შესავალი - ministry of justice of georgia dep/1... · web...

103
აააააააააააააა აააააა აააააააა, ააააააააა ააააააააააა ააააააააააა აააააააააააა სსსსსსსსსსს 2010-2013 სსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს 2014 სსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსს www.justice.gov.ge [email protected] სსსსსსსსს 24ს სსსსსსს, 0114. სსსსსსსსსს (+99532) 240 57 86

Upload: others

Post on 26-Dec-2019

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საქართველოს 2010-2013 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის

შესრულების შეფასების ანგარიში

2014 წელი

სარჩევი

I. შესავალი..............................................................................................................................3კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო[email protected]

გორგასლის 24ა თბილისი, 0114. საქართველო

(+99532) 240 57 86

Page 2: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

II. ანტიკორუფციული პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტები.....................6

III. სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება........................................................8

მიზანი 1. საჯარო სამსახურის მოდერნიზაცია............................................................8

მიზანი 2. სახელმწიფო და ადმინისტრაციული მომსახურების გაუმჯობესება20

მიზანი 3. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დახვეწა.....................................25

მიზანი 4. საჯარო ფინანსების სისტემის რეფორმირება.......................................25

მიზანი 5. საბაჟო და საგადასახადო სისტემის რეფორმირება..........................25

მიზანი 6. კერძო სტრუქტურის კონკურენტიანობის და კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა.....................................................................................................35

მიზანი 7. მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობის რეფორმირება............61

მიზანი 8. კორუფციის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი კოორდინაცია. 71

მიზანი 9. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების და მონიტორინგის დახვეწილი სისტემა..............................................................................................................72

IV. სამომავლო გეგმები...................................................................................................83

დანართი....................................................................................................................................87

I. შესავალი

გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის სისტემისა და კორუფციისაგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად საქართველოში გატარებული მთავრობის კომპლექსური პოლიტიკითა და შესაბამისი ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი.

2

Page 3: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

წარმატებული ანტიკორუფციულ ინიციატივებს შორის აღსანიშნავია იუსტიციის სახლების კონცეფციის განვითარება და სახელმწიფო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ელექტრონული დეკლარაციების სისტემის დანერგვა, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის ღიაობის უზრუნველყოფა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა, საჯარო ფინანსების სისტემის გაუმჯობესება, საბაჟო და საგადასახადო სფეროს განვითარება, საჯარო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის და საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ნდობის გაზრდა.

საერთაშორისო შეფასებები

გატარებული რეფორმების შედეგად, დღეს საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის გამოირჩევა კორუფციის დაბალი მაჩვენებლით. აღნიშნული მიღწევები და ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმატება არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული.

საქართველო 27 ქულით მე-11 ადგილს იკავებს მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის და აღნიშნული მაჩვენებლით ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია.

კორუფციული რისკების ინდექსი ბიზნესისთვის, TRACE International 2014 წლის.1

ბოლო 12 თვის განმავლობაში მოსახლეობის მხოლოდ 4%-ს მოუწია ქრთამის გადახდა.

გლობალური კორუფციის ბარომეტრი 2013, საერთაშორისო გამჭვირვალობა.2

გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციის დონე შემცირდა.3

გლობალური კორუფციის ბარომეტრი 2013, საერთაშორისო გამჭვირვალობა.4

მსოფლიო მასშტაბით საქართველო პირველ ადგილზეა ქონების

რეგისტრაციის, მეორე ადგილზე სამშენებლო ნებართვების გაცემისა და მესამე ადგილზე კრედიტის აღების კუთხით.

1 კორუფციული რისკების ინდექსი ბიზნესისთვის (2014).2 საერთაშორისო გამჭვირვალობა, „გლობალური კორუფციის ბარომეტრი “ (2013).3საერთაშორისო გამჭვირვალობა, გლობალური კორუფციის ბარომეტრი (2013). 4 იქვე.

3

Page 4: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ბიზნესის კეთება 2014, მსოფლიო ბანკი.5

კორუფციის აღქმის ინდექსის შესაბამისად საქართველო 49 ქულით 174 სახელმწიფოს შორის 55-ე ადგილზეა.

კორუფციის აღქმის ინდექსი 2013, საერთაშორისო გამჭვირვალობა.6

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მონაცემებით, საქართველო 99 ქვეყენას შორის 31-ე ადგილს და უკან იტოვებს ნატოსა და ევროკავშირის ისეთ წევრ ქვეყნებს, როგორიცაა, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და ალბანეთი.7

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსი“, 2014

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსის“ თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო პირველ ადგილზეა კორუფციის დაბალი მაჩვენებლით, ხოლო მსოფლიო რეიტინგში ის 24-ე ადგილს იკავებს კორუფციის არარსებობის თვალსაზრისით.8

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსი“, 2014

ინფორმაციის თავისუფლების გლობალური რეიტინგით მაქსიმალური 150 ქულიდან საქართველოს 97 ქულა გააჩნია.

ინფორმაციის თავისუფლების გლობალური რეიტინგი.9

178 სახელმწიფოს შორის ბიზნესის თავისუფლების რეიტინგში საქართველო 21-ე ადგილს „უმეტესად თავისუფალ“ კატეგორიაში იკავებს.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2014.10

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სხვადასხვა სფეროებში კორუფციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, რაც, თავის მხრივ, კორუფციისაგან თავისუფალი, გამჭვირვალე და

5 მსოფლიო ბანკი, „ბიზნესის კეთება 2014“6 საერთაშორისო გამჭვირვალობა, კორუფციის აღქმის ინდექსი. (2013). 7 მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი, „კანონის უზენაესობის ინდექსის“ (2014).8 იქვე.9 ინფორმაციის თავისუფლების უფლების გლობალური რეიტინგი. 10 ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, (2014).

4

Page 5: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნისაკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

II. შეფასების ანგარიშის შესახებ

2010-2013 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიში (შემდგომში „ანგარიში“) აფასებს მთავრობის მუშაობის შედეგად გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროგრესს. ანგარიშში ასახულია სამოქმედო გეგმის შესაბამისი ღონისძიებების შესრულების პროცესი, არსებული მიღწევები და გამოწვევები შემდეგ ცხრა პრიორიტეტთან მიმართებაში:

1. საჯარო სამსახურის მოდერნიზაცია;2. სახელმწიფო და ადმინისტრაციული მომსახურების გაუმჯობესება;3. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დახვეწა;4. საჯარო ფინანსების სისტემის რეფორმირება;5. საბაჟო და საგადასახადო სისტემების დახვეწა;6. კერძო სტრუქტურის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და კორუფციის პრევენციის

ხელშეწყობა;7. მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა;8. კორუფციის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი კოორდინაცია;9. პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მონიტორინგის დახვეწილი სისტემა.

ანგარიშის შემუშავების პროცესი

წინამდებარე ანგარიში მომზადდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს (შემდგომში - სამდივნოს), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ. შეფასებას საფუძვლად დაედო პასუხისმგებელი უწყებებისგან მიღებული ინფორმაცია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი კვლევები და რეკომენდაციები.

ანგარიშის შინაარსი

ანგარიში იწყება საქართველოს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის აღწერით და ეროვნულ დონეზე არსებული საკოორდინაციო მექანიზმის მიმოხილვით.

ანგარიშის ძირითად ნაწილში ასახულია თითოეული პრიორიტეტული მიმართულების მნიშვნელობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, წარმოდგენილია კონკრეტული ღონისძიებების შესრულების პროცესის შეფასება და მიღწეული შედეგები. ასევე ხაზგასმულია ზოგადი მიზნის მიღწევის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.

5

Page 6: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ანგარიშის დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიღებულ მნიშვნელოვან გამოცდილებასა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე წარმოდგენილია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული ხარვეზები როგორც დასახული მიზნების მიღწევის, ისე მათი მონიტორინგის პროცესის კუთხით. ბოლოს, მითითებულია ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე.

საანგარიშო პერიოდი და მეთოდოლოგია

ანგარიში აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიზნით 2010-2013 წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და ასახავს 2013 წლის ბოლოს არსებულ მდგომარეობას.

სამოქმედო გეგმის ცხრა პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, განსაზღვრული ინდიკატორის გათვალისწინებით, შეფასებულია როგორც კონკრეტული ღონისძიების შესრულების პროცესი, ისე განსაზღვრული ზოგადი მიზნების მიღწევის კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები.

შეფასება ეყრდნობა ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ 2010-2013 წლებში სამდივნოს მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშებს, პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებულ დამატებით ინფორმაციას, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა და შეფასებებს.

III. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი

კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - ანტიკორუფციული საბჭო). 2010 წელს ანტიკორუფციული საბჭოს მარეგულირებელი დებულებები აისახა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში.11 2013 წლიდან, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, ანტიკორუფციული საბჭო ანგარიშვალდებული გახდა საქართველოს მთავრობის წინაშე.12

ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციებში შედის ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობის კოორდინაცია, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება და მათი შესრულების მონიტორინგი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგების პროცესის კოორდინაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა. 11 „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 121.12 იქვე.

6

Page 7: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ანტიკორუფციული საბჭოს წევრები არიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.13 საბჭოს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი.

ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში შექმნილია ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საბჭოს წევრ უწყებათა წარმომადგენლები. საბჭოს ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სამდივნო - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი.

ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით 2010 წელს ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შემუშავდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია14 და სტრატეგიის განხორციელების 2010-2013 სამოქმედო გეგმა.15

სამოქმედო გეგმა მოიცავს სტრატეგიით გათვალისწინებულ თემატურ მიმართულებებსა და განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებსა და ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა სტრატეგიით დასახული მიზნების მიღწევისათვის. ამასთანავე, გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს, განხორციელების ვადებსა და ღონისძიებების შესრულების ინდიკატორებს. სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია 14 პასუხისმგებელი უწყება, რომლებიც სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენენ 6 თვეში ერთხელ.

IV. სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება

ანგარიშის წინამდებარე თავი აფასებს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით 2010-2013 წლებში პასუხისმგებელი უწყებების მიერ შესაბამისი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობას, მიღწეულ პროგრესსა და მიუთითებს კონკრეტულ ღონისძიებასთან მიმართებაში არსებულ ხარვეზებზე. გარდა ამისა, ის ასახავს სამოქმედო გეგმის თითოეული მიმართულების არსსა და მის მნიშვნელობას, ასევე პრიორიტეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და იმ პროცესებს, რომელიც მნიშვნელოვანია დასახული მიზნების მიღწევისათვის.

13 საქართველოს მთავრობის დადგენილება N390 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების“ შესახებ.14 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ივნისის N376 ბრძანებულებით „ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ .15 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება N735 ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.

7

Page 8: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

მიზანი 1. საჯარო სამსახურის მოდერნიზაცია

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის შექმნა. ეფექტიანი საჯარო მმართველობა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს კორუფციული გარიგებების რისკის შემცირებასა და საზოგადოებაში საჯარო სამსახურის მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის გამყარებას. ამასთანავე, საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების ვალდებულება საქართველოს ნაკისრი აქვს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებთან როგორიცაა, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN), ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში (ENP).

შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო სამსახურის მოდერნიზაციის მიზნით, ანტიკორუფციული სტრატეგიითა და 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

შედეგი 1. საჯარო სამსახურის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრაქტიკა

ღონისძიება 1.1.1. საანგარიშო პერიოდში საჯარო სამსახურის კოდექსი არ შემუშავებულა.

ღონისძიება 1.1.2. 2010-2013 წლებში სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ საჯარო სამსახურის დახვეწისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მოიცავდა შემდეგს:

- ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის სავალდებულო გამოცხადება საჯარო სამსახურში დასაქმების პორტალზე - www.hr.gov.ge და საჯარო სამსახურში მხოლოდ კონკურსის შედეგად დანიშვნა;16

- კონკურსის გამოცხადებისა და განაცხადის გაკეთების პროცესის გამარტივება (მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისათვის), საკონკურსო ვადების შემცირება;

- დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესაძლებლობის შეზღუდვა;- თანამდებობის პირთა წრის გაფართოება და სხვ.17

16 თანამდებობაზე კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული პირები.17 დამატებით იხილეთ - საჯარო სამსახურის ბიურო, „საჯარო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ქრონოლოგიური პრინციპით - 2004-2012 წწ.“ (2013).

8

Page 9: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

აღნიშნული ცვლილებები დადებითად იქნა შეფასებული OECD-ACN მიერ საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიშში.18 თუმცა, მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა კვლავ უნდა გაგრძელდეს და ისეთი საკითხები, როგორიცაა საჯარო მოხელეთა უფლებები და ვალდებულებები, დისციპლინური პასუხისმგებლობა, შეფასება და დაწინაურება ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული კანონმდებლობით.

გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, 2013 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა საჯარო დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო19 და მოამზადა საჯარო სამსახურის სხვადასხვა მიმართულებებზე შესაბამისი კვლევები.20

ღონისძიება 1.1.3. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პერიოდში საჯარო დაწესებულებების გადასვლა საკონტრაქტო სახელფასო სისტემაზე არ განხორციელებულა.21

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არსებული ანაზღაურების სისტემა არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ერთგვაროვანი საჯარო დაწესებულებებში. ამასთანავე, საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოს, ბონუსებისა და სხვა სახის დანამატების გათვალისწინება არ ეფუძნება რაიმე განსაზღვრულ კრიტერიუმებს და დამოკიდებულია შესაბამისი თანამდებობის პირთა ფართო დისკრეციაზე.22

ღონისძიება 1.1.4.შეფასების პერიოდში საჯარო მოხელეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დახვეწის მიმართულებით ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. არსებული კანონმდებლობა მიუთითებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებზე, თუმცა მასში არ არის განსაზღვრული დისციპლინური წარმოების პროცესი, ვადები, საჯარო მოხელის უფლებები და სხვ. აღნიშნული ასევე არ არის სათანადოდ გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების შინაგანაწესებით.23

18 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.45-49.19საჯარო სამსხურის ბიურო, „საჯარო დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო“, (2013)20 დამატებით იხილეთ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადებული კვლევები. 21 საჯარო სამსახურის ბიუროს თანახმად, გარკვეული სამუშაოები ამ კუთხით გატარდა, თუმცა ღონისძიება არ შესრულდა პოლიტიკური მიმართულებების შეცვლის შედეგად.22 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.51. დამატებით იხილეთ - საჯარო სამსახურის ბიურო, „ანაზღაურების სისტემები საჯარო სამსახურში, შედარებითი ანალიზი“ (2013). 23 დამატებით იხილეთ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), „დისციპლინური პასუხისმგებლობა საჯარო სამსახურში, შედარებითი ანალიზი“ (2013).

9

Page 10: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ღონისძიება 1.1.5. ინფორმაცია პასუხისმგებელ უწყებაში პრესსამსახურის მუშაობის სტანდარტების შემუშავების კუთხით სამდივნოს არ მიუღია.

ღონისძიება 1.1.6. დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემა - www.declaration.gov.ge მოქმედებს 2010 წლიდან. მას შემდეგ სისტემამ არაერთი ცვლილება განიცადა და დღეისათვის ეფექტიანად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონულმა სისტემამ მიიღო გაეროს ჯილდო საჯარო სამსახურის კონკურსზე ნომინაციაში - „კორუფციის პრევენცია და დამარცხება საჯარო სამსახურში“.24 საანგარიშო პერიოდში საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ თანამდებობის პირთა წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება და ელექტრონული დეკლარაციების სისტემაში საჯაროდ გამოქვეყნება ვებგვერდზე.25

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში საჯარო სამსახურის ბიურომ გამართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება, მოამზადა კვლევა და წარადგინა ანტიკორუფციული საბჭოს 2013 წლის 5 ივლისის სხდომაზე.26

ღონისძიება 1.1.7. 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციას დაემატა მე-7 თავი, რომელიც მთლიანად ეთმობა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 იანვრიდან.

შედეგი 2. საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების გაუმჯობესებული მართვა

ღონისძიება 1.2.1.ადამიანური რესურსების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 2012 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ავალდებულებს ყველა სახაზინო დაწესებულებას დანერგოს აღნიშნული პროგრამა.27 საანგარიშო პერიოდისათვის 15 პასუხისმგებელი უწყებიდან ელექტრონული სისტემა დანერგილია მხოლოდ ოთხ უწყებაში.

ღონისძიება 1.2.2.24 დამატებით იხილეთ - <www.unpan.org/unpsa >. 25 დამატებით იხილეთ - საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, მუხლი 2 . 26 დამატებით იხილეთ - საჯარო სამსახურის ბიურო, „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემები, შედარებითი ანალიზი“ (2013). 27 2012 წლის 20 თებერვლის საქართველოს მთავრობის N57 დადგენილება.

10

Page 11: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამოტივაციო და შეფასების სისტემები მხოლოდ რამდენიმე პასუხისმგებელ უწყებებში შემუშავდა. ამასთანავე, არ არის შემუშავებული ერთიანი მიდგომა (სტანდარტები თუ კრიტერიუმები), სამოტივაციო და შეფასების სისტემები განსხვავდება დაწესებულებების მიხედვით და საჭიროებს შემდგომ დახვეწას, ასევე მის სისტემატურ და ეფექტიან გამოყენებას პრაქტიკაში.

ღონისძიება 1.2.3.2013 წლის მდგომარეობით ყველა საჯარო დაწესებულებაში, გარკვეული სახით, არსებობს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საჯარო სამსახურის ბიურომ ჩაატარა საჯარო დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის არაერთი შეხვედრა, ტრენინგი და სემინარი „ცოდნის გაცვლის კამპანიის“ ფარგლებში. კამპანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების განვითარებას, პროფესიული კავშირების დამყარებისა და ადგილობრივი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით. საანგარიშო პერიოდში, საჯარო დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები, ასევე, აქტიურად იკრიბებოდნენ და მუშაობდნენ „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს“ შექმნის მიზნით. თუმცა, საჯარო სექტორში ეფექტიანობისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირებს შორის საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა და პერიოდული შეხვედრების ორგანიზება.

ღონისძიება 1.2.4.სამუშაო აღწერილობების გაწერის კუთხით წინსვლა შეინიშნება. პასუხისმგებელ უწყებათა უმრავლესობაში შემუშავებული და განახლებულია სამუშაო აღწერილობების ფორმები, რაც ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ფუნქციების მკაფიოდ ჩამოყალიბებასა და, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას. საანგარიშო პერიოდისათვის 16 სამინისტროდან 14-ს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს სამუშაო აღწერილობები.

ღონისძიება 1.2.5.2013 წლის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების თანახმად, პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა ერთ პოზიციაზე მხოლოდ ერთჯერადად არის შესაძლებელი. ყველა იმ თანამდებობაზე, რომლებზეც უკვე დანიშნულები არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლები, კონკურსის წესით დანიშვნა უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო თანამდებობის პირთა შემთხვევაში - 2014 წლის 1 ივლისამდე. ამასთანავე, ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის სავალდებულო გამოცხადებისა (www.hr.gov.ge ) და საჯარო სამსახურში მხოლოდ კონკურსის შედეგად დანიშვნის ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. საანგარიშო პერიოდისათვის,

11

Page 12: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ყველა სამინისტროში დასრულებულია 2013 წლამდე დანიშნული დროებით მოვალეობის შემსრულებლების კონკურსის წესით დანიშვნის პროცესი.

ღონისძიება 1.2.6.საანგარიშო პერიოდში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ კორუფციის მაღალი რისკის მქონე საჯარო თანამდებობათა იდენტიფიცირება, მათთვის შერჩევის განსხვავებული პროცედურების დანერგვის მიზნით, არ განხორციელებულა. საჯარო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კონკრეტული თანამდებობებისთვის და კონკურსსაც თავად ატარებენ.

შედეგი 3. საჯარო მოსამსახურეთა ამაღლებული კვალიფიკაცია კორუფციის საკითხებში

ღონისძიება 1.3.1.2012 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავდა ტრენინგ მოდული საჯარო მოხელეთა ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებზე, რომელიც მომზადდა არსებულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით.28 თუმცა, მნიშვნელოვანია მოდულის შემდგომი დახვეწა, მათ შოროს მასში ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა ინფორმაცია ანტიკორუფციული საბჭოს და მისი საქმიანობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებებისა და მათი ფუნქციების, კორუფციული დანაშაულებისა და სხვა დაკავშირებული საკითხების დამატება. ამასთანავე, აღნიშნული მოდულის შემუშავებაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და ტრენინგის მოდულის შესაბამისად საჯარო მოხელეების სისტემატური ტრენინგების ჩატარება.

ამასთანავე, 2013 წელს, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გადამზადდა 3000-მდე საჯარო მოხელე ეთიკის, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის საკითხებში. რაც შეეხება უშუალოდ პასუხისმგებელი უწყებების მიერ ტრენინგების ჩატარებას, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო მოხელეთა ტრენინგები არ ატარებდა სისტემატურ ხასიათს, ხოლო ტრენინგების თემატიკა იყო განსხვავებული საჯარო დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე.

2013 წლის ნოემბერში საჯარო სამსახურის ბიურომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად მუშაობა დაიწყო ეთიკის საკითხებში სახელმძღვანელოსა და ტრენინგის კურიკულუმის შემუშავებაზე. პროცესში ჩართულები არიან საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები. ამასთან, 2014 წლისთვის პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ ფარგლებში დაგეგმილია ტრენერთა გადამზადება და მათ მიერ საჯარო მოხელეთა დატრენინგება ეთიკის საკითხებში.

28 დამატებითი იხილეთ - საჯარო სამსახურის ბიურო, „ტრენინგ მოდული საჯარო მოხელეების ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებზე“ (2012).

12

Page 13: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ღონისძიება 1.3.2.2011 წელს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით შემოსავლების სამსახურის 20 თანამშრომლისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრის ორგანიზება თემაზე: „საგადასახადო აუდიტი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“, ხოლო 2012 წელს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ საბაჟო-საგადასახადო სფეროში შემუშავდა შემდეგი სპეციალური პროგრამები (მონაწილეთა რაოდენობა -272):

- საგადასახადო კანონმდებლობა და პროცედურები; - საბიუჯეტო კოდექსი, კლასიფიკაცია და სახელმწიფო ხაზინის ფუნქციები;- სახელმწიფო ვალის მართვა; - საბიუჯეტო ორგანიზაციების აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემები;- სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება.

კორუფციის პრევენციის კუთხით 2013 წელს ჩატარდა ორი ტრენინგი და ერთი სასწავლო კურსი - „შიდა კონტროლის საფუძვლები“, „შიდა აუდიტის გაძლიერებული კურსი“ და „კორუფციის და თაღლითობის პრევენცია“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 85-მა ადამიანმა.

ღონისძიება 1.3.3.2010-2012 წლებში საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგები შემდეგ თემატიკაზე:

- საგადასახადო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების ტრენინგი;- ვეტერინარული სასაზღვრო – საკარანტინო კონტროლის განხორციელების

წესები; - ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების

წესები;- სახაზინო პროცედურებისა და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული

მომსახურების სისტემის ტრენინგი.

ღონისძიება 1.3.4.2011 წელს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემუშავდა სპეციალური სასწავლო პროგრამა - ,,ეთიკა სახელმწიფო სამსახურში”, ტრენინგში მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია სამდივნოს არ მიუღია.

ღონისძიება 1.3.5.2011 წელს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულის გამოძიება.” ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს დაცვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, გადამზადება გაიარა სულ 25-მა თანამშრომელმა.

საანგარიშო პერიოდში პროკურატურის მუშაკთა გადამზადება იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხებში განხორციელდა პროკურორთა გადამზადების

13

Page 14: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საერთო კურსის და სხვა თემატიკის ტრენინგების ფარგლებში; თუმცა, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცალკე ტრენინგი არ ჩატარებულა.29

ღონისძიება 1.3.6.ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე საჯარო მოხელეთა ტრენინგები და ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთა სამუშაო შეხვედრები სისტემატურ ხასიათს ატარებდა 2010-2012 წლების განმავლობაში. აღნიშნული სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფდა იუსტიციის სამინისტრო აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. გარდა ამისა, 2013 წლის განმავლობაში ინფორმაციის თავისუფლების, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და მრგვალი მაგიდა.30

ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, განსაკუთრებით კი ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავების შემდგომ (იხ. დამატებითი ინფორმაცია, გვ. 16), მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირთა სისტემატური სამუშაო შეხვედრები და ტრენინგი.

შედეგი 4. საჯარო სექტორში საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცულობა

ღონისძიება 1.4.1 საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან თემატური შეხვედრები ინტენსიურ ხასიათს ატარებდა. მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა არ შემოფარგლულა მხოლოდ ანტიკორუფციულ საბჭოში ახალი წევრების დამატებით და საბჭოს საქმიანობით. 2012–2013 წლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, ღია მმართველობის პარტნიორობა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, ელექტრონული დეკლარაციები, პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობა და სხვ.

სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითია ინფორმაციის თავისუფლების რეფორმა. აღნიშნული მოიცავს 2012 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს, მთავრობის 2013 წლის დადგენილებას „ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და

29 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.28.

30 სამუშაო შეხვედრა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თემაზე (2013 წ. 12 ივლისი); შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან (ივლისი, 2013 წ.); მრგვალი მაგიდა - საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა (2013 წ. 18 ივლისი).

14

Page 15: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ “ 31 და მთავრობისათვის წარდგენილ რეკომენდაციებს ინფორმაციის თავისუფლების სფეროს დახვეწისათვის საჭირო აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ.32

ღონისძიება 1.4.2 საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და მთავრობის 2013 წლის 9 ივლისის №775 განკარგულებით33 გათვალისწინებული დავალების შესასრულებლად, 2013 წელს სამოქალაქო და სამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის დანართი მოიცავს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.34 დადგენილება ძალაში შევიდა 2013 წლის 1 სექტემბერს.35

ღონისძიება 1.4.3.საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოების წინაშე პერიოდული ანგარიშების წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ მოწოდებულა.

ღონისძიება 1.5.1.საანგარიშო პერიოდში მამხილებელთა დაცვის თემაზე ტრენინგები არ ჩატარებულა არასაკმარისი ფინანსური რესურსებისა და მამხილებელთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შემუშავება/დახვეწის პროცესში ყოფნის გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმის მოქმედების პერიოდში, კერძოდ 2012 წლის აპრილში, მმართველობის და მენეჯმენტის გაუმჯობესების მხარდაჭერის (SIGMA) და OECD-ACN-ის დახმარებით ჩატარდა სემინარი მამხილებელთა დაცვასთან დაკავშირებით.

ღონისძიება 1.5.2.2013 წელს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში მამხილებელთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის სრულყოფის კუთხით განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი. 2014 წელს იგეგემება პროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

დამატებით ინფორმაცია

საჯარო ინფორმაციის რეფორმა

31საქართველოს მთავრობის N219 დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“.32 დამატებით იხილეთ - <http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/67> 33 „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“ მთავრობის 2013 წლის 9 ივლისის განკარგულება №775.34 „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ 2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილება №219.35 დამატებით იხილეთ - საჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგი (IDFI).

15

Page 16: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული წესით გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება გათვალისწინებულია როგორც ანტიკორუფციული და ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებით, ისე OECD-ACN-ის რეკომენდაციებით.

როგორც ზემოთ აღნიშნა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, 2012-2013 წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის დანართი მოიცავს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.36 დადგენილების ძალაში შესვლის შემდგომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ (მათ შორის, პარლამენტი და სასამართლო ხელისუფლება) უზრუნველყო საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის უდიდესი ნაწილის განთავსება.37

გარდა ამისა, OECD-ACN-ის მესამე რაუნდის მონიტორინგის ანგარიშის რეკომენდაციების, აგრეთვე ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, 2013 წლის ბოლოდან სამდივნოს, კოორდინაციით დაიწყო მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავებაზე. სამდივნოს მიერ შეიქმნა შესაბამისი თემატური სამუშაო ჯგუფები, მომზადდა ჯგუფის სახელმძღვანელო დოკუმენტი და შესაბამისი წყაროების ჩამონათვალი. ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე მუშაობა არასამთავრობო სექტორის ფართო ჩართულობით დაიწყება 2014 წელს.

დასკვნა

2010-2013 წლების განმავლობაში საჯარო სამსახურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. აღსანიშნავია, ელექტრონული დეკლარაციების სისტემის დანერგვა, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, საჯარო სამსახურის დასაქმების პორტალის შექმნა, ასევე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის განსაზღვრა და 36 „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ 2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილება №219.37 დამატებით იხილეთ: <http://opendatablog.wordpress.com/2014/01/09/informaciis_proaqtiuli_gamoqveynebis_gajianurebuli_procesi/>; <http://opendatablog.wordpress.com/2014/01/28/parlamentisa_da_sakonstitucio_sasamartlos_proaqtiuli_gamoqveynebis_axali_standarti/#more-2919>.

16

Page 17: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული წესით გამოქვეყნების პრაქტიკის დანერგვა.

საანგარიშო პერიოდში საჯარო სამსახურის რეფორმირების კუთხით მიღწეული გარკვეული პოზიტიური შედეგების მიუხედავად, კვლავ რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელიც შემდგომ დახვეწასა და განვითარებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს 24 ივლისს საქართველოს მთავრობამ შექმნა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი საკოორდინაციო საბჭო. კონცეფციით განისაზღვრება საჯარო სამსახურის რეფორმის პრიორიტეტები და გამოიკვეთება ამ რეფორმის ძირითადი მიმართულებები. შემდგომ ეტაპზე, შემუშავდება რეფორმის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული რეფორმის იმპლემენტაციისათვის განსაზღვრული ნაბიჯები და პასუხისმგებელი უწყებები.

საჯარო სამსახურის განვითარება დიდ წილად დამოკიდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს როლსა და მის უფლებამოსილებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ უწყების გაძლიერება, რათა მან უზრუნველყოს საჯარო მმართველობის ადმინისტრაციული და საკანონმდელო პოლიტიკის შემდგომი განვითარება და დახვეწა, ეფექტიანი საჯარო მმართველობის პრინციპების დანერგვა და საჯარო სამსახურში პროფესიული და სამართლებრივი სტანდარტების შესრულების მონიტორინგი.38 მნიშვნელოვანია, საჯარო სამსახურის ბიუროს როლის გაზრდა ეთიკის სტანდარტებისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხებში საჯარო მოხელეთა ცნობიერებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.39

აქვე ხაზი უნდა გაესვას საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური კორუფციის ბარომეტრს, რომლის თანახმადაც კითხვაზე - „რამდენად საჭიროა პირადი კონტაქტები სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას“, გამოკითხულთა 38% პასუხობს, რომ ასეთი კონტაქტები „მნიშვნელოვანია“, 15% თვლის, რომ ასეთი კონტაქტები „ძალიან მნიშვნელოვანია“ და მხოლოდ 28% მიიჩნევს, რომ პირადი კონტაქტები „მნიშვნელოვანი არაა“.40 შესაბამისად, ეფექტიანი და მოდერნიზებული საჯარო სამსახურის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია შემუშავდეს საჯარო მოხელეთა შერჩევის, მათი შეფასებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი წესები, რაც ამ პროცესს გამჭვირვალეს და სამართლიანს გახდის. ამასთან, აღნიშნული წესები ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურებისა თუ გათავისუფლების კუთხით შესაბამისი თანამდებობის პირების ფართო დისკრეციის შეზღუდვას.

მნიშვნელოვანია, ასევე საჯარო სექტორში მამხილებელთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა და პრაქტიკაში შესაბამისი მექანიზმების შემუშავება.

38 საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასესება (2011), გვ. 228-229.39 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.47.40 დამატებით იხილეთ - <http://transparency.ge/corruptionbarometer2013>.

17

Page 18: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ყურადღება უნდა დაეთმოს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას, რაც გულისხმობს ტრენინგების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას, მათ შორის ტრენინგების ჩატარებას საჯარო მოხელეთა ეთიკის სტანდარტებსა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. 41

საჯარო უწყებებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, მათ შორის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონების გადასინჯვა, ასევე საჯარო სამსახურის ეთიკის კოდექსის შემუშავება. ყურადღება უნდა დაეთმოს ასევე კორუფციული სამართალდარღვევის მარეგულირებელი ნორმების აღსრულების მექანიზმის შემუშავებას.42 ამასთანავე, მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ისეთი სტანდარტებისა და პრინციპების გათვალისწინება, როგორიცაა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, მიუკერძოებლობა და სხვა.43

ცალკე უნდა აღინიშნოს დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის შემუშავების საჭიროება, ასევე დეკლარაციების, სახელმწიფო შესყიდვებისა და საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზების ერთმანეთთან დაკავშირების მნიშვნელობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კორუფციული რისკების მინიმუმამდე შემცირებას.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად მიზანშეწონილია ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ინფორმაციის ელექტრონული წესით გაცემის სტანდარტების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება.

ამასთანავე, საჯარო სამსახურის რეფორმა და შესაბამისი უწყებების ძალისხმევა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცენტრალურ უწყებებთან თანამშრომლობით, არამედ სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ადგილობრივ თვითმმართველობებს და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.

მიზანი 2. სახელმწიფო და ადმინისტრაციული მომსახურების გაუმჯობესება

სახელმწიფო და ადმინისტრაციული სტრუქტურების მომსახურების მაღალი სტანდარტის მიღწევა ანტიკორუფციული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. არაეფექტიანი მომსახურება, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქაოტური პროცესები და ბიუროკრატიული ბარიერები კორუფციული გარიგებებისა და საზოგადოების 41 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 45.42 იქვე, გვ. 45.43 იქვე, გვ. 45.

18

Page 19: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

მხრიდან უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდის წინაპირობაა. ამასთან, გამჭვირვალე და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის სისტემის შექმნა შესაძლებელია სერვისების მიწოდების პოლიტიკის დახვეწის, პროცესების გამარტივების, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და გაწეული სერვისების მუდმივი მონიტორინგის გზით.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო და ადმინისტრაციული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ანტიკორუფციული სტრატეგიის და 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

შედეგი 2.1. რეფორმირებული/მოდერნიზებული სახელმწიფო და ადმინისტრაციული სისტემა

ღონისძიება 2.1.1. მომსახურების სფეროების იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელ უწყებად სამოქმედო გეგმაში მითითებულია სერვისის გამწევი შესაბამისი საჯარო დაწესებულებები, თუმცა კონკრეტულად რომელი უწყებები იგულისხმება ამ დაწესებულებებში არ არის აღნიშნული.

ფინანსთა სამინისტროს მიერ სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქსელის გაფართოება: შეიქმნა რეგიონალური ოფისები, ადგილობრივ დონეზე ხელმისაწვდომი გახდა მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა სერვისების მიღება/კონსულტაცია. ამასთან, არსებული რეფორმის გატარებით გამარტივდა რეგიონალურ დონეზე სახელმწიფო მოძრავი ქონების მიღება-რეალიზაციის პროცესი. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 2010 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო მოძრავი ქონების ერთიანი საწარმოს რესურსების დაგეგმვის სისტემა (ERP), რომელიც სახელმწიფო მოძრავი ქონების განკარგვის ყველა ეტაპის კონტროლსა და გამჭვირვალე პროცესებს უზრუნველყოფს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ თბილისის იუსტიციის სახლში გაიხსნა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი - ფრონტ ოფისი და სააგენტოში ფუნქციონირება დაიწყო მომხმარებელთა საინფორმაციო ცენტრმა.

მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა „E“ ბლოკის შენობა, სადაც ერთად იქნა განთავსებული სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშნების, რეგისტრაციის მოწმობებისა და მართვის მოწმობების დამზადებისა და გაცემის მომსახურება. შსს-ს მიერ შეიქმნა აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სამინისტროს ძირითადი სერვისებით სარგებლობა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჯარიმების გადახდა მობილური ტელეფონით, 112–ზე მოკლე ტექსტური შეტყობინების

19

Page 20: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

გაგზავნა, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ვირტუალურად ჩაბარება, სამინისტროს სიახლეების გაცნობა და სხვ.

ღონისძიება 2.1.2. „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია - www.psh.gov.ge შეიქმნა 2010 წელს. ღია სივრცე, ლოდინისათვის განკუთვნილი კომფორტული გარემო, კომპეტენტური და მეგობრული მომსახურე პერსონალი, პროფესიონალურად და მოკლე დროში გაწეული მომსახურებით ქმნის იუსტიციის სახლების კონცეფციის მთავარ მახასიათებლებს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 12 იუსტიციის სახლი.44

იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 300-ზე მეტი სახის სერვისს სთავაზობს და დღეში 18 000-მდე  მომხმარებელს ემსახურება. 2012-2013 წლებში იუსტიციის სახლები მოემსახურნენ 5, 004, 053 მომხმარებელს საშუალოდ 5 წუთიანი მოლოდინის პერიოდითა და 6-7 წუთიანი მომსახურების ხანგრძლივობით.45

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს იუსტიციის სახლის კონცეფციამ მიიღოს გაეროს ჯილდო საჯარო სამსახურის კონკურსზე ნომინაციაში - „საჯარო სერვისების მომსახურების გაუმჯობესება“.46

ღონისძიება 2.1.3. 2012 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფრონტ ოფისში დაინერგა საჯარო რეესტრისა და ბანკის სერვისი, ასევე შეიქმნა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. სამინისტროს საინფორმაციო სამსახური მოქალაქეებს აწვდის შესაბამის ინფორმაციას სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე, ასევე უწევს მათ კონსულტაციას.

ღონისძიება 2.1.4. საანგარიშო პერიოდში სერვისის გამწევი საჯარო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია ძირითადად იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც გატარდა და ტარდება მომსახურების სტანდარტის მონიტორინგის მიზნით, რაც მოიცავს თანამშრომელთა გადამზადებას, მომსახურების სტანდარტების შემუშავებასა და მონიტორინგის მექანიზმების შექმნას.

რაც შეეხება მომხმარებლის კმაყოფილების მუდმივი კვლევის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებსა და მათ შედეგებს, ინფორმაცია უწყებათა მცირე ნაწილს აქვს წარმოდგენილი. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2012 წელს ბათუმის, რუსთავის და ქუთაისის იუსტიციის სახლებში ჩატარდა მომხმარებელთა

44 დამატებით იხილეთ - <http://psh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=476>. 45 “ღია მმართველობის პარტნიორობა, საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიში“.46 დამატებით იხილეთ - <www.unpan.org/unpsa >.

20

Page 21: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

კმაყოფილების ხარისხის კვლევა,47 ასევე საქართველოს პროკურატურის (მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი), შინაგან საქმეთა სამინისტროს (მომსახურების სააგენტო) და ფინანსთა სამინისტროს (მომსახურების სააგენტო, შემოსავლების სამსახური) მიერ ჩატარდა მომხმარებლის კმაყოფილების კვლევები სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით; თუმცა ინფორმაცია მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის.48

ღონისძიება 2.1.5. საანგარიშო პერიოდში მომსახურების მიმღები პირების შენიშვნებისა და წინადადებების მიღების მექანიზმების შემუშავების კუთხით, სერვისის გამწევი შესაბამისი საჯარო დაწესებულებების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აღნიშნული მოიცავს ცხელ ხაზს, ელექტრონული რესურსების გამოყენებით შეტყობინებების დატოვებას, საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრების შექმნას და სხვ.

თუმცა მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ მექანიზმების არსებობა, არამედ მიღებულ შენიშვნებსა და წინადადებებზე შესაბამისი რეაგირება და მომხმარებლის ინფორმირება აღნიშნულთან მიმართებაში. საანგარიშო პერიოდში, სერვისის გამწევი შესაბამისი საჯარო დაწესებულებების მისამართით დაფიქსირებულ შენიშვნებსა და წინადადებებზე რეაგირების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ წარმოდგენილა.

ღონისძიება 2.1.6. საანგარიშო პერიოდში სერვისების მიწოდების დახვეწის მიზნით ტრენინგების ჩატარების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია იუსტიციის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ. 2010 წლიდან იუსტიციის სახლებში გადამზადება და ტრენინგ კურსები ტარდებოდა ეტაპობრივად, შესაბამისი ტრენინგ მოდულის საშუალებით, რომელიც შედგება ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების, სტრეს-მენეჯმენტისა და კონფლიქტების მართვის მოდულისაგან. 2010 წლიდან იუსტიციის სახლების ყველა მოქმედი და ახალი თანამშრომლის გადამზადება მიმდინარეობს ყოველწლიურად, როგორც ეფექტურ კომუნიკაციასა და სტრესის მართვაში, ასევე კომპეტენციაში და ამას სისტემატური ხასიათი აქვს ყოველწლიურად.

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2011 წელს შემოსავლების სამსახურის 293-მა თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი ეფექტური მომსახურების სტანდარტებში. ასევე შემუშავდა ეფექტური მომსახურებისა და კომუნიკაციის სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისად გადამზადდა საგამოძიებო სამსახურის 55 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 47 კვლევის საზომ ერთეულად გამოყენებულ იქნა საერთაშორისოდ აღიარებული TRI*M ინდექსი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რუსთავის იუსტიციის სახლის TRI*M ინდექსი შეადგენს 120 ქულას, ბათუმის 113, ხოლო ქუთაისი კი 89. შესაბამისად, იუსტიციის სახლის საშუალო TRI*M ინდექსი საბოლოო ჯამში შეადგენს - 107, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში საბანკო და საჯარო სექტორის ტოპ-ათეულის ინდექსებს.48 კვლევები ჩატარდა ძირითადად ანონიმური გამოკითხვისა და ,,მისტიური მომხმარებლის” მეთოდის გამოყენებით.

21

Page 22: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ორგანიზებული სასწავლო კურსი თემებზე - „კომუნიკაცია, კონტაქტის დამყარება და განვითარება“ ეტაპობრივად გაიარა 3004-მა მსმენელმა.

შედეგი 2.2. ზედამხედველობის სამსახურის გაუმჯობესებული მუშაობა

ღონისძიება 2.2.1 ღონისძიებაზე პასუხისმგებელ უწყებად სამოქმედო გეგმაში მითითებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო; ინფორმაცია არ მოწოდებულა.

დასკვნა

საანგარიშო პერიოდში პასუხისმგებელი უწყებების მიერ გაუმჯობესებულმა სახელმწიფო მომსახურების ხარისხმა განაპირობა სახელმწიფო და ადმინისტრაციული მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმის წარმატება. მომსახურების ხარისხის გაზრდა შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითა და მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებით.

სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, სახელმწიფო და ადმინისტრაციული მომსახურების გაუმჯობესება სამ ძირითად შედეგში უნდა ასახულიყო: პირველი, მოდერნიზებული და გამარტივებული სახელმწიფო და ადმინისტრაციული მომსახურების სისტემის შექმნა; მეორე, მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესებული მუშაობა და მესამე, მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხის გაზრდა.

უნდა ითქვას, რომ 2010-2013 წლებში მოდერნიზებული სახელმწიფო მომსახურების სისტემის მისაღებად მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა, ამაზე მეტყველებს ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 12 იუსტიციის სახლი, სერვისების გამწევი სხვა დაწესებულებების ფარგლებში „ერთი სარკმლის“ პრინციპის დანერგვა, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებისა და ფრონტ-ოფისების შექმნა, მომსახურების სტანდარტების დახვეწა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება. ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კვლევის შესაბამისად, ოფიციალური დოკუმენტების გაცემით საქართველო პირველ ადგილს იკავებდა და მოქალაქეების 92% კმაყოფილია აღნიშნული პროცედურებით.49 მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსოფლიო მასშტაბით საქართველო პირველ ადგილზეა ქონების რეგისტრაციის, მესამე ადგილზე სამშენებლო ნებართვების გაცემისა და მეხუთე ადგილზე ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით.50

სახელმწიფო მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით, არსებული მიღწევების შენარჩუნების პარალელურად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა კმაყოფილების შესწავლა, არსებული ინფორმაციის სისტემატური დამუშავება და არსებული პრობლემებისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება. ასევე, მიზანშეწონილია პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მეტი ყურადღება და რესურსი 49 „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში“. (2010).50 მსოფლიო ბამკი, „ბიზნესის კეთება 2015“.

22

Page 23: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

დაეთმოს მომხმარებლის მხრიდან მიღებული შენიშვნების გაანალიზებას, მათზე შესაბამის რეაგირებასა და მიღებული ზომების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებას.

ამასთანავე, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონულ ან მუნიციპალურ დონეზე საჯარო და კერძო სექტორის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხარისხის გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას არსებული სერვისებისა და მექანიზმების თაობაზე.

მიზანი 3. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დახვეწა

სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დახვეწა მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც დაცული იქნება სამართლიანობის, არადისკრიმინაციული მიდგომის, გამჭვირვალობის, ჯანსაღი კონკურენციისა და გადაწყვეტილების ობიექტურობის პრინციპები.

ამასთან, მნიშვნელოვანია სისტემის დახვეწის პროცესში გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების (OECD-ACN, GRECO, TI) რეკომენდაციები და სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკა. ხაზი უნდა გაესვას ასევე, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმა, რაც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.51

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო პროცესის დახვეწის მიზნით, ანტიკორუფციული სტრატეგიითა და 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

შედეგი 3.1. გამარტივებული და ელექტრონიზებული სახელმწიფო შესყიდვები

ღონისძიება 3.1.1. შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა - www. procurement.gov.ge სტაბილურად ფუნქციონირებს 2010 წლის 1 დეკემბრიდან. აღნიშნული სისტემის ეფექტურობაზე, მეტყველებს ისიც, რომ 2012 წელს გაეროს საჯარო სამსახურის კონკურსზე ნომინაციაში - „კორუფციის პრევენცია და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ - შესყიდვების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ იქნა აღიარებული.52 51 კონკურენციასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, 2013 წლის საქმიანობის ანგარიში (2013) გვ. 33.52 დამატებით იხილეთ - <www.unpan.org/unpsa >.

23

Page 24: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მონაწილეთა საშუალო რაოდენობა ერთ ტენდერში იყო 1.75, ხოლო 2013 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით აღნიშნული ციფრი 2.04-ს შეადგენდა. ამასთან, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სახელმწიფო სახსრების ეკონომიამ შეადგინა 539 650 440 ლარი, რაც სავარაუდო ღირებულების 12.4%-ია.

ამასთანავე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, „ელექტრონული შესყიდვების ოფიციალური სისტემა, რომელიც სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და გამჭვირვალე მოდელს წარმოადგენს“.53

ღონისძიება 3.1.2.სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა ხდება შესყიდვების ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით, რაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილი სახელმწიფო სახსრების ხარჯვის პრაქტიკულად სრული ანალიზის საშუალებას იძლევა.

2011 წლის 10 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის შესაბამისად, დაინერგა და სტაბილურად ხდება სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმებისა და განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების წარდგენა ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით.54 აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია როგორც სისტემაში რეგისტრირების, ასევე Facebook-ის საშუალებით ავტორიზაციის შედეგად. აღნიშნული საშუალებებით 2013 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა ასევე გამარტივებული შესყიდვის, კონკურსისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გაფორმებული ყველა ხელშეკრულება (სულ 459 177).

ღონისძიება 3.1.3.შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაუმჯობესებისა და სრულყოფის მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა.55 კანონს დაემატა მთელი რიგი ნორმები, რომლებიც გამიზნულია პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა თუ სირთულეების აღმოფხვრისკენ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან კიდევ უფრო მიახლოებისკენ. როგორც OECD-ACN-ს საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული, კანონმდებლობა მეტწილად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების დახვეწა, როგორიცაა კანონმდებლობის მოქმედების ფარგლები, ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისა და გასაჩივრების ვადები.56

53 დამატებით იხილეთ - <http://transparency.ge/post/report/sakartvelos-shesqidvebis-elektronuli-sistema>.54 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების“ შესახებ 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება.55„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი (2005).

24

Page 25: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ღონისძიება 3.1.4.შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმწოდებლებისათვის მათი ინტერესის სფეროს შესაბამისი ტენდერის გამოცხადებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინერგა 2011 წლიდან.57

2012 წლიდან ამუშავდა შიდა სისტემური კითხვა/პასუხის მოდული, რომლის მეშვეობითაც მიმწოდებლებს შეუძლიათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო გამოცხადებული ტენდერის თაობაზე და მიიღონ პასუხები შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციისაგან. მნიშვნელოვანია, რომ შემსყიდველ ორგანიზაციებს კანონი ავალდებულებს სისტემის მეშვეობით წარდგენილ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის. საანგარიშო პერიოდისათვის დასმულია 4 252-ზე მეტი შეკითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემა სავალდებულოა. გარდა ამისა, 2013 წლიდან სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლები (როგორც შემსყიდველი ორგანიზაციები, ისე მიმწოდებლები) შიდა შეტყობინებებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისის მეშვეობით იღებენ ინფორმაციას მათ ტენდერებში განხორციელებული ცვლილებების ტენდერებში დასმული შეკითხვებისა და მათზე პასუხების გაცემის, ტენდერში მიღებული დისკვალიფიკაციის, აგრეთვე ტენდერში მიმწოდებლის ან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტის ატვირთვის შესახებ.

ღონისძიება 3.1.5. 2010 წლიდან სისტემის მეშვეობით წარმატებით დაინერგა სატენდერო წინადადებისა და მათი უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის საფასურის ელექტრონულად გადახდის სისტემა. 2011 წლიდან გადახდები შესაძლებელია განხორციელდეს 2 კომერციული ბანკის მეშვეობით, მომხმარებლის არჩევანით. საანგარიშო პერიოდისათვის ელექტრონულად წარდგენილია 108 588 გარანტია 134 129 038 ლარზე.

შედეგი 3.2. შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვა

ღონისძიება 3.2.1. 2010 წლის ბოლომდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შექმნა საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში შესყიდვების ელექტრონული სისტემის პილოტირებისათვის შესაბამისი პირობები. საანგარიშო პერიოდში სამინისტროებმა სისტემის მეშვეობით იუსტიციის სამინისტრომ – 408, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ – 1 636 ტენდერი ჩაატარა.

ღონისძიება 3.2.2.

56 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.63-65.  დამატებით იხილეთ - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა“ (2013) გვ. 43-45.57 შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილია 10 მილიონამდე შეტყობინება.

25

Page 26: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, შესყიდვების ელექტრონული სისტემისათვის საჭირო IT ინფრასტრუქტურის შეძენა მოხდა მსოფლიო ბანკის „Public Sector Financial Management Reform Support“ პროექტის დახმარებით. ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობით თანადაფინანსებით შეძენილ იქნა ბიზნეს ანალიტიკის მოდულის (BI) ლიცენზია. შედეგად, სააგენტოს ეძლევა საშუალება, ნებისმიერი ფორმით მოიძიოს შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის დეტალურად გაანალიზების მიზნით. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, IT ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მიზნით, სისტემის განვითარებისა და მონაცემთა ბაზის სწრაფი ტემპით ზრდის გამო აუცილებელი გახდება დამატებითი ინვესტიციის განხორციელება.

ღონისძიება 3.2.3.საანგარიშო პერიოდისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ტრენინგ-ცენტრების მიერ ტრენინგი ჩაუტარდა შესყიდვების ელექტრონული სისტემის 1000-მდე მომხმარებელს.58 დამატებით, სააგენტო მუდმივად ახორციელებდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამის აქტივობებს, კერძოდ: გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, მათ შორის შიდა ქართლის შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის GIZ-ის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი ელექტრონული შესყიდვების სისტემის და კანონმდებლობის გაცნობის მიზნით; ასევე ტრენინგები ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის შემსყიდველ ორგანიზაციებს. სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თანამშრომლობს SIGMA-სთან, რომლის ფარგლებშიც 2013 წელს ჩატარდა რამდენიმე სემინარი. ასევე, მომზადდა სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო,59 რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ელექტრონული სისტემის გამოყენების ინსტრუქცია შესაბამისი ილუსტრაციებით. სახელმძღვანელო პერიოდულად ახლდება სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად. დამატებით მომზადდა ვიდეო გაკვეთილების მოდული,60 რომელსაც სისტემატურად ემატება კონკრეტული მოქმედების ამსახველი ვიდეო გაკვეთილი.

ღონისძიება 3.2.4. საანგარიშო პერიოდისათვის არ მომხდარა შემსყიდველი ორგანიზაციების შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომლების სერტიფიცირება და ატესტაცია. სააგენტოს აღნიშნული ღონისძიების შესრულება დაგეგმილია 2014-2015 წლებისათვის დონორების ტექნიკური და მატერიალური დახმარების საფუძველზე.

ღონისძიება 3.2.5.

58სააგენტოს მიერ გაფორმდა მემორანდუმი ექვს ტრენინგ ცენტრთან; დამატებით იხილეთ - <http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=10&info_id=191>.59სახელმძღვანელოები ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე <http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8&info_id=303>. და <http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=8&info_id=473>.60 დამატებით იხილეთ ვიდეოგაკვეთილების მოდული .

26

Page 27: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

სააგენტოსა და ტრენინგ-ცენტრების მიერ ტრენინგი ჩაუტარდა სისტემის 1000-მდე მომხმარებელს. გარდა ამისა, მომზადდა და შესყიდვების ელექტრონული სისტემის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა არაერთი რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესყიდვების ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო.61

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სააგენტოს არაერთი პრეს-კონფერენცია და პრეზენტაცია გაიმართა. მომზადდა პრეს-რელიზები, სააგენტოს ვებგვერდზე პერიოდულად ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაციის განთავსება, მოეწყო საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუები. გამართული ღონისძიებების შედეგად სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვი საანგარიშო პერიოდისათვის 19 619-ს შეადგენს, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის უნიკალურ მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოს 136-მდე ქვეყნიდან ყოველდღიურად 7 190-ს აჭარბებს, ხოლო მომხმარებელთა საერთო ვიზიტების რაოდენობამ სისტემის არსებობის პერიოდში 5 490 036-ს მიაღწია. თუმცა, ორგანიზაციების უფრო ფართო წრისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით მიზანშეწონილია უფრო ფართო ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარება.62

შედეგი 3.3. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და პრეტენდენტების ობიექტური შეფასების სისტემა

ღონისძიება 3.3.1. 2010 წელს ძალაში შევიდა სააგენტოს თავმჯდომარის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“,63 რითაც აღიარებულ იქნა ევროკავშირის EC No213/2008 დირექტივით გათვალისწინებული შესყიდვების ერთიანი კლასიფიკატორი (Common Procurement Vocabulary – CPV), რომელიც ადგენს სახელმწიფო შესყიდვის ობიექტების აღწერის ერთიან სისტემას და მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის ობიექტის აღწერისას გამოყენებული მითითებების სტანდარტიზაციას.64 საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით ასევე გამოიყენებოდა ერთი დამატებითი კოდი - CPV 999, რომელიც იმ ტენდერებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა კლასიფიკაცია სხვა კოდების ქვეშ ვერ ხერხდება. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული კოდი რეგულარულ კოდებს არ განეკუთვნება, მიმწოდებელმა შეიძლება არაფერი იცოდეს მის ქვეშ გამოცხადებულ ტენდერებზე, რაც ზრდის კორუფციის საფრთხეს.65 სახელმწიფო

61 შესყიდვების ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო. 62 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (25 სექტემბერი, 2013) გვ. 70.63 სააგენტოს თავმჯდომარის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“64 შესყიდვების ერთიანი კლასიფიკატორი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე <http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8&info_id=199>.65 საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა“ (2013) გვ. 34. იხილეთ ასევე „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (25 სექტემბერი, 2013) გვ. 65

27

Page 28: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კოდის გამოყენების აუცილებლობა გამოიწვია შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირების გაუმჯობესების აუცილებლობამ. ვინაიდან ცალკეულ შემთხვევებში არსებული კლასიფიკატორების ქვეშ ვერ ხერხდებოდა ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება.

ღონისძიება 3.3.2. 2010 წელს შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველი საბჭო, რომელშიც უზრუნველყოფილია არასამთავრობო ორგანიზაციების პარიტეტული მონაწილეობა.66 2011 წლიდან საბჭოში საჩივრის წარდგენა და საბჭოს მუშაობა ელექტრონულ ფორმატში იქნა გადაყვანილი, ხოლო 2013 წლიდან კი დავების განხილვის საბჭოს მოდული სრულად ავტომატიზებული გახდა, რაც გულისხმობს, რომ დავების განხილვის საბჭოს მოდული გენერირებულია სისტემასთან და საჩივრის წარდგენისას თითქმის ყველა ველი ავტომატურად ივსება სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე. საანგარიშო პერიოდისათვის საბჭოში წარმოდგენილია 538 საჩივარი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლოში გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ 4% (24 გადაწყვეტილება). ამასთან, განხილვის პროცედურა და საბჭოს გადაწყვეტილებები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის დავების განხილვის საბჭოს ელექტრონული მოდულის მეშვეობით.67 დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანობაზე მეტყველებს წარდგენილი საჩივრების მზარდი მაჩვენებელიც, კერძოდ, 2011 წელს საბჭოში წარდგენილ იქნა 68 საჩივარი, 2012 წელს – 128, ხოლო 2013 წელს – 393 საჩივარი.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ OECD-ACN-ს შეფასების მესამე რაუნდის ანგარიშის თანახმად, საჩივრის განხილვაში სააგენტოს პირდაპირი ჩართულობა გავლენას ახდენს საჩივრის განმხილველი საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხზე.68 ამასთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებათა გამონაკლისები69, რომლებიც არ საჩივრდება, OECD-ACN-ს ანგარიშის მიხედვით არ არის შესაბამისობაში აღიარებულ სტანდარტებთან (მაგ. 2011 წლის UNCITRAL Model Procurement Law).70 ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობა გაანალიზდა ორი დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე USAID მხარდაჭერით, კერძოდ, დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკის

66 2010 წლის 30 ნოემბერს სააგენტოს თავმჯდომარის №11 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ" . 67 დამატებით იხილეთ - <https://tenders.procurement.gov.ge/dispute/>.68 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013) გვ. 63, 72.69 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით „გასაჩივრებას არ ექვემდებარება ქმედება, თუ პრეტენზია ეხება: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 70 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 66.

28

Page 29: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ანალიზი71 და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს პროცესებისა და პროცედურების შესწავლა და კომუნიკაციის ფუნქციის გაძლიერება72. არცერთ დამოუკიდებელ დასკვნას არ გამოუვლენია პრობლემად დავების განხილვის საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხი. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ DCFTA-ს ფარგლებში სააგენტო 2014 წელს გეგმავს ევროკავშირის შესაბამის შესყიდვების კანონმდებლობასთან საკანონმდებლო დაახლოების ყოვლისმომცველი სახელმძღვანელოს შემუშავებას, SIGMA-ს ტექნიკური მხარდაჭერით, რომელიც ასევე მოიცავს დავების განხილვის ევროკავშირის შესაბამის 2 დირექტივასთან დაახლოებისა და დავების განხილვის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

შედეგი 3.4. რესტრუქტურიზებული/მოდერნიზებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

ღონისძიება 3.4.1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლების სამუშაოს აღწერილობების შემუშავება და ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა დასრულებულია და მორგებულია სააგენტოს წინაშე შესყიდვების ელექტრონული სისტემის ამოქმედების შედეგად დასმულ ახალ ამოცანებსა და ფუნქციებზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოცხადებული ტენდერების რიცხვი წინა წლებთან შედარებით მინიმუმ ათჯერ გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან იგეგმება სააგენტოს რეორგანიზაცია, კერძოდ სააგენტოს გამოეყოფა კონკურენციის რეგულირების ფუნქცია, შესაბამისად იგეგმება ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება ახალ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ღონისძიება 3.4.2.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა 2012 წლიდან დაინერგა. ამ მომენტისთვის სისტემის მეშვეობით მიღებული და გაგზავნილია 14 822 წერილი.

ღონისძიება 3.4.3. 2011 წლიდან სააგენტოში შეიქმნა ელექტრონული არქივი, რომლის საშუალებით სააგენტოს თანამშრომლებისთვის შესაძლებელია დასკანერებული დოკუმენტების მოძიება სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.73 თუმცა, არ მომხდარა სააგენტოში დაცული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულად

71 დამატებით იხილე - გზამკვლევი სახელმწიფო შესყიდვების სამართალში 72 დამატებით იხილეთ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს პროცესებისა და პროცედურების შესწავლა და კომუნიკაციის ფუნქციის გაძლიერება 73 ელექტრონულ არქივში მოცულია 2008-2009 წლების სატენდერო დოკუმენტაცია და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები.

29

Page 30: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

დაარქივება. 2011 წლის განმავლობაში დასკანერდა მხოლოდ 2.2 მილიონი ფურცელი.74 სააგენტოს ინფორმაციით დანარჩენი დოკუმენტაციის (3 მილიონი ფურცელი)75 ელექტრონულ ფორმატში გადაყვანისა და ელექტრონული არქივის შექმნისათვის საჭიროა დონორთა დაფინანსება.

შედეგი 3.5. სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო რეგულირებისა და პოლიტიკის დახვეწა

ღონისძიება 3.5.1. 2013 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ორგანიზებით მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრატეგიული გეგმა.76 დოკუმენტი ასახავს სააგენტოს ხედვას, მისიას, სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს, რაც დაეხმარება სააგენტოს ამოცანების ეფექტიანად, გეგმაზომიერად და სისტემატიზებულად შესრულებაში.

ღონისძიება 3.5.2.საანგარიშო პერიოდში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მიზნით შემუშავებულ და დამტკიცებულ იქნა 30-ზე მეტი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.77

ღონისძიება 3.5.3. პრაქტიკის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საანგარიშო პერიოდისათვის სააგენტოს თანამშრომლებისათვის განხორციელდა ათამდე ტრენინგი და სემინარი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების მონაწილეობით. სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით მსგავსი სასწავლო ვიზიტების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებისათვის საჭიროა დონორების მხარდაჭერა.

შედეგი 3.6. ელექტრონული ვაჭრობის (e-commerce) დანერგვა

ღონისძიება 3.6.1./3.6.2./3.6.3. საანგარიშო პერიოდში სააგენტოს მიერ არ შემუშავებულა ელექტრონული კატალოგები (e-catalogue), ელექტრონული შეკვეთების სისტემა (e-ordering) და ელექტრონული ფაქტურების (e-invoicing) სისტემა. ელექტრონული ფაქტურების სისტემა შემუშავდა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ. აღნიშნული ღონისძიებების იმპლემენტაციის მიზნით შესყიდვების სააგენტოს ესაჭიროება დონორების მხრიდან ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერა.

დასკვნა

74 ელექტრონული ტენდერი SPA100000001 <https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=1707.75 2007 და 2010 წლების დოკუმენტაცია.76 სტრატეგიული გეგმა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე <http://procurement.gov.ge/files/_data/geo/strategic_plan/CSPA-Strategic_Plan_Final.pdf> 77 დამატებით იხილეთ - <http://procurement.gov.ge/index.php?sec_id=38&lang_id=GEO >; ასევე ინგლისურ ენაზე <http://procurement.gov.ge/index.php?sec_id=38&lang_id=ENG >.

30

Page 31: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა ამ სფეროში სახელმწიფოთა პრაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და ის წარმატებულად იქნა შეფასებული როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ.78 გამარტივდა და გამჭვირვალე გახდა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა, დაიხვეწა კანონმდებლობა, გაუმჯობესდა შესყიდვების ელექტრონული სისტემის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი, მოხდა ელექტრონული სისტემის მომხმარებელთა ტრენინგი და გამოიცა სისტემის მომხმარებელთათვის სახელმძღვანელოები სხვადასხვა ენებზე.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების წარმატებულად განხორციელების მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, დავების განხილვის მექანიზმის განვითარება, შავ სიაში ორგანიზაციის შეყვანის კრიტერიუმების გადახედვა და სხვ.

კანონმდებლობის დახვეწა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სახელმწიფო შესყიდვები, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი არ ფარავს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებს, კომუნალურ სექტორს (ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვები) და საწარმოებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანო (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოები, რომლებიც წარმოადგენენ მონოპოლიას ან აკონტროლებენ სახელმწიფოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან რესურსებს). აღნიშნულ შემთხვევებში ევროკავშირის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით შესყიდვები უნდა წესრიგდებოდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით.79 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიშის და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 2012 წელს გამარტივებული შესყიდვებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების რაოდენობამ მილიარდ ლარს გადააჭარბა და შესყიდვების ღირებულების მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების 45% შეადგინა.80 თუმცა, 2013 წელს გამარტივებული შესყიდვების ხვედრითმა წილმა სახელმწიფო შესყიდვებში იკლო და შეადგინა სახელმწიფო შესყიდვების 39% (შესყიდვების ღირებულების მიხედვით).

78 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.63.79 დამატებით იხილეთ „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 64-65. ასევე იხილეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა“ (2013) გვ. 43-45.80 არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე (2013).

31

Page 32: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

კანონმდებლობის ხარვეზების გამოსწორების მიზნით ასევე მნიშვნელოვანია გაუქმდეს პრეზიდენტისა და მთავრობის თანხმობის საფუძველზე ტენდერების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ არსებული ნორმა, რომელიც ხელს უწყობს ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით ტენდერის ჩატარებას.81

მნიშვნელოვანია ასევე დავების განხილვის მექანიზმის დახვეწა და მისი მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. OECD-ACN-ს შეფასების მესამე რაუნდის ანგარიშის თანახმად, მიზანშეწონილია, დავების განხილვის პროცესში სააგენტოს როლის შეზღუდვა და ჩარევის შესაძლებლობის შემცირება. მაგალითად, სააგენტოს მოსაზრებები დავების განმხილველი საბჭოსთვის შესაძლოა იყოს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის.82 ამასთანავე, რეკომენდებულია დავების განმხილველი საბჭოს წევრთა პროფესიონალიზმის გაძლიერება გაზრდილ საჩივართა რაოდენობის ეფექტიანად განხილვის უზრუნველყოფის მიზნით.83 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოსაზრებით, ანაზღაურების გარეშე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოყენება საკმაოდ მოცულობით სამუშაოზე ცვლილებას საჭიროებს.84

პრობლემატურია ასევე ორგანიზაციების შავ სიაში შეყვანის მექანიზმი. რეკომენდებულია სხვადასხვა დარღვევისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნეს შავ სიაში ორგანიზაციის შეყვანის სხვადასხვა ხანგრძლივობის განსაზღვრა. გარდა ამისა, მიზანშეწონილია, რომ ყოველ შემთხვევაზე ორგანიზაციის მიმართ გაცემული იქნეს შესაბამისი მითითებები. ამასთან, ორგანიზაციებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ გაასაჩივრონ მათი შავ სიაში შეყვანის საკითხი. მნიშვნელოვანია, სააგენტომ აქცენტი გააკეთოს არამხოლოდ ორგანიზაციაზე, არამედ ასევე მის მენეჯმენტზე ამ უკანასკნელთა მიერ სხვა კომპანიის სახელით ტენდერში მონაწილეობის არიდების მიზნით.85

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემსყიდველი ორგანიზაციების შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომლების სერტიფიცირებასა და ატესტაციას. ასევე, მნიშვნელოვანია მათი ცოდნის ამაღლება, რათა გაუმჯობესდეს ტექნიკური მოთხოვნების/წინადადებების მომზადების ფორმები და შესყიდვების დაგეგმვა.86

81 მთავრობისა და პრეზიდენტის თანხმობით განხორციელებული ტენდერები, არ შედიან ერთიან ელექტრონულ სისტემაში აქედან გამომდინარე, აღნიშნული ხარჯები თავისუფლება საჯაროობისა და კონკურენციის პირობების დაცვისგან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა“ (2013) გვ. 8.82 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 68.83 იქვე, გვ. 69.84 საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა“ (2013) გვ. 50.85 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 71. დამატებით იხილეთ - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა“ (2013) გვ. 10-11.86 PMC Group, Analysis of the State Procurement Policy of Georgia"- Presentation of ongoing research

32

Page 33: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ამასთან, შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს არამხოლოდ ფასზე (საქონლის, მომსახურების, სამუშაოს), არამედ ხარისხზე. ამ კუთხით, მისასალმებელია შესყიდვების სააგენტოს ახალი ინიციატივა, რომელიც ორ ეტაპიანი ელექტრონული ტენდერის შექმნას გულისხმობს და მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის კრიტერიუმს.87 გარდა ამისა, მიზანშეწონილი იქნება მოხდეს ყველაზე ხშირად შესყიდული საქონლის/ მომსახურების სტანდარტიზაცია.88

მიზანი 4. საჯარო ფინანსების სისტემის რეფორმირება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში პრიორიტეტულია საჯარო ფინანსების მენეჯმენტის გამჭვირვალე სისტემის უზრუნველყოფა, ასევე ხარჯვის კონტროლისა და ეფექტიანობის სისტემის შექმნა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ფინანსების რეფორმირების მიზნით, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

შედეგი 4.1. ფინანსური მართვის გაუმჯობესებული მენეჯმენტი

ღონისძიება 4.1.1.საანგარიშო პერიოდში „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ძირეულად შეიცვალა სამსახურის მანდატი, კომპეტენცია და უფლებამოსილება.89 ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებები ეყრდნობოდა აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებულ საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISSAI Framework). გარდა ამისა, 2012 წელს საქართველოს კონტროლის პალატას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) წევრი ინსტიტუტების 95%, რომლებიც ვესტმინსტერულ მოდელს მიეკუთვნებიან, სწორედ ამ სახელწოდებებს იყენებენ.90

ღონისძიება 4.1.2. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ასახულ იქნა დამოუკიდებლობის ყველა პრინციპი, რომელიც გათვალისწინებულია უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) 2007 წლის

87 საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა“ (2013) გვ. 9.88 PMC Group, Analysis of the State Procurement Policy of Georgia"- Presentation of ongoing research 89 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (2008). 90 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიში (2012), გვ. 7.

33

Page 34: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

მეხიკოს დეკლარაციით, მათ შორის, უზრუნველყოფილ იქნა აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის, აუდიტის ვადების განსაზღვრის თვალსაზრისით და სხვა.91 თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის შესაბამისად „აუდიტის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და ორგანიზაციულ  საქმიანობას, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურებს ამოწმებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია“92 უარყოფითად იქნა შეფასებული OECD-ACN-ს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიშში. 93

ღონისძიება 4.1.3.

INTOSAI-ს მიერ შემუშავებული აუდიტის სტანდარტები მოიცავს 4 ნაწილს, ესენია: ძირითადი პრინციპები, ზოგადი სტანდარტები, საველე სამუშაოები და ანგარიშგების სტანდარტები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით შეიმუშავა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის სახელმძღვანელო.94

ღონისძიება 4.1.4.2012 წელს აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცდა ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს აუდიტორთა და აუდიტის პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის განკუთვნილ მეთოდურ ინსტრუქციას, აუდიტის პროცესისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ხარისხის უზრუნველსაყოფად.95

სამსახურის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, საუკეთესო პრაქტიკით აღიარებული აუდიტორული მიდგომების დანერგვისა და თანმიმდევრული გამოყენების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ხელმძღვანელობს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტით (ISQC 1, ISSAI 40, ISSAI 1220). ხარისხის კონტროლი აუდიტის მიმდინარეობისას (Hot Review) იძლევა საბოლოო აუდიტის ანგარიშის გამოცემამდე მისი გაუმჯობესების შესაძლებლობას; ხოლო ხარისხის უზრუნველყოფა დასრულებული აუდიტის შეფასებით (Cold Review) იძლევა აუდიტის მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობლემების განზოგადებისა და მეთოდოლოგიის სრულყოფის შესაძლებლობას. ბოლო სამი წლის მანძილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ

91 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 59.92 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ (2008), მუხლი 35.93 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 59.94 დამატებით იხილეთ - ფინანსური აუდიტის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანება N141/42. 95 დამატებით იხილეთ - <http://sao.ge/audit/quality-assurance > .

34

Page 35: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

განხორციელდა 303 გარე აუდიტი 54 საბიუჯეტო დაწესებულებაში, ხოლო 14 ანგარიში გადაეგზავნათ სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის.96

ღონისძიება 4.1.5.2012 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფუძნდა სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“, რომელიც წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში მომუშავე აუდიტორთა სერტიფიცირება, ასევე საჯარო აუდიტის პროფესიული სწავლება და აღნიშნულ სფეროში განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამები.97

საჯარო აუდიტის სფეროში მომუშავე აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით დამტკიცებული სერტიფიცირების წესის და პირობების შესაბამისად, 2013 წელს ჩატარდა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების გაწევის მსურველ პირთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი. სასწავლო პროგრამა მოიცავდა ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტს და შესაბამის სამართლებრივ საკითხებს.98 32-მა პირმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკატო გამოცდა და მიიღო აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი.

ღონისძიება 4.1.6.საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგები და სემინარები, მათ შორის:

ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის სასწავლო კურსი (SAI); ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიის სასწავლო კურსი: ტრენინგები აკადემიურ წერასა და ეფექტიან კომუნიკაციაში; სახაზინო

პროცედურების თემატიკაში; პროექტების მართვაში; პროგრამულ ბიუჯეტირებაში; პროგრამების შეფასებაში (ISET);

პროფესიულ ეთიკის სწავლების კურსი; ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის ერთთვიანი სწავლება და სხვ.

უწყების შიდა სასწავლო პროგრამების გარდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და სემინარებში, მათ შორის:

აშშ-ს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (GAO) მიერ ორგანიზებულ ოთხთვიანი საერთაშორისო სასწავლო პროგრამა;

სტაჟირების პროგრამა ევროპის აუდიტორთა სასამართლოში (ECA):96 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 60.97 დამატებით იხილეთ - http://sao.ge/lepl-pai/lepl-pai-certification. 98 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №1321 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"; ფინანსთა მინისტრის №364 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ"

35

Page 36: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

სემინარების კურსი „ეფექტიანი მმართველობა, რისკების მართვა და შიდა აუდიტი“;

ICISA-ს (International Center for Information Systems and Audit) ორგანიზებით გამართული ერთთვიანი სასწავლო კურსი და სხვ.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ჩატარებული ტრენინგების მრავალფეროვნებისა, ტრენინგები ძირითადად ხორციელდებოდა დონორი ორგანიზაციების (USAID, GAO, GIZ, GIPA და სხვ.) მხარდაჭერით. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დანერგვის ღონისძიებათა ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ჩატარებული ტრენინგები არ არის საკმარისი შიდა აუდიტის ერთეულების მიერ ეფექტიანი და სრულფასოვანი აუდიტის ჩატარებისათვის.99

ღონისძიება 4.1.7.საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის ფარგლებში ხაზინის ელექტრონული გადახდების მოდული სრულად ამოქმედდა 2011 წლიდან. აღნიშნულს წინ უძღოდა საკანონმდებლო ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში, რომელმაც ელექტრონული დოკუმენტები გაათანაბრა მატერიალურ დოკუმენტებთან, ასევე ფუნქციონალური ანალიტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაოები, სისტემის ტესტირებისა და სისტემის მომხმარებელთა ტრენინგები. შემდგომ ეტაპზე ხაზინის ელექტრონული მომსახურების მოდული ინტეგრირებული იქნა ისეთ მოდულებთან, როგორებიცაა: ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა; სახელმწიფო შესყიდვები; ვალების და დახმარების მართვა; შრომითი რესურსების მართვა, გადასახადების აღრიცხვა, საბანკო ანგარიშსწორების სისტემა. შედეგად საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპი მოექცა საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემაში, რომლის მეშვეობითაც საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციები ხორციელდება მარტივად და გამჭვირვალედ დროის რეალურ რეჟიმში.

საჯარო ფინანსების მართვის უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე სტანდარტების მისაღწევად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად მონაწილეობს საჯარო ფინანსების ელექტრონული მართვის სისტემის (ePFMS) პროექტის განხორციელებაში.100 PFMS და მისი შემადგენელი თითოეული კომპონენტი ვითარდება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ფინანსთა სამინისტროსა და ქვეყნის ფინანსური განვითარების მოთხოვნების შესაბამისად. PFMS-ის ფარგლებში, სახელმწიფო ხაზინასა და ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ყველა ორგანიზაციას შორის ფინანსური დოკუმენტაციის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება ონლაინ რეჟიმში.

99 სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დანერგვის ღონისძიებათა ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, (22 აპრილი, 2013) http://sao.ge/files/auditi/efeqtianobis-angarishi/shida-kontroli.pdf ასევე, „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 59.100 ამ დიდი სისტემის შემადგენელი კომპონენტებია: (i) eTreasury - სახელწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა; (ii) eBudget - ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა; (iii) eDMS – სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემა; (iv) eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა.

36

Page 37: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

4.2. ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვა

ღონისძიება 4.2.1.უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ აღიარებული ეთიკის სტანდარტების შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2010 წელს დაამტკიცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი.101 კოდექსი წარმოადგენს ზოგადი პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ქცევის წესს.

ღონისძიება 4.2.2.სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს, საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვანი აუდიტის შედეგებს, ასევე ბიუჯეტის შესრულება/ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ მოხსენებებს/დასკვნებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია პარლამენტის ფარგლებში შექმნილი შესაბამისი კომიტეტის წინაშე დასვას აუდიტის შედეგების განხილვის საკითხი, რაც „გაცემული რეკომენდაციების შესრულების სისტემის“ (Follow-up System) ჩამოყალიბების მიზანს ემსახურება. თუმცა, როგორც ზევით აღინიშნა (იხ. ღონისძიება 4.1.2), პარლამენტის მხრიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაში ჩარევის შესაძლებლობა უარყოფითად იქნა შეფასებული OECD-ACN-ს მიერ.102

საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საანგარიშო პერიოდში გამართა შეხვედრები არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან უწყების საქმიანობის ძირითადი პრინციპების, მიმდინარე რეფორმისა და მიღწევების გასაცნობად. ასევე, გაიმართა ღია კარის დღე ყოველწლიური დეკლარაციის ფორმების საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად. სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა დიპლომატიურ კორპუსთან. სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულია აუდიტის ანგარიშები, შემუშავებული სტანდარტები, ფინანსური მონიტორინგის შედეგები და სხვ.103

საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, 2012 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორგანიზება გაუწია სამუშაო შეხვედრებს სამთავრობო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლებთან, რომლებიც მიზნად ისახავდა მის მიერ აუდიტის ობიექტებთან თანამშრომლობისა და ფართო საზოგადოებასთან წვდომის გაუმჯობესებას.104 ამავე მიზნით 2012 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ტრენინგი მედიის წარმომადგენელთათვის.

ღონისძიება 4.2.3.

101 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის ბრძანება N65/37. 102 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 61.103 დამატებით იხილეთ - http://sao.ge/. 104 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში.

37

Page 38: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შექმნილია პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების დროულ ინფორმირებას ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით.105 ამასთანავე, განახლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომუნიკაციის სტრატეგია და დამტკიცდა წლიური სამუშაო გეგმა.

ღონისძიება 4.2.4.სტუდენტთათვის სათანადო პროფესიული ცოდნის მისაწოდებლად და ახალგაზრდა პერსპექტიული სპეციალისტების რესურსის უწყებაში მოსაზიდად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა უმაღლეს სასწავლებლებთან და შეიმუშავა შესაბამისი სასწავლო კურსი.106

2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (IFAC) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში მომუშავე აუდიტორთა სერტიფიცირების სისტემის სრულყოფა და საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში მომუშავე აუდიტორთა ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავება.

საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ინფორმაცია აუდიტორულ საქმიანობაში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოყენების შესახებ მოწოდებულ არ იქნა.

შედეგი 4.3. საქართველოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა

ღონისძიება 4.3.1.ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტის ჩატარება დაიწყო 2011 წლიდან.107 აღნიშნული მეთოდოლოგია შემუშავდა ისეთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, როგორიცაა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტები (ISSAI 1000-2999), უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ეთიკის კოდექსი, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS) და სხვ.108 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის სახელმძღვანელო დადებითად შეფასდა

105 2010-2013 წლების განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამართა 40-მდე ბრიფინგი. 2009-2013 წლების განმავლობაში მედიაში (ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი და რადიო) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაცია გაშუქდა 10 000-მდე შემთხვევაში.106 ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკ. წერეთლის უნივერსიტეტი, თელავის ი.გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი.107 ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2010 წლის 27 სექტემბრის N141/42 ბრძანებით.

38

Page 39: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის მსოფლიო ბანკის პროექტის შესრულების მიმოხილვის ანგარიშის (PSFMRSP) ფარგლებში.109

ღონისძიება 4.3.2. 2011 წელს, საჯარო აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI 3000–3100) გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა და დაამტკიცა ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო და გადამზადდა 40 აუდიტორი.110 2012 წლის განმავლობაში ჩატარდა სამი ეფექტიანობის აუდიტი: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დანერგვა საჯარო სექტორში, შიდსის პრევენციის პროგრამა და ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები.111

შედეგი 4.4. საერთაშორისო გამოცდილებისა და სანიმუშო პრაქტიკის შესაბამისი აუდიტის მეთოდოლოგია

ღონისძიება 4.4.1სახელმწიფო აუდიტის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციებთან: INTOSAI, EUROSAI და ASSOSAI. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური INTOSAI-ში ის წარმოდგენილია ორ კომიტეტში, ორ ქვეკომიტეტს და ორ სამუშაო ჯგუფში.112 უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) ჩარჩოებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაწევრიანებულია EUROSAI-ს მიერ შექმნილ პირველ და მეორე სამუშაო ჯგუფებში და ასევე წარმოადგენს გარემოს აუდიტის სამუშაო ჯგუფის წევრს. უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აზიის ორგანიზაციაში (ASOSAI) სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩართულია გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. სამსახურს აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს ასევე GIZ-თან.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად იყო ჩართული უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ შეხვედრებსა და კონფერენციებში, აღნიშნული მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიცაა:

- INTOSAI-ს შიდა კონტროლის ქვეკომიტეტის შეხვედრა;- INTOSAI-ს გლობალური ფინანსური კრიზისის ქვეკომიტეტის შეხვედრა;

108 სახელმძღვანელო მომზადდა შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით: აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტები (ISSAI 1000-2999), უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ეთიკის კოდექსი, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები.109 დამატებით იხილეთ - „Georgia - Public Sector Financial Management Reform Support Project“ (2012).110 ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2010 წლის 27 დეკემბერი N192/42 ბრძანებით.111 დამატებით იხილეთ - http://sao.ge/audit/audit-reports/performance-audit. 112 პროფესიული სტანდარტების კომიტეტში საქართველო გაწევრიანებულია ორ ქვეკომიტეტში - შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტში და შიდა კონტროლის სტანდარტების ქვეკომიტეტში; ცოდნის გაზიარების კომიტეტში საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოდგენილია - გარემოს აუდიტის სამუშაო ჯგუფსა და პროგრამის შეფასების სამუშაო ჯგუფში.

39

Page 40: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

- INTOSAI-ს შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა;- ASOSAI-ს მე-12 გენერალური ასამბლეა;- ევროკომისიის ინიციატივით შიდა აუდიტორთა ყოველწლიური კონფერენცია და

სხვ.

ღონისძიება 4.4.2.არსებული გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამშრომლობდა არაერთ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოსა და პროფესიულ ორგანიზაციასთან. ორმხრივი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ისეთ ორგანოებთან როგორიცაა, შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი, ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისი, ბულგარეთის ეროვნული აუდიტის სამსახური, აშშ-ის სამთავრობო საანგარიშგებო სამსახური, ყირგიზეთის რესპუბლიკის საანგარიშო პალატასა და მოლდოვის რესპუბლიკის საანგარიშო სასამართლო. საანგარიშო პერიოდში გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი, გაიმართა არაერთი სამუშაო ვიზიტი და შეხვედრა პარტნიორ უწყებებთან.

შესაბამისად, საკმაოდ ფართო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა, ერთი მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკისა და, მეორე მხრივ, საქართველოს გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს უწყობს საჯარო ფინანსებისა და აუდიტის სფეროში რეფორმის წარმატებას.

შედეგი 4.5. ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, ბიუჯეტის გადასახდელების გამჭირვალობისა და ეფექტიანობის ზრდა

ღონისძიება 4.5.1.პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგია შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით 2012 წელს.113 მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით საქართველოს 2012 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მუშავდება მთლიანად პროგრამული ბიუჯეტის ფორმატში სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ პროგრამული ბიუჯეტის ფორმატში ბიუჯეტის პროექტი მომზადება პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობდა 2012 წელს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტი 2013 წლიდან ასევე მზადდება პროგრამული ბიუჯეტის ფორმატში.

ღონისძიება 4.5.2.საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის დახვეწის კუთხით არაერთი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მოდულების განახლება და გამარტივება, სისტემის (E-Budget)

113 პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება № 385 (2011 წლის 8 ივლისი).

40

Page 41: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

დაკავშირება სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემასთან (E-treasury), მომუშავეთა რაოდენობის ცვლილების ცნობების შექმნის მექანიზმის შემუშავება, დონორების კლასიფიკაცია, ბაზების სტრუქტურის ანალიზი, ოპტიმიზაცია და სხვ. ამასთანავე, შემუშავდა ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის ახალი ვერსია.

დამატებითი ინფორმაცია

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი საანგარიშო პერიოდში შიდა აუდიტის სუბიექტები ჩამოყალიბდა 29 სახელმწიფო ერთეულში: ყველა სამინისტროში, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამინისტროებში, ქალაქ თბილისის მერიასა და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში.

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სრულფასოვანი და ეფექტიანი დანერგვისათვის ძირითად რგოლს წარმოადგენს ჰარმონიზაციის ცენტრი, რომლის მთავარი ფუნქციაა შიდა აუდიტის სუბიექტების კოორდინაცია, მათი სინქრონიზებულად ფუნქციონირება, შიდა აუდიტის განვითარების პროცესის ხელშეწყობა და მონიტორინგი. ამასთან, ჰარმონიზაციის ცენტრი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორთა ცოდნისა და უნარების გაღრმავების და მათი უწყვეტი პროფესიონალური განვითარების მხრივ, სხვადასხვა სწავლებებისა და ტრენინგ-კურსების ორგანიზებაზე.

შიდა აუდიტის სუბიექტების ფუნქციონირების სრულყოფის და მეთოდოლოგიური ბაზის გაძლიერების მიზნით, 2012 წელს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ გადაისინჯა შემდეგი მეთოდოლოგიური დოკუმენტები:

- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1014 განკარგულება - შიდა აუდიტის მეთოდოლოგია;

- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N 1013 განკარგულება - შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპები;

- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1847 განკარგულება - შიდა აუდიტის სტანდარტები;

- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1836 განკარგულება - შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი.

ასევე, ჰარმონიზაციის ცენტრმა შეიმუშავა შიდა აუდიტის ერთიანი მეთოდოლოგია; შიდა აუდიტორული ანგარიშის მომზადების შესახებ ინსტრუქციები, ასევე შიდა აუდიტის წლიური ანგარიშის, შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების ერთიანი ფორმები.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ განხორციელდა საჭიროებათა ანალიზი და შედეგად შემუშავდა ტრენინგების სტრატეგია; ხოლო 2012-2013 წლებში ჩატარდა შესაბამისი ტრენინგები/კურსები და გადამზადდნენ შიდა აუდიტის ერთეულების თანამშრომლები (მაგ. 2012 წელს გადამზადდა 70 თანამშრომელი).

41

Page 42: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

დასკვნა

საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ბაზა, შემუშავდა ფინანსური, შესაბამისობის აუდიტისა და ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელოები და დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი. ამასთან, მოხდა აუდიტორული საქმიანობის სისტემატიზაცია და სტანდარტიზაცია, დაინერგა სასერტიფიკატო პროგრამა და პერიოდულად, თუმცა არა სისტემატიზებულად, ხორციელდებოდა აუდიტორთა ტრენინგი. გარდა ამისა, ბიუჯეტის დაგეგმვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შემუშავდა მუშაობის ელექტრონული სისტემები (E-budget-ის ახალი ვერსია) და E-Treasury. ამასთან, დაიხვეწა პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგია და გაიზარდა მხარჯავი დაწესებულებების როლი ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და ანგარიშგების პროცესში.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გაძლიერდა შიდა კონტროლის მექანიზმები, ჩამოყალიბდა შიდა აუდიტის ერთეულები, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ მომზადდა შიდა აუდიტის ერთიანი მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორული ანგარიშის მომზადების შესახებ ინსტრუქციები, ასევე შიდა აუდიტის წლიური ანგარიშის, შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების ერთიანი ფორმები. ამასთან, გაიზარდა თანამშრომლობის ხარისხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო/რეგიონული გაერთიანებებსა და ეროვნულ აუდიტორულ ორგანოებთან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფის მიზნით მნიშვნელოვანია განვითარდეს თვითშეფასების მექანიზმი. ასევე, მიუხედევად იმისა, რომ მოხდა სასერტიფიკატო პროგრამის დანერგვა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ტრენინგის მხოლოდ ერთი ეტაპი და სერტიფიცირებულ იქნა მხოლოდ 32 აუდიტორი. მიზანშეწონილია, მოხდეს ყველა აუდიტორის სერტიფიცირება და შესაბამისად გაიზარდოს პროგრამის ინტენსივობა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული ტრენინგები და სხვა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები საკმაოდ ინტენსიური იყო, მათი აქტივობა მეტწილად დამოკიდებული იყო დონორთა მხარდაჭერაზე.

სახელმწიფო სექტორში ფინანსური მართვის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა. შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას ასევე ყველა საჯარო უწყებაში შიდა აუდიტის ერთეულის დანერგვის და მისი გაძლიერების აუცილებლობას, შიდა კონტროლის სისტემის სრულყოფასა და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ფინანსური მართვისა და კონტროლის შესახებ ნაწილის პრაქტიკაში სათანადო იმპლემენტაციას.114 ამასთან, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ფინანსური

114 საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება (2011), გვ. 229.

42

Page 43: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შიდა აუდიტის საკითხებზე თანამშრომელთა ტრენინგი.

გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი პროგრამული ბიუჯეტირების სრულყოფის მიზნით. არსებული გამოცდილებისა და საერთაშორისო დონორთა დახმარებით გაგრძელდება მეთოდოლოგიის დახვეწა და შესაძლოა ცვლილებების მომზადდება საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვისა და მისი ანგარიშგების წარმოების პროცესში მხარჯავი დაწესებულებების პასუხისმგებლობის გაძლიერების მიმართულებით. ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მოდულების დახვეწა, სისტემის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქცევის მიზნით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ელექტრონული მართვის სისტემების და შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების დანერგვა. 115

მიზანი 5. საბაჟო და საგადასახადო სისტემის რეფორმირება

კორუფციული თვალსაზრისით, საბაჟო-საგადასახადო სფერო მნიშვნელოვანი რისკის ზონაა, ამიტომაც საბაჟო და საგადასახადო სისტემები იმგვარად უნდა დახვეწოს და ინსტიტუციურად ჩამოყალიბდეს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კორუფციული გარიგებების შესაძლებლობა. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სწორედ საგადასახადო და საბაჟო სისტემების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებით, დისკრეციის დაბალი ხარისხის უზრუნველყოფით და შესაბამისი პროცესების ელექტრონიზაციით.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საბაჟო და საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიზნით, ანტიკორუფციული სტრატეგიითა და 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

შედეგი 5.1. ინტერპრეტაციისა და დისკრეციის დაბალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო ინსტიტუტების მუშაობის წარმმართველი

რეგულირების მკაცრი ჩამოყალიბება

ღონისძიება 5.1.1. საანგარიშო პერიოდში, „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დაინერგა სიტუაციური სახელმძღვანელოები ე.წ „მანუალები“. ამასთანავე, 2013 წელს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიქმნა საქართველოს

115 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიში (2012), გვ, 7-8.

43

Page 44: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საგადასახადო კოდექსის განმარტებებისა და სიტუაციური სახელმძღვანელოების განმხილველი  საკოორდინაციო საბჭო.116 2013 წლის მონაცემებით მოქმედია 368  სიტუაციური სახელმძღვანელო.

ღონისძიება 5.1.2.2011 წლის მონაცემებით საანგარიშო პერიოდში შემოსავლების სამსახურის მიერ ერთგვაროვანი ადმინისტრირებისა და საგადასახადო პროცედურების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის შემუშავდა და დამტკიცდა ექვსი პროცედურული სახელმძღვანელო, ასევე 2012 წელს დამტკიცდა 2 პროცედურული სახელმძღვანელო, საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლისთვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების პროცედურებთან დაკავშირებით.

საანგარიშო პერიოდში შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული და გამოცემულია ექვსი პროცედურული სახელმძღვანელო, 2013 წელს ერთგვაროვანი ადმინისტრირებისა და საგადასახადო პროცედურების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის შემუშავდა და დამტკიცდა 2 პროცედურული სახელმძღვანელო, საზღვაო და სარკინიგზო საბაჟო გამშვები პუნქტების პროცედურებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 2013 წელს შემუშავებულ იქნა „სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“,117 ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადდა საგადასახადო შემოწმების თემატური და ადმინისტრაციული პროცედურების საკონტროლო ცხრილების (Lead sheet) სტრუქტურის, მისი შედგენისა და გამოყენების წესი.

შედეგი 5.2. კორუფციული რისკების იდენტიფიცირების თვალსაზრისით საბაჟო და საგადასახადო სისტემების მოხელეთა ამაღლებული კვალიფიკაცია

ღონისძიება 5.2.1. საანგარიშო პერიოდში ფინანსთა სამინისტროს ფარგლებში რისკების ანალიზთან, ორმაგ და საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი ტრენინგი. ამასთან, 2013 წლის საბაჟო და საგადასახადო საკითხებზე ჩატარდა 30-ზე მეტი ტრენინგი. გარდა ამისა, საერთაშორისო დაბეგვრის, გარიგების შეფასებისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საკითხები ჩართული იყო ასევე „საგადასახადო კანონმდებლობის და პროცედურების“ კურსში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ განხორციელდა 2012 წელს.

შედეგი 5.3. დანერგილი ელექტრონული მომსახურება, ელექტრონიზებული შიდა პროცესები

ღონისძიება 5.3.1.

116 „საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებებისა და სიტუაციური სახელმძღვანელოების განმხილველი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 12 მარტის ბრძანება N 9887.117 სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 11 აპრილის #14823 ბრძანება.

44

Page 45: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა საგადასახადო ანგარიშფაქტურების ელექტონულად გამოწერისა და წარდგენის მექანიზმის შემუშავება. დაიხვეწა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სისტემა, გამარტივდა ინტერფეისი; დაემატა გადასახადის გადამხდელთა სამუშაო პროცესში მოსახერხებელი სერვისები. განხორციელდა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებისა და ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშფაქტურის დაკავშირება. შესაბამისად, გადამხდელთა პორტალის www.rs.ge საშუალებით ყველა ტიპის დეკლარაცია არის ხელმისაწვდომი და ანგარიშფაქტურების 95%-ს გამოწერა და წარდგენა ხორციელდება ელექტრონულ ფორმატში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ www.rs.ge ვებ–გვერდის საშუალებით შესაძლებელია დეკლარირების და გადახდების განხორციელება, ანგარიშფაქტურების და ზედნადებების გამოწერა, განცხადებების გაგზავნა, საჩივრის ელექტრონულად წარდგენა, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული მდგომარეობის, მათ შორის დეკლარირებული/დამატებით დარიცხული და გადახდილი გადასახადის/სანქციის შესახებ ინფორმაციის მიღება და სხვ.

ღონისძიება 5.3.2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონულად წარდგენის მექანიზმის შემუშავება. საგადასახადო ორგანოში ყველა სახის დეკლარაციის, გარდა სალიკვიდაციო მოგებისა და ქონების გადასახადების წლიური დეკლარაციების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად. გადამხდელთა პორტალის www.rs.ge საშუალებით ყველა ტიპის დეკლარაცია არის ხელმისაწვდომი ელექტრონულ ფორმატში.

ღონისძიება 5.3.3. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა საჩივრების და დავების აღრიცხვის ერთიანი მოდული, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება სხვადასხვა რაიონული ცენტრებიდან და სერვის ცენტრებიდან განხორციელდეს საჩივრების რეგისტრაცია. ამ ეტაპზე დავების დეპარტამენტის ადგილობრივი ოფისები გახსნილია ბათუმში, ქუთაისში და ახალციხეში. ამ ოფისების მეშვეობით განხორციელებული იქნება მედიაციის (საჩივრების) საბჭოს ონლაინ რეჟიმში გამართვა, რაც უზრუნველყოფს საგადასახადო დავების განხილვაში გადასახადის გადამხდელების ჩართულობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ამჟამად, დასრულებულია საკითხის პროგრამული უზრუნველყოფა და მიმდინარეობს პროექტის სატესტო რეჟიმში მუშაობა.

ღონისძიება 5.3.4. საანგარიშო პერიოდში დაიხვეწა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერა. სისტემას იყენებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო. საანგარიშო პერიოდში დამატებით შემუშავდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს სრულიად ახალი ვებ-გვერდი - www.taxdisputes.gov.ge და საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნების მოდული,

45

Page 46: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

სადაც მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება დავის სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გარეშე.

ღონისძიება 5.3.5. 2011 წლის მაისიდან დაინერგა საგადასახადო დავების საინფორმაციო სისტემა („oracle“), რომლის საშუალებითაც ელექტრონულად აღირიცხა სასამართლოში წარმოებული ყველა საგადასახადო დავა და ჩამოყალიბდა ელექტრონული საძიებო სისტემა. 2013 წელს დასრულდა დავების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემის სრულყოფაზე მუშაობა. მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი სერვისების, კერძოდ, დოკუმენტბრუნვის პროგრამიდან დოკუმენტების ექსპორტის დანერგვის მიმართულებით.

შედეგი 5.4. კონტროლი ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე

ღონისძიება 5.4.1. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებებისთვის არსებული რისკის კრიტერიუმების ეფექტიანობის პირველადი ანალიზი, იგი დაეყრდნო აღნიშნული კრიტერიუმებით შერჩეული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებების შედეგებს. მოწოდებული ინფორმაციით, ძირითადად რისკის კრიტერიუმების ეფექტურობა დადასტურდა; რიგ შემთხვევებში კი მათი სრულყოფისთვის დაისახა ახალი ღონისძიებები მათ შორის, რისკის ქულების ჯამური მაჩვენებლის აწევა/დიფერენცირება და სხვ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რისკის კრიტერიუმების საფუძველზე 2012 წელს საგადასახადო შემოწმება დაიწყო 676 გადასახადის გადამხდელთან, ხოლო 2013 წელს 646 გადამხდელთან მიმართებაში.

ღონისძიება 5.4.2. საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა სხვადასხვა, მათ შორის, ძალოვანი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, დაიწყო ინფორმაციის მიღება ისეთი წყაროებიდან როგორიცაა საინფორმაციო სტატისტიკური ბაზები, აგრეთვე უცხოური საგადასახადო–საბაჟო სამსახურები და ვებ–პორტალები. აღნიშნულის საფუძველზე ხორციელდებოდა მიღებული მონაცემების განზოგადება, ანალიზი რისკის შემცველი გადამხდელების და ოპერაციების გამოსავლენად და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების მიღება. რიგ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელების მიმართ დაინიშნა გასვლითი/კამერალური საგადასახადო შემოწმებები.

ღონისძიება 5.4.3. საანგარიშო პერიოდში შემოსავლების სამსახურის მიერ ინტენსიურად ხორციელდებოდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები. 2013 წლისათვის ინვენტარიზაცია განხორციელდა 400-მდე გადასახადის გადამხდელთან, რაც შეეხება

46

Page 47: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ფისკალურ ეფექტს, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დარიცხულმა სანქციამ შეადგინა 17.1 მლნ ლარი.

ინვენტარიზაციის დასრულების შემდგომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შედეგების გაანალიზება და რისკის კრიტერიუმების დახვეწაზე ინტენსიური მუშაობა. აღნიშნული ანალიზის შედეგად ეფექტური დაგეგმვის გარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში შემუშავდა გარკვეული მეთოდები, რაც გადასახადის გადამხდელს უმცირებს შესაძლებლობას წარმოადგინოს არარეალური ბუღალტრული ნაშთი, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ფისკალურ ეფექტზე.

ღონისძიება 5.4.4. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საგადასახადო შემოწმებისათვის არსებული რისკ კრიტერიუმების მოდიფიცირება, გამოვლენილ იქნა ახალი რისკ-ფაქტორები, რის საფუძველზეც შემუშავდა 50 რისკის კრიტერიუმი. სალიკვიდაციო საგადასახადო შემოწმებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, არსებული რისკების პროგრამის/რისკის კრიტერიუმების ანალიზის საფუძველზე შეიქმნა სალიკვიდაციო რისკების ახალი ელექტრონული პროგრამა. პროგრამა/რისკ-კრიტერიუმები ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია.

შედეგი 5.5. რისკის შეფასებაზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლი

ღონისძიება 5.5.1.საბაჟო დეკლარაციის დამუშავების ელექტრონულ სისტემა „ASYCUDA“-ში განხორციელდა ახალი რისკის პროფილების დამატება, რაც ხელს უწყობს საბაჟო სამსახურს სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებას, აადვილებს რისკის შემცველი სასაქონლო ოპერაციების გამოვლენასა და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების დროულ გატარებას. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მოხდა დერეფნების პროცენტული მაჩვენებლების ცვლილება როგორც რისკ–კრიტერიუმებში, ისე „შემთხვევითი შერჩევის პარამეტრებში“. აღნიშნულის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა როგორც საქონლის გაფორმების და კონტროლის პროცედურები, ასევე შემცირდა დროის და სამუშაო რესურსების დანახარჯები.

ღონისძიება 5.5.2. საანგარიშო პერიოდში დაინერგა სავარაუდო სამართალდამრღვევი პირებისა და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასწარ განსაზღვრისა და გამოვლენის მექანიზმი, რისკებზე დაფუძნებული ეფექტიანი კონტროლისათვის შეიქმნა და საზღვრის კონტროლის პროგრამაში („პირსი“) ინტეგრირდა სხვადასხვა რისკის კრიტერიუმების ტესტ–ვერსიები. ეტაპობრივად განხორციელდა საბაჟო რისკების მართვის პროგრამის ჩართვა რამდენიმე საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

შედეგი 5.6. ლიბერალური საბაჟო-საგადასახადო სისტემა

47

Page 48: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ღონისძიება 5.6.1. 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელმაც გააერთიანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსები.118

ღონისძიება 5.6.2. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემოსავლების სამსახურის სერვისების ვებ-პორტალის www.rs.ge განახლება. ვებ-პორტალზე განთავსებულია მრავალმხრივი ელექტრონული სერვისები, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის მარტივი და კომფორტული კომუნიკაციის სისტემის ფუნქციონირებას. განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, ვებ-გვერდის მეშვეობით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი აღარ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს.

ღონისძიება 5.6.3. საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განხორციელებული ან განსახორციელებელი ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების თაობაზე.119

ღონისძიება 5.6.4. 2011 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დავების განმხილველი ორგანოების რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს საჩივრის განხილვისა და მომჩივნებთან ურთიერთობის წესს, აგრეთვე დავის განმხილველი ორგანოებისა და მათი აპარატების საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ფუნქციებსა და ფუნქციონირების წესს.120 გარდა ამისა, 2013 წელს შეიქმნა შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭო.121

ღონისძიება 5.6.5. საგადასახადო კოდექსის და საქართველოს მთავრობის N92 დადგენილების საფუძველზე 2011 წელს ჩამოყალიბდა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი.122 გადასახადის გადამხდელის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ომბუდსმენი მიმართავს შესაბამის ორგანოს და აძლევს რეკომენდაციას ამ უფლებების აღდგენისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. სამდივნოს 118 საქართველოს საგადასახადო კოდექსი.119 იქვე, მუხლი 47.120 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N473 დადგენილება დავების განმხილველი ორგანოების რეგლემანტის დამტკიცების თაობაზე. 121 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის N31275 ბრძანება შემოსავლების სამსახურში მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესებისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ.122 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება N92 საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ.

48

Page 49: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

არ აქვს ინფორმაცია საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციონირებისა და განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.

დასკვნასაბაჟო და საგადასახადო სისტემის რეფორმის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საგადასახადო ურთიერთობებში დისკრეციისა და ინტერპრეტაციის დაბალი ხარისხის უზრუნველყოფა, ელექტრონული მომსახურების დანერგვა, საბაჟო და საგადასახადო კონტროლის რისკის შეფასების საფუძველზე განხორციელება და საბაჟო-საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ხუთივე მიზანთან მიმართებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

დისკრეციის დაბალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა სიტუაციური სახელმძღვანელოები და საკოორდინაციო საბჭო. აღსანიშნავია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების ვებ-გვერდის დანერგვა, რომლის შედეგადაც ანგარიშფაქტურების 95%-ის გამოწერა და წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად. მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოადგენს მედიაციის საბჭოს შექმნა და საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბება.

საინტერესოა, 2012 წლის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის „გადასახადების გამარტივების პროექტი“. კვლევის პირველი ნაწილი ახდენს საქართველოს მეწარმეთა მიერ ბიზნეს გარემოს აღქმის კვლევას, ხოლო მეორე ნაწილი აანალიზებს კორუფციის რისკებს და მომსახურების ხარისხს საქართველოს საბაჟოს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (გეზ).

პირველმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების 1029 წარმომადგენელმა, აჩვენა, რომ მეწარმეთა უმრავლესობა, კერძოდ 87% მიესალმება საგადასახადო შემოწმებას. ამასთანავე, გამოკითხულთა შორის მხოლოდ 1% თვლის, რომ საგადასახადო შემოწმებები საჭიროა კორუფციული გარიგებების დადების მიზნით.123 საგადასახადო შემოწმების შედეგად, ჯარიმა დაეკისრა გამოკითხულთა მხოლოდ 34%-ს (1/3), მათ შორის 63%-ი კი მიიჩნევს, რომ დაკისრებული ჯარიმა სამართლიანი იყო.

კვლევის მეორე ნაწილით გამოვლინდა, რომ კორუფცია პრაქტიკულად აღმოფხვრილია საბაჟო სექტორში. 515 გამოკითხულიდან მხოლოდ ორმა (0.4%) ახსენა, რომ მოუწია გეზ-ში ქრთამის გადახდა.124 ამასთან, გეზ-ების მომსახურებით კმაყოფილების ხარისხი ძალიან მაღალია - 82.3%, უკმაყოფილების ნულოვანი მაჩვენებლით. გამოკითხულთა 89.6%-მა აღნიშნა, რომ გეზ-ების ამოქმედების შემდეგ ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდა, პროცედურები გამარტივდა და ტვირთის გაფორმების დრო შემცირდა.125

123 World Bank, IFC, Business Perception Survey, 2012.124 World Bank, IFC, Survey on Customs Clearance Procedures, 2012.125 იქვე.

49

Page 50: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ზემოაღნიშნული ცხადყოფს 2010-2013 წლებში საბაჟო-საგადასახადო სფეროში გატარებული რეფორმების წარმატებასა და კორუფციული შემთხვევების მინიმუმამდე შემცირებას. თუმცა, მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის მიუხედავად, საბაჟო-საგადასახადო სფეროს გამჭვირვალობის გაზრდისათვის მიზანშეწონილია არსებული რისკების კრიტერიუმების გადაფასება და კონტროლის მექანიზმების დახვეწა. ამასთან, მნიშვნელოვანია, საგადასახადო ომბუდსმენის როლის გაზრდა და მედიაციის საბჭოს გაძლიერება. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს საბაჟო-საგადასახადო სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.

მიზანი 6. კერძო სტრუქტურის კონკურენტიანობის და კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა

შედეგი 6.1. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და გამარტივებული მექანიზმები ბაზარზე შესასვლელად

ღონისძიება 6.1.1.„უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხისა და მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესი“ დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2010 წელს.126

ღონისძიება 6.1.2.საანგარიშო პერიოდში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების გამარტივების კუთხით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად,127 შემცირდა ადმინისტრაციული პროცედურების ვადები და დაიხვეწა შესაბამისი პროცედურები. განხორციელებულმა ცვლილებებმა ასახვა ჰპოვა მსოფლიო ბანკის კვლევაში “Doing Business 2014”, რომლის მიხედვით საქართველომ, მშენებლობის ნებართვის გაცემის სიმარტივის კუთხით 189 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავა.128

ღონისძიება 6.1.3. საანგარიშო პერიოდში განკერძოების პროცესი დასრულებულა, მიმდინარეობს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტრში შემავალი მეტროლოგიური ლაბორატორიების განკერძოება..

126 „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხისა და მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესი“.127 ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”.128 World Bank, “Doing Business 2014, Understanding Regulations for small and Medium-Size Enterprises”.

50

Page 51: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ღონისძიება 6.1.4.ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauction.ge დაინერგა 2010 წელს. 2011 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ყველა სახელმწიფო უწყება ქონებას განკარგავს ელექტრონული აუქციონის საშუალებით. 2012 წლიდან კი ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს მიეცა საშუალება მოძრავი და უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა აღნიშნული საიტის მეშვეობით განახორციელოს. 2012 წლიდან სახელმწიფო და კერძო ქონება განიკარგება ერთი სარკმლის პრინციპით ერთ ვებ-გვერდზე www.eauction.ge .

შედეგი 6.2 მინიმიზებული რეგულირება და მაქსიმალური გამჭვირვალობა

ღონისძიება 6.2.1. საანგარიშო პერიოდში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აქტიური ანგარიშვალდებული საწარმოების იდენტიფიცირების კრიტერიუმები შემუშავდა.

ღონისძიება 6.2.2. საანგარიშო პერიოდში, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ წესებში განხორციელდა რიგი ცვლილებები, რომელიც შეეხო საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და ემისიის პროსპექტის დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ წესებსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებს. ამასთან, ძალაში შევიდა „ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების“ წესი.129

ღონისძიება 6.2.3. საანგარიში პერიოდში, ეროვნული ბანკი ეტაპობრივად გადადიოდა რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის პრინციპებზე, კერძოდ, საბანკო სისტემაში ხდებოდა არსებული რისკების იდენტიფიცირება და ბანკების ინდივიდუალური ზედამხედველობის გეგმების შემუშავება. აღნიშნული პროგრამით მომზადდა ბანკის ინდივიდუალური ანალიზი, რის შედეგადაც განისაზღვრა ბანკის რისკ-პროფილი, საზედამხედველო მოთხოვნები და კომერციული ბანკის საზედამხედველო გეგმა.

ასევე, საფინანსო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და პოტენციური რისკების შემცირების მიზნით მიღებულ იქნა და ამოქმედდა მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებული წესი. შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული ბანკების მიერ წესის შესრულებისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხების რეგულარულ მონიტორინგს.

129 ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება.

51

Page 52: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

შედეგი 6.3. კერძო სტრუქტურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მათ შორის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დამფუძნებლებისა და მმართველი რგოლის

შესახებ

ღონისძიება 6.3.1. საანგარიშო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო ყველა ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშის გამოქვეყნება. მუშაობა ანგარიშვალდებულ საწარმოებთან მათი ანგარიშების დახვეწის თვალსაზრისით კვლავ მიმდინარეობს.

ღონისძიება 6.3.2. სადაზღვევო ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებისა და გარე აუდიტორის დასკვნის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შემდგომ, საანგარიშო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა გადაიყვანა სადაზღვევო ბაზრის მონაწილეების აღრიცხვისა და ანგარიშგების ერთიან სტანდარტზე.

ღონისძიება 6.3.3. საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ შემუშავდა „კომერციული ბანკების ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის შესახებ“ წესის პროექტი, თუმცა აღნიშნული წესის ამოქმედების თაობაზე ინფორმაცია სამდივნოს არ მიუღია.

შედეგი 6.4. კერძო კომპანიებში ფინანსური ანგარიშგების დახვეწილი სისტემა

ღონისძიება 6.4.1. სადაზღვევო ბაზარი 2012 წლიდან გადავიდა ყოველთვიურ ელექტრონულ ანგარიშგებაზე. 2012 წლის 15 აპრილიდან. სადაზღვევო სფეროს რეგულირება აღარ განეკუთვნება ეროვნული ბანკის კომპეტენციას, შესაბამისად პასუხისმგებელი უწყების არარსებობის მიზეზით სამდივნოს არ მიუღია ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიების შესახებ.

შედეგი 6.5. კერძო კომპანიებში შიდა აუდიტისათვის საჭირო დახვეწილი პირობები და მექანიზმები

ღონისძიება 6.5.1. საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაახლა კომერციულ ბანკებში შიდა აუდიტორული საქმიანობის რეგულირების ჩარჩო და შეიმუშავა „შიდა აუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ“ წესის პროექტი, რაც ეფუძნება ბანკებში შიდა აუდიტის ფუნქციის შესახებ ბაზელის პრინციპებისა და შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს.

შედეგი 6.6. შესაბამის მარეგულირებელ სტრუქტურებს შორის საერთაშორისო დონეზე გაუმჯობესებული თანამშრომლობა

ღონისძიება 6.6.1. შესაბამის მარეგულირებელ სტრუქტურებს შორის საერთაშორისო დონეზე გაუმჯობესებული თანამშრომლობის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 2011 წელს ხელი

52

Page 53: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურ სააგენტოსთან (BaFin). თუმცა შემდგომი წლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სამდივნოს არ მიუღია.

შედეგი 6.7. ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობის მექანიზმი დახვეწილია და ფულის გათეთრების შესაბამისი საერთაშორისო

რეკომენდაციები და მითითებები გათვალისწინებულია

ღონისძიება 6.7.1. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნა მთელი რიგი ცვლილებები და დამატებები ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებისა და ევროკავშირის მესამე დირექტივის მოთხოვნების შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით. შესაბამისად, 2010–2013 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებითა და დამატებებით გაფართოვდა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების სია (დაემატა სალიზინგო კომპანიები, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას, ადვოკატები) და შესაბამისად, განისაზღვრა მათი საზედამხედველო ორგანოები; განისაზღვრა პოლიტიკურად აქტიური პირის ცნება და დადგინდა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი ასეთ პირთა მიმართ, გადასინჯულ იქნა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებები კლიენტების (ბენეფიციარი მესაკუთრეების) იდენტიფიკაციის, მათი ვინაობის გადამოწმებასა და გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით, ასევე, ასეთ პირებს დაეკისრათ ვალდებულება კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელონ რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.

ღონისძიება 6.7.2. საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების მოთხოვნების გათვალისწინებითა და მათ საფუძველზე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები

ღონისძიება 6.7.3„ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე–6 რეკომენდაციის (მოთხოვნები პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით) გავრცელება საქართველოს მოქალაქეებზე“.

შედეგი 6.8. პრივატიზების გამარტივებული და გამჭვირვალე სისტემა

53

Page 54: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ღონისძიება 6.8.1.საპრივატიზებო ობიექტების ელექტრონული ბაზის ფორმირებასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის მონაცემთა ბაზაში განახლებაზე დაშვების უფლების მინიჭების თაობაზე სამდივნოს ინფორმაცია არ მიუღია.

ღონისძიება 6.8.2.2013 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობდა შესული სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი თბილისის მასშტაბით. ინვენტარიზაცია გულისხმობს სახელმწიფო ქონების აღწერას (შესწავლა, საკადასტრო აზომვა, რეგისტრაცია, დასურათება) და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას.

სააგენტომ 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია. თბილისის მასშტაბით აღმოჩენილია სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი 506 ობიექტი, რაც დაახლოებით შეადგენს 4 150 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. ინვენტარიზაციის პროექტი გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. პროცესი თბილისში დასრულდება 2014 წლის ივნისში.

ღონისძიება 6.8.3.საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გააფორმა კონტრაქტები სხვადასხვა სახის მომსახურების მიღებაზე საფინანსო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო უწყებებთან, ამზომველებთან და აუდიტორულ კომპანიებთან. სააგენტოს მიერ საპრივატიზებოდ გამოცხადებული ქონების პრივატიზება ხდება ელექტრონულ აუქციონზე, რომელიც განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge.

ღონისძიება 6.8.4.საპრივატიზებო ობიექტებზე კომბინირებული შეთავაზების განხორციელება (მშენებლობის ნებართვა, სამშენებლო კოეფიციენტები და სხვ.)

ღონისძიება 6.8.5.საპრივატიზებო ფასის განსაზღვრის საფუძვლები გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ ”სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილება N328.130

ღონისძიება 6.8.6.

130 ” სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საქართველოს მთავრობის დადგენილება.

54

Page 55: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონების განთავსება ხორციელდება სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ეკონომიკური სიახლეების რუბრიკაში, საიტზე regions.ge, რომელიც წარმოადგენს რეგიონული სიახლეების პორტალს და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხუთ პოპულარულ ვებ-გვერდზე.

ღონისძიება 6.8.7.სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვა/იჯარა. სააგენტო საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტებს, პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს პერიოდულად ათავსებს სააგენტოს მომსახურების ცენტრებში, თბილისსა და სხვა რეგიონებში.

ღონისძიება 6.8.8. ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული პორტალის მეშვეობით დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია სააგენტოს შესახებ, ისარგებლოს სახელმწიფო სერვისებით, გააკეთოს ელექტრონული განაცხადი მისთვის საინტერესო ქონებაზე. ვებ-პორტალზე დამატებული იქნება სააგენტოს მართვაში არსებული სახელმწიფო ქონების ფუნქციონალი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ ფუნქციონალზე, სადაც განთავსდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სრული ნუსხა, შესაბამისი დასურათებითა და ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემებით, რომლის მეშვეობითაც ცალკეული მიზნობრივი ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი გახდება მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

ღონისძიება 6.8.9.საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე განახლდა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია; მომზადდა 2012 წლის წლიური და 2013 წლის კვარტალური საგარეო-სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურული ანალიზი და განთავსდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე.

დასკვნა

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები კერძო სექტორში კორუფციის პრევენციის მიზნით, რამაც გააუმჯობესა კერძო სექტორის სისტემა და ხელი შეუწყო მის ეფექტიან ფუნქციონირებას.

მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების გამარტივების კუთხით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად,131 მსოფლიო ბანკის “Doing Business 2014”-ის კვლევაში საქართველომ მშენებლობის ნებართვის გაცემის

131 ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”.

55

Page 56: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

სიმარტივის კუთხით, 189 ქვეყანას შორის, 2013 წელს მესამე ადგილი დაიკავა.132 დაინერგა სახელმწიფო და კერძო ქონების განკარგვის ერთი სარკმლის პრინციპი ელექტრონული აუქციონების სისტემის www.eauction.ge მეშვეობით.

საანგარიშო პერიოდში გატარებული რეფორმები შეეხო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ნორმებს. მეტ გამჭვირვალობაზე და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობაზე იყო ორიენტირებული საბანკო სექტორში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რისკებზე ორიენტირებული საზედამხედველო პრინციპის დანერგვა, მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებული ნორმების ამოქმედება და სხვ.

საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენისა და „ფულის გათეთრების“ არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად მიღებულ იქნა კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავდა აქტიური ანგარიშვალდებული საწარმოების იდენტიფიცირების კრიტერიუმები. სამომავლო პრიორიტეტად დასახულ უნდა იქნეს შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შემცირება/გასხვისება მათი შემდგომი გააქტიურებისა და სახელმწიფოს მხრიდან არამიზნობრივი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა სახელმწიფო ქონების აღწერა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა თბილისის მასშტაბით. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული საპრივატიზებოდ გამოცხადებული სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, როგორიცაა ელექტრონულ აუქციონის (www.eauction.ge), სოციალური ქსელებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით. შესაბამისად, საჭიროა შენარჩუნდეს და ხელი შეეწყოს საჭირო ინფორმაციის პოპულარიცაზიას, განსაკუთრებით რეგიონებში, რათა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ინტერნეტ მომხარებლებისათვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

მიზანი 7. მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობის დახვეწა

სამართლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემის შექმნა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემის დახვეწის მიზნით, ანტიკორუფციული სტრატეგიითა და 132 World Bank, “Doing Business 2014, Understanding Regulations for small and Medium-Size Enterprises”.

56

Page 57: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

7.1. სასამართლოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი

ღონისძიება 7.1.1 საქართველოს კონსტიტუციის 2010 წლის ცვლილების თანახმად, რომელიც 2013 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა, მოსამართლეები თანამდებობაზე განწესდებიან უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. 133

ღონისძიება 7.1.22011 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.134 2013 წლამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული და საგნობრივი იურისდიქცია შეზღუდული იყო. სასამართლო იმართებოდა მხოლოდ თბილისში, სადაც განიხილებოდა მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის დანაშაული. 2013 წლის იანვრიდან ნაფიც მსაჯულთა ტერიტორიული განსჯადობა გავრცელდა ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებზე. ამასთანავე, 2012 წელს გაფართოვდა სასამართლოს იურისდიქცია და მოიცვა სისხლის სამართლის კოდექსის 110-114-ე მუხლები, ხოლო 2013 წელს გაფართოვდა და დანაშაულის სპეციალური სუბიექტების მიხედვით იურისდიქციამ მოიცვა ასევე საჯარო მოხელეები და მათთან გათანაბრებული პირები.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებიდან დღემდე, სულ გაიმართა 7 სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით; შედეგად გამტყუნდა 7, გამართლდა 5 და ნაწილობრივ გამართლდა 3 პირი. სამი საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლს, დანარჩენი ოთხი საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე, 113-ე, 180-ე და 179-ე მუხლებს.

ღონისძიება 7.1.3. 2010 წელს შემუშავდა როგორც ძირითადი, ისე დამატებითი რეკომენდაციები მაგისტრატი მოსამართლეებისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძირითად საკითხებზე.

7.2. პროცედურულად გაწერილი, გამჭვირვალე სისტემა და გაუმჯობესებული მომსახურება

ღონისძიება 7.2.1.

133 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 86.134 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

57

Page 58: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობებისა და ნებართვების მიღება უნდა მომხდარიყო შემცირებული ვადების საფუძველზე „ერთი სარკმლის“ პრინციპზე დაყრდნობით.135 საანგარიშო პერიოდში შემუშავებულ იქნა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომლებითაც მომსახურების მიმღებ პირებს უფრო მოქნილი და გაადვილებული მომსახურების მიღების საშუალება მიეცათ.136 შემუშავდა ტრანსპორტის ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის ფორმა.

ღონისძიება 7.2.2. 2011 წლის მდგომარეობით საქმისწარმოების კომპიუტერული პროგრამა ამოქმედდა 13 სასამართლოში, 2012 წელს ამ სიას დაემატა 8 რაიონული სასამართლო, ხოლო 2013 წლისთვის კი სისტემაში ჩაერთო პირველი ინსტანციის ყველა რაიონული (საქალაქო) სასამართლო. აღნიშნული სისტემა საშუალებას აძლევს პროცესის მონაწილე მხარეებს დააკვირდნენ პროცესის მიმდინარეობას, ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განმხილველი მოსამართლის და თანაშემწის თაობაზე, დროულად მიიღონ ინფორმაცია პროცესის ჩანიშვნის შესახებ, ატვირთონ მნიშვნელოვანი მასალები თუ მტკიცებულებები ელექტრონული ფორმით. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების ჩართვა საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში დაგეგმილია 2014 წლისათვის.

ღონისძიება 7.2.3.2011–2012 წლებში ერთიან კომპიუტერულ სისტემაში ჩაერთო 44 სასამართლო. ამ რიცხვმა 2013 წლისათვის მიაღწია 67-ს (24 გაერთიანებული რაიონული/საქალაქო სასამართლო და 43 მაგისტრი). საანგარიშო პერიოდში, ერთიან კომპიუტერულ სისტემაში ჩაერთო სამივე ინსტანციის ყველა სასამართლო - ჯამში 69 სასამართლო, მათ შორის, 24 გაერთიანებული, 42 მაგისტრი, ორი სააპელაციო და უზენაესი სასამართლო.

7.3. საზოგადოების ინფორმირების უფრო მაღალი დონე, პროცედურების საჯაროობა

ღონისძიება 7.3.1. საანგარიშო პერიოდში საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე რეფორმებისა და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ სასამართლო ხელისუფლების მიერ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობდა. აღნიშნული მოიცავდა ბეჭდური პრესის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ელექტრონული რესურსების გამოყენებით, არაერთი იმიტირებული პროცესის ორგანიზებით, ასევე სამიზნე ჯგუფებთან (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ჟურნალისტები, სხვ.) საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებით მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას. მოწოდებული ინფორმაციით, სასამართლო ხელისუფლების მიერ ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები, რომელიც ცნობიერების ამაღლების კომპონენტს მოიცავდა. თუმცა, 135 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 988-1188 ერთობლივი ბრძანება.136 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს N598 ბრძანებაში 2013 წლის 25 ოქტომბერს შეტანილი ცვლილება; „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულება..

58

Page 59: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

არსებული რეფორმირებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსახლეობისა და მედიის ეფექტიანი ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს უფრო სისტემატური და წინასწარ განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებზე ორიენტირებული მიდგომა.

ღონისძიება 7.3.2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სასამართლოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმის მიმდინარეობის შესახებ სასამართლო ხელისუფლების მიერ დაიბეჭდა 60-ზე მეტი საგაზეთო ჩანართი, სატელევიზიო ეთერით გადაიცა არერთი გადაცემა და ვიდეო რგოლი, მომზადდა სხვადასხვა თემატური ბროშურები (”ბავშვი და სამართალი”, “სასამართლო რეფორმა საქართველოში 2005-2012“; გზამკვლევი „უზენაესი სასამართლოს შესახებ“, „კომუნიკაცია სასამართლო დარბაზში“).137

7.4. სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მაღალი ხარისხი

ღონისძიება 7.4.1.საანგარიშო პერიოდში საზოგადოების საქართველოს პროკურატურის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ ინფორმირება მიმდინარეობდა სხვადასხვა საშუალებების, მათ შორის პროკურატურის ვებგვერდის,138 სოციალური ქსელებისა და მედია საშუალებების გამოყენებით. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურის მიერ საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობა ხორციელდებოდა პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში 18 რეგიონის მასშტაბით. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო-ინტელექტუალური და საქველმოქმედო ღონისძიებების რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა.

ამასთანავე, სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები იმართებოდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, მათ შორის სტუდენტებთან, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან და სხვ.

ღონისძიება 7.4.2.ინფორმაცია პროკურატურის საზოგადოებრივი საბჭოების შესახებ სამდივნოს არ მიუღია.

ღონისძიება 7.4.3.პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადება ინტენსიურ ხასიათს ატარებდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. გადამზადება მიმდინარეობდა ისეთ აქტუალურ საკითხებში როგორიცაა, განრიდება/მედიაციის, დისკრეციული დევნის გამოყენება, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების დასაბუთება, ორგანიზებული დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვ. 2011 137 დამატებით იხილეთ - http://www.supremecourt.ge/publications/. 138 საქართველოს პროკურატურის ოფიციალური ვებგვერდი - http://www.pog.gov.ge/ განახლდა 2013 წელს.

59

Page 60: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

წელს პროფესიულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 388-მა პროკურორმა, 2012 წელს გადამზადდა 407 პროკურორი, ხოლო 2013 წელს 131-მა პროკურორმა გაიარა პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადების კურსი, სამ ძირითად თემატიკაზე - სისხლის სამართლის პროცესი, სისხლის სამართლის ელექტრონული საქმის წარმოება და ადამიანის უფლებები.

ღონისძიება 7.4.4.საზოგადოების საქართველოს პოლიციის საქმიანობის შესახებ ინფორმირება მიმდინარეობდა სხვდასხვა საშუალებების გამოყენებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური139 და საბავშვო - www.kids.police.ge ვებ-გვერდების, სოციალური ქსელების, მედიის, სატელევიზიო გადაცემების („პატრული“),140 სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრების, მობილური აპლიკაციების შექმნის გამოყენებით. 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის განმავლობაში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის გაზრდის მიზნით, საზოგადოებასთან პროაქტიულ კომუნიკაციას ახორციელებდა. სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლებს უშუალო კავშირი ჰქონდათ შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი რეგულარულად მართავდა ბრიფინგებს მას–მედიის წარმომადგენლებისათვის, პასუხობდა ყველაზე აქტუალურ კითხვებს. შსს–სთან დაკავშირებული ინფორმაცია ვიდეო, ფოტო და ტექსტური მასალის სახით, საზოგადოებას, მათ შორის მედიას, მიეწოდებოდა სამინისტროს ვებ–გვერდის www.police.ge, სოციალური ქსელების, მობილური აპლიკაციის MIA Georgia და სამინისტროს ელფოსტის მეშვეობით. შსს–ს ინიციატივით სხვადასხვა თემატიკაზე გაიმართა სოციალური კამპანიები, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლები, რომლებიც მედიასაშუალებებით გავრცელდა.

ღონისძიება 7.4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2011 წელს პროფესიული მომზადება-გადამზადების მიზნით სასწავლო კურსები/ტრენინგები გაიარა სამინისტროს 3238-მა თანამშრომელმა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 756-მა თანამშრომელმა. 2012 წელს პროფესიული გადამზადების მიზნით სასწავლო კურსები/ტრენინგები გაიარა სამინისტროს 2177 -მა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის - 1137 -მა თანამშრომელმა. 2013 წელს კი, მოწოდებული ინფორმაციით სამინისტროს 4152 -მა თანამშრომელმა 15 თემატური გადამზადების კურსი გაიარა.

7.5. მოწმეთა დაცვის დახვეწილი სისტემა

ღონისძიება 7.5.1. მოწმეთა დაცვის სისტემის განვითარების მიზნით, საერთაშირისო პარტნიორების მხარდაჭერით 2010 წელს შესწავლილ იქნა სხვა ქვეყნების გამოცდილება, გაიმართა 139 2011 წლის მონაცემების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდს დღეში საშუალოდ 5608 უნიკალური მომხმარებელი ჰყავდა დღეში. 140 2012 წლის ივნისის მონაცემებით ეთერში გავიდა გადაცემა „პატრული“-ს 130 გადაცემა.

60

Page 61: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

არაერთი სამუშაო შეხვედრა და სასწავლო ვიზიტები (პოლონეთსა და იტალიაში). მიღებულ ინფორმაციასა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შემუშავდა მოწმეთა დაცვის პროგრამის პირველადი პროექტი. მოწმეთა დაცვის პროგრამა დამტკიცდა 2011 წელს, რის შემდგომაც, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებები.

ღონისძიება 7.5.2. მოწმეთა დაცვის პროგრამის საკითხებზე შსს–ს შესაბამისი ქვედანაყოფის მომზადება ტაქტიკური და თეორიული ტრენინგების გამოყენებით დაიწყო 2011 წლიდან. 2012 წლისათვის, შსს–ს შესაბამისი ქვედანაყოფის თანამშრომლებისათვის დაიგეგმა ე.წ. “Advanced Trainings” პროგრამა. ეს პროგრამა განახორციელა აშშ–ში მოქმედმა მარშალის სამსახურის ინსტრუქტორებმა. საერთო ჯამში მათ მიერ გადამზადებულ იქნა 25-ი თანამშრომელი. ამასთანავე 2012 წლის 14 დეკემბერს შსს-ში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი და სპეციალურ დავალებათა სამმართველო (მოწმეთა დაცვა) უშუალოდ დაექვემდებარა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.   ასევე გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელდა რამდენიმე სასწავლო ვიზიტი ევროპულ ქვეყნებში.

დამატებითი ინფორმაციასასამართლო რეფორმა2006 წელს მიღებულ იქნა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ შესახებ კანონი, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლეთა ახალი წესით დანიშვნის პროცედურებს. აღნიშნული კანონის თანახმად, მოსამართლედ დანიშვნისათვის სავალდებულოა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული 10 თვიანი კურსის გავლა.

2013 წელს იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლით შეირჩა 18 მოსამართლე, რომელთაგან 12 მოსამართლე დაინიშნა სასამართლო სისტემაში 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამართლეები დაინიშნებიან უვადოდ. 2012 წლის განმავლობაში ახალი წესით დანიშნულია 17 მოსამართლე, ხოლო 2013 წელს ახალი წესით დაინიშნა 12 მოსამართლე.

2012 წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც დასრულდა 2013 წლის მაისში, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებით. ცვლილებები შევიდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“

61

Page 62: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საქართველოს კანონებში და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც მოიცავდა შემდეგს:

- მოსამართლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და ზოგადად სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს - მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიების შექმნა;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღების წესის შეცვლა (გადაწყვეტილებები მიიღება ფარული კენჭისყრით ნაცვლად ცვლილებებამდე დადგენილი ღია კენჭისყრით);

- მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის უფლებამოსილების მქონე და დისციპლინური საქმის განმხილველი ორგანოების გამიჯვნა;

- ცვლილებები შეეხო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესსაც.

ამ ცვლილებების განხორციელებით დასრულდა მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის პირველი ეტაპი. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპზე უფრო მეტად აქცენტი კეთდება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებსა და მის ჩართულობაზე სასამართლოს საქმიანობაში, ასევე:

- მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თანამდებობაზე გამწესდება კონკურსის წესით;

- უფრო მეტად მკაფიოდ ჩამოყალიბდება მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები;

- მოწესრიგდება მივლინების პროცედურა. მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოდან;

- დაიხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ამსახველი კანონპროექტები გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში, ხოლო დასკვნის მიღებისა და რეკომენდაციების გაზიარების შემდეგ წარედგინება საქართველოს მთავრობას და პარლამენტს.

გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს მედიაციის ინსტიტუტსა და სასამართლო თანამშრომლობის ჯგუფზე, როგორც ანგარიშის წარდგენის პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.

62

Page 63: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

მედიაციამედიაცია, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მესამე პირის დახმარებით წარმოებული მოლაპარაკების ტექნიკა, თავისი თანამედროვე ფორმებით საქართველოში სიახლეს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები აწესებს სავალდებულო მედიაციას ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როგორიცაა საოჯახო სამართლებრივი დავები (გარდა შვილად აყვანისა), სამემკვიდრეო სამართლებრივი დავები, სამეზობლო სამართლებრივი დავები და ნებისმიერი დავა მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. აღნიშნული კატეგორიის საქმეები სასამართლომ შესაძლოა, საკუთარი ინიციატივით, დაუქვემდებაროს მედიაციას. სასამართლოს განჩინება დავის მედიაციისთვის გადაცემის თაობაზე საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად.

მედიაციის ინსტიტუტის მთავარი პრიორიტეტია მხარეების ჩართულობა თავიანთი საქმის მოგვარების პროცესში. მედიატორის დახმარებით, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით. მედიაციაზე, სასამართლო ბაჟისაგან განსხვავებით, დავის ღირებულების 3%-ის ნაცვლად იხდიან 1 %-ს, სულ მცირე, 50 ლარს. ხოლო თუ მხარეები მედიაციის პროცესში მიაღწევენ შეთანხმებას, მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სასამართლო ბაჟის 70%.

დღესდღეობით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მედიაციის პროცესები ტარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპილოტე პროგრამის დანერგვაში, სასამართლოსთან ერთად აქტიურად ჩაერთო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILAP).

2012 წლის 7 მაისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტს (JILAP) შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს სასამართლო მედიაციის თემასთან დაკავშირებით მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიაციისთვის გამოყოფილია სპეციალური ოთახები, სადაც იმართება მედიაციის პროცესები. მომავალში, მედიაციისთვის ასევე გამოიყოფა სამუშაო სივრცე მართლმსაჯულების სახლში, რომლის პრეზენტაცია დაგეგმილია 2014 წლისთვის.

სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფი

63

Page 64: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფი დაარსდა 2013 წელს უზენაესი სასამართლოს ინიციატივით. ჯგუფის მიზანია, ერთობლივი შეხვედრებისა და დისკუსიების მეშვეობით, ხელი შეუწყოს არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას, მართლმსაჯულების პროცესში საქმისწარმოების გაუმჯობესებას, ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრას, მართლმსაჯულების ხარისხის სრულყოფას, სასამართლო სისტემის რეფორმისა და ინსტიტუციური განვითარებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას.

თანამშრომლობის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სასამართლო ხელისუფლების, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამეცნიერო წრეებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობაში თანამშრომლობის ჯგუფის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ სამართლის უზენაესობის სფეროში მოღვაწე ექსპერტები.

თანამშრომლობის ჯგუფი საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:

სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი; სასამართლო სისტემის რეფორმა და ინსტიტუციური განვითარება.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფმა გამართა 6 სამუშაო შეხვედრა და დაფარა ისეთი პრობლემატური საკითხები, როგორებიცაა: აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებულობის სრულყოფა; არბიტრაჟთან დაკავშირებული დავები; საგადასახადო დავების პრობლემატური საკითხები; სამშენებლო დავებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრებისას ასევე მოხდა სასამართლო წლიური შემაჯამებელი სტატისტიკის პრეზენტაცია და უზენაესი სასამართლოს მიერ სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პრაქტიკის დამდგენ გადაწყვეტილებათა კრებულის გაცნობა.

თანამშრომლობის ჯგუფის დებულების მიხედვით, თითოეული სხდომის ოქმი ეგზავნება სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს, შესაბამისი მიმართულების მიხედვით.

პროკურატურის რეფორმა- პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობა2013 წლის 30 მაისს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იუსტიციის მინისტრი აღარ არის სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი პირი (არ არის პროკურორი) და იგი არ ერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან ან/და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებში. იუსტიციის მინისტრს აღარ აქვს უფლება გააუქმოს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, იგი არ ერევა პროკურატურის საკადრო პოლიტიკაში და პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნას

64

Page 65: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ახორციელებს უშუალოდ მთავარი პროკურორი. იუსტიციის მინისტრის კომპეტენციას არ წარმოადგენს პროკურატურის მუშაკებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მათთვის წოდებების მინიჭების საკითხების გადაწყვეტა.

აგრეთვე, საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში წარმოადგენს მთავარი პროკურორი და არა იუსტიციის მინისტრი.  

დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე იუსტიციის მინისტრს დარჩა მხოლოდ რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემა; სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება; პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის დამტკიცება და სხვ.141

შინაგან საქმეთა სამინისტრო:შსს ანტიკორუფციული სააგენტო2012 წლის დეკემბერში შეიქმნა შსს ანტიკორუფციული სააგენტო. სააგენტოს ფუნქციებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ სამართალდარღვევაზე რეაგირება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისაქართველოს პოლიციის ეთიკის ახალი კოდექსი დამტკიცდა შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით. კოდექსი ითვალისწინებს პოლიციელის ქცევის ზოგად წესებს, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებულ დებულებებს.142 ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

საბაზისო ტრენინგ-მოდულები კორუფციაზე2013 წლის დასაწყისში შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა შსს თანამშრომლებისთვის შეიმუშავა საბაზისო ტრენინგ-მოდულები კორუფციაზე TAIEX-ის 141 დამატებითი ინფორმაციისათვის იხელეთ - საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ (2008).142 შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება 31 დეკემბრის N999 2013 წლის „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“

65

Page 66: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ფარგლებში ორგანიზებული ავსტრიის ექსპერტთა მისიის ხელშეწყობით. მოდულებში გათვალისწინებულ იქნა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტები (მათ შორის გაეროსა და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციებისა და ოქმების დებულებები) და OECD-ის საუკეთესო პრაქტიკა. აღნიშნული ტრენინგ-მოდულები 2013 წელს დაინერგა შსს აკადემიაში.

დასკვნამართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიზნით მთავრობის ქმედითი ნაბიჯების შედეგად მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ჩამოყალიბდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტი, დაინერგა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესი (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა), მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაცია, შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი, უზრუნველყოფილია მოსამართლეთა ჩართულობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და ზოგადად სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამასთან, შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს - მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიები; შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღების წესი (გადაწყვეტილებები მიიღება ფარული კენჭისყრით ნაცვლად ცვლილებებამდე დადგენილი ღია კენჭისყრისა); ერთმანეთისაგან გაიმიჯნა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის უფლებამოსილების მქონე და დისციპლინური საქმის განმხილველი ორგანოები; ცვლილებები შეეხო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესს, შემუშავდა მოსამართლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც ადგენს შეფასების პროცესის ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად წარმართვის ვალდებულებას და, ამავე დროს, ითვალისწინებს შეფასების პროცესში მოსამართლის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს.

მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდის, მოსახლეობის ნდობის ამაღლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, რეფორმების როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე სასამართლო სისტემის ფარგლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს.

მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს თითოეული მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიებსა და მის სასამართლოს საქმიანობაში ჩართულობაზე. მნიშვნელოვანია დაიხვეწოს მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, დაწინაურებისა და მივლინების მექანიზმი, აღმოიფხვრას დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზებისა და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დისციპლინური სამართლწარმოების გაჭიანურებისა და არაერთგვაროვანი მიდგომის არსებობის შესაძლებლობა.143 143 ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, „Report on Monitoring the Implmentation of the Eastern Paartnership in Georgia, Independent Monitoring Report“, (2013), გვ 96. „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.93-94.

66

Page 67: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

პრიორიტეტულ საკითხად რჩება სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობის უზრუნველყოფა; მოსამართლეთა კონფერენციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია და მათი პროაქტიულად გამოქვეყნება.

სამომავლო რეფორმის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებისათვის კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმის შექმნა. პრიორიტეტულია ასევე ანტიკორუფციულ საკითხებში მოსამართლეების გადამზადება.144

მიზანი 8. კორუფციის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი კოორდინაცია

ანტიკორუფციული სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და კორუფციის წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე ეფექტიანი საკოორდინაციო მექანიზმის არსებობა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული საკოორდინაციო მექანიზმის განვითარების მიზნით, ანტიკორუფციული სტრატეგიითა და 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

ღონისძიება 8.1.1.

ანტიკორუფციული საბჭო შეიქმნა 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. 2010 წლის 21 ივლისს ანტიკორუფციული საბჭოს მარეგულირებელი დებულებები აისახა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (მუხლი 121).145

ღონისძიება 8.1.2.ანტიკორუფციული საბჭოს შემადგენლობა 2010 წელს განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის N622 ბრძანებულებით. 2013 წელს ანტიკორუფციული საბჭო ანგარიშვალდებული გახდა საქართველოს მთავრობის წინაშე, შესაბამისად, მისი შემადგენლობა და დებულება თავიდან დამტკიცდა საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით.146 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ანტიკორუფციული საბჭოს 144 სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიული მიმართულებები (2013).145 „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 121.146 საქართველოს მთავრობის N390 დადგენილება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების“ შესახებ.

67

Page 68: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

შემადგენლობა რამდენჯერმე განახლდა და გაიზარდა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა. 2010 წელს საბჭოს შემადგენლობაში იყო 16 უწყების წარმომადგენელი, მათ შორის მხოლოდ 4 არასამთავრობო ორგანიზაცია,147 ხოლო დღეს საბჭო აერთიანებს 41 უწყებას, საიდანაც 17 ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციას მიეკუთვნება.

ღონისძიება 8.1.3.ანტიკორუფციული საბჭოს ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. საანგარიშო პერიოდში სამდივნოს თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, სამდივნოს ადამიანური რესურსის შემდგომი გაძლიერება კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება.148

ღონისძიება 8.1.4.2013 წლიდან „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შედეგად, ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშვალდებული გახდა საქართველოს მთავრობის წინაშე.149

ღონისძიება 8.1.5.საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამდივნო აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა, კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN), გაეროს ნარკოტიკისა და დანაშაულის ოფისი (UNODC) და სხვ. ამასთან, სამდივნოს თანამშრომლებმა მიიღებს მონაწილეობა არაერთ სემინარსა და კონფერენციაში, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარებას უწყობდა ხელს. საანგარიშო პერიოდში ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებით წარიმართა რამდენიმე ქვეყანასთან, თუმცა, სამდივნოს თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტები საერთაშორისო დონეზე მსგავს დაწესებულებებში არ განხორციელებულა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლაში

ღონისძიება 8.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2013 წელს განახლებული ვებ-გვერდის ცალკე განყოფილება ეთმობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ანტიკორუფციული საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის მანდატის, შემადგენლობისა და საქმიანობის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ანგარიშგების შესახებ.150

147 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=104218&lang=ge. 148 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.26.149 „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 121.150 დამატებითი ინფორმაცია - http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/172.

68

Page 69: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ღონისძიება 8.2.2. ანტიკორუფციული საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია საბჭოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშისა და საბჭოს სხდომის ოქმების მოპოვება. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საბჭოს 7 სხდომა და გამოქვეყნებულია 5 სხდომის ოქმი და საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესახებ ერთი დოკუმენტი.151

ღონისძიება 8.2.3.2010-2013 წლებში ანტიკორუფციული საბჭო აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან, რომელიც წარმოდგენილია, როგორც უშუალოდ საბჭოს შემადგენლობაში, ისე მის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე არიან ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის წევრები.152 გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებისა და რეფორმების დაგეგმვისა და შემუშავების დროს (მაგ. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული წესით მისი გამოთხოვის მექანიზმის განვითარება და სხვ.), ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ანგარიშგების პროცესში (OECD-ACN, GRECO).

ღონისძიება 8.2.4.კორუფციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გატარდა არაერთი ღონისძიება, რომელიც მოიცავდა კორუფციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, საჯარო ლექციებსა და პრეზენტაციებს.

ღონისძიება 8.2.5.სამდივნოს მიერ მომზადებული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშები საანგარიშო პერიოდში განიხილებოდა ანტიკორუფციული საბჭოს სხდომებისა და ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. აღნიშნულ ანგარიშებთან დაკავშირებით კონფერენციები არ გამართულა.

დამატებითი ინფორმაციაღია მმართველობის პარტნიორობა„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership − OGP) ინიცირებულ იქნა 2011 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის მიერ. პარტნიორობა მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა. ღია

151 იქვე.152 დამატებით იხილეთ - http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/347.

69

Page 70: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და 2012 წლის აპრილში ღია მმართველობის პარტნიორობას წარუდგინა საქართველოს 2012–2013 წლების სამოქმედო გეგმა.

ეროვნულ დონეზე ღია მმართველობის ინიციატივასთან დაკავშირებული საკითხები ნორმატიული აქტის საფუძველზე პირველად გათვალისწინებულ იქნა 2013 წელს საქართველოს მთავრობის 9 ივლისის №775 განკარგულებით „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ.“ აღნიშნული განკარგულებით ღია მმართველობის ინიციატივის კოორდინაცია ეროვნულ დონეზე დაევალა ანტიკორუფციულ საბჭოს.

სამდივნომ ღია მმართველობა საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში შეიმუშავა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყებებისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მათთან კონსულტაციების გზით შეიმუშავა. ანგარიში აფასებს სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით 2012-2013 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს, მიმოიხილავს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ღონისძიებებს, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს.

გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის გაძლიერების მიზნით, სამდივნომ დაიწყო მუშაობა ფორუმის გარდაქმნისათვის; სამდივნოს მიერ შემუშავდა ფორუმის სახელმძღვანელო წესები, რომელშიც დეტალურად გაიწერა ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებული პროცედურები და რეგულაციები, ფორუმის შემადგენლობას დაემატა პასუხისმგებელი უწყებები, ხოლო ფუნქციებს – სამოქმედო გეგმის შემუშავება, იმპლემენტაციის მონიტორინგი და ხელშეწყობა.

თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან 2010-2013 წლებში სამდივნო თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ ანტიკორუფციული მდგომარეობის პერიოდულ შეფასებას, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და მონიტორინგს უწევენ მათ შესრულებას, GRECO, OECD-ACN, UNODC და სხვ.153

დასკვნასაანგარიშო პერიოდში ანტიკორუფციული საბჭოს გაძლიერებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის განვითარების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, რაც მოიცავდა საბჭოს მანდატის კანონმდებლობით განსაზღვრას, საბჭოს შემადგენლობის პერიოდულ განახლებასა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გაზრდას. თუმცა, მიღწეული

153 დამატებით იხილეთ - 2013 წლის ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის ანგარიში.

70

Page 71: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

პოზიტიური ცვლილებების განმტკიცებისა და არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, მნიშვნელოვანია:

- ანტიკორუფციული საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება და ანგარიშვალდებულების გაზრდა;

- სამდივნოს ადამიანური და ანალიტიკური რესურსების გაზრდა; - საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და რეკომენდაციების

შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა;- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, ასევე შესაბამისი კვლევებისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის, მნიშვნელოვანია სამდივნოს ადამიანური და ანალიტიკური რესურსების განვითარება.154 ამასთანავე, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ანტიკორუფციული საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით.155

საანგარიშო პერიოდის ანტიკორუფციული საბჭოს სხდომები იმართებოდა, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ, თუმცა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები არ ატარებდა რეგულარულ ხასიათს (აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრების რაოდენობა გაიზარდა). შესაბამისად, საკოორდინაციო მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მიზანშეწონილია ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობის დადგენა და ანტიკორუფციული ღონისძიებების განხორციელების კუთხით მათი უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განახლებულ სტრატეგიასა და ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში მიღწეულ იქნა თანამშრომლობის უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხი, კერძოდ, ცხრა თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელთა თანამომხსენებლები სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შემუშავდა სტრატეგიული დოკუმენტების პროექტები. ამ პროცესს ოცამდე სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა, ასევე დამუშავდა პასუხისმგებელი უწყებებისაგან ოფიციალური და ელ. კორესპონდენციით შემოსული კომენტარები.

ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების ეფექტიანი შესრულების მონიტორინგი. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშების წარდგენის მექანიზმის დახვეწის, სამდივნოს მიერ ანგარიშების სრულყოფილი ანალიზისა და მათზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით. ამასთანავე, OECD-ACN-ს საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციით.156

154 ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, „Report on Monitoring the Implmentation of the Eastern Paartnership in Georgia, Independent Monitoring Report“, (2013), გვ 17.155 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.26.156 იქვე.

71

Page 72: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საჯარო კონსულტაციების გამართვა ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია რომ ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების ნაწილი გახდეს საგანმანათლებლო ღონისძიებები და შემუშავდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია.157

უნდა გაგრძელდეს აგრეთვე აქტიური თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან.158 ამასთან, არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებში არსებულ ანტიკორუფციულ ორგანოებსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გარდა ამისა, ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანი იმპლემენტაციის კუთხით ანტიკორუფციული საბჭოსა და სამდივნოს ძალისხმევა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცენტრალურ უწყებებთან თანამშრომლობით და სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის გაზრდას საბჭოს ფარგლებში და ანტიკორუფციული ღონისძიებების დაგეგმვას თვითმმართველობების დონეზე.

მიზანი 9. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების და მონიტორინგის დახვეწილი სისტემა

პოლიტიკურ პარტიათა საქმიანობის კანონიერება, მათი დაფინანსებისა და ხარჯების გამჭვირვალე სისტემა დემოკრატიული სტანდარტების მქონე, ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის წინაპირობაა. აღნიშნულის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის განვითარება.

შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ანტიკორუფციული სტრატეგიითა და 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

შედეგი 9.1. პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება

ღონისძიება 9.1.1.

157 იქვე, გვ 21.158 იქვე,

72

Page 73: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

2011 წლის 30 დეკემბერს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური, რომელიც ახორციელებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს.159 საკანონმდებლო აქტების გარდა,160 ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება და მანდატი, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების უფლება-მოვალეობები მოწესრიგებულია მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რაც ხელს უწყობს სამსახურის მიერ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობისა და დაფინანსების მონიტორინგს.161

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოს შექმნასა და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვასთან მიმართებაში რეკომენდაცია ასახულია GRECO-ს შეფასების მესამე რაუნდის ანგარიშში.162 აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად იქნა შეფასებული, თუმცა მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება.

ღონისძიება 9.1.2. პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ანგარიშგების გამარტივებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა ფინანსური ანგარიშგების შემდეგი ფორმები:

- წლიური ფინანსური დეკლარაციის ფორმა;- საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციების ფორმა;- დამოუკიდებელი კანდიდატების საფინანსო დეკლარაციის ფორმა;- შემოწირულობების/საწევრო შენატანების დეკლარაციების ფორმა.163

ამასთანავე, დამტკიცდა პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმების შევსების წესი164 და პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგია.165

159 „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 341. 160 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საარჩევნო კოდექსი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონი.161 “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება N8/37 (2012); „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება N142/37 (2012); მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება N126/37 (2012).162 კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), საქართველოს მესამე რაუნდის რეკომენდაციების შესრულების შეფასების ანგარიში (2013წ.), პრ. 68.163 დამატებით იხილეთ - <http://sao.ge/financial-monitoring-service/declaration/declaration-forms>. 164 დამატებით იხილეთ - <http://sao.ge/files/finansuri%20monitoringi/shevsebis-instruqcia.pdf>. 165 დამატებით იხილეთ - <http://sao.ge/files/kanonmdebloba/politikuri%20dafinansebis%20metodologia-Geo.pdf>.

73

Page 74: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

სხვადასხვა შემოწირულობებისათვის ერთიანი ფორმების დაწესება პოზიტიურად შეფასდა GRECO-ს შეფასების მესამე რაუნდის ანგარიშში. თუმცა, იქვე ხაზი გაესვა არამატერიალური შემოწირულობების არასათანადო ასახვას პოლიტიკური პარტიების მიერ ფინანსურ ანგარიშებში და ამ კუთხით შესაბამისი ზომების მიღების საჭიროებას, მათ შორის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას.166

ღონისძიება 9.1.3. კანონმდებლობის შესაბამისად პოლიტიკურმა პარტიამ ყოველწლიურად უნდა განახორციელოს ფინანსური აუდიტი და ამ მიზნით, პარტიამ უნდა მიმართოს დამოუკიდებელ აუდიტორს,167 რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტებით.168 ბრძანება ადგენს, რომ პოლიტიკურ პარტიათა აუდიტი უნდა განხორციელდეს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) დაცვით. გარდა ამისა, 2013 წელს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი.169

ღონისძიება 9.1.4. საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიის შემოწირულობების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმებისა (იხ. ზევით ღონისძიება 9.1.3.) და შემოწირულობების დეკლარირების პროგრამის საშუალებით სახელმწიფო აუდისის სამსახური ახორციელებს პარტიების შემოწირულობებისა და ხარჯების მონიტორინგს.

ღონისძიება 9.1.5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში 2013 წელს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.170

ღონისძიება 9.2. პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება

ღონისძიება 9.2.1./9.2.2.

166 კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), საქართველოს მესამე რაუნდის რეკომენდაციების შესრულების შეფასების ანგარიში (2013წ.), პრ. 49.167 „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 33. 168 2012 წლის 16 იანვრის #8/37 ბრძანება პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ,169 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდოტიროს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 4 აპრილის ბრძანება N65/37. 170 „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 70.

74

Page 75: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია ყოველწლიურად წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გასული წლის საფინანსო დეკლარაციას, ხოლო საარჩევნო პერიოდის განმავლობაში არჩევნების დანიშვნის დღიდან სამ კვირაში ერთხელ წარუდგენს პარტიის ანგარიშს დადგენილი ფორმის შესაბამისად.171 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის წლიური ფინანსური დეკლარაციები მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვეყნოს ოფიციალურ ვებგვერდზე.172 2013 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე 44 პოლიტიკური პარტიის 2012 წლის წლიური ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდა, ხოლო 2013 წლის კი 53 პოლიტიკური გაერთიანების წლიური ფინანსური ანგარიში. ამასთანავე, 2013 წელს საარჩევნო პერიოდის განმავლობაში (2013 წლის ივლისი-ნოემბერი) 40 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო სუბიექტი პერიოდულად წარადგენდა ფინანსური დეკლარაციებს (ჯამში 140 დეკლარაცია). ყველა დეკლარაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფოციალურ ვებგვერდზე.173

დამატებითი ინფორმაცია

2013 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი. ჯგუფის საქმიანობის საფუძველზე 2013 წლის 29 ივლისს მომზადდა ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონში. ცვლილებების მიხედვით:

- იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო წლიური ოდენობა განისაზღვრა 120 000 ლარით;

- შემოწირულობის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომელთა ბენეფიციარებიც საქართველოს მოქალაქეები არიან;

- შემომწირველი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომლის წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე ფაქტობრივი შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებულია მის სასარგებლოდ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით;

- შემცირდა პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობის ზღვარი საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-დან 0,1%-მდე;

- დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის განკუთვნილი სანქციების ოდენობა შემცირდა ხუთმაგი ოდენობიდან ორმაგ ოდენობამდე;

- დაიხვეწა „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის“ დეფინიცია;

171 იქვე, მუხლი 32 (1) და 321.172 დამატებით იხილეთ - < http://sao.ge/financial-monitoring-service/declaration>. 173 დამატებით იხილეთ - <http://sao.ge/financial-monitoring-service>.

75

Page 76: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

- იმ პარტიას, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს, უფლება აქვს, წლიური საფინანსო დეკლარაცია წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე;

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური პასუხისმგებელი იქნება პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განესაზღვრა უფლებამოსილება წელიწადში ერთხელ აწარმოოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური აუდიტი.

დასკვნაპოლიტიკური პარტიების საქმიანობის მონიტორინგისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და დაფინანსების მონიტორინგის პრაქტიკის დახვეწა, პოზიტიურად იქნა შეფასებული შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.174 მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებასთან მიმართებაში. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფარგლებში ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის შექმნასა და მისი შესაბამისი უფლებამოსილებით მის აღჭურვას, ასევე პარტიების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტული დეკლარაციების ფორმებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას.

მიუხედავად მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც 2012-2013 წლებში განხორციელდა, მნიშვნელოვან პრიორიტეტად კვლავ რჩება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონისა და საარჩევნო კოდექსის დებულებების ჰარმონიზაცია; საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მყოფი ერთიანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება.175

ყურადღებას საჭიროებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით GRECO-ს რეკომენდაციების შესრულებას. კერძოდ, მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის მექანიზმის შემდგომი განვითარება რეკომენდაციების შემუშავების, გამოძიებისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების კუთხით.176

174კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), საქართველოს მესამე რაუნდის რეკომენდაციების შესრულების შეფასების ანგარიში (2013წ.); „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013).175 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), საქართველოს მესამე რაუნდის რეკომენდაციების შესრულების შეფასების ანგარიში (2013წ.); პარაგრაფი 31-24.176 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), საქართველოს მესამე რაუნდის რეკომენდაციების შესრულების შეფასების ანგარიში (2013); პარაგრაფი 58.

76

Page 77: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად, ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის შექმნა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. თუმცა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ფაქტობრივ დამოუკიდებლობაზე.177 აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამსახურის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ხარისხის გაზრდას და საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ერთგვაროვანი და პროპორციული სისტემის ჩამოყალიბებას.

V. გამოწვევები და მიღებული გამოცდილება

გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტები და არსებული მონიტორინგის მექანიზმი ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს. თუმცა, მიღწეული შედეგების განმტკიცებისა და არსებული მექანიზმების დახვეწისათვის, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მიღებულ გამოცდილებაზე, რომლის გათვალისწინებაც გააადვილებს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მის შემდგომ იმპლემენტაციასა და არსებული მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესებას.

ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება

ანტიკორუფციული სტრატეგია და 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკორუფციული სტრატეგიის დამტკიცების შემდგომ, სამოქმედო გეგმის შემუშავება განხორციელდა საკმაოდ მჭიდრო ვადებში, რამაც გარკვეულწილად, ხელი შეუშალა არასამთავრობო სექტორის მხრიდან უფრო აქტიურ ჩართულობას.178 აქვე უნდა აღნიშნოს რომ, 2013 წელს ახალი მთავრობის ძალისხმევის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხარისხი და ანტიკორუფციულ პროცესებში მათი ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით 2013 წელს ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შეიქმნა შესაბამისი თემატური სამუშაო ჯგუფები, სადაც წარმოდგენილი არიან როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამავე დროს, ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას საფუძვლად დაედოს შესაბამისი კვლევები, ასევე არსებული ვითარებისა და წინა წლების სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების იმპლემენტაციის ანალიზი.179

177 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ. 61.178 ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, „Report on Monitoring the Implmentation of the Eastern Paartnership in Georgia, Independent Monitoring Report“, (2013), გვ 18.

77

Page 78: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

შესაბამისად, მიზანშეწონილია რომ არსებული სტრატეგიის განახლებისა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნეს როგორც წინამდებარე ანგარიშის შედეგები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები და შესაბამისი თემატური კვლევები.

გარდა ამისა, შეფასების პროცესმა გამოავლინა სამოქმედო გეგმის თავისებურებით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს თითოეული ღონისძიების შესრულების კონკრეტულ ვადას/წელს. ამასთანავე, ზოგიერთი ღონისძიება იყო საკმაოდ ზოგადი ხასიათის და არ იკვეთებოდა პირდაპირი კავშირი შესაბამის პრიორიტეტულ მიმართულებასთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან.

ცალკე ხაზი უნდა გაესვას სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ინდიკატორებს. მართალია, გეგმის თითოეული ღონისძიებისათვის განსაზღვრული იყო შესაბამისი ინდიკატორები, რომელთა საფუძველზეც ხდება ღონისძიებების შესრულების შეფასება, მაგრამ ინდიკატორთა უმრავლესობა თავისი ხასიათით ორიენტირებული იყო არა შედეგის, არამედ პროცესის შეფასებაზე, ხოლო რაოდენობრივი ინდიკატორები არ ითვალისწინებდნენ კონკრეტულ მაჩვენებელს/ციფრს.

კოორდინაციის და მონიტორინგის პროცესი

2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელია სამდივნო, რომელიც წელიწადში ორჯერ სამთავრობო უწყებებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებდა გეგმის შესრულების ანგარიშს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმის იმპლემენტაციის პროცესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ეს იყო საქართველოს პირველი გამოცდილება სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით, მონიტორინგის პროცესთან მიმართებაში გარკვეული ხარვეზები მაინც გამოიკვეთა.

აღნიშნული პირველ რიგში მოიცავს სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას. ანგარიშში ასახული უნდა იყოს გეგმაში იდენტიფიცირებული თითოეული პასუხისმგებელი უწყების მიერ კონკრეტული ღონისძიების იმპლემენტაციის ობიექტური და კრიტიკული შეფასება. შესაბამისად, ანგარიში უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ პროცესის, არამედ მიღწეული შედეგის შეფასებაზე და უნდა აანალიზებდეს გატარებულ ღონისძიებებს, მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს/რისკებს და მიღწეულ შედეგებს.

საანგარიშო პერიოდში სამდივნოს ხელშეწყობით მომზადდა ანტიკორუფციულ თემაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები და გაიმართა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს პროგრესი სტრატეგიული დაგეგმვისა და 179 „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში, (2013), გვ.13-14.

78

Page 79: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

მონიტორინგის მიმართულებით. ამავე დროს, პოლიტიკის განვითარებაში ანალიტიკური კომპონენტის გაძლიერების მიზნით (კვლევები ანტიკორუფციულ თემებზე, რეიტინგების ანალიზი, რისკების შეფასების ინსტრუმენტები და სხვ.) და ეფექტიანი მონიტორინგის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია სამდივნოს შესაძლებლობების გაძლიერება.

VI. სამომავლო გეგმები

ანტიკორუფციული მიმართულებით 2010-2013 წლებში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების განხორციელებული პროგრესის და სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების მიუხედავად, ვალდებულებათა სრული იმპლემენტაცია 2013 წლის ბოლოსთვის ვერ მოხერხდა. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის მნიშვნელოვანია მუდმივი ძალისხმევა და მჭიდრო თანამშრომლობა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს განაგრძოს ანტიკორუფციული რეფორმების პროცესი ახალი სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა

გადაწყვეტილება არსებული სტრატეგიის განახლებისა და ახალი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა 2013 წელს.

2013 წლის 12-14 მარტს, ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის წევრებმა და UNODC-ის მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს ახალი სამოქმედო გეგმის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული აქტიური სამუშაოს შედეგად სამდივნოს მიერ შემუშავდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 2014-2016 წლების 11 სტრატეგიული პრიორიტეტი,180 რომელიც დამტკიცებულ იქნა ანტიკორუფციული საბჭოს 2013 წლის 5 ივლისის სხდომაზე:

პრიორიტეტი 1. კორუფციის პრევენციის მიზნით ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციაპრიორიტეტი 2. საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციაპრიორიტეტი 3. ღიაობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიპრიორიტეტი 4. განათლება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კორუფციის პრევენციის მიზნითპრიორიტეტი 5. კორუფციის პრევენცია სამართალდამცავ ორგანოებში, კორუფციული დანაშაულების ეფექტიანი გამოვლენა და სისხლისსამართლებრივი დევნა

180 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 2014-2016 წლების 11 სტრატეგიული პრიორიტეტი (2013).

79

Page 80: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

პრიორიტეტი 6. კორუფციის პრევენცია მართლმსაჯულების სისტემაშიპრიორიტეტი 7. გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციული რისკების შემცირება საჯარო ფინანსების და სახელმწიფო შესყიდვების სფეროშიპრიორიტეტი 8. კორუფციის პრევენცია საბაჟო და საგადასახადო სისტემაშიპრიორიტეტი 9. კორუფციის პრევენცია კერძო სექტორთან მიმართებითპრიორიტეტი 10. კორუფციის პრევენცია ჯანდაცვის და სოციალურ სექტორშიპრიორიტეტი 11. პოლიტიკური კორუფციის პრევენცია

ამასთანავე, ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და ახალი სამოქმედო გეგმის შესაბამისი ნაწილების შემუშავების მიზნით ამავე სხდომაზე საბჭომ შექმნა 9 თემატური სამუშაო ჯგუფი.181

სამდივნოს ხელშეწყობით 2013 წელს დაიწყო თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმირება. ამასთანავე, სამდივნომ შეიმუშავა სამუშაო ჯგუფების დებულება, რომელიც ადგენს სამუშაო ჯგუფის მიზნებსა და საქმიანობის წესს, ასევე განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის წევრებისა და მომხსენებლების უფლებამოსილებებს. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობას გაუწევს ორი თანამომხსენებელი, რომელთაგანაც ერთი წარმოდგენილი იქნება საჯარო დაწესებულებებიდან, ხოლო მეორე არასამთავრობო სექტორიდან.

ანგარიშგების ახალი მექანიზმი

სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით, სამდივნოს მიერ დაგეგმილია პასუხისმგებელ უწყებათა ანგარიშგების პროცესის დახვეწა. აღნიშნული მოიცავს მონიტორინგის პროცესის სტანდარტიზაციას, ასევე გაზომვადი ინდიკატორების საფუძველზე ლაკონური და მკითხველზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიის საფუძველზე წლიური პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადებას.

გამოყენებული ლიტერატურა

სტატიები/ნაშრომები:

- „საჯარო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ქრონოლოგიური პრინციპით - 2004-2012 წწ.“ (2013)

- საჯარო სამსახურის ბიურო, „ანაზღაურების სისტემები საჯარო სამსახურში, შედარებითი ანალიზი“ (2013)

- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), „დისციპლინური პასუხისმგებლობა საჯარო სამსახურში, შედარებითი ანალიზი“, (2013)

181 ანტიკორუფციული საბჭოს 5 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

80

Page 81: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

- საჯარო სამსახურის ბიურო, „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემები, შედარებითი ანალიზი“ (2013)

- საჯარო სამსახურის ბიურო, „ტრენინგ მოდული საჯარო მოხელეების ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებზე“ (2012)

- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა“ (2013)

- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო (2011)

- არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე (2013)

- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები - კორუფციის რისკები“ (2013)

- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, „Report on Monitoring the Implmentation of the Eastern Paartnership in Georgia, Independent Monitoring Report“ (2013)

სტრატეგიები/სამოქმედო გეგმები/წლიური გეგმები:

- “ღია მმართველობის პარტნიორობა, საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიში“

- “ღია მმართველობის პარტნიორობა, საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიში“ (2013)

- კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, 2013 წლის საქმიანობის ანგარიში (2013)

- კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრატეგიული გეგმა (2013)

- სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიული მიმართულებები (2013)

კანონმდებლობა:

საკანონმდებლო აქტები:- საქართველოს კონსტიტუცია (1995) - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი (1997)- საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“

საქართველოს კანონი (1997)- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი (2005)- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (2009)- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999)- საქართველოს საარჩევნო კოდექსი (2011)- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონი (2008)- „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული

კანონი (1997)

81

Page 82: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონი (2008)

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და

დებულების დამტკიცების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება N390

- „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება 2013 წლის 26 აგვისტოს №219

- „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის N57 დადგენილებ ა

- „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“ მთავრობის 2013 წლის 9 ივლისის განკარგულება №775.

- „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების “ შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება

- „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბერის №7 ბრძანება

- „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბერს №11 ბრძანება

- „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს N219 დადგენილება

- „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 988-1188 ერთობლივი ბრძანება

- “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის პირველი იანვრის ბრძანება N8/37

- „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს ბრძანება N142/37

- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება N126/37

82

Page 83: შესავალი - Ministry of Justice of Georgia dep/1... · Web viewკორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო,იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდოტიროს 2013 წლის 4 აპრილის ბრძანება N65/37

ოფიციალური ვებ-გვერდები:

http://unpan.org/unpsahttp://opendatablog.wordpress.com/http://transparency.gehttps://tenders.procurement.gov.ge http://sao.ge/financial-monitoring-servicehttp://www.justice.gov.ge

საერთაშორისო შეფასებები/რეკომენდაციები

- „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი” (OECD-ACN), საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში (2013)

- კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), საქართველოს მესამე რაუნდის რეკომენდაციების შესრულების შეფასების ანგარიში (2013)

- „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში“ (2010)

- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გლობალური კორუფციის ბარომეტრი (2013)- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ინდექსი (2013)- მსოფლიო ბანკი, „ბიზნესის კეთება 2014“.

83