x alkoholi

Post on 17-Jan-2017

552 Views

Category:

Education

2 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

N1 საზანოს საჯაროსკოლაX კლასი

„ “თემა ალკოჰოლი: პედაგოგი თეა სამხარაძე

ალკოჰოლი

ალკოჰოლი ზ რდის შემდეგი მოვლენების რისკს:

* ალკოჰოლზ ე დამოკიდებულება ან ალკოჰოლიზ მი

* ღვიძლის ქრონიკული დაავადება

* მაღალი არტერიული წნევა

* თავის, კისრის არეების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილისა და მკერდის სიმსივნეები

* ახალშობილთა ალკოჰოლური სინდრომი (თუ დედა ფეხმძიმობისას სვამდა)

* ტრავმები, ავტოავარიები, დახრჩობა და სხვა

* მკვლელობა და თვითმკვლელობა

ალკოჰოლი აქვეითებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს, ხდება ტვინის ზ ოგიერთი უბნის მუშაობის დათრგუნვა, რისი შედეგიცაა:

* მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა

* ხანმოკლე მეხსიერების დასუსტება

* რეაქციის შენელება

* აზ როვნების შენელება

* ყურადღების გაფანტვა

* შეკავების უნარის დაქვეითება.

სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღების შედეგად

ზ იანდება არა მარტო ნერვული სისტემა, არამედ საჭმლის

მომნელებელი სისტემა, გული, მხედველობა, ღვიძლში

იწყება გადაგვარებითი პროცესი. მნიშვნელოვანი

ცვლილებები აღინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯ ირკვლებშიც.

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, მოზ არდებს

შეიძლება განუვითარდეს შაქრიანი დიაბეტი.

ასევე, იშვიათობას არ წარმოადგენს სქესობრივი ფუნქციის

მოშლა, რაც მდგომარეობს სქესობრივი უნარის დაქვეითებასა

და ზ ოგჯ ერ სქესობრივ უძლურებაში. ეს კი, არის თავის

ა და ზ ურგის ტვინის სასქესო ცენტრების ნერვულ

უჯ რედთა ალკოჰოლით მოწამვლის შედეგი.

ალკოჰოლის მიღებისას პირველ რიგში ითრგუნება თავის ტვინის ქერქის ნორმალური მოქმედება და თავდაპირველად ვითარდება განსაკუთრებული ფსიქიური მდგომარეობა - "ეიფორია", შეზ არხოშება, რაც ნიშნავს გულარხეინობას. ეს არის სუბიექტურად სასიამოვნო მდგომარეობა, რომლის დროსაც შეიგრძნობა აგზ ნება, განსაკუთრებული მხნეობა, ძალის მოზ ღვავება, უსაზ ღვრო შესაძლებლობების შეგრძნება. ზ ოგჯ ერ ადამიანი შეიგრძნობს სასიამოვნო მოშვებულობას, სულიერ წონასწორობას.

ადამიანი, რომელმაც პირველად მიიღო ალკოჰოლი, კარგავს უნარს სწორად შეაფასოს თავისი შესაძლებლობანი

დადგენილია, რომ დანაშაულებრივ ქმედებასა და ძალადობის აქტებს ახალგაზ რდები ჩადიან არაფხიზ ელ მდგომარეობაში.

ეიფორიის მდგომარეობა ძალზ ე საზ იანოა ახალგაზ რდობისათვის, რადგან როცა არ არის შემაკავებელი საწყისი, ქრება ურთიერთპატივისცემის, პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოზ არდები, - რომლებიც ეტანებიან სპირტიან სასმელს -

არიან შეზ ღუდულები, დაკარგული აქვთ ინტერესი ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისადმი, იზ იდავთ მხოლოდ უმიზ ნო დროსტარება, რომლის დროსაც

აუცილებელი ატრიბუტია სპირტიანი სასმელი. ალკოჰოლის

გავლენით მოზ არდები ხშირად ამყარებენ შემთხვევით სქესობრივ კავშირს, რაც ვენერიული დაავადებით დასნებოვნების ერთ-ერთი ძირითადი გზ აა.

ალკოჰოლის მიჩვევის მიზ ეზ ები

ალკოჰოლის მიჩვევის მიზ ეზ ები მრავალფეროვანია.

ალკოჰოლური სასმელებისადმი ლტოლვა ყოველთვის განპირობებულია გარეშე მიზ ეზ ებით, ადგილობრივი ადათ-ჩვევებით,

პროფესიული აუცილებლობით და სხვა.

ალკოჰოლიზ მის მიზ ეზ ი შეიძლება გახდეს

ხშირი ქეიფი მეგობრულ წრეში "სიამოვნებისათვის".

ზ ოგჯ ერ კი - თავისებური ხასიათის პირები (ფსიქოპათები, ნევროტიკები), არცთუ იშვიათად სულით ავადმყოფებიც, - ალკოჰოლურ სასმელს მიმართავენ სევდის, აფექტური დაძაბულობის,

გაღიზ იანების მოსახსნელად.

უმცროსი ასაკის ბავშვები ალკოჰოლს ღებულობენ

შემთხვევით, ან მას აძლევენ ბავშვს "მადისათვის".

არცთუ იშვიათად ბავშვი სპირტიან სასმელს სინჯ ავს ცნობისმოყვარეობის გამო. შედარებით უფროს ასაკში ალკოჰოლის პირველად მიღების ტრადიციული მიზ ეზ ია დღესასწაული, ოჯ ახური ზ ეიმი, სტუმრები და ა.შ.

სტატისტიკური მონაცემების საფუძველზ ე დადგენილია,

რომ იმ ადამიანების 96%,

რომლებიც სპირტიან სასმელებს ეტანებიან, პირველად გასინჯ ეს იგი თხუთმეტ წლამდე ასაკში.

თუ ფეხმძიმე ქალი დალევს, ალკოჰოლმა შეიძლება იმოქმედოს ნაყოფზ ე და გამოიწვიოს სსხვადასხვა დეფექტები, ან ახალშობილთა ალკოჰოლური სინდრომი- fetal alcohol syndrome - დაავადება, რომელსაც ახასიატებს გონებრივი ჩამორჩენილობა და ქცევითი პრობლემები.

ალკოჰოლიზ მი არის მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ძნელად ინკურნება,იგი გამოიხატება სპირტიანი სასმელებისადმი თავშეუკავებელ სწრაფვაში.

ალკოჰოლის ნარკოტიკული ეფექტის დასრულების შემდეგ აღინიშნება მძიმე ფსიქოსომატური და ნერვულ-ვეგეტატიური მოშლილობა, ე.წ. აბსტინენციური (ნაბახუსევი) მდგომარეობა. მას თან სდევს მოთენთილობა, მკვეთრად დაქვეითებული შრომისუნარიანობა, თავის ტკივილი, კიდურების კანკალი, ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში. აბსტინენციის ყველაზ ე ტიპიური მდგომარეობაა ალკოჰოლური გამოზ არხოშება.

ამ მდგომარეობის სწრაფი მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ალკოჰოლის განმეორებითი მიღებით. ადამიანს უვითარდება ალკოჰოლისადმი მოთხოვნილების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების დაუოკებელი მისწრაფება, რომელიც თრგუნავს ყველა სხვა მოთხოვნას, მას მთლიანად ექვემდებარება ადამიანის არსება.

გმადლობთ!ყურადღებისთვის

top related