურადღებით გისმენთ.

_ ასეთ საჩოთირო საკითხზე მირჩევნია შინ დაგელაპარაკოთ. _ მითხრა უაპელაციო ხმით.

_ კეთილი, მიკარნახეთ მისამართი.

ყურმილი დავკიდე და თმის გასაშრობად ფენი ჩავრთე. `საჩოთრო საკითხის~ მოსმენაზე როგორ ვიტყოდი უარს?! თავის ტკივილმა გამიარა და ანთებული ნერვიც ჩაცხრა. აი, რას ნიშნავს, ქათინაური!

ნახევარ საათში ჩემი `ოპელი~ ადა დანელიას ეზოში გაჩერდა. კორპუსის ლოჯიები პირდაპირ ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს გადაჰყურებდა. გამოხვალ დილით აივანზე და გაჰყურებ მომავალ პერსპექტივას. მაგარია!

კარი ელეგანტურ ძაძებში ჩაცმულმა ქალმა გამიღო. გამჭვირვალე ბლუზა უსახელო შავ კაბაზე. თვალში მომხვდა წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებიანი მომინანქრებული მედალიონი. ლამაზიც იყო და ორმოცდაათი წლის იქნებოდა, შეიძლება მეტისაც. ასაკს ღირსეულად ატარებდა. არ მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიას, გაახალგაზრდავების მცდელობაში კაბას რომ იმოკლებენ და დეკოლტეს იღრმავებენ. იმითაც კმაყოფილი იყო, რაც ღმერთმა მისცა _ სოლიდური წონა, ჯანმრთელი პირისკანი, აზრიანი თვალები, ჯერაც ხშირი თმა.

Page 69: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

გენერალური შტაბის უფროსის პირობაზე უბრალოდ ცხოვრობდნენ. მოდიდან გამოსული გარნიტური `ტიულპანი~, ჩეხური ბროლი, ოქროცურვილი სერვიზით გაზიზინებული ვიტრინა, პიანინო `როინიში~, ნოხი, სარკე, ნახატი... ობივატელურ მყუდროებას არღვევდა ნახევარ კედელზე გაკრული ნაბადი ზევიდან დამაგრებული იარაღის კოლექციით _ ქართული ხმალი, ტიბეტური დანა, ინგლისური დაშნა, გაურკვეველი წარმოშობის ორნამენტებიანი ქარქაში. მოარშიებული ჩარჩოდან ოთახს ზვერავდა ტრაგიკულად მოკლული პაატა დანელია _ შავთვალწარბა მამაკაცი ფართო, ძლიერი ყბებით. სურათის ქვეშ, ციცქნა მაგიდაზე ხატების კუთხე მოეწყოთ, შანდალში თაფლის სანთელი იწვოდა.

_ გავიგე, აგნესა შარაშენიძეს დასხმიან თავს, _ დაიწყო ადამ, _ ამ ქალბატონს ადრეც ვიცნობდი, ჯერ კიდევ როსტომის ცოლობისას, ჩვენი მეუღლეები მეგობრობდნენ, უფრო სწორად, საერთო საქმე აკავშირებდათ. როსტომს არასოდეს ჰყოლია ნამდვილი მეგობარი, არქეოლოგია იყო მისი მეგობარიც, ცოლიც და საყვარელიც. მანუჩარის შვილიშვილი, მაშო ახლახან გავიცანი, როცა ცნობილი გახდა პაატას მკვლელის ვინაობა. ყურადღება მიაქციეთ, ჯერჯერობით მხოლოდ ვინაობა, _ გაჩუმდა და დაჟინებით შემომხედა.

_ იმედია, მალე აიყვანენ, მთელი სამძებრო განყოფილება ფეხზე დგას, _ მოვუბოდიშესავით, თითქოს მე ვიყო ზემოხსენებული განყოფილების შეფი.

_ ღმერთმა ქნას, წარმატებას ვუსურვებ ყველა პროფესიონალს, მაგრამ დამეთანხმეთ, ვიდრე დამნაშავემ შვიდი კაცი არ მოკლა, ჩვენი ქებული გამომძიებლები მოტივზე ვერ შეთანხმდნენ. კარგი, არ გვინდა ამაზე, პაატას აწი ვერაფერი გამიცოცხლებს... _ გვერდულად ახედა სურათს, თითქოს შეამოწმა, მისმენს თუ არაო.

მგონი, მართლა უსმენდა, მკაცრად მოეკუმა სანთლის ალით განათებული ყბები, ორბის თვალებს არ გვაცილებდა.

_ რამდენადაც ვიცი, აგნესას საქმეშიც კახაბერ მამასახლისი ფიგურირებს, იმავე პიროვნებამ მოიპარა მანუჩარ შარაშენიძის ხელნაწერები...

_ მართალი ბრძანდებით.

_ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ კომიდან გამოსულმა აგნესამ თავდამსხმელად ჩემი ყოფილი ქმარი, როსტომ ბუაძე დაასახელა?

_ როგორ, ქალბატონი აგნესა კომიდან გამოვიდა? რატომ არაფერი ვიცი? _ დავფიქრდი. ვინ მეტყოდა? ნაშუადღევს ჩამოვედი აწყურიდან.

_ წუხელ მოხდა ეს ამბავი, ცოტა არეულად ლაპარაკობს, ვერ ტოვებს ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანების შთაბეჭდილებას... და მაინც, ფაქტს ვერსად წაუვალ. აგნესამ დამნაშავედ როსტომი გამოაცხადა. რას იტყვით, იათამზე? _ ადა დაინტრიგებული სახით გადმოიხარა.

რა პასუხს ელის ჩემგან? ის, რომ როსტომმა ხელნაწერების შესახებ იცოდა, არ მაძლევს საფუძველს, ხელაღებით დავადანაშაული.

_ გამომძიებელი რას ამბობს?

_ ამ ეტაპზე დაზარალებულის ჩვენება არ შეიძლება საქმეში ჩაიდოს და მის მიერ მითითებული პირი სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნონ. დრო კი არ ითმენს, თუ როსტომის ხელი ჩემი პაატას სიკვდილში ურევია, ამის სულს ვფიცავ, უკან არ დავიხევ, _ ადამ ხმა გაიმკაცრა და საჩვენებელი თითი ფოტოსკენ მიმართა.

დავუჯერე.

Page 70: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ რა გაძლევთ ასეთი დასკვნის საფუძველს? _ უკვე აღარ მახსოვს, ვისთან და მერამდენედ ვატრიალებ ერთსა და იმავე შეკითხვას.

_ რამდენიმე დღის წინ როსტომმა დამირეკა. ოცი წელი არ გამოჩენილა და უცებ დარეკა. წარმოგიდგენიათ?

_ ცოტა უცნაურია.

_ არ იკითხავთ, რა შემომთავაზა? _ ადამ გამომცდელად შემომხედა, თითქოს ჩემს რეაქციას ამოწმებდა, _ გული, ხელი და ფული... _ დააყოლა სხაპასხუპით.

_ ფული? _ მაშინვე როსტომის ბინის დაბზარეული კედლები და გაქექილი სავარძელი წარმოვიდგინე.

_ გაგიკვირდათ? მეც გამიკვირდა, ფული გამიკვირდა, თორემ შერიგება და ამისთანები პირველი არ არის.

_ აკი, ოცი წელი არ გამოჩენილაო?

_ ვგულისხმობ ოცი წლის წინანდელ პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა შერიგების იმედი. ჩვენ დიდხანს და მტკივნეულად ვშორდებოდით ერთმანეთს.

_ მართლაც, უცნაურია... რა თანხაზეა ლაპარაკი, რამდენადაც ვიცი, ბატონი როსტომი სამსახურიდან დაითხოვეს, ორმოცლარიან პენსიაზე თუ გეპატიჟებათ, არ ვიცი.

_ ყველაფერს დამპირდა: სახლს, მანქანას, უზრუნველ ცხოვრებას, შვილების დაფინანსებას... უცხოეთში სწავლის გაგრძელება. ტყუპი გოგონა მყავს, ცხრამეტ-ცხრამეტი წლის. ლონდონში იმყოფებოდნენ ერთწლიანი სასწავლო პროგრამით, როცა მამამისის ამბავი შეიტყვეს. ჩამოვიდნენ, მაგრამ უფულობის გამო უკან ვეღარ გავუშვი. ეს არ არის მთავარი, მთავარია, საიდან გაუჩნდა როსტომს ფულის შოვნის პერსპექტივა?

_ მანუჩარის არქივს უკავშირებთ?

_ თავისთავად არქივი დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს, ის არის ხიდი რაღაც სენსაციური აღმოჩენისკენ. ასე არაა?

თავი დავუკარი. სენსაციური აღმოჩენა სიკვდილის ფასად დაუჯდა ბერ ბასილს. ვინ იქნება შემდეგი? ჩელე ეგებ გაჩერდეს კიდეც, ის მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობდა. აი, პაპუნა და როსტომი როგორ მორიგდებიან? არ გამიკვირდება, ჩუმჩუმად ერთმანეთის ლიკვიდაციაზე ფიქრობდნენ, გააჩნია, ვის ხელშია განძი. თუკი არის ვინმეს ხელში. პაატა დანელია რომ როსტომის ყოფილი ცოლის ქმარია, უბრალო დამთხვევა მგონია, რომელმაც როსტომის წისქვილზე დაასხა წყალი. ავანტიურისტულ სცენარში ჩართვით მიტოვებულ ქმარს არა მხოლოდ გამდიდრების, არამედ ყოფილი ცოლის დაბრუნების იმედიც გაუჩნდა.

_ ქალბატონო ადა, რამდენადაც ვიცი როსტომთან შვილი არ გყავთ?

_ არა. ალბათ ეს იყო ჩემი პირველი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი. არა, ვტყუი. აღარ მიყვარდა, შეიძლება ითქვას, არც არასოდეს მყვარებია, _ ისე თქვა, თითქოს ახლა, ამ წუთას გამოუტყდა თავს.

_ იქნებ უფრო დაწვრილებით მომიყვეთ, ფუჭი ცნობისმოყვარეობის გამო არ გეკითხებით, მინდა ვიცოდე, რას წარმოადგენს სინამდვილეში როსტომ ბუაძე.

_ საშუალო გაფრენის არქეოლოგი ალ კაპონეს ამბიციებით. კარგი, ვეცდები, ვიყო თანამიმდევრული, _ ადამ მედალიონი მომუჭა და აუღელვებლად დაიწყო:

Page 71: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ მოულოდნელად გავთხოვდი, აღარ დავლოდებივარ დიდსა და ნამდვილ სიყვარულს. მძიმე ბავშვობა მქონდა, დედა ადრე დამეღუპა, მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, შვილები გაუჩნდათ. დედინაცვალმა ჯერ დეიდამისი ჩამოიყვანა სოფლიდან, მერე დეიდაშვილები, ბიძაშვილები... ჩემს სახლში ჩემი ადგილი აღარ იყო. იმდენად ვიწროდ ვიყავით, ბოლოს საკუჭნაოში მეძინა. იმ ქალმა მთელი სანათესაო ჩამისახლა დედისეულ სახლში. ოღონდ იქიდან თავი

დამეღწია, არაფერს დაგიდევდით. ამ დროს შემხვდა როსტომი, ყველანაირად დადებითი პიროვნება _ წესიერი, გაწონასწორებული, განათლებული, უკვე მუშაობდა, ექსპედიციებში დადიოდა. მაშინ ძალიან რომანტიკულად მომეჩვენა. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, სწავლის გაგრძელებას არ ვაპირებდი. უნდა ვაღიარო, აქ როსტომმა იმარჯვა. შენი მონაცემების გოგო აფსუსია შინ მოცდესო და ყველანაირად შემიწყო ხელი სტუდენტი გავმხდარიყავი. კონსპექტები დამაყარა, თვითონაც მეხმარებოდა, ამას ვერ დავუკარგავ... ისედაც, არ ყოფილა ცუდი ქმარი, არ მახსოვს, რაიმე დაეშალოს, დავეტუქსე. ასე ვცხოვრობდით. სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, ბავშვთა პოლიკლინიკაში დავიწყე მუშაობა, დროგამოშვებით გინეკოლოგთან დავდიოდი უშვილობის მიზეზის დასადგენად. ყველგან ერთი და იგივე პასუხი მესმოდა: ყველაფერი წესრიგში გაქვთ, უსათუოდ დაფეხმძიმდებითო, _ ადამ მედალიონს ხელი გაუშვა და ტუჩები დაბრიცა. ვერ გაიგებდი, ტირილს აპირებს თუ სიცილს, _ დავფეხმძიმდი, მაგრამ სხვისგან, სხვისგან, _ განაგრძო აღელვებულმა, _ პაატა იყო კაცი, რომელსაც ალბათ, მთელი სიცოცხლე ქვეცნობიერად ველოდი. ჩვენ საკმაოდ სოლიდურ ასაკში შევხვდით ერთმანეთს, მე ოცდაათს ვიყავი გადაცილებული, ის ორმოცს უკაკუნებდა. ვერ ვიტყვი, რომ ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი, პირიქით, თავდაპირველად პაატამ უკმეხი და გაუნათლებელი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა... ჰმ, ბალტიისპირეთს პრიბალტიკას ეძახდა, ნათურას _ ლამფოჩკას. ყველაფერი ლოგინმა გადაწყვიტა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სექსმა შეიძლება სიამოვნება მოგანიჭოს. როსტომი, მეტყველების თანდაყოლილი დეფექტის გამო, კოცნასაც ვერ ახერხებდა ხეირიანად, საშინლად იყო დაკომპლექსებული, მერე და მერე მოეხსნა... სამაგიეროდ, სხვა კომპლექსი გაუჩნდა, არაინტიმური ხასიათის. ეჩვენებოდა, რომ სათანადოდ ვერ აფასებდნენ, რომ არქეოლოგის პროფესიაში კარგი არაფერი ყრია, სჯობდა, მეღვინე გამოსულიყო ან ვაშლი გაეყიდა ბაზარში. ამას ისე ამბობდა, ყასიდად, ჩემი რეაქცია აინტერესებდა. არასოდეს გამომითქვამს პრეტენზია, ვიცოდი სიმშვიდის ფასი... საკუჭნაოში გამართულ ლოგინს რომ წარმოვიდგენდი, როსტომი მფარველ ანგელოზად მეჩვენებოდა. ეს ყველაფერი პაატასთან შეხვედრამდე იყო. პათოლოგიური სევდით შეპყრობილი როსტომის ფონზე პაატა ვულკანივით თუხთუხებდა. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ გარეგნული უხეშობის მიღმა ერთგული, საკუთარ თავში დარწმუნებული, ხელგაშლილი პიროვნება იმალებოდა. როსტომს თავში არასოდეს მოსვლია, დაბადების დღე მოელოცა ჩემთვის, სადმე წავეყვანე, ახალი ნივთი ეყიდა... ძუნწი ლოგინშიც ძუნწია, იათამზე. ძალიან გამიჭირდა მისთვის სიმართლის გამხელა, მაგრამ დრო არ ითმენდა, უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, პაატაც მაჩქარებდა, შენ თუ არა, მე ავიღებ ჩემს თავზე როსტომთან მოლაპარაკებასო. როგორც იქნა, გავბედე. ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორსაც ველოდი. ჯერ დაიბნა, მერე აყვირდა, ბოლოს ატირდა. ყველაფერს გაპატიებ, ოღონდ არ მიმატოვოო. რა მქონდა საპატიებელი _ აღარ მიყვარდა. ადრე, ბავშვის აყვანაზე როცა ჩამოვუგდე სიტყვა, ქვას თავი შეუშვირა, სხვისი შვილის გაზრდას, მირჩევნია, სულ არ მყავდესო. ჩემი გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, იცოცხლე, მოინდომა ბავშვის აყვანა. გმადლობ, მალე საკუთარი მეყოლება-მეთქი. ამას არ ელოდა. შოკში ჩავარდა. იმ დღეს გადავრჩი, მეორე დღეს კი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო _ მზად ვარ, ვიშვილო შენი მომავალი ბავშვიო. ცხადია, უარი მიიღო, უკვე ბარგს ვალაგებდი. მაშინ მომდგა და მლანძღა _ უგულო და უმადური მიძახა, რაც მე შენთვის გამიკეთებია, შენ კი ფულში გამცვალეო. არანაირი ფულის პატრონი იმ მომენტისთვის

Page 72: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

პაატა არ იყო, თანამდებობა ჰქონდა, მაგრამ გენერალური შტაბის უფროსად არც ისე დიდი ხნის წინ დანიშნეს. ეტყობა ჩემ სახლს რამე დიდი ფულის? _ ადამ თვალი მოავლო ოთახს, მზერა ნაბადზე შეაჩერა, _ იარაღის კოლექცია პაატას მამისაგან ერგო, ზუსტად ეს სახლი ჰქონდა მაშინაც, ავეჯიც არ გამოგვიცვლია. როგორც სამხედრო პირს, მაღალი ხელფასი ჰქონდა, სიღარიბეს არ ვუჩიოდით, თუმცა არც მდიდრები გვეთქმოდა. როსტომს ფული იდეფიქსად ექცა, აიჩემა, გინდა თუ არა, ფულის გამო მიყვები იმ კაცსო. ცუდი სიტყვები ვაკადრეთ ერთმანეთს, მეც ზედმეტი მომივიდა, ყველაფერი მივახალე, რასაც ვფიქრობდი და რასაც არ ვფიქრობდი. ეტყობა, მაშინდელი შეხლა-შემოხლა ვერ მოინელა, თორემ...

ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა. `თორემ, თორემ, თორემ...~ ვიმეორებდი გულში, აზრი რომ არ დამეკარგა.

_ ალბერტ, ახლა არ მცალია, _ ვუთხარი უდროოდ გამოცხადებულ გერმანელს.

_ ჩემი გაცილებაც არ გცალია? _ სევდიანად დამეკითხა.

_ რას ჰქვია გაცილება?

_ ნახ ჰაუს გეჰენ, მაინ ლიბერ ფრაუ, ნახ ჰაუს... _ წაუმღერესავით.

_ მოიცა, `ნაჰ ჰაუს~ რას ნიშნავს, გერმანიაში მიემგზავრები?

_ ჩემზე რომ იკოს დამოკიდებულება, არასოდეს დავტოვებდი გეორგიას. ბერლინის უნივერსიტეტის კაფედრიდან დამირეკეს, ახალი პროეკტი შემომტავაზეს, უაღრესად საინტერესო. თუ რომ სასწრაფოდ არ ჩამოხვედი, კლაუსს დავნიშნავთ ხელმზვანელიო. კლაუსი არის დიდი... დიდი დრესკ.

_ დრესკ, _ მექანიკურად გავიმეორე.

_ თქვენებურად გოთვერან.

_ სასწრაფოდ... და როდის?

_ ზარს ველოდები აეროპორტიდან. თუ ჯავ... ჯავშან ბილეტი თავისუფალია, დარეკვენ და ამაღამ მომიცევს. თუ არა _ ხვალ.

_ ალბერტ, როგორც გავთავისუფლდები, დაგირეკავ, იმედია, დამშვიდობებას მაინც მოვასწრებთ.

_ იმედია, _ ისეთი გრძნობით ამოიოხრა, წუხანდელი `შტურმი~ ვაპატიე. ბოლოს და ბოლოს, ძილში გაეპარა, ვის არ მოსვლია.

_ აბა, დროებით.

_ იამზე! _ რატომღაც არ ვეთმობოდი.

_ ჰო.

_ ჩამოხვალთ გერმანიაში?

_ უახლოეს მომავალში ვერ დაგპირდები, ზოგადად _ დიდი სიამოვნებით.

_ ჩემი მისამარტი დაგიტოვებ.

_ რა თქმა უნდა, ალბერტ, მისამართებსაც გავცვლით, იმეილებსაც, ტელეფონებსაც, თვითმფრინავზეც მიგაცილებ. აბა, დროებით, _ მობილური შევინახე და ჩამცხრალ ადას შევხედე.

Page 73: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ გეჩქარებათ? _ მკითხა ხმადაბლა.

_ არც ისე, _ გამამხნევებლად გავუღიმე და ტვინში ჩაკირული `თორემ~ შევახსენე _ `მაშინდელი ლაპარაკი ვერ მოინელა, თორემ...~

_ თორემ ფულს არ შემახარბებდა, _ დაასრულა ადამ.

_ თქვენ რა უპასუხეთ?

_ რა უნდა მეპასუხა... ფუფუნებაში ცხოვრება ერთია, ნამდვილი ცხოვრება სხვა. როსტომს დღემდე ჰგონია, რომ პაატას ფულს დავხარბდი. არ იცის ნამდვილი ცხოვრების ფასი და იმიტომ. დასკვნა ერთია: ამ ოცი წლის მანძილზე საერთოდ არ გაზრდილა. უბრალოდ, დაბერდა და გაბოროტდა, რაც მთავარია, ვერ მოინელა.

_ იქნებ, უწინდებურად უყვარხართ? _ თვალწინ დამიდგა როსტომის მოღვენთილი პროფილი, ვიტრინაში გამოჭიმული `ძუძუს ქვა~, რომელიც სიმბოლურად უშვილო ცოლს ჩამოუტანა.

_ ვინ, მე? _ ადას სასაცილოდ არ ეყო, _ ვერც წარმოუდგენია, როგორ შევიცვალე... არც ადრე ჰქონია წარმოდგენა, თუკი დაუშვა, რომ ფულზე გავცვალე. არ მინდა იფიქროთ, ისეთი კრავი ვარ, ფულის ფასი და მნიშვნელობა არ ვიცოდე. პოლიკლინიკის ექიმის ხელფასი რომ ვერ არჩენს ჩემს ოჯახს, ისედაც კარგად ვიცი, მაგრამ თუკი როსტომი ნაქურდლის გასაღებაში აღებულ ფულს მთავაზობს, არ მინდა.

_ თუკი პატიოსანი გზით აქვს ნაშოვნი?

მზერა ამარიდა. ისევ მომუჭა გულზე ჩამოკიდებული მედალიონი, თითქოს მერკანტილურ თემას მოარიდა.

_ ჩიხში მიმიწყვდიეთ, არ მაქვს პასუხი... რომც მქონდეს, ალბათ თავს შევიკავებდი. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ჩემს მოსაზრებას?

ალბათ აქვს, რახან გეკითხები, _ გავეპასუხე გულში, თქმით არაფერი მითქვამს, ისედაც მადლობელი ვარ. ადას მონაყოლი ჩემს ვერსიას ამყარებს _ როსტომმა იმთავითვე იცოდა ხელნაწერების შესახებ, ტყუილს მიუჩვეველი ადამიანის გამოჭერა ძნელი არ არის, იქნებ ღირს მონახულება?

_ ერთი იდეა მომივიდა თავში, თუ გაიზიარებთ, განხორციელებას წინ არაფერი უდგას, _ ვუთხარი ადას.

_ გისმენთ. _ დაინტერესდა.

_ თუკი აგნესას ჩვენება სათვალავში არ ჩააგდეს, გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. არის ერთი გზა _ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მე ვესტუმრები როსტომს და გადავცემ ჩვენი საუბრის შინაარსს, უფრო სწორად, იმ ნაწილს, სადაც ლაპარაკია მის სატელეფონო ზარზე. დავინტერესდები, საიდან გაუჩნდა სოლიდური თანხა სამსახურიდან დათხოვნილ არქეოლოგს? უბრალოდ, მის რეაქციას დავაკვირდები.

_ გამოძიება რეაქციას გაითვალისწინებს? _ ადას ძუნწად გაეღიმა.

_ ყოველ შემთხვევაში, სათანადო დასკვნებს გამოვიტან. სხვა საკითხების გარშემოც მინდოდა მასთან გასაუბრება.

_ კი, ბატონო, უთხარით. მთავარია, ვიცოდე, ურევია თუ არა როსტომის ხელი პაატას მკვლელობაში. დანარჩენი მეორეხარისხოვანია, _ ხელები გაშალა ადამ.

_ მაშინ წავალ.

Page 74: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ დაღლილი სახე გაქვთ, შეშუპებული ქუთუთოები. უძილობას უჩივით, იათამზე?

_ დილიდან თავის ტკივილი ამყვა, ორი აბი დავლიე, მაგრამ მაინც ყრუდ მტკივა.

_ მასაჟს გაგიკეთებთ, უცებ გაგივლით. ჩემს გოგოებს სულ ასე, უწამლოდ ვარჩენ.

ადა წინ დამიდგა და თვალების დახუჭვა მიბრძანა. მისმა თბილმა, მშრალმა თითებმა ლოყაზე მომიცაცუნა, ნესტოებთან შეჩერდა, რომელიღაც წერტილი დააფიქსირა და მკვეთრად დამაჭირა. არ მტკენია, მაგრამ მოულოდნელობისგან შევფრთხი. თითებმა ცხვირისა და შუბლის გადაკვეთაზე გადაინაცვლა. იქაც მსგავსი მანიპულაცია ჩაატარა. ისე მესიამოვნა, ვერ აგიწერთ. აწყურის წვიმიან ღამეში მონატრებული ზღვა და მზე ადას ჯადოსნურ ხელებში გაცხადდა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ამ ზაფხულს მე და დათა ეგეოსის ზღვაზე გავემგზავრებით. იმედია, ექსცესების გარეშე ჩაივლის ერთობლივი დასვენება... თუ გერმანია სჯობს?.. ბარემ დეასაც ვნახავთ, ალბერტსაც შევეხმიანებით, პატივისცემის გადახდის საშუალებას მივცემთ... გვანახოს ნოიშვანშტაინის ციხე-კოშკი ბავარიაში, რომელსაც ლუდვიგ მეორე მთელი ცხოვრება აშენებდა და რომელშიც მხოლოდ ას ოთხმოცი დღე იცოცხლა. ივანე აბუსერისძისა არ იყოს, ისიც გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა, კოშკის მახლობლად, ტბაში იპოვეს მისი გვამი.

ეს რა უბედურებაა, ჩემი ფიქრები ისევ გვამებს უტრიალებს... არავითარი ლუდვიგი! მზე, ზღვა, სიმშვიდე. სმენას ტელევიზორის შორეული დუდუნი მიწვდა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ხმას სარეკლამო რგოლი გადაეფარა, რგოლს _ სპორტული კომენტატორი... ვიღაც არხებზე დარბის. კლასიკურ მუსიკაზე შეჩერდა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ბაბაჯანიანია... ოტელო... ავანსცენაზე შავად შეღებილმა ჭაბუკიანმა ჩაიქროლა ოქროს საყურეებით, პარტერში გაიელვა ქეთუსია ბებიას ორიგინალურმა შლაპამ, ბალდახინიან საწოლზე ეგდო ყვითელთმიანი დეზდემონა, ვითომ მკვდარი, მაგრამ ცოცხალი... `ადაჯო, იათამზე, ადაჯო, ნუ ცანცარებ...~ ზედ ყურთან დამწიკვინა მადონა ხაფავამ, მუსიკალური შვიდწლედის მასწავლებელმა.

თვალები გავახილე. მაგიდის კიდეზე ჩამომჯდარი ადა მოთმინებით დამცქეროდა ზევიდან.

_ ნუთუ ჩამეძინა? _ ვკითხე ჩურჩულით.

_ სულ შვიდი წუთი, _ მაჯის საათზე შეამოწმა.

_ უკვე მეორედ დამემართა, ამას წინათ კარტოფილის თლაში ჩამეძინა. რა მჭირს?

_ ხომ გითხარით, დასვენება გინდათ, დაღლილი თვალები გაქვთ.

_ არის ისეთი ადგილი, სადაც კრიმინალურ შარში არ გავეხვევი?

_ ანტარქტიდა.

_ ანტარქტიდაში გავიყინები, თანაც დათა არ წამომყვება პინგვინეთში. უფრო თბილი კრიმატი არ შეიძლება?

_ თბილ კლიმანტიანი ადგილები სამწუხაროდ, აითვისა ორფეხა ჰომო საპიენსმა, ორფეხთა ამ სახეობას ინერციით მიჰყვება კრიმინალური შარის დიიდი ალბათობა.

უხმოდ დავეთანხმე. ჩემი წასვლის დროა. თავის ტკივილმა გამიარა, მგონი, არ ღირს როსტომთან ვიზიტის გადადება.

***

Page 75: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

გარეთ წვიმა დამხვდა. საავდრო ღრუბელმა სამხრეთ საქართველოდან აღმოსავლეთში გადაინაცვლა. ისეთი თქეში არ იყო, როგორც აწყურში, მაგრამ სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ სადარბაზოდან მანქანამდე შარვლის ტოტები დამსველებოდა.

ნამიანი თმა ავიჩეჩე და სარკეში ჩავიხედე. ნაცრისფერი ვარ _ ამინდის შესაფერისად. ჩანთიდან საპუდრე ამოვიღე და სახე მოვიწესრიგე _ მონდომებით შევინიღბე იასამნისფრად დარგოლილი უპეები, ტუჩებზე პომადა გადავისვი, კისერში `შანელი~ ვიპკურე, პირში `ორბიტის~ ბალიში გავიქანე და მანქანა დავძარი.

კაცმა რომ თქვას, ვის ვეპრანჭები, მე შენ გეტყვი, ეჭვმიტანილი როსტომი უმაკიაჟოს არ დამელაპარაკება. ნეტავ მის ტვინში ჩამახედა... პირველი ვიზიტისას ცოტა შებერტყილის შთაბეჭდილება დატოვა, წარმართულ ფალოსებზე გამიბა მუსაიფი, დასასრულს კი კინაღამ აღრიალდა. მგონი, ვერ არის კარგად. რა კრიტერიუმით იზომება ადამიანის ნორმალურობა? იყო დრო, კლასელები `ცენტრს~ მეძახდნენ, განა იმიტომ, რომ ცენტრალური ფიგურა ვიყავი, დაცენტრილს გულისხმობდნენ. ერთმა საყმაწვილო მუწუკებით დაფიფქულმა ბიჭმა დივანი შემარქვა _ გვარიდან გამომდინარე, როცა ძალიან ვბრაზობდი, კუშეტკასაც შემომაპარებდა ხოლმე. მგონი, მოვწონდი იმ საცოდავს.

მოგონებაში გადავარდნილი მივადექი გზაჯვარედინს. საჭე მარცხნივ ავიღე და მარჯვნიდან ჩამოსული მანქანების ტყვეობაში მოვხვდი.

_ ეი, დალტონიკ, შუქნიშანს შეხედე! _ გასრიალებული ჯიპიდან ჩამომძახა უცნობმა მამაკაცმა.

პასუხად ენა გამოვუყავი, ცალი თვალი კი შუქნიშანს ვკიდე. ჯანდაბას! რამ გამომიყვანა წითელზე?.. ღირსი არ ვარ,

მიმაჭყლიტონ მოუთმენლად ასიგნალებულმა რკინის მონსტრებმა?

_ შენ დათას ცოლი არ ხარ? _ უცნობმა გაკვირვების ნიშნად წარბები აქაჩა.

_ არა. _ შევუღრინე ქვევიდან და გამოთავისუფლებულ ღრიჭოში შევსრიალდი.

ჩემსავით ფინაჩი მძღოლისთვის საჭესთან ჩაფიქრება დიდი რისკია, ყოველთვის ხომ არ გამიმართლებს?! როსტომის სახლამდე დაძაბულმა ვიარე, ერთადერთი, რაც გულს მიღრღნიდა, იყო ფიქრი ჯიპის პატრონზე. დათას მანქანა თუ იცნო იმ წარბებდაქაჩულმა უზრდელმა, ვინ იცის, კოლეგა გინეკოლოგია, მე კი ენა გამოვუყავი. ღირსია. თვითონ რომ დალტონიკი მიწოდა?

როსტომ ბუაძის ეზო მანქანებით დამხვდა გადატენილი, ყვავილებითა და გვირგვინებით შეიარაღებული ხალხი განაპირა სადარბაზოსკენ მიტაატობდა. პანაშვიდია, _ მივხვდი და ჩემი `აუდი~ მეზობელ კორპუსთან მივაყენე. მივიხედ-მოვიხედე. მგონი, არავის შევუშლი. პირველ სართულზე საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია გაემართათ, უსაქმურობით გაბეზრებულ გამყიდველს სკამი გამოეტანა და მზუსუმზირით იქცევდა თავს. თან სამძიმარზე მისულ ხალხს ათვალიერებდა.

ის იყო, მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე, გვერდითა სარკეში ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. აშკარად ალბერტი იყო, თავისი განუყრელი ყვითელი ფეხსაცმელებით, ხელში რატომღაც სპორტული ჩანთა ეჭირა, გამობერილი გვერდებით თუ ვიმსჯელებთ, სავსე უნდა ყოფილიყო.

ქუჩის მხრიდან შემოსულმა `ჰონდამ~ პირდაპირ მის ფეხებთან დაამუხრუჭა. მძღოლმა რაღაც ჰკითხა, ალბერტმა იმ სადარბაზოზე მიუთითა, სადაც სამძიმარზე მისული ხალხი შექუჩულიყო. `ჰონდამ~ გზა განაგრძო, ალბერტი ქუჩისკენ დაიძრა.

Page 76: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მანქანიდან გადმოვხტი და წინ ავესვეტე, სიურპრიზის ვარიანტში. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ნახვა გაუხარდა. დაბნეულმა აახამხამა წითური წამწამები, სპორტული ჩანთა ხელიდან ხელში გადაიტანა.

_ აქ რა გინდათ, ალბერტ?

_ მე?.. მე საკმე მკონდა...

_ საქმე? რა საქმე, ალბერტ, როსტომ ბუაძეს ხომ არ სტუმრობდი?

_ როტსომ... ააა... არა, აკ თუ იცხოვრა, არც მახსოვდა. მე, მე... იისა... რა კვია მაგას... პანაშვიდზე ვიკავი, აი, იქ, _ მანიშნა სადარბაზოზე, _ გაგიკვირდათ?.. ისე მიკურებთ, ნამდვილად გაკვირვებული ხართ. აგიხსნით. მმმ... სასტუმროს ადმინისტრატორს მამა გარდაეცვალა, ძალიან განიცადა მთელი სასტუმროს თანამშრომლები. მიზან... მიზანშეცონილად ჩავთვალე მისამძიმრება გამეკეთებინა.

_ უცნაურია, _ ამის თქმაღა მოვახერხე.

_ ეგეთი ინციდენტ გერმანიაშია უცნაური, კარტული მენტალიტეტი პირიკით, როგორ ვთკვა... გულისხმობს პატივცემული ურთიერთობა... ნაინ, პატივსაცემი. ხო?

_ აკი თვითმფრინავზე გეჩქარებოდათ?

_ აი, მეჩქარება. გავრბივარ, _ ჩანთა მუხლებზე მიიტყაპუნა. ისე უნიჭოდ ტყუოდა, მის მაგივრად შემრცხვა.

_ მე კი როსტომთან მივდივარ, ხომ არ წამომყვებით?

_ სიამოვნებით, მაგრამ ზარი ველოდები სასტუმროს ნომერში. ნახვმდის, იათამზე.

_ ბაი. _ ხელი დავუქნიე და უსიამოვნო წინათგრძნობით როსტომის სადარბაზოსკენ გავწიე.

გზაში წყვილს გავუსწარი. ქალს ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეული პიონები ეჭირა და საპანაშვიდე გამომეტყველებას ირგებდა.

_ უკაცრავად, მიცვალებული ქალია თუ მამაკაცი? _ დავეკითხე ინტერესით.

_ ქალი, _ იყო პასუხი.

გალამომჯდარმა ავირბინე კიბეები. ალბერტი ტყუის, ის უეჭველი როსტომს სტუმრობდა. საინტერესოა, რას მიპასუხებს პენსიაში გაბრძანებული `დამსახურებული სპეციალისტი~, როცა პირზე დავადგები.

ზარი, როგორც ასეთი, ბუაძის ბინაში არ მუშაობდა. პირველი ვიზიტისას არ დაგვხვდა, ახლა რა ღმერთი გაუწყრებოდა, რომ დაეყენებინა. საკეტზე მანქანის გასაღებით მივუკაკუნე. არ გამეპასუხა. იმალება, ოხერი. ეტყობა, არ იცის, ვისთან აქვს საქმე.

_ ბატონო როსტომ, გააღეთ კარი! _ სახელურს დავებღაუჭე. კარი დაიძრა და მე ინერციით შევვარდი ბინაში.

ისეთი მრავლისმეტყველი სიჩუმე შემომეფეთა, ხერხემალზე ჭიანჭველებმა დამაყარა. შევდექი. მივაყურადე. ოთახის სიღრმეში სუსტად ისმოდა ცუდად დაკიდული ყურმილის მონოტონური ზუმერი.

_ ბატონო როსტომ! _ დავუძახე ხმადაბლა.

სიჩუმე შეირხა. ირეალური წარმოშობის ენერგიამ სახე ამილოკა და თვალებში ჩასახლდა.

Page 77: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ არის აქ ვინმე? _ ვიკითხე უკანასკნელი იდიოტივით.

ხერხემალზე გამოყრილი ჭიანჭველები გაორდა, გასამდა, თმის ძირებში შეაღწია. შიშს ვძლიე და ოთახში შევედი.

როსტომი თავის გაქექილ სავარძელში იჯდა, ზურგით ჩემკენ. უცნაურად იჯდა, გვერდზე გადაგდებული თავით, თითქოს ეძინა.

_ ბატონო როსტ... _ სიტყვა პირზე შემაცივდა.

ბეჭებზე გამოსული სისველე მენიშნა. მზერა ავაყოლე. გაწებილ თმაში შემზარავი ჭრილობა დავინახე, გადამწიფებული ბროწეულის მსგავსი. იატაკზე ეგდო გასისხლიანებული `ძუძუთა ქვა~, რომლის დანიშნულებას სულ ცოტა ხნის წინ მოკლული არქეოლოგი გულდასმით გვამცნობდა.

_ ალბერტ, ეს რა ჩაიდინეთ, ალბერტ, _ წამოვიყვირე და სახეზე ხელები ავიფარე.

_ იძულებული ვიკავი. _ ზედ ყურთან ჩამესმა ადრესატის იდუმალი ჩურჩული, _ არ მოიხედოთ, იათამზე, თკვენი სიკვდილი არ შედიოდა ჩემი გეგმაში. არ მოიხედოთ, დანა მიჩირავს ხელში.

მართლაც, მარჯვენა თეძოსთან მსუბუქი ჩხვლეტა ვიგრძენი. ჩანაფიქრის განხორციელებაში უკან დამხევი რომ არაა, ამას თავგაჩეჩქვილი როსტომიც მოწმობს.

_ რამ გაიძულათ?

_ მაინ ლიბე ფრაუ, ნუ ეცადეთ ლაპარაკით ჰიპნოტიზაცია, ვიდრე კარგად არ გაგკოჩავთ, საშიში ხართ. ხელები გამოსციეთ, გთხოვტ, ხელები. აი, ასე. _ მაჯებზე წინასწარ მომზადებული სკოჩი შემომახვია, მშვენივრად გაუთავისებია მაშოს დატყვევების სცენა. სკოჩი, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში იყიდა, მზესუმზირის მკვნეტავი გამყიდველისგან.

საინტერესოა, ადრეც იყო ბოროტმოქმედებისკენ მიდრეკილი თუ აქ, საქართველოში აიკიდა საშიში `ვირუსი~. გამახსენდა _ ალბერტის რომანის მეტისმეტად ნატურალისტური სცენები. ეტყობა, მასში იმთავითვე ცხოვრობდა კვაზი ბარბაროსა, რომელიც მოთმინებით ელოდა თავის საათს. ეს საათი დღეს დადგა. მხეცი გამოშვებულია, აწი მას ვერაფერი შეაჩერებსა. ღმერთო მიშველე, ის დროა, ლოცვები გავიხსენო.

ხელების მერე ფეხები გამიკოჭა. ასე დასაკლავ ხბოსავით მიმაგდო დივანზე, საცოდავი როსტომის პირისპირ. ალბერტმა მოკლულის ბარძაყზე დაგდებული ტელეფონის ყურმილი ცხვირსახოცით აიღო და აპარატის ძებნაში თვალები გააცეცა.

აპარატს იატაკზე მიაკვლია, ამოყირავებული სვანური ქუდის გვერდით. ზუმერის ხმა შეწყდა. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, თუ არ ჩავთვლით ჩემს გახშირებულ გულისცემას, რომელსაც აფაციფუცებული ალბერტი არ დაგიდევდათ.

დანა საწერ მაგიდაზე დააგდო, დადუმებულ ტელეფონთან. ჩვეულებრივი პურის საჭრელი დანა იყო, გაზინთლული ხის ტარიანი. ჩემი შოკირებული მდგომარეობით ისარგებლა, სამზარეულოში შეუხვია, რაც პირველი მოხვდა თვალში, აიღო და ზურგიდან მომეპარა. გამოდის, სპონტანურად მოქმედებდა. კლასიკური მკვლელი, სულ ცოტა, საკუთარი იარაღით მიდის სველ საქმეზე. ქვის ფალოსი, ე.წ. `ძუძუთა ქვა~. როსტომს ეკუთვნოდა, ისევე, როგორც პურის დანა.

_ თკვენი სიკვდილი არ შედიოდა ჩემ გეგმაში. _ ალბერტი თითების ფშვნეტით ჩამოჯდა მაგიდის კიდეზე.

_ არც როსტომის?

Page 78: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ არც როსტომის. შვაინ! საკუთარ ღორობას შეეცირა.

_ მე რას ვეწირები, ალბერტ, მე?

_ თკვენ... თკვენ გარემოების მსხვერპლი ხართ. გარემოების მსხვერპლი, _ გაიმეორა ჩაფიქრებულმა, _ კარგი სატაურია ახალი რომანისთვის.

_ ვინ არის ჩვენ შორის მსხვერპლი, საკითხავია.

_ ჩემი პიკრი ნუ გექნებათ, სამ საათში თვითმფრინავი იგებს სტარტ, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს, ვინ მოკლა სინამდვილეში არქეოლოგი.

მცირეოდენი იმედი, რომ ამ სიტუაციიდან ცოცხალი გამოვძვრები, თვალსა და ხელს შუა შემომადნა. `ვერასდროს, ვერავინ~ _ განაჩენივით ჟღერდა.

_ ჩემთვის ძნელია თკვენ თვალებში კურება, იქ საკვედური ვხედავ. დამსახურებული საკვედური. რა მეკნა? როსტომი უპირობო კაცი აღმოჩნდა, მაგან დაიმსახურა სიკვდილი, თკვენ მენანებით. რომ შეიზლებოდეს, დიდი სიამოვნებით არ მოგკლავთ.

_ არ მომკლათ, ალბერტ, მიანიჭეთ თქვენ თავს ეს სიამოვნება. გთხოვთ, გემუდარებით, მე ხომ თქვენთვის არაფერი დამიშავებია, _ ხმა გამებზარა, სულ ცოტაც და ავღრიალდები. რაღა მე, რაღა გზაჯვარედინზე გამომდგარი მათხოვარი ბოშა, `დამეხმარეთ, დამეხმარეთ...~ ძახილით რომ აცილებს მანქანებს.

_ გაჩუმდით, გული მტკენს ტკვენი სიტკვები, _ თვალებში სრულიად ნატურალური ცრემლები ჩაუდგა.

_ არ გავჩუმდები, იქაც მეყოფა სიჩუმე, იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი დღეა, სიკვდილის წინ დამნაშავესაც აძლევენ აღსარების უფლებას, თქვენ კი მეუბნებით, გაჩუმდიო...

_ გუთ, კარგი... ჩამაბარეტ.

_ შენ რა უნდა ჩაიბარო, აქეთ გაქვს ჩასაბარებელი. ისეთი მძიმე ცოდვები აიკიდე, ჰიტლერის გვერდით ადგილი გარანტირებული გაქვს.

_ სტალინიც არ დაგავიცკდეს, ტკვენი ტანამემამულე.

_ ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს... ალბერტ, ნუ იზამ ამას, უბრალოდ, არ შეგრჩება... და არც შეგერგება. დავუშვათ, როსტომი შემოგაკვდა, მე და შენ ხომ თითქმის დავმეგობრდით. დღეს პირველად შენობით დავიწყეთ ლაპარაკი, როგორც ახლობლებს შეეფერება. ნუთუ მეგობრის სისხლში გაისვრი ხელს?

_ ოი, ხელის დასვრა გამიჩირდება, სისხლი გული მირევს. სხვა რამეს მოვიპიკრებ... _ გამოსავლის ძებნაში ალბერტმა ოთახი მიმოათვალიერა.

აქ არაფერი შეცვლილა, იგივე დაბზარული კედლები, გამოშიგნული ტელევიზორი, კედლებზე გამოფენილი ინტერნაციონალური საკრავები _ აფრიკული ქუდი, რუსული ბალალაიკა, ინდური ზარი... ერთადერთი, რაც შეიცვალა, როსტომი იყო, მისი შავი თვალები, თეთრ ლამბაქზე გაგორებული კაკლის მურაბის მსგავსი, ვეღარასოდეს იხილავს დღის სინათლეს.

_ განძი სპორტული ჩანთით მიგქონდა? _ თემა შევცვალე.

როგორმე უნდა მოვიგო დრო, ალბერტისთანა სანტიმენტალური მკვლელებისთვის გულახდილი საუბრები იგივეა, რაც დამწვრობაზე მალამო. სანტიმენტალობა და სისასტიკე გერმანელებს გენეტიკურად მოსდგამთ, ჰიტლერს უყვარდა ძაღლები, პარალელურად საკონცენტრაციო ბანაკებს ხსნიდა და ნახევარ მსოფლიოს ამოჟუჟვით

Page 79: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ემუქრებოდა, ბოტანიკურ ბაღში ალბერტმა შენიშვნა მომცა, კატებს ცუდი თვალით უყურებო. ეს რაფინირებული საფრთხობელა მოკლავს ორ ადამიანს, წაეხერგება თავის სამშობლოში, შინ დარჩენილ ძაღლს მეფერება და მუშაობას დაიწყებს ახალ წიგნზე. სახელწოდებაც შერჩეული აქვს: `გარემოების მსხვერპლი~. დროგამოშვებით შეიძლება სინდისის ქენჯნამაც შეაწუხოს, მაგრამ როგორც რაციონალური ბუნების ადამიანი, ამასაც სათავისოდ გამოიყენებს, არაფერი ისე არ აღაგზნებს შემოქმედს, როგორც ბრძოლა საკუთარ ალტერ ეგოსთან.

_ გინდა, გაჩვენო? _ მკითხა უცებ.

თავი დავუქნიე. ალბერტმა საათს დახედა, მაგიდიდან ისკუპა და გრძელი ნაბიჯებით დერეფანში გაუჩინარდა. იქიდან ნაცნობი ჩანთით დაბრუნდა, ფეხებთან დამიდგა, გახსნა. იმედგაცრუებულმა ჩავხედე მიწითა და ჟანგით დაფარულ სიძველეებს.

_ სულ ეს არის? _ ვკითხე გაკვირვებულმა.

მართალი გითხრათ, განძი, როგორც ასეთი, სულ სხვანაირი წარმომედგინა. რატომღაც მეგონა, ძვირფასი თვლები და ოქრო-ვერცხლი მომჭრიდა თვალს. შუა საუკუნეების საბროლო ინვენტარი ღირდა ამდენ წვალებად?

_ შენ არაფერი გესმის, იამზე... ამ საკმეში როსტომი გარკვეული იკო. შეხედე ეს ჩაჩ... ჩაჩ... ჩათხ...

_ ჩაჩქანი. _ შევაშველე.

_ დიახ, სწორედაც ჩაჩხანი, ასეტები ტამპლიერების ორდენის რაინდები ეხურა თავზე... ვინ იცის, ლომგული რიჩარდ ეხურა, ან ბარბაროს ფრიდრიხ... ოოო, მაინ გოტ, დას ისტ ფანტასტიკ! ამას კველაფერს ექსპერტიზა გამოასკვნის, ტუმცა ერთი შეხედვით ჩანს, არ არი უბრალო ჩაჩხანი. იგი ძვირფას თავზე იკო დახურ... ეხურ... დახურვილი. ოჰ, ენა მებმევა ნერვიულობისა გამო, სიტკვები ვერ ვპოულობ. _ ალბერტმა ფოლადის ჩაჩქანი გვერდზე გადადო და არწივის ფორმის პატარა ბროშს დაწვდა. ფრჩხილით გადაფხიკა მომწვანო-შაბიამნისფერი ნადებით დაფარული ზედაპირი. გამოჩნდა ძოწის თვალებით მოოჭვილი ფრაგმენტი, _ ოოო, მაინ გოტ! და შენ ამბობ, სულ ეს არისო? დაინახე, რა ძვირპასი ტვლებია... საპფირ, დიამანტ, ალმაზ... მოიცა, როსტომმა ისეთი ხმალი მაჩვენა, დიდი აღტაცება განვიცადე. უნიკალურ ნამუშევარია. მოიცა, ისე არ ცავალ, შენც არ დაგატკბო, _ ხელმეორედ შეყვინთა ჩანთაში და მოვერცხლილი ხმლის ვადა ამოაცოცა, _ შეხედე, რა დიდი ზომა მარგალიტია. მგონი, ნამდვილად მარგალიტია, _ ეტყობა, ეჭვი შეეპარა, თითი დაინერწყვა, საგულდაგულოდ გაწმინდა და ახლომხედველ თვალებთან მიიტანა, _ წკალი არ გაუვა, როგორც ტკვენში იციან. ეს რომ `სოტბის~ აუქციონზე გავიტანო, `ლა პელეგრინაზე~ ძვირპასად გაიკიდება.

_ ხუმრობ, ალბერტ? მოპარულს ვინ გაგატანინებს `სოთბის~ აუქციონზე?!

_ ისე გავაკეტებ, რომ მოპარულობა გამოირიცხოს. მოიცა, მოიცა, კიდევ რაღაც უნდა გაჩვენო...

ისე მთხოვს მოცდას, თითქოს ხელ-ფეხშეკრულს გაქცევის თავი მქონდეს. უნდა აღვფრთოვანდე, სხვა გზა არ არის.

_ რაღაც დაკბილულს ვხედავ, რა უნდა იყოს?

_ გვირ... გირგ... გვირგვინი. _ როგორც იქნა, თავი მოაბა სათქმელს. _ მართალია, ჟანგისგან ნახევარი შეჩმულია, მაგრამ ფორმის მიხედვით ვესტგოტური უნდა იყოს.

_ ქართული არაფერია? _ მეწყინასავით.

Page 80: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ აკი ჯვაროსანთა ლაშკრობიდანაა წამოღებული? ეს დეკორირებული სახელურის ნატეხი ეპისკოპოსის ხელჯოხი ცააგავს, ამის ტკუპისცალი სადგაც კალატოგში მინახია. ოო, რამდენი მუშაობა მელის სახლში ჩასვლისთანავე, რა საინტერესო მუშაობა... უნდა კოველივე სისტემაში მოვიკვანო. გუთ, ახლა დააკვირდი ამ ტარს, მგონი, სპილოს ზვალია... ცარმოგიდგენია, რამდენი საუკუნის არის ეს სპილო?.. მე კი ხელში მიჩირავს და ვიტომ არაფერი!

_ ნაქურდალი რომ გიჭირავს, ხელისგული არ გეწვის?

გაიბუტა. დემონსტრაციულად ახიკა იატაკზე მობნეული რარიტეტები. ენა მაქვს მოსაძრობი, რა იქნებოდა, პატარა ხანს აღვფრთოვანებულიყავი. ამასობაში იქნებ ვინმე გამოჩენილიყო, მაგალითად, სერგო, რომელსაც იმ ღამეს, მამათა მონასტერში, აშკარად რაღაც ჰქონდა სათქმელი ჩემთვის. ნათლად მახსოვს მისი კართან შეყოვნებული სილუეტი, თითქოს გაფრთხილება სურდა, მაგრამ მოერიდა. ჩემი გაწბილების მოერიდა. იქამდე ალბერტი ჩეჩმის საპოვნელად გავიდა, სერგო _ პროდუქტების მოსატანად. რაღაც მომენტში მათი გზები გადაიკვეთა. სავარაუდოდ, სერგომ პატივცემული სტუმარი მობილურზე ლაპარაკისას გამოიჭირა და ეჭვი აიღო.

_ ალბერტ, იმ ღამეს აწყურიდან ვის დაურეკე?

_ როსტომს, სხვას ვის! _ ჩანთაზე ელვა შეკრა და ცხვირზე ჩამოცოცებული სათვალე შეისწორა.

_ რა უთხარი?

_ უთხარი, რომ ბასილიმ გაიგო ამბავი განძის მოპარვის, რაც როსტომი ზალიან ეცკინა. ვურჩიე, დააჩკაროს თავისი პაპუნა, დრო არ იტმენს, სადაცაა, ექსპედიცია ჩამოვა დასაზვერად, კველაფერს კარტული საახელმციფო ცაიღებს. რატომ უნდა იკოს აქ დაცული ჯვაროსნების განძი? ტამპლიერმა რაინდმა სისხლი დაგვარა ლაშკრობაში, ვიღაცა აბუსერისძე კი მოვიდა და ცაიღო. მე აღვადგენ სამარტალი. ეს ჩემი მისიაა. ვინ იცის, ამ მისიის შესასრულებლად მოვლენილი ვარ დედამიცაზე?!

ერიჰაა... ეს კაცი, ყველა სიკეთესთან ერთად, განდიდების მანიითაა შეპყრობილი, რაც ართულებს ვითარებას. პარანოიული ფსიქოპათის იდეები კორექციას არ ექვემდებარება.

_ ის მაინც გამაგებინე, როდის მოასწრო როსტომმა ამდენი რამის თქმა?

_ კველაპერი პირველმა ვიზიტმა გადაცკვიტა. მაშინვე ვიგრძენი რასთან მაკვს საქმე. ვიგრძენი და იმიტომაც დავტვერი შენი დის სახლში. მეტად აგზნებული ვიყავი, ალკოჰოლმა გაანეიტრალა ჩემი ემოცია. მეორე დღეს დავუკავშირდი როსტომს და თანამშრომლობა შევთავაზე. ვუთხარი, რომ სახელმციფო მუზეუმში განძის ჩაბარებით იგი მიიღებდა ღირებულების ათი პროცენტი, რამდენია ეს ათი პროცენტი? ათი ათასი მარკა? ოცი? კარგი, იკოს ორმოცდაათი, თუ გინდა, მეტიც... მაგრამ თქვენისთანა ღარიბი ქვეყანა ამდენსაც არ გაიმეტებდა, ხომ? მე ტელევიზორსაც ვუკურე ხანდახან და ვიცი, რაც ხდება, აბსოლუტ ანარხია. კანონ კაპუტ! აკედან გამომდინარე, განძს სერიოზული მუშტარი არ ეკოლება. კომისიონ მაღაზიაში თუ ცაიღებდა ისტორიულ ფასეულობას, მაშინვე პოლიცია კითხავდა _ საიდან, როგორ... ფერშტანდენ?

_ ფერშტანდენ. მერე?

_ მე შეთავაზება ნაღდი ფული. ორას ორმოცდაათი ათასი მარკა. გავიტან უცხოეთში, იქ როგორ გავკიდი, არავის საკმე არ არი. იცუცუნა, იცუცუნა და დატანხმდა. რაში ჩირდებოდა დიდი ფული პენსიონერ კაცს, არ ვიცი, არ გავდა ფუ... ფუნების მოკვარულს. ხედავ, რა საღორეში ცხოვრობს? შვაინ, _ ზიზღნარევი მზერა ოთახზე მოატარა.

Page 81: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მე კი ვიცი, რად ჭირდებოდა, მაგრამ რას მაძლევს ეს ცოდნა?

რაღა დღეს დამირეკა იმ ჩემი ცოდვით სავსე ადამ, დავტეულიყავი ჩემ მყუდრო საძინებელში და ძილი გამომეცხო, როგორც ვგეგმავდი. ამ ორს გინდ ამოეხოცათ ერთმანეთი. მართალია, განძეული სხვა ქვეყნის მუზეუმებსა ან კერძო კოლექციებში დაილექებოდა, სამაგიეროდ, მე ვიქნებოდი ცოცხალი. ნუ მომთხოვთ გმირობას, ტამპლიერებისა და ტევტონების რაინდის ჩაჩქანი კი არა, შოთა რუსთაველის კალამი რომ მეგულებოდეს გატანილი, სიცოცხლეს ვარჩევდი. ეგოისტურია, არაპატრიოტული, სამაგიეროდ, გულწრფელი.

_ როსტომი მომატკუა. _ აღელვებულმა განაგრძო ალბერტმა. _ შეტანხმებული ორას ორმოცდაათი ათასი მარკის მაგივრად ნახევარი მილიონი დოლარი ითხოვა. კი არ ითხოვა, ულტიმატუმ ცამომიკენა. ასე თქვა, ბიჩებსაც უნდა დავუნაცილოო.

_ ბიჭებში პაპუნას და ჩელეს გულისხმობდა?

_ დიახ. მე უარი ვთქვი. ნახევარი მილიონი სად მაქვს, ორას ორმოცდაათის შოვნაც გაჩირდა, სახლის ბანკში ჩადება მომიცია თანხის მოსაგროვებლად. ამაზე ვიკამათეთ. როსტომი ტელეფონი აიღო და პაპუნას გამოძახება გადაწკვიტა, მიდი და იმ კკკ... კაჩაღს ელაპარაკეო. იმას რა ველაპარაკო? იმან ბასილი მოკლა! ის, ის ნამდვილი კილერია. მოვა, მე მომკლავს, დებილი როსტომი ზევიდან დააკოლებს. შაიზე, შაიზე! _ იმდენად იყო აღშფოთებული, ფეხიც კი დააბაკუნა.

_ მორჩი ბილწსიტყვაობას... რა მოხდა მერე? _ ვკითხე მოუთმენლად.

_ მერე, მერე... მერე ავიღე და სკულპტურა ჩავარტყი, ორჯერ. _ ალბერტმა თავჩაქინდრულ როსტომს შეხედა, კრიტიკულად უცქერდა, როგორც ფოტოგრაფი ქასტინგზე მოსულ მოდელს. რაღაც არ მოეწონა. იატაკზე გაგორებული სვანური ქუდი აიღო და თავზე დაახურა.

_ მერე მოიპარე განძი და ვითომც არაფერი, წახვედი.

_ `ვითომც არაფერი~ იქნებოდა, შენ რომ არ შემხვედროდი. რატომ, რატომ შემხვდი, იათამზე? იძულებული შევიკმენი, ჩუმად გამოგყოლოდი, არ შემეძლო დამეშვა პოლიციის ჩარევა, დარცმუნებული ვარ, პირველ რიგში, სერგოს დაურეკავდი.

ეჭვი არ შეგეპაროს, _ გავეპასუხე გულში. უკან გადაგრეხილი ხელები მტკივნეულად მერჭობოდა წელის მიდამოში. ტკივილი ტვინში მირტყამდა და აზროვნებას მიშლიდა. მაინც ვცადე დაკვალიანება.

_ ალბერტ, მისმინე, ექსპონატებს საზღვარზე არავინ გაგატანინებს, რამდენიც არ უნდა იძახო, `კანონ კაპუტ~, ქვეყანა მართლა ჩალით კი არ არის დახურული... უპირველესად გერმანიის საზღვარზე გაგჩხრეკენ.

_ ეგეც გავითვალისცინე. დიდი ზომის ინვენტარი კუთებში მოვათავსებ, სუვენირის ვარიანტში, ცინასცარ დავამუშავებ პულვიზატორით, ეჩვი რომ არ გამოიცვიოს. გინდა ვთკვა, სად შევიტენი ძვირფას ტვლებს? _ დამეკითხა ცბიერი ღიმილით.

_ უკანა ტანში ხომ არა?

_ უკანა ტანში, ანუ... ააა, ნაინ, ნაინ, უკეთესი რამ მოვიფიკრე. გუდის ყველი! ჰა, როგორ საღი აზრია?!

_ უკეთესს ვერ მოიფიქრებ.

_ დიახ, _ კმაყოფილი დამეთანხმა, ვერ ჩახვდა ირონიას, _ ეს იდეა სუფრასთან მომივიდა თავში, გახსოვს, შენი სიძე რომ კვებოდა?... გერმანელი მებაჟეები როცა დასუნავენ, გული

Page 82: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ცაუვათ, ტავშიც არავის მოუვა გასინჯვა. მაშინვე იტკვიან _ მოუსვი აქედან შენი კველიანა. კარტველი მებაჟეები გაუხარდება, რომ უცხოელი კავკასიოლოგ აქედან ნაციონალური კველი მიაქვს.

`იმდენი შენ რა გითხარი, რაც ქართველებს ეგ ამბავი გაუხარდეთ. იმ ყველიანა გამოგშიგნავენ, შე ვაიკონტრაბანდისტო~, _ გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა როგორ ვიტყოდი. მისი გამოჭერა ძალიანაც მაწყობს, იმ ქვეყნად მაინც არ გამყვება ჯავრი.

ალბერტმა გაოფლილი ხელისგულები პლაშჩზე გაისვა და რაღაცის ძებნაში დაფაცურდა. `რაღაც~ აღმოჩნდა ქამარი, რომელიც ჩემივე შარვლიდან გამოასრიალა და რომლითაც ბატარეაზე მიმაბა.

_ რას აკეთებ, ალბერტ?

_ გამაგრებითი სამუშაო.

_ სად ვართ წამსვლელი შეკრული ხელ-ფეხით?

_ როგორც თკვენთან ამბობენ, `სიფრთხილე თავი არ ტკივა~.

_ სჯობდა, დანით აგეჩეხე.

_ მანიაკი კი არ ვარ? _ ისე ეწყინა, მგონი, მანიაკზე კეთილშობილად მიაჩნია თავი ამ მესიანური იდეებით შეპყრობილ ფსიქოპათს.

ქამარი გამოქაჩა, სიმაგრეში დარწმუნდა, კიდევ ერთხელ შეამოწმა დრო და სამზარეულოში გავიდა.

შიშინა ხმას მივაყურადე.

გაზი!

თავში განწირულად აკივლდა დროებით ჩაყუჩებული ნერვი. ამ არაკაცმა გაზქურა ჩართო. აწყურში `დაბომბვა~ არ მაკმარა, ნამდვილ შეტევაზე გადავიდა. ცოტა ხანში ოთახი მომწამვლელი აირით აივსება, მე ჯერ გონებას დავკარგავ, მერე გავიპარები... და არავინ იქნება ჩემი გამკითხავი... ჩვენი გამკითხავი. თავჩაქინდრული როსტომი თითქოს დამეთანხმა. განუყრელი სვანური ქუდით არც ისე შემზარავად გამოიყურებოდა. ჭაღარაგარეული, ბუჩქა წარბები თვალებზე ჩამოფხატოდა, ნესტოდან უწინდებურად უჩანდა კითხვის ნიშანივით კაუჭა ბეწვი, ოღონდ უმოძრაო, სამუდამოდ გაშეშებულ-გაკვირვებული.

ალბერტი მალევე დაბრუნდა. ცრემლით დანამვოდა ათრთოლებული ლოყები, შიგნიდან წკმუტუნებდა, ძაღლის ლეკვივით. რაღაცნაირი შეკუმშული მეჩვენა, მუშტისხელა თავი უნდილად ლაყლაყებდა წვრილ კისერზე. არეული ნაბიჯით გადაჭრა ოთახი, აივნის კარები შეამოწმა. დაკეტილია. სარკმელს დაეჯაჯგურა. ისიც დაკეტილი აღმოჩნდა. აუფიდერზე, ჰერ ალბერტ, გზა მშვიდობისა.

შედგა. ფიქრობს, რა ვერ გაითვალისწინა. თან წკმუტუნებს, თან ფიქრობს. ფიქრმა სკოჩთან მიიყვანა. უკვე ვიცოდი, რასაც იზამდა. მინდოდა მეყვირა, მეკივლა, სახეში შემეფურთხებინა, მაგრამ სასას მიკრული ენა ვერ დავძარი. ალბერტმა დადამბლავებულ პირზე სკოჩი დამაკრა და მუხლებზე ჩაიკეცა.

_ იამზე, მაინ ლიბლინგ ფრაუ, მაინ შონ ფროინდ... _ წარმოთქვა სლუკუნით, _ იხ ვარ შლეხტ, იხ ვარ დრესკ, შაიზე, იხ... _ თავი მუხლებზე დამიდო და მოთქმით ატირდა, _ ნეტავ არ გაგიცნობდი, ნეტა მკონდეს არჩევანი... მითხარი, იათამზე, მაკვს არჩევანი? _ მოთქმა შეწყვიტა და სახეში შემომხედა.

Page 83: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

შეწითლებულ ქუთუთოებში მომწყვდეულ ცისფერ თვალებში განგაში ფეთქავდა, ცხვირიდან ცინგლი სდიოდა, ტუჩებზე მოღრეცილი ღიმილი დასთამაშებდა. იმბეცილის ღიმილი.

რა მაქვს სათქმელი, საშუალება რომ მქონდეს, სიამოვნებით მოვკლავდი იმ პურის საჭრელი დანით, უსაგნოდ რომ გდია საწერ მაგიდაზე. წკვლინტიანი საფრთხობელა... გამიმართა აქ გოდების კედელი. თურმე, აქეთ უნდა შევიდე მდგომარეობაში, გავუგო, ვაპატიო, ადვოკატად დავუდგე...

ისევე მოულოდნელად ჩაცხრა, როგორც აღელდა. შარვლის ფერთხვით წამოდგა, ხმაურით მოიხოცა ცხვირი, ამრეზით შეარხია გაზის სუნით გაღიზიანებული ნესტოები.

_ დროა, _ აღნიშნა დასასრულს და გავიდა, თან გაიყოლა ივანე აბუსერისძის მიერ ჩამოტანილი ნადავლი, რომლის მსხვერპლი ამდენი საუკუნის შემდეგ გავხდი მე, პატიოსანი პედაგოგი იათამზე მდივანი.

კარი გაბრახუნდა, გაზის კონცენტრაციამ კი იმატა. ერთი მოკლე ჩართვა და მე და როსტომი ჰაერში ავიწევით, ჩვენ-ჩვენი სკოჩიან-ქუდიანა. მეზობლები განგაშს ატეხენ, ყველას დაავიწყდება გვერდითა სადარბაზოში დასვენებული მკვდარი, ხმამაღალი სირენით მოიჭრებიან სახანძრო მანქანები, ცეცხლს ჩააქრობენ, ოთახში კი ორ დამწვარ გვამს იპოვიან. და ვერავინ, ვერასოდეს გაიგებს ჩვენი სიკვდილის ნამდვილ მიზეზს.

თვლემა მომერია. წვიმს. მე ჯერ კიდევ მესმის წვიმის ხმა. მალე ვერ გავიგებ, ვერ ვიგრძნობ, ვერც დავინახავ. ვერც ამ უბადრუკ ბინას დავინახავ, ვერც თავგაჩეჩქვილ როსტომს, ვერც ვიტრინაში გამომდგარ ღვთისმშობლის ხატს, ვერც ბუდას სკულპტურას. სადღაც ახლომახლო სიკვდილის ანგელოზი დაფარფატებს, საცაა მომიახლოვდება, სუსხიან ფრთებს გადამაფარებს, სულს ამომაცლის... მოვიდეს, რაღას აყოვნებს, ჩანთაში აწკრიალებული მობილური თუ უშლის ხელს. ვის გავახსენდი ნეტავ? ვისი ნახვა მსურს სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე?... არავისი... სიცოცხლე მინდა, გაზაფხული მინდა, სუფთა ჰაერის ერთი ყლუპი...

***

_ ეეე, აზრზე მოდი, გოგო! ჩემი კაი, ბოიშვილი ვიყო, დაიბრიდა, სკოჩი მოხსენი, შე ჩემა, სკოჩი...

_ აჰა, მოვხსენი. მაიცა, გარეთ უნდა გავათრიოთ, სუფთა ჰაერზე...

_ ბაზარი არ არის, გავათრიოთ. ფუი, რა სუნია, ჩვენც არ დავიბრიდოთ, შე ჩემა...

_ დავასკვაზნიაკე და მეტი რა ვქნა!

_ ვა, ეს რა შარში გავიჩითეთ, ჩემი... აქეთ ტრუპი, იქით პოლუტრუპი... იღლიებით დაითრიე, მე ფეხებში მოვკიდებ. დავაი, რას, დვა, ტრი! ე, ძმობას ვფიცავარ, მაგარი მძიმეა...

ქუჩური სლენგი ანგელოსთა ქოროს დარად შემოიჭრა ჩემს ცნობიერში. იქნებ ჯოჯოხეთში მოვხვდი, ნარკომანებისა და კრიმინალების გარემოცვაში, ეს ორი კი მეფისტოფელის ხელის ბიჭები არიან. ალბათ, იქაც არის გარკვეული იერარქია, ახალ წევრს წვრილფეხობა ხვდება, უფროსობასთან წარსადგენად ამზადებენ. მე უკეთესი წარმოდგენის ვიყავი საკუთარ ცოდვებზე, ყველაზე ცოტა, ქუთუსია ბებიას და მამაჩემს ველოდი, აღარაფერს ვამბობ დანარჩენებზე. ეტყობა, იქ, ზევით, სხვაგვარად ჩათვალეს, დასანანია.

Page 84: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

სრშშშ... _ ნაცნობი შიშინი გვერდიდან მოდიოდა და სველ ასფალტზე საბურავის სრიალს ჰგავდა. აივნის მოფრიალებული კარებიდან ოზონით გაჟღენთილი ჰაერი მოიკლაკნებოდა, ჩემი კუჭიდან _ გაზით მოწამლული შიგთავსი.

თვალი გავახილე.

_ ცოცხალია, ტო! _ წამოიძახა ერთ-ერთმა და ენერგიულად ააღლაჭუნა ყბები. ჩემს წინ არც მეტი, არც ნაკლები, პაპუნა შათირიშვილის ხოტორა თავი ეკიდა.

_ მგონი, ვიცი ეს ქალი, _ გამოეხმაურა მეორე, შედარებით ბოხხმიანი, რომელსაც იღლიებით ვყავდი დათრეული _ ჩელენტანო ვიცანი.

არც ჯოჯოხეთი, არც ანგელოსთა ქორო. ისევ როსტომის სახლში ვარ, გადამრჩენად კი ეს ორი ყაჩაღი მომევლინა. მაინც მადლობელი ვარ განგების, მაინც კი არა, ქედს ვიხრი მის წინაშე, ბოლოს და ბოლოს, ეს ორიც მისი შვილია.

_ ჰმ, მეც ვიცი, _ პაპუნამ ყბიდან ყბაში გადაიტანა თეთრად დანაოჭებული გუნდა, _ მთავარია, გავიგოთ, მაგან რა იცის.

პირდაპირ მეტლახზე დამაწვინეს. ნანატრი ჰაერის ჩასუნთქვა გულისრევამ შემიშალა. კუჭიდან დაძრულმა მასამ საყლაპავი დამიხშო და თვალები გადმომაყრევინა. პირველი ჩელე მიხვდა ჩემს გასაჭირს, გვერდზე გადამაბრუნა და თავით დამიჭირა. შეკოჭილი ხელები უკან დამრჩა, ასე მერცხალივით გაჭიმულმა წავბილზე აივანი. როცა აზრზე მოვედი, ჩელეს ხელში ფიქსატორიანი დანა დავინახე. ნუთუ იმიტომ მოვბრუნდი, რომ ამ ნაძირალამ საქონლის ხორცივით ამჩეხოს? დანამ ხელებზე შემოხვეული სკოჩი დასერა, გათავისუფლებული კიდურები მოცელილივით ჩამომივარდა. შვებით ამოვისუნთქე.

კახამ-ჩელემ ირიბად ჩაიცინა და ფეხების გახსნას შეუდგა.

წვიმას გადაეღო. სიბნელეში ვერცხლისფრად კრთოდა ჭადრის ხეებზე ჩამოკონწიალებული მსხვილი წვეთები. თუნუქის ღრიჭოდან ჩანდა სველი გუბეები, რომელთაც დროგამოშვებით კვეთდა ჩამავალი ავტომობილები.

_ ღმერთო ჩემო, ეს რა იყო? _ ჩამუქებულ ცას ავხედე.

_ სიკვდილის რეპეტიცია, _ მიპასუხა ჩელემ.

ზუსტი განმარტების მოძებნა გამიჭირდებოდა. ადრეც აღმოვჩენილვარ ექსტრემალურ სიტუაციაში, მაგრამ ასე მჭიდროდ არასოდეს ჩავხუტებივარ სიკვდილის ანგელოზს.

_ ჰა, ჰა, _ ჩაიცინა აივნის მოაჯირზე მიყრდნობილმა პაპუნამ, _ მომილოცავს იმ ქვეყნიდან მობრუნება, როგორი იყო?

_ არაფერი საინტერესო, _ წამოდგომა ვცადე, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი ტყვიასავით დამძიმებულ სხეულს.

_ თეთრი სინათლე არ გაგეჩითა?

_ რა დროს სინათლეა, შევიყვანოთ უკან, ვერ ხედავ, ვერხვის ფოთოლივით ცახცახებს, _ შევეცოდე ჩელეს.

ისევ იმ დივანზე აღმოვჩნდი, ამჯერად ხელ-ფეხგახსნილი.

_ ნუ მაყურებინებთ ამ საშინელებას, _ ვანიშნე როსტომზე.

Page 85: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

ჩელემ სავარძელი დაატრიალა, მოკლული როსტომი ახლა ზურგით იჯდა, სვანური ქუდიდან სანახევროდ ჩანდა გაჩეჩქვილი კეფა.

_ რამე მაინც გადააფარეთ! _ ავასავსავე ხელები.

_ მორჩი კაპრიზებს! _ დამიყვირა პაპუნამ, _ ჩამოაკრისტალე, ვინ დაატრიალა ეს საშინელება!

_ წყალი მწყურია. დავლევ და ჩამოვაკრისტალებ.

პაპუნა წყლის მოსატანად გავიდა, ჩელემ სადღაც აბანოს პირსახოცი მოიძია და მკვდარს ზევიდან დააფარა. პირსახოცის ქვეშ მოქცეული როსტომი პრეზენტაციისთვის გამზადებულ სკულპტურას დაემსხავსა. ტელეკამერები გვაკლდა სრული ეფექტისთვის. და მიკროფონიანი. მალე ისინიც გაჩნდებიან, ცხადია, თუ მოვესწრები. მთავარია, არ შემეშალოს. ამ ორმა უნდა იცოდეს, _ საქმე, ფაქტობრივად, გახსნილია, რომ მე ერთადერთი მოწმე არ ვარ, პოლიცია მათ კვალზე აზის, სხვა შემთხვევაში, გამაქრობენ.

წყლით სავსე ჭიქა დავცალე და თანმიმდევრობით მოვუყევი, რა ვითარებაში აღმოვჩნდი ამ ბინაში და ვინ არის მთავარი დამნაშავე. ერთადერთი, რაც არ დამიკონკრეტებია, იყო ალბერტის სავარაუდო გაფრენის თარიღი. თუ ცოცხალი დავუძვერი, მე თვითონ შევატყობინებ, ვისაც ჯერ არს.

_ გამოდის, შენიანმა გაყირავა, _ დამცინავად ჩაილაპარაკა ჩელემ.

მართლა ჩამოჰგავდა ჩელენტანოს, უბრალოდ, ზედა ყბაზე კბილები აკლდა, თან გაცილებით მხარბეჭიანი იყო. ჩელესგან განსხვავებით პაპუნა ემოციურად არამდგრადი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ადგილზე ვერ ისვენებდა, ცქმუტავდა, ნერვიულობდა, საღეჭ რეზინს აწვალებდა.

_ მაყირავა, სხვა სიტყვაა... ალბერტმა გამიმეტა. ის მკვლელზე უარესია.

_ ეგ როგორ გავიგოთ?

_ გააჩნია მოტივს, მაგალითად, შენ, ჩელე, შურისძიება გამოძრავებდა, როცა გენშტაბის უფროსის თამადობით ყველა ის ადამიანი მოკალი, ვისაც ბრალი მიუძღვის შენი ახლობლების სიკვდილში.

ჩელეს ყბა ჩამოუვარდა. სწრაფი მზერა ესროლა პაპუნას, რომელმაც გადაფურთხებით სცადა ბრაზის განეიტრალება. მათთვის სიურპრიზია ჩემი საქმის კურსში ყოფნა, არა უშავს, მოუწევთ მონელება.

_ კანონი თავზე ხელს არ გადაგისვამს, მაგრამ ადამიანურად ამის გაგება შეიძლება, _ განვაგრძე ფსიქოთერაპიული სეანსი, _ არც პაპუნას ჰქონია გეგმაში მამა ბასილის მოკვლა, _ გიტარის სიმივით გაჭიმულ პაპუნას შევხედე, _ მაგრამ შემოაკვდა, ცუდ ფეხზე გამოვიდა იმ თავსხმაში. სხვა საკითხია, ფულის გულისთვის ღირდა თუ არა სიცოცხლის ხელყოფა.

_ შენ ახლა მორალს ნუ მიკითხავ, მაგაზე თუ წავიდა, ეს ორი პრაფესორი, როსტომა და შენი ალბერტა, ჩვენზე დიდი ნაბიჭვრები არიან! _ დორბლი გადმოყარა პაპუნამ. ჩავარდნილი ლოყები უხტოდა, ისევე როგორც ასიმეტრიულად გაქცეული ნაკვთები.

საიდან გამოუვიდა ფაშფაშა, ეშხიან მაგდას ეს უდღეური თავკომბალა?...

_ როსტომა არ იყო აგნესას დასაფერთხად რომ წაბრძანდა? რომ ვერ მიიღო, რაც უნდოდა, სულ გადადგა ჭკუიდან, მაგის დედის... _ დაასრულა გინებით.

_ შენ გახვედი როსტომზე, თუ თვითონ მოგნახა? _ მორალის კითხვიდან დაკითხვაზე გადავედი.

Page 86: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

_ თავიდან მე მივედი, როსტომს ბავშვობიდან ვიცნობდი, პროსტა თავის შეხსენება დამჭირდა. მაშო შარაშენიძის იდეებით მაშინ მთელი მამათა მონასტერი მოიწამლა. ნუ, ყველა არა, მაგრამ ნაწილი, მათ შორის მე. მამა ბასილს ველაპარაკე, იმან, _ ეგო, სულაც არ არის ხელწამოსაკრავი ამბავიო, მაგ საკითხზე მე ვმუშაობო, ნამარხის ფრაგმენტებიც მაჩვენა. მთელი ზაფხული არქეოლოგების დატოვებულ თხრილს უტრიალებდა, ფუნჯი არ გაუშვია ხელიდან. გავიხედავ _ იქ არის, გამოვიხედავ _ იქ არის. საფლავის ქვის მეორე ნაწილის შესახებ მაგისგან შევიტყვე, ვარაუდის პონტში მომიყვა. იტოგში, ასე ვიფიქრე, განძის ვარიანტი თუა, რაღა სახელმწიფოს დარჩეს, ფული მე უფრო მჭირდება. მოტეხვა მინდოდა აქედან, ჰოლანდიაში... ჰოდა, მივაჭერი როსტომთან, მოვუყევი. ჭკუაში დაუჯდა. ეგრევე წილებზე ალაპარაკდა, ეტყობა, მაგასაც მაგრად ენძრეოდა მაყუთში. როსტომ, შე ჩემის ტრულაილა, რაში გჭირდებოდა მაყუთი? _ პაპუნა სარკასტულად დაეკითხა ზურგშექცევით მჯდარ მიცვალებულს.

სინამდვილეში სულაც არ იყო ხუმრობის გუნებაზე. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, სუნთქვის დარეგულირება უჭირდა. ამას თუ ხოტორა თავზე გამომხტარ ოფლის წვეთებს დავუმატებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოლეგა მაგდას ვაჟიშვილი ელემენტარულ ლომკაშია. როცა ფორიაქმა პიკს მიაღწია, პაპუნამ შარვლის ჯიბეზე გაიკრა ხელი, ქაღალდის პატარა შეკვრიდან თეთრი აბი ამოიღო და პირში გაიქანა.

_ ყოფილ ცოლთან უნდოდა თავის მოწონება, ოქროს მთებს პირდებოდა, ოღონდ შემირიგდიო, _ საქმის ვითარება გავაცნე და ინდიფერენტულად მჯდარ ჩელეს გავხედე, _ იცი, ვინ იყო როსტომის ყოფილი ცოლი?

უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია.

_ პაატა დანელიას ქვრივი.

პასუხად მხრები აიჩეჩა, ვითომ რაში მაინტერესებსო. სამაგიეროდ, პაპუნა გახალისდა, ნირვანაში მყოფი კრიშნაიტივით. წამალმა იმოქმედა. ნაკვთები დაულაგა, ფერზეც მოვიდა. უნდა ვისარგებლო ხანმოკლე ეიფორიით.

_ შენ და როსტომი რაზე შეთანხმდით? _ ვკითხე დაუფარავი ცნობისმოყვარეობით.

_ შენო, ქვის ნატეხი დაითრიეო, აი, არაბესკას რო ეძახიან, გაშიფვრა ჩემზე იყოსო. პირველი ნატეხის ასლი მანუჩარის არქივში იქნებაო, ანუ მანუჩარის შპარგალკის გარეშე არაფრის გაგნებაში არ იყო. ჩელემ მოახერხა არქივის დათრევა, მე _ არაბესკის. ბერს რო ეგონა, საიმედო ადგილზე დავმალეო... კაროჩე, ნათელში ამყოფოს... დედას ვფიცავარ, მე მაგის სიკვდილი არ მინდოდა, მაგარი კაი ტიპი იყო, თვითონ გამომიწვია, რას გამოჩერჩეტდა იმ თავსხმაში... ჰოდა, იმას ვამბობდი, ჩამოვუტანე ის ნატეხი, როსტომა მიდგა-მოდგა და შიგ ტოჩკაში მოარტყა, ადგილის ამბავში. სამი მეტრიც არ იყო ვანიჩკა აბუსერისძის სამარხიდან. კაროჩე, მოვნიშნე ეგ ადგილი, მაგრამ ვერაფრით მივუდექი, სულ ვიღაც ტრიალებდა. არადა, როსტომა მაწვებოდა, დროზე ქენი, კლიენტს ეჩქარებაო. ეტყობა, ალბერტიკაც აწვებოდა, არა? _ ემოციურად დაეკითხა ჩელეს.

_ მორჩი ღადავს! _ ქუთუთოები შეარხია იმან, _ აქედან უნდა ავიწიოთ, სანამ ძაღლობა დაგვდგომია თავზე. გერმანელის გვარი, სასტუმროს მისამართი, _ მრისხანედ მომიბრუნდა.

_ ალბერტ ვანდმიულერი. სასტუმრო `მეტეხი~. ოთახის ნომერს რესეფშენში გეტყვიან, _ კმაყოფილმა ვუპასუხე.

ჰერ ალბერტს სანატრელს გავუხდი მებაჟეებს. წარმომიდგენია, როგორ დაუგრძელდება ფიზიო ამ ორის დანახვისას. შეიძლება ვერც იცნობს, აწყურში ყოფნისას პაპუნა თვალში არ გვეჩხირებოდა, ჩელესაც ერთხელ მოკრა თვალი, მაშოს დასაკითხად

Page 87: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

როცა მივდიოდით, მაშინ. ძალიან კარგი, მოულოდნელობის ეფექტი გაცილებით დიდ შოკს გამოიწვევს... აბა, რა ეგონა, გაზით რომ მწამლავდა?

_ ამას რა ვუყოთ? _ ჩემზე ანიშნა პაპუნამ.

თვალებით გამზომეს. პაპუნა შიშნარევი შეშფოთებით მიცქერდა, ჩელე _ აგდებულად. მკვდრეთით აღდგომამ პაპუნაზე არანაკლებ ეიფორიაში ჩამაგდო, სულ დამავიწყდა, ვის ხელში ვარ. მოწმის სტატუსით, მგონი, მეორედ გამიშვან იმ ქვეყნად. სამომავლო პერსპექტივამ დროებით დამამუნჯა. რა დროს არაბესკის კვლევა იყო, ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. სჯობს, გაზს გავეგუდე.

_ გაგახსენდა? რო აიქაფე პირი, რა გეგონა?! ცოცხალ ტრუპთან გამიმართა დებატები... ბარემ გეზიარებინა! _ ჩელემ ჯიბეში ხელებჩაწყობილმა გაიარ-გამოიარა.

_ დავბრიდოთ? _ პაპუნას საღეჭი რეზინა გადმოუვარდა მოღრეცილი პირიდან. ფეხსაცმლის წვერზე დაეცა და იქ დარჩა.

_ თუ უკეთესი გამოსავალი გეგულება, დავაი, მოგისმენ.

_ ამას თუ არ დავბრიდავთ, ასიანი დაგვაბოზებს. ფეხი არ გვექნება გადგმული, პოლიციას დაურეკავს. პირდაპირ სასტუმროში დაგვადგებიან, შე ჩემა. ამასობაში, ალბერტაც არ აიწიოს, როსტომამ _ მაგრა ეჩქარებაო, ვინ იცის, ბილეთიც აღებული აქვს... სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა დაგბრიდოთ, დაიკო, _ მწუხარე გამომეტყველებით მომიბრუნდა.

_ პირობას გაძლევთ, არავისთან ვიტყვი, _ ჩაჭრილი პიონერივით დავიწყე თავის მართლება.

_ ეე, არ გინდა ეგეთები, ჩვენ ცუდი ბიძერები ვართ, სინდისზე ვერ აგვაგდებ, _ დაიჭყანა პაპუნა.

_ დედაშენს მაინც არ ვიცნობდე! _ შევძახე ცრემლმორეულმა.

_ ვაუ, მაგდას პადრუჟკა ხარ? მე რო არ გიცნობ?

_ ერთად ვმუშაობთ, კოლეჯში. მე გერმანულს ვასწავლი, ის _ ისტორიას.

_ მით უმეტეს, არ გეცხოვრება. ჩელე, ძმურად მიხედე ამ გოგოს, დედაჩემის თანამშრომლის სისხლში ნუ გამასვრევინებ ხელს. მამა ბასილის ცოდვა მეყოფა, მიქელ-გაბრიელი ჩრდილივით მადგას თავზე. რას მიქაჩავ თვალებს, შე ჩემა, ხომ არ გგონია, მევასება ვიღაცის გამოშიგვნა?

_ შენ გგონია, მე მევასება? _ კბილებში გამოცრა ჩელემ.

_ შენ ჩემზე დერზკი ხარ, ხელი გაწაფული გაქვს, ხუთი კაცი ისე მიაწვინე, თვალი არ დაგიხამხამებია, მეექვსეც გატრუპე, რაღა! _ პაპუნამ შემრიგებლურად მიუტყაპუნა მხარზე ხელი, სიგარეტი მოიმარჯვა და განაჩენს აივანზე დაელოდა.

ჩელემ დივანზე დაგდებული სკოჩი დაითრია, საჩვენებელ თითზე რგოლივით დაატრიალა.

_ არ მომკლა, გთხოვ, _ ლოცვასავით ჩავიბუტბუტე.

ჩემს ფეხებთან ჩაიცუცქა. ზედა ტუჩი უთრთოდა, ცოფიანი ძაღლივით. კბილების ნარჩენები უჩანდა. თმის გადანაყოფზე ქერტლი შევნიშნე, თეთრად დაფიფქოდა ქურთუკის შავი სამხრეები. ქერტლი მკვლელის თმაში _ უკეთეს სიკვდილისწინა ფიქრებს ადამიანი ვერ ინატრებს. დავიღალე. ეს იქნება ჩემი უკანასკნელი რეპეტიცია,

Page 88: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

მოგვიანებით პრემიერა გაიმართება, რა მელის იმ პრემიერაზე _ სრული ანშლაგი და დამამცირებელი ფიასკო.

ჩელემ ხელებზე სკოჩი შემომახვია, ქამრით ბატარეაზე მიმაბა და ჩემს ხელჩანთას დაწვდა.

_ ფულს თუ ეძებ, შიგნითა ჯიბეშია.

დამცინავად შემომხედა და ჩანთიდან ჩემი მობილური ამოიღო. იტყვით, რა დროს მობილურია, მაგრამ საყვარელი ნივთის დანახვაზე გული ამიჩუყდა.

_ ვინ შეიძლება მოგაკითხოს ორ საათში? _ მკითხა ხმადაბლა.

გაოგნებული მივაჩერდი. წესით, სიკვდილს ველოდები, მაგრამ ორ საათში მომაკითხავს თუ ორ წუთში, ეს მკვლელზე და ბედისწერაზეა დამოკიდებული.

_ ვინ შეიძლება მოგაკითხოს ორ საათში? _ დაჟინებით გაიმეორა.

_ ისა... სსერგომ.

_ მე ნომერს აგიკრეფ, შენ დაელაპარაკე. უთხარი, ამ მისამართზე ზუსტად ორ საათში მოგაკითხოს. ზუსტად ორ საათში. მეტი არაფერი. გესმის?

_ ჰო.

_ კარგად გაიგე?

_ დდიახ, _ ვუპასუხე კაწკაწით.

_ მიკარნახე ნომერი.

ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე. მომხდარზე კრინტი არ დამიძრავს. სერგო გაკვირვებული დამეთანხმა. ჩელემ მობილური გამორთო და პაპუნას დაუძახა. `ცოცხალი მოწმის~ დანახვაზე ამ უკანასკნელს თვალები გადმოეკარკლა.

_ შენ ალაოდ ხო არ ხარ? _ გაექაჩა ჩელეს.

_ ჩაკვდი, _ იმან სკოჩით გაწებილი ხელები შარვალზე შეიწმინდა, ზუსტად ისე, როგორც ამას წინათ ალბერტმა.

_ მაიტა, პუშკა, შენ თუ ტრაკი არა გაქვს, მე მივახვრიტავ, _ პაპუნა ქურთუკის ჯიბეზე წაეპოტინა.

_ აიჩექმე აქედან! _ ჩელემ ზიზღით მესროლა სახეარეული თანამზრახველი, ჯიბეზე ხელი გაიკრა და ჩემთვის განკუთვნილი `პუშკა~ პაპუნას მიუშვირა. _ მოდიხარ თუ როსტომის სასტავში დარჩენას ამჯობინებ?

_ შენ შიგ ხომ...

_ აქეთ მოიხედე, პოსლიკ. მოდიხარ თუ რჩები?

პაპუნამ გულით გადააფურთხა, ქვის ფალოსს ქუსლი გაჰკრა და გასასვლელისკენ უტია. ჩელე მძიმე ნაბიჯებით გაჰყვა უკან. კართან შედგა. მოიხედა. რამდენიმე წამს უსიტყვოდ შევყურებდით ერთმანეთს. მე _ შიშნარევი მადლიერებით, ის _ სევდიანი ირონიით. მერე მკვეთრად მიტრიალდა და გავიდა.

_ _ _

Page 89: 9 სიკვდილის რეპეტიცია - მაია ბურჭულაძე

იმ მომენტში, როცა მაიორი ოქრუაშვილი როსტომ ბუაძის მისამართზე მოქროდა, თბილისის აეროპორტში დააპატიმრეს ძებნილი პაპუნა შათირიშვილი, რომელსაც სამართალდამცავებმა ბარგის მოპარვის ფაქტზე წაასწრეს. დაზარალებული აღმოჩნდა გერმანიის მოქალაქე ალბერტ ვანდმიულერი. ვიდრე აღშფოთებული უცხოელი აეროპორტის დირექციისგან ბოდიშებს იღებდა, პოლიციაში ინკოგნიტო ზარი შევიდა: უცნობმა ზემოხსენებული გერმანელი კონტრაბანდის გატანის მცდელობაში დაადანაშაულა და ხაზიდან გაქრა. ყველიან-განძიანი ალბერტი დააპატიმრეს.

ასე რომ, დამნაშავეები ჩემს ჩაურევლადაც გასკვანჭეს. ინკოგნიტო ზარი, სავარაუდოდ, ჩელეს ეკუთვნოდა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს.

სამწუხაროდ, მოწმედ დაკითხვა არ ამცდება. არავითარი სურვილი არ მაქვს, კიდევ ერთხელ ვიხილო ალბერტის სანტიმენტალური ფიზიონომია, ჩემი გულჩვილობის ამბავი რომ ვიცი, შეიძლება ტირილი მომერიოს, მაგრამ ჩვენების აცილებაში რომ არ დამადანაშაულონ, მომიწევს... მაგდა შათირიშვილმა სკოლა დატოვა _ ჩემი შვილის პატრონს, არ მაქვს გაკვეთილებზე შესვლის უფლებაო. მე რომ მკითხო, ცილისმწამებელი მეტის ღირსია. დირექტრისა მაიამ ალბერტის გამო ბოდიში მომიხადა და `ვულე-ვუს~ პარფიუმერიით დამასაჩუქრა. აგნესა შარაშენიძემ აღიდგინა მახსოვრობა და ახლა ამ აღდგენილი მახსოვრობით შვილიშვილს ატერორებს: ბაბუაშენის არქივი რომ არ გამოგემზეურებინა, ამდენი კაცი გადაურჩებოდა უბედურებასო.

მუზეუმში გაიხსნა კუთხე სახელწოდებით: `ჯვაროსნები და საქართველო~. მე რომ მკითხო, ცოტა პოლიტიზებულია, მაგრამ დღეს მოდაშია დასავლური კავშირებით პიარი. სპეციალურ ბუკლეტში მოთხრობილია განძის აღმოჩენის ისტორია, იქვე წარმოდგენილია მრავალტანჯული ექსპონატები.

2007 წელი დასასრული