„ჩემი ხარაგაული“ 17...

8
„ჩემი ხარაგაული“ 17 წლისაა უარი ვთქვათ თამბაქოზე განცხადებები ამინდი რუბრიკა „ჩემი მამული” ბიორაგი ფიტოაფთიაქში გაიცემა ვინ მიიღებს ციცქას ნერგებს საგაზაფხულო სამუშაოები ხარაგაულში ხარაგაულელი ფერმერები კონკურსში ერთვებიან სამეუფეო წირვა ხარაგაულში „სათაგურის” პრემიერა ჩაერთეთ ახალ პროგრამაში „დანერგე მომავალი” 2 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. 4 გვ. 3 გვ. 3 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 5 გვ. 2 გვ. დღეს ნომერშია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი, ხარაგა- ულის მუნიციპალიტეტის გამგე- ობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქ- მეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენ- ტრი აცხადებენ სამოყვარულო ფილმების კონკურსს თემაზე „ჩემი იმერეთი.“ საკონკურსოდ წარდგენილი ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. ფილმის გადაღება შესაძლე- ბელია მობილური ტელეფონით, სამოყვარულო კამერით, ციფრუ- ლი აპარატით და სხვ. ფილმის ჟანრი შეუზღუდა - ვია (ისტორიული, დოკუმენტუ- რი, იუმორისტული, მუსიკალური და სხვ.) ფილმში ხაზი უნდა გაესვას იმ ღირებულებებს, რომლებითაც გამო- ირჩევა იმერეთის რეგიონი (ისტო- რია, კულტურა, ბუნება, სტუმართ- მოყვარეობა, ტრადიციები და სხვ.) საკონკურსოდ წარდგენილ ფილმს უნდა ჰქონდეს სათაური, ასევე მითითებული უნდა იყოს ფილმის რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობები და ა.შ. ფილმის მიწოდება შესაძლე- ბელია ა(ა) იპ „ხარაგაულის მუ- ნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში“ ფლეშმეხსიერებით ან დისკით. ფილმი ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარადგინოს 20 აპრი- ლიდან 1 მაისამდე. დამატებითი ინფორმაციისთ- ვის დაუკავშირდით ტელეფონით 577 555 740. 17 წელი გავიდა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ პირველი ნომრის გამოცემიდან. 17 წლის მანძილზე „ჩემი ხარა- გაული“ ეტაპობრივად ვითარდე- ბოდა ყოველთვიური გაზეთიდან მულტიმედია ცენტრამდე. დამოუკიდებელმა გაზეთმა არ- სებობის პირველივე თვეებიდანვე დაიმკვიდრა მკითხველებში ავტო- რიტეტი და პოპულარობა. „ჩემი ხარაგაული“, კარგა ხანია, ქართულ რეგიონულ მედიასივრ- ცესა და მკითხველებში აღიარებუ- ლი და პოპულარული გამოცემაა. უმნიშვნელოვანესია, რომ და- მოუკიდებელი გაზეთი „ჩემი ხა- რაგაული“ და ვებგვერდი chkh.org ხელმომწერლების დაფინანსებით არსებობს. მაღალი სანდოობა, პროფე- სიონალიზმი, მიუკერძოებლობა, ჟურნალისტური სტანდარტების განუხრელად დაცვა მუდმივად გვიზრდის ხელმომწერლებისა და მკითხველების ერთგულებას. საზეიმო განწყობილების მი- უხედავად, აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ გამოცემას „ჩემი ხარაგაული“ დღემდე უხდება და- მოუკიდებლობის შელახვის მსურ- ველებისგან ხელოვნურად შექმ- ნილი დაბრკოლებების დაძლევა. „ჩემი ხარაგაულის“ 17-წლიანი გამოცდილებით დასტურდება, რომ დამოუკიდებელ მედიასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომ- ლობა, მათთვის, ვინც ამ ურთიერ- თობის მნიშვნელობას რეალურად აფასებს, სიძლიერისა და შემდ- გომი წარმატებების საწინდარია. მკითხველებისგან დაფინანსე- ბულ დამოუკიდებელ მედიასთან თანასწორუფლებიანი თანამშ - რომლობა ხომ, ფაქტობრივად, საზოგადოების ფართო ფენებთან გულწრფელი, სანდო და საიმედო ორმხრივი ურთიერთობაა. ჩვენო ძვირფასო მკითხველე- ბო, უღრმესი მადლობა ნდობის, ერთგულებისა და სიყვარული- სათვის. მადლობა ჩვენს თითოეულ რესპონდენტს, დისტრიბუტორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლე- ბის მანძილზე გვერდით გვიდგას, გვამხნევებს და შემდგომი მუშაობის ძალასა და ენერგიას გვმატებს. ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილ- დო მკითხველების სამადლობელი სატელეფონო ზარებია. მომავალ- შიც ყოველთვის მაქსიმალურად ვიზრუნებთ ხელმომწერლების ნდობის გასაძლიერებლად, მკითხ- ველებისათვის საჭირო და მნიშვ- ნელოვანი ინფორმაციების მოსა- წოდებლად. „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორ- მაციით, ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით, შემცირდა ტრანს- პორტის ექსპლუატაციისა და მოვ- ლა-შენახვის ხარჯი 117,6 ათასი ლარიდან 90,6 ათას ლარამდე; წარმომადგენლობითი ხარჯი შემცირდა 18 ათასი ლარიდან 12 ათას ლარამდე; არასაცხოვრებელი შენობების რემონტი შემცირდა 49,8 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე. სულ ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ხარჯები შემცირდა 72,8 ათასი ლარით. საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ღონისძი- ებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 6 მარტის 422 განკარგულებით განისაზღვრა. ამ განკარგულების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველო- ბებს ეთხოვათ, რომ შრომის ანაზ- ღაურების მუხლით 2015 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბი- უჯეტო ორგანიზაციისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2014 წლის საკასო ხარჯს. პრემიერ-მინისტრის განკარ- გულებით ადგილობრივ თვითმ- მართველობებს ასევე ეთხოვათ ადმინისტრაციული ხარჯების შეზ- ღუდვის პრინციპები გაითვალისწი- ნონ 2016-2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას. პრემიერ-მინისტრის 6 მარტის 422 განკარგულების თანახმად, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მივლინების ხარჯების დაფინანსება და ოფისის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები; მოხმარებული საწვავის ხარჯები 2014 წლის საკასო ხარჯთან შედა- რებით წელს არანაკლებ 30%-ით უნდა შემცირდეს; უნდა შეიზღუდოს წარმო - მადგენლობითი ხარჯების დაფი- ნანსება, რბილი ინვენტარის, უნი- ფორმების, პირად ჰიგიენასთან და- კავშირებული, საოფისე ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა. პრემიერ-მინისტრის განკარგუ- ლების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობებს ადმინისტ- რაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფინანს- თა სამინისტროსთვის 23 მარტისთ- ვის უნდა წარედგინათ. „ქამრების შემოჭერა“ ხარაგაულში 72,8 ათასი ლარით დღეს, 27 მარტს, ბაზალეთის საჯარო სკოლის (დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი) მეცხრე კლასის მოსწავლე ლიკა სიხარულიძე პედა- გოგ ნინო კვირიკაშვილთან ერთად მიწვეულია საპატრიარქოს ახალგაზ- რდულ ცენტრში. ლიკას ნამუშევარმა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ გაიმარჯვა. ვულოცავთ ლიკას ამ წარმატებას. ვულოცავთ წარმატებას ჩაერთეთ კონკურსში „ჩემი იმერეთი“ 27 მარტი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 11 (631) www.chkh.org

Upload: others

Post on 30-Aug-2019

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: „ჩემი ხარაგაული“ 17 წლისააchemikharagauli.com/uploads/secbanners/11-631-2015w.pdf · იმას, თუ რა დიდ ზიანს

„ჩემი ხარაგაული“ 17 წლისაა

უარი ვთქვათ თამბაქოზე

განცხადებები

ამინდი

რუბრიკა „ჩემი მამული”

ბიორაგი ფიტოაფთიაქში გაიცემა

ვინ მიიღებს ციცქას ნერგებს

საგაზაფხულო სამუშაოები ხარაგაულში

ხარაგაულელი ფერმერები კონკურსში ერთვებიან

სამეუფეო წირვა ხარაგაულში

„სათაგურის” პრემიერა

ჩაერთეთ ახალ პროგრამაში „დანერგე მომავალი”

2 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

4 გვ.

3 გვ.

3 გვ.

3 გვ.

4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

2 გვ.

დღეს ნომერშია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი, ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის გამგე-ობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქ-მეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენ-ტრი აცხადებენ სამოყვარულო ფილმების კონკურსს თემაზე „ჩემი იმერეთი.“

საკონკურსოდ წარდგენილი ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

ფილმის გადაღება შესაძლე-ბელია მობილური ტელეფონით, სამოყვარულო კამერით, ციფრუ-ლი აპარატით და სხვ.

ფილმის ჟანრი შეუზღუდა-ვია (ისტორიული, დოკუმენტუ-რი, იუმორისტული, მუსიკალური და სხვ.)

ფილმში ხაზი უნდა გაესვას იმ ღირებულებებს, რომლებითაც გამო-ირჩევა იმერეთის რეგიონი (ისტო-რია, კულტურა, ბუნება, სტუმართ-მოყვარეობა, ტრადიციები და სხვ.)

საკონკურსოდ წარდგენილ ფილმს უნდა ჰქონდეს სათაური, ასევე მითითებული უნდა იყოს ფილმის რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობები და ა.შ.

ფილმის მიწოდება შესაძლე-ბელია ა(ა) იპ „ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში“ ფლეშმეხსიერებით ან დისკით.

ფილმი ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარადგინოს 20 აპრი-ლიდან 1 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთ-ვის დაუკავშირდით ტელეფონით 577 555 740.

17 წელი გავიდა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ პირველი ნომრის გამოცემიდან.

17 წლის მანძილზე „ჩემი ხარა-გაული“ ეტაპობრივად ვითარდე-ბოდა ყოველთვიური გაზეთიდან მულტიმედია ცენტრამდე.

დამოუკიდებელმა გაზეთმა არ-სებობის პირველივე თვეებიდანვე დაიმკვიდრა მკითხველებში ავტო-რიტეტი და პოპულარობა.

„ჩემი ხარაგაული“, კარგა ხანია, ქართულ რეგიონულ მედიასივრ-ცესა და მკითხველებში აღიარებუ-ლი და პოპულარული გამოცემაა.

უმნიშვნელოვანესია, რომ და-მოუკიდებელი გაზეთი „ჩემი ხა-რაგაული“ და ვებგვერდი chkh.org ხელმომწერლების დაფინანსებით არსებობს.

მაღალი სანდოობა, პროფე-სიონალიზმი, მიუკერძოებლობა,

ჟურნალისტური სტანდარტების განუხრელად დაცვა მუდმივად გვიზრდის ხელმომწერლებისა და მკითხველების ერთგულებას.

საზეიმო განწყობილების მი-უხედავად, აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ გამოცემას „ჩემი ხარაგაული“ დღემდე უხდება და-მოუკიდებლობის შელახვის მსურ-ველებისგან ხელოვნურად შექმ-ნილი დაბრკოლებების დაძლევა.

„ჩემი ხარაგაულის“ 17-წლიანი გამოცდილებით დასტურდება, რომ დამოუკიდებელ მედიასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომ-ლობა, მათთვის, ვინც ამ ურთიერ-თობის მნიშვნელობას რეალურად აფასებს, სიძლიერისა და შემდ-გომი წარმატებების საწინდარია.

მკითხველებისგან დაფინანსე-ბულ დამოუკიდებელ მედიასთან თანასწორუფლებიანი თანამშ-რომლობა ხომ, ფაქტობრივად, საზოგადოების ფართო ფენებთან გულწრფელი, სანდო და საიმედო ორმხრივი ურთიერთობაა.

ჩვენო ძვირფასო მკითხველე-ბო, უღრმესი მადლობა ნდობის, ერთგულებისა და სიყვარული-სათვის.

მადლობა ჩვენს თითოეულ რესპონდენტს, დისტრიბუტორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლე-ბის მანძილზე გვერდით გვიდგას, გვამხნევებს და შემდგომი მუშაობის ძალასა და ენერგიას გვმატებს.

ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილ-დო მკითხველების სამადლობელი სატელეფონო ზარებია. მომავალ-შიც ყოველთვის მაქსიმალურად ვიზრუნებთ ხელმომწერლების ნდობის გასაძლიერებლად, მკითხ-ველებისათვის საჭირო და მნიშვ-ნელოვანი ინფორმაციების მოსა-წოდებლად.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორ-მაციით, ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით, შემცირდა ტრანს-პორტის ექსპლუატაციისა და მოვ-ლა-შენახვის ხარჯი 117,6 ათასი ლარიდან 90,6 ათას ლარამდე;

წარმომადგენლობითი ხარჯი შემცირდა 18 ათასი ლარიდან 12 ათას ლარამდე;

არასაცხოვრებელი შენობების რემონტი შემცირდა 49,8 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე.

სულ ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ხარჯები შემცირდა 72,8 ათასი ლარით.

საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ღონისძი-ებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 6 მარტის №422 განკარგულებით განისაზღვრა.

ამ განკარგულების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველო-ბებს ეთხოვათ, რომ შრომის ანაზ-ღაურების მუხლით 2015 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბი-უჯეტო ორგანიზაციისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2014 წლის საკასო ხარჯს.

პრემიერ-მინისტრის განკარ-გულებით ადგილობრივ თვითმ-მართველობებს ასევე ეთხოვათ ადმინისტრაციული ხარჯების შეზ-ღუდვის პრინციპები გაითვალისწი-ნონ 2016-2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას.

პრემიერ-მინისტრის 6 მარტის №422 განკარგულების თანახმად, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მივლინების ხარჯების დაფინანსება და ოფისის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები;

მოხმარებული საწვავის ხარჯები 2014 წლის საკასო ხარჯთან შედა-რებით წელს არანაკლებ 30%-ით უნდა შემცირდეს;

უნდა შეიზღუდოს წარმო -მადგენლობითი ხარჯების დაფი-ნანსება, რბილი ინვენტარის, უნი-ფორმების, პირად ჰიგიენასთან და-კავშირებული, საოფისე ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.

პრემიერ-მინისტრის განკარგუ-ლების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობებს ადმინისტ-რაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფინანს-თა სამინისტროსთვის 23 მარტისთ-ვის უნდა წარედგინათ.

„ქამრების შემოჭერა“ ხარაგაულში

72,8 ათასი ლარითდღეს, 27 მარტს, ბაზალეთის საჯარო სკოლის (დირექტორი იზოლდა

ოკრიბელაშვილი) მეცხრე კლასის მოსწავლე ლიკა სიხარულიძე პედა-გოგ ნინო კვირიკაშვილთან ერთად მიწვეულია საპატრიარქოს ახალგაზ-რდულ ცენტრში. ლიკას ნამუშევარმა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ გაიმარჯვა. ვულოცავთ ლიკას ამ წარმატებას.

ვულოცავთ წარმატებას

ჩაერთეთ კონკურსში „ჩემი იმერეთი“

27 მარტი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№11 (631)

www.chkh.org

Page 2: „ჩემი ხარაგაული“ 17 წლისააchemikharagauli.com/uploads/secbanners/11-631-2015w.pdf · იმას, თუ რა დიდ ზიანს

2 xtvb [fhfufekb 27 მარტი, 2015 წ.

ჩაერთეთ ახალ პროგრამაში „დანერგე მომავალი“

XX საუკუნეში თამბაქოს მოხმა-რების შედეგად 100 მილიონი ადა-მიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში თამბაქოს გამო ყოველწლიურად საშუალოდ 6 წამში ერთი ადამიანი კვდება. თამბაქო მწეველთა ნახე-ვარზე მეტის სიკვდილის მიზეზია. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებითა და გართულებებით გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ერთად აღებული შიდსის, ავ-ტოკატასტროფების, მკვლელობების, თვითმკვლელობების, ინფექციური დაავადებების, სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად. გარდაცვლილ ონკოლოგიურ ავადმ-ყოფთა 30% თამბაქოს მოიხმარდა, ფილტვის კიბოთი დაავადებულთა შორის კი მწეველთა ხვედრითი წილი 80%-ს აღწევს.

თამბაქოს ნებისმიერი პროდუქ-ტი შეიცავს ნიკოტინს. ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ და-მოკიდებულებას იწვევს. თამბაქოში შემავალი ნიკოტინი იწვევს რა მძიმე დაავადებებს, ადამიანს კლავს თან-დათანობით. ნიკოტინი ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტ-ვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს აღწევს 8 წამში. ნიკოტინი მცირე დოზით აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სუნთქვის ცენტრს. აძლიერებს ნერწ-ყვის გამოყოფას, ავიწროვებს გუგას, იწვევს მაჯისცემისა და არტერიული წნევის მომატებას.

თამბაქოს მოხმარება და პასი-ური მწეველობა: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გლობალურად ყო-ველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედე-გად. აქედან 600 000 პასიური მწევე-ლობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლის ზემოქმედების) მსხვერპლია. თამბა-ქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს. მსგავსად ამ ქვეყნებისა, მწეველობა და მასთან დაკავშირე-ბული მდგომარეობები საქართვე-ლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. სადღეისოდ, საქართ-ველოში, თამბაქოს ეწევა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30%, ხოლო ყოველწლიურად, თამბაქო-საგან გამოწვეული დაავადებებით 11 000-მდე ადამიანი იღუპება. შემაშფო-თებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა იზრდება, რაც ძირითადად ქალებისა და მოზარდების ხარჯზე ხდება. სა-ქართველოში, 14-16 წლის სკოლის მოსწავლეების 16%-ია რეგულარული მწეველია. უფრო მეტიც, მნიშვნე-ლოვნად გაახალგაზრდავებულია

თამბაქოს პირველი გასინჯვის ასაკიც, რომელიც არსებული მონაცემებით, 9 წელზე ნაკლებია. გარდა ამისა, სხვა-დასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამ-ლის პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ. „პასიური წევის“ შედეგად კი ყოველწლიურად 3000 უდანაშაულო ადამიანი იღუპება.

თითქმის ყვე ლა მწე ველ მა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხ-მარებას. განურჩევლად სიგარეტის ბრენდისა თუ ხარისხისა, ყო ვე ლი კოლოფი აფ რთხი ლებს მომ ხმა რე-ბელს - „მწე ვე ლე ბი კვდე ბი ან ადრე,“ „მო წე ვა სე რი ო ზულ ზი ანს გა ყე ნებთ თქვენ და თქვენს ირ გვლივ მყოფთ,“ „მოწევა იწ ვევს კი ბოს.“ „მოწევა იწვევს იმპოტენციას“... და ა. შ. მიუხედავად ამისა, მწეველები აგრძელებენ მოწე-ვას. ზოგიერთს აქვს კიდეც სიგარეტის გადაგდების მცდელობა, რომელიც ხშირად წარუმატებლად სრულდება. ეს არცაა გასაკვირი. თამბაქოზე და-მოკიდებულება ქრონიკული მდგო-მარეობაა და შესაძლოა, საჭირო გახდეს თავის დანებების რამდენიმე მცდელობა და სპეციალისტთან კონ-სულტირება. ასეთ ძლიერ დამოკი-დებულებას განაპირობებს თამბაქოში შემავალი ნივთიერება - ნიკოტინური ალკალოიდი, რომელიც მწეველებში იწვევს ნიკოტინიზმის განვითარებასა და ტოქსიურ ზეგავლენას. ნიკოტინის გარდა სიგარეტში 5000-მდე ტოქ-სიური და კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებაა. მათი უმეტესობა გაერთიანებულნი არიან ტერმინში „კუპრი.“ მასში მოიაზრება ისეთი ქიმიკატები (ქიმიური შენაერთე-ბი), როგორიცაა დარიშხანი, ციანიდი და სხვ., რომელთა უმეტესობა იწვევს კიბოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიგარეტი გავლენას ახდენს არა მხოლოდ მწეველებზე, არამედ მათ გვერდზე მყოფ არამწეველებზეც. ამის მიზეზი კი, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველი მეორადი კვამლია. სიგარეტის მოწევისას გარემოში რჩება გამოყოფილი კვამ-ლის 2/3-ზე მეტი, რომელიც შეიცავს 2-ჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს,

ვიდრე მწეველის მიერ ჩასუნთქულ კვამლშია. ამ კვამლში შემავალი 4000-მდე ქიმიური ნივთიერებიდან კი 50-ზე მეტი კანცეროგენია. კვლე-ვებით დადგინდა, რომ პასიური მწე-ველობის შედეგად ვითარდება იგივე დაავადებები, რაც აქტიური მოწევის შედეგად. მეორადი კვამლი იწვევს გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, კი-ბოს...

რაც შეეხება ბავშვებს, პასიური მწეველობა სასუნთქი სისტემის ინ-ფექციების, ასთმური შეტევებისა და ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის... აღმოჩნდა, რომ მწეველი მშობლების შვილებში მომატებულია კიბოს განითარების რისკი. მაგალი-თად, ასეთ ბავშვებში შესამჩნევად მაღალია ჰეპატობლასტომის (ღვიძ-ლის ავთვისებიანი სიმსივნე) სიხშირე. ეს იშვიათი დაავადება, ფიქრობენ, რომ იწყება ჯერაც მუცლადყოფნის პერიოდში. არამწეველ მშობლებთან შედარებით, ამ დაავადების განვი-თარების რისკი 2 ჯერ მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა მხოლოდ ერთი მშობელია მწეველი, ხოლო 5-ჯერ მაღალია ორივე მწეველი მშობლის შემთხვევაში. უშუალოდ პასიური მწე-ველობით გამოწვეული დაავადებების გარდა, ბავშვებს, რომლებიც მეორა-დი კვამლის ზეგავლენის ქვეშ არიან, უფრო მეტი ალბათობა აქვთ გახდნენ მწეველები. ხშირად მოზარდი, რომე-ლიც ცდილობს თავის დამკვიდრებას, თავისი „მეს“ გამოხატვისთვის ბაძავს უფროსებს (რომლებიც მათთვის იდეალები არიან) და იწყებს მოწევას. შედეგად ვღებულობთ თამბაქოზე დამოკიდებულ კიდევ ერთ ადამიანსა და სხვადასხვა დაავადებების გან-ვითარების საფრთხეს. კვლევებით დადგინდა, რომ მოზარდების 50%, რომელმაც ადრეულ ასაკში დაიწ-ყო მოწევა, ხდება რეგულარული მწეველი, იმ მოზარდთა ნახევარი, კი რომელიც გახდა რეგულარული მწეველი, იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით. როგორც ვხედავთ, ხშირად მწევე-ლები სწორედ იმ ადამიანთა ჯანმრ-

თელობასა და სიცოცხლეს აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს, რომელთაც ყველაზე მეტად უფრთხილდებიან. იქნებ, ღირს დავფიქრდეთ ამაზე და ამიტომაც ვუთხრათ „არა“ სიგარეტს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენთვის ყველა-ზე ძვირფას ადამიანებსა და საკუთარ მომავალს.

მოწევა და ორსულობა: დღეს ქალთა უმრავლესი ნაწილი ყოველ-დღიურად ეწევა სიგარეტს. დიდი ნაწილი მწეველი ქალებისა ორსუ-ლობის დროსაც არ ანებებს თავს სიგარეტს. ისინი არ უფიქრდებიან იმას, თუ რა დიდ ზიანს აყენებენ, როგორც საკუთარ, ისე მომავალი პატარას ორგანიზმს. მწეველი ქალე-ბი უფრო ხშირად კარგავენ ბავშვებს. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება ნაყოფის გამოვარდნა ან ნაადრე-ვი მშობიარობა. განსაკუთრებით მაღალია რისკი იმ დროს, როცა ნიკოტინს თან ახლავს ალკოჰო-ლიც. თავად მშობიარობის დროსაც მწეველ ქალებს 1,5-ჯერ უფრო ხშირად ებადებათ მკვდარი ბავშვი, ვიდრე არა მწეველებს. პერიფერი-ული სისხლის მიმოქცევა მწეველ ორსულებს დარღვეული აქვთ, რაც ხელს უშლის ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებას. ამის შედეგად ნაყოფის განვითარება ფერხდება და ხშირად იბადებიან უდღეური, სუსტი ბავშ-ვები, დაბალი წონით და სხეულის, თავის და მკერდის გარშემოწერი-ლობის დაბალი პარამეტრებით. დედის დამოკიდებულება სიგარეტ-ზე მოქმედებს ბავშვის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვი-თარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლის რაოდენობა არ მიეწოდებოდა. ეს ხშირად არის მიზეზი ბავშვის გონებრივი ჩამო-რჩენილობისა და ნერვული სისტემის გადახრებისა. ასეთი ბავშვები გვიან სწავლობენ კითხვასა და ანგარიშს. ისინი ზრდაშიც ჩამორჩებიან. მიდ-რეკილნი არიან ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებისაკენ. ხშირად ავადდე-ბიან პნევმონიით, ბრონქიტითა და ასთმით. მეცნიერებმა დაადგინეს,

რომ ორსულობის დროს სიგარე-ტის მოწევა იწვევს ბავშვში დაუნის სინდრომის განვითარებას, ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებასაც - გულის მანკს, სიელმეს, კურდ-ღლის ტუჩს, მგლის ხახას და ა.შ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ დედამ ორსულობის დროს არ გადა-აგდო სიგარეტი, ის მოწევას ბავშვის გაჩენის შემდეგაც გააგრძელებს. ბავშ-ვი იქნება მუდმივად ნიკოტინის მოქმე-დების ქვეშ, ისუნთქებს ნიკოტინის ბო-ლით გაჯერებულ ჰაერს, რაც დააზი-ანებს მის ჯანმრთელობას. პასიური მწეველობა გაცილებით საზიანოა. იმისათვის, რომ თქვენი პატარა ჯან-მრთელი და ძლიერი გაიზარდოს, მომავალო დედებო, დაანებეთ თავი მოწევას! თქვენი პატარას სიცოცხლე და ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!

როგორ დავანებოთ თავი მო-წევას:

1. მიიღეთ გადაწყვეტილება ერთ საათში მხოლოდ ერთი ღერი მო-წიოთ, შემდეგ დროის ინტერვალი ნელ-ნელა გაზარდეთ.

2. გაირთულეთ სიგარეტის ამო-ღების საშუალება. მაგალითად, გადააკარით შეკვრას ლენტი. დაიჭი-რეთ სიგარეტი თქვენთვის მიუღებელ ხელში. შეეცადეთ, იყიდოთ ის სიგა-რეტი, რომელიც არ გსიამოვნებთ. არ იყიდოთ ერთ შეკვრაზე მეტი.

3. შეიცვალეთ გარემო, სადაც ეწე-ვით. არ მოწიოთ იმ ადგილში, სადაც გსიამოვნებთ მოწევა, არ მოწიოთ ყავასთან ერთად და ა.შ.

4. თუ თქვენ არ ეწევით ერთი დღე, შეგიძლიათ არ მოწიოთ არც მეორე დღეს. თუ ვერ მოითმინეთ და მოწიეთ, არ მოიწყინოთ. სცადეთ კიდევ ერთხელ.

5. მოწიეთ თითო ღერით ნაკლები ყოველდღე.

6. თითო მოწევის წინ მიიღეთ სპე-ციალური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. გაწელეთ ყოველი მოწევა. ატარეთ მხოლოდ ერთი ღერი და შეეცდებით, რომ გადა-ინახოთ იგი.

7. უარი განაცხა-

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ თებერ-ვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელ-შეწყობის პროექტი“ და ახალი პროგრა-მა „დანერგე მომავალი“ დაიწყო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე მიმდინა-რეობს ახალ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობის მსურველ-თა განაცხადების მიღება.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი და-იხარჯება. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარ-და) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქ-სიმალური ხელშეწყობა, მრავალწლო-ვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით. ახალი პროექტის განხორციელების შედეგად, მეწარმეები და ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქ-ტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე

იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. ამავე დროს, გაიზრ-დება ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.

დაფინანსების მისაღებად, ბენეფი-ციარმა სოფლის მეურნეობის პროექ-ტების მართვის სააგენტოში უნდა წარადგინოს სანერგე მეურნეობის შექ-მნის დეტალური პროექტი (პროექტის წარდგენა უნდა განხორციელდეს სა-აგენტოსგან შემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმეტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პი-რობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს „თანა-დაფინანსების კომიტეტს.“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო დააფინანსებს სანერგე მეურნეობას.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფი-ნანსების მოცულობა შეადგენს:

- ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირე-ბულების 50%-ს;

- სანერგე მეურნეობის შემთხვევაში

- მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

ბაღის გაშენების ან სანერგე მეურ-ნეობის მოწყობის სრულად დაფინან-სების მიზნით, სახელმწიფო თანადა-ფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით.

გარდა სახელმწიფო თანადაფი-ნანსებისა, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით სარგებელს:

- სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივები საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს;

- ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურ-დება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება;

- კვალიფიკაციის ამაღლების მიზ-ნით, ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბაღის/სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის

დეპარტამენტი

მთავრობა მაღალმთიანი რეგიონე-ბის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.

ამ მიმართულებით გამოცდილების გასაზიარებლად სამთავრობო ჯგუფი 21 მარტიდან ავსტრიაში იმყოფება.

ავსტრიაში ვიზიტის შესახებ ინ-ფორმაციას გვაწვდის მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფის წევრი, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე:

„საქართველოს მთავრობა ინტენ-სიურად მუშაობს მაღალმთიანი რეგი-ონების შესახებ ახალ კანონზე. ინტენ-სიურად ვარ ჩართული ამ პროცესში. ფაქტობრივად, ძირითადი კონტურები გამოკვეთილია.

ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ყველაზე მეტი მსგავსება ავსტრიასთან აქვს: დაახლოებით იგივე ფართობი, მთიანი რეგიონების სიუხვე, მთის ცხოვ-რების ტრადიციები და ა.შ. ამასთან აქ ძალიან მაღალ დონეზეა ტურიზმი და ამ დარგიდან ქვეყანა იღებს დიდ შემოსავლებს.

ჩვენი ვიზიტის ორგანიზატორია გაეროს განვითარების ფონდი, რო-მელიც სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს ჩვენს ქვეყანას.

დელეგაციის შემადგენლობაში

ვართ პარლამენტისა და მთავრობის წევრები.

გვქონდა ძალიან საინტერესო შეხ-ვედრები ავსტრიის საგარეო საქმეთა, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ასევე არასამთავრობო და სამთავრობო ფონდებში. გავიარეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რეგიონალური მმართ-ველობის სისტემა და კოორდინაცია; რეგიონალური მმართველობა და მრავალდონიანი ქსელის ორგანიზება მთის განვითარებისათვის; სოფლის განვითარების პროგრამის დანერგვა; მთიანი მხარეების დაცვის და განვითა-რების კონცეფცია და ა.შ.

დღეს მივემგზავრებით ავსტრიის მთიან რეგიონებში - ავალთ ტიროლ-შიც. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოცდილებას ვიღებ, რომელიც და-მეხმარება ამ მიმართულებით სწორი პოზიციის ჩამოყალიბებაში.

ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ ვაპირებ, ხარაგაულში მოვაწყო პრე-ზენტაცია და დაინტერესებულ პირებს მივაწოდო მიღებული ინფორმაციები და ავსტრიული გამოცდილება ამ მიმარ-თულებით,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე.

ავსტრიაში სამთავრობო ჯგუფის ვიზიტი 30 მარტამდე გაგრძელდება.

გამოცდილების გასაზიარებლად ავსტრიაში

ვთქვათ უარი თამბაქოზე

გვ. 6

Page 3: „ჩემი ხარაგაული“ 17 წლისააchemikharagauli.com/uploads/secbanners/11-631-2015w.pdf · იმას, თუ რა დიდ ზიანს

3xtvb [fhfufekb27 მარტი, 2015 წ.

ბიორაგი ფიტოაფთიაქში გაიცემა

სოფლის მეურნეობის სამინის-ტროს ხარაგაულის საინფორმა-ციო-საკონსულტაციო სამსახური ხარაგაულში ნიადაგის კვლევას ახორციელებს. პროგრამა ადგი-ლობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდე-ბა. წინასწარ შერჩეული140 ხარა-გაულელი ფერმერის ნიადაგების აგროქიმიური ანალიზი უფასოდ ჩატარდება. ისინი უფასოდ მიიღე-ბენ ბიოენერგო პრეპარატსაც.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში მურმან არჯევანიძე ამბობს, რომ 40 ფერმერის ნიადაგის ბიოქიმიური ანალიზი უკვე ჩატარდა. ამდენივე წაღებულია შესამოწმებლად. „სი-მინდის დათესვამდე ორი კვირით ადრე კიდევ ჩავიტანთ ანალიზისთ-ვის 40 ფერმერის ნიადაგს. პროგ-რამაში ჩავრთეთ ბორის, ხიდრის, კიცხის, წყალაფორეთის სკოლები, რომლებსაც აქვთ საცდელი მეურ-ნეობები. სარგვეშის ეკლესიის ეზოში უნდათ ხეხილის გაშენება. 140 ერთეული ნიადაგის ნიმუშს შევამოწმებთ ლაბორატორიაში,“ - ამბობს მურმან არჯევანიძე.

ამ პროგრამის პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს ხელშეწყობითა და USAD-ის დაფინანსებით ხორციელდება სამოდელო-საცდელი პროექტი - ნიადაგის შესწავლა საველე პირობებში.

„გადმოგვეცა ნიადაგის საანა-ლიზო ხელსაწყო. 50 ნიმუში უკვე შევამოწმეთ წიფაში, ზვარეში, ჩრდილში, ხევში, ბორითში. ვიკვ-

ლევთ ნიადაგში კალიუმის, აზო-ტისა და ფოსფორის შემადგენ-ლობას, მაგრამ ვერ ვაძლევთ რჩევას“, - ამბობს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი ვაჟა მაჭავარიანი. მცირე ფერმერთა ხელშეწ-

ყობის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა იღებს ნიადაგის დასამუშავებელ სასოფლო-სა-მეურნეო ბარათებსა და აგრო ბარათებს.

„შარშან ვუთხარით მოსახლე-ობას, რომ აგრობარათები შე-ენახათ. თუ რომელიმე მათგანს აგრობარათი დაეკარგა, უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკს მის აღსადგენად. თუ დაკარგული ბარათი სხვა პირმა გამოიყენა, სამინისტრო ბარათის ნამდვილ მფლობელს ბარათზე ქულებს აღარ დაურიცხავს. 20 მარტიდან აგრობარათებზე 50 ლარის ოდე-ნობის ქულები უკვე დაირიცხა,“ - ამბობს ვაჟა მაჭავარიანი.

ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინ-ფორმაციით, ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტში ბარათი მიიღო 11 692 ბენეფიციარმა, აქედან 8 141 სახნა-ვი ბარათია, 3 551 - აგრობარათი. 6 362-მა ფერმერმა სახნავი ბარა-თი გადასაცვლელად დააბრუნა. სახნავ ბარათს, ვაჟა მაჭავარიანის თქმით, ძირითადად იყებენ კიცხ-ში, ვარძიაში, წყალაფორეთში, ღორეშასა და საღანძილეში. გამოუყენებელი ბარათები მარტის ბოლოს დაბრუნდება სოფლის

მეურნეობის სამინისტროში, რის შემდეგაც ფერმერს აგრობარათ-ზე 50 ქულის ზემოთ დაერიცხება ერთი ლარი და 25 თეთრი მიწის ფართობის მიხედვით.

სახნავი ბარათის მფლობე-ლებს მიწას შპს „მექანიზატორი“ დაუმუშავებს. ხარგაულის მუნიცი-პალიტეტში სულ 4 512 ჰა სახნავი მიწის ფართობია. „შარშან კარგი მაჩვენებელი გვქონდა, ამბობს ვაჟა მაჭავარიანი, - დაიხნა 3 966 ჰა ფართობი. აქედან 813 ბენე-ფიციარის 412 ჰა მიწის ნაკვეთი შპს „მექანიზატორმა“ დაამუშავა, დანარჩენი კერძო ტექნიკითა და ხარებით დაიხნა. წელს საკუთარი ძალებით მოსახლეობამ უკვე და-ამუშავა 52 ჰა მიწის ნაკვეთი.“

აგრობარათებით ქიმიკატები-სა და სასუქის შეძენა ბარათის

მფლობელებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და მუნიციპა-ლიტეტში სპეციალურ მაღაზიაში შეუძლიათ, ხარაგაულში კი სო-ლომონ მეფის ქ. #31-ში მდებარე მაღაზიაში. შპს „მექანიზატორის“ ხარა-

გაულის სერვისცენტრის ხელმ-ძღვანელის, ოლეგი კაციტა-ძის ინფორმაციით, მათი ცხრა ტრაქტორიდან მწყობრშია რვა ტრაქტორი. „დახვნის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. არახელსაყრელმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი. ამჟამად შპს „მექანიზატორის“ მიერ დახნულია 80-ზე მეტი ბენეფიციარის 40 ჰა მიწის ფართობი. ვფიქრობთ, აგ-როვადებს დავიცავთ,“ - ამბობს ოლეგი კაციტაძე.

ნინო კაპანაძე

ჯაფაროულში მცხოვრებმა ბესო ხომასურიძემ გადაწყვიტა, რომ საკუთარ მეურნეობაში მოსავ-ლის გასაზრდელად ბიორაგი გამოიყენოს. „მინდა, რომ ეკო-ლოგურად სუფთა პროდუქტები მივიღო. გამოიფიტა მიწა და ისეთი პრეპარატებია საჭირო, რაც მო-სავლიანობას გაზრდის. ბიორაგის შესახებ გავეცანი ინფორმაციას და მინდა, წელს მოვსიჯო. ამიტომ შევიძინე ფიტოაფთიაქში,“ - ამბობს ბესო ხომასურიძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წინასწარ შერჩეული 140 ფერმერი უფასოდ მიიღებს ბიოენერგო აქტივატორს ბიორაგი. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯე-ტიდან ფინანსდება.

ბიორაგის გაცემა და მოსახლე-ობისთვის კონსულტაციის გაწევა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მცენარეთა დაცვის სპეციალისტ მერი მდივნიშვილს მიანდო. რო-გორ გამოვიყენოთ ბიორაგი, რას გვირჩევს სეციალისტი, - ამ

შეკითხვებით მერი მდივნიშვილს მივმართეთ.

-სოფლის მეურნეობა ნელ-ნელა ფეხზე დგება, რაც ძალიან მიხარია, - ამბობს მერი მდივნიშ-ვილი, - ჩემი ოცნება იყო, რომ პრაქტიკულად დავხმარებოდი მოსახლეობას. აუცილებელია, რომ ფერმერებმა კონსულტაცი-ები მიიღონ სპეციალისტებისგან. რატომღაც დამკვიდრებული იყო მოსაზრება, - გლეხს რად უნდა სწავლებაო. არადა, უმნიშვნე-

ლოვანესია ვიცოდეთ მცენარეთა დაავადებებისა და მათი მკურნა-ლობის შესახებ. დიაგნოზი თუ არ დაისვა, შესაბამის წამალს ვერ დანიშნავ. ეს კი სპეციალისტის გარეშე შეუძლებელია.

ძალიან მნიშვნელოვანი მუნიცი-პალური პროექტი ხორციელდება. შხამქიმიკატების შეზღუდვა და ბიოაქტივატორების გამოყენება აუცილებელია ჯანსაღი პროდუქ-ციის მისაღებად.

შესანიშნავი შედეგები აქვს ბი-ორაგს. ის ზრდის მოსავლიანობას, გამოიყენება მეცხოველეობასა და მეფრინველოებაშიც. სიმინდის შემ-თხვევაში იზრდება ტაროებისა და მარცვლების რიგის რაოდენობა.

ბიორაგის გამოყენებით ნაყოფ-ში გროვდება ვიტამინები, ცილები, ამინომჟავები, იოდი. ეს ადამიანის-თვის მეტად მნიშვნელოვანია.

მარტივია ბიორაგის მოხმა-რების წესი: 33 გრამი ბიორაგი იხსნება 3,5 ლიტრ წყალში. წყალი უნდა იყოს ჭის ან წყაროსი. უნდა გაიხსნას ღია ჭურჭელში. გახსნისას უნდა მოვურიოთ ხის ჯოხით.

დასათესად გამზადებული სი-მინდის ერთი ტომარა მარცვალი წყალში გახსნილ ბიორაგში 24 საათის განმავლობაში უნდა მოვა-თავსოთ. ამდენივე დრო სჭირდება მრავალწლიანი მცენარეების ნერ-გებსა და ბოსტნეულის ჩითილებს. დასათესი კარტოფილი ბიორაგში

ერთი საათი-საათნახევარი უნდა გავაჩეროთ.

რაც შეეხება ვაზს, ძირთან უნდა ამოვთხაროთ პატარა ორმო ისე, რომ ფესვი გამოჩნდეს. ფესვი მე-ქანიკურად უნდა დავაზიანოთ და იმ ადგილას დავასხათ ბიორაგი. ძალიან კარგია, თუ ყვავილობის პერიოდში შევასხურებთ მცენარეს ბიორაგით. მოსავლიანობის გარ-და ბიორაგი ზრდის მცენარის გამძ-ლეობას დაავადებების მიმართ.

გამოყენებული ხსნარი არ გადა-ღვაროთ. შეიძლება დაუსხათ ეზოში დარგულ მცენარეებს.

ამჟამად, მერი მდივნიშვილის ინფორმაციით, გაცემულია 900 გრამი ბიორაგი. ბიოაქტივატორი მიიღო პროგრამაში ჩართულმა 12-მა ფერმერმა, ამდენივემ კი ბიორაგი შეიძინა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში მურმან არჯევანიძე ამბობს, რომ პროგ-რამაში ჩართულმა პირებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა წაიღონ ბიორაგი ფიტოაფთიაქიდან.

მუნიციპალური პროგრამით მო-სარგებლე ფერმერებმა და დაინ-ტერესებულმა პირებმა ბიორა-გისთვის უნდა მიაკითხოთ მერი მდივნიშვილს ფიტოაფთიაქში შემდეგ მისამართზე: ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №1

ნინო კაპანაძე

კიცხის სანერგე მეურნეობიდან ვაზის ნერგების გაცემა დაიწყო. მეურნეობის უფროსი სპეციალის-ტის, ამირან ოქრომჭედლიძის ინ-ფორმაციით, უკვე გაიცა ციცქას ათასი ნერგი.

„ამინდზე ვართ დამოკიდებული. ვფიქრობ, აპრილის პირველი რიცხ-ვებისთვის ეს პროცესი დასრულდე-ბა. ვაზის სანერგე მეურნეობიდან სულ 5 ათასი ციცქას ნერგი გაიცემა,“ – ამბობს ამირან ოქრომჭედლიძე.

კიცხში ვაზის სანერგე მეურნეობა სოციალური პროგრამის ფარგლებ-ში დაფინანსდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხე-იძის ინფორმაციით, ვაზის ნერგებს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომლებსაც შესწევთ უნარი ვაზის სამაგალითო მეურნე-ობა შექმნან და განავითარონ. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის, თუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რომელ სოფელში გაიხარებს ვაზი კარგად.

„კიცხისა და ბაზალეთის ზონა ვა-ზისთვის საუკეთესო ადგილია. ვაზის ნერგები უნდა მოხვდეს სოციალუ-რად დაუცველი მარჯვე გლეხების ხელში,“ – ამბობს თემურ ჩხეიძე.

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელ კიცხში ვაზის სანერგე მეურნეობა 2014 წელს 30 ათასი ლარით დაფინანსდა.

ვაზის სანერგე მეურნეობა იუზა კელენჯერიძის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა.

ვინ მიიღებს ციცქას

ნერგებს

საგაზაფხულო სამუშაოები ხარაგაულში

Page 4: „ჩემი ხარაგაული“ 17 წლისააchemikharagauli.com/uploads/secbanners/11-631-2015w.pdf · იმას, თუ რა დიდ ზიანს

4 xtvb [fhfufekb 27 მარტი, 2015 წ.

ხარაგაულელი ფერმერები კონკურსში ჩაერთვებიან

გ ა ს უ ლ ი წ ლ ი ს ი ვ ლ ი ს შ ი eugeorgia.info-მ გამოაქვეყნა მასა-ლა, რომელიც ევროკავშირისგან სოფლად არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის მხარდაჭერას ეხებოდა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა სტა-დიაშია პროექტი დღეს და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები თანხის გამოყენების თაობაზე. ჩვენი რეს-პონდენტია ევროკავშირის წარმო-მადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიოა.

- რა პროექტებია დაგეგმილი ევროკავშირისგან სოფლად რო-გორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარების მხარდა-საჭერად?

- ENPARD-ის ფარგლებში ევ-როკავშირმა 52 მილიონი ევრო გამოყო (40 მილიონი ევრო + 12 მილიონი ევრო, რომელიც გასულ წელს დამატებით დამტკიცდა). ეს თანხები ძირითადად განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სამინისტ-როსთვის, რათა მან 2015 -2020 წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატე-გია განახორციელოს.

12 მილიონი ევროდან 6 მილი-ონი საბიუჯეტი დახმარებაზეა გამიზ-ნული, 3 მილიონი ევრო სპეციფიურ სასოსფლო-სამეურნეო მიმართუ-ლების მხარდაჭერაზე დაიხარჯე-ბა, ხოლო კიდევ 3 მილიონი ევრო - სოფლის განვითარების პროექტე-ბისთვის არის განკუთვნილი.

სოფლის განვითარების მიმარ-თულების კომპონენტი (3 მილიონი ევრო), რომლის განხორციელება-ზე მე ვარ პასუხისმგებელი, ნიშნავს იმას, რომ სოფლებში სასოფ-ლო-სამეურნეო აქტივობის გარდა უნდა იყოს მხარდაჭერილი სხვა საქმიანობა, რადგან სოფლად სიღარიბის აღმოფხვრისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ადამი-ანებმა უნდა მოძებნონ შემოსავლის მიღების ალტერნატიული გზები და საშუალებები, მაგალითად, აქტი-ვობები, რომლებიც ტურიზმთან, ვაჭრობასთან ან გარემოს დაცვას-თანაა დაკავშირებული. ანუ, ყველა ასეთი და მსგავსი ტიპის საქმიანობა იქნება დაფინანსებული 3 მილი-ონი ევროთი. უკვე გამოვაცხადეთ კონკურსი არასამთავრობო ორგა-ნიზაციებისთვის და სხვა მონაწილე-ებისთვის, ვინც განახორციელებს ამ პროექტებს საქართველოს სხვადას-ხვა რეგიონებში. ამჟამად მიღებული გვაქვს 20 განაცხადი, რომლის განსახილველად დრო გვჭირდება, რის შემდეგაც საპილოტო პროექტი დაიწყება.

- როგორ განხორციელდება ეს საპილოტო პროექტები?

- ჩვენ გვექნება 2-3 პროექტი, თითო 1 მილიონი-1,5 მილიონი ევროს ოდენობით. ეს პროექტები განხორციელდება საქართველოს შორეულ რეგიონებში, იქ, სადაც სოფლის მეურნეობისთვის განსა-კუთრებული პოტენცილი არ არსე-ბობს. ასეთია, მაგალითად, ახალ-ციხის, ყაზბეგის, მესტიის რაიონი, ანუ მაღალმთიანი და არა მხოლოდ

მაღალმთიანი რეგიონები. ჩვენ გვინდა, რომ არასამთავრობო სექტორმა სხვა პარტნიორებთან ერთად (ევროპული და ქართული ორგანიზაციები, რომლებსაც აგრო და ეკოლოგიის სფეროებში ადამი-ანების დასაქმების გამოცდილება გააჩნიათ), ადგილობრივი თვით-მმართველობის ორგანოებთან ერთად შეიმუშავონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. ეს სტრა-ტეგია დაეფუძნება ადგილობრივ ინ-ტერესთა ჯგუფებთან, მოსახლეობას-თან, კერძო სექტორთან აქტიურ კონსულტაციებს, რათა გამოჩნდეს, რა ტიპის პროექტები შეიძლება განხორციელდეს ამა თუ იმ კონკრე-ტულ ტერიტორიაზე. მაგალითად, თუ თემს, სოფელს, მუნიციპალი-ტეტს უნდა, რომ ადგილზე შეიქმნას დასაქმების ცენტრი, იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულების სტიმუ-ლირება მოხდეს, ან მაგალითად,

გადაწყდება, რომ თემს სოფელს, მუნიციპალიტეტს, ერთიანი შეთანხ-მების საფუძველზე აგროტურსიზმის, ან ტურიზმის განვითარება უნდა, პროექტი სწორედ ასეთ და მსგავს აქტივობებს დააფინანსებს.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორ მიაღწევს ევროკავშირის კონკრეტული ფი-ნანსური დახმარება კონკრეტულ თემამდე, ოჯახამდე, საზოგადო-ებამდე? აი, მაგალითად, რამდე-ნიმე ოჯახს უნდა, რომ ააშენოს მცირე სასტუმრო მცირე ოჯახური მეურნეობით ....

- ასეთი პროექტის განხორცი-ელება შესაძლებელია, თუმცა, თავდაპირველად ამ აქტივობის, ამ პროექტის განხორციელება უნდა დამტკიცდეს ადგილობრივი სტრა-ტეგიის შემუშავების შემდეგ. მაგა-ლითად, თუ ადგილობრივი მოსახ-ლეობა მუნიციპალიტეტთან ერთად გადაწყვეტს, რომ ფული ჭირდებათ მცირე ბიზნესის წამოსაწყებად, ეს გრანტი ხელმისაწვდომი გახდება მათთვის. უნდა წარადგინონ მოთ-ხოვნა და ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტს, რომელ კონკრეტულ პროექტს მიეცემა უპირატესობა.

- რამდენად არის აქ გათვალის-წინებული საფინანსო ინსტიტუ-ტის მონაწილეობა, აქ ხომ გარკ-ვეულ რისკებზეც არის საუბარი?

- ასეთი პროექტები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნდა განხორ-ციელდეს ყველა დაინტერესებუ-ლი მხარის - მუნიციპალიტეტის, ბიზნეს ასოციაციების, ადგილობრი-ვი საზოგადოების, მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართულობით. მათ ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა არის ამ კონკრეტულ რეგიონში პრიორიტეტი.

- იქნებიან თუ არა ამ პროექტებ-ში ჩართული მაგალითად, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საუბა-

რია ერთის მხრივ ფულზე, ხოლო მეორე მხრივ, ამ ფულის ხარჯვაზე კონკრეტულ პროექტებში.

- ამ შემთხვევაში მთავარია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნდნენ, რომ სტრატეგია მიღებული და დამტკიცებულია ადგილობრივ დონეზე, რომ ის პასუ-ხობს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. თუ პრიორიტეტები არ იქნება გამოვლენილი, არ იქნება დაფინანსებაც. ბანკებს რაც შეეხება: ბანკებისთვის თანხა ამ ფონდიდან გამიზნული არის. ჩვენ თავს არ ვახვევთ მექანიზმებს, მექანიზმე-ბი უნდა გადაწყდეს ადგილებზე, ადგილობრივი დაინტერესებული ჯგუფებს მიერ. არც ევროკავშირი და არც არასამთავრობო ორგანი-ზაციები, რომლებიც პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობენ, თავს საკუთარ „მექანიზმებს“ არავის მოახვევენ.

- რაც შეეხება 6 მილიონ ევროს კომპონენტს, ის მხოლოდ მთავრო-ბის დახმარებისთვისაა განკუთვ-ნილი?

- ეს თანხა პირდაპირ ხაზინაში გადაირიცხება პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელების მხარ-დასაჭერად. რასაკვირველია, ეს დახმარება არ არის უპირობო და გაიცემა მაშინ, როდესაც იქნება დაკ-მაყოფილებული ჩვენი პირობები და მოთხოვნები. ევროკავშირი აძლევს ფულს პირდაპირ ფინანსთა სამი-ნისტროს გარკვეული აქტივობების განსახორციელებლად. მაგალი-თად, პირველი წლის პროგრამით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირს შორის არსებობს შეთანხმება, რომ ერთი წლის განმავ-ლობაში სამინისტრო მხარს დაუჭერს 300 კოოპერატივს. ვალდებულებები წლების მიხედვითაა გაწერილი.

- რაც შეეხება სოფლის მეურ-ნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდა-ჭერას, როგორ აკვირდებით მათ მიერ ვალდებულებების შესრუ-ლებას?

- ახლა სურსათის უვნებლობის სააგენტომ რეგიონებში საკუთარი წარმომადგენლობები გახსნა და საქმიანობა გააფართოვა. მოგეხსე-ნებათ, ისინი არიან ვალდებულნი, გააკონტროლონ სურსათის წარმო-ების უსაფრთხოება და კანონთან შესაბამისობა. ამ მიზნით ამჟამად სურსათის ოპერატორების ინსპექტი-რებას ახორციელებენ. ამას გარდა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წარმო-გვიდგინა ევროკავშირის კანონმ-დებლობასთან მიახლოების გეგ-მა, როგორც DCFTA-ს ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესვ-ლა ევროპის ბაზრებზე პირდაპირ

დაკავშირებულია საკანონმდებლო რეფორმებთან სურსათის უვნებლო-ბის სფეროში. სია ძალიან გრძელია და მის განხორციელებას საკმაო დრო დასჭირდება, რაც ზომების ეტაპობრივად მიღებას გულისხმობს იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანომდებლობას დაუახლოვდეს. სრულად ამ პროცესს დაახლოებით 15 წელი დასჭირდება. ამჟამად მიახ-ლოებისთვის განკუთვნილი სიის სა-ჯარო განხილვა მიმდინარეობს. პროცესი თვის ბოლომდე გასტანს, საბოლოოდ კი მას ევროკავშირის და საქართველოს მხარე დაამტკი-ცებს. სწორედ ამ სიის საფუძველზე სააგენტო საკანონმდებლო რეფორ-მებს წამოიწყებს. ასე, მაგალითად, კონტროლის და ინსპექტირების სტანდარტი არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობის მიერ, თუმცა, ის არ აკმაყოფილებს

ევროკავშირის სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლე-ბის განმავლობაში სააგენტომ უნდა შეიტანოს ცვლილებები ამ კანონში იმისთვის, რომ ის სრულ შესაბამისო-ბაში მოიყვანოს ევროკავშირის შესა-ბამის კანონთან. ბიზნესოპერატორე-ბისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, მომხმარებელთა დაცვა გევალებათ, ხოლო მეორე მხრივ, უნდა ისარგებლოთ ევროპასთან ვაჭრობის შესაძლებლობით. ამიტომ, სურსათის მწარმოებელმა ბიზნესოპე-რატორებმა უნდა დააკმაყოფილონ ასეთი სტანდარტები. ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში პროცესი ძალზე წინაა წასული და მიზანი ფაქტობრივად მიღწეულია, მაგალი-ათად, ღვინის შემთხვევაში. თუმცა, ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოების ნაწილში პროცესი იქნება გაცილებით უფრო გრძელვადი-ანი, რადგან ასეთი პროდუქტების წარმოება და კომერციალიზაცია არ აკმაყოფილებს დღეს ევროკავშირის სტანდარტებს.

- რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში?

- მიახლოების სიის ნაწილში არის რეგულაციები და დირექტივე-ბი, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ პროდუქტი ევროპის ბაზრებზე გაიყიდოს. საკითხი ეხება ლაბორა-ტორიებს, ინსპექტირებას, საზღვრის საკონტროლო პუნქტებს და ა.შ.

- სააგენტოს იურიდიული დე-პარტამენტისგან გვაქვს ინფორმა-ცია, რომ ამჟამად ევროკავშირის-გან თაფლთან და თევზთან დაკავ-შირებული მიმდინარე პროცესის შეფასებას ელიან, ასეა თუ არა?

- სოფლის მეურნეობის სამი-ნისტრომ ევროკავშირს სთხოვა გამოეგზავნა საქართველოში „ტექ-ნიკური მისია“, რათა შეემოწმები-ნათ, რამდენად აკმაყოფილებს ამ ეტაპზე ევროკავშირის მოთხოვნებს თაფლის და თევზის ინდუსტრია და

დადგენილიყო, რამდენად მზადაა ეს პროდუქტები ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის. მისია გასული წლის ბოლოს ჩამოვიდა. არ ვიცი, რამდენად მზადაა უკვე ანგარიში, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ არც თაფლი და არც თევზი არ არის მზად იმის-თვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდოს. თუმცა, ამ ორ პროდუქტს ნამდვილად აქვს უპირატესობა ექს-პორტის კუთხით.

- რატომ?- ამ მომენტში ცხოველური წარმო-

შობის სურსათის მიმართ გაცილებით მეტი შეზღუდვებია ევროპის ბაზრებზე, ვიდრე მცენარეული წარმოშობის სურსათზე. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო თავისუფლად ყიდის ევროპაში ქართულ ღვინოს და თხილს. ცხოველური წარმოშობის სურსათის შემთხვევაში სხვა მოთ-ხოვნებია, რადგან ადამიანის ჯანმრ-თელობის კუთხით რისკი გაცილებით მაღალია. ასე, მაგალითად, ქართუ-ლი რძის, ან ხორცის პროდუქტების კუთხით ჯერ კიდევ დიდი გზაა გა-სავლელი. რაც შეეხება თაფლს და თევზს, საქმე ისაა, რომ ამ სექტორში გაცილებით უკეთესი მდგომარე-ობაა ევროკავშირის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მხრივ. თევზის შემთხვევაში პროცესი მოწმდება თევზჭერიდან დაწყებული მის გაყიდ-ვამდე დამთავრებული, ანუ სრული ჯაჭვი. შემფასებლები ჩამოვიდნენ და შეისწავლეს ამ ჯაჭვის თითოეული კომპონენტი. თითოეულ ნაწილში ისეთი რეგულაციების დაკმაყოფი-ლებაა საჭირო, როგორიცაა თავად თევზის დაჭერის პროცესი, მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ტრანსპორტირების პირობები და ა. შ. სწორედ ამ პროცესის შესწავლის და შეფასების სტადიაზე იმყოფება ევრო-კავშირის მისია ამ ეტაპზე. რაც შეეხება თაფლს, ერთადერთი პრობლემა, რამდენადაც ვიცი, არის სინჯების შედეგები, რომელმაც გამოავლინა თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები, რაც ევროპაში დაუშვებელია.

- ვიცით, რომ რიგის ლაბორა-ტორიაში 2014 წელს სქართვე-ლოდან 103 სინჯიდან 32 ნიმუშში, ანუ მესამედში, ანტიბიოტიკების ნარჩენები ისევ აღმოჩნდა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მწარმოებელთა 70%, რომელმაც გაიარა ლაბო-რატორიული გამოცდა, შეძლებს ევროპის ბაზარზე პროდუქტის გატანას?

- რასაკვირველია, თუ კონკ-რეტული მწარმოებელი აკმაყო-ფილებს ყველა მოთხოვნას, ანუ მისი თაფლის სინჯში არ აღმოჩნდა ანტიბიოტიკები და სხვა აკრძა-ლული ნივთიერებები, მან უნდა წარმოადგინოს სერტიფიცირებუ-ლი ლაბორატორიის მიერ ჩატარე-ბული თაფლის ანალიზის დასკვნა, რაც დაადასტურებს, რომ მისი პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ასეთი მწარმოებელი შეძლებს თაფლის ევროპაში გატანას. ჩვენ ახლა ვსაუბ-რობთ ცალკეული მწარმოებლის, და არა მთლიანი დარგის მდგომა-რეობაზე. ცალკეულ მწარმოებელს, ცხადია, აქვს ასეთი შესაძლებლობა.

ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე

კოოპერატივის შექმნით ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში ფერმერთა ცამეტი ჯგუფი დაინტერესდა. ხორცპ-როდუქტების წარმოება, მერძევეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა-მეღვი-ნეობა, მეხილეობა, მეთევზეობა, სასათბურე მეურნეობის შექმნა - ესაა ხარაგაულელ ფერმერთა ძირითადი პრიორიტეტები.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) წარმო-მადგენლებმა ქეთი გოცირიძემ და დავით ჭელიშვილმა ხარაგაულელ ფერმერებთან ერთად იმსჯელეს მო-მავალ აქტივობებზე.

„ხარაგაულიდან ცამეტი ჯგუფი

მიიღებს მონაწილეობას კოოპერატი-ვებისთვის გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსში ჩართვამდე დაზუსტდა თე-მები. თქვენ შეხვდებით კონკრეტული დარგის ექსპერტებს. ტექნოლოგიური კუთხით განიხილება თქვენი იდეები. შემდეგ ჩაერთვებით ტრენინგებში ბიზნესგეგმის დასაწერად. ეს პროცესი აგვისტომდე დასრულდება. სავარა-უდოდ, აგვისტოში გამოცხადდება დახურული საგრანტო კონკურსი, რომელშიც ბიზნესგეგმებს წარადგენენ ტრენინგების კურსის ბოლო ეტაპამდე მისული ჯგუფები,“ - აღნიშნა ხარა-გაულელებთან შეხვედრისას დავით ჭელიშვილმა.

3 მილიონი ევრო სოფლად არასასოფლო-სამეურნეო

საქმიანობისთვის

თხილისა და კაკლის საცდელი მეურ-ნეობის შესაქმნელად ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 ათასი ლარი გამოიყო. გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკით-ხებში მურმან არჯევანიძე განმარტავს, რომ საცდელი მეურნეობისთვის შერ-ჩეული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტმა ჯერჯერობით ვერ გაიფორმა. „რადგან თხილისა და კაკლის გადარგვის სავეგე-ტაციო პერიოდი დამთავრდა, ნაკვეთზე მათ ნოემბერში დავრგავთ,“ - ამბობს მურმან არჯევანიძე. მისივე თქმით, 24 ჰა მიწის ნაკვეთი კიცხისა და წყალაფო-რეთის ტერიტორიაზეა განთავსებული.

თხილი და კაკალი საცდელ

ნაკვეთზე

Page 5: „ჩემი ხარაგაული“ 17 წლისააchemikharagauli.com/uploads/secbanners/11-631-2015w.pdf · იმას, თუ რა დიდ ზიანს

5xtvb [fhfufekb27 მარტი, 2015 წ.

მეუფე მელქისედეკმა მრევლს ტაძრის წინამძღვარი წარუდგინა

ნინო ტალახაძე, ზვარის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, 27-29 მარტს ბულაჩა-ურის მწვანე ცენტრში დაგეგმილ მწვანე კამპანიაში ჩაერთვება.

ნინომ მეგობრებისა და ქი-მიის მასწავლებელ ნინო ფანქვე-ლაშვილის მხარდაჭერით შექმნა პოსტერი, რომელიც ეძღვნება რეგიონში არსებული მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებს.

ამ პოსტერმა, 15 მუნიციპალი-ტეტის 21 სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებთან ერთად, გაიმარჯ-ვა CENN-სგან სკოლის მოს-წავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენება ჩვენს რეგიონში.

კონკურსი გაიმართა დედა-მიწის საათისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში. CENN ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდ-თან (WWF) და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად აღნიშ-ნავს დედამიწის საათს, რომლის

მთავარი გზავნილია „გამოიყენე შენი ძალა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად“.

მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს 28 მარტს, ადგილობ-რივი დროით 20.30 საათზე.

დედამიწის საათი ყოველწლი-ური გლობალური მასშტაბის აქცი-აა, რომლის მიზანიც არის კლიმა-ტის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ამაღ-ლება, მსოფლიო ლიდერების მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა.

ამ აქციის ფარგლებში მსოფ-ლიოს 162 ქვეყანაში ერთი სა-ათის განმავლობაში გამოირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგ-ლებისა და შენობების ელექტრო-განათება.

ლაურა გოგოლაძეფოტოზე: ზვარის საჯარო

სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერი

„ეს დალოცვილი მხარე გამო-რჩეულია სულიერებით, მონასტ-რებით, მოღვაწეებით, სიდიადით. თითოეული ჩვენგანი ვგრძობთ, თუ როგორი დიდია აქ მოღვა-წე მამების შემწეობა. მადლობა უფალს, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, გვეწირა ამ დალოცვილ ადგილზე,“ - აღნიშნა მარვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე მელ-ქისედეკმა (ხაჩიძე) ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებუ-ლის სახელობის სამლოცველოში წირვის შემდეგ.

მეუფემ მრევლს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ახალი დირექტორი და სამლოცველოს წინამძღვარი მამა იოსები (გაჩავა) წარუდგინა. „უწმინდესის კურთხე-ვით სიახლეებია ჩვენს ეპარქიაში, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა ქადაგებისას, - ჩვენთან გადმოვიდა მოძღვარი, რომელიც იმოღვაწებს ხარაგაულში. მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში დავაარსე განათ-ლებისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის განყოფილება და იმასაც უხელმძღვანელებს დეკანო-ზი იოსები. ყველანაირად გვერდში დავუდგეთ მას. ვუსურვებ ღვთის

ულევ მადლსა და წყალობას.“ხარაგაულში სამეუფო წირვი-

სას სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმყოფებოდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, სამ-ლოცველოს ამოქმედების შემდეგ, პირველი მოძღვარი და ამჟამად კვიპროსში მოღვაწე მამა ზაქა-რია (ფერაძე). მან ხარაგაულელ მრევლს მიმართა:

-24 წლის წინ დავიწყე მსახურე-ბა ხარაგაულში. აქ ავიდგი ფეხი, როგორც სასულიერო პირმა და თქვენი სიყვარული და სითბო სულ თან დამყვება. მიხარია, რომ აქ სულიერი ცხოვრება ძლირდება, იზრდება და დიდი მადლი ტრი-ალებს. ბედნიერი ხალხი ხართ, რომ გყავთ ასეთი ძვირფასი მე-უფე, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული. მან ათენის სასული-ერო აკადემიაში დაიცვა ღვთის-მეტყველების დოქტორის ხარისხი. ძალიან თავმდაბალია. დაეშურეთ, რომ მისგან მიიღოთ სწავლება და მადლი. ქრისტიანობა, უპირვე-ლეს ყოვლისა, არის სიყვარული. სიყვარულით რომ იყოთ სავსე, უნდა დაიცვათ ღვთის მცნებები. თავმდაბლები, მიმტევებლები და სიკეთის მთესველები უნდა ვიყოთ.

თავის მხრივ, ქადაგებისას, მე-უფე მელქისედეკმა მამა ზაქარიას კვიპროსში მოღვაწეობაზე გაამახ-ვილა ყურადღება და ისურვა, რომ ყველა ეპარქიას ჰყავდეს მამა ზაქარიას მსგავსი ერთი მოძღვა-რი მაინც. „განსაკუთრებულია იმ მოძღვრების მდგომარეობა, რომ-ლებიც უცხოეთში არიან სხვების გასაძლიერებლად. ქართველები იქ თავისი ცხოვრების დონის გა-საუმჯობესებლად მიდიან, მოძღ-ვრები კი – მათი მსახურებისთვის. კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს, როდესაც მოგენატრება ყველა და ყველაფერი, სახლში დაბრუნებას ნატრობ, მაგრამ მოვალეობა და პასუხისმგებლობა, სიყვარული უფ-ლისა და მოყვასისა, არ გაძლევს ამის უფლებას. მინდა დავლოცო უცხოეთში მყოფი ქართველები და იქ მოღვაწე სასულიერო პირები. ღვთის შეწევნით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით საზღვარგა-რეთ ეპარქიები იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები არ დავკარგოთ, ერთად შევკრიბოთ ტაძარში, შევუნარჩუნოთ ქართვე-ლობა და ისე დავაბრუნოთ უკან. ეს არის უდიდესი თავგანწირვა და ამის მაგალითია მამა ზაქარია.“

მეუფე მელქისედეკმა ქადა-გებისას ხარაგაულში მშენებარე საკათედრო ტაძარზე ისაუბრა:

-ღმერთმა ინებოს, რომ მალე დასრულდეს ტაძრის მშენებლობა. ვხედავთ, თუ როგორი სიდიადეა თითოეულ ჩუქურთმაში. როგორც ტაძრის მშენებლობის ხელმძღვა-ნელი ბატონი ცეზარი ამბობს, ეს ნამდვილად არის ოცდამეერთე საუკუნის ნიკორწმინდა. შევეცდე-ბით, რომ ამ ტაძრის კურთხევაზე უწმინდესი ჩამოვიყვანოთ და მის-გან მივიღოთ კურთხევა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის კულტურის ცენტრ-თან არსებული სახალხო თეატრის რეპერტუარს საბავშვო სპექტაკლი „სათაგური“ შეემატა.

რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ სპექ-ტაკლზე მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. „ბავშვებისათვის და ბავ-შვებთან მუშაობა არის ძალიან დიდი ბედნიერება, - ამბობს ირინე ჩხეიძე, - სპექტაკლში მონაწილე

14 მსახიობიდან 12 ბავშვია. მათ-თან მუშაობა არ იყო ადვილი, მაგრამ იყო ძალიან სასიამოვნო. სპექტაკლის მონაწილეები ნიჭი-ერები არიან - არაჩვეულებრივად მღერიან და ცეკვავენ. ვფიქრობთ, რომ სპექტაკლი შედგა.

მინდა, რომ „სათაგური“ ყველა სკოლის მოსწავლემ ნახოს. ვაჟა-ფშაველას ამ შესანიშნავ ნაწარ-

მოებს მეოთხე კლასში სწავლობენ. საერთოდ, თითქმის ყველა ბავშვი მოკლებულია სპექტაკლების ნახ-ვას და ვფიქრობ, „სათაგური“ მათ ძალიან გაახარებს. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავმარ-თავთ ამ სპექტაკლს ხარაგაულის კინოთეატრში.“

სპექტაკლში მონაწილეობენ სახალხო თეატრის მსახიობები

ლუიზა კიკნაძე და ნიკო წიკ-ლაური, მოსწავლეები: თამარ ლურსმანაშვილი, გუგა ბერაძე, თამთა კიკნაძე, ვატო მაღრა-ძე, არმაზი შავიძე, ქრისტინე ლაცაბიძე, თეო ჭიპაშვილი, ქეთი ლაცაბიძე, ცოტნე კიკნაძე, გიგი ცხადაძე, საბა ხომასურიძე, ნოდო ალავიძე.

სპექტაკლის მუსიკალური გამ-ფორმებელია თამარ ავალიშვი-ლი, მხატვარი გაიოზ შუბითიძე, სიმღერების ტექსტის ავტორი მამუკა ჭიპაშვილი, ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი, ოპერატო-რები - დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე.

„ჩემს გვერდით არიან ბათუ კიკნაძე, კინოთეატრისა და კულ-ტურის ცენტრის თანამშრომლები ვასიკო კიკნაძის ხელმძღვანელო-ბით, “ - ამბობს ირინე ჩხეიძე.

სპექტაკლის პრემიერა ხარაგა-ულელმა პატარა მაყურებლებმა და თეატრის მოყვარულებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღეს.

თადული გაჩეჩილაძე: -ვნახეთ არაჩვეულებრივი საბავშვო სპექ-ტაკლი საუკეთესო რეჟისორული გადაწყვეტით, შესანიშნავი მუსიკა-ლური გაფორმებითა და ბავშვების საშემსრულებლო ოსტატობით. დარწმუნებული ვარ, უნიჭიერესი ირინე ჩხეიძე კიდევ მრავალჯერ გაახარებს ხარაგაულელ მაყუ-რებელს.

ეკა შველიძე: -ჩანს, რომ ძა-ლიან ნიჭიერი თაობა იზრდება ხა-რაგაულში. მშვენივრად გაართვეს

თავი ბავშვებმა როლებს და მაღა-ლი დონის სპექტაკლი გვაჩვენეს. არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწიეს პატარებს პროფესიონალ-მა მსახიობებმა ლუიზა კიკნაძემ და ნიკო წიკლაურმა. სპექტაკ-ლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სცენის ტექნიკურ მხარეს და მომავალშიც კარგი სპექტაკლები დაიდგმება.

არმაზი შავიძე, ფიცხელას რო-ლის შემსრულებელი: -მოხარული ვარ, რომ რეჟისორმა მე ამირჩია მთავარ როლზე. საინტერესო იყო რეპეტიციები. ძალიან კარგი დრო ვატარეთ. იმედია, მოვეწონეთ მაყურებელს.

ქრისტინე ლაცაბიძე, ცქმუნას როლის შემსრულებელი: -კმაყო-ფილი ვარ სპექტაკლით. ვფიქ-რობ, რომ კიდევ ბევრ სპექტაკლში ვითამაშებ.

თამთა კიკნაძე, ღნავალას როლის შემსრულებელი: -ძალიან მომწონს ჩემი როლი. სპექტაკ-ლისთვის რეპეტიცია ბევრჯერ გავიარეთ. რთული იყო, მაგრამ ბოლოს ძალიან კარგი გამოვიდა.

გუგა ბერაძე, კოლას როლის შემსრულებელი: -ცოტა ვღელავ-დი სპექტაკლის დაწყების წინ. მაყურებლებმა მითხრეს, რომ მოვეწონე.

ირინე ჩხეიძე გეგმავს, რომ უახლოეს ხანში სპექტაკლით თბილისში საბავშვო თეატრების ფესტივალზე წარდგეს. წარმატე-ბები ვუსურვოთ „სათაგურს“.

ნინო კაპანაძე

„სათაგურის“ პრემიერა ხარაგაულში

ზვარელმა მოსწავლეებმა

კონკურსში გაიმარჯვეს

Page 6: „ჩემი ხარაგაული“ 17 წლისააchemikharagauli.com/uploads/secbanners/11-631-2015w.pdf · იმას, თუ რა დიდ ზიანს

6 xtvb [fhfufekb 27 მარტი, 2015 წ.

გაზაფხულს მიეძღვნა

დეთ მოწევაზე ერთი დღით, შემდეგ კიდევ ერთით.

8. აცნობეთ თქვენ ოჯახს, მე-გობრებს, ახლობლებს. სახალხო გამოცხადება უფრო დიდ ჟინს გაგიჩენთ სიგარეტისთვის თავის დანებებაში. დაინიშნეთ ზუსტი დრო, როდის დაანებებთ თავს სიგარეტს და გააკეთეთ ეს. დამალეთ ყველა-ფერი, რაც სიგარეტს უკავშირდება: სიგარეტი, სანთებელა, საფერფლე. გადაადგილეთ ავეჯი ოთახში, სადაც ხშირად ეწევით.

9. მოიმარჯვეთ საღეჭი რეზინი, კარამელი, მზესუმზირა, თხილი, - ყვე-ლაფერი ის, რაც გიყვართ და შეჭა-მეთ, როდესაც მოწევა მოგინდებათ.

10. ინტენსიური მოწევა იწვევს ჩაის ან ყავის ხშირ დალევას. უფორ მეტად მწეველი ხალხი კოფეინს ეტანება. აგრეთვე კოფეინს შეიცავს კაკაო, შოკოლადი, თხილი. არ მოწიოთ უზმოზე. ნერწყვში გახს-ნისას და კუჭში მოხვედრის შემდეგ ნიკოტინი აღიზიანებს ლორწოვან გარსს, რის შედეგადაც იწყება კუჭის წვენის გამოყოფა და იზრდება სიმ-ჟავე. თითქოს კუჭი ჭამდეს საკუთარ თავს. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ანთების, წყლულის, კოლიკისა და სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკი. გაიუმჯობესეთ პერიფერი-ული სისხლის მიმოქცევა. შეიძინეთ საშუალო სიხისტის მქონე ტანის ღრუბელი და დაიზილეთ ხელები და ფეხები ყოველ დილით პირველი

მოწევის წინ. ისუნთქეთ უფრო მეტი სუფთა ჰაერი. გაანიავეთ ოთახი ძი-ლის წინ და არ მოწიოთ იმ ოთახში, რომელშიც იძინებთ. იმოძრავეთ უფრო მეტი ფეხით, ეს სასარგებლოა თქვენი ფილტვების ნორმალურად მუშაობისათვის. შეეცადეთ არ მოწიოთ სიარულისას და ქუჩაში ყინვის დროს. არ მოწიოთ ფიზი-კური დატვირთვის შემდეგ. დატ-ვირთვის შემდეგ იზრდება სისხლის მიმოქცევის სიხშირე, რის შედეგადაც მავნე აირები უფრო სწრაფად და დიდი რაოდენობით შეითვისება ქსოვილების მიერ. არ მოწიოთ ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ალკოჰოლთან ერთად. სპირტიანი სასმელების ტოქსინების და სიგა-რეტის კვამლის ნაერთს თქვენი ორგანიზმისათვის ბევრად უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე ჩვეულებ-რივს. დააძლევინეთ თქვენს ორ-განიზმს С ვიტამინის ნაკლებობა. მისი მოთხოვნილება მწეველებში 2.5 ჯერ უფრო მაღალია. ამასთან ერთად უმჯობესი იქნება, აფთიაქში ხელოვნურად მიღებული ვიტამინე-ბის საყიდლად წასვლის ნაცვლად, წახვიდეთ ბაზარში და შეიძინოთ გრეიფრუტი, კივი, ვაშლი, ლიმონი და სხვ. ბოლოს თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ თამბაქოზე!

თათია ბლუაშვილიხარაგაულის საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

28 მარტს 40 დღე შესრულდება, რაც ჩვენს გვერდით აღარ ხარ, ჩვენო ძვირფასო და მონატრებულო ნინო. მშრომელი, მუდამ მოფუსფუსე, შვი-ლებსა და შვილიშვილებზე დღენიადაგ მზრუნველი, სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული იყავი. ავადმყოფობამ

წაგვართვა შენი თავი. ნაადრევად დატოვე საყვარელი ოჯახი, - მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, ახლობ-ლები. ძნელი ყოფილა უშენობა. უსაზღვროდ გვენატრები. უდიდესი ტკივილი და სევდა დაგვიტოვე. რა ცოტა გამოიმეტა განგებამ შენთვის, ნინო, - მხოლოდ 45 წელი.

დრო ვერ მოგვიშუშებს შენი დაკარგ-ვით მოყენებულ იარებს. მუდამ ვილო-ცებთ შენთვის. სანთლებს აგინთებთ და ყვავილებით გაგილამაზებთ სამუდამო სამყოფელს. უფალს შევთხოვთ, რომ ნათელში დაგვიმკვიდროს ნინო ჯორ-ბენაძე-ტაბატაძის ლამაზი სული.

მეუღლე ზაური, შვილები სოფო, ზურაბი, მარიამი, ქეთევანი, სიძეები

ზვიად წარიაშვილი, გიორგი ქასრაშვილი, რძალი ნინო ხურციძე,

შვილიშვილები

დადგა პირველი უშენო გაზაფ-ხული... დროის ტრიალს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს... მარტმა გვაჩუქა და მარტმა წაგვართვა შენი სიცოცხლე... გვიყვარს და ვერ ვი-ტანთ ამ თვეს. ორმა საპირისპირო გრძნობამ გაიღვიძა ჩვენში... თით-ქოს აქ ხარ, ჩვენს გვერდით და არც არსად წასულხარ. ისე გელოდებით, როგორც წლების წინ სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ელოდა ორი პა-ტარა ცელქი და უდარდელი გოგო. ძალიან გვიჭირს წარსულში საუბარი შენზე, მაგრამ სამწუხაროდ, ასეა, მამა. უკვე წელიწადი გავიდა, რაც აღარ ხარ. სწრაფად გაირბინა დრომ... გუშინდე-ლი დღესავით მახსოვს 2014 წლის 22 მარტი - ყველაზე ცუდი დღე ჩვენს ცხოვრებაში... უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები. გიხსენებთ ღიმილით, რომელსაც გარდაუვალი ცრემლები მოყვება... გვიჭირს უშენოდ ცხოვრება და ვცდილობთ შევეგუოთ, მაგრამ ამაოდ. ყველას მოაკლდი და რა გასაკ-ვირია, საკუთარი ოჯახი განვიცდიდეთ შენს არყოფნას. ვამაყობთ შენით, რადგან ვხედავთ, რომ არავის ავიწყ-დები. ყველას გულში სიყვარული და მოსაგონრად ბევრი კეთილი საქმე და-უტოვე. ყველაზე რთული კი იმ ასაკის გულის მონადირება და მეხსიერებაში ჩარჩენაა, რომელშიც შენი შვილიშ-ვილები დატოვე. ასაკის სიმცირის მიუხედავად ხანდახან მათ მივყავართ

შენს ფოტოსთან და გვეუბნებიან, თუ როგორ უყვარხარ. მერე კი გულში იკრავენ და კოცნიან... ვუყურებ დედას და მიკვირს, სადა აქვს ამდენი ცრემლი და ორმაგად მიკვირს მისი ენერგიის, რადგან შენს სახლსა და ეზოს შენი ხელი არ დაკლებია. მშვიდად განის-ვენე, ომო... ჩვენ ყოველთვის გვემახ-სოვრები. სამწუხაროდ, ლოცვის მეტი არაფერი დაგვრჩენია. ვეცდებით, ისე ვიცოვროთ, შენ რომ გაგიხარდება. ვიცი, გვხედავ და გვეხმარები ზეციდან. უფალმა დაგიმკვიდროს სამუდამო სასუფეველი მართალთა გვერდით.

მეუღლე ჟუჟუნა, შვილები ნინო და ნანა,

შვილიშვილები ლუკა და მარიამი

ომარ მაღრაძის ხსოვნას

ნინო ჯორბენაძე-ტაბატაძის ხსოვნას

ვთქვათ უარი თამბაქოზე

მეორე გვერიდან

20 მარტს ხარაგაულის სპორ-ტულ დარბაზში გამგეობის კულ-ტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახუ-რისა და სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის ჩემპიონა-ტი მკლავჭიდში.

წონითი კატეგორიების მიხედ-ვით ჩემპიონები გახდნენ:

სტეფანე გრიგალაშვილი

(65კგ.), ვერტყვიჭალა;რევაზი შერგელაშვილი (70კგ.),

ხარაგაული;ლევანი არევაძე (75კგ.), ვახანი;ივანე ჩაჩანიძე (80კგ .), ზვარე;დავით პაქსაშვილი (85კგ.), ვერ-

ტყვიჭალა;მანუჩარ წითელაშვილი (90 კგ.),

ფარცხნალი;თორნიკე მაჩიტაძე (95კგ.), ვარ-

ძია;გიორგი ლაცაბიძე (100 კგ.),

მოლითი;მალხაზი სარალიძე (მძიმე

წონა), ვარძია; აბსოლუტური წონითი კატეგო-

რია მალხაზი სარალიძე, ვარძია.გამარჯვებულები და პრიზიორე-

ბი დაჯილდოვდნენ შესაბამისი მედ-ლებითა და სიგელებით, ხოლო აბსოლუტურ ჩემპიონს მალხაზ სარალიძეს გადაეცა თასი.

ვეფხვია ღონღაძეპროგრამების მენეჯერი

ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღ-ში (გამგე ნანა რევაზიშვილი) 4-5 წლიანთა ჯგუფში გაზაფხულისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა. პატარებმა საბავშვო პოეტ გივი ჭიჭი-ნაძის ლექსებით აღნიშნეს მშვენიერი გაზაფხულის შემობრძანება. ლექსე-ბი, სიმღერები და სხვადასხვა მხატვ-

რული ნომრები ბავშვებმა არაჩვე-ულებრივად წარმოადგინეს, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით მათ აღმზრდელებს მაია დევდარიანს, ეკა ტაბატაძეს, ირმა ყანჩაველსა და ლალი შარაშიძეს.

ზეიმზე პატარებმა შეასრულეს თა-მარ ავალიშვილის მიერ გივი ჭიჭინა-

ძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები „ვინ მოიხმო ჩიტები“ და „ლილეო.“

პრეზენტაციის დასასრულს აღ-საზრდელთა მშობლებმა და აღმზრ-დელებმა აღნიშნეს, რომ ბავშვებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს საბავშვო ბაღის პროგრამით გათვალისწინებუ-ლი თემატური პრეზენტაცია.

ჯერ ბორითში, შემდეგ კი ჭიათუ-რის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვა-ციხეში, სკოლებისა და მოსწავლეთა დამეგობრების მიზნით სპორტული შეხვედრები გაიმართა ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში ვაჟებ-სა და გოგოებს შორის. სპორტულმა შეჯიბრებებმა დიდი ინტერესი გამო-იწვია ბორითისა და ქვაციხეს სკო-ლების მოსწავლეთა და სოფლების მოსახლეობას შორის.

ინტერესი და დაძაბულობა ახლ-და სპორტულ შეხვედრებს, რომელ-თა საბოლოო შედეგი მეგობრობა იყო. შეჯიბრებებს ესწრებოდნენ ხარაგაულისა და ჭიათურის გა-ნათლების, სპორტის, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სკოლე-ბის ურთიერთდამეგობრებასა და

სპორტული შეხვედრების მნიშვ-ნელობაზე.

სამომავლოდ ანალოგიური შეხ-ვედრების ჩატარება ორი მუნიციპა-ლიტეტის სხვა სოფლების სკოლებს შორისაც დაიგეგმა.

მადლობა ხარაგაულის სპორ-ტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის, რესურსცენტრის, ბორითის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლებს სოფელ ბორი-თისა და სოფელ ქვაციხის სკოლებს შორის მეგობრული სპორტული შეჯიბრებების ნორმალურად ჩატა-რებაში ხელშეწყობასა და გვერდში დგომისათვის. ამხანაგური შეხვედრები ასევე

გაიმართა მინიფეხბურთში ხარაგა-ულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრისა და ბორითის სპორტულ გუნდებს შო-რის 2002-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის (მწვრთნელები ავთო ლომსაძე, სულიკო დონაძე).

შეხვედრათა შედეგები ასეთია: 2002-წლიანებში - ხარაგაული - ბო-რითი 2:0; 2003-წლიანებში - ბორი-თი - ხარაგაული 1:0; 2004-წლიანებ-ში - ბორითი - ხარაგაული 2:2.

სამომავლოდ დაგეგმილია ამ-ხანაგური შეხვედრები ბორჯომის, ხაშურის, ახალციხის, გომის, ხარა-გაულის სკოლებსა და სპორტულ ჯგუფებს შორის ფეხბურთსა და კალათბურთში.

სულიკო დონაძემწვრთნელ-მასწავლებელი

სპორტული შეჯიბრებები ბორითში

8 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდა იმერეთის პირველო-ბის ჯგუფური ეტაპი კალათბურთში 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.

ხარაგაულის სპორტულ დარბაზ-ში ჩატარდა „ბ“ ჯგუფის თამაშები, სადაც ზესტაფონის, ჭიათურის, საჩ-ხერის, თერჯოლის და ხარაგაულის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ხარაგაულის გუნდი გავიდა მეორე ადგილზე და საჩხერის გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ნა-ხევარფინალში, სადაც ისინი „ა“ ჯგუ-ფის გამარჯვებულებს, - ქუთაისისა და სამტრედიის გუნდებ შეხვდებიან.

ჩვენმა ჭაბუკებმა დაამარცხეს ზეს-ტაფონის, თერჯოლის და ჭიათურის ნაკრები გუნდები და დამატებით

დროში დამარცხდნენ საჩხერის გუნდთან. აღსანიშნავია ჩვენი ბი-ჭების მონდომებული თამაში და სპორტული თავდადება. აღნიშნული გუნდები გაცილებით დიდი ტრადი-ციებისა და შესაძლებლობებისაა ჩვენს გუნდთან შედარებით, მაგრამ მონდომებამ თავისი გაიტანა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდი ახლახან დაკომპ-ლექტდა. სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტ-რის დირექტორ დავით გელაშ-ვილის ხელშეწყობით მოხერხდა რამდენიმე შეკრების ჩატარება და ერთობლივი ვარჯიში. ნორჩი კა-ლათბურთელები ჩემპიონატისთვის მოამზადა მწვრთნელთა საბჭომ სულიკო ჩაგელიშვილის, გიგა ბე-

რაძის, ნუგზარ კაპანაძის, გიორგი შუბითიძის შემადგენლობით.

იმერეთის კალათბურთის ფე-დერაციის პრეზიდენტმა მამუკა ჩიხლაძემ ზესტაფონის, საჩხერის და ჭიათურის გუნდების ხელმძღვა-ნელობამ და ნორჩმა კალათბურთე-ლებმა აღფრთოვანება გამოხატეს ხარაგაულის სპორტული დარბაზით და მადლობა გადაუხადეს ჩვენს კოლექტივს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მთელ ხარა-გაულს მაღალ დონეზე ჩატარებული ღონისძიებისა და კარგი მასპინძ-ლობისათვის.

ჩვენს ნორჩ კალათბურთელებს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

ვეფხვია ღონღაძე პროგრამების მენეჯერი

იმერეთის პირველობა კალათბურთში

ჩემპიონატი მკლავჭიდში

Page 7: „ჩემი ხარაგაული“ 17 წლისააchemikharagauli.com/uploads/secbanners/11-631-2015w.pdf · იმას, თუ რა დიდ ზიანს

7xtvb [fhfufekb27 მარტი, 2015 წ.

მეუღლე ელზა ლურსმანაშვილი, შვილები სპარტაკი, ნათია, რძალი ეკა გიორგაძე, სიძეები სოსო ლაცაბიძე, ჯემალ ღვინაძე, დები მერი, ქეთინო, დისშვილები პაატა, ხათუნა, მადონა ხიჯაკაძეები, კოტე, გიორგი ღვინაძეები, ბიძაშვილები მურმანი, ნუნუ, ბიძაშვი-ლიშვილები გოჩა და ზურაბ გიორგი-ძეები, მამიდაშვილები, მამიდაშვილის-შვილები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალაალიოშა (ალეკო) ალექსანდრეს ძე

გიორგიძედაკრძალვა 29 მარტს, კვირას,

2 საათზე თეთრაწყაროში.

შვილი თამრიკო, სიძე კობა თხე-ლიძე, შვილიშვილები რეზო, რიტა, გუგა, რძლები თამუნა ცისკარაძე, ფიქრია ტყეშელაშვილი, შვილთაშ-ვილი გაბრო, გიორგი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა უსაყ-ვარლესი მამა, სიმამრი და ბაბუა

გურგენ ლაცაბიძედაიკრძალა 24 მარტს მოლითში.

დედმამიშვილები მოგელი, ლილი, ნარგიზი ლაცაბიძეები, დისშვილე-ბი, ძმისშვილები და მათი შვილები იუწყებიან

გურგენ ლაცაბიძის გარდაცვალებას. დაიკრძალა

24 მარტს მოლითში.

ზოია ტალახაძე, ლეილა ლაცა-ბიძე, ლალი კაკიაშვილი თანაუგრძ-ნობენ თამრიკო ლაცაბიძეს და კობა თხელიძეს მამისა და სიმამრის

გურგენ ლაცაბიძის გარდაცვალების გამო.

გედსამანიის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელები თანაუგრძნობენ ამავე სკოლის მოსწავლეებს ფატი და თინათინ ჩადუნელებს ბებიის

ჟუჟუნა ჩადუნელისგარდაცვალების გამო.

ვლადიმერ თხელიძე ოჯახით მწუხარებით იუწყება კოლორიტი ადამიანის, ყველასათვის საყვარელი, უკეთილშობილესი და საზოგადოებ-რივ საქმიანობაში წარმატებული, ბრწყინვალე პიროვნების

გურგენ ლაცაბიძისგარდაცვალებას და თანაუგრძ-

ნობს განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირ-ველწოდებულის სახელობის გიმ-ნაზიის მე-6 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი მ. კიკნაძე თანავუგ-რძნობთ ამავე კლასის მოსწავლეს ლიკა თხელიძეს ბებიის

ლილი თხელიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირ-ველწოდებულის სახელობის გიმ-ნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ინესა კელენჯერიძე თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავ-ლეს მაგდა თხელიძეს ბებიის

ლილი თხელიძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის მეშვი-დე კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ნინო ჭყოიძე თანაუგ-რძნობენ ამავე სკოლის პედაგოგებს გულნარა ჯინჭარაძეს ძმის, მადონა მურადოვას ბიძის და ვაგიფ მურადოვს ცოლისძმის

ზურაბ ჯინჭარაძისგარდაცვალების გამო.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექ-პერსონალი ღრმა მწუხარებით თა-ნაუგრძნობენ ამავე სკოლის აღზრ-დილს, მამა მირიანს მამის

ვაჟა სამხარაძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობენ ოჯახსა და ახლობლებს.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამა-რის სახელობის სკოლა-პანსიონი თანაუგრძნობს სკოლა-პანსიონის დი-რექტორს დეკანოზ მირიან (ნოდარი) სამხარაძეს, ფოფოდია ნანა (ციცინო) ანთაძეს, ქეთევან, თამარ, გიორგი სამხარაძეებს მამის, მამამთილისა და ბაბუის

ვაჟა სამხარაძისგარდაცვალების გამო.

ხუნევ-გედსამანიის საჯარო სკო-ლის პედკოლექტივი და ტექპერსონა-ლი სამძიმარს უცხადებენ ელეონორა ბაკურაძეს მეუღლის

ლერი ლომიძისგარდაცვალების გამო.

ღომეეთის უბნის მეზობლები უსაზ-ღვრო მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა უბნის გამხმიანებელი

რეზო ბაბლიძედა სამძიმარს უცხადებს მის ყველა

ჭირისუფალს.

ხარაგაულის №2 ბაგა-ბაღის თა-ნამშრომლები თანავუგრძნობთ ნა-თელა და ელვარდი დევდარიანებს შვილიშვილის

მერაბი კამკამიძისგარდაცვალების გამო.

ენვერი, ფრიდონი, მურადი, ნაირა ხიჯაკაძეები იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

ალიოშა (ალეკო) გიორგიძედა თანაუგრძნობენ მის ოჯახსა და

ახლობლებს.

მეზობლები დავით კიკნაძე, ნუგზარ ლომსაძე, კახა მაღლაფერიძე, გელა ცხოვრებაძე და ზურაბ გურგენიძე ოჯახებით თანაუგრძნობენ ქალბატონ მერი გიორგიძეს საყვარელი ძმის

ალეკო გიორგიძისგარდაცვალების გამო.

თინა ლურსმანაშვილი ოჯახით თანაუგრძნობს მწუხარებაში გულნა-რა ჯინჭარაძეს, ვაგული, მადონა და ალიკა მურადოვებს ძმის, ცოლისძმისა და ბიძის

ზურაბ ჯინჭარაძისგარდაცვალების გამო.

არჩილ, ხვიჩა და მაია ლურსმა-ნაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ალეკო (ალიოშა) გიორგიძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

გონერი ლომიძე ოჯახით თანაუგრ-ძნობს მერი გიორგიძეს, პაატა, მადო-ნა და ხათუნა ხიჯაკაძეებს საყვარელი ძმისა და ბიძის

ალეკო გიორგიძისგარდაცვალების გამო.

სოფელ ნებოძირის უახლოესი მეზობლები ღრმა მწუხარებით იუწ-ყებიან, რომ გარდაიცვალა სოფლის გამორჩეული პიროვნება

გურგენ ლაცაბიძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის 1997 წელს კურსდამთავრებულები თანაუგრძნობენ საყვარელ თანაკლა-სელს ნათია გიორგიძეს მამის და ძვირ-ფას პედაგოგს მერი გიორგიძეს ძმის

ალეკო გიორგიძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის 1997 წელს კურსდამთავრებულები და მათი კლასის ხელმძღვანელი მერი გიორგიძე დიდ გულისტკივილს და მწუხარებას გამოთქვამენ საყვარელი თანაკლასელისა და მოსწავლის

რეზო ბაბლიძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობენ განსვენებულის ოჯახს.

87 წლის ასაკში გარდაიცვალა სოფელ მოლითში მცხოვრები გურ-გენ ლაცაბიძე. იგი მრავალშვილიან ოჯახში აღიზარდა. დაამთავრა ხა-რაგაულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. მუშაობა თავისი სოფლის

კოლმეურნეობაში დაიწყო. შემდეგ რამდენიმე სოფლის გაერთიანებულ კოლმეურნეობას ხელმძღვანელობდა. იყო რამდენიმე მოწვევის დეპუტატი. განსაკუთრებულად აფასებდა მრავალ-შვილიან და მშრომელ ოჯახებს, რომ-ლებიც, მიუხედავად ჩვენი სოფლების მიწის სიმწირისა, გარკვეულ ბარაქას ქმნიდნენ თავიანთი ოჯახებისთვის.

მისგან შეიძლებოდა გესწავლა დედმამიშვილების სიყვარული, დე-დის პატივისცემა და რაც მთავარია, ოჯახისა და ოჯახის წევრების ერთ-გულება. გურგენ ლაცაბიძეს სანიმუშო ოჯახი ჰქონდა. იგი უზომოდ იყო შეყვარებული თავის სოფელსა და თანასოფლელებზე. რამდენჯერმე შეს-თავაზეს ხარაგაულში თანამდებობები. მას დაუშვებლად მიაჩნდა უმაღლესი განათლების გარეშე საპასუხისმგებლო

თანამდებობის დაკავება. მის თანამშრომლებს გვიხაროდა

აგვისტოს მოსვლა, რადგან ორდ-ღიან ექსკურსიას აწყობდა მოლითის საბჭოსთან ერთად, - ზღვაზე დავდი-ოდით. ექსკურსიაზე დიდი ავტობუსით მივდიოდით, რომ თანამშრომლების გარდა სხვებსაც მისცემოდათ ჩვენთან ერთად წამოსვლის შესაძლებლობა.

გვასწავლიდა, რომ წინასწარ დაგ-ვეგეგმა მომავალი კვირა. როგორც ხელმძღვანელი, უშურველად გას-ცემდა წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას. დღენიადაგ ზრუნავდა რომ ყველა სოფლის გზა პერიოდუ-ლად შეკეთებულიყო, არაფერი გას-ჭირვებოდათ თანასოფლელებს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს გურ-გენ ლაცაბიძის სპეტაკი სული.

მანანა ტაბაშიძე

დამთავრდა ცხოვრება, დარჩა მოგონებები

29 მარტი შენი გარდაცვალების დღეა, დედა. ერთი წელი გავიდა, რაც ჩვენგან წახვედი. უსაზღვროდ მენატრე-

ბი. მენატრება შენი სითბო. ირგვლივ ყველაფერი ცივია თითქოს.

შენ ხომ ასე გიყვარდა გაზაფხული. მას სტრიქონებიც კი მიუძღვენი - „ზამ-თარში უნდა თოვდეს, ყინავდეს და ცივი ქარიც უნდა ქროდეს, რომ კარგად შეიგრძნო გაზაფხულის სუნთქვა, მზის სითბო, სასიამოვნო ნიავი, ახლად ამო-სული ყვავილების სურნელით გაჟღენ-თილი; ახლად გაშლილი ყვავილების, ყოჩივარდების, იების, ფურისულების, ცისთვალებისა და სხვა ყვავილების სურნელი და ულამაზესი ფერები...“ და სწორედ გაზაფხულზე წახვედი ჩვენგან.

უშენობა დაეტყო ჩვენს ეზოს, სახლს. ავადმყოფობის გამო ნერვი-ულობდი, ოჯახს ისე ვერ ვეხმარები,

როგორც ვჭირდებიო. არადა, რამდენი რამ შეგძლებია. უჭირს უშენოდ შენს მეუღლეს, მამას, ძმას, რძალს, ძმისშ-ვილებს. ყველას ენატრები.

გიხაროდა ჩემი ბედნიერება და შეჰხაროდი შვილიშვილს, რომელსაც მუცლად ყოფნის პერიოდში ეფერებო-დი და წინდებიც კი მოუქსოვე. გული მტკივა, რომ ვერ მოესწარი ამ დიდ სიხარულს.

მალე გაიზრდება შენი მოსახელე პატარა მანანა და მოგიტანს საფლავზე ყვავილებს. დიდხანს შევინახავ შენი ხელით მოქსოვილ წინდებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, ძვირ-ფასო დედა.

მირანდა ტარასოვა ოჯახით

მანანა ბუაჩიძე-ტარასოვა

ჩემო მონატრებულო დაო, ერთი წელი გისრულდება 26 მარტს, რაც დატოვე შენი ოჯახი, შვილები, შვი-ლიშვილები და შვილთაშვილები. სი-ცოცხლის ბოლო წუთამდე მუხლჩაუხ-რელად შრომობდი. ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობს. უბრალოდ, გვაჩ-ვევს ამ ტკივილს ყოველდღიურობა. შენი სევდანარევი ღიმილიანი სურათი

გადმოგვცქერის კედლიდან და გვახ-სენებს შენ ლამაზ სულს.

ახლა ისღა დაგვრჩენია, შენი სპეტაკი სული უფალმა ნათელში გვიმყოფოს. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ვერტყვიჭალის მიწა. ჩვენ ყოველთვის ვილოცებთ შენთვის.

მარგალიტა და რამაზი ჭიქავები

თამრიკო კალანდაძის გახსენება

საყვარელო ბებია, მონატრებისა და ტკივილის ერთი წელი გავიდა. გაუსაძლისია ჩვენი ყოფა უშენოდ. შენს შვილიშვილებს ძალიან დაგვაკლდა შენი მზრუნველი ხელი, თბილი ღიმი-ლი და ალერსიანი სიტყვები. ძალიან, ძალიან გვენატრება შენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი. მხოლოდ მოგონებებით ვსულდგმულობთ, რად-გან განგებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა.

ბებია, ჩვენო ძვირფასო, ძალიან ძნელი ყოფილა საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის ატანა, თუმცა შენ ეს ტკივილი განგებამ ძალიან ახალგაზრდას გამოგაცდევინა. ახლა უფრო კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა მძიმე ტვირთს ატარებდი მთე-ლი ცხოვრება; ტკივილს, რომელიც შვილის დაღუპვით მიიღე. მაინც არ გატყდი, არ დაეცი და განაგრძე ცხოვ-რება სხვა შვილების ზრუნვით. თითქოს ყველა უბედურებამ შენთვის მოიცალა მიუხედავად იმისა, რომ დიდი მად-ლი გქონდა გაკეთებული, - საკუთარ შვილებად მიიღე და აღზარდე სხვისი შვილები.

ბებია, ბედისწერამ ბევრი გამოცდა მოგიწყო, თუმცა სიცოცხლის ხალისი არასოდეს დაგიკარგავს. მძიმე ავადმ-ყოფიც კი ჩვენზე ფიქრობდი. იმედს არ კარგავდი, - ავდგები და ყველას პატივს ვცემო, გეგმებს აწყობდი.

ოჯახის ბურჯო, კეთილო, მზრუნ-ველო, საყვარელო ადამიანო, შენ იყავი ჩვენი მშობლების საყრდენი და თუ ვინმე გვეიმედებოდა დედ-მამის შემდეგ, ეს შენ იყავი. შვილები რომ დააფრთიანე და შვილიშვილების

წარმატებებით გახარებას აპირებდი, მაშინ დატრიალდა უკუღმა შენი ბედის ბორბალი. ყველა ღონე ვიხმარეთ და ბევრი წვალების, ტკივილისა და უძილო ღამეების შემდეგ, ჩვენთანაც გამოიდარა. ბებო, გული სიხარულით გვევსებოდა, ძველებურად რომ აფუს-ფუსდი. მაგრამ, ვაი რომ, არ დაგვ-ცალდა შენი კარგად ყოფნით გვეხარა.

ბებია, გპირდებით, ისეთი ადამი-ანები დავდგეთ, შენ რომ იამაყებდი. მუდამ ტკივილად დარჩები ჩვენს გულებში და ყოველთვის ვიამაყებთ შენით. ამბობენ, სიკვდილი მარცხდება, როცა განსვენებულს გამხსენებელი ჰყავსო. მუდამ სიყვარულით გაგიხსე-ნებთ, ცრემლიან, ლამაზ ყვავილებს დაგიფენთ და ვილოცებთ, რომ უფალ-მა სიმშვიდე დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველში.

დიდი ტკივილით შვილიშვილები: სოსო, ნინო და თამარ

გოგოლაძეები, მამუკა, მაკა და ეკა ბარბაქაძეები, გიორგი,

ლაშა და ლუკა ბარბაქაძეები

თამრიკო კალანდაძე - გოგოლაძის გახსენება

„იცი, ბაბუა, მე პატარა ძმა მყავს სახლში. ანდრია ჰქვია ჩემს ძამიკოს,“ - ასე ელაპარაკება შენი საფლავის ქვაზე დახატულ სურათს თემუკა. ანდრიასაც აცნობს შენს თავს: „იცი, ანდრია, ბაბუა მყავდა მე. კუკურა ერქვა ჩემს ბაბუას.“ თემუკა ხშირად მთხოვს, ბაბუას საფლავზე წამიყ-ვანეო. არ გივიწყებს. ისიც კარგად ახსოვს, დაჟინებით რომ ითხოვდა ჯოხიან კანფეტს და შენ ათასგვარ ტკბილეულს რომ მოუტანდი ხოლმე. უკვე მესამე წელია, უშენოდ ვხვდე-ბით შენს დაბადების დღეს, 26

მარტს, ჩემო კუკური. შენით ყო-ველთვის ვამაყობდი. შენი სიკვ-დილის მერე უკეთ დავრწმუნდი, თურმე რამხელა სიყვარული გქონია ხალხში. ვამაყობ ამით. დღემდე მხვდებიან ადამიანები, რომლებიც ცრემლიანი თვალებით გიხსენე-ბენ, როგორც ალალ-მართალ, პატიოსან და უსაზღვრო იუმო -რით აღსავსე ადამიანს. შენ ხომ ძალიან გიყვარდა ხუმრობა. ყველას გვაკლიხარ და გვენატრები. ღმერთ-მა ნათელში ამყოფოს შენი სული.

მეუღლე ნანი ხიჯაკაძე

კუკური ხიჯაკაძის გახსენება

Page 8: „ჩემი ხარაგაული“ 17 წლისააchemikharagauli.com/uploads/secbanners/11-631-2015w.pdf · იმას, თუ რა დიდ ზიანს

8 xtvb [fhfufekb 27 მარტი, 2015 წ.

დ. ხარაგაული27.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +24ºC, ღამე +13ºC;28.03 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +25ºC, ღამე +15ºC;29.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +20ºC, ღამე +14ºC;30.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +17ºC, ღამე +11ºC;31.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე +10ºC;01.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +14ºC, ღამე +11ºC.

ბორითი27.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +9ºC;28.03 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +21ºC, ღამე +11ºC;29.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +19ºC, ღამე +10ºC;30.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +15ºC, ღამე +8ºC;31.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე +7ºC;01.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე +6ºC.

კიცხი27.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +11ºC;28.03 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +24ºC, ღამე +13ºC;29.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +18ºC, ღამე +12ºC;30.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +15ºC, ღამე +10ºC;31.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +8ºC;01.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე +8ºC.

მოლითი27.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +19ºC, ღამე +7ºC;28.03 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +19ºC, ღამე +9ºC;29.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +18ºC, ღამე +8ºC;30.03 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +13ºC, ღამე +6ºC;31.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +11ºC, ღამე +6ºC;01.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +10ºC, ღამე +6ºC.

amindi

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

რა მწინს, რა მიხარია

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. №27-ში ახალგახსნილი პურის საცხობი გთავაზობთსაუკეთესო ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ლავაშის პურსა დაუგემრიელეს ნაზუქებს (მათ შორის სამარხვოს).მობრძანდით და შეიძინეთ სანდო და საუკეთესო პირობებში შექმნილი პროდუქციათქვენთვის მისაღებ ფასად.

ვულოცავთ დაბადების 91-ე წლისთავს საპატიო ხარაგა-ულელს, რაიონის კოლორიტს, ნამდვილ მამულიშვილს, ომისა და შრომის ვეტერანთა რაი-ონული კავშირის თავმჯდო-მარეს ბატონ გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს. ვუსურვებთ ჯანმ-რთელობას, ღვთის წყალობას და დიდხანს სიცოცხლეს.

ხარაგაულის ომისა და შრომის ვეტერანთა კავშირი

ვულოცავთ დაბადების დღეს ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო დაწესებულებების რაიონუ-ლი პროფკავშირის თავმჯდო-მარეს ლალი სებისკვერაძეს.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უფლის მფარ-ველობას.

ხარაგაულის საჯარო სკოლების პირველადი

პროფკავშირული ორგანიზაციის

თავმჯდომარეები

ჩვენო საყვარელო ნანი ბებო, გილოცავთ დაბადების დღეს, 26 მარტს.

გისურვებთ ღმერთის წყა-ლობას, ჯანმრთელობას და ჩვენთან ერთად ბედნიერებას.

შვილიშვილები თემუკა და ანდრია ხიჯაკაძეები,

გიორგი მაღრაძე

ჩვენს უფროს მეგობარს, ხა-რაგაულის საპატიო მოქალაქეს, ხარაგაულის კოლორიტს, ხარა-გაულსა და ხარაგაულელებზე უსაზღვროდ შეყვარებულსა და მოამაგეს, ხარაგაულში მოსული ყველა სტუმრის მასპინძელს, კეთილშობილ მეუღლეს, მა-მას, ბაბუას, ბატონ ვალოდა კელენჯერიძეს ვულოცავთ დაბადების დღეს.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს. კიდევ მრავალი საიუბილეო თარიღი მოგველოცოს თქვენთვის, ბა-ტონო ვალოდა. უფალი გფა-რავდეთ.სს „იმერის” თანამშრომლები

არიან ადამიანები, რომლე-ბიც უბანს, სოფელს, რაიონს და ქვეყანას განსაკუთრებულად ამშვენებენ. მათი არსებობა ყოველ ადამიანში დიდ პატივის-ცემას და მოკრძალებას იწვევს, რომელთა მხრებზე რაიონის და ქვეყნის სიძლიერე და ავტორი-ტეტია დაშენებული.

სწორედ ასეთ ადამიანს გვინ-და მივულოცოთ იუბილე. ვალო-და გრიგოლის ძე კელენჯერიძე არის კაცი, რომელიც ყოველთ-ვის ამშვენებდა და ყოველთვის დაამშვენებს ხარაგაულს.

ღმერთმა ინებოს, ამიერიდან კვლავ 75 წელი ემსახუროთ თქვენს ერს და ქვეყანას ყველას გასახარად.

პატივისცემით, გელა შავიძის ოჯახი

ჩვენს ძვირფას და საყვარელ იზა ვეფხვაძეს ვულოცავთ პირ-ველი შვილიშვილის, პატარა ანა ჭუმბურიძის, დაბადებას. ვუსურ-ვებთ პატარას ღვთის მფარველო-ბას, უღრუბლო ზეცას და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას.ცენტრალური ბიბლიოთეკის

თანამშრომლები

ვულოცავთ მარტში დაბადე-ბულ ჩვენს პედაგოგებს მარეხი ღონღაძესა და ეთერი ალხა-ზიშვილს დაბადების დღეს. ვუ-სურვებთ ჯანმრთელობას, ბედნი-ერებას და დიდხანს სიცოცხლეს.

ზვარის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ხარაგაულის საპატიო მოქა-ლაქეს, მრავალი წლის მანძილ-ზე სამტრესტის ხელმძღვანელს, გამორჩეულ ინტელიგენტს, ომისა და შრომის ვეტერანე-ბის ერთგულ ქომაგს, ბატონ იუზა (ვალოდა) კელენჯერი-ძეს გულწრფელად ვულოცავთ დაბადებიდან 75 წლის იუბილეს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წელს ჯანსაღ სიცოცხლეს.

ვეტერანთა რაიონული კავშირი

ვულოცავთ დაბადების დღეს ყველასათვის საყვარელ და პატივსაცემ პიროვნებას ბა-ტონ ვალოდა კელენჯერიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ულევ სიხა-რულს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად. ღვთის მადლი ფარავ-დეს მუდამ.

სამუსიკო სკოლის კოლექტივი

დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო იუზა. დაესწარით მრავალს სიხარულითა და ბედ-ნიერებით თქვენს მეუღლესთან, უკეთილშობილეს ქალბატონ ლალისთან, უსაყვარლეს შვი-ლებსა და შვილიშვილებთან ერთად. გისურვებთ სიკეთესა და უშრეტ სიყვარულს. უფალი იყოს თქვენი ოჯახის მფარველი.

გურამ და მერი კვირიკაშვილები

ბატონ გიორგი კალანდა-ძეს, დამსახურებულ პედაგოგს, კიცხის სკოლა-ინტერნატის პირველ დირექტორს, ღირ-სების ორდენის კავალერს ვუ-ლოცავთ 95 წლის იუბილეს და ვუსურვებთ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს.

ვეტერანთა რაიონული კავშირი

ჩვენი სკოლის პედაგოგს მანანა ღონღაძეს ვულოცავთ შვილიშვილის შეძენას. ვუსურ-ვებთ პატარა აკაკის ბედნიერ ბავშვობას და სასახელო ქარ-თველად გაზრდას. ღმერთ-მა უმრავლოს თქვენს ოჯახს პატარები.

პატივისცემით, ზვარეს სა-ჯარო სკოლის დირექცია და

პედკოლექტივი

***

***

***

***

***

***

***

***

***

გურამ კვირიკაშვილი: -კარგი ყველაფერი მიხარია. ხარაგაულელ ახალგაზრდებს დიდი წარმატებები აქვთ ხელოვნებაში. ბევრი ანსამბ-ლი ფუნქციონირებს. ვკითხულობ მათ წარმატებებს და მიხარია.

მწყინს ის, რომ ხარაგაულში არანაირი საწარმო არ არის. კარგია, როცა ბავშვი ცეკვავს და მღერის, მაგრამ სახლში რომ მივა, მშობელს იმის საშუალება ხომ უნდა ჰქონდეს, რომ თბილი საჭმე-ლი დაახვედროს?! მაინც და მაინც არ ვგრძნობ წინსვლას. კარგია, რომ აღარ ატერორებენ ხალხს და ახალგაზრდებს ქუჩაში არ ხო-ცავენ, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. ეკონომიურად უკან და უკან მივდივართ. ამასწინათ წავიკითხე, რომ ერთ წელიწადში მოსახლეობის ერთ პროცენტს ექნება იმაზე მეტი შემოსავალი, რაც მთლიანად დანარჩენ 99%-ს. ეს საშინელებაა.

ირმა ბერაძე: -მწყინს, რომ მო-ქალაქეთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც შეუძლია კარგი აზრები მიაწოდოს საკრებულოს, თავს იკავებს აქტივობისგან. შიშის ფაქ-ტორი ისევ დარჩა, სამწუხაროდ. ადამიანები, რომლებსაც აქვთ არაჩვეულებრივი იდეები, რატომ-ღაც ჩაიკეტენ ნაჭუჭში. ვფიქრობ,

რომ ხელისუფლება უნდა მივიდეთ მათთან, რომ ღიად ისაუბრონ პრობლემებზე. ხარაგაულის საკ-რებულოს თავმჯდომარეს ჰქონდა ინიციატივა, რომ შექმნილიყო საზოგადოებრივი დარბაზი, რასაც საკრებულომ მხარი არ დაუჭირა. ბევრი ადამიანი სიხარულით მო-ელოდა ამ ფაქტს და ამბობდნენ, რომ ყველა შეხვედრაში აქტიურად ჩაერთვებოდნენ. ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი.

უამრავი ყოფითი პრობლემის მიუხედავად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თა-ობა. მახარებს, როცა ვხედავ, რომ ბავშვებს რაიმე ნიშნით არ გამოარჩევენ. ნებისმიერ ბავშვთან უნდა ვიყოთ ლაღები. სიხარულის მინიჭება ბავშვისთვის ძალიან მნიშ-ვნელოვანია.

5 მარტს, ბორითის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა ამავე სკოლის პედაგოგ მანანა გამცემლიძის ხელმძღვანელო-ბით. მან XI კლასის მოსწავლეებთან და ანსამბლ „იმედის“ წევრებთან ერთად გაზაფხულის ულამაზესი დღეები მოგვილოცა.

ღონისძიება მიეძღვნა ბორითის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე მარიამ ბლუაშვილს.

ბორითის საჯარო სკოლის პედკოლექტივი დიდ მადლობას უხდის მანანა გამცემლიძეს. მარიამ ბლუაშვილს კი ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიხარულს.

ბორითის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

მადლობა გულისხმიერებისთვის