რა არის სოციალური მედია

Post on 17-Aug-2015

47 Views

Category:

Social Media

1 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

რა არის სოციალური მედია

რა არის სოციალური მედია

რა არის სოციალური მედია

ეს არის სოციალური ნეთვორკინგი?

სოციალური ბუქმარკინგი? სოციალური ვიკიპედია?

მედია არის საკომუნიკაციო საშუალება/ ინსტრუმენტი. გამოდის სოციალური მედია

არის კომუნიკაციის სოციალური ინსტრუმენტი.

ვებ - საიტი, რომელიც არ გაძლევს მხოლოდ ინფორმაციას, არამედ შემოდის შენთან

კომუნიკაციაში, ინფორმაციის მოწოდებასთან ერთად.

შეიძლება ამას ქონდეს მარტივი ფორმა, გთხოვოს კომენტარი ან ლაიქი მხოლოდ.

რეგულარული მედია

გზა სადაც ცალმხრივი მოძრაობაა

არის თუ არა სოციალური მედია და

სოციალური ნიუსი ერთიდაიგივე?

სოც. მედიის მთავარი პრინციპები

სოც. მედია არის დიალოგი, კომუნიკაცია და დაკავშირება აურიტორიასთან და მათთან ურთიერთობების შენება. ის არაა მხოლოდ მაუწყებელი კანალი, ან გაყიდვების და მარკეტინგის საშუალება.

ნამდვილობა, გულწფელობა და ღია დიალოგი აუცილებელია.

გაძლევთ საშუალებას არამხოლოდ მოისმინოთ რას ამბობს ხალხი თქვენზე, არამედ გასცეთ პასუხი. ჯერ მოისმინოთ, მერე უპასუხოთ.

მაინც რა არის სოცილური მედიის ვებ-საიტები?

სოც მედია საქართველოში

რაოდენობრივი კვლევით „სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში“, რომელიც 2012 წლის ნოემბერში ჩატარდა ინტერნეტ-მომხმარებლების სეგმენტზე (კვლევა მიმდინარეობდა საქართველოს 7 დიდ ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი და თელავი) გაირკვა, რომ  საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე აშკარად შეინიშნება სოციალური ქსელების როლის გააქტიურება. საყურადღებოა ის ტენდენციაც, რომ საქართველოში სოციალურ ქსელებს ძირითადად იყენებენ ძველი ნაცნობების და ურთიერთობების შესანარჩუნებლად და არა ახალი  ნაცნობობის დასამყარებლად, ხოლო ფეისბუკს უფრო ხშირად  იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის იყენებენ, ვისთანაც რეალური სოციალური ურთიერთობები აქვთ. 

სოც. ქსელების გამოყენება

71.5

37.7

გამოკითხვა

ურთიერთობების განმტკიცებაინფორმაციის მიღება

ბლოგების მდგომარეობა

აღმოჩნდა, რომ ქალები უფრო ხშირად იყენებენ ინტერნეტს ახალი ამბების გასაცნობად და შემეცნებითი ინფორმაციის მისაღებად, ვიდრე მამაკაცები, რომლებიც სოციალურ ქსელებს, ქალებთან შედარებით, უფრო ხშირად იყენებენ გასართობად. ზოგადად, ინტერნეტის გამოყენება გართობის მიზნით მისი მოხმარების ერთ–ერთი მთავარი მოტივაციაა საქართველოში. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა სოციალურ ბლოგებს საერთოდ არ ეცნობა, სოციალური ბლოგების მკითხველთა მცირედი ნაწილი სწორედ გასართობი ბლოგებით შემოიფარგლება, ყველაზე ნაკლები მკითხველი კი, თურმე, გენდერულ საკითხებზე ორიენტირებულ ბლოგებს ჰყავთ.  

ჩართულობა კვლევისას გამოჩნდა, რომ ქართველი მომხმარებელი ნაკლებად

არის ჩართული სამოქალაქო აქტივობებში სოციალური მედიით.

უფრო მეტიც, გამოკითხულთა 50.3%–სთვის საერთოდ მიუღებელია ინტერნეტით სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობა, რაც საქართველოში სამოქალაქო კულტურის დაბალი განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი უნდა იყოს. კვლევის

თანახმად, რესპონდენტთა მხოლოდ 20%–ს მიუღია მონაწილეობა საპროტესტო აქციაში ინტერნეტის მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ სოციალური მედია არ წარმოადგენს პოლიტიკური აქტივობის პლატფორმას საქართველოში და პოლიტიკური აქტივობა სოციალური მედიით პიკს აღწევს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, ან სხვა სოციოპოლიტიკური საკითხების წამოწევისას, რომლებიც საზოგადოების პოლარიზებას იწვევს. სამოქალაქო

აქტივობებში მონაწილეობის თვალსაზრისით, 18–22 წლის ახალგაზრდები ყველაზე მაღალი ჩართულობით გამოირჩევიან.

პოზიტიური მხარეები

ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებად მიიჩნევა ის, რომ იგი

ინდივიდებს საშუალებას აძლევს, ბევრად უფრო ადვილად და წარმატებით მოახდინონ თვითრეალიზება, მათთვის გახსნილია სამოქმედო სივრცე, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი იდეების პოპულარიზაცია და სასურველი თვითპრეზენტაცია მოახდინონ.

პოზიტიური მხარეები

ასევე უმნიშვნელოვანეს პოზიტიურ ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ ახალი

მედიის ფუნქცია, წინ აღუდგეს პოლიტიკური ელიტის მიერ კომუნიკაციის საშუალებების მონოპოლიურ ფლობას და ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართვას. 

პოზიტიური მხარეები

სოციალური მედიის უპირატესობად ითვლება ისიც, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა

ეძლევა, პოლიტიკურ პროცესებში დისკუსიის ფორმატით ჩაერთოს თუნდაც სახლიდან გაუსვლელად, მოიძიოს თანამოაზრეები და დაგეგმოს ერთობლივი აქციები.  

ნეგატიური მხარეები

რაც შეეხება ნეგატიურ მხარეებს, მეცნიერთა დასკვნით, პირველ რიგში, სოციალური მედია, ტრადიციულთან შედარებით, მომხმარებელთა უფრო მცირე ჯგუფებისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც, ერთის მხრივ, ინტერნეტში ჩართულობის ნაკლები მაჩვენებელით, მეორეს მხრივ კი - ახალი მედიის გამოყენებისთვის აუცილებელი უნარების არქონით ვლინდება. სწორედ ამ მიზეზით, მთელ მსოფლიოში მკვლევარები საუბრობენ „ციფრული უთანასწორობის“ თუ  „ციფრული განხეთქილების“ შესახებ. 

კანონი

საქართველოში არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა სოციალურ მედიასთან დაკავშირებით და მას მედიის შესახებ ზოგადი კანონი არეგულირებს,  რომელიც მეზობელ ქვეყნებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი) შედარებით,  მეტად ადეკვატურია. იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყნებში, შედარებით ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმებია, რასაც Freedom House–ის მონაცემებიც ადასტურებს. ამასთან, იურიდიული ანალიზი ადასტურებს, რომ სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე, სოციალური მედია საქართველოში უფრო თავისუფალია, ვიდრე განხილულ მეზობელ ქვეყნებში.

დასკვნა

საქართველოში სოციალური მედია ჯერჯერობით გავლენიანად მაინც ვერ ჩაითვლება, რის მიზეზადაც სამი ძირითადი ფაქტორი სახელდება: პირველ რიგში, ინტერნეტის შეზღუდული ხელმისაწვდომობა, რომელიც უმეტესად დედაქალაქსა და ქვეყნის დიდ ქალაქებს მოიცავს; მეორე - ასაკობრივი შეზღუდვა. როგორც კვლევებით ირკვევა, სოციალური მედიის მომხმარებლები უმეტესად ახალგაზრდები არიან; და ბოლოს - მოსახლეობის სეგმენტაცია, კერძოდ, გარკვეული „კიბერსექტის“ არსებობა, რომლის ფარგლებში სოციალური მედია საკმაოდ გავლენიანია, თუმცა მის მიღმა, ფართო საზოგადოებაზე მსგავს გავლენას ვერ ახდენს.

top related