2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს,...

50
საბოლოო ანგარიში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი კავშირების ხელშეწყობა ბაზარზე არსებულ მოთამაშეებთან, ექსტენციის და ფინანსური მომსახურებების მიმწოდებლებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) Europe Aid/136454/DH/SER/GE პროექტს ახორციელებენ ექსპერტი ნინო ნაცვლიშვილი 2017 წლის მარტი წერილობითი უარი პასუხისმგებლობაზე წინამდებარე ანგარიში მომზადდა ევროკომისიის ფინანსური დახმარებით. ამ ანგარიშში გამოხატული შეხედულებები ეკუთვნის კონსულტანტს და შეიძლება არ ასახავდეს ევროკომისიის შეხედულებებს

Upload: others

Post on 16-Jan-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

საბოლოო ანგარიში

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი კავშირების ხელშეწყობა

ბაზარზე არსებულ მოთამაშეებთან, ექსტენციის და ფინანსური

მომსახურებების მიმწოდებლებთან

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს

გაძლიერება

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

(ENPARD)

Europe Aid/136454/DH/SER/GE

პროექტს ახორციელებენ

ექსპერტი

ნინო ნაცვლიშვილი

2017 წლის მარტი

წერილობითი უარი პასუხისმგებლობაზე

“წინამდებარე ანგარიში მომზადდა ევროკომისიის ფინანსური დახმარებით. ამ ანგარიშში გამოხატული შეხედულებები

ეკუთვნის კონსულტანტს და შეიძლება არ ასახავდეს ევროკომისიის შეხედულებებს”

Page 2: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

2

შინაარსი

აბრევიატურები და აკრონიმები .......................................................... Error! Bookmark not defined.

მოკლე შინაარსი ...................................................................................... Error! Bookmark not defined.

შესავალი .............................................................................................. Error! Bookmark not defined.

მეთოდოლოგია ................................................................................... Error! Bookmark not defined.

კვლევის ძირითადი შედეგები .......................................................... Error! Bookmark not defined.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ქვე-სექტორების ანალიზი (თხილი, რძის პროდუქტები

& თაფლი) ................................................................................................ Error! Bookmark not defined.

შესავალი .............................................................................................. Error! Bookmark not defined.

თხილის ინდუსტრია.......................................................................... Error! Bookmark not defined.

რძის პროდუქტების ინდუსტრია ..................................................... Error! Bookmark not defined.

თხილის ინდუსტრია.......................................................................... Error! Bookmark not defined.

კოოპერატივების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში (თხილი, რძის ნაწარმი

და თაფლი) .............................................................................................. Error! Bookmark not defined.

შესავალი .............................................................................................. Error! Bookmark not defined.

თხილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი – დარჩელის კოოპერატივის მაგალითი ...... Error!

Bookmark not defined.

რძის ნაწარმის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში - დისველის კოოპერატივის

მაგალითი ...........................................................................................................................................

თაფლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში -კორენიშის კოოპერატივის

მაგალითი............................................................................................. Error! Bookmark not defined.

ქართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა (თხილი, რძის

ნაწარმი და თაფლი)................................................................................ Error! Bookmark not defined.

დასკვნები და რეკომენდაციები ............................................................ Error! Bookmark not defined.

დანართი #1. ტექნიური დავალება.................................................................................................. 37

დანართი #2. სამუშაო გეგმა ............................................................................................................. 41

დანართი #3. გამოყენებული დოკუმენტების ჩამონათვალი ....................................................... 42

დანართი #4. საბაზრო მონაცემები .................................................................................................. 43

დანართი #5. ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების საკითხზე გამოყენებული ტერმინები . 47

Page 3: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

3

აბრევიატურები და აკრონიმები

ACDA სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

AYEG საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

ENPARD ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის

განვითარებისთვის

FAO გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

GoG საქართველოს მთავრობა

MoA სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MoE განათლების სამინისტრო

M&E მონიტორინგი და შეფასება

NGO არასამთავრობი ორგანიზაცია

PIN ადამიანი გაჭირვებაში

SME მცირე და საშუალო ზომის საწარმო

TA ტექნიკური მხარდაჭერა

TNA გადამზადების საჭიროებების შეფასება/ანალიზი

ToR ტექნიკური დავალება

Page 4: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

4

მოკლე შინაარსი

შესავალი

წინამდებარე ანგარიში მომზადდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერების

პროექტის ფარგლებში (Europe Aid/136454/DH/SER/GE, პროექტი დაფინანსებულია

ევროკავშირის მიერ) რომელსაც Evoluxer-ი ახორციელებს. დავალება დაკავშირებულია

აქტივობასთან 3.5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი კავშირების ხელშეწყობა

ბაზარზე არსებულ მოთამაშეებთან, ექსტენციის და ფინანსური მომსახურეების

მიმწოდებლებთან (დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ტექნიკური დავალება, დანართის

სახით).

დავალების მიზანია დარეგისტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა

ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების საკითხში და სამი პროდუქტის პოპულარიზაცია

ბაზარზე - თხილის, რძის ნაწარმის და თაფლის. მთავარი მიზანი არსებული კვლევების

შეფასებაა მიზნობრივ ღირებულებათა ჯაჭვებთან დაკავშირებით და მოკლე ანგარიშის

წარმოდგენა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობებისა და სუსტი მხარეების

შესახებ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 43.3% ( 3 მილიონ ჰექტარზე მეტი) სასოფლო-

სამეურნეო მიწას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს საძოვრებს და მდელოებს. 2004 წელს

ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, მიწათმფლობელთა 66.9% 0.1-1

ჰექტარ მიწას ფლობენ, 23.3% - 1-დან 5 ჰექტარამდე, ხოლო 0.15% კი 50-500 ჰექტარ მიწას

ფლობს. პრობლემას ასევე ამძაფრებს ის, რომ 1 ოჯახის მფლობელობაში მყოფი მიწა,

რამდენიმე ნაკვეთისგან შედგება. ფერმერები რიგი გამოწვევების წინაშე დგანან წარმოებისა

და მარკეტინგის კუთხით არასაკმარისი მიწის რესურსის, დაბალი პროდუქტიულობის,

მუდმივი მყიდველების არარსებობის და სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიასა და აგრო-

მარკეტინში ცოდნის და უნარების ნაკლებობის გამო. გადამამუშავებელი საწარმოები ასევე

სირთულეების წინაშე დგანან მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან

მიმართებაში, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ნედლეულის დაბალი ხარისხია.

როდესაც მცირე ფერმერები ერთიანდებიან კოოპერატივში და მწარმოებელ ორგანიზაციებში,

მათ შეუძლიათ გამოსავალი იპოვონ სიღარბიდან, იმ ბარიერების გადალახვის მეშვეობით,

რომლებსაც ისინი მუდმივად აწყდებიან და თავიანთი შესაძლებლობების გაფართოებით, მათ

შეუძლიათ უფრო დიდი როლი შეასრულონ მსოფლიოში არსებული სურსათის მოთხოვნის

დაკმაყოფილების საქმეში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები უმთავრეს როლს

ასრულებენ სოფლის განვითარების სფეროს წინსვლაში და სურსათის უსაფრთხოების

კუთხით. წინამდებარე კვლევის მიზანია წინა პლანზე წამოწიოს კოოპერატივებში არსებული

ამჟამინდელი მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა საჯარო და დონორი ორგანიზაციების

დაფინანსების შედეგად იქნა მიღებული: რას მიაღწიეს კოოპერატივებმა, რა სირთულეები

აღმოიფხვრა და რა სახის მხარდაჭერასა და საჭიროებებზეა მოთხოვნა მათი გაუმჯობესებისა

და წინსვლისთვის.

Page 5: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

5

მეთოდოლოგია

წინამდებარე ანგარიშის კვლევის მეთოდოლოგია სამაგიდო კვლევის და პირველადი კვლევის

კომბინაციაა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ინტერვიუები სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა პროდუქციას;

მეორადი მონაცემები (სამაგიდო კვლევა) შეგროვდა არსებული შეფასებებისა და

ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის ანგარიშების საფუძველზე, ისეთ მიზნობრივ

პროდუქტებთან მიმართებაში, როგორიცაა თხილი, რძის ნაწარმი და თაფლი; აღნიშნული

მასალები სხვადასხვა ადგილობრივი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების

ექსპერტების მიერაა შემუშავებული.

სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებების

წარმომადგენელი კოოპერატივების წევრებთან. ყურადღება მიექცა პრობლემებსა და

გამოწვევებს, რომლის წინაშეც კოოპერატივები დგანან მარკეტინგის დაგეგმარების და

განხორციელების პროცესში. მათ ისაუბრეს საკუთარ მიღწევებზე, მიმდინარე აქტივობებზე და

სამომავლო საჭიროებებზე; მოხდა რეკომენდაციების შემუშავება პოზიტიური აქტივობების

გასაძლიერებლად, მათი პროდუქტებისთვის დამატებითი ღირებულების მინიჭების მიზნით.

სამაგიდო კვლევისთვის გამოყენებული ანგარიშების შერჩევა მოხდა დავალების მთავარ

მიზანთან მიმართებაში. ყველა დოკუმენტის ჩამონათვალი ხელმისაწვდომია მესამე

დანართში, მთავარი ანგარიშებია: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის

მიერ მომზადებულ კვლევა, ENPARD-ის მიერ დაფინანსებულ შეფასების კვლევა აღნიშნულ

პროდუქტებზე, პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი სხვადასხვა რეგიონში,

რომელიც ჩატარდა ჩეხეთის ცოცხალი ორგანიზმების უნივერსიტეტის მიერ PIN-თან

თანამშრომლობით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, USAID/EPI-ის

მიერ დაფინანსებული ანგარიშების და სხვა ექსპერტების თეზისების საფუძველზე.

ამასთანავე, ანგარიშში გამოყენებული მეორადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი

მონაცემები დაფუძნებულია კონსოლიდირებული კვლევების ერთობლიობაზე, მათ შორის

ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ანგარიშების

ანალიზის ცენტრში არა კოოპერატივები, არამედ ფერმერები იყვნენ. ზოგიერთი ანგარიში

მიზნად ისახავდა ფერმერთა შემდგომ სტიმულირებას პირველადი წარმოების აგრო-

ტექნოლოგიური მხარდაჭერის გზით, სხვადასხვა პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის

ანალიზის მეშვეობით, ფერმერების შემთხვევაში, ან იმის უკეთ გაგებას, თუ როგორ ხდება

ღირებულების მატება კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისთვის განვითარებად

ქვეყანაში, რათა მოხდეს სამომავლო პროექტებისთვის საფუძვლის ჩაყრა სოფლად მცხოვრები

ოჯახებისთვის საცხოვრებელი სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით. უფრო მეტიც,

ზოგიერთი ანგარიში ახდენს მარკეტინგული სტრატეგიის საკითხების ანალიზს

ფერმერებისთვის და მარკეტინგული და მნიშვნელოვანი ღირებულებათა ჯაჭვის

იდენტიფიცირებას პროდუქტებისთვის, ისევე როგორც შესაძლებლობების და

დაბრკოლებების იდენტიფიცირებას მცირე მეწარმეების ბაზრების ხელმისაწვდომობის

კუთხით.

Page 6: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

6

კოოპერატივები ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შემთხვევაში კვლევის საგანს არ

წარმოადგენდნენ. ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ ხსენებული ანგარიშების შექმნის მომენტში

კოოპერატივების რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ კვლევა მათ შესახებ არ იყო

მნიშვნელოვანი. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, საქართველოში სოფლის მეურნეობის

სფეროში მიმდინარე განხილვების ერთ-ერთი პოპულარული თემა კოოპერატივებია და მათი

როლი მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში, რომელიც ასევე წინამდებარე ანგარიშის მთავარ

თემას წარმოადგენს. ანგარიშში წარმოდგენილი კოოპერატივებთან დაკავშირებული ზოგადი

ასპექტები შეჯამებული და გაანალიზებულია.

ძირითადი მიგნებები

ანგარიშში გაერთიანებულია კოოპერატივის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი თხილის,

თაფლის და რძის ნაწარმის შემთხვევაში. ჩამოთვლილი პროდუქტების შესახებ შეჯამებები

შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:

თხილი - ხელსაყრელი კლიმატური და ბუნებრივი პირობების, შავი ზღვის სანაპიროსთან

სიახლოვის გამო, საქართველოში თხილის წარმოებას პერსპექტივა გააჩნია. საქართველო

თხილის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია მსოოფლიო მასშტაბით. თხილი საქართველოს

თითქმის ყველა რეგიონში ხარობს. ლიდერი ამ მხრივ სამეგრელოა (57%) რომელსაც მოსდევს

გურია (20%) და იმერეთი (10%). პლანტაციების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მთავარი მიზეზი მოთხოვნის და ფასის ზრდაა. თხილის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო

ბაზრის სხვა მოთამაშეებზე, ძირითადად კი თურქეთის ბაზარზე. მიუხედავად ამისა,

თურქული თხილის ფასი უფრო მაღალია, რაც ხარისხთან მიმართებაში არსებული

განსხვავების გამო ხდება. 2015-2016 წლებში გაუტეხავი თხილის ფასი სამეგრელოში

არასტაბილური იყო. ნოემბერში, 1 კგ. თხილის ფასი 8.20 ლარს წარმოადგენდა, თებერვლში

კი 5.50 ლარს. მინიმალური ფასიც თებერვალში დაფიქსირდა და ის 4.40 ლარს წარმოადგენდა.

საინფორმციო-საკონსულტაციო ცენტრების თანახმად, ადგილობრივი მწარმოებლები

მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდას ვარაუდობენ, შესაბამისად ისინი უკეთესი დროის

მოლოდინში არიან პროდუქციის ექსპორტირებისთვის.

თაფლი –საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და მრავალფეროვანი

ბუნებრივი გარემო გააჩნია, რაც მეფუტკრეობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და აქ

შესაძლებელია მრავალი სახის უმაღლესი ხარისხის თაფლის წარმოება. სტატისტიკის

მიხევით, სკების რაოდენობა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მზარდ დინამიკას

აჩვენებს. საქართველოს თაფლის წარმოების წამყვანი რეგიონები სამეგრელო, აჭარა და

კახეთია. 2015 წელს თაფლის მწარმოებელი 234 კოოპერატივი იყო დარეგისტრირებული,

რომლებიც 243 ტონა თაფლს აწარმოებდნენ წლის განმავლობაში. სხვებთან შედარებით,

საქართველოში თაფლის წარმოების მაჩვენებელი დაბალია - საშუალოდ 11-12 კგ. სკაზე, მაშინ,

როდესაც ევროპაში პროდუქტიულობა 17-24 კგ-ს თაფლს წარმოადგენს ერთ სკაზე, ჩინეთში

Page 7: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

7

50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია საშუალო ფასის მაჩვენებელი. 2015 წელს

საშუალო საბაზრო ფასი 1 კგ. თაფლზე 15.92 ლარი იყო, მაშინ როცა წინა წლებში იგივე

მაჩვენებელი 4-ით უფრო დაბალი იყო. ფასი მაქსიმუმს სექტემბერი-ნოემბრის პერიოდში

აღწევს. საქართველოს თაფლის ექსპორტი 2012-2015 წლებში არასტაბილურობით

ხასიათდებოდა. 2015 წელს საქართველომ 8.3 ტონა თაფლის ექსპორტი განახორციელა, რაც

2014 წლის მონაცემებთან შედარებით 53.7%-ით გაზრდილი მონაცემია. მიუხედავად

ექსპორტის დადებითი მაჩვენებლისა, შესაძლოა საეჭვო იყოს სამომავლო ზრდა მაღალი ფასის

გამო. ასევე, იზრდება იმპორტი. 2015 წლის განმავლობაში იმპორტირებული თაფლი 3.6

ტონით გაიზარდა, 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

რძის ნაწარმი – საქართველოს რძის პროდუქტის წარმოების მდიდარი ტრადიცია აქვს, რადგან

ქვეყანაში იდეალური აგრო-კლიმატური პირობებია აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის.

რძის ნაწარმზე არსებული მაღალი მოთხოვნა მიზნობრივ ინვესტიციებს ღირებულებათა

ჯაჭვის ყველა ეტაპზე მიმზიდველს ხდის. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში რძის

და მისი პროდუქტების წარმოებაში ჩართული ფერმერები სირთულეებს აწყდებოდნენ

პროდუქციაზე არსებული და ხარისხის მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით. რადგანაც

საქართველო მუშაობს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის ევროკავშირთან

ჰარმონიზაციის კუთხით, ფერმერებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული სტანდარტები რომ

დარჩნენ ბაზარზე, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ გაიზარდონ და გავიდნენ ექსპორტზე.

რძის და რძის პროდუქტებთან მიმართებაში თვითკმარობის მაჩვენებელი საქართველოში

შემცირდა; 2014 წელს ის 91%-ს წარმოადგენდა, 2015 წელს კი 88%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ

მოთხოვნა რძის ნაწარმზე გაიზარდა და ბაზარი სრულად არ არის ათვისებული, რაც კარგი

ამბავია ადგილობრივი ფერმერებისთვის და კოოპერატივებისთვის, რადგან მათ აქვთ

პოტენციალი დააკმაყოფილონ მოთხოვნა გაზრდილი წარმოების გზით. წლების

განმავლობაში იმპორტის მაჩვენებელი იზრდება; 2015 წლის მონაცემების მიხედვით ზრდა

25%-ია 2014 წლის მონააცემებთან შედარებით. ექსპორტის მაჩვენებელიც ყოველწლიურად

იზრდება. აღსანიშნავია, რომ წლიური მოხმარების სტატისტიკა ერთ სულ მოსახლეზე ბოლო

წლების განმავლობაში აღნიშნულ პროდუქტებზე არ არის ხელმისაწვდომი.

მაშინ, როცა სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების უმრავლესობა მცირე მეურნეები არიან და

დაბალი პროდუქტიულობით გამოირჩევიან, საჭიროა უამრავი ფერმერის კოოპერაცია, რათა

მოხდეს არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება რაოდენობრივად. კოოპერატივები

ფერმერებს უპირატესობებს სთავაზობენ, რომელთა მიღწევაც ინდივიდუალურად მუშაობის

დროს რთულია. მათი სარგებელი მოიცავს:

- უკეთესი ორგანიზება: ფერმერები ახდენენ კოოპერატივის მართვას, კოოპერატივები

ბენეფიციარების მაღალ რაოდენობას აღწევენ და ქმნიან ურთიერთდახმარების და

სოლიდარობის ქსელს წევრებისთვის;

- ფერმერებს ერთობლივად შეუძლიათ უკეთესი კონტრაქტის პირობებსა და ფასებზე

შეთანხმება;

Page 8: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

8

- ხდება მცირე მეურნეების ეფექტიანობის ზრდა და არსებული რესურსების ეფექტიანი

გამოყენება შთამბეჭდავი ინოვაციის, დივერსიფიკაციის და სპეციალიზაციის ხარჯზე

წევრების ბიზნეს-საქმიანობაში;

- უკეთესი წვდომა ბაზრებზე;

- უკეთესი წვდომა ფინანსებზე;

- პროდუქტიული დასაქმების შექმნა.

მწარმოებლები და გადამამუშავებლები ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი და ორივე

მხარემ საჭიროა გაიგოს აღნიშნული ფაქტი. კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება

მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც მოითხოვს ინვესტიციებს ორივე მხრიდან და მხარეებმა

უნდა იმუშაონ გრძელვადიანი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების

განვითარებისთვის.

სხვა მხრივ, საჭიროა მთავრობის მხარდაჭერა, როგორც მწარმოებლების ასევე

გადამამუშავებლებისთვის, ყველა ასპექტში (ფინანსური, ინფორმაციული მხარდაჭერა,

სარგებელი და ა.შ.). ღირებულებათა ჯაჭვის აწყობა კომპლექსური პროცესია, რომელიც

მოითხოვს მრავალი აქტორის მხარდამჭერი ორგანიზაციის ჩართვას (საკონსულტაციო

ორგანიზაციები, საკრედიტო დაწესებულებები, დონორები, ნედლეულის მიმწოდებლები და

ა.შ.).

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის პირველი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც

2020 წლამდე პერიოდს მოიცავს. მის თანახმად: „კოოპერაცია ერთ-ერთი ძირითადი

წინაპირობაა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მცირე საოჯახო

მეურნეობების და ფრაგმენტული მიწების არსებობის პირობებში, მსგავსი ფერმერთა

ჯგუფები ფლობენ შესაძლებლობას გაზარდონ ქართველი ფერმერების კონკრენტუნარიანობა,

მათი შემოსავალი და ჩართონ ისინი ღირებულებათა ჯაჭვში.“ აღნიშნული მიზნის მისაღწევად

საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური სააგენტო - სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომლის მანდატი წინადადებების და

რეკომენდაციების შემუშავებაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და

პოპულარიზაციისთვის, მათ შორის შესაბამისი პროგრამების განხორციელება, რათა მოხდეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,

სააგენტო ახდენს კონსულტციების გაწევას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის

სამართლებრივ, ინსტიტუციონალურ, წარმოების ტექნოლოგიის და სხვა საკითხებზე.

სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი

ადგილობრივი ფერმერების და კოოპერატივების დაფინანსების კუთხით ევროპის

სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

(ENPARD) ფარგლებში ხორციელდება. სხვადასხვა სამთავრობო უწყებები,

არასამთავრობო და საკონსულტაციო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი

ექსპერტები ენპარდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულნი. ისინი

მთავარ აქტორებს წარმოადგენენ ინფორმაციის მიმოცვლის პროცესში.

კოოპერატივები განვითარების საწყის ეტაპზე არიან, მათ ესმით შესაძლებლობების

Page 9: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

9

კონცეფცია და მიზნები, მაგრამ მათ არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა. სწორედ ამიტომ,

მესამე მხარის წარმომადგენელი ორგანიზაციები, ახდენენ მაღალი ხარისხის

ტრენინგების და ექსტენციის სისტემის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია

ფერმერთათვის საჭირო ცოდნის მიწოდების კუთხით, მათი პროდუქტიულობის და

შემოსავლების ზრიდთვის.

აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს კოოპერატივების საქმიანობას

ბაზარზე:

- კოოპერაციის იდეის შესახებ ცოდნის გაღრმავება;

- ახალი შესაძლებლობების გამოყენება პროდუქციის ეფექტიანი რაოდენობის

წარმოებისთვის;

- კოოპერაციის მენეჯმენტში უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება.

მიუხედავად ამისა, კოოპერატივების უმრავლესობა ახლად დაფუძნებულ ერთეულებს

წარმოადგენენ უამრავი პრობლემითა და საკითხით. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, მათ

ესმით საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ გააჩნიათ ცოდნის ნაკლებლობა პროცესების წინ

წასაწევად. საკითხები მარკეტინგს და გაყიდვებს უკავშირდება, მაშინ, როცა ამავდროულად,

მწარმოებლები და ვაჭრები უკმაყოფილო არიან არასაკმარის ნედლეულთან დაკავშირებით.

არასტაბილური მიწოდების ჯაჭვის არსებობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ აქტორები,

მონაწილე მხარეები ერთმანეთს ვერ ხედავენ ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილად და

ერთმანეთის ბიზნესის განვითარებისთვის სხვებს არ თვლიან მნიშვნელოვნად. სტაბილური

ხარისხი ასევე პრობლემას წარმოადგენს.

კოოპერატივებს რამდენიმე სირთულე გააჩნიათ, რაც მოიცავს მწარმოებელთა ცუდ

ორგანიზებულობას და წევრების ტექნიკური ცოდნის არქონას. ყველაზე დიდი სირთულე

კოოპერატივის მართვას უკავშირდება. კონკრეტულად კი მათი დემოკრატიული ბუნების და

ბევრ შემთხვევაში მათი წევრების არასათანადო უნარების გამო მენეჯმენტთან მიმართებაში.

მენეჯმენტის კარგი უნარები უნდა შეიცავდეს კოოპერატივის კონკრეტული ბაზრის და

ფინანსური გამოწვევების ცოდნას, წევრთა საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისევე როგორც

კანონმდებლობის შესაბამის საქმიანობას. დაგეგმვა, ორგანიზება, განკარგულებების გაცემა,

კოორდინაცია და კონტროლი პოზიტიური ქმედებებია, რომელსაც ყველა კოოპერატივის

მენეჯმენტი უნდა ახორციელებდეს. კოოპერატივები არ ახდენენ მენეჯმენტის დაქირავებას,

რაც კარგი გამოსავალი იქნებოდა აღნიშნული მდგომარეობიდან.

კოოპერატივის საქმიანობაში ძირითადი პრობლემა კაპიტალის ფორმირებას და ბიზნეს

საქმიანობის წარმართვას უავშირდება. კოოპერატივები უნდა ჩაერთონ ბიზნესში და

მომსახურებების მიწოდებაში, საიდანაც მოგებას ნახავენ და აღნიშნული აქტივობების

მხარდასაჭერად მათ შეუძლიათ გამოიყენონ წევრების კაპიტალი ან გარე დაფინანსება.

ინფორმაცია ბაზრის შესახებ უნდა იქნას მიწოდებული, ისევე როგორც საჭიროა

პროფესიონალური ცოდნა მარკეტინგის შესახებ. მცირე მეურნეების ღირებულებათა ჯაჭვში

ჩართვის ერთ-ერთი დაბრკოლება მომხმარებელზე ორიენტაციის არქონაა. იმისათვის, რომ

Page 10: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

10

მოხდეს აღნიშნული სირთულის დაძლევა, მთავრობამ და საერთაშორისო დონორმა

ორგანიზაციებმა, უნდა გაზარდონ ძალისხმევა, რათა მოახდინონ ინფორმაციის მიწოდება

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების შესახებ. დამატებით, საჭიროა შესაძლებლობების

გაძლიერება და ტრენინგები მარკეტინგის კუთხით.

მიუხედავად ამისა, იქ სადაც კოოპერტივები მცირე გაერთიანებებს წარმოადგენენ, მათი

მოლაპარაკების ძალა მცირდება სხვა აქტორებთან შედარებით სასოფლო-სამეურნეო

ღირებულებათა ჯაჭვში. სიმართლეა, რომ მცირე კოოპერატივებმა შესაძლოა ვერასდროს

მიაღწიონ ფართო მასშტაბებს, რომლებიც საჭიროა ეფექტიანი ბაზრის მოთამაშედ

გახდომისთვის. მიუხედავად ამისა, თითქოს ლოგიკურია დასკვნის გამოტანა, რომ რაც უფრო

დიდი კოოპერატივი, მით უკეთესია, ასეც არ არის. წევრების შესაძლებლობა რომ მოახდინონ

ორგანიზება უმნიშნელოვანესია დიდი კოოპერატივების ეფექტიანობისთვის.

კოოპერატივების მეშვეობით შესაძლებელია მთავრობასა და ფერმერებს შორის

ურთერთობების გაუმჯობესება, რადგანაც მთავრობას შეუძლია კონკრეტული ჯგუფების

საჭიროებების უკეთ გაგება კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას ან ბიზნეს სფეროში და

შესაბამისად ისინი ახდენენ პოლიტიკის მორგებას მათი საჭიროებების თანახმად.

კოოპერატივების წარმომადგენლებთან ინტერვიუების დროს, სპეციალური ყურადღება

გამახვილდა მიმდინარე მხარდაჭერის პროგრამებზე თანადაფინანსების და ტრენინგების

მეშვეობით. მათი თქმით გაუჯობესება წარმოებასა და ხარისხსში შესამჩნევია და ისინი

ბაზარზე ოპერირების დროს უფრო მეტად არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში.

მიუხედავად ამისა, როგორც კოოპერატივებს, მათ გააჩნიათ შეგრძნება, რომ ისინი არ დგანან

სწორ გზაზე, არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულნი და საჭიროებენ კონსულტაციებს

სფეროების მიხედვით, საველე ვიზიტებს სხვა კოოპერატივებში, შეხვედრებს სხვა

ადამიანებთან, ვინც იგივე გზა გაიარეს და მიაღწიეს წარმატებას და უფრო მეტ გადამზადებას

სფეროების შესაბამისად. აღნიშნული მიზნით, ენპარდის ფარგლებში, ევოლუქსერი ატარებს

გადამზადების პროგრამებს დარეგისტრირებული კოოპერატივების მენეჯერებისა და

მენეჯმენტის ლიდერებისთვის და აძლიერებს მენეჯმენტის შესაძლებლობებს და სწორ

მმართველობას დარეგისტრირებულ კოოპერატივებში. უფრო მეტიც, ევოლუქსერი მუშაობს

რათა გაზარდოს ცნობიერება კოოპერატივის წევრებს შორის კოოპერაციული საწარმოს

მნიშვნელობასა და მიზნებზე და იმ ფაქტის შესახებ, რომ კოოპერატივი ყველა წევრის

საკუთრებაა. საბოლოო ჯამში, პროექტი მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციურ და უნარების გაძლიერებას.

პროექტის აქტივობები მოიცავს საქართველოში დარეგისტრირებულ კოოპერატივებს. 2016

წლის შემოდგომაზე, ევოლუქსერმა, სააგენტოს და საინფორმაციო საკონსულტაციო

ცენტრების, მუნიციპალიტეტების, ქვეკონტრაქტორი მომსახურების მიმწოდებლების და

შერჩეული ტრენერების დახმარებით დაიწყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების

გადამზადება საქართველოში. შემუშავდა გადამზადების 2 მოდული, რომელიც 5-5-ი დღისგან

შედგებოდა: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუძვლები (4 ქვე-მოდული), და ბიზნეს

დაგეგმარება. ტრენინგების პირველი ნაწლი 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. ის 4

ქვე-მოდულისგან შედგება:

Page 11: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

11

(I. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საფუძვლები; II. სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივების ორგანიზაციული განვითარების სტრუქტურა; III. სასოფლო-

სამეურნეო კოოპერატივების ორგანიზაციული აუდიტის მეთოდოლოგია; IV.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულაციები და შიდა

ადმინისტრირება).

ტრენინგების ორგანიზება მოხდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში; მოხდა

54 სხვადასხვა ჯგუფის (ჯგუფში არსებული მაქსიმალური რაოდენობა -18)

გადამზადება სხვადასხვა რეგიონში. ხელმოწერილი დასწრების ფურცლების

მიხედვით, დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა იყო 888. გადამზადების პროგრამის

მიზანი დარეგისტრირებული კოოპერატივების შესაძლებლობების გაძლიერებაა

ცოდნის გადაცემის გზით და მათი ბიზნესის ორგანიზების და განვითარების

შესაძლებლობების გაძლიერების მეშვეობით. თსუს ეკონომიკის საერთაშორისო

სკოლამ მოახდინა ევოლუქსერის გადამზადების პროგრამის შეფასება. აღნიშნული

შეფასების მთავარი მიზანი მონაწილეთა ცოდნის დონის შეფასება იყო კოოპერაციის

საფუძვლებში. კვლევის თანახმად, ტრენინგები ეფექტიანი იყო მონაწილეებში

კოოპერაციის საფუძვლების შესახებ ცოდნის ამაღლების კუთხით. ტრენინგების

შედეგად, მონაწილეების საშუალო ქულა 51%-დან 69%-მდე, (36%-ით) გაიზარდა.

მონაწილეები ძალიან დადებითად გამოეხმაურნენ გადამზადების კურსის შეფასებას

და მათ განაცხადეს, რომ კვლავაც მიიღებდნენ მონაწილეობას

ევოლუქსერის/სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში. ამასთანავე,

მონიტორინგის გუნდმა მოახდინა შემთხვევითი ინტერვიუების ჩატარება 16

მონაწილესთან ტრენინგის შემდეგ. მათ ხაზი გაუსვეს ტრენინგის შინაარსობრივ

მხარის მნიშვნელობას მათი კოოპერატივების აქტივობებისვის. შეფასების ფორმაში,

ტრენერებმა შეაფასეს საჭიროებები გადამზადების კუთხით. მოთხოვნილი

ტრენინგების სია შემდეგნაირად გამომიყურება:

ახალი ტექნოლოგიები რძის ნაწარმის წარმოებაში ევროპული წარმატებული

კოოპერატივების მაგალითზე დაყრდნობით;

ახალი ტექნოლოგიები კენკრის წარმოებაში წარმატებული კოოპერატივების

მაგალითზე;

ბიზნეს დაგეგმარება;

წარმოება ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით.

Page 12: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

12

საქართველოს სოფლის მეურნეობის ქვე-სექტორების ანალიზი (თხილი, რძის ნაწარმი

და თაფლი)

შესავალი

საქართველო მდიდარია თავისი ტრადიციით სოფლის მეურნეობის კუთხით, რომელიც მისი

ისტორიის, მენტალობის და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. სოფლის მეურნეობამ

მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს შექმნაში და დიდი წვლილი

შეიტანა მის ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოს მთელი ტერიტორიის 43.4% (3

მილიონ ჰექტარზე მეტი) სასოფლო-სამეურნეო მიწაა, რომელიც ასევე მოიცავს საძოვრებს და

მდელოებს.

სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულია 52%-ი, მაშინ როდესაც ფერმერთა 98%-ი

თვითდასაქმებულადაა ცნობილი. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ფერმერის საშუალო

წლიური ხელფასი 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მონაცემის 64%-ს

შეადგენს. ამავდროულად სოფლად და ქალაქში მაცხოვრებელთა შორის შემოსავლის სხვაობა

არსებითად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობას არ აქვს ალტერნატიული

შესაძლებლობები დასაქმების კუთხით. შემოსავალი ფერმერულ მეურნეობებში ჩატარებული

დაქირავებული სამუშაოდან იზრდება ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ მისი მოცულობა

კვლავაც მცირეა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად

მიღებული შემოსავალი მხოლოდ 11.6%-ს შეადგენს 2013 წლის მთლიანი შემოსავლიდან, რაც

იმაზე მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია უმეტესად თვითმოხმარებაზეა

ორიენტირებული.1

საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები ბოლო 20 წლის განმავლობაში

ნაწილობრივ მიწის რეფორმიდან გამომდინარეობს, რომელიც დამახასიათებელია ყოფილი

საბჭოთა კავშირის გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთის. აღნიშნული რეფორმის დროს

ტერიტორიები თანაბრად გადანაწილდა დიდ კოოპერატივებს, კორპორაციებს და

ინდივიდუალურ ფერმერებს შორის (ბურკაძე, 2007). ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა

373,000 ჰექტარი მიწის პრივატიზება, რამაც ბიძგი მისცა საქართველოს კომერციული სოფლის

მეურნებისკენ, კერძო სასოფლო-სამეურნეო მფლობელობის გაორმაგებისკენ. მიუხედავად

იმისა, რომ სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის სფეროები 2010 წელს მთლიანი შიდა

პროდუქტის მხოლოდ 5.3%-ს ქმნიდნენ (კუსსელი, 2011), სოფლის მეურნეობა ეკონომიკური

უსაფრთხოების მთავარი საყრდენია მოსახლეობის უმეტესობისთვის, განსაკუთრებით

რეგიონებში.

თხილის ინდუსტრია

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების

მიხედვით, აზიის რეგიონი თხილის წარმოების მხრივ უდიდესია და აქ მსოფლიოში

წარმოებული თხილის 77.2%-ი მოდის; მას მოსდევს ევროპის და ამერიკის რეგიონები 18.8%-

1 საქსტატი

Page 13: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

13

ით და 4%-ით. საინტერესო ფაქტი თხილის შესახებ იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოში

წარმოებული თხილის უდიდესი წილი ერთ ქვეყანაში მოდის და ერთი კომპანია - Ferrero SpA,

რომელიც Nutella-სა და Ferrero Rocher-ის მწარმოებელია, მსოფლიოში წარმოებული თხილის

25%-ის მომხმარებელია. ევროკავშირში თხილის წარმოება ძალზედ არასტაბილურია და

საშუალოდ 125,000 ტონას წარმოადგენს. რაოდენობა არასაკმარისია ევროკავშირის

მომხმარებელთათვის და დამატებით 150,000 ტონის იმპორტი ხორციელდება

ყოველწლიურად. ცხრილი #1 გვიჩვენებს თხილის წარმოების 5 მოწინავე ქვეყანას და

პროცენტულ მაჩვენებლებს მსოფლიოს მასშტაბით. როგორც აღნიშნული მონაცემი

გვიჩვენებს, საქართველო მეოთხე ადგილზეა და ის ყოველთვიურად საშუალოდ 39,700 ტონას

აწარმოებს.

ქვეყანა თხილის წარმოება % მსოფლიო/ჯამი

1 თურქეთი 549,000 m/t 59.9%

2 იტალია 112,643 m/t 12.2%

3 აშშ 40,500 m/t 4.4%

4 საქართველო 39,700 m/t 4.3%

5 აზერბაიჯანი 31,202 m/t 3.4%

Table #1. Sources: FAOSTAT data, 2016.

ქართველებისთვის თხილი კულტურის ნაწილი და უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობის

მატარებელია. USAID/EPI-ის მიხედვით, (2011) თხილი საქართველოს სოფლის მეურნეობის

პროდუქციის ექსპორტირებული ნაწილის 24%-ს შეადგენს. საქართველო თხილის მეოთხე

უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით. ის გაუტეხავი თხილის მეხუთე ყველაზე

დიდი, ხოლო თხილის გულის მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. თხილის

წარმოება ბოლო წლების განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება USAID/EPI-ის

დახმარებით; Ferrero-სთან პარტნიორობით: მოხდა 17 ფერმერული ჯგუფის შექმნა

(ასოციაციიის, კოოპერაციის წინა საფეხური), წარმოებაში არსებული დაბრკოლებების

გადასალახად. საქართველოში 40,0000-მდე თხილის მწარმოებელია.

რეგიონებთან დაკავშირებული დეტალების თანახმად, ყველაზე მეტი თხილი სამეგრელოსა

და ზემო სვანეთში იწარმება, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან წარმოება მცირდებოდა და

აღნიშნული წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2013 წელს დაუბრუნდა. სამეგრელო ზემო სვანეთის

რეგიონს მოსდევს გურია და იმერეთი, სადაც თხილის წარმოება 2006 წლიდან სტაბილურია

(იხილეთ დიაგრამა 1). თითეულ ოჯახს საკუთრებაში გააჩნია საშუალოდ 1.5 ჰექტარი მიწა,

რომლის 60% თხილის ბაღებს წარმოადგენს. შესაბამისად, დაახლოებით 150 ჰექტარზე

თხილის ბაღებია გაშენებული. სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი 80%-ს

წარმოადგენს. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 1 ტონაა, ჯამურად დაახლოებით 150 ტონა

იწარმოება წლის განმავლობაში. წარმოებული თხილის უმეტესი ნაწილი შუამავლების

მეშვეობით (რომლებიც ფასს ადგენენ) ბაზარზე იყიდება; ფასის ცვალებადობა

დამოკიდებულია მოსავალზე მეზობელ ქვეყანაში, რადგანაც თურქეთი მსოფლიო ბაზრარზე

თხილის მთავარი მიმწოდებელია. თხილის მწარმოებელთა ფრაგმენტაციისა და მცირე

Page 14: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

14

მასშტაბების გამო, მათ სხვადასხვა ჯიშის თხილი მოჰყავთ, შესაბამისად მოსავალას

სხვადასხვა დროს იღებენ; ასევე ისინი განსხვავებულ წარმოებისა და დასაწყობების

ტექნოლოგოებს იყენებენ, რაც ხარისხზე ახდენს ზეგავლენას (USAID, 2011).

დიაგრამა #1. თხილის წარმოება საქართველოში რეგიონების მიხედვით (ათასი ტონა)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თხილის ერთერთი უმთავრესი ექსპორტიორია,

საქართველოში თხილის ღირებულებათა ჯაჭვი უმეტესად აუთვისებელია.(USAID 2011). ამას

ადასტურებს თხილის ბაღების ჯამური რაოდენობა (დიაგრამა 2), რომელიც თანხვედრაშია

გაუტეხავი თხილის წარმოების მაჩვენებელთან. დიაგრამაზე ჩანს, რომ თხილის ბაღების

რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა, შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ

ადგილობრივებს მეტი ინტერესი გაუჩნდათ თხილის მოყვანასთან დაკავშირებით.

0.0

5.0

10.0

15.0

20.0

25.0

30.0

35.0

40.0

45.0

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

თხილის წარმოება საქართველოში (ათასი ტონა)

საქართველო

იმერეთი

სამეგრელო და

ზემო სვანეთი

გურია

სხვა

რეგიონები

Page 15: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

15

დიაგრამა #2. საქართველოში თხილის მოსავლის ფართობი წლების მიხედვით (2000-2016), წყარო FAOstat.

საბაზრო შესაძლებლობების გლობალურმა ანალიზმა იმ ქვეყნების ჩამონათვალი მოგვცა,

რომლებსაც ღირებულების მატების პოტენციალი გააჩნიათ. გერმანია, უდიდესი

ექსპორტიორია საქართველოსთვის, რომელიც მოცულობის მხრივ მზარდი არ არის, მაგრამ

როგორც უდიდესი იმპორტიორი სწრაფი ღირებულების მატების პოტენციალის მქონეა. სხვა

ბაზრები მოიცავს: რუსეთს, უკრაინას, ყაზახეთს, იტალიას, საფრანგეთს, ბელგიას, შვეიცარიას,

ავსტრიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, ერაყს, ჰონგ-კონგს, ვიეტნამს, აშშ-ს, კანადას, ბრაზილიას და

მექსიკას.

რძის ნაწარმის ინდუსტრია

რძის ნაწარმი უმნიშვნელოვანესია მთელს მსოფლიოში სოფლად მცოხვრები ოჯახების

ყოველდღიური სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ის ნუტრიციის უმთავრესი წყაროა და

მნიშვნელოვან საარსებო შესაძლებლობებს სთავაზობს რძის ნაწარმის წარმოებაში ჩართულ

ფერმერებს, გადამამუშავებლებს, ტრანსპორტიორებს, გამყიდველებს და ღირებულებათა

ჯაჭვის სხვა მონაწილეებს. დაახლოებით 150 მილიონი ოჯახია ჩართული მსოფლიოს

მასშტაბით რძის წარმოებაში. ყველაზე განვითარებად ქვეყნებში რძე იწარმოება მცირე

საოჯახო მეურნეობებში და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახის საარსებო წყაროს

მიწოდებაში, სასურსათო უსაფრთხოებაში და ნუტრიციაში. ბოლო ათწლეულების

განმავლობაში, განვითარებადმა ქვეყნებმა გაზარდეს თავიანთი წილი მსოფლიოში რძის

ნაწარმის წარმოების კუთხით. აღნიშნული ზრდა ძირითადად კავშირშია საქონლის

რაოდენობის ზრდასთან და არა თითეულ საქონელზე პროდუქტიულობის ზრდასთან. ბევრ

განვითარებად ქვეყანაში, რძის ნაწარმის წარმოების დაბრკოლებებია დაბალი ხარისხის

საკვები, დაავადებები, მომსახურებებზე დაბალი ხელმისაწვდომობა.

რძის პორდუქტების 5 უმთავრესი მწარმოებელია აშშ (91.3 მილიარდი კილოგრამი), ინდოეთი

(60.6 მილიარდი კილოგრამი), ჩინეთი (35.7 მილიარდი კილოგრამი), ბრაზილია (34.3

მილიარდი კილოგრამი) და გერმანია (31.1 მილიარდი კილოგრამი).

0

5000

10000

15000

20000

25000

2000 2002 2004 2006 2008 2010 2012 2014 2016

საქართველოში თხილის მოსავლის ფართობი წლების

მიხედვით

Page 16: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

16

საქსტატის მიხედვით, საქართველომ 676.5 მილილიტრი რძე აწარმოა 2015 წელს. ბოლო

წლების განმავლობაში რქოსანი საქონლის რაოდენობა იზრდება. ასევე მზარდია რძის

წარმოებაც, მაგრამ შედარებით დაბალი მაჩვენებლით (დიაგრამა #3). აღნიშნული ჯამური

რაოდენობიდან 9.8 მილილიტრი ცხვრის და თხის რძეს შეადგენს, სხვა დანარჩენი კი

მსხვილფეხა რქოსანი საქონლისას. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის რძის პროდუქტიულობა

ცალკეა ნაჩვენები დიაგრამაზე #5. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოება სწრაფი

ტემპებით იზრდება.

დიაგრამა #3. მთლიანი რძის წარმოება საქართვლოში, ცხვრისა და თხის რძის ჩათვლით , წყარო Geostat (2006-2015)

დიაგრამა #4. მსხვილფეხა პირუტყვის რძის წარმოება საქართველოში. წყარო Faostat (2006-2014)

რძის წარმოების ძირითადი რეგიონებია იმერეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო

სვანეთი (დიაგრამა #6). საქართვეოში რძისგან ფერმერები სახლებში აკეთებენ ყველს, კარაქს,

მაწონს და სხვა რძის ნაწარმს. ყველი ერთ-ერთი ტრადიციული ქართული საკვები

პროდუქტია. ის ცხოველური წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი პოპულარული პროდუქტია

ნებისმიერი სოციალური საფეხურის ადამიანებისთვის, ეროვნებებისთვის და სხვადასხვა

შემოსავლების ოჯახებისთვის. ის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია. მიუხედავად

იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ის 250-ზე მეტი სახეობის ყველს აწარმოებს.

0.0

200.0

400.0

600.0

800.0

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

მთლიანი რძის წარმოება საქართველოში, ცხვრისა და

თხის რძის ჩათვლით

რძე სულ (მლნ. ლიტრი) ცხვარი და თხა

500,000

520,000

540,000

560,000

580,000

600,000

620,000

640,000

660,000

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014

მსხვილფეხა პირუტყვის რძის წარმოება საქართველოში

Page 17: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

17

დიაგრამა #5. რძის წარმოება საქართველოში რეგიონების მიხედვით. წყარო Geostat (2006-2015)

ბოლო 10 წლის განმავლობაში (2006-2015 წლებში) რძის წარმოება 10%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოხმარების

საჭიროებებს და ქვეყანა დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული. საშუალო ქართული

ძროხის პროდუქტიულობა უკრაინული ძროხის საშუალო მაჩვენებელის ერთ მეხუთედს

შეადგენს და ამერიკული ძროხის ერთ მეათედს. ქართული რძის ხარისხი ასევე ძალიან

დაბალია, რაც ზღუდავს მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების შექმნის შესაძლებლობას.

ქართული რძის ნაწარმის ბაზრის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობას ურჩევენ

შექმნას გამჭვირვალე საბაზრო პირობები და საკანონმდებლო ჩარჩო, რათა მოხდეს თანაბარი

პირობების შეთავაზება ბაზრის ყველა მოთამაშისთვის და მომხმარებლის ჯანსაღი სურსათით

უზრუნველყოფა. დაახლოებით 145,000 ტონა რძის იმპორტი ხორციელდება საქართველოში

ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. არსებობს ინვესტირების შესაძლებლობა

რათა ოხდეს იმპორტის ჩანაცვლება; საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა, ისევე

როგორც იდეალური სასოფლო-სამეურნეო პირიობები რძის პროდუქციის წარმოებისთვის;

ამასთანავე არსებობს ძლიერი მოთხოვნა რძის ნაწარმზე - რაც მიზნობრივ ინვესტირებას

სრულ ღირებულებათა ჯაჭვში, ორგანიზატორების აზრით, მიმზიდველს ხდის.2.

2 http://www.finchannel.com/index.php/world/georgia/55845-fao-milk-production-in-georgia-is-an-attractive-niche-for-investing-in

0.0

20.0

40.0

60.0

80.0

100.0

120.0

140.0

160.0

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

აჭარა იმერეთი

სამეგრელო და ზემო სვანეთი შიდა ქართლი

კახეთი კვემო ქართლი

სამცხე-ჯავახეთი სხვა რეგიონები

Page 18: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

18

თაფლის ინდუსტრია

მეფუტკრეობის ყველაზე კარგად ცნობილი პირველადი პროდუქტებია თაფლი და თაფლის

ცვილი, მაგრამ ყვავილის მტვერი, პროპოლისი, დედა ფუტკრის რძე, შხამი, დედა ფუტკრები,

ფუტკრები და მათი მატლები ასევე წარმოადგენენ მეთაფლეობის გაყიდვად პირველად

პროდუქტებს. აღნიშნული პროდუქტების უმეტესობის გამოყენება შესაძლებელია, რადგანაც

ისინი იწარმოება ფუტკრის მიერ. ასევე არსებობს დამატებითი გამოყენება, როდესაც ფუტკრის

პროდუქტები სხვა პროდუქტის ინგრედიენტებს წარმოადგენენ. ფუტკრის პროდუქტების

ხარისხიდან და ზოგჯერ მისტიკის დონემდე აყვანილი რეპუტაციიდან და

მახასიათებლებიდან გამომდინარე, სხვა პროდუქტებში მათი დამატება ზრდის მეორადი

პროდუქტების არსებულ ღირებულებას ან ხარისხს, რამაც შესაძლოა მეფუტკრეობის დარგში

მიმდინარე საქმანობების მომგებიანობა გაზარდოს.

თაფლის წარმოება გლობალური მასშტაბით გაიზარდა და 2013 წლისთვის 1.7 მილიონ ტონას

მიაღწია (FAO). თაფლის 5 უდიდესი მწარმოებელია (1) ჩინეთი (470 000 ტონა) მსოფლიოში

წარმოებული თაფლის 28%, (2) თურქეთი (90 000 ტონა) (3) არგენტინა (80 000 ტონა) (4)

უკრაინა (70 000 ტონა) და (5) რუსეთი - (60,000 ტონა.)

რაც შეეხება საქართველოში არსებულ მონაცემებს, ეროვნული სტატისტიკის ბიუროს

მიხედვით, ბოლო წლების მონაცემები სტაბილურია და არ აღემატება 4.1 ათას ტონას. სკების

და თაფლის წარმოების რაოდენობა აზიაში იზრდება, მაშინ როცა ამ მხრივ სტაგნაციაა

ევროპასა და ამერიკაში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2014

წლის მონაცემების თანახმად, მეორე ცხრილში მოცემულია 5 ქვეყნის ჩამონათვალი,

რომლებსაც მოწინავე ადგილები უჭირავთ სკების რაოდენობის მიხედვით.

# ქვეყანა სკების რაოდენობა

1 ინდოეთი 11,800,000

2 ჩინეთი 9,075,000

3 თურქეთი 7,082,732

4 ეთიოპია 5,885,263

5 რუსეთი 3,341,454

ცხრილი #2. წყარო: FAOSTAT, 2014.3

საქართველოში მეფუტკრეობა წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის მზარდ სექტორს.

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, და პარადოქსულია, მაგრამ სოფლის მეურნეობის

გაძლიერებისა და განვითარების დაბალი საფეხურის, ასევე, შენარჩუნებული და

გამრავალფეროვნებული გარემო პირობების წყალობით, თაფლის წარმოება და ექსპორტი

3 Food and Agriculture Organization of the United Nations. FAOSTAT. http://faostat3.fao.org/home/index.html#DOWNLOAD

Page 19: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

19

წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ძალზედ დამაიმედებელ სექტორს. ოფიციალური

მონაცემების მიხედვით ფუტკრის სკების რაოდენობა საქართველოში იზრდება, 2010 წლიდან

2015 წლამდე სკების რაოდენობა საქართველოში 35%-ით გაიზარდა.

დიაგრამა #6. თაფლისა და სკის რაოდენობრივი დინამიკა საქართველოში4

საკვირველია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით სკების რაოდენობა

მზარდი დინამიკით ხასიათდება, თაფლის წარმოებამ მაქსიმუმს 2010 წელს მიაღწია 4.2 ტონის

სახით, 2011 წელს კი წარმოებული თაფლის ოდენობა თითქმის განახევრდა და დაბალი

მაჩვენებლები მომდევნო წლებშიც შენარჩუნდა. ქართველი ექსპერტების აზრით, აღნიშნული

მაჩვენებლის უკან მდგარი მთავარი მიზეზი, ცოდნის ნაკლებობაა. მათ სჯერათ, რომ

ფერმერებს ზოგადად არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია და განათლება აღნიშნულ სფეროში.

სკების რაოდენობის ზრდა სხვადასხვა პროგრამების დამსახურებაა ისევე როგორც

არასამთავრობო ორგანიზაციების; ბევრი სკის გაცემა მოხდა სხვადასხვა პროგრამის

ფარგლებში, თუმცაღა წარმოების ზრდა ვერ განხორციელდა.

ევროკავშირის ქვეყნები თაფლზე საკუთარ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. მათი

თვითკმარობის წილი 2014 წელს 60%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად,

ევროკავშირში მოხმარებული თაფლის 40 %-ი იმპორტირებულია (ევროსტატის 2015).

ოფიციალური მონაცემების მიხედვით (ევროსტატი) 2014 წელს ევროკავშირში

იმპორტირებული თაფლი 315 ათას ტონას წარმოადგენდა (861 მილიონი ევრო). გერმანია

უდიდესი იმპორტიორია და ის იმპორტირებული თაფლის 26%-ის იმპორტირებას ახდენს.

სხვა იმპორტიორი ქვეყნები არიან: დიდი ბრიტანეთი (12%), საფრანგეთი (11%), ბელგია (9%)

და ესპანეთი (8%).

ევროკავშირი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა თაფლის მოხმარების კუთხით და თაფლის

მთლიანი მოხმარების 20% სწორედ მასზე მოდის. სხვა უდიდესი თაფლის მომხმარებელი

ქვეყნები არიან: ჩინეთი, აშშ და თურქეთი. 2009-2013 წლების, ოფიციალური მონაცემების

მიხედვით, ევროკავშირში თაფლის მოხმარების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ

4 Geostat

Page 20: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

20

ქვეყნებში: ირლანდია (26%), რუმინეთი (15%), ხორვატია (14%), ესტონეთი (+11%) და მალტა

(11%).

საქართველოში წარმოებული თაფლის ექსპორტის მაჩვენებლები მოკრძალებულია და

არასტაბილური დინამიკით ხასიათდება. ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013

წელს დაფიქსირდა და 117 000 აშშ დოლარის ღირებულება შეადგინა (17 ტონა თაფლი). დიდი

ალბათობით, ბევრად მეტი თაფლის ექსპორტი ხდება, მაგრამ ის არ არის შეტანილი საერთო

სტატისტიკაში უმნიშვნელო რაოდენობების გამო.

დიაგრამა #7. თაფლის ექსპორტი (ათასი აშშ დოლარი)5

საქართველოს რეგიონების შესახებ არსებული უფრო დეტალური ინფორმაცია გვიჩვენებს

თაფლის წარმოების ზრდის უმაღლეს მაჩვენებელს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში,

რომელიც ილუსტრირებულია მერვე დიაგრამაში. პროდუქტიულობის მიხედვით კახეთი და

ქვემო ქართლის რეგიონები არიან მომდევნო ადგილებზე.

5 Geostat

70 3 4 7

40

61

29

117

54

73

0

20

40

60

80

100

120

140

2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

Page 21: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

21

დიაგარამა #8. თაფლის წარმოება საქართველოში რეგიონების მიხევით.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში წარმოებული თაფლის ექსპორტი

უმეტესწილად ლიბიაში, გაერთიანებულ არაბთა საემიროში, საუდის არაბეთში, ერაყსა და

ლიბანში ხორციელდება. ჩინეთი და კორეის რესპუბლიკა ასევე დაემატა აღნიშნულ სიას

როგორც ექსპორტის ბაზრები, თაფლის ექსპორტი ძირითადად შპს „ფუტკარის“ მიერ ხდება.

„ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არაბეთის და აზიის ქვეყნები არიან. ევროკავშირის

ქვეყნები მუდმივად გვთავაზობენ ქართული თაფლის ექსპორტზე გატანას. პირველი

შემოთავაზება უდიდესი ავსტრიული დისტრიბუციის კომპანიისგან მივიღეთ 5 წლის წინ. მათ

ნამდვილად მოსწონდათ ქართული თაფლი, მაგრამ მათ გააჩნდათ მოთხოვნა, რომ თაფლი

ყოფილიყო ერთი მცენარის ყვავილისგან მიღებული. საქართველოში წარმოებული თაფლი

ძირითადად მრავალი მცენარეების ყვავილებისგანაა მიღებული. სწორედ აღნიშნული

მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, ჩვენ მივხვდით, რომ ევროპულ ბაზარზე შესვლა არ

იქნებოდა მარტივი“. - განაცხადა მეფუტკრეობის განვითარების ჯგუფის „ფუტკარის“

დირექტორმა მიხეილ თეთრუაშვილმა6.

6 http://eugeorgia.info/ka/article/208/taflis-warmoeba-eqsporti-da-damabrkolebeli-faqtorebi-/

0.0

0.2

0.4

0.6

0.8

1.0

1.2

1.4

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

თაფლის წარმოება საქართველოში რეგიონების მიხედვით

აჭარა იმერეთი

სამეგრელო და ზემო სვანეთი კახეთი

ქვემო ქართლი სამცხე-ჯავახეტი

სხვა რეგიონები

Page 22: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

22

კოოპერატივების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში (თხილი, რძის

ნაწარმი და თაფლი)

შესავალი

ღირებულებათა ჯაჭვი ორგანიზებული კავშირებია მწარმოებლების, მოვაჭრეების,

გადამამუშავებლების და ნედლეულის/სერვისის მიმწოდებელთა ჯგუფებს შორის (

არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით) რომლებიც ერთიანდებიან პროდუქტიულობის

გასაუმჯობესებლად და ღირებულების მოსამატებლად საკუთარი აქტივობებიდან

გამომდინარე. ძალების გაერთანებით, ღრებულებათა ჯაჭვის მონაწილეები ზრდიან

კონკურენტუნარიანობას და უკეთ ახერხებენ მის შენარჩუნებას ინოვაციის ხარჯზე.

კომერციული პარტნიორებისთვის ეფექტიან ღირებულებათა ჯაჭვში მონაწილეობის

უპირატესობა ბიზნესის წარმართვის ხარჯების შემცირება, ტექნოლოგიებისადმი,

ინფორმაციისადმი და კაპიტალისადმი გაუმჯობესებული წვდომაა; შესაბამისად, ამგვარი

მოქმედებისას ინოვაციური წარმოებისა და მარკეტინგის პროცესების შედეგად ხდება უფრო

მეტი ღირებულების მომატება და მომხმარებლებისთვის უკეთესი ხარისხის პროდუქციის

მიწოდება.

მცირე მწარმოებლების უმეტესობა განვითარებად ქვეყნებში მთელ რიგ სირთულეებს

აწყდებიან, ისინი ხშირად ძალზედ მოწყვეტილები არიან პროცესებისგან ეროვნულ და

საერთაშორისო ბაზრებზე. იმისათის რომ მათ ნახონ მოგება, საკვებზე მაღალი ფასები უნდა

გადანაწილდეს მთელ ღირებულებათა ჯაჭვზე - თვით მცირე მეწარმემდე. ფერმერები ასევე

ხვდებიან სირთულეებს მაღალი ხარისხის წარმოებისთვის საჭირო მასალებთან

დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის გასაყიდი ფასი შესაძლოა მაღალი იყოს,

ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ სათესლე მასალის და სასუქების შესყიდვის ფასი, მანამ,

სანამ გადაწყვეტენ წარმოების გაფართოებას. სესხების ხელმისაწვდომობა აღნიშნული

საშუალებების შესყიდვისთვის ასევე შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს. მაშინაც კი, როცა

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა ხელსაყრელია, ბევრი მცირე მეწარმე კვლავაც ხვდება

დაბრკოლებებს - როგორიცაა ტრანსპორიტების საშუალებების ნაკლებობა საკუთარი ნაწარმის

ადგილობრივ ბაზარზე მისატანად ან შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა სოფლად.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო, უფრო მაღალი ფასები საერთაშორისო ბაზრებზე

არ აისახება უკეთესი შემოსავლის და ფინანსური წარმატების კუთხით მცირე მეწარმეებზე

განვითარებად ქვეყნებში. თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს. მრავალი კვლევის შეჯამების და

გამოცდილების გაანალიზების შედეგად, ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც ცალკე მოღვაწე მცირე

ფერმერები ვერ იღებდნენ სარგებელს მომატებული სურსათის ფასებიდან გამომდინარე,

კოლექტიურად მოღვაწე ფერმერები, რომლებმაც ძლიერი წარმოების ორგანიზაციები

დააფუძნეს, ისევე როგორც კოოპერატივები, უკეთ ახერხებდნენ საბაზრო შესაძლებლობების

გამოყენებას და სურსათის და სხვა ტიპის კრიზისების ნეგატიური შედეგების შესუსტებას.

კოოპერატივი სოციალური ტიპის საწარმოა, რომელიც შემდეგ ორ მიზანს აბალანსენს:

Page 23: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

23

1. მისი წევრების საჭიროებების დაკმაყოფილება 2. მომგებიანობის და მდგრადობის

უზრუნველყოფა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოოპერატივი ქალების და კაცების ერთობაა,

რომლებიც ერთიანდებიან, ერთობლივ სარგებლობაში მყოფი, დემოკრატიული პრინციპის

მეშვეობით კონტროლირებადი საწარმოს შესაქმენლად, რომლის მეშვეობითად ხდება მოგების

მიღება, თუმცა მოგება კოოპერატივის მხოლოდ ერთი მხარეა. კოოპერატივებისთის მოგებაზე

მაღლა ადამიაუნრი ფასეულობები დგას. ისინი ასევე ეხმარებიან თავიანთ წევრებს

სოციალური, კულტურული და ეკონომიკური მიზნების მიღწევაში. კოოპერატივი

სოციალური საწარმოა, რომელიც მშიდობის და დემოკრატიულობის პოპულარიზაციას

ახდენს.

ფერმერებმა და კოოპერატივის წევრებმა უნდა გაიგონ მთელი პროცესის დეტალები,

წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე საბაზრო ტენდენციებს და მოთხოვნას

ჩამორჩნენ. პირველი ნაბიჯი ყოველთვის საბოლოო პროდუქტის განსაზღვრაა. რომელი

პროდუქტი ან კატეგორია იწარმოება ღირებულებათა ჯაჭვის მიერ? მწარმოებლებმა უნდა

მოახდინონ აქტივობების/ფუნქციების ჩამოთვლა, რომლებიც ამჟამად ხორციელდება

საბოლოო პროდუქცის მისაღებად. კარგი იქნება საბოლოო გაყიდვის წერტილიდან დაწყება

(სავაჭრო წერტილი ადგილობრივ ბაზარზე ან ექსპორტიორი) და უკუსვით ყველა იმ

წარმოების და მარკეტინგის აქტივობის ჩამოთვლა, რომელიც აუცილებელია ბაზარზე

პროდუქტის გასაყიდად.

ფერმერებს და სხვა მონაწილე მხარეებს აქვთ შესაძლებლობა რომ შექმნან კოოპერაციული

საწარმო, მაგრამ პირველადი წარმოების კოოპერატივებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ

გაერთიანდნენ და შექმნან მესამე წარმონაქმნი, მეორე დონის კოოპერატივის სახით, რაც

კიდევ ერთი შანსია ღირებულებათა ჯაჭვის შემჭიდროვებისთვის და ხარჯების

შესამცირებლად. ამჟამად, 10 კოოპერატივია გაერთიანებული მსგავსი მიზნით. სააგენტოს და

სხვა დაინტერესბეული მხარეების როლია პროცესების წარართვა და სხვა კოოპერატივების

წევრებისთვის იგივე შესაძლებლობების გამოყენება.

ორი კოოპერატივის X-ის და Y-ის მაგალითები ქვემოთაა მოცემული. წარმოვიდგინოთ, რომ

ორივე მათგანი თხილის წარმოებასა და გადამუშავებაში არიან ჩართულნი. ორივეს აქვს

საკუთარი პროდუქციის რეკლამირების საჭიროება, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ

ბაზრებზე. მეცხრე დიაგრამაში ილუსტრირებულია X და Y კოოპერატივები ცალ-ცალკე და

ამავდროულად ის გვიჩვენებს რომ გაერთიანების შემდეგ კოოპერატივების ხარჯები

შემცირებულია, რადგან ისინი პოულობენ სხვა ორგანიზაციას და აერთიანებენ მარკეტინგის

და ექსპორტის ჯაჭვს.

Page 24: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

24

დიაგრამა #9.

თხილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი - დარჩელის კოოპერატივის მაგალითი

თხილის ღირებულებათა ჯაჭვში რამდენიმე ქმედების სუბიექტი და გზებია გაერთიანებული,

სანამ პროდუქტი საბოლოო მომხმარებლამდე მიაღწევს. ქართული თხილის წარმოება ძალიან

მრავალფეროვანი და კომპლექსური ბიზნესია. სააგენტოს სტატისტიკის შესაბამისად,

მეთხილეობის 96 კოოპერატივი არსებობს. თხილის წარმოებას მნიშვნელოვანი წვლილი

შეაქვს რეგიონების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, როგორიცაა გურია, იმერეთი,

კახეთი და სამეგრელო, სადაც უდიდესი თხილის კოოპერატივი „დარჩელი“ მდებარეობს.

კოოპერატივი „დარჩელი“, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში 2015 წლის

აგვისტოში დაფუძნდა თხილის მოვლაში, შრობაში, გადამუშავებაში, დაფასოებაში,

ეტიკეტირებაში და მარკეტინგშია ჩართული. „დარჩელის თხილი“ საქართველოში არსებული

უდიდესი კოოპერატივია და ის 516 წევრს აერთიანებს - ქართველი ფერმერებს, რომელბიც

თხილის პირევლად წარმოებასა და გადამუშავებაში არიან ჩართულნი. აღნიშნულმა

კოოპერატივმა ევროკავშირის მხარდაჭერა ენპარდის 2 მთავარი კომპონენტის მეშვეობით

მიიღო: საბიუჯეტო დახმარება მთავრობას და მცირე ფერმერებს კოოპერაციის კომპონენტში.

ამასთანავე, ენპარდის მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტის ქვეშ დარჩელის

კოოპერატივმა თანამედროვე დანადგარები და მოწყობილობები მიიღო თხილის

გადამუშავებისთვის, ისევე როგორც სხვადასხვა სექტორული ტრენინგები. ევროკავშირის

დახმარების შედეგად კოოპერატივი დღეს შემდეგ პროდუქტებს და მომსახურებებს

სთავაზობს საკუთარ წევრებს: გაუტეხავი თხილი, თხილის გული, თხილის ნაჭუჭი, თხილის

ნატეხები, ნედლი თხილის გადამუშავება, ნედლი თხილის შრობა და დასაწყობება.

Page 25: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

25

ღირებულებათა ჯაჭვის ძირითადი კომპონენტებია წარმოებისთვის საჭირო მასალები,

თხილის მოყვანა, მოსავლის აღება და გაშრობა, ნედლი მასალით ვაჭრობა, ნედლი მასალის

გასუფთავება და კლასიფიკაცია და ზოგიერთ შემთხვევაში დამტვრევა, მოხალვა, დაფქვა და

ვაკუმიზაცია, გაგზავნა და გაყიდვები ევროპულ ან აზიურ ბაზრებზე. მათ მნიშვნელოვნად

შეავიწროვეს ღირებულებათა ჯაჭვი; კოოპერატივს არ სჭირდება შუამავლები ან ურთიერთობა

შემგროვებელ ცენტრებთან პროდუქციის გასაყიდად.

ადგილობრივ ფერმერებს პირდაპირ ადგილობრივ ღია ბაზარში მიაქვთ თხილი, სადაც

პროდუქტს ყიდულობს ბაზრის გამყიდველი, რომელიც თანხას იხდის სტენდისთვის

ბაზარზე. მცირე დოზით, აღნიშნული ჯაჭვი შესაძლოა ხასიათდებოდეს შუამავლის

ჩართულობით, ის არ ამუშავებს თხილს არანაირი სახით და მას მხოლოდ გადამყიდველის

ფუნქცია აკისრია. ზოგიერთ მათგანს თხილი მცირე შემგოვებელ პუნქტში მიაქვს, რომლებიც

პროდუქციას აგროვებენ, ასუფთავებენ, ახარისხებენ, ფუთავენ და ზოგიერთმა შესაძლოა

თხილის გულიც კი აწარმოოს. ისინი პროდუქციას პირდაპირ ფერმერებისგან ყიდულობენ;

ფერმერებს თავად მიაქვთ პროდუქცია შემგროვებელ ცენტრებში ან შემგროვებელი ცენტრები

აგზავნიან მათთან სატვირთო მანქანებს პროდუქციის შესყიდვის მიზნით.

ინდივიდუალურად, ფერმერებს უფრო მცირე შესაძლებლობები გააჩნიათ და იძულებულები

არიან შუამავლებს მიჰყიდონ პროდუქცია დაბალ ფასად, ეს უკანასკნელი კი მოგებას იღებს

აღნიშნული საქმიანობიდან.

გადამამუშავებლები ასახულია მეათე და მეთერთმეტე დიაგრამებში

დიაგრამა #10. თხილის ღირებულებათა ჯაჭვის პროცესი ფერმერებისთვის

დიაგრამა #11. თხილის ღირებულებათა ჯაჭვის პროცესი კოოპერატივებისთვის

კოოპერატივის, პროცესის და ექსპორტის ირგვლივ მდებარე წრეები აღნიშნავს იმას, რომ

კოოპერაციას შეუძლია ყველა ამ ჯაჭვის გაერთიანება, რადგან მას ძალუძს გადამუშავების

პროცესის წარმართვა, ისევე როგორც უცხოურ ბაზრებზე მყიდველებთან თავად

მოლაპარაკება.

საჭირომასალა

ფერმერები შუამავალი გადამუშავება ექსპორტი

საჭირო მასალა

კოოპერატივი გადამუშავება ექსპორტი

Page 26: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

26

საქართველოში რძის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი - დესველის

კოოპერატივის მაგალითი

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, ამჟამად რძის პროდუქტის მწარმოებელი 43

კოოპერატივია დარეგისტრირებული, კოოპერატივების პროდუქციის მე-16-ე საერთაშორისო

გამოფენაზე, 2006 წლის დეკემბერში, თბილისში, რძის ნაწარმის კოოპერატივი „დისველის“

წევრები იყვნენ წარმოდგენილნი. ერთ-ერთი სირღმისეული ინტერვიუ კოოპერატივის

წევრთან ჩატარდა. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში:“რა კონკრეტული შედეგები იქნა

მიღწეული მხარდაჭერის პროგრამებში მონაწილეობის კუთხით და რა არის მთავარი

ცვლილებები რაც აღნიშნულმა პროგრამებმა თქვენს კოოპერატივს მოუტანეს?“ აღნიშნულ

კითხვაზე პასუხი შემდეგნაირი იყო: „უპირველეს ყოვლისა, სწორი გადაწყვეტილება იყო

ჩვენი სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის გაერთიანება კოოპერატივში. რა თქმა უნდა,

კოოპერატივის მომავალი არ იყო ნათელი ჩვენთვის, მაგრამ გადამზადების, დაფინანსების და

ამგვარ გამოფენებში მონაწილეობის მიღების შემდეგ, ჩვენთვის აშკარაა, რომ ერთად უფრო

ძლიერები ვართ და ბევრად მეტი შესაძლებლობები გაგვაჩნია, არანაკლები, ვიდრე სხვა

ბიზნესებს. მთავრი საკითხი ჩვენი რესურსების სწორად მობილიზება იყო, ისე რომ,

შეგვძლებოდა ხარჯების შემცირება და ჩვენ ეს შევძელით, კოოპერაციის გზით ამის მიღწევა

შესაძლებელია.“

საქართველოში სოფლად მცხოვრები ოჯახური მეურნეობების უმეტესობა, რომლებიც

მესაქონლეობაში არიან ჩართულები, ტრადიციულ მიმართულებებს მისდევენ. ისინი

აწარმოებენ რძეს, რძის ზოგიერთ პროდუქტს და ასევე ხორცს. თუმცა, ყველის წარმოება

შემოსავლის ძირითადი წყაროა, რომელიც შინაური საქონელის მოვლისგან მიიღება.

ოჯახების უმეტესობას 1-დან 10-მდე ცხოველი ყავს. წარმოებული პროდუქციის დაახლოებით

ნახევარს ისინი თავად მოიხმარენ და მეორე ნახევარი კი იყიდება. ძოგიერთ შემთხვევებში,

საოჯახო მეურნეობებმა შექმნეს საოჯახო ფერმები, სადაც 10 დან 100-მდე რქოსანი პირუტყვი

ჰყავთ.

ზოგიერთი მცირე მეწარმე თავად ყიდის ყველს ადგილობრივ ბაზარზე, სხვები კი ბითუმად

მოვაჭრეებს აბარებენ პროდუქტს ადგილზე (ფერმის ტერიტორიაზე) ან რეგიონულ აგრარულ

ბაზრებში. ყველის ღირებულებათა ჯაჭვს ძირითადი მოთამაშეები არიან:

დიაგრამა #12. რძის პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში

საჭირო მასალამწარმოებელი

ფერმერები

ბითუმად მოვაჭრეები/ შუამავლები

ღია აგრო ბაზრები

გაერთიანებული ცენტრები

Page 27: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

27

- რძის და ყველის მწარმოებელი ფერმერები – ფერმერები, მცირე მასშტაბების

მიუხედავად მიღებული რძისგან ყველს ამზადებენ და ინახავენ მას მაცივარში ან

სპეციალურ კონტეინერებში.

- საბითუმო ვაჭრობა/შუამავლები – ორი სახის საბითუმო მოვაჭრეები არსებობენ. ერთი

ჯგუფი კარდაკარ დადის და აგროვებს ყველს საოჯახო მეურნეობებიდან და შემდეგ

მიაქვს ის ღია ბაზრობაზე, რესტორანში ან პროდუქტების მაღაზიაში, როგორც

რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით. მეორე ჯგუფი რეგიონულ აგრარულ

ბაზრებში მუშაობს და ფერმერები მათ აწვდიან ყველს ნებისმიერი ოდენობით,

რომელიც მათ გააჩნიათ ან/და უნდათ რომ გაყიდონ. ზოგადად, არ არსებობს

კონკრეტული სისტემა. გადაწყვეტილებები გაყიდვების შესახებ ადგილზე ქაოტურად

მიიღება. შესაძლოა ერთი თვის მანძლზე ფერმერმა საკუთარი სახლიდან გაყიდოს

პროდუქცია, შემდეგ ჯერზე კი შესაძლოა მან ყველი აგრარულ ბაზარში წაიღოს

გასაყიდად. დიდი ფერმები უფრო ორგანიზებულები არიან ამ მიმართულებით და

ისინი რამდენიმე საბითუმო მოვაჭრესთან მუშაობენ. ისინი ასევე ახდენენ ყველის

მიწოდებას რამდენიმე პროდუქტის მაღაზიისთვის და რესტორანისთვის

რეგულარულად.

- ღია აგრარული ბაზრები – ჩვეულებისამებრ გადამყიდველები ახდენენ ყველის

მიყიდვას საბოლოო მომხმარებლისთვის. ისინი ყველს საბითუმო მოვაჭრეებისგან

იძენენ, რომლებიც ყველის დიდ რაოდენობას ყიდულობენ მწარმოებელი

ფერმერებისგან. იშვიათად, თავად საოჯახო მეურნეობების წევრები ყიდიან საკუთარ

პროდუქციას ბაზრებში. პროდუქტის მაღაზიები/რესტორნები ასევე სხვადასხვა

გზებით მარაგდებიან ყველით. ზოგიერთ შემთხვევაში ფერმერებს თავად, პირდაპირ

მიაქვთ ყველი მთთან (ძირითადად დიდი და საშუალო ზომის). ჩვეულებისამებრ,

საბითუმო მოვაჭრეებს მათთან წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის ყველი

ადგილზე მიაქვთ რეგულარულად.

- ნედლეულის წარმოებისთვის საჭირო საქონელის/მომსახურებების მიმწოდებლები –

ნედლეულის წარმოებისთვის საჭირო საქონელის/მომსახურებების მიმწოდებლები -

როგორებიც არიან ვეტერინარული მაღაზიები, ვეტექიმები და ფერმერები, რომლებიც

ყიდიან ძროხას ან ხბოს ასევე ახდენენ ზეგავლენას ღირებულებათა ჯაჭვზე. რადგანაც

მათ პირდაპირი გავლენა აქვთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელოვნური

განაყოფიერება, დაავადებების პრევენცია, ჯიშები და ა.შ.

კოოპერატივების შემთხვევაში, ნედლეულის წარმოებისთვის საჭირო

საქონელის/მომსახურებების მიმწოდებლები არ იცვლებიან, მაგრამ ფერმერთა გაერთიანების

შედეგი არის ის, რომ ერთი საწარმოს საერიოზული გავლენა აქვს ღირებულებათა ჯაჭვზე. ეს

ილუსტირებულია მეცამეტე დიაგრამაში, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ კოოპერაცია რძის

პროდუქციის წარმოების სფეროში, როგორც მინიმუმ ორ ჯაჭვს აერთიანებს: ან ფერმერებს,

რძის ნაწარმის გადამამუშავებლენს და შემგროვებლებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან

კოოპერატივის ქვეშ, ან კოოპერატივის ქვეშ ხდება ფერმერთა გაერთიანება, რომლებიც რძის

ნაწარმის თავმოყრას ახდენენ და აბარებენ პროდუქტებს გადამამუშავებელ ქარხანას.

Page 28: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

28

დიაგრამა #14. რძის პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში - კოოპერატივი

საქართველოში წარმოებული თაფლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი-

კოოპერატივ კორენიშის მაგალითი

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად თაფლის წარმოების სფეროში 74 კოოპერატივი

არსებობს. ინტერვიუ ჩატარდა მეფუტკრეობის კოოპერატივ „კორენიშის“ ერთ-ერთი წევრთან:

“მე და ჩემი მეგობრები დაინტერესებული ვიყავით თაფლის წარმოებით 5 წელიწადზე მეტი

ხნის განმავლობაში. შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა შესაძლებლობა, რომ

გავმხდარიყავით ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშე კოოპერატივის სახით, რადგანაც რესურსები

დიდია ჯანსაღი და ხარისხიანი თაფლის საწარმოებლად. ჩვენ დავრეგისტრირდით როგორც

კოოპერატივი დაახლოებით 1 წლის წინ და დღეს ჩვენ გვაქვს შემოთავაზება რამდენიმე დიდი

ქვეყნისგან, ჩვენი თაფლის შესყიდვის შესახებ. მათ მოსწონთ გემო და ხარისხი და უფრო მეტი

რაოდენობის თაფლზე აქვთ მოთხოვნა. სამწუხაროდ, ჩვენი მიმდინარე წარმოების

საფუძველზე, არსებულ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა

ადგილობრივები შემოუერთდებიან ჩვენს კოოპერატივს, რათა მოხდეს წარმოებული თაფლის

რაოდენობის ზრდა და ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ დამატებითი სახსრების

მოძიებას“- განაცხადა კოოპერატივის წევრმა.

თაფლის წარმოების უდიდესი ნაწილი (ისევე როგორც სხვა ფუტკრის პოდუქტების)

მდგრადობას ინარჩუნებს მოცულობითი გაყიდვების საშუალებით თურქეთსა და

აზერბაიჯანში. ზოგიერთი ფერმერი თაფლს პირდაპირი გზით ყიდის ( თურქი მყიდველები

პირდაპირ მიდიან ფერმერებთან საკუთარი ავზებით), უმეტესობა კი შუამავლებს იყენებს

(ზოგიერთ შემთხვევებშიი ჩართულნი არიან როგორც ქართველი, ასევე თურქი შუამავლები),

რომლებიც ჩვეულებისამებრ ჯამურად 5-6 ტონა თაფლით ვაჭრობენ. აზერბაიჯანელი

მყიდველები ჩვეულებისამებრ მცირე ოდენობებით ახდენენ თაფლის შესყიდვას (ზოგიერთი

ფერმერი მათ აზერბაიჯანელ ტურისტებად მოიხსენიებს), მაშინ როდესაც თურქები დიდი

რაოდენობით თაფლს ყიდულობენ. ისინი 10-20 კგ-იან პლასტმასის კონტეინერებს იყენებენ

თავსახურით და ახდენენ თაფლის ტრანსპორტირებას სატვირთო მანქანით, სხვა

საჭირო მასალები

კოოპერატივი

(გადამუშავება & გაერთიანებული

ცენტრები)

კოოპერატივი (გაერთიანებული

ცენტრები)გადამუშავება

Page 29: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

29

პროდუქტებთან ერთად. მხოლოდ მინიმალური და არასტაბილური რაოდენობის ექსპორტი

ხდება რუსეთში. ზოგიერთი ფერმერი ახდენს თაფლის ტრანსპორტირებას ბათუმში ან უფრო

მცირე ქალაქებში თურქეთის საზღვარზე, იმისათის, რომ მოხდეს მათი თაფლის გაყიდვა იქვე,

მათ მიერ.

დიაგრამა #15. თაფლის მიწოდების ჯაჭვი საქართველოში

კორენიშის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ კოოპერატივმა მისცა მათ საშუალება

მოეხდინათ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი. ამჟამად, მათ გააჩნიათ პირადპი კავშირები

ადგილობრივ სუპერმარკეტებთან და ჰიპერმარკეტებთან, რაც შესაძლებოლბას აძლევთ, რომ

მათი პროდუქცია მოხვდეს დახლზე, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა დასახლებულ

ქალაქებში საქართველოს მასშტაბით. მათ არ სჭირდებათ შუამავალი - ეს იმას ნიშნავს, რომ

შუამავლის თანხა კოოპერატივების წევრებზე ნაწილდება. მეთექვსმეტე დიაგრამა ასახავს

საქართველოში არსებულ ღირებულებათა ჯაჭვს თაფლთან მიმართებაში.

დიაგრამა #16. თაფლის კოოპერატივის ღირებუებათა ჯაჭვი საქართველოში

საჭირო მასალები

კოოპერატივი(გადამუშავება)

ადგილობრივი ბაზარი

ექსპორტი

Page 30: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

30

საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის

პროგრამები (თხილი, რძის ნაწარმი და თაფლი)

დღესდღეობით ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების

მხარდაჭერას გულისხმობს ყველაზე დადებითი შედეგებით ხასიათდება მდგრადობასთან

მიმართებაში. ეს ახდენს კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ფერმერებს აძლევს შანსს, რომ

მათ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოებისათვის

საჭირო მასალებსზე, მომსახურებებზე და ბაზრებზე. კოოპერატივების აქტიური მუშაობა

მხარდაჭერილია მთავრობის ეფექტიანი, სისტემური და რეზულტატზე ორიენტირებული

დახმარებით, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ძირითადი

მიმართულებების გაუმჯობესებას, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის

და რაოდენობის ზრდა და გაყიდვების ზრდა (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო

ბაზრებზე).

2012 წლის დეკემბერში არჩეულმა და დანიშნულმა მთავრობამ, 2020 წლის სოფლის

მეურნეობის სტრატეგია დაამტკიცა, რომელმაც, როგორც მინიმუმ აღნიშნული დოკუმენტის

მეშვეობით, გაძლიერებული მხარდაწერა აღუთქვა კოოპერაციას:“კოოპერაცია საქართველოში

სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. მცირე მეურნეების და

დანაწევრებული ნაკვეთების პირობებში, მსგავსმა გაერთიანებებმა შესაძლოა გაზარდონ

ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობა და მათი შემოსავლები, მათი ინტეგრირების

მეშვეობით ღირებულებათა ჯაჭვში.“ 2012

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა,

რომელიც 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხება საქართველოში.

დოკუმენტი მოიცავს 7 ძრითად სტრატეგიულ მიმართულებას: (1) აგრარულ სექტორში

დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება; (2) ინსტიტუციური განვითარება; (3)

მელიორაცია და ნიადაგის ნაყოფიერება, (4) რეგიონალური და დარგობრივი განვითარება -

დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების

ხელშეწყობა; (5) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; (6) სურსათის უვნებლობა,

ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა; (7) კლიმატის ცვლილებები, გარემო და

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. პირველი მიმართულება „სოფლის მეურნეობაში

კოოპერაციის ხელშეწყობა“ ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას გულისხმობს, რაც მოიცავს

პირველად წარმოებას, გადამუშავებას, შეფუთვას, დასაწყობება და მარკეტინგს, ისევე როგორც

დაფინანსების და მომსახურების მიწოდებას წევრებისთვის. პროდუქციის ღირებულება

იზრდება თითეულ საფეხურზე და კოოპერატივის წევრი შეძლებს ბევრად მეტი მოგების

მიღებას საბოლოო პროდუქტის გაყიდვის შედეგად.

ამჟამად, კოოპერატივების უმრავლესობას გააჩნია ინფორმაციის ნაკლებლობა მათი

საქმიანობის უკეთ დაგეგმვის და შედეგების წინასწარი პროგნოზირების კუთხით.

სტრატეგიის განხორციელების ჭრილში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების

განვითარების სააგენტო ქმნის ეფექტიან, მობილურ და მოქნილ საკომუნიკაციო საშუალებებს

კოოპერატივებთან, სამიზნე აუდიტორიასთან და ფართო საზოგადოებასთან მიმართებაში.

Page 31: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

31

ცნობიერების ამაღლების მიზნით სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან,

არასამთავრობო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და სხვა პროცესში ჩართულ

მხარეებთან. ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წახალისების მიზნით,

სააგენტო ახდენს ერთიანი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემის და საინფორმაციო

ბანკის წარდგენას. ეს გაამარტივებს წარმოებასთან, მარკეტინგთან, დაგეგმარებასთან და ა.შ.

დაკავშირებულ აქტივობებს.

სასოფლო-საემურნეო პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ადგილობრივი

ფერმერების და კოოპერატივების მხარდაჭერას გულისხმობენ ევროპის სამეზობლო

პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.

სხვადასხვა სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო და საკონსულტაციო ორგანიზაციები და

დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართულები არიან ენპარდის მიერ დაფინანსებულ

პორექტებში. ისინი ძირითადი აქტორები არიან ინფორმაციის მიმოცვლის პროცესში. ისინი

ახდენენ მაღალი ხარისხის გადამზადების და ექსტენციის სისტემების შემუშავებას, რომელიც

მნიშვნელოვანი ელემენტია ფერმერების საჭირო ცოდნის მიწოდების პროცესში, მათი

პროდუქტიულობის და შემოსავლების გაზრდის მიზნით.

2015 წლიდან, ესპანური კომპანია ევოლუქსერი, რომლის პროფილიც ევროკავშირის მიერ

დაფინანსებული პროექტების მართვა და განხორციელებაა მთელი მსოფლიოს

მასშტაბით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენპარდის პროექტის ფარგლებში,

რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს

გაძლიერებას გულისხმობს, ატარებს ზოგად და სპეციფიურ ტრენინგებს სასოფლო-

სამეურნეო კოოპერატივებისთვის და ღირებულებათა ჯაჭვის ტექნიკურ და

ფინანსურ მხარდაჭერას თხილის, რძის ნაწარმის და თაფლის კოოპერატივებისთვის

საქართველოში. პროექტის მიზანია გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შექმნა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, სააგენტოს წევრობაზე დაფუძნებულ

ორგანიზაციად გადაქცევა, კოოპერატივების ჩართვა მათი განვითარების პროცესში

და სააგენტოს სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ევროპული ანალოგიური

ორგანიზაციების მაგალითზე დაყრდნობით. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი

გაძლიერების ტრენინგების ჩატარებაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის: I.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საფუძვლები; II. სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივების ფინანსური მენეჯმენტი III. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების

შიდა სამართლებრივი და ეკონომიკური ურთიერთობები IV. სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივების ბიზნესის მართვის საფუძვლები. V. ბიზნესის განვითარება, რაც

მოიცავს კოოპერატივების მარკეტინგს/ბრენდირებას. ყველა ტრენინგის თემა

ფოკუსირდება კოოპერატივების შედეგების გაუმჯობესებით ადგილობრივ და უცხურ

ბაზრებზე.

Page 32: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

32

კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც სააგენტოს მიერ

ხორციელდება:

„ თხილის წარმოების განვითარების ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივების პოპულარიზაციის გზით“

პროგრამის მიზნები:

- თხილის ღირებულებათა ჯაჭვის - წარმოების, გადამუშავების და მარკეტინგის

ინტეგრირებული სისტემების შექმნის წინაპირობების უზრუნველყოფა

- თხილის თვითღირებულების ფასის შემცირება

- წარმოებული თხილის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდის

უზრუნველყოფა

- თხილის ექსპორტის პოტენციალის უზრუნველყოფა

- მოსახლეობაში მეწარმეობის კულტურის გაძლიერების უზრუნველყოფა,

კოოპერატივში მათი ჩართვის მეშვეობით

- სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის

გაუმჯობესება

“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა”

პროგრამა მიზნად ისახავს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას და თაფლის და სხვა მეფუტკრეობის

პროდუქტების ხარისხის და რაოდენობის ზრდას. პროგრამის მიზანია სასოფლო-

სამეურნეო კოოპერატივების კაპიტალის ინვესტიციის ზრდა და კოოპერატივების

წევრების კვალიფიკაციის ამაღლება.

“რძის პორდუქციის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების

მხარდაჭერა”

პროგრამის მიზნები:

- რძის და რძის ნაწარმის პროდუქციის ხელშეწყობა საქართველოში

- რძის პროდუქციის მწარმოებელი ინდუსტრიის მომარაგება ნედლეულით რძის

სახით

- ნედლი რძის შემგროვებელი-გადამამუშავებელი დანადგარების განვითარების

სტიმულირება, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში

- ადგილობრივი რძის და რძის ნაწარმის ხარისხის ზრდა და მათი

კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა

- საქონლის ჯიშების გაუმჯობესება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში

- სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების

გაუმჯობესება

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, რომელიც ენპარდის კონსორციუმის წევრის,

ოქსფამის პარტნიორია, მუშაობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბრედნირებასა და

Page 33: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

33

სერტიფიცირებაზე. ამ ეტაპზე ისინი ახორციელებენ სამუშაოებს პირველი ეტაპის

კოოპერატივებთან:

- "Elkana" 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;

- RCDA - 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;

- ACF- 11 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დასავლეთ საქართველოდან და 6

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი აღმოსავლეთ საქართველოდან.

მეორე ეტაპის კოოპერატივების ჩართვა იგეგმება 2016 წლის დეკემბრიდან. ამავდროულად,

არსებობს საქართველოს მთავრობის სხვა პროგრამები, რომლებიც ახდენენ ადგილობრივი

ფერმერების მხარდაჭერას. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (APMA) 2012

წელს დაარსდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოში სოფლის

განვითარების მიზნით. მისი მისია სოფლის მეურნეობის სამინსიტროს და სხვა ქვემდგომი

უწყებების მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების განხორციელება და მართვაა.

ყველაზე წარმატებული პროგრამებია „დანერგე მომავალი“ და სოფლის მეურნეობის

პროდუქციის პოპულარიზაცია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების

სააგენტოს გაძლიერების პროექტის ფარგლებში 2016 წლის 2 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას

საგამოფენო დარბაზში კოოპერატივების მე-16-ე საერთაშორისო გამოფენაზე დაახლოებით

40-მა კოოპერატივმა წარმოადგინა საკუთარი ნაწარმი, მათ შორის: თაფლი და მეფუტკრეობის

პროდუქცია, ჩაი, თხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, მწვანილი, ბოსტნეული, ხილი და ა.შ.

აღნიშნულ ღონისძებაში (Agro/Food/Drink/Tech 2016) კოოპერატივებმა მონაწილეობა უკვე

მეორედ მიიღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ენპარდის პროგრამის მხარდაჭერით.

გამოფენამ საშუალება მისცა მონაწილეებს პირდაპირ დაკავშირებოდნენ მწარმოებლებს.

2017 წლის 13 მარტს, თბილისში, ჰუალინგის სასტუმროში საქართველოს სოფლის

მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო განხილვები მრგვალი მაგიდის ირგვლივ

ადგილობრივი კოოპერატივების, რესტორნების და სასტუმროების წარმომადგენლებთან,

ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვების ზრდის მიზნით. განხილვის დროს

ასევე საუბარი იყო ისეთ თემაზე, როგორიცაა საბაზრო საჭიროებებსა და კოოპერატივების

გამოწვევებზე. ღონისძიება მხარდაჭერილი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების

განვითარების სააგენტოს გაძლიერების პროექტის განმახორციელებელი ესპანური კომპანიის,

ევოლუქსერის მიერ. ფორმატი გულისხმობდა B2B შეხვედრებს და კოოპერაციის პროდუქციის

გამოფენას. მთავარი გზავნილი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია იყო და იმის

უზრუნველყოფა, რომ ადგილობრივმა ბიზნესებმა მარაგების იმპორტირების ნაცვლად

შეიძინონ ადგილობრივი კოოპერატივებისგან. (სლოგანი:“ქართულია, შესაბამისად კარგია და

ჯანსაღი“). თავის მხრივ, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს აზრი, რომ მათ

სურდათ და ახლაც მზად არიან საქართველოში არსებულ კოოპერატივებთან

ითანამშრომლონ, რადგან, როგორც წესი, მათი სტუმრები უცხოელები არიან, რომლებსაც

დიდი ინტერესი აქვთ ქართული პროდუქციისადმი, მაგრამ ადგილობრივ მიმწოდებლებთან

თანამშრომლობის არქონის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კოოპერატივებს არ ძალუძთ

Page 34: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

34

მუდმივი მიწოდების უზრუნველყოფა. უფრო მეტიც, მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია ახალი

კოოპერატივების და განვითარების შესახებ კოოპერატივების მხრიდან, შესაბამისად, კერძო

სექტორის წარმომადგენლები მიმართავენ კოოპერატივებს, რომ მათ უფრო აქტიურად

მოახდინონ თავიანთი პროდუქტების პოპულარიზაცია.

დასკვნები და რეკომენდაციები

კოოპერატივების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი ხაზს უსვამს კოოპერატივის კონკრეტულ

მახასიათებლებს. ის გვიჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის

ანალიზისას, აუცილებელია კოოპერატივების შესწავლა, როგორც ცალკე მდგომი სამიზნე

ობიექტის; უნდა გამოვყოთ და ხაზი გავუსვათ მის განსხვავენებს და უნიკალურობას. მთავარი

დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ, როდესაც ცალკეული ფერმერები ვერ იღებენ

სარგებელს სურსათის გაზრდილი ფასიდან, კოლექტიურად მომუშავე ფერმერები, რომლებიც

გაერთიანებულნი არიან ძლიერ მწარმოებელ ორგანიზაციებში და კოოპერატივები, უკეთ

იყენებენ უპირატესობებს საბაზრო შესაძლებლობებისა და ანეიტრალებენ ბაზრის უარყოფით

ზეგავლენას ისევე როგორც სხვა კრიზისებს. კოოპერაცია შესაძლებლობებს სთავაზობს

ფერმერებს ინდივიდუალური ძალისხმევის და დანახარჯების შემცირების კუთხით.

ამასთავავე, პირველადი კოოპერაციის გარდა, შესაძლებელია მეორე დონის კოოპერაციის

შექმნა, რომელიც კიდევ უფრო ამჭიდროვებს ღირებულებათა ჯაჭვს, რაც იმას ნიშნავს, რომ

მცირდება ხარჯები და ძლიერდება კოოპერატივი.

კოოპერატივის წარმატება დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე. სხვადასხვა

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების, კვლევების, განხილვების

და კოოპერატივის წევრებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე,

გამოვლინდა რამდენიმე პრობლემა, კოოპერატივების წარმოების ეფექტიანობასთან

დაკავშირებით და კოოპერატივების გრძელვადიან მდგრადობასთან მიმართებაში ბაზარზე;

თუ მოხდება ყურადღების გამახვილება აღნიშნულ პრობლემებზე, მნიშვნელოვანი

პოზიტიური წვლილის შეტანა გახდება შესაძლებელი პროცესის წარმატებულ

განხორციელებაში:

კოოპერატივის მიზანი არასწორადაა გადმოცემული. ზოგიერთ შემთხვევაში

კოოპერატივები იქმნებიან კონკრეტული და მოკლევადიანი მიზნების მიღწევის მიზნით,

როგორიცაა გრანტები, დანადგარები. მიზნის მიღწევის შემდგომ, კოოპერატივის წევრები

კარგავენ ინტერესსა და სურვილს იყვნენ გაერთიანებულნი კოოპერატივში.

ტრადიციული სოფლის მეურნეობის ზეგავლენა. ფერმერები რთულად ეგუებიან

ინოვაციას, მათ სჯერათ, რომ საქმე უნდა წარიმართოს ისე, რგოორც ამას მათი წინაპრები

აკეთებდნენ. (მამები, ბაბუები).

გრძელვადიანი ხედვის ნაკლებობა ფერმერებში. ისინი ორიენტირებულნი არიან

ბიზნესის ერთწლიან გეგმაზე, წარუმატებლობის შემთხვევაში, ისინი მზად არიან

გადაერთონ სხვა საქმიანობაზე, რათა არჩინონ მათი ოჯახები.

Page 35: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

35

სამართლებრივი რეგულაციების უკმარისობა. სურსათის უვნებლობის ტენიკური

რეგულაციები, რომელთა გადავადება მოხდა რამდენჯერმე მთავრობის მიერ, იძლევა

საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს რეგულაციები არ იქნება სავალდებულო.

კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა. ბევრ შემთხვევაში, კვალიფიციური

სპეციალისტების ნაკლებობა რეგიონებში იწვევს მაღალი დონის ექსპერტების

მობილიზაციას, ასევე ტრენინგების ჩატარებას მეცნიერული ტერმინოლოგიით,

რომლებიც იწვევს ფერმერთა დაბნევას.

მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტისა, არსებობს მენეჯმენტთან და

ლიდერობასთან მიმართებაში ხარისხის ნაკლებობა. კოოპერატივში არსებული ძლიერი

ლიდერობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციის მიმართულებასა და წარმატებაში.

კოოპერატივში, ლიდერობა გულისხმობს კონსენსუსის მიღწევას და ჯგუფის მიერ მიღებული

გადაწყვეტილების თანმიმდევრულ შესრულებას. კოოპერატივის ლიდერობა გამოწვევებს

უკავშირდება და რთულია. ის არამხოლოდ რესურსების და ბიზნეს ოპერაციების მართვას

გულისხმობს, როგორც სხვა ბიზნესების შემთხვევაში ხდება, არამედ ასევე გულისხმობს იმ

პორბლემებთან გამკლავებას, რომლებიც გამომდინარეობენ კოოპერატივის განსხვავებული

მახასიათებლებისგან. უფრო მეტიც, ფინანსებისადმი წვდომის ნაკლებობა, ბანკების მიერ

ქონების დაბალი განაკვეთით შეფასება და კონკრეტული მეთოდოლოგიის არქონა

კოოპერატივებისთის კვლავაც პრობლემად რჩება. კომერციული სესხის დეფიციტის თავარი

მიზეზებია:

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები რეალურად დამწყები ბიზნესის პოზიციაზე

იმყოფებიან, რაც არ არის მისაღები კომერციული ბანკებისთვის

კოოპერატივების უმეტესობას არ გააჩნიათ რესურსები საბანკო სესხის გარანტიის

წარსადგენად. კოპერციული ბანკების პრიორიტეტები მიმართულია გარანტირებული

საბანკო განაკვეთის დაბრუნებაზე, დაბალი რისკის შემცველ სფეროებზე და

პროექტებზე, რომლებიც გარანტიით არის გამაგრებული.

როდესაც კოერციული ბანკი კრედიტს აძლევს კოოპერატივს, ბანკმა უნდა შეისწავლოს

კოოპერატივების სხვადასხვა წევრების ფინანსური და ეკონომიკური მონაცემები, რაც

ზრდის დანახარჯებს და ახანგრძლივებს დროს. შესაბამისად, ბანკები უპირატესობას

ანიჭებენ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც მცირე რაოდენობის წევრების ან

ერთი პირის მიერ არის წარმოდგენილი.

პრობლემების მოგვარების შესაძლო გზები:

კოოპერატივების შექმნის გრძელვადიანი მიზნები და სტრატეგიები წევრებს წაახალისებს

ფერმერული საქმიანობის მდგრად განვითარებაზე ფოკუსირდნენ და მიზნის მისაღწევად

გამოიყენონ სარგებელი, რომელიც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან

მომდინარეობს.

Page 36: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

36

ადგიოლბრივი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. რეგიონებში მცხოვრები

სპეციალისტები სხვა საქმიანობაში არიან ჩართულნი დიდი ხნის განმავლობაში.

შესაძლებელია მათი ჩართვა პროექტში მათი პროფესიული გადამზადების შემდეგ,

რომელიც ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია,

რომელიც მათ ფერმაზეა მორგებული.

მენეჯმენტის დაქირავება (საწარმოს რესტრუქტურიზაციის და მენეჯმენტის ცენტრის

მაგალითი (CERMA), პროექტი საქართველოში ხორციელდება მარშალის გეგმის/მსოფლიო

ბანკის მიერ)

.კოოპერაციის ფუნდამენტური პრინციპების გაცნობიერება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი

პროცესია ფერმერებისთვის და შეუძლებელია მისი დაჩქარება, მაგრამ სასწავლო

ვიზიტები და ინტენსიური შეხვედრები შესაძლოა დადებითი შედეგის მომტანი იყოს.

საკრედიტო და დაზღვევის პაკეტების ტანდემი. ხელმისაწვდომი კრედიტები და

დაზღვევის კომპონენტი , რომელიც მიმაგრებულია კრედიტზე მნიშვნელოვანი

წამახალისებელი ფაქტორი იქნებოდა ფერმერებისთვის ახალი ტექნოლოგიების

შემოტანისთვის.

სადემონსტრაციო მაგალითები და სასწავლო ვიზიტები. სადემონსტრაციო მაგალითები

და წარმატებული მაგალითების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით პოზიტიური ზეგავლენის

მატარებელი იქნება დანარჩენი მოსახლეობის სტიმულირებისთვის.

სურსათის უსაფრთხოების რეგულაციების განხორციელების გაუმჯობესება

კოოპერატივებს მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს ბაზრებზე გასასვლელად და სხვა

ფერმერების წახალისების კუთხით კოოპერატივში გაწევრიანებისათვის.

პროგრამების განხორციელება წარმოების ერთი ციკლის პოპულარიზაციის მიზნით

(ღირებულებათა ჯაჭვი).

საბაზრო ინფორმაციის მიწოდება საჭიროა და აუცილებელია პროფესიული ცოდნა

მარკეტინგის შესახებ. კოოპერატივების ღირებულებათა ჯაჭვში მცირე მეწარმეების

ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მომხმარებელზე

ორიენტაციის არქონაა. აღნიშნული დაბრკოლების გადასალახავად, მთავრობამ და

საერთაშრისო დონორებმა უნდა გაზარდონ თავიანთი ძალისხმევა ინფორმაციის

მისაწოდებლად შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე. დამატებით, საჭიროა

შესაძლებლობების გაძლიერება და ტრენინგები მარკეტინგის კუთხით.

Page 37: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

37

დანართი #1. ტექნიკური დავალება

3.5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი კავშირების ხელშეწყობა ბაზარზე არსებულ

მოთამაშეებთან, ექსტენციის და ფინანსური მომსახურებების მიმწოდებლებთან

თანამდებობა: ექსპერტი (ადგილობრივი) ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის და

წარმატებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბაზარზე პოპულარიზაციისთვის

ტექნიკური დავალება 3.5 (აქტივობები 6, 7, 12)

დავალების ხანგრძლივობა: 10 თვ ე (ოქტომბერი 2016 – ივლისი 2017)

ექსპერტის დღეების რაოდენობა: 20 დღემდე ან მომსახურების ხელშეკრულება

დავალების მიზანი:

დავალების მიზანიადარეგისტრირებული კოოპერატივებისხელშეწყობაა ღირებულებათა

ჯაჭვის განვიითარებისა და ბაზრის პოპლარიზაციასთან ერთად

აქტივობების ჩამონათვალი

ბაზარზე არსებული შესაამისი ღირებულებათა ჯაჭვების და შესაძლებლობების

იდენტიფიცირება

საბაზრო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განვითარება

ფერმერების ნაწარმის პოპულარიზაცია სოფლის მეურნეობის ნაწარმის და სურსათის

გამოფენებზე, ფესტივალებზე

პროექტის მიზნები

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სურსათის წარმოების ზრდის ხელშეწყობას და

სიღარიბის შემცირებას. პროექტის მიზანია სააგენტოს ინსტიტუციური და უნარების

გაძლიერება, გადამზადების პროგრამის ინსტიტუციონირება კოოპერატივების წევრებისა და

მენეჯერებისთვის, მენეჯმენტის შესაძლებლობის გაძლიერება და სწორი მმართველობის

დანერგვა დარეგისტრირებულ კოოპერატივში; კოოპერატივის წევრებს შორის კოოპერაციის

მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ ცოდნის გაუმჯობესება, კოოპერატივის წევრების მიერ

კოოპერატივის მფლობელობის შეგრძნების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში მიმდინარე

ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.

ზოგადი დავალებები

ექსპერტი/მომსახურების მიმწოდებელი ევროკავშირის ექსპერტის (გუნდის

ხელმძღვაენლი/ინსტიტუციური საკითხების ექსპერტი) ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშავებს,

პროექტის გუნდთან და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად. ექსპერტი, ასევე პარალელებს

გაავლებს საქართველოში მიმდინარე ევროკავშირის/საერთაშორისო დონორების მიერ

დაფინანსებულ სხვა პროექტებთან და პარტნიორებთან საქართველოში.

Page 38: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

38

პროფილი და პასუხისმგებლობები

ექსპერტის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოხდება პროექტის 3.5 აქტივობის

(აქტივიობები 6,7,12) წარმატებული კოოპერატივებისთვის ღირებულებათა ჯაჭვის

განვითარება და საბაზრო პოპულარიზაცია.

ძირითადი აქტივობები/დავალებები და მასთან დაკავშირებული ვადები/ბოლო ვადები:

აქტივობები საწყისი დასასრული ხანგრძლივ

ობა

3.5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების

მდგრადი კავშირების ხელშეწყობა ბაზარზე

არსებულ მოთამაშეებთან, ექსტენციის და

ფინანსური მომსახურებების მიმწოდებლებთან

01.10.2016 30.07.2017 10 თვ ე

3.5.6 ბაზარზე არსებული შესაამისი

ღირებულებათა ჯაჭვების და

შესაძლებლობების იდენტიფიცირება

01.10.2016 15.12.2016 ბოლო ვადა

წინასწარი

ანგარიში

15.12.2016

3.5.7 საბაზრო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის

განვითარება

01.01.2017 30.05.2017

3.5.12 ფერმერების ნაწარმის პოპულარიზაცია

სოფლის მეურნეობის ნაწარმის და სურსათის

გამოფენებზე, ფესტივალებზე

01.10.2016 30.07.2017

პროექტის ინდიკატორები

საბაზრო კავშირების იდენტიფიცირების რაოდენობა

მომსახურების მიმწოდებელი კოოპერატივების რაოდენობა, რომლებიც

კოოპერატივებთან მუშაობაში არიან ჩართულნი

წინასწარი ანგარიში და საბოლოო ანგარიში (ინგლისურ ენაზე) - კონსულტანტმა უნდა

წარადგინოს წინასწარი ანგარიში პირველ რიგში და პროექტის მხრიდან კომენტარების

შემდგომ, დაასრულოს ის.

ანგარიში უნდა შეიცავდეს:

a. ჩასატარებელი აქტივობების დეტალურ გეგმას

b. არსებული მაგალითების, ქვე-სექტორების და ღორებულებათა ჯაჭვის ანალიზი

Page 39: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

39

c. მცირე შემაჯამებელ ანგარიშს (20 გვ) რეგისტრირებული კოოპერატივების

ღირებულებათა ჯაჭვის და შსაძლებლობების შესახებ

d. საბაზრო მონაცემთა ბაზას

e. რეგისტრირებული კოოპერატივების მიერ ორგანიზებული მხარდაჭერის და

პოპულარიზაციის აქტივობების დეტალური აღწერა (სოფლის მეურნეობის და

სასურსათო გამოფენები, სურსათის ფესტივალები)

f. დასკვნები და რეკოენდაციები

დანართები

Annex 1: ექსპერტის/მომსახურების მიმწოდებლის ტექნიკური დავალება

Annex 2: სამუშაო გეგმა

Annex 3: ღირებულებათა ჯაწვის ანალიზის ანგარიში და გამოყენებული დოკუმენტების სია

Annex 4: საბაზრო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა

Annex 5: პოპულარიზაციის სხვადასხვა მასალები (ბრშურა, ბანერი, სავიზიტო ბარათები)

უფროსი ექსპერტის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი

გამოცდილების წარდგენა ადეკვატურ და პროფესიონალურ დონეზე, იმ აქტივობებთან

მიმართებაში, რომლის განხორციელებაც მას მოუწევს.

ექსპერტის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს კვალიფიკაციის

დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები

უნივერსიტეტის დიპლომი, აღნიშნული მიმართულებით

10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქვე-სექტორში და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზსა

და ბაზრის პოპულარიზაციაში

მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან და

ფერმერული მეურნეობის სხვა სახეობებთან

საქართველოში არსებული მდგომარეობის ცოდნა აგრო ბიზნესთან ან სოფლის

მეურნეობასთან მიმართებაში ჩაითვლება უპირატესობად

საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები

შესაბამისი უნარების ფლობა

საინფორამციო ტექნოლოგიების ფლობა (Word, Excel, PPP)

შემდეგი თვეების განმავლობაში საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობა ( 2016

წლის ოქტომბერი – 2017 წლის ივლისი)

განაცხადის შეტანის მოთხოვნები:

Page 40: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

40

განმცხადებლებმა დეტალური რეზიუმე ინგლისურ ენაზე, შესაბამისი განათლების

დამადასტურებელი საბუთების ასლებთან, რეკომენდატორების და სამუშაო გამოცდილების

მითითებით უნდა გამოაგზავნონ ევოლუქსერში, შემდეგ ელ.ფოსტაზე:

[email protected]

განაცხადების გადარჩევა მოხდება რეზიუმეების საფუძვე;ზე. პროექტი არ ახდენს

დისკრიმინაციას და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპით იხელმძღვანელებს

გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასაკის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის

მხედველობაში არმიღების გზით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ენპარდის ფარგლებში.

Page 41: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

41

დანართი #2. საუშაო გეგმა

# აქტივობები ოქ ტ, 2016

ნ ოე , 2016

დე კ , 2016 Janიანვ,

2017 თე ბ , 2017 მარ, 2017

1

სამიზნე

ღირებულება

თა ჯაჭვების,

შესაძლებლო

ბების და

პრობლემების

იდენტიფიცი

რება

ბაზარზე

პირველი

წინასწარი

ანგარიში

მეორე

წინასწარი

ანგარიში

საბოლოო

ანგარიში

2

საბაზრო

მონაცემების

განვითარება

ინტერვიუები

კოოპერატივე

ბთან

საბაზრო

მონაცემებ

ის

განვითარე

ბა

3

ფერმერთა

ნაწარმის

პოპულარიზა

ცია სოფლის

მეურნეობის

და

სასურსათო

გამოფენებზე,

მათ შრის

სურსათის

ფესტივალებ

ზე

კოოპერატივე

ბის ნაწარმის

მე-16-ე

საერთაშორის

ო გამოფენა

განხილვე

ბი

მრგვალ

მაგიდასთ

ან

ადგილობ

რივ

კოოპერა

ტივებთან

Page 42: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

42

დანართი #3. გამოყენებული დოკუმენტების ჩამონათვალი

1. შეფასების ანგარიში „მცირე ფერმერების საგაზაფხულო სამუშაოების

მხარდაჭერის პროექტი“ AYEG, PIN, 2014

2. სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვი იმერეთსა და რაჭის

რეგიონში, თხილის წარმოება; ჩეხეთის ცოცხალი ორგანიზმების

უნივერსიტეტი, პრაღა, AYEG, PIN, 2014

3. სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვი იმერეთსა და რაჭის

რეგიონში, მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება, ჩეხეთის ცოცხალი

ორგანიზმების უნივერსიტეტი, პრაღა, AYEG, PIN, 2014

4. სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვი იმერეთსა და რაჭის

რეგიონში, რძე და რძის ნაწარმი, ჩეხეთის ცოცხალი ორგანიზმების

უნივერსიტეტი, პრაღა, AYEG, PIN, 2014

5. ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის ღირებულებათა ჯაჭვის

ანალიზი და გაუმჯობესების პოტენციალი; ლორენა სორგი, სამაგისტრო

ნაშრომი, 2012

6. მეფუტკრეობის განვითარების ძირითადი მიმართულებები,

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

7. ქართული თხილის შეფასება, USAID Georgia, 2011

8. თხილის მარკეტინგული სტრატეგია, USAID Georgia, 2013

9. ლორის, ხორცის და თაფლის საბაზრო კვლევა საქართველოში, CARE,

ABCO Georgia, Tbilisi 2007

10. საბაზრო კვლევა - კარტოფილი, ბოსტნეული, რძე და ყველი

საქართველოში, CARE, ABCO Georgia, Tbilisi 2007

Page 43: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

43

დანართი #4. საბაზრო მონაცემები

კოოპერატივი კორენიში

კატეგორია: თაფლით ვაჭრობა, თაფლის წარმოება, მეფუტკრეობა

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმააცია: 598 718 996; [email protected]

კოოპერატივი ბეჩო:

კატეგორია: მესაქონლეობა, მეფრინველეობა, ჩირის, თხილის

წარმოება, მებაღეობა. საბითუმო ვაწრობა, გაყიდვები (საბითუმო

ბაზარი

წევრების რაოდენობა: 3

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 261 325; [email protected]

კოოპერატივი ალვანი

კატეგორია: მარცვლეულის წარმოება, სასათბურე მეურნეობა (ბოსტნეულის მოსავალი),

თევზის მეურნეობა, მესაქონლეობა (რძე და ხორცი, ცხვარი, ცხოველთა საკვების წარმოება,

დასაწყობება, ვაჭრობა).

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 478 998 [email protected]

კოოპერატივი თერჯოლას ღვინო

კატეგორია: მეღვინეობა, მოყვანა, შეფუთვა, ღვინით ვაჭრობა/საბითუმო ვაწრობა/იმპორტი

წევრების რაოდენობა: 3

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 261 325 [email protected]

კოოპერატივი ინაბოძი

კატეგორია: ყურძნის წარმოება და გადამუშავება, ღვინის წარმოება. ჩირის წარმოება.

წევრების რაოდენობა: 6

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 411 525 [email protected]

Page 44: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

44

კოოპერატივი დისველი

კატეგორია: რძის შეგროვება, გადამუშავება. რძის ნაწარმის

მარკეტინგი.

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია 599 461 580 [email protected]

კოოპერატივი სოფლის იმედი

კატეგორია: თხილის გადამუსავება - დისტრიბუცია, მეღორეობა

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 279 595 [email protected]

კოოპერატივი თაფლოვანი

კატეგორია: მეფუტკრეობა

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 197 579 [email protected]

კოოპერატივი დარჩელის თხილი

კატეგორია:თხილის წარმოება და რეალიზაცია.

წევრების რაოდენობა: 599

საკონტაქტო ინფორმაცია: 597 442 700 [email protected]

კოოპერატივი ჩაის სურნელი

კატეგორია: ჩაის პლანტაციების განახლება, ჩაის ნედლი მასალის გადამუშავება, შეფუთტვა,

გაყიდვა

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია: 558 395 560 [email protected]

კოოპერატივი არაგველები

კატეგორია: მეცხოველეობა, მეცხვარეობა, მიწის დამუშავება.

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია: 551 231 024 [email protected]

Page 45: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

45

კოოპერატივი კონა

კატეგორია: ჩაის პლანტაცია, ჩაის ნედლეულის

გადამუშავება

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია: N/A

კოოპერატივი აგრო-ჯი

კატეგორია: ჩაის მოყვანა, წარმოება, შეფუთვა, რეალიზაცია.

მეცხოველეობის, მეფრინველეობისპროდუქციის წარმოება

და რეალიზაცია.

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია: 592 615 675 [email protected]

კოოპერატივი ბახვის ჩაი

კატეგორია: ჩაის ნედლეულის წარმოება და გადამუშავება. შეფუთვა, დასაწყობება,

ტრანსპორტირება, რეალიზაცია. ხილის გადამუშავება, ხილისგან მიღებული რპოდუქტების

შეფუთვა და რეალიზაცია. ჩაის სანერგე მეურნეობა, გაყიდვები. ჩაის პლანტაცების

აღორძინება, რეაბილიტაცია და მოვლა. ხილის ბაღები.

წევრების რააოდენობა: 18

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 464 572 [email protected]

კოოპერატივი ქართული ნექტარი

მეფუტკრეობის ნაწარმი

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია: 555 347 337 [email protected]

კოოპერატივი დინასტია

კატეგორია: სოფლის მეურნეობის ნაწარმი, გადამუშავება, გაყიდვები და ტრანსპორტირება

წევრების რაოდენობა: 9

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 958 113 [email protected]

კოოპერატივი ზირა

Page 46: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

46

კატეგორია: მეფუტკრეობის პროდუქცია, შესყიდვები,

გადამუშავება და მარკეტინგი

წევრების რაოდენობა: 6

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 251 221

[email protected]

კოოპერატივი აგროაპი

კატეგორია: მეფუტკრეობა, მარცვლეულის წარმოება,

მესაქონლეობა, თევზის წარმოება, მეფრინველეობა, ხილის და

ვოსტნეულის წარმოება

წევრების რაოდენობა: 11

საკონტაქტო ინფორმაცია: N/A

კოოპერატივი თაფლი საჩინო

კატეგორია: მეფუტკრეობა და მასთან დაკავშირებული ყველა სახის პროდუქცია და მისი

რეალიზაცია

წევრების რაოდენობა: 5

საკონტაქტო ინფორმაცია: 598 107 165 [email protected]

Page 47: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

47

დანართი #5. ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაში გამოყენებული ტერმინოლოგია

დამატებითი ღირებულება

დამატებითი ღირებულება ღირებულების შექმნის საზომია ეკონომიკაშ. ის უდრის ჯამურ

ღირებულებას რომლებიც ჯაჭვში მონაწილეთა მიერ იქნა დამატებული ( ჯაჭვის შემოსავალი =

საბოლოო გასაყიდი ფასი * გაყიდულ მოცულობაზე). მოკლე აღწერილობა:“ ღირებულება, რომელიც

ემატება საქონელს ან მომსახურებას მისი წარმოების და დისტრიბუციის თითეულ საფეხურზე“

(McCormick/Schmitz). დამატებითი ღირებულების ნაწილი ჯაჭვში რჩება, სხვა ნაწილს ითვისებს

მიმწოდებელი, რომელიც ჯაჭვის გარე მოთამაშეა.

ბიზნეს გარემო/საინვესტიციო კლიმატი

. ბიზნეს გარემო გულისხმობს ფართო სამართლებრივ, მარეგულირებელ და ინფრასტრუქტურულ

გარემოებებს, რომლის პირობებშიც საწარმო მოქმედებს ქვეყანაში. არსებობს პირობები მაკრო დონეზე,

რაც მოიცავს მაკროეკონომიკას და პოლიტიკურ სტაბილურობას, ეფექტიან მმართველობას და

სასამართლო სისტემას, ისევე როგორც კონკრეტულ რეგულაციებს,რ ომლებიც ბიზნესის კეტებისთვის

არის მნშვნელოვანი, მაგალითად: კარგად განსაზღვრული ქონების უფლება (მაგ: მიწა და წყალი)

ბიზნესის რეგისტრაციის და დასაქმების რეგულაციები, ფინანსური ინსტიტუტები, ტრანსპორტის

სიტემა, ადმინისტრაციული პროცედურების ეფექტიანობა. ბიზნეს გარემოს ზოგადი პირობები ბევ ქვე-

სექტორთან მოდის კავშირში, ისევე, როგორც თითეული ღირებულებათა ჯაჭვის კონკრეტულ

პირობებთან.

ბიზნეს კავშირებიღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან

როგორც ჰორიზონტალურად (ერთსა და იმავე დონეზე მყოფი საწარმოები, რომლებიც იმავე ტიპის

აქტივობას ახორციელებენ) ასევე ვერტიკალურად (ნაწარმის მიმწოდებლები და შემსყიდველები).

ვერტიკალური ბიზნესის კავშირები შესაძლოა ეხებოდეს შემთხვევით საბაზრო გაცვლა-გამოცვლას ან

აქტივობების სრულ კოორდინაციას, რომელიც ხელშეკრულებით რეგულირდება (იხილეთ საბაზრო

ურთიერთობები). ჰორიზონტალური ბიზნეს კავშირები მოიცავს არაფორმალურ ქსელებს, ისევე,

როგორც ასოციაციებს და ბიზნესის საწევრო ორგანიზაციებს.

სერტიფიცირება

სერტიფიცირება პროცედურაა, რომლის ფარგლებშიც მესამე მხარე (ცერტიფიკაცის მიმნიჭებელი ან

სერტიფიცირების უწყება) გასცემს წერილობით დასტურს პროდუქტის, პროცესის ანდ მომსახურების

შესაბამისობის შესახებ კონკრეტულ მოთხოვნებთან -სტანდარტთან. სერტიფიკაცის ქონა

პროდუქტისთვის აქტივს წარმოადგენს.

საქონელი

საქონელი მოცულობითი (ბუნებრივ რესურსზე დაფუძნებული) პროდუქტია, რომლითაც

საერთაშორისო ვაჭრობა ხდება, როგორც ნედლეულის ან საბაზისო სამრეწველო გადამუშავების

შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო საქონელი მოიცავს მარცვლეულს (ბრინჯს,

ხორბალს), მწვანე ყავას, პალმის ზეთს, ბამბას და თეთრ შაქარს. საქონლის ღირებულებათა ჯაჭვები

ძირითადად მჭიდროდ ინტეგრირებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა შესაძლოა

კონცენტრირებული იყოს. დამატებითი ღირებულების გაზრდის პირობებში საინტერესო სტრატეგია

ტრადიციული საქონლის დივერსიფიკაციაა მაღალი ღირებულების სახესხვაობებთან (მაგ:

განსაკუტრებული თვისებების მქონე ყავა, ბრინჯი, არომატული კაკაო ან ორგანული ბამბა).

კონკურენტუნარიოანობა (განმსაზღვრელი ფაქტორები და ინდოკატორები)

Page 48: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

48

ეკონომიკის საქმიანობის შედეგები სხვადასხვა ცვლადებზეა დამოკიდებული: მიკრო დონეზე,

კონკურენტუნარიანობა ძლიერი შედარებითი უპირატესობიდან გამომდინარეობს, როგორიცაა

ადგილმდებარეობა, პირველადი რესურსების ხელმისაწვდომობა და მუშახელის ღორებულება, ისევე,

როგორც მსუბუქი პირობებით, როგორიცაა მაგ. სამეწარმეო კომპეტენცია. კონკურენტუნარიანობა ასევე

ღირებულებათა ჯაჭვის ფუნქციაა, ისევე, როგორც მხარდამჭერი უწყებების არსებობა. ჯამში, ბიზნესის

კეთების ხელშემწყობი გარემო განსაზღვრავს ბიზნესის კეთების საბოლოო ღირებულებას.

ერთობლივად რომ ავიღოთ, კონკურენტუნარიანობა გამოიხატება საზმებით, რომელიც მიუთითებს

ტექნიკურ ეფექტიანობაზე და მომგებიანობაზე, როგორც ინოვაციის და ინვესტირების მაჩვენებლები.

ფასილიტატორი/ფასილიტაცია

ფასილიტატორები ინიციატივებია, რომელბიც საჯარო ინტერესებს წარმოადგენენ ეკონომიკურ

განვითარებაში (მაგალითად ღარიბებზე მიმართული ზრდის მიზანი), ის მოიცავს სამტავრობო

პროგრამებს კერძო სექტორის განვიტარებისთის, ისევე როგორც პროექტების განვითარებისთვის,

რომლებიც დაფინანსებულია საერთაშორისო დონორების მიერ. ღირებულებათა ჯაჭვის აქტორების

საპირისპიროდ, მსგავსი პორგრამები და პროექტები საჯაროდ დინანსდება (გადასახადებიდან

მიღებული ფულით). ისინი განცალკევებით დგანან რეგულარული ბიზნეს პროცესებისგან და

იზღუდავენ თავს ჯაწვის გაუმჯობესების სტრატეგიის დროებითი ფასილიტაციისგან. ფასილიტაციის

ტიპირი დავალება მოიცავს ცნობიერების ამაღლება, ფასილიტაციის ერთობლივი სტრატეგიის

ჩამოყალიბება და მოქმედება და დამხმარე აქტივობების კოორდინაცია.

სურსათის უვნებლობა/პროდუქტის უვნებლობა

უვნებლობა ნიშნავს გარემოს ან სხვა ტიპის დაბინძურების არქონას და ტოქსიკური, ქიმიური და/ან

ბიოლოგიური წყაროების არარსებობას, რომლებიც ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევენ.

ბაზარი/საბაზრო ურთიერთობები

ბაზარი მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთკავშირს წარმოადგენს კონკრეტული სახის საქონელსა

და მომსახურებებზე. გაცვლის წესები განსხვავებულია საქონლის მახასიათებლებიდან გამომდინარე.

საბაზრო ურთიერთობების სხვადასხვა ფორმები არსებობს: ძირიტადი სახე, გამყიდველის მიერ

წარმოდგენილი ერთჯერადი ყიდვაა. განვიტარებული ფორმები საბაზრო ურთიერთობის შეკვეთების

ხელშეკრულებას ან რეგულარულ ქვე-კონტრაქტებს გულისხმობს.

პროდუქტი

განსაზღვრული კატეგორია, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, ხელშესახებ პროდუქტს, ისევე როგორც

მომსახურებებს, რომელსაც მომხმარებელი იძენს. ღირებულებათა ჯაჭვი განისაზღვრება პროდუქტით

ან პროდუქთა ჯგუფით, მაგ. პომიდორის ან ახალი ბოსტნეულის ღირებულებათა ჯაჭვი.

პროდუქტიულობა

ნაწარმი ნედლეულის შესაქმნელად გამოყენებული საქონლის/მომსახურების თითეულ ერთეულზე

გაანგარიშებით, მაგ, წარმოებული პროდუქტის რაოდენობა სამუშაო საათზე ან ერთ ჰექტარზე

გაანგარიშებით.

სექტორი/ქვე-სექტორი

ეკონომიკის დაყოფა შესაძლებელია სექტორებად სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. აქ სექტოორი

განიმარტება, როგორც ბაზარზე არსებული პროდუქტის კატეგორიები. მაგ: სოფლის მეურნეობის

პორდუქცია, მეტყევეობა, ტანსაცმლის სექტორი, ტურიზმის სექტორი. თითეული სექტორი მოიცავს

კომპანიებს, რომელბიც შესაბამის ბაზარზე მუშაობენ, ისევე როგორც ბაზრის კონკრეტულ წესებს.

სექტორები შესაძლოა დაიყოს ქვე-სექტორებად, კონკრეტული პროდუქტების ან მომსახურებების

მაზრების მიხედვით; მაგ: მებაღეობა, ტყის არამერქნული პროდუქცია ან ეკოტურიზმი. აღნიშნული

Page 49: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

49

ბაზრების შემდგომ დაყოფას ღირებულებათა ჯაჭვამდე მივყავართ. მიუხედავად ამისა, არ არსებობს

სექტორების, ქვე-სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ზოგადი განმარტებები. პრაქტიკაში,

ტერმინები ხშირად ურთიერთჩანაცვლებადია. ტერმინი სექტორი (ან ეკონომიკის სექტორი) უფრო

ფართო ტერმინია და რამდენიმე ქვე-სექტორს აერთიანებს.

მომსახურებები

მომსახურებები ეკონომიკურ საქონელს წარმოადგენს, რომელიც მომსახურების მიმწოდებლის მიერ

არის შემოტავაზებული კლიენტისთვის. მომსახურებები განსხვავდებიან ფიზიკური პროდუქტისგან,

რადგანაც მომსახურების მიწოდება და მოხმარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

არსებობს მთავარი განსხვავება კერძ მომსახურების მიწოდებასთან კერძ კლიენტებთან ან

საწარმოებთან და საზოგადოებრივი სარგებლის მომსახურებებთან ადამიანთა ჯგუფებისთვის და

დამხმარე მომსახურებებისთვის. კიდევ ერთი კატეგორია წევრობაზე დამწარებული მომსახურებების

მიწოდებაა ორგანიზაციის წევრებისთვის, მაგ: კოოპერატივის, ასოციაციის საბჭოსთვის.

სტანდარტები

სტანდარტები პროდუქტის ხარისხის განსაზღვის და რეგულირების საშუალებას წარმოადგენს იმ

თვისებების დაკონკრეტების ხარჯზე, რომელსაც პროდუქტი ან მისი წარმოების პროცესი უნდა

მოიცავდეს. ეს ეხება როგორც თანდაყოლილ ასევე შეძენილ მახასიათებლებს. ბიზნეს კავშირები

ღირებულებათა ჯაჭვში პროდუქტის უვნებლობის სტანდარტებს უნდა აკონტროლებდნენ, ისევე

როგორც პროდუქტის ხარისხის სტანდარტებს და ეკოლოგიურ და სოციალურ სტანდარტებს. მას

შემდეგ, რაც მოხდება სტანდარტის ჩამოყალიბება და მასზე შეთანხმება, საჭიროა მათი პრაქტიკაში

დანერგვა და შესრულება.ოპერატორებს, რომლებიც ახდენენ სტანდარტის დამკამყოფილებას,

ენიჭებათ სერტიფიკატი. (იხ. სერტიფიცირება).

დამხამრე მომსახურებები/დამხმარე მომსახურებების მიმწოდებლები

საოპერაციო მომსახურებებისგან განსხვავებით, დამხმარე მომსახურებები პირდაპირ არ ახდენენ

ღირებულებათა ჯაჭვის ფუნქციების მხარდაჭერას. დამხმარე მომსახურებები ეხება ზოგად

ინვესტიციებს და მოსამზადებელ საქმიანობებს, რომელიც ღირებულებათა ჯაჭვის ერთდროულად

რამდენიმე წარმომადგენლისთვის არის ხელსაყრელი. დამხმარე მომსახურებები, შესაბამისად,

საემრთო სიკეთეს ქმნიან, რომელიც გაზიარებულია ღირებულებათა ჯაწვის წარმომადგენლებთან.

ტიპიური მაგალითი პროფესიული სტანდარტების დადგენა, სექტორისთვის სპეციფიური

ინფორმაციის მიწოდება, ექსპორტის ერთობლივი მარკეტინგი, ფართოდ გამოყენებადი ტექნიკური

გადაწყვეტების შექმნა ან პოლიტიკური ლობიზმია. დამხმარე მომსახურებები ხშირად ბიზნეს

ასოციაციების, პალატების ან სპეციალური საჯარო ინსტიტუტების მიერ არის მიწოდებული.

მიწოდების ჯაჭვი/მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი

მიწოდების ჯაჭვი ზოგადი ტერმინია, რომელიც ნედლეულის წარმოებისთვის საჭირო

მომსახურებების/მასალების-პროდუქტის სტრუქტურას აღნიშნავს დამატებითი ღირებულებების

აქტივობებში, დაწყებული ნედლეულით და დამთავრებული საბოლოო პროდუქტით. მიწოდების

ჯაჭვის მთავარი კონცეფცია ღირებულების ჯაჭვის მსგავსია. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ

მიწოდების ჯაჭვი ინდივიდუალური მეწარმეების წყაროების თანმიმდევრობას და მარკეტინგის

ფუნქციებს გულისხმობს და აქვ წამყავნი კომპანიები მოიაზრებიან. შესაბამისად, მიწოდების ჯაჭვის

მართვა ბიზნესის მართვის ინსტრუმენტია და არა განვითარების კონცეფცია. ის მეტად

დაკავშირებულია ლოგისტიკასთან, ვიდრე ბაზრის განვითარებასთან.

ღირებულებათა ჯაჭვი (VC)

ღირებულებათა ჯაჭვი არის:

Page 50: 2017enpard.ge/ge/wp-content/uploads/2017/12/სასოფლო... · 7 50-60- კგ-ს, კანადაში კი 40-50 კგ-ს. ასევემ მზარდია

50

-ერთმანეთთან დაკავშირებული ბიზნეს აქტივობების (ფუნქციების) თანმიმდევრობა, კონკრეტული

ნედლეულის შექმისთვის საჭირო მასალების/მომსახურებების მიწოდებიდან დაწყებული

კონკრეტული პროდუქტისთვის, პირველადი წარმოებით, ტრანსფორმაციით, მარკეტინგით და

დამტავრებული კონკრეტული პროდუქტის საბოლოო მიყიდვით მომხმარებლისთვის

(ღირებულებათა ჯაჭვის ფუნქციონალური ხედვა)

- მეწარმეების (ოპერატორების) მიერ აღნიშნული ფუნქციების ფუნქციების შესრულება; მაგ:

კონკრეტული პროდუქტის მწარმოებლები, გადამამუშავებლები, ვაჭრები და დისტრიბუტორები.

წარმოებები ერთმანეთთან დაკავშირებულია სხვადასხვა ბიზნეს ოპერაციებით, რომლის შედეგად

პორდუქტი პირველადი წარმოებიდან მომხმარებლამდე მიდის.

ფუნქციების თანმიმდევრობით და ოპერატორების მიხედვით, ღირებულებათა ჯაჭვი მთელი რიგი

ჯაჭვური კავშირებისგან (საფეხურებისგან) შედგება.

ღირებულებათა ჯაჭვის მართვა

მართვა ეხება ბიზნეს აქტივობების ვერტიკალურ კოორდინაციას ღირებულებათა ჯაჭვში. გერი

გერეფფის ტერმინოლოგიის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია მმაღტველობის სხვადასხვა ფორმების

განსხვავება, რომელთა სორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზრები, მოდულური ღირებულებათა

ჯაჭვები, მუდმივი ურთიერთობები და ვერტიკალური ინტეგრაცია. მიუხედავად იმისა, რომ

მოდულურ ღირებულებათა ჯაჭვში დამოუკიდებელი მიმწოდებელი ქმნის პროდუქციას მყიდველის

დაკვეთის შესაბამისად, მუდმივი ურთიერთობები აღწერს მმართველობის ფორმას, რომლის

ფარგლებშიც მცირე მიმწოდებლები დამოკიდებულნი არიან ბევრად დიდ, წამყვან კომპანიებზე.