საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3....

41
საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020 წლის თებერვალი 2012-2019 წლების ძირითადი ტენდენციები

Upload: others

Post on 31-Mar-2021

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

საქართველოს სოფლის მეურნეობა

2020 წლის თებერვალი

2012-2019 წლების ძირითადი ტენდენციები

Page 2: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

ავტორი:

ბესო ნამჩავაძე

კვლევის ხელმძღვანელი:

ლევან ნატროშვილი

ანგარიში მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით

Page 3: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

სარჩევიმოკლე შინაარსი _______________________________________________________ 4

შესავალი _____________________________________________________________ 7

თავი I. საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის ზოგადი მიმოხილვა 8

თავი II. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები სოფლის მეურნეობის სექტორში 15

თავი III. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა _________________ 18

თავი IV. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი _______ 31

დასკვნა და რეკომენდაციები ___________________________________________ 38

Page 4: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

4

მოკლე შინაარსი„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში 2012-2019 წლებში არსებული ტენდენციები შეისწავლა, რის შედეგადაც შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

● სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 39%-ია. ამ სექტორში 659 ათასი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესი ნაწილი საკუთარ მეურნეობაში (მცირე მიწაზე) მუშაობს.

● ოჯახური მეურნეობის სარგებლობაში საშუალოდ 1.14 ჰექტარი მიწაა. მცირემიწიანობა მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების და მასშტაბის ეფექტით სარგებლობის შესაძლებლობას აფერხებს.

● სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების სიღარიბის მიზეზი შრომის პროდუქტიულობის დაბალი დონეა. 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა შრომის საშუალო პროდუქტიულობა თვეში 407 ლარი იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკის საშუალო პროდუქტიულობაზე 5-ჯე ნაკლებია.

● 2018 წელს სახნავ-სათესი, სასათბურე და მრავალწლიანი ნარგავების ფართობის 33% (160 ათასი ჰექტარი) გამოუყენებელი იყო. საქართველოში სულ 788 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, საიდანაც 488 ჰექტარია სახნავ-სათესი, სასათბურე და მრავალწლიანი ნარგავებისთვის განკუთვნილი.

● საქართველოს სოფლის მეურნეობა უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის. ამასთან ერთად, ინვესტიციების შემოსვლას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაც უშლის ხელს.

● 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო, რაც ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია.

● 2018 წელს 2012 წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური მოცულობა 220 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2013 წელთან შედარებით მხოლოდ 29 მლნ ლარით. ნომინალურ გამოსახულებაში საქართველოს სოფლის მეურნეობაში 2018 წელს 3 მლრდ ლარის პროდუქცია შეიქმნა.

● ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილს შემცირების ტენდენცია აქვს. 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა.

● 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, ხორბლის მოსავალი 33%-ით არის გაზრდილი, სიმინდის მოსავალი კი 27%-ით შემცირდა. 2018 წელს საქართველოში მარცვლეულის ჯამური მოსავალი 370 ათასი ტონა იყო, რაც 6 ათასი ტონით ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე.

● შემცირების ტენდენცია აქვს ძირითადი სახეობების ბოსტნეულის მოსავალს. ზრდა მხოლოდ კიტრის მოყვანაში ფიქსირდება.

Page 5: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

5

● 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ნათესი ფართობები 20%-ით არის შემცირებული. ყველაზე მაღალი შემცირება სიმინდის ნათეს ფართობებშია.

● ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის კუთხით დადებითი დინამიკაა, მიუხედავად იმისა, რომ ჯამური მოცულობები იკლებს.

● საქართველოში ხილის მოსავლის 88% 5 სახეობაზე მოდის, ესენია: ყურძენი, ვაშლი, მანდარინი, ატამი და თხილი. გარდა ამისა, ხილის მთლიანი მოსავლის 51% მხოლოდ ყურძენზე მოდის. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს მანდარინის და თხილის მოსავალი შემცირდა, ხოლო ყურძნის, ვაშლის და ატმის გაიზარდა.

● 2018 წელს ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს საქართველოში 8%-ით ნაკლები რაოდენობის პირუტყვი ჰყავდათ, ვიდრე 2012 წელს.

● პირუტყვის სულადობის შემცირება მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაზე ცალსახად არ აისახა. ხორცის წარმოებას მზარდი ტენდენცია აქვს. ხორცისგან განსხვავებით შემცირდა რძის წარმოება.

● 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, 32%-ით არის გაზრდილი შინაური ფრინველის რაოდენობა, თუმცა 2015 წლის შემდეგ ამ მაჩვენებელს კლების ტენდეცია აქვს. 34%-ით გაიზარდა კვერცხის წარმოება და 2018 წელს 635 მლნ ცალს მიაღწია.

● 2018 წელს საქართველოდან 760 მლნ აშშ დოლარის საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 57%-ით მეტია.

● 2013-2018 წლებში საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტის მატება ძირითადად ღვინის ექსპორტის 132 მლნ დოლარით ზრდამ განაპირობა, საიდანაც 115 მლნ რუსეთზე მოდის. ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 58%-მდე გაიზარდა, რამაც რუსული ბაზრის, როგორც საქართველოზე პოტენციური ზეწოლის ბერკეტის გავლენა, მნიშვნელოვნად გაზარდა.

● ექსპორტისგან განსხვავებით, საკვები პროდუქტების და სასმელების იმპორტი 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს 6%-ით არის შემცირებული. თუმცა, იმპორტი ექსპორტს 260 მლნ დოლარით აღემატება.

● განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულების მაღალი დონე, რომელიც 2016-2017 წლებში იმპორტის 100%-მდე აღწევდა, 2018 წელს კი 84%-მდე შემცირდა. რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულება გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის.

● ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების სურსათი და სასმელი საქართველოდან რუსეთში გადის. კერძოდ, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 244 მლნ

Page 6: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

6

აშშ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა 2012 წელს იგი მხოლოდ 3.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა. 2018 წელს ქართული სურსათისა და სასმელების ექსპორტში რუსეთის წილი 32% იყო.

● 2018 წელს ქართული სურსათისა და სასმელების ექსპორტის 15% ევროკავშირში გადიოდა და 148 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი მაქსიმუმს - 221 მლნ აშშ დოლარს 2016 წელს აღწევდა.

● იმ ფონზე, როდესაც მემცენარეობის და მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტების რაოდენობები შემცირების ტენდეციით ხასიათდება, სურსათისა და სასმელების ექსპორტის ზრდა და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებამ განაპირობა. ექსპორტში გადამუშავებული პროდუქციის წილმა იმატა, რომლის ღირებულება ნედლი სახით პროდუქციის მიწოდებასთან შედარებით მაღალია.

● როგორც მონაცემები აჩვენებს, სახელმწიფო პროგრამები ძირითადად სოციალური შინაარსის უფრო იყო, ვიდრე ამ დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდაზე გათვლილი. ბოლო 15 წელიწადში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა.

Page 7: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

7

შესავალიდღეს მსოფლიო ეკონომიკის 95% მომსახურებასა და მრეწველობაზე მოდის1, მაგრამ საქართველოს მთავრობები ხშირად იმედებს მაინც სოფლის მეურნეობაზე ამყარებენ. ვინაიდან საქართველოში სოფლის მეურნეობა ტრადიციულ და პრიორიტეტულ დარგად არის მიჩნეული, მთავრობები ცდილობენ, სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი შეუწყონ, შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება ქვეყნის ბიუჯეტიდან.

1990-იანი წლების პირველ ნახევარში ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან სოფელში დაბრუნდა და სოფლის მეურნეობაში დასაქმდა. 1996 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 34% იყო, რაც თანდათანობით შემცირდა და 2018 წელს 7.8% შეადგინა. შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობას მოსახლეობის ნაწილი თვითგადარჩენის მიზნით დაუბრუნდა, თუმცა, ეს მდგომარეობა ნაწილობრივ დღემდე ნარჩუნდება. მოსახლეობის დაახლოებით 41% დღესაც სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, რაც ზოგადად, ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

ბოლო 15 წელიწადში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, თუმცა, როგორც მონაცემები აჩვენებს, ეს პროგრამები ძირითადად სოციალური შინაარსის უფრო იყო, ვიდრე ამ დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდაზე გათვლილი.

საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის აქტუალობას ისიც განაპირობებს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მისი გადამუშავებით მიღებული საკვები პროდუქტები და სასმელები ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელია.

2012 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, საინტერსოა, ვნახოთ, რა გავლენა იქონია გაზრდილმა სახელმწიფო დაფინანსებამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

კვლევის ძირითადი საანგარიშო პერიოდი 2012-2018 წლებია, თუმცა ზოგ შემთხვევაში მიმოხილული გვაქვს უფრო ადრეული წლებიც და 2019 წლის პირველი ნახევარი. ანგარიშში მოყვანილი მონაცემები მოწოდებულია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის („საქსტატის”) მიერ. სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებული მონაცემები აღებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდიდან.

ანგარიში იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ზოგადი მიმოხილვით. შემდეგ განხილულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ სექტორზე გამოყოფილი დაფინანსება. მომდევნო თავებში სექტორის განვითარების, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსების შედეგებია, გაანალიზებული, როგორც მთლიანად სოფლის მეურნეობის მოცულობის და ზრდის, ისე ცალ-ცალკე - მემცენარეობისა და მეცხოველეობის მიხედვით. მომდევნო თავში განხილულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი და იმპორტის მაჩვენებლები და ტენდენციები, ბოლო თავი კი აჯამებს კვლევის შედეგებს და წარმოადგენს რეკომენდაციას.

1  მსოფლიო ბანკი, http://wdi.worldbank.org/table/4.2

Page 8: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

8

თავი I. საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის ზოგადი მიმოხილვა2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სოფლად 1 539 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 41.3%-ია. ბოლო 7-8 წლის განმავლობაში საქართველოში ურბანიზაციის დონის ზრდის ტენდენციაა. 2012 წლის პირველი იანვრის მონაცემთან შედარებით, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.7% პუნქტით შემცირდა (გრაფიკი 1).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

„საქსტატი” 2017 წლიდან აწარმოებს დასაქმებულთა სექტორული განაწილების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს სოფლის მეურნეობაში 737 ათასი ადამიანი, ხოლო 2018 წელს 10.5%-ით ნაკლები - 659 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დაახლოებით 75% თვითდასაქმებულია. დასაქმების აღრიცხვის მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ადამიანი სოფელში საოჯახო მეურნეობაში არის დაკავებული და თუნდაც ნატურალური სახით იღებს სარგებელს, დასაქმებულად ითვლება.

0

500

1000

1500

2000

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019

1,610 1,600 1,596 1,586 1,577 1,564 1,555 1,539

გრაფიკი 1. საქართველოში სოფლად მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა, 1 იანვრის მდგომარეობით

43.1%

40

50

43.0% 42.9% 42.6% 42.3% 42.0% 41.7% 41.3%

ათასი კაცი წილი მოსახლეობაში

Page 9: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

9

2018 წელს ქვეყანაში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39% სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა. ეს იმ დროს, როდესაც სოფლის მეურნეობას ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 7.8% უჭირავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანთა შრომის პროდუქტიულობა ძალიან დაბალია.

შრომის პროდუქტიულობა იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენი ლარის დამატებულ ღირებულებას ქმნის დასაქმებული ადამიანი მოცემულ დროის მონაკვეთში. 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი (დამატებული ღირებულებების ჯამი) ერთ დასაქმებულზე (იგულისხმება, როგორც დაქირავებით დასაქმებული, ისე თვითდასაქმებული) რომ დავიანგარიშოთ, თვეში საშუალოდ 2 020 ლარი გამოდის. ანუ ერთი დასაქმებულის საშუალო შრომის პროდუქტიულობა თვეში 2 020 ლარია. ამ დროს, თუ ცალკე დავთვლით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო შრომის პროდუქტიულობას, თვეში 407 ლარი გამოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ საშუალო შრომის პროდუქტიულობაზე 5-ჯე ნაკლები მაჩვენებელია (გრაფიკი 2). შრომის პროდუქტიულობით სოფლის მეურნეობა სხვა სექტორებს შორის ბოლო ადგილზეა და ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ განათლების სექტორსაც კი 2.5-ჯერ ჩამორჩება.

სწორედ შრომის პროდუქტიულობის დაბალი დონეა ქართულ სოფლებში და მითუმეტეს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების სიღარიბის მიზეზი. ამ სექტორში დასაქმებული პირები ვერ გამოიმუშავებენ იმდენ თანხას, რომ სიღარიბეს თავი დააღწიონ. თუმცა აღსანიშნავია, რომ, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში შრომის პროდუქტიულობა ნომინალურ გამოსახულებაში 17%-ით გაიზარდა, ხოლო რეალურ გამოსახულებაში (ინფლაციის გავლენის გამოკლებით) კი - 13%-ით.2

2  რადგან დასაქმებულთა სექტორული განაწილების სტატისტიკას 2017 წლიდან გვაქვს, 2016 და უფრო ადრეულ წლებს ვერ შევადარებთ, თუ როგორ შეიცვალა შრომის პროდუქტიულობა.

Page 10: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

10

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

მსოფლიოს ყველა მდიდარი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი ძირითადად მრეწველობის და მომსახურების სექტორების მნიშვნელოვნად ზრდის გამო გამდიდრდნენ. ამ დროს სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში მცირდებოდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა (გრაფიკი 3).

გრაფიკი 2. შრომის საშუალო თვიური პროდუქტიულობა, ლარი, 2018 წელი

0 1000 2000 3000 4000 5000 6000

სოფლის მეურნეობა

განათლება

კომუნალური და პერსონალური მომსახურება

სასტუმროები და რესტორნები

სახელმწიფო მმართველობა

ჯანმრთელობის დაცვა

ვაჭრობა

მშენებლობა

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

მრეწველობა

საფინანსო საქმიანობა

ოპერაციები უძრავი ქონებით 5,919

4,495

4,141

3,880

3,212

3,106

3,040

3,037

2,373

2,129

1,065

407

Page 11: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

11

მონაცემთა წყარო: „მსოფლიო ბანკი”

გრაფიკი 3. სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში, 2017 წელი

0.7%0.8%0.9%1.1%1.2%1.2% 1.6% 1.9% 1.9% 2.3% 2.7% 2.7% 3.1% 3.2% 3.6% 3.7% 4.1% 4.3% 4.6% 5.6% 6.1% 7.6% 8.0% 10.2% 11.5% 15.0% 15.6% 20.5% 22.9% 24.6% 30.5% 33.7% 34.8% 38.3% 39.7% 48.6% 60.3%

0 10 20 30 40 50 60 70 80სიერა ლეონეჩადინიგერიმალიკენიაეთიოპიასუდანიუგანდაპაკისტანიავღანეთიინდოეთისომხეთიმოლდოვაუკრაინასაქართველობელარუსითურქეთიაზერბაიჯანიბრაზილიარუმინეთიბულგარეთისაბერძნეთირუსეთილატვიალიტვაავსტრალიაესპანეთიესტონეთიიტალიანიდერლანდებისაფრანგეთიისრაელიიაპონიაშვედეთიაშშგერმანიაბელგია

Page 12: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

12

შრომის დაბალ პროდუქტიულობას მხოლოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაღალი მაჩვენებელი არ განაპირობებს. ასევე, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების დონე, რითაც საქართველო განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მაგალითად, საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალოდ დაახლოებით 2.7 ტონა ხორბალი და სიმინდი მოჰყავთ, როცა ბელგიაში, ნიდერლანდებში და ირლანდიაში ერთ ჰექტარზე 9 ტონამდე მოსავალი მოდის.3

საქართველოს სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი პრობლემა მცირემიწიანობაა. ვინაიდან საქართველო ტერიტორიით დიდი ქვეყანა არ არის და ამავე დროს ურბანიზაციის დონე დაბალია, სოფლის მეურნეობით დაკავებულ შინამეურნეობაზე მცირე მიწის ფართობი მოდის. „საქსტატის” მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2014 წელს 1 ოჯახურ მეურნეობაზე საშუალოდ 1.14 ჰექტარი მიწის ფართობი მოდიოდა.4 ცალკე აღებული სახნავ-სათესი მიწები ერთ ოჯახურ მეურნეობაზე საშუალოდ 0.6 ჰექტარია, მრავალწლიანი ნარგავებისთვის განკუთვნილი 0.4 ჰექტარი, საძოვრები და სათიბები კი - 3.4 ჰექტარი.

მცირე მიწაზე მეურნეობის წარმოება, როგორც წესი, ფერმერს არ აძლევს საშუალებას, ე.წ. მასშტაბის ეკონომიურობის ეფექტით ისარგებლოს და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეამციროს. გარდა ამისა, მცირე მიწის მფლობელი საოჯახო მეურნეობა არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე და თავის საქმიანობას, როგორც ბიზნესს არ განიხილავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სამი სამინისტროდან (ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის) გამოითხოვა ინფორმაცია 2006-2018 წლებში საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, თუმცა პასუხი ვერც ერთი უწყებიდან ვერ მივიღეთ. „საქსტატის” მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგებიდან ირკვევა, რომ იმ დროს საქართველოში 788 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იყო, საიდანაც სახნავ-სათესი, სასათბურე და მრავალწლიანი ნარგავებისთვის განკუთვნილი მიწის ჯამური ფართობი 488 ათასი ჰექტარი იყო. ასევე, „საქსტატის” ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2018 წელს ნათესი ფართობები 207 ათასი ჰექტარი იყო, ხოლო მრავალწლიანი კულტურები 121 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული. გამოდის, რომ მემცენარეობისთვის განკუთვნილი 488 ათასი ჰექტარიდან 160 ათასი ჰექტარი (33%) გამოუყენებელია. 300 ათასი ჰექტარი სათიბებზე და საძოვრებზე მოდის, თუმცა არ არსებობს სტატისტიკა, რეალურად რამდენი ჰექტარი არის გამოყენებული ამ მიმართულებებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დამაბრკოლებელი კიდევ ერთი შესაძლო ფაქტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის შეზღუდვაც იყოს. ეს საკითხი 2017 წლიდან კონსტიტუციით დარეგულირდა, მანამდე კი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონით იყო განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეეძლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის შეძენა. ჯერ კიდევ 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც უცხოელებს

3  „მსოფლიო ბანკის” მონაცემები, https://bit.ly/2rCXsQq 4  2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგები, https://bit.ly/37Xp1DT

Page 13: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

13

სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა აუკრძალა, მაგრამ იმავე წელს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიღებული ახალი რეგულაცია ავსტრიის მოქალაქემ გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. ამის შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა თავად შეზღუდა. კერძო პირებს შეეძლოთ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო მიწები მცირე ტერიტორიებად არის დანაწევრებული და მსხვილი ფერმერები მიწის დიდ ფართობზე ყიდვას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მორატორიუმი გამოაცხადა და კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე უცხოელებზე მიწის გასხვისება ისევ აკრძალა. მოქმედი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონით დადგინდა.

უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა დარგში უცხოური ინვესტიციების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შემოსვლას შეიძლება აბრკოლებდეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა უცხოელებისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველი არც მანამდე იყო. 2013 წლისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მთელი ფართობის დაახლოებით 0.7%-ს ფლობენ.5 2010-2012 წლებში სოფლის მეურნეობაში წლიურად საშუალოდ 14 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდიოდა, რაც მთლიანი უცხოური ინვესტიციების საშუალოდ 1.3% იყო. 2013-2017 წლებში ამ დარგში წლიურად საშუალოდ 13 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოდიოდა, რაც მთლიანი უცხოური ინვესტიციების საშუალოდ 0.8% იყო. 2018 წელს უარყოფითი ბალანსი დაფიქსირდა, სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები 3.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რაც სავარაუდოდ, წინა წლებში შემოსული უცხოელი ინვესტორის საქართველოს რეზიდენტის მიერ ჩანაცვლებამ გამოიწვია.

5  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე: მსხვილი უცხოელი ფერმერების ისტორიები, https://bit.ly/2vhHA7g

Page 14: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

14

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

-5

0

5

10

15

20

201220112010 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019(6 თვე)

16.116.8

8.6

12.5 12.3

18.6

8.3

12.4

-3.3

6.1

გრაფიკი 4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს სოფლის მეურნეობაში

1.5%

1.0%

1.5%

-0.3

0.0

0.3

0.6

0.9

1.2

1.5 1.2%

0.7%

1.1%

0.5% 0.6%

-0.3%

1.3%

მლნ აშშ დოლარი წილი მთლიან ინვესტიციებში

Page 15: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

15

თავი II. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები სოფლის მეურნეობის სექტორში2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ მთლიანობაში 1.5 მლრდ ლარი დახარჯა. წლიურად ყველაზე მეტი - 293 მლნ ლარი 2019 წელს დაიხარჯა (გრაფიკი 5).

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია

2019 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით ყველაზე მაღალხარჯიანი პროგრამა სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია იყო, რომელზეც 65 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. პროგრამის მიზანი წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაცია და სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკით უზრუნველყოფაა.

სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის პროგრამაზე 64 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. პროგრამის მიზანია: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური, იძულებითი ღონისძიებებისა და ლაბორატორიული კვლევების განხორციელება, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.

ერთიანი აგროპროექტების პროგრამა რამდენიმე ქვეპროგრამას აერთიანებდა, რომელთაგან ყველაზე დიდი დაფინანსება - 57 მლნ ლარი, შეღავათიანი აგროკრედიტების ქვეპროგრამაზე იყო გამოყოფილი. სესხის (ლიზინგის) მიზანია

0

50

100

150

200

250

300

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019

213

176

221201

235207 198

293

გრაფიკი 5. სოფლის მეურნეობის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მლნ ლარი

Page 16: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

16

სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი წარმოებების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება, ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის გაფართოება, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გაფართოება, სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის საბანკო კრედიტების გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში 2014-2018 წლებში 139 ახალი საწარმო შეიქმნა და 880 არსებული საწარმო გადაიარაღდა.

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამაზე 2019 წელს 14 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი. პროგრამის ძირითადი მიზანი ქართული ღვინის პოპულარობის ზრდაა. შესაბამისად, ფინანსდება ქართული ღვინოს საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და პრესტურების მოწყობა, სარეკლამო რგოლების დამზადება და ა.შ. პროგრამა, ასევე, მოიცავს ვენახების ფართობების აღრიცხვას, კადასტრის დანერგვას და ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობას.

2019 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებაზე 13 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომლის მიზანი პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გადამამუშავებელი და შემნახველი სიმძლავრეების შექმნაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 50-მდე საწარმოა შექმნილი.

„დანერგე მომავალის” ქვეპროგრამაზე 2019 წელს 13 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომლის მიზანი სანერგე მეურნეობების განვითარება და ბაღების ინტენსიური გაშენების ხელშეწყობაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გაშენდა 5 400 ჰექტარი ხეხილის ბაღი და 2 სანერგე მეურნეობა.

სხვა პროგრამებზე და ქვეპროგრამებზე შედარებით მცირე თანხებია გამოყოფილი და განსხვავებულ მიმართულებებს მოიცავს (გრაფიკი 6).

Page 17: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

17

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2013-2016 წლებში 339 მლნ ლარი დაიხარჯა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსებაზე, რომელიც ძირითადად უფასო ხვნა-თესვას მოიცავდა. მათ შორის, 2013 წელს 192 მლნ ლარის ხარჯი სრულად „ფონდმა ქართუმ“ დაფარა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული არ დახარჯულა. 2014 წლიდან კი მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა: კერძოდ, 2014 წელს 50 მლნ ლარი, 2015-ში - 46 მლნ, ხოლო 2016-ში 51 მლნ ლარი დაიხარჯა. 2017 წლიდან აღნიშნული პროგრამა გაუქმდა.

გრაფიკი 6. 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამები, მლნ ლარი

0 10 20 30 40 50 60 70 80

სხვა

სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები

სასოფ-სამ. კოოპერატივების ხელშეწყობა

აგროდაზღვევა

დანერგე მომავალი

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება

აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება

შეღავათიანი აგროკრედიტები

სურსათის უვნებლობა და მცენარეთა დაცვა

სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია 65

64

57

14

13

13

13

8

6

6

34

Page 18: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

18

თავი III. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობასაქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დარგს ზომით მე-5 ადგილი უჭირავს. იგი ჩამორჩება ვაჭრობას, მრეწველობას, მშენებლობას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს. 2018 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 3 მლრდ ლარის დამატებული ღირებულება შეიქმნა, რაც მთლიანი ეკონომიკის 7.8%-ია. 2012-2018 წლებში ნომინალურ გამოსახულებაში სოფლის მეურნეობა 689 მლნ ლარით გაიზარდა, თუმცა აქედან 470 მლნ-ის ზრდა ინფლაციაზე მოდის, ხოლო 220 მლნ ლარი რეალურ ზრდაზე. სწორედ რეალური ზრდა ასახავს უფრო მეტი პროდუქციის წარმოებით მიღებულ მატერიალურ ზრდას. 2018 წლის რეალურ მაჩვენებელს თუ 2013 წლისას შევადარებთ, ზრდა მხოლოდ 29 მლნ ლარია (გრაფიკი 7).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2012 წლიდან 2019 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4.3%-ით იზრდებოდა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო რეალური ზრდის ტემპი კი - 1.5% იყო, ანუ იგი 3-ჯერ ჩამორჩება ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელს.

საკვლევ პერიოდში სოფლის მეურნეობა, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 2013 წელს, 2018 წელს და 2019 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა. 2013 და 2018 წელს მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა (გრაფიკი 8). 2013 წლის ზრდის მაღალი ტემპი უფასო ხვნა-თესვის პროგრამით იყო განპირობებული, რომელსაც ერთჯერადი ეფექტი ჰქონდა.

0

500

1000

1500

2000

2500

3000

3500

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

2,3642,679 2,655 2,652

2,5782,380

2,709

2,3642,679

2,655 2,652 2,578 2,380

2,709

გრაფიკი 7. სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულება, მლნ ლარი

რეალური (2015 წლის ფასებში) ნომინალური

Page 19: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

19

ასევე, 2013 წლიდან ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა და 2013 წელსვე რუსეთში ექსპორტი 300%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდა იყო 2018 წელს დაფიქსირებული 13.8%-იანი ზრდის ძირითადი მიზეზიც6.

2014-2017 წლებში სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურად კლება ფიქსირდებოდა. ეს გამოიწვია უფასო ხვნა-თესვის პროგრამის ჯერ დაფინანსების შემცირებამ და შემდეგ საერთოდ გაუქმებამ და ასევე, რეგიონში, განსაკუთრებით რუსეთში, გართულებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ.

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობის ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპს, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში

6  აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რამაც გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის სექტორში ზრდის მაჩვენებლის დათვლაზეც. ნოემბრამდე მოქმედი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში 0.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით გაუმჯობესდა მონაცემთა წყაროები და გაიზარდა სოფლის მეურნეობაში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი, რაც მანამდე არ მიეკუთვნებოდა აღნიშნულ სექტორს.

-9-6-30369

1215

გრაფიკი 8. სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის ზრდის ტემპები

სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი

-5.0%

6.4%

13.3%

3.6%

-0.9%

4.4%

-0.1%

3.0%

-2.8%

2.9%

-7.7%

4.8%

13.8%

4.8%

1.1%

4.5%

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019(6 თვე)

Page 20: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

20

ყოველწლიურად მცირდება. 2013 წლის 9.6%-დან 2018 წელს ეს მაჩვენებელი 7.8%-მდე შემცირდა. 2019 წელს მისმა წილმა კლება განაგრძო და წლის პირველ ნახევარში 7.5%-მდე შემცირდა (გრაფიკი 9). მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სტრატეგიულ დარგად არის მიჩნეული და მის დასახმარებლად მნიშვნელოვანი რესურსი იხარჯება, წილის შემცირება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე სოფლის მეურნეობას სულ უფრო ნაკლები გავლენა ექნება.

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

სოფლის მეურნეობა ორი ძირითადი ქვედარგისგან შედგება, ესენია: მემცენარეობა და მეცხოველეობა. საქართველოში მეცხოველეობას უფრო მეტი წილი უჭირავს, ვიდრე მემცენარეობას, თუმცა ბოლო წლებში მეცხოველეობის წილი მცირდება. 2018 წლის გამოშვების მოცულობას თუ შევხედავთ, ასეთი მდგომარეობაა: მემცენარეობის პროდუქციის გამოშვებამ 1.8 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო მეცხოველეობის გამოშვებამ - 1.1-ჯერ მეტი - 2 მლრდ ლარი. 2012 წელს მეცხოველეობა მემცენარეობას 1.5-ჯერ აჭარბებდა (გრაფიკი 10).

6

8

10

გრაფიკი 9. სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019(6 თვე)

9.2%9.6% 9.6%

8.8%8.3%

7.2%

7.8%7.5%

Page 21: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

21

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

1. მემცენარეობამემცენარეობა ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ა) ერთწლიანი კულტურების და ბ) მრავალწლიანი კულტურების წარმოებად. ერთწლიანი კულტურები მარცვლეულის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის (საზამთრო, ნესვი, გოგრა) წარმოებას მოიცავს.

2012 წელს საქართველოში მარცვლეულის მოსავალი 370 ათასი ტონა იყო, რაც 6 ათასი ტონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. მოსავალმა მაქსიმუმს - 483 ათას ტონას 2013 წელს მიაღწია, ყველაზე ნაკლები მოსავალი კი - 288 ათასი ტონა 2017 წელს იყო.7

საქართველოში ძირითადი მარცვლეული კულტურები სიმინდი და ხორბალია. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ხორბლის მოსავალი 33%-ით არის გაზრდილი, თუმცა ჩამორჩება 2015-2016 წლების მაჩვენებელს. რაც შეეხება სიმინდის მოსავალს, 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს იგი 27%-ით შემცირდა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ხორბლის და სიმინდის მოსავალი გაიზარდა (გრაფიკი 11).

7  „საქსტატის” განმარტებით, 2014 წელს ახალი სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა, რასაც ეფუძნება 2014-2018 წლების მონაცემები და 2013 წლამდე მონაცემებთან სრულ შესაბამისობაში არ არის.

020406080

100120

გრაფიკი 10. ქვედარგების წილი სოფლის მეურნეობის გამოშვებაში

39% 44% 48% 44% 43% 43% 45%

57% 52% 48% 50% 51% 52% 50%

4% 4% 5% 5% 6% 5% 5%

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

მემცენარეობა მეცხოველეობა

სასოფლო-სამეურნეო მომსახურება

Page 22: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

22

საქართველოში მიღებული ხორბლის მოსავლის 80% და სიმინდის 33% კახეთზე მოდის. სიმინდის მოსავალში, ასევე, მაღალია სამეგრელოს (25%) და იმერეთის (17%) წილი.

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

საქართველოში ბოსტნეულიდან ყველაზე მეტად მოხმარებადი კარტოფილი და პომიდორია. წონის მიხედვით საქართველოში მოყვანილი ბოსტნეულის ნახევარზე მეტი კარტოფილზე მოდის. 2018 წელს საქართველოში 238 ათასი ტონა კარტოფილი მოიყვანეს, რაც 5%-ით ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე. 2017 წელთან შედარებით, კარტოფილის მოსავალი 32%-ით არის გაზრდილი, მაგრამ 2013 და 2016 წლების მაჩვენებელს კვლავ ჩამორჩება. კარტოფილის მოსავლის 62% სამცხე-ჯავახეთზე მოდის, ხოლო 20% - ქვემო ქართლზე.

შემცირების ტენდენცია აქვს პომიდვრის, კომბოსტოს, ხახვის და დანარჩენი ბოსტნეულის (ლობიო, ნიორი, სტაფილო, წიწაკა და ა.შ.) მოსავალს. ზრდა მხოლოდ კიტრის მოყვანაში არის (გრაფიკი 12).

050

100150200250300350400

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

81

267

22

81

364

3848

292

32

126

185

46

127

244

54

98

143

48

107

194

62

გრაფიკი 11. მარცვლოვანი კულტურების მოსავალი საქართველოში, ათასი ტონა

ხორბალი ქერი და შვრია სიმინდი

Page 23: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

23

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ნათესი ფართობები 20%-ით არის შემცირებული. „საქსტატის” განმარტებით, მეთოდოლოგიური ცვლილების გამო, უფრო გამართლებულია, მონაცემები 2014 წლიდან შევადაროთ ერთმანეთს. 2018 წელს, 2014 წელთან შედარებით, ნათესი ფართობები 25%-ით (68 ათასი ჰექტარით) არის შემცირებული. ყველაზე დიდი შემცირება - 44% (65 ათასი ჰექტარი) სიმინდის ნათეს ფართობებშია. 17%-ით შემცირდა ბოსტნეულის ნათესი ფართობიც. 2013 წლის შემდეგ ნათესი ფართობები ყოველწლიურად მცირდებოდა. 2013 წელს მათი ერთჯერადად სწრაფად ზრდა უფასო-ხვნა თესვის ვაუჩერებმა განაპირობა, რომელიც მომდევნო წლებში შემცირდა, 2017 წლიდან კი აღარ რიგდება (გრაფიკი 13).

0

50

100

150

200

250

300252

კარტოფილი პომიდორი კიტრი ხახვი დანარჩენიბოსტნეული

კომბოსტოდა ბროკოლი

215

249238

3519 20 19

64 55 54 52

18 17 19 9

53 46 37 363924 19

33

გრაფიკი 12. ბოსტნეულის მოსავალი საქართველოში, ათასი ტონა

2012 2014 2016 2018

Page 24: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

24

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

მოსავლის ჯამური მოცულობების კლების მიუხედავად, თითქმის ყველა ერთწლიანი კულტურის მოსავლიანობის კუთხით დადებითი დინამიკაა. 2012 წელს 1 ჰექტარზე თუ საშუალო 9.9 ტონა კარტოფილი მოდიოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 12.5 ტონამდე გაიზარდა, ეს კი 26%-იანი ზრდაა. მოსავლიანობის ყველაზე მაღალი ზრდა ხორბლის შემთხვევაშია. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ერთ ჰექტარზე 47%-ით მეტი ხორბლის მოსავალი მოვიდა, ყველაზე ნაკლებად კი, სიმინდის მოსავლიანობა გაიზარდა (გრაფიკი 14).

200

250

300

350

გრაფიკი 13. ნათესი ფართობი, ათასი ჰექტარი

260

311

275264

240

220207

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

Page 25: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

25

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

მრავალწლიანი კულტურები ხილს მოიცავს. 2018 წელს საქართველოში 513 ათასი ტონა ხილის მოსავალი მოვიდა. ხილის ჯამური მოცულობის წლების მიხედვით შედარება არ არის გამართლებული, რადგან მნიშვნელოვანია, რომელი ხილის გამო იყო კლება ან მატება. წონის მიხედვით, საქართველოში ხილის მოსავლის 88% 5 სახეობაზე მოდის, ესენია: ყურძენი, ვაშლი, მანდარინი, ატამი და თხილი, მათ შორის, მთლიანი მოსავლის 51% მხოლოდ ყურძენზე მოდის. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 38% იყო.

2012 წელთან შედარებით, 2018 წელს მანდარინის და თხილის მოსავალი შემცირდა, ხოლო ყურძნის, ვაშლის და ატმის გაიზარდა. 2014 წელთან შედარებით, მხოლოდ ყურძნის და ატმის მოსავალია გაზრდილი. ხილის მოსავლის ჯამურ ზრდას ყურძენი განაპირობებს, რომელიც 2012 წელთან შედარებით 116 ათასი ტონით (80%-ით), ხოლო 2014 წელთან შედარებით 87 ათასი ტონით (50%-ით) არის გაზრდილი (გრაფიკი 15).

ვაშლის წარმოების 87% შიდა ქართლზე მოდის. კახეთზე მოდის ყურძნის 72% და ატმის 79%. სამეგრელოზე მოდის თხილის მოსავლის 56%, ხოლო აჭარაში ციტრუსის 73% იწარმოება.

0

3

6

9

12

15

გრაფიკი 14. ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა, ტონა/ჰექტარზე

1.7 1.8 1.4

2.4 2.4 2.3 1.7

2.6

2.6

2.61.8

2.2 2.5

2.7

9.911.3 11.7

8.3

12.3

9.0

12.5

7.18.3

6.6 6.98.2

7.38.8

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

ხორბალი სიმინდი კარტოფილი ბოსტნეული

Page 26: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

26

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობებზე მხოლოდ 2017 წლის ინფორმაციაა გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, ვენახებს, ხეხილის ბაღებს, ციტრუსის პლანტაციებს და კენკროვნებს ჯამში 121 ათასი ჰექტარი ფართობი ეკავათ. ამ ფართობიდან ხეხილის ბაღებს 75 ათასი ჰექტარი ეკავა, ხოლო ვენახებს - 36 ათასი ჰექტარი.

2. მეცხოველეობა2018 წლის ბოლოს საქართველოში ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს ჯამში 1 912 ათასი პირუტყვი (მსხვილფეხა რქოსანი, ღორი, ცხვარი და თხა) ჰყავდათ. ეს რაოდენობა 2012 წლის მაჩვენებელზე 8%-ით, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელზე 7%-ით ნაკლებია. 2012 წელთან შედარებით, კლებაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის რაოდენობაში, ხოლო ცხვრის და თხის რაოდენობა გაზრდილია. 2014 წელთან შედარებით კი, სამივეს რაოდენობები შემცირებულია ჯამში 148 ათასი სულით. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მხოლოდ ღორის რაოდენობაა გაზრდილი 13 ათასი სულით, დანარჩენის რაოდენობა კი 141 ათასი სულითაა შემცირებული (გრაფიკი 16).

უკვე ცნობილია 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებიც, რომლის მიხედვით, ივნისის ბოლოს 2 188 ათასი სული პირუტყვი იყო საქართველოში, რაც 3.3%-ით ნაკლებია 2018 წლის ივნისის ბოლოს არსებულ რაოდენობაზე. კლება სამივე სახეობის ცხოველების შემთხვევაში აღინიშნება.

0

50

100

150

200

250

300

144

4571

257

223

69

107

4024

173

8266

3425

215

26

71

3523

159

65603033

181

20

55

2132

260

8362

1728

გრაფიკი 15. ხილის მოსავალი, ათასი ტონა

ყურძენი ვაშლი მანდარინი

ატამი თხილი

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

Page 27: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

27

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2012 წელთან შედარებით, 2018 წელს 32%-ით არის გაზრდილი ფრინველის რაოდენობა. თუმცა, 2015 წლის შემდეგ ფრინველის რაოდენობის კლების ტენდენციაა. მაგალითად, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, წარმოება 198 ათასი ფრთით შემცირდა და 8 111 ათასი ფრთა შეადგინა (გრაფიკი 17).

ფრინველების რაოდენობის კლება გაგრძელდა 2019 წელსაც. წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ფრინველების რაოდენობა 5%-ით - 497 ათასი ფრთით შემცირდა.

0

300

600

900

1200

1500

გრაფიკი 16. პირუტყვის რაოდენობა საქართველოში წლის ბოლოს, ათასი სული

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ღორი ცხვარი და თხა

1,1291,230

970 992 963 910 879

204 191 170 162 136 151 163

743857

920 891 937 907 870

Page 28: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

28

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2012-2018 წლებში სულადობის შემცირება მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაზე ცალსახად არ აისახა. ხორცის წარმოებას მზარდი ტენდენცია აქვს. 2018 წელს ქვეყანაში 73 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 70%-ით მეტია, ხოლო 2014 წლისაზე - 22%-ით. ზრდა ფიქსირდება, როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ისე ღორის, ცხვრის და ფრინველის ხორცზე.

ხორცისგან განსხვავებით, შემცირდა რძის წარმოება. 2018 წელს, 2014 წელთან შედარებით, იგი 6%-ით იყო შემცირებული და 555 მლნ ლიტრს მიაღწია.

2012 წელთან შედარებით, 34%-ით და 2014 წელთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა კვერცხის წარმოება და 2018 წელს 635 მლნ ცალს მიაღწია (გრაფიკი 18).

0

2000

4000

6000

8000

10000

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

6,1596,761 6,658

8,309 8,238 8,386 8,111

გრაფიკი 17. ფრინველის რაოდენობა საქართველოში წლის ბოლოს, ათასი ფრთა

Page 29: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

29

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ხორცის წარმოება 6.7%-ით შემცირდა, ხოლო კვერცხის - 4.8%-ით, რძის წარმოება კი გაიზარდა 0.8%-ით.

0100200300400500600700800

გრაფიკი 18. მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება საქართველოში

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

ხორცი (ათასი ტონა) რძე (მლნ ლიტრი) კვერცხი (მლნ ცალი)

474

590

495

605

552

589 603

566

590

540

600

528

635

555

43 48 59 67 66 66 73

Page 30: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

30

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

0

50

100

150

200

250

300

350

ხორცი (ათასი ტონა) რძე (მლნ ლიტრი) კვერცხი (მლნ ცალი)

გრაფიკი 19. მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება საქართველოში, 2018-2019 წლების პირველ ნახევარში

2018, 6 თვე 2019, 6 თვე

35

293326

32

295 311

Page 31: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

31

თავი IV. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტისოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის და იმპორტის ცალკე გამოყოფა რთულია და შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს. საქმეს ართულებს ის, რომ საბოლოო პროდუქცია გადამუშავებული გზით გადის საზღვარგარეთ და მასში სოფლის მეურნეობაში შექმნილ ღირებულებას მხოლოდ გარკვეული წილი უჭირავს. მაგალითად, ღვინის ექსპორტის შემთხვევაში სოფლის მეურნეობის წილი არის ყურძნის ღირებულება, მაგრამ ღვინის დამზადების სხვა ხარჯები უკვე მრეწველობის სექტორს მიეკუთვნება.

ვინაიდან სოფლის მეურნეობა ძირითადად საკვებისა და სასმელების წყაროა, სოფლის მეურნეობის ექსპორტ-იმპორტის შესწავლისას ყველაზე კარგ სურათს სურსათის და სასმელების ექსპორტ-იმპორტი გვაჩვენებს.

2018 წელს საქართველოდან 760 მლნ დოლარის საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 57%-ით მეტია. ეს რიცხვი მაქსიმუმს - 781 მლნ დოლარს - 2014 წელს აღწევდა. 2015 წელს ექსპორტის რადიკალური კლება რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. ასევე, ლარის კურსის დაცემის გამო აშშ დოლარში გამოხატულმა ფასებმა და შესაბამისად შემოსავალმა იკლო. 2016 წლიდან ეს მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება (გრაფიკი 20).

2012 წელს საკვების და სასმელების ექსპორტზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 20.4% მოდიოდა. 2016 წელს აღნიშნული წილი 30.5%-მდე გაიზარდა, 2018 წლის მონაცემებით კი - 22.7%-ია.

ექსპორტისგან განსხვავებით, საკვები პროდუქტების და სასმელების იმპორტის ღირებულება ბოლო წლებში არ გაზრდილა, 2012 წელთან შედარებით, იგი 6%-ით არის შემცირებული, თუმცა მისი ღირებულება ერთ მლრდ დოლარზე მეტია. 2015-2016 წლებში საკვების და სურსათის იმპორტი 20%-ით შემცირდა, თუმცა 2017 წლიდან მცირე ზრდის ტენდენცია აქვს.

რადგან იმპორტი დაახლოებით ერთ დონეზე შენარჩუნდა, ხოლო ექსპორტი გაიზარდა, შეიცვალა ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი. 2012 წელს ექსპორტის იმპორტთან თანაფარდობა 0.45 იყო, 2018 წელს კი 0.75 გახდა.

Page 32: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

32

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2019 წლის პირველ ნახევარში საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტმა 326 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 5.6%-ით ნაკლებია 2018 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე.

2018 წელს საქართველოს 3 უმსხვილესი საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ღვინო, სპირტიანი სასმელები და მინერალური წყლები იყო, რომელთა საერთო ღირებულება 436 მლნ აშშ დოლარი იყო. ამ სამ საქონელზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ექსპორტის 57% მოდის (გრაფიკი 21).

0

200

400

600

800

1000

1200

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

486

729 781

573643 698

760

1,087 1,089 1,082

906 866964 1,020

გრაფიკი 20. საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტ-იმპორტი საქართველოში, მლნ აშშ დოლარი

ექსპორტი იმპორტი

Page 33: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

33

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2013-2018 წლებში საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტის ზრდა ძირითადად ღვინის ექსპორტის ზრდამ განაპირობა, რომელიც, თავის მხრივ, ძირითადად რუსეთის ბაზრის გახსნამ გამოიწვია. 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 200%-ით, 132 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 132 მლნ დოლარიანი ზრდიდან 115 მლნ რუსეთზე მოდის. 2012 წელს რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 23 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2013 წელს კი - 115 მლნ დოლარის. გარდა ამისა, ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 0.04%-დან 58%-მდე გაიზარდა (გრაფიკი 22).

რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაღალი დამოკიდებულება პოლიტიკური რისკების მატარებელია. 2006 წელს რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციის ბოიკოტირებამ, ასევე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო რუსეთის დუმაში ქართული ღვინის იმპორტის შეზღუდვის განხილვამ, ნათლად აჩვენა, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა. გარდა პოლიტიკური ფონისა, ერთი ქვეყნის ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკური რისკების შემცველია. მაგალითად, 2015 წელს საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 61%-ით შემცირდა. ამის მიზეზი რუსეთის ეკონომიკური პრობლემები იყო, რამაც საქართველოც მნიშვნელოვნად დააზარალა.

გრაფიკი 21. სოფლის მეურნეობის 10 უმსხვილესი ქართული საექსპორტო პროდუქცია 2018 წელს, მლნ აშშ დოლარი

0 50 100 150 200

ნაყოფი, დაკონსერვებული ან სხვა წესით დამზადებული

ციტრუსი

ფქვილი და გრანულები ხორცის

წყლები შაქრის დანამატების შემცველობით

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

ხორცი ცხვრის ან თხის

თხილი

მინერალური და მტკნარი წყლები

ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები

ღვინო 197

129

110

70

36

30

27

15

15

15

Page 34: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

34

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2019 წლის პირველ ნახევარში საკვები პროდუქტების და სასმელების იმპორტი 8.5%-ით შემცირდა და ჯამში 452 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობამ კი - 0.72 შეადგინა.

2018 წელს სოფლის მეურნეობის ნაწარმიდან იმპორტში პირველ ადგილზე სიგარეტი იყო 187 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ კი მოდის ხორბალი 115 მლნ აშშ დოლარით. სხვა მსხვილი საიმპორტო ჯგუფები იყო: ხორცი, შაქარი, შოკოლადი, ზეთი და საკონდიტრო ნაწარმი (გრაფიკი 23).

0

50

100

150

200

65

128

180

96114

171

197

გრაფიკი 22. ქართული ღვინის ექსპორტი და რუსეთის წილი

0.04%

01020304050607080

44%

62%

45% 49%58% 58%

ღვინის ექსპორტი, მლნ აშშ დოლარი რუსეთის წილი

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

Page 35: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

35

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

ცალკე აღებული ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების სურსათი და სასმელი საქართველოდან რუსეთში გადის. კერძოდ, 2018 წელს ამ ქვეყანაში 244 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, როცა 2012 წელს მხოლოდ 3.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიტანეთ რუსეთში. 2018 წელს რუსეთის წილი სურსათისა და სასმელის ქართულ ექსპორტში 32% იყო (გრაფიკი 24).

გრაფიკი 23. სოფლის მეურნეობის 10 უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია 2018 წელს, მლნ აშშ დოლარი

0 50 100 150 200

პროდუქტები ცხოველების საკვებად

კაკალი ახალი ან გამხმარი

ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები

ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი

ზეთი

შოკოლადი

შაქარი

ხორცი

ხორბალი

სიგარეტი 187

115

62

58

53

41

39

34

29

25

Page 36: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

36

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2018 წელს 148 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული სურსათი და სასმელი გავიდა ევროკავშირში, რაც მთლიანი ქართული ექსპორტოს 15% იყო. ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს - 221 მლნ აშშ დოლარს 2016 წელს მიაღწია, მისი წილი კი 32% იყო (გრაფიკი 25).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

0

50

100

150

200

250

3

107

222

123141

213 244

გრაფიკი 24. ქართული საკვები პროდუქტის და სასმელების ექსპორტი რუსეთში, 2018 წელი, მლნ აშშ დოლარი

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

0

50

100

150

200

250

106

182

217 208221

141 148

გრაფიკი 25. ქართული საკვები პროდუქტის და სასმელების ექსპორტი ევროკავშირში, 2018 წელი, მლნ აშშ დოლარი

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

Page 37: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

37

ცალკე აღსანიშნავია ხორბლის იმპორტი, რადგან საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად არის პურის და ხორბლის სხვა პროდუქტების მოხმარებაზე დამოკიდებული. 2012 წელს საქართველოს ხორბლის იმპორტში 58% ყაზახეთს ეკავა, 41% კი რუსეთს. მომდევნო წლებში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2016-2017 წლებში იმპორტირებული ხორბლის თითქმის 100% რუსეთზე მოდიოდა. 2018 წელს რუსეთის წილი 84%-მდე შემცირდა, რადგან ყაზახეთის წილი გაიზარდა 16%-მდე. რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულება, გარკვეული საფრთხის შემცველია. რადგან პოლიტიკური მიზნებით რუსეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანის შეწყვეტა, გარკვეული პერიოდი საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის (გრაფიკი 26).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

0

200

400

600

800

1000 898

655567 539

456515

577

გრაფიკი 26. ხორბლის იმპორტი საქართველოში და რუსეთის წილი

40.6%40

60

80

100

75.2%

87.2%

96.4%99.9% 99.6%

83.8%

ღვინის ექსპორტი, მლნ აშშ დოლარი რუსეთის წილი

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018

Page 38: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

38

დასკვნა და რეკომენდაციებისაქართველოში მოსახლეობის 41% სოფლად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობაში კი 659 ათასი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესი ნაწილი თვითდასაქმებულია. 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 39% იყო.

2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო შრომის პროდუქტიულობა თვეში 407 ლარი იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკის საშუალო პროდუქტიულობაზე 5-ჯერ ნაკლებია. შრომის პროდუქტიულობით სექტორებს შორის სოფლის მეურნეობა ბოლო ადგილზეა. სწორედ შრომის პროდუქტიულობის დაბალი დონეა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების სიღარიბის მთავარი მიზეზი.

შრომის დაბალი პროდუქტიულობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების დონეა, რითაც საქართველო განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

საქართველოში 788 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა. აქედან სახნავ-სათესი, სასათბურე და მრავალწლიანი ნარგავებისთვის ჯამური ფართობი 488 ათასი ჰექტარია, საიდანაც 2018 წელს 67% იყო დამუშავებული ან მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული.

სოფლის მეურნეობის განვითარებას აფერხებს მცირემიწიანობა. ერთ საოჯახო მეურნეობაზე საშუალოდ 1.14 ჰექტარი მიწა მოდის, რაც თავის მხრივ, დაბალი ურბანიზაციის შედეგია. მცირემიწიანობა არ იძლევა მასშტაბის ეკონომიის ეფექტით სარგებლობის საშუალობას და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების მნიშვნელოვნად შეამცირებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობა უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი არ არის, რასაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაც უწყობს ხელს.

2013-2019 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო და 3-ჯერ ჩამორჩებოდა ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციაზე, სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის პროგრამაზე და შეღავათიან აგროკრედიტებზე იხარჯება.

ნომინალურ გამოსახულებაში საქართველოს სოფლის მეურნეობაში 2018 წელს 3 მლრდ ლარის პროდუქცია შეიქმნა. 2012 წელთან შედარებით ზრდა 689 მლნ ლარია. თუმცა, რეალურ გამოსახულებაში (ინფლაციის გათვალისწინებით), 2012 წელთან შედარებით, ზრდა 220 მლნ ლარია, ხოლო 2013 წელთან შედარებით - 29 მლნ ლარი. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ 2014-2018 წლებში სოფლის მეურნეობის არ გაზრდილა. სოფლის მეურნეობის წილს ეკონომიკაში შემცირების ტენდენცია აქვს და 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა.

2012 წელს საქართველოში მარცვლეულის მოსავალი 370 ათასი ტონა იყო, რაც 6 ათასი

Page 39: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

39

ტონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. 2012 წელთან შედარებით, ხორბლის მოსავალი 33%-ით არის გაზრდილი, სიმინდის მოსავალი კი 27%-ით არის შემცირებული.

წონის მიხედვით, საქართველოში მოყვანილი ბოსტნეულის ნახევარზე მეტი კარტოფილზე მოდის. 2018 წელს საქართველოში 238 ათასი ტონა კარტოფილი მოიყვანეს, რაც 5%-ით ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე.

შემცირების ტენდენცია აქვს პომიდვრის, კომბოსტოს, ხახვის და დანარჩენი ბოსტნეულის მოსავალს. ზრდა მხოლოდ კიტრის მოყვანაში ფიქსირდება.

2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ნათესი ფართობები 20%-ით არის შემცირებული. ყველაზე მაღალი შემცირება სიმინდის ნათეს ფართობებშია.

მოსავლის ჯამური მოცულობების კლების მიუხედავად, თითქმის ყველა ერთწლიანი კულტურის მოსავლიანობის კუთხით დადებითი დინამიკაა. მაგალითად, 2012 წელს 1 ჰექტარზე თუ საშუალო 9.9 ტონა კარტოფილი მოდიოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 12.5 ტონამდე გაიზარდა.

წონის მიხედვით, საქართველოში ხილის მოსავლის 88% 5 სახეობაზე მოდის, ესენია: ყურძენი, ვაშლი, მანდარინი, ატამი და თხილი. მათ შორის, მთლიანი მოსავლის 51% მხოლოდ ყურძენზე მოდის. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს მანდარინის და თხილის მოსავალი შემცირდა, ხოლო ყურძნის, ვაშლის და ატამის გაიზარდა.

2018 წლის ბოლოს საქართველოში ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს ჯამში 1 912 პირუტყვი ჰყავდათ. ეს რაოდენობა 2012 წლის მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია. 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, პირუტყვის სულადობა 3.3%-ით შემცირდა.

2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, 32%-ით არის გაზრდილი წარმოებული ფრინველის რაოდენობა, თუმცა 2015 წლის შემდეგ ამ მაჩვენებელს კლების ტენდეცია აქვს.

2012-2018 წლებში ცხოველების სულადობის შემცირება მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაზე ცალსახად არ აისახა. ხორცის წარმოებას მზარდი ტენდენცია აქვს. 2018 წელს 73 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 70%-ით მეტია. ხორცისგან განსხვავებით, შემცირდა რძის წარმოება. 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 6%-ით არის შემცირებული. 2012 წელთან შედარებით, 34%-ით გაიზარდა კვერცხის წარმოება და 2018 წელს 635 მლნ ცალს მიაღწია.

2018 წელს საქართველოდან 760 მლნ დოლარის საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტი განხორციელდა, რაც 57%-ით მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე, თუმცა ეს მაჩვენებელი მაქსიმუმს - 781 მლნ აშშ დოლარს, 2014 წელს აღწევდა.

2013-2018 წლებში საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტის ზრდა ძირითადად ღვინის ექსპორტის 132 მლნ დოლარით ზრდამ განაპირობა, საიდანაც 115 მლნ რუსეთზე მოდის. 2018 წელს რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 58%-მდე გაიზარდა, რამაც რუსული ბაზრის, როგორც საქართველოზე ზეწოლის ბერკეტის გავლენა, მნიშვნელოვნად გაზარდა.

Page 40: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

40

ექსპორტისგან განსხვავებით, საკვები პროდუქტების და სასმელების იმპორტის ღირებულება ბოლო წლებში არ გაზრდილა, 2012 წელთან შედარებით, იგი 6%-ით არის შემცირებული, თუმცა მაინც ერთ მლრდ დოლარზე მეტია.

რადგან იმპორტი ერთ დონეზე შენარჩუნდა, ხოლო ექსპორტი გაიზარდა, შეიცვალა ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი. 2012 წელს ექსპორტი ფარდობა იმპორტთან 0.45 იყო, 2018 წელს კი იგი 0.75-ია.

2019 წლის პირველ ნახევარში საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტმა 326 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 5.6%-ით ნაკლებია 2018 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე.

2018 წელს საქართველოს 3 უმსხვილესი საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ღვინო, სპირტიანი სასმელები და მინერალური წყლები იყო, ჯამში 436 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

2018 წელს სოფლის მეურნეობის ნაწარმიდან იმპორტში პირველ ადგილზე სიგარეტი იყო 187 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ მოდის ხორბალი 115 მლნ აშშ დოლარით. მსხვილი საიმპორტო ჯგუფებია ასევე: ხორცი, შაქარი, შოკოლადი, ზეთი და საკონდიტრო ნაწარმი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულების მაღალი დონე, რომელიც 2016-2017 წლებში 100%-მდე აღწევდა, 2018 წელს კი 84%-მდე შემცირდა. რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულება გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის.

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების სურსათი და სასმელი საქართველოდან რუსეთში გადის. კერძოდ, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 244 მლნ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა 2012 წელს იგი მხოლოდ 3.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა. 2018 წელს ქართული სურსათისა და სასმელების ექსპორტში რუსეთის წილი 32% იყო.

2018 წელს ქართული სურსათისა და სასმელების ექსპორტის 15% ევროკავშირში გადიოდა და 148 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი მაქსიმუმს - 221 მლნ აშშ დოლარს 2016 წელს აღწევდა.

იმ ფონზე, როდესაც მემცენარეობის და მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტების რაოდენობები შემცირების ტენდეციით ხასიათდება, სურსათისა და სასმელების ექსპორტის ზრდა და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებამ განაპირობა. ექსპორტში გადამუშავებული პროდუქციის წილმა იმატა, რომლის ღირებულება ნედლი სახით პროდუქციის მიწოდებასთან შედარებით მაღალია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაბალი პროდუქტიულობაა, რაც მასში დასაქმებული ადამიანების სიღარიბის ძირითადი მიზეზია. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად აუცილებელია ფერმერული მეურნეობების გამსხვილება, რაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილის შემცირებით და დარგში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვით მიიღწევა.

Page 41: საქართველოს სოფლის მეურნეობა · 2020. 3. 10. · საქართველოს სოფლის მეურნეობა

41

პროდუქტიულობის ასამაღლებლად ასევე აუცილებელია, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სექტორში დასაქმებულთა ცოდნის ამაღლება.

მნიშვნელოვანია მორწყვადი მიწის ფართობების ზრდა, რისთვისაც საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტების გაფართოებაა საჭირო.

გარდა ამისა, ამ დარგისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის სახიფათოა რუსეთზე, მტრულად განწყობილ ქვეყანაზე, დამოკიდებულების მზარდი ტენდენცია. ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, ასევე, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსული ხორბლის იმპორტზე, შესაბამისად, ამ მხრივ აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია, რისკების წინასწარი ანალიზი და პრევენციული ზომების შემუშავება.