პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

Post on 27-Jun-2015

169 Views

Category:

Documents

2 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

პალეოგრაფია

ბაკურ გელაშვილი

პალეოგრაფია

პალეოგრაფია არის ორი ბერძნული სიტყვისაგან: ,,პალაოს’’-ძველი და ,,გრაფეინ’’-წერა შედგენილი ტერმინი, რომელიც ძველი ნაწერის შემსწავლელ მეცნიერებას აღნიშნავს.

თავდაპირველად:

პალეოგრაფია მოიცავდა ყველა სახის ნაწერს და მათან დაკავშირებულ პრობლემატიკას.

თანდათანობით მის ფარგლებში გამოიყო მრავალი მეცნიერება, რომელიც ისტორიის დამხმარე დისიპლინებია:

დიპლომატიკა-მეცნიერება საბუთების, დოკუმენტების შესახებ; ეპიგრაფიკა-წარწერათმცოდნეობა; კოდიკოლოგია-ხელნაწერთმცოდნეობა; პაპიროლოგია-პაპირუსთმცოდნეობა

პალეოგრაფია ვიწრო გაგებით:

შეისწავლის ძველი ხელნაწერების დამწერლობას-ასოთა მოხაზულობას, საწერ მასალას, საწერ იარაღებს, დათარიღებას და სხვ.

პალეოგრაფიის სპეციალისტმა:

კარგად უნდა ერკვეოდეს დამწერლობის განვითარების საფეხურებში, მაგალითად: ლურსმული დამწერლობის ამოკითხვის ცდა გიოტინგენის (გერმანიის) გიმნაზიის მასწავლებლის გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდის სახელს უკავშირდება. ხოლო საბოლოოდ ლურსმული გაშიფრულად ჩაითვალა 1857 წელს.

ეგვიპტური დამწერლობის გაშიფრვა:

ჟან-ფრანსუა შამპოლიონის სახელს უკავშირდება. ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ქ. ალექსანდრიასთან, როზეტის მახლობლად აღმოჩნდა სამენოვანი წარწერა, რომელიც ,,როზეტის ქვის’’ სახელითაა ცნობილი. ეს არის პტოლემაიოს V-ის (ძვ.წ. 204-181) პატივსაცემად შედგენილი ტექსტი, შესრულებული ეგვიპტური იეროგლიფებით, ეგვიპტური ნუსხურით და ბერძნულით.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლისას მნიშვნელოვანია რამდენიმე

დეტალი ვიცოდეთ:

ქართულ წარწერებში სიტყვები ერთმანეთისაგან არ გამოიყოფა. ეს გრძელდებოდა XI საუკუნემდე. მას შემდეგ მკვიდრდება სიტყვების დაცალკავება.

იშხნის ტაძრის წარწერა: რომელიც შედეგნაირად იკითხება: ი(ესო)Â ქრისტე ადიდე ორთავე შინა ცხოვრებათა გიორგი მეფე და შვილნი მათნი

ძეგლის დათარიღებისას უმნიშვნელოვანესია:

მისი პალეოგრაფიული შესწავლა. მაგალითად, ასომთავრულ დამწერლობას სხვადასხვა ეპოქაში სხვადსხვა მოყვანილობა ჰქონდა. ამდენად ასოთა მოყვანილობით V-VII საუკუნის წარწერა განსხვავდება X-XI საუკუნის ეპიგრაფიკული ძეგლისგან.

მაგალითად: ბოლნისის სიონის წარწერა სადაც არ არის სიტყვების დაცალკავება

493-494 წწ.

დაბის მონასტრის წარწერა სადაც არის სიტყვები დაცალკავებული: 1333წ.

ინდიქტიონსა მეფეთ–მეფისა გიორგისსა, ძისა დიმიტრისა მეცხრამეტისა. სიტყვასა ღმერთისა ხორცთ შესხმისა მიზეზო, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფისა გიორგისა მე, მათმან მოლარეთ–უხუცესმან ქ.კსა.კა’’

მკვლევარები

ნიკო ბერძენიშვილი ტიმოთის მონასტრის ამ წარწერას XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე შესრულებულად მიიჩნევს.

`qriste adide suli Salva erisTavT erisTavisa~ da misive azriT es monasteri Salva Torelis agebulia da misive gansasvenebeli adgilia.

ეპიგრაფიკული დამწერლობის ტიპებია:

ლაპიდარული-(ლათ. ,,ლაპიდარიუს’’-ქვის მთლელი, ქვაზე მომჭრელი)-ქვაზე გაკეთებული წარწერა, რომელიც შეიძლება იყოს რელიეფური ან ჩაჭრილი. ლაპიდარული წარწერები კეთდებოდა ეკლესიებზე, ციხესიმაგრეებზე, საფლავის ქვებსა და სარკოფაგებზე, ცალკე ქვის ფილებზე.

მოზაიკური-ასეთი სახის წარწერები განსაკუთრებით პოპულალური იყო ძველ საბერძნეთში.

ეპიგრაფიკული დამწერლობის ტიპებია:

ჭედური-ხატებზე და ზოგადად ლითონზე შესრულებული წარწერები;

ფრესკული-ძირითადად ტაძრებში შესრულებულ მხატრობაზე გაკეთებული

საშინაო დავალებისთვის გადაიწერეთ თრეხვის 1066 წლის წარწერა:

,,მე ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ქვაბი ხატისათვის ღმრთეებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვითათვის ჟამთა შინა ალფარსლან სულტნისაგან ოხრობისათა.. წარწერა აღმოჩნდა 1957 წელს, ქარელის რაინის- სოფ. თრეხვში.

წარწერის აღმოჩენამდე არავინ იცოდა ვინ იყო ლეონტი მროველი, მის შესახებ ივანე ჯავახიშვილი წერდა: ,,ვინ იყო ლეონტი მროველი და როდის ცხოვრობდა იგი, ამის შესახებ ჩვენ ცნობები არ მოგვეპოვება. საყურადღებოა რომ ათონის მონასტრის ერთ ხელნაწერში ნ. მარის სიტყვით, მოხსენიებული ყოფილა ,,ლეონტი მროველი მტავარ-ეპისკოპოსი’’, მაგრამ ამ უკანასკნელის სესახებაც მეტი ცნობები არ არის...’’

ზემოთ მოყვანილი წარწერის და შეხედულებების მიხედვით შეავსე ცხრილი და გამართე დისკუსია

თრეხვის

წარწერა

რას მიიჩნევდნენ მეცნიერები წარწერის აღმოჩენამდე? რა ვარაუდები არსებობდა?

რა შეიცვალა წარწერის აღმოჩენის შემდეგ?გადაიქცა თუ არა ვარაუდები ფაქტებად?

განაზოგადეთ მაგალითები და გამოიტანეთ

დასკვნა ეპიგრაფიკის მნიშვნელობის შესახებ

top related