ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა,...

34
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: ჟურნალისტიკა (Journalism) პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ლაურა კუტუბიძე 1. რეკომენდებულია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ ოქმი № 15, 20 მაისი, 2011 წ. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი: დ. მჭედლიშვილი 2. მიღებულია ფაკულტეეტის საბჭოს მიერ ოქმი 16, 31 მაისი, 2011 წ . ფაკულტეტის დეკანი ი. შიოშვილი 3. დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ ოქმი 16, 14 ივნისი, 2011 წ . უნივერსიტეტის რექტორი თ. ჯავახიშვილი თელავი 2011

Upload: others

Post on 01-Sep-2019

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ჟურნალისტიკა (Journalism)

პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ლაურა კუტუბიძე 1. რეკომენდებულია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ ოქმი № 15, 20 მაისი, 2011 წ. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი: დ. მჭედლიშვილი 2. მიღებულია ფაკულტეეტის საბჭოს მიერ ოქმი №16, 31 მაისი, 2011 წ. ფაკულტეტის დეკანი ი. შიოშვილი 3. დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ ოქმი №16, 14 ივნისი, 2011 წ. უნივერსიტეტის რექტორი თ. ჯავახიშვილი

თელავი 2011

Page 2: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი კათედრა – ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა პროგრამის სახელწოდება – ჟურნალისტიკა (Journalism) პროგრამის ხელმძღვანელი _ ლაურა კუტუბიძე, ჟურნალისტიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ტელ.: 599 21.79.01 აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი (I საფეხური) საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: ძირითადი სწავლების ენა: ქართული მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ჟურნალისტიკის ბაკალავრი (Bachelor in Journalism)

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: პროგრამის ხანგრძლივობაა 4 აკადემიური წელი (8 თხუთმეტკვირიანი სემესტრი) 240 კრედიტი, მათ შორის 120 კრედიტი გათვალისწინებულია ძირითად (Major) სპეციალობაზე, რომელშიც 10 კრედიტი გათვალისწინებულია საბაკალავრო ნაშრომის შესასრულებაზე, 60 კრედიტი _

დამატებით (Minor) სპეციალობაზე, 30 კრედიტი _ დამხმარე საფაკულტეტო

კურიკულუმზე, 20 კრედიტი _ საუნივერსიტეტო-სავალდებულო კურსებზე, 10 კრედიტი _ თავისუფალ-არჩევით საგნებზე უნივერსიტეტის ფარგლებში (იხ. სასწავლო გეგმა). ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს, რომელიც ფარავს როგორც სააუდიტორიო, ისე დამოუკიდებელ მუშაობას. ამასთან, სააუდიტორიო მუშაობა შეადგენს დატვირთვის დაახლოებით მესამედს, ხოლო ორი მესამედი _ დამოუკიდებელი მუშაობის წილად

მოდის. კრედიტების ყოველწლიური რაოდენობაა 60. სალექციო კურსები 5

კრედიტიანია.

სწავლების ფორმატი: ლექცია-სემინარი, პრაქტიკა, საბაკლავრო ნაშრომის დაცვა; პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სტუდენტი უნდა სწავლობდეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო

უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე. პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია თანამედროვე საინფორმაციო სივრცისა და სოციუმის სპეციფიკის მცოდნე, ლიბერალური ღირებულებების შესაბამისი პროფესიული ცოდნით აღჭურვილი, პრაქტიკული ჟურნალისტიკის საფუძვლების მცოდნე და საწყისი პროფესიული უნარ–

Page 3: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

ჩვევების მქონე ჟურნალისტური კადრის მომზადება. საბაკალავრო პროგრამა ჟურნალისტიკის სპეციალობით უზრუნველყოფს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაზისო ცოდნას, ჟურნალისტიკის კლასიკური და უახლესი გამოცდილების ათვისებას, თანამედროვე საქართველოს საინფორმაციო სივრცის შესწავლას, პროფესიული და ეთიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პრაქტიკულ მომზადებას.

ერთი მხრივ, საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული საგნების ათვისება და, მეორე მხრივ, პრაქტიკული ჟურნალისტიკის გაძლიერებული სწავლება, ბაკალავრებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციის უნარი, ოპერატიული მასალების, თემების, საინფორმაციო საბაბების მოპოვება-დამუშავებისა და გადამოწმების ჩვევა, მოვლენებისადმი პუბლიცისტური დამოკიდებულება, მათი ანალიზის უნარი. ჟურნალისტიკისა და მასმედიის თანამედროვე ხედვის, საინფორმაციო საზოგადოების არსის, მასმედიის ზემოქმედების ცოდნა, საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების, მედიასამართლისა და მედიამენეჯმენტის შესწავლა მომავალ

ჟურნალისტებს უყალიბებს სოციალურ და სამოქალაქო პოზიციას, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისა და გამოხატვის მოტივაციას, პროფესიულ და პიროვნულ

პასუხისმგებლობას.

პროგრამის მიზანია თანამედროვე საინფორმაციო სივრცისა და სოციუმის სპეციფიკის მცოდნე, ლიბერალური ღირებულებების შესაბამისი პროფესიული ცოდნით აღჭურვილი, პრაქტიკული ჟურნალისტიკის საფუძვლების მცოდნე და საწყისი პროფესიული უნარ–ჩვევების მქონე ჟურნალისტური კადრის მომზადება.

თეორიული და პრაქტიკული კურსის სინთეზი ბაკალავრებს აძლევს არა განყენებულ

ცოდნას, არამედ, სასტარტო მდგომარეობას მედია პროდუქციის შესაქმნელად,

კონკურენტულ გარემოში დასამკვიდრებლად.

საბაკალავრო პროგრამა მომავალ ჟურნალისტებს რეალურად გააცნობს და შეასწავლის პროფესიის “ანატომია“: ბეჭდური, სამაუწყებლო და ონლაინ მედიის პროდუქციის პერმანენტული ანალიზის; სასწავლო გაზეთის, სასწავლო რადიოსადგურის, სასწავლო ვებ-პორტალის შექმნისა და ოპერატიული წარმართვის; ცნობილ ჟურნალისტთა მასტერკლასების; პრეზენტაციებისა და პრესკონფერენციების; მედიაორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში მონაწილეობის; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სასწავლო პრაქტიკის; ჟურნალისტური საქმიანობისათვის აუცილებელი ტექნიკის (ციფრული ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, დიქტოფონი) ათვისების მეშვეობით.

ჟურნალისტიკის პროგრამის შედეგი

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს ზოგადი პროფესიული საბაზისო ცოდნა; გაცნობიერებული აქვს სოციალური, პოლიტიკური

გაცნობიერებული აქვს მედიისა და ჟურნალისტიკის ფუნქციები, მთავარი პრინციპები, თეორიები და კონცეფციები;

Page 4: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

სფეროს ძირითადი პარადიგმები; გაცნობიერებული აქვს მედიის არსი, როგორც ბიზნესისა და სოციალური ინსტიტუტის, წარმოდგენა აქვს საბაზრო სიტუაციაში მედიის ფუნქციონირებაზე; გაცნობიერებული აქვს ინფორმაციის გავლენა აუდიტორიაზე; მედიის ზემოქმედების არსი.

აქვს მედიისა და ჟურნალისტიკის ძირითადი მიმართულებების საფუძვლების ცოდნა; იცნობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების პრინციპებს; გაცნობიერებული აქვს ჟურნალისტური თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შეხამების, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის დაცვის პრინციპები, პროფესიის ფსიქოლოგიური ნიუანსები; გააზრებული აქვს: საინფორმაციო

საზოგადოების სპეციფიკა და ინფორმაციული გამოწვევები, მასმედიის როლი და დანიშნულება თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირებაში, ახალი მედიის შესაძლებლობები; იცნობს როგორც საქართველოს, ასევე, სხვა ქვეყნების პროფესიული ქარტიების ძირითად პრინციპებს და რეალობაში მათი დაცვის პრაქტიკას; იცის როგორ იხელმძღვანელოს მედიის სამართლებრივი და ეთიკური კრიტერიუმებით; როგორ გამოიყენოს მედიის სამართლებრივი და ეთიკური ნორმები ჟურნალისტის სოციალური ფუნქციის ადეკვატური შესრულებისთვის; აქვს ჟურნალისტური მეთოდებისა და შემოქმედებითი ხერხების საბაზისო ცოდნა; წარმოდგენა აქვს საქართველოს მედიასივრცეში სამართლებრივი და ეთიკური ნორმებისა და სტანდარტების დაცვის რეალურ მდგომარეობაზე.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

აქვს თანამედროვე მედიასივრცეში ადაპტირების უნარი; შეუძლია ინტერნეტ-მედიის სივრცეში ორიენტირება, მასალის მოპოვება, დამუშავება და

შეუძლია ჟურნალისტური მეთოდების გამოყენებით ინფორმაციისა და ახალი ამბების მოძიება-დახარისხება და მომზადება; შეუძლია წყაროების, საცნობარო გამოცემების, მონაცემთა ბაზების,

Page 5: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

“სასაქონლო პროდუქციად”

ქცევა; აქვს საკუთარი სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; შეუძლია ინფორმაციის შემოწმება-გადამოწმება და ინფორმაციის დაბალანსება; შემზადებულია დროის დეფიციტისა და ექსტრემალური პირობების ვითარებაში მუშაობისთვის.

ინტერნეტისა და ახალი ამბების სააგენტოების გამოყენება ინფორმაციის მოძიებისათვის; ათვისებული აქვს წერის საწყისი ტექნიკა; აქვს მასალის სტრუქტურული/დრამატურგიული აგებისა და ჟანრული გადაწყვეტის უნარი; წარმოდგენა აქვს ჰიპერტექსტის

აგებაზე მულტიმედიური საშუალებების გამოყენებით;

აქვს ინფორმაციის შერჩევის, დახარისხებისა და სისტემატიზების, პერსონალური საინფორმაციო ბანკის შექმნის უნარ-ჩვევა;

გააზრებული აქვს ინფორმაციის გადამოწმება/ვერიფიცირების, ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის მნიშვნელობა და აუცილებლობა;

შეუძლია მრავალფეროვნების გაშუქების პრინციპების გათვალისწინება ჟურნალისტურ

პრაქტიკაში; აქვს საწყისი ცოდნა ექსტრემალურ

და კრიზისულ სიტუაციებში ადეკვატური მოქმედებისათვის. შეუძლია მუშაობა სამაუწყებლო

(რადიო-ტელეკომპანიები), ბეჭდურ და ონლაინ მედიასაშუალებებში, საინფორმაციო სააგენტოებში, სახელმწიფო და არასამთავრობო

ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების პრესსამსახურებში; საჯარო სამსახურის სტრუქტურებში; სათანადო სტაჟირების გავლის საფუძველზე შეუძლია თანამშრომლობა კონსალტინგურ და სარეკლამო კომპანიებში.

დასკვნის უნარი პერსონალურ დონეზე – საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გარკვევა; პიროვნული და პროფესიული

შეუძლია ინფორმაციის დიდი ნაკადიდან აქტუალური და საჭირო

ინფორმაციის “ამოფილტვრა”, სისტემაში მოყვანა, გაანალიზება და

Page 6: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

შეცდომების დანახვა, გაანალიზება და სათანადო დასკვნების გაკეთება; საზოგადოებაში მიმდინარე ტენდენციების საქმის კურსში ყოფნა და თვალთახედვის შემუშავება ძირითადი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ტენდენციების შესაბამისად.

გამოყენება საჭირო მიმართულებით;

გამომუშავებული აქვს კრიტიკული და კრეატიული აზროვნება; შეუძლია დამაჯერებლად განავითაროს და დაასაბუთოს თავისი თვალსაზრისი; შეუძლია ადეკვატურად აღიქვას და გააანალიზოს საზოგადოებრივი, სოციალური თუ შემოქმედებითი პროცესები.

კომუნიკაციის უნარი

ახალ გარემოში ადაპტირების უნარი; გუნდური მუშაობის, სარედაქციო კოლექტივში მუშაობის უნარი; კოლეგიალური ურთიერთობა და ინტეგრირებული თანამშრომლობა მომიჯნავე პროფესიის ადამიანებთან; კოლეგების საიმედო პარტნიორობა; ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სათანადო ფლობა და ადეკვატური გამოყენება საქმიანობის პროცესში; უცხო ენის სათანადო ფლობა და გამოყენება მუშაობისას.

საინფორმაციო საზოგადოების საკომუნიკაციო სივრცის ცოდნა საშუალებას აძლევს სათანადოდ გამოიყენოს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები; შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტის შესაძლებლობები კომუნიკაციის სხვადასხვა დონეებზე; შეუძლია მომგებიანად გამოიყენოს საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების ცოდნა სამსახურეობრივ, პერსონალურ თუ

საჯარო ურთიერთობებში; შეუძლია სათანადო კომუნიკაციის დამყარება რესპონდენტებთან; შეუძლია პროფესიული კომუნიკაცია გუნდში კრიზისული და ექსტრემალური სიტუაციების პირობებში; გამომუშავებული აქვს პრეზენტაციისა და თვითპრეზენტაციის უნარი.

სწავლის უნარი აქვს მიღებული ცოდნის გამოყენების, გაღრმავების, პერმანენტული შევსების უნარი; აქვს სწრაფვა პროფესიული ზრდისკენ; ჟურნალისტურ გარემოში არსებული გამოცდილების ათვისების უნარი; სათანადო მზაობა პროფესიონალიზმის გამომუშავებისა და სრულყოფისთვის.

აქვს სათანადო უნარ–ჩვევები ჟურნალისტის პროფესიისთვის აუცილებელი კრეატიული აზროვნების განვითარებისთვის. პროგრამის სათანადოდ ათვისება სტუდენტებს შეუქმნის მოტივაციას ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებისა და სწავლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის, შესაბამისი არჩევანის მიხედვით.

Page 7: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

ღირებულებები გაცნობიერებული აქვს ის ღირებულებები, რაც დევს პროფესიული არჩევანის საფუძველში; გააზრებული აქვს ზოგადად მედიაგარემოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს პროფესიული და ეთიკური ღირებულებების არსი; ესმის საზოგადოებისა და თავისი აუდიტორიის ერთგულების აუცილებლობა.

აცნობიერებს ზოგადად მედიისა და ჟურნალისტიკის როლს და მნიშვნელობას და, კონკრეტულად, საკუთარ პასუხისმგებლობას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების პროცესში; აცნობიერებს ჟურნალისტის სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე; იცის ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მნიშვნელობა სოციუმის პრობლემებში წვდომისა და მათი გაშუქების პროცესში; აცნობიერებს ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტის როლს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური წარმართვისთვის.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები: სასწავლო კურსების შესწავლისას მოხდება სტუდენტების ჩართვა ლექციებსა და სემინარებში; სტუდენტების მიერ ყოველკვირეული დავალებების მომზადება და მათი განხილვა. სწავლა წარიმართება ინტერაქტიული მეთოდებით. სემინარები, პრეზენტაციები, დისკუსიები, დებატები, ტექსტების და სტატიების ანალიზი, მუშაობა მცირე ჯგუფებში, თვითშეფასება, სხვათა ნაშრომების შეფასება და სხვ. სწავლის გაგრძელების საშუალება: ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ათვისება კურსდამთავრებულს აძლევს საბაზისო ცოდნას შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის გაგრძელებისათვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო

უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-თანამშრომელთა სალექციო კურსები და რიდერები, უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი და ბიბლიოთეკა, ჟურნალისტური და სოციალური პრაქტიკა სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და ინსტიტუციებში. დასაქმების სფერო: ჟურნალისტიკის ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს სამაუწყებლო

(რადიო-ტელეკომპანიები), ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, საინფორმაციო სააგენტოებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების პრესსამსახურებში; საჯარო სამსახურის სტრუქტურებში; აგრეთვე, P კონსალტინგურ და სარეკლამო კომპანიებში და სხვ.

Page 8: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები:

შუალედური შეფასებები და დასკვნითი გამოცდა ამ კომპონენტების ქულათა ჯამი უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 100 ქულას. მათი

თანაფარდობა განისაზღვროს შემდეგი მოთხოვნების დაცვით: შუალედური შეფასებები – მაქსიმუმ 60 ქულა; დასკვნითი გამოცდა – მაქსიმუმ 40 ქულა. შუალედური შეფასებები განისაზღვროს შემდეგი სამი აუცილებელი კომპონენტის

დაცვით: 1) მაქსიმუმ 30 ქულა (2 x 15 ქულა); 2) მაქსიმუმ 20 ქულა (4 x 5 ქულა); 3) მაქსიმუმ 10 ქულა. შუალედური შეფასებების თითოეული კომპონენტი აუცილებელია შეფასდეს ერთი

სახის შეფასებით. დაუშვებელია, მაგალითად, მეორე კომპონენტის 20 ქულიდან სტუდენტი 10 ქულით შეფასდეს საშინაო დავალების შესრულებით, ხოლო

მეორე 10 ქულით – სემინარზე გამოსვლით. შუალედური შეფასებების პირველი კომპონენტი აუცილებელია შეფასდეს წერითი

ფორმით ორჯერადად, სასწავლო კურსის სილაბუსში გათვალისწინებული მასალის ორ ნაწილად გამოკითხვით. აღნიშნული კომპონენტი შეიძლება შეფასდეს შუალედური წერით, საკონტროლო წერით, ტესტირებით და სხვა.

შუალედური შეფასებების მეორე კომპონენტი აუცილებელია შეფასდეს ოთხჯერადად, წერითი ფორმით და/ან ზეპირი გამოკითხვით. აღნიშნული კომპონენტი შეიძლება შეფასდეს აქტივობებით სასემინარო ან პრაქტიკულ მეცადინეობებზე, წერითი და/ან ზეპირი საშინაო დავალებებით, ლაბორატორიული სამუშაობებით და სხვა.

შუალედური შეფასებების პირველი კომპონენტის პირველი შეფასება – მაქსიმუმ 15 ქულა და მეორე კომპონენტის პირველი და მეორე შეფასება – მაქსიმუმ 10 ქულა დაიწეროს არა უგვიანეს შესაბამისი სემესტრის მე-8 კვირისა და შეფასების თარიღთან ერთად დაფიქსირდეს შუალედური შეფასებების უწყისში მათი გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა და გადაეცეს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.

შუალედური შეფასებების მესამე კომპონენტი აუცილებელია შეფასდეს ერთჯერადად, წერითი ფორმით და/ან ზეპირი გამოკითხვით. აღნიშნული კომპონენტი შეიძლება შეფასდეს პრეზენტაციაზე მოხსენებით, რეფერატის წარდგენით და სხვა.

პრეზენტაციით ან რეფერატით შეფასების შემთხვევაში, სემესტრის დასაწყისში შედგეს სტუდენტთა პრეზენტაციების ან რეფერატების ცხრილი, რომელიც აუცილებლად წინასწარ შეთანხმდეს სტუდენტებთან. სასურველია, რომ შეთავაზებული თემატიკიდან სტუდენტი თავად ირჩევდეს პრეზენტაციის ან რეფერატის თემას. მათი შეფასება განისაზღვროს შემდეგი კომპონენტების დაცვით:

1) თემის გასაგებად წარმოდგენა – მაქსიმუმ 4 ქულით. 3) დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა – მაქსიმუმ 4 ქულით. 4) ვიზუალური საშუალებების გამოყენება – მაქსიმუმ 2 ქულით. შუალედურ შეფასებებში სტუდენტის მიერ მიღებული ქულები გამოცხადდეს არა

უგვიანეს მათი ჩატარებიდან 3 სამუშაო დღისა. ქულები გამოცხადების დღესვე გადაეცეს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.

სტუდენტს უფლება აქვს იმავე დღეს გააპროტესტოს შუალედურ შეფასებებში მიღებული ქულა ფაკულტეტის დეკანის სახელზე დაწერილი განცხადებით. ფაკულტეტზე შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც აუცილებლად შედის ფაკულტეტის

Page 9: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, არგუმენტირებულ პასუხს იძლევა არაუგვიანეს ერთი კვირისა.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცეს სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებების მაქსიმალური 60 ქულიდან უგროვდება მინიმუმ 11 ქულა, ხოლო თუ სტუდენტს შუალედურ შეფასებებში უგროვდება მინიმუმ 51 ქულა, მაშინ მან თვითონ გადაწყვიტოს დასკვნით გამოცდაზე გასვლის საკითხი, რის შესახებაც დროულად აცნობოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.

დასკვნითი გამოცდა ჩატარდეს წერითი ფორმით და/ან ზეპირი გამოკითხვით, ხოლო შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. გამოცდის შედეგები გამოცხადებისთანავე დაფიქსირდეს უწყისში და გადაეცეს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.

სტუდენტს უფლება აქვს ნიშნის გამოცხადების დღესვე გააპროტესტოს დასკვნით გამოცდაში მიღებული ქულა ფაკულტეტის დეკანის სახელზე დაწერილი განცხადებით. ფაკულტეტზე შექმნილმა სააპელაციო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საგნის ლექტორი, ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და შესაბამისი სპეციალობის რამდენიმე წარმომადგენელი, განიხილოს სტუდენტის ნაწერი. კომისიას უფლება აქვს გააუქმოს ნიშანი და თავიდან შეაფასოს იგი ხმათა უმრავლესობით, რისთვისაც შედგება შესაბამისი ოქმი, რომელიც დაერთვება უწყისს.

შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის კრიტერიუმები, შეფასების ფორმები და ჩატარების სავარაუდო თარიღები დეტალურად გაიწეროს სასწავლო კურსის სილაბუსში, იყოს გამჭვირვალე და სტუდენტებისათვის გასაგები. რომელიმე თარიღის ცვლილების შემთხვევაში სტუდენტებს წინასწარ მიეწოდოს ინფორმაცია.

სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 10 დღისა.

სპეციალობის არჩევანი: სპეციალობა გაიხსნება იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში

სტუდენტთა მინიმალური რაოდენობა შეადგენს 8-ს. სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში შეიძლება იყოს 15 სტუდენტი (თესაუ რექტორის ბრძანება №340).

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა რაოდენობამ გადააჭარბა 15-ს, ამოქმედდება კონკურსი სპეციალობაზე მოსახვედრად. კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტებს, ვისაც უკეთესი აკადემიური მოსწრება ექნება საგანში _ ‘შესავალი კურსი ჟურნალისტიკაში”, რომელიც შეისწავლება I კურსის პირველ სემესტრში. ხოლო

თანაბარი ქულების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სტუდენტის მიერ I

სემესტრში ჩაბარებული ყველა საგნის აკადემიური მოსწრება.

ადამიანური რესურსები:

1. ასოცირებული პროფესორი ლაურა კუტუბიძე, ჟურნალისტიკის დოქტორი (პროგრამის ხელმძღვანელი)

2. პროფესორი გიორგი გიორგაძე 3. პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი 4. ასოცირებული პროფესორი ირმა შიოშვილი 5. ასოცირებული პროფესორი ნინო კახაშვილი 6. ასოცირებული პროფესორი თენგიზ სიმაშვილი 7. ასოცირებული პროფესორი ნინო ბასილაშვილი

Page 10: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

8. ასოცირებული პროფესორი ია ჯიმშიტაშვილი 9. ასოცირებული პროფესორი ნანა რინკიაშვილი 10. ასისტენტ პროფესორი ლალი ძამუკაშვილი 11. ასისტენტ პროფესორი თეა ლათიფაშვილი 12. ასისტენტ პროფესორი მარიამ ცისკარიშვილი 13. მოწვეული პედაგოგი ნელი ცქიტიშვილი 14. მოწვეული პედაგოგი ნუნუ ნემსიწვერიძე

Page 11: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

# მოდული /

სასწავლო კურსი

კრედ

იტებ

ის რ

აოდ

ენო

ბა

კრედიტების განაწილება სასწავლო წლებისა და სემესტრების მიხედვით

საათების გადანაწილება საათების

რაოდენობა კვირაში

I ს. წ. II ს.წ III ს.წ IV ს.წ. საკონტაქტო

I ს

ემეს

ტრ

II ს

ემეს

ტრ

III ს

ემეს

ტრ

IV ს

ემეს

ტრ

V ს

ემეს

ტრ

VI ს

ემეს

ტრ

VII

სემ

ესტ

რი

VIII ს

ემეს

ტრ

ლექ

ცია

praqtikuli

სულ

:

damoukideb

eli

სულ ს

აათ

ები

ლექ

ცია

სემი

ნარ

სულ

:

საუნივერსიტეტო სავალდებულო საგნები

75

120

195

430

625

1.

უცხო ენა 15 5 5 5 45 90 135 240 375 1 2 3

2. აკადემიური წერა 5 5 15 15 30 95 125 1 1 2 3. საინფორმაციო

ტექნოლოგიები 5 5 15 15 30 95 125 1 1 2

საფაკულტეტო კურიკულუმი

25

5

75 75 150 475 625

4 შესავალი კურსი ეკონომიკაში 5 5 15 15 30 95 125 1 1 2 5 შესავალი კურსი

მათემატიკაში 5 5 15 15 30 95 125 1 1 2

6 შესავალი კურსი ჟურნალისტიკაში

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

7 შესავალი კურსი პოლიტოლოგიაში

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

8 შესავალი კურსი ფილოსოფიაში

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

9 ლოგიკა 5 5 15 15 30 95 125 1 1 2

Page 12: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

10 შესავალი კურსი სამართალმცოდნეობაში

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

სავალდებულო საგნები

80

240 240 480 1520 2000

11 ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

12 ახალი ამბების ჟურნალისტიკა 5 5

15 15 30 95 125 1 1 2

13 პრაქტიკული ჟურნალისტიკა 5 5

15 15 30 95 125 1 1 2

14 ქართული პუბლიცისტიკა 5 5 15 15 30 95 125 1 1 2

15 მასკომუნიკაციის საფუძვლები

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

16 ბეჭდური მედია 5 5 15 15 30 95 125 1 1 2

17 სამაუწყებლო მედია (ტელე-რადიო; პრაქტიკული კურსი) 5 5

15 15 30 95 125 1 1 2

18 ინტერნეტ მედია (პრაქტიკული კურსი)

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

19 ანალიტიკური ჟურნალისტიკა

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

20

მედია და PR (საზოგადოებასთან ურთიერთობა)

5 5

15 15 30 95 125 1 1 2

21

თანამედროვე (პოსტსაბჭოთა) ქართული მედია

5 5

15 15 30 95 125 1 1 2

22

საარჩევნო სამართალი

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

23 მედია სამართალი

5

5 15 15 30 95 125 1 1 2

Page 13: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

24 მედია ეთიკა და თვითრეგულირება

5 5 15 15 30 95 125 1 1 2

25 მედია მენეჯმენტი 5 5 15 15 30 95 125 1 1 2

26 ჟურნალისტური გამოძიება

(პრაქტიკული კურსი) 5 5

15 15 30 95 125 1 1 2

სავალდებულო-არჩევითი

საგნები

20

60 60 120 380 500

27

სოციალური

ფსიქოლოგია სოციალური

ფილოსოფია

5

5

15 15 30 95 125 1 1 2

28

მარკეტინგის საფუძვლები

საბაზრო ეკონომიკა გლობალური

ეკოლოგია

5 5

15 15 30 95 125 1 1 2

29

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი

კონსტიტუციური სამართალი

5 5

15 15 30 95 125 1 1 2

30

ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი საქართველოში

პოლიტიკური კონფლიქტის მართვა

5 5

15 15 30 95 125 1 1 2

31 თავისუფალი არჩევითი

10 5 5 30 30 60 190 250

Page 14: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

32 minor/თავისუფალი არჩევითი

60 10 10 10 10 10 10 180 180 360 1140 1500

33 პროფესიული პრაქტიკა 10 5 5 60 60 190 250

34 საბაკალავრო ნაშრომი

10 10 10 10 240 250

სულ 240 35 25 35 25 25 35 30 30 670 765 1435 4565 6000

Page 15: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა: ჟურნალისტიკა სასწავლო გეგმის დამატებითი ცხრილი

№ მოდული/ სასწავლო კურსი

კოდ

სემე

სტრ

ი კრ

ედიტ

სტატუსი პრერეკვიზიტი

ლექტორ(ებ)ი

ძირითადი ლიტერატურა

1

ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა

II 5 სავალდ. არა აქვს

ასისტ.-პროფ.

მ. ცისკარიშვლი

თენგიზ სანიკიძე, ინგა სანიკიძე, ქართული ენის სტილისტიკა, გამომცემლობა ``ინტელექტი`` თბ., 2009.

2

პრაქტიკული ჟურნალისტიკა

S.1.

J.19

II 5

სავალდ.

არა აქვს

ასოც. პროფ. ლ. კუტუბიძე

1. repkova, t., (2006). axali droeba: profesiuli gazeTis Seqmna ganviTarebadi demokratiis pirobebSi. Tbilisi 2. Tavisuflebis instituti,

(2005). gamoxatvis Tavisufleba. pirveli tomi. Tbilisi

3. Tavisuflebis instituti, (2005). gamoxatvis Tavisufleba. meore tomi. Tbilisi

4. taleri, d. (2004). mravalferovnebis gaSuqebis saxelmZRvanelo. Tbilisi: mediis mravalferovnebis instituti

Page 16: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

3

ახალი ამბების ჟურნალისტიკა (პრაქტიკული კურსი)

S.1.

J.14

II 5 სავალდ.

არა აქვს

ასისტ. პროფ. ლ.

ძამუკაშვილი

1. teleJurnalistis praqtikuli saxelmZRvanelo (Semdgeneli da redaqtori nikolas niujenti). (2009). BBC World Service Trust

2. მალეთი, მ. (2004). სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისათვის. თბილისი:

3. გერსამია, მ. (2004). პუბლიცისტური ინფორმირების თავისებურებანი. თბილისი: უნივერსალი.

4

ქართული პუბლიცისტიკა

S.1.

J.30

III 5

სავალდ.

არა აქვს

ასოც. პროფ. ნ. კახაშვილი

ქართული პუბლიცისტიკა (ქრესტომათია). (2007) შემდგენელი და რედ.დ.ჩიქვილაძე. თბილისი: თსუ გამომცემლობა

5

მასკომუნიკაციის საფუძვლები

S.1.

J.23

III 5 სავალდ. არა აქვს

ასოც. პროფ. ლ. კუტუბიძე

1. deflori, m., denisi, e. (2009). masobrivi komunikaciis gaazrebisTvis. Tbilisi: impresi

2. lumani, n., sazogadoebrivi komunikaciis cvlilebani da masobrivi media. (2007). Tbilisi: arxe

3. ჩოგოვაძე, გ. (2003). ინფორნაცია, ინფორმაცია, საზოგადოება, ადამიანი. თბილისი: ნეოსტუდია.

4. rideri

Page 17: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

6 ბეჭდური მედია (პრაქტიკული კურსი)

S.1.

.J.11

III 5

სავალდ. შესავალი კურსი

ჟურნალისტიკაში

მოწვ. მასწ. ნ. ცქიტიშვილი

მალკომ მალეთი (რედაქტორ-შემდგენელი), სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისათვის (2002);

7

სამაუწყებლო მედია (ტელე-რადიო; პრაქტიკული კურსი)

S.1.

J.25

IV 5 სავალდ.

ჟურნალისტური ოსტატობა; პრაქტიკული ჟურნალისტიკა

ახალი ამბების ჟურნალისტიკა

ასისტ. პროფ. თ. ლათიფაშვილი

1. CarTolani g. (2008) `tele-radioJurnalistika~

2. iberi, e. (2003). radio. Tbilisi: saqarTvelos macne

3. leoniZe, n. (2002). teleJurnalistika, Tbilisi: Tsu gamomcemloba

8

ანალიტიკური ჟურნალისტიკა

S.1.J.24

V 5

სავალდ.

პრაქტიკული ჟურნალისტიკა;

ახალი ამბების ჟურნალისტიკა

ასoc. პროფ. ლ. კუტუბიძე

1. გერსამია, მ. (2011). ელემენტარული ნაწილაკები ჟურნალისტიკაში.

2. kovaCi, b., rozenstili t., (2006). Jurnalistikis elementebi. Tbilisi: impresi

3. flisoni, l. (2001). sagamoZiebo Jurnalistikis aTi safexuri. Tbilisi

4. nadareiSvili, m. (2002). publicisturi ostatobis alfa da omega (lidi da daboloeba). Tbilisi: Tbilisis universitetis gamomcemloba

5. leqtoris rideri

Page 18: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

9

ინტერნეტ მედია (პრაქტიკული კურსი)

S.1.

J.26

V 5 სავალდ.

ბეჭდური მედია; სამაუწყებლო მედია (ტელე-

რადიო; პრაქტიკული

კურსი);

ასისტ. პროფ. ლ.

ძამუკაშვილი

1. სანდრო ასათიანი (20010), ახალი

მედია ჟურნალისტებისათვის 2. დეფლორი, მ., დენისი, ე. (2009).

მასობრივი კომუნიკაციის გააზრებისათვის. თბილისი: იმპრესი

3. Facebook-ma ra hqmna? (2011). blogpostebis krebuli. Tbilisi: bakur sulakauris gamomcemloba

4. კუპრაშვილი, ნ. ინტერნეტ ჟურნალისტიკა.(რიდერი)

5. ჩოგოვაძე, გ. (2003). ინფორნაცია, ინფორმაცია, საზოგადოება, ადამიანი. თბილისი: ნეოსტუდია

Page 19: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

10

მედია და PR (საზოგადოებასთან ურთიერთობა)

S.1.J.12

VI

savald. marketingis safuZvlebi an sabazro ekonomika

ასoc. პროფ. ლ. კუტუბიძე

1. deflori, m., denisi, e. (2009). masobrivi komunikaciis gaazrebisTvis (Tavi 12. sazogadoebasTan urTierToba). Tbilisi: impresi

2. kapanaZe, l., xaxutaSvili, e., (2007). sazogadoebasTan urTierToba. Tbilisi: emka

3. surgulaZe, r., (2003). sazogadoebasTan urTierTobis samsaxuri da masmedia. Tbilisi

4. salivani, m., (2002). maRalprofesiuli pressamsaxuri. Tbilisi

5. saqarTvelos gaeros asociacia, (2001). aRmasrulebeli xelisuflebis urTierToba sazogadoebasTan. Tbilisi

11

თანამედროვე (პოსტსაბჭოთა) ქართული მედია S.

1.J

.27

VI 5 სავალდ. qarTuli

publicistika

ასოც. პროფ. ლ. კუტუბიძე

1.anjafariZe, z. (1999). sainformacio garemos zegavlena saqarTvelos saxelmwifos mSeneblobaze. Tbilisi 2.bokeria, g., TargamaZe, g., ramiSvili, l., (1996). saqarTvelos presa 90-ian wlebSi. nabiji Tavisuflebisaken. Tbilisi 3.leqtoris rideri

Page 20: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

12

საარჩევნო სამართალი

S.1.

L.4

7 VII 5

სავალდ. არა აქვს

მოწვ. მასწ. ანნა

უსტიაშვილი

1. საქართველოს კონსტიტუცია. 2. საქართველოს საარჩევნო

კოდექსი. 3. საერთაშორისო პაქტი

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

13 მედია ეთიკა S.

1.J.

05

VII 5

სავალდ.

praqtikuli Jurnalistika

axali ambebis Jurnalistika

analitikuri Jurnalistika

ასოც. პროფ. ნ. კახაშვილი

1. saqarTvelos Jurnalisturi

eTikis qartia. (2010). (wigni momzadebulia samoqalaqo ganviTarebis institutis mier). Tbilisi

2. bertrani, k. (2004). media eTika da angariSvaldebulebis sistemebi. Tbilisi.

14

მედია მენეჯმენტი

S.1.

J.28

VII 5 სავალდ. არა აქვს

ასოც. პროფ. ი. ჯიმშიტაშვილი

1.უიქსი, ი.ლ., სილვი, ჯ.,

ჰოლიფილდი, ს. ა., ლეისი, სტ., სონი, ა.ბ., (თარგმანი ბერიშვილი, მ.), (2006), მედიამენეჯმენტი, მესამე გამოცემა, თბ: დიოგენე. 2.რეპკოვა, ტ., (2001), ახალი დროება: პროფესიული გაზეთის შექმნა განვითარებადი დემოკრეტიის პირობებში, (თარგმანი თოდრია, ი.), თბ.: დიოგენე

Page 21: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

15 მედია სამართალი

S.1.J.06

VIII 5

სავალდ.

კონსტიტუციური სამართალი

ან ზოგადი

ადმინსტრაციული სამართალი

მოწვ. მასწ. ნ.ნემსიწვერიძე

1.alfaiZe, T. (2008). mediasamarTali. Tbilisi

2.cacanaSvili, m. (2004). informaciuli samarTali. Tbilisi

16

ჟურნალისტური გამოძიება (პრაქტიკული კურსი) S.

1.J.

31

VIII 5 სავალდ.

პრაქტიკული ჟურნალისტიკა

ანალიტიკური ჟურნალისტიკა

ასისტ. პროფ. ლ.ძამუკაშვილი

ჰიუსტონი, ბ. (2009). ჟურნალისტ-გამომძიებლის სახელმძღვანელო; დოკუმენტების, მონაცემთა ბაზებისა და მეთოდების გზამკვლევი. ბოსტონი, ნიუ იორკი. (ქართულ ენაზე)

17

სოციალური ფსიქოლოგია

P.1.

F.04

II

5

სავალდ. არჩევ.

არა აქვს

ასოც. პროფ.

ნ.ჯაშიაშვილი

1. იმედაძე, ი. (2005 წ) ფსიქოლოგიის საფუძვლები. გამომცემლობა ,,ენა და კულტურა” 2. რიდერი

18 სოციალური ფილოსოფია

S.1.P. 05 II 5

სავალდ. არჩევ.

ara aqvs

ასოც. პროფ. ი. შიოშვილი

1. ერქომაიშვილი, ვ. ფილოსოფია. თბილისი: კვართი 2..რამიშვილი ვ. (2010).ფილოსოფია. თბილისი:მერიდიანი.

19

მარკეტინგის საფუძვლები

S.1.

M.0

3

III 5 სავალდ.

არჩევ.

არა აქვს

ასოც. პროფ. ნ. ხიზანიშვილი

1. ჯავახიშვილი, რ., ოქრუაშვილი, ნ., და ხარაზიშვილი, ნ. (2000) მარკეტინგის საფუძვლები (სალექციო

კურსი), თბ.

Page 22: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

20

საბაზრო ეკონომიკა S.

1.M

.16

III 5 სავალდ.

არჩევ.

არა აქვს

ასოც. პროფ. ნ.რინკიაშვილი

1.კემბელ რ.მაკკონელი და სტენლი ლ.ბრიუ. (1993). Eეკონომიკსი (კ.ღურწკაია და ო.მაღლაფერიძე მთარგმნელები) თბილისი: საქპროფგამი. 2.მენქიუ, გ.(2008). ეკონომიკის პრინციპები. თბილისი: დიოგენე. 3. ხორავა, ა., კვატაშიძე, ნ., სრესელი, ნ., გოგრიჭიანი, გ. (2005). ბუღალტრული აღრცხვა. თბილისი: თსუ.

21

გლობალური ეკოლოგია Z.1.

G.3

5

III სავალდ.

არჩევ.

არა აქვს

პროფ.

ე.ელიზბარაშვილი

1.. ელიზბარაშვილი, ე., , ალფენიძე, მ., ხარაძე, კ., (2003), ზოგადი ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, თ.ს.უ. გამომცემლობა 2. ელიზბარაშვილი, ე., სულხანიშვილი,ნ., (2009), გლობალური გეოეკოლოგია. დამხმარე სახელმძღვანელო

Page 23: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

22

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი

S.1.

L.09

VI სავალდ. არჩევით

არა აქვს

პროფესორი გ.გიორგაძე

1. საქართველოს კონსტიტუცია; 2. საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსი; 3. საქართველოს კანონი ,,საჯარო

სამსახურის შესახებ”, 1997 წ. 31 ოქტომბერი;

4. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, 2005 ავტორთა კოლექტივი. საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი, თბილისი,

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის კომენტარი. 2002. ავტორთა კოლექტივი: თბილისი

Page 24: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

23 კონსტიტუციური სამართალი

S.1.L.12 VI

სავალდ. არჩევით

ი არა აქვს

პროფესორი გ.გიორგაძე

1. saqarTvelos konstitucia; 2. a. demetraSvili, i. kobaxiZe,

konstituciuri samarTali, Tb. 2008 w.;

3. saqarTvelos konstituciuri samarTali, p. cnobilaZe, Tbilisi, 2005 w.;

4. saqarTvelos konstituciuri samarTali, g. giorgaZe, v. Tordia, v. xmalaZe, Tbilisi, 2003 w.;

5. saqarTvelos konstituciuri samarTali, p. cnobilaZe, Tbilisi, 2000 w.;

24

პოლიტიკური კონფლიქტის მართვა

H.1

.H45

VI სავალდ. არჩევით

ი არა აქვს

ასოც.პროფ. თ. სიმაშვილი

1. ჯორბენაძე, რ. (2001). პოლიტიკური კონფლიქტების მართვა. თბილისი: მეცნიერება 2. ბიჭაშვილი, მ. (2001). ლექციები პოლიტიკური ძალის თეორიაში. თბილისი: მეცნიერება

Page 25: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

25

ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი საქართველოში

H.1

H.4

2

VI სავალდ. არჩევით

ი არა აქვს

ასოც.პროფ. თ. სიმაშვილი

მაცაბერიძე, მ., (2006), ქართული პოლიტიკა: ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი, თბილისი, სოციალურ მეცნიერებათა სერია

P.S. პროგრამის სილაბუსებში მითითებული ლიტერატურა ხელმისაწვდომია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, შესაბამის კათედრებზე და ლექტორთა პირად ბიბლიოთეკებში.

სწავლის შედეგების რუკა:

სასწავლო კურსები/მოდულები

კომპეტენციების ჩამონათვალი ცოდნა და გაცნობიერება

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

დასკვნის უნარი

კომუნიკაციის უნარი

სწავლის უნარი

ღირებულებები

ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა

x x - x - -

ქართული პუბლიცისტიკა

x x x x x x

პრაქტიკული ჟურნალისტიკა

x x x x x x

Page 26: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

ახალი ამბების ჟურნალისტიკა (პრაქტიკული კურსი)

x x - x - x

მასკომუნიკაციის საფუძვლები

x x x x x x

ბეჭდური მედია

x x x x - -

სამაუწყებლო მედია (ტელე-რადიო; პრაქტიკული კურსი)

x x x x x -

ინტერნეტ ჟურნალისტიკა (პრაქტიკული კურსი)

x x x x x x

ანალიტიკური ჟურნალისტიკა (პრაქტიკული კურსი)

X X X X X X

მედია და PR

x x x x x x

მედია ეთიკა და თვითრეგულირება

x x x x x x

თანამედროვე (პოსტსაბჭოთა) ქართული მედია

x x x x x x

მედიასამართალი

x x x x x x

საარჩევნო სამართალი x x x x x x მედია მენეჯმენტი

x

x

x

x

x

-

ჟურნალისტური გამოძიება (პრაქტიკული კურსი)

X

X

X

X

X

X

სოციალური ფსიქოლოგია x x - x - -

Page 27: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

სოციალური ფილოსოფია

x

x

x

x

x

x

მარკეტინგის საფუძვლები

x

-

x

x

x

-

საბაზრო ეკონომიკა x x x x - -

გლობალური ეკოლოგია x x x x x x

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი

x x x x - x

კონსტიტუციური სამართალი

x x - - - -

პოლიტიკური კონფლიქტის მართვა

x x x - - x

ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი საქართველოში

x x x - - x

Page 28: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

სასწავლო კურსების ანოტაციები: შესავალი ჟურნალისტიკაში (5 კრედიტი) კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან: ჟურნალიზმისა და ჟურნალისტური პროფესიის არსს, უმთავრეს მიზნებს, ფუნქციებსა და პრინციპებს; მედიის ცალკეულ საშუალებათა თავისებურებასა და გამოხატვის საშუალებებს, პრესის თავისუფლებისა და პროფესიული ეთიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, ჟურნალისტის პროფესიის სპეციფიკას; საგნობრივ წარმოდგენას შეიქმნიან თანამედროვე საზოგადოებაში მასმედიის როლსა და დანიშნულებაზე.

ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა (5 კრედიტი) სავალდებულო კურსი; გათვალისწინებულია სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთათვის; სასწავლო კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტებმა შეისწავლონ ქართული ენის სტილისტიკის ზოგადთეორიული და პრაქტიკული საკითხები; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პუბლიცისტურ სტილს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკა (5 კრედიტი) კურსი გათვლილია ბაკალავრიატის საფეხურის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ახალი ამბების მიწოდების ფორმებსა და ფორმატებს სამაუწყებლო, ონ-ლაინ და ბეჭდურ მედიაში; ფაქტისა და კომენტარის ურთიერთმიმართების პრინციპს; თემებისა და საინფორმაციო საბაბების მოძიების, ოპერატიული მასალის მოპოვება-დამუშავების, ინფორმაციის დახარისხებისა და შემოწმების, პერსონალური ბანკის შექმნის მეთოდებს. პრაქტიკული ჟურნალისტიკა (5 კრედიტი) კურსის მიზანია მომავალმა ჟურნალისტებმა პრაქტიკულად გააცნობიერონ მედიის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრინციპების ურთიერთმიმართება, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიაში პლურალიზმის პრინციპის დაცვის ჭეშმარიტი არსი; პროფესიულ

საქმიანობაში იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების შესაბამისად; დამქირავებლის კორპორაციული და ბიზნეს-ინტერესის პირობებში შეძლონ დამოუკიდებლობის დაცვა და მოქალაქეთა ინტერესის გამოხატვა. კურსი სტუდენტებს დაეხმარება რომ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ, პრაქტიკულად ერკვეოდნენ თანამედროვე საინფორმაციო

ტექნოლოგიებში, შეეძლოთ ერთმანეთისგან გამიჯვნა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის; რეალური წარმოდგენა ჰქონდეთ დემოკრატიული მედიის თავისუფლების არსზე; შეეძლოთ სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო

კორპორაციული ინტერესების ურთიერთმიმართების განსაზღვრა. გამოხატვის თავისუფლების, მრავალფეროვნების გაშუქებისა და სხვა კონცეპტუალური თემების ათვისებაში სტუდენტებს დაეხმარება შესაბამისი პრაქტიკის ანალიზი _ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებისა და საქართველოს რეალობის შედარების მეთოდით.

Page 29: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

ქართული პუბლიცისტიკა

კურსის მიზანია სტუდენტებმა საფუძვლიანად შეისწავლონ XIX საუკუნის ქართული პუბლიცისტიკა, ვინაიდან ქართული პუბლიცისტიკა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების პროცესს ასახავს, ყოველივე ამის დამუშავება და ანალიზი უმნიშვნელოვანია მომავალი ჟურნალისტებისთვის.

მასობრივი კომუნიკაციის საფუძვლები (5 კრედიტი) კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მასობრივი კომუნიკაციის არსს, თანამედროვე საინფორმაციო სისტემებს, მასობრივი კომუნიკაციის აუდიტორიას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემის სტრუქტურასა და ტიპოლოგიას; წარმოდგენას შეიქმნან თანამედროვე საინფორმაციო სივრცისა და საინფორმაციო საზოგადოების, პოსტმოდერნისტული/ინფორმაციული ეპოქის ინფორმაციული გამოწვევების არსზე, ახალი მედიის შესაძლებლობებზე, მედიაზემოქმედების ფენომენზე, გლობალურ საინფორმაციო სივრცეში ქართული რეალობის ადაპტაციასა და ჩართულობაზე.

ბეჭდური მედია (პრაქტიკული კურსი) (5 კრედიტი) კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს გაზეთის სტრუქტურა, გაფორმება, სარედაქციო მუშაობის სტრუქტურა, საგაზეთო ჟანრები, ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა, მასალის მოპოვების და მომზადების პროცესი. ძირითად ამოცანას შეადგენს მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცება პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც მიღწეული იქნება საშინაო დავალებების, ტესტების, სააუდიტორიო გამოკითხვისა და წერითი სამუშაოების შედეგად. სამაუწყებლო მედია (პრაქტიკული კურსი) (5 კრედიტი) კურსი “სამაუწყებლო მედია” მოიცავს რადიოსა და ტელევიზიის ფუნქციონირების პრაქტიკულ ჟურნალისტურ ასპექტებს. საგნის შესწავლის მიზანია მომავალი ჟურნალისტები უშუალოდ ჩაერთონ შემოქმედებით პროცესში, შეისწავლონ მასალის მოპოვებისა და მასზე მუშაობის მეთოდები, დასმული პრობლემების განხილვა და ფაქტის, ან მოვლენის ქცევა სატელევიზიო, ან რადიომასალად. კურსის მიზანია, აგრეთვე, სტუდენტებმა შეისწავლონ და შეძლონ საინფორმაციო, ანალიტიკური თუ მხატვრული ჟანრების გამოყენება ელექტრონულ მედიასაშუალებებში; დაეუფლონ ჟურნალისტის პროფესიისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. კურსი მოიცავს რადიოსა და ტელევიზიის ფუნქციონირების პრაქტიკულ ჟურნალისტურ ასპექტებს. საგნის შესწავლის მიზანია მომავალი ჟურნალისტები უშუალოდ ჩაერთონ შემოქმედებით პროცესში, შეისწავლონ მასალის მოპოვებისა და მასზე მუშაობის მეთოდები, დასმული პრობლემების განხილვა და ფაქტის, ან მოვლენის ქცევა სატელევიზიო, ან რადიო მასალად. კურსის მიზანია, აგრეთვე, სტუდენტებმა შეისწავლონ და შეძლონ საინფორმაციო, ანალიტიკური თუ მხატვრული ჟანრების გამოყენება ელექტრონულ მედიასაშუალებებში; დაეუფლონ ჟურნალისტის პროფესიისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

Page 30: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

ინტერნეტ მედია (პრაქტიკული კურსი) (5 კრედიტი) კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან: ახალი მედიის როლს და ფუნქციას თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოებაში; ინტერნეტს, როგორც ეპოქის ფენომენს, როგორც ახალ მედიაგარემოს; ინტერნეტის წარმოქმნისა და განვითარების ისტორიას; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სპეციფიკას ინტერნეტში; ინტერნეტჟურნალისტიკის ძირითად ცნებებს; სოციალური მედიისა და ბლოგინგის არსს; ვებ-ტექნოლოგიებს ჟურნალისტიკაში; ჟურნალისტის როლს ინტერნეტში; ჰიპერტექსტის შესაძლებლობებს; ქართული ინტერნეტისა და ონ-ლაინ ჟურნალისტიკის ტენდენციებს.

ანალიტიკური ჟურნალისტიკა (5 კრედიტი) ანალიტიკური ჟურნალისტიკა სავალდებულო კურსია; კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ანალიტიკური ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის მთავარ ასპექტებს, ანალიტიკური ჟურნალისტიკის ფორმატებს სამაუწყებლო, ონ-ლაინ და ბეჭდურ მედიაში; გაეცნობიან ძირითად ცნებებსა და მეთოდებს; მიმოიხილავენ და გააანალიზებენ ქართული და უცხოური მედიის ანალიტიკურ პროდუქციას. კურსი ხელს შეწყობს ანალიტიკური და არგუმენტირებული აზროვნების განვითარებას, წერის კულტურის გამომუშავებას სისტემატური საშინაო და სააუდიტორიო წერითი დავალებების შესრულებით და სტუდენტებს დაეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. მედია და PR (საზოგადოებასთან ურთიერთობა) 5 კრედიტი კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს რთული ინტეგრირებული კომუნიკაციის _ საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები, მისი დანიშნულება, ძირითადი მიმართულებები; მარკეტინგისა და სამომხმარებლო ბაზრის არსი და ჩამოყალიბების წინაპირობები; მასმედიისა და პიარ-ორგანიზაციების ურთიერთობის პრინციპები; მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი სამთავრობო და წინასაარჩევნო კომუნიკაციაში და ა.შ. კურსი დაეხმარება სტუდენტებს გაიაზრონ სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის; მედიის, როგორც პოლიტტექნოლოგიური არსენალის უმნიშვნელოვანესი იარაღის შესაძლებლობები; გამოიმუშაონ თვითპრეზენტაციისა და გუნდური შემოქმედებითი მუშაობის უნარი, შეისწავლონ პრაქტიკული Pღ-ისა და ფაბლისითის საფუძვლები.

თანამედროვე (პოსტსაბჭოთა) ქართული მედია (5 კრედიტი) კურსის მეშვეობით სტუდენტები საფუძვლიან წარმოდგენას შეიქმნიან თანამედროვე ქართული მედიასივრცის ფუნქციონირების კანონზომიერებაზე, ტენდენციებზე, დემოკრატიული მედიის სტანდარტებთან მის შესაბამისობაზე (ან, პირიქით); გაიაზრებენ

Page 31: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული მედიის მიერ განვლილი გზის ეტაპებს, მის როლს სახელმწიფოს ჩამოყალიბების, დემოკრატიული განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს წამყვან და რეიტინგულ მედიასაშუალებებს, ცნობილი ჟურნალისტების გამოცდილებას.

მედია სამართალი (5 კრედიტი) კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ მედია სამართლის ნორმები; გააცნობიერონ, როგორ შეინარჩუნონ ჟურნალისტური დამოუკიდებლობა და შეძლონ საზოგადოების სამსახური. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ მედია სამართლის ქართული და საერთაშორისო სტანდარტები. მედიის უფლებები და ანგარიშვალდებულებები. შეძლებენ სამართლიანად და კეთილსინდისიერად შეასრულონ ჟურნალისტის მთავარი სოციალური ფუნქცია. კურსი საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაითავისონ პროფესიული სამართლის ნორმები და მოახდინონ მათი პრაქტიკაში დამკვიდრება. მედია ეთიკა და თვითრეგულირება (5 კრედიტი) კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ პროფესიონალების მიერ შემუშავებული მედია ეთიკის პრინციპები და წესები. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ: როგორ იხელმძღვანელონ ეთიკური კრიტერიუმებით; როგორ დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე იმ მკითხველის თუ მაყურებლის უფლებები, რომლებიც მედიას ენდობიან; რა არის მედიის მთავარი პრინციპები და ფასეულობები; რა ზიანი შეძლება მოიტანოს ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული მორალის სერიოზულმა დარღვევამ. კურსი საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაითავისონ პროფესიული ქცევის ნორმები და მათ შესაბამისად იმოქმედონ პრაქტიკულ სქმიანობაში. მედია მენეჯმენტი (5 კრედიტი) კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს კომპლექსური ინფორმაცია მედიაორგანიზაციების საქმიანობის შესახებ: ლიდერთა როლი, მოტივაცია, დაგეგმარება, სტრატეგიული მართვა და ა.შ. ჟურნალისტური გამოძიება (პრაქტიკული კურსი) (5 კრედიტი) კურსი გათვლილია ბაკალავრიატის საფეხურის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის მე-8 სემესტრში. იგი შედგენილია, როგორც მაქსიმალურად პრაქტიკული კურსი. რამდენადაც ჟურნალისტური გამოძიება წარმოადგენს პროფესიული გამოცდილების ყველაზე მაღალ საფეხურს, კურსი სტუდენტებს შეეთავაზებათ სწავლების ბოლო წელს, როცა მათ უკვე გავლილი აქვთ მთელი რიგი პროფესიული და ზოგადი განათლების მომცველი კურსები და უკვე შეუძლიათ მასალების მოძიება, მნიშვნელვან თემებზე წერა, სიტუაციის გაანალიზება, კვლევის ჩატარება და სხვა.

Page 32: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

კურსი კონცენტრირებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკის მთავარ ასპექტებზე. მან სტუდენტებს უნდა გამოუმუშაოს ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია პროფესიული ჟურნალისტიკისათვის. კერძოდ: ცნობისმოყვარეობა, საფუძვლიანი კვლევა, დაგეგმვა, ყურადღების გამახვილება დეტალებზე, სიზუსტის დაცვა, გადამოწმება და ა.შ. სოციალური ფილოსოფია (5 კრედიტი) სასწავლო კურსის მიზანია აღწეროს საზოგადოების თვისობრივი თავისებურება, მისი კანონები, სოციალური იდეალები, გენეზისი და განვითარება, ბედი და პერსპექტივები, სოციალური პროცესის ლოგიკა. სოციალური ფილოსოფიის, როგორც სოციალურ-ნორმატიული მოძღვრების დომინანტურ მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმების დადგენა და არა მისი განხილვა კონკრეტულ რეალობაში. მოცემული სალექციო კურსი აანალიზებს საზოგადოებრივ პრობლემებს, ერთი მხრივ, თეორიული სოციოლოგიის და, მეორე მხრივ, ერთმანეთთან დაკავშირებული დისციპლინების (ანთროპოლოგია, კულტუროლოგია, ფსიქოლოგია) კონტექსტში. სოციალური ფსიქოლოგია (5 კრედიტი) სალექციო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს სოციალური ფსიქოლოგიის ძირითად საკითხები: თუ რატომ აღმოცენდა ეს დარგი და როგორ მიმდინარეობს მისი განვითარება, კვლევის რა მეთოდები და ხერხები გამოიყენება; რა განსაზღვრავს საკუთარი და სხვისი ქცევის ახსნას, რა მსგავსება და განსხვავებაა სქესთა შორის, როგორია კულტურათა ქცევა, რატომ ვემორჩილებით სოციალურ ზეწოლას, როგორ ხდება ნორმათა ფორმირება, რა არის განწყობა და რწმენა, კონფორმიზმი და დამოუკიდებლობა, სიყვარული და სიძულვილი, შემბრალებლობა და მიმტევებლობა, რა მექანიზმები განსაზღვრავს კონფლიქტს და შერიგებას, რა არის ჯგუფი და რა პროცესები მიმდინარეობს მასში, რამდენად განვიცდით ჯგუფის გავლენას, ახდენს თუ არა გავლენას უმრავლესობა უმცირესობაზე და პირიქით, რა იწვევს აგრესიას და რატომ ვეხმარებთ სხვებს.

მარკეტინგის საფუძვლები (5 კრედიტი) სასწავლო დისციპლინა მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს თეორიული ინფორმაცია მომხმარებელთა ქცევის, ბაზრის, მისი სეგმენტაციის, საქონლის სასიცოცხლო ციკლის, ოპტიმალური ფასწარმოქმნის, სტიმულირების მეთოდების შესახებ.

საბაზრო ეკონომიკა (5 კრედიტი) სასწავლო დისციპლინის მიზანია სტუდენტებს მისცეს სათანადო ცოდნა საბაზრო ეკონომიკის დადებით და უარყოფით მხარეზე, მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო წონასწორობაზე, სახელმწიფოს ეკონომიკურ ფუნქციებზე, ბუღალტრულ ბალანსზე, ორმაგი ასახვის არსზე.

Page 33: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

გლობალური ეკოლოგია (5 კრედიტი) კურსის მიზანია საზოგადოების და გარემოს ურთიერთქმედების პროცესის შესწავლა, მისი განვითარების და სრულყოფის ოპტიმალური გზების განსაზღვრა ადამიანის მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანით. საგნის როლი განსაკუთრებით იზრდება თანამედროვე პერიოდში, როდესაც ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების და ბუნების დაცვის საკითხებმა პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მოიპოვა. ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი საქართველოში (5 კრედიტი) კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ქართული პოლიტიკური აზროვნების ცვლილებები ბოლო ათწლეულში; საქართველოს ხელისუფლების როლი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში; ქართული ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

პოლიტიკური კონფლიქტის მართვა (5 კრედიტი) კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს კონფლიქტოლოგიის მეცნიერული კვლევის მეთოდები, საგანი და ამოცანები; პოლიტიკური კონფლიქტების დინამიკა, მოგვარების და რეგულაციის გზები; პოლიტიკური კონლიქტების მართვის როლი საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხების და პრობლემების გადაჭრაში.

საარჩევნო სამართალი (5 კრედიტი) სასწავლი კურსის მიზანია კვალიფიციურად დააუფლოს სტუდენტი პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საკითხს. კერძოდ, საარჩევნო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, სარჩევნო სისტემებს, საარჩევნო კანონმდებლობას, საქართველოს პრაქტიკაში მის აღსულებას, არჩევნების როლს სამოქალაქო საზოგადოებაში. ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი (5 კრედიტი) კურსის მიზანია: სტუდენტს გამოუმუშავდეს ადმინისტრაციული სამართლის ნორმების ანალიზის, პრაქტიკული გამოყენების, სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილების გამოტანის, ნორმატიულ აქტებსა და სპეციალურ ლიტერატურაზე დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევები; წარმოეშვას ინტერესი მეცნიერული გამოკვლევის საწარმოებლად. კონსტიტუციური სამართალი (5 კრედიტი)

Page 34: ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და …tesau.edu.ge/failebi/socialuri/programebi/bakalavriati/jurnalistika.pdf ·

კურსის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავდეს საქართველოს კონსტიტუციური სამართლის ნორმების ანალიზის, პრაქტიკული გამოყენების, ნორმატიულ აქტებსა და სპეციალურ ლიტერატურაზე დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევები.