ქვიშხეთის თემის ეკონომიკური...

43
ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმა 2012 წელი

Upload: others

Post on 12-Sep-2019

19 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

1

ქვიშხეთის თემის ეკონომიკური

განვითარების გეგმა

2012 წელი

Page 2: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

2

შინაარსი

პროცესის მიმოხილვა ...................................................................................................................... 5

რეზიუმე ............................................................................................................................................ 7

1. ზოგადი ინფორმაცია ქვიშხეთის თემის შესახებ.................................................................... 10

2. სექტორების ანალიზი ................................................................................................................ 14

სოფლის მეურნეობა ................................................................................................................... 14

არსებული მდგომარეობა ....................................................................................................... 14

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები .......................................... 17

პროექტები ............................................................................................................................... 21

არასასოფლო სამეურნეო ბიზნესი ........................................................................................... 24

არსებული მდგომარეობა ....................................................................................................... 24

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები .......................................... 25

პროექტები ............................................................................................................................... 28

ინფრასტრუქტურა ..................................................................................................................... 30

არსებული მდგომარეობა ....................................................................................................... 30

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები .......................................... 32

პროექტები ............................................................................................................................... 35

სოციალური სექტორი ................................................................................................................ 37

არსებული მდგომარეობა ....................................................................................................... 37

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები .......................................... 38

პროექტები ............................................................................................................................... 42

Page 3: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

3

სამუშაო და ფოკუს ჯგუფის წევრები, რომლებმაც იმუშავეს წინამდებარე ეკონომიკური განვითარების გეგმაზე:

1. რწმუნებული ალექსანდრე

მჭედლიშვილი 577951766

2. მერი ლომიძე (ინფრასტრუქტურა)

3. ხათუნა მჭედლიშვილი (ინფრასტრუქტურა)

4. თემურ კიკნაძე (ინფრასტრუქტურა)

5. რამაზ ელისაშვილი (ინფრასტრუქტურა)

6. მანანა ბურჯალიანი (ინფრასტრუქტურა)

7. მალხაზ გრიგალაშვილი (ინფრასტრუქტურა)

8. ირმა გომარელი (სოციალური)

9. ხათუნა გელაშვილი (სოციალური)

10. დალი ახალკაცი (სოციალური)

11. თინათინ ლობჟანიძე (სოციალური)

12. ნინო ხვედელიძე (სოციალური)

13. ლეილა გორგაძე (სოციალური)

14. კლიმენტი სუთიაშვილი (სოფლის მეურნეობა)

15. ციალა გომარელი (სოფლის მეურნეობა)

16. ავთანდილ ტაბატაძე (სოფლის მეურნეობა)

17. გიორგი გაჩეჩილაძე (სოფლის მეურნეობა)

18. კარლო ხარატიშვილი (სოფლის მეურნეობა)

19. კობა გომარელი (კერძო/ბიზნესი)

20. კობა გრიგალაშვილი (კერძო/ბიზნესი)

21. დავით გოგიჩაიშვილი (კერძო/ბიზნესი)

Page 4: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

4

22. მუხრან ჩადუნელი (კერძო/ბიზნესი)

23. დათო ელისაშვილი (კერძო/ბიზნესი)

24. ვალერი აბრამიშვილი (კერძო/ბიზნესი)

25. ლიანა ლაცაბიძე (კერძო/ბიზნესი)

Page 5: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

5

პროცესის მიმოხილვა

ქვიშხეთის ტერიტორიულ ორგანოში (შემდგომში თემი) 2011 წლის ოქტომბერში მუშაობა

დაიწყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა

- ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (USAID/NEO). აღნიშნული

პროექტის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ქვიშხეთის თემთან მჭიდრო

თანამშრომლობით შეიქმნა თემის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის

შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა თემის რწმუნებული და ადგილობრივი

მოსახლეობა. მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად ჩატარდა სათემო

შეხვედრა, შეირჩა სამუშაო და ფოკუს ჯგუფების წევრები, რომლებიც დაკომპლექტდა

თემში მცხოვრები შესაბამისი პროფესიის და გამოცდილების ადამიანებით და

დაინტერესებული პირებით (ფერმერები, აგრონომები, მასწავლებლები, სამედიცინო

მუშაკები, მეწარმეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები); დაზუსტდა

მათი მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაგეგმარების პროცესში და ჩართულობის

სიხშირე. სამუშაო და ფოკუს ჯგუფების შეხვედრებისას მოხდა თემის არსებული

რესურსებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა, პრობლემების დაზუსტება და

პრიორიტეტული პროექტების რანჟირება სექტორების მიხედვით შემდეგი

მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, არასასოფლო-სამეურნეო წარმოება და

მომსახურება, ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო. გეგმის შედგენის სრული

პროცესი სქემატურად შეიძლება ასე გამოიხატოს:

თემის შეხვედრა

სამუშაო ჯგუფის წევრების არჩევა

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფოკუს–ჯგუფის წევრების განსაზღვრა

Page 6: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

6

ინფრასტრუქტურის სექტორის ფოკუს–

ჯგუფის შეხვედრები

სოციალური

სექტორის ფოკუს–

ჯგუფის შეხვედრები

სოფლის მეურნეობის

სექტორის ფოკუს– ჯგუფის

შეხვედრები

არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის სექტორის

ფოკუს-ჯგუფის შეხვედრები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კონსულტაციები

სამუშაო/ფოკუს ჯგუფებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები

თემის შეხვედრა

გეგმის წარდგენა, მოსაზრებების/უკუკავშირის მოპოვება

სამუშაო ჯგუფის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა

ფოკუს–ჯგუფების მუშაობის განხილვა, მუნიციპალიტეტის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა, გეგმის პროექტის

შემუშვება

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები

გეგმაში ცვლილებების შეტანა და საბოლოო სახით ჩამოყალიბება

სამუშაო ჯგუფი

გეგმის მიწოდება/გავრცელება ხელისუფლებასა და დონორ ორგანიზაციებში

Page 7: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

7

რეზიუმე

ქვიშხეთის თემი მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის

ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. ქვიშხეთის თემში შედის 11 სოფელი: ქვიშხეთი, ბეღლეთი,

ბულბულისციხე, მონასტერი, რუსაანთუბანი, სავანისუბანი, სათივე, სარმანიშვილისკარი,

ტაშისკარი, ტეზერი და ყიფიანთუბანი. ქვიშხეთის თემის მთლიანი ფართობი 938 ჰა-ს შეადგენს,

აქედან ძირითადი ფართობი სოფელ ქვიშხეთს უკავია - 254 ჰა. ხოლო დანარჩენი სოფლების

ფართობი ჯამში 884 ჰექტარია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს თემის 91,7 პროცენტი უკავია

(სულ 1044 ჰა). სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მრავალწლიანი კულტურები - ვენახი და

თესლოვანი ხილი; ერთწლიანი კულტურები - ხორბალი, სიმინდი, ლობიო, კარტოფილი,

პომიდორი, კიტრი. ასევე თემში მეცხოველეობის კუთხით განვითარებულია შემდეგი საქონელი

და შინაური ფრინველი: ძროხა, ღორი და ქათამი.

თემის მოსახლეობის რიცხოვნობა თემის რწმუნებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 5083

ადამიანს შეადგენს. თემის მთლიანი მოსახლეობის 55,9 პროცენტი ქალია, ხოლო მამაკაცი 44,1

პროცენტია. მოსახლეობის 99,7 პროცენტს ქართველები შეადგენენ. ქვიშხეთის თემში სამუშაო

ძალა (შრომისუნარიანი მოსახლეობა) 2850 ადამიანია, რაც მოსახლეობის 56%-ია. არსებული

მონაცემებით, სამუშაო ძალის 18% უმუშევარია (იხ. ცხრილი 4), თუმცა საგულისხმოა რომ 2200

ადამიანი (დასაქმებულთა 93,3%) სოფლის მეუნეობაშია ჩართული.

მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი სეზონურად აქირავებს სახლებს და ოთახებს. ასევე,

თემში ფუნქციონირებს 8 სხვადასხვა სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციით მოვაჭრე

მაღაზია. თემში 2 საშუალო (ქვიშხეთში და ტეზერში) და 3 დაწყებითი სკოლაა სავანისუბანში,

ბულბულისციხეში და მჭედლიშვილების უბანში). სკოლებში მთლიანად 760 მოსწავლეა. ასევე

საკრებულოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2 ამბულატორია (სოფელ ქვიშხეთში და ტეზერში)

და სოფელ ქვიშხეთში არის ერთი აფთიაქი. თემში არის ახალგაზრდული კლუბი.

სოფლის მეურნეობის სფეროში ქვიშხეთის თემის მოსახლეობის მიერ ერთ-ერთ ძირითად

პრობლემად გამოიკვეთა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმწირე და დაბალი ეფექტიანობა. თემში

არ არის საკმარისი ტექნიკა და არსებული ხასიათდება დაბალი ეფექტიანობით. შესაბამისად

მოსახლეობა ვერ ახერხებს აგროვადების ზუსტად დაცვას და ამას ემატება ისიც, რომ დაბალია

მიწის პროდუქტიულობა. გარდა ამისა თემში არ არის შესაბამისი სპეციალობის ვეტერინარი და

აგრონომი. ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ ინფომაციის მიღებას სხვადასხვა

აგრარულ საკითხებზე, მათ შორის: აგროვადები, ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები, პესტიციდებისა

და სასუქების ოპტიმალური გამოყენება და ა.შ. ქვიშხეთის თემში მოსახლეობის მიერ ერთ-ერთ

Page 8: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

8

ძირითად პრობლემად ასევე სახელდება ერთწლიან კულტურებში ახალი ჯიშების არარსებობა.

აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით განისაზღვრა შემდეგი რეკომენდაციები:

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ერთწლიანი კულტურების ახალი პროდუქტიული ჯიშების და მოყვანის ტექნოლოგიების

დანერგვა;

ფერმერებისათვის სპეციალური ტრენინგ-კურსების ჩატარება და კონსულტაციებით

უზრუნველყოფა .

არასასოფლო სამეურნეო ბიზნესის მიმართულებით თემის მოსახლეობა ასახელებს ტურისტული

ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების არქონას, როგორც ერთ-ერთ ძირითად პრობლემას. ქვიშხეთის

თემში ტურისტული ბიზნესის განვითარების კარგი შესაძლებლობაა და იგი მნიშვნელოვან

შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ასევე ქვიშხეთის თემში მომსახურების სფეროში კადრების

მომზადება/გადამზადება სახელდება, როგორც მცირე ბიზნესის ერთ-ერთ ძირითად საჭიროებად.

დამატებით, მოსახლეობის აზრით, თემში ბიზნეს-უნარების გაზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობს

ხელს არსებული ბიზნესების განვითარებას და ახალი ბიზნეს-ინიციატივების გამოჩენას.

შესაბამისად არასასოფლო სამეურნეო ბიზნესის მიმართულებით პრობლემების მოსაგვარებლად

შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:

პროფესიული გადამზადება ტურიზმის მიმართულებით;

მომსახურების სფეროში კადრების მომზადება/გადამზადება;

ბიზნეს-უნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის.

რაც შეეხება თემში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ამ მიმართულებით თემის მოსახლეობის

მიერ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გამოიკვეთა თემში სასმელი წლის სისტემის გამართვა.

ამასთან, თემში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს შიდა გზების მოწესრიგება,

რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო გამოუყენებელი ხდება გადაადგილებისთვის, რაც

თავის მხრივ აისახება თემის ტურისტულ მიმზიდველობაზე. მოსახლეობის აზრით, თემში ასევე

მნიშვნელოვანია მდ. შოლაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისად 20 ჰა-მდე

მიწების დატბორვის თავიდან აცილება. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით

განისაზღვრა შემდეგი სახის რეკომენდაციები:

სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და მილების რეაბილიტაცია;

შიდა გზების რეაბილიტაცია;

ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება მდ. შოლაზე.

სოციალურ სექტორში ქვიშხეთის თემის მოსახლეობის მიერ სოფ. ქვიშხეთში საბავშვო ბაღის

არარსებობა გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. ასევე ქვიშხეთის თემში

Page 9: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

9

მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება სხვადასხვა არასაკმარისი ნაგვის ბუნკერები,

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად. დამატებით, თემის მოსახლეობა სოფ. ქვიშხეთში

სპორტული მოედნის რეაბილიტაციას თვლის პრიორიტეტულ საკითხად. შესაბამისად

სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა შემდეგი რეკომენდაციები:

სოფელ ქვიშხეთში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია;

ნაგვის ბუნკერების დადგმა;

სოფ. ქვიშხეთში სპორტული მოედნის მოწყობა.

Page 10: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

10

1. ზოგადი ინფორმაცია ქვიშხეთის თემის შესახებ

ქვიშხეთის თემი მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის

ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მანძილი მუნიციპალურ ცენტრამდე 10 კმ-ია. ქვიშხეთის თემი

ზღვის დონიდან დაახლოებით 730 მ-ზეა განთავსებული. ქვიშხეთის თემში შედის 11 სოფელი:

ქვიშხეთი, ბეღლეთი, ბულბულისციხე, მონასტერი, რუსაანთუბანი, სავანისუბანი, სათივე,

სარმანიშვილისკარი, ტაშისკარი, ტეზერი და ყიფიანთუბანი. ,,სამხრეთ ოსეთის ა/რ”, კონფლიქტის

ზონიდან თემი დაშორებულია 60 კმ-ით.

ისტორია - ქვიშხეთის თემის ისტორია XVI საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება, როდესაც

არადეთის წყალს აქეთ მდებარე ტერიტორია (ალი, სურამი, ახალდაბა და სხვა) იმერეთის სამეფოს

ხელში გადავიდა. გაზაფხულზე თოვლის დნობითა და წვიმების შედეგად ადიდებულ მდინარე

შოლას, რომელიც ქვიშხეთში ჩამოედინება, ქვიშა და ხეები ჩამოჰქონდა - ასე ხსნის თემის

სახელწოდებას ხალხური თქმულება. ქვიშხეთი მდიდარია კულტურული ძეგლებით. აქ

მდებარეობს ქვიშხეთის ცნობილი ციხე თავისი სასახლითა და კარის ეკლესიით, კოშკი (XVII ს),

აღდგომის, მთაწმინდის წმ. გიორგის (ორივე თარიღდება XIX ს-ით), წმ. მარინეს (ორი),

ფერიცვალებისა და წმ. ელიას ეკლესიები და კოშკი (გვიანფეოდალური ხანა). თემში XIX საუკუნის

90-იან წლებში გაიყვანეს ხაშური-ბორჯომის რკინიგზა. ასევე გააფართოვეს მთავარი გზა და მდ.

მტკვარზე ააგეს ხიდი.

ქვიშხეთის თემის ტერიტორიული ორგანო შეიქმნა ყოფილი სასოფლო საბჭოს ბაზაზე 1991 წელს.

ქვიშხეთის თემის სოფლები 1956 წლიდან გაერთიანებულნი იყვნენ ქვიშხეთის მერძევეობა

მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობაში. ბოსტნეულისა და მერძევეობის გარდა თემში მისდევდნენ

მეხილეობასა და მევენახეობას. თემის ძირითადი მოსახლეობა ისტორიულად ჩართულია სოფლის

მეურნეობის სფეროში. ასევე ქვიშხეთის მოსახლეობის ნაწილი ზაფხულობით ბინებს აქირავებს

ტურისტებზე და დამსვენებელზე და გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს იღებს. სოფელი

ქვიშხეთი ყოველწლიურად მრავალ დამსვენებელს და ტურისტს იზიდავს.

ფართობი - ქვიშხეთის თემის მთლიანი ფართობი 1138 ჰა-ს შეადგენს, აქედან ძირითადი ფართობი

სოფელ ქვიშხეთს უკავია - 254 ჰა. ხოლო დანარჩენი სოფლების ფართობი ჯამში 884 ჰექტარია.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს თემის 91,7 პროცენტი უკავია (სულ 1044 ჰა). საძოვრებს

სასოფლო- სამერუნეო სავარგულების 46,07 პროცენტი უკავია, ხოლო სახნავს - 53,93 პროცენტი.

კერძო საკუთრებაში მთლიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 43 პროცენტია (363 ჰა).

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მრავალწლიანი კულტურები - ვენახი და თესლოვანი

ხილი; ერთწლიანი კულტურები - ხორბალი, სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი.

Page 11: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

11

ასევე თემში მეცხოველეობის კუთხით განვითარებულია შემდეგი საქონელი და შინაური

ფრინველი: ძროხა, ღორი და ქათამი.

მოსახლეობა - თემის მოსახლეობის რიცხოვნობა თემის რწმუნებულის მიერ მოწოდებული

ინფორმაციით 5083 ადამიანს შეადგენს. თემის მთლიანი მოსახლეობის 55,9 პროცენტი ქალია,

ხოლო მამაკაცი 44,1 პროცენტია. მოსახლეობის 99,7 პროცენტს ქართველები შეადგენენ. თემის

მოსახლეობის 23 პროცენტი 18 წლამდე ასაკისაა, 18-დან 30 წლამდე - 19,7 პროცენტი, 30-დან 65-

წლამდე - 36,4 პროცენტი, ხოლო 65 წელს ზევით მოსახლეობის 21 პროცენტია (იხ. ცხრილი 1).

ქვიშხეთის თემში მაცხოვრებელ 5083 ადამიანზე სულ 2700 საცხოვრებელი სახლი მოდის (1 სახლი

2 სულზე). აქედან ყოველწლიურად დაახლოებით 37,3 პროცენტი სეზონურად გამოიყენება

დამსვენებლებისათვის (იხ. ცხრილი 2). აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის გარკვეული

ნაწილისათვის შემოსავლების წყაროს საცხოვრებელი სახლების გაქირავებიდან შემოსული და

ტურისტულ სეზონზე სხვადასხვა მცირე ვაჭრობით მიღებული თანხები წარმოადგენს. ამასთან,

სახლების უმეტესობა არ შეესაბამება ე.წ საოჯახო სასტუმროების მინიმალურ სტანდარტებსაც კი.

ცხრილი №1. მოსახლეობის განაწილება ასაკობრივ, სქესობრივ და ეთნიკურ ჭრილში

დემოგრაფიული მონაცემები რაოდენობა %

6 წლამდე ასაკის ბავშვები 250 4,9

6–დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები 920 18,1

ახალგაზრდები (18-დან 30 წლამდე) 1000 19,7

30-დან 65 წლამდე ასაკის მოსახლეობა 1850 36,4

65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა 1050 21

ქალები 2840 55,9

მამაკაცები 2243 44,1

ეთნიკური უმცირესობები სულ: 13 0,3

იძულებით გადაადგილებული პირები ---- ----

სულ მოსახლეობის რაოდენობა თემში 5083

Page 12: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

12

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი 46,2 პროცენტი სოფელ ქვიშხეთში ცხოვრობს, ხოლო სოფლებში

შესაბამისად 53,8 პროცენტი. ასევე სოფელ ქვიშხეთში ქვიშხეთის თემის ოჯახების (სულ 1692

ოჯახი) 43,7 პროცენტი არის დასახლებული (იხ. ცხრილი 3).

დასაქმება - ქვიშხეთის თემში სამუშაო ძალა (შრომისუნარიანი მოსახლეობა) 2850 ადამიანია, რაც

მოსახლეობის 56%-ია. არსებული მონაცემებით, სამუშაო ძალის 18% უმუშევარია (იხ. ცხრილი 4),

თუმცა საგულისხმოა რომ 2200 ადამიანი (დასაქმებულთა 93,3%) სოფლის მეუნეობაშია ჩართული.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოდ, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესობა

თვითდასაქმებულია. ამასთან, საგულისხმოა, რომ სეზონურად მიღებული შემოსავლები ვერ

უზრუნველყოფენ ოჯახების სტაბილურ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას. ამჟამად თემის

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (დაახლოებით 5-7 პროცენტი) დაკავებულია რკინიგზის

სალიანდაგო, ასევე სხვადასხვა მშენებლობებზე და საგზაო სარემონტო სამუშაოებზე.

ცხრილი №2. საცხოვრებელი სახლების რაოდენობა

საცხოვრებელი სახლები რაოდენობა დაკავებული საცხოვრებელი სახლები 2700 შეუსახლებელი საცხოვრებელი სახლები ----- სეზონური, დასასვენებლად ან არარეგულარულად გამოყენების მიზნით

1008

სულ საცხოვრებელი სახლები 2700

ცხრილი №3. თემში ოჯახების და მოსახლეობის განაწილება დასახლებების მიხედვით

თემში შემავალი დასახლებების დასახელება

ოჯახების რაოდენობა

% ოჯახების

ადამიანების რაოდენობა

% ადამიანების

ქვიშხეთი 740 43,7 2350 46,2

ტაშისკარი 155 9,2 478 9,4

ბულბულისციხე 48 2,8 176 3,5

სარმანიშვილისკარი 38 2,2 153 3,0

სათივე 60 3,5 245 4,8

ტეზერი 330 19,5 778 15,3

ყიფიანთუბანი 77 4,6 248 4,9

რუსაანთუბანი 35 2,1 117 2,3

ბეღლეთი 9 0,5 20 0,4

სავანისუბანი 131 7,7 325 6,4

მონასტერი 69 4,1 193 3,8

სულ (11 სოფელი) 1692 100 5083 100

Page 13: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

13

არასასოფლო სამეურნეო ბიზნესი - თემში ამ კუთხით

შედარებით განვითარებულია ტურისტული მომსახურებების

სექტორი. მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი

სეზონურად აქირავებს სახლებს და ოთახებს. ასევე, თემში

ფუნქციონირებს 8 სხვადასხვა სასურსათო და

საყოფაცხოვრებო პროდუქციით მოვაჭრე მაღაზია.

განათლება/ჯანდაცვა - თემში 2 საშუალო (ქვიშხეთში და ტეზერში) და 3 დაწყებითი სკოლაა

სავანისუბანში, ბულბულისციხეში და მჭედლიშვილების უბანში). სკოლებში მთლიანად 760

მოსწავლეა. თემში არ არის საბავშვო ბაღი. ასევე საკრებულოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2

ამბულატორია (სოფელ ქვიშხეთში და ტეზერში) და სოფელ ქვიშხეთში არის ერთი აფთიაქი. თემში

არის ახალგაზრდული კლუბი და სპორტული მოედანი. თემის ბიბლიოთეკა გაუქმებულია.

სხვადასხვა ინფრასტრუქტურა - სოფელ ქვიშხეთის გარდა არსად არაა ინდივიდუალური

გამრიცხველიანება. ასევე თემში არ არის გარე განათება. ქვიშხეთში, ტაშისკარში და

ბულბულისციხეში დაწყებულია ბუნებრივი აირის შეყვანა, თუმცა გაზგაყვანილობის გარეშე

რჩებიან ტეზერის მიმდებარე სოფლები, ასევე სათივე და სარმანიშვილისკარი. ქვიშხეთის

ზოგიერთ უბანს ემსახურება ნაგვის გასატანი მანქანა. თემში მოსაწესრიგებელია შიდა გზები და

სასმელი წყლის სისტემა.

ცხრილი №4. დასაქმებულთა განაწილება სექტორების მიხედვით

სექტორი სულ დასაქმებული

მთლიანის % წილი

სოფლის მეურნეობა (წარმოება) 2200 93,3

მეტყევეობა 15 0,6

საჯარო სამსახური 5 0,2

საგანმანათლებლო სექტორი 80 3,4

ჯანდაცვის და სოციალური სექტორი 7 0,3

ტრანსპორტირება + კომუნიკაცია 30 1,3

საცალო ვაჭრობა 20 0,8

სულ: 2357 100

Page 14: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

14

2. სექტორების ანალიზი

ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი მოიცავს ოთხი

ძირითადი სექტორის ანალიზს: სოფლის მეურნეობა, ბიზნეს–სექტორი, ინფრასტრუქტურა და

სოციალური სექტორი. თითოეული ამ სექტორისათვის შესწავლილ იქნა არსებული მდგომარეობა,

განხორციელდა პრობლემების ანალიზი და გამოვლინდა განვითარების შესაძლებლობები.

სოფლის მეურნეობა

არსებული მდგომარეობა

ქვიშხეთის თემში ისტორიულად მეხილეობა და მევენახეობა იყო განვითარებული. თემში, სადაც

მთლიანი დასაქმების 93,3 პროცენტი სოფლის მეურნეობაზე მოდის, ამ სფეროს განვითარებას

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თემის მიერ. ქვიშხეთის თემში სასაოფლო-სამურნეო

დანიშნულების მიწის ფართობი 1044 ჰექტარია, აქედან 481ჰა (46,07 პროცენტი) საძოვრებია, 425 ჰა

(40,7 პროცენტი) სახნავი ურწყავი და 138 ჰა (13,2 პროცენტი) სახნავი სარწყავი მიწებია. ამასთან

ოჯახების 65 პროცენტს საკუთრებაში აქვს მხოლოდ 1 ჰექტარამდე მიწა, ხოლო 1-დან 5 ჰა-მდე

მიწას 400 ოჯახი ფლობს. ცხრილ №5-ში წარმოდგენილია ქვიშხეთის თემში არსებული მიწის

ფონდის მიმოხილვა და მისი ათვისების სტატუსი.

ცხრილი №5. ქვიშხეთის თემში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის განაწილება

მიწა კერძო

საკუთრებაში (ჰექტარი)

სახელმწიფო საკუთრებაში

(ჰექტარი)

სულ

ჰექტარი

საძოვარი 481ჰა 1044ჰა

სახნავი, ურწყავი 425ჰა

სახნავი, სარწყავი 138ჰა

ყოველ სეზონზე ხდება დამუშავება 150ჰა

ოჯახების რაოდენობა ოჯახები

სულ ოჯახების რაოდენობა თემში: 1692

მიწის განაწილება ოჯახები ოჯახების მთლიანი

რაოდენობის % წილი

იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც მიწა არ აქვთ საკუთრებაში

0 0

1 ჰექტარამდე მიწა 1100 65%

1–იდან 5 ჰექტარამდე მიწა 400 23,6%

Page 15: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

15

5–იდან 10 ჰექტარამდე მიწა 1 0,0005%

10 ჰექტარზე მეტი მიწა 0 0

სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების სიმცირიდან გამომდინარე თემში წარმოების

მასშტაბებიც მცირეა. ამასთან აღსანიშნავია, რომ თემში არსებობს სარწყავი წყლის პრობლემაც

(ირწყვება მხოლოდ 138 ჰა), რაც ბუნებრივია მკვეთრად ამცირებს სოფლის მეურნეობაში

პროდუქტიულობას. მოსახლეობა პროდუქციას ძირითადად პირადი მოხმარებისთვის აწარმოებს,

ბაზარზე მოსავლის მხოლოდ 20-30 პროცენტი იყიდება. ხეხილი და ყურძენი (ძირითადად სოფ.

ქვიშხეთში და ტაშისკარში) სულ 5 ტონა მოდის, ხოლო ერთწლიანი კულტურები მთლიანად 45

ტონა. სოფელ ქვიშხეთში და ტაშისკარში ხდება ასევე სარეალიზაციო ღვინის წარმოება

(ადგილობრივი საღვინე ჯიშებია გორული მწვანე (ქვიშხურა), ჩინური და ძველშავი. გასაყიდი

პროდუქციით ძირითადად ადგილობრივი და ხაშურის ბაზარი მარაგდება. ქვიშხეთის თემში

სასოფლო–სამეურნეო წარმოების მასშტაბის უკეთ გასაგებად ქვემოთ მოცემულია ცხრილი №6,

სადაც წარმოდგენილია ძირითადი პროდუქტები, წარმოების მასშტაბი და გაყიდვები.

ცხრილი №6. მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების წარმოება ქვიშხეთის თემში

ძირითადი კულტურები

ჰექტარი მოსავალი ერთ

ჰექტარზე (ტონა)

რამდენი თვის

განმავლობაში მოჰყავს

სულ მოსავალი (ტონა)

რა პროცენტია განსაზღვრული გასაყიდად

სტანდარტული მყიდველები/ბაზრები

მრავალწლიანი კულტურები

ვენახი(ყურძენი) 226 4000კგ 6 თვე 904000 30 სხვადასხვა

თესლოვანი

ხილი

324 1000კგ 7 თვე 324000 20 სხვადასხვა

ერთწლიანი კულტურები

ხორბალი 50 2 000 5 თვე 100 000 --------- სხვადასხვა

სიმინდი 100 1 500 7 თვე 150 000 --------- სხვადასხვა

ლობიო 150 5 000 6 თვე 750 000 --------- სხვადასხვა

კარტოფილი 20 5 000 8 თვე 100 000 --------- სხვადასხვა

პომიდორი 10 20 000 5 თვე 200 000 20 სხვადასხვა

კიტრი 7 10 000 5 თვე 70 000 20 სხვადასხვა

როგორც ცხრილიდან ჩანს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე

არცთუ ისეთი მაღალია, რაც ერთი მხრივ, გამოწვეულია ხეხილის უკიდურესად მოძველებული

Page 16: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

16

ჯიშებით, ამორტიზებული ბაღებით და სარწყავი წყლის შეზღუდული მიწოდებით, მეორე მხრივ

ხორბლის, ქერისა და სიმინდის თანამედროვე ჯიშების გამოუყენებლობით. ასევე თემში სოფლის

მეურნეობის განვითარებას აფერხებს მექანიზაციის საშუალებების დეფიციტი, თემში არის 2 ДТ-ს

ტიპის ტრაქტორი. ისინი ამორტიზირებულნი არიან და სავარგულების მხოლოდ მცირე ნაწილის

დამუშავებას ახერხებენ და ისიც დაბალი ხარისხით. თემში მხოლოდ რამოდენიმე ოჯახს ჰყავს

მინიტრაქტორი.

ქვიშხეთის თემში მეცხოველეობა სუსტად არის განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ

მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტს მეწველი ძროხა ჰყავს, 2 ან მეტი ძროხა ოჯახების მცირე

ნაწილს ჰყავს. ამასთან, მეწველი საქონელი ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობით, დღეში

დაახლოებით 5-6 ლიტრი რძე. წარმოებული რძე ბაზარზე იყიდება ძირითადად გადამუშავებული

(ძირითადად ყველის) სახით. ასეთი დაბალი რაოდენობის მიზეზი, პირველ რიგში, არის ჯიში,

რომელიც არ გამოირჩევა მაღალი წველადობით, მეორე მიზეზი კი პირუტყვისათვის მაღალი

ხარისხის საკვების უზრუნველყოფისათვის საჭირო რესურსების სიმწირე და კვალიფიციური

ვეტერინარის მომსახურების არარსებობაა.

თემში ასევე სუსტად არის განვითარებული მეღორეობა, მეცხვარეობა და მეფრინველეობა და ამ

სექტორებში წარმოებული პროდუქცია ძირითადად პირადი მოხმარებისთვის გამოიყენება. ბოლო

წლებში საგრძნობლად შემცირდა მეღორეობის და მეფრინველეობის წილი მეურნეობაში. ეს

გამოწვეულია რეგიონში გავრცელებული ცხოველისა და ფრინველის ეპიდემიებით.

ცხრილი №7. ქვიშხეთის თემში მესაქონლეობისა და მეფრინველეობის სექტორში წარმოება

ცხოველები რაოდენობა ყოველთვიური წარმოება (ლ, კგ. და ა.შ.)

რამდენი თვის განმავლობაში აწარმოებს

სულ პროდუქცია (ლ, კგ., და ა.შ.)

რა პროცენტია განსაზღვრული გასაყიდად

მეწველი

საქონელი 1387 272 370 9 2 451 330 50%

ღორები 261 ---------- -------- 26 100 ----------

ქათამი 4 804 ---------- 12 თვე 48 004 ----------

ქვიშხეთის მიმდებარე სოფლები მცირე მიწიანია და ნაკლებმოსავლიანი. საშუალოდ ერთ ოჯახზე

0,5 ჰექტარი მოდის. ქვიშხეთის ზოგიერთ უბანს (გიგიტაშვილები, ჭალის უბანი) და ტაშისკარს

თითქმის არ აქვთ საძოვრები და საძოვრად დაუმუშავებელ მიწის ფართობებს იყენებენ.

საძოვრების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა სარმანიშვილისკარში, სათივეში, ბულბულისციხეში

Page 17: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

17

და ბეღლითში. ქვიშხეთის თემში მოსახლეობას აქვს სულ 240 ძირი სკა და წარმოებული თაფლი

დამსვენებლებზე და ხაშურის ბაზარში იყიდება.

ზოგადად, ქვიშხეთის თემში სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს

წარმოადგენს ერთის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საძოვრების სიმცირე,

არასაკმარისი ტექნიკა, სარწყავი წყლის სისტემის გაუმართაობა, მეცხოველეობასა და

მემცენარეობაში ახალი პროდუქტიული ჯიშების არარსებობა და თანამედროვე ტექნლოგიების

გამოუყენებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად მცირეა წარმოების მოცულობა, რაც

უარყოფითად აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე.

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვიშხეთის თემში სოფლის მეურნეობის სფეროში

არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები

მოცემულია №8 ცხრილში. აღსანიშნავია, რომ პრობლემების იდენტიფიკაცია და რანჟირება

ეფუძნება უშუალოდ თემის მოსახლეობის მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს.

ცხრილი №8. ქვიშხეთის თემში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემები

# პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმწირე და დაბალი ეფექტიანობა

მოძველებული მექანიზაციის ბაზა

აგროვადების დარღვევა; მეურნეობის განვითარების შეფერხება; დაბალი პროდუქტიულობა

ტექნიკის ბაზის განახლება

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება; არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო სექტორი.

2 მემარცვლეობაში ახალი ჯიშების არარსებობა

გამოცდილების, განათლების და ინფორმაციის არქონა

სექტორების დაბალი პროდუქტიულობა

ახალი ჯიშების დანერგვა

არასამთავრობო ორგანიზაციები

3 წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ინფორმაციის სიმცირე

თემში აგროკონსალტინგის ხელმიუწვდომელობა

არსებული პოტენციალის არასრული გამოყენება და დაბალი პროდუქტიულობა

საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება

არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო კომპანიები

Page 18: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

18

4 სარწყავი მიწების სიმწირე

სარწყავი სისტემის სრული ამორტიზაცია/არ არსებობა

სავარგულების დაბალი პროდუქტიულობა

არსებული სარწყავი სისტემის გამართვა და ახალი სისტემების დამონტაჟება

ადგილობრივი ხელისუფლება; არასამთავრობო ორგანიზაციები.

5 ვეტერინარის და აგრონომის მომსახურების დაბალი ხელმისაწვდომობა

თეში და რეგიონში შესაბამისი კვალიფიციური კადრების არარსებობა/სიმცირე

სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა, აგრო რისკების ზრდა და აგროვადების დარღვევა

ვეტერინარიისა და აგრონომის სამსახურების გაძლიერება და ფერმერებისათვის მათი მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა

ადგილობრივი ხელისუფლება; არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო სექტორი.

სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად

მოხდა სექტორის ,,SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა ქვიშხეთის თემში სოფლის

მეურნეობის სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT-ანალიზი

სოფლის მეურნეობა

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

კარგი ბუნებრივ-კლიმატური პირობები; საკურორტო სეზონზე სოფლის მეურნეობის

პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა; მევენახეობაში არსებული გამოცდილება; ნაყოფიერი ნიადაგები.

სარწყავი მიწების სიმწირე; მეხილეობაში, მემარცვლეობაში და

მეცხოველეობაში დაბალი პროდუქტიულობა;

სასოფლო სამეურნეო სფეროში საკონსულტაციო მომსახურებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა;

ახალი ჯიშებსა და ტექნოლოგიებზე დაბალი ხელმისაწვდომობა;

მოძველებული მექანიზაციის საშუალებები; ხარისხიან შხამ-ქიმიკატებზე და სასუქებზე

დაბალი ხელმისაწვდომობა; ვეტერინარისა და აგრონომის

კვალიფიციური მომსახურების ხელმიუწვდომლობა.

Page 19: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

19

O - შესაძლებლობები T - საფთხეები ახალი ტექნოლოგიებისა და ჯიშების

დანერგვა; საკონსულტაციო მომსახურების გამოყენება; ხარისხიანი სასუქებითა და შხამქიმიკატებით

უზრუნველყოფა; მექანიზაციის ეფექტიანობის გაზრდა.

სტიქია: სეტყვა, გვალვა, და ა.შ. ახალი ჯიშების ადაპტაციის რისკი; მწარმოებლურობის შემცირება.

სოფლის მეურნეობის სექტორის გაანალიზებისა და არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების,

ასევე შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა

შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

ქვიშხეთის თემში ძირითადად განვითარებულია მრავალწლიანი კულტურების (ყურძენი, მსხალი,

ქლიავი და სხვა) და ერთწლიანი კულტურების (ხორბალი, სიმინდი, ლობიო, კარტოფილი,

პომიდორი და სხვა). აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი კულტურების წარმოება თემში სოფლის

მეურნეობის წარმოების 89 პროცენტს შეადგენს, რაც ამ მიმართულებას განსაკუთრებულ

მნიშვნელობას ანიჭებს. ერთწლიანი კულტურების წარმოება საჭიროებს მიწის სასოფლო

სამეურნეო ტექნიკით ხშირ დამუშავებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ თემში დიდ პრობლემას

წარმოადგენს მექანიზაციაზე დაბალი ხელმისაწვდომობა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი

ხელშემშლელი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ქვიშხეთის თემში სახნავ-

სათესი მიწის ფართობი შეადგენს სულ 363 ჰექტარს, აქედან მუშავდება მხოლოდ 150 ჰა, ორი

ძირითადი პრობლემის გამო: სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე დაბალი ხელმისაწვდომობა და

ირიგაციის სისტემის გაუმართავობა.

დღეის მდგომარეობით თემს ემსახურება მუნიციპალიტეტის მექანიზაციის ცენტრი, სადაც

ტექნიკა პირობითად გადანაწილებულია თემების მიხედვით. ტექნიკა არასაკმარისია, აქვს

დაბალი სიმძლავრეები და ამავე დროს ხდება მათი არაეფექტური მართვა. სასოფლო-სამეურნეო

ტექნიკის არ ქონა ვერ უზრუნველყოფს 1500 წვრილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების

მეპატრონეთა მოთხოვნებს, რაც ასევე აისახება დარგის დაბალ განვითარებაზე, ამასთან

სათესი მოწყობილობების უქონლობა იწვევს დაბალპროდუქტიულობას. ასევე აღსანიშნავია,

რომ ვადაგასული და ამორტიზირებული კომბაინი ვერ უზრუნველყოფს მიღებული

მარცვლოვანი კულტურების უდანაკარგოდ აღებას. შესაბამისად, ვერ ხერხდება აგრო ვადების

დროული დაცვა, რაც მკეთრად აუარესებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას.

Page 20: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

20

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა ხაშურის მუნიციპალიტეტის მექანიზაციის ცენტრის

გაძლიერება, მათთვის დამატებითი და ახალი ტექნიკის მიწოდებით. თუ გავითვალისწინებთ

სხვადასხვა თემში შემავალი სოფლების სახნავი მიწის ფართობებს, მექანიზაციის ცენტრის

სათანადო აღჭურვისათვის საჭირო იქნება დამატებით შემდეგი სახის ტექნიკა:

1. ტრაქტორი (80-90 ცხ.ძალა 4WD) - 2ცალი; 2. გუთანი - 1 ცალი; 3. დისკებიანი ფარცხი -2 ცალი; 4. ფრეზი -1 ცალი; 5. ხორბლის სათესი სასუქის შემტანით - 2 ცალი; 6. ზუსტი თესვის პნევმატური სათესი -1 ცალი; 7. სასუქის შემტანი - 2 ცალი; 8. სათიბი – 2 ცალი; 9. მარცვლეულის საშრობი - 1 ცალი; 10. მარცვლეულის დამახარისხებელი - 1 ცალი.

ცენტრის გაძლიერება სათანადო მენეჯმენტთან კომპლექსში სავსებით დააკმაყოფილებს

ქვიშხეთის და სხვა თემების მოსახლეობის მოთხოვნას მექანიზებულ მომსახურებაზე და

მკვეთრად შეამცირებს დაუმუშავებელი მიწის ფართობებს.

2. ერთწლიანი კულტურების ახალი პროდუქტიული ჯიშების და მოყვანის ტექნოლოგიების

დანერგვა

თემში ერთწლიანი კულტურების განვითარებას ხელს უშლის სარწყავი წყლის შეზღუდულად

მიწოდება (ირწყვება მიწების 51 პროცენტი) და მოძველებული ჯიშები. უახლოეს წარსულში

თემში ეს დარგი წარმატებით იყო განვითარებული. თემის გასარწყავიანების შემთხვევაში თემს

აქვს ამ დარგის განვითარების შესაძლებლობა თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მაგრამ

სანამ თემში სარწყავი სისტემის პრობლემა სრულიად მოგვარდება მიზანშეწონილია მოეწყოს

სადემონსტრაციო ბაღები ერთი ან ორი 1000-დან 5000მ2-მდე ფართობზე. სადემონტრაციო ბაღებში

წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა ის სიახლე (ინტენსიური ტექნოლოგიები, ახალი ჯიშები და

სხვა.) რომელიც არსებობს ამ მიმართულებით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ შიდა ქართლის

რეგიონში წარმატებით მოქმედებს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი რომელსაც დიდი

გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით.

რადგან მოსახლეობის უმეტესობა მისდევს მარცვლეული კულტურების წარმოებას სასურველია

გაუმჯობესდეს სათესლე მასალის ხარისხი, ჯიშობრივი სიწმინდე, გამოიცადოს და დაინერგოს

სხვადასხვა სახის ჯიშები და ჰიბრიდები ხორბლის და სიმინდის წარმოებაში. ურწყავ პირობებში

სასურველია პატარა ფართობებზე 1000-5000მ2 დაიწყოს ნიორის, ხახვის წარმოება, რადგან ნიორის

Page 21: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

21

სავეგეტაციო პერიოდი გრძელდება იმ დრომდე, როცა შესაძლებელია პროდუქციის წარმოება

ბუნებრივ პირობებში.

3. ფერმერებისათვის სპეციალური ტრენინგ-კურსების ჩატარება და კონსულტაციებით

უზრუნველყოფა

ქვიშხეთის თემში მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ფერმერებისთვის საკონსულტაციო

მომსახურების დაბალი ხელმისაწვდომობა. აღნიშნული პრობლემა დგას ასევე ხაშურის

მუნიციპალიტეტის სხვა თემებშიც. აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში ამ მეტად მნიშვნელოვან

ფაქტორს არავინ თვლიდა პრობლემად, დღეს კი მოსახლეობამ უკვე კარგად გაითავისა, რომ

აგროკონსალტინგის გარეშე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. დღეის მდგომარეობით

ფაქტია, რომ არცერთი თემის მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება კვალიფიციური აგრონომის,

ენტომოლოგისა და ვეტერინარის მომსახურებაზე რეგიონებში, რადგან აღინიშნება ასეთი

კადრების სიმცირე ან ფაქტიურად არარსებობა. აუცილებელია ისეთ საკითხებზე ყურადღების

გამახვილება, როგორიცაა: მცენარეთა დაცვა, აგრონომიულ და ზოოტექნიკურ თემებზე

ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტრენინგებისა და კონსულტაციების უზრუნველყოფა.

პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მთავარი გზაა თემში ინტენსიური ტიპის ტრენინგების

ჩატარება, როგორიცაა კურსი: სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე

ტექნოლოგიები. რეკომენდირებულია ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს მიეწოდოს

ინფორმაცია მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგებში არსებულ სიახლეებსა და მიღწევებზე,

სასურველია ტრენინგები ჩატარდეს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში. ქვიშხეთის თემში

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ დარგებს, როგორიცაა: მეხილეობა (ყურძენი,

მსხალი, ქლიავი); მარცვლეული კულტურები (სიმინდი, ხორბალი); მებოსტნეობა (ლობიო,

პომიდორი, კიტრი, კარტოფილი).

ტრენინგ-კურსი ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას უკეთ დაგეგმონ წარმოება, შეაფასონ

სასოფლო-სამეურნეო წარმოების რისკები და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა.

პროექტები

პრიორიტეტი 1: სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროექტის აღწერა:

თემში პრობლემას წარმოადგენს მექანიზაციის არარსებობა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ქვიშხეთის თემში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი შეადგენს სულ 363 ჰექტარს, რომლის დაახლოებით 60 პროცენტი დაუმუშავებელია სასოფლო-

Page 22: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

22

სამეურნეო ტექნიკის არარსებობის გამო. შესაბამისად, ვერ ხერხდება აგროვადების დროული დაცვა და დაბალია მიწების პროდუქტიულობა. პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა შესაბამისი ტექნიკის (აღწერილია პრიორიტეტებში) შეძენა.

პროექტის მიზანია თემში სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მოსალოდნელი შედეგები: მოხდება სახნავი მიწების 80-90

პროცენტით დამუშავება; გაუმჯობესდება აგროტექნიკური

სამუშაოების ხარისხი (20-30 პროცენტით);

ფერმერები შეძლებენ აგროვადებში სამუშაოების ჩატარებას.

სამიზნე ჯგუფი: არსებული ფერმერები, რომლებიც

ამუშავებენ სახნავ მიწებს.

ბენეფიციარების რაოდენობა: 1500 ფერმერი.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის

თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: ტექნიკის არაეფექტიანი გამოყენება; მცირე ფერმერებს შორის შეთანხების

სირთულე; დაბალი გადახდისუნარიანობა.

პროექტის ბიუჯეტი: 200 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები: სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; თემი; ფინანსური ინსტიტუტები; კერძო სექტორი.

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

პრიორიტეტი 2: ერთწლიანი კულტურების ახალი პროდუქტიული ჯიშების და

მოყვანის ტექნოლოგიების დანერგვა

პროექტის აღწერა:

თემში მოძველებული ჯიშები ერთწლიან კულტურებში მკვეთრად ამცირებს პროდუქტიულობას. შესაბამისად აუცილებელია თემის მოსახლეობამ მოახდინოს ახალი ჯიშების შეძენა, ასევე მათი მოვლისთვის ჩატარდეს სპეციალური ტრენინგ კურსები. დამატებით, აქტიური ფერმერებისათვის სასურველია მოეწყოს სადემონსტრაციო ბაღები, სადაც ფერმერები შეძლებენ სხვადასხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანის ტექნოლოგიის შესწავლას. პროექტის მიზანია ახალი ჯიშების დანერგვა, მათი ადაპტაცია და შესაბამისად ამ დარგების პროდუქტიულობის ზრდა. მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტიულობა გაიზრდება

დაახლოებით 30-35 პროცენტით;

სამიზნე ჯგუფი/ ბენეფიციარების რაოდენობა: ქვიშხეთის თემის ფერმერები - 400

Page 23: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

23

გაიზრდება სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის შემოსავლები.

ფერმერი

პოტენციური დაინტერესებული

მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის

თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

ახალი ჯიშების ადაპტაციის რისკი; ფერმერების მხრიდან ახალი ჯიშების

მოვლის სირთულე.

პროექტის ბიუჯეტი:

20 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები:

სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; თემი.

განხორციელების პერიოდი:24 თვე

პრიორიტეტი 3: ფერმერებისათვის სპეციალური ტრენინგ-კურსების ჩატარება და კონსულტაციებით უზრუნველყოფა პროექტის აღწერა: თემში არ არსებობს კვალიფიციური აგრონომის, ენტომოლოგის და ზოოტექნიკოსის მომსახურება, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია თემში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ ინფომაციის მიღებას სხვადასხვა აგრარულ საკითხებზე პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს ინტენსიური ტრენინგ-კურსები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ქვიშხეთის თემში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ დარგებს, როგორიცაა: მეხილეობა (ყურძენი, მსხალი, ქლიავი); მარცვლეული კულტურები (სიმინდი, ხორბალი); მებოსტნეობა (ლობიო, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი). პროექტის მიზანია თემში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აგროკონსალტინგის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. მოსალოდნელი შედეგები: ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა

უკეთ დაგეგმონ საკუთარი წარმოება, შეაფასონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების რისკები და გაზარდონ პროდუქტიულობა.

სამიზნე ჯგუფი: 200-მდე მცირე და საშუალო

ფერმერი (გლეხები, რომლებსაც აქვთ 1ჰა-ზე მეტი მიწა)

ბენეფიციარების რაოდენობა: ქვიშხეთის თემში, სოფლის

მეურნეობის სფეროში დასაქმებული 1500 მოსახლე

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის

თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

რისკის ფაქტორები: სასწავლო კურსები და

მომსახურების სახეების არასათანადო ადაპტაცია უშუალოდ თემის საჭიროებებთან;

არასათანადო (ნეგატიური)

Page 24: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

24

თემის მოსახლეობა; შესაბამისი პროფილის

არასამთავრობო ორგანიზაციები.

დამოკიდებულება სიახლეებიის მიმართ;

მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობა.

პროექტის ბიუჯეტი: 15000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები: სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო სექტორი.

განხორციელების პერიოდი:12 თვე

არასასოფლო სამეურნეო ბიზნესი

არსებული მდგომარეობა

ქვიშხეთის თემში ბიზნესსექტორი მეტნაკლებად არის განვითარებული. თემში ფუქნციონირებს 8

სხვადასხვა სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციით მოვაჭრე მაღაზია. ასევე თემში არის

ერთი ბენზინგასამართი სადგური. ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომლის წინაშეც თემი დგას,

არის კაპიტალის ნაკლებობა საქმის დასაწყებად. მართალია რეგიონში არსებობს ფინანსური

ინსტიტუტები (მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები, ბანკები), თუმცა პირობები, როგორიცაა

პროცენტი და უზრუნველყოფა, არახელსაყრელია. თემის მოსახლეობას სურს მეფრინველეობის

ფერმის და კომბინირებული საკვების საწარმოს გახსნა, რომელიც რამოდენიმე თემს მოამარაგებს.

სოფელ ქვიშხეთში სეზონურად ხდება დამსვენებლების მიღება (სახლების დაახლოებით 20

პროცენტი გამოიყენება დამსვენებლებისათვის). შესაბამისად სოფელ ქვიშხეთისთვის, ასევე

მიმდებარე სოფლებისთვის ტურიზმი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თემში

ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ მნიშველოვან დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ტურიზმის სფეროში ბიზნესის (საოჯახო

სასტუმროები, საკვები ობიექტები, ტურისტული მომსახურებები და სხვა.) განვითარებას თემში

დიდი პოტენციალი გააჩნია, რადგან თემის ბუნებრივ-კლიმატური პირობები ყოველწლიურად

მაისი-სექტემბრის პერიოდში მრავალ დამსვენებელს იზიდავს. დამატებით თემში ტურიზმის

განვითარებისთვის საჭიროა ტურიზმის მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის

და ბიზნესის მმართველებისთვის სპეციალური ტრენინგ კურსების ჩატარება. შესაბამისად

სფეროში დასაქმებული პირები შეძლებენ ახალი ცოდნით და გამოცდილებით სერვისების

შეთავაზებას და დამსვენებლების მომსახურებას.

Page 25: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

25

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

ქვიშხეთის თემში ბიზნეს სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი

მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია №9 ცხრილში. წინამდებარე ცხრილი ემყარება

თემის მოსახლეობის მოსაზრებებსა და პოზიციებს.

ცხრილი №9. ქვიშხეთის თემში არასასოფლო სამეურნეო ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემები

პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1 ტურისტულ

სექტორში დასაქმებულთა პროფესიული კვალიფიკაცია

ინვესტორების სიმცირე, სპეციალისტების სიმცირე, ინფრასტრუქტურის არარსებობა

შემოსავლის სიმცირე, ტურისტებისა და დამსვენებლების სიმცირე. უმუშევრობა

პროფესიული გადამზადება

ინვესტორები, სხვადასხვა დონორები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა

2 მომსახურების მცირე საწარმოების არარსებობა

ბიზნესით დაინტერესებული პირების დაბალი კვალიფიკაცია

მოსახლეობა სხვადასხვა მომსახურებებს (დალაქი, დურგალი, სხვა) მუნიციპალურ ცენტრში იღებს

სფეროში ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირების გადამზადება

კერძო ინვესტორები, სხვადასხვა დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები

3 ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების არქონა

საკონსულტაციო ტრეინინგ მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობა

არ ხდება ბიზნეს ინიციატივების განხორციელება და არსებულის განვითარება

ბიზნეს-უნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის

დონორი ორგანიზაცია

4 სასტუმრო სახლების სიმცირე და მომსახურების დაბალი დონე

ფინანსების სიმცირე, ტურისტების სიმცირე

ტურისტებისა და დამსვენებლების სიმცირე

სასტუმრო სახლების პირობების გაუმჯობესება და ახლების გახსნა

მთავრობა, ინვესტორები, დონორები

5 გადამამუშავებელი მცირე საწარმოების არარსებობა

საწყისი კაპიტალის არქონა

მცირე ბიზნესის არარსებობა

მცირე საწარმოების გახსნა

მთავრობა, ინვესტორები, დონორები

არასასოფლო სამეუნეო ბიზნეს სექტორში არსებული მდგომარეობის, პრობლემებისა და

განვითარების პოტენციალის შესწავლის შედეგად მოხდა სექტორის ,,SWOT” ანალიზი. კერძოდ

გამოვლენილ იქნა ქვიშხეთის თემში ბიზნეს სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები,

Page 26: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

26

შესაძლებლობები და საფრთხეები. გამოვლინდა, რომ ტურიზმი არასასოფლო-სამეუნეო ბიზნეს

სექტორის განვითარების ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. ქვიშხეთს თავისი უნიკალური

ბუნებრივ კლიმატური პირობებით, ტბით,შეუძლია კონკურენტუნარიანი ადგილი დაიკავოს

საქართველოს ტურისტული მხარეების სიაში. საჭიროა, რომ უზრუნველყოფილ იყოს სათანადო

საბაზო ინფრასტრუქტურა და მრავალსახოვანი მომსახურებები.

SWOT-ანალიზი

ბიზნეს სექტორი

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

ტურისტული პოტენციალი/საკურორტო ზონა;

მცირე სავაჭრო და საკვები ობიექტების არსებობა;

ტურიზმის მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილება.

ინვესტიციების სიმწირე; თანამედროვე ბიზნეს-განათლების

დაბალი დონე; მოძველებული ტურისტული

ინფრასტრუქტურა; სკვერების, სპორტული მოედნების და

სხვა გასართობი და დასასვენებელი ობიექტების ცუდი მდგომარეობა;

მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების დაბალი კვალიფიკაცია.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები

პროფესიული გადამზადება ბიზნესის წარმოებასა და ადმინისტრირებაში;

პროფესიული გადამზადება ტურისტულ მომსახურებებში;

მომსახურების მცირე ზომის საწარმოების განვითარება;

ახალი მაღაზიების, სასტუმროების და სხვა მომსახურების ობიექტების გახსნა.

დამსვენებლების ნაკადის შემცირება; ტურიზმის სფეროში მაღალი

კონკურენცია; ბიზნესის მართვის მცირე

გამოცდილება.

ბიზნეს-სექტორის გაანალიზებისა და არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე

შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა

შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. პროფესიული გადამზადება ტურიზმის მიმართულებით

ტურიზმი არის ქვიშხეთის თემის ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო დარგი,

რომელსაც გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. ყოველწლიურად ქვიშხეთის სოფლები იზიდავს

მრავალ დამსვენებელს. აუცილებელია თემის, როგორც ტურისტული ზონის

კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ამაღლება. პირველ რიგში უნდა ჩატარდეს ტურიზმის

Page 27: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

27

მომსახურების სფეროში მოქმედი ადგილობრივი კერძო მეწარმეების და მათი პერსონალის

გადამზადება სპეციალური მიმართულებებით: საოჯახო სასტუმროს მართვა, კვების მომსახურება

და სხვა. შედეგად ტურიზმის სფეროში დასაქმებული 150-მდე პირი შეძლებს გაუმჯობესებული

მომსახურების შეთავაზებას პოტენციური მომხმარებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ მოხდება

ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და გაიზრდება

დასაქმების შესაძლებლობები.

2. მომსახურების სფეროში კადრების მომზადება/გადამზადება

ქვიშხეთის თემში არ არის განვითარებული მომსახურების ისეთი სფეროები, როგორიცაა:

დალაქის, მკერავის, დურგლის და ა.შ. მომსახურება. მოსახლეობას აღნიშნული მომსახურების

მისაღებად უწევს ხაშურში ან თბილისში ჩასვლა, რაც დიდი დროის და დამატებითი ხარჯების

გაწევას მოითხოვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვიშხეთის თემში ცხოვრობს 5083 ადამიანი,

აღნიშნული მომსახურების ადგილზე მიღების საჭიროება ნამდვილად არსებობს.

ქვიშხეთის თემში მომსახურების მცირე ზომის საწარმოების განვითარება ხელს შეუწყობს

ადგილზე ამ კუთხით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მოსახლეობისათვის

შექმნის უფრო კომფორტულ გარემოს, ამასთან მოხდება თემში დამატებით რამოდენიმე

ადამიანის დასაქმება. აღნიშნული მიმართულებით სასურველია მოხდეს ადამიანების

პროფესიული გადამზადება და მათთვის შესაბამისი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების

გადაცემა.

3. ბიზნეს-უნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის

სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისათვის, აუცილებლია ფერმერები ფლობდნენ

სათანადო ბიზნეს-უნარებს, რათა ახალი ტექნოლოგიებით მოყვანილი პროდუქცია ეფექტიანად

და სარგებლიანად მიაწოდონ ბაზარს, ასევე გამოავლინონ პროდუქციის გადამუშავების

შესაძლებლობები. ამათგან საგულისხმოა, რომ მომსახურების და ვაჭრობის სფეროების

განვითარება შეუძლებელი იქნება საბაზისო ბიზნეს-უნარების გარეშე. ქვიშხეთის თემის

ფერმერებისათვის სასურველია მოხდეს სპეციალური კურსების შეთავაზება აგრო-ბიზნესის

წარმოების კუთხით, ხოლო მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში ჩართული პირებისათვის კი -

მცირე ბიზნესის მართვის თაობაზე.

ზემოთაღნიშნული მიმართულებების გათვალისწინებით მეწარმეები მიიღებენ საჭირო ცოდნას და

უნარ-ჩვევებს, რომელიც დაეხმარებათ საწარმოო პროცესის უკეთ დაგეგმარებასა და

განხორციელებაში, ასევე კონკრეტულ ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და მათ

გამოყენებაში. სპეციალური კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად თემებს: კონკრეტული

Page 28: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

28

აგრო-პროდუქციის ბიზნესის წარმოების დაგეგმვა, საწარმოო პროცესის მართვა და კონტროლი,

ახალი ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, ბაზრებზე შესაძლებლობების გამოვლენა, ახალი

ბაზრების ათვისების სტრატეგიები.

პროექტები

პრიორიტეტი 1: პროფესიული გადამზადება ტურიზმის მიმართულებით

პროექტის აღწერა: თემში ტურიზმის ბიზნესში განათლების დაბალი დონეა და მოსახლეობას არ გააჩნია ტურიზმის ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევები. პროექტის მიზანია ტურიზმის მომსახურების სფეროში ჩატარდეს მოქმედი ადგილობრივი კერძო მეწარმეების და მათი პერსონალის (ასევე დაინტერესებული პირების) გადამზადება სპეციალური მიმართულებებით: საოჯახო სასტუმროს მართვა, კვების მომსახურება, ტურისტული პროდუტების შემუშავება და სხვა. მოსალოდნელი შედეგები: თემში მოხდება ახალი ტურიზმის

ინიციატივების განხორციელება და არსებული ტურისტული ბიზნესის განვითარება;

გაიზრდება ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: ადგილობრივი მცირე მეწარმეები

ტურიზმის ბიზნესში (მაგ. საკვები ობიექტების მეპატრონეები) - საშუალოდ 30;

დაინტერებული თემის მაცხოვრებლები - საშუალოდ 70.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: ტურისტული ობიეტების არსებული

დ პოტენციური მფლობელები/მენეჯერები;

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის გამგეობა; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: ტრენინგ-კურსების არასათანადო

ადაპტაცია კონტრეტულ საჭიროებებთან;

კურსდამთავრებულების დამოკიდებულების ცვლილება (მაგალითად. აღარ განაგრძო მუშაობა დარგში ან შიდა მიგრაცია).

პროექტის ბიუჯეტი: 30 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები: დონორი ორგანიზაცია; კერძო ინვესტორი; ფინანსური ინსტიტუტები

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

პრიორიტეტი 2: მომსახურების სფეროში კადრების მომზადება/გადამზადება

პროექტის აღწერა:

ქვიშხეთის თემში არ არის განვითარებული მომსახურების ისეთი სფეროები, როგორიცაა დალაქის, მკერავის, დურგლის და ა.შ. მომსახურება. მოსახლეობას აღნიშნული მომსახურების მისაღებად უწევს ხაშურში, ბორჯომში ან თბილისში ჩასვლა, რაც დიდი დროის და დამატებითი ხარჯების გაწევას მოითხოვს. თუ

Page 29: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

29

გავითვალისწინებთ, რომ ქვიშხეთის თემში ცხოვრობს 5083 ადამიანი, აღნიშნული მომსახურების ადგილზე მიღების საჭიროება ნამდვილად არსებობს. პროექტის განხორციელება შესაძლებელია ორ ეტაპად: 1) ბიზნეს-გრანტების მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაბამისი უნარები მომსახურების ბიზნესების განსავითარებლად; 2) ხოლო მეორე ეტაპზე შესაძლებელია პროფესიული გადამზადების სპეციალური ტრენინგ-კურსების ჩატარება.

პროექტის მიზანია დაინტერესებული პირების პროფესიული გადამზადება და მათთვის შესაბამისი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების გადაცემა.

მოსალოდნელი შედეგები:

მოსახლეობა ადგილზე მიიღებს მომსახურებას, რითაც დაზოგავენ დროს და დამატებით ხარჯებს;

დასაქმდება თემის დაახლოებით 20-მდე მოსახლე.

სამიზნე ჯგუფი:

მოქმედი მცირე მეწარმეები ან დაინტერესებული პირები;

ბენეფიციარების რაოდენობა:

ქვიშხეთის თემის მოსახლეობიდან (5083) - 200 ადამიანი

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა; კერძო კომპანიები და პროფესიული

გადამზადების ცენტრები; ბანკები/მიკროსაფინანსო

ორგანიზაციები.

რისკის ფაქტორები:

მცირე ზომის საწარმოების მფლობელების არასაკმარისი უნარები ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის;

მომსახურების გასაწევად შესაბამისი უძრავი ქონების არქონა.

პროექტის ბიუჯეტი:

40 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები:

დონორი ორგანიზაცია; არასამთავრობო ორგანიზაცია; კერძო სექტორი.

განხორციელების პერიოდი: 2 თვე

Page 30: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

30

პრიორიტეტი 3: ბიზნეს-უნარების გაზრდა ადგილობრივი მცირე

მეწარმეებისათვის

თემში ბიზნეს-განათლების დაბალი დონეა და მოსახლეობას არ გააჩნია ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევები. პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია შემდეგი ძირითადი საქმიანობების ჩატარება: 1) ბიზნეს-განათლების არსებული საჭიროებების გამოვლენა; 2) საჭიროებების მიხედვით სპეციალური ტრენინგების ჩატარება რაც მოიცავს ასევე სტანდარტულ საკითხებს, როგორიცაა: ბიზნეს გეგმების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვა; მარკეტინგი და სხვა.

პროექტის მიზანია ბიზნეს-უნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის, ტრენინგების გზით

მოსალოდნელი შედეგები: თემში მოხდება ბიზნეს

ინიციატივების განხორციელება და არსებული ბიზნესის განვითარება

სამიზნე ჯგუფი:

ადგილობრივი ფერმერები და მცირე მეწარმეები

ბენეფიციარების რაოდენობა:

დაახლოებით 150 მონაწილე

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა; ტრენინგ ცენტრები;

რისკის ფაქტორები:

ტრენინგ-კურსების არასათანადო ადაპტაცია კონტრეტულ საჭირობებთან

პროექტის ბიუჯეტი:

20 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

დონორი ორგანიზაცია; არასამთავრობო ორგანიზაცია;

განხორციელების პერიოდი: 1 თვე

ინფრასტრუქტურა

არსებული მდგომარეობა

ქვიშხეთის თემში, ისევე როგორც მთლიანად რეგიონში ინფრასტრუქტურა უმეტეს შემთხვევაში

ცუდ მდგომარეობაშია. ქვემოთ მოცემულია ქვიშხეთის თემში ყველაზე მნიშვნელოვანი

ინფრასტრუქტურის ობიექტების მდგომარეობის მიმოხილვა.

წყლის მიწოდების სისტემები. ქვიშხეთის თემში სასმელი წყლის სისტემა მოიცავს 55კმ-ს და 1000

ოჯახს ემსახურება. არსებული წყლის მიწოდების სისტემა 80 პროცენტით დაზიანებულია და

მოსახლეობის რესურსით სრულიად დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს. ზოგიერთი უბანი

Page 31: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

31

წყლით საერთოდ არ მარაგდება. ქვიშხეთში სასმელი წყლის რეაბილიტაცია ბოლოს მოხდა

საბჭოთა პერიოდში, 1990 წელს ქვიშხეთში გაკეთდა ჭალისუბნის წყალსადენი. ამჟამად

წყალსადენი ცუდად მუშაობს და მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. მოსახლეობა იყენებს

საკუთარი სახსრებით გამოყვანილ წყალსადენებს და ჭებს. ასეთი წყალსადენებია : კოშკისუბანში-

2, ბულბულისციხეში-1, მონასტერში-1, ტაშისკარში-2, ტეზერში-2, სავანისუბანში-1,

ყიფიანთუბანში-3, რუსაანთუბანში-1, სარმანიშვილისკარში -1, სათივეში -1. უმეტესობა

ამორტიზირებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას. 2000-იან წლებში ბულბულისციხიდან

ჭალისუბანში გამოყვანილი წყალსადენი ერთადერთია უბანში. ზაფხულობით ეს წყალსადენი

განიცდის წყლის დეფიციტს და მოსახლეობა პრაქტიკულად უწყლოდ რჩება. ასევე არ ხდება

წყალსადენის სათავე-ნაგებობების გაწმენდა და დაქლორვა. ამასთან, თემში არ არის მოწყობილი

კანალიზაცია.

რაც შეეხევა სარწყავს სისტემას, 2007-2008 წლებში გარკვეული არხების რეკონსტრუქცია ჩატარდა.

სულ საირიგაციო სისტემა შეადგენს 7 კმ-ს და ის ემსახურება 200 ოჯახს. თემის ტერიტორიაზე

გადის ტაშსკარის სარწყავი არხი, მაგრამ მისი გამოყენება ძალიან ცუდად ხდება. მიწის

დაუმუშავებლობისა და მორწყვის დაბალი სიხშირის გამო აღნიშნული არხის რაციონალური

გამოყენებით შეიძლება მოირწყას ტაშისკარის, ქვიშხეთის, სავანისუბნის, ტეზრის და

ყიფიანთუბნის მიწები, დაახლოებით 150 ჰა.

ელექტროსისტემა. ელ. მომარაგების სისტემა (90კმ.) კარგად მუშაობს 24 საათიანი გრაფიკით.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება მხოლოდ ქვიშხეთშია, დანარჩენ სოფლებში ისევ

კომუნალური მრიცხველებია, ამის გამო ხშირია უზუსტობები, რომელიც მეზობლებს შორის

დავებს იწვევს. თემში არ არის გარე განათება.

გაზმომარაგება. ბუნებრივი აირის შემოყვანა დაწყებულია ქვიშხეთში, ბულბულისციხეში,

ტაშისკარში, დანარჩენ სოფლებში ჯერჯერობით არა.

საგზაო ინფრასტრუქტურა.

თემის მთავარი გზებია: ქვიშხეთის შემოსასვლელი (800მ), ბულბულისციხეში მიმავალი გზა (2კმ),

მწერალთა სახლისაკენ მიმავალი გზა (700მ), ქვიშხეთ-ტაშისკარის დამაკავშირებელი გზა 1,5 კმ,

მონასტრის გზა 1კმ, ტეზერის შესასვლელი გზა 1,5 კმ, ტეზრიდან სავანისუბნამდე მიმავალი გზა

1კმ, რუსაანთუბანში მიმავალი გზა 1,5 კმ, და ყიფიაანთუბნის გზა 1 კმ. სოფელ სათივეში და

სარმანიშვილისკარში სატვირთო მანქანები ვერ მიდიან, რადგან ორივე სოფელი მტკვრის მარჯვენა

ნაპირზეა და მათთან დამაკავშირებელი ხიდი მხოლოდ მსუბუქ მანქანებს ატარებს. მთავარი

გზების უმეტესობა ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია ქვიშხეთის

შემოსასვლელი გზა. 800 მეტრიანი გზის გავლას ავტომანქანები დაახლოებით სამჯერ მეტ დროს

Page 32: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

32

ანდომებენ ვიდრე ეს ნორმალური გზის შემთხვევაში იქნებოდა. ჭირს ფეხით მოსიარულეთა

გადაადგილებაც. განსაკუთრებით წვიმიან ან თოვლიან ამინდში.

ასევე ცუდ მდგომარეობაშია მწერალთა სახლისაკენ მიმავალი გზა. ეს უბანი პრესტიჟულია

სხვებთან შედარებით, დამსვენებელთა უმეტესობაც ამ უბანში ჩამოდის, ცუდი გზების გამო

დამსვენებლების რიცხვი კლებულობს. ეს კი ცუდად მოქმედებს მოსახლეობის შემოსავლებზე.

ასევე ცუდ მდგომარეობაშია ყიფიანთუბნის, ბულბულისციხის და რუსაანთუბნის მთავარი გზები.

შიდა სასოფლო გზები ცუდ მდგომარეობაშია. არ ხდება მათი რეაბილიტაცია, ზოგიერთ ადგილზე

დაზიანების გამო გადაადგილება ძალიან ჭირს: სათივეში, სარმანიშვილისკარში, ბეღლითში,

რუსაანთუბანში, და ყიფიანთუბანში.

ცხრილი №10. სტატისტიკური ინფორმაცია ქვიშხეთის თემის ინფრასტრუქტურის შესახებ

ინფრასტრუქტურა

სიგრძე (საჭიროებისამებრ)

რამდენ ოჯახს ემსახურება

მოქმედია თუ არა

*აღწერეთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის % წილი

სასმელი წყალი 55 კმ 6300 მოქმედი

ცუდი 80

საირიგაციო წყალი

7 კმ 200 მოქმედი

საშუალო 10

თემის მთავარი გზა

25 კმ მოქმედი

ცუდი 80

შიდა გზები 55 კმ მოქმედი

ცუდი 70

მიწასთან და საძოვრებთან მისასვლელი გზები

15 კმ მოქმედი

ცუდი 80

ელექტროსისტემა

90 კმ 2300 მოქმედ

დამაკმაყოფილებე

ლი

20

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

ქვიშხეთის თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი

გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია №11 ცხრილში. წინდამდებარე

ცხრილი ემყარება თემის მოსახლეობის მოსაზრებებსა და პოზიციებს.

Page 33: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

33

ცხრილი №13. ქვიშხეთის თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული პრობლემები

# პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1

სარეაბილიტაციო სასმელი წყლის სისტემა

წყლის მილები არის ძალან დაზიანებული

სასმელი წყლის არასტაბილური მიწოდება და დაბინძურება

სასმელი წყლის მილების შეცვლა (80 პროცენტი), სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

2

შიდა და მთავარი გზები

სანიაღვრე არხების არარსებობა, დაზიანებული გზის საფარი

ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების შეფერხება, დამსვენებლების ნაკლებობა

გზის საფარის შეკეთება, სანიაღვრე არხების მოწყობა

ადგილობრივი მთვრობა; დონორი ორგანიზაცია; სოფ. პროგრამა.

3

მდ. შოლას გასამაგრებელი ნაპირი

შოლას დაზიანებული ნაპირები

წყალდიდობა,საცხოვრებელი და სამეურნეო ფართების დატბორვა, მიწების მიტაცება

ნაპირსამაგრების გაკეთება შოლაზე და მტკვარზე

ადგილობრივი მთავრობა; დონორი ორგანიზაცია; სოფ. პროგრამა.

4

გარე განათების არარსებობა

არ არის საკმარისი ლამპიონები დამონტაჟებული

ბნელი ქუჩები ლამპიონების დამონტაჟება 80 პროცენტზე

ადგილობრივი ხელისუფლება

5

ჭალისუბნის ხიდის ცუდი მდგომარეობა

მოძველებული, ამორტიზირებული, დაზიანებული ხიდი

გადაადგილების შეფერხება. საფრთხე ექმნება მოსახლეობას

ჭალისუბნის ხიდის რეაბილიტაცია

ადგილობრივი მთავრობა; დონორი ორგანიზაცია; სოფ. პროგრამა.

6

კანალიზაცია

სისტემის არარსებობა

მდ. შოლას დაბინძურება, გარემოს დაბინძურება, ანტისანიტარია, საცხოვრებელი პირობების გაუარესება

საკანალიზაციო სისტემის გაკეთება

ადგილობრივი მთვრობა; დონორი ორგანზიაცია;სოფ. პროგრამა.

7

სარეაბილიტაციო სარწყავი წყლის სისტემა

მოძველებული და ამორტიზირებულია

სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთების არასაკმარისი მორწყვა

სისტემის რეაბილიტაცია (50 პროცენტი)

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

Page 34: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

34

ინფრასტრუქტურის სექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად

მოხდა სექტორის ,,SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა ქვიშხეთის თემში

ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და

საფრთხეები.

SWOT ანალიზი

ინფრასტრუქტურა

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

გამართული ელექტრომომარაგების

სისტემა;

მუნიციპალიტეტის ცენტრთან სიახლოვე; ბუნებრივი აირის სისტემის გამართვის

მიმდინარე სამუშაოები; მეტ-ნაკლებად გამართული საირიგაციო

სისტემა.

მოძველებული და ამორტიზირებული

სასმელი წყალმომარაგების სისტემა;

ნაპირსამაგრების არარსებობა მდ. შოლაზე;

გაუმართავი კანალიზაციის სისტემის არარსებობა;

თემის მთავარი, შიდა სასოფლო და საძოვრებთან მისასვლელი გზები;

გარე განათების არარსებობა.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები

ტურიზმის ინფრასტრუქტურის

განვითარება;

სასმელი და სარწყავი სისტემის გამართვა;

სანაგვე ურნებისა და გარეგანათების

მოწყობა;

მდ. შოლას ნაპირგამაგრება;

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სისტემის მოწესრიგება;

შიდა და მთავარი გზების მოწესრიგება.

არსებული დაზიანებული

ინფრასტრუქტურის მწყობრიდან

გამოსვლა;

ბუნებრივი მოვლენები, რომელმაც

შეიძლება დააზიანოს არსებული

ინფრასტრუქტურა.

ქვიშხეთის თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების,

ასევე შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა

შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და მილების რეაბილიტაცია

ქვიშხეთის თემში მოსახლეობა იყენებს საკუთარი სახსრებით გამოყვანილ წყალსადენებს და ჭებს.

არსებული სასმელი წყლის მილებიდან უმეტესობა ამორტიზებულია და საჭიროებს

რეაბილიტაციას. 2000-იან წლებში ბულბულისციხიდან ჭალისუბანში გამოყვანილი წყალსადენი

ერთადერთი გამართულად მოქმედი ობიექტია სოფ. ქვიშხეთში. ამასთან ზაფხულობით არსებული

წყალსადენი განიცდის წყლის დეფიციტს და მოსახლეობა პრაქტიკულად წყლის მიწოდების

Page 35: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

35

გარეშე რჩება. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია სასმელი წყლის მილების (სულ 55 კმ.)

80 პროცენტის გამოცვლა და სათავე ნაგებობის შეკეთება-რეაბილიტაცია.

2. შიდა გზების რეაბილიტაცია

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოუწესრიგებლობა მნიშვნელოვნად აფერხებს თემის

ეკონომიკურ განვითარებას. შიდა გზების მდგომარეობაზე დამოკიდებულია თემში სოფლის

განვითარება. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი გზები ამორტიზირებულია (მთლიანი

სიგრძე - 55 კმ), მასზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები განიცდიან მაღალ ცვეთას და ხშირად

გამოდიან მწყობრიდან, რაც იწვევს მაღალ ფინანსურ დანახარჯებს გადაადგილებისთვის, ქმნის

გადაადგილების არაკომფორტულ გარემოს და დროის დანახარჯს. პრობლემის მოგვარება

მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს და შესაბამისად პრიორიტეტის დაფინანსება სასურველია

მოხდეს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ასევე სხვა ხელმისაწვდომი

ფონდებიდან. ამასთან შესაძლებელია პრობლემის ნაწილობრივი მოგვარებაც, მაგალითად: სოფ.

ქვიშხეთში შემავალი გზის 800მ. მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის მუდმივი მოსარგებლეა

მთლიანად თემის (5083) მოსახლეობა.

3. ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება მდ. შოლაზე

მდინარის კალაპოტის არასაკმარისი სიღრმე იწვევს წყალდიდობებს და მოსახლეობის

საკარმიდამო ეზოების და სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების დატბორვას (20 ჰა). შესაბამისად

აუცილებელია მდინარე შოლაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. სულ მოსაწესრიგებელია 3-

4 კმ. სიგრძის მონაკვეთი.

პროექტები

პრიორიტეტი 1: სასმელი წყლით უზუნველყოფა

პროექტის აღწერა: მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა თემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. წყლის არასაკმარისი რაოდენობითა და არასათანადო ხარისხით მიწოდება ზრდის მოსახლეობაში ეპიდემიის საფრთხეს. ასევე აღნიშნული პრობლემა აფერხებს თემში ტურიზმის განვითარებას. პროექტის პირველ ეტაპზე აუცილებელია წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტის მიზანია სასმელი წყლის სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია და წყალსადენი მილების 80%-ის შეცვლა. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობა მიიღებს სათანადო ხარისხის

სასმელ წყალს სრულად; გაიზრდება თემის ტურისტული

მიმზიდველობა და შესაბამისად ტურიზმის

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: თემის მოსახლეობა (5083 ადამიანი)

Page 36: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

36

ბიზნესში დასაქმებული ადამიანები მიიღებენ გაზრდილ შემოსავლებს.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: რეაბილიტირებული სისტემის

დაზიანება გზების შეკეთებითი სამუშაოებით;

რეაბილიტირებული სისტემის მოვლა-პატრონობა.

პროექტის ბიუჯეტი: 500 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები: ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 12 თვე

პრიორიტეტი 2: თემის შიდა გზების რეაბილიტაცია

პროექტის აღწერა:

აუცილებელია შიდა გზების (55კმ.) რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე სასურველია შეკეთდეს თემში შესასვლელი გზა (800მ.) ეს გზა 90%-ით დაზიანებულია და ართულებს თემის დაკავშირებას მუნიციპალურ ცენტრთან და მთელს რეგიონთან. პროექტის პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს გზის არსებული საფარის მომზადება, შემდგომ მოხრეშვა და სანიაღვრე სისტემების გაკეთება. პროექტის მიზანია თემის შიდა გზების ეტაპობრივი რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობა შეძლებს ახალ გზაზე

უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას;

გაიზრდება ხელმისაწვდომობა სხვადასხვა აგრობაზრებზე და შესაბამისად მოსახლეობის შემოსავლები.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა:

თემის მოსახლეობა (5083 ადამიანი)

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; კერძო კომპანია; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

რეაბილიტირებული გზის არასათანადო მოვლა;

სტიქიური მოვლენები.

პროექტის ბიუჯეტი:

521 600 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები:

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

Page 37: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

37

პრიორიტეტი 3: ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება მდ. შოლაზე

პროექტის აღწერა:

მდინარის კალაპოტის არასაკმარისი სიღრმე იწვევს წყალდიდობებს და მოსახლეობის საკარმიდამო ეზოების და სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების დატბორვას (20 ჰა). შესაბამისად აუცილებელია მდინარე შოლაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. სულ მოსაწესრიგებელია 3-4 კმ. სიგრძის მონაკვეთი. პროექტის მიზანია მდ. შოლას ნაპირგამაგრება.

მოსალოდნელი შედეგები: დაახლოებით 20 ჰა სასოფლო სამეურნეო

ნაკვეთები იქნება დაცული დატბორვისაგან. შესაბამისად გაიზრდება მოსავალი და მოსახლეობის შემოსავლები

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა:

თემის მოსახლეობის ნაწილი (100 ოჯახი)

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; კერძო კომპანია; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

ნაპირსამაგრების არასათანადო მოვლა;

სტიქიური მოვლენები;

პროექტის ბიუჯეტი:

360 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები:

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

სოციალური სექტორი

არსებული მდგომარეობა

სოციალური ინფრასტრუქტურა ქვიშხეთის თემში მეტნაკლებად არის განვითარებული. ხელის

შემშლელ ფაქტორს წარმოადგეს ადგილობრივი საჯარო ფინანსების სიმწირე, რომელიც

სოციალური ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარების საშუალებას ვერ იძლევა. ქვემოთ

მოცემულია ქვიშხეთის თემში სოციალური ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მიმოხილვა.

სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები. თემში 2 საშუალო (ქვიშხეთში და ტეზერში) და 3

დაწყებითი სკოლაა სავანისუბანში, ბულბულისციხეში და მჭედლიშვილების უბანში). სკოლებში

მთლიანად 760 მოსწავლეა. ქვიშხეთის საშუალო სკოლა რეაბილიტირებულ იქნა 2009 წელს. თემში

არ არის საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა.

Page 38: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

38

ცხრილი №12. ქვიშხეთის თემში არსებული სკოლები

ტიპი/ სახელწოდება

მოსწავლეების რაოდენობა 10 წლის წინ

მოსწავლეების რაოდენობა დღეს

რამდენი ბავშვი/ახალგაზრდა არ დადის სკოლაში

*შენობის მდგომარეობა

*ინვენტარის მდგომარეობა

ქვიშხეთის

საჯარო სკოლა

500 540 --------- კარგი კარგი

ტეზერის საჯარო

სკოლა

210 220 ---------- დამაკმაყოფილ

ებელი

დამაკმაყოფილე

ბელი

ჯანდაცვის დაწესებულებები/სპორტული მოედნები.. თემში არის ორი ამბულატორია: შპს.

ქვიშხეთის სამედიცინო ამბულატორია და ტეზერის საექიმო ამბულატორია. დღეისათვის

ამბულატორიები 4-5 პაციენტს ემსახურებიან დღეში. ამბულატორიებს ჭირდება თანამედროვე

ინვენტარი და აპარატურა. სოფელ ქვიშხეთში არის ერთი აფთიაქი. სპორტული მოედანი არის

ქვიშხეთში, ბულბულისციხეში, სათივეში და ტეზერში. სოფ. ქვიშხეთში სპორტული მოედანი

სარეაბილიტაციოა.

კულტურული ცენტრები. სოფელ ქვიშხეთში არის ახალგაზრდული კლუბი, რომელიც ემსახურება

მთელს თემს და სეზონურად დამსვენებლებს.

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

ქვიშხეთის თემში სოციალურ სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი

მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია №13 ცხრილში. წინდამდებარე ცხრილი

ემყარება თემის მოსახლეობის მოსაზრებებსა და პოზიციებს.

ცხრილი №13. ქვიშხეთის თემში სოციალურ სექტორში არსებული პრობლემები

# პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1

თემში საბავშვო ბაღის არარსებობა

არსებული შენობა ამორტიზირებულია

თემის 6 წლამდე ბავშვები ვერ იღებენ სათანადო სკოლამდელ აღზრდას

არსებული შენობის რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

2

ნაგვის ბუნკერების შეზღუდული რაოდენობა

ფინანსების სიმცირე

სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, დანაგვიანების შემცირება

ნაგვის გატანის ბუნკერების დადგმა.

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

Page 39: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

39

3

სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სოფ. ქვიშხეთში

ფინანსების სიმცირე

ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების შეზღუდვა

სპორტული მოედნის რემონტი სოფ. ქვიშხეთში

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

4

სარემონტო ამბულატორია, მოძველებული ინვენტარი

დაფინანსების სიმცირე

შეფერხებული და შეზღუდული სამედიცინო მომსახურება

ამბულატორიის რემონტი და ინვენტარის განახლება

მთავრობა, დონორები.

5

სასკოლო ტრანსპორტის არქონა

ტრანსპორტი არაა გამოყოფილი

შორი მანძლიდან მომავალი ბავშვების გადაადგილების შეფერხება და ხშირი გაცდენები

სასკოლო ტრანსპორტის დანიშვნა

მთავრობა, დონორები.

სოციალურ სექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად მოხდა

სექტორის ”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა ქვიშხეთის თემში სოციალური სექტორის

ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT ანალიზი

სოციალური სექტორი

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

სოფელ ქვიშხეთში საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა;

მოქმედი 2 ამბულატორია; სპორტული მოედნების მოსაწყობად

ტერიტორიის არსებობა; ახალგაზრდული კლუბის არსებობა.

მოუწყობელი სპორტული მოედნები; სარეაბილიტაციო საბავშვო ბაღი და

მოძველებული ინვენტარი; დასვენების პარკების, გასართობი და

შემეცნებითი დაწესებულებების არარსებობა;

ნაგვის ბუნკერების მცირე რაოდენობა; ამბულატორიების მოძველებული

ინვენტარი.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები

სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სოფ. ქვიშხეთში;

ამბულატორიების აღჭურვა; ნაგვის ბუნკერების დამატება; გასართობი/დასასვენებელი პარკების

მოწყობა; საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და

ფუნქციების აღდგენა.

არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლა;

კვალიფიციური კადრების თემიდან მიგრაცია.

Page 40: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

40

ქვიშხეთის თემში სოციალურ სექტორში არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე

შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა

შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. სოფელ ქვიშხეთში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია

სოფელ ქვიშხეთში არსებული საბავშვო ბაღი საჭიროებს რეაბილიტაციას. კერძოდ პირველ რიგში

აუცილებელია შენობის სახურავის შეკეთება, ასევე შენობის კოსმეტიკური რემონტი, კარ-

ფანჯრების გამოცვლა და ინვენტარის განახლება. შედეგად თემის მოსახლოების 200-მდე

მცირეწლოვანი ბავშვი შეძლებს ბაგა ბაღში სათანადო აღმზრდელობითი განათლების მიღებას.

2. ნაგვის ბუნკერების დადგმა

ქვიშხეთის თემში ნაგვის გატანის სისტემის მოუწესრიგებლობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა.

შედეგად:

ბინძურდება და იშლება მდინარე შოლას კალაპოტი;

ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას და

სისუფთავის დაცვას;

იზრდება მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკი;

იზრდება სხვადასხვა სახის ეპიდემიოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკი.

თემში არ არსებობს სპეციალური ნაგვის ბუნკერები, სადაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო

ნარჩენებს გაიტანს. ადგილობრივი რწმუნებულის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება

ნაგვის ბუნკერების დადგმა, ხაშურის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ნაგვის მანქანით მათ

გატანას.

3. სოფ. ქვიშხეთში სპორტული მოედნის მოწყობა

სოფელ ქვიშხეთში ახალგაზრდებისათვის პრობლემას წარმოადგენს სპორტული მოედნის ცუდი

მდგომარეობა. ამასთან არ არსებობს სხვა გასართობი საშუალება და შესაბამისად ახალგაზრდები

თავისუფალ დროს ვერ ახერხებენ გართობას.

თემში სპორტული მოედნის მოწყობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის

დამკვიდრებას და სწორ ფიზიკურ აღზრდას. ამასთან თემში გაჩნდება გართობისა და

თავისუფალი დროის გატარების საშუალება. სოფლის ტერიტორიაზე არსებობს შესაბამისი მიწის

ფართი, სადაც შესაძლებელია კომპლექსური (ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის)

სპორტული მოედნის მოწყობა.

Page 41: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

41

რეკომენდაციები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის

გაუმჯობესებისათვის

პროფესიული გადამზადება ღარიბი მოსახლეობისათვის

ქვიშხეთის თემში პროფესიული გადამზადება ღარიბი მოსახლეობის სოც-ეკონომიკური

მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. განსაკუთრებით იმის

გათვალისწინებით, რომ თემში არის მოთხოვნა მაღალი კვალიფიკაციის მომსახურების სფეროს

სპეციალისტებზე.

ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ პროფესიებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ღარიბ

მოსახლეობას შედარებით ადვილად იშოვოს სამსახური და/ან დაიწყოს საკუთარი საქმიანობა.

გამომდინარე ზემოთხსენებული სექტორების პრიორიტეტებიდან, რეკომენდირებულია

პროფესიული გადამზადება შემდეგი მიმართულებებით: დალაქი/სტილისტი; მეწაღე; მცხობელი;

დურგალი; სხვა ტურისტული მიმართულებები, მაგალითად: საოჯახო სასტუმროს

ადმინისტრატორი; გიდები და ა.შ.

ღარიბი მოსახლებისათვის საოჯახო ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა

ქვიშხეთის თემის მოსახლეობის 23% სიღარიბის ზღვარს მიღმაა. მათი მდგომარეობის

გაუმჯობესების ოპტიმალური შესაძლებლობაა საოჯახო ბიზნესის დაწყების/მცირე მეურნეობის

განვითარების ხელშეწყობა. იმ შემთხვევაში თუ ისინი შეძლებენ სტაბილურად ჩაერთონ

ეკონომიკურ აქტივობაში, გაიზრდება შინამეურნეობების შემოსავლებიც. გასათვალისიწინებელია,

რომ მათ არ გააჩნიათ სათანადო ბიზნეს-უნარები და იმავდროულად ვერ შეძლებენ მასშტაბური

ინციატივების გახორციელებას.

საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის ეფექტიანი იქნება დაინტერესებულ

ოჯახებს ჩაუტარდეთ საბაზისო ბიზნეს-უნარების კურსი, ასევე გაეწიოთ

კონსულტაცია/რეკომენდაცია ბიზნესის მიმართულების თაობაზე.

ღარიბი ოჯახებისათვის ბიზნესის დაწყების/განვითარების რეკომენდირებული მიმართულებებია:

მემარცვლეობა/მებოსტნეობა; სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მომსახურებები (დალაქი/სტილისტი,

მეწაღე) და სხვ.

Page 42: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

42

პროექტები

პრიორიტეტი 1: სოფელ ქვიშხეთში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია

პროექტის აღწერა: სოფელ ქვიშხეთში არსებული საბავშვო ბაღი საჭიროებს რეაბილიტაციას. კერძოდ პირველ რიგში აუცილებელია შენობის სახურავის შეკეთება. ასევე შენობის კოსმეტიკური რემონტი, კარ-ფანჯრების გამოცვლა და ინვენტარის განახლება. შედეგად თემის მოსახლოების 200-მდე მცირეწლოვანი ბავშვი შეძლებს ბაგა ბაღში სათანადო აღმზრდელობითი განათლების მიღებას.

პროექტის მიზანია მოხდეს ბაგა ბაღის შენობის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები: სოფ. ქვიშხეთის მოსახლეობა შეძლებს

საკუთარი მცირეწლოვანი შვილებისთვის სათანადო აღმზრდელობითი განათლების მიცემას.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა:

სოფელ ქვიშხეთის მცირეწლოვანი 200 ბავშვი

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტი; თემის ხელისუფლება; სოფლის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

რეაბილიტირებული შენობის არასათანადო მოვლა

პროექტის ბიუჯეტი:

30 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები:

მუნიციპალიტეტი; დონორი ორგანიზაცია

განხორციელების პერიოდი: 4 თვე

პრიორიტეტი 2: ნაგვის ბუნკერების დადგმა

პროექტის აღწერა:

ნაგვის გატანის მიუწესრიგებელი სისტემა იწვევს ბევრ სხვა პრობლემას, კერძოდ: ბინძურდება და იშლება თემში არსებული ღელეები; ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას და სისუფთავის დაცვას; იზრდება მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკი; იზრდება სხვადასხვა სახის ეპიდემიოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკი; ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას. შესაბამისად საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს ბუნკერების შესყიდვა და მოწყობა. თემში არ არსებობს სპეციალური ნაგვის ბუნკერები, სადაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაიტანს. ადგილობრივი რწმუნებულის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება ნაგვის ბუნკერების დადგმა, ხაშურის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ნაგვის მანქანით მათ გატანას.

პროექტის მიზანია მოხდეს ნაგვის ბუნკერების დადგმა თემში. მოსალოდნელი შედეგები: სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების

Page 43: ქვიშხეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაgeorgianeo.ge/failebi/Kvishkheti_EDP__Khashuri_25685.pdf ·

43

შემცირდება თემში სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკი

რაოდენობა: თემის მოსახლეობა მოსახლეობა

(5083 ადამიანი).

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტი; თემის ხელისუფლება; სოფლის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

სისტემის მუდმივად გამართული მუშაობის არასათანადოდ უზრუნველყოფა

პროექტის ბიუჯეტი:

20 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები:

მუნიციპალიტეტი; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

პრიორიტეტი 3: სოფელ ქვიშხეთში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია

პროექტის აღწერა:

სოფელ ქვიშხეთში ახალგაზრდებისათვის პრობლემას წარმოადგენს სპორტული მოედნის ცუდი მდგომარეობა. ამასთან არ არსებობს არც სხვა გასართობი საშუალება და შესაბამისად ახალგაზრდები თავისუფალ დროს ვერ ახერხებენ გართობას. სოფლის ტერიტორიაზე არსებობს შესაბამისი მიწის ფართი, სადაც შესაძლებელია კომპლექსური (ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის) სპორტული მოედნის მოწყობა.

პროექტის მიზანია სოფ. ქვიშხეთში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები: ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან

სპორტულ ცხოვრებაში და ჯანსაღი ცხორების წესით იცხოვრებენ;

ასევე ახალგაზრდებს სპორტული ღონისძიებებით გართობის შესაძლებლობა ექნებათ.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა:

სოფელ ქვიშხეთის ახალგაზრდები -100;

ტურისტები - დაახლოებით 300 წელიწადში

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: შემდგომში სპორტული

მოედნების ოპერირებისა და ამორტიზაციის ხარჯების დაფარვის, ასევე მოვლა-პატრონობის საკითხის გაურკვევლობა

პროექტის ბიუჯეტი:

50 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები: ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 4 თვე