ანტიდასავლური დისკურსის წინააღმდეგ...
TRANSCRIPT
ანტიდასავლური დისკურსის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალურ მედიაში
2018
ანტიდასავლური დისკურსის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალურ მედიაში
29 დეკემბერი, 2018
ანგარიში მომზადდა „CRRC-საქართველოს“ მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის“ (EWMI) მიერ განხორციელებული „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ ფარგლებში. ტექსტში გამოთქმული აზრები შესაძლოა, არ ასახავდეს EW-MI-ის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის აზრს.
3
სარჩევი
I. მოკლე შინაარსი...............................................................................4
II. შესავალი...........................................................................................5
III. ანტილიბერალური ჯგუფების სოციალურ მედიაში აქტიურობის თავისებურებები.........................................................6
IV. ანტილიბერალური სოციალური მედიის შინაარსობრივი განზომილება ....................................................................................11
V. ანტილიბერალური სოციალური მედიის გვერდებს შორის კავშირები............................................................................................15
VI. დასკვნები და რეკომენდაციები................................................17
დანართი 1: მეთოდოლოგიური შენიშვნა...................................18
დანართი 2: შესწავლილი გვერდები.............................................20
4
კვლევის მიზნები
“CRRC-საქართველომ”, „აღმოსავლეთ-და-სავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის“ აქსე-სის პროექტის საჯარო პოლიტიკისა და ანგა-რიშვალდებულების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ქართულენოვანი რადიკალური მემარჯვენე სოციალური მედიის გვერდები შე-ისწავლა. გამოკვლეულ იქნა ჯგუფების აქტიუ-რობა „ფეისბუქზე“, აუდიტორიასთან კომუნიკა-ციის ხერხები, დადგინდა ის ძირითადი თემები, რომლებსაც მემარჯვენე ჯგუფები განიხილავენ სოციალურ ქსელებში და შესწავლილი იქნა ამ გვერდებს შორის კავშირები.
კვლევის დიზაინი და გამოყენებული მეთოდები
„CRRC-საქართველომ“ შეაგროვა და გააანალი-ზა სოციალურ მედიაში 2015-2018 წლებში მე-მარჯვენე ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებუ-ლი 26 ათასზე მეტი შეტყობინება. შესასწავლი გვერდები გამოვლინდნენ მედიის მონიტო-რინგის და ანალიზის სხვადასხვა ორგანიზა-ციების მიერ აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით. მონაცემები სოციალური ქსელი „ფე-ისბუქიდან“ მოგროვდა სპეციალური პროგ-რამული უზრუნველყოფის (Netvizz, NCapture) მეშვეობით. შეგროვილი მასალები დამუშავდა ტექსტის რაოდენობრივი კვლევის ისეთი მეთო-დებით, როგორებიცაა თემების მოდელირება და სენტიმენტების ანალიზი.ძირითადი შედეგებიკვლევის ძირითადი შედეგები შემდეგია:• ბოლო პერიოდში, რადიკალური მემარჯვე-
ნე გვერდები სოციალურ ქსელებში უფრო მეტად არიან გააქტიურებულნი. მსგავ-სად იზრდება ასეთი ჯგუფების აუდიტო-რიაც. საგულისხმოა, რომ ზრდა შესაძლოა, ინტერნეტზე საყოველთაო ხელმისაწვდომო-ბასაც უკავშირდებოდეს, თუმცა ასევე გასათ-ვალისწინებელია რადიკალური მემარჯვენე იდეოლოგიისადმი საზოგადოებაში გაღვივე-ბული ინტერესის როლიც;
• გვერდებთან მომხმარებელთა ინტერაქცია იზრდება იმ მოვლენების დროს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებუ-ლი ე.წ. ანტი-ლიბერალურ დღის წესრიგთან. მსგავსი შემთხვევებია ნარკოტიკის მოხმარე-ბის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული
აქციების ე.წ. კონტრაქციები, ასევე - ჰომოფო-ბიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძო-ლის საერთაშორისო დღე. შინაარსობრივი თვალსაზრისით, გვერდები ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ პროტესტებს განიხილა-ვენ. ამასთან ერთად, შესწავლილ პერიოდში გვერდებზე მსჯელობა მიდიოდა ე.წ. ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ პროტესტებ-სა და აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავში-რებით.
• მართალია, შესწავლილი გვერდების გარ-კვეული ნაწილი რუსეთისადმი დადებითად განწყობილი შინაარსის ინფორმაციას ავრცე-ლებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წყაროს შემთხვევაში, რუსეთი, თურქეთთან ერთად, უარყოფითად არის დახასიათებული და ამ ქვეყნებთან ერთ კონტექსტში გამოყენებული სიტყვებს ასევე ნეგატიური კონოტაცია აქვთ.
• ინფორმაციის გავრცელების ფორმების ანა-ლიზისას, გვერდებს შორის გარკვეული იერ-არქია გამოიყოფა: არსებობს „ავტორიტეტუ-ლი“ გვერდების შედარებით მცირე ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის პირველწყაროს წა-რმოადგენს, ან მასალებს სხვა, უფრო მცირე გვერდებიდან აზიარებს.
რეკომენდაციები
წარმოდგენილი კვლევა დაკვირვებითია, შესა-ბამისად, პოტენციური ჩარევის შედეგის რაო-დენობრივი შეფასება რთულია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა შემდეგი სახის რეკომენდაციებ-ზე საუბარი:• რადიკალური მემარჯვენე გვერდების იდე-
ოლოგიური და თემატური მრავალფერო-ვნებიდან გამომდინარე, კონტრზომების შე-მუშავებისას ამ გარემოების გათვალისწინება აუცილებელია.
• სასურველია, რადიკალური მემარჯვენე ფეისბუქის გვერდების მუდმივი მონიტო-რინგი. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ განსაკუთრებით უნდა გადამოწმდეს „ავტო-რიტეტული“ და „გადამცემი“ გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
• იმის გამო, რომ რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების მიერ გავრცელებული ყველაზე პოპულარული ინფორმაცია ფოტოების და ვიდეოკლიპების სახითაა წარმოდგენილი, ამ გზავნილების შესწავლა დისკურსის ანა-ლიზის მეთოდით უნდა მოხდეს.
I. მოკლე შინაარსი
5
ბოლო სამი წლის მანძილზე, საქართველო-ში თანდათან იზრდება ისეთი რადიკალური მოძრაობების რაოდენობა, რომლებიც ქსენო-ფობიურ, ისლამოფობიურ და იმიგრანტთა სა-წინააღმდეგო შეხედულებებით გამოირჩევი-ან.1 მიგრანტებისა2 და ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ მოწყობილი აქციე-ბი, თბილისური ღამის კლუბის დარბევის კო-ნტრაქციები3 და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლის მკვლელობა ქსე-ნოფობიურ ნიადაგზე4 გვაფიქრებინებს, რომ ამ ჯგუფების საქმიანობას უფრო მეტი ყურადღე-ბა უნდა მიექცეს. წინამდებარე ანგარიშში აღწე-რილია სოციალურ მედიაში ქართული რადი-კალური მემარჯვენე მოძრაობების აქტიურობა და დახასიათებულია მათ მიერ გამოყენებული ძირითადი საკომუნიკაციო ხერხები.მართალია, პოლიტიკოსები იზოლაციო-ნისტურ ლოზუნგებს საქართველოს დამო-უკიდებლობის პირველ წლებში საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ, აქამდე ქვეყნის საგარე-ო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ კონსენ-სუსი ნაციონალისტურად განწყობილ ჯგუფებს შორისაც კი არსებობდა. ანტიდასავლური ნარა-ტივები, რომლებიც დემოკრატიას ანტილიბერა-ლური პერსპექტივიდან აკრიტიკებენ, ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ დისკურსში ახლახანს ამო-ტივტივდა.5 ამ იდეებს საკმაოდ ხშირად სწორედ რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები უწევენ პო-პულარიზაციას.მარგინალური ჯგუფები სოციალურ ქსელებს ფართო აუდიტორიის მისაზიდად ეფექტურად იყენებენ. ონლაინ კომუნიკაცია ორ ძირითად მი-ზანს ემსახურება: სოციალური ქსელები უკვე არ-სებული მომხრეების რადიკალიზაციისთვისაც გამოიყენება და ახალი მომხრეების რეკრუტი-რებისთვისაც. ამასთან, როგორც ირკვევა, პრო-პაგანდის სოციალური მედიის გზით გავრცელე-ბა უცხო ქვეყნებისთვის სხვაგან პოლიტიკურ
დისკუსიებზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტუ-რი მეთოდია.6 რადიკალური მოძრაობები „ფე-ისბუქს“ ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის საქა-რთველოშიც საკმაოდ აქტიურად იყენებენ.7
წინამდებარე ტექსტი ორ ამოცანას ემსახურე-ბა. თავდაპირველად, ანგარიშში შეჯამებულია ქართულენოვან ულტრაკონსერვატიული და ანტილიბერალური „ფეისბუქის“ გვერდების სო-ციალურ მედიაში აქტიურობის თავისებურებე-ბი. გაანალიზებულია აქტიურობის სიხშირე და აუდიტორიის რეაქცია. „ფეისბუქზე“ გაზიარე-ბული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ შევისწა-ვლეთ ამ გვერდების პერსონალური ქსელები და დავადგენთ გვერდებს შორის პოტენციური კავშირები. ამასთან, გამოვყავით ის მედია სა-შუალებები, რომლებიც შესწავლილი გვერდე-ბისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროებს წა-რმოადგენენ.კვლევის მეორე ამოცანის ფარგლებში მიმოვიხი-ლავთ იმ ძირითად მესიჯებს, რასაც შესწავლი-ლი გვერდები საკუთარ აუდიტორიას გადასცე-მენ. ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვებისა და სიტყვების კომბინაციების შესწავლის გზით, ჩვენ ვარკვევთ, თუ რა იდეებს ავრცელებენ ჯგუფები და რა საკითხები აღელვებთ მათ. სე-ნტიმენტების ანალიზის გზით ვახდენთ ტექსტე-ბის კონტექსტუალიზაციას მესიჯებთან დაკავში-რებით.ანგარიში შემდეგი სტრუქტურისაა. თავდაპირ-ველად, აღწერილია ანტილიბერალური სო-ციალური მედიის გვერდების აქტიურობის ძირითადი თავისებურებები და დახასიათებუ-ლია გვერდების მიერ გავრცელებული ინფო-რმაცია. შემდეგ გაანალიზებულია გვერდებს შორის კავშირები, ხოლო ბოლო ნაწილში წა-რმოდგენილია დასკვნები და რეკომენდაციები. მეთოდოლოგიური საკითხები წარმოდგენი-ლია ანგარიშის დანართში.
1. Svanidze, T. (2018). Georgia’s growing cultural divide: a sign of far-right populism? Open Democracy. წყარო: https://www.opendem-ocracy.net/od-russia/tako-svanidze/georgia-growing-cultural-divide2. Abashidze, Z., Pipia., D., Mikadze, L. (2018). The Georgian March against migrants and NATO. Jam News. წყარო: https://jam-news.net/the-georgian-march-against-migrants-and-nato/3. რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქცია (2018). Tbilisi Rally Continues After Police Dismantle Protest Camp. წყარო: https://www.rferl.org/a/georgia-tbilisi-rally-after-police-dismantle-protest-camp/29224058.html4. OC Media (2018). Georgian rights activist’s murder was ‘a hate crime’. წყარო: http://oc-media.org/georgian-rights-activist-s-murder-was-a-hate-crime/5. Jgharkava, I. (2017). Anti-migrant Rhetoric in Georgia: Do Far-right Groups Threaten Georgia’s Pro-European Discourse? Georgian Institute of Politics. წყარო: http://gip.ge/wp-content/uploads/2017/08/Commentary-16.pdf6 . Roeder, O. (2018). Why We’re Sharing 3 Million Russian Troll Tweets. FiveThirtyEight. წყარო: https://fivethirtyeight.com/features/why-were-sharing-3-million-russian-troll-tweets/7. Kintsurashvili, T. (2017). Anti-Western propaganda. Media Development Foundation. წყარო: http://mdfgeorgia.ge/uploads/library/89/file/eng/AntiWest-2017-ENG.pdf
II. შესავალი
6
8.საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. (2019) ინტერნეტ-აბონენტთა რაოდენობა კომპანიების მიხედვით. ნანახია 2019 წლის 28 იანვარს. წყარო: https://analytics.gncc.ge/en/statistics/?c=internet&f=subscrib-ers&exp=companies&total=total&sid=5918829. კითხვა დაესვათ იმ რესპონდენტებს, რომლებიც თვეში ერთხელ მაინც იყენებდნენ ინტერნეტს. ამ უკანასკნელთა პროცენტული წილი იმავე პერიოდში 45%-დან 61%-მდე გაიზარდა.
დიაგრამა 1. შესწავლილი გვერდების მიერ გაზიარებული პოსტების ყოველკვირეული რაოდენობა
III. ანტილიბერალური ჯგუფების სოციალურ მედიაში აქტიურობის თავისებურებებიწინამდებარე თავში მიმვიხილავთ, თუ როგორ გაიზარდა ქართულენოვან სოციალურ მედიაში რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების ხილვადო-ბა. წარმოდგენილია ისეთი სტატისტიკა, როგო-რიცაა გვერდების რაოდენობა, პოსტების მოწო-ნებები და კომენტარების რაოდენობები. ასევე მოყვანილია ის სავარაუდო მიზეზები, რომლე-ბიც სავარაუდოდ დაკავშირებულია გვერდების აქტიურობის განსაკუთრებულ ზრდასთან. აქვე ვაფასებთ გაზიარებულ ინფორმაციასთან მომხ-მარებელთა ინტერაქციის თავისებურებებს. გა-სათვალისწინებელია, რომ „ფეისბუქის“ მხრი-დან მონაცემთა გავრცელების შეზღუდვის გამო, ჩვენ შედარებით ნაკლები წარმოდგენა გვაქვს აუდიტორიის დემოგრაფიული მახასიათებლე-ბის შესახებ.გვერდების აქტიურობა
ბოლო სამი წლის განმავლობაში, გვერდების მიერ ყოველკვირეულად გავრცელებული პო-სტების რაოდენობა იზრდება. 2015 წლის ნო-ემბერის დასაწყისში, გვერდები კვირაში სა-შუალოდ, ოთხ პოსტს აზიარებდნენ, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის შემოდგო-
მისთვის 31-მდე გაიზარდა (დიაგრამა 1). რადი-კალური მემარჯვენე შინაარსის ინფორმაციის ზრდა ქართულნოვან „ფეისბუქის“ გვერდებზე შესაძლოა, დაკავშირებული იყოს როგორც სა-ზოგადოებაში ამ საკითხებისადმი გაზრდილ ინტერესთან, ასევე ქართულენოვანი მოსახლე-ობის ინტერნეტთან წვდომის ზრდასთან: საქა-რთველოში ქსელის აბონენტთა რაოდენობა 2011 წლიდან 2018 წლამდე სამჯერ მოიმატა (275 ათასიდან თითქმის 800 აბონენტამდე 2018 წლის ბოლოს).8 ამასთან, „CRRC-საქართველოს“ „კა-ვკასიის ბარომეტრის“ გამოკითხვის მიხედვით, „ფეისბუქის“ მომხმარებელთა წილი იმ ადამი-ანებში, რომლებიც ინტერნეტს იყენებენ, 2011 წლიდან 2017 წლამდე 37 პროცენტული პუნ-ქტით გაიზარდა.9 გაანალიზებულ გვერდებს შორის ყველაზე მე-ტად აქტიურობენ გვერდები „საქართველოს სულიერი მისია“, რომელიც კვირაში საშუა-ლოდ 129 პოსტს აზიარებს. მას მოსდევს „ერო-ვნულ-რელიგიური ინსტიტუტი“ 125 პოსტით, „საინფორმაციო გვერდი“ და „ქართული იდეა“ 118-118 პოსტით.
7
10. Lomsadze, G. (2018). Georgian protests draw other bereaved parents. Eurasianet. წყარო: https://eurasianet.org/georgian-pro-tests-draw-other-bereaved-parents
ცხრილი 1. აქტიური და პასიური ინტერაქციის ყველაზე მაღალი
მაჩვენებლის მქონე ექვსი გვერდი
გვერდებმა 2018 წლის 3-10 ივნისის კვირაში, ყვე-ლაზე მეტი - 43 ახალი პოსტი გაავრცელეს. განა-ხლებები მომხმარებლებმა 33 711-ჯერ მოიწონეს, რაც საშუალო ყოველკვირეულ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ამ პერიოდში გვერდები სხვა-დასხვა თემას განიხილავდნენ, თუმცა დისკუსია ძირითადად ზაზა სარალიძის მხარდამჭერ საპ-როტესტო აქციებს შეეხებოდა.10
ზოგადად, გვერდები უფრო აქტიური კვირის დღეებში არიან, ვიდრე - შაბათ-კვირას. დაკვირ-ვების პერიოდში, გვერდებმა ყველაზე მეტი პო-სტი ოთხშაბათს გაავრცელეს (5 959). კვირის ბოლოს აქტიურობა ოდნავ დაბალია - შაბათს გვერდებმა მხოლოდ 5 128 პოსტი გააზიარეს, ხოლო კვირას - 4 976 პოსტი. პოსტების უმეტე-სობა (66%) სამუშაო საათებში (დილის 10 საათი-დან საღამოს 7 საათამდე) ქვეყნდება. ღამ-ღამო-ბით გვერდები ნაკლებად არიან აქტიურები.რა მედიუმებს იყენებენ აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის გვერდები? როგორც წესი, ეს ფორმა ტექსტები და ვიზუალური მასალაა. გაანალიზებულ პერიოდში გვერდებმა გააზი-არეს 14 265 ფოტო, 12 942 ბმულის სხვადასხვა ონლაინ-სტატიებზე და 9 220 ვიდეოკლიპი. გვე-რდები პოსტებს მედია-კონტენტის გარეშე იშვი-ათად ავრცელებენ.აუდიტორიასთან ურთიერთობა
ზოგადად, რადიკალური მემარჯვენე გვერდე-ბის აუდიტორია დაკვირვების პერიოდში იზ-რდება. ამ უკანასკნელებში განვიხილავათ „ფე-ისბუქის“ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც გვერდის შესაბამის „მოწონების“ ღილკას დაა-ჭირეს და ამით გვერდის აქტიურობის შესახებ ინფორმაცია გამოიწერეს. დაკვირვების პერი-ოდში, გვერდების საშუალო ყოველკვირეულ გამომწერთა რაოდენობა 89 325-დან 758 850-მდე გაიზარდა. მსგავსად წინა შემთხვევებისა, მაჩვე-ნებლის თითქმის ცხრაჯერ ზრდა სავარაუდოდ უკავშირდება როგორც მომხმარებელთა დაი-ნტერესებას, ასევე - ინტერნეტ-მომხმარებელ-თა რაოდენობის ზრდასაც. სამწუხაროდ, მოპო-ვებული ინფორმაცია საშუალებას არ იძლევა, დავადგინოთ, არის თუ არა დაკავშირებული ზრდა სარეკლამო კამპანიებთან.გვერდების აუდიტორიასთან ურთიერთობის შეფასების კიდევ ერთი გზა მომხმარებელთა აქტიური და პასიური ურთიერთობის/ინტერაქ-ციის გაზომვაა. ჩვენ მომხმარებლის მიერ პოსტ-
ზე კომენტარის გაკეთებას აქტიურ ინტერაქციად მივიჩნევთ, ხოლო მოწონებას - პასიურ ინტერაქ-ციად. მთლიანად, დასაკვირვებელ პერიოდში, გვერდების მიერ გავრცელებულ პოსტებზე 646 245 კომენტარი გაკეთდა და 2 395 237-ჯერ მო-იწონეს. შესაბამისად, მომხმარებლები გაზიარე-ბულ ინფორმაციასთან პასიურად უფრო ურთი-ერთქმედებენ, ვიდრე - აქტიურად. ამასთან, ორივე ტიპის ჩართულობის მაჩვენებლები ერ-თმანეთთან მაღალ კორელაციაშია (პირსონის კორელაციის კოეფიციენტი 0.923498), რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ დიდი მოწონების მქონე პო-სტებზე ბევრი კომენტარი კეთდება და - პირიქით.
Page name Active interaction
Page name Passive interaction
Welcome to Georgia 170,680 Welcome to Georgia 465,138
/ Iberian Unity
102,246 / Iberian Unity
277,974
/ The Capital City
42,520 / Kardhu 189,723
/ Georgian March
32,761 / Georgian Idea
180,026
iNew s / 28,084
/ Information Page
147,570
/ Georgian Idea
25,483 / Georgian Pow er
103,590
გვერდის სახელწოდება
გვერდის სახელწოდება
აქტიური ინტერაქცია
აქტიური ინტერაქცია
8
დიაგრამა 2. მომხმარებელთ ინტერაქცია გაანალიზებული გვერდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან
როგორც აქტიური, ისე პასიური ინტერაქციის კუთხით, გვერდი Welcome to Georgia ყველაზე პოპულარულია (ცხრილი 1). დაკვირვების პე-რიოდში, მის მიერ გავრცელებულმა პოსტებზე მომხმარებლებმა 170 680 კომენტარი გააკეთეს და 465 138-ჯერ მოიწონეს. შემდეგი ყველაზე პო-პულარული გვერდი ნაციონალისტური ელფე-რის მქონე „იბერიული ერთობაა“. მან 102 246 კომენტარი და 277 974 პოსტის მოწონება დაიმ-სახურა. რადიკალური მემარჯვენე „ქართული მარშის“ გვერდზე შედარებით ნაკლებად აკომე-ნტარებდნენ (32 761), ხოლო პასიური ინტერაქ-ციის მხრივ, ეს უკანასკნელი გვერდების ექვსე-ულშიც ვერ მოხვდა.
გვერდების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია-სთან მომხმარებელთა ურთიერთობაში ოთხი მთავარი „პიკი“ გამოიყოფა, რომელთაგან ორი უკავშირდება ტრანსფობიასა და ჰომოფობია-სთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და 2013 წელს მემარჯვენე და რელიგიური ჯგუფების მიერ ლგბტქ აქტივისტთა დარბევის წლისთავს. საინტერესოა, რომ მოცემული მოვლენები სხვა-დასხვა წელს აუდიტორიაში განსხვავებულ რე-აქციასთან არიან დაკავშირებული: 2017 წელს 13 მაისის კვირაში მხოლოდ პოსტების მოწონებების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო 2018 წელს კი - გა-ნხილვების რაოდენობამაც მოიმატა (დიაგრამა 2).
მომხმარებელთა აქტიური ჩართულობის კიდევ ერთი პიკი 2018 წლის მარტის მეორე კვირაზე მოდის, რაც დროში ემთხვევა ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას. მოხმარე-ბელთა ზრდა 2018 წლის მაისის შუა პერიოდ-ში დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ, პოლიციის მიერ ღამის კლუბებზე განხორციელებულ რეი-დებთან და შემდგომ გამართულ საპროტესტო აქციებთან უნდა იყოს დაკავშირებული. მომხმა-რებელთა აქტიურობის კიდევ ერთი პიკი 2018 წლის ივლისს ემთხვევა. ამ პერიოდში, გვერდე-
ბი როგორც წესი, ანტითურქული და ანტიმუს-ლიმური შინაარსის პოსტებს აზიარებდნენ.მოვლენათა პირველი ჯგუფი, რომელსაც შე-საძლოა, მომხმარებელთა გაზრდილი აქტიუ-რობა უკავშირდებოდეს, ე.წ. „ლიბერალური პოლიტიკური დღის წესრიგია“. მართალია, ამ ტერმინის ქვეშ მრავალი სხვადასხვა თემა ერთი-ანდება, თუმცა ქართული რადიკალური მემარ-ჯვენე ჯგუფებისთვის ყველაზე გამაღიზიანებე-ლი ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვა და ნარკოპოლიტიკა გახლავთ.
9
შესაბამისად, ქართული კონსერვატიული, რე-ლიგიური და რადიკალური მემარჯვენე ჯგუ-ფები ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძო-ლის დღეს ხშირად „აღნიშნავენ“ „ტრადიციულ ღირებულებათა“, ქრისტიანობისა და „ოჯახის სიწმინდის“ დაცვის მოტივით გამართული აქ-ციებით. საინტერესოა, რომ ეს მოვლენები გვე-რდების აუდიტორიასაც იზიდავს. იმ პერიოდ-ში, როდესაც ნახსენები საკითხებია აქტუალური, მომხმარებლები საშუალოდ, ოთხჯერ უფრო მე-ტად არიან ჩართულნი: მაგალითად, 2017 წლის მაისში ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოქვეყ-ნებულმა პოსტებმა სამ ათასამდე კომენტარი და 60 ათასამდე „ემოციური რეაქცია“11 მიიღეს.საქართველოს მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბე-რალიზაციის საკითხი ქართულენოვანი რადი-კალური გვერდებისთვის აქტუალური ახლახა-ნს გახდა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას, ნარკოდანაშაულს შედარებით ლიბერალური სადამსჯელო ღონისძიებებით მიდგომოდა, ეკ-ლესია და სხვადასხვა კონსერვატიული ჯგუფე-ბი საკმაოდ დიდი უკმაყოფილებით შეხვდნენ.12 კრიტიკის საპასუხოდ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 12 მაისის ღამით პოპუ-ლარულ თბილისურ ღამის კლუბებში „ბასიან-სა“ და „გალერიში“ ნარკორეალიზატორების გა-მოსავლენად საპოლიციო რეიდები მოაწყო,13 რამაც თავის მხრივ, ლიბერალურად განწყობი-ლი აქტივისტები განარისხა. ამ უკანასკნელთა მიერ მოწყობილ საპროტესტო გამოსვლებს კი უკვე რადიკალურმა მემარჯვენე ჯგუფებმა კო-ნტრაქციებით უპასუხეს. ცხადია, რომ აქციებს „ფეისბუქის“ შესწავლილი გვერდების ონლაი-ნ-აუდიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი დაეს-წრო, სამაგიეროდ, მათი ონლაინ-აქტიურობა საგრძნობლად გაიზარდა - 2018 წლის მაისის შე-საბამის კვირაში, მომხმარებლებმა რადიკალუ-რი მემარჯვენე გვერდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 37 ათასი კომენტარითა და 78 ათა-სი „ემოციური რეაქციით“ უპასუხეს.კიდევ ერთი თემა, რომლის ირგვლივაც რადი-კალური მემარჯვენე ფეისბუქ-გვერდები აქტიუ-რობენ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული საკითხებია. ტატუნაშვილი, ქა-რთული არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახუ-
რე, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, სოფელ ყანჩავეთში ცხოვრობდა,14 ოსური უშიშ-როების ფორმირებების წარმომადგენლებმა და-აპატიმრეს და როგორც სხვადასხვა წყაროები ამტკიცებენ - წამებით მოკლეს.15 ტატუნაშვილის გარდაცვალების ამბავმა ქართულ საზოგადოე-ბაში დიდი მწუხარებითა და რისხვით შეხვდნენ. გამონაკლისს არც რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები წარმოადგენდნენ. საგულისხმოა, რომ ამ თემაზე შესწავლილი გვერდების მიერ გაკე-თებულმა პოსტებმა აუდიტორიის 15 ათასამდე კომენტარი და 56 ათასამდე „ემოციური რეაქ-ცია“ დაიმსახურეს. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ „პატრიოტულ“ ან ნაციონალისტურ სენტი-მენტებთან დაკავშირებული საკითხები ქართუ-ლი რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების აუდი-ტორიის საკვანძო ინტერესს წარმოადგენს.გაანალიზებულ გვერდებს შორის, ყველაზე პო-პულარული პოსტები „Welcome to Georgia“-ს, „იბერიულ ერთობასა“ და „ქართულ მარშს“ ეკუთვნით, რომელთაგან ყველაზე პოპულა-რულ შეტყობინებებს ექვს ათასზე მეტი კომენტა-რი აქვთ. თემატურად, პოპულარული პოსტე-ბი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულებია: „Welcome to Georgia“ რეგულარულად აზიარებს ე.წ. „კლიკბეიტ“ კონტენტს, როგორიცაა ვირუსუ-ლი ვიდეოები. სხვა პოპულარული შეტყობინე-ბები რადიკალური მემარჯვენე გვერდებისთვის უფრო მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ. მა-გალითად, ერთ-ერთში გაზიარებული იყო ონ-ლაინგამოკითხვა იმის შესახებ, უნდა მიეცეს თუ არა უცხოელებს საქართველოს მოქალაქეო-ბის მიღების უფლება. სხვა პოსტებით ავტორე-ბი „ბასიანის“ აქციების კონტრაქციების ფოტოებს ავრცელებდნენ.რა ტიპის ინფორმაცია იზიდავს მომხმარებლე-ბს? როგორც ირკვევა, პოსტები, რომლებსაც თან ვიზუალური მედია ახლავს (მაგალითად, ფოტოები და ვიდეოჩანაწერები), უფრო მეტად იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებას. სა-შუალოდ, სტატუსის ტექსტურ განახლებებთან შედარებით, შესწავლილი გვერდების მიერ გა-ზიარებული პოსტი ვიდეოჩანაწერით 67 მოწო-ნებით მეტს იმსახურებს, ხოლო ფოტო კი - 40 მოწონებით მეტს.16
11. „ემოციურ რეაქციაში“ იგულისხმება გამოქვეყნებული პოსტისთვის ე.წ. „ლაიქის“ ან სხვა მსგავსი ემოციის სიცილაკის დასმა12. Ardashelia, M. (2018). The struggle for humane drug policy in Georgia. Open Democracy. https://www.opendemocracy.net/od-rus-sia/marta-ardashelia/the-struggle-for-humane-drug-policy-in-georgia%20 ნანახია 2019 წლის 18 თებერვალს13. Resident Advisor (2018). Tbilisi club Bassiani has released a statement regarding the Saturday morning crackdown. RA News. https://www.residentadvisor.net/news/41730. ნანახია 2019 წლის 18 თებერვალს14. RFE/RL (2018). Sources in Tskhinvali discuss events prior to death of Archil Tatunashvili. https://www.radiotavisupleba.ge/a/29058641.html ნანახია 2019 წლის 18 თებერვალს15. RFE/RL (2018). South Ossetia Returns Body Of Georgian Man https://www.rferl.org/a/south-ossetia-returns-body-of-georgian-man/29111872.html ნანახია 2019 წლის 18 თებერვალს16. წინამდებარე მაჩვენებელი გამოთვლილია მრავალდონიანი წრფივი რეგრესიის მოდელის მეშვეობით, რომელიც პოსტების მოწონებებს პოსტის ტიპის მიხედვით წინასწარმეტყველებს.
10
რაც შეეხება სხვადასხვა ვებსაიტებიდან გაზია-რებულ ინფორმაციას, როგორც წესი, გვერდე-ბი საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვე-ყნებულ ახალ ამბებს და ანალიტიკურ სტატიებს ავრცელებენ. პოპულარულ ვებსაიტებს შორის ლიდერობენ ე.წ. „ალტერნატიული“ ახალი ამბე-ბისა და კომენტარების გვერდები (დიაგრამა 3).
მაგალითად, ქართულენოვანი ვებსაიტი alt-info.com-ის მიერ გამოქვეყნებული ტექსტები ლიბე-რალურ-დემოკრატიულ წესწყობილებას რა-დიკალური მემარჯვენე პერსპექტივიდან აკრი-ტიკებს. პოპულარობით Alt-info.com-ს მოსდევს საინფორმაციო სააგენტო „ქართული აზრი“ და რელიგიური შინაარსის ვებპორტალი Zneoba.ge.
ალტერნატიული საინფორმაციო წყაროების პოპულარობის მიუხედავად, გაანალიზებული გვერდები მეინსტრიმულ საინფორმაციო საშუ-ალებებსაც აზიარებენ. მათ შორის - უმსხვილეს ქართულენოვან საინფორმაციო ვებგვერდს „ინტერპრესნიუსს“, ტელეარხი „იმედისა“ და სა-
ზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების პო-რტალებს. გვერდები ასევე ავრცელებენ სტატიე-ბს ლიბერალური წყაროებიდან, როგორებიცაა „ნეტგაზეთი“, „ტაბულა“, „ლიბერალი“, „On.ge“ და „რადიო თავისუფლების“ ქართულენოვანი რედაქცია.
დიაგრამა 3. ყველაზე ხშირად გაზიარებული ვებსაიტები
11
წინამდებარე თავში გაანალიზებულია ის ძირითადი თემები, რომლებსაც ქართულე-ნოვანი რადიკალური მემარჯვენე „ფეის-ბუქის“ გვერდები განიხილავენ. წარმოდგე-ნილია ტექსტების კონტექსტურ ანალიზი, კერძოდ - თუ რა სპეციფიური ზედსართავი სახელები და სენტიმენტებია გამოყენებუ-ლი კონკრეტული საგარეო-პოლიტიკური ნარატივების დასახასიათებლად სოციალუ-რი მედიის გვერდებზე.რადიკალური მემარჯვენე გვერდების მიერ განხილული ძირითადი თემებირა არის ის ძირითადი თემები, რომლებსაც დასაკვირვებელი ვებ-გვერდები განიხილა-ვენ? ამ საკითხების გამოსაკვლევად გამო-ყენებული იქნა ე.წ. თემების მოდელირება, რომელიც დოკუმენტში არსებულ საკვანძო სიტყვებზე დაკვირვებით საშუალებას იძლე-ვა, გამოიყოს განხილვისთვის მნიშვნელო-ვანი საკითხები. იმის გამო, რომ თემატური მოდელირება ავტომატურად ხდება, საკი-თხებისთვის მომხმარებელთათვის გასაგე-ბი სახელწოდებების მინიჭება ყველაზე „გავლენიანი“ სიტყვების საფუძველზე ხდება. მაგალითად, თემა, რომლის ყვლაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია „აგვისტო“, „ომი“ და „საქართველო“, სავარაუ-დოდ შეეხება დისკუსიას, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთანაა დაკავშირებული.
ანალიზი გვაჩვენებს, რომ გვერდები ქვეყანაში მიმდინარე საკვანძო მოვლენებთან დაკავშირე-ბით საკუთარ პოზიციას ნაციონალისტური პო-ზიციიდან გვთავაზობენ. მეოთხე დიაგრამაზე წარმოდგენილია განსახილველ პერიოდში თე-მების ყოველკვირეული განაწილება, ხოლო მე-ხუთე დიაგრამაზე - იგივე მაჩვენებლები, ოღო-ნდ - ცალკეული გვერდის მიხედვით. ნაჩვენები პროპორციები გვიჩვენებენ პოსტების საერთო რაოდენობაში შესაბამისი თემის შემცველი შე-ტყობინებების პროცენტულ წილს. 2017 წლის პირველ ნახევრამდე, გვერდები შე-დარებით შეზღუდული რაოდენობის თემებს განიხილავდნენ, რომელთა შორის რელიგიისა და რუსეთის საკითხები ჭარბობს. ამ უკანასკნე-ლის შესახებ გავრცელებული პოსტები როგო-რც წესი, 2008 წლის ომის წლისთავზე ჩნდებო-და. 2017 წლის მეორე ნახევრიდან, კერძოდ მას შემდეგ, რაც მოძრაობა „ქართულმა მარშ-მა“ საქართველოში იმიგრაციის შესახებ საპ-როტესტო ქმდებები წამოიწყო, რადიკალუ-რი მემარჯვენე ჯგუფების მიერ გავრცელებულ
ტექსტებში ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებუ-ლი დისკუსიები აქტიურდება.17 2017 წლის ბო-ლოსთვის, შესწავლილმა გვერდებმა აქტიურად დაიწყეს ქართველი ფეხბურთელის, გურამ კა-შიას საკითხის განხილვა. კაშია, რომელმაც ჰო-ლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ე-რთ მატჩში ცისარტყელას ფერის სამკლაურით ითამაშა, რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების პროტესტის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა.2018 წლის დასაწყისში, გაანალიზებული გვე-რდებისთვის საპროტესტო აქციების საკითხი გახდა აქტუალური. დისკუსიის საგანს წარმოა-დგენდა „ქართულ მარშიც“, რაც სავარაუდოდ, ამ მოძრაობის მიერ ტელეარხი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამართულ აქციებს უკავშირდე-ბა. 2018 წლის ადრეულ ზაფხულში შესწავლი-ლი გვერდები ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციებს განიხილავდნენ, ხოლო აგვისტოს ბო-ლოს - თემებს რუსეთისა და ომის შესახებ, სა-ვარაუდოდ, რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავის გავლენით.
დიაგრამა 4. 2016-2018 წლებში თემების მოდელირების ყოველკვირეული შედეგები
IV. ანტილიბერალური სოციალური მედიის შინაარსობრივი განზომილება
17. ცხადაია, გ. (2017). ქართველთა მარშის შესახებ. რადიო თავისუფლება. https://www.radiotavisupleba.ge/a/kartvelta-marsh-is-shesakheb/28625386.html ნანახია 2019 წლის 18 თებერვალს.
კვირარუსეთი
ანტილიბერალური პროტესტი
ქართული მარში
რელიგია
ზაზა სარალიძე/პროტესტი
პრო
პორ
ცია
12
დიაგრამა 5. თემების მოდელირების შედეგები ცალკეული გვერდის მიხედვით
2016-2018 წლების მანძილზე გავრცელებული ინფორმაციის თემატური მოდელირება გვე-რდების რამდენიმე ჯგუფად დაყოფის საშუა-ლებას იძლევა. მაგალითად, გვერდების ერთი ნაწილი, რომელშიც „ალფა-დომინანტი“, „ანტი-ლიბერალური კლუბი“ და „ჯეო-პეპე“ შედიან, „ქართულ მარშთან“ და პროტესტებთან დაკა-ვშირებულ საკითხებს განიხილავენ. საპროტე-სტო მოძრაობის აქტუალურობა სავარაუდოდ, რადიკალური მემარჯვენე ლიდერის, გიორგი ჭელიძის დაკავებას უკავშირდება. ამასთან, გა-სათვალისწინებელია, რომ სავარაუდოდ, და-სახელებული გვერდები ჭელიძის ორგანიზაცი-ასთან კავშირში არიან.პროტესტების განხილვის აქტიურ საკითხად ქცე-ვა ალბათ იმასაც უკავშირდება, რომ გასაანალი-ზებელ პერიოდში რადიკალურმა მემარჯვენე ჯგუფებმა მრავალი საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. სხვა გვერდები - „ქართული ნაციო-
ნალისტური ერთობა“, „ნაციონალისტური გა-მოღვიძება“, „ეროვნული ლეგიონი“, „ეროვნუ-ლი გამოღვიძება“ და „ედელვაისი“ ასე ვთქვათ, „მებრძოლი ნაციონალიზმის“ საკითხით არიან დაინტერესებულები. კიდევ ერთი თემა ნაციო-ნალიზმი გახლავთ, ოღონდ - ბრძოლის კონო-ტაციის გარეშე. ამ საკითხს ხშირად განიხილავენ გვერდები „მეხუთე კოლონა“, „მეოცნებე“, „თურ-ქული ოკუპაცია“, „ბახტრიონი“, „ქართველურ მემთა იმპერია“ და „ივერონი“ (დიაგრამა 5).დაბოლოს, გვერდები „კონსტანტინე მორგო-შია“, „ობიექტივი“ და „საქართველოს სულიე-რი მისია“ განიხილავდნენ რადიკალური მემარ-ჯვენე პოლიტიკური პარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულ სა-კითხებს. მორგოშია პოლიტიკოსია, რომელიც „ალიანსის“ წევრია, ხოლო „ობიექტივი“ – ამ პა-რტიასთან პირდაპირი კავშირის მქონე სატელე-ვიზიო არხია.
პროპორცია
13
ცხრილი 2. ერთმანეთთან კორელაციაში მყოფი სიტყვების კომბინაციები
„ფეისბუქზე“ არსებული რადიკალური მემარჯვენე გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტური ანალიზიიმის გამოსაკვლევად, თუ რა სიტყვები უკავ-შირდება საგარეო-პოლიტიკურ და იდეოლო-გიურ ცნებებს, ჩატარდა კორელაციური ანალი-ზი. ამის მიზეზი გახლდათ ის მოსაზრება, რომ შესაძლოა, რომელიმე შესწავლილი გვერდი პროპაგანდას უწევდეს აუდიტორიის საგარე-ო-პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებისკენ მიმართულ იდეებს. ქვემოთ წარმოდგენილია ის სიტყვები, რომლებიც მაღალ კორელაციაშია საქართველოს, რუსეთის, ევროპისა და თურქე-თის დამახასიათებელ კონცეფციებთან. სიტყვებ-
თან „საქართველო/ქართველი/ქართული“ ასო-ცირდება სიტყვები „ისტორია“, „გადარჩენა“ და „აღორძინება“. „ევროპასთან/ევროპულობასთან/ევროპელებთან“ დაკავშირებული კონცეფციე-ბია „დისკრიმინაცია“ და „რეგიონი“, რაც მიგვა-ნიშნებს, რომ რადიკალური მემარჯვენე ჯგუ-ფები საქართველოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას ევროკავშირის დირექტივებს უკავშირებდნენ. სიტყვები „თურქეთი/თურქუ-ლი/თურქი“ და „რუსეთი/რუსი/რუსული“ შე-დარებით უარყოფით კონცეფციებთანაა დაკავ-შირებული (ცხრილი 2). მაგალითად, „რუსეთი/რუსი/რუსული“ ასოცირებულია სიტყვებთან „მტერი“, „საქართველო“ და „სამხედრო“, ხოლო „თურქეთი/თურქული/თურქი“ – „სასტიკთან“, „მახვილთან“, „გაქრობასთან“ და „იძულებასთან“.
ინფორმაციის გაანალიზების კიდევ ერთი გზა იმ სენტიმენტების შესწავლაა, რომელიც დაკა-ვშირებულია პოსტებთან, სადაც გვერდები სა-
უბრობენ რუსეთზე, დასავლეთზე და დანარჩენ თემებზე. პოსტების კლასიფიცირება ტექსტში შე-საბამისი სიტყვების არსებობით მოხდა.
14
დიაგრამა 6. ჯამური სენტიმენტები გვერდების მიხედვითმეექვსე დიაგრამა გვიჩვე-ნებს გვერდების მიხედვით სენტიმენტების ჯამურ რაო-დენობას. დიაგრამის მარჯვე-ნა მხარეზე წარმოდგენილია დადებითი სენტიმენტები, ხოლო - მარცხენა მხარეს ნაჩ-ვენებია უარყოფითი სენტი-მენტები. საერთო ჯამში, გვე-რდების სენტიმენტების ჯამი უარყოფითია ისევე, როგორც - იმ პოსტების სენტიმენტთა ჯამი, სადაც გვერდები რუსეთ-ზე საუბრობენ. ამ მხრივ, და-დებითი ჯამური მაჩვენებელი მხოლოდ რამდენიმე გვერდს („ქართული მარში“, „ქართუ-ლი იდეა“) აქვს. რაც შეეხება უარყოფით სენტიმენტებს და-სავლეთის მიმართ, ასე მხო-ლოდ გვერდების ნაწილს თუ დავახასიათებთ. მაგალითად, გვერდი „ქართული იდეა“ რუსეთზე როგორც წესი, დადებით კონტექსტში საუბრობს, ხოლო დასავლეთზე - უარყოფით-ში. სხვა გვერდები, რომლებიც დასავლეთის შე-სახებ უარყოფითად საუბრობენ, არის „ნაციონა-ლისტური გამოღვიძება“, „კარდჰუ“, „ეროვნული ლეგიონი“ და „ჯეო-პეპე“. საერთო ჯამში, იმ პო-
სტების სენტიმენტები, რომლებიც დასავლეთს განიხილავენ, დადებითი ან ნეიტრალურია. გვერდების მხოლოდ მცირე ნაწილის შემთხვე-ვაში („ქართული იდეა“, „ეროვნული ლეგიო-ნი“, „ნაციონალისტური გამოღვიძება“) საუბრო-ბენ დასავლეთზე უარყოფით კონტექსტში.
დროის თვალსაზრისით (დიაგრამა 7), დაკვირვების პერიოდის ბოლო ეტაპი ნეგატიური სენტიმენტების ზრდით ხასიათდება. საინტერესოა, რომ ზრდა ძირითადად რუსეთის შესახებ დაწერილ პოსტებს შეეხება. რაც შეეხება დასავლეთს - მსგავსად საერთო ტენდენციისა, ასეთი პოსტები როგორც წესი, ნეიტრალური ტონისაა.
დიაგრამა 7. „დასავლეთთან“, „რუსეთთან“ და სხვა დანარჩენ თემებთან დაკავშირებული სენტიმენტების დინამიკა
შეჯამებული ქულები თემების მიხედვითრუსეთი დასავლეთი სხვა
15
V. ანტილიბერალური სოციალური მედიის გვერდებს შორის კავშირები
18. ამ მიზნით გამოყენებული იქნა კონტენტის იერარქიული კლასტერიზაცია. წყარო: Murtagh, F. & Legendre, P. (2011). Ward’s Hierarchical Clustering Method: Clustering Criterion and Agglomerative Algorithm. ნანახია: https://arxiv.org/pdf/1111.6285.pdf
გვერდებს შორის კავშირების გამოვლენა მნიშ-ვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რამდენად ერ-თგვაროვანნი არიან რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები. მათ მიერ გავრცელებული ინფორმა-ციის შინაარსობრივი ანალიზი გვაჩვენებს, რომ ტექსტების მსგავსების თვალსაზრისით, გვერდე-ბი რამდენიმე კლასტერად ჯგუფდება. ამასთან, მონაცემების გავრცელებაში გარკვეული იერარ-ქიის გამოყოფაც შესაძლებელია.შინაარსობრივი მსგავსების დასადგენი ალგო-რითმი18 საშუალებას იძლევა, მსგავსი სიტყვე-
ბის ტექსტებში გავრცელების სიხშირით გამო-ვყოთ შედარებით ერთგვაროვანი გვერდების კლასტერები. აქვე შესაძლოა, დავადგინოთ ამ კლასტერებს შორის არსებული დისტანცია ში-ნაარსობრივი მსგავსების თვალსაზრისით. მე-რვე დიაგრამა აღწერს გვერდების ერთმანეთ-თან კავშირს შინაარსობრივი თვალსაზრისით. რაც უფრო ახლოს უერთდებიან გვერდები ერ-თმანეთს ბმულებით, მით უფრო ჰგვანან ერთ-მანეთს მათ მიერ გავრცელებული ტექსტები.
დიაგრამა 8. გვერდების კლასტერიზაცია შინაარსობრივი თვალსაზრისით
16
დიაგრამა 10. გვერდებს შორის ინფორმაციის გაზიარების ქსელები
18. Franceschet, M. (n.d). Betweenness Centrality. წყარო: https://www.sci.unich.it/~francesc/teaching/network/betweeness.html 19. იქვე: Closeness Centrality. წყარო: https://www.sci.unich.it/~francesc/teaching/network/closeness.html
ანალიზის შედეგად, გვერდების ხუთ ჯგუ-ფად დაყოფაა შესაძლებელი. რადიკალუ-რი მემარჯვენე ორგანიზაცია „ქართული იდეა“, ასევე - „პატრიოტთა ალიანსთან“ და-კავშირებული ტელეკომპანია „ობიექტივი“ ორ ცალკე ჯგუფად გამოიყო, რადგან მათ მიერ გავრცელებული ტექსტების შინაარ-სი სხვებისგან მკვეთრად გამორჩეულია. სხვა გვერდები სამ მსხვილ კლასტერად ერთია-ნდება. პირველი მოიცავს შედარებით ანტიდასა-ვლურად განწყობილ გვერდებს, როგორებიცაა „ქართული მარში“ და „კარდჰუ“. სხვა კლასტე-რები ამ მხრივ უფრო მრავალფეროვანნი არიან.სხვა გვერდების მიერ შექმნილი პოსტების სა-
კუთარი აუდიტორიისთვის გაზიარებათა ანა-ლიზი საშუალებას გვაძლევს, ქართულენოვანი რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების ქსელებს შორის კავშირები უფრო დეტალურად გამოვა-ვლინოთ. ზოგადად, აღწერილი პრაქტიკა საკ-მაოდ გავრცელებულია. მეცხრე დიაგრამაზე გვერდებს შორის გამოტანილი სხივების სახით ნაჩვენებია ინფორმაციის გავრცელების მიმა-რთულებები. მოცემულია ის მთავარი გვერდე-ბი (ე.წ. კვანძები), რომლებიც როგორც ინფორმა-ციის შემქმნელებს, ასევე მათ გამავრცელებლებს წარმოადგენენ. როგორც ვხედავთ, კვანძები ე.წ. „კონტენტის აგრეგატორებს“ წარმოადგენენ.
ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით, გვე-რდები ერთმანეთს საკმაოდ მჭიდროდ უკავ-შირდებიან. ძირითად კვანძებად მიჩნეულია მე-ათე დიაგრამაზე წარმოდგენილი ის გვერდები, საიდანაც 10-ზე მეტი სხივი გამომდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი „ქართული იდეაა“, რომელსაც 1250-ზე მეტი სხივი გააჩნია. მას მოსდევს „კარდჰუ“, „იბერიული ერთობა“ და „ქართველურ სარკასტულ მემთა იმპერია“, რო-მელთაც დაახლოებით 600-600 გაზიარება აქვთ.რომელი გვერდები არიან ყველაზე გავლენია-ნი ინფორმაციის გავრცელებისას? ამისთვის გვე-რდების ერთმანეთთან კავშირების თავისებუ-რებები შევისწავლეთ. გვერდები, როგორებიცაა „ეროვნება - ქართველი“, „დედაქალაქი“, „იბე-რიული ერთობა“, „ჯეო-პეპე“, „ანტი-პარადოქ-
სი“ და „ანტილიბერალური კლუბი“ ქსელებში ცენტრალურ პოზიციაზე დგანან. ეს შესაძლოა, მიგვითითებდეს ამ გვერდების ავტორიტეტზე ან - მათთან დაკავშირებული ქსელის უშუალო კონტროლზე. შესაძლოა, გვერდების ერთი ნა-წილი ავტორიტეტს წარმოადგენდეს ინფორმა-ციის შექმნა-გავრცელების კუთხით, თუმცა შე-საძლოა, ამ ინფორმაციას სხვები „გადასცემდნენ“. ჩვენს შემთხვევაში, ინფორმაციის გამავრცელებ-ლები და გადამცემები უმეტესად ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ. მაგალითად, „ანტი-ლიბერალური კლუბი“ და „საქართველოს სულიერი მისია“ ავტორიტეტუ-ლობის თვალსაზრისით, ქსელების ცენტრში მდებარეობენ, თუმცა ისინი სხვა გვერდებიდან ინფორმაციას თითქმის არ აზიარებენ.
გაზიარების რაოდენობა
17
VI. დასკვნები და რეკომენდაციები
ბოლო პერიოდში, ქართულენოვან სოცია-ლურ მედიაში იზრდება როგორც ანტიდასა-ვლური და რადიკალური მემარჯვენე „ფეის-ბუქის“ გვერდების რაოდენობა, ასევე - მათი მომხმარებლების რიცხვიც. ეს დაკავშირებუ-ლია როგორც აუდიტორიის მხრიდან მოთხო-ვნის ზრდასთან, ასევე - საქართველოში ინტერ-ნეტის სულ უფრო მეტ ხელმისაწვდომობასთან.პირველი საგულისხმო ტენდენცია გახლავთ ის, რომ იზრდება არამხოლოდ გვერდების მიერ გა-ვრცელებული ინფორმაციის მოცულობა, ასევე - სულ უფრო მეტი მომხმარებელი ურთიერთქმე-დებს გაზიარებულ მასალებთან. აუდიტორიის პერიოდული ზრდა რადიკალური მემარჯვე-ნე ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება, მაგალითად - ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორი-სო დღეს, ანტინარკოტიკულ პროტესტებს თბი-ლისში და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას.შინაარსობრივი თვალსაზრისით, გვერდები საკმაოდ მრავალფეროვანია. 2016-2018 წლებ-ში გამოქვეყნებულ პოსტებზე დაყრდნობით, ეს გვერდები შესაძლოა, რამდენიმე თემატურ ჯგუფად დაიყოს. ნაწილი განიხილავს ნაციო-ნალისტური ან ე.წ. „მებრძოლი ნაციონალიზ-მის“ შინაარსის მქონე საკითხებს, მაშინ, როდესაც სხვების ტექსტებში ჭარბობს ლგბტქ ადამიანების საწინააღმდეგო და ანტინარკოტიკული აქციების თემები. სხვების პოსტებში საპროტესტო აქციე-ბისა და საქართველოში პოპულარული რადი-კალური მემარჯვენე მოძრაობების შესახებ სა-უბრობენ. და ბოლოს, რამდენიმე შესწავლილი გვერდი რელიგიური შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას ეწევა. თემების ყოველკვირეულ ჭრილში ანალიზი გვაჩვენებს, რომ გვერდე-ბი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გაზიარე-ბული ინფორმაციის შინაარსით პასუხობენ.სოციალური მედიის გვერდების ქსელური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის შექ-მნა-გავრცელების კუთხით მათ შორის გამოი-ყოფიან ე.წ. „ავტორიტეტები“ და „კონტენტის აგრეგატორები“. პირველები გაზიარების ქსე-ლების ცენტრებში მდებარეობენ და ინფორ-მაციის შექმნა-გავრცელებაზე არიან პასუხის-მგებლები. „კონტენტის აგრეგატორები“ კი ინფორმაციას სხვა გვერდებისკენ ატარებენ. როგორც წესი, ეს ორი როლი ერთმანეთს ემ-
თხვევა - ავტორიტეტული გვერდები თავად-ვე ქმნიან ინფორმაციას და ასევე უფრო ფა-რთო აუდიტორიას უზიარებენ უფრო მცირე გვერდების მიერ გავრცელებულ მასალებს. როგორც ირკვევა, გვერდების მიერ გაზიარე-ბული ინფორმაცია გამოკვეთილად პრორუ-სული არაა. სენტიმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ტექსტები, სადაც რუსეთია მოხსენიებული, უფრო უარყოფითი შინაარსისაა, ვიდრე ის პო-სტები, რომლებშიც ავტორები დასავლეთის შე-სახებ საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ და-სავლეთზე ნეგატიურად გვერდების მხოლოდ მცირე ნაწილი საუბრობს, გასათვალისწინებე-ლია მათი მომხმარებლების მრავალრიცხოვნება.გაანალიზებული გვერდების მიერ გავრცელებუ-ლი ფეისბუქის პოსტების შინაარსიდან გამომდი-ნარე ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საწინააღმდეგო ქმედებების შემუშავება გვერდების მიერ განხი-ლულ საკითხებში დაფარული პროპაგანდის გამოაშკარავებას ემსახურებოდეს. გვერდების იდეოლოგიური და თემატური მრავალფერო-ვნება გვაფიქრებინებს, რომ არაა აუცილებე-ლი, ყოველი მათგანი პრორუსული გავლენის გავრცელებით იყოს დაკავებული. შესაბამი-სად, საქართველოში რადიკალური მემარჯვენე მოძრაობების ბუნების გასაგებად, საკითხის კომ-პლექსურობა უნდა იყოს გათვალისწინებული.იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო-ში რადიკალური მემარჯვენე გვერდების აუ-დიტორია სულ უფრო მეტად იზრდება, სა-ჭიროა მუდმივი მონიტორინგი. კერძოდ, აუცილებლად უნდა გაანალიზდეს ამ ჯგუფე-ბის, კერძოდ - „ავტორიტეტული“ და „კონტე-ნტის აგრეგატორი“ გვერდების მიერ გავრცე-ლებული ინფორმაციის შინაარსობრივი მხარე.ჩვენი ანალიზი გვაჩვენებს, რომ მულტიმედია ინფორმაცია, კერძოდ - ფოტო- და ვიდეომასა-ლა, აუდიტორიის მოსაზიდად ფართოდ გამო-იყენება. რადგან მსგავსი შინაარსის მონაცემების გაანალიზება ტრადიციული რაოდენობრივი მეთოდებით რთულია, ჩვენი რეკომენდაციაა, ამ მიზნისთვის დისკურსიული მეთოდები, კერ-ძოდ - კრიტიკული დისკურსის ანალიზი იქნას გამოყენებული. ასეთი მიდგომა საშუალებას მო-გვცემს, უკეთ შევისწავლოთ ქართული რადიკა-ლური მემარჯვენე „ფეისბუქის“ გვერდების მიერ აუდიტორიისთვის მიწოდებული გზავნილები.
18
დანართი 1: მეთოდოლოგიური შენიშვნა
21. Media Development Fund (2017). Monitoring of Social Media Activities of Ultra-Nationalist Groups. წყარო: http://mdfgeorgia.ge/up-loads/library/71/file/ultra_nacionalisturi_eqstrmizmi_fb.pdf22. iFact (2018). Fifty Facebook pages created for information warfare. წყარო: https://www.ifact.ge/50-fb-page/23. Complete list of the monitored pages is available on our data analysis portal awdb.ge24. NCapture data analysis Software; QSR International Pty Ltd.25. Rieder, B. (2013) Studying Facebook via Data Extraction: The Netvizz Application. In: Proceedings of the 5th Annual ACM Web Sci-ence Conference.26. Eremyan, R. (2016) List of Georgian stop words. წყარო: https://github.com/rudolferemyan/georgian_nlp/wiki/Georgian-STOP-Words27. Paul Meurer, Universitetet i Bergen, CLARINO Centre, 2018 | Copyright (C) GNC Project 2011 – 2018
ანგარიში ეფუძნება 70-მდე ქართულენოვანი რა-დიკალური მემარჯვენე და ანტილიბერალური „ფეისბუქის“ გვერდის მიერ გავრცელებული ინ-ფორმაციის რაოდენობრივ ანალიზს. ამ მიზნით გვერდების ამორჩევა „მედიის განვითარების ფონდისა“21 და „გამომძიებელ ჟურნალისტთა კავშირი აი-ფაქტის“22 მიერ აქამდე ჩატარებული კვლევების საფუძველზე მოხდა.23 მონაცემების შეგროვება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროე-ბიდან NVIVO NCapture24 და Netvizz25 პროგრამე-ბის მეშვეობით მოხდა.ტექსტების ლემატიზაციატექსტურ მონაცემთა ანალიზის ალგორითმე-ბის შექმნა პროექტის ძირითად საოპერაციო ამოცანას წარმოადგენდა. ჩვენ შევიმუშავეთ მონაცემთა დამუშავების სპეციალური პრო-ტოკოლი, რომლის საშუალებითაც მოგროვე-ბული ტექსტური კორპუსიდან გამოირიცხა სა-სვენი ნიშნები, ე.წ. „სტოპ-სიტყვები“,26 რიცხვები და სპეციალური სიმბოლოები. მიუკერძოებე-ლი ტექსტური კორპუსის შესაქმნელად სტანდა-რტული პრაქტიკაა დოკუმენტში არსებული სიტყვების ლემატიზაცია, ანუ - გრამატიკული ლემის, ფუძის გამოყოფა. ქართული ენის აგ-
ლუტინაციური ბუნების გამო, ეს საკმაოდ რთუ-ლია, თუმცა პრობლემა ქართული ეროვნული ენობრივი კორპუსისთვის27 ბერგენის უნივერ-სიტეტში შექმნილი ალგორითმის მეშვეობით გადაიჭრა. მისი მეშვეობით, სიტყვები ლემებად (ფუძეებად) დაიშალა, რომლითაც მონაცემთა ბაზაში თავდაპირველად არსებული ლექსემები ჩანაცვლდა. ანალიზის რეპლიკაციურობის (გა-ნმეორებადობის) მიზნით, მონაცემთა დამუშავე-ბის და ანალიზის დოკუმენტირება პროგრამი-რების ენა R-ის გარემოში განხორციელდა.მნიშვნელოვანი სიტყვებისიტყვების მნიშვნელოვნება შესაძლოა, განისა-ზღვროს ტექსტში მათი საერთო სიხშირით, ან მათი ფარდობითი სიხშირით დოკუმენტებში. პირველი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ყვე-ლაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გამოიყოს მთე-ლი კორპუსისთვის, მაშინ, როდესაც მეორე მი-დგომა ამ მაჩვენებლის გამოთვლისას ამა თუ იმ სიტყვის სხვადასხვა ქვე-კორპუსში, ჩვენს შემ-თხვევაში - ბევრ განსხვავებულ პოსტში არსე-ბობას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ტერმინთა სიხშირის შესწორება დოკუმენტების შებრუნე-ბული სიხშირის წონით ხდება (იხ. ფორმულა).
tf-idf მიდგომა ტექსტის დამუშავებისადმი ფართოდ გამოიყენება საძიებო სისტემების ალგორითმე-ბისა და ტექსტის რაოდენობრივი დამუშავებისას.
19
სენტიმენტებიტექსტური ანალიზის კიდევ ერთ ამოცანას კო-ნტექსტუალიზაცია წარმოადგენს, რომელიც ამა თუ იმ ტექსტურ კორპუსთან დაკავშირებული ემოციების განსაზღვრას გულისხმობს. სენტიმე-ნტების ანალიზი საშუალებას იძლევა, რაოდენო-ბრივი განსაზღვრება მიეცეს სიტყვების დადებით ან უარყოფით შესატყვისებს. მაგალითად, სიტყვა „მიტოვებას“ შესაძლოა, ნეგატიური დატვირთ-ვა ჰქონდეს, სიტყვას „საუკეთესო“ კი - პოზიტიუ-რი. წინამდებარე კვლევაში ჩვენ ვიყენებთ სენტი-მენტების სპეციალიზებულ ლექსიკონს (AFINN), რომელიც დანიელი მეცნიერის, ფინ ორუპ ნილ-სენის მიერაა შემუშავებული. ამ ლექსიკონში თი-თოეულ სიტყვას შეესაბამება მნიშვნელობა -5-დან 5-მდე. შესაბამისად, უარყოფითი სიტყვები ნეგატიურ ემოციებთან არის დაკავშირებული, ხოლო დადებითი რიცხვები - პოზიტიურთან. ანალიზის პროცესში, სიტყვებს ტექსტურ კორ-პუსში ვუკავშირებთ AFINN მონაცემებს და სენტი-მენტის მნიშვნელობებს ვაჯამებთ.ბიგრამებიდოკუმენტთა კონტექსტუალიზაციის კიდევ ერთი გზა სიტყვების წყვილების - ბიგრამების შესწავლაა. ამ მიდგომის მეშვეობით ვაფასებთ, თუ რა სიტყვები გვხვდება საკვანძო სიტყვებთან ერთად და ვაფასებთ მათ შორის ასოციაციის ხა-რისხს. ამასთან, ბიგრამებისა და მათთან დაკავში-რებული სიტყვების სენტიმენტების ლექსიკონის გამოყენებით გაანალიზება საშუალებას გვაძლე-ვს, გავიგოთ, თუ როგორ მიეწოდება აუდიტო-რიას ესა თუ ის იდეა.თემების მოდელირებაჩვენ შევიმუშავეთ დოკუმენტების კლასიფიცირე-ბის ტექნიკა სიტყვების სიხშირის და სენტიმენტე-ბის მიხედვით. ამ მეთოდით, რომელიც გიბსის სემფლერით დირიხლეს ლატენტურ ალოკაცი-ას ეყრდნობა, ჩვენ გამოვყავით გვერდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამეორებადი ის მთავარი სიტყვები, რომლებიც სავარაუდოდ, აღ-წერენ ტექსტების შინაარსს. თემების მოდელირე-ბით გაანალიზდა, თუ რა ძირითად თემებზე სა-უბრობენ გვერდები ყოველკვირეულად.
20
დანართი 2: შესწავლილი გვერდები
21