საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf ·...

21
1 მასწავლებლის გზამკვლევი მე და საზოგადოება გამომცემლობა სიდი თბილისი 2018

Upload: others

Post on 31-Aug-2019

35 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

1

მასწავლებლის გზამკვლევი

მე და საზოგადოება

გამომცემლობა სიდი

თბილისი

2018

Page 2: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

2

winasityvaoba

გზამკვლევი მიზნად ისახავს პედაგოგებს დაეხმაროს საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლა-სწავლებაში. იგი სამი ნაწილებისგან შედგება: 1) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები - აქ ახსნილია, რა ევალება პედაგოგს საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის მიხედვით. 2) წლიური პროგრამა - აქ, ოთხსვეტიანი დიზაინის გამოყენებით, დეტალურადაა ნაჩვენები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების საკლასო ოთახში რეალიზების ერთ-ერთი სარეკომენდაციო გზა.

Page 3: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

3

1. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები საგანი `me da sazogadoeba“ ori სემესტრის განმავლობაში ისწავლება 2 საათიანი კვირეული დატვირთვით. მე-4 კლასში იგი სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს:

1. ჩემი ოჯახი;

2. სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები

3. გარემო, რომელშიც ვცხოვრობ.

სასწავლო პროცესის მსვლელობისას აღნიშნული თემებს უნდა დაუკავშირდეს სავალდებულო ცნებები და შედეგები, რომლების დამუშავებაც საგნის `me da sazogadoeba“ მიზანს წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ ზემოჩამოთვლილი სამი თემა კონტექსტებს ქმნის დასახული მიზნების მისაღწევად. რა მიზნებს ისახავს საგნის `me da sazogadoeba“ სწავლა-სწავლება?

რის საფუძველზეა ჩამოყალიბებული სტანდარტში სავალდებულო ცნებები და შედეგები?

საგნის `me da sazogadoeba“ სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და

მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის

მიმართ; ასევე:

დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში;

ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;

გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული;

გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;

ასწავლოს ზრუნვა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე;

განუვითაროს სხვადასხვა ტიპის კატასტროფების შემთხვევაში ადეკვატურად მოქმედების უნარი;

ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები.

Page 4: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

4

სტანდარტის შედეგები უშუალოდ საგნის ამ მიზნებიდან გამომდინარეობს. ისინი საგნობრივ ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავენ

უფრო კონკრეტულ მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობენ შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს სასწავლო კურსის

დასრულების შემდეგ?

სტანდარტის შედეგებიდან უშუალოდ გამომდინარეობს ცნებები, რომლების არსობრივი გააზრებაც სასწავლო პროცესში უნდა

მოხდეს (ცნებების გააზრება და შედეგების დამუშავება პრაქტიკულად იდენტური პროცესია).

ცხრილიდან ჩანს, რომ საგანი ,,მე და საზოგადოება“ ბულიტებით გამოყოფილი ცნების დამუშავებას გულისხმობს. ეს ცნებები

სავალდებულო სასწავლო თემებში შემდეგნაირად ნაწილდება:

თემა დასამუშავებელი ცნებები

ჩემი ოჯახი

ოჯახი

ჩემი საკუთრება

ოჯახის საკუთრება

დაზოგვა

პროფესია

მემკვიდრეობა

პასუხისმგებლობა

ზრუნვა, მონაწილეობა

გარემოს დაცვა

ჯანსაღი კვება

ჰიგიენა

სპორტი/ვარჯიში

უსაფრთხოება

საგანგებო სიტუაციები

Page 5: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

5

თემა დასამუშავებელი ცნებები

თემა:

სასკოლო გარემო,

მეგობრები და თანატოლები

სკოლა

მოსწავლე

წარსული

აწმყო

მომავალი

საკუთარი, საზოგადო

სწავლა / შრომა

დაზოგვა

პროფესია

კონფლიქტი

პასუხისმგებლობა

წესები

ძალადობა

ზრუნვა

თანაბარი უფლებები

მოვალეობა

პასუხისმგებლობა

მონაწილეობა,

გარემოს დაცვა

ჯანსაღი ცხოვრების წესი

უსაფრთხოება

საგანგებო სიტუაციები

ევაკუაცია

ხანძარსაწინააღმდეგო დაფა

მრავალფეროვნება

Page 6: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

6

თემა დასამუშავებელი ცნებები

გარემო, რომელშიც ვცხოვრობ

უბანი/თემი/მეზობელი

მისაბაძი პიროვნება

ღირსშესანიშნაობა

წარსული, აწმყო, მომავალი

დაზოგვა

პროფესია

საქონელი

მომსახურება

კონფლიქტი

პასუხისმგებლობა

ზრუნვა

თანაბარი უფლებები

მოხალისეობა

მონაწილეობა

გარემოს დაცვა

ჯანსაღი ცხოვრების წესი

უსაფრთხოება

საგანგებო სიტუაციები

საგზაო ნიშნები

მრავალფეროვნება

რას ნიშნავს ცნების დამუშავება? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ცნებების ზედაპირული

აღქმა და არსობრივი გააზრება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ზემოთ ჩამოთვლილი ცნებების

სიღრმისეულ წვდომას მოითხოვს. საამისოდ, საჭიროა გამოიკვეთოს არსობრივი მახასიათებლები, რომლებიც პედაგოგს მიანიშნებს,

თუ რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება სასწავლო პროცესში.

წლიურ პროგრამაში მრავალი აქტივობაა დასახელებული (იხ. მეორე სვეტი). ამ აქტივობებების განხორციელებისას აქცენტი სწორედ

იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ მოსწავლემ კონკრეტული მაგალითებისა და კონტრმაგალითების საფუძველზე სამიზნე ცნებების

ზემოჩამოთვლილი მახასიათებლები გაიაზროს. იგივე მახასიათებლები უნდა იქცეს შეფასების რუბრიკების კრიტერიუმებად (იხ.

დანართი 1).

Page 7: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

7

2. წლიური პროგრამა

როგორ, რა ხერხებით უნდა მოხდეს სავალდებული თემების ფარგლებში სტანდარტის შედეგების მიღწევა? რა უნდა გაკეთდეს

სასწავლო პროცესში საიმისოდ, რათა მოსწავლეებმა სავალდებული ცნებები გაითავისონ და შეფასების ინდიკატორები

დააკმაყოფილონ? ამ შეკითხვებზე პასუხს გზამკვლევის მეორე ნაწილი - წლიური პროგრამა იძლევა. პროგრამა ოთხსვეტიან

დიზაინშია დამუშავებული.

განმარტებები

1. მიზნები

პირველ სვეტში საკვანძო ცნებებისა და შეკითხვების სახით ჩამოყალიბებულია გაკვეთილის/გაკვეთილების მიზნები (გაკვეთილის

მიზნად შემოთავაზებულ შეკითხვაზე დაფიქრება და ცნების გათავისება იქცევა). სწავლა-სწავლების პროცესში ამ შეკითხვებსა და

ცნებებზე მუშაობა სტანდარტის შედეგების საკლასო ოთახში რეალიზაციას ნიშნავს.

2. აქტივოებები

მეორე სვეტში მოცემულია გაკვეთილის აქტივობების იდეები, რომლებიც მოსწავლეს უნდა დაეხმაროს პირველი სვეტის კითხვების

გააქტიურებასა და ცნებების გათავისებაში.

3. რესურსები

მესამე სვეტში მოცემულია ყველა ის რესურსი (ნაწარმოების ტექსტი, საინფორმაციო ტექსტი, ვიდეო-რგოლის ლინკი და ა.შ.),

რომელიც მეორე სვეტში შემოთავაზებული აქტივობის განსახორციელებლად არის საჭირო.

აქვე მოცემულია საკითხავი მასალა (ჰიპერლინკების სახით), რომელიც მასწავლებელს საკვანძო ცნებებისა და თემების არსის

გააზრებაში დაეხმარება.

4. შეფასება

მეოთხე სვეტში მოცემულია რჩევები მოსწავლეების შესაფასებლად პირველ სვეტში წარმოდგენილ მიზნებთან მიმართებით.

დანართში, ასევე, წარმოდგენილია დავალების პირობები და შეფასების რუბრიკები, რომელიც პედაგოგს განმავითარებელი შეფასების

წარმოებაში დაეხმარება.

Page 8: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

8

მიზანი აქტივობა დამატებითი რესურსი შეფასება

ცნებები,

საკვანძო შეკითხვები

იდეები საკლასო აქტივობებისთვის;

მეთოდოლოგიური რჩევები

პედაგოგებისთვის, შეთავაზებული

აქტივობების განსახორციელებლად

აქტივობების

განსახორციელებლად

საჭირო მასალა +

დამატებითი საკითხავი

რესურსები

პედაგოგებისთვის

დავალების ტიპი

შეფასების რუბრიკა

საკვანძო შეკითხვები

რას არის

საზოგადოება?

რომელია ყველაზე

პატარა და

მნიშვნელოვანი

საზოგადოება?

რა ადგილი მიჭირავს

საზოგადოებაში?

რატომ უნდა

ვისწავლოთ საგანი

,,მე და

საზოგადოება?“

,,უჩინარი ლუკას“ ზღაპრის განხილვა,

მოსწავლის წიგნი, I ნაწილი, გვ. 6-7.

რელურად ეს გახლავთ ჯანი როდარის

მოთხრობის, ,,ტონინო უჩინარი“

ადაპტირებული ვერსია, საიდანაც

ძირითადად აღებულია უჩინარობის

იდეა. სახელმძღვანელოში მას ჰქვია

,,ზღაპარი“, რადგან ამ ასაკის

მოსწავლეს არ გაუჩნდეს ილუზია

უჩინარობის შესახებ. სიტყვა

,,ზღაპარი“ გამორიცხავს აღნიშნულს.

რეკომენდაცია: ურჩიეთ მოსწავლეებს,

გაეცნონ ორიგინალურ ნაწარმოებს

(სავალდებულო არ არის).

მნიშვნელოვანია, პატარაობიდანვე

იცოდნენ მოსწავლეებმა, რომ

სიყვარული და ერთგულება არის

საგანი „მე და საზოგადოება“

სავალდებულო იქნება და

2017-2018 სასწავლო

წლიდან შევა სკოლებში -

http://www.ttimes.ge/archives/

59389

(ეს კონკრეტული რესურსი

არის მასწავლებლისათვის

და არა მოსწავლისათვის).

რომელ საზოგადოებრივ

ჯგუფში გაერთიანდებოდა

(ინტერესებიდან

გამომდინარე) მოსწავლე?

რვეული, I ნაწილი, გვ. 3-4.

Page 9: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

9

როგორ იქმნება

ოჯახი?

რა სახის

ცვლილებებს

განიცდიან ოჯახები?

რატომ მინდა

მოვიქცე კარგად? რა

მიზეზი კარნახობს

ოჯახის საფუძველი. ამ მოსაზრების

წამოსაწევად ვთავაზობთ ეპიზოდს:

როგორ იქმნება ოჯახი.

გარდა ამისა, ყველა მოსწავლეს ისეთი

მეგობრული და ბედნიერი ოჯახი არ

აქვს, როგორი მაგალითებიც აქ

მოგვყავს. მნიშვნელოვანია, არ

დავაკნინოთ ვინმეს ოჯახი და არ

გავამახვილოთ ყურადღება კლასში

არსებულ მსგავს კონკრეტულ

შემთხვევებზე.

ცვლილებები ოჯახში - განხილვა.

როდესაც კლასში განქორწინებული

ოჯახიდან არის მოსწავლე

(სამწუხაროდ, მათი რაოდენობა

იზრდება), სირაქმლემას პოზიციას ვერ

დავიჭერთ. კესოს ამბავი, ძალზე

ფაქიზად უნდა წარვმართოთ. ამასთან

დაუშვებელია ასეთი ბავშვების

გამოყოფა და მათ ირგვლივ საკითხის

განხილვა.

რეკომენდაცია: ჯგუფური მუშაობა.

დაყავით კლასი 4 ჯგუფად.

თითოეული განიხილავს ერთ

სიტუაციას. მოსწავლის წიგნი, I

ნაწილი, გვ.20-23

სიტუაციების განხილვა: რატომ არ

შეიძლება ტყუილის თქმა ოჯახის

წევრთან და საერთოდაც არავისთან.

ოჯახი და მისი მნიშვნელობა

https://fgulen.com/ge/fethullah

-gulen-ka/27631-family-and-

its-importance

(ეს კონკრეტული რესურსი

არის მასწავლებლისათვის

და არა მოსწავლისათვის)

https://www.versia.ge/index.ph

p/2013-07-31-11-23-

15/item/4633--დანგრეული-

ოჯახების-მსხვერპლი-

ბავშვების-ფსიქოლოგია

(ეს კონკრეტული რესურსი

არის მასწავლებლისათვის

და არა მოსწავლისათვის)

ანდაზები ტყუილის შესახებ

http://kids.ge/saying-

search?q=ტყუილი

რვეული, I ნაწილი, გვ. 5-12

საკითხი - ,,ცვლილებები

ოჯახში“ იმდენად

მნიშვნელოვანი და ღრმა

არის, რომ ერთი გაკვეთილი

მთლიანად საჭიროა

ჯგუფური

განხილვებისათვის. ამიტომ

მას რვეულში შესაბამისი

ნაწილი არ ახლავს.

განიხილეთ სიტუაციები -

რვეული I ნაწილი, გვ.7.

მიეცით მოსწავლეებს მათი

Page 10: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

10

ადამიანებს

ზნეობრივ საქციელს?

(რატომ უნდა ვცე

პატივი დედას და

მამას, არ მოვიპარო,

არ მოვიტყუო, ცილი

არ დავწამო და ა.შ.)?

წინაპრები და

ტრადიციები

ურთიერთობები

ოჯახში

რა ვიცი ჩემი

უფლებების შესახებ?

რა შედეგი მოაქვს ტყუილებსა და

ცილისწამებას?

მაგალითების განხილვის შემდეგ

გამართეთ დისკუსია, სადაც

მოსწავლეები გაიხსენებენ მსგავს

ამბებს საკუთარი ან თანატოლის

გამოცდილებიდან და შეაფასებენ,

რამდენად საწყენია, ოჯახის წევრთან

არაგულწრფელობა.

საგვარეულო ხის შექმნა,

სახელმძღვანელო, I ნაწილი, გვ. 14-19.

სცენების გათამაშება ფოტოების

მიხედვით. მოსწავლის წიგნი, I

ნაწილი, გვ. 25.

როლური თამაში: იურიდიული

კონსულტაცია.

მოსწავლის წიგნი, I ნაწილი, გვ. 27-33.

მაგალითების განხილვა უფლებების

შესახებ, ზღაპრების გმირებისა და

რეალურ მაგალითებზე.

რატომ ამბობს ბავშვი

ტყუილს – 7 რჩევა

ფსიქოლოგისგან (ეს

კონკრეტული რესურსი არის

მასწავლებლისათვის და არა

მოსწავლისათვის)

http://fortuna.ge/gadacema/rato

m-ambobs-bavshvi-tyuils-7-

rcheva-fsiqologisgan/

ზრდილობა

https://www.youtube.com/watc

h?v=NwTSoOxhw7w

სამოქალაქო განვითარების

ინსტიტუტი: ბავშვის

უფლებათა კონვენცია

http://kids.ge//ბავშვის-

უფლებათა-კონვენცია

შეფასების საშუალება.

მასწავლებელმა ხელი

შეუწყოს, რომ მოსწავლეებმა

ეს დასკვნა გამოიტანონ:

ტყუილის თქმა, ცილისწამება

დიდი ზიანის მომტანია,

მთქმელისთვისაც და პირველ

რიგში, მისთვის, ვისაც ცილი

დასწამეს, მოატყუეს.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 8-12.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 15.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 13-15.

რვეული, I ნაწილი, გვ. 16-17.

Page 11: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

11

როგორ ვინაწილებთ

შრომას ოჯახში?

რატომ და როგორ

უნდა დავაფასოთ

ოჯახის ყველა წევრის

(დედის, მამის, და-

ძმის, ბებია-ბაბუის)

შრომა?

რა

პასუხისმგებლობები

მაქვს ჩემი ოჯახის

წინაშე?

სახლმძღვანელოში მოცემულია

ოჯახური სიტუაციები, რომლის

შესახებაც მოსწავლეები მსჯელობენ

უფლებებთან მიმართებაში.

ყოფილა შემთხვევები, რომ ბავშვმა

ყური მოკრა საკუთარი უფლების

შესახებ ინფორმაციას და გაუჩნდა

აზრი, რომ თუ ოჯახის წევრები პურის

ყიდვას ან ნაგვის გატანას სთხოვენ,

მისი უფლებები დაირღვევა. სწორედ

ამ საკითხზე ყურადღების

გამახვილებას ემსახურება აღნიშნული

სიტუაციები.

დისკუსია. rogor davicvaT sakuTari uflebebi ise, rom ar

davarRvioT sxvisi? მოსწავლის

წიგნი, I ნაწილი, 34-36.

ოჯახის წევრების

ურთიერთდახმარების ამსახველი

სურათების განხილვა.

ანიმაციური ფილმის / ლექსის/

ზღაპრის „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“

განხილვა.

„ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ დადგმა

დრამა-პედაგოგიკის გამოყენებით;

„ბავშვის უფლებათა

კონვენცია ანიმაციაში" -

პურის ფული-money for

bread http://apk.ge/ https://www.youtube.com/watc

h?v=GK0ti8Pyi84

„ჭრიჭინა და ჭიანჭველა“

https://www.youtube.com/watc

h?v=EA0oiUYWey0

რვეული, I ნაწილი, გვ. 18-19.

Page 12: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

12

თემატური ცნებები:

ოჯახი, ჩემი

საკუთრება, ოჯახის

საკუთრება, დაზოგვა,

პროფესია.

შემდეგ კი სპექტაკლის მთავარი

პერსონაჟების „გამოკითხვა“, რა

მიზნები ამოძრავებდათ მათ

თითოეული გადაწყვეტილების

მიღებისას. რეკომენდაცია:

მასწავლებელს შეუძლია

შემოიფარგლოს ანიმაციური ფილმის

ჩვენებით, განხილვითა და

დისკუსიით.

დისკუსია თემაზე, რამდენად

მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და

ფასდაუდებელია ოჯახის თითოეული

წევრის (დედის, მამის, დის, ძმის)

შრომა.

ოჯახში არის ისეთი რამ, რაც ყველასია

და რაც მხოლოდ ჩემია. მაგალითად,

სახლი, ტელევიზორი, გაზქურა,

კომპიუტერი, წიგნები და სხვა

ყველასია, რადგან მათი სარგებლობა

ოჯახის ყველა წევრს შეუძლია. მაგრამ

ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი,

ფეხსაცმელი, კალამი და სხვა პირად

საკუთრებას წარმოადგენს.

მოსწავლეებს ასახელებენ საკუთრების

მაგალითებს. ყურადღება

გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ უნდა

მოექცეს მოსწავლე თავის საკუთრებას.

ნიშნავს თუ არა საკუთრებაში

საკუთრების ცნება

და თანასაკუთრება

https://temidas.wordpress.com/

2011/06/06/sakutrebis-cneba/

(ეს კონკრეტული რესურსი

არის მასწავლებლისათვის

და არა მოსწავლისათვის)

Page 13: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

13

არსებული ნივთის შეგნებულად

დაზიანება - საკუთრების უფლებას?

მოსწავლეები ადგენენ T დიაგრამას

პირადი და ოჯახის საკუთრების

შესახებ.

რომელიმე პროფესიასთან

დაკავშირებით მოკლე თხზულების

მომზადება.

თანატოლებს შორის გამოკითხვის

ჩატარება სასურველი პროფესიის

შესახებ და არჩევანის მიზეზების

თაობაზე. შედეგების პრეზენტაცია.

მოსწავლის რვეული, ნაწილი

I, გვ.10, სავარჯიშო 1, 2.

საკვანძო შეკითხვები:

როგორ შეგვიძლია

გავალამაზოთ

საოჯახო გარემო

(სახლი, ეზო)?

რას, რატომ და

როგორ უნდა

გავუფრთხილდეთ

ოჯახში (მაგ.:

მცენარე, შინაური

ცხოველი, სათამაშო,

რელიკვია)?

ნაწყვეტების განხილვა ანიმაციური

ფილმიდან „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ

ზრუნავს მულტფილმის მთავარი

პერსონაჟი საოჯახო გარემოზე.

პრეზენტაცია: საოჯახო ზრუნვის რა

მაგალითი დაინახეს მოსწავლეებმა?

სახელმძღვანელო, ნაწილი 1, გვერდი

39-44.

დისკუსია: რით განსხვავდება ოჯახში

კარგად მოვლილი და ზრუნვას

მოკლებული ცხოველი (მაგ. ძაღლი,

ანიმაციური ფილმი „ფიფქია

და შვიდი ჯუჯა“ https://www.youtube.com/watch?v=p7oyiBK0X9I

ქართული ფილმი ,,ძაღლი” -

https://www.youtube.com/watc

h?v=NrsXXj3sddI

ანიმაციური ფილმი

,,ბალტო“ https://srulad.com/movie/1783-balto-balto.html

პროექტი:

1) Cemi saxlis

binadrebi;

2) Cemi mwvane

megobrebi. პროექტის შესრულება

შესაძლებლია

Page 14: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

14

რატომ უნდა

მოვიხმაროთ

რესურსები (წყალი,

ელექტროენერგია)

გონივრულად

(ეკონომიურად)

ოჯახში?

ცნებები:

თუთიყუში), მცენარე, ფრინველი ან

სათამაშო.

პრეზენტაცია: მოსწავლისწიგნი, I

ნაწილი, დავალება, გვერდი 42.

რელიკვიების გამოფენის მოწყობა. (არ

არის აუცილებელი მოსწავლებმა

მოიტანონ გამოფენისთვის

ძვირადღირებული ნივთები,

საკმარისია სიმბოლური ნივთები ან

თუნდაც რელიკვიის ფოტოები).

განსაკუთრებული ყურადღება

გამახვილდეს იმაზე, რომ

მნიშვნელოვანია არა საოჯახო

რელიკვიის ფასი, არამედ ის

ადამიანი/ადამიანები ან მოვლენა,

რომელსაც ეს რელიკვია უკავშირდება.

სახელმძღვანელო, I ნაწილი, გვ.19.

გონებრივი იერიში: რომელი

რესურსები უნდა მოვიხმაროთ

პასუხისმგებლობით და სიფრთხილით

ოჯახში? რატომ?

მოსწავლის წიგნი, I ნაწილი, გვ.77-80.

ჰაჩი ყველაზე ერთგული

ძაღლი -ჰაჩიკოს ისტორია https://www.youtube.com/watch?v=WhE0DQXpv7Y

გავუფრთხილდეთ წყალს

https://www.youtube.com/watc

h?v=kIHW8AVCkFE

ვისწავლოთ წყლის დაზოგვა

სახლის პირობებში -

https://www.youtube.com/watc

h?v=XT_jBxk5zK8

ინდივიდუალურად ან

ჯგუფურად.

მოსწავლის რვეული I

ნაწილი, გვ.20.

მოსწავლის რვეული I

ნაწილი, გვერდი 47-48.

Page 15: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

15

ოჯახი,

მემკვიდრეობა,

პასუხისმგებლობა,

ზრუნვა,

მონაწილეობა,

გარემოს დაცვა.

საკვანძო შეკითხვები:

რატომ და როგორ

უნდა დავიცვათ

ოჯახში საერთო და

პირადი ჰიგიენა?

როგორ დავიცვა

ჯანსაღი ცხოვრების

წესი?

რა მნიშვნელობა აქვს

ჯანსაღ კვებას?

ცნებები:

როლური თამაში: როცა ბავშვები

გამოდიან ,,მასწავლებლის“ როლში და

„სხვებს“ უხსნიან ჯანსაღი ცხოვრების

მნიშვნელობის შესახებ.

როლური თამაში: ზაზას ისტორია.

მოსწავლეები ასრულებენ ექიმის

როლს.

ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები

პროდუქტების სურათების

კლასიფიცირება ნიშნით: მისაღები,

მიუღებელი, არასასურველი;

მოსწავლისწიგნი, I ნაწილი, გვ. 68.

კვების პირამიდის განხილვა და

შესაბამისი პროდუქტების თეფშზე

გადმოტანა

გონებრივი იერიში თემაზე: როგორ

ამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი;

სპორტის მნიშვნელობა

მოზარდის ცხოვრებაში

http://kings.ge/blog/article/spor

tis-mnishvneloba-mozardis-

tskhovrebashi

ჯანსაღი კვება https://www.youtube.com/watch?v=XjU5t4ROjUM

Seamowme Senicodna

(მუშაობა წყვილებში).

რვეული I ნაწილი, გვ.37-

38.

„კვების პირამიდის“ აწყობა

ბუკებში (სადაც ჯანსაღი

პროდუქტები ძირშია

მოთავსებული, არაჯანსაღი

კი - წვერზე).

Page 16: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

16

ოჯახი, ზრუნვა,

ჯანსაღი კვება,

ჰიგიენა,

სპორტი/ვარჯიში

დისკუსია თემაზე: რატომ არ

ყიდულობენ მშობლები არაჯანსაღ

პროდუქტს: მაგ:, ე.წ. ჩიპსებს, გაზიან

სასმელებს, T დიაგრამაზე ბავშვების

სურვილების/მშობლების

არგუმენტების გამოსახვა;

მოსწავლის წიგნი, I ნაწილი, გვ.53-71

კონკურსის ჩატარება: ვინ მეტ რჩევას

მისცემს უმცროს და-ძმებს ჯანსაღი

ცხოვრების წესთან დაკავშირებით

(პირადი ჰიგიენის დაცვა, ჯანსაღი

კვება, სახლის დალაგება, პირადი

ნივთების მოვლა, ფიზიკური

აქტივობები).

წესების შედგენა: „როდის უნდა

დავიბანოთ ხელები?“

პლაკატის შექმნა, რომელიც

მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების

პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

მოსწავლის რვეული I

ნაწილი, გვ. 36, სავარჯიშო

4,5,6.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 35. სავარჯიშო 3

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 35, სავარჯიშო 2.

მოსწავლის რვეული, ნაწილი

1, გვერდი 29, სავარჯიშო 1.

სთხოვეთ მოსწავლეებს

წარადგინონ პლაკატი

თანაკლასელების წინაშე, თან

დაურთონ კომენტარები.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი 1, გვ 39, სავარჯიშო 1.

proeqti: kanfetebi რვეული, I ნაწილი, გვ 32.

საკვანძო შეკითხვები:

Page 17: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

17

რატომ და როგორ

უნდა დავიცვა

უსაფრთხოების

წესები საცხოვრებელ

ადგილზე?

რატომ და როგორ

უნდა მოვიხმაროთ

რესურსები

გონივრულად

(ეკონომიურად)

ოჯახში?

ცნებები:

ოჯახი,

უსაფრთხოება,

საგანგებო

სიტუაციები.

გამოკითხვა თემაზე: ვის მივმართავ

ხანძრის დროს, გაზის გაჟონვისას და

რატომ?მოსწავლის წიგნი, I ნაწილი, გვ.

45-47.

ყოფითი მაგალითის მოფიქრება, თუ

როგორ გამოიწვია საოჯახო ტექნიკისა

და მოწყობილობის უპასუხისმგებლო

გამოყენებამ (მაგ.: უთო, მოშვებული

ონკანი, ჩამრთველი) საგანგებო

შემთხვევა და როგორ უნდა

დავაღწიოთ თავი პრობლემას.

ვიდეორგოლის განხილვა, რომელიც

ოჯახში საგანგებო სიტუაციებში

მაშველის ჩართულობაზე

მოგვითხრობს.

ეს დედამიწაა -

საგანმანათლებლო ფილმი.

რეჟისორი: მარიამ ჭაჭია;

ანიმაცია შესრულებულია

სტუდია ოპიოს მიერ

https://www.youtube.com/watc

h?v=c9hgd3P_-XQ

პატარა მაშველების

მოგზაურობა,

საგანმანათლებლო ანიმაცია

სტიქიური მოვლენების

ქცევების შესახებ, ASB-

საქართველო,

https://www.youtube.com/watc

h?v=R2Sa42v23uo

112-ის მომზადებული

ანიმაციური სავარჯიშოები

და ვიდეორგოლები

ბავშვებისათვის

http://kids.112.ge/

112 გმირი ბავშვების ზარები https://www.youtube.com/watch?v=5ONwAnSJnWg

როგორია მეხანძრე-

მაშველების ყოველდღიური

სამსახური

https://www.youtube.com/watch?v=ECCTzlls2QQ

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 21-22.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 25.

კომიქსის დახატვა თემაზე:

საგანგებო სიტუაცია ოჯახში

_ როგორ ვიქცევით ამ დროს.

ფლაერის შექმნა, რომელზეც

ნაჩვენები იქნება, თუ რა

შედეგები შეიძლება მოჰყვეს

ოჯახში რომელიმე

საყოფაცხოვრებო ნივთის

არასწორ გამოყენებას (მაგ,

ასანთი – ხანძარი;

მოშვებული წყლის ან გაზის

ონკანი).

Page 18: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

18

ბუკების მეშვეობით ელექტრონული

თამაში ოჯახში საგანგებო

სიტუაციებთან დაკავშირებით (იხ.

Buki.ge); თამაში განკუთვნილია

ზოგადი განათლების დაწყებითი

საფეხურის მოსწავლეებისთვის და

ემსახურება ბუნებრივი

კატასტროფების დროს რისკების

შემცირებას.

კატასტროფის რისკის

შემცირების კომპონენტის

ინტეგრირება განათლებაში

ავტორი: შპს ,,ნეომედია

გრუპ”

http://buki.ge/programsarchive

-3.html

შეკითხვები:

როგორ გამოვხატო

პატივისცემა ოჯახის

წევრების (დედ-მამის,

და-ძმის, ბებია-

ბაბუის) მიმართ?

ცნებები:

ოჯახი,

პასუხისმგებლობა,

თანაბარი უფლებები.

დისკუსია თემაზე: რისი გაკეთება

შემიძლია ოჯახში დამოუკიდებლად,

როცა უფროსები დროებით შინ არ

არიან (როგორ ვინაწილებთ მე და ჩემი

და/ძმა საქმეებზე

პასუხისმგებლობებს)?

მოსწავლის წიგნი, ნაწილი 1, გვერდი

34-38.

როლური თამაში: ოჯახის აგარაკზე

გამგზავრების სამზადისის გათამაშება

და განხილვა გოგონების და ბიჭების

ჯგუფების მიერ.

Txzuleba: rogor vmonawileob Cemi ojaxis cxovrebaSi - Cemi uflebebi da movaleobebi ojaxis wevrebTan urTierTobisas.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 18-19.

თემატური ნახატის შექმნა

თემაზე – როგორ

გამოვხატავთ პატივისცემას

ოჯახის წევრების მიმართ.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 19, სავარჯიშო 4.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ.19, სავარჯიშო

1.

შეკითხვები:

Page 19: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

19

რატომ მაძლევენ

ჩემი ოჯახის

უფროსი წევრები

რჩევებს/შენიშვნებს?

რა

პასუხისმგებლობები

მაქვს ჩემი ოჯახის

წინაშე?

როგორ ვიყენებთ

ფულს? რატომ არის

მნიშვნელოვანი

დაზოგვა?

რა ვიცით ოჯახის

ბიუჯეტის შესახებ?

ცნებები:

ოჯახი, საერთო

წესები,

შემწყნარებლობა,

ანგარიშის გაწევა.

ნაწყვეტის განხილვა ფილმიდან

„სხვისი შვილები“ _ ბოთლების

ჩაბარებასთან დაკავშირებული

ეპიზოდი.

ანდაზებისა და გამონათქვამების

განხილვა, რომლებიც მშობლების

პატივისცემისკენ მოგვიწოდებენ.

მოსწავლის წიგნი, ნაწილი 1, გვერდი

13.

სიტუაციების განხილვა

მოსწავლის წიგნი, I ნაწილი, გვ. 72-73.

როლური თამაში, რომელშიც ერთი

მოსწავლე მშობლის როლს მოირგებს,

მეორე _ შვილისას: მშობლისა და

შვილის არგუმენტები, როცა მშობელი

ვერ ან არ ყიდულობს სასურველ

ნივთს (მოსმენა, გაზიარება, ანგარიშის

გაწევა).

სახელმძღვანელო, I ნაწილი, 74-76

მხატვრული ფილმი „სხვისი

შვილები“ - https://www.youtube.com/watch?v=gBv1U8stXTc

როგორ შევადგინოთ

ბიუჯეტი? https://www.youtube.com/wat

ch?v=BD3tLosAELs; TBCTV

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 40-42.

ოჯახის ბიუჯეტის შედგენა.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვ. 43-45.

შეამოწმე შენი ცოდნა:

ნამდვილი ცხოვრება.

მოსწავლის რვეული, I

ნაწილი, გვერდი 46.

Page 20: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

20

Page 21: საზოგადოება - ceed.geceed.ge/public/uploads/media/3klasigza.pdf · ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეროვნული

21